You are on page 1of 10

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გამოკლება 10-ის გავლით


მთავარი თემა

დრო 45 წუთი

სწავლების დაწყებითი, I კლასი


საფეხური

მოსწავლეთა კლასში არის 16 მოსწავლე, არ არის სსსმ მოსწავლე.


პროფილი

გაკვეთილის პედაგოგის მიზანი უნდა იყოს სრულად მიაწოდოს ცოდნა არსებული


მიზნები და საკითხის შესახებ მოსწავლეებ, გაუღრმავოს ცოდნა კონკრეტულ საგანში და
შედეგები დაეხმაროს მოსწავლეებს, რომ გადალახონ შესაბამისი ბარიერები.

წინასწარი მოსწავლეებს გავლილი ჰქონდათ შეკრება 10-ის ფარგლებში


ცოდნა

შეფასების მოსწავლეთა ჩართულობის მიხედვით მასწავლებელი გაიგებს მოსწავლეთა


საგანი და ცოდნის დონეს, მოსწავლეების მსჯელობისას მასწავლებელი დააკვირდება და
პროცედურები გაიგებს მათი აზროვნების თავისებურებებს. მასწავლებელი გამოიყენებს
განმავითარებელ შეფასებას და მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და
კომენტარების დახმარებით, მუდმივად მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც
საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში დაეხმარება.

1
სასწავლო  დაფა;
მასალა და  2 ფერის ფურცლები;
ტექნიკური  მარკერი;
რესურსები  2 ცალი ჭიქა ან კონტეინერი

გაკვეთილის მასწავლებელი აგვარებს ისეთ ორგანიზებულ საკითხებს, როგორებიცაა: სიის


მსვლელობა/ ამოკითხვა, წესრიგის დამყარება, გეგმის გაცნობა მოსწავლეებისთვის და
საკლასო ეკითხება მოსწავლეებს იყო თუ არა რაიმე გაუგებარი საშინაო დავალებისას. ( 3
მენეჯმენტი წუთი )
გამოწვევის ფაზისთვის მასწავლებელი ახსენებს 10-ის გავლით შეკრებას
მოსწავლეებს და შემდეგ იწყებს უკვე გამოკლების ახსნას, დაფაზე წერს, მაგ: 12-7
- თავდაპირველად 12-ს აკლებს 2-ს რომ დაიყვანოს 10-მდე და შემდეგ 5-ს,
მსგავსი ხერხით აკეთებს რამდენიმე მაგალითს. (5 წუთი)

აქტივობა I:
მასწავლებელს ორ კონტეინერში ულაგია ფერადი ფურცლები, რომლებზეც
სხვადასხვა ციგრებია დათანილი, მოსწავლე თითო კონტეინერიდან ღებს თითო
ფურცელს და დაფაზე წერს მაგალითის სახით ( თუ პირველი კონტეინერიდან
ამოიღო ფურცელი, რომელზეც დატანილია ციფრი 13, ხოლო მეორეზე 7,
დაფაზე წერს 13-7) და ხსნის 10-ის გავლით. (10 წუთი)

აქტივობა II:
მასწავლებელს პირველ ჯერზე გამოჰყავს 2 მოსწავლე ერთს აძლევს დავუსვათ,
11 ფურცელს, ხოლო მეორეს - 7-ს. მოსწავლეები მოცემულ მოქმედებას წერენ
ამოცანის სახით და 10-ის გავლით ხსნიან მას და იგებენ რომელს უფრო მეტი
ფურცელი აქვს და რამდენით. (7 წუთი)

აქტივობა III:
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს მსგავსი ფორმატის გასაფერადებელს,
სთხოვს თითოეული მაგალითის ამოხსნას და შესაბამის ფერად გაფერადებას.
(10 წუთი)

2
წითელი = 13 ყვითელი = 9 ლურჯი = 7 ნარინჯისფერი = 11

მწვანე = 8 ვარდისფერი = 6 იისფერი = 9 ყავისფერი = 12

3
გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის -ით მეტი, -ით ნაკლები; იმდენივე. ეროვნული ფულის ერთეულები


მთავარი თემა

დრო 45 წუთი

სწავლების დაწყებითი, I კლასი


საფეხური

მოსწავლეთა კლასში არის 24 მოსწავლე, არ არის სსსმ მოსწავლე.


პროფილი

გაკვეთილის გაკვთილის მიზანია, მოსწავლეებს შეეძლოთ ანგარიში -ით მეტისა და -ით


მიზნები და ნაკლების გამოყენებით. და ერთმანეთისგან განასხვავონ ეროვნული ვალუტის
შედეგები კუპიურები.

წინასწარი მოსწავლეებს წინასწარი ცოდნა აქვთ რაოდენობათა შედარების შესახებ


ცოდნა

შეფასების მოსწავლეთა ჩართულობის მიხედვით მასწავლებელი გაიგებს მოსწავლეთა


საგანი და ცოდნის დონეს, მოსწავლეების მსჯელობისას მასწავლებელი დააკვირდება და
პროცედურები გაიგებს მათი აზროვნების თავისებურებებს. მასწავლებელი გამოიყენებს
განმავითარებელ შეფასებას და მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და
კომენტარების დახმარებით, მუდმივად მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც
საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში დაეხმარება.

