You are on page 1of 7

ფსიქოდიაგნოსტიკის საფუძვლები

ლექტორი: ლუიზა არუთინოვა


სტუდენტი:თათია მერებაშვილი
მიღწევის ტესტი
მოცემული ტესტი ამოწმებს სტუდენტის მიერ მიღებულ ცოდნას,
მის მიერ შეძენილ უნარ-ჩვევებს ფსიქოდიაგნოსტიკის კურსის
ფარგლებში.
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ დავალებებს.

დავალება N1

აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი


ფსიქოდიაგნოსტიკის მიზანია:
ა)მიმდინარე ფსიქიკური მდგომარეობების შეფასება
ბ)გარკვეული თვისებების გაზომვა და დიაგნოზის დასმა
გ) ქცევის გამომწვევი მიზეზების დადგენა
დ)სწორია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი

დავალება N2
დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადება:
თეორიული ფსიქოდიაგნოსტიკა ემყარება ფსიქოლოგიის სამ სფეროს:
, ფსიქომეტრიკას-მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის
განსხვავებებს საკვლევ ცლადებში და ფსიქოლოგიური ცოდნის პრაქტიკაში
გამოყენებას.

დავალება N3
L მონაცემები გულისხმობს პიროვნების შესახებ ინფორმაციის მიღებას,
კითხვარების და თვითშეფასების სხვა მეთოდების გამოყენებით. მოცემული
დებულება
ა)სწორია
ბ)არასწორია

დავალება N4
დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადება:
სანდოობის შემოწმების ერთ-ერთი მეთოდია, ტესტის გაყოფის მეთოდი, როდესაც
ტესტი იყოფა ორ ნაწილად. ცდისპირი ასრულებს ამ ორი ნაწილის დავალებებს
ტესტირების ერთ სეანსზე, ხოლო სანდოობის ინდექსს წარმოადგენს ორი
ტესტირების შედეგებს შორის კორელაციის კოეფიციენტი. მას ასევე ტესტის
უწოდებენ.

დავალება N5
რას გულისხმობს ყურადღების ჰიპოპროზექცია?
ა)გაუკუღმართებულ ყურადღებას
ბ)ყურადღების გადამეტებული შერჩევითობას
გ)ყურადღების უკიდურესად გაძლიერებას
დ)ყურადღების გაფანტულობას
ე)არცერთი პასუხია სწორი

დავალება N6
ჩამოთვალეთ ყურადღების საკვლევი სულ მცირე ორი მეთოდი:

დავალება N7
პიროვნული კითხვარები სხვა ტესტებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი ჩატარება
და ინტერპრეტაცია შედარებით მარტივია. მოცემული დებულება:
ა)სწორია
ბ)არასწორია

დავალება N8
დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადება:
კეტელი კითხვარების კონსტრუირებისას მიზანშეწონილად მიიჩნევს
მეთოდის გამოყენებას, ზოგიერთნი კი მიუთითებენ იმ პრობლემებზე, რომელიც ამ
მიდგომას ახლავს თან.

დავალება N9
დაადგინეთ შესაბამისობა ქვემოთ მოცემულ დებულებებს შორის:
ვერბალური უნარი
გაითვალისწინეთ რომ
მეხსიერება
მარცხნივ მოცემული
მუსიკალური უნარი
დებულებები შეიძლება
ფანტაზია
მოიცავდეს მარჯვნივ
კანონზომიერებათა წვდომის უნარი
წარმოდგენილი
ყურადღება
დებულებებიდან ერთზე მეტს. აზროვნება
1.ზოგადი უნარები ტექნიკური უნარები
სივრცითი ინტელექტი
ინტელექტის ზოგადი დონე
2.მოდალურად ზოგადი
უნარები

