You are on page 1of 3

სტრესი

სტრესი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს ზეწოლას, დაძაბვას, რომელიც აღნიშნავს


ადამიანის მთლიანობით ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პასუხს ექსტრემალურ
სტიმულაციაზე. პირველად ეს ცნება შემოიტანა კანადელმა მეცნიერმა ჰანსს სელიემ,
რომელიც სტრესს განიხილავდა როგორც ორგანიმის მთლიანობით საადაპტაციო
რეაქციას ძლიერ და ხანგრძლივ გამღიზიანებელზე.

განიხილავენ სტრესის დადებით (ეუსტრესი) და უარყოფით (დისტრესი) ფორმებს.


სელიე არჩევდა სტრესის სამ ფაზას: შფოთვის რეაქციას, წინააღმდეგობის რეაქციას
და გამოფიტვის რეაქციას.

პირველ ფაზაში-ხდება ორგანიზმის ფიზიკური ძალების მობილიზაცია სტრესთან


საბრძოლველად. მეორე ფაზაში გრძელდება წინააღმდეგობის გაწევა. მესამე ფაზაში
მიმდინარეობს ძალების თანდათანობითი გამოფიტვა, როდესაც ორგანიზმი ვეღარ
იცავს თავს და მისი ფუნქცია ირღვევა.

სტრესს იწვევს მრავალი ფაქტორი. თანამდეროვე ეპოქაში ეს შეიძლება იყოს


ცხოვრების მაღალი ტემპი, ქალაქის ხმაურის მაღალი დონე, ძალადობის და
ტერორიზმის შიში, საგამოცდო სიტუაციები, ბუნებრივი კატაკლიზმები
(მიწისძრვრა, წყალდიდობა). ყველა ეს ფაქტორი სტრესორის სახელითაა ცნობილი.
სტრესორთა რიგს მიეკუთვნება ოჯახური სიტუაციები: ახლობლის ავადმყოფობა და
სიკვდილი, გაყრა, ოჯახური ძალადობა და სხვა.

სტრესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სომატიკაზე. განსაკუთრებით კი ისეთი


დაავადებების აღმოცენებაზე, როგორიცაა კუჭის წყლული, ჰიპერტონია, ბრონქული
ასთმა და სხვა.

ფსიქოლოგია შეისწავლის არა მხოლოდ სტრესის აღმოცენების პირობებს, არამედ


მისი დაძლევის ხერხებსაც. მკვლევარების ლაზარუსის და ფოლკმანის თეორიის
მიხედვით ადამიანი სტრესის დროს მიმართავს ორ ძირითად გზას: 1. პრობლემის
გადაჭრაზე ორიენტირებულს ან 2. ე.წ ემოციურ ქოპინგს, როცა ადამიანი უზიარებს
სხვას თავის გრძნობებს, გადაერთვება სხვა საქმიანობაზე, გადააფასებს სტრესის
მნიშვენლობას დადებითი გამოცდილების მიღების თვალსაზრისით და სხვა.

აგრესია
აგრესია ეწოდება სხვისთვის განზრახ ვნების მიყენებას ან ვნების მიყენების
განზრახვას. არის ქცევები,რომლებიც შეიძლება მოგვეჩვენოს აგრესია, მაგრამ არ არის
აგრესიული. მაგ: თამაშის დროს მოთამაშემ მაყურებელს შეიძლება ბურთი
შემთხვევით მოარტყას, ეს არ ჩითვლება აგრესიულ ქცევად, ვინაიდან ადგილი არ
ქონია წინასწარ განზრახვას.

აგრესია ადამიანის ანტისოციალური ქცევის უკიდურეს ფორმას წარმოადგენს.


სხვისი გაღიზიანება, ცემა და ომი ადამიანის აგრესიული მოქმედების მაგალითებია.
აგრესიის ორ სახეს მტრულ და ინსტრუმენტულ აგრესიას გამოყოფენ. მტრული
აგრესია ადამიანის განრისხების გრძნობით არის განპირობებული, მისი ერთადერთი
მიზანი სხვისთის ზიანის მიყენებაა. ინსტრუმენტული აგრესიის შემთხვევაში
ადამიანი ან ჯგუფი აგრესიას რაიმე მიზნის მისაღწევად მიმართავს.

მეცნიერთა შორის აგრესიის ბუნების შესახებ ორი განსხვავებული მოსაზრება


არსებობს. პირველი თვალსაზრისით ის თანდაყოლილია, ხოლო მეორეს მიხედვით
შეძენილი.

თანდაყოლილი აგრესია - ფსიქოანალიზის დამაარსებელი ფროიდი თვლიდა, რომ


ადამიანის აგრესიის მიზეზს ინდივიდის სიკვდილისკენ ლტოლვა წარმოადგენს. მას
მიაჩნია, რომ რაიმე ფორმით აგრესიული ენერგია აუცილებლად უნდა გამოვლინდეს.
წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანდათანობით დაგროვდება და შეიძლება გახდეს
ავადმყოფობის მიზეზი. თუ აგრესია არ გამოვლინდა, ის ფსიქიკის დანგრევას
გამოიწვევს. ფროიდი თვლიდა, რომ ადამიანების ქცევის რეგულირებაში აგრესია არა
მხოლოდ უარყოფით, არამედ დადებით ოლსაც თამაშობს. ადამიანმა მასში
დაგროვილი აგრესია რომ არ გამოავლინოს, მასში დაძაბულობა გაიზრდება, რაც
უკიდურეს ძალადობაში შეიძლება აისახოს ან ადამიანის ფსიქიკური დაავადების
სიმპტომებად მოგვევლინოს.

აგრესიული ენერგიის განმუხტვის მრავალი ხერხი არსებობს. მაგ: 1. ენერგიის


დახარჯვა სპორტში (ფეხბურთი, კრივი, რაგბი და სხვა). 2. ადამიანის მიერ
დაგროვილი ენერგიის არადესტრუქციული ფორმით დახარჯვა(მაგ: როდესაც
ადამიანი წარმოიდგენს იმას, თუ როგორ ცემს სხვას) და 3. პირდაპირი აგრესიული
ქცევის განხორციელება, როდესაც ადამიანი ვინმეს ლანძღავს, უსიამოვნებას აყენებს
ან რაიმე სისაძგლეს ეუბნება.

შეძენილი აგრესია - მკვლევართა უმრავლესობა დღეს იმაშია დარწმუნებული, რომ


ადამიანის აგრესია ცხოვრებისაგან განსხვავებით გამოცდილების ანუ დასწავლის
შედეგს წარმოადგენს.

განსხვავება სტრესაა და აგრესიას შორის


სტრესაა და აგრესიას შორის სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ სტრესულ
მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ებრძვის მხოლოდ საკუთარ თავს, იგი ცდილობს
დაძლიოს სტრესი თავისი ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური რეაქციებით
ექსტრემალურ სტიმულაციაზე, იგი არის საადაპტაციო რეაქცია ძლიერ და
ხანგრძლივ გამღიზიანებელზე. სტრესის დროს ადამიანი მასთან საბრძოლველად
მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებს, ხოლო აგრესია, რომელიც უმეტეს წილად
ადამიანებში არის თანდაყოლილი, განსხვავებით სტრესისგან არის ქმედება,
რომელიც წინასწარ განზრახული და მიზანმიმართულია ვინმესთვის ზიანის
მისაყენებლად.

You might also like