You are on page 1of 6

საწარმოთქმო ორგანოები და მათი მოქმედება

ა. არტიკულაცია და ინდეფერენტული მდგომარეობა


ბგერის წარმოთქმის დროს საწარმოთქმო ორგანოს თითოეული მოძრაობა ან
მდგომარეობა არის არტიკულაცია. ყოველ სამეტყველო ბგერას აქვს საკუთარი
არტიკულაცია, ე.ი. საკუთარი მოძრაობა ან მდგომარეობა.
არტიკულაციის ამოსავლად ითვლება სამეტყველო ორგანოების ინდეფერენტული
მდგომარეობა, რომელშიც საწარმოთქმო ორგანოები იმყოფება საწარმოთქმოდ
ამოძრავებამდე. ამ დროსისათვის დამახასიათებელია წყნარი სუნთქვა , ცალკეული
ორგანოები ინდეფერენტულ მდგომარეობაში არიან: ა. ხორხი თავახდილია ; ბ. ყია ღიაა ;
გ. რბილი სასა ჩამოშვებულია; დ. ენა ძევს უძრავად კბილებთან; ე. ტუჩები დახურულია.
ბ. რესპირაცია და ფონაცია.
ჩვეულებრივ წყნარი სუნთქვა ანუ რესპირაცია შეიცავს ორ , თითქმის თანაბარი
ხანგრძლივობის მოძრაობას: შესუნთქვას (ინსპირაციას) და ამოსუნთქვას (ექსპირაციას).
რესპირაციისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია სამეტყველი სუნთქვა ანუ ფონაცია
შემდეგი ნიშნებით: ა. რესპირაცია ავტომატურია, ფონაცია _ ნებისმიერი ; ბ. რესპირაციაში
შესუნთქვის ხანგრძლივობა თითქმის უდრის ამოსუნთქვისას, ხოლო ფონაციაში
შესუნთქვა ნაკლებხანგრძლივია ამოსუნთქვაზე. ფონაციაში შესუნთქვა ხდება სწრაფად ,
ხოლო ამოსუნთქვა დაყოვნებით, თანდათანობით. გ. რესპირაცია ხდება უმეტესად
ცხვირით, ხოლო ფონაცია უმეტესად პირით.
ბგერის წარმოთქმა ჩვეულებრივ გულისხმობს ფილტვებიდან ამონასუნთქ ჰაერნაკადს .
მაშასადამე ფონაცია ჩვეულებრივ ექსპირაციულია. ბგერის წარმოთქმა ჩასუნთქვის
დროსაც ხდება (ცხენის ხვიხვინი, ადამიანის ხვრინვა), მაგრამ ეს ბგერები არ იქნებიან
სოციალურად ღირებული, ანუ ფონემები, ნუ სამეტყველო ბგერები.
შესაძლებელია ბგერების წარმოთქმა სუნთქვის გარეშეც: მაგალითად ,,ნწ ’’ _ ხალხური
უარყოფის ნაწილაკი, მათ წლაპუნა ბგერებსაც უწოდებენ. ეს ბგერები მაინც ინსპირაციულ
ბგერებს მოგვაგონებენ, რადგან ჰაერი შეიწოვება გარედან, მას შეწევნით ბგერებსაც
უწოდებენ.
უსუნთქველი (ურესპირაციო) ბგერები შეიძლება არსებობდეს შეწოვნილ ბგერათა
გარეშეც. ასეთია კავკასიური ყელხშული თანხმოვნები. მათი წამოთქმისას ჰაერი
გამოიდევნება პირის ღრუდან გარეთ და არა პირიქით, როგორც ეს ხდება წლაპუნათა და
შეწოვნილთათვის. მაგალითად: ქართულს აქვს ექვსი უსუნთქველი თანხმოვანი: პ,ტ,წ,
ჭ,კ,ყ, რომელთაც აკუსტიკური თვალსაზრისით დაერქვა მკვეთრი თანხმოვნები. მათვე
ეძახიან ყელხშულებს, ასევე აბრუპტივებს (ლათინური მოწყვეტა, მოგლეჯა).
