You are on page 1of 30

მეორე შუალედური გამოცდა საგანში „კონფლიქტის სოციალური ფსიქოლოგია“

ბილეთი #1

• ნეგატიური ფსიქოლოგიური განწყობების და აღქმის - შედეგები.


• ზემიჯაჭვულობა და ჩაფლობა.
• სტაბილურობა და გარე პირობები. ფსიქოლოგიური ფაქტორები.

ნეგატიური განწყობილებების და აღქმის გავლენა


არსებობს, სულ მცირე, შვიდი შესაძლებლობა, რომ მეორე მხარის ნეგატიურმა
განწყობებმა და აღქმამ გააძლიეროს ესკალაცია და ხელი შეუშალოს
კონფლიქტის მოგვარებას.
პირველი –ადამიანებს ახასიათებთ დამნაშავეების ძებნა საკუთარი
უსიამოვნებების ასახსნელად და იმის გამო, რომ პასუხისმგებლობის საკითხი
ხშირად არაერთმნიშვნელოვანია, ბრალი ედება უსიამოვნო და არასანდო
მეორე მხარეს, ხოლო მათ, ვინც მოსწონთ, შეღავათს აძლევენ. რადგანაც
ბრალდებას ხშირად მივყავართ ხისტი და ესკალაციის შემცველი ტაქტიკისკენ,
იგულისხმება, რომ ნეგატიურ ატიტუტებს აქვთ ტენდენცია ხელი შეუწყონ
ესკალაციას.
ბლუმენტალის კვლევა გვიჩვენებს ატიტუდების გავლენას ბრალდებებზე.
შეერთებულ შტატებში პოლიტიკური დუღილის პერიოდში, 1969 წლის
ზაფხულში ხალხი კონფლიქტის აგორებაში ბრალს დებდა იმ
ჯგუფებს,რომელთა შეხედულებებიც არ მოსწონდათ. ძალადობას იყენებდა
მისთვის არასასიამოვნო ჯგუფის ქცევის აღსაწერად,ხოლო - გამართლებელი
ძალის გამოყენებას უწოდებდაიმ ჯგუფის ქმედებას, რომლის
შეხედულებებიც მოსწონდათ. ადამიანები აგრეთვე უფრო დადებითად
უყურებდნენ ძალის გამოყენებას იმ ჯგუფების მიმართ, რომლებსაც
ადანაშაულებდნენ.
მეორე - ხელს უწყობს ესკალაციას, ასევე მეორე მხარის მიმართ უნდობლობა და
მისი ქმედებების, როგორც საშიშროების შემცველის აღქმა. ეს ხელს უწყობს
შიშის ჩასახვას და თავდაცვითი ქმედებების ესკალაციას. ესკალაციის თავიდან
აცილებას აძნელებს აგრეთვე მეორე მხარის ქცევის არასწორი ახსნა. ესკალაციით
დაღლილი მეორე მხარე ცდილობს მის თავიდან აცილებას კეთილი ნების
ჟესტებით. მაგრამ ასეთი ქცევა, ჩვეულებრივ, ძალზე ბუნდოვანია, ჟესტები კი
ძნელად შესამჩნევი თუ მეორე მხარე არ იწვევს ნდობას , ასეთი ჟესტები, როგორც
წესი, არასწორად იქნება გაგებული და ესკალაციაც მოიმატებს.
მესამე-იმ ფაქტორების შესუსტებაა, რომლებიც აბრკოლებს შურისძიებას
პროვოკაციის საპასუხოდ. აგრესია იმ მხარის მიმართ, რომელიც სიმპათიას და
პატივისცემას იმსახურებს, ჩვეულებრივ უხალისოდ ხორციელდება, მაშინაც
კი, თუ ის ნამდვილად დამნაშავეა მომხდარ უსიამოვნებებში. მაგრამ
ადვილია აგრესია იმ მხარის წინააღმდეგ, რომელიც არ იმსახურებს
პატივისცემას და სიმპათიას. ეს განზოგადება იმითაც დასტურდება, რომ
სამხრეთელი თეთრკანიანი უფრო ენერგიულად პასუხობდნენ პროვოკაციას
აფროამერიკელების მხრიდან, ვიდრე თეთრკანიანების მხრიდან .
მეოთხე- ურთიერთობებისთვის ხელის შეშლა. ადამიანები შორს იჭერენ თავს
იმათგან, ვისაც მტრობენ. ეს ხელს უწყობს გაუგებრობას და კონფლიქტური
თემების მომრავლებას და აგრეთვე, აფერხებსკონფლიქტების მშვიდობიანად
მოგვარებას.
რატომ ხდება,რომ წყდება შეხვედრები და საუბრები, როდესაც მტრობა
მატულობს? ამის შესაძლო მიზეზია ის, რომ მეორე მხარესთან კონტაქტები
გამოიყურება, როგორც მის პოზიციასთან თანხმობა. ნაწილობრივ ამ მიზეზის
გამო, ისრაელსა და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას შორის
დიდხანს იყო კონტაქტების ნაკლებობა. ეს გაუცხოება, ადრე თუ გვიან, უნდა
დასრულებულიყო. გარდა ამისა, ამ ფენომენს, შესაძლოა, ღრმა ემოციური
ფესვები აქვს. ბალანსის თეორიის მიხედვით ნეგატიური განწყობა ნებისმიერი
ობიექტის მიმართ გულისხმობს მასთან ნეგატიურ ურთიერთობას და,
შესაბამისად, მისგან ფსიქოლოგიურ დისტანცირების სურვილს.
მეხუთე ნეგატიური განწყობების და აღქმის შედეგად ემპათიის შემცირების
ტენდენცია. მეორე მხარე იმდენად განსხვავებული ჩანს, რომ ძნელია, თავი მის
ადგილას წარმოიდგინო. მეტიც, თანაგრძნობის არარსებობა მარტივად აიხსნება:
მეორე მხარის ქმედებები განიხილება, როგორც ბოროტებით მოტივირებული.
ემპათიის არარსებობა, ურთიერთობის არარსებობის მსგავსად, გაუგებრობას
ასაზრდოებს. ამას გარდა, ის ესკალაციას იმით აძლიერებს, რომ ხელს უშლის
კონფლიქტის სპირალის არსის გაგებას. იმის გაცნობიერებამ, რომ მეორე მხარის
მტრობა არის საპასუხო რეაქცია მის მიმართ მტრობაზე, შეიძლება შეამციროს
თავდაცვითი ესკალაცია.
მეექვსე –ნულოვანი ჯამის პრინციპით მიდგომას. ამის გამო გვეჩვენება, რომ
პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირება უსარგებლოა. მხარეთა პოზიციები
ხისტი ხდება, მათში ქრება შემოქმედებითი საწყისი. ამიტომ კონფლიქტი
ძნელად გადასაჭრელი გვეჩვენება და ჩნდება განცდა, რომ წარმატების
ერთადერთი გზა მეტოქეობაა. სავარაუდოდ, ამის შედეგი კონფლიქტის
ესკალაცია იქნება.
მეშვიდე – როდესაც ნეგატიური აღქმა აღწევს პიკს, მეორე მხარე დემონურ მტრად
ხოლო თვითონ კონფლიქტი – სინათლისა და სიბნელის შერკინებად გვევლინება.
ასეთ სიტუაციაში ერთი მხარე მზადაა, მეორე მხარეს ყველა ცოდვა დააბრალოს,
კომუნიკაცია ხშირად იქცევა თავდასხმად, თანაგრძნობა სუსტია და პრობლემების
გადაჭრაც უკიდურესად ძნელდება. მძიმე, ესკალაციის გამომწვევი ტაქტიკა,
იქცევა წესად და რეგულარულად ჩნდება ახალი წინააღმდეგობები, რაც
უდასტურებს ერთ მხარეს მის წარმოდგენებს მეორის შესახებ და პირიქით.

ზემიჯაჭვულობა და ჩაფლობა
ესკალაციის სიმყარეს აქვს კიდევ ერთი განმარტება. ის მდგომარეობს იმაში, რომ
კონფრონტაციული ქცევის მიმართ ერთგულებას აქვს თვითგანმტკიცების ტენდენცია, ასეთი
ქცევის ვალდებულების აღება ფსიქოლოგიურ და ჯგუფურ პროცესებს იმგვარად ცვლის,
რომ თვითონაც კიდევ უფრო ძლიერდება. ამის ერთ-ერთი მიზეზია უკვ ეაღნიშული
კონფლიქტის მხარეების აკვიატებული მისწრაფება, გაამართლონ საკუთარი მეორე მიზეზია
ზემიჯაჭვულობა, რომელიც შეისწავლეს „ჩაფლობის“კვლევის დროს, ეს არის
დისფუნქციური, მაგრამ გავრცელებული ადამიანური ფენომენი.

იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთესკალაციის მიმართ ზემიჯაჭვულობის დინამიკის


განვითარება, განვიხილოთ მარტივი თამაში, რომელიც პირველად შემოგვთავაზა შუბიკმა
და დაწვრილებით შეისწავლა ტეგერმა. ამ თამაშს, რომელიც ცნობილია, როგორც ერთ
დოლარიანი აუქციონი, შემდეგნაირად თამაშობენ: რამდენიმე ადამიანი იღებს წინადადებას,
დააწესონ ფასი ერთ დოლარიანი კუპიურისთვის. კუპიურას აძლევენ იმას, ვინც ყველაზე
მაღალი ფასი დაასახელა, მის მიერ შეთავაზებული ფასის გამოკლებით. ამრიგად, თუ
მოგებულმა დაასახელა 15 ცენტი, ის მიიღებს 85 ცენტს (1 დოლარი მინუს 15 ცენტი). თამაშის
ფოკუსი კი იმაშია, რომ ისიც, ვინც დაასახელა სიდიდით მეორე ციფრი, ასევე გასცემს
საფასურს, მაგრამ სამაგიეროდ დოლარს ვერ იღებს. ასე რომ, თუ ყველაზე მაღალ ფასად
იქნება დასახელებული 35 ცენტი, ხოლო შემდეგია 25 ცენტი, გამარჯვებული მიიღებს 65
ცენტს, ხოლო მეორე ადგილზე გასული დაკარგავს 25 ცენტს.
ჩვეულებრივ მონაწილეები იწყებენ მცირე თანხებით. რატომაც არა? თუ არის
შესაძლებელი,ხელში ჩაიგდო დოლარი ისე, რომ გარისკო ათი, ოცი, ან ოცდაათი ცენტით,
რატომაც არ უნდა მოსინჯო?ხომ შესაძლებელია, სხვებმა არც ითამაშონ.
სამწუხაროდ,სხვებიც ანალოგიურად მსჯელობენ და ამის შედეგად თამაშში რამდენიმე
ადამიანი ჩამოდის ფსონს. საბოლოოდ ვიღაცის ფასი უახლოვდება ერთ დოლარს (მოგების
სიდიდეს) და ამ დროს ხდება ორი მნიშვნელოვანი რამ: მოთამაშეთა რიცხვი ჩვეულებრივ
მცირდება, სანამ არ დარჩება მხოლოდ ორი მეტოქე, რომლებმაც ყველაზე მაღალი ფასი
დაასახელეს და მათი მოტივაცია, თავდაპირველი სურვილიდან, მიიღონ რაც შეიძლება მეტი,
იცვლება სურვილით, დაკარგონ, რაც შეიძლება ნაკლები. როდესაც დანიშნული ფასი
დოლარსგადააჭარბებს, პრობლემა უკვე ის კი აღარ არის, რამდენის მოგებააშესაძლებელი,
არამედ ის, თუ რამდენის გადარჩენასშეძლებენ. საბოლოოფასი ხშირად ერთ დოლარს
საგრძნობლად აჭარბებს.
რატომ ხდება, რომ თამაში ამ მომენტში არ წყდება? ძირითადად იმიტომ, რომ
თითოეული აცნობიერებს, რომ უკვე ბევრი დრო და ფული დაიხარჯა და არ სურს ამ
„ინვესტიციის“ დაკარგვა. უფრო მეტიც, თითოეული თვლის, რომ სხვა შეწყვეტს
ორთაბრძოლას,მოიშუშებს იარას და სცენიდან გაუჩინარდება ისე, რომ გამარჯვებას სხვას
დაუთმობს. „კიდევ ცოტასაცგავუძლებ“, - ფიქრობს პირველი, - „და მოგებას ხელს ჩავავლებ“.
პრობლემა ისაა, რომ მეორეც ზუსტად ასევე მსჯელობს, არავის სურს დათმობა და
კონფლიქტის ესკალაცია გრძელდება.
მოგების მაქსიმიზაციით დაინტერესება, რომელიც ჯერ შეიცვალა სურვილით, რომ
მოხდეს წაგების მინიმიზაცია, ახლა განიდევნება დაჟინებული სურვილით, რომ მეტოქის
დანაკარგი გახადონ საკუთარზე არა .ერთ დოლარიანი აუქციონის სწორედ ამ ბოლო
სტადიაზე გამოდის პირველ პლანზე შეშფოთება, რომ სხვის თვალში არ გამოჩნდე ბრიყვად.
სხვა სიტყვებით, თითოეულ მონაწილეს სულ უფრო და უფრო აწუხებს საკუთარი იმიჯი.
ერთ დოლარიანი აუქციონის მაგალითი გვიჩვენებს, რომ კონფლიქტის ესკალაციის
დროს ადამიანები ავლენენ ზემიჯაჭვულობას საკუთარ მიზნებზე, რომელიც გარე
დამკვირვებლის თვალში შეიძლება სრულიად ირაციონალურად ჩანდეს. შუბიკი
გადმოგვცემს, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ერთდოლარიანი აუქციონი 5-6 დოლარის
ზღვარზე მთავრდებოდა. ეს არის აბსურდამდე მისული სიჯიუტის ნათელი მაგალითი.

სტაბილურობა და გარეგანი პირობები

აგრესიის კვლევები დაგვეხმარა გაგვეგო, თუ რა გარეგანი პირობები უწყობს ხელს


მკვეთრ რეაქციებს პროვოკაციაზე. შეგვიძლია განვასხვაოთ ასეთი პირობების ორი ტიპი: ის,
რომელიც პროვოკაციის საპასუხოდ ბრაზს წარმოშობს და ის, რომელიც განაპირობებს
ქცევაში ბრაზის გამოხატვის ინტენსივობას.
ავტონომიური აგზნების დროს ადამიანები უფრო ადვილად ბრაზდებიან, თუ ისინი
ამ აგზნებას პროვოკაციას უკავშირებენ. ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტის ესკალაცია უფრო
სავარაუდოა, თუ მხარეები პროვოკაციაზე ცოტა ხნით ადრე ფიზიკურად ვარჯიშობდნენ,
მაგრამ ეს ხდებოდა არც იმდენად ცოტა ხნის წინ, რომ მათ თავიანთი აგზნება დაუკავშირონ
ფიზიკურ აქტივობას. ასევე ესკალაცია უფრო სავარაუდოა, როდესაც ერთ-ერთი მხარე ან
სექსუალურად აგზნებულია ან ძლიერი ხმაურია ანდა ჰაერია დაბინძურებული .
ავტონომიური აგზნების გავლენას გაბრაზებაზე შენარჩუნების ტენდენცია აქვს მაშინაც კი,
როდესაც თვით აგზნება უკვე ჩავლილია (მაგალითად, თუ ერთი მხარე მეორე მხარისგან
პროვოკაციის მომენტში იყო ფიზიკური აქტივობის მდგომარეობაში, პირველი მხარისგან
მეორის წინააღმდეგ აგრესიის ალბათობა მომატებული იქნება რამდენიმე თვის შემდეგაც.
სავარაუდოდ, ამ დროს ფიზიკური აქტივობით გაძლიერებული პირველი ბრაზი,
ტრანსფორმირდება გარკვეულ ნეგატიურ განწყობად ან მიზნად, რომელიც ნარჩენ მოვლენად
განაგრძობს არსებობას.
ბრაზიანი რეაქცია პროვოკაციაზე უფრო სავარაუდოა, მაშინაც, თუ ბრაზი ახლახან
აღმოცენდა სხვა სიტუაციაში. შეკავებულმა ბრაზმა შეიძლება მომართულ ზამბარას
დაამსგავსოს ადამიანი, რომელიც მზადაა, სხვაზე იყაროს ჯავრი. მაგალითად, ბერკოვიცმა
და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ის ცდისპირები, რომლებსაც აიძულებდნენ, ხელი
ჰქონოდათ ჩაყოფილი ძალიან ცივ წყალში, იყვნენ უფრო აგრესიულები ექსპერიმენტის სხვა
მონაწილეთა მიმართ, ვიდრე ისინი, ვისაც ხელი ედო ზომიერი ტემპერატურის წყალში.
სასიამოვნო განცდები, პირიქით, პროვოკაციაზე აგრესიულ პასუხს ბლოკავს.
იუმორი , სუსტი ეროტიკული სტიმულები და რბილი, სასიამოვნო მუსიკა აგრესიას
ამცირებს, ალბათ იმიტომ, რომ გუნება-განწყობილებას აუმჯობესებს. ბოლომდე ნათელი არ
არის, ასეთი ზემოქმედება ბრაზის გაჩენას უშლის ხელს თუ მის გამოვლინებას აგრესიის
სახით.
ალბათ, ყველაზე ცნობილი ფაქტი, რომელიც წინ უსწრებს კონფლიქტის ესკალაციას,
არის სპირტიანი სასმელის მიღება. სპირტიანი სასმელების გავლენა გამოიხატება
ყურადღების გამახვილებით სიტუაციის ყველაზე ძლიერ სტიმულებზე (მაგ.,
პროვოკაციებზე), რაც იწვევს იმას, რომ ადამიანი იგნორირებას უწევს საერთო სოციალურ
კონტექსტს და ჩადენილი ქმედებების შესაძლო შედეგებს შესაძლოა, ეს იწვევდეს
ესკალაციას ორი გზით: (1) პროვოკაცია გვეჩვენება არსებულზე უფრო ძლიერად და (2)
სოციალური და ცნობიერი კონტროლი ქცევაზე მცირდება, რაც ზრდის ბრაზის
გადმონთხევის ალბათობას.
საინტერესოა, რომ ერთ მხარეს შეუძლია, სიმთვრალე გამოიყენოს იმისათვის, რომ
მეორე მხარეს თავისი წყენა და გულისწყრომა უჩვენოს. ეს განსაკუთრებით ადვილია, თუ
კონფლიქტის მხარე იმ ადამიანების გვერდითაა (მაგალითად, ნათესავების ან მეგობრების),
რომლებიც, თუ სიტუაცია დამძიმდა, მაშინვე ჩაერევიან. დორი აკვირდებოდა ზუსტად ასეთ
ქცევას იაპონურ სოფელში, სადაც ისე უფრთხილდებიან ჰარმონიას, რომ არ რჩებათ
საკუთარი წყენის ღიად გამოხატვის შესაძლებლობა:
ჯავრის გამოხატვისკენ უბიძგებენ აგრესიის მოდელები, ანუ სხვისი მაგალითები.
მათ გამო აგრესიის გაჩენა განსაკუთრებით შესაძლებელი ხდება ანალოგიურად მოქმედებს
მსგავსი მოდელების ეკრანზე ყურება, განსაკუთრებით, თუ გამოსახულება რეალისტურია )
ან, თუ აგრესია მოდელირებულია, როგორც შურისძიება. ასეთი ეფექტების ახსნა იმით
შეიძლება, რომ ჩვეულებრივ, ბრაზის გამოხატვა მოქცეულია ძლიერი ნორმატიული
კონტროლის ქვეშ. ადამიანებმა იციან, რომ საზოგადოება არ იწონებს აგრესიას. ამიტომ
მოსალოდნელია დანაშაულის გრძნობა ან გაკიცხვის შიში აგრესიული საქციელის გამო.
ამიტომაცაა, რომ ბრაზს იკავებენ. მაგრამ აგრესიის მოდელის გამოჩენა, თითქოს რაღაც
მომენტით, აგრესიის სოციალურ მოწონებას ნიშნავს: ძველი ნორმა უეცრად ნაკლებ
სავალდებულოდ გვეჩვენება.
ზოგჯერ აგრესია შეკავებულია კონკურენტული აქტივობით. მაგალითად, ზომიერი
სიცხე ხელს უწყობს აგრესიას, მაგრამ ძლიერი სიცხე აიძულებს ადამიანებს, თავს უშველონ,
თუ ამის საშუალება არსებობს, ეს კი აგრესიასთან შეუთავსებელი რეაქციაა .
ფსიქოლოგიური მახასიათებლები

