You are on page 1of 3

1. მოუსმინეთ რამდენიმე ფრაგმენტს.

ზოგი ფრაგმენტი თქვენთვის უნდა იყოს უკვე


ნაცნობი. რომელია ისინი?

ა) 1, 4,6; ბ) 2, 4, 5; გ) 1, 3, 6; დ) 2; 4; 7

რით განსხვავდებიან თქვენთვის უცნობი ფრაგმენტები ნაცნობ ფრაგმენტებისგან?


შეგიძლიათ ახსნათ, რა განწყობას იწვევს თქვენში უცნობი ფრაგმენტები?

2. თქვენ ალბათ მიხვდით, ახალ ფრაგმენტებში თქვენს შეგრძნებაზე, გარდა სხვა


მუსიკალური ხერხებისა, მოქმედებს ინტონაციებიც. რატომ იწვევს ეს ინტონაციები
ასეთ განცდას? როგორც ჩანს, აქაც ინტერვალებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მოუსმინეთ
ამ ინტერვალებს.

I)

სეკუნდა სეპტიმა

ა) რა ინტერვალებია ეს, ჰარმონიული თუ მელოდიური?


ბ) რომელი ინტევალში ბეგერებს შორის უფრო დიდი მანძილია?
გ) როგორ შეიძლება ვუწოდოთ ამ ინტერვალებს დისონანსური, თუ კონსონანსური
ჟღერადობის?

II) ახლა კი მოუსმინეთ მელოდიურ სეკუნდას

1) 2)

ა) რა მელოდიური სეკუნდებია, აღმავალი თუ დაღმავალი?


ბ) რომელი სეკუნდა სიმყარის, სიმშვიდის შეგრძნებას გიტოვებს და რომელი ჟღერს
ავისმომასწავებლად (დაასახელეთ ნომერი)

III) მოუსმინეთ სეკუნდების მეორე წყვილს

1) 2)
რომელი სეკუნდა ჟღერს უფრო ჩაფიქრებულად და რომელი სევდიანად? (დაასახელეთ
ნომრები)
IV)

ბ) რომელი სეპტიმები ჟღერს უფრო აგრესიულად, აღმავალი თუ დაღმავალი?


 აღმავალი
 დაღმავალი
 არცერთი

3. მოუსმინეთ კიდევ ერთხელ პირველ სავარჯიშოში გაჟღერებულ ახალ ფრაგმენტებს


და .მუსადაგეთ სათანადო კომენტარი.

1) ვალენტინ სილვესტროვი, სიმფონია 4


ა) მუსიკაში ისმის საბედისწერო საათის წიკწიკი, რომელიც დაღმავალი სეკუნდების
ოსტინატოთი გადმოიცემა:
ბ) სიმებიანებში დაბალ რეგისტრის სეპტიმების ოსტინატოთი გადმოცემულია დროის
დინება, რომელიც საბედისწრო წამს გვაახლოვებს;
გ) ისმის სეპტიმაზე ინტონაციური სვლის მძიმე, ნელი ინტონაციური „ნაბიჯები“,
რომელიც ვეებერთელა საშიში ცხოველის მოძრაობას მოგვაგონებს

2) ჯეიმს მაკმილანი, „ღრმა, მაგრამ თვალისმომჭრელი წყვდიადი“


ა) სიმებიანის ნახტომები სეკუნდიდან სეპტიმაზე კუთხეში მოქცეული ადამიანის
სიძულვილით სავსე უძლურ წყევლას გვაგონებს;
ბ) სიმებიანის ჰარმონიულ სეკუნდაზე ოსტინატო, მომაბეზრებელ ზუზუნს მოგვაგონებს;
გ) სიმებიანის პარტიაში სეკუნდიდან სეპტიმაზე სვლები გამარჯვებულის შეძახილებს
გვაგონებს

3) ბელა ბარტოკი, „სასწაულებრივი მანდარინი“


ა) სიმებიანების პარტიაში მბრუნავი მოტივის ფონზე ჰარმონიული სეპტიმის ოსტინატო
დაუოკებელი, წამლეკავი ნაკადის ხმაურს გვაგონებს;
ბ) სეპტიმადან სეკუნდაზე ნახტომები შემტევი ძალის ეფექტს ქმნის;
გ) სიმებიანების პარტიაში მბრუნავი მოტივის ფონზე სეპტიმაზე აღმავალი ოსტინატო
დაუოკებელ, შემტევ, აგრესიულ ვნების გადმოსცემს
4) სერგეი პროკოფიევი, „მონტეგები და კაპულეტები“
ა) სეკუნდური დასაწყისი ჯიუტ და ურჩ ხასიათზე მიუთითებს;
ბ) სეკუნდური დასაწყისი უკიდურესი სიძულვილის ატმოსფეროს ქმნის;
გ) დასაწყისში სეპტიმაზე ნახტომი გარდაუვალი კატასტროფის მოლოდინს გვიჩენს

4. თქვენ ალბათ აქ წარმოდგენილი კადრებით იცანით სიძულვილით სავსე პერსონაჟი


ჯოკერი. ნახეთ ეს ფრაგმენტები და დააკავირდით მუსიკალურ თანხლებას და გაეცით
პასუხები შქვემოდ მოცემულ კითხვებს:

ა)

 როგორ ფიქრობ, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა ამ პერსონაჟის დახასიათება მხოლოდ


ორი ბგერით?
 რა ინტერვალით დაახასიათეს ფილმის ავტორებმა ეს პერსონაჟი? ახსენი რატომ?
 ყურადღებით მოუსმინე ა) ეპიზოდის მუსიკალურ გაფორმებას, რა ხდება ამ
ეპიზოდის მუსიკალურ თანხლებაში?
 თქვენი აზრით, რის თქმა უნდოდა რეჟისორს ამ მუსიკალური კომენტარით?
 ის, რომ პერსონაჟს ცვალებადი ხასიათი აქვს
 ის, რომ პერსონაჟს გაორება აქვს
 ის, რომ პერსონაჟს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს თავში
 სხვა.

You might also like