You are on page 1of 10

kavkasiis universiteti

kavkasiis humanitarul da socialur mecnierebaTa skola

silabusi
სასწავლო კურსის
დასახელება
ზოგადი პათოლოგიის საფუძვლები
სასწავლო კურსის კოდი
სასწავლო კურსის
ანოტაცია კურსი ერთ-ერთი ფუნდამენტური, მაინტეგრირებელი დისციპლინაა, რომლის დანიშ-
ნულებაა ფსიქოლოგის თეორიული ბაზისისა და კლინიკური აზროვნების
ფორმირების ხელშეწყობა. თანამედროვე ექსპერიმენტული და კლინიკური
მონაცემების შესწავლა უზრუნველყოფს ფსიქიკური ფაქტორის როლის გაცნობიერებას
გავრცელებულ ფსიქოსომატურ დაავადებათა წარმოქმნაში, ფიზიოლოგიურ
სისტემებში პათოლოგიური პროცესების მექანიზმების განვითარებაში. კურსის
ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების სწავლება: ჯანმრთელობისა და
დაავადების ცნებები, დაავადების გამომწვევი მიზეზები და გარემო პირობების
მნიშვნელობა დაავადების წარმოშობაში, ორგანიზმის რეაქტიულობა და
რეზისტენტობა, ინდივიდუალური რეაქტიულობის თავისებურებების
დამოკიდებულება პიროვნების სქესზე, ასაკსა და კონსტიტუციაზე, კონსტიტუციის
ტიპები და კონსტიტუციის როლი პათოლოგიის განვითარებაში, ორგანიზმში მიმდი-
ნარე ადაპტაციური პროცესები, ადაპტაციური სინდრომის გამომწვევი მიზეზები და
განვითარების მექანიზმების თავისებურებები, ანტისტრესული რეაქციები და სტრესს-
რეაქციის კორექციის პრინციპები, ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი, აგრეთვე
გავრცელებული ფსიქოსომატური დაავადებები, მათი განვითარების ზოგადი მე-
ქანიზმები და პრევენციული ღონისძიებები. სასწავლო კურსის
ინტერდისციპლინარული ბუნება უზრუნველყოფს საბაზისო განათლების მიღებას,
ხელს შეუწყობს სათანადო უნარ-ჩვევების შეძენასა და შექმნის წინაპირობას
პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების ასათვისებლად. კურსის გავლის
შემდეგ სტუდენტი შეძლებს ნორმისა და ნორმიდან გადახრის, დისტრესისა და
დაავადების ნიშნების ამოცნობასა და ინტერპრეტაციას, რისკების სათანადოდ
შეფასებას. სასწავლო კურსი ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის,
პიროვნებასა და მთლიანად სოციუმზე მისი გავლენის გაცნობიერებას.

სასწავლო კურსის სავალდებულო არჩევითი


სტატუსი
ECTS 5 ECTS კრედიტი
სკოლა, საფეხური, სკოლა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
ჯგუფი, ვისაც ეკითხება
სწავლის საფეხური ბაკალaვრიატი, მაგისტრატურა დოქტორანტურა
სასწავლო კურსი
ჯგუფი სწავლების სემესტრი III

1
ლექტორი: თეა გურაშვილი
სამუშაო ადგილი კავკასიის უნივერსიტეტი
აკადემიური ხარისხი მედიცინის დოქტორი
აკად. თანამდებობა ასოცირებული პროფესორი
სამსახურის ტელეფონი
მობილური ტელეფონი 593 97 15 01
ელ–ფოსტა t_gurashvili@cu.edu.ge
კონსულტაციის დრო შეთანხმების მიხედვით

სასწავლო კურსის
შესწავლის წინაპირობები

სასწავლო კურსის ფორმატი 125 საათი


ლექცია
17 საათი. 7 კვირა, კვირაში 2 საათი; ერთი კვირა, კვირაში 3 საათი.
სემინარი
6 საათი. 6 კვირა, კვირაში 1 საათი.
პრეზენტაცია
3 საათი - 1 კვირა, კვირაში 3 საათი.
შუალედური/ დასკვნითი
გამოცდა 4 საათი - 2 საათი შუალედური, 2 საათი დასკვნითი გამოცდა.

