You are on page 1of 1

იმერეთი

7) რა ადგილი უკავია იმერეთს საქართველოს მეურნეობაში?

- სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მემცენარეობის


პროდუქციიდან ძირითადია სიმინდი, ყურძენი და ბოსტნეული.
ბაღჩეული — კიტრი, პომიდორი, სატაცური, ოსპი (წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის
მუნიციპალიტეტები);  ხილი — ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა, შინდი (ვანის,
თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); თაფლი (ბაღდათი, ხარაგაული, წყალტუბო,
თერჯოლა). მეჩაიეობის ძირითადი ზონებია: წყალტუბო, ტყიბული და ხონი.
ბოლო პერიოდში სულ უფრო მზარდი ხდება მწვანილის წარმოება და ექსპორტი.
ამისათვის იმერეთში საუკეთესო პირობებია. ძირითადად შემდეგი ქვეყნების
სამომხმარებლო ბაზარზე - უკრაინა, ბელორუსია, აზერბაიჯანი, ესტონეთი და სხვა.

8) რა გავლენას ახდენა იმერეთის სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციაზე მხარის ბუნებრივი


პირობები?

სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარემო


პირობებზე: ნიადაგზე, კლიმატზე, სეზონებზე, მდებარეობაზე და სხვა.
იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში.
მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა
დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და
ცხელი.
მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება,
რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი
გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-
კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული
ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე
მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.
იმერეთს წამყვანი ადგილი უჭირავს რეკრეაციულ სისტემაში, უნიკალური ბუნებრივი და
ჰიდრომინერალური რესურსების, მინერალური წყლების სახით. სამკურნალო წყლებიდან
გამოიყოფა წყალტუბო, საირმე ბაღდათის რაიონში, ნუნისი ხარაგაულში, სულორი ვანში,
აგრეთვე საჩხერის სხვადასხვა მინერალური წყაროები. დიდი რაოდენობითაა თერმული
წყლების მარაგი.

You might also like