You are on page 1of 9

სტუდენტების კოგნიტური უნარების

შეფასება

კოგნიტური ფსიქოლოგია 1
კავკასიის უნივერსიტეტი
2022 წელი
სტუდენტი: ზურაბ ლობჯანიძე

ლექტორი: მარიკა არევაძე


კვლევის მიზანი
სასწავლო კურსის ფარგლებში „კოგნიტური ფსიქოლოგია 1“ კვლევა ტარდება
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების კოგნიტური უნარების შეფასების მიზნით.
კონკრეტულად კი : მხედველობითი აღქმის, სმენითი აღქმის და ყურადღების
გადანაწილება-შენარჩუნების უნარის შეფასების მიზნით. კვლევის მიზანია
გავიგოთ არის თუ არა კავშირი ლექციის დროსა და სტუდენტების მიღებულ
შედეგებს შორის და თუ არის გავარკვიოთ რა ფაქტორები იწვევენ ამას.

კვლევის მეთოდი
კვლევის მეთოდად შერჩეულ იქნა კვაზი-ექსპერიმენტი, ვინაიდან ვერ იქნა
უზრუნველყოფილი კვლევაში მონაწილეების შემთხვევით შერჩევის პრინციპი.
კვლევაში ექსპერიმენტატორის როლი აქვს ლექტორს, ხოლო სტუდენტები არიან
ექსპერიმენტის მონაწილეები. კვაზი ექსპერიმენტის მთავარ უპირატესობად
შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ ხელმისაწვდომი
და უკვე ჩამოყალიბებული ჯგუფები, ვინაიდან რთულია ხშირად ისეთი ჯგუფების
პოვნა, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს ექსპერიმენტში
მონაწილეობის მისაღებად.

კვლევის დიზაინი
კვაზი-ექსპერიმენტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის შენობაში,
აუდიტორიებში : C1 და C20, კოგნიტური ფსიქოლოგიის ლექციების ფარგლებში.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო სულ 27-მა სტუდენტმა (აქედან I, 09.00-იანი
ჯგუფიდან 9 სტუდენტი, II 11.15-ანი ჯგუფიდან 9 სტუდენტი, III 13.30-ანი ჯგუფიდან 9
სტუდენტი).

კვლევა განხორციელდება მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 სასწავლო კვირის


ლექციებზე, ლექტორის მიერ.

ყურადღების გადანაწილების დავალება:

მე-10 კვირის ლექციაზე გვქონდა შესასრულებელი მხედველობითი აღქმის


შესაფასებელი ორი დავალება. ლექტორმა ინსტრუქციის განმარტების შემდეგ
დაგვირიგა ფურცლები, სადაც გამოსახული იყო 2 ნახატი. ორივე ნახატში სოფლის
ფერმა იყო გამოსახული, თუმცა არსებობდა 7 განმასხვავებელი ნიშანი, რომლებიც
უნდა აღმოგვეჩინა. დავალებაზე მუშაობის დროს ვაკონტროლებდით
ინდივიდუალურად საკუთარი წამზომით, ვინაიდან სათითაოდ უშუალოდ
ლექტორის მიერ დროის კონტროლითა და დაკვირვებით დავალება დროში
ძალიან გაიწელებოდა, ვინაიდან ჯგუფში 15ზე მეტი სტუდენტი ვიყავით. შვიდივე
განსხავების პოვნის შემდეგ ფურცელზე ვწერდით ჩვენს სახელსა და გვარს და
ამოცანაზე დახარჯულ დროს.

მეორე მხედველობითი აღქმის დავალება, რომელიც მე პირადად უფრო მეტად


გამიჭირდა, ასეთი შინაარსის იყო: მოცემული გვქონდა ქოლგის 8 სურათი
განსხვავებული რაკურსით (წინხედით, ზედხედით და ა.შ) სტუდენტებს უნდა
დაგვეკავშირებინა ის სურათები, რომლებიც ერთი და იმავე ქოლგას გამოსახავდა,
თუმცა განსხვავებული ხედით რა თქმა უნდა. წინა დავალების მსგავსად,
დავალების დასრულების შემდეგ ვაწერთ ჩვენს სახელსა და გვარს და მასზე
დახარჯულ დროს.

