You are on page 1of 50

პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

თავი 11.
პრობლემის გადაჭრა და კრეატიულობა

ექსპერტები და ახალბედები
ექსპერტობა გულისხმობს კონკრეტულ საქმიანობაში მაღალ კვალიფიკაციას.
თუმცა, კვლევები მიუთითებენ, რომ რიგ შემთხვევაში ახალბედებს აქვთ
უპირატესობა. ერთერთ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ჭადრაკის გამოცდილი
და ახალბედა მოთამაშეები. მათ წარედგინებოდათ ჭადრაკის დაფაზე სხვადწსხვა
პოზიციით განლაგებული ფიგურები და ევალებოდათ მათი პოზიციების
დამახსოვრება. აღნიშნულ დავალებას ექსპერტები ახალბედებზე უკეთ
ასრულებდნენ, თუმცა შემდეგ, შეიცვალა რა ფიგურების პოზიცია ჭადრაკის
თამაშისთვის უჩვეულოდ, ექსპერტების შესრულება გაუარესდა. (Chase & Simon,
1973; იხილეთ: Brockmole et al.,2008).
ავტორების მოსაზრებით Frensch and Sternberg (1989), ეს შედეგი აიხსნება
სტრატეგიის ცვლილებით, - ექსპერტები ხელმძღვანელობენ კონვენციონალური
წესებით, რომელთა შეცვლაც მათთვის რთულია და შედეგად, ვიღებთ ახალბედებზე
უფრო გაუარესებულ შედეგებს.

აღნიშნული თავი ეძღვნება პრობლემის გადაჭრას, ამოცანი იდენტიფიკაციას,


გადაჭრის გზებსა და ხერხებს. პრობლემის გადაჭრა გულისხმობს წინააღმდეგობების
დაძლევას, კითხვების დასმასა და პასუხების პოვნას. თუ პასუხებს სწრაფად და
მარტივად ვპოულობთ, მაშინ პრობლემა არ გვაქვს. ამის საპირისპიროდ, პრობლემის
გადაჭრის საჭიროებასთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა გვაქვს კითხვები, რომელთა
პასუხებსაც ვერ ვპოულობთ.
მიიჩნევა, რომ პრობლემის გადაჭრის გზა დამოკიდებულია პრობლემის
ამოცნობასა და გაგებაზე (Whitten & Graesser, 2003). განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
წარმოიდგინეთ, რომ მედიკამენტის შესახებ გაწვდიან შემდეგ ინფორმაციას (Stanovich,
2003; Stanovich & West, 1999):

 150მა ადამიანმა მიიღო მედიკამენტი და ვერ განიკურნა;


 150მა ადამიანმა მიიღო მედიკამენტი და განიკურნა;
 75მა ადამიანმა არ მიიღო მედიკამენტი და ვერ განიკურნა;
 300მა ადამიანმა არ მიიღო მედიკამენტი და განიკურნა;

1
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ერთი შეხედვით შეიძლება ჩათვალოთ, რომ მედიკამენტი სასარგებლო იყო, მაგრამ


პირიქით. მედიკამენტის მომხმარებელთა მხოლოდ 50% (300დან 150) განიკურნა მაშინ,
როცა მედიკამენტის არ მიღების შემთხვევაში 80 % (375დან 300) განიკურნა.

სურათი 11. 1 წარმოიდგინეთ რომ პიროვნება დგას ოთახის ცენტრში, ჭერზე კი დამაგრებულია ორი
თოკი. თქვენი ამოცანაა შეაერთოთ ეს ორი თოკი, თუმცა არც ერთი მათგანის სიგრძე არ გაძლევთ
საშუალებას ორივეს ერთდროულად ჩაეჭიდოთ. ოთახში ასევე გაქვთ რამდენიმე ფუნჯი, საღებავის
ქილა და დიდი ზომის მძიმე ტილო. რას გააკეთებთ? როგორ შეძლებთ დააგავშიროთ ეს ორი თოკი
ერთმანეთთან?

პრობლემის გადაჭრის ციკლი


პრობლემის გადაჭრის ციკლი მოიცავს: პრობლემის იდენტიფიკაციას, პრობლემის
განსაზღვრას, სტრატეგიის შემუშავებას, ინფორმაციის ორგანიზებას, რესურსების
მობილიზებას, მონიტორინგსა და შეფასებას (იხ. სურათი 11.2) Bransford & Stein, 1993;
Pretz, Naples, & Sternberg, 2003; Sternberg, 1986).

2
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

1.პრობლემის
იდენტიფიკაცია

2.პრობლემის
7. შეფასება
განსაზღვრა

6. პრობლემის
3.სტრატეგიის
გადაჭრის
შეემუშავება
მონიტორინგი

5. რესურსების 4.ინფორმაციის
განაწილება ორგანიზება

სურათი 11. 2. პრობლემის გადაჭრის ციკლი

პრობლემის გადაჭრის ეტაპების განხილვისას არ დაგავიწყდეთ ამ პროცესში


მოქნილობის მნიშვნელობა. პრობლემის წარმატებული გადაჭრა შეიძლება
საჭიროებდეს საფეხურების თანმიმდევრობის ცვლილებას, გამოტოვებას ან
გამეორებას. განვიხილოთ თითოეული მათგანი:
1. პრობლემის იდენტიფიკაცია: გვაქვს თუ არა გადასაჭრელი პრობლემა?
2. პრობლემის განსაზღვრა და წარმოდგენა: ზუსტად რა არის ჩვენი პრობლემა?
3. სტრატეგიის შემუშავება: როგორ გადავჭრათ პრობლემა? სტრატეგია შეიძლება
მოიცავდეს ანალიზს - კომპლექსური პრობლემის მცირე ელემენტებად
დანაწევრება. სინთეზს - პრობლემის სხვადასხვა ელემენტის გაერთიანება.
პრობლემის გადაჭრის დამატებითი სტრატეგიებია დივერგენტული და
კონვერგენტული აზროვნება. დივერგენტული აზროვნების დროს, ვცდილობთ
ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის მრავალი ალტერნატიული გზა. რასაც მოსდევს
კონვერგენტული აზროვნების საჭიროება, - რამდენიმე შესაძლებლობის
მოსინჯვა და პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის არჩევა.
4. ინფორმაციის ორგანიზება: როგორ გავაერთიანოთ მრავალი სახის ინფორმაცია
ჩვენი პრობლემის ირგვლივ?
5. რესურსების მობილიზება: პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო დრო,
ძალისხმევა, ფინანსები და ა.შ.

3
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

სურათი 11. 1

კვლევები აჩვენებს, რომ პრობლემის გადაჭრის ექსპერტები განსაკუთარებით დიდ


ძალისხმევას ხარჯავენ პრობლემის გლობალურად დანახვისთვის. ამის
საპირისპიროდ ახალბედები, უფრო მეტად დეტალებზე ორიენტირდებიან და
პრობლემის მიმართ აქვთ ვიწრო ხედვა. (Larkin et al., 1980; Sternberg,1981). მაგალითად,
საუკეთესო სტუდენტები უმეტეს დროს უთმობენ პრობლემის იდენტიფიკაციასა და
გადაჭრის გზების ძიებას და ნაკლებ დროს ხარჯავენ თვითონ პრობლემის გადაჭრის
პროცესზე (Bloom & Broder, 1950).
1. მონიტორინგი: არის თუ არა ეს გზა პრობლემის გადჭრისთვის საუკეთესო?
2. შეფასება: სწორად გადაიჭრა პრობლემა?

აღმოჩნდა, რომ ემოციები ზემოქმედებენ პრობლემის გადაჭრის ციკლის


მიმდინარეობაზე (Schwarz & Skurnik, 2003). მაღალი ემოციური ინტელექტი (სხვებისა
და საკუთარი ემოციების ამოცნობისა და რეგულაციის უნარი) დადებითად მოქმედებს
პრობლემის გადაჭრის პროცესზე (Jordan & Troth, 2004). მათემატიკოსებთან კი,
ემოციების რეგულაციის კარგი უნარი დაკავშირებულია პრობლემის გადაჭრის
წარმატებულობასთან (Carlson & Bloom, 2005).

4
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

პრობლემის სახეები
პრობლემების კატეგორიზება შეიძლება მათი გადაჭრის გზის პოვნის სიმარტივის
მიხედვით. (Davidson & Sternberg, 1984). კარგად სტრუქტურირებულ (ცუდად
განსაზღვრული) პრობლემებს აქვთ გადაჭრის ნათელი გზა. მაგალითად, როგორ
ვიპოვოთ პარალელოგრამის ფართობი. ცუდად სტრუქტურირებული (ცუდად
განსაზღვრული) პრობლემის გადაჭრის გზა კი, ბუნდოვანია. (Davidson & Sternberg,
1984). ამ ტიპის პრობლემის მაგალითი მოცემულია 11.2. სურათზე „როგორ
დავიჭიროთ ხელში ორი განცალკევებული, დაკიდებული თოკი , რომელთაგან არც
ერთია სათანადოდ გრძელი, რომ ორივეს ერთდროულად მივწვდეთ?“
ბუნებრივია, რეალური პრობლემები ვერ მოთავსდება მხოლოდ ამ ორ დისკრეტულ
კატეგორიაში, ამის ნაცვლად, ისინი განალგებულია მათ შორის პრობლემის
სტრუქტურის სირთულის კონტინუუმზე.

კარგად სტრუქტურირებული პრობლემები

კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ერთერთი ყველაზე ცნობილი კარგად


სტრუქტურირებული პრობლემაა „ორკებისა და ჰობიტების გადაადგილების
პრობლემა“. სამი ჰობიტი და სამი ორკი იმყოფება მდინარის ნაპირზე. ყველას მიზანია
მდინარის გადაკვეთა მეორე ნაპირზე მოხვედრა. მათ გააჩნიათ მცირე ნავი,
რომელზეც მხოლოდ 2 ადგილია. ეს პირველი პრობლემაა, თუმცა ასევე თუ რომელიმე
ნაპირზე ორკების რაოდენობა გადააჭარბებს ჰობიტების რაოდენობას, ორკები მათ
შეჭამენ. როგორ უნდა გადაადგილდეს ექვსივე არსება, აღნიშნული ორი პირობის
დაცვით ისე, რომ თითოეული მათგანი ტყემში უვნებელი მივიდეს.
პრობლემის გადაჭრა ნაჩვენებია სურათზე 11.3. გადაჭის ეს გზა გულისხმობს
რამდენიმე მნიშვნელოვან შენიშვნას. პირველი, პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა
სულ მცირე 11 ნაბიჯი. მეორე, გადაჭრა არის სწორხაზოვანი, - თითოეული ნაბიჯის
განხორციელების მხოლოდ 1 გზა არსებობს.

5
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

სურათი 11. 3ორკებისა და ჰობიტების ამოცანა

კარგად სტრუქტურირებული პრობლემის გადაჭრის პროცესში, ჩვეულებრივ,


გვხვდება 3 სახის შეცდომა:
1. უნებლიე უკუსვლა: პრობლემის საწყის მდგომარეობაში დაბრუნება, რაც კიდევ
უფრო აშორებს ამოცანის გადაჭრის გზას. მაგალითად: ყველა ორკისა და
ჰობიტის უკან, საწყის ადგილზე დაბრუნება;
2. დაუშვებელი მოქმედებების შესრულება: დაუშვებელი, აკრძალული ნაბიჯების
განხორციელება. მაგალითად, ნავზე ორზე მეტი არსების მოთავსება;
3. შემდეგი ნაბიჯის გაუცნობიერებლობა: ასეთ შემთხვევაში, ამოცანის გადაჭრის
პროცესი ფერხდება, ინდივიდმა აღარ იცის რა უნდა გააკეთოს შემდეგ
მოქმედებაზე.

კარგად სტრუქტურირებული პრობლემის გადაჭრის გზების გამოკვლევისთვის


მიღებულია კონპიუტერული პროგრამების შექმნა. ერთერთი მოდელის ავტორების
თანახმად, პრობლემის გადაჭრისთვის საჭიროა პრობლემის ამჟამინდელი და სამიზნე

6
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

მდგომარეობის ერთობლივად წარმოდგენა, რასაც პრობლემის სივრცეს უწოდებენ


(Wenke & Frensch, 2003). პრობლემის სივრცე გულისხმობს, ამოცანის გადაჭრის ყველა
ალტერნატიული გზის წარმოდგენას.
ალგორითმი არის პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული ოპერაციების სერია,
რომელიც თანმიმდევრულად ხორციელდება პრობლემის სრულ გადაჭრამდე.
აღნიშნულ მეთოდს აუცილებლად მივყავართ პრობლემის გადაჭრამდე (Hunt, 1975;
Sternberg, 2000). ზოგადად, ალგორითმის განხორციელება გრძელდება პროგრამის
მიერ წინასწარ შემუშავებული ყველა პირობის სრულად დაკმაყოფილებამდე.
დავუშვათ, კომპიუტერი მიმართულია კარგად სტრუქტურირებული ამოცანის
გადაჭრისკენ და აქვს იერარქიულად ორგანიზებული პროცედურები (პროგრამა),
ალგორითმული მეთოდით კომპიუტერი განახორციელებს თითოეულ ოპერაციას და
მათ ყველა შესაძლო კომბინაციას, რათა წარმატებულად გადაჭრას სამიზნე პრობლემა.
კომპიუტერისგან განსხვავებით, ადამიანების მუშა მეხსიერება შეზღუდული
მოცულობისაა და არ შეუძლია მსგავსი რაოდენობის ოპერაციის შესრულება (Hambrick
& Engle, 2003; Kintsch et al., 1999;) ნიუელი და საიმონი იკვლევდნენ ამ საკითხს Gilovich
et al., 2002; Stanovich, 2003; Sternberg, 2000) და მიიჩნევდნენ, რომ პრობლემის
გადაჭრისთვის ადამიანები იყენებენ მენტალურ სქემებს, მენტალურ კომბინაციებს.
აღნიშნულ კომბინაციებს უწოდებენ ევრისტიკას- არაფორმალური, ინტუიტური
სტრატეგიაა, რომელსაც პრობლემის გადაჭრამდე ყოველთვის ვერ მივყავართ.
ხანგრძლივი მეხსიერების საცავში ინახება არაერთი ევრისტიკული სტრატეგია.
კვლევების მონაცემთა თანახმად, პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარის მქონე
ინდივიდები, რთული, უცნობი პრობლემის იდენტიფიკაციის შემდეგ, იწყებენ
სწორედ ევრისტიკული მეთოდების გამოყენებას. ამ შემთხვევაში, ხდება პრობლემის
ამჟამინდელი და სამიზნე მდგომარეობის მუდმივი შედარება და გადასაჭრელი
მინიმალური რაოდენობის ნაბიჯების განხორციელება. ევრისტიკული სტრატეგიები
მოიცავს შემდეგს: წინსვლა, უკუსვლა, გენერირება და შემოწმება (იხ. ცხრილი 11.1 ).
Gilovich et al., 2002; Stanovich, 2003; Sternberg, 2000). (Hunt, 1994).

ევრისტიკული ევრისტიკის ევრისტიკის ევრისტიკის


სტრატეგია განმარტება მაგალითი: მაგალითი: როგორ
გადაადგილების გადაადგილდებით
პრობლემა (Greeno & საჰაერო გზით
Simon, 1988) თქვენი სახლიდან
სხვა ადგილამდე,
ყველაზე მოკლე
გზით (Hunt, 1994).

7
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

წინსვლა პრობლემის ამჟამინდელ ნაპირზე სახლსა და


გადაწყვეტა მდგომარეობის დანიშნულების
დასაწყისიდან შეფასება და ადგილს შორის
დასასრულამდე თითოეული შესაძლო
ადამიანის სამიზნე მარშრუტების
ნაპიზე ნაბიჯ-ნაბიჯ დადგენა და მათ
გადაყვანა შორის საუკეთესოს
არჩევა
უკუსვლა პრობლემის სამიზნე ნაპირიდან დანიშნულების
გადაწყვეტა დაწყება, ყველა ადგილიდან
დასასრულიდან ჰობიტი და ორკი სახლისკენ მომავალი
დასაწყისამდე მეორე ნაპირზეა და შესაძლო
მათი საწყის ნაპირზე მარშრუტების
დაბრუნება დადგენა და მათ
შორის საუკეთესოს
არჩევა
გენერირება და პრობლემის გადაადგილების სახლიდან მიმავალი
შემოწმება გადაჭრის ყველა პრობლემის ყველა შესაძლო
შესაძლო გზის გადაჭრისთვის მარშრუტის დადგენა
გენერირება და ეფექტური მეთოდია, და შემდეგ
მათი შემოწმება რადგან თითოეული დანიშნულების
ნაბიჯის ადგილისკენ
განხორციელების მიმავალი გზის
მხოლოდ ერთი გზა არჩევა. სამწუხაროდ,
არსებობს ეს სტრატეგია
მოიცავს
კომბინაციათა
მრავალ რიცხვს და
ხშირად
უსარგებლოა
საშუალებისა და პრობლემის ადამიანთა სახლსა და
მიზნის ანალიზი ამჟამინდელი და მაქსიმალური დანიშნულების
სამიზნე რაოდენობის ადგილს შორის
მდგომარეობის მოთავსება სამიზნე მანძილის შემცირება
შედარება და მათ ნაპირზე და
შორის მანძილის მინიმალური
შემცირების რაოდენობის
მიზნით, დატოვება
მინიმალური ამჟამინდელ ნაპირზე
რაოდენობის
ნაბიჯის
შესრულება

8
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ცხრილი 11.1 ევრისტიკული სტრატეგიები

იზომორფული პრობლემა

ორი პრობლემა შეიძლება იყოს იზომორფული, - რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემათა
ფორმალური სტრუქტურა მსგავსია შინაარსი კი , - განსხვავებული. ორკებიდა და
ჰობიტების იზომორფული ამოცანაა კაციჭამიებისა და მისიონერების გადაადგილების
პრობლემა. სურათზე 11. 4. გამოსახულია რამდენიმე იზომორფული პრობლემა.

