You are on page 1of 6

მუსიკა ჩინეთში

მუსიკალური კულტურა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია . ამაზე მეტყველებს ჯერ კიდევ ძვ .წ .II


ათასწლეულში  არსებული მაღალგანვითარებული ჩინური ხალხური სიმღერები და ცეკვები .  ხალხური
სასიმღერო შემოქმედების შესანიშნავი ძეგლია „სიმღერათა წიგნში“ („შიძინი“) წარმოდგენილი 3000
ხალხური სიმღერა. თავად წიგნი კი აღიარებულია ჩინური მუსიკის ისტორიის ფუძემდებელ ნაშრომად .
უძველესი დროიდან ჩინეთში არსებობდა სამუსიკო სისტემა ლიუი (წყობა, ზომა), რომლის შექმნაც
მიეწერება მითურ მმართველს ხუან დის. ტრადიციული ჩინური ორკესტრი 100 საკრავისგან შედგება
(უმრავლესობა სიმებიანია).
ძველი ჩინეთის მუსიკალურ ინსტრუმენტებს  წარმოადგენენ სიმებიანი , ჩასაბერი , დასარტყამი
საკრავები.
სიმებიან ინსტრუმენტებს წარმოადგენენ ბანჰუ და ჩჟენი- ჰორიზონტალური მრავალსიმიანი
ინსტრუმენტები. ასევე ვერტიკალური საკრავი ცისანცინი, რომელიც ევროპული სიტარის პროტოტიპს
წარმოადგენს. ჩინეთში ცისანცინი ითვლებოდა დახვეწილ ინსტრუმენტად. ასევე სიმებიანი საკრავებს
წარმოადგენენ:  იანცინი, ერხუ (ორსიმიანი )  და  სიხუ (ოთხსიმიანი ) ინსტრუმენტი , რომელიც
განსაკუთრებით პოპულარულია ხალხურ მუსიკაში . ასევე ლიუტნის ნაირსახეობას ჩინეთში წარმოადგენდა
საკრავი პიპა

პიპა
ჩინურ მუსიკაში  არსებობდა ჩასაბერი ინსტრუმენტების სხვადასხვა სახეები -
ფლეიტა, საყვირი, ჰორნი.
. მუსიკალურ საკრავებში მდიდარი და ფერადოვანია დასარტყამი ინსტრუმენტები . ჩინური
 მუსიკისათვის დამახასიათებელია მაღალი და და მკვეთრი ჟღერადობა , ამიტომ
განსაკუთრებული ოსტატობა სჭირდებოდა წკრიალა დასარტყამი ინსტრუმენტების  შექმნას .
ყველაზე ძველი საკრავი იყო ცინი. ასევე ბიანცინი, გონგი- რომლებიც იყვნენ არა მხოლოდ
 სოლო ინსტრუმენტები, არამედ მათ იყენებდნენ ანსამბლშიც მელოდიის დუბლირებისთვის ,
რათა  მისთვის ემოციური  დაძაბულობა მიენიჭებინათ .
ჩინური ხალხური სიმღერა ერთხმიანია. მას ახასიათებს განმეორებადი რიტმი, შესრულების
მანერაში ფალცეტური, ყელისმიერი ბგერა.
ეხლა მოვისმინოთ ჩინური ხალხური სიმღერა
[ჩინური ხალხური სიმღერების კონფერენცია] სიმღერა "დასავლეთი ჰაჩამდე“
სიმღერა: Ai Jisi

You might also like