სმენითი აღქმის შესაფასებელი დავალება:

მე-11 კვირის ლექციაზე ჩატარდა სმენითი აღქმის შესაფასებელი დავალება.


კომპიუტერის დინამიკით სტუდენტებს მოგვეწოდებოდა არამეტყველებითი
სმენითი სტიმულები, რომელიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოგვეცნო. ამ
შემთხვევაში არ ფიქსირდებოდა დავალების შესრულების ინდივიდუალური დრო,
ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც პირველი გამოიცნობდა ხმას აღირიცხებოდა
მონაცემი ჯგუფის საერთო შესრულების დროში. ამ შემთხვევაში შედარდება უკვე
არა ინდივიდუალური, არამედ ჯგუფებს შორის შესრულება (იგულისხმება
კოგნიტური ფსიქოლოგიის პირველი 09.00-ანი ჯგუფის შედეგები, მეორე 11.15-იანი
ჯგუფის შედეგები და მესამე 13.30-იანი ჯგუფის შედეგები).

სმენითი აღქმის შესაფასებლად გამოყენებული დავალებები (არამეტყველებითი


სტიმულები):

1. ზღვის ტალღების ხმა


2. ბავშვის სიცილის ხმა
3. კომპიუტერის კლავიატურაზე ტექსტის აკრების ხმა
4. ჭრაჭუნა თოვლის ხმა
5. ელექტროობის ხმა
6. გარეთ დანთებული კოცონის ხმა
7. ცხენის ჭენების ხმა
8. ადამიანის სმის ხმა
9. ადამიანის ჭამის ხმა
10. საშინელებათა ფილმის ხმა
ინიშნება თითოეული ჯგუფის შესრულების დრო.

ყურადღების შესაფასებელი დავალებები:


აღწერილობა: დავალების გასაღებში მოცემულია ციფრები 1-დან 9-მდე.
თითოეულს შეესაბამება კონკრეტული სიმბოლო (იხ. ზემოთ ფოტო). ქვემოთ
მოცემულია ციფრები, ოღონდ ციფრების ქვემოთ უჯრები ამჯერად ცარიელია.
ჩვენი, როგორც ცდისპირების მიზანია რაც შეიძლება სწრაფად შევავსოთ ეს
უჯრები ზუსტად იმ პრინციპით როგორც დავალების გასაღებშია ნაჩვენები (ციფრი-
სომბოლოს შესაბამისობით). ფურცელს ვაწერთ სახელსა და გვარს და დროს რაც
დავალების შესრულებისთვის დაგვჭირდა, რათა მოხდეს ინდივიდუალური
შედეგების შეფასება.

მეორე ყურადღების შესაფასებელი დავალება გულისხმობდა შემდეგს: ფურცელზე


მოთავსებულ სიმბოლოებში სტუდენტებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გვეპოვა
და შემოგვეხაზა სიმბოლოები: M და S. განისაზღვრა თითოეული მონაწილის
შესრულების ინდივიდუალური დრო.

კვლევის შედეგები
მხედველობითი აღქმის შესაფასებელი დავალებების შედეგები
ჯგუფი 1. მხედველობითი აღქმის შესაფასებელი დავალებები
საშუალო
დავალება შესრულების დრო წმ-ებში

იპოვე 7 54 215 107 75 43 240 115 260 155 140


განსხვავებ

შეაერთე 20 11
39 64 54 90 205 120 215 122
მსგავები 4 5

ჯგუფი 2. მხედველობითი აღქმის შესაფასებელი დავალებები


საშუალო
დავალება შესრულების დრო წმ-ებში

იპოვე 7
განსხვავებ 277 257 129 348 289 97 71 75 70 179

შეაერთე
110 38 98 71 84 80 70 70 120 82
მსგავები

ჯგუფი 3. მხედველობითი აღქმის შესაფასებელი დავალებები


საშუალო
დავალება შესრულების დრო წმ-ებში

იპოვე 7
განსხვავებ 81 240 59 85 118 54 260 303 469 185

შეაერთე
180 88 161 189 106 190 131 67 190 145
მსგავები

მხედველობითი აღქმის შესაფასებელი დავალება - იპოვე 7 განსხვავება;

