You are on page 1of 6

ფსიქოფიზიკა

შეგრძნებების გაზომვა
ფსიქოფიზიკა ფიზიკურ განზომილებაში არსებულ მოვლენებზე რეაქციის განსაზღვრას
გულისხმობს.

გუსტავ ფეხნერმა ჩამოაყალიბა ფსიქოფიზიკური მეთოდები, რომელთა საშუალებით


შესაძლებელი იყო სამყაროს თვისებების გაზომვა მათი ფსიქოლოგიური მნიშვნელობების
თვალსაზრისით

იმისთვის, რომ მსმენელმა შეაფასოს ბგერა როგორც ორჯერ უფრო ხმამაღალი, ენერგიის დონე
დაახლოებით 10-ჯერ უნდა გაიზარდოს. ასეთ აღმოჩენებს, რომლებიც ფსიქოფიზიკური
მეთოდებით არის მიღებული, მნიშვნელოვანი პრაქტიკული შედეგები შეიძლება ჰქონდეს.
მაგალითად, სტერეოგამაძლიერებლის ან რადიომიმღების ხმის მარეგულირებელს, რომლებსაც
ვმართავთ ხმის (ანუ აღქმული ხმამაღლობის) გასაზრდელად, ვერ მიესადაგება მოძრაობასა და
ენერგიის ზრდას შორის პირდაპირპროპორციულ, სწორხაზოვან ურთიერთმიმართებას.
ნაცვლად ამისა, ხმის სიმაღლის მარეგულირებელი ისე უნდა იყოს გრადუირებული, რომ მისი
ამოძრავებით ინტენსივობის ზრდა ხმამაღლობის მატების პროპორციული იყოს. ამგვარად, ხმის
მარეგულირებელზე ხმის სიმაღლის დონის გაორმაგებამ დაახლოებით 10-ჯერ უნდა გაზარდოს
ფიზიკური ენერგია, რათა უზრუნველყოს ხმამაღლობის ორმაგი ზრდა.

სტიმულსა და შეფასებას შორის მიმართება დამოკიდებულია იმ კონკრეტულ სენსორულ


მოდალობაზე, რომელიც სტიმულირდება. ტკივილის ინტენსივობის შეფასება გაცილებით
უფრო სწრაფად მატულობს კანისთვის მიყენებული ელექტროდარტყმების ინტენსივობის
ზრდის შემთხვევაში, ვიდრე ხმის სიმაღლის შეფასება ‒ ბგერის ენერგიის გაძლიერების
საპასუხოდ. იმისთვის, რომ ერთი ელექტროდარტყმა შეფასდეს, როგორც ორჯერ უფრო
მტკივნეული მეორესთან შედარებით, დარტყმის ინტენსივობა უნდა გაიზარდოს
დაახლოებით ერთი მესამედით. აქედან ვხედავთ, რომ მხოლოდ ფიზიკურ ერთეულთა
ცვლილებების გაზომვა ყოველთვის არ გვეხმარება ფსიქოლოგიურ ერთეულთა
ცვლილებების განსაზღვრაში.

ზღურბლები
(ბერძ. analgesia ‒ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, უგრძნობლობა)

კრიტიკული მნიშვნელობისაა, ვიცოდეთ, რა პროცედურებსა და ოპერაციებს იყენებენ


მეცნიერები იმ პროცესების შესასწავლად, რომლებზეც ამბობენ, რომ შეისწავლიან. სიტყვებსა და
ფრაზებს, როგორებიცაა, მაგ., ტკივილი, სენსიტიურობა და პასუხის გაცემის მზაობა, აქვთ
ფართო, ყოველდღიური მნიშვნელობები, რომლებიც ზუსტად უნდა შემოისაზღვროს ტექნიკურ,
სამეცნიერო კონტექსტში მათი გამოყენებისას. ტექნიკური მნიშვნელობის მიღების ყველაზე
გავრცელებული გზაა ოპერაციული განსაზღვრების გამოყენება. ოპერაციული განსაზღვრება
არის ფორმულა კონსტრუქტის ისე აგებისათვის, რომ სხვა მეცნიერებმაც შეძლონ მისი ხელახლა
შექმნა იმ ოპერაციების განსაზღვრის გზით, რომლებიც კონსტრუქტის შექმნისა და
გაზომვისათვის გამოიყენეს.
დამოკიდებული ცვლადები
მხოლოდ ერთი სტიმულის წარდგენის შემთხვევაში დამკვირვებლებს აბსოლუტური შეფასება
მოეთხოვებათ.როდესაც ამა თუ იმ ცდაში სუბიექტებს ორი სტიმულის ერთმანეთთან შედარება
მოეთხოვებათ, უნდა გაკეთდეს ფარდობითი შეფასება.

