You are on page 1of 25

ფსიქოფიზიკა

დაკვირვება პასიური მეცნიერებაა, ექსპერიმენტირება კი ‒ აქტიური.


(კლოდ ბერნარი)

დავუშვათ, თქვენ ხართ სტომატოლოგი (ან პაციენტი სტომატოლოგთან) და გსურთ, წამლების


მიღების გარეშე გახადოთ ტკივილი უფრო ასატანი. ტკივილის გაზომვა ფსიქოფიზიკური
პრობლემაა, ვინაიდან ტკივილის დონის შესახებ დასკვნა დანტისტის სავარძელში მყოფი
პაციენტის ქცევის საფუძველზე მიიღება. ამ თავში განხილულია შეგრძნებების (როგორიცაა,
მაგ., ტკივილი) გაზომვის რამდენიმე დახვეწილი ფსიქოფიზიკური ტექნიკა.
შეიძლება, თქვენ, როგორც სტომატოლოგს ან როგორც პაციენტს, არ გქონიათ ისეთი
შემთხვევა, როცა სუნმა ტკივილის ამტანობა გაგიზარდათ, მაგრამ ერთმა ბოლოდროინდელმა
კვლევამ (Prescott and Wilkie, 2007) აჩვენა, რომ ტკბილმა სურნელმა შეიძლება ტკივილი უფრო
ასატანი გახადოს. ტკივილს შეისწავლიდნენ ამჟამად ცუდი რეპუტაციის მქონე სიცივის
დათრგუნვის ტესტით, რომელიც სუბიექტებისგან მოითხოვდა მათთვის დომინანტი ხელისა
და მკლავის ჩაყოფას ცივ წყალში (5°C) დაახლოებით 4 წუთის მანძილზე. მათ სთხოვდნენ,
გაეჩერებინათ ხელები წყალში იმდენი ხნის განმავლობაში, სადამდეც შეძლებდნენ ტკივილის
ატანას. სუბიექტები, რომლებიც შეისუნთქავდნენ ტკბილ სურნელს, ცივ წყალში ხელებს
დაახლოებით სამჯერ უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე აჩერებდნენ, ვიდრე
საკონტროლო პირობის სუბიექტები, რომელთაც სურნელი არ წარედგინებოდათ.
შესაბამისად, როცა ამ ტექსტის ერთ-ერთ ავტორს, რომელსაც კბილის ფესვის არხის
დამუშავების პროცედურა მოელის, კვლევითი სტატიის ასლი მიაქვს თავის დანტისტთან,
ფსიქოფიზიკური კვლევის პრაქტიკული სარგებლის კიდევ ერთი მაგალითია.

შეგრძნებების გაზომვა

ზემოთ აღნიშნულ მოულოდნელ შედეგს რამდენიმე ფაქტორი ხსნის. მათ გარკვეულ ნაწილს
მოცემული თავი შეეხება. ამ საკითხებს ჩვენ შევისწავლით მეცნიერულ ფსიქოლოგიაში
კვლევის ყველაზე ძველი სფეროს – ფსიქოფიზიკის კონტექსტში. ფსიქოფიზიკა ფიზიკურ
განზომილებაში არსებულ მოვლენებზე რეაქციის განსაზღვრას გულისხმობს.
ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის გამოჩენილი ისტორიკოსი ედვინ ბორინგი (Edwin G. Boring,
1950) ამტკიცებს, რომ შინაგანი შთაბეჭდილებებისა (ფსიქოფიზიკის „ფსიქო“ ნაწილი) და
გარეგანი სამყაროს („ფიზიკის“ ნაწილი) მიმართების გაზომვის ტექნიკების შემოღება
მეცნიერული ფსიქოლოგიის დასაბამს ნიშნავდა.
ბორინგი ფსიქოფიზიკას მეცნიერული ფსიქოლოგიის დასაწყისად, უპირატესად,
იმიტომ მიიჩნევდა, რომ ფსიქოფიზიკური ტექნიკებით მოსარგებლე მეცნიერებმა შეძლეს
ფსიქოლოგიურ ფენომენთა პირველი მათემატიკური კანონების ჩამოყალიბება. გარდა იმისა,
რომ ამ კანონების თავისებურებები თავისთავად, იმთავითვე საინტერესოა, მათ განვითარებას
შეიძლება სხვა მნიშვნელოვანი შედეგებიც ჰქონდეს. პირველ რიგში, პირველ რიგში,
შეგრძნებათა გაზომვა ძალიან რთულია, რადგან საშუალებები მათი გაზომვისთვის არ არის

1
სახალხოდ ისე მისაწვდომი, როგორც, მაგალითად, სინათლის ინტენსივობის ან ქვის წონის
გაზომვისათვის. მეორეც, შინაგანი შეფასებები არ არის იდენტური ფიზიკური ენერგიის
სიდიდისა, რომელიც სენსორულ აპარატზე მოქმედებს. ჩვენ ახლა შევისწავლით
ფსიქოფიზიკის თითოეულ ამ მემკვიდრეობას და განვავრცობთ მათ წინამდებარე თავში.
გუსტავ ფეხნერმა ჩამოაყალიბა ფსიქოფიზიკური მეთოდები, რომელთა საშუალებით
შესაძლებელი იყო სამყაროს თვისებების გაზომვა მათი ფსიქოლოგიური მნიშვნელობების
თვალსაზრისით (Fechner, 1860/1966). მისმა მეთოდებმა, რომლებიც უფრო დაწვრილებით
ცოტა ქვემოთაა ამ თავში განხილული, აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური შეფასებები
სხვადასხვაგვარად იცვლებოდა სტიმულის ინტენსივობისა და მისი კონკრეტული
სენსორული მოდალობის მიხედვით (ე.ი. მხედველობითი სტიმულების შეფასება
განსხვავდებოდა სმენითი სტიმულების შეფასებისაგან, რომლებიც განსხვავდებოდა გემოს
სტიმულების შეფასებისგან და ა.შ.). ვინაიდან ამგვარი (ან დაახლოებით ამგვარი მაინც)
მიმართებები ხვდებოდათ ბევრი განსხვავებული ადამიანის შემთხვევაში, ფეხნერმა და სხვა
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ინდივიდუალური, შინაგანი შეფასებები სწორად გაიზომა.
როგორც ნაჩვენებია სურათზე 6.1, ფსიქოფიზიკოსებს სიკაშკაშის, ხმამაღლობის, სიმძიმისა და
ტკივილის ფსიქოლოგიურ თვისებათა გაზომვა ზუსტად ისევე შეეძლოთ, როგორც
ფიზიკოსები ზომავდნენ სინათლის ინტენსივობას, ხმის ინტენსივობას და სხვ. შესაბამის
ფიზიკურ თვისებებს.

როგორც 1800-იანებში, ისე დღეს, ფსიქოფიზიკის ყველაზე პოპულარული გამოყენება


მდგომარეობს, ერთი შეხედვით მარტივი შეგრძნებების (როგორიცაა, მაგ., სიკაშკაშე)
გაზომვაში, რაც, შესაძლოა, უსარგებლოდ მოგვეჩვენოს. შეიძლება მარტივ ამოცანად
მიიჩნიოთ სტიმულთა ხმამაღლობისა თუ მტკივნეულობის დადგენა. მაგრამ სინამდვილეში
იშვიათად თუ არსებობს პირდაპირი, სწორხაზოვანი მიმართება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ
მნიშვნელობებს შორის. როკჯგუფმა რომ სტერეოგამაძლიერებლები ჩართოს ადრინდელთან
შედარებით ორჯერ მეტი ენერგიის წარმოსაქმნელად (რაც ფიზიკური ერთეულების
გაორმაგებას ნიშნავს), ენერგიის ეს ორმაგი გაზრდა შედეგად არ მოგვცემს მსმენელებში
ადრინდელთან შედარებით ბგერის ორჯერ უფრო ხმამაღლა განცდას. იმისთვის, რომ
მსმენელმა შეაფასოს ბგერა როგორც ორჯერ უფრო ხმამაღალი, ენერგიის დონე დაახლოებით
10-ჯერ უნდა გაიზარდოს. ასეთ აღმოჩენებს, რომლებიც ფსიქოფიზიკური მეთოდებით არის
მიღებული, მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად,
სტერეოგამაძლიერებლის ან რადიომიმღების ხმის მარეგულირებელს, რომლებსაც ვმართავთ

2
ხმის (ანუ აღქმული ხმამაღლობის) გასაზრდელად, ვერ მიესადაგება მოძრაობასა და ენერგიის
ზრდას შორის პირდაპირპროპორციულ, სწორხაზოვან ურთიერთმიმართებას. ნაცვლად ამისა,
ხმის სიმაღლის მარეგულირებელი ისე უნდა იყოს გრადუირებული, რომ მისი ამოძრავებით
ინტენსივობის ზრდა ხმამაღლობის მატების პროპორციული იყოს. ამგვარად, ხმის
მარეგულირებელზე ხმის სიმაღლის დონის გაორმაგებამ დაახლოებით 10-ჯერ უნდა
გაზარდოს ფიზიკური ენერგია, რათა უზრუნველყოს ხმამაღლობის ორმაგი ზრდა.
ტელეფონების დიზაინიც იგეგმება იმგვარად, რომ მათმა მიკროფონებმა და
გამაძლიერებლებმა იმუშავონ სმენით ინტენსივობასა და აღქმულ ხმამაღლობას შორის ამ
ფსიქოფიზიკური მიმართების შესატყვისად.
სტიმულსა და შეფასებას შორის მიმართება დამოკიდებულია იმ კონკრეტულ
სენსორულ მოდალობაზე, რომელიც სტიმულირდება. ტკივილის ინტენსივობის შეფასება
გაცილებით უფრო სწრაფად მატულობს კანისთვის მიყენებული ელექტროდარტყმების
ინტენსივობის ზრდის შემთხვევაში, ვიდრე ხმის სიმაღლის შეფასება ‒ ბგერის ენერგიის
გაძლიერების საპასუხოდ. იმისთვის, რომ ერთი ელექტროდარტყმა შეფასდეს, როგორც
ორჯერ უფრო მტკივნეული მეორესთან შედარებით, დარტყმის ინტენსივობა უნდა
გაიზარდოს დაახლოებით ერთი მესამედით. აქედან ვხედავთ, რომ მხოლოდ ფიზიკურ
ერთეულთა ცვლილებების გაზომვა ყოველთვის არ გვეხმარება ფსიქოლოგიურ ერთეულთა
ცვლილებების განსაზღვრაში.