სხვა 95 საათი - დამოუკიდებელი მუშაობის საათები,


კონსულტაცია კონსულტაცია 5 საათი სტუდენტებთან შეთანხმებულ დროს

სასწავლო კურსის მიზანია მომავალი ფსიქოლოგისათვის აუცილებელი თეორიული


ბაზისისა და კლინიკური აზროვნების ფორმირების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს
ზოგადი პათოლოგიის საბაზისო თეორიულ-მეთოდოლოგიური საკითხების,
ძირითადი ცნებებისა და კატეგორიების სწავლებას, ცოდნის შეძენას ნორმისა და
ნორმიდან გადახრის, სტრესისა და დისტრესის განვითარების თავისებურებების,
სასწავლო კურსის მიზანი პათოლოგიური პროცესების მექანიზმების განვითარებაში ფსიქიკური ფაქტორის
როლის შესახებ, აგრეთვე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების პირველადი
უნარების ჩამოყალიბებას. ყოველივე ეს, თავის მხრივ, შექმნის კონტექსტუალურ
საფუძველს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების
ასათვისებლად.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს გამოავლინოს შემდეგი


უნარები:
დარგობრივი კომპეტენციები
სტუდენტს ეცოდინება:
 ზოგადი პათოფიზიოლოგიის ძირითადი ცნებები და კატეგორიები, პათო-
ლოგიური რეაქციების, პათოლოგიური პროცესების, პათოლოგიური მდგო-
სწავლის შედეგი
მარეობების ზოგადი მექანიზმების თავისებურებები;
 სტრესის, დისტრესის გამომწვევი მიზეზები და განვითარების მექანიზმები;
 სტუდენტი გააცნობიერებს ფსიქოსომატური დაავადებების ინდივიდუალურ
მოდელს.
სტუდენტი შეძლებს:
 პათოლოგიური რეაქციების, პათოლოგიური პროცესების, პათოლოგიური
მდგომარეობების ზოგადი მექანიზმების თავისებურებათა დახასიათებას

2
ელემენტარულ დონეზე.
 ჯანმრთელობის, ნორმისა და პათოლოგიის, ორგანიზმის ადაპტაციური
პროცესების, ადაპტაციური სინდრომის კონკრეტული შემთხვევების
არგუმენტირებულ შეფასებასა და ანალიზს.
 შესაბამისი ლიტერატურის გამოყენებით გამართული რეფერატული ტიპის
ნაშრომის წარმოდგენას ზეპირი თუ წერილობითი ფორმით, პრეზენტაციას
სპეციალისტებისა თუ არასპეციალისტებისათვის.
 საფუძვლის შექმნას პროგრამით გათვალისწინებული ფსიქოლოგიური
დისციპლინების ასათვისებლად.
 ჯანმრთელი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებას და მის
დამკვიდრებაში მონაწილეობას.
ზოგადი კომპეტენციები
 დაკვირვების, მოსმენის, კითხვების დასმის უნარის განვითარების ხელშეწყობა.
 ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
 განზოგადების უნარის განვითარების ხელშეწყობა.
 პროფესიული ინტერესის სტიმულირება.

სავალდებულო 1. მ. შაქარაშვილი „ზოგადი პათოფიზიოლოგია“ , 2011 წ.


ლიტერატურა

2. მ. შაქარაშვლი „ორგანოების და სისტემების პათოფიზიოლოგია",2009 წ.


დამხმარე ლიტერატურა 3. ვ. ყიფიანი ,,ზოგადი პათოფიზიოლოგია“, 2008 წ.
და ინფორმაციის სხვა 4. თ. ბაგაშვილი ,,ზოგადი პათოფიზიოლოგია“, 2012 წ.
წყაროები 5. Andrew L Folpe; Carrie Y Inwards. Bone and soft tissue pathology. Philadelphia, PA :
Saunders/Elsevier, 2010.

ლექცია – ლექციაზე სტუდენტს მიეწოდება თეორიული მასალა დაგეგმილი თემის


სწავლებისა და სწავლის ფარგლებში. მეცადინეობებზე გამოიყენება:
მეთოდები
 ინტერაქტიური ლექცია
 ლექცია-პრეზენტაცია.

სემინარი – სემინარზე მიმდინარეობს მუშაობა კონკრეტული თემის/საკითხების


ფარგლებში ლექციაზე მიღებული ცოდნის განმტკიცების, საშინაო დავალების
შესრულების, შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისა და შეფასების მიზნით.