ცხრილებში მოცემული შედეგბის მიხედვით გამოჩნდა საუკეთესო შესრულება


პირველ ჯგუფში 43 წამი, ხოლო ყველაზე ცუდი შედეგი შეიმჩნევა მესამე ჯგუფში 469
წამი. თითოეული ჯგუფის საშუალო შესრულება წარმოადგენდა:

I ჯგუფი - 140.4 წამი


II ჯგუფი - 179.2 წამი
III ჯგუფი - 185.4 წამი

პირველი ჯგუფი ლიდერობს დავალების შესრულებაში. შესაძლოა 9 საათიანი


ჯგუფის შედეგი აიხსნას ნაკლები დაღლილობით, ვინაიდან 9 საათზე პირველი
ლექციაა და ენერგიით სავსე ჯგუფი უკეთ გაუმკლავდა დავალებას.
მხედველობითი აღქმის შესაფასებელი დავალება - შეაერთე მსგავსები;

ცხირლში მოცემული შედეგების მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი გამოიკვეთა


მეორე ჯგუფში 38 წამი, ხოლო ყველაზე ცუდი შესრულება გვხდება პირველ ჯგუფში
240 წამი.
თითოეული ჯგუფის საშუალო შესრულება:

1 ჯგუფი - 122,8 წამი


2 ჯგუფი - 82,3 წამი
3 ჯგუფი - 144,6 წამი

საუკეთესო შედეგი ამ დავალებაში მეორე ჯგუფს აქვს, რაც სავარაუდოდ


გამოწვეულია ჯგუფის შედარებით მაღალი მობილიზაციით ან კონკრეტული
სტუდენტების გამორჩეული უნარებით, ვინაიდან მეორე დავალება უფრო მეტად
მოითხოვს კრეატიულ აზროვნებას ვიდრე პირველი.

ყველაზე მარტივი სამივე ჯგუფისთვის აღმოჩნდა მეორე დავალება „შეაერთე


მსგავსები“, გამომდინარე ჯგუფის წევრების ინდივიდუალური შედეგებიდან,
მიუხედავად იმისა, რომ პირადად ჩემთვის, როგორც კვლევის მონაწილისთვის
ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა მეორე დავალება, როგორც ჩანს უმეტესობას
გაუმარტივდა.

სმენითი აღქმის შესაფასებელი დავალებების შედეგები

I ჯგუფის II ჯგუფის III ჯგუფის


დავალება შესრულების შესრულების შესრულები
დრო დრო ს დრო

1. ზღვის ტალღების ზმა 14წმ 5წმ 10წმ

2. ბავშვის სიცილის ხმა 4წმ 1წმ 3წმ

3. კლავიატურის ხმა 12წმ 1წმ 7წმ

4. თოვლის ჭრაჭუნის 138წმ 4წმ 4წმ


ხმა

5. ელექტროობის ხმა 300წმ 2წმ 4წმ

6. გარეთ დანთებული 7წმ 4წმ 22წმ


კოცონის ხმა

7. ცხენის ჭენების ხმა 20წმ 12წმ 12წმ

8. ადამიანის სმის ხმა 3წმ 4წმ 4წმ


9. ადამიანის ჭამის ხმა 4წმ 2წმ

10 საშინელებათა 7წმ 3წმ 11წმ


ფილმის ხმა

სმენითი აღქმის დავალების შესრულების შემდეგ გამოვლინდა შემდეგი ჯგუფური


საშუალო მაჩვენებელი:
I ჯგუფი - 56.1 წამი
II ჯგუფი - 4.8 წამი
III ჯგუფი - 8.5 წამი

შედეგების მიხედვით ყველაზე რთულად ამოსაცნობი ელექტროობის ხმა


აღმოჩნდა პირველი ჯგუფისთვის, სავარაუდოდ გამომდინარე იქიდან, რომ
ელექტროობის ხმა მაინცდამაინც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი არ არის და
ხშირად არ გვესმის. მმეორე ჯგუფს გაუჭირდა ცხენების ჭენების ხმის გამოცნობა.
პირველი პასუხიდან გამომდინარე ლოგიკური იქნება თუ ვიტყვით, რომ მეორე
ჯგუფიდან ცხენზე დიდი ალბათობით არავინ მჯდარა. გარდა ამისა ჩლიქოსანი
ცხოველები არაერთი გვყავს ბუნებაში, ამიტომ შესაძლოა სტუდენტებმა
თავდაპირველად ხმა სხვა ცხოველს დაუკავშირეს. რაც შეეხება მესამე ჯგუფს ,
მათთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა გარეთ დანთებული კოცონის ხმა, ვინაიდან
კოცონის ხმა არც თუ ისე ინტენსიური ბგერებით ხასიათდება და ადამიანს უწევს
მაქსიმალური ყურადღებით მოუსმინოს იმ მცირე ბგერით ტალღებს, რაც თან
სდევს დანთებულ კოცონს.