დამოუკიდებელი ცვლადები
ძირითადი დამოუკიდებელი ცვლადები, რომლებითაც ფსიქოფიზიკურ კვლევებში
მანიპულირებენ, სტიმულთა სიდიდე და თვისებაა.

საკონტროლო ცვლადები
მთავარი რამ, რაც ფსიქოფიზიკურ ექსპერიმენტში უნდა გაკონტროლდეს, არის ამა თუ იმ
პასუხის გაცემისკენ დამკვირვებლის მიდრეკილება. ამგვარი ტენდენცია შეიძლება უცვლელი
დარჩეს არაერთი ცდის განმავლობაში. ტრადიციული კლასიკური ფსიქოფიზიკა ფიქრობს რომ
დამკვირვებლის გავარჯიშების შემდეგ ატიტუდი გაკონტროლებულია , მაგრამ თანამედროვე
ფსიქოფიზიკური თეორიები, როგორიცაა, მაგალითად, სიგნალის შემჩნევის თეორია, არ
ეთანხმება ამ დაშვებას თანამედროვე ფსიქოფიზიკური მეთოდები მოიცავს სპეციალურ
ტექნიკებს იმ დაშვების უზრუნველსაყოფად (ან, სულ მცირე, შემოწმებისთვის), რომ
დამკვირვებელი უცვლელ სტრატეგიას ინარჩუნებს.

ზღურბლები-კლასიკური ფსიქოფიზიკა
რამდენად ძლიერი უნდა იყოს სტიმული, თუ გვაქვს მითითება, გადაიკვეთოს ზღურბლი. ამ
კითხვაზე პასუხის გაცემა კლასიკოსი ფსიქოფიზიკოსებისთვის მთავარი საზრუნავი იყო.

მომენტი, როცა დამკვირვებელი უეცრად შეამჩნევს ხოლმე სტიმულს, სხვადასხვა ცდაში


განსხვავებულია. ამ ცვალებადობასთან გასამკლავებლად კლასიკოსმა ფსიქოფიზიკოსებმა
ჩამოაყალიბეს სტატისტიკური მეთოდები ზღურბლის საუკეთესო მნიშვნელობის
შესაფასებლად. ფეხნერმა შეიმუშავა ამისთვის ზღვრების მეთოდი შეიმუშავა.

ზღვრების მეთოდის გამოყენება აბსოლუტური ზღურბლის განსასაზღვრად

200 დიახ
180 დიახ დიახ
160 დიახ დიახ
140 დიახ დიახ დიახ
120 დიახ არა არა დიახ
100 დიახ არა არა
80 არა არა არა
60 არა არა
40 არა
20 არა
საშუალო
ზღურბლი 90 130 130 110 115
დამკვირვებლებზე გავლენას ახდენს მოლოდინები იმის შესახებ, როგორ ფიქრობენ , როდის
არის „დიახ“ პასუხის „არა“-თი (და პირიქით, „არა“ პასუხისა „დიახ“-ით) შეცვლის დრო.
მაგალითად, თუ სერია რამდენიმე „დიახ“ პასუხს მოითხოვს, სანამ ზღურბლამდე მიაღწევენ,
დამკვირვებელთა ნაწილმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ისინი მეტისმეტად ბევრ „დიახ “
პასუხს იძლევიან და ნაადრევად ამბობენ „არას“. შესაძლოა , სხვა დამკვირვებლებმა დიდი
სიფრთხილე გამოიჩინონ პასუხების შეცვლასთან დაკავშირებით და , შესაბამისად , ძალიან
გაუხანგრძლივდეთ გადადება. მართლაც, ერთმა და იმავე დამკვირვებელმა სხვადასხვა
ჯერზე შეიძლება ამ ორივე სახის შეცდომა დაუშვას. ამრიგად, ზღურბლი ოპერაციულად
განისაზღვრება, როგორც ცდების თითოეული სერიის იმ ზღვრების საშუალო, როდესაც
დამკვირვებელი გადაერთვება „კი“-დან „არა“-ზე (ან „არა“ პასუხიდან „დიახ“–ზე). ეს
ოპერაციული დეფინიცია სტატისტიკური განსაზღვრებაა . ამგვარად განსაზღვრულ ზღურბლს,
რომელიც ემყარება დამკვირვებლის უნარს, შეამჩნიოს სიგნალი, ეწოდება აბსოლუტური
ზღურბლი, ვინაიდან დიახ-არა ტიპის შეფასებები ორ სტიმულს შორის შედარებაზე არაა
დამყარებული ‒ ისინი ცალკეულ სტიმულთა აბსოლუტური შეფასებებია.

