You are on page 1of 13

1

რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ

ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიური ტესტირება

რა არის ინტელექტი?

ინტელექტის გაგება ფსიქოლოგიაში მრვალნაირია. სხვადასხვა თეორიულ საფუძველზე მდგარი


ავტორი სხვადასხავანაირად განმარტავს ინტელექტს. ხშირად მას აზროვნების სინონიმად ხმარობენ. სიტყვა
ინტელექტი, ლათინურად „intelectus“ ქართულად ნიშნავს გონიერებას, გაგებას, წვდომას. ეს ტერმინი
ლათინური თარგმანია ბერძნული ცნებისა „ნუს“ – გონება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველას გვესმის თუ რას ნიშნავს ინტელექტი. ჩვენ viciT, რომ ზოგიერთი

ადამიანი „უფრო მეტად ჭკვიანია“, ვიდრე სხვები. ჩვენ ამ სიტყვას გონიერების სინონიმად ვხმარობთ. შეფასება
„ის ინტელექტუალური ადამიანია“ ან „ძლიერი ინტელექტის პატრონია“, ნიშნავს, რომ ეს პიროვნება ძლიერი
აბსტრაქტული აზროვნებითა და თანმიმდევრული ლოგიკით გამოირჩევა.
ზოგიერთ ფსიქოლოგიურ კონცეfციაში ინტელექტი გაგებულია, როგორც ზოგადი გონიერება, ახალ

პრობლემურ სიტუაციასთან ეფექტური გამკლავების უნარი. ეს პირველ რიგში ეხება გეშტალტ ფსიქოლოგიას. მ.
ვერტჰაიმერი, ვ. კელერი ინსაიტის ცნების შემოტანით ცდილობდნენ აეხსნათ თუ როგორ ახერხებს პიროვნება
პრობლემური სიტუაციის გადაჭრას რომელიც არ ჰქონია გამოცდილებაში და ვერ გამოიყენებს ძველ ხერხებს.
ინტელექტი ამ გაგებით არის ახალ, უჩვეულო სიტუაციაში ეფექტური ორიენტაციის უნარი ზოგადად, და
კერძოდ, ახალი სააზროვნო ამოცანის, პრობლემური სიტუაციის წვდომის უნარი [„ინსატი ნიშნავს უecar

წვდომას, გონების განათებას].


ვ. შტერნი თვლის, რომ აზროვნება და გაგება, როგორც სამყაროს მოთხოვნებისადმი შეგუების იარაღისა
ცალმხრივია, რადგანაც პიროვნების მხოლოდ რეაქტიულობას გულისხმობს. ვ. შტერნი პირობითად გამოყოფს
რეაქტიულ და სპონტანურ აზროვნებას – პირველი სამყაროსთან შეგუებას ემსახურება, მეორე პიროვნების
განვითარების მიზანს [წმინდა სახით ისინი არ არსებობენ და ეს დაყოფა პირობითია]. რეაქტიულ აზროვნებaს

იწვევს გარესამყაროს ახალი უჩვეულო სიტუაცია, სპონტანური აზროვნების სტიმული კი შინაგანი განწყობაა
(ეინSტელლუნგ), ანუ აზროვნეbის დისპოზიცია. სწორედ ესაა ინტელექტი ვ. შტერნის მიხედვით. ამრიგად,
ინტელექტი ვ. შტერნის გაგებით – აზროვნებისადმი განწყობაა, ინტელიგენტობა კი აზროვნების უნარია. ვ
შტერნის მიხედვით ინტელიგენტური ადამიანი იმას კი არ ეწოდება, ვისაც აზროვნებისაკენ მიდრეკილება აქვს
ეს ყველა ადამიანს გააჩნია, არამედ იმას, ვისაც შეუძლია აზროვნების შემწეობით ახალი სასიცოცხლო
ამოცანები გადაჭრას. ამის უნარი კი ყველას თანაბრად არ გააჩნია. ვ. შტერნი სწორედ ამ კუთხით იკვლევდა
ინტელიგენტურობას – დიფერენციალურ ფსიქოლოგიური მიდგომით. იგი თვლიდა, რომ ადამიaნთა

აზროვნების უნარის განსხვავებულობა სწორედ დიფერენციალური ფსიქოლოგიის საგანია და არა ზოგადისა.


მანვე შემოიტანა ინტელიგენტობის კოეფიციენტი - IQ ამ განსხვავებების გასაზომად.
დ. ვექსლერი ინტელექტს განსაზღვრავს როგორც „ჰიპოთეტურ ცნებას“ რომელიც ასახავს ინდივიდის
მიზანმიმართული მოქმედების, რაციონალური აზროვნებისa და გარემოსთან ეფექტური ურთიერთქმედების

გლობალურ უნარს (1981).


2
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ

ინტელექტის გაზომვა
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინტელექტის შესწავლისას ფსიქოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ისეთი
პრაქტიკული საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა ინტელექტის გაზომვის საუკეთესო გზების მოძებნა.
მეცნიერები, ვისაც დიდი წვლილი მიუძღვის ინეტელექტის კვლევაში:

fransis
Aalfred bine luis termeni devid veqsleri
haltoni
1859-1911 1877-1956 1896-1981
1822 -1911

ინგლისელი მეცნიერი ფრანსის ჰალტონი (მე-19 საუკუნე) პირველი იყო, ვინც ცდილობდა შეესწავლა
ადამიანებს შორის გონებრივი განსხვავებები და გაეზომა მათი გონებრივი უნარები.
ინტელექტის ბუნების, მისი ფსიქოლოგიური რაობის გარკვევასთან ერთად, ტრადიციულად,

ფსიქოლოგების აქტივობა მიმართულია განთლების სისტემის მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ– შეურჩიონ


ბავშვებs ადეკვატური სასწავლო გარემო მათი გონებრივი შესაძლებლობების საფუძველზე. ეს ტრადიცია

ისტორიულად დაკავშირებულია ინტელექტის სისტემური ტესტირების დაწყებასთან.