სურათი 11. 4 პრობლემის სივრცე: პრობლემის სივრცე მოიცავს ამოცანის/პრობლემის საწყისი მიზნიდან ამოცანის
გადაჭრისკენ მიმავალ ყველა შესაძლო სტრატეგიას და ეტაპს ( აღნიშნული სივრცე გვაჩვენებს ორკებისა და
ჰობიტების გადაადგილების დავალების ეტაპებს)

სურათი 11. 1 იზომორფული პრობლემები, შეადარეთ ერთმანეთს ა) ბ) და ც) დავალებები. ა) რიცხვების


წყობა ემყარება განტოლებებს. რომელ ციფრთა სამეული აკმაყოფილებს პირობას X + Y + Z = 15? ბ)
მოითხოვს სამი Xის ან სამი Oს თანმიმდევრობას დიაგონალურად, ვერტიკალურად ან
ჰორიზონტალურად. ც) მოითხოვს ციფრების ისე გადანაწილებას, რომ თითოეული რიგის
(ჰორიზონტალური, ვერტიკალური, დიაგონალური) ციფრების ჯამი შეადგენდეს 15ს. არის ეს
ამოცანები იზომორფული? როგორ ზემოქმედებს მათი წარმოდგენის სხვადასხვაგვარობა ამოცანების

9
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

გადაჭრაზე? ამოცანათა გარეგნული განსხვავებულობის მიუხედავად მათი გადაჭრა მოითხოვს ერთსა


და იმავე მენტალურ ოპერაციებს.

ხშირად პრობლემების სტრუქტურული იზომორფიზმის დადგენა და ერთი


პრობლემის გადაჭრის სტრატეგიის გენერალიზება მეორე პრობლემაზე რთულია.

პრობლემის წარმოდგენის, რეპრეზენტაციის მნიშვნელობა

რატომ არის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრა განსაკუთრებით რთული, ვიდრე


მათი იზომორფული პრობლემების გადაჭრა? განვიხილოთ „ჰანოის კოშკის“ სახელით
ცნობილი ამოცანის რამდენიმე ვერსია. აღნიშნული პრობლემის არსი მდგომარეობს
პირველი სვეტიდან 3 რგოლის მესამე სვეტზე გადატანაში, მინიმალური რაოდენობის
მოქმედების შესრულებით. (იხ. სურათი 11.5)

სურათი 11. 2 ჰანოის კოშკის ამოცანა გულისხმობს, სურათზე გამოსახული


პირველი სვეტიდან, მესამე სვეტზე სამი თანმიმდევრულად დალაგებული რგოლის
გადატანას. მეორე სვეტი ასრულებს რგოლების დროებით შენახვის ფუნქციას.
მოთამაშეს უფლება აქვს ერთ ჯერზე აიღოს მხოლოდ ერთი რგოლი. რგოლების განლაგება კი
აუილებლად უნდა იყოს ზომის მიხედვით თანმიმდევრული: ჯერ დიდი რგოლი, შემდეგ საშუალო და
შემდეგ მცირე რგოლი.

არსებობს ამ ამოცანის იზომორფული არაერთი ამოცანა. მაგალითად, ბურთების


ყუთში განაწილების პრობლემა (Kotovsky,Hayes, & Simon, 1985). ავტორებმა
აღმოაჩინეს, რომ ამოცანის ზოგიერთ ვერსიას გადასაჭრელად სჭირდებოდა სხვებზე
16-ჯერ მეტი დრო. ავტორების მოსაზრებით, ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი არის
პრობლემის წარმოდგენა, რეპრეზენტაცია. მაგალითად, ჰანოის კოშკის ამოცანაში,

10
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

სხვადასხვა ზომის რგოლები გვეხმარება პრობლემის წესებისა და გადაჭრისთვის


საჭირო ნაბიჯების ვიზუალურ რეპრეზენტაციაში. (Chen, Tian, & Wang, 2007).
კვლევა მიუთითებს, რომ მჭიდრო კავშირია მუშა მეხსიერების მოცულობასა და
ანალიტიკური პრობლემების გადაჭრის უნარს შორის (Fleck, 2007). ექსპერიმენტის
მონაწილეთა მიზანი იყო ე.წ. ლონდონის კოშკის პრობლემის გადაჭრა: ნიმუშის
მიხედვით, სხვადასხვა ზომის ფერადი ბურთის დაფაზე მოთავსება. ამასთან ერთად,
ავტორები აფასებდნენ მონაწილეთა მუშა მეხსიერების მოცულობას. შედეგების
თანახმად, მუშა მეხსიერების მოცულობა 25%დან 36%მდე წინასწარმეტყველებდა
პრობლემის წარმატებულად გადაჭრის ვარიანსს. აღნიშნული დავალებების
შესრულების დროს გააქტიურებული იყო თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქი,
ორმხრივად თხემის წილის ქერქი და პრემოტორუი ქერქი (Fincham et al., 2002).

სურათი 11.7 პრობლემის გადაჭრა: ადამიანთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ პრობლემის


გადასაჭრელად თავად უნდა გადაადგილდეს. ისინი არ ითვალისწინებელ ალტერნატიულ გზას.
პროლემის გადასაჭრელად საჭიროა რომელიმე საგნის, მაგალითად, ფუნჯის თოკზე დამაგრება, რათაც
ამოძრავდეს თოკი და შესაძლებელი გახდეს მისი დაჭერა.

ცუდად სტრუქტურირებული პრობლემა და ინსაიტის მნიშვნელობა

ზემოთ განხილული ორი თოკის პრობლემა ცუდად სტრუქტურირებულ


პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება. როგორც ვნახეთ, პრობლემის წარუმატებელი
რეპრეზენტაციის მიზეზით, შესაძლებელია კარგად სტრუქტურირებული პრობლემის
11
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

გადაჭრის შეფერხება. რეპრეზენტაციის წარუმატებლობის ტენდენცია განსაკუთრებთ


ვლინდება ცუდად სტრუქტურირებული პრობლემის გადაჭრის პროცესში.
ცუდად სტრუქტურირებული პრობლემის დეტალურად განხილვამდე, სცადეთ
გადაჭრათ ერთ-ერთი მათგანი (Sternberg, 1986).
1. სცადეთ ქუდის საკიდის აწყობა სურათზე გამოსახული მასალით; (იხ. სურათი
11.7)

სურათი 11. 8 ჰარის სურს, ქუდის საკიდის დასამზადებლად, მხოლოდ 1 ხელოსნის დაქირავება. მას
აქვს სურათზე გამოსახული მასალა. შეგიძლიათ დაეხმაროთ?

2. პატარა ქალაქში მცხოვრები ქალი დაქორწინებულია 20 სხვადასხვა მამაკაცზე,


რომლებიც ამავე ქალაქში ცხოვრობენ. არც ერთი მათგანი არ არის
გარდაცვლილი და ქალი არც ერთ მათგანთან არასდროს განქორწინებულა.
ამასთან ერთად, მას არ დაურღვევია არც ერთი კანონი, როგორ ?
ეს არის ცუდად სტრუქტურირებული პრობლემების მაგალითები. მათ არ გააჩნიათ
გადაწყვეტის ნათელი გზა. განმარტების თანახმად, ცუდად სტრუქტურირებულ
პრობლემა მკაფიოდ არ არის გამოდიფერენცირებული. ამ შემთხვევაში, ნათლად ვერ
განვსაზღვრავთ პრობლემის რეპრეზენტაციასა და სამიზნე მდგომარეობას.
განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს პრობლემის გადაჭრის გზის დადგენა და
თითოეული თანმიმდევრული ნაბიჯის განსაზღვრა.
ზემოთ წარმოდგენილი პრობლემები არის ინსაიტური პრობლემები, რადგან მათ
სჭირდებათ პრობლემის სხვაგვარი ხედვა, ახალი გზებით გადაჭრა.
ინსაიტი არის პრობლემის მოულოდნელი გაგება, რეპრეზენტაცია ან გადაჭრისთვის
საჭირო სტრატეგიის მოულოდნელი წვდომა. ჩვეულებრივ, ინსაიტი გულისხმობს
პრობლემის რეკონცეპტუალიზაციას, - ახალი ინფორმაციის მოპოვებას, არსებულის
კომბინირებასა და ახალი გზების პოვნას. ინსაიტის მოულოდნელი ეფექტის

12
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

მიუხედავად, ის ხანგრძლივი შრომისა და ინფრომაციის ღრმა გადამუშავების


შედეგია.
გავიხსენოთ ქუდის საკიდის პრობლემა. მისი გადაჭრის გზა მოცემულია ფიგურაზე
11.8.

ფიგურა 11. 9 ქუდის საკიდის აგებისთვის, ჰარის დაეხმარე სალი, რომელმაც არსებული რესურსი
სხვაგვარად დაინახა.

რაც შეეხება დაქორწინებული ქალის ანალიტიკურ პრობლემას, ამ შემთხვევაში


კრიტიკულია სიტყვა: „დაქორწინებული“. მთავარია, ეს სიტყვა წარმოვიდგინოთ არა
პირდაპირი მნიშვნელობით. მაგალითად, დავუშვათ ეს ქალი იყო მსახიობი, მაშინ
ცხადი გახდება, რომ ვსაუბრობთ მის თეატრალურ როლებზე და არა თავად
პიროვნების შესახებ.

ადრეული გეშტალტისტური ხედვა

გეშტალტფსიქოლოგიის ხედვით, მთელი მეტია ვიდრე უბრალოდ ნაწილების


ერთობლიობა. პრობლემის გადაჭრის შესახებ, გეშტალტ ფსიქოლოგები მიიჩნევენ,
რომ ინსაიტი მოითხოვს პრობლემის სრულად აღქმას, გაგებას. მაქს ვერტჰაიმერი (Max
Wertheimer 1945/1959) წერდა პროდუქტიული აზროვნების შესახებ, რაც გულისხმობს
არსებული საზღვრების მიღმა აზროვნებას, ინსაიტს. ეს განსხვავდება
რეპროდუქტიული აზროვნებისგან, რომელიც დამყარებულია არსებულ
ასოციაციებზე, უკვე არსებულ ცოდნასა და ინფორმაციაზე.
ვერტჰაიმერის მოსაზრებით, ინსატური (პროდუქტიული) აზროვნება
ფუნდამენტურად განსხვავდება რეპროდუქტიული აზროვნებისგან.

13
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ვერტჰაიმერის კოლეგა ვოლფგანგ კოჰლერი (Wolfgang Köhler 1927) ინსაიტს


შეისწავლიდა პრიმატებში, კვლევის განსაკუთრებული ობიექტი იყო შიმპანზე
სულთანი (იხ. ფიგურა 11.9).

ფიგურა 11. 10 შიმპანზეს გალიაში იყო რამდენიმე ყუთი, ხოლო შიმპანზესთვის მიუწვდომელ
სიმაღლეზე ეკიდა ბანანი. რამდენიმე წარმატებული ახტომისა და ბანანთან მიახლოების შემდეგ,
შიმპანზემ მოულოდნელად გამოავლინა ინსაიტი: ყუთები დაალაგა ერთმანეთზე, აცოცდა და მიწვდა
ბანანს.

ნეო-გეშტალტისტური ხედვა

მკვლევართა ნაწილი გამოყოფს ინსაიტური და არაინსაიტური პრობლემების


ჯგუფს (Metcalfe, 1986; Metcalfe & Wiebe, 1987). მათ შორის განსხვავებად კი
განიხილავენ შემდეგ მახასიათებელს. პირველი, რუტინული პრობლემების გადაჭრის
დროს, პრობლემის გადაჭრის წარმატებულობის წინასწარ განსაზღვრა ზუსტად
შეიძლება. ამის საპირისპიროდ, ინსაიტური პრობლემის გადაჭრის დროს, მისი
წარმატებულობის წინასწარ განსაზღვრა გაცილებით რთულია.
ექსპერიმენტის მონაწილეები ცდილობდნენ ამოეხსნათ ისეთი რუტინული ამოცანა,
როგორიცაა (3x2 +2x+ 10)(3x)=? და შემდეგი ინსაიტური პრობლემა: „ პატიმარი
ცდილობდა კოშკიდან გაქცევას. თავის საკანში მან აღმოაჩინა თოკი, რომელიც მიწაზე
დასაშვებად მხოლოდ ნაწილობრივ ეყოფოდა. მან ორად გაყო ეს თოკი და ეს ორი
ნაწილი ერთმანეთს გადააბა და გაიქცა. როგორ შეძლო ამის გაკეთება?“ ორივე
ამოცანის წარმოდგენის შემდეგ, სთხოვდნენ დაეფიქსირებინათ პრობლემის გადაჭრის
წარმატების მიმართ განწყობა: გადაჭრიდნენ თუ ვერა აღნიშნულ პრობლემებს?.
ინსაიტური ამოცანისგან განსხვავებით, მონაწილეები რუტინული ამოცანის მიმართ
უფრო ადვილად და სწრაფად აფიქსირებდნენ ოპტიმისტურ განწყობას.

14
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

სურათი 11. 11 როდესაც ჯანეტ მეტკალფმა მონაწილეებს წარუდგინა რუტინული პრობლემები და ინსაიტის
პრობლემები, მკაფიო განსხვავებები დაფიქსირდა მათ მიერ სითბოს განცდაში, როდესაც ისინი უახლოვდებოდნენ
პრობლემების გადაჭრას. ეს სიხშირის ჰისტოგრამები (სვეტოვანი დიაგრამები, სადაც თითოეული სვეტი
მიუთითებს დროის მოცემული ინტერვალის სიხშირეზე) აჩვენებს სითბოს შეგრძნებების შედარებას, ამოცანის
გადაჭრამდე 15 წამიანი 4 დროითი ინტერვალის პერიოდში.

ინსაიტის ინსაიტი

სმიტის მოსაზრების მიხედვით (Smith 1995a), ინსაიტს არ სჭირდება “აჰა“


გამოცდილება („აჰა განცდა“). ინსაიტი შეიძლება მოხდეს თანდათან, დროთა
განმავლობაში. ინსაიტური გადაწყვეტილების მიღებაში შეიძლება დაგვეხმაროს
ძილი. კვლევები აჩვენებს, რომ მათემატიკური თუ ინსაიტური პრობლემის გადაჭრის

15
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

პროცესში, რომელიც მოითხოვს პრობლემის წესების გაგებას, ძილს აქვს


მნიშვნელოვანი, პროდუქტიული როლი (Stickgold & Walker, 2004; Wagner et al., 2004).

ინსაიტი და ნეირომეცნიერება

ნეიროგამოსახულების საფუძველზე ჩატარებული კვლევების მიხედვით,


მოსვენებულ მდგომარეობაში თავის ტვინის აქტივობაში შეიძლება გამოიყოს
რამდენიმე განსხვავებული ქსელი, კავშირი. გარკვეული კავშირები ჩართულია
პრობლემის გადაჭრის პროცესში. (Andreasen et al., 1995; Christoff et al., 2004; Damoiseaux
et al., 2006; Kounios et al., 2008). ფუნქციური მაგნიტურ რეზონანსული
ნეიროგამოსახულების (fMRI) გამოყენებით ჩატარებული კვლევების მიხედვით,
ინსაიტის დროს აქტიურდება მარჯვენა ჰემისფეროს საფეთქლის ზედა ხვეული. თავის
ტვინის ელექტრო ენცეფალოგრამული (EEG) გამოკვლევის შედეგები მიუთითებს, რომ
ინსაიტის დროს განსაკუთრებით ფიქსირდება თავის ტვინის აქტივობის მაღალი
სიხშირის ტალღები (Jung-Beeman et al., 2004).
ზოგადად, მარჯვენა ჰემისფეროს ინსაიტისთვის აქვს სპეციფიკური როლი (Bowden
et al., 2005).
ინსაიტური გადაწყვეტილების ფორმირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს
მარჯვენა ჰიპოკამპუსს (Luo & Niki, 2003). ჰიპოკამპუსის ფუნქციაა ახალი
ინფორმაციის ინტეგრირება, ვინაიდან ინსაიტი გულისხმობს მეხსიერებაში შენახული
და ახალი ინფორმაციის კომბინირებას, ნათელია ინსაიტის პროცესში ჰიპოკამპის
როლი.
სხვა კვლევის ავტორთა მოსაზრებით, ინსაიტური გადაწყვეტილების ფორმირების
დროს მარჯვენა საფეთქლის წინა ნაწილში ფიქსირდება პიკ-ტალღები, თავის ტვინის
აქტივობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი (Jung-Beeman et al.,
2004).
ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში (Kounios et al., 2006), ინსაიტის ნეირონალურ
კორელატებს იკვლევდნენ პრობლემის წარმოდგენამდე. შედეგების თანახმად,
მონაწილეებს, რომლებსაც პრობლემის წარმოდგენამდე ჰქონდათ შუბლის წილის
გაზრდილი აქტივობა, ინსაიტის წვდომის უფრო მაღალი ტენდენცია ჰქონდათ, ვიდრე
მონაწილეებს, რომელთაც პრობლემის წარმოდგენამდე უფიქსირდებოდათ
გაზრდილი აქტივობა კეფის წილში. ამდენად, ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად
არის მიდრეკილი ინსაიტის წვდომისკენ, ვიდრე სხვა. ამასთან ერთად, ინსაიტი
მოიცავს პრობლემის წარმოდგენამდე გარკვეულ წინასწარ დაგეგმვას.

16
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

საკვანძო საკითხები:

1. რა განსხვავებაა კარგად და ცუდად სტრუქტურირებულ ამოცანას შორის?


