You are on page 1of 4

1.

მოუსმინეთ ნაწყვეტს რადიოსპექტაკლიდან „განსაცდელი“ რიჩარდ ჰიუზის


ნაწარმოების მიხედვით. ამ ნაწყვეტის მოსმენისას რა წარმოგიდგებათ თვალწინ და
რა შეგრძნებები გაუფლებათ? გამოთქვით ვარაუდები და დაახარისხეთ ისინი
შემდეგი ნიშნების მიხედვით (ჩამოწერეთ ქაღალდზე თქვენი ვარაუდები შემდეგი
სახით):
რა წარმომიდგება რა შეგრძნებები
თვალწინ? მეუფლება?

გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:


1. თქვენ მიერ დახარისხებულ ვარაუდებიდან, რომელი ეფუძნება უშუალოდ მოქმედ პირთა
მიერ წარმოთქმულ სიტყვებში ჩადებულ ინფორმაციას?
2. რომელი ვარაუდები ეფუძნება არა სიტყვებს, არამედ სიტყვებით გამოწვეულ განწყობას?
3. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
4. როგორ ფიქრობთ, რით არის ნაკარნახევი თქვენი ვარაუდები მოვლენათა განვითარების
შესახებ:
➢ მოქმედ პირთა მიერ წარმოთქმულ სიტყვებში ჩადებული ინფორმაციით?
➢ სიტყვებით გამოწვეული განწყობით?
5. კვლავ ყურადღებით მოუსმინეთ ჩანაწერს და ახსენით, რა ემოციებს გამოხატავს
პერსონაჟების ინტონაციები?
6. როგორ ფიქრობთ, რომელი მომქმედი პირის შემდგომი ქცევა უფრო ადვილად
ამოსაცნობია? რატომ?
7. როგორ ფიქრობთ, ამ ნაწყვეტში ემთხვევა თუ არა სიტყვებით გადმოცემული შინაარსი და
განწყობა ერთმანეთს?

2. მოუსმინეთ ნაწყვეტს რადიოდადგმიდან „თოვლის კაცი“. დადგმა ინგლისურ ენაზეა,


ნუ შეეცდებით ამ ნაწყვეტის შინაარსის გაგებას, ყურადღება გაამახვილეთ მოქმედ
პირთა ინტონაციებზე და მეტყველების მანერაზე. გამოთქვით ვარაუდები შემდეგ
საკითხებზე:
➢ რა ჟანრის ნაწარმოებია? რატომ ჩათვალეთ ასე?
➢ ვინ არიან მოქმედი პირნი?
➢ რა განწყობა შემოაქვს თითოეულ პერსონაჟს?
➢ აღწერეთ, როგორ ქმნის განწყობას თითოეული პერსონაჟი? (ინტონაცია, ტემპი,
ხმის სიძლიერე)
(აქვე შეიძლება მასწავლებლის წიგნში შეიტანოთ შემდეგი მეთოდური რჩევა.
მასწავლებელმა დახაზოს დაფაზე შემდეგი ცხრილი:
პირველი პერსონაჟი მეორე პერსონაჟი
და სათანადო უჯრაში ჩაიწეროს თითოეული პერსონაჟის ინტონაცია, ლაპარაკის ტემპი,
ხმის სიძლიერე.
➢ აღწერეთ, ამ ნაწყვეტის მოსმენისას, რა წარმოგიდგებათ თვალაწინ:
სად ხდება მოქმედება?
როგორი ამინდია?
დღის რა მონაკვეთია?
რა აცვიათ პერსონაჟებს?
იმ გარემოში, სადაც ხდება მოქმედება, არის რამე, რაც იპყრობს ყურადღებას?
გარემოში რა ფერები ჭარბობს?
➢ გამოთქვით ვარაუდები, თუ რა ხდება ამ ეპიზოდში? (ინგლისური ენის მცოდნეებს
ვთხოვთ კომენტარებისგან თავი შეიკავონ)
ახლა კი მოუსმინეთ ამ ნაწყვეტის ტექსტის ქართულ ვარიანტს. (მასწავლებელი
უკითხავს მოსწავლეებს ტექსტის ქართულ ვარიანტს მასწავლებლის წიგნიდან)
- თოვლის კაცი დაბრუნდა.
- ნუ სულელობ!
- მართლა. მე ვნახე ის გაზონზე.
- თოვლმა გადაიღო, აღარ თოვლს!
- აქედან შენ ვერ დაინახავ, ის გაზონზეა.
- ეს ბოლო შემთხვევაა როდესაც......
- შეიძლება მასთან თამაში?
- იქ არ არის თოვლის კაცი, არც არასდროს ყოფილა თოვლის კაცი!
- ხომ შეიძლება, ხომ შეიძლება!
- რა შეიძლება?!
- გასვლა და მასთან თამაში. თოვლის კაცთან. ხომ შეიძლება, გთხოვ.
- წამომყევი, წამოდი. აი შეხედე, გაიხედე, კოლინ - აქ ჩანს მხოლოდ გაზონი, ბილიკი,
ღორღი და ღობე. მეტი არაფერი, არავითარი თოვლის კაცი, ა-რა-ფე-რი! ახლა არც კი
თოვლს!
- იქ არის თოვლის კაცი! მე ვხედავ თოვლის კაცს.
- გეყოფა ასე თამაში!
- მე არ ვთამაშობ. იქ არის. ალექსი თამაშობდა მასთან.
- რა?
- ალექსი. და ახლა სძინავს.
- სძინავს?
- ის თამაშობდა თოვლის კაცთან და ახლა ჩაეძინა.
- რაზე ლაპარაკობ, სად არის?
- ის ისევ ცივია, გუშინდელივით.
- სად არის? კოლინ, სად არის ალექსი?
- ყინულივით ცივი.
- კოლინ, სად არის?
- ყინულივით ცივი და თოვლივით თეთრი.
- კოლინ! სად არის ალექსი!
- დედა, მეტკინა!
- მითხარი სად არის! მითხარი სად არის!
- ასე მტკივა!
- ის ზემოდაა? თქვენ საძინებელში?
- შენ მე მტკენ!
- ო, ალექს! მაპატიე, მაპატიე, ძალით არ მინდოდა. უბრალოდ, მომხედე, სად არის ალექსი.
უბრალოდ უთხარი დედიკოს, სად არის ალექსი.
- ხომ გითხარი, ახლახანს თოვლის კაცთან თამაშობდა და ახლა...
- ის გარედაა, ამის თქმა გინდა? ის გარედაა?
- ალბათ.
- სად? სად დაზუსტებით?!
- თოვლის კაცთან ერთად.
- კოლინ, გარკვევით მითხარი. უთხარი დედიკოს, სად არის დაზუსტებით, და შენ ამას
დედიკოს ახლავე ეტყვი. კოლინ!
- მას სძინავს. ყინულივით ცივი, ყინულივით ცივი.
- კოლინ!
- ის გომურშია, დედიკო, გომურში!