1904 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც
ევალებოდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების შესწავლა და მათი სასწავლო უნარების შეფასება. საჭირო
გახდა ბავშვი გონებრივი განვითარების დონის განსზღვრისათვის ადეkვატური საზომი სისტემის შექმნა. ამ
ამოცანამ მიიპყრო ფრანგი ფსიქოლოგის ა.ბიnეს ყურადღება. რამდენადაც მასწავლებელთა დასკვნები იმის

შესახებ თუ ვის უნდა მიეღო სპეციალური განათლება, არ იყო დამაჯერებელი და საკმაოდ სუბიექტურ ხასიათს
ატარებდა. ა. ბინემ დაიწყო მუშაობა მოსწავლეთა გონებრივი შესაძლებლობების მოსახერხებელი, მეტ–
ნაკლებად ობიექტური პროცედურის მომზადებაზე. ფრანგი ფსიქოლოგები ა.ბინე და თ.სიმონი ცდილობდნენ
გამოეყენებინათ გაზომვის სხვადასხვა ხერხი რათა განესხვავებინათ ერთმანეთისაგან მაღალი და დაბალი
შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მრავალი ცდის შემდეგ მათ აღმოaჩინეს, რომ ბავშვებს, რომელთაც ჰქონდათ

მსჯელობისა და მიმართებათა დამყარების საუკეთესო უნარი, ყურადღების, ლექსიკური მარაგისა და სხვა


შესაძლებლობების გამომჟღავნების უკეთესი ტენდენცია გააჩნდათ. 1905წ. ბინემ და სიმoნმა შექმნეს საცდელი

ინტელექტის სკალა, რომელიც ბინე-სიმონის ინტელექტის ტესტის სახელით არის ცნობილი. ის მოიცავდა
სირთულის ზრდის მიხედვით daლაგებულ 30 ტესტს, რომლებიც აფასებდნენ ყურადღების, მეტყველების,
აზროვნების, მეხსიერების უნარებს. სირთულის დონე დადგენილი იყო 3 დან 11 წლამდე 100 ჯანმრთელი
ბავშვის მიერ დავალებათა შესრულების საფუძველზე. შემდგომში მკვლევრებმა დააჯგუფეს ტესტები ბავშვთა
3
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
ასაკის მიხედვით. შეფასება ხდებოდა ქულებით da ეფუძნებოდა ინტელექტის კოეფიციენტის შტერნისეულ
ცნებას. IQ წარმოადგენს გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურ ასაკთან შეფარდებას გამრავლებულს 100-ze.

IQ = გონებრივი ასაკი/ქრონოლოგიური ასაკი * 100

ბავშვის გონებრივი ასაკი განისაზღვრებოდა შესაბამისი ასაკისთვის განკუთვნილი დავალებების


შესრულების საფუძველზე. მაგალითად, თუ 10 წლის ბავშვი ასრულებს დავალებებს, რომლებიც ემპირიულად
დადგენილია 8 წლის ასაკის დონისათვის, მისი მენტალური ასაკი არის 8. ბინე – სიმონის IQ ტესტში ყოველი
დავალება შესაბამისი ასაკობრივი ოდენობით ფასდება, რომელიც თვეებში გამოიხატება. 14 წლამდე ასაკობრივი
სკალა აგებული იქნა 1000 ბავშვის მონაცემების მიხედვით. ავტორებისთვის მთავარი მიზანი იყო ტესტებისა და
qulebis ისეთი განაწილების მიღწევა, რომლის დროსაც ასაკობრივი ჯგუფების საშუალო გონებრივი ასაკი

დაემთხვევა საშუალო საპასპორტე ასაკს. შესაბამისად, 5 წლის ბავშვის სატესტო შეფასება სწორად აგებულ
სკალაზე უნდა 5 წლის ტოლი ყოფილიყო.

მოგვიანებით ბინე–სიმონის IQ სკალა სრულყო l. ტერმენმა და იგი ცნობილია სტენფორდ–ბინე IQ

სკალის სახით. ყოველი ასაკისთვის ცალ–ცალკე აიგო ნედლი ქულების განაწილების მრუდები.
l. ტერმeნმა ყველა IQ მონაცემი (1000 ბავშვიs) დაყო 10 ასაკობრივ ჯგუფად და ნედლი ქულები ბინე-

სიმონის ტესტისგან განსხვავებით გადაიყვანა სტანდარტულ IQ სკალაზე, რომლის საშუალოა 100 და


სტანდარტული გადახრა - 15. კოეფიციენტების ნორმალურ განაწილებაში ყველაზე დიდი იყო 90-105 ქულიანი
ჯგუფი, იგი საშუალო ჯგუფად იქნა მიღებული. საშუალოზე მაღალი ჯგუფები შეიცავდნენ კოეფიციენტებს 106-
115 და 116-125. ასეთივე ინტერვალით არის წარმოდგენილი 96-ზე დაბალი IQ მქონე ჯგუფები. ამრიგად,
ტერმენმა მიიღო 905 ბავშვის (5–დან 14 წლამდე) IQ –ების ნორმალური განაწილების მქონე მრუდი M = 100, SD
= 12.6.
IQ
56-65 (0.33%) 106-115 (23.1%)
66-75 (2.3%) 116-125 (9.0%)
76-85 (8.6%) 125-135 (2.3%)
86-95 (20.1%) 136-145 (0.55%)
96-105 (33.9%)
ლ. ტერმენის მიხედვით, IQ სტანდარტული ქულაა, რომელიც გვიჩვენებს ბავშვის გონებრივი
განვითარების დონის მიმართებას მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ბავშვების გონებრივი განვითარების
დონესთან.
ინტელექტის გაზომვის მიზნით ჩატარებული კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ:
1. არ არსებობს მკვეთრი ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის.
2. არსებობს განვითარების დონის ფართო დიაპაზონი.
3. პოპულაციაში გონებრივi ჩამორჩენილობის მქონე პირთა გავრცელების დადგენა დამოკიდებულია იმ
სტანდარტზე, რომელსაც მიიჩნევენ ნორმად, ან იმ კრიტერიუმებზე, რითაც განსაზღვრავენ გონებრივ
ჩამორჩენას.
4
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
4. ის მოსაზრება, რომ ნორმიდან ქვედა გადახრები (ანუ გონებრივად ჩამორჩენილი პირები) უფრო
ხშირია, ვიდრე ზედა (ანუ ნიჭიერი პირები)მოკლებულია საფუძველს.
5. მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვები უფრო მეტად განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან გონებრივი განვითარების მიხედვით, ვიდრე უმცროს ასაკში, მოკლებულია საფუძველს.

