You are on page 1of 8

1. თქვენს წინაშეა სამი პორტრეტი.

თქვენი აზრით რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთს? (შეარჩიეთ ერთი სწორი


პასუხი)
 ისინი ერთ ასაკში გარდაიცვალნენ
 ისინი ყველა მუსიკოსები არიან
 მათ საერთო თემაზე აქვთ შექმნილი ნაწარმოებები
 ერთ-ერთმა დანარჩენი ორი ავტორის ნაწარმოების მიხედვით შექმნა
მუსიკალური ნაწარმოებები

პეტრე ჩაიკოვსკი (1840 – 1893) ჯორჯ ბაირონი (1788 – 1824)

დანტე ალიგიერი (1265 – 1321)


2. შეავსეთ ნაკლული ინფორმაცია (დააკვირდით ილუსტრაციებს)

ავტორი: ________________________________________________________
„ფრანჩესკა და რიმინი“ (V სიმღერა, პოემიდან „ღვთაებრივი კომედია“)

ავტორი: _________________________________________

„მანფრედი“ (პოემა) გაეცით პასუხები კითხვებს:

 თუ ილუსტრაციების მიხედვით
ვიმსჯელეთ, რომელი ნაწარმოები
შექმნილია უფრო ადრე, „მანფრედი“, თუ
„ფრანჩესკა და რიმინი“? (დააკვირდით
შესამოსელს)
 რა ინფორმაციას გაწვდით ილუსტრაციები
ნაწარმოებების შინაარსის შესახებ?
 ტრაგიკულია ეს ნაწარმოები, თუ
კომედიური?
 როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს
საერთო ამ ნაწარმოებს შორის?
შეავსეთ ნაკლული ინფორმაცია:

პოემა „მანფრედი“ -ს ავტორია _______________________________________

„ჯოჯოხეთი“, V სიმღერა „ფრანჩესკა და რიმინი“ ( პოემიდან „ღვთაებრივი კომედია“ )


ეკუთვნის __________________________________

სიმფონიური პოემების „მანფრედი“ და „ფრანჩესკა და რიმინი“ ავტორია


________________________________________________

3. დროა მუსიკას მოვუხმოთ. მოუსმინეთ ფრაგმენტებს სიმფონიური პოემებიდან


„მანფრედი“ და „ფრანჩესკა და რიმინი“. წაიკითხეთ კომენტარები და გამოიცანით,
რომელი ნაწარმოებიდან არის თითოეული ფრაგმენტი: (დაასახელეთ სათანადო
ფრაგმენტების ნომრები)

„ფრანჩესკა და რიმინი“ „მანფრედი“

(1; 2; 3)
(1; 2; 3)

ა) განდეგილად მცხოვრები გრძნეული მანფრედი თავის ბნელ, იდუმალებით მოცულ


წარსულზე ფიქრობს

ბ) თავისი ტრაგიკული სიყვარულის ამბავს თავჩაქინდრული მოგვითხრობს ჯოჯოხეთში


მოხვედრილი საბრალო ფრანჩესკა

გ) საბრალო ფრანჩესკა ცდილობს დაემალოს ჯოჯოხეთის სასტიკ ძალას, რომელსაც სურს ის


და მისი სატრფო პაოლო წალეკოს
მოუსმინეთ კიდევ ერთხელ ამ ფრაგმენტებს და გაეცით პასუხი კითხვებს:

ა) რა ინტონაციური სვლა ახასიათებს მანფრედის თემას, რომელიც მის სასტიკ წარსულზე


მიგვითითებს?

ბ) არის თუ არა ფრანჩესკას მუსიკალურ თემაში ინტონაციური სვლა, რომელიც ლირიკულ-


სასიყვარულო თემებისთვის არის დამახასიათებელი? (დაასახელეთ ეს სვლა)

გ) რომელ ფრაგმენტში შეინიშვნება მექანიკური მუსიკისთვის დამახასიათებელი


ელემენტები?

დ) როგორ ფიქრობთ, რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ ამ ფრაგმენტში მექანიკური


მუსიკისთვის დამახასიათებელ ელემენტებს (ჩამოთვალეთ ეს ელემენტები), ანუ, რატომ
გამოიყენა კომპოზიტორმა ამ ფრაგმენტში მექანიკური მუსიკის ელემენტები?

4. მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც 6-7 წუთზე მეტს ჟღერს მსხვილი ფორმის


ნაწარმოებად ითვლება. „ფრანჩესკა და რიმინი“ თითქმის 25 წუთი ჟღერს, ხოლო
„მანფრედი“ ერთ საათამდე. ასეთ ნაწარმოებს საკმაოდ რთული მუსიკალური ფორმა
გააჩნიათ, ზოგი ასეთი ნაწარმოები რამდენიმე ნაწილად იყოფა. მაგრამ მუსიკალური
ფორმა ან ნაწარმოების ნაწილები მოსმენის დროს ვერ შეიკვრება, თუკი მუსიკაში აზრი
არ ვითარდება. აზრის განვითარების გარეშე მუსიკა გახდება მოსაწყენი, მისი მოსმენა
ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა მუსიკის მოსმენა მაშინაც გვიჭირს, როდესაც არ გვესმის,
თუ რას ნიშნავს მუსიკის განვითარება და რა ხერხებით მიიღწევა მუსიკაში აზრის
განვრცობა. მუსიკალური აზრის განვრცობის ერთ-ერთი ხერხია ნაწარმოების სხვადასხვა
ნაწილში ერთი და იგივე მუსიკალური თემის განმეორება, მხოლოდ ერთი პირობით,
რომ ეს თემები უნდა იცვლებოდეს ისე, როგორც იცვლება ადამიანი ცხოვრების
მანძილზე. როგორ იცვლება თემები? მოუსმინეთ ფრაგმენტებს „მანფრედიდან“, სადაც
წარმოდგენილია მანფრედის თემა. დააკვირდით ამ ფრაგმენტებს და გაეცით პასუხი
კითხვებს:

ა) რომელ თემაში ჟღერს სიძულვილის ინტონაცია, მაგრამ თავისი განწყობით სინანულით


დატანჯული ადამიანს მოგვაგონებს?
ბ) რომელ თემაში სიძულვილის ინტონაცია ყველაზე ამაზრზენად ჟღერს?
გ) რომელ თემაში იგრძნობა სასიყვარულო მღელვარება?
გ) რომელი თემა ყველაზე მეტად განსხვავდება დანარჩენებისგან?
დ) რა განწყობა აქვს ამ თემას?
 იგი მოგვაგონებს მუქარას;
 იგი გადმოსცემს გამარჯვებული გმირის სიხარულს;
 იგი გადმოსცემს გმირის სასოწარქვეთილებას და სინანულს;
 სხვა
ე) როგორ ფიქრობთ, ამ განსხვავებულ თემაში რატომ არ ჟღერს სიძულვილის ინტონაცია?
5. მოუსმინეთ ოთხ თემას სომფონიური პოემიდან „მანფრედი’. მიუსადაგეთ თითოეულ
თემას ეს კომენტარები. (დაურთეთ მუსიკალური თემის ნომერი სათანადო კომენტარს
თემების გაჟღერების თანმიმდევრობის მიხედვით). თემენბი გაიჟღერებს იმ
თანმიმდევრობით, რა თანმიმდევრობითაც წარმოჩენილია კომპოზიტორის მიერ.

ა) მანფრედს სიძულვილით ჩადენილ დანაშაულებებზე კვლავ სინდისი ქენჯნის (__)


ბ) მანფრედი უდრეკია, იგი არ უშინდება ბედის მუქარას, არ მიეცემა თვითგვემას ჰპატიობს
საკუთარ თავს და შვებას ჰპოვებს (__)
გ) განდეგილად მცხოვრები გრძნეული მანფრედი თავის ბნელ, იდუმალებით მოცულ
წარსულზე ფიქრობს (__)
დ) მანფრედი გულისტკივილით იხსენებს თავის სატრფოს ასტარტას (__)

გადაიტანეთ ცხრილში ეს კომენტარები მუსიკალური ფრაგმენტების ნომრების მიხედვით


ისე, როგორც ეს ნაჩვენებია ნიმუშზე:

1) განდეგილად __) __) __)


მცხოვრები
გრძნეული
მანფრედი თავის
ბნელ,
იდუმალებით
მოცულ
წარსულზე
ფიქრობს

6. გადაავლეთ თვალი თქვენს მიერ შევსებულ ცხრილს და დაასრულეთ აზრი: (შეიძლება


რამდენიმე ვარიანტი ერთდროულად შეირჩეს)
 თუ შევადარებთ ერთმანეთს მანფრედის თემებს, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა,
რომ ...
 მანფრედი სინანულშია;
 მანფრედი შეიცვალა, როგორც პიროვნება;
 მანფრედი არ შეცვლილა, იგი კვლავ წარსულში არჩეულ ცხოვრების გზას
ადგას;

ახსენით თქვენი არჩევანი.

7. როგორც ითქვა მუსიკაში აზრის განვრცობის ერთ-ერთი ხერხი არის მუსიკალური


თემების გამეორება სხვადასხვა სახით, რაც ადამიანის შინაგან ცვლილებებს შეიძლება
შევადაროთ. წინა აქტივობიდან თქვენ გაეცანით რამდენიმე თემას, რომლის უმეტესობა
გამოდის მანფრედის მთავარი თემიდან. წინა აქტივობაში ყურადღება მიექცა ამ თემების
შინაარსობრივ მხარეს. მოდით დავაკვირდეთ იმას, თუ რა მუსიკალური ხერხებით არის
გადმოცემული ეს შინაარსი. დააკვირდით მანფრედის მთავარი თემის სანოტო
გამოსახულებას, რომელიც ა) ლიტერით არის აღნიშნული და შეადარეთ სხვა თემების
სანოტო მაგალითებს რომელიც ბ) ლიტერით აღენიშნება. ყველა ეს თემა წარმოგვიჩენს
მანფრედის შინაგან მდგომარეობას, დაალაგეთ ეს თემები მთავარ თემასთან მსგავსების
თუ განსხვავების მიხედვით. მიუწერეთ თითოეულ სანოტო მაგალითს რიცხვები
განსხვავებების ზრდადობის მიხედვით: 1- თემას, რომელიც ყველაზე მეტად გავს მთავარ
თემას, ხოლო 3 - თემას, რომელიც ყველაზე ნაკლებად გავს მთავარ თემას.

