You are on page 1of 37

პროექტი

,, ჩვენ და ლოგიკა’’
ქ.მარტვილის N2 საჯარო
სკოლა X ა კლასი

17 აპრილი -1მაისი
2013 წელი
ადამიანი ოდითგანვე ესწრაფვის სამყაროს
შემეცნებას. ეს სწრაფვა ადამიანს ახასიათებდა
ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი გამოქვაბულში
ცხოვრობდა და დღემდე არ განელებია.
სამყაროს შემეცნება კი წარმოუდგენელია
სწორი, მართებული აზროვნების გარეშე.
ლოგიკა წარმოადგენს მეცნიერებას
აზროვნების ფორმებისა და კანონების
შესახებ. მხოლოდ ლოგიკის შესწავლა და
ლოგიკური უნარების განვითარება აძლევს
ადამიანს საშუალებას იაზროვნოს მართებულად
და შეცდომების გარეშე.სოფო წულაია
ლოგიკის წესების ცოდნა სჭირდება არა მარტო
მეცნიერს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს.
გერმანიაში ნაცისტებმა თავიანთი
ცრუ ,,ლოგიკით’’ უამრავი ადამიანი მოატყუეს,
აიყოლიეს და მთელი მსოფლიო საშინელ
კატასტროფამდე მიიყვანეს. არავის არ უნდა
მივცეთ იმის საშუალება, რომ მოგვატყუოს. და
რომ არ მოვტყუვდეთ, უნდა შეგვეძლოს სიცრუისა
და ჭეშმარიტების, ღირებულებისა და
ანტიღირებულების ერთმანეთისგან გარჩევა.ნინო
როგორც მოგეხსენებათ, XXI საუკუნე ინფორმაციის
საუკუნეა. ჩვენს ეპოქაში ყველაზე უფრო
ძვირადღირებულად ინფორმაცია ითვლება.
რა თქმა უნდა, ინფორმაცია ჩვენთვის მაშინ არის
ღირებული, თუ მასში გამოხატულ აზრს
სათანადოდ გავიგებთ.
რომ შევძლოთ წარმატებული კომუნიკაცია
ადამიანებთან, უნდა შეგვეძლოს საკუთარი აზრის
მართებულად გამოხატვა.
XXI საუკუნის წარმატებული მოქალაქე
წარმოუდგენელია ლოგიკის გარეშე. ვეკო
ყოველთვის გვესმის კი სათანადოდ , რასაც
გვეუბნებიან? ან მართებულად გამოვხატავთ თუ
არა საკუთარ აზრს?
რამდენად კარგად გვაქვს განვითარებული
სკოლის მოსწავლეებს ლოგიკური უნარები?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გადავწყვიტეთ
ჩვენს სკოლაში ჩაგვეტარებინა კვლევა.
ნინო
კვლევის ანგარიში
კვლევა ჩატარდა პროექტისათვის ,,ჩვენ და
ლოგიკა’’.
მიზანი: მოსწავლეების ლოგიკური აზროვნების
დონის განსაზღვრა.
სამიზნე ჯგუფი: 14-18 წლის მოზარდები.
კვლევა ჩაატარა: ქ.მარტვილის N2

საჯარო სკოლის X ა კლასი;


მასწავლებელი მარინა გაბისონია
ხანგრძლივობა: ორი კვირა
მეთოდი: ტესტირება ნათია
კვლევის აღწერა

ჩვენი სკოლის IX- XI კლასის მოსწავლეებმა


ტესტირების ფორმით შეასრულეს ლოგიკური
სავარჯიშოები, რომელიც შეადგინა მათემატიკის
მასწავლებელმა.

ტესტირება ჩაუტარდა 46 მოსწავლეს.

ტესტი მოიცავდა ექვს სავარჯიშოს. სოფო თოდუა


ტესტი 1.
გთხოვთ, ამოხაზეთ სწორი პასუხები.

ვთქვათ ჭეშმარიტია გამონათქვამები:


ყველა ტრანსლატორი არის მოდერატორი.
ყველა მოდერატორი არის ოპერატორი.
მაშინ, რომელი გამონათქვამია ჭეშმარიტი?

ა) ყველა ოპერატორი არის ტრანსლატორი.


ბ) რაც ოპერატორი არ არის, ის არც ტრანსლატორია.
გ) რაც ტრარანსლატორი არ არის, ის არც ოპერატორია.
დ) ყველა მოდერატორი არის ტრანსლატორი.
 