ოპერაციული განსაზღვრება
ზღურბლები

ვერანაირი სერიოზული დისკუსია, მეცნიერული იქნება თუ სხვაგვარი, ვერ წავა შორს, სანამ
მისი მონაწილენი არ შეთანხმდებიან იმ ტერმინების განსაზღვრაზე, რომელთაც იყენებენ.
წარმოიდგინეთ, თქვენ და თქვენი პარტნიორი მეგობრულად კამათობთ, ვინ არის წლის
საუკეთესო სპორტსმენი. როგორ განსაზღვრავთ სპორტსმენს? შეიძლება ორივე
თანხმდებოდეთ სპორტის ისეთ ზოგად სახეობებზე, როგორიცაა ჩოგბურთი, ცურვა და
გიმნასტიკა, მაგრამ რაც შეეხება უფრო ნაკლებად ცნობილ სახეობებს, როგორიცაა,
მაგალითად, დისკოს სროლა, დელტაპლანერიზი და ზამბარიანი სახტომი მოწყობილობით
დიდ დისტანციებზე ხტომა? უნდა გაითვალისწინოთ ამ აქტივობებით დაკავებულები წლის
სპორტსმენის ნომინაციისთვის? სანამ განსაზღვრების შესახებ ამ კითხვას არ უპასუხებთ,
თქვენმა დისკუსიამ შეიძლება წრეზე იტრიალოს.
მსგავსი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას მეცნიერული დისკუსიების შემთხვევაშიც.
პრესკოტისა და ვილკის (Prescott & Wilkie) მიერ მოყვანილი ანალგეზიის1 უჩვეულო
შედეგების აღწერის ერთ-ერთი ვარიანტია ის, რომ გაუვარჯიშებელი დამკვირვებლები
ტკივილის მიმართ უფრო მგრძნობიარენი გახდნენ ტკბილი სურნელის შესუნთქვის შემდეგ.
ჩვეულებრივი საუბრის შემთხვევაში ეს შეიძლება სრულიად ადეკვატური გზა იყოს
სიტუაციის წვდომისთვის, მაგრამზოგად გამოყენებას და ტექნიკურ გამოყენებას სხვადასხვა
მოთხოვნები აქვს: ტექნიკურ დისკურსში სიზუსტე აუცილებელია, მეცნიერული შედეგების

1
ბერძ. analgesia ‒ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, უგრძნობლობა (მთარგმ. შენიშვ.).

3
მნიშვნელობის შესახებ ზედმეტი დავები რომ არ გაიმართოს. ტექნიკურად, სენსიტიურობის
შემცირება გულისხმობს, რომ სხეულის ტკივილის რეცეპტორები ნაკლებად მახვილნი
გახდნენ ტკბილი სურნელის შეყნოსვის შემდეგ. თუ ამგვარი ნაკლებად მოსალოდნელი რამ
შესაძლებელია, მას მნიშვნელოვანი შედეგები ექნება ფარმაცევტული კომპანიებისთვის,
ექიმებისთვის და თავის ტკივილით დატანჯული ადამიანებისთვის.
მეცნიერმა უნდა იცოდეს იმ ოპერაციების შესახებ, რომლებიც საჭიროა შედეგის
მისაღებად. შემდეგ მას შეუძლია გადაწყვიტოს, არის თუ არა ამგვარად განსაზღვრული ცნება
გონივრული გზა შედეგზე ფიქრისათვის. ჩვენ მიერ მოყვანილ მაგალითში ჰარდის (Hardy)
(დაწვრილებით არის აღწერილი შემდეგ განყოფილებაში) მიერ გამოყენებულ პროცედურას
სენსიტიურობა უნდა გაეზომა; თუმცა, მისმა ტექნიკამ ვერ გახადა შესაძლებელი
ალტერნატიული ინტერპრეტაციის შეფასება, კერძოდ იმის, რომ ასპირინმა შეცვალა
დამკვირვებელთა მზადყოფნა, ეთქვათ, რომ სტიმული მტკივნეული იყო. როგორც ვხედავთ,
კრიტიკული მნიშვნელობისაა, ვიცოდეთ, რა პროცედურებსა და ოპერაციებს იყენებენ
მეცნიერები იმ პროცესების შესასწავლად, რომლებზეც ამბობენ, რომ შეისწავლიან. სიტყვებსა
და ფრაზებს, როგორებიცაა, მაგ., ტკივილი, სენსიტიურობა და პასუხის გაცემის მზაობა, აქვთ
ფართო, ყოველდღიური მნიშვნელობები, რომლებიც ზუსტად უნდა შემოისაზღვროს
ტექნიკურ, სამეცნიერო კონტექსტში მათი გამოყენებისას.
ტექნიკური მნიშვნელობის მიღების ყველაზე გავრცელებული გზაა ოპერაციული
განსაზღვრების გამოყენება. ოპერაციული განსაზღვრება არის ფორმულა კონსტრუქტის ისე
აგებისათვის, რომ სხვა მეცნიერებმაც შეძლონ მისი ხელახლა შექმნა იმ ოპერაციების
განსაზღვრის გზით, რომლებიც კონსტრუქტის შექმნისა და გაზომვისათვის გამოიყენეს.
„აიღეთ ტრიტონის თვალი, ბაყაყის ფეხი, ხამანწკის სამი ნიჟარა და შეანჯღრიეთ ორჯერ“ არის
ოპერაციული განსაზღვრება, მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე ნათელი არ არის, რა
განისაზღვრება. თუმცა, ამ რეცეპტის აღდგენა, გამეორება შესაძლებელია, ამრიგად, ის
აკმაყოფილებს ოპერაციული განსაზღვრების მთავარ კრიტერიუმს. ამ მაგალითიდან ჩანს, რომ
არ არის აუცილებელი, ოპერაციული განსაზღვრება სრულიად გონივრული იყოს, თუკი ის
ნათელია და მისი დუბლირება ‒ შესაძლებელი. მაგალითად, შეიძლება ოპერაციულად
განვსაზღვროთ კონსტრუქტი სახელწოდებით სანტიგრამი, როგორც სანტიმეტრებით
გაზომილი სიმაღლისა და გრამებით გაზომილი წონის შედეგი. რამდენადაც ნებისმიერ
მეცნიერს ადვილად შეუძლია სანტიგრამის მაჩვენებლის განსაზღვრა, ეს ვალიდური
ოპერაციული დეფინიციაა. რა თქმა უნდა, შეიძლება ის ვერ გამოვიყენოთ რაიმე
მნიშვნელოვანი მეცნიერული მიზნისათვის, მაგრამ ოპერაციული განსაზღვრების
პოტენციური გამოსადეგობა მისი ვალიდობისგან დამოუკიდებელი საკითხია. თუმცა,
როგორც წესი, ოპერაციულად განსაზღვრული კონსტრუქტები თეორიასთან ან ფართო
კვლევით ლიტერატურასთანაა მიბმული და შესაბამისად, ისინი ნამდვილად აზრიანი და
გარკვეული ვალიდობის მქონეა.
შემდეგ განყოფილებებში განვიხილავთ ოპერაციულ განსაზღვრებას თეორიული
კონსტრუქტისა, რომელსაც ზღურბლი ეწოდება. თავდაპირველად, ამ ტერმინის
მნიშვნელობას საერთო სალაპარაკო ენით გადმოვცემთ; შემდეგ ვნახავთ, როგორ მიგვიყვანა
განსაზღვრების სულ უფრო მეტად დაზუსტების მცდელობებმა ზღურბლის ოპერაციულ
განსაზღვრებათა გაუმჯობესების დახვეწილ მეთოდოლოგიურ ტექნიკებამდე.

4
ცვლადების გაცნობა

დამოკიდებული ცვლადები

ფსიქოფიზიკურ კვლევებში დამკვირვებლებს სთხოვენ, შეაფასონ წარდგენილი


სტიმულები. შეფასება ორგვარი შეიძლება იყოს. ამა თუ იმ ცდისას მხოლოდ ერთი
სტიმულის წარდგენის შემთხვევაში დამკვირვებლებს აბსოლუტური შეფასება
მოეთხოვებათ. აბსოლუტური შეფასება შეიძლება იყოს მარტივი განაცხადი სიგნალის
არსებობის ან არარსებობის შესახებ (მაგ., „დიახ, დავინახე“ ან „არა, არ დამინახავს“) ან
სტიმულის რომელიმე თვისების უშუალო შეფასება კითხვის მიხედვით (მაგ., „რამდენ გრამს
იწონის?“). როდესაც ამა თუ იმ ცდაში სუბიექტებს ორი სტიმულის ერთმანეთთან შედარება
მოეთხოვებათ, უნდა გაკეთდეს ფარდობითი შეფასება. აქაც, შეიძლება გამოითქვას მარტივი
წინადადებები, როგორიცაა, მაგ., „A სტიმული უფრო დიდია (ან უფრო პატარაა), ვიდრე B
სტიმული“ ან პირდაპირი შეფასებები (მაგალითად, „A სტიმული ორჯერ უფრო დიდია B
სტიმულთან შედარებით“).

დამოუკიდებელი ცვლადები

ძირითადი დამოუკიდებელი ცვლადები, რომლებითაც ფსიქოფიზიკურ კვლევებში


მანიპულირებენ, სტიმულთა სიდიდე და თვისებაა. ბგერის ინტენსივობის (რაც
ხმამაღლობის ფიზიკური თანაფარდია) შეცვლა, ისევე, როგორც ობიექტის წონის ან სუნის
კონცენტრაციის შეცვლა, სტიმულის სიდიდით მანიპულირებაა. სტიმულის თვისებრივად
შეცვლის მიზნით მიმართავენ ბგერის სიხშირით (რაც ტონალობის ფიზიკური თანაფარდია)
მანიპულაციას. სხვა თვისებრივი შეფასებები შეიძლება მოითხოვდეს დამკვირვებლისგან
სხვადასხვა საჭმლის (ისპანახი და თალგამი) ან განსხვავებულ მომღერალთა სტილების
შედარებას (მაგ., მადონა და ტემი ვაინეტი).

საკონტროლო ცვლადები

მთავარი რამ, რაც ფსიქოფიზიკურ ექსპერიმენტში უნდა გაკონტროლდეს, არის ამა თუ იმ


პასუხის გაცემისკენ დამკვირვებლის მიდრეკილება. ამგვარი ტენდენცია შეიძლება
უცვლელი დარჩეს არაერთი ცდის განმავლობაში. დამკვირვებელი, რომელიც დადებითი
შეფასებისკენაა („დიახ, დავინახე“) მიდრეკილი, დადებითი პასუხის გაცემის ამ
მზადყოფნას მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში შეინარჩუნებს. თუ პასუხის გაცემის
კრიტერიუმები იცვლება, სენსიტიურობის არაზუსტ სურათს ვიღებთ. კლასიკური, იგივე
ტრადიციული ფსიქოფიზიკა უშვებდა, რომ დამკვირვებლებს ყოველგვარი სიძნელის

5
გარეშე შეუძლიათ ამ მუდმივობის უზრუნველყოფა. იგულისხმებოდა, რომ
დამკვირვებლის გავარჯიშების შემდეგ ატიტუდი გაკონტროლებულია. თანამედროვე
ფსიქოფიზიკური თეორიები, როგორიცაა, მაგალითად, სიგნალის შემჩნევის თეორია,
რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ, არ ეთანხმება ამ დაშვებას. თანამედროვე ხედვით,
დამკვირვებელი პასუხს სცემს იმ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, რომელიც
დამოკიდებულია როგორც სტიმულზე, ისე ფსიქოფიზიკურ ფაქტორებზე, მათ შორის,
მოცემული გადაწყვეტილების ფარდობით ღირებულებასა და სარგებელზე. ამგვარად,
როგორც მოგვიანებით უფრო დაწვრილებით იქნება ნაჩვენები, თანამედროვე
ფსიქოფიზიკური მეთოდები მოიცავს სპეციალურ ტექნიკებს იმ დაშვების
უზრუნველსაყოფად (ან, სულ მცირე, შემოწმებისთვის), რომ დამკვირვებელი უცვლელ
სტრატეგიას ინარჩუნებს.