2. როდის არის ორი პრობლემა იზომორფული?
3. რას წარმოადგენს ინსაიტი?
4. ნეოგეშტალტური მიდგომის თანახმად, როგორ ხდდება ინსაიტით ამოცანის
გადაჭრა ? როგორ ხდება ინსაიტური და არაინსაიტური ამოცანების
ურთიერთგანსხვავება?
5. ატარებს თუ არა ინსაიტი ყოველთვის სპონტანურ ხასიათს?

პრობლემის გადაჭრის შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორები

პრობლემის გადაჭრის პროცესზე უამრავი ფაქტორი ზემოქმედებს როგორც


დადებითად, ასევე უარყოფითად. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

განწყობა (მენტალური სეტი) და ფიქსაცია

განწყობა, როგორც პრობლემის გადაჭრაზე მოქმედი ფაქტორი, - შეიძლება


გავიგოთ, როგორც პრობლემის, მისი გადაჭრის გზებისა და პროცედურების
წარმოდგენის, რეპრეზენტაციის მოდელი, ჩარჩო. როცა პიროვნებას აქვს პრობლლემის
გადაჭრის ფიქსირებული განწყობა, ამ დროს ასევე ფიქსირდება ამ ტიპის სხვა
პრობლემის გადაჭრის სტრატეგია, რომელმაც შესაძლოა შეაფერხოს პრობლემის
წარმატებით გადაჭრის პროცესი. გავიხსენოთ, ზემოთ განხილული ორი თოკის
პრობლემა,- ამ შემთხვევაში ფიქრისებული იყო პრობლემის გადაჭრისთვის ადამიანის
გადაადგილების განწყობა, რომელმაც შეაყოვნა პროცესი.
განწყობა რუტინული პრობლემების გადაჭრაზეც კი ზემოქმედებს. განვიხილოთ
„წყლის ჭურჭლის პრობლემა“ (Luchins, 1942). იხ. ცხრილი 11.2 წარმოიდგინეთ, რომ
გაქვთ სამი ჭურჭელი (A, B, C) და თქვენი მიზანია მათი გამოყენებით მითითებული
რაოდენობის წყლის მიღება. A, B, C, სვეტი მიუთითებს თითოეული ჭურჭლის
ტევადობას. პირველი ამოცანა მოითხოვს 20 (20 ლიტრი) წყლის მიღებას, 29 (A) ლიტრი
და (B) 3 ლიტრი ტევადობის ჭურჭლის გამოყენებით. მარტივია: შეავსებთ A ჭურჭელი,
შემდეგ გადაღვარეთ 9 ლიტრი წყალი (3 ლიტრი ტევადობის C ჭურჭლით სამჯერ).
ამოცანა 2. მოითხოვს 100 ლიტრი წყლის მიღებას 21, 127 და 3 ლიტრი მოცულობის
ჭურჭლის გამოყენებით. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ - შეავსეთ 127 ლიტრი
მოცულობის B ჭურჭელი, შემდეგ გადაღვარეთ 21 ლიტრი A ჭურჭლის გამოყენებით,

17
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

შემდეგ კი გადაღვარეთ 6 ლიტრი, 3 ლიტრი მოცულობის C ჭურჭლით ორჯერ.


მიიღებთ 100 ლიტრ წყალს.

ცხრილი 11. 1 „წყლის ჭურჭლის პრობლემა“ . წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სამი ჭურჭელი (A, B, C) და თქვენი
მიზანია მათი გამოყენებით მითითებული რაოდენობის წყლის მიღება (ცხრილი 11.2, V სვეტი). პრობლემის
გადაჭრისას მიიღებთ ფორმულას B-A-2C, რომელსაც თითოეულ შემთხვევაში მივყავართ სწორ პასუხამდე.

ლაჩინსის ექსპერიმენტში მონაწილეობდა საკონტროლო და ექსპერიმენტული


ჯგუფი. ამ უკანასკნელს მიაწოდეს ზემოთ აღნიშნული ფორმულა და მონაწილეთა
64%მა თერთმეტივე პრობლემა გადაჭრა მისი გამოყენებით, მიუხედავად იმისა, რომ
ბოლო 5 ამოცანის ამოხსნა შესაძლებელია უფრო მარტივად, ერთი მოქმედებით.
საკონტროლო ჯგუფის (რომელსაც არ მიაწოდეს აღნიშნული ფორმულა) წევრების
მხოლოდ 1-5% უშვებდა განწყობის ფიქსირების შეცდომას დანარჩენი, კი ამოცანას
ხსნიდა ყველაზე მარტივი ხერხით.
განწყობის ფიქსირების შემდეგი სახეა საგნების ფუნქციონალური გამოყენების
ფიქსირება. ეს გულისხმობს საგნების პირველადი ფუნქციის ფიქსირებას და მისი სხვა
დანიშნულებით გამოყენების გაუცნობიერებლობას (German & Barrett, 2005; Rakoczy et
al., 2009). ფუნქციონალური ფიქსირებულობა/ რიგიდობა ხელს გვიშლის
გადავწყვიტოთ ახალი პრობლემები ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხერხით.
ფიქსირებული განწყობის აღნიშნული ტიპის დარღვევის მაგალითია საკრედიტო
ბარათის გამოყენებით კარის გაღება, ლურსმნის როგორც ქუდის საკიდის გამოყენება
და ა.შ.
ფიქსირებული მენტალური განწყობის შემდეგი სახეა სოციალური კოგნიციის
ისეთი ასპექტი, როგორიცაა სტერეოტიპები. ეს გულისხმობს რწმენას, რომ
კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრებს მეტ-ნაკლებად აქვთ სპეციფიკური
18
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ჩვევები, ნიშან-თვისებები. ჩვენ ბავშვობიდან დავისწავლით გენდერულ, რასობრივ,


ასკობრივ თუ კროს-კულტურულ სტერეოტიპებს (Neto, Williams, & Widner,
1991; Seguino, 2007). სტერეოტიპები სხვა ტიპის ფიქსირებული განწყობების მსგავსად
დაისწავლება,- მცირე დაკვირვებისა და გამოცდილების ზეგენერალიზების შედეგად.
დავუშვათ, თუ დავინახავთ რამდენიმე სწრაფად მორბენალ აფროამერიკელს და
დავუშვებთ, რომ ყველა აფროამერიკელი სწრაფად დარბის, ჩვენ გვექნება
სტერეოტიპი.

დადებითი და უარყოფითი ტრანსფერი

პრობლემის გადაჭრის პროცესს, ხშირად, თან ახლავს, სხვა ალტერნატივის


გამორიცხვის გარეშე პრობლემის ერთ ასპექტზე ან მისი გადაჭრის ერთ სტრატეგიაზე
ფიქსირება. ამასთან ერთად, ხშირად ერთი პრობლემის გადაჭრის სტრატეგია
გადაიტანება სხვა პრობლემაზე, ეს პროცესი ცნობილია როგორც ტრანსფერი
(Detterman & Sternberg, 1993; Gentile, 2000). ტრანსფერი შეიძლება ატარებდეს
დადებით ან უარყოფით ხასიათს. უარყოფითი, ნეგატიური ტრასფერის დროს უკვე
არსებული, ფიქსირებული სტრატეგია აფერხებს ახალი პრობლემის გადაჭრას, ხოლო
დადებითი, პოზიტიური ტრანსფერი გულისხმობს გამოცდილებაში არსებული
პრობლემის გადაჭრის სტრაგეგიის გამოყენებით ახალი პრობლემის გადაჭრის
გამარტივებას. მსგავსი შემთხვევები ხშირია ალგებრის ან ფიზიკის ამოცანების
ამოხსნის დროს. Bassok & Holyoak, 1989; Chen & Daehler, 1989; see also Campbell & Robert,
2008).

ანალოგიის ტრანსფერი
ანალოგიის ტრანსფერის გაგებისთვის განვიხილოთ შემდეგი ორი პრობლემა (Karl
Duncker 1945):
რადიაციის პრობლემა:
წარმოიდგინეთ, რომ ხართ ექიმი და თქვენს პაციენტს აქვს კუჭის ავთვისებიანი
სიმსივნე. სიმსივნის მოცულობიდან გამომდინარე ოპერირება შეუძლებელია, მაგრამ
სამედიცინო ჩარევის გარეშე პაციენტი დაიღუპება. მკურნალობის ალტერნატიული
გზაა რენტგენის სხივების გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაშც არსებობს შესაძლო
გართულებები. სიმსივნის სამკურნალოდ საჭიროა მაღალი ინტენსივობის სხივების
გამოყენება, რომელიც დააზიანებს როგორც სიმსივნურ, ასევე ჯანმრთელ უჯრედებს.
ამ უკანასკნელის შენარჩუნება შესაძლებელია მცირე ინტენსივობის სხივების
გამოყენებით, თუმცა სიმსივნური უჯრედების განადგურებისთვის ეს არ იქნება
საკმარისი. რა უნდა მოიმოქმედოთ ეფექტური მკურნალობის ჯანმრთელი
ორგანოების დაზიანების გარეშე? (პრობლემის გადაჭრა იხილეთ სურათზე 11. 12-ზე.
ექსპერიმენტის მონაწილეებს ამ პრობლემის გაცნობამდე წარედგინებოდათ შემდეგი
პრობლემა:
19
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

საომარი მდგომარეობის პრობლემა:


გენერალს სურს ქალაქის ცენტრში მყოფი ციხე-სიმაგრის აღება. ამ ციხე-
სიმაგრისკენ მიმავალი ყველა გზა დანაღმულია, რომელსაც დიდი რაოდენობის
მეომართა გადაადგილება გაააქტიურებს. ციხე-სიმაგრისკენ უსაფრთხოდ წასვლა
შეუძლიათ მხოლოდ ჯარის მცირე რაოდენობის დანაყოფებს. როგორ უნდა მოიქცეს
გენერალი?

სურათი 11. 12 რენტგენის სხივების პრობლემის გადაჭრა გულისხმობდა, დასხივების მრავალი წყაროს შექმნას.
ასეთ შემთხვევაში, თითოეულ სხივს არ ექნებოდა სხვა ორგანოების დამაზიანებელი ინტენსივობა, თუმცა მრავალი
სხივის ერთიანობა დააზიანებდა სიმსივნურ უჯრედებს.

აღნიშნულ ორ პრობლემას შორის არსებული ანალოგია გამოსახულია ცხრილის


სახით (იხ: ცხრილი 11.3). ექსპერიმენტულ კვლევაში, იმ მონაწილეთა 75 % პოულობდა
პრობლემის გადაჭრის მარტივ გზას, რომელთაც ჯერ წარუდგენდნენ საომარი
მდგომარეობის და შემდეგ რადიაციის პრობლემას. ხოლო მხოლოდ რადიაციის
პრობლემის მქონე მონაწილეების 41%-მა შეძლო გადაჭრის გზის პოვნა.
ამდენად, ავტორების მოსაზრებით, ანალოგიის პოვნა შეიძლება განვიხილოთ,
როგორც დადებითი ტრანსფერი და პრობლემის გადაჭრის გამარტივების გზა.

რადიაციისა და საომარი მოქმედებების პრობლემების ანალოგია:


საომარი მოქმედებების პრობლემა:
20
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

მიზანი: ციხე-სიმაგრის ასაღებად ჯარის გამოყენება


რესურსი: საკმარისად დიდი ჯარი
შეზღუდვა: დიდი რაოდენობის მებრძოლთა გაგზავნის სირთულე
გადაჭრის გეგმა: მცირე რაოდენობის მებრძოლთა ერთდროულად გაგზავნა
შედეგი: ჯარი იკავებს ციხე-სიმაგრეს

რადიაციის პრობლემა:
მიზანი: რენტგენის სხივების გამოყენებით სიმსივნური უჯრედების
განადგურება
რესურსი: საკმარისი ინტენსივობის სხივები
შეზღუდვა: ერთი მიმართულებით ინტენსიური დასხივების სირთულე
გადაჭრის გეგმა: მცირე ინტენსივობის მრავალი სხივის ერთდროულად
გამოყენება
შედეგი: რენგენის სხივები ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს

კონვერგენტული სქემა:
მიზანი: ძალისმიერად სამიზნის მოპოვება/დაძლევა
რესურსი: საკმარისი ძალისხმევა
შეზღუდვა: ინტენსიური ძალის ერთდროულად გამოყენების სირთულე
გადაჭრის გეგმა: ძალის განაწილება და მცირე დანაყოფების სამიზნის
მიმართულებით ერთდროულად გამოყენება
შედეგი: ძალისმიერად სამიზნის მოპოვება/დაძლევა

ცხრილი 11. 2 რადიაციისა და საომარი მოქმედებების პრობლემების ანალოგია:

ამასთან ერთად, ავტორები იკვლევდნენ განწყობის მნიშვნელობას.


ექსპერიმენტულ ჯგუფს სთხოვდნენ საომარი მდგომარეობის ამოცანის
დამახსოვრებას და შემდეგ წარუდგენდნენ რადიაციის ამოცანას. ამ შემთხვევაში
მონაწილეთა მხოლოდ 30% მივიდა პრობლემის კონვერგენტული გადაჭრის გზამდე.
სხვა კვლევათა მონაცემებით, სტუდენტებს სჭირდებოდათ ამოცანებს შორის
ანალოგიის პოვნის ინსტრუქციის ექსპლიციტურად მიწოდება (Chi et al.,1989).
ანალოგიის პოვნის სირთულე, ჩვეულებრივ, განპირობებულია იზომორფულ
ამოცანათა კონტექსტის, შინაარსის სხვადასხვაგვარობით. ექსპერიმენტთა
მონაწილეებს უჭირდათ ყურადღების მიღმა დაეტოვებინათ ამოცანის შინაარსი და
ყურადღების ფოკუსი მისი გადაჭრის სტრატეგიისკენ მიემართათ.
ამ მდგომარეობის საპირისპიროა გამჭვირვალობის სახელით ცნობილი შემთხვევა. ეს
გულისხმობს ორ არაიზომორფულ პრობლემას შორის ანალოგიის პოვნის შეცდომას,

21
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

რაც აფერხებს პრობლემის გადაჭრის პროცესს. ჩვეულებრივ, ეს შეცდომა ორ


არაიზომორულ პრობლემას შორის შინაარსობრივი მსგავსებით არის განპირობებული.

ინკუბაცია

ხშირ შემთხვევაში, პრობლემის წარმატებით გადაჭრისთვის საჭიროა არა


უშუალოდ საჭირო სტრატეგიის პოვნა არამედ, ნეგატიური ტრანსფერის თავიდან
არიდება. ეს უკანასკნელი სწორედ ინკუბაციის საშუალებით მიიღწევა. ინკუბაცია
გულისხმობს პრობლემის დროებით დავიწყებას, მისი აქტუალობის შემცირებას,
პრობლემაზე ცნობიერად ფიქრის შეწყვეტას. ეს სტრატეგია ამცირებს ნეგატიური
ტრანსფერის შესაძლებლობას და პრობლემის გადაჭრა მიმდინარეობს წინარეცნობიერ
დონეზე. (e.g., Cattell, 1971; von Helmholtz, 1896). დავუშვათ, ვერ პოულობთ
პრობლემის გადაჭრის საჭირო სტრატეგიას, სცადეთ თქვენთვის ცნობილი ყველა
ხერხი, თუმცა ამაოდ. სწორედ ამ დროს საჭიროა პრობლემის გვერდით გადადება,
რასაც მოჰყვება პრობლემის შესახებ წინარეცნობიერი მსჯელობა და შესაძლოა, დროის
გასვლის შემდეგ საჭირო სტრატეგიის პოვნაც კი მოჰყვეს.

პრობლემის გადაჭრა, დაგეგმვა და ნეირომეცნიერება

პრობლემის ეფექტური გადაწყვეტის ერთერთი გზაა მოქმედებათა სერიის


დაგეგმვა. გეგმა ამცირებს დროს და აუმჯობესებს შესრულებას. ერთერთ
ექსპერიმენტში, სადაც მონაწილეებს ჰანოის კოშკის პრობლემის გადაჭრა
ევალებოდათ, წინასწარ სამოქმედო გეგმის შემუშავების შემთხვევაში, პრობლემის
გადაჭრის პროცესის ხანგრძლივობა მცირდებოდა, ხოლო გადაჭრის ეფექტურობა,-
იზრდებოდა. (Gunzelmann & Anderson, 2003).
გავიხსენოთ შუბლის წილის ფუნქციები. პრობლემის გადაჭრისა და დაგეგმვის
პროცესში შუბლის წილის ქერქს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს (Unterrainer & Owen,
2006). ფუნქციონალური მაგტინურ-რეზონანსული (fMRI) და პოზიტრონულ
ემისიური ტომოგრაფიული (PET) ნეიროგამოსახულებით ჩატარებულმა კვლევებმა
დაადასტურეს შბლის წილის ზემოთ აღნიშნული ფუნქცია (Unterrainer & Owen, 2006).
ამასთან ერთად, საინტერესო მონაცემებს გვაძლევს თავის ტვინის ტრავმული
დაზიანების მქონე პაციენტთა კვლევები. შუბლის წილის უნილატერალური
(განსაკუთრებით მარჯვენა მხრივი დაზიანება) ან ბილატერალური დაზიანების მქონე
პაციენტებს დარღვეული აქვთ პრობლემის გადაჭრისა და დაგეგმვის უნარი (Catroppa
& Anderson, 2006).
„ლონდონის კოშკის პრობლემის“ გადაჭრის დროს დამატებით აქტიურდება
პრემოტორული ქერი და თხემის წილი, რაც კვლევათა ავტორების ინტერპრეტაციით,
22
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

განპირობებულია მოძრაობის დაგეგმვისა და ყურადღების პროცესის ჩართულობით


(Newman et al., 2003; Unterrainer & Owen, 2006).