არსებობს ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურება, რომელიც მუდმივად ემსახურება


ესკალაციური ციკლის განმტკიცებას: საკუთარ მოქმედებებს ყველა სხვების მიმართ
ნორმების უფრო შესაბამისად და ნაკლებად აგრესიულად მიიჩნევს, ვიდრე ასეთივე
ქმედებებს სხვების მხრიდან . ეს ნიშნავს, რომ, როდესაც მხარე მოზომავს შურისძიების
დოზას მეორე მხარის პროვოკაციული ქმედებების პროპორციულად, ის ხშირად
გაუცნობიერებლად აზვიადებს და მეტი მოსდის. ესკალაციური ციკლის ლოგიკით
მომდევნო პროვოკაცია იწვევს დაპირისპირებული მხარის კიდევ უფრო აგრესიულ რეაქციას,
დაასრულებს კონფლიქტის ერთ სპირალს და იწყებს მის ახალ ციკლს უფრო დიდი
ამპლიტუდით.
არსებობს ინდივიდთა შორის აგრესიულობის და პროვოკაციაზე რეაგირების მყარი
განსხვავების მტკიცებულებები ). ზოგიერთები განსაკუთრებით ღიზიანდებიან და ბრაზით
პასუხობენ უმნიშვნელო წვრილმანებს . მათ შორის გამოყოფენ A ტიპის ინდივიდებს -
მიმწოლებს, წარმატებაზე ორიენტირებულებს და მიდრეკილებს გადამეტებული
რეაქციისკენ ყველას მიმართ, ვინც კი მათ გზაზე გადაეღობება . სხვა ინდივიდები
მეტისმეტად იმპულსურები არიან და აგზნებულ მდგომარეობაში იოლად გამოხატავენ
ბრაზს, როგორც კი ის აღმოცენდება. არიან ისეთებიც, ვინც მუდამ ფხიზლადაა მათი,
როგორც ძლიერი და კომპეტენტური ადამიანების იმიჯისათვის ნებისმიერი მუქარის
მიმართ . ისინი ადვილად წამოეგებიან ხოლმე პროვოკაციაზე და ხშირად მიმართავენ
აგრესიას საკუთარი იმიჯის აღსადგენად. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც
შეითვისეს შურისძიების პიროვნული კოდექსი - , ან იმიტომ, რომ ეს ადრე ამართლებდა, ან
იმიტომ, რომ ისინი ასეთი კოდექსის მიმდევრებმა აღზარდეს. ყველა, ვინც პიროვნების ამ
ოთხი ტიპიდან რომელიმეს მიეკუთვნება, განსაკუთრებით ადვილად ერთვება მოვლენათა
ესკალაციურ თანამიმდევრობაში და ხშირად იმით ამთავრებს, რომ სხვებსაც ვნებს და
საკუთარ თავსაც.
საპირისპირო თვისებები ხელს უწყობს პიროვნებათა შორის ურთიერთობების
სტაბილურობას. მაგალითად, პროვოკაციაზე ნაკლებად რეაგირებენ ადამიანები, რომლებსაც
აქვთ: სოციალური მხარდაჭერის ძლიერი მოთხოვნილება, გაკიცხვის შიში ან დანაშაულის
გრძნობა აგრესიულობის გამო). აქედან გამომდინარეობს, რომ აგრესიული რეაქციები და,
შესაბამისად, ესკალაციის ალბათობა დაბალია საზოგადოებრივი ნორმების დაცვით
მოტივირებულ ადამიანებში. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ სხვების მიმართ ემპათია
ამცირებს პროვოკაციაზე სამაგიეროს გადახდის ტენდენცია. ემპათიური ადამიანები უფრო
მგრძნობიარეები არიან სხვათა მოთხოვნილებების მიმართ და ამიტომ კარგად
დაფიქრდებიან, ვიდრე სხვას ავნებენ, თუნდაც ეს გამართლებული იყოს. ამიტომ ნაკლებად
მოსალოდნელია, რომ ისინი ჩაებან ესკალაციაში.
რა შეგვიძლია ვთქვათ კონფლიქტის ესკალაციისკენ მიდრეკილების გენდერულ
განსხვავებზე? ამ საკითხზე სამეცნიერო ლიტერატურაშიც არაერთგვაროვანი
შეხედულებებია ,რაც გვიჩვენებს, რომ გენდერული სხვაობების გამოვლენა
დამოკიდებულია გარემოებებზე და რეაგირების საშუალებაზე. ერთი რამ ნათელია:
მამაკაცები ქალებზე მეტად არიან მზად ფიზიკურ პროვოკაციას ფიზიკური
ანგარიშსწორებით უპასუხონ .არსებობს აგრეთვე მტკიცებულებები, რომ ქალები
მამაკაცებთან შედარებით უფრო მძაფრად აპროტესტებენ გამუდმებულ უსაფუძვლო
პროვოკაციებს

მეორე ბილეთი
ნეგატიური განწყობებისა და ნეგატიური აღქმის წყაროები
ასეთი ნეგატიური განწყობები და ნეგატიური აღქმა ნაწილობრივ მეორე მხარისაგან
ნეგატიური ურთიერთობის გამოცდილების შედეგია. ასეთი გამოცდილება თავდაპირველად
იწვევს ბრაზის საწყის რეაქციას, რასაც ახლავს ავტონომიური აგზნება. ამას მოსდევს
ხანგრძლივი და უფრო ცივი მშვიდი მოვლენები: მეორე მხარის დასჯის მიზნად დასახვა ან
მის მიმართ უარყოფითი განწყობის ჩამოყალიბება. საკუთარ უსიამოვნებებში მეორე მხარის
დადანაშაულების მაგივრად, პირველ მხარეს შეუძლია, ბრალი თავის თავზე აიღოს, თუ
თვლის, რომ მეორე მხარე რეაგირებს მის ქცევაზე. ეს ხელს უშლის მეორე მხარის მიმართ
ნეგატიური განწყობის გაჩენას და ხშირად კონფლიქტი პრობლემის გადაჭრით გვარდება .
საკუთარი თავის დადანაშაულება მხოლოდ მსუბუქი კონფლიქტის დროსაა შესაძლებელი.
დაძაბულ კონფლიქტში ბრალი, პრაქტიკულად ყოველთვის, მთლიანად ეკისრება მეორე
მხარეს .
ამისთვის ორი მთავარი მიზეზი არსებობს. პირველია ეგოს დაცვა, საკუთარი
თავისთვის მომგებიანი ატრიბუციული მიკერძოების შედეგი. რაც უფრო ძლიერია
კონფლიქტი, მით უფრო დიდი ბრალდებები გაისმის. საკუთარი თავის დადანაშაულება
მტკივნეულია და კონფლიქტის გაძლიერებასთან ერთად ამის გაკეთება კიდევ უფრო
ძნელდება. მეორე მიზეზი უკავშირდება აღქმას და გამოწვეულია განსხვავებით მოქმედი
პირისა და დამკვირვებლის ხედვებს შორის, კონფლიქტის სპირალში მოქცეული მხარე უფრო
დამაჯერებლად მიიჩნევს, რომ იძულებულია უპასუხოს მეორე მხარის პროვოკაციულ
ქცევას. ეს იმიტომ ხდება, რომ პირველი მხარე საკუთარი ქცევის მიზეზს უფრო კარგად
ხედავს, ვიდრე სხვისას. ესკალაციისა და კონფლიქტის გაძლიერების კვალდაკვალ
თითოეული მხარე პოულობს სულ უფრო მეტ დასაბუთებას, რომ ეს მისი ბრალი არარის.
პირველი მხარის მიერ საკუთარი ესკალაციური ქცევისთვის რაციონალური ახსნის
ძიებას შეიძლება მოჰყვეს მეორე მხარის ნეგატიურად დანახვა, რაც უფრო გააძლიერებს
ესკალაციურ ქცევას. პირველი მხარის გრძნობები და რწმენები შეიძლება შესაბამისობაში
მოვიდეს მის ქცევასთან, რაც ხდება რაციონალიზაციის დახმარებით .

დეინდივიდუალიზაცია და დეჰუმანიზაცია
კონფლიქტის ორივე მხარე ხედავს მასთან დაპირისპირებულ მხარეს
დეინდივიდუალიზირებულად, ანუ განიხილავს მას, როგორც რომელიმე კატეგორიისა თუ
ჯგუფის წარმომადგენელს და არა როგორც ცალკეულ ინდივიდს. ასეთი აღქმა ხელს უწყობს
ესკალაციას, რადგან ასუსტებს აგრესიის შემაკავებელ ფაქტორებს. ზოგჯერ
დეინდივიდუალიზაციას მოსდევს დეჰუმანიზაცია. დაპირისპირებულ მხარეში ნაკლებ
ადამიანურ თვისებას ხედავენ, ვიდრე სხვა ინდივიდებში; ამის შედეგად, სოციალური
ნორმები მათ ნაკლებად იცავენ აგრესიისგან.
დეინდივიდუალიზაცია, როგორც ჩანს, მილგრემის ცნობილ ექსპერიმენტშიც
გამოვლინდა, სადაც ცდისპირები „მასწავლებლის“ როლში განსაკუთრებით ძლიერ შოკს
აყენებდნენ „მოსწავლეს“ მაშინ, როდესაც იგი მოშორებით იყო, ან მხედველობის ველს მიღმა
იმყოფებოდა. სწორედ მტრის დეპერსონალიზაცია უფრო უადვილებს მფრინავებს
დაბომბვას, ვიდრე ქვეით ჯარს – სროლას ხილული მოწინააღმდეგის მიმართულებით.
დეპერსონალიზაციას წინააღმდეგ მოქმედებს მეორე მხარის შესახებ ისეთი ინფორმაციის
მიღება, რომელიც მას რაღაცით უნიკალურს ხდის. მაგ., ცნობილია, რომ ნაცისტურ
საკონცენტრაციო ბანაკებში ბადრაგი შედარებით რბილად ექცეოდა პატიმრებს, თუ მათ
სახელით იცნობდა .
გარე ჯგუფის წევრების ადამიანური თვისებების დასაჯერებლად მეორე საშუალებაც
არსებობს, ეს არის მათთან მეტ–ნაკლებად ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობა. აქედან
გამომდინარეობს, რომ საერთო საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა
რასის კონტაქტებს, უნდა ამცირებდეს თეთრკანიანების სოციალურ ცრურწმენებს
აფროამერიკელების მიმართ. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია მივიყვანოთ მაჰათმა განდის
მაგალითიც, რომელიც ჯერ სთხოვდა ინგლისელ გუბერნატორს მასპინძლობას და ამ გზით
მასთან მეგობრულ ურთიერთობას ამყარებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ატარებდა მორიგ
საპროტესტო დემონსტრაციას. ასეთი მეთოდით ის საკუთარ თავსაც და თავის მოძრაობასაც
ინდივიდუალობას მატებდა ბრიტანელი მმართველების თვალში და ამით ამცირებდა მათ
აგრესიულობას.
მსგავსი მსჯელობა გვარწმუნებს, რომ აგრესიულ ან დისკრიმინაციულ იმპულსებს
მიჰყავთ პირველი მხარე მეორის დეინდივიდუალიზაციამდე რაციონალიზაციის მსგავსი
პროცესის მეშვეობით. ამ დროს ორივე მხარე სულ უფრო ნაკლებ უხერხულობას გრძნობს
საკუთარი მტრული ქცევის გამო. ამ მოსაზრების დამამტკიცებელი საბუთი შეგვიძლია
მოვიძიოთ კვლევაში (Andreoli). აქ ნაჩვენებია, რომ გაბრაზებული ან შოკის მოლოდინში
მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით იოლად ივიწყებენ მეორე მხარის შესახებ
ინდივიდუალურ ინფორმაციას (მაგ., მის სახელს) და იმახსოვრებენ მის შესახებ
დეინდივიდუალიზებულ ინფორმაციას (მაგ., რასას).

მეორე მხარის დეინდივიდუალიზაციის გარდა, შესაძლებელია საკუთარი თავის


დანახვა ასეთივე გზით . იმ ფაქტორთა რიცხვს, რომლებიც საკუთარი თავის
დეინდივიდუალიზაციას უწყობს ხელს, მიეკუთვნება ჯგუფური ქმედებები, ერთნაირი
ტანსაცმელი, ემოციური აგზნება, უძილობა. აგრესიაზე ტანსაცმლის გავლენის შესწავლისას,
ზიმბარდომ აღმოაჩინა, რომ თუ კოლეჯის თანამშრომელ ქალებს, რომლებიც ასრულებდნენ
მოძალადე მასწავლებლების როლს, კაპიუშონები ეხურათ, ისინი მართლაც უფრო ხშირად
იყენებდნენ ელექტროშოკს. ასეთი ჩაცმულობა ამცირებს როგორც სხვისი ინდივიდუალობის
აღქმას, ისე საკუთარი თავის შეკავებასაც. შესაძლოა, იმავე ზემოქმედებას ახდენს სამხედრო
და პოლიციური უნიფორმა.
გარდა ამისა, არსებობს ზოგიერთი პირდაპირი მტკიცებულებაც, რომ მეორე მხარის
დეჰუმანიზაცია, რომელიც ქმნის ადამიანურ ბუნებასთან მისი ნაკლები მსგავსების
შთაბეჭდილებას, ადვილს ხდის აგრესიას). შესაძლოა, ეს იმის შედეგია, რომ
დეჰუმანიზაციის დროს უადგილოდ გვეჩვენება უნივერსალური ნორმები, რომლებიც
აკავებენ ადამიანების მიმართ ზიანის მიყენებას.
დეჰუმანიზაციის ეფექტი აქვს სალანძღავ მიმართვებს („ნიგერი“ „შტერი“ და ა.შ.)
ლანძღვა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სხვა ამორალურია და ჩვენგან განსხვავებული.
ზოგიერთი მეტსახელი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ნორმალურ ადამიანურ ბუნებასთან
გაუცხოებას.

საზოგადოების პოლარიზების სიმტკიცე


უკვევნახეთ, რომ ესკალაციის ეტაპზე კონფლიქტებს აქვთ გარემომცველი საზოგადოების
პოლარიზების ტენდენცია. ვინც ადრე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ემხრობა ან მიილტვის
კონფლიქტის ერთ-ერთი მხარისკენ. ძლიერად პოლარიზებული საზოგადოებები
(დაჯგუფებები) იყოფა ორ დიდ ბანაკად, თითოეულის შიგნით პოზიტიური
ურთიერთობებით და ნეგატიური დამოკიდებულებით სხვა ბანაკის წარმომადგენლების
მიმართ.
არსებობს რამდენიმე მექანიზმი,რომლის გამოც ერთხელ წარმოშობილი პოლარიზაცია
შენარჩუნდება. პოლარიზაცია ნიშნავს ნეიტრალური მესამე მხარის გაქრობას, რომელიც
შეძლებდა ზომიერებისკენ მოწოდებას და შუამავლობას წინააღმდეგობების მოგვარებაში. ის
აგრეთვე ამცირებს ლოიალურობას მთლიანობაში,საზოგადოების მიმართ და, შესაბამისად,
ტოლერანტობის გრძნობას საზოგადოების სხვა წევრების მიმართ. ასეთი მოვლენების
შედეგად დაპირისპირების ტენდენცია უცვლელი რჩება, ნეიტრალური მხარეები ზეწოლას
განიცდიან,რაც აიძულებს მათ,მიუერთდნენ კონფლიქტის რომელიმე მხარეს.
გარდა ამისა, დაჯგუფების წევრები, რომლებიც ერთ ბანაკში აღმოჩნდნენ, განიცდიან
სიძნელეებს, თუ საჭირო ხდება მეორე მხარესთან სანდო ურთიერთობების აღდგენა. ხდება
მისი გაუცხოება, ისინი სამუდამოდ კარგავენ ნდობას,იმიტომ რომ მტერს გაურიგდნენ. ეს
ნიშნავს, რომ პოლარიზაციას აქვს შენარჩუნების ტენდენცია, მაშინაც კი, როდესაც მისი
გამომწვევი კონფლიქტი გადაჭრილია. პოლარიზებული საზოგადოების გაერთიანებ ძალიან
რთულია.

ურთიერთობების გაუარესება

უნდა აღვნიშნოთ, რომ აღწერილი მექანიზმების უმეტესობა გავლენას ახდენს არა


მარტო იმაზე, რაც უშუალოდ კონფლიქტს ეხება, არამედ მხარეთაშორის ზოგად
ურთიერთობებზეც. ამ მექანიზმების მოქმედების გამო საზოგადოებაში ჩამოყალიბებული
განწყობები და აღქმის მეთოდები, ლიდერობის ტიპები და ნორმები და აგრეთვე მისი
პოლარიზაცია შენარჩუნდება კონკრეტული კონფლიქტის მიღმაც, როგორც ნარჩენი
მოვლენა. შემდგომ ეს ნარჩენი მოვლენები ხელს უწყობს შემდეგი კონფლიქტის
განვითარებას და ისეთი ტაქტიკის გამოყენებას, რომელსაც ესკალაციამდე მოვყავართ.
როდესაც სტრუქტურულ ცვლილებები ხანგრძლივად მოქმედებს, როგორც აღწერილ
შემთხვევაში, სწორი იქნება ვილაპარაკოთ კონფლიქტური ურთიერთობების ესკალაციაზე,
და არა კონფლიქტის ესკალაციაზე. ასეთი ესკალაციის შედეგად ხშირად ფუჭდება
ურთიერთობები.