კონსულტაცია – ტარდება 1-5 კაციან ჯგუფთან კონკრეტული საკითხების დამატებით


ახსნისა და/ან რთული დავალებების შესასრულებლად.

სწავლების მეთოდები:

წერითი მუშაობის მეთოდი- ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება,


თეზისების შედგენა, რეფერატზე მუშაობა

დისკუსია/დებატები

ჯგუფური (collaborative) მუშაობა

პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)

თანამშრომლობითი (cooperative) სწავლება

3
ევრისტიკული მეთოდი

შემთხვევის ანალიზი (Case study)

გონებრივი იერიში (Brain storming)

დემონსტრირების მეთოდი

ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი

ახსნა–განმარტებითი მეთოდი

სტუდენტის მიმართ სტუდენტი ვალდებულია:


წაყენებული მოთხოვნები - შეასრულოს სასწავლო კურსით გათვალისწინებული დავალებები;
- დაესწროს ლექცია-სემინარებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს;
- არ შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესის მიმდინარეობას;
- გამოცდების ჩაბარების დროს იხელმძღვანელოს გამოცდების ჩატარების
შესახებ უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციებით;
- სემესტრის ბოლოს შეაფასოს აკადემიური და ადმინისტრაციული
პერსონალის მუშაობა;
- დაიცვას უნივერსიტეტში დადგენილი სხვა წესები.

სულ ქულათა
გამოკითხვის ფორმა რაოდენობა შეფასება
ცოდნის შეფასების ფორმები რაოდენობა
და კრიტერიუმები წერითი გამოკითხვა 6 5 30
პრეზენტაცია 1 15 15
შუალედური გამოცდა 1 25 25
დასკვნითი გამოცდა 1 30 30
სულ ჯამი: 100 ქულა
ცოდნისა და უნარ–ჩვევების შეფასების სისტემა
სტუდენტის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას და დასკვნით შეფასებას. განვლილი პროგრამის ათვისება
ფასდება 100 ქულიანი სისტემით.

 შუალედური შეფასება აერთიანებს შეფასების სხვადასხვა კომპონენტებს (შუალედურ გამოცდას,


პრეზენტაციას, ქვიზებს, ზეპირ გამოკითხვებს და სხვა სამუშაოებს) და 100 ქულიდან მისი ჯამური ქულა
განისაზღვრება 70 ქულით.
 დასკვნითი შეფასება მოიცავს დასკვნით გამოცდას და 100 ქულიდან მისი ჯამური ქულა განისაზღვრება 30
ქულით.
 სტუდენტი არ დაიშვება დასკვნით გამოცდაზე თუ ის ვერ გადალახავს შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.
 როგორც შუალედურ, ისე დასკვნით შეფასებაში სტუდენტს მოეთხოვება გადალახოს მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი, რომლის მოცულობა I ეტაპის სტუდენტებისთვის შეადგენს 51%-ს, ხოლო II, III და
IV ეტაპების სტუდენტებისთვის - 60%-ს.

სწავლის თითოეულ ეტაპზე, სტუდენტს დასკვნით გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მის მიერ, დასკვნით გამოცდამდე დაგროვილი შუალედური შეფასებების ჯამური ქულა მინიმუმ
41-ის ტოლია.

სტუდენტს დასკვნით გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება აქვს ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ვადაში,
რომელიც ინიშნება დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღის ვადაში.
სტუდენტს კრედიტი ენიჭება საბოლოო შეფასების საფუძველზე, რომელიც შედგება შუალედურ და დასკვნით
შეფასებებში მიღებული ქულათა ჯამისაგან.

