You are on page 1of 6

რომელია უფრო ჭკვიანი სქესი:

სქესის კრიტიკული და სხვაობები


ინტელექტში
მთარგმნელები:
თათია მერებაშვილი
თეონა ალუდაური
თამარ დვალიშვილი
თამარ გიორგაძე
დაიან ფ. ჰალპერნი და მერი ლ. ლიმეი
აბსტრაქტი

არსებობს თუ არა სქესთა შორის განსხვავებები ინტელექტის მიხედვით?


სანდო განსხვავებები გვხვდება ისეთი სახის ტესტებში, რომელიც კოგნიტურ
შესაძლებლობებზეა დაფუძნებული.

მუშა მეხსიერების ტესტებმა ქალების, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერების ტესტებმა კაცების


უპირატესობა დაადასტურა.

განსხვავებები კულტურათაშორისია და შეიძლება ცხოვრების განმავლობაში


იცვლებოდეს.

ბოლოდროინდელი კვლევების გათვალისწინებით, გარემოს ცვლადები ინტელექტის


ბიოლოგიურ საფუძვლებს ცვლიან და ინდივიდები საკუთარი გარემოს შექმნაში
აქტიურად მონაწილეობენ.

ჩვენ უპირატესობას ფსიქოსოციალურ მოდელს ვანიჭებთ


შესავალი
„რომელი სქესია უფრო ჭკვიანი მდედრობითი თუ
მამრობითი?“
„ქალი“ „მამაკაცი“ „არცერთი“

პასუხი როგორიც არ უნდა იყოს , ის არ


შემოიფარგლება ისტორიის მოცემული დროით,
თანამედროვე დასავლური საზოგადოებებით,
განვითარების რომელიმე კონკრეტული პერიოდით
სიცოცხლის განმავლობაში ან ნებისმიერი სხვა
რა არის Click icon to add picture

ინტელექტი?
ეს არის თეორიული კონსტრუქტი,
შესაბამისად რომელ სქესსაც აქვს მაღალი
ქულა ის ითვლება უფრო „ჭკვიანად“

უმარტივესი გზა პასუხის გასაცემად , თუ


რომელი სქესია უფრო ჭკვიანი, არის
ფსიქომეტრიულად გამართული
ინტელექტის ტესტის ჩატარება ორივე
სქესის წარმომადგენელთა დიდ
პოპულაციაზე, შემდგომ კი საბოლოო
შედეგების ანალიზი იმის მიხედვით, თუ
რომელი სქესი მიიღებს უფრო მაღალ
საშუალო ქულას
დასავლურ საზოგადოებებში რამდენიმე
საყოველთაოდ გამოყენებადი ინტელექტის
ტესტი არსებობს, რომლებიც
აღიარებულია ,როგორც აკადემიური
წარმატების მოქმედი
პრედიქტორი/კორელატი: ვექსლერის
ზრდასრულთა ინტელექტის სკალა (WAIS),
ვექსლერის ინტელექტის სკალა
ბავშვებისთვის (WISC), სტენფორდ-ბინეს
ინტელექტის ტესტი, რავენის პროგრესული
მატრიცები (არავერბალური) და ის ტესტები
, რომლებიც კოლეჯში და ასპირანტურაში
მუშაობის პროგნოზირებისთვის არის
შექმნილი. ისეთი სახის ტესტები
როგორიცაა: სქოლასტიკური შეფასების
ტესტები (SAT), სამაგისტრო ტესტები (GRE)
და სხვა მსგავსი ტესტები, როგორც
ინტელექტის ტესტები არ გამოიყენებიან,
რადგან „განვითარებულ
შესაძლებლობებს“ ზომავენ და არა იმ
თვისებებს , რომლებიც ინდივიდებს
გამოცდის ჩასაბარებლად ესაჭიროებათ.
აიქიუს (IQ) საშუალო
ქულები
არ არის განსხვავებები მიღებულ ქულებში , მაგრამ არის
განსხვავებები ქვეტტესტებში ანუ სხვადასხვა შესაძლელობებში

ყველაზე დიდი განსხვავება გვხვდება IQ განაწილების „კუდებში“, ან უკიდურეს


ბოლოებში. მამაკაცების დიდი რაოდენობა გვაქვს გონებრივად ჩამორჩენილთა
რიცხვში, სწავლის უნარის და ენის დარღვევებში DeFries and Gillis, 1993; Henning-Stout
and Close-Conoley,1992).

ზოგიერთმა ფსიქოლოგმა ინტელექტის ტესტის შედეგები იმის დასამტკიცებლად


გამოიყენა, რომ კაცები ქალებზე ჭკვიანები არიან. ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა
ლინი (1994,1998), რომელმაც ინტელექტის ტესტები შოტლანდიასა და
ირლანდიაში ჩაატარა.

ლინის კვლევებს ბევრი ხარვეზი აქვს.

You might also like