You are on page 1of 469

გნოზისი,

ანუ
ანგელოზის გული

იმმა
თუ გინდა ააშენო გემი, არაა საჭირო შემოკრიბო
ხალხი, დაგეგმო და გაანაწილო სამუშაო ან
იზრუნო ხელსაწყოებზე. საკმარისია გადასდო
ადამიანებს უკიდეგანო ზღვის წყურვილი და
ისინი თავად ააშენებენ ხომალდს.
ანტუან დე სენტ-ეკზუპერი

იმმა

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული


სიზმარხილვების წიგნი

1
სარჩევი
წინასიტყვაობა ............................................................................................................................. 8
ნაწილი I........................................................................................................................................... 10
მოგონებები ..................................................................................................................................... 10
ბავშვობა ...................................................................................................................................... 11
უხილავი სულიერი მასწავლებლები ..................................................................................... 14
დაინახე ჩემი თვალებით... შეიგრძენი ჩემი გულით... ....................................................... 15
2001 წელი. აგვისტო. ეკლესიაში მისვლა .............................................................................. 17
ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა ..................................................................... 18
ინტერნეტპოსტებიდან. სახასრარა ......................................................................................... 19
2002 წელი. სახასრარა. .............................................................................................................. 20
2003 წელი. წყნეთი. პეპელა. .................................................................................................... 21
ეგზორციზმი სიზმრებში და მთავარანგელოზი მიქაელი ................................................. 22
დუბროვიცის ეკლესია.............................................................................................................. 23
2006 წელი. უმცროსი შვილის დაბადება, იესოს გამოცხადება და მომავლის ხილვა ... 24
2009 წელი. რომი. უცანაური სიზმარი წინასწარმეტყველებით........................................ 27
2012 წელი. ზამთარი. სხივი კოსმოსიდან ............................................................................. 28
სადღაც 2012-2013 წლები. ციხიდან გამოსვლა ..................................................................... 30
2013 წელი. ივლისი. ეკლესიური ცხოვრების ხელმეორედ დაწყების მცდელობა........ 31
2013 წელი. იმედგაცრუება და რწმენის დაკარგვა ............................................................... 33
2013. წელი. (9 აგვისტო). წერაქვი. ქრისტესთან შეხვედრა ................................................ 34
სულიერ იერარქიასთან დამოწაფება ..................................................................................... 39
2013 წელი. შემოდგომა. სიმართლის აღთქმა ....................................................................... 45
2014 წელი. ზაფხული. წერაქვი. ეშმაკი სარკიდან ............................................................... 45
2014 წელი. ზაფხული. როდოსი. მიქაელის გაკვეთილები ................................................ 46
სულიერი გამოცდები სიზმარხილვებში............................................................................... 49
მენტალური დემიურგია. საკურის ხე .................................................................................... 50
სხვა სამყარო ............................................................................................................................... 51
ცნობიერების ფრაგმენტაციის ფენომენი .............................................................................. 54
ინტერნეტპოსტებიდან: ............................................................................................................ 55
2014 წელი. შემოდგომა. ინიციაცია. ....................................................................................... 55
2014 წელი. 666 – „მხეცის“ რიცხვი ......................................................................................... 57
ქრისტეს ენერგია ....................................................................................................................... 59

2
2014 წელი. დეკემბერი. სტამბული. შავი მაგი...................................................................... 61
2015 წელი. ზაფხული. დედის ავადმყოფობა ....................................................................... 64
2015 წელი. აგვისტო. გონიო. გაფრთხილება მომავალ სირთულეებზე .......................... 65
2015 წელი. შემოდგომა. თბილისი. დედის გარდაცვალება და საზვერეები................... 65
2016-2017 წლები. პრობლემების მოზღვავება ...................................................................... 67
2016 წელი. შემოდგომა. წინა ინკარნაცია .............................................................................. 68
2016 წელი. გაზაფხული. გერმანია. ვარსკვლავი ................................................................. 69
2017 წელი. დეკემბერი. სიზმარი დაავადებაზე ................................................................... 70
2017 წელი. სამკურნალო მცენარეები..................................................................................... 71
2017 წელი. ჩემი გარდაცვალების წლის წინასწარმეტყველება ......................................... 71
2017 წელი. ზამთარი. ომ-მანტრა ............................................................................................ 72
2017 წელი. ერთი თხოვნის უფლება ...................................................................................... 72
ნაწილი მე-2 .................................................................................................................................... 74
ხიდს აქეთ... .................................................................................................................................... 74
2017 წლის 21 ივნისი. ზაფხულის ნაბუნიობა. გულის ჩაკრების შერწყმა ....................... 76
ინტერნეტპოსტებიდან: ............................................................................................................ 76
2017 წელი. ზაფხული. კრიშნა................................................................................................. 77
2017 წელი. შემოდგომა. გულისმიერი კავშირი მიქაელთან .............................................. 78
2017 წელი. სულის მეორე ნახევარი ....................................................................................... 80
2018 წელი. მაგიის აკრძალვა ................................................................................................... 80
2018 წელი. იანვარი. მიქაელის გამოსახულების დახატვა ................................................. 81
2018 წელი. 31 იანვარი. სიზმარი ჩემს ნახატზე .................................................................... 82
2018 წელი. ადამიანის სულთან მუშაობა .............................................................................. 83
2018 წელი. დაცვა მიქაელისგან .............................................................................................. 83
ინტერნეტპოსტებიდან: ............................................................................................................ 84
2018 წელი. 5 აპრილი. ზოგადი სულიერი ცნებები ............................................................ 86
2018 წელი. 16 აპრილი. თაიგული .......................................................................................... 90
2018 წელი. 29. აპრილი. ადამიანებისთვის თხოვნის უფლება ......................................... 92
2018 წელი. 3 მაისი. რეალობის ილუზორობა ...................................................................... 95
ცნობიერების აწევის პროცესი ................................................................................................. 96
2018 წელი. „მე ვარ“ (ego sum qui sum ) ცნობიერება .......................................................... 98
2018 წელი. შივა ........................................................................................................................ 100
2018 წელი. აპრილი. სიმართლის ძალა ............................................................................... 101
2018 წელი. ენერგომკურნალებზე და ზოგადად მკურნალობაზე .................................. 102

3
2018 წელი. მაისი. ანგელოზთა დაცემა................................................................................ 105
2018 წელი. მაისი. „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა ............................................ 109
2018 წელი. 1. ივნისი. ცეცხლოვანი იერარქია .................................................................... 111
2018 წელი. ივნისი. როგორ დააღწიო თავი უბედურებას ................................................ 114
2018 წელი. ივნისი. ნათელი იერარქიისგან მოვლენილ სულებზე ................................ 115
2018 წელი. ივნისი. დადებითად ფორმულირებული სიტყვის ძალა ............................ 117
2018 წელი. 16 ივნისი. პენტაგრამა........................................................................................ 118
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 124
2018 წელი. 23 ივნისი. თვითმკველობასთან დაკავშირებით........................................... 125
2018 წელი 23 ივნისი. სულის მეხსიერებაზე წვდომის დამყარება ................................. 127
2018 წელი. 24 ივნისი. შვიდი პლანეტარული იერარქი.................................................... 130
2018 წელი. 26 ივნისი. წერაქვი. „მოვა დრო და შენი გაშვება მომიწევს“ ....................... 132
2018 წელი. 26 ივნისი.ღამით. უხილავი მხარდაჭერა ....................................................... 133
2018 წელი. 27 ინვისი. „უნდა იყო თვითკმარი ღმერთში“ ............................................... 133
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 136
2018 წელი. 29 ივნისი.თბილისი. ცნობიერების მე-7 დონე. ............................................. 136
2018 წელი. 1 ივლისი. ტრიკვეტრი ....................................................................................... 137
2018 წელი. 4 ივლისი. შვიდობრივი ფრაქტალის პრინციპი ............................................ 139
2018 წელი. 5 ივლისი. სინათლის ფოკუსის დაყენება ...................................................... 144
2018 წელი. 6 ივლისი. დაცემული ანგელოზები ................................................................ 144
2018 წელი. 7 ივლისი. სწავლების ციკლურობა ................................................................. 149
2018 წელი. 11 ივლისი. მიწიერი მიჯაჭულობა .................................................................. 149
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 153
2018 წელი. 12 ივლისი. რა არის რეალობა? ......................................................................... 154
2018 წელი. 19 ივლისი. წერაქვი. აფირმაცია ....................................................................... 156
2018 წელი. 20 ივლისი. წერაქვი. დროის ციკლები ............................................................ 157
2018 წელი. 26 ივლისი. წერაქვი. ცნობიერების დონეები ................................................. 161
2018 წელი. 4 აგვისტო. ბათუმი. განზომილებები, პლანეტარული ველები და
სულიერი ხედვა ....................................................................................................................... 170
2018 წელი. 9 აგვისტო. ბათუმი. მენტალური პლანეტარული ველის ევოლუცია ....... 174
2018 წელი. 18 აგვისტო. წერაქვი. მატერია და სული ........................................................ 176
2018 წელი. 19 აგვისტო. წერაქვი. როგორ შეიძლება სიტყვებით აიხსნას, ის რაც ამ
სიტყვიერ სამყაროს არ ეკუთვნის? ....................................................................................... 178
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 179

4
2018 წელი. 19 აგვისტო. წერაქვი. .......................................................................................... 179
2018 წელი. 22-23 აგვისტო. წერაქვი. სინათლის და სიბრძნის ღმერთი ......................... 180
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 184
მოკვლევა ინტერნეტიდან. ზოროასტრიზმი და ახურა მაზდა........................................ 185
მოკვლევა ინტერნეტიდან. ამეშასპენტები ზოროასტრიზმში ........................................ 188
2018 წელი. 25 აგვისტო. წერაქვი. ჩვენ ოთხნი ვართ ......................................................... 189
2018 წელი. 26 აგვისტო. წერაქვი. უმაღლესი „მე“ - მე-5 სხეული .................................. 191
ნაწილი მე-3 .................................................................................................................................. 194
ხიდს იქით... ................................................................................................................................. 194
ინტერნეტპოსტებიდან:........................................................................................................... 195
2018 წელი. 27 აგვისტო. ეჭვების შემოტევა ......................................................................... 195
2018 წელი. 27 აგვისტო. ხიდს იქით გადასვლა .................................................................. 197
2018 წელი. 29 აგვისტო. სილამაზეზე .................................................................................. 200
2018 წელი. 29 აგვისტო. შავი ხვრელი. მოგზაურობა მე-5 სხეულით............................. 201
2018 წელი. 30 აგვისტო. „ღერძის“ შეძენა ............................................................................ 202
2018 წელი. 31 აგვისტო. უმაღლესი ტრიადის შეგრძნება ................................................ 204
2018 წელი. 1 სექტემბერი. თბილისი. გულახდილი საუბარი ......................................... 205
2018 წელი. 8 სექტემბერი. თბილისი. შეხვედრა ბერებთან.............................................. 209
2018 წელი. 9 სექტემბერი. წერაქვი. მრავალი ინკარნაცია, როგორც ერთი უწყვეტი
სიცოცხლე ................................................................................................................................. 211
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 212
2018 წელი. 15 სექტემბერი. თბილისი. კვებაზე ................................................................. 214
2018 წელი. 16 სექტემბერი. თბილისი. სიკეთე და ბოროტება ......................................... 216
2018 წელი. 17 სექტემბერი. შეგნებული ბოროტება........................................................... 220
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 223
2018 წელი. 18 სექტემბერი. სენსორული სტატუსი ........................................................... 223
2018 წელი. 19 სექტემბერი. თბილისი. მიქაელ მთავარანგელოზის დღე. ..................... 226
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 229
2018 წელი. 22 სექტემბერი. წერაქვი. ამ სამყაროს უარყოფა ............................................ 230
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 232
ინტერნეტპოსტებიდან: .............................................................................................................. 236
პასუხი იოანეს კითხვას 3+1-თან დაკავშირებით ............................................................... 236
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 240
ინეტრნეტპოსტებიდან:........................................................................................................... 241

5
2018 წელი. 26 სექტემბერი. თბილისი. რიცხვი 3, 6 და 9 - მაკროკოსმიდან მიკროკოსმში
.................................................................................................................................................... 241
2018 წელი. 29 სექტემბერი. თბილისი. სიბრძნის მცველი ............................................... 250
2018 წელი. 30 სექტემბერი. თბილისი. შენი იარაღი კეთილი გულია ........................... 251
2018 წელი. 2 ოქტომბერი. თბილისი. ჰერმეს ტრისმეგისტი ........................................... 252
2018. წელი. 13. ოქტომბერი. ჰერმეტიზმი ........................................................................... 255
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 264
2018 წელი. ქიბალიონი. ნაწილი 1-ლი ................................................................................ 270
2018 წელი. 17 ოქტომბერი. ქიბალიონი. ნაწილი მე-2 ....................................................... 283
2018 წელი. 18 ოქტომბერი. ქიბალიონი. ნაწილი მე-3 ....................................................... 287
2018 წელი. 20 ოქტომბერი. შავი საძმო ................................................................................ 288
2018 წელი. 21. ოქტომბერი. დარჩი ჩემთან... ...................................................................... 290
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 307
2018 წელი. 25 ოქტომბერი. განსხეულება დედამიწაზე და ისევ 4 ადამიანი ................ 309
2018 წელი. 26 ოქტომბერი. ღმერთის ნებაზე მინდობა .................................................... 310
2018 წელი. 5 ნოემბერი. პლანეტარული დემიურგია ....................................................... 314
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 318
2018 წელი. 8 ნოემბერი. და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ............................ 319
2018 წელი. 11 ნოემბერი. დაშავატარები ............................................................................. 321
2018 წელი. 12 ნოემბერი. განზომილების და ევოლუციის ცნებები. ატლანტიდა ....... 325
ომრაამ მიქაელ აივანხოვი მიქაელზე................................................................................... 332
სამყაროები და ღმერთები ...................................................................................................... 332
2018 წელი. 30 ნოემბერი. კონტროლირებადი სიზმარი ................................................... 346
2018 წელი. 6 დეკემბერი. სიკვდილისშემდგომი მდგომარეობა და „დრაკონის“
ეგრეგორი .................................................................................................................................. 347
რა არის ეგრეგორი? ................................................................................................................. 355
20 დეკემბერი. 2018. ადამიანის სულის განსხეულება ...................................................... 356
2018 წელი. 22 დეკემბერი. ამაღლებული სულის მოზიდვა ბავშვის ჩასახვისას ......... 358
2018 წელი. 24 დეკემბერი. უმაღლესი ეთერული სივრცე ................................................ 362
2018 წელი. 25 დეკემბერი. მაკოშის ბედის ქსოვილი ........................................................ 365
2019 წელი. 3 დეკემბერი. სულიერი არსებები და იესოსთან საუბარი .......................... 369
2019 წელი. 8 იანვარი. სული და მატერია ........................................................................... 372
2019 წელი. 22 იანვარი. „ეს მე ვარ...“ .................................................................................... 375
2019 წელი. 24 ივნისი. ბოროტებასთან ბრძოლოს ჭეშმარიტი არსი. ნაწილი 1-ლი .... 378

6
2019 წელი. 25 იანვარი. ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი არსი. ნაწილი მე-2...... 380
2019 წელი. 27 იანვარი. ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი არსი. ნაწილი მე-3 ..... 382
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 384
2019 წელი. 11 თებერვალი. სიცოცხლის ხე......................................................................... 386
2019 წელი. 10 მარტი. დედამიწის და კაცობრიობის შექმნის ისტორია......................... 391
2019 წელი. 12 მარტი. ბოლო ინფორმაციის დაჯამება ...................................................... 393
გარდაცვლილი დედის სულთან შეხვედრა........................................................................ 394
24 მარტს დამატებული........................................................................................................... 396
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 397
2019 წელი. 18 მარტი. როდესაც ღმერთები განკაცდებიან, ადამიანები განეღმრთობიან
.................................................................................................................................................... 398
2019 წელი. 19 მარტი. მზის იერარქიის ღვთაებრივი და დაცემული სულები ............. 402
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 409
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 412
ინტერნეტპოსტებიდან:........................................................................................................... 416
2019 წელი. 23 მარტი. წიგნის მე-3 ნაწილის დასრულება ................................................. 419
ნაწილი მე-4 .................................................................................................................................. 420
შეჯამება ........................................................................................................................................ 420
2019 წელი. 31 მარტი. ღვთისმშობელი ................................................................................ 421
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 424
6 აპრილი. 2019 წელი. სიზმარი დედაზე ............................................................................ 426
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 427
8. აპრილი. 2019 წელი. შემოდგომის სტადია ილუზორულ რეალობებში .................... 430
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 432
12 აპრილი. 2019 წელი. განსვენების რიტუალები და უხრწნელი ნეშტები .................. 433
18 აპრილი. 2019 წელი. ცნობიერების აწევა მზემდე ......................................................... 437
2019 წელი. 14 მაისი. ეგრეგორები, რელიგიები და სექტები............................................ 440
2019 წელი. 6 ივლისი. როგორ მიმდინარეობ ცნობიერების/სულიერების ამაღლება. 446
2019. 26 ოქტომბერი. სულიერი გზა ..................................................................................... 453
2019 წელი. 30 ოქტომბერი. სიზმარხილვის ტექნიკა ........................................................ 455
ინტერნეტპოსტებიდან: .......................................................................................................... 458
2019 წელი. 10 ნოემბერი. ბრძოლა ბნელ ძალებთან .......................................................... 458
29. ნოემბერი. 2019. ადამიანის ჭეშმარიტი არსი ................................................................. 462

7
წინასიტყვაობა

მახსოვს თხუთმეტი-თექსვსმეტი წლის ასაკში მე და ჩემს მეგობარს ასეთი გატაცება


გვქონდა - მოთხრობების წერაში ვეჯიბრებოდით ხოლმე ერთმანეთს. ჩემი მეგობარი,
რომანტიკულ ჟანრს არ ღალატობდა, მე კი ყველაფერში მინდოდა თავი გამომეცადა და ხან
სასიყვარულო რომანებს მივედ-მოვედებოდი, ხან დეტექტივებს და ხან კიდევ
ფანტასტიკურ მოთხრობებს. ყველაზე მეტად მაწუხებდა ის, რომ როგორც ორენოვან
ოჯახში გაზრდილ ბავშვს, რადგან დედას რუსულად ველაპარაკებოდი, ხოლო მამას
ქართულად, ერთდროულად ორ ენაზე ვაზროვნებდი ხოლმე. ერთი წინადადება
შეიძლებოდა რუსულად გამეაზრა, ხოლო მეორე ქართულად. ეს ჩვევა ძალიან
მირთულებდა საქმეს და წერაში ხელს მიშლიდა.

მახსოვს ერთხელ საწერ მაგიდას მივუჯექი და რაღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა მოთხრობის
სათაური - „ანგელოზის გული“! რატომღაც შინაგან გზავნილს დავემორჩილე, სათაური
დავწერე და ფურცელს მივაშტერდი. ვერც იმას ვხვდებოდი, საიდან მომივიდა ეს სათაური
თავში და ვერ იმას - რაზე უნდა ყოფილიყო მოთხრობა. რა უნდა დაწერო როცა სათაური
იცი, მაგრამ შინაარსი არა? იდეები არ მომივიდა და საკუთარ შესაძლებლობებში იმედები
მალევე გამიცრუვდა. დავასკვენი რომ არასაკმარისი ფანტაზია და წერის ნიჭი მაქვს,
საიმისოდ რომ ამ ასპარესზე რაიმე ვარგისი შევქმნა და წერას თავი დავანებე. ცხოვრებამ
მწერლობის სფეროს სრულიად ჩამომაშორა და ჩემმა არჩევნებმა სულ სხვა გზით წამიყვანა,
მაგრამ ახლა, როდესაც ჩემი მოგონებების წერას შევუდექი, ძალიან კარგად ვაცნობიერებ
შინაარს და რახან სათაურის შერჩევაზე მიდგა საქმე, ვიცი, რომ ამ წიგნს მხოლოდ ერთი
სათაური შეიძლება ჰქონდეს - „ანგელოზის გული“!

წიგნი „გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“ დაიწერა სულიერი არსებების, მასწავლებლების


ნაკარნახევით. ისინი კაცობრიობის ევოლუციის კურატორ ნათელ ძალთა იერარქიას
მიეკუთვნებიან. მათთან ურთიერთობა ბავშვობიდან მქონდა, თუმცა მაშინ ვერ
ვაცნობიერებდი ვინ იყვნენ. ეს კავშირი ძირითადად ორი ტიპისა იყო - სიზმარხილვები და
ტელეპატიურ-ვიზუალური კონტაქტი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში,
რომელიც ძირითადად სიზმარ-სიფხიზლის ზღვრზე მიმდინარეობდა. წიგნი „გნოზისი,
ანუ ანგელოზის გული“, მათთან ურთიერთობას და მათ ნაკარნახევს აღწერს. ეს წიგნი
ფაქტიურად ფარავს ყველა ძირითად საკითხს, რაც მავანს შეიძლება სულიერი
განვითარების გზაზე გაუჩნდეს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ იგი არ ისახავს მიზნად
ვინმესთვის აზრის მოხვევას ან ფასეულობების შეცვლას, არამედ უბრალოდ ამ სულიერი
გამოცდილების გაზიარების სურვილითაა მოტივირებული.

ამ წიგნის წერას დაახლოებით 2 წელი მოვანდომე. როდესაც მივხვდი, რომ დასასრულს


ვუახლოვდებოდი და მთელი ამ ინფორმაციის ერთ წიგნად შეკვრა შემეძლო, დავიწყე
იმაზე ფიქრი, რომ მიუხედავად იმისა, რომ წიგნი ფაქტიურად დღიურის ფორმატში იყო
დაწერილი და ჩემს ძალიან პირად გრძნობებს და მოვლენებს აღწერდა, ვალდებული ვიყავი
გამომექვეყნებინა, რადგან რაც აქ წერია მხოლოდ ჩემთვის არაა გამიზნული. თავიდან
წიგნის ბეჭდვით ფორმატში გამოცემაზე ვფიქრობდი, მაგრამ მიუხედავად ჩემი

8
სურვილისა, ვგრძნობდი, რომ ამ ჩემს ენთუზიაზმს ჩემი მასწავლებელები რატომღაც
ახშობდნენ. რაღაც მომენტში ჩემი სულიერი მასწავლებლისგან შემდეგი ტელეპატიური
აზრი მოვიდა: „ჯერ შენ თვითონ არ გესმის კარგად შენი დაწერილის“ და მივხვდი, რომ
მართლები იყვნენ. რაც დავწერე ჩემ გონებაში ერთ მთლიან სურათში არ იკვრებოდა და
მაშინ მივიღე ინსტრუქცია, რომ წიგნის თავები ნელ-ნელა ინტერნეტში გამომექვეყნებინა
და ყველა კითხვაზე მეპასუხა, რასაც ჯგუფის წევრები დამისვავდნენ. ასე გაიხსნა ჯგუფი
„გნოზისი“...

ჩემ ჯგუფში ძალიან განსხვავებული ადამიანები იყვნენ შეკრებილნი. ზოგთან ბევრ


საერთოს ვგრძნობდი, ზოგთან კი ძალიან დიდ განსხვავებას და მიუხედავად იმისა,
ყველასთავის უნდა გამეცა პასუხი, თუკი კომენტარი კითხვის ფორმატში იყო დაწერილი
და თუ დამავიწყდებოდა, ჩემი სულიერი მასწავლებლები მახსენებდა ხოლმე. ვგრძნობდი,
რომ ისინიც აკვირდებოდნენ იმას, თუ რა კითხვები ჩნდებოდა და როგორ
ვუმკლავდებოდი პასუხების გაცემას. აკვირდებოდნენ იმას, თუ როგორ ჯდებოდა ეს
ინფორმაცია ადამიანების მენტალურ ველში. რაღაც დროის მერე მივიღე მინიშნება, რომ
ზოგი კითხვა-პასუხი ჩამემატებინა წიგნში, რადგან ამით ბევრი ბუნდოვანი საკითხი უფრო
ცხადი გამხდარიყო მომავალი მკითხველისთვისაც. ასე გადაიქცა ჩემი წიგნი სხვა
ადამიანებთან ერთობლივ ნააზრევად!..

ეზოთერიკოსებისთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ წიგნს ორი კომპონენტი აქვს:


ინფორმაციული და ენერგეტიკული. ინფორმაციული კომპონენტის თვალსაზრისით,
განხილული თემები ეხება ხან ქვესკნელის, ხან შუალედურ და ხან სულიერ სამყაროებს,
რის გამოც ამ წიგნს ახასიათებს ერთგვარი ასვლა-ჩასვლის ტალღები. ამიტომ
ენერგეტიკული კომპონენტის მხრივ იგი ხან დაბალვიბრაციულ სფეროს ეხება, ხან მაღალს.
მიუხედავდ ამისა წიგნის ვიბრაციული ფონი ძალიან მაღალია სულიერი იერარქების
თანამონაწილების და მათი ენერგეტიკული შენატანის გამო, ამიტომ კითხვისას შეიძლება
გულის აჩქარების, ძილიანობის ან პირიქით ენერგიის მოზღვავების გრძნობა გაჩნდეს.

წიგნი ოთხი ნაწილისგან შედგება: „მოგონებები“, „ხიდს აქეთ“, „ხიდს იქით“ და „შეჯამება“.
„მოგონებების“ ნაწილის გარდა, მომდევნო ნაწილების თავები დღიურის ფორმატშია
დაწერილი და მიმდინარე მოვლენებს აღწერს. ასევე შიგადაშიგ ჩამატებულია
ამონარიდები ჩემი „ინტერნეტპოსტებიდან“, რომელიც ინტერნეტში ამ წიგნის პასაჟების
გამოქვეყნებას ახლდა თან. მკითხველთა იმ ნაწილისთვის, რომელიც თავს კომფორტულად
გრძნობს ტრადიციულ ქრისტიანულ ეგრეგორში გამიზნულია წიგნის პირველი ორი
ნაწილი. მესამე და მეოთხე ნაწილები გადის ტრადიციული რელიგიების „კომფორტის
ზონიდან“ და ეზოთერულ ცოდნას ეხება, მხოლოდ ისეთ დონეზე, რომელიც არ არის
მარტო განდობილთათვის განკუთვნილი და მისაღებია ფართო მკითხველისთვის. ჩემი
დაკვირვებით, ის ვინც ბოლო ორი ნაწილის წაკითხვისთვის არაა შინაგანად მზად, ვერც
მიდის მაქამდე და პირველ ორ ნაწილს ჯერდება.

ყველა მოვლენა რაც აქ არის აღწერილი რეალურად მოხდა და თითოეული სიტყვა


სიმართლეა იმდენად, რამდენადაც მე მესმის ამ ცნების არსი.

9
ნაწილი I
მოგონებები

ავტორის ნახატი. ეძღვნება ჩემს მეუღლეს.

10
ბავშვობა

„ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი!“

იოანეს სახარება

ბავშვობიდან ორ სამყაროში ვცხოვრობდი. ცხადში და სიზმარში ორი ერთმანეთისგან


დამოუკიდებელი ცხოვრება ერთმანეთთან პარალელურად თანაარსებობდა. ხანდახან ეს
ორი ერთმანეთში იკვეთებოდა და ცხადში სიზმარს ვხედავდი, ხოლო სიზმარში იმას რაც
მომავალში უნდა გაცხადებულიყო. ეს უნარი დროთა განმავლობაში გამძაფრდა და
განვითარდა, მაგრამ დაიწყო როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი.

ბავშვობაში ჩემ გარემოცვაში მხოლოდ ბიჭები იყვნენ. ასე მოხდა. არ ვიცი მე ავირჩიე ეს
სიტუაცია თუ სიტუაციამ ამირჩია მე. მგონი უბრალოდ ჩემ ქუჩაზე არც ერთი ჩემი ასაკის
გოგო არ არსებობდა. ამიტომ ადრეული ბავშვობა სოლოლაკის ქუჩებში და ძველი
სახლების სხვენებსა და სახურავებზე გავატარე ჩემს ძმასა და ბიჭ მეგობრებთან ერთად.
თოჯინებით არასდროს მითამაშია, რაც ჩემი მშობლების მუდმივი შფოთვის თემას
წარმოადგენდა, რადგან მიაჩნდათ რომ ამის გამო დედობრივი ინსტინქტები არ
მიყალიბდებოდა. ჩემი ნათესავები და მშობლების მეგობრები მუდმივად რაღაც
ავადსახსენებელ გერმანულ ფაიფურის თოჯინას მამსგავსებდნენ, რაც ჩემში ძლიერ
გაღიზიანებას იწვევდა და მათ დამტკბარ, მომღიმარ სახეებს საპასუხოდ ჩემი დაბღვერილი
მზერა ხვდებოდათ. როგორ უნდა შეადარო თოჯინას, თანაც გერმანულს და თანაც
ფაიფურის, ბავშვი, რომელსაც თავისი ხელით გაკეთებული „რაგატკა“ აქვს ქამარში
გაჩრილი, თანაც რომელიც შორს ისვრის და თანაც კარგად უმიზნებს! სწორედ ჩვენს
რაგატკებს შეეწირა ჩვენი ქუჩის სადარბაზოების შესანიშნავი ვიტრაჟები.

ჩვენ ვიყავით იტალიური ეზოს ბავშვები, რომლებიც ძალიან არ უყვარდათ პირველი


სართულის მეზობლებს და ძალიან უყვარდათ ბოლო სართულის მეზობლებს.
უკანასკნელებს იმიტომ რომ ჩვენს ხულიგნობებს ვერ ხედავდნენ. ჩვენ ისეთივე ლაღები და
თავისუფლები და ამავე დროს ისეთივე მაწანწალა და ველურები ვიყავით როგორც
სოლოლაკის გაქუცული ტილიანი კატები. ეს კატები ჩვენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი
იყვნენ. მათი დაჭერა, ძალით მოფერება და შემდეგ შოკურ მდგომარეობაში გაშვება მთელი
ხელოვნება იყო. ასევე ხელოვნება იყო ჩვენი ხულიგნობებით შეწუხებული პირველი
სართულის მეზობლებისგან თავის დაღწევა და დამალვა, რადგანაც ხან ჩვენი ბურთი ეგდო
მათ ბორშიან ქვაბში და ხან მათი სახლი ბოლავდა ჩვენ მიერ ფანჯრიდან შეგდებული
„დიმავუშკით“.

ცელქობით დაღლილებს სახლში ყოველთვის მომღიმარი დედა გველოდა, რომელიც


სრულიად დარწმუნებული იყო რომ მისი შვილები ხორცშესხმული ანგელოზები იყვნენ
და ჩვენც ვიცავდით ამ ლეგენდას როგორც შეგვეძლო. ეხლა, როდესაც ჩემი თანატოლი
მშობლები ვინმე ბავშვის უსაქციელობით აღშფოთდებიან ხოლმე, მე თვალს ვუქცევ და

11
თავს ვიკატუნებ ვითომ არ მესმის რაზეა საუბარი. ახლოს მაინც იდგეს ამ ბავშვების
უსაქციელობა ჩვენ მაშინდელ ქცევასთან.

განსაკუთრებით მიყვარდა ჩვენი თამაში სახურავებზე. სოლოლაკის სახლები


სახურავებითაა ერთმანეთზე გადაბმული და ცალკე ქუჩას ქმნიან. მხოლოდ ჩვენ ვიცოდით
როგორ უნდა გვევლო უსაფრთხოდ ძველი სხვენების იატაკზე, ისე რომ არ ჩამტვრეულიყო;
როგორ დაგვებიჯა სახურავის ფილების გადაბმის ადგილებზე, რომ არ ჩაგვეღუნა; როგორ
გავმძვრალიყავით მეზობელი სახლის სხვენში და სად იყო ხოლმე სახურავის ფირფიტა
ატკეცილი, ან რომელი სხვენის კარი ღია. ეხლაც მახსოვს როგორი იდუმალებით მოცული
იყო ეს მტვერითა და კატის სუნით გაჟღენთილი სოლოლაკის სხვენები, სადაც უამრავი
მივიწყებული ნივთი უხსოვარი დროიდან „ინახებოდა“. ჩვენ შეგვეძლო ამ ნივთების
საათობით თვალიერება და თან ფიქრი იმაზე ვის და რატომ უნდა მიეტოვებინა ეს
სიძვირფასე ასეთ ღმერთით და ადამიანებით დავიწყებულ ადგილას. მახსოვს, ჩემი
მეგობარი ბიჭები სახურავზე შტაბებს აწყობდნენ და ომობანას თამაშობდნენ. მე კი
მიყვარდა უბრალოდ ჯდომა და ცის ყურება. სახურავიდან ხომ მთელი ძველი ქალაქი
ხელის გულივით ჩანდა. საათობით შემეძლო მერცხლების ფრენის მითვალყურება. მათი
ქაოტური მიმოფრენა სივრცის შეგრძნებას ამძაფრებდა, სივრცის შეგრძნება კი ადამიანს
ერთგვარი თავისუფლების განცდას ანიჭებს. რა არის ეს თავისუფლება, რომელიც ასეთი
მტკივნეულია თანამედროვე ადამიანისთვის და ასე განსხვავებულად ესმის ყველას?
ზოგისთვის ეს საზოგადოებრივი კლიშეების გადალახვაა რაიმე განსხვავებულის და
ხშირად უხამსის ჩადენით. ზოგისთვის ეს კულტურულ-ეროვნული თვითმყოფადობის
გარეგანი იდეური შემოდინებისგან დაცვაა. ზოგისთვის ნარკოტიკით გაბრუებაში
რეალობისგან თავდაღწევაა. ჩემთვის ეს სოლოლაკის სახურავიდან მერცხლების ფრენაზე
დაკვირვება იყო. იქნებ თავისუფლება ჩვენი სულის თვისებაა, რომელიც თითოეული
ადამიანის გულში უხილავად თანაარსებობს და შორეულ სამყაროებში გვიხმობს,
გვახსენებს რა ჩვენს წარმომავლობას? ჩემთვის ეს ცნება მერცხლებზე დაკვირვებიდან
დაიწყო და ის ისეთივე მიმზიდველი და ახლობელი იყო, როგორც სოლოლაკის
სახურავებზე გადმოკიდებული და მერცხლებით გაცოცხლებული ცა...

ზაფხულობით ხან რუსეთში, პოდოლსკში მივდიოდით რუს ბებიასთან, ხან თელავში


ქართველ ბებიასთან. მახსოვს ერთ-ერთ ასეთ ზაფხულს თელავში ვისვენებდით. ერთი
ჩვეულებრივი საღამო იყო, როდესაც ვერანდაზე ვახშამისთვის უფროსები შეიკრიბნენ და
მორიგ „მოსაწყენ“ თემებზე გააბეს დაუსრულებელი ლაპარაკი. მე და ჩემი ძმა იქვე
უსაქმურად დავყიალობდით და ამაოდ ვცდილობდით მაბეზარა კოღოების მოგერიებას.
მამაჩემს, როგორც ბიოლოგიის დოქტორს, მერე პროფესორს და მერე აკადემიკოსს, ჩემთვის
უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა. მაშინ მეგონა, რომ საკითხი არ არსებობდა რომელიც მან
არ იცოდა. მახსოვს მამა სუფრასთან მსხდომთ უხსნიდა როგორი სრულყოფილი ქმნილებაა
ცოცხალი უჯრედი და უეცრად ისეთი რამ თქვა, რაც მაშინვე დაიჭირა ჩემმა ყურმა -
ცოცხალი უჯრედი იმდენად რთული და სრულყოფილი სისტემაა, რომ არ არსებობს
თავისით წარმოქმნილიყო... ალბათ არსებობს რაღაც, აბსოლუტური გონი, რომელიც ასეთ
სრულყოფილ ქმნილებებს ქმნის.

12
ამ აზრმა რომ გაიჟღერა ჯერ კიდევ კომუნიზმის პერიოდი იყო. მაშინ ღმერთს არვინ
ახსენებდა და ღმერთზე არასდროს საუბრობდნენ. მასხოვს, გავიგონე თუ არა ეს ნათქვამი,
სასწრაფოდ გავიქეცი ეზოში. მიუხედავად უკუნითი სიბნელისა, რადგანაც ყველა ხის
ტოტისა თუ ვარჯის მოყვანილობა ზედმიწევნით ვიცოდი, სახლთან მდგომ ქლიავის ხეზე
ავძვერი, იქიდან სახურავზე გადავძვერი და ყველაზე ამაღლებულ ადგილას, შიფერზე
პირაღმა წამოვწექი. მამას ნათქვამზე მინდოდა ფიქრი! ვიწექი და ვუყურებდი თუთის ხის
ტოტებში გახლართულ მთვარესა და ვარსკვლავებით მოკიაფე ცას, მაგრამ ჩემ წინ ცა აღარ
იყო... ჩემი გონება კოსმოსის შავ სიღრმეებში ჩაიძირა, რომელშიც აღარც მთვარე იყო, არც
ვარსკვლავები და რაც უფრო ღრმად ვიჭრებოდი მასში, მით უფრო დიდი, თბილი და
მშობლიური ხდებოდა ის...

ალბათ ეს ზაფხული იყო, რომლიდანაც მოგონებად პირველი სიზმარი გამოვიტანე. ეს


სიზმარი დღემდე მახსოვს და ვთვლი რომ ის დიდი ჭეშმარიტება რომელიც მასში
გაცხადდა აქამდე ბოლომდე ვერ დავნერგე ცხოვრებაში.

მახსოვს ეშმაკები გამომეცხადდნენ. მე ვცდილობდი მათთან შებრძოლებას და ვგრძნობდი


რომ დიდ ძალას ვფლობ საამისოდ. შემეძლო ვეფხვივით ეშვები და დათვივით კლანჭები
გამომეშვა. ურჩხულივითაც კი შემეძლო მათზე ცეცხლის ფრქვევა, მაგრამ რაც უფრო
ვურტყავდი კლანჭებს და ეშვებით ვგლეჯდი, მით უფრო იზრდებოდნენ ზომაში და
ძლიერდებოდნენ. მახსოვს როგორ მიკვირდა რომ ჩემი ამგვარი ბრძოლა მათ მხოლოდ
აძლიერებს.

...და უეცრად მივხვდი რომ აქ, სიზმრების სამყაროში ყველაფერი პირიქითაა! ეს, ჩვენ
მატერიალურ სამყაროში შეიძლება ძალადობით ძალადობის ჩახშობა, აქ კი ძალადობა
ძალადობას აძლიერებს და მისი დაძლევა მხოლოდ საპირისპირო ძალითაა შესაძლებელი.
წლების მერე სახარებაში ამოკითხული ფრაზა ზუსტად ასახავს ჩემს მაშინდელ ფიქრებს:
„ძალა უძლურებაში აღესრულება“!

ისევ ჩემი პირვანდელი, პატარა გოგოს სახე დავიბრუნე და ახლა უკვე ვეებერთელა
დევების წინაშე ვიდექი პატარა და უმწეო... და ისეთი ძლიერი! ჩემ გულში სიმშვიდე
სუფევდა. დევების მოქნეული მუშტები უხილავად გადიოდნენ ჩემ სხეულში და ვერაფერს
მიშავებდნენ. ისინი ნელ-ნელა დაუძლურდნენ და გაქრნენ.

მაშინ ვიგრძენი რომ ჩემ უკან ვიღაც ან ვიღაცეები დგანან. მათი თანამყოფობა ვიგრძენი...

ეს ალბათ პირველი გაკვეთილი იყო რომელმაც სულიერი სამყაროს მთავარი კანონი


გამიმხილა ან იქნებ გამახსენა ის რაც სულის მიუწვდომელ განზომილებებში იყო
ჩაწერილი და საგულდაგულოდ დავიწყებული.

მხოლოდ რვა-ცხრა წლის მერე, სადღაც თხუთმეტი წლის ასაკში, წავიკითხავ სახარებას და
ყველაზე მეტად ის ადგილი მომნუსხავს, სადაც მაცხოვარი მოგვიწოდებს რომ თუ ერთ
ლოყაში გაგვარტყამენ, მეორე უნდა მივუშვიროთ და თუ ტანსაცმელს გვართმევენ,
დანარჩენიც გავატანოთ. მაშინ გამახსენდება ეს სიზმარი და სრული სისავსით გაიხსნება
ჩემთვის ამ ნათქვამის აზრი.

13
...იმიტომ რომ იქ, სულიერ სამყაროში ძალადობას მხოლოდ საპირისპირო ძალა აქრობს,
რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს შესაბამისი მოქმედებები მატერიალურ განზომილებაში.
მაშინ იმასაც მივხვდი რომ რაღაც უხილავი კავშირებითაა სულიერი სამყარო ჩვენ
მატერიალურ ყოფასთან გადაჯაჭვული და იქ რაც ხდება პირველადია, ხოლო აქ რაც ხდება
იმისი ანარეკლი და შედეგი.

არაერთხელ მეტყვის მერე მიქაელი:

- გადაეჩვიე მატერიალური კატეგორიებით აზროვნებას!

მერე და მერე გაცხადდება ჩემთვის სულიერ ხედვას მოკლებული ადამიანის ბეჩავი ყოფა,
სავალალო მდგომარეობა არსებისა, რომელიც ანარეკლს ხედავს და ანარეკლში ცხოვრობს
ანარეკლის კანონებით, ამიტომ არასდროს იცის მოვლენების ჭეშმარიტი არსი, მუდმივად
ცდება და შედეგად მუდმივად სცოდავს, ცოდვა სულიერ აღქმას კიდევ უფრო აბლაგვებს
და ასე ცხოვრობს ჩაკეტილ წრეში, ინკრნაციიდან ინკარნაციამდე, სანამ არ მოევლინებიან
ისინი, ვინც თავიანთ სულიერ მიღწევებს მსხვერპლად გაიღებენ და კაცობრიობის
ცნობიერებას სულიერ განზომილებამდე აწევენ! ვინ იცის ვინ არიან ეს ნათლის შვილები?
ვინ იცის მათი სახელები ან ვინ ეტყვის მადლობას?

უხილავი სულიერი მასწავლებლები

იმ ზაფხულიდან მოყოლებული ვიცოდი რომ ჩემ გვერდით არსებობენ უხილავი „ისინი“ -


ჩემი მასწავლებლები, რომლებიც მთელი ცხოვრება ტელეპატიურად მითითებებს
მაძლევდნენ. ჩემი მხრიდან ასეთი ურთიერთობა რატომღაც ბუნებრივად აღიქმებოდა და
ზედმეტ კითხვებს არ იწვევდა. ერთხელაც არ გამჩენია კითხვა, რამდენად ნორმალურია ეს
ყველაფერი, თუმცა საიდანღაც შინაგანად ვიცოდი, რომ ამაზე არავისთვის არ უნდა მეთქვა
- არც მშობლებისთვის, არც უახლოესი მეგობრებისთვის. „ისინი“ მიკრძალავდნენ ხოლმე
ზოგიერთი წიგნის კითხვას და მეც ვემორჩილებოდი ისე თითქოს „ისინი“ ჩემი საკუთარი
გულის ხმა ყოფილიყვნენ. მაგალითად, „მათ“ ამიკრძალეს ნებისმიერი მაგიის წიგნებთან ან
მკითხაობებთან გაკარება, რომლებიც ასე მოდაში შემოვიდა 90-იან წლებში და ასე
მაინტერესებდა. მაგია თითქოს ჩემი სამყარო იყო, რომელსაც რატომღაც არ უნდა
გავკარებოდი. ანალოგიურად ზოგიერთი ეზოთერული ლიტერატურაც. როდესაც
გავიზარდე და მეცნიერების ინტერესი გამიღვივდა, რომელიც შემდგომ სამომავლო
პროფესიადაც კი ავირჩიე, რატომღაც მოვიდა კატეგორიული გზავნილი - „დაივიწყე
კარიერა“. სტუდენტობის პერიოდში იყო მომენტი, როდესაც ვიგრძენი რომ იმდენად
კარგად ვერკევი ადამიანების ფსიქოლოგიაში, რომ გარკვეულ წილად მათი ნებით
შემიძლია მანიპულირება. ამან, ჩემი მაშინდელი შეგრძნებით, მიამიტ თანატოლებზე
თითქოს უპირატესობა და ძალაუფლება მაგრძნობინა. მაშინვე მოვიდა კატეგორიული
მოთხოვნა, რომ ეს უნარი არასდროს გამომეყენებინა. ამგვარი „მითითებები“ და

14
„აკრძალვები“ თავიდან ძალიან იშვიათად ხდებოდა - ცხოვრების მხოლოდ მნიშვნელოვან,
გარდატეხის მომენტებში.

დაინახე ჩემი თვალებით... შეიგრძენი ჩემი გულით...

ჩემ ზრდასთან ერთად დემონური არსებების დასიზმრება და მათი თავდასხმები სულ


უფრო ხშირდებოდა. ის ბავშვური სულიერი უდარდელობა ნელ-ნელა დაიკარგა. ვეღარ
მომყავდა ჩემი თავი ბავშვებისთვის დამახასიათებელ ნეტარი უდარდელობის
მდგომარეობაში და ამ არსებების მოახლოებისას სულ უფრო მეტად და მეტად მიპყრობდა
თავზარდამცემი, სისხლხორცში გამჭოლი შიში. შიში დაუცველს მხდიდა და მახსოვს
როგორი დაღლილი და სასიცოცხლო ძალებისგან დაცლილი ვიღვიძებდი ხოლმე
დილაობით.

სიზმრებში ძირითადად ერთი და იგივე სცენარი მეორდებოდა, მხოლოდ სხვადასხვა


ვარიანტებში: მე ვხედავ უსხეულო დემონურ არსებებს, როგორ დადიან ადამიანთა შორის
და მათი ნეგატიური ენერგიით იკვებებიან. ხშირად პირდაპირ ესრუტებიან ამა თუ იმ
ადამიანს, მასში უარყოფით ემოციებს და აზრებს აღძრავენ, რომელიც ენერგიის სახით
გამოსხივდება და ამ არსებებს კვებავს. ისინი ამჩნევენ რომ მე მათ ვხედავ და
გააფთრებულები, საშინელი სიძულვილით მესხმიან თავს. სულ მაკვირვებდა მათი ასეთი
უპირობო, ენით აუღწერელი სიძულვილი ჩემ მიმართ. თუ მოასწრებდნენ და ჩემ
„სხეულში“ გაივლიდნენ, საშინელ სიცივეს და დაუძლურების შეგრძნებას ტოვებდნენ.
ერთადერთი რასაც ვახერხებდი, ეს იყო სწრაფად გამოღვიძება, თუმცა ძილის
შებრუნებისას სიზმარი ხშირად ისევ გრძელდებოდა.

სადღაც 15-16 წლის ასაკში სახარების წაკითხვის მერე მოვცადე ლოცვის თქმა ერთ-ერთი
ასეთი თავდასხმის დროს, რადგან სიზმრები როგორც წესი კონტროლირებადი იყო და
მაშინ პირველად აღმოვაჩინე ლოცვის ძალა. ნებისმიერი ქრისტიანული ლოცვა
ერთნაირად ფანტავდა დემონურ არსებებს. გარდა ლოცვებისა ქრისტიანული სიმბოლიკაც
საშინლად აწუხებდათ. ლოცვები და პირჯვარის გადაწერა ცოტა ხნით აჩერებდათ. მერე
ვიღვიძებდი და დიდხანს მიწევდა ლოცვების კითხვა. ლოცვანის წიგნიდან ყველა ლოცვას
ვკითხულობდი განურჩევლად, სანამ არ ვიგრძნობდი რომ აურა ოთახში გაიწმინდა და
დაძინება უსაფრთხოა. ასეთი სიზმრები თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. დემონურ
არსებებთან ასეთმა მჭიდრო შეხებამ ერთის მხრივ მასწავლა მათი ბუნება და თავისებური
გრადაცია სხვადასხვა კატეგორიებში. როგორც ჩვენ სამყაროში არსებობენ მარტივი
ცოცხალი არსებები, მაგალითად ბაქტერიები ან ვირუსები და რთული ორგანიზაციის
არსებები, როგორც უმაღლესი ძუძუმწოვრები და ადამიანი, ისე მათშიც არიან მარტივი
არსებები, რომლებიც ძირითადად ადამიანის აურებში ბინადრობენ, დაავადებებს იწვევენ
და მათი ენერგიით იკვებებიან. მაგრამ ასევე არსებობენ ძალიან დიდი ძალის მქონე, ძალიან
გონიერი და ბნელი სულები, რომელთა წინააღმდეგ მარტო ადამიანი ყოვლად უძლურია.
მათ ადამიანის გონების არევა შეუძლიათ, ერთგვარი „შესრუტვა“. არ მინდა ეს თემა ეხლა

15
ამაზე მეტად განვავრცო. ერთი მინდა ვთქვა, რომ ისინიც კი უძლურნი არიან ქრისტეს
ენერგიის წინაშე.

ერთი სიტყვით, ადამიანი არ არის უმაღლესი რგოლი კვებით ჯაჭვში. ყოფილან არსებები,
რომლებიც, ესე ვთქვათ, ჩვენით იკვებებიან. ფიქრი და ემოცია ენერგიაა და არც ერთი
ენერგია სამყაროში უმიზნოდ არ იკარგება. როგორც ჩანს ყველანაირი ენერგია
ვიღაცისთვის კვების წყაროა. არსებობს ჩვენთვის უხილავი განზომილება, სადაც ჩვენ
ვხდებით უსხეულო არსებების კვების წყარო.

ამ მოვლენებმა ძალიან დამაახლოვეს ქრისტესთან. უზომოდ დიდ მადლიერებას


ვგრძნობდი მის მიმართ და მაშინ პირველად დავფიქრდი ლოცვის და ფიქრის ძალაზე.
მაშინ ვიფიქრე რომ თუ ფიქრი ენერგიაა და დემონური არსებები ნეგატიური ენერგიით
იკვებებიან, მაშინ ნათელი ძალებისთვის როგორი მნიშვნელოვანი უნდა იყოს ჩვენი
დადებითი ენერგიის ძალა - მათკენ მიმართული და მათთვის გამიზნული ლოცვის ან
თუნდაც ნებისმიერი დადებითი ფიქრის ენერგია.

... და მაშინ გადავწყვიტე რომ ქრისტე ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო.
უბრალოდ ყველაფერ კარგს რაც ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა მას ფიქრებში ვუზიარებდი და
ვუგზავნიდი, როგორც ნათელ ენერგიას. მინდოდა რომ მისთვის ყველაფერი ის კარგი
მეჩუქებინა რაც ჩემ ცხოვრებაში მოხდებოდა. თუ ლამაზ ბუნებაში აღმოვჩნდებოდი,
გულში მივმართავდი, რომ ეს სილამაზე ჩემი თვალებით დაენახა, გაეგონა ჩემი ყურებით
ბუნების მშვენიერი ხმები ან ლამაზი მელოდიები, გაზაფხულის სურნელი და მოცელილი
ბალახის სუნი შეეგრძნო... თხილამურზე სრიალისას განცდილი თავისუფლების და
თითქოს ფრენის შეგრძნებასაც ვუზიარებდი. მახსოვს ჩემს ქალიშვილს, „----„-ს პირველი
კბილი რომ ამოუვიდა და ჭამისას კოვზზე დააკაკუნა, როგორი ენით აუღწერელი
სიხარული დამეუფლა. რათქმაუნდა ეს სიხარულიც გავუზიარე.

ხშირად მივმართავდი სიტყვებით - დაინახე ჩემი თვალებით, გაიგონე ჩემი ყურებით,


შეიგრძენი ჩემი გულით... აიღე ეს ნათელი ჩემი გულიდან და გაანათე იქ სადაც ბნელა.

ეს ყველაფერი ჩემ წარმოსახვაში ხდებოდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქრისტეს ჩემი
ასეთი მიმართვები ესმოდა. მაშინ მეგონა, რომ ამას ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი.
უბრალოდ მე მიხაროდა ასე მასთან საუბარი. თითქოს სულიერ მარტოობას მივსებდა
ასეთი, თუნდაც ცალმხრივი ურთიერთობა. ვცდილობდი ჩემი პრობლემებით არ
დამეტვირთა, რადგან ვხედავდი რამხელა ნეგატიური ენერგია იყო მისკენ მიმართული
ადამიანების ლოცვებიდან, რომლებშიც ყველა ძირითადად თავის გასაჭირს მოსთქვამს და
დახმარებას სთხოვს. რატომღაც მეგონა, რომ ჩემი სიხარულით, სილამაზის და
ბედნიერების შეგრძნებებით მას ამ ნეგატივის შემოტევისგან ცოტათი მაინც დავიცავდი.
მიამიტობა იყო ასეთი ფიქრები?

გავა წლები და დადგება მომენტი, როდესაც ხანგრძლივი ავადმყოფობის და წამლების გამო


ჩემი ცხოვრებიდან სრულიად გაქრება სიხარულიც და ბედნიერებაც და ერთ-ერთ ასეთ

16
დღეს, ტელევიზორის წინ სავარძელზე მჯდომარეს, მუდმივად შეუძლოდ ყოფნისგან
დაღლილს უეცრად ცხადად ჩამესმება იესოს სიტყვები:

- ეხლა შენ დაინახე ჩემი თვალებით და შეიგრძენი ჩემი გულით! - უეცრად გონება თითქოს
მინათდება. გარშემო არაფერი იცვლება გარდა ჩემი აღქმისა. ვხედავ როგორ საოცარ
ფერებშია შეფერილი ყველაფერი, რა საოცრად ლამაზად თამაშობს ფანჯრიდან შემოსული
მზის სხივები ავჯის და იატაკის ანარეკლში. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ არაფერია ამ
ოთახზე მშვენიერი და ამ ფერებზე გასაოცარი. ოთახს თვალს ვავლებ. ყოველი ცოცხალი
თუ არაცოცხალი ცნობიერი ხდება. მცენარეებს ვუყურებ და ვხედავ როგორ მოძრაობს
მათში სასიცოცხლო ძალები. მათ ინდივიდუალობას შევიგრძნობ და ეს ჩემი ოთახის
მცენარეები ახლობლებივით მიყვარდება. „------„, ჩემი უმცროსი შვილი, იქვე ოთახში
თამაშობს. როგორ გავუზიარო, როგორ ავუხსნა ის ენით აუღწერელი სილამაზე რომელსაც
ჩემ გარშემო ვხედავ და როგორ უპირობო ბედნიერებას განვიცდი. სამწუხაროდ ეს
მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ დამამახსოვრდება სამუდამოდ!

2001 წელი. აგვისტო. ეკლესიაში მისვლა

მე პირველ ბავშვზე, „----„-ზე ვიყავი ორსულად, უკვე მეექვსე თვეზე, როდესაც გავიგეთ
რომ ჩემი მეუღლის მთასვლელი მეგობარი უშბიდან არ დაბრუნდა და უკვე რამდენიმე
დღეა მისგან არაფერი ისმის. ჩემმა ქმარმა და მისმა მეგობრებმა სამაშველო ჯგუფის შეკრება
დაიწყეს. ყველას ცუდი წინათგრძნობა დაგვეუფლა და გულის სიღრმეში ვიცოდით, რომ
როდესაც ადამიანი უშბიდან ამდენი ხანი არ ბრუნდება, ესე იგი არაა კარგად საქმე, მაგრამ
სიკვდილზე არავინ საუბრობდა, თუმცა ჩვენი ეჭვები მოგვიანებით გამართლდა. მე
მეუღლეზე ვღელავდი - სამაშველო ოპერაციის დროს მასაც რამე არ შემთხვეოდა.

მთასვლელების ჯგუფი მალევე გაემზადა და ვერტმფრენებით გაემგზავრნენ. მე


ნერვიულობას ვერ ვიოკებდი და გადავწყვიტე დედასთან ერთად ეკლესიაში
გასვლულიყავი, რომ ბიჭებისთვის სანთელი დამენთო და გზა დამელოცა. ჩემი მშობლების
სახლთან ახლოს, სოლოლაკში, ქვემო ბეთლემში ძალიან ლამაზი ძველი ეკლესიაა. ჩვენი
არჩევანი მასზე გაჩერდა. აგვისტო იყო და ძალიან ცხელოდა. მე ტილოს შარვალი და
ბრეტელებიანი მაისური მეცვა. აგვისტოს პაპანაქბაში აღმართში ასვლა ორსულისთვის არც
ისეთი ადვილი აღმოჩნდა. ოფლში გაღვითქულმა ქშენით და ქოშინით ძლივს მივაღწიე
ეკლესიის ეზოს და მიუხედავად გამგუდავი სიცხისა, საეკლესიო წესების მიხედვით
მოვიხურე ჟაკეტი, წელზე მეორე ჟაკეტი შემოვიხვიე და თავზე თავსაფარი წავიკარი. ეს
წესები ყოველთვის სულელურად მიმაჩნდა, რადგან ჩემ ჩაცმულობას არ ერქვა
„გამომწვევი“ და მეტი რა უნდა ყოფილიყო საჭირო? ესეც იმიტომ გავაკეთე, რომ არავის
ყურადღება არ მომექცია და ეკლესიაში წყნარად გავმარტოების საშუალება მქონოდა,
მაგრამ აღმოჩნდა რომ შევცდი. ეკლესიის კარებში „მამაო“ იდგა, რომელიც როგორც
მივხვდი სწორედ იმისთვის იდგა, რომ ქალბატონების ჩაცმულობები განეხილა. მან

17
კარშივე გამაჩერა და ჩემს დამოძღვრას შეუდგა. მისი ახსნით მე ასე „დაფარულად“
ეკლესიაში შესვლამდე კი არა, სულ უნდა მცმოდა, რადგან ბრეტელებიანი მაისურით და
შარვლით ქუჩაში სიარული, მისი თქმით, იგივეა რაც ყველა შემხვედრ კაცთან მრუშობა!
ეტყობა ორსულობის გულჩვილობამ იჩინა თავი, რადგან ეს სიტყვები განსაკუთრებით
მწარედ მომხვდა გულზე. დანარჩენი მისი საუბარი ბუნდოვნად მესმოდა. მახსოვს, რომ
გამვლელი ქალბატონების ჩაცმულობას არჩევდა და ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, ვის
რა „უჩანდა“. ასევე მიამბო თავისი რუსეთში მოღვაწეობის ამბავი... რას მოაყოლა არ ვიცი,
როგორც ჩანს მართლმადიდებლობის „უპირატესობაზე“ საუბრობდა, რადგანაც ასეთი
ისტორია მოყვა - რუსეთში, ავტობუსში ქალბატონი შეუძლოდ გამხდარა და გული
წასვლია. მან ქალბატონს დახმარება არ გაუწია და სხვებსაც აუკრძალა. ჯერ გონებამიხდილ
ქალს სარწმუნოება გამოკითხა და რომ დარწმუნდა რომ მართლმადიდებელი იყო,
მხოლოდ მაშინ დაეხმარა. ამ ისტორიის „მორალი“ ვერც მაშინ გავიგე და ვერც ეხლა,
მახსოვს რომ ვნატრობდი, ოღონდ არ დავეწყევლე, რადგან ორსულად ვიყავი და როცა
გამიშვა, შვებით შევიპარე ეკლესიაში და ქრისტეს ხატთან ყველაზე ბნელ კუთხეში
დავიმალე. თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და არ მინდოდა რომ დედას ან ვინმეს
დაენახა. არც ლოცვა გამომივიდა და ვერც სანთელი დავანთე. თვალცრემლიანი
ვუყურებდი მაცხოვრის ასე ახლობელ სახეს და ასე უცხოდ ვგრძნობდი თავს მის ტაძარში!
ამ ისტორიის მერე ორი წელი ეკლესიას არ გავკარებივარ. მერეც, ძალიან დიდხანს
ეკლესიაში რატომღაც უცხოდ ვგრძნობდი თავს. სულ ისეთი გრძნობა მქონდა რომ იქ არ
ვიდექი სადაც საჭიროა, იმას არ ვაკეთებდი რაც საჭიროა და რა თქმა უნდა ყოველთვის
შარვალი მეცვა.

წლების მერე, ერთხელ მეტყვის მიქაელი:

- შენ ძალიან ლამაზი ხარ!

ეს სიტყვები მესიამოვნება, მაგრამ ამავე დროს უხერხულად ვიგრძნობ თავს და ერთ-ერთი


ასეთი „მამაოს“ სიტყვები გამახსენდება, რომ ქალებს იმიტომ გვახურავენ თავსაფარს რომ
ანგელოზები ჩვენი თმებით არ მოიხიბლონ. მიქაელს ჩემ აზრებზე ძალიან გაეცინება.

- ჩვენ არ ვხედავთ ადამიანებს ისე როგორც თქვენ ხედავთ ერთმანეთს. ჩვენ ადამიანების
ჭეშმარიტ არსს ვხედავთ. ჩვენთვის კარგი სულის ადამიანები უაღრესად ლამაზები არიან
და ამას ვერანაირი თავსაფარი ვერ დაფარავს!

ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა

2002-ში ისევ მქონდა ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა და ვერაზე რომ წმ.
პანტელეიმონის ეკლესიაა, იქ დავიწყე სიარული. ვცდილობდი მარხვის ჩათვლით ყველა
წესი დამეცვა და წირვებს დავსწრებოდი, მაგრამ წირვისას შეკრებილი ხალხი ისეთ
სულისშემხუთავ ხალხმრავლობას ქმნიდა, რომ უწყვეტი ჭყლეტვისგან და უჰაერობისგან

18
ვერაფრით ვერ მომყავდა შინაგანი მდგომარეობა ამაღლებულ განწყობაზე. ჩემი ფიქრები
იმის გარშემო ტრიალებდა, რომ ვინმესთვის არ დამებიჯებინა, სანთლით თმა არ დამეწვა
და ჩახუთულობაში ცხვირით სუფთა ჰაერის ნაკადი დამეჭირა, რომ გული არ წამსვლოდა.
მაგრამ გულიც რომ წამსვლოდა, ძირს დავარდნა არ მემუქრებოდა, ისე ვიყავი ხოლმე
ყველა მხრიდან მიჭყლეტილი. მერე გარეთ, კართან დადგომა გადავწყვიტე, მაგრამ ასე
წირვა არ მესმოდა და რაღაცნაირად გარიყულად ვგრძნობდი თავს. ჩემდა გასაკვირად
ვამჩნევდი როგორი ნეტარი სახით გამოდიოდა ხალხი ეკლესიიდან და მე კი როგორი
დაღლილი! ამ ყველაფრისგან საოცარ სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი იესოს წინაშე,
რადგანაც ვერ ვახერხებდი იმას, რაც ყველას ასე ადვილად გამოსდიოდა და ლოცვებში
სულ ვებოდიშებოდი.

ერთხელ ასეთი სიზმარი მესიზმრა:

ეკლესიის კართან ვდგავარ და ეზოში შემავალ და გამომავალ ადამიანებს ვუყურებ.


უეცრად მოშორებით, ეზოში შესასვლელთან ერთ მოხუც მამაკაცს ვამჩნევ. მას ძველი,
გაცრეცილი ტანსაცმელი აცვია და გარეგნობით იმ მათხოვართაგანს ჰგავს, ეკლესიის
კართან რომ დგანან ხოლმე. მას ვერავინ ამჩნევს. ხალხი დილის წირვისთვის ეკლესიაში
მიისწრაფის. მე მათხოვარს თვალებში ვუყურებ და მასში ქრისტეს ვცნობ! უბრალოდ
თვალებით ვცნობ! ის მეგობრული, კეთილი ღიმილით მიღიმის! მისი თვალებიდან
საოცარი სითბო იღვრება... მერე გამოსახულება ქრება და უცებ ჩემ თავს სუფრასთან
ვხედავ, სადაც სათავეში ქრისტე ზის, უკვე თავისი ჩვეული გარეგნობით. სუფრასთან
სხვებიც სხედან და ყველა თავის სადარდებელზე ესაუბრება. მეც იმას ვეუბნები, რაც იმ
მომენტში ყველაზე მეტად მაღელვებს - ვებოდიშები, რომ ვერ ვიცავ ყველა ეკლესიურ წესს
და მეტიც, ეკლესიაში მისვლას, სახლში განმარტოებულად ლოცვას ვამჯობინებ. ამაზე
საპასუხოდ ის საიდანღაც იღებს მარიონეტ თოჯინებს და მაწვდის სიტყვებით:

- შენ თვითონ დაწვი შენი მარიონეტები!

ინტერნეტპოსტებიდან. სახასრარა

სახასრარა გვირგვინოვანი ჩაკრაა და თავის ქალის კინკრიხოს ადგილას მდებარეობს. ის


დაკავშირებულია თავის ტვინთან, კერძოდ ჰიპოთალამუსთან და უმაღლეს ენერგეტიკულ
ცენტრს წარმოადგენს. ძირითადად მიჩნეულია, რომ ამ ჩაკრის ფერი იისფერია და საერთოდ
ჩაკრების ფერები ქვევიდან ზევით ისე იცვლება, როგორც ხილულ სპექტრში ძირითადი 7
ფერი იცვლება დაბალსიხშიროვანი წითლიდან მაღალსიხშიროვან იისფრამდე. თუმცა,
იოგები მას ყველაზე კაშკაშ თეთრ ან ოქრისფრად ფრადაც წარმოიდგენენ. წმინდანების
ოქროსფერი შარავანდედიც სწორედ ამ განსხივოსნების სიმბოლოა. ეს ჩაკრა ხსნის ჩვენს
კავშირს სულიერ სამყაროსთან და ჩვენს სულიერ წარმომავლობასა და უზენაეს სიბრძნესთან
გვაზიარებს. ვედების მიმდევრები თვლიან, რომ ამ ჩაკრას მხოლოდ ერთი, მხოლოდ
ერთადერთი რამ ხსნის - ღმერთის სიყვარული ანუ მათ ენაზე ბჰაკტი. ჩაკრების გააქტივება,
როგორც ვხვდები ხელოვნურადაც შესაძლებელია, მაგალითად ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერების მიღებით („მესამე თვალის“ ჩაკრა განსაკუთრებით მგრძნობიარეა

19
ნეიროსტიმულატორი ჰალუცინოგენების მიმართ) ან კუნდალინი იოგას პრაქტიკით, თუმცა
იოგები თვლიან, რომ ყველაზე სწორი გზაა, როდესაც ისინი თავისით იხსნებიან სწორი
ზნეობრივი, ფიზიკური, მენტალური და ემოციური ცხოვრებისას. ანუ, როდესაც
სული/ცნობიერება სათანადო მზაობას აღწევს.

2002 წელი. სახასრარა.

ეს შემთხვევა ზუსტად არ მახსოვს როდის მოხდა, მახსოვს მხოლოდ რომ ჩემი ქალიშვილი
პატარა იყო, ხოლო ბიჭი ჯერ არ იყო გაჩენილი. ასევე მახსოვს, რომ ამ შემთხვევის მერე
ჩემმა სიზმრებმა და ხილვებმა ახალი, უფრო დატვირთული და ინტენსიური ხასიათი
მიიღეს.

შვილი დედაჩემთან მყავდა დატოვებული. შინ მარტო ვიყავი და სახლს ვალაგებდი.


გარკვევით მახსოვს, რომ ეკლესიური დღესასწაული იყო - სინანულის დღე. ასეთიც
არსებობს! მე იატაკს მტვერსასრუტით ვასუფთავებდი და ცალი თვალით ტელევიზორს
ვუყურებდი, სადაც ვიღაც მღვდელი სინანულის დღესთან დაკავშირებით ქადაგებდა.
უეცრად ვიგრძენი, თითქოს თავში ვიღაცამ თუ რაღაცამ დამარტყა... შეგრძნება იმდენად
რეალური, მოულოდნელი და ამავე დროს არაბუნებრივი იყო, რომ ხელიდან
მტვერსასრუტი გამივარდა და გავშეშდი. გარშემო მიმოვიხედე და რატომღაც თავში
მომივიდა ერთმნიშვნელოვანი აზრი რომელიც კიდევაც ხმამაღლა ვუთხარი ჩემ თავს:

- აქ რას ვაკეთებ?!..

„აქ“-ში არ იგულისხმებოდა სახლი, ოჯახი, ან ქვეყანა... ამ ცნებას აშკარად უფრო ფართო


მნიშვნელობა ჰქონდა. მახსოვს, როგორი უეცარი და ძალიან მძაფრი გრძნობა დამეუფლა
იმისი, რომ ეს ყველაფერი, რაც ჩემ გარშემოა, ჩემი არაა, რომ ეს სახლი ჩემი არ არის, არ არის
ჩემი ნამდვილი სახლი! რომ სადღაც სხვაგანაა ეს ნამდვილი სახლი, სადაც მელოდებიან და
სადაც უნდა დავბრუნდე... აუცილებლად უნდა დავბრუნდე! ოღონდ უნდა გავიხსენო!
უნდა გავიხსენო! ისეთი გრძნობა იყო, როგორც ამნეზირებულ ადამიანს დაეუფლებოდა,
მეხსიერების დაკარგვის მერე უცხო გარემოში დიდხანს რომ ეცხოვრა და უეცრად ქუჩაში
თავისი ნამდვილი ოჯახის წევრს გადაწყდომოდა!.. ხედავ ამ უამრავ, ერთმანეთში
ქაოტურად მოსიარულე ადამიანებში შენს მშობლიურ სახეს, გული გიკვდება იმიტომ რომ
მთელი შენი არსით იცი, რომ ეს შენი ახლობელია, მაგრამ ვერ იხსენებ ვინაა ან საიდან...

ეს გრძნობა იმდენად აუტანელი აღმოჩნდა, რომ ქრისტეს ხატს მივვარდი, რადგან სხვა არ
ვიცოდი რა მექნა და ჩემ თავს შთავაგონე, რომ იქამდე შევხედავდი და თვალს არ
დავხუჭავდი, სანამ არ გამახსენდებოდა, ის რაც უნდა მახსოვდეს! ვიჯექი და
თვალდაუხუჭავად იესოს ხატს ვუყურებდი. თვალები მეწვოდა და ღვარად ცრემლები
მდიოდა, თვალწინ ხან ფერად-ფერადი ლაქები მინათთებოდა, ხან მიბნელდებოდა, ხან
ცრემლი მხედველობის არეს მიფარავდა, მაგრამ თვალს არ ვხუჭავდი. დაძაბულობისგან

20
და დაღლილობისან ვერც შევამჩნიე როგორ დამეძინა. რომ გავიღვიძე, თითქოს არაფერი
შეიცვალა. რა მოხდა, რა უნდა გამეხსენა ან რატომ ამაღელვა ამ შემთხვევამ ასე ძალიან
გამიკვირდა კიდეც. ერთადერთი, ჩემდა გასაკვირვად აღმოვაჩინე, რომ ყოველ ჯერზე როცა
ღმერთზე ან ქრისტეზე გავიფიქრებდი, უბრალოდ სიტყვა „ღმერთიც“ რომ გამეფიქრა,
კინკრიხოდან ხერხემლის გასწვრივ თითქოს რაღაც დენივივით ეშვებოდა. ეს შეგრძნება
ძალიან მახალისებდა, რადგან ძალიან უჩვეულო იყო და აშკარად ამ დღესთან იყო
კავშირში.

მალე ეს შემთხვევაც გადამავიწყდა.

2003 წელი. წყნეთი. პეპელა.

„წინა ღამეს დამესიზმრა რომ ვიყავი პეპელა. ეხლა კი არ ვიცი.. ადამიანი ვარ, რომელსაც დაესიზმრა
რომ პეპელაა, თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრება რომ ადამიანია.“

ჯუან ძი

ჩემი ქალიშვილი წლინახევრისაა. მეგობრებთან ერთად წყნეთში „ვისვენებ“. სიტყვა


„ვისვენებ“ ბრჭყალებში ჩავსვი, რადგან ეს დასვენება უკიდურეს დაღლილობასთანაა
დაკავშირებული. „----„-ს ღამეები არ ძინავს. სულ ტირის და ღამის მცველივით არ ვხუჭავ
თვალს უკვე მეორე წელია. საშინლად დაღლილი და გამოფიტული ვარ. დღისით,
შუალედებში, როცა „----„ გართულია და თამაშობს, წიგნებს ვიღებ და ვკითხულობ.

შუადღეა და „----„ ტყეში გამყავს სასეირნოდ. უეცრად ვამჩნევ რომ ვეებერთელა, შავი,
ჭრელი პეპელა ჩემ თავზე წინ და უკან, სრულიად სწორ ხაზზე იწყებს ფრენას. მისი ქცევა
ძალიან მეუცნაურება, იმიტომ რომ პეპლები ასე არ დაფრინავენ. უეცრად ვაცნობიერებ რომ
პეპელა არ მეშვება, თითქოს ჩემგან უნდა რაღაც. ხელს ვიშვერ და მაშინვე ხელის გულზე
მაჯდება. გაკვირვებული ვუყურებ და მეცინება. ასეთი უცნაური რამე არ შემთხვევია. ჩემი
შვილი პეპელას ხედავს და სიტყვებით „მეც მინდა“ პეპლის ასაყვანად მიიწევს. პეპელა
ფრინდება და ისევ ჩემ თავზე იწყებს სწორხაზოვნად წინ და უკან ფრენას. ისევ ხელს
ვიშვერ და ისევ მაჯდება. „----„ მას ისევ აფრთხობს, მაგრამ პეპელა ისევ ჯდება ჩემ ხელზე.
ასე მიჯდება სამჯერ. მერე დიდხანს ვუყურებთ ერთმანეთს თვალებში და მიფრინავს.
ასეთი დიდი და ლამაზი პეპლები მეტი აღარც არასდროს მინახავს წყნეთში.

მოვდიოდი და ვფიქრობდი „რა“ იყო ეს პეპელა ან იქნებ „ვინ“ იყო?

21
ეგზორციზმი სიზმრებში და მთავარანგელოზი მიქაელი

ჩემმა სიზმრებმა დროთა განმავლობაში ეგზორციზმის ხასიათი მიიღეს. მესიზმრებოდა


როგორ მოყავდათ ან თვითონ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებსაც თვალებით ვატყობდი,
რომ შეპყრობილები იყვნენ. როგორც ყოველთვის შიში მეუფლებოდა, რის გამოც ლოცვას
ვიწყებდი, რაც ხშირად მათგან ეშმაკებს დევნიდა.

უარყოფითი აურის შეგრძნების უნარი ნელ-ნელა ისე დამეხვეწა რომ ცხადშიც ვგრძნობდი
ადამიანებს რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ესა თუ ის დემონური არსება ყავადათ
შეჩენილი ან თვითონ ჰქონდათ დემონური გამოსხივება. მერე და მერე მივხვდი ასეთი
დემონური აურების არსებობის მიზეზებს. დემონური აურის ადამიანებს როგორც წესი
ღმერთის უარყოფის ან მძიმე ცოდვების (კარმის) გამო გაწყვეტილი აქვთ კავშირი
ღვთაებრივი ენერგიის წყაროსთან, მათი ენერგეტიკა თითქოს უკუღმა იწყებს ტრიალს, რაც
იწვევს გარშემომყოფებისგან ენერგიის შთანთქმას. მოიაზრება, რომ ადამიანი თვითონ
უნდა წარმოადგენდეს გამოსხივების ანუ სულიერი ნათების წყაროს და არა პირიქით.
ასეთი, „პირიქით“ ადამიანები ენერგეტიკული ვამპირები ხდებიან და სულიერი
თვისებებით დიდად არ განსხვავდებიან უსხეულო დემონური არსებებისგან, რომლებიც
უხილავ განზომილებაში ბინადრობენ. თუმცა უსხეულო არსებებისგან განსხვავებით,
ადამიანს მაინც ყოველთვის აქვს გამოსწორების და ღმერთისკენ მობრუნების შანსი. ასეთი
ადამიანების გამოცნობა ყველაზე მარტივია იმით, რომ მათთან ურთიერთობის მერე
უენერგიოდ გრძნობ თავს. გარდა ამისა ისინი ისეთი პიროვნული თვისებების
მატარებლები არიან, რომელიც გარშემომყოფ ადამიანებში რაღაც ტიპის გაღიზიანებას და
ნეგატიური ენერგიის გამოსხივებას იწვევს. სხვანაირად ვერ მიიღებენ საკვებს, რადგან
ღვთაებრივ პირველწყაროს მოწყვეტილები არიან და ბუნებრივი სულიერი ენერგიის
შემოდინება აკლიათ. ასეთი თვისებებია, მაგალითად, კონფლიქტურობა, განსხვავებული
აზრის შეუწყნარებლობა, საკუთარი აზრის სხვისთვის თავსმოხვევა, მუდმივი წუწუნი და
მოთქმა, ნეგატიური ამბების მოყოლა და სხვ. სასაცილო ის არის, რომ ასეთი ადამიანი
უამრავია ჩვენ გარშემო, შეიძლება ჩვენი ოჯახის წევრებიც კი იყვნენ და საზოგადოების
მიერ აბსოლუტურად ნორმალურად აღიქმებიან. სამწუხაროდ, ჩვენ დროს და
განსაკუთრებით დიდ ქალაქებში იმდენად ჭარბობს ნეგატიური ენერგია რომ ასეთ
ადამიანებს სავსე აქვთ „საკვები“, ამიტომ ხშირად ჯანმრთელებიც არიან და მატერიალურ
ასპარეზზე დიდ წარმატებებსაც აღწევენ.

დემონური აურის და ენერგიების განსაქარვებლად ხშირად საათობით ვკითხულობდი


ლოცვებს. განსაკუთრებით ძლიერი იყო ლოცვები მიქაელ მთავარანგელოზის მიმართ,
რამაც ნელ-ნელა ამ ანგელოზთან განსაკუთრებით დამაახლოვა. ასე დაიწყო ჩვენი
ურთიერთობა. ნელ-ნელა სიზმრებში დემონური არსებების განდევნისთვის მისი
მოხმობისას მისი აურის მოახლოების შეგრძნება დავიწყე, თუმცა გარეგნულად ვერ
ვხედავდი. მაშინ მივხვდი როგორ ახერხებენ ნათელი არსებები ბნელი ძალების გაფანტვას
- თავისი სულიერი ნათებით მხოლოდ! მიქაელს იმდენად მყარი და ძლიერი სულიერი
ნათება აქვს რომ ჯოჯოხეთურ განზომილებებშიც შეუძლია ჩავიდეს და იქაური ბნელი
ენერგიები ვერ მოწამლავენ მის სულს, რაც ბევრ ამაღლებულ არსებას არ შეუძლია.

22
სულიერი ვიბრაციების შეუთავსებლობით დემონური არსებები იფანტებიან. როგორც მერე
ამიხსნიან - ისინი არავის ანადგურებენ, მხოლოდ დევნიან ან აღადგენენ. ხშირად
დაბნელებულ სულში მაინც არსებობს სინათლის ჩანასახები და ნათელი სულის
მოახლოებისას მის სინათლესთან სინქრონიზაციით ეს სულიც ნათდება. ამას სულის
აღდგენას ეძახიან. ასე იკურნება ადამიანის სული ლოცვისას.

მიქაელის მოახლოება დემონური არსებების თავდასხმისას აღიქმებოდა დაახლოებით


როგორც საშინელებათა ფილმს რომ უყურებდე და უცებ ძალიან სასაცილო ხუმრობა
მოგიყვნენ, რომლისგანაც გინდა იცინო და იცინო და სულ არ გახსოვს ის მძიმე,
სულისგამყინავი საშინელებები, რასაც ცოტა ხნის წინ ხედავდი. ხშირად მეფიქრებოდა,
რომ მიქაელი ადამიანი რომ ყოფილიყო იუმორის გრძნობა ექნებოდა. მისი სულის
თვისებებში განსაკუთრებით ჭარბობს სიხარულის ახალგაზრდული, ძლიერი ენერგია,
რომელიც ჩემზე გადმოჰქონდა და თითქოს გამოვყავდი იმ დაბალი ბნელი ვიბრაციებიდან
რომელიც გარს მერტყა იმ მომენტში. ძნელი გადმოსაცემია ის სიამოვნება, მადლიერება და
სიხარული რომელიც ასეთ სულებთან შეხვედრისას აღმოცენდება ადამიანის გულში.
შეუძლებელია ეს არსებები არ შეგიყვარდეს გულის სიღრმემდე. ჩვენ კარგი სულის
ადამიანებს ვიყვარებთ ადვილად და ღვთიური სულის არსებები მითუმეტეს
შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. ასეთ სულთან ერთხელ შეხებისას, შემდგომ მუდმივი
ლტოლვა გრჩება. გინდა რომ სულ მის გარემოცვაში იყო. თითქოს მშობლიურ სახლში
დაგაბრუნეს, დედას ჩაეხუტე და ბევშვური ძილით დაიძინე ყველა დარდისგან და
უბედურებისგან თავდაღწეულმა. ძნელია ამის გადმოცემა, მაგრამ დაუოკებელი სულიერი
შიმშილი გეწყება და შენი გონება უნებურად მისკენ მიემართება. ასე ჩნდება შენ და ამ სულს
შორის მტკიცე უხილავი კავშირები, რომელიც მატერიალურ სამყაროში არსებულ ყველაზე
დიდ და ძლიერ მეგობრობაზე დიდი და ძლიერია. თითქოს ეს სული შენი სულის
დამატება, შენი მეორე ნახევარია რომლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ალბათ ასე
ეხება ადამიანი ღმერთს - მისი შუამავლების საშუალებით. როგორი სიყვარული აქვს
ღმერთს გამოყოფილი ადამიანის გულში ანგელოზის მიმართ? როგორც დედა-შვილის,
მოსწავლე- მასწავლებლის, მეგობრის თუ საყვარელი მეორე ნახევრის? ალბათ ყველაფერი
ერთად...

ასე ჩამოყალიბდა ჩემი ურთიერთობა ერთის მხრივ ქრისტესთან და მეორეს მხრივ


მიქაელთან.

დუბროვიცის ეკლესია

მახსოვს 16 წლის ვიყავი, როდესაც დედასთან ერთად პოდოლსკში რუს ბებიას და ბაბუას
ვსტუმრობდი. მაშინ დედამ პირველად მიმიყვანა ერთ ულამაზეს ეკლესიაში, რომელიც
სოფელ დუბროვიცში, გალიცინების მამულში მდებარეობს. გალიცინების მამული ერთი
მადლიანი, მშვიდი და ნათელი ადგილია დედამიწაზე, სადაც ერთი ძალიან უცნაური

23
არქიტექტურის ტაძარს წააწყდებით. ტრადიციული ხახვისებური გუმბათის ნაცვლად, მას
თითქოს ოქროს გვირგვინი ადგას ნაცრისფერი მაქმანებით მოქარგულ სხეულზე. ეკლესიას
ულამაზესი ჩუქურთმები და გოთიკური სტილის ქანდაკებები ამშვენებს, რაც სრულებით
არ შეესაბამება რუსული ტაძრების არქიტექტურას. მაგრამ მის გარეგნულ მხარეზე მეტად,
ამ ეკლესიის ფრესკებმა მომნუსხეს. განსაკუთრებით კი ჩემი ყურადღება
მთავარანგელოზების ფრესკამ მიიპყრო. მახსოვს დედამ ამიხსნა:

-მართლმადიდებლები წმინდანებს ორი სახით გამოსახავენ: რეალისტური და


არარეალისტური სტილით. რეალისტურ ხატებზე წმინდანებს უფრო ცოცხალ, რეალურ
ადამიანებად გამოხატავენ და ნახატს ჩვეულებრივი ფერწერის კანონებით ასრულებენ,
ხოლო არარეალისტურ ხატებზე გარეგნობა თითქოს სიმბოლურია, უფრო ბრტყელია და
სპეციალური კანონიკის დაცვით იხატება. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ადამიანმა არა
წმინდანის გარეგნობას მიაქციოს ყურადღება, არამედ მის შინაგან არსს!

ის ფრესკა, რომელიც მაშინ ჩემ წინ იყო აღმართული, არა მხოლოდ რეალისტურად, არამედ
ვირტუოზულად რეალისტურად იყო შესრულებული. მახსოვს დიდხანს ვიდექი და
მიქაელის გამოსახულებას თვალს ვერ ვწყვეტდი. აქ მისი გარეგნობაც იყო და მისი შინაგანი
არსიც!

2006 წელი. უმცროსი შვილის დაბადება, იესოს გამოცხადება და მომავლის ხილვა

მეორე ორსულობისას სულ ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებდა. ბოლოსკენ ძალიან


მღლიდა მუცელი. თირკმელები ისე მტკიოდა რომ ადგილს ვერ ვპოულობდი.
მშობიარობის დაწყებას იმით მივხვდი რომ თირკმელების ტკივილი ათ წუთში ერთხელ
ძლიერდებოდა. სამშობიაროში წამიყვანეს.

მახსოვს საშინელი ტკივილები დამეწყო. ვცდილობდი არ მეყვირა და არ მეწუწუნა.


გვერდით ვიღაც უცნობი ქალბატონი დამიჯდა. ექთანი იყო სავარაუდოდ. მან ჩემი ხელი
ხელში აიღო. ტკივილის გაძლიერებისას უნებურად ხელზე ვუჭერდი და თან ბოდიშებს
ვუხდიდი ამისთვის. იმ მომენტში ეს უცხო ადამიანი ჩემთვის ყველაზე ახლობელი იყო.
თითქოს ჩემი ტკივილის ნაწილი მიჰქონდა და ტანჯვას მიმსუბუქებდა. ეხლაც მახსოვს
მისი სახე. ძალიან დაღლილი სახე... მუდმივი ტკივილის ყურებას მიჩვეული,
ცხოვრებისგან დაღლილი სახე. ის არანაირ ემოციებს არ ავლენდა, უბრალოდ უხმოდ
სხვისი ტკივილი მიჰქონდა. ვინ იყო, რა ერქვა, არც ვიცი და ვერც გავიგებ, მაგრამ დღემდე
ამ ადამიანის მიმართ მადლიერებით მევსება გული.

ბავშვი დიდი იყო და მშობიარობა გამიჭირდა. ტკივილი იმდენად გაუსაძლისი გახდა რომ
„---„ ბიძიას, რომელიც მთავარი გინეკოლოგი და ამავე დროს ბიძაჩემი იყო, შევეცოდე და
ვენაში გაუტკივარების წამალი გამიკეთა. ამ წამალმა რატომღაც ტკივილი საერთოდ არ
გამიყუჩა, მაგრამ რაღაცნაირად გამაბრუა და ჭინთვებს შორის ორწუთიან შუალედში
მაძინებდა. ჭინთვისას ტკივილისგან მეღვიძებოდა და ვიჭინთებოდი. ასე დაძინება-

24
გაღვიძებებში რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ სიზმარს და რეალობას შორის ზღვარი
წაიშალა და ორივე სამყაროში ერთდროულად ავღმოჩნდი.

ამ დროს, მშობიარობის პროცესში რაღაც არასწორედ წავიდა. ბიძაჩემმა მუცელზე


წარღვნისდროინდელი მოსასმენი მოწყობილობა დამადო, როგორც მივხვდი იმისთვის,
რომ ბავშვის გულისცემა მოესმინა. უეცრად წამოხტა და ვიღაცას გასძახა:

- ბავშვს გული გაუჩერდა, ჩქარა ადრენალინი! - ეს სიტყვები იყო და სადღაც გავარდა. არ


ვიცი რა დრო გავიდა სანამ ექიმები დაბრუნდნენ. მე ბავშვისთვის ლოცვა დავიწყე.
დაძინება-გაღვიძების შუალედებში იესოს ლოცვას ვიმეორებდი, რომ უცებ დავინახე
როგორ ზის ქრისტე ჩემ გვერდით! უცნაურია, მაგრამ არ გამიკვირდა და უბრალოდ
შევჩივლე:

- Нет больше сил!

რაზეც მან მშვიდად მიპასუხა:

- Силы есть всегда...

როდესაც ამ სიტყვებს ვიხსენებ, ვხვდები რომ მათში გაცილებით ღრმა აზრი იდო ვიდრე
იმ მომენტში გავიაზრე.

მე მაშინვე ბავშვისთვის დახმარება ვთხოვე. ამ დროს ექიმები დაბრუნდნენ. ბიძაჩემმა


გულის ცემა მოისმინა და შვებით ამოისუნთქა.

- ისევ სცემს!

ბოლომდე ვლოცულობდი სანამ ჩემი ბიჭი არ დაიბადა. ესეთი უცნაური ლოცვა არასდროს
არ განმიცდია. ორწუთიანი შუალედებით მაძინებდა ტკივილგამაყუჩებელი და ლოცვა
ცხადიდან სიზმარში და სიზმრიდან ცხადში ჩემ ცნობიერთან ერთად მიმოდიოდა. ოღონდ
სიზმარში ლოცვას ვხედავდი როგორც ცეცხლოვან ენერგიას რომელიც გარშემო ზოლებად
მიიკლაკნებოდა და თავის, ჩემთვის გაუგებარ მიმართულებებს არჩევდა. ოთახი
სხვადასხვა ფერებში ლივლივებდა. ეს სანახაობა საოცარ ძალას და სილამაზეს ასხივებდა
და მაშინ მივხვდი, როგორ აძლიერებს ფიზიკური ტკივილი ადამიანის სულიერ ძალებს და
ამ დროს ლოცვა სულ სხვა, განსაკუთრებულ, ცეცხლოვან სახეს იღებს.

ჩემი პატარა ბიჭი გაჩნდა ბუთქუჩა, დიდი ლოყებით და დიდი შეკრული მუშტებით. ერთი
თვალის შევლება მოვასწარი და წაიყვანეს. რატომღაც არ დამიწვინეს გულზე, როგორც
თავის დროზე ჩემი უფროსი შვილი და წაიყვანეს. ბიძაჩემი მოვიდა ცოტა შეშფოთებული
სახით. მითხრა რომ უნდა დამესვენა, გამიკეთა ძილის წამალი. მე მეტი რა მინდოდა,
უგონოდ გავითიშე.

გამეღვიძა დაახლოებით დილის ხუთ საათზე. ბავშვი გვერდით არ მეწვინა როგორც უნდა
ყოფილიყო. ბავშვის ლოგინიც ცარიელი დამხვდა. ჩემებთან დარეკვის მომერიდა. ვიცოდი
რომ ძალიან ინერვიულეს და არ მინდოდა გაღვიძება, ამიტომ ექთნებს დავუძახე. ბავშვზე

25
რომ ვკითხე სად არის-მეთქი, მივიღე უცნაური პასუხი - სტაბილურადაა. რას ნიშნავს
სტაბილურად? ექთნები გავიდნენ და ღამის სიჩუმეში მათი გადალაპარაკება გავიგონე:

- ამ ქალის ბავშვი მგონი მოკვდა და არ იცის.

შფოთვამ ამიტანა. გულს ჩავეკითხე ბავშვის ამბავი და ვიგრძენი რომ ცოცხალია. ეს


შეგრძნება იმდენად ცხადი და დამარწმუნებელი იყო, რომ შფოთმა თითქმის სრულიად
გამიქრა. გათენებას უნდა დავლოდებოდი, რომ რეალური ამბავი შემეტყო. უკიდურესმა
დაღლილობამ დამძალა და ისევ დამეძინა.

სიზმარში ვხედავ როგორ ვიყურები წყლით სავსე ჯამში. წყალზე თეთრი ნუშის ყვავილები
ტივტივებს. უცებ ყვავილები იჭმუხვნებიან, ჭკნებიან და მათ ადგილას მარადმწვანე
ლამაზი ფიჭვის ტოტები აღმოცენდება. საიდანღაც ვიცი რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან
დროებითს მარადიული ცვლის. მერე ტოტები ქრება. წამით წყალი ირევა, მერე მშვიდდება
და მის სარკისებურ ზედაპირზე მომავალს ვხედავ. ვხედავ ჩემი ბიჭი გაზრდილია, იგივე
ბაღში დადის სადაც პატარაობისას უფროსი ქალიშვილი - მზია დეიდასთან. ვხედავ რომ
მზია დეიდა მირეკავს და მთხოვს, რომ საკარნავალო კოსტუმების გაქირავებაში გავიყვანო,
ბაღის ზეიმისთვის ბავშვებისთვის კოსტუმების გამოსატანად.

- შენი ბიჭი უფლისწული უნდა იყოს! - მეუბნება და მანქანაში ვსხდებით. ჩემ თავსაც
ვხედავ მწვანე ქურთუკში. თითქოს მეც ყველაფერი კარგად მაქვს. ახალი სამსახურიც
ვიშოვე.

ამ დროს მეღვიძება სრული სიმშვიდით და შეგრძნებით რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ჩემ ბიჭს ოპერაცია გაუკეთდა დიაფრაგმის თიაქარზე. დაბადებისას, თიაქარმა ნაწლავების


ამოწევა და ფილტვის დაკეცვა გამოიწვია, რამაც გული მარჯვნივ გადაწია. ალბათ ეს
ყველაფერი მშობიარობის დროს მოხდა და ეს ის მომენტი იყო როცა გული გაჩერდა და
მერე ისევ ამუშავდა. მერე კიდევ დიდხანს ვიბრძოლეთ ჩემი ბიჭის სიცოცხლისთვის,
რადგან ფილტვები და თირკმელები გათიშული ჰქონდა. სამშობიაროდან გამოგვატანეს
სიტყვებით:

- ჩათვალეთ რომ ეს ბავშვი ღვთის საჩუქარია!

„ღვთის საჩუქარს“ „------„ დავარქვით. არ მახსოვს ეს ჩემი იდეა იყო თუ მეუღლის.


სამშობიაროში მონათლეს, რადგან ეგონათ რომ ვერ გადარჩებოდა და სახელი
ნაუცბადევად მოვიგონეთ. ნათლიებიც დაუსწრებლად შეურჩიეს. არც ეს მახსოვს, ვისი
ინიციატივა იყო.

სახლში რომ მოვიყვანეთ ომგამოვლილივით იყო ნაიარები. მაგრამ ჭრილობები არ ტკიოდა


და სულ ღიმილით მიყურებდა თვალებში.

ოთხი წლის მერე ჩემი შვილი მართლა წავა მზია დეიდას ბაღში და მზია დეიდა დამირეკავს
კოსტუმებზე გაყვანის თხოვნით. კოსტუმების ასარჩევად რომ შევალთ, მე ურჩხულის
კოსტუმის ძებნას დავიწყებ, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი ბიჭი სპექტაკლში ურჩხულის

26
როლს ასრულებს. თან მეფიქრება, რომ მხოლოდ ეს ერთია, რაც არ ასრულდა სიზმრის
შესაბამისად.

ამ დროს მზია დეიდა გამოდის და უფლისწულის კოსტუმი და ურჩხულის ნიღაბი უჭირავს


ხელში. მე გაკვირვებული ვუყურებ.

- ჩემი შვილი ხომ ურჩხული უნდა იყოს? - ვეკითხები მე.

-ურჩხული, რომელიც მოჯადოებული უფლისწულია! - მპასუხობს მზია.

2009 წელი. რომი. უცანაური სიზმარი წინასწარმეტყველებით

ეს სიზმარი საბედისწერო 2013-მდე დამესიზმრა, როცა ჯერ კიდევ პერმანენტულად


ეშმაკებს ვხედავდი სიზმრებში. სიზმარი დამამახსოვრდა ორი მიზეზის გამო; ერთი, რომ
საუბედუროდ წინასწარმეტყველური აღმოჩნდა და მეორე - მისი ერთგვარი
არასტანდარტულობა.

2009-ში, 2008 წლის ომის შემდეგ ნერვების დასაწყნარებლად მე, ჩემმა მეუღლემ და
მეგობრებმა ევროპაში ტურის მოწყობა გადავწყვიტეთ. ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი
რომი იყო. ამ მოგზაურობას ისეთი ნათელი და ლამაზი შთაბეჭდილებები ახლდა თან, რომ
გარდა იმისა, რომ ომის შემდგომი მძიმე ემოციური ფონი ჩამოვიფერთხე, ახალი ფერად-
ფერადი ემოციებით დავიტვირთე და სულ კმაყოფილი და კარგ ხასიათზე დავდიოდი.

ასეთ ამაღლებულ ხასიათზე მყობს დამესიზმრა მორიგი მაჯლაჯუნა.

ვითომ რომის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მგონი ავტობუსში) ვიჯექი, გარშემო ხალხი


მიდი-მოდიოდა და მათ შორის ვითომც არაფერი მოძრაობდა ერთი ეშმაკი. პატარა და
მოხერხებული იყო. ჩემი შეგრძნებით, თავის დემონურ საქმიანობებში ძლიერების
კატეგორიაში გადიოდა. ხან ერთ ადამიანს მიუცუცქდებოდა და რაღაცას ელაპარაკებოდა,
ხან მეორეს. ოღონდ რათქმაუნდა, მას ეშმაკად ვერავინ აღიქვავდა. როგორც ყოველთვის მან
შენიშნა, რომ მე მას ვხედავ და როგორც მოსალოდნელი იყო გააფთრებული გამოემართა
ჩემი მიმართულებით. მაგრამ მე ხომ ამაღლებულ განწყობაზე ვიყავი, გასული დღით
მიღებული შთაბეჭდილებებით დამუხტული და ჩემშიც ერთგვარი გამონაკლისი
განწყობილება სუფევდა. იმის მაგივრად, რომ შემშინებოდა და ლოცვისთვის მიმემართა ან
გაღვიძება მეცადა, მასთან მშვიდად გასაუბრება გადავწყვიტე და სრულიად გულწრფელად
ვუთხარი:

- შენც ღმერთის ნებით არსებობ და მისი ქმნილება ხარ! როდესმე ალბათ შენც დაბრუნდები
ღმერთთან, დალოცვილ იყავი!

27
ჩემი სიტყვების მე თვითონ გამიკვირდა და იმას კიდევ უფრო. ერთ წამს მომეჩვენა, რომ
გულიც კი აუჩუყდა და მიპასუხა:

- მე ვძულვარ და მებრძოლებიან, მაგრამ ჯერ არავის არასდროს დავულოცივარ. გინდა


გემსახურო?

მაგრამ პასუხს არ დალოდებია. თეთრ ფუმფულა ცხოველად გადაიქცა და ჩემ გვერდით


ფეხებთან მოიკუნტა. რათქმაუნდა არ მინდოდა მისი მსახურება. საშინელი დისკომფორტი
ვიგრძენი, რადგან თეთრი ფუმფულა არსებისგან საშინლად ბოროტი ენერგია მოდიოდა.
ვიცოდი, რომ ჩემ პირველ შეცდომამდე, პირველი სისუსტის გამოვლინებამდე იქნებოდა
ასეთი თეთრი და ფაფუკი, მაგრამ პირველივე ჩემ სისუსტეზე ან შეცდომაზე ძველ იერს
მიიღებდა. ამიტომ ძალიან ზრდილობიანად ვთხოვე ჩემთვის თავი გაენებებინა.

- მაშინ მომავალს მაინც გიწინასწარმეტყველებ! - მონდომებით შემომთავაზა. აი, რაც


ნამდვილად არ მინდოდა, ეს იყო ეშმაკის პირიდან ჩემი მომავლის მომესმენა. ამიტომ უარი
ვუთხარი, მაგრამ ის არ შემეშვა:

- მაშინ შენს მეგობარს ვუწინასწარმეტყველებ!

ამ დროს ავტობუსში, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა, სწორედ ის ჩემი მეგობარი ამოვიდა.


ერთი წელიც არ იყო გასული მისი გათხოვებიდან. ეშმაკი ჩემ მეგობართან მივიდა და
საუბარი გაუბა. მე მინდოდა მეგობრისთვის მეთქვა რომ არ დალაპარაკებოდა, რადგან
ეშმაკი იყო, მაგრამ რატომღაც არავინ მაქცევდა ყურადღებას. ეშმაკმა ჩემს მეგობარს
შემდეგი სიტყვები უთხრა:

- შენ შვილი არ გეყოლება და ამის მიზეზი შენი მეუღლე იქნება!

იმის მერე ათი წელია გასული და სამწუხაროდ ეს წინასწარმეტყველება ჯერ-ჯერობით


სრულდება...

2012 წელი. ზამთარი. სხივი კოსმოსიდან

სიზმარში ვხედავ როგორ ეცემა დედამიწაზე სინათლის მძლავრი სხივი. სხივი


კოსმოსიდან მოდის. ვგრძნობ რომ ამ სხივის დაცემა რაღაც გრანდიოზული კოსმიური
დონის მოვლენაა, დედამიწისთვის ძალიან მნიშვნელოვანი!

სხივის დაცემას თან ახლავს ზეციური ძალების მობილიზაცია. ცაზე მარჯვნივ ნათელი
ძალები ჯგუფდებიან ხოლო მარცხნივ ბნელი. ნათელ ძალებს ქრისტე უდგას სათავეში.

ცაზე ჩრდილოეთის ციალი ჩნდება. მიკვირს ამ ციალის დანახვა. ჩვენ განედში ხომ მსგავსი
რამ არ ხდება. ვგრძნობ რომ სულიერ სამყაროში შფოთვა და დაძაბულობაა და ამ ციურ
ნათებას მოსდევს უხილავი არსებების ხილულად გამოჩენა.

28
„ის რაც აქამდე უხილავი იყო, ხილული ხდება!“ -თითქოს მეუბნება ვიღაც.

ვგრძნობ რომ სამყაროს დასასრული დადგა. ყოველ შემთხვევაში იმ სამყაროსი როგორიც


აქამდე არსებობდა. აწი გვიანია რამის შეცვლა. რა სულიერი მონაპოვარითაც მოხვედი ამ
დრომდე იმითი წარსდგები სამჯავროზე. ნუთუ ეს სამყაროს დასასრულია?

დედაჩემს ვეუბნები:

- Вот и все!

დედაჩემი მპასუხობს:

- Неужели ничего нельзя изменить?

მე ვეუბნები:

- Уже нет!

ვგრძნობ რომ ჩემგან რაღაცას ელოდებიან და ვერ ვხვდები რას. დედაჩემს ვეკითხები:

- Что от меня требуется?

დედაჩემი მპასუხობს:

- Не знаю.

მერე დედაჩემის დედას, ბებიას ვეკითხები:

- Что я должна делать?

ისიც მეუბნება:

- Не знаю!

მერე ვიღაც ახალგაზრდა კაცი მოდის, რაღაც წიგნებს მაწვდის და გარბის. თან მაძახებს:

- დრო ცოტა დარჩა!

უეცრად ვხედავ, როგორ მივფრინავ უშველებელი ტყის მასივზე. ჩემ ქვევით მარდმწვანე
ფიჭვნარის ხეებია. საოცარ შინაგან სიმსუბუქეს ვგრძნობ. თითქოს ალიასკაა ან ციმბირი.

„აი, აქ შეიძლება ცხოვრება!“ - თითქოს მეუბნება ვიღაც.

ისევ ვიღვიძებ იმის შეგრძნებით რომ ვიღაცა რაღაცას ელოდება ჩემგან და მე ჩემს საქმეს
ვერ ვასრულებ, იმიტომ რომ ვერ ვიხსენებ. უნდა გავიხსენო! ვგრძნობ რომ ისეთი რაღაც
უნდა აღვიდგინო ცნობიერებაში, რაც რატომღაც კაცობრიობის საწყისის დროებთან არის
დაკავშირებული. ოღონდ მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან? ვერაფერს ვხვდები. დიდი
მთები მიდგება თვალწინ. როგორ თავისუფლად ვსუნთქავ, თითქოს ჰაერად ქცეული
ბროლის კრისტალები მეღვრება ფილტვებში. სულ სხვანაირ ჰაერს ვგრძნობ. გარემო

29
ცოცხალი ძალით სუნთქავს. მეგალითური ქვის ნაგებობები წარმოდგება ჩემ თვალწინ. მე
აქ ვცხოვრობდი როდესღაც? ... არ ვიცი.

ყოველ დილით ვიღვიძებ აზრით რომ ვიღაცა ტელეპატიურად მეკონტაქტება და მეუბნება


რომ რაღაც უნდა გავიხსენო, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასწრაფოა! ამ ფიქრებს
ემატება ახალი აზრი - რომ ჩემთვის გზავნილია, რომელიც უნდა ვიპოვო.

- Найди послание! - მიტრიალებს თავში.

ვის ვკითხო რას ნიშნავს ეს ყველაფერი? კარგად მესმის რომ გიჟად ჩამთვლიან. მეც ხომ ასე
ჩავთვლიდი. ამიტომ ჩემნაირ გიჟთან - იოგის მასწავლებელთან მივდივარ და ვუყვები, რომ
შინაგანი ხმა მეუბნება, რომ რაღაც უნდა გავიხსენო, რაც კაცობრიობის შორეულ
წარსულთან არის დაკავშირებული და რაღაც გზავნილები ვიპოვო. როგორც ჩანს ეს
განცხადება იოგის მასწავლებლისთვისაც ნამეტანი აღმოჩნდა. ის იცინის და მეუბნება:

- შვილები გყაავს?

მე ვპასუხობ:

- მყავს.

- ხოდა წადი და მიხედე. ეგაა შენი საქმე, შენი მიზანი და შენი იოგა.

მეც სახლში ვბრუნდები და ვცდილობ დავივიწყო ყველაფერი. იქნებ მართლა ვიგონებ


რაღაცას. იქნებ გავგიჯდი და ვერ ვხვდები ამას. ყველა გიჟს ხომ თავი ნორმალური ჰგონია!
ამ აზრებზე მეცინება და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ, თუმცა შინაგანად ისევ
სინდისი მქენჯნის.

ეკლესიაში იშვიათად დავდივარ, მაგრამ ჩემ აღსარებებში სულ ღმერთს პატიებას ვთხოვ
იმის გამო, რომ ჩემს მოვალეობას არ ვასრულებ, რომ ვერ ვიხსენებ, იმ მოვალეობას! არც
მოძღვარს და არც მე არ გვესმის რას ვგულისხმობ ამაში.

ისევ მომდის ტელეპატიური გზავნილი: - Найди послание!

რომ არ ვიცი რა გავაკეთო, კომპიუტერთან ვჯდები და სიტყვა послание-ს ვკრეფ იუთუბში.


ვერც რუსულად, ვერც ქართულად და ვერც ინგლისურად ვერაფერს ვერ ვპოულობ რასაც
შინაგანად „ამოვიცნობდი“. ამ გზავნილებს მხოლოდ ხუთი წლის მერე მივაგნებ!

სადღაც 2012-2013 წლები. ციხიდან გამოსვლა

მესიზმრება თითქოს მე და ჩემი ქალიშვილი ციხეში ვართ დამწყვდეულები. ამ ციხიდან


თავის დაღწევის არანაირი საშუალება არ არსებობს. გარდა ამისა, აქ ადამიანებს აწამებენ,
რასაც ვერც მე და ვერც ჩემი გოგო ვერ ავცდებით. შიში და იმედგაცრუება მეუფლება. ციხე
30
აღჭურვილი და უმაღლეს დონეზეა დაცული, ისე რომ გაქცევის და თავის დაღწევის შანსი
არ არის. მე და ჩემი გოგო რაღაც საკანში ვართ გამოკეტილები და შიშით ველოდებით
ბადრაგებს. უეცრად ხმა მესმის. ხმა თითქოს არსაიდან მოდის და მშვიდად მეუბნება:

- თუ გინდა გახვიდე, გადი!

მე დაბნეული ვიყურები და ვპასუხობ, რომ ამ დაცული ტერიტორიიდან გაპარვა


შეუძლებელია. ხმა ისევ მეუბნება:

- თუ გინდა გახვიდე, უბრალოდ ადექი და გადი!

მე ხმის მოწოდებას ვემორჩილები. ჩემ შვილს ხელს ვკიდებ და კარისკენ მივდივარ.


უეცრად კარებთან მდგომ დაცვის თანამშრომელს ვიღაც ურეკავს, ის ზურგით ტრიალდება
და ვერ ხედავს როგორ გავდივართ კარში. შემდეგი კარიც ღია გვხვდება, რადგან
შემთხვევით დაცვის თანამშრომელს ჩაკეტვა ავიწყდება. მე და ჩემი გოგო არ ვჩერდებით
და რაც უფრო მივიწევთ ციხის გასასვლელისკენ, მით უფრო საოცარი გარემოებების
შედეგად გვეხსნება ყველა კარი და გვინთავისუფლდება გზა. ხან დაცვა გვერდზე
ტრიალდება, ხან ვიღაც იპყრობს მათ ყურადღებას და ვერ გვამჩნევენ. ასე გავდივართ ეზოს,
ხოლო ჭირკარს გამომავალ მანქანას ამოფარებულები მივუყვებით ისე, რომ ვერავინ
გვამჩნევს.

რომ გამეღვიძა, დიდ ხანს ვფიქრობდი ვისი ხმა შეიძლებოდა ყოფილიყო და რატომღაც
მენიშნა რომ როდესმე დადგება მე და ჩემი შვილის ცხოვრებაში მძიმე დღეები, როდესაც
გამოსავალი მხოლოდ უპირობო რწმენაში და უზენაესი ხელმძღვანელის ნდობაში
გამოჩნდება.

2013 წელი. ივლისი. ეკლესიური ცხოვრების ხელმეორედ დაწყების მცდელობა

ამ წელს კიდევ ერთხელ მქონდა ეკლესიური ცხოვრების დაწყების მცდელობა.


გუდაურიდან წამოსულებმა უკანა გზაზე მანქანაში ერთ-ერთი სოფლის მონასტრის ბერი
ჩავისვით. მე მეტი რა მინდოდა და ჩემ საყვარელ თემაზე გავუბი საუბარი. მან ჩემში
რელიგიით დაინტერესება შენიშნა და ერთი ძალიან საინტერესო წიგნი მათხოვა. წიგნში
გულის ლოცვა იყო აღწერილი და რატომღაც მენიშნა, რომ ეს ზუსტად ის იყო, რაც
მჭირდებოდა, რადგან ჩემი განმარტოებით ლოცვისკენ მიდრეკილების გამო, იესოს
ლოცვას ისედაც ხშირად მივმართავდი. ამ წიგნში აღწერილ ლოცვის მეთოდს მერე
მუდმივად გამოვიყენებ. ჩვენს ახლად გაცნობილ ბერს მალევე დავუმეგობრდით და
ძალიან დავუახლოვდით. მაშინ პირველად ვიგრძენი, როგორ ატარებენ სასულიერო
პირები თავის თავში „ქრისტეს ენერგიას“. ქრისტესთან შეხვედრის მერე, რომელიც ერთ
თვეში მოხდება, კიდევ უფრო მკაფიოდ ვიგრძენი როგორ გარდატყდება ეს ენერგია მათ
ინდივიდუალურ სულის თვისებებში. ეს ჰგავს ნათესაურ კავშირს, როდესაც ნათესავები

31
ერთმანეთს ზოგი ცხვირის ფორმით ჰგავს, ზოგი თვალის, ზოგი სახის მოყვანილობით,
მაგრამ ამ მსგავსებას განაპირობებს მათ სისხლში საერთო წინაპრის სისხლის არსებობა. ასე
ვართ ყველანი ქრისტეს ხორცითა და სისხლით მისი ნათესავები. ზოგი მას
თავმდაბლობით ვგავართ, ზოგი სიბრძნით, ზოგი სიკეთით, მაგრამ ყველას მისი ენერგია
გვაერთიანებს.

მაშინ ძალიან მომინდა ამ მონასტრის წინამძღვარი გამეცნო, რომელსაც „გულის ლოცვის“


საოცარი გამოცდილება ჰქონდა და გულში გატარებული ღვთაებრივი ენერგიით თითქოს
ადამიანებსაც კი კურნავდა. ჩვენმა ახლობელმა ბერმა მასთან შეხვედრა მომიწყო. მახსოვს,
ძალიან გამიჭირდა გულის გადაშლა, იმიტომ რომ ჩემთვის ღმერთთან და ქრისტესთან
ურთიერთობა ძალიან პირადი იყო და არ ვიყავი ასეთ თემაზე საუბარს ნაჩვევი. ჩემ
სიზმრებზე მოვუყევი და ჩემ შეხედულებებზე. ყურადღებით მისმენდა. შიგადაშიგ
იღიმოდა და სახე უბრწყინდებოდა. ერთხელ გამაწყვეტინა და მკითხა:

- შენ ამ დასკვნებამდე შენით მიხვედი თუ სადმე წაიკითხე?

მე დაბნეულად ვუპასუხე, რომ ეს ჩემი აზრებია.

ოთახში ჩვენ გარდა კიდევ ერთი ბერი იჯდა. ისიც უხმოდ მისმენდა. საუბარი რომ
დავამთავრე, მონასტრის წინამძღვარმა გაიღიმა და თქვა:

- ანგელოზი მელაპარაკება!

ამ სიტყვებზე საშინლად დავიბენი და უხერხულად ვიგრძენი თავი. ასეთ პასუხს


ნამდვილად არ ველოდი, რადგან მე ძალიან შორს ვარ ანგელოზისგან და ალბათ მიქაელის
ენერგია იგრძნო.

წინამძღვარმა დიდი სითბოთი და მოფერებით გამისტუმრა და მთხოვა შემდეგ კვირას


მოვსულიყავი, რომ ჩემთვის „გულის ლოცვა“ ესწავლებინა. მე დავფრინავდი
სიხარულისგან, რადგან მეგონა, რომ როგორც იქნა მოძღვარი გავიჩინე.

შემდეგ კვირას მოსვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ ორი კვირის დამდეგს დავბრუნდი.
წინამძღვრის კელიაში შევედი და მივესალმე, იმის მოლოდინში, რომ როგორც იქნა „გულის
ლოცვას“ ვისწავლიდი და მისი მისტიკური გამოცდილების ისტორიებს მოვისმენდი.
უეცრად გავაანალიზე, რომ წინამძღვარი ურეაქციო სახით მიყურებდა.

- შენ ჩემთან ადრე იყავი? - მკითხა. მე გაკვირვებულმა ვუპასუხე, რომ ორი კვირის წინ
ვიყავი და მან თვითონ დამიბარა.

- ვერაფრით ვერ გიხსენებ... - ჩაილაპარაკა მან და მართლა ისეთი სახე ქონდა თითქოს
პირველად მხედავდა, - შემახსენე თავი, რაზე ვსაუბრობდით?

მე ენა ჩამივარდა. პირველი საუბრისას გამიჭირდა გულის გადაშლა და მეორეჯერ იგივეს


ხომ არ მოვუყვებოდი. უხერხული სიჩუმე თვითონვე დაარღვია და მითხრა:

- იარე ხოლმე წირვებზე... ჩვენს მონასტერს დაემოწაფე.

32
„მონასტერს დამოწაფება“ ძალიან ბუნდოვანი რეკომენდაცია იყო. ჩემი პირვანდელი
აღტკინება და სულიერი ცხოვრების დაწყების სულმოუთქმელი მოლოდინი დაბნეულობამ
და იმედგაცრუებამ შეცვალა. მე მადლობა გადავუხადე, უხმოდ გავტრიალდი და წავედი.
ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, როგორ დავავიწყდი ასე უცებ. მესმის, რომ მასთან აუარებელი
ადამიანი დადიოდა, მაგრამ განა ბევრი უყვებოდა იმას, რაც მე მოვუყევი? იმედგაცრუების
გრძნობა მქონდა, მაგრამ რა მექნა... წინამძღვრის მიმართ მაინც ძალიან თბილი გრძნობები
დამრჩა და ფიქრებში ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე. როდესაც მერე „გაღიმებული
ქრისტე“ დავხატე, მაშინვე მას გავუგზავნე. რატომღაც მეგონა რომ მას უნდა ეგრძნო, რომ
ეს ხატი კი არა რეალური პორტრეტი იყო. თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა ეს ჩემი
მოლოდინიც გადაჭარბებული იყო.

ჩვენ ახლობელ ბერთან, რომელიც პირველად გავიცანით, ეხლაც მაქვს ურთიერთობა.


აღსარებას მას ვაბარებ ხოლმე და ჩემ „წარმოუდგენელ სიზმრებზე“ და „ხილვებზე“
ვუყვები, თუმცა ბოლომდე ვერ ვიხსნები. ვგრძნობ, რომ ჩემ მონაყოლში დასაძრახს
ვერაფერს პოულობს, მაგრამ ვერც ბოლომდე იჯერებს და თითქოს „ისხლიტავს“ იმას რასაც
ვეუბნები.

2013 წელი. იმედგაცრუება და რწმენის დაკარგვა

დრო გადიოდა და ვგრძნობდი, როგორ ვიღლებოდი ცხოვრებისგან. ჯანმრთელობა ნელ-


ნელა მიუარესდებოდა და სულ უფრო მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა ყოველდღიური
სამსახურეობრივი თუ სახლის საქმეების გასაკეთებლად. ამას ემატებოდა სტრესი
სამსახურში, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში და მსოფლიოში. საქართველოს ომი,
სირიის ომი, რომელიც ცოცხალ ჯოჯოხეთად იქცა იქაური მოსახლეობისთვის და თითქოს
სულ ახლოს, ყურის ძირში ბობოქრობდა.

ამ დროისთვის ჩემ შინაგან ცხოვრებაში რაღაც ძვრები ხდებოდა, რომელსაც ბოლომდე ვერ
ვიაზრებდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა ვკარგავდი რწმენას კაცობრიობაში და არ
მესმოდა ღმერთის. არც მისი შეგრძნება მოდიოდა ჩემთან. ვცდილობდი შემეყვარა და
ვგრძნობდი, რომ არ შემიძლია. არ შემიძლია მიყვარდეს ღმერთი, რომელმაც ასეთი
უბედური და წყალძაღებული არსება შექმნა როგორიც ადამიანია. ასეთი კაცობრიობის
არსებობის აზრი არ მესმოდა. ალბათ ბევრს უჩნდება ცხოვრებაში მსგავსი აზრები და ან
დევნიან ამ აზრებს ან ცდილობენ სულის უხილავ კუნჭულში ჩამალონ, სადაც ვერც
თვითონ და ვერც ღმერთი მათ ვერ დაინახავს. მაგრამ ჩემთვის ასეთი აზრები სავალალო
იქნებოდა, იმიტომ რომ მე ბნელი არსებების თავდასხმებისგან ერთადერთ დაცვას
დავკარგავდი.

33
2013. წელი. (9 აგვისტო). წერაქვი. ქრისტესთან შეხვედრა

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ . . . ვინაიდან


ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30).

ეს დღე ჩემთვის გარდამტეხი გახდა...

ესე მოხდა რომ ჩემს ძალიან ახლო და საყვარელ მეგობარს ბიჭი გაუხდა ავად. ფსიქიური
პრობლემები შეექმნა და მთელი ოჯახი საშინლად განიცდიდა ამ მძიმე და ძნელად
დასაძლევ სენს. ზაფხული იყო და ბავშვებთან ერთად აგარაკზე ვიყავი წასული ერთ
ღმერთისგან და ადამიანებისგან მივიწყებულ ადგილას, რომელსაც წერაქვი ჰქვია. სწორედ
ეს მოშორება ე. წ. ცივილიზაციისგან მხიბლავდა ამ სოფელში ყველაზე მეტად. აქ სულიერ
და ფიზიკურ ძალებს ვიღდგენდი.