ზღურბლები: კლასიკური ფსიქოფიზიკა

საერთო სალაპარაკო ენაზე, ზღურბლი არის ნაწილი კარის ღიობისა, რომელშიც უნდა
შეაბიჯო ან რომელსაც უნდა გადააბიჯო, ოთახში რომ შეხვიდე. კლასიკოსი
ფსიქოფიზიკოსები ფიქრობდნენ, რომ სტიმულებმა უნდა გადაკვეთონ ამგვარი
(ჰიპოთეტური) ბარიერი ფსიქიკაში თუ ტვინში შესაღწევად. თუ სტიმული ძლიერი იქნება, ის
ადვილად შეძლებს ზღურბლს გადაახტეს. შესაძლოა, დაგვეხმაროს უხეში ანალოგია ‒
წარმოვიდგინოთ სტიმული ჭოკით მხტომელის სახით. ბარიერი, ზოლი შეესატყვისება
ზღურბლს. კარგი ნახტომი გადაუვლის ზოლს (გადაკვეთს ზღურბლს), სუსტი ნახტომი კი ‒
ვერა. მაშასადამე, კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად ძლიერი უნდა იყოს სტიმული, თუ
გვაქვს მითითება, გადაიკვეთოს ზღურბლი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კლასიკოსი
ფსიქოფიზიკოსებისთვის მთავარი საზრუნავი იყო.
თავდაპირველად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ პასუხი აშკარაა. ერთადერთი, რაც უნდა
გავაკეთოთ, არის სტიმულის (როგორიცაა, მაგალითად, ბგერა ან მქრქალი სინათლე)
ინტენსივობის ნელ-ნელა გაზრდა, სანამ დამკვირვებელი არ იტყვის: „დიახ, არის“.
სამწუხაროდ, როცა ამ პროცესის გამეორებას ვცდილობთ, მომენტი, როცა დამკვირვებელი
უეცრად შეამჩნევს ხოლმე სტიმულს, სხვადასხვა ცდაში განსხვავებულია. ამ
ცვალებადობასთან გასამკლავებლად კლასიკოსმა ფსიქოფიზიკოსებმა ჩამოაყალიბეს
სტატისტიკური მეთოდები ზღურბლის საუკეთესო მნიშვნელობის შესაფასებლად. ჩვენ ამ
მეთოდებიდან განვიხილავთ მხოლოდ ერთს, რომელიც ფეხნერმა შეიმუშავა და რომელიც
ზღვრების მეთოდის სახელით არის ცნობილი.
ზღვრების მეთოდის გამოყენებით ბგერის ზღურბლის განსასაზღვრად ექსპერიმენტი
რომ ჩაგვეტარებინა, შედეგებს დაახლოებით ისეთი სახე ექნებოდა, როგორიც ნაჩვენებია
ცხრილში 6.1. თითოეული სვეტი წარმოადგენს ცდათა ერთი სერიიდან მიღებულ მონაცემებს.
ცდების პირველი სერია იწყება მკაფიოდ გასაგონი ბგერით, რაზეც დამკვირვებლის პასუხია
„დიახ“. ბგერის ინტენსივობა მცირდება თანდათანობით, სანამ დამკვირვებელი იტყვის „არას“,
რითაც სრულდება ცდათა ეს წყება. ცდების შემდეგი სერია იწყება იმდენად დაბალი

6
ინტენსივობით, რომ დამკვირვებელს არ ესმის ბგერა და პასუხობს „არას“. შემდეგ ცდებზე,
თანმიმდევრობით, ინტენსივობა თანდათან იზრდება, სანამ დამკვირვებელი ბგერის
გაგონების შესახებ არ იუწყება. ცდათა სერიების ცვლის პროცესი გრძელდება ცხრილის 6.1.
შევსებამდე. ცდების თითოეული წყება იწყებოდა სხვადასხვა ინტენსივობით, რათა
აერიდებინათ დამატებითი სიგნალები, რომელთაც შეიძლება დამკვირვებლები შეეცდინა.

ცხრილი 6.1
ზღვრების მეთოდის გამოყენება აბსოლუტური ზღურბლის განსასაზღვრად.

სტიმულის ინტენსივობა პასუხი

↓ ↓

200 დიახ

180 დიახ დიახ

160 დიახ დიახ

140 დიახ დიახ დიახ

120 დიახ არა არა დიახ

100 დიახ არა არა

80 არა არა არა

60 არა არა

40 არა ↑

20 არა

საშუალო

ზღურბლი 90 130 130 110 115

შენიშვნა: ცდათა პირველ სერიას ექსპერიმენტატორი იწყებს ძლიერი სტიმულით და ამცირებს მის ინტენსივობას
იქამდე, სანამ დამკვირვებელს მისი შემჩნევა აღარ შეეძლება. ზღურბლი წარმოადგენს საშუალო არითმეტიკულს
სტიმულის იმ ინტენსივობებისა, რომლებზეც მივიღეთ პირველი „არა“ პასუხი და უკანასკნელი „დიახ“ პასუხი.
ცდათა შემდეგ სერიებში სუსტი სტიმულის ინტენსივობა იზრდება იქამდე, სანამ მის შემჩნევას არ შეძლებენ.
ხშირად, თითოეულ სერიას სტიმულის განსხვავებული ინტენსივობით იწყებენ, რათა შეამცირონ დამკვირვებლის
პასუხზე სერიათა ხანგრძლივობის გავლენის ალბათობა. სტიმულები პირობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ 20-დან

7
200-მდე დიაპაზონის ინტენსივობები შეიძლება წარმოადგენდეს წონას ან ნებისმიერ რამეს, რისი ინტენსივობის
ცვლაც შესაძლებელია.

დამკვირვებელი რომ გამღიზიანებლის იდეალური დეტექტორი იყოს, ის ზღვარი,


რომელშიც პასუხები „კი“-დან „არა“-ზე გადაირთვებოდა, ყოველთვის ერთი და იგივე
იქნებოდა. ეს იდეალური წერტილი იქნებოდა ზღურბლი. ამ მნიშვნელობაზე უფრო მცირე
ინტენსივობის სტიმულები ვერასდროს იქნებოდნენ შემჩნეული, ამ იდეალურ ზღურბლზე
დიდ ან მის ტოლ გამღიზიანებლებს კი ყოველთვის შეამჩნევდნენ. სამწუხაროდ, რეალური
ადამიანებისგან მიღებული რეალური მონაცემები არ ხასიათდება ამ იდეალური თვისებით.
ნაცვლად ამისა, ისინი გამოიყურება დაახლოებით იმგვარად, როგორიც ცხრილზე 6.1.
წარმოდგენილი მონაცემებია.
დამკვირვებლებზე გავლენას ახდენს მოლოდინები იმის შესახებ, როგორ ფიქრობენ,
როდის არის „დიახ“ პასუხის „არა“-თი (და პირიქით, „არა“ პასუხისა „დიახ“-ით) შეცვლის
დრო. მაგალითად, თუ სერია რამდენიმე „დიახ“ პასუხს მოითხოვს, სანამ ზღურბლამდე
მიაღწევენ, დამკვირვებელთა ნაწილმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ისინი მეტისმეტად ბევრ
„დიახ“ პასუხს იძლევიან და ნაადრევად ამბობენ „არას“. შესაძლოა, სხვა დამკვირვებლებმა
დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ პასუხების შეცვლასთან დაკავშირებით და, შესაბამისად,
ძალიან გაუხანგრძლივდეთ გადადება. მართლაც, ერთმა და იმავე დამკვირვებელმა
სხვადასხვა ჯერზე შეიძლება ამ ორივე სახის შეცდომა დაუშვას. ამრიგად, ზღურბლი
ოპერაციულად განისაზღვრება, როგორც ცდების თითოეული სერიის იმ ზღვრების საშუალო,
როდესაც დამკვირვებელი გადაერთვება „კი“-დან „არა“-ზე (ან „არა“ პასუხიდან „დიახ“–ზე). ეს
ოპერაციული დეფინიცია სტატისტიკური განსაზღვრებაა. ამგვარად განსაზღვრულ
ზღურბლს, რომელიც ემყარება დამკვირვებლის უნარს, შეამჩნიოს სიგნალი, ეწოდება
აბსოლუტური ზღურბლი, ვინაიდან დიახ-არა ტიპის შეფასებები ორ სტიმულს შორის
შედარებაზე არაა დამყარებული ‒ ისინი ცალკეულ სტიმულთა აბსოლუტური შეფასებებია.
კლასიკური ფსიქოფიზიკა უშვებს, რომ ფიზიკური გამღიზიანებელი წარმოქმნის
ფსიქიკურ მოვლენათა ნორმალურ განაწილებას (სურათი 6.2). ამგვარად, ერთი და იმავე
სტიმულისაგან წარმოქმნილი ფაქტობრივი ფსიქიკური მნიშვნელობა სხვადასხვა ცდაში
განსხვავდება. ზღურბლი არის სტატისტიკური ცნება, რომელიც შეესაბამება ამ ნორმალური
განაწილების საშუალოს. ვინაიდან ნორმალური განაწილება სიმეტრიულია, ზღურბლი არის
სტიმულის ის მნიშვნელობა, რომლის შემჩნევაც შესაძლებელია შემთხვევათა ნახევარში.