4
სტუდენტების ცოდნის შეფასებისათვის გამოიყენება წერითი (ტესტური) გამოკითხვა. წერითი გამოკითხვა
(ქვიზი) ფასდება 5 ქულით. აღნიშნული კურსის გავლის ბოლოს სტუდენტმა წერით გამოკითხვებში შესაბამისად
შეიძლება მიიღოს მაქსიმუმ 30 (5X6) ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია. თითოეული ქვიზი
შედგება სამი სახის კითხვებისაგან (სწორია/არასწორია ტიპის, რამდენიმე ვარიანტიანი პასუხის მქონე ტიპის და
ღია კითხვები). შესაბამისად, სწორია/ არ არის სწორი კითხვები ფასდება– 0,15 ქულით, რამდენიმე ვარიანტიანი
პასუხის მქონე კითხვები – 0,25 ქულით, ხოლო ღია კითხვები – 0,3 ქულით.
წერით ქვიზში ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია:
1. 0,3 ქულა. პასუხი სრულია. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული. სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს გავლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი
და დამატებითი ლიტერატურა. შეცდომა არ არის.
2. 0,25 ქულა. პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. არსებითი შეცდომა არ არის. სტუდენტი კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
3. 0,2 ქულა. პასუხი არასრულია. სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული მსჯელობა.
4. 0,1 ქულა. პასუხი არასრულია. საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
5. 0 ქულა. პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შუალედური გამოცდა მოიცავს 5 ღია კითხვას. თითო კითხვა ფასდება 5 ქულით, გამოცდა ფასდება 25 ქულით.
დასკვნითი გამოცდა მოიცავს 6 ღია კითხვას. თითო კითხვა ფასდება 5 ქულით, გამოცდა ფასდება 30 ქულით.

ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმებია:

1. 5 ქულა: პასუხი სრულია. საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული როგორც შინაარსობრივი, ისე
არგუმენტაციის თვალსაზრისით. პასუხის სტრუქტურა გამართულია. თითქმის არ არის შეცდომები.
ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, ღრმად და
საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ლიტერატურა.
2. 4 ქულა: პასუხი ნაწილობრივ სრულია. საკითხი მეტწილად კარგად არის გამოცემული, მაგრამ
შინაარსობრივი და/ან არგუმენტაციის თვალსაზრისით ამომწურავი არ არის. პასუხის სტრუქტურა
დასახვეწია. არის რამდენიმე შეცდომა. ტერმინოლოგია მეტწილად დაცულია. სტუდენტი კარგად ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
3. 3 ქულა: პასუხი არასრულია. საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული, მაგრამ აქვს
ნაკლოვანებები შინაარსობრივი და/ან არგუმენტაციის თვალსაზრისით. პასუხის სტრუქტურა ბოლომდე
გამართული არ არის. არის რამდენიმე სერიოზული შეცდომა. ტერმინოლოგია მეტ-ნაკლებად დაცულია.
სტუდენტი დამაკმაყოფილებლად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, ნაწილობრივ
ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
4. 2 ქულა: პასუხი ძირითადად არასრულია. საკითხი არ არის დამაკმაყოფილებლად გადმოცემული. აქვს
მრავალი ნაკლოვანება როგორც შინაარსობრივი, ისე არგუმენტაციის თვალსაზრისით. პასუხის
სტრუქტურა გაუმართავია. არის სერიოზული შეცდომები. ტერმინოლოგია ხშირად მცდარია. სტუდენტი
არადამაკმაყოფილებლად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, არასაკმარისად აქვს
ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
5. 1 ქულა: პასუხი არსებითად ნაკლოვანია/მცდარია. საკითხი ცუდად არის გადმოცემული როგორც
შინაარსობრივი, ისე არგუმენტაციის თვალსაზრისით. პასუხის სტრუქტურა გაუმართავია. არის მრავალი
სერიოზული შეცდომა. ტერმინოლოგია შეუსაბამოა. სტუდენტი არ ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას, არ აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
6. 0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არ არის მოცემული.

პრეზენტაცია
საპრეზენტაციოდ მომზადებული მოხსენება შესაძლებელია წარმოადგენდეს საკითხის, თემის შინაარსის
გადმოცემას და ანალიზს.

პრეზენტაცია შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური.


პრეზენტაცია ფასდება 15 ქულით. სტუდენტმა უნდა მოამზადოს პრეზენტაცია ნებისმიერი ლიტერატურის
გამოყენებით, გარდა ზემოხსენებული სახელმძღვანელოებისა. პრეზენტაციის მოცულობაა 5 ნაბეჭდი გვერდი

5
(აუცილებლად მითითებული უნდა იყოს გამოყენებული წყაროები). პრეზენტაციისათვის გამოყოფილი დროა – 10
წუთი.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

1. ფორმალური მხარე (ფორმატი), რომელშიც შესაძლებელია გაერთიანდეს: რეგლამენტის დაცვა, მასალები,


გაფორმების ვიზუალური მხარე და სხვა (5 ქ.)