ინტელექტი და რთული პრობლემის გადაჭრა

პრობლემის გადაჭრის პროცესში, ინტელექტის ჩართულობა გულისხმობს


სენსორული ინფორმაციის მენტალურ რეპრეზენტაციად გარდაქმნას,
კონცეპტუალური რეპრეზენტაციის შექმნასა თუ გარდაქმნას, ამ რეპრეზენტაციების
საფუძველზე მოქმედებას. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ინლეტექტი უზრუნველყოფს
პრობლემის აღქმას, რეპრეზენტაციას, გაგებას და სამოქმედო გეგმის შემუშავებას,
რომლის საფუძველზე გადაიჭრება პრობლემა (Sternbert, 1982).

განვიხილოთ შემდეგი ანალოგია:

ძაღლი: ლაბრადორი;
კატა: სიამის;

აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის საჭიროა პირველ ანალოგიას შორის


ვიპოვოთ მიმართება, რომელსაც მოვარგებთ მეორე ანალოგიას.
მნიშვნელოვანი კავშირია პრობლემის გადაჭრის სისწრაფესა და ინტელექტის ტესტის
ქულას შორის. კერძოდ, ინტელექტის მაღალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდები უფრო
დიდ დროს ხარჯავენ პრობლემის კოდირებაზე, უშუალოდ პრობლემის გადაჭრაზე
კი- გაცილებით ნაკლებ დროსა და ძალისხმევას. ამის საპირისპიროდ, ინტელექტის
შედარებით დაბალი მაჩვენებლის მქონე ინდივიდების შესრულების პროცესში,
პრობლემის გადაჭრა უფრო გახანგრძლივებულია ვიდრე, პრობლემის კოდირება.
(იხ.ფიგურა 11.11)

23
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

სურათი 11.12 ანალოგიის პრობლემის გადაჭრის ჯაჭვი: ანალოგიის პრობლემის გადაჭრა იწყება მოსამზადებელი
ეტაპით, რაც გულისხმობს A და B ანალოგიას შორის მიმართების პოვნას, შემდეგ ამ მიმართების C და D
ანალოგიაზე განზოგადებას. ბოლოს პრობლემის გადაჭრა სრულდება ანალოგიის შესაბამისი პასუხის არჩევით.

მაღალი ინტელექტის მქონე ინდივიდები პრობლემის გადაჭრის პროცესის


დასაწყისში ახორციელებენ გლობალურ დაგეგმვას, რაც პრობლემის კოდირებასა და
ზოგადი სტარტეგიის შემუშავებას გულისხმობს. სწორედ ამ პროცესს სჭირდება
განსაკუთრებით დიდი დრო და ძალისხმევა, ხოლო ლოკალურ დაგეგმვას, -
უშუალოდ პრობლემის გადაჭრას, გაცილებით ნაკლები დრო და ენერგია სჭირდება
(Sternberg, 1981).

გამოცდილება: ცოდნა და პრობლემის გადაჭრა

კოგნიტური ფსიქოლოგიის დილეტანტებიც კი აცნობიერებენ, რომ ცოდნა


მნიშვნელოვნად ზრდის პრობლემის გადაჭრის უნარს. კომპეტენტურობა არის
გამოცდილებაში არსებული კარგად განვითარებული და კარგად ორგანიზებული
ცოდნის ბაზასთან დაკავშირებული უმაღლესი უნარები ან/და მიღწევები. ის, რაც
კოგნიტურ ფსიქოლოგიას აინტერესებს, არის მიზეზი, თუ რატომ და როგორ ზრდის
კომპეტენტურობა პრობლემის გადაჭრის უნარს. რატომ, როგორ შეუძლიათ თავისი
სფეროს ექსპერტებს ახალბედებზე უკეთ გადაჭრან პრობლემა? იციან თუ არა
ექსპერტებმა პრობლემის გადაჭრის უფრო მეტი ალგორითმი, ევრისტიკა და სხვა
სტრატეგიები? იციან თუ არა ექსპერტებმა უკეთესი სტრატეგიები? თუ ისინი ამ
სტრატეგიებს უბრალოდ უფრო ხშირად იყენებენ? რა იციან ექსპერტებმა,
ახალბედებისგან განსხვავებით თავის სფეროში ისეთი რაც ამოცანის ამოხსნის,
პრობლემის გადაჭრის პროცესს უფრო ეფექტურს ხდის? რა არის ეს ყველაფერი ნიჭი
თუ ათვისებული უნარები?
კოგნიტური ფსიქოლოგიის ამოცანაა რომელი უნარები განასხვავებს კომპეტენტურ და
ახალბედა ინდივიდებს, რა განაპირობებს კომპეტენტური ინდივიდების პრობლემის

24
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

გადაჭრის ასეთ განვითარებულ უნარებს? დასწავლილია ეს უნარები თუ


თანდაყოლილი? განსაკუთრებულ სტრატეგიას გულისხმობს ეს უნარები თუ ჩვეული
სტრატეგიის სპეციფიკურ გამოყენებას?

ცოდნის ორგანიზება

როგორ ფიქრობ, შეგიძლია ლუდის სხვადასხვა სახეობის განსხვავება მათი


სურნელის მიხედვით? ერთერთ კვლევაში ლუდის ექსპერტები და ახალბედები
აგემოვნებდნენ ლუდის სხვადასხვა სახეობებს. (Valentin et al., 2007) მონაწილეთა
ორივე ჯგუფს თანაბრად კარგად შეეძლო ლუდის სახეობების სორტირება. თუმცა
ლუდის ექსპერტებმა უკეთ დაართვეს თავი შემოდგომი აღქმის, ამოცნობის
დავალებებს (Valentin et al., 2007). კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კონკრეტულ
პერცეპტულ უნარებში არავითარი განსხვავება არ იყო ექსპერტებსა და ახალბედებს
შორის, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება დაფიქსირდა მეხსირების დავალებებში
(Valentin et al., 2007). კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ლუდის ექსპერტებს აქვთ
ლუდის შესახებ ახალი ინფორმაციის კოდირებისა და აღდგენის უმაღლესი სამუშაო
ჩარჩო (Valentin et al., 2007).

ცოდნა ასევე საგრძნობლად ზემოქმედებს პრობლემის გაგების პროცესზე (Whitten &


Graesser, 2003). განვიხილოთ კვლევა, რომელიც იკვლევდა ცოდნისა და ტექსტის
გაგების უნარების კავშირს (McNamara et al., 1996). მონაწილე ბავშვებს წარუდგენდნენ
ტექსტს ბიოლოგიის შესახებ. მონაწილეთა ნახევარი ბიოლოგიის სფეროში
კომპეტენტური იყო, ხოლო მეორე ნახევარი, ნაკლებად კომპეტენტური. ასევე,
ტექსტის ნახევარი იყო უაღრესად თანმიმდევრული, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტექსტში
წარმოდგენილი კონცეპტები ერთმანეთს ნათლად უკავშირდებოდა, ხოლო ტექსტის
მეორე ნახევარი იყო უაღრესად არათანმიმდევრული, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ტექსტის ეს ნაწილი რთულად წასაკითხი იყო და მასში წარმოდგენილი იდეები
ერთმანეთთან ბუნდოვან კავშირში იყო. ტექსტის გაცნობის შემდეგ კი, მათ
ევალებოდათ ტექსტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე სხვადასხვა პრობლემის
გადაჭრა.
შედეგად, როგორც ავტორები ვარაუდობდნენ, ნაკლები კომპეტენციის მქონე
ბავშვები უკეთ ასრულებდნენ დავალებებს, თუ ტექსტი იყო თანმიმდევრული,
კოჰერენტული. ეს აღმოჩენა მიგვითითებს, რომ ზოგადად, მკითხველი უკეთ
ასრულებს დავალებას, თუ მათ ახალ ინფორმაციას, ახალ მასალას თანმიმდევრულად
წარმოვუდგენთ.
უცნაურია, თუმცა კომპეტენეტური ბავშვები უკეთ ასრულებდნენ დავალებას
არათანმიმდევრული ტექსტის გააზრებისას. ავტორების მოსაზრებით, მაღალი
კომპეტენციის მქონე ბავშვთა ჯგუფის მიერ თანმიმდევრული, კოჰერენტული

25
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ტექსტის კითხვა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში, მიიჩნევენ რა, რომ მათ უკვე
იციან ეს ინფორმაცია, ისინი ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ტექსტის დეტალებს. ხოლო
არათანმიმდევრული, არაკოჰერენტული ტექსტის კითხვა მათ აიძულებდა
დეტალების მიმართ ყურადღების კონცენტრირებას.ეს შედეგები პრობლემის
გადაჭრის პროცესში ყურადღების პროცესის მნიშვნელობაზე მიგვითითებს. ეს
განსაკუთრებით რელევანტურია ექსპერტების კომპეტენციის სფეროში და იმ
სფეროში, სადაც ექსპერტები ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრაციის
აუცილებლობას არ თვლიან საჭიროდ.

ცოდნის შემუშავება
გახსოვთ თავის დასაწყისში განხილული ჭადრაკის ექსპერტებისა და
დილეტანტების კვლევა? ის რაც ერთმანეთისგან განასხვავებს ექსპერტებსა და
ახალბედებს არის ცოდნის რაოდენობა, ორგანიზება და გამოყენება. აღნიშნულ
ექსპერიმენტში მოცემული იყო ორი დავალება. ერთი მოიცავდა ჭადრაკის ფიგურების
შემთხვევით წყობას, ხოლო მეორე ფიგურების მიზანმიმართულ წყობას (იხ.სურათი
11. 14) ორივე შემთხვევაში ექსპერტები დაფაზე ფიგურების პოზიციის
დამახსოვრებისა და შემდეგ გახსენებისთვის იყენებდნენ ევრისტიკულ მეთოდს. ამის
საპირისპიროდ, ახალბედებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი ცოდნა ფიგურების
პოზიციების შესახებ. კრიტიკული განსხვავებაც სწორედ ამას გულისხმობს,
ექსპერტებს აქვთ ასობით სპეციფიკური პოზიციისა და ფიგურათა წყობის შესახებ
ინფორმაცია, როცა ისინი ხედავდნენ ფიგურათა სპეციფიკურ პოზიციას, მათ
შეეძლოთ გამოეყენებინათ მეხსიერებაში არსებული ცოდნა. მათ შეეძლოთ სხვადასხვა
პოზიციის გახსენება, როგორც ინფორმაციის ინტეგრირებული, ორგანიზებული
ჯაჭვი. როგორც მე5 თავიდან გახსოვთ, მნიშვნელობის მქონე ნაწილების სახით
ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება მეხსიერების უმაღლესი შესაძლებლობაა.
თუმცა დაფაზე ფიგურების შემთხვევითი განლაგების შემთხვევაში ექსპერტების
ცოდნა უსარგებლო იყო. ჭადრაკის დაფაზე ფიგურათა შემთხვევითი განაწილების
ამოცანის გადაჭრა ექსპერტებმა და ახალბედებმა თანაბარი წარმატებით შეძლეს.
ახალბედების მსგავსად, ექსპერტები იძულებულნი იყვნენ დაემახსოვრებინათ უამრავ
პოზიციას შორის განსხვავებული ურთიერთკავშირები. დამახსოვრების ეს პროცესი
მოითხოვს გაცილებით მეტი ელემენტის მეხსიერებაში შენახვას, შესაბამისად
მეხსიერება გაცილებით უფრო მეტად იტვირთება.
ახალბედა მოჭადრაკეებთან შედარებით, ექსპერტი მოჭადრაკეების
წარმატებისთვის ინსტრუმენტულია მეხსიერებიდან აღდგენის პროცესი, რომელიც
მოიცავს საჭადრაკო დაფის განლაგების ამოცნობას. (Gobet & Simon, 1996a, 1996b,
1996c). მაშინაც კი, როცა ჭადრაკის დიდოსტატები დროში შეზღუდულები არიან,
თამაშის წინასწარი განჭვრეტის პროცესი შემცირებულია. მათი შეზღუდული
შესრულება არსებითად არ განსხვავდება მათი შეუზღუდავი თამაშისგან. ამრიგად,

26
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

მოჭადრაკეთათვის ორგანიზებული ცოდნის სისტემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე


თამაშში მომავალი ნაბიჯების პროგნოზირების პროცესები.
ანალოგიური კვლევები ჩატარდა ფიზიკის (Larkin et al., 1980), მედიტაციისა
(Brefczynski-Lewis et al., 2007)და რადიოლოგიის (Lesgold et al., 1988), სფეროს
ექსპერტებისა და ახალბედების მონაწილეობით. ეს კვლევები კვლავ და კვლავ ერთსა
და იმავე შედეგს ავლენს. ყველა კვლევის შედეგი მიუთითებს, რომ ახალბედებისგან
განსხვავებით, ექსპერტებს აქვთ თავიანთი კომპეტენციის სფეროში პრობლემის
გადაჭრის სქემები (Glaser & Chi, 1988). ეს სქემები მოიცავს ცოდნის ფართო,
ურთიერთდაკავშირებულ ელემენტებს. ისინი ორგანიზებულნი არიან საფუძლად
მდებარე ცოდნის ელემენტების სტრუქტურული მსგავსებების მიხედვით. ამის
საპირისპიროდ, ახალბედების სქემები მოიცავს ცოდნის შედარებით მცირე
ერთმანეთთან დაუკავშირებელ ელემენტებს. ისინი ორგანიზებულნი არიან
ზედაპირული მსგავსებების მიხედვით (Bryson et al., 1991).

სურათი 11. 14 როცა ახალბედებს და ექსპერტებს სთხოვდნენ გაეხსენებინათ ჭადრაკის ფიგურების რეალური
განლაგება a) პირველ დაფაზე. მათი შესრულება იყო წარმატებული, როგორც გამოსახულია b) მეორე დაფაზე.
თუმცა, როცა ექსპერტებსა და ახალბედებს სთხოვდნენ გაეხსენებინათ ჭადრაკის დაფაზე შემთხვევითად
წარმოდგენილი პოზიციები, როგორც გამოსახულია c) მესამე დაფაზე, ექსპერტების შესრულება არ აღემატებოდა
ახალბედების შესრულებას, როგორც გამოსახულია d) მეოთხე დაფაზე.

27
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ექსპერტები და ახალბედები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პრობლემის


წარმოდგენის, გადაჭრის გზების გაგებისა და გამოყენებული სტრატეგიების
მიხედვით (Chi, Glaser, & Rees, 1982; Larkin et al., 1980).
მათემატიკის ექსპერტებისა და ახალბედების მიერ პრობლემის გადაჭრის
სტრატეგიების ერთ-ერთ კვლევაში განსხვავება გამოვლინდა პრობლემის ვიზუალურ
გამოსახვაში. მკვლევრები დააკვირდნენ, რომ ახალბედები პრობლემის გადაჭრისთვის
იყენებდნენ ვიზუალურ რეპრეზენტაციას მაშინ, როცა პრობლემა მოიცავდა სივრცით
კომპონენტს (მაგალითად, გეომეტრიული ამოცანა), ხოლო ექსპერტები ვიზუალურ
რეპრეზენტაციას იყენებდნენ მათემატიკურ ამოცანათა ფართო სპექტრის
გადასაჭრელად (Stylianou & Silver, 2004), რომელთაც არ გააჩნდათ აშკარა სივრცითი
კომპონენტი. ამდენად, ვიზუალური რეპრეზენტაციების სხვადასხვაგვარი
პრობლემის გადაჭრისთვის გამოყენება, საშუალებას იძლევა გაიზარდოს მოქნილობა
და პრობლემის გადაჭრის სტრატეგიის პოვნის ალბათობა.
საინტერესო კვლევა ჩატარდა ბეისბოლის თამაშების შესახებ ახალი ამბების
გაგებისა და ინტერპრეტაციის შესახებ (Hambrick & Engle, 2002). სულ ბეისბოლის
შესახებ ფართო ცოდნის მქონე 181 ზრდასრული მონაწილე რადიოში უსმენდა
ბეისბოლის პროფესიონალ კომენტატორს. ჩანაწერი ჟღერდა როგორც რეალური
მატჩი. თითოეული გადმოცემის შემდეგ, იზომებოდა თამაშის მდგომარეობაში
ცვლილებების შესახებ მეხსიერება. მაგალითად: მონაწილეებს ეკითხებოდნენ თუ
რომელი ბაზები დაიკავეს მოთამაშეებმა ჩოგნის თითოეული მოძრაობის შემდეგ, ასევე
ეკითხებოდნენ აუტებისა და ქულების შესახებ. ნახევარზე მეტ შემთხვევაში,
ბეისბოლის შესახებ ცოდნა, მიიჩნეოდა, როგორც მონაწილეთა მიერ სწორი პასუხების
გაცემის სანდო მაჩვენებელი. ასევე მნიშვნელოვნად ითვლებოდა მუშა მეხსიერება,
მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ბეისბოლის სფეროში კომპეტენცია. ინდივიდები
უკეთ ართმევდნენ თავს წარმოდგენილ დავალებას და ჭრიდნენ პრობლემას
დამახსოვრებული ინფორმაციის გამოყენებით, თუ მათ ჰქონდათ ცოდნის დიდი ბაზა
ბეისბოლის შესაახებ.