რას ზომავს ინტელექტის ტესტები?

გარდა სტეnფორd–ბინეს ტესტისა ინტელექტის გასაზომი ტესტებია ვექსლერის IQ სკალები, რავენის

პროგრესული მატრიცები, აიზენკის ინტელექტის ტესტი.

ინტელeქტის ტესტი ზომავს ადამიანის მიღწევას თავისი ასაკობრვი ჯგუფის სხვა ადამიანების

მიღწევასთან მიმართებაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, IQ ტესტში მიღებული ქულა გვიჩვენებს, თუ სად
იმყოფება კონკრეტული ადამიანი მისი ასაკობრივი ჯგუფის სხვა ადამიანებთან შედარებით - საშუალოსთან
ახლოს, საშუალოზე მაღლა, თუ საშუალოზე დაბლა.

naxatze mocemulia inteleqtis standartuli maCveneblebis ganawileba populaciaSi


standartul skalaze. es ganawileba normaluria da yvelaze meti individi moTavsebulia -1 +1
standartuli gadaxris diapazonSi, anu 85-dan 115 IQ.
d. veqsleris mixedviT IQ qulebis mixedviT gamoiyofa inteleqtis Semdegi doneebi:
Zalian maRali >120
saSualoze maRali 110-120
saSualo 90-110
5
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
saSualoze dabali 90-80
mosazRvre 80-70
ioli gonebrivi CamorCena 70-55
saSualo gonebrivi CamorCena 55-40
Zlieri gonebrivi CamorCena 40-20
mZime gonebrivi CamorCena - <20-ze

სტანდარტული IQ ტესტების ფინალური ქულები, თავისთავად, მინიმალურ ინფორმაციას იძლევა იმ


ცვლადების შესახებ, რომელიც საფუძვლად შეიZლება ედოს ინდივიდთა შორის განსხვავებას, თუმცა ამ
განსხვავებას აფიქსირებს. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ინტელექტის ტესტის სხვადასხვა სუბტესტში
მიღებული მაჩვენებლების ანალიზი და მთლიანი პროფილის ინტერპრეტაცია. მაგალიათად, ბავშვს, რომლის
IQ = 120 შეიძლება, მაღალი ქულები ჰქონდეს ვერბალურ subტესტებSi და შედარებით დაბალი - არავერბალურ

სუბტესტებში; ან შესაძლოა ბავშვს ინტელექტის ერთი სკალის შიგნით აღმოაჩნდეს ძლიერი და სუსტი
მხარეები. მართალია, მრავალი გამოკვლევის მიხედვით კორელაცია ინტელექტის ქულებსა და აკადემიურ
მიღწევებს შორის საკმაოდ მაღალია, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს კავშირი ერთმნიშვნელოვანია. მაგალითად,
შესაძლებელია მოსწავლე, რომლის IQ = 125 ბევრად უარესად სწვლობდეს, ვიდრე მოსწავლე, რომლის IQ = 105,
რადგან ეს უკანასკნელი დაინტერესებულია სკოლის სამუშაოთი და უფრო ბევრს მეცადინეობს. IQ ტესტის
ქულების ინტერპრეტაციისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან IQ მაჩვენებელზე ძლიერ მოქმედებს
ადრინდელი სწავლის გამოცდილება, პიროვნული თავისებურებანი, თვით ტესტოლოგის პიროვნება, ბავშვის
დამოკიდებულება ტესტისა და სკოლისადმი, სოციალურ-კულტურული ფაქტორები და ა.შ. ტესტების ქულებს
სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ. ზუსტად amitom არ არის მიზანშეწონილი ერთ კულტურაში შერჩევით
ერთობლიობაზე შექმნილი ტესტის პირდაპირi გადატანა სხვა კულტურაზე და სხვა ჯგუფებზე. საჭიროა მისი
წინასწარი ადაპტაცია და ხელმეორედ სტანდარტიზება ადგილობრივ პოპულაციაზე. ინტელექტის ტესტის

მაჩვენებლის ინტერპრეტაცია სპეციალურ მომზადებასა და გამოცდილებას საჭიროებს.