„მტკიცებულებათა“აღმოჩენა
ერთია, როდესაც კონფლიქტის პირველი მხარე მიკერძოებულია მეორე მხარის
ქცევის იმ ასპექტების მიმართ, რომლებიც მასზე არსებულ წარმოდგენებს შეესაბამება. და
სულ სხვაა, ინფორმაციის შეგროვებისას იმგვარად შეაკოწიწო ფაქტები, რომ უბიძგო მას
ისეთი ქმედებების განხორციელებისაკენ, რომლებიც ამ წარმოდგენებში ჩაჯდება.
მარკ შნაიდერმა კოლეგებთან ერთად ჩაატარა რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლებიც,
მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ პირდაპირი კავშირი კონფლიქტების ესკალაციის
დინამიკასთან, ნათელს ჰფენენ „მტკიცებულებათა აღმოჩენას“.ერთ-ერთ ასეთ კვლევაში
სნაიდერი და სვანი ექსპერიმენტის მონაწილეებს უზიარებდნენ გარკვეულ ვარაუდებს სხვა
ადამიანების შესახებ, ხოლო შემდეგ აძლევდნენ მათ შესაძლებლობას, რომ შეეგროვებინათ
ცნობები ამ ადამიანებზე. ზოგ მონაწილეს უზიარებდნენ ინტრავერტების პიროვნულ
ნიშნებს, ზოგს კი ექსტრავერტების აღწერას. შემდეგ ყველა მონაწილეს სთავაზობდნენ,
ამოერჩიათ თორმეტი კითხვა, რომ მათზე გაცემული პასუხებით შეემოწმებინათ, ჰქონდათ
თუ არა სამიზნე პირებს შესაბამისი მახასიათებლები.
სნაიდერმა და სვანმა აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც ამოწმებდა ვარაუდს
„ინტრავერსიის შესახებ ირჩევდნენ ინტერვიუსთვის ისეთ კითხვებს, თითქოს წინასწარ იყო
ცნობილი, რომ რესპონდენტი ინტრავერტია.ისინი, ვინც ამოწმებდა ვარაუდს
„ექსტრავერტულობის“ შესახებ, პირიქით, ირჩევდნენ კითხვებს, რომლებიც
გამომდინარეობდა შესამოწმებელი პირის ექსტრავერტულობის ვარაუდიდან.შემდეგ,
როდესაც მომდევნო ეტაპზე მონაწილეებს მართლაც მისცეს შესაძლებლობა, დაესვათ მათ
მიერ ჩამოყალიბებული კითხვები, მათი რესპოდენტების პასუხები ისეთი იყო, რომ
ინტერვიუს ჩამტარებლებმა მიიღეს „დადასტურება“, რომ რესპონდენტები შეესაბამებოდნენ
მოსალოდნელ ფსიქოლოგიურ პროფილს.
თუ ეს ფენომენი ასეთი სიძლიერისაა ყოველდღიურ ურთიერთობებში, როგორც ეს
დაგვანახვეს სნაიდერმა და მისმა კოლეგებმა, მოსალოდნელია, რომ მისი გამოვლინება
ბევრად უფრო ძლიერი იქნება ისეთ ემოციურად დატვირთულ სიტუაციებში, როგორიცაა,
კონფლიქტი საეკლესიო მრევლსა და მის სამეზობლოს შორის. ამ მაგალითში მეზობლები
მრევლსაღიქვამდნენ, როგორც ტერიტორიის მიმტაცებელშეუგნებელ ბანდას. შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ, თუ რა კითხვები იქნებოდა დასმული, მეზობლებს რომ ჰქონოდათ
ამჰიპოთეზის შემოწმების შესაძლებლობა ან პირიიქით მრევლს. შეკითხვების ისეთი
ფორმულირებისას, სადაც პასუხი მხოლოდ დაადასტურებს ამოსავალ ვარაუდებს, ორივე
მხარე ალბათ მხოლოდ იმას იპოვის, რის პოვნაც სურს. მათი ჰიპოთეზები მიიყვანენ მათ
თვითგანმამტკიცებელ დასაბუთებასთან.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-

მეორე შუალედური გამოცდა საგანში „კონფლიქტის სოციალური ფსიქოლოგია“


ბილეთი # 3

• ბუფალოს უნივერსიტეტის კრიზისი(მოკლეანალიზი).


• შერჩევითი აღქმა.
• სტაბილურობა და კონფლიქტის მხარეების ფსიქოლოგიური მახასიათებლები.

ბუფალოს უნივერსიტეტის კრიზისი


1964-1969 წლები, რასობრივი დისკრიმინაციისა და ვიეტნამის ომში აშშ-ს
მონაწილეობის წინააღმდეგ მიმართული სტუდენტური მოძრაობის აღმავლობის დრო იყო.
ეს მოძრაობა შეეხო მრავალ სტუდენტურ ქალაქს, მათ შორის ბუფალოსაც. 1969-70 სასწავლო
წლის დასაწყისისთვის ბუფალოს უნივერსიტეტში იყო ბევრი სტუდენტი, ვისაც ეს
საკითხები აღელვებდა და, აგრეთვე,ბევრი რადიკალურად განწყობილი სტუდენტი,
რომელიც მზად იყო,ეკისრა სტუდენტების წამოწყებული ნებისმიერი ქმედებების
ლიდერობა.
კრიზისი დაიწყო თებერვლის ბოლოს ცივ ზამთრის ღამეს, როდესაც კამპუსში
აფროამერიკელი სპორტსმენების მოწყობილი დემონსტრაციის დროს, რითაც
აპროტესტებდნენ ფიზიკური აღზრდის კათედრის ქმედებებს - გამოჩნდა ქალაქის პოლიცია
(ამ ინციდენტის შემდეგ ეს სპორტსმენები არანაირ როლს აღარ ასრულებდნენ შემდგომ
დემონსტრაციებში). მომდევნო საღამოს ორმოციდან ორმოცდაათამდე თეთრკანიანი
სტუდენტი, მათ შორის ბევრი რადიკალი, გაემართა რექტორის ოფისისკენ, რომ მოეთხოვათ
განმარტება პოლიციის გამოჩენის გამო. რექტორმა, რომელიც სწორედ ამ დროს თათბირს
ატარებდა აფროამერიკელების აქციასთან დაკავშირებით უარი განაცხადა სტუდენტებთან
საუბარზე, რის შემდეგაც ზოგიერთმა მათგანმა ქვები დაუშინა ოფისის ფანჯრებს. ამ
არეულობის დროს მოვიდა კამპუსის პოლიცია და მოქმედმა რექტორმა დაავალა მათ იმ
სტუდენტების დაპატიმრება, რომლებმაც ფანჯრები ჩაამტვრიეს.
სტუდენტური კავშირისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ დააკავა ორი რადიკალი და ერთი
მათგანი სასტიკად სცემა პირდაპირ აგზნებული სტუდენტების თვალწინ. ბრბოს ნაწილმა
დევნა დაუწყო პოლიციელებს მთელი კამპუსის ტერიტორიაზე, ერთი მათგანი მძიმედ
დაიჭრა მისკენ ნასროლი მეტალის ნაგვის ურნით. ვიღაცამ გამოიძახა ქალაქის პოლიცია,
მაგრამ მისი გამოჩენისას, მას უკვე დაუპირისპირდა ხუთასამდე გამძვინვარებული
სტუდენტი. მათგან რამდენიმე ათეული იქვე დააპატიმრეს.
მომდევნო ორი დღის განმავლობაში სტუდენტური ხელმძღვანელობა და
სტუდენტების რადიკალური ლიდერები აწყობდნენ მიტინგებს იმ მიზნით, რომ
გადაეწყვიტათ, როგორ ეპასუხათ მომხდარ ინციდენტებზე. ამ მიტინგებში მონაწილეობდა
ათასობით სტუდენტი, რომლებმაც ნათლად აჩვენეს, რომ უარყოფდნენ თავისი
ხელმძღვანელობის წინადადებას ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების შესახებ და
იწონებდნენ რადიკალების მიერ შეთავაზებულ გეგმას გაფიცვისა და მეცადინეობის
გაცდენის შესახებ. წამოყენებული იყო ცხრა წინადადება, მათ შორის: აეკრძალოს ქალაქის
პოლიციას კამპუსში გამოჩენა, გადადგეს რექტორი, გაუქმდეს სამხედრო მომზადება და
შეწყდეს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებული კვლევები. პირველსავე საღამოს
გააფთრებულმა სტუდენტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბიბლიოთეკას. მეორე საღამოს ბოლოსკენ,
როდესაც ნათელი გახდა, რომ პოლიტიკურად აქტიური სტუდენტების უმრავლესობა არ
ცნობდა სტუდენტურ ხელმძღვანელობას, ის დაიშალა და შეიცვალა რადიკალურად
განწყობილი საგაფიცვო კომიტეტით, რომელმაც დაიკავა ყოფილი ხელმძღვანელობის
ოფისი.
საგაფიცვო კომიტეტმა, რომელიც დაახლოებით ოთხასამდე აქტიური სტუდენტისგან
შედგებოდა, მეცადინეობების ჩასაშლელად ჩაატარა კარგად ორგანიზებული კამპანია. მათ
ნაწილობრივ წარმატებასაც მიაღწიეს, რადგან დასწრება 30-40%-მდე შემცირდა. შემდეგ
კომიტეტი გადავიდა უფრო მძიმე მოქმედებებზე: მისმა მონაწილეებმა დაიკავეს
ადმინისტრაციული შენობა და იქ ჩართეს ყველა სახანძრო ბრაინდსპოიტი. თავის მხრივ,
ადმინისტრაციამ თავდაცვის მიზნით გარიცხა უნივერსიტეტიდან არეულობის ყველა
წამქეზებელი და ბოლოს ისევ ქალაქის პოლიციას მიმართა. კვირადღეს, დილით, კრიზისის
დაწყებიდან 11 დღის შემდეგ, 400-მა პოლიციელმა ბუფალოდან წყნარად დაიკავა პოზიციები
კამპუსში.
დასაწყისში სტუდენტების რეაქცია გამოიხატა სიმბოლური მოქმედებებით, როგორიც
იყო უნივერსიტეტის გასვენების სამასხარაო ცერემონია. ბოლოს სტუდენტებმა
ადმინისტრაციას წაუყენეს ულტიმატუმი და შეკრიბეს „სამხედრო საბჭო“, რომელსაც
გადაწყვეტილება უნდა მიეღო შემდგომი მოქმედებების შესახებ. იმ ღამეს, როდესაც
სამხედრო საბჭო ჩატარდა, სტუდენტების დიდმა ჯგუფმა დაიწყო იმ პოლიციელების
გამასხარავება და მათი მიმართულებით სხვადასხვა ნივთების სროლა, რომლებიც
თავმოყრილი იყვნენ ადმინისტრაციული შენობის გარშემო მისი დაცვის მიზნით. ბოლოს და
ბოლოს პოლიციელებმა დაარღვიეს თავიანთი რიგები და დაერივნენ სტუდენტებს
ხელკეტებით, ბევრი მათგანი სცემეს და დააპატიმრეს.
მეორე დღეს რექტორის ოფისში მჯდომარე გაფიცვა მოაწყო 45-მა პედაგოგმა.
პოლიციამ ისინი შენობიდან გამოიყვანა და დააპატიმრა. ახალი სტუდენტური
დემონსტრაციები ამის შემდეგ აღარ ყოფილა, მაგრამ კოლეგების დაპატიმრებით
განრისხებულმა ფაკულტეტის სენატმა ადმინისტრაციას უნდობლობა გამოუცხადა.
სემესტრის დარჩენილი დრო გავიდა კამპუსში ერთიანობის აღდგენის არცთუ
წარმატებულ მცდელობებში. ამ მცდელობის შედეგად შეიქმნა კომიტეტი სტუდენტების,
პედაგოგებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა, რომელსაც უნდა განეხილა
საგაფიცვო კომიტეტის მოთხოვნები და მასთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტმა
შეიმუშავა რეკომენდაციები, რაც შემდგომ გათვალისწინებულ იქნა, კერძოდ, გაუქმდა
სტუდენტების სამხედრო მომზადება.

შერჩევითი აღქმა

როგორც კი ერთ მხარეს ჩამოუყალიბდება უარყოფითი შთაბეჭდილება მეორის


შესახებ, რომ ის არასასურველი, საეჭვო, არასანდო, უსიამოვნო ხასიათისაა, - შერჩევითი
აღქმის პროცესი მაშინვე უბიძგებს პირველს, შეაგროვოს და ისე განმარტოს ინფორმაცია, რომ
კიდევ უფრო განამტკიცოს თავდაპირველი უარყოფითი შთაბეჭდილება. იმის მაგივრად, რომ
მონაცემები შეგროვდეს და შეფასდეს მეცნიერებაში მიღებული გზით,პირველი მხარე
გამოარჩევს იმ ინფორმაციას, რომელიც განამტკიცებს თავის მიკერძოებულ განწყობებს. ამის
შედეგად ისინი უფრო ძლიერდება. მეტოქე, რომელიც დასაწყისში რიგიდული ჩანდა, ახლა
ჯიუტად და, საბოლოოდ, უიმედოდ უკომპრომისოდ გამოიყურება. საგულისხმოა, რომ
შერჩევითი აღქმით გაპირობებული სტრუქტურული ცვლილებები თავის თავს განამტკიცებს
იმისგან სრულიად დამოუკიდებლად, თუ რას ამბობს ან აკეთებს მეორე მხარე..
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინ შერჩევით აღქმას ნეგატიური ელფერი აქვს , ეს
პროცესი სინამდვილეში ადამიანის ფსიქიკის ეფექტური ფუნქციონირების მაჩვენებელია.
სამყარო ძალიან რთულია და თითოეულ ადამიანს თავსახვევს იმაზე ბევრად მეტ სოციალურ
თუ არა სოციალურ ინფორმაციას, ვიდრე ის შეიძლება გადამუშავდეს. ასეთი
ინფორმაციული გადატვირთვის გამო ჩნდება ინფორმაციის სელექციის აუცილებლობა, რაც
მის ნაკადს ისე ამცირებს, რომ შესაძლებელი გახდეს მასთან გამკლავება.
შერჩევითი აღქმა განსაკუთრებით საშიშია კონფლიქტის გამწვავების დროს, რადგან
ის ადასტურებს მხარეთა ნეგატიურ წარმოდგენებს ერთმანეთის შესახებ და ამით ხელს
უწყობს ესკალაციას და აძლიერებს კიდეც მას.
სელექციური აღქმის მონაწილეობა ესკალაციურ კონფლიქტში განხილულია
კუპერისა და ფაციოს სტატიაში, ავტორები გამოყოფენ შერჩევითი აღქმის სამ
ურთიერთდაკავშირებულ ფორმას: ხარვეზებს ქცევის შეფასებაში, საკუთარი მოლოდინების
დადასტურებათა „აღმოჩენას“ და ატრიბუციულ დეფორმაციას.
სტაბილურობა და კონფლიქტის მხარეების მახასიათებლები
კონფლიქტები ზოგჯერ ცალკეულ ინდივიდებს შორის ჩნდება და ზოგჯერ ჯგუფებს
შორის.როდესაც საქმე გვაქვს ინდივიდებთან,შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს
ფსიქოლოგიურ სხვაობებს - პიროვნულ ან გენდერულ დისპოზიციებს. ცალკეული
ადამიანების ქცევა შეიძლება განისაზღვრებოდეს აგრეთვე კონფლიქტის მოდელებით,
რომლებსაც ისინი იყენებენ თავიანთი უთანხმოებების ანალიზის დროს.ასეთი პარამეტრები
მნიშვნელოვანია აგრეთვეჯგუფებს შორის კონფლიქტების გასაგებად. ასევე,
მაგალითად,გენდერული განსხვავებები, რომლებსაც ითვალისწინებენ ინდივიდებს შორის
კონფლიქტის დროს, გვეხმარება, უკეთ გავიგოთკონფლიქტი გენდერულად ჰომოგენურ
ჯგუფებს შორის.აგრეთვე არსებობს ჯგუფთაშორისსტაბილური განსხვავებები,რომლებიც
მოქმედებს იმაზე, თუ როგორ უმკლავდებიან ჯგუფები კონფლიქტს.

ფსიქოლოგიური მახასიათებლები
არსებობს ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურება, რომელიც მუდმივად ემსახურება
ესკალაციური ციკლის განმტკიცებას: საკუთარ მოქმედებებს ყველა სხვების მიმართ
ნორმების უფრო შესაბამისად და ნაკლებად აგრესიულად მიიჩნევს, ვიდრე ასეთივე
ქმედებებს სხვების მხრიდან . ეს ნიშნავს, რომ, როდესაც მხარე მოზომავს შურისძიების
დოზას მეორე მხარის პროვოკაციული ქმედებების პროპორციულად, ის ხშირად
გაუცნობიერებლად აზვიადებს და მეტი მოსდის. ესკალაციური ციკლის ლოგიკით
მომდევნო პროვოკაცია იწვევს დაპირისპირებული მხარის კიდევ უფრო აგრესიულ რეაქციას,
დაასრულებს კონფლიქტის ერთ სპირალს და იწყებს მის ახალ ციკლს უფრო დიდი
ამპლიტუდით.
არსებობს ინდივიდთა შორის აგრესიულობის და პროვოკაციაზე რეაგირების მყარი
განსხვავების მტკიცებულებები ). ზოგიერთები განსაკუთრებით ღიზიანდებიან და ბრაზით
პასუხობენ უმნიშვნელო წვრილმანებს . მათ შორის გამოყოფენ A ტიპის ინდივიდებს -
მიმწოლებს, წარმატებაზე ორიენტირებულებს და მიდრეკილებს გადამეტებული
რეაქციისკენ ყველას მიმართ, ვინც კი მათ გზაზე გადაეღობება . სხვა ინდივიდები
მეტისმეტად იმპულსურები არიან და აგზნებულ მდგომარეობაში იოლად გამოხატავენ
ბრაზს, როგორც კი ის აღმოცენდება. არიან ისეთებიც, ვინც მუდამ ფხიზლადაა მათი,
როგორც ძლიერი და კომპეტენტური ადამიანების იმიჯისათვის ნებისმიერი მუქარის
მიმართ . ისინი ადვილად წამოეგებიან ხოლმე პროვოკაციაზე და ხშირად მიმართავენ
აგრესიას საკუთარი იმიჯის აღსადგენად. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც
შეითვისეს შურისძიების პიროვნული კოდექსი - , ან იმიტომ, რომ ეს ადრე ამართლებდა, ან
იმიტომ, რომ ისინი ასეთი კოდექსის მიმდევრებმა აღზარდეს. ყველა, ვინც პიროვნების ამ
ოთხი ტიპიდან რომელიმეს მიეკუთვნება, განსაკუთრებით ადვილად ერთვება მოვლენათა
ესკალაციურ თანამიმდევრობაში და ხშირად იმით ამთავრებს, რომ სხვებსაც ვნებს და
საკუთარ თავსაც.
საპირისპირო თვისებები ხელს უწყობს პიროვნებათა შორის ურთიერთობების
სტაბილურობას. მაგალითად, პროვოკაციაზე ნაკლებად რეაგირებენ ადამიანები, რომლებსაც
აქვთ: სოციალური მხარდაჭერის ძლიერი მოთხოვნილება, გაკიცხვის შიში ან დანაშაულის
გრძნობა აგრესიულობის გამო). აქედან გამომდინარეობს, რომ აგრესიული რეაქციები და,
შესაბამისად, ესკალაციის ალბათობა დაბალია საზოგადოებრივი ნორმების დაცვით
მოტივირებულ ადამიანებში. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ სხვების მიმართ ემპათია
ამცირებს პროვოკაციაზე სამაგიეროს გადახდის ტენდენცია. ემპათიური ადამიანები უფრო
მგრძნობიარეები არიან სხვათა მოთხოვნილებების მიმართ და ამიტომ კარგად
დაფიქრდებიან, ვიდრე სხვას ავნებენ, თუნდაც ეს გამართლებული იყოს. ამიტომ ნაკლებად
მოსალოდნელია, რომ ისინი ჩაებან ესკალაციაში.
რა შეგვიძლია ვთქვათ კონფლიქტის ესკალაციისკენ მიდრეკილების გენდერულ
განსხვავებზე? ამ საკითხზე სამეცნიერო ლიტერატურაშიც არაერთგვაროვანი
შეხედულებებია ,რაც გვიჩვენებს, რომ გენდერული სხვაობების გამოვლენა
დამოკიდებულია გარემოებებზე და რეაგირების საშუალებაზე. ერთი რამ ნათელია:
მამაკაცები ქალებზე მეტად არიან მზად ფიზიკურ პროვოკაციას ფიზიკური
ანგარიშსწორებით უპასუხონ .არსებობს აგრეთვე მტკიცებულებები, რომ ქალები
მამაკაცებთან შედარებით უფრო მძაფრად აპროტესტებენ გამუდმებულ უსაფუძვლო
პროვოკაციებს

------------------------------------------------------------------------------------------------------------

მეორე შუალედური გამოცდა საგანში „კონფლიქტის სოციალური ფსიქოლოგია“


ბილეთი # 4

• ჯგუფში მიმდინარე ცვლილებების ბუნება, მიზეზები და შედეგები.