ვენის დიაგრამა 1

ვენის დიაგრამა გვიჩვენებს, რომ რაც ოპერატორი არ


არის, ის არც ტრანსლატორია. სწორი პასუხია ბ.
ამ ტესტის პასუხების განაწილებას გვიჩვენებს
დიაგრამა 1.
დიაგრამა 1
სწორი - 11 (24%)
35
არა სწორი
30 -35 (76%)
25
20
15
10
5
Column1
0 არა სწორი
Series1
სწორი
ტესტი 2
ლებარდის მჟავე წყალს ,,ბორჯომზე’’ ნაკლები სამკურნალო
თვისებები არ აქვს.

რომელი გამონათქვამი გამოხატავს იგივე აზრს?

ა) ,,ბორჯომს’’ უკეთესი სამკურნალო თვისებები აქვს, ვიდრე ლებარდის


მჟავე წყალს.
ბ) ,,ბორჯომს’’ ისეთივე სამკურნალო თვისებები აქვს, როგორიც
ლებარდის მჟავე წყალს.
გ) სამკურნალო თვისებებით ,,ბორჯომი’’ ლებარდის მჟავე წყალს არ
ჯობია.
დ) ლებარდის მჟავე წყალს ,,ბორჯომზე’’ უკეთესი სამკურნალო
თვისებები არ აქვს. ჟანა
 
 სწორი პასუხია გ. ამ ტესტზე მოსწავლეთა პასუხების განაწილებას ასახავს
დიაგრამა 2.
დიაგრამა 2
სწორი -24 (52%)
არასწორი -22 (48%)
ტესტი 3
3. განათლების სამინისტროს დაკვეთით საქართველოს ზოგიერთ
სკოლაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ მოსწავლეებს
საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული ისტ-ის გამოყენების
უნარები. ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დაასკვნეს , რომ
საქართველოს სკოლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების
დანერგვა წარმატებით მიმდინარეობს.
ჩამოთვლილთაგან რომელი აყენებს ეჭვქვეშ ამ დასკვნის
მართებულობას.
 
ა) კვლევა ჩატარდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების
სკოლებში.
ბ) კვლევა ჩატარდა დედაქალაქის სკოლებში. დედაქალაქის
მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს, განსხვავებით რეგიონებში მცხოვრები
მოსწავლეებისაგან, საახლში აქვს კომპიუტერი.
გ) საქართველოს სკოლების დიდი უმრავლესობა სათანადოდ არის
აღჭურვილი კომპიუტერული ტექნოლოგიებით.
დ) საქართველოს
სწორი სკოლებში ისტ
პასუხია ბ. ტესტირებაში -ს თითქმის
მონაწილე ყველა მასწავლებლი
მოსწავლეებს ყველაზე კარგი
იყენებს
შედეგი . ნათია
ამ ტესტში ჰქონდათ. ამას გვიჩვენებს დიაგრამა 3.
დიაგრამა 3
სწორი -34 (74%)
35
არასწორი -12 (26%)
30

25

20

15

10

5
არასწორი
0 Column1
სწორი
სწორი
არასწორი
ტესტი 4
4. მხოლოდ ნამცეცი შეიძლება იყოს პატარა.

ამ გამონათქვამიდან გამომდინარეობს, რომ


ა) ყველა პატარა არის ნამცეცი.
ბ) ყველა ნამცეცი არის პატარა.
გ) რაც პატარა არ არის, ის არც ნამცეცია.
დ) ნამცეცსა და პატარას შორის არ არის
განსხვავება.
სოფო
ვენის დიაგრამა 2