ქართული ვარიანტის მოსმენისას, რა შეიცვალა თქვენს წარმოდგენებში?


გადახედეთ ზემოთ დასმულ კითხვებს.
(მეთოდური რჩევა მასწავლებელიბისთვის:
მასწავლებელი ტექსტის წაკითხვის შემდეგ უბრუნდება კითხვებს და თავიდან
მოსწავლეებთან ერთად გადახედავს შევსებულ ცხრილს და საჭიროებისამებრ შეაქვს
ცვლილებები.
ბოლოს დასკვნის სახით უნდა დაიწეროს, რომ ბავშვის მშვიდი, ოდნავ გაუცხოებული
განწყობა მიღწეულია რბილი, ოდნავ ერთფეროვანი ინტონაციური სვლებით, ლაპარაკის
მშვიდი, თანაბარი ტემპით. მაშინ როდესაც ქალის ინტონაციები გამოირჩევა ტონებს
შორის მკვეთრი ნახტომებით, ჩუმი და ხმამაღალი ხმის სწრაფი მონაცვლეობით და
სწრაფი ლაპარაკით, რაც მის ისტერიულ მდგომარეობას წარმოაჩენს)
3. გამოიტანეთ დასკვნები. (მასწავლებელი კვლავ ხაზავს სქემას)

რას წარმოგვიჩენს სიტყვა? რას წარმოგვიჩენს


ინტონაცია?

თქვენ მიერ შედგენილი სიიდან რომელია წარმოჩენები, რომლის მხოლოდ


შეგრძნება შეიძლება, და წარმოჩენები, რომლის დანახვაც შეიძლება?

4. დააკვირდით ამ სანოტო ჩანაწერს და გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:


ა)

ბ)

რას ხედავ უჩვეულოს ამ სანოტო ჩანაწერში?


როგორ ფიქრობთ, რატომ არის ეს ჩანაწერი ასე წარმოდგენილი? (გამოთქვით
ვარაუდები)
თქვენი აზრით, რომელ მაგალითში ხმის მოძრაობა უკიდურეს მღელვარებას
გადმოსცემს? რატომ?
დააკვირდი ხმის მოძრაობის დიაგრამას. შეადარე, რომელი სანოტო ჩანაწერი
იწყება ასე: ა) თუ ბ)?

მოუსმინე სამ ფრაზას რადიო სპექტაკლიდან „თოვლის კაცი“. ამოიცანი რომელი


ორი ფრაზა არის ჩაწერილი ამ სანოტო მაგალითებში? (შეარჩიერთ სწორი
პასუხი):
ა) 1, 2 ბ) 2, 3 გ) 1, 3

5. LMMS. ჩაწერე ეს სანოტო ჩანაწერები Piano-Roll ფანჯარაში. ნოტების ზუსტი სიმაღლე


თავად შეარჩიე. გადაიტანე სემპლი Song-Editor ფანჯარაში და მოუსმინე, რა გამოგივიდა.

You might also like