პრობლემის გადაჭრის პროცესის რეფლექსია


ექსპერტებსა და ახალბედებს შორის კიდევ ერთი განსხვავებაა პრობლემის
გადაჭრის პროცესის რეფლექსიაა. ეს გულისხმობს პრობლემის გადაჭრის პროცესში
ინდივიდის ფიქრს, აზროვნებას, დაგეგმვას (Bilalic, 2008; Dew et al., 2009). პრობლემის
გადაჭრის პროცესში ინდივიდს თხოვენ ხმამაღლა იმსჯელოს პრობლემაზე,
გამოთქვას თავისი მოსაზრებები და მსჯელობები და ამ პროდუქციას ვერბალური
პროტოკოლი ეწოდება. ვერბალური პროტოკოლის საინტერესო ეფექტია ის, რომ მან
შეიძლება მიგვიყვანოს პრობლემის გადაჭრის გაზრდილ უნართან.
ერთ-ერთ კვლევაში გამოვლინდა, რომ პრობლემის გადაჭრის წარმატებულობა
იზრდება, როცა ინდივიდი ხმამაღლა საუბრობს პრობლემის აღწერის, გადაჭრის
სტრატეგიების, დაგეგმვის შესახებ (Steif et al., 2006); ხოლო სხვა კვლევით
28
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

გამოვლინდა, რომ პრობლემის გადაჭრის უნარის გაზრდა ასევე შეუძლია ინდივიდის


მიერ სტრატეგიების წერილობით აღწერას (Pugalee, 2004). აქედან გამომდინარე,
პრობლემის გადაჭრის რეფლექსია განსაკუთრებით სასარგებლოა ახალბედებისთვის.
ახალბედებისა და ექსპერტების შესრულების კიდევ ერთი განმასხვავებელი
ფაქტორია პრობლემის სხვადასხვა ასპექტზე დახარჯული დრო და პრობლემის
გადაჭრის სტრატეგიასა და მიღწერულ წარმატებას შორის ურთიერთკავშირი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპერტები გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ პრობლემის
წარმოდგენისთვის და ნაკლებს,- თავად პრობლემის გადაჭრის პროცედურებისთვის.
(Lesgold, 1988; Lesgold et al., 1988), მაშინ, როცა ახალბედების შემთხვევაში გვაქვს
საპირისპირო განაწილება,- ისინი უფრო მეტ დროს ხარჯავენ პრობლემის გადაჭრის
პროცესსზე, ვიდრე პრობლემის წარმოდგენასა და მისი გადაჭრის სტარტეგიების
შემუშავებაზე.
ექსპერტებსა და ახალბედებს შორის დროის თვალსაზრისით განსხვავება შეიძლება
განვიხილოთ პრობლემის გადაჭრის პროცესის ფოკუსირებისა და მიმართულების
ტერმინებით. კერძოდ, ექსპერტების მიერ პრობლემის რეპრეზენტაციის პროცესის
გახანგრძლივება განპირობებულია ახალი პრობლემისა და ხანგრძლივ მეხსიერებაში
არსებული სქემების შესაბამისობის დადგენით. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეცნობიან რა
ახალ პრობლემას, ექსპერტები მის გადაჭრას უკვე არსებული სტრატეგიების
გამოყენებით ცდილობენ. ამდენად, საჭიროა თითოეული მსგავსი სტრატეგიის
მორგება და პრობლემის შესაბამის სტრატეგიის არჩევა . მას შემდეგ რაც ექსპერტები
იპოვიან სწორ შესაბამისობას, მათ შეუძლიათ სწრაფად იპოვონ და განახორციელონ
პრობლემის გადაჭრის სტრატეგია. ამდენად, ექსპერტებს აქთ უნარი იმოქმედონ
მოცემული ინფორმაციიდან („რა ვიცი?“) უცნობი ინფორმაციის ძიებისკენ („რა უნდა
ვიპოვო?“) ისინი ახორციელებენ მოქმედებათა ეტაპებს, ხანგრძლივი მეხსიერებიდან
ამოტანილ სქემაზე დამყარებული სტრატეგიის მიხედვით (Chi en al., 1982).
მაგალითის სახით განვიხილოთ გამოცდილი ექიმისა და სამედიცინო
უნივერსიტეტის სტუდენტის შემთხვევა. სტუდენტი ახალბედაა და არ არის
დარწმუნებული სიმპტომების პირველწყაროში. პაციენტის დიაგნოსტირების
მიზნით, სტუდენტი გამოიყენებს უამრავ შეფასებას, გასინჯვას, ტესტირებას. ის
იმედოვნებს, რომ სიმპტომების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია დაეხმარება ზუსტ
დიაგნოსტირებაში. მაშინ, როცა გამოცდილი ექიმი, დაიწყებს პაციენტის
სიმპტომებისა და მსგავსი მდგომარეობების შედარებას, რამდენიმე სავარაუდო
დიაგნოზს კი შეამოწმებს შეფასებათა მცირე და მიზნობრივი რაოდენობის
დახმარებით. მას უნარი აქვს ამოარჩიოს კონკრეტული დიაგნოზი შესაძლო
მდგომარეობათა მცირე რაოდენობიდან. შემდეგ კი ის გადადის მკურნალობის ეტაპზე.

ამის საპირისპიროდ, პრობლემის წარმოდგენისთვის ახალბედა დახარჯავს


შედარებით ნაკლებ დროს. ამის ნაცვლად, ახალბედა ამოცანის გადაჭრას ეცდება
უცნობი ინფორმაციიდან ნაცნობი ინფორმაციისკენ უკუთანმიმდევრობით სვლით. ის
29
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

მსჯელობას იწყებს კითხვით „რა უნდა იპოვოს?“ რომ მივიდეს უკვე არსებულ
მდგომარეობამდე, უკვე არსებულ ინფორმაციამდე, „რა სტრატეგია აქვს?“ იმისთვის
რომ იპოვოს უცნობიდან ნაცნობ ინფორმაციამდე არსებული გამოტოვებული
ინფორმაცია. ხშირად ახალბედები იყენებენ „საშუალება-მიზნის“ ანალიზს (იხილეთ
Hunt, 1994). ამრიგად, ახალბედები განიხილავენ უფრო მეტ შესაძლო სტრატეგიას,
ვიდრე ექსპერტები (იხილეთ Holyoak, 1990). ექსპერტებისთვის პრობლემის
„საშუალება-მიზნის“ სახით ანალიზი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სარეზერვო
სტრატეგიას. ისინი მას უბრუნდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული
სქემებიდან ვერც ერთ სტრატეგიას ვერ აღიდგენენ.
ამდენად, ახალბედებისგან განსხვავებით, ექსპერტებს გააჩნიათ არა მხოლოდ
მრავაფეროვანი, არამედ კარგად ორგანიზებული ცოდნა და შეუძლიათ პრობლემის
გადაჭრის სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება. მეტიც, ისინი თავინთ ცოდნას
უფრო ეფექტურად იყენებენ. ასევე, ექსპერტების სქემები მოიცავს არა მხოლოდ
პრობლემური საკითხის შესახებ უდიდეს დეკლარაციულ ცოდნას, არამედ ასევე
სტრატეგიების შესახებ პროცედურულ ინფორმაციასაც.
ალბათ, ექსპერტებს სტრატეგიების უკეთ გაგება შეუძლიათ და მათ აქვთ უნარი
ახალბედებზე უკეთ იწინასწარმეტყველონ პრობლემის გადაჭრის სირთულე.
ექსპერტები ასევე უფრო ფრთხილად აკვირდებიან თავიანთი პრობლემის გადაჭრის
პროცესს ვიდრე ახალბედები. (Schoenfeld, 1981).

ავტომატური, კომპეტენტური გადამუშავება

პრაქტიკაში სტრატეგიების ხშირი გამოყენებით ექსპერტებს შეუძლიათ სხვადასხვა


ოპერაციების ავტომატიზაცია (იხილეთVanLehn, 1989). პრობლემის გადაჭრის,
სტრატეგიების შერჩევის პროცესში ექსპერტები იყენებენ ორი სახის მნიშვნელოვან
პროცესს: სქემატიზაცია,- რომელიც მოიცავს მრავალფეროვანი, დეტალურად
ორგანიზებული სქემების შემუშავებას და ავტომატიზაცია,- რომელიც მოიცავს
პრობლემის გადაჭრისთვის საჭირო ნაბიჯების რუტინულად, არაცნობიერად
განხორციელებას. აღნიშნული პროცესების გამოყენებით, ექსპერტებს შეუძლიათ
პრობლემის გადაჭრის მთელი დატვირთვა შეზღუდული შესაძლებლობის მუშა
მეხსიერებიდან გადაიტანონ შეუზღუდავი მოცულობის ხანგრძლივ მეხსიერებაზე.
ასევე ისინი განსაკუთრებით ზუსტები და ეფექტურები ხდებიან პრობლემის
გადაჭრის პროცესში. მუშა მეხსიერების გამოთავისუფლება აუმჯობესებს პრობლემის
გადაჭრის პროცესის ზუსტ მონიტორინგს.
ამის საპირისპიროდ, ახალბედებს პრობლემის მრავალი კომპონენტისა და გადაჭრის
შესაძლო სტრატეგიების დასამახსოვრებლად მუშა მეხსიერების გამოყენება
სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ამგვარი ძალისხმევა ახალბედების მუშა
მეხსიერებას ზღუდავს პრობლემის გადაჭრის მონიტორინგს.

30
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ავტომატური პროცესები მკაფიოდ ჩანს მათემატიკური ამოცანების გადაჭრის


პროცესში, როცა დამატების, გამრავლების, გამოკლების პროცესები ხდება
ავტომატური (Tronsky, 2005). ამგვარი ავტომატიზაცია ამცირებს მუშა მეხსიერების
დატვრთვას და მაღალი მათემატიკური პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობას
აძლევს საშუალებას.
უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტების ავტომატური პროცესები რიგ შემთხვევებში
აფერხებს ექსპერტების მიერ პრობლემის გადაჭრის მოქნილობას. ეს ხდება მაშინ,
როცა ექსპერტებს უხდებათ სტრუქტურულად უჩვეულო, განსხვავებული პრობლემის
გადაჭრა (Frensch & Sternberg, 1989).
თავდაპირველად, ახალბედებმა შეიძლება უკეთესად გაართვან თავი
პრობლემის გადაჭრას, ვიდრე ექსპერტებმა, როდესაც პრობლემები სტრუქტურულად
განსხვავდება ნორმისგან. საბოლოო ჯამში, კი ექსპერტების შესაძლებლობები და მათ
მიერ პრობლემის გადაჭრის უნარი სრულად აღწევს და აჭარბებს ახალბედების
შესაძლებლობებს (Frensch & Sternberg, 1989; Lesgold, 1988).
შესაძლოა ეს განსხვავება გამომდინარეობდეს ექსპერტთა მიერ შემუშავებული
მდიდარი სქემებისა და თვითკონტროლის გაძლიერებული უნარებისგან. ამასთან
ერთად, მაღალი დონის ექსპერტები ნაკლებად მოწყვლადები არიან, გახდნენ
საკუთარი გამოცდილების მსხვერპლნი (Bilalic et al., 2008). მათ აქვთ სიბრძნე
გააცნობიერონ საკუთარი მოწყვლადობა, გახდნენ საკუთარი კომპეტენციის სფეროთ
მოცულები და ამ მოწყვლადობას ითვალისწინებენ კიდეც.

ცხრილის 11. 3 წარმოადგენს ექსპერტთა მიერ პრობლემის გადაჭრის მრავალფეროვანი


მახასიათებლების შეჯამებას
ექსპერტები ახალბედები
სქემები აქვთ მრავალფეროვანი და აქვთ მცირე რაოდენობის
მრავალრიცხოვანი სქემები, სქემები, რომლებიც მოიცავენ
რომლები მოიცავენ კონკრეტული სფეროს შესახებ
კონკრეტული სფეროს შესახებ ნაკლებ დეკლარაციულ ცოდნას
ცოდნას
სქემები მოიცავს პრობლემის სქემები მოიცავს შედარებით
გადაჭრის პროცესის შესახებ მირე პროცედურულ ცოდნას
პრობლემის გადაჭრის შესახებ
ფართო პროცედურულ ცოდნას
ორგანიზება სქემებს ორგანიზება მოიცავს სქემების ორგანიზება მწირია
ერთმანეტთან მჭიდროდ და მოიცავს ერთმანეთთან
დაკავშირებულ კომპონენტებს ბუნდოვნად დაკავშირებულ
კომპონენტებს
დროის გამოყენება გაცილებით ხანგრძლივი დრო გაცილებით ხანგრძლივი დრო
სჭირდება პრობლემის სჭირდება პრობლემის
წარმოდგენას, ვიდრე გადაჭრის პროცედურას, ვიდრე
პრობლემის გადაჭრის მის წარმოდგენას
პროცედურებს

31
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

პრობლემის რეპრეზენტაცია პრობლემის რეპრეზენტაცია პრობლემის რეპრეზენტაცია


დეტალურია და ზედაპირულია და
დაფუძნებულია სხვა დაფუძნებულია სხვა
პრობლემასთან სტრუქტურულ პრობლემასთან გარეგნულ
მსგავსებებზე მსგავსებებზე
მიმართულება პრობლემის გადაჭრა იწყება პრობლემის გადაჭრა იწყება,
მოცემული ინფორაციიდან მოცემული ინფორაციის
სტრატეგიის პოვნისკენ გამოყენებით, უცნობი
კომპონენტისა და სტრატეგიის
ძიებიდან
სტრატეგია სტრატეგიის შემუშავება ხდება სტრატეგიის შემუშავება ხდება
არსებული სქემის საფუძველზე. არსებული რესურსების
იყენებენ საშუალება-მიზნის გამოყენებით. ხანდახან
სტრატეგიას, როგორც სტრატეგიას შეირჩევა
მხოლოდ ალტერნატიულ პრობლემის სტრატეგიების
სათადარიგო სტრატეგიას ცოდნის საფუძველზე
ავტომატიზაცია პრობლემის გადაჭრის პრობლემის გადაჭრის
სტრატეგიების ნაბიჯები სტრატეგიების ნაბიჯები
ავტატიზებულია ნაკლებად ან საერთოდ არ არის
ავტატიზებული
ეფექტურობა პრობლემის გადაჭრა უმეტესად პრობლემის გადაჭრა ხშირად
წარმატებული, ეფექტური და არაეფექტური, შენელებულია
სწრაფია, ვიდრე ახალბედების ვირე ექსპერტების შემთხვევაში
შემთხვევაში
სირთულის წინასწარ სირთულე წინასწარ ზუსტად სირთულე წინასწარ ვერ
განსაზღვრა განისაზღვრება განისაზღვრება
მონიტორინგი პრობლემის გადაჭრის პრობლემის გადაჭრის
პროცესის ზუსტი პროცესის სუსტი მონიტორინგი
მონიტორინგი
გადაჭრის სიზუსტე ვლინდება პრობლემის ხშირად ვლინდება პრობლემის
გადაჭრის სრული სიზუსტე გადაჭრის უზუსტობა
უჩვეულო სირთულეების უჩვეულო სირთულეების უჩვეულო სირთულეების
დაძლევა არსებობის შემთხვევაში, არსებობის შემთხვევაში,
ექსპერტები ხანგრძლივად ახალბედები ზედაპირულად
აანალიზებენ, როგორც თავად აანალიზებენ როგორც თავად
პრობლემას, ასევე მისი პრობლემას, ასევე მისი
გადაჭრის სტრატეგიებს, ვიდრე გადაჭრის სტრატეგიებს, ვიდრე
ახალბედები, ექსპერტები
საპირისპირო ინფორმაციის პრობლემის რეპრეზენტაციის პრობლემის რეპრეზენტაციის
მიღება შეუსაბამო ინფორმაციის შეუსაბამო ინფორმაციის
აღმოჩენისას, ექსპერტები აღმოჩენისას, ახალბედები
ავლენენ სტრატეგიის ავლენენ სტრატეგიის
ცვლილების მოქნილობას ცვლილების მოუქნელობას
ცხრილი 11. 3 ექსპერტებისა და ახალბედების მახასიათებლები

თანდაყოლილი ნიჭი და ათვისებული უნარები


32
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ცოდნის მდიდარი ბაზა კრიტიკული მნიშვნელობისაა დარგში კომპეტენტური


პირებისთვის, მაგრამ ექსპერტებსა და ახალბედებს შორის პრობლემის გადაჭრის
განსხვავებული სპეციფიკის ახსნა არასაკმარისია მხოლოდ ცოდნით. მწვავე
დებატებია ექსპერტებსა და ახალბედებს შორის სპეციფიკური განსხვავების
თანდაყოლილი ნიჭითა თუ გამოცდილებით ახსნის შესახებ.
მკვლევართა ნაწილის მოსაზრებით (მათ შორის ერიქსონი,- Ericsson, 2003), პრაქტიკა,
გამოცდილება სრულყოფს პრობლემის გადაჭრის უნარს. გამოცდილება, პრაქტიკა
უნდა იყოს მიზანმიმართული, მან უნდა მოიცვას ახალი უნარებისა და
შესაძლებლობების ათვისება და არა მხოლოდ იმ მოქმედებებისა და სტრატეგიების
ავტომატური გამეორებები, რაც დარგში კომპეტენტურმა პირმა უკვე კარგად იცის.
თუმცა ზოგიერთმა მკვლევარმა ალტერნატიული თვალსაზრისი შეიმუშავა, ამ
შემთხვევაში ხაზგასმულია პრაქტიკის, გამოცდილების როლი ცოდნისა და უნარების
ბაზის შექმნაში. ეს ასევე ითვალისწინებს ისეთი ფაქტორის მნიშვნელობას,
როგორიცაა ნიჭი, ტალანტი.
მართლაც, გამოცდილების საფუძველზე თანდაყოლილი შესაძლებლობების
სრულყოფის, სახეცვლილების მოსაზრება ფართოდ მიღებულია როგორც ენის
ათვისების, ასევე სხვა სფეროებში. ცოდნა, რომელსაც პიროვნება იყენებს საღი
აზროვნებისა და განსჯისათვის, არის გამოცდილების აუცილებელი შედეგი (Baltes &
Smith, 1990).
სხვადასხვა სფეროში კომპეტენტური პირები უმაღლეს დონეზე ასრულებენ
შესაბამის დავალებებს, ჭრიან პრობლემებს გამოცდილებით სრულყოფილი უნარების
წყალობით. მაგალითად: გამოცდილი მბეჭდავების თითების მოძრაობა კლავატურაზე
გაცილებით უფრო სწრაფია ვიდრე ახალბედების. (Norman & Rumelhart, 1983).
მართლად, ბეჭდვის სისწრაფის ერთერთი საუკეთესო პრედიქტორია მბეჭდავის მიერ
ბეჭდვის პროცესში ტექსტის წინასწარ განჭვრეტა (Ericsson, 2003). რაც უფრო კარგად
განჭვრეტს მბეჭდავი დასაბეჭდი ტექსტის შინაარსს, უფრო სწრაფად შეძლებს
კლავიატურაზე თითების პოზიციის მომზადებას. როცა მბეჭდავებს არ ეძლევათ
საშუალება ტექსტი წინასწარ გადაიკითხონ, ამ შემთხვევაში კომპეტენტური
მბეჭდავების ახალბედების მიმართ უპირატესობა მნიშვნელოვნად ქვეითდება
(Salthouse, 1984).
ჟესტების ენის ექსპერტები ავლენენ ჟესტების გამოყენების ვარიაციებს ყოველი
მომდევნო ჟესტის დემონსტრირებისას (Yang & Sarkar, 2006). თითოეული ჟესტის
იზოლირებულად გამოყენების ნაცვლად, ისინი წინასწარ განჭვრეტენ მომდევნო
ჟესტებს. ამგვარი განჭვრეტა ექსპერტებს საშუალებას აძლევს ახალბედებზე უფრო
სწრაფად გამოიყენონ თითოეული ჟესტი. ასევე, მუსიკალური ნოტების წინასწარი
ამოცნობის უნარის წყალობით, პროფესიონალ მუსიკოსებს მნიშვნელოვანი
უპირატესობა აქვთ ახალბედებთან შედარებით (Sloboda, 1984).