ზედა ზღურბლი არის საშუალო წერტილი, სადაც დამკვირვებელი „უფრო მძიმეა“ პასუხებიდან
„თანაბარია“ პასუხებზე გადადის. ქვედა ზღურბლი არის ზღვარი, სადაც „თანაბარია“ პასუხები
ადგილს უთმობს „უფრო მსუბუქია“ პასუხებს. განსხვავებას ამ ორ მნიშვნელობას შორის
ეწოდება განუსაზღვრელობის ინტერვალი. სხვაობის ზღურბლი ოპერაციულად განისაზღვრება
როგორც განუსაზღვრელობის შუალედის ნახევარი.ზედა და ქვედა ზღურბლების საშუალოს
ეწოდება სუბიექტური ტოლობის წერტილი.

350 უფრო მძიმე

340 უფრო მძიმე უფრო მძიმე

330 უფრო მძიმე უფრო მძიმე

320 უფრო მძიმე უფრო მძიმე უფრო მძიმე უფრო მძიმე

310 თანაბარი თანაბარი უფრო მძიმე თანაბარი

300 თანაბარი თანაბარი უფრო მძიმე უფრო


მსუბუქი
290 თანაბარი უფრო თანაბარი უფრო
მსუბუქი მსუბუქი
280 უფრო უფრო თანაბარი უფრო
მსუბუქი მსუბუქი მსუბუქი
270 უფრო თანაბარი უფრო
მსუბუქი მსუბუქი
260 უფრო უფრო
მსუბუქი მსუბუქი
ზედა 315 315 295 315 საშ-310
ზღურბლი
ქვედა 285 295 265 305 საშ-288
ზღურბლი
განუსაზღვრელობის ინტერვალი - 310-288=22
სხვაობის ზღურბლი - 22/2=11

ვებერი ცნობილია სხვაობის ზღურბლის მეორე თვისების დადგენით: შეგრძნების ამა თუ იმ


მოდალობისათვის, სხვაობის ზღურბლის ზომა სტანდარტულ სტიმულთან მიმართებით
მუდმივია.ფეხნერმა სხვაობის ზღურბლის ფარდობით მუდმივობას ვებერის კანონი უწოდა.

ვებერის კანონი:ΔI / I = K
 I აღნიშნავს სტანდარტული სტიმულის სიდიდეს,
 Δ I წარმოადგენს სხვაობის ზღურბლი,
 K არის კონსტანტობის სიმბოლო.

ვებერის წილადის სიდიდე სხვადასხვა შეგრძნებისათვის განსხვავებულია .

Disadvantage-ეს კანონი ირღვევა, თუ გამღიზიანებელი ძალზე სუსტი ინტენსივობისაა.

ზღვრების მეთოდის შედარებით გვიანდელი ვერსია, რომელსაც კიბის მეთოდი ეწოდება, თავს
უყრის პასუხებს ზღურბლის ირგვლივ. პირველი ცდა, რომელიც ამ მეთოდით ტარდება,
ზღვრების მეთოდით ჩატარებულის მსგავსია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ზღურბლი დადგინდება,
კიბის მეთოდით, ცდისპირს აღარ მიეწოდება ამ შეფასებისგან დაშორებული სტიმულები.
როგორც კი ზღურბლური შეფასება გადაიკვეთება, სტიმულის ინტენსივობა საწინააღმდეგო
მიმართულებით იცვლება. ეს ზრდის მეთოდის ეფექტურობას, რადგან სტიმულები
ზღურბლთან გაცილებით უფრო ახლოს ნარჩუნდება, ვიდრე ზღვრების მეთოდის შემთხვევაში.
ზღურბლი ოპერაციულად განისაზღვრება, როგორც მეორე ცდიდან დაწყებული ყველა
წარმოდგენილი სტიმულის საშუალო მნიშვნელობა.