სმენითი აღქმის დავალების შესრულებას თავი საუკეთესოდ მეორე ჯგუფმა


გაართვა. შესაძლოა ეს უკანასკნელი დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანი
უკვე კარგად გამოფხიზლებულია (დაახლოებით დილის 11-დან შუადღის 1
საათამდე) და შეუძლია სმენითი ინფორმაციის საუკეთესოდ გადამუშავება.
ვინაიდან ჯგუფის წევრების ინდივიდუალური შედეგები სმენითი აღქმის
დავალებით არ გაზომილა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ დღის ეს პერიოდი
სმენითი აღქმის კონცენტრაციის მაღალი დონით ხასიათდება, რადგან ჯგუფის
საერთო შედეგებზე და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ერთმა კონკრეტულმა
სტუდენტმა.

ყურადღების შესაფასებელი დავალებები შედეგები

ყურადღების შენარჩუნების დავალება


I ჯგუფი 26 33 18 23 46 52 20 26 22

II ჯგუფი 29 24 24 23 25 20 28 22 52

III ჯგუფი 30 41 28 23 26 30 31 46 23

ამ დავალების საუკეთესო შესრულება ეკუთვნის პირველ ჯგუფს (18წმ), ხოლო


ყველაზე ცუდი შესრულება ისევ პირველ და მეორე ჯგუფს (52წმ). ჯგუფების
საშუალო შედეგებია:

I ჯგუფი - 29.5 წამი


II ჯგუფი - 27.4 წამი
III ჯგუფი - 30.8 წამი

საუკეთესოდ თავი ამ დავალებას ისევ მეორე ჯგუფმა გაართვა, ხოლო ყველაზე


ცუდად მესამე ჯგუფმა. სავარაუდოდ ყურადღების შენარჩუნება უფრო უკეთ
სტუდენტებს დღის პირველ ნახევარში გამოსდით. ჯერ კიდევ ახლად
გამოფხიზლებულ ჯგუფს ოდნავ უკეთესი შედეგი აქვს ვიდრე მესამე ჯგუფს,
რომელსაც უკვე დაღლილობა ეტყობა. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, შედეგების
მიხედვით ამ სტუდენტებს დროის საუკეთესო მონაკვეთში აქვთ ლექცია, როდესაც
ძილიანობა მინიმუმამდეა დაყვანილი, დაღლილობასთან ერთად.

კვლევის შედეგების ახსნა


არის თუ არა კორელაციური კავშირი სტუდენტების კოგნიტურ ფუნქციებსა და
დღის მონაკვეთს შორის რა დროსაც ლექცია ტარდება?

შედეგებიდან გამომდინარე მეტნაკლებად შეგვიძლია ასე ჩავთვალოთ, რადგანაც


საუკეთესო შედეგი საერთო ჯამში მეორე ჯგუფმა დადო. კვლევაში ვერ
კონტროლდება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა სტუდენტების ძილის რეჟიმის
მოწესრიგებულობის ხარისხი, მათი დღის წესრიგი და დატვირთული რეჟიმი (ვისი
მეტად ვისი ნაკლებად). ამიტომ, თუ ექსპერიმენტის მონაცემებს დავეყრდნობით,
შეგვიძლია თქმა, რომ კოგნიტური უნარების საუკეთესოდ გამოყენება სტუდენტებს
დღის პირველ ნახევარში (დილის 11 საათიდან შუადღის 1 საათამდე) შეგვიძლია.
ამ დროს ნაკლებად გვაწუხებს ძილიანობა, დაღლილობა, ყურადღების,
კონცენტრაციის დაკარგვა და ა.შ.

You might also like