8
რამდენადაც აბსოლუტური ზღურბლი სტატისტიკური ცნებაა, ისეთივე, როგორიც
მაგალითად, „საშუალო გადამხდელი“, მას საშუალო არითმეტიკულის გარდა სხვა
სტატისტიკური თვისებებიც აქვს. ისინი თვალსაჩინოდ არის გადმოცემული სხვაობის
ზღურბლის გამოთვლის მეშვეობით ცხრილში 6.2.. სხვაობის ზღურბლები ემყარება
შეფარდებით შეფასებებს, რომლებიც წარმოადგენს მუდმივი, უცვლელი შესადარებელი
სტიმულის შეფასებას ცვალებადი სტიმულების სერიებთან მიმართებით. ექსპერიმენტატორი
სვამს შემდეგ შეკითხვას: „რამდენად განსხვავებული უნდა იყოს ორი სტიმული, რომ ისინი
სარწმუნოდ განასხვავონ ერთმანეთისაგან?“
სხვაობის ზღურბლის ტრადიციულ მაგალითში დამკვირვებელს მოეთხოვება, აწიოს
გარკვეული წონის ნივთების წყვილი (ერთ-ერთის წონა ყოველთვის იგივე რჩება) და შეაფასოს,
მომდევნო ჯერზე აწეული ნივთი უფრო მძიმეა, უფრო მსუბუქია თუ სტანდარტული წონის
ტოლია. ტარდება რამდენიმე ცდა, რომელთა ნაწილში წონა იზრდება, ნაწილში კი ‒ მცირდება.
ზედა ზღურბლი არის საშუალო წერტილი, სადაც დამკვირვებელი „უფრო მძიმეა“
პასუხებიდან „თანაბარია“ პასუხებზე გადადის. ქვედა ზღურბლი არის ზღვარი, სადაც
„თანაბარია“ პასუხები ადგილს უთმობს „უფრო მსუბუქია“ პასუხებს. განსხვავებას ამ ორ

9
მნიშვნელობას შორის ეწოდება განუსაზღვრელობის ინტერვალი. სხვაობის ზღურბლი
ოპერაციულად განისაზღვრება როგორც განუსაზღვრელობის შუალედის ნახევარი. ცხრილში
6.2 ეს 10 გრამის ტოლია. ზედა და ქვედა ზღურბლების საშუალოს ეწოდება სუბიექტური
ტოლობის წერტილი (300 გრამი ცხრილში 6.2).
ერნსტ ჰაინრიხ ვებერმა, რომლის პიონერული შრომა ფსიქოფიზიკაში დაახლოებით 20
წლით უსწრებდა ფეხნერისას, სხვაობის ზღურბლის ზოგიერთი მნიშვნელოვანი თვისება
აღმოაჩინა. ერთი თვისება, რომელიც ვებერმა დაადგინა, მდგომარეობს იმაში, რომ სხვაობის
ზღურბლის სიდიდე იზრდება სტანდარტული სტიმულის სიდიდის ზრდასთან ერთად. მან
აღმოაჩინა, რომ როცა სტანდარტი 300 გრამია, სხვაობის ზღურბლი არის 10 გრამი. 600-
გრამიანი სტანდარტული სტიმულისათვის კი იგივე მაჩვენებელი (სხვაობის ზღურბლი) 20
გრამის ტოლია. ამგვარი მაგალითი ამ ფსიქოფიზიკურ აღმოჩენას თვალსაჩინოს გახდის: ერთი
სანთლით განათებულ ოთახში სხვა სანთლის დამატება ოთახს საგრძნობლად უფრო ნათელს
გახდის. მაგრამ ოთახში, რომელიც რამდენიმე ძლიერი ნათურითაა განათებული, ერთი
ანთებული სანთლის დამატება მნიშვნელოვნად არ გაზრდის ოთახის განათებულობას.

ცხრილი 6.2

ზღვრების მეთოდის გამოყენება სხვაობის ზღურბლის დასადგენად.

შესადარებელი
სტიმული პასუხი
(გრამები)

350 უფრო მძიმე

340 უფრო მძიმე უფრო მძიმე

330 უფრო მძიმე უფრო მძიმე

320 უფრო მძიმე უფრო მძიმე უფრო მძიმე უფრო მძიმე

310 თანაბარი თანაბარი უფრო მძიმე თანაბარი

300 თანაბარი თანაბარი უფრო მძიმე უფრო


მსუბუქი
290 თანაბარი უფრო თანაბარი უფრო
მსუბუქი მსუბუქი
280 უფრო უფრო თანაბარი უფრო
მსუბუქი მსუბუქი მსუბუქი
270 უფრო თანაბარი უფრო
მსუბუქი მსუბუქი
260 უფრო უფრო
მსუბუქი მსუბუქი

10
↑ საშუალ

ზედა 315 315 295 315 310
ზღურბლი
ქვედა 285 295 275 305 290
ზღურბლი
განუსაზღვრელობის ინტერვალი = 310 ‒ 290 = 20 გრამი

შენიშვნა: წონის კლების სერიებში ზედა ზღურბლი წარმოადგენს საშუალოს იმ სტიმულებისა, რომლებზეც
მიიღება უკანასკნელი „უფრო მძიმეა“ პასუხი და პირველი „თანაბარია“ პასუხი. ქვედა ზღურბლი უდრის
უკანასკნელი „თანაბარია“ პასუხისა და პირველი „უფრო მსუბუქია“ პასუხის მომცემი სტიმულების საშუალოს.
სტანდარტული სტიმული ყოველთვის 300 გრამია. სხვაობის ზღურბლი არის განუსაზღვრელობის შუალედის
ერთი მეორედი (ამ შემთხვევაში, 10 გრამი).

ვებერი ცნობილია სხვაობის ზღურბლის მეორე თვისების დადგენით: შეგრძნების ამა


თუ იმ მოდალობისათვის, სხვაობის ზღურბლის ზომა სტანდარტულ სტიმულთან
მიმართებით მუდმივია. ჩვენს წინანდელ მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, 10 გრამის 300
გრამთან შეფარდება არის იგივე, რაც 20 გრამისა 600 გრამთან ‒ 1/30 ამ შემთხვევაში. ვებერის
აღმოჩენის მიხედვით, ეს იმას ნიშნავს, რომ 900-გრამიანი სტანდარტული სტიმულისათვის
სხვაობის ზღურბლი 30 გრამს უნდა შეადგენდეს, ხოლო 1200-გრამიანი სტანდარტისათვის ‒
40 გრამს. რა იქნებოდა სხვაობის ზღურბლი 50-გრამიანი სტანდარტული
გამღიზიანებლისთვის?
ფეხნერმა სხვაობის ზღურბლის ფარდობით მუდმივობას ვებერის კანონი უწოდა. ეს
კანონი, ჩვეულებრივ, ჩაიწერება ასე: ΔI / I = K, სადაც I აღნიშნავს სტანდარტული სტიმულის
სიდიდეს, Δ I წარმოადგენს სხვაობის ზღურბლს, ხოლო K არის კონსტანტობის სიმბოლო.
ვებერის კანონის, ანუ, როგორც მას ხანდახან უწოდებენ, ვებერის წილადის სიდიდე
სხვადასხვა შეგრძნებისათვის განსხვავებულია. მაგალითად, ის რამდენადმე დიდია
სიკაშკაშისათვის, ვიდრე სიმძიმისათვის. დიდი რაოდენობის კვლევებმა აჩვენა, რომ ვებერის
კანონი მართებულია 90 პროცენტზე მეტ შემთხვევაში, თუ გარკვეული სენსორული
მოდალობის სტიმულები სტანდარტული დიაპაზონის ფარგლებში იზომება. მაგრამ ეს კანონი
ირღვევა, თუ გამღიზიანებელი ძალზე სუსტი ინტენსივობისაა. შესაბამისად, ძალიან მსუბუქი
სტანდარტული სტიმულებისთვის ვებერის წილადი გაცილებით უფრო აღემატება 1/30-ს,
რასაც საშუალო დიაპაზონში ვიღებთ.
შეიძლება იფიქროთ, რომ ზღვრების მეთოდი საკმაოდ არაეფექტურია, ვინაიდან
თითოეული სვეტი შეიცავს თანმიმდევრობით გაცემულ ბევრ პასუხს (ცხრილ 6.1-ში „დიახ“ ან
„არა“), რომლებიც არ იცვლება. ზღვრების მეთოდის შედარებით გვიანდელი ვერსია,
რომელსაც კიბის მეთოდი ეწოდება (Cornsweet, 1962), თავს უყრის პასუხებს ზღურბლის
ირგვლივ. პირველი ცდა, რომელიც ამ მეთოდით ტარდება, ზღვრების მეთოდით
ჩატარებულის მსგავსია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ზღურბლი დადგინდება, კიბის მეთოდით

11
ცდისპირს აღარ მიეწოდება ამ შეფასებისგან დაშორებული სტიმულები. ეს ნაჩვენებია
ცხრილში 6.3.. როგორც კი ზღურბლური შეფასება გადაიკვეთება, სტიმულის ინტენსივობა
საწინააღმდეგო მიმართულებით იცვლება. ეს ზრდის მეთოდის ეფექტურობას, რადგან
სტიმულები ზღურბლთან გაცილებით უფრო ახლოს ნარჩუნდება, ვიდრე ზღვრების მეთოდის
შემთხვევაში. ზღურბლი ოპერაციულად განისაზღვრება, როგორც მეორე ცდიდან დაწყებული
ყველა წარმოდგენილი სტიმულის (მე-2 სვეტი ცხრილში 6.3 ) საშუალო მნიშვნელობა.

ცხრილი 6.3

კიბის მეთოდის გამოყენება აბსოლუტური ზღურბლის დასადგენად.

სტიმულის ინტენსივობა პასუხი


180 დიახ
160 დიახ
140 დიახ დიახ ↓ დიახ
120 არა არა არა ↑
100 დიახ არა
80 არა ↑
ზღურბლი
124

ზღვრების მეთოდის კიბის ვერსია გამოიყენეს იმის დასადგენად, აქვთ თუ არა ღვინის
გამოცდილ ექსპერტებს უფრო მაღალი მგრძნობიარობა სუნის მიმართ დამწყებებთან
შედარებით (Parr, Heatherbell, & White, 2002). ამ უკანასკნელთ და ექსპერტებს უნდა
განესხვავებინათ სხვადასხვა კონცენტრაციის ბუტანოლის (რომელსაც ხილისმაგვარი
სურნელი აქვს) სუნი გამოხდილი წყლისაგან. პარმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ
ღვინის ექსპერტებსა და დამწყებ სომალიებს დაახლოებით იდენტური სხვაობის ზღურბლები
ჰქონდათ. მეორე მხრივ, სხვა პროცედურების გამოყენებით, ამ მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ
ექსპერტებს ღვინოსთან დაკავშირებული სურნელის უკეთ ცნობა შეეძლოთ, ვიდრე
გამოუცდელებს.

12
სიგნალის შემჩნევის თეორია

ზღურბლების გარეშე: სიგნალის შემჩნევის თეორია

სიგნალის შემჩნევის თეორიის მიხედვით, ჩვენს აღქმას, ზოგადად, აკონტროლებს ფაქტობრივი


მონაცემები (Evidence) და გადაწყვეტილების მიღების პროცესები. სიგნალი ანუ
გამღიზიანებელი ქმნის (ჰიპოთეტურ) მტკიცებულებას, რომელიც დამოკიდებულია სიგნალის
ინტენსივობასა და დაკვირვების სიმახვილეზე, რაც ნაწილობრივ განსაზღვრავს „დიახ“
პასუხს. არსებობს სხვა მსაზღვრელებიც, რომლებიც საფუძვლად უდევს გადაწყვეტილებას,
თქვან „დიახ, არის სტიმული“, მათ შორის, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ
დამკვირვებლის მზადყოფნაზე, თქვას, რომ სიგნალი წარდგენილია. პასუხის
ტენდენციურობაზე ზემოქმედი ფაქტორები მოიცავს გამოვლენილი სიზუსტისათვის
გადახდილ გასამრჯელოს, სიგნალის სიხშირეს და სხვ. სურათზე 6.3 ნაჩვენებია, რომ
გადაწყვეტის პროცესზე გავლენას ახდენს როგორც ფაქტობრივი, ფიზიკური სინამდვილის
მოცემულობა ‒ მტკიცებულება (Evidence), ისე პასუხის გაცემის სხვადასხვაგვარი
ტენდენციურობა (Response bias2) (Pastore, Crawley, Berens, & Skelly, 2003).