ამდენად, სამეტყველო ბგერები იწარმოება ამოსუნთქვის დროს. ამიტომ სამეტყველო
სუნთქვისას ამოსუნთქვა უფრო ხანგრძლივია, ვიდრე შესუნთქვა. ქართულში გვაქვს ე.წ.
უსუნთქველი თანხმოვნებიც, ასეთია კავკასიური ყელხშულები.
ბგერის წარმოთქმის სამი მომენტი
სიტყვაში ცალკეული ბგერის ხანგრძლივობა არ აღემატება წამის მეასედ ნაწილს .
მიუხედავად ამისა შესაძლებელია დადგინდეს, რომ ცალკეული ბგერა დროის ამ მცირე
მანძილზეც შეიძლება იყოს ერთნაირი. ჩვეულებრივ მიღებულია ცალკეული ბგერის
წარმოთქმის სამ მომენტად წარმოდგენა: 1. ექსკურსია ანუ შემართვა; ბ. დაყოვნება ანუ
მწვერვალი (ბგერის წარმოთქმა); გ. რეკურსია ანუ დამართვა.
განყენებულად თუ წარმოვთქვამთ ბგერას, ეს სამი მომენტი ჩვეულებრივ ასე
წარმოიდგინება: ა. სამეტყველო ორგანოები გამოდიან ინდეფერენტული
მდგომარეობიდან, მოემზადებიან ბგერის წარმოსათქმელად და შეუდგებიან მისთვის
მოქმედებას. ბ. დაყოვნებისას სამეტყველო ორგანოები შეასრულებენ ბგერის

1
წარმოსათქმელად საჭირო მოძრაობას; გ. რეკურსიისას სამეტყველო ორგანოები
უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას.
ვიმეორებთ, დასახელებული სამივე მომენტი კარგად ჩანს ბგერის ცალკე წარმოთქმის
დროს, რაც იშვიათია, რადგან ბგერა ჩვეულებრივ წარმოითქმის სიტყვაში . ამიტომ ბგერის
წარმოთქმის პირველ მომენტს (შემართვა) ჩვეულებრივ ვამჩნევთ იმ ბგერაში , რომელიც
იწყებს სიტყვას, მესამე მომენტს კი _ იმ ბგერაში, რომლითაც ვამთავრებთ სიტყვას. ხოლო
მეორე მომენტი ყოველთვის ჩანს, ის ყველაზე ხანგრძლივია. თვალსაჩინოებისათვის
ბგერის წარმოთქმის სამი მომენტი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ:

სადაც AB არის შემართვა (წამის 1/16); Bჩ არის მწვერვალი, ანუ ბგერის წარმოთქმა (წამის
3/60 ნაწილი); ჩD არის დამართვა (წამის 1/60 ნაწილი). თუმცა არც ეს სქემაა მთლად
სრული სახე ბგერის წარმოთქმისა. რადგანაც იგი გულისხმობს ცალკე ბგერის
წარმოთქმას. როგორც აღვნიშნეთ ბგერა ჩვეულებრივ სიტყვაში წარმოითქმის. ასეთ
შემთხვევაში ეს სქემა არ გამოდგება. რომ ავიღოთ სიტყვა ,,დრო’’, მასში დ’ს შემართვა
იწყება ინდეფერენტული მდგომარეობიდან, ამიტომ შემართვა ნორმალურია , მაგრამ რ ’ს
შემართვა ემთხვევა დ’ს დამართვას, თავის მხრივ არც რ’ს დამართვაა სრული, იგი
ემთხვევა ო’ს შემართვას. ო’ს კიდევ სრული აქვს დამართვა. სიტყვაში ,,დრო’’ ბგერათა
წარმოთქმა გრაფიკულად ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ”

დ რ ო
ამ სქემიდან კარგად ჩანს ბგერათა ურთიერთგავლენა. ყოველი ბგერა გავლენას
განიცდის წინამავალი ან მომდევნო ბგერისაგან, ანდაც ორივესგან ერთდროულად .