ვენის დიაგრამის თანახმად - ყველა პატარა არის ნამცეცი. სწორი


პასუხია ა).
ყველაზე ცუდად მოსწავლეებმა ამ ტესტზე უპასუხეს - მხოლოდ 4
პასუხი იყო სწორი. ამ ტესტის პასუხთა განაწილება ასახულია
დიაგრამა 4-ზე.
დიაგრამა 4
სწორი -4 (10%)
45
არასწორი -42 (90%)
40
35
30
25
20
15
10
5 არასწორი
0 Column1
სწორი
სწორი
არასწორი
ტესტი 5
5. თუ პროექტში მთელი კლასი აქტიურად მიიღებს
მონაწილეობას, მაშინ ის კონკურსზე გაიმარჯვებს.
ამ გამონათქვამიდან გამომდინარეობს, რომ
ა) თუ პროექტმა კონკურსზე გაიმარჯვა, მაშინ მასში
მთელ კლასს აქტიურად მიუღია მონაწილეობა .
ბ) თუ პროექტში მთელი კლასი აქტიურად მიიღებს
მონაწილეობას, მაშინ ის კონკურსზე არ გაიმარჯვებს.
გ) თუ პროექტში მთელი კლასი აქტიურად არ მიიღებს
მონაწილეობას, მაშინ ის კონკურსზე არ გაიმარჯვებს .
დ) თუ პროექტმა კონკურსზე არ გაიმარჯვა, მაშინ მასში
მთელ კლასს აქტიური მონაწილეობა არ მიუღია . სოფო წულაია

  სწორი პასუხია დ. ამ ტესტზე მოსწავლეთა პასუხების განაწილებას


ასახავს დიაგრამა 5
დიაგრამა 5 -17 (37%)
სწორი
არასწორი -29 (63%)
ტესტი 6
თუ პროექტებსა და კვლევებს დავნერგავთ სასკოლო პრაქტიკაში,
მაშინ მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა
და თანამშრომლობის უნარები.

ამ წინადადებიდან გამომდინარეობს
ა) თუ მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული აზროვნებისა და
თანამშრომლობისის უნარები, ეს იმას ნიშნავს რომ სასკოლო
პრაქტიკაში დანერგილა პროექტები და კვლევები.
ბ) თუ სკოლის მოსწავლეებს არ განვითარებიათ კრიტიკული
აზროვნებისა და თანამშრომლობის უნარები, მაშინ სასკოლო
პრაქტიკაში არ დანერგილა პროექტები და კვლევები.
გ) თუ მოსწავლეებს არ განვითარებიათ კრიტიკული აზროვნების ან
თანამშრომლობის უნარები, მაშინ სასკოლო პრაქტიკაში არ
დანერგილა პროექტები ან კვლევები.
დ) პროექტებისა და კვლევების დანერგვა სასკოლო პრაქტიკაში არ
არის საკმარისი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და
სწორი პასუხია გ. მოსწავლეთა
თანამშრომლობის უნარებისპასუხების განაწილებას. ასახავს
განვითარებისათვის ნინო დიაგრამა 6.
დიაგრამა 6
სწორი -10 (22%)
40
არასწორი -36 (78%)
35
30
25
20
15
10
5
არასწორი
0 Series 2
სწორი
სწორი
არასწორი
დიაგრამა 7
ტესტირების საბოლოო შედეგი

სწორი 36%

არასწორი 64%

ყველა ტესტზე გაცემულია


სწორი პასუხი - 100 (36%)
არასწორი პასუხი - 176
კვლევაში მონაწილე 46 მოსწავლიდან
სწორი პასუხი მოსწავლე
0 გასცა 1 2%
1 --------- 14 30,5%
2 -------- 14 30,5%
3 --------- 11 24%
4 -------- 5 11%
5 -------- 1 2%
6 -------- 0 0%
ეს მონაცემები ასახულია დიაგრამა 8-ზე. სოფო
დიაგრამა 8

14
12
10
8
6
4
2
0
0 1 2 3 4 5 6
დასკვნა
 კვლევამ გვიჩვენა, რომ ჩვენი სკოლის
მოსწავლეთა ლოგიკური უნარების
განვითარების დონე არ არის მაღალი.
თუ 100 ქულით შევაფასებთ უმაღლეს შედეგს,
ჩვენი მოსწავლეების ქულაა 36.

 საჭიროა უფრო ფართომასშტაბიანი


სიღრმისეული კვლევა ამ მიმართულებით.
სკოლის მათემატიკის სახელმძღვანელოებში
შეტანილია ლოგიკასთან დაკავშირებული
საკითხები და ლოგიკური სავარჯიშოები.
წლევანდელი ჩვენი საგაკვეთილო თემატიკა
მოიცავდა გამონათქვამთა უარყოფის,
შებრუნებული გამონათქვამისა და
ექვივალენტური გამონათქვამის აგებას.
ბექა

ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვეძია წინადადებები,


უფრო ზუსტად გამონათქვამები, მხატვრული
ლიტერატურიდან.
წარმოგიდგენთ ამ გამონათქვამთა უარყოფას,
შებრუნებულ და ექვავალენტურ წინადადებებს. სოფო
განვიხილოთ გამონათქვამთა უარყოფის მაგალითები.
ყველა მოუთმენლად ელოდა აეროსტატს.
ზოგიერთი მოუთმენლად არ ელოდა აეროსტატს. სოფო

ყველაფერი გაანადგურა ქარიშხალმა.