inteleqtis modelebi

ინტელექტისადმი ფსიქომეტრული მიდგომა მრავალი წელი დომინირებდა ფსიქოლოგიაში.თავად,


ფსიქომეტრული მიდგომა გარკვეული ხარისხით ეფუძნება სტატისტიკურ ფაქტორულ–ანალიზურ მეთოდს.
ფაქტორული ანალიზის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა აღწერის გამარტივება ცვლადების
მაქსიმალური შემცირებით. ფაქტორული ანალიზის საშუალებით ხდება ისეთი დავალებების გამოვლენა,
რომლებიც მსგავს უნარებს აფასებენ და შესაბამისად იმ ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომელიც ამ გადაფარვას
იწვევს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ტესტი რომელიც ამა თუ იმ უნარს იკვლევს, ერთი ძირითადი ფაქტორის
ქვეშ შეიძლება გაერთიანდეს. შესაბამისად, ინტელექტის ცნება კრებით ხასიათს ატარებს. ფსიქომეტრული
გაგებით ინტელექტი - IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) გონებრივი და ქრონოლოგიური ასაკის შეფარდებაა და
მოიცავს სხვადასხვა უნარს, ვლინდება სხვადასხვა უნარში.
ფაქტიურად, ძირითადი კრიტერიუმი, რომელსაც ზომავს ტესტთა უმეტესობა – აკადემიური მოსწრების
რამოდენიმე ასპექტია. მართალია, IQ ტესტები აფასებენ ინდივიდუალურ განსხვავებებს უნარებში, მაგრამ
6
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
ძალიან ცოტას გვეუბნებიან ამ უნარების ბუნების შესახებ. სტანდარტული ტესტების მიზანი, ფაქტიურად არის
ინტელექტში ჩართული კომპლექსური პროცესების გაზომვა. მათი უმეტესობა ვერბალური ხასიათისაა,
მეტყველებით არის გაშუალებული და გარკვეულ გამოცდილებას ეყრდნობა. ამდენად, ისმის კითხვა თუ რას
იკვლევს სტანდარტიზებული IQ ტესტი: ათვისებულ ცოდნას, ჩვევებს თუ სუფთა ინტელექტს ანუ გონიერებას?!
მათი ვერბალური ხასიათი და კულტურული გამოცდილებით შეზღუდულობა ცხადია ართულებს საქმის
ვითარებას. ამ ხარვეზის დასაძლევად შეიქმნა ტესტები, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ თავისუფალია
ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებებისაგან (მაგალითად, კეტელის კულტურისაგან თავისუფალი ტესტი, ელის–
დევისის თამაშები, რავენის ტესტი) ამ ტესტებში ავტორები ეცადნენ მინიმუმადე დაეყვანათ მეტყველების,
გამოცდილებისა და ცოდნის როლი.
უნდა ითქვა, რომ ტესტთა მრავალფეროვნება აიხსნება სხვადასხვა ავტორების მიერ მისი სხვადსხვანაირი
განსაზღვრებით. მართლაცდა იმისდა მიხედვით, თუ რას გულისხმობს ავტორი „ინტელექტის“ ცნების ქვეშ,
ტესტსაც შესაბამისი სტრუქტურა აქვს. მაგალითად, ბინეს მიხედვით ინტელექტი არის განსჯის, გამჭრიახობის,
ინიციატივის უნარი. მისი ტესტი ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ინტელექტი ერთი მთლიანი, უნიტარული
ფენომენია.
ბინეს საპირისპიროდ ჩ.სპირმენი (ინგლისელი ფსიქოლოგი) თვლის, რომ ინტელექტი არ არის
უნიტარული მთლიანობა, არამედ გარკვეული სტუქტურა გააჩნია. ის ერთი მთავარი უნარია, რომელიც შედგება
სხვადასხვა სპეციფიკური უნარებისაგან – ინტელექტის სპირმენისეული თეორია უნართა ორგანიზაციის
ორფაქტორიანი თეორიის სახელით არის ცნობილი. ჩ.სპირმენი თვლის, რომ ნებისმიერ ინტელექტურალურ
მოქმედებას საფუძვლად უდეს მათთვის საერთო მთავარი გენერალური ფაქტორი (G) და სპციფიკური s
ფაქტორები, რომლებიც ცალკეულ სპციფიკურ ინტელექტუალურ მოქმედებას ახასიათებს. სპირმენის
დაკვირვებით, მრავალი სხვადასხვა ტესტი კორელირებდა ერთმანეთთან, რაც მიუთითებდა რაღაც ერთი
ფაქტორის არსებობაზე. მან დაასკვნა, რომ ზოგადი გონებრივი უნარი (g) ამ ინტერკორელაციების საფუძველია.
დაკვირვებით აღმოჩნდა, აგრეთვე, რომ სპეციფიკური ფაქტორები ხშრად ფარავენ ერთამანეთს. სპირმენი
ინტელექტს ხედავს როგორც გონებრივ უნართა ერთ მთლიან სტურქტურას, რომელიც შეიცავს: ზოგად
გონებრივ უნარს (g) და სპეციფიკურ უნარებს.
„ორფაქტორიანი“ თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური ტესტირების მიზანია (g) ფაქტორის გაზომვა, თუ
ასეთი ფაქტორი მრავალ უნარში ვლინდება, მაშინ მეტ–ნაკლებად შესაძლებელია ინდივიდის ქცევის
