You are on page 1of 1

1.

გამოიყენეთ ტერმინები და განმარტეთ სად არის ოკციპიტალური წილი

ოკციპიტალური წილი მდებარეობს ნათხემის დორსალურად, შუამდებარე ტვინის


კაუდალურად, პარიეტალური წილის ვენტრალურად.

2. როგორია რეაქცია ,,იბრძოლე ან გაიქეცი’’, როდესაც ადამიანი ემოციურად


ძლიერ დაძაბულია?

,,იბრძოლე ან გაიქეცი’’ ხორციელდება ავტონომიური ნერვული სისტემის მიერ


ძლიერი ემოციური დაძაბულობის შემთხვევაში, იმისათვის რომ ორგანიზმს მიეცეს
საშუალება სათანადოდ უპასუხოს სტრესოგენურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევებში
ძირითადი აქცენტი კეთდება თავის ტვინის და ჩონჩხის კუნთების მოქმედებაზე:
„იბრძოლე ან გაიქეცი“ ახდენს თავის ტვინის მობილიზაციას (სიტუაციის სწრაფად
გაანალიზების, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების და შესაბამისი რეაქციის
სწრაფად აღმოცენების მიზნით) და ჩონჩხის კუნთების შრომისუნარიანობის
ამაღლებას (ბრძოლასაც და გაქცევასაც სჭირდება კუნთების აქტიური
ამოქმედება). ,,იბრძოლე ან გაიქეცი“ რეაქცია რეგულირდება ძირითადად
სიმპათიკური ნერვული სისტემის და ენდოკრინული ჯირკვლების საშუალებით.
რეაქცია ვითარდება მაშინაც, როდესაც ორგანიზმი არ განიცდის ძლიერ ემოციას,
მაგრამ ფიზიკურად გადატვირთულია.

3. აღწერეთ ფუნქციურ მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვის მეთოდი

ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული გამოსახვა(fMRI) - არაინვაზიური მეთოდი,


რომელიც საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ, თავის ტვინის რომელი უბნები
გამოიმუშავებს მეტ (ნაკლებ) ენერგიას და მაშასადამე, რომელი მათგანია მეტად თუ
ნაკლებად ჩართული კონკრეტული ფსიქიკური ფუნქციის შესრულებაში.

You might also like