ჩემი დაკვირვებით სწორედ დემონური არსებებით შეპყრობა იწვევდა ადამიანში ფსიქიურ


პრობლემებს. რადგან ამ დროისთვის უკვე კარგად მქონდა ნასწავლი ადამიანების აურაში
დემონური არსებების აღმოჩენა, ერთ საღამოს, როდესაც ყველამ დაიძინა და გარშემო
ფიზიკური და სულიერი სიჩუმე დამკვიდრდა, გადავწყვიტე შევსულიყავი „შეცვლილი
ცნობიერების“ მდგომარეობაში და დამენახა ამ ბიჭის სულიერი სხეული. უხილავი ძაფი
გავავლე მე და მას შორის და უმალ ვიგრძენი ნაცნობი დემონური ენერგიები. მე ისინი
„დავინახე“ და მათ მე. სამწუხაროდ სხვანაირად არ გამომდიოდა. მათგან მაშინვე მუქარა
წამოვიდა რომ არ ჩავრეულიყავი, მაგრამ მე ავტომატურად ლოცვა დავიწყე და
ცეცხლოვანი ლოცვის ენერგია მათი ბოგირის შუაგულში მივმართე. ვიცოდი, რომ ბევრს
ვერაფერს გავხდებოდი და ჩემს ისედაც დაცლილ ენერგიას კიდევ უფრო დავკარგავდი,
მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. იესოს ლოცვას ვიმეორებდი, რამდენიმე საათი სანამ არ
ვიგრძენი რომ მეძინება. ძილსა და სიფხიზლეს შორის სივრცეში აღვმოჩნდი. სწორედ ამ
მდგომარეობაში ვხვდები ხშირად, როდესაც ტვინის რაღაც ნაწილი თითქოს იძინებს და
რაღაც ნაწილი კი სრულიად ფხიზლადაა და კიდევ უფრო მეტი სიმკაფით აცნობიერებს
ყველაფერს რაც გარშემო ხდება. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იწყებ ნათლად სულიერი
მოვლენების „ხედვას“ და სულიერ არსებებთან კონტაქტში შესვლას. ასე თანდათან
გადავედი კონტროლირებად სიზმარში და დავინახე, რომ ჩემ წინ ვეებერთელა საშინელი
ეშმაკი დგას. როგორც წესი ეშმაკებს ადამიანური გარეგნობით ვხედავდი, უბრალოდ
აურით და თვალებით ვხვდებოდი ვინც იყვნენ, მაგრამ ამჯერად ჩემ წინ იდგა ეშმაკი
სრული ატრიბუტებით. ანუ ეშვებით, რქებით და ჩლიქებით. ეხლა მეცინება ამის
გახსენებაზე, მაგრამ მაშინ ძალიან შემეშინდა. ახლაც ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რათ უნდათ
ეშმაკებს რქები და ჩლიქები, ან ანგელოზებს ფრინველის ფრთები? ისინი ხომ ისედაც
დაფრინავენ, ანუ სწრაფად გადაადგილდებიან სივრცეში, რადგანაც სულიერი
განზომილები სხვა კანონებს ემორჩილება. მოგვიანებით იმ დასკვნამდე მივედი, რომ ამ
არსებების შესაბამისი ატრიბუტებით ვიზუალიზაციას ჩვენი ტვინი აკეთებს, ამოაქვს რა ეს
არქეტიპები ჩვენი ქვეცნობიერიდან. რადგან ჩვენი ტვინი არ არის მიჩვეული სულიერი
განზომილების აღქმას, ის ამ განზომილებიდან მიღებულ ინფორმაციას ნაცნობ ფორმებში

34
ასხავს ხორცს, ანუ ვიზუალიზაციას უკეთებს. როცა სულიერი განზომილებიდან მოდის
ინფორმაცია რომ შენ წინაშე დემონური არსებაა, ტვინი მას ნახევრად ადამიანის, ნახევრად
ცხოველის და განსაკუთრებით მტაცებელის იერსახეს აძლევს.

ჩემ წინ დემონური არსება იდგა. ეგრევე შევაფასე მისი სიძლიერე და კიდევ უფრო
შემეშინდა. უფრო იმის შემეშინდა რომ ჩემი შერყეული რწმენის გამო ქრისტე აღარ
დამიცავდა და ამ საშინელი მონსტრის წინაშე მარტო დავრჩებოდი. ეშმაკმა მშვიდად
მომმართა:

- ადრე თუ გვიან შეწყვიტავ ლოცვას და მაშინ მე იმას წაგართმევ რაც შენთვის ყველაზე
ძვირფასია!

ეს მუქარა იმდენად საზარლად ჟღერდა, რამდენადაც მშვიდად იყო წარმოთქმული.


მაშინვე შვილებზე და მეუღლეზე გამეფიქრა. შვილები დედაჩემთან იწვნენ და დედაჩემის
აურით იყვნენ დაცულები. ეს დანამდვილებით ვიცოდი, მაგრამ ქმარი გვერდით არ მყავდა
და ავნერვიულდი. ვცდილობდი ლოცვა არ შემეწყვიტა, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ
მითრევდა ძილი და სიტყვები მერეოდა... ნელ-ნელა ვკარგავდი გონებას, ეშმაკი კი იდგა და
მელოდა. ძილბურანში ვიგრძენი თითქოს ვიღაც მხარზე მანჯღრევდა და მიმეორებდა - არ
დაიძინო!.. არ დაიძინო!... ძალები მოვიკრიბე და სიზმრიდან გამოვერკვიე.

გავიღვიძე. ეშმაკს ვეღარ ვხედავდი, მაგრამ მის სიახლოვეს ვგრძნობდი. ოთახში მარტო
ვიყავი. ვიწექი და ნახევრადდაფარულ ფანჯარაში ღამის ცაში შეჭრილ ნამგალა მთვარეს
ვუყურებდი. გულზე მძიმე ლოდივით მედო საკუთარი უძლურების განცდა და ქრისტეს
შევჩივლე. არ მახსოვს რა სიტყვებით მივმართე, მაგრამ უეცრად ძალიან მკაფიოდ ვიგრძენი
როგორ გაიფანტა ბნელი ენერგიები და ჩემშიც და გარშემოც საოცარი სიმშვიდე
დამკვიდრდა. სიმშვიდე და სიჩუმე... შინაგანი, ძალიან ღრმა, სულის სიღრმემდე
ჩამწვდომი აბსოლუტური მდუმარება, როგორც ქარჩამდგარი უმოძრაობით მოსარკული
ოკეანე სადაც არც ნიავი იძვრის, არც რაიმე მცირედი ტალღა! ამ სულისჩამწვდომელ
სიჩუმეში, სრულ და მკაფიო გონებაზე გამეხსნა სულიერი ხედვა და ჩემ წინ ჩამომჯდარი
ქრისტე დავინახე. მას თეთრი ტანისამოსი ეცვა. ხელები მუხლებზე ჰქონდა
გადაჯვარედინებული და მშვიდად მიყურებდა. სრული სისავსით ვიგრძენი, რომ რასაც
ვხედავ აბსოლუტურად და უპირობოდ რეალურია! მეტიც, რატომღაც უფრო ნამდვილი და
რეალურია ვიდრე ის, რასაც ჩვენს რეალობას ვეძახით. ჩვენი რეალობა უფრო
ილუზორულად მომეჩვენა, ვიდრე ის რასაც ვხედავდი! ჩემში მღელვარება არ აღძრულა.
პირიქით, სულიერი დუმილის მდგომარეობაში მყოფს ტელეპატიურად ჩამესმა მისი ხმა:

- მე მოვედი, რომ კითხვებზე პასუხი გაგცე!

არასდროს არ დამავიწყდება ეს სიტყვები. რადგან ვინ იყო ის და ვინ ვიყავი მე და მაინც


მოვიდა ჩემთან რომ კითხვებზე პასუხი გაეცა! მოვიდა, როგორც თანაბართან და მე მას ისე
ცხადად ვხედავ როგორც ოთახს ჩემ გარშემო, თუმცა იმასაც ვხედავ რომ ის
არამატერიალურია და ამ სამყაროს ნაწილი არაა. უეცრად ვიგრძენი რომ ყველაფერი იცის
ჩემ შესახებ, რომ მისთვის გაშლილი წიგნივით ვარ, ჩემი სულის ვერც ერთი კუნჭული ვერ

35
დაიფარება მისი მზერისგან და ჩემი კითხვა თავისით, დაუფიქრებლად და ასევე
უსიტყვოდ აღმოცენდა:

- რამდენი ადამიანი შეიძლება აიღო საკუთარ თავზე?

-რამდენსაც შეიყვარებ ისე როგორც შენი ქმარი გიყვარს, იმდენს აიღებ. მთელს
კაცობრიობას შეიყვარებ - მთელს კაცობრიობას აიღებ.

უეცრად გავაცნობიერე რომ თავის თავს გულისხმობდა. გავაცნობიერე რომ ნამდვილი


სიყვარულია ის ძალა რომელიც ადამიანებს და მათ ბედს ერთ სივრცეში აერთიანებს.
სხვისი ბედი შენი ბედი ხდება, სხვისი უბედურება შენი უბედურება, სხვისი ცოდვა - შენი
პასუხისმგებლობა და ამ ცოდვის უკუგების ტანჯვა ნებაყოფლობით შეგიძლია გაიზიარო
რომ შენს საყვარელ ადამიანს ტვირთი შეუმსუბუქო. ეს საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვა
ქრისტეს გზაა რომლიც თითოეულმა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა უნდა გაიაროს, სხვა
ადამიანები აიღოს როგორც ჯვარი თავის თავზე და საკუთარ ცოდვებთან ერთად სხვისი
ცოდვებიც იტვირთოს.

ჩემ გულში ჩავიხედე და მივხვდი როგორი მწირია ჩემი სიყვარულის უნარი. არც ისე ბევრი
ადამიანი ვიპოვე ვის მიმართაც ნამდვილ სიყვარულს ვგრძნობდი და მაშინ შემრცხვა ჩემი
თავის. მაგრამ ქრისტე იჯდა და მელოდა. და მე ის ვკითხე რაც ყველაზე მეტად
მაღელვებდა:

-კაცობრიობა წარუმატებელ ექსპერიმენტს ჰგავს. რატომ შექმნა ღმერთმა ადამიანები ასეთი


მოცემულობით? მეც კი, რომელსაც თანდაყოლილად სულიერი სამყაროს შედარებით
ნატიფი აღქმა მაქვს, ვერ მომდის გულში ღმერთის შეგრძნება და ჩვეულებრივ ადამიანებზე
რა ვთქვა. ბრმებს მიყავთ ბრმები და ვარდებიან ორმოში. მე ვერ ვხედავ გამოსავალს. რა
საჭიროა სატანჯველად განწირული კაცობრიობის არსებობა? როგორ უნდა მიყვარდეს
ღმერთი?

ამ კითხვებზე პასუხი მაშინვე არ მიმიღია. პატარა პაუზის მერე ვიგრძენი, რომ ჩემს
ცნობიერებას რაღაც ემართებოდა. თითქოს ფართოვდებოდა და ზევით იწეოდა. ამავე
დროს ფიზიკურად იგივე ადგილას ვრჩებოდი. ისევ ვხედავდი ოთახს, ფანჯარას და
ნამგალა მთვარეს. და ამავე დროს ჩემი სული თუ ცნობიერის რაღაც ნაწილი ზევით
მიიწევდა. სრული შეგრძნება მქონდა რომ ეხლა ჩვენს პლანეტას ზევიდან გადმოვხედავ,
მაგრამ რაც ზევიდან ქვევით დავინახე იყო ვრცელი ბნელი სივრცე. ბნელი არა იმიტომ რომ
ღამე იყო, არამედ იმიტომ რომ ბნელი იყო! მასზე თავჩაქინდრული, ბნელი ფიქრების
ღრუბლებით გარშემორტყმული ადამიანები მოძრაობდნენ. წამიერად შევავავლე ამ
სივრცეს თვალი და მივხვდი რომ ეს ჩვენი მატერიალური სამყარო იყო „ზეციური“
განზომილებიდან დანახული. სასაცილო ისაა რომ დღესაც არსებობენ ადამიანები,
რომლებსაც სწამთ, რომ დედამიწა ბრტყელია და მათ რათქმაუნდა ყველა დასცინის.
როგორი სამწუხაროა რომ მათ არ იციან თავისი სიმართლე! ჩვენი მატერიალური სამყარო
შიგნიდან აღიქმება როგორც სამგანზომილებიანი სივრცე, თავისი მრგვალი დედამიწით და
ციური სხეულებით, მაგრამ ზეციური განზომილებიდან, მატერიალური განზომილება
აღიქმება სწორედ როგორც სიბრტყე! სამყაროს აღქმა როგორც ჩანს დამოკიდებულია

36
დამკვირვებლის სენსორულ მდგომარეობაზე და დაკვირვების რაკურსზე. არ ვიცი მეტი
უკეთესად როგორ ავხსნა ის რაც დავინახე.

ის განზომილება, რომელშიც აღვმოჩნდი აღიქმებოდა როგორც ცისფერი სივრცე. ალბათ


ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასე აღიქმებოდა. მე ვიგრძენი, რომ ქრისტეს უნდოდა
გავცდენოდით ამ სივრცეს და კიდევ ზევით ავსულიყავით, მაგრამ მე შევჩერდი. ძალიან
დამაინტერესა სად ვიყავი. გარშემო არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო ცნობიერების
მდგომარეობა, რომელშიც საოცარ სიხარულს გრძნობ არაფრისგან, უბრალოდ იმისგან რომ
არსებობ! საოცარი შეგრძნებაა იყო ბედნიერი იმისგან რომ არსებობ. ამ დროს არაფერი
გჭირდება, არაფერი გინდება. ეს სულის ნეტარი მდგომარეობაა. ამ მდგომარეობაში
იმდენად კომფორტულად გრძნობ თავს რომ ხვდები - ესაა შენი ბუნებრივი მდგომარეობა
და არა ის როგორშიც ამჟამად ყველანი ვარსებობთ. ამავე დროს მატერიალური სამყაროს
აღქმა არაფრით დაქვეითებულა. ყველაფერს ისევე ვხედავდი და აღვიქვავდი როგორც
ადრე. როგორც ჩანს ამ დამატებითი, სულიერი განზომილების აღქმა ადამიანის
ტვინისთვის და გონებისთვის სრულიად კომფორტული და ბუნებრივი მოვლენაა.
მხოლოდ ჩვენ რაღაც მიზეზების გამო მოკლებულები ვართ ამ აღქმას. იქნებ ეს არის
სამოთხე, რომელიც ადამიანმა დაკარგა? ცათა სასუფეველი, რომელზეც მაცხოვარი ამბობს
რომ ჩვენშია. რადგან ამ ზეციური განზომილების აღქმის ბედნიერებით ადამიანს აღარ
დაჭირდება გარეშე სამყაროდან ნივთების ან მოვლებების მოზიდვით ბედნიერების
გამოწვევა. თანაც ყველანაირი, მატერიალურ ნივთთან დაკავშირებული ბედნიერება
დროებითია. ეს კი ულევი ბედნიერების წყაროა. გონების და სულის მდგომარეობაა როცა
არაფერი გჭირდება, რადგანაც ბედნიერი მხოლოდ იმიტომ ხარ რომ არსებობ. ცნობიერების
ამაღლების გარეშე ამ მდგომარეობის მიღწევა შეუძლებელია.

მაგრამ ეს ცისფერი სივრცე მთლად ცარიელი არ აღმოჩნდა. აქ მივიღე პასუხი იმ კითხვაზე


რაც ქრისტეს დავუსვი. ამ სივრცემ პასუხი გამცა. ძნელია იმის გადმოცემა რასაც ასეთ
განზომილებებში აღიქვავ, რადგანაც ეს უფრო შეგრძნებაა ვიდრე ხედვა. უეცრად
ვიგრძენი, როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი. ალბათ ის რასაც ვხედავდი სიმბოლური იყო,
რადგან მერეც ცოდნა რომელსაც სულიერი განზომილებიდან მასწავლიდნენ ყოველთვის
სიმბოლოების სახით იყო წარმოდგენილი. „დავინახე“ როგორ ამოიღო ღმერთმა გულიდან
რაღაც რაც მისი ნაწილი იყო და ადამიანი ერქვა. ამ ქმნილებაში მან სათუთად ჩადო
საკუთარი თავი, როგორც უსაზღვრო სიყვარული და მე ეს სიყვარული ვიგრძენი - ღმერთის
სიყვარული ადამიანის მიმართ! მან ადამიანს თავისი თვისებები მიანიჭა - შემოქმედების
უნარი და თავისუფალი ნება. მერე ხშირად მიფიქრია, რატომ დავინახე ღმერთი, რომელიც
ჩემი აღქმით აბსოლუტია და „ყველაფერი ყველაფერშია“ ადამიანის სახით? იოგის
მასწავლებელმა მაგაზე როგორც ჩანს სწორი პასუხი გამცა - სხვანაირად შენ ამ პროცესს ვერ
გაიგებდიო. იქიდან რაც „დავინახე“ მთავარი გზავნილი იყო ღმერთის სიყვარული
ადამიანის მიმართ და მისი უხილავი თანაზიარება თითოეული ადამიანის ცხოვრებასთან.
მე დავინახე რომ ის როგორც ჩვენ შიგნით, გულის ნაწილშია, ასევე ჩვენ გარეთ და ჩვენს
თითოეულ განცდას, ტანჯვასა თუ სიხარულს თვითონაც განიცდის. ადამიანი მარტოსული
არ არის, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ამჟამად ეს კავშირი ცალმხრივია.

37
ქრისტეს შევხედე და დავინახე როგორ იღიმოდა. ეს სახე ნიშანდობლივ დამამახსოვრდება
და შემდეგ დავხატავ კიდეც. მეგობრები ამ ნახატს „გაღიმებულ ქრისტეს“ დაარქმევენ.

მეც უსაზღვრო სიხარული განვიცადე და გამეღიმა. ძალიან მომინდა ჩვენ სამყაროშიც


მეპოვა რამე ამ გრძნობასთან მიახლოვებული და ჩემი შვილები გამახსენდა. ქრისტეს
ვუთხარი:

- ჩვენც ვიცით ასეთი სიხარული... როდესაც შენი პატარა შვილი პატარა ხელებით გეხვევა
და მოუხერხებლად ცდილობს გაკოცოს, ესეთივე ბედნიერების გრძნობა გიჩნდება.

უეცრად „დავინახე“ როგორ წამოვიდა ჩემ გარშემო თოვლი. ეს თოვლიც ნატიფ სულიერ
მატერიას ეკუთვნოდა და ჩემი ემოციის მატერიალიზაციას წარმოადგენდა. თოვა ხომ ჩემ
ცნობიერებაში სიხარულთან არის დაკავშირებული.

- ეს თოვლი მე შევქმენი, ხო? - შევეკითხე ღიმილით, მაგრამ თავადაც ვიცოდი პასუხი და


მაშინ მომივიდა თავში აზრი, რომელიც მაშინვე ვკითხე.

- თუ ემოციები და ფიქრები ენერგიაა, ესე იგი ჩემ მიერ გამოგზავნილი სიხარულის და


ბედნიერების ენერგიები, შენ შეგიძლია მიიღო ჩემგან როგორც ერთგვარი ლოცვა? ესე იგი
სწორედ ვიქცეოდი მთელი ეს წლები?

38
ქრისტეს ძალიან გაუხარდა და თუ შეიძლება, რომ ტელეპატიურ საუბარში იხმარო სიტყვა
„ხმამაღლა“, სწორედ ხმამაღლა მითხრა - „კი“! ვიგრძენი, რომ ძალიან უნდოდა მისი „კი“
გამეგონა, რადგანაც ამ საკითხს მნიშვნელოვნად თვლიდა.

მისი ეს პასუხი ერთგვარ მინიშნებად და დავალებად აღქვიქვი და გამიხარდა რომ მისგან


დავალება მივიღე - დავალება ლოცვაზე!

ამ ფიქრებში დავეშვი უკან, ჩვეულ განზომილებაში. გარეთ ისევ ანათებდა ბრდღვიალა


მთვარე. მე ძილი მომერია და ვეღარ შევეწინააღმდეგე მას. ვგრძნობდი, რომ მეძინებოდა და
ქრისტე იქამდე იჯდა ჩემ გვერდით, როგორც მზურველი მშობელი უზის შვილს
სასთუმალთან... სანამ არ დამეძინა.

დილით სხვა ადამიანად გამეღვიძა.

სულიერ იერარქიასთან დამოწაფება

იმ დღიდან ვიგრძენი, რომ ბევრი შეიცვალა. ვიგრძენი რომ აღარ ვარ მარტო. ამ
გამოცდილებით ისეთი ცოდნა მივიღე, რომ მეგონა აწი აღარაფერი შემაშინებდა, რადგან
ვიცოდი რომ ღმერთი არსებობს, ქრისტე არსებობს და სადღაც სახლი გაქვს, სადაც უნდა
დაბრუნდე, სადაც მუდმივი ნეტარების შეგრძნებაა და დაცული და ბედნიერი ხარ,
მომავალი აღარ გაშინებს და ცხოვრება ახალ, განსაკუთრებულ აზრს იძენს. იმ დღიდან
დემონურ არსებებს აღარ შევუწუხებივარ და ჩემმა სულიერმა ხედვამ ახალ, ამაღლებულ
სამყაროებში გადაინაცვლა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მოხდა. ნელ-ნელა მასწავლიდნენ ორ
პარალელურ განზომილებაში ერთდროულ თანაარსებობას. ეგრევე მივხვდი იმას, რომ
მიუხედავად იმისა, რომ სულიერი სამყაროს ისეთი მკაფიო ხედვა როგორიც უფალმა მაშინ
მომანიჭა დამეხშო, მაგრამ ვიცოდი რომ საზღვარი განზომილებებს შორის რეალურად არ
არსებობს. ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩემი ცნობიერების მდგომარეობაზეა დამოკიდებული
და ერთხელ თუ შევძელი ქრისტესთან ტელეპატიური კავშირი, კიდევ შევძლებ. ეს აზრი არ
მასვენებდა და ყოველ დღე ვევედრებოდი, რომ არ გაეწყვიტა ეს კავშირი ჩემთან. ალბათ
გავკადნიერდი, მაგრამ სხვანაირად ვერ წარმომედგინა და მოსწავლედ აყვანას
ვევედრებოდი.

ამ ამბავზე ვერავის ვერ მოვუყევი, რადგან ვიცოდი რომ არ დამიჯერებდნენ და


ვგრძნობდი, რომ არც უნდა მომეყოლა. ქრისტე თითქოს ერთგვარად მცდიდა. პირველი
ერთი წელი ტელეპატიურად მიგზავნიდა მოკლე მითითებებს, რომლებსაც ხან სიზმრებში
ვხედავდი სიმბოლოების სახით, ხან ცხადში „მესმოდა“. ეს ერთგვარი აზრების „გაგონება“
არის ძალიან ნატიფი სენსორული აღქმა, როცა თავში აზრი მოდის, რომელსაც გამომგზავნი
პიროვნების ინდივიდუალური ენერგია მოყვება. დაახლოებით იგივეა, როდესაც
ადამიანის ხმა გესმის, მაგრამ ვერ ხედავ მას. ხმას ცნობ ბგერის ვიბრაციის სიხშირით,
რომელიც ამ ხმის გამომცემის ადამიანისთვისაა დამახასიათებელი. ასევე ცნობ

39
„გამოგზავნილ ტელეპატიურ ფიქრს“, რომელსაც ასევე გამომგზავნი პიროვნებისთვის
დამახასიათებელი ვიბრაციის სიხშირე აქვს. ტელეპატიურმა ფიქრმა შეიძლება
ვიზუალიზაციაც მოახდინოს, როგორც ერთგვარი „სიზმარი ცხადში“. ამისთვის საჭირო
იყო „შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში“ შესვლა, რომელიც ჩემთვის არავის
უსწავლებია, მაგრამ რატომღაც ბუნებრივად გამომდიოდა. ბავშვობიდანვე გამომდიოდა,
ოღონდ ქრისტესთან შეხვედრამდე ამ მდგომარეობაში იმ სულიერ განზომილებაზე
გავდიოდი, სადაც ძირითადად დემონური არსებები და ბნელი ასტრალური
წარმონაქმნები ბინადრობდნენ. ტელეპატიური ფიქრების მიღებისთვის განსაკუთრებული
გარემოებებია საჭირო. ერთ-ერთი გარემოება „სუფთა“ ადგილას ყოფნაა. სოფელი წერაქვი
სწორედ ასეთი მადლიანი ადგილი იყო. დიდ ქალაქებში, ტელეპატიურ აღქმას ხელს
უშლის ერთგვარი მუდმივი „ხმაური“, რომელსაც ხშირად შავი ქარის სახით ვხედავდი.
ხანდახან უცნობი ადამიანების ქაოტური აზრები ირეოდნენ თვალწინ. ამიტომ, როცა
თბილისში ვიყავი, ღამით 4-5 საათზე ვიღვიძებდი და მაშინ, როცა ყველას ეძინა და გარემო
შედარებით „სუფთა“ იყო, ვცდილობდი სულიერ სამყაროსთან დაკავშირებას. ამ დროს
ფიზიკური სმენაც ძალიან მძაფრდება და მცირე მოულოდნელი ხმაური ძალიან ძლიერად
გირტყავს თავში. როგორც ჩანს ნერვული სისტემა უკიდურესი დაძაბულობის
მდგომარეობაშია. ამ მდგომარეობაში მატერიალური სამყაროს ხმებს არა მარტო
ყურთასმენით, არამედ ხელის გულებითაც კი აღვიქვავდი, რაც საკმაოდ არასასიამოვნო
გრძნობა იყო. ამ შეგრძნებებს მაშინვე გამოვყავდი „შეცვლილი ცნობიერების“
მდგომარეობიდან, ამიტომ სიჩუმე ძალიან მჭირდებოდა.

ამ წელს მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ჩემი სული და თავისუფალი


ნება ქრისტეს და მისი შუამავლობით ღმერთს ჩავაბარე. ეს თხოვნა სამჯერ ხმამაღლა
გავიმეორე. ეხლა ვხვდები როგორ ინტუიციურად ვაკეთებდი ყველაფერს და როგორ
ლოგიკურ თანმიმდევრობაში გადაიზარდა შემდგომი მოვლენები. როგორც მერე მივხვდი
სულიერი ევოლუციის დაჩქარება სულიერი სამყაროდან დახმარების გარეშე
შეუძლებელია. სულიერი იერარქიის არსებები მუდმივ მზადყოფნაში არიან ადამიანის
დასახმარებლად, მაგრამ არსებობს ორი ხელშეუხებელი კანონი: 1. ვერ დაეხმარებიან
ადამიანს სრული დატვირთვით თუ ამაზე თვითონ ადამიანის კეთილი ნება არ არის და 2.
დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ეს ადამიანის სულიერ განვითარებას
უწყობს ხელს, ვინაიდან ჩვენი, ადამიანების აქ, მატერიალურ სამყაროში ყოფნის აზრი
მხოლოდ ესაა და მეტი არაფერი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა თხოვნები
ძირითადად მატერიალური კეთილდღეობის მიღებაზე ან პრობლემების აღმოფხვრაზეა
ორიენტირებული და სულიერ განვითარებას ხელს არ უწყობს, მსგავსი თხოვნები
ძირითადად არ სრულდება. მაგრამ თუ ადამიანი თავისი კეთილი ნებით საკუთარ სულზე
მფარველობას უზენაესს ჩააბარებს, ნათელ ძალებს ადამიანის კარმაში, ანუ ბედში, მეტი
ჩარევის უფლება ეძლევათ. მეტიც, ადამიანის კარმა ჩქარდება მეტი გასაჭირის შემოტევის
სახით, რადგანაც თუკი იქამდე იგი მარტო იყო, ამ შემთხვევაში მას ძლიერი დამხმარე ჰყავს
გვერდში იმ სულიერი არსების სახით, ვისაც საკუთარი თავის ზედამხედველობა ჩააბარა.
გარეგნულად ასეთი გარიგების შედეგი ერთის შეხედვით ცხოვრების ხარისხის
გაუარესებაში ვლინდება. ადამიანის კარმის აღმოფხვრის გეგმა თითქოს ხელახლა იწერება
და მას უამრავი სხვადასხვა სახის პრობლემა ატყდება თავს. და აქ კიდევ ერთხელ უნდა

40
გამოვლინდეს ადამიანის მზადყოფნა ნეთელ ძალებთან თანამშრომლობისთვის და თავისი
სულიერი წინამძღოლის უდიდესი და უპირობო ნდობა.

ნათელ ძალთა იერარქიაში სულიერი წინამძღვრის შერჩევისას თითოეულმა ადამიანმა


საკუთარ გულში უნდა ჩაიხედოს და ის სული შეარჩიოს ვისთანაც მეტ სულიერ სიახლოვეს
გრძნობს. ეს შეიძლება ვინმე წმინდანი იყოს, ღვთისმშობელი მარიამი, თავად მაცხოვარი ან
ვინმე სხვა ადამიანის რელიგიური მრწამსიდან და მისი სულიერი მიკუთვნებიდან
გამომდინარე.

პირველი წელი მოსამზადებელი იყო. ქრისტე ხშირად მიგზავნიდა ტელეპატიურ


გზავნილს თავმდაბლობაზე, რომ თუ ჩავთვლიდი საკუთარ თავს ვინმეზე აღმატებულად,
ეგრევე წარმომედგინა თავი ყველაზე ღრმა ოკეანის ფსკერზე ქვიშაში ჩაფლულ თევზად,
რომელზე დაბლა არავინაა. სასაცილო მეტაფორაა, მაგრამ ესეც ერთგვარი სულიერი
ვარჯიში იყო.

ესე მოხდა, რომ ამ წელს გააქტიურდა მიქაელთან ურთიერთობაც და ისეთი გრძნობა მაქვს
რომ სწორედ მაშინ ქრისტემ მიქაელს გადამაბარა, თუმცა ის ადრეც ყოველთვის გვერდში
მედგა. მიქაელი მასწავლიდა ბნელი ძალების გაფანტვას გულის გამონათებით. როგორც
ამიხსნა შეიძლება ორი ვარიანტის გამოყენება - ლოცვის ენერგიით ან გულის ნათებით, ანუ
საკუთარი სულის ვიბრაციით, რაც უფრო მაღალ დონეს წარმოადგენს და ჩემთვის ეს უნდა
ყოფილიყო მიზანი. ეს ჰგავს მთვარის და მზის ნათებას. მთვარეს საკუთარი ნათება არა აქვს
და მზის სინათლეს იყენებს, მზე კი თვითონ არის მანათობელი სხეული. სხვისი
(რომელიმე წმინდანის) ლოცვის გამოყენებით მის (ან ვის მიმართაცაა ლოცვა მიმართული)
ენერგიას სესხულობ და იყენებ, ხოლო გულის ნათება შენი საკუთარი სულის უმაღლესი
მდგომარეობაა. მასწავლიდა, როგორ უნდა მიაღწიო ამ ნათების სიმყარეს და სიწმინდეს.
ბნელმა ძალებმა ვერ უნდა ნახონ შენ სულიერ სხეულში თავისი შესატყვისი დაბალი
სიხშირის რხევები, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის სიხშირეზე გადაგიყვანენ, ერთგვარად
შემოვლნენ შენში და სულის ნათელს ჩააქრობენ. სულიერ სიბრტყეში ეს პროცესები
ენერგიების და ვიბრაციების მიმოცვლაა. მატერიალურ სამყაროში ეს ვლინდება როგორც
შიშის, მრისხანების წარმოქმნა, შურისძიების სურვილი და სხვ. მიქაელმა მასწავლა, რომ
ყველაფერი სამყაროში სხვადასხვა სიხშირის ტალღოვანი ენერგიების რხევებს
წარმოადგენს. ალბათ კარგი ფიზიკოსი უნდა იყო, რომ ეს იდეები ბოლომდე გაიგო.

როგორც ამიხსნეს, იმის გამო რომ ერთ ცხოვრებაში ვერ შემექმნებოდა ყველა ის გარემოება
რომელიც ნაკლოვანებების აღმოჩენისთვის, აღმოფხვრისთვის და სწავლისთვის იყო
საჭირო, პროცესის დასაჩქარებლად ეს გარემოებები პარალელურად სხვადასხვა
სცენარების და ცხოვრებისეული სიტუაციების სახით სიზმრებში შეიქმნებოდა, სადაც მე
შესაბამისად უნდა მემოქმედა, მესწავლა და სულიერი თვისებები შემეძინა. ჩემი სიზმრები
სიზმარხილვებში გადაიზარდა. ზოგიერთი სიუჟეტი სრულიად ფანტასტიკური იყო,
მაგრამ სიზმარში ხომ ყველაფერი რეალობად აღიქმება. მაგალითად, ერთ-ერთი
გაკვეთილის მიზანი იყო გამეგო თუ რატომ არის ცხოვრებაში ხშირად ბოროტი, დაბალი
სულიერების ადამიანები დიდხანს და უდარდელად რომ ცხოვრობენ, კარგ ადამიანებს კი
უამრავი განსაცდელი ხვდებათ წილ და ხშირად მალევე მიდიან ამ ქვეყნიდან. სწორედ ეს

41
საკითხი ხშირად იწვევდა ჩემში აღშფოთებას და უსამართლობის განცდას. ზოგი
ქრისტიანის მოსაზრებით ეს ხდება ღმერთის სადისტური სურვილით ადამიანის ტანჯვით
გამოსცადოს მისი მედეგობა და ერთგულება. ამ მოსაზრების მოსმენისას, სულ ფაშისტი
ექიმები მახსენდებოდნენ, რომლებიც ადამიანებზე ცდებს ატარებდნენ, რომ ენახათ მათი
გამძლეობის ზღვარი. მე მგონი ღმერთის ასეთი წარმოდგენა უდიდესი მკრეხელობაა. ამაზე
მეტი მკრეხელობა მგონი არც არსებობს საერთოდ. ასეთი წარმოდგენებია ერთ-ერთი
მიზეზი იმისა, რომ ეკლესიაში დომინირებს ის, ვისაც ღმერთის „ეშინია“ და არ ის ვისაც
მიღწეული აქვს ისეთი ცნობიერების სიმაღლე, რომ ღმერთის სიყვარული შეძლოს. აქვე
მახსენდება ერთი ქრისტიანი მოძღვარის კომენტარი ამ საკითხზე. როდესაც მას მრევლის
ერთ-ერთმა წევრმა ჰკითხა, რატომ უნდა ეშინოდეს ღმერთის თუ ღმერთი სიყვარულია და
მისი საპასუხოდ შეყვარება შეიძლება? რაზეც მოძღვარმა შემხვედრი კითხვა დაუსვა -
გულწრფელად მითხარი, ღმერთი უფრო გიყვარს თუ შენი შვილიო? მრევლის წევრმა ხმა
ვერ ამოიღო, რაზეც მოძღვარმა უპასუხა - ხოდა თუ არ შეგიძლია მისი შეყვარება, ამიტომ
უნდა გეშინოდესო. დიდხანს ვფიქრობდი მის ნათქვამზე, რადგანაც სადღაც სიმართლეს
ვგრძნობდი, სანამ მიქაელმა ეს სიზმარი არ მაჩვენა. სიზმარი, როგორც ყოველთვის
სიმბოლური იყო.

ვითომ რაღაც ზღაპრულ სამყაროში ვიყავი დიდი ჯარის მხედართმთავარი. ჯარი ტყით
ამყავდა მთის მწვერვალზე. ნელა მივიწევდით წინ. ჩემ გვერდით, პირველ რიგებში
ყველაზე კეთილშობილი, უშიშარი და დამსახურებული მეომრები მედგნენ. რაც უფრო
ქვევით იყო რიგი, მით უფრო დაბალი შეგნების და ძნელად სამართავი მეომრებისგან
შედგებოდა იგი, თუმცა ფიზიკურად ისინი უფრო ძლიერები და სწრაფები იყვნენ.
როდესაც მწვერვალს მივუახლოვდით, ჯარი გავაჩერე. ტყე დამთავრდა და გაშლილ ველზე
უნდა გავსულიყავით, სადაც ვიცოდი რომ კანიბალი გოლიათები შეიძლება
შეგვხვედროდნენ და მათთან ბრძოლა დიდი ალბათობით ჩვენი მარცხით
დამთავრდებოდა, რადგანაც ისინი უფრო ძლიერები იყვნენ. ამიტომ ძალიან
მნიშვნელოვანი იყო, რომ უჩუმრად, რაც შეიძლება უხმაუროდ გავსულიყავით რათა
არავის შევენიშნეთ. ჯარი გავაფრთხილე და პირველი რიგები, მორჩილად ფეხაკრეფით
გამომყვნენ, მაგრამ უკანა რიგებში ხმაური არ ჩერდებოდა. სიჩუმის და სიფრთხილის
მნიშვნელობა ვერაფრით შევაგნებინე და შედეგად გოლიათებმა ჩვენ ხმაზე მოგვაგნეს.
მივხვდი რომ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიმეღო და მოლაპარაკებაზე გავედი. მათი
მხრიდანაც გამოვიდა წარმომადგენელი და ასეთი გარიგება შემომთავაზა, რომ თუ
რამდენიმე ადამიანს ჩემი ნებით გავატანდი, დანარჩენებს ხელშეუხებლად
გაგვატარებდნენ. მახსოვს რომ ჯარს გადავხედე და რამდენიმე ვარიანტი გავითამაშე
გონებაში. უარი, რომ მეთქვა რამდენიმე ადამიანის მიცემაზე, გოლიათები ჯარს
დაერეოდნენ. ის ვინც საუკეთესო, კეთილშობილი და კარგი იყო, წინა რიგებში იდგა და
ჩემი ჩათვლით ამ ბრძოლას ნამდვილად შეეწირებოდა. ისინი კი ვინც მთელი ეს პრობლემა
გამოიწვიეს იმდენად შორს იდგნენ და იმდენად სწრაფები და ღონივრები იყვნენ, რომ
ნამდვილად გაქცევით უშველიდნენ თავს. მაშინ იყო რომ ეს გზა უსამართლოდ მომეჩვენა,
რადგან ჩვენი, მატერიალური გონების ადამიანებისთვის „კარგების“ დაღუპვა და
„ცუდების“ გადარჩენა უსამართლობად აღიქმება. ამაზე ისევ მეტყვის მიქაელი საყვედურს
- იმიტომ რომ მატერიალური კატეგორიებით აზროვნებ! ძალიან მინდა ვიტრაბახო, რომ

42
ნამდვილი ლიდერის თვისებები გამოვავლინე და მსხვერპლად საკუთარი თავი და ჩემი
უახლოესი მეგობრები გავწირე, მაგრამ არა. ის უკან მყოფი ადამიანები, რომლებმაც ასეთ
უბედურებაში გაგხვიეს, კიდევაც იცინოდნენ და ერთობოდნენ, თითქოს მათ არაფერი
დაეშავათ. ბრაზმა ამიტანა, რომ ამათ გამო ან საუკეთესოები უნდა განწირულიყვნენ ან
ყველა დაღუპულიყო არათანაბარ ბრძოლაში. და მაშინ მივიღე გადაწყვეტილება იმ
უმაქნისი ბრიყვი ადამიანებიდან სამი გამეგზავნა გოლიათებთან რომ ყველა დანარჩენი
გადამერჩინა. ასე სამართლიანად მომეჩვენა.

სიზმარი უეცრად გაწყდა და მიქაელის ხმა გავიგე:

-არასწორი გადაწყვეტილება იყო. მთელი კაცობრიობა შეგიძლია წარმოიდგინო როგორც


მთაზე ამავალი რიგი. მთის სიმაღლე ცნობიერების შკალაა. მაღალი ცნობიერების, იგივე
მაღალი სულიერების ადამიანები წინ მიდიან და ზოგმა კიდევაც მიაღწია ან ახლოსაა
ღვთაებრივი ცნობიერების მწვერვალთან. უკან დაბალი ცნობიერების ადამიანები მოდიან.
ხშირად მათ ფიზიკური სხეული უფრო ძლიერად აქვთ განვითარებული რადგან
ღვთაებრივი ენერგია, რომელიც მათ ფიზიკურ და სულიერ სხეულებში ტარდება დაბალი
ცნობიერების გამო ფიზიკური სხეულს ხმარდება და არა მენტალური და ნატიფი სულიერი
სტრუქტურების განვითარებას. ჩვენთვის არ არსებობენ ცუდი და კარგი ადამიანები.
არსებობენ ის ვინც მეტად წარმატებულია და წინაა და ის ვინც ჩამორჩა და უკან
მოჩანჩალებს. თქვენ, ადამიანებს, მთაზე ასვლისას ხომ არ გძულთ ისინი, ვისაც გაუჭირდა
და ჩამორჩა? ხოდა არც ჩვენ გვძულს. ღმერთისთვის ის „ცუდი“ ადამიანიც ისეთივე
ფასეულია როგორც „კარგი“, ამიტომ ჩვენი მიზანი სწორედ ჩამორჩენილების წინ წამოწევაა.
სიტყვები „აკურთხეთ თქვენი მაწყევრები და ილოცეთ თქვენს შეურაცხმყოფელთათვის“
სწორედ ეს პროცესია. გარდა იმისა რომ თვითონ მლოცველიც იხვეწება ამ დროს, იგი
თავისი ლოცვის ენერგიას იმ „ჩამორჩენილ“ ადამიანს ახმარს. გარდა ამისა არსებობს კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. სულიერად „ჩამორჩენილი“ ადამიანის აურა ხშირად
დემონური ბუნების ხდება და „მინუს“ თვისებას ძენს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
რომ კაცობრიობის მენტალური და სულიერი ველი ჰომოგენურად ვითარდებოდეს ანუ
ზემოთმოყვანილი მთაში ამავალი რიგი არ იყოს ძალიან გაწელილი. წინააღმდეგ
შემთხვევაში წარმოიქმნება პოლარიზაცია „წინ წასულ“ და „ჩამორჩენილ“ სულებს შორის,
რაც მატერიალურ სიბრტყეში ვლინდება კონფლიქტების და ომების სცენარში. ანუ
დადებითი და უარყოფითი მუხტები ერთმანეთს ეჯახება. ამაზე მოწმობს უამრავი
ისტორიეული მოვლენა. სწორედ ამის გამო „წინ წასული“ ადამიანების ცხოვრება ხშირად
ადრე წყდება, ხოლო „უკან ჩამორჩენილების“ დიდხანს გრძელდება, რადგან მათ ისევ და
ისევ ეძლევათ შანსი ცხოვრებისგან მეტი სულიერი განვითარება მიიღონ. ისიც მინდა
გითხრა რომ ადამიანი რაც უფრო წინაა და მწვერვალს უახლოვდება, მით უფრო რთულ
ცხოვრებისეულ გამოცდებს გადის, ერთის მხრივ ზენატიფი სულიერი თვისებების შეძენის
მიზნით და მეორეს მხრივ ამ თვისებების დახვეწასთან ერთად მას მეტი და მეტი კარმული
დავალიანების გადამუშავება შეუძლია, რადგანაც მწვერვალს ცოდვების ბარგით ვერ
მიუახლოვდები.

ახლა პასუხი მოძღვარს, რომელიც ღვთის შიშისკენ მოუწოდებს. ცნობიერების (ანუ იგივე
სულიერების) დონიდან გამომდინარე ადამიანები სხვადასხვა საფეხურზე დგანან. ზოგს

43
გულის ველი იმდენად ნატიფი და წმინდა აქვს, რომ მას ეხსნება აღმატებული სულიერი
სამყაროს აღქმის უნარი და შესაბამისი მისწრაფების არსებობის შემთხვევაში, მას შეუძლია
ღმერთის სიყვარული შეიმეცნოს, მაშინ როცა დაბალი ცნობიერების ადამიანს დახშული
აქვს ნატიფი შეგრძნებები და ველური, მიწიერი მისწრაფებების შესაბოჭად მას მართლაც
ჭირდება შიში, როგორც შემაკავებელი ძალა. მაგრამ შიში, თავისი ბუნებით დემონური
ვიბრაციის ენერგიაა და მხოლოდ დაბალი ცნობიერების ადამიანებისთვისაა მისაღები,
ისიც იმიტომ რომ მეტის უნარი, მათ ამ განვითარების ეტაპზე არა აქვთ. სწორედ ადამიანის
სულიერი პოტენციალის სწორედ განსაზღვრა და შესაბამისი სულიერი განვითარების
გზის დასახვა წარმოადგენს სულიერი მოძღვარის მთავარ მიზანს. არ შეიძლება ყველა
ადამიანი ერთი ქოლგის ქვეშ გააერთიანო. ის რაც ერთისთვის განვითარებაა, მეორესთვის
უკან დახევაა. მეტიც, ზუსტად ამ მოვლენის არსებობის გამოა რომ ამდენი სხვადასხვა
რელიგია შეიქმნა და ისინი უნდა არსებობდნენ კიდეც სანამ სულიერ ევოლუციას
ემსახურებიან და არა პირიქით. თუმცა დგება დრო როცა ამ სფეროშიც ბევრი შეიცვლება,
რადგანაც ადამიანების ცნობიერება სხვა საფეხურზე გადადის. ისევ მთის ალეგორია რომ
გამოვიყენოთ, სხვადასხვა რელიგიები შეგვიძლია შევადაროთ მწვერვალისკენ მიმავალ
სხვადასხვა გზებს. წარმოიდგინე, რომ ერთ მთასვლელს მუხლი აქვს მაგარი, მაგრამ გული
სუსტი, მისთვის ერთი მარშრუტია საჭირო, მეორეს გული აქვს ძლერი, მაგრამ ფეხები
სუსტი, მას სხვა მარშრუტი სჭირდება, მესამე ყოველმხრივ მომზადებული და ძლიერია, მას
შეიძლება ყველაზე მოკლე, მაგრამ ციცაბო მარშრუტი შეურჩიო. ასევეა ადმიანთა
ეროვნული თუ რასობრივი თავისებურებები. სუფთა გენეტიკის დონეზე განსხვავდება
მათი შესაძლებლობები და მისწრაფებები, ამიტომ ყველა ერთი მარშრუტით ვერ ივლის.
ერთ ადამიანს ჰკითხეს - რა არის მზე? და მან თქვა რომ მზე დიდი მანათობელი და
მხურველე თეთრი ლაქაა ცაზე. მეორეს ჰკითხეს და მან უპასუხა, რომ მზე არის
ვერსკვლავი, რომელშიც თერმობირთვულად წყალბადიდან ჰელიუმი სინთეზირდება, რის
შედეგად გამოტყორცნილი ფოტონები სინათლის ენერგიის სახით აღწევენ დედამიწამდე.
რომელია მართალი? ორივე მართალია თავისი დონის ცნობიერების გადმოსახედიდან.
ასევეა სხვადასხვა რელიგიები და ამიტომ იყო დაშვებული მათი არსებობა. მაგრამ
მატერიალური სამყაროს არასრულყოფილების გამო დღეს-დღეობით არსებულ
რელიგიებში არც ერთია ბოლომდე უცდომელი, თუნდაც შესაბამისი ცნობიერების
დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ არიან რელიგიები და რელიგიური დაჯგუფებები,
რომლებიც 10%-ით ცდებიან და არიან რომლებიც 90%-ით. როცა რელიგიის ცდომილება
რაღაც დონეს გადააჭარბებს, ის აღარ ემსახურება ადამიანის სულიერ განვითარებას და
ადამიანები მწვერვალამდე ნახევარ გზაზეც კი არ აყავს, არამედ ქვემოთ ამოძრავებს. ასეთი
წარმონაქმნები რათქმაუნდა უნდა აღმოიფხვრას. მათ არა აქვთ არსებობის უფლება.

მიქაელმა მაგრძნობინა რომ არ უნდოდა, რომ მე რაიმე რელიგიასთან, თუნდაც


მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიასთან მქონოდა ზედმეტად მჭიდრო კავშირი,
ან სულიერი მოძღვარი მყოლოდა, რომელსაც უპირობოდ დავემორჩილებოდი
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი არსით ქრისტეს ეგრეგორის ველში მოვიაზრებოდი. ამის
მიზეზი, მერე გახდა ჩემთვის ცნობილი.

44
2013 წელი. შემოდგომა. სიმართლის აღთქმა

ჩემმა უხილავმა სულიერმა მასწავლებლებმა დამადებინეს „სიმართლის აღთქმა“. ამ


აღთქმას ბუნებრივია თან ახლდა პირობა, რომ მიუხედავად სიმართლის თქმის
აუცილებლობისა, დუმილის შენარჩუნებაც შეიძლება. ერთი სიტყვით პირობა ჩემთვის
ცხადი იყო. მაშინ ვიფიქრე, რომ ამაში დიდი არაფერი სირთულეა, რადგანაც ისედაც
ძალიან იშვიათად ვიტყუებოდი. თუმცა ამ აღთქმის გამო სამსახურში ერთ წყალწაღებულ
პროექტზე უარის თქმა მომიწია, რაც სამსახურიდან დათხოვნის ტოლფასი გახდა. და
წამოვედი კიდევაც რადგან შედეგების გაყალბება და ანგარიშებში ტყუილების წერა
წარმოუდგენლად მივიჩნიე. სწორედ ამ სიმართლის აღთქმის გამო ამ წიგნში მიწევს ისეთი
პირადი გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა, რაც საერთოდ არ მჩვევია. მაგრამ ვგრძნობ,
რომ ვალდებული ვარ, რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყო და ამას ეს აღთქმაც მაიძულებს.

ერთი თვით ადრე ამავე სამსახურში სიტუაცია ისედაც დაიძაბა. რაც მეტს ვაკეთებდი, მით
მეტს მავალებდნენ. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ სანამ ბოლომდე არ მიმახრჩობდნენ,
იქამდე არ შემეშვებოდნენ. ეს დაძაბულობა და მისი თანმხლები ინტრიგები ჩემში
პერმანენტულ გაღიზიანებას იწვევდნენ, რაც სულ არ შეესაბამებოდა სულიერი
განვითარების გზაზე შემდგარი ადამიანის მდგომარეობას. ცუდი ის იყო, რომ საკუთარ
თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ასე გაგრძელდა ერთი წელი. ერთის მხრივ ქრისტეს
მოსწავლედ აყვანას ვეხვეწებოდი და მეორეს მხრივ უამრავ, ერთბაშად თავს დატეხილ
პრობლემასა და საკუთარ შინაგან მდგომარეობას ბევრძოდი.

2014 წელი. ზაფხული. წერაქვი. ეშმაკი სარკიდან

წერაქვში იმ განწყობით ჩავედი, რომ ერთი წლის თავზე „სუფთა“ გარემოში ისევ
შევხვდებოდი და დაველაპარაკებოდი იესოს. ძილის წინ ბევრი ვილოცე. ვეხვეწებოდი,
რომ სიზმარში მაინც გამომსაუბრებოდა.

მაგრამ სიზმარში სრულიად მოულოდნელი რამ დავინახე.

ვხედავ, როგორ ვწევარ ლოგინში. ლოგინის გვერდით დიდი სარკეა, რომლიდანაც პატარა
ეშმაკი გოგო გამოდის. მე ჩვეულებისამებრ ლოცვას ვიწყებ ეშმაკის გასაგდებად, მაგრამ
ვგრძნობ რომ ჩემს ლოცვას რატომღაც არანაირი ძალა არა აქვს. ეშმაკი ხელს ხელზე
მკიდებს და მაშინვე ვგრძნობ როგორ აღიძვრება ჩემში ბოლო დროს ასე მოჩვეული
გაღიზიანების გრძნობა. ეს ამ ეშმაკის ვიბრაციებია. მისი ხელი ჩემ ხელში შემოდის და რაც
უფრო ღრმად შემოდის, მით უფრო გაღიზიანებულად ვგრძნობ თავს. საშინელი შიშის და
უსუსურობის შეგრძნება მეუფლება. უნებურად მეფიქრება რომ აი, ასე მიჰყავთ ეშმაკებს
ცოდვილ ადამიანთა სულები თავიანთ სამყოფელში. ლოცვა არ მოქმედებს! სწრაფად
ვფიქრობ იმაზე რა შეიძლება გავაკეთო და ის შემთხვევა მახსენდება, რომში რომ

45
დამესიზმრა. იგივეს ვიმეორებ და ეშმაკს ვეუბნები - „ალბათ შენც ღმერთის ქმნილება ხარ
და როდესმე შენც დაბრუნდები ღმერთთან! დალოცვილ იყავ!“ ამ სიტყვების წარმოთქმისას
ვიგრძენი, როგორ შემეცვალა შინაგნი განწყობა და გაღიზიანებიდან სიმშვიდეში
გადავედი. ამაზე, პატარა გოგო-ეშმაკმა ცეცხლდამწვარივით სწრაფად გამოაძრო ჩემი
ხელიდან თავისი ხელი და ბუზღუნითა და ლანძღვით შებრუნდა უკან სარკეში. მე
თვალებს არ ვუჯერებდი, რომ ამ შემთხვევას გადავურჩი. ქრისტეს და მიქაელს
საყვედურით მივმართე რომ ასეთ ვითარებაში მიმატოვეს. უეცრად მაცხოვარის გვერდით
ყოფნა ვიგრძენი. ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იღიმოდა. არა... ლამის
ეცინებოდა და მითხრა:

- არა აქვს მნიშვნელობა, ბოროტება მოდის როგორც ეშმაკი, თუ როგორც პრობლემა


სამსახურში, ორივე შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა ერთნაირი უნდა იყოს.

ეს ხომ ასეთი ნათელი და ადვილი იყო. მერამდენედ უნდა გამევლო ერთი და იგივე
გაკვეთილი. შემრცხვა საკუთარი თავის.

2014 წელი. ზაფხული. როდოსი. მიქაელის გაკვეთილები

როდოსი მზის გულზეა სიცხეში გაღვითქული. მზის ენერგია მიქაელის ენერგიაა. ვგრძნობ,
რომ მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ხალხითაა გავსებული, ამ ჩახჩახა მზით
გაჯერებულ ადგილას კომფორტულად გრძნობს თავს და ჩემთან კონტაქტი უადვილდება.
მზე ხომ მისი სტიქიაა. მიქაელის ტელეპატიური აზრები, თითქმის სულ მესმის და მეც
სულ ვესაუბრები. ჩვენი ურთიერთობა მასწავლებელი-მოსწავლის დამოკიდებულებიდან
ნელ-ნელა გულწრფელ მეგობრობაში გადაიზარდა. ის მე სულიერ ცოდნას მიზიარებს, მე
კი ყველაფერ კარგს, რასაც მიწიერ განზომილებაში ვხედავ და განვიცდი. კარგი ემოციების
გარდა, ჩემ შვილებზე ღელვასაც ვუზიარებ, რადგან ეს სულ არის ჩემი ფონური საფიქრალი.
ჩემს ქალიშვილს რთული ასაკი აქვს. 13 წლისაა და ასაკის შესაბამისად ჯიუტობს და
ჭირვეულობს. ერთ საღამოს მე და ჩემი მეუღლე მორიგჯერ გავუბრაზდით და ასეთ
გაბრაზებულ ნოტაზე დავწექით დასაძინებლად. მეც და ჩემი ქმარიც, ორივენი ალბათ
„სუსტი“ მშობლების კატეგორიაში გავდივართ, რადგან ვერც ერთი ვერ ვიტანთ
კომფლიქტურ სიტუაციებს და მზად ვართ ბევრი დავთმოთ და დავივიწყოთ ოღონდ
ოჯახში კონფლიქტი არ იყოს. ეხლაც იგივე სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით და
დიდი ცდუნების მიუხედავად ჩემს გოგოს ბოიკოტი გამოვუცხადეთ.

ღამით ისევ მეღვიძება, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, „შეცვლილი ცნობიერების


მდგომარეობაში“ შევდივარ და მიქაელს ვეუბნები:

- რომ ვაპატიოთ, ჩვენი მხრიდან სისუსტე იქნება!

ვგრძნობ მის გაკვირვებას.

46
- როდის იყო პატიება სისუსტე ყოფილიყო?... ისევ მატერიალური სამყაროს კატეგორიებით
აზროვნებ. შეხედე...

უეცრად რაღაც დიდ მოჩუქურთმებულ ჭიშკართან აღვმოჩნდით. გარშემო ყველაფერი შავ-


თეთრი იყო.

- ეს შენი შვილის შინაგანი სამყაროა!

მივხვდი, რომ ეს სიმბოლური ვიზუალიზაცია იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალური
და ქმედითი და რომ ეს ერთდროულად ილუზორული და რეალური განზომილება ნატიფი
სამყაროს ერთ-ერთი გამოვლინება იყო. მიქაელს ამ დროს ვხედავდი როგორც სილუეტს.
ასეთი ვიზუალიზაციების დროს ხშირად პატარა ბიჭად მეცხადებოდა, ხანდახან
ახალგაზრდა ვაჟად და მხოლოდ ერთხელ იყო, როდესაც მისი ცეცხლოვანი მანათობელი
სხეული დავინახე. მაგრამ ეს მერე.

ჭიშკარში შევედით. გარშემო გორა-გორა დაკუჭული ქაღალდები ეყარა. როდესაც


ქაღალდების გორის ავლას ვცდილობდი, უფრო მიჭირდა სიარული, ხოლო როდესაც შიგ
გორაში მივაბიჯებდი, გავლა მიადვილდებოდა. ამ არალოგიკურმა შეუსაბამობამ ჩემში
ოდნავი გაღიზიანება გამოიწვია. ზუსტად განმეორდა ის შეგრძნება რაც ჩემი შვილის
არალოგიკურ (ჩემი აზრით არალოგიკურ) ქცევას მოყვებოდა. მივხვდი რომ თითოეული
სიმბოლო ზუსტად რაღაცას ნიშნავდა. მიქაელმა დაკუჭული ქაღალდი აიღო.

- ამ ბავშვს ბევრი შინაგანი განცდა აქვს. თითოეული დაკუჭული ქაღალდი შესაბამის


პრობლემას წარმოადგენს. თუ ამ ქაღალდს სულიერ დონეზე გახსნი, მატერიალურ
დონეზეც გადაწყვიტავ შესაბამის პრობლემას.

როგორც მივხვდი ასე მასწავლიდა სულიერ სამყაროში მოქმედებას და ამ სამყაროს


უპირატესობის აღქმას.

მეორე ღამეს მაჩვენა როგორ გამოტყორცნიან ადამიანები სიხარულის ენერგიას, როდესაც


ჯგუფურად ერთობიან და იცინიან. ეს ენერგია სინათლის სახით დავინახე. აქამდე
ვთვლიდი, რომ ადამიანების ჯგუფური მხიარულობა დიდ წილად სისულელეებთან იყო
დაკავშირებული და სასტუმროს ჯამბაზი ანიმატორების გასართობი პროგრამები
სრულიად სიშტერედ მიმაჩნდა, რაზეც მიქაელმა სხვანაირად შემახედა.

- ჩემთვის სულერთია ადამიანი პროფესორია თუ ჯამბაზი. მთავარია რას ასხივებს მისი


სული. ადამიანი ყოველთვის სულიერი გამოსხივებით შეგიძლია შეაფასო. შეხედე!..

მან ვიზუალიზაცია მოახდინა და ჩემ თვალწინ სასტუმრო კომპლექსის დიდი ამფითეატრი


გაიშალა სადაც საღამოთი ვიყავი, არ მოვინდომე ყოფნა და წამოვედი. ანიმატორი
ერთდროულად სხვადასხვა ენაზე ხუმრობდა რომ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს
თანაბრად გაეგოთ მისი წარმოდგენა. მე ნაკლებად მეცინებოდა. საშუალო სტატისტიკურ
ევროპელზე გათვლილი, საკმაოდ მდარე იუმორი იყო, მაგრამ ფართო საზოგადოება
როგორც ჩანს ძალიან ხალისობდა. უეცრად, კულისებიდან გამოსულმა ერთ-ერთმა
ანიმატორმა წინა რიგებში მჯდომ მაყურებელს ჩამოურბინა და ყველას სათითაოდ ხელი

47
ხელზე ჩამოარტყა. ამ დროს დავინახე როგორ მოყვებოდა მას უკან ადამიანების
გულებიდან გამოტყორცნილი სინათლის ტალღა.

- მე მომწონს ეს ადამიანი! - თქვა მიქაელმა - შენ არ გიყვარს ხალხმრავლობა, მაგრამ იქ


სადაც ჯანმრთელი სიხარულის ენერგია გამოსხივდება, ჯობია რომ იყო ხოლმე.

შემდეგ ღამეს შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში დავინახე, როგორ დაიჭირა


მიქაელმა რაღაცა ჩარჩოსმაგვარი, რომელსაც შუაში ერთგვაროვანი მოლივლივე ფონი
ქონდა და მითხრა:

- გამოაკრისტალე!

ცოტა დამაბნია ამ მოკლე და კონკრეტულმა განცხადებამ. ჩემთვის ბუზღუნით გავიფიქრე


რომ რას ნიშნავს „გამოაკრისტალე“, მაგასაც მე თვითონ უნდა მივხვდე! თუმცა კი
მიჩვეული ვიყავი, რომ მიქაელს ბევრი „ლაპარაკი“ არ უყვარდა და ტელეპატიური აზრები
ყოველთვის მოკლე და ლაკონიური მოდიოდა. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ჩარჩოსკენ
ხელი გავიშვირე და ლოცვის თქმა დავიწყე. ჩემი ლოცვა „იესოს ლოცვას“ წარმოადგენდა,
რომელსაც უბრალოდ უწყვეტად ვიმეორებდი. ხან გულის რიტმს ვუსადაგებდი, ხანაც
უბრალოდ გადაბმით ვამბობდი. შევეცადე ლოცვის ენერგიისთვის ნაკადის ფორმა მიმეცა
და კვადრატისკენ მიმეშვირა. უეცრად, დავინახე, რომ ჩარჩოში მოლივლივე სივრცემ
ვიბრაცია დაიწყო და მასზე რაღაც ამოიბურცა, რამაც ასოციაციურად მთები მომაგონა.
როგორც კი მთებზე გავიფიქრე ნაკადი გაწყდა და კვადრატი თავის ძველებურ ფორმას
დაუბრუნდა. ამ ყველაფრის ახსნა და განმარტებების ფორმულირება მე თვითონ უნდა
გამეკეთებინა, რაზეც მიქაელი ან დამეთანხმებოდა ან არა. როგორც ამიხსნა, მათთვის
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორ დასკვნებამდე ადამიანი თვითონ მიდიოდეს და არა
გამზადებულ ინსტრუქციებს ან მოსაზრებებს იღებდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში,
შეძენილი იდეა მისი სულის თვისებაში გარდაიქმნება და მისი, ადმიანის, საკუთარი
მონაპოვარი ხდება.

ჩემ მიერ ფორმულირებული დასკვნა, რომელზეც მიქაელისგან თანხმობა მივიღე,


შეიძლება შემდეგნაირად გადმოიცეს:

სულიერი მატერია ძალიან ნატიფია და ფიქრის ენერგიით მისი ფორმირებისთვის ფიქრის


ნაკადის ფოკუსირება და აზრის „სიწმინდის“ შენარჩუნებაა საჭირო, რაც ხანგრძლივი
ვარჯიშით და შესაბამისი სულიერი თვისებების დისციპლინირებით მიიღწევა. ფიქრის
ენერგიით სულიერი მატერიის გარდაქმნის უნარი დაბალ დონეზე ყველა ადამიანს აქვს,
მაგრამ ამაღლებულ სულს ეს უნარი უძლიერდება, რაც ძალიან დიდ პასუხისმგებლობას
წარმოადგენს, რადგან როგორც დადებითი ფიქრის ძალა ძლიერდება, ასევე უარყოფითის.
განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, როდესაც ადამიანს ლოცვის ძალა ეძლევა. ეს
განსაკუთრებული ღვთაებრივი ენერგიაა, რომელიც აუცილებლად წმინდა მოტივაციით
უნდა გამოიყენო. წინააღმდეგ შემთხვევაში უმძიმეს კარმას შეიძენ. როგორც ნათქვამია რაც
უფრო მაღლა ადიხარ მით უფრო დიდი სიმაღლიდან შეიძლება ჩამოვარდე. ამიტომ

48
ჩემთვის საჭირო იყო ყოველწუთიერი მუდმივი ყურადღება საკუთარ ფიქრებზე, მუდმივი
გაანალიზება და კონტროლი ჩემი ემოციებისა და ფიქრების. „ფიქრების ჰიგიენა“! - ასე
ვუწოდე მე ამ მოვლენას.

სულიერი გამოცდები სიზმარხილვებში

მიქაელი პერიოდულად გამოცდებსაც მიწყობდა, რომელიც ძირითადად ორი ტიპის იყო:

ერთ შემთხვევაში მაგდებდა დემონური არსებების შუაგულში და აკვირდებოდა როგორ


მოვიქცეოდი. იპოვიდნენ თუ არა დემონური არსებები ჩემ აურაში თავის შესატყვის
ენერგიებს მოწმობდა იმაზე, რამდენად გაწმენდილი მქონდა გული. თავიდან ყოველთვის
შიშის ცივი ტალღა დამივლიდა ხოლმე, მერე თავი ხელში ამყავდა და დემონურ არსებებს
ლოცვის ენერგიას ვუპირისპირებდი. ხანდახან მიქაელი ლოცვის ენერგიას მართმევდა და
მაშინ გულის ნათება უნდა გამომეყენებინა, რაც უფრო რთული იყო, რადგანაც შინაგანად
სულიერი ჰარმონიის მდგომარეობაში უნდა მომეყვანა თავი დემონური არსებების
თანდასწრების მიუხედავად. ხანდახან ვიბნეოდი და არც ერთი გამომდიოდა, არც მეორე
და მიქაელს ვთხოვდი დახმარებას, რაზეც მკაცრ პასუხს ვიღებდი - არ შემიძლია, შენ
თვითონ უნდა მოახერხო! - მთავარი აზრი ეშმაკებთან „ჩაგდების“ იყო არგადასვლა მათ
ვიბრაციებზე და ამაღლებული სულიერი მდგომარეობის შენარჩუნება. მიქაელი
ელოდებოდა როდის გადავეჩვეოდი „გულის ხეთქვებს“ მათ დანახვაზე, რადგან შიში,
როგორც ჩანს ჩემი მთავარი პრობლემა იყო, რომელიც დროთა განმავლობაში მეტ-
ნაკლებად სტაბილურად დავძლიე.

გამოცდის მეორე ვარიანტი ისეთი გარემოებების შექმნა იყო, სადაც მოვლენები იმდენად
სწრაფად განვითარდებოდა, რომ გადაწყვეტილებებს, როგორც ჩვენ ვიტყოდით
„ინსტინქტურად“ იღებდი. თუმცა მიქაელი ამას ეძახდა გადაწყვეტილების მიღებას
„სულის თვისებებით“. მაგალითად, მიწისძვრაა და წამები გაქვს რომ ან შენი თავი
გადაარჩინო ან სხვა ადამიანი. დაფიქრების დრო არა გაქვს და გადაწყვეტილებას წამებში
იღებ. მაგალითად სხვა ადამიანისთვის თავგანწირვის თვისებაზეა საუბარი. როგორც
მიქაელმა ამიხსნა, ასეთ სიტუაციაში სხვისთვის თავგანწირვის გადაწყვეტილებას იმიტომ
კი არ იღებ რომ ასე მოიფიქრე, შენი ინტელექტით გაიაზრე და მიხვედი დასკვნამდე რომ
ასე მოქცევა სწორია, არამედ იმიტომ რომ სხვანაირად მოქცევა არ შეგიძლია. სხვანაირად
მოქცევა კი იმიტომ არ შეგიძლია, რომ ეს თვისება შენი სულის თვისება გახდა! მხოლოდ ეს
„სულის თვისებებია“ რაც ფიზიკური სიკვდილის მერე ადამიანის სულს რჩება, რადგან
„გარეგანი გონება“ რომელიც მატერიალურ სამყაროში ნერვული სიტემის საშუალებით
ვლინდება სწორედ ამ სამყაროს დრო-სივრცის განზომილებასაა მორგებული და სწორედ
იმისთვის არსებობს რომ მისი საშუალებით ფიზიკური ცხოვრების დროს „სულიერი
თვისებები“ შეიძინო. ფიზიკური სხეულის არარსებობის მდგომარეობაში ცნობიერების
მდგომარეობაც იცვლება. ფიზიკური სამყარო და „გარეგანი გონების“ არსებობა საშუალებას

49
გვაძლევს ლოგიკური აზროვნებით გარკვეულ დასკვნებამდე მივიდეთ, მაგრამ ეს
დასკვნები აუცილებლად სისხლ-ხორცში უნდა გაგვიჯდეს, ანუ „სულის თვისებებში“
გარდაიქმნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტყვები სიტყვებად და აზრები აზრებად დარჩება
და ფიზიკურ სხეულთან ერთად ადრე თუ გვიან ქარწყლდება.

მენტალური დემიურგია. საკურის ხე

რაღაც დროის მერე მენტალური კონსტრუქციების შექმნა დავიწყეთ. „შეცვლილი


ცნობიერების“ მდგომარეობაში, როდესაც სულიერი განზომილების ხედვას და მასზე
მენტალურ ზემოქმედებას იწყებ, მთელი სამყაროს შექმნაა შესაძლებელი თუ აზრის
კონცენტრაციას შეძლებ და შესაბამის ვიზუალურ სურათებს მყარად „დაიჭერ“. მეც ასეთი
„რეალობა“ შევქმენი. პირველი, რაც გავაკეთე, რატომღაც საკურას ვარდისფერი
ყვავილებით მოპენტილი ხე აღვმართე! ეს ხე ულამაზესი იყო! მასში მთელი ჩემი
სილამაზის აღქმის პოტენციალი ჩავდე და დანარჩენი სამყაროც ამ ხის გარშემო გაიშალა.
ამ სამყაროში საოცარი სილამაზე და სიმშვიდე დამკვიდრდა. ჰორიზონტს გადაღმა
ჩამავალი მზის სხივები ოქროსფერში და ძოწისფერში ლივლივებდნენ. ზაფხულის გრილი
ნიავი ნაზად არხევდა საკურას ტოტებს და მისგან ზანტად, მსუბუქად თოვდნენ
ყვავილები. ხეს არაფერი აკლდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების „თოვა“
არასდროს წყდებოდა. ეს ერთგვარი ზღაპრული ილუზია იყო. ამ სამყაროში ხომ
ყველაფერი შესაძლებელია! ხეს გასწვრივ ბილიკი მიუყვებოდა რომელსაც თავისმხრივ
ორივე მხარეს მწიფე, ოქროსფერი ხორბლის ყანები გასდევდა. მიქაელს ვაჩვენე რა
ლამაზია, როცა ხორბლის ყანა ქარზე ზღვასავით „ღელავს“ და ოქროსფერ ტალღებს ხელი
შეიძლება გააყოლო. მათი რითმული ტოკვა ხელისგულზე მოგეფერება და ხორბლის
თბილი, მზით გაჯერებული ენერგია გულში სიმშვიდედ ჩაგეღვრება. როგორი
კეთილშობილი და თბილი გამოსხივება აქვს ხორბალს! შორს, სადაც ყანები ველებში
გადადიოდნენ, ხოლო ველები ტყეებში იჭრებოდნენ, უშველებელი გოლიათი
დარაჯებივით აღმართულნი იდგნენ თოვლიანი მწვერვალებით შემკული მთები.

- შეხედე, - მივმართე მიქაელს, - აქ სულ გაზაფხულია და ჩამავალი მზის სხივები


მუდმივად გეალერსებიან სახეზე. აქ მზეც ცოცხალია, მიწაც, წყალიც და ჰაერიც. შეგიძლია
წყლის სხეული მიიღო და მთის ნაკადულის ნაწილი გახდე, მის ერთ-ერთ ჩქერად გადაიქცე
და მთის ფერდობიდან ხტუნვა-ხტუნვით გამოუყვე კლდოვან ფერდობებს. შეგიძლია
ჰაერის სხეული შექმნა და იგრძნო, როგორ მოძრაობ ჰაერის ნაკადებთან ერთად, როგორ
არხევ შენი სხეულით ხორბლის თავთავებს და ხის ვარჯებს. ამ ყველაფერში იდუმალი და
სათუთი სიყვარულია ჩადებული ყველა ქმნილების მიმართ რომელსაც შენი სხეულით
ეხები და შენი სულით ეალერსები. შეგიძლია მიწად იქცე და იგრძნო როგორ აღვივებ
სიცოცხლეს, როგორ ამოდის შენ სხეულზე და შენი სისხლით იკვებება ყოველივე
ცოცხალი. ხომ საოცარი შეგრძნებაა? შეგიძლია მზის სხივად გადაიქცე, წამზე უსწრაფესად
დაეცემი დედამიწაზე და მთელს შენს სასიცოცხლო ძალას სითბოს სახით მას აჩუქებ. რა

50
არის ამ საჩუქარზე უფრო დიადი ძღვენი? ეს ძალა ცოცხალ არსებებად გარდაიქმნება და
სიცოცხლეს მათში გააგრძელებ!

საკურის ხესთან ვიდექით. მე მას ჩემი გულით ვაგრძნობინებდი და ჩემი თვალით


ვანახებდი. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა და „მხედავდა“. როგორი დაცული და
თავისუფლების მომგვრელი გრძნობაა, როცა არაფერი გაქვს დასამალი... როდესაც შენ
იხსნები, შენთვისაც იხსნებიან. მისი სული უეცრად ისე ტკივილამდე ახლო გახდა
ჩემთვის, რომ თვალზე ცრემლი მომადგა. პატარა ბავშვის უმანკოება შეზავებული
სიბრძნესთან რომელიც ისეთივე ძველია როგორც სამყარო, უბრალოება და ამავე დროს
ძალა, რომელიც დედამიწის გავლენას ცდება ჩემ გვერდით იდგა ვარდისფერი ყვავილებით
მოპენტილ ხესთან...

-ძვირფასო მეგობარო, - ვუთხარი მე, - ამ სამყაროს შენ გჩუქნი! ამაზე უკეთესი არაფერი
შემიქმნია... თუ როდესმე დავიკარგებით და მძიმე დრო დაგვიდგება, აქ, ამ საკურის ხესთან
შეგვიძლია ერთმანეთი მოვნახოთ...

სხვა სამყარო

დადგა მომენტი, როდესაც გავიაზრე, რომ სამყარო უსაშველოდ დიდი და რთულად


მოწობილია. ბევრად უფრო დიდი და რთული ვიდრე ჩვენ წარმოვიდგენთ. რომ გარდა იმ
ილუზორული მენტალური სამყაროებისა რომლებსაც გაკვეთილებისთვის თუ
გასართობად მე და მიქაელი ვქმნიდით, არსებობს რეალური პარალელური სამყაროები,
განზომილებები, რომლებშიც ცოცხალი არსებები ისევე ცხოვრობენ და ვითარდებიან
როგორც ჩვენ მატერიალურ სამყაროში. ისიც გავაცნობიერე, რომ ამ სამყაროებს შორის
მოგზაურობა შესაძლებელია სულიერი სხეულის მეშვეობით. ხოდა, არ შევეშვი მიქაელს.
ყოველ დღე ვეხვეწებოდი, რომ სხვა სამყარო ეჩვენებინა ჩემთვის, თუმცა გულის სიღრმეში
იმედი არ მქონდა, რადგან იმ ფანტასტიკის ფონზე რაც ჩემ ცხოვრებაში ხდებოდა ეს კიდევ
უფრო ფანტასტიკური იყო.

* * *

ამ დროს მატერიალურ ფრონტზე ცხოვრება რთულდებოდა. მომიწია სამსახურიდან


წამოსვლა და ახალი სამსახურის დაწყება. სამსახურთან დაკავშირებული მუდმივი სტრესი
და დაძაბულობა არ მანებებდა თავს. დავაკვირდი და აღმოვაჩინე ერთი კანონზომიერება,
რომ სადაც არ უნდა მემუშავა ყველგან ისეთ საქმეებს მავალებდნენ რომელიც სრულიად
ახალი იყო ჩემთვის ან საერთოდაც პირველად კეთდებოდა საქართველოში. მუდმივად
მიწევდა მუშაობასთან ერთად ახალი მასალის სწავლა და ესე ვთქვათ ახალი გზების
გაკვლევა. ეს თავისებურება აკიდებულივით დამყვებოდა ყველგან სადაც არ ვიწყებდი
რაიმე საქმიანობას და ამ „ახალისთვის“ თავის გართმევა ყოველთვის უზომო
ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული. ეს ყველაფერი საშინლად მღლიდა. ამას დაემატა

51
ლექციების კითხვა, ბავშვების აღზრდა და ჩემი ენერგია ნულს მიუახლოვდა. გამიმძაფრდა
უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება და სისუსტე ფეხებში. პერიოდულად გულიც
ცუდად მიხდებოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რა მაშტაბებს მიიღებდა ეს „დაღლილობა“
და ვცდილობდი არ შემემჩნია თუმცა ოჯახში სულ ვწუწუნებდი, რასაც ახლობლები ჩემ
უხასიათობად აღიქვავდნენ.

ფიზიკური დაღლილობა და ნერვიულობა სულიერ მდგომარეობაზეც აისახებოდა.


მიქაელის მიერ აკრძალული ნეგატიური განცდების მოგერიება სულ უფრო მიჭირდა და
იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი კავშირი ჰგავდა ერთმანეთთან თოკით ჩაბმული
ალპინისტების კავშირს, შეიძლება ითქვას მე მას მუდმივად ქვევით ვექაჩებოდი. ამას
ძალიან მძაფრად ვგრძნობდი და ძალიან განვიცდიდი. ხანდახან მინდოდა
დავმალულიყავი მისგან, რომ ჩემი „დავარდნილი“ მდგომარეობა არ დაენახა. ყოველი ჩემი
გაბრაზება, ჭორაობა ან მატერიალურ მოთხოვნილებებზე აყოლა მას საშინელ სულიერ
დაძაბულობაში ამყოფებდა. ამას ლამის ფიზიკური სხეულით ვგრძნობდი და სულ
ბოდიშებს ვუხდიდი.

ერთხელაც მივხვდი რომ ასე აღარ შეიძლება. ერთ ღამეს „შეცვლილი ცნობიერების“
მდგომარეობაში შევედი და გადავწყვიტე „უმაღლესი ინსტანციისთვის“ მიმემართა.
როგორც წესი ჩემს ლოცვებს ყოველთვის ვიზუალიზაციას ვუკეთებდი, ესე ვთქვათ
ვლოცულობდი აზროფორმებით. ამ ჯერად არ ვიცოდი მამა ღმერთი როგორ წარმომედგინა
და უბრალოდ ფიქრებში მივმართე. ვიცოდი რომ აბსოლუტურად გულწრფელად ვთხოვდი
ისეთ რამეს რისი ასრულებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა, მაგრამ სხვანაირად არ
შემეძლო.

- მიქაელს აქვს ჩემზე პასუხისმგებლობა? არა, ეს მე მაქვს მასზე პასუხისმგებლობა. თუ


ჩემთან კავშირს მისთვის სულიერი წუხილი მოაქვს, გაწყვიტე ეს კავშირი და ჩადექი ჩვენ
შორის. ჩემთვის მისი კარგად ყოფნაა მნიშვნელოვანი და მე რამეს მოვახერხებ. დაიცავი
ჩემგან მომავალი მდაბიო მიწიერი ენერგიებისგან. ჩემივე სიყვარულის და მეგობრობის
ხათრით დაიცავი.

გულის სიღრმემდე მეშინოდა რომ ეს თხოვნა შესრულდებოდა მაგრამ ასე უნდა


მოვქცეულიყავი. იმ ღამეს ტირილით დავიძინე და იმის განცდით რომ ჩემი საშველი არ
იქნება.

ღამით მესიზმრება როგორ ვიძინებ სიზმარში, მერე ისევ ვიძინებ და ისევ.

ჩემ თავზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა. მოვდივარ ხასხასა მწვანე ბალახზე ტიალ
მინდორში. მეუცნაურება, ამ შუა ღამეს ბალახს როგორი მკვეთრი ზურმუხტისფერი მწვანე
ფერი აქვს. გარშემო ვიყურები. ვგრძბობ რომ ვიღაც მელოდება. ვხედავ, პირდაპირ პატარა,
ასე ათი წლის ქერათმიანი ბიჭი დგას და თავისთან მიხმობს. უეცრად ციდან სამფერა
სინათლის სვეტი ეშვება რომელიც ძალიან ჰგავს ჩრდილოეთის ციალს. პატარა ბიჭი
სვეტზე მიმანიშნებს და მეუბნება:

- თუ ამ სინათლის სვეტში შევალთ, სხვა სამყაროში აღვმოჩნდებით!

52
თავიდან ვფრთხილობ, მაგრამ პატარა ბიჭი ჩემში აბსოლუტურ ნდობას იწვევს და სვეტში
შევდივართ.

უეცრად უცნაურ ადგილას ვინაცვლებთ, სადაც თითქოს ფერთა გამაა წანაცვლებული. ცა


მწვანეა და ზღვა იასამნისფერი, თუ პირიქით, აღარ მახსოვს. მახსოვს რომ ფერებია
შეცვლილი, მაგრამ მერე თითქოს თვალი ეჩვევა და ფერები ჩვეულებრივი ხდება. პირველი
რასაც ეგრევე ვგრძნობ არის ის რომ აქ ქრისტეს ენერგია არ იგრძნობა.

- წარმართული აურა, - მეფიქრება უნებურად.

გარშემო ყველგან ზღვაა. რატომღაც ვგრძნობ რომ ამ სამყაროში წყლის სტიქია დომინირებს
და ამ სამყაროს ადამიანები წყლის სტიქიის ღმერთებს ეთაყვანებიან. წყალქვეშ წრიული
ფორმის ქვისგან დამზადებულ საკულტო ნაგებობებს ვხედავ, რომლებზეც წრიულად
ნაწერებია ამოკვეთილი. როგორც ვხვდები წყლის ღმერთების პატივსაცემი რიტუალები
რაღაცნაირად წყალქვეშ ტარდება. ადამიანებს ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ კლდოვან ნაპირს,
სადაც კლდეში, ქანების გასწვრივ ასევე რაღაც, სკანდინავიური რუნების ტიპის ნაწერებია
ამოკვეთილი.

- აქ წერა-კითხვა ძირითადად მხოლოდ ქურუმებმა იციან - მეუბნება ბიჭი და იქვე ამატებს-


აქ მხოლოდ რამდენიმე წამით შეიძლება გაჩერება, თორემ ამ სამყაროს სიხშირეზე თუ
გადაერთვები, ძნელი იქნება უკან დაბრუნება.

ეს სიტყვებია და ყველაფერი ქრება. მე თითქოს სიზმარში ჯერ ერთხელ ვიღვიძებ, მერე


მეორედ და მესამედ. საბოლოო გამორკვევა ძალიან გამიჭირდა. დიდხანს ვეჭიდავებოდი
საკუთარ თავს სანამ ბოლომდე გავიღვიძე.

53
რომ გავიღვიძე, მხოლოდ მაშინ მივხვდი რომ ის ბიჭი მიქაელი იყო და მან ჩემი დიდი ხნის
თხოვნა აასრულა „სხვა სამყაროს“ ჩვენებასთან დაკავშირებით. შეშინებულმა „ჩავიხედე“
გულში, ხომ არ შემისრულდა წუხანდელი თხოვნაც და ხომ არ გაწყდა კავშირი, მაგრამ
პირიქით, ვიგრძენი როგორ წამოვიდა მისგან ჩემ მიმართ სიყვარულის ტალღები და
მივხვდი, რომ ამ დღიდან ისევ რაღაც შეიცვალა, ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა,
ხოლო მისი მხრიდან ჩემ მიმართ დამოკიდებულება ძალიან პირადული დახდა.

ცნობიერების ფრაგმენტაციის ფენომენი

ამ დროს დაიწყო პერიოდი, როცა მიუხედავად ყველაფრისა, არ ვიცი ჩემი გონებრივი


დაძაბულობის, უმი ვეგანური საკვებით კვებისა თუ ჩემი სულიერი მასწავლებლების
შეწევნით, ვგრძნობდი, რომ ჩემი გონება უფრო მახვილი და მკაფიო ხდებოდა.
გამიუმჯობესდა მეხსიერება, უფრო ადვილად ვითვისებდი ახალ მასალას და უფრო
სხარტად ვაზროვნებდი. შემეძლო ურთულესი წიგნები უსწრაფესად წამეკითხა და
თითქმის ფოტოგრაფიულად ვიმახსოვრებდი თითოეულ გვერდს.

ერთხელ, სამსახურში ასეთი უცნაური შემთხვევა შემემთხვა:

ჩვენს ინსტიტუტს უშველებელი და ძალიან ლამაზი ვერანდა აქვს. ამ ვერანდაზე


თანამშრომლები ყავის დასალევად და თვალის დასასვენებლად გამოვდიოდით ხოლმე.
ერთ-ერთ ასეთ დღეს, როდესაც მარტო ვიყავი ოფისში, ვერანდაზე გავედი, რომ
კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის მერე მხედველობა დამესვენებინა. სკამზე
ჩამოვჯექი და ბუნების ხმებს მივუყურადე. იატაკის თეთრი მეტლახი თვალისმომჭრელად
ირეკლავდა მზის შუქს. მეტლახზე ზანტად მოძრაობდა ბუზი. უნებურად ამ ბუზს
გავაყოლე თვალი. თან ჩაის ვწრუპავდი. უეცრად, შევამჩნიე როგორ ჩემდაუნებურად
„შევედი“ ამ მწერის ცნობიერებაში. ეს რაღაც თავისთავად მოხდა. გაკვირვებულმა
გავაცნობიერე, რომ მისი თვალებით დავიწყე ხედვა და მისი შეგრძნებების შეგრძნება. ამავე
დროს საკუთარ თავს და სამყაროს ჩემ გარშემო ისევე მკაფიოდ აღვიქვავდი, როგორც
იქამდე. ჩემი ცნობიერება თითქოს ორ ნაწილად გაიყო. ერთი საკუთარ სხეულში დარჩა,
ხოლო მეორემ ბუზის სხეულში გადაინაცვლა. პირველი რაც ვიგრძენი იყო, რომ ბუზს არა
აქვს „მე ვარსებობ“ აღქმა. „როგორც ბუზი“, ვგრძნობდი, როგორ მიზიდავს მზის შუქი და
მივდიოდი მეტლახის იმ ნაწილისკენ, რომელიც განათებული იყო. ასევე მსიამოვნებდა
ფეხების ერთმანეთზე მოსმა. ეს იყო, რომ გავიაზრე და ბუზის სხეულიდან ამოვარდი.
ოფისში გაოგნებული დავბრუნდი ფიქრით:

-ეს რა იყო?

54
ინტერნეტპოსტებიდან:

შემდეგი ამბავი/სიზმარი ეხება წინასწარმეტყველებას და ინიციაციას, რომელიც თავიდან


ვერ მივხვდი რას ნიშნავდა. როგორც წესი ჩემი სიზმრების აზრს გარკვეული დროის მერე
ვხვდები ხოლმე. რახან ჩემ მიერ აღწერილი ისტორიები უშუალოდ ჩემს ცხოვრებას ეხება, ეს
ის პერიოდია, როდესაც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები იძაბებოდა, ანუ 2014 წელი.

როგორც მერე აღმოჩნდა ეს სიზმარი ინიციაციის და წინასწარმეტყველების გარდა


ერთგვარი დავალება იყო, რომელიც ამ პოლიტიკურ მოვლენას ეხებოდა. ეს დავალება იმის
ილუსტრაციაა, როგორ მოქმედებენ ნათელი ძალები განდობილის დახმარებით
მატერიალურ მოვლენებზე ზემოქმედებისთვის და რას ნიშნავს „შაკტის“ მონიჭება და მისი
გამოყენების პასუხისმგებლობა.

2014 წელი. შემოდგომა. ინიციაცია.

სიზმარში ვხედავ ჩემ წინ ეკრანის მსგავს სივრცეს, რომელიც სამ ჰორიზონტალურ
სეგმენტადაა დაყოფილი. ქვედა სეგმენტში შავ ანაფორაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცი
დგას. შეშლილი სახე და ავადმყოფური გამოხედვა აქვს. ხელში დანა უჭირავს. შუა
სეგმენტში სლავურ ტრადიციულ ტანსაცმელში ჩაცმული შუა ხნის ქალია. ამ ქალთან
დაკავშირებით ასეთი ტელეპატიური გზავნილი მოდის - ის მართალია! ქალი ნაჩქარევად
ცდილობს მიწაზე რაღაც კონტური დახაზოს. ვაკვირდები და ვხედავ რომ რუკაა. თავიდან
საქართველოს კონტური მგონია, მაგრამ უფრო მრგვალ ფორმას იღებს და სამხრეთით ღიად
რჩება. ანუ, რუკის კონტური სამხრეთით არ იკვრება. ზედა სეგმენტში ვხედავ ფოლადის
ქანდაკებასავით კაცის ფიგურას. მკაცრი სახის გამომეტყველება აქვს. ვიცი რომ ეს ადამიანი
არაა და საღმრთო კანონს განასახიერებს. ისიც რუკას ხაზავს, რომელიც სამხრეთით ღიად
რჩება. ამ კაცის გზავნილია - დრო ცოტა დარჩა! ისევ ქვედა სეგმენტს ვუბრუნდები და
შეშლილი მამაკაცის განზრახვებს ვხედავ. თითქოს ინკვიზიტორივითაა - ქრისტეს სახელს
ამოფარებული მოძალადე და შურისძიებას ლამობს. ვგრძნობ რომ სლავურ ტანსაცმელში
ჩაცმულ ქალბატონს ემუქრება და რატომღაც მეფიქრება - ნუთუ საკუთარ დედას დაესხმება
თავს?

55
ამ დროს სურათი იცვლება და ვხედავ რომ მთის მწვერვალზე ვდგავარ. გარშემო
ქარიშხალი ბობოქრობს და ჩემ თავზე მეწამული ღრუბლები ირევიან. რაღაცა დიდის,
გრანდიოზულის შეგრძნება მაქვს, რაც თან აღმაფრთოვანებს, თან მაშინებს. მწვერვალზე
დიდი ხის ჯვარცმა დგას ჩემკენ ზურგით მოქცეული. ჯვარცმაზე გამოსახული ქრისტეს
ქანდაკების ხელმარჯვნივ ასევე ზურგით ორი ფიგურა დგას. ჯერ ერთი ბრუნდება ჩემკენ
სახით. ეს ისევ ის რკინის კაცია, ოღონდ ამჯერად ორი თავი აქვს. ჯერ ერთი თავის პირიდან
აგდებს ესეთივე რკინის (უფრო მოქროსფრო-სპილენძისფერია) კვერცხს და მაწვდის, მერე
მეორე თავიდან აგდებს და იმასაც მაწვდის. შემდეგ მეორე ფიგურა ბრუნდება. მას
მამაკაცის გარეგნობა აქვს. გულის სიღრმეში ვიცი რომ ვიცნობ, მაგრამ იმ მომენტში ვერ
ვხვდები ვინაა. ისიც რაღაც ნივთს მაწვდის, რომელიც თითქოს კალმისტარს ჰგავს და
ნივთს ვართმევ. მე დაბნეული ვეკითხები - რა არის ჩემგან საჭირო? რა უნდა გავაკეთო?
მაგრამ ამ დროს მეღვიძება.

დანამდვილებით ვიცი, რომ ეს სიზმარი მნიშვნელოვანია და გარკვეულ წილად დავალებაა.


ოღონდ ვერ ვხვდები რას ნიშნავს. ჩემს მეგობრებს ვუყვები. იმ მომენტში ესე მგონია რომ
იმ რუკაზე ღმერთმა „მართალი“ ხალხი მონიშნა. მაგრამ ვინაა ეს „მართალი“ ხალხი.
ვერაფერს ვხდები და სიზმარს ვივიწყებ.

მხოლოდ რამდენიმე თვის მერე, როდესაც რუსეთი-უკრაინას ომი დაიწყება და ყველა ახალ
ამბებში წითლად მონიშნული ყირიმით უკრაინის რუკას აჩვენენებენ, მაშინ ამოვიცნობ
უკრაინის რუკას და მივხვდები რატომ არ იყო მისი კონტური სამხრეთით შეკრული.

56
მივხვდები რომ ანაფორაში ჩაცმული „ინკვიზიტორი“ რუსეთს განასახიერებდა, ხოლო
სლავურ ტანსაცმელში ჩაცმული ქალბატონი უკრაინას.

გამახსენდება გამონათქვამი - Киев – мать русских городов! და მივხვდები, იმ ნათესაურ


კავშირს რაც ახალგაზრდა მამაკაცსა და შუა ხნის ქალბატონს შორის იყო.

უკვე ვიცი რომ უკრაინა ყირიმს დაკარგავს, მაგრამ მაინც რატომ მანახეს ეს სიზმარი? მე რა
უნდა გავაკეთო? ან რას ნიშნავდა ამ სიზმრის მეორე ნაწილი? იმასაც ვხვდები რომ ეს
სიმბოლოები მხოლოდ ჩემთვისაა გასაგები და სხვა ვერავინ ამიხსნის, ვერავინ
დამეხმარება. მე თვითონ უნდა გავერკვიო.

2014 წელი. 666 – „მხეცის“ რიცხვი

უკრაინასთან რუსეთის კონფლიქტი რუსულ მასმედიაში მუდმივი ტყუილების ფონზე


მიმდინარეობს. ეს პროპაგანდა რუსეთის საბრძოლო მოქმედებების გასამართლებლად
ჩვეულ სქემას მიმართავს და მიუხედავად ამ ერების დიდი გენეტიკური და კულტურული
სიახლოვის რუსეთის მოსახლეობაში უკრაინელების მიმართ სიძულვილის გრძნობას
ნერგავს.

სიზმარში ვხედავ:

რუსეთს ვუყურებ ზევიდან და ვგრძნობ როგორ შავი ღრუბელივით ზღვავდება მის თავზე
ადამიანების ემოციებით გენერირებული ბნელი ენერგია - სიძულვილი! სიძულვილი
სიყვარულის საწინააღმდეგო ენერგიაა და მსგავსი თვისებები აქვს, ოღონდ მინუს ნიშნით.
მას, ისევე როგორც სიყვარულს ძლიერი გამაერთიანებელი ძალა ახასიათებს და
ვირუსივით ვრცელდება. სიძულვილით შეპყრობილი ეგრეგორი მალე გადადის
ჰომოგენურ მდგომარეობაში და ერთიან ველს იძენს. უეცრად ვხედავ თითქოს ქვეყნის
თავზე მთვლელივით მოწყობილობაა რომელზეც რიცხვი ტრიალებს - 667, 668, 657, 666...
რიცხვები აშკარად 666-ის გარშემო ტრიალებენ. უეცრად სურათი იცვლება და ფაშისტურ
გერმანიას ვხედავ. ვხედავ ჰიტლერის გამოსვლას და გერმანიის ნაციის საოცარ ერთობას.
ეს ერთობაც სიძულვილის ენერგიითაა გაჯერებული და მის ეგრეგორზეც 666 ტრიალებს.

- 666- ცნობიერების ყველაზე დაბალი სიხშირეა. - მომდის გონებრივი გზავნილი- ამიტომაა


ნათქვამი რომ ადამიანები ამ რიცხვს შუბლზე და ხელზე დაისვავენ, რადგანაც იგი
შესაბამისი ცნობიერებით აზროვნებას და მოქმედებას გულისხმობს.

ყველა ცოცხალ არსებას თავისი ცნობიერების სიხშირის შკალა აქვს. 666-ზე დაბლა
ცხოველების სიხშირეებია და მათი გონება საღმრთო კანონებით გაწერილი ინსტინქტებით
იმართება. მათ არა აქვთ თავისუფალი ნების და გონიერების ისეთი ინდივიდუალური
გამოვლინება როგორც ადამიანს. 666 სიხშირეზე მყოფი ადამიანი ცნობიერებით ცხოველს
უახლოვდება, ამიტომ ჰქვია ამ რიცხვს „მხეცის რიცხვი“. ნატიფ სამყაროს თავისი ნატიფი

57
ფიზიკის კანონები აქვს. ამ სიხშირეზე ჩამოვადნისას ცნობიერება გადადის
„კოლექტიურად მართვის“ კატეგორიაში, რაგდან ნატიფ დონეზე „ცხოველები“
იმართებიან თავისი სახეობის „კოლექტიური გონით“, ანუ ბიოლოგიური ენით რომ
ვთქვათ - ინსტინქტებით. ეს „კოლექტიური გონი“ კარგად ჩანს მაგალითად, ფუტკრებში
და ჭინჭველებში. ნაკლებად ჩანს მაღალგანვითარებულ ცხოველებში, როგორიცაა ძაღლი
ან დელფინი. მაგრამ ამ კატეგორიას მაინც ახასიათებს „კოლექტიური გონის“ ფენომენი,
რის გამოც თავისუფალი ნება ცხოველებში ან საერთოდ არ არის ან ჩანასახოვან დონეზეა.
ადამიანის ცნობიერების ამ სიხშირეზე ჩამოვარდნისას ინდივიდუალური თავისუფალი
ნება ქვეითდება, ხოლო „საღმრთო კანონებით გაწერილი ინსტინქტები“ ანუ „კოლექტიური
გონი“ არ არის გათვალისწინებული, ამიტომ ასეთი ინდივიდები მარტივად მართვადი
ხდებიან როგორც სხვა ადამიანების მიერ, ასევე ასტრალურ სამყაროში (იგულისხმება
ნატიფმატერალური განზომილება) მოქმედი ცოცხალი დემონური არსებების მიერ. ეს
არსებები განსაკუთრებით არიან დაინეტერესებულები ჩამოწიონ ადამიანების
ცნობიერების სიხშირე „მხეცის“ დონეზე, რადგანაც ამ მდგომარეობაში ადამიანი
აზროვნების უნარს კარგავს და მარტივად მართვადია. გარდა ამისა იგი დიდი
რაოდენობით ნეგატიურ ენერგიას გამოასხივებს რომელიც შესაბამის არსებებს
ასაზრდოვებს, რადგანაც არ არსებობს ენერგია სამყაროში, რომელიც არ მოიხმარება
ცოცხალი არსებების მიერ. ყველასათვის ნაცნობია მდგომარეობა, როდესაც ძლიერი
გაბრაზების და სიძულვილის ფონზე ადამიანი აზროვნების უნარს კარგავს. ასეთ აფექტის
მდგომარეობას საერო სამართალიც კი ითვალისწინებს მსჯავრდებულის
გასამართლებისას. ინდივიდუმის დონეზე 666-ზე ჩამოვარდნა როგორც წესი წუთიერი
მოვლენაა, მაგრამ თუ ეს სიხშირე ქვეყნის ეგრეგორზე გავრცელდა, იგი უკიდურესად
საშიში ხდება. ამიტომაა განსაკუთრებით დიდი დანაშაული სიძულვილის დანერგვა ერის
დონეზე ვის მიმართაც არ უნდა იყოს იგი მიმართული. არ არსებობს „სამართლიანი
გაბრაზება“ და „სამართლიანი სიძულვილი“, რომელიც შეიძლება გაამართლო, რადგანაც
ეს ყოველთვის დაბალი სიხშირის გამოსხივებაა და ყოველთვის საზიანო იმ
ინდივიდუმისთვისაც ვინც ასხივებს და იმისთვისაც ვის მიმართაცაა ეს ემოცია
მიმართული.

666-მდე როგორც ვთქვი ცხოველების შკალაა. აქ არ ვლინდება თავისუფალი ნება და


ინდივიდუალური აზროვნების მაღალი უნარი. ადამიანის სიხშირეთა შკალა 666-იდან
იწყება, ხოლო ზედა ზღვარი არ არის ჩემთვის ცნობილი. ამ დიაპაზონში ვლინდება
ინდივიდუალური ნება და გონის განვითარება. ზედა ზღვარიდან, რომელიც ინტუიციის
დონეზე 999 მგონია, ამაღლებული ცოცხალი არსებების ცნობიერების შკალა იწყება. აქაც
აღმავალი დიაპაზონების სექციებია, რომელთაგან თითოეული სექცია კონკრეტული
ტიპის ცოცხალ არსებებს შეესაბამება. ვიცი მხოლოდ რომ 999-იდან ისევ ქრება
ინდივიდუალური თავისუფალი ნება, რადგან ცოცხალი არსება თავის ნებას ღმერთის
ნებას უკავშირებს და არა ინსტინქტურად, არამედ თავისი სურვილით ხდება მისი ნების
გამტარებელი. ეს არ ნიშნავს ინდივიდუალობის გაქრობას, ყოველ შემთხვევაში საწყის
ეტაპებზე.

- Что значит действовать по воле Божьей? - ვკითხე ერთხელ მიქაელს.

58
- Это как поймать волну! - მიპასუხა და ვიზუალური სურათი გამომიგზავნა სერფინგისტის
რომელიც ტალღას იჭერს და მიყვება.

ადამიანის ცნობიერების უმაღლესი სიხშირის გამოსხივება სიყვარულის ენერგიაა. იგი


ასევე უძლიერესი გამაერთიანებელი ძალაა. სიყვარულის განცდა ერთ არსებად
გარდაქმნის იმას ვინც ამ გრძნობას განიცდის და იმას ვის მიმართაც განიცდიან, იმ
დონემდე რომ ამ ადამიანების კარმაც ერთიანდება. მხოლოდ ბევრს ერევა სიყვარული
საკუთრების გრძნობასთან. ნამდვილი სიყვარული უაღრესად თავისუფალი გრძნობაა.
ნამდვილი სიყვარული ყოველთვის გამოსხივების ანუ ცენტრიდანული ენერგიაა და არა
აქვს ეგოსკენ მიმართული, ცენტრისკენული მისწრაფება. ამ დროს ადამიანი გიყვარს არა
საკუთარი თავისთვის, არამედ მისთვის. მხოლოდ იმისთვის რომ ის იყოს ბედნიერი,
თუნდაც შენთან ყოფნასთან არ იყოს მისი ბედნიერება დაკავშირებული. ნამდვილი
სიყვარული არასრდოს არ ითხოვს და მხოლოდ გასცემს. ამიტომ იგი არსდროს არაა
უბედურების და ტანჯვის განმპირობებელი და უმაღლესი განთავისუფლების მომტანია.
ნებისმიერი ეჭვიანობა ან უკმაყოფილება ეგოში გამრუდებული სიყვარულის ნიშანია და
არასრულყოფილ ენერგიას წარმოადგენს.

ადამიანური ცნობიერების შკალის უმაღლეს სიხშირეზე ადამიანის ცნობიერება


გაფართოვებასთან ერთად სიყვარულის ენერგიას ასხივებს. გაფართოვებული
ცნობიერების პირობებში ეს ენერგია სრულიად ადამიანებს და ცოცხალ არსებებს მოიცავს
და მათთან სიყვარულით ერთიანობის განცდას იწვევს. ეს არის სწორედ ის განსხივოსნება
რომელსაც ადამიანი ზეგარდმო არსებების კატეგორიაში გადაჰყავს.

მთელი ცოცხალი არსებების ევოლუცია შეიძლება ამ აღმავალი შკალით მოძრაობის


პრინციპით გამოხატო. ცნობიერების ამაღლება - ეს არის ერთადერთი მიზანი.

ქრისტეს ენერგია

უკრაინის ომი გაგანია პროცესშია. ყველანი ვაკვირდებით მოვლენებს. რათქმაუნდა მეც


მიუხედავად ჩემი აპოლიტიკურობისა, საშინლად მაღიზიანებს რუსების პრეზიდენტი და
მისი პოლიტიკა. მართალია ეს ემოცია მეკრძალება, მაგრამ პუტინი ერთადერთი
პიროვნებაა ვის მიმართაც, რბილად რომ ვთქვათ არაქრისტიანულ გრძნობებს განვიცდი.

და უეცრად მოდის ტელეპატიური გზავნილი, რომ მისთვის, სწორედ მისთვის და ასევე


მთელი რუსეთისთვის უნდა ვილოცო, რადგან რუსეთი დგას ამ კონფლიქტში ბნელ
მხარეზე და სულიერად „ამოსაწევია“!

რამდენიმე თვე ვარწმუნებდი ჩემ თავს რომ პუტინიც ადამიანია და თუ ეშმაკი დავლოცე
(იხ. „უცნაური სიზმარი წინასწარმეტყველებით“), მასაც რამეს მოვუხერხებ, მაგრამ
ვერაფერს ვუხერხებდი. სულ მქონდა უსამართლობის განცდა რომ რუსეთი „ერევა“

59
საქართველოს და უკრაინისნაირ თავისზე პატარა და სუსტ ქვეყნებს, ტერიტორიებს
ართმევს, ხალხს უხოცავს და როგორც რუსები იტყვიან: Как с гуся вода!

„ნუ აზროვნებ მატერიალური კატეგორიებით“ - ისევ ჩამესმა მიქაელის ხმა -„ხომ იცი რომ
უსამართლობა არ არსებობს როგორც ეგეთი.“

ერთ დღეს ოთახში განვმარტოვდი, ჩემივე დახატულ „მომღიმარი ქრისტეს“ ხატის წინ
იატაკზე მოვკალათდი და გადავწყვიტე დაბარებული ლოცვა აღმესრულა. თვალები
დავხუჭე. რუსულ ეგრეგორთან დასაკავშირებლად შესაბამის განწყობაზე მოვიყვანე თავი
ერთი ომისდროინდელი რუსული სიმღერის მოსმენით, რომელიც, სხვას შეიძლება
გაეცინოს, მაგრამ ჩემში ძალიან ძლიერ ემოციებს აღძრავს. გენებით ნახევრად რუსი ვარ და
ამ ეგრეგორის „დანახვა“ უნდა მომეხერხებინა. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში
შევედი. გონებაში რუსეთში გატარებულ დღეებთან დაკავშირებული ბავშვობის
დროინდელი მოგონებები ამოტივტივდა. ჩემ თვალწინ ფართო ველები გაიშალა არყის
ხეებით, რომლებიც ასე ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. ჟოლოს ბუჩქებით და სოკოებით
მოფენილი აყვავებული მდელოები და ტყეებით მონაცვლე ვრცელი ველები... წამით
მომეჩვენა, თითქოს ყვავილებისა და მოცელილი ბალახის სუნიც კი მოვიდა ჩემამდე... და
სივრცე... ისეთი ფართო, გაშლილი სივრცე, როგორსაც საქართველოში ვერ იგრძნობ...
სივრცე, რომელიც შენში დიდი და თვალუწვდენელი სამშობლოს აღქმას გიჩენს... თითქოს
ბებიის ხმა ჩამესმა, რომელიც ახალგამომცხვარი ღვეზელების საჭმელად მეძახდა და
თვალებიდან ცრემლები წამსკდა. რუსეთის ეგრეგორმა ბასრი დანასავით გადამისვა
გულზე და უაღრესად მძაფრი ტკივილი ვიგრძენი. ის ქვეყანაზე გადაფარებული თხელი
ენერგეტიკული ქსოვილივით აღიქმებოდა. რადგან ქრისტესთან შეხვედრის მერე მის
სულიერ ენერგიას (შაკტის) „ვცნობდი“, იესოს ლოცვა დავიწყე და მის ენერგიას მოვუხმე.
პარალელურად რუსული ეგრეგორი წამოვწიე და ქრისტეს ენერგია დავუკავშირე. არ ვიცი
რატომ, დაკავშირების ადგილი „დავაფიქსირე“ ვიზუალიზირებული დანის წვერით და
უეცრად „დავინახე“ როგორ აგორდა დაკავშირების წერტილიდან „ქრისტეს ენერგიის“
ტალღა, რომელმაც ატომური ბომბის ტალღასავით გადაუარა რუსეთს და სადაც გაიარა
ისეთივე ნანგრევები დატოვა, როგორც აფეთქება ტოვებს ხოლმე. „თვალებს“ არ
ვუჯერებდი. როგორ შეიძლებოდა ისეთ ღვთაებრივ ძალას, როგორც „ქრისტეს ენერგიაა“
ნგრევა გამოეწვია? იმას რასაც მე ვხედავდი და რაც დაინგრა არ ეკუთვნოდა მატერიალურ
სამყაროს. ეს ნატიფი სამყაროს კონსტრუქციები იყო, როგორც ჩანს ბნელი სტრუქტურები,
შესაძლოა შავი მაგიის კატეგორიიდან. ბოლომდე ეხლაც არ ვიცი და დიდი იმედი მაქვს
რომ არაფერი დავაშავე. ერთი კითხვა მქონდა საკუთარ თავთან - საიდან ვიცოდი ის რაც
გავაკეთე? ან რაც გავაკეთე მართლა მუშაობს? რატომღაც ისეთი გრძნობა მაქვს რომ
ცნობიერების სხვა დონეზე ისეთ ცოდნას ვფლობ, რომელიც სრულად ვერ გადმომაქვს
ფიზიკურ სამყაროში.

სიზმრის მეორე ნაწილის მნიშვნელობა რაღაც დროის მერე გახდა ჩემთვის ცნობილი. მთის
მწვერვალზე, ჯვარცმაცთან მომხდარი მოვლენა ერთგვარი ინიციაცია იყო. ფოლადის კაცი,
კარმას ან უფრო ფართო გაგებით საღმრთო კანონს განასახიერებდა. ორი კვერცხი,
თითოეული თავიდან გადმოგდებული, ორი სამყაროს (ფიზიკური და სულიერი, თუმცა
„სულიერს“ შესაძლოა ნატიფ ფიზიკურ სამყაროებს ვუწოდებ) აღქმის უნარს

60
განასახიერებდა. მეორე მამაკაცი, რომელიც ძალიან ჰგავდა მაცხოვარს, როგორც ჩანს ჩემი
უშუალო სულიერი მასწავლებელია, ალბათ მიქაელი და მანაც რაღაც მომანიჭა
(მოგვიანებით ჩამატებული: როგორც მერე გაირკვა წერის უფლება).

2014 წელი. დეკემბერი. სტამბული. შავი მაგი

სიზმარში ვხედავ ჩემ პირდაპირ ადამიანის სულს. საიდანღაც ვიცი რომ ეს სული შავ მაგს
ეკუთვნის. სავარაუდოდ მამაკაცია. საშინელი შესახედია - შავი, ამორფული, საზიზღარი,
უფორმო მასა! ვუყურებ და თითოეულ მის დანაშაულს ვხედავ. ვხედავ რამდენი ადამიანი
გააუბედურა, რამდენი ბოროტება ჩაიდინა. ყოველი მისი ცოდვა შავი ენერგიის სახით იყო
დალექილი მის სულიერ სხეულზე რომელსაც რათქმაუნდა ძლიერი დემონური
ენერგეტიკა ჰქონდა. რეფლექსურად დავიწყე იესოს ლოცვა და ლოცვის ენერგია
სულისკენ მივმართე. გულში უნებურად აღმეძვრა შურისძიების სურვილი, მაგრამ
ყურადღება არ მივაქციე. ჩემდაუნებურად გამეფიქრა რომ ეხლა ვაჩვენებ ამას სეირს!
ლოცვის ენერგიას ნაკადის ფორმა მივეცი და შავი სულისკენ მივმართე. სული შეიშმუშვნა,
დეფორმირდა და დაპატარავება დაიწყო. უეცრად ჩემ წინ, თითქოს მიწიდან ვიღაც
ახალგაზრდა ბიჭი ამოიზარდა. ეხლაც მახსოვს როგორ გამოიყურებოდა თავისი ჯინსებით
და წითელი კეპით. აღშფოთებულმა საშინელი საყვედურები მომაყარა:

- ასეთი ძალა გაქვს და არ იცი როგორ გამოიყენო? ვინ არის შენი მასწავლებელი?

მე დავიბენი და ვერაფერი ვუპასუხე.

- ჩვენ არავის ვანადგურებთ, ჩვენ ან ვაგდებთ ან აღვადგენთ!!! ეხლა მათ ექნებათ უფლება
სიცოცხლე სიცოცხლის სანაცვლოდ აიღონ!

მე გაოგნებული ვუყურებდი. განსაკუთრებით ბოლო სიტყვები ცუდად მომხვდა გულზე.

მერედა განა მე ვინმეს ვანადგურებდი?!

უეცრად ზურგსუკან ორმა მამაკაცმა ერთმანეთში გადაილაპარაკა. მათი ხმა გარკვევით


გავიგონე. თითქოს გვერდიდან მაკვირდებოდნენ და ჩემს მოქმედებებზე
აკომენტარებდნენ. ერთმა მეორეს ძალიან მშვიდად უთხრა:

-არ არის ჯერ მზად. „ძალა“ უნდა ჩამოვართვათ, თორემ საკუთარ თავს ავნებს.

აქ გამეღვიძა საშინელი გრძნობით რომ რაღაც ძალიან შემეშალა და რაღაცა ძალიან


დავაშავე. თავს იმითი ვიმშვიდებდი რომ ეს მხოლოდ სიზმარია. მაგრამ არის რო ჩემი
სიზმრები მხოლოდ სიზმრები? სულ ვფიქრობდი რა შეიძლებოდა შემშლოდა. მაშინ იმ
დასკვნამდე მივედი, რომ ლოცვის ენერგია თუ „ძალა“ იმ არსებაზე არ უნდა მიმემართა,

61
არამედ „გამეფანტა“ გარშემო, რომ გარემოს საერთო ვიბრაცია ამეწია. მიქაელს და იესოს
ვევედრებოდი, რომ კიდევ ერთი შანსი მოეცათ და ნამდვილად სწორედ მოვიქცეოდი.

იმ დღეს მთელი დღე საშინელ ხასიათზე ვიყავი და უენერგიოდ ვგრძნობდი თავს.


ტაქსიმის მაღაზიებში ვიბოდიალეთ, მაგრამ არც საყიდლები მახალისებდა, არც ქალაქში
სეირნობა. ვცდილობდი ჩემი უხასიათობა არ შემემჩნია და თავს ვაჩვენებდი, რომ ძალიან
მაინტერესებს რასაც ვათვალიერებ. ამ დროს სულ ეს სიზმარი მედგა თვალწინ. იმის
შეგრძნება, რომ ჩემზე უარის თქმას აპირებდნენ, თავს არ მანებებდა.

მეორე ღამეს დამესიზმრა:

რაღაც სახლში ვცხოვრობ, სადაც ქვედა სართულზე ორი ქალბატონი მყავს მეზობლად -
დედა და ქალიშვილი. მათ ხშირად ვხვდები კიბეზე ჩასვლა-ასვლისას, მაგრამ რატომღაც
ყოველთვის ან ერთს ან მეორეს და არასდროს ერთად. ერთხელაც, სადარბაზოში დედას
ვაწყდები. თავისთან მიპატიჟებს ჩაიზე. მეც მეზობლურ თავაზიანობას ვიჩენ და მასთან
ბინაში შევდივარ. პატარა მრგვალ მაგიდას ვუსხდებით. ლაქით დაფარულ ძველებურ
მაგიდაზე ვინტაჟური სტილის მაქმანებიანი გადასაფარებელია რომელზეც ძვირფასი
ფაიფურის ჭურჭლი დგას. ჩაის მისხავს. მე გარშემო ვიყურები და თვალით მის ქალიშვილს
ვეძებ, თან ვეკითხები სახლშია თუა არა. როგორც ყოველთვის მეუბნება რომ სახლში
მარტოა. უეცად ნაცნობი გრძნობა მეუფლება, თითქოს სიცივე მეპარება კანქვეშ და გარშემო
მრუმე, ბნელი ძალა ზღვავდება. მკვეთრად ვბრუნდები ქალისკენ და თვალს თვალში
ვუყრი. ზუსტად ვიცი რომ ჩემ წინ ალქაჯია, რომელიც ხან ასაკოვან ქალბატონად აჩვენებს
თავს, ხან მის ქალიშვილად. სინამდვილეში ეს ერთი პიროვნებაა. ალქაჯიც ხვდება რომ მე
ის ამოვიცანი. დაძაბულად ვდგებით პირისპირ და ერთმანეთს თვალს არ ვაშორებთ. მე
ლოცვას ვიწყებ, რადგან ესაა ჩემი იარაღი, ოღონდ ამჯერად კარგად მახსოვს რომ ლოცვის
ენერგია მასზე უშუალოდ არ უნდა მივმართო და ვცდილობ ოთახის სივრცეზე
გავანაწილო. უეცრად ვაცნობიერებ რომ ჩემი ლოცვა „ცარიელია“! ჩემს ლოცვას ძალა არა
აქვს და უბრალოდ სიტყვების რახარუხია! უმწეო და დაბნეული უკან ვიხევ და არ ვიცი რა
გავაკეთო. ამ არსების წინაშე დაუცველი ვარ. ალქაჯი მაშინვე ხვდება ჩემს მდგომარეობას,
გაბოროტებული სახე ძველებურ ტკბილ გამომეტყველებას იბრუნებს და დაცინვით
მეუბნება:

- ხომ ხედავ არაფერი შეგიძლია... იქნებ მოვილაპარაკოთ და რამეზე შევთანხმდებით.

მე ვპასუხობ, რომ არაფერი მაქვს მასთან მოსალაპარაკებელი. ამაზე ალქაჯი უარესად


ბრაზდება. განრისხებული ხელს იქნევს და რაღაც შავი ხვრელივით სივრცეში მისვრის,
სადაც არაფერია აბსოლუტური სიშავის და უსასრულო ვარდნის გარდა. ასე ვვარდები
უძირბოლო სიბნელეში. ალბათ უნდა შემეშინდეს, მაგრამ არ მეშინია. ვიცი რომ მიქაელი
არ მიმატოვებს და ველოდები. უეცრად ჩემ წინ საოცარი სანახაობა იშლება. აბსოლუტური
წყვდიადის ფონზე უშველებელ ცეცხლოვანი ანგელოზი ჩნდება! ამ სიბნელეში მისი
კაშკაშა, მოლივლივე სხეული კიდევ უფრო მკვეთრად ანათებს! პირველად ვხედავ მას მისი
ცეცხლოვანი სხეულით! ის ხელს ხელში მავლებს და ერთი წამით... მხოლოდ ერთი წამით
მეჩვენება თითქოს ჩაჭიდების ადგილას ჩემი ხელი ცოტათი ცეცხლოვანი ხდება, ხოლო
მისი ცოტათი ადამიანის!.. იქნებ უბრალოდ მეჩვენება? ყველაფერი ქრება და...
62
მე და ჩემი მეგობრები მივდივართ სავაჭრო ცენტრში. ნინას ჯინსები აქვს საყიდელი...

ამ მომენტზე მეღვიძება და ვფიქრობ რა მოხდა. მართალია ლოცვის „ძალა“ ჩამომართვეს,


მაგრამ მიქაელი არ მიმატოვებს. რაც არ უნდა მოხდეს. არასდროს არ მიმატოვებს. როგორ
ავხსნა, რომ არსებობს ისეთი კავშირი სულებს შორის, რომელიც ყველა ჩვენთვის ცნობილ
კავშირზე ძლიერია, ეს არც მეგობრობაა, არც პატივისცემა, არც თაყვანისცემა... მგონი
სიყვარულზეც მეტია. ეს უბრალოდ კავშირია, რომლის გამოც შენს საყვარელ სულს
ჯოჯოხეთშიც კი ჩაყვები. მიქაელმა არ თქვა ჩემზე უარი. ეს ცალსახად ვიგრძენი. იმ
დღიდან ჩვენი კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა.