ბგერათა თანაწარმოთქმისას ჩნდება ე.წ. გარდამავალი ბგერა.
გარდამავალია ისეთი ბგერა, რომელიც წარმოიქმნება ორგანოთა გარდამავლობისას ,
ვერ აღწევს გასაგონრობის საკმაო მკაფიობას და ამის გამო ვერ პოულობს საკუთარ
გამოსახულებას (ასოს) ამა თუ იმ ენის ანბანში (გ. ახვლედიანი). ფონეტიკაში აღნიშნულია ,
რომ ყოველ შეერთებულ ორ ბგერას შუა არის მეტ-ნაკლები ხანგრძლივობის
გარდამავლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ აღვიქვამთ როგორც ორ ცალკეულ ბგერას.
მაშასადამე, გარდამავლობა არ ექნება ისეთ ბგერათშეერთებას, როგორიცაა : ა+ა >ა ;
დ+დ>დ; თ-ს=ც.
იმავე ,,დრო’’-ში დრ’ს წარმოთქმისას დ’ს იმიტომ ვცნობილობთ, როგორც ცალკე ბგერას
იმიტომ, რომ მას და რ’ს შორის ოდნავ შესამჩნევ საზღვარს ვგრძნობთ. ვცნობილობთ
ასევე რ’სა და ო’ს. ეს საზღვარია სწორედ მათ შორის გარდამავლობა. დ’ს არტიკულაცია
თანდათან იცვლება და გადადის რ’ს არტიკულაციაში, იცვლება რ ’ს არტიკულაცია და
გადადის ო’ს წარმოთქმაში.... გარდამავლობის მომენტში წარმოებულ ბგერას უწოდებენ
გარდამავალ ბგერას, რომელსაც ჩვეულებრივ შეუიარაღებელი ყურით ვერ აღვიქვამთ .
თუმცა ეს გარდამავალი ბგერა გავლენას ახდენს მეზობელ ბგერებზე ...
საწარმოთქმო დაბრკოლებათა ადგილი და რაგვარობა
სამეტყველო ბგერების წარმოთქმაში დიდ როლს ასრულებს დაბრკოლება , ის თუ
ფილტვებიდან ამონადენ ჰაერს სად ხვდება დაბრკოლება. აქედან გამომდინარე
განასხვავებენ სამეტყველო ბგერების ადგილსა და რაგვარობას.
მაგ. ბაგისმიერია ბგერა, თუ მისი წარმოებისას მონაწილეობას ღებულობენ ბაგეები ;
კბილბაგისმიერია ბგერა, თუ მისი წარმოებისას მონაწილეობას ღებულობენ კბილი და
ბაგეები...
ხოლო ბგერათა წარმოების რაგვარობას აღნიშნავენ იმის მიხედვით , თუ რა სახის
დაბრკოლებას ქმნის სამეტყველო ორგანო სხვა ორგანოს დახმარებით. მაგ.

2
ნაპრალოვანია ბგერა, როცა სამეტყველო ორგანოები ქმნიან ნაპრალს; ხშულია, როცა
ორგანოები კეტავენ ჰაერნაკადის გამოსავალ გზას... განვიხილოთ თითოეული ცალ-
ცალკე.
1. დაბრკოლებათა ადგილები.
_ თუ ჰაერნაკადს დაბრკოლებას შევუქმნით იმ ადგილას, სადაც უკანაენა ებჯინება რბილ
სასას და ეს დაბრკოლება იქნება ხშვა, წარმოითქმება ერთ-ერთი ამ ბგერათაგანი : გ ,ქ ,კ .
