You are on page 1of 10

პრობლემის გადაჭრა

ჩვენ ვერთვებით პრობლემების გადაჭრაში, როდესაც უნდა გადავლახოთ


დაბრკოლებები, ვუპასუხოთ კითხვას, ან მივაღწიოთ მიზანს. თუ პასუხის მიღება
სწრაფად შეგვიძლია მეხსიერებიდან, მაშინ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. თუ არ
შეგვიძლია პასუხის დაუყოვნებლივ მიღება, მაშინ ჩვენ გვაქვს გადასაჭრელი
პრობლემა.

როგორ წყვეტენ ადამიანები პრობლემებს, ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე,


როგორ ესმით მათ ეს პრობლემა.

პრობლემის გადაჭრის ციკლი

პრობლემის გადაჭრის ციკლი მოიცავს:

1. პრობლემის იდენტიფიკაცია - გვაქვს თუ არა რეალურად პრობლემა?


2. პრობლემის განსაზღვრება - რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემა?
3. სტრატეგიის ფორმულირება - როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?
სტრატეგია შეიძლება მოიცავდეს ანალიზს – მთლიანი კომპლექსური
პრობლემის დაშლას ისეთ ელემენტებად, რომლებისთვის თავის გართმევაც
გაგვიადვილდება. შესაძლოა, ამასთან ერთად, ის შეიძლება მოიცავდეს
სინთეზის დამატებით პროცესს – სხვადასხვა ელემენტების შეერთებას
რაიმე სასარგებლოს მიღების მიზნით.

დამატებითი სტრატეგიების კიდევ ერთი წყვილი გულისხმობს


განმასხვავებელ და შემაერთებელ აზროვნებას. განმასხვავებელი
აზროვნების დროს, თქვენ ცდილობთ, შექმნათ პრობლემის გადაწყვეტის
შესაძლო ალტერნატივების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. თუმცა, მას
შემდეგ, რაც თქვენ განიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობებს, უნდა
გამოიყენოთ შემაერთებელი აზროვნება და მანამდე დაავიწროოთ ეს
მრავალი შესაძლებლობა, ვიდრე ერთ საუკეთესო პასუხამდე მიიყვანდეთ.
4. ინფორმაციის ორგანიზება - როგორ შეესაბამება ერთმანეთს ამ ამოცანაში
მოცემული სხვადასხვა სახის ინფორმაცია?
5. რესურსების განაწილება - რა დრო, ძალისხმევა, ფული და ა. შ. უნდა
ჩავდოთ ამ პრობლემის გადაჭრაში?
6. მონიტორინგი - ვარ თუ არა სწორ გზაზე, რომელსაც უნდა გავყვე ამ
პრობლემის გადასაჭრელად?
7. შეფასება - ხომ სწორად გადავჭერი ეს პრობლემა?
შეიძლება, ჩვენ მიერ პრობლემის გადაჭრის ციკლის განხორციელებაზე გავლენა
ჩვენმა ემოციებმა მოახდინოს. ჯგუფებში, რომლის წევრებსაც აქვთ მაღალი ემოციური
ინტელექტი, ანუ, უნარი, შეძლონ სხვების ემოციების იდენტიფიცირება და
არეგულირონ საკუთარი ემოციები, ემოციური გადამუშავება დადებით გავლენას
ახდენს პრობლემის გადაჭრაზე. მათემატიკოსებში ემოციური მდგომარეობის
რეგულირების უნარი (სხვა ფაქტორებთან ერთად) უკავშირდება პრობლემის
გადაჭრის უკეთეს უნარებს.

პრობლემების ტიპები

პრობლემები, შეიძლება, დავაჯგუფოთ იმის მიხედვით, აქვთ თუ არა მათ


გადაწყვეტის ნათელი გზა. კარგად სტრუქტურირებულ პრობლემებს აქვს ამოხსნამდე
მისვლის ნათელი გზა. ამ პრობლემებს კარგად განსაზღვრულ პრობლემებსაც
უწოდებენ. ცუდად სტრუქტურირებულ პრობლემებს არ აქვთ გადაწყვეტის აშკარა
გზა. ამ პრობლემებს ცუდად განსაზღვრულ პრობლემებსაც უწოდებენ.