ლოცვის ძალა კიდევ დიდ ხანს არ მქონდა. ძალა იმიტომ ჩამომართვეს რომ მე ის არასწორი
მოტივაციით მოვიხმარე და დასკვნაც მთლად სწორი ვერ გამოვიტანე. როგორც მერე
მიქაელი ამიხსნის, როდესაც ადამიანი გარკვეული ტიპის ღვთაებრივი ენერგიის (როგორც
მე ვუწოდებდი „ლოცვის ძალის“/“შაკტის“) გამტარებელი ხდება, იგი ვალდებულია ეს
ენერგია ყოველთვის „წმინდა მოტივაციით“ გამოიყენოს. არსებობს სხვადასხვა ტიპის
ენერგიები. როგორც ამ ენერგიებს, ასევე მათ გამტარებელ სულებს შესაბამისი თვისებები
აქვთ. მაგალითად ქრისტეს ენერგიას ისეთი თვისებები აქვს, რომ მისი გამოყენებისას არ

63
შეიძლება გქონდეს ისეთი შინაგანი განწყობა, როგორიცაა შიში, შურისძიების სურვილი,
რაიმე ტიპის ეგოისტური სურვილები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ენერგია „მრუდდება“
და დემონურ კალაპოტში ექცევა. როგორც წესი ორი ტიპის „გამრუდებაა“ ყველაზე ხშირი -
შიში და ე. წ. „სამართლიანი“ შურისძიების სურვილი, როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა.
ასეთი „გამრუდებული“ ენერგია იმასაც აზიანებს, ვის მიმართაცაა მიმართული და იმასაც
ვინც ამ ენერგიის გამტარებელია. ამიტომაა მნიშვნელოვანი შეგეძლოს მუდმივი შინაგანი
ჰარმონიის შენარჩეუნება რაც არ უნდა მოხდეს, შეგეძლოს ემოციების სწრაფი გადართვა
და „სულიერი კატეგორიებით აზროვნება“.

გარდა გამრუდებისა არსებობს გატარებული ენერგიის არასწორი მიმართვა. ეს იმ


შემთხვევაში ხდება, თუ გამტარებელი სული აიგივებს თავს მატერიალურ სამყაროში
არსებულ რაიმე გამოვლინებასთან ან ეგრეგორთან, მაგალითად თავის ქვეყანასთან, თავის
ოჯახთან ან თავის რელიგიასთან. რა ეგრეგორთანაც არის დაკავშირებული
ინკარნირებული სულის იდენტობა, იქ მიედინება მისი ენერგია. რაც უფრო ვიწროა
ეგრეგორი, მით უფრო ვიწრო მიზანს ხმარდება იგი, ხოლო რას უნდა მოხმარდეს შენს მიერ
გატარებული საღმრთო ენერგია, გამტარებელი ადამიანის (შაკტი ავატარის) მიერ სწორედ
უნდა იყოს განსაზღვრული. მაგალითად თუ „გამტარებელ“ ადამიანს ძალიან ძლიერი
მიჯაჭულობა აქვს თავის ოჯახთან, მაშინ გატარებული ენერგია ამ ეგრეგორის სპექტრში
გარდატყდება და მას ხმარდება, რაც ხშირად არ წარმოადგენს ამ ენერგიის მოხმარების
მიზანს. თუ ადამიანს ძალიან ძლიერი ნაციონალური მიკუთვნების განცდა აქვს, მაშინ მისი
ენერგია მის ქვეყანას ხმარდება. თუ, მაგალითად, ადამიანს მიაჩნია რომ მხოლოდ მისი
რელიგიაა ერთადერთი ჭეშმარიტი, მისი ენერგია ამ რელიგიის ეგრეგორს ხმარდება. ეს
ყველაფერი იმის გამო ხდება რომ ადამიანის სული მატერიალური სამყაროს ილუზიის
თამაშში ერთვება, იგი თავს აიგივებს ამ სამყაროს სხვადასხვა გამოვლინებებთან, ეჯაჭვება
მათ და საკუთრების გრძნობა უჩნდება, როგორიცაა - ჩემი შვილები, ჩემი ქალაქი, ჩემი
ქვეყანა და ას. შ. რაც უფრო მაღალია ადამიანის ცნობიერება მით უფრო დიდ ეგრეგორთან
შეუძლია მას საკუთარი თავის გაიგივება ან სრულიად გათავისუფლება. მაგალითად - ჩემი
პლანეტა, ჩემი კაცობრიობა. თანამედროვე ადამიანის ცნობიერება ჯერ ჯერობით ამაზე
მეტად ვერ ფართოვდება, თუმცა დადგება დრო როდესაც ადამიანი თავისი ცნობიერებით
არა მხოლოდ მისი მშობლიური პლანეტის, არამედ კოსმოსის და არა მარტო კოსმოსის,
არამედ სხვა მატერიალური და სულიერი განზომილებების მაცხოვრებელი და თანაზიარი
გახდება ან სრულიად გათავისუფლდება მატერიალური და ნატიფი სამყაროებისგან და
ღმერთის ცნობიერებას შეერწყმება ყველა მის გამოვლინებაში.

2015 წელი. ზაფხული. დედის ავადმყოფობა

გაზაფხულზე დედაჩემს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მდგომარეობის სიმძიმე არ


ვიცოდი, რადგან არ მეუბნებოდნენ რომ არ ვენერვიულე. ერთ ღამეს ასეთი სიზმარი ვნახე:

64
მე და დედაჩემი რაღაც შენობაში ვიმყოფებით. შენობის მთელი იატაკი სავსეა შხამიანი
გველებით. ჩემ ძმას სპეციალური ჩექმები აცვია და გველების არ ეშინია, მე კი ვცდილობ
მათზე ზევიდან ვიფრინო და შიგ არ ჩავვარდე, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალები მეცლება და
ცოტაც და მათ შუაგულში აღვმოჩნდები. დედა ზის და ჩემთვის ჩექმებს კერავს. თავის
თავზე საერთოდ არ ზრუნავს და გველებს არ ერიდება. მე ვსაყვედურობ, რადგან ჩვენზე
ზრუნვაში სულ არ იჩენს სიფრთხილეს. უეცრად ერთ-ერთმა გველმა დედას ფეხში
ჩაავლო. მე საშინლად შემეშინდა, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს ნაკბენი სასიკვდილოა, მაგრამ
დედა უბრალოდ ხელს ისვავს და უდარდელად მეუბნება:

-Ничего! Само пройдет, - და კერვას აგრძელებს.

უცებ ვხედავ რომ ზურგზე დაცვითი თილისმა კიდია, მთელი ცხოვრება რომ იცავდა
ისეთი. თილისმა ტყდება, შემდეგ კი გზას ვხედავ. გზაზე მარხილი მიდის. მასში მაცხოვარი
და ღვთისმშობელი სხედან, შუაში კი ზურგშექცეული დედა ზის. მარხილი მშორდება და
თვალს ეფარება.

რომ გავიღვიძე, ვიცოდი, რომ დედა არ გამოჯანმრთელდებოდა...

2015 წელი. აგვისტო. გონიო. გაფრთხილება მომავალ სირთულეებზე

მესიზმრება რომ რაღაც უხილავი ძალა მიტაცებს და ზევით მიმაფრენს. როდესაც


ღრუბლებს ვცდები ხმა მესმის:

-ნუ გეშინია, საშინელი არაფერი მოხდება!

2015 წელი. შემოდგომა. თბილისი. დედის გარდაცვალება და საზვერეები

ოქტომბერში დედა გარდაიცვალა ქიმიოთერაპიის გართულებით.

ამ დროისთვის ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად შეირყა და სიარული მიჭირდა ფეხებში


ძლიერი სისუსტის გამო. საშინელ ძალისხმევად მიჯდებოდა ყოველი მოძრაობა.
პერიოდულად გული მიხდებოდა ცუდად და სუნთქვა მიჭირდა. დედაჩემის
გარდაცვალებასთან დაკავშირებულმა ნერვიულობამ კიდევ უფრო დამიმძიმა
მდგომარეობა.

მახსოვს გარდაცვალებიდან პირველი დღეები მშობლებთან სახლში ვრჩებოდი.

65
ორმოცი დღე არ იყო გასული, როდესაც ეს ორი სიზმარი დამესიზმრა:

თითქოს სოლოლაკის ძველ ბინაში შევდივარ. დედაჩემი პატარა ბნელ ოთახში წევს, იმ
საძინებელში რომელიც ძალიან არ უყვარდა სიბნელისა და ჩახუთულობის გამო. სახლში
სიცარიელე და სიბნელეა. 90-იანი წლების განწყობა სუფევს. დედა მარტო წევს, რამდენიმე
საბანში შეხვეული, დაბერებული, გაჭაღარავებული, მარტოსული და მივიწყებული
ცდილობს როგორმე გათბეს.

-Ты должна уйти отсюда… - ვეუბნები მე.

-Вы все хотите, чтобы я ушла! - მეუბნება გაბრაზებით, - Вы меня не любите!

-Ты должна пойти со Христом!- არ ვეშვები მე და მეღვიძება.

მეორეჯერ მესიზმრება თითქოს:

რაღაც ძალიან დიდ და ნათელ სახლში ვართ. სახლი ლამაზ ბუნებაშია გამწვანებული
ხეებითა და ყვავილებით გარშემორტყმული. დედაჩემი, ახალგაზრდა და ლამაზი
სამზარეულოში ფუსფუსებს. სამზარეულოში დიდი ნათელი ფანჯრებია, ზუსტად ისეთი,
როგორზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. სახლი სავსეა სტუმრებით. როგორც ჩანს
ძირითადად დედაჩემის ნათესავები არიან. დედა მხიარული და სიცოცხლით სავსეა.
წინსაფარი უკეთია და ღუმლიდან ახალ გამომცხვარ ნამცხვარს იღებს. ნამცხვრის სუნთან
ერთად ოთახში ოჯახური სითბოსა და სიმყუდროვის სურნელი იფრქვევა, მაგრამ მე, არ
ვიცი რატომ, ვეუბნები:

- Отсюда тоже ты должна уйти...

დედა თითქოს ყურს იყრუებს და ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს ჩემს სიტყვებს.

-Ты должна пойти с Иисусом. Там может существовать все, что когда-либо было, будет или
может быть.

ამაზე გამეღვიძა და გამიკვირდა საიდან მომივიდა ეს ფრაზა თავში, თუნდაც სიზმარში,


რადგანაც ამ ტიპის აზრი არასდროს მომსვლია თავში. მივხვდი მხოლოდ, რომ ფიზიკური
სხეულის სიკვდილის მერე, ადამიანის ცნობიერება იცვლება და ერთგვარ ილუზორულ
ხაფანგებში შეიძლება მოექცეს თავისი ყველაზე ღრმა შიშებიდან, თუ პირიქით,
აუსრულებელი სურვილებიდან გამომდინარე, რომლებიც მას მიწიერ სამყაროსთან
უხილავი კავშირებით აკავშირებს.

66
2016-2017 წლები. პრობლემების მოზღვავება

2016 წელმა წელმა გაიარა უსახურად და უკვალოდ. თითქმის ვეღარ ვხედავდი სიზმრებში
ჩემს სულიერ მასწავლებლებს და დღისით მთელი დღეები მკურნალობებში და
ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში გადიოდა. ერთადერთი გრძნობა რომელიც არასდროს
მტოვებდა იყო მათთან უწყვეტი კავშირის შეგრძნება. ყოველთვის როდესაც მიქაელზე ან
იესოზე ვფიქრობდი, ვგრძნობდი მათ სიყვარულს ჩემ მიმართ რომელიც ჩემი მხრიდანაც
საპასუხო გრძნობას აღძრავდა და ეს არიადნას ძაფი იყო რომელიც არასდროს წყდებოდა,
ყველაზე ბნელ და შეუვალ დღეებში და ღამეებშიც კი, მაშინაც კი როდესაც უიმედობის,
ინვალიდობისა და წვალების პერსპექტივის გარდა ვერაფერს ვხედავდი. ჩემს ცნობიერებას
ვეღარ ვაკონტროლებდი. გამუდმებით ნეგატიური აზრები მიტრიალებდა თავში,
მუდმივად უარყოფითი მოვლენები წარმომიდგებოდა თვალწინ, მახსენდებოდა
ყველაფერი ცუდი რაც გადამწყდა თავს, ყველაფერი რაც როდესმე ვინმემ მაწყენინა უწყვეტ
ნაკადად მაწყდებოდა და მოსვენებას არ მაძლევდა. თითქოს მთელი ნაგავი რაც ჩემ
სიღრმეში ცხოვრების განმავლობაში დაილექა, ზედაპირზე ამოტივტივდა და მახრჩობდა.
მთელი ძალებით ვცდილობდი ჩემი ცუდად ყოფნა ოჯახის წევრებს არ ეგრძნოთ, თუმცა
არა ვარ დარწმუნებული რომ კარგად გამომდიოდა. დღე არ გადიოდა რომ არ მეტირა.
ხანდახან არც ვტიროდი, მაგრამ ცრემლები თავისით მოდიოდნენ. ჩემი უმცროსი შვილის
ჯანმრთელობაც შეირყა და ეს კიდევ უფრო აუტანელ ტვირთად დამაწვა გულზე.
გადაწყვეტილებები მე უნდა მიმეღო, მაგრამ ფიქრებს თავს ვერ ვუყრიდი. ღმერთს
ვევედრებოდი, რომ მხოლოდ ჩემზე გადამტყდარიყო ეს უბედურება და ჩემს შვილებს და
ქმარს არ შეხებოდა. ასე, ერთ წელიწადში დავკარგე ჩემი ცხოვრება - ჯანმრთელობა,
სამსახური, დედობა და ცოლობა. დღეები და თვეები გადიოდა რომ ლოგინიდან ვერ
ვდგებოდი, ან თუ ვდგებოდი ჯოხით ან ყავარჯნებით ძლივს გადავაადგილდებოდი
ოთახის ფარგლებში. ვეღარც ჩემს შვილებს ვაქცევდი ყურადღებას და ვეღარც ქმარს.
ვგრძნობდი, რომ ცხოვრება აღარ მინდოდა, მაგრამ ერთადერთი რაც მაჩერებდა ჩემი
შვილები იყვნენ.

ერთ ღამეს სიზმარში მიქაელი გამომეცხადა. ამჯერად ახალგაზრდა ბიჭის გარეგნობა


ჰქონდა.

- გინდა წაგიყვანო?- მკითხა.

- ხომ იცი რომ არა ვარ მზად და ოჯახს ვერ დავტოვებ - ვუპასუხე მე ცოტა დაბნეულად და
გამეღვიძა.

67
2016 წელი. შემოდგომა. წინა ინკარნაცია

მე და ჩემი მეუღლე ვკამათობდით იმაზე არსებობს თუ არა სულთა რეინკარნაცია. ჩემი


ქმარი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი ასეთ რამეებს დიდად არ უღრმავდება და
ეკლესიის პოზიციას იზიარებს. როგორც ვიგრძენი ეს თემა ისედაც მაინც და მაინც არ
აინტერსებდა. მე ხუმრობით ვუთხარი:

- აი, ეხლა დავისიზმრებ შენს წინა ცხოვრებას და მოგიყვები!

მაშინ საკუთარი სიტყვები სერიოზულად არ მივიჩნიე, მაგრამ სიზმარი მართლა


დამესიზმრა:

თითქოს რაღაც ჭასთან ვდგავარ. ჩემ წინ შავებში ჩაცმული ქალი დგას, რომელიც ჭისკენ
ხელს იშვერს და მეუბნება:

- ამ ჭაში ჩახტი, შიგ წყლის მაგივრად გვირაბი დაგხვდება. გვირაბი პატარა ხის კართან
გამოგიყვანს. კარს რომ გააღებ, შეგიძლია ვისიც გინდა იმ ადამიანის წინა ცხოვრება ნახო!

მე ჭაში ვხტები. მისი ფსკერიდან ვიწრო ბნელი გვირაბი იკლაკნება. თავჩაღუნული


გავდივარ ხავსმოდებულ, სოროსავით ნესტიან, მოთაღულ გვირაბს და პატარა ხის კარს
ვადგები. უკვე მზად ვარ გავაღო, რომ ჩემთვის მეფიქრება:

- ჩემს მეუღლეს მაინც არ აინტერესებს თავისი წინა ცხოვრება და მოდი ჩემსას ვნახავ!

ამ აზრით კარს ვაღებ და გარეთ გამოვდივარ მზით გაღვითქულ უშველებელ ველზე. მზე
თვალს მჭრის! გარშემო ხასხასა მწვანე ბალახით დაფარული მინდვრებია. ჩემ თავს ვხედავ
ახალგაზრდა ყმაწვილად. თმა და თვალები მაქვს ისეთივე, მეფიქრება ჩემთვის. ვიცი რომ
ინგლისელი ვარ. მე-19 საუკუნის ბოლო მე-20-ს დასაწყისია. მე უმაღლესი ინგლისური
არისტოკრატიის ოჯახს მივეკუთვნები, რომელსაც ინდოეთში კოლონიები აქვს.
ამჯერადაც ინდოეთში ვარ. ველს გადავრბივარ და საპირისპირო მხარეს ადამიანების
თავყრილობას ვხედავ. სამეფო ნადირობა ვეფხვებზე! ლამაზად ჩაცმული ქალბატონები
ქოლგების ქვეშ სხედან და ნადიმი გაუმართავთ. იქვე ჭრელი მოსართავებით გაწყობილი
სპილოები დგანან თავიანთ ინდოელ მომვლელებთან ერთად. მათაც ასეთივე ჭრელი
ტრადიციული ტანისამოსი აცვიათ. იგრძნობა წვეულების მაშტაბურობა. ბრიტანეთის
არისტოკრატიაა შეკრებილი. მათ შორის ჩემი ოჯახიცაა, მაგრამ ამის შემყურეს გული
მოწყენილობითა და მობეზრებით მევსება. ვიცი რომ სადღაც გურუ მყავს და მისკენ
გავრბივარ.

მერე გამოსახულება ქრება და ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ფიზიკური სხეულის


გარდაცვალების მერე და ამჟამინდელ სხეულში დაბადებამდე, ჩემი სული ვიღაცას
ესაუბრება და რაღაცას უმტკიცებს. ის კი თავის მხრივ მპასუხობს:

68
-Ты родишься в неблагоприятных условиях. Родишься женщиной в стране где нет Бога. Если
сумеешь понять истинную суть себя, то...

აქ სიზმარი წყდება და მეღვიძება. ყველაზე მეტად მაკვირვებს საქართველოსნაირი


რელიგიური ქვეყნის უღმერთო ქვეყნად მოხსენიება, მაგრამ მე რომ დავიბადე ის
კომუნისტური ქვეყანა იყო და შესაბამისად მართლა ათეისტური. ნუთუ სიმართლეა, რაც
სიზმარში ვნახე? იქნებ ჩემი სიყვარული ევროპის და ინდოეთის მიმართ და
ქრისტიანობისა და ვედების მიმართ მართლა წინა ცხოვრებიდან იღებს სათავეს?

2016 წელი. გაზაფხული. გერმანია. ვარსკვლავი

სიზმარი:

ველზე მივაბიჯებ. ჩემ თავზე კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედილი ცაა გადმოკიდებული.


ერთი ვარსკვლავი, რომელიც უშუალოდ ჩემ ზევითაა, კელაპტარივით ბრდღვიალებს,
გარდა ამისა, ბრუნავს და ტრიალებს ისე, თითქოს ჩემი ყურადღების მოპყრობას ცდილობს.
მე ვჩერდები და ვეკითხები:

- ღმერთი როგორ ვიპოვო?

ის მპასუხობს:

- შენ გულში ჩაიხედე...

- ღმერთს როგორ დაველაპარაკო?

- შენ გულში ჩაიხედე...

მე თავს ვხრი, თითქოს ველოდებოდი ამ პასუხს და ოდნავ გაღიზიანებით ვპასუხობ.

- ჩემ გულში, მხოლოდ ჩემ თავს ვხედავ!

მერე გზას ვაგრძელებ. გზა ნელ-ნელა მრუდდება. აღმართს ვუდგები და მთაში ავდივარ.
საიდანღაც ვიცი საით უნდა ავიღო გეზი. თითქოს აქ არაერთხელ ვარ ნამყოფი და ვიცი
მიმართულება. კლდეებზე გავდივარ და უფსკრულებზე შეკიდულ საცალფეხო ბილიკებს
მივუყვები. ცოტაც და ხევში გადავვარდები, მაგრამ სირთულეებს არ ვნებდები და წინ
მივიწევ. ნისლში შევდივარ. მკვრივ, რძისფერ ბურუსში ვერაფერს ვხედავ პირველი
რამდენიმე ნაბიჯის გარდა, მაგრამ მაინც მივდივარ. ასე ბრმად, მაგრამ თამამად მივაბიჯებ,
სანამ უეცრად ნისლი არ მთავრდება და ჩემ წინ საოცარი სანახაობა იშლება. ეს ჯადოსნური
წალკოტია, რომლის მსგავსი სილამაზე არც არსად მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი
ყველაზე თამამ წარმოსახვებშიც კი. ყველაფერი დაფრინავს! ადამიანები, ცხოველები,
ხეებიც კი. ცა საოცარ ფერებშია შეღებილი. ჩამავალი მზე ალმაცერ სხივებს ათასფრად

69
აფრქვევს და ყოველივე გარშემო ამ საოცარ ფერთა შუქ-ჩრდილში ლივლივებს! ვერ
გადმოვცემ რა არის ეს სილამაზე, მაგრამ სწორედ ენით გამოუთქმელი მშვენიერებაა რაც
სულს მიკრავს და თვალებიდან ცრემლები მომდის. ჩემ წინ თეთრებში ჩაცმული კაცი დგას.

ეს ის ვარსკვლავია, ვფიქრობ მე, მე რომ მელაპარაკებოდა. ნუთუ ეს არის ღმერთი?

- რატომ მოგდის ცრემლები და ცხვირს იხოცავ? ხომ არ გაცივდი? - ხუმრობით მეკითხება


თეთრებში ჩაცმული კაცი.

-არა, - ვეუბნები მე, - უბრალოდ მიხარია რომ აქ ვარ.

2017 წელი. დეკემბერი. სიზმარი დაავადებაზე

ერთ დღეს ისევ დამარტყა გამწვავებამ, რომელსაც ხანგრძლივი გაუარესება და მორიგი


დაბნეულობის და უიმედობის შემოტევა მოჰყვა. ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატომ
დამემართა ამისთანა უსაშველო დაავადება, რომელიც არანაირ დიაგნოსტიკას და
მკურნალობას არ ექვემდებარება. ერთ-ერთი ასეთი მძიმე ღამე იყო, როცა ლოცვებში
ღმერთს ვთხოვე მიენიშნებინა, მაინც რატომ დამემართა ის რაც დამემართა და რა უნდა
მოვიმოქმედო.

ღამით ვნახე სიზმარი, რომლის აზრი მაშინ ვერ გავიგე და სიზმრის შინაარსმა ძალიან
დამაბნია. ალბათ სულ არ ჩავწერდი, მაგრამ რადგან სიმართლის აღთქმა მაქვს დადებული
და ყველაფერი უნდა მოვყვე, ამ სიზმარსაც აღვწერ:

სახლში წვეულება მაქვს. თითქოს შივას (ერთ-ერთი ინდური ღმერთის) პორტრეტი მაქვს
დახატული და რატომღაც სტუმრებს უნდა ვაჩვენო. სტუმრები უცხო ხალხია, რომლებსაც
ამავე დროს კარგად ვიცნობ. ყველა შეიკრიბა და მხოლოდ შივას ველოდებით. ისიც ერთ-
ერთი დაპატიჟებული სტუმარია. მისი პორტრეტი რატომღაც დაიკარგა და ძალიან ვღელავ.
უეცრად ოთახში ჯგუფად შემოფრინდნენ პეპლები. ხალხი მათ გაყრას ცდილობს, მაგრამ
მე ვაჩერებ. სტუმრებს ვუხსნი რომ ეს არის შივა და მას უყვარს პეპლეპად გადაქცევა!

უეცრად გამოსახულება ქრება და თავად შივას ვხედავ. ის, თითქოს მობოდიშებით,


ქალბატონს უახლოვდება, რომელიც მისი მეორე ნახევარია. ქალი რაღაცაზე ბრაზდება,
რისხვის ენერგიად იქცევა და ნაკადად ეცემა დედამიწას. მერე ჩემ თავს ვხედავ, როგორ
მკბენს ხელის ცერა თითში რაღაც საზიზღარი შესახედაობის მწერი. ის ჩემ თითში თავის
ნესტარს ტოვებს. გარშემომყოფი სტუმრები მე სავარძელზე მსვავენ და გარს მევლებიან.
ნესტარი თავიდან თითქოს არ მაწუხებს, მაგრამ მერე ნელ-ნელა ტკივილს და საშინელ
დისკომფორტს იწვევს. გარდა ამისა ფსიქოლოგიურად არ მსიამოვნებს, რომ ჩემში უცხო
სხეულია და ყველანაირად ვცდილობ ნესტარი ამოვიღო. რაღაც მომენტში გამომდის
კიდევაც, მაგრამ ჩემი სტუმრები გახარების მაგივრად იმედგაცრუებით და გაკვირვებით
მიყურებენ.
70
-შენ ეს უნდა მოგეთმინა, დაგავიწყდა? ჩვენ ხომ ყველანაირი კომფორტი შეგიქმენით?
ნუთუ ასეთი გაუსაძლისი იყო?

გაუგებრობის და დაბნეულობის შეგრძნებით მეღვიძება. ნუთუ ეს არის პასუხი ჩემ


კითხვაზე? რა შუაშია შივა? და რატომღაც ის შავი პეპელა გამახსენდა რომელიც წყნეთში
ასე დაჟინებით ჯდებოდა ჩემ ხელზე...

2017 წელი. სამკურნალო მცენარეები

მესიზმრება ვითომ ქრისტე მატარებს ბუნებაში. ყვავილებით დაფარულ მწვანე


მდელოებზე ვსეირნობთ და ის რაღაცას მიყვება მცენარეებზე. ყვავილებს ვუყურებ და
ვხედავ როგორ თითოეულ მცენარეს სხვადასხვა ფერის აურული ნათება არტყავს გარს.
მერე ჩემ საძინებელში ვჩნდები და ჩემს ერთ-ერთ მცენარეული პრეპარატის ბოთლს
ვაკვირდები, რომელსაც წმინდა ლურჯი ფერის ნათება აქვს. მერე ადამიანების აურებს
ვხედავ. ისინი სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა ფრად ანათებენ. ქრისტე რაღაცას მიხსნის
მცენარეებით მკურნალობაზე, მაგრამ აზრი მეკარგება. სიზმარი მხოლოდ ბუნდოვან
სურათებად მომყვება და მეღვიძება.

2017 წელი. ჩემი გარდაცვალების წლის წინასწარმეტყველება

მესიზმრება ვითომ დეიდაჩემი ხმამაღლა კითხულობს ჩემს ბიოგრაფიას. ოღონდ ეს


ბიოგრაფია სრულიად უცნაური და განსხვავებულია. მასში არა ჩემი ფიზიკური ცხოვრების
დეტალები ან თარიღებია მოხსენიებული, არამედ სულიერი თვალსაზრისით ჩემი „კარგი“
და „ცუდი“ საქციელებია აღწერილი. ბიოგრაფია იწყებოდა სიტყვებით:

- Эта старая душа, служитель господа „ ------„ воплотилась в мир осенью 1976-ого года...

უფლის სახელი ვერ დავიმახსოვრე. მახსოვს მხოლოდ რომ ეს არ იყო არც ერთი ჩვენთვის
ნაცნობი სახელი. მერე გრძელდებოდა როდის რა გავაკეთე კარგი ან ცუდი სულიერი
თვალსაზრისით. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ „ბიოგრაფია“ 2017-ს გაცდა, ესე ვთქვათ
ბოლომდე მივიდოდა და ჩემი გარდაცვალების თარიღსაც მიადგა. „ბიოგრაფია“
დამთავრდა სიტყვებით:

-...И ушла из мира осенью 20...4-ого года.

(წელს სრულად სპეციალურად არ ვწერ).

მახსოვს გაღვიძებისთანავე სწრაფად გადავითვალე რამდენი წლის იქნებიან ამ


დროისთვის ჩემი შვილები და ცოტა დავმშვიდდი.

71
2017 წელი. ზამთარი. ომ-მანტრა

იესოს გვერდით ვსხედვართ მე და ჩემი უმცროსი შვილი. მე ვუყვები, რომ ხშირად ვამბობ
„იესოს ლოცვას“ გულის რიტმთან შეთავსებით, მაგრამ გულში შეგრძნება არ მიღვივდება
და ვეკითხები რა გავაკეთო. ის მპასუხობს:

- გააკეთე ამოსუნთქვა ხმით და კონცენტრაცია გულზე. ოღონდ ეგრევე არ მიანებო, რაღაც


დროა საჭირო რომ ენერგია იგრძნო. - ამას რომ მეუბნება, რატომღაც ვიცი რაზეა საუბარი.

ამაზე მეღვიძება. ამ პრაქტიკას ვიწყებ და ვხვდები რომ ხმით ბუნებრივი ამოსუნთქვა იგივე
„ომ“ მანტრაა. რამდენიმე თვეში მართლა მოდის შეგრძნება რომ გულის ჩაკრა იწმინდება
და „ომ“ ბგერასთან ერთად გამონათებას აკეთებს. გარდა ამისა მთელ ტანში ძალიან
წვრილი ვიბრაცია ჩნდება. განსაკუთრებით ხელებში. თითქოს სხეულის გარშემო რაღაც
ღრუბელი ვიბრირებს. ხან 15 წუთს ვაკეთებ, ხან ერთ საათს. ამ პრაქტიკის მერე საოცარი
მკაფიობა ჩნდება გონებაში და უფრო ენერგიულად გრძნობ თავს. უენერგიობა კი ჩემი
მთავარი პრობლემაა. ამ პრაქტიკას „გულის გაწმენდვა“ ვუწოდე. დაწყებამდე ღმერთს
შემდეგი სიტყვებით მივმართავდი:

-Отец мой, очисти сердце мое, сонастрой мою душу и тело! - და სუნთქვას ვიწყებდი.
ჩასუნთქვისას ფიქრებში ვამბობდი - Я с Богом; ხოლო ამოსუნთქვისას „ომ“ მანტრას
გულზე კონცენტრაციით.

2017 წელი. ერთი თხოვნის უფლება

მიუხედავად ჩემი ლოცვების, სულიერი და ფიზიკური იოგური პრაქტიკებისა და ნაირ-


ნაირი მკურნალობებისა, ფიზიკურად თავს ძალიან სუსტად ვგრძნობდი და მდგრადი
გაუმჯობესება არ შეინიშნებოდა, რაც პერიოდულად საშინელ დეპრესიაში და
იმედგაცრუებაში მაგდებდა. კიდევ ნახევარი წელი გავიდა ექიმებში სიარულში და
სხვადასხვა მკურნალობის მოსინჯვაში, რომლიდანაც არც ერთი არ ამართლებდა ან
ამართლებდა ძალიან ხანმოკლედ, ხოლო მერე ისევ ყველაფერი ბრუნდებოდა კიდევ უფრო
მძიმე ფორმით.

მახსოვს ერთ საღამოს საწერ მაგიდასთან დავჯექი მორიგი ბნელი ფიქრების შემოტევით.
უეცრად მტკიცე გადაწყვეტილება მომივიდა, რომ ღმერთს ერთხელ მაინც შემიძლია რამე
ვთხოვო საკუთარი თავისთვის. რატომღაც ვიგრძენი რომ ამ ერთი თხოვნის უფლება მაქვს.
დიდხანს არ მიფიქრია. არც ჯანმრთელობის, არც ძველი ცხოვრების დაბრუნება მინდოდა
ისე ძალიან როგორც მიქაელთან შეხვედრა. მასთან შეხვედრა და საუბარი მქონდა უზომოდ

72
მონატრებული. ასე მეგონა რომ ამ უკუნით და უიმედო სიბნელეში სინათლის სხივივით
შემოანათებდა და მეც ძველებურად ვიგრძნობდი თავს. სილამაზის და სიხარულის
კონსტრუქციებს შევქმნიდი, როგორც მასწავლიდა და მერე მას ვაჩუქებდი მორიგ
საჩუქრად. ეს ხომ ჩემი დაბინდული, დაღლილი გონება აღარ მაძლევდა მისი „დანახვის“
და „გაგონების“ შესაძლებლობას და იქნებ სხვა, მიღმიერი ძალების დახმარებით მაინც
გამხდარიყო ეს შეხვედრა შესაძლებელი.

თხოვნა ფურცელზე დავწერე და წერილი დავწვი, რომ ცეცხლის ენერგიას ის საჭირო


განზომილებაში გადაეტანა.

73
ნაწილი მე-2
ხიდს აქეთ...

...გზაზე მივდივარ. რატომღაც სახლის ჩუსტებით... მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ. ხიდს
ვადგები, მაგრამ სანამ გადავალ უნდა დავჯდე და დავისვენო. ხიდის შესასვლელთან ახალგაზრდა
ბიჭი მხვდება. ერთმანეთს მზერას ვუსწორებთ და ის მე მიღიმის, მე კი მას. ჩუსტებს ვისწორებ და
ხიდზე გადავდივარ.

ხიდის იქითა მხარეს მამაჩემი მხვდება და მეუბნება:

- რა ქენი, იპოვე ხუთი მიქაელი?

მე ვპასუხობ:

- რატომ მეკითხები მაინც და მაინც ხუთზე?

- რა ვიცი, ასე გამეფიქრა, - მპასუხობს ის.

- მე თვითონაც ვფიქრობდი, რომ ჩემ გარდა კიდევ ოთხია...

ხიდს გადავდივარ და ვგრძნობ, რომ გზა რთულდება. გარშემო უცნაური სიბნელე და სიცივე
ზღვავდება და გზა ისეთი მოყინული ხდება, რომ ფეხები მისრიალებს. იძულებული ვარ კედელს
მივეყრდნო და ნელა, კედელ-კედელ გავიკვლიო გზა. ბოლოს ვჩერდები და მამას ვეძახი:

-აქ მე მარტო ვერ გავივლი! ხელები უნდა ჩავჭიდოთ და ერთად გავიაროთ!..

74
ავტორის ნახატი

75
2017 წლის 21 ივნისი. ზაფხულის ნაბუნიობა. გულის ჩაკრების შერწყმა

სიზმარში ვხედავ თითქოს ლიფტში შევდივარ ორ ასაკოვან ადამიანთან ერთად,


რომლებმაც ვიცი რომ მიქაელთან უნდა მიმაცილონ. ზევით ავდივართ, ლიფტიდან
გამოვდივართ, ასაკოვანი წყვილი მემშვიდობება და თავის გზაზე მიდის. უეცრად ვგრძნობ
რომ ვიღაც მეხება ხელზე. ვტრიალდები და პატარა ბიჭს ვხედავ. როგორი თვალებით
მიყურებს! არასდროს არ დამავიწყდება ეს მზერა და ის სიტყვები რაც მაშინ მითხრა.

გამეღვიძა და მძაფრად ვიგრძენი როგორ დგას ჩემ წინ. საოცარია ხანდახან როგორ
დანამდვილებით იცი და გრძნობ იმას, რასაც ხილულად ვერ ხედავ. გულში ვიგრძენი
ძლიერი სიმხურვალის მოზღვავება. თითქოს გული ცეცხლოვანი ხდებოდა, ზომაში
იზრდებოდა და ყელში მაწვებოდა. კისერზე ხელი მოვიკიდე უცნაური შეგრძნებისგან.
საოცარი ემოციები მომაწვა. რაც უფრო მიახლოვდებოდა, მით უფრო ძლიერი სიყვარულის
და ბედნიერების გრძნობა მეუფლებოდა. ასეთმა ძლიერმა და უცნაურმა შეგრძნებებმა
ერთგვარად შემაშინა და შევაჩერე. ფიქრით მივმართე, რომ ასე არ შემიძლია, ვერ ვხვდები
რა ხდება, რაზეც მიპასუხა - „უბრალოდ მენდე“. უეცრად ვიგრძენი, თითქოს რაღაც
ოქროსფერმა სივრცემ მშთანთქა. ამ სივრცეში „მე“ აღარ არსებობდა და მხოლოდ უსაზღვრო
ნეტარება ირეოდა უსასრულო ოქროსფერ ნაკადებში. ეს წამიერი შეგრძნება იყო,
რომლიდანაც უცებ გამოვერკვიე, უფრო იმიტომ რომ არ ვიყავი საკუთარ თავზე
კონტროლის დაკარგვას ნაჩვევი. ამ მომენტში ვიგრძენი, როგორ ღრმად შევიჭერი მიღმიერ
განზომილებებში. ამ აზრმა აღფრთოვანებასთან და ინტერესთან ერთად ერთგვარი შიში
გამოიწვია.

- ნუ გეშინია... მე შენში ჩემი გულის ნაწილი ჩავდე, - გავიგე მისი ტელეპატიური გზავნილი
და რატომღაც ვიგრძენი, რომ მეც მივეცი ჩემი გულის ნაწილი, - წელსქვევით
ენერგეტიკული ცენტრები უმაღლეს სიხშირეზე უნდა გეჭიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში
უარესად იქნები. ცნობიერების სათანადო სიმაღლეზე დაჭერაში მე დაგეხმარები.

ინტერნეტპოსტებიდან:
კრიშნა

სულიერ იერარქებს და საერთოდ ამაღლებულ სულებს ყოველთვის ახასიათებთ


თავმდაბლობა და ძალიან უშუალო ურთიერთობა, ყოველთვის ისე გეპყრობიან, როგორც
თანაბარს, მიუხედავად იმისა, რომ ასე არაა. ჩემგან დავამატებდი, რომ ღმერთს ბევრი
ინდივიდუალობა აქვს, ბევრი ავატარი ჰყავდა დედამიწაზე განსხეულებული პიროვნებების
სახით, რომლებმაც თითოეულმა თავისი საქმე გააკეთა, თავის "სხივზე" იმუშავა, თავის
ინდივიდუალობაში გარდატეხა ღვთაებრივი ყოვლისმომცველობა. ეს უმაღლესი
ინდივიდუალობები ნათელ იერარქიას ქმნიან. თითოეულს თავისი სინათლის ფოკუსი აქვს
დედამიწაზე საკუთარი რელიგიის და მიმდევრების სახით, მაგრამ მე-7 დონის ცნობიერებით

76
ყველანი ერთნი არიან, ყველა ღმერთის ცნობიერების გამომხატველნი. სხვა თემაა, რომ
რელიგიები ამახინჯებენ ამ უმაღლესი სულებისგან მოცემულ პირვანდელ სწავლებებს,
ადამიანების გონებაში თავდაპირველად მოცემული ინფორმაცია დროთა განმავლობაში
მრუდდება, სახეიცვლება და ხანდახან ძალიან მახინჯ ფორმებს იძენს. ქრისტეს
ამაღლებულმა იდეებმაც კი მიიღეს ინკვიზიციის დროს ამაზრზენი სახე, მიუხედავად იმისა,
რომ ეს სიყვარულის რელიგია სრულიად შეუსაბამოა ძალადობასთან და სიძულვილთან.
ახლაც ბევრი გვაქვს ამის მაგალითი. და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის, როცა
რაღაც სწავლებას ვეცნობით, ამ სწავლების მომცემი სულის ენერგიასაც ვეზიარებით. ამიტომ
ერთის მხრივ მადლიერება უნდა გამოვხატოთ ხოლმე და მეორეს მხრივ ფრთხილად ვიყოთ
და ნაკლებად ვიკითხოთ შავ-მაგიური ან დემონური ლიტერატურა. ყველაფერი თავის კვალს
ტოვებს ჩვენს ცნობიერებაზე.

2017 წელი. ზაფხული. კრიშნა

სიზმარში ვხედავ ვინმე კრიშნაიდ მამაკაცს. ვიცი რომ კრიშნას ერთგულია ჩაცმულობიდან
და შუბლზე და ცხვირზე ჩამოსმული თავისებური ხაზიდან გამომდინარე. თითქოს
მეცნობა მისი სახე, მაგრამ ამავე დროს ვერ ვცნობ. კრიშნასთან უნდა შემიყვანოს. კართან
მივყავარ და თან მკაცრად მეუბნება:

- ერთხელ მაინც გადაგეხადა მისთვის მადლობა!

მე დაბნეული ვუყურებ რადგანაც ვერ ვხვდები რაზე უნდა გადამეხადა მადლობა.

- შედი და სათანადოდ მიაგე პატივი! - ასევე მკაცრად მეუბნება და ოთახში მიშვებს. მე


ვცდილობ გავიაზრო როგორ უნდა მოვიქცე სწორედ და რას ნიშნავს პატივის მიგება? მე
ვიცი სიყვარული, ვიცი მეგობრობა, ვიცი პატივისცემა, მაგრამ პატივის მიგება საერთოდ არ
მესმის რა არის... ოთახში შესვლისთანავე დაბნეულად ვჩერდები და მოუქნელად თავს
ვუხრი ჩემ წინ მდგომ მამაკაცს. ჩემთვის აღვნიშნავ, რომ ის მართლა ჰგავს თავის
იკონოგრაფიულ გამოსახულებას. უეცრად კრიშნა მიახლოვდება, ხელს ხელში მიყრის და
სრულიად უშუალო ლაპარაკით მიპატიჟებს ოთახში. ეს უშუალობა, თავმდაბლობა და
თანაბარივით მოპყრობა როგორც ჩანს ყველა ამაღლებული სულის თვისებაა. მთელი ჩვენი
საუბრიდან ცხადში მხოლოდ ორი აზრი გამომყვა. პირველი, რომ ძალიან სასიამოვნო
პიროვნებაა და გულიც დამწყდა რომ მას არასდროს მივმართავდი და მეორე - მისი
სიტყვები:

- კიდევ 10 000 (ან 1000- ს, აღარ მახსოვს) ადამიანს გამოეყო დამატებითი ენერგია!

რომ გამეღვიძა დიდხანს ვფიქრობდი, რას ნიშნავდა და ვისთვის იყო ეს ენერგია


განკუთვნილი.

77
ვედების კითხვა და განხილვების მოსმენა ყოველთვის ძალიან მიტაცებდა და ვედების
ცოდნამ მართლა დიდი შედეგი იქონია ჩემ მსოფლმხედველობაზე, მაგრამ მე ყოველთვის
ქრისტეს მიმდევარად მივიჩნევდი თავს და ამიტომ კრიშნას პიროვნებაზე არ ვაჩერებდი
ყურადღებას. გარდა ამისა ახლაც და მაშინაც ცუდად მესმოდა ვედური ღმერთების და
ნახევარღმერთების იერარქია. მაგრამ ახლა თვალნათლივ ვხედავ როგორი
მნიშვნელოვანია სულიერი ცოდნის მიღებისთვის ამ ცოდნის მომწოდებლის მიმართ
მადლიერების გამოხატვა თუნდაც შინაგანი, გულისმიერი მადლობის დონეზე.

2017 წელი. შემოდგომა. გულისმიერი კავშირი მიქაელთან

21 ივნისის მერე ბევრი შეიცვალა. მე და მიქაელის კავშირი კიდევ უფრო ძლიერი გახდა.
საკმარისი იყო უბრალოდ მასზე გაფიქრება რომ გულში ისევ ბრუნდებოდა ის უცნაური,
ოქროსფერ სივრცეში ჩაწყდომის ნეტარი შეგრძნება, რომელიც ჩემი გაჭირვების ფონზე
უდიდესი სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებდა. ჩემი კარჩაკეტილობა ნელ-ნელა ციხეში
გამომწყვდევის განცდიდან ჩუმ, მშვიდ სიხარულში განმარტოვებად გადაიქცა. როცა
მარტო ვრჩებოდი და არავინ მიშლიდა, შემეძლო გულში მასთან მესაუბრა და ისევ
შევხებოდი ამ უცნაურ, ამაღლებულ შეგრძნებებს. ხოლო იმ დღეებში, როდესაც
ავადმყოფობა მიტევდა, ცნობიერება მივარდებოდა და კავშირს ვკარგავდი, ჩემი
„შექმნილი“ სამყაროს (მენტალური კონსტრუქციის) საკურის ხეს წარმოვიდგენდი და
მაშინვე მიბრუნდებოდა მასთან კავშირის შეგრძნება.

მიქაელთან კონტაქტი ძირითადად სამი სახის იყო, გამომდინარე იქიდან რამდენად


„სუფთა“ იყო „კავშირი“. კავშირის სისუფთავე ბევრ რამეზე იყო დამოკიდებული.
მაგალითად ბუნებაში, დასახლებული ადგილებიდან მოშორებით „სუფთა“ ადგილია,
ღამით უფრო „სუფთა“ დროა დღესთან შედარებით, რადგან ხალხს ძინავს და მათი
აზრებით შექმნილი კოსტრუქციები არ აბინძურებენ სულიერ სივრცეებს. ასევე, როგორც
აღმოჩნდა, ციური სხეულების განლაგებას და ასტროლოგიურ მოვლენებს დიდი გავლენა
აქვთ უხეში და ნატიფი სამყაროების დაახლოებაში. გულში მიქაელთან კავშირის შეგრძნება
მუდმივი იყო ნებისმიერ დროს და ადგილას, მაგრამ ტელეპატიური გზავნილების
მისაღებად შესაბამისი გარემო უნდა შექმნილიყო, რისი შერჩევაც ჩემგან დამოუკიდებლად,
მისი გადაწყვეტილებით ხდებოდა. კავშირი, როგორც ვახსენე სამი ტიპის იყო: ძალიან
სუფთა გარემოებებში შემეძლო პირდაპირ ტელეპატიური ფრაზების მიღება, ნაკლებ
სუფთა გარემოში მიქაელი ვიზუალურ, სიმბოლიზირებულ კონსტრუქციებს მიგზავნიდა,
მე მათ გონებაში ვშიფრავდი და ის ტელეპატიურად „კი“-ს ან „არა“-ს მეუბნებოდა. მესამე
ვარიანტში მე თითქოს ჩემი აზრები მეფიქრებოდა კონკრეტული საკითხის გარშემო. ამ
შემთხვევაშიც ვეკითხებოდი, რამდენად სწორია ჩემი დასკვნები და „კი“-ს ან „არა“-ს
ვიღებდი საპასუხოდ. ტელეპატიური საუბრის „გაგონება“ ჰგავს ადამიანის ხმის გაგონებას,
როცა მას ვერ ხედავ, მაგრამ მისი ხმის ტემბრს შენი ტვინი იდენტიფიკაციას უკეთებს ამ
ადამიანისთვის დამახასიათებელი ხმის სიხშირის მიხედვით. ანალოგიურად, ფიქრსაც

78
აქვს თავისი ვიბრაციის სიხშირე, რომელიც ამ ფიქრის გამომგზავნი ადამიანისთვისაა
დამახასიათებელი. სწორედ ამ ინდივიდუალური სიხშირით ხვდები რომ ეს ფიქრი ამ
ადამიანსგანაა ტელეპატიურად გამოგზავნილი. მაგრამ ყველაზე ხშირი, მაინც მეოთხე
ტიპის კავშირი იყო - სიზმრების სახით. ძირითადად სიზმრებში მასწავლიდა და როგორც
ერთხელ ამიხსნა, ამ ინფორმაციიდან მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია რომელიც
სიზმრიდან „გარეგან“ გონებაში გამომაქვს. დანარჩენი ან ცოდნის სახით აღმოცენდება, ან
ქვეცნობიერში რჩება. რაც შეეხება „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში „ხედვას“, ეს
თავისებურად ჰგავს სიზმარს ცხადში. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ როგორც
ტელეპატიური გზავნილები, ასევე „ხედვები“ ძალიან შორს არის ვიზუალური და ხმოვანი
ჰალუცინაციებისგან, რომლებსაც ადამიანი ამ სამყაროს ნაწილად აღიქვავს და ხშირად
მისგან ვერ ასხვავებს. ჩემი „ხედვა“ და „გაგონება“ ნატიფ სამყაროს მიეკუთვნებოდა და
თითქოს მისი ზედდება ხდებოდა ჩვენ ფიზიკურ განზომილებაზე. ეს შეგრძნებები
არამცთუ არანაირ დისკომფორტს არ იწვევენ ჩემში, არამედ დიდი სიამოვნების და
დაკმაყოფილების გრძნობას აღძრავენ.

მიქაელმა ნელ-ნელა სხვა ტიპის ლოცვაზე გადამიყვანა. ამისთვის მუსიკას ვრთავდი, რომ
ამაღლებულ განწყობაზე მომეყვანა საკუთარი თავი და „შეცვლილი ცნობიერების“
მდგომარეობაში ვხედავდი როგორ ვიწეოდი დედამიწის ზედაპირიდან რაღაც მანძილზე.

მიქაელი:

-მატერიალურ სამყაროში არაფერს მიაკუთვნო შენი თავი და არც შენ გეკუთვნის რამე; არც
ოჯახი, არც სამშობლო, არც შენი შვილები, არც ნივთები რომლებსაც ფლობ ან ტანსაცმელი,
რომელიც გაცვია. როგორც კი საკუთრების გრძნობას იგრძნობ, ან შენ თავს რაიმეს
მიაკუთვნებ რაც მატერიალურ სამყაროს ნაწილია, შენში გატარებული ენერგია
გამრუდდება, ხოლო ცოდნა რომელისაც გაწვდი ამ მიკუთვნების და საკუთრების ჭრილში
გარდატყდება.

გულში მისი ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობდი. ჩემი სულიერი სხეული საათის


მიმართულებით ტრიალს იწყებდა და რაღაცით თეთრ ბორჯღალს ემსგავსებოდა, რომლის
გულის ადგილას ჯერ თეთრი სინათლე მანათობელ ბურთად ზღვავდებოდა, ხოლო
შემდეგ, რაღაც მომენტში, თითქოს ფეთქდებოდა ყველა მიმართულებით უშველებელი
თეთრი ენერგიის ტალღების გამოშვებით, რომლებიც თითქმის მთელ დედამიწას
წვდებოდა, ამერიკიდან იაპონიამდე. ამ ენერგიაზე უამრავი არსება იზიდებოდა და არც
ვიცი როგორ, მაგრამ ისინი ამ სინათლეს რაღაცნაირად მოიხმარდნენ. თითქოს სპექტრებად
შლიდნენ და მიმართულებას აძლევდნენ. თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი. ვიცი მხოლოდ რომ
ეს ის იყო რაც მიქაელს უნდოდა და მეც საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა, იმიტომ რომ ეს
ჩვენი ერთობლივი ლოცვა იყო.

ერთი ასეთი ლოცვის დროს მომინდა ენერგიის ტალღები ადამიანების გულებზე გამეშვა.
ადამიანების დონეზე ჩამოვეშვი და გამოვასხივე. უეცრად დავინახე როგორ გამოიწვია
სინათლის ტალღამ ადამიანებში გულის ჩაკრების აალება და შეშინებულმა ეგრევე
შევწყვიტე. კიდევ ერთხელ მივხვდი რომ არ შეიძლება ესეთი თვითშემოქმედება და ამ

79
ენერგიის მიმართვა პირდაპირ ცოცხალ არსებებზე. ეხლაც იმედს ვიქონიებ რომ არავის
არაფერი დავუშავე.

2017 წელი. სულის მეორე ნახევარი

მე:

-ჩემი სიზმრები და შენი მონაყოლი ვერ ერწყობა ერთიან სურათში. ხანდახან ისეთი
გრძნობა მაქვს რომ მოზაიკის ნაწილებივითაა ეს სურათი დანაწევრებული... ზოგი
სიზმრის აზრს ვერ ვხვდები და ეჭვი მეპარება მათ სანდოობაში.

მიქაელი:

- სწორედ მაგისკენ მივდივართ და არ გაიკვირვო, როცა ეს სურათი აეწყობა. ამისთვის


ყველაფერი რაც იცოდი უნდა დაივიწყო და ყველაზე წარმოუდგენელი უნდა დაუშვა!
სწორედ ამისთვის ვქმნით ამ სიზმრებს რომ საბოლოო სურათი მისაღები გახდეს! გულის
სიღმეში შენ იცი რომელ სიზმარს ენდო და რომელს არა. მე და შენ შორის ძალიან ძლიერი
კავშირია. მე თითოეული შენი ფიქრი მესმის...

- რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ შენ ჩემი მეორე ნახევარი ხარ?... ეს ნორმალურია?

- ამ კითხვაზე პასუხს მერე მიიღებ... უბრალოდ იცოდე, რომ არ არსებობს უფრო ძლიერი
კავშირი ვიდრე ერთი მთლიანის ორ ნახევარს შორის. მოსწავლე-მასწავლებლის, ბატონი-
მსახურის და თუნდაც დედა-შვილის კავშირიც ერთგვარად ერთი მთლიანის ნახევრების
მიზიდულობის ძალას წარმოადგენს! მთელი სამყარო ამ ორი საპირისპირო ძალის
მაგნიტურ მიზიდულობაზეა აწყობილი. ამ მიზიდულობას ვერ ეწინააღმდეგება
სამყაროთაშორისი საზღვრები და ილუზიის დაბრკოლებები. მე მთელი შენი ცხოვრება შენ
გვერდით ვიყავი...

2018 წელი. მაგიის აკრძალვა

სიზმრებში საიდანღაც ვიცი მაგიური ნიშნების წერა, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში
არასდროს არც ერთი მაგიის წიგნი არ გადამიფურცლავს. მიქაელი მორიგ ეშმაკებთან
მაგდებს. მე რატომღაც ამჯერად სხვა ხერხს მივმართავ და ჩემი აურის ცენტრალურ ქვედა
ნახევარრკალზე მაგიურ ნიშნებს ვიწერ, რომ დემონური არსებებისგან დავიცვა თავი.
დაწერისთანავე უეცრად გვერდზე მაქანებს, თითქოს სხეულიდან უნდა ამოვარდე და
ნიშნებს სასწრაფოდ ვშლი.

80
მიქაელი საყვედურს მეუბნება და მაგიის ნებისმიერ გამოყენებას მიკრძალავს.

- მხოლოდ სულის ნათებით! - მეუბნება და ვიღვიძებ.

2018 წელი. იანვარი. მიქაელის გამოსახულების დახატვა

- ძალიან მინდა რომ ადამიანები ისე გიცნობდნენ როგორც მე გიცნობ, - მივმართე მიქაელს,
ჩავაცივდი რომ მისი დახატვა მინდა და ვთხოვე რომ ხელი შეეწყო ჩემთვის. როგორ
დამეხატა არ ვიცოდი, რადგან სულ სხვადასხვა გარეგნობით მეცხადებოდა, პატარა ბიჭის
სახითაც კი. ვერც პატარა ბიჭის და ვერც ცეცხლოვანი არსების სახით ადამიანები მას ვერ
აღიქვავდნენ. ამიტომ გადავწვიტე, როგორც თავისით დამეხატებოდა ისე დამეხატა.

ისევე როგორც „გაღიმებული ქრისტე“, ეს ნახატიც სიბნელეში დავიწყე. შუქი ჩავაქრე,


დავტოვე მხოლოდ ლამპის ოდნავი ნათება, რომ ფიზიკური მხედველობას არ შეეფერხა
შინაგანი „ხედვა“. მხედველობა თითქოს „გავფანტე“ მთელს ფურცელზე სანამ არ
„დავინახე“ როგორ „ამოიბურცა“ ქაღალდზე სილუეტი. სილუეტს ფანქრით სწრაფად
შემოვავლე და ჩავახატე შუქჩრდილები. მეორე დღიდან უკვე კარგ განათებაზე
ვასრულებდი ნახატის დეტალებს, ჩაცმულობას და ატრიბუტებს, რომელთა პროტოტიპები
სხვადასხვა ხატებიდან და ქანდაკებებიდან ვისესხე. ქვეშ კავკასიონის მთები მივუხატე.

მიუხედავად იმისა რომ დიდ მხატვრად არ მიმაჩნია თავი, ვთვლი რომ ნახატი გამომივიდა
რადგან მისი სულის თვისებები გამოვხატე. დაახლოებით ერთი თვე ვხატავდი და ამ
პროცესისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, რადგან ამ დროს მასთან განსაკუთრებულ
სიახლოვეს ვგრძნობდი.

81
2018 წელი. 31 იანვარი. სიზმარი ჩემს ნახატზე

სიზმარში ვხედავ რომ ოთახში ვარ სადაც მაგიდაზე მიქაელის დასრულებული ხატი დგას.
ოთახში სხვადასხვა ადამიანები შემოდიან და გადიან. უეცრად ბავშვობისდროინდელი
ორი ნაცნობი შემოდის. ყოველთვის მეტიჩარა გოგოები იყვნენ და მათთან ბევრ საერთოს
ვერასდროს ვპოულობდი. მიქაელის ხატს შეხედეს, მაგრამ მის ადგილას რატომღაც
ჩვეულებრივი პეიზაჟი აღმოჩნდა. ვერაფრით ვერ მივხვდი სად გაქრა მიქაელის ხატი და
ძებნა დავუწყე. ამასობაში კიდევ ვიღაც, ძალიან არასასიამოვნო აურის ადამიანი შემოვიდა
და მიქაელის ხატის ადგილას ის პეიზაჟიც გაქრა. ამჯერად უბრალოდ ცარიელი ფურცელი
იდგა! მე კიდევ უფრო დავიბენი და ნახატების გადარჩევა დავიწყე, რომ ხატი მეპოვნა.
უეცრად ოთახში ჩემთვის უცნობი, მაგრამ ძალიან სათნო გარეგნობის ქალბატონი
შემოვიდა და მიქაელის გამოსახულება ისევ დაბრუნდა ქაღალდზე. ქალბატონს
ნამუშევარი მოეწონა, გამესაუბრა და წავიდა.

82
მარტო რომ დავრჩი, ცარიელ ოთახს თვალი მოვავლე. მიქაელის გვერდზე ყოფნა ვიგრძენი,
თუმცა თვალით ვერ ვხედავდი.

- შენ აკეთებ ამას? - ვიკითხე ხმამაღლა, - თუ ასეა, დასტურის ნიშნად ეს გამომართვი, -


ვუთხარი და მაგიდაზე მდგარი ჩირების თეფში სივრცეში გავიშვირე. უეცრად თეფშიდან
ჩირი ჰაერში აფრინდა და გაუჩინარდა.

- ხანდახან მაშინებ ხოლმე! - სიცილით ვუთხარი და გამეღვიძა.

2018 წელი. ადამიანის სულთან მუშაობა

დავაკვირდი, რომ მიქაელთან ურთიერთობას გარკვეული პერიოდულობა ახასიათებდა.


ხან ძალიან ხშირდებოდა, ხან კი მას საერთოდ ვერ „ვხედავდი“, თუმცა კავშირის არსებობას
მუდმივად ვგრძნობდი. თავიდან მაშფოთებდა ასეთი „ჩავარდნები“ და მეგონა რომ მე
ვიყავი დამნაშავე. ან რამეს არასწორედ ვაკეთებდი, ან ცნობიერება არ მეჭირა სათანადო
სიმაღლეზე.

ერთხელ სიზმარში კითხვა დავუსვი - რატომ წყდება პერიოდულად მასთან კავშირი? მან
ვიზუალური სურათი გამომიგზავნა: ორი ადამიანი, თითოეული ბურღით ხვრეტს რაღაც
მასალას. ერთ-ერთი მათგანი პერიოდული დაჭერით მუშაობს და მისი მუშაობა
წარმატებით სრულდება. მეორე უწყვეტად აჭერს ბურღს, რაღაც მომენტში მასალა ნაპრალს
აჩენს და ტყდება.

მიქაელი:

- არსებობს ასეთი უნივერსალური კანონი, რომელსაც ჰქვია „მატერიის იგივე ატომის (?)
წინააღმდეგობის კანონი“, რაც უფრო ძლიერ ძალას მოსდებ მატერიას, მით უფრო
ძლიერად გეწინააღმდეგება. თუ ზედმეტი ძალისხმევა გამოიჩინე, მისი სტრუქტურა
დაირღვევა. თქვენ მატერიალურ სამყაროშიც არის ეს კანონი ფიზიკაში ფორმულირებული.
ადამიანის სულიერი სხეულებიც ნატიფ მატერიას მიეკუთვნებიან და იგივე კანონს
ემორჩილებიან. ამიტომ ადამიანების სულებთან ვმუშაობთ პერიოდულობის დაცვით.

2018 წელი. დაცვა მიქაელისგან

სიზმარში ვხედავ როგორ შემოდის მიქაელი ოთახში. ამჯერად მარტო არ არის. მთხოვს
რომ თვალებზე შავი ზონარი ავიკრა. მე თვალებს ვიკრავ, მაგრამ ამ ზონარშიც აღწევს მისი
ძლიერი ოქროსფერი ნათება, რომელიც თვალს მჭრის. მიახლოვდება და მის სიყვარულს

83
ვგრძნობ ჩემ მიმართ და ჩემგანაც საპასუხო გრძნობა აღიძვრება. მას მისი ანგელოზები
მოყვებიან, რომლებიც ოთახში წრიულად დგებიან. ეს ერთგვარი დაცვაა, რომელსაც ის ჩემ
გარშემო აყენებს.

ინტერნეტპოსტებიდან:

ქაოსის თეორია, პეპლის ეფექტი და ფრაქტალები

დღეს მინდა ქაოსის თეორიაზე დავწერო, რომელიც დღეს-დღეობით ერთ-ერთი


წამყვანთაგანია ფიზიკაში ორ დანარჩენ - კვანტურ და ფარდობითობის თეორიასთან ერთად.

ქაოსის თეორია არის დეტერმინისტული დინამიკის სფერო, რომელიც ამტკიცებს რომ ერთი
შეხედვით ქაოტური მოვლენები შეიძლება აიხსნას ჩვეულებრივი მათემატიკური
განტოლებებით, ხოლო ქაოსის ეფექტს განაპირობებს სისტემის კომპლექსურობა და არა ის,
რომ სისტემაში შემავალი კომპონენტები ერთმანეთთან შემთხვევით და არალოგიკურ
კავშირში იმყოფებიან. მარტივი სიტყვებით რომ ვთქავთ, ქაოსი სინამდვილეში წინასწარ
განპირობებული დინამიკაა, რომელიც ქაოტურად აღიქმება მისი შემადგენელი
კომპონენტების ბუნების და ურთიერთქმედების კომპლექსურობის გამო. ანუ, კიდევ უფრო
მარტივად რომ ვთქვათ - ქაოსი არ არსებობს! როგორც აინშტაინმა თქვა - Бог не играет в
кости!

ქაოსის თეორიას დღეს დღეობით გამოიყენებენ უამრავ სფეროში დაწყებული


ინფორმაციული ტექნოლოგიებით დამთავრებული მარკეტინგით, თამაშების თეორიით და
პროგნოზის ანალიზით.

მეცნიერულ კონტექსტში სიტყვა ქაოსს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ყოფით


სასაუბრო ენაში, სადაც ეს სიტყვა აღნიშნავს მოუწესრიგებლობას, განუსაზღვრელობას.
ქაოსის თეორიაში კი ეს სიტყვა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც სისტემა ავლენს ერთი
შეხედვით წესრიგის არ არსებობას, მაგრამ სინამდვილეში ექვემდებარება ფიზიკის კანონებს
და ამ კანონებთან შეთანხმებით ვლინდება. ქაოსის თეორიაში ამ სიტყვის სინონიმია
„დინამიური არასტაბილურობა“, რომელიც პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში
ფიზიკოსმა ჰენრი პოინკარმა ჩამოაყალიბა, როგორც შინაგანი მოწესრიგებულობის
არარსებობა ზოგიერთ ფიზიკურ სისტემაში.

ქაოსის თეორიას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: 1. როგორი რთული ქცევაც არ უნდა
ჰქონდეს სისტემას, ის ყოველთვის ეფუძნება წესრიგს, 2. ძალიან მარტივმა და მცირე
მოვლენამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან რთული და კომპლექსური შედეგები. ამ მეორე
კომპონენტს, რომელიც ედვარდ ლორენცის მიერაა აღმოჩენილი, ფიზიკოსების ენაზე ჰქვია
„საწყის მდგომარეობაზე მგრძნობიარე დამოკიდებულება“ (ინგ. sensitive dependence on initial
conditions).

84
ლორენცი რომელიც მეტეოროლოგი იყო მუშაობდა ამინდის თეორიული მოდელირების და
პროგნიზირების კომპიტერულ ალგორითმზე. მან ამინდის განმსაზღვრელი პარამეტრების
გარკვეული თანმიმდევრობისთვის გამოიანგარიშა შედეგი (ამინდის პროგნოზი) და
გადაწყვიტა შედეგის აღწარმოება (ანუ გამეორება). მან მის მიერ შემუშავებულ განტოლებაში
(ალგორითმში) ხელახლა შეიყვანა იგივე პარამეტრები, დატოვა კომპიუტერი
დასაანგარიშებლად და გავიდა ოთახიდან. როდესაც დაბრუნდა, მან აღმოაჩინა რომ
კომპიუტერმა ამოაგდო რადიკალურად განსხვავებული შედეგები. ანუ ამინდის პროგნოზი
ერთი და იგივე წინაპირობისთვის და ერთი და იგივე პარამეტრებისთვის მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა. საქმე იმაში იყო, რომ ლორენცმა ოდნავ დაამრგვალა განტოლებაში
შეყვანილი რიცხვები (მაგ. 0.506127-ის მაგივრად 0, 506), იმ იმედით, რომ შედეგში განსხვავება
თუ იქნებოდა, მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო. ამ ფენომენის შესწავლისას, ლორენცი მივიდა
დასკვნამდე რომ საწყისი მდგომარეობის უმცირესი ცვლილებაც კი (იმდენად მცირე, რომ
ვერც გაიზომება), იწვევს მომავლის წინასწარმეტყველების შეუძლებლობას. ეს იყო იდეა,
რომელიც ეწინააღმდეგებოდა კლასიკური ფიზიკის ცნებებს. (დღესდღეობით ამინდის
პროგნოზი მხოლოდ მოკლე ვადიანია და შეუძლებელია ისეთი ალგორითმის შემუშავება,
რომ ამინდის პროგნოზირება განჭვრეტილი იყოს სამუდამოდ თუ არა დიდ ვადებზე მაინც).

ნიუტონის ფიზიკის კანონები აბსოლუტურად დეტერმინანტულია (ანუ მიზეზ-შედეგობრივი).


ისინი ამბობენ, რომ თეორიულად მაინც, ზუსტი გაზომვები შესაძლებელია და თეორიულად
მაინც შესაძლებელია ფიზიკური სისტემის ქცევის თითქმის სრულყოფილად
წინასწარმეტყველება, თუ გაზომვები საკმარისად ზუსტია და რაც უფრო ზუსტია საწყისი
გაზომვები, მით უფრო ზუსტი უნდა იყოს მომავლის წინასწარმეტყველება.

ასტრონომიულ სისტემებზე დაკვირვებისას მეცნიერმა პოინკარმა აღმოაჩინა, რომ ორზე


მეტი ურთიერქმედებაში მყოფი ობიექტებისგან შემდგარ სისტემაში, საწყის გაზომვებში
უმცირესი ხარვეზიც კი იწვევს არანორმალურ გადაცდენას ამ ობიექტების ქცევის პროგნოზში
(ოღონდ საუბარია ხანგრძლივი დროის მომავალზე). ორი ან მეტი საწყისი პარამეტრის
ნაკრების განმეორებითი დაანგარიშებას, იმის მაგივრად რომ გამოეღო
აღწარმოებადი/განმეორებადი შედეგები, როგორც წესი აჩვენებდა მნიშვნელოვან
განსხვავებებს. პოინკარმა მათემატიკურად დაადასტურა, რომ თუ საწყისი მდგომარეობის
პარამეტრები გაიზომება მილიონჯერ უფრო ზუსტად, ეს არ ნიშნავს, რომ ასეთივე
პროპორციით შემცირდება პროგნოზის ცდომილება. ის მაინც დარჩება უსაშველოდ დიდი. ამ
ფენომენს დაერქვა „პეპლის ეფექტი“, რომელიც ასე ჟღერს: პეპლის ფრთების აქნევამ
ბრაზილიაში შეიძლება გამოიწვიოს შტორმი ტეხასში“! იმ ფაქტმა რომ ისეთმა მცირე
მოვლენამ როგორიცაა პეპლის ფრების აქნევა, შეიძლება მოახდინოს გავლენა ისეთ
გლობალურ მოვლენაზე როგორიცაა შტორმი სხვა ქვეყანაში, აჩვენა, რომ კომპლექსურ
სისტემებში ობიექტების ქცევის შორეული მომავლის (ინგ. Long-term) წინასწარმეტყველება
ფაქტიურად შეუძლებელია, იმის გამო რომ ამ ქცევაზე წარმოუდგენლად ბევრი ფაქტორი
ახდენს გავლენას და მიუხედავად იმისა რომ თეორიულად ეს ფაქტორები ისევე როგორც
ობიექტების ერთმანეთზე ზემოქმედება დეტერმინირებულია და შესაბამისად
მათემატიკურად გაზომვადია.

ქაოსის თეორია თავისთავად საინტერესოა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა, რომ 70-იან
წლებში ამ თეორიას დაემატა ფრაქტალების თეორია. ფრაქტალი წარმოადგენს
გეომეტრულ ფორმას/სტრუქტურას რომელიც თავისთავად აღმოცენდება (!) დინამიურად
ცვლად სიტემაში. ამ „თავისთავად აღმოცენებას“ ფიზიკოსებმა ცალკე ადგილი მიუჩინეს

85
გამოსაკვლევად (ინგ. Emergence phenomena). ანუ, როგორც მივხვდი ქაოტურ დინამიკაში
მოძრავი მატერია თვითორგანიზდება ფრაქტალების ფორმაში სუბატომური ნაწილაკების
დონეზეც კი (https://www.sciencenews.org/article/physicists-wrangled-electrons-quantum-
fractal?fbclid=IwAR0GsbyIiFHA52-8hdXNRCgz8TiXkUmYvmJCFt8rsAY8h-XW7X3BI9f5f04).
ფრაქტალების მთავარი თვისებაა ძირითადი გეომეტრული ფიგურის აღწარმოება სხვადსხვა
მაშტაბებში. მაგალითად სამკუთხედი შეიცავს სამკუთხედს, რომელიც თავის მხრივ შეიცავს
სამკუთხედს, რომელიც ასევე შეიცავს სამკუთხედს და ასე უსასრულოდ. აღმოჩნდა, რომ
ქაოსის დინამიკა თავისთავად ქმნის ასეთ სტრუქტურებს, რომლებიც ვლინდება ისეთ ერთი
შეხედვით რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში, როგორიცაა ბიოლოგია, ეკონომიკა და
კლიმატი. ის ნათლად ჩანს ბუნებაში, ბიოლოგიურ ფორმებში, როგორიცაა ლოკოკინის
ნიჟარა, ან ბროკოლის განტოტვები. ფრაქტალების შესწავლა 21-ე საუკუნის მეცნიერების
სფეროა და დიდ ინტერესს წარმოადგენს, რადგან ისეთი კანონზომიერებები, რომლებიც
უნივერსალურია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებისთვის ინტუიციურად სწორი მიგნება
უნდა იყოს სამყაროს აღსაწერად.

2018 წელი. 5 აპრილი. ზოგადი სულიერი ცნებები

ღამით გამეღვიძა. განსაკუთრებით მკაფიოდ ვიგრძენი მიქაელის გვერდით ყოფნა. მისი


ასეთი მკაფიო შეგრძნება, მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში ხდება. ისევ მომეხვია მისი
სიყვარულის და დაცვის ენერგია. ჩემი თავი პატარა არსებად დავინახე რომელიც რაღაცა
დიდი ძალით არის გარშემორტყმული და სამყაროს შემოტევებისგან დაცული. ეს
მფარველობა ჩემთვის გარკვეულწილად მარტოობის და სამყაროსთან გარიყულობის
შეგრძნებას ქმნის და ამავე დროს ასეთი თბილი და მოსიყვარულეა.

- ასე ჯობია, - გავიგონე მისი აზრი, - წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა და ყველაფერი


შემოგიტევს.

შემდეგ წამოვიდა ინფორმაციის ნაკადი. ჯერ ჩავთვალე რომ უნდა ავმდგარიყავი და


ეგრევე ჩამეწერა, მაგრამ როგორც კი კომპიუტერთან დავჯექი „შეცვლილი ცნობიერების“
მდგომარეობიდან უნებურად გამოვედი და „კავშირი“ დავკარგე. ისევ დავწექი და შევეცადე
ყველაფერი დამემახსოვრებინა, რომ შემდეგ დილით ჩამეწერა:

...ამ აზრების მიღებისას გავაცნობიერე რასაც მასწავლიდა ამდენი ხანი და რისთვისაც


ხდებოდა ყველაფერი.

ადამიანი გადადის ახალი ევოლუციის ეტაპზე. მან უნდა დაიბრუნოს სულიერი სამყაროს
„ხედვის“ უნარი და იხელმძღვანელოს არა შედეგობრივი მატერიალური სამყაროს არამედ
პირველადი სულიერი სამყაროს კანონებით. მხოლოდ ასეთი აზროვნების ჩამოყალიბება
გამოიყვანს ადამიანს სამგანზომილებიან მატერიაში ჩაკეტილობის ჩიხიდან და მას მრავალ
განზომილებაში გაუხსნის გზას. ეს ერთგვარი „სახლში დაბრუნების“ პროცესია.

86
მანამდე მინდა ვთქვა როგორ ხდებოდა მცნებების მიცემა ადამიანებისთვის. რაღაც ეტაპზე
საჭირო იყო მკაცრი, დეტალურად გაწერილი კანონები რომლებიც მატერიალურ
სამყაროში სწორ ქცევას ეხებოდა და უფრო ნორმატიულ აქტებს ჰგავდა, ვიდრე სულიერი
ცხოვრების წესებს. ასეთი წესები ყოველთვის ბევრია და განკერძოებულია ყველა შესაძლო
ცხოვრებისეულ გარემოებაზე, რადგან რაც უფრო დაბალია ადამიანის ცნობიერება, მით
უფრო დაბალია მისი „გულით გარჩევადობის“ უნარი. მას არ შეუძლია ადვილად
განასხვაოს სწორი არასწორისგან, ბოროტი კეთილისგან, ზოგადი მცნება მიუსადაგოს
კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას, ამიტომ დეტალური, ხშირად შიშით
კონტროლირებული ინსტრუქციები ჭირდება. ქრისტეს მოვლინებამ გარკვეულ დონეზე
წამოწია კაცობრიობის მენტალური და სხვა სულიერი ველები, რითიც აიწია კაცობრიობის
ცობიერების სიხშირე. მან ერთის მხრივ უფრო მაღალი ცნობიერებისთვის მისადაგებული
მცნებები დანერგა და მეორეს მხრივ საკუთარი თავის „მსხვერპლშეწირვით“ განაპირობა
კაცობრიობის კარმული განმუხტვა და დედამიწაზე თავისი ენერგეტიკული ფოკუსი
დააყენა. მრავალი ქრისტიანი წმინდანი გახდა მისი ენერგიის გამტარებელი.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ ქრისტეს მოსვლამდეც კაცობრიობას ევლინებოდნენ


„ცნობიერების ამაღლების“ სულები. ზოგი სახელი, როგორიცაა ბუდა ან კრიშნა, ცნობილია
და მათ თავიანთი ენერგეტიკული ფოკუსები დააყენეს შესაბამისი „სულიერი თვისებების“
ადამიანებისთვის. მათი მოვლინება იგივე მისიას ემსახურებოდა. ბევრი ასეთი სულის
სახელი არასდროს გახდა ცნობილი. ამ სულებს გარკვეული ადგილი უკავიათ სულიერი
იერარქიის დონეებზე.

ასევე არსებობდნენ შედარებით მცირერიცხოვანი დაჯგუფებები „რჩეულთათვის“ და მათ


თავისი მისია ეკისრებოდათ.

რაც უფრო მაღალი ცნობიერებისთვისაა სწავლება გათვალისწინებული, მით უფრო


მცირდება მასში „წესების“ რაოდენობა და მცნებები უფრო „აბსტრაქტული“ ხდება. მთელი
სულიერი და ფიზიკური სამყაროს კანონები შეიძლება ერთადერთ მცნებაში ჩამოაყალიბო,
რომელიც ყველა დანარჩენ და ყველა შესაძლო მცნებას მოიცავს. ეს არის: „შეიყვარე ღმერთი
და ყველა სულიერი და უსულო შენ გარშემო“. სამწუხაროდ რაც არ უნდა ლამაზად და
სწორედ ჟღერდეს ეს მოწოდება უპირობო სიყვარულისკენ, მხოლოდ ძალიან ამაღლებული
სულის ადამიანებს შეუძლიათ ამ მდგომარეობის მიღწევა.

ახლანდელმა ადამიანმა უნდა გაიმყაროს და დანერგოს „სულიერი კრიტერიუმებით


აზროვნების“ უნარი, რომ უპირობო სიყვარულის უნარამდე აიმაღლოს ცნობიერების
სიხშირე.

ამ კანონების ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება:

1. პირველი და ყველაზე მთავარი მცნებაა, რომ ყველა ცოცხალი არსების მატერიალურ


სამყაროში არსებობის აზრი არის მისი სულიერი სრულყოფა, რომელიც

87
ცნობიერების სიხშირის აწევასთანაა დაკავშირებული და ყველა მოქმედება
მატერიალურ სამყაროში ამ მთავარი პრინციპიდან უნდა გამომდინარეობდეს.
2. ადამიანის თავისუფალი ნება უპირობო კანონია, რომელსაც თვით დემონური
არსებებიც კი არ არღვევენ.
3. სამყაროს მართავს ამაღლებულ სულიერ არსებათა იერარქია, რომელთაგან
თითოეული ღმერთის გარკვეული ენერგიის გამტარებელია და ესე ვთქვათ მის
სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენს სხვადასხვა დონეებზე და სიხშირეებზე.
4. ისევე როგორც ნათელი ძალების იერარქია, ნებისმიერი ცოცხალი არსებაც ღმერთის
იპოსტასია. განსხვავება ცნობიერების დონეშია და ესე ვთქვათ ამ არსებაში ღმერთის
რეალიზაციის ხარისხში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ადამიანის როგორც
ღმერთის თვითგააზრებაში. თვითგააზრება წარმოადგენს საკუთარ თავში
ღმერთის ანუ პირველწყაროს არსებობის გააზრებას და მაქსიმალურ რეალიზაციას
კონკრეტული ინდივიდუმის დონეზე. რაც უფრო დიდია ამ გააზრების დონე, მით
უფრო ფართოვდება ცოცხალი არსების ცნობიერება და მისი „მე“ ნელ-ნელა უფრო
დიდ ეგრეგორებს მოიაზრებს. რაც უფრო მაღალია ცოცხალი არსების ცნობიერების
სიხშირე, მით უფრო დიდ ეგრეგორთანაა იგი გაიგივებული და ამ ეგრეგორში მყოფ
ცოცხალ არსებებთან ერთობის შეგრძნება უფრო ძლიერია, რის გამოც
ნიჰილირდება „მე“-ს ვიწრო, ცენტრისკენული აზროვნება. დაბალი თვითგააზრების
არსებებს ცენტრისკენული ცნობიერება აქვთ. მათ მკვეთრად მოხაზული „ეგოს“
ფარგლები აქვთ და „თავისნაირების“ ველში დისკრეტულები არიან. უფრო მაღალი
სულიერების არსებებში „მატერიალური მე“ წაშლილია სხვა „თავისნაირებთან“
უდიდესი ერთობის შეგრძნებაში, თუმცა ინდივიდუალურობა ყოველთვის
შენარჩუნებულია, ღმერთის ინდივიდუალური „თვითგააზრების“ გამო.
მაგალითად, ჩვენ (ვისაც თქვენ ანგელოზებს ეძახით) ერთმანეთს ვგრძნობთ
როგორც ერთიან ორგანიზმს, მაგრამ ვინარჩუნებთ ინდივიდუალობას, მაშინ როცა
ადამიანებს უჭირთ ერთობის შეგრძნება და ძლიერად განვითარებული „ეგო“ აქვთ.
თითოეული ცოცხალი არსების სული თავისი მრავალსაუკუნოვანი
რეინკარნაციების შედეგად „ილექავს“ „სულიერ თვისებებს“, რომლებიც მის
ინდივიდუალობას ძერწავს და მის ე. წ. უმაღლეს „მე“-ს წარმოადგენს განსხვავებით
იმ „ერთჯერადი“ „მე“-სგან, რომელიც თითოეულ ინკარნაციაში ავლენს თავს და
თითოეული ინკარნაციის მერე ნიჰილირდება. სწორედ „ფიზიკურ მე-სთან“ არ
უნდა გააიგივოს თავი ადამიანმა და უმაღლესი „მე“-ს კატეგორიებით დაიწყოს
ცხოვრება.
5. ცოცხალმა არსებებმა უნდა იპოვონ თავისი ინდივიდუალური „ტალღა“, თავისი
ღვთაებრივი ენერგიის ტიპი, რისი გამტარებლებიც გახდებიან მატერიალურ
სამყაროში. ეს „ტალღა“ განპირობებულია მათი მრავალი ინკარნაციის
განმავლობაში გამომუშავებული/დაგროვილი სულიერი თვისებებით და
„სიცოცხლის ხე“-ში მათი გენეოლოგიური მიკუთვნებით. ამ „სულიერი
გენეოლოგიით“ ადამიანი კონკრეტულ „მასწავლებელს“ „მოსწავლედ“ ეკუთვნის
(კონკრეტული ნათელი იერარქის სულიერი შთამომავალია). ეს სულიერი
მასწავლებელი ადამიანმა უნდა მონახოს გულის კარნახით და გაამყაროს მასთან
კავშირი, რადგან ის იქნება მისი გზამკვლევი და ცნობიერების ამწევი.

88
„სიცოცხლის ხე“ ასევე ერთგვარი ფრაქტალური სტრუქტურაა, რომელიც სხვადასხვა
მაშტაბებში ვლინდება. მას როგორც ყველა ფრაქტალურ სტრუქტურას, თავისი გეომეტრია,
მათემატიკური სტრუქტურა და მასთან შეჭიდული „პრინციპი“ აქვს. საკრალური
გეომეტრია, მაგიური გეომეტრიული ფიგურები და ნუმეროლოგია რომელიც როდესღაც
ხელმისაწვდომი იყო ადამიანებისთვის, სწორედ ამ ფრაქტალების „მათემატიკასთან“ და
„პრინციპთან“ არის დაკავშირებული. ფრაქტალები პირვანდელი ღვთაებრივი ენერგიის,
გარკვეული „პრინციპით“ გარდატეხის და გატარების სტრუქტურებია, რომლებიც
სხვადასხვა განზომილებებში „პულსირებენ“ უმცირესიდან უდიდესისკენ და პირიქით.
მათი ცოდნა უმაღლეს საკრალურ ცოდნას წარმოადგენს, რომელიც შესაბამისი ენერგიების
მართვის ძალაუფლებას იძლევა. მაგალითად 7 საკრალური რიცხვია რომელიც
კონკრეტულ ფრაქტალს ახასიათებს და მას ეგ. წ. „აღმავლობის“ პრინციპი შეესაბამება.

სიცოცხლის ხე როგორც ფრაქტალური სტრუქტურა შეიძლება იყოს როგორც


ინდივიდუალური ადამიანი, ასევე კაცობრიობა და სრულიად ცოცხალი არსებები.

კაცობრიობის დონეზე წარმოდგენილ სიცოცხლის ხეში, თითოეული ტოტი მაღალ


სულიერ იერარქს წარმოადგენს, მისგან გამომავალი მცირე ზომის ტოტები ადამიანების
კონკრეტულ „უმაღლესს მე“-ებს, რომელიც ამ კონკრეტული სულიერი იერარქის
ეგრეგორში ევოლუციონირდნენ, ხოლო ფოთლები - ერჯერად ინკარნაციებს. შენ როგორც
უკვე იცი, ჩემ სულიერ შტოს მიეკუთვნები.

„სიცოცხლის ხე“ როგორც მიკროკოსმის ასევე მაკროკოსმის დონეზე შემდეგ „პრინციპს“


მოიაზრებს - იგი ფესვებით მატერიალურ სამყაროში დგას და ტოტებით ზეციურ
სამყაროში. სამყაროს ევოლუცია ამ ფრაქტალის განვითარებას წარმოადგენს.
ინდივიდუალურ დონეზე ადამიანი უნდა გახდეს სრულყოფილი „სიცოცხლის ხე“,
რომელიც თავისი თავით ზეციერ სამყაროს მიწიერ სამყაროსთან დააკავშირებს.
კაცობრიობის დონეზე „სიცოცხლის ხე“ იგივე პრინციპის მატარებელია. რაც უფრო მაღლაა
მისი ტოტი განლაგებული მით უფრო მაღალი იპოსტასის იერარქს ეკუთვნის იგი. თუმცა
„მაღალი“ და „დაბალი“ არ მოიაზრება როგორც „უკეთესი“ და „უარესი“. ყველაფერი თავის
ადგილზე და თავისი ფუნქციით არის თვითკმარი და სრულყოფილი. კიდევ უფრო დიდ
მაშტაბში ხის სტრუქტურა აქვს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროთა კავშირს. მის
აღწერას სხვადასხვა ქვეყნების მითოლოგიაში შეხვდები. გაიხსენე სკანდინავიური
„სიცოცხლის ხე“- იგდრასილი. სკანდინავიური მითოსის სამყაროთაშორისი
მოგზაურობისთვის განკუთვნილი ცისარტყელისებრი ხიდიც, რომელიც შენ შენ სიზმარში
ჩრდილოეთის ციალს მიამსგავსე (იხ. „სხვა სამყარო“), რეალობაა...

89
2018 წელი. 16 აპრილი. თაიგული

ღამე რამდენჯერმე გამეღვიძა. საათს შევხედე. ოთხი სრულდებოდა. ჩემი მეუღლე მისაღებ
ოთახში რაღაცეებს საქმიანობდა. მასაც უძილობა ჰქონდა. ბოლოს როგორც იქნა დამეძინა
და დამესიზმრა რომ:

ოთახში ვარ. მგონი წერაქვია, მაგრამ ოთახს ვერ ვცნობ. გარშემო ნახევრადსიბნელეა და
ნივთები უცნაურ მეტამორფოზას განისცდიან. ყველაფერი ცოცხალივით ბორგავს და
მოძრაობს. მაგიდაზე ჩარჩოში ჩასმული სურათებიც კი სახეს იცვლიან. ყურში ხმები
მეჩურჩულებიან. დემონური ენერგიები მკვრივდება გარშემო. დახმარებისთვის სამჯერ
სახელით ვუხმობ მიქაელს და თვალებზე შავ ზონარს ვიხვევ როგორც ყოველთვის ბოლო
დროს, რომ მისი ძლიერი ნათებისგან დავიცვა თავი.

უეცრად გამეღვიძა იმისგან რომ კარზე ზარია. გაკვირვებულმა საათს შევხედე. დილის 5
საათია, ჯერ არ გათენებულა. უნებურად ვფიქრობ ვინ შეიძლება დაგვადგეს შუა ღამით.
ჩემი ქალიშვილი ბაქოშია წასული და დილით ჩამოდის. სახლის დაცვის ბიჭებიდან ხომ არ
არის ვინმე? რამე ხომ არ მოხდა?

გავიგონე როგორ მივიდა ჩემი ქმარი კართან. მამაჩემიც კი გამოვიდა ოთახიდან. მეუღლემ
კარი გააღო და ვიღაცას ჩუმად ესაუბრა. მერე გაკვირვებით გამომხედა და კარში მდგომი
შემოიპატიიჟა. ჩემთან ოთახში შუა ხნის ქალბატონი შემოვიდა. ხელში ყვავილების დიდი
თაიგული ეჭირა. შემოვიდა და თაიგული მომაწოდა. მე გაოგნებულმა შევხედე.

- Это от кого? - ვკითხე რატომღაც რუსულად.

- От Него! - ჩუმად მიპასუხა, ისე რომ ჩემი უმცროსი შვილი არ გაეღვიძებინა, რომელსაც
გვერდზე ლოგინში ეძინა.

ყურებს ვერ ვუჯერებდი.

- Не может быть... - ვუპასუხე დაბნეულმა.

- Он же обещал, - მიპასუხა ქალმა. აშკარად მსგავსი დაპირება არ მახსოვდა. მარცხენა


თვალზე თითით მიქაელის ნიშანი დამაწერა და გასასვლელად გაემართა. გზად შეყოვნდა
და რაღაცას შეხედა ჩემ საწერ მაგიდასთან. არა იმ ადგილას, სადაც მიქაელის ნახატი ეკიდა,
არამედ, სადაც ეს ნახატი იდგა, როცა იხატებოდა!

- Похож! - თქვა და კარში გავიდა. ყვავილებს თვალი მოვწყვიტე და შევეცადე ქალბატონი


გამეჩერებინა. მივაძახე რომ კიდევ მოსულიყო, მაგრამ ის აღარ ჩანდა. ისევ თაიგულს
შევხედე. რა ნაცნობი ყვავილია და ნაცნობი სუნი. ეს ხომ აყვავებული ჟასმინის ტოტებია!
თაიგული ჩავიხუტე და ვინატრე რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ ყოფილიყო.

და გამეღვიძა...

90
სინანულით გავიფიქრე რომ მიქაელის საჩუქარი ვერ გადმომყვებოდა რეალობაში. უცებ
რატომღაც თვალწინ წარმომიდგა, რომ ჩემი ქმარი დილით უმცროსი შვილის სკოლაში
გაიყვანისთანავე, უკანა გზაზე აუცილებლად მიყიდიდა თაიგულს... რის თაიგულს?
იასამნის! ჟასმინს ვერ იშოვის. მერე შემოვა ოთახში იასამნის თაიგულით და მეტყვის: -
„რადგან შენ თქვი რომ ტოტების მოტეხვით, ბუჩქი არ კვდება, ამიტომ გადავწყვიტე
იასამნის ყიდვა!“

ამ ფიქრებით ჩამეძინა.

ერთ საათში გამეღვიძა იმისგან რომ მეუღლემ შემოიხედა.

- შემოდი, აღარ მძინავს! - ვეუბნები მე.

მეუღლე შემოდის და ხელში დიდი იასამნის თაიგული უჭირავს.

- რადგან შენ თქვი რომ ტოტების მოტეხვით, ბუჩქი არ კვდება, ამიტომ გადავწყვიტე
იასამნის ყიდვა! - მეუბნება და თაიგულს მაწვდის!..

91
* * *

მიქაელი:

- ჩემი თაიგული შექმნისთანავე განხორციელდა ფიზიკურ სივრცეში შენი ქმრის ნაჩუქარი


იასამნის სახით, მაგრამ ჩემი თაიგული კიდევ დიდხანს არ დაჭკნება!

მოგვიანებით ჩამატებული:

რას ნიშნავდა თაიგულის არ დაჭკნობა მერე მივხვდები, როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით
ხან ვინ და ხან ვინ დაიწყებს ჩემთვის ყვავილების ჩუქნას. ხან ჩემი დამხმარე მანანა
სოფლიდან მომიტანს, ხან მებაღე მომიწყვეტს ჩვენი ეზოს გაზონიდან. ერთი თაიგული
გახმობას ვერ ასწრებს, რომ მეორეს მჩუქნიან. სურათების გადაღებაც კი დავუწყე.
მაინტერესებს როდის დამთავრდება ეს ყვავილების „ცვენა“!.

კიდევ მოგვიანებით ჩამატებული:

ყვავილების ჩუქება მთელი ზაფხული გაგრძელდა.

2018 წელი. 29. აპრილი. ადამიანებისთვის თხოვნის უფლება

გუშინ წერაქვში ავედით. გზად საოცარი ხედებით ვტკბებოდით. გაზაფხულმა სრული


სილამაზით გამოავლინა თავი. ყველაზე უჟმური და უღიმღამო დასახლებებიც კი ფერადი
ყვავილების ხალიჩებით იყო დამშვენებული. ბუნებაში ყოფნისგან ენერგიით დავიმუხტე
და ამ სილამაზის ცქერით დიდი სიამოვნება მივიღე, მაგრამ ამ სიამოვნებას მეორე მხარეც
გამოუჩნდა. შევამჩნიე, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო მიჭირდა კიბეზე ასვლა.
მეორე სართულზე ასვლა წელს შეიძლება სულ არ გამომივიდეს და ჩემი საძინებლის
მაგივრად პირველ სართულზე, საერთო ოთახში მომიწიოს დაძინება. სიმწრით გავიაზრე
რომ წელს უარესად ვარ ვიდრე შარშან. შარშან უარესად ვიდრე შარშან წინ და ას. შ.
მიუხედავად ჩემი დაუღალავი მკურნალობებისა ჩემი მდგომარეობა სტაბილურად
უარსედება!

სახლში დაბრუნებისას ძლიერი დაღლილობა ვიგრძენი. მამაჩემიც დაიღალა და დაწვა.


ჩემი უმცროსი შვილიც უხასიათოდ ბოდიალობდა ოთახში და არ იცოდა რითი
დაკავებულიყო. შიმშილს ვერ ვგრძნობდი, მაგრამ უზომო დაღლილობის ცოტა მაინც
განსაქარვებლად რამე უნდა მეჭამა, მაგრამ არც ადგომის თავი მქონდა და არც მამაჩემის
შეწუხება მინდოდა. ძალები მოვიკრიბე და სამზარეულოში გავედი, მაგრამ ორი
ყავარჯნით ბევრი ვერაფრის წაღება-წამოღებას შევძლებდი და ვერც ფეხზე დგომა შევძელი

92
დიდხანს. სკამზე დავეცი და პირველივე რაც მაგიდაზე ყველაზე ახლოს იდო, გადავიღე -
შოკოლადის კექსი, რომელიც ჩემთვის არ შეიძლება. ხვალ ამ კექსისგან შეიძლება ცუდად
გავხდე, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს. საკუთარი უსუსურობისგან ცრემლები მომერია. კვებაში
მაინც რომ არ ვიყო სხვებზე დამოკიდებული რა მოხდებოდა?

ლოგინამდე მივბოდიალდი და სრულიად გამოფიტული დავეგდე. არც შოკოლადის კექსმა


აღმიდგინა ენერგია. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ დაბრუნდნენ მეუღლე და ქალიშვილი,
როგორ დაწვა უმცროსი ბიჭი. დამძიმებული გულით და უიმედობის განცდით დამეძინა.

ღამით გამეღვიძა. ჩემს ჯანმრთელობაზე და ბუნდოვანი მომავალის ფიქრებში ვიყავი,


როდესაც ვიგრძენი „ამაღლებული სულის“ თანამყოფობა. ამ სულს ვიცნობდი. ეს ის იყო,
რომელიც ადრე „მოსაუბრე ვარსკვლავად“ დამესიზმრა და მისკენ მიმავალმა გზამ
სიზმარში „სამოთხეში“ მიმიყვანა. ეს ის იყო, ვისაც ერთხელ წერაქვში „ვესაუბრე“ ჩემ ერთ-
ერთ ხილვაში. მომინდა მისთვის „ღმერთი“ მეწოდებინა, მაგრამ მას სახელი ჰქონდა. ეს
სახელი ამოტივტივდა ჩემ გონებაში, მაგრამ ვერ გავბედე მეთქვა. „იქნებ ვცდები...“. ამ
სულისგან მამობრივი სიყვარული, უსაზღვრო სიკეთე და სიბრძნე მოდიოდა. დავინახე
რომ ეს არის ძველი მონოთეისტური რელიგიის „მამა ღმერთი“, რომელსაც მეც
მივმართავდი ხოლმე ჩემ ლოცვებში. მან მაგრძნობინა რომ ის ჩვენი პლანეტის
კაცობრიობის ევოლუციის იერარქია, მაგრამ ისიც ეთაყვანება „პირველწყაროს“. „დავინახე“
როგორ სცემენ თაყვანს ადამიანები (რატომღაც თეთრი თმებით) „პირველწყაროს“,
ვიგრძენი როგორ უდიდეს სიამოვნებას იღებენ ამ ურთიერთობისგან. „პირველწყარო“
თეთრ ნათებად აღიქმებოდა, რომელიც აბსოლუტური გონის მატერებელია და სამყაროს ან
შეიძლება სამყაროების არსებობა მისი გამოვლინებაა. თითოეულ პლანეტას თავისი
იერარქი, თავისი „ღმერთი“ ჰყავს, მაგრამ „პირველწყარო“ ერთია. თვალნათლივ დავინახე
რომ ისტორიის მანძილზე ადამიანები „ღმერთებს“ უწოდებდნენ იერარქიის სხვადასხვა
წარმომადგენლებს.

- Я не жалуюсь... нет... - ვუთხარი მე - Я знаю законы и в моей болезни кроме себя мне винить
некого...

- ნათელი არსებები ადამიანის სულიერ ევოლუციას შეგნებულად ემსახურებიან, ხოლო


დემონური არსებები შეუგნებლად, მაგრამ კარმის კანონების მიხედვით საბოლოო ჯამში
ისინიც იგივე სამსახურს ასრულებენ. ასეთია დუალური სამყაროს კანონები - მითხრა
ღვთაებრრივმა სულმა.

- რატომაა ოღონდ ეს ევოლუცია ასეთი სატანჯველი... - წუხანდელი ფიქრებმა თავისი


მათქმევინეს.

-სულის გამოთავისუფლება მატერიის ილუზიიდან საერთოდ მძიმედ მიმდინარეობს,


მაგრამ ეს სიმძიმე დაბალი ცნობიერების ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. მაღალ
ცნობიერებაში, რაც არ უნდა მძიმე იყოს ადამიანის ცხოვრების გზა, მისი კავშირი
„პირველწყაროსთან“ გაძლიერებულია და უწყვეტი ნეტარების განცდას ანიჭებს, რის გამოც
მისი „ტვირთი მძიმეცაა და მსუბუქიც“.

93
- მომიყევი ნათელი ძალების იერარქიის სტრუქტურაზე, - ვთხოვე მე, რადგანაც ეს თემა
განსაკუთრებით მაინტერესებდა, მაგრამ პასუხი ვეღარ მივიღე. ვიგრძენი, როგორ
დამებინდა გონება და ძილმა ჩამითრია.

დილისკენ ასეთი სიზმარი ვნახე:

რატომღაც თელავის სახლში ვიყავი, სადაც ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს


ვატარებდი ხოლმე. სახლში უამრავი ნაცნობი და უცნობი ადამიანი ირეოდა. მე რატომღაც
ერთ ახალგაზრდა ფეხმძიმე გოგოსთან ერთად ვიყავი. რატომღაც ვიცოდი, რომ ამ გოგოს
ვერაფრით ვერ უჩნდებოდა შვილი. არაერთხელ მოეშალა მუცელი და ახლაც იგივე ელოდა.
მამაჩემს ვკითხე - ნუთუ ვერაფრით ვერ ვუშველით?

- ვერა, - მიპასუხა მამამ, - მოეშლება აუცილებლად.

მე და ახალგარზრდა გოგო მარტოები დავრჩით. ვგრძნობდი ყველაფერს რაც გადაიტანა


ბავშვის გაჩენის სურვილით და გული მიმძიმდებოდა. უეცრად ვიგრძენი როგორ ამტკივდა
მუცელი. მასაც ტკიოდა და მე რატომღაც მის ფიზიკურ და სულიერ ტკივილს საკუთარ
თავზე ვგრძნობდი. ჩემ თავში ვგრძნობდი როგორ მოწყდა მუცელში ნაყოფი და როგორ
დაიწყო საშვილოსნომ საშინელი ტკივილებით შეკუმშვა რომ ეს ნაყოფი გარეთ გამოედევნა.
მასთან ერთად მეც იატაკზე ჩავიკეცე. ვგრძნობდი, როგორ ფიზიკურზე მეტად მტკიოდა
გული. ახალგაზრდა გოგოს ოფლი ასხამდა და საშინელ ტანჯვებში იკრუნჩხებოდა.
უზომოდ მეცოდებოდა და მასთან ერთად ვტიროდი. სრულიად მკაფიოდ ვხედავდი, რომ
ეს ადამიანი არ შეეშვებოდა და იქამდე შეეცდებოდა ბავშვის გაჩენას, სანამ არ მოკვდებოდა.
მკვდარი ნაყოფი ჯამში ჩავდე და ტკივილით ვუყურებდი. უეცრად ისევ ვიგრძენი
წეღანდელი ღვთაებრივი სულის თანამყოფობა და სრულიად მკაფიოდ გავაანალიზე, რომ
უფლება მაქვს ამ ადამიანისთვის ღმერთს დახმარება ვთხოვო. მოულოდნელად ჯამიდან
მოწყვეტილი ბავშვის გვამი გაქრა. თვალებს ვერ ვუჯერებდი.

- Неужели у меня есть право просить за людей?.. - ვიკითხე, მაგრამ პასუხი ისედაც ცხადი
იყო. ახალგაზრდა გოგოს მივვარდი და ვუთხარი, რომ უნდა ვილოცოთ და ღმერთი მას ამ
საშინელ წყევლას მოაშორებს. ერთმანეთს ხელები მოვკიდეთ, მაგრამ უეცრად ჩვენ ოთახში
უცნობმა ადამიანებმა დაიწყეს შემოსვლა და ლოცვის საშუალებას არ გვაძლევდნენ. მე
ღმერთს დახმარება ვთხოვე და მაშინვე ციდან რაღაც ისეთი გადმოვარდა, რამაც ამ
ადამიანების ყურადღება მიიპყრო და თავი დაგვანებეს.

მე და ახალგაზრდა გოგომ ვილოცეთ და ვიგრძენი, რომ აწი ის ბავშვის გაჩენას მოახერხებს.


ის ადამიანიც დავინახე, ვისაც უნდა გაყოლოდა რომ „ღირსეული“ ბავშვი გაეჩინა.

ენით აუღწერელი ბედნიერება დამეუფლა. ბედნიერებისგან, შეიძლება ითქვას,


დავფრინავდი და ამ გრძნობით გამეღვიძა. ღვთაებრივი სული ისევ ჩემთან იყო.

- Неужели у меня есть право просить за людей? - დავუსვი ისევ იგივე კითხვა. მერე ფიქრით
მიქაელს დავუკავშირდი და ვიგრძენი რომ ისიც აქ იყო. მისგან რატომღაც ღელვის და
შეცოდების გრძნობა მოდიოდა.

94
- Я найду многих, за которых буду просить! - ვუთხარი ღვთაებრივ სულს ნიშნისმოგებით.

- Нет... - უეცრად მიპასუხა მან, - Немногих ты найдешь.

გაკვირვებით მივუბრუნდი მიქაელს და მისი აზრები მივიღე:

- Ты же знаешь закон. Многие души проходят испытания получая уроки жизни и изживая
карму. Лишая их страдания на этом этапе, значит остановить их духовное продвижение.
Просить можно только за тех кто изжил карму, как эта девушка готовая отдать жизнь, только
бы иметь ребенка. Тебе придётся всецело пропускать через сердце всю их боль и
переживания, иначе ты не поймешь их кармического статуса. А это очень тяжело...

მისმა სიტყვებმა დაჩრდილეს ჩემი პირვანდელი აღტკინება. ბოლო პერიოდში


ყველანაირად ვცდილობდი მოვრიდებოდი ნებისმიერ ნეგატივს. ამის გამო თითქმის არ
ვუყურებდი ახალ ამბებს და სოც-ქსელებშიც ზედმეტად მძიმე სტატიებს ვარიდებდი თავს,
იმიტომ რომ ნეგატიური განცდების შედეგად ფიზიკურად ვსუსტდებოდი და ჩემი
დაავადება ძლიერდებოდა. ისეთმა ტრივიალურმა ნერვიულობამაც კი როგორიცაა კბილის
ექიმთან ვიზიტი გამოიწვია გამწვავება. რაღა ვილაპარაკო მძიმე სულიერ განცდებზე...

2018 წელი. 3 მაისი. რეალობის ილუზორობა

მესიზმრება ასეთი რამ:

ვითომ ვარ მაღალი, შავთმიანი, ფორმებიანი ქალბატონი - მსუბუქი ყოფაქცევის!


კლიენტთან შევდივარ რომელიც ერთი საზიზღარი მოხუცი კაცია. გარდა ამისა, მე იმ
მსუბუქ ყოფაქცევის კატეგორიის ქალებს მივეკუთვნები რომლებიც ამისგან სიამოვნებას
იღებენ.

ჩემში ამ საზიზღარი კაცის მიმართ ჩემდა გასაკვირად ვნება ჩნდება, მაგრამ ვნებასთან
ერთად აღშფოთების და აბსურდის გრძნობა საშინელ შინაგან წინააღმდეგობას აღძრავს.
ვგრძნობ რომ რაღაც არანორმალური ხდება. რაღაც ისეთი, რაც შეუძლებელია, რომ
მოხდეს. შინაგანი პროტესტი ზვავივით გორდება და სიბრაზეში გადადის. უეცრად
მიქაელი მახსენდება და მასთან ერთად საკუთარი თავი.

- Этого не может быть! - ვიძახი ხმამაღლა და უაღრესი აღშფოთებითა და სიბრაზით, ხელის


მოქნევით ვამტვრევ სიზმრის „რეალობას“, რომელიც დამსხვრეული სარკის ათასფეროვან
ნამსხვრევებად აქეთ იქით მიფრინავს. წამიერად მიელვებს აზრი რომ თურმე ასეც
შეიძლება დაამსხვრიო სიზმრის სამყარო და აღშფოთებულს მეღვიძება. გვერდზე
მიქაელის ყოფნას ვგრძნობ და გაკვირვებითა და წყენით ვეკითხები:

- ეს რა ხუმრობაა?!

95
- მაპატიე, მაგრამ ეს ის იშვიათი სცენარია, სადაც შენ გარკვევით აცნობიერებ სიზმრის
„რეალობის“ ილუზორობას, მიუხედევად იმისა რომ თვითიდენტიფიკაცია ისეთივე
ძლიერი უნდა იყოს როგორც მატერიალურ სამყაროში. მე მინდა რომ შენ ასევე
გააცნობიერო ამ მატერიალური სამყაროს ილუზორობაც და ასევე დაამსხვრიო! გაიხსენე
შენი ჭეშმარიტი არსი!

ამ წინადადებას არაერთხელ მეტყვის. მაგრამ ეს რეალობა ჯერ ჯერობით ძალიან „მყარია“


ჩემთვის!

ადრე ნანახი მსგავსი სიზმარი გამახსენდა სადაც სიზმარში რამდენჯერმე მიყოლებით


მეღვიძებოდა. ყოველი ახალი გამოღვიძებისას რეალობა უფრო და უფრო „რეალურად“
აღიქმებოდა. ბოლოს ჩვენ რეალობაში გავიღვიძე და ტელეპატიური გზავნილი მომივიდა,
რომ აქედანაც უნდა „გამეღვიძა“. ჩემი გონება თითქოს ზევით ადიოდა და
ფართოვდებოდა, მაგრამ ამასთანავე თითქოს ხმები ჩამესმოდა, რომლებიც ქვევით
მექაჩებოდნენ - მესმოდა როგორ მეძახდა ჩემი ბიჭი, როგორ მებღაუჭებოდა ტანსაცმელზე
უფროსი შვილი, როგორ მიხმობდა ვალდებულებები სამსახურში და ეს ყველაფერი ამ
სამყაროდან გასვლის საშუალებას არ მაძლევდა. გონებაში საოცარი დისკომფორტი
გამიჩნდა, თითქოს რაღაცა იკვანძებოდა და იძაბებოდა. ბოლო-ბოლო საბოლოოდ
გამოვიფხიზლე თავი.

ცნობიერების აწევის პროცესი

დედაჩემი რომ ცოცხალი იყო და წერაქვში იესოსთან შეხვედრაზე მოვუყევი, მახსოვს


ვაკვირდებოდი როგორი რეაქცია ექნებოდა. ჩემი მონაყოლი სრულიად წარმოუდგენლად
ჟღერდა, მაგრამ ის ხომ ყველაზე უკეთ მიცნობდა და უნდა დაეჯერა. და დამიჯერა კიდეც.
მაშინ მითხრა, რომ ასეთი ცოდნა, მხოლოდ ჩემთვის, დასანანია. მაგრამ მერე თითქოს აზრი
შეიცვალა და თქვა რომ ნერვიულობს, იმიტომ რომ ასეთი მგრძნობელობა სულიერი
სამყაროების მიმართ ადამიანს ძვირად უჯდება და მირჩია, რომ ამისთვის თავი
დამენებებინა და როგორც ყველას ისე მეცხოვრა. მაგრამ როგორ უნდა დამენებებინა თავი
იმისთვის რაც ჩემი არსი იყო?

- რისთვის მასწავლი ამ ყველაფერს? ვერავის ამ თემაზე ვერ ველაპარაკები და არც იმაში


ვარ დარწმუნებული რომ ჩემს ნაწერს ვინმე წაიკითხავს ახლობლების გარდა... - ვკითხე
ერთხელ მიქაელს, რაზეც შემდეგი მიპასუხა:

- ხშირად არ არის აუცილებელი მატერიალურ განზომილებაში აქტიური მოქმედება,


იმისთვის რომ საქმე შედგეს. როგორც კვანტური ნაწილაკები არიან ე. წ. „კვანტური
ჩახლართულობით“ ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ასევე ადამიანები არიან
ერთმანეთთან სხვადასხვა უხილავი კავშირებით გადაბმულნი. გაიხსენე ფრაქტალების
პრინციპიც. დიდი იმეორებს მცირეს და მცირე დიდს. ერთი ადამიანის ცნობიერების აწევა
ავტომატურად იწვევს მასთან „ჩახლართული“ ადამიანების ცნობიერების აწევას.

96
წარმოიდგინე როგორც ნაჭერი, რომლის ერთი წერტილის წამოწევისას, გვერდზე
ადგილებიც იწევა. არ იფიქრო რომ ეს მხოლოდ ერთი სივრცეა. უნდა ისწავლო ბევრ
განზომილებებში ერთდროულად აზროვნება. ეს შეიძლება იყოს მენტალური სივრცე,
კარმული სივრცე, ქვეყნის ეგრეგორის სივრცე და ას. შ. ცნობიერების აწევა ნიშნავს
ცნობიერების უფრო მაღალ სიხშირეზე ვიბრირებას. ამ სიხშირეზე ადამიანებს შესაბამისი
მაღალი იდეების მიღების უნარი ეძლევათ - როგორც რადიომიმღები რომ ახალ, უფრო
მაღალი სიხშირის ტალღაზე დააყენო... სხვა სიტყვებით ის აზრები, რაც შენ მოგდის თავში,
მათაც მოუვათ, როგორც საკუთარი აზრები. როგორ ფიქრობ, რატომ ხდებოდა ხოლმე
ყოველთვის რომ დიდი სამეცნიერო აღმოჩენები ან იდეები ერთდროულად სხვადასხვა
ადამიანებს მოსდიოდათ თავში? ახალი იდეები უკვე „ტრიალებს სივრცეში“ და შესაბამისი
აზრობრივი კონსტრუქციები უკვე შექმნილია, მთავარია „მიმღებების“ კრიტიკული
რაოდენობა შედგეს! გაიხსენე რა გითხრა კრიშნამ! ეხლა მნიშვნელოვანი პერიოდია
კაცობრიობის ცხოვრებაში, რადგან მატერიალური ინტელექტის განვითარებამ იმ საშიშ
ზღვარს მიაღწია, როდესაც თუ ცნობიერების სიხშირე მას ვერ „დაეწია“, კაცობრიობამ
შეიძლება საკუთარი თავი გაანადგუროს. განვითარებული მატერიალური ინტელექტი და
დაბალი ცნობიერება საშიში კომბინაციაა. სხვა სიტყვებით მეცნიერული მიღწევები და
დაბალი მორალია საშიში კომბინაცია, რადგან ეს მიღწევები შეიძლება პლანეტის და
კაცობრიობის განადგურებას მოხმარდეს. გარდა ცალკეული ადამიანებისა, რომლებიც
ცნობიერების აწევაზე მუშაობენ, ცნობიერების სიხშირის აწევა ხდება ერთგვარი
დასხივების მეშვეობით. გაიხსენე ის სიზმარი სადაც გაჩვენეთ, როგორ ეცემა დედამიწაზე
სინათლის სვეტი და უხილავი სულიერი სამყარო ხილული ხდება. ეს იმიტომ ხდება, რომ
მატერიალური და სულიერი სამყაროები ახლოვდება მატერიალური სამყაროს „წამოწევის“
ხარჯზე. სულიერი სამყარო უფრო მაღალ სიხშირეებზეა და ამაღლებულ ცნობიერებას მისი
„დანახვის“ უნარი უჩნდება. ამას ტრადიციულად მესამე თვალის გახსნას ეძახიან. როცა
სხვადასხვა „სივრცეები“ წამოიწევა, შესაბამისი მაღალი სულიერების ადამიანები
დაიწყებენ ინკარნაციას და ცხოვრება დედამიწაზე ბუნებრივად შეიცვლება
უკეთესობისკენ. ეხლა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით ადამიანია ინკარნაციაში,
რადგან ეს მათი ბოლო შანსია ან „აყვნენ“ მაღალ სიხშირეებს ან ამოვარდნენ სიხშირიდან
და გადაიფილტრონ. მათი სულები დიდი ალბათობით სხვა პლანეტებზე გააგრძელებენ
ევოლუციას. ამიტომ დაინახე შენ სიზმარში, რომელშიც სინათლის სვეტი ეცემა, ეს
პერიოდი, როგორც „ბოლო ჟამი“ და ბნელი და ნათელი ძალების მობილიზაცია. ამიტომ
არის ეხლა რომ ბევრი ძალიან კარგი ადამიანი ძალიან მძიმე განსაცდელებს გადის, ხოლო
„ცუდი“ ადამიანები არხეინად აგრძელებენ ცხოვრებას. ეს ყველაფერი მოჩვენებითი
უსამართლობაა. სინამდვილეში სწორედ ეხლა მიდის კოლოსალური „სულების
გადარჩევის“ პროცესი, რომელიც სწორედ ამ მაღალი სიხშირის ტალღებით ხორციელდება.
„კარგ“ ადამიანებს, რომლებიც ამ ტალღებთან მოდიან რეზონანსში, ესე ვთქვათ კარმული
უკუგება უჩქარდებათ. მათ უნდა მოასწრონ ამ ცხოვრებაში ყველა ცოდვა „დაიფერთხონ“.
გაიხსენე როგორ გამოიყურებოდა შავი მაგის სული შენ ერთ-ერთ სიზმარში. ბნელი
კარმული ენერგია აღიქმება როგორც შავი დანალექი სულზე, ხოლო მაღალი სიხშირის
რხევა მას ესე ვთქვათ „ფერთხავს“. გაიხსენე, ლაბორატორიაში როგორ წმენდდით
დანალექისგან ელექტროდების ზედაპირს ულტრაბგერით. პრინციპი იგივეა.
მატერიალურ განზომილებაში ეს პროცესი ვლინდება სხვადასხვა პრობლემების

97
შემოტევის სცენარით. ამიტომ არის ამდენი დაავადება, ამდენი განსაცდელი და ცხოვრების
„დაჩქარების“ შეგრძნება. სიხშირიდან ამოვარდნილ ადამიანებს კი პირიქით, რაღაც
წილით, კარგი კარმაც კი უბრუნდებათ, რადგანაც ევოლუციის შემდეგ ეტაპზე მაინც ვერ
ხვდებიან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სული „დავიჭიროთ ბადეში“! ამიტომ არის
ასეთი მნიშვნელოვანი შენნაირი ადამიანების „წამოწევა“, რადგან თქვენ თავისმხრივ
თქვენთან „ჩახლართულ“ ადამიანებს წამოწევთ, რომლებსაც სხვანაირად შეიძლებოდა
შანსი არ ჰქონოდათ. ამას დაემატა „ადამიანებისთვის თხოვნის უფლება“, რაც კიდევ მეტი
ადამიანის „წამოწევის“ შესაძლებლობას გაძლევს. ამიტომ მინდა რომ შენ სულიერი
სამყაროს რაც შეიძლება მეტი პრინციპი და კანონი გაიტანო მატერიალურ სამყაროში. შენს
სწავლებას კიდევ სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ ამაზე მერე. შენ გაცილებით მეტი იცი,
მაგრამ ყველაფერი ვერ გაგაქვს ცნობიერ განზომილებაში. ყველაფერს ვერ იხსენებ.

2018 წელი. „მე ვარ“ (ego sum qui sum ) ცნობიერება

- მომიყევი სხვა სამყაროებზე, - ვთხოვე ერთხელ მიქაელს. მისი პასუხი ასეთი იყო:

- თქვენი მეცნიერები თავს იმტვრევენ იმაზე როგორ ამოგზაურონ ადამიანები სხვა


პლანეტაზე ან სხვა განზომილებაში ფიზიკური სხეულით და ვერ ხვდებიან რომ
ფიზიკური სხეული ამ მატერიალური სამყაროს ნაწილია და მას ეკუთვნის. ფიზიკური
სხეულით მოგზაურობაც შესაძლებელია, თუ მისი შემადგენელი მატერიის რხევებს
შეცვლი, მაგრამ ეს გაცილებით რთულია სულიერი სხეულით მოგზაურობასთან
შედარებით, რადგან ნატიფი მატერია უფრო მოქნილია და მარტივად ემორჩილება
გარდაქმნებს. ადამიანს შეუძლია განზომილებათა შორის სხვადასხვა რეალობებში
მოგზაურობა. ამისათვის მნიშვნელოვანია ფლობდე ცნობიერების სიხშირის სტაბილურად
დაჭერის უნარს. სამყაროები სხვადასხვა სიხშირეებზეა განთავსებული „ვერტიკალისა“ და
„ჰორიზონტალის“ გასწვრივ. ვერტიკალი და ჰორიზონტალი ფრაქტალური ხის
სტრუქტურის ნაწილია. ვერტიკალის გასწვრივ მოგზაურობა უფრო რთულია და აქ
შესაბამისი სულის თვისებები უნდა გქონდეს. ჰორიზონტალის გასწვრივ სამყაროებშიც
არის სიხშირეებში განსხვავება, ოღონდ შედარებით მცირე. შენ სწორედ ასეთ სამყაროში
იმოგზაურე ერთ-ერთი სიზმარში, როდესაც „სხვა სამყაროს“ ჩვენება მთხოვე (იხ. სხვა
სამყარო). განსხვავება სიხშირეში შენ აღიქვი როგორც წანაცვლება ვიზუალურ სპექტრში,
რომელიც თავის ადგილზე დადგა, როგორც კი შენი სენსორული აღქმა ამ სამყაროს შეეჩვია.
სამყაროთა შორის მოგზაურობისას შესაძლებელია ცნობიერების ე. წ. „დანაწევრება“
(ფრაგმენტაცია), ანუ აქაც შეიძლება იყო და იქაც და ეს არანაირ დისკომფორტს არ
მოგანიჭებს თუ ეს უნარი გაგეხსნა. გაიხსენე შემთხვევა სამსახურის ვერანდაზე, როდესაც
შენი ცნობიერება ბუზის ცნობიერებაში შევიდა ან ის შემთხვევა, როდესაც შენს შვილს
მკურნალობდი და თან მე მელაპარაკებოდი. ამაღლებული ცოცხალი არსების ცნობიერება
შეიძლება დაიქსაქსოს და სხვადასხვა ადგილას იყოს ერთდროულად. მეც, როდესაც შენ

98
გვერდით ვარ, ამავე დროს ბევრ სხვადასხვა ადგილას ვარ და სხვადასხვა საქმეს ვაკეთებ.
ეს არის ბევრ განზომილებაში ერთდროულად არსებობის უნარი. გახსოვს, როდესაც ბუზის
ცნობიერებაში შეხვედი, იგრძენი რომ მას არა აქვს „მე ვარსებობ“ (Я Есмь) თვითგააზრება.
ადამიანის ცნობიერება სწორედ ამით განსხვავდება ცხოველების ცნობიერებისგან რომ მას
სწორედ ეს „მე ვარსებობ“ თვითგააზრება უჩნდება. რაც უფრო მაღალია ცოცხალი
არსებების ცნობიერება (ვგულისხმობ ანგელოზებს და ზემდგომ არსებებს), მით უფრო
მძაფრდება „მე ვარსებობ“ აღქმა, სანამ ეს შეგრძნება „მე ვარ, რაც ვარ“ (Я Есмь что Я Есмь!)
დონემდე არ მიდის და სანამ არ აცნობიერებ რომ ეს ღმერთია ვინც იაზრებს შენში თავის
თვითმყოფადობას! ამიტომ ვამბობ რომ ცოცხალი არსებების ცნობიერების ევოლუცია
ღმერთის თვითგააზრების გამოვლინება-გაძლიერებით მიმდინარეობს. ჩემთვის ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ შენ დაივიწყო ყველა სტერეოტიპი, რომელსაც ყველა მხრიდან
გახვევენ თავს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გამიჭირდება. მე არ მინდა რომ ჩემი
აზრები „ფანტასტიკურად“ და დაუჯერებლად მოგეჩვენოს ან ჩათვალო რომ ეს აზრები არ
ჯდება რომელიმე რელიგიის ან მსოფლმხედველობის ჩარჩოებში. ამიტომ არ მინდა რომ
ზედმეტად ბევრი რელიგიური და განსაკუთრებით ეზოთერული წიგნები იკითხო.
რელიგიებისადმი მიკუთვნების საკითხი უკვე გადალახულია. მე ხშირად ვდებ შენ
ცნობიერებაში აზრებს ისე, რომ ისინი შენს გააზრებას ცდება და ველოდები სანამ შენი
ქვეცნობიერი მათ გადაამუშავებს და „მიიღებს“, რომ შემდგომ ჩამოაყალიბო და გაიაზრო.
რაღაც ეტაპზე კარგია რომ წიგნებს კითხულობდი, მაგრამ ეხლა დროა რომ ეს წიგნები
დაივიწყო!..