2
Response bias ‒ რეაგირების, პასუხის გაცემის პროცესში რომელიმე მიმართულებით „გადახრილობა“,
ტენდენციურობა, რაიმენაირი მიდრეკილების ქონა, რაც, ხშირად სიზუსტის დაკარგვით, პასუხის
ცდომილებით მთავრდება; მიუკერძოებლობის, არატენდენციურობის საწინააღმდეგო მოვლენა
(მთარგმ. შენიშვ.)

13
ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ, დამოკიდებულია მასთან
დაკავშირებულ დანახარჯებსა და სარგებელზე. წარმოიდგინეთ, რომ მეგობარმა მოგიწყოთ
ე.წ. ბრმა პაემანი. ღირებულება, დანახარჯი (დაკარგული საღამო), სავარაუდოდ, უფრო
ნაკლებია, ვიდრე პოტენციური სარგებელი, მოგება (ამაღელვებელი საღამო ახლა და უფრო
მეტი ამაღელვებელი საღამო მომავალში); ბევრი ჩვენგანი დათანხმდებოდა ბრმა პაემანს,
მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გვეცოდინებოდა იმ ადამიანზე, რომელსაც უნდა
შევხვედროდით. ამრიგად, მოსალოდნელია, გეთქვათ „კი“. ეს გადაწყვეტილება დიდწილად
დამყარებული იქნებოდა ღირებულებასა და მოგებაზე, ვინაიდან მცირე ინფორმაცია
გექნებოდათ სტიმულის (ადამიანი, რომელსაც ხვდებით) შესახებ.
ახლა, მოდით, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომელშიც ღირებულება მაღალია:
საქორწინო წინადადებაზე დათანხმება ან მისი შეთავაზება. ისინიც კი, ვინც ენთუზიაზმს

14
იჩენენ ბრმა პაემანზე დათანხმებასთან დაკავშირებით, არ დათანხმდებოდნენ დაქორწინებას,
თუ მხოლოდ იმ ინფორმაციას მივაწვდიდით, რაც ბრმა პაემანზე წასვლის თუ არწასვლის
გადასაწყვეტად გვჭირდებოდა. არადამაკმაყოფილებელი ქორწინების ღირებულება
გაცილებით აღემატება წარუმატებელი ბრმა პაემანისას. გადაწყვეტილების თეორიის ხედვით,
ჩვენი უმეტესობა კონსერვატიულია გადაწყვეტილების მიღებისას, როცა ქორწინებას ეხება
საქმე, მაგრამ ლიბერალურად უდგება გადაწყვეტილების მიღებას, როცა ბრმა პაემანს
განვიხილავთ. რეაქციის ამგვარი ტენდენციურობა (Response bias) დამოკიდებულია არა
სტიმულზე (მართლაც, ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ორივე მაგალითში იყოს
ჩართული), არამედ მხოლოდ გადაწყვეტილების ღირებულებასა და სარგებელზე.
ახლა შეგვიძლია დავუბრუნდეთ სიგნალის შემჩნევის სენსორულ დასასრულს
(დასაწყისს). სენსორული პროცესი გადასცემს მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების
პროცესს. თუ მნიშვნელობა მაღალია, ღირებულებისა და სარგებლის გათვალისწინების
შემდეგ უფრო მოსალოდნელია გადაწყვეტის პროცესმა მოგვცეს „დიახ“ პასუხი. თუ
მნიშვნელობა მცირეა, უფრო სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილების პროცესი დასრულდეს “არა“
პასუხით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღირებულება და სარგებელი „დიახ“ გადაწყვეტილებას
უჭერს მხარს. რა განსაზღვრავს მნიშვნელობას, რომელსაც შეგრძნების პროცესი აგზავნის?
სიგნალის შემჩნევის თეორიის თანახმად, როცა ადამიანი სიგნალის შემჩნევას
ცდილობს, ყოველთვის არსებობს ხმაური, ხელშეშლა, რომელიც მას შეიძლება აერიოს
სიგნალებში. ეს ფონური ხელშეშლები ისეთი ფაქტორების შედეგია, როგორებიცაა გარემოს
ცვლილებები, მოწყობილობის შეცვლა, სპონტანური ნერვული აქტივობა და უშუალოდ
ექსპერიმენტული მანიპულაციები. იმ დაშვების სარწმუნოობის შესამოწმებლად, რომ
შემჩნევის მცდელობათა პროცესში ხმაური არსებობს, სიგნალის შემჩნევის ტიპურ
ექსპერიმენტში, სიგნალის გარდა, გამოიყენება თეთრი ხმაური3 ‒ შიშინა ხმა, რომელიც ისმის,
მაგალითად, როცა ტელევიზორს უმოქმედო არხზე ჩართავ. ხმაური შეიძლება იყოს სმენითი,
მხედველობითი ან ნებისმიერი სხვა მოდალობის. ჩვენ ამჯერად მხოლოდ სმენით სისტემას
განვიხილავთ.

სიგნალის შემჩნევის მეთოდების უპირატესობა. სიგნალის შემჩნევის მეთოდების მთავარი


უპირატესობა კლასიკურ ფსიქოფიზიკურ პროცედურასთან (როგორიც არის, მაგალითად,
ზღვრების მეთოდი) მიმართებით, მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია გაიზომოს
როგორც სენსიტიურობა, ისე პასუხის გაცემის ტენდენციურობა (Response bias). ფსიქოლოგიის
ბევრ სფეროში ამ ორი პროცესის ერთმანეთისაგან განცალკევების შესაძლებლობა ძალიან
მნიშვნელოვანია. მოდით, დავუბრუნდეთ ტკივილის გამაყუჩებელი პრეპარატების
ეფექტურობის გაზომვას.
ჰარდიმ, ვოლფმა და გუდელმა (Hardy, Wolff, & Goodell, 1952) ჩაატარეს მრავალი
ექსპერიმენტი, რომლებითაც შეისწავლიდნენ ადამიანების რეაქციებს სხივურ სითბოზე. მათ
სითბო გადაეცემოდათ მკლავებზე თმის საშრობის მსგავსი მოწყობილობით, რომელსაც
ალგეზიმეტრი ეწოდება. პატარა წერტილი სტიმულირდებოდა სხვადასხვა ინტენსივობით

3
ხმაური, შიშინის ხმა, რომელიც ისმის, როდესაც რადიო ან ტელევიზორი ტალღის დაჭერას ვერ
ახერხებს (მთარგმ. შენიშვ.)

15
(ჩვეულებრივ, ინტენსივობა სასტიმულაციო ფართობის ერთეულისთვის განკუთვნილი
ენერგიის სიდიდის მიხედვით განისაზღვრებოდა და არა ტემპერატურის სკალის მიხედვით).
მკვლევართა მიდგომას უნდა განესაზღვრა, რა იყო სითბოს საჭირო ინტენსივობა იმისთვის,
რომ კვლევის მონაწილეს ტკივილის შეგრძნების შესახებ მიეთითებინა ‒ ჯერ ანალგეტიკის
(როგორიცაა, მაგ., ასპირინი) გარეშე, შემდეგ კი იმ შემთხვევაში, როცა სითბოს წარდგენამდე
ასპირინი ჰქონდათ მიღებული. ასპირინის მიღების შემდეგ სუბიექტებში ტკივილის
გამოვლენისთვის სტიმულის ინტენსივობის გაზრდის საჭიროება იმის ნიშანი იქნებოდა, რომ
ასპირინს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები აქვს. მართლაც, ამგვარი შედეგი მიიღეს ჰარდიმ
და მისმა კოლეგებმა. ან, სულ მცირე, ეს არის, რაც მიიღეს, როცა ისინი დიდი გამოცდილების
მქონე სუბიექტებს (საკუთარ თავს) იყენებდნენ ექსპერიმენტში. მათ გასაკვირად, როცა
უბრალო სუბიექტები შეამოწმეს (ამ შემთხვევაში, რვა სამხედრო წვეული), აღმოაჩინეს, რომ
ასპირინის დალევის შემდეგ სუბიექტების ნახევარზე მეტისთვის ტკივილის გამოსაწვევად
საჭირო სითბოს ინტენსივობამ სინამდვილეში დაბლა დაიწია.
ჰარდი და მისი კოლეგები (Hardy et al., 1952) ტკივილის აბსოლუტური ზღურბლისა და
სავარაუდო ტკივილგამაყუჩებლის (როგორიცაა, მაგ., ასპირინი) შედეგად ამ ზღურბლთა
ცვლილებების განსასაზღვრად ზღვრების მეთოდს იყენებდნენ. ერთ-ერთი აღმოჩენა,
რომელიც მათ გააკეთეს, იმაში მდგომარეობდა, რომ ასპირინი ტკივილის ზღურბლებს
გავარჯიშებულ დამკვირვებლებში უფრო კონსისტენტურად ამაღლებდა, ვიდრე ჩვეულებრივ,
გამოუცდელ დამკვირვებლებში. ავტორებმა შენიშნეს, რომ სხვადასხვა სახის შთაგონებას
შეუძლია, შეცვალოს ტკივილის ზღურბლები. მაგალითად, ზღურბლებმა აიწია, როცა
სუბიექტები ფიქრობდნენ, რომ მათ ტკივილგამაყუჩებელი მიიღეს, იმ შემთხვევებთან
შედარებით, როდესაც ისინი ასე არ ფიქრობდნენ. გარდა ამისა, ჰარდიმ და მისმა კოლეგებმა
გამოავლინეს, რომ ეს შთაგონებები მაღლა წევდა ზღურბლებს როგორც მაშინ, როცა
სუბიექტები ნამდვილ ანალგეტიკებს იღებდნენ (მაგალითად, ასპირინს), ისე მაშინაც,
როდესაც მათ პლაცებო (უმოქმედო) აბი ჰქონდათ მიღებული (იხილეთ მე-13 თავი პლაცებოს
ეფექტის განხილვისათვის). ეს შედეგი სენსიტიურობის (d′) ცვლილების გამოა თუ
გადაწყვეტილების კრიტერიუმი შეიცვალა (β)?
იმის დასადგენად, როგორ მუშაობს ანალგეტიკები, კლარკმა და მისმა
თანამშრომლებმა (Clark, 1969; Clark & Yang, 1974) ტკივილის გაყუჩებაზე არაერთი
ექსპერიმენტი ჩაატარეს. ზღვრების მეთოდის გამოყენების ნაცვლად, კლარკი იყენებდა
სიგნალის შემჩნევის პროცედურას, ამგვარად, შესაძლებელი იყო როგორც მგრძნობიარობის,
ისე გადაწყვეტის პროცესების ცვლილებათა შეფასება. ამ ექსპერიმენტებში სითბური
სტიმულაციის საშუალებით ტკივილის გამოსაწვევად ალგეზიმეტრი გამოიყენებოდა.
თავდაპირველად, კლარკმა აღმოაჩინა, რომ ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად,
ასპირინი, ამცირებდა d′-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ წამალი აქვეითებდა შეგრძნების სისტემის
სიმახვილეს, რის შედეგადაც ასპირინი ამცირებდა მტკივნეულ და არამტკივნეულ სტიმულთა
გარჩევის უნარს. მოგვიანებით კლარკმა შეისწავლა, ცვლიდა თუ არა პლაცებო და
აკუპუნქტურა (კანში ნემსების შერჭობის ჩინური სამედიცინო პროცედურა, რომელიც
ხანდახან ქირურგიულად გამოწვეული ტკივილის შესამცირებლად და სხვა სამედიცინო
მიზნებით გამოიყენება) d′-ს (შემცირებული სენსიტიურობა) ან ცვლიდა თუ არა ეს ფენომენები
(სხვადასხვა სახის პლაცებო და აკუპუნქტურა) სუბიექტთა მიდრეკილებას, ეთქვათ, რომ