კიბის მეთოდის გამოყენება აბსოლუტური ზღურბლის დასადგენად


180 დიახ
160 დიახ
140 დიახ დიახ დიახ
120 არა არა არა
100 დიახ არა
80 არა

ზღურბლი - 124

ზღურბლების გარეშე: სიგნალის შემჩნევის თეორია


სიგნალის შემჩნევის თეორიის მიხედვით, ჩვენს აღქმას, ზოგადად, აკონტროლებს
ფაქტობრივი მონაცემები (Evidence) და გადაწყვეტილების მიღების პროცესები. გადაწყვეტის
პროცესზე გავლენას ახდენს როგორც ფაქტობრივი, ფიზიკური სინამდვილის მოცემულობა ‒
მტკიცებულება (Evidence), ისე პასუხის გაცემის სხვადასხვაგვარი ტენდენციურობა (response
bias).
(გადაწყვეტილების თეორიის ხედვით, ჩვენი უმეტესობა კონსერვატიულია გადაწყვეტილების
მიღებისას, როცა ქორწინებას ეხება საქმე, მაგრამ ლიბერალურად უდგება გადაწყვეტილების
მიღებას, როცა ბრმა პაემანს განვიხილავთ. რეაქციის ამგვარი ტენდენციურობა (Response bias)
დამოკიდებულია არა სტიმულზე (მართლაც, ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება ორივე
მაგალითში იყოს ჩართული), არამედ მხოლოდ გადაწყვეტილების ღირებულებასა და
სარგებელზე.)

სენსორული პროცესი გადასცემს მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესს . თუ


მნიშვნელობა მაღალია, ღირებულებისა და სარგებლის გათვალისწინების შემდეგ უფრო
მოსალოდნელია გადაწყვეტის პროცესმა მოგვცეს „დიახ“ პასუხი. თუ მნიშვნელობა მცირეა ,
უფრო სავარაუდოა, რომ გადაწყვეტილების პროცესი დასრულდეს “არა “ პასუხით , იმ
შემთხვევაშიც კი, თუ ღირებულება და სარგებელი „დიახ“ გადაწყვეტილებას უჭერს მხარს.

სიგნალის შემჩნევის მეთოდების უპირატესობა. სიგნალის შემჩნევის მეთოდების მთავარი


უპირატესობა კლასიკურ ფსიქოფიზიკურ პროცედურასთან (როგორიც არის, მაგალითად ,
ზღვრების მეთოდი) მიმართებით, მდგომარეობს იმაში, რომ შესაძლებელია გაიზომოს
როგორც სენსიტიურობა, ისე პასუხის გაცემის ტენდენციურობა (Response bias).

------------------------------------

აბსოლუტური ზღურბლი სტიმულის მინიმალური ინტენსივობაა, რომელიც იწვევს შეგრძნებას,


ანუ, რომლის აღმოჩენაცაა შესაძლებელი შემთხვავათა 50%-ში. სხვაობის ზღურბლი კი
სტიმულის ინტენსივობის უმცირესი ცვლილებაა, რომლის შემჩნევაცაა შესაძლებელი
შემთხვევათა 50%-ში. ამ ზღურბლების საზომი ტექნიკები გუსტავ ფეხნერს ეკუთვნის. ეს აღქმის
გაზომვის პირველი მეცნიერული მცდელობაა. „კლასიკურ“ ფსიქოფიზიკად წოდებული ეს
მიდგომა გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. მიდგომის ძირითადი შეზღუდვა ის
არის, რომ ის დამოკიდებულია სუბიექტის სენსიტიურობასა (sensitivity) და ტენდენციურობაზე
(bias). „კლასიკურ“ ფსიქოფიზიკად წოდებული ეს მიდგომა გარკვეულ პრობლემებთანაა
დაკავშირებული. მიდგომის ძირითადი შეზღუდვა ის არის, რომ ის დამოკიდებულია
სუბიექტის სენსიტიურობასა (sensitivity) და ტენდენციურობაზე (bias).