• ატრიბუციული გადახრა. კულტურა და შერჩევითი აღქმა.
• სტაბილურობა და კონფლიქტის მხარეების შორის ურთიერთობები: კავშირები,
საერთო ჯგუფური წევრობა.

ჯგუფში მიმდინარე ცვლილებების ბუნება, წყაროები და შედეგები


როდესაც მცირე ჯგუფები ორგანიზაციები ან სახელმწიფოები მწვავე
დაპირისპირებაში ჩაერთვებიან, ეს თანამეგობრობები (ჩვენ მათ ჯგუფებს ვუწოდებთ)
იწყებენ ცვლილებას მინიმუმ ექვსი მომართულებით, რითაც ხელს უწყობენ კონფლიქტის
ესკალაციას.
პირველი - ჯგუფში მიმდინარე დისკუსიების შედეგად ცალკეული წევრების მტრული
განწყობები და მტრული აღქმა ხშირად უფრო უკიდურეს ხასიათს იძენს. ეს ხდება ჯგუფის
პოლარიზაციის გამო ), როდესაც ჯგუფის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ რომელიმე
საკითხს და მათ ერთად განიხილავენ, მათი შეხედულებები უფრო რადიკალური ხდება. ამ
ფენომენში, როგორც ჩანს, ამოქმედებულია ორი მექანიზმი ). ერთი მდგომარეობს იმაში, რომ
ჯგუფის წევრები ისმენენ ერთმანეთის აზრებს და შესაბამის არგუმენტაციას. როდესაც
აღმოჩნდება, რომ ჯგუფის წევრები ეთანხმებიან მათ მიერ გამოთქმულ აზრს, ისინი
რწმუნდებიან მის სისწორეში და თან აღმოაჩენენ ახალ არგუმენტებს მის გასამყარებლად.
მეორე მექანიზმს წარმოადგენს თავისებური შეჯიბრი ჯგუფის წევრებს შორის, სადაც ყველა
ცდილობს, ისეთი აზრი ჰქონდეს, რომელიც გადანაცვლებულია ჯგუფის მიერ არჩეული
მიმართულებით არანაკლებ, ვიდრე ჯგუფისთვის დამახასიათებელი საშუალო სიდიდეა.
ამის შედეგად ჯგუფის წევრების შეხედულებები სულ უფრო გადაინაცვლებს ჯგუფის მიერ
არჩეული მიმართულებით.
სოციალური კონფლიქტის კონტექსტში ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური
ცვლილებები, ისეთები, როგორიცაა მტრობა ან უნდობლობა, მატულობს, როდესაც
კონფლიქტში ჩართულია ჯგუფები. ჯგუფის პოლარიზაციაც ყველაზე მკაფიოდ ვლინდება
ბრბოს ეფექტში. ადამიანები, რომლებიც შეწუხებულები არიან რაიმე ინციდენტით,
ერთიანდებიან ჯგუფად და აქეზებენ ერთმანეთს იქამდე, ვიდრე ეს არ გადავა ქმედებაში.
სტუდენტთა შორის ბრბოს ეფექტი გამოვლინდა ბუფალოს უნივერსიტეტში კრიზისის მეორე
ღამეს, ხოლო პოლიციაში - იმ ღამეს, როდესაც სტუდენტებმა სამხედრო თათბირი გამართეს.
მაგრამ ჯგუფური პოლარიზაცია არა მარტო ბრბოში მიმდინარეობს. ის ემართება ყველა
ჯგუფს ისეთის ჩათვლით, როგორიცაა შეერთებული შტატების სენატი ან IBM-ის
დირექტორთა საბჭო.
კონფლიქტის დროს ჯგუფებში მიმდინარე ცვლილებების მეორე სახეობაა სწრაფად
წარმოქმნილი ნორმები, რომლებიც ასაზრდოებს მეტოქეობის ატმოსფეროს კონფრონტაციის
დროს. ნორმაა ნებისმიერი განწყობა, ნებისმიერი ხედვა, ნებისმიერი მიზანი და ნებისმიერი
ქცევის წესი, რომელსაც იზიარებს ჯგუფის უმრავლესობა. ნორმები განიხილება, როგორც
„სწორი აზროვნება“, ნორმებს უნერგავენ ჯგუფის ახალ წევრებს და თავზე ახვევენ ძველს,
თუკი ისინი იწყებენ მათში ეჭვის შეტანას. ფსიქოლოგიური ცვლილებების უმეტესობა, მათ
შორის ნეგატიური განწყობები, ნულოვანი ჯამის მიდგომა, საპირისპირო მხარესთან
ურთიერთობის სურვილის არქონა – ეს ყველაფერი შეიძლება გადაიქცეს ნორმად. როდესაც
ასეთი რამ ხდება, ნორმა ძლიერდება და ხდება უფრო მყარი. ნორმებიგადაიქცევიან ჯგუფის
ტრადიციად და არა მისი თითოეული წევრის საკუთრებად. ამის შედეგად ისინი კიდევ
უფრო უწყობენ ხელს კონფლიქტის ესკალაციას.
კონფლიქტის მესამე ზოგადი შედეგია მეტოქეობის ჯგუფური მიზნების გაჩენა. ამის
მაგალითი შეიძლება იყოს კონფლიქტის ერთი მხარის სურვილი, გაიმარჯვოს ან სულაც
გაანადგუროს მეორე მხარე. ასეთი მიზნები ჩნდება კონფლიქტური გამოცდილების
საფუძველზე და აძლიერებს კონფლიქტის სიმხურვალეს. გარდა ამისა, ჯგუფს შეუძლია
მიაღწიოს დასახულ მიზნებს ისეთი მეთოდებით, რომლებიც არ გააჩნია ცალკეულ
ინდივიდებს, რადგან მხოლოდ ჯგუფს შეუძლია მრავალი ინდივიდის მოქმედების
კოორდინირება. შრომის განაწილება ჯგუფის წევრებს შორის ზრდის მის საერთო
პროდუქტულობას და შესაძლებელს ხდის რთული საბრძოლო ღონისძიებების
განხორციელებას, ისეთის, როგორიცაა არმიის შექმნა ან სამხედრო მომზადება. ამიტომ
კონფლიქტის ესკალაციის დროს ჯგუფები, თუ მათი წევრები სათანადოდ არიან
შემართებული, მოქმედებენ უფრო ეფექტურად. ერთ-ერთი ჯგუფური მიზანი, რომელმაც
გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია ბუფალოს უნივერსიტეტში, იყო საგაფიცვო კომიტეტის
გადაწყვეტილება მეცადინეობის შეწყვეტის შესახებ.
ჯგუფური ცვლილებების მეოთხე სახეობა, რომელიც ხელს უწყობს ესკალაციას, არის
ჯგუფის შეჭიდულობის განვითარებაან, როგორც ამას ხშირად უწოდებენ, სოლიდარობა.
ჯგუფი იმდენადაა შეჭიდულია, რამდენადაც იგი მიმზიდველია მისი წევრებისთვის.
შეჭიდულობა სამი მნიშვნელოვანი გზით ახდენს გავლენას ჯგუფის ქცევაზე. ის
ხელს უწყობს კონფორმიზმს ჯგუფური ნორმების მიმართ ). კონფორმიზმი, თავის მხრივ,
არის: ჯგუფის წევრებს შორის ინტენსიური ურთიერთობის ,გარიყვის წინაშე შიშის და იმ
სოციალური წნეხის შედეგი, რომელიც ყველაზე ძლიერად მოქმედებს შეჭიდულ ჯგუფებში.
შეჭიდული ჯგუფები განსაკუთრებით ენერგიულად მოქმედებენ თავიანთი მიზნების
მისაღწევად. და ისიც სარწმუნოა, რომ შეჭიდული ჯგუფის წევრები განსაკუთრებით არიან
დარწმუნებული თავიანთი საქმის სამართლიანობისა და სათანადო ქმედებების
ეფექტიანობაში ). ბუფალოს უნივერსიტეტის საგაფიცვო კომიტეტი ძალზე შეჭიდული
ჯგუფი იყო ყველა ამ მახასიათებლის მიხედვით.
ყველა ამ მიზეზის გამო მოსალოდნელია, რომ შეჭიდულობა გააძლიერებს ან
რაოდენობრივად გაზრდის ამ თავში აღწერილი ფსიქოლოგიური მდგომარეობების
ეფექტებს. თუ გარე ჯგუფის მიმართ განწყობები ნეგატიურია, ისინი განსაკუთრებით
ძლიერია შეჭიდულ ჯგუფში. თუ მეორე ჯგუფი იწვევს უნდობლობას ან საშიშროების
განცდას, შეჭიდულობა გააძლიერებს ამ გრძნობებს. თუ ჯგუფის მიზანია სხვა ჯგუფის
დამარცხება და ამ მიზნით მეტოქეობის ტაქტიკაა არჩეული, შეჭიდული ჯგუფი ასეთ
კამპანიას განსაკუთრებული ენერგიით ჩაატარებს.
არაერთხელ დადასტურდა, რომ კონფლიქტური დაპირისპირება აძლიერებს
შეჭიდულ ჯგუფებს. ). ეს ნიშნავს, რომ შეჭიდულობის გაძლიერება - ეს კიდევ ერთი
მექანიზმია, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს კონფლიქტის ესკალაციური ციკლი, რადგანაც
ის წინა ესკალაციის დროს შედგა და ახლა ხელს უწყობს მის გაგრძელებას. ამავდროულად,
იმას არ ვამბობთ, რომ შეჭიდულობა, როგორც ასეთი, ხელს უწყობს ანტაგონიზმს და
ესკალაციას. კვლევებმა ) ეს არ დაადასტურა. აქ საქმე უფრო ისაა, რომ კონფლიქტი ხელს
უწყობს შეჭიდულობას, ხოლო შეჭიდული ჯგუფები, კონფლიქტურ სიტუაციაში,
საბრძოლველად განსაკუთრებით არიან განწყობილი.
იმ ჯგუფებში, რომლებიც დაძაბულ კონფლიქტებში მონაწილეობენ, ხშირად
მიმდინარეობს მეხუთე ტიპის ცვლილებები: აქ უპირატესობა ენიჭებათ საომრად განწყობილ
ლიდერებს ). საერთოდ, ლიდერები ჯგუფების უმეტესობაში არსებობენ. ზოგიერთი
ფორმალურადაა დანიშნული; სხვები ჯგუფის გავლენიანი წევრები არიან, თუმცა
ტიტულები არ გააჩნიათ. ჩვეულებრივ, ისეთ ლიდერს ირჩევენ, რომელიც ჯგუფის ძირითად
მიზნებს პასუხობს და არის უნარიანი იმ საქმეში, რომლისთვისაც შეიქმნა მოცემული
ჯგუფი. ეს ერთნაირად სამართლიანია კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფი
ჯგუფებისათვისაც და სხვა ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული ჯგუფებისთვისაც. თუ
კონფლიქტი გულისხმობს მოლაპარაკებების წარმოებას, ავანსცენაზე გამოდიან
მოლაპარაკების ოსტატები, მაგრამ თუ კონფლიქტი გულისხმობს დაძაბულ მეტოქეობას,
ლიდერობა სავარაუდოდ გადავა იმათ ხელში, ვისაც უფრო საბრძოლო განწყობა აქვს, ვინც
ასახავს ჯგუფის წევრების რისხვას და ვისაც აქვს უნარი, შექმნას საბრძოლო ძალები. ასეთი
ინდივიდებისათვის დამახასიათებელია მოწინააღმდეგის მიმართ განსაკუთრებით
ნეგატიური განწყობებიც და ნეგატიური აღქმაც და მათი მოთხოვნები განსაკუთრებით
ხისტია. შესაბამისად, როდესაც მათ ენიჭებათ უპირატესობა, ისინი აძლიერებენ ჯგუფში
მზაობას უკიდურესი ტაქტიკების გამოსაყენებლად.
ბუფალოს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში, კონფლიქტის ორივე მხარეს, ასეთი
ტიპის ცვლილებები მიმდინარეობდა. ყველაზე მძიმე სტადია დაიწყო, როდესაც კამპუსის
პოლიციამ ხელკეტებით სცემა სტუდენტური კავშირის რამდენიმე დემონსტრანტს.
დასაწყისში სტუდენტური კავშირის წარმომადგენლები ცდილობდნენ თავიანთი
ხელმძღვანელი როლის განხორციელებას და იძლეოდნენ დაპირებას, რომ უნივერსიტეტის
ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას დაიწყებდნენ. მაგრამ სტუდენტები ისე გაბრაზდნენ
ადმინისტრაციის მოქმედებების გამო, რომ ამ ხელმძღვანელებს ამჯობინეს რადიკალების
ჯგუფი, რომელიც ადრე არ იყო მაინცდამაინც გავლენიანი. ანალოგიური ცვლილებები
მოხდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც. რექტორის მოადგილე, რომელსაც სურდა
შუამავლობა წინააღმდეგობების მოსაგვარებლად, ჩამოაცილეს გადაწყვეტილებების მიღების
პროცესს. სამაგიეროდ დიდი გავლენა მოიპოვეს სხვა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც
მკაცრი ზომების მომხრეები იყვნენ.
ბრძოლის ტაქტიკური მეთოდების შემუშავებასთან ერთად, კონფლიქტში მყოფი
ჯგუფების ლიდერები ხშირად ცდილობენ, გაამყარონ მათ ჯგუფებში არსებული საბრძოლო
შეუპოვრობა იმით, რომ უკიდურესად უარყოფითად წარმოაჩინონ მოწინააღმდეგე .
ესკალაციური კონფლიქტის ცვლილებათა მეექვსე სახეობაა მებრძოლი
დაჯგუფებების გაჩენა. ზოგჯერ ასეთი დაჯგუფება შეიძლება მოქმედებდეს არსებული
სტრუქტურის ფარგლებში, როგორიცაა, მაგალითად, სამთავრობო კომიტეტი, რომელიც
იქმნება კონფლიქტის აღმოცენებასთან დაკავშრებით, ან ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი
ჯგუფი.

საბრძოლო ჯგუფის ორგანიზება ხშირად ნიშნავს კონფლიქტის ესკალაციისკენ სწრაფ


შემობრუნებას ). მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საგაფიცვო კომიტეტის ჩამოყალიბება
ბუფალოს უნივერსიტეტში კრიზისის დროს. ამისათვის ორი მიზეზი არსებობს: 1) ასეთი
ჯგუფის მთავარი მიზანია მეტოქეზე უპირატესობის მოპოვება, 2) ისინი, ვინც ქმნის და
ხელმძღვანელობს ასეთ ჯგუფს, ჩვეულებრივ საბრძოლველად არიან განწყობილი. ხშირად
ხდება, რომ ასეთი ორგანიზატორები დიდხანს ელოდებიან შემთხვევას, რომ
დაუპირისპირდნენ კონკრეტულ მოწინააღმდეგეს, როგორც ეს მოხდა ბუფალოს
უნივერსიტეტში.

ატრუბიციული დეფორმაცია
ინფორმაცია მეორე მხარის შესახებ, რომელიც შესაბამება პირველიმხარის საკუთარ
ჰიპოთეზებს,უფროდისპოზიციურ მიზეზებს მიეწერება, ხოლო საწინააღმდეგო ინფორმაცია-
სიტუაციურ მიზეზებს. ეს ნიშნავს, რომ პირველი მხარის მოლოდინების შესაბამისი
ინფორმაცია ჩაითვლება მეორის მუდმივი დ ასტაბილური თვისებების ამსახველად, ხოლო
ინფორმაცია, რომელიც არ ჯდება ასეთ მოლოდინებში,მეორე მხარის მიმართ დროებით, გარე
ზემოქმედებას მიეწერება. ეს ფენომენი, რომელსაც ატრიბუციის შეცდომა ეწოდება,
დემონსტრირებულია მთელ რიგ ექსპერიმენტულ ნაშრომებში და კვლევებში.
ატრუბუციული დეფორმაციის საბოლოო გავლენა კონფლიქტის ესკალაციაზე იმაში
მდგომარეობს, რომ მეორე მხარე ვერაფრით აქარწყლებს პირველის ნეგატიურ მოლოდინებს.
თუ მეორე მხარე ცუდად არ იქცევა, ეს მის ჭეშმარიტად მტრული ზრახვების ან საომარი
განწყობის მაჩვენებლად აღიქმება. მაგრამ, თუ ის უშვერს მეორე ლოყას ან მეგობრულად
იქცევა, ეს მოვლენათა იღბლიანი დამთხვევით აიხსნება.

შერჩევითი აღქმა და კულტურა


როდესაც სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებს აქვთ ერთობლივი მუშაობის
მიზეზი, როგორიცაა საერთაშორისო საქმიანი ან პოლიტიკური მოლაპარაკებები, კულტურა,
როგორც ჩანს, გარკვეულ როლს თამაშობს ამპროცესში და ზემოქმედებს მის შედეგზე.
. წარმოვიდგინოთ, რომ ერთი მხარე იწყებს მოლაპარაკებებს მეორე მხარესთან იმ
სტერეოტიპული შეხედულების გათვალისწინებით, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები
ხასიათდებიან პატიოსნებით და ნდობას იმსახურებენ. თუ მოლაპარაკებების დროს მეორე
მხარე დაიწყებს მტკიცებას, რომ ის ვერ წავა შემდგომ დათმობებზე, რადგან საკუთარი
შესაძლებლობები ამოწურა, პირველი მხარე (მისი სტერეოტიპული შეხედულებებით),
სავარაუდოდ,მიიღებს ამ მტკიცებას, როგორც ფაქტს. შედეგად, პირველი მხარე ცოტას
დათმობს, რომ რამდენადმე შეამციროს განსვლა მისსა დამეორე მხარის პოზიციას შორის.
ანალოგიურად, წარმოვიდგინოთ, რომ მეორე მხარე ურთიერთქმედების კვალდაკვალ მიდის
დათმობათა სერიაზე. პირველი მხარე, ალბათ, ამას გაიგებს, როგორც რომელიმე საერთო
წერტილში თანხვედრის გულწრფელი სურვილის ნიშანს და იმავეთი უპასუხებს. ამრიგად,
მეორე მხარის დათმობაზეც და შეუვალობაზეც პირველი მხარე უპასუხებს დათმობებით,
რომლებიც შესაძლებელს გახდიან შეთანხმების მიღწევას.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მეორე მხარე ისეთი კულტურის მატარებელია, რომლის
წარმომადგენლებიც სტერეოტიპის მიხედვით,სხვა ყველაფერთან ერთად,ფლიდებად და
არასანდოდ ითვლებიან. სავარაუდოდ, მეორე მხარის შეურიგებლობადა მისი განცხადება,
რომის ზღვარზეა და მეტს ვეღარ დათმობს, დააეჭვებს პირველ მხარეს მის სიმართლეში.
მისი გაჯიუტება გამოჩნდება, როგორც ფარული ხერხი, პირველი მხარის დაყოლიებისთვის.
ამიტომ დათმობის მაგივრად პირველი მხარე, თავის მხრივ,შეუპოვრობით უპასუხებს.
ანალოგიურად, თუ მეორე მხარე რაღაც მომენტში დათმობების სერიას დაიწყებს, საეჭვოა,
რომ პირველი ამას შეაფასებს, როგორც თანხმობით გულწრფელ დაინტერესებას. ან
მოწინააღმდეგე ნაცარს აყრის თვალში, ან მას არჩევანი აღარ აქვს (რადგანმოლაპარაკების
უნარი პირველსუფროგააჩნია). ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი მხარე, ალბათ, არ
დაუთმობს მეორეს. იმის განურჩევლად, წავა თუ არამეორე მხარე დათმობაზე, პირველი
მხარის მიერ მისი შერჩევითი, სტერეოტიპული აღქმა აიძულებს პირველს, დაიკავოს ხისტი
და მყარი პოზიცია, რაც შეთანხმების მიღწევის ალბათობას შეამცირებს.
ნათელია, რომ კულტურულ სტერეოტიპები, სავარაუდოდ,ცვლიანპირველი
მხარის მიერ მეორის მოქმედებების ახსნის სტრუქტურას. ეს შერჩევითი აღქმის
კიდევ ერთი ვარიანტია. თავი რომ დავანებოთ რეალურ სხვაობებს მოლაპარაკების
სტილში, რაც კულტურული ცვლადების შედეგია, ასეთი შერჩევითი აღქმა შეიძლება
გავლენის ქვეშ აქცევდეს ეფექტურ მოლაპარაკებას