კარგად სტრუქტურირებული პრობლემები

ამ პრობლემებს აქვს გადაწყვეტის ნათელი გზა, თუმცა, არა აუცილებლად


მარტივი. კოგნიტური ფსიქოლოგები ხშირად შეისწავლიან კარგად
სტრუქტურირებული პრობლემების ერთ კონკრეტულ ტიპს: სვლის პრობლემებს,
რომლებსაც ასე იმიტომ ვუწოდებთ, რომ ასეთი პრობლემები მოითხოვს სვლების
სერიას საბოლოო მიზნის მიღწევამდე. კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა: სვლის
პრობლემები განყოფილებაში ალბათ, ყველაზე ცნობილი სვლის პრობლემაა
მოყვანილი, რომელიც ორ დაპირისპირებულ მხარეს ეხება, რომლებსაც ჩვენ
ვუწოდებთ „ჰობიტებს“ და „ორკებს“.

კოგნიტური ფსიქოლოგიის კვლევა


სვლის პრობლემები

როგორც ჩანს, ადამიანები უშვებენ სამი ძირითადი სახის შეცდომას, როდესაც


ცდილობენ კარგად სტრუქტურირებული პრობლემის გადაწყვეტას:
1. შემთხვევით მოძრაობა უკან: ისინი უბრუნდებიან მდგომარეობას,
რომელიც კიდევ უფრო შორსაა საბოლოო მიზნისგან, მაგალითად,
გადაიყვანენ ყველა „ორკს“ და „ჰობიტს“ ისევ პირველ ნაპირზე.
2. უკანონო სვლები: ისინი აკეთებენ უკანონო სვლას, ანუ ისეთ სვლას,
რომელიც არ არის დაშვებული პრობლემის პირობების მიხედვით.
მაგალითად, არაკანონიერია სვლა, რომლის შედეგადაც ნავში ორ
პიროვნებაზე მეტი იქნება.
3. ვერ ხვდებიან შემდეგი სვლის არსს: შედეგად, ისინი „გაიჭედებიან“ – არ
იციან, რა უნდა გააკეთონ პრობლემის მოცემულ ეტაპზე. მაგალითად, უნდა
მიხვდეთ, რომ საჭიროა ერთი „ორკის“ ან „ჰობიტის“ მდინარეზე უკან,
საწყის წერტილში, გადაყვანა, ვიდრე დანარჩენი პერსონაჟების
გადაადგილებას შევძლებდეთ.

კარგად განსაზღვრული პრობლემების გადაწყვეტის შესწავლის ერთ-ერთი


მეთოდია კომპიუტერული სიმულაციების შექმნა. აქ, მკვლევრის ამოცანაა, შექმნას
ისეთი კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეძლებს ამ პრობლემის გადაწყვეტას.
კომპიუტერისთვის ინსტრუქციების შექმნა, რა უნდა შეასრულოს პრობლემის
გადასაჭრელად, მკვლევარს ეხმარება იმის უკეთ გაგებაში, როგორ წყვიტენ ადამიანები
მსგავსი ტიპის პრობლემებს. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მოდელის მიხედვით,
პრობლემის გადამჭრელი (რომელიც, შეიძლება, იყენებდეს ადამიანურ ან ხელოვნურ
ინტელექტს) პრობლემის სივრცეში უნდა ხედავდეს პრობლემის საწყის მდგომარეობას
და მიზნის მდგომარეობას. პრობლემის სივრცე არის ყველა შესაძლო ქმედების
ერთობლიობა, რომლებიც, შეიძლება, გამოვიყენოთ პრობლემის გადასაჭრელად, იმ
შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც პრობლემის გადაწყვეტას ეხება.

