You are on page 1of 5

მეოთხე ლექციის თემა:

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ფონემური სტრუქტურა.


ხმოვანთა კლასიფიკაცია, თანხმოვანთა კლასიფიკაცია. მარცვლი ქართულში. მახვილი
ქართულში. ძირითადი ფონეტიკური მოვლენები. დიფთონგი, ასიმილაცია, დისიმი-
ლაცია. მეტათეზისი, სუბსტიტუცია, ბგერათა დაკარგვა, რედუქცია, ხმოვნის შეკვეცა,
ბგერათა შერწყმა, ბგერითი ანალოგია.

 სამეტყველო ბგერა
 საწარმოთქმო ორგანოები და მათი ფუნქციები
 არტიკულაცია და საარტიკულაციო ბაზისი
 ბგერის წარმოთქმის სამი მომენტი
 ქართული ენის ბგერითი შდგენილობა, ხმოვანი და თანხმოვანი ბგერები
 ხმოვანთა დახასიათება. ხმოვანთა აწეულობის სამი საფეხური

ი უ მაღალი
აწეულობის

ე ო საშუალი
აწეულობის

ა დაბალი
წინა რიგის შუა რიგის უკანა რიგის

 თანხმოვნები წარმოების ადგილის მიხედვით:

1 წყვილბაგისმიერნი ბ, ფ, პ, მ
2 კბილბაგისმიერი ვ
3 წინაენისმიერნი ა. ენაკბილისმიერნი დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ზ, ს, ნ, ლ
ბ. ენანუნისმიერნი ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ, რ
4 უკანაენისმიერნი გ, ქ, კ, ღ, ხ
5 ხახისმიერი ყ
6 ხორხისმიერი ჰ
 თანხმოვნები წარმოების რაგვარობის მიხედვით:
ხშვა და ხშული თანხმოვნები:

ბ ფ პ
დ თ ტ
ძ ც წ
ჯ ჩ ჭ
გ ქ კ

მჟღერი ყრუ ყრუ
ფშვინვიერი მკვეთრი

 ნაპრალოვნება და ნაპრალოვანი თანხმოვნები:


ზ ს
ჟ შ
ღ ხ

მჟღერი ყრუ
ფშვინვიერი

 შერეული რაგვარობის თანხმოვნები:

მ ცხვირისმიერები / ნაზალები


რ მთრთოლი / ვიბრანტი

ლ გვერდისმიერი / ლატერალი

მჟღერი
 ღიაობის რაგვარობის მქონე ბგერები, ხმოვნები:

ა, ე, ი, ო, უ
მჟღერი

 აფრიკატები:

ძ დ+ზ
ც თ+ს
წ ტ+ს
ჯ დ+ჟ
ჩ თ+შ
ჭ ტ+შ

 ჰარმონიული ჯგუფები. ერთი შემართვის მქონე ჯგუფებს ჰარმონიულ ჯგუფებს


უწოდებან, ასეთებია:

1 ბღ-პყ-ფხ ბღავილი – დაპყრობა – ზაფხული


2 დღ-ტყ-თხ დღეობა – ტყემალი – მოთხრობა
3 ძღ-წყ-ცხ ძღომა – წყალი – მერცხალი
4 ჯღ-ჭყ-ჩხ ჯღაბნა – დაჭყლეტილი – ჩხავილი

 მარცვალი. ღია და დახურული მარცვალი.


 მახვილი. მახვილი ქართულში
 ძირითადი ფონეტიკური მოვლენები

1 დიფთონგი მამაI, დღეI, წყაროI, ბუI


2 ბგერათა გადასმა / ათ რვა მეტი → თრვამეტი → თვრამეტი
მეტათეზისი
3 დამსგავსება / კონტაქტური: სახლითგან → სახლიდ(გ)ან
ასიმილაცია დისტანციური: ლომაური → ლომოური
პროგრესული: ჭისკარი → ჭიშკარი
რეგრესული: სიმშილი → შიმშილი
სრული: სიში → შიში
ნაწილობრივი: (ტეხა) *ვტხდები → ვტყდები
4. განმსგავსება / რუმინეთი *რუმუნ-ურ-ი → რუმინ-ულ-ი
დისიმილაცია შდრ.:
ქართლი ქართლ-ურ-ი,
ბულგარეთი ბულგარ-ულ-ი
დისილულაციური გამჟღრება:
სვან.:
კოწახური → გოწხირ (კ – წ → გ – წ)
ლა-კურკა → ლა-გურკა (კ – კ → გ – კ)
5 შენაცვლება / საბზელი → საბძელი
სუბსტუტუცია
6 ბგერათა დაკარგვა 1. ჰამბავი → ამბავი
2. თავობა → თაობა, მეთავური →
მეთაური
3. ტანისსამოსი → ტანისამოსი
4. სახლ(ს)თან → სახლთან
7 რედუქცია ო → ვ:
მაწონი → მაწვნის, მინდორი → მინდვრის
8 სინკოპე მართალი → მართ(ა)ლ-ის,
(ფუძის შეკუმშვის სოფელი → სოფ(ე)ლ-ის
მიზეზი და
პირობები)
9 შეკვეცა დედა → დედ(ა)-ის, ხ(ე)-ის
10 შერწყმა ათსამმეტი → (ა)თსა(მ)მეტი → ცამეტი,
ათშვიდმეტი → (ა)თშვიდმეტი → ჩვიდმეტი
11 ანალოგია უმცროსი (უფროსი) → უმფროსი
აღმართი (დამართი) → დაღმართი
12 კონტამინაცია სპარსული: ჰავა, ბერძნული: აირი → ჰაერი

გამოყენებული ლიტარატურა:

1. ა. შანიძე, თხულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, ქართული ენის გრამატიკის


საფუძვლები, თბ., 1980; გვ. 7-30.
2. ლ. კვაჭაძე, ქართული ენა, თბ., 1993; გვ. 47-68.

You might also like