33
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ასევეა სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიცაა ჩოგბურთი. პროფესიონალ


ჩოგბურთელს ახალბედაზე უფრო სწრაფად და ზუსტად შეუძლია
იწინასწარმეტყველოს მოახლოებული ბურთის შესაძლო ტრაექტორია (Abernethy,
1991).
ექსპერტთა კიდევ ერთი მახასიათებელია ის, რომ ისინი ახალბედებზე უფრო მეტად
იყენებენ საკუთარი კომპეტენციის სფეროში პრობლემის მიმართ სისტემურ მიდგომას.
მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ავტორები ხელოვნურად მოწყობილ
ლაბორატორიაში აკვირდებოდნენ და ერთმანეთს ადარებდნენ პრობლემის
გადაჭრისთვის გამოყენებულ სტრატეგიებს (Vollmeyer, Burns, & Holyoak, 1996).
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ პრობლემის წარმატებით გადაჭრა დაკავშირებული იყო
სპეციალისტის მიერ გამოყენებულ სისტემურ მიდგომასთან, ხოლო პრობლემის
წარუმატებელი გადაჭრა უპირატესად უკავშირდებოდა პრობლემის მიმართ
არასისტემურ მიდგომას. მაგალითად, ბიოლოგიური ფენომენის ამოხსნის ძიებაში,
მრავალი ცვალებადი ცვლადის ფონზე, მათ ჰქონდათ ერთი მუდმივი ცვლადი.
განიხილავენ რა, ნიჭს, როგორც „ხალხური ფსიქოლოგიის“ ნაწილს, ბევრ მეცნიერს
აქვს ტენდენცია თავის სფეროში მინიმუმამდე შეამციროს ნიჭის წვლილი თავის
მიღწევებში. (Sternberg, 1996a).
ეს ტენდენცია გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ ორ ფაქტორს. პირველი
არის ტერმინის „ნიჭის“ ფართო გამოყენება სამეცნიერო საზოგადოების გარეთ. მეორე
არის ნიჭიერების ადეკვატური და გაზომვადი დეფინიციის არარსებობა.
როგორც ჩანს, გენეტიკური მემკვიდრეობა გარკვეულწილად ქმნის განსხვავებას
სხვადასხვა სახის კომპეტენციის ათვისებას შორის. მაგალითად, კითხვის უნარის
მემკვიდრეობითობის შესწავლა მიუთითებს იმაზე, რომ კითხვის დარღვევის მქონე
მკითხველთა შემთხვევაში გენეტიკური ფაქტორების ძლიერი როლი ჩანს. (იხილეთsee
Haworth et al., 2009; Platko et al., 2008).
მეტიც, კითხვის უნარისთვის აუცილებელი ფონოლოგიური ცნობიერების
განსხვავებულობა შეიძლება იყოს კითხვის დარღვევის მქონე თითოეულ მკითხველს
შორის გენეტიკური განსხვავებების ერთერთი გამოვლენილი ფაქტორი. (Wagner &
Stanovich, 1996).
ზოგადად, მაშინაც კი, თუ გამოცდილებას მიენიჭება კონკრეტულ სფეროში
კომპეტენციის შეძენისთვის გარკვეულწილად მნიშვნელოვანი როლში, გენეტიკური
ფაქტორების წვლილს შეუძლია კომპეტენციის დანარჩენ ნაწილში გარკვეული
ცვლილებები შეიტანოს.

კომპეტენტურობა და ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი შეიქმნა ადამიანის ინტელექტულური შესაძლებლობების


იმიტაციისა და გაძლიერების მიზნით. კომპიუტერული პროგრამების ნაწილი შეიქმნა

34
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ამოცანების ადამიანურ შესაძლებლობებზე უფრო სწრაფად გადაჭრისთვის. მაგრამ,


შეიძლება კომპიუტერი იყოს ყველაზე და ყველაფერზე ჭკვიანი? როგორ შეიძლება
ამის შემოწმება და განსაზღვრა? სად გამოიყენება სისტემები, რომელიც იმიტირებს
ადამიანის კომპეტენციას? მუშაობს კი ის წარმატებულად? ამ და სხვა საკითხებს
განვიხილავთ შემდეგ ნაწილში.

შეუძლია თუ არა კომპიუტერს იყოს ინტელექტუალი?

ინფორმაციის გადამუშავების პროცესის ადრეული კვლევები ფოკუსირდებოდა


იმაზე, თუ როგორ მუშაობდა კომპიუტერული სიმულაციები ადამიანის ინტელექტის
შესაძლებლობებსა და უნარებზე დაყრდნობით, როგორ იყენებდა ოპტიმალურ
მეთოდს პრობლემის გადაჭრისთვის. ორივე კატეგორიის პროგრამები შეიძლება
კლასიფიცირდეს როგორც ხელოვნური ინტელექტი (ხი) ან ინტელექტი,
გამოყენებული სიმბოლოების, გადამუშავების სისტემების, კომპიუტერის სახით
(იხილეთ Schank & Towle, 2000).
ცხადია, კომპიუტერს არ შეუძლია ფიქრი, ის უნდა დაპროგრამდეს, რომ მოიქცეს ისე
თითქოს ფიქრობს. ამდენად, კომპიუტერი უნდა დაპროგრამდეს, კოგნიტური
პროცესების სიმულაციის სრულად იმიტაციისათვის.
ამგვარად, ის დეტალურ ინფორმაციას გვაძლევს ადამიანის კოგნიტური უნარების
სპეციფიკისა და დეტალების შესახებ.
არსებითად, კომპიუტერი წარმოადგენს მხოლოდ მოწყობილობის ნაწილს -
ინსტრუქციების შემსრულებელი აღჭურვილობის ფიზიკურ კომპონენტს. სხვა ტიპის
მოწყობილობები (აღჭურვილობის სხვა ნაწილები) ასევე პასუხობენ ინსტრუქციებს.
მაგალითად, თუ შეგიძლია წარმოიდგინო, როგორ უნდა მისცე ინსტრუქცია DVD-ს
(ციფრულ ვიდეო ჩამწერს), DVD უპასუხებს ყველა ინსტრუქციას და შეასრულებს
ყველაფერს რასაც დაავალებ.
ის, რაც ქმნის კოპიუტერს ასე საინტერესოს მკვლევართათვის, არის კომპიუტერის
შესაძლებლობა მიიღოს რთული და კომპლექსური ინსტრუქციები (კომპიუტერული
პროგრამები, ცნობილი როგორც Software). პროგრამები უბრძანებენ კომპიუტერს, თუ
როგორ უპასუხოს და დაამუშაოს ახალი ინფორმაცია.
სანამ რაიმე ინტელექტუალურ პროგრამას განვიხილავთ, სერიოზულად უნდა
განვიხილოთ საკითხი თუ რამ (არსებობის შემთხვევაში) უნდა მიგვიყვანოს
კომპიუტერული პროგრამის „ინტელექტუალად“ შეფასებამდე.

ტურინგის ტესტი
კომპიუტერის ინტელქტუალური შესაძლებლობების კვლევის პირველი
სერიოზული მცდელობა ალბათ ალან ტურინგის სახელს (1963) უკავშირდება.
ტურინგის ტესტის საფუძვლად მდებარე იდეა გულისხმობს დამკვირვებლის მიერ
კომპიუტერისა და ადამიანის მიერ ამოცანის შესრულების ურთიერთგანსხვავების
35
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

იდენტიფიკაცია. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, შეუძლია თუ არა, დამკვირვებელს


ერთმანეთისგან განასხვავოს კომპიუტერისა და ადამიანის მიერ შესრულებული
ამოცანა.
ტესტი მიმდინარეობს კომპიუტერის, რესპოდენტის (ადამიანი) და გამომკითხველის
(ადამიანი) მეშვეობით. გამომკითხველს ჰქონდა ორი განსხვავებული „დიალოგი“
ინტერაქტიული კომპიუტერული პროგრამით.
გამომკითხველის მიზანია ამოიცნოს ორი მოსაუბრე მხარედან რომელია
კომპიუტერული პროგრამით მოსაუბრე ადამიანი და რომელია თავად
კომპიუტერული პროგრამა. მას შეუძლია ორივე მხარეს დაუსვას ნებისმიერი
შეკითხვა. თუმცა კომპიუტერი შეეცდება, რომ მოატყუოს ის, თითქოს ადამიანია.
ამისგან განსხვავებით, ადამიანი შეეცდება დაანახოს გამომკითხველს, რომ ის
ნამდვილად ადამიანია. კომპიუტერი წარმატებით გაივლის ტიურინგის ტესტს, თუკი
გამომკითხველი ვერ შეძლებს კომპიუტერისგან ადამიანის განსხვავებას.

ხშირად, ის, რაც კომპიუტერების „ინტელექტის“ შეფასებისას


მკვლევარებს
აინტერესებთ არ წარმოადგენს რეაქციის დროს, რაც ბევრად სწრაფია, ვიდრე
ადამიანის. ამის ნაცვლად, ისინი დაინტერესებულნი არიან რეაგირების დროის
პატერნით, სქემით. არის თუ არა ერთი და იგივე ადამიანისა და კომპიუტერის მიერ
სამიზნე გადასაჭრელ პრობლემაზე დახარჯული დრო ერთნაირად ხანგრძლივი.
ხშირად, კომპიუტერული პროგრამის მიზანი არის არა ადამიანურ
შესაძლებლობასთან გათანაბრება, არამედ მისი გადაჭარბება. ამ შემთხვევაში,
პროგრამის მიზანია მაქსიმალურად ეფექტური ხელოვნური ინტელექტი და არა
ადამიანის ინტელექტის სიმულაცია.
უკვე არარელევანტურია ადამიანის ინტელექტის შესაბამისი პროგრამის შექმნა. ამის
ნაცვლად, საინტერესო კრიტერიუმს წარმოადგენს ის თუ რამდენად კარგად შეუძლია
კომპიუტერულ პროგრამას მის წინაშე დასმული ამოცანის გადაწყვეტა.

მაგალითად, ჭადრაკის მოთამაშე კომპიუტერული პროგრამა. ამ ტიპის პროგრამები,


ჩვეულებრივ, თამაშობენ მოიცავენ სვლათა უთვალავ შესაძლებლობას. ეს პროგრამები
თამაშობენ ე.წ. „უხეში ძალის“ პრინციპით, ანუ ამ პროგრამებს შეუძლიათ შესაძლო
მოქმედებათა განუსაზღვრელი რაოდენობის შემუშავება და ცდა, მათ შორის
უმრავლესობა ადამიანისთვის წარმოუდგენელია (Berliner, 1969; Bernstein, 1958).
სწორედ აღნიშნული „უხეში ძალის“ გამოყენებით IBM პროგრამამ „Deep Blue”-მ 1997
წელს დაამარცხა ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი. ანალოგიური „უხეში
ძალის“ მეთოდია გამოყენებული შაშის თამაშში (play checkers, шашки (Samuel, 1963).
ზოგადად, ეს პროგრამები ფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ
ერთმანეთის და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათ წინააღმდეგ მოთამაშე
ადამიანების დამარცხება.

36
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

სურათი 11. 2 ექსპერტებს შორის მსგავს მახასიათებელთა შორის აღსანიშნავია თავიანთი ნიჭის განვითარებაში
დახარჯული საათები.

კომპეტენტური სისტემები

კომპეტენტური სისტემები კომპიუტერული პროგრამებია, რომელთაც შეუძლიათ


შეასრულონ ის, რასაც ექსპერტი, პროფესიონალი აკეთებს სპეციფიკურ სფეროში.
ისინი შემუშავებულია არა ადამიანური ინტელექტის მოდელირებისთის , არამედ ერთ
სპეციფიკურ, ხშირად ვიწრო სფეროში ადამიანის ინტელექტის სიმულაციისთვის.
ისინი ძირითადად ემყარებიან წესებს, რომელთა შესრულებაც გადაწყვეტილების ხის
მსგავსად მიმდინარეობს.
პროგრამათა ნაწილი შექმნილია სამედიცინო სფეროში გამოყენების მიზნით,
როგორიცაა სიმსივნის დიაგნოსტირების კვლევა. ასეთი პროგრამები უზარმაზარი
პოტენციური მნიშვნელობისაა, არასწორი დიაგნოზის ძალიან მაღალი ხარჯების
(ფინანსური და პირადი) გათვალისწინებით.
არსებობს არა მხოლოდ ექიმების მიერ გამოსაყენებელი კომპეტენტური სისტემები,
არამედ არსებობს სამედიცინო კომპეტენტური სისტემები, ონლაინ ხაზზე, იმ

37
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

მომხმარებლების მიერ გამოსაყენებლად, რომელთაც სურთ მათი სიმპტომების


ანალიზი.
კომპეტენტური სისტემები გამოიყენება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა ფინანსური
სფერო, ბანკებში. მცირე სესხის დამუშავება ბანკებისთვის შედარებით ძვირია, რადგან
გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. თუ მონაცემები კომპიუტერში
განთავსდება, კომპეტენტური სისტემა, მისი დაპროგრამების საფუძველზე, მიიღებს
გადაწყვეტილებას სესხის განაცხადის შესახებ.
არსებობს ერთი კომპეტენტური სისტემა, რომელთანაც თქვენ შესაძლოა გარკვეული
გამოცდილება გქონდეთ. Microsoft Windows გთავაზობთ პრობლემების მოგვარებას
"დახმარების განყოფილების" საშუალებით, სადაც შეგიძლიათ სისტემაში დიალოგის
წარმართვა, რათა გაერკვეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის შესახებ.

პრობლემების კომპიუტერიზირებული მოგვარების პროცესებთან დაკავშირებით,


საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, შეგიძლიათ თავად ნახოთ
კომპეტენტური სისტემების უპირატესობანი და ნაკლოვანებები.

სიფრთხილეა საჭირო კომპეტენტური სისტემების გამოყენებაში. პაციენტებს არ აქვთ


თავიანთი ექიმების მსგავსი ცოდნა, ამიტომ ონლაინ, კომპეტენტური სისტემების
გამოყენების პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ თავიანთი
ჯანმრთელობისა და სიმპტომების შესახებ დასკვნების გაკეთებისას. მედიცინაში
პაციენტის მიერ ინტერნეტის გამოყენება ვერ ანაცვლებს უშუალოდ ექიმის
მსჯელობას.
კომპეტენტური სისტემა, როგორც წესი მომხმარებელს წარმოუდგენს პრობლემის
გადაჭრის ყველა შესაძლო ვარიანტიდან ერთ ყველაზე მეტად შესაბამის გზას,
სტრატეგიას. კომპეტენტური სისტემის მიერ პრობლემის გადაჭრის დამატებითი
აქტივი მოიცავს შემოქმედებითობას. ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება,
პრობლემის ჯერ კიდევ შეუსწავლელი პარამეტრები. ფაქტობრივად, უამრავი
პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ახალი სტრატეგიის გამოგონების ან აღმოჩენის
შედეგად. კრეატულობის მნიშვნელობის შესახებ შემდეგ ქვეთავში ვისაუბრებთ.

CONCEPT CHECK
1. როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ექსპერტებისა და ახალბედების სქემები?
2. რატომ ეხმარება ავტომატიცაზია ექსპერტებს პრობლემის გადაჭრაში?
3. რა წვლილი აქვს ნიჭს კომპეტენტურობის ათვისებაში?
4. რას წარმოადგენს კომპეტენტური სისტემები?