ე.ი. უკანაენისმიერი ბგერები.
თუ იმავე ადგილას ნაპრალი გაჩნდება, წარმოითქმება ნაპრალოვანი _ ღ,ხ.
_ თუ ჰაერნაკადს დაბრკოლება შეხვდება იქ, სადაც წინაენა ებჯინება კბილებს და ეს
დაბრკოლება იქნება ხშვა, წარმოითქმება ერთ-ერთი ამ ბგერათაგანი : დ ,ტ,თ. ე.ი.
ენაკბილისმიერი ხშული ბგერა.
იმავე ადგილას ნაპრალის შემთხვევაში წარმოითქმება ენაკბილისმიერი ნაპრალოვანი _
ზ,ს. მაშასადამე, ბგერები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დაბრკოლების ადგილითა და
რაგვარობით. მაგ. ბ,პ,ფ დ,ტ,თ’საგან განსხვავდება დაბრკოლების ადგილით, ღ,ხ
გ,კ,ქ’საგან განსხვავდება დაბრკოლების რაგვარობით.
აქვე გაჩნდება ბუნებრივი კითხვა: რა განსხვავებაა თითოეულ ჯგუფში შემავალ ბგერებს
შორის? როცა ჯგუფი ნაპრალოვანია (ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ), ერთი მჟღერია, მეორე ყრუ
(განსხვავდება მჟღერობა-სიყრულით), ხოლო როცა ჯგუფი ხშულია, სამი თანხმოვანია
(მაგ. ბ,პ,ფ, დ,ტ,თ, გ,კ,ქ, ძ,ც,წ, ჯ,ჭ,ჩ), მასში პირველი ბგერა მჟღერია, მეორე _ ყრუ მკვეთრი,
მესამე _ ყრუ ფშვინვიერი.
ბგერათსაწარმოებელი ადგილი ზესადგამ მილში ბევრია , მაგრამ არც ერთი ენა , მათ
შორის არც ქართული, არ იყენებს ყველა მათგანს. თითოეული ენა იყენებს მხოლოდ
განსაზღვრულ ადგილს. ქართულისათვის ასეთი ადგილებია:
1. ტუჩები ერთმანეთის მიმართ ხშვით წარმოითქმება ერთერთი ამ თანხმოვანთაგანი :
ბ,პ,ფ _ ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი ბგერები; ტუჩები წყვილად აქტიურ მოქმედებას
ბგერათა წარმოთქმაში ეძახიან ლაბიალიზაციას _ ო,უ.
ქვედა ტუჩი ზედა კბილების მიმართ _ წარმოითქმის ბაგე-კბილისმიერი, ანუ
ლაბიოდენტალური – ვ.
2. წინაენა კბილების მიმართ ხშვით, _ წარმოითქმება წინაენისმიერი ანუ დორსალური
დ,ტ,თ, რომელთაც ასევე კბილისმიერ ანუ დენტალურსაც ეძახიან. ამავე ადგილას
ნაპრალით იწარმოება ზ,ს.
ამავე ადგილას, მაგრამ წინაენის ქვედა კიდის შეხებით ქვედა კბილებთან წარმოითქმება
ძ,ც,წ.
3. ენისწვერი ნუნების მიმართ წარმოითქმება ჟ,შ. მათ ეძახიან ენისწვერისმიერებსაც ,
სხვაგვარად _ აპიკალურს.
4. წინაენის შეხებით ნუნებთან (ალვეოლებთან) წარმოითქმება ენანუნისმიერი
(ალვეოლარული) ხშულ-მსკდომნი _ ჯ,ჩ,ჭ.
5. შუა ენა აწარმოებს ნაპრალს მაგარი სასის მიმართ წარმოითქმება შუაენისმიერი , ანუ
პალატარული ნახევარხმოვანი _ Á.