16
იგრძნეს ტკივილი. ორივე ექსპერიმენტში კლარკმა აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა პლაცებო და
აკუპუნქტურა ამცირებდა ტკივილის შესახებ კვლევის მონაწილეთა შეტყობინებას და
მტკივნეული სტიმულებისგან უკანდახევის მცდელობების რაოდენობას. იწვევდა ეს
პროცედურები ტკივილის გაყუჩებას? არა. ამ ორიდან არც ერთ ექსპერიმენტში არ
ზემოქმედებდა მანიპულაცია d′-ზე. სინამდვილეში ის მოხდა, რომ აკუპუნქტურამ და
პლაცებომ მაღლა აწია სუბიექტთა გადაწყვეტილების კრიტერიუმი, ასე რომ, ადრინდელთან
შედარებით უფრო ძლიერი გამღიზიანებლები იყო საჭირო შემჩნევის რეაქციის მისაღებად. ეს
იმას არ ნიშნავს, რომ პლაცებო და აკუპუნქტურა არ მუშაობს; აკუპუნქტურის პროცედურების
ან პლაცებოს დალევის შემდეგ სუბიექტები ნაკლები ტკივილის შეგრძნებას აღნიშნავდნენ.
რასაც ნამდვილად აჩვენებს კლარკის შედეგები, ისაა, თუ როგორ მოქმედებს ეს პროცედურები
ტკივილის შემსუბუქებაზე. ისინი არ ახშობენ შეგრძნების სისტემებს. ისინი, უბრალოდ,
ადამიანში იმის აღნიშვნის გადაწყვეტილების ზღურბლს ცვლიან, რომ მან ტკივილი განიცადა.
მოდით, დავუბრუნდეთ ჰარდისა და მისი კოლეგების შრომას (Hardy et al., 1952).
ზღვრების მეთოდის გამოყენებით მათ აღმოაჩინეს, რომ შთაგონება ცვლიდა აბსოლუტურ
ზღურბლს. სიგნალის შემჩნევის კლარკის მიერ მიღებული შედეგებიდან გამომდინარე,
გონივრულია ვივარაუდოთ, რომ შთაგონება ცვლიდა ზღვრების მეთოდით დადგენილ
აბსოლუტურ ზღურბლს სუბიექტებთა გადაწყვეტილების კრიტერიუმის შეცვლის მეშვეობით.
როგორ უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ დახელოვნებულ დამკვირვებლებს ‒ და არა უბრალო,
გამოუცდელ შემფასებლებს ‒ ტკივილის შეგრძნების უფრო მაღალი ზღურბლი აქვთ
ასპირინის მიღების შემდეგ? რატომ აქვს გამოუცდელ დამკვირვებელთა უმრავლესობას
ტკივილის უფრო დაბალი ზღურბლი? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესეც კრიტერიუმის
ცვლილებაა იმ ფაქტის გამო, რომ გავარჯიშებულმა დამკვირვებლებმა ყველაფერი იციან
ექსპერიმენტისა და ასპირინის სავარაუდო მოქმედების შესახებ, მაშინ, როცა უბრალო
სუბიექტები ღელავენ წამლის დალევის შემდეგ და მათგან უფრო მოსალოდნელია ტკივილის
შეგრძნების შესახებ შეტყობინება. თუმცა, სიგნალის შემჩნევის ანალიზის ჩაუტარებლობის
გამო ჩვენ მხოლოდ არსებული მონაცემების ირგვლივ თეორიულად მსჯელობა და დაშვებების
გაკეთებაღა შეგვიძლია. შესაძლებელია, ლიტერატურა ტკივილისგან გათავისუფლების
შესახებ გათავისუფლდეს ერთი გამოცანისაგან სიგნალის შემჩნევის სათანადოდ ჩატარებული
ექსპერიმენტით.

პრობლემიდან ექსპერიმენტამდე

პრობლემა: აქვთ მტრედებს მხედველობითი ზღურბლი?


პრობლემა: როგორ შეგვიძლია მტრედის მხედველობითი ზღურბლის გაზომვა?

რამდენადაც ეს პრობლემა უფრო მეთოდოლოგიას ეხება ვიდრე შინაარსს, ფორმალური


ჰიპოთეზის თვალსაზრისით ბევრი არაფერი გვჭირდება. შინაარსის საკითხები თავს იჩენდა
მაშინ, თუ, უპირველეს ყოვლისა, დადგენილი გვექნებოდა მტრედის მხედველობითი
ზღურბლის გაზომვადობა. გთავაზობთ შემდეგ ჰიპოთეზას.

17
ჰიპოთეზა: მტრედები მგრძნობიარენი არიან სინათლის სხვადასხვა ინტენსივობათა
მიმართ და მათ აბსოლუტურ ზღურბლზე ზეგავლენას იქონიებს ცვლადები, რომლებიც
გავლენას ახდენს ადამიანის ზღურბლებზე. ასეთი ცვლადებია, მაგალითად, სინათლის
ტალღის სიგრძე (ფერი) და ზოგიერთი წამალი.

პრობლემა, რომელიც უნდა დავძლიოთ, არის ფაქტი, რომ მტრედები ვერ ლაპარაკობენ.
ამიტომ ჩვენ მათ ჩავსვამთ განპირობებით დასწავლის საკანში, რომელშიც ორი ღილაკია
ჩასანისკარტებლად: ერთი – „დიახ, ვხედავ სინათლეს“ შემთხვევისთვის და მეორე – „არა, ვერ
ვხედავ“ ვარიანტისთვის. ჩვენი დამოკიდებული ცვლადი არის აბსოლუტური ზღურბლი,
რომელიც იზომება სხვადასხვა ღილაკზე ჩანისკარტებით (იხილეთ განხილვა ცოტა ქვემოთ).
ჩვენი დამოუკიდებელი ცვლადებია სინათლის ინტენსივობა, სინათლის ფერი და წამლის
არსებობა-არარსებობა. საკონტროლო ცვლადებში შედის განპირობების საკანი და
ჩანისკარტების ქცევის შენარჩუნებისთვის გამოყენებული დაჯილდოების განრიგი. ჩვენ
გვსურს, მტრედმა ჩაუნისკარტოს „დიახ ღილაკს“ მაშინ, როცა სინათლე ჩანს და „არა ღილაკს“
მაშინ, როცა სინათლე არ არის, მაგრამ მხოლოდ სინათლისთვის შეხედვით ჩვენ ვერანაირად
ვერ დავადგენთ, ხილულია თუ არა იგი მტრედისთვის.
ბლაუმ (Blough, 1958, 1961) მტრედისგან მისთვის სინათლის ხილულობის შესახებ
მინიშნების მიღების ხერხი შეიმუშავა. ის იყენებდა კიბის მეთოდის ერთ ვარიანტს
აბსოლუტური ზღურბლის განსასაზღვრად. „დიახ ღილაკზე“ ჩანისკარტება თანდათან
ამცირებს სინათლის სიძლიერეს, ხოლო „არა ღილაკზე“ ჩანისკარტება თანდათანობით ზრდის
მას. დროდადრო, „დიახ ღილაკზე“ ჩანისკარტებები მთლიანად აქრობს სინათლეს, „არა
ღილაკზე“ მომდევნო ჩანისკარტებები კი საკვებით ჯილდოვდება. როგორც ბლაუ შენიშნავს,
ანთროპომორფულად ეს პროცედურა შემდეგნაირად შეიძლება აღიწეროს: მტრედს აქვს „დიახ
ღილაკი“ სინათლის გამოსართველად და „არა ღილაკი“ ‒ კვებითი ჯილდოს მისაღებად
(ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს სინათლეები არასდროს ყოფილა იმდენად ძლიერი, რომ
მტრედისთვის უსიამოვნო გამხდარიყო). ამ დროს ხდება შემდეგი: როცა სინათლე
მეტისმეტად მკრთალია საიმისოდ, რომ მტრედმა ის დაინახოს, იგი „დიახ ღილაკიდან“ „არა
ღილაკზე“ გადავა, რათა ჯილდო მიიღოს. როცა სინათლე ხილულია, ის გადაერთვება „არა
ღილაკიდან“ „დიახ ღილაკზე“, რათა სინათლე ჩააქროს.
ვინაიდან ფრინველი სინათლის ინტენსივობის ცვლილებებზე საპასუხოდ ერთი
ღილაკიდან მეორემდე მოძრაობს, ჩვენ შეგვიძლია აბსოლუტური ზღურბლის განსაზღვრა, თუ
გამოვთვლით ინტენსივობათა საშუალოს ზუსტად მაშინ, როცა ის ერთი ღილაკიდან მეორეზე
გადაერთვება. სწორედ ამას მიმართავენ ადამიანის აბსოლუტური ზღურბლის დასადგენად
კიბის მეთოდის გამოყენებისას. ბლაუს ანგარიშის მიხედვით, როცა სინათლის ფერი ვარირებს,
მტრედის (ისევე, როგორც ადამიანის) აბსოლუტური ზღურბლი იცვლება. მეტიც, LSD4-ის
უმცირეს დოზას შეუძლია სინათლის აბსოლუტური ზღურბლის გაზრდა როგორც
მტრედებში, ისე ადამიანებში.

4LSD ‒ (Lysergic acid diethylamide) ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი, ფსიქოააქტიური ნივთიერება


(მთარგმ. შენიშვ.)

18
სიგნალის შემჩნევის ექსპერიმენტი

Psychmate

Experiments for Teaching Psychology

J.D.St.James, W.Schneider, A.Escmanm

ფსიქოლოგიის ერთ–ერთი ყველაზე ადრეული გამოწვევა სხვადასხვა შეგრძნებების


ზღურბლის (threshold) გაზომვა იყო. აღქმის თავისებურებების კვლევისას, ჩვეულებრივ,
ძირითადი კითხვაა – რამდენად ინტენსიური/ ძლიერი უნდა იყოს სინათლე რომ მისი დანახვა
შევძლოთ? რამდენად კაშკაშა უნდა გახდეს განათება, რომ ცვლილება შევნიშნოთ?
აბსოლუტური ზღურბლი სტიმულის მინიმალური ინტენსივობაა, რომელიც იწვევს
შეგრძნებას, ანუ, რომლის აღმოჩენაცაა შესაძლებელი შემთხვავათა 50%-ში. სხვაობის
ზღურბლი კი სტიმულის ინტენსივობის უმცირესი ცვლილებაა, რომლის შემჩნევაცაა
შესაძლებელი შემთხვევათა 50%-ში. ამ ზღურბლების საზომი ტექნიკები გუსტავ ფეხნერს
(Gustav Fechner, 1856/1966) ეკუთვნის. ეს აღქმის გაზომვის პირველი მეცნიერული მცდელობაა.