ალგორითმები არის ოპერაციების მიმდევრობები (პრობლემის სივრცეში),


რომლებიც შეიძლება განმეორდეს კიდევ და კიდევ და რომლებიც, თეორიულად,
იძლევა პრობლემის გადაწყვეტის გარანტიას. ზოგადად, ალგორითმი გრძელდება
მანამ, სანამ ის აკმაყოფილებს პროგრამით განსაზღვრულ მდგომარეობას.
თუმცა, კომპიუტერებისგან განსხვავებით, ადამიანის გონებას არ გამოსდის
უამრავი შესაძლო კომბინაციის სწრაფად გამოთვლა. ჩვენი მუშა მეხსიერების
შეზღუდვები საშუალებას გვაძლევს, ერთდროულად მხოლოდ რამდენიმე შესაძლო
ოპერაცია განვიხილოთ. ნიუელმა და საიმონმა აღიარეს ამ შეზღუდვების არსებობა და
აღნიშნეს, რომ ადამიანები მენტალურ კომბინაციებს უნდა იყენებდნენ პრობლემის
გადაჭრისთვის. ამ მენტალურ კომბინაციებს უწოდებენ ევრისტიკას – ესაა
არაფორმალური, ინტუიციური, სპეკულაციური სტრატეგიები, რომლებსაც ზოგჯერ
მივყავართ ეფექტურ გადაწყვეტამდე, ზოგჯერ კი არა. დავუშვათ, ჩვენ ხანგრძლივ
მეხსიერებაში ვინახავთ რამდენიმე მარტივ ევრისტიკას, რომელთა გამოყენებაც
შეგვიძლია სხვადასხვა სახის პრობლემების გადასაჭრელად. ამით, შეგვიძლია,
შევუმსუბუქოთ შრომა ჩვენს შეზღუდული მოცულობის მუშა მეხსიერებას. კვლევები
ცხადყოფს, რომ როდესაც პრობლემის გადამჭრელნი ისეთი ამოცანის წინაშე დგანან,
რომლის პასუხსაც მაშინვე ვერ პოულობენ, ეფექტური პრობლემის გადამჭრელები
იყენებენ საშუალება-მიზნის ევრისტიკულ ანალიზს. ამ სტრატეგიის მიხედვით,
პრობლემის გადამჭრელი მუდმივად ადარებს არსებულ მდგომარეობასა და მიზანს და
დგამს ნაბიჯებს, რათა შეამციროს ამ ორ მდგომარეობას შორის არსებული განსხვავება.

ოთხი ევრისტიკა

ევრისტიკა ევრისტიკის ევრისტიკის ევრისტიკის


განმარტება მაგალითი, მაგალითი,
რომელიც რომელიც
გამოყენებულია გამოყენებულია
სვლის ყოველდღიურ
პ რ ო ბლ ე მ აში პრობლემაში:
(Greeno & Simon, როგორ
1988) იმგზავროთ
თვითმფრინავით
თქვენი
სახლიდან სხვა
ადგილისკენ
ყველაზე
პირდაპირი გზით
(Hunt, 1994)
საშუალება-მიზნის პრობლემის შეეცადეთ, შეეცადეთ,
ანალიზი გადამჭრელი გადაიყვანოთ, რაც მინიმუმამდე
აანალიზებს შეიძლება, მეტი დაიყვანოთ მანძილი
პრობლემის ადამიანი იქითა სახლსა და
საბოლოო მიზანს, ნაპირზე და დანიშნულების
რომელსაც უნდა დატოვოთ, რაც ადგილს შორის.
მიაღწიოს, შემდეგკი შეიძლება, ნაკლები
ცდილობს, ადამიანიაქეთა
შეამციროს მანძილი ნაპირზე.
პრობლემის სივრცეში
მის
ამჟამინდელ
პოზიციასა და
საბოლოო მიზანს
შორის.
მუშაობა წინ პრობლემის ყურადღებით იპოვეთ შესაძლო
გადამჭრელი იწყებს შეაფასეთ სიტუაცია საჰაერო მარშრუტები,
დასაწყისიდან და ექვსი ადამიანით რომლებსაც
ცდილობს ერთ ნაპირზე და

პრობლემის სივრცე შეიცავს ყველა შესაძლო სტრატეგიას პრობლემის საწყისი


მდგომარეობიდან გადაწყვეტამდე (მიზნის მდგომარეობა).