2. შინაარსობრივი მხარე - საკითხის დასმა, საკითხის გადაწყვეტის გზა, მიღებული შედეგები და მათ
არგუმენტირებული დასაბუთება და სხვა (5 ქ.)

3. პრეზენტაციის ტექნოლოგია ანუ კონტაქტი აუდიტორიასთან, არავერბალური უნარები(5 ქ.)

ბონუს ქულა (ლექტორს შეუძლია სტუდენტს მისცეს ბონუს-დავალება. ბონუს-დავალების ქულა არ აღემატება 2
ქულას).

შეფასების ინდექსირებული სისტემა და მაჩვენებლები


შეფასების შკალა ქულა
ფრიადი A (91% და მეტი) 91-100
ძალიან კარგი B (81%-90%) 81-90
კარგი C (71%-80%) 71-80
დამაკმაყოფილებელი D (61%-70%) 61-70
საკმარისი E (51%-60%) 51-60
ვერ ჩააბარა FX (41%-50%) 41-50
ჩაიჭრა F (40% და ნაკლები) 0-40

akademiuri kalendari (ლექციებისა და სემინარების გადანაწილება სემესტრში)

I კვირა II კვირა III კვირა IV კვირა


ლექცია; ლექცია/სემინარი ლექცია/სემინარი ლექცია/სემინარი
2 საათი 3 საათი 3 საათი 3 საათი
ლექცია - 2 სთ. ლექცია - 2 სთ. ლექცია - 2 სთ.
სემინარი - 1 სთ. სემინარი - 1 სთ. სემინარი - 1 სთ.
V კვირა VI – VIII კვირა IX კვირა X კვირა
ლექცია/სემინარი შუალედური გამოცდა ლექცია/სემინარი
3 საათი 2 საათი ლექცია 3 საათი
ლექცია - 2 სთ. 3 საათი ლექცია - 2 სთ.
სემინარი - 1 სთ. სემინარი - 1 სთ.
XI კვირა XII კვირა XIII- XV კვირა
ლექცია/სემინარი პრეზენტაცია დასკვნითიგამოცდა
3 საათი 3 საათი 2 საათი
ლექცია - 2 სთ.
სემინარი - 1 სთ.

6
სასწავლო კურსის შინაარსი

მეცადინეობების კალენდარული გეგმა


N თარიღი მეცადინეობის თემა, საშინაო დავალება, ლიტერატურა
1-ლი
კვირა
 თემა 1. პათოფიზიოლოგიის საგანი. ზოგადი ნოზოლოგია,ჯანმრთელობა,
დაავადება. ეტიოლოგია. დაავადების განვითარების სტადიები. დაავადების
გამოსავალი, გართულება.

განსახილველი საკითხები:
ჯანმრთელობა, პათოლოგია, ნორმა, პათოლოგიური პროცესი, პათოლოგიური
მდგომარეობა, ეტიოლოგიური ფაქტორები. დაავადების მიმდინარეობა.
დაავადების გამოსავალი. სრული და არასრული გამოჯამრთელება.

სავალდებულო წასაკითხი ლიტერატურა


[1], გვ. 8 -15.

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა

[3], [4]
მე- 2
კვირა
 თემა 2. რეაქტიულობა,რეზისტენტობა,ზოგადი
პათოგენეზი.კონსტიტუცია. კონსტიტუციის როლი პათოლოგიური პროცესის
განვითარებაში. დიათეზი.

განსახილველი საკითხები: სიტუაციური ამოცანების განხილვა. ორგანიზმის


რეაქცია გარემო ფაქტორთა ზემოქმედებაზე,რეაქტიულობის ფორმები, აქტიური
და პასიური რეზისტენტობა. კონსტიტუციის როლი პათოლოგიური პროცესის
განვითარებაში. დიათეზის ფორმები.
სავალდებულო საკითხავი ლიტერატურა

[1] გვ. 16-19, 19-22


დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა
[3], [4]
გამოკითხვის ფორმა: ტესტი 1 ( 5 ქულა)
მე- 3
კვირა
 თემა 3. ზოგადი ადაპტაციური სინდრომი (სტრესი)

განსახილველი საკითხები: ჰანს სელიე-სტრესის კონცეფციის ფუძემდებელი.


სტრესორები. სტრესით გამოწვეული მორფოლოგიური ცვლილებები. სტრესის
განვითარების სტადიები. ადაპტაციური სინდრომის ბიოლოგიური
მნიშვნელობა.