სტაბილურობა და კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთობა


სოციალური კავშირები

სოციალურ კავშირებს აქვთ თვისება,შეუწყონ ხელი დათმობას და პრობლემის


გადაჭრას. გარდა ამისა, ისინი ამცირებენ მეტოქეობის ტენდენციას, განსაკუთრებით მისი
ყველაზე ხისტი ფორმით. ამრიგად, ურთიერთობებში სოციალური კავშირები
სტაბილურობის წყაროა და ისინი ამცირებს კონფლიქტის ესკალაციის ალბათობას. ისინი
მოიცავს პოზიტიურ განწყობებს, პატივისცემას, მეგობრობას, ნათესაობას, გაცნობიერებულ
მსგავსებას, ერთი და იმავე ჯგუფების წევრობას და სამომავლო
დამოკიდებულებას.სოციალურ კონფლიქტზე მეგობრობის გავლენის მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ რენსფორდის დაკვირვება რომელმაც დაადგინა, რომ იმ აფრო-ამერიკელებს,
რომლებსაც თეთრკანიანებთან კარგი ურთიერთობები აქვთ, ნაკლებად სურთ ძალადობრივი
ქმედებები რასობრივი სამართლიანობის საბაბით, ვიდრე მათ, ვისაც ასეთი ურთიერთობები
არ გააჩნია. საერთო ჯგუფური წევრობის მნიშვნელობა ასახულია კოულმენის დებულებაში),
რომ ჯგუფთან იდენტიფიცირება არბილებს ტაქტიკას, რომელსაც იყენებენ ჯგუფის სხვა
წევრებთან უთანხმოების გამოსახატად.
ასეთი კავშირების უმეტესობა ორმხრივია. როდესაც ერთი მხარე გრძნობს კავშირს
მეორესთან და მეორეც გრძნობს კავშირს პირველთან. ეს უტყუარია ნათესაური კავშირების
და ერთი და იმავე ჯგუფის წევრობის დროს და, როგორც წესი, ვლინდება მსგავსების აღქმის
შემთხვევაშიც. გარდა ამისა, პოზიტიური განწყობები და პატივისცემა, ჩვეულებრივ,
ორმხრივია , ისევე, როგორც მეგობრობა. კავშირის ერთადერთი სახეობა, რომლისთვისაც
ორმხრივობა არ არის დამახასიათებელი -ერთი მხარის მეორეზე დამოკიდებულებაა. ხდება
ხოლმე, რომ ერთი მხარე დამოკიდებულია მეორეზე,მაგრამ ის პირველზე - არა.
კავშირები სგანმამტკიცებელი ეფექტი ხშირად დაფარულია იმით, რომ ერთმანეთთან
მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ თავაზიანობის
წესებს. უფრო მჭიდრო ურთიერთობების დროს უფრო მეტი თემა წამოიჭრება ხოლმე და
შეიძლება უფრო მძაფრი დავაც წარმოიშვას, ყოველ შემთხვევაში მოკლე დროით.ასე რომ, თუ
კონფლიქტი განაგრძობს არსებობას, უფრო სავარაუდოა, რომ გამოიყენებენ პრობლემის
გადაჭრის და არა ხისტ ტაქტიკას. თუ თავს იჩენს აზრთა სხვადასხვაობა, უფრო შეჭიდული
წყვილები უფრო მძაფრად დავობენ, მაგრამ ჩვეულებრივ უფრო სრულ თანხმობასაც აღწევენ.
ყველაზე მნიშვნელოვანია ორი ტიპის კავშირი: ერთი ჯგუფის წევრობა და
დამოკიდებულება.

საერთო ჯგუფისწევრობა

სხვებთან კავშირის განცდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა საერთო ჯგუფის


წევრობა - ერთი მხარის მიერ იმის გაცნობიერება, რომ მეორე იმავე ჯგუფს ეკუთვნის.
კავშირი ერთი და იმავე ჯგუფების წევრობასა და სტაბილურობას შორის ემპირიულად ჯერ
არ უკვლევიათ. მიუხედავად ამისა,შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ფენომენმა კონფლიქტის
მონაწილეები შეიძლება დაიცვას ესკალაციისაგან. ამ ჰიპოთეზის არაპირდაპირ
მტკიცებულებებს გვაწვდის კრეიმერისა და ბრიუერის მიერ ჩატარებული კვლევა სადაც ორი
ჯგუფი ნაკლებად მეტოქეობდა საერთო რესურსებისათვის, თუ მათი წევრები ერთმანეთს
თვლიდნენ ერთიგეოგრაფიული კუთხის წარმომადგენლად. ასევე არსებობს ესკალაციისკენ
უფრო გამოხატული ტენდენციის მტკიცებულებები, იმ ჯგუფებს შორის რომელთა წევრები
სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან ან მოქმედებენ და ამიტომ ადვილად ვერ
გადაინაცვლებენ ერთი ჯგუფიდან მეორეში.

ბილეთი # 5

• სტრუქტურული და ფსიქოლოგიური ცვლილებები ესკალაციის დროს.


• ქცევის რაციონალიზაცია.
• დამოკიდებულება. ესკალაციის შიში.

ფსიქოლოგიური ცვლილებები
ოთხი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხშირად კონფლიქტის სპირალის ნაწილს
შეადგენს და, ამრიგად, ხელს უწყობს ესკალაციას, არის: დადანაშაულება, ბრაზი, შიში და
შფოთვა იმიჯის გამო.
არსებობს ფსიქოლოგიური მდგომარეობის სხვა კლასიც: მტრობისა და მეტოქეობის მიზნები,
ნეგატიური განწყობები და აღქმები, დეინდივიდუალიზაცია და დეჰუმანიზაცია. ეს
მდგომარეობები კონფლიქტზე ისევე მოქმედებს, როგორც დადანაშაულება (დაბრალება),
ბრაზი, შიში და იმიჯისათვის საფრთხის განცდა; მათ ასევე ახასიათებთ სიმტკიცე, რომელიც
ნაკლებადაა დამახასიათებელი სხვა მდგომარეობებისათვის.
ნეგატიური განწყობებისა და აღქმისთვის ჩვეულებრივი ამბავია კონფლიქტში გადაზრდა.
მეორე მხარეს უნდობლად უყურებენ - თვლიან მას ან გულგრილად, ან სულაც მტრულად
განწყობილად, პირველი მხარის კეთილდღეობის მიმართ. პირველი მხარე ხდება
მიკერძოებული და მიაწერს მეორეს უღირს თვისებებს, მაგ., თვლის მას ეგოცენტრულად,
მორალურად არასანდოდ და (უკიდურეს შემთხვევაში) ბოროტების დემონურ ძალად.
დაპირისპირების საკითხი კონკრეტულიდან გადაიზრდება ზოგადში; და პირველი მხარე,
უკვე კონკრეტულ მუქარით კი არა, არამედ ზოგადი პრობლემითაა დაკავებული - როგორ
გაუწიოს წინააღმდეგობა მტერს, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი. მეორე მხარის
მიმართ თანაგრძნობა, მისი დეინდივიდუალიზაციისა და დეჰუმანიზაციის გამო, სულ
უფრო ძნელდება. ჩნდება კონტაქტის გაწყვეტის ტენდენცია - ურთიერთობის სურვილის
გაქრობა. ხშირად ვითარდება „ყველაფრის ან არაფრის“ პრინციპით განსჯის ტენდენცია: ან
პირველი მხარე იმარჯვებს, ან მეორე. ყოველ ამ ცვლილებას მოსდევს მტრობა და
მეტოქეობა: სწრაფვა, გამოჩნდე სხვაზე უკეთესი, დასაჯო მეორე, დისკრედიტაცია გაუწიო,
დაამცირო ან გაანადგურო კიდეც. ხდება შედეგის მიღების სურვილის ჩანაცვლება მეორე
მხარისათვის ზიანის მიყენების სურვილით. ჩვეულებრივ, ყოველი ასეთი ცვლილება
კონფლიქტის ორივე მხარეს იჩენს თავს.
ასეთი ფსიქოლოგიური ცვლილებები გვეხმარება გავიგოთ იმ ესკალაციის არსი, რომელმაც
გამოიწვია „ცივი ომი“ და აგრეთვე, მისი დროში გამძლეობის მიზეზები. სრული
უნდობლობა, მტრის ხატი, თანაგრძნობის უუნარობა - ეს ყველაფერი ღრმად ჩაინერგა
ამერიკელების გონებაში „ცივი ომის“ დასაწყისიდან და ბოლო დრომდე მყარად იყო
შენარჩუნებული. ნულოვანი ჯამის სტილის („ყველაფერი ან არაფერი“) აზროვნება იყო
უკიდურესად გავრცელებული, რამაც გამოიწვია გადაჭარბებული შფოთვა კომუნისტების
ნებისმიერი წინსვლის გამო. ეს შიში ყველა ამერიკელ პრეზიდენტს აწუხებდა. არავის სურდა
კიდევ ერთი სახელმწიფოს კომუნისტურ ბანაკში გადასვლასთან შეგუება. ამერიკელების
უმეტესობამ დაკარგა იმის აღქმის უნარი, რომ საბჭოთა კავშირსაც გააჩნია უსაფრთხოების
ჭეშმარიტი ინტერესები, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებდა მის პოლიტიკას.

2.ქცევის რაციონალიზაცია

მეორე მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ჩამოყალიბებული განწყობისა და აღქმის


შენარჩუნებას, არის რაციონალიზაციის ეფექტი. პირველი მხარის ნეგატიური წარმოდგენები
მეორე მხარის შესახებ,იწვევს მტრულ ქმედებებს მის მიმართ, რის რაციონალიზაციასაც
ახდენს პირველი იმ უკვე არსებული წარმოდგენების ხელახლა განმტკიცებით, რამაც მისი
ქმედებები გამოიწვია. მიზეზშედეგობრივი დამოკიდებულებების ეს ჯაჭვი, უფრო
გავრცელებულია, ვიდრე შეიძლება მოგვეჩვენოს. კიდევ ერთხელ განვიხილოთ ბენის
შემთხვევა. ვთქვათ, ბენმა არ ჩაასხა მანქანაში ბენზინი მამის მიმართ ნეგატიური
დამოკიდებულების გამო. ასეთი ქმედების მიზეზები სავსებით შესაძლებელია არსებობდეს
არაცნობიერ დონეზე, ისე, რომ ბენმა გაიკვირვოს: „ეს როგორ მომივიდა, რომ მანქანა არ
გავმართე?“შემდეგ ის იძულებულია,რაციონალურად გაამართლოს თავისი
ქცევა.მაგალითად, მიდის დასკვნამდე, რომ მამა ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. ეს კიდევ
უფრო აძლიერებს ბენის უარყოფით დამოკიდებულებას მამის მიმართ.
3.დამოკიდებულება

დამოკიდებულება კავშირების ყველაზე რთული წყაროა. ერთი მხარე დამოკიდებულია


მეორეზე იმდენად, რამდენადაც მეორეს შეუძლია გააკონტროლოს პირველის შედეგიანობა
და შეუძლია, დააჯილდოოს სასურველი ან/და დასაჯოს არასასურველი ქცევის გამო.
დამოკიდებულება, ჩვეულებრივ, ხელს უწყობს დათმობის დაპრობლემების გადაჭრის
სტრატეგიას და ხელს უშლის მეტოქეობის მძიმე ტაქტიკას. რაც უფრო მეტად შეუძლია
მეორე მხარეს, რომ ავნოს ან დაეხმაროს პირველს, მით უფრო მეტად უნდა ფრთხილობდეს
პირველი, არ გააბრაზოს მოწინააღმდეგე პატარ-პატარა პრეტენზიებით და უხეში ტაქტიკის
გამოყენებით. ამრიგად, დამოკიდებულებას ჩვეულებრივ წვლილი შეაქვს სტაბილურობაში,
განსაკუთრებით, თუ ის ბილატერალურია (ანუ, თუ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება).
მჭიდრო კოოპერაციის და კონფლიქტის ესკალაციის არარსებობის მაგალითად შეიძლება
მოვიყვანოთ შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობები მეორე
მსოფლიო ომის დროს, როდესაც ეს ორი ქვეყანა ერთმანეთზე იყო დამოკიდებული
გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ურთიერთობები მთლიანად
დაინგრა, როგორც კი საერთო ბრძოლა დამთავრდა და„ცივ ომში“ გადაიზარდა.
დამოკიდებულება ორლესული მახვილია, რადგან,როდესაც ერთი მხარე დამოკიდებულია
იმაზე, დააჯილდოებს თუ არა მას მეორე მხარე, ჩნდება ინტერესების განსვლის პოტენციალი.
რაც უფრო დამოკიდებული იქნება პირველი მხარე მეორეზე, მით უფრო ხისტ ტაქტიკას
გამოიყენებს ის მეორისთვის ჭკუის სასწავლებლად. აი, რატომაა, რომ მეგობრები და ერთი
ოჯახის წევრები ასე ხშირად მიდიან კონფლიქტის ესკალაციაზე, მათ შორის
ურთიერთკავშირისა და ერთი ჯგუფისადმი კუთვნილების მიუხედავად. მათი ინტერესების
განსვლის მრავალი საფუძველი არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, დამოკიდებულებას
შეუძლია კონფლიქტის როგორც შემცირება, ისე გაძლიერება. სანდო მეორე მხარეზე
დამოკიდებულება სტაბილურობის წყაროა, ხოლო არასანდოზე დამოკიდებულებამ
შეიძლება მრავალმხრივი კონფლიქტი და მძიმე ესკალაციაგამოიწვიოს.
არსებობს აგრეთვე რთული ურთიერთკავშირი სტაბილურობასა და დამოკიდებულების
სიფართოვეს შორის. რაც უფრო მრავალფეროვანია სფეროები, სადაც ერთი მხარე
დამოკიდებულია მეორეზე, მით ნაკლებ სავარაუდოა, რომ პირველი დაიწყებს ხისტი
ტაქტიკის გამოყენებას რომელიმე სფეროში, რადგან შეეშინდება,დანარჩენ სფეროებში არ
დაკარგოს მეორის დახმარება. ამრიგად, ასეთ შემთხვევებში კონფლიქტის ესკალაცია ნაკლებ
სავარაუდოა.
თუმცა, უფრო ფართო დამოკიდებულება ნიშნავს კონფლიქტის მეტ შესაძლებლობასაც. თუ
შეერთებულ შტატებსა და ეკვადორს შორის რამე ცუდად წავა, აშშ სანქციებს ალბათ უფრო
მეტადგამოიყენებს, ვიდრე იმ შემთხვევაში გამოიყენებდა, მსგავსი პრობლემები დიდ
ბრიტანეთთან რომ გასჩენოდა. ეს იმიტომ, რომ შეერთებული შტატები დიდ ბრიტანეთზე
უფრო მეტადაა დამოკიდებული. თუმცა უფრო დიდი დამოკიდებულება იმას ნიშნავს, რომ
კონფლიქტები დიდ ბრიტანეთთან უფრო ხშირადაა შესაძლებელი,ვიდრე ეკვადორთან.
დამოკიდებულების სიფართოვე ზრდის კონფლიქტების რიცხვს, მაგრამ ამცირებს რომელიმე
მათგანის ესკალაციის ალბათობას.
როდესაც დამოკიდებულებაძალიან ფართო ხდება, მისი, როგორც სტაბილურობის ხელის
შემწყობის როლი სუსტდება. უზომოდ დიდმა დამოკიდებულებამ შეიძლება ხელიც
კიშეუწყოს კონფლიქტის ესკალაციას. პრობლემა ისაა,რომ ერთ მხარეს არასდროს შეუძლია
მეორის ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. დავუშვათ, მეორე დამოკიდებულია
პირველზე საკვების, ფულის, სიმპათიის და პატივისცემის და იმის გამო, თუ რა ჩაიცვას, თმა
როგორ შეიჭრას, რა აჩუქოს ნათესავებს და ა.შ. პირველი მხარე ნიცშეს ზეადამიანიც რომ
იყოს, მეორის რომელიღაც მოთხოვნილებები დაუკმაყოფილებელი დარჩება და
ისფრუსტრირებულიიქნება. შეიძლება ის გაბრაზდეს კიდეც და პირველს უხეშად მოპყრობა
დაუწყოს.

არსებობს ორი სხვა გზაც, როდესაც მოცემულ ურთიერთობათა სისტემის მიღმა მყოფი
ადამიანების ჩართულობა იცავს ურთიერთობებს კონფლიქტის ესკალაციისაგან. პირველი -
ასეთი ჩართულობა, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია კონკურენტულ აქტივობასთან, რაც
კონფლიქტს დროს და რესურსსგამოაცლის. ჩვეულებრივ, ადამიანები, რომლებიც მრავალი
სხვადასხვა საქმით არიან დაკავებული, თავს არიდებენ კონფლიქტების ესკალაციას,სანამ
პრობლემები უმნიშვნელოა. მეორე - პრობლემები უფრო უმნიშვნელოდ ჩანს, თუ მათ
ნაკლები ყურადღება ექცევა. თუ ცხოვრებას ამდიდრებს მრავალი გარე აქტივობა, ადამიანები
წინ იხედებიან. არ არის აუცილებელი, ყველა საქმეში იყო გამარჯვებული, შეიძლება თავს
უფლება მისცე,რაღაც დაკარგო, რადგან ბევრად მეტს მოიგებ. სიტუაციები სტაბილურია,
რადგან შემთხვევით მარცხთან შერიგება უფრო ადვილია.

