You are on page 1of 1

‼️ბაბილუადან აკლია მარტო ნდობის ინტერვალი და სტანდ.

გადახრა‼️

1.შერჩევა- პოპულაციიდან წესების დაცვით არჩეული ქვესიმრავლე, ქვეჯგუფი.


2.კორელაცია- ორი ცვლადი ერთმანეთთან კორელაციაშია როდესაც ერთი ცვლადის
ცვლილება უკავშირდება მეორე ცვლადის შეთანხმებულ სისტემატურ ცვლილებას.
3.კორელაციის კოეფიციენტი- სტატისტიკა რომელიც რიცხობრივად გვიჩვენებს ორი ჯგუფის
დაკავშირებულობის ხარისხს და ამ კავშირის მიმართულებას.
4.ექსპერიმენტი- გაკონტროლებული სიტუაცია, სადაც მეცნიერი ახდენს ერთი ან მეტი
დამოუკიდებელი ცვლადია მანიპულირებას და აკვირდება თუ რა გავლენას ახდენს ეს
დამოკიდებულ ცვლადზე.
5.გაზომვის სკალები: 1) სახელდების სკალა- გაზომილი ცვლადის სხვადასხვა კატეგორიაში
გაერთიანება. მაგ: ინდივის ეთნიკური წარმომავლობა.
2)რიგის სკალა- სკალაზე ცვლადის სიდიდე დალაგებულია მნიშვნელობების მიხედვით.მაგ:
ფილმუა დალაგება ნაკლებად სასაცილოდან ძალიან სასაცილომდე.
3)ინტერვალების სკალა- მნიშვნელობები დალაგებულია სკალაზე და რიცხვებს შორის თანაბარი
დაშორებაა. ნული პირობითად საწყისი წერტილია.მაგ: ტემპერატურის სკალები ცელსიუსი.
4)შეფარდების სკალა-მნიშვნელობები დალაგებულია სკალაზე თანაბარი დაშორებით. არსებობს
ჭეშმარიტად ნულოვანი წერტილი.
6.თვისებრივი მონაცემები- სახელდების სკალაზე მიღებული მონაცემები რომლებიც
თვისობრივად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
7.რაოდენობრივი მონაცემები- რიგის, ინტერვალის ან შეფარდების სკალაზე მიღებული
მონაცემები,რომლებიც მიუთითებენ, თუ რა სიდიდის არის ცვლადი.
8.დისკრეტული(წყვეტილი) ცვლადი-ცვლადი, რომელმაც შეიძლება მიიღოს სასრული ან
თვლადი მნიშვნელობა.
9.უწყვეტი ცვლადი-ცვლადი, რომელმაც შეიძლება მიიღოს უსასრულო მნიშვნელობა ცვლადის
ნებისმიერ ორ დონეს შორის.
11.პროცენტილი-ქულა რომელზეც ქულათა გარკვეული პროცენტი განაწილებაში ტოლი ან
ნაკლებია ამ ქულაზე.
12. პროცენტული რანგი-იმ ქულათა პროცენტი განაწილებაში რომლებიც ტოლი ან ნაკლებია ამ
ქულაზე.
13.მოდა-ქულათა განაწილებაში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ქულა.
14.მედიანა-ქულა განაწილებაში, რომლის ზევით და ქვევით ქულათა თანაბარი რაოდენობაა
განლაგებული.
15.შერჩევის საშუალო-მიღებულ ქულათა ჯამი გაყოფილი ქულათა მთლიანრაოდენობაზე.
16.კვარტილთშორის გაბნევის დიაპაზონი- განაწილებაში შემავალ ქულათა შუათანა, 50%.
17.შერჩევის დისპერსია-ცვალებადობის საზომი, რომელიც მიიღება თითოეული ქულის და
საშუალო სხვაობების კვადრატში აყვანით, მიღებული სიდიდეების დაჯამებით და გაყოფით
ქულათა რაოდენობაზე.
18.პირსონის კორელაციის კოეფიციენტი- სტატისტიკა, რომელიც აღინიშნება r-ით და ასახავს
ინტერვალების ან შეფარდების სკალაზე ორ ცვლადს შორის კავშირის ხარისხს.
19.ნორმალური განაწილება-თეორიული ,მათემატიკური განაწილება რომელიც აღწერს
პოპულაციის ქულებს ფარდობით სიხშირეებს. მისი თვისებებია- სიმეტრიულობა
,ასიმპტოტურობა და უწყვეტობა.
20. ხდომილება/ალბათობა(წესით ერთი და იგივეა)-ალბათობის განაწილებაში შედეგების
კონკრეტული სიმრავლის განხორციელება.

You might also like