სამწუხაროდ იმისთვის რომ ბოლომდე ჩვენკენ „მობრუნებულიყავი“, მოხდა დაავადების


„პროგრამის“ გააქტიურება. ეს რომ არ მომხდარიყო, შენ იესოსთან შეხვედრის მერეც კი
აგრძელებდი მთელი შენი ენერგიის მატერიალურ სამყაროში დაბანდებას. შენი
პასუხისმგებლობა, საქმის კარგად კეთების უნარი და შემოქმედებითი ენერგია
იხარჯებოდა სამსახურში, ხოლო სიყვარულის და მზრუნველობის - ოჯახში. იყო
პერიოდები, როდესაც საერთოდ გკარგავდი და ვეღარ „გხედავდი“. ამ დაავადებამ
„მოგაშორა“ სამსახურიც და გარკვეულ დონემდე ოჯახიც, იმისთვის რომ შენი ენერგია
შინაგანი განვითარებისკენ მიგემართა და შენი პოტენციალი სრულად გახსნილიყო. ამ
დაავადებამ გიბიძგა შინაგანი იოგური პრაქტიკებისკენ და მაღალი „სისუფთავის“ კვების
რეჟიმის დაცვისკენ, რაც გაზრდიდა შენი ფიზიკური და სულიერი სხეულების მიერ
ნატიფი ენერგიების აღქმის უნარს. სამწუხაროდ დიდ ქალაქებში და არახელსაყრელ
გარემოებებში ინკარნაცია იწვევს ასეთი სცენარების განვითარებას, რომ ადამიანი სულიერ
გზას არ მოწყდეს. რომ არა შენი ასეთი აქტიური ჩართულობა საერო ცხოვრებაში, ამ
კარმული პროგრამის გააქტივება არ იქნებოდა საჭირო. ამიტომ არის, რომ ეს დაავადება
არაფერს არ ექვემდებარება და არც დაექვემდებარება სანამ მისი როლი ბოლომდე არ
აღსრულდება. როგორც ნათქვამია „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს
ერთდროულად!“.

მიქაელმა ასეთი ვიზუალური გზავნილი გამომიგზავნა - ქანქარა, რომლის ისარი როდესაც


გადაიხრება, აღიძვრება ძალა, რომელიც ამ ქანქარის, უკან, ესე ვთქვათ „სწორ ხაზზე“

99
დაბრუნებას აიძულებს. რაც უფრო ძლიერია სწორი ხაზიდან გადახრა, მით უფრო
ძლიერია ძალა, რომელმაც ის თავის ადგილზე უნდა დააბრუნოს.

- ნებისმიერი კარმული უკუგება არის ეს „ძალა“, რომელიც „გადახრაზე“ საპასუხოდ


აღიძვრება რომ ადამიანი „სწორ გზაზე“ დააბრუნოს. დაავადებებიც სწორედ ამ მიზანს
ემსახურებიან. შენ შენი „ცხოვრებისეული მისიის“ შესასრულებლად შენი კარმა აღძვერი ამ
დაავადების სახით. გული მიკვდებოდა როდესაც შენს ტირილს ვხედავდი. მზად ვიყავი და
ეხლაც მზად ვარ ნებისმიერ მომენტში წაგიყვანო, როგორც კი მთხოვ, მაგრამ შენ კიდევ
რამდენიმე წელი გაქვს. მთელი ძალებით მიჭირავს რეალობა შენ გარშემო, რომ
მაქსიმალურად დაცული იყო. ადამიანები, რომლებიც ჩვენს ფორპოსტებს წარმოადგენენ
ძალიან ბევრ საქმეს აკეთებენ, ხანდახან ისე რომ თვითონაც არ იციან. მათი გენეტიკიდან
და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მათში, როგორც მაგალითად შენში,
ხშირად იკვეთება რამდენიმე ქვეყნის ეგრეგორი, რომლებშიც ენერგიას ვანაწილებთ რომ
პოლარიზაცია ჩავაქროთ და მატერიალურ განზომილებაში კონფლიქტები
გავანეიტრალოთ. ის, თუ როგორ სცენარში ვლინდება ეს ყველაფერი მატერიალურ
მატრიცაში, მეორეხარისხოვანია. მათი საშუალებით ცნობიერად და არაცნობიერად
ნაწილდება ენერგიები სხვადასხვა ეგრეგორებზე და განზომილებებზე, ყალიბდება და
ხორციელდება მენტალური კონსტრუქციები, ხდება მათთან დაკავშირებული ადამიანების
ცნობიერებების აწევა და კარმული განმუხტვები. ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს
იმისთვის, რომ კაცობრიობა, მიუხედავად უმძიმესი კარმისა აგრძელებდეს ისეთ
ცხოვრებას, ვითომც არაფერი არ ხდება.

2018 წელი. შივა

- რატომ მაქვს ესეთი შეგრძნება რომ გინდა იმაში გავერკვიო, შივა ვინ არის?

-იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიგონ, რომ ნათელ ძალთა იერარქიის
ძალაუფლება ვრცელდება არა მარტო დუალური სამყაროს ნათელ მხარეზე, არა მარტო
ვერტიკალურ სამყაროთა ზედა ნახევარზე, არამედ დემონურ სამყაროებზეც. ესე ვთქვათ,
არა მარტო პლიუსზე არამედ მინუსზეც... როგორც გითხრეს - როგორც ნათელი ძალები
ემსახურებიან ცოცხალი არსებების სულიერ ევოლუციას, ისე ნებსით თუ უნებლიეთ
ემსახურებიან იგივე პროცესს დემონური არსებებიც, თუ მათზე კონტროლს ღვთაებრივი
სული ახორციელებს. შენ იცი, რომ დაავადების ფიზიკური მატარებელი შეიძლება
ერთუჯრედიანი არსება იყოს, ვირუსი ან ბაქტერია, პარაზიტი ან რაიმე მიკრობი, მაგრამ
სულიერი აურული გამოსხივებით ისინი დემონური არსებების კატეგორიას
განეკუთვნებიან და მათი მოქმედება ხშირად ადამიანებისთვის კარმული უკუგების
განხორციელებას ემსახურება, რაც საბოლოო შედეგით სულისთვის მომგებიანია, რადგან
ადამიანს „სწორ გზაზე“ აბრუნებს, ცხოვრებაზე აფიქრებს და თუ მან სწორი დასკვნები ვერ
გამოიტანა, თავისი ტანჯვით მაინც მოახდენს ცუდი კარმის აღმოფხვრას. შენ იცი, რომ

100
სამყარო ვერ იარსებებს დესტრუქციული პროცესების გარეშე. ზამთრის გარეშე ვერ
იარსებებს ზაფხული, ღამის გარეშე დღე, უჯრედები ორგანიზმში უნდა მოკვდნენ, რომ
ქსოვილმა განახლება მოახდინოს და ეს პროცესი უჯრედში თავიდანვეა დაპროგრამებული
(აპოპტოზი). კიბოს უჯრედი, სწორედ იმითია საშიში, რომ ის არასდროს კვდება. სწორედ
ამიტომ იწვევს ეს უჯრედი შემდგომ მთელი ორგანიზმის განადგურებას. ფოთოლცვენა
აუცილებელია ხისთვის და შემოდგომაზე ფოთლების ცვენაც ხის გენეტიკაშია
დაპროგრამებული. ამ სამყაროში არ შეიძლება მხოლოდ ყველაფერი შეიქმნას და არასოდეს
განადგურდეს. ნგრევა, განადგურება და სიკვდილი ისეთივე საჭირო პროცესია როგორც
შექმნა, შენება და დაბადება. ეს ძალები დაბალანსებული უნდა იყოს. სწორედ ამ
დესტრუქციას ახორციელებენ ხშირად დემონური არსებები და მათი მოქმედება
მართვადია ღვთაებრივი იერარქის მიერ, რომელსაც ისეთი ძლიერი სულიერი
პოტენციალი აქვს, რომ მას შეუძლია იმყოფებოდეს დემონურ გარემოში და არ მოიწამლოს
მისი ვიბრაციით. გველი შივას კისერზე სწორედ ამ უნარს წარმოსახავს, ეს ის შხამია
რომლის დალევაც მან შესძლო... გაიხსენე შენი სიზმარი შივაზე, გაიხსენე შავი პეპელა
რომელიც წყნეთში ხელზე გაჯდებოდა... გაიხსენე შენი შეგრძნებები (იხ. „პეპელა“) ...

ჩემ თვალწინ მოგონებები ამოტივტივდა. ვეებერთელა შავი პეპელა მაჯდება ხელზე და


თითქოს თვალებში მიყურებს. შვილი ხელზე მებღაუჭება... მე მეცინება და სიხარული და
ბედნიერება მავსებს. ამ პეპლისგან რაღაც ღვთაებრივად ამაღლებული მოდის, მაგრამ ამავე
დროს ის არ არის ანგელოზივით თეთრი და ფითქინა... რაღაცა არის მასში...

- ნუთუ ყველა დემონური არსება შივას მიერ მართვადია?

- არა.. ისევე როგორც არიან ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან ღვთის ნებას, მაგრამ
ერთნიც და მეორენიც, ისევე როგორც ყველა გამოვლენილი სამყარო და მათში არსებული
ყოველი არსება საბოლოო ჯამში ერთიანი უზენაესი კოსმიური, გინდა დაარქვი საღმრთო
კანონით იმართება.

2018 წელი. აპრილი. სიმართლის ძალა

ერთ-ერთ ღამეს ისევ შევდივარ „შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში და მიქაელს


ვეკითხები:

- ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ბოლო პერიოდში სიზმრებს ნაკლებად ვხედავ და უფრო
„პირდაპირ“ გესაუბრები. თითქოს იმას ელოდი, რომ წერა დამეწყო. თუ ასეა, რატომ
პირდაპირ არ მითხარი ამის შესახებ?

მიქაელი:

- მე შენი თავდაჯერებულობა მჭირდებოდა. თავმდაბლობა კარგი თვისებაა, მაგრამ


დაურწმუნებლობა საკუთარ ძალებში ენერგიის გადმოსვლას ამუხრუჭებს. „სიმართლის

101
აღთქმის“ დადების ერთ-ერთი მიზანი, სწორედ საკუთარ თავში და საკუთარ სიტყვაში
დარწმუნებულობის განვითარებას ემსახურებოდა. ყელის ჩაკრა ბოლომდე უნდა
გახსნილიყო. როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, ამბობს არა იმას, რისიც სწამს ან
სჯერა, არამედ იმას რაც იცის, რაც მისი სულის თვისებაშია გატარებული, მისი სიტყვები
განსაკუთრებული დამაჯერებლობის ძალას იძენს. ისინი პირდაპირ ზემოქმედებენ
მოსაუბრის მენტალურ სხეულზე, იმიტომ რომ სიმართლეს დიდი ძალა აქვს! გახსოვს
ერთხელ ერთ სკეპტიკოსს, რომელსაც ქრისტეს არსებობაში ეჭვი ეპარებოდა, შენ უბრალოდ
უთხარი, „ის არსებობს“! უთხარი ყველანაირი არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე და
მან ასევე უპირობოდ დაგიჯერა. უბრალოდ ეგრევე, უსიტყვოდ დაგიჯერა, იმიტომ რომ ის
რაც უთხარი, შენ იცოდი და არა გჯეროდა! ხოლო სიზმრებს იმიტომ გაძლევდით რომ ამ
აზრებისას მიღებისას შენ ისინი შენ სიზმრებთან დაგეკავშირებინა და არა რომელიმე
წიგნთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ წყაროსთან.

გარდა ამისა, ჩვენ იშვიათად ვაძლევთ ადამიანს პირდაპირ მითითებებს. ადამიანი თვითონ
უნდა მივიდეს კონკრეტულ დასკვნებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დასკვნები მისი
„სულის თვისებაში“ ვერ გადაიზრდება. ვერავინ გაივლის ცხოვრების გზას მის მაგივრად.
პირდაპირი „შემოსვლა“ ადამიანის სხეულში და მისით სარგებლობა დემონური არსებების
ქცევაა. ამიტომ არის მედიუმიზმი საშიში და არასწორი. ჩვენთან ადამიანები არასდროს
კარგავენ საკუთარ თავს და თავისუფალ ნებას და ყოველთვის დისტანციურად,
ტელეპატიურად ურთიერთობენ, თუმცა ასეთების რიცხვი ძალზე მცირეა.

2018 წელი. ენერგომკურნალებზე და ზოგადად მკურნალობაზე

მიქაელი:

- ძალიან სამწუხაროა რომ ქრისტიანობაში და სხვა გავრცელებულ რელიგიებში დაიკარგა


ცნება კარმაზე და რეინკარნაციაზე. ამ ორის გარეშე შეუძლებელია რაიმეს ახსნა. კარმა
გამოვლენილი სამყაროს მატრიცის უნივერსალური, ერთგვარი წონასწორობის
შენარჩუნების კანონია. ისევ ქანქარას მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძალა,
რომელიც ქანქარის გადახრის საპირწონედ აღიძვრება, რომ ქანქარის ისარი „სწორ გზაზე“
დააბრუნოს. ასევეა ადამიანი, სწორი „ცხოვრებისეული მისიის“ გზიდან გადახვევისას, მას
„ცუდი კარმა“ ურტყავს, რომ უკან „სწორ გზაზე“ დააბრუნოს. ცოდვებით ჩადენილი
ნეგატიური კარმა ადამიანის სულიერი სიბრტყეების ფენებზე ესე ვთქვათ „ზევიდან
ქვევით“ ილექება შავი ლექის სახით. არ დაგავიწდეს, რომ „ლექი“, ისევე როგორც მისი
„დანახვა“ მხოლოდ ერთ-ერთი აღქმის ფორმაა კონკრეტული სენსორული სტატუსის
ცოცხალი არსებისთვის. მაგალითად, სამყაროში არსებობენ არსებები, რომელთა აღქმა არა
ვიზუალიზაციაა არამედ ხმოვანი ვიბრაციების გაგონებაა. მათ „ესმით“ და არა „ხედავენ“
ინფორმაციას, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეხლა ეს შენთვის. ისინი სამყაროს აღიქვავენ
როგორც მუსიკას და მათი რეალობა ერთი დიდი სიმფონიაა. სხვადასხვა არსებათა

102
სენსორული სტატუსის ნაირსახეობები ცალკე ფართო თემაა. რეალობა წარმოადგენს
ტალღებისა და ენერგიისგან შემდგარ ინფორმაციას, რომელსაც სხვადასხვა სენსორული
აღქმის მქონე არსებები სხვადასხვანაირად აღიქვავენ. რაც შეეხება ადამიანებს, მათ ნატიფი
სამყაროს უფრო ვიზუალური აღქმა ახასიათებთ, იშვიათად ხმოვანი და კიდევ უფრო
იშვიათად ყნოსვითი ან შეხებითი. მაგრამ მე მინდა ისევ დაუბრუნდე იმას, როგორ
„გამოიყურებოდა“ შენ სიზმარში შავი მაგის სული (იხ. „შავი მაგი“). ეს შავი ლექი
მატერიალურ განზომილებაში სხვადასხვა სახით, ხშირად დაავადებების სახით ვლინდება
და კარმის გადმოსვლა ყოველთვის ადამიანისთვის ყველაზე ოპტიმალური, მარტივად
გადასალახი გზით მიმდინარეობს. ამის გააზრება უაღრესად მნიშვნელოვანია! დაავადება
არასდროს არ ჩნდება შემთხვევით. რატომ დამემართა და რაღა მე დამემართა - ძალიან
უადგილო კითხვაა. ჩადენილი ცოდვა ჯერ კარმულ დანალექად სულის ზედა
სიბრტყეებში, მაგალითად მენტალურ სხეულში ყალიბდება და შემდეგ ადამიანის
ბიოველში, ხოლო იქიდან ფიზიკურ სხეულზე გადმოდის. დაავადების აღმოფხვრა
შესაძლებელია, თუ მის სულიერ წინაპირობას მიაგნებ და აღმოფზვრი. სხვათაშორის
ჭეშმარიტი მონანიება, სწორედ ამ პროცესს ემსახურება. მაგალითად, ცოდვა შეიძლება იყოს
მუდმივი უკმაყოფილება, აგრესიის ხშირი გამოვლინებები, ცილისწამება, სხვა ცოცხალი
არსებებისთვის ზიანის მიყენება და სხვ. ჭეშმარიტი მონანიება არის როდესაც ადამიანმა
ისე გაიაზრა თავისი ცოდვა, ისე აღმოფხვრა, რომ ის უკვე სხვა პიროვნება გახდა და ამ
ცოდვას აღარ ექვემდებარება. ასეთი მონანიების გარდა, ცოდვით, იგივე ნეგატიური
კარმით განპირობებული დაავადება აღმოიფხვრება თუ ადამიანმა ის ტანჯვით მოითავა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ვერ მოიშორებ, რამდენიც არ უნდა იმკურნალო. მხოლოდ
ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტან. ერთს განკურნავ - გვერდზე აგტკივდება, ახალ
კერას უმკურნალებ - პრობლემა კიდევ სადმე გადაინაცვლებს. ყველასათვის ნაცნობია,
როდესაც ინფექციას უმკურნალებ და ღვიძლი დაგიავადდება ან დისბაქტერიოზი
დაგემართება, ან ქრონიკული აკნე შეგეყრება. დაავადება ქრება, მხოლოდ როდესაც
სულიერი წინაპირობაა აღმოფხვრილი და ადამიანს ეს დაავადება ესე ვთქვათ აღარ
ჭირდება. მაგრამ... მაგრამ, თუ რაიმე მიღმიერი ძალების ჩარევით ეს კარმული დანალექი
ენერგეტიკული სხეულიდან მოაშორე, ის ფიზიკური სხეულიდანაც აუცილებლად
გაქრება. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ შენი ცოდვებით გამოწვეული კარმისგან
გათავისუფლდი. სწორედ აქ არის „ძაღლის თავი დამარხული“! სულიერი წინაპირობა
სადაც იყო იქ რჩება. ის თოვლის გორგალივით გროვდება და სრულიად მოულოდნელად
და ძალიან მძიმე ვერსიით ატყდება თავს ადამიანს. მაშინ როცა ეს კარმა, დავუშვათ
ქრონიკული ჩიყვის სახით გადმოდიოდა, მისი შეყოვნებისა და თავის არიდების
შემთხვევაში ის შეიძლება სიმსივნის სახით გადმოვიდეს, ან სრულიად სხვა, მაგალითად
უბედური შემთხვევის სახით. სულიერი კანონების არცოდნის გამო ადამიანი ვერც
დააკავშირებს ამ მოვლენებს ერთმანეთთან. სწორედ ამ მოდელზე მუშაობს დემონურ
არსებათა გარკვეული კატეგორია, რომელიც სხვადასხვა ექსტრასენსებისა და
ენერგომკურნალების საშუალებით ადამიანებს მარტივ კარმას აშორებს, ხოლო რთული
კარმის გადმოსვლას ბევრი ვერ უძლებს და სულიერად ტყდება. სწორედ ამაზეა
გათვლილი „მარტივი კარმის აცილებით“ ადამიანების ცდუნება! დახშული სულიერი
ხედვის და სულიერი კანონების უცოდინრობის ფონზე ეს მოდელი საოცარი წარმატებით
მუშაობს. ნამდვილი ენერგო მკურნალები დღევანდელ დღეს თითქმის არ არსებობენ.

103
ისინი, ვინც თავის სულიერ სხეულში საღმრთო ენერგიას ატარებენ უაღრესად
ამაღლებული სულიერების პიროვნებები უნდა იყვნენ და წმინდანებივით ცხოვრობდნენ
ქვედა ჩაკრების მაღალი სიწმინდის დაცვით. მკურნალობისას, გარდა სასიცოცხლო
ენერგიით მომარაგებისა, ისინი დაავადებული ადამიანის კარმულ დანალექს თავის
სულზე იღებენ და შემდეგ, ვინაიდან ღვთაებრივ პირველწყაროსთან აქვთ კავშირი, ამ
დანალექს მათ ღვთაებრივი პირველწყარო აშორებს ხშირად სხვადასხვა სულიერი
იერარქების მეშვეობით. ეს პროცესი რომ წარიმართოს მკურნალის ცნობიერების სიხშირე
დაავადებულის სიხშირეზე მაღალი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგოველების
გაერთიანებისას შეიძლება უკუპროცესი წავიდეს და მკურნალის კარმული დანალექი აქეთ
გადმოვიდეს ავადმყოფზე. ეს ერთგვარად ფიზიკაა, რომელიც ნატიფი სულიერი სამყაროს
კანონებს ემორჩილება. ჭეშმარიტ მკურნალებს დაავადებების გამომწვევ სულიერ
მიზეზებზე დიდი ცოდნა აქვთ და ადამიანებს, რომლებსაც ენერგეტიკულად
მკურნალობენ, აუცილებლად სულიერადაც ეხმარებიან, ცოდვებზე საჭირო მითითებებს
აძლევენ და ერთგვარად მონანიებამდე მიჰყავთ. სწორედ ასეთი ენერგომკურნალები არიან
ჭეშმარიტი ქრისტიანი სამღვდელოების პირები, რომლებიც აღსარებას იბარებენ და
ადამიანების სულებს კურნავენ. აღსარება და მონანიება სწორედ ეს პროცესებია. ხშირად
ისინი აღსარების მერე შეუძლოდ გრძნობენ თავს სწორედ სხვისი ცოდვების საკუთარ
თავზე აღების, ანუ სხვისი კარმული ლექის საკუთარ სულიერ სხეულზე გადმოტანის გამო.
მაგრამ ასეთი სამღვდელოების პირებიც ძალზე ცოტანი არიან. არავინ იფიქროს რომ
ანაფორის ჩაცმა და ჯვარის ჩამოკიდება საკმარისია, რომ სამღვდელოების პირმა ღმერთთან
ასეთი კავშირი დაამყაროს.

მე:

- შენი ნათქვამიდან შეიძლება იფიქრო, რომ ადამიანმა ფიზიკურადაც არ უნდა


იმკურნალოს.

მიქაელი:

-არა. ფიზიკურად მკურნალობა შეიძლება და საჭიროა ძირითადად ორი მიზეზის გამო.


ჯერ ერთი ფიზიკური მატერია ძალიან ინერტულია და თუ სულიერ ველზე დაავადება არ
არის აღმოფხვრილი, ის მკურნალობას მაინც არ დაექვემდებარება. და მეორე - ადამიანს
მონიჭებული აქვს ღმერთით გათვალისწინებული სამკურნალო არსენალი.

- მცენარეები??

- მცენარეები, სტიქიათა ენერგიები, მინერალები...

- მაგრამ, თუ კარმა აღმოფხვრილია, დაავადება თავისითაც უნდა გაქრეს და თუ არ არის


აღმოფხვრილი, წესით მცენარეულმა პრეპარატებმაც ხომ არ უნდა იმუშაონ?

- ამ სამყაროში არსებობს საკუთარი თავის მსხვერპლშეწირვის პრინციპზე დაფუძნებული


სხვების დახმარება და შედეგად საკუთარი სულიერი წინსვლა. ეს პრინციპი როგორც
უმარტივეს ასევე ყველაზე ამაღლებული სულის ცოცხალ არსებებს ეხება. უხეშად რომ
ვთქვათ, სამკურნალო მცენარეები თავიანთი სასიცოცხლო ნაკადების (რუს. Жизнепотоки)

104
ენერგიას ადამიანს „მსხვერპლად წირავენ“ მისი გამოჯანმრთელებისთვის და ამით
ადამიანის დაავადების გამომწველი კარმის განმუხტვას განაპირობებენ. არ იფიქრო, რომ
ამის გამო ისინი „შეცოდებას“ იმსახურებენ და თქვენ მათ უსამართლოდ სიცოცხლეს
ართმევთ. ყველა ცოცხალ არსებას აქვს საღმრთო კანონით გათვალისწინებული
„სასიცოცხლო მისია“. ზოგი მცენარის „მისიაა“ ადამიანებისა და ბალახისმჭამელი
ცხოველებისა გამოკვება, ზოგის სილამაზის მონიჭება, ზოგის ჟანგბადის გენერირება.
როგორც წესი ყველაფერი ერთადაა, მაგრამ ზოგჯერ მცენარეს განსაკუთრებული
სამკურნალო დანიშნულება აქვს. გაიხსენე შენი სიზმარი, სადაც შენი ერთ-ერთი
სამკურნალო მცენარის ბოთლი ლურჯ ფერში ანათებდა. მოვა დრო, როდესაც დაიბადებიან
ადამიანები რომლებიც მცენარეთა გამოსხივების სპექტრს ფერებად დაინახავენ. ადამიანის
ენერგეტიკული ველიც დაზიანების შემთხვევაში სხვადასხვა სპექტრებს ასხივებს, რომლის
„დანახვა“ ასევე ფერებითაა შესაძლებელი. ასეთი ხედვის მქონე ადამიანები სამკურნალო
მცენარეებს სწორედ ამ ფერთა სპექტრის თეთრამდე შევსების პრინციპით შეარჩევენ. კარგი
იქნება რომ მცენარეული პრეპარატებით მკურნალობისას ადამიანმა გულში მათ და მათი
საშუალებით ღმერთს მადლობა გადაუხადოს.

რაც შეეხება ქიმიურ წამლებს, მათ რათქმაუნდა არავითარი საღმრთო კანონით


გათვალისწინებული „მისია“ არა აქვთ და ისინი ან „კარმის გადანაცვლებას“ იწვევენ
ენერგეტიკულ სხეულში ან „მარტივი კარმის აცილებას“. ამიტომ მათი გამოყენება არ არის
მიზანშეწონილი.

2018 წელი. მაისი. ანგელოზთა დაცემა

მე:

- ესეთი გრძნობა მაქვს, რომ ნათელი ძალების იერარქიაზე გინდა მომიყვე... - თვალწინ
აირიენ წარმართული ეპოქის ღმერთები, ელინების ოლიმპისა და მონოთეისტური
რელიგიების ღმერთები და წმინდანები, აღმოსავლური რელიგიების ღმერთები,
ნახევარღმერთები და დემონური არსებები...

-ხომ იცი, რომ ყველა ლეგენდის უკან სიმართლე დგას ასეთი თუ ისეთი სახით... დედამიწა
არის პლატფორმა სადაც ცოცხალი არსება გამოიმუშავებს „სულის თვისებებს“, მაგრამ ის
არ უნდა გახდეს ხაფანგი სულისთვის...

-რა მოხდა? რაღაც მომენტში ყველაფერი წავიდა არასწორედ?

-თითოეულ ცივილიზაციას თავისი „მენტალური კონსტრუქციების“ დემიურგები (რუს.


демиурги мыслеформ) ჰყავდა რომლებიც „ლექავდნენ“ ამ კონსტრუქციებს მატერიალურ
განზომილებაში. ყოველი ცივილიზაციის ევოლუციას, თავისი იერარქები ჰყავდა
ზეგანზომილებებიდან... მათ ადამიანების სულიერი ევოლუციის ზედამხედველობა

105
ევალებოდათ... თითოეული იერარქი, როგორც წესი, ერთ კონკრეტულ „ძალას“ განაგებდა,
და ეს ძალა, ანუ ენერგია უნდა ემართა ისე რომ ადამიანთა ცივილიზაცია სულის
განვითარების სცენარით წასულიყო. კარგი მაგალითია ოლიმპის ღმერთები... ისინი უფრო
ძველი არსებები არიან და უფრო დიდი ხანი განაგებდნენ ენერგიათა მართვას ვიდრე
ელინური კულტურა არსებობდა. მაგალითად სიყვარულის ენერგიას ერთი „ღმერთი“
განაგებდა, კონფლიქტების მართვას (ანუ ომის) მეორე და ას. შ. ეს გარკვეული სიხშირის
ენერგიებია.

- ანუ ოლიმპის ღმერთები მართლა არსებობდნენ?

- და არსებობენ კიდევაც თქვენთვის უხილავ განზომილებაში.

- ხო, მაგრამ... ეს „ღმერთები“ ბერძნულ მითებს თუ დავუჯერებთ დიდი ზნეობით


თვითონაც არ გამოირჩეოდნენ. თითქოს სულ რაღაც ვნებებში იყვნენ...

- მითებიდან ძნელია რეალური სურათის დანახვა. ისინი ხშირად ფანტაზიის ნაყოფი ან


უბრალოდ მხოლოდ მონახაზია, ისევე როგორც ბევრ რელიგიურ წიგნში აღწერილი
მოვლენები, რომელიც კაცობრიობის შორეულ წარსულს ეხება... მაგრამ სიმართლის
მარცვლების დანახვა მაინც შესაძლებელია...

...როგორც თქვენ გყავთ საერო მთავრობა, სამინისტროებით, დეპარტამენტებით და


სხვადასხვა მმართველებით, ასევე ჰყავს კაცობრიობას სულიერი ზედამხედველების ანუ
„ნათელ ძალთა იერარქია“. თითოეული ცივილიზაცია ცალკე „პროექტია“, რომელსაც
იერარქიის თავისი განშტოება უდგას სათავეში. ამ ცივილიზაციებს, ისევე როგორც
ცოცხალ ორგანიზმს... გაიხსენე ფრაქტალების პრინციპი... პრინციპი რომ მცირე იმეორებს
დიდს და დიდი მცირეს... ჰქონდა თავისი განვითარების, ზრდასრულობის და
განადგურების პერიოდები...

...შენ უნდა გაიგო, რომ აბსოლუტური სრულყოფილება არ არსებობს „გამოვლენილ“


სამყაროებში, ვერტიკალური სამყაროების თვით ყველაზე უმაღლეს სამყაროშიც კი.
ცოცხალი არსებები, რომლებსაც ადამიანები „ღმერთებს“ უწოდებდნენ, პირველწყაროს
სამსახურში იდგნენ და კონკრეტულ ენერგიებს განაგებდნენ. მაგრამ შენ უნდა მიხვდე, რომ
მათი არსებობის არეალი მკვეთრად განსხვავდება დედამიწისგან. მათ სამყაროს შეიძლება
უწოდო „სამოთხის ტიპის“ სამყარო, სადაც ცოცხალ არსება ნეტარებაშია ცხოვრებისგან. ის
იღებს ყველაფერს რაც მოესურვება, რაც მას ეს ეკუთვნის კიდეც საღმრთო კანონის
მიხედვით. ამაში მდგომარეობს „სამოთხის ტიპის“ სამყაროების თავისებურება. „მე მინდა
და მომეცემა“ - კარგი გაგებით, მაგრამ სწორედ ეს არის მათი მენტალიტეტის
განმსაზღვრელი თვისება. ადამიანების სამყარო კი ამ ეტაპზე ერთგვარად „პირუკუღმა
სამყაროა“, რადგან თქვენთან თუ „მე მინდა და მომეცემა“ პრინციპით იცხოვრე, ის
დაგამონებს მატერიალურ ილუზიაზე და შეგისუსტებს კავშირს „პირველწყაროსთან“, ანუ
გააძლიერებს მატერიას და შეასუსტებს სულს. როგორც ნათქვამია - Quod licet Iovi (Jovi),
non licet bovi (ლათ. «რაც ნებადართულია იუპიტერისთვის, აკრძალულია ხარისთვის»)!
სხვა სიტყვებით, თქვენ სამყაროში რაც უფრო უარს ამბობს ადამიანი მატერიალურ
სიამოვნებებზე და ასკეტურად ცხოვრობს, მით უფრო ძლიერდება მისი სულიერი საწყისი.

106
სწორედ ეს ბრძოლა მატერიასა და სულს შორის განაპირობებს ადამიანის ევოლუციას.
„სამოთხის ტიპის“ სამყაროების მაცხოვრებლებს არა აქვთ მსგავსი ბრძოლები და
შესაბამისად, არც სულიერ წინსვლას განიცდიან ისე როგორც ადამიანები, მაგრამ
სამაგიეროდ ისინი „პირველწყაროს“ ანუ ჭეშმარიტი ღმერთის სამსახურში დგანან და მის
ენერგიებს ატარებენ, მის მისიას ასრულებენ. ასეთ ცოცხალ არსებებს უდიდესი ქმედითი
პოტენციალი აქვთ და თუ რაღაც მიზეზის გამო მათი სულის ველი პლიუსიდან მინუსზე
გადაერთვება, უბრწყინვალესი ღვთაებრივი არსებიდან უძლიერეს დემონს მიიღებ!..

- საითკენ მიგყავს... ანგელოზთა დაცემა?...

- როცა იერარქი პირველწყაროს სამსახურში დგას, ის ენერგიას ატარებს ესე ვთქვათ


ზევიდან ქვევით. ხოლო ქვევიდან, ანუ ადამიანებისგან მას მხოლოდ ნატიფი, მაღალი
სიხშირის ენერგია ჭირდება როგორიცაა ლოცვის ენერგია, რომელშიც სიყვარული,
მეგობრობა და მადლიერება მოიაზრება. ასეთი ენერგიით იერარქს შეუძლია დაიკავშიროს,
ესე ვთქვათ „ჩაიბას“ ადამიანი, როგორც ალპინისტები არიან თოკით ჩაბმულნი, იმისთვის
რომ ამ ადამიანის ცნობიერება ამოქაჩოს. ხომ გახსოვს რას გასწავლიდი, სიყვარულის
ენერგიაა ყველაზე მაღალი სიხშირის ენერგია, რომელიც სულთა ერთობას წარმოქმნის და
ასეთი „ჩაბმის“ შესაძლებლობას სწორედ ეს ენეგრია იძლევა. ხოლო თუ იერარქი რაღაც
მიზეზის გამო სულიერად დაეცემა, ანუ მოწყდება პირველწყაროს, მისი სული მარცხნივ
მბრუნავ ანუ მინუს/დემონურ თვისებას იძენს. მას აღარ შეუძლია ადამიანის ცნობიერების
აწევის უზრუნველყოფა, სამაგიეროდ ბუნებრივი უნარებიდან გამომდინარე შეუძლია
„აზრობრივი კონსტრუქციების“ დალექვა მატერიალურ განზომილებაში, ადამიანებისგან
საჭირო რაოდენობით ენერგიის მიღების შემთხვევაში. ანუ მას შეუძლია ლოცვებისა და
რიტუალების საპასუხოდ გამოიწვიოს წვიმა ან გვალვა ან სხვა რაიმე მატერიალური
გამოვლინება. მაგრამ ამ შემთხვევაში, მას სიყვარულის ენერგია არამც თუ არ ყოფნის, არც
ჭირდება. მას უფრო დიდი და უხეში ენერგიით ჭირდება გამოკვება, როგორიცა
სასიცოხლო ენერგია (რუს. энергия жизнепотоков)!

- ცოცხალი არსებების მსხვერპლშეწირვა!

- განსაკუთრებით ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების!

- რატომ მოხდა ასეთი სულიერი ვარდნა?

- სწორედ „მე მინდა და მე მომეცემა“ მენტალიტეტის გამო. ამ მენტალიტეტით „პირუკუღმა


სამყაროში“ (ანუ სამყაროში, სადაც მატერიის იპოსტასი დომინირებს და იგი
დაბალვიბრაციულია) ადამიანად განსხეულება, თანაც საკუთარი წარმომავლობის სრული
მეხსიერებით და ანგელოზის, როგორც თქვენ ეძახით, ანუ ზედა განზომილების არსების
ქმედითი პოტენციალის შენარჩუნებით, ძალიან საშიშია... ბევრმა ვერ გაუძლო ამ
ცდუნებას... ხშირად „დაცემა“ სწორედ საპირისპირო სქესის ადამიანთან
ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული. ის რაც ზედა და სულიერ სამყაროებში
ბუნებრივი მაგნიტური მიზიდულობით ჩაკრების შერწყმით გამოიხატება და წმინდა,
ნორმალური პროცესია, მატერიალურ სამყაროში დიდ თავშეკავებას მოითხოვს. დიდი
თავშეკავებაა საჭირო თქვენ სამყაროში დაბალი ჩაკრის ანუ სექსუალურ ენერგიის

107
გამოყენებასთან დაკავშირებით, რომ ცნობიერება 666-ზე არ ჩამოვარდეს და ცხოველს არ
დაემსგავსო. პირველწყაროს მოწყვეტილი არსებები კიდევ დიდხანს ინკარნირებდნენ
დედამიწაზე, სანამ მათ მისგან ნატიფ-მატერიალური ხაფანგი არ შექმნეს და ადამიანები
და მათი მოქმედებებით შექმნილი ენერგეტიკული ნაკადები საკუთარ კვების წყაროდ არ
აქციეს. როცა სრულიად კაცობრიობის მენტალური ეგრეგორის ვიბრაცია ვარდება,
ჩვენთვის ძნელია ჩვენი იდეების გამტარებელი წინასწარმეტყველებისა თუ
მღვდელთმსახურების მოვლინება, მაშინ როცა მათი იდეების დამნერგავები ადვილად
ინკარნირდებიან და ადვილად მოქმედებენ, რადგან საარსებო და სამოქმედო სივრცე
უწყობთ ხელს.

- განა ღვთაებრივი იერარქები არ იბადებოდნენ ადამიანებად?

- იბადებოდნენ. უკანასკნელ დრომდე იბადებოდნენ. ღვთის შვილების ინკარნაციას წინ


უძღვის ნათლის შვილების ინკარნაციები. ეს იერარქიაში უფრო დაბალი შტოა. ნათლის
შვილები ღვთის შვილებს ესე ვთქვათ გზას უმზადებენ იმით, რომ კაცობრიობის
ცნობიერებას ზევით წევენ, რათა „ღვთის შვილს“ შეეძლოს მოვლინება. დაბალ
ვიბრაციებში „ღვთის შვილი“ ვერ მოევლინება ვიბრაციებში ძლიერი განსხავავების გამო.
ის უბრალოდ ვერ შეძლებს არსებობას. უკანასკნელი ღვთის შვილის მოვლინება გაიხსენე...

- იესო...

- ვინ უძღოდა მის გამოჩენას? „Услышьте голоса братьев, Вопиющих в пустыне и в стране
бесплодной“ - იოანე ნათლისმცემელი არ იყო მაშინ ერთადერთი ნათლის შვილთაგან. ჯერ
ნათლის შვილები ევლინებიან და შემდგომ ღვთის შვილები. ეხლაც დრო მოვიდა რომ
ღვთის შვილის მოსავლინებლად მომზადდეს კაცობრიობის ცნობიერება. ეხლანდელი
ადამიანების ყოფა გალიაში გამომწყვდევას ჰგავს. სული ვერ ვითარდება ისე რომ გააღწიოს
ამ განზომილებაში ხელახლა ინკარნაციებიდან. ბავშვს დაბადებიდან არასწორ
წარმოდგენებს უნერგავენ. საზოგადოება არასწორი პრინციპებითაა მოწყობილი, არასწორ
ღირებულებებზეა დაყრდნობილი. ადამიანის თავისუფლება ერთი დიდი ილუზიაა,
თავისი რელიგიებითა თუ მეცნიერული მიღწევებით, რომელიც დიდ წილად დემონური
არსებების მენტალური და ასტრალური კონსტრუქციებით იმართება. მათი პროგრამები
რაღაც დოზით ყველა რელიგიაშია განთავსებული. ღვთის შვილების მოვლინება
დედამიწაზე ისეთ საზოგადოებრივ წყობას შექმნის, რომელიც სულის სწორ ევოლუციას
შეუწყობს ხელს. სწორედ ესაა ჩვენი ბრძოლა და ჩვენი მიზანი. ღვთის შვილების მოვლინება
მოიტანს დროს, როდესაც კაცობრიობის ცნობიერების სიმაღლე „განღმრთობილი
ადამიანის“ დონეზე ავა, ადამიანი თავის ნებას ღმერთს ჩააბარებს და როგორც ცხოველები
იმართებიან ინსტინქტების საშუალებით საღმრთო კანონებით, ისე წარიმართება
კაცობრიობა გულიდან ნაკარნახები კანონებით, რომელიც სრულყოფილ საზოგადოებას
შექმნის! აღარ იქნება საჭირო კანონების წერა და მათი აღსრულების უზრუნველყოფა,
ადამიანის გული იმდენად გაიწმინდება, რომ მას უსწავლელად ეცოდინება რა არის სწორი
და რა არასწორი, რადგან როგორც მე გელაპარაკები ეხლა, ასე გაიგონებენ ისინი გულიდან
სინდისის ხმას - ღმერთის ნებას!

108
...და იქნებ მაშინ იმ სამყაროში, რომელიც შენ მენტალურ განზომილებაში ჩვენ
შესახვედრად შექმენი ყვავილოვანი საკურის ხის, ხორბლის ველების, ლამაზი მთებისა და
ცხოველების გარდა ადამიანებიც წარმოიდგინო.

2018 წელი. მაისი. „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა

მიქაელი:

- თუ გახსოვს ერთ-ერთ საუბარში გითხარი რომ შენ სწავლებას სხვა დანიშნულებაც აქვს.
ეს არის შენი „ცხოვრებისეული მისიის“ გზა, რომელიც გაიარე და რომლის ნაკვალევზე
სხვებიც გაივლიან. შენ გაიარე „ჩვეულებრივი ადამიანის“ გზა. გზა ადამიანისა რომელიც
ცხოვრობდა არახელსაყრელ პირობებში და არახელსაყრელ დროს, საიმისოდ რომ სულიერ
სამყაროსთან ასე მჭიდროდ დაახლოებულიყო და სულიერი პოტენციალი ასე გაეხსნა. თუ
შენ შეძელი, სხვაც შეძლებს! ადრე, ასეთი ნატიფ სამყაროსთან მისტიკური ურთიერთობის
გამოცდილება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთეულებისთვის, მათთვის ვინც შესაბამის
გარემოებებში იბადებოდა, მაგალითად ტიბეტელი ლამებისთვის რომლებსაც ხუთი წლის
ასაკიდან აბარებენ მონასტერში და მთელი ცხოვრება ჰიმალაის წმინდა გარემოში ხვეწენ
თავიანთ უნარებს. ასეთი შესაძლებლობები ძალიან ცოტა სულს ექმნება. ჩვენ გვჭირდება
გზა იმ უამრავი ადამიანისთვის რომელიც ჩვეულებრივ პირობებში იბადება. ჩვენ
გვჭირდება ბადე, რომ ამ ადამიანთა სულები ზედაპირზე ამოვიყვანოთ. თანამედროვე
ადამიანები სულ უფრო მოწყდნენ ტრადიციურ რელიგიებს, რომლებიც თავისმხრივ
დეგრადირდნენ მასების ზეგავლენით და ჩვენ ძალიან გვტკივა გული, როდესაც ვხედავთ
როგორ ვკარგავთ სულებს, როგორ იკეტავენ ათეიზმით მაღალი პოტენციალის და მაღალი
ცნობიერების ადამიანები, რელიგიებისა და მათი მსახურების არასრულყოფილების გამო
სულის განთავისუფლების გზას. ამიტომ გვჭირდება ჩვენ, ახალი „ინდივიდუალური“,
„შინაგანი“, „გულისმიერი“ გზა, რომელშიც ადამიანს „ჩავიბავთ“, როგორც თოკით და მის
ცნობიერებას მაღალ სიხშირეზე ავწევთ. ეს არის გზა სადაც მხოლოდ ორია - ადამიანი და
ღმერთი! არსებობს საზოგადოების მთელი ფენა რომელსაც ამ კავშირის დამყარების უნარი
აქვს და ამავე დროს სრულიად მოწყვეტილია ჩვენგან. შენი ცხოვრებისეული გზა მათთვის
ნათელი მაგალითია. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, რომლებიც ვერც ერთ
რელიგიურ მიმდინარეობაში თავის ადგილს ვერ პოულობენ, ეს „ინდივიდუალურ გზა“
მონახონ. ამ გზას არ ჭირდება ტაძრები, რიტუალები და მღვდელმთავრები. კაცობრიობის
ცნობიერების სიხშირის აწევით ფიზიკური სამყარო სულიერს უახლოვდება. ამ პირობებში
აღარ არის აუცილებელი ფიზიკურ განზომილებაში გყავდეს სულიერი მოძღვარი.
მითუმეტეს „არახელსაყრელ“ გარემოში ძნელია ღირსეული სულიერი მოძღვარის პოვნა.
ადამიანი, რომელსაც მწვერვალზე აყავხარ თვითონ უნდა იყოს მწვერვალზე ნამყოფი და
არა რუკით ხელმძღვანელობდეს. აღარ არის აუცილებელი მრავალჯერ გადაწერილ,
საუკუნეების მანძილზე სახეცვლილ და ხშირად სრულიად აბსურდულად

109
ინტერპტერიტებულ წმინდა წიგნებზე დაყრდნობა. წმინდა წიგნებით ხელმძღვანელობა
მხოლოდ ეტაპია სულთა ევოლუციაში. სამყაროთა დაახლოების პირობებში ცნობიერების
სათანადო სიმაღლეზე დაჭერით შესაძლებელია ამაღლებულ სულიერ განზომილებაზე
გასვლა და სულიერი სამყაროს მეუფესთან რეალური, გულისმიერი კავშირის დამყარება.
ამ კავშირის შეგრძნებაზე შეიძლება წლები წავიდეს და შეიძლება წამიერად მოხდეს,
გააჩნია სულის მზაობას. მთავარია ადამიანმა გულის კარნახით მიაგნოს იმ ამაღლებულ
სულს, ვისაც ესე ვთქვათ სულიერად „ჩაებმება“. იქნება ეს იესო ქრისტე, ღვთისმშობელი
მარიამი, კრიშნა, წმინდა იოანე ნათლისმცემელი თუ ვინმე სხვა, ადამიანისა და ამ მეუფის
სულიერ ნათესაობაზეა დამოკიდებული. ეს არის ძალიან ღრმა და პირადი კავშირი
ადამიანისა და მეუფის გულებს შორის, რომელსაც ადამიანი მატერიალური სამყაროს
ილუზიიდან ნელ-ნელა გამოჰყავს და სულიერ მწვერვალებს აზიარებს. შენ თვითონაც იცი,
როგორი ნეტარი მდგომარეობაა როდესაც ამ კავშირს ამყარებ და როგორი
არაჩვეულებრივი და ფანტასტიკური შესაძლებლობები იხსნება ამ დროს. ამ კავშირის
ერთხელ დამყარებისას, მას ვეღარ წყდები. ის მაგნიტივით იზიდავს შენს სულს. ადამიანმა
სამჯერ უნდა მოუხმოს თავის სულიერ წინამძღვარს სახელით და ჩააბაროს მას და მისი
შუამავლობით ღმერთს, თავის სულზე ზედამხედველობა. უნდა გახადოს ეს მეუფე თავისი
ცხოვრების თანაზიარი. ამას ჰქვია - Ходить перед Богом! ამ მომენტიდან მისი სულიერი
ზრახვები თუ მოქმედებები სრულიად „ხილვადი“ ხდება მეუფისთვის და გარკვეული,
საღმრთო კანონით ნებადართულობის საფუძველზე, მას მეტი ჩარევის შესაძლებლობას
აძლევს. ადამიანმა უნდა ისწავლოს თავის მეუფესთან ყოველდღიური, შინაგანი საუბარი,
როგორც პიროვნებასთან, რომელიც მუდმივად შენ გვერდითაა და შენი უახლოესი
მეგობარი და მექომაგეა. არავინ იფიქროს რომ ესეთი გულისმიერი, ფიქრით საუბარი
არავის ესმის. ყოველი სიტყვა გაგონილია! ყოველი თხოვნა გაგონილია! არავინ იფიქროს
რომ აწუხებს თავის სულიერ წინამძღვარს ან მის დროს აცდენს. გაიხსენე, რომ ამაღლებულ
სულებს ცნობიერების დაქსაქსვის (ფრაგმენტაციის) უნარი აქვთ. მათ შეუძლიათ ბევრ
ადგილას იყვნენ ერთდროულად. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ასეთ საუბარში
უნდა დომინირებდეს პოზიტიური ენერგია და დადებითი ემოციები, რადგან ეს არის
მაღალი სიხშირის ენერგია, რომლითაც კავშირი მეუფესთან ძლიერდება და მყარდება. თუ
ადამიანი თავის მეუფეს ყველა დადებითი მოვლენის, სიხარულის და სიყვარულის
თანაზიარს გახდის, ათასჯერ მეტ საზღაურს და უკუგებას მიიღებს უკან. იმ მომენტიდან,
როდესაც ადამიანს თავისი მეუფის მიმართ ნამდვილი სიყვარულის გრძნობა გაუჩნდება
და იქიდანაც საპასუხო ემოციას იგრძნობს, მოხდება ამ ორის ერთიან ველში გაერთიანება
და ადამიანის სულიერი წინსვლა გაცილებით ფართო მაშტაბებს და სწრაფი განვითარების
ხასიათს მიიღებს. საუბარი ზედმეტია იმაზე, რომ ეს ურთიერთობა სულის განვითარებას
უნდა მოხმარდეს და არავითარ შემთხვევაში არ არის წვრილმანი ჭორაობის და მდაბიო
მატერიალური საკითხების განხილვებზე ან მატერიალური სარგებელის მიღების
სურვილზე ორიენტირებული კონტაქტი. ასეთი ურთიერთობისთვის რათქმაუნდა
გარკვეული სულის მზაობაა საჭირო, უძლიერესი შინაგანი მისწრაფება და სულიერი
წინამძღვრის უდიდესი ნდობა და ერთგულება. ამ თვისებების გარეშე კავშირი ვერ
შედგება. დამიჯერე, შეუძლებელია მატერიალური სამყაროს ილუზიიდან თავის დაღწევა
ღმერთისაკენ ძლიერი გულისმიერი მისწრაფების გარეშე. ყოველი ინკარნაციის
დასრულებისას, ფიზიკურ სხეულთან განშორებისას ადამიანს უამრავი ბორკილი აკავებს

110
მიწიერ სფეროსთან სხვადასხვა დამოკიდებულებების სახით, ოჯახი იქნება ეს, სამსახური
თუ სამშობლო. ეს ბორკილები სულს უმალ უკან, ხელახან განსხეულებაში აბრუნებენ და
ასე დაუსრულებლად. ღმერთის შიში არაფერია, გარდა ადამიანის ზნეობრივი
კონტროლისა. მას ადამიანი სულიერ სამყაროში ვერ გადაჰყავს. აუცილებელია ღმერთთან
სიყვარულის ველში გაერთიანება, რომლის დროსაც ნელ-ნელა გწყდება მატერიასთან
შემბოჭავი ბორკილები და თვალი გეხსნება, რომ შენი ჭეშმარიტი სახლი სხვაგანაა,
სულიერ განზომილებაშია, სადაც გელიან და სადაც უნდა დაბრუნდე. მაგრამ აბსტრაქტულ
ღმერთთან, როგორც აბსოლუტთან, რომელიც ყველაფერი ყველაფერშია ასეთი პირადი
კავშირის დამყარება ძნელია, რადგანაც ადამიანის გონება პიროვნებებთან
ურთიერთობასაა მიჩვეული და არა აბსტრაქტულ, თუნდაც ყოვლისმომცველ ძალა-
გონებასთან. ამიტომ იცოდე, რომ ჩვენ, რომელნიც ვდგავართ კაცობრიობის სადარაჯოზე,
უფრო ახლოს ვართ ვიდრე გგონიათ და ახლა, სამყაროთა გზაგასაყარიდან ადამიანებს
ვუწვდით ხელს და სულმოუთმენლად ველოდებით მათი გულების ძახილს!

2018 წელი. 1. ივნისი. ცეცხლოვანი იერარქია

მე:

-ეხლა ვიცი, რატომ არის ბევრი ძველი საკულტო ნაგებობა მზის მოძრაობაზე და
განსაკუთრებით მზის ნაბუნიობებზე ორიენტირებული...

მიქაელი:

-როგორც უკვე გითხარი, ინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა სენსორული სტატუსის


მქონე არსებები აღიქვავენ, როგორც ფორმებს, ფერებს, ხმებს ან ვიბრაციებს, არის
ტალღოვანი ენერგიები... ფაქტიურად სინათლე... ანუ თქვენი ცნობილი გამონათქვამი -
ცოდნა სინათლეა და უცოდინრობა სიბნელე - სინამდვილეში არ არის ალეგორია, არამედ
პირდაპირი აზრია. მე ნელ-ნელა მიმყავდი ამ აზრამდე... ჩემი ბუნება არის სიბრძნე, იგივე
სინათლე... ამიტომ არის რომ განსხვავებით თქვენი სხეულისგან, რომელიც ხუთი სტიქიის
ელემენტთა კომბინაციისგან შედგება, ჩემი სხეული მხოლოდ ცეცხლოვანი სტიქიის ნატიფ
მატერიას წარმოადგენს. ამიტომ დამინახე ერთ-ერთ სიზმარში როგორც ცეცხლოვანი
ანგელოზი და ეს ყველაზე ჭეშმარიტი ჩემი გარეგნობაა. ცეცხლოვანი სხეული ჩემნაირი
სულის თვისებების მქონე არსებებისთვის ყველაზე შესაფერისია და ჩვენი საარსებო
გარემოც ცეცხლოვან გამოვლინებას წარმოადგენს. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში ხშირად
ცეცხლოვანი ხმლით გამომსახავენ. ადამიანებმა ბევრი იციან, მაგრამ ხშირად მხოლოდ
ქვეცნობიერის დონეზე, რადგან კაცობრიობის კოლექტიური მენტალი ბევრ ინფორმაციას
ინახავს. ჩემთვის მზის სხივი იგივეა რაც თქვენთვის კარგად გატკეპნილი ბილიკი,
რომელზეც თავისუფლად შეიძლება გაიარო. გაიხსენე წინა ზაფხულის ნაბუნიობა, 21
ივნისი. სწორედ ამ დღეს, როდესაც მზის ანუ ცეცხლის, იგივე სინათლის ენერგია ყველაზე

111
ძლიერია, ჩვენი სამყაროები განსაკუთრებით ახლოსაა. სწორედ მაშინ დავაკავშირე მე
შენთან ჩემი გულის ჩაკრა. ჩვენ ერთ ველში გავერთიანდით და მას მერე შენ
განსაკუთრებით მკაფიოდ „გესმის“ ჩემი. ჩვენ დიდი ხანია კაცობრიობასთან კავშირი
გვაქვს. ძველი მზის საკულტო ნაგებობები, სწორედ მზის ენერგიის კონცენტაციასა და
„წმინდა ადგილას“ ჩვენ ადეპტებთან კავშირის დასამყარებლად შენდებოდა. ეს
გულისმიერი კავშირი და შედეგად ცნობიერის ერთ ველში გაერთიანება ჩვენს ქურუმებს,
ადაპტებსა და მღვდელმთავრებს საშუალებას აძლევდათ „ღმერთების“ სახელით
ელაპარაკათ. მათ ყველაზე ძლევამოსილი მეფეებიც კი ყურს უგდებდნენ და
ემორჩილებოდნენ. ქრისტიანულ და იუდეველურ კულტურებში მე ცნობილი ვარ როგორც
მთავარანგელოზი მიქაელი, მაგრამ მე ბევრი სახელი მაქვს და ბევრი ინდივიდუალიზაცია.
ძალიან ადრე კავშირი იმდენად ძლიერი და იმდენად სუფთა იყო, რომ ჩვენ დროებით
განსხეულებაც კი შეგვეძლო და ადამიანებს ძალიან დიდ ცოდნას გადავცემდით. ეს ცოდნა
დიდ წილად ეხებოდა კოსმოსს, რადგან ადამიანს უნდა სცოდნოდა თავისი ადგილი
სამყაროში, სცოდნოდა რომ იგი კოსმოსური ოჯახის წევრია და სამყარო გაცილებით
ფართოა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა იმდროინდელი ადამიანისთვის. ჩვენ
ვასწავლიდით ასტროლოგიას, ასტრონომიას და მათემატიკას, მატერიალური და სულიერი
სამყაროების კანონებს, სტიქიების ფლობით მატერიის დამორჩილებას...

ჩემ წარმოდგენაში ამოტივტივდა სტოუნჰენჯი, მაიას ტომების საკულტო ნაგებობები და


პირამიდები, სამხრეთ ამერიკისა თუ სხვა კონტინენტებზე აშენებული მეგალითური
ნაგებობები. „განმანათლებელი ღმერთები“ (ცივილიზატორი ღმერთები)... ეს ყველაფერი
იმ დროს ეკუთვნოდა, როდესაც კავშირი ჯერ კიდევ არ იყო გაწყვეტილი...

მიქაელი:

- რაც შენ წარმოიდგინე, მხოლოდ მონარჩენია, იმისი რაც იყო. მხოლოდ ჩვენთან კავშირი
შესაძლებელი იყო სულიერად ძალიან ამაღლებული სულებისთვის, რომლებსაც
სიყვარულის, სიხარულის, მადლიერების სიხშირეებზე ეჭირათ გონება. დროთა
განმავლობაში, კაცობრიობის მიერ ცოდნის არასწორი გამოყენებით განპირობებულ
დეგრადაციასთან ერთად ქურუმები და მღვდელმთავრებიც ირყვნებოდნენ. მათი
ცნობიერების სიხშირე ეცემოდა და მიუხედავად სწორედ ჩატარებული რიტუალებისა,
ისინი ჩვენ ვეღარ გვიკავშირდებოდნენ. სწორედ ამ დროს მოხდა მათ მიერ ნებსით თუ
უნებლიეთ ჩვენი ჩანაცვლება დემონური სულიერი არსებებით, რომლებიც სათაყვანო
ენერგიად ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ძალას ითხოვდნენ. მაშინ დაიწყო
მსხვერპლშეწირვების ეპოქა... შენ უნდა იცოდე, რომ ცოდნის გაღება ისევე როგორც მიღება
დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან დუალურ სამყაროში მისი გამოყენება როგორც
სიკეთისთვის ასევე ბოროტებისთვისაა შესაძლებელი. ცოდნის გამცემს დიდი
პასუხისმგებლობა აკისრია, რომ მისმა მოსწავლემ ეს ცოდნა სწორი მიმართულებით
გამოიყენოს. კაცობრიობის სულიერი დეგრადაცია ჩვენც მძიმე ტვირთად დაგვაწვა...
გახსოვს მითი პრომეთეზე, იგივე ამირანზე?.. ამ მითში, ისევე როგორც მითების
უმრავლესობაში, უამრავ გამოგონილ ისტორიებს შორის დიდი ჭეშმარიტებებიცაა

112
გაჟღერებული. პრომეთემ ადამიანებს ცეცხლი გადასცა, რომელიც ღმერთებს მოპარა და
ამისთვის ზევსმა იგი კავკასიონის კლდეს მიაჯაჭვა, სადაც მას საუკუნეების განმავლობაში
ჯიჯგნიდა არწივი. ამ ისტორიის ჭეშმარიტი აზრი შემდეგია: ჩვენ გადმოგეცით ცეცხლი,
ანუ სინათლე, იგივე სიბრძნე და კარმული პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე,
რითიც საღმრთო კანონმა ანუ კარმამ, იგივე ღმერთმა მატერიალურ სამყაროს ბედთან
მიგვაჯაჭვა. ყველა თქვენი არასრულყოფილება და უბედურება ჩვენ გვირტყავს, როგორც
არწივი პრომეთეს სხეულს. როდესღაც ჩვენ გაგათავისუფლეთ ცხოველური
უმეცრებისსგან და ეხლა დრო მოვიდა რომ თქვენ, განღმრთობილმა ადამიანებმა,
„ნახევარღმერთებმა“ გაგვათავისუფლოთ ჩვენ, როგორც ჰერკულესმა პრომეთე!...

უნებურად გამიელვა თავში:

- და რომ არ გადაგეცათ ჩვენთვის სიბრძნე?

- როგორც გითხარი, ცოცხალი არსებების ევოლუცია ცნობიერების განვითარებით/აწევით


მიმდინარეობს. გონის ჩასახვა და განვითარება ერთ-ერთი სიხშირეთა დიაპაზონია
აღმავალ შკალაზე, რომელსაც ვერ გამოტოვებ და ვერ გადაახტები. ამ დიაპაზონში,
ცოცხალი არსებებების განვითარებას იერარქიის ჩვენი შტო განაგებს. ეს ჩვენი ვალი იყო
უზენაესის მსახურებაში. ახლა საშიში დროა... ჩვენთან კავშირის გაწყვეტის გამო სიბრძნის
განვითარება წავიდა მხოლოდ მატერიალური სამყაროს შესწავლის გზით. სულიერი და
მატერიალური სამყაროების ცოდნას შორის დიდი ნაპრალი გაჩნდა. ეხლანდელი
ინტელექტუალური ადამიანისთვის ღმერთის რწმენა და სულიერი განზომილებების
აღიარებაც კი სამარცხვინოდ აღიქმება. სინამდვილეში მატერიალურ და ნატიფ სულიერ
სამყაროებს ბევრი ერთნაირი კანონი და პრინციპი აერთიანებს. სულიერი ცოდნა კი
გაცილებით მაღალი დონის ცოდნაა და მისი აღქმა გაცილებით მაღალ უნარებს და დიდ
სიბრძნეს მოითხოვს. გაიხსენე, როდესაც ქრისტემ შენი ცნობიერება გააფართოვა და აწია,
როგორ დაინახე მატერიალური განზომილება?

მე გამახსენდა ნაცრისფერი ბნელი სიბრტყე და თავჩაქინდრული ადამიანები. ამ სიბრტყეს


თითქოს რაღაც ბნელი ქსოვილივით ეფარა ზედ.

მიქაელი:

- თუ კაცობრიობა საღმრთო სინათლის პირველწყაროს საბოლოოდ მოწყდება, ის


თვითგანადგურდება, სვარაუდოდ მატერიალური ცოდნის არასწორი გამოყენებით. ეს
„ბნელი ქსოვილი“ უნდა გათხელდეს, გაირღვას და გაქრეს! და ამის გაკეთება მხოლოდ
შიგნიდან, მატერიალური განზომილებიდანაა შესაძლებელი!

113
2018 წელი. ივნისი. როგორ დააღწიო თავი უბედურებას

ჩემი ბიჭი ბოლო დროს მეკობრეების თემით არის გატაცებული. იმიტომ არა რომ ყაჩაღები
და მკვლელები მოსწონს. ამ თვისებებს მათში, ის როგორც ჩანს საერთოდ ვერ ამჩნევს და
ძალიან უკვირს როცა ეუბნებიან რომ კარგი მეკობრეები არ არსებობენ. მას მათში
თავგადასავლები მოსწონს, მათი ზღაპრული, საშიში და ფათერაკებით სავსე ცხოვრება. მათ
ცხოვრებაში ხომ ყველაფერია შესაძლებელი, მშვენიერი ზღაპრული სირინოზები და
საშინელი მითიური ურჩხულები ყოფიერ მოვლენებთან და ადამიანებთან თანაარსებობენ.
ზღვა საიდუმლოებებითაა აღსავსე და სადღაც შორს, ჰორიზონტს გადაღმა ყოველთვის
არსებობს უკაცრიელი კუნძული, სადაც ცალფეხა და ცალთვალა მეკობრემ ოქროთი და
ძვირფასი ქვებით სავსე სკივრი დაფლა.

ძილის წინ, როდესაც ლოგინში ვწვებით, წარმოვიდგენთ ხოლმე აბობოქრებულ ზღვებსა


და გადარჩენისთვის მებრძოლ გემებს, მშვენიერ და საშიშ კუნძულებს თავიანთი
ზღაპრული ბინადრებითა და საგულდაგულოდ გადამალული განძებით. ახლაც, როდესაც
ჩემი შვილი ავადაა და მაღალი სიცხით გათანგული ლოგინში წევს, მე გვერდზე ვუწვები
და ზღაპრულ სამყაროებზე ვუყვები.

- ჩვენ გემზე ვართ, - ვეუბნები „------„-ის რომელსაც უკვე რული მოერია და ქუთუთოები
უმძიმდება, - დღეს წყნარი ამინდია და ნიავიც არ იძვრის. ჩვენი გემი ზღვის მშვიდ და
მოსარკულ ზედაპირზეა გაშეშებული. ოღონდ ეს ზღვა არ არის, ეს ვარსკვლავებით
მოჩირაღდნებული ამობრუნებული ცაა, რომელშიც თევზების მაგივრად ვარსკვლავები
დაცურავენ. ჩვენც შეგვიძლია გემბანიდან ანკესი გადავაგდოთ და ერთი-ორი ვარსკვლავი
დავიჭიროთ, მაგრამ ეხლა მაგის დრო არაა. ეხლა ჩვენ გემბანზე პირაღმა წამოვწვებით,
თავქვეშ ხელებს ამოვიდებთ და კოსმოსის სიღრმეებში ჩავიძირებით. ჩვენი თვალი
სამყაროს დასალიერს სწვდება. ყველაზე შორეული გალაქტიკის ყველაზე შორეული
ვარსკვლავიც კი ხილვადია ჩვენთვის... ახლა კი წარმოიდგინე, თითქოს სინათლის
ფრთები გაქვს შესხმული, რომლებიც მიგაფრენენ ამ შორეულ სამყაროებში სადაც სულ
გაზაფხულია და ღვთაებრივი სულით გულანთებული ანგელოზები გელოდებიან
სულმოუთქმელად, რომ თავიანთი ფარული საიდუმლოებები გაგიმხილონ..

ჩემ ბიჭს ეძინება... მე კი ვუყურებ და ვფიქრობ, როდის... რა ასაკში უქრება ბავშვს ეს უმანკო
ანგელოზის სახე როცა სძინავს... მე ნაზად ვკოცნი ლოყაზე და ჩემი კოცნა მას თეთრ ნატიფ
ღრუბლად გარშემოერტყმება. ამ ღრუბელში ზღვაც არის და ვარსკვლავებიც, მზეც და
მთვარეც, ის თბილია და ალერსიანი, იმიტომ რომ ეს ჩემი სიყვარულია, სიყვარული
რომელიც მას მთელი ღამე დაიცავს, გამოაჯანმრთელებს და მოეფერება და არ არსებობს ამ
ქვეყნად ბოროტი ზრახვა ან ავი ქმნილება... არ არსებობს ძალა ამ ან მიღმიერ სამყაროში,
რომელიც ამ დაცვას გაარღვევს ან შიგ შეაღწევს.

- ღამე მშვიდობისა, პატარა მეკობრევ და ყველა ტკბილი და ლამაზი სიზმარი იყოს შენკენ!

114
მეც ძილი მითრევს, თვალები მეხუჭება. გულში უამრავი მძიმე გრძნობა მერევა და მათ
შორის დედის მუდმივად თანმხლები ყრუ შფოთვა შვილზე. მიქაელის გვერდზე ყოფნას
ვგრძნობ და ვეუბნები:

- როგორ... ამიხსენი, როგორ შეიძლება ამ მიჯაჭულობას, რომელსაც შვილის სიყვარული


ჰქვია, თავი დააღწიო? როგორ შეიძლება შეინარჩუნო ამაღლებული ცნობიერება და
შინაგანი სიმშვიდე, როცა შენი შვილი ავადაა? ან თუნდაც სხვა, უცხო ადამიანები ავადობენ
და წვალობენ? როგორ შეიძლება ბედნიერი იყო, როცა გარშემო ამდენ უბედურებას ხედავ?

- მხოლოდ ისეთი ცნობიერების მდგომარეობის მიღწევით, რომელშიც მაშინ, 2013-ში


ქრისტემ შეგიყვანა (იხ. „ქრისტესთან შეხვედრა). მან მაშინ შენი ცნობიერება ხელოვნურად
ასწია ზეგანზომილებამდე, მაგრამ ამ მდგომარეობას შენ თვითონ, შენი სულის
დამსახურებით უნდა მიაღწიო! როცა ადამიანის გონება პარალელურად ზეციერ
განზომილებაში თანაარსებობს, მას მუდმივი ნეტარების განცდა აქვს, რაც არ უნდა
ხდებოდეს გარშემო და მისი ცნობიერების ზეგავლენით გარემოც და ადამიანებიც
უკეთესობისკენ იცვლებიან! ხომ გახსოვს, რომ მაღალი ცნობიერება უფრო ქმედუნარიანია
და სულიერი განზომილებიდან ზემოქმედებს მატერიაზე. ძლიერ ცნობიერებას მატერიის
წამიერი გარდაქმნაც კი შეუძლია. სწორედ ასე ახდენდა იესო სასწაულებს. ძლიერ
ცნობიერებას მატერია ისევე მორჩილად ექვემდებარება როგორც მეთუნეს თიხა.
ცნობიერების ამაღლებას სიბრძნეც მოაქვს და სიყვარულის განცდაც უფრო ნატიფი და
თავისუფალი ხდება. გახსოვდეს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა
მიაღწიოს! ეს ერთადერთი გზაა უბედურებისგან თავდასაღწევად...

2018 წელი. ივნისი. ნათელი იერარქიისგან მოვლენილ სულებზე

მე:

-მინდა იმ ადამიანებზე გკითხო, ვინც დედამიწაზე თქვენი ენერგიების გამტარია ან


ტელეპატიური აზრების მიმღები. ესე ვთქვათ, თქვენ მოგზავნილ სულებზე, თქვენ
ადეპტებზე.

მიქაელი:

-ჩვენთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობენ. გააჩნია სულის პოზიციას სულიერი


იეარარქიის ხეში. უმრავლესობა ჩვენს მოგზავნილ ადამიანებს ან არ ახსოვთ ან ბუნდოვნად
გრძნობენ თავიანთ სულიერ წარმომავლობას. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც
კონკრეტული რელიგიის ეგრეგორში მსახურობენ და შესაბამის ენერგიას ატარებენ.
ქრისტიანული ეგრეგორის ენერგია იმდენად ფაქიზი და ამაღლებულია რომ წმინდა სახით
მისი გამტარებელების მიმართ ძალიან მაღალი მოთხოვნებია, ამიტომ მიუხედავად ამ
რელიგიის ფართო გავრცელებისა, მათი რაოდენობა ძალზე მცირეა.

115
ჩვენ წარმომადგენლებში არიან ისეთები, ვინც უბრალოდ ძალიან კარგი, დიდი, კეთილი
გულის ადამიანია. ისინი თავიანთი სულიერი სხეულებით საღმრთო შუქს ატარებენ და
თავის გარშემო სამყაროს უკეთესობისკენ ცვლიან უბრალოდ იმითი რომ არსებობენ! მათ
შეიძლება არც რაიმე თანამდებობა ეკავოთ, არც რაიმე მნიშვნელოვანს მოღვაწეობდნენ.
ისინი უბრალოდ უხილავად ანათებენ და მათ ნათელზე ადამიანები იზიდებიან როგორც
პეპლები ლამპრის შუქზე. მათ გვერდით თავს დაცულად და მშვიდად გრძნობ. ასეთი
ადამიანები სხვებს დადებით მუხტს, იმედს და სიხარულს ანიჭებენ, თუმცა ხშირად
საკუთარი მოღვაწეობა არა აქვთ გაცნობიერებული და თვითონ უზომოდ უჭირთ
ცხოვრება. თქვენი განზომილება „შუალედური“ ტიპისაა. ასეთ სამყაროებს ყველაზე
ადვილად „საშუალო“ სულიერების ადამიანები ერგებიან. როგორც პლიუს ასევე მინუს
უკიდურესობას უჭირს არსებობა. ანუ, ძალიან დადებით ადამიანებს ძალიან უჭირთ. და
მიუხედავად ამისა, ისინი ხშირად სწორედ ჩვენი მოგზავნილები არიან.

ჩვენი მოგზავნილებიდან არიან ისეთებიც, ვინც გარდა სულიერი სხეულებისა, საღმრთო


ნათელი „გამოვლენილ ცნობიერებაში“ ანუ ინტელექტში უნდა გაატარონ და ესე ვთქვათ,
ეს ნათება ცოდნის სახით გამოავლინონ. ამას იერარქიის ცალკე შტო ემსახურება.

მინდა გავავლო პარალელი ადამიანის ყურთასმენასთან. ადამიანის ყური აღიქვავს


გარკვეული დიაპაზონის ბგერებს, არც მეტს არც ნაკლებს. მას არ ესმის ულტრაბგერა ან
ინფრაბგერა, იმიტომ რომ ეს ტალღები მისი აღქმის დიაპაზონის გარეთაა. როგორც უკვე
არაერთხელ ვთქვი, ინფორმაციაც წარმოადგენს ტალღების ძალიან ნატიფ ფორმას, იგივე
სინათლის ნაკადს. როდესაც ჩვენ ჩვენ ტელეპატიურ მიმღებებთან ინფორმაციას
ვაგზავნით, ეს ჰგავს სინათლით დასხივებას. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ
მიმღები ადამიანის ცნობიერების დიაპაზონი რაც შეიძლება ფართო იყოს, რომ ეს
ინფორმაცია, რომელიც სულიერი სამყაროს კანონზომიერებებს მოიცავს, მისმა
ცნობიერებამ აღიქვას და ტალღები მისი აღქმის გარეთ არ დარჩეს, როგორც ადამიანის
სმენისთვის ულტრაბგერა ან ინფრაბგერა. თუ მიმღები ადამიანის ცნობიერება რაღაც
მიზეზის გამო ვიწროვდება „ჩემი ქვეყანა“-ს ეგრეგორამდე, ან კიდევ უარესი საკუთარ „მე“-
მდე, ის ამ ნაკადიდან მხოლოდ იმ ინფორმაციას იღებს რაც მის დიაპაზონში ანუ ამ
შემთხვევაში „ჩემი ქვეყანა“ ან „ჩემი მე“-ს ფარგლებში ხვდება. რაც არ უნდა ამაღლებული
იყოს „ჩემი ქვეყანა“-ს ან „ჩემი მე“-ს ფარგლებში მოხვედრილი ინფორმაცია, თუ მიმღების
ცნობიერება ისევ ვერ გაფართოვდა, ჩვენ სინათლის ნაკადს ვწყვეტთ. არ არსებობს ქვეყანა
რომელიც ჩვენთვის სხვა ქვეყნებზე უპირატესია, რადგან კაცობრიობა ერთიან ქსოვილს,
ერთიან ორგანიზმს წარმოადგენს სადაც ყველას თავისი უნიკალური ადგილი უჭირავს.
ჩვენი მიზანი არ არის კონკრეტული ქვეყნის ეგრეგორის და მითუმეტეს კონკრეტული ეგოს
გამოკვება. ამიტომ გიმეორებ ხშირად რომ „შენ არაფერს ეკუთვნი და შენ არაფერი
გეკუთვნის“. შენც ხშირად შეახსენე ეს შენ თავს. არასდროს არ გადაწყვიტო რომ ვინმეზე
მაღლა დგახარ იმის გამო რომ მე „მესაუბრები“, ყველაზე უკანასკნელ, თქვენი აზრით
უკანასკნელ ადამიანზეც კი, რადგან ჩვენთვის ყველა ადამიანი ერთნაირად ფასეულია.
ყველა ადამიანი ღმერთის გამოვლიანებაა თავისი ინდივიდუალობის დონეზე. და არა
მარტო ადამიანი, ყველა ცოცხალი არსება ფასეულია. გახსოვს, რომში დასიზმრებულ
სიზმარში, როდესაც ეშმაკი დალოცე, შენ მოგეჩვენა, რომ მას გული აუჩუყდა? არ მოგეჩვენა.

116
ეს მართლა მოხდა, ერთი წამით, მაგრამ მოხდა. სანამ დემონურ არსებებში ერთი მცირედი,
უმცირესი წვეთი სინათლე მაინც არსებობს, ისინიც არსებობენ და სანამ მათი სულიერი
მატარებელი სრულიად არ დაბნელდება და არ ნიჰილირდება, საღმრთო კანონის თანახმად
მათაც აქვთ არსებობის უფლება. ჩვენ მათ ვებრძოლებით მხოლოდ იმდენად, რამდენადაც
ვიცავთ სულების ევოლუციის გზას ზედმეტი შეფერხებისგან.

2018 წელი. ივნისი. დადებითად ფორმულირებული სიტყვის ძალა

ბოლო დროს საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში უწყვეტად მიმდინარეობს


საპროტესტო აქციები. რას აღარ ითხოვს ხალხი, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას,
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას, სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვას,
სამართალდამცავი სისტემის რეფორმას, მართლმსაჯულების აღსრულებას უსამართლოდ
გამოკვლეული მკვლელობის საქმეებზე და ას. შ. საპროტესტო აქციები და მიტინგები
უწყვეტი ნეგატივის თანხლებით მიმდინარეობს. ერთმანეთის აზრის შეუწყნარებლობის
და დაპირისპირების ფონზე ერში თითქოს იძერწება და იკვეთება ახალი ფასეულობათა
სისტემა. მაისის თვე განსაკუთრებით მძიმე იყო. თითქოს ერი ერთიანად შეირყა და
შეიშალა. კარგია ეს პროცესები? მატერიალური გადმოსახედიდან თითქოს კი, მაგრამ
სულიერ განზომილებაში ძალიან მძიმე, ბნელი ენერგიების მოზღვავებას ვგრძნობ,
რომლის ფონზე დემონური არსებები აქტიურდებიან. თითქმის ყოველთვის, იშვიათი
გამონაკლისების გარდა დემონსტრაციები ნეგატიური ენერგიის გამოფრქვევის ხარჯზე
მიმდინარეობს. ასეთი ღელვების მერე ნათელი ძალები განსაკუთრებით მობილიზდებიან
და ერთგვარად ალაგებენ ამ პროცესების შედეგად შექმნილ სულიერ ნაგავს. კარგი
იქნებოდა რომ ადამიანებს ესწავლათ მოთხოვნების დეკლარირებისას, მათი პოზიტიურ
ჭრილში წარმოდგენა. მაგალითად „ძირს უსამართლობა“-ის მაგივრად „ვითხოვთ
სამართლიანობას“, „არა ძალადობას“ - ის მაგივრად - „ვითხოვთ ურთიერთგაგებას და
შემწყნარებლობას“, „ვითხოვთ მკვლელების დასჯას“-ს მაგივრად - „ვითხოვთ
სამართალს“. ერთი შეხედვით წვრილმანია და მოთხოვნის აზრი არ იცვლება, მაგრამ
სრულიად რადიკალურად, მინუსიდან პლიუსზე იცვლება ასეთი ლოზუნგების
სკანირებისას გამოტყორცნილი ენერგია. დადებით სიტყვას ყოველთვის დადებითი ძალა
აქვს. დადებითი ენერგია ძალიან ქმედუნარიანია და მისი გამოთავისუფლება
აუცილებლად გამოიღებს შესაბამის შედეგს, შეიძლება არაპირდაპირი გზით, მაგრამ
გამოიღებს. ასეთია სულიერი სამყაროს კანონები და ასეთია კარმის წესი.

ამ პროცესების ფონზე ნელ-ნელა ვგრძნობ რომ მეც სული მეწამლება და შინაგანი შფოთვა
მიპყრობს.

ღამით მეღვიძება და შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევდივარ. ისევ მაქვს


ისეთი გრძნობა თითქოს ლიფტივით რაღაც ზევით მიმაქანებს. ეს ცნობიერების „ზევით“
აწევა ხშირი შეგრძნებაა მიქაელთან ან სხვა სულიერ იერარქთან შეხვედრისას. „დაბლა“

117
ვიყურები და ძალიან გარკვევით ვხედავ თითქოს რაღაც უხილავი ძალა შავი შტრიხებით
პენტაგრამას ხაზავს. პენტაგრამა დასრულებისას ქრება და შემდეგ ისევ ჩნდება. გარდა
ამისა მის გვერდით, აქეთ-იქითაც ალაგ-ალაგ შავი შტრიხები ჩნდება და ქრება. ამის
დანახვა არ მსიამოვნებს და ნაცნობი შფოთვის გრძნობა მიპყრობს. მიქაელს ვეკითხები, ეს
რა არის. ის მპასუხობს, მაგრამ ვერ ვიჭერ მის აზრს. გულის ლოცვას ვიწყებ და ასევე ძალიან
გარკვევით ვხედავ როგორ გამოთავისუფლდება წრიული ტალღები, ისეთი როგორც
წყალში ქვის ჩაგდებისას წარმოიქმნება ხოლმე.

2018 წელი. 16 ივნისი. პენტაგრამა

იმის მერე რაც შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში პენტაგრამა დავინახე, ერთი კვირა
გავიდა. ტელეპატიური გზავნილები ამ კვირის განმავლობაში შეწყდა. ასეთ პაუზებს
შეჩვეული ვიყავი და ჩავთვალე რომ ასეა საჭირო და მოვლენები არ უნდა დავაჩქარო.
უბრალოდ ამჯერად განცდა მქონდა რომ მიქაელი ისევ ელოდა რომ მე რაღაც დასკვნამდე
ჩემით მივიდოდი. მე კი მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა როგორ მომენატრა გარეთ გასვლა
და გასეირნება და ერთწლიანი განმარტოვების მერე ისევ მინდა ჩემ მეგობრებთან
ურთიერთობა და „ჩვეულებრივ“, ყოფით თემებზე საუბარი. უბრალოდ მათი დანახვა
გამიხარდებოდა. ჩემი იოგური ვარჯიშები და „სიარულის“ მენტალური კონსტრუქციების
შექმნის პრაქტიკები სულ უფრო გაფანტული გახდა. ამას დაერთო სასწავლო წლის ბოლო,
ბავშვების გამოცდები, ზეიმები და ჩემ სულიერ მასწავლებლებთან კავშირი თითქოს სხვა
დროისთვის გადაიდო.

მე:

- ისევ ფრაქტალებზე გინდა საუბარი... - ვიგრძენი მე და ფიქრებით იმ გზავნილთან


დამაბრუნა, სადაც ფრაქტალების გეომეტრიაზე და მათთან შეჭიდულ „პრინციპზე“ იყო
საუბარი.

მიქაელი:

- გამოვლენილ სამყაროებში არსებობს ფრაქტალების პრინციპი. ამ ფრაქტალებში


შემოქმედებითი ღვთაებრივი ენერგია გარკვეული კანონზომიერებით, ალგორითმით
გარდატყდება. ეს ფრაქტალები და მათთან შეჭიდული „პრინციპები“ ანუ ალგორითმები
ყველა გამოვლენილ სამყაროში მუშაობს. თითოეულ ფრაქტალს თავისი „საკრალური“,
გინდა დაარქვი „მაგიური“ რიცხვი ახასიათებს. თუმცა ეს არ არის სწორი ტერმინი.
არსებობს სწორი ტერმინი, მაგრამ შენ ვერ იპოვი მას შენ ლექსიკონში. მაგალითად
„სიცოცხლის ხის“ ძირითადი ფრაქტალის ალგორითმი არის „აღმავლობის პრინციპი“, და
მას 7 რიცხვი შეესამაბება. მაგალითად ადამიანში შვიდი ჩაკრა აღმავალ ენერგიათა

118
სიხშირეებს შეესაბამება. 7 ზეციური სამყარო აღმავლობის პრინციპითაა განლაგებული.
სამყაროს შექმნის 7 დღე, უფრო და უფრო აღმატებული არსებების შექმნასთან იყო
დაკავშირებული. ცისარტყელის 7 ძირითადი ფერი მცირე სიხშირის ტალღებიდან მაღალი
სიხშირის ტალღებში გარდამავალ გრადაციას წარმოადგენს. მაგიური ნიშნების გამოყენება,
სწორედ ამ ფრაქტალების მიერ გატარებული/გამოვლენილი ენერგიების ფლობასთან და
გამოყენებასთან არის დაკავშირებული. მასონურ არქიტექტურაში შენობების წყობაში
ფრაქტალების გეომეტრიული ფიგურებია გამოყენებული, სწორედ იმისთვის რომ ამ
გეომეტრიით სათანადო ენერგიების მოზიდვა და კონცენტრაცია მოხდეს. არსებობს
არაერთი ფარული ორგანიზაცია და ადამიანი, რომელიც კარგად და სათავისოდ იყენებს ამ
ცოდნას. პენტაგრამა სწორედ სამყაროს ერთ-ერთი ფრაქტალური სტრუქტურაა და მას
რიცხვი 5 შეესაბამება. მე მინდა რომ წარმოიდგინო და იგრძნო რას წარმოადგენს ეს
ფრაქტალი და მისი ალგორითმი...

119
ა.

ბ.

გ.

ნახ. 1. ა. ხუთობრივი ფრაქტალური სტრუქტურა და ფიფქი, როგორც მისი მაგალითი ბუნებაში.

ბ. სამკუთხედის ფრაქტალური წყობა. სამკუთხედი შეიცავს უფრო პატარა სამკუთხედებს,


რომლებიც, თავისმხრივ კიდევ უფრო პატარა სამკუთხედებს და ასე შ. -უსასრულობიდან
+უსასრულობაში.

გ. სპირალური ფრაქტალური სტრუქტურა.

120
არასდროს არ გავკარებივარ მაგიის წიგნებს, სწორედ ჩემი „მასწავლებლებისგან“ წამოსული
აკრძალვის გამო. ჩემი ცოდნა ამ საკითხზე შემოიფარგლება იმ ფილმებით ან
ლიტერატურით, სადაც ეს თემა ზოგადად იყო ხოლმე განხილული. მე პენტაგრამის
ფორმას წარმოვიდგენ... ხუთი ერთნაირი ქიმი, ხუთი სტიქია - ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა
და სასიცოცხლო ძალა/ეთერი; ხუთი გრძნობა - მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეგრძნება და
გემო; ლეონარდო დავინჩის ვიტრუვიანელი ადამიანი, ოღონდ ჩახატული პენტაგრამაში
(იხ. ნახატი 2). სხეულის ხუთი ნაწილი - ოთხი კიდური და თავი... პენტაგრამის პრინციპით
ეს ყველა ერთმანეთთან კავშირშია.

ნახ. 2 ადამიანი პენტაგრამაში.

- შენი სულის მეხსიერებაში სრული ცოდნაა ამ საკითხზე, მაგრამ შენ ამას ჯერ-ჯერობით
ინტუიციის დონეზე გრძნობ. შენი სულის მეხსიერება დახშულია და სხვადასხვა ცოდნის
„ამოტივტივება“ ჰგავს ამნეზირებული ადამიანის მიერ ნაცნობი ნივთის ან სახის
დანახვაზე ნაწილობრივი მეხსიერების დაბრუნებას. აწი ხშირად ასე მოხდება: სხვადასხვა
მოვლენები, ნივთები და ინფორმაცია გაგახსენებს შენ იმას რაც შენი სულის მეხსიერებაშია
ჩაწერილი. შენ ერთგვარად „ამოიცნობ“ იმას, რაც ისედაც იცი. ზეცნობიერის ერთბაშად
გახსნა საშიშია შენთვის სწორედ ფიზიკური სისუსტის გამო. ფიზიკური მდგომარეობა
სასწრაფოდ ამოსაქაჩია. „ჯანმრთელი სული ჯანმრთელ სხეულში“ სწორი დებულებაა.
მაგრამ შენ მაგივრად ამას ვერავინ გააკეთებს. შენ იცი რომ ადამიანი, სწორედ ამ
პენტაგრამული ფრაქტალური ალგორითმით ხუთი სტიქიის კომბინაციას წარმოადგენს. ამ
სტიქიებს თავისი ბალანსი აქვს, რომელიც დიდ წილად თითოეული სტიქიის შესატყვის
მენტალურ და ემოციურ გამოვლინებებზეა დამოკიდებული. მაგალითად მუდმივი
გაღიზიანება არღვევს სტიქიების ბალანსს, რაც თავის მხრივ დაავადებას იწვევს. ასევე
პირიქით, დაავადება და მითუმეტეს ქრონიკული ინფექცია თვითონ იწვევს სტიქიათა

121
დისბალანს. ხშირად ინფექცია ორგანიზმში აღარ არის, მაგრამ სტიქიათა დისბალანსი დიდ
ხანს რჩება.

- მე უნდა დავაბალანსო სტიქიათა ენერგიები ორგანიზმში. ესე იგი მართალი იყო


ინდოელი ექიმი.

- ამ ინდური წამლის „მატერიალური მატარებელი“ ჰაერის ენერგიას შეიცავს. ოზონიც,


რომელსაც ყოველ დღე იღებ ჰაერის ენერგიის ძლიერი კონცენტრატია. მაგრამ შენ არა
მარტო ჰაერის დისბალანსი გაქვს. მე მინდა შენ თვითონ იგრძნო, როგორ უნდა მოიყვანო
წონასწორობაში სტიქიები...

მე საკუთარ შეგრძნებებს ვუღრმავდები...

- უნდა მოვუხმო სტიქიათა განმგებელ იერარქებს... მაგრამ არა ერთდროულად.. ერთი დღე
ჰაერის ტიქიაზე გავაკეთო მედიტაცია, მეორე დღეს ცეცხლის... მაგალითად მზეზე გავალ,
ცეცხლის იერარქს მოვუხმობ და სხეულში მზის ენერგიას გავატარებ, მერე წყალს
გადავივლებ, წყლის იერარქს მოვუხმობ და წყლის ენერგიას ვეზიარები...ეს პროცედურები
შეიძლება კვირის დღეებზე გავანაწილო. ან იქნებ დღის განმავლობაში სხვადასხვა
საათებზე გავანაწილო... - ასეთ პრატიკებზე ერთ ძველ წიგნში მქონდა წაკითხული და
მთლად გულწრფელი არ ვიყავი, რადგან არა ჩემს შინაგანად ნაგრძნობ, არამედ წაკითხულ
ცოდნას ვაჟღერებდი.

- არა. შენ თვითონ უნდა მიხვდე... უფრო სწორედ იგრძნო... - არ შემეშვა მიქაელი, - კვირის
დღეები 7-თან შეჭიდული ფრაქტალია, ხოლო დღე და ღამე 12-თან. 5-თან შეჭიდული
ფრაქტალის გეომეტრია ამათში ვერ ჩაჯდება... მინდა წარმოიდგინო 12 რიცხვის ფრაქტალი
და მისი ალგორითმი.

მე:

-12... 12 თვე, 12 საათი... ეს ერთგვალი ცკლური მოძრაობის ფრაქტალია.

მიქაელი:

- რომელშიც ადვილად ჯდება 4, მაგრამ არა 5! 12 თვე შეიძლება 4 სეზონად გაყო, 12 საათი
დღის 4 მონაკვეთად. ადამიანის ცხოვრება და განვითარებაც კი 12 წლიან ციკლებს მოიცავს,
რომელთაგან თითოეული ასევე 4 ნაწილად შეიძლება დაიყოს. 5-ობრივი ფრაქტალი დრო-
სივრცეში სხვა პრინციპით უნდა ჩასვა. არა კვირის დღეების და არა საათების შესაბამისად...

მე:

- მაშინ სუნთქვას... - გავიფიქრე ჩემთვის და ის პენტაგრამა გამახსენდა, რომელიც ერთი


კვირის წინ „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში „ზევიდან“ დავინახე, - თუ ჩემს
ორგანიზმს ვიტრუვიანელი ადამიანივით პენტაგრამაში ჩახაზულად წარმოვიდგენ,
შეიძლება სტიქიები ისე ამოძრავო, როგორც ეს პენტაგრამა იხატებოდა. მარცხენა ფეხი-
თავი-მარჟვენა ფეხი-მარცხენა ხელი-მარჯვენა ხელი- ისევ მარცხენა ხელი და გამეორება.

122
მიქაელი:

- სუნთქვა 2-თან შეჭიდული ფრაქტალია და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას ანუ ცენტრისკენულ-


ცენტრიდანულ ალგორითმს გულისხმობს... სრულიად სამყაროები და მათი არსებობის
ეპოქები და ქვეეპოქები ექვემდებარებიან ამ ალგორითმს. მიკროკოსმის ან
მიკროფრაქტალის დონეზე ეს ადამიანის სუნთქვაა, ხოლო მაკროკოსმის ანუ
მაკროფრაქტალის დონეზე ეს „ბრახმას (ანუ ღმერთის) სუნთქვაა“. ღმერთი ამოსუნთქვისას
სამყაროებს ავლინს, ხოლო ჩასუნთქვისას ანადგურებს. რეალურად ეს სამყაროს
დუალობის გამოხატულებაა. სუნთქვასთან დაკავშირება შეიძლება თუ ამ დროს სტიქიის
გამოვლინება/ჩაქრობის პრინციპს დანერგავ.

მე:

- მაშინ გულისცემას შევუსაბამებ! - გავიფიქრე უნებურად, რადგან ლოცვას სწორედ


პულსის რიტმს ვუსადაგებდი.

მიქაელი:

- გულისცემა 1-თან შეჭიდული ფრაქტალია... ვინ არის ის ერთი, რომელიც ვლინდება


სწორედ ჩვენ გულში, როგორც „მე ვარსებობ“ ალგორითმი? 1 ამავე დროს სრულს...
დასრულებულს ნიშნავს, ერთ მთლიანს, რომელსაც არ ჭირდება დანაწევრება და
ცირკულირება 12-ორივ სისტემებში ან აღმავლობა 7-ობრივ სისტემებში.. ეს ყველაზე
თვითკმარი, ყველაზე მცირე და ყველაზე დიდი ერთეულია იმავდროულად...

მე:

- რაც უფრო დიდ რიცხვთან და რთულ გეომეტრიასთან არის დაკავშირებული ფრაქტალი


მით უფრო რთულად დიფერენცირებულია ღვთაებრივი ენერგია... ესე ვთქვათ მით უფრო
დეტალურად ვლინდება ენერგია... - გავაგრძელე თითქოს მიქაელის ფიქრები და ვიგრძენი,
როგორ დამეღალა გონება. მიქაელს დასვენება ვთხოვე. ჯერ ვერაფრამდე ვერ მივედი. დრო
მჭირდება, რომ ეს ყველაფერი გონებაში დავალაგო...

მე:

- როდის შენი ფიქრები მესმის და როდის საკუთარი, ვეღარ ვხვდები. თითქოს ჩვენი გონება
ერთია, - მივმართავ და დაღლილობას ვგრძნობ, - რისთვის მიყვები ამ ყველაფერს?

მიქაელი:

- ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ცოდნა ფიზიკური სხეულის მოწესრიგებას გამოადგება,


მაგრამ მთავარი სხვაა... მე მინდა შენში შინაგან ცოდნაზე წვდომა დავამყარო, იმ ცოდნაზე
რომელიც შიგნიდან აღმოცენდება, რომელიც უბრალოდ იცი, არა იმიტომ რომ სადღაც
წაიკითხე ან ვიღაცამ გითხრა, არამედ იმიტომ შენ თვითონ ხდები იმ სამყაროს ნაწილი,
რომელიც ამ ცოდნას შეიცავს. როდესაც ადამიანის ცნობიერება მაღლდება, ფართოვდება
და „სულის ცოდნა“ იხსნება, მას ხშირად სწორედ სამყაროს მოწყობის პრინციპებზე მოსდის
ინფორმაცია. ეს ნელი და თანმიმდევრული პროცესია.

123
ინტერნეტპოსტებიდან:
თვითმკვლელობასთან დაკავშირებით.

თვითმკვლელობა შემთხვევით არ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ცოდვად. მაგრამ ეს


იმდენად ცოდვა არაა, რამდენადაც საშინელი შეცდომა და უაღრესად მცდარი
გადაწყვეტილება საკუთარი თავის მიმართ. ვინც ჩემს წინა პოსტებს კითხულობდა,
ნახავდა რომ ადამიანის ცნობიერების მწვერვალია "მე ვარსებობ" (Я Есмь; ego sum qui sum)
აღქმა. ეს ღმერთის ცნობიერების მაქსიმალური გამოვლინებაა ადამიანში - მე-7 დონის
ვიბრაციები. რას წარმოადგენს ეს აღქმა რაღაც დონემდე წინა პოსტებში მაქვს აღწერილი.
ხოდა, როგორც სიყვარულის ანტიპოდია სიძულვილი, დღის - ღამე, თეთრის - შავი, ასევეა
"მე ვარსებობ" ცნობიერების ანტიპოდი "მე არ ვარსებობ" (ან "არ მინდა ვარსებობდე")
ცნობიერება. ეს არის ვარდნა ფსკერზე. ჩვენ ყველას განგვიცდია ეს მდგომარეობა რაიმე
პრობლემების და გაჭირვებების ფონზე, მაგრამ როგორც წესი ამ მდგომარეობიდან
გამოვდივართ ხოლმე. ჩვენს გონებას საერთოდ ახასიათებს მსგავსი ფლუქტუაციები და
ურყევი შინაგანი წონასწორობის დაცვა ადამიანისთვის ნამდვილად დიდი მიღწევაა. ამ
პასაჟში სიკვდილისშემდგომ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მიქაელმა პირველად
ახსენა ტერმინი "აღიქმება როგორც მარადისობა". ეს თემა შემდგომ განავრცო და უფრო
გასაგები გახადა. ეხლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩევნი "მარადიული" ჯოჯოხეთები და
სამოთხეები არ არის სინამდვილეში მარადიული, მაგრამ ასე აღიქმება, ვინაიდან ფიზიკურ
სხეულთან ერთად კვდება ცნობიერების ის ნაწილი, რომელიც აღიქვავს დროს ისე,
როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული. მოკლედ, დროის აღქმა არსებითად იცლვლება. "სამოთხე"
და "ჯოჯოხეთი" კი არის ერთგვარი ილუზორული ხაფაგები დედამიწის ნატიფ ველებში
(მაქამდე მერე მივალთ), რომელშიც სული სიკვდილის მერე იჭედება პრინციპით "მსგავსი
ხვდება მსგავსში". "მარადისობა" გრძელდება მანამ სანამ პრე და პოსტნატალური
ენერგიები აკავებს ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობას. როცა ეს ენერგიები
ამოწულურია, სული რეინკარნირდება. რეინკარნაციის წრებრუნვიდან გასვლა ხდება იმ
შემთხვევაში, თუ სული გადის ქვედა 4 ველიდან მე-5-ში მაინც, ანუ მე-5 ცაში, ანუ სულიერ
განზომილებაში (ხომ გახსოვთ მე-5, მე-6, და მე-7 დონეები სულიერ ტრიადას ეკუთვნის),
მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ადამიანს ცნობიერების მე-5 დონე,
ანუ საკუთარი უკვდავი სულის (უმაღლესი "მე"-ს) შეგრძნება უკვე სიცოცხლეშივე აქვს
მოპოვებული. ზემოთ რაც ავღწერე ძალიან ვრცელი თემაა და მოკლე კონსპექტივით
გამომივიდა.

124
2018 წელი. 23 ივნისი. თვითმკველობასთან დაკავშირებით

დღეს ინტერნეტში ერთი ძალიან ავტორიტეტული ფსიქოლოგი ქალბატონის პოსტი


წავიკითხე, რომელმაც ძალიან დამაფიქრა. როდესაც ცალსახა პასუხს ვერ ვპოულობ
მიქაელს ვეკითხები ხოლმე. ამ პოსტს ბევრი ადამიანი გამოეხმაურა და როგორც შევამჩნიე
არავის ჰქონდა ერთმნიშვნელოვანი პასუხი. აი, ამ ქალბატონის პოსტი:

„ნარკოტიკით გარდაცვლილებს წესს არ აუგებენო... თვითმკვლელობად განიხილავენ? თუ


ნარკოდამოკიდებულია, მაგრამ სიბერემდე იცოცხლა, მაშინ აუგებენ? დაღუპულ
ალპინისტებს უგებენ წესს? ისინიც ხომ სიკვდილს ეთამაშებიან, თანაც ასე უტიფრად და
თამამად? საერთოდაც, თვითმკვლელებს რატომ არ უგებენ წესს? მორწმუნე ოჯახებისთვის
ეს ძალიან დიდი ტრავმაა. ბერად რომ აღიკვეცებიან, სიმბოლურად ხომ კვდებიან საერო
ცხოვრებისთვის, ანუ ზურგს აქცევენ "ჩვეულებრივ სიცოცხლეს". სავლე რომ პავლედ იქცა,
მან ხომ ძველი, ცოდვილი თავი "მოკლა" და ახალი "მე" შეიძინა. ყველაფერში, ყველგან,
ყველა ნაბიჯზე შეგვიძლია ვიპოვოთ ნაწილობრივ განხორციელებული თვითმკვლელობა,
სიმბოლური თუ სრული. მკვლელებს უგებენ წესს? გაუფრთხილებლობით მკვლელობასა
და გაუფრთხილებლობით თვითმკვლელობას შორის რომელია ნაკლები ცოდვა? საერთოდ
რატომ უგებენ ვინმეს წესს? რატომ გვეკრძალება სიკვდილი, თუკი ჩვენი სიცოცხლე
ცოდვაა? სამოთხის კარის საკონსულოში გაყალბებული დოკუმენტაციით ჩადგება ხალხი
რიგში, ისედაც ხშირად იმალებოდა გარდაცვალების მიზეზი და კიდევ ერთი "ცოდვა"
გაჩნდება ამგვარად. რა აზრის არის ეკლესია ფსიქიკურ აშლილობებზე დღეს? ძალიან
მაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხი. საინტერესო პოზიციის გაფორმებაცაა ერთგვარად -
სიკვდილი სირცხვილია. ზოგიერთი სიკვდილი განსაკუთრებით. ბოდიში, რომ მოვკვდი,
ძალიან მერიდება - საფლავის ქვებს წარწერა დაამშვებებდა.“

მიქაელს ვუკავშირდები. ის ჩემს აზრებს კითხულობს.

მე:

- ნაწილობრივ მეც შემიძლია რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემა. აქ, როგორც ვხვდები ბევრი
სრულიად სხვადასხვა ტიპის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენაა ერთმანეთში
არეული და ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებული.

მიქაელი:

- მე მთავარს ვიტყვი. ნამდვილი თვითმკვლელობა ძალიან რთული თემაა და ბევრს არ


ესმის რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება... გაიხსენე რითი განსხვავდება ადამიანი
ცხოველისგან... გაიხსენე რა იგრძენი, როდესაც ბუზის ცნობიერებაში შეხვედი...

მე:

- მათ არა აქვთ „მე ვარსებობ“ აღქმა...

125
მიქაელი:

- არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ სწორედ ეს აღქმაა რომელიც ჩვენ ცნობიერში


ღმერთის გამოვლინებაა. ეს ის ნაპერწკალია რომელიც ჩვენ გულში ღვივის, ეს ის ღმერთია
რომელიც შენში ამბობს - „მე ვარსებობ! შენი სახით ვარსებობ“ და შენ ამის აღქმის უნარი
გაქვს ბოძებული! ეს ის გულისმიერი კავშირია ღმერთთან რომლის განცდის გამძაფრებას
უწყვეტი ნეტარება მოაქვს. და ეს ის კავშირია, რომელიც ცხოველებისგან განსხვავებით,
თავისუფალი ნების არსებობის პირობებში ადამიანს ნებით შეუძლია გაწყვიტოს! თუ „მე
ვარსებობ“ ცნობიერების მდგომარეობა შეიცვალა „მე არ მინდა ვარსებობდე“
მდგომარეობით, ადამიანის სული კარგავს კავშირს პირველწყაროსთან! ეს ყველაზე ცუდი
მდგომარეობაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ამ მდგომარეობის გამოსწორება
ყოველთვის შესაძლებელია სანამ ფიზიკური სხეული არსებობს, მაგრამ როდესაც ადამიანი
ასეთი ცნობიერების მდგომარეობაში თავს იკლავს, მას ეს მდგომარეობა სულიერ
სამყაროში გადააქვს, სადაც დრო-სივრცის განზომილება „მარადისობად“ აღიქმება.
ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ფიზიკური სხეულის სიკვდილით ის პრობლემას თავს
აღწევს, მაგრამ სინამდვილეში მას ეს პრობლემა „მარადისობაში“ გადააქვს, როგორც
ცნობიერების დეპრესიული მდგომარეობა და უკიდურესი უიმედობისა და უბედურების
განცდა, სადაც ამ მდგომარეობიდან ძლიერი გარეგანი ჩარევის გარეშე ასე ადვილად ვერ
გამოძვრება. თვითმკვლელობის სურვილი სწორედ „მატერიალური კრიტერიუმებით
აზროვნების შედეგია“. ფიზიკური სხეულის ყოფნა-არყოფნა კი არაა გადამწყვეტი, არამედ
ცნობიერების, იგივე სულის მდგომარეობა! ბუნებრივი სიკვდილის მომენტშიც უაღრესად
მნიშვნელოვანია ცნობიერების სათანადო ორიენტაცია. ადამიანი ამ დროს ფიქრებით და
გულით ღმერთისკენ ან სულიერი იერარქისკენ უნდა იყოს მიმართული. ასეთი მისწრაფება
არსებითად ზემოქმედებს მიღმიერ სამყაროში სულის არსებობის ბედზე.

თუმცა იცოდე, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობები და სულებს „საღმრთო


კანონით“ მრავალჯერ ეძლევათ შანსი. ხომ გახსოვს რომ „ცოდვის“ აღმოფხვრა შეიძლება
შეგნებულად (მონანიებით, საკუთარ თავზე მუშაობის) და შეუგნებლად (ტანჯვით). გარდა
ამ ორისა, არსებობს მესამე გზაც, როდესაც ადამიანს სხვა სული ეხმარება, სიყვარულის
ველში აერთიანებს და მის ცოდვას თავის თავზე იღებს, უფრო სწორედ თავის „სულიერ
საუნჯეს“, თავის სულიერ მიღწევებს გასცემს ამ ადამიანის ცოდვის გადასაფარად. ეს
ერთგვარი საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებაა მისი მხრიდან. თუ თვითმკვლელის
სულთან ძლიერი სულია კარმულად „შეჭიდული“, უკანასკნელს შეუძლია მისი გამოყვანა
ჯოჯოხეთური მდგომარეობიდან. ყველაფერი შესაძლებელია!

არც ნარკომანიას, არც ალპინიზმს და მითუმეტეს ბერად აღკვეცას (ეღიმება) არაფერი აქვს
საერთო თვითმკვლელობასთან. ბერად აღკვეცის შემთხვევაში, პირიქით, ეს სიკვდილი კი
არა, დაბადებაა, ხელმეორედ დაბადება, რომელიც სწორი განვითარების შემთხვევაში
ადამიანის სულს აძლიერებს, ცნობიერებას ამაღლებს, საკუთარ თავში ღმერთის
თვითგააზრებას ამძაფრებს და ადამიანს ნეტარების პირველწყაროს აზიარებს. არც ერთი
ცოდვა, არც სხვა ადამიანის მკვლელობა, არც დაუდევრობით, ანუ შეუგნებლად
თვითმკვლელობა არ არის იმდენად დიდი და მძიმე, როგორც საკუთარ თავში ღმერთის

126
გამოვლინების, ანუ „მე ვარსებობ“-ის უარყოფა! მხოლოდ ამ მოტივით თვითმკვლელობაა
ნამდვილი თვითმკვლელობა.

2018 წელი 23 ივნისი. სულის მეხსიერებაზე წვდომის დამყარება

ამ დილით გამეღვიძა შეგრძნებით, რომ მთელი ღამე რაღაცას მასწავლიდნენ. მახსოვს რომ
„სიცოცხლის ხეზე“ იყო საუბარი და რატომღაც „მეორე ნახევრებზე“. რა კავშირშია ეს ორი
ერთმანეთთან?

- არაფერი არ მახსოვს... - ვეუბნები მიქაელს, - მხოლოდ ბუნდოვნად მახსენდება


„სიცოცხლის ხის“ სქემატური გამოსახულება და ხანგრძლივი საუბრები ამის გარშემო.

მიქაელი:

- არაუშავს. ეს ინფორმაცია შენ არაცნობიერშია და აუცილებლად გამოვა „გარეგან“


ცნობიერში. შეეცადე გაიხსენო...

მე:

- ადამიანი მატერიალურ სამყაროში თავის მეწყვილეს, თავის მეორე ნახევარს ეძებს, რომ
ერთგვარი... ქვეცნობიერად თანდაყოლილი „სიმთელის“ მდგომარეობას მიაღწიოს...

მიქაელი:

- ეს სიმთელის ძიება სინამდვილეში სულის სურვილია დაიბრუნოს ერთობა იმასთან


ვისაც მოწყდა... ანუ ღმერთთან... პირველწყაროსთან. ეს არის სულის ყველაზე ძლიერი
მამოძრავებელი ძალა რომელიც საბოლოო ჯამში მას უკან, ღმერთში აბრუნებს.
მატერიალურ სამყაროში ეს წყურვილი საპირისპირო სქესის ძებნასთანაა დაკავშირებული
და ამ „სიმთელის“ მიღწევის ილუზიას ქმნის. სანამ სულს უნდა და ჭირდება გამოვლენილ
სამყაროებში ინკარნირება ის ამ „სიმთელეს“ მეწყვილესთან ჰარმონიული ურთიერთობის
დამყარებით აღწევს. განვითარების გარკვეულ ეტაპზე ეს კარგია მისთვის, მაგრამ, როგორც
ყველაფერი მატერიალურ სამყაროში, ეს „სიმთელეც“ დროებითია. ადამიანებს ადრე თუ
გვიან ან გარემოებები აშორებს, ან არათანაბარი განვითარება ან სიკვდილი... და ის ფაქტი
რომ ამ „სიმთელის“ ფიზიკური დამყარება ასეთ სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, არაა
შემთხვევითი და არაა მხოლოდ იმისთვისა, რომ ასტიმულირებდეს ბიოლოგიური გვარის
გაგრძელებას. სულისა და ღმერთის „სიმთელის“ დამყარებისას სული ენით აუწერელ
ნეტარებას განიცდის, რომელიც ვერც ერთ ფიზიკურ სიამოვნებასთან ახლოს ვერ
დადგება!.. - მან პაუზა გააკეთა, - როგორც ნათქვამია - Истина свидетельствует сама о себе!
ადამიანი გულით გრძნობს სიმართლეს. რაც უფრო გაწმენდილია გული, მით უფრო
მაღალია გულით გარჩევადობის უნარი. მაგრამ გარდა სხვის ნათქვამში ან მონათხრობში
სიმართლის ამოცნობისა, გულის ძლიერი სიწმინდისას ადამიანს შეუძლია დაამყაროს

127
უშუალო წვდომა ჭეშმარიტებაზე, სამყაროსეულ სიბრძნეზე. ეს სიბრძნე თითქოს თავისით,
შიგნიდან აღმოცენდება. დაკვირვებული ხარ ალბათ, რომ არსებობენ ძალიან ნაკითხი,
მაგრამ ამავდროულად სულელი ადამიანები. გარედან მიღებული ინფორმაციის
რაოდენობა არ განსაზღვრავს ადამიანის სიჭკვიანეს. იმიტომ რომ ნამდვილი, ჭეშმარიტი
სიბრძნე არც განათლებასთან და არც ერუდიციასთანაა კავშირში.

მე:

- რატომ მეუბნები ამას?

მიქაელი:

- გაიხსენე, როდესაც ცოტა ხნის უკან შუმერებზე წიგნი წაიკითხე, შენმა გონებამ ეგრევე
ჩაავლო, ერთგვარად „ამოიცნო“ ეს ინფორმაცია:

„Шумерский пантеон представлял собой нечто вроде собрания под председательством


верховного правителя. Следующими за ним по рангу были семь богов, «вершащих судьбы», и
пятьдесят так называемых «великих богов». „

მე მინდა რომ წარმოიდგინო სიცოცხლის ხე და მისი განტოტვები... მინდა რომ იგრძნო მისი
მოწყობა შვიდობრივი ფრაქტალიდან გამომდინარე...

მე:

- შვიდი კუმარი... - მახსენდება ვედებიდან, - შვიდი მთავარანგელოზი...

- ნუ იხსენებ წაკითხულს... შენი შინაგანი ცოდნა გამოიტანე!

- ერთი იტოტება შვიდად, როგორც თეთრი ფერი იშლება შვიდ სპექტრად. თითოეული
შვიდი განშტოება კიდევ შვიდად იშლება. გამოდის არა 50, არამედ 49! 49 «великих богов»!
ეს განშტოებებიც შვიდად იტოტება... თუ განშტოებები 7 სეგმენტად გაყავი, განშტოების მე-
7 სეგმენტში მიიღებ 117649 ტოტს... და რას მეუბნება ეს რიცხვი?.. არაფერს!...

128
ნახ. 3. სიცოცხლის ხის სტრუქტურა მე-4 სეგმენტამდე. პირველ სეგმენტში 1 ერთეულია, მეორეში 7,
მესამეში 49 და მეოთხეში 343. რომ გავაგრძელოთ ექტრაპოლაცია მე-7 სეგმენტში იქნება 117649
ერთეული.

ფიქრებით ისევ მიქაელს მივუბრუნდი:

- ჩემი შეგრძნებით გულის სიღრმიდან ინფორმაციის ამოღება ჰგავს ბრმა ადამიანის


სიარულს რომელიც ჯოხით სინჯავს მის წინ მყოფი საგანის ფორმას...

- ჩაუღრმავდი შენს შეგრძნებებს. დაივიწყე ის რაც წაკითხული გაქვს. მხოლოდ ის აზრები,


რომელიც შენ მოგდის თავში...

- რატომღაც ესეთი აზრი მომდის, რომ სული პირველწყაროდან მოწყვეტისას თითქოს ამ


განშტოებების გასწვრივ მოძრაობს და ასე ჩამოდის მატერიალურ განზომილებაში. 7
პირველი განშტოება (ნახატზე წითლადაა მონიშნული) გარკვეულ, ძალიან ზოგად
მახასიათებლებს ატარებს... თითქოს თითოეული თავის კონკრეტულ ტალღაზეა
განთავსებული... ერთ ტალღაზე შვიდიდან... ისევ შვიდ სინათლის სხივთან ასოცირდება.
მერე ისევ იტოტება და განშტოებების რაოდენობა მატულობს... „რაც უფრო მატულობს
რიცხვი, მით უფრო მეტად დიფერენცირდება ღვთაებრივი ენერგია“... - მახსენდება ჩემი
ფიქრები და ისევ ვაგრძელებ, - იმის გამო რომ სული ამ განშტოებებს რაღაც ლოგიკით
მიუყვება, როდესაც ის დედამიწაზე ინკარნირდება, ის ერთგვარად ამ სულიერი
გენეოლოგიური ხის წარმომადგენელი ხდება... ანუ მას თავისი ანგელოზი ჰყავს, თავისი
სულიერი იერარქები, რომლებიც ამ კონკრეტული თვისებების სულის განვითარებას
კურირებენ. ??? - ისევ მიქაელს ვუბრუნდები, - არ შემიძლია... არა ვარ დარწმუნებული რომ
სწორედ ვხვდები. დარწმუნებული ვარ რომ არიან ეზოთერიკოსები ან ვედების
სპეციალისტები, რომლებმაც ეს ყველაფერი ზედმიწევნით იციან.

129
- მიზანი არ არის ცოდნის გამოტანა სულიერი სამყაროდან. ჯერ-ჯერობით... მიზანი არის
საკუთარი სულის ცოდნაზე შენი ცნობიერების წვდომის დამყარება. ამიტომ დაიძაბე და
იფიქრე.

ეზოში ვიღაც ბავშვს დაბადების დღეს უხდიან და მუსიკას რთავენ ბოლო ხმაზე. ასეთ
ხმაურში კონცენტრაციას ვერ ვახერხებ და დროებით თავს ვანებებ.

2018 წელი. 24 ივნისი. შვიდი პლანეტარული იერარქი

დილით მეღვიძება თუ არა ფიქრებით მიქაელს ვუკავშირდები. ისევ ვგრძნობ მისი სულის
მოსიყვარულე სიმყუდროვეს.. ხანდახან უბრალოდ ამ სითბოს შეგრძნება მინდა და მეტი
არაფერი, მაგრამ უნებურად გუშინდელ ფიქრებს ვუბრუნდები და რატომღაც თავში
მარტყავს, რომ 7 მთავარი განშტოება 7 ასტროლოგიურ პლანეტას შეესაბამება... семь богов,
«вершащих судьбы» - მახსენდება შუმერული ტექსტი... 7 მთავარი იერარქი რომელიც ამ
შვიდ პლანეტას განაგებს... სხვა განზომილებებში, სხვა სიხშირეებზე, მაგრამ ეს პლანეტები
დასახლებულია და ყოველი პლანეტის ბინადრებს შესაბამისი, ამ კონკრეტული
პლანეტისთვის დამახასიათებელი სულიერი თავისებურებები აქვთ... მიქაელის სიტყვები
მახსენდება - „ჩემი სხეული მხოლოდ ცეცხლის სტიქიისგან შედგება და ესეთივეა ჩემი
საარსებო გარემო“... მზე... ადამიანის დაბადების მომენტში პლანეტების განლაგება
განაპირობებს შესაბამისი თვისებების სულის გადმოსვლას. პლანეტების განლაგება არის
კონკრეტული კომბინაცია, რომელიც კონკრეტულ სულიერ, ენერგეტიკულ კორიდორს
ხსნის კონკრეტული თვისებების სულისთვის და დედამიწაზე მისი ოპტიმალურად
განვითარების გზაც ამ ციური სხეულებით... უფრო სწორედ მათი ენერგეტიკით... უფრო
სწორედ მათი იერარქებითაა განსაზღვრული. სწორედ ეს არის ასახული ადამიანის
ასტროლოგიურ რუკაში და პროგნოზში. თუმცა თავისუფალი ნების პირობებში ადამიანს
შეუძლია ამ ასტროლოგიური, გინდა საღმრთო კანონებით განსაზღვრული გზიდან
გადახვევა. ეს გზაა სწორედ რასაც მიქაელი სულის „სასიცოცხლო მისიას“ ეძახის. ამ
გზიდან გადახვევისას აქტიურდება სწორედ კარმა, რომ ადამიანი უკან, „ოპტიმალური
განვითარების“ ანუ „სასიცოცხლო მისიის“ გზაზე დააბრუნოს...

