You are on page 1of 3

შუალედური დავალება 2: გადატანილი სტრესული მდგომარეობის

გაანალიზება
ინსტრუქცია: დავალების გაკეთებამდე კარგად წაიკითხეთ გერიგისა და ზიმბარდოს
„ფსიქოლოგია და ცხოვრება“, მე-13 თავის ნაწილი „სტრესი თქვენს ცხოვრებაში“ (გვ 519-537).

გადატანილი სტრესული მდგომარეობა (მოკლედ მაგრამ ამომწურავად აღწერეთ სტრესული


მდგომარეობა, რომელიც განიცადეთ და კარგად გახსოვთ. შეარჩიეთ ისეთი მდგომარეობა,
რომლის გახსენება და ლექტორთან გაზიარება თქვენთვის მტკივნეული არ იქნება და
გამოხატულ დისკომფორტს არ გამოიწვევს. ქვემოთ აღწერეთ სიტუაცია და სტრესორები -
ამას დაუთმეთ დაახლოებით ნახევარი გვერდი, მაქსიმუმ გვერდი.)

აღწერეთ თქვენი რეაგირება სტრესულ მდგომარეობაზე (აღწერეთ, თუ როგორ


მოიქეცით/იქცეოდით იმ მომენტში/სტრესულ პერიოდში ან უშუალოდ მის მერე, რა
ცვლილებები გამოიწვია ამ მდგომარეობამ თქვენში) და როგორ შეეცადეთ სტრესული
მდგომარეობის დაძლევას, რა/ვინ დაგეხმარათ სტრესული მდგომარეობის დაძლევაში:

ანალიზი:
სტრესის ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური სიმპტომები (ჩამოთვალეთ ის სხეულებრივი/
ფიზიოლოგიური სიმპტომები, რაც გამოგეკვეთათ აღნიშნულ სტრესულ სიტუაციაში ან მისი
დასრულების შემდგომ პერიოდში):

სტრესის ფსიქოლოგიური სიმპტომები (ჩამოთვალეთ ის ემოციური სიმპტომები, რაც


გამოგეკვეთათ აღნიშნულ სტრესულ სიტუაციაში ან მისი დასრულების შემდგომ პერიოდში):
სტრესის სოციალური და ქცევითი სიმპტომები (ჩამოთვალეთ სხვა ადამიანებთან
ურთიერთობასა და თვით-მოვლასთან (მაგ. ჰიგიენის ნორმების დაცვა, საკვების რეჟიმის
დაცვა, აშ) ან არაჯანსაღ ქცევებთან (მაგ. ალკოჰოლის ან ნიკოტინის ზედმეტი მოხმარება)
დაკავშირებული სიმპტომები, რაც გამოგეკვეთათ აღნიშნულ სტრესულ სიტუაციაში ან მისი
დასრულების შემდგომ პერიოდში)

სტრესის კოგნიტური (ყურადღება, მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი, მეტყველება,


აზროვნება) სიმპტომები (ჩამოთვალეთ ის შემეცნების ფუნქციებთან დაკავშირებული
სიმპტომები, რაც გამოგეკვეთათ აღნიშნულ სტრესულ სიტუაციაში ან მისი დასრულების
შემდგომ პერიოდში):

გაანალიზეთ თქვენს მიერ განხორციელებული სტრესზე რეაგირების ტიპი (რამდენად იყო


იგი სტილი - შებრძოლება ან გაქცევა, თუ სტილი შეგუება და დამეგობრება, ან მათი ნაზავი):

გაანალიზეთ სტრესის დაძლევის თქვენს მიერ განხორციელებული და/ან გარემოებების


დახმარებით მიღებული მიდგომა (რამდენად იყო იგი პრობლემის შემცირებაზე მიმართული,
ემოციაზე ფოკუსირებული, დაძლევა მოლოდინით, კოგნიტური სტრატეგიების
მოდიფიცირებაზე მიმართული, სოციალური მხარდაჭერა, თუ მათი კომბინაცია ან სხვა):
გაანალიზეთ სტრესის დაძლევის თქვენს მიერ განხორციელებული და/ან გარემოებების
დახმარებით მიღებული მიდგომა (რამდენად იყო იგი პრობლემის შემცირებაზე მიმართული,
ემოციაზე ფოკუსირებული, დაძლევა მოლოდინით, კოგნიტური სტრატეგიების
მოდიფიცირებაზე მიმართული, სოციალური მხარდაჭერა, თუ მათი კომბინაცია ან სხვა):

შენიშვნა: დავალების რეკომენდირებული მოცულობა 4 გვერდი. თუ არ გქონიათ


გამოცდილებაში ამგვარი სტრესული მდგომარეობა, შეგიძლიათ ოჯახის წევრის ან
ახლობლის მდგომარეობა აღწეროთ და გააანალიზოთ.

არგუსზე ატვირთული ეს ფაილი გადაწერეთ და მასშივე იმუშავეთ, შეინარჩუნეთ არსებული


სტრუქტურა და თითოეული საკითხის ქვეშ პასუხი გაეცით მოცემულ პირობას/კითხვებს.
ნაშრომი მომაწოდეთ ელექტრონულად ia.shekriladze@iliauni.edu.ge 7 ივნისის დღის
ბოლომდე ან ლექციაზე ამობეჭდილი ვერსია ჩამაბარეთ. ფაილის სათაური უნდა იწყებოდეს
თქვენი გვარით. მაგ. დოლიძე.doc

You might also like