სიგნალის აღმოჩენის თეორია სენსიტიურობისა და ტენდენციურობის დიფერენცირების


ფსიქოფიზიკური მეთოდია ისეთი დავალებებში, სადაც ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს
სიგნალი ფონური ხმაურის პირობებში. სიგნალის აღმოჩენის თეორიის გამოყენებით
შეგვიძლია დამოუკიდებლად გავზომოთ სუბიექტის სენსიტიურობისა და ტენდენციურობის
ხარისხი.

d’- სენსიტიურობის კოეფიციენტი


C- ტენდენციურობის კოეფიციენტი

სენსიტიურობისა და ტენდენციურობაის კოეფიციენტები სიმბოლიზებულია, როგორც d’


(გამოითქმის, როგორც DEE-PRIME) და C და გამოითვლება საკმაოდ მარტივად – საჭიროა
მხოლოდ z ქულების (ნორმალური განაწილების ერთეული) ცხრილში ჩახედვა.
ექსპერიმენტის ბოლოს შეგიძლიათ გამოთვალოთ სწორი ამოცნობისა და ცრუ განგაშის
პროპორცია. სწორი ამოცნობის ცდებისა და ცრუ განგაშის პროპორცია გამოიყენეთ d’ და C
ქულების გამოსათვლელად და მიღებული შედეგი გადაამოწმეთ ზემოთ მოცემულ ცხრილში. d’
და C ქულები გამოითვლება მხოლოდ ცალკეული სუბიექტისთვის. საშუალო d’ და C ქულების
მისაღებად ჯერ უნდა გამოთვალოთ თითოეული სუბიექტის ქულები და შემდეგ
გაასაშუალოოთ (გავყოთ სუბიექტების რაოდენობაზე).

d’= [p(ამოცნობა)–ს შესაბამისი z] – [p(ცრუ განგაში)–ს შესაბამისი z]


გაითვალისწინეთ, რომ პოზიტიური d’ ნიშნავს, რომ სენსიტიურობის მაჩვენებელი უფრო
მაღალია, ვიდრე შემთხვევითობის დონე და რაც უფრო მაღალია d’, მით უფრო მაღალია
სენსიტიურობის დონე. თუ გამოცნობისა და ცრუ განგაშის მაჩვენებლები ერთმანეთის ტოლია,
d’, ანუ სენსიტიურობის მაჩვენებელი ნულს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესრულება
ფაქტობრივად შემთხვევითი გამოცნობის დონეს ვერ გასცდა. თუ d’ ნეგატიურია, ცრუ განგაშის
მაჩვენებელი აღემატება გამოცნობის მაჩვენებელს, ეს იმას ნიშნავს, რომ სენსიტიურობის დონე
იმაზე დაბალია, ვიდრე შემთხვევით გამოცნობის.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ცრუ განგაშის მაჩვენებელი 0–ია, გამოცნობის დონე 100% ხდება
და z–ის ჭეშმარიტი მნიშვნელობა უსასრულობაა. ამ შემთხვევაში გონივრული მონაცემების
მისაღებად z–ის მნიშვნელობა უტოლდება p-ს 0.0001–ს ან .9999–ს.

C= 0.5 [p(გამოცნობა)–ს შესაბამისი z] + [p(ცრუ განგაში)–ს შესაბამისი z]

 როდესაც C<0, კოეფიციენტი გვიჩვენებს სიგნალის არსებობის შესახებ „არა“ პასუხის


მიმართ მიდრეკილებას, სულ ერთია სიგნალი არის თუ არ არის.
 როდესაც C>0, კოეფიციენტი გვიჩვენებს სიგნალის არსებობის შესახებ „დიახ“ პასუხის
მიმართ მიდრეკილებას, სულ ერთია სიგნალი არის თუ არ არის.
 როდესაც C=0, რომელიმე პასუხის მიმართ მიდრეკილება/ტენდენციურობაა არ არის
სახეზე.

You might also like