ესკალაციის შიში

რიჩარდსონი გამალებული შეიარაღების თავის კლასიკურ კვლევაში ამტკიცებდა, რომ


კონფლიქტის სპირალები და, შესაბამისად, ესკალაცია ნაკლებად მოსალოდნელია, როდესაც
კონფლიქტის მხარე აცნობიერებს ასეთი სპირალის გაჩენის საშიშროებას და წუხს მისი
მოსალოდნელი შედეგების გამო. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ კონფლიქტის
მხარეებმა დაუკლონ რეაქციების ტონალობას მოწინააღმდეგის აგრესიული ქმედებების
საპასუხოდ. ნაწილობრივ ესკალაციის შიშით აიხსნება შემრიგებლური საპასუხო რეაქცია
პარტნიორის გამომწვევ საქციელზე. ასეთ შემთხვევაში ვხედავთ მკვდრადშობილ
კონფლიქტურ სპირალს: მეორე მხარე ზღვარს უახლოვდება, პირველი კი არც ცდილობს, რომ
მას დაეწიოს.
ზოგჯერ ესკალაციის შიში წინა კონფლიქტების საშიში ეპიზოდების გამო აღმოცენდება . თუ
ასეთი კონფლიქტების შემდეგ ურთერთობების გაგრძელებას ახერხებენ, ერთი ან ორივე
მხარე ხშირად ისჯება და ეშინია, ზედმეტი არ მოუვიდეს. ასე მოხდა კარიბის კრიზისის
დროს, 1962 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები უფრო ახლოს
აღმოჩნდნენ შეიარაღებულ კონფლიქტთან, ვიდრე ოდესმე „ცივი ომის“ დროს. ამ კრიზისის
შემდეგ მალევე დაიწყო განმუხტვის პერიოდი, როდესაც ორივე მხარე ძალისხმევას არ
იშურებდა მათ შორის არსებული წინააღმდეგობების დეესკალაციისთვის. ორივე
სახელმწიფომ ერთად დაინახა უფსკრული და უკან დაიხია კატასტროფის თავიდან
ასაცილებლად. დროთა განმავლობაში ამ კრიზისით გამოწვეული ესკალაციის შიში გაიფანტა
და ესკალაციისკენ მიმართული ძალები კვლავ გაძლიერდნენ.
ზოგჯერ სტაბილურობა ძლიერდება ესკალაციის შიშით. თუ ურთიერთობები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი მხარისთვის, ან საქმე გვაქვს მოახლოებული
უბედურების აშკარა ნიშნებთან, ხდება ხოლმე, რომ აორმაგებენ ძალისხმევას, რომელიც
კონფლიქტის ესკალაციის საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ბილეთი #6
1.ჩაფლობის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა
2. თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება. აუტისტური მტრობა
3. კონფლიქტის შემზღუდველი ნორმები და ინსტიტუტები

ჩაფლობის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა


ბოლო 10 წლის განმავლობაში ამა თუ იმ ფორმით, ლაბორატორიულად და საველე
პირობებში ჩაფლობა მრავალმა მკვლევარმა შეისწავლა. ერთ დოლარიანი აუქციონი
დაწვრილებითაა შესწავლილი და შემუშავებულია რამდენიმე სტრატეგია, რომლებიც
ჩაფლობასთან ბრძოლაში დაგვეხმარება.
1. საზღვრების მონიშვნა. ბროკნერის და თანაავტორების და ტეგერის კვლევებმა აჩვენა,
რომ, თუ მიზნის მიღწევის პროცესში მონაწილეობის საზღვრები დადგინდება იქამდე,
ვიდრე თვით მიღწევის პროცესი დაიწყება, ჩაფლობის ალბათობა მცირდება. უფრო
მეტიც, ეს ალბათობა კიდევ უფრო მცირდება, თუ მონიშნული საზღვრები საჯაროდ
გამოცხადდება.
2. დანაწევრება. განსაკუთრებული პრობლემა ჩნდება, როდესაც ჩაფლობის სიტუაციაში
გახარჯული რესურსი დროა. პრობლემა ამ შემთხვევაში ისაა, რომ იმის
გადასაწყვეტად, ღირს თუ არა ლოდინი, ბუნებრივი ათვლის წერტილები არ
არსებობს. მომლოდინე პასიურად ხარჯავს დროს და თვითონ ვერ წყვეტს რესურსის
შემდგომი დაკარგვის საკითხს. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევაში,
შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ჩაფლობა, თუ დავადგინეთ მიღებული
გადაწყვეტილებების პერიოდული განმეორებითი შეფასების განრიგი. ამ მიდგომას
უწოდეს დანაწევრება. ბროკნერის მიხედვით, დანაწევრების უმცირეს გამოყენებასაც
კი მოაქვს კარგი შედეგი. მაგალითად, ექსპერიმენტის მონაწილეებს, სადაც ჩაფლობის
საფრთხე იყო, ყოველ სამ წუთში ერთხელ ეკითხებოდნენ, სურთ თუ არა გაგრძელება.
ამ საკითხის უბრალო გააზრებას მოჰყვებოდა ის, რომ ისინი ორჯერ სწრაფად
ამბობდნენ უარს, ვიდრე ისინი, ვისაც არ აწყვეტინებდნენ.
3. დანაკარგის პირველ პლანზე წამოწევა. ბროკნერის მიერ შემოთავაზებული
ჩაფლობის პროცესის დანაწევრება, იძლევა აგრეთვე შესაძლებლობას,
რეგულარულად შევახსენოთ მონაწილეს ის დანაკარგები, რომლებიც უკავშირდება
პროცესის გაგრძელებას. როდესაც ასეთი შეხსენებები არ არსებობს, ჩაფლობა
შეიძლება გაძლიერდეს. ეს აჩვენა ბროკნერმა კვლევაში: ექსპერიმენტის მონაწილეებს
ურიგებდნენ „საგადასახადო ცხრილებს“, სადაც აისახებოდა მათი დანახარჯი დროის
ყოველ საკონტროლო მომენტში. ისინი, ვინც არ იღებდა ასეთ ცხრილებს, ანუ
ვისთვისაც დანაკარგები არ იყო ამდენად თვალსაჩინო, გაცილებით მეტად
„ეფლობოდნენ“, ვიდრე სხვები.
4. საკუთარი იმიჯის გამო შფოთვის შემცირება. ერთ დოლარიანი აუქციონის ბოლო
სტადიებზე ყოველი მონაწილის შეუპოვრობა მეტწილად იმის შედეგია, რომ ის
ცდილობს დარწმუნდეს, რომ სხვები მასზე არანაკლებ დაზარალდნენ. სწორედ ამ
სტადიაზე ჩნდება წუხილი საკუთარი „მაგარი“ იმიჯის გამო, რომელსაც თითოეული
ცდილობს, სხვა მონაწილეებს და მაყურებლებს დაანახოს. ინდივიდებსა ან ჯგუფებს
შორის კონფლიქტის გაღვივების კვალდაკვალ მისი მხარეები განსაკუთრებით
კონცენტრირდებიან იმაზე, რომ მათი შემრიგებლური ან მეგობრული ჟესტები
სისუსტის ნიშნად არ აღიქვან და ეს ბოროტად არ გამოიყენონ. იმ ძალთა რიცხვს,
რომლებიც ზეწოლას ახდენს კონფლიქტის მონაწილეზე და ჩაფლობისკენ უბიძგებს
(მიზნის სიახლოვე, მიზნის მნიშვნელობა, გაკეთებული შენატანი), ემატება
კონფლიქტის ყოველი მონაწილის შფოთვა, რომ მეორე მხარემ არ დაამციროს. აქედან
გამომდინარეობს, რომ თუ ასეთ შფოთვასთან დაკავშირებულ საშიშროებას
გავითვალისწინებთ, შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ ჩაფლობა.

2.თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება; აუტისტური მტრობა


თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება: თვითგანმტკიცების დროს, პირველი
მხარის ნეგატიური წარმოდგენები მეორე მხარის შესახებ უბიძგებს მას, მოიქცეს ისე, რომ ეს
იწვევს მეორე მხარის აღშფოთებას და სწორედ ისეთ რეაქციას, რომელიც ამ წარმოდგენებს
განამტკიცებს. ანალოგიურ ციკლურ პროცესს შეუძლია განამტკიცოს მეორე მხარის
ნეგატიური წარმოდგენები პირველის შესახებ. მსგავს პროცესებს უწოდებენ
„თვითაღსრულებად წინასწარმეტყველებას“.

თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება - არ არის უბრალოდ კიდევ ერთი


ჰიპოთეზა. ის ექსპერიმენტით იყო დემონსტრირებული, როგორც ლაბორატორიულ, ისე
ბუნებრივ პირობებში. პირველი მხარის მოლოდინები აიძულებს მას, იმგვარად მოიქცეს, რომ
ეს უბიძგებს მეორე მხარეს ისე მოქცევისაკენ, რომ დაადასტუროს პირველი მხარის საწყისი
მოლოდინები.
თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება უმეტესად იმით ძლიერდება, თუ რას
აკეთებს მეორე მხარე, რაც ადასტურებს პირველის ყველაზე უარეს ეჭვებს. მაგრამ ზოგჯერ
წინასწარმეტყველებას ისიც განამტკიცებს, რომ მეორე მხარე არაფერს აკეთებს პირველის
ეჭვების გასაბათილებლად. ასეთ შემთხვევაში ერთი მხარის მცდარი წარმოდგენა მტკიცდება
იმით, რომ მეორე მხარე არაფერს აკეთებს. მაგალითად, თუ უგრძნობი და ცივი მგონიხართ
და თავს გარიდებთ საზოგადოების თავშეყრის ადგილას, თქვენმა არცოდნამ ჩემი ქცევის
მიზეზების შესახებ, შესაძლოა, უნებლიეთ გაიძულოთ, რომ სწორედ ასე მოიქცეთ
(მაგალითად, არ მომაქციოთ ყურადღება), რაც განამტკიცებს ჩემს ჰიპოთეზას და ხორცს
შეასხამს ჩემს წინასწარმეტყველებას.
კონფლიქტის ერთი მხარის განცდები შეიძლება სრულიად უცნობი იყოს მეორე მხარისთვის.
ასეთი სიტუაციების ჩვეულებრივი შედეგია ის, რომ პირველი მხარის ყველაზე ცუდ
მოლოდინებს მეორე მხარესთან მიმართებაში, განამტკიცებს ის, რასაც უკანასკნელი არ
აკეთებს. მრავალი გაფიცვა გაჭიანურებულა და ყველა მონაწილეს ზარალი მისდგომია იმის
გამო, რომ ერთი მხარის უმოქმედობა (მაგალითად ადმინისტრაციის) ტოვებდა მეორე მხარეს
(მაგალითად, მუშებს) გაურკვევლობაში თავისი ჭეშმარიტი გეგმების თაობაზე.
აუტისტური მტრობა: არსებობს ტენდენცია, გავწყვიტოთ ურთიერთობა ადამიანებთან,
რომლებიც არ გვიყვარს ან რომლებსაც პატივს არ ვცემთ. ურთიერთობის გაწყვეტასთან
დაკავშირებული პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელი ხდება სწორედ იმ
სადავო საკითხის გადაჭრა, რომლებმაც გამოიწვია ურთიერთობების გაწყვეტა. კონფლიქტის
მხარეები იძულებული არიან, შეინარჩუნონ თავიანთი შეხედულებები ერთმანეთის შესახებ,
იმის ჩათვლით, რამაც გამოიწვია მათი ურთიერთობების გაყინვა. ეს შეხედულებები კი
დასაბამს აძლევენ პროცესს, რომელიც თავის თავს განამტკიცებს. ამ ფენომენს აუტისტური
მტრობა უწოდეს. ვაკუუმი ურთიერთობებში ჭორების გავრცელებას სასათბურე პირობებს
უქმნის, ხდება ფაქტების ან შელამაზება, ან დამახინჯება, წესად იქცევა პიროვნებაზე
თავდასხმა, რაც კონფლიქტს ესკალაციისკენ მიაქანებს. განვიხილოთ კონფრონტაციის
შემთხვევა აფრო-ამერიკელებსა და ჰასიდ ებრაელებს შორის ნიუ-იორკის ერთ-ერთ
რაიონში, ქრაუნ ჰაიტსში, რომელიც მოხდა 1991 წელს. კონფლიქტი პროვოცირებული იყო
ინციდენტით. ჰასიდმა ებრაელმა მძღოლმა გაიტანა ორი შავკანიანი ბავშვი. ერთი მოკვდა,
მეორემ კი სიცოცხლისთვის საშიში ტრავმები მიიღო. ამის შემდეგ მთელ უბანში უსაფუძვლო
ხმები დაირხა. ერთი ვერსიის თანახმად, ებრაული სათვისტომოს სასწრაფო დახმარების
მანქანა მუნიციპალურზე ადრე გამოჩნდა, მძღოლი წაიყვანა და ბავშვები მიატოვა. ეს ჭორები
პოლიციის ოქმების და მოწმეებიც ჩვენებების მიხედვით იყო სრული ტყუილი, მაგრამ ამან
განაპირობა შავკანიანი მოზარდების მიერ ებრაელი მამაკაცის სასტიკი მკვლელობა.
3.კონფლიქტის შემზღუდავი ნორმები

საზოგადოებაში მიღებული ნორმები ხშირად ხელს უწყობს სტაბილურობას იმით,


რომ ისინი კრძალავს მეტოქეობის უხეში ტაქტიკის გამოყენებას და მოითხოვს კონფლიქტის
გადაჭრას მოლაპარაკების გზით, რაც სწორი მიდგომაა ერთი ჯგუფის წევრებთან
მიმართებაში. ისეთი ტიპის მაქსიმები, როგორებიცაა „არ გადადო რისხვა ხვალისთვის“ და
„გიყვარდეს მეზობელი, როგორც საკუთარი თავი“, - იძლევა იმ ნორმების მაგალითს,
რომლითაც უნდა იხელმძღვანელო კონფლიქტის მოგვარების დროს.
ნებისმიერი ნორმის მსგავსად კონფლიქტის შემზღუდავი ნორმები
განსაკუთრებულად ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც ორივე მხარე კარგადაა
სოციალიზებული და გრძნობს, რომ საზოგადოება ზრუნავს მათ ინტერესებზე. ასეთი
ნორმები ეფექტურია სხვადასხვა ტიპის ჯგუფების არსებობის შემთხვევაშიც, თუ
საზოგადოება შეძლებს, რომ აიძულოს მათ ნორმების დასწავლა ან ექნება მათი დასჯის
უნარი ამ ნორმების დარღვევისათვის. ესკალაცია უფრო მაშინაა მოსალოდნელი, როდესაც
საზოგადოებაში ასეთი ფაქტორების ნაკლებობაა.
ზოგიერთ კულტურაში ნორმების დარღვევას დიდი სირცხვილი მოჰყვება.
მაგალითად, მრავალ იაპონურ სოციალურ ჯგუფში ურჩევნიათ, რომ ყველა დავა საკუთარ
ჯგუფშივე გადაწყდეს; დახმარების სხვაგან ძიება სიტუაციის საკუთარი ძალებით
გადალახვის უუნაროებად განიხილება, ეს კი მთელი თემის სირცხვილად ითვლება.

კონფლიქტების შემზღუდავი საზოგადოებრივი


სტრუქტურები

საზოგადოებათა უმეტესობაში ბჭობენ და მესამე მხარის დახმარებასაც იყენებენ


იმისათვის, რომ თავიანთ წევრებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრაში დაეხმარონ.
საზოგადოებაში სტაბილურობა ასეთი ინსტიტუტების მისაწვდომობასა და ეფექტურობაზეა
დამოკიდებული. მათ მიეკუთვნება საკანონმდებლო ორგანოები (სხვადასხვა
ორგანიზაციების წარმომადგენელთა კომიტეტები), საარბიტრო სამსახურები
(სასამართლოები და ოფიციალური არბიტრები) და მედიაციის სამსახურები.
ოფიციალური იურიდიული და საშუამავლო სამსახურები ზოგჯერ დაკანონებულია,
რის მაგალითიც შეიძლება იყოს შრომითი ურთიერთობების კომისია ნიუ-იორკის შტატში. ეს
კომისია განსაზღვრავს პროცედურების თანმიმდევრობას, როდესაც მოლაპარაკებები საჯარო
მოსამსახურეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებსა და სამთავრობო დაწესებულებებს შორის
ჩიხში შედის. თუ დაპირისპირებულ მხარედ გვევლინება პოლიცია ან დამქირავებელი, მაშინ
ჯერ დაინიშნება შუამავალი, რომელიც ეხმარება მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები
შეთანხმების დადებაში. თუ შუამავლობა უშედეგო გამოდგა, იწვევენ ექსპერტს, რომელიც
აგროვებს და აანალიზებს ფაქტებს და სარეკომენდაციო გადაწყვეტილება გამოაქვს. თუ
საქმეს ესეც არ შველის, დავა შეაქვთ არბიტრის განსახილველად და მის გადაწყვეტილებას
უკვე სავალდებულო ხასიათი აქვს.
ჩვეულებრივ, მესამე მხარეთა ჩარევას არაფორმალური და გაცილებით თავისუფალი
სახე აქვს.
ბევრ არაინდუსტირულ სოციალურ სისტემაში იმ წინააღმდეგობების გასარკვევად,
რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ სოფლის ან კლანის პოლარიზება და დაპირისპირება,
არსებობს საზოგადოების მონაწილეობის ფორმა, რომელიც შუალედურია ოფიციალურსა და
არაოფიციალურს შორის. ზოგიერთი მაღალი წოდების ადამიანი ასეთ სისტემაში
მიუკერძოებელი მესამე მხარის რეპუტაციას იძენს (Gulliver, 1979; Merry, 1989). კონფლიქტის
გაჩენისას თემის წევრები იწვევენ ასეთ ადამიანებს, რომლებიც ან ცალკე, ან უფრო დიდ
ჯგუფში მოლაპარაკებებს აწარმოებენ კონფლიქტის მონაწილეებთან. თუ მოდავე მხარეებს
სურთ დავის მოგვარება, მაშინ ამის შედეგად მიიღწევა შუალედური შეთანხმება. თუ არ
სურთ, მაშინ მესამე მხარე, ხშირად ჯგუფის სხვა წევრების მონაწილეობით, გამოიტანს
გადაწყვეტილებას თემში ჰარმონიის ინტერესებიდან გამომდინარე.
შეკრებები და მესამე მხარის მონაწილეობა ხელს უწყობს სტაბილურობას, რადგან
სთავაზობს ადამიანებს დავის გადაჭრის არაძალადობრივ და „სახის შენარჩუნების“
გარანტიის მქონე მეთოდს (Glassl, 1982). ასეთი ინსტიტუტების ეფექტურობისთვის ისინი
უნდა ჩაითვალონ ლეგიტიმურად და მიუკერძოებლად, ან იმ ნორმების მიმართ
მიკერძოებულად, რომლებიც უფრო გავრცელებულია მოცემულ სოციალურ ჯგუფში. ასევე
უნდა ჩანდეს, რომ საჩივრის მოსმენა და ყურადღებით განხილვა ხდება მაშინაც კი, თუ
საბოლოო გადაწყვეტილება ან რეკომენდაცია გამოტანილი იქნება ოპონენტის სასარგებლოდ
(Lind & Tuler, 1988, Thibaut & Walker, 1975).
ლეგიტიმური და სანდო განხილვისა და მესამე პირების ჩარევის ფორმების არარსებობის
დროს ადამინები ხშირად „თვითონ ჰკიდებენ ხელს“ სამართლის აღსრულებას და ამ დროს
მიმართავენ მეტოქეობის ხისტ ტაქტიკას კონფლიქტის თავის სასარგებლოდ გადასაწყვეტად
და ამით აძლიერებენ ესკალაციას. ამის მაგალითია მიჰაელ კოლჰაასის კონფლიქტის
ესკალაციის ბოლო ფაზა, როდესაც ის შეუერთდა სხვა განაწყენებულებს და თავს დაესხა
ხელისუფლების ადგილობრივ ცენტრს. ასეთი მოქმედებები ჩვეულებრივი ამბავია
საზღვრისპირა რაიონებში და ამერიკული ქალაქების ღარიბ კვარტალებში, სადაც კანონი
უძლურია ან ნდობას არ იმსახურებს.
ბილეთი #7
1. ძალთა ბალანსი ბირთვულ საუკუნეში. მუქარებზე სტაბილურობის დამყარების
პრობლემები
2. ჩაფლობის დახასიათება და ანალიზი. მაგალითები
3. მაყურებლები. სოციალური კავშირების გეოგრაფია