პროგნოზირება სხვადასხვა სიტუაციაში, მაშინ როცა s ფაქტორების გაზომვას აზრი არ აქვს, რამდენადაც ისინი
მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში ვლინდებიან. ამიტომ სპირმენი გვთავაზობს ერთი g ფაქტორით ძლიერ
დატვირთული ტესტით შეიცვალოს სხვადსხვა დავალებებისაგან შემდგარი ინტელექტის ტესტი. G ფაქტორის
გაზომვის ტესტებად შეიძლება მივიჩნიოთ რავენის „პროგრესული მატრიცები“ და კეტელის კულტურისაგან
თავისუფალი ინტელექტის ტესტი (IPAT). უფრო მეტად გავრცელებულია ინტელექტის მრვალფაქტორიანი
მოდელები. ტურსტოუნი თვლის, რომ ინტელექტის რთული მთლიანობა მოიცავს სხვადასხვა მარტივ
პროცესებს. იყენებს რა 56 ტესტისაგან შედგენილ სერიას, ტურსტოუნმა გამოჰყო 7 პირველადი გონებრივი
ფაქტორი ანუ პირველადი გონებრივი უნარი:
1) პერცეპტული სისწრაფე (P) ვიზუალური დეტალების გარჩევა და იდენტიფიკაცია;
2) რიცხობრივი უნარი (N) მათემატიკური უნარი;
7
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
3) სიტყვათა მოქნილობა (W) ლექსიკური შესაძლებობები
4) ვერბალური გაგება (V) სიტყვების გაგება და მათი გამოყენება შესაძლო კონტექსტში
V და W განსხვავდება, მაგალითად, თუ საჭიროა რამდენიმე სიტყვიდან, სიტყვისათვის შესაბამისის სინონიმის
ამორჩევა – ეს მოიცავს V ფაქტორს, თუ საჭიროა რამდენიმე სინონიმის სწრაფი დასახლება – ეს უკვე W
ფაქტორის სფეროშია.
5) სივრცითი ვიზუალიზაცია (S)ვიზუალურ ფორმებს შორის მიმართებების დამყარების უნარი;
6) მეხსიერება (M ) აღდგენა სიტყვების, რიცხვების, სიმბოლოების, ფიგურების;
7) მსჯელობა (R) სხვადასხვა სახის კანონზომიერებათა წვდომის უნარი.
ტურსტოუნის ეს პირველადი უნარები კარგად გამოსადეგ საკლასიფიკაციო სისტემას წარმოადგენს,
მაგრამ ავტორის მოდელიდან არ ჩანს თუ როგორ ხდება ამ პირველადი გონებრივი უნარების კომბინირება
ინტელექტის მთლიანი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ერთმანეთისაგან
დამოუკიდებლად არ არსებობენ. შესაბამისად, ისინი შეიძლება ერთ ზოგად ფაქტორში გაერთიანდნენ.
ინტელექტის უნართა ფაქტორების ერთობლივად წარმოდგენა საბოლოო ჯამში ვერ აღწერს ადეკვატურად
ადამიანის გონიერების გამოვლენის მრავალფეროვნებას. რამდენიმე, თუნდაც ათეული ფაქტორით პიროვნების
ინტელელქტუალური მოქმედების მთელი სპექტრის აღწერა და ახსნა აბსურდულია. თუმცა, ფსიქოლოგებს
კონკრეტული მიზნებისათვის შეუძლიათ შეარჩიონ ისეთი ფაქტორები, რომლებიც საკვლევი მოქმედების ტიპს
და ხასიათს შეესაბამება. მაგალითად, როდესაც სამუშაოზე დისპეჩერებს იღებენ, ცხადია ადეკვატური იქნება
მათთვის პერცეპტული სისწრაფის, სივრცითი მიმართებების წვდომის უნარების შემოწმება, ხოლო კოლეჯის
სტუდენტების მისაღებად ალბათ, უფრო ფართო ფაქტორები -ზოგადი უნარები გამოიყენება, როგორიცაა
სიტყვის მნიშვნელობის გაგება, მათემატიკური და ლოგიკური მიმართებების დამყარების უნარები.
ფაქტორულმა კვლევებმა ძლიერ გაზარდა გამოვლენილ ფაქტორთა რიცხვი. ამიტომ ზოგიერთი ავტორი
გვთავაზობს ინტელექტის სტრუქტურის იერარქიულ მოდელს (ლ.ჰემფრეისი, ფ. ვერნონი). ფ.ვერნონის
იერარქიული მოდელის მიხედვით სპირმენის g ფაქტორი იერარქიის თავშია მოქცეული. შემდეგ დონეზე
იმყოფება ფაქტორთა ორი ფართო ჯგუფი Vied – ვერბალური , განთლებით და Kim - პრაქტიკულ–ტექნიკური.
ეს ძირითადი ფაქტორები თავისთავად იყოფიან: ვერბალური, განათლებითი – სიტყვითი რიცხობრივ და სხვა
სუბფაქტორებად, პრაქტიკულ–ტექნიკური – სივრცით, ფიზიკური შრომის ჩვევების, ტექნიკური
გათვითცნობიერებულობის სუბფაქტორებად. უფრო ვიწრო სუბფაქტორების იდენტიფიკაცია ხდება შემდგომი
ანალიზის საფუძველზე. იერარქიის ძირში იმყოფებიან s ფაქტორები ) სპეციფიკური ( ინტელელტის ასეთი
იერარქიული სრტუქტურა ფაქტიურად იმეორებს (შინაარსობრივად უფრო ვრცლად) სპირემენის მოდელს: g
ფაქტორი იერარქიის თავში და s ფაქტორები მის საფუძლად და მათ შორის თანდათან შევიწროვებული
ჯგუფური ფაქტორები.
g

