You are on page 1of 2

„სამუშაოს“ შესასრულებელი ინსტრუქცია

გინდა სიმართლე გაიგო? თითოეული მტკიცებულება, რომელიც მოცემულია სამუშაო ფურცელში


„განიკითხე-მოყვასი-შენი,“ოთხი შეკითხვისა და შებრუნებების გამოყენებით გამოიკვლიე. გამორიცხე
ყოველი ისეთი მტკიცებულება, რომელიც იწყება ნაწილაკით „მაგრამ,“ „იმიტომ, რომ,“ ან „და“. ხშირად
ერთ ადამიანზე რამდენიმე სახის ნეგატიური წარმოდგენა გექნება. თითოეული წარმოდგენა ცალკე
განიხილე და გამოიკვლიე. „სამუშაო“ („The Work“) მედიტაციაა. მისი მიზანი ცნობიერების ამაღლებაა. ეს
არ არის შენი გონების შეცვლის მცდელობა. დაე გონებამ დასვას კითხვები, შემდეგ მათ ჩაუფიქრდი. არ
იჩქარო, ჩაუღრმავდი საკუთარ თავს და დაელოდე ყველაზე ღრმა პასუხებს ზედაპირზე რომ ამოვიდნენ.

ოთხი შეკითხვა
1. ეს სიმართლეა? (კი ან არა. თუ არა, გადადი მე-3 შეკითხვაზე.)
2. შეგიძლია აბსოლუტურად იცოდე, რომ ეს სიმართლეა? (კი ან არა.)
3. როგორ რეაგირებ, რა ხდება, როდესაც ამ ფიქრის გჯერა?
4. ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე?

ოთხი შეკითხვის დახმარებით გამოიკვლიე მტკიცებულება პოლს ჩემი უნდა ესმოდეს.

1. ეს სიმართლეა? სიმართლეა, რომ მას შენი უნდა ესმოდეს? მდუმარებას მიეცი. გულიდან წამოსულ
პასუხს დაელოდე.

2. შეგიძლია აბსოლუტურად იცოდე, რომ ეს სიმართლეა? ბოლოს და ბოლოს, მართლა შეგიძლია


იცოდე რა უნდა ესმოდეს ან რა არ უნდა ესმოდეს პოლს? შეგიძლია იცოდე სინამდვილეში მისთვის
რისი გაგება იქნებოდა საუკეთესო?

3. როგორ რეაგირებ, რა ხდება, როდესაც ამ ფიქრის გჯერა? რა ხდება, როდესაც გჯერა, რომ „პოლს
ჩემი უნდა ესმოდეს“ და მას არ ესმის? განიცდი ბრაზს, სტრესს ან იმედგაცრუებას? როგორ ექცევი
პოლს? ალმაცერად უმზერ? ცდილობ მის ნებისმიერ ფასად შეცვლას? თავს როგორ გრძნობ ამ დროს?
როგორ ექცევი საკუთარ თავს? ამ ფიქრს შენს ცხოვრებაში სიმშვიდე შემოაქვს თუ სტრესი? მოდუნდი და
საკუთარ თავს მოუსმინე.

4. ვინ იქნებოდი ამ ფიქრის გარეშე? დახუჭე თვალები. შენი თავი პოლის თანდასწრებით წარმოიდგინე ამ
სიტუაციაში. ეხლა წარმოიდგინე, რომ პოლს უყურებ, უბრალოდ ერთი წამით, იმ ფიქრის გარეშე, რომ
„პოლს ჩემი უნდა ესმოდეს“. რას ხედავ? როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება ამ ფიქრის გარეშე?

შებრუნებები
მტკიცებულება საკუთარი თავისკენ, სხვა ადამიანისკენ და საპირისპიროდ შეიძლება შებრუნდეს.
მაგალითად: პოლს ჩემი უნდა ესმოდეს ასე შებრუნდეს:

• მე უნდა მესმოდეს ჩემი თავის (საკუთარი თავისკენ)


• მე უნდა მესმოდეს პოლის (სხვა ადამიანისკენ)
• პოლს არ უნდა ესმოდეს ჩემი (საპირისპიროდ)

შენს თავს შებრუნებების სრულფასოვნად შეგრძნების საშუალება მიეცი. თითოეული მათგანის შემთხვევაში,
იპოვე სულ ცოტა სამი სპეციფიკური, უტყუარი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მართებულია შენთვის ამ
სიტუაციაში თითოეული შებრუნებული მტკიცებულება. ამ პროცესის მიზანი არ არის საკუთარი თავის
დადანაშაულება ან ბრალეულობის შეგრძნება. საუბარი ეხება იმ ალტერნატივის აღმოჩენას, რომელიც
სიმშვიდეს მოგანიჭებს.

მე-6 მტკიცებულების შებრუნება


მე-6 მტკიცებულების შებრუნება ცოტათი განსხვავებულია:

© 2016 Byron Katie International, Inc. საავტორო უფლებები დაცულია. thework.com/georgian 23 Nov. 2016
აღარ მინდა მე და პოლმა ისევ ვიჩხუბოთ შებრუნდება ასე:
მზად ვარ, რომ მე და პოლმა კვლავ ვიჩხუბოთ, და
მოუთმენლად ველოდები მე და პოლი ისევ როდის ვიჩხუბებთ.

მე-6 მტკიცებულების შებრუნება გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად გვაქვს რეალობასთან


კონფლიქტი. მისი მიზანია გაშლილი ხელებით შევეგებოთ ნებისმიერ ფიქრს თუ განცდას.
თუ ფიქრის მიმართ კიდევ რაიმე წინააღმდეგობას განიცდი, შენი სამუშაო შესრულებული
არ არის. როდესაც გულწრფელად და მოუთმენლად შეგიძლია დაელოდო იმ
გამოცდილების განმეორებას, რომელიც წინათ არაკომფორტული იყო, შენს ცხოვრებაში
საშიში არაფერი აღარ არის: შენ ყველაფერს უყურებ როგორც საჩუქარს, რომელსაც
თვითრეალიზებამდე მიჰყავხარ.

„სამუშაოს“ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ვებგვერდს t h e w o r k . c o m / k a r t u l i

© 2016 Byron Katie International, Inc. საავტორო უფლებები დაცულია. thework.com/georgian 23 Nov. 2016

You might also like