ძალთა ბალანსი ბირთვულ ეპოქაში

ბირთვული იარაღის განვითარებამ გამოიწვია ცვლილებები საერთაშორისო არენაზე


ძალთა განაწილების გააზრებაში. ეს იარაღი საშინლად დამანგრეველია და მისგან არანაირი
დაცვა არ არსებობს. სამხედრო ძალით საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ერთადერთი
შესაძლებლობაა, დაემუქრო მეორე მხარეს იმ იმედით, რომ ამ იარაღის გამოყენებისგან
შეაკავებ. ასეთ შეკავებას ეწოდება საპასუხო დარტყმა. ეს ნიშნავს, რომ სტაბილურობის
გადამწყვეტი პრობლემაა საპასუხო დარტყმის სანდოობა: რამდენად დამაჯერებელია, რომ
აგრესორი განადგურებულ იქნება.
ძალთა ბალანსის თეორიის მიხედვით სანდოობის შესაქმნელი მცდელობა შეიძლება
გულისხმობდეს სხვადასხვა ფორმას, რომელიც იმაზეა დამოკიდებული, აქვს თუ არა
სახელმწიფოს, რომელსაც თავს ესხმიან, ბირთვული იარაღი, თუ ის ასეთი სახელმწიფოების
მოკავშირეა (Kahn, 1960). ჩვეულებრივ მიღებულია, რომ ბირთვული სახელმწიფოები, მათზე
თავდასხმის შემთხვევაში, მათი შესაძლებლობების შესაბამისად უპასუხებენ. ამიტომ
მხოლოდ საპასუხო დარტყმის უნარია ყურადსაღები, ანუ შეძლებს თუ არა სახელწიფო
სამაგიეროს გადახდას პირველი ბირთვული შეტევის შემდეგ. და პირიქით, არაბირთვულ
სახელმწიფოზე თავდასხმის შეკავებისას მთავარი ფაქტორი განზრახვაა. წავა თუ არა
ბირთვული სახელმწიფო აგრესორის მხრიდან დამანგრეველი კონტრშეტევის რისკზე ამ
აგრესორისთვის სამაგიეროს გადახდის შემთხვევაში? მოკავშირის დაცვისთვის მზადყოფნა
პრობლემა იყო ყოველთვის, არაბირთვული დაპირისპირების დროსაც კი. მაგრამ კიდევ
უფრო ძნელია ასეთი განზრახვის რეალურობის შთაბეჭდილების შექმნა ბირთვულ
საუკუნეში, რადგან მკვეთრად გაიზარდა სამაგიეროს გადახდის საფასური.
ითვლება, რომ საპასუხო დარტყმის უნარი დამოკიდებულია მატარებლების
(რაკეტების და თვითმფრინავების) უსაფრთხოებაზე და უნარზე, გაარღვიონ
მოწინააღმდეგის თავდაცვა. იარაღის მატარებლების უსაფრთხოება მრავალი გზით
შეიძლება უზრუნველვყოთ: გავზარდოთ რაკეტა-მატარებლების რაოდენობა და მათი
განთავსების არეალი, ხშირად შევუნაცვლოთ ადგილმდებარეობა, დავმალოთ და
შევნიღბოთ. მაგალითად ზოგიერთი ბირთვული სახელმწიფო მუდმივად გადააადგილებს
ბირთვულ მატარებლებს წყალქვეშა ნავებით, ასე რომ, შეუძლებელია მათი ვირტუალურად
აღმოჩენა და განადგურება.
საპასუხო დარტყმის უნარის შენარჩუნების შემთხვევაში სახელმწიფოს შეუძლია,
თავს უფლება მისცეს, ჰქონდეს მოწინააღმდეგეზე საგრძნობლად ნაკლები შეიარაღება, და
მაინც უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს საკუთარ საზღვრებში. შეერთებული შტატები
მუდმივად წინ უსწრებენ რუსეთს დამანგრეველ ძალაში, მაგრამ არაფერი გვიჩვენებს
რუსეთის შეშფოთებას მოსალოდნელი თავდასხმის გამო. მიუხედავად არათანასწორი
მდგომარეობისა, არსებობს „ბირთვული ტერორის სტაბილური ბალანსი“.

მუქარაზე დაფუძნებული სტაბილურობის შექმნის პრობლემები

სტაბილურობის დაფუძნება მუქარებზე ან ძალთა ბალანსის რწმენაზე მრავალ


პრობლემას აწყდება. ასეთი მიდგომა გულისხმობს საკუთარი უდრეკობის შესახებ
პოტენციური აგრესორისთვის მკაფიო შეტყობინების გაგზავნას. მაგრამ ისტორიამ იცის
ასეთი ქმედებების მარცხით დამთავრების მრავალი შემთხვევა (Lebow et al.,1984). გარდა
ამისა, ასეთი მიდგომა გულისხმობს, რომ შესაძლო აგრესორი რაციონალური იქნება,
შეუძლია, ზუსტად გათვალოს თუ რას აკეთებს და მზადაა, უარი თქვას მოქმედებაზე, თუ
რისკი ძალიან დიდია, ხოლო წარმატების ალბათობა ძალიან მცირე.
აქედან გამომდინარეობს, რომ მუქარის შემცველმა შეკავებამ შეიძლება ვერ მოიტანოს
საჭირო შედეგი, ესკალაცია კი გამოვლინდეს საერთაშორისო ურთიერთობებში, თუკი
გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირებს: 1) გონებრივი ან ემოციური ნაკლის
აქვთ და სწორად ვერ იყენებენ მისაწვდომ ინფორმაციას; 2) თუ ისინი მიიჩნევენ თავიანთ
სამხედრო პერსპექტივას ისე უიმედოდ ან სამხედრო ბალანსს სწრაფად და არა მათ
სასიკეთოდ ცვალებადს, რომ თვლიან, რომ აგრესიით დასაკარგი აღარაფერია; 3) მათ
ამოძრავებს იმდენად მძლავრი გარე ან შიდა პოლიტიკური ინტერესები, რომ მზად არიან,
სამხედრო ავანტიურის რისკზე წავიდნენ.
მეორე პრობლემა ისაა, რომ შეკავება მუქარის გამოყენებით იმაში მდგომარეობს, რომ
მუქარა ფაქტობრივად აძლიერებს ესკალაციას. ესაა „ცეცხლის ცეცხლით ჩაქრობა“, რომელიც
კონფლიქტის სპირალის ზრდის რისკს შეიცავს. სხვა სიტყვებით, მუქარაზე დაფუძნებულმა
შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს სწორედ ის პრობლემა, რომელიც მას უნდა გადაეჭრა.
ამისათვის არსებობს სამი მიზეზი. პირველი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხარის მუქარა
საეჭვოს ხდის მეორე მხარის სიძლიერისა და დამოუკიდებლობის იმიჯს, რასაც თან მოსდევს
შურისძიება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა, როდესაც არსებობს არათვალსაჩინო
სხვაობა მხარეთა სიძლიერეში (თვალსჩინოსგან განსხვავებით),
რადგან უფრო ძლიერი მხარე ხშირად თავისთვის შესაძლებლად თვლის მუქარის
გამოყენებას, მაშინ, როდესაც ნაკლებად ძლიერი, უარყოფს მეორის უპირატესობას და ხდება
შეუვალი და აგრესიული (Pruitt& Carnevale, 1993). ეს პრობლემა ნაკლებად მწვავეა, როდესაც
მუქარა არ სცილდება სოციალური ნორმების ჩარჩოებს და ამიტომ ნაწილობრივ მაინც
ინარჩუნებს კანონიერების სახეს, როგორც ეს ხდება სამაგიეროს გადახდის მუქარის უმეტეს
შემთხვევებში. თუმცა ასეთ მუქარებსაც შეუძლია უკმაყოფილების გამოწვევა.
ესკალაციის მეორე მიზეზი ისაა, რომ ხშირად მუქარა, რომლის მიზანიც შეკავებაა,
არასწორადაა გაგებული (Jervis, 1976). არმიის მობილიზება შემოჭრის თავიდან აცილების
მიზნით შეიძლება განხილულ იქნეს აგრესიისთვის მზადებად. საპასუხო დარტყმისთვის
განკუთვნილი რაკეტები შეიძლება განიხილონ თავდასხმის საშუალებად. ბიჭების კომპანია,
რომელიც გაერთიანდა თავდაცვის მიზნით, შეიძლება მუქარად მოეჩვენოს მეორე ასეთსავე
კომპანიას. ასეთი აღქმა იწვევს თავდაცვით კონტრზომებს, რომლებიც აგრძელებს (ან იწვევს)
კონფლიქტის სპირალს.
ესკალაციის მესამე მიზეზი ისაა, რომ მაშინაც, თუ ერთი მხარის სამზადისს აშკარად
თავდაცვითი ხასიათი აქვს, მეორეს მაინც შეიძლება გაუჩნდეს შფოთვა, ხომ არ იმძლავრებს
პირველში აგრესიული სურვილები სამომავლოდ. ამრიგად, მეორე მხარემ შეიძლება იგრძნოს
შეტევაზე გადასვლის აუცილებლობა, იმისთვის, რომ შეამციროს პირველი მხარის უნარი,
მიაყენოს მას ზარალი მომავალში.
ინტერპრეტაციების და თავდაცვისთვის მზადების არასწორი გაგების თავიდან
ასაცილებლად შეიძლება ზედმიწევნით ავხსნათ საკუთარი მოქმედებები და შევეცადოთ
ყოველი ჩვენი ნაბიჯი დაუკავშიროთ მეორე მხარის მოქმედებებს, იმისთვის, რომ ყოველი
ასეთი ნაბიჯი საპასუხოდ გამოიყურებოდეს. უფრო მეტიც, ქმედებები უნდა იყოს აშკარად
თავდაცვითი, რომელთა ინტერპრეტირებაც არ შეიძლება, როგორც თავდასხმისა,
მაგალითად, გამაგრებების მშენებლობის წამოწყება ან ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარება.
შეიძლება შეათავსო სასჯელი და ჯილდო - დაემუქრო აგრესიისთვის სამაგიეროს
გადახდით და დაჰპირდე ჯილდოს თანამშრომლობისთვის. ეს მოქმედებს, რადგან ჯილდო
მიზნის მიღწევის ისეთი საშუალებაა, რომელიც არ ითვალისწინებს აგრესიას და ამცირებს
მეორე მხარის ეჭვებს მოსალოდნელი აგრესიის თაობაზე. კარგია დაძაბულობის შემცირება
სხვა სფეროებშიც იმისათვის, რომ შემცირდეს ალბათობა, რომ მეორე მხარე დაინახავს
პირველის სამხედრო ძალისხმევას საკუთარი უსიამოვნებისა და აღშფოთების პრიზმაში
(White, 1984).
ასეთი პროცედურები ზოგჯერ ეფექტურია, მაგრამ მუქარა ისე ხშირად იწვევს
პრობლემებს, რომ სასურველია, მათ საერთოდ ავარიდოთ თავი ან ჩავანაცვლოთ ისინი
კონფლიქტების მოგვარების სხვა საშუალებებით, მაგალითად, განვავითაროთ დადებითი
კავშირები, ჩამოვაყალიბოთ სოციალური ნორმები, ვეცადოთ, რომ მოვძებნოთ სადავო
პრობლემების გადაჭრის გზა.

ჩაფლობის მახასიათებლები; ჩაფლობის ზოგიერთი მაგალითი


ჩაფლობა წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც მიზნის მიღწევაზე იხარჯება მეტი
დრო, ენერგია, ფული ან სხვა რესურსები, ვიდრე ეს შეიძლება გამართლდეს ობიექტური
საზომით. ბროკნერის და რუბინის მიხედვით (Brockner & Rubin, 1985), სიტუაციებს,
რომლებიც იწვევს ჩაფლობას, სამი განმსაზღვრელი მახასიათებელი აქვს.
პირველი, - რესურსების ერთი და იგივე გადინება (იქნება ეს დრო, ფული ან
ადამიანების სიცოცხლე) შეიძლება განხილულ იქნეს, ან როგორც ინვესტიცია, ან როგორც
დანაკარგი. მაგ., ერთ დოლარიან აუქციონზე, თანხა, რომელსაც მონაწილე ჩამოდის ფსონის
ასამაღლებლად, შესაძლოა ერთდროულად განვიხილოთ, როგორც შენატანი (რომელიც
აახლოებს მონაწილეს აუქციონში გამარჯვებასთან) და როგორც დანაკარგი (დანახარჯი,
რომლის კომპენსირება არ მოხდება, სულ მცირე, იმ შემთხვევაში, როდესაც მონაწილე მეორე
ადგილზე აღმოჩნდება). ამრიგად, მოთამაშე განიცდის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ძალის
ზემოქმედებას - სურვილს, დაიცვას შენატანი და სურვილს, შეამციროს დანაკარგი.
მეორე, - რაც მეტი დრო გადის და რაც მეტი დანახარჯია, პროცესის გაგრძელების
საფასურიც იზრდება, მაგრამ სასურველი მიზანიც თითქოს უფრო გვიახლოვდება. ეს კი,
უფრო აღრმავებს დილემას კონფლიქტის გაგრძელებასა და მისგან თავის დაღწევას შორის.
მესამე, - ორი შესაძლო უკიდურესი გადაწყვეტილებიდან - მიზნის მიმართ სრულ
ერთგულებას ან მასზე სრული უარის თქმას შორის, - პირველის მიღებას ხელს უწყობს
გარკვეული გარემოებები. ძალას, რომელიც აკავებს ადამიანის შემდგომი ჩაფლობისგან (მას
განსაზღვრავს შენატანის ჯამი), გადაწონის ძალა, რომელიც მის გაჯიუტებას იწვევს. ესაა
ჯილდო მიღწეული მიზნისათვის, მიზნის მალე მიღწევის რწმენა და აგრეთვე უკან დახევის
საფასური. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დახარჯული თანხა მუდმივად აკავებს ერთ
დოლარიანი აუქციონის მოთამაშეს თამაშის გაგრძელებისაგან, ამ ძალას გადაფარავს
სწრაფვა, მოიგოს კუპიურა, იმედი ან იმის რწმენა, რომ მოგებას ერთი-ორი ნაბიჯი აშორებს
და, აგრეთვე, რწმენა, რომ უნდა გამართლდეს უკვე დახარჯული ფული, თუნდაც უფრო
დიდი დაბანდებების ხარჯზე.

მრავალ სიტუაციაში დევს ჩაფლობამდე მიყვანის პოტენციალი. მათგან ზოგიერთი


თავისი ბუნებით არასოციალურია (მაგალითად, იმის დადგენის მცდელობა, რამდენად ღირს
ძველი მანქანის ყიდვა, რამდენ ხანს ვუცადოთ ავტობუსს ან ამხანაგს, რამდენ ხანს
გავიჩეროთ აქციები, რომელთა ფასიც ეცემა) . ამ სიტუაციებში ადამიანი სხვა ვინმეს კი არა,
საკუთარ თავს ან ბუნებას უპირისპირდება. ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა თავისი არსით
სოციალური სიტუაციები, რომლებიც უკავშირდება კონკურენტულ ურთიერთობებს ორ ან
უფრო მეტ ინდივიდს, ან ჯგუფებს შორის. ერთ დოლარიანი აუქციონი არის ასეთი
ჩაფლობის კვინტესენცია პიროვნებათაშორის კონფლიქტში. ჯგუფთაშორის კონფლიქტის
მაგალითია გაფიცვა, რომელიც ჭიანურდება იმიტომ, რომ ორივე მხარემ უკვე დიდი
დანაკარგი განიცადა და ამიტომ დანებება ფუჭად აქცევს ყველაფერს, რაც აქამდე
გადაიტანეს. ან შეგვიძლია გავიხსენოთ კონფლიქტი ეკლესიის მრევლსა და მის სამეზობლოს
შორის. რაც უფრო დიდხანს დაიკავებს თითოეული მხარე შეურიგებელ პოზიციას, მით
უფრო იგრძნობს აუცილებლობას, რომ ეს პოზიცია გაამართლოს შემდგომი
შეურიგებლობით.
ბოლოს, საერთაშორისო დონეზე გადაწყვეტილებების მიღების დროს ჩაფლობის
მაგალითისთვის შეგვიძლია გავაანალიზოთ შეერთებული შტატების სულ უფრო ფართო
მონაწილეობა ვიეტნამის ომში. წიგნში „საუკეთესოები და უჭკვიანესები“ ჰალბერტსამი
განმარტავს აშშ-ს ჩაფლობას მსგავსი ტერმინებით. „მტრედები“ კვლავ და კვლავ
ამტკიცებდნენ, რომ აშშ უგუნურობის (და თანაც უზნეო) გზას დაადგა და რომ მას
დაუყოვნებლივ უნდა გამოეყვანა ძალები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, იქამდე, ვიდრე
თუნდაც კიდევ ერთი ამერიკელის (ან ვიეტნამელის) სიცოცხლე მოისპობოდა. „ქორები“ კი,
იმავე არგუმენტებით ასაბუთებდნენ, რომ ამერიკელები უნდა დარჩენილიყვნენ ვიეტნამში.
დაუყოვნებელი გასვლა, ამბობდნენ ისინი, უაზროს გახდის ამ ავანტიურისთვის გაღებულ
მსხვერპლს. და ისე ჩანდა, თითქოს ვიეტნამში გამარჯვებამდე და სამხრეთ აზიაში
ანტიკომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე ერთი-ორი გაბრძოლებაღა იყო დარჩენილი.
მსგავსი ანალიზის გამოყენება შეიძლება ისეთი უფრო გვიანი მოვლენების მიმართაც,
როგორიცაა ისრაელის შეჭრა ლიბანში 1982 წელს, არგენტინის კამპანია ფოლკლენდის
(მალვინის) კუნძულებზე, საბჭოთა ინტერვენცია ავღანეთში და კონფლიქტი სპარსეთის
ყურეში ერაყსა და აშშ-ს და მის მოკავშირეებს შორის 1990-1991 წლებში.

მაყურებლები; სოციალური კავშირების გეოგრაფია

ცოტაა კონფლიქტი, რომელიც მიმდინარებს დამკვირვებლების გარეშე. ეს ნიშნავს,


რომ, ჩვეულებრივ, საზოგადოება კონფლიქტს აუდიტორიით უზრუნველყოფს. ჩვენი
მოყვანილი მაგალითების უმეტესობაში ასეთი თვითმხილველები წუხან კონფლიქტის გამო
და ცდილობენ მის შეჩერებას. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. ზოგიერთი აუდიტორია
კონფლიქტის ყურებით ერთობა და აქეზებს მონაწილეებს ესკალაციისკენ, იქამდეც კი, რომ
„ლაჩარს“ ეძახის, თუ ისინი არ იბრძოლებენ. ასეთი წაქეზებები ფართოდაა ცნობილი სკოლის
მოსწავლეებს შორის და ასე, შესაძლოა, იმ ჩხუბის დროსაც ხდებოდა, რომელიც მეხუთე
თავშია აღწერილი. მძიმე ესკალაცია ხშირად ასეთი წაქეზების შედეგია (Brown, 1968).

კონფლიქტურ მხარეებს შორის მასტაბილიზირებელი არის მხარეების კავშირი


სოციუმის სხვა წევრთან ან სხვა ჯგუფთან. ფაქტობრივად სტაბილურობაზე ან ესკალაციის
პოტენციალზე საზოგადოების ნებისმიერ ორ წევრს შორის გავლენას ახდენს არსებული
კავშირებისა და ანტაგონიზმის მთელი კონფიგურაცია. ასეთ კონფიგურაციას ვუწოდებთ
სოციალური კავშირების გეოგრაფიას. იმისთვის, რომ გავიგოთ, თუ როგორ მოქმედებს ეს
გეოგრაფია, დავიწყოთ სამმხრივი კავშირებით, შემდეგ კი გადავიდეთ უფრო რთულ
კონფიგურაციებზე.