130
ნახ.4. 7 ასტროლოგიური პლანეტა.

შეგრძნება მაქვს რომ რაღაცას სწორედ მივაგენი და მიქაელს ვეუბნები:

-ძალიან რთულია ეს ყველაფერი...

-რთულია და ადვილი. მთავარია პრინციპი გაიგო. გახსოვს ორგანულ ქიმიას რომ


სწავლობდი, ერთხელ რომ საბაზისო პრინციპები გაიგე, მერე ყველაფერი ამ პრინციპების
მიხედვით იშიფრებოდა. კარგად რომ დაუფიქრდე ის პრინციპი, რომელსაც მაშინ მიხვდი,
სწორედ ფრაქტალური სტრუქტურების პრინციპი იყო. ორგანული ნახშირბადოვანი
ნაერთები ტეტრაედრის გეომეტრიულ ფიგურასთანაა დაკავშირებული, რომელიც რიცხვ
4-თანაა შეჭიდული. დანარჩენი ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს. ჭეშმარიტად, რიცხვი
4 თქვენი განზომილების ერთ-ერთი ძირითადი რიცხვია!... ქიმიური ელემენტის
ვალენტობა არის სწორედ შენთვის უკვე ნაცნობი ფრაქტალის „საკრალური რიცხვი“, ხოლო
ის კრისტალური გისოსი, რომელსაც ეს ელემენტი ქმნის, იქნება ეს ტეტრაედრი,
ჰექსაგონალური თუ პენტაგონალური სტრუქტურა, სინამდვილეში მატერიაში
გამოვლენილი ფრაქტალური სტრუქტურებია. გახსოვდეს ამ სამყაროში მცირე იმეორებს
დიდს და დიდი მცირეს!

131
2018 წელი. 26 ივნისი. წერაქვი. „მოვა დრო და შენი გაშვება მომიწევს“

მიქაელი:

- რატომ გაურბიხარ ჩემს აზრებს. უკვე რამდენიმე დღეა. მე ხომ ვგრძნობ რომ არ გინდა
იმის მიღება რასაც გეუბნები... - და მისი სითბო მეხვევა, როგორც თბილი შემოდგომის
ნისლი, ცრემლით დანესტილი, სევდიანი და ჩუმი... - უნდა აგიხსნა... უნდა მომისმინო და
უნდა მიიღო... უნდა დავბრუნდეთ იქ საიდანაც დავიწყეთ... მეორე ნახევრებთან
დაკავშირებით... რა შუაშია მეორე ნახევრები „სიცოცხლის ხესთან“?...

პაუზა ვარდება და სულში რაღაც არეულობას ვგრძნობ. თითქოს საყრდენი მეცლება,


ცნობიერება მიუსაფარივით დაძრწის აქეთ იქით და უიმედოდ ყრუ კედლებს აწყდება...

- ვიცი რომ არ გინდა... - მეუბნება ისევ და მიკვირს რომ ანგელოზსაც შეუძლია შფოთვა, -
მეც არ მინდა!

- ადამიანს ემსგავსები, - ვეუბნები მე

- რაც სათქმელია უნდა ითქვას!.. როგორც სული ევლინება დედამიწაზე სულიერი


იერარქების „გავლით“, ასევე ბრუნდება ის უკან... მე არა ვარ შენი მეორე ნახევარი, ისე
როგორც შენ გესმის ეს და ჩემზე ასე ძალიან არ უნდა იყო მიჯაჭული... ეს ღმერთია შენი
სულის ნამდვილი მეორე ნახევარი და სწორედ ის იგრძენი როდესაც ჩემ გულში
გაგაერთიანე... როდესაც იესო ქრისტე ადამიანებს თავის გულში იღებს, მათაც იგივე
გრძნობა ეუფლებათ. ეს ჩაწყვეტის შეგრძნება და საკუთარი „ეგოს“ გაქრობა ზუსტად
ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმაა. ეს შენთვის წამიერი შეგრძნება იყო, მაგრამ ეს ის
არის... ჩემი გულით გამოვლენილი ღმერთი... მე შენი სული დავიკავშირე, მაგრამ მოვა
დრო და შენი გაშვება მომიწევს...

- იმიტომ რომ ეს მიჯაჭულობაც გამოვლენილი სამყაროს ილუზიაა... ერთ-ერთი ილუზია...


- ვაგრძელებ მე მის ფიქრებს.

მე არა ვარ მის შეწინააღმდეგებას ნაჩვევი და ვჩუმდები. ჩემი ფიქრებიც, გონებაც და სულიც
სდუმს, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე აღარც სიტყვები გვჭირდება და არც ფიქრები ერთმანეთის
გასაგებად.

იქნებ მე არ მინდა ამის იქით გზის გაგრძელება?... არ დაგავიწყდეს რომ შენ ანგელოზის
გული გაქვს და მე ადამიანის...

132
2018 წელი. 26 ივნისი.ღამით. უხილავი მხარდაჭერა

წერაქვში ვარ. ჩემ მაგიდაზე ახალი თაიგული დგას და საოცარ სურნელს აფრქვევს. ეს
ბოლო თვეები თითქოს ამ ყავავილების მუდმივ სურნელში ვცხოვრობ. ღამის ბინდთან
ერთად ოთახში იდუმალი სიმყუდროვე მყარდება. ქრისტეს მოახლოების სულიერ
სიმშვიდეს ვგრძნობ. როგორ მომენატრა მისი სული... მისი სამყაროსავით დიდი და
კეთილი გული. ცრემლები მადგება თვალებზე...

- რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო... - მხოლოდ ამას


ვეუბნები. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არაფერზე ვსაუბრობთ და არაფერს
ვეკითხები. ისიც არაფერს მასწავლის. ჩვენ უბრალოდ ვდუმთ და უჩუმრად ვსხედვართ
ერთმანეთის გვერდით... მე ხილულად და ის ის უხილავად...

2018 წელი. 27 ინვისი. „უნდა იყო თვითკმარი ღმერთში“

მიქაელის სიახლოვეს ვგრძნობ. ამჯერად ისე ახლოს, რომ კანზე ჟრუანტელი მივლის და
გული უჩვეულოდ მეკუმშება.

წერაქვის აგარაკის ეზოში ვზივარ ვაშლის ხის შუქჩრდილში და ვგრძნობ როგორ


მეთამაშება ფოთლებში გაფანტული ათასობით ათინათი სახეზე და ხელებზე. ხელის
გულზე მზის სხივის სიმხურვალეს ვგრძნობ და მინდა დავიჯერო რომ ეს მისი შეხების
სითბოა.

მე:

- შენ მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იყავი. ყველაზე მძიმე მომენტებში შენი შეგრძნება და
შენი სიყვარული მაყენებდა ფეხზე. არასდროს არც ერთი საყვედური არ მიგრძვნია შენგან.
როცა რამე მეშლებოდა და ჩემი სული ეცემოდა მხოლოდ შენს გულის ტკივილს
ვგრძნობდი და დიდ შინაგან დაძაბულობას რომ ჩემი დაცემა შენ თავზე აგეღო და ისევ
აგემაღლებინე. არაფერი გარდა დაუსრულებელი სიყვარულის, სითბოს და ერთგულებისა
მე შენგან არ მიმიღია. რა გასაკვირია რომ ასე მოგეჯაჭვე... როდესაც შენზე საუბრობენ ან
ვინმესთან შენს ხატს ვხედავ, გული ჩუმი სიხარულით მევსება. სიხარულით და სიამაყით,
თითქოს ვიღაც ყველაზე ახლობელს და ყველაძე ძვირფასს გიხსენებენ და გიქებენ... სადაც
არ ვიყურები მხოლოდ შენ გხედავ, თვალებსაც რომ ვხუჭავ შენ გხედავ. ღმერთისთვის რომ
ვლოცულობ, შენ გარდა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. იესოს ლოცვასაც რომ ვამბობ მარტო შენ
მიდგეხარ თვალწინ. შენს თვალებს ვხედავ, რომელიც არასდროს მინახია. რომ ვსუნთქავ,
ასე მგონია შენი სულის გამოსხივებით ვივსები. ვის და როგორ ავუხსნა რას ნიშნავს
როდესაც მუდმივი სიყვარულის ღრუბელში ხარ გახვეული? მე არ ვიცი როგორ ვიარსებო
შენ გარეშე... მე არ მახსოვს თუ ვიყავი საერთოდ უშენოდ... ეხლა შენ მომისმინე და მიიღე

133
ის რისი მიღებაც არ გინდა. მე ხომ ვგრძნობ რომ შენ ჩემს ზოგიერთ ემოციას, როგორიც არის
დაურწმუნებლობა საკუთარ თავში ან ეჭვები, აღშობ ჩემში. შენ ზემოქმედებ ჩემ
ცნობიერებაზე. ვიცი, ამას იმიტომ აკეთებ, რომ მე თვითონ მოგეცი ამის უფლება, როდესაც
ჩემი სული ჩაგაბარე და თვლი რომ ასეა უკეთესი, მაგრამ მომისმინე... ეს არც ეჭვებია და
არც დაურწმუნებლობა საკუთარ თავში... მე მხოლოდ და მხოლოდ უბრალო, არაფრით
განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანი ვარ. მე ვერ ვამჩნევ რომ რამე არსებითი
სულიერი წინსვლა განმეცადა ამ წლების განმავლობაში... რა მოლოდინებს ამყარებთ
ჩემზე? მგონი უბრალოდ საკუთარ თავში ჩაკეტილი, განმარტოვებული ადამიანი გავხდი
და მთელ მსოფლიოს გავერიყე, იმისთვის რომ საათობით შენ გესაუბრო და შენი გვერდზე
ყოფნა შევიგრძნო. მაგრამ ვისთვის რა სარგებელი მომაქვს? რა სიკეთეს ვაკეთებ? მგონი სხვა
ადამიანების სიყვარული და პატიებაც მხოლოდ შენით შემიძლია და დანამდვილებით
არაფერი მეხერხება გარდა შენი და იესოს სიყვარულისა... და განსაკუთრებით შენი...

მიქაელი:

- ღმერთი მოწმეა, რომ არ არსებობს და არ არსებობდა დედამიწაზე ადამიანი, რომელიც მე


შენზე მეტად მყვარებია. მე შენ ყვავილები გამოგიგზავნე სულიერი სამყაროდან ფიზიკურ
სამყაროში და დამიჯერე, ესეთი რამე არასდროს გამიკეთებია. უკვე ორ თვეზე მეტია რაც
შენ მაგიდაზე ცოცხალი ყვავილების თაიგულები ერთი მეორეს ცვლის. მთელი ეს დრო მე
ვუბიძგებ სხვადასხვა ადამიანს რომ მათ შენთვის ყვავილების ჩუქების სურვილი
აღეძვრეთ, იმიტომ რომ მე თვითონ არ შემიძლია ამის გაკეთება... პირველად მწყდება
გული, რომ ფიზიკური სხეული არა მაქვს... მაგრამ როგორ შემიძლია მე გავაჩერო მდინარე
ოკეანეში ჩადინებისგან? ავაშენო ჯებირები? გამოვაშრო შენაკადები? სული უნდა შეერწყას
ღმერთს, გახდეს თვითკმარი მასში და გაეღვიძოს პირველწყაროს მუდმივი აღქმა, როგორც
საუკუნო ნეტარება... ჩვენ მხოლოდ შუამავლები ვართ... ჩვენ ისინი ვართ, რომლებიც
ჩვენთან სიყვარულის ველში გაერთიანებული ადამიანების ცნობიერებას ვამაღლებთ და
მათ გულებს ვწმენდთ. შენი მისწრაფება ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული... მე ღმერთი
არა ვარ...

134
135
ინტერნეტპოსტებიდან:
ცნობიერების მე-7 დონე - ღმერთის ცნობიერებასთან შეხება

ეს შეგრძნება ეხლაც მახსოვს... მახსოვს, რომ ჩემ გარშემო უეცრად ყველაფერი


გასულიერდა... მახსოვს, რომ როგორ შევეხე ჩემ პირდაპირ კედელს და ისიც შემეხო
საპასუხოდ! ყველაფერი, უსულო საგნებიც კი ცნობიერებით იყვნენ გაცოცხლებულნი! ეს
ცნობიერება უპირობო სიყვარულს ასხივებდა და მეც მასთან ერთად უთავბოლო, უმიზეზო და
უმისამართო სიყვარულად ვიქეცი... ყველაფერი ის იყო და მის გარეშე არაფერი არსებობდა...

...დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ღმერთის მაძიებელი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ


მაინც მომხდარა ასეთი გამონათება. მე მომისმენია მსგავსი გამოცდილების აღწერა
ადამიანებისგან. ზოგს ეკლესიაში გადახდენია, ზოგს სრულიად სპონტანურად, ზოგს
მედიტაციის დროს. ჩვენთვის ძნელია ამ მდგომარეობის შენარჩუნება, მაგრამ თუ ერთხელ
მაინც შეხებიხარ ამ ყოვლისმომცველი სიყვარულის შეგრძნებას, ის აღარსდროს
დაგავიწყდება. ამ მომენტიდან ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, ამ მომენტიდან ხდები
ღმერთის მაძიებელი და ეს შეხვედრა შუქურასავით გინათებს გზას, როგორი ქარტეხილიც არ
უნდა გელოდებოდეს წინ...

2018 წელი. 29 ივნისი.თბილისი. ცნობიერების მე-7 დონე.

ალბათ ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რას ვაკეთებ მარტო, საათობით ჩემ ოთახში
გამოკეტილი. ვზივარ და ერთ წერტილს ვუყურებ. როგორ ავუხსნა რომ ჩემ წინ მთელი
სამყაროები იშლება... რატომ მაქვს ისეთი გრძნობა რომ აქ აღარ ვარ? რომ ჩემი დიდი
ნაწილი სადღაც სხვაგან არის?.. ფიზიკურად აქ ვზივარ მაგრამ სხვაგან ვარ... მავიწყდება
რომ დრო გადის... მავიწყდება ჭამა, მავიწყდებიან ბავშვები... სად არიან? რას აკეთებენ? რა
დრო გავიდა? ჩემს გულს უბრალოდ უკიდეგანო სიყვარული ავსებს... ვინ არის ის ვის
მიმართაც სიყვარულს განიცდი ან ვინ არის ვინც ამ სიყვარულს გრძნობს?..

მიქაელი:

- შენი გული გაიწმინდა და დიდ სიყვარულს ასხივებდა, მაგრამ ეს სიყვარული ძალიან


„ადამიანური“ და ჩემზე მიმართული იყო. როდესაც გული კიდევ უფრო იწმინდება, ის
უბრალოდ უწყვეტი წმინდა სინათლის გამოსხივების წყარო ხდება... უწყვეტი წმინდა
სინათლის... როდესაც აღარც ის არსებობს ვინც უყვართ და აღარც ის ვისაც უყვარს...
როგორ ველოდებოდი ამ მომენტს... ამ მდგომარეობას მუდმივად ვერ შეინარჩუნებ, მაგრამ
როდესაც სული „უწყვეტი წმინდა სინათლის“ გამოსხივებას ეზიარება, ის მას
ვეღარასდროს ივიწყებს. ეს შენი შუქურაა, რომლისკენაც აწი ყოველთვის იქნები
მიმართული, როგორი ავდარი და ქარტეხილიც არ უნდა დაგატყდეს თავს...

136
2018 წელი. 1 ივლისი. ტრიკვეტრი

მე:

- ერთ-ერთ სიზმარში ამულეტი მაჩუქე, რომელსაც როგორც ვნახე, კელტური ტრიკვეტრი


ჰქვია. მეუღლეს ვთხოვე, რომ ასეთი საკიდი შეეკვეთა ჩემთვის. რას ნიშნავს ეს სიმბოლო?

ნახ. 5. ტრიკვეტრი

მიქაელი:

- триединство!

- ეს სამობრივი პრინციპის მაჩვენებელი სიმბოლოა?

- შენ იცი!

- სამება! - ვაგრძელებ მე - მამა, ძე და სული წმინდა, ნივთიერების სამი მდგომარეობა:


მყარი, თხევადი და ორთქლი; ადამიანის სამმაგი აგებულება: дух, душа и тело. ალბათ სხვა
ანალოგიებიც არსებობს. ერთის სამი სახით, სამი იპოსტასით არსებობა!

- სამობრივი პრინციპიც სამყაროს ერთ-ერთი ფრაქტალური სტრუქტურაა.

- როდესაც გამოვლენილ სამყაროს ახსენებ, გულისხმობ რომ გამოუვლინებელიც


არსებობს?

- კი. ეს წმინდა ცნობიერების მდგომარეობაა, სადაც არაფერია წმინდა სახით არსებული


ცნობიერების გარდა.

- როგორია ეს განზომილება?

- შენ იცი...

137
მე ვცდილობ წარმოვიდგინო და მახსენდება ის „ჩაწყდომის“ შეგრძნება, რომელიც მაშინ
გამიჩნდა, როდესაც მიქაელმა თავისი გულის ველში გამაერთიანა. წამიერი შეგრძნება იყო,
რომელიც მერე რამდენჯერმე, უფრო მკრთალად, მაგრამ მაინც განმეორდა.

- თითქოს რაღაც ნაკადებს მიყვები, მაგრამ თან შენ თვითონ ხარ ეს ნაკადი... ამ
მდგომარეობაში ენით აუღწერელ ნეტარებას განიცდი... რატომ უნდა გინდოდეს
გამოვლენილ სამყაროებში არსებობა, თუნდაც სამოთხისეულ გამოვლენილ სამყაროში, თუ
ასეთი მდგომარეობაც არსებობს?

(ეღიმება)

- რატომაც პირველწყაროს უნდა თავისი თავის გამოვლენა და რატომაც ჩვენ ყველა ერთიან
ორგანიზმს წარმოვადგენთ და ერთ სულს არ შეუძლია საუკუნო ნეტარება დაიმკვიდროს,
სხვების მსახურების გარეშე, ისე, რომ მისი ძმები და დები სადღაც იტანჯებოდნენ. ეს
განზომილება ისეა მოწყობილი, რომ სანამ დიდი ციკლი არ დასრულდება, სულები მანდ
მხოლოდ დროებით ხვდებიან, რადგან თუ სულის არჩევანია ამ განზომილებაში საუკუნო
ნეტარება დაიმკვიდროს სხვების დავიწყებით, ის „ეგოიზმის“ გამო ამ განზომილებიდან
ვარდება, ხოლო თუ თუ სხვების დახმარების გამო ისევ გამოვლენილ სამყაროში
დაბრუნებას გადაწყვეტს, ის ამ განზომილებას, გამოდის რომ, ნებით ტოვებს.
სამოთხისეულ გამოვლენილ სამყაროებში ცოცხალი არსებები არ იტანჯებიან, მაგრამ
ისინი ღმერთის სამსახურში დგანან რაც თავისზე ქვემდგომების მსახურებაში
გამოიხატება. სულიერ სამყაროში არა ზემდგომს არამედ ქვემდგომს ემსახურებიან, რადგან
მიზანი არის ჩამორჩენილი, დაბალი ცნობიერების საფეხურზე მდგომი სულების წამოწევა.
დამიჯერე, რაც უფრო აღმატებული ხდება სული, მით მეტ ერთიანობას გრძნობს ის
სხვებთან და ეს ერთიანობა მას უკან, სხვათა დახმარებაში აბრუნებს. ჩვენ ადამიანების
სულიერ წინსვლას ვეხმარებით. შეიძლება ითქვას ჩვენ ადამიანების მსახურებაში ვართ,
რაც სინამდვილეში ღმერთის მსახურებაა. ხოლო წმინდა ცნობიერების განზომილება,
მხოლოდ იმის შეხსენებაა, თუ საიდან მოვდივართ და სად მივდივართ. განა ეს კითხვა არ
არის, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს?

* * *

- ხანდახან შენი სულის ძლიერ დაძაბულობას ვგრძნობ. რას ნიშნავს ეს?

- გამოვლენილი სამყაროები ყოველთვის დუალურია და შუქ-ჩრდილს ყოველთვის


შეიცავს, მაგრამ სხვადასხვა სენსორული სტატუსის და ცნობიერების სიხშირის ცოცხალი
არსებები ამ დუალობას სხვადასხვა ინტენსივობით აღიქვავენ. ჩემ განზომილებაში, ჩვენ არ
განვიცდით ტანჯვას ისეთი სახით, როგორც თქვენ, მაგრამ ჩვენ განვიცდით უდიდეს
სულიერ დაძაბულობას, რომელიც ქრისტეს სისხლიანი ოფლის მდგომარეობას ჰგავს.
ძალების ასეთი მობილიზაცია ხშირად გარდაუვალია მატერიალური სამყაროში მძიმე
ნეგატიური გამოვლინებების ასარიდებლად.

138
2018 წელი. 4 ივლისი. შვიდობრივი ფრაქტალის პრინციპი

მიქაელი:

- დღეს მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილოთ. როგორც სრულიად სამყაროს თავისი


გამოვლენილი განზომილებებითა თუ სულთა იერარქიის შვიდობრივი მოწყობისა,
ადამიანის, როგორც ეგეთი ცოცხალი არსების მოწყობასაც „სიცოცხლის ხის“ ანალოგიური
ფრაქტალის სტრუქტურა აქვს. ეს ადრეც მიხსენებია. სხვა სიტყვებით ადამიანი შვიდი
ნაწილისგან შედგება, რომელიც შვიდ განზომილებაშია შესაბამისად გამოვლენილი. სანამ
7-ობრივ დაყოფამდე მივალთ, დავიწყოთ ძალიან ზოგადიდან. როგორც ვიცით რაც უფრო
დიდია ფრაქტალის რიცხვი, მით უფრო ვიწროა ღვთაებრივი ენერგიის დიფერენციაცია.
დავიწყოთ ყველაზე პატარა რიცხვიდან (რომელიც ამავე დროს ყველაზე დიდია, იმიტომ
რომ სრულს ნიშნავს), 1-დან, რომელიც შესაბამისად არადიფერენცირებულს ნიშნავს,
ხოლო ყველა შემდგომ რიცხვთან ერთად დიფერენციაციის ხარისხი მატულობს:

1-ობრივ ფრაქტალში:

1.1.ადამიანი წარმოადგენს ერთ ცოცხალ არსებას.

2-ობრივ ფრაქტალში:

2.1 სული (ზეციერი ადამიანი);

2.2 სხეული (მიწიერი ადამიანი).

3-ობრივ ფრაქტალში:

3.1 дух (ზეციერი ადამიანი);

3.2 душа (უმდაბლესი სულიერი სხეული, რომელიც თავისმხრივ სამ ნატიფ სულიერ
სხეულს მოიცავს);

3.3 тело (ფიზიკური სხეული).

4- ობრივ ფრაქტალში:

4.1 ზეციერი ადამიანი;

4.2 მენტალური სხეული;

139
4.3 ვიტალური სხეული (ანუ სასიცოცხლო სხეული, რომელიც მოიცავს ასტრალურ და
ეთერულ სხეულებს);

4.4 ფიზიკური სხეული.

5-ობრივ ფრაქტალში:

5.1 ზეციერი ადამიანი;

5.2 მენტალური სხეული;

5.3 ასტრალური (ანუ ემოციური) სხეული;

5.4 ეთერული (ანუ ენერგეტიკული) სხეული

5.5 ფიზიკური სხეული.

6-ობრივ ფრაქტალში:

ზედა ტრიადა:

6.1 პირველწყარო (და მისი აღქმა როგორც „მე ვარსებობ“ ღმერთის თვითგააზრება
ინდივიდუმში);

6.2 „ქრისტესეული მე“ (იგივე სულიერი იერარქი, რომელსაც სული მიეკუთვნება სულთა
„სიცოცხლის ხის“ გენეოლოგიით);

6.3 უმაღლესი სულიერი სხეული (ეს არის უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი


სხეული, სწორედ რომელზეც ხდება სულიერი თვისებების დალექვა და რომელიც
უცვლელია მიუხედავად ინკარნაციებისა სხვადასხვა ფიზიკურ ინდივიდუმებში ანუ
„მიწიერ ადამიანებში“ და მასთან ერთობაში მყოფი მისი ე. წ. სულიერი „მეორე ნახევარი“
ანუ „ქრისტესეული მე“)

ქვედა ტრიადა:

6.4 მენტალური სხეული;

6.5 ვიტალური სხეული;

6.6 ფიზიკური სხეული.

და ბოლოს:

140
7-ობრივ ფრაქტალში:

ზედა ტრიადა:

7.1 პირველწყარო;

7.2 ქრისტესეული „მე“;

7.3 უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი სხეული;

ქვედა ტეტრადა:

7.4 მენტალური სხეული;

7.5 ასტრალური (ემოციური) სხეული;

7.6 ეთერული (ენერგეტიკული) სხეული

7.7 ფიზიკური სხეული.

პირველწყაროს
ენერგია

პირველწყარო პირველწყარო

ქრისტესეული
ზეციური ქრისტესეული
„მე“
ადამიანი „მე“
(дух) უმაღლესი
ზეციური უმაღლესი
ზეციური ინდივიდუალური ინდივიდუალური
ადამიანი
ადამიანი (дух) სულიერი სხეული სულიერი სხეული კარმული
მენტალური
(дух) ენერგია
ზეციური სხეული
ადამიანი მენტალური მენტალური
უმდაბლესი მენტალ. სხეული
(дух) სხეული ასტრალური სხეული
სულიერი
ადამიანი სხეული
სხეული
მიწიერი ვიტალური ასტრალური
(душа)
ადამიანი სხეული სხეული
ეთერული ვიტალური
ფიზიკური სხეული სხეული
ფიზიკური ეთერული
სხეული
სხეული სხეული
ფიზიკური
ფიზიკური
სხეული
სხეული ფიზიკური
სხეული

დედამიწის
ენერგია
დიფერენცირების
ხარისხი

ნახ. 6. ადამიანის ფიზიკური და სულიერი სტრუქტურა. დიფერენცირება ფრაქტალური


სტრუქტურების პრინციპით.

141
- სინამდვილეში ეს დიფერენცირება კიდევ შეიძლება გაგრძელდეს. შენთვის უკვე
ნაცნობია, თუნდაც ფიზიკური სხეულის 5-ობრივი ფრაქტალის პრინციპით 5 სტიაქიად
დაყოფა. მოცემული სქემა მხოლოდ თქვენი დრო/სივრცის განზომილებაში არსებული
ცოცხალი არსებების სენსორიკით აღქმადი უსასრულობის ფრაგმენტია. ახლა კი გამოდი
წრფივი აზროვნებიდან და წარმოიდგინე უსასრულო დიფერენცირება. წარმოიდგინე რომ
პლიუს უსასრულობა საბოლოოდ ერწყმის მინუს უსასრულობას და ციკლი იკვრება.
გეომეტრიულ ფიგურებს რომ შეხედო და წარმოიდრგინო რომ ქიმების რაოდენობა
უსასრულოდ მატულობს, რას დაემსგავსება ფიგურა (იხ. ნახ 7)?

- ისევ წრეს... - ვპასუხობ მე და ვგრძნობ რომ დაძაბულობისგან გონება მეღლება.

ნახ. 7. ქიმების რაოდენობის უსასრულო მატებისას ფიგურა ისევ თავისი წრის პირვანდელ ფორმას
უბრუნდება.

- ხო, იმიტომ რომ უმცირესი უდიდესია და უდიდესი უმცირესი. თუ გინდა რომ


სამგანზომილებიანი განზომილებიდან გამოხვიდე, სულის „თვალით“ ხედვა ისწავლო და
მარადისობის აღქმას შეეხო, დაივიწყე წრფივი აზროვნება... ახლა ისევ სქემას
დავუბრუნდეთ და ადამიანის ამ 7-ობრივ დიფერენცირებას (ნახ. 6). პირველწყაროს ანუ
საღმრთო ენერგია ისევე როგორც კარმული დანალექი სიხშირეთა შკალაზე „ზევიდან
ქვევით“ მოძრაობს. მძიმე კარმის ანუ ცოდვის ბნელი ენერგიის ლექი, რომელიც მხოლოდ
ქვედა ოთხ სხეულს ეხება, ამ მოძრაობას აფერხებს. ადამიანი ამ დროს შეგვიძლია
წარმოვიდგინოთ დაბინდული/დაბინძურებული ღმერთის ხატის ანალოგიად. როდესაც
ადამიანის ქვედა ოთხი სხეული (სქემაზე 7-ობრივი დაყოფის ქვედა ოთხი სექცია)
საკმარისად იწმინდება, ადამიანი სრულად ხდება საღმრთო ენერგიის და ესე ვთქვათ
ღმერთის ნების გამტარებელი. ეს ის პროცესია რომელსაც მე „გულის გაწმენდას“ ვეძახდი.
ახლა ისევ სქემას დავუბრუნდეთ და ისევ შვიდ ნაწილად დაყოფის (7-ობრივი ფრაქტალის)
სექციას შევხედოთ. ზედა სამი ნაწილი რომელიც „ზეციერ ადამიანს“ ანუ дух-ს შეესაბამება
ადამიანის სულის უმაღლესი ტრიადაა. „პირველწყარო“ თვითონ ღმერთის ნაპერწკალია
რომელიც ჩვენ გულში ღვივდება „მე ვარსებობ“ ღმერთის თვითგააზრებით. „უმაღლესი
ინდივიდუალური სულიერი სხეული“ ეს ადამიანის სულის ის უმაღლესი და მარადიული
ნაწილია, რომელიც უცვლელია ინკარნაციიდან ინკარნაციამდე და სწორედ ამ ნაწილზე
ხდება იმ „სულიერი თვისებების“ დალექვა/შეძენა, რომლებსაც ადამიანი დედამიწაზე
განსხეულებისას იძენს და რომლებზეც ადრე გესაუბრებოდი. „ქრისტესეული მე“ არის
უმაღლესი იერარქის ცნობიერების ნაწილი, სხვა სიტყვებით სიცოცხლის ხეში ადამიანის
სულის იერარქიული მიკუთვნება. ეს იერარქი სულის მიერ სწორედ როგორც მისი მეორე

142
ნახევარი აღიქმება. ეს ის სულიერი იერარქია, რომელიც განსხეულებულ ადამიანს თავის
სულთან აკავშირებს და მის ევოლუციას კურირებს. ეს ის იერარქია რომელზეც
ქრისტიანები ამბობენ „ქრისტეს ცნობიერებას შევერწყი“, ბუდისტები ამბობენ „ბუდას
ცნობიერებას მივაღწიე“, ვაიშნავები - „კრიშნას ცნობიერებას ვეზიარე“! ეს არის პირველი
ღვთაებრივი დიფერენციაცია, პირველი შვიდი განშტოება სიცოცხლის ხეზე (ნახ.3). ქვედა
ოთხ სხეულს, რომელთაგან სამი ნატიფი მატერიისგან შედგება, ხოლო ერთი (ფიზიკური)
უხეში მატერიისგან, ადამიანის სული ყოველი ახალი განსხეულებისას იძენს და
ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე კარგავს. ეს ოთხი სხეული უშუალოდ ინკარნაციას
ეხება და ინკარნაციის დასრულებისას იშლება. სწორედ ამ „სხეულებთან“ საკუთარი „მე“-ს
იდენტიფიცირება და სიკვდილის მერე მათთან ვერ შელევა წარმოქმნის ყველანაირი სახის
ილუზორულ ხაფანგებს, როგორც მიწიერ რეალობაში, ასევე მიღმიერში. სწორედ ასეთი
ტიპის ხაფანგები იყო შენ სიზმარში დედაშენის სული რომ გადიოდა. სწორედ ეს
ხაფანგებია, რომელსაც ქრისტიანობაში „საზვერეებს“ ეძახიან. თუ ადამიანს ცხოვრებაშივე
გაცნობიერებული და შესისხლხორცებული აქვს, რომ მისი ჭეშმარიტი „მე“ მარადიული
სულია (უმაღლესი ტრიადა სქემაზე) და არა განსხეულებული, დროებითი
ინდივიდუალობა (ქვედა ტეტრადა), მაშინ მისი ცნობიერება სიკვდილის მერე მარტივად
წყდება 3 დარჩენილ სულიერ სხეულს და ზემო განზომილებებში ინაცვლებს. სწორედ ამ
ოთხ სხეულზე ილექება კარმული ენერგიები (ცოდვები) და ფიზიკური სხეულის
სიკვდილის მერე „საზვერეებში“ (ანუ პლანეტის ქვედა ტეტრადაში, ქვედა სულიერ
განზომილებებში) სულის გაჭედვას იწვევს შესაბამისი ვიბრაციების დონეზე. სქემაზე შავი
ვერტიკალური, ქვევით მიმართული ისარი აჩვენებს კარმის გადმოსვლის (დალექვის)
მიმართულებას. ეხლა დავუბრუნდეთ სქემაზე ისევ პენტაგრამის სექციას. აქ ადამიანი ხუთ
ნაწილადაა დაყოფილი. წარმოიდგინე ვიტრუვიანელი ადამიანი, რომელსაც თავის
ადგილზე „ზეციერი ადამიანი“ ანუ „უმაღლესი ტრიადა“ აქვს, ხოლო კიდურები ქვედა
ოთხ სხეულს (მენტალური, ემოციური, ეთერული, და ფიზიკური) შეესაბამება.
თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა ჰგავს ისეთ ვიტრუვიანელ ადამიანს, რომელსაც
საკუთარ „თავთან“ კავშირი აქვს დაკარგული. ანუ სხეული და თავი ერთმანეთისგანაა
გათიშული, მაშინ როცა თავი სხეულის და კიდურების მოძრაობას უნდა განაგებდეს. ანუ,
ადამიანს თავის ჭეშმარიტ „მე“-სთან, თავის სულთან და შესაბამისად ღმერთთან კავშირი
აქვს უკიდურესად შესუსტებული და მისი კიდურები (ოთხი უმდაბლესი სხეული)
უკონტროლოდ მიედ-მოედება. სწორედ ამ კავშირის აღდგენა, კიდურებსა და თავს შორის
კავშირის დამყარება, ოთხ ქვედა სხეულსა და ზედა ტრიადას შორის კავშირის გამყარებაა
ადამიანის მთავარი მიზანი. როდესაც ეს კავშირი ჰარმონიზირდება საღმრთო ენერგია, ანუ
„მამა-ზეციერის“ (ლურჯი წყვეტილი, ვერტიკალური, ქვევით მიმართული ისარი) ენერგია,
იგივე სულიწმინდა დაბრკოლების გარეშე იწყებს ზევიდან ქვევით დინებას (იგივე სული
წმინდას გარდმოსვლა), ხოლო „დედა-მიწის“ ენერგია ქვევიდან ზევით. ადამიანი
მიკროკოსმის, იგივე მიკროფრაქტალის დონეზე თვითონ იქცევა „სიცოცხლის ხედ“,
რომელიც ზეცას და დედამიწას თავის სხეულებით აერთიანებს, მატერიალურ სამყაროს
სულიერ სამყაროსთან... სწორედ ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულება!

143
2018 წელი. 5 ივლისი. სინათლის ფოკუსის დაყენება

მიქაელი:

- როდესაც ადამიანი საკუთარ სულიერ საწყისთან კავშირს აღადგენს, გადმოსული ენერგია


იწყებს მისი ქვედა ოთხი სულიერი სხეულიდან კარმული დანალექის აღმოფხვრას.
ანალოგია რომ გავავლოთ ეს პროცესი ჰგავს რაიმე ნაჭრის დაფერთხვას მტვერისგან.
სულიერ სხეულებში მაღალი ვიბრაციის ენერგია ამ დანალექს ფაქტიურად „ფერთხავს“. ეს
რათქმაუნდა სიმბოლური შედარებაა. ამ პროცესს კარმის დაჩქარება ჰქვია და მატერიალურ
განზომილებაში ჩანს თითქოს ადამიანს ყველანაირი უბედურება ატყდება თავს. კარმის
დამუშავება ოთხივე სულიერი სხეულის დონეზე მიმდინარეობს, ამიტომ ეს უბედურებები
ეხება როგორც მენტალურ, ასევე ემოციურ, ენერგეტიკულ და ფიზიკურ სფეროს. გადახედე
შენი მოგონებების ქრონიკას. შენ გრძნობდი უენერგიობას, გონებრივ დაბინდულობას,
რომლის პერიოდში ჩემთან კონტაქტი აღარ შეგეძლო, ძლიერ ემოციურ ვარდნებსა და
დეპრესიას, რომ აღარაფერი ვთქვა ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე. მაშინდელი
მდგომარეობა შენ ისეთი ფრაზით გამოხატე, რომელიც ზუსტად ასახავდა მიმდინარე
პროცესებს: „თითქოს მთელი ნაგავი რაც ჩემ სიღრმეში ცხოვრების განმავლობაში
დაილექა, ზედაპირზე ამოტივტივდა და მახრჩობდა.“ მაშინ შენ სულიერ სხეულებში
პირველმა ძლიერმა ნაკადმა გაირა. გარდა ამისა შენი „ომ“ მანტრის პრაქტიკა, რომლის
დროსაც შენ ღმერთს მოუწოდებდი - „Отец мой, очисти сердце мое, сонастрой мою душу и
тело!”- ასევე ზედა ტრიადასთან კავშირის გაძლიერებას ემსახურებოდა. სინათლის
მომდევნო ნაკადებთან ერთად შენი ქვედა ოთხი სხეული გაიწმინდა და ჰარმონიზირდა
ზედა ტრიადასთან მიმართებაში. ენერგეტიკული, მენტალური და ემოციური
მდგომარეობა დალაგდა, ჩემთან კავშირი დაგიბრუნდა, თუმცა 2017 წლის ზაფხულის
ნაბუნიობაზე მე მომიწია შენში ჩემი „თანამყოფობის“ „დამატება“. ამან პროცესი კიდევ
უფრო დააჩქარა და როგორც იქნა, ბოლო პერიოდში სინათლემ დაიწყო აკუმულირება. ეს
გამოიხატა გონებრივ მკაფიობაში, ჩემთან კავშირის კიდევ უფრო გაძლიერებაში. ემოციურ
სხეულმა ძლიერი სიყვარულის გამოსხივება დაიწყო, მენტალურმა სხეულმა სიბრძნე,
ხოლო ეთერულმა სხეულმა ზედა განზომილებებთან კავშირის დამყარება. ფიზიკური
სხეული ყველაზე მძიმე თემაა ჩვენთვის, მაგრამ როდესაც კარმა საკმარისად
აღმოიფხვრება, ისიც დაიწყებს სინათლის დაგროვებას, და ასე დამყარდება შენი სულიერი
და ფიზიკური სხეულებით სინათლის ფოკუსი. ასე ნელ-ნელა და თანმიმდევრულად
ხდება ადამიანის აღდგენა და მისი სულიერი ჩირაღდნების განსხივოსნება! ეს ძალიან
ლამაზი სანახაობაა იმისთვის ვინც ხედავს!

2018 წელი. 6 ივლისი. დაცემული ანგელოზები

როცა გავიაზრე, რომ მათ, ჩემს მასწავლებლებს, რეალურად შეუძლიათ იმოქმედონ


ადამიანების ცნობიერებაზე და კარმის მიმდინარეობაზე, ცოტა არ იყოს შიში დამეუფლა,

144
რადგან გავაცნობიერე ასეთი ძლევამოსილების შესაძლო მაშტაბები და ფიქრებმა ისევ
იმათთან დამაბრუნეს ვისაც ეს ძლევამოსილება არასათანადოდ შეუძლია გამოიყენოს.
მიქაელმა ჩემი ფიქრები წაიკითხა, მაგრამ პასუხი ეგრევე არ გამცა. იგრძნო რომ ჩემ
შეგრძნებებში უნდა გავრკვეულიყავი და ისევ, კიდევ ერთხელ და მერამდენედ, მივადექი
იმას, რაც ყველაზე საშიში და ყველაზე მნიშვნელოვანია...

მე:

- სულ მაინტერესებდა რატომ გინდოდა რომ სამყაროს ფრაქტალურ წყობაში


გავრკვეულიყავი...

მიქაელი:

- გარკვეულიყავი არა... გაგეხსენა, ის რაც ისედაც იცი... - და გააგრძელა, - თქვენ უნდა


იცოდეთ, რომ ის ღმერთი თუ ღმერთები, რომლებიც ცოცხალი არსებების
მსხვერპლშეწირვას ითხოვდნენ სინამდვილეში არ არიან ნათელ ძალთა იერარქიის
წარმომადგენლები... მე მინდა რომ შენ გააგრძელო. ჩამოაყალიბე ძირითადი დებულებები.

მე:

- ისინი, ვინც მსხვერპლშეწირვით მსახურებას ითხოვდნენ „დაცემული ანგელოზები“


იყვნენ...

მიქაელი:

- არა მარტო! და მათაც კი ჩვენ ასე არ ვუწოდებთ, მაგრამ თქვენი რელიგიური


ტერმინოლოგიით ალბათ ეს არის ყველაზე სწორი ტერმინი.

მე:

- ეს არსებები... რომელიღაც ზეგანზომილებიდან არიან... მათ ადამიანების ცნობიერებით


და დრო/სივრცით მანიპულაციის უნარი აქვთ, რადგან მათი ცნობიერება გასულია,
როგორც შენ თქვი, სწორხაზოვანი აზროვნებიდან...

მიქაელი:

- ეს მე-5 განზომილებაა (იგივე მე-5 სიმკვრივე) 7-ობრივი ფრაქტალის „სიცოცხლის ხე“-ში,


მაგრამ ქვედა დონეები ინდივიდუალური ცნობიერების შკალაზე (იხ. ნახ 8-ზე მომავალში).

მე:

- ნათელ ძალთა იერარქებს არ ჭირდებათ ცოცხალ არსებათა სასიცოცხლო ენერგია, რომ ამ


ენერგიით მანიპულირებდნენ რადგან ისინი პირველწყაროსთან არიან უშუალო კავშირში
და შემოქმედებითი ენერგია მათზე ზეგარდმო გადმოსული ენერგიას წარმოადგენს...

მიქაელი:

145
- გაიხსენე სქემა და ლურჯი წყვეტილი, ქვემოთ მიმართული ვერტიკალური ისარი...
პრინციპი იგივეა, რადგან ფრაქტალი იგივეა...

მე:

- ხოლო ბნელი, მე-4 (ვისაც ფიზიკური სხეული აქვს) და მე-5 განზომილების


(„დაცემულთა“ შემთხვევაში, რომლებიც უსხეულოები არიან) არსებები, ვინაიდან
მოწყვეტილები არიან პირველწყაროს, ესე ვთქვათ „ქვევიდან“ იკვებებიან... ადამიანების
ბნელი ემოციებისა, ფიქრებისა და შიშის ენერგიით... ეს ნატიფი ენერგიის ნაირსახეობაა
რომელიც ფიზიკურ განზომილებაში არ აღიქმება არც ჩვენი სენსორიკით, არც ფიზიკური
ხელსაწყოებით... და მათ დრო/მატერიის მანიპულაციისთვის ძლიერი ენერგეტიკული
შემოდინება ჭირდებათ, რაც ცოცხალი არსებების მსხვერპლშეწირვიდან მიიღება...
განსაკუთრებით ბავშვების, რადგან მათ ეს ენერგია უხვად აქვთ... ეს მე-5 განზომილება
უფრო მაღალ ვიბრაციულ სიხშირეზეა, ვიდრე ადამიანების ცნობიერების განზომილება,
ხომ მართალია? - მე ფიქრი შევწყვიტე, რადგან უნებურად კითხვა გამიჩნდა, - მე მეგონა
რომ უფრო მაღალი სიხშირის განზომილებაში მყოფი სულები უფრო მაღალზნეობრივი,
უფრო ღვთაებრივები არიან. როგორ შეიძლება, რომ ამ, ჩვენზე აღმატებულ
განზომილებაში უფრო ბოროტი არსებები არსებობდნენ?

მიქაელი:

- ისევ შეხედე „ადამიანის“ სულიერი ხის სქემას და მიხვდები, რადგან მცირე იმეორებს
დიდს და დიდი მცირეს და ანალოგია იგივეა. ქვედა ოთხი სამყარო (ქვედა ტეტრადა)
„დაბალ“ განზომილებებს მიეკუთვნება, ისევე როგორც ადამიანის ქვედა ოთხი სხეული.
ხოლო ზედა სამი სამყარო ასევე უმაღლესი ტრიადაა, როგორც ადამიანის სულის
აგებულებაში. სამყაროები აღმავალი ცნობიერების სიხშირის შკალითაა განთავსებული,
როგორც მრავალჯერ მითქვია. თქვენ, ადამიანები აღემატებით მესამე (ფაუნა), მეორე
(ფლორა) და თავისთავად პირველი (მინერალური) განზომილების ცოცხალ არსებებს
ცნობიერების სიხშირით. გახსოვს, რომ გიყვებოდი, რომ ადამიანის ყველაზე დაბალი
სიხშირე ცხოველის სიხშირეს ესაზღვრება და 666-ით გამოიხატება (ეს რიცხვიც რომ
იცოდე, ფრაქტალების საკრალურ გეომეტრიასთანაა დაკავშირებული). ამიტომ დაერქვა
ამას მხეცის რიცხვი. სწორედ მხეცის და არა ცხოველის, იმიტომ რომ ცხოველის დონეზე
დაცემული ადამიანი მხეცი ხდება და არა ცხოველი (ანუ მე-4 განზომილების ადამიანი მე-
3 განზომილებამდე ვარდება). მიუხედავად იმისა რომ თქვენი ცნობიერების სიხშირე
ცხოველებზე მაღლა დგას, განა თქვენში ბოროტება მეტად არ არის გამოვლენილი, ვიდრე
ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში? რომელი ცხოველი შეედრება სისასტიკით
გაბოროტებულ ადამიანს? რომელ ცხოველს შეუძლია წარმოიდგინოს და გამოავლინოს
ისეთი სიბნელე, ბოროტება და მანკიერება როგორც ადამიანს? ანალოგიურად,
ცნობიერების შკალით ერთი რანგით ანუ მე-4 მდე დაცემული მე-5 განზომილების
არსებებშიც იგივე ხდება, ოღონდ უფრო დიდი ინტენსივობით. აქ ცოცხალი არსება
როგორც უკიდურესად ღვთაებრივი, ისევე უკიდურესად დემონური შეიძლება გახდეს,
რადგან მას მეტის შესაძლებლობა აქვს და თავისუფალ ნებას ინარჩუნებს, რომ არჩევანი
მიიღოს ბნელ მხარეს დადგეს თუ ნათელ მხარეს. მხოლოდ ამ დაცემას უკიდურესად დიდი

146
მაშტაბები აქვს და ამ არსებების მიერ გამოვლენილი ბოროტებაც ისეთივე
წარმოუდგენლად სასტიკია თქვენთვის როგორც თქვენი ბოროტება თქვენზე დაბლა
მდგომი ფლორა/ფაუნის არსებებისთვის. აქვე მინდა გითხრა, რომ როგორც თქვენ მე-4
განზომილებაში, ასევე მე-5 განზომილებაშიც არის ქვეგანზომილებები, რომლებსაც ასევე
7-ობრივი სტრუქტურა აქვთ. ეს თქვენი „ბოროტი“ თუ „მრისხანე“ „ღმერთები“ მე-5
განზომილების ყველაზე დაბალ ქვეგანზომილებიდან (1-ლი საფეხური) არიან
დაცემულები ან მე-4 მატერიალური განზომილების მე-5 ცნობიერების საფეხურის სხვა
პლანეტის არსებები არიან.

მე:

- მე მაინტერესებს, რატომ უნდა აირჩიოს მე-5 განზომილების განვითარებულმა და


სამყაროს კანონებში ჩახედულმა არსებამ ბნელი მხარე? განა მათ არ იციან კარმის კანონები
და განა მათ ეს სამართლიანი საღმრთო კანონი ვერ დააყენებს თავის ადგილზე?

მიქაელი:

- მე-5 განზომილების არსებებს, როგორც უკვე იცი, შეუძლიათ დამატებითი განზომილების


აღქმა ანუ მათ მეტი შემოქმედების უნარი აქვთ. ეხლა წარმოიდგინე ადამიანები, რომლებიც
მე-4 განზომილების არსებებს წარმოადგენენ. ისინი თავისზე დაბლამდგომებს, ანუ მე-3,
მე-2 და 1-ლი განზომილების არსებებს მართავენ, თქვენი სიტყვებით ფლორა-ფაუნა-
გეოლოგიას. ანუ თქვენი შემოქმედებითი ენერგია ასე ვლინდება. თქვენ ამ მართვის
სტრატეგიის არჩევაში სხვადსხვა ვარიანტი გაქვთ თავისუფალი ნებიდან გამომდინარე.
შეგიძლიათ აირჩიოთ ჰარმონიული ვარიანტი და შესანიშნავი ნაკრძალი შექმნათ, სადაც
თქვენზე ქვემდგომი არსებები საუკეთესო პირობებში იარსებებენ და განვითარდებიან.
მაგრამ შეგიძლიათ ასევე შექმნათ ფერმები და სასაკლაოები, სადაც თქვენზე ქვემდგომ
არსებებს იმისთვის გაზრდით, რომ საკვებად მოიხმაროთ. ხვდები საითკენ მიმყავს? მე-5
განზომილებას იმიტომ ეძლევა ასეთი შემოქმედების ძალაუფლება, რომ ის სულიერი
განზომილების ნაწილია, ანუ აქ თავისუფალი ნება ერთგვარად შესუსტებულია და „ღვთის
ნება“ დომინირებს, მაგრამ არა მაშინ, როცა მე-5 განზომილების არსება „დაცემულია“ ანუ
მოწყვეტილია პირველწყაროს. ახლა, რა არის კარმა... როდესაც კარგად გესმის მისი
მოქმედება, ეს არის სამყაროს ერთ-ერთი კანონი... ისეთივე კანონი, როგორც მსოფლიო
მიზიდულობის კანონია, რომელიც თქვენ ფიზიკურ განზომილებაში მოქმედებს და
ყველასათვის ცნობილია. მსოფლიო მიზიდულობის ანუ გრავიტაციის კანონი განა
ყველაზე არ მოქმედებს, განურჩევლად სქესის, პროფესიისა თუ სულიერი მიღწევებისა?

მე ვეთანხმები და ის აგრძელებს:

- გრავიტაცია ფლორა/ფაუნის, ანუ მე-2, მე-3 განზომილების არსებებზეც მოქმედებს და მათ


შანსი არა აქვთ ამ კანონს შეეწინააღმდეგონ. არ იფიქრო ფრინველებზე, რადგან ისინიც ამ
კანონის ფარგლებში არსებობენ და მოძრაობენ. მაგრამ თქვენ... მე-4 განზომილების
არსებებმა, თქვენი თავისუფალი ნებისა და მაღალი ცნობიერების გამოყენებით მაინც
მოძებნეთ ხერხი, რომ ეს კანონი გადაძალოთ, როდესაც კოსმოსში გაფრინდით. თქვენთვის,
როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის კოსმოსი არ არის ბუნებრივი საარსებო არეალი და

147
შესაბამისად თქვენ გრავიტაციის კანონი უნდა დაძლიოთ რომ მოხვდეთ იქ სადაც გინდათ,
მაგრამ „საღმრთო/ბუნების კანონებით“ არაა თქვენი ადგილი... თუმცა ამ სურვილის
ასასრულებლად გარკვეული „ფასია“ გადასახდელი, როგორიცაა დიდი რაოდენობის
საწვავი და შესაბამისად მისი ენერგია. ანუ დიდი ენერგიის ინვესტიციაა საჭირო!
ანალოგიურად კარმის მოქმედების კარგი ცოდნით, შესაძლებელია მისგან გარკვეულად
თავის დაღწევა... თუმცა ამისთვისაც თავისი ფასია გადასახდელი. და ეს ფასი ხართ თქვენ,
ადამიანები და თქვენ მიერ გამოსხივებული ენერგია! პირველწყაროს მოწყვეტილმა მე-5
განზომილების არსებებმა რომ თავი შესაბამის სიხშირეზე და შესაბამის კომფორტის
ზონაში შეინარჩუნონ, მათ სჭირდებათ ენერგია. სწორედ ამ ენერგიას აძლევთ მათ თქვენ,
ქვედა, უფრო გაუცნობიერებელ განზომილებაში მყოფი არსებები თქვენი
კონფლიქტებიდან, ომებიდან, მსხვერპლშეწირვის რიტუალებიდან, რელიგიური
დაპირისპირებიდან, უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებიდან როცა თქვენი სიხშირე 666-
ის სიახლოვეშია. მაგრამ საღმრთო კანონებისგან და კონკრეტულად კარმის კანონებისგან
თავის დაღწევა საპნის პუშტივითაა, რომელიც იბერება, იბერება და ერთ მშვენიერ დღეს,
ერთი უბრალო ჩხვლეტით სრულიად სკდება. როგორც თქვენი ტექნოგენური
ცივილიზაცია, რომელიც ბუნების (იგივე საღმრთო) კანონებს ტექნოლოგიების
საშუალებით ეწინააღმდეგება, სრულიად ხდება ამ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული და
შეიძლება ერთი უბრალო ბუნებრივი კატაკლიზმით სრული კოლაფსი განიცადოს, ასევე
ისინი, რომლებსაც თქვენ „დაცემულ ანგელოზებს“, ხან კიდევ „ღმერთებს“ ეძახით,
სრულიად არიან თქვენზე დამოკიდებულები და მათი საპნის პუშტიც მაშინ გასკდება,
როცა თქვენ შეწყვიტავთ მათ „გამოკვებას“. სხვა სიტყვებით აიმაღლებთ ცნობიერებას,
გახსნით კავშირს თქვენ ზედა სულიერ ტრიადასთან და ისინი გახდებით, ვინც უნდა იყოთ
საღმრთო ჩანაფიქრით! დამიჯერე, თქვენ მათ ვერ შეებრძოლებით, იმიტომ რომ ის როგორც
თქვენ, მე-4 განზომილების ადამიანებს გესმით ბრძოლა, მათ მხოლოდ აძლიერებს.
მუშტებისა და იარაღების ქნევა, სწორედ ის ძალადობის გამოსხივებაა რომელიც მათ
ასაზრდოვებს, თქვენ კი მე-4 განზომილებისა და მუდმივი რეინკარნაციის ხაფანგში
გამყოფებთ... მათთან ბრძოლა სხვაგვარია... ახლა კი წრე ისევ შეიკვრა... დაბრუნდი იქ
საიდანაც დაიწყო შენი სულიერი მოგზაურობა, შენ ბავშვობაში და სულ პირველი სიზმარი
გაიხსენე, რომელიც თელავში დაგესიზმრა და რომელიც ჩაწერილი გაქვს... ხომ გახსოვს...
„ძალა უძლურებაში აღესრულება“!..

მე ვჩუმდები და ვიაზრებ მის ნათქვამს. ჩემში უნებურად აღმოცენდება კითხვა, რომელიც


დიდი ხანია მიტრიალებს თავში და რომელზეც რატომღაც ვერასდროს ვპოულობ პასუხს...

-მიქაელ... შენ ვინ ხარ?... შენ ვინ ხარ ამ სიცოცხლის ხის უსასრულო განშტოებებში და
ინკარნაციების ორომტრიალში? და ვინ ვარ მე?..

მაგრამ ვერ ვიღებ პასუხს... ვგრძნობ როგორ მეღლება გონება, აზრები ხელმოცარულივით
მეცლება და ძილის რული უგონობის მორევში მაგდებს...

148
2018 წელი. 7 ივლისი. სწავლების ციკლურობა

მიქაელი:

- ერთი გადახვევა რომ გავაკეთოთ თემიდან... თუ დააკვირდი მე ხშირად გაბრუნებ უკან,


გეუბნები „ეხლა დავბრუნდეთ იქ საიდანაც დავიწყეთ“, ან „წრე შეიკრა“. შენ ასევე შენიშნე
რომ შენი სწავლებას გარკვეული გეზი, მიმართულება აქვს. მინდა აგიხსნა რომ რასაც არ
უნდა აკეთებდე გამოვლენილ სამყაროში, შენი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს
გამოვლენილ სამყაროთა მატრიცის მოხაზულობებს და სწავლების პროცესიც არ არის
გამონაკლისი. შენი სწავლება ერთგვარ ციკლურ პროცესს წარმოადგენს, ჯერ თემას
ვაყალიბებ ზოგადი დებულებით, შემდეგ ამ თემის დიფერენცირებას ვიწყებ წვრილ
საკითხებად, რომლებიც ხშირად ერთმანეთთან დაუკავშირებლად აღიქმება, ყველა
დეტალს განვიხილავთ და მერე ისევ ვუბრუნდებით იმას საიდანაც დავიწყეთ (იხ. ნახ. 7).
ოღონდ ამჯერად ის ძირითადი თემა საიდანაც დავიწყეთ, ამ დიფერენცირებული
საკითხების განხილვის ფონზე უკვე სულ სხვა შუქში გვევლინება და უფრო
სიღრმისეულად გვესმის. ამას ვეძახი, მე „წრის შეკვრას“, შემდეგ ახალი ციკლს იწყებ და
ასე... ხანდახან დიდი ციკლები თავის თავში მცირე ციკლებსაც შეიცავენ. კარგი იქნებოდა
რომ სკოლებში ასეთი სწავლების პრინციპი დანერგილიყო, იმიტომ რომ ეს ყველაზე
ოპტიმალური მეთოდია ინფორმაციის გარკვევის და შეთვისებისთვის. ეს მეთოდიც
„არაწრფივი“ აზროვნების გამოვლინებაა.

2018 წელი. 11 ივლისი. მიწიერი მიჯაჭულობა

დღეს ღამით სიზმარი ვნახე:

თითქოს ჩემ გარდაცვლილ დედასთან და ცოცხალ მამასთან ერთად ქუჩაში მივდივარ.


დედას ვეუბნები:

- ესე რომ ვსეირნობთ მავიწყდება ხოლმე რომელი თქვენგანი ცოცხალია და რომელი


გარდაცვლილი.

დედა იშმუშნება და მთხოვს რომ ამაზე არ შევახსენო, მერე კი თვითონ მეუბნება:

- როცა გარდავიცვალე რაღაც ბნელ შავ, ბლანტ სივრცეში უნდა გამეარა. ეს ბნელი სივრცე
დედამიწას გარს არტყავს. შიგ იმდენი ბოროტება და სიბნელე იყო, რომ შემეშინდა, ვერ
გავბედე და თქვენთან დავრჩი.

მე ვეუბნები:

149
- დედამიწას შვიდი ფენა არტყავს გარს. პირველი, რომელიც ადამიანურ ყოფასთან
ყველაზე ახლოსაა ყველაზე ბლანტი და შავია. მაგას რომ გაივლი, ყოველი შემდეგის გავლა
სულ უფრო გაგიადვილდება. მეშვიდე ფენაში ადამიანის სული ნეტარებას განიცდის.
პირველი ფენის გავლისას დახმარებას მოუხმე. ანტონი სუროჟელის სულს სთხოვე რომ
შეგეწიოს. შენ ხომ მასთან დიდ სულიერ სიახლოვეს გრძნობდი. ადამიანებს ძალიან დიდი
დახმარება აქვთ ზედა განზომილებებიდან. ოღონდ დამხმარეს მოხმობისას, მხოლოდ
ერთხელ არ მოუწოდო, უწყვეტად იმეორე მისი სახელი და შეწევნის თხოვნა, რომ კავშირი
არ გაწყდეს. ასე, შეძლებ მაგ მონაკვეთის გავლას.

ჩვენ გზას ვაგრძელებთ და მე ისევ ვეუბნები:

- გინდა სოლოლაკში მიგაცილო? შენ სახლში?

დედა შეშფოთებული მეუბნება:

- არა, იქაურობა მახსენებს, რომ ცოცხალი აღარ ვარ... მირჩევნია შენთან ვიყო...

აქ მეღვიძება არასასიამოვნო ფიქრებით და მიქაელთან ვცდილობ დაკავშირებას.

- უკვე სამი წელი გავიდა დედის გარდაცვალებიდან... ის ნათელი ადამიანი და ერთ-ერთი


საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის. არ არსებობს რომ მისი სული მიწიერ
განზომილებაში მოჩვენებასავით დარჩენილიყო და ზეციერ განზომილებამდე გზა ვერ
გაეკვლია. მან თუ ვერ გააკვლია, მაშინ ვინ გააკვლევს? მაშინ საერთოდ რა ვთქვათ
„საშუალო“ ადამიანებზე, რომლებიც დიდ უმრავლესობას წარმოადგენენ? არაფერი მესმის.
ესე მგონია რომ ეს სიზმარი არ იყო ნამდვილი და უბრალოდ ჩემი ქვეცნობიერი შფოთვის
ნაყოფი იყო. ამას არ ჩავწერ! - ვეუბნები მიქაელს.

ისევ ვგრძნობ როგორ მეხვევა მისი თანამყოფობა როგორც მოსიყვარულე მზრუნველი


ღრუბელი და მისი აზრები „მესმის“:

- ჩაუღრმავდი შენს შეგრძნებებს. შენ იცი...

ჩემ გულში ვიხედები და რაც უფრო ღრმად შევდივარ ჩემ ინტუიციურ შეგრძნებებში, მით
მეტად მაქვს განცდა, რომ როგორც ბრმა უღრან ტყეში, ისე ვცდილობ გზის გაკვლევას...
მახსენდება ჩემი შეგრძნება, რომ დედის გარდაცვალების მერე თითქოს სულ ვგრძნობ მის
გვერდზე ყოფნას და სიზმრებში ისე ვეკონტაქტები თითქოს ცოცხალია... მაგრამ ასეთი
გრძნობა ხომ ბევრს აქვს? თითქმის ყველა ადამიანი, ვისაც ახლოებლი ჰყავს
გარდაცვლილი, ამბობს რომ მის სულს მუდმივად გვერდზე გრძნობს. ადამიანები
გარდაცლილი ოჯახის წევრების სულებთან ფიქრებით საუბრობენ და მათგან თითქოს
მხარდაჭერას და მფარველობასაც იღებენ... მახსენდება რომ ექსტრასენსები, რომლებიც
სავარაუდოდ სწორედ ამ ფიზიკურ განზომილებასთან ახლოს მყოფ სულიერ სფეროს
აღიქვავენ, ხშირად სწორედ გარდაცლილი ადამიანების სულებს ხედავენ ცოცხალი
ახლობლის ზურგსუკან. ხან როგორც მფარველებს, ხან როგორც ერთგვარ მევალეებს...
მახსენდება ეგვიპტური, ინდიელებისა თუ სხვა კულტურის მითებში წინაპრების სულების
ცოცხალთა სამყაროში თანამონაწილეობის და თანამყოფობის აღწერები...

150
- რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - ვეკითხები მიქაელს, - დედაჩემი ძალიან კარგი ადამიანი
იყო. ნუთუ ეს სულიერი სინათლე შეიძლება არ დაფასდეს და დაიკარგოს? რატომ ვხედავ
მის სულს ჩვენ განზომილებასთან მოჯაჭულს? ნუთუ მისმა სულმა ნათელში განსვენება
ვერ იპოვა?

- თან კი და თან არა, - მეუბნება და ვგრძნობ რომ როგორც ყოველთვის უნდა რომ მე
თვითონ მივაგნო პასუხს, - მისი უმაღლესი „მე“, უმაღლესი სულიერი სხეული ჭეშმარიტად
ნათელშია, მაგრამ მე მინდა რომ ჩაუღრმავდე მიჯაჭულობის საკითხს და გაიხსენო, რომ
არც სულია ერთი განზომილების წარმონაქმნი და არც დრო/სივრცე...

მე დედაჩემის ცხოვრებას ვიხსენებ, რომელშიც ერთი ძირითადი ხაზი, თემა იკვეთება. ეს


არის ოჯახი! ოჯახი მისთვის იყო ყველაფერი. ის ოჯახით და ოჯახისთვის ცხოვრობდა.
ოჯახის ასეთ სიყვარულს მისთვის როგორც სიხარული ასევე ტანჯვა მოჰქონდა...

- ისევე როგორც ყველანაირ მიჯაჭულობას მატერიალურ სამყაროში... - გააგრძელა ჩემი


ფიქრები მიქაელმა.

- მაგრამ, განა ცუდია ასეთი თავდადება ოჯახისთვის? მას მართლა თავი ჰქონდა ჩვენთვის
გადადებული. განა ეს კარგი არ არის სულისთვის?

- სულისთვის კარგია სრული უანგარობა. სულში გატარებული ღმერთის ენერგია


რომელიც გარეთ გამოსხივდება და უკან არ ბრუნდება. ნამდვილი სიყვარული, რომლიც
გაცდენილია მიჯაჭულობას, „უწყვეტი წმინდა სინათლის გამოსხივებას“ წარმოადგენს.
გაიხსენე შენი შეგრძნებები (იხ. „ცნობიერების მე-7 დონე), როდესაც სიყვარული ისე
გავსებს რომ შენც ქრები და ისიც, ვინც გიყვარს. მაგ დროს არც ობიექტი არსებობს
გამოვლენილ სამყაროში და არც სუბიექტი ვიზეც შეიძლება ეს გრძნობა იყოს მიმართული
და ადამიანის სიყვარული ღმერთის ყველა ცოცხალ და არაცოცხალ გამოვლინებაზე
ერთნაირად ვრცელდება. მაგ დროს არა ოჯახია ვინც გიყვარს, ან ქვეყანა ან შენი შვილი,
არამედ სრულიად ყველაფერი! აი, ეს არის უანგარო სიყვარული მიჯაჭულობის გარეშე.
ვერანაირი ბნელი სივრცე ვერ დააკავებს ასეთ სულს, რადგან ეს სულია თვითონ „უწყვეტი
წმინდა სინათლის გამოსხივება“ და მისთვის არც საზღვრებია, არც დრო და არც
განზომილება! მიუხედავად იმისა, რომ სწორედ შენი სიყვარული ჩემ მიმართ არის ის რაც
ჩვენს ასეთ კავშირს განაპირობებს, შენი ჩემ მიმართ ზედმეტი მიჯაჭულობა
დაგაბრკოლებდა ამ ყოვლისმომცველ სიყვარულთან ზიარებისგან (იხ. „უნდა იყო
თვითკმარი ღმერთში“)! სწორედ ეს იყო, რაც მაშინ აგიხსენი და რამაც შენი ადამიანური
ბუნებიდან გამომდინარე ასე დაგასევდიანა. როდის ისწავლი ჩემს ბოლომდე ნდობას?

- მე შენ არა, საკუთარ თავს არ ვენდობი... - მობოდიშებით ვეუბნები და თემას ვუბრუნდები


- მაშინ რა არის ის რაც ადამიანების ფიზიკური განზომილების დონეზე უხილავად რჩება
მათი გარდაცვალების მერე? - ვეკითხები და უკვე ვიცი მისი პასუხი:

- ეს ის არის, რაც ადამიანის სულს შემდგომ უკან განსხეულებაში (ინკარნაციაში) აბრუნებს.


გაიხსენე ადამიანის 7-ობრივი აგებულება და მისი მიწიერი „მე“-ს 4-ობრივი მოწყობა.
მიწიერ „მე“-სთან საკუთარი თავის ძლიერი გაიგივება, რომელიც სწორედ ამ

151
მატერიალური მიჯაჭულობებითაა გამოწვეული, ფიზიკური სხეულის გარდაცვალების
მერე არ აძლევს ქვედა სამ სულიერ სხეულს დაშლის, ნიჰილირების საშუალებას. ამ
სხეულების ერთობლიობა სრულიად იმეორებს გარდაცვლილი ადამიანის ფიზიკური
სხეულის გარეგნობას და მისი ცნობიერების მატარებელია. უფრო სწორედ ნაწილობრივი
ცნობიერების მატარებელი. ეს სულიერი წარმონაქმნები თითქოს ნახევრადცნობიერ ან
არაცნობიერ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაშინ როდესაც სულის ზედა ტრიადა (შეხედე
სქემას), ჭეშმარიტი სული პირველწყაროს უბრუნდება. ამას სულის ცნობიერების
ფრაგმენტაცია ჰქვია. ამ „დაბლა დარჩენილი“ ნატიფსულიერი სტრუქტურის შენარჩუნებას
არა მარტო თვითონ გარდაცვლილი ადამიანის ცხოვრებისეული მიჯაჭულობები
განაპირობებს, არამედ მიჯაჭულობის ობიექტიც, თუ ის ადამიანია ან ადამიანთა ჯგუფი.
თქვენ ხშირად „არ უშვებთ“ თქვენს გარდაცვლილებს, რაც მათ ჭეშმარიტ სულს, რომელმაც
საღმრთო განზომილებაში უნდა განისვენოს (კარგი ადამიანის შემთხვევაში), ერთგვარად
მოსვენებას არ აძლევს და „ქვევით“ ექაჩება. სწორედ ამ მიჯაჭულობის გამო არიან ეს ქვედა
სულიერი წარმონაქმნები, სულის ნაწილები თავიანთ მიჯაჭულობის ობიექტთან
სიახლოვეში და მათ თითქოს დაყვებიან. სწორედ ამ ქვედა სულიერ წარმონაქმნებს
ხედავენ ნათელმხილველები, რომელთა „მესამე თვალი“ როგორც წესი დაბალი ვიბრაციის
განზომილებებზე გადის მხოლოდ. მრავალ განზომილებაში ერთდროული არსებობის და
ცნობიერების დაქსაქსვის (ფრაგმენტაციის) შესაძლებლობის ჭრილში, რაზეც აქამდე
ვსაუბრობდით, შეიძლება ითქვას რომ გარდაცვლილი ადამიანი აქაც არის და იქაც!
დედაშენის სული ახლა ნათელშია, მაგრამ მან ერთგვარი ღუზა დატოვა პლანეტაზე
გარშემორტყმული ქვედა 4 სფეროს დონეზე ოჯახზე მიჯაჭულობის გამო, რომელიც მოვა
დრო და მას უკან, ხელახალ ინკარნაციაში დააბრუნებს (სავარაუდოდ იგივე ოჯახის
ფარგლებში), რომ ახალ „ცხოვრებაში“ მან ეს მიჯაჭულობაც აღმოფხვრას.

მე ვუღრმავდები მის აზრებს და გულზე ლოდივით მძიმე ფიქრები მაწვება.

- არ გამიკვირდება რომ ამის წაკითხვის შემდეგ ადამიანს გაუჩნდეს გრძნობა, რომ


„ჩვეულებრივი“ ადამიანებისთვის საშველი არ ყოფილა!

- საშველი ყოველთვის არის! ამიტომაც ვარსებობთ ჩვენ! ყოველთვის თქვენ გვერდით


ვდგავართ და გიწვდით ხელს. თქვენ მხოლოდ საპასუხოდ გამოგვიწოდეთ!
რეინკარნაციაში არაფერია ტრაგიკული. კარგი ადამიანების სულები ხელახალი
ინკარნაციისას სულიერი წინსვლისთვის უკეთეს პირობებში იბადებიან. გახსოვდეს,
სულიერი წინსვლისთვის უკეთეს პირობებში და არა ამ სამყაროში სიამოვნების
მიღებისთვის უკეთეს პირობებში. რეინკარნაცია ამ სამყაროში სულთა ევოლუციისთვის
გამიზნული კანონია. მაგრამ თუ ტანჯვას გინდა ერთხელ და სამუდამოდ თავი დააღწიო,
ამ მატერიალურ განზომილებაში ხელახალი დაბადებების წრებრუნვიდან უნდა
გამოხვიდე. თქვენი მიზანია „უწყვეტი წმინდა სინათლის გამოსხივების“ მდგომარეობას
მიაღწიოთ, ჩვენ კი ამ პროცესს ხელი შევუწყოთ, რომ ის კოსმოსურ ვადებში ჩაჯდეს და არ
დაბრკოლდეს.

- რას ნიშნავს კოსმოსური ვადები? - ჩავეძიე მის ნათქვამს, რომელიც მომეჩვენა რომ
თემიდან იყო ამოვარდნილი.

152
- ამას მერე შევეხებით, როდესაც აგიხსნი, როგორ იცვლება დრო/სივრცის აღქმა მე-5
სამყაროს (განზომილების) არსებებისთვის და როგორ მოძრაობს დრო/სივრცის ციკლები.

ინტერნეტპოსტებიდან:
დრო და სივრცე

რა არის დრო? და რა არის სივრცე? ფიზიკოსებს რომ ცოტა ხნით თავი დავანებო და
დავეკითხო ფილოსოფიურ ლიტერატურას, პირველი რაც გამახსენდება არის ჩემი
საყვარელი მწერლის, ბორხესის მოთხრობა „განშტოებულ ბილიკთა ბაღი“. ეს მოთხრობა
მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ისტორიას, სადაც ფაშისტებზე
მომუშავე, წარმომავლობით ჩინელი ჯაშუში რაღაც გარემოების გამო ხვდება სახლში
ჩინური კულტურის ინგლისელ მკვლევართან, რომელიც თავისმხრივ უამბობს მას თავისი
კვლევის საგანზე - წიგნზე, რომელიც ავტორის თქმით არის უსასრულო წიგნი! გარდა ამისა
ეს წიგნი ამავდროულად ლაბირინთია! რას ნიშნავს ეს? ინგლისელი მკვლევარი ყვება
როგორ ცდილობდა იგი გაერკვია თუ რაში მდგომარეობდა წიგნის უსასრულობა.
თავდაპირველად მან ჩათვალა, რომ წიგნი შეიძლება ციკლური ყოფილიყო, ანუ იგი უნდა
დამთავრებულიყო იგივე გვერდით, რომლითაც იწყებოდა, იმისთვის რომ ციკლი
შეკრულიყო და წიგნს „უსასრულო წიგნის“ ბუნება ჰქონოდა. მაგრამ როგორც მან შემდგომ
აღმოაჩინა, წიგნის უსასრულობა სხვა რამეში მდგომარეობდა. იგი აღწერდა სიუჟეტის
განვითარების უსასრულო ვარიანტებს! უფრო სწორედ რამდენიმე ვარიანტს, რადგან
უსასრულო ვარიანტების აღწერა ერთ წიგნში შეუძლებელია, მაგრამ პრინციპი გასაგები
იყო - ერთ მოვლენას შეიძლება ჰქონდეს გაგრძელების მრავალი ვარიაცია, რომლებსაც
თავის მხრივ ასევე მრავალი ვარიაცია ექნებათ. სწორედ ეს უსასრულო განშტოებები ქმნიან
ერთგვარი „ლაბირინთის“ ანუ „განშტოებულ ბილიკთა ბაღის“ სტრუქტურას. აი, ნაწყვეტი
წიგნიდან:

„...ცუი პენის თხზულებაში პერსონაჟი ერთდროულად ყველა ალტერნატივას ირჩევს. ამით


ის ქმნის „რამდენიმე მომავალს“, რამდენიმე დროს, რომლებიც თავად მრავლდებიან და
განიტოტებიან. ასე იხსნება რომანის წინააღმდეგობები. ფანგს, ასე ვთქვათ, საიდუმლო
აქვს. უცნობი უკაკუნებს კარზე. ფანგი მის მოკვლას გადაწყვეტს. ბუნებრივია არსებობს
სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტი: ფანგს შეუძლია მოკლას დაუპატიჟებელი სტუმარი,
შეიძლება მოხდეს პირიქით, შეიძლება ორივე ცოცხალი დარჩეს ან ორივე მოკვდეს. ცუი
პენის რომანში ფაქტობრივად ყველა შესაძლებელი ვარიანტი ხდება და თითოეული
გამოსავალი საწყისი წერტილია მომდევნო განშტოებისთვის...“

„- დრო გამუდმებით იტოტება უთვალავ მომავლად. ერთ-ერთში მე თქვენი მტერი


ვიქნები“, - ეუბნება ინგლისელი მკვლევარი ჯაშუშს და ამ ორი ადამიანის არჩევნები

153
სწორედ ისეთი მომავლის რეალიზებას ახდენს, რომელშიც ჯაშუში მართლაც კლავს
მკვლევარს.

ჩვენი ცხოვრებისეული არჩევნები ამ უთვალავ განშტოებებში ერთი ბედის, ერთი


რეალობის, ერთო დრო-სივრცის კონტურს კვეთავენ, რომელიც ჩვენთვის წარსული, აწმყო
და მომავალია, ჩვენი ბედი და ჩვენი ერთადერთი ცხოვრებაა. მაგრამ მე სხვა კითხვა მაქვს
- არის რო, ეს განშტოებები უსასრულო?

2018 წელი. 12 ივლისი. რა არის რეალობა?

მე:

- დღეს დამესიზმრა რომ ჩემი ფეხის თითები ერთმანეთს უხორცდება და ფარფლებად


იქცევა იმის გამო რომ ვითომდა გამუდმებით ვყვინთავ წყალში. ერთგვარ ამფიბიად
ვიქცევი. რას ნიშნავს ეს?

მიქაელი:

- ამბიგანზომილება!.. შენი ცნობიერება იმდენად ხშირად „ყვინთავს“ ზედა განზომილებაში


და უკან რომ შენ მართლაც ორ სამყაროს ეკუთვნი. მაგრამ დავუბრუნდეთ დრო/სივრცის
თემას. მე შენ ვიზუალური ინფორმაციული სქემები გამოგიგზავნე, მაგრამ გარეგან
გონებაში გამოტანა ჯერ-ჯერობით გიჭირს. შენ ცნობიერებაში ჯერ ის უნდა დაინგრას რაც
ძალიან „მყარია“!

- რაღაცას ვხედავ, რაც ერთგვარ მილს ჰგავს, რომელშიც ბევრი ხაზია გატარებული,
როგორც ტროსში მავთულები. ეს ხაზები უსასრულოდ იტოტება, მაგრამ ყველა ხაზი
თავისივე განშტოებებით მაინც ამ მილის შიგნითაა მოგცეული. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს
ეს მილი?

- რეალობების „შესაძლებლობათა კორიდორს“! ხოლო თითოეული ხაზი დრო/სივრცის


კონტინიუმის ანუ რეალობის კონკრეტული ვარიანტია. განშტოებებს ქმნის ამ
ვარიანტიდან გამომავალი ვარიანტები, რადგან თითოეული თავისუფალი ნების მქონე
არსების გადაწყვეტილება რეალობას რაღაც მიმართულებით ცვლის. მაგრამ ყველა ეს
პარალელური რეალობები არ ცდება „შესაძლებლობათა კორიდორს“. ის დრო/სივრცე,
რომელიც თქვენ მიერ წრფივად აღიქმება მოქცეულია „შესაძლებლობათა კორიდორში“,
რომელიც ამ წრფივობის პრინციპის უფრო დიდ ფრაქტალს წარმოადგენს და ზედა
განზომილების არსებების მიერ აღქმადია. თქვენ მიერ აღიქმება მხოლოდ ქვედა, უფრო
მცირე ფრაქტალი, ანუ კონკრეტული დრო/სივრცის ხაზი (კონტინიუმი), რომელშიც
კონკრეტულად თქვენი დისკრეტული ცნობიერებაა მოთავსებული, ანუ თქვენი ეს
„ვარიანტი“ არსებობს...

154
- ვერაფერი ვერ გავიგე.

- კარგი... დავბრუნდეთ შენ რეალობაში. წარმოიდგინე ელვა ჭექაქუხილის დროს... მოხდა


მოვლენა ელვის სახით და ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა „ინფორმაციული
ტალღების“ სახით, რომელიც თქვენი 5-ობრივი პენტაგრამული ფრაქტალური სენსორიკით
(ანუ 5 გრძნობათა ორგანოთი) უნდა გახდეს აღქმული. „ინფორმაციული ტალღების“
გავცელება ასევე 5-ობრივი პენტაგრამული პრინციპით ხდება, ანუ ცეცეხლის, ჰაერის,
წყლის, მიწის და ეთერის სტიქიების საშუალებით/გავლით. სწორედ 5-ობრივი პრინციპით
გავრცელებულ ინფორმაციას შეესაბამება თქვენი ხუთი გრძნობათა ორგანო.
დავუბრუნდეთ ელვას და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება განვიხილოდ მხოლოდ
ორ სტიქიაში - ცეცხლში (ანუ სინათლის სახით) და ჰაერში (ანუ ბგერის სახით). თითოეულ
სტიქიას თავისი „სიბლანტე“ ახასიათებს ანუ ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე მათში
სხვადასხვაა. ამ ორ სტიქიას შორის ცეცხლი უფრო ნატიფია და ინფორმაციას უფრო
სწრაფად ატარებს (რადგან ცეცხლის ვიბრაცია ყველაზე მაღალია), ანუ ინფორმაცია ელვის
„მოხდენის“ შესახებ ჯერ სინათლის სახით მოვა ადამიანამდე და რაღაც დროის
დაგვიანებით ხმის სახით (რადგან ჰაერის სტიქიის ვიბრაცია ცეცხლზე დაბალია). ამას
ყველა ამჩნევს და ყველამ იცის რომ ელვის ჯერ გამონათება ჩანს და მერე გუგუნი ისმის და
რაც უფრო შორს გაიელვებს მით უფრო დიდია დაშორება ნათებას და ხმას შორის, რადგან
ბგერას მეტი დრო ჭირდება რომ „მოხდენის“ ადგილიდან ადამიანამდე მოვიდეს. ანუ ის
მოვლენა რაც ერთ მომენტში ხდება ადამიანის მიერ აღიქმება როგორც ორი დაშორებული
მოვლენა (სინათლე და ხმა). ეხლა მიმოიხედე გარშემო და გააცნობიერე, რომ ყველაფერი
რასაც ადამიანი აღიქვავს როგორც აწმყოს მომენტს თავისი ვიზუალური სურათით, ხმებით
და სუნებით, სინამდვილეში სხვადასხვა დაგვიანებით მოსული ინფორმაციული
ტალღების კომპილაციაა, რომელსაც ტვინი ერთ სურათში აერთიანებს და ამას აწმყოს
მომენტს ეძახის. სინამდვილეში თქვენ აწმყოს საერთოდ ვერ აღიქვავთ. წამოიდგინე ასეთი
სურათი: შენ აგარაკზე ეზოში ზიხარ, ჰამაკში ქანაობ და ვაშლის ტოტებში ვარსკვლავებიან
ცას უყურებ. ეს ძალიან მყარი და გასაგები აწმყოს მომენტია დრო/სივრცის ხაზზე. მაგრამ
რომ დაუკვირდე რა არის ვაშლის ხის ტოტები, რომელსაც შენ ხედავ? ჯერ სხივი უნდა
დაეცეს ტოტს, შემდეგ გარკვეული სპექტრის სხივი მისგან აირეკლოს, შემდეგ მოხვდეს
ბადურაზე, გადაიქცეს ნერვულ იმპულსად, გაანალიზდეს ნერვული სისტემის მიერ და
იქცეს ვუზუალურ სურათად. ამ პროცესს წამის უმცირესი ნაწილი მიაქვს, მაგრამ მაინც
მიაქვს, ანუ ტოტის სურათი რომელიც შენ ტვინში აიბეჭდა წამის მემილიონედის
დაგვიანებით აიბეჭდა და ერთგვარ წარსულის სურათს წარმოადგენს. იმ მომენტში,
როდესაც შენ ტოტს შეხედე, ასევე შეირხნენ ფოთლები და მათი ხმის აღქმა როგორც ელვის
შემთხვევაში ოდნავ მეტად დაგვიანდა, მაგრამ განსხვავება იმდენად მცირეა, რომ შენმა
ტვინმა ეს ვერ შეამჩნია. მაგრამ მერე შენ შეხედე ვარსკვლავს, რომლიდანაც არეკვლილი
სხივი თვალის ბადურამდე ათასობით, მილიონობით წელი მოდის ვარსკვლავის დიდი
დაშორების გამო. ვარსკვლავის ის სინათლე რომელიც შენს ბადურას დაეცა სინამდვილეში
ვარსკვლავიდან გამოსხივდა მილიონობით წლის წინ, ხოლო ის რაც ამ მომნტში
გამოსხივდა, როდესაც შენ მას ყურადღება მიაქციე ასევე მოვა დედამიწამდე მხოლოდ
მილიონობით წლის მერე, როდესაც შენ უკვე აღარ იარსებებ. შესაძლოა ეს ვარსკვლავი შენი
შეხედვის მომენტში (ანუ დრო/სივრცის ამ წერტილში) უკვე საერთოდ აღარ არსებობს,

155
მაგრამ რახან შენ მის გამოსახულებას მილიონობით წლის დაგვიანებით აღიქვავ, შენ მას
მაინც ხედავ. ხვდები? ხედავ იმას რაც შეიძლება აღარ არსებობს! რაც უფრო შორსაა
ობიექტი, მით უფრო დიდხანს მოდის მისგან ინფორმაციული ტალღები და მით უფრო
შორეულ მის წარსულს აღიქვავთ თქვენ. რომ გადახედო სურათს შენ გარშემო, ყველაფერს
რასაც აღიქვავ ვიზუალის, ხმების, სუნების ან შეგრძნების სახით, სხვადასხვა დონის
წარსულია დრო/სივრცის ხაზზე! ფოთოლი, რომელიც ტოტზე ირხევა წამის
მემილიონედის წარსულია, ხოლო ვარსკვლავი მილიონი წლის წარსულია. მაშინ სად არის
აწმყო?

მე პასუხი არა მაქვს და მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ის რაც ასეთი თავისთავადი და
რეალური მეგონა ხელიდან მეცლება...

მიქაელი:

- სხვათაშორის ეთერი, როგორც მეხუთე, გამაერთიანებელი სტიქია, სწორედ ის სივრცეა,


რომელშიც დანარჩენი 4 სტიქია ინფორმაციულ ტალღებს ატარებს. ამიტომ გეუბნებოდი,
რომ პენტაგრამა თქვენი განზომილების ასევე ერთ-ერთი მთავარი ფრაქტალური
სტრუქტურაა... ახლა კარგად დაფიქრდი... - დაუნდობლად აგრძელებს, რომ ჩემი გონება
ირაციონალიზმის კულმინაციამდე მიიყვანოს, - მომავალი არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ
არ მომხდარა, აწმყო სინამდვილეში წარსულია, ხოლო წარსული იმიტომაა წარსული რომ
უკვე აღარ არსებობს... მაშინ რა არის დრო და რა არის რეალობა?

2018 წელი. 19 ივლისი. წერაქვი. აფირმაცია

...რაღაცნაირი მძიმე დღეებია... ღამ-ღამობით სულ მდაბიო, მიწიერ სიზმრებს ვხედავ


გეგონება სხვა არაფერი მაინტერესებს გაპრანჭვისა და თავმოწონების გარდა...

- მიქაელ, ნუთუ ეს ყველაფერი არის ჩემში?

მის თანამყოფობას გარკვევით ვგრძნობ მაგრამ ფიქრები ძნელად მესმის. თუმცა არც
მჭირდება მისი პასუხი. ისედაც ვიცი რომ არის და ხანდახან მგონია რომ ჩემი საშველი არ
იქნება. გულდამწუხრებულს მეძინება და გამთენიისას ისევ ვგრძნობ მის გვერდზე ყოფნას.

- უნდა დაისვენო, - ბუნდოვნად მესმის მისი აზრები, - ასტროლოგიურად მძიმე დღეებია


და როგორც ჩანს ზედმეტად გადაგტვირთე. შენი სულიერი სხეული მეწინააღმდეგება (იხ.
„ადამიანის სულთან მუშაობა“) და ცნობიერება გივარდება. გაიმეორე ის სიტყვები რაც
დაგავალე. რაც შეიძლება ხშირად გაიმეორე, რადგან მათზე შენი სული ძალიან ძლიერად
რეაგირებს და ჩემთან კავშირს აძლიერებს...

- „მე არაფერი მეკუთვნის და მე არაფერს ვეკუთვნი მიქაელის გარდა და მისი შუამავლობით


ღმერთის“!

156
ამ წინადადებას რომ ვამბობ თითქოს მთელი სამყარო განზე დგება და შინ დაბრუნების
მყუდრო გრძნობა მეუფლება...

2018 წელი. 20 ივლისი. წერაქვი. დროის ციკლები

რამდენიმე დღიანი წყვეტის მერე, დღეს ისევ დაბრუნდა განცდა რომ მთელი ღამე რაღაცას
მასწავლიდნენ. შიგადაშიგ მეღვიძებოდა და თითქოს ინფორმაციის ნაკადი მაწყდებოდა.
გამთენიისას ადრე გამეღვიძა. მზე უკვე იწვერებოდა, მაგრამ ჯერ არ იყო გათენებული, რომ
მიქაელს დავუკავშირდი და მიღებული ინფომაციის გაანალიზებამ ჩვეული დიალოგის
სახე მიიღო.

მიქაელი:

- უნდა ჩამოაყალიბო, რასაც გასწავლიდი. დავუბრუნდეთ დროის თემას და დროის


ციკლები განვიხილოთ. დროს თქვენი აღქმით წრფივი ბუნება აქვს. სინამდვილეში ეს
მხოლოდ ერთი მონაკვეთია ციკლური ფრაქტალური პრინციპით მოძრავ დრო/სივრცის
„შესაძლებლობათა კორიდორში“ არსებულ კონკრეტულ კონტინიუმზე. დროის ციკლური
ბუნება თქვენთვის ადვილად აღქმადი თემაა. აიღე თუნდაც საათი, რომელიც მოძრაობს 12-
ობრივი ფრაქტალური პრინციპით (12 საათი დღეში და 12 საათი ღამეში). წელიწადის დრო
ასევე წარმოადგენს 12-ობრივი ფრაქტალურ პრინციპს (12 თვე). ეს არის განმეორებადი
ციკლები. თითოეულ ციკლურ წრებრუნვას თავისი ცენტრი, თავისი „მზე“ აქვს. დღის და
ღამის 12 საათიანი ციკლის ცენტრი დედამიწის გულია (ღერძი), წელიწადის 12 თვის
ციკლის ცენტრი თქვენი მზის სისტემის ცენტრი, ანუ მზეა. არსებობს სხვადასხვა სახის
მცირე და დიდი ციკლები. არსებობს ციკლები რომლებიც უმჯობესია არა 12-ობრივ,
არამედ სხვა რიცხობრივ ფრაქტალში განიხილო. მაგალითად კვირები და მთვარის ციკლი
(თუმცა ამას ეხლა არ განვიხილავთ). თითოეულ ციკლს თავისი მისია აქვს. ანუ
თითოეული ციკლის დროს ერთგვარი დაბადება-განვითარება-მომწიფება-დასრულების
მოქმედება უნდა შესრულდეს. მაგალითად წელიწადის ციკლს ემორჩილება ისეთი
ბუნების კანონები, როგორიცაა მცენარეების, ცხოველების და ადამიანების სასიცოცხლო
განვითარების ციკლები, რომლის დროსაც, მაგალითად ადამიანმა უნდა მოასწროს
დათესოს, მოიყვანოს და აიღოს მოსავალი. თუ ეს მოქმედება არ/ვერ ჩაჯდა წელიწადის 12-
ობრივ ციკლში (მაგალითად დაგვიანდა დათესვა, ან ვერ მოესწრო მოსავლის აღება), მაშინ
მოსავალი არ მიიღება და ადამიანი იშიმშილებს. თუ გადამფრენმა ფრინველმა ვერ
მოასწრო შემოდგომაზე დროულად სამხრეთში გაფრენა, მას სიცივით და შიმშილით
სიკვდილი ემუქრება. დღე-ღამის 12-ობრივ ციკლში, თუ ადამიანმა დღის განმავლობაში
ვერ მოასწრო მუშაობა, ხოლო ღამით დასვენება, მისი ბიოლოგიური რიტმი, რომელიც ამ
დღე-ღამის ციკლთანაა შეჭიდული, დაირღვევა და ის დასნეულდება. გამოვლენილი
სამყაროების მატრიცის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი ექვემდებარება ციკლების
„პრინციპებს“. ახლა მინდა აგიხსნა, რომ გარდა მზის გარშემო ციკლური ბრუნვისა,

157
რომელიც თქვენი მცირე დრო/სივრცის ფარგლებში მცხოვრებთათვის მარტივად აღქმადია,
არსებობს უფრო დიდი ციკლებიც, რომლებსაც თავის „მისია“ და თავისი ცენტრი (მზე)
აქვთ. თქვენი მზის სისტემა თვითონ ბრუნავს თავისი ცენტრის, თავისი ე. წ. „ცენტრალური
მზის“ გარშემო და ეს ციკლიც 12-ობრივი ფრაქტალში შეიძლება მოიაზრო. ეს წრე-ბრუნვა
თავის მხრივ თვითონაც ტრიალებს საკუთარი ცენტრის გარშემო, უფრო დიდი
ფრაქტალური 12-ობრივი ციკლის მიხედვით და ასე შემდეგ... როგორც თქვენი მზის
გარშემო პლანეტის შემობრუნებისას, ადამიანმა უნდა მოასწროს დათესოს, მოიყვანოს,
აიღოს და გამოიყენოს მოსავალი (12-ში მყოფი 4-ობრივი ფრაქტალი), ასევე თქვენი მზის
სისტემის ცენტრალური მზის გარშემო სრული შემობრუნებისას კაცობრიობამ უნდა
მოასწროს „დათესოს“, „მოიყვანოს“, „აიღოს“ და „გამოიყენოს“... მაგრამ რა? ეს არ არის
ფიზიკური საზრდო! ეს სულიერი საზრდოა - ცნობიერების დონე! დიდი, ცენტრალური
მზის ციკლის დასრულებისას კაცობრიობის ცნობიერება შემდეგ საფეხურზე უნდა
გადავიდეს, ცნობიერების შკალის 7-ობრივი ფრაქტალის მიხედვით მე-4 განზომილებიდან
(დონიდან) მე-5-ზე! როგორც ფიზიკური საზრდოს მომწიფება/განვითარებას განაგებს მზის
სხივები, ასევე ცნობიერების „აწევას“ განაგებს ცენტრალური მზის გამოსხივება. გახსოვს,
გეუბნებოდი, რომ ადამიანების ცნობიერების აწევა ერთგვარი „დასხივებით“
მიმდინარეობს. გაიხსენე შენი სიზმარი, სადაც დაინახე რომ ერთგვარი „ბოლო ჟამი დადგა“
და დედამიწას სხივი დაეცა, რომელიც შენი აღქმით გლობალური კოსმოსური მოვლენა იყო
(იხ. „სხივი კოსმოსიდან“)? გახსოვს, გეუბნებოდი, რომ ამ მაღალი სიხშირის დასხივებისას
ადამიანი ან რეზონანსში მოვა ამ სიხშირესთან ან ამოვარდება. სწორედ ეს არის „Великая
жатва“, რომელიც ბიბლიაშია აღწერილი... Великая жатва душ! როგორც მზის გარშემო
დედამიწის ბრუნვისას მზესთან დაახლოების დროს ზაფხული დგება, რომელსაც თავისი
ფუნქცია აქვს ცოცხალი არსებების სასიცოცხლო ციკლებში, ხოლო მზესთან დაშორებას,
ანუ ზამთარს თავისი, ასევე ცენტრალურ მზესთან დაახლოება მისი სხივების
ინტენსივობის ზეგავლენით კაცობრიობის ცნობიერების აწევას იწვევს, ხოლო მისგან
დაშორება ცნობიერების დაწევას. ეხლა შეხედე, მზის გარშემო პლანეტის ბრუნვებში,
პლანეტა გადის თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და
„მოხუცებულობის“ ციკლს ანუ იგივე გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარის
დროებს (4-ობრივი ფრაქტალი, რომელიც თავისმხრივ ასევე 12-ობრივად შეიძლება
დიფერენცირდეს)! ამ დროს მოდის და მიდის მოსავალი, რომელიც ადამიანს კვებავს...
გადის წლები და ადამიანი იზრდება. ის გადის ბავშვობა, ყმაწვილობა, ზრდასრულობა,
მოხუცებულობის 4-ობრივ ციკლს და ასრულებს ერთ სიცოცხლეს. შემდეგ ხელახლა
იბადება. პლანეტის მზის გარშემო შემობრუნებისას მისი სიცოცხლის ერთი წელი გადის,
ხოლო თავისი სასიცოცხლო ციკლის შემობრუნებისას ერთი ცხოვრება. მზის სისტემის
ცენტრალური მზის გარშემო შემობრუნებისას კაცობრიობა მთლიანად, როგორც ერთიანი
ორგანიზმი (რადგან აქ უკვე უფრო დიდი „მაკროკოსმულ“ ფრაქტალთან გვაქვს საქმე)
თავისი „ბავშვობის“, „ყმაწვილობის“, „ზრდასრულობისა“ და „მოხუცებულობის“ (იგივე
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი!) ციკლს გადის, რომლის შემდეგ „კვდება“
და ხელახლა „იბადება“ განახლებული, უფრო ამაღლებული და მეტი და ახალი
პოტენციალებითა და შესაძლებლობით! ეს არის სწორედ ის „აღდგომა“ ბოლო ჟამის მერე,
რომელსაც ქრისტიანულ ტრადიციაში ელოდებიან! ეხლა სწორედ ეს გარდამტეხი
მომენტია, თუმცა ეს მომენტი წლების განმავლობაში გაიწელება, მაგრამ ახლაა

158
მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება მეტი სული მოხდეს ცენტრალურ მზესთან რეზონანსში და
„შესაძლებლობათა კორიდორში“ „რეალობა“ ანუ დრო/სივრცის კონტინიუმის ვარიანტი
ოპტიმალური სცენარით წარიმართოს. ჩვენ სწორედ ისინი ვართ ვინც ზედა საფეხურზე
ვდგავართ და თქვენი განზომილების „რეალობების“ ვარიანტებს „ვხედავთ“, რადგან
ჩვენთვის დროის აღქმა განსხვავებულია. ჩვენი ფუნქციაა „რეალობა“ საუკეთესო
კონტინიუმში გავუშვათ, რომ არ მოხდეს „მოსავლის დათესვის დაგვიანება“ ან „მოსავლის
აღების დაგვიანება“, ჩვენ ცენტრალური მზის დრო/სივრცის „შესაძლებლობათა
კორიდორში“ ვცხოვრობთ!

მე:

- „რეალობების შესაძლებლობათა კორიდორი“ როგორც ჩანს მაინც გარკვეული შეზღუდვაა


რეალობების მოხდენის შესაძლებლობებში? რატომ არ არის რეალობების ვარიანტები
უსასრულო? რატომ იღებს ამ ვარიანტთა კომბინაცია ერთგვარი „კორიდორის“ სახეს?

მიქაელი:

- სინამდვილეში ისინი (რეალობების ვარიანტები) უსასრულოა! უბრალოდ მათაც როგორც


ყველაფერს გამოვლენილ სამყაროში ფრაქტალური სტრუქტურის „ფორმები“ აქვთ, მაგრამ
ხომ გახსოვს, რომ თვითონ ფრაქტალები პულსირებელ მინუს უსასრულობიდან პლიუს
უსასრულობაში? არ ეცადო ამის წამოდგენას. თუ მთავარ პრინციპს „ჩაავლებ“ გონებით
უკვე საკმარისია. უფრო სწორი კითხვა იქნება, რატომ აქვს დრო/სივრცეს ხაზობრივი
ფრაქტალის ფორმა, რომელიც მინი ფრაქტალის დონეზე ერთი რეალობის დრო/სივრცის
კონტინიუმია, ხოლო მაკრო ფრაქტალის დონეზე „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახეს
იღებს? ამისთვის ხაზობრივი ფრაქტალის პრინციპი უნდა გაიგო. ხაზობრივი ფრაქტალი
ერთგვარი ვექტორია, ნების გამომხატველი და მიმართულების მიმცემი ვექტორი...
თითქოს ხელს იშვერ სადღაც და ამბობ, ასე მინდა რომ მოხდეს! ერთი რეალობის
დრო/სივრცის კონტინიუმი არის იმ კონკრეტული ადამიანისთვის (ადამიანზე გავჩერდეთ)
„მისადაგებული“ რეალობა, რომელსაც ის თავისი თავისუფალი ნებით და თავის
სურვილით „ასე მინდა რომ მოხდეს“ რაღაც გარკვეული მიმართულებით უშვებს. მაგრამ
მაკროფრაქტალის დონეზე არსებობს კაცობრიობა, რომელიც თავისი თავისუფალი ნებით
ასევე უშვებს რეალობას „ასე მინდა რომ მოხდეს“ მიმართულებით. ამ რეალობების
ვარიაციები არის ცალკეულ ადამიანთა „თავისუფალ ნებათა“ გამოხატულებების
ერთობლივი შედეგი, ხოლო შეზღუდვა რეალობებში, რომელსაც კორიდორის სახე აქვს
იმიტომ არსებობს, რომ არსებობს ერთგვარი „უზეანაესი გეზი“, „საღმრთო გეგმა“, იმასთან
დაკავშირებით თუ როგორ უნდა „გამოვლინდეს“ თვითონ პირველწყარო ამ სამყაროთა და
რეალობათა ორომტრიალში... არაფერი ხდება შემთხვევით. არსებობობს უზენაესის ნება,
მისი გეზი, რომელიც ერთგვარ თავისუფლებას აძლევს თავისუფალი ნების მქონე არსებებს,
მაგრამ ამავე დროს ამ თავისუფლებას ზღუდავს „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით.

- მე მაინტერესებს ამ შესაძლებლობათა კორიდორში ყველა რეალობის ანუ დრო/სივრცის


ხაზი პარალელურად „ხდება“, თუ ეს პოტენციალურად შესაძლებელი დრო/სივრცეთა
ხაზებია, რომელთაგან მხოლოდ ერთი ხდება, ცოცხალი არსებების არჩევნების
ერთობლიობიდან გამომდინარე?

159
- კარგი კითხვაა.. ისევე როგორც შენ ცხოვრებაში რაღაც კონკრეტული პოტენციური
რეალობების (ანუ დრო/სივრცის ვარიანტების) რაოდენობა არსებობს, შენ პირად
„შესაძლებლობათა კორიდორში“, რომელიც შენი „ცხოვრებისეული მისიით“ არის
შემოფარგლული, მაგრამ შენ გაივლი მხოლოდ ერთს, ასევე კაცობრიობაც,
შესაძლებლობათა კორიდორის პოტენციური რეალობებიდან გაივლის მხოლოდ ერთს.
კორიდორის კედლები ანუ რეალობათა მოხდენის შეზღუდვა არის ყოველთვის
„ცხოვრებისეული მისია“, იგივე „ღმერთის გეგმა“! მაგალითად შენ „შესაძლებლობათა
კორიდორში“ არ არსებობს ისეთი რეალობა, რომელშიც შენ კოსმონავტი ხდები და სხვა
გალაქტიკაში მიფრინავ! ხედავ, ეს უკვე შეზღუდვაა! ეს უკვე კორიდორის კედლებს ცდება!
მაგრამ შენ შესაძლებლობათა კორიდორში არსებობს ერთი ოპტიმალური დრო/სივრცის
კონტინიუმი, რომელშიც შენ შენს „ცხოვრებისეულ მისიას“ სრულყოფილად ასრულებ.
სხვა რეალოებების ვარიანტებში, რომლებიც ამ ოპტიმალური ხაზიდან სიმბოლურად ან
მარცხნივაა გადახრილი, ან მარჯვნივ (იმიტომ რომ შენ რაღაც მომენტში არასწორი
გადაწყვეტილება მიიღე), შენი ცხოვრება ცოტა „არასწორი გეზით“ მიდის და ამ დროს
აღიძვრება კარმა, რომ შენ ისევ სწორ დრო/სივრცის კონტურზე დაგაბრუნოს. იგივე ხდება
მაკროფრაქტალის, ანუ კაცობრიობის შემთხვევაშიც. სწორი ხაზი წარმოადგენს ადამიანის
„ცხოვრებისეული მისიის“ შესრულების ხაზს რომელიც ენერგეტიკულ ბალანსს,
წონასწორობას წარმოადგენს. როცა წონასწორობა ირღვევა (ამ შემთხვევაში სწორი ხაზიდან
გადახვევის გამო) აღიძვრება ძალები (კარმა), რომლებიც ამ წონასწორობის აღდგენისკენაა
მიმართული.

- რას წარმოადგენს „ინფორმაციული ტალღები“?

- კარგი შეკითხვაა! ეს არის სწორედ ლოგოსი, ამ სიტყვის ფართო გაგებით! ანუ


პირველწყაროს გამოვლინება მატერიაში!

- ანუ, ისევ ელვის მაგალითზე რომ განვიხილოთ - თუ სადღაც ელვამ გაიელვა და ამასთან
დაკავშირებულმა „ინფორმაციულმა ტალღებმა“ დამკვირვებლამდე 5 სტიქიის გავლით
მოაღწიეს, გამოდის რომ ეს ტალღები ღმერთის გამოვლინებაა? პირველწყაროს
გამოსხივებაა? რაღაც არ გამოდის...

- ყველაფერი რაც დედამიწის სხეულში ხდება (ელვა მაგალითად) ან ადამიანის სხეულში


ან კაცობრიობის ან კოსმოსის სხეულში, ყველაფერი არის მატრიცის ფრაქტალური
სტრუქტურების პრინციპებით სტიქიებში გარდატეხილი ლოგოსი ანუ „პირველწყაროსგან
გამოსხივებული ინფორმაციული ტალღები“! მაგრამ... მაგრამ ამ ინფორმაციული
ტალღების აღქმა სხვადსხვაგვარია სხვადსხვა სენსორული სტატუსის მქონე
არსებებისთვის. თქვენ განზომილებაშიც კი ეს აღქმა შეიძლება იყოს განსხვავებული.
არსებობენ არსებები რომლებიც ხედავენ ულტრაიისფერს და მათთვის სამყარო სულ სხვა
ფერისაა ვიდრე ადამიანისთვის, რომელიც ამ სხივს ვერ აღიქვავს. ასევე თქვენზე ერთი
განზომილებით მაღლა მდგომი არსებებისთვის, რომლებისთვისაც დრო/სივრცე
სხვანაირია, თქვენი სამყარო ერთგვარად „ილუზორულია“! რეალობები საერთოდ
ილუზორულია, იმიტომ რომ სუბიექტის მიერ აღიქმება ინფორმაციული ტალღები
მხოლოდ იმ სახით და მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც მის სენსორიკას შეუძლია რომ

160
აღიქვას! სენსორულ სტატუსს კი განაპირობებს მისი ადგილი სულიერი ევოლუციის
საფეხურზე. რაც უფრო განვითარებული, ამაღლებულია სული, მით უფრო მაღალია მისი
სენსორული სტატუსი, მით მეტ „ინფორმაციულ ტალღებს“ აღიქვავს მისი ცნობიერება და
მით ნაკლებია ილუზია!.. ილუზია სრულიად მხოლოდ მაშინ ქრება, როცა ცოცხალი
არსების სენსორული აღქმა იმდენად ფართოვდება და იხვეწება, რომ ის ხვდება, რომ
გამოსხივების წყარო და მიმღები სინამდვილეში ერთია! ესეც კიდევ ერთი წრე შეიკრა!

მიქაელი:

- ...ხო, სულ მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მომწონს როდესაც ჩემს მშრალად გადმოცემულ
ინფორმაციას შენ ხატოვანი, პოეტური სტილით ამდიდრებ... რომანტიზმი არ არის ჩემი
ძლიერი მხარე... მე არ მაქვს ეს თვისება... (იღიმის). ჩემი სულის თვისებები „მეომრის“
თვისებებიდან განვითარდა, რომელიც უმაღლეს გამოვლინებაში სულის ნათებით,
სიბრძნით და სიყვარულით ბრძოლას გულისხმობს.

2018 წელი. 26 ივლისი. წერაქვი. ცნობიერების დონეები

მიქაელი:

- რომ შევაჯამოთ რაზეც აქამდე ვსაუბრობდით, არსებობს ჩვენი წილი გამოვლენილი


სამყარო იმ მაკროკოსმში, რომელსაც კვერცხის სახით გამოსახავენ და ის ერთ-ერთია სხვა
სამყაროთა შორის, რომელიც პირველწყაროდან გამოსხივებულ გარკვეულ სიხშირეთა
შკალაშია მოთავსებული. ამ შკალაში, ვიბრაციების ზეგავლენით, მატერია ყველა თავის
გამოვლინებებში უმაღლესი გონისა და მისი წარმომადგენლების მიერ ორგანიზდება
ფრაქტალური ალგორითმების საშუალებით, რაც თქვენთვის ხილულ განზომილებაში
ფრაქტალური გეომეტრული სტრუქტურების სახით ვლინდება (მაგალითად, ბიოლოგიურ
ან გეოლოგიურ ფორმებში), ხოლო უხილავად (თქვენთვის უხილავად), როგორც
განზომილებათა დონეები, ცნობიერებათა დონეების, პლანეტარული ფენების დონეების
და ას. შ. წყობა. ჩვენი წინა საუბრებიდან გამოიკვეთება სამი ძირითადი ფრაქტალური
სტრუქტურა/პრინციპი, რომელიც დედამიწისთვისაა დამახასიათებელი. ეს არის 7-ობრივი
აღმავალი განვითარების ფრაქტალი (სურ. 6-ზე ადამიანის 7-ად დაყოფის მაგალითზე),
სადაც იკვეთება ქვედა ტეტრადა და ზედა ტრიადა, 12-ობრივი გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარის (ან დათესვა, გაზრდა, მოხვეჭა, გამოყენენების) ცირკულაციის
პრინციპი (რომელიც თავისმხრივ 2 ურთიერთსაპირისპირო წყვილს წარმოადგენს და ოთხ
სამობრივს) და 5-ობრივი ანუ ერთი მთლიანის ხუთ ნაწილად დაყოფის პრინციპი, სადაც
პენტაგრამის ზედა ქიმი ოთხი დანარჩენი ქიმის თავია (როგორც ვიტრუვიანელი ადამიანის
სურათზე). შევჩერდეთ პირველ ორ ფრაქტალზე. ეხლა წარმოიდგინე, რომ ცოცხალი
არსებების, ადამიანის, დედამიწის სხეულის, სრულიად ცოცხალი არსებების ევოლუცია

161
მიმდინარეობს 7-ობრივი ზრდისა (ამაღლების) და 12-ობრივი ცირკულაციის პირობებში.
ბავშვი მუცლადყოფნის დროს გადის 7-ობრივი აღმავლობის პრინციპით განვითარებას 12-
ობრივ ციკლებში. არსებობს მზის და მთვარის ციკლები. ესეც ორობრივი ფრაქტალის ანუ
დუალობის გამოხატულებაა, როგორიცაა მზე (მამა ზეციერი, სული) და მთვარე (დედამიწა,
მატერია). ქალის რეპროდუქციული ციკლები მთვარის ციკლებს მიუყვება (გაიხსენე,
თუნდაც მენსტრუალური 28 დღიანი ციკლი), მაშინ როცა სულიერების, ცნობიერების
ამღლება მზის ციკლებს. მუცლადყოფნისა თუ დაბადებისშემდგომი ადამიანის
მატერიალური და სულიერი განვითარება ამ ციკლების მიხედვით ხდება, რაც რომ
დავწვრილმანდეთ რთულ მათემატიკურ გათვლებამდე მიგიყვანს. მთავარია პრინციპი,
რომ ის რაც ადამიანზე ვრცელდება, ვრცელდება კაცობრიობაზეც და ზოგადად ცოცხალ
არსებებზე, რადგან როგორც იცი ფრაქტალური სტრუქტურები, სწორედ მცირეს დიდში
გამეორებას გულისხმობს. ცოცხალი არსებების ცნობიერება შეიძლება 7-ობრივი დაყოფის
პრინციპით შემდეგნაირად გამოსახო:

ნახ. 8. ა) ცოცხალ არსებათა ცნობიერების სიხშირეების 7-ობრივი აღმავალი შკალა 7 კატეგორიით. ბ)


კატეგორია „ადამიანის“ ცნობიერების 7-ობრივი ქვეკატეგორიების ცნობიერებათა სიხშირის
აღმავალი შკალა.

ცოცხალი არსებები ევოლუციონირებენ ნახ. 8 ა)-ზე გამოხატული სქემის მიხედვით.