4
სასწავლო  დაფა;
მასალა და  ცარცი;
ტექნიკური  ფოტოები ეროვნული ფულის გამოსახულებით (შესაძლებელია
რესურსები რეალურის მსგავსი ,,ყალბი’’ ფულის გამოსახულებების გამოყენება);
 მარკერი;
 ფოტოები ანიმაციური გმირების გამოსახულებით

გაკვეთილის მასწავლებელი აგვარებს ისეთ ორგანიზებულ საკითხებს, როგორებიცაა: სიის


მსვლელობა/ ამოკითხვა, წესრიგის დამყარება, გეგმის გაცნობა მოსწავლეებისთვის და
საკლასო ეკითხება მოსწავლეებს იყო თუ არა რაიმე გაუგებარი საშინაო დავალებისას. ( 3
მენეჯმენტი წუთი )
გამოწვევის გაზისთვის მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ეროვნული
ფულის შესახებ და ანახებს ფოტოებს, როგორი იყო ახლა და როგორ
გამოიყურება ახლა (5 წუთი)

აქტივობა I:
მასწავლებელი მოსწავლეებს ანახებს ხუთლარიანს და სთხოვს, რომ
ერთლარიანებად და ორლარიანებად დაახურდაონ ბავშვებმა, გამოიყენება
ყველა შესაძლო ვარიანტი (5=2+2+1; 5=2+1+1+1; 5=1+1+1+1+1); პედაგოგი
ბავშვებთან ერთად მსგავსი ხერხით განიხილავს ათლარიანის დაშლას. (10
წუთი)

აქტივობა II:
პედაგოგი განიხილავს პრაქტიკულ ამოცანას, მაგალითად: სათამაშოების
მაღაზიაში მიკი მაუსი 7 ლარი ღირს, დეიზი (იხვი გოგონა) 3 ლარით იაფია,
ვიდრე მიკი მაუსი, პლუტო 3 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე მიკი მაუსი.
პლუტოს მეგობარი გუფი, იმდენივე ლარი ღირს, რამდენიც პლუტო. მინი მაუსი
5 ლარით ძვირი ღირს, ვიდრე მიკი, ხოლო მინის მეგობარი დონალდი იმდენივე
ლარი ღირს, რამდენიც მინი.
მოსწავლეები ეტაპობრივად ითვლიან თითოეული სათამაშოს ღირებულებას.

5
მიკი მაუსი გუფი მინი მაუსი

აქტივობა III:
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები გამოთვლიან თითოეული სათამაშოს
ღირებულებას, მასწავლებელი სთავაზობს შემდეგ დავალებას, წარმოიდგინონ,
რომ მათ აქვთ 5 ლარი, რომელი სათამაშოს ყიდვას შეძლებენ მაღაზიაში?
რამდენი ეკუთვნის ხურდა, თუ შეიძენს ,,პლუტოს’’? მსგავსად განიხილება 10
ლარის შემთხვევა და კარგი იქნება, თუ მასწავლებელს წინასწარ
ექნება ,,სათამაშო ფულები“ გამზადებული, მათი გამოყენება მოსწავლეებს
გაუადვილებს რეალობის მსგავსად აღიქვა მოცემული ამოცანა (10 წუთი)

6
გაკვეთილის თემა ორნიშნა რიცხვების დასახელებები ოცის ფარგლებში; დაშლა რამდენიმე
შესაკრებად

დრო 45 წთ

სწავლების დაწყებითი, I კლასი


საფეხური

მოსწავლეთა კლასში არის 16 მოსწავლე, არ არის სსსმ მოსწავლე.


პროფილი

გაკვეთილის გაკვეთილის მიაზნია მოსწავლეებმა თავისუფლად შეძლონ ორნიშნა რიცხვების


მიზნები დასახელება ( 20-ის ფარგლებში) და მათი შესაკრებებად დანაწერება

წინასწარი ცოდნა ბავშვებმა უკვე იციან რიცხვების ჩაწერა და უტოლობების შედგენა

შეფასების საგანი და მოსწავლეთა ჩართულობის მიხედვით მასწავლებელი გაიგებს


პროცედურები მოსწავლეთა ცოდნის დონეს, მოსწავლეების მსჯელობისას მასწავლებელი
დააკვირდება და გაიგებს მათი აზროვნების თავისებურებებს.
მასწავლებელი გამოიყენებს განმავითარებელ შეფასებას და მოსწავლე,
მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით,
მუდმივად მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის
გათვითცნობიერებაში დაეხმარება.