იზომორფული პრობლემები

ზოგჯერ, ორი პრობლემა იზომორფულია; ეს ნიშნავს, რომ მათი ფორმალური


სტრუქტურა ერთი და იგივეა და მხოლოდ მათი შინაარსები განსხვავდება. მაშინ, როცა
პრობლემების ზედაპირული შინაარსი ძალიან განსხვავებულია, პრობლემების
სტრუქტურული იზომორფიზმის დადგენა უფრო ძნელია.

პრობლემის წარმოდგენას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა!

ჰანოის კოშკის მსგავსი პრობლემები პრობლემის გადაჭრის უნარებს მოითხოვს,


განსაკუთრებით, მუშა მეხსიერების დატვირთვას. ერთი კვლევის თანახმად, არსებობს
კავშირი მუშა მეხსიერების მოცულობასა და ანალიტიკური პრობლემების გადაჭრის
უნარს შორის. ტვინის ნაწილები, რომლებიც ყველაზე მეტად უკავშირდება ჰანოის
კოშკის ამოცანას, არის პრეფრონტალური ქერქი, თხემის ორმხრივი ქერქი და
ორმხრივი პრემოტორული ქერქი.
ცუდად სტრუქტურირებული პრობლემები და ინსაიტის როლი

ორი თოკის პრობლემა არის ცუდად სტრუქტურირებული პრობლემის მაგალითი.


ზოგადად, ცუდად სტრუქტურირებულ პრობლემებს არ აქვთ მკაფიოდ
განსაზღვრული პრობლემის სივრცეები. პრობლემის გადამჭრელებს უჭირთ
სირთულის მშენებლობის ამ პრობლემების და მათი გადაჭრის გზების
მოდელირებისათვის შესაბამისი მენტალური წარმოდგენების შექმნა. ასეთი
პრობლემებისთვის, მთავარი სირთულე არის თანამიმდევრული ეტაპების გეგმის
აგება, რომლებიც თანდათანობით დაგვაახლოებს მათ გადაწყვეტასთან. ერთ კვლევაში
აღმოჩნდა, რომ სფეროს ცოდნაც და დასაბუთების უნარიც ძალიან მნიშვნელოვანია
როგორც ცუდად, ისე კარგად სტრუქტურირებული პრობლემების გადაჭრისათვის.
დასაბუთების უნარი მნიშვნელოვანია, რადგან ცუდად სტრუქტურირებული
პრობლემა, შეიძლება, სხვადასხვაგვარად იყოს წარმოდგენილი, მას ხშირად
რამდენიმე ალტერნატიული გადაწყვეტაც აქვს. ამდენად, პრობლემის გადამჭრელებმა
უნდა აირჩიონ და გაამართლონ მათ მიერ კონკრეტული წარმოდგენის და
გადაწყვეტის შერჩევა. დამატებითი კოგნიტური და აფექტურ ფაქტორები, მათ შორის,
მეცნიერებისადმი დამოკიდებულება და შემეცნების რეგულირება, ასევე
მნიშვნელოვანია ცუდად სტრუქტურირებული პრობლემების გადასაჭრელად.
ზემოთ მოყვანილი ცუდად სტრუქტურირებული პრობლემები არის ინსაიტის
პრობლემები, რადგან თქვენ უნდა დაინახოთ პრობლემის გადაჭრის ახლებური გზა.
კერძოდ, თქვენ უნდა დაინახოთ პრობლემა განსხვავებულად, ვიდრე, ალბათ,
პირველად დაინახეთ ის და განსხვავებულად იმისგან, როგორც, ალბათ, წყვეტთ
ხოლმე პრობლემებს ზოგადად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ პრობლემის
გადაჭრის თქვენეული წარმოდგენის რესტრუქტურიზაცია.
ინსაიტი არის გამორჩეული და ზოგჯერ, თითქოს, მოულოდნელი გაგება
პრობლემის ან სტრატეგიისა, რომელიც გვეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.
ხშირად, ინსაიტი მოიცავს პრობლემის ან სტრატეგიის სრულიად ახლებურად
კონცეპტუალიზაციას. ინსაიტი ხშირად მოიცავს სათანადო ძველი და ახალი
ინფორმაციის გამოვლენის და გაერთიანებას, რათა მივიღოთ პრობლემისა და მისი
გადაწყვეტის ახლებური ხედვა. მიუხედავად იმისა, რომ ინსაიტი ხშირად განიცდება,
როგორც მოულოდნელი, ის ხშირად შედეგია ადრე ნაფიქრისა და შრომისა. ამ შრომის
გარეშე, ინსაითი არასოდეს მოხდებოდა. ინსაიტი, შეიძლება, ჩაერთოს კარგად
სტრუქტურირებული პრობლემების გადაწყვეტაში, მაგრამ უფრო ხშირად ის
უკავშირდება გადაწყვეტის დაბრკოლებებიან და მიხვეულ-მოხვეულ გზას, რომელიც
ცუდად სტრუქტურირებულ პრობლემებს ახასიათებს.
ადრეული გეშტალტისტური თვალსაზრისი