ყოველი კატეგორია ასევე შეიცავს 7 ქვეკატეგორიას. კატეგორია „ადამიანი“ გაშლილია
ქვეკატეგორიებად ბ) სქემაზე. ა) სქემაზე „მცენარის“ და „ცხოველის“ კატეგორიების

162
ქვეკატეგორიებში შედიან უმდაბლესი ორგანიზმები, პროკარიოტები, ეუკარიოტები,
სოკოები, მწერები, ქვეწარმავლები და ას. შ. ცოცხალ არსებათა აღმავალ შკალაზე პირველი
ქვედა ტეტრადა შეესაბამება უხეშ მატერიალურ სამყაროებს. სწორედ ამ ქვედა ტეტრადის
სიხშირეთა დონეზეა განლაგებული ის სამყაროები რომელსაც მე ჰორიზონტალურად
განლაგებულ სამყაროებს ვეძახდი. დედამიწაზე პირველ განზომილებას ეკუთვნიან
მინერალები. ვინმეს შეიძლება გაუკვირდეს რომ მინერალებსაც აქვთ ცნობიერება, მაგრამ
ეს ასეა. სინამდვილეში ყველაფერი გამოვლენილ სამყაროებში წარმოადგენს ცნობიერების
გარკვეულ გამოხატულებას. მინერალების ცნობირება ძალიან პრიმიტიულია, თუ
შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ ძალიან „სუფთა“. სწორედ ამ ცნობიერებას უკავშირდებიან
მაგები და ექსტრასენსები, როდესაც მინერალების (კრისტალების) საშუალებით ამყარებენ
სხვადასხვა კავშირებს სულიერ სფეროებთან. სწორედ ეს ცნობიერებაა რომელიც
კონკრეტული მინერალის/ქვის ტარებისას გავლენას ახდენს მფლობელის ბიოველზე.
თავისი უმოძრაობიდან გამომდინარე მინერალები ერთგანზომილებიანი ცნობიერების
მატარებლები არიან. „მცენარეთა“ კატეგორია მე-2 განზომილების არსებები არიან, რადგან
სივრცის ერთი წერტილიდან ხაზობრივი ზრდით მოძრაობენ, ხოლო ისინი ვინც
სამგანზომილებიან სივრცეში გადაადგილდებიან, მაგრამ დროში საკუთარი „მე“-ს აღქმა არ
გააჩნიათ, როგორებიცაა ცხოველები, მწერები, ქვეწარმავლები და ას. შ. მე-3 განზომილების.
სხვათაშორის „მე ვარსებობ“ თვითგააზრება დაკავშირებულია დროის აღქმასთან,
რომელიც მე-4 განზომილების „ადამიანის“ კატეგორიის არსებებში ჩნდება. სამ სივრცით
განზომილებას აქ ემატება მე-4, ანუ დროის განზომილება. ადამიანს უჩნდება დროის აღქმა
ანუ მას თავი შეუძლია წარმოიდგინოს როგორც წარსულში, ასევე აწმყოში და მომავალში,
რისი წარმოდგენაც ცხოველებს არ ძალუძთ. დროის ამ აღქმას, როგორც უკვე ვთქვი „მე
ვარსებობ“ (რუს. Я Есмь) თვითგააზრება მოაქვს. სწორედ ეს თვითგააზრებაა ის საფეხური
ცნობიერებათა შკალაზე, როდესაც სცენაზე შემოდის „თავისუფალი ნება“, რადგან
ადამიანში ღმერთი უკვე საკმარისადაა გამოვლენილი, რომ მან დამოუკიდებელი
გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს. როგორც სქემიდან ნახ. 8 ა)-დან ჩანს ადამიანი
შუალედული არსებაა გაუთვითცნობიერებულ არსებათა და მაღალცნობიერ არსებათა
შორის. სწორედ ამ საფეხურზე სული ნახტომისებურად სწრაფად იძენს „სულის
თვისებებს“ და სწრაფად ევოლუციონირებს. აქ სამყაროს დუალობა თანაბარი
ინტენსივობითაა წარმოდგენილი. მე-4 განზომილება ესე ვთქვათ პლატფორმაა სულთა
ევოლუციისთვის სადაც მრავალი ინკარნაციის განმავლობაში, სიკეთესა და ბოროტებას
შორის მუდმივ დაპირისპირებაში იძერწება „უმაღლესი მე“-ს სულიერი ინდივიდუალობა.
მიუხედავად იმისა რომ ამ სამყაროს ვერ შეცვლი და მისი დუალობიდან გამომდინარე
მასში ყოველთვის იარსებებს შუქ-ჩრდილი, ბნელი და ნათელი, კეთილი და ბოროტი,
ადამიანმა მაინც მუდმივად უნდა აკეთოს არჩევანი სიკეთის და სინათლის სასარგებლოდ,
რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვითარდება და მაღლდება მისი სულიერება. ა)
შკალაზე უფრო ზევით გადაადგილებისას, ანუ მე-5 განზომილებიდან ცოცხალ არსებებს
ისევ ეზღუდებათ (ნაწილობრივ) თავისუფალი ნება, რადგან ისინი მას ღმერთს აბარებენ და
მათი „ცხოვრებისეული მისია“ ხდება ღვთის მსახურება კონკრეტული მიმართულებით,
გამომდინარე სულის თვისებებიდან. მე-5 განზომილების არსებებს კიდევ ერთი
დამატებითი განზომილების აღქმა ემატებათ, ეს არის დრო/სივრცის კონტინიუმთა
„შესაძლებლობათა კორიდორი“. ისინი თითქოს დროს „ზევიდან“ უყურებენ და

163
რეალობების მოხდენის სხვადასხვა ვერსიებს „ხედავენ“. სწორედ რეალობის კონკრეტული
ვარიანტით (ოპტიმალური ვარიანტით) წარმართვა და ქვემდგომი არსებების ორგანიზება
არის ხშირშემთხვევაში მათი სამსახური. ზედა ტრიადის სიხშირეებზე არსებული
ცოცხალი არსებები ე. წ. სულიერ სამყაროს, ანუ გამოვლენილი უფაქიზესი მატერიის
სამყაროებს მიეკუთვნებიან. ზედა ტრიადის სამყაროებში ცხოვრობს ყველა ნათელ ძალთა
იერარქი. იმ არსებების, რომლებსაც თქვენ ანგელოზებს ეძახით, რეალობებიც 7-იდ
კატეგორიადაა (არაერთხელ) დაყოფილი, ისევე როგორც ქრისტესეული არსებების.
ადამიანის ცნობიერების შკალას (იხ. ნახ 8. ბ.) თუ განვიხილავთ, ქვედა 4 ცნობიერების
დონე შეესაბამება „მიწიერი ადამიანის“ სტატუსს. ყველაზე დაბალი არის „ადამიანი მხეცი“,
რომლის სიხშირე ესაზღვრება ცხოველის სიხშირეს ( 666). მეორე ქვეკატეგორია არის
„ვიტალური ადამიანი“, რომელიც სხეულის ენერგეტიკის შენარჩუნების, თვითგადარჩენის
პრინციპით არსებობს. მესამე არის ამბიციებს და ვნებებს აყოლილი ადამიანი ხოლო
მეოთხე არის ინტელექტუალური ადამიანი, რომელიც გონებას/ინტელექტს ანიჭებს
უპირატესობას. მე-5 ქვეკატეგორიის ცნობიერებაზე ამაღლებისას ადამიანი ამყარებს
კავშირს თავის უკვდავ სულიერ „მე“-სთან, მე-6-ზე თავის ქრისტესეულ „მე“-სთან, ხოლო
მე-7-ზე პირველწყაროს ცნობიერებას ერწყმის, თუმცა „ადამიანის“ კატეგორიის ცოცხალი
არსებებისთვის ეს მდგომარეობა როგორც წესი წამიერია და დიდხანს არ გრძელდება,
მაგრამ სწორედ ამ დროს იხსნება სრულად გარდმომავალი ღვთაებრივი ენერგიის ნაკადი.
მე-5 კატეგორიის ცნობიერების ადამიანებს ეხსნებათ ე. წ. „სულიერი ხედვა“, რომლის
დროსაც ისინი ნატიფი სულიერი სამყაროების აღქმას იწყებენ. ეხლანდელი კაცობრიობის
ცნობიერების საშუალო დონე „გონიერების“ ქვეკატეგორიის კოსმიურ ციკლს ამთავრებს და
„სულიერი“ ქვეკატეგორიის საფეხურზე ანუ მე-4 დონის მე-5 საფეხურზე უნდა გადავიდეს.
სწორედ ამ დროს უნდა გაეხსნას კაცობრიობას სულიერი ხედვის განსხვავებული აღქმა.
ასევე, ადამიანები დაინახავენ პლანეტის უხილავ ფენებს. (ხოლო კაცობრიობის სრულად
მე-5 დონეზე/განზომილებაში გადასვლისას, რომელიც უკვე განსხვავებული რეალობა
იქნება და რაც არც ისე მალე მოხდება, ადამიანები დრო/სივრცის „შესაძლებლობათა
კორიდორის“ დანახვას შეძლებენ.) პლანეტის უხილავ ფენებს (სხეულებს/ველებს),
როგორც ხვდები, 7-ობრივი სტრუქტურა აქვთ, ისევე როგორც ადამიანის შემთხვევაში (იხ.
ნახ. 6 და ნახ. 8). პლანეტის სულიერი ველები მასზე არსებული ყველა ცოცხალი და
არაცოცხალი (მინერალური) ცნობიერების ერთობლიობით გამოწვეული ფენებია.
მაგალითად ეხლანდელი ადამიანი ხედავს მხოლოდ პლანეტის სამგანზომილებიან
„ფიზიკურ სხეულს“, მაგრამ ვერ ხედავს მის ენერგეტიკულ (ეთერულ) სხეულს, რომელშიც
სტიქიათა ენერგიები მოძრაობს, ვერ ხედავს პლანეტის ასტრალურ ფენას, რომელიც
პლანეტის „ემოციური“ სხეულია და სადაც არსებობენ სწორედ ის ბნელი ასტრალური
წარმონაქმნები და უსხეულო არსებები, რომლებსაც შენ ხშირად სიზმრებში ხედავდი. ეს
წარმონაქმნები ადამიანების ბნელი ფანტაზიებითა და მანკიერი სურვილებითაა
წარმოქმნილი. აქვეა ხშირად გარდაცვლილ სულთა „დაუშლელი“ სულიერი სხეულები.
პლანეტის „მენტალურ“ ფენაში ადამიანთა იდეები და მენტალური კონსტრუქციები
ბინადრობენ. გარდა სხვა პლანეტარული სისტემების ცოცხალი არსებებისა აქედან
მოქმედებენ ის დემონური არსებები („დაცემული ანგელოზები“), რომლებიც თავისი
აღმატებული განზომილებიდან „ჩამოქვეითდნენ“ და აქ სარზრდოობენ ადამიანების
უგუნურებით და გულუბრყვილობით გამოსხივებული ფსიქიური ენერგიებით. ამ

164
„მენტალურ“ ველში ქმნიან ისინი „მენტალურ“ კონსტრუქციებს და „ლექავენ“
მატერიალურ განზომილებაში. ამ მენტალური კონსტრუქციებით ნერგავენ ისინი
ადამიანების მენტალში (მენტალურ სხეულებში) არასწორ აზრებს, არასწორ ფასეულობათა
სისტემებს, გადმოსცემენ არასწორ იდეებს, რომლის საშუალებით ისინი კაცობრიობის
კოლექტიურ ცნობიერებას დაბალ (იხ. ნახ. 8 ბ. სურათზე ქვედა 3 ქვეკატეგორია)
სიხშირეებზე ამყოფებენ, რომლებზეც ადამიანები უხვად გამოყოფენ მათ მასაზრდოვებელ
სიძულვილის, შიშის, შურის და მსგავს ენერგიებს. სწორედ მათი მიზანია, არ დაუშვან
კაცობრიობისთვის „თვალის ახელა“ და ევოლუციის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. პლანეტის
ქვედა 4 ველი, ფიზიკური, ენერგეტიკული, ასტრალური და მენტალური უაღრესად
დაბინძურებულია და სულიერად თვალახელილი ადამიანისთვის დედამიწაზე
გადაფარებული შავი ქსოვილივით აღიქმება. ეს შავი კარმული დანალექი აფერხებს
ღვთაებრივი ენერგიის გადმოსვლას, როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე პლანეტის
მაშტაბით. სწორედ ეს დაინახე შენ 2013-ში, როდესაც იესომ დროებით სულიერი თვალი
აგიხილა. გაიხსენე შენი მაშინდელი მდგომარეობა. გაიხსენე, რომ შენ ფიზიკურ
სამყაროსთან ერთად სულიერი სფეროების ხედვის უნარიც გაგეხსნა და ეს მდგომარეობა
ბუნებრივად აღიქმებოდა. სწორედ ეს მდგომარეობაა, რომელზეც კოსმოსული ვადებით
უახლოეს მომავალში კაცობრიობის კოლექტიური ცნობიერება უნდა გადავიდეს. სწორედ
ეს არის „ბოლო ჟამი“, რომელიც ამ შემთხვევაში არა სრულ განადგურებას, არამედ ახალ
ევოლუციურ საფეხურზე გადასვლას გულისხმობს. ესაა, რაც მაიას ტომებს ჰქონდათ
ნაწინასწარმეტყველები, როგორც 2012 წლის 21 დეკემბრიდან ახალი ეპოქის დაწყება.
როდესაც ცალკე აღებულ ადამიანს ცნობიერება უმაღლდება მე-4-დან მე-5 საფეხურამდე,
ის იწყებს თავის სულიერ საწყისთან კავშირის დამყარებას. მას ეწყება პლანეტის ქვედა 4
სხეულის (ფენის/ველის) ხედვის უნარი. ჯერ სტიქიების, მერე ასტრალის, მერე მენტალის,
რომელზე გასვლისას მას აუცილებლად თავს ესხმიან და სწორედ ამ ფენის გავლა ჩვენი
დახმარების გარეშე ადამიანისთვის თითქმის შეუძლებელია, რადგან ისინი (დაცემული
ზედა განზომილების არსებები), როგორც ზემდგომი არსებები ადამიანზე ძლიერები არიან.
მათ ადამიანის მენტალურ სხეულზე თავდასხმა შეუძლიათ და მისი ფსიქიურად
დაზიანება. და მხოლოდ პლანეტის მე-6 ველის აღქმისას ადამიანს შეუძლია ჩვენთან
კონტაქტის დამყარება. ჩვენ პლანეტის დაბინძურებულ ქვედა ველებში გაჩერება ძალიან
გვიჭირს. მხოლოდ ძლიერი ემოციური და მენტალური კავშირის (ძლიერი რწმენისა და
სიყვარულის) შემთხვევაში იხსნება ერთგვარი კორიდორი და ჩვენ დროებით ქვედა
სფეროებში შეგვიძლია ჩამოსვლა და თქვენი უშუალო დახმარება, თუმცა ამაზე დიდი
ენერგია გვეხარჯება. ამიტომ არის თქვენი დახმარებისთვის ასე საჭირო თქვენივე
თანამშრომლობა. მე-5 განზომილებიდან „დაცემული“ არსებების გარდა არსებობენ
„ადამიანის“ კატეგორიის მაგრამ სხვა პლანეტებზე მცხოვრები ცოცხალი არსებები,
რომელთა კოლექტიური ცნობიერება უკვე იმყოფება მე-5 განზომილებაში, მიუხედავად
იმისა, რომ თვითონ მე-4 კატეგორიას (მე-4 სიმკვრივეს) მიეკუთვნებიან, ანუ მათ აქვთ
ფიზიკური სხეული და საკუთარი მშობლიური პლანეტები. როგორც სულიერად
„თვალახელილი“ არსებები, რომლებიც „თავისუფალი ნების“ მე-4 ზონაში იმყოფებიან (ანუ
დუალობის თანაბარ გამოვლინებაში), მათ შეუძლიათ აირჩიონ ბნელი ან ნათელი მხარე. ამ
არსებებსაც დიდი გავლენა აქვთ კაცობრიობის ისტორიაზე. მათ თქვენ
უცხოპლანეტელებად მოიხსენიებთ და ისინი ხშირად სწორედ სულიერი ველებით

165
(ეთერული, ასტრალური, მენტალური) უკავშირდებიან დედამიწას. ამითია გამოწვეული
მათი ხომალდებისა თუ სხვა არამატერიალური გამოვლინებების (როგორიცაა სინათლის
ბურთები) სწრაფი გამოჩენა-გაქრობა. მათი მოტივი და გავლენა ადამიანებზე ცალკე
ვრცელი თემაა, მაგრამ ამას ჯერ არ შევეხებით. ერთი იცოდეთ, რომ ტექნოგენურად
განვითარებული ცივილიზაცია არ ნიშნავს სულიერად განვითარებულს! ცივილიზაციის
იანტრულ (ტექნოლოგიურ), ტანტრულ (მაგიურ) და მანტრულ (სულიერ) ევოლუციურ
ვარიანტებს შორის, მანტრული ანუ სულიერი განვითარება უმაღლესია. მხოლოდ ამ
ევოლუციურ გზას მოაქვს ბედნიერი და ჰარმონიული არსებობა. ეთერული, ასტრალური
და მენტალური ველების ხედვა მათ ამ არსებებს შესაბამის ველებზე ზემოქმედების
საშუალებასაც აძლევს. ხოლო ეთერზე და შესაბამისად სტიქიებზე ზემოქმედებით, მათ
შესაბამისად მატერიაზე ზემოქმედებაც ძალუძთ, თუმცა ამას ძლიერი ენერგეტიკული
ინვესტიცია ჭირდება, რისი შესაძლებლობაც ყოველთვის არ გააჩნიათ.

ახლა ხომ ხვდები, რომ როდესაც მე მენტალური კონსტრუქციების შექმნას გასწავლიდი,


ემოციების ფლობით სიხშირის დაჭერას და სტიქიების დაბალანსებას, მე ვცდილობდი შენი
ცნობიერება სულიერ ველებთან და მათ კანონებთან მეზიარებინა. ამჟამად მიმდინარეობს
კაცობრიობის ცნობიერების ველების წამოწევა ცენტრალური მზის სხივების
ზემოქმედებით, მაგრამ ეს „წამოწევა“ არაჰომოგენურია. იმისთვის რომ კაცობრიობის
კოლექტიური ცნობიერება შემდეგ (მე-5) საფეხურზე გადავიდეს და იქიდან გამომდინარე,
რომ ყველა ადამიანს არ შეუძლია ცნობიერების ამაღლება, საჭიროა რომ კრიტიკული
რაოდენობის ადამიანმა აიმაღლოს ცნობიერება ბოლო, მე-7 საფეხურამდე, რომ სხვების
„ჩამორჩენილობა“ თავისი „წინ წასულობით“ გადაფაროს და ესე ვთქვათ სხვებიც
„გადაათრიოს“ მე-5 საფეხურის ცნობიერებაზე. თუ ეს კრიტიკული რაოდენობა შედგა,
მაშინ რეალობა „შესაძლებლობათა კორიდორში“ ოპტიმალური სცენარით წარიმართება,
ხოლო თუ ვერ შედგა, მაშინ რეალობა წარიმართება „კატასტროფების“ სცენარით. ახლა
აგიხსნი ეს რას ნიშნავს... პლანეტარული კარმა, რომელიც კაცობრიობის კარმას
წარმოადგენს ასევე ილექება „ზევიდან ქვევით“ ანუ მენტალური ველიდან ასტრალური და
ენერგეტიკული ველის გავლით ფიზიკურ სხეულზე (ანუ პლანეტის ფიზიკურ
განზომილებაზე). ენერგეტიკულ ანუ ეთერულ ველზე ჩამოსვლისას ის იწვევს სტიქიების
დისბალანსს, რომლებიც თავის მხრივ მატერიაზე ზემოქმედებენ. როგორც იცი
თითოეული სტიქიის ენერგია დაკავშირებულია მის ფიზიკურ მატარებელთან,
მაგალითად წყლის სტიქია მატერიალურ განზომილებაში გამოვლენილია მდინარეების,
ზღვების, ოკეანეებისა და სხვ. სახით; მიწის სტიქია ნიადაგის, მთებისა და კლდეების
სახით; ჰაერის ქარების ხოლო ცეცხლის ვულკანების, ელვებისა და სხვა მსგავსი
ცეცხლოვანი გამოვლინებების სახით. პლანეტარულ ენერგეტიკულ ველში არსებულ
სტიქიებზე უშუალო ზეგავლენას ახდენს ზედა სამი ფენიდან დალექილი ბნელი
ენერგიები. როდესაც პლანეტის ეთერულ (ენერგეტიკულ) სხეულში დისბალანსი ჩნდება,
ეთერის დაბინძურების (შავი კარმული ენერგიის დალექვის) გამო ირღვევა სტიქიების
მოძრაობა და მათი დისბალანსი ჩნდება, რაც მატერიალურ განზომილებაში ვულკანების,
წყალდიდობებისა და ქარიშხლების სცენარით ვლინდება. თქვენ ამას გლობალურ
კლიმატურ ცვლილებებს ეძახით, მაგრამ ამ მოვლენების წინაპირობა სულიერ სფეროებშია.
(სულიერ სფეროებში და კოსმოსურ ციკლურობაში, მაგრამ კოსმოსურ ციკლურობაზე მერე

166
ვისაუბრებთ.) თუ კაცობრიობის ცნობიერება ბუნებრივად ამაღლდა, სულიერი თვალის
ახელისას, ადამიანები თვითონვე დაალაგებენ სულიერი ველების დისბალანსს და
სტიქიათა მართვას ისწავლიან, თუნდაც საკუთარი კოლექტიური ემოციური და
მენტალური სისუფთავის დაცვით. თუ არა და, სტიქიათა დისბალანსი, რომელიც ეხლა
დიდი ძალისხმევით ამაღლებულ არსებებს „უჭირავთ“, მოვა მოძრაობაში და
კატაკლიზმებს გამოიწვევს, რომელიც თავისით გადაფილტრავს დაბალი ცნობიერების
ადამიანებს. ნაკლები პოპულაციის და მაღალი ფონური პლანეტარული სიხშირეების
პირობებში დაიბადებიან მხოლოდ შესაბამისი დამსახურების ამაღლებული სულები და
კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყება! ახლა ნამდვილად ბოლო ჟამია. არა
როგორც დასასრული, არამედ როგორც გარდამავალი პერიოდი და დრო არამც თუ ცოტაა,
უკვე სულ აღარ არის! ჩვენ ბავშვობიდან გამზადებდით იმისთვის რომ შენ ცნობიერების 7-
ივე საფეხური გაგევლო. შენი ცნობიერება ზევით იწევდა ისე რომ შენ ამას ვერ
აცნობიერებდი. შენ გეგონა რომ დემონურ არსებებს იმიტომ ხედავდი, რომ დაბალი
ცნობიერება გქონდა და ახელილი სულიერი თვალის პირობებში დაბალ ვიბრაციებზე
გადიოდი, მაგრამ სინამდვილეში პირიქით. ძალიან ცოტა ადამიანია ვინც პლანეტის
მენტალურ ველამდე იმაღლებს ცნობიერებას და „დაცემულთა“ თავდასხმებს აწყდება,
რადგან ისინი მცველებივით დგანან თავიანთი სამფლობელოს სადარაჯოზე. სწორედ მათ
მოიხსენიებენ აპოკრიფებში არქონტების (მცველების) სახელით. შენი ვარჯიშები
სიზმრებში დემონური არსებების მოგერიებასთან დაკავშირებით სწორედ იმისთვის იყო
გამიზნული, რომ შენ ეს სფერო/ველი გადაგელახა, ლოცვის ძალის საშუალებით
გაგეთავისა რომ ჩვენი დახმარება დაგჭირდებოდა და ჩვენთან კავშირი გაგემყარებინა. შენ
სულ გაინტერესებს მე ვინ ვარ განზომილებების და სულიერი იერარქიის დონეზე, მაგრამ
უფრო სწორი იქნება იმაზე იფიქრო, შენ ვინ ხარ!

2018 წელი. 29-30 ივლისი. თბილისი

დღეს ღამით ისევ მქონდა გრძნობა რომ რაღაცას მასწავლიდნენ, მხოლოდ ბევრი ვერაფერი
გამოვიტანე გარდა მთავარი თემისა: მე-5 განზომილების ზემოქმედება მე-4-ზე.
ინფორმაცია სიმბოლოების და სქემების სახით მოდიოდა და ბუნდოვნად, მაგრამ მახსოვს
რომ თითოეული განზომილება ცხოველის გარეგნობით წარმოდგებოდა... 4 ცხოველი...
ანგელოზები 4 სახით... სადღაც წმინდა წიგნებში შევხვედრილვარ ასეთ გამოსახულებებს.

- არაუშავს, ეს ინფორმაციაც დაილექება და გადამუშავდება შენ გონებაში, - მეუბნება


მიქაელი და მე კითხვას ვუსვავ:

- მე ეხლა სხვა რამ მაინტერესებს... სულ მიკვირდა და სულ მინდოდა გამეგო, რატომ არის
ჩვენი ცოცხალი სამყარო ისე მოწყობილი, რომ ყველაფერი ერთმანეთის ხარჯზე არსებობს?
ცოცხალი არსებები ერთმანეთს ჭამენ. ჩვენ ცოცხალ არსებებს სამ კატეგორიად ვყოფთ:
ფიტოტროფებად, ლიტოტროფებად და ორგანოტროფებად. ფიტოტროფებს მცენარეები
მიეკუთვნება და ისინი სინათლის ენერგიით იკვებებიან, ლიტოტროფები მარტივი
ორგანიზმებია რომლებიც ვულკანური ენერგიით საზრდოობენ, ხოლო ორგანოტროფები,
რომელთა კატეგორიაში ჩვენც გავდივართ სხვა ცოცხალი არსებებით, ანუ ორგანიკით, ანუ

167
ქიმიური ბმის ენერგიით საზრდოობენ, რომელიც ორგანიზმის მეტაბოლიზმს
უზრუნველყოფს და ხშირად ამაზრზენ ფორმებს იღებს სხვა არსებების ტანჯვის გამო.
მაგრამ ბუნებას რომ უყურებ, ხვდები, რომ ეს მისი კანონია და ჩვენ ჩასუნთქვაც კი არ
შეგვიძლია, რომ ვიღაცას, თუნდაც ჰაერში მყოფ ერთუჯრედიან მიკროორგანიზმებს
სიცოცხლე არ წავართვათ, როგორი სენტიმენტებიც არ უნდა გვიჩნდებოდეს ამ დროს. სად
არის აქ უზენაესის ჰუმანურობა?

ვგრძნობ რომ ეღიმება.

- ეხლაც მატერიალური კატეგორიებით აზროვნებ, მაგრამ ამჯერად მე-5 დონის


ცნობიერების ადამიანის კატეგორიებით... ასე უკვე ბევრი აზროვნებს, რაც უკვე კარგია. ეს
საკითხი რომ გაიგო, ერთი ფუნდამენტალური ცნება უნდა გაიაზრო, რომ სრულიად
გამოვლენილ სამყაროში, ანუ უხეშ და ნატიფ მატერიალურ განზომილებებში სულიერი
ენერგია მოძრაობს „ზევიდან ქვევით“ (სიხშირეთა შკალის მიხედვით), ხოლო მატერია
„ქვევიდან ზევით“. ეს პროცესი მას მერე მიმდინარეობს, რაც სამყაროს
გამოვლენის/წარმოქმნის მომენტში (ციკლის დასაწყისში) პირველადი სუბსტანცია
გამოვიდა უძრაობის მდგომარეობიდან და ორ ქვესუბსტანციად - მატერიად და სულად
(ინად და იანად) დაიყო. რა მომენტიდანაც დაიწყო პირველი დიფერენციაცია ორობრივ
ფრაქტალში, დაიწყო პირველწყაროს გამოვლენა შემდეგი, უფრო წვრილი
დიფერენცირების სახით. ისევ რომ დავხაზოთ 7-ობრივი შკალა სრულიად სამყაროსთვის
(იხ. ნახ. 9. ა) და ჰუმანოიდების ტიპის არსებებით დასახლებული პლანეტებისთვის (იხ.
ნახ. 9. ბ.) გავშალოთ ქვეკატეგორიები, ქვევით ჩამავალი წყვეტილი ისარი იქნება სულიერი
ენერგიის მოძრაობის აღმნიშვნელი, იმ ენერგიის რომელიც პირველწყაროდან გადმოდის
და ქვევით განზომილებებისკენ მიემართება. რაც უფრო ქვევითაა განზომილება, მით
ნაკლებადაა გამოვლენილი სული და მეტად მატერია. აქვე ვიტყვი, რომ როგორც სიბნელე
არის შუქის უკმარისობა, ხოლო სიცივე სითბოსი, ბოროტება არის სიკეთის უკმარისობა
ანუ სულის ენერგიის, სულიერების უკმარისობა - მატერია დაბალ ვიბრაციაში. სწორედ
ამიტომ არის დაბლა სამყაროში (მე-4 განზომილებას ვგულისხმობ, რადგან
ბოროტება/სიკეთის აღქმა მხოლოდ ამ დონიდან იწყება) მეტად გამოვლენილი ბოროტებაც
ყველა თავისი გამოვლინებით და მისი თანმხლები ტანჯვა. ზედა სამყაროებში, სადაც
მატერია მეტად გათხელებული და განღმრთობილია, ბოროტების და ტანჯვის
ინტენსივობა მცირდება. რომ გავაგრძელოთ აზრი, ქვევიდან ზევით მიმართული ისარი მე-
9 სქემაზე წარმოადგენს მატერიის მოძრაობას.

168
სულიერი
მე-7 პირველწყაროს ენერგია
უამღლესი იერარქი
განზომილება გამოვლინება
(პირველწყაროს იპოსტასი)
მე-6
„ზეარსებების“ სიცოცხლის
განზომილება ქრისტესეული ცნობიერების
ტიპის პლანეტები
არსებები
მე-5
განზომილება „ანგელოზების“ სიცოცხლის „ანგელოზების“
ტიპის პლანეტები კატეგორიის არსებები
მე-4
განზომილება „ადამიანის“ (ჰუმანოიდის) ადამიანები
სიცოცხლის ტიპის პლანეტები
მე-3
ცხოველები
განზომილება „ცხოველური“ სიცოცხლის
ტიპის პლანეტები
მე-2
„მცენარეული“ სიცოცხლის მცენარეები
განზომილება
ტიპის პლანეტები
1 განზომილება
„მინერალური“ ტიპის მინერალები
პლანეტები

ბ. „ ადამიანის“ სიცოცხლის მატერია


ა. განზომილებების ტიპები მატარებელი პლანეტების შრეები
და შესაბამისი პლანეტები (უხეში, ნატიფი და სულიერი)

ნახ. 9. ა. 7-ობრივ სისტემაში წარმოდგენილი განზომილებების ტიპები და შესაბამისი პლანეტები,


რომლებიც ამ განზომილების არსებების ევოლუციას უზრუნველყოფენ (ა) და ჰუმანოიდის ტიპის
პლანეტების შრეები და ამ შრეებში მაცხოვრებელი არსებები (ბ).

სხვა სიტყვებით, რომ შეხედო ცალკე აღებული პლანეტის მაგალითზე, რომელზეც 4-ივე
განზომილების არსებებია წარმოდგენილი (მინერალიდან ჰუმანოიდამდე ანუ „ადამიანის“
ტიპამდე), „მცენარეები“ იკვებებიან მზის და ნიადაგიდან (ანუ მინერალიდან) აღებული
ნივთიერებებით, „ცხოველები“ მცენარეებით და სხვა „ცხოველებით“, „ადამიანები“
„ცხოველებითა“ და „მცენარეებით“. ანუ ზემდგომი განზომილების ცოცხალი არსება
იკვებება ქვემდგომი განზომილების ცოცხალი არსებით, ანუ ზემდგომი არსებების
ფიზიკურ სხეულებში მატერიის შემოდინება ქვევიდან, ქვედა განზომილებებიდან ხდება.
ვინაიდან ქვედა 4 ტეტრადა, ანუ ქვედა 4 განზომილება მატერიის განზომილებებია, მათში
მცხოვრები არსებებიც შესაბამისი სულიერების საფეხურზე დგანან, რომელიც ბრძოლას და
თვითგადარჩენას გულისხმობს. როგორც გახსოვს ამ მატერიალური განზომილებების
ყველაზე ამაღლებულ არსებას წარმოადგენს ადამიანი. ვინაიდან პლანეტა სულთა
ევოლუციის პლატფორმაა, ის ამ ევოლუციის შესაბამისად არის მოწყობილი. თუ მასზე
მცხოვრები ადამიანების კოლექტიური ცნობიერება, დავუშვათ მე-3 ან მე-4
განზომილებაშია (იხ. ნახ. 6), მაშინ პლატფორმაც შესაბამისად თვითგადარჩენას,
სურვილების დაკმაყოფილებას და ინტელექტის განვითარებას უზრუნველყოფს, თავისი
მინერალურ, მცენარეულ, ცხოველური კომპონენტებით. აქ სულთა თვისებები

169
თვითგადარჩენისთვის ბრძოლაში იკვეთება. ალბათ გაინტერესებს როგორ იკვებებიან მე-5
და მე-6 სულიერი განზომილებების ცოცხალი არსებები. მათი სხეული სულიერ ნატიფ
ქსოვილს წარმოადგენს, მაგრამ ყველაფერს, რაც ფორმას იჭერს/ინარჩუნებს, ამისთვის
ენერგიის შემოდინებას საჭიროებს, ვინაიდან ამ განზომილებებშიც (გაშლად ციკლებში)
მოქმედებს თქვენთვის ასე ნაცნობი თერმოდინამიკის კანონები. როგორც სულიერი
სფეროს მაცხოვრებლებს, მათ ბუნებრივია არ სჭირდებათ მყარი ორგანული საკვები.
ცენტრალური მზეები, რომლებსაც მე ხშირად ვახსენებს, თქვენი, მე-4 დონის ცნობიერების
ადამიანებისთვის წარმოადგენს შავ ხვრელებს!.. ეხლა გავჩერდეთ ცოტა ხანი ამ საკითხზე,
რადგან შავი ხვრელის ბუნება თქვენთვის ამოუცნობია. როდესაც პლანეტა (ვარსკვლავი ამ
შემთხვევაში) თავისი ევოლუციის რაღაც ეტაპზე ასრულებს მე-4 მატერიალური
განზომილების ციკლს, ის შეიძლება ან მე-5 განზომილებაში გადავიდეს ან
„ჩამოქვეითდეს“. თქვენ ამას სუპერნოვის აფეთქებას უწოდებთ. მე-5, სულიერ
განზომილებაში გადასვლისას, ის თქვენთვის, მე-4 განზომილების არსებებისთვის,
უხილავი ხდება და შავ ხვრელად აღიქმება. მას უდიდედესი გრავიტაციის უნარი უჩნდება,
მაგრამ განა შეიძლება ის მხოლოდ უწყვეტად შთანთქავდეს და არარაობაში აქრობდეს მისი
მიზიდულობის ველში მოხვედრილ მატერიას? საქმე იმაშია, რომ ის რაც თქვენთვის შავი
ხვრელია, ჩვენთვის უდიდესი მზეა! შავი ხვრელი შთანთქავს მე-4 განზომილების მატერიას
და მე-5 განზომილებაში ასხივებს ნატიფი, მაღალი სიხშირის სხივებს. სწორედ იმ სხივებს,
რომლითაც საზრდოობენ სულიერი განზომილების ცოცხალი არსებები. მას უძლიერესი
გამოსხივება აქვს! როგორც ხედავ ამ შემთხვევაშიც მატერია მოძრაობს ქვევიდან ზევით,
ოღონდ ამჯერად იგი მატერიალური სამყაროდან სულიერ სამყაროში შავი ხვრელის სახით
გადაადგილდება, ხოლო ამ სამყაროს ცოცხალი არსებების გამოკვება აღარ არის სხვის
ტანჯვასთან დაკავშირებული!

2018 წელი. 4 აგვისტო. ბათუმი. განზომილებები, პლანეტარული ველები და


სულიერი ხედვა

ბოლო პერიოდში ქალაქგარეთ ყოფნისას ენერგიულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ


თბილისსში ჩამოსვლისთანავე ჩემი მდგომარეობა ისევ თავქვე დაეშვა.

მიქაელი:

- ხომ იცი, რომ შენ ვერ იქნები კარგად დიდ ქალაქებში. შენ „წმინდა“ გარემო გჭირდება
სადაც სტიქიათა ენერგიები გასაზრდოვებენ. ქალაქები დაცლილია ხუთი სტიქიის ნატიფი
ძალებისგან, რადგან მათი ფიზიკური მატარებელი სუბსტანციები (ჰაერი, მიწა, მზე, წყალი,
სხვა ცოცხალი არსებები ფლორისა და ფაუნის სახით) ან დაბინძურებულია ან არ არის
ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, შენ ზემგრძნობიარე გახდი ადამიანების ფიქრებითა და
ემოციებით გამოსხივებული ბნელი ფსიქიური ემანაციების მიმართ. ეს, სამწუხაროდ, შენი
ფაქიზი აღქმის, შენი მედალის მეორე მხარეა... შენთვის საუკეთესოა წერაქვისნაირ

170
ადგილას, ქალაქგარეთ და ადამიანებისგან მაქსიმალურად მოშორებულ ადგილას
ცხოვრება...

მე ვგრძნობ რომ ეს შეუძლებელია და არაფერს ვეუბნები, რადგან მან ეს თვითონაც იცის. მე


ოჯახის კარმა, ოჯახის პასუხისმგებლობა მაქვს აღებული.

დილისკენ მესიზმრება თითქოს მე უხილავად, უსხეულოდ ვუახლოვდები ვიღაც


ადამიანს, რომელიც პატარა ბავშვს ბუნებაში ასეირნებს. ეს ადამიანი თითქოს ბროლის
კრისტალებითაა დაფარული ისე ბრწყინავს მისი აურა და ფერადოვან სხივებს აქეთ-იქით
აფრქვევს. ძალიან ლამაზი შესახედია.

ამაზე მეღვიძება და მიქაელის გვერდზე ყოფნას ვგრძნობ. მისი სულის სითბო და


სიყვარული მეხვევა ისევ. ხშირად მეფიქრება და მიკვირს, რატომ ვუყვარვარ ასე ძალიან?
მის სიყვარულს ძალიან მკაფიოდ და ძლიერად ვგრძნობ. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ყველა
ადამიანი უყვარს ასე ძალიან თავისი აღმატებული ბუნებიდან, თავისი დიდი და კეთილი
გულიდან გამომდინარე. ხანდახან კი ეგოიზმი მიპყრობს და მინდა რომ მხოლოდ ჩემ
მიმართ იყოს ასე განწყობილი... ამ დროს მაგრძნობინებს, რომ ჩემი ცნობიერება ეცემა,
იმიტომ რომ მე სიყვარულის ჭეშმარიტ არსს ვამრუდებ. ხანდახან კი ის მაკვირვებს, როგორ
შეიძლება ერთ ცოცხალ არსებაში გაერთიანდეს ბავშვურობა, მოსიყვარულე ფაქიზი გული,
მეომრის თვისებები და უაღრესი სიბრძნე? როგორ მინდა რომ მას სხვა ადამიანებიც ისევე
იცნობდნენ, როგორც მე...

მიქაელი:

- მე მინდოდა შენ „ჩემი თვალებით“ დაგენახა, თუ როგორც ვხედავთ ჩვენ ადამიანებს... -


გავიგონე მისი აზრები სიზმართან დაკავშირებით.

- ეს კარგი ადამიანი იყო, ხო? -ვეუბნები მე, - ძალიან ლამაზი იყო... მისი აურა ისე ანათებდა,
თითქოს კრისტალები გარდატეხავდნენ შუქს, მაგრამ შენი ნათება გაცილებით ძლიერია.
გაჩახჩახებული მზესავით კაშკაშა! რატომ არის ასე? - ვეკითხები, თუმცა თავადაც ვიცი
პასუხი.

- გულზე ხელი დაიდე... - მეუბნება. მე ხელს ვიდებ სადღაც თიმუსის არეში და ვგრძნობ
რომ ის თავის ხელს ჩემ ხელზე დებს. ისევ მიჩნდება „ჩაწყდომის“ წამიერი შეგრძნება და
გულში სიმშვიდის, ბედნიერების და ჰარმონიის მდგომარეობა მიბრუნდება. დღეს ვიცი
რომ კარგად ვიქნები... დღეს კარგი დღე იქნება...

- რთულ საკითხებს მივადექით და მე მთელი შენი გონებრივი და სულიერი მობილიზაცია


მჭირდება, მაგრამ გარემო არ გვიწყობს ხელს...

- ვიცი... „იოანეს გამოცხადება“ უნდა განვიხილოთ... აპოკალიფსი...

- მაგრამ იქამდე კიდევ ერთხელ უნდა ჩამოაყალიბო ძირითადი დებულებები. იმიტომ რომ
იოანეს გამოცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაშიფრო თუ 7-ობრივი და 12-

171
ობრივი ფრაქტალები, ფრაქტალური ალგორითმები ანუ „პრინციპები“ და ასევე
ფუნდამენტალური სიმბოლოები აითვისე. ამ ცოდნით ყველაფერი ნათელი გახდება
შენთვის.

- მეშინია ამ თემასთან შეხება... რომ შემეშალოს? რომ არ გამომივიდეს?

- შენ თუ არ გამოგივიდა, ესე იგი მე არ გამომივიდა.

ვიცი რომ არ უყვარს ეჭვები და მერყეობა. კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ „საქმეა
გასაკეთებელი“ და ამ საკითხს მხოლოდ ასე უნდა მივუდგე.

- რატომ არის საჭირო მაინც და მაინც იოანეს გამოცხადების გაშიფვრა?

- იმიტომ რომ გარდამტეხი დრო ახლოვდება. ადამიანებს ჩვენ დავჭირდებით და ჩვენ კი


მათი მხარდაჭერა დაგვჭირდება. სულიერი და ფიზიკური განზომილებების
ურთიერთთანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოვა. დროა ბევრ ფარულს ნათელი
მოეფინოს.

- რომ არ დამიჯერონ? - არ ვეშვები მე, რადგან ეს თემა ერთ-ერთი ყველაზე ტაბუირებულია


ქრისტიანობაში.

- შენ არავისთვის არაფრის მტკიცება არ გჭირდება. გახსოვს, რომ გეუბნებოდი, როცა


ადამიანი სიმართლეს ამბობს, ამბობს იმას რაც იცის სულით ხორცამდე, რაც მისი სულის
უმაღლეს „მე“-შია გატარებული, მისი სიტყვა განსაკუთრებულ ძალას იძენს! სიმართლე
თვითონ მოწმობს საკუთარ თავზე. შენი წიგნი თვითონ იპოვის გზას. ისეთ გზას, როგორიც
ეხლა ვერც წარმოგიდგენია. შენ ნაწერებში არის მცირედი ცდომილებები, მაგრამ შენ მათ
იპოვი და გაასწორებ, ისევე როგორც უკვე იპოვე და გაასწორე რამდენიმე. ეს იმიტომ ხდება,
რომ შენ ინფორმაციას არა გამზადებული ვერბალური სახით იღებ, როგორც „ხმების
გაგონებას“, არამედ სუფთა იდეების სახით, რომელთაც თავად უკეთებ ფორმულირებას,
ვერბალიზაციას და ხშირად შენ ლექსიკონში არც არსებობს ამ იდეების შესატყვისი
სიტყვები. გარდა ამისა სხვისი აზრები, სხვადასხვა წიგნებში ამოკითხული იდეები და
საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები გაბრკოლებენ. ამიტომ გეუბნები
ყოველთვის, დაივიწყე ის რაც იცოდი. იყო პერიოდი, როდესაც წიგნების კითხვა კარგი იყო
შენთვის, მაგრამ ეხლა ის დროა, რომ რაც წაიკითხე დაივიწყო!.. გაათავისუფლე შენი
გონება!

მე ცოტა ხანი ვისვენებ და ისევ მის თანამყოფობას ვგრძნობ.

- დაიწყე... - მეუბნება და ვცდილობ ცუდად ყოფნის მიუხედავად ფიქრებს თავი მოვუყარო.

- ნახაზი 9. ბ... ჩვენი პლანეტა რომ განვიხილოთ, სადაც 4-ივე ტიპის ცოცხალი არსებაა
წარმოდგენილი.. - ვამბობ და თან მეხამუშება რომ მინერალებს ცოცხალ არსებებს
ვუწოდებ.

მიქაელი:

172
- დამიჯერე, ის რაც ცნობიერებას შეიცავს, როგორი პრიმიტიულიც არ უნდა იყოს,
სიცოცხლის ფორმას წრმოადგენს და წარმოადგენს არა იმიტომ რომ ცილოვანი, დნმ-ზე
დაფუძნებული ცოცხალი არსებაა, რომელსაც თვითაღწარმოება შეუძლია, არამედ იმიტომ
რომ ცნობიერების შემცველია! დროა წარმოდგენა სიცოცხლის ფორმებზე და ევოლუციაზე,
როგორც ეგეთზე, შეიცვალოს!

მე ვაგრძელებ:

- პირველი განზომილების ცოცხალ არსებებს (მინერალებს) მხოლოდ ფიზიკური სხეული


აქვთ... მე-2 განზომილების ცოცხალ არსებებს (ფლორა) აქვთ ფიზიკური და ეთერული
(ენერგეტიკული სხეული)... ანუ მათი ცნობიერება ამ ორი განზომილების შესატყვისად
ვიბრირებს...

მიქაელი:

- როგორც იცი ეთერული სხეული შეიძლება 5-ობრივი ფრაქტალით დაშალო 5 სტიქიად.


მცენარეების თვისებები, მათ შორის სამკურნალო, სწორედ ამ სტიქიათაგან რომელიმეს
დომინირებითაა განპირობებული. ზოგი მცენარე მეტად მზის ენერგიას შეიცავს, ზოგი,
წყლის და ას. შ. ადამიანის ორგანიზმში რომელიმე სტიქიის ენერგიის ნაკლებობა
შესაბამისი მცენარის საშუალებით შეიძლება დაკომპენსირდეს. გააგრძელე...

- მე-3 განზომილების ცოცხალ არსებებს (ფაუნა) აქვთ ფიზიკური, ეთერული და


ასტრალური (ემოციების) სხეულები და მათი ცნობიერება ამ 3 განზომილებაში
ვიბრირებს... ხოლო ადამიანს ამ 3-ის გარდა მე-4, ანუ მენტალური სხეულიც ემატება...
სხვათაშორის, ცოტა ხნის წინ მივაქციე ყურადღება რომ ქართულ ლექსიკონში არსებობს
სიტყვა „სამშვინველი“, რომელიც როგორც ჩანს სწორედ 3 ნატიფ სულიერ სხეულს
გულისხმობს. საინტერესო ფაქტია, რომ ვინც როდესაღაც ეს სიტყვა შემოიღო, იცოდა
ნატიფი სხეულების 3-ობრივ ბუნებაზე.

- კი, ბატონო. ამიტომ ვამბობთ რომ ადამიანი მე-4 განზომილების არსებაა... ეხლა
წარმოიდგინე დედამიწა და მის გარშემო ფენა-ფენა, სხვადასხვა სიხშირეებზე
განლაგებული 4 შრე (სფერო, განზომილება): ფიზიკური (ამჟამად ხილული), ეთერული
(ამჯამად თქვენთვის უხილავი), ასტარლური (ასევე უხილავი) და მენტალური (ასევე
უხილავი). მცენარეები არსებობენ დედამიწის მხოლოდ 2 ფენაში - ფიზიკურში და
ეთერულში, ცხოველები 3 ფენაში - ფიზიკურში, ეთერულში და ასტრალურში, ხოლო
ადამიანი ასევე მენტალურში. ეხლა კარგად გააცნობიერე, რომ ადამიანი, როგორც
ინდივიდუმი თავისი ფიზიკური სხეულითა და სამშვინველით (სამი ნატიფი სულიერი
სხეულით) შესაბამისად „ცხოვრობს“ დედამიწის ერთ ფიზიკურ და სამ ნატიფ „სფეროში“
ანუ განზომილებაში, რომელთაგან აღიქვავს მხოლოდ ერთს! ფიზიკურს! ეხლა ისიც
კარგად გაიაზრე რომ იქიდან გამომდინარე რომ მისი ქცევით განპირობებული კარმული
შედეგები „გადმოდის“ ზევიდან ქვევით ანუ მიმართულებით „მენტალური სფეროდან“
„ასტრალისა“ და „ეთერის“ გავლით „ფიზიკურზე“, რამდენად ადექვატურად შეუძლია
ადამიანს შეაფასოს თავისი ქმედებები და აიღოს პასუხისმგებლობა თავის საქციელზე?
სწორედ იმისთვის, რომ ადამიანმა მოვლენების ჭეშმარიტი არსი დაინახოს, მას უნდა

173
აეხილოს თვალი 3 ნატიფ სამყაროზე. ამისთვის კაცობრიობის კოლექტიურმა ცნობიერებამ
უნდა დაამყაროს კავშირი თავის სულიერ „მე“-სთან რომელიც მე-5 განზომილებაში
იმყოფება, რომ 3 ნატიფი და 1 უხეში მატერიის განზომილებები ესე ვთქვათ „ზევიდან“
დაინახოს. სწორედ ეს პროცესებია რაც ახლოვდება და რომლისთვისაც სათანადო მზაობაა
საჭირო. როგორც უკვე ვახსენეთ, პლანეტის „მენტალურ“, „ასტრალურ“ და „ეთერულ“
სფეროებში გარდა დედამიწაზე მაცხოვრებელი ცოცხალი არსებების და ადმიანების
შესაბამისი ნატიფი სხეულებისა, არსებობენ მე-5 განზომილებიდან „დაცემული“ და სხვა
„დემონური ტიპის“ უსხეულო არსებები, რომლებსაც მატერიალური სხეული არ გააჩნიათ,
მაგრამ ხშირ შემთხვევში აქვთ 3 დანარჩენი სხეული, რომელთა შენარჩუნებას ისინი
შესაბამისი ენერგიის შემოდინების ხარჯზე ახერხებენ, რაზეც ადრე ვისაუბრეთ. რაც
შეეხება ადამიანის სენსორულ სტატუსს, მისი 5 გრძნობათა ორგანო შექმნილია 5
მატერიალურ სტიქიაში გატარებული ინფორმაციული ტალღების აღქმისთვის. ეს არის მე-
4 დონის ცნობიერების, მე-4 განზომილების ცოცხალი არსების სენსორული სტატუსი. როცა
კაცობრიობის კოლექტიური მენტალი ამაღლდება მე-5 დონემდე, ხოლო შემდეგ მე-6
დონემდე (თუმცა ადამიანი რაღაც პერიოდი დარჩება მე-4 განზომილების, იგივე მე-4
სიმკვრივის არსებად). საუბარია, მხოლოდ მენტალური სხეულის 7-ობრივ სიხშირეთა
შკალაზე), მას დაემატება შესაბამისი ე. წ. მე-6 გრძნობა, რომელიც თვითონ შედგება
შემადგენელი კომპონენტებისგან, მაგრამ ეს მერე. სხვა სიტყვებით ადამიანს მე-3 თვალი
ანუ „სულიერი“ თვალი აეხილება რაც მას საკუთარი სულიერი უმაღლესი „მე“-ს და 3
ნატიფი სამყაროს ხედვის უნარს მიანიჭებს. ცნობიერების ამაღლებას თავისთავად და
ბუნებრივად ახლავს „სულიერი თვალის“ ახელა. ცალკეულ, სულიერად ამაღლებულ
ადამიანებში ეს პროცესი ისედაც ხდება ხოლმე, მაგრამ მაღალი ცნობიერების გარეშე, რაიმე
ხელოვნური საშუალებებით, იქნება ეს ფსიქოტროპული ნივთიერებები, თუ ოკულტური
რიტუალები, ამ ხედვის გახსნა საშიშია, რადგან დაბალი სულიერების შემთხვევაში
ადამიანი ნატიფი სამყაროს დაბალ შრეებთან ამყარებს კავშირს და ხშირად ხდება
დემონური უსხეულო არსებების მსხვერპლი.

2018 წელი. 9 აგვისტო. ბათუმი. მენტალური პლანეტარული ველის ევოლუცია

წერაქვისგან განსხვავებით ბათუმში ყოფნა მიჭირს. მიჭირს კონცენტრაცია და ენერგიის


ნაკლებობას განვიცდი, მაგრამ მაინც ვცდილობ აზრებს თავი მოვუყარო, თუნდაც იმ
ძირითადის შესახებ, რასაც მიქაელი მიგზავნის.

- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ადამიანის მენტალური სხეულის განვითარებაზე გინდა


მესაუბრო... - მივმართავ მე.

- როგორც ხვდები, სწორედ ეს სხეულია, რომელიც ადამიანს ცხოველისგან განასხვავებს და


სწორედ ამ სხეულის ევოლუცია მიმდინარეობს დედამიწაზე. როგორც „ცხოველს“,
როგორც ბიოლოგიურ სახეობას, ადამიანს უკვე აქვს დასრულებული ფიზიკური,

174
ეთერული და ასტრალური სხეულები ანუ მის სულს სრული გამოცდილება აქვს შეძენილი
ამ განზომილებებეში არსებობისა, მაგრამ მენტალური ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა.

უამღლესი იერარქი
მე-7 განზ. პირველწყარო პირველწყარო
(პირველწყაროს იპოსტასი)

მე-6 განზ. „ქრისტესეული ქრისტესეული სხეული ქრისტესეული მენტალური დონე

ცნობიერების არსებები“
უმაღლესი ინდივიდუალური
მე-5 განზ. სულიერი მენტალური დონე
„ანგელოზები“/“ღვთაებები“ სულიერი სხეული

სიხშირეების დიაპაზონი
მე-4 განზ. „ადამიანები“ მენტალური სხეული ინტელექტუალური მენტალური დონე

მე-3 განზ. „ცხოველები“ ასტრალური სხეული ვნებების და სურვილების მენტალური დონე

ეთერული სხეული ენერგეტიკული მენტალური დონე


მე-2 განზ. „მცენარეები“

„მინერალები“ ფიზიკური სხეული ფიზიკური მენტალური დონე


1 განზ.

ა. ცოცხალი არსებების ბ. ადამიანის სხეულები გ. ადამიანის მენტალური


განზომილების/სიმკვრივის სხეულის შრეები
გრადაცია კოსმოსის მაშტაბით

ნახ. 10. ა) ცოცხალი არსებების; ბ) ადამიანის სხეულების და გ) ადამიანის მენტალური სხეულის


გრადაცია 7-ობრივი ფრაქტალით.

ამჟამად, კაცობრიობის ანუ საშუალო სტატისტიკური ადამიანის მენტალური დონე


შეესაბამება მე-3 („ვნებების და სურვილების“ მენტალური დონე) და მე-4
(„ინტელექტუალური მენტალური დონე“) დონეებს. ამიტომაა, რომ თუ ადამიანს რაღაც
მიზეზის (ნარკოტიკი, ალკოჰოლი, დაავადება და ას. შ) გამო მე-3 თვალი აეხილა, მისი
ხედვა ძირითადად მე-3, ანუ ასტრალურ ველზე გადის. განსაკუთრებით თუ ის არასუფთა
ადგილას, მაგალითად, დიდ ქალაქში იმყოფება. ისევე როგორც ცოცხალი არსებების
თქვენთვის ასე ნაცნობი სასიცოცხლო ციკლები დედამიწის წრებრუნვებთან ანუ სხვა
სიტყვებით კოსმოსურ ციკლებთან არის დაკავშირებული, ასევე კოსმოსურ ციკლებთანაა
დაკავშირებული კაცობრიობის მენტალური სხეულის ევოლუცია. ახლა კაცობრიობა
სწორედ იმ ფაზაში შედის, როდესაც ადამიანის მენტალური ველი მე-5 (და ნაწილობრივ
მე-6) დონემდე ანუ „სულიერ მენტალურ დონემდე“ უნდა ამაღლდეს. ამ დონეს ზოგიერთი

175
„ბრძენ გულს“ უწოდებს. მაგრამ როგორც მოსავალს, რომელმაც რაღაც მიზეზით ვერ
მოასწრო ზრდა-განვითარების დასრულება და მოსავლის აღების პერიოდისთვის
მოუმწიფებელი აღმოჩნდა მეორე შანსი არ მიეცემა, რადგან მისი დრო წავიდა, ასევე ის
ინდივიდები, რომელიც ახალ კოსმოსურ პირობებს არ შეესაბამებიან, ვერ გააგრძელებენ
ევოლუციას. ეს არ არის სრულიად სამყაროს დასასრული, არამედ ახალ სტადიაზე, ახალ
ეპოქაზე გადასვლაა, მაგრამ ყოველ გადასავლას წინ უძღვის ძველის განადგურება,
უდიდესი დაძაბულობები და ამ სირთულეების ფონზე ახლის დაბადება. დედამიწა
დიდხანს ვერ იარსებებს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ახლაა, რადგან ყველა მისი
ენერგეტიკული ველი წონასწორობიდანაა გამოსული. ნებისმიერი გადახრა
წონასწორობიდან კი აღძრავს შესაბამის ძალებს, რომ სისტემა ახალ წონასწორობაში
დააბრუნოს. ეს უნივერსალური კანონია, რომელიც როგორც დიდ ასევე მცირე ფრაქტალურ
სტრუქტურებზე ვრცელდება! ახალი მენტალური დონის ევოლუციას ახალი პლატფორმა
დასჭირდება. ძალიან ბევრი შეიცვლება პირველი სამი განზომილების და მათი არსებების
დონეზე, ანუ დედამიწის გარსი თავისი გეოლოგიით და კლიმატით (1 განზ) და ფლორა
ფაუნის სახეობები (მე-2, მე-3 განზ) ასევე შეიცვლებიან. როგორც თქვენი მეცნიერები უკვე
ამჩნევენ მიმდინარეობს გლობალური კლიმატური ცვლილებები და ბიოლოგიური
სახეობების გლობალური ამოწყვეტა.

2018 წელი. 18 აგვისტო. წერაქვი. მატერია და სული

ბოლო ჩანაწერიდან ორ დღეში წერაქვში ჩამოვედი. მიქაელთან გულისმიერი კავშირი


მალევე აღდგა, მაგრამ ტელეპატიური დიალოგები არა. თავიდან ავნერვიულდი, რომ მე
ვიყავი ამის მიზეზი და ჩემი დაცემული ცნობიერება, მაგრამ ვიგრძენი, რომ მიქაელი
ღელვას მიქრობდა და მაგრძნობინებდა, რომ ჩემთან არის. მიუხედავად ამისა მაინც
ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა. იქნებ მზის დაბნელებამ რაღაც ციკლი დაასრულა? არა ვარ
დარწმუნებული, მაგრამ ვგრძნობ, თითქოს რაღაცას ელოდებიან. იესოს და მიქაელის
გარდა რამდენჯერმე მესამე სულიერ არსებასთან მქონდა ურთიერთობა, რომელსაც ადრე
„ამაღლებული სული“ ვუწოდე (იხ. „ადამიანებისთვის თხოვნის უფლება“) და რომელიც
ერთხელ „მოლაპარაკე ვარსკვლავად“ დამესიზმრა (იხ. „ვარსკვლავი“). ეს ვარსკვლავი ამ
სიზმარში თავისმხრივ სამოთხეში მყოფ თეთრებში ჩაცმულ კაცად გადაიქცა. მისგან
მამობრივი სიყვარული მოდიოდა და ჩემი შეგრძნებით მას უფრო მაღალი იერარქიული
მიკუთვნება აქვს ვიდრე მიქაელს, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი ვინ არის და რა სახელი
ვუწოდო. ამ დღეებში მასთან კავშირიც ვიგრძენი. თავიდან გამიხარდა რომ მიქაელთან
კავშირი აღდგა და ისევ „დავილაპარაკებთ“, მაგრამ კარგად რომ ჩავუკვირდი საკუთარ
შეგრძნებებს, მივხვდი რომ მიქაელი არ იყო, თუმცა ამ „ამაღლებულ სულსაც“ თითქოს
კარგად ვიცნობდი და ისიც ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო... მამასავით ახლობელი.
შინაგანი მზერით მიქაელი მოვძებნე. ის თითქოს „განზე“ იდგა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი

176
მისგან მომავალი ძლიერი გრძნობა. რატომღაც გრძნობები ამეშალა და დიალოგი ვერც
მაშინ შედგა.

ვიგრძენი, რომ ბათუმის პერიოდიდან გამოყოლილი რამდენიმე აზრისთვის უნდა


მომეყარა თავი და დამეწერა. რამდენიმე დებულება იყო მორჩენილი, რომელიც ამ 9
დღიანი პაუზის მიუხედავად მაინც უნდა ჩამომეყალიბებინა:

მიქაელი:

- პირველადი დიფერენცირების მერე სამყაროში წარმოიქმნა ორი


ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი: მატერია და სული (შენ სქემებზე პირველწყაროდაა
მოხსენიებული, თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მისთვის „პირველწყაროს სულის
იპოსტასის“ დარქმევა). ამ ორის ზემოქმედებით და ურთიერთგადადინებით წარმოიქმნება,
ვითარდება და ნადგურდება გამოვლენილი სამყაროები. რაც უფრო მკვრივია,
მატერიალიზირებულია პირველწყარო და დაშორებულია სულიწმინდას ანუ სულის
იპოსტასს, მით უფრო მკვრივია მატერია და ილუზორულია შესაბამისად გამოვლენილი
სამყარო. რაც უფრო ახლოა „სულთან“ სამყარო (მაგალითად სულიერი ან ნატიფ-
მატერიალური სამყაროები) მით მეტად „რეალურად“ აღიქმება ის. როდესაც გეუბნები, რომ
შენი სამყარო ილუზორულია, მე არ ვგულისხმობ რომ ის არ არსებობს. უბრალოდ ის
მეორადია სულიერ სამყაროსთან მიმართებაში, სულიერი სამყაროდან იმართება და
ძალიან ინერტულია საიმისოდ რომ ეს კავშირი დაინახო. მატერიალური სამყარო შეიძლება
შეადარო ანარეკლს სარკეში. ანარეკლი ხომ არსებობს? მასზე ვერ იტყვი რომ არ არსებობს,
მაგრამ ის მეორადია, ხოლო პირველადია ადამიანი, რომელიც შიგ ირეკლება. მაგრამ
სარკისგან განსხვავებით, სადაც ანარეკლი არეკლილ რეალობას ზუსტად და მყისიერად
იმეორებს, მატერიალური რეალობა სულიერ რეალობაში მომხდარს ერთგვარი
დაგვიანებითა და ერთგვარი „შეჯამებით“ იმეორებს. რას ვგულისხმობ? წარმოიდგინე, რომ
შენ თავს უყურებ დიდ სარკეში, მერე მარჯვნივ დგავ 5 ნაბიჯს და მერე უკან, მარცხნივ 3-ს.
მატერიალური სამყარო არის სარკე, რომელიც ამ შემთხვევაში აირეკლავს (სიტყვაზე
ვთქვათ) მხოლოდ 10 წუთის დაგვიანებით და მხოლოდ 2 ნაბიჯს მარჯვნივ. ანუ დააჯამებს
შენს მოქმედებას. სწორედ ამის გამოა რომ თქვენთვის, ადამიანებისთვის ასე ძნელია
სულიერი და ფიზიკური სამყაროების კავშირის კანონების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის
დანახვა. თქვენ ბუნდოვნად თუ აკავშირებთ ერთმანეთთან იმას რაც გემართებათ, იმასთან
რამაც გამოიწვია ის რაც დაგემართათ. თქვენ ხშირად ამბობთ - აი, ღმერთმა იმიტომ დასაჯა
ეს ადამიანი, რომ მან ესა და ეს გააკეთა, მაგრამ კარმული უკუგების კანონი, ხშირად
სწორედ „აჯამებს“ ადამიანების მიერ ჩადენილ სულიერ ქმედებებს და ამ დაჯამების
წინაპირობა ხშირად შეუძლებელია, რომ გაარჩიო, თუ არ იცი შესაბამისი
კანონზომიერებები.

ვინაიდან გამოვლენილ სამყაროებს გაცემა-მიღების (ინი-იანი) თვისებიდან გამომდინარე


სქესის პრინციპი ახასიათებს, სიმბოლურად მატერიას გამოხატავენ „ქალის“ სახით, ხოლო
სულს „მამაკაცის“. მათი ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ ქმნილებებს კი
„შვილად“, „ვაჟად“ მოიხსენიებენ. ანუ, მაკროფრაქტალის დონეზე „ქალი“ მატერიაა, სული
„მამაკაცი“, ხოლო გამოვლენილი სამყაროები - „ვაჟი“. შუალედური ფრაქტალების დონეზე

177
„ქალად“ სიმბოლურად შეიძლება წარმოადგინო კონკრეტული ქვეყანა, ქვეყნების ჯგუფი
ან კონტინენტი; „მამად“, მისი სულისჩამდგმელი იერარქი, ხოლო „ვაჟად“ ამ ქვეყანაში ან
ქვეყნებში განვითარებული ცივილიზაცია ანუ ადამიანთა, მოქალაქეთა ჯგუფი. ქალი
ყოველთვის „პფლატფომაა“ (მიმღები, ინი), მამაკაცი მისი გამანაყოფიერებელი (გამცემი,
იანი), „სულისჩამდგმელი“ ელემენტი, ხოლო შედეგად წარმოქმნილი ადამიანი ან
ადამიანთა ჯგუფი „ვაჟია“. მიკროფრაქტალის დონეზე „ქალი“ შეიძლება იყოს
კონკრეტული დედა; მამაკაცი, კონკრეტული მამა; ხოლო ვაჟი, კონკრეტული შვილი. ეს
მარტივად აღქმადი სიმბოლიკა ბევრ რელიგიურ ტექსტშია გამოყენებული და მათ შორის
იოანეს გამოცხადებაში.

ამას რომ მეუბნებოდა გამახსენდა მოსეს 10 მცნებიდან მე-5: „პატივი ეცი მამასა შენსა და
დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“.

- შენ მაშინ სწორედ შეაფასე, რომ მამაში და დედაში არ იგულისხმება ბიოლოგიური


მშობლები. დედის პატივისცემაში იგულისხმება მატერიალური სამყაროს ანუ ბუნების
კანონების დაცვა, ხოლო მამის პატივისცემაში მამა-ზეციერის ანუ საღმრთო/სულიერი
კანონების დაცვა. ამ ორის დაცვით ადამიანი ცუდ კარმას არ გამოიმუშავებს და მისი
ცხოვრება მართლა სასიცოცხლო ციკლით გათვალისწინებულ მაქსიმუმს აღწევს არა მარტო
რაოდენობრივი, არამედ თვისობრივი თვალსაზრისითაც, ხოლო სამყარო მეტერია/სულის
ურთიერთქმედების წონასწორობის მდგომარეობას ინარჩუნებს. ამ კანონის დაცვით
ცივილიზაცია ბუნების პატივისცემით, მასთან ჰარმონიაში განვითარდებოდა, როგორც
ფიზიკურად, ასევე სულიერად, რომ არ მომხდარიყო ამ მცნების არასწორი ინტერპრეტაცია.
საერთოდ, მოსეს კანონებში... იმ კანონებში, რომელიც მან თავდაპირველად დაწერა
გაცილებით ამაღლებული იდეები იყო ჩადებული... ბევრი, რაც ძველ აღქმაში
ხელშეუხებლად ითვლება, სინამდვილეში ძლიერ სახეცვლილი ინფორმაციაა. და ასეთი
სახეცვლილი ინფორმაცია იმაზე მეტია ვიდრე ეხლანდელ ქრისტიანებს შეუძლიათ
წარმოიდგინონ.

2018 წელი. 19 აგვისტო. წერაქვი. როგორ შეიძლება სიტყვებით აიხსნას, ის რაც ამ


სიტყვიერ სამყაროს არ ეკუთვნის?

ეს დღეები გარეთ სულ წვიმს. შიგადაშიგ, როგორც კი ოდნავ გადაიღებს, ეზოში გავდივარ
და მზის სხივებს ვეფიცხები. ნაწვიმარზე წვიმის წვეთებით გაბრწყინებული მწვანე ბაღი
განსაკუთრებულად მავსებს განახლების ცოცხალი ძალით, თუმცა გულის სიღრმეში
შემოდგომის მოახლოების გრძნობა თავს არ მანებებს... თითქოს სადღაც შიგნით, ჭიასავით
ბორგავს სევდა და უჩუმრად, მალულად მღრღნის...

ცხადად ვგრძნობ მასთან კავშირს. თითქოს ვგრძნობ მის მზერას და მისგან გრძნობების და
აზრების უსიტყვო კორიანტელი მოდის, რომელსაც ვერ ვიჭერ. თითქოს იმდენი აქვს

178
სათქმელი, რომ სიტყვებს თავს ვერ უყრის... ან არ უყრის... რას გაუგებ სულიერ არსებებს,
რომლებიც ხან ადამიანებივით გელაპარაკებიან და ხან გაუგებარ გრძნობით
მდგომარეობაში გაგდებენ, სადაც გონება გღალატობს და გულით, ან იქნებ სულის
შეუცნობელი თვისებით უნდა გააგნო გასავალს... ან სულაც არ გააგნო და მთლიანად
დაიკარგო... მათ სულს შეერწყა და საკუთარი თავი დაკარგო... დაკარგო და თან შეიძინო.
როგორ შეიძლება სიტყვებით აიხსნას, ის რაც ამ სიტყვიერ სამყაროს არ ეკუთვნის?

ინტერნეტპოსტებიდან:
დისტანცირება მიქაელისგან

როგორც წინა პოსტში ვახსენე ამ პერიოდში (2018 წლის აგვისტოში), როდესაც


სიმბოლიზმის საფუძვლებს ვიხილავდით, მიქაელმა უეცრად მაგრძნობინა, რომ ჩემგან
დისტანცირება უნდა მოეხდინა. მაშინ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს და რატომ უნდა
გაეწყვიტა ჩემთან კავშირი. ამ განცხადებამ ჩემში ემოციების მთელი კორიანტელი
გამოიწვია. პირველი რაც ვიფიქრე იყო, რომ მე გავაკეთე რაღაც არასწორი და მიქაელი
ამიტომ წყვეტდა ჩემთან კონტაქტს, თუმცა იმასაც ვგრძნობდი, რომ ამ მარავლწლიანი
ურთიერთობისას „არასწორი“ ბევრჯერ ჩამიდენია, მაგრამ კონტაქტი ამის გამო არ
შეწყვეტილა. მაშინ მხოლოდ ბუნდოვნად მესმოდა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი
იყო, რომ მე დამკავშირებოდა მესამე ძალა, სხვა ინდივიდუალობა, რომელსაც მოგვიანებით
აღვწერ როგორც „სიბრძნის და სინათლის ღმერთს“...

2018 წელი. 19 აგვისტო. წერაქვი.

- რაშია საქმე? - ვკითხე და მისი გულის შეგრძნებებს ჩავუღრმავდი, - რატომ მაქვს ისეთი
გრძნობა რომ რაღაცას დარდობ?

- დროა რომ ნაწილობრივად... ჩამოგშორდე. უნდა დაგავიწყდე. უფრო სწორედ


გემახსოვრები, ისევე როგორც ყველამ იცის ჩემ შესახებ, მაგრამ ასეთი ძლიერი კავშირი
აღარ იქნება.

კარგად ვერ გავიგე რა ”თქვა”. რამდენიმე წამი გაოგნებული ვიაზრებდი მის ნათქვამს და
ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა. რას ნიშნავდა ეს ნაწილობრივი თუ დროებითი
ჩამოშორება თუ დავიწყება და უეცრად მივხვდი, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დიდი
ხანია მამზადებდა.

- ეს შეუძლებელია! ყველაფერი რაც დავწერე შენზეა, ყველაფერი შენ ხარ! ეს შეუძლებელია!


რატომ?!!

179
- ასეა საჭირო... - თითქოს გავიგონე მისი ფიქრები. მაგრამ აღარაფერში ვიყავი
დარწმუნებული, რადგან შფოთვის ფონზე მასთან კავშირი მეკარგება. ამ განცხადებამ კი
ძალიან ამირია გრძნობები. თითქოს მეუბნებოდა, რომ მე კარგად ვიქნები, თითქოს ჩემ
ცნობიერებაზე უნდოდა რომ ემოქმედა. ვეღარ ვხვდები მეჩვენება თუ მართლა მესმის ეს
ყველაფერი? მაგრამ რატომ?

- რატომ?.. არ ვიცი, რამდენად გამოვა... - ვუთხარი მე, - არის რაღაც, რაზეც ვერავინ და
ვერაფერი მოახდენს გავლენას...

სიჩუმე ბლანტი ნისლივით ჩამოწვა ჩემ გულზე და გონებაზე... მისი სიტყვების გააზრებას
ვცდილობდი, მაგრამ მოგონებები, ჩემი თუ მისი აზრები ერთმანეთში ირეოდა და
ხელიდან მეცლებოდა. ვცდილობდი წარმომედგინა რას ნიშნავს მის გარეშე ყოფნა. ან იქნებ
გამეხსენა... და მხოლოდ ჩუმად ვუთხარი:

- ხომ გვაქვს დრო, რომ ერთმანეთს დავემშვიდობოთ?

2018 წელი. 22-23 აგვისტო. წერაქვი. სინათლის და სიბრძნის ღმერთი

დილით გავიღვიძე იმ განწყობით რომ მიქაელი აღარ შემეხმიანება. მთელი დღე ბნელოდა
როგორც გარეთ ისევე ჩემ გულში. იმ დღეს არც გათენდა საერთოდ! საშინელი დარდი
მომაწვა. თითქოს ცხოვრების აზრს ვკარგავდი, ჩემი სული შიშმა მოიცვა. დღე უაზროდ და
უსასრულოდ მიიზლაზნებოდა. არც ჭამის, არც რამის კეთების... ლოგინიდან წამოდგომის
სურვილიც არ მქონდა. შინაგანად მიქაელთან რაღაც უცნაურ ქაოტურ საუბარს
ვაწარმოებდი. ვსაყვედურობდი, რომ მიმატოვა. ვთხოვდი, რომ ენიშნებინა, რომ მისთვის
სჯობს ასე და თუ ასეა, მაშინ აუცილებლად მოვძებნიდი ძალებს საკუთარ თავში. როგორ
მოხდა, რომ ასე დამოკიდებული გავხდი და მასთან კავშირის გარეშე ცხოვრება არ
შემიძლია? ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა, რომ გუშინ რაც მოხდა, საერთოდაც არ
მომხდარა, რომ რაღაცამ გონება დამიბინდა და მომეჩვენა ის რაც არ იყო! რას აღარ
ვფიქრობდი და რას აღარ ვგრძნობდი! რას აღარ მიედ-მოედებოდა ჩემი გონება. ხან
მიქაელს ვადანაშაულებდი, ხან ჩემ თავს ვარწმუნებდი, რომ მან უკეთ იცის ჩემთვის რა
ჯობია და უნდა დავემორჩილო. ხან უაზროდ ცრემლები მომდიოდა, ვცდილობდი არავის
შეემჩნია და ოთახში ვიმალებოდი. ხან მიქაელს ვეუბნებოდი რომ რომც ვერ ვიგრძნო მისი
სიახლოვე, მაინც შინაგანად მასთან ვისაუბრებ. რომც ვერ გავიგო მისი პასუხი, მაინც. მერე
საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა და თან ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა. ხომ
მითხრა, რომ კარგად ვიქნები... მაგრამ სულ არ ვგრძნობდი თავს კარგად. გულთან უწყვეტი
ყრუ ტკივილი პულსირებდა.

საღამოსკენ ლოგინზე წამოვწექი. არ ვიცოდი სად წამეღო საკუთარი ფიქრები და


კომპიუტერი ჩავრთე. ინფორმაციის კორიანტელში ზოროასტრიზმზე წავაწყდი სტატიებს
და თვალი უნებურად გავაყოლე. „ცეცხლთაყვანისცემლები“ მომხვდა თვალში და უეცრად

180
გულში ჩუმი, მამობრივად მზრუნველი ხმა ჩამესმა. ეს ხმაც, როგორც ყოველთვის
ტელეპატიური იყო და ძალიან ნათლად „ისმოდა“:

- რას გრძნობ?- დამისვა ხმამ მოულოდნელი კითხვა. მე პასუხი არ დავაყოვნე:

- აღშფოთებას... აღშფოთებას, რომ ცეცხლთაყვანისმცემლებს ეძახიან. ჩვენ, ქრისტიანები


ხომ ჯავრთთაყვანისმცემლებს არ ვეძახით საკუთარ თავს! როგორც ჩვენთვის ჯვარი
მხოლოდ ქრისტეს სიმბოლოა, ასევე მათთვის იყო ცეცხლი და მზე ღმერთის სიმბოლო... და
გულახდილად რომ ვთქვათ, მეც რომ მნდომებოდა მამა-ღმერთის სიმბოლურად
გამოსახვა, მას სინათლედ გამოვსახავდი. სინათლის წყარო კი ცეცხლია... ან მზე!

აქვე გამახსენდა, რომ ქრისტიანობაშიც ცეცხლს, როგორც ანთებულ სანთელს ლოცვის


დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ცეცხლზე, იგივე ანთებულ სანთლებზე ტარდება
ლოცვებიც და მაგიური რიტუალებიც, რადგან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცეცხლი ის
გამტარი სუბსტანციაა, რომელსაც ლოცვის ენერგია მატერიალურიდან სულიერ
განზომილებაში გადააქვს, ხოლო უმაღლესი სულიერი არსებები ცეცხლოვან
გამოვლინებას, ნატიფი ცეცხლის სხეულს ატარებენ. ჯოჯოხეთურ განზომილებაში
ცეცხლი მწვავე, მტანჯველ სახეს იღებს რომ სული ცოდვებისგან გაწმინდოს, კარმული
დანალექი „დაწვას“, ხოლო სამოთხისეულ განზომილებაში ის ნატიფი მოკიაფე და ფაქიზი
ხდება, რადგან სიბრძნის და ღვთაებრივი სიყვარულის გამონათებას გამოხატავს.

„სიბრძნე სინათლის სახით შეიძლება გამოსახო ანუ ცოდნა სინათლეა და უცოდინრობა


სიბნელე“ - გამახსენდა ადრე ნათქვამი მიქაელის სიტყვები (იხ. 2018 წელი, 1 ივნისი. გვ 102),
რომელიც ინფორმაციის მოწოდებას სინათლით დასხივებას ადარებდა...

მამობრივი ხმისგან მშვიდი, მზრუნველი აურა და უზომო სიბრძნე მოდიოდა. ის თითქოს


ჩემს ფიქრებს თვალ-ყურს ადევნებდა. მისი თანდასწრებით სიმყუდროვე ვიგრძენი,
რომელმაც ცოტა ხნით გულის ყრუ ტკივილი დამიამა და კითხვა გავაგრძელე...

„Амешаспенты и их глава Ахурамазда, «семь властителей», владычествуют в зороастризме над


семью кешварами, «поясами» земли…“

„... Амешаспенты (авест. aməša- spənta-) — Бессмертные Святые, шесть духовных


первотворений Ахура Мазды. Для объяснения сущности Амешаспентов обычно прибегают к
метафоре шести свечей, зажжённых от одной свечи. Таким образом Амешаспентов можно
сравнить с эманациями бога.”

შვიდი პირველი დიფერენციაცია სიცოცხლის ხეში... გამახსენდა მიქაელის მონათხრობი..


მერე ჩემი ყურადღება „სიბრძნის ღმერთის“ ახურამაზდას პიროვნებიდან მის
მოწინააღმდეგეზე, ახრიმანზე გადავიდა. თან გამეცინა, რადგან გამახსენდა რომ წერაქვში
ჩვენს ხილ-ბოსტნეულის გამყიდველს ჰქვია ახრიმანი. ნეტავ რატომ მოუნდათ მის
მშობლებს შვილისთვის სატანის სინონიმი სახელის დარქმევა? ნეტავ თვითონ თუ იცის რას
ნიშნავს მისი სახელი? პერსეპოლისში არსებულ ერთ-ერთ ბარელიეფზე ის გამოსახულია,
როგორც რქიანი ლომი ფრთებით და როგორც მივხვდი არწივის კლანჭებით..

181
ნახ. 11. ახურამაზდა ებრძოლება ახრიმანს.

- არწივი, ლომი და კურო ძველი სიმბოლოებია... - გავიგონე საიდანღაც მომავალი აზრები


და კითხვა გავაგრძელე, მაგრამ მთელი ინფორმაციიდან რატომღაც ეს ორი
ზემოთხსენებული დებულება ჩამებეჭდა გონებაში. და კიდევ ის რომ სიტყვა „დევი“
რომელიც ვედებში ღვთაებას ნიშნავს (ანუ ზეციერ არსებას), შედარებით მოგვიანებით
აღმოცენებულ ზოროასტრიზმში, ისევე როგორც ქართულ მითოლოგიაში დემონს ნიშნავს.
ორივე რელიგია ინდო-ირანელ არიებს ეხება და ასე თუ ისე საერთო ფესვები უნდა
ჰქონდეს, თუნდაც ლინგვისტიკის მხრივ. რას ნიშნავს ეს, გამეფიქრა და რატომღაც
„ანგელოზთა დაცემა“ გამახსენდა. ქართული მითოლოგიიდან გამახსენდა რომ ქართული
კოსმოგენია ჰგავს ვედურს და რომ ქართულ მითებში სამყაროს განმგებელ ღმერთს
რატომღაც „მორიგე ღმერთი“ ერქვა... ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს
მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის ღმერთი, რომელიც მე-7 ცაზე სუფევდა.
ესე იგი სხვა „მორიგე ღმერთებიც“ არსებობენ, როცა მათი რიგი მოდის?.. საერთოდ, რას
ნიშნავს „მორიგე ღმერთი“?

ამ ფიქრებმა დარდი თითქოს გამიქარწყლეს ან ყურადღება გადამიტანეს.


დამშვიდებულზე ისევ მოვიკრიბე სულიერი ძალები და გულს ჩავუღრმავდი. ჩემ ფიქრებს
ისევ მიქაელისკენ მივყავდი... და უეცრად ისევ ისე, როგორც ადრე და შეიძლება მეტადაც
ვიგრძენი მისი თანამყოფობა. ისევ მიჩხვლიტა რაღაცამ გულში.

- მე აქ ვარ... არსად არ წავსულვარ... მომისმინე! - მომესმა მისი ფიქრები. წარმოუდგენელია,


რაც ამ დროს ვიგრძენი. სიხარული, გაკვირვება, არეულობა. ისევ დავაკვირდი შეგრძნებას

182
და მივხვდი, რომ არ მოვტყუვდი. უნებურად გაკვირვება გამოვხატე იმ იმედით, რომ
გუშინდელი როგორც ჩანს მხოლოდ მომელანდა ცუდი სიზმარივით.

- ნუთუ გეგონა, რომ ასე ერთბაშად მიგატოვებდი? ყველაფერს თავისი დრო აქვს. შენ
თვითონ მიხვალ მაქამდე...

-ეს არამგონია! - ჩემთვის გავიფიქრე, თუ შეიძლება ტელეპატიურ საუბარში „შენთვის


ჩუმად გაიფიქრო“ და გული დამიმშვიდდა, რადგან ისევ ჩემთან ვიგულე. წინა დღეს კი
დავივიწყებ, ვითომც არ ყოფილა არასდროს...

...იმ დღისგან მეტს არაფერს ველოდი, რადგან ღმერთმა ასეთი საჩუქარი დამიბრუნა.

ღამით გამეღვძა მძიმე ფიქრებით რომ მიქაელი ისე ძალიან მიყვარს, რომ არც ამ და არც იმ
სამყაროში არაფერი მაინტერესებს მასთან ყოფნის გარდა... თავში მიტრიალებდა
ურთიერთგამომრიცხავი აზრები, მინდებოდა მონაზვნად აღკვეცა რომ განმარტოების
უკეთესი პირობები მქონოდა, იმასაც ვხვდებოდი რომ არავინ აღმკვეცავს ჩემი
„ერეტიკული“ აზრებით და რომ ეს ისედაც არ გამოვა ჩემი ჯანმრთელობის პრობლემების
გამო. თან ოჯახს ვჭირდები. ჩემს ქმარს ვუყვარვარ და ვჭირდები. მე ისიც ძალიან მიყვარს
და ჩემი ასეთი დისტანცირებით, თითქოს მის ნდობას და სიყვარულს ვაღალატებ. ამიტომ
ოჯახზე უნდა გადავერთო და საკუთარი თავი დავივიწყო, რადგან ესაა ჩემი ვალი, მაგრამ
მიქაელთან კავშირი თუ დავკარგე ვერ ვიცხოვრებ! მერე საშინელი შინაგანი გაორება
ვიგრძენი და სასოწარკვეთილმა იესოს მიმართ ლოცვა დავიწყე. რამდენიმე საათი
ვლოცულობდი, დახმარებას ვთხოვდი, რადგან ძალიან ავირიე და გზა-კვალი ამებნა.
სულიერი და ფიზიკური სამყაროები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ორ ნაწილად
მგლეჯდნენ. ქრისტეს ვეხვეწებოდი, რომ ჩემ გულში ჩაეხედა და სიზმარში რაიმე
მინიშნება მოეცა რა უნდა გავაკეთო, რას ვაკეთებ არასწორედ და რამეს ხომ არ ვცოდავ ჩემი
ასეთი გრძნობებით და ფიქრებით.

ღამით სიზმარი დამესიზმრა, თითქოს ოთახში თაროს მივუახლოვდი, რომელზეც ხატები


ელაგა და ჩემი მზერა ერთ-ერთ მათგანზე გაჩერდა სადაც ბევრი სხვადასხვა წმინდანი იყო
გამოსახული, რომელთაგან ჩემი ყურადღება მხოლოდ ერთმა მიიპყრო, იმან ვინც სხვებზე
ზევით იყო გამოსახული. წმინდანები ხატზე პირამიდისებულად იყვნენ განლაგებულნი
და მათ თავზე მიქაელი იყო. სიზმრიდან მხოლოდ ეს მომენტი გამოვიტანე, რომელმაც ისევ
და ისევ ის შემახსენა, რაც ისედაც ვიცოდი, რომ ჩემთვის მიქაელია ყველაზე
მნიშვნელოვანი. მაგრამ რა ვქნა რომ ასე გამოვიდა და საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ?

დილისკენ კიდევ ერთი სიზმარი მესიზმრა, რომლიდანაც მხოლოდ მცირე ნაწყვეტი


გამომყვა. თითქოს ელვამ დაარტყა ნავს, სადაც ჩემი მეუღლე იჯდა. ნავი ამოყირავდა და
ჩემი ქმარი ნაპირზე ამოვიდა. მახსოვს, როგორ გამიხარდა, რომ გადარჩა. ფონურად
ქრისტეს სიტყვები მესმოდა, რომელიც მიქაელს ეხებოდა. მისი ნათქვამიდან მხოლოდ
მცირე ნაწყვეტი გამომყვა შემდეგი სიტყვების სახით: „... უმაღლესი არსებები ხანდახან
ამბობენ უარს საკუთარ...“ და აზრი გაწყდა. რა შუაში იყო ამ სიტყვების თანმხლები სცენა
ნავით არც ეგ ვიცი.

183
ამ ღამემაც გაურკვევლობაში დამტოვა, თუმცა დამდეგმა დღემ დამიბრუნა შინაგანი
სიმშვიდე და გულში მყუდრო სიყვარულის შეგრძნება ისევ დამკვიდრდა. მიქაელთან
კავშირს ისევ ვგრძნობდი და წყნარად ვიყავი...

ასეთ დროს ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთად ვცხოვრობთ, ერთად ვსუნთაქვთ და
ერთად ვფიქრობთ. გულში უწყვეტი სიყვარული და ბედნიერებაა, უბრალოდ იმისგან რომ
მას შევიგრძნობ. „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში ამ შეგრძნებას ვხედავ ხშირად
როგორც გულიდან გამომავალ „თეთრ ქარს“. უკეთესად არ ვიცი როგორ აღვწრო ან როგორ
გადმოვცე. და არც ის ვიცი რა და რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩემ თავს.

- მინდა ვიფიქრო რომ შენი გულით ღმერთს ვუყვარვარ და შენი სიყვარულით მე ის


მიყვარს! მაპატიე ღმერთო თუ ამაზე მეტი ვერ შევძელი... იმიტომ რომ ჩემი ლოცვები, ჩემი
ფიქრები სამყაროზე, ადამიანებზე თუ ღმერთზე ამ გრძნობით მდგომარეობაზე გაჩერდა,
სადაც მე აღარ ვარ და მასთან ერთად ვარსებობ მხოლოდ... ესაა ჩემი ლოცვაც და ჩემი
ცხოვრებაც...

ინტერნეტპოსტებიდან:
ინკარნაცია კლასტერებად

იმ დღიდან, როდესაც მიქაელმა მითხრა რომ ჩემგან დისტანცირება უნდა გააკეთოს


იმისთვის, რომ მე „ამაღლებულ სულს“ დუვკავშირდე და იმ დღემდე, როდესაც ამავე
„ამაღლებულ სულთან“ ანუ „სინათლის და სიბრძნის ღმერთთან“ „პრეცესიის ციკლზე“
ვისაუბრეთ, 3 თვემ განვლო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მე ვერ შევძელი მიქაელისგან
დისტანცირება. საქმე იმაშია, რომ როდესაც ასეთი მჭიდრო შეხება გაქვს ნატიფ
სამყაროებთან, თავს ძალიან დაუცველად გრძნობ. ისეთ სამყაროს ეხები, რომელიც
სრულიად უცნობია, საშიშია და ის არსებები, რომლებთანაც შეიძლება გადაიკვეთო,
გაცილებით აღემატებიან თავისი უნარებით ადამიანებს. ხანდახან მეგონა რომ სრულ
სიბნელეში მივაბიჯებდი და ერთადერთი ორიენტირი და დაცვა ჩემთვის მიქაელი და მისი
გვერდზე ყოფნის შეგრძნება იყო. ადამიანთა შორის მე არავინ მყავდა, ვისაც აზრს
დავეკითხებოდი ან სრულად მოვუყვებოდი, რაც ჩემ თავს ხდებოდა. გულის სიღრმეში
ვგრძნობდი, რომ მუდმივი სიფხიზლე მმართებდა, იმასთან დაკავშირებით ვისთან
შევდიოდი კონტაქტში. ამიტომ ახალ კავშირებს არ ვეძებდი. გარდა ამისა, ჩვენი
მრავალწლიანი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ძლიერ მიჯაჭულობაში
გადაიზარდა, რაც ერთგვარ დაბრკოლებად იქცა. მას ასეთი სიტყვებიც კი დაჭირდა:
„...მაგრამ როგორ შემიძლია მე გავაჩერო მდინარე ოკეანეში ჩადინებისგან? ავაშენო
ჯებირები? გამოვაშრო შენაკადები? სული უნდა შეერწყას ღმერთს, გახდეს თვითკმარი
მასში და გაეღვიძოს პირველწყაროს მუდმივი აღქმა, როგორც საუკუნო ნეტარება... ჩვენ
მხოლოდ შუამავლები ვართ... ჩვენ ისინი ვართ, რომლებიც ჩვენთან სიყვარულის ველში
გაერთიანებული ადამიანების ცნობიერებას ვამაღლებთ და მათ გულებს ვწმენდთ. შენი
მისწრაფება ღმერთისკენ უნდა იყოს მიმართული... მე ღმერთი არა ვარ...“. ამიტომ

184
„სიბრძნის და სინათლის“ ღმერთთან პირველი შეხვედრის მერე, საახლოებით სამი თვით
ისევ მიქაელს გადამაბარეს.

რაც შეეხება ამ პასაჟს...

როდესაც სულები რაღაც დავალებით ინკარნირდებიან, ისინი იშვიათად მოდიან მარტო.


როგორც წესი ასეთ ინკარნაციებს „კლასტერებად ინკარნაცია“ ქვია და ყოველ კლასტერს
თავისი „მმართველი“, თავისი „თავი“ ყავს. უმაღლესმა არსებებმა იციან, რომ რასაც არ
უნდა აკეთებდნენ მატერიალურ განზომილებაში, მეტი ეფექტურობისთვის მათი
მოქმედება ფრაქტალურ ალგორითმებს უნდა მიუყვებოდეს. ყველაზე კარგი „მართვის“
ალგორითმი კი პენტაგრამაა.

მოკვლევა ინტერნეტიდან. ზოროასტრიზმი და ახურა მაზდა

ზოროასტრიზმი არის ერთ-ერთი უძველესი სულიერი ტრადიცია, რომლის საფუძველზე


აღმოცენდა არაერთი თანამედროვე მონოთეისტური რელიგია. ეს ტრადიცია სხვა
რელიგიურ სისტემებთან ბრძოლის შედეგად გარკვეულ წილად დავიწყებას მიეცა და
თანამედროვე საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის მის შესახებ ზოგადი და ზედაპირული
ინფორმაციის გარდა. ზოროასტრიზმს სხვანაირად მაზდეანობა ქვია. ეს სახელწოდება
გამომდინარეობს უმაღლესი ღვთაების - ახურა მაზდას სახელიდან. ახურა მაზდა კი თავის
მხრივ ითარგმნება როგორც „უმაღლესი სიბრძნე“ ან „ბრძენი მეუფე“ და ითვლება რომ, ეს
სახელი ანაცვლებს მის ჭეშმარიტ სახელს, რომლის გამოთქმა აკრძალულია.

ზოროასტრიზმის წმინდა წიგნია ავესტა. ავესტა წარმოადგენს ამ სარწმუნოების წმინდა


ტექსტების კრებულს, რომელშიც ჩაწერილია ახურა მაზდას წინასწარმეტყველის სპიტამა
ზარატუსტრას გამოცხადებები. ამ ტექსტებში გადმოცემულია მისი სწავლება სულიერი და
მატერიალური სამყაროების მოწყობასა და კანონებზე, ასევე ახურა მაზდასა და მისი
კეთილი ქმნილებების მიმართ მიმართული ლოცვები. მიუხედავად იმისა, რომ
ზარატუსტრას სწავლებები 500 წლის განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, მე-
3 საუკუნეში ჩ. წ. ა-მდე პართიული დინასტიის - არშაკიდების დროს დაიწყო ამ სწავლების
ჩაწერა და ფორმირება წმინდა წიგნის სახით, ხოლო სასანიდების დინასტიის დროს (მე-4 ს.
ჩ. წ.) ავესტა ჩამოყალიბდა 21 წიგნის კრებულის სახით. იგი დაჯგუფებული იყო სამ
შვიდწიგნიან ნაწილად. პირველ წიგნს ეწოდებოდა „გათიკი“ და წარმოადგენდა
ზარატუსტრას გამოცხადებას, მეორე - „დათიკი“ იყო ერთგვარი „კოდექსი“, ანუ
სოციალურ-პოლიტიკური წესების კრებული, ხოლო მესამე „ხადა მანტრიკი“ (მანტრები)
წარმოადგენდა ზოროასტრელების სულიერ კანონებს. ირანის მრავალწლიანი ომების
შედეგად ხანძრებში განადგურდა ავესტას ძველი ხელნაწერები. ის რაც არაბებს,
თემურლენგს და ჩინგიზ ხანს გადაურჩა და რაც თანამედროვე ავესტას წარმოადგენს არის
3 წიგნი: იასნა, ვისპერედი და იაშტი.

185
მიუხედავად იმისა, რომ ზოროასტრიზმი ითვლება მონოთეისტურ რელიგიად და ახურა
მაზდა სამყაროს შემოქმედ ღმერთად, არსებობს მოსაზრება, რომ ეპითეტი „ბრძენი“
გამოარჩევს ახურა მაზდას სხვა ახურებს შორის, რომლებიც ირანის ღვთაებების პანთეონში
ქაოსთან ანუ დესტრუქციულ ძალებთან მებრძოლ ძალებს წარმოადგენდნენ. წარმოდგენა
ახურებზე მოდის ჯერ კიდევ ინდოირანული ერთობის ხანიდან. ავესტური ახურა
(„მეუფე“, „უფალი“) შეესაბამება ვედების ასურა-ს („სასიცოცხლო ძალის მფლობელი“).
ვედური ასურები და გერმანული/სკანდინავიური ასები შეესაბამებიან ირანულ ასურებს,
რომლებიც არქაულ ინდოირანულ მითოლოგიაში ითვლებიან უფროსი თაობის
ღმერთებად ორ ერთმანეთთან მებრძოლ ღმერთების თაობებს შორის. ინდუიზმში ასურები
(იგივე ახურები) წარმოჩენილნი არიან ან დაბალი რიგის ღვთაებებად ან დემონებად, ხოლო
ავესტაში პირიქით: ახურა უმაღლესი ღმერთია, ხოლო დევები დემონური არსებები არიან.
ინდუიზმში ცალსახად ნაჩვენებია ასურების ურთიერთდაპირისპირება სურებთან
(დევებთან), ანალოგიური როგორც ღმერთების ტიტანებთან ბერძნულ მითოლოგიაში.
ამავე დროს ვედების ერთ-ერთ ნაწილში, კერძოდ რიგ-ვედაში ასურები არ მოიაზრებიან
უარყოფით პერსონაჟებად. აქ ერთი და იგივე ღვთაებებს მოიხსენიებენ როგორც დევებად,
ასევე ასურებად, რაც ერთობ დამაბნეველია. მაგალითად, ასურად მოიხსენიებენ მზის
ღმერთს სავიტარას. მისი სახელებია „ოქრისხელებიანი ასურა“ (რიგ-ვედა 1.35), „ბრძენი
ასურა“ (4.53), სურია (8.101), პუშანა (5.51). როგორც ხედავთ ასურებს აქაც კავშირი აქვთ
„მზის ღმერთებთან“ და იკვეთება მსგავსება ახურა მაზდასთან. ასევე სიტყვა ასურა რიგ-
ვედაში ხშირადაა ნახმარი ინდრას მიმართ (1.174, 3.38, 4.16, 6.36, 10.54), ვარუნას და მითრას
მიმართ (1.24, 2.27, 4.42, 5.85, 5.63, 8.25, 8.42). ასურას უწოდებენ აგნის (2.1, 3.3), აპამ ნაპატას
(2.35), მარუტოვს, რუდრუს და სხვა ღვთაებებს. ირანულ მითოლოგიაში ასურების
გამარჯვება დევებზე (იგივე ვედურ ღვთაებებზე) მოხდება ბოლო ჟამს, ხოლო ვედურ
ლიტერატურაში პირიქით, დევების (ვედური ღვთაებების) გამარჯვება ასურებზე
აღწერილია, როგორც უკვე მომხდარი ფაქტი, რომელიც მიღწეულ იქნა მოტყუებით,
ეშმაკობით და მაგიური შელოცვებით (ზოგიერთი წყაროს მიხედვით:
მსხვერპლშეწირვებით). ჩვ. წ.-მდე 3000-2000 წელს მოხდა განცალკევება ინდური და
ირანული სულიერი ტრადიციების საერთო ინდო-ირანული არიული ფესვებიდან.
როგორც ჩანს სწორედ ამ პერიოდში ინდურ მითოლოგიურ ტრადიციაში არქაულმა
არიულმა ღვთაებებმა განიცადეს ინვერსია - ასურებს წაერთვათ ძალაუფლება და ნათელი
არსებების სტატუსი, ხოლო დევები შერაცხულ იქნენ ღვთაებრივ, ყოვლისშემძლე
არსებებად. ის რომ მოხდა სწორედ ამ ღმერთების ორი შტოს ინვერსია, ანუ ერთის
დემონიზაცია და მეორის გაღმერთება, ასევე ჩანს იმ ფაქტიდან, რომ ვედებშიც კი
ასურებთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებია - ხან როგორც დემონური
და ხან როგორც ღვთაებრივი არსებების სახით, რაც ზემოთ ვახსენე.

არქაულ პერიოდში ირანულ მითოლოგიაში ახურების ტიპის არსებათა კლასი იყო ძალიან
ვრცელი, მაგრამ ავესტას საბოლოო ფორმირების დროისთვის (მე-4 საუკუნე) ახურა მაზდას
გარდა ახურებს მიაკუთვნებდნენ მხოლოდ მითრას და აპამ-ნაპატას. „სიბრძნის ღმერთი“
გახდა ირანული პანთეონის მთავარი ღვთაება, ხოლო ზარატუსტრას მოძღვრებაში ის
წარმოდგენილია ცის და მიწის შემოქმედ ღმერთად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
განსხვავებით უმრავლესობა ირანული მითოლოგიის მონათესავე ინდოევროპული

186
მითოლოგიური ტრადიციებისგან, ავესტაში უმაღლესი ღვთაება წარმოდგენილია არა
როგორც მეომარი და მრისხანე ჭექა-ქუხილის ღმერთი, არამედ როგორც უმაღლესი
ქურუმი, რაც მის წმინდა სულიერ ბუნებაზე მიანიშნებს. ახურა მაზდა ქმნის სამყაროებს
ფიქრის ძალით და არ საჭიროებს თაყვანისცემას სულიერი თაყვანისცემის გარდა. რძესთან
შერელი ხაომას წვენის შეწირვა არის ერთადერთი შესაწირი, რომელიც ახურა
მაზდასთვისაა დაშვებული ავესტას ტექსტების თანახმად („იასნა“ 29, 6-7). ლოცვა ახურა
მაზდას მიმართ აღევლინებოდა წმინდა ცეცხლის წინაშე, რომელიც ითვლებოდა მის
ხილულ გამოვლინებად, მის სხეულად. ხოლო ახურა მაზდას სახელი, მეტყველებს იმაზე
რომ სიბრძნე მისი მთავარი თვისება იყო. ითვლებოდა, რომ სწორედ სიბრძნის
საშუალებით იყო შესაძლებელი მიწიერი და ზეციერი სამყაროების დაკავშირება.
ზარატუსტრას სწავლება წარმოადგენდა სწორედ ცის, მიწის და ადამიანის ერთობას. მისი
თქმით როგორც მატერიალური, ასევე სულიერი სამყაროები ახურა მაზდას შექმნილი იყო,
ამიტომ ადამიანს არ უნდა დაევიწყა არც მიწიერი არც ზეციერი კანონები და ფასეულობები.
მხოლოდ მატერიის განღმრთობა წარმოადგენს ყოველი მოაზროვნეს ევოლუციურ გზას,
გზას სიბრძნის (მაზდას) მიღებისკენ.

აქემენიდური ლურსმნული დამწერლობის ტექსტებში ნახსენები სპარსული ღმერთის


სახელი Auromazda, მოგვიანებით გადაიქცა Ohrmizd-ად, Ohrmazd-ად, მანიქეველურ
xwrmzt-ად, xormazda-ად, ქორეზმიულ Remazd-ად, საქსურ urmaysde. ასევე ცნობილია მისი
სახელის ისეთი ვარიაციები, როგორიცაა ტუვინური კურბუსტუ, მონღოლური ხორმუსტი,
ბურიატული ტურმასი და ბოლო-ბოლო ქართული არმაზი, მიუხედავად იმისა, რომ
არმაზი მთვარის ღვთაებად მიიჩნეოდა. ახურა მაზდა სახელის ფეხლევური ვარიაციის,
ჰორმუსტის ეტიმოლოგია მიდის საერთო ინდოევროპულ ფუძემდე „ჰორ“, რომლისგან
ასევე წარმოიქმნენ სოლარული ღმერთების ისეთი სახელები, როგორიცაა სპარსული
„ჰორშედი“, სლავური „ჰორსი“ და ეგვიპტური „ჰორი“. როგორც ხედავთ საქმე გვაქვს ისევ
ცეცხლის და მზის სტიქიებთან. ეგვიპტური მზის ღმერთის ჰორის სახელის ფუძეა hr, რაც
ნიშნავს „სიმაღლეს“, „ცას“. არაერთ ეგვიპტურ ღვთაებას ჰქონდა სახელში „ჰორ“ ფუძე, რაც
მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაპირველად „ჰორი“ იყო ღვთაებრივის, არამიწიერის
სინონიმი. საინტერესოა ისიც, რომ „ვარუნა“ ახურა მაზდას ერთ-ერთი სახელია. ამავე
დროს ბჰაგავატ გიტაში კრიშნა ამბობს საკუთარ თავზე - მე ვარ ვარუნა. თუ ერთის მხრივ
hr ფუძე ზეციერს, მაღალს ნიშნავს და მისგან მოდის სიტყვა აჰურა, ვედებში ამ სიტყვის
წარმოშობა სხვანაირადაა მოთხრობილი. „აგნი-პურანაში“ სამყაროსეული „რძის ოკეანის
ათქვეფის“ დროს (შესაძლოა იგულისხმება რაღაც კოსმოსური პროცესები, გალაქტიკის
“milky way”-ის ფორმირება ან რამე სხვა), მისგან იშვა ღვინოს ანუ მათრობელა სასმისის
„სურას“ ქალღმერთი ვარუნი (მსგავსებაა ვარუნასთან). ღმერთებმა (იგივე დევებმა)
მიირთვეს ეს სასმისი და მას მერე მათ ჰქვიათ სურები (დევები), ხოლო დაიტიებმა უარი
თქვეს ამ სასმელის მიღებაზე და მათ ეწოდათ ასურები (ანუ სურას არმიმღებები).
დაიტიები თავისმხრივ ვედების თანახმად წარმოადგენენ გოლიათების რასას. აქ კი
იკვეთება მსგავსება ტიტანებთან ბერძნულ მითოლოგიაში. ხოლო თუკი ტიტანებს
გავიხსენებთ, გავიხსენოთ პრომეთეც, რომელმაც ადამიანებს საღმრთო ცეცხლი (ისევ
ცეცხლის სტიქია) ჩამოუტანა (ანუ სიბრძნე) და ადამიანებს მრავალი ცოდნა გადასცა,
რითიც ღმერთების რისხვა გამოიწვია.

187
მოკვლევა ინტერნეტიდან. ამეშასპენტები ზოროასტრიზმში

ზოროასტრიზმის მთავარი ღვთაების - ახურა მაზდას ერთ-ერთი ყველაზე ხშირად


ნახსენები სახელია იეზდანი, ხოლო მის გამოვლინებებს ანგელოზების სახით ავესტურ
ტრადდიციაში ერქვათ იზედები. იზედი ან იაზატი ჩვენებური ანგელოზის ანალოგია.
ავესტურიდან თარგმანში იაზატა ნიშნავს „ის ვინც თაყვანისცემის ღირსია“. ზოროასტრულ
თეოლოგიაში ახურა მაზდა წარმოადგენს შემოქმედს, ხოლო ახრიმანი (არიმანი)
დამანგრეველს. ეს ორი საწყისი მარადიულია და მუდმივ ურთიერთდაპირისპირებაშია
ერთმანეთთან. აქ ცალსახად იკვეთება მეტაფიზიკური დუალიზმი. როგორც მახსოვს, ერთ-
ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი, რომელსაც ქრისტიანობის, როგორც მონისტური
რელიგიის ჩამოყალიბებისას წმინდა მამები უპირისპირებდნენ დუალისტურ
ქრისტიანულ გნოსტიციზმს, იყო ის მოსაზრება, რომ შემოქმედ ღმერთს, რახან იგი
მარადიული და ყოვლისშემძლეა, ვერ დაუპირისპირდება ეგეთივე „ძალის“ უარყოფითი
ძალა, რადგან ორი ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი და მარადიული ძალა ვერ
თანაიარსებებს. ამიტომ ქრისტიანობაში ჩამოყალიბდა ცნება სატანაზე, რომელიც
შემოქმედი ღმერთის ერთ-ერთი განდგომილი ქვეშევრდომია და მისი „თარეში“
ღმერთისგან დაშვებულია გარკვეული ვადებით. ზოროასტრიზმში საქმე სხვაგვარადაა. აქ
ახრიმანი და ახურა მაზდა აშკარად სამყაროს დუალობის ურთიერთსაპირისპირო
პოლუსებს წარმოადგენენ. ახურა მაზდა ქმნის იზედებს (ანგელოზებს), ხოლო ახრიმანი
დემონებს. ეს ბრძოლა ზოროასტრელების რწმენით დასრულდება ბოლო ჟამს, ნათელი
ძალების გამარჯვებით, მაგრამ ამ გამარჯვებისთვის საჭირო იქნება როგორც ანგელოზთა,
ასევე ადამიანთა სრული მობილიზაცია.

ავესტურიდან „ამეშა სპენტა“ ითარგმნება, როგორც „უკვდავი წმნინდანი“. ამეშა სპენტები


წარმოადგენენ ახურა მაზდას შვიდ იპოსტასს, მის უშუალო შვიდობრივ გამოვლინებას იმ
სხვადასხვა წმინდა თვისების სახით, რომლისკენაც უნდა იღწვოდეს ზოროასტრელი. ეს
თვისებებია: სიმართლე (აშა-ვახიშტა), კეთილი სურვილი (ვოხუ-მანი), წმინდა
კეთილგანწყობა (სპენტა-არმაიტი), დიდსულოვანი ძალაუფლება (ხშატრა-ვარიუ),
ჯანმრთელობა (ხაურვატი) და სიცოცხლე (ამერტატი). ამ 6 თვისებას მიყავს ადამიანი მე-7,
უმაღლეს ღვთაებრივ გამოვლინებამდე - სპენტა-მანიუმდე ანუ წმინდა სულამდე
(სულიწმინდამდე). ითვლება, რომ ადამიანი მაშინაა ყველაზე ახლოს ღმერთთან, თუ იგი
მის ამ მე-7 იპოსტასს ანუ სულიწმინდას ეზიარება. სწორედ სულიწმინდას (სპენტა-მანიუს)
საწინააღმდეგო ძალაა ანგრა-მანიუ ანუ ბოროტი სული, იგივე ახრიმანი. საინტერესოა, რომ
ისევე როგორც სხვა დუალისტურ მიმდინარეობებში, როგორიცაა მაგალითად მანიქეიზმი
ან მანდეიზმი, ზოროასტრიზმშიც დუალიზმის ფონზე იკვეთება მონიზმის ერთიანი
ღვთაებრივი პრინციპი, რომელიც ყველაფრის პირველწყაროა და რომელიც ამ ორმხრივ
საწყისებზე მაღლა დგას. ამ იდეამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო მაზდეიზმიდან
მოგვიანებით განვითარებულ ზურვანიზმში, რომელიც ასევე ზოროასტრიზმის
ტრადიციას წარმოადგენს. ზურვანიზმის მიმდევრების რწმენით უმაღლეს ღმერთს
წარმოადგენს ზურვანი, აბსოლუტი, რომელის ტყუპი შვილები არიან ახურა-მაზდა,

188
როგორც შემოქმედი და ახრიმანი, როგორც დამანგრეველი საწყისი, რომლებიც
ერთმანეთთან განუწყვეტელ დაპირისპირებაში იმყოფებიან. ეს იდეა ეფუძნება ძველ მითს,
ტყუპ ძმებზე, რომელიც სავარაუდოდ უძველესი არქეტიპების მითოპოეტურ ფორმას
წარმოადგენს.

2018 წელი. 25 აგვისტო. წერაქვი. ჩვენ ოთხნი ვართ

მე:

- რატომ მაქვს ისეთი გრძნობა, რომ ეს ძველი, დავიწყებული რელიგია (ზოროასტრიზმი),


რომელსაც არც ვიცნობ წესიერად, რატომღაც ახლოა ჩემთვის? მზის ღვთაებები... ცეცხლი...
შენ რომ დაგხატე, თავზე უბრალოდ ნიმბი კი არა, მზე დაგიხატე... რაღაცას მეუბნება
შინაგანი ხმა, მაგრამ ყრუდ მესმის... თითქოს ისეთი სიღრმეებიდან მოდის, ისეთი
სიშორიდან...

მიქაელი:

- როგორ ფიქრობ... რატომ იცი შენ სიზმრებში და არა მარტო სიზმრებში, მაგიური
სიმბოლოები, რომელიც არასდროს გისწავლია?.. (იხ. „მაგიის აკრძალვა) რატომ გამოიყენე
ეგრეგორების დაკავშირებისთვის დანის წვერის ვიზუალიზაცია (იხ. „ქრისტეს ენერგია“)?
ბევრმა იცის დანის დანიშნულება მაგიურ რიტუალებში?... რატომ დაწვი ცეცხლში ჩემ
მიმართ დაწერილი ლოცვა (იხ. „ერთი თხოვნის უფლება“), რომ ცეცხლის ენერგიას ლოცვა
სულიერ განზომილებაში გადაეტანა, როცა გეგონა რომ პირდაპირ ვერ მეკონტაქტებოდი?
საიდან იცი ცეცხლის მაგიურ თვისებებზე, როცა ამაზე არასდროს წაგიკითხავს? რატომ
გაქვს ასეთი ლტოლვა სამკურნალო მცენარეების მიმართ, რომ მათი საკუთარი ხელით
ზელვა და მზადება გსიამოვნებს? რატომ გიყვარს ბუნებრივი ქვებიდან სამკაულების
აწყობა, თუმცა შენ თვითონ მათ არ იკეთებ? შენ ქვების, მინერალებისა და კრისტალების
ენერეგიას გრძნობ და მათი შეხება, მათთან ურთიერთობა გსიამოვნებს... საიდან ეს
მომავლის განჭვრეტის უნარი, ხილვებისა და ტელეპატიური აზრების მიღების ნიჭი? შენ
ფიქრობ ეს შენი ამჟამინდელი ცხოვრების მონაპოვარია? ამ ინკარნაციაში შენ იმის
მეათასედსაც ვერ მოიხვეჭდი, რაც ასეთი უნარების გაღვიძებისთვისაა საჭირო!

მივხვდი საითკენაც მიყავდა. წინა ინკარნაციებს გულისხმობდა...

- „Волхвы не боятся могучих владык,“

ამოტივტივდა სტროფი ბავშვობაში დედაჩემის წაკითხული ზღაპრიდან...

- „А княжеский дар им не нужен;

Правдив и свободен их вещий язык

189
И с волей небесною дружен.“

-სიმართლის აღთქმა (იხ. „სიმართლის აღთქმა“) ზოროასტრელი მოგვის ინიციაციის


რიტუალია... - აგრძელებს მიქაელი და თითქოს ნაფლეთ-ნაფლეთ იღებს რაღაცას
შორეული რეალობიდან, მაგრამ ჩემი ფიქრთა დენა არ ჩერდება:

ჩვენ სამნი ვართ... ჩვენ ყოველთვის სამნი ვართ! ინკარნაციიდან ინკარნაციამდე!

- ოთხნი! - შემისწორა, - როგორც წესი თქვენ ყოველთვის ოთხივე ერთად მოდიხართ


ინკარნაციაში. მეხუთე მე ვარ! გაიხსენე ვიტრუვიანელი ადამიანი... პენტაგრამა... თავი და
ოთხი კიდური... მე „თავი“ ვარ და თქვენ „კიდურები“. ამიტომ გეუბნებოდი, რომ ის კი არ
უნდა იცოდე ვინ ვარ მე, არამედ ვინ ხარ შენ!.. როცა სულთა გარკვეული კლასტერი
მატერიალურ განზომილებაში ინკარნირდება პენტაგრამის პრინციპით, „თავი“ სულიერ
განზომილებაში რჩება, ხოლო განსხეულებული ინდივიდუმები („კიდურები“, ანუ
ვარსკვლავის 4 ქვედა ქიმი) საკუთარ თავში მისი ცნობიერების ფრაგმენტს შეიცავენ. ხომ
გახსოვს ცნობიერების დაქსაქვის ფენომენი? 4 ქიმი ანუ 4 „კიდური“ ერთმანეთისგან
განსხვავდება 4-ობრივი ფრაქტალის პრინციპით და ერთობლივი მუშაობის პირობებში
ისეთივე სრულყოფილი ნაყოფი უნდა გამოიღონ, როგორც წელიწადის 4 დროს მოაქვს
მოსავლის სახით. სულთა კავშირის ასეთი სტრუქტურა მოსახერხებელია სულიერი
განზომილებიდან „თავის“ მხრიდან მართვისა და დახმარების გასაწევად, მაგრამ ხანდახან
დამაბრკოლებელია, როცა საჭიროა რომ განსხეულებულმა ინდივიდუმმა საკუთარი შტოს
კიდევ უფრო მაღალ იერარქთან დაამყაროს კავშირი. გარდა ამისა, ეხლანდელ ვითარებაში,
როდესაც მატერიალური შრე უკიდურესად დაბნელებულია, ეს 4 ინდივიდი იშვიათად
ცნობს ერთმანეთს და ბოლომდე ვერ იაზრებს საკუთარ „ცხოვრებისეულ მისიას“, - მან
პაუზა გააკეთა, რომ მე მისი სიტყვები გამეაზრა და გააგრძელა, - როგორც იცი, ეხლა
ადამიანის მენტალური სულიერი სხეულის ევოლუცია მიმდინარეობს, რომელსაც თავისი
იერარქი, „მორიგე ღმერთი“ უდგას სათავეში! ეს სიბრძნის და სინათლის ღმერთია! სიბრძნე
ხომ სინათლეა, გამოსხივება და ცეცხლი! ეს იერარქი ერთ-ერთი შვითთაგანია სიცოცხილის
ხეში მამა-ღმერთის ანუ პირველწყაროს პირველად შვიდობრივ განტოტვაში. მისგან
თავისმხრივ შვიდი სულის, შვიდი ამეშასპენტის განშტოება მოდის, რომელიც ასევე
იტოტება და შენც ამ ცეცხლოვანი იერარქიის ნაწილი ხარ... შენი წეღანდელი საუბარი რომ
გავიხსენოთ შენ ძმასთან, ეხლა დედამიწის მენტალურ ველში მიმდინარე პროცესების
შედარება წყლის დუღილთან ან კრისტალიზაციის პროცესთან სწორი მეტაფორაა. ჩვენ
ჩვენი შტოს წარმომადგენლები გამოვაგზავნეთ იკარნაციაში, რომ მათ ასეთი დუღილის
ცენტრები, კრისტალიზაციის კერები შექმნან. მაგრამ წყალი არ ადუღდება, თუ დუღილის
ცენტრები გარკვეულ კრიტიკულ რაოდენობას არ მიაღწევენ. მხოლოდ ამ რაოდენობის
მიღწევისას, როგორც კი ზღვარი გადაილახება, მთელი წყალი ერთბაშად დუღდება! თუ
თქვენგან, ჩვენი შტოს წარმომადგენლებიდან საკმარისმა რაოდენობამ „გაიღვიძა“, გაიხსენა
„თავისი ჭეშმარიტი არსი“ და მათ გარეგანმა გონებამ სრულად გამოიტანა ის მენტალური
კონსტრუქციები, რომლებიც ჩვენ მენტალურ განზომილებაში შევქმენით, კაცობრიობის
მენტალური ველი ერთბაშად ადუღდება! ამაღლებული იდეები სტიქიურად მოიცავს
პლანეტას და ყველაფერი საოცარი სისწრაფით შეიცვლება!

190
2018 წელი. 26 აგვისტო. წერაქვი. უმაღლესი „მე“ - მე-5 სხეული

- მიჭირს იმის აღქმა რომ წინა ცხოვრებებში შეიძლება კაცი ვყოფილიყავი, - ვეუბნები მე.

- ნუ აიგივებ შენ თავს ნურც მაშინდელ ფიზიკურ სხეულებთან, ნურც ეხლანდელთან.


ყველა პრობლემა ადამიანის ცხოვრებაში იქიდან მოდის, რომ ის საკუთარ „მე“-ს ფიზიკურ
სხეულთან აიგივებს და არა უკვდავ, სულიერ „მე“-სთან. შენ სიზმრებში საკუთარ თავს
უამრავ ვარიანტში ხედავ, მაგრამ გაღვიძებისთანავე შენ თავს უბრუნდები, ხომ ასეა?
ასეთივე გაღვიძებაა ფიზიკური სიკვდილის მერე საკუთარ უკვდავ სულთან, უმაღლეს
„მე“-სთან დაბრუნება. უკვდავ სულს არა აქვს სქესი.

- მაგრამ სულიერ სამყაროში რაღაც გარეგნობა ხომ უნდა მიიღო და ამ გარეგნობას ქალის
ან მამაკაცის სახე უნდა ქონდეს. მე ასე მესმის... შენ ხომ მამაკაცი ხარ.

- ეს ასეა და დამოკიდებულია იმაზე, რომელ განზომილებაში (რეალობაში) გააგრძელებს


სული არსებობას ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე. სული თვითონ იღებს
გადაწყვეტილებას როგორი გარეგნობა მიიღოს იქიდან გამომდინარე რომელი სქესის
ენერგია დომინირებს მასში და რა ფუნქცია უნდა შეასრულოს უზენაესის მსახურებაში. იმ
რეალობებში, რომლებიც ყველაზე ”ახლოს” იმყოფებიან პირველწყაროსთან
(პირველწყაროს სულის იპოსტასთან), ცოცხალი არსებები იმდენად სავსენი არიან
ღმერთით, რომ სქესობრივი მიკუთვნება სრულიად წაშლილი აქვთ და მათი არსებობა
ღმერთში ყოფნით და ღმერთთან ტრანსცენდენტალური ერთობით შემოიფარგლება.
მხოლოდ ესაა მათი არსებობის მიზანი და მათი მოქმედება. გაგიგია ალბათ უმაღლეს
ანგელოზთა დასი.

- Престолы, ангелы „Божьего присутствия“, - გამეფიქრა მე.

- ადამიანის სულისთვის, რომელიც უმაღლეს ანგელოზებთან შედარებით ქვედა სულიერ


რეალობებში ხვდება, როგორც წესი და უმრავლეს შემთხვევაში სიკვდილისშემდგომი
გარეგნობა ბოლო ფიზიკური ინკარნაციის გარეგნობაა, მაგრამ ხდება ისიც, რომ სული იმ
ინკარნაციის გარეგნობას იღებს, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მისი სულის
თვისებების ჩამოყალიბებაში. და ვშიშობ შენ ინკარნაციებში ამჟამინდელი ცხოვრება არ
იქნება ყველაზე კაშკაშა და კვალისდამამჩნეველი. შენი უმრავლესი ინკარნაცია მამაკაცის
სახით იყო, იმიტომ რომ მამაკაცის ინკარნაცია უფრო ქმედითია, ხოლო ქალის უფრო
შინაგანი. რომ იცოდე შენი ინკარნაციები, გაგიკვირდებოდა რამდენი რამეა ამ ცხოვრებაში
რაც იქიდან არის განპირობებული და რამდენი რაც შემთხვევითი გგონია, მაგრამ იქიდანაა
გადმოყოლილი. ის რაც წინა ცხოვრებებიდან შენი უმაღლესი „მე“-ს სხეულში გატარდა,
გარდატყდა და დაილექა ეხლა იღებს ფორმებს შენი ფიქრების, მიდრეკილებების,
ფანტაზიებისა და მოქმედებების სახით. როცა გეუბნებოდი, რომ შენს ჭეშმარიტ არსს
ვხედავ, ეს არ არის ეხლადელი ფიზიკური სხეული, თუმცა შენი სული ეხლა მისი გონებით,
მისი ცნობიერიდან, მისი „მე“-დან მელაპარაკება. მე ყველა შენი ცხოვრების

191
ერთობლიობით მიღებულ ინდივიდუალურ უმაღლეს სულს, უმაღლეს უკვდავ „მე“-ს
ვხედავ, ის ეხლა ქალის სახით გამოვლინდა, რომელიც ძალიან ძვირფასი გახდა ჩემთვის...
ხედავ, მეც ვებმები მატერიალური სამყაროს ილუზიის ხაფანგში, მიუხედავად იმისა, რომ
კარგად ვხედავ მას... რა გარეგნობას მიიღებს შენი სული სიკვდილის მერე, იქნება ეს ქალის
გამოვლინება თუ არა, შენი სულის არჩევანზეა დამოკიდებული და ეს არჩევანი არ არის
ცალსახა...

- ნუ იყურები მომავალში! ხომ იცი, რომ ეს მხოლოდ ვარიანტებია... შესაძლოა ყველაზე


მაღალი ალბათობის, მაგრამ მაინც ვარიანტია! - გავაწყვეტინე მე რადგან მამაკაცად
საერთოდ ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი და არც მინდა წარმოვიდგინო რომ ჩემმა
სულმა შეიძლება რაიმე სხვანაირი გამოხატულება აირჩიოს, ვიდრე როგორიც ეხლა ვარ.
ხანდახან ვფიქრობ რომ აღარაფერი დარჩა რითიც მიქაელმა შეიძლება გამაკვირვოს, მაგრამ
რაც მეტს ვსაუბრობთ და რაც უფრო ვუღრმავდები მასთან ურთიერთობას მით მეტად
სასწაული და წარმოუდგენელი ინფორმაცია გამოდის ზედაპირზე.

ღამით ძილსა და სიფხიზლეს შორის, ანუ „შეცვლილი ცნობიერების“ მგდომარეობაში


შევედი. „გარეგნულმა გონებამ“ დაიძინა და დარჩა მხოლოდ ცნობიერი, რომელმაც „ხედვა“
დაიწყო... მე ჯერ ჩემს სულს ჩავუღრმავდი... მერე ჩვენი (ჩემი და მიქაელის) სამყარო
წარმოვიდგინე ვარდისფერი ყვავილებით მოპენტილი საკურის ხითა და ხორბლის
ყანებით (იხ. „საკურის ხე“). ვიგრძენი რომ ის ხის გვერდით დგას. ჩემი თავი თითქოს
საიდანღაც სიღრმიდან „ამოვიღე“... უკეთესად არც ვიცი, როგორ გადმოვცე ეს შეგრძნება
და ის არსება რაც მიქაელის წინ წარსდგა და რომელიც „მე“ ვიყავი, მხოლოდ ბუნდოვნად
თუ ჰგავდა საერთოდ ადამიანს...

