You are on page 1of 9

აგრესია

 ტერმინი აგრესია განკუთვნილია ქცევისთვის, რომელიც


სხვებისადმი ტანჯვისა და ზიანის მიყენების, საზოგადოების
კანონებისა და ნორმების მიხედვით დაუშვებელ განზრახვას
ემყარება.
 არსებობს მოდელი, რომლის თანახმადაც აგრესიის ფაქტორები
აგრესორში, სიტუაციაში და აგრესიის სამიზნეშია საძიებელი.

აგრესორი
 მთავარი შინაგანი ფაქტორი რომელიც აგრესიისკენ განაწყობს
ადამიანს, მისი კოგნიტურ-ემოციური მდგომარეობებია.
 გამომწვევი მიზეზები- განრისხება, სექსუალური აგზნება და
ემოციური რეაგირება იუმორზე.
 განრისხება- ფიზიკური აგრესიის უმთავრესი მიზეზია.
განრისხებით არის მოტივირებული მკვლელობათა ¾.
 განრისხება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლექტოურ
ძალადობაში (ქუჩის არეულობა და შეხლა შემოხლა).
 განრისხების, როგორც აგრესიის, მიზეზების გასაგებად აგრესიის
სამფაქტორიანი თეორიით ვიხელმძღვანელებთ: 1. რისხვის
წარმოშობას 2. რისხვის გაცნობიერებას და განცდას 3.
განრისხებაზე ქცევით რეაქციებს ეხება.
 1.განრისხების ფაზა. აგრესიის მთავარი მიზეზია ფრუსტრაციის
(მარცხის) განცდაა. მომდევნო ჰიპოტეზების აზრით ფრუსტრაცია
წარმოშობს აგრესიას ძირითადად მაშინ, თუ ფრუსტრაცია იწვევს
რისხვას.
 ფრუსტრაციას კი შეუძლია რისხვის გამოწვევა მაგრამ იგი აგრესიის
ერთადერთი მიზეზი არ არის. თავდასხმა ან პროვოკაცია, რაც
საფრთხეს უქმნის პიროვნებას ან მის სტატუსს, ასევე განრისხების
სერიოზული მიზეზი ხდება.
 განრისხების გამომწვევი მიზეზები- ფრუსტრაცია, თავდასხმა,
პროვოკაცია, ტკივილი, საყვარელი ადამიანის ან საკუთრების
დაკარგვა.
 2.შეფასების ფაზა. უარყოფით აგზნებას (ან აგზნებისგან
გამოწვეულ ემოციას) შეიძლება მიეცეს სხვადასხვაგვარი
კლასიფიკაცია, მათ შორის განრისხებისაც. ანუ უარყოფითი
აგზნების მდგომარეობა არ არის განრისხება სანამ ინდივიდი
თავად არ დაარქმევს მას ამ სახელს.
 თუ ნეგატიური აგზნება არ განისაზღრება როგორც განრისხება, არც
აგრესიული რეაგირება იქნება მოსალოდნელი.
 3.ქცევის ფაზა. განრისხებული ადამიანი ყოველთვის აგრესიით არ
პასუხობს. აგზნების მაღალი დონის დროს ადამიანმა შეიძლება
აგრესია იმპულსურად გამოავლინოს და არ დაფიქრდეს სწორია
თუ არა მისი ქცევა და რა შედეგები მოჰყვება მას.
 აგრესია უფრო მაშინაა მოსალოდნელი, თუ პიროვნება მა ტიპის
სიტუაციას მანამდეც აგრესიით პასუხობდა.
 თუ აგზნების დონე არაა მაღალი, აგრესიულობა მაშინ
გამოვლინდება თუ აგრესიას გამართლება მოეძებნება. (მამა ბავშვს
სცემს და აგრესიას „დასჯის აუცილებლობით“ ამართლებს).
 თუ აგრესია ვერ გამართლდა , ისეთი ფატქორები, როგორიცაა
სამაგიეროს გადახდა, საზოგადოებრივი გაკიცხვა ან დანაშაულის
გრძნობა, აგრესიის გამოვლენის შანსეს ამცირებს.