ზოგიერთი რამ გადაურჩა განადგურებას.ნათია

ყველა ეხმარებოდა სმიტს სახლის აშენებაში.


ზოგიერთი არ ეხმარებოდა სმიტს სახლის აშენებაში. წულ

ყველა გადარჩენილი მეომარი მეფე ართურის სახლში


დაბრუნდა. სოფო ჯანაშია

გადარჩენილ მეომრებში ერთი მაინც იყო ისეთი,


რომელიც მეფე ართურის სახლში არ დაბრუნებულა.
ყველა ბავშვი ღარიბი ოჯახიდანაა.
ზოგიერთი ბავშვი არ არის ღარიბი ოჯახიდან . ვეკო
გიორგი მეფისა და ზვიადის თათბირს არავინ დასწრებია.
ერთი ვინმე მაინც დაესწრო გიორგი მეფისა და ზვიადის
თათბირს. ანო
შაბათ საღამოს პატარა ქალაქში არავინ მხიარულობდა. ჟანა
შაბათ საღამოს პატარა ქალაქში ზოგიერთი
მხიარულობდა.
ტყეში ხანძარს მხოლოდ ერთი ხეღა გადარჩენოდა. ბექა
ტყეში ხანძარს არცერთი ხე არ გადარჩენოდა.
ზოგიერთ მათგანს იმედი დაკარგული ჰქონდა.
არცერთ მათგანს იმედი დაკარგული არ ჰქონდა. შალვა
ექვთიმეს პარიზის არცერთი ტაძარი და მუზეუმი არ
დაუტოვებია უნახავი და შეუსწავლელი.
ექვთიმეს პარიზის ერთი მუზეუმი ან ტაძარი მაინც დარჩა
უნახავი ან შეუსწავლელი . ნინო
მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ყველაზე ლამაზი იყო იქ
მყოფთაგან.
იქ მყოფთაგან ერთი მაინც იყო მშვენიერ ახალგაზრდა ქალზე
უფრო ლამაზი. ჟანა

ზოგიერთი მარტინის ნახატი ექსპონატად იქნა გამოყენებული.


მარტინის არცერთი ნახატი არ იქნა ექსპონატად
გამოყენებული. ვეკო

ერთი მაინც ბავშვებს შორის ქურდია.


ბავშვებს შორის არავინ არაა ქურდი. ბექა

გრეგსონი სკოტლანდიარდელ აგენტებიდან ყველაზე მარჯვე


და მოხერხებული კაცია.
სკოტლანდიარდელ აგენტებში ერთი მაინც არსებობს,
რომელიც გრეგსონზე უფრო მოხერხებული ან მარჯვეა. ს.წ.
განვიხილოთ პირობითი წინადადებების
უარყოფა, შებრუნებული წინადადება და ექვივალენტური
წინადადება.

პირობითი წინადადება შედგება პირობითი ნაწილისა და


დასკვნითი ნაწილისაგან.
სქემატურად გვაქვს: თუ A, მაშინ B.
პირობითი ნაწილია თუ A, ხოლო დასკვნითი ნაწილია მაშინ B.
* პირობითი წინადადების უარყოფაა
თუ A, მაშინ არა B;
* შებრუნებული წინადადებაა
თუ B, მაშინ A;
* ექვივალენტური წინადადებაა
თუ არა B, მაშინ არა A.
ცხადია მოცემული წინადადებიდან გამომდინარე
წინადადების ასაგებად ექვივალენტური წინადადების აგების
სქემა უნდა გამოვიყენოთ. სოფო
თუ ყველაფერს გადაყრიდნენ, მაშინ აეროსტატი ზევით
აიწეოდა.

ამ წინადადების უარყოფაა:
თუ ყველაფერს გადაყრიდნენ, მაშინ აეროსტატი ზევით არ
აიწეოდა.
შებრუნებული წინადადებაა:
თუ აეროსტატმა ზევით აიწია, მაშინ ყველაფერი გადაუყრიათ .
ექვივალენტური წინადადებაა:
თუ აეროსტატი ზევით არ აწეულა, მაშინ აეროსტატიდან
ზოგიერთი ნივთი არ გადაუგდიათ. ვეკო
თუ ფიჩხებს შეაგროვებდნენ, ცეცხლს დაანთებდნენ.