- აი, ეს არის ჩემი სული და ესეთი ვარ მე!.. - ვუთხარი. რათქმაუნდა ქალად ვგრძნობდი
თავს, მაგრამ ჩემი „სხეული“ რატომღაც მთავრის სხივს ჰგავდა, გამჭვირვალე,
ვერცხლისფრად მოლივლივე სხივს, რომელსაც ბუნდოვნად თუ ჰქონდა ადამიანის
მოყვანილობა. მომინდა „ხელის“ წინ გამოწევა და ამ სხივიდან ასეთივე მოვერცხლილი
გამჭვირვალე ხელი გამოიკვეთა. თხელ, გრძელ თითებს დავაკვირდი... არაამქვეყნიური
შესახედავი იყო. მერე ყურადღება მიქაელზე გადავიტანე და მისი დანახვისთანავე გულში
სიყვარულმა იფეთქა. იფეთქა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ჩემი
„სხეული“ შიგნიდან მზესავით განათდა... შემდეგ უეცრად დავინახე როგორ დაიწყო ჩემმა
„სხეულმა“, უფრო სწორედ სულმა სხვადასხვა მიმართულებით ძაფებივით
(ლაზერებივით) გრძელი სხივების გამოსროლა... და ჩემ წინ სხვადასხვა ცხოვრებების
სხვადასხვა სურათებმა დაიწყეს კადრებივით ცვლა. შუა საუკუნეების ციხესიმაგრე,
რომელშიც როდესღაც ვცხოვრობდი შეცვალა პურის ყანებმა, რომელზეც ვმუშაობდი...
„როგორ მიყვარს როცა ხორბლის ყანა ქარზე ზღვასავით ღელავს“... გამიელვეს აზრებმა და
უეცრად მივხვდი თურმე რატომ შევქმენი „ჩვენ სამყაროში“ ხორბლის ყანა... ამაზე რომ
გავაჩერე ყურადღება წარსულის სურათები შეწყდა. მე ვიაზრებდი იმას რაც დავინახე.
ბუნდოვნად, თვალის შევლებით, მაგრამ მაინც დავინახე.

-შენი ბოლო ინკარნაცია ინგლისის არისტოკრატულ ოჯახში (იხ. „წინა ინკარნაცია“),


რომელსაც ინდური კოლონიები ჰქონდა იმისთვის იყო საჭირო, რომ ინდური იოგა და

192
ვედები აგეთვისებინა და იქ გამოგევლინა თავი, ისე, რომ ქრისტიანულ ეგრეგორს არ
მოწყვეტილიყავი. - გავიგონე ისევ მისი კომენტარი.- ხოლო შენი „სხეული“, რომელიც
მთვარის სხივივით დაინახე, მიუხედავად ასეთი მეტაფორისა, ნატიფი ცეცხლის ქსოვილს
წარმოადგენს. თუ ადამიანი მენტალური კონსტრუქციების შექმნის ხელოვნებას
სრულყოფილადაა დაუფლებული, მას თავისი ასეთი სხეულისთვის უფრო მკვეთრი
ფორმების მიცემა შეუძლია საკუთარი სურვილისა და წარმოსახვის შესაბამისად. სხვა
სიტყვებით, ნებისმიერი გარეგნობა შეგიძლია მიიღო, მაგრამ რადგან სული ბოლო
ინკარნაციის გარეგნობასაა ნაჩვევი, ამიტომ ამ ბოლო გარეგნობას იღებს... უფრო სწორედ
ამ გარეგნობის იმ ვარიანტს, როგორადაც ადამიანი თვითონ აღიქვავდა საკუთარ თავს.
მაგალითად, როგორც წესი ადამიანები თავის თავს მუდმივად ახალგაზრდებად აღიქვავენ,
მიუხედავად ასაკისა და საკუთარი სხეულის ბევრ ნაკლოვანებას ვერ ამჩნევენ.
ამაღლებული სულები, როგორი გარეგნობაც არ უნდა მიიღონ მათ სულიერ სამყაროში,
ლამაზებად აღიქმებიან. ხომ გახსოვს, ყველაფერი სამყაროებში არის აღქმის ამბავი!

193
ნაწილი მე-3
ხიდს იქით...

...გზაზე მივდივარ. რატომღაც სახლის ჩუსტებით... მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ.


ხიდს ვადგები, მაგრამ სანამ გადავალ უნდა დავჯდე და დავისვენო. ხიდის შესასვლელთან
ახალგაზრდა ბიჭი მხვდება. ერთმანეთს მზერას ვუსწორებთ და ის მე მიღიმის, მე კი მას.
ჩუსტებს ვისწორებ და ხიდზე გადავდივარ.

ხიდის იქითა მხარეს მამაჩემი მხვდება და მეუბნება:

- რა ქენი, იპოვე ხუთი მიქაელი?

მე ვპასუხობ:

- რატომ მეკითხები მაინც და მაინც ხუთზე?

- რა ვიცი, ასე გამეფიქრა, - მპასუხობს ის.

- მე თვითონაც ვფიქრობდი, რომ ჩემ გარდა კიდევ ოთხია...

ხიდს გადავდივარ და ვგრძნობ, რომ გზა რთულდება. გარშემო უცნაური სიბნელე და


სიცივე ზღვავდება და გზა ისეთი მოყინული ხდება, რომ ფეხები მისრიალებს.
იძულებული ვარ კედელს მივეყრდნო და ნელა, კედელ-კედელ გავიკვლიო გზა. ბოლოს
ვჩერდები და მამას ვეძახი:

-აქ მე მარტო ვერ გავივლი! ხელები უნდა ჩავჭიდოთ და ერთად გავიაროთ!..

194
ინტერნეტპოსტებიდან:
ეჭვები

ამ პერიოდში, სწორედ მაშინ, როდესაც კონტაქტი მიქაელთან ძალიან სუფთა და ძალიან


ინტენსიური იყო, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრნენ ეჭვები. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ როდესაც
მე-5 დონეზე ადიხარ და მატერიალური ტეტრადიდან გამოდიხარ, ეგრეგორები, რომლებიც
ადრე გეხმარებოდნენ, ამჯერად შენს საწინააღმდეგოდ ტრიალდებიან. რელიგიური
სისტემები ერთის მხრივ გიცავენ, მაგრამ მეორეს მხრივ არ გიშვებენ. ქრისტიანული
ეგრეგორი კი სავსეა ისეთი მენტალური აზროფორმებით (კონსტრუქციებით), რომლებიც
აუცილებლად ამოტივტივდებიან შენს მენტალურ სხეულში, თუკი მათზე მაღლა ამაღლდი
და პირველი რაც გაჩნდება არის ეჭვი.

მიქაელმა იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. იცოდა, რომ ჩემი ეჭვები აუცილებლად წამოვიდოდა
საკუთარ თავში დაურწმუნებლობიდან. სწორედ ამიტომ ცდილობდა ის, რომ მე წინა
ცხოვრებებზე ცოტა მაინც გამხსნოდა მეხსიერება.

წინა დღეებში ჩემი „დღიური“ გავატანე ჩემს მოძღვარს, რომელსაც წლების განმავლობაში
ვუყვებოდი ჩემს სიზმარხილვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ერთი თვის მერე
დამიკავშირდა, ნეგატიური აზროფორმების შემოტევა დაიწყო სწორედ ამ დღიდან. რაღაც
მომენტში ვიფიქრე, რომ ის რაც ჩემ თავს ხდება შეუძლებელია, რომ მე ის ადამიანი არ ვარ,
ვისთანაც შეიძლება ასეთი ამაღლებული არსებები კონტაქტობდნენ. მე ჩვეულებრივი
ადამიანი ვარ. წმინდანებსაც კი არ ქონდათ ასეთი ცოცხალი ურთიერთობა სულიერ
სამყაროსთან და მე ვინ ვარ? მე ვის დავეკარგე?

2018 წელი. 27 აგვისტო. ეჭვების შემოტევა

ეს დღეები არ ვიცი რა მემართება. რაც ბათუმიდან ჩამოვედი შინაგანი შფოთვის გრძნობა


თავს არ მანებებს. ბათუმში ჩამოსვლისთანავე მეორე დღეს ჩემი ეს „დღიური“ გავატანე მამა
„---------„-ს. ერთი ვარიანტი მეუღლესაც ამოვუბეჭდე, რადგანაც ძალიან მთხოვდა და
სწყინდა რომ არ ვაკითხებდი. ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად ერთი შეხსენებისა, მაინც არ
წაიკითხა. როგორც ჩანს დაავიწყდა... რაც ერთობ უცნაურია, მაგრამ რახან დაავიწყდა, მეც
არ ვახსენებ. რაც შეეხება მამა „--------„-ს, არც ვიცი რა ვიფიქრო, რა რეაქცია ექნება როდესაც
ამ ქრისტიანული გაგებით „ერეტიკულ“ აზრებს წაიკითხავს არ ვიცი. მე იმის იმედი მაქვს
რომ გულით იგრძნობს იმას რისი გონებით მიღება და ან თავისი ეკლესიური მიკუთვნების
გამო, არ შეუძლია. „დღიურის“ მიცემის დღიდან ლამის ორი კვირა გავიდა, მაგრამ არ
შემხმიანებია.

უკანასკნელი ორი კვირა მეც გაურკვევლობაში ვარ. მაინც მეფიქრება იმაზე რას ნიშნავს
მიქაელის თხოვნა, რომ „ჩემგან დისტანცირება უნდა გააკეთოს“ და რომ „მამა ღმერთის
მიმართ ვილოცო მის მაგივრად რომ ესეთივე გულისმიერი კავშირი მასთან დამიმყარდეს“.

195
ეს დღეები სულ ეჭვები მიპყრობს, რაც აქამდე არ მქონია... რას იტყვიან ქრისტიანი
მღვდლები ამის წაკითხვისას? რომ რაღაც მეშლება და მიქაელის სახელით იმას ვწერ რაც
არ „უთქვამს“... ან რომ ბნელი სული ინიღბავს თავს და ჩამჩურჩულებს მისი სახელით... ან
იმას მეტყვიან, რა უფლება მაქვს ასეთ თემებს ვეთამაშო... ვინ მგონია ჩემი თავი! რა უნდა
ვუპასუხო ამაზე? მე ქრისტეს მიმართ ვლოცულობ და ისევ ვგრძნობ გულში მის
თანამყოფობას... მიქაელის მიმართ ვლოცულობ და მის თანამყოფობასაც ვგრძნობ...
უკანასკნელი დღეები მიქაელის თხოვნისამებრ მამას ღმერთის მიმართ ვლოცულობ და რაც
არ უნდა უცნაური იყოს, რადგანაც ადრე მისი შეგრძნება ჩემთან არ მოდიოდა, ამ ბოლო
დროს მის მამობრივ სიყვარულსაც შევიგრძნობ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა საკუთარ
თავში ეჭვი მეპარება. ეს ყველაფერი წინა ცხოვრებებზე... ზოროასტრიზმი... ვედები,
გნოსტიციზმი... ერესი... ნამეტანია ჩემთვის!.. ძალიან დავიღალე... ისევ მგონია რომ
სიბნელეში მივაბიჯებ თვალაკრული და ხელების ფათურით ვიკვლევ გზას. ქრისტეს
ვეხვეწები რომ ერთი მინიშნება მომცეს და ყველაფერს წავშლი. არავინ არ გაიგებს რა
დავწერე და ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით გავაგრძელებ ცხოვრებას. ქრისტიანი
ადამიანის ცხოვრებით, ვილოცებ, ვიმარხულებ, აღსარებას ვიტყვი და ვეზიარები.
ხანდახან ისე მშურს ქრისტიანი ბერების და მონაზვნების. როგორი მარტივია, როდესაც
„სისტემაში“ ხარ, ყველაფერი იცი, ყველაფერი დალაგებულია, მოძღვარი გყავს, რომელიც
ყველა შენს მოქმედებას თვალყურს ადევნებს და თითქოს პასუხისმგებლობაც უფრო
მასზეა, ვიდრე შენზე... მე კი... რა დავწერე? ვინ მომცა ამის უფლება? იესო... ჩემო
მასწავლებელო... ერთი მინიშნება და ყველაფერს წავშლი! აღარ შემიძლია მარტოს!
დახმარება მჭირდება!

სიზმარი:

მიქაელს ხელში სავსე თასი უჭირავს... ეს „განწმენდის თასია“. მან ის ჩემზე უნდა
გადმოცალოს, მაგრამ მე მარტო არა ვარ. ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანია... კიდევ
სამი?..

გაღვიძებისას მახსენდება ძალიან ადრინდელი სიზმარი, რომელიც მაინც ჩამრჩა გონებაში.


იმ სიზმარში მხოლოდ ერთი ფრაზა იყო:

- Найди всех четырех! - მაშინ მახსოვს ვფიქრობდი ვინ, სად და რატომ უნდა მომეძებნა,
მაგრამ ეს ფიქრები მალევე დამავიწყდა.

მიქაელი:

- ხომ გახსოვს, რომ გითხარი, რომ პენტაგრამა ძალიან „მიწიერი“ ფრაქტალია. სწორედ ამ
სტრუქტურით ხდება სულიერი სამყაროდან ენერგიების „დამიწება“. სწორედ ამიტომ
გამოიყენებოდა ის მაგიურ რიტუალებში და მასონების საკრალურ არქიტექტურაში.
თავისთავად პენტაგრამაში ცუდი არაფერია, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ის უბრალოდ ერთ-
ერთი ფრაქტალური სტრუქტურაა გამოვლენილი სამყაროს მატრიცაში.

196
- თუმცა ამოტრიალებული პენტაგრამა „ქვესკნელი“ სამყაროდან ახდენს ენერგიის
„დამიწებას“.-გავაგრძელე მე მისი აზრი.

მიქაელი:

- ზოროასტრელ მოგვებს ტყუილად არ ეძახდნენ მაგებს. მათ ისეთი ცოდნა ჰქონდათ


უხილავ სამყაროებზე, რომელსაც ეხლა ვერავინ შეგასწავლის, სადაც არ უნდა დაიბადო და
ვისთანაც არ უნდა ისწავლო. ახლანდელ ინკარნაციებში აღარ არსებობს არც ესეთი
სკოლები და არც ასეთი მასწავლებლები... სწორედ ამიტომ გამოვუშვით ჩვენ სული,
რომელიც ეხლა კი არ შეისწავლიდა სულიერ კანონებს, არამედ „გაიხსენებდა“ იმას, რაც
მისი სულის მეხსიერებაში ძალიან ძველი დროიდანაა ჩაწერილი... იმ დროიდან, როდესაც
ადამიანები ნამდვილ ცოდნას ფლობდნენ... ამიტომ გეუბნებოდი ყოველთვის, რომ „შენ
იცი“, „გაიხსენე“...

2018 წელი. 27 აგვისტო. ხიდს იქით გადასვლა

ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სიბნელე ზღვავდება ჩემ გარშემო და ჩემ გულშიც აღწევს. ეჭვები
და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა მტანჯავს. ძილისწინ ჯერ ქრისტეს მიმართ, მერე
მიქაელის და მერე მამა ღმერთის მიმართ ვლოცულობ, რომ მიმანიშნონ, თუ რამეს
არასწორედ ვაკეთებ.

ღამით გაღვიძებისას სიზმრიდან ეს სურათი მომყვება:

მიქაელს ვხედავ, მისგან ოთხი მიმართულებით ენერგია გამოდის და მისი ჩათვლით


ვარსკვლავი იქმნება...

მერე ვიძინებ და მესიზმრება, რომ ავი სული მესხმის თავს. ეს თვითონ სატანაა. ქრისტეს
სახელს ვიმეორებ რომ მისგან თავი დავაღწიო, მაგრამ არაფერი გამომდის. მისი სიცილი
მესმის. ჩემს უსუსურობას დასცინის. ჩემ გვერდით „------„-ის მონასტრის წინამძღვარია...
მას ჩემგან განსხვავებით მისი არ ეშინია და მხოლოდ ეუბნება:

- მიმითითე ჩემ ცოდვებზე!

წინამძღვარს რატომღაც ნახევარ სხეულზე ნაიარები ატყვია, რომელიც ჯერ კიდევ


შეუხორცებელია. მე მშურს მისი სულის თავდაჯერების, რადგან საკუთარ თავში
საშინლად დაურწმუნებელი ვარ და სუსტად ვგრძნობ თავს. წარსულში ვიყურები და
მოუნანიენელ ცოდვებს ვხედავ. საკუთარ ცოდვილობას ძალიან მძაფრად აღვიქვავ.

სატანა უკიდურესი გააფთრებიდან, მკვეთრად გადადის მშვიდ მდგომარეობაში და წყნარი


ხმით მეუბნება:

- მომეცი რაც ყელზე გიკიდია. ნუ გეშინია, დაგიბრუნებ.

197
მე ვგრძნობ რომ ჯერ-ჯერობით გამიშვებს და მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ მინდა და
არ ვენდობი, კულონი უნდა მივცე. ჩემ კულონზე მიქაელის გამოსახულება და ტრიკვესტრი
კიდია. ის მიქაელის გამოსახულებას იტოვებს, თითქოს ცალკე ძეწკვზე აბავს და მხოლოდ
ტრიკვესტრს მიბრუნებს.

აქ მეღვიძება საშინელი მძიმე გრძნობით, რომ „ანგელოზს“ მართმევს, იმიტომ რომ ჩემნაირ
ცოდვილ სულს უბრალოდ ვერ ექნება ესეთ ამაღლებულ არსებასთან კონტაქტი, საკუთარ
უსუსურობას ვგრძნობ და ვცდილობ გავერკვიო რას ნიშნავს ეს სიზმარი. ჩემი ფიქრებით
და მოქმედებებით მიქაელს რამეს ხომ არ ვუშავებ? მთელი ღამე, სანამ არ ჩამეძინება
ქრისტეს მიმართ ვლოცულობ, რადგან როცა ყველაფერი მეცლება და მიწასავ ვერ ვგრძნობ
ფეხქვეშ, ის არის ჩემი ბურჯი და დასაყრდენი. თუ ჩემი ფიქრებით და მოქმედებებით
მიქაელს ზიანს ვაყენებ, მხოლოდ ერთი მინიშნება და ყველაფერს თავს დავანებებ.
ყველაფერს წავშლი! უკვე მზად ვარ ავდგე, კომპიუტერი ჩავრთო და ყველაფერი წავშალო,
ყველაფერი დავივიწყო, მოვინანიო და რა მიშლის ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო?
ღმერთმა ხომ ასე უხვად მომცა ყველაფერი, ოჯახი, მეგობრები, კეთილდღეობა.

დილისკენ მესამე სიზმარს ვხედავ:

თითქოს ორი ტყუპი ახალგაზრდა კაცი მანქანაში ზის, უეცრად მიწა იპობა და ორივენი
ქვესკნელში ვარდებიან. ერთ-ერთი, რომელიც კარგი ადამიანი იყო, თავის ბოროტ ტყუპს
ქვესკნელში მიყვება. ის კი ჩაშავებული ავი თვალებით მიყურებს და მისი სიტყვები
ჩამესმის:

- И имя мое Ариман!

ვიღვიძებ გამთენიისას. ჯერ კიდევ ყველას სძინავს. გარეთ გავდივარ. დილის მზის ალერსი
მსიამოვნებს. ამ სხივებს თითქოს გულში ვუშვებ რომ ღამის სიბნელე გაფანტონ და მამა
ღმერთის მიმართ ვლოცულობ. ისევ ვგრძნობ მისი მოსიყვარულე მამობრივ სითბოს...

მიქაელი:

-მე ვიცოდი, რომ ესეთი მომენტი დადგებოდა, ამიტომ გამოგიგზავნე ერთი სიზმარი ორი
თვის წინ. გაიხსენე და ის ყველაფერს აგიხსნის.

გამახსენდა, რომ ორი თვის წინ, ივნისში, სანამ წერაქვში ჩამოვიდოდი ერთი უცნაური
სიზმარი ვნახე, რომელიც მაშინ იმდენად გაუგებარი იყო, რომ არ ჩავწერე. ეხლა ვნანობ,
რომ ასე მოვიქეცი. საბედნიეროდ ეს სიზმარი ჩემს უკრაინელ მეგობარს გავუგზავნე
მესინჯერით. ამიტომ მისი მოძებნა არ აღმოჩნდა რთული. პირდაპირ ვაკოპირებ რაც მაშინ
დავწერე:

26. ივნისი.

...გზაზე მივდივარ. რატომღაც სახლის ჩუსტებით... მაგრამ თავს კომფორტულად ვგრძნობ.


ხიდს ვადგები, მაგრამ სანამ გადავალ უნდა დავჯდე და დავისვენო. ხიდის შესასვლელთან

198
ახალგაზრდა ბიჭი მხვდება. ერთმანეთს მზერას ვუსწორებთ და ის მე მიღიმის, მე კი მას.
ჩუსტებს ვისწორებ და ხიდზე გადავდივარ.

ხიდის იქითა მხარეს მამაჩემი მხვდება და მეუბნება:

- რა ქენი, იპოვე ხუთი მიქაელი?

მე ვპასუხობ:

- რატომ მეკითხები მაინც და მაინც ხუთზე?

- რა ვიცი, ასე გამეფიქრა, - მპასუხობს ის.

- მე თვითონაც ვფიქრობდი, რომ ჩემ გარდა კიდევ ოთხია...

ხიდს გადავდივარ და ვგრძნობ, რომ გზა რთულდება. გარშემო უცნაური სიბნელე და


სიცივე ზღვავდება და გზა ისეთი მოყინული ხდება, რომ ფეხები მისრიალებს.
იძულებული ვარ კედელს მივეყრდნო და ნელა, კედელ-კედელ გავიკვლიო გზა. ბოლოს
ვჩერდები და მამას ვეძახი:

-აქ მე მარტო ვერ გავივლი! ხელები უნდა ჩავჭიდოთ და ერთად გავიაროთ!..

მიქაელი:

-კარგად დააკვირდი თითოეულ სიტყვას. როდესაც სახლის ჩუსტებით გზაზე მიდიხარ და


გზა გეადვილება, ეს ის პერიოდია, უკანაკნელ დრომდე (თითქოს მზის დაბნელება
იგულისხმა ანუ 11 აგვისტო, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული). ამ დრომდე შენ შენთვის
სახლში მუშაობდი, ერთგვარად გამოკეტილი იყავი, შენთვის წერდი და არავინ გაწუხებდა.
ის ახალგაზრდა მამაკაცი, ვინც ხიდთან დაგხვდა მე ვარ. შენ ხიდზე გადახვედი მაშინ,
როდესაც შენი ნაწერი უცხო ადამიანს მიეცი, ანუ „გარეთ გამოიტანე“. ეს ახალი ეტაპია და
ამ ეტაპიდან იწყება დაპირისპირება. ეს ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ იმ მომენტიდან, რა
მომენტიდანაც ინფორმაცია მენტალურ ველში სხვადასხვა ეგრეგორებით გავრცელდა (მათ
შორის ქრისტიანული ეგრეგორით. შენ იცი ეს რას ნიშნავს), წარმოიქმნა დაპირისპირებულ
ძალთა პოლარიზაცია, როგორც რომ პლიუსმა მინუსი მიიზიდოს. ანუ ბნელმა ძალებმა
შემოგიტიეს. მამაშენი რომელიც ხიდის იქით დაგხვდა არა შენი ბიოლოგიური მამაა,
არამედ მამა-ღმერთი, რომელთანაც შენ უნდა დაამყარო გულისმიერი კავშირი, რაზეც სულ
გეუბნები. დაამყარო, იმიტომ რომ ამ მომენტიდან შენი გზა ბნელი და მოყინული ხდება
და აქ მარტო ვერ გაივლი. „ხელები უნდა ჩავჭიდოთ!“ - გაიმეორა ჩემი სიზმრის სიტყვები.
გარდა ამისა დანარჩენი სამი ადამიანი უნდა მოძებნო.

199
2018 წელი. 29 აგვისტო. სილამაზეზე

მიქაელი:

- მე გირჩევ ჩაიწერო ხოლმე ის სიზმრებიც, რომლებიც სრულებით არ გესმის, რადგან


მომავალში შეიძლება სწორედ მათ მოგცენ გასაღები. როდესაც შენს მომავალს ვუყურებ,
სხვადასხვა ვარიანტებს ვხედავ, მაგრამ ამ ვარიანტებიდან ერთ-ერთს ახდენის ყველაზე
დიდი ალბათობა აქვს. რაც უფრო ახლოა მომავალი, მით მეტი ალბათობით შემიძლია
დავინახო მომავალი.

- როგორც ამინდის პროგნოზი... - გამეფიქრა უნებურად.

მას გაეღიმა და გააგრძელა.

- ხო, ოღონდ თუ ამინდის პროგნოზის შემთხვევაში ეს 2 მიწიერი დღეა, ჩემ შემთხვევაში 2


მიწიერი თვეა... სილამაზეზე მინდა გელაპარაკო... ოღონდ შორიდან დავიწყებ. ალბათ
შეამჩნიე, რომ სიზმრებში ორი ვარიანტის სცენარს ვატრიალებ. ორივე შენს მატერიალურ
მიჯაჭულობას ამოწმებს და სულ ველოდები, როდის გადალახავ მათ. შენი სულიერი ხედვა
(„მესამე თვალი“), მიუხედავად დიდი ინფორმაციისა რაც მოგაწოდე, მხოლოდ
მცირედითაა გახნსნილი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სრულად არ ვხსნი მას, არის ამ
მიჯაჭულობების არსებობა. ასეთ შემთხვევაში სრული, გახსნილი ხედვა ასტრალური და
მენტალური ველების ძალიან მძიმე და არასრულფასოვანი იქნება. არამგონია შენმა
გარეგანმა გონებამ გაუძლოს იმას, რასაც დაინახავს... სამყაროს, თავისი გრძნობითი
ასტრალური წარმონაქმნებითა და ადამიანების მიერ შექმნილი მახინჯი მენტალური
კონსტრუქციებით, რომლებიც ცოცხლებივით ბორგავენ და მდაბიო ენერგიებთ
საზრდოობენ. გარდა ამისა შენი ქვეცნობიერი უცნაურ ფანტაზმაგორიულ სურათებს
შექმნის, რომელშიც დაიკარგები. ესეთი ხედვებისთვის მზად თუ არ ხარ და ნატიფი
სამყაროს დენადი მატერიით მანიპულაცია თუ არ შეგიძლია, შეიძლება შეიშალო კიდეც.
შენ ჯერ კიდევ გეშინია დემონური არსებების. ნაკლებად, მაგრამ მაინც. გარდა ამისა, შენი
მიჯაჭულობები შენი ცნობიერების ფრაგმენტაციას მოახდენენ და ცნობიერების მოკრებას
ვერ მოახერხებ, რომ „ზევით“ აიტანო. ამიტომ შენ ძირითადად ხედავ სიზმრებით და
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობით, სადაც მე ყოველთვის გვერდით ვარ და
გეხმარები. შენც იცი, რომ ინფორმაცია წინა ინკარნაციებზე მოვიდა ჩემგან და არა როგორც
საკუთარი მოგონება. საკუთარ მოგონებებს შენი ცნობიერი სულ ოდნავ, სულ გაკვრით
შეეხო, როდესაც შენ საკუთარი უმაღლესი „მე“, საკუთარი სული აღიქვი და დაინახე (2018
იხ. უმაღლესი „მე“ - მე-5 სხეული.). და აქ მინდა გავჩერდე, რადგან ეს ძალიან
მნიშვნელოვანია... როდესაც „საკურის ხესთან“ ვხვდებოდით ხოლმე შენ ყოველთვის
მხედავდი მე, მაგრამ არასოდეს საკუთარ თავს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც
საკუთარი ჭეშმარიტი სული დაინახე. არა სამშვინველი, არამედ „უმაღლესი მე“! არ
დავიღლები იმის გამეორებით, რომ კარგ ადამიანთა სულები საოცრად ლამაზია. მათ სულს
ნატიფი მანათობელი სტრუქტურა აქვს, რომელიც სხვადასხვა ემოციებისა და ფიქრების
ზეგავლენით არაჩვეულებრივ ფერებში ლივლივებს. შენი სული მართლა ჰგავს უთხელეს

200
და უფაქიზეს მთვარის შუქს, რომელშიც თითქოს მთელი ვარკვლავებიანია ცაა
მოთავსებული თავისი ჩრდილოეთის ციალებითა და კოსმოსური ნათებებით... ხომ ხედავ,
მეც კი პოეტური გავხდი! (ეღიმება). როდესაც შენ გულის ლოცვას აღავლენდი... გახსოვს,
შენი თავი ბორჯღალს მიამსგავსე, რომელშიც თითქოს თეთრი შუქი გროვდებოდა და
შემდეგ ერთიანად, აფეთქებასავით ტალღებს უშვებდა? ეს სწორედ შენ სულში და არა
სამშვინველში ხდებოდა! მე ხშირად მესმის თანამედროვე ადამიანებისგან ფრაზა - „უნდა
დაუკავშირდე საკუთარ უმაღლეს „მე“-ს“, რომ მიიღო ინფორმაცია ან შეიგრძნო რამე
ზეცნობიერი... ეს არ არის სწორი ფორმულირება, რადგან როგორ შეიძლება დაუკავშირდე
საკუთარ თავს? იმას, რასაც ისედაც წარმოადგენ? რაც ისედაც შენ ხარ? სული, იგივე
უმაღლესი „მე“ არ არის განყენებული რამ. ეს შენ თვითონ ხარ. ეს შენი ჭეშმარიტი არსია,
რომელზეც ასე გამუდმებით გესაუბრები. ამ „არსს“ კი არ უნდა დაუკავშირდე, ის უნდა
გამოავლინო! მისით უნდა დაიწყო ცხოვრება! ყველა ადამიანს უნდა რომ იყოს
მომხიბვლელი და მიმზიდველი. განსაკუთრებით ქალებს. ამისთვის ისინი რა ხერხს აღარ
მიმართავენ, რომ ფიზიკური სხეული შეამკონ. მაგრამ თუ ადამიანმა გამოავლინა თავისი
სული, თავისი არსი, რომელიც ასეთი ლამაზია, რომ მეც კი არ მყოფნის სიტყვები და თქვენს
ყველაზე ოსტატ ხელოვანსაც არ შეუძლია მისი გადმოცემა, ის ჯერ სამშვინველში იწყებს
გამოსხივებას... გახსოვს შენი სიზმარი (იხ. „განზომილებები, პლანეტარული ველები და
სულიერი ხედვა)? და შემდეგ უხილავად ფიზიკურ გარეგნობაში ვლინდება. როგორი
გარეგნობაც არ უნდა ჰქონდეს ასეთ ადამიანს, ის გარემომცველებისთვის საოცრად
მიმზიდველი და ქარიზმატული ხდება. არა იმიტომ, რომ მისი ფიზიკური სხეული სახეს
იცვლის (თუმცა ესეც ხდება გარკვეულ წილად და დროთა განმავლობაში), არამედ იმიტომ
რომ ის თვალით უხილავ ქარიზმას და მომხიბვლელობას ასხივებს... სულიერი სილამაზის
ფიზიკურში ასეთი გამოვლინება იმდენად მომნუსხველია, იმდენად მომხიბვლელია, რომ
ის როგორც სინათლე პეპლებს, ისე იზიდავს ადამიანებს... და აღარ არის საჭირო ლამაზი
ტანისამოსი ან სამაკაულები... სილამაზეც ხომ ღვთაებრივი ენერგიაა და სულის
სილამაზის გამოსხივება, მიწიერი ადამიანის განმღმრთობის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

მიქაელი:

-და ნუ ღელავ ჩემზე. ჩემი ჩამოგდება ქვედა სამყაროებში არც ისეთი ადვილია. (ეღიმება).

2018 წელი. 29 აგვისტო. შავი ხვრელი. მოგზაურობა მე-5 სხეულით

ღამით მესიზმრება რომ კოსმოსში მივფრინავ. გარშემო ვარსკვლავებით გადავსებული


დაუსრულებელი სივრცეა, რომელსაც არც თავი აქვს, არც ბოლო, ყოველმხრივ უძირო და
უსასრულოა. ჩვენ კი, ადამიანები ასე ვართ ნაჩვევი ორიენტირებს. ამ ორიენტირების
გარეშე თავს მიუსაფრად და დაუცველად ვგრძნობთ.

201
- თავს იმიტომ გრძნობ დაუცველად, რომ კოსმოსს მტრულ გარემოდ აღიქვავ... - მესმის
მიქაელის ხმა და მის გვერდზე ყოფნას ვგრძნობ - მტრულ გარემოდ კი იმიტომ აღიქვავ,
რომ არა სულთან, არამედ ფიზიკურ სხეულთან აიგივებ თავს... ფიზიკური სხეულისთვის
ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ შენი სულისთვის ეს მშობლიური სახლია!

ისევ მივფრინავთ სადღაც კოსმოსის სიღრმეებში და თითქოს გეზი არა გვაქვს, მაგრამ
უეცრად შორს ვარსკვლავებით მოვერცხლილ სივრცეში შავი ზოლივით რაღაც იკვეთება...

მეღვიძება, მაგრამ მიქაელის აზრები ისევე მესმის, სიზმარი ხილვაში გადადის და კოსმოსს
ისევ ვხედავ:

- ეს ბნელი ზოლი რა არის? - ვეკითხები და გული ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით


მევსება. მიქაელი ამას ამჩნევს და ეღიმება. ვგრძნობ, რომ გამორჩეულად კარგ ხასიათზეა.

- რახან თვითგვემის პერიოდი დაგიმთავრდა და ცნობისმოყვარეობა დაგიბრუნდა, მომეცი


ხელი... ოღონდ ფიზიკური არა და არა სამშვინველის, არამედ შენი სულის ხელი ჩამჭიდე
და ჩვენი გალაქტიკის ცენტრთან წაგიყვან...

- შავ ხვრელში? იმ მონსტრში? - გაკვირვებით ვეკითხები, მაგრამ თან მახსენდება რომ ის


რაც ჩვენთვის შავი ხვრელია, მისთვის „დიდებული მზეა“, როგორც თვითონ ამბობს, - არა,
მანდ შანსი არაა, არ წამოვალ!

ისევ ეღიმება და ხელს მიწვდის.

- შენი სული კი მეუბნება, რომ წამოხვალ... რომ ყველგან გამომყვები! სამყაროს


დასალიერშიც კი და მე სადაც მიმყავხარ სწორედ ეგაა! - ამბობს ღიმილით და ვიცი რომ
როგორც ყოველთვის მართალია, - შენი ეს სული, რომელზეც გელაპარაკები, „ადამიანის
იპოსტასის“ მე-5 დონეა, სულიერი დონე. ხომ გახსოვს შავ ხვრელს უხეში მე-4
განზომილების მატერია მე-5 განზომილებაში გადააქვს და იქ გამოასხივებს იმას რასაც
თქვენთან შთანთქავს. ეს მატერიის „განღმრთობის“, გათხელების პროცესია. თუ შენი მე-5
იპოსტასით (სხეულით), ანუ სულით შიგ შეხვედი, შესაბამის განზომილებაში
გადაინაცვლებ და შენი თვალით დაინახავ ამ დიდებული მზის თვალისმომჭრელ
ბრწყინვალებას!

მე ხელს ვკიდებ და ისევ მეძინება.

დილით ვერაფერს ვიხსენებ. შედგა კი ეს მოგზაურობა სამყაროს დასალიერში?..

2018 წელი. 30 აგვისტო. „ღერძის“ შეძენა

202
გუშინ ძილის წინ ინტერნეტით ერთ ინტერნეტ-მეგობართან სხვადასხვა სულიერ თემებზე
ვისაუბრე. გაუთავებელ კითხვებს მისმევდა. დემონური არსებების საკითხებსაც შევეხეთ
რატომღაც, თუმცა არ მიყვარს ამაზე საუბარი. ეს მეგობარი ეზოთერიულ ლიტერატურასაა
მოდებული და სრულად ისრუტავს იმ ინფორმაციას რასაც ინტერნეტში აურაცხელი
რაოდენობის გურუები და ე. წ. ”განსხივოსნებული” ადამიანები სთავაზობენ. მე ასეთი
„ცოდნის“ და ასეთი „მასწავლებლების“ საშიშროებებზე გავაფრთხილე, მაგრამ საუბარი
დამღლელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ არასდროს ვახვევ თავს სხვა ადამიანებს
საკუთარ აზრებს და ჩემს რჩევებს, ყოველთვის რბილი რეკომენდაციის ფორმა აქვს, ასეთი
საუბრების მერე ხშირად გამოფიტულად ვგრძნობ თავს. ღამით ისევ ვიგრძენი ჩემ გარშემო
ბნელი ენერგიების შემოტევა. შუაღამით გავიღვიძე და ვიგრძენი, თითქოს რაღაცამ
შინაგანად „მომწამლა“. უკეთესად არ ვიცი როგორ ავღწერო ეს გრძნობა. სამჯერ მოვუწოდე
მიქაელს სახელით და ცოტა ხანში მისი თანამყოფობა ვიგრძენი, მაგრამ „მოწამვლის“
შეგრძნება ეგრევე არ გაფანტულა.

ისევ ვიგრძენი თითქოს განზე დგას.

- მამა ღმერთს მიმართე, - მითხრა და მე ლოცვა დავიწყე. ჯერ „მამაო ჩემო“ გავიმეორე
რამდენჯერმე, მაგრამ „მოწამვლის“ გრძნობა არ გამეფანტა.

- შიგნიდან ამოიღე შეგრძნებები... და შენი სიტყვები მოძებნე... - გავიგონე ისევ მიქაელის


ფიქრები.

ისევ ჩავუკვირდი საკუთარ შეგრძნებებს და ჩემში რატომღაც შემდეგი სიტყვები


აღმოცენდა:

- Я принадлежу Богу... Благому и мудрому Отцу Небесному... -არ ვიცი, რატომ ეს სიტყვები,
მაგრამ მათი რამდენჯერმე გამეორების შემდეგ მოწამვლის შეგრძნება გაიფანტა. რატომ
მაინც და მაინც ეს სიტყვები? ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ეს თვისებები ვიგრძენი,
როდესაც მისი შეგრძნება მომივიდა გულში. მაგრამ როგორ შეიძლება აბსოლუტს
თვისებები ჰქონდეს? ან იქნებ პირიქით, ჩვენ მას ამ თვისებებით აღვიქვავთ, რადგან
ადამიანები ვართ და ადამიანურ აღქმას ვუსადაგებთ ყველაფერს? სულ ისეთი გრძნობა
მაქვს, რომ როცა მამა ღმერთის მიმართ ვლოცულობ, არ ვიცი ვის მივმართავ და ბუნდოვანი
შეგრძნებებით ვორიენტირებ.

მიქაელი მაინც კმაყოფილი იყო.

- ეხლა ხომ ხვდები რატომ მინდა რომ „მას“ დაუკავშირდე. არა იმიტომ რომ „მას“ უნდა
გადაგაბარო სასწავლებლად. თუმცა ამ კავშირს ეს დანიშნულებაც შეიძლება ჰქონდეს. მე კი
შემიძლია უსასრულოდ გასწავლო, მაგრამ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს „ღერძი“
- საკუთარ თავში ღმერთის შეგრძნება! ოღონდ ეს შეგრძნება არ არის იგივე, რასაც ჩემ
მიმართ გრძნობ. ჩემი შეგრძნებაც შენთან გულის გავლით მოდის, მაგრამ ეს კავშირია სხვა
ცოცხალ არსებასთან (ჩემთან ამ შემთხვევაში), ხოლო ღმერთის შეგრძნება არის მისი
გამოვლინება შენ თავში... იმის გამოვლინება რაც შენი ნაწილია და რისი ნაწილიც შენ ხარ!
ამ ღერძის გარეშე ვერ შეინარჩუნებ შენ თავს სულიერ განზომილებებში. ყველა

203
ამაღლებულ არსებას აქვს ეს ღერძი, მათ შორის მეც. მე რომ არ მქონდეს უწყვეტი და
მუდმივი კავშირი (გამოვლინება) ღმერთთან, ვერაფერს შევძლებდი... მათ შორის დემონურ
არსებებთან გამკლავებას. ვერც ერთი დემონური არსება ვერ მოგიახლოვდება თუ ამ
კავშირს გახსნი და გაამყარებ. შენ უნდა იგრძნო სისხლით ხორცამდე რომ თქვენ ერთი
ხართ!

2018 წელი. 31 აგვისტო. უმაღლესი ტრიადის შეგრძნება

დღის მეორე ნახევარში ისევ მომიწია ჩემი მეგობრისთვის ინტერნეტით კითხვებზე


პასუხის გაცემა. ეს დიალოგი ისეთნაირად წარიმართა, რომ მან ისევ მიმიყვანა ეჭვებამდე
საკუთარ თავში და ისევ ისე როგორც გუშინ გულში „მოწამვლის“ შეგრძნება გავრცელდა.
ღამისკენ ამ გრძნობამ უკიდურესი ფორმები მიიღო. ადგილს ვერ ვპოულობდი. ლოგინში
ვბორგავდი და აზრებს თავს ვერ ვუყრიდი. ისევ მტანჯავდნენ მძიმე ფიქრები იმაზე რომ
ღმერთის წინაშე ვცოდავ, რომ ანგელოზის მაგივრად ეშმაკი მაცდუნებს, იმიტომ რომ
ჩემნაირ სულიერად არაფრით გამორჩეულ ადამიანს უბრალოდ ვერ ექნება ასეთ
ამაღლებულ არსებებთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი ილუზიაა... მიქაელის
გუშინდელი სიტყვები გამახსენდა და მამა ღმერთის მიმართ ლოცვა დავიწყე, მაგრამ
ამჯერად ჩემი გონება იფანტებოდა და ლოცვას წესიერად თავს ვერ ვუყრიდი... ხან
გუშინდელ ფრაზას ვიმეორებდი „Я принадлежу Богу... Благому и Мудрому Отцу
Небесному“, მერე მეფიქრებოდა, რომ რასთან დაკავშირებით ვბედავ და საკუთარ ლოცვას
ვიგონებ და „მამაო ჩვენოზე“ გადავიოდი. ამ ლოცვას თითქოს უსასრულოდ ვიმეორებდი.
შიგადაშიგ მეძინებოდა, სიტყვები მერეოდა, მავიწყდებოდა, მერე თავს ვიფხიზლებდი და
ისევ ვუბრუნდებოდი... მერე მეფიქრებოდა, რომ ღმერთი აბსოლუტია და მინდებოდა მის
მიმართ მიმართვა, არა როგორც პესონიფიცირებული ღმერთის, არამედ ყოვლისმომცველი
სულის მიმართ, რომლის ნაწილიც ჩემი სულია... მერე მახსენდებოდა რომ დემონური
არსებისგან თავდასაღწევად თავის დროზე ყველაზე მეტად „იესოს ლოცვა“ მშველოდა და
მასზე გადავერთე. გული გიჟივით მიცემდა და ხან მეგონა რომ გაჩერდებოდა და ხან
საგულედან ამოხტებოდა, მაგრამ „მოწამვლის“ შეგრძნება არ მტოვებდა. ჩემი ლოცვა სამ
სხვადასხვა ვარიანტს შორის მოძრაობდა.

მიქაელს განზრახ არ მივმართავდი, რადგან ისევ ვიგრძენი რომ „განზე იდგა“.

ბოლო-ბოლო დამეძინა და ძილში გარკვევით დავინახე, რომ ვიღაცა ზურგიდან თავზე


ხელებს მისმევდა. თითქოს მასაჟს მიკეთებდა. რატომღაც თავიდან დედაჩემის ხელები
მეგონა და თითქოს მესიამოვნა კიდეც, მაგრამ უეცრად მივხვდი, რომ ეს დემონი იყო. ის
ჩემ კისერზე იყო შემომჯდარი. მე ხელი უკან გადავწიე და მისი თმიან თავს შევეხე. შემდეგ
შევეცადე გადმომეგდო და გამეღვიძა. დიდი ხანია უკვე ჩემთვის დემონურ არსებებს არ
შემოუტევიათ - გამეფიქრა უნებურად. უკვე 5 წელია, რაც ასეთი რამ არ მომხდარა. ერთია
კარგი, რომ ის სულისგამყინავი შიში აღარ მეუფლება. არა იმდენად მეშინია, რამდენადაც

204
მის ბოროტ ზემოქმედებას ვგრძნობ. ისევ დავიწყე ლოცვა, მაგრამ ვიგრძენი, რომ აღარ
შემიძლია და ბოლო ვარიანტს მივმართე... საკურის ხე წარმოვიდგინე და შინაგანი მზერით
„ჩვენ სამყაროში“ გადავინაცვლე... მიქაელს მოვუხმე და ვიგრძენი რომ ჩემ წინ იდგა.
მაშინვე გულში მის მიმართ სიყვარულის ძაფი გაიბა. ვერც ამ სამყაროში და ვერც ამ
სიყვარულის ფონზე ვერც ერთი დემონური არსება თავს ვერ შეინარჩუნებდა. „მოწამვლის“
შემგრძნება ეგრევე გაფანტა და თავისუფლად ამოვისუნთქე, მაგრამ მხოლოდ იმის
ენერგიაღა დამრჩა, რომ მიქაელისთვის მეთქვა:

- აღარ შემიძლია მეტი უძილობა... ეხლა გავითიშები ... აქ დავიძინებ...

საკურის ხეს მივერყრდენი და ძილმა სრულ უგონობაში გადამაგდო.

დილით გამეღვიძა და მიქაელის ხმა გავიგონე:

-შენ მე-5 დონესთან უკვე დაამყარე კავშირი. ეხლა მე-6 დონე უნდა შეიგრძნო. ხომ გახსოვს
მე-5, მე-6 და მე-7 შენი სულის უმაღლესი ტრიადაა... ხომ ხედავ, უკვე უმაღლეს სულიერ
განზომილებებს ვეხებით... და ეს ყველაზე რთულია! გუშინ შენი ცნობიერება მამა-ღმერთს,
სულიწმინდას და ღვთის ძეს შორის ტრიალებდა... სამობრივი ფრაქტალი და რიცხვი 3
სულიერ განზომილებასთანაა კავშირში. ამ ტრიადას სხვა სახელწოდებებიც აქვს. უნდა
მიაგნო, რომელი შეესაბამება შენ მე-6 დონეს... უნდა გაიგო რას წარმოადგენს შენი სულის
ზედა ტრიადა!

- სულ მინდოდა მეთქვა, რომ სწორედ ეს ზედა ტრიადაა, რომელიც ცუდად მესმის რა
არის... ამ დემონმა რაღაზე გამიჩმახა საქმე?.. -შევჩივლე უნებურად, მაგრამ პასუხი ვერ
მივიღე.

„-ხო... გზა ბნელი და მოყინული ხდება“ - გავიფიქრე ჩემთვის...

2018 წელი. 1 სექტემბერი. თბილისი. გულახდილი საუბარი

- რამე ხომ არა გაქვს ჩემთვის სათქმელი? - გავიგონე მისი ფიქრები.

მე ვიუარე და ისევ ვიგრძენი „მოწამვლის“ შეგრძნება, რომელიც არსად არ წასულა და


თურმე გულის კუნჭულში იყო მიყუჩებული.

- როგორ ფიქრობ, რატომ დავუშვი შენზე დემონის შემოტევა?

- იმიტომ რომ დემონი გესხმის თავს იმ მანკიერი თვისების გამო, რასაც შენ სულში
პოულობს. იმ ადგილს ესხმის და იმ დაბალი ვიბრაციის ენერგიით იკვებება, რომელსაც
შენი სული... უფრო სწორედ სამშვინველი ამ თვისების გამოვლინებისას ასხივებს. ის ამ

205
თვისებას კიდევ უფრო აძლიერებს ადამიანში თავისი ზემოქმედებით მენტალურ,
ასტრალურ და ეთერულ სხეულებზე. სხვა სიტყვებით შესაბამის აზრებს, გრძნობებს და
ფიზიკურ გამოვლინებას (მაგ. დააავადებას) იწვევს, რომ მეტი და მეტი ენერგიის
შემოდინება ჰქონდეს. ფაქტიურად ეს მოვლენა შენ ცოდვაზე მიგითითებს... - ხუთოსანი
ბავშვივით ჩამოვურაკრაკე მე.

- რისი დემონი იყო, ის რომელიც კისერზე გეჯდა?

- ეჭვების და დაურწმუნებლობის... - ვუპასუხე და ზუსტად ვიცოდი რა ნიშნავდა ის


„მოწამვლის“ შეგრძნება და რა აზრები არ მასვენებდნენ ბოლო პერიოდი.

- ეხლა სიმართლე მითხარი. რაში შეიტანე ეჭვი?

- არ ვიცი... - ვიგრძენი რომ მინდოდა პასუხისთვის თავი ამექცია და თავი გამემართლებინა.

- სიმართლე მითხარი!.. მე ისედაც ყველაფერს ვხედავ, მაგრამ ეხლა შენ უნდა დაინახო.

- ხომ იცი, რომ...

- არ გინდა თავის მართლება და ნუ გგონია რომ მაწყენინებ. მე ეს თვისება არ მახასიათებს


და ეჭვების გაჩენა ნორმალურად და საჭიროდაც მიმაჩნია ადამიანის სულიერი
განვითარების გზაზე. შენ იცი, რომ ჩვენ ყოველთვის ნებას გრთავდით ყველაფერში ეჭვი
შეგეტანა, რომ შემდეგ აღმოგეფხვრა და შენი დარწმუნებით მყარად მდგარიყავი ფეხზე.
საქმე ეჭვებში არაა. მთავარია მართალი იყო! საკუთარ თავთან მართალი თუ ვერ იქნები,
არაფერი გამოგივა. ვის გინდა სიმართლე დაუმალო? მე? ღმერთს თუ საკუთარ თავს? ეს
თქვენ მატერიალურ სამყაროში შეიძლება ადამიანები მოატყუო. სულიერ
განზომილებებში თქვენ გაშლილი წიგნებივით ხართ... უნდა ამოვიღოთ ეს ხინჯი შენი
გულიდან. თქვი, რაში შეგეპარა ეჭვი?

- შენში... - ამოვღერღე და საკუთარ თავს ვერ ვუჯერებდი, რომ ამას ვამბობდი. გულში
რაღაცამ მიჩხვლიტა და რატომღაც ის სიზმარი გამახსენდა, სადაც სატანამ ანგელოზის
კულონი წამართვა...

- კარგი... ეხლა მიზეზი იპოვე. საიდან დაიწყო ყველაფერი?

შევეცადე ქრონოლოგიურად დამელაგებინა მოვლენები, როდის დაიწყო ის რასაც თავიდან


„საკუთარ თავში ეჭვის შეტანას“ ვარქმევდი...

- ბოლო პერიოდი ჩემი უკრაინელი მეგობარი გამუდმებით ინტერნეტით სხვადასხვა


ლინკებს მიგზავნიდა. ის თვლის რომ ეხლა ბევრს დაეწყო ე. წ. „განსხივოსნება“ და მათ
სტატიებს და ვიდეო-მიმართვებს მიგზავნიდა, რომ ჩემი აზრი მომეწერა, ვთვლიდი თუ არა
მათ ასეთებად და რამდენად შეიძლება მათ ე. წ. სწავლებებს და იდეებს დაეყრდნო...

- მერე, რა დასკვნა გამოიტანე?

- უკლებლივ ყველაზე ნეგატიური დასკვნა მივწერე... ერთის გარდა... ისიც უბრალოდ


მწერალია, რომელიც სულიერ და ფილოსოფიურ საკითხებზე პატარა მოთხრობებს წერს და

206
თავად არანაირი პერეტენზია არა აქვს არც განსხივოსნებაზე და არც ვინმეს მასწავლებლად
იჩემებს თავს. ასეთ კატეგორიულ დასკვნაზე იმ ჩემს მეგობარს ეწყინა კიდეც, რადგან ერთ
მის ავტორიტეტსაც (ერთი რუსი ახალგაზრდა კაცია) კრიტიკულად შევეხე... მე ვუთხარი
რომ ყველა მათგანი ან აფერისტია, ან სულიერი განზომილების ხაფანგშია, ან რუსული
სპეცსამსახურების პროპაგანდას ეწევა ეზოთერიკოსების წრეში ან დემონურ არსებებეთან
აქვთ კავშირი. ფაქტიურად ისე გამომივიდა, რომ ერთი მე ვარ ესეთი მაგარი, ვისაც
ამაღლებულ არსებებთან აქვს კონტაქტი. მაგრამ ის პიროვნებები მართლა აცდენილები
იყვნენ სიმართლეს... იმ ცოდნის გადმოსახედიდან, რომელსაც ეხლა ვფლობ, ამას
თვალნათლივ ვხედავდი...

- მერე? - ვიგრძენი რომ ეღიმება.

- მერე, მომწერა... ასე, თუ ყველაში ეჭვი შეიტანე, რა გამოვაო... ესე, რა გარანტიაა, რომ შენც
ილუზიის ხაფანგში არა ხარო და საერთოდ საიდან ვიცი ვისთან გაქვს კავშირიო? მაგრამ მე
ჩემს ინტუიციას ვენდობიო და ჩემი გული მკარნახობს რომ ის რუსი ახალგაზრდა კაცი
მართლა განსხივოსნებულია და სამყაროს არსი აქვს შეცნობილიო.

- მერე?

- მე მივწერე, რომ ჩემი აზრი ასეთია და აზრს არ შევიცვლი!

- ეს კარგია. მერე?

- მერე გავიფიქრე, მაგრამ არ ვუთხარი, რომ გულიც და ინტუიციაც შეიძლება


გღალატობდეს...

- აი, ეხლა მიზეზს მივადექით... გააგრძელე.

- ხოდა ვიფიქრე, რომ განა მე თვითონ გულის თქმას და ინტუიციას არ ვენდობი? რატომ
არ შეიძლება რომ ჩემი გული და ინტუიცია შეცდეს? რომელ წიგნშია ასეთი კავშირი
აღწერილი, რომელიც ჩვენ გვაქვს? ვის გამოცდილებას შეიძლება დავეყრდნო? ვინ
შეიძლება გამარკვიოს როგორ ხდება ის რაც ხდება? რატომ მე?

- ოხ, რამდენი კითხვები წამოვიდა! -ისევ ვიგრძენი რომ ეღიმება, - მერე?

- მერე... მერე ყველაზე საშინელი ისაა, რომ ვიღაც წვრილ-წვრილი ინტერნეტგურუები კი


არა, არამედ ის ეზოთერიკოსები, მისტიკოსები და თუნდაც ქრისტიანი ღვთისმეტყველები,
ვინც ჩემთვის ყოველთვის ურყევ ავტორიტეტებს წარმოადგენდნენ... მათ აზრებშიც
ცდომილებები დავინახე! ისინი დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რასაც ქადაგებდნენ და
ასწავლიდნენ! გესმის? ეს ადამიანები ჩემზე გაცილებით წმინდა, ჭკვიანი და
ღვაწლმოსილები არიან! ეს ადამიანები სულიერი ბუმბერაზები იყვნენ! ვინ ვარ მე მათთან
შედარებით?

- მერე?

207
- მერე ინტერნეტში შევედი და „სულიერ ხიბლზე“ წავიკითხე, როდესაც ადამიანებს
ლოცვების დროს ანგოლოზები ეცხადებიან, მაგრამ სინამდვილეში დემონები არიან,
რომლებიც აცდუნებენ და ჭეშმარიტ გზას აცდენენ... ამ ცდუნებებზე დიდი წმნინდანებიც
კი ეგებოდნენ... მერე ქრისტიანი სამღვდელოების ქადაგებებს მოვუსმინე ამ თემაზე,
ყოფილი ექსტრასენსების, მაგების, სატანისტების აღსარებებს... ვის აღარ...

- და აქ შენი ბოლო ავტორიტეტი დაინგრა... ჩემი სახით...

მე გული შემეკუმშა, მაგრამ ის რაც მოვყევი უცებ არ მომხდარა, ყველაფერი ნელ-ნელა


განვითარდა, ძალა მოიკრიბა, შემოიპარა და გულში შხამივით ჩამეღვარა. სრულიად
განადგურებულად და დამნაშავედ ვგრძნობდი თავს... მაშინ რა ყოფილა ჩემი ის
სიყვარული, მეგობრობა და ერთგულება მის მიმართ, რომელშიც ასე დარწმუნებული
ვიყავი და მასაც ვარწმუნებდი?... ნუთუ მე ჩემს მასწავლებელს და ყველაზე ახლობელ
სულს ვუღალატე? მაგრამ ჩემი ფიქრების საპასუხოდ, საყვედურის ნაცვლად ისევ ვიგრძენი
მიქაელის თბილი, მოსიყვარულე მზერა და მისი ფიქრები გავიგონე:

- როგორც ჩანს ზედმეტად დაგტვირთე. მაინტერესებდა რამდენად შეგიძლია გამომყვე და


დამავიწყდა რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი სტერეოტიპები გადასალახი,
რომლებიც მრავალი ინკარნაციის განმავლობაში ჩაიბეჭდნენ სულის მეხსიერებაში. მაგრამ
სრულ ნანგრევებზე ხომ ყოველთვის სიახლე აღმოცენდება! ხანდახან ძველი უნდა
დაინგრეს და ამ ნანგრევებზე შენ ახალი სიმართლე უნდა ააშენო! იმას უნდა მიაგნო, რაშიც
ეჭვი არ გეპარება, არასდროს გეპარებოდა და არასდროს შეგეპარება! ეს ის ჭეშმარიტებაა, ის
ნიადაგია, რომელზეც მყარად დადგები და ვერავინ დაგაგდებს! მოძებნე ეს რაღაც!

- ეს რაღაც... - საკუთარ გულს შევეკითხე და მან მიპასუხა - ქრისტეა! - მე ის დღე გამახსენდა


2013-ში, როდესაც წერაქვში ეშმაკების მორიგი შემოტევისას, ის თავად გამომეცხადა (იხ.
„ქრისტესთან შეხვედრა“)...

- გაიხსენე რას გრძნობდი მაშინ... იმიტომ რომ შენი სიმართლის ფილტრი შენი გულია და
სხვა ვერაფერი იქნება. გაიხსენე რას გრძნობდი. რატომ ხარ ასე სრულად დარწმუნებული
იმ დღეში?

- ალბათ ამას საღმრთო მადლი ჰქვია... - ვერ ვიპოვე სხვა სიტყვები მე - მისი თანამყოფობის
შინაგანი მდუმარება, მისი სულის სიკეთე... უბრალოდ კარგად ხარ... შინ ხარ თითქოს... არ
ვიცი როგორ ავხსნა.

- დაიმახსოვრე ეს გრძნობა. კარგად დაიმახსოვრე! იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ყოველთვის


მოყვება ეს გრძნობა! ამიტომ არის ჭეშმარიტების თქმა ასე მარტივი და მსუბუქი... ეხლა
ყველაფერს თავი უნდა დაანებო, ხოლო დრო რომ გავა გადაიკითხე შენი დაწერილი და
ყველაფერი ამ გრძნობის ფილტრში გაატარე. წაშალე ყველაფერი რაც ამ ფილტრში ვერ
გაივლის! ეს არის შენი ორიენტირი და შენი დავალება. ამასობაში გააგრძელე „მამა
ღმერთის“ მიმართ ლოცვა, რომ ამ გრძნობის ამოცნობა ისწავლო. და იცოდე, რომ რაც არ
უნდა მოხდეს, მე არასდროს არ შემპარვია და არ შემეპარება შენში ეჭვი! ხომ ხედავ... ხიდს
გადადიხარ! და ამ ხიდის იქით „ღერძი“ გჭირდება!

208
2018 წელი. 8 სექტემბერი. თბილისი. შეხვედრა ბერებთან

მიქაელთან ბოლო შეხვედრის მერე ერთი კვირა გავიდა და ბევრი მაქვს დასაწერი. ისე
მოვიქეცი, როგორც მიქაელმა დამაბარა. გავანებე ყველაფერს თავი და შევეცადე შინაგან
გულისმიერ ლოცვაზე გადავრთულიყავი. არ ვიცოდი მამა ღმერთისთვის რა სიტყვებით
მიმემართა და იმ სიტყვებს ვპოულობდი, რა თვისებებიც ვიგრძენი მასში - სიბრძნე, მადლი,
მამობრივი სიყვარული. აწი, ტრადიციულ ლოცვებს ვეღარ გამოვიყენებდი. ეს სხვა
საფეხური იყო და ჩემი სიტყვები უნდა მეპოვა. ჩემი ძაფი უნდა გამება, რომელიც მე და მას
დააკავშირებდა. ხანდახან მქონდა ისეთი გრძნობა, რომ ცნობიერების ნაწილით გაკვრით
ვეხებოდი მას, მის თვისებებს, მაგრამ მყარი თანამყოფობის შეგრძნება, როგორიც მიქაელის
ან იესოს მიმართ მქონდა არ მომდიოდა.

მოხდა ისე, რომ ამ კვირის განმავლობაში „---------„-ის მონასტრის წინამძღვარმა ბერული


გულის ლოცვა მასწავლა. ეს ლოცვა ისედაც ვიცოდი, მაგრამ ამ შემთხვევაში ლოცვის
სიტყვები სუნთქვასთანაც და გულისცემასთანაც უნდა შემეთავსებინა. საუბრიდან
გამოჩნდა რომ ამ წინამძღვრისთვის ცნებები კარმაზე და რეინკარნაციაზე არ იყო უცხო,
რამაც ერთობ გამაკვირვა მართლმადიდებელი ბერისგან.

წასვლისას მამა „-------„-მა ჩუმად ჩამჩურჩულა:

- ხომ ხედავ... ჩვენ გვჯერა ესეთი რაღაცეების, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ. ადრე
იყო ეს ცოდნაც ქრისტიანობაში, მაგრამ მერე ამოიღეს. რასაც ეხლანდენილი
მართლმადიდებლობა წარმოადგენს, ეს გზაა. ეს გზაა, რომელიც ამართლებს, მუშაობს და
ჭეშმარიტია, მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეული ცოდნა აკლია. ამ ცოდნის არ
არსებობა ამ გზას არ აკნინებს. და მე ძალიან გირჩევ მამა „---„-ს წააკითხო შენი ნაწერები.

მე თან დავეთანხმე, თან არა. რადგან ეხლანდელ დროს, რომელიც მატერიალური ცოდნის
ეპოქაა, სულიერი ცოდნის გარეშე, ბევრი ამ გზას ვერ ერგება. დაკარგული ცოდნა კარმაზე
და რეინკარნაციაზე ალბათ რაღაცნაირად უნდა დაბრუნდეს ქრისტიანობაში, მაგრამ ამ
ცოდნას სხვა ცოდნაც მოყვება, როგორიცაა ვედური ნათელი და ბნელი ძალების
იეარარქიის აღიარება, რაც სამებაში წარმოდგენილი მონოთეისტური რელიგიისთვის
ძნელი წარმოსადგენია და ეს გასაგებიცაა.

ამ ორმა შეხვედრამ გარკვეულწილად გამარკვია საკუთარ ემოციებში, მაგრამ ეჭვი


საკუთარ თავში თავს არ მანებებდა.

ეს ერთი კვირა მიქაელს არ დავკავშირებივარ, როგორც მთხოვა. მაგრამ ამჯერად ფიქრებით


დავუძახე და მისი თანამყოფობა მაშინვე ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ ისეთ კარგ განწყობაზე
იყო, რომელშიც ხუმრობა უნდება ხოლმე. მის ასეთ განწყობაზე მეც უნებურად მეღიმება

209
და ხანდახან მეცინება კიდეც... მის ართქმულ ხუმრობებზე მეცინება თუ უბრალოდ მისგან
მომავალი სიხარული მედება, არ ვიცი...

უკანასკნელი სამი დღეა მამა „---„-ს ნასწავლ გულის ლოცვებს ვამბობ. ვცდილობ უწყვეტ
ლოცვას მივაღწიო, მაგრამ თუ რამით ვკავდები ყურადღება მეფანტება. ამავე დროს
მიქაელის ნასწავლი მახსენდება, რომელიც მიხსნიდა რომ ადამიანს შესაბამისი უნარის
განვითარებისას, ისევე როგორც უმაღლეს არსებებს, ცნობიერების დაქსაქსვის უნარი აქვთ.
ამ უნარით წესით უწყვეტი ლოცვა და პარალელურად სხვა, თუნდაც ინტელექტუალური
საქმიანობა უნდა იყოს შესაძლებელი. მამა ღმერთის შეგრძნება ჯერ-ჯერობით არ მომდის
გულში. მხოლოდ ქრისტეს ვგრძნობ გაძლიერებულად. გულში სიმხურვალის და
სინათლის დანახვაც მხოლოდ სიზმარში ან „შეცვლილი ცნობიერების“ მდგომარეობაში
შემიძლია. ერთადერთი რაც მამა „---„-ს ნასწავლიდან გამომდის, არის პულსაციის მიყვანა
სხეულის სხვადასხვა ადგილებში, განსაკუთრებით წელს ზევით. უნდა აღვნიშნო, რომ მამა
„---„-ს „ბერული ლოცვა“ თავისი მექანიზმით და პრინციპით ძალიან ჰგავს ჩვენი აგნი
იოგების გულის ცეცხლის ფლობისა და მკურნალობის მეთოდიკას, მხოლოდ უფრო
ლოცვაზე და ღმერთზეა მიმართული.

რაც ასევე დამამახსოვრდა მამა „---„-ს ქადაგებიდან იყო მისი სიტყვები ადამიანის სულის,
იგივე ცნობიერების 9 სხეულზე. მან ამ სხეულების ცხრა ფენაზე სამჯერ გაიმეორა. მაგრამ
მე რომ მიქაელი 7-ობრივ სტრუქტურაზე მელაპარაკებოდა? ამ 9 შრეზე, თუ ფენაზე ისევ
წავაწყდი ინფორმაციას ფეისბუკზე ახალი ამბების თვალიერებისას ერთ-ერთ სტატიაში
ვედურ შეხედულებებზე. ვედებში როგორც ჩანს ითვლება რომ ადამიანი თავისი
ფიზიკური სხეულიანად 9 და არა 7 შრისგან შედგება. რატომღაც მენიშნა რომ ეს
ინფორმაცია ტყუილად არ მოდის ასე დაჟინებით ყველა მხრიდან.

- რატომ მოდის წინააღმდეგობაში ეს 9-ად დაყოფის პრინციპი 7-ად დაყოფის პრინციპთან?


- ვკითხე შინაგანად მიქაელს და რატომღაც მისგან ასეთი აზრი ვიგრძენი:

- მოდის, რო? ადამიანი მუცლადყოფნის დროს 7 თვეში არულებს თავის განვითარებას,


გადის რა ევოლუციის საფეხურების იმიტაციას. 7 თვის ნაყოფი დასრულებულია და
სიცოცხლისუნარიანი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მუცლად მაინც 9 თვე იმყოფება.
დაფიქრდი ამაზე.

მან ფიქრებით იმ სქემასთან დამაბრუნა, სადაც ადამიანი 2-ადაც, სამადაც, ოთხად, ხუთად,
ექვსად და ბოლოს შვიდ ფენად იყო განხილული (იხ. „შვიდობრივი ფრაქტალის
პრინციპი“). ისევ გამიჩნდა შეგრძნება რომ ბნელ და მოყინულ გზაზე მივდივარ და ახალ
ამოცანაში უნდა გავერკვიო. როგორ არ მიყვარს ან ქრისტიანობასთან ან ვედებთან
დაპირისპირება, რადგან ეს ორი ავტორიტეტული რელიგიაა ჩემთვის. თუმცა ვედებზე
დაფუძნებულ რელიგიებშიც უამრავი ვარიაციებია და ყველას თავისი სიმართლე აქვს.
ყველგან თავისებური ინტერპრეტაციებია.

210
2018 წელი. 9 სექტემბერი. წერაქვი. მრავალი ინკარნაცია, როგორც ერთი უწყვეტი
სიცოცხლე

მიქაელი:

- გახსოვს, როდესაც შენმა უკრაინელმა მეგობარმა გთხოვა შეგეფასებინა ინტერნეტ


სივრცეში მოღვაწე ე. წ. „განსხივოსნებულები“ და სულიერი გურუები, შენ ყველა დაიწუნე
ერთის გარდა?

- იგორი? ის უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი ფილოსოფოსი მწერალია...

- გაიხსენე შენი ეჭვები... შენ ჩემში არა, სინამდვილეში მართლა საკუთარ თავში
გეპარებოდა ეჭვი, რადგან თვლიდი რომ არაფერი გიღვაწია ისეთი, რომ ამაღლებულ
არსებებთან და თავად ქრისტესტან გქონდეს კონტაქტი... ეს იმიტომ რომ შენ საკუთარ თავს,
ისევე როგორც სხვებს მხოლოდ ამ ცხოვრებით და ამ ცხოვრების მონაპოვარით აფასებ.
სინამდვილეში ადამიანის უკან მრავალი იკარნაციაა, რომელთა ერთობლიობა ძერწავს
ჭეშმარიტ „მე“-ს. წაიკითხე იგორის 6 სექტემბრის ჩანაწერი.

ვაკოპირებ ინტერნეტიდან:

Igor Nemoff

6 სექტემბერი

- Скажи, какой смысл называть наши прошлые жизни нашими, если в этой жизни мы ничего
не можем о них вспомнить?

- Для начала следует понять, что вспоминать? Ты никогда не вспомнишь то, чего нет. Так вот,
нет никаких прошлых жизней. Жизнь всегда одна и та же. Она длится вечно. Она всегда
происходит здесь и сейчас. Поэтому не вспоминай какие-то прошлые жизни, а вспоминай
события из твоей одной единственной жизни, которые случались с тобой в разных твоих
воплощениях. И у тебя будет настоящий шанс действительно что-то вспомнить. Но, ответь,
все ли ты помнишь хотя бы из того, что происходило с тобой даже в этом теперешнем твоем
воплощении, которое ты считаешь всей своей реальностью? Или же ты помнишь только все
самое яркое, особенное, необычное, важное?

- Пожалуй, что именно так.

- Тогда, насколько яркими, важными и особенными должны быть события из очень давних
твоих воплощений, чтобы они запомнились тебе навсегда?

- Даже не могу представить себе, что бы это могло быть? А ты как думаешь?

- Не забывается Бог, не забывается любовь. Потому что любовь – это и есть Бог. Он может
стереть из памяти все. И это благо придумано для того, чтобы старые воплощения не мешали
новому, чтобы ты ценил сегодняшнюю жизнь до последнего ее мига, не зная наверняка, что

211
она бесконечна. Что в самой глубокой своей сути она была, есть и будет всегда. Но Бог не
может стереть из твоей памяти себя самого. Он не может стереть любовь. По сему, только
любящие люди, знающие Бога, знают и то, что жизнь их вечна. Ведь это одно и то же знание,
мой друг. Узнав себя настоящих, они уже не смогут это потерять. Нигде и никогда.

Igor Nemoff "Пешеход"

მიქაელი:

-ადამიანმა შეიძლება ამ ცხოვრებაში არა, მაგრამ წინა ცხოვრებებში დაიმსახურა ის, რაც ამ
ცხოვრებაში ეძლევა. ამიტომ ნუ განსჯი სხვა ადამიანს და ნურც საკუთარ თავს აწმყო
მომენტით. თუ გინდა ისწავლო სულის თვალით ხედვა, დაინახე ერთი უწყვეტი
სიცოცხლე, რომელიც სხვადასხვა ინკარნაციებისგან შედგება. „Поэтому не вспоминай
какие-то прошлые жизни, а вспоминай события из твоей одной единственной жизни,
которые случались с тобой в разных твоих воплощениях.“ ეს ერთი ცხოვრებაა. სხვადასხვა
განსხეულებებში გამოვლენილი ერთი ცხოვრება და ეხლა ვლინდება ის რაც ამ
ინკარნაციებში ყველაზე მკაფიო, ყველაზე კვალისდამამჩნეველი იყო, ის რაც შენი სულის
თვისებაში დაილექა და ეხლა შენი უმაღლესი „მე“-დან შენ ამჟამინდელ პიროვნებაში
ვლინდება.

ინტერნეტპოსტებიდან:
კვება

რაც შეეხება კვებას... ხშირად ისმის კითხვა - ადამიანი მტაცებელია თუ „ბალახისმჭამელი“


(ანუ მცენარეების მჭამელი)? ბიოლოგიურად ადამინი ნაირმჭამელია, ანუ როგორც
ცხოველური ასევე მცენარეული საკვების მიღება შეუძლია და საჭმლის მონელების
სისტემა, თავისი ნაწლავების სიგრძით, მიკრობიომითა და კბილების აგებულებით, ორივე
ტიპის საკვებზეა გათვლილი. ვინც თვლის, რომ ადამიანი ბიოლოგიურად მტაცებელია,
შეეცადოს აჭამოს მგელს კომბოსტო, თუ გამოუვა რამე. ადამიანი ნაირმჭამელია და
შესაბამისად აქვს არჩევანი აირჩიოს ხორცეული ან ვეგეტარიანული რაციონი. არსებობს
ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც უსადაგებს ჩვენს ორგანიზმს იმ საკვებს, რომელსაც
ვიღებთ - ეს არის გენები და მიკრობიოტა.

ადამიანის ორგანიზმის ქსოვილები, ძირითადად ნაწლავები, მაგრამ ასევე კანი, ნერწყვი,


ლორწოვანი გარსი, ფილტვები და სხვ. დასახლებულია მიკროორგანიზმებით, რომლებსაც
კრებითი სახელით ბიოლოგები მიკრობიოტას (ხალხში მიკროფლორას) ეძახიან.

212
მიკრობიოტა წარმოადგენს ორგანიზმში მაცხოვრებელი ბაქტერიების, არქიბაქტერიების,
ერთუჯრედიანი სოკოების და ვირუსების ერთობლიობას, რომელთაგან ზოგი მასპინძელ
ორგანიზმთან სიმბიოზში (ანუ ურთიერთმომგებიან), ზოგი კი პათოგენურ
დამოკიდებულებაშია. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენში იმდენი მიკროორგანიზმი
ცხოვრობს, რომ ბოლო კვლევების თანახმად, ადამიანის მიკროფლორა უჯრედების
რაოდენობის მიხედვით აღემატება უშუალოდ ადამიანის ორგანიზმის უჯრედების
რაოდენობას ლამის სამჯერ! ბოლო კვლევების თანახმად ამ მიკროორგანიზმების
ბალანსზე და მათი ცხოველქმედების შედეგად გამოყოფილ და მოხმარებულ
ნივთიერებეზე დიდწილად არის დამოკიდებული ადამიანის იმუნიტეტი, მეტაბოლიზმი
და ნერვული თუ ფსიქიკური მდგომარეობა. ასევე უკანასკნელი კვლევები მოწმობს, რომ
აუტიზმი, გაფანტული ყურადღების სინდრომი, მუდმივი დაღლილობის სინდრომი,
აუტოიმუნური და უამრავი სხვა დაავადება დაკავშირებულია სწორედ პათოგენური
მიკრობიოტის დომინირებასთან, რომლებიც ცხოველქმედების შედეგად ტოქსიკურ
ნივთიერებებს გამოყოფენ. მეცნირები ურჩევენ მშობიარე ქალებს, თუ არის შესაძლებლობა,
არ გაიკეთონ საკეისრო კვეთა, რადგან საჭირო მიკრობიოტას აკრეფა ბავშვის მიერ ხდება
სწორედ ფიზიოლოგიური მშობიარებისას სამშობიარო გზების გავლის შედეგად.

ხოდა დავფიქრდეთ, ვის ვკვებავთ საკუთარ სხეულში, ვის ვამრავლებთ და ვის


ვაცხოვრებთ, იმიტომ რომ ჩვენი კვების რაციონზეა დიდწილად დამოკიდებული, რომელი
სახეობის მიკროორგანიზმი გამრავლდება და რომელი დაითრგუნება.

მეორე ფაქტორი, რომელიც კვებასთანაა დაკავშირებული არის გენების ფაქტორი. ჩვენ


მთელი რიგი გენები გვაქვს, რომლებიც შეიძლება „დადუმებული“ (ინგ. Silenced) იყოს
მრავალი თაობის განმავლობაში, იმის გამო რომ გარეგანი ფაქტორები არ იწვევენ ამ გენების
გააქტიურებას. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვითხოვთ ამ გენების გააქტიურებას და
ამიტომ ისინი „დუმან“. გენების გაატიურება/დადუმების მექანიზმებს ანუ გენთა
ექსპრესიას იკვლევს მოლეკულური გენეტიკის სფერო, ეპიგენეტიკა, რომელიც შედარებით
ახალია თანამედროვე მეცნიერებათა სფეროებს შორის და ბევრი აღმოჩენა ალბათ კიდევ
წინ გვაქვს. მე მინდა მარტივად ავღწერო ეს პროცესი. ჩვენ კულტურაში გაზრდილი
ადამიანები მრავალი თაობის განმავლობაში მიჩვეულები არიან ხორცის შემცველ საკვებს.
იმის გამო, რომ ჩვენი წინაპრების თაობები იკვებებოდნენ კონკრეტული რაციონით,
რომელთა შორის იყო ხორცი, ჩვენც მემკვიდრეობით მივიღეთ გააქტიურებული გენები,
რომლებიც ასინთეზირებენ იმ ცილებს და ფერმენტებს, რომლებიც ამ რაციონის, ანუ
დომინანტურად ხორცის, ხორბლის, კვერცხის და რძის პროდუქტის მოსანელებლადაა
საჭირო, ვინაიდან სწორედ ამ პროდუქტებიდან უნდა ამოიღოს ჩვენმა სხეულმა ენერგია.
შედეგად გვაქვს კონკრეტული „მოთხოვნა“ კონკრეტულ გენებზე. როდესაც კვების
რაციონს იცვლი, და სიტყვაზე, ხდები ვეგეტარიანელი, ორგანიზმში იწყება მთელი რიგი
გარდაქმნები, რომლებიც არც ისეთი სასიამოვნოა და რაღაც პერიოდი მძიმე და
მტკივნეული ორგანიზმისთვის. ხდება მიკროფლორის ცვლილება და იმ
მიკროორგანიზმების დომინირება, რომლებიც მცენარეულ საკვებს მოინელებენ, ხოლო
გენების დონეზე, იმ გენების დადუმება, რომლების ხორცის მეტაბოლოზმთანაა
დაკავშირებული და იმ გენების გააქტივება, რომლებიც მცენარეული საკვების მონელების

213
ბიოქიმიასთანაა კავშირში. ამ გარდაქმნებზე შეიძლება წავიდეს თვეები და წლებიც.
ადამიანის ორგანიზმს შეუძლია გადავიდეს უმი მცენარეული საკვების ისეთ მონელებაზე,
რომ სრულად მიიღოს ყველა საჭორო ნივთიერება (ცილების ჩათვლით) და სრულად
ამოიღოს ამ ნივთიერებებიდან ენერგია. რაც ზემოთ ავღწერე, არის ჩვენი თანამედროვე
მეცნიერული, ანუ მატერიალური ხედვის ადამიანების ცოდნა. ხოლო, რაც შეეხება იგივე
ცოდნას, დანახულს „სულიერი კატეგორიებით“, არის შემდეგი:

2018 წელი. 15 სექტემბერი. თბილისი. კვებაზე

მიქაელი:

- მინდა საკვებთან დაკავშირებით გესაუბრო. მაგრამ ამ შემთხვევაშიც შორიდან მოვუვლი.


შენ იცი რომ მცენარეული საკვები წარმოადგენს მე-2 განზომილების არსებებს, რომლებსაც
გარდა ფიზიკური სხეულისა აქვთ ეთერული (ენერგეტიკული), ხოლო ცხოველებს,
როგორც მე-3 განზომილების არსებებს ფიზიკური, ეთერული და ასტრალური.
მცენარეული საკვების მიღებისას ადამიანის ფიზიკური სხეული გარდა მცენარის
ფიზიკური სხეულის კომპონენტების ინტეგრირებისა, ახდენს მისი ენერგეტიკული
სხეულის კომპონენტების ინტეგრირებას, რაც აძლიერებს მის ფიზიკურ და ენერგეტიკულ
გარსს. ხოლო ცხოველური საკვების მიღებისას, ადამიანი გარდა ფიზიკური და ეთერული
კომპონენტებისა, ასევე ახდენს ცხოველის ასტრალური ანუ ემოციური სხეულის
ინტეგრირებას თავის ასტრალურ ანუ ემოციურ სხეულში, რაც ამდაბლებს მისი
ასტრალური სხეულის ვიბრაციას ცხოველურ დონეზე. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანში
ცოტათი შედის იმ ცხოველის ცნობიერება, რომელსაც ის ჭამს. ეს შეიძლება არ
ვლინდებოდეს თვალნათლივ ჩვეულებრივი დამკვირვებლისთვის, მაგრამ სწორედ
ცხოველთა ხორცით კვებაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ადამიანთა დაუოკებელი
აგრესიის, უკონტლორო ემოციებისა და ცხოველური ვნებების. ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი, რატომ ვერ იმაღლებს საშუალო სტატისტიკური ადამიანი თავისი ცნობიერების
ვიბრაციებს საიმისოდ რომ ზედა სულიერ ტრიადასთან დაამყაროს კავშირი, არის
ვიბრაციის დაწევა ცხოველთა ხორცის მიღების გამო. რაც შეეხება ადამიანის მიერ
ადამიანისვე ხორცის მიღებას ანუ კანიბალიზმს, აქ, როგორც ხვდები მე-4 კომპონენტი
ემატება, ანუ ადამიანის მე-4 ნატიფ სხეულში (მენტალურ სხეულში) ხდება მეორე
ადამიანის მენტალური სხეულის კომპონენტების შერწყმა, რაც ამ პიროვნებისთვის სრული
კატასტროფაა. ის ერთგვარად იღებს მეორე ადამიანს საკუთარ მენტალში, რაც ისეთ მწვავე
ფსიქიურ აშლილობას იწვევს, როგორიცაა სიგიჟე, პიროვნების გაორება და სიკვდილი.

- პრიონული დაავადება, - გამახსენდა ავადმყოფობა, რომელიც კანიბალიზმს ახლავს თან.

- რაც უფრო განვითარებულია ცოცხალი არსების ნატიფი სხეულები (ცხოველებზე მაქვს


საუბარი) მით უფრო დაუშვებელია მათი ხორცის მიღება, რადგან მით უფრო ძლიერი

214
იქნება მათი გავლენა ადამიანის შესაბამის ნატიფ სხეულებზე. თანამედროვე ენით რომ
ვთქვათ, რაც უფრო განვითარებულია ცოცხალი არსების ნერვული სისტემა (რადგან თქვენ
სამყაროში ცნობიერება ნერვული სიტემის მეშვეობით ავლენს თავს), მით უფრო
მიუღებელია მისი საკვებად გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ
მაღალგანვითარებული ცხოველების სიკვდილს მაღალი ინტენსივობის ტანჯვის განცდა
ახლავს თან, რაც ადამიანის მიმართ კარმულ უკუგებას აღძრავს. ეს ცალკე თემაა.

- გამახსენდა ერთი იოგის ნათქვამი, რომ იოგები მხოლოდ იმ ცოცხალ არსებებს ჭამენ,
რომლებსაც თვალები არა აქვთ. მაგალითად მოლუსკი შეიძლება, მაგრამ თევზი არა, -
ვთქვი მე.

- იმიტომ რომ არსებები თვალების გარეშე მე-2 განზომილების კატეგორიას


მიეკუთვნებიან. ჩვენ მათ ”მცენარეების” კატეგორია ვუწოდეთ, მაგრამ სინამდვილეში ამ
კატეგორიაში მცენარეების გარდა სხვა ბიოლოგიური ფორმებიც შედის. გახსოვს, როდესაც
მე გითხარი რომ მაღალი ენერგიის საკვებით უნდა იკვებო, მე არ ვიგულისხმე ფიზიკური
ენერგეტიკული შემცველობა, რომელიც ხორცსაც მაღალი აქვს. მე ვიგულისხმე
მცენარეული საკვების ის ნაირსახეობა და ფორმა, რომელსაც ყველაზე მაღალი ვიბრაცია
აქვს. როგორც ადამიანი შეიძლება მაღალი ან დაბალი ვიბრაციის ცნობიერების
მატარებელი იყოს, ასევე მცენარეც შეიძლება მეტად ან ნაკლებად ნატიფ სიხშირეებს
ატარებდეს. მაგალითად უმი ხილი, ბოსტნეული (თუმცა მათშიცაა განსხვავება და ეს
სფერო ძალიან ვრცელია) და მარცვლეულის ღვივები ყველაზე მაღალი ვიბრაციის
მატარებლები არიან. შენ იცი, რომ ის მცენარეული საკვები, რომელიც თავის თავში ახალი
სიცოცხლის გაღვივების, წარმოქმნის პოტენციალს შეიცავს, განსაკუთრებით მდიდარია
ნატიფი ენერგეტიკით და შესაბამისად სასიცოცხლო ძალით. უმ საკვებს უპირატესობა აქვს
თერმულად დამუშავებულთან შედარებით, რადგან თერმულად დამუშავებულ საკვებს
ჭარბად მოყვება ცეცხლის სტიქიის ენერგია, რომელიც მცენარეში არსებულ სხვა სტიქიებს
დიდ წილად ანადგურებს. აქედანაა ადამიანის ორგანიზმში სტიქიების დისბალანსი და
ამდენი დაავადება. მაგრამ ზოგი მარცვლეული, რომელიც სელექციით ან
გენმოდიფიცირებითაა გამოყვანილი, მავნეა. ამაზე ცალკე გესაუბრები, რატომ არ არის
რეკომედირებული (თქვენთვის, დედამიწელებისთვის ყოველ შემთხვევაში) განვითარების
ამ ეტაპზე გენური ინჟინერია. იმისთვის რომ ადამიანი სულიერად ამაღლდეს და თავის
სულიერ ტრიადასთან დაამყაროს კავშირი, მან შესაბამისი საკვებით უნდა მაქსიამლურად
აიმაღლოს ქვედა ოთხი სხეულის ვიბრაცია. სწორედ ეს არის ნამდვილი მარხვის კვებითი
კომპონენტი.

------------------

მიქაელი:

- გარდა საკვებისა და დაბადებისას ჭიპლარიდან მიღებული თანდაყოლილი


ენერგეტიკული მარაგისა, ადამიანი იღებს სტიქიების ენერგიებს გარემოდან. სუფთა
წყალი, ჰაერი, მიწა და მზე მისთვის ისეთივე აუცილებელია როგორც დედისგან

215
თანდაყოლილი ენერგია ან მაღალი ვიბრაციის საკვები. ამიტომ არის ასე საჭირო დიდი
ქალაქებიდან ისეთ დასახლებებში გადასვლა, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენიათ სტიქიათა
ენერგიები. წყალი უბრალოდ წყალი არ არის და ჰაერი უბრალოდ ჰაერი. მათ თავისი
ნატიფი ენერგეტიკა აქვთ, რომლებიც ცოცხალი არსებების ეთერულ სხეულებს
ასაზრდოვებს და ენერგიების შემოდინების გაერეშე ვერც ერთი ადამიანი ვერ იქნება
ბოლომდე ჯანმრთელი ვერც ფიზიკურად და ვერც ფსიქიურად.

2018 წელი. 16 სექტემბერი. თბილისი. სიკეთე და ბოროტება

მე:

-ესე მივხვდი, რომ გინდა რომ გნოსტიკური ტექსტები გავარჩიო.

მიქაელი:

- სიკეთის და ბოროტების თემა მინდა განვიხილოთ, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი


და შესაბამისად ყველაზე უკუღმართად გაგებული თემაა ადამიანებისთვის. როგორც იცი
1-ლი განზომილების (სიმკვრივის) არსებები ანუ რასაც დავარქვით „მინერალები“ შეიცავენ
ფიზიკურ სხეულს, მე-2 განზომილების ანუ „მცენარეები“ ფიზიკურს და ეთეულს, ხოლო
მე-3-ის ფიზიკურს, ეთერულს და ასტრალურს. გარდა ამისა სამივე კატეგორია შეიცავს
„პირველწყაროს“ ანუ მე-7 დონეს, როგორც საღმრთო ნაპერწკალს/ცნობიერებას. მაგრამ
მხოლოდ ადამიანს, რომელსაც მე-4 კომპონენტი, ანუ მენტალური სხეული აქვს, შეუძლია
სულის უმაღლეს ტრიადასთან დაკავშირება და შესაბამისად სულიერი და ფიზიკური
სამყაროების შეხებაში მოყვანა, რადგან სწორედ მენტალური სხეულით კავშირდება
ერთმანეთთან ქვედა ფიზიკური და ზედა სულიერი ტრიადები. მენტალური სხეული მათი
შუამავალია. (სწორედ მე-4 ანუ გულის ჩაკრა აკავშირებს „მიწიერ ადამიანს“ „ზეციერ
ადამიანთან“ ანუ ქვედა სამ ჩაკრას ზედა სამ ჩაკრასთან. სწორედ ამიტომ ითვლება რომ
გულის ლოცვა ამყარებს კავშირს ღმერთთან). ამიტომ არის რომ სიმბოლიზმში ადამიანს
ხშირად სანთელად გამოსახავენ, სადაც სანთელი ქვედა ტეტრადაა, ხოლო ალი ზედა
ტრიადა. ასევე შეიძლება წარმოიდგინო ადამიანი სიცოცხლის ხედ, რომლის ღერო
ფიზიკური სხეული და სამშვინველია (ანუ ქვედა ტეტრადა), ხოლო ვარჯი სულიერი
ტრიადა. მხოლოდ მენტალური სხეულის ანუ გონის, ინტელექტის განვითარებით ცოცხალ
არსებას ეძლევა „მე ვარსებობ“ აღქმა, დროის შეგრძნება, წარმოსახვა და შესაბამისად
შემოქმედების უნარი. ეს თვისებები კი სწორედ სულიერი სამყაროს გამოსავლენადაა
საჭირო, რადგან სულიერი სამყაროა პირველადი და ფიზიკური სამყარო მისი თაოსნობით,
მისგან მართულად ფორმირდება. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ადამიანის
მენტალური სხეული ისეთ დონეზე იყოს, რომ ის სრულად ატარებდეს საღმრთო ენერგიას
სულიერი ტრიადიდან (სხვა სიტყვებით საღმრთო ნების გამტარებელი იყოს). თუ ეს
კავშირი სუსტი ან გაწყვეტილია, ადამიანის შემოქმედება საღმრთო ნების

216
საწინააღმდეგოდ, საკუთარი ეგოს შესატყვისად (ანუ მხოლოდ 4 ქვედა სხეულით)
ხორციელდება, რაც მახინჯ და არასიცოცხისუნარიან რეალობას წარმოქმნის.

ეხლა დაფიქრდი იმაზე რა არის ბოროტება და ევოლუციის რომელ საფეხურზე ჩნდება ის?

მე:

- ნუ... იქიდან გამომდინარე რომ მინერალებს, მცენარეებს და ცხოველებს შეგნებული


ბოროტების ჩადენა არ შეუძლიათ, როგორც ჩანს შეგნებული ბოროტება გონთან ანუ
ინდივიდუალური მენტალური სხეულის ჩამოყალიბებასთან ერთად ჩნდება... სულ
მახსენდება გველის მიერ ადამის და ევას ცდუნება „სიკეთისა და ბოროტების“ ნაყოფით.
რას ნიშნავს ეს ალეგორია? და ვინ არის გველი? გნოსტიკურ ტექსტებში მას არა აქვს
უარყოფითი დატვირთვა.

- ეხლა დაფიქრდი... მენტალური სხეულის განვითარება და მისი ვიბრაციის მაქსიმალურ


სიხშირეზე აყვანა აუცილებელია, რომ სულიერ ტრიადას დაუკავშირდე, ანუ სხვა
სიტყვებით, რომ ფიზიკური სამყარო სულიერს დაუკავშირდეს და მისი ენერგია, მისი ნება
ფიზიკურში გაატაროს. მენტალის გარეშე ცოცხალი არსება ცხოველია და მეტი არაფერი,
რაც არ უნდა ნეტარ მდგომარეობაში იმყოფებოდეს ის. ახლა კი გაიხსენე შენი ამაღლებული
მდგომარეობა 2013-ში წერაქვში. ის მდგომარეობა, რომელშიც ქრისტემ შეგიყვანა სწორედ
ისაა, რაზეც გესაუბრები. ესაა კავშირი სულიერ ტრიადასთან, რომლის დროსაც ნატიფი და
სულიერი სამყაროების ხედვას იწყებ და ღმერთთან კავშირის გამო უწყვეტი ნეტარების
შეგრძნება გაქვს. როგორც შენ მაშინ დაახასიათე, ბედნიერი ხარ უბრალოდ იმიტომ რომ
არსებობ! ეს „მე ვარსებობ“ ცნობიერებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ამ შენი შეგრძნების
აღწერა, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის ცათა სასუფეველი, რომელზეც ქრისტე ასე
დაჟინებით საუბრობდა, ეს არის ის „ედემი“, რომელიც სიმბოლურად ადამმა და ევამ
დაკარგეს და რომელშიც უნდა დაბრუნდნენ. არც ცათა სასუფეველი, არც ედემი არ არის
გეოგრაფიული ადგილი. ეს ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, როდესაც ის საკუთარ
სულიერ საწყისს უკავშირდება და ღმერთს ეზიარება. ახლა მითხარი, განა შენ მაშინ
დაგიქვეითდა გონება ან შეგისუსტდა აზროვნება?

- არა, პირიქით, ასეთი მკაფიო გონება არასდროს მქონია, როგორც მაშინ.

- მოგინდებოდა შენ ასეთ მდგომარეობაში ვინმესთვის ზიანის მიყენება ან ე. წ. „შეგნებული


ბოროტების“ ჩადენა?

- არა. ამ მდგომარეობაში ისეთი სიხარული გავსებს, რომ ყველა გიყვარს და არაფერი


გინდება გარდა იმისა, რომ უბრალოდ ამ მდგომარეობაში არსებობდე. თითქოს სავსე,
თვითკმარი ხარ და არაფერი გჭირდება.

- ხომ ხედავ, ესე იგი მენტალური სხეულის არსებობა-არარსებობა ანუ გონის შეძენა არ არის
კავშირში „შეგნებული ბოროტების“ წარმოქმნასთან. „შეგნებული ბოროტება“
დაბალვიბრაციული მენტალის შედეგია, როდესაც ადამიანი საღმრთო საწყისსაა
მოწყვეტილი. ამ დროს ის ცდილობს სიხარული „ქვევიდან“ ანუ ფიზიკური სამყაროდან
მოიპოვოს. ხოლო როგორც მოგეხსენება ყველანაირი სიხარული, რომელიც ფიზიკური

217
სამყაროდან მოდის კარგ ვარიანტში უბრალოდ დროებითია და ცუდ ვარიანტში საფასურს
მოითხოვს. მაგალითად ბუნების სილამაზით ტკბობა დროებითია, ხოლო ნარკოტიკით
სიამოვნების მიღება ადამიანის სიცოცხლეს იღებს საფასურად. სულიერ სამყაროს
მოწყვეტილი ადამიანი ცენტრისკენული, ანუ საკუთარ ეგოზე ხდება ორიენტირებული. ის
საკუთარ თავს ფიზიკურ სხეულთან აიგივებს არ აქვს რა კავშირი უმაღლეს სულიერ „მე“-
სთან, ხოლო ფიზიკური სხეული და ყველაფერი რაც მასთანაა დაკავშირებული დროებითი
და წარმავალია. ამდენი ვნება, სურვილი და ეგოიზმი და მათი საშუალებით დაკარგული
ნეტარების ძიება წარმოქმნის სწორედ „შეგნებულ ბოროტებას“. ადამიანებს სიყვარულიც
კი არ შეუძლიათ, რადგან ამითაც როგორც შენ თქვი, ღმერთთან დაკარგული „სიმთელის“
მიღწევას ცდილობენ, ამიტომ სიყვარული საკუთრებაა მათთვის და სხვა არაფერი.
„შეგნებულ ბოროტებას“ მოყვება კარმული უკუგების წარმოქმნა. ჩადენილი
ბოროტებისთვის სამაგიეროს დასაბრუნებლად ფიზიკური რეალობა გარდაიქმნება
საიმისოდ რომ მეტი „სადამსჯელო“ გარემოება შეიქმნას 1,2 და მე-3 განზომილების
დონეზე. ანუ მეტი მიწისძვრა, წყალდიდობა (1-ლი განზ), ფლორის გადაგვარება,
სასოფლო-სამეუნეო კულტურების არ გახარება (მე-2 განზ), ცხოველების აგრესია (მე-3
განზომილება). როგორც ხედავ კაცობრიობის მენტალური სიხშირეების დაცემა იწვევს სხვა
ცოცხალი და არაცოცხალი არსებების „დაცემას“. ბიბლიური ფრაზა „Ибо всякая плоть
извратила путь свой на земле“ (ძველი აღთქმა. 6.12) სწორედ ამაზეა. ამიტომ გამონათქვამი,
რომ ადამიანის განღმრთობა ყოველივე ცოცხალს და არაცოცხალსაც მიიყვანს ღმერთთან,
მართალია! ეხლა ისევ გაიხსენე ის მდგომარეობა წერაქვში. გახსოვს, რაღაც მომენტში შენ
თითქოს თოვლი დაინახე, რომელიც შენი სიხარულის შედეგად წარმოიქმნა? ეს
მენტალური სფეროს კონსტრუქცია იყო. შენმა ფიქრებმა შეუგნებლად ნატიფი მატერიის
კონსტრუქცია შექმნეს. როგორც იცი ასეთი კონსტრუქციები სათანადო „სიმყარის“
შემთხვევაში ილექებიან ჯერ ასტრალურ, შემდეგ ეთერულ და ბოლოს ფიზიკურ სფეროში.
ამ კონსტრუქციების შექმნა და მათი მართვა ფიზიკური რეალობის შეცვლას და მართვას
ნიშნავს. ხომ ხედავ, ნატიფი და სულიერი სფეროების ხედვის შემთხვევაში შემოქმედების
პროცესი სულ სხვა დონეზე ადის! ადამიანი უბრალო შემოქმედიდან დემიურგი ხდება!
ფიზიკური რეალობის და ღმერთის თანაშემოქმედი! ეს არის მისი დანიშნულება და
მოწოდება! რა არის ცუდი განღმრთობილი, სავსე, ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმული
ადამიანის შემოქმედებაში? ახლა ბიბლიის სიტყვები გაიხსენე, რა თქვა „ღმერთმა“
როდესაც ადამმა და ევამ აკრძალული ნაყოფი შეჭამეს?...

- 22 И сказал Господь Бог: вот, Адам стал как один из Нас, зная добро и зло; и теперь как бы
не простер он руки своей, и не взял также от дерева жизни, и не вкусил, и не стал жить вечно.

23 И выслал его Господь Бог из сада Едемского, чтобы возделывать землю, из которой он взят.

24 И изгнал Адама, и поставил на востоке у сада Едемского Херувима и пламенный меч


обращающийся, чтобы охранять путь к дереву жизни.

- ...რომ არ გახდეს ადამი ჩვენნაირი... ეს არ იყო ღმერთის სიტყვები, როგორც არ უნდა


ხსნიდნენ ამას ღვთისმეტყველები! ეს არქონტების სიტყვები იყო. მათი, ვისაც ფიზიკური
სამყაროს ერთადერთ „ღმერთად“ ყოფნა სურდათ, მათი, ვინც ადამიანს საკუთარ სულთან

218
გაუწყვიტა კავშირი და 666 სიხშირეზე ჩამოაგდო (სხვათაშორის ეს რიცხვიც საკრალურ
გეომეტრიასთან და ფრაქტალებთანაა კავშირში). მათი ვინც ადამიანებისგან საუკუნეების
განმავლობაში სისხლიან მსხვერპლშეწირვებს ითხოვდნენ, მათი, ვინც არასწორი
ფასეულობების, მანკიერი იდეოლოგიის და მეტერიალური ღირებულებების რეალობა
შექმნეს, რომ დედამიწა ადამიანისთვის რეინკარნაციის ხაფანგად ქცეულიყო!
განღმრთობილი ადამიანი აღარ რეინკარნირებს ხელახალ ინდივიდუალობებში,
სიცოცხლის ხეზე მისი დროებითი ფოთოლი (ერთჯერადი ინკარნაცია), მუდმივ ნაყოფად
იქცევა. ხომ გახსოვს გუშინ რა გითხარი, ზედა ტრიადასთან კავშირის დამყარებისას
ადამიანის ფიზიკური სხეული „ზევიდან“ იღებს ნატიფ ენერგიას და მას აღარ ჭირდება
მყარი საკვებით კვება. სრულიად კაცობრიობის განღმრთობის შემთხვევაში მთელი
რეალობა იცვლება. აღარ არის საჭირო კარმის უკუგებისთვის სადამსჯელო ღონისძიებები
პათოგენური დაავადებების ან კატაკლიზმების სახით. სრულიად მატერია „თხელდება“ და
იცვლება, დედამიწაზე ცათა სასუფეველი მკვიდრდება, ხოლო ადამიანი თავისი უკვდავ
სულთან კავშირის გამო მარადისობას ეზიარება. სწორედ ამას ეხება სიტყვები „вот, Адам
стал как один из Нас, зная добро и зло; и теперь как бы не простер он руки своей, и не взял
также от дерева жизни, и не вкусил, и не стал жить вечно.“ განა ეს ღმერთის სიტყვებია?

- მაშინ რატომ მისცეს არქონტებმა ღმერთის სახელით ადამიანებს თუნდაც იგივე 10 მცნება,
რომელიც ასეთი დადებითია თავისი შინაარსით.

- მათ არ მიუციათ. გარდა ამისა, ბიბლიაში აღწერილი 10 მცნება ძალიან სახეცვლილია და


ეს სხვა ისტორიაა. ამ ისტორიის „აღდგენა“ ცალკე თემაა. გარდა ამისა, არქონტები არ უნდა
გესმოდეს როგორც სრული ბოროტების, სრული დესტრუქციის ანალოგია. ისინი, როგორც
მე-5 განზომილების არსებები, ისევე როგორც ჩვენ „შესაძლებლობათა კორიდორს“
ხედავენ. მათი მოტივაცია არ არის არც კაცობრიობის განადგურება არც სრული ანარქია,
რადგან ამ შემთხვევაში „საკვებს“ დაკარგავენ, ამიტომ გარკვეულწილად პოზიტიური
მცნებები საჭიროა წესრიგის შენარჩუნებისთვის. „შეგნებული ბოროტება“ ყოველთვის
დაბალვიბრაციული მენტალური ველის ნაყოფია! მათ აწყობთ კაცობრიობის რეალობა
„შესაძლებლობათა კორიდორის“ ზღვარზე გაიყვანონ, მაქსიმალური ადამიანების
ინკარნაციით და მინიმალური მენტალური სიხშირით (მხეცის სიხშირე ანუ 666). ახლა კი
კარგად დაუკვირდი რასაც გეტყვი... სანამ დედამიწაზე საერთოდ ადამიანი გაჩნდებოდა...
მენტალურ ველის წარმოქმნამდე ასტრალური ველი, ანუ მე-3 განზომილების არსებები
ფორმირდებოდნენ და მაგ დროს მილიონობით წლის განმავლობაში ბატონობდა
დრაკონის ანუ გველის ეგრეგორი, რომელსაც შესაბამისი ზეარსება (მორიგე ღმერთი)
მართავდა და რომელიც დინოზავრების ანუ დომინანტურად რეპტილიების საშუალებით
აყალიბებდა პლანეტარულ ასტრალურ ველს... დაბალი მენტალი, რომელიც სიხშირეებით
ამ ასტრალურ ველს ესაზღვრება დღემდე „კვებავს“ ე. წ. დრაკონის ეგრეგორს!.. ამ
წარმონაქმნზე მერე ვისაუბრებთ. მტაცებლის ანუ მხეცის ცნობიერება ადამიანებში ამჟამად
დიდწილად გენების დონეზეა უკვე გამყარებული. ამ პროცესზე ხორცის ჭამამაც იმოქმედა,
მაგრამ არა მხოლოდ. გენები... გენები... ამ თემაზე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ...

219
2018 წელი. 17 სექტემბერი. შეგნებული ბოროტება

მე:

- რას ეძახი „შეგნებულ ბოროტებას“? ხშირად ადამიანებს ჰგონიათ რომ სიკეთეს აკეთებენ,
მაგრამ სინამდვილეში ბოროტებას სჩადიან. მაგალითად ტერორისტებს, რომლებიც
უდანაშაულო ადამიანებს კლავენ, გულწრფელად სწამთ რომ საღმრთო საქმეს
აღასრულებენ. ეს შეგნებული ბოროტებაა?

მიქაელი:

- შეგნებულია ბოროტება რომლის ჩადენის გადაწყვეტილება თავისუფალი ნების დონეზე


ხდება. როდესაც ცხოველები ერთმანეთს ჭამენ და ამით ერთმანეთს ტკივილს აყენებენ, ეს
არ არის შეგნებული ბოროტება, რადგან ისინი ინსტინქტებით არიან მართულნი. მაგრამ
როდესაც ადამიანი ტერორისტულ აქტს სჩადის, თუნდაც მისი გაგებით კეთილი მიზნით,
ეს შეგნებული ბოროტებაა, რადგან გადაწყვეტილება თავისუფალი ნებით და მენტალური
სხეულის დონეზეა მიღებული. ნებისმიერი სიბრიყვე თუ სისულელე არასრულყოფილი
ანუ დაბალვიბრაციული მენტალური სხეულის გამოვლინებაა. ასეთი სხეული კი ზედა
ტრიადას მოწყვეტილია და გადაწყვეტილებას მატერიალური ეგოდან გამომდინარე
აკეთებს. განუვითარებელი მენტალური სხეულის ქონა კი თავად ადამიანის უფრო სწორედ
მისი უკვდავი მონადის, მისი უმაღლესი „მე“-ს პასუხისმგებლობაა. ეს ნიშნავს, რომ
მრავალი ინკარნაციის განმავლობაში ის არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და ვერ ასწია
სულიერი სიხშირეები. მაგრამ ბოლომდე რომ მართლები ვიყოთ, ბოროტება არ არსებობს
როგორც აბსოლუტური ცნება! არსებობს განვითარებული ან განუვითარებელი
მენტალური სხეულები და ცნობიერების ვიბრაციის დონეები. გადახედე ადამიანებს
ქუჩაში... დააკვირდი მათ სახეებს და შენ დაინახავ არა ბოროტ და კეთილ ან ჭკვიან და
სულელ ადამიანებს არამედ ადამიანებს, რომლებსაც განვითარებული ან განუვითარებელი
მენტალური და ასტრალური სხეულები აქვთ. ისინი უბრალოდ სხვადასხვა ევოლუციის
საფეხურზე დგანან. ადამიანებს რომლებიც ცხოველების დონეზე ცხოვრობენ და მათი
მთავარი საზრუნავი ჭამა და სქესობრივი კავშირია, მენტალური სხეული „ენერგეტიკულ
მენტალურ დონეზე“ (იხ. ნახ. 10. გ) აქვთ. მათ, ვისაც ამბიციები, კარიერისა და
ძალაუფლების წყურვილი ამოძრავებს, მენტალური სხეული „ვნებების და სურვილების
დონეზე“ (იხ. ნახ. 10. გ.) აქვთ. არც მაღალი ინტელექტია განვითარებული მენტალის
მაჩვენებელი. როგორც სქემაზეა გამოსახული, მხოლოდ მე-5, ანუ „სულიერი მენტალური
დონის“ მიღწევისას მყარდება კავშირი სულიერ ტრიადასთან. ამ დონეს ხანდახან „ბრძენ
გულს“ უწოდებენ. ეს ჯერ კიდევ არ არის სულიერი სამყაროების სრულყოფილი „ხედვა“
არამედ უფრო „გულიდან“ (სინამდვილეში „უმაღლესი მე“-დან) მომდინარე ინტუიციური
სიბრძნე და საკუთარი უკვდავი სულის აღქმაა. მე-6 და მე-7 დონეზე ბუნებრივად იხსნება
„ხედვა“ ანუ მე-3 თვალი. შენ გქონდა ამ დონეების აღქმის გამოცდილებები, მაგრამ ძალიან

220
ხანმოკლე და არამყარი. თუმცა მაინც შეგიძლია რაღაც-რაღაცეები გაიხსენო. როდესაც მე
გთხოვე მამა ღმერთის მიმართ გელოცა, მიუხედავად შენი ქაოტური მიდებ-მოდებისა
(ეღიმება) და გარეშე დახმარებისა (როგორც ჩანს საკუთარი თავი იგულისხმა), შენ გქონდა
ერთი შეგრძნება რომელიც მინდა რომ აღწერო.

მე მივხვდი რას გულისხმობდა. ეს შეგრძნება ლოცვის დროს მოვიდა როგორც ვიზუალური


სურათი. ის წამიერი იყო და მალევე დამავიწყდა. შევეცადე იგი მეხსიერებაში აღმედგინა:

- მე დავინახე... თითქოს ქრისტე დავინახე გაშლილი ხელებით. ის დედამიწას


გადმოყურებდა, და მისი ამობრუნებული ხელის მტევნებიდან სინათლის ნაკადები
ადამიანებზე იღვრებოდა. და თითქოს მისი სიტყვები მესმოდა: „მოდით ჩემთან, ყოველნო
მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ...“

- რა იგრძენი, გაიხსენე...

- თითქოს მე და ის ერთი ვიყავით და მე მისი თვალებით ვხედავდი...

- და რა დაინახე?

- თითქოს ქვევით დედამიწაზე ყველაფერი ერთდროულად თანაარსებობდა. ის რაც მოხდა,


არის და მოხდება ერთად იყო... რომ ყველაფერი რაც ცხოვრებაში გადამხდა, კარგი თუ
ცუდი, ყველა ადამიანი ვინც ცხოვრებაში შემხვდა, კარგიც და ცუდიც, ერთად იყვნენ და
ყველა ძვირფასი იყო ჩემთვის...

- რატომ?

- იმიტომ რომ ჩემი იყო! იმიტომ რომ მე ვიყავი!

- კარგად დაიმახსოვრე ეს აზრი და კარგად დაიმახსოვრე ეს გრძნობა, რადგან შენ მაშინ


ღმერთის ცნობიერებას შეეხე! წამით, გაკვრით, მაგრამ შეეხე! სწორედ ამ დონეზე...
ცნობიერების, თუ გინდ სულის ამ დონეზე ქრება ბოროტი და კეთილი! ის აღარ არსებობს
რადგან ყველა და ყველაფერი შენია... ანუ მისია... და ეს ერთი და იგივეა, როცა შენი სულის
თვალებით ღმერთი იყურება!

მე:

- მე სულ იმას ვფიქრობ... მაინც როგორ მოხდა „ედემის“ დაკარგვა, ანუ სხვა სიტყვებით
ადამიანის მიერ სულიერ ტრიადასთან კავშირის გაწყვეტა. ესე იგი როდესღაც იყო
ცივილიზაცია, სადაც ადამიანები „ედემში“ ცხოვრობდნენ, ანუ მათ „სულიერი თვალი“
ჰქონდათ ახელილი და ისინი თავიანთი რეალობის დემიურგები იყვნენ?

მიქაელი:

- არა. ეს კაცობრიობის ევოლუციური დანიშნულებაა, რომელსაც მან მომავალში უნდა


მიაღწიოს. ეს დრო რომ დადგება კაცობრიობა ერთ „სხეულად“ შეიკვრება. აღარ იქნება

221
დისკრეტული, თავდაცვაზე და გადარჩენაზე ორიენტირებული ეგოები. ერთი მთლიანი
იქნება, რომელიც ამავე დროს ინდივიდუალობებისგან იქნება შემდგარი. მხოლოდ ასეთი
სიმთელის შემთხვევაშია შესაძლებელი იყო საკუთარი რეალობის დემიურგი. გარდა ამისა,
განა შესაძლებელია მენტალური ველის ჩასახვისას, ეგრევე მის ბოლო ინსტანციაში
გადახტე? როგორც ბავშვი ჯერ მიამიტი, უბრალო არსებაა და მხოლოდ ასაკთან ერთად
ინვითარებს გონებრივ უნარებს, ასევე კაცობრიობა ინვითარებდა მენტალურ ველს. და
სანამ მე-5 და უფრო მაღალ მენტალურ დონეებამდე მიხვალ, შესაბამისად უფრო დაბალი
დონეებია გასავლელი. სწორედ ის დონეები, რომელზეც არსებობს სიკეთე და ბოროტება
და არჩევანი მათ შორის. სწორედ არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ განაპირობებს სულის
ევოლუციას, ხოლო საპირისპირო არჩევანი მას აფერხებს. სწორედ ამ „ბოროტება/სიკეთის“
სტადიაზე ჩნდება კარმა, რომელიც აუცილებელია ძალთა დასაბალანსებლად (კარმა არ
მოქმედებს ცხოველებისთვის და არც უმაღლესი ანგელოზებისთვის. ის მხოლოდ
თავისუფალი ნების პირობებში არსებობს) და ადამიანის სწორი „ცხოვრებისეული მისიის“
გზაზე (ანუ იმ გზაზე, რომელიც მისი ევოლუციისათვისაა ოპტიმალური)
დასაბრუნებლად. მაგრამ... მაგრამ ადრე, როდესღაც, როგორც უკვე მოგიყევი იყო
მდგომარეობა დედამიწაზე, როდესაც სულთა ევოლუციისთვის ოპტიმალური პირობები
იყო შექმნილი. ამ დროს მენტალური ველი სწრაფად და ეფექტურად ვითარდებოდა,
სწორედ იმართებოდა და ბევრი ადამიანი გადიოდა სამსარის ბორბლიდან. დედამიწის
ჯამური ვიბრაციული ფონი მაღალი იყო, რაც ადამიანების ბედნიერების მაღალ დონეზე
მიუთითებდა, თუნდაც მათი მენტალური საფეხური დაბალი ყოფილიყო. ისინი თითქოს
უმწიკვლო ბავშვებს ჰგავდნენ, რომლებიც სწრაფად და წარმატებულად სწავლობდნენ. ამ
დროს უმაღლეს არსებებს ადამიანებთან ტელეპატიური ურთიერთობა და დროებით
განსხეულებაც კი შეეძლოთ. ადამიანის სულის ევოლუციის ოპტიმალური პირობებია ის
პირობები, რომელიც სხვა დანარჩენი სამი განზომილებისთვისაა ოპტიმალური, რადგან
ყველა და ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ამ კავშირის, ამ ერთიანობის ხედვაა რაც
დაიკარგა უკანასკნელი ათასწლეულების მანძილზე. ადამიანი ვერ განვითარდება თუ
დაიჩაგრნენ „მცენარეულ“, „ცხოველურ“ ან თუნდაც „მინერალურ“ განზომილებათა
არსებები. დედამიწა ერთი მთლიანი ორგანიზმია. აი, ეს ოპტიმალური გარემო იყო, რაც
დაიკარგა და რაშიც არქონტებს მიუძღვით წვლილი. შექმნეს თუ არა არქონტებმა
მატერიალური სამყარო და არის თუ არა ის იმთავითვე მანკიერი, როგორც გნოსტიკოსები
ფიქრობდნენ? არა. ყველა სამყარო ღმერთის შექმნილია, მისი შუამავალი ძალებით და
იერარქიის სხვადასხვა წარმომადგენლებით. არქონტები უბრალოდ ის არსებები არიან,
რომლებიც დაეპატრონნენ მას და კაცობრიობის ვიბრაციის სიხშირეს დაბალ დონეზე
ინარჩუნებენ, რის შედეგადაც ის სულის იპოსტასისგანაა გათიშული და შესაბამისად
მანკიერი რეალობა იქმნება. ამ ფაქტს თუ მივიღებთ მხედველობაში, მაშინ ამჟამინდელი
თქვენი რეალობის „დემიურგი“ მანდვილად მანკიერი არსებაა. მას გნოსტიკები
იალდაბაოფს ეძახდნენ, ხოლო სხვადასხვა კულტურები „ამ სამყაროს განმგებელს“ (რუს.
Князь мира сего). ეს არსებები კიდევ ერთხელ გამოჩნდებიან თქვენი ისტორიის ასპარესზე
და უნდა იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე! გახსოვდეს ტექნოგენური პროგრესი არ ნიშნავს
სულიერ პროგრესს!

222
ინტერნეტპოსტებიდან:
განსხვავებულ ევოლუციურ საფეხურზე მყოფი ადამიანების სენსორული სტატუსები

ამ ნაწყვეტში გაშლილია რამდენიმე გნოსტიკური ტერმინი და ინდურ გუნებთანაა


შედარებული. ერთადერთი რაც ყოველთვის მაყოვნებს ისეთი თემების განხილვის, სადაც
ადამიანების სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფა ხდება, არის ის, მიუხედავად
სიმართლისა, ასეთი დაყოფა ყოველთვის შეიცავს საშიშროებას კასტური ჩაგვრის
წარმოქმნისა, რაც თავის დროზე ინდუიზმში მოხდა და რამაც გნოსტიკოსების ზოგიერთ
სკოლაში უკიდურესად დესტრუქციული ხასიათი მიიღო. მაგალითად მათთან
(გნოსტიკოსებთან) ითვლებოდა, რომ ეგრეთ წოდებულ სომატიკებს (ფიზიკებს),
რომლებსაც ყველაზე მატერიალური ცნობიერება აქვთ, თითქოსდა საერთოდ არა აქვთ
სული (ანუ საღმრთო ნაპერწკალი) და შესაბამისად პნევმატიკებთან (ანუ სულიერ, სულის
მქონე ადამიანებთან) შედარებით მეორე ხარისხოვან ადამიანებს წარმოადგენენ,
რომლებსაც არა აქვთ უფლება რაიმე თანამდებობა ეკავოთ. მგონი მანიქიელებს ჰქონდათ
ეგეთი იდეოლოგია. ეს რათქმაუნდა ასე არაა და გაუკუღმართებულ ძველ ცოდნას
წარმოადგენს. მიქაელი ამას მარტივად ხსნის და 7-ობრივი სქემით სხვადასხვა
ცნობიერების დონეებს უსადაგებს. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ რომ
სხვადასხვა ცნობიერების ევოლუციურ საფეხურებზე მდგომ ადამიანებში ერთი ჯობია
მეორეს, ან ვინმეს სული არ აქვს! ყველანი ღმერთის შვილები ვართ, ყველანი მისი
გამოვლინება ვართ და საბოლოო ჯამში ერთიან სხეულს ვქმნით. ამიტომაა რომ
ამპარტავნება ადამიანს სხვებისგან ანცალკევებს, თავის "ეგოში" კეტავს, ხოლო
ცნობიერების ამაღლება, სხვებთან მეტი და მეტი ერთობის შეგრძნებით მიდის, იმ
დონემდე, რომ სხვის განსაცდელ როგორც საკუთარ ფიზიკურ ტკივილს გრძნობ. და თუ
ვინმე "მთის მწვერვალზე" ამავალ გზაზე ჩამორჩება, ის ვინც წინ მიდის უნდა გაჩერდეს,
ხანდახან უკანაც დაბრუნდეს და დაეხმაროს. გარდა ამისა, ამ სამი კატეგორიიდან (რაც
ქვევითაა აღწერილი), რომელს მიეკუთვნება ესა თუ ის ადამიანი, არც ისეთი ადვილი
განსასაზღვრია. მე რასაც ვაკვირდები, ეხლანდელ რეალობაში აგნოსტიკებს ბევრად წინ
წასული ცნობიერება აქვთ, ვიდრე მორწმუნეებს. მათ მეტად აღელვებთ სხვა ადამიანების
ჩაგვრა, სხვისი უფლებების დაცვა და მეტ ემპათიას გრძნობენ. ემპათია ანუ სხვისი
გულისტკივილის განცდა როგორც საკუთარის, პირდაპირპროპორციულია სულიერების
დონესთან. ასე რომ ყველაფერი არც ისე მარტივია.

