You are on page 1of 4

კომპლექსური დავალება

მოსწავლის სახელი, გვარი

---------------------------------------------

თემა: მექანიკური და ბუნებრივი მუსიკაში

საკითხი: ელექტრონული მუსიკა

პირობა: მოამზადეთ პატარა მოხსენება „ ტექნოლოგიური და ბუნებრივი ჟღერადობების თანაარსებობა


ელექტრონულ მუსიკაში, კარლჰაინც შტოქჰაუზენის ნაწარმოების „ტელემუსიკის“ ფრაგმენტის
მაგალითზე“.

ინსტრუქცია:

 მოსმენილი ხმების მიხედვით წარმოაჩინეთ, თუ როგორი ბგერებია გამოყენებული ელექტრონულ


მუსიკაში; რა სიახლე შემოიტანა აღნიშნულმა მიმართულებამ მუსიკის ისტორიაში:
 როგორი ხმებია შეტანილი ?
 როგორ თანაარსებობს ბუნება და ტექნიკა ელექტრონულ მუსიკაში?
 როგორ შეიძლება ელექტრონულ მუსიკაში არსებული ბუნებისა და ტექნიკის
ინტერპრეტირება, იმიტირება?

 როგორ განსაზღვრავს ხმები მოცემული ფრაგმენტის აგებულებას;


 როგორ არის დაყოფილი ეს ფრაგმენტი?
 როგორ ნაწილდება ეს ხმები ფრაგმენტში?
 რა ინტერპრეტაციას მისცემდით ამ ფრაგმენტს;
 გამოთქვით, თქვენი დამოკიდებულება, თუ რა განცდას გიტოვებთ ბუნებრივი და სინთეტური
ხმების ერთდროულად გაჟღერება?
 ამ განცდის შედეგად, რა დასკვნას გააკეთებდით ტექნოლოგიური და ბუნებრივი ჟღერადობების
თანაარსებობასთან დაკვშირებით?

ვიდრე მოხსენებაზე დაიწყებდეთ მუშაობას, შეასრულეთ შემდეგი აქტივობები.

1. მოუსმინე მუსიკალურ ფრაგმენტებს და მოცემულ ცხრილში აღნიშნე ნიშნით √ მოსმენილი


ელექტრონული მუსიკის მიმართულებები.

N აკადემიური პოპულარული

1
2
3
4

2.. შტოკჰაუზენი ნოვატორი კომპოზიტორი, რომელმაც დაწერა მუსიკალური ნაწარმოები „ტელემუსიკა“.


აღნიშნული ნაწარმოების ხმები კომპოზიტორმა შეადგინა აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურიბის დროს. თავად
ნაწარმოები შედგება 32 მონაკვეთისაგან. ყოველი მონაკვეთი იაპონურ ინსტრუმენტებზე დარტყმით იწყება.
დარტყმები საკმაოდ მკაფიოდ ჟღერს და ისინი შეგვიძლია დავითვალოთ. გარდა ბუნებრივი ხმებისა
კომპოზიტორმა გამოიყენა ტექნოლოგიური ხმები და შექმნა ელექტრონული აკადემიური მუსიკის ნიმუში.

ა). ყურადღებით მოუსმინეთ ცალკეულ ხმებს და შემდეგ ამოიცანით ისინი თანმიმდევრობით და შეავსეთ
ცხრილი.

 დაადგინეთ მათი თანმიმდევრობა და აღნიშნეთ √ ნიშნით შესაბამის უჯრაში.

ხის დასარტყამი ინსტრუმენტი „ბოკუსე“

(აქვს მაღალი, შედარებით მჟღერი ხმა)

ბრინჯაოს თასი „კეისუ“

(აქვს პატარა ზარის მსგავსი, ხანგრძლივი, მაღალი, წკრიალა ხმა)

გამელანი (ინდონეზია)

(ინდონეზიური ორკესტრი,
რომელშიაც შედის რამდენიმე დასარტყამი ინსტრუმენტი. მისი ჟღერადობა უამრავი პატარა ეჟვანების
გადაძახილს გვაგონებს)
ბუდისტური ზარი „კანე“

(აქვს ხანგრძლივი, დაბალი, ღმა და მდიდრული ჟღერადობა)

იაპონური ტრადიციული მუსიკის ჟანრი „გაგაკუ“


(სხვადასხვა ინსტრუმენტების ორკესტრია, რომელშიაც წამყვანი როლი ჩასაბერ ინსტრუმენტებს ენიჭებათ, მაგ.,
მაღალი რეგისტრის სალამურებს „ჰაისე“ და „კომაბუე“)

აფრიკული ტომის „იბარი სანსა“

(რთული რიტმის სარიტუალო სიმღერა მამაკაცთა გუნდის შესრულეებით)

ბ)

ბოკუსე გამელანი გაგაკუ კეისუ აფრიკული კანე


ტომი „იბარი
სანსა“

3. მოუსმინეთ მუსიკალურ ფრაგმენტს. ფრაგმენტში გამოყენებულია ის ხმები, რომლებიც შტოკჰაუზენმა


ჩაიწერა მოგზაურობის დროს.

 ამოიცანით ის დასარტყამი ინსტრუმენტი, რომლითაც იწყება ყოველი „მომენტი“ და დაადგინეთ, რამდენი


„მომენტი“ გაჟღერდა ამ ფრაგმენტში (დაიწყეთ პირველი სექციიდან);
 დააკვირდით ცხრილის სათაურის ველში ჩამოთვლილ ხმებს. ეს ხმები თქვენ წინა აქტივობაში უკვე
მოსმენილი გაქვთ. ამოიცანით ხმები მოცემულ მუსიკალურ ფრაგმენტში. დაადგინეთ, რომელ სექციაში
გაჟღერდა ეს ხმები და ჩასვით ნიშანი √ სათანადო სექციის სტრიქონსა და ხმის სვეტის გადაკვეთაზე
განლაგებულ უჯრაში.
 შეგახსენებთ, რომ ყოველი ახალი სექცია იწყება დასარტყამი საკრავის ჟღერადობით.
 დაადგინეთ რამდენ სექციისგან შედგება მოსმენილი მუსიკალური ფრაგმენტი?
მომენტი გაგაკუ ზარი აფრიკული ბრინჯაოს ბოკუსე გამელანი
„კანე“ ტომის თასი
„იბარი „კეისუ“
სანსა“
1
2
3
4
5
6
7

4. ახლა კი მოუსმინეთ ფრაგმენტს შტოკჰაუზენის „ტელემუსიკიდან“. დააკვირდით როგორ გამოიყენა


კომპოზიტორმა ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხმები ნაწარმოებში და დაწერეთ მოხსენება:
„ტექნოლოგიური და ბუნებრივი ჟღერადობების თანაარსებობა ელექტრონულ მუსიკაში კარლჰაინც
შტოკჰაუზენის ნაწარმოების „ტელემუსიკის“ ფრაგმენტის მაგალითზე“.

აღწერა
ამოიცნობს ცალკეულ ხმებს
ამოიცნობს ხმებს ნაწარმოებში
ამოიცნობს მუსიკალური ფრაგმენტის
სტრუქტურას
ახსნა
ხსნის, თუ როგორ იყენებს კომპოზიტორი
ცალკეულ ხმებს ნაწარმოებში
შეფასება
აღწერს ნაწარმოებში გამოყენებული ხმების
ჟღერადობით გამოწვეულ თავის განცდას
თავის განცდებზე დაფუძნებით გამოაქვს
დასკვნა ტექნოლოგიური და ბუნებრივი
ჟღერადობების თანაარსებობასთან
დაკვშირებით

You might also like