ა)

ბ)

გაეცით პასუხი კითხვებს:

 რომელი სანოტო მაგალითი ყველაზე მეტად გავს მთავარ თემას რიტმული


ფიგურაციით?
 რომელ სანოტო მაგალითში თემა ახლოს დგას მთავარ თემასთან მელოდიური
მოძრაობით?
 რომელი სანოტო მაგალითი მელოდიური სვლით (ინტონაციით) გავს მთავარ თემას?
 რომელ სანოტო მაგალითში მანფრედის თემა წარმოაჩენს სულიერ ტანჯვისგან
გათავისუფლებულ, განახლებულ მანფრედს?
 რის მიხედვით ამოიცანით ეს სანოტო მაგალითი?
 რა ნომერი მიუწერეთ ამ მაგალითს?
 რომელ სანოტო მაგალითში თემა ყველაზე დაბალ რეგისტრში ჩადის?
 როგორ ფიქრობთ რომელ აღწერილობას ესადაგება ამ სანოტო მაგალითში
წარმოჩენილი თემა? ახსენით, რატომ ფიქრობთ ასე.

8. როგორც ხედავთ მანფრედის სახე მნიშვნელოვნად იცვლება ნაწარმოების მანძილზე.


მაგრამ რა შინაარსის გამოტანა შეგვიძლია მუსიკიდან. გაეცით აქ დასმულ კითხვებს
„დიახ“ ან „არა“. პასუხები ჩაწერეთ თითოეული კითხვის გვერდით დასმულ ცარიელ
უჯრაში.
 შეიძლება თუ არა ამ თემების შინაარსიდან ამოცნობა იმისა, თუ რა შეემთხვა
კონკრეტულად მანფრედს წარსულში?

 არის თუ არა თემებში რაიმე მითითება იმის შესახებ, თუ რა ელის მანფრედს


მომავალში?

 გადმოსცემს თუ არა მუსიკა, თუ რა შინაგანი ბრძოლები აქვს მანფრედს?

 გადმოსცემს თუ არა მუსიკა, თუ რა სულიერი გარდაქმნა განიცადა მანფრედმა?

 შეიძლება თუ არა იმის ამოცნობა, თუ რა დანაშაული მიუძღვის მანფრედს


ასტარტას მიმართ?

 შეიძლება თუ არა მუსიკის დახმარებით ამოვიკითხოთ კომპოზიტორის


ჩანაფიქრი?

როგორც ხედავთ, მუსიკში არ არის გადმოცემული პოემის სიუჟეტი, თუმცა ნაწარმოების


მთავარი აზრი ადვილად ამოიკითხება. ყველა ეს კითხვა, რომელსა თქვენ „დიახ“
მიუწერეთ, ნაწაემოების ფაბულას უკავშირდება. ანუ ფაბულა პასუხობს კითხვას, თუ
რაზეა ნაწარმოები, ხოლო სიუჟეტი - კითხვაზე “რა ხდება ამ ნაწარმოებში”.

ახლა კი გაეცით პასუხი ამ კითხვებს, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ ამ ნაწარმოების


ფაბულის გააზრებაში:
 ამ მუსიკალური პორტრეტებიდან, რომელი გვიხატავს სრულებით განსხვავებულ
მანფრედს? რით განსხვავდება იგი სხვა დანარჩენი პორტრეტისგან?
 როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია მასში ასეთი ცვლილება?
 ამ ოთხ ფრაგმენტიდან რომელს ამოირჩევდით ნაწარმოების დასრულებისთვის?
როგორ ახსნიდით თქვენს არჩევანს?
 სიუჟეტის მიხედვით ასტარტას ლანდი უმეტყველოა. როგორ ახერხებს
კომპოზიტორი მუსიკალური საშუალებებით უმეტყველო ლანდის სახის შექმნას?
 როგორ ფიქრობთ, რატომ არ არის ასტარტას თემაში სასიყვარულო მუსიკისთვის
დამახასიათებელი ინტონაციური სვლები? (გაიხსენეთ რა სვლებზეა საუბარი)

შეგიძლიათ ამ აქტივობაში შესრულებული დავალებების დახმარებით ჩამოაყალიბოთ


თქვენი სიტყვებით ამ ნაწარმოების ფაბულა?

You might also like