გეშტალტ ფსიქოლოგები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ მთელი უფრო მეტია,


ვიდრე ნაწილების კრებული. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის საკითხს, გეშტალტ
ფსიქოლოგების აზრით, ინსაიტის პრობლემები მოითხოვს, რომ პრობლემის
გადამჭრელებმა აღიქვან პრობლემა, როგორც მთელი. გეშტალტ ფსიქოლოგი მაქს
ვერტჰაიმერი (1945 / 1959) წერდა პროდუქტიული აზროვნების შესახებ, რაც მოიცავს
ინსაიტს, რომელიც არსებული ასოციაციების ფარგლებს სცილდება. მან განასხვავა ეს
რეპროდუქციული აზროვნებისაგან, რომელიც ეფუძნება არსებულ ასოციაციებს, მათ
შორის იმას, რაც უკვე ვიცით. ვერტჰაიმერის მიხედვით, ინსაიტის შემცველი
(პროდუქტიული) აზროვნება ძირეულად განსხვავდება რეპროდუქციული
აზროვნებისაგან. ინსაიტის პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც მოცემულია ამ
თავში, თქვენ უნდა დაარღვიოთ თქვენი არსებული ასოციაციები და ყველა პრობლემა
სრულიად ახალ შუქზე დაინახოთ. პროდუქტიული აზროვნება, შეიძლება, კარგად
სტრუქტურირებულ პრობლემებშიც გამოვიყენოთ.

ნეო-გეშტალტისტების თვალსაზრისი

ზოგიერთმა მკვლევარმა დაადგინა, რომ ინსაიტის გამოყენებით პრობლემის


გადაჭრა, შეიძლება, ორი გზით განვასხვაოთ ინსაიტის გარეშე პრობლემის
გადაჭრისგან (Metcalfe, 1986; Metcalfe & Wiebe, 1987). ერთი, როდესაც გადასაჭრელად
მოცემულია რუტინული პრობლემა, პრობლემის გადამწყვეტები ძალიან ზუსტად
წინასწარმეტყველებენ პრობლემის გადაწყვეტაში საკუთარ წარმატებას მისი გადაჭრის
მცდელობების დაწყებამდე. ამისგან განსხვავებით, როდესაც მოცემულია ინსაიტის
პრობლემა, პრობლემის გადამწყვეტები ცუდად წინასწარმეტყველებენ საკუთარ
წარმატებას პრობლემის გადაჭრის მცდელობის დაწყებამდე. მხოლოდ წარმატებული
პრობლემის გადამწყვეტები კი არ უყურებენ პესიმისტურად ინსაიტის პრობლემების
გადაჭრის საკუთარ უნარს, წარუმატებელი პრობლემის გადამწყვეტებიც ხშირად
არიან ოპტიმისტურად განწყობილი პრობლემების გადაჭრის მათი უნარის გამო.