Vied Kim

s s s s s s
8
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ

ფაქტორული ანალიზით ასეთი გატაცება ფაქტიურად ფსიქოლოგიას აღარ უტოვებს ადგილს


ინტელექტის როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის ბუნების შესწავლისათვის. ფაქტორები, რომლებიც
ფაქტორული ანალიზით ვლინდება დესკრიპული (აღწერითი ) კატეგორიებია, რომლებიც აღწერენ ადამიანის
ამა თუ იმ უნართა ურთიერთმიმართებას, რაც გადასაწყვეტი ამოცანის მიხედვით იცვლება.
ინტელექტუალური პროცესის ფსიქოლოგიურ შინაარსს ფაქტორულ ანალიზურ მოდელებში ნაკლები
ყურადღება ეთმობა..
ჯ. გილფორდი ცდილობდა დაეძლია ფსიქომეტრული, ფაქტორულ ანალიტური მიდგომის ე.წ.
ხარვეზები. ინტელექტის მის სტრუქტურულ მოდელში გონებრივ უნართა კლასიფიკაცია 3 განზომილების
მიხედვით ხდება: ოპერაციები, შინაარსი, შედეგები.

გილფორდის სამგანზომილებიანი მოდელი მოიცავს გონებრივი ოპერაციების 5 ტიპს, შინაარსების 4 ტიპს


და პროდუქტების 6 ტიპს. რაც მთლიანად წარმოადგენს კუბს 4*5*6, ანუ 120 ფაქტორს. ყოველ უჯრედს
შეესაბამება ერთი, შეიძლება მეტი ფაქტორიც. ყოველი ფაქტორი სამ განზომილებაში აღიწერება. გილფორდი
და მისი კოლეგები 20 წლის განავლობაში იკვლევდნენ გონებრივ უნარებს ინტელექტის
სტრუქტურულიმოდელის მიხედვით და მათ მიერ იდენტიფიცირებული იყო 98 –120 ფაქტორიდან.
გონებრივი ოპერაციები (ანუ რა შეუძლია პიროვნებას):
1. შეფასება – გააზრება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საგანი, მოვლენა ან იდეა;
2. კონვერგენციული აზროვნება – ინფორმაციის ამორჩევა, კლასიფიცირება, პრობლემის სწორი
გადაწყვეტის მისაგნებად;
3. დივერგენციული აზროვნება – ინფორმაციის გამოყენება ახალი პრობლემის შესაბამისი
გადაწყვეტილების ან ახალი იდეის ჩამსაყალიბებლად (შემოქმედებითი ხასიათისაა);
4. მეხსიერება – ინფორმაციის აღდგენა;
5. შემეცნების უნარი (cognition). ინფორმაციის სხვადასხვა კონტექსტში ორგანიზების უნარი.
9
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
ეს 5 ტიპის გონებრვი ოპერაცია შეიძლება დალაგდეს 4 შინაარსის შესაბამისად. შინაარსის ქვეშ
იგულისხმება მასალის თავისებურება ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მოქმედება. ეს არის
გამომხატველობითი სიმბოლოები (ასოები, რიცხვები), სემანტური (სიტყვები), ქცევითი (ინფორმაცია სხვა
ადამიანის უნარების მოთხოვნილებების და ა.შ. შესახებ). მასალა
1. ფიგურული – ობიექტების და მოვლენების სწორი აღქმა;
2. სიმბოლური – ასოები, რიცხვები და სხვა ნიშნები;
3. სემანტური – სიტყვათა მნიშვნელობა;
4. ქცევითი – სოციალური სიტუაციები.
იმ პასუხთა ტიპები, რომელიც შეიძლება პიროვნებამ მოგვცეს კლასიფიცირდება 6 პროდუქტის
შესაბამისად. პროდუქტის, შედეგის ქვეშ იგულისხმება ის ფორმა, რომლის მიხედვითაც ხდება ინფორმაციის
გადამუშავება.
1. ელემენტები. ინფორმაციის მარტივი ერთეულები – ასოები, რიცხვები, სიტყვები.
2. კლასები. ელემენტები დალაგება მათი ზოგადი მახასიათებლების მიხედვით.
3. მიმართებები. ფაქტორები, რომლებიც მოვლენებს ან საგნებს უკავშირებენ ერთმანეთს.
4. სისტემები. ის ჯგუფები, რომლებშიც ხდება საგნების, მოვლენების გაერთიანება/
5. ტრანსფორმაციები. ჯგუფების სტრუქტურის ცვლილებანი.
6. იმპლიკაციები(დასკვნები). დამატებითი ფაქტორები, რომელთა დანიშნულებაა შესაბამისი ადექვატური
მოქმედებების დაგეგმვა და ამორჩევა.
გილფორდის ინტელექტის სტრუქტურულმა მოდელმა მოგვცა რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამოკვლევა
ინტელექტის სფეროში. კონკერგენციული და დივერგენციული ტიპის აზროვნების გამოყოფით გილფორდმა
გადადგა ნაბიჯი კონვენციურ და კრეატულ ინტელექტის შედარებისკენ. გილფორდამდე ინტელექტის ტესტთა
უმეტესობა ისე იყო აგებული, რომ პრობლემას ერთი გადაწყვეტა ჰქონდა შეკითხვას კი – ერთი პასუხი. ასეთი
ტიპის დავალებები არ იძლეოდა ინფორმაციას პიროვნების კრეატულობის, მისი აზროვნების
შემოქმედებითობის შესახებ. ფსიქოლოგიაში დღემდე დავაა იმის შესახებ, თუ რას იკვლევს IQ ტესტები –
პიროვნების მიერ დაგროვილ ცოდნა – გამოცდილებას თუ იმას, რასაც აზროვნების ძირითად მახასაითაბელს
წარმოადგენს – მის პროდუქტულობას, ახალი ცოდნის შეძენას, ინსაიტს. გილფორსდის ტესტები შეიცავდა ისეთ
დავალებებს, რომლებიც ითხოვდა რამოდენიმე პასუხს. შესაბამისად, მისი მეთოდი შესაძლებელია
გამოყენებული იქნას აზროვნების ორიგანალობის, შემოქმედებითობის გამოსაკვლვეად. ასე მაგალიად, მისი
ტიპური დავალებაა: ბავშვს სთხოვენ დაასახელოს ისეთი ჩვეულებრივი ობიექტის უჩვეულო გამოყენება,
როგორიცაა გაზეთი.
ზემოთ აღნიშნულმა წინააღმდეგობამ ინტელექტის არსსა და მისი კვლევის (გაზომვის) საშუალებებს
შორის აიძულა ფსიქოლოგები გამოეყოთ ტესტები, რომლებშიც პიროვნება იყენებს ცოდნას და სპეციალურ
უნარებს იმ ტესტებისგან, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს არსებული ინფორმაციის
გარდაქმნით და ინდივიდის გამოცდილებისათვის უცხო ხერხებით. რ. კეტელმა ამ პრინციპით
ერთმანეთისაგან გამოყო ფლუიდური და კრისტალიზებული უნარები (1964, 1968).
10
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ

ტესტები რომლებიც სპექტრის ქვედა ბოლოშია განლაგებული მოითხოვს დასწავლილ ინფორმაციას და