ამ წინადადების უარყოფაა:
თუ ფიჩხებს შეაგროვებდნენ, ცეცხლს არ დაანთებდნენ.

შებრუნებული წინადადებაა:
თუ ცეცხლი დაანთეს, მაშინ ფიჩხები შეუგროვებიათ.

ექვივალენტური წინადადებაა:
თუ ცეცხლი არ დაუნთიათ, მაშინ ფიჩხები არ
შეუგროვებიათ. ანო
თუ რაინდი მრგვალი მაგიდის რაინდი გახდებოდა, მაშინ
ის შეიცნობდა წმინდა გრაალის ჭეშმარიტებას.

ამ წინადადების უარყოფაა:
თუ რაინდი მრგვალი მაგიდის რაინდი გახდებოდა, მაშინ
ის ვერ შეიცნობდა წმინდა გრაალის ჭეშმარიტებას.
შებრუნებული წინადადებაა:
თუ რაინდმა შეიმეცნა წმინდა გრაალის ჭეშმარიტება,
მაშინ ის გამხდარა მრგვალი მაგიდის რაინდი.
ექვივალენტური წინადადებაა:
თუ რაინდმა ვერ შეიცნო წმინდა გრაალის ჭეშმარიტება,
მაშინ ის არ გამხდარა მრგვალი მაგიდის რაინდი.სოფო წულაია
თუ ჯეინი სასახლიდან გაქცევას შეძლებდა, მაშინ ის
თავისუფალი იქნებოდა.

ამ წინადადების უარყოფაა:
თუ ჯეინი სასახლიდან გაქცევას შეძლებდა, მაშინ
ის თავისუფალი ვერ იქნებოდა.
შებრუნებული წინადადებაა:
თუ ჯეინი თავისუფალი იქნებოდა, მაშინ იგი
სასახლიდან გაქცეულა.
ექვივალენტური წინადადებაა:
თუ ჯეინი თავისუფალი არ იქნება, მაშინ მან ვერ
შეძლო სახლიდან გაქცევა. ვეკო
თუ კვირაობით ცუდი ამინდი არ იყო, მაშინ რიპტსონი
და ჯიმი სანაპიროზე დიდ ხანს დასეირნობდნენ.

ამ წინადადების უარყოფაა:
თუ კვირაობით ცუდი ამინდი არ იყო, მაშინ რიპტსონი
და ჯიმი სანაპიროზე დიდ ხანს არ დასეირნობდნენ.
შებრუნებული წინადადებაა:
თუ კვირაობით რიპტსონი და ჯიმი სანაპიროზე დიდ
ხანს დასეირნობდნენ, მაშინ ცუდი ამინდი არ იყო.
ექვივალენტური წინადადებაა:
თუ კვირაობით რიპტსონი და ჯიმი სანაპიროზე დიდ
ხანს არ დასეირნობდნენ, მაშინ იმ დღეს ცუდი ამინდი
იყო.ნინო
გამოყენებული ლიტერატურა
ჩვენ ამ პროექტისათვის წინადადებები ამოვიწერეთ შემდეგი
ნაწარმოებებიდან:
კონსტანტინე გამსახურდია -,,დიდოსტატის მარჯვენა,’’ ს.წ.
მარკ ტვენი- ,,ტომ სოიერის თავგადასავალი,’’ ,,ოლივერი”, ს.ჯ
ტომას მელორი- ,,ამბავი მეფე ართურის ზეობისა’,’ ნინო
ჯეიმს გრინვუდი- ,,პატარა მაწანწალა,’’ ნათია
ჯეკ ლონდონი- ,,მარტინ იდენი’,’ შალვა
ჟიულ ვერნი- ,,საიდუმლო კუნძული’’, სოფო
რეზო თაბუკაშვილი- ,,საქართველოს მეჭურჭლეთხუცესი’’, ანო
არტურ კონან დოილი- ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი’’, ჟანა
შარლოტა ბრონტე- ,,ჯეინ ეარი’’, ვეკო
მაინ რიდი- ,,უთავო მხედარი’’. ბექა
გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like