6. უკანა ენა რბილი სასის მიმართ _ წარმოითქმება უკანაენისმიერი ანუ რბილსასისმიერი
ხშულები _ გ,კ,ქ. იგივე ველარული თანხმოვნები. აქვე ნაპრალით წარმოითქმება _ ღ,ხ.
7. ენისძირი ხახის კედლის მიმართ _ წარმოითქმება Ã, ყ ფარინგალური თანხმოვნები.
8. სახმო სიმები ერთმანეთის მიმართ ნაპრალით წარმოითქმება ლარინგალური ჰ.
შენიშვნა: ყველა შემთხვევაში იგულისხმება, რომ რბილი სასა ნაქითურთ აწეულია ზემოთ ,
ებჯინება ხახის კედელს და უკეტავს ჰაერნაკადს გზას ცხვირის ღრუსაკენ. ყველა ხშული

3
მეყსეულია, მათი გაგრძელებით თქმა არ შეიძლება, რადგანაც იწარმოებიან ჰაერის
ერთბაში ჯახებით (გ. ახვლედიანი).
II. დაბრკოლებათა რაგვარობანი.
დაბრკოლებათა სახეების რიცხვი გაცილებით მცირეა. ქართულში ვარჩევთ
დაბრკოლებათა 4 რიგს: ა. ხშულობა, ბ. ნაპრალოვნება; გ. ხშულ-ნაპრალოვნება; დ.
ღიაობა.
ა. ხშულობა
საწარმოთქმო დაბრკოლების ერთი რაგვარობაა ხშულობა. იგი წარმოადგენს
საწარმოთქმოდ ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ჩაკეტვას საწარმოთქმო ორგანოებით ,
რომელთაგან ერთი აქტიურია, მეორე _ პასიური. მაგ. წინაენა ებჯინება კბილებს დ ’ს
წარმოსათქმელად. აქ ენა აქტიურია, კბილები _ პასიური. ტუჩები ეკვრიან ერთმანეთს ბ ’ს
წარმოსათქმელად; აქ ორივე აქტიურია, თუმცა აქაც მიიჩნევენ, რომ ქვედა ტუჩი უფრო
აქტიურია (გ. ახვლედიანი).
ხშვას მოსდევს სკდომაც. რაც უფრო ძლიერია ხშვა, მით უფრო ენეტგიულის სკდომა .
ხშვა სკდომით წარმოითქმება ხშულმსკდომი თანხმოვნები: ბ,პ,ფ, დ,ტ,თ, ძ,წ,ც, ჯ,ჭ,ჩ, გ,კ,ქ
და მეექვსე დეფექტური სამეული Ã, ყ.
ხშულ-მსკდომის ნაცვლად მოკლედ ამბობენ ხშულები, ან მსკდომები. ჩამოთვლილ ხშულ-
მსკდომ თანხმოვნებს უწოდებენ მეყსეულ ბგერებსაც, რადგან მათი წარმოთქმა ხდება
მეყსეულად, ერთბაშად.
ჩამოთვლილ სამეულთაგან გამოყოფენ ძ,ც,წ, ჯ,ჩ,ჭ თანხმოვნებს, მათ ეძახიან არასუფთა
ხშულებს ანუ აფრიკატებს.
ბ. ნაპრალოვნება
საწარმოთქმო დაბრკოლების მეორე რაგვარობაა ნაპრალოვნება. იგი წარმოადგენს
საწარმოთქმოორგანოების ერთმანეთთან ძლიერ მიახლოებას, ორგანოთა შორის ჩნდება
ნაპრალი, საიდანაც გამოდის ჰაერნაკადი. ნაპრალი შეიძლება იყოს ვიწრო ან ფართე ;
ღარისებრ მომრგვალებული ან გასწვრივი. ამ რაგვარობით ნაწარმოებ თანხმოვნებს
ეძახიან სპირანტებს, ფრიკატივებს, ანუ ნაპრალოვნებს.