ინსაიტის გაგება

სმიტის აზრით (1995 ა), არაა საჭირო, რომ ინსაიტი იყოს მოულოდნელი „აჰა“-
განცდა. ის ხშირად ხდება თანდათანობით და დროთა განმავლობაში. როდესაც
ინსაიტით გადაწყვეტა საჭიროა, მაგრამ ჯერ არ არის მოახლოებული, შეიძლება, ძილი
დაგეხმაროთ გადაწყვეტის პოვნაში. როგორც მათემატიკური პრობლემის გადაჭრაში,
ისე ამოცანის ამოხსნაში, რომელიც მოითხოვს ძირითადი წესების გაგებას, ნაჩვენებია,
რომ ძილი ზრდის ინსაითის წარმოქმნის ალბათობას.

ნეირომეცნიერება და ინსაიტი

fMRI-ის კვლევები აჩვენებს, რომ აქტივობა მარჯვენა საფეთქლის წილის ზედა


ხვეულში იზრდება, როდესაც ადამიანი ინსაიტს განიცდის. გარდა ამისა,
ელექტროენცეფალოგრამა აჩვენებს მაღალი სიხშირის აქტივობას ინსაიტის დროს.
ფაქტიურად, სანამ ინსაიტი გაცნობიერდება, მანამდე შეიმჩნევა აქტივობა მარჯვენა
ნახევარსფეროში. ამიტომ, ზოგადად მიჩნეულია, რომ მარჯვენა ნახევარსფერო
განსაკუთრებულ როლს ასრულებს ინსაიტის პროცესებში.
მარჯვენა ჰიპოკამპუსი ძალიან მნიშვნელოვანია ინსაიტით გადაწყვეტის
ფორმირებაში. კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა გაზრდილი აქტიურობა მარჯვენა წინა
საფეთქლის წილში, უშუალოდ ინსაიტის შექმნამდე. ეს წილი აქტიურია ყველა სახის
პრობლემის გადაწყვეტის დროს, რადგან ის მონაწილეობს შორეულად დაკავშირებულ
საკითხებს შორის კავშირების დამყარებაში. თუმცა, აქტიურობის ეს უეცარი ზრდა
მიგვანიშნებს პრობლემაში არსებული ურთიერთდამოკიდებულების მოულოდნელ
გაგებაზე, რომელსაც მივყავართ პრობლემის გადაწყვეტამდე.
ნერვული კორელატები კი, რომლებიც იზომება მანამდე, სანამ ინდივიდი
პრობლემას დაინახავს, გვაძლევს იმის პროგნოზირების საშუალებას, მოხდება თუ არა
ინსაიტი.

შემოქმედებითობა

შემოქმედების სფეროს ყველა მკვლევარი ფართოდ განსაზღვრავს შემოქმედებას,


როგორც რაღაც ისეთის წარმოქმნის პროცესს, რაც ერთდროულად ორიგინალურიცაა
და ღირებულიც.

რა მახასიათებლები აქვთ შემოქმედებით ადამიანებს?