 ასევე მნიშვნელოვანია კოგნიტური პროცესების როლი, როდესაც
აგზნების გამომწვევი სტიმული თავდაპირველად უცნობია. (თუ
ვინმე დაგვეჯახა ჯერ დავადგენთ განზრახ გააკეთა ეს თუ
შემთხვევით მოუვიდა). თუ რისხვა აგზნების დაბალ დონეს არ
აღემატება , მოსალოდნელია სიტუაციისგან გარიდება ან საერთოდ
რეაგირების გარეშე დატოვება.
 ის რაც აქვეითებს განრისხებული ადამიანის აგზნებას, აგრესიის
ალბათობასაც ამცირებს.
 სექსუალური აგზნება. გარკვეული სახის სექსუალურ
აგზნებას აგრესიის შემცირება შეუძლია. ის ასევე ამცირებს
მომდევნო აგრესიას, როდესაც პროვოცირება შედარებით სუსტია,
ხოლო ამგზნები მასალა შეიცავს სასიამოვნო, მსუბუქ ეროტიკას.
 ამის მიზეზია ის , რომ სექსუალურ აგზნებას უსიამოვნებიდან
ყურადღება გადააქვს უფრო სასიამოვნო თემაზე, როგორიცაა
სექსი. სექსზე ფიქრით წარმოქმნილი სასიამოვნო ემოცია აქრობს
უსიამოვნების განცდას, როგორიცაა გაღიზიანება, წყენა და სხვა.
ხოლო აგზნების კლებასთან ერთად კლებულობს აგრესიაც.
 მეორეგვარი ახსნა: სექსუალური აგზნება ხელს უშლის, ახშობს
აგრესიულ ქცევას. ხოლო თუ იგი იწვევს უარყოფით ემოციურ
რეაქციას, აგრესიას ზრდის.
 იუმორი. იუმორს, ხუმრობას შეუძლია გავლენა მოახდინოს
აგრესიაზე. იუმორის ტიპის მიხედვით მას შეუძლია გაზარდოს და
დააქვეითოს აგრესია. უწყინარი უბოროტო იუმორი- ამცირებს.
მწარე, ბოროტი იუმორი- ზრდის.

 აგზნების მცდარი ატრიბუცია. გადანაცვლების მოდელი- ერთ
სიტუაციაში წარმოქმნილმა აგრესიამ შეიძლება გადაინაცვლოს
მეორე სიტუაციაზე, სადაც ის აგრესიულ ქცევას გააძლიერებს. ეს
მოდელი ეყრდნობა 2 დაშვებას: 1.ძალიან ბევრი განსხვავებული
სტიმული იწვევს აგზნების დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობას,
ხოლო ადამიანის უნარი ჩაწვდეს აგზნების მიზეზებს შეზღუდულია .
არასწორი ატრიბუცია ხდება მაშინ, როცა აგზნება ხანგრძლივია და
შეუძლია გადაინაცვლოს სხვა, ახალ სიტუაციაზე. მხოლოდ 1
წყაროს აწერს ამ აგზნებას
 მე-ს გაცნობიერება. მისი ორივე სახე: საძარო და კერძო
თვითგაცნობიერება- გავლენას ახდენს აგრესიაზე. საჯარო მე-ს
სუსტი გაცნობიერება ხშირად ხელს უწყობს აგრესიის გამოვლენას
(მაგ: ოჯახებში მომხდარი ძალადობა, საზოგადოების თვალს
მოფარებული).
 თუ პიროვნული სტანდარტები მიუთითებს, რომ აგრესია
კანონიერია, მკაფიო პირადი თვითგაცნობიერება გაზრდის
აგრესიას. თუ ადამიანის აზრით აგრესია ცუდია და არასწორია,
მაღალი თვითგაცნობიერება შეამცირებს, ხოლო დაბალი- გაზრდის
აგრესიას.
