You are on page 1of 10

პროტესტი, სოციალური მოძრაობები,

რევოლუციები

2020-2021 აკადემიური წელი, გაზაფხულის სემესტრი

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

ლიტერატურა:
Cognitive Dissonance and Social Change, Rabin Mathew, Working Paper, University of California at Berkley, 1991

სარეკომენდაციო:
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის განმარტებითი ლექსიკონი-ცნობარი სოციალურ
მეცნიერებებში: ფსიქოლოგია, გენდერი, გამოყენებითი სტატისტიკა, საჯარო პოლიტიკა და მართვა
(პროექტი განხორციელდა 2014-2016 წლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
დაფინანსებით, http://dictionary.css.ge/)
Correcting mistakes: cognitive dissonance and political attitudes in Sweden and the United States, Mikael Elinder,
Public Choice, 153, 2012, pp. 235 - 249
6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

კოგნიტური ფსიქოლოგია (აქტუალური მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან) შეისწავლის შემეცნებით


პროცესებს, ინფორმაციის გადამუშავების თანმიმდევრულ ეტაპებს და გავლენას ქცევაზე.
აქტუალური გახდა ბიჰევიორიზმის (სტიმულსა და რეაქციას შორის კავშირის შესწავლა, აქტუალური
მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან) მარცხის შემდეგ, რომელმაც ვერ ახსნა ერთსა და იმავე
სტიმულზე ქცევების მრავალფეროვნება
დისონანსი - შეუთანხმებლობა, ჰარმონიის დარღვევა
კოგნიტური დისონანსი (1957 წელი, ლ. ფესტინჯერი) კონფლიქტის მდგომარეობა, რომელსაც
ადამიანი განიცდის გადაწყვეტილების მიღებისას და ქცევის განხორციელებისას მისი რწმენების,
გრძნობებისა და ღირებულებების საწინააღმდეგო ინფორმაცის მიღების შემდეგ. დაძაბულობა
ადამიანს უბიძგებს, მოახდინოს ასეთი დაძაბულობის შემცირება. რაც უფრო ძლიერია დისონანსი,
მით უფრო დიდია მისი შემცირების სურვილი
6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

 კოგნიტური შეუსაბამობით შექმნილი დისონანსის ზომის შესაბამისად იზრდება შემცირების


მოტივაცია.
 ერთი მიდგომით, ადამიანები კოგნიტურ დისონანსს განიცდიან და შინაგანი „მე“-ს
წონასწორობის მიღწევას მაშინ ცდილობენ, როცა ისინი თავს სოციალური გარემოსგან
დამოუკიდებლად თვლიან.
 როცა ადამიანმა იცის, რომ მისი დამოკიდებულება და ქცევა არ თანხვდება ერთმანეთს, სხვა
სიტყვებით, დისონანსშია ერთმანეთთან - ანუ ქცევა არ შეესაბამება დამოკიდებულებას, ჩნდება
უარყოფის, თავის არიდების მდგომარეობა და ადამიანი მის შემსუბუქებას, შემცირებას
ცდილობს.
 როდესაც ადამიანი ამორალურ ქმედებაში ერთვება, თავს ცუდად გრძნობს, რაციონალური
ადამიანები ერთვებიან ამორალურ ქმედებაში იმ დოზით, რა დოზითაც მათ ინტერესშია.
დისკომფორტის მიუხედავად, შეიძლება გაიზარდოს ამორალურ ქმედებაში ჩართულობა და
6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

 მეორე მიდგომით, ამორალურ ქმედებაში ჩართულობას შეიძლება ხელი შეუწყოს საზოგადოების


წევრების გავლენამაც. „ინდივიდის ქმედება დამოკიდებულია საზოგადოების საშუალო ქცევაზე“

კოგნიტური დისონანსი არის განსვლა რწმენასა და ქმედებას შორის, რაც ადამიანებში იწვევს
უსიამოვნების განცდას, ამიტომ ადამიანები ამორალურობის გამართლებას ცდილობენ
რაციონალური არჩევანით, ქცევის ან რწმენის ცვლილებით დისკომფორტის შესამცირებლად.
ვინაიდან რწმენის ცვლილება რთულია, განხილულია ის შემთხვევები, რომელიც ქცევის
ცვლილებას (სოციალურ ცვლილებას) იწვევს ადამიანში.
6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