ნაპრალოვნები შეიძლება წარმოვთქვათ როგორც ერთბაშად, მეყსეულად, ისე
დაყოვნებით. ნაპრალოვნებს ეძახიან მყოვარ თანხმოვნებსაც. ქართულში გვაქვს
ნაპრალოვანთა შემდეგი ჯგუფები: ა. ვ; ბ. ზ-ს; გ. ჟ-შ; დ. ღ-ხ; ე. ჰ. პირველ წყვილს აკლია
ყრუ მეტოლე, ბოლოს მჟღერი.
გ. ხშულ-ნაპრალოვნება
შერეული რაგვარობაა ხშულ-ნაპრალოვნება. იგი შეიცავს ორ სხვადასხვა რაგვარობას
(ხშვასა და ნაპრალოვნებას) ერთი სამეტყველო ბგერის ფარგლებში. ასეთებია : ა .
აფრიკატები: ძ,ც,წ; ჯ,ჩ,ჭ. ბ. ვიბრანტი _რ; გ. ლატერალი ანუ გვერდითი _ ლ; დ. ნაზალები,
ანუ ცხვირისეული თანხმოვნები _ მ,ნ.
აფრიკატები: ხშული თანხმოვნების ერთ სახეობას წარმოადგენს აფრიკატი (ლათ .
აფფრიცარე – ხეხვა). ძ,ც,წ, ჯ,ჩ,ჭ იმიტომ ითვლება შერეულად, რომ ისინი მიღებულია ორი
სხვადასხვა რაგვარობის ხშული+ნაპრალოვანი შეერთებით: მაგალითად : ძ=დ+ზ; ჯ=დ+ჟ;
ც=თ+ს წ=ტ+ს; ჩ=თ+შ; ჭ=ტ+შ.
აფრიკატს რთულ თანხმოვანსაც ეძახიან.
ვიბრანტი: ვიბრანტს, ანუ მრთოლარ ეძახიან ისეთ ტანხმოვანს, რომლის წარმოთქმისას
ხდება დაჭიმული ენისწვერის ზედიზედ სწრაფი რხევები ნუნების მიმართ . საბოლოო ჯამში
ვღებულობთ შერეული რაგვარობის მყოვარ თანხმოვანს, რომლის გაგრძელება
შეიძლება, ასეთია _ რ ბგერა.

4
ქართული რ ნუნისმიერია, ანუ ალვეოლარული. მისი ვიბრაციათა რიცხვი 2-3’ია. ამიტომ
იგი საშუალო სიმტკიცისაა. ქართული რ სონორია, ძლიერ მჟღერია.
ლატერალი: ლატერალი ანუ გვერდითი თანხმოვანია ქართული ლ, რომლის
წარმოთქმისას წინა ებჯინება ზედა კბილებს, ეხება რა ქვედა კიდით ქვედა კბილებსაც .
ხოლო ჰარნაკადი გამოდის ენის გვერდებსა და ლოყების გვერდებს შორის. მასასადამე ,
ლ’ს წარმოებაში ხდება ხშვაც და ნაპრალიც. ამიტომაც ეძახიან ლ’ს შერეული რაგვარობის
ბგერას. ლ’ ჩვეულებრივ მჟღერია. ქართული ლ ენაკბილისმიერია, მას დენტალურსაც
ეძახიან.
ვიბრანტ რ’ს და ლატერალ ლ’ს ლიკვიდებსაც ეზახიან, უწოდებენ მათ ნარნარა ბგერებსაც ,
რომელთა რიგში შეაქვთ ასვე მ,ნ’ც. ლ,მ,ნ,რ არის სონორული თანხმოვნები.
ნაზალები: შერეული რაგვარობის თანხმოვნებია სევე ნაზალები , ანუ ცხვირისმიერი მ ,ნ .