სინათლის შეგრძნების აბსოლუტური ზღურბლის გაზომვის ერთ–ერთი გზაა


თავდაპირველად გამოსაცდელს წარვუდგინოთ ძალიან მკრთალი/ სუსტი სინათლე, შემდეგ
კი თანდათან გავზარდოთ მისი ინტენსივობა მანამ, სანამ მისი აღმოჩენა გახდება
შესაძლებელი. კიდევ ერთი გზაა გამოსაცდელს წარვუდგინოთ ძალიან კაშკაშა სინათლე და
შევამციროთ მისი ინტენსივობა მანამ, სანამ იგი არ მიგვითითებს, რომ სინათლის დანახვა
უკვე შეუძლებელია. ამ ორი ინტენსივობის საშუალო კონკრეტული პირის აბსოლუტური
ზღურბლის შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს. ცხადია, მსგავსი მიდგომის გამოყენება
შესაძლებელია სმენისა და სხვა შეგრძნებების აბსოლუტური ზღურბლების დასადგენად.

აბსოლუტური ზღურბლის გამოყენების ერთ–ერთი მაგალითია სიბნელესთან ადაპტირების


მრუდი, რომელიც მიიღება შემდეგნაირად: იზომება სუბიექტის სინათლის შეგრძნების
ზღურბლი სრულიად ბნელ ოთახში შესვლიდან ყოველ რამდენიმე წუთში. პირადი
გამოცდილებიდან შესაძლოა იცით, რომ ადამიანის მიერ სიბნელეში ხედვის უნარი
საგრძნობლად უმჯობესდება დროის გასვლასთან ერთად – რაც უფრო მეტი ხანი ვრჩებით
სიბნელეში, მით უფრო უკეთ ვხედავთ. უფრო ნაცნობი მაგალითი ე. წ. თვალის ტესტი იქნება
(იხ. სურათი #1), რომლის ფარგლებშიც სუბიექტს სხვადასხვა ზომის ასოებს ვაწვდით და მათ
წაკითხვას ვთხოვთ. ამ მეთოდით ასოების ამოცნობის აბსოლუტური ზღურბლი იზომება. თუ
თქვენი ზღურბლი საშუალოზე მაღალია, სავარაუდოდ, კონტაქტური ლინზების, ან სათვალის
შეძენა მოგიწევთ.

„კლასიკურ“ ფსიქოფიზიკად წოდებული ეს მიდგომა გარკვეულ პრობლემებთანაა


დაკავშირებული. მიდგომის ძირითადი შეზღუდვა ის არის, რომ ის დამოკიდებულია
სუბიექტის სენსიტიურობასა (sensitivity) და ტენდენციურობაზე (bias). ეს იმას ნიშნავს, რომ

19
ზღურბლის სტანდარტული საზომები აფასებს როგორც სენსიტიურობას, ასევე
ტენდენციურობას და ვერ ვსაზღვრავთ თუ
რამდენად ზემოქმედებენ ისინი მიღებულ სურათი #1. თვალის ტესტის მაგალითი
ქულაზე. სენსიტიურობა აღწერს ჩვენი
შეგრძნების ორგანოებისა და ნერვული
სისტემის რეალურ ფუნქციონირებას – ეს არის
ის, რისი შეფასებაც, ჩვეულებრივ,
აინტერესებთ ფსიქოლოგებს. ტენდენციურობა
ასახავს ჩვენ მიერ სტიმულის აღმოჩენის
სურვილს – რამდენად გვსურს იმის
დაფიქსირება, რომ შევამჩნიეთ სტიმული.
ტენდენციურობამ შესაძლოა შეცვალოს ჩვენი
სენსიტიურობის ჭეშმარიტი ქულა, როდესაც
შეგრძნების ზღურბლი სტანდარტული
საზომით ფასდება, რადგან ის ზომავს როგორც
სენსიტიურობას, ასევე ტენდენციურობას. ამის
ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ყველა გაზომვისას არის „ფონური ხმაურის“ გარკვეული
დონე, ან გარემოში, ან ჩვენს ნერვულ სისტემაში.

ნერვულ სისტემაში „ხმაურის“ მაგალითი: დიდი ალბათობით, გექნებათ სრულიად ბნელ


ოთახში გარკვეული პერიოდის მანძილზე ყოფნის გამოცდილება. რას ხედავთ ამ დროს? თქვენ
არ ხედავთ აბსოლუტურ სიშავეს, არამედ პერიოდულად ამჩნევთ ბუნდოვან ნაცრისფერ
სინათლის წერტილებს. ამის მიზეზი ის არის, რომ ნეირონები „ინთება“ მაშინაც კი როდესაც
მათი პირდაპირი სტიმულირება არ ხდება. „ფიზიოლოგიური ნაცრისფერი“, რასაც სრულიად
ბნელ ოთახში „ვხედავთ“ ჩვენს მხედველობის სისტემაში შემთხვევითი პრინციპით ანთებული
ნეირონების დამსახურებაა, რასაც ხმაურს ვუწოდებთ. ცხადია, ხმაურის წყარო შესაძლებელია
გარემოდანაც მოდიოდეს – როდესაც გიჭირთ საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნების
შემჩნევა გარემოში არსებული გამღიზიანებლების სიმრავლის გამო.

სიგნალის აღმოჩენის თეორია (Swets, Tanner, & Birdsall, 1961) სენსიტიურობისა და


ტენდენციურობის დიფერენცირების ფსიქოფიზიკური მეთოდია ისეთი დავალებებში, სადაც
ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს სიგნალი ფონური ხმაურის პირობებში. ეს სიგნალი
შესაძლებელია იყოს რადარის ეკრანზე თვითმფრინავის ექო (სიგნალი), რომელიც
ავიადისპეტჩერმა უნდა აღმოაჩინოს ისეთი ფონური ხმაურის პირობებში, როგორიცაა
რადარზე წვიმის ან სხვა ატმოსფერული „ხმაურის“ გავლენა. ეს შესაძლებელია იყოს წიგნში
შეცდომით დაბეჭდილი სიტყვები – კორექტურების კითხვა – როდესაც „ხმაური“ გვერდზე
დაბეჭდილი ყველა სხვა სიტყვაა. როგორც ხვდებით, სიგნალის აღმოჩენის თეორია
ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ სხვადასხვა ამოცანასთან მიმართებაში შეგვიძლია
განვიხილოთ.

ბუნებრივია, თქვენი თვალის სენსიტიურობა გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად კარგად


შეასრულებთ სიგნალის აღმოჩენის დავალებას. იმ ფონური ხმაურის დონე, რომლის

20
პირობებშიც სიგნალის აღმოჩენას ცდილობთ ასევე ახდენს გავლენას შესრულების ხარისხზე.
ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ტენდენციურობა. გარკვეულ სიტუაციაში (უფრო ვრცლად
ქვემოთ განვიხილავთ) უფრო ძლიერად „გსურთ“ დააფიქსიროთ, რომ სიგნალი შეამჩნიეთ – ეს
დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ველით შეცდომით, ან სწორად გაცემული პასუხის შედეგად.

პროგრამაში სიგნალის აღმოჩენის დავალების ოთხი ვერსიაა. ლექტორი გაცნობებთ თუ


რომელ ვერსიას ასრულებთ. ოთხივე ვერსიაში წარმოდგენილია (ა) ცვლადები, რომელიც
გავლენას ახდენს ტენდენციურობაზე, თუმცა, არა – სენსიტიურობაზე და (ბ) ცვლადები,
რომლებიც ზემოქმედებს სენსიტიურობაზე და არა – ტენდენციურობაზე.

დამატებითი საკითხავი

მეთოდოლოგიური განხილვები5

მიმღების ოპერაციული მახასიათებელი (Receiver Operating Characteristic-ROC) და d’6–სა და C7–


ს გამოთვლა

როგორც აღვნიშნეთ, სიგნალის აღმოჩენის თეორიის გამოყენებით შეგვიძლია


დამოუკიდებლად გავზომოთ სუბიექტის სენსიტიურობისა და ტენდენციურობის ხარისხი.
შემდგომ კი უნდა წარმოვადგინოთ დეტალური ახსნა–განმარტება, თუ როგორ გამოითვლება
კოეფიციენტები და როგორ დავიტანთ მონაცემებს მიმღების ოპერაციული მახასიათებლების
(ROC) მრუდზე.

სიგნალის აღმოჩენის ოთხი შესაძლო შედეგი მოცემულია ცხრილში #1.

ცხრილი #1. სიგნალის აღმოჩენის ოთხი შესაძლო შედეგი

მდგომარეობა
მხოლოდ ხმაური ხმაური+სიგნალი
„დიახ“ ცრუ განგაში ამოცნობა
გადაწყვეტილება
„არა“ სწორი უარყოფა გამოტოვება

სწორი ამოცნობა (Hit) – სიგნალის დაფიქსირება მაშნ, როდესაც ის ნამდვილად სახეზეა;


გამოტოვება (Miss) – სიგნალის არდაფიქსირება მაშინ, როდესაც ის ნამდვილად სახეზეა;
ცრუ განგაში (False alarm) – სიგნალის დაფიქსირება მაშინ, როდესაც ის არ არის სახეზე;
სწორი უარყოფა (Correct rejection) – სწორი პასუხი, რომ სიგნალი ნამდვილად არ
ფიქსირდება.

5
საკითხავი მასალის ამ ნაწილს გაეცანით მხოლოდ ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ
6
d’- სენსიტიურობის საზომი.
7
C-სუბიექტურობის საზომი.

21
როგორც წესი, ჩვენ წინასწარ ვიცით რამდენ ცდაშია სიგნალი რეალურად წარმოდგენილი.
დავალების შედეგების შეფასებისას კი ვეყრდნობით სწორად დაფიქსირებული და
გამოტოვებული პასუხების რაოდენობას. მაგალითად, თუ ვიცით, რომ 100 „სიგნალიანი“
ცდიდან სუბიექტმა 90 ცდაში სწორად გამოიცნო შედეგი, ჩვენ ამასთანავე ვიცით, რომ მას 10
„გამოტოვება“ აქვს.

სენსიტიურობისა და ტენდენციურობაის კოეფიციენტები სიმბოლიზებულია, როგორც d’


(გამოითქმის, როგორც DEE-PRIME) და C და გამოითვლება საკმაოდ მარტივად – საჭიროა
მხოლოდ z ქულების (ნორმალური განაწილების ერთეული) ცხრილში ჩახედვა (იხ.
გამოსახულება #1).