სამმხრივი კავშირები
სამმხრივ კავშირებში მთავარი საკითხი ისაა, თუ რა გავლენა აქვს ორი მხარის (A და
B) დავაზე მათ ურთიერთობას მესამე მხარესთან (X). შეგვიძლია განვასხვაოთ სამი ტიპის
სიტუაცია. პირველ შემთხვევაში თითოეულ მხარეს - A-სა და B-ს - აქვს კავშირები მესამე X
მხარესთან; მაგალითად, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა აქვს ცოლის მამასთან ან ორ
სახელმწიფოს ჰყავს საერთო მოკავშირე. ამან უნდა განამტკიცოს კავშირი A-სა და B-ს შორის
და, ამრიგად, მათი ურთიერთობების სტაბილურობაც და ეს ხელს უწყობს პრობლემების
გადაჭრას და არა ესკალაციას. ასეთი ურთიერთობების პროგნოზირება ორი მიზეზით
შეგვიძლია. ერთი მათგანია აღქმადი მსგავსება; ბალანსის თეორიის მიხედვით (Heider, 1958),
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ A-სა და B-ს ერთმანეთის მიმართ დადებითი ატიტუდი აქვთ,
X-ს მიმართ ერთნაირი დამოკიდებულების გამო ეფექტი, რომელიც დემონსტრირებული იყო
არონსონის და კოუპის მიერ. მეორე მიზეზი ისაა, რომ X აქტიურობს, როგორც
არაფორმალური შუამავალი A-სა და B-ს შორის და ცდილობს, შეარბილოს მათ შორის
არსებული ნებისმიერი წინააღმდეგობა და მოუწოდებს მათ, რომ თავი აარიდონ
ესკალაციას და ფართო შესაძლებლობებს ქმნის ორმხრივი კომუნიკაციისთვის.
მესამე მხარეები ხშირად იტვირთავენ ხოლმე შუამავლების როლს, ვინაიდან
განიხილავენ კონფლიქტებს მეგობრებს, ნათესავებს თუ მოკავშირეებს შორის, როგორც
საშიშროების შემცველს. ასეთი კონფლიქტები არღვევს მშვიდობას და ძირს უთხრის ჯგუფის
ერთიანობასა და პროდუქტიულობას. გარდა ამისა ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ
ანტაგონისტები ზეწოლას მოახდენენ მესამე მხარეზე მისი გადაბირების მიზნით და
განაწყენდებიან, თუ ის წინააღმდეგობას გასწევს. ამის მაგალითია შეერთებული შტატები,
რომელიც სულ ცდილობს, შუამავლის როლი შეასრულოს მის ორბიტაზე მყოფ ქვეყნებს
შორის წინააღმდეგობების დროს, მაგალითად, ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის.
მეორე ვარიანტში A და B მხარეები არიან X-ის ანტაგონისტები და, ამდენად, მათ
აერთიანებს ანტიპათია მესამე მხარის მიმართ. ამან უნდა გაზარდოს A-სა და B-ს შორის
ურთიერთობების სტაბილურობა ორი მიზეზით. ერთი, ისევე როგორც წინა შემთხვევაში,
ისაა, რომ გაცნობიერებული მსგავსება ხელს უწყობს ფსიქოლოგიური კავშირების
ჩამოყალიბებას. მეორე - ის მოთხოვნილებებია, რომლებიც ადვილად აღმოცენდება X-ის
წინააღმდეგ სამოქმედოდ.
მესამე ვარიანტში არსებობს კავშირი A-სა და X-ს შორის და ანტაგონიზმი B-სა და X-ს
შორის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ ანტაგონიზმი და ამის შედეგად
არასტაბილურობა A-სა და B-ს ურთიერთობებში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ A და B
გრძნობენ X-ის მიმართ დამოკიდებულებაში განსხვავებას. შესაძლოა, აგრეთვე, რომ X
ახდენს ზეწოლას A-ზე, რათა დაიყოლიოს A B-ს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში.

ოთხმხრივი სისტემები
თუ ზემოთ აღწერილ სისტემას დავუმატებთ მეოთხე მხარეს (Y), შევძლებთ კიდევ
რამდენიმე რამ ვიწინასწარმეტყველოთ. თუ გამოვრიცხავთ A-სა და B-ს შორის
ურთიერთობებს (რომელთა ბუნება ჩვენი პროგნოზის საგანია), ასეთ ოთხმხრივ სისტემაში
კიდევ რჩება კავშირების და ანტაგონიზმის ექვსი შესაძლო კონფიგურაცია. განვიხილოთ
მხოლოდ ორი მათგანი. ორივე კონფიგურაცია მოიცავს კავშირს A-სა და X-ს შორის და
ანალოგიურს B-სა და Y-ს შორის. სხვა სიტყვებით, A და X არიან მეგობრები ან მოკავშირეები,
ისევე, როგორც B და Y. ჩნდება კითხვა: როგორ ახდენს ურთიერთობები X-სა და Y-ს შორის
გავლენას A და B-ს ურთიერთობების სტაბილურობაზე?
მეოთხე შემთხვევაში, როდესაც X-სა და Y-ს შორის არსებობს დადებითი კავშირი,
შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ A-სა და B-ს ურთიერთობების სტაბილურობა (Rubin,
1971). ამისთვის არსებობს ორი მიზეზი. პირველი ეფუძნება წონასწორობის პრინციპს „ჩემი
მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია“. მეორე მიზეზი X-ისა და Y-ის ქმედებების შედეგია,
რომლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული A-სა და B-ს შორის პრობლემების გადაჭრით,
რათა დაიცვან საკუთარი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები შეიძლება საშიშროების ქვეშ
დადგეს, თუ A-სა და B-ს შორის კონფლიქტი გაჩნდება, რადგანაც X და Y მოექცევიან წნეხის
ქვეშ, რომ რომელიმე მათთან უფრო ახლო მყოფ მხარეს მიუერთდნენ.
მეხუთე შემთხვევაში, X-სა და Y-ს შორის ანტაგონიზმის დროს, შეგვიძლია
ვიწინასწარმეტყველოთ A-სა და B-ს შორის ურთიერთობების არასტაბილურობა და
ესკალაციის ტენდენცია, თუ მათ შორის კონფლიქტი აღმოცენდება. ეს ნაწილობრივ აიხსნება
ბალანსის პრინციპით და ნაწილობრივ იმით, რომ X-ისა და Y-ისაგან მოსალოდნელია A-სა
და B-ს შორის ანტაგონიზმის შექმნის მცდელობა, იმისთვის, რომ ორთაბრძოლაში უფრო
სანდო მოკავშირეები იყოლიონ.

სტაბილურობა უფრო ფართო სოციალურ ჯგუფებში


ის, რაც ითქვა სამ- და ოთხმხრივ სისტემებზე, შეიძლება გამოვიყენოთ უფრო
მრავალრიცხოვანი საზოგადოების სტაბილურობის ასახსნელადაც. ასეთი საზოგადოებები
შეიძლება შედგებოდეს ორი ან მეტი დამოუკიდებელი ჯგუფისგან, ან, შესაძლოა, სხვადასხვა
დონით არსებოდეს გადამკვეთი წევრობა.
განვიხილოთ ორი ჯგუფის შემთხვევა (A და C), რომლის წევრები არ არიან, ან მცირედ
არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ასეთ სიტუაციაში კონფლიქტის ესკალაციის
შესაძლებლობა ძალიან დიდია ორი მიზეზით. პირველი - თვით განსხვავებული ჯგუფების
არსებობა ხელს უწყობს ნეგატიური განწყობების განვითარებას (Tajfel, 1970). არსებობს
ანტაგონიზმის განვითარების ტენდენცია ნებისმიერ ორ ჯგუფს შორის, რომლებმაც იციან
ერთმანეთის არსებობის შესახებ, მაგრამ ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. მეორე მიზეზი
მდგომარეობს იმაში, რომ კონფლიქტი ასეთი დაპირისპირებული ჯგუფების ნებისმიერ ორ
წევრს შორის დიდი ალბათობით გამოიწვევს მთელი სიტუაციის პოლარიზებას. მეხუთე
ვარიანტში აღწერილი ძალთა განაწილება, რომლის დროსაც სხვადასხვა ჯგუფების წევრები
ჩხუბში ერთვებიან და კონფლიქტიც ფართოვდება. ხშირად, სწორედ ასე ვითარდება ჩხუბი
იქ, სადაც სასმელები იყიდება. ორი ადამიანი იწყებს შელაპარაკებით, მათ უერთდებიან
მეგობრები და საქმე მთავრდება დიდი ჩხუბით. ეს მით უფრო მოსალოდნელია, თუ ჯგუფებს
შორის ადრეც არსებობდა წინააღმდეგობები, ე. ი. თუ საზოგადოება ადრეც იყო
პოლარიზებული.
კოულმენს (Coleman, 1957) მოჰყავს ორი ტიპის სოციუმის მაგალითი, სადაც
არსებობენ ერთმანეთთან კავშირის არმქონე, მაგრამ კონფლიქტის აღმოცენებისთვის ხშირად
ურთიერთმოქმედი ჯგუფები: (1) ახალი ინგლისის ქალაქები, სადაც იანკები* მჭიდრო
კავშირში არიან ერთმანეთთან, მაგრამ თითქმის არა აქვთ კავშირი იტალიელ
იმიგრანტებთან და (2) საკურორტო ქალაქები, სადაც მუდმივი მცხოვრებლები საკუთარ თავს
ჩამოსულებისგან გამოცალკევებულ ჯგუფად განიხილავენ. როდესაც ასეთ ქალაქებში თავს
იჩენს უთანხმოება, საზოგადოება პოლარიზაციისკენ, ხოლო კონფლიქტი ესკალაციისკენ
მიემართება.
ასეთ სოციალურ ჯგუფებში პოლარიზაციასთან საბრძოლველად არსებობს ოთხი
საშუალება. ერთია - ლოიალურობის გაზრდა უფრო ფართო საზოგადოების მიმართ , ანუ ორ
ჯგუფს შორის ემოციური კავშირის გაძლიერება განცდით, რომ ისინი უფრო დიდი ერთობის
ნაწილი არიან. ეროვნულ ან სახელმწიფო დონეზე ამ მიზანს ემსახურება ჰიმნი და დროშა.
მეორე მეთოდია ცენტრალური ხელისუფლების შექმნა და გაძლიერება. ეს -
არასტაბილურობის წინააღმდეგ მიმართული კონვენციური სახელმწიფოებრივი მიდგომაა.
თუ დამყარდება დადებითი ურთიერთობები ცენტრალურ ხელისუფლებასა და თითოეულ
ჯგუფს შორის, ეს ხელს შეუწყობს სტაბილიზაციას პირველი, განხილული ვარიანტის
შესაბამისად. თუ ეს შეუძლებელია, ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია, ძალისმიერი
მეთოდებით შეუშალოს ხელი ესკალაციას. მესამე მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ
დაინერგოს ანტაგონიზმი გარე მტრის მიმართ, რაც შეესაბამება მეორე ვარიანტს.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ არგენტინის მიერ ფოლკლენდის/მალვინის
კუნძულების ოკუპაცია 1982 წელს, რაც, როგორც ჩანს, გამიზნული იყო ქვეყნის
დანაწევრებული პოლიტიკური ძალების გაერთიანებისთვის პატრიოტული პრობლემის
გარშემო.
ჯგუფებად დაყოფილ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან ბრძოლის მეოთხე მეთოდი
მდგომარეობს სხვადასხვა მხარეების წარმომადგენლებს შორის კავშირების განვითარებაში,
მეოთხე ვარიანტის გამოყენებით. ეს მეთოდი ძალაშია, როდესაც მმართველი სტრუქტურები
გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართავენ მშფოთვარე ჯგუფების წარმომადგენლებს
(მათ კოოპტაციას მოახდენენ). ლიკერტის რჩევა და მოწოდებაა (Lickert, 1961), ეს მეთოდი
გამოვიყენოთ ორგანიზაციებში და კომიტეტები შედგეს კონფლიქტის მონაწილე მხარეების
წარმომადგენლებისგან. ასეთი კომიტეტების წევრობა ამ წარმომადგენლებს უნერგავს
საერთო ჯგუფურ იდენტობას, ხოლო კომიტეტის სხდომები იძლევა შესაძლებლობას, რომ
მოგვარდეს ყველას ინტერესებში შემავალი პრობლემები. ასეთ წარმომადგენლებს
უწოდებენ სამაგრებს. წარსულში ამ მეთოდს იყენებდნენ სამეფო ოჯახები, რომლებიც
აქორწინებდნენ თავიანთ ქალიშვილებსა და ვაჟებს სხვა ქვეყნების დინასტიების პრინცებთან
და პრინცესებთან, მათ ქვეყნებთან მშვიდობიანი ურთიერთობების დასამყარებლად.
ასეთი პროცედურის შედეგად ყველა ჯგუფში ჩნდება ადამიანების მცირე ნაწილი,
რომელიც ეწინააღმდეგება მეტოქეობის ხისტ ტაქტიკას და მზადაა შუამდგომლობისთვის,
როდესაც ჯგუფებს შორის ჩნდება კონფლიქტი. ამ გზით, აგრეთვე, მატულობს
ერთდროულად სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებულთა რაოდენობა. თუ საზოგადოების
სტაბილურობას ხელს უწყობს თითო-თითო სამაგრი ყოველი მხრიდან, შესაბამისად, კარგი
იქნება ორ-ორი და ორას-ორასი - კიდევ უკეთესი.
გადამკვეთი წევრობის სისტემის სქემა წარმოდგენილია მეშვიდე ვარიანტით ნახ.8.4-
ზე. მასზე გამოსახულია ოთხი ჯგუფი, მაგრამ ანალიზი შეგვიძლია გავავრცოთ ბევრად დიდ
რაოდენობაზე. ამ სქემაზე ჯგუფებიდან ორი (B და D), გადაიკვეთება ორ სხვა ჯგუფთან (A
და C), იმ გაგებით, რომ მათ შემადგენლობაში ერთი და იგივე წევრები არიან. ასეთი
სიტუაცია ორი მიზეზის გამოა სტაბილური. ერთია ჩვენთვის უკვე ნაცნობი ბალანსის
ფენომენი, რომელიც ადრე განვიხილეთ: „ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია“. ბალანსი
ასუსტებს საზღვრებს A-სა და B ჯგუფებს შორის (და B და D ჯგუფებს შორისაც), ისე, რომ ამ
ჯგუფების წევრები თავს ერთმანეთთან უფრო ახლო გრძნობენ, ვიდრე მეექვსე ვარიანტში. ამ
მექანიზმის ძალა დემონსტრირებულია კვლევაში, რომლის მონაწილეებსაც ჰქონდათ
მხოლოდ აღქმული გადამკვეთი წევრობა, მაგრამ რეალური კონტაქტი ამ ჯგუფებს შორის არ
არსებობდა (Vanbeselaere, 1991). გადამკვეთი წევრობის ეფექტურობის მეორე მიზეზი
უკავშირდება იმას, რომ B და D ჯგუფების გადაკვეთის არეში შემავალი პირები ცდილობენ
მოხსნან დაძაბულობა A და C ჯგუფებს შორის.
გადამკვეთი წევრობა უზრუნველყოფს სტაბილურობას ორივე მიმართულებით:
კონფლიქტებს A და C ჯგუფებს შორის აკავებენ მათი წევრები, რომლებიც შედიან B და D
ჯგუფებში, ხოლო კონფლიქტები B-სა და D-ს შორის შეკავებულია A და B ჯგუფების
შემადგენლობაში მყოფთა გადამკვეთი წევრობით.
გლუკმანმა (Gluckman, 1955) მოიყვანა გადამკვეთი წევრობის ორი ეთნოგრაფიული
მაგალითი. მან მიაქცია ყურადღება, რომ, როდესაც ნუერის ტომის მამაკაცი მშობლიური
სოფლიდან გადადის სხვაგან საცხოვრებლად, ის ხდება შუამავალი დავებში ნათესავებსა და
იმ ადგილის მცხოვრებლებს შორის, სადაც ის დასახლდა. ამისთვის მას აქვს ორი სავარაუდო
მოტივი. პირველი, - მას შეიძლება ეშინოდეს, რომ რაიმე გარჩევების დროს მასაც შეეხებიან,
ამიტომ ის არწმუნებს ნათესავებს, რომ უფრო ფრთხილად იყვნენ. მეორე, - შესაძლოა, მან
„შესთავაზოს ნათესავებს, გადაუხადონ ამის კომპენსაცია, რადგან ახალ ადგილთან მას
მრავალი ინტერესი აკავშირებს“. გლუკმანი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ქორწინება ხელს უწყობს
სტაბილურობას იმ აფრიკულ სოციალურ ჯგუფებში, სადაც ცოლი გადადის საცხოვრებლად
ქმრის სოფელში. მეუღლესთან ცხოვრების დროს, ის მშვიდობისმყოფელ გავლენას ახდენს
სიტუაციაზე, თუკი ჩნდება კონფლიქტი მის მშობლიურსა და იმ სოფელს შორის, სადაც ის
გათხოვდა. ორივე შემთხვევა მაგალითია გადამკვეთი წევრობისა, რადგან ადგილნაცვალი
პირი ორივე ჯგუფის წევრად გადაიქცევა.
გადამკვეთი წევრობის თეორიაში არის კიდევ ერთი ასპექტი, ამჯერად პარადოქსული.
გადამკვეთი წევრობის არსებობის პირობებში, სოციალურ ჯგუფებს შორის მცირე
კონფლიქტს მთელ თანამეგობრობაში სტაბილურობა შემოაქვს და ნაკლებად მოსალოდნელს
ხდის ძლიერ კონფლიქტებს. წარმოვიდგინოთ საზოგადოება, რომელიც შედგება იანკებისა
და იტალიელებისგან, სადაც ორივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები მუშაობენ
მენეჯერებად (და გაწევრიანებულები არიან მენეჯერების კლუბებში და ასოციაციებში),
სხვები კი არიან უბრალო თანამშრომლები (და პროფკავშირების წევრები). ასეთ სიტუაციაში
მცირე კონფლიქტი ადმინისტრაციასა და მუშებს შორის გააძნელებს კონფლიქტს იანკებსა და
იტალიელებს შორის, რადგან ერთნიც და მეორენიც ერთად მუშაობენ შრომითი დავის
ფრონტის ორივე მხარეს და ესმით, რომ მომავალშიც ასე იქნება. ანალოგიურად, მცირე დავა
იანკებსა და იტალიელებს შორის შეამცირებს მომავალი კონფლიქტების ინტენსივობას
ადმინისტრაციასა და დასაქმებულებს შორის. ამრიგად, - და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს, - ორივე ვარიანტად დაჯგუფების დროს, თუ კონფლიქტი მსუბუქია, ორივე
შემთხვევაში მოსალოდნელია ძლიერი კონფლიქტების თავიდან აცილება. ასეთ
საზოგადოებაში პრაქტიკულად ყველა ხედავს სხვაში ყოფილ ან შესაძლო სამომავლო
მოკავშირეს.
აღწერილი ტიპის ურთიერთგადამკვეთი სისტემები ძალიან მდგრადია კონფლიქტის
ესკალაციის მიმართ. მაგრამ არც ერთი არ არის მისგან გარანტირებული. ჯგუფების
ინტერესებს შორის ნამდვილად ძლიერმა კონფლიქტმა შეიძლება გაარღვიოს უამრავი,
თუნდაც სანდო, კავშირი, ამით გამოიწვიოს გაშმაგებული ესკალაცია და გააჩინოს
ანტაგონისტური განწყობების კომპლექსი, რომლის გარდაქმნასაც წლები დასჭირდება.

You might also like