ისინი ერთის მხრივ ხშულებია, მაგრამ ამავე დროს მათი წარმოტქმისას რბილი სასა
დაშვებულია და ჰაერნაკადი ცხვირის გზით გამოდის.
მ,ნ მეტად უახლოვდება ნაპრალოვნებს, რამდენადაც შესაძლებელია მათი გაგრძელება
ცხვირის გზით.
მ,ნ უპირისპირდება ყველა არაცხვირისმიერ თანხმოვანს , ისინი მჟღერი თანხმოვნები
არიან, მაგრამ ზოგიერთ ბგერათკომპლექსში შეიძლება დაყრუვდნენ : იქმს _ აქ მ ყრუა .
დ. ღიაობა
საწარმოთქმო დაბრკოლებათა ერთი სახეობაა ღიაობა. ის წამოადგენს საარტიკულაციო
ორგანოებს შორის მეტ-ნაკლები მანძილის არსებობას იმის გამო, რომ ისინი ერთმანეთს
შორდებიან მეტ-ნაკლებად. ღია ბგერებად ითვლება ხმოვნები, ნახევახმოვნები კი მცირე
ღიაობისად.
ქართულში 5 ხმოვანია:ა,ე,ი,ო,უ.
ორი ნახევარხმოვანი: Á,Â.
ნახევარხმოვნები შესაბამისი ხმოვნების დავიწროების შედეგად არიან მიღებული :
Á<ი’საგან, Â<უ’საგან. ქართული Á და Â დგანან ხმოვნისა და თანხმოვნის მიჯნაზე.
საარტიკულაციო ბაზისი.
ყოველ ენას ახასიათებს მასში არსებულ ბგერათა თავისებური წარმოთქმა , რომლითაც
ერთი ენა განსხვავდება მეორისაგან. მაგ. ქართული ბ,გ,დ განსხვავებულია რუსული
Б,Г,Д’საგან.
ზოგიერთ ენას ახასიათებს იმ სამეტყველო ორგანოთა საწარმოთქმო მოქმედება ,
რომელნიც მეორე ანაში შეიძლება არ იყვნენ გამოყენებული. მაგ. ფრანგულში წინაენა არ
აწარმოებს არც ერთ აფრიკატს, ქართულში აწარმოებს.
კონკრეტული ენის საწარმოთქმო ჩვევებს შემუსავებულს ამ ენის განვითარების მანძილზე
და მასში ტრადიციით დამკვიდრებულს ეწოდება ამ ენის საარტიკულაციო ბაზისი , ანუ
აქტივიზებული ინდეფერენტული მდგომარეობა. ზოგჯერ საარტიკულაციო ბაზისს
ინდიფიფერენტულ მდგომარეობას უწოდებენ.
საარტიკულაციო ბაზისი სოციალური მოვლენაა და არა ფიზიოლოგიური.
საარტიკულაციო ბაზისით განსხვავდებიან ჩვეულებრივ ენები და ერთი ენის
დიალექტებიც.
საარტიკულაციო ბაზისი რომ სოციალური, კულტურულ-ისტორიული მოვლენაა, იქედან
ჩანს, რომ ორი სხვადასხვა ენის წარმომადგენელს შესაძლოა ერთნაირი ფორმის
საწარმოთქმო ორგანოები ჰქონდეთ, მაგრამ სამეტყველო ბგერათა წარმოთქმა
უეჭველად სხვადასხვა ექნებათ.

5
ცნობილია უცხო ენაზე მოლაპარაკის აქცენტი, როცა იგი დაუფლებული არ არის ამ ენის
ბგერათა სწორ წარმოტქმას. მისთვის უცხო ენის ბგერათა წარმოთქმისას იგი იყენებს
თავისი მშობლიური ენის საარტიკულაციო ბაზისს.