ზოგიერთი ფსიქოლოგი ზომავს შემოქმედებითობას განსხვავებული


პროდუქციის შექმნით − შესაბამისი რეაქციების მრავალფეროვანი არჩევანით, ეს
მიდგომა შეიმუშავა გილფორდმა. მაგალითად, შემოქმედებით ადამიანებს ხშირად
აქვთ მაღალი ქულები შემოქმედებითობის შეფასებებში. ასეთი შეფასების მაგალითი
გვხვდება ტორენსის შემოქმედებითი აზროვნების ტესტებში (Torrance, 1974, 1984).
ისინი ზომავს ღია კითხვებზე პასუხების მრავალფეროვნებას, რაოდენობას და
მიზანშეწონილობას. ასეთი კითხვის მაგალითია, ყველა შესაძლო ხერხის მოფიქრება,
როგორ უნდა გამოვიყენოთ ქაღალდის სკრეპი, ან ბურთულიანი კალამი. ტორენსის
ტესტი ასევე აფასებს შემოქმედებით ფიგურალურ რეაქციებს. მაგალითად, შეიძლება,
ადამიანს მივცეთ ფურცელი, რომელზეც დახატულია წრეები, ხვეულები, ან სწორი
ხაზები. ტესტი შეაფასებს, რამდენად ბევრი სხვადასხვა გზით გამოიყენებს ადამიანი
მოცემულ ფორმებს ნახატის დასასრულებლად. ტორენსის ტესტის შეფასებამ უნდა
განიხილოს, რამდენად იყენებს ადამიანი უჩვეულო ან რთულ დეტალებს ფიგურის
დასასრულებლად.
ფსიქოლოგიის სხვა მკვლევრები განიხილავენ შემოქმედებას, როგორც კოგნიტურ
პროცესს, ისინი შეისწავლიან პრობლემის გადაჭრას და ინსაიტს. ზოგიერთი მათგანი
თვლის, რომ ის, რაც განასხვავებს ძალიან შემოქმედებით ადამიანებს ნაკლებად
შემოქმედებითი ადამიანებისგან, არის მათი ექსპერტულობა და შემოქმედებითი
საქმიანობის ერთგულება. ძალიან შემოქმედებით ადამიანებს აქვთ ხანგრძლივი და
რთული სამუშაო. ისინი სწავლობენ მათი წინამორბედების და თანამედროვეების
სამუშაოს. ამით ისინი ხდებიან თავისი სფეროების კარგი ექსპერტები. შემდეგ ისინი
ამ ცოდნას ეყრდნობიან მისგან გამოდიან განსხვავებული რაიმეს შესაქმნელად, ასე
ქმნიან ინოვაციურ მიდგომებსა და პროდუქტებს.
პიროვნება და მოტივაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემოქმედებითობაში.
შემოქმედებითობას ხშირად უდევს საფუძვლად მოქნილი აზროვნება და მიმღები
დამოკიდებულებები სხვა კულტურების, სხვა რასების და სხვა რელიგიური
მიმდინარეობების მიმართ. ზოგი მკვლევარი ხაზს უსვამს მოტივაციის მნიშვნელობას
შემოქმედებითი პროდუქტიულობისათვის.
უნდა განვასხვავოთ შინაგანი მოტივაცია, რომელიც ადამიანის შიგნითაა,
გარეგანი მოტივაციისგან, რომელიც ადამიანის გარეთაა.
ევოლუციური აზროვნება, შეიძლება, გამოვიყენოთ შემოქმედებითობის
შესასწავლად. ასეთ მოდელებს საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ შემოქმედებითი
იდეები ვითარდება ისევე, როგორც ორგანიზმები. იდეა ის არის, რომ
შემოქმედებითობა ხდება, როგორც ბრმა ვარიაციისა და შერჩევითი შენარჩუნების
პროცესების შედეგი. ბრმა ვარიაციის დროს, შემოქმედი წარმოშობს იდეას. მან არ იცის,
ეს იდეა რეალურად იქნება თუ არა წარმატებული (შერჩეული) იდეათა სამყაროში.
ამიტომ, დროს რომ გაუძლოს, ისეთი იდეის წარმოსაქმნელად მათთვის საუკეთესო
არჩევანია დიდი რაოდენობით იდეების წარმოქმნა. შემდეგ ამ იდეებიდან ზოგიერთი
დაფასდება მათ სფეროში. ესე იგი, ისინი შერჩევითად შენარჩუნდება, რადგან
შეფასდა, როგორც შემოქმედებითი.
შემოქმედებითობის ინტეგრაციული თეორია ვარაუდობს, რომ მრავალი
ინდივიდუალური და გარემოს ფაქტორი უნდა დაემთხვას იმისათვის, რომ
შემოქმედებითობას ჰქონდეს ადგილი (Sternberg & Lubart, 1991, 1996). ის, რაც
განასხვავებს ძალიან შემოქმედებით ადამიანს მხოლოდ ზომიერად შემოქმედებითი
ადამიანისაგან, არის მრავალი ფაქტორის დამთხვევა და არა რომელიმე კონკრეტული
ფაქტორის ძალიან მაღალი დონე, ან თუნდაც, რაიმე განმასხვავებელი თვისება. ამ
თეორიას ეწოდება შემოქმედებითობის საინვესტიციო თეორია. თემა, რომელიც
აერთიანებს ამ სხვადასხვა ფაქტორებს, ისაა, რომ შემოქმედებითი ინდივიდი იკავებს
იდეებისადმი იყიდე დაბალ ფასად, გაყიდე მაღალ ფასად პოზიციას. დაბალ ფასად
ყიდვისას, შემოქმედი თავიდანვე ხედავს ფარულ პოტენციალს იდეებისა, რომლებსაც
სხვები ნაკლები ღირებულებისად თვლიან. შემდეგ შემოქმედებითი ადამიანი
ყურადღებას ამახვილებს ამ იდეაზე. შემოქმედის მიერ ინტერესის გამოვლენის დროს
ის არის არაღიარებული, ან არაფრად ჩაგდებული თანამედროვეთა მიერ, მაგრამ მას
აქვს შემოქმედებითი განვითარების დიდი პოტენციალი. შემდეგ შემოქმედი
ავითარებს ამ იდეას და გადააქცევს შინაარსიან, მნიშვნელოვან შემოქმედებით
წვლილად, სანამ, ბოლოს და ბოლოს სხვებიც არ აღიარებენ ამ იდეის მასშტაბებს. ამ
იდეათაგან ზოგიერთი, შეიძლება, განსაცვიფრებელი იყოს; სხვები უფრო
მოკრძალებულია. რადგან იდეა შემუშავებულია და მისი მნიშვნელობა აღიარებული,
შემოქმედი მას უკვე ყიდის მაღალ ფასად. იგი შემდეგ გადადის სხვა მიზნებზე და
ეძებს სხვა არასათანადოდ დაფასებული იდეების ფარულ პოტენციალს. ამგვარად,
შემოქმედებითი ადამიანი თავის სფეროზე ყველაზე მეტად იმით ახდენს გავლენას,
რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინაა დანარჩენებზე. იდეალურ შემთხვევაში,
სტუდენტებს უნდა განუვითარდეთ არა მხოლოდ ძლიერი ცოდნის ბაზა, არამედ აქ
განხილული უნარები და თვისებებიც, რომლებიც აუცილებელია
შემოქმედებითობისათვის.

