You are on page 1of 3

დავალება 4:

ჯგუფში მუშაობის დავალება შედგება 7 საკითხისგან :


0,5 ქულიანი ოთხი კითხვა
1 ქულიანი 2 ტესტი
1 ქულიანი 1 სიტუაციური ამოცანა
სულ: 5 ქულა

მეთოდი აქტიურობა
კითხვები ჯგუფში მუშაობისთვის: სულ 2 ქულა
1.რა პრინციპით დავაჯგუფოთ მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის დროს
(აღწერეთ თითოეული)
0,5 ქულა
2. ჩამოთვალეთ ჯგუფური მუშაობის წარმართვის წესები, მასწავლებლის როლი
ჯგუფურ მუშაობაში 0,5
ქულა
3. რომელი უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ჯგუფური მუშაობა 0,5ქულა
4. დაასახელეთ სამი შედეგი, რომელიც თანამშრომლობითი სწავლის გზით
მიიღწევა და მოიყვანეთ თითოეულის დამადასტურებელი არგუმენტები. 0,5ქულა

1 სიტუაციური ამოცანა -1 ქულა

5. მასწავლებელმა გადაწყვიტა კლასში ჯგუფური მუშაობით წარემართა


გაკვეთილი. მან კლასი დაყო ხუთ ჯგუფებად, მისცა დავალება და
განუსაზღვრა დრო– 20 წუთი. თვითონ კი მოსწავლეთა რვეულების შემოწმება
დაიწყო. გარკვეული დროის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ორ ჯგუფში სრული
ჩართულობა შეიმჩნეოდა, სამში–კი მხოლოდ ერთი მოსწავლე ასრულებდა
დავალებას. დანარჩენი სხვა საქმით იყო გართული. დროის ამოწურვის შემდეგ
მასწავლებელმა მოისმინა ხუთივე ჯგუფის პრეზენტაცია და ყველა ჯგუფი
შეაქო. ჩამოწერეთ ყველა შეცდომა, რომელიც მასწავლებელმა გაკვეთილის
წარმართვისას დაუშვა და მიეცით შესაბამისი რეკომენდაცია. პასუხი
დაასაბუთეთ

2 ტესტი: სულ 2 ქულა


6. ჯგუფური მუშაობის შესახებ გამოთქმული რომელი მოსაზრება/მოსაზრებებია
მართებული? აირჩიეთ სწორი პასუხი და დაასაბუთეთ
ჯგუფური მუშაობა ნაკლებად უწყობს ხელს ინიციატივასა და საკუთარი
ძალების რწმენას.
II. ჯგუფური მუშაობისას რთულია თითოეული მოსწავლის მიერ
შესრულებული სამუშაოს შეფასება.
III. მოსწავლეებს ჯგუფურად უფრო უჭირთ რთული დავალების
შესრულება, ვიდრე დამოუკიდებლად.
ა) მხოლოდ I
ბ) მხოლოდ I და II
გ) მხოლოდ II და III
დ ) მხოლოდ III
1ქულა

7.ნუცა ბეჯითი გოგონაა. იგი სისტემატურად მეცადინეობს, მაგრამ მორცხვია,


აკლია თავდაჯერებულობა და ამას გამო ხშირად ვერ ავლენს ცოდნას.
ჩამოთვლილთაგან რომელია მასწავლებლის ეფექტური ქცევები იმისათვის,
რომ ნუცამ შეძლოს სიმორცხვის დაძლევა და საკუთარი ცოდნის გამოვლენა.
დააფქსირეთ სწორი პასუხი და დაასაბუთეთ

ა) მასწავლებელი ინდივიდუალურ დავალებას აძლევს ნუცას, რათა თავიდან


აარიდოს დაძაბულობა
ბ) მასწავლებელი პერიოდულად აქებს და ამხნევებს ნუცას
გ) მასწავლებელი ხშირად მიმართავს შეკითხვით ნუცას და ცდილობს მის
ჩართვას ჯგუფურ მუშაობაში. 1 ქულა

გისურვებთ წარმატებებს!

You might also like