 ქიმიური პრეპარატები. სტიმულანტები (მაგ: ამფეტამინი)
აგრესიაზე თითქმის არანაირ გავლენას არ ახდენს. ხოლო
ტრანკვილიზატორი დიაზეპამი და დეპრესანტი ალკოფოლი-
აგრესიას ზრდის. (რადგან ალკოჰოლი თრგუნავს
თვითგაცნობიერების უნარს). მარიხუანას მოხმარება აქვეითებს
აგრესიას, რადგან მისი ერთ-ერთი ონგრედიენტი იწვევს ეიფორიის
სასიამოვნო მდგომარეობას, რაც აგრესიულ ქცევასთან
შეუთავსებელია.

სიტუაცია
 აგრესიას მნიშვნელოვნად განაპირობებს სიტუაცია- იგულისხმება
როგორც ფიზიკური, ისე სოციალური გარემოს ფაქტორები.
 გარემოს სტრესორები- თუ სტრესის გამომწვევი პირობების
თავიდან აცილება შესაძლებელია, როგორც ეს ხდებოდა ხანმოკლე
ლაბორატორიულ ექსპერიმენტში, ადამიანები ყოველნაირად
ცდილობდნენ დატოვონ სიტუაცია. ასეთ შემთხვევაში სიცხე არ
იწვევს აგრესიის ზრდას. ხოლო თუ სტრესის გამომწვევი
ვითარებები ხანგრძლივია და მათგან თავის აღწევა შეუძლებელია,
მაშინ ცხელ ამინდში ადამიანთა გაღიზიანებადობა მატულობს და
ისინი უმცირეს პროვოციაზეც აგრესიას გამოხატავენ.
 ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთქმედების დონე.
ქუჩაში გამოსული ადამიანები ერთმანეთზე ზეგავლენას ახდენენ.
ანუ დადგინდა, რომ აგრესია იზრდება აუტანელ, სტრესულ
ვითარებებში (ძლიერი ხმაური, ცუდი სუნი, მაღალი ტემპერატურა,
სიგარეტის კვამლი). თუმცა თუ ადამიანს მიაჩნია, რომ მას შეუძლია
აკონტროლოს სტრესის წყარო, ის სიტუაციას ნაკლებად
სტრესულად მიიჩნევს.
 საბოლოოდ- სტრესულ გარემოპირობებს შეუძლიათ გაზარდონ
აგრესია, განსაკუტრებით იმ ადამიანთან, ვინც ისედაც
გაბრაზებულია და არ შეუძლია მავნე სტიმული მოიშოროს.
 აგრესიის შედეგები- აგრესია ყოველთვის განრისხების და
პროვოცირების შედეგი არ არის. ხანდახან ადამიანი ეუფლება
აგრესიულ ქცევას რადგან მას გარკვეული სარგებელი მოაქვს
( ქილერების, ყაჩაღების, მაფიოზების და ბავშვის შემთხვევაში
რომელიც მეორეს სცემს სათამაშოს წასართმევად). ასეთ
გამიზნულ აგრესიას- ინსტრუმენტული აგრესია ეწოდება.
 ზოგან სოც. აღიარება, სტატუსი და ფულადი სარგებელი- აგრესიით
მოპოვებულ ჯილდოდ გვევლინება.
 დასჯას შეუძლია აგრესიის შემცირება , თუ დასჯა აღიქმება როგორც
სამართლიანი. თუ ის დაუმსახურებელია- მაშინ აგრესია გაიზრდება .
 2 პირობა იმისათვის რომ დასჯამ შეამციროს აგრესია: იგი
გარდაუვალი, მყისიერი და მკაცრი უნდა იყოს და აგრესიას
უშუალოდ უნდა მოსდევდეს. 2 კი აგრესორის უშუალო დასჯა და არა
დროის ხარჯვა მასთან მოლაპარაკებებზე.