ნეირომეცნიერება და შემოქმედებითობა

პრეფრონტალური რაიონები აქტიურია შემოქმედებით პროცესებში, მიუხედავად


იმისა, შემოქმედებითი აზროვნება წინასწარგანზრახული იქნება თუ სპონტანური.
შერჩევითი შეთხელება ქერქის ზოგიერთ უბანზე, როგორც ჩანს, შეესაბამება
ინტელექტს და შემოქმედებითობას. კერძოდ, მარცხენა შუბლის წილის, ენობრივი,
თაღოვანი, კუთხის, მცირე თხემის და თითისტარისებრი ხვეულების შეთხელება
დაკავშირებულია შემოქმედებითობის საზომების მაღალ ქულებთან. ეს ადგილები
მოიცავს რამდენიმე ბროდმანის ველსაც, მათ შორის BA 39-ეს. გარდა ამისა, მარჯვენა
გვერდითი სარტყლის ნაოჭის და მარჯვენა კუთხის ნაოჭის შედარებითი სისქე
დაკავშირებული იყო უფრო მაღალ შემოქმედებითობასთან. ქერქის სისქის ეს
ვარიაციები, განსაკუთრებით კი, მისი შეთხელება სხვადასხვა ადგილებში,
სავარაუდოდ, გავლენას ახდენს ინფორმაციის გაცვლაზე ტვინში.

You might also like