პრაქტიკულ ჩვევებს. ძალიან გონიერი, მაგრამ არაინფორმირებული პიროვნება ასეთ დავალებას ვერ
შეასრულებს. თუ დავალება ახლოს უკავშირდება წარსულის გაკვეთილებს, პასუხი ტესტზე მექანიკურს
უახლოვდება. ამიტომ კეტელის მიხედვით ასეთი უნარი ’’კრისტალიზებულია’’ ანუ ’’ავტომატიზებული’’.
ფლუიდური უნარი მოკლე კრებითი სახელია იმ ადაპტაციური პროცესებისა, როგორიცაა უჩვეულო
ვიზუალურ ან აბსტრაქტულ მიმართებათა წვდომა, მათი გადასტრუქტურირება. ამოცანის შესაბამისი
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ფლუიდური უნარები ვლინდება კუბების აწყობაში, მატრიცებში
კანონზომიერების ძიებაში, უჩვეულო კონფიგურაციათა მიმართებების წვდომაში. კრისტალიზებული უნარები
ვლინდება თვლის სისწრაფეში, სიტყვათა მნიშვნელობის ცნობაში და ა.შ. ფლუიდური ინტელექტი ადამიანის
პოტენციური ინტელექტია, რომელიც დამოუკიდებელია განათლებისა და სოციალიზაციისაგან. უნდა
აღინიშოს, რომ Gf/Gc გამოყოფა არ ხდება არავერბალური/ვერბალური უნარების საფუძველზე. ცხადია,
კრიტალიზებულ სფეროში რაც უნდა შემოქმედებითი იყოს, მნიშვნელოვანია მეტყველება და რიცხვებით
მანიპულიაციის ჩვევები. მაგრამ მრავალი სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც ფლუიდურ უნარებს მოითხოვს
შეილება იყოს კრისტალიზებული, მაგალითად, ნავიგაცია, ხაზვა, კონსტრუირება.
საკმარისმა პრაქტიკამ შესაძლებელია კუბების აწყობა „კრისტალიზებულ“ უნარად გადააქციოს. ამის
საპირისპიროდ კი, ბავშვს, რომელსაც არ გააჩნია გამოთვლითი ოპერაციების ჩვევა, შეიძლება წარმატებით
გვიჩვენოს ფლუიდური უნარი მაღაზიაში ხურდის მიღებისას. საუკუნის დასაწყისში, ზოგიერთი ფსიქოლოგი
ცდილობდა ფლუიდური უნარი აეხსნა, როგორც ნერვული იმპულსის გადაცემის სისწრაფის პროდუქტი.
გენერალური უნარი განიხილება, როგორც ფიზიოლოგიური პროცესების პროდუქტი. თანამედროვე ვერსია
წარმოადგენს მოსაზრებას იმის შესახხებ, რომ სისწრაფე, მგდრადობა და შეცდომათა სწრაფი შემჩნევა „IQ
მთავარი ასპექტებია. მათ შორის კი სისწრაფე – ფუნდამეტურია.“ (ჰ.აიზენკი). მისი აზრით ინტელექტუალური
ეფექტურობა სისწრაფეზეა დამოკიდებული. მისი IQ ტესტიც სამი ნაწილისაგან შედგება და მოიცავს
ვერბალურ, რიცხობრივ და ვიზუალურ სივრცით უნარებს, ამ პირნციპზეა აგებული. ფასდება ამოცანის დროში
გადაწყვეტის სისწრაფე.
როგორც ვხედავთ, ფაქტორული ანალიზით გატაცებამ უამრავი ფაქტორი შემოიტანა, რომელთა
საშუალებით ფსიქოლოგები ცდილობენ ინტელექტის შინაარსობრივ ანალიზს. ფსიქოლოგებმა შექმნეს
ინტელექტის მოდელები, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ ეს მოდელები სუფთა ოპერაციული ხასიათისაა –
ეს არის ოპერაციონალურ სტრუქუტრათა (უნარები) ერთობლიობა. ფსიქოლოგები შეთანხმდნენ, რომ არსებობს
სამი ძირითადი გონებრივი უარი: მეტყველების გაგება, მსჯელობის უნარი და სივრცითი მიმართებების,
ვიზუალიზაციის უნარი.
ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ ზოგადად, ფსიქომეტრულმა მიდგომამ და კერძოდ, ფაქტორულმა
ანალიზმა ვერ გასცა პასუხი ადამიანის ინტელექტის შესახებ ფუნდამეტურ შეკითხვებს.
11
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
სტანდარტული ტესტებით და ფსიქომეტრული მიდგომით იმედგაცრუებულმა ფსიქოლოგებმა ადამიანის
ინტელექტის ფსიქოლოგიური არსის უკეთ შესწავლისათვის კოგნიტურ ფსიქოლოგიას მიმართეს. ინტელექტის
გაგებისადმიბოლო დროის ფსიქოლოგიური მიდგომები, ინფორმაციის გადამუშავების თეორიის აშკარა
გავლენას განიცდის. კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომაზე დაფუძნებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ
ცდის პირები რომელთაც მაღალი ქულები აქვთ ვერბალური უნარების სუბტესტებში, უკეთ ამუშავებენ
ინფორმაციას ხანმოკლე მეხსიერებაში. მათ, ასევე, გააჩნიათ უკეთესი შეძლებლობები აღადგინონ მასალა
ხანგრძლივი მეხსიერებიდან (ჰანტი, 1975). სხვა გამოკვლევების მიხედვით, რომლებიც ვერბალურ ჩვევებს
მოითხოვენ, ცდის პირებს, რომელთაც ჰქონდათ მაღალი მაჩვენებლები ამ ტესტებში შეეძლოთ: 1. უფრო
სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ორ არჩევანს შორის. 2. აღედგინათ ინფორმაცია ხანგრძლივი მეხსიერებიდან.
3. სწრაფად გამოეყენებინათ ინფორმაცია ხანმოკლე მეხსიერებიდან (კიტინგი და ბობიტი, 1978). ასევე
აღნიშნავენ მუშა მეხსიერების როლს ინტელექტუალურ აქტივობაში (ტულვინგი, 1990). კოგნიტური
ფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა დაიწყეს ინფორმაციის გადამუშავების იმ კომპონენტების ძიება, რომლებიც,
როგორც ფიქრობენ, ჩართული უნდა იყოს გონებრივი უნარების უმრავლესობაში.
სტერნბერგის ინტელექტის სამგანზომილებიანი მოდელი ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამოდგება.
სამგანზომილებიანი მოდელი სამ სუბთეორიას მოიცავს: კომპონენტურს, გამოცდილებისა და
კონტექსტუალურს. სტერნბერგი ეფუძნება სპირმენის ინტელექტის g-s ორფაქტორიან მოდელს და
ინფორმაციის გადამუშავების კოგნიტურ თეორიას. სტერნბერგს მიაჩნია,რომ არსებობს ინტელექტის სამი ტიპი:
კრეატიულობა, რომელიც ემპირიული გამოცდილების სუბთეორიას შეესაბამება, პრაქტიკული, რომელიც
კონტექსტუალურ სუბთეორიას შეესაბამება და ანალიტიკური, რომელიც კომპონენტურ სუბთეორიას
შეესაბამება.