 დასჯის მუქარას კი აგრესიის შეჩერება მხოლოდ გარკვეულ
პირობებში შეუძლია. ეს პირობებია: აგრესიისთვის მომზადებული
პირი არ არის ძალიან განრისხებული; ჩაფიქრებული აგრესიისთვის
სასჯელი მკაცრი იქნება; დასჯის ალბათობა მაღალია; აგრესორი
თავისი აგრესიით ბევრს ვერაფერს მიაღწევს.
 მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე დანაშაულის დიდად
ეფექტური შემაკავებელი არ არის. ეს იმით იხსნება, რომ დასჯის
ალბათობა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, საზოგადოდ, არ
არის მაღალი და კრიმინალებმა ეს იციან.
 იმპულსური აგრესიის დროს რაციონალური მოსაზრებები,
როგორიცაა სასჯელის სიმკაცრე და გარდაუვალობა, ემოციით
არის დაბინდული.
 დაკვირვებას სხვის აგრესიულ ქცევაზე აგრეთვე შეუძლია
მოახდინოს აგრესიაზე როგორც მისი გაზრდის, ისე შემცირების
მიმართულებით. აგრესიის ყურება გამოიწვევს აგრესორის მიბაძვას
თუ 1. მოდელი აგრესიული ქცევით ჯილდოს იღებს. 2.
დამკვირვებელი მოდელის ქცევის დაკვირვებით ჯილდოვდება 3.
მოდელი მარალი სტატუსის მქონეა 4. აგრესი გამართლებულია
მომბაძველის თვალში.
 აგრესიის ყურებამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიისადმი
გაშინაურება და ადამიანი განჯვისადმი გულგრილი გახდეს.
 ტელევიზია და აგრესია- ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობა
ბავშვებთან და მოზარდებთან აგრესიულ ქცევას იწვევს. ცხადია
ყველასთან არა მაგრამ კორელაცია მაინც პოზიტიურია.
 აგრესიულ სანახაობებს შეიძლება სუსტი, მაგრამ ხანგრძლივი
გავლენა ჰქონდეს აგრესიულობაზე.
 თუმცა კვლევებით დგინდება, რომ ტელევიზიით აგრესიის ყურებასა
და მომდევნო აგრესიულობას შორის სუსტი კავშირია. თუმცა ეს იმას
არ ნიშნავს რომ ტელევიზიით ძალადობის ჩვენება პოზიტიური
მოვლენაა.
 კათარზისი- აგრესიის ყურება, წარმოსახვა ან მისი
განხორციელება, სამომავლოდ შეამცირებს აგრესიას. ფროიდის
მიხედვით აგრესიის ვერბალური გამოხატვა ან მისი წარმოსახვა
ამცირებს მომდევნო აგრესიას.
 აგრესიული გარემო- სამოქალაქო სივრცეში აგრესიასთან
ასოცირებულ სტიმულთა უბრალო არსებობამაც შეიძლება
გააძლიეროს აგრესიის გამოხატვა. (ოთახში აგრესიის გამოწვევის
დროს თუ იდება ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი აგრესიის დონე
აიწევს) იარაღთან ხელმისაწვდომობა აგრესიის პროვოცირებას
ახდენს.
 ასევე ერთი ექსპერიმენტის დროს გამომცდელებს ჩააცვეს
მედდების ან რასისტული ორგანიზაციის ტანისამოსი. აგრესიულ
ჯგუფთან ასოცირებულ უნიფორმაში გამოწყობილი ცდისპირები
გაცილებით უფრო მეტ აგრესიულობას ავლენდნენ ვიდრე ის
ცდისპირები, ვისაც არააგრესიული ჯგიფის უნიფორმა ეცვა.
 აქედან ვასკვნით, რომ აგრესიასთან ასოცირებულ სტიმულებს
შეუძლია ბიძგი მისცეს აგრესიის გამოვლენას.

