You are on page 1of 3

შუალედურიგამოცდა,

ბილეთი4
4/28/2022

სტუდენტისსახელიდაგვარი: ანა ალასანია.

სამუშაოჯგუფი: ხუთშაბათი 3 სთ.

1. განსაზღვრეთ შერეული რაგვარობა; რომელია შერეული რაგვარობის


ბგერები? როგორ წარმოიქმნებიან ისინი?
შერეული რაგვარობის ბგერებია მ , ნ ,რ, ლ . სამეტყველო ბგერა შეიძლება
იყოს ხშული, ნაპრალოვანი და ხშულ-ნაპრალოვანი , ამის მიხედვით შერეული
რაგვარობა ახასიათებს ბგერებს რომელიც არის ხშულ-ნაპრალოვანი ანუ
ახასიათებს ორივე რაგვარობა . შერეული რაგვარობა იწყება ხშვით, მაგრამ ამ
დაბრკოლების გადალახვა, სკდომის ნაცვლად, სხვადასხვაგვარად ხდება . მ -
ბგერის წარმოთქმა იწყება ბაგეების ხშვით, მაგრამ ფილტვებიდან ამოსული
ჰაერნაკადის ნაწილი გადადის ცხვირის ღრუში და მხოლოდ ამის შემდეგ
ხდება ბაგეების განხშვა; ბგერას ცხვირისმიერს, ანუ ნაზალურს უწოდებენ . ნ -
ბგერა წარმოთქმა იწყება ხშვით კბილებთან ახლოს, მაგრამ ფილტვებიდან
ამოსული ჰაერნაკადის ნაწილი გადადის ცხვირის ღრუში და მხოლოდ ამის
შემდეგ ხდება განხშვა . რ -ბგერის წარმოთქმა იწყება ხშვით ნუნებთან, მაგრამ
ენის წვერი იწყებს ვიბრაციას და ფილტვებიდან ამოსული ჰაერნაკადი ვიბრაციის
დროს გამოდის გარეთ – წარმოითქმის ბგერა. ამგვარ ბგერებს ვიბრანტებს
უწოდებენ . ლ-ბგერის წარმოთქმა იწყება ხშვით კბილებთან, მაგრამ ენა
ღებულობს კოვზის ფორმას და ფილტვებიდან ამოსული ჰაერნაკადი გამოდის
ენის გვერდებიდან – წარმოითქმის ბგერა. ამგვარ ბგერებს გვერდითებს ანუ
ლატერალებს უწოდებენ.

2. რას შეისწავლის სემიოტიკა? სემიოტიკური თვალსაზრისით ენობრივი


ნიშნები ხატებია, ინდექსებია თუ სიმბოლოებია?
სემიოტიკა არის მეცნიერება,რომელიც შეისწავლის ნიშანთა სისტემებს,
იკვლევს მათ მახასიათებლებს და რადგან ენის ერთ-ერთი მახასიათებელია
ბგერის ნიშანთა სისტემა ენათმეცნიერებაც შეიძლება სემიოტიკის დარგად
მივიჩნიოთ. სემიოტიკური თვალსაზრისით ენობრივი ნიშნები არის
ხატები .
3. განსაზღვრეთ პრივატული ოპოზიცია; დაასახელეთ მაგალითი;
განსაზღვრეთ ოპოზიციის მარკირებული და არამარკირებული წევრები;
ენის ფონოლოგიურ სისტემაში ფონემებს შორის სხვადასხვა სახის
დაპირისპირებები არსებობს. ორ ფონემას შორის ისეთ ოპოზიციას
რომელსაც გარკვეული ნიშნის ქონა-არქონა ქმნის პრივატული ოპოზიცია
ეწოდება . მაგალითად ღ და ხ პრივატული ოპოზიციის წევრები არიან .
ასევე ზ და ს . რადგან ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან ჟღერადობის
ქონა არქონით . პრივატული იპოზიციის იმ წევრს რომელიც ხასიათდება
როგორც დიფერენციალური ნიშნის მქონე, ეწოდება ოპოზიციის
მარკირებული წევრი, ხოლო იმ წევრს, რომელიც ხასიათდება როგორც
დიფერენციალური ნიშნის არმქონე, ეწოდება ოპოზიციის
არამარკირებული წევრი . მაგალითად მარკირებული წევრებია ღ და ზ ,
ხოლო არამარკირებული წევრებია ხ და ს .
4. რას შეისწავლის არტიკულაციური ფონეტიკა? რომელი ორგანოები იღებს
მონაწილეობას ბგერის წარმოთქმის პროცესში?
არტიკულაციური ფოენტიკა სწვალობს ბგერებს მათი წარმოქმნის ანუ
არტიკულაციის , მიხედვით . სამეტყველო ბგერა წარმოიქმნება ადამიანის
სამეტყველო მექანიზმში . ბგერათ წარმომქმნელი ჰაერის ნაკადი
ამოედინება ფილტვებიდან დიაფრაგმის მეშვეობით და გაივლის სასუნთქ
მილს.ხოლო ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი ხორხში, ხახაში, პირის და
ცხვირის ღრუებში გაივლის და ის იქ გარკვეულ ცვლილებას განიცდის .
შესაბამისად ბგერის წარმოთქმის პროცესში სწორედ ეს ორგანოები იღებენ
მონაწილეობას .

5. განმარტეთ, როგორ გესმით, რომ ბგერას აქვს ღირებულება? რა


განაპირობებს ბგერის ღირებულებას? საილუსტრაციოდ მოიხმეთ
შესაბამისი მაგალითები;
როცა ვამბობთ რომ ბგერას აქვს ღირებულება მაშინ ვგულისხმობთ რომ
ბგერა არის ენობრივი ნიშანი ხოლო ნიშნის ღირებულება სისტემაში
განისაზღვრება მისი აღმნიშვნელის მიმართებით აღსანიშნთან და
მოცემული ნიშნის მიმართებით სისტემის სხვა ნიშნებთან .ბგერის
ღირებულება არის ენაში სამეტყველო ბგერის ფუნქცია . მას განაპირობებს
ფონოლოგიური დაპირისპირება . თუკი ბგერის ჩანაცვლებისას მისი
მნიშვნელობა იცვლება ის არის ღირებული მაგ -ბარი ფარი , ხოლო თუ არ
იცვლება მნიშვნელობა მაშინ ის არ არის ღირებული .

You might also like