სასწავლო მასალა და 10 ცალიან კვერცხის კონტეინერში მოთავსებული ბურთები (2 ცალი და + 1


ტექნიკური ცარიელი კონტეინერი), ქუდი, ჭიქა, ფერადი ბურთები, დაფა, ცარცი
რესურსები

გაკვეთილის მასწავლებელი აგვარებს ისეთ ორგანიზებულ საკითხებს, როგორებიცაა:


მსვლელობა/ სიის ამოკითხვა, წესრიგის დამყარება, გეგმის გაცნობა მოსწავლეებისთვის
საკლასო და ეკითხება მოსწავლეებს იყო თუ არა რაიმე გაუგებარი საშინაო
მენეჯმენტი
დავალებისას. ( 3 წუთი )

გავლილი მასალის გახსენება ზეპირად ( 5 წუთი)

7
აქტივობა I: ათეულების შეკრება, მაგ: ერთ ათეულს ვუმატებთ ერთ ერთეულს
და გასაგებად ვუხსნით ბავშვს, რომ ეს არის ათზე ერტით მეტი ანუ 11 და ა.შ.
პარარელურად 10 ცალიანი ბურთების კონტეინერს ვამატებთ, რომ მეტად
თვალსაჩინო გავხადოთ. (7 წუთი)

აქტივობა II: ქუდში ან ნაჭრის ჩანთაში დავმალავთ ფერად ბურთებს, სულ გვაქვს
7 ცალი, რამდენიმე ბურთს ჩავყრით ქუდში, ხოლო დარჩენილს გადავიტანთ
ჭიქაში. ბავშვები ვერ ხედავენ მასწავლებელმა ქუდში რამდენი ბურთი დამალა,
მაგრამ ხედავენ ბურთების რაოდენობას, დავუშვათ, ჭიქაში არის 5 ბურთი, სულ
გვქონდა 7 ე.ი 7-5=2 (2 ბურთია ქუდში), მასწავლებელი ცვლის რიცხვებს და
სხვადასხვა მაგალითის სახით სთხოვს ბავშვებს ამოხსნას. (10 წუთი)

აქტივობა III: მასწავლებელს წინასწარ აქვს ტესტები გამზადებული და


მოსწავლეებს სთხოვს დამოუკიდებლად მათ შესრულებას. ნიმუში: (10 წუთი)

გაკვეთილის თემა შეკრება და გამოკლება 20-ის ფარგლებში მაგალითების შედგენით


8
დრო 45 წთ

სწავლების დაწყებითი, I კლასი


საფეხური

მოსწავლეთა კლასში არის 16 მოსწავლე, არ არის სსსმ მოსწავლე.


პროფილი

გაკვეთილის გაკვეთილის მიზანია მოსწავლეს თავისუფლად შეეძლოს 20-ის ფარგლებში


მიზნები შეკრება-გამოკლება და მაგალითების შედგენა

წინასწარი ცოდნა ბავშვებმა უკვე იციან რიცხვების მიმატება

შეფასების საგანი და მოსწავლეთა ჩართულობის მიხედვით მასწავლებელი გაიგებს


პროცედურები მოსწავლეთა ცოდნის დონეს, მოსწავლეების მსჯელობისას მასწავლებელი
დააკვირდება და გაიგებს მათი აზროვნების თავისებურებებს.
მასწავლებელი გამოიყენებს განმავითარებელ შეფასებას და მოსწავლე,
მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით,
მუდმივად მიიღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის
გათვითცნობიერებაში დაეხმარება.

სასწავლო მასალა და დაფა, ცარცი, კამათელი, ფერადი ფანქრები / ფლომასტერები, ფურცლები


ტექნიკური
რესურსები

გაკვეთილის მასწავლებელი აგვარებს ისეთ ორგანიზებულ საკითხებს, როგორებიცაა:


მსვლელობა/ სიის ამოკითხვა, წესრიგის დამყარება, გეგმის გაცნობა მოსწავლეებისთვის
საკლასო და ეკითხება მოსწავლეებს იყო თუ არა რაიმე გაუგებარი საშინაო
მენეჯმენტი
დავალებისას. ( 3 წუთი )

გავლილი მასალის გახსენება ზეპირად ( 5 წუთი)

აქტივობა I: მასწავლებელი თავდაპირველად გააგორებს თითო კამათელს და


რიცხვებს დჩაწერს მაგალითის სახით დაფაზე, შემდეგ გააგორებს ორ-ორ
კამათელს და უკვე ორნიშნა რიცხვებს დაწერს დაფაზე ამოსახსნელად.
შესაძლებელია და უკეთესიცაა, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ სათითაოდ, მათ
გავაგორებინოთ კამათლები, ჩავაწერინოთ და ამოვახსნევინოთ მაგალითები. (10
წუთი)

აქტივობა II: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ადგენს ზღაპარს, სადაც


9
მთავარ პერსონაჟს მათემაიკური თავსატეხების გავლა უწევს. მაგ: წითელქუდას
დედამ კალათში ჩაულაგა, 3 წითელი, 2 მწვანე და 4 ყვითელი ვაშლი. სულ
რამდენი ვაშლი გაატანა დედამ წითელქუდას? შესაძლებელია მსგავსად
გაგრძელდეს მთელი ზღაპარი. (15 წუთი)

აქტივობა III: მასწავლებელს მოსწავლეებს მათ მიერ გავლილი ზღაპრის


დასურათებას სთხოვს, რათა უკეთესად დაამახსოვრდეთ ბაშვებს ახსნილი
მასალა თვალსაჩინოების პრინციპის გამოყენებით. (7 წუთი)

10

You might also like