სამგანზომილებიანი ინტელექტი

კომპონენტური გამოცდილების კონტექსტუალური


სუბთეორია სუბთეორია სუბთეორია

მეტაკომპონენტები სიახლე ადაპტაცია

შერჩევა
შესრულება/მოქმედება ავტომატიზაცია

ცოდნის შეძენა ფორმირება


12
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
ანალიტიკური ინტელექტი - ინტელექტის სტანდარტული ფსიქომეტრიული განმარტების ანალოგიურია
და გულისხმობს პრობლემის გადაჭრის აკადემიურ ჩვევებს. ინტელექტის ეს ტიპი ეფუძნება
მეტაკომპონენტების ოპერაციებს, ცოდნის შეძენისა და შესრულების/მოქმედების კომპონენტებს.
მეტაკომპონენტებია -კოგნიტური პროცესების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება. ეს კომპონენტები
აღმასრულებელ ფუნქციას ეკუთვნის და პასუხისმგებელია მოქმედების ორგანიზებასა და ცოდნის
ორგანიზებულ ათვისებაზე. მეტაკომპონენტები მაღალი დონის ფსიქიკური პროცესებია, რომლებიც
აწესრიგებენ შესრულების თანმიმდევრულობას, ორგანიზებასა და კონტროლს უწევენ შესრულების
კომპონენტებს. მათი საშუალებით ხდება პრობლემის ანალიზი და გადაწყვეტის შესაბამისი სტრატეგიის
შერჩევა.
შესრულების/მოქმედების კომპონენტებია - საბაზისო კოგნიტური ოპერაციები, რომლებიც მოიცავს
სტიმულის კოდირებას, შერჩევას, ხანმოკლე მეხსიერებაში გაჩერებას, გონებრივი მოქმედებების -ოპერაციების
ჩატარებას, სხვა სტიმულებთან შედარებას, ხანგრძლივი მეხსიერებიდან საჭირო ინფორმაციის ამოტანას.
ცოდნის ათვისების კომპონენტია -ახალი ცოდნის შენახვასთან დაკავშირებული პროცესები, რაც ხელს
უწყობს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და შენახვას.
კრეატული ინტელექტი - გულისხმობს ახალ სტიმულზე ან სიტუაციაზე ადეკვატური რეაგირების უნარს.
ეს ტიპი ინტელექტის გამოცდილებისეული ასპექტია და ასახავს თუ როგორ იყენებს და უსადაგებს ადამიანი
თავის გამოცდილებას ახალ სიტუაციას. სტერნბერგი ინტელექტის ამ ტიპში უნარების ორ კლასს გამოყოფს:
ახალი ჩვევები და ავტომატიზებული ჩვევები. კონკრეტული დავალება აფასებს ინტელექტს იმ შემთხვევაში,
თუ მის შესრულებას ესაჭიროება ახალი სიტუაციის მოთხოვნებთან გამკლავების უნარი ან ინფორმაციის
ავტომატიზებული გადამუშავების უნარი.
პრაქტიკული ინტელექტი -გულისხმობს ყოველდღიური ამოცანების ანალიზს, მართვასა და დაძლევას. ეს
არის ინტელექტის კონტექსტუალური ასპექტი, რომელიც ასახავს თუ როგორ ახერხებს ადამიანი მის გარეთ
არსებულ რეალობასთან შეგუებას. პრაქტიკული ინტელექტი გარემოსთან ინდივიდს მიმართების დამყარებაში
ეხმარება და მისი ადეკვატური გაზომვა აუცილებელია არა მხოლოდ კოგნიტური ოპერაციების შეფასებით,
არამედ იმ განწყობების, რწმენებისა და ემოციური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც გავლენას ახდენს
ინტელექტზე.
პრაქტიკული ინტელექტი მოიცავს:
მიზნის მისაღწვად გარემოსთან ადაპტაციას
მიზნის მისაღწევად არსებული გარემოს შეცვლას
ახალი სიტუაციის მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნება მიზნის მიღწევა.
აღსანიშნავია, რომ სტერნბერგის ინტელექტის კომპონენტური თეორიაც მიმართულია იმ
ოპერაციონალური სტრუქტურების ძიებისაკენ, რომელსაც ამოცანის გადაწყვეტისას იყენებს ინდივიდი. ამ
თვალსაზრისით კოგნიტურ–ფსიქოლოგიური მიდგომა აგრძელებს ფსიქომეტრული მიდგომის გზას იმ
განსხვავებით, რომ უფრო დეტალურად იძლევა ინტლექტუალური ოპერაციების ანლიზს.
ამავე დროს, სტერნბერგი ცდილობს გააფართოვოს ინტელექტის ტესტოლოგიური განმარტება და ამიტომ
შემოაქვს პრაქტიკული ინტელექტის კონტექსტუალური ასპექტი, რაც უფრო ეკოლოგიურად ვალიდურს ხდის
ინტელექტის შეფასებას.
13
რიდერი მომზადებულია თ. გაგოშიძის მიერ
ლიტერატურა:
1. Хрестоматия по общей психологии. Психология мышления. Под ред. Ю. Гиппенрейтер М. 1981.
2. Cognitive Psychology. Student’s Handbook. M. Eysenck, M. Keane. 2003
3. Kronbach Psychological Testing. 2003

You might also like