კრეატულობა
38
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

როგორ შეგვიძლია კრეატულობის, როგორც მხოლოდ ერთი ფენომენის აღწერა,


რომელიც აერთიანებს რომელიც აერთიანებს ლეონარდო და ვინჩისა და მარი კიურის,
ვინსენტ ვან გოგისა და ისააკ ნიუტონის, ტონი მორისონისა და ალბერტ ეინშტეინის
ნაშრომებს.
კრეატულობის იმდენი ვიწრო განმარტება არსებობს, რამდენი ადამიანიც ფიქრობს
კრეატულობის შესახებ (სურათი 11.15). მკვლევრების უმატესობა თანხმდება, რომ
კრეატულობა არის რაიმე ორიგინალურისა და ღირებულის შექმნა
(Csikszentmihalyi,1999, 2000; Kozbelt, Beghetto, & Runco, 2010; Lubart & Mouchiroud, 2003;
Sternberg & Lubart, 1996). ეს „რაიმე ორიგინალური“ შეიძლება იყოს თეორია,მ ცეკვა,
ქიმიური ნაერთი, პროცესი, პროცედურა, სიმფონია თუ სხვა.
რა განაპირობებს კრეატულობას? რა სპეციფიკური მახასიათებლები აქვთ
კრეატიულ ადამიანებს? ყველა თანხმდება, რომ შემოქმედებითი ადამიანები ქმნიან
კრეატიულ პროდუქტს. ისინი ქმნიან გამოგონებებს, გენიალურ აღმოჩენებს,
მხატვრულ ნაწარმოებებს, რევოლუციურ პარადიგმებს ან სხვა პროდუქტებს,
რომლებიც ორიგინალური და ღირებულია.
აღნიშნავენ, რომ კრეატიულ ადამიანებს აქვთ ცხოვრების შემოქმედებითი სტილი, -
ხასიათდებიან მოქნილობით, სტერეოტიპებისგან თავისუფალი ქცევითა და
არაკონფორმული ატიტუდებით.

კრეატიული ადამიანების სპეციფიკური მახასიათებლები

ფსიქოლოგთა ნაწილი კრეატულობას ზომავს დივერგენტული პროდუქტულობის


მიხედვით - შესაბამისი პასუხების, პრობლემის გადაჭრის გზების ფართო სსპექტრის
გენერირებას. ეს ტერმინი ეკუთვნის გილფორდს (Guilford,1950). (იხილეთ Runco &
Albert, 2010, for a history of the field, and Plucker & Makel, 2010, for a discussion of
assessment of creativity) . მაგალითად, კრეატიულ ადამიანებს ხშირად მაღალი ქულები
აქვთ კრეატულობის შესაფასებელ სკალებზე. მსგავსი შეფასების მაგალითია
კრეატიული აზროვნების ტორენსის ტესტი (Torrance, 1974, 1984). ამ ტესტის
საშუალებით იკვლევენ ღია კითხვებზე გაცემული პასუხების განსხავებულობას,
სიხშირესა და კითხვასთან შესაბამისობას. მსგავსი კითხვის მაგალითია ბურთულიანი
კალმის ან ფურცლის გამოყენების ყველა შესაძლო გზის შესახებ ფიქრი. მაგალითად,
შეფასების მონაწილეს შეიძლება დაევალოს, რომ ფურცელზე გამოსახული წრეებისა
და ხაზების საშუალებით შექმნას ორიგინალური ნახატი. ტესტი შეაფასებს რამდენ
განსხვავებულ ხერხს გამოიყენებს პიროვნება მოცემული ფორმებით ნახაზის
დასასრულებლად. ტორენსის ტესტი გაითვალისწინებს განსაკუთრებით იმას, თუ

39
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

რამდენად გამოიყენა პირმა უჩვეულო ან უხვად შემუშავებული დეტალები ფიგურის


დასრულებისას.
სხვა კვლევები ფოკუსირებულია კრეატულობის, როგორც კოგნიტური პროცესის
კვლევით, რომელიც გაშუალებულია ინსაიტითა და პრობლემის გადაჭრით (Finke,
1995; Ward & Kolomyts, 2010; Weisberg, 1988, 2009) რიგი კვლევების მონაცემთა
თანახამად, კრეატიულ ადამიანებს სხვებისგან განასხვავებთ შემოქმედებითობა და
კომპეტენტურობა. კრეატიულობით გამორჩეული ინდივიდები მუშაობენ
ხანგრძლივად და განსაკუთრებული ძალისხმევით. ისინი სწავლობენ თავიანთი
წინამორბედებისა და თანამედროვეების ნამუშევრებს. ამგარად, ისინი ხდებიან
თავიანთი დარგების ექსპერტები. ისინი ქმნიან ცოდნას და შემდეგ გამოყოფენ იმას,
რაც იციან, რათა შექმნან ინოვაციური მიდგომები და პროდუქტები (Weisberg, 1988,
2009) და ამით შეცვალონ საზოგადოება (Moran, 2010).
ერთ-ერთი კვლევა სწავლობდა მხატვრული დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტთა
მიერ შესრულებული პროექტების კრეატულობას. ჩატარებულ კვლევათა შედეგებით
მიხედვით, ცოდნის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მათ მიერ შემუშავებული
პროექტის კრეატიულობა (Christiaans & Venselaar, 2007).

სურათი 11. 3 რა აკავშირებთ ისეთ კრეატულ ადამიანებს როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, ალბერტ
აინშტაინი, ისააკ ნიუტონი?

ზოგიერთი კომპიუტერული პროგრამა, მაგალითად, მუსიკალური კომპოზიციის


შექმნის ან სამეცნიერო პრინციპების ამოცნობისთვის შექმნილი პროგრამები,
შეიძლება მივიჩნიოთ შემოქმედებითად. კითხვა, რომელიც ყოველთვის უნდა დასვათ
ამ პროგრამებთან დაკავშირებით - არის თუ არა მათი მიღწევები შედარებადი იმ
შედეგებთან, რომელთაც კრეატიული ადამიანები აღწევენ იგივე დავალების

40
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

შესრულებისას და არის თუ არა მათ მიერ გამოყენებული პროცესები ადამიანის


კრეატულობის პროცესის ანალოგიური (Boden, 1999).
ლენგლისა და კოლეგების მიერ შემუშავებული სამეცნიერო აღმოჩენების
პროგრამები Langley and colleagues’ (1987) სამეცნიერო იდეების პირველად აღმოჩენის
ნაცვლად, რეალურად ხელახლა აღმოაჩენდნენ მათ. პროგრამა Deep Blue
კომპიუტერული პროგრამაც კი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონი მოჭადრაკე გარი
კასპაროვი დაამარცხა, სრულებით არ მოქმედებდა უფრო შემოქმედებითად. უფრო
მეტიც, მან მოიგო სწრაფი გამოთვლის უზარმაზარი შესაძლებლობების წყალობით.
პიროვნულობა და მოტივაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს კრეატულობაში
(Barron, 1988; Feist, 2010; Hennessey, 2010; Runco, 2010). ხშირად, კრეატულობის
საფუძვლად არის მოქნილი რწმენები, მიმღებლობა და გამოცდილებისადმი მზაობა
(Amabile, 1996; Collins & Amabile, 1999).
რაც შეეხება მოტივაციას, გარეგანი მოტივაციისგან შეიძლება განვასხვავოთ
შინაგანი მოტივაცია, რომელიც ინდივიდუალურია თითოეული პიროვნებისთვის.
მაგალითად, შინაგანი მოტივატორები შეიძლება იყოს შემოქმედებითი პროცესის
სიხარული ან პრობლემის გადაჭრის პირადი სურვილი. ხოლო გარეგანი მოტივაცია
მიმართულია იღბლისა და გამართლების მოლოდინისკენ. გარეგანმა მოტივატორებმა
შეიძლება ხელი შეუშალონ შემოქმედებითობს მრავალ, მაგრამ არა ყველა გარემოების
პირობებში (Amabile, 1996; Prabhu et al.,2008).
საინტერესოა, რომ ერთ ექსპერიმენტში ახალი მოქმედების შესრულებისთვის
გარეგანმა ჯილდოებმა გამოიწვიეს როგორც შემოქმედებითობის, ასევე შინაგანი
მოტივაციის ზრდა. საპირისპიროდ, ჩვეული შესრულებისთვის გარეგანმა
ჯილდოებმა გამოიწვია, როგორც კრეატულობის, ისე შინაგანი მოტივაციის
დაქვეითება. (Eisenberger & Shanock, 2003).
შემოქმედებით, კრეატულ ინდივიდებთან დაკავშირებულია გარკვეული თვისებები.
(Feist, 1998, 1999; Prabhu et al., 2008; Zhang & Sternberg, 2009). კერძოდ, კრეატიული
ინდივიდები უფრო ღია არიან ახალი გამოცდილებისადმი, თავდაჯერებული,
თვითეფექტური, იმპულსური, ამბიციური, ორიენტირებული, დომინანტური და
შეიძლება ითქვას მტრულად განწყობილნი არიან, ვიდრე ნაკლებად შემოქმედებითი
ინდივიდები. ასევე, ისინი ნაკლებად კონვენციურები არიან.
კრეატულობა უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომელშიც ის აღმოცენდება და
ხორციელდება (Csikszentmihalyi, 1988, 1996; Moran, 2010). მკვლევართა ნაწილი
კრეატულობას განიხილავდა იმჟამინდელი სოციალური, ინტელექტუალური და
კულტურული კონტექსტისგან გამიჯნულად, (Simonton, 1988, 1994, 1997, 1999, 1999,
2010). კრეატიულ პიროვნებათა წვლილი არაპროგნოზირებადია, რადგან შეიძლება
ითქვას, ისინი არღვევენ წინამორბედთა და თანამედროვეთა მიერ დადგენილ წესებს,
ნორმებს. მრავალ თვისებასა და წვლილს შორის, აღსანიშნავია რომ კრეატიულ
ადამიანებს არნახული აღმოჩენების გამხორციელება შეუძლიათ და ასევე აქტიურად
მისდევენ და მუშაობენ თავის აღამოჩენაზე (Simonton, 1994).
41
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

შეუძლია თუ არა თქვენს პროფესიულ სფეროს თქვენი პროდუქტულობის


პროგნოზირება?

კრეატიულ ადამიანებს ხშირად ხანგრძლივი მუშაობა სჭირდებათ მნიშვნელოვანი


აღმოჩენებისათვის. თუმცა ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი აღმოჩენების
პერიოდი, მათი მაქსიმალური პროდუქტულობის ასაკი დამოკიდებულია არა
მხოლოდ თავად სამუშაო ამოცანაზე, არამედ მათი მუშაობის სფეროზეც. დინ
სიმონტონი Simonton (1988, 1991, 1994) სწავლობდა კრეატიული ადამიანების კარიერას.
მან აღმოაჩინა, რომ კრეატიული გადაწყვეტილებების, აღმოჩენების ასაკი და
პერიოდი მნიშნელოვნად ვარირებდა პროფესიული სფეროების მიხედვით.
მაგალითად: ქიმიის სამეცნიერო სფეროში ყველაზე პროდუქტული ასაკი იყო 38
წელი, მაშინ როცა მედიცინაში ამ პერიოდს 42 წლისა ასაკი წარმოადგენდა. თუმცა
აღსანიშნავია, რომ ვარიაციის მიუხედავად, მაქსიმალური პროდუქტულობის
საშუალო ასაკი დაახლოებით 40 წელია.

კრეატიულობის შესასწავლად ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს ევოლუციურ


ჭრილში მსჯელობა (Cziko, 1998; Gabora & Kaufman, 2010; Simonton, 2010). ასეთი
მოდელების საფუძველია ის აზრი, რომ შემოქმედებითი იდეები ვითარდება ისევე,
როგორც ორგანიზმები. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ კრეატიულობა აღმოცენდება
ბრმა ცვალებადობისა და სელექციური შეკავების პროცესის შედეგად (Campbell, 1960).
ბრმა ვარიაციის (blind variation) შემთხვევაში, ავტორები პირველად შეიმუშავებენ
იდეას. მათ არ იციან იქნება თუ არა ეს იდეა წარმატებული (შეირჩევა თუ არა) იდეების
სამყაროში. შედეგად, მათი საუკეთესო ფსონი მდგრადი იდეების წარმოებისთვის
არის დიდი რაოდენობით იდეების გენერირება. ამ იდეების ზოგიერთი ნაწილი
შეფასდება მათი დარგის მიხედვით. ამდენად, ეს იდეები შერჩევით შენარჩუნდებიან
იმის მიხედვით, თუ რომელს მიაწერენ განსაკუთრებულ სიახლეს და განიხილავენ
როგორც უფრო კრეატულს.
ითვლება, რომ, კრეატიულ ინდივიდებს ოჯახში აქვთ ზომიერად მხარდამჭერი,
მაგრამ ხშირად მკაცრი და შედარებით ცივი (ე.ი. არა თბილად მოსიყვარულე და
მზრუნველი) დამოკიდებულება. მათ ჰყავთ უკიდურესად მხარდამჭერი, დამხმარე
მენტორები, მრჩევლები.
კრეატიული ადამიანების უმრავლესობა ადრეული ასაკიდანვე იჩენს ინტერესს
სპეციფიკური სფეროს მიმართ, თუმცა ეს ინტერესი არ გამოირჩევა
განსაკუთრებულობით (Gardner, 1993a, Policastro & Gardner, 1999; ასევე იხილეთ
Gruber, 1974/1981; Gruber & Davis, 1988).
42
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ისინი, ძირითადად, ადრეულ ინტერესს იჩენდნენ ჯერ კიდევ შეუსწავლელი


სფეროების მიმართ; მაგრამ მხოლოდ არჩეულ დარგში დაოსტატების შემდეგ,
დაახლოებით ათწლეულების პრაქტიკის შემდეგ, თავიანთ მოღვაწეობაში მთავარი
რევოლუციური გარღვევა აქვთ. როგორც ჩანს, კრეატორთა უმრავლესობამ ამ
გარღვევის დროს მიიღო გარკვეული ემოციური და ინტელექტუალური მხარდაჭერა.

ამასთან, ამ პირველადი, ძირითადი მიღწევის შემდეგ (და ზოგჯერ უფრო


ადრეც), უკიდურესად მაღალი შემოქმედებითობის მქონე პირები მთელ თავის
ენერგიას უძღვნიან თავიანთ საქმიანობას. ისინი ზოგჯერ ზრდასრულ ასაკში
მიატოვებენ, უგულებელყოფენ ღრმა ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. პირველი
მთავარი შემოქმედებითი მიღწევიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ, გარდნერის
მიერ შესწავლილი კრეატიული პირების უმეტესობამ მეორე გარღვევაც მოახდინა. ეს
იყო უფრო ყოვლისმომცველი და უფრო ინტეგრირებული, მაგრამ ნაკლებად
რევოლუციური. გააგრძელებს თუ არა შემოქმედებითი პიროვნება მნიშვნელოვანი
წვლილის შეტანას თავის საქმიანობაში, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ
საქმიანობაზე. პოეტებსა და მეცნიერებს ამის გაკეთება უფრო ნაკლებად
სჭირდებოდათ, ვიდრე მუსიკოსებსა და მხატვრებს.

კრეატიულობის ალტერნატიული ინტეგრირებული თეორია ყურადღებას


ამახვილებს კრეატიულობაზე, როგორც მრავალრიცხოვანი პიროვნული და გარემოს
ფაქტორების გავლენით მოქმედ ფენომენზე (Sternberg & Lubart, 1991, 1996).
აღნიშნული თეორიის მიხედვით, კრეატიულ ადამიანებს სხვებისგან განასხვავებთ ამ
ფაქტორების შერწყმა, ერთობლივი მოქმედება და არა რომელიმე მათგანის
დომინანტურობა. ამ თეორიას უწოდებენ კრეატიულობის ინვესტიციის თეორიას.
პრობლემის გადაჭრის პროცესში, კრეატიული ადამიანები იდეების კლასიფიცირებას
ახდენენ დაბალი და მაღალი მნიშვნელობის მიხედვით (Sternberg & Lubart, 1995, 1996).
იდეის დაბალი მნიშნელობით შეფასებისასს შემოქმედი თავდაპირველად ხედავს იმ
იდეების ფარული პოტენციალს, რომლებსაც სხვები ღირებულად არ თვლიან. შემდეგ
კი კრეატიული ადამიანი ყურადღებას ამახვილებს ამ იდეაზე. ეს არის,
შემოქმედებითი პირის ინტერესის დრო, თანამედროვეთა მიერ არაღიარებული ან
დაუფასებული, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს შემოქმედებითი
განვითარებისთვის. შემდეგ შემოქმედებითი პირი ავითარებს იდეას მნიშვნელოვანი
აზრის მატარებელ ფენომენად, სანამ საბოლოოდ სხვებიც არ აღიარებენ იდეის არსს.
ზოგიერთი ასეთი იდეა შეიძლება იყოს განსაცვიფრებელი; სხვები უფრო
მოკრძალებული (Sternberg, Kaufman, & Pretz, 2001, 2002).
მას შემდეგ, რაც იდეა შემუშავდება და აღიარებული იქნება მისი ღირებულება,
შემოქმედი პიროვნება სხვა მიზნებზე გადადის და იწყებს მათი ფარული
პოტენციალის ძიებას. ამრიგად, შემოქმედებითი ადამიანი გავლენას ახდენს თავის
სფეროზე და ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა. იდეალურ შემთხვევაში სტუდენტებმა
43
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

უნდა განივითარონ არა მხოლოდ ცოდნის ძლიერი ბაზა, არამედ აქ განხილული


უნარ-ჩვევები და მახასიათებლები, რომლებიც აუცილებელია შემოქმედებისთვის
(Beghetto, 2010; Smith & Smith, 2010).

კრეატულობა პრობლემის გადაჭრის პროცესში

მოიმარჯვეთ ექვსი მცირე ზომის ჩხირი და სთხოვეთ მეგობარს, გააკეთოს ოთხი


თანაბარი სამკუთხედი ამ ექვსი მცირე ზომის ჯოხით, ადამიანთა უმრავლესობა
ვერ შეძლებს ამ ამოცანის გადაჭრას, რადგან ისინი შეეცდებიან ორთხივე
სამკუთხედის ერთი და იმავე პრინციპით შექმნას.
ამოცანის გადაჭრა ასეთია: 3 ჯოხით მაგიდაზე გააკეთეთ ბრტყელი სამკუთხედი,
შემდეგ დანარჩენი სამი ჯოხით გააკეთეთ პირამიდა ისე, რომ თითოეული ჯოხი
პირამიდის წვერზე ერთმანეთს უკავშირდებოდეს ბოლო ნაწილით, ხოლო
გვერდები ესაზღვრებოდეს ერთმანეთს.

