You are on page 1of 5

 გაკვეთილი 7.

27 ემოციის დამუშავება

მაგალითებზე დაყრდნობით ემოციის ფუნქციის შემუშავება

 მიზანი:
1. ემოციების სამყაროს გაცნობა;
2. ემოციების გამოყენების უნარის განვითარება.

 გაკვეთილის მიზნები:

 ვასწავლოთ ბავშვებს:დავალება:

1. ნასწავლი მასალის გამეორება,


2. ემოციების სამყაროს გაცნობა,
3. უსიამოვნო ემოციების სარგებლიანობის განსაზღვრა.
4. ემოციების გამოყენების უნარის განვითარება მოცემული სიტუაციების
მაგალითზე.

 გაკვეთილისთვის საჭირო მასალა:

1. ფერადი ფანქრები, მარკერები და კალმები;


2. ბარათები - 27 ემოცია;
3. სამუშაო რვეული;
4. ტექსტი."დასაწყისის მცველები“ ბავშვთა რაოდენობის მიხედვით
დაბეჭდილი.

 სცენარი: მისალმება (2-3 წუთი).

გაკვეთილს ვიწყებთ ორიგინალური ტრადიციული მისალმებით.


 საშინაო დავალების შემოწმება. (5-10 წუთი.)

გადავხედოთ საშინაო დავალებებს და განვიხილოთ რა ემოცია განვიცადეთ


დავალების შესრულების დროს.

 ემოციური სავარჯიშო (5-7 წუთი)

 გაითვალისწინეთ!!!ნებისმიერი მოკლე ლექსი, რომელიც


ცნობილია ყველა მონაწილისთვის, ენის გასატეხი, რითმის
ათვლა და ა.შ.) შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც
ტექსტი სავარჯიშოდ.

 მიზანი:
 ჯგუფში ინტეგრირება;
 ენერგიულობა..
მასწავლებელი ბავშვებს განალაგებს წრეზე და სთხოვს ხმამაღლა წარმოთქვან
ცნობილი ლექსი:


თქვი, არჯაკელო ხვიარა,
ქსანზე ვინ ჩამოიარა?
- რა ვი, ღრუბლებზე ვფიქრობდი
და არა გამიგია რა...
- მეც... სხვათა შორის ვიკითხე,
სალაპარაკოდ კი არა.


 გამეორება. თამაში "კოპირება" (5-7 წუთი.)


სავარჯიშოსათვის დაგვჭირდება 27 ემოციის დასახელებები.

სავარჯიშო : შემთხვევითობის პრინციპით ბავშვი ირჩევს 27 ემოციიდან ერთ-ერთს


მან უნდა მოიფიქროს ამ ემოციის შესაბამისი სიტუაცია ( რა ვითარებაში ჩნდება ეს
ემოცია) და ხმის ამოუღებლად ჟესტებითა და მოქმედებებით უნდა აღწეროს სიტუაცია
და შესაბამისი ემოცია.
დანარჩენმა ბავშვებმა უნდა გამოიცნონ რა სიუჟეტის აღწერას ცდილობდა
მონაწილე და რომელი ემოცია იმალებოდა ბარათის მიღმა.

 ემოციების თეატრი - პანტომიმა. (5-7 წუთი)


მიეცით ბავშვებს ემოციების დარჩენილი ბარათები, რომლებიც არ იყო
გამოყენებული თამაში "კოპირების“ დროს და სთხოვეთ, წარმოაჩინონ მიღებული
ემოცია უსიტყვოდ. მოსწავლეები გამოდიან რიგ-რიგობით და აჩვენებენ ემოციას
დანარჩენები კი განსაზღვრავენ. სავარჯიშოს უფრო რთული ვარიანტი: ჩაწერეთ
მოსწავლეთა ვიდეოები, შემდეგ უყურეთ მათთან ერთად და გააანალიზეთ, თუ რა
საშუალებებითიყო გამოვლენილი გარკვეული ემოციები.

 ემოციური მოთხრობები (20 წუთი)


ბავშვები 27 ემოციიდან ირჩევენ ერთს (ბარათს ან თვითონ ირჩევენ ან თქვენ
ურჩევთ). შემდეგ მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს შექმნან ისტორია მოცემულ
ემოციაზე ნახატებით ან კომიქსის სახით. მოთხრობა უნდა შეიცავდეს არაუმეტეს 6
სურათს და გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წუთისა !!! დავალება სრულდება სამუშაო
რვეულში.

 გაკვეთილი 7. დავალება 1.
მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ (10-15 წუთი.)

თითოეული მოსწავლე გამოდის და ჯგუფს წარუდგენს თავის მოთხრობას.

მასწავლებელი: „შეეცადეთ მაქსიმალურად ასახოთ ის ემოცია, რომელიც თქვენს


ისტორიაში ჩადეთ. დანარჩენებმა ეცადეთ დაადგინოთ რა ემოცია იყო ჩადებული ამ
ამბავში. ჩაიწერეთ ვერსიები რვეულში. ბოლოს შეადარეთ შედეგები და გააკეთეთ
კომენტარი.“
იმსჯელეთ რამდენად ადვილი იყო ემოციის შესაბამისი ამბის მოფიქრება და თხრობა?

 ემოციის ფუნქცია. უსიამოვნო, მაგრამ სასარგებლო ემოციები. (10 წუთი)

სთხოვეთ ბავშვებს დაფიქრდნენ:


1. ხომ არ იყო მათ ისტორიებში უსიამოვნო ემოციის ამბავი?
2. რა როლი ითამაშა ემოციებმა მათ მიერ მოფიქრებულ მოთხრობებში?
3. ამოადგათ თუ არა ეს ემოციები? თუ კი, დაასახელონ მიზეზი.
კითხვების შემდეგ ბავშვებს დაურიგეთ ტექსტი "დასაწყისის მცველები“
და სთხოვეთ წაიკითხონ 1 დან 5 გვერდამდე.

 გაითვალისწინეთ!!! დავალება სრულდება სამუშაო რვეულში.

 გაკვეთილი 7. დავალება 2.
წაკითხული მონაკვეთიდან შეარჩიონ და დაწერონ უსიამოვნო ემოციების
სასარგებლო ფუნქციები.

 შენიშვნა: დანარჩენი დავალებები ტექსტიდან გააკეთონ სახლში.

 შეჯამება (2-3 წუთი)


 დაუსვით ბავშვებს შემდეგი კითხვები:

 რისთვის გვჭირდება ემოციები?


 როგორ შეიძლება გამოვიყენოთ უსიამოვნო ემოციები?
 რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამ გაკვეთილზე?

 თვითშეფასება (2 წუთი).
 სამუშაო რვეულში შეავსეთ თვითშეფასების ფურცელი.

 საშინაო დავალება (2-3 წუთი)


 წაიკითხეთ ტექსტი "დასაწყისის მცველები".
 თქვენს რვეულებში უპასუხეთ შემდეგ კითხვას: როგორ მუშაობს ემოციის
ქვეყანა?
 დაასრულეთ გაკვეთილზე დაწყებული სამუშაო. დაწერეთ დარჩენილი
მაგალითები ტექსტიდან, სადაც ახსნით ემოციის სარგებელს.
 როგორ ფიქრობთ, რა სარგებელი მოაქვს უსიამოვნო ემოციებს?

 გამოსამშვიდობებლად (2-3 წუთი)

შეასრულეთ გაკვეთილის დასრულების ტრადიციული რიტუალი.

დაემშვიდობეთ შემდეგ შეხვედრამდე!!!


  

You might also like