კოგნიტური დისონანსი - სოციალურ ცვლილებაში მონაწილეობაზე უარის ამხსნელი


ადამიანები არწმუნებენ თავს, რომ ქმედება ეთიკურია, თუ ბევრი მიიჩნევს რომ ეს ეთიკურია.
თუ ადამიანი რაღაც ქმედებაში ჩართულია და უგულვებელყოფს მორალურ ხედვებს, მისი
მონაწილეობა გაიზრდება მოგების ზრდასთან ერთად და მორალური დისონანსი ვერ შეაფერხებს.
სამი დაშვება:
 თუ ინდივიდი ნაკლებ მოგებას იღებს ქმედებისგან, არ ჩაერთვება ამ ქმედებაში და დაარწმუნებს
თავს, რომ ეს ქმედება მისთვის მიუღებელია (რწმენის შეცვლა ნაკლები ზეწოლის დროს);
 თუ გარკვეული ქმედება ინდივიდისგან დიდ დანახარჯს მოითხოვს, უფრო ადვილად
დაარწმუნებს თავს, რომ ეს ქმედება ამორალურია (რწმენის შეცვლა რაციონალური არჩევანის
ფარგლებში);
 თუ გარკვეული ქმედება ინდივიდს დიდ სარგებელს მოუტანს, ადვილად დაარწმუნებს თავის მის
მორალურობაში (რწმენის შეცვლა დიდი ზეწოლის დროს)
6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

 რაც უფრო დიდია დისკომფორტი / დისონანსი ქმედებასა და ინდივიდის აღქმას შორის, უფრო
ადვილად ირწმუნებს თავს ამ ქმედების მორალურობაში;
 იმის გათვალისწინებით, რომ ინდივიდები საზოგადოებაში ცხოვრობენ, არსებობს მათ შორის
ურთიერთგავლენა და ზოგადი მორალური ნორმები;
 საზოგადოების ფუნდამენტური მსოფლმხედველობის შენარჩუნებაზე შეიძლება გავლენა
ჰქონდეს სოციალური ჯგუფების იმდროინდელ რწმენებს, საზოგადოება საიმისოდ იმდენად
დიდია, რომ მასზე გავლენა ჰქონდეს ინდივიდუალურ რწმენებს;
 თუ საზოგადოებაში საერთო ტენდენციაა კოგნიტური დისონანსის განცდის ზრდა, ინდივიდების
გაგებით ამორალური ქცევა მცირდება მორალის მიმართ ცვლილების ხარჯზე და არა ქცევის.
6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

 შეხედულებებს გავლენა აქვთ ქცევაზე vs კოგნიტური დისონანსი - ქცევას გავლენა აქვს


შეხედულებებზე.
 ამომრჩევლის საარჩევნო ქცევა - ამომრჩეველს მეტი ლოიალურობა უჩნდება იმ პოლიტიკური
პარტიის საქმიანობის მიმართ, ვის სასარგებლოდაც მისცა ხმა, მიუხედავად ამ პოლიტიკური
ძალის პოლიტიკის ხასიათისა.
 კოგნიტური დისონანსის თეორია ხსნის საარჩევნო ქცევას შემდეგნაირად: ხმის მიცემის აქტი
ამომრჩეველს შემდგომში პოზიტიურად განაწყობს იმ პარტიისა თუ კანდიდატის მიმართ, ვის
სასარგებლოდაც მისცა ხმა.
 წინამორბედი თეორიები: რაციონალური იგნორირების და რაციონალური ირაციონალურობის
თეორიები
6. კოგნიტური დისონანსი vs. სოციალური ცვლილება

 რაციონალური იგნორი (Rational Ignorance, Anthony Downs) - გარკვეული საკითხის სიღრმისეულმა


შესწავლამ შეიძლება იმდენი დრო დაახარჯინოს ინდივიდს, რომ მიღებული შედეგი იყოს
ნაკლებ ღირებული, პოლიტიკურ ქცევასთან კავშირში - ამომრჩეველი არ უღრმავდება
საარჩევნო პროგრამებს და ხმას აძლევს სხვა კრიტერიუმებით
 რაციონალური ირაციონალურობა (Rational Irrationality, Bryan Caplan) - ადამიანისთვის უფრო
რაციონალურია იყოს ირაციონალური, მიიღოს ირაციონალური გადაწყვეტილებები - აქცენტი
ადამიანის რწმენაზე
კოგნიტური დისონანსი ხსნის განსვლას სწორსა და მოსაწონს შორის
სალექციო კურსის პირველი ნაწილის შეჯამება

1. წინააღმდეგობის პოლიტიკა და ფორმები: პოლიტიკური კონფლიქტი; პოლიტიკური პროტესტი;


კოლექტიური ქმედება; სოციალური მოძრაობა; რევოლუცია;
2. კოლექტიური წინააღმდეგობის რეპერტუარები (ლობირება; დარწმუნება; კონფრონტაციული
რეპერტუარი - დემონსტრაციები, მჯდომარე აქციების ორგანიზება; რადიკალური რეპერტუარები -
მატერიალური თუ ეკონომიკური ზიანის მიზანმიმართული გამოწვევი);
3. უკმაყოფილების წინაპირობები, უთანასწორობა;
4. სოციალური მოძრაობების რევოლუციური დასასრული;
5. სოციალური მოძრაობის ინსტიტუციონალიზაცია (ტრანსფორმაცია პოლიტიკურ პარტიად და
ინტერესთა ჯგუფად)

You might also like