აგრესიი სამიზნე
 სამიზნის რეაქციები- თუ ვინმემ აგრესიის მიზანში ამოგვიღო და
არ შეგვიძლია თავის დაცვა , თუ აგრესორი მანამდე არ იყო
პროვოცირებული, ტკივილის ჩვენება შეამცირებს მომდევნო
აგრესიას: მეორე ადამიანის ტანჯვის ყურება აღძრავს ემპათიურ
წუხილს, რაც აგრესიას აქვეიტებს. მაგრამ თუ აგრესია
პროვოცირებაზე პასუხია, მსხვერპლის მხრიდან ტკივილის
გამოხატვა გაზრდის მომდევნო აგრესიას, რადგან ტკივილი იმის
მაჩვენებელია, რომ აგრესორი თავის მიზანს აღწევს.
 სქესი- ქალებზე, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად
ძალადობენ ფიზიკურად და სექსუალურად. მამაკაცები ქალებთან
შედარებით გაცილებით უფრო ხშირად ხდებიან მკვლელობის და
თავდასხმის მსხვერპლნი.
 მამაკაცი- სამიზნე მეტ აგრესიას იღებს ვიდრე ქალი. მიზეზი: ქალის
მიმართ აგრესია იწვევს დანაშაულუს გრძნობას. (დაკავშირებულია
კულტურულ ნორმებთან).
 სამაგიეროს მიზღვის უნარი- სამაგიეროს მიზღვის შიში,
ჩვეულებრივ, აგრესიას ამცირებს. მაგრამ მცირდება იმ ზომით რა
ზომითად მსხვერპლი შესძლებს სამაგიეროს გადახდას. თუმცა ეს
არ ზღუდავს აგრესიას, როცა აგრესორი გაბრაზებულია ან ნასვამი.
(ასეთ დროს ის ვერ ითვალისწინებს თავისი ქცევის შედეგებს,
დაქვეიტებულია კერძო მე-ს გაცნობიერებაც).

ძალადობა ოჯახში
 ცოლის ცემა:
 მოძალადე ქმრები ყველა სოციალურ ფენაში არსებობს, მაგრამ
დარეგისტრირებული მოძალადეები უფრო ხშირად დაბალ
სოციალურ ფენას ეკუთვნიან. ბევრი მათგანი მოძალადე ოჯახში
აღიზარდა. ალკოჰოლის სისტემატიური მომხმარებლებიც არიან.
 მოძალადე ქმრების სხვა ნიშან–თვისებებია: ტრადიციულ
გენდერულ როლთა მიდევნება, თავდაჯერებულობის დეფიციტი,
დაბალი თვითშეფასება, სექსუალური ეჭვიანობის მაღალი დონე და
სოციალური იზოლირებულობა.
 მსხვერპლი. ძალადობის მსხვერპლი ქალები ხშირად უფრო
მაღალი სოციალური კლასის ოჯახებიდან არიან გამოსული, ვიდრე
მათი ქმრები და აქვთ უფრო მაღალი განათლების ცენზი.
 ძალადობის მსხვერპლ ცოლებს ტანჯავთ შფოთვა, დეპრესია,
უმწეობის და არასრულფასოვნების გრძნობები.
 ცოლის ცემა ახსნილია ფემინისტური, სოციოკულტურული და
ფსიქოლოგიური თეორიებით.
 ფემინისტური თეორია- ფემინისტური თვალსაზრისის
თანახმად, კაცები სცემენ ქალებს, რათა მოიპოვონ ან შეინარჩუნონ
მათზე ძალაუფლება.
 საზოგადოების პატრიარქალური ბუნება კაცისგან ქალზე
დომინირებას და კონტროლს ითხოვს.
 ფემინისტურ შეხედულებას განამტკიცებს ის ფაქტი, რომ ცოლის
ცემა უფრო ხშირია, როცა კაცის ძალაუფლება ოჯახში საფრთხის
ქვეშ დგება. (მაგალითად როდესაც ქალი უფრო ჭკვიანია ან
მაღალი სოც. კლასიდანაა).
 კაცების სექსუალური ეჭვიანობა ადასტურებს, რომ ისინი ცოლს
თავის საკუთრებად მიიჩნევენ.
