You are on page 1of 2

კლასი _მე-7

კომპლექსური დავალება_ ბეჭედი

საგანი - ფიზიკა

საკითხი/საკითხები - მატერია, ნივთიერების სიმკვრივე, მოცულობა, მასა./


ფიზიკური სხეული, მოლეკულა, ნივთიერება, მოცულობა, აგრეგატული მდგომარეობა, სიმკვრივე.

სამიზნე ცნება:
მატერია - შედეგი: (ფიზ.საბ. 1,4,5,6,7,8,9,10,11,12 )

დავალების პირობა:
ნინიმ და ანიმ პარკში სეირნობისას ბეჭედი იპოვეს, რომელიც მზეზე
ოქროსფრად ბრწყინავდა. ნინიმ გადაწყვიტა ბეჭედი ოქრომჭედელთან წაეღო და
დაედგინა იყო თუ არა ბეჭედი ოქროსი. ანიმ უთხრა მათ თავადაც შეეძლოთ ამის
დადგენა.

როგორ ფიქრობთ, მოახერხებდენ გოგონები გაეგოთ იყო თუ არა ბეჭედი ოქროსი?

თქვენი დავალებაა გამოიკვლიოთ როგორ შეიძლება გავიგოთ რა ნივთიერებისგან არის დამზადებული


მოცემული ფიზიკური სხეული.

ჩაატარე კვლევა , შექმენით კვლევითი ნაშრომი და პრეზენტაციაზე წარმოადგინე power pointis


საშუალებით.

ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:


 როგორ შეიძლება უფორმო სხეულის მოცულობის დადგენა.
 როგორ შეგვიძლია ექსპერიმენტულად განვსაზღვროთ ნივთიერების სიმკვრივე.
 როგორ შეძლებდენ ნინი და ანი დაედგინათ რა ნივთიერებისგან იყო დამზადებული ბეჭედი.
 როგორ შეგიძლია დაამზადო სასწორი სხეულის მასის დასადგენად. მოიფიქრე რას გამოიყენებ
საპირწონედ. შეიძლება თუ არა საპირწონედ გამოიყენო წყალი.

პრაქტიკული რჩევები კომლექსური დავალებისთვის:


1. დაამზადე მენზურა
საჭირო მასალა:
მინის ან პლასტმასის ცილინდრული ფორმის გამჭირვალე ჭურჭელი. 5მლ მოცულობის შპრიცი,
მარკერი, ქაღალდის წებოვანი ლენტი.
2. დაამზადე პინებიანი სასწორი
საჭირო მასალა:
1) სახაზავი, ორი ერთჯერადი პოლიეთილენის ჭიქა, მსხვილი ძაფი.
https://www.youtube.com/watch?v=KDL3YUU-iFQ

შესაძლო რესურსები: ინტერნეტრესურსი (მიაწოდებს მასწავლებელი)


მინის ან პლასტმასის ცილინდრული ფორმის გამჭირვალე ჭურჭელი. 5მლ მოცულობის შპრიცი,
მარკერი, ქაღალდის წებოვანი ლენტი.
სახაზავი, ორი ერთჯერადი პოლიეთილენის ჭიქა, მსხვილი ძაფი.
ნებისმიერი ნივთიერების პატარა უფორმო სხეული.

You might also like