You are on page 1of 2

აზროვნება

შემეცნებით პროცესებს აღქმასა და მეხსიერებასთან ერთად აზროვნებაც ეკუთვნის


მეხსიერება უკვე ასახული შენახვას ემსახურება, ამ აზრით იგი კონსერვაციის
ფუნქციას ასრულებს, მაშინ როცა აღქმა და აზროვნება სინამდვილის აქტიურ ასახვას
ემსახურება
აზროვნებისთვის დამახასიათებელი ახალი ამოცანის გადაწყვეტა, ახალი საკითხის
გადაჭრა, ახალი, უჩვეულო სიტუაციის შესატყვისი მოქმედება, რომლის
გამოცდილებაც სუბიექტს არ გააჩნია
აზროვენბის პროცესის სტიმულს სუბიექტის წინაშე წამოჭრილი კითხვა
წარმოადგენს
აღქმაში, მხოლოდ ის არის მოცემული რაც აქ და ამჟამად არსებობს და უშუალოდ
აღიზიანებს რეცეპტორებს
აზროვნება აღქმისა და მეხსიერების მონაცემებზე დაყრდნობით, გამოდის
თვალსაჩინო ასახვის ფარგლებიდან
აზროვნება სინამდვილის მეორედი, აღქმის მონაცემებზე დამყარებული ასახვაა
აღმქმელი სუბიექტი მოაზროვნე სუბიექტიცაა
აზროვნება განზოგადების საშუალებასაც იძლევა, ერთი კონკრეტული ამოცანის
გადაწყვეტა საკმარისია, რათა ადამიანმა ამ კონკრეტულში მიღებული შედეგი სხვა
ყველა ანალოგიურ ამოცანაზე გადაიტანოს . ( ე.წ ტრანსპოზიცია ) . ამოცანის
გადაწყვეტა ერთხელ და სამუდამოდ ხდება
აზროვნების პროცესი სუბიექტის მიერ აქტიურ, ნებისმიერ, მიზანდასახულ ქმედებას
წარმოადგენს . იგი წამოჭრილი ამოცანით ( კითხვით ) განსაზღვრული
მიმართულებით ვითარდება და ამოცანის გადაწყვეტით სრულდება. აზროვნების
პროცესის ამ თავისებურებას მის დახშულობას ანუ მთლიანობას უწოდებენ
აზროვნების პროცესი თავისი ბუნებით აქტიურია

ლოგიკური აზროვნება და მისი ფორმები


ზრდასრული ადამიანის აზროვნებას ლოგიკურს, ვერბალურს ან ცნებით აზროვნებას
უწოდებენ.
ლოგიკა :
ცნება ( წარმოადგენს სინამდვილის ასახვის მაღალ ფორმას ) - ფსიქოლოგიურად
ცნება განიცდება როგორც სიტყვის მნიშვნელობა, თუმცა სიტვის მნიშვნელობა მაშინ
წარმოადგენს მეცნიერულ ცნებას თუ სუბიექტი მასში საგნის ან მოვლენისათვის,
დამახასიათებელ, არსებით ნიშნებს გულისხმობს და შუძლია მისი განსაზღვრა.
ამიტომ გამოყვეს ცნების ორი სახე ყოველდღიური და მეცნიერული.

მსჯელობა - ცხადს ქმნის მიმართებას სუბიექტსა და ობიექტს შორის

დასკვნა . განარჩევენ მის 3 ძირითად სახეს


ინდუქცია - კერძო მსჯელობიდან ზოგადზე დაყვანა
დედუქცია - ზოგადი მსჯელობიდან კერძოს გამოყვანა
ანალოგია - ერთი კერძო მოვლენიდან, მსგავსს, შესაძლო მოვლენის შესახებ დასკვნა

აზროვნების ძირითადი ოპერაციები

You might also like