3.სპეციალური
უნარები

4.კერძო უნარები

დავალება N 10
რუდოლფ ამთჰაუერის ინტელექტის ტესტი განკუთვნილია:
ა) 20 დან 63 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის
ბ)27 დან 75 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის
გ)15 დან 56 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის
დ) 13 დან 61 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის

დავალება N 11
რით განსხვავდება ლოკალური საგნობრივი ტესტები, კონკრეტულ საგნებში
მიღწევის გაზომვის ტესტებისგან? ისაუბრეთ მათ საერთო და განმასხვავებელ
ნიშნებზე:

დავალება N 12
რას გულისხმობს მიღწევის ტესტების შექმნის ბოლო მე5 ეტაპი:
ა)ტესტის სტანდარტიზებული მახასიათებლების განსაზღვრას
ბ)ტესტის პედაგოგიური მნიშვნელობის განსაზღვრას
გ)ტესტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებას
დ)ცდისპირთა რაოდენობის განსაზღვრას
ე) სწორი პასუხია ა) და დ)
ვ)სწორი პასუხია ბ) , ა) და დ)

დავალება N13
აიზენკის ქცევის ორგანიზების მერამდენე დონე შეიცავს ჩვეულ მოქმედებებს და
აზრებს ანუ რეაქციებს , რომლებიც გაკრვეული პირობების არსებობისას
მეორდება?
ა)ქვედა დონე
ბ)მეორე დონე
გ)მესამე დონე
დ)მეოთხე-უმაღლესი დონე

დავალება N14
გიორგი სწრაფად უახლოვდება ადამიანებს და ბევრი მეგობარი ჰყავს , ის საკმაოდ
კომუნიკაბელურია. მას ადვილად შეუძლია ცვლილებებთან შეგუება და ახალი
ჩვევების ათვისება. მეგობრები მას ახასიათებენ როგორც ძალიან, აქტიურს ,
შრომისმოყვარეს და ენერგიულს. გიორგის შეუძლია დიდხანს, დაუღლელად
მუშაობა მაგრამ ამისთვის საჭიროა სამუშაო მრავალფეროვანი იყოს. მას კარგად
გამოსდის საკუთარი ემოცების კონტროლი, შესაბამისად მისთვის უჩვეულოა
იმპულსური ქცევები. გიორგისთვის დამახასიათებელია დადებითი ემოციები და
განწყობილება.
თქვენი აზრით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ტემპერამენტის ტიპია
გიორგი?
ა) მელანქოლიკი
ბ)ფლეგმატიკი
გ)ქოლერიკი
დ)სინგვინიკი

დავალება N15
დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადება:
პროექციული მეთოდების დამახასიათებელი ნიშანია სასტიმული მასალის
ხასიათი

დავალება N 16
პროექციული მეთოდიკების კლასიფიკაცია პირველად შეიმუშავა:
ა)ალფრედ ბინემ
ბ)კარლ იუნგმა
გ)შვარცმა
დ)ყველა პასუხი არასწორია
დავალება N17
ინგლეჰარტის მიხედვით რა განსხვავებაა „მატერიალურ“ და „პოსტმატერიალურ “
ღირებულებებს შორის?

დავალება N18
დაასრულეთ ქვემოთ მოცემული წინადადება:
ღირებულებები წარმოადგენს სასურველის და
კონცეფციას, რომელიც ახასიათებს ინდივიდებს ან ჯგუფებს, და განსაზღვრავს
ადამიანის ქცევის ტიპს, და მიზნების არჩევანს.

დავალება N19
რა განსხვავებაა შფოთვასა და შიშს შორის?

დავალება N20
შფოთვა შეიძლება იყოს:
ა)კოგნიტური, აფექტური და ქცევითი რეაქცია რაიმე გამღიზიანებელზე
ბ)ინდივიდის მდგომარეობა
გ)ემოციური პროცესი
დ)ინდივიდის მახასიათებელი
ე)ყველა ზემოთ ჩამოთვლილი
ვ) მხოლოდ ა) და გ)

You might also like