You are on page 1of 2

აზროვნება

აზროვნების ზოგადი დახასიათება.


აზროვნებისთვის დამახასიათებელია ახალი ამოცანის გადაჭრა , რომლის გამოცდილებაც
სუბიექტს აქამდე არ ჰქონია( რა არის ეს? როგორ მოვიქცე? ) . მეხსიერების ფუნქცია ამ
მხრივ საპირისპიროა, მაგრამ ფუნქციურად ისეა აზროვნება აღქმა და მეხსიერება
ერთმანეთზე გადაჯაჭული რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ისინი ვერ
ფუნქციონირებს.

მაგალითად დათბა და დადნა თოვლი. ჩვენ უშუალოდ აღვიქვამთ თოვლის დნობასაც და


სითბოსაც, მაგრამ ამ ორ გარემოებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის პოვნა
მხოლოდ აზროვნების საშუალებით ხორციელდება. შესაბამისად, მოვლენებს შორის
არათვალსაჩინო მიმართებებს, რომლებიც არააღქმადი ბუნებისაა , მათი წვდომა
მხოლოდ აზროვნებას შეუძლია.

აზროვნებისთვის დამახასიათებელია ტრანსპოზიცია, რაც გულისხმობს უკვე


გადაწყვეტილი პრობლემის იმავე გზით გადაჭრას შემდეგი დაბრკოლებისას .

აზროვნება მიზანდასახულ მოქმედებას წარმოადგენს, რომელიც იწყება პრობლემის


გააზრებით და მისიი გადაწყვეტით სრულდება. ამას აზროვნების დახშულობას ან
მთლიანობას უწოდებენ.

ლოგიკური აზროვნება და მისი ფორმები


ფსიქოლოგია ლოგიკისგან განსხვავებით, შეისწავლის არა გააზრებულ შინაარს, მისი
სისწორიდან გამომდინარე, არამედ თვითონ აზროვნების რეალურ პროცესს.

ლოგიკური აზროვნების პროცესი 3 ფორმით ფუნქციონირებს. ცნება, მსჯელობა და


დასკვნა (ინდუქცია, დედუქცია, სინთეზი)

აზროვნების ძირითადი ოპერაციები


1. ანალიზი
2. განყენება ანუ აბსტრაქცია (პოზიტიური და ნეგატიური აბსტრაქცია ; ხუთი გემიც
ხუთია და ხუთი კაკალიც ხუთია.)
3. სინთეზი

ანალიზი აბსტრაქცია და სინთეზი მონაწილეობენ აზროვნების ისეთ ძირითად


ოპერაციაში, როგორიცაა პრობლემის გადაჭრა.

პრობლემის გადაჭრის სამი გზა არსებობს:


1. ალგორითმი-ზუსტი ლოგიკური პროცედურა, რომელიც ხორციელდება ნაბიჯ-ნაბიჯ
და ხშირად საკმაოდ შრომა ტევადია, მაგალითად სიტყვების შედგენა სხვადასხვა
ასოებისგან. რომელიც მრავალი ვარიანტის გადათვლასს მოითხოვს.
2. ევრისტიკა-ემპირიული ძიებითი სტრატეგია, რომელიც ეფუძვნება ლოგიკურ
მსჯელობას, მაგრამ ნაკლებად ზუსტია ვიდრე ალგორითმი, მაგრამ უფრო სწრაფი
გადაწყვეტილების მიღებისას.
3. ინსაითი-ჯადოსნური გასხივოსნება. უცებადი და ნოვატორული გადაწყვეტა .

პრობლემის გადაჭრას ხელს უშლის შაბლონურობა, ანუ რიგიდობა. ადამიანებს არ სურთ


მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება მათ წინასწარ მიღებულ /არსებულ
შეხედულებას.

ინტელექტი

You might also like