 სოციოკულტურული თეორია- სოციოკულტურული თეორიის
თანახმად, თანამედროვე საზოგადოებაში, საკუთრივ აგრესია
მიუღებელ მოვლენად არ მიიჩნევა. აგრესია გამოიყენება როგორც
კონფლიქტების გადაჭრის და სხვათა ქცევის გაკონტროლების
ერთ–ერთი ხერხი.
 ჩვენ თვალს ვხუჭავთ აგრესიაზე სპორტში, გადაცემებში,
ინტერპერსონალურ ურთიერთობებში (როცა ბავშვი ისჯება).
 თუმცა ბოლოდროინდელი კვლევები მეტყველებს იმაზე, რომ
საზოგადოებაში აგრესიული ქცევისადმი მოთმინება მკვეთრად
ეცემა.
 ფსიქოლოგიური თეორია- სოციალური დასწავლის თეორიის
თანახმად, ცოლის ცემა შეიძლება მოდელირებით იყოს
ათვისებული. მონაცემებით ნაჩვენებია, რომ არაერთი მოძალადე
ქმარი ბავშვობაში ასეთივე ძალადობას ოჯახში ხედავდა და
შესაძლებელია, რომ ამ განცდილის იმიტირებას ახდენენ
 ბავშვზე ძალადობა:
 ბევრ მშობელს სავსებით დასაშვებად მიაჩნია ბავშვის ფიზიკური
დასჯის, როგორც სააღმზრდელო ხერხის გამოყენება. თუ მას
მოყვება ბავშვის დაზიანება ან დასახიჩრება, საქმე გვაქვს ბავშვზე
ძალადობასთან. როდესაც ბავშვის საბაზისო მოთხოვნილებები არ
კმაყოფილდება და ეს ბავშვს აზიანებს – ეს უკვე ბავშვის
უგულვებელყოფაა.
 მოძალადეები. –მამები უფრო ხშირად ბავშვის მიმართ
ძალადობას მიმართავენ, დედები – უგულებელყოფას. ისინი
ძირითადად დაბალი ფენის, საშუალო განათლების მქონენი არიან,
ან ერთმანეთთან კომფლიქტში არიან, უმუშევარი და
მატერიალურად შეჭირვებულები. მათ აკლიათ ემპათია. ბევრი
მათგანი ბავშვობაშ იყო ძალადობის მსხვერპლი.
 მსხვერპლი – ბავშვზე ძალადობის მსხვერპლთა შორის თანაბრად
არიან გოგონები და ბიჭები. ბავშვზე ძალადობა იკლებს ბავშვის
ასაკთან ერთად და გარკვეულწილად მატულობს გარდამავალ
ასაკში.
 მულტიფაქტორული თეორია- ბავშვზე ძალადობის
თეორიებში მოცემულია მიზეზობრივი ფაქტორების ოთხი
ერთობლიობა:
1. კულტურული შეხედულებები და ნორმები მშობლის მიერ
ბავშვის დისციპლინირების შესახებ;
2. ბავშვის ის ნიშან–თვისებები, რომლებიც ზრდის მის შანსს
გახდეს ძალადობის მსხვერპლი;
3. მოძალადე მშობლების ნიშან–თვისებები, რაც მათ
წინასწარვე განაწყობს ძალის გამოყენებისაკენ;
4. სტრესის მაღალი დონე (უმუშევრობა, ცოლ–ქმრული
უთანხმოება და სხვ.)
 მულტიფაქტორული თეორიის თანახმად, ძალადობა
მოსალოდნელია მხოლოდ მაშინ, თუ მოხდება წინასწარი
განმაწყობელი ფაქტორების და სტრესული სიტუაციის თანხვედრა.
 ბავშვზე ძაალდობა უფრო მეტადაა გავრცელებული კულტურებში,
რომლებშიც ბავშვის ფიზიკური დასჯა მისაღებად არის მიჩნეული,
ვიდრე იმ კულტურებში სადაც ეს სრულიად მიუღებელია (მაგ
ბუდისტური კულტურა)

You might also like