ტონი და ჩქამი. ყოველგვარ ბგერას ჩვენ შევიგრძნობთ ტონის ან ჩქამის სახით (ტონს
ეზახიან ასევე მუსიკალურ ბგერას, რამდენადაც მუსიკაში გამოყენებულია ოდენ ტონი ,
მეტყველებაში კი ტონიცა და ჩქამიც). ტონის სახით ბგერას შევიგრძნობთ მაშინ , როცა
მბგერი სხეული ირხევა (თრთის, ვიბრირებს) პერიოდულად და საკმარისი სიჩქარით . მაგ .
კამერტონი, საკერავის სიმი, ადამიანის დაჭიმული მბგერი იოგები (სახმი სიმები ) და სხვ .
ჩქამის სახით კი ბგერა შეიგრძნობა, როცა სხეული ვიბრირებს არაპერიოდულად ; ჩქამია
მაგ. გრგვინვა, ჭრიალი, რახუნი...
ყოველ ბგერაში განარჩევენ სიმაღლეს, სიძლიერეს, ტემბრს და ხანგრძლივობას .
ა. ტონის სიმაღლე განისაზღვრება ვიბრაციათა სიხშირით: რაც უფრო ხშირია ვიბრაციათა
რიცხვი დროის მონაკვეთში, მით უფრო მაღალია ტონი და პირიქით, რაც უფრო მცირეა
ვიბრაციათა რიცხვი წამში, მით დაბალია ტონი.
ბ. ტონის სიძლიერე (ინტენსივობა) დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ენერგიით
ვიბრირებს მბგერი სხეული. მით უფრო ძლიერია ტონი, რაც დიდია ამპლიდუტა , მრხევ
ნაწილაკთა გაქანება. მაგალითად, თუ ავაჟღერებთ სიმს, დავინახავთ , რომ ჟღერის
დაწყებისას უფრო ძლიერია ბგერა (ტონი), ვიდრე თანდათან, შემდგომ მომენტში ,
ამპლიდუტის, გაქანების შემცირების კვალობაზე. სიძლიერე პირდაპირპროპორციულია
ამპლიდუტის კვადრატისა. ამპლიდუტა თუ გადიდდა ორჯერ , სიძლიერე მოიმატებს
ორთხჯერ, თუ გადიიდა სამჯერ, სიძიერე მოიმატებს ცხრაჯერ ...).
გ. ბგერის ხანგრძლივობა. ბგერის ხანგრძლივობა არის ბგერის ის თვისება , რმელიც
გამოიხატება ზოგის წყვეტილად, ზოგის კი ხანგრძლივად შეგრძნებაში.
ხანგრძლივობის მიხედვით ბგერები იყოფა ორ ჯგუფად: ა. მყოვარნი, რომელთა
წარმოთქმა შეგვიძლია ხანგრძლივად. ასეთია ხმოვნები: ა,ე,ი,ო,უ. ასევე სონორებო
მ,ნ,რ,ლ. და ღრიჭოვანები: ვ,ს,ზ... ბ. მეყსეულნი, რომელთა გაგრძელება არ შეიძლება,
უცებ უნდა წარმოითქვას: ასეთია ხშულ-მსკდომნი: პ,ბ,ტ,დ და აფრიკატები: წძ, ჭჯ, ც,ჩ (გ.
ახვლედიანი).
ბგერის ტემბრი. ტემბრი არის ბგერის ის თვისება, რომლითაც განსხვავდება მაგალითად
სხვადასხვა ინსტრუმენტის ხმა. ასევე ერთი ადამიანის ხმა განსხვავდება მეორისაგან
ტემბრით _ ხმის ყველა სხვა თვისების დაცვით. ბგერის ტემბრი იგივე ბგერის ელფერია .
ბგერის ტემბრით განსხვავდებიან ადამიანები ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავებულია
დიალექტები ბგერის ტემბრის მიხედვით... მაგალითად, განსხვავებულია ქობულეთური
წარმოთქმა როგორც ზემოაჭარული ისე ქვემოაჭარული წარმოთქმისაგან.

You might also like