7
სავალდებულო ლიტერატურა
[1] გვ. 23-28

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა


[3], [4]
გამოკითხვის ფორმა: ტესტი 2 ( 5 ქულა)
მე- 4
კვირა
 თემა 4. მემკვიდრეობა. მემკვიდრული დაავადებები.

განსახილველი საკითხები: მემკვდრეობის როლი პათოლოგიაში. ადამიანის


გენოტიპი. ქრომოსომული კომპლექტის ცვლილებები. მუტაცია და მისი
მნიშვნელობა პათოლოგიის განვითარებაში. მემკვიდრული დაავადებები:
დაუნის სინდრომი, შერეშევსკი-ტერნერის სინდრომი, კლაინ-ფელტერის
სინდრომი. მემკვიდრული წინასწარგანწყობა დაავადებების მიმართ.
სავალდებულო წასაკითხი ლიტერატურა
[1] გვ. 46-53

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა


[3], [4]
გამოკითხვის ფორმა: ტესტი 3 ( 5 ქულა)
მე-5 კვირა
 თემა 5. სიმსუქნე, სიმსუქნის ფორმები.შიმშილი.კახექსია.

განსახილველი საკითხები: სიმსუქნისა და კახექსიის განვითარებისა და


პრევენციის მექანიზმები,
პრობლემებზე დაფუძნებული დისკუსია.

სავალდებულო ლიტერატურა
[1] გვ. 132-134, 150-153.
დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა
[3], [4]

გამოკითხვის ფორმა: ტესტი 4 ( 5 ქულა)


მე-6-8 შუალედური გამოცდა 25 ქულა
კვირა
მე-9 კვირა
თემა 6. ნერვული სისტემის პათოლოგია. ნერვული სისტემის დაზიანების
მიზეზები. რისკ-ფაქტორები. მოძრაობის ნეიროგენული დარღვევები.
მგრძნობელობის დარღვევის ტიპობრივი ფორმები. ტკივილი.

განსახილველი საკითხები: ნერვული დარღვევების პრობლემების

8
გაანალიზება.ტკივილის ფორმირების მექანიზმები. ტკივილის ფიზიოლოგიური
მექანიზმები. ანტინონიცეპტური სისტემა. კლინიკური სინდრომები.
პრობლემის ჯგუფური განხილვა და ანალიზი.

სავალდებულო ლიტერატურა
[2] გვ. 156-159, 159-163 , 163-170

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა


[3], [4]

მე-10
კვირა
 თემა 7. ენდოკრინოპათია. ნეიროენდოკრინული რეგულაცია.

განსახილველი საკითხები: ნეიროენდოკრინული რეგულაციის არსი.


ნეიროენდოკრინული რეგულაციის სისტემის იერარქიული სქემა.
ენდოკრინული დარღვევის ფორმები. ჰიპოფიზური ენდოკრინოპათია.
ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია. კუჭქვეშა ჯირკვლის ენდოკრინული
ფუნქციის მოშლა.

სავალდებულო ლიტერატურა
[2] გვ.138-156
დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა
[3], [4]
გამოკითხვის ფორმა: ტესტი 5 ( 5 ქულა)
მე-11
კვირა

 თემა 8. ნარკომანია. ნარკომანიის პათოგენეზი. ალკოჰოლიზმი. ტოქსომანია

განსახილველი საკითხები: ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის გამომწვევი


მიზეზები და პრევენციის გზები. დასახული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო
საშუალების გამოვლენა.
სავალდებულო წასაკითხი ლიტერატურა
[1] გვ. 193-202
დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა
[3], [4]
გამოკითხვის ფორმა: ტესტი 6 ( 5 ქულა)
მე-12 პრეზენტაცია - 15 ქულა
კვირა
მე-13-14
კვირა
დასკვნითი გამოცდა – 30 ქულა

9
მე-15
კვირა დასკვნითი გამოცდის აღდგენა

მე-16
კვირა გამოცდის გადაბარება

ლექტორი............................................................ / თ.გურაშვილი / (თარიღი)..................

პროგრამის ხელმძღვანელი............................../ე.ჩომახიძე / (თარიღი)..................

სკოლის დეკანი ................................................ / დ.ნატროშვილი / (თარიღი).................

ხარისხის სამსახურის უფროი ..................... /ე.აზარაშვილი / (თარიღი).................

10

You might also like