ექსპერიმენტის ბოლოს შეგიძლიათ გამოთვალოთ სწორი ამოცნობისა და ცრუ განგაშის


პროპორცია. სწორი ამოცნობის ცდებისა და ცრუ განგაშის პროპორცია გამოიყენეთ d’ და C
ქულების გამოსათვლელად და მიღებული შედეგი გადაამოწმეთ ზემოთ მოცემულ ცხრილში.
d’ და C ქულები გამოითვლება მხოლოდ ცალკეული სუბიექტისთვის. საშუალო d’ და C
ქულების მისაღებად ჯერ უნდა გამოთვალოთ თითოეული სუბიექტის ქულები და შემდეგ
გაასაშუალოოთ (გავყოთ სუბიექტების რაოდენობაზე).

გამოსახულება #1: p-ს შესაბამისი z ქულების ცხრილი

22
d’–ის, ანუ სენსიტიურობის კოეფიციენტის გამოთვლა

წარმოიდგინეთ, რომ ერთ შემთხვევაში, თქვენ მიერ ამოცნობილი ცდების პროპორციაა -


p(ამოცნობა)= 0.70, ხოლო p (ცრუ განგაშის)– 0.10.

d’ (სენსიტიურობის) კოეფიციენტის გამოსათვლელად უნდა შევხედოთ p მნიშვნელობების


შესაბამის z ქულებს გამოსახულება #1–ზე მოცემულ ცხრილში, ორივე, ამოცნობილი და ცრუ
განგაშის მაჩვენებლებისთვის. d’ კოეფიციენტის ფორმულაა:

d’= [p(ამოცნობა)–ს შესაბამისი z] – [p(ცრუ განგაში)–ს შესაბამისი z]

ჩვენ შემთხვევაში, p (0.70)-ს შეესაბამება z ქულა 0.52 (გამოცნობა), ხოლო p (0.10)-ს შეესაბამება
z ქულა –1.28 (ცრუ განგაში).

d’= z[0.70] – z[0.10] = [0.52] – [-1.28]= 1.80


გაითვალისწინეთ, რომ პოზიტიური d’ ნიშნავს, რომ სენსიტიურობის მაჩვენებელი უფრო
მაღალია, ვიდრე შემთხვევითობის დონე და რაც უფრო მაღალია d’, მით უფრო მაღალია
სენსიტიურობის დონე. თუ გამოცნობისა და ცრუ განგაშის მაჩვენებლები ერთმანეთის ტოლია,
d’, ანუ სენსიტიურობის მაჩვენებელი ნულს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულება
ფაქტობრივად შემთხვევითი გამოცნობის დონეს ვერ გასცდა. თუ d’ ნეგატიურია, ცრუ
განგაშის მაჩვენებელი აღემატება გამოცნობის მაჩვენებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ
სენსიტიურობის დონე იმაზე დაბალია, ვიდრე შემთხვევით გამოცნობის.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ცრუ განგაშის მაჩვენებელი 0–ია, გამოცნობის დონე 100% ხდება და
z–ის ჭეშმარიტი მნიშვნელობა უსასრულობაა. ამ შემთხვევაში გონივრული მონაცემების
მისაღებად z–ის მნიშვნელობა უტოლდება p-ს 0.0001–ს ან .9999–ს, როგორც მოცემულია
გამოსახულება #1–ზე.

C–ს, ანუ ტენდენციურობაის კოეფიციენტის გამოთვლა

C (ტენდენციურობაის) კოეფიციენტის გამოსათვლელად გვჭირდება იმავე ინფორმაცია, რაც


d’–ის დასათვლელად გამოვიყენეთ, უბრალოდ, განსხვავებული თანმიმდევრობით. C
კოეფიციენტის ფორმულაა:

C= 0.5 [p(გამოცნობა)–ს შესაბამისი z] + [p(ცრუ განგაში)–ს შესაბამისი z]

ჩვენ შემთხვევაში, p (0.70)-ს შეესაბამება z ქულა 0.52 (გამოცნობა), ხოლო p (0.10)-ს შეესაბამება
z ქულა –1.28 (ცრუ განგაში).

C= 0.5 [z[0.70] + z[0.10]]= 0.5( [0.52] + [-1.28])= –0.38


ეს კოეფიციენტი ასახავს სიგნალის არსებობის შესახებ „არა“ პასუხის მიმართ მიდრეკილებას.
გაითვალისწინეთ, რომ C–ის გამოთვლისას შემდეგი დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი:

23
როდესაც C<0, კოეფიციენტი გვიჩვენებს სიგნალის არსებობის შესახებ „არა“ პასუხის
მიმართ მიდრეკილებას, სულ ერთია სიგნალი არის თუ არ არის.
როდესაც C>0, კოეფიციენტი გვიჩვენებს სიგნალის არსებობის შესახებ „დიახ“ პასუხის
მიმართ მიდრეკილებას, სულ ერთია სიგნალი არის თუ არ არის.
როდესაც C=0, რომელიმე პასუხის მიმართ მიდრეკილება/ტენდენციურობაა არ არის
სახეზე.

გაითვალისწინეთ, სანამ ცხრილში ჩაიხედავთ, დაამრგვალეთ მაჩვენებლები.

განხილვა

ექსპერიმენტის ოთხი ვერსია ასახავს სიგნალის აღმოჩენაზე გავლენის მქონე ოთხი ზოგადი
ტიპის ცვლადს. მათგან ორი, სიგნალის მოსალოდნელობა/გამოჩენის ალბათობა და დასჯა–
წახალისება გავლენას ახდენს მხოლოდ მიკერძოებაზე/ტენდენციურობააზე და არა
სენსიტიურობაზე, დანარჩენი ორი კი – სიგნალის ინტენსიურობა და ხმაურის ინტენსიურობა
გავლენას ახდენს მხოლოდ სენსიტიურობაზე და არა – ტენდენციურობაზე

ცვლადები, რომლებიც გავლენას ახდენს ტენდენციურობააზე

ვერსია 1: სიგნალის გამოჩენის ალბათობით მანიპულირება.

გაითვალისწინეთ, რომ ექსპერიმენტის ამ ნაწილში გვაქვს ორივე p მნიშვნელობა, როგორც


ამოცნობის, ასევე ცრუ განგაშის ამსახველი სიგნალის გამოჩენის ალბათობის ორ
განსხვავებულ დონეზე: 0.80–სა და 0.20–ზე. მოლოდინი გვაქვს, რომ გავლენას მოვახდენთ
ტენდენციურობის დონეზე და არა სენსიტიურობაზე – პოზიტიურ ტენდენციურობას (C>0)
ადგილი ექნება მაშინ, როდესაც სიგნალის მოსალოდნელობა 0.80–ია, ხოლო ნეგატიურ
ტენდენციურობას (C<0) მაშინ, როდესაც სიგნალის მოსალოდნელობა 0.20–ია. ეს იმას ნიშნავს,
რომ როდესაც ცდების უმეტესობაში სიგნალი სახეზეა, სუბიექტები მიდრეკილნი ხდებიან
„დიახ“ პასუხებისკენ, ხოლო როდესაც რეალურად სიგნალი იშვიათად ჩნდება, სუბიექტები
უმეტესად „არა“ პასუხს აფიქსირებენ. შესაბამისად, C (ტენდენციურობის) მნიშვნელობა
განსხვავებულია სიგნალის ალბათობის ორ დონეზე, თუმცა d’ (სენსიტიურობა) იგივე რჩება.

ვერსია 2: ჯილდო–წახალისებით მანიპულირება.

ექსპერიმენტის ამ ვერსიაში სიგნალის მოსალოდნელობა 50%–ია, თუმცა ვმანიპულირებთ


სუბიექტის მიერ „მოგებული“ ქულების რაოდენობით. ცდათა ერთ ბლოკში, თითო
გამოცნობაზე სუბიექტი 5 ქულას იღებს, ცრუ განგაშზე კი მხოლოდ 1–ს კარგავს. ამ
შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სუბიექტები მიდრეკილნი იქნებიან „დიახ“ პასუხების
დაფიქსრებისკენ (C>0), რადგან შეცდომის შემთხვევაში დაკარგული ქულები მცირე
რაოდენობისაა. მეორე ბლოკში, დასჯისა და წახალისების პრინციპი შებრუნებულია,
სუბიექტი იღებს 1 ქულას ყოველ სწორ პასუხზე და კარგავს 5–ს – ყოველ შეცდომაზე. ამ
შემთხვევაში, სუბიექტები მიდრეკლნი არიან „არა“ პასუხების დაფიქსირებისკენ, რადგან
ფიქრობენ, რომ ზედმეტად „ძვირად“ უჯდებათ არასწორი პასუხის გაცემა, ამიტომ „დიახ“–ს
აფიქსირებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან არჩევანში. ამ
შემთხვევაშიც გავლენას განიცდის ტენდენციურობის დონე და არა – სენსიტიურობა.

24
ცვლადები, რომლებიც გავლენას ახდენს სენსიტიურობაზე

ვერსია 3: სიგნალის ინტენსივობით მანიპულირება.

ექსპერიმენტის ამ ვერსიაში ვმანიპულირებთ სიგნალის ინტენსივობით– ვცვლით ეკრანზე


სტიმულის გამოჩენისას სამიზნე ასო „R”-ის რაოდენობას: ის არის ერთი, ან 2 ცალი.
მოსალოდნელია, რომ ასო „R”-ის აღმოჩენა სუბიექტისთვის უფრო მარტივი იქნება მაშინ,
როდესაც ის ორია მოცემული ეკრანზე, იმასთან შედარებით, როდესაც მხოლოდ 1 ცალია
გამოსახული. რადგან ამ მანიპულაციის შედეგად სიგნალის ამოცნობა მარტივდება, ის
გავლენას ახდენს სენსიტიურობაზე და არა – მიკერძოებაზე. რაც უფრო „ინტენსიურია“
სიგნალი, მით უფრო მაღალია სენსიტიურობა. რადგან სამიზნე 50% შემთხვევებში ჩნდება და
გარეგანი დასჯისა და წახალისების ფაქტორი არ არის აქტუალური, C უნდა იყოს 0–თან
მიახლოებული ცდების ორივე ბლოკისთვის.

ვერსია 4: ხმაურის ინტენსივობით მანიპულირება.

ექსპერიმენტის ამ ვერსიაში ფონური ხმაურით ვმანიპულირებთ P ასოების („ხმაური“)


რაოდენობის ცვლილების გზით – 10 ან 50. როდესაც ეკრანზე მხოლოდ 2 არარელევანტური
ასოა, იმის განსაზღვრა არის თუ არა ასოებში R, გაცილებით მარტივია. მეორე მხრივ, როდესაც
ეკრანზე 50 P გვაქვს, R ფაქტობრივად „იკარგება“ „ხმაურში“. მანიპულაცია გავლენას ახდენს
სენსიტიურობაზე და არა ტენდენციურობაზე – d’ მით უფრო მაღალია, რაც უფრო ნაკლებია
„ხმაური“. რადგან სამიზნე 50% შემთხვევებში ჩნდება და გარეგანი დასჯისა და წახალისების
ფაქტორი არ არის აქტუალური, C უნდა იყოს 0–თან მიახლოებული ცდების ორივე
ბლოკისთვის.

25

You might also like