სცადეთ, შეძლებენ თქვენი მეგობრები ამ პრობლემის გადაჭრას?

კრეატულობა და ნეირომეცნიერება
მკვლევართა ინტერესის სფეროს წარმოადგენს თავის ტვინის ის რეგიონები,
რომლებიც აქტიურდებიან კრეატიული აზროვნების დროს (Kaufman, Kornilov, Bristol,
Tan, & Grigorenko, 2010). შუბლის წილი არის განსაკუთრებით აქტიური კრეატიული
აზროვების დროს, მიუხედავად იმასა, პროცესი წინასწარ განსაზღვრულია თუ
სპონტანური (Dietrich, 2004).
პრეფრონტალურ წილთან ერთად, სხვა რეგიონებიც მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ კრეატიული აზროვნების პროცესში. ერთერთი კვლევის მონაწილეებს
წარუდგენდნენ ერთმანეთთან სემანტიკურად დაკავშირებულ და დაუკავშირებელ
სიტყვათა რიგს (Bechtereva et al., 2004). მონაწილეთა ამოცანა იყო წარმოდგენილი
სიტყვების გამოყენებით მოთხრობის შედგენა. ცხადია, სემანტიკურად
დაუკავშირებელი სიტყვების კონტექსტუალური გაერთიანება მოითხოვდა
კრეატიულობის მაღალ მაჩვენებელს. ნეიროვიზუალიზაციის მონაცემთა თანახმად, ამ
უკანასკნელ შემთხვევაში აქტიურდებოდა ბროდმანის 39-ე ველი, რომელიც
პასუხისმგებელია ვერბალური მუშა მეხსიერების, დავალებებს შორის გადართვისა და
წარმოსახვის უნარის ფორმირებაზე (Blackwood et al., 2000; Collette et al., 2001; Sohn et
al., 2000; Zurowski et al., 2002).
44
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

ქერქული უბნების შერჩევითი დაქვეითება, გათხელება, როგორც ჩანს, ასოცირდება


ინტელექტთან და შემოქმედებითობასთან. კერძოდ, მარცხენა შუბლის წილის,
ენისებრი ხვეულის, კუთხის ხვეულის, კუნეუსის (cuneus), თითისტარისებრი
ხვეულის არეების გათხელება დაკავშირებულია შემოქმედებითობის შესაფასებელი
სკალებით მიღებულ მაღალ ქულებთან. ეს არეები მოიცავს ბროდრამის რამდენიმე
ველს, მათ შორის ბროდმანის 39-ე ველს. დამატებით, სარტყლის ხვეულის მარჯვენა
მხარისა და მარჯვენა კუთხის ხვეულის შედარებითი გასქელება ასევე
დაკავშირებულია კრეატულობის მაღალ მაჩვენებელთან.
ქერქის მოცულობის ამგვარი ვარიაციები და განსაკუთრებით სხვადასხვა არეს
გათხელება შეიძლება ზემოქმედებს თავის ტვინში ინფორმაციის მიმოცვლას (Jung et
al., 2010).

CONCEPT CHECK
1. დაასახელე კრეატიული ინდივიდის იდენტიფიცირების რამდენიმე გზა;
2. რა ანიჭებს მიღწევას კრეატიულობას?
3. თავის ტვინის რომელი ნაწილები არიან პასუხისმგებელნი კრეატიულობის
პროცესზე?

საკვანძო საკითხები
ეს თავი ასახავს პირველ თავში წარმოდგენილ რამდენიმე თემას.

სფეროს ზოგადობა სფეროს სპეციფიკურობის წინააღმდეგ: პრობლემების გადაჭრის


საკითხე ადრეულმა ნაშრომებმა, როგორიცაა ალენ ნიუელის, ჰერბერტ სიმონისა და
მათი კოლეგების, ხაზი გაუსვეს პრობლემის გადაჭრის საკითხის ზოგადობას. ეს
მკვლევარები ეცადნენ შეექმნათ კომპიტერული რუტინა, როგორიაა „პრობლემის
ზოგადი გადამჭრელი“, რომელიც პრობლემების ფართო სპექტრს გადაჭრიდა.
მოგვიანებით თეორიტიკოსები კონცენტრირდნენ პრობლემის გადაჭრის საკითხის
სპეციფიკურობაზე. მათ ყურადღება მიაქციეს პრობლემის წარმატებულად
გადაჭრისთვის ცოდნის ფართო ბაზის საჭიროებას.
კაუზალური ვალიდობა ეკოლოგიური ვალიდობის წინააღმდეგ: კრეატიულობის
შესწავლის კვლევათა უმეტესობა მოხდა ლაბორატორიულ გარემოში. მაგალითად,
პოლ ტორანსი კრეატული აზროვნების გამოსაკვლევი ტესტის ჩატარებისას
სტუდენტებს აუდიტორიაში აწოდებდა ფურცელსა და ფანქარს. ამის
საწინააღმდეგოდ, ჰოვარდ გრუბერი დაინტერესებული იყო კრეატულობის ბუნებრივ
პირობებში გამოვლინებით. მაგალითად, როდის როგორ და რა პირობებში შეიმუშავა
დარვინმა ევოლუციის თეორია.

45
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

გამოყენებითი კვლევები ბაზისური კვლევების წინააღმდეგ: კრეატიულობის კვლევის


სფეროს მრავალი შეხედულება აქვს შემოქმედებით აზროვნებაში გამოყენებულ
ფუნდამენტურ პროცესებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს სფერო დღემდე აგრძელებს
მუშაობას რათა შექმნას და დახვეწოს „კრეატიულობის ინდუსტრია“- პროგრამები,
რომლებიც ადამიანებს გაცილებით უფრო კრეატულებად აქცევს. ზოგიერთი
პროგრამა იყენებს ძირითადი კვლევების აღმოჩენებს, ინსაიტებს. სხვები
წარმოადგენენ გაცილებით მეტს, ვიდრე მათი გამომგონებლების ინტუიცია. თუ ეს
შესაძლებელია, ტრენინგი უნდა დაეყრდნოს ფსიქოლოგიურ თეორიასა და კვლევას,
ვიდრე გამოცნობას.

შეჯამება:

1. რა არის ძირითადი ნაბიჯები პრობლემების გადასაჭრელად? პრობლემის


გადაჭრა გულისხმობს მიზნის მისაღწევ გზაზე არსებული დაბრკოლებებს
გადალახვისთვის გონებრივად მუშაობას.
პრობლემის გადაჭრის ძირითადი ნაბიჯებია პრობლემის იდენტიფიკაცია,
პრობლემის განსაზღვრა და წარმოდგენა, სტრატეგიის შემუშავება,
ინფორმაციის ორგანიზება, რესურსების განაწილება, მონიტორინგი და
შეფასება. ყოველდღიური გამოცდილების დროს, ეს ნაბიჯები შეიძლება
განხორციელდეს ძალიან მოქნილად. შეიძლება განმეორდეს სხვადასხვა
ნაბიჯები, შეიძლება მოხდეს თანმიმდევრობის გარეშე, ან შეიძლება
განხორციელდეს ინტერაქტიული გზით.

2. რა განსხვავებაა პრობლემებს შორის, რომლებსაც აქვთ პრობლემის გადაჭრისკენ


მიმავალი მკაფიო გზა და რომელთაც არ აქვთ? მიუხედავად იმისა, რომ კარგად
სტრუქტურირებულ პრობლემებს შეიძლება ჰქონდეთ გადაჭრის მკაფიო გზები,
გამოსავლისკენ სვლა ჯერ კიდევ რთულია. კარგად სტრუქტურირებული
პრობლემები შეიძლება გადაიჭრას ალგორითმების გამოყენებით. მათი
განხორციელება შეიძლება დამღლელი იყოს, მაგრამ შესაძლოა, პრობლემის
გადაჭრის შემთხვევაში, ზუსტი გადაწყვეტისკენ მივყავართ. კომპიუტერები
სავარაუდოდ იყენებენ პრობლემების გადაჭრის ალგორითმულ სტრატეგიებს.
ადამიანები კი, უფრო ხშირად იყენებენ საკმაოდ არაფორმალურ ევრისტიკას
(მაგ. საშუალება-მიზნის ანალიზი, წინსვლისა და უკუსვლის სტრატეგიები,
შემუშავებისა და შემოწმების სტრატეგიები) პრობლემების გადასაჭრელად.
ცუდად სტრუქტურირებული პრობლემების გადაჭრისას, შესაბამისი
პრობლემის წარმოდგენის, რეპრეზენტაციის არჩევა ძლიერ გავლენას ახდენს
ზუსტ გადაწყვეტამდე მისაღწევად. გარდა ამისა, ცუდად სტრუქტურირებული

46
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

პრობლემების გადასაჭრელად ადამიანს შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი


სტრატეგიის გამოყენება, ვიდრე ევრისტიკა ან ალგორითმული სტრატეგიაა;
შეიძლება საჭირო გახდეს ინსაითი. მრავალი ცუდად სტრუქტურირებული
პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია ინსაიტის გამოყენების გარეშე. რამდენიმე
ალტერნატიული შეხედულება არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ
მიმდინარეობს ინსაიტით პრობლემის გადაჭრის პროცესი. გეშტალტური და
ნეო-გეშტალტური შეხედულებების თანახმად, პრობლემის ინსაიტით გადაჭრა
განსაკუთრებული პროცესია. იგი მოიცავს უფრო მეტს ვიდრე პრობლემის
ნაწილების უბრალო ჯამია და შეიძლება დადასტურდეს პრობლემის
გამოსავლის მოულოდნელი აღმოჩენით.

3. რა დამხმარე და დამაბრკოლებელი საშუალებები არსებობს პრობლემის


გადაჭრის პროცესში? მენტალური ნაკრები (ე.წ. „დაჯავშნა“entrenchment) არის
პრობლემის გადაჭრისთვის წარსულში გამოყენებული სტრატეგია, რომელი
აღარ მოქმედებს ამჟამად მოცემული პრობლემის გადასაჭრელად.
მენტალური ნაკრების განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენს ფუნქციონალური
რიგიდობა. იგი გულისხმობს უკვე ნაცნობი ხერხის ხელახლა, სხვაგვარად
დანახვის შეუძლებლობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ ადამიანს არ შეუძლია
დაინახოს, რომ სპეციფიკური ფუნქციის, გამოყენების მქონე ელემენტი
შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა მიზნებისათვისაც.
ტრანსფერი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური. ეს ეხება ერთი
პრობლემიდან სხვა პრობლემაზე მისი გადაჭრის უნარის გადატანას.
იზომორფული პრობლემების დადებითი ტრანსფერი იშვიათად ხდება
სპონტანურად, განსაკუთრებით თუ პრობლემა, შინაარსით ან კონტექსტით
განსხვავებულად გამოიყურება. ინკუბაცია მოსდევს პრობლემაზე ინტენსიური
მუშაობის პერიოდს. იგი გულისხმობს პრობლემის დროებით გადადებას, რათა
გარკვეული დროით დაისვენოთ და შემდეგ კვლავ დაუბრუნდეთ მას. ამ გზით
პრობლემის გადაჭრაზე არაცნობიერი მუშაობა შეიძლება გაგრძელდეს,
ცნობიერად მისი იგნორირების მიუხედავად.

4. რა გავლენას ახდენს კომპეტენცია პრობლემის გადაჭრაზე?


ექსპერტები განსხვავდებიან ახალბედებისაგან, როგორც გადასაჭრელი
პრობლემის კომპეტენციის სფეროში ცოდნის რაოდენობით, ისე ამ ცოდნის
ორგანიზაციით. ექსპერტებისთვის პრობლემის გადაჭრის მრავალი ასპექტი
შეიძლება ავტომატური პროცესებით იყოს მართული.
ასეთი ავტომატიზაცია, როგორც წესი, აადვილებს ექსპერტის შესაძლებლობას
გადაჭრან პრობლემები კომპეტენციის მოცემულ სფეროში. როდესაც პრობლემა
მოიცავს ახალ ელემენტებს, რომელთაც ახალი სტრატეგიები სჭირდებათ,
გარკვეული პროცედურების ავტომატიზაციამ, შეიძლება დროებით შეაფერხოს
47
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

პრობლემის გადაჭრა. მოცემულ სფეროში კომპეტენცია, ძირითადად,


განხილულია პერსპექტივიდან - პრაქტიკა სრულყოფს კომპეტენციას.
ამასთან, ნიჭი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი და, ალბათ, ის მნიშნელოვნად
შეუწყობს ხელს ექსპერტთა განსხვავებულობას.

5. რა არის კრეატულობა და როგორ შეიძლება მისი განვითარება?


კრეატულობა გულისხმობს რაღაც ისეთის შექმნას, რაც ორიგინალური და
ღირებულია. მაღალ შემოქმედებით, კრეატიულ პიროვნებებს მრავალი
ფაქტორი ახასიათებთ. პირველი არის ძალიან მაღალი მოტივაცია, რომ იყვნენ
ამა თუ იმ სფეროში შემოქმედებითები (მაგ., კრეატიული პროცესის
სრულყოფით გამოწვეული სიამოვნება). მეორე ფაქტორი ორ ელემენტს
მოიცავს: ერთი ეს არის ნებისმიერი კანონზომიერების, ჩვეულების დარღვევის
მიმართ არაკონფორმულობა, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს შემოქმედებითი
მუშაობა და მეორე ელემენტი მოიცავს შემოქმედებით საქმიანობასთან
დაკავშირებული ბრწყინვალებისა და თვითდისციპლინის სტანდარტებისადმი
ერთგულებას.
კრეატიულობის მესამე ფაქტორი არის შემოქმედებითი მუშაობის
ღირებულების ღრმა რწმენა, ასევე მუშაობის კრიტიკისა და გაუმჯობესების
სურვილი. მეოთხე არის იმ პრობლემების ან საგნების ფრთხილი არჩევანი,
რომელიც უნდა მოექცეს შემოქმედებითი ყურადღების ცენტრში.
კრეატულობის მეხუთე მახასიათებელია აზროვნების პროცესები, რომლებიც
ხასიათდება როგორც გამჭრიახობით, ასევე დივერგენტულობით. მეექვსე
ფაქტორია რისკის გათვალისწინება, მიღება. კრეატულობის ბოლო ორი
ფაქტორი არის შესაბამის სფეროში ფართო ცოდნა და შემოქმედებითი
ძალისხმევის გაწევის ღრმა ვალდებულება.
გარდა ამისა, ისტორიული კონტექსტი და კომპეტენციის სფერო ზემოქმედებს
კრეატულობის გამოხატვაზე.

მსჯელობა აზროვნების შესახებ: ანალიტიკური, კრეატიული და პრაქტიკული


კითხვები:
1. აღწერეთ პრობლემის გადაჭრის ციკლის ნაბიჯები და მიუთითეთ
თითოეული ნაბიჯის მაგალითი.
2. რა არის პრობლემის კომპეტენტურ ამომხსნელთა ძირითადი ძირითადი
მახასიათებლები?
3. რაში მდგომარეობს პრობლემების გადაჭრის კომპიუტერული
სიმულაციების შესწავლის შედეგად მიღებული აღმოჩენები პრობლემის
მოგვარების საკითხების შესახებ?

48
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

როგორ შეიძლება კომპიუტერზე დაფუძნებული მიდგომა ზღუდავს


ადამიანების მიერ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობის გაგებას?
4. შეადარეთ და განასხვავეთ შემოქმედებითობის სხვადასხვა მიდგომები.
5. შეადგინეთ ამოცანა, რომლის გადაჭრისთვის აუცილებელია ინსაიტი.
6. შეიმუშავეთ ამოცანის კონტექსტი, რომელიც გაამარტივებს მის ამოხსნას.
7. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვიცით პრობლემის გადაჭრის რამდენიმე
ხელისშემშლელი ფაქტის შესახებ, როგორ შეიძლება მინიმუმამდე
დაიყვანოთ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემის ხელისშემშლელი
ფაქტორები?
8. კრეატულობის შესახებ ამ თავში წარმოდგენილი იდეების
გათვალისწინებით, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი საკუთარი
კრეატულობის გასაძლიერებლად?

საკვანძო ტერმინები:

ალგორითმი გვ. 7
ანალიზი გვ. 8
კონვერგენტული აზროვნება გვ. 3
კრეატულობა გვ. 39
დივერგენტული აზროვნება გვ. 3
კომპეტენტური სისტემები გვ. 37
კომპეტენტურობა/ექსპერტობა გვ. 24
ფუნქციონალური რიგიდულობა გვ. 18
ევრისტიკა გვ. 7
ცუდად სტრუქტურირებული პრობლემა გვ. 11
ინკუბაცია გვ. 22
ინსაიტი გვ. 12
იზომორფიზმი გვ. 10
მენტალური ნაკრები/ მენტალური სეტი გვ. 17
ნეგატიური ტრანსფერი გვ. 22
პოზიტიური ტრანსფერი გვ. 19
პრობლემის გადაჭრა გვ. 1
პრობლემის სივრცე გვ. 7
პრობლემის გადაჭრის ციკლი გვ. 2
პროდუქტიული აზროვნება გვ. 39
სტერეოტიპები გვ. 18
სინთეზი გვ. 3
ტრანსფერი გვ. 19
49
პრობლემის გადაჭრა და კრეატულობა

გამჭვირვალობა გვ. 21
კარგად სტრუქტურირებული პრობლემები გვ. 5

50

You might also like