2018 წელი. 18 სექტემბერი. სენსორული სტატუსი

მიქაელი:

- ადამიანების სენსორულ სტატუსზე მინდა გესაუბრო. სხვადასხვა ცნობიერების


სიხშირეზე მყოფ ადამიანებს სხვადასხვა სენსორული სტატუსი აქვთ. მათ, ვისი

223
მენტალური სიხშირე „ენერგეტიკულ“ ან „ვნებების“ დონეზეა, არა აქვთ საიმისო
სენსორული სტატუსი, რომ სულიერი განზომილების გამოვლინებები აღიქვან. ასეთ
ადამიანებს არ შეუძლიათ ღმერთის რწმენა. შიში? შეიძლება! დაშვება იმისი რომ რაღაც
არსებობს? კი! მაგრამ რწმენა, როგორც ცოდნა, როგორც საღმრთო ენერგიასთან შეხების
პირადი გამოცდილება, მათ არ შეუძლიათ. აგნოსტიზმი და ათეიზმი ამ ადამიანებისგან
ჩვენთვის უფრო მისაღებია ვიდრე ფსევდო-რელიგიურობა. ფსევდორელიგიურობა
ძალიან საშიშია, რადგან ისიც მათ მენტალში „ენერგეტიკის“ და „ვნებების“ დონეზე
გარდატყდება და სხვა ადამიანების მიმართ აგრესიაში და ფუნდამენტალიზმში ვლინდება.
მათ უბრალოდ არ შეუძლიათ აღიქვან მაღალი სიხშირის რეალობები და მათთვის იმის
მტკიცება რომ ღმერთი არსებობს ისეთივე უაზროა, როგორც ბრმა ადამიანისთვის იმის
აღწერა რას წარმოადგენს ფერები, რადგან ბრმას და თვალახელილს სხვადასხვა
სენსორული სტატუსი აქვთ. ასეთი ადამიანებისთვის საკმარისია რომ ზნეობრივი
ნორმებით და მორალის კანონების შესატყვისად იცხოვრონ. სწორი, ზნეობრივი ცხოვრების
შემთხვევაში, შემდეგ ინკარნაციაში ისინი ისეთ სხეულს მიიღებენ, რომელსაც უფრო
მაღალი სენსორული სტატუსი ექნება და შესაბამისად ნატიფი და სულიერი სამყაროს აღქმა
ბუნებრივად მოვა მათთან. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანის ბედი ისეთ
მოულოდნელ მიმართულებას იძენს, რომ ის ერთი ცხოვრების მანძილზე იმაღლებს
ცნობიერებას მე-5 დონემდე. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია და ასეთი
ნახტომისებური განვითარების პოტენციალიც როგორც წესი წინა ცხოვრებიდანაა
ჩადებული.

მე ისევ ცოტა ხნის წინ წაკითხული გნოსტიკური ტექსტები გამახსენდა, სადაც ისინი
ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდნენ:

ინტერნეტიდან:

Пневматики — «духовные» люди, воспринимающие действительность сквозь призму духа.


Само слово происходит от греческого «пневма», что значит дух или дыхание.

Психики — «душевные» люди, которые могут ощущать нематериальную сферу бытия, но еще
не достигли подлинного познания, как пневматики. Слово происходит от греческого
«психея», то есть душа.

Физики (или соматики) – «плотские» люди или, как их еще называют, гилики. Представители
этого типа вообще не выходят за пределы чувственной сферы. Они все воспринимают
исключительно сквозь материалистическое осмысление физического мира. Слово
происходит от греческого «сома» — тело.

მიქაელი:

- როგორც ხედავ ეს დაყოფა სწორია, თუმცა არ ნიშნავს რომ ეს კატეგორიები ერთმანეთში


არ გადადის. პნევნმატიკები, ანუ „სულიერი“ ადამიანები ისინი არიან, ვინც „სულიერ
მენტალურ“ და უფრო მაღალ დონეს (მე-5 და ზევით) მიაღწიეს. მათ შეუძლიათ სულიერ
სამყაროსთან კავშირის დამყარება. ამ დონეს მიღწეული ადამიანი ყოველთვის შესამჩნევია

224
ჩვენთვის და სათანადო „სიმყარის“ შემთხვევაში, მის ინიციაციას ვახდენთ. რაც შეეხება
ფსიქიკებს, მათ მიეკუთვნება თანამედროვე ე. წ. ცივილიზებული მოსახლეობის
უმრავლესობა. მათი მენტალის დონე მაქსიმუმ მე-4, ანუ განვითარებული ინტელექტის
დონეს აღწევს. ხოლო სომატიკები თავისი ბუნებით ცხოველებისგან შორს არ წასულან და
მათი ცნობიერება 1-2 დონეებზეა. ინდური ვედების სამი ჰუნაც ამ მდგომარეობებს აღწერს.
სატვა პნევმატიკს შეესაბამება, რაჯასი ფსიქიკს, ხოლო ტამასი სომატიკს. ეს სხვადასახვა
რელიგიებში გადმოცემული ერთი და იგივე ცოდნაა.

ინტერნეტიდან:

Гуна (санскр. गुण, guṇa) — санскритский термин, который в буквальном переводе означает
«верёвка», а в более широком смысле «качество, свойство». Одна из категорий индуистской
философии санкхья, где описываются три гуны материальной природы:

Саттва-гуна («гуна благости»)

Раджо-гуна («гуна страсти»)

Тамо-гуна («гуна невежества»)

Под гунами в санкхье понимаются три основные начала материальной природы, три «режима
деятельности» иллюзорной энергии майи, обусловливающей живые существа (дживы). Гуны
определяют образ жизни, мышление и деятельность души, которую они обусловливают.

- ესე იგი გნოსტიციზმში ბევრი სიმართლეა... - ვუთხარი მე.

- შენ თვითონ მიხვდები წაკითხვისას რა სიმართლეა და რა არა. მათშიც იყო დიდი


განსხვავებები და დიდი ცდომილებები, იმიტომ რომ ეს რელიგიური მიმდინარეობა დიდ
წილად ადამიანთა პირად მისტიკურ გამოცდილებებს ემყარებოდა და არ წარმოადგენდა
რელიგიას მასებისთვის, სადაც მკაფიოდ გაწერილი დოგმებია და თავისუფალი
ინტერპრეტაციები კატეგორიულად იკრძალება. ამ გამოცდილებების განზოგადების
მცდელობებმა სხვადასხვა გნოსტიკური სკოლები შექმნეს, მაგრამ მისტიკური
გამოცდილებების განზოგადება ძალიან ძნელია ნატიფი სამყაროს თავისუბურებების გამო.
მაგრამ ამაზე სხვა დროს.

მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

- როდესაც მე ღმერთის მიმართ ლოცვისკენ მოგიწოდებ, უნდა გესმოდეს, რომ შენ


ბოლომდე ვერ გაიგებ და ვერ შეიცნობ აბსოლუტს, მაგრამ შენ შეგიძლია აიმაღლო
ცნობიერება და შესაბამისად სენსორული სტატუსი, რომ მისი, ღმერთის, მეტი მხარე, მეტი
გამოვლინება აღიქვა, ისე როგორც თვალახელილი აღიქვავს ფერებს ბრმასთან შედარებით.
ის რაც გუშინ ამიღწერე, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო. და ჩვენ ყველანი, ყველა

225
ცოცხალი არსება ყველა განზომილებაში და რეალობაში სწორედ ამით განვსხვავდებით! მე
მინდა რომ შენ ეს ამღლებული ცნობიერების მდგომარეობა, რომლის დროსაც ღმერთის
თუნდაც მცირედ გამოვლინებას აღიქვავ, გაგიმყარდეს და შენი ცნობიერება არ
ვარდებოდეს და მაღლდებოდეს მომენტიდან მომენტამდე და სიტუაციიდან
სიტუაციამდე. ამას მე „ღერძის შეძენას“ ვეძახი. როდესაც „ღერძს“ შეიძენ მაშინ მიხვდები
რას ნიშნავს ღმერთის ნების შესატყვისად ცხოვრება... რას ნიშნავს „დაიჭირო ტალღა“. ეს
ტალღა შენი პიროვნების სწორედ იმ კუთხეებს და წახნაგებს გაუყვება, რომელსაც შენი
სულის ინდივიდუალობა ჰქვია და რომლითაც შენ ღმერთის კონკრეტულ „მხარეს“,
კონკრეტულ „გამოვლინებას“ აღიქვავ. ასე მოძებნი და დაიმკვიდრებ შენს ადგილს სულიერ
სამყაროში... ამ დროს გამოჩნდება რისთვის, რა დანიშნულებით ევოლუციონირდა შენი
სული მრავალი ინკარნაციების შედეგად.

2018 წელი. 19 სექტემბერი. თბილისი. მიქაელ მთავარანგელოზის დღე.

ღამით ჩვეულებისამებრ გამეღვიძა. ისევ მომეხვია მისი სიყვარულის სითბო და მისი


აზრები გავიგონე:

- შენ მართალი იყავი, როდესაც თქვი რომ არის რაღაც რაზეც ვერავინ და ვერაფერი
იმოქმედებს...

- რისი თქმა გინდა?

- მოზაიკა ბოლომდე უნდა აეწყოს... ბოლო ნაწილები დარჩა ერთმანეთის


დასაკავშირებლად. გახსოვს... წლების წინ, როდესაც იოგის მასწავლებელთან მიხვედი და
უთხარი, რომ ისეთი გრძნობა გაქვს, რომ გზავნილები უნდა იპოვო და რაღაც გაიხსენო რაც
კაცობრიობის შორეულ წარსულთან, ადამიანთა ცივილიზაციის დასაბამთანაა
დაკავშირებული (იხ. სხივი კოსმოსიდან)... გზავნილები შენ იპოვე და ეხლა დრო დადგა
გაიხსენო ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია... მე დიდხანს გიხსნიდი, როგორ ხდება
კაცობრიობის ცნობიერების ამღლება განსხეულებაში მოვლენილი მაღალი ცნობიერების
ადამიანების მიერ სხვადასხვა ეგრეგორების მეშვეობით...

მე ის ალეგორია გამახსენდა, როდესაც მან ეგრეგორი ნაჭერს შეადარა, რომელიც შუაში თუ


რამე წერტილში მოკიდე და წამოწიე, გვერდზე მყოფი ნაწილებიც წამოიწევა, ხოლო თუ
რამდენიმე ადგილას მოკიდე და წამოწიე (რამდენიმე ამღლებული სულის ინკარნაციის
დროს როგორც ხდება), მაშინ მთლიანად ნაჭერი აიწევა ჰაერში.

- ადრეულ ეტაპებზე, როდესაც კაცობრიობის ყველა ნატიფი სხეული მენტალურის გარდა


ჩამოყალიბებული იყო, ევოლუცია ძალიან გაჭიანურდა. დადგა დრო, როდესაც
კაცობრიობის მენტალური ველი უნდა ამაღლებულიყო. ამისთვის საჭირო იყო
მენტალური კერების შექმნა, რომლისთვისაც განსხეულებაში უნდა მოსულიყვნენ ზედა

226
განზომილების არსებები. ისინი, ვისაც მენტალური ველი სრულ 7 დონემდე ჰქონდათ
შევსებული და სულის ტრიადასთან მუდმივ კავშირში იმყოფებოდნენ. განსხეულება
აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მომხდარიყო ეგრეგორებთან შერწყმა და მათი
საშუალებით, ამ ეგრეგორებით დაკავშირებული ადამიანების მენტალური ველების
წამოწევა... ამისთვის არ არის საკმარისი ფიზიკური სხეულის მატერიალიზაციით
მოვლინება (რაც ზედა განზომილების არსებებს თავისი უნარებიდან გამომდინარე
შეუძლიათ) ან სულიერი სხეულით გამოჩენა სულიერი მხედველობაგახსნილი
ადამიანების წინაშე რაც კიდევ უფრო მარტივია. არა... ამისთვის საჭიროა სწორედ
ადამიანად დაბადება, სრულად ჩაშვება მატერიაში და შემდეგ ამ სიმდაბლიდან საღმრთო
დონეზე ამაღლება, რათა ეგრეგორებით ჩაბმული ადამიანებიც წამოიწიონ. ანგელოზი
უნდა დაეშვას, იმისთვის რომ ადამიანი ამაღლდეს! ღვთის ძე უნდა განკაცდეს, იმისთვის
რომ ადამიანის ძე განეღმრთოს! რადგან მხოლოდ ესაა სამყაროების გზაკვეთა!.. უდიადესმა
სულებმა არაერთხელ გაწირეს თავი და საკუთარი სულის ნათება დედამიწაზე
ჩამოიტანეს...

მან პაუზა გააკეთა და მე მივხვდი საით მიყავდა...

- „ღვთის ძეების“, თუგინდ ანგელოზების განსხეულება არაერთხელ მოხდა იერარქიის


სხვადსხვა წარმომადგენლების დონეზე. და მეც არაერთხელ ვიყავი მათ შორის...
ზემოთმოყვანილი ნაწყვეტი მრავალთაგან მხოლოდ ერთ-ერთი ეპიზოდია. იერარქიის
ჩვენი დანიშნულება, გარდა კაცობრიობის მენტალური ველის წამოწევისა, იყო სულთა
ევოლუციისთვის იმ ოპტიმალური პირობების შექმნა, რომელზეც მანამდე გესაუბრე. ჩვენ
მატერიის მართვა შეგვეძლო ფიქრის ძალით და სტიქიების ენერგიის გამოყენებით, რადგან
სულიერი ხედვა და უნარები სრულად გვქონდა შენარჩუნებული. მეგალითური შენობები,
რომლის აშენების ტექნოლოგია დღემდე გაუგებარია თქვენთვის, მოგვიანებით სწორედ
ჩვენ მიერ მოცემული ცოდნის გამოყენებით შენდებოდა. ეს ის ხანა იყო, რომელიც ძველი
სამყაროს ისტორიაში ღმერთების მმართველობის პირველ ერად მოიხსენიება... რატომ არ
დარჩა ძველი ტექნოგენური ცივილიზაციის კვალი? თქვენთვის მაღალი ცივილიზაცია
ტექნოლოგიების განვითარებასთან არის ასოცირებული, მაგრამ ეს ასე არაა. მინდა გითხრა,
რომ სინამდვილეში პირიქითაა. ჩვენ სტიქიების გამოყენებით ვმუშაობდით,
მატერიალური სამყაროს მატრიცის ფრაქტალური ალგორითმების დაცვით და არ
გვჭირდებოდა ხელოვნული მასალების შექმნა და ბუნებასთან არაჰარმონიული
კონსტრუქციების აშენება. როცა სამყაროთა შორის გადაადგილება სულიერი სხეულით
შეგიძლია, რათ გინდა კოსმოსური ხომალდი? როცა ქვით შეგიძლია უმყარესი ნაგებობა
ააშენო, რათ გინდა სინთეტური მასალა? ჩვენ მატერიალური სამყაროს კანონების დაცვით
ვმოქმედებდით და მატერია არ გვიქმნიდა შეზღუდვებს. ეს ძალიან, ძალიან ძველი
ისტორიაა... „დაცემული ღმერთების“ მმართველობის ერამდე! ყველა ძველი
ცივილიზაციის მითებშია ეს აღწერილი, გინდა ეგვიპტის, მეზოამერიკის და გინდა
შუმერის. ჩვენ სახელმწიფოებს სათავეებში ჩავუდექით და გენეტიკურ ხაზებს ჩავუყარეთ
საფუძველი. ჩვენთვის დედამიწაზე განსხეულებას არაფერი ჰქონდა საერთო ქალის
სილამაზით მოხიბვლისთან, როგორც ეს ბიბლიიდან შეიძლება მოგეჩვენოს. ჩვენ დიდი და

227
საპასუხისმგებლო მისია გვევალა. ჩვენ ის პრომეთე ვიყავით, რომელმაც ადამიანებს
ცოდნის ცეცხლი ზეციდან ჩამოუტანა და ამით საკუთარი თავი დედამიწელების ბედთან
მიაჯაჭვა.

მან ისევ პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

- მაგრამ „ზეციდან ჩამოსულებიდან“ (ფიზიკური გარდაცვალების მერე) უკან ყველა ვერ


დაბრუნდა... მატერიის ილუზია იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ თვით უდიადესმა
სულებმა ვერ გაუძლეს ადამიანებად ყოფნას... როგორც ჩანს ძალაუფლება მართლა
ყველაზე დიდი ცდუნებაა ცდუნებათა შორის... ხომ იცი, თუ ეგოს აყევი და კარმულმა
ენერგიამ ნატიფ სხეულები შავი ლექით დაფარა, ღვთაებრივი ენერგიის ნაკადი
დაბრკოლდება. ამ დროს სულიერ ტრიადასთან კავშირი გაწყდება და განღმრთობილი
ადამიანის მაგივრად მიწიერ, მაგრამ ძლევამოსილ არსებას მიიღებ! დიდი სიმაღლიდან
ვარდნაც დიდია. ისინი რეინკარნაციის წრებრუნვის ხაფანგში აღმოჩნდნენ. მერე მალევე
მიხვდნენ, რომ იმისთვის რომ ყოველ ახალ ინკარნაციაში ზეუნარები არ დაეკარგათ, მათ
სისხლის ხაზები უნდა გამოეყვანათ, ანუ გვარები, რომელთა გენეტიკა ამ უნარებს და
უნიკალურ ცოდნას მათ ვიწრო სოციუმში მაქსიმალურად შეინარჩუნებდა. მოგვიანებით ეს
გვარები ფარულ მისტიკურ ორდენებად ჩამოყალიბდნენ. სწორედ ამ გვარების
წარმომადგენლებში ხდებოდა როგორც წესი მათი განსხეულება. ეს გვარები ფარულ
ცოდნას და მიწიერ ძალაუფლებას ფლობდნენ. მოგვიანებით ისინი მიხვდნენ რომ სულიერ
განზომილებაშიც შეუძლიათ უსხეულოდ არსებობა, თუ დედამიწიდან თაყვანისცემის
ენერგიას საკმარისად მიიღებენ. ყველაფერი მარტივია. შენ მე და მე შენ! შენ ცხოველი
შემომწირე, მე დაავადებას მოგაშორებ... შენ ადამიანი შემომწირე, მე წვიმას გამოგიგზავნი.
ხომ გახსოვს, ისინი მენტალური დემიურგები იყვნენ! მაშინ დაიწყო ჩვენ და მათ შორის
მრავალსაუკუნოვანი ომი, რომელიც ასევე ბევრ მითოსშია „ღმერთების ომად“
მოხსენიებული. ეს ომი ეხლაც გრძელდება, მაგრამ მან თქვენთვის უხილავ განზომილებაში
გადაინაცვლა და ბრძოლის ველი ადამიანების სულები გახდა, რადგან სწორედ
მენტალური ველია, სწორედ თქვენი გულებია, რომლებიც თქვენ ცათა სასუფევლისგან
გაშორებთ, ხოლო მათ კარმული პასუხისმგებლობისგან! როგორც უკვე მოგიყევი ეხლა მათ
თაყვანისცემის ნაცვლად ენერგიის მიღების სხვა წყარო აქვთ, როგორიცაა მასმედია, ომები,
ვირტუალური რეალობა. მათ ყველა რელიგია მოირგეს. სხვადასხვა ილუზორული
სცენარებით ისინი ერთგვარ ენერგეტიკულ მორევებს ქმნიან, რომლიდანაც მუდმივი
ენერგიის შემოდინება აქვთ. თანამედროვე მუსიკა, საკვები, ცხოვრების სტილი,
აზარტული თამაშები, ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლებელია ნატიფი
სხეულების ვიბრაცია მაღალ დონეზე აიყვანო და რომც აიყვანო ძალიან ძლიერ
პოლარიზაციას მიიღებ. ანუ, ყველა და ყველაფერი შემოგიტევს. ამიტომ არის, რომ ის ვინც
ეხლა განსხეულებაში მოდის ნატიფი ველების აწევის მიზნით, ფაქტიურად მსხვერპლად
ეწირება ამ მისიას. ამ საუკუნეების მანძილზე ჩვენგან ბევრი მცდელობა იყო, ჯერ
„ღმერთების“ გაუკუღმართებული კულტები მოგვესპო მონოთეისტური რელიგიის
შემოტანით, რომ ადამიანს მამა ღმერთისკენ, ჭეშმარიტი სულიერი სამყაროსკენ ებრუნა
პირი, მაგრამ ყოველ ჯერზე ამ რელიგიების იდეოლოგიის გამრუდება და ისევ მათი
იდეოლოგიის დამკვიდრება ხდებოდა. ზოროასტრიზმიც ერთ-ერთი მცდელობა იყო

228
არქონტების თაყვანისცემისგან ადამიანთა ხსნისა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა უხილავი,
აბსოლუტი ღმერთი შორი და ძნელად მისაღწევი იყო ადამიანთა გონებისთვის, ამიტომ
2000 წლის წინ ღმერთი ისევ განკაცდა და იესო მოევლინა, რათა შუამავალი გზა
გამხდარიყო ადამიანთა და მამა ღმერთს შორის. ეს კიდევ ერთი მცდელობა იყო სამყაროთა
დაკავშირების. ქრისტიანულმა ეგრეგორმა ბევრი სული გამოიყვანა სამსარის
წრებრუნვიდან. მაგრამ არც ქრისტიანობა გადაურჩა შელახვას. თუმცა ის დღემდე გზაა,
გზა, რომელიც მუშაობს, მაგრამ როგორც ნათქვამია: „იწრო არს ბჭეჲ და საჭირველ გზაჲ და
მცირედნი არიან რომელნი პოებენ მას“...

მან ისევ პაუზა გააკეთა და ისევ გააგრძელა:

- ჩვენ ღმერთებსაც გვეძახდნენ, ღვთის ძეებს, სიბრძნის ძეებს, ნათლის ძეებს... ჩვენ ბევრი
სახელი მოგვანიჭეს და ხო, ჩვენ მამაკაცებად მოვევლინეთ. ხომ გახსოვს, სული „მამაკაცია“,
ხოლო მატერია „ქალი“. ასე იყო საჭირო რომ სამყაროთა დაკავშირება ყველაზე ძლიერი ანუ
„ინი/იანის“ დუალური ფრაქტალის ალგორითმით მომხდარიყო. Исполины გოლიათებად
მოიაზრებიან. ისინი მართლა მაღლები იყვნენ. იმ დიდმა ენერგიამ, რომელიც ჩვენგან ჩვენ
შთამომავლობაში გადაედინა ყველა 4 სხეული (ფიზიკური + 3 ნატიფი) ფიზიკურის
ჩათვლით უაღრესად გაავითარა. ხოლო „დაცემულების“ შთამომავლობაში მოხდა
ენერგიის კონცენტრირება მხოლოდ დაბალვიბრაციულ სხეულში ანუ მხოლოდ ფიზიკურ
გარსში. მათ შთამომავლებს არ აღმოაჩნდათ დახვეწილი ნატიფი სხეულები. აქედან არის
ხალხური წარმოდგენა სულელ დევებზე და ღონიერ, მაგრამ ბრიყვ გოლიათებზე. ხოლო
გველი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო სატანასთან ასოციირდა, სიბრძნის,
მენტალის უძველესი სიმბოლოა. კუნდალინის ენერგიასაც ხომ გველის სახით გამოსახავენ.
თვითონ იეოსც ამბობს: „იყავით გონიერნი როგორც გველნი“. მაგრამ ადამის და ევას
შემთხვევაში ეს ინდივიდუალური გონის, მენტალის ჩამოყალიბების სიმბოლო იყო.
გველს, გველეშაპს და დრაკონს ვერ გავაერთიანებთ ერთ არქეტიპში, რადგან ამ სიმბოლოს
ორმაგი და ურთიერთსაპირისპირო დატვირთვა აქვს. ის ერთის მხრივ სიბრძნის ნიშანია,
და მეორეს მხრივ ბოროტ ძალასთან ასოციირდება „დრაკონის“ ეგრეგორის და მასთან
დაკავშირებული „დემონური ტიპის“ არსებების გამო.

მან ისევ პაუზა გააკეთა და ისევ მისი მზერა ვიგრძენი.

- შენ იმიტომ ღელავ ჩემზე... იმიტომ, რომ შენ თვითონ იყავი მომსწრე ადამიანთა
ისტორიის იმ ყველაზე ტრაგიკური მოვლენის რომელსაც ანგელოზთა დაცემა ჰქვია... შენც
ცხოვრობდი მაშინ... ჩვენ გაცილებით ბევრი გვაკავშირებს ვიდრე ეს ცხოვრება. და ჰო...
არის რაღაც რაზეც ვერავინ და ვერაფერი იმოქმედებს!

ინტერნეტპოსტებიდან:
ამ სამყაროს უარყოფა

ვაგრძელებ...

229
როდესაც ადამიანი მე-7 დონის ცნობიერებას, ანუ ღმერთის ცნობიერებას ეხება, ის მას
მუდმივად ვერ ინარჩუნებს, მაგრამ რჩება მოგონება, რომელიც გარდა იმისა, რომ
მოსვენებას არ გაძლევს, მეორე უკიდურესობაში გაგდებს, რადგან ხვდები, რომ ეს
ცხოვრება და ძველი დასახული მიზნები, აღარ გაინტერესებს. კარიერა, მატერიალური
კეთილდღეობა, საზოგადოებრივი სტატუსი, გარეგნობა თუ სხვა რამ, რაც ადრე
გამოძრავებდა კარგავს აზრს. და რაღაც მომენტში თითქოს ცხოვრება ჩერდება... ძველი
ფასეულობები დანგრეულია, ხოლო ახალი ჯერ არაშენებული. მოდის განცდა, რომ
აღარაფერს აქვს აზრი გარდა სახლში დაბრუნებისა, რადგან სულიერ სამყაროსთან ზიარება
სწორედ სახლში დაბრუნებას გავს, სახლი კი თითქოს იქაა... სადღაც... სხვაგან...

2018 წელი. 22 სექტემბერი. წერაქვი. ამ სამყაროს უარყოფა

მიქაელი:

- მინდა რომ ბედნიერი იყო. რატომ დარდობ ასე ხშირად?

- მე ბედნიერი ვარ...

- როგორ ხარ, თუ სიცოცხლე არ გინდა?

ასეთი პირდაპირი ნათქვამისგან სახტად დავრჩი, მაგრამ უეცრად გავაცნობიერე რომ


მიუხედავად იმ საოცარი გამოცდილებებისა, რომელიც ყველა მიწიერ სიხარულს და
ბედნიერებას ცდება, რაც ბოლო წლებში გადამხდა, ის როგორც ყოველთვის მართალი იყო.

- ალბათ იმიტომ, რომ სახლში დაბრუნება მინდა... - ვუთხარი მე და ვგრძნობდი, რომ ეს


აზრები ჩემთვისაც დაფარული იყო და სადღაც გულის სიღრმეებიდან ამოვიღე, - ამ
ცხოვრებაში აღარაფერი მაკავებს… ოჯახის გარდა. აღარაფერი მაინტერესებს, რაც ადრე
მაინტერესებდა. არც სამსახური, არც რაიმე საქმე მიტაცებს განსაკუთრებით, არც
ურთიერთობები მჭირდება მაინც და მაინც. საყოფაცხოვრებო და ცხოვრებისეულ თემებზე
ზრდილობის გულისთვის ვყვები ხოლმე საუბარში ხალხს... მაგრამ უბედური არ ვარ...
უბრალოდ აქ აღარაფერი მაკავებს...

- ამიტომ გინდა ქვეცნობიერად, რომ ცხოვრების დასასრული მალე დადგეს?

- შენ ხომ გინდოდა, რომ მე მატერიალურ სამყაროში არაფერზე ვყოფილიყავი მიჯაჭული?

- მე მინდოდა რომ შენ მიწიერ სიამოვნებებზე არ ყოფილიყავი დამოკიდებული, მაგრამ ეს


არ ნიშნავს, რომ მატერიალურ სამყაროში არსებობა აღარ უნდა გინდოდეს... სიცოცხლე
ღვთით ბოძებული უდიდესი საჩუქარია!

230
- ალბათ იმის ბრალია რომ სულ სუსტად ვგრძნობ თავს და ფეხების პრობლემა
უკიდურესად მიზღუდავს სამოქმედო სივრცესб - ჩემი ნათქვამი არ იყო აზრს მოკლებული
და ის ამას ხედავდა.

- შენ მუდმივად დაგაკლდება ენერგია და ვერასოდეს გამოჯანმრთელდები თუ ცხოვრება


არ მოგინდება. რანაირად უნდა გამოჯანმრთელდე თუ შენი ასეთი ფიქრებით ორგანიზმში
თვითგანადგურების პროგრამას რთავ?

- რა არის საინტერესო ისეთ სამყაროში ცხოვრებაში სადაც ყველაფერი მოწამლულია?..


გინდა ბუნება და გინდა ადამიანების გონება... გარშემო იმდენი უსამართლობაა რომ ამას
თითქოს ეჩვევი და სხვას აღარაფერს ელოდები... ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა...
ზედმეტად ბევრი ტკივილია... - შევჩივლე, მაგრამ თან ვიცოდი, რომ ცხოვრებაზე ჩივილი
არ იქნებოდა მისთვის არგუმენტი, რადგან ასეთ აზრებს წესით უკვე გაცდენილი უნდა
ვყოფილიყავი.

მან თითქოს ჩემი გონებიდან ამოღებული მოგონებით მიპასუხა:

- გახსოვს რა თქვა შენმა დიდმა ბაბუამ სამშობლოს სიყვარულზე?

- „მე მიყვარდა ჩემი სამშობლო, როგორც შვილს უყვარს ავადმყოფი დედა და ცდილობს მას
ყოფა შეამსუბუქოს“ - გამახსენდა დიდი ბაბუის სიტყვები.

- ჯერ-ჯერობით ასე მაინც შეგიძლია შენც გიყვარდეს სამყარო... როგორც შვილს უყვარს
ავადმყოფი დედა... მაგრამ მე შენგან მეტს ველოდები. უნდა გაიგო, რომ ყოველი დღე
მატერიალურ სამყაროში ფასდაუდებელია! ყოველი გათენებული დღის მადლიერი უნდა
იყო. უნდა ისწავლო გულში სიხარულის ტარება. გულგანათებული ადამიანები სხვებსაც
ასხივოსნებენ და ისე ამკობენ სამყაროს როგორც ძვირფასი ქვა ამკობს უბრალო სამკაულს.
დაცემულ სამყაროში საღმრთო ნათელი ამაღლებული ადამიანების გულებიდან
გადაედინება იქ სადაც სიბნელეა და ამას ყოველთვის გულის ტკივილი ახლავს თან. ნუ
შეგეშინდება გულისტკივილის, რომელიც მიწიერ არსებობას ახლავს თავს. ნურც შინაგანი
დაძაბულობის და ნურც საკუთარ ძალებს დაზოგავ. მეტს გასცემ და მეტი მოგეცემა.
ხშირად ხდება, რომ როდესაც ადამიანი სულიერ არსებებს და სულიერ სამყაროს ეზიარება,
ის მიწიერი არსებობის ინტერესს კარგავს და მისი ცხოვრება უმოქმედობაში გადადის,
სიკვდილის მერე უკეთესი არსებობის მოლოდინში. მაგრამ ესეც არასრულყოფილი
ცნობიერების გამოვლინებაა. განსხეულებაში მყოფი ადამიანის დანიშნულება არ არის რაც
შეიძლება სწრაფად გააღწიოს მიწიერიდან სულიერ განზომილებაში, არამედ მან ეს ორი
სამყარო საკუთარი თავით ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს. განღმრთობილი ადამიანი
მატერიასაც განღმრთობს და ეს არის მიზანი! მაგრამ შენ ამისთვის მინიმალური
ჯანმრთელობა გჭირდება. სიზმრებში გამართულად დადიხარ. ესე იგი შენს ცნობიერს
ახსოვს როგორია სიარული. ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ შექმენი მენტალური
კონსტრუქციები ჯანმრთელობაზე და გამართულ სიარულზე. წარმოიდგინე რომ მე ამ
დროს შენი ხელი მიჭირავს და მე გვერდით ვიქნები!... სიხარული თუ დაგაკლდა
წარმოიდგინე თეთრი ქარი გულში, როგორც კავშირი ჩემთან და მე გვერდით ვიქნები!
სიყვარული როგორ უნდა დაგაკლდეს არ ვიცი, როცა მე შენ ჩემში გაგაერთიანე და ამ

231
გრძნობას უწვეტად უნდა გრძნობდე. ისწავლე ბედნიერება მიუხედავდ ყველაფრისა და
რაც არ უნდა ხდებოდეს შენ გარშემო, რადგან აქ და ეხლა, ამ მიწიერ სამყაროში უნდა
შეძლო ეს!...

ინტერნეტპოსტებიდან:
ოთხობრივი და ხუთობრივი ფრაქტალები

მიქაელი ხშირად მელაპარაკებოდა ხოლმე ჩვენი რეალობის ილუზორობაზე. რას ნიშნავს


ეს? როგორც მისი საუბრებიდან გავიგე ერთის მხრივ ეს ილუზორობა გამოწვეულია იმით,
რომ მატერიალური სამყარო წარმოადგენს სულიერი სამყაროს ერთგვარ ანარეკლს, მის
მეორად გამოვლინებას. მეორეს მხრივ ილუზორობა გამოწვეულია თვითონ იმ ფაქტით,
რომ სხვადასხვა სენსორიკის არსებებისთვის ის სხვადასხვაგვარია. უკეთ რომ მიხვდეთ რას
ვგულისხმობ და სანამ ამ პასაჟს წაიკითხავთ, შეხედეთ ნახაზზე (სურ. 1) ოთხობრივი
ფრაქტალის მაგალითებს და ადვილად შეამჩნევთ, რომ იგი შედგება ორი წყვილი
ურთიერთსაპირისპირო ელემენტებისგან, რომლებიც ნახაზზე სიმბოლურად (X+, X- ; Y+, Y-
) სიმბოლებითაა აღნიშნული. ასეთი წყვილებია (დღე, ღამე; დილა, საღამო); (ზაფხული,
ზამთარი; შემოდგომა, გაზაფხული), (მიწა, წყალი, ჰაერი ცეცხლი) და ას. შ. იმასაც
შეამჩნევდით, რომ ოთხობრივი ფრაქტალების ელემენტებს ახასიათებთ ცირკულირება,
ხოლო იმისთვის რომ გავიგოთ რა იწვევს ამ ურთიერთგადადინების ეფექტს, უნდა
გადავიდეთ ხუთობრივ ფრაქტალზე (იხილეთ სურ. 2), ანუ პენტაგრამაზე, რომელიც
წარმოადგენს იგივე ოთხობრივ ფრაქტალს, ოღონდ „თავის“ დამატებით. ყველაზე
მარტივად აღქმადი პენტაგრამა „თავით“ არის პენტაგრამაში ჩახაზული ადამიანის
სხეული. შეხედეთ პენტაგრამის აღწერის სურათს, სადაც სხვადასხვა მაგალითებზეა
ნაჩვენები, რომ ოთხობრვ ფრაქტალებს რეალურად აქვთ „თავის“ ანუ მართვის
დამატებითი ელემენტი. პირველი პენტაგრამიდან ჩანს, რომ „თავი“ ანუ მზე ჩადის
მატერიაში, იწყებს ძალის მოკრებას გაზაფხულიდან, რომელიც გადადის ზაფხულში,
შემდეგ შემოდგომაში და ბოლოს ზამთარში სადაც მზის ძალა ყველაზე მეტად ნაკლებია.
შემდეგ ახალი ციკლი იწყება; ისევ მზე, მერე გაზაფხული, ზაფხული და ას. შ. (ავტ: ოღონდ
არა ვარ დარწმუნებული, რომ კომპონენტები სწორი მონაცვლეობით განვალაგე).
სტიქიების შემთხვევაში „თავი“ არის ეთერი, რომელიც როგორც მეხუთე ელემენტი
წარმოადგენს ერთგვარ ველს, რომელშიც დანარჩენი ოთხი სტიქია გადაადგილდება (ძალას
იკრეფს) და გადაადგილება ხდება სხვადასხვა სიჩქარით, ვინაიდან ეს სტიქიები
განსხვავდებიან „სიბლანტით“, ანუ შემადგენელი ნაწილაკების დაკავშირების
ინტენსივობით. შესაბამისად ეს სტიქიები განსხვავდება ვიბრაციებითაც. მიწას ყველაზე
დაბალი ვიბრაციები აქვს (იხილეთ ცხრილი 1), ხოლო ცეცხლს ყველაზე მაღალი. ცხრილს
თუ დააკვირდებით ოთხობრივი ფრაქტალის ალგორითმით ნივთიერების ფიზიკური
მდგომარეობები, როგორიცაა მყარი, თხევადი, გაზობრივი და პლაზმური ზუსტად
შეესაბამება სტიქიებს ანუ მიწას, წყალს, ჰაერს და ცეცხლს. ხოლო სკოლის პროგრამიდან
ვიცით რომ მყარი სხეული იმიტომაა მყარი, რომ ამ ნივთიერების შემადგენელი
მოლეკულები მჭიდრო კავშირითაა ერთმანეთთან შეჭიდული, რაც უნარჩუნებს

232
ნივთიერებას კონკრეტულ ფორმას. ატომები ასეთ ნივთიერებაში მცირედ ვიბრირებენ.
ანალოგიურად ვიცით, რომ გაზი, იმიტომ არის აირადი და ვერ ინარჩუნებს მუდმივ
ფორმას, რომ მისი შემადგენელი კომპონენტები ანუ ატომები/მოლეკულები სუსტადაა
ერთმანეთთან დაკავშირებული და თავისუფლად გადაადგილდებიან. გაზის
ატომები/მოლეკულები უფრო ძლიერად ვიბრირებენ ვიდრე სითხეში ან მყარ სხეულში.
სკოლაში რატომღაც არ ასწავლიან რომ არსებობს ნივთიერების მე-4 ფიზიკური
მდგომარეობა - პლაზმური, რომელიც ცეცხლის სტიქიას შეესაბამება და ყველაზე მეტად
დენადია.

233
წელიწადის დღე-ღამის
დროები დროები
X+ Y+ X+ Y+
გაზაფხული ზაფხული დილა დღე

Y- X- Y- X-
ზამთარი შემოდგომა ღამე საღამო

იუგები სტიქიები

X+ Y+ X+ Y+
სატია ტრეტა ცეცხლი ჰაერი

Y- X- Y- X-
კალი დვაპარა მიწა წყალი

ადამიანის
მატერიალური
სხეულები
X+ Y+

მენტალური ასტრალური

Y- X-

ფიზიკური ეთერული

სურათი 1. ოთხობრივი ფრაქტალის პრინციპის აღწერა სხვადასხვა მაგალითებზე.

234
მზე თავი

X+ Y- X+ Y-

ზაფხული შემოდგომა მარჯ. ხელი მარც. ხელი

X- Y+ X- Y+

ზამთარი გაზაფხული მარჯ. ფეხი მარც. ხელი

ეთერი სული

X+ Y- X+ Y-

ჰაერი წყალი ასტრალური ეთერული


სხეული სხეული

X- Y+ X- Y+

მიწა ცეცხლი ფიზიკური მენტალური


სხეული სხეული

სურათი 2. ხუთობრივი ფრაქტალის ანუ პენტაგრამის პრინციპის აღწერა სხვადასხვა მაგალითებზე.

235
სტიქიები სტიქიების დახასიათება
შესაბამისი
მატერიალური
გამოვლინებების
ფიზიკური
მდგომარეობა
ცეცხლი პლაზმა შემადგენელი კომპონენტები ძალიან სუსტადაა
დაკავშირებული. ვიბრაციის სიხშირე - ძალიან მაღალი.
ჰაერი გაზი შემადგენელი კომპონენტები სუსტადაა დაკავშირებული.
ვიბრაციის სიხშირე - საშუალოზე მაღალი.
წყალი სითხე შემადგენელი კომპონენტები საშუალო ძალითაა
დაკავშირებული. ვიბრაციის სიხშირე - საშუალო.
მიწა მყარი შემადგენელი კომპონენტები ძლიერადაა
დაკავშირებული. ვიბრაციის სიხშირე - დაბალი.

ცხრილი 1. სტიქიები, ფიზიკური მდგომარეობები და მათი დახასიათება.

ინტერნეტპოსტებიდან:
პასუხი იოანეს კითხვას 3+1-თან დაკავშირებით

Ioane Sh: დავიწყე წიგნის კითხვა სახელად "ფიზიკა სიმეტრიიდან". შეგიძლიათ არ


წაიკითხოთ ის, რაც ფოტოზე არის (ინგლისურად). მოკლედ გეტყვით ძირითად იდეას.

პირველ თავში წერია, რომ ფიზიკაში, ფაქტობრივად, ყველაფერი შეგვიძლია მივიღოთ


სიმეტრიის იდეიდან. ყველანაირი ფუნდამენტალური დინამიკა და პროცესი. თუმცა,
არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც არ გამომდინარეობენ არაფრიდან (მათ შორის
არც სიმეტრიიდან). ეს პრინციპები უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა, რომელიც არ
გამომდინარეობს არცერთი სხვა პრინციპიდან.

ასეთია რიცხვი "3+1". ანუ "3" ერთნაირი და "1" განსხვავებული. მაგალითები:

1. სივრცე სამ განზომილებიანია და + დრო ერთგანზომილებიანი.

2. ბუნებაში არსებობს ოთხი ფუნდამენტალური ძალა. აქედან სამი მათგანი აღიწერება


საერთო თეორიით, ხოლო ერთი მათგანი განსხვავებულია და ცალკე თეორიით აღიწერება.

3. ნივთიერების შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკებისთვის არსებობს წარმოშობის


სამი ფუძე, ხოლო ურთიერთქმედების შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკებისთვის კი
არსებობს წარმოშობის ერთი ფუძე.

და ა.შ.

ეს რიცხვი "3+1" ძალიან აქტუალურია ფუნდამენტალურ დონეზე და არ გამომდინარეობს


არანაირი პრინციპიდან. დანარჩენი ყველაფერი კი, თუ ამ წიგნს დავუჯერებთ, სიმეტრიის
(სხვაგვარად რომ ვთქვათ - ჰარმონიის) იდეიდან გამომდინარეობს.

236
თუ დაჯდება ვინმე თეორეტიკოსი, ის აუცილებლად დასვამს შეკითხვას: რატომ მაინცა და
მაინც 3+1 და არა სხვა რიცხვი? პასუხი ამაზე არ არსებობს, ეს უბრალოდ ექსპერიმენტული
ფაქტია, რომელიც უნდა მიიღო.

თუ გავითვალისწინებთ ღრმად პატივცემული "იმმას" მასწავლებლისგან მოცემულ


ინფრომაციას, ჩვენ ვცხოვრობთ ოთხგანზომილებიან სამყაროში, რომელშიც ჩვენს ძირითად
"მეს" განსაზღვრავს მე-4 განზომილება. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ ჩვენს ფიზიკაში
მოქმედებს პრინციპი: 3 ერთნაირი და კიდევ 1 განსხვავებული.

თუ ამას განვაზოგადებთ, ალბათ მივიღებთ, რომ უფრო მაღალ განზომილებიანი


არსებებისთვის, როგორებიც არიან, მაგ. ანგელოზები, მათ რეალობაში ყველაფერი მუშაობს
"4+1" ან რაიმე მსგავსი პრინციპით. ანუ იქ არსებობს 5 ფუნდამენტალური ძალა (რომლებიც
სულაც არ არის აუცილებელი, რომ ჩვენს 4 ძალას დაემთხვეს), არსებობს 5 განზომილება,
არსებობს მატერიისა და ძალების 5 წარმოშობის ფუძე, და ა.შ. და ა.შ.

თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.. მაგრამ, აბა სხვანაირად როგორ ავხსნათ ეს "3+1"-ის


პრინციპი?

არსებობს სხვა უფრო მარტივი მოსაზრებაც: ღმერთი სამობით არის (სამება) და + ემატება
განღმრთობილი არსებები (ოთხება). ანუ 3 ღმერთი და 1 -იც განღმრთობილი. ესეც ახსნიდან
ბუნების ამ პრინციპს. თუმცა, "იმმას" მოდელი უფრო ლამაზია და მრავალფეროვანია..

237
იმმა: იოანე, საინტერესო დაკვირვებაა, რაც შენ პოსტში დაწერე და ვფიქრობ რომ 4-ობრივ
ფრაქტალთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. ოღონდ, როდესაც მათემატიკოსები
ახსენებენ ფრაქტალს, ისინი გულისხმობენ გეომეტრიულ ფორმას, როგორც სერპენსკის
სამკუთხედია, მაგრამ როცა ჩემი მასწავლებლები ამბობენ ფრაქტალს, ისინი გულისხმობენ
უნივერსალურ პრინციპს, რომელიც ერთნაირად ერგება, როგორც გეომეტრიას, ასევე
ბიოლოგიას, ქიმიას და ფილოსოფიურ ცნებებს. ეს ძალიან ძველი ცოდნაა, რომელიც
ჰერმეტიკოსებთან იყო წარმოდგენილი ფრაზით „როგორც ზევითაა, ასევეა ქვევით და
როგორც ქვევითაა, ასევეა ზევით“. ამიტომ არის ნათქვამი ქიბალიონში (ჰერმეტიკოსების
წიგნში), რომ ეს ფრაქტალური პრინციპი თუ გაიგე, იგივეობის პრინციპით შეგიძლია
შეისწავლო ის სფეროები, რომელიც სხავაირად მიუწვდომელია. ქიბალიონი: „ამ მეთოდის
საშუალებით შესაძლებელია გადაწიო იზიდას საფარველი ისეთ მანძილზე, რომ წამით ამ
დიდი ქალღმერთის სახეც კი დაინახო. ისევე როგორც გეომეტრიის ცოდნა აძლევს ადამიანს
საშუალებას გაზომოს მანძილი შორეულ ვარსკვლავებამდე და მათი მოძრაობის ტრაექტორია
განსაზღვროს, ასევე ანალოგიის პრინციპი საშუალებას გაძლევს გონიერად გადახვიდე

238
ნაცნობიდან შეუცნობელში. ადამიანის მონადის შესწავლით მიხვდები რას წარმოადგენს
მთავარანგელოზი!“

სტიქიები სტიქიების მატერიის ეს ძალები მოქმედებს ძალების ძალების დახასიათება


შესაბამისი ნაწილაკების ელემენტალურ სიმძლავ გადამტანი
მატერიალური ურთიერთქმედე ნაწილაკებზე: რე ნაწილაკები
გამოვლინებების ბის ძალები
ფიზიკური
მდგომარეობა
4 ცეცხლი პლაზმა გრავიტაციული ყველა ნაწილაკი 10-34 ? (გრავიტონები) შემადგენელი
(3+1) კომპონენტები ძალიან
სუსტადაა
დაკავშირებული.
ვიბრაციის სიხშირე -
ძალიან მაღალი.
3 ჰაერი გაზი სუსტი ყველა ნაწილაკი 10-2 W და Z შემადგენელი
ბოზონები კომპონენტები
სუსტადაა
დაკავშირებული.
ვიბრაციის სიხშირე -
საშუალოზე მაღალი.
2 წყალი სითხე ელექტრო- ელექტომაგნიტურად 102 ფოტონები შემადგენელი
მაგნიტური დამუხტულ კომპონენტები
ნაწილაკები საშუალო ძალითაა
დაკავშირებული.
ვიბრაციის სიხშირე -
საშუალო.
1 მიწა მყარი ძლიერი კვარკები და 104 გლუონები შემადგენელი
კვარკების შემცველი კომპონენტები
ნაწილაკები ძლიერადაა
დაკავშირებული.
ვიბრაციის სიხშირე -
დაბალი.

ცხრილი.2. სხვადასხვა კომპონენტების მაგალითზე განხილული (3+1) სისტემა.

იზიდას საფარველის გადაწევაში მატერიალური სამყაროს შეცნობა იგულისხმება.

4-ობრივი ფრაქტალი არის ფაქტიურად (3+1). ცხრილს რომ შეხედო, სტიქიების და


ნივთიერებების ფიზიკურ მდგომარეობის სვეტებს რომ დააკვირდე, ცეცხლი და პლაზმური
მდგომარეობა გამორჩეულია. ჩვენ სკოლებში არც გვასწავლიან, რომ მყარის, თხევადის და
გაზობრივის გარდა არსებობს მეოთხე ანუ პლაზმური მდგომარეობაც. იგივე ცხრილში რომ
შეხედო მატერიის ნაწილაკების ურთიერთქმედების ძალებს (რომელიც შენც ახსენე),
დაინახავ, რომ „ძლიერიდან“ „სუსტისკენ“ თანდათანობით მცირდება ძალების სიმძლავრე
(104-დან 10-2-მდე), მაშინ როცა მეოთხე ძალა, რომელიც 4-ობრივი ფრაქტალის ანალოგიის
პრინციპით ცეცხლს, პლაზმას შეესაბამება მკვეთრად სუსტია სიმძლავრეში (10-34). ანუ
გრავიტაცია არის ამ შემთხვევაში (3+1) და არც იციან დაზუსტებით ამ ველის გადამტანი
ნაწილაკების ბუნებაც კი.

რაც მთავარია პროცესი ამ (3+1)-ზე არ ჩერდება. თუ გადახვედი 5-ობრივ ფრაქტალზე, ჩნდება


4+1 პრინციპი (იხილე კვადრატების და პენტაგრამების სქემები). შეხედე პენტაგრამის
სურათებს. მაგალიტად იგივე სტიქიების მაგალითზე, შემოდის მე-5 ელემენტი - ეთერი,
წელიწადის დროების მაგალითზე ეს არის მზე, სხეულების შემთხვევაში ეს არის სული,
კიდურების შემთხვევაში თავი და ას. შ. ანუ ამ შემთხვევაშიც +1 არის ხარისხობრივად

239
განსხვავებული კომპონენტი, რომელიც ამ 4-თან მაინც ლოგიკურ კავშირშია. მატერიის
ძალების შემთხვევაში არ ვიცი რა შეიძლება იყოს ეს მე-5 კომპონენტში. ალბათ რაღაც ველი,
რომელშიც ეს მიზიდულობები ხორციელდება. იმიტომ რომ მე-5 კომპონენტის ლოგიკური
კავშირი დანარჩენ 4-თან არის „მართვის“ პრინციპი. ისევე, როგორც თავი მართავს კიდურებს,
მზე მართავს წელიწადის დროებს, სული მართავს ფიზიკურ სხეულებს და სხვ.

შემდეგ გრძელდება და პენტაგრამა შეიძლება გადაიყვანო ჰექსაგრამაში, ანუ ჩნდება 5+1


სისტემა, სადაც ისევ შემოდის ხარისხობრივად ახალი ტიპის კომპონენტი. ოღონდ ამ
სისტემაში დამატებით უნდა არსებობდეს (3+3) პრინციპიც, იმიტომ რომ ჰექსაგრამაში ორი
ურთიერთსაპირისპირო სამკუთხედი არსებობს. მაშინ როცა პენტაგრამა იყო „მართვის“
სისტემა, ჰექსაგრამა არის „ინი-იანის“, „მდედრობითი-მამრობითი“, „ზეციური-მიწიერი“, ანუ
ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსების სისტემა.

შემდეგ 7-ზე გადავალთ და გაჩნდება 6+1 სისტემა, ოღონდ აქ უნდა იყოს დაცული (4+3)
პრინციპი, ანუ როგორც სხეულების შემთხვევაშია ქვედა ტეტრადა და ზედა ტრიადა.

ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ შესაძლებელია მათემატიკურად წარმოადგინო


ფორმულების სახით და მაშინ რაღაც ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენამდე შეიძლება
მიხვიდე. უბრალოდ მე არ შემიძლია. ცოდნა მაკლია.

რაც შეეხება ზედა ევოლუციური ციკლის არსებებს, ანუ ჩვენ რომ ანგელოზებს ვეძახით,
მართალი ხარ, მათთვის განზომილების დონეზე (4+1) პრინციპი მუშაობს, ანუ 3 სივრცული
განზომილება, ერთი დროის და 1-იც (მე-5 ელემენტი) „რეალობების შესაძლებლობათა
კორიდორის“ ანუ რეალობების ვარიაციების აღქმა. ამ აღქმის გამო დემიურგიის უნარი მათ
აქვთ ერთი საფეხურით მაღალი, ვიდრე ჩვენ. ეს დამატებითი განზომილებაა მათთვის.

ინტერნეტპოსტებიდან:
ფრაქტალური განზომილება
პასუხი მ.-ს კითხვაზე 3-თან და 9-სთან დაკავშირებით.

ეს პოსტი ისედაც უნდა დამედო (ქრონოლოგიურად), მაგრამ გამოვტოვე, იმის გამო რომ
ბოლომდე ვერ ვხვდებოდი მაშინ რა მოხდა, როდესაც ის ჩანაწერი გავაკეთე. მაგრამ, რახან
ეს კითხვა წამოიჭრა, ესე იგი არ უნდა გამომეტოვებინა.

როგორც წინა პოსტებში ვახსენე, ფრაქტალებთან დაკავშირებით, არსებობს სამი ცნება:


ფრაქტალური გეომეტრია, ფრაქტალური ალგორითმები და ფრაქტალური განზომილება.
ვინაიდან ფრაქტალობის ფენომენს აქვს გაცილებით გლობალური მაშტაბი, ვიდრე რასაც
ჩვენი მეცნიერები აკვირდებიან ფიზიკურ სამყაროში (მაგ. მცენარეულ, ცხოველურ,
მინერალურ ფორმებში) და მოიცავს როგორც მიკროკოსმს ასევე მაკროკოსმს, შესაბამისად
ფრაქტალური განზომილებით შეიძლება გადაადგილდე (ანუ ამოძრაო ცნობიერება)
მიკროკოსმიდან მაკროკოსმში და უკან. როგორც მიქაელმა ამიხსნა ეს ერთ-ერთი ზეუნარია,
რომელიც ზედა ევოლუციური ციკლის არსებებს ახასიათებთ და ადამიანსაც აქვს

240
პოტენციურად ამის შესაძლებლობა. ხოლო სამკუთხედი, ანუ რიცხვის 3-ის ალგორითმი არის
ერთ-ერთი ბაზალური ალგორითმი საერთოდ გამოვლენილ სამყაროებში. ეხლა,
წარმოიდგინეთ ფრაქტალი, რომელიც სიმბოლურად შეიძლება დახატო როგორც
სამკუთხედი, რომელშიც უფრო პატარა სამკუთხედია, რომელშიც თავის მხრივ კიდევ უფრო
პატარა სამკუთხედია მოთავსებული და ასე უსასრულოდ. სიმბოლურად ამას გამოსახავენ
როგორ სამი სამიანი, ანუ სამი ცხრაში.

ინეტრნეტპოსტებიდან:
ჰექსაგრამა

სხვათაშორის, ვისაც წაგიკითხავთ "ჩინური საიდუმლოთა წიგნი", რომლებშიც ხაზებად


გამოხატული ჰექსაგრამებით ხდება მომავლის წინასწარმეტყველება, სწორედ ამ 6 პრინციპს
გამოხატავს (რომელიც პირველ ფოტოზე წიბოებთანაა მიწერილი. იხ. ნახ. 15. ა.). როდესაც
ხაზი წყვეტილია, ესე ეგი ერთ-ერთი პრინციპი (მაგალითად "მენტალური სხეული")
დათრგუნულია, ხოლო რომელიც უწყვეტი ხაზითაა გამოსახული ის აქტიურია. აქტიურობა-
პასიურობა არის ინი-იანის სიმბოლოთი გამოხატული მეორე ფოტოს შუაში (იხ. ნახ. 15. ბ).
რადგან ჩვენ დუალურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც 3-ის გარდა ასევე ბაზალური
ალგორითმია 2, ანუ ინი-იანი (0,1), იგივე ბინალური კოდი, აქედან გამომდინარე ცხოვრებაშიც
შესაბამისი მოვლენები აქტიურდება ან პასიურდება. ამას ეფუძნება ჩინური მკითხაობა
ჰექსაგრამებით. საერთოდ მიქაელი არ მიესალმება მკითხაობებს, რადგან ეს მე-2 გზაა
(ტანტრიზმი). როცა მე-3, ანუ სულიერი გზით მიდიხარ, უმაღლეს "მე"-სთან გაქვს კავშირი,
ინფორმაციის მისაღებად არ გჭირდება შუამავალი საშუალებები, როგორიცაა კარტები ან
ჰექსაგრამები. ეს წინათგრძნობები ისედაც გარკვეულ დონემდე მოდის. გარდა ამისა,
მომავლის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. აღარ გაქვს შიში იმისი რა მოხდება და რა
უნდა მოიმოქმედო, იმისთვის რომ გადარჩე. მინდობილი ხარ საღმრთო ძალებზე.
სხვანაირად მინდობილი. ეს არ ნიშნავს უმოქმედობას და საღმრთო ძალებისთვის შენს
ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გადაბარება. არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვა
სირთულეები. უბრალოდ დამოკიდებულება იცვლება. შენ სიმართლის გზით, ცხოვრობ და
მოქმედებ და რასაც ცხოვრება მოიტანს უნდა მიიღო, გაიარო და გამოხვიდე გამარჯვებული.

2018 წელი. 26 სექტემბერი. თბილისი. რიცხვი 3, 6 და 9 - მაკროკოსმიდან


მიკროკოსმში

მე:

- რატომ არ ვუბრუნდებით იოანეს გამოცხადებას?

მიქაელი:

- იქამდე ყველა რიცხვის, სიმბოლოს და არქეტიპის მნიშვნელობა უნდა გაიგო. რიცხვ 6-ზე
მინდა გესაუბრო

241
7 პირველწყარო

6 ქრისტესეული „მე“
უმაღლესი ტრიადა

უმაღლესი
5
ინდივიდუალური
სულიერი სხეული

მენტალური
4
სხეული

ასტრალური
3
სხეული ქვედა ტეტრადა

ეთერული სხეული
2

1 ფიზიკური სხეული

ნახ. 12. ადამიანის ფიზიკური, ნატიფი და სულიერი სხეულების 7-ობრივი სტრუქტურა.

- ოღონდ იქამდე 4 და 5 გავიხსენოთ ადამიანის მატერიალურ-სულიერი სტრუქტურის


მაგალითზე (ნახ. 12). გაიხსენე პენტაგრამის პრინციპი და შიგ ჩახაზული ვიტრუვიანელი
ადამიანი, ოღონდ თავის ადგილას „სულიერი „მე“ (ანუ „ზეციერი ადამიანი“)
წარმოიდგინე, ხოლო კიდურების ადგილას ქვედა 4 სხეული.

242
სულიერი „მე“

ასტრალური ეთერული
სხეული სხეული

ფიზიკური მენტალური
სხეული სხეული

ნახ. 13. ადამიანის მატერიალური და სულიერი სხეულების პენტაგრამული ურთიერთმიმართება.


(პლანეტის ნიშნები ამ შემთხვევაში არაა ყურადსაღები)

- როგორც ხედავ, თავი ანუ უკვდავი „სულიერი მე“ მართავს მოკვდავ 4 სხეულს, როგორც
თავი კიდურებს პენტაგრამის პრინციპით. პენტაგრამა ძველად ძალაუფლების სიმბოლო
სწორედ ამიტომ იყო. თავი ყოველთვის ოთხი კიდურის მმართველია. ეხლა წარმოიდგინე
ცალკე 4 ქვედა სხეული კვადრატში.

მენტალური ასტრალური
სხეული სხეული

ფიზიკური ეთერული
სხეული სხეული

ნახ. 14. ადამიანის მატერიალური სხეულების (ქვედა ოთხი სხეულის) ურთიერთმიმართება.

243
- 4-ობრივი ფრაქტალი ყოველთვის შეგიძლია შეადარო წელიწადის 4 დროს: გაზაფხული,
ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. 4-ობრივ ფრაქტალს წელიწადის დროების მაგალითზე
შეუძლია 12-ობრივ სისტემაში ცირკულირება. როგორც წელიწადის დროები 12 თვის
განმავლობაში სრულდება და მერე ხელახლა იწყება, ისე ბრუნავს 12-ობრივ ციკლებში 4-
ობრივი ფრაქტალები. ანალოგიურად 4 სხეული, ფიზიკური, ეთერული, ასტრალური და
მენტალური ვითარდება და ევოლუციონირდება 12-ობრივ ციკლებში „თავის“ ანუ
უკვდავი „მე“-ს მეთაურობით. ამ 4 სხეულის 12-ობრივ სისტემაში ზრდა-განვითარება
ძალიან თვალსაჩინოა ერთწლიანი მე-2 განზომილების არსებების ანუ „მცენარეების“
მაგალითზე. გაზაფხულიდან ზამთრამდე ისინი აღმოცენდებიან, იზრდებიან, ასრულებენ
განვითარებას და კვდებიან. თქვენ ამ პროცესის მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ხედავთ,
მაგრამ მასთან ერთად იგივე ციკლს გადის მცენარის ეთერული სხეულიც. ეს ციკლი
შესამჩნევია მრავალწლიან მე-2 განზომილების და მე-3 და მე-4 განზომილების არსებებშიც,
ოღონდ სიკვდილის მაგივრად ახალი ციკლით მათ ახალი განვითარების წრე ეწყებათ.
ადამიანის ქვედა ტეტრადის, ანუ ქვედა 4 სხეულის განვითარებაც ამ 12-ობრივ ციკლებს
მიუყვება. ეს შეგიძლია ასე წარმოიდგინო:

0-12 წელი ---------- ბავშვობა (1)

12-24 წელი---------სიყმაწვილე (2)

24-36 წელი---------ზრდასრულობა (3)

36-48 წელი---------დაღვინება (4)

48-60 წელი---------მოხუცებულობის „ბავშვობა“ (5)

60-72 წელი-------------მოხუცებულობის „სიყმაწვილე“ (6)

72-84 წელი-------------მოხუცებულობის „ზრდასრულობა“ (7)

84-96 წელი------------მოხუცებულობის „დაღვინება“ (8)

96-108 წელი----------- ღრმა მოხუცებულობის „ბავშვობა“ (9)

108-120 წელი--------- ღრმა მოხუცებულობის „სიყმაწვილე“ (10)

- 7-ჯერ 12-ობრივი ციკლის გავლისას, ანუ 84 წლისთვის (რომელიც თანამედროვე


ადამიანის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობაა) ადამიანის 4 სხეული (ქვედა ტეტრადა)
„ასრულებს“ განვითარების გარკვეულ ეტაპს, ისევე როგორც ბავშვი მუცლადყოფნისას 7
თვეში ასრულებს განვითარების იმ ეტაპს, რომლიდანაც მისი სხეული

244
სიცოცხლისუნარიანია. მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდი
მაინც 9 თვეა და არა 7. მე-8 და მე-9 მისი განვითარების დასრულებაა. ამ 12-ობრივ
ციკლებში ადამიანის სხეულები გადის გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთრის
პრინციპით 7-ობრივ აღმავალ განვითარებას, რომლის დროსაც მან სულის მე-7 დონის
გამოვლინებას უნდა მიაღწიოს. სხვა სიტყვებით განღმრთობას უნდა მიაღწიოს, რომ
როგორც 9-თვიანი ბავშვი იბადება ახალ სამყაროში, ისე დაიბადოს სიკვდილის მერე
სულიერ სამყაროში. ამისთვის მას ცხრა 12-ობრივი ციკლი უნდა შეუსრულდეს და მე-10
ციკლში ანუ 108-120 წლის ასაკში უნდა გარდაიცვალოს. გახსოვს ფრაზა ბიბლიიდან: „пусть
будут дни их сто двадцать лет“ (ბიბლ). ეს მინიმალური და ოპტიმალური დროა
ადამიანისთვის სათანადო სიბრძნის შესაძენად და სულიერების დონის მისაღწევად.

მე გამეღიმა საკუთარ ფიქრებზე რადგან წარმოვიდგინე, რომ 7 თვიანი ბავშვებივით


უდღეურები „ვიბადებით“ სულიერ სამყაროში, რადგან ეხლა საშუალო სიცოცხლის
ხანგრძლივობა 80 წელია.

- ამიტომაც რეინკარნირებთ გაუთავებლად, - მიაყოლა ჩემს ფიქრებს მიქაელმა, - მაგრამ


როგორც თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ 7 თვიანი ბავშვები საკუთარი ძალისხმევით,
თუკი, მათი სხეული ჯანმრთელია, ასევე ჩვენ შეგვიძლია „გადავარჩინოთ“ ისინი ვინც
ადრე მიდის ცხოვრებიდან მაგრამ „ძლიერი“ სული აქვს. ამიტომ ითვლება ქრისტე
მხსნელად, რადგან თავისთან დაკავშირებული სულები სიკვდილის მერეც თავისი
ძალისხმევით, თავისი დახმარებით გამოჰყავს სამსარის წრიდან. სწორედ სწრაფი
სულიერი „გაძლიერებისთვის“ პირველი ქრისტიანები საკუთარი სურვილით იღვწოდნენ
მოწამეობრივი სიკვდილისთვის, რადგან ამ დროს სულის უსწრაფესი გაწმენდა, კარმის
„დაწვა“ და გაძლიერება ხდება. მხოლოდ ისიც უნდა ითქვას, რომ რათქმაუნდა მხოლოდ
ნაცხოვრები წლების რაოდენობა არ არის საკმარისი. ადამიანმა ყველა 12-ობრივი ციკლი
სწორედ, სწორი სულიერი და ფიზიკური პარამეტრებით („პატივი სცეს დედასა და მამასა“
ანუ ფიზიკური და სულიერი განზომილებების კანონებს) უნდა იცხოვროს, რომ 84
წლისთვის სულის მე-7 დონის გამოვლინებას მიაღწიოს. მაგრამ ეხლანდელ სამყაროში
ადამიანები არ იცავენ არც სულიერ და არც ფიზიკურ კანონებს, ამიტომ ამ 84 წელსაც ძლივს
აღწევენ და ისიც განუვითარებელი სულიერი მდგომარეობით.

- მაგრამ რა არის მაშინ ის მე-8 და მე-9 განვითარების ეტაპი, თუ მე-7 ციკლის დროს სულის
მე-7, ანუ უმაღლეს იპოსტასს გამოავლენ?

- ამისთვის ჯერ რიცხვი 6 განვიხილოთ. წარმოიდგინე ჰექსაგრამა როგორც ორი


საპირისპიროდ ჩახატული სამკუთხედი.

245
პირველწყარო

მენტალური ვიტალური
სხეული სხეული

უმაღლესი
ქრისტესეული
ინდივიდუალური
„მე“ (უმაღლესი
„მე“ (უმაღლესი
მენტალი)
ვიტალი)
ფიზიკური
სხეული
ა.

ბ.

ნახ. 15. ა. ადამიანის „მონადის“, როგორც „მიწიერი“ და „ზეციერი“ ნაწილების ერთობლიობის


გამოსახვა ჰექსაგრამის სახით. ბ. ჰექსაგრამების ვარიანტები ჩინურ საიდუმლოებათა წიგნიდან.

- სამკუთხედი, რომელსაც წვერი ქვევით აქვს მიმართული „მიწიერ ტრიადას“


განასახიერებს, ხოლო სამკუთხედი, რომელსაც წვერი ზევით აქვს, „ზეციერს“ (?). ანუ ერთი
სამკუთხედი განასახირებს „მიწიერ ადამინს“, ხოლო მეორე „ზეციერ ადამიანს“. ამ ორთა
ერთობლიობა, ანუ ჰექსაგრამა ადამიანის მონადის/ინდივიდუალობის გამომხატველია.

246
ჰექსაგრამას სხვანაირადაც შეიძლება შეხედო: როგორც ქალური და კაცური საწყისების
ერთობლიობა. ხომ გახსოვს სიმბოლურად სული „მამაკაცია“, ხოლო მატერია „ქალი“. ეხლა
შეხედე, „პირველწყარო“, ანუ აბსოლუტი, ანუ ღმერთი შეიძლება თვითონ წარმოდგეს
ტრიადის სახით. ეს უკვე კლასიკური სამებაა: სული წმინდა, მამა და ძე. თუ
„პირველწყაროს“ 3 ნაწილად ანუ სამებად დაყოფ, ნახაზ 12-ზე გამოსახული 7-ის მაგივრად
გაჩნდება 9 დონე (იხ. ნახ 16):

9 მამა/დედა

Бог/ღმერთი
8 სულიწმინდა

7 ძე ღვთისა

6 ქრისტესეული „მე“

5 უმაღლესი Мысль/აზრი
ინდივიდუალური
სულიერი სხეული

მენტალური
4
სხეული

ასტრალური
3
სხეული Материя/მატერია

ეთერული სხეული
2

1 ფიზიკური სხეული

ნახ. 16. ადამიანის ფიზიკური და სულიერი კომპონენტების 9 ნაწილად დაყოფა, რომელიც თავის
მხრივ სამ ტრიადად ჯგუფდება.

247
ნახ. 17. ადამიანის ფიზიკური და სულიერი კომპონენტების 9 ნაწილის გამოსახვა სამკუთხა
ფრაქტალური სტრუქტურის სახით.

მე:

- არა ვარ დარწმუნებული, რომ სქემა სწორედ დავხაზე... საერთოდ არა ვარ
დარწმუნებული... სქემების ტელეპატიური „დანახვა“ უფრო მიჭირს...

- მთავარია პრინციპი გაიგო. თუ ამ დონეებს (ნახ. 16) სამ-სამად დააჯგუფებ,


სამკუთხედებად გამოსახავ და სამკუთხედებს ერთმანეთში ჩახაზავ, რას მიიღებ?

- ფრაქტალურ სტრუქტურას!

- ფრაქტალების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მცირე იმეორებს დიდს და დიდი მცირეს.
რადგან ნათქვამია: Как вверху, так и внизу, как внизу, так и вверху (ქართ. „როგორც ზევით
ასევეა ქვევით, როგორც ქვევით, ასევეა ზევით“). თითოეულ ფრაქტალს, როგორც იცი,
თავისი გეომეტრიასთან შეჭიდული პრინციპი აქვს. პენტაგრამის პრინციპი კარგად გესმის.
ეხლა სამკუთხედის პრინციპს დაუკვირდი.

- Дух, душа, тело... Бог, мысль, материя... (ქართ. სული, სამშვინველი, ფიზიკური სხეული...
ღმერთი, აზრი, მატერია...)

- ეხლა წარმოიდგინე ფრაქტალური სტრუქტურა, სადაც სამკუთხედების რაოდენობა


ვარირებს (+) უსასრულობიდან (-) უსასრულობაში. მიიღებ ცალკე განზომილებას და
სწორედ ეს ფრაქტალური განზომილებებია, რომელსაც აღიქვავენ მე-6 და ზევით
განზომილების არსებები და რომლის გასწვრივ შესაძლებელია ამოძრაო ცნობიერება!
დიდი სამკუთხედია „Бог, мысль, материя“ (ქართ. „ღმერთი, აზრი, მატერია“), საშუალო
სამკუთხედია „Дух, душа, тело“ (ქართ. სული, სამშვინველი, ფიზიკური სხეული), პატარა
სამკუთხედია „Верхняя часть физического тела, средняя часть физического тела, нижняя
часть физического тела“ (ქართ. „ფიზიკური სხეულის ზედა ნაწილი, შუა ნაწილი და ქვედა
ნაწილი“) და ას. შ. უმაღლეს არსებებს შეუძლიათ ამ ფრაქტალური განზომილების
გასწვრივ უსასრულოდ შეამცირონ ან გაზარდონ ცნობიერება. რადგან ამაღლებულ
არსებებში ფიზიკური სხეული ექვემდებარება/მიყვება ცნობიერებას, ასეთ არსებებს
ცნობიერების შემცირებისას ქვე-ფრაქტალებამდე, შეუძლიათ ფიზიკური სხეულიც
შეკუმშონ ატომის ზომამდეც კი. სანსკრიტზე არსებობს ამ ფენომენის ამსახველი შესაბამისი
ტერმინებიც.

248
მე მივხვდი რას გულისხმობდა მიქაელი, რადგან ყური მქონდა მოკრული იოგების ე. წ.
ზეუნარზე (Сиддхи. (ქართ. სიდჰები)) შეამცირონ ან გაადიდონ საკუთარი სხეული, რაც
ჩვენთვის სრულიად ფანტასტიკური და წარმოუდგენელია. აი რა ამოვიკითხე ინტერნეტში:

„Анима — способность йогина уменьшаться до размеров атома или просто влиять на размер
и вес своего тела. (ქართ. ანიმა - იოგის უნარი შემცირდეს ატომის დონეზე ან უბრალოდ
იმოქმედოს თავისი სხეულის ფიზიკურ ზომაზე)

Махима — способность увеличивать тело до огромных размеров. (ქართ. მაჰიმა - უნარი


გაზარდო სხეული უშველებელ ზომამდე.)“

ვერ წარმომიდგენია რომ შესაძლოა როდესღაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ასეთ


ზეუნარებს ფლობდნენ. წარმოუდგენელია!

ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ვიგრძენი, როგორ შებრუნდა ჩემი ცნობიერება სადღაც სხეულის
შიგნით და დაიწყო ელვის სისწრაფით შემცირება. რათქმაუნდა ეს ყველაფერი მხოლოდ
ცნობიერების დონეზე ხდებოდა და არ შეეხო ფიზიკურ სხეულს. წამის მეათედებში შევედი
საკუთარ ქსოვილებში... ამის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ უკვე უჯრედის დონეზე
ვიმყოფებოდი. უჯრედი დიდი ქალაქივით აღიქმებოდა, სადაც სხვადასხვა ფუნქციის და
ზომის მოლეკულები მოძრაობდნენ და თავ-თავის „საქმეებს“ აკეთებდნენ. იყო სრული
ანალოგია ქალაქთან, ხოლო მოლეკულების - ადამიანებთან. მათ თითქოს თავისი
ინდივიდუალობაც კი გააჩნდათ. გონებამ ისევ გააგრძელა შემცირება და უეცრად
მომეჩვენა, რომ ის კი არ მცირდებოდა, არამედ იზრდებოდა და ფართოვდებოდა, რადგან
„ქალაქიდან“ „კოსმოსში“ აღვმოჩნდი, სადაც „უშველებელ“ მანათობელ ციურ სხეულებს
შორის უსაშველოდ დიდი მანძილები იყო... მხოლოდ ეს მანძილები უფრო
„მოწესრიგებული“ იყო კოსმოსთან შედარებით, ისევე როგორც მოლეკულების „ქალაქი“
უფრო მოწესრიგებულად აღიქმებოდა ადამიანების ქალაქთან შედარებით. ამ ცარიელ და
უსასრულოდ დიდ სივრცეში ისევ დამეკარგა ზევით/ქვევით შეგრძნება, როგორც მაშინ,
როდესაც მიქაელი კოსმოსში მიმაფრენდა...

- კოსმოსში ვართ? - შევეკითხე მე.

- არა... პირიქით, ჩვენ მოლეკულების და ატომების დონეზე ჩამოვედით... როცა მათ


დონეზე ამცირებ ცნობიერებას, აღმოაჩენ რომ მატერია ფაქტიურად სიცარიელისგან
შედგება რადგან ელემენტარულ ნაწილაკებს შორის, ამ მაშტაბში მყოფი ცნობიერებისთვის
ისეთივე „უშველებელი“ მანძილებია, როგორც ვარსკვლავებს შორისაა კოსმოსში. თუმცა
სიცარიელე არ არსებობს. არ დაგავიწყდეს ეთერი! თუ შენ ცნობიერებას კიდევ უფრო
შეამცირებ, რაღაც მომენტში ისევ მოგიწევს შავი ხვრელივით სხეულში გასვლა, რადგან
ისევ სხვა განზომილებაში უნდა გადაინაცვლო.

„- არ ეშინია, რომ ტვინი მეღრძობა?“ - ჩემთვის ჩუმად გავიფიქრე, ისე, რომ მას არ გაეგო. ამ
უსასრულო შემცირებიდან ისევე სწრაფად გამოვედი, როგორც შევედი და მიქაელს ვკითხე:

- ანალოგია დავინახე ცალსახად, მაგრამ ეს მიკრო-სამყარო მომეჩვენა უფრო


მოწესრიგებულად, უფრო ორგანიზებულად... ხომ, ხვდები, რას ვგულისხმობ? ყველა

249
მოლეკულამ „იცის“ თავისი დანიშნულება და ფუნქცია. ატომებს შორის კი განსაზღვრული
მანძილებია. კრისტალური გისოსი, რომ აიღო, თუნდაც...

- იმიტომ რომ, გლობალურად რომ შეხედო, მიკროფრაქტალების „სამყარო“, განსხვავებით


თქვენი „შუალედური“ ფრაქტალური სამყაროსგან არ იმყოფება „თავისუფალი ნების“ ანუ
„ინდივიდუალური შემოქმედების“ ზონაში და კანონებითაა მართვადი. ამიტომ
მათემატიკური სიზუსტითაა მოწესრიგებული. რაც უფრო მცირეა ფრაქტალური სამყარო,
მით უფრო ნაკლებია ცდომილებების ალბათობა და მოწესრიგებულობის ხარისხი
მატულობს, სანამ სხვა განზომილებაში არ გადახვალ, სადაც მატერია „თხელდება“.
შუალედური სამყაროები უფრო ქაოტურია. მე მინდოდა რომ მთავარი გაგეგო, რომ Как
вверху, так и внизу, как внизу, так и вверху (ქართ. „როგორც ზევით ასევეა ქვევით, როგორც
ქვევით, ასევეა ზევით“).

მის სიტყვებს ვიაზრებდი. ვცდილობდი წარმომედგინა რამდენია ასეთი განზომილება,


რომლის გასწვრივ, როგორც მან თქვა „ცნობიერება შეიძლება ამოძრაო“ და ვიგრძენი რომ
სევდა მომაწვა, რადგან პირველად გავაცნობიერე გარკვევით და ძალიან მძაფრად, როგორი
პატარა და უმნიშვნელო არსებები ვართ ამ უსასრულო რაოდენობის განზომილებებში და
სამყაროებში.

ისევ ვიგრძენი მისი ღიმილი, როცა ჩემი უსიტყვო ფიქრები წაიკითხა.

- ეს იმიტომ რომ ამ ყველაფრისგან თავს დისკრეტულად აღიქვავ... ისევ აზროვნებ


მატერიალური კატეგორიებით...

2018 წელი. 29 სექტემბერი. თბილისი. სიბრძნის მცველი

სიზმარი:

ეკლესიასავით შენობაში ვარ სადაც კედლებიც და ჭერიც წმინდანების


გამოსახულებებითაა მოხატული. ოღონდ ეს წმინდანები არ არიან ჩემთვის ნაცნობები.
ესეთი აზრი მომდის, რომ ისინი კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სიბრძნის
მატარებლები იყვნენ. უეცრად ჩემ წინ მოხუც კაცს ვხედავ. მას ანაფორის მსგავსი კაბა აცვია,
თოკით წელშემორტყმული. მამაკაცი იატაკზე წევს. მას თმის პატარა ნაწილს აჭრიან. ეს
რაღაც სიბოლური ინიციაციის პროცედურაა თითქოს. მე რატომღაც თმაზე ხელს ვიკიდებ,
მეც ხომ არ მომაჭრეს-მეთქი, მეფიქრება.

- Хранитель знаний! მან სიბრძნე შელახვისგან უნდა დაიცვას! - მესმის ხმა და მამაკაცს
კვერთხს აძლევენ რომელიც სამი ცოცხალი გველისგან შედგება. ცისფერი, ნაცრისფერი და
თეთრი გველი ერთმანეთშია გადახლართული, როგორც თოკში ძაფის კონები.

250
- Три типа знаний, - მესმის ისევ ხმა და ვხვდები, რომ თითოეული გველი გარკვეული
ტიპის ცოდნას გამოხატავს.

- Типа интуитивное, интелектуальное... - მეფიქრება ჩემთვის, რადგან ვცდილობ გავშიფრო


რას ნიშნავს სამი ტიპის ცოდნა და...

...მეღვიძება.

2018 წელი. 30 სექტემბერი. თბილისი. შენი იარაღი კეთილი გულია

ღამით მეზობლებმა მოინდომეს აივანზე ქეიფი (სიყვარული და მოფერება, როგორც


თვითონ ეძახიან ხოლმე ასეთ ურთიერთობას), რომელიც საღამოს 10 საათზე დაიწყო და
ნარ-ნარად გადაიზარდა სრულიად უზნეო ღრეობაში ხმამაღალი შეძახილებითა და
ღმუილის მსგავსი სიმღერებით. ეს ცალმხრივი სიამოვნება დილის 5 საათამდე
გრძელდებოდა და მისი მონაწილეები ვამპირებივით პირველივე მზის სხივზე გაიფანტნენ.
ჩემი უკიდურესად ფხიზელი ძილისთვის, როდესაც ხშირად ძილსა და სიფხიზლეს შორის
ვიმყოფები და მცირე ხმაც მირტყავს თავში, ეს ღამე აუტანელი აღმოჩნდა. ამ დროს
მგრძნობელობა ისეთი მომატებული მაქვს, რომ ხმები ხელის გულებითაც კი მესმის,
ამიტომ ეს ხმაური სრულიად გაუსაძლისი გახდა. რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ
გავბრაზდი და სრულიად სერიოზულად მოვისურვე რომ ამ „ქეიფის“ მონაწილეებს ისეთი
ფაღარათი დამართვნოდათ, რომ ერთმანეთის გადავლით ვერ მიესწროთ
საპირფარეშომდე! ვიცოდი, რომ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში რომ
შევსულიყავი, მათი ეთერული სხეული მუცლის არეში საათის ისრის საწინააღმდეგოდ
დამეტრიალებინა შხამიანი მწვანე ფერის მიღებამდე, რაღაც ასეთი ნამდვილად
დაემართებოდათ. ღმერთო, საიდან ვიცი ეს ყველაფერი? - გავიფიქრე და უეცრად ძალიან
მძაფრად გავაანალიზე რომ ამას ვერ ვიზამდი! იმიტომ კი არა რომ ტექნიკურად არ
შემეძლო, არამედ იმიტომ რომ ასეთი საქციელის ჩადენა ისეთივე წარმოუდგენელი იყო,
როგორც მთვარეზე გაფრენა!

მიქაელის ღიმილი ვიგრძენი ისევ.

- შენ აღარ შეგიძლია ადამიანებისთვის ზიანის მიყენება... არასდროს და არანაირი


მიზეზით, იმიტომ რომ ეს შენი ბუნება აღარ არის. ნაწილებად რომ აგკუწონ, მაინც ვერ
შეძლებ. შენი იარაღი მხოლოდ კეთილი გულია და ამის იქით არაფერი გაგაჩნია.
ადამიანისთვის დგება ასეთი ეტაპიც, როდესაც ნებისმიერი, თუნდაც „სამართლიანი“
ძალადობა მისთვის აკრძალულია.

თავი რატომღაც დაჩაგრულად ვიგრძენი, რადგან ვერაფერს ვაკეთებდი და უძილობის გამო


ვიცოდი, რომ მეორე დღეს ვეღარ ავდგებოდი ლოგინიდან. ამ უხეშ სამყაროში ასე
მარტივად მოწყვლადი არ უნდა იყო და საკუთარ თავზე მომივიდა გული.

251
- ეს აზრი ეთერული სხეულის დატრიალებაზე მწვანე ფერამდე, საიდან მომივიდა?
გამომივიდოდა მაგის გაკეთებას, რომ მომნდომებოდა?

- არა. ესეც სულის ცოდნა ამოტივტივდა. ადრე შეგეძლო... სხვა ცხოვრებებში... მაგრამ არ
მინდა გეგონოს რომ ბოროტებას არ უნდა უპირისპირდებოდე. ადამიანები, რომლებსაც
მენტალური სხეული 1-ელ და მე-2 დონეზე აქვთ, უხეში ფიზიკური ძალით უნდა
ეწინააღმდეგებოდნენ მას; მე-3 დონის ადამიანები სხვადასხვა ტიპის აქტიური
ქმედებებით; მათ ვისაც მე-4 დონეზე აქვთ მენტალური სხეული განვითარებული, ანუ
ინტელექტუალური ადამიანები, აზრით და სიტყვით უნდა მოქმედებდნენ. ეს ასევე არ
ნიშნავს, რომ „ინტელექტუალური“ კატეგორიის ადამიანები ფიზიკურად არ უნდა ჩაერიონ
ბოროტების აღმოფხვრაში, თუ ასეთი მათ თვალწინ ხდება. მე იმის თქმა მინდა, რომ
ადამიანები უპირატესად იმ „ტალანტის“ დონეზე უნდა მოქმედებდნენ, რაც მათ ღმერთმა
მიანიჭა... მაგრამ შენ სულიერი ველებით მოქმედებ და შენი იარაღი ნატიფი ენერგიებია.
შენ ან ღმერთთან ხარ ან მის წინააღმდეგ. შუალედური არ არსებობს. ნუ დაღონდები
საკუთარ უმწეობაზე. ის რაც შენ სისუსტედ გეჩვენება უდიდესი ძალაა... ხომ გახსოვს „ძალა
უძლურებაში აღესრულება“!...

- მგონი ჩემზე უკეთესი წარმოდგენის ხარ, ვიდრე ვარ სინამდვილეში...

- მე თუ მჯერა შენი, შენც ირწმუნე.

- ბოდიში, რომ შენში ეჭვი მეპარებოდა - გავიფიქრე და მეხამუშა საკუთარი ფიქრები,


თითქოს ჩემი არ იყო.

- არ ყოფილა მსგავსი არაფერი! მე ბევრჯერ შევამოწმე შენი სული ნდობაზე და პირიქით,


აბსოლუტური ნდობა დავინახე. ის რასაც ეჭვები ქონდა, შენი გარეგანი გონება იყო,
მენტალური სხეული, რომელიც ბევრ ეგრეგორთანაა კავშირში და მათ ზემოქმედებას
განიცდის. მათ შორის ქრისტიანული ეგრეგორის, სადაც ეშმაკისგან ცდუნების შიშს ძალიან
ღრმა ფესვები აქვს გადგმული. შენ სიზმარში სატანას ხმამაღალი სიცილი (იხ. „ხიდს იქით
გადასვლა“), კლასიკური ქრისტიანური ეგრეგორის მენტალური კონსტრუქციაა. შენი
სული ბოლომდე და უპირობოდ მენდობა... ტყუილი არ გითხარი, როდესაც ვთქვი, რომ
სამყაროს დასალიერშიც კი წამომყვები (იხ. „შავი ხვრელი“)! ასე რომ არ ყოფილიყო,
შევწყვიტავდი შენთან კონტაქტს. ჩვენ არავის და არაფერს ვაძალებთ... და იცოდე, რომ
ნდობა სულის დონეზე სხვა რამეა... ეს არ არის „გჯერა თუ არ გჯერა“ ჩემი, ეს სულთა
ნათესაობით გამოწვეული კავშირია, ერთობა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი გაწყვიტავს.

2018 წელი. 2 ოქტომბერი. თბილისი. ჰერმეს ტრისმეგისტი

მე:

- ეხლა ვიფიქრე... ეს ფრაზა... Как вверху, так и внизу, как внизу, так и вверху... ეს ფრაზა,
ხომ საიდანღაც არის!

252
მიქაელი:

- შენ იცი...

მართალია არ ვიცი, მაგრამ ინტერნეტში, ხომ შემიძლია ვნახო. კომპიუტერს ვრთავ და ამ


წინადადებაზე ძებნას ვაძლევ. აი რას მიგდებს:

"1908 წელს ჩიკაგოში «The Yogi Publication Society» გამომცემლობით გამოქვეყნდა მცირე
ტრაქტატი ჰერმეტულ ფილოსოსფიაში - "ქიბალიონი"."

""სამმა განდობილმა", რომლებმაც დაწერეს ქიბალიონი მოისურვეს ანონიმურად დარჩენა,


რამაც გამოიწვია მრავალი სპეკულაცია მათ ავტორობასთან დაკავშირებით".

"ჰერმეს ტრისმეგისტის ზურმუხტის დაფა"...

ნახ. 18. ჰერმეს ტრისმეგისტი.

"როგორც ზევითაა ისე ქვევითაა და როგორც ქვევითაა, ისეა ზევით - პრინციპი ნიშნავს
იმას, რომ ყოველთვის არსებობს ურთიერთკავშირი კანონებსა და მოვლენებს შორის
ყოფადობის და სიცოცხლის სხვადასხვა დონეებზე. ამ სიტყვებში ასახულია
ჰერმეტიკოსების ძველი აქსიომა. ამ პრინციპის დაუფლება გასაღებს იძლევა ბევრი
აუხსნელი პარადოქსის და ბუნების ფარული საიდუმლოებების ამოსახსნელად".

ჰერმეს ტრისმეგისტი... ტოტ-ატლანტი

253
ნახ. 19. ჰერმეს-ტოტი ატლანტი, რომელსაც აიგივებენ ჰერმეს ტრისმეგისტთან.

"ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს


ფილოსოფიის სამ ნაწილს."

ჰერმესის ატრიბუტია - მაგიური ძალების მატარებელი კვერთხი. მან აქცია ჰერმესი


ღმერთად და ღმერთების მაცნედ. მან გაუხსნა ჰერმესს გზა სამ სამყაროში: ღმერთების,
ადამიანების და სულების სამყაროებში. ჰერმესის კვერთხი წარმოადგენს ორ გველს
რომლებიც ცენტრალური ღერძის გარშემო არიან შემოხვეულნი და ღერძის ბოლოზე
არსებულ მზეს უცქერიან."

254
ნახ. 20. კადუცეი ანუ ჰერმეს ტრისმეგისტის კვერთხი.

მე:

- აი ვინ იყო ის მოხუცი ჩემ სიზმარში... Хранитель знаний! კვერთხი სამი გადახლართული
გველისგან, რომელიც სამი ტიპის ცოდნას განასახიერებდა სამ სამყაროზე!

საშინელი ინტერესი მიპყრობს. უნდა წავიკითხო ყველაფერი რაც მასთანაა


დაკავშირებული!

მიქაელი:

- ხომ გინდოდა რამეს ან ვინმეს დაყრდნობოდი?

და ისევ მის ღიმილს ვგრძნობ. საიდანღაც ვიცი, რომ რასაც იქ წავიკითხავ ყველაზე ახლოს
იქნება იმასთან რასაც მიქაელი მიყვება! მეც მეღიმება. ეს ყველაფერი დეტექტიურ
გამოძიებას ჰგავს და არქეოლოგიურ გათხრებს ერთდროულად.

2018. წელი. 13. ოქტომბერი. ჰერმეტიზმი

ეს ბოლო კვირაა ჰერმეს ტრისმეგისტზე ვკითხულობ. სამი ძირითადი ტექსტი მოვიძიე,


რომელსაც მის ავტორობას უკავშირებენ და ერთი ტექსტი, რომელიც სამი უცნობი
ავტორისაა, მაგრამ თანამედროვე ენით ჰერმეტულ ფილოსოფიას აღწერს. ესნია:
„ჰერმეტიკის კორპუსი“, „ზურმუხტის დაფა“, „ტოტ-ატლანტის ზურმუხტის დაფები“ და
მეოთხე - „ქიბალიონი“.

255
აი მოკლე ცნობები ამ წიგნების შესახებ, რაც ინტერნეტში მოვიძიე:

1. „ჰერმეტული კორპუსი“, „კორპუს ჰერმეტიკუმი“ (ლათ.Corpus Hermeticum ან Hermetica),


- ძველ ბერძნულ ენაზე დაწერილი რელიგიურ-ფილოსოსფიური ტრაქტატების ნუსხა,
რომლის ავტორად მოიაზრება ბრძენი ჰერმეს ტრისმეგისტი. ჰერმეტული ფილოსოფია
წარმოადგენს ძველი ბერძნული და ეგვიპტური ცრურწმენებსა და წარმოდგენებს,
რომლებიც გადმოცემულია ძველი მისტიკური სწავლებების სახით. ტექსტი დაწერილია
არაკლასიკური ბერძნულით, რომელიც მიეკუთვნება მე-3 საუკუნეს. ჩვენამდე მოღწეულ
ტრაქტატებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია 14 ტრაქტატი, რომელიც გაერთიანებულია
საერთო სახელწოდებით - „პაემანდერი“. მკვლევარები ამ ტრაქტატებს მიაკუთვნებენ
ფილოსოსფიურ (უმაღლეს) ჰერმეტიზმს.

ნახ. 21. ჰერმეტიკის კორპუსი. წიგნის ილუსტრაცია.

2. ჰერმესის ზურმუხტის ფილა (ლათ.Tabula Smaragdina Hermetis) - ეგვიპტური


ჰერმეტიზმის უმნიშვნელოვანესი ძეგლი. ფართოდ გავრცელდა ლათინურ თარგმანებში.
ლეგენდის თანახმად, ტექსტი ეგვიპტურ ტაძარში ზურმუხტის ფილაზე ამოტვიფრა ჰერმეს
ტრისმეგისტრმა. ერთი ვერსიით ეს ფილა ჰერმეს ტრისმეგისტის საფლავზე აღმოაჩინა
აპოლონ თიანელმა, ხოლო მეორე ვერსიით ალექსანდრე მაკედონიელმა. ტექსტი
წარმოადგენს ჰერმეტული ფილოსოსფიის ძირითადი სწავლებების უკიდურესად
შეკუმშულ ფორმულირებას - თავისებურ ჰერმეტული რწმენის სიმბოლოს. ერთ-ერთი
გავრცელებული ვერსიის თანახმად „ზურმუხტის ფილა“ შეიცავს დაშიფრულ
იინფორმაციას „ალქიმიურ ქმედებაზე“ - სხვა სიტყვებით ფილოსოფიური ქვის მიღებაზე.

256
ნახ. 22. ჰერმეს ტრისმეგისტის ზურმუხტის დაფა.

3. „ტოტ-ატლანტის ზურმუხტის ფილების“ წინასიტყვაობიდან:

ამ დაფებზე აღწერილი ისტორია, რომელსაც თქვენ წინამდებარე წიგნში იხილავთ


გაცდენილია თანამედროვე მეცნიერების სფეროს. მათი სიძველე განმაცვიფრებელია -
ფილები დატირებულია 36 000 წლით ჩვენ წელთ აღრიცხვამდე. მათი ავტორი თოტია -
ატლანტების მეფე და ქურუმი, რომელმაც დაარსა კოლონია ძველი ეგვიპტის
ტერიტორიაზე მას მერე, რაც მისი სამშობლო წყალმა შთანთქა. იგი იყო გიზას დიდი
პირამიდის მშენებელი, იმ პირამიდის, რომელსაც შეცდომით მიაკუთვნებენ ხეოფს. ამ
პირამიდაში ჩააქსოვა მან ძველი სიბრძნის პრინციპები და მასში ჩამალა ძველი
ატლანტების ხელნაწერები და ნივთები. დაახლოებით 50 000 წლიდან ჩვ. წ. აღ-მდე - 34 000
წ. ჩვ. წ. აღ.-მდე წლებში ანუ 16 000 წლის განმავლობაში მართავდა ის ძველ ეგვიპტეს. ამ
პერიოდში ის ბარბაროსთა რასა, რომელთა შორის დასახლდნენ თოტი და მისი
მიმდევრები, მნიშვნელოვნად განვითარდა და მიაღწია ცივილიზაციის უმაღლეს დონეს.
თოტი იყო უკვდავი, რაც ნიშნავს, რომ მან სძლია სიკვდილს და მხოლოდ მაშინ წავიდა
მიწიერი რეალობიდან, როცა თავად მოისურვა, ისიც არა სიკვდილით. მისმა უკიდურესად
ვრცელმა ცოდნამ განაპირობა, რომ იგი გახდა ატლანტების მრავალი კოლონიის
მმართველი, მათ შორის სამხრეთ და ცენტრალური ამერიკისაც.

257
ნახ. 23. წიგნი „ტოტ-ატლანტის ზურმუხტის დაფების“ ილუსტრაცია.

4. „ქიბალიონი - მცირე ტრაქტატი ჰერმეტულ ფილოსოფიაში, რომელიც 1908 წელს


ჩიკაგოში «The Yogi Publication Society» გამომცემლობის მიერ გამოქვეყნდა («The Kybalion.
A Study of the Hermetic Philosophy of ancient Egypt and Greece». The Yogi Publication Society,
Chicago, 1908). ავტორი უცნობია, რადგან იგი ხელმოწერილი იყო როგორც „სამი
განდობილი“.“

„ქიბალიონი - ამ ტერმინის ზუსტი აზრი დაიკარგა საუკუნეებში. მიუხედავად ამისა, ეს


სწავლება ნაცნობია მათთვის ვისთვისაც ის განდობილი იყო ზეპირსიტყვიერად.
ქიბალიონის სწავლება არ იწერებოდა და არ იბეჭდებოდა, ის ზეპირსიტყვიერად
გადადიოდა მასწავლებლიდან მოსწავლეზე და გასაგები იყო მხოლოდ განდობილთათვის,
მას მერე რაც მასწავლებელი ჰერმეტიკოსი უხსნიდა და მაგალითებით უსაბუთებდა
ჰერმეტიზმის პრინციპებს თავის ნეოფიტებს.“

„ოკულტურ საძმოებში ინახება „ქიბალიონის“ გამონათქვამთა ნუსხა. ჰერმეტული საძმოს


წევრს ისინი ზეპირად უნდა სცოდნოდა.“

258
ნახ. 24. ადამიანის ფიზიკური და სულიერი სტრუქტურა და მისი ადგილი სამყაროში. (ნახატის
ავტორს ვერ მივაგენი).

მე, როგორც მეცნიერი რომელსაც კლასიკური განთლება აქვს მიღებული, მიჩვეული ვარ
პირველ რიგში ინფორმაციის წყაროების გადამოწმებას და შესაბამისად ავტორების
სანდოობის გაანალიზებას, რაც ამ შემთხვევაში არ მუშაობს. „ჰერმეტული კორპუსი“ ჩვ. წ.-
ის ადრეული საუკუნეების ისეთი წიგნის ბერძნულ თარგმანად მიიჩნევა, რომელიც
წარმოუდგენლად ძველ ეპოქას ეკუთვნის; იმ ეპოქას, როდესაც ეგვიპტეს ჯერ კიდევ
ღმერთების თაობა მართავდა. პირვანდელი ვარიანტი თითქოს ალექსანდრიის
ბიბლიოთეკის ხანძრისას განადგურდა. ქიბალიონი საერთოდ უცნობი ავტორების მიერაა
დაწერილი და კაცმა არ იცის რას ეყრდნობა მათი ცოდნა. ტოტის ზურმუხტის დაფები კი

259
ვიღაც ადეპტის შემოქმედებაა, რომლის პიროვნებაზე საერთოდ ვერანაირ ინფორმაციას
ვერ მივაგენი.

მიქაელი:

- შენ სულ ეძებ დასაყრდენს ავტორიტეტებში, მაგრამ ხომ ხედავ როგორ იმსხვრევიან ისინი
თვალსა და ხელს შუა. შენი ავტორიტეტი იმ გზაზე, რომელსაც შენ მიუყვები, მხოლოდ
„ბრძენი გულია“ და სხვა არაფერი! მეტს ვერაფერს დაეყრდნობი. დაივიწყე თანამედროვე
მეცნიერული მიდგომები და კლიშეები. გაათავისუფლე გონება და გულს ჩაუკვირდი. ნუ
ფიქრობ იმაზე ვინ წაიკითხავს შენს ნაწერს. ამაზე თუ იფიქრე, ქვეცნობიერად „მკითხველს“
მიუსადაგებ შენს აზრებს. ჩათვალე რომ მხოლოდ ჩემთვის წერ. მე ვარ მხოლოდ შენი
მკითხველი!

მე:

- როცა ამ და სხვა, თუნდაც გნოსტიკურ ტექსტებს ვკუთხულობ, სულ ისეთი შეგრძნება


მაქვს, რომ სიმართლის მარცვლები სიცრუესთანაა არეული და თითქოს ეს მარცვლები
უნდა ამოვარჩიო, ამოვიცნო და ერთმანეთში მოზაიკად შევკრა... როდესაც „ჰერმეტიკის
კორპუსს“ ვკითხულობდი, ისეთი განცდა, ისეთი ინტუიციური შეგრძნება მქონდა,
თითქოს არაა მთლად ნამდვილი... ანუ... შენ, როგორც მითხარი, გულს რომ ჩავუკვირდე
უმრავლეს ნაწილში ისეთივე пустословие-ს ვგრძნობ, როგორსაც ბევრ გნოსტიკურ
ტექსტში. თითქოს სიტყვები ცარიელია... ძალას არ ატარებს. თან ისეთი შეგრძნება მაქვს
რომ „ჰერმეტულ კორპუსში“ პოსტქრისტიანული გნოსტიციზმის ხელი ურევია, რაც არ
უნდა იყოს ამ ხელნაწერის ასაკიდან გამომდინარე. ამიტომ ამ ტექსტს თავი დავანებე.
ტრისმეგისტის ზურმუხტის დაფა ძალიან პატარა და როგორც ჩანს ავტენტური ტექსტია,
რომელსაც აქვე მოვიყვან:

ზურმუხტის დაფის ლათინური ტექსტი:

1.Verum, sine mendasio, certum et verissimum.

2.Quod est inferius, est sicut (id) guod est superius, et quod est superius, est sicut (id) quod est
inferius, ad perpetranda miracula rei unius.

3.Et sicut omnes res fuerunt ab uno, meditatione unius: sic omnes res natae fuerunt ab hac una re,
adaptatione.

4.Pater ejus est Sol, mater ejus Luna; (5) portavit illud , ventus in ventre suo; (6) nutrix ejus terra
est.

5 (7).Pater omnis thelesmi totius mundi est hie.

6 (8).Vis (Virtus) ejus Integra est, si versa fuerit in terrain.

260
7 (9).Separabis terrain ab igne, subtile a spisso, suaviter, cum magno ingenio.

8 (10).Ascendit a terra in coelum, iterumque descendit in iterram, et recipit vim superiorum et


inferiorum. (11) Sic habebic gloriam totius mundi. Ideo fugiat (fugiet) a te omnis obscuritas.

9.Hie (Haec) est totius fortitudinis fortitudo fortis: quia vincet omnem rem subtilem, omnemque
solidam penetrabit.

10 (12).Sic mundus creatus est.

11 (13).Hinc adaptationes erunt mirabiles, quarum modus est hie.

12 (14).Itaque vocatus sum Hermes Trismegistus, habens tres partes Philosophiae totius mundi.

13 (15).Completum est quod dixi de operatione Solis.

თანამედროვე თარგმანი:

1.ჭეშმარიტია ყოველგვარი სიცრუის გარეშე, სარწმუნოა და სრულიად ჭეშმარიტია.

2.ის, რაც არის ქვემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ზემოთ; და ის, რაც არის ზემოთ,
შეესაბამება მას, რაც არის ქვემოთ, რომ განახორციელოს ერთიანობის საოცრება.

3.და ამგვარად, ყველაფერი წარმოიშვა ერთისგან ერთიანობის საშუალებით: ამგვარად


ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანი არსის შეგუების მეშვეობისგან.

4.მისი მამა არის მზე, მისი დედა არის მთვარე. (5) ქარი მას თავის მუცლით ატარებდა. (6)
მისი ძიძა არის მიწა.

5 (7).ეს არსი არის მთელი ქვეყნიერების ყოველგვარი სრულყოფილების მამა.

6 (8).მისი ძალა მთლიანი რჩება, როცა ის მიწად გადაიქცევა.

7 (9).შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, ფაქიზს უხეშისგან ნაზად, დიდი ხელოვნებით.

8 (10).ეს არსი ადის მიწიდან ცისკენ და მიღებული უმაღლესი და უმდაბლესი ძალით ისევ
მიწაზე ეშვება. (11).ამგვარად ეუფლები მთელი სამყაროს დიდებას, ამიტომ შენ
მოგშორდება ყოველგვარი წყვდიადი.

9.ეს არსი არის ყველა ძალის ძალა: რადგან ის გაიმარჯვებს ყველანაირ ფაქიზზე და
შეაღწევს ყველანაირ სიმყარეში.

10 (12).ასეა შექმნილი სამყარო.

11 (13).აქედან წარმოიშვება ყოველგვარი შეგუება, რომელთა საშუალებაც ასეთია.

12 (14).ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს


ფილოსოფიის სამ ნაწილს.

261
13 (15).საკმარისია ის, რაც მე ვთქვი მზის წარმოშობის სამუშაოზე.

არაბული თარგმანი:

1.ეს შეიცავს ზუსტ ნათქვამს, რომელშიც არ შეიძლება ეჭვის შეტანა.

2.ეს ამბობს: ის, რაც არის ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ. ერთიანობის საოცარი
ნამუშევარია.

3.და ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანობის შედეგად. როგორი გასაოცარია მისი


ნამუშევარი! ეს სამყაროს და მისი დარაჯის მნიშვნელოვანი ნაწილია.

4.მისი მამა არის მზე და მისი დედა არის მთვარე. (5) ამგვარად ქარს ის თავის სხეულში
ჰყავდა. (6) და მიწა მას კვებავდა.

5 (7).თილისმების მამა და საოცრებების მცველი.

6 (8).სრულყოფილი ძალაში, რომელიც ააშკარავებს სინათლეს.

7 (9).ეს არის ცეცხლი, რომელიც გაჩნდა ჩვენს მიწაზე. გაყავი მიწა ცეცხლისგან და უფრო
მეტად უერთგულე მას, რაც არის ფაქიზი, ვიდრე უხეში, ზრუნვით და სიბრძნით.

8 (10).ეს ადის მიწიდან ცამდე. ეს იღებს სინათლეს სიმაღლეებიდან და ზემოთ და ქვემოთ


მიღებული ძალით ეშვება მიწაზე სინათლეთა სინათლით. (11) ამის გამო წყვდიადი გარბის
მისგან.

9.უდიდესი ძალა ძლევს ყველაფერს, რაც არის ფაქიზი და აღწევს ყველაფერში, რაც არის
უხეში.

10 (12).მიკროსამყაროს ფორმირება მაკროსამყაროს ფორმირების შესაბამისია.

11 (13).სწავლულებმა შექმნეს მისგან საკუთარი გზა.

12 (14).ეს არის ის, რის გამოც სამგზის ჰერმესი ამაღლდა სიბრძნით.

13 (15).ეს არის უკანასკნელი წიგნი, რომელსაც ის მალავდა კატაკომბში.

ისააკ ნიუტონის თარგმანი:

1.ეს არის სიმართლე სიცრუის გარეშე, უდავოდ ყველაზე ნამდვილი.

2.ეს, რაც არის ქვემოთ, ჰგავს მას, რაც არის ზემოთ, რომელიც არის ზემოთ, ის ჰგავს მას, რაც
არის ქვემოთ, რათა შექმნას ერთიანობის საოცრება.

3.და რადგან ყველაფერი გაჩნდა ერთიანობისგან ერთიანობის შუამავლობით: ყველაფერს


აქვს დაბადება ამ ერთიანობასთან შეგუებით.

262
4.მზე მისი მამაა, მთვარე მისი დედაა.

5 (7).ქარი მას მუცლით ატარებდა. მისი ძიძა მიწაა.

6 (8).მთელი სამყაროს სრულყოფილების მამა აქ არის.

7 (9).მისი ძალა ან სიმძლავრე მთლიანობაა, თუკი ის მიწად გადაიქცევა. გაყავი მიწა


ცეცხლისგან, ფაქიზი უხეშისგან ნაზად დიდი აზროვნებით.

8 (10).ეს ადის მიწიდან ზეცაში, ისევ ეშვება მიწაზე და იღებს უმაღლეს და უმდაბლეს
ძალას.

9 (11).ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა გქონდეს მთელი სამყაროს დიდება. ამგვარად წყვდიადი
უნდა გაფრინდეს შენგან.

10 (12).მისი ძალა ყველა ძალაზე მაღლა მდგომია. რადგან ეს ამარცხებს ყველაფერ ფაქიზს
და აღწევს ყოველგვარ სიმყარეში. ასე შეიქმნა სამყარო.

11 (13).აქედან არის და მოდის საუცხოო შეგუება, რომლის პროცესიც არის აქ, მასში.

12 (14).შესაბამისად მე მიწოდებენ ჰერმეს ტრისმეგისტს, რადგან ვფლობ სამყაროს


ფილოსოფიის სამ ნაწილს.

13 (15).ეს ვთქვი მე, რომ მზის სამუშაო დასრულებული და დამთავრებულია.

ჯორჯიო ბეატოს თარგმანი:

1.ეს არის ნამდვილი და მოშორებულია ყოველგვარი ტყუილისგან.

2.რაც არის ქვემოთ, მსგავსია მისი, რაც არის ზემოთ. ამ ერთიანი სამუშაოს საოცრებით
მიღწეულია სრულყოფილება.

3.გარდა ამისა, რადგან ყველაფერი შექმნილია ერთისგან ერთის განხილვით, ყველაფერი


შეიქმნა ამ ერთისგან შეერთებით.

4.მისი მამა მზეა, მისი დედა მთვარეა.

5.ქარი მას საშვილოსნოთი ატარებდა. მისი ძიძა მიწაა, დედა ყოველგვარი


სრულყოფილებისა.

6.მისი ძალა სრულყოფილია.

7.თუკი ის დაბრუნდება მიწაზე.

8 .გაყავი მიწა ცეცხლისგან, ფაქიზი და თხელი - ნედლისა და უხეშისგან, გონივრულად,


კრძალვით და სიბრძნით.

263
9 .ეს ადის მიწიდან ცაში და ისევ ბრუნდება ციდან მიწაზე, და იღებს ზედას და ქვედას
ძალას და ეფექტურობას

10.ეს ნიშნავს, რომ შენ შეიძენ მთელი სამყაროს დიდებას, და ამგვარად შენ განდევნი
აჩრდილებს და სიბრმავეს.

11.მისი სულის სიმტკიცე ხელისგულით იჭერს სხვა სულის სიმტკიცეს და ძალაუფლებას.


რადგანაც მას შეუძლია შეღწევა და შესუსტება ყოველგვარი ფაქიზისა და ყოველგვარი
ნედლისა და უხეშისა.

12.ამგვარად ნიშნავს, რომ სამყარო დაარსდა.

13.და შესაბამისად მისი საოცარი შეერთება და საუცხოო შედეგები არის გზა, რომლის
საშუალებითაც არის მოტანილი ეს საოცრება.

14.ამის გამო მე მიწოდეს ჰერმეს ტრისმეგიტი, რადგან მე მაქვს მთელი მსოფლიოს


სიბრძნის და ფილოსოფიის სამი ნაწილი.

15.ჩემი სიტყვა, რომელშიც ვსაუბრობდი მზის სამუშაოს შესახებ, დასრულებულია.

ინტერნეტპოსტებიდან:
ზურმუხტის დაფის ინტერპრეტაცია

მიუხედავად იმისა, რომ „ჰერმესის ზურმუხტის დაფა“ ჩემს მასწავლებლებთან არ


გამირჩევია (არც ტოტის ზურმუხტის დაფები) და პირდაპირ „ქიბალიონზე“ გადავედით,
მაინც მინდა ეს ტექსტი გავარჩიო იქიდან გამომდინარე, მე როგორ მესმის და როგორ
მასწავლეს. სამწუხაროდ, ჩვენ (თანამედროვე ადამიანების) განკარგულებაში არ არის არც
თვითონ ზურმუხტის დაფა ძველი ეგვიპტური დამწერლობით, არც მისი პირვანდელი
სავარაუდო თარგმანი ბერძნულად, არამედ მარტო ლათინური ტექსტი, რომელიც
მხოლოდ 1541 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მისგან უკვე თავისმხრივ ითარგმნა სხვა ენებზე.
არაბული თარგმანი მნიშვნელოვნად განსხვავდება თანამედოვე, ნიუტონის და ბეატოს
თარგმანებისგან, რადგან ის ნათარგნია არა გავრცელებული ლათინური ტექსტიდან,
არამედ უფრო ადრეული ვარიანტიდან. როგორც ხედავთ მრავალსაუკუნოვან თარგმანთა
თარგმანებში ბევრი ინფორმაცია სახეიცვლება სუბიექტური ინტერპრეტაციებით და ამის
ნათელი მაგალითია არაბული და თანამედროვე (ლათინური) თარგმანების შეუსაბამობა,
რომლებსაც წესით საერთო პირველწყარო აქვთ - ეგვიპტური „ჰერმესის ზურმუხტის
დაფა“. ამიტომ ამ ტექსტის ინტერპრეტაციას ალბათ უფრო ინტუიცია ჭირდება, ვიდრე
სიტყვების დეტალური ჩაძიება. მოდით დავეყრდნოთ თანამედროვე თარგმანს და
მივუყვეთ:

264
1.ჭეშმარიტია ყოველგვარი სიცრუის გარეშე, სარწმუნოა და სრულიად ჭეშმარიტია.

ეს გასაგებია. საუბარია იმაზე, რომ რაც ამ დაფაზე წერია სრული ჭეშმარიტება და სარწმუნო
ინფორმაციაა.

2.ის, რაც არის ქვემოთ, შეესაბამება მას, რაც არის ზემოთ; და ის, რაც არის ზემოთ,
შეესაბამება მას, რაც არის ქვემოთ, რომ განახორციელოს ერთიანობის საოცრება.

აქ ჩემთვის გასაგებია, რომ საუბარია სამყაროს ფრაქტალურ მოწყობაზე.

„მიქაელი:

-ყველა ფრაქტალურ სტრუქტურას, თავისი გეომეტრია, მათემატიკური სტრუქტურა და


მასთან შეჭიდული „პრინციპი“ აქვს. საკრალური გეომეტრია, მაგიური გეომეტრიული
ფიგურები და ნუმეროლოგია რომელიც როდესღაც ხელმისაწვდომი იყო
ადამიანებისთვის, სწორედ ამ ფრაქტალების „მათემატიკასთან“ და „პრინციპთან“ არის
დაკავშირებული. ფრაქტალები პირვანდელი ღვთაებრივი ენერგიის, გარკვეული
„პრინციპით“ გარდატეხის და გატარების სტრუქტურებია, რომლებიც სხვადასხვა
განზომილებებში „პულსირებენ“ უმცირესიდან უდიდესისკენ და პირიქით. მათი ცოდნა
უმაღლეს საკრალურ ცოდნას წარმოადგენს, რომელიც შესაბამისი ენერგიების მართვის
ძალაუფლებას იძლევა.“

„მიქაელი:

-გაიხსენე ფრაქტალების პრინციპიც. დიდი იმეორებს მცირეს და მცირე დიდს.“

3.და ამგვარად, ყველაფერი წარმოიშვა ერთისგან ერთიანობის საშუალებით: ამგვარად


ყველაფერი წარმოიშვა ამ ერთიანი არსის შეგუების მეშვეობისგან.

აქ საუბარია იმაზე, რომ თავდიპირველად იყო ერთი მთლიანი, რომელიც შემდგომ


დიფერენცირდა და გამოვლინდა მრავალ ფორმაში.

„მიქაელი:

-პირველადი დიფერენცირების მერე სამყაროში წარმოიქმნა ორი


ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი: მატერია და სული (შენ სქემებზე პირველწყაროდაა

265
მოხსენიებული, თუმცა ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მისთვის „პირველწყაროს სულის
იპოსტასის“ დარქმევა). ამ ორის ზემოქმედებით და ურთიერთგადადინებით წარმოიქმნება,
ვითარდება და ნადგურდება გამოვლენილი სამყაროები. რაც უფრო მკვრივია,
მატერიალიზირებულია პირველწყარო და დაშორებულია სულიწმინდას ანუ სულის
იპოსტასს, მით უფრო მკვრივია მატერია და ილუზორულია შესაბამისად გამოვლენილი
სამყარო. რაც უფრო ახლოა „სულთან“ სამყარო (მაგალითად სულიერი ან ნატიფ-
მატერიალური სამყაროები) მით მეტად „რეალურად“ აღიქმება ის.“

„მიქაელი:

-შემოქმედების იმპულსი აბსოლუტიდან მოდის. ჯერ გამოუვლენელი აბსოლუტი


დიფერენცირდება მატერიის და სულის იპოსტასად. შემდეგ მატერია სიმბოლურად რომ
ვთქვათ „ქვევით“, ვიბრაციების ვარდნისკენ, გაუხეშებისკენ მოძრაობს შორდება რა სულის
იპოსტასს. ამ ეტაპზე ხდება მატერიის მეტად და მეტად დიფერენცირება, ხოლო შემდეგ
უკვე დიფერენცირებული, ესე ვთქვათ ინდივიდუალობაშეძენილი მატერია „ზევით“
ბრუნდება სულის იპოსტასისკენ გათხელებისა და ვიბრაციების გაზრდის გზით. ასე ხდება
აბსოლუტის თვითგამოვლინება ფორმაში.“

ანუ ხდება ერთის (ღვთაებრივი პირველწყაროს) დიფერენცირება მრავალ კომპონენტად,


ამას ახლავს სულის ჩასვლა (ვარდნა) მატერიაში, ხოლო შემდეგ უკან სულში დაბრუნება
მატერიის გათხელება/განღმრთობით და ისევ ერთიანობაში დაბრუნებით. ამიტომ ხდება
ადამიანის ცნობიერების აღმავლობა (ღმერთში დაბრუნება) მისი მეტად და მეტად
გაფართოების გზით და მეტ და მეტ არსებასთან (ღმერთის ინდივიდუალურ
გამოვლინებებთან) ცნობიერების ერთარსად, ერთ არსებად გაერთიანებით. სულის
მატერიაში ვარდნა და შემდეგ მისი დაბრუნება წარმოადგენილია ე. წ. „გაშლადი“ და
„შეკუმშვადი“ ევოლუციური ციკლებით, რომლებიც ამოსუნთქვა- ჩასუნთქვას შეიძლება
შევადაროთ.

4.მისი მამა არის მზე, მისი დედა არის მთვარე. (5) ქარი მას თავის მუცლით ატარებდა. (6)
მისი ძიძა არის მიწა.

(იხილეთ სურათი 3.) აქ ცალსახად იკვეთება 4-ობრივი ფრაქტალი, რომელიც მთავარი


ფრაქტალია მატერიალური სამყაროებისთვის, მაშინ როცა 3 - სულიერი
განზომილებისთვის. სადღაც მახსოვს წავაწყდი ბლავაცკაიას ასეთ გამონათქვამს,
რომელიც მაშინვე ჩამებეჭდა მეხსიერებაში: როცა სამი გახდა ოთხი, სული გამოვლინდა
მატერიაში. ეს ჩანს ცნობიერების მოწყობის 7-ობრივ სტრუქტურაში, სადაც იკვეთება ზედა
(სულიერი) ტრიადა და ქვედა (მატერიალური) ტეტრადა. აი, სწორედ ტეტრადა არის
მატერიის ძირითადი ფრაქტალი. ეხლა შეხედეთ, ოთხობრივ ფრაქტალში ყოველთვის არის
ორი ურთიერთსაწინააღმდეგო წყვილი. მაგ: ზამთარი - ზაფხული და გაზაფხული -
შემოდგომა. ასევე ცეცხლი - წყალი და ჰაერი - მიწა. შეხედეთ ფოტოს და დაინახავთ

266
სწორედ ამ მე-4 სტროფის ილუსტრაციას. მზე არის იგივე ცეცხლი, მთვარე იგივე წყალი,
ქარი იგიცე ჰაერი, ხოლო მიწა მიწაა. მაგრამ აქ უბრალოდ სტიქიებზე არაა საუბარი.
საუბარია ამ 4-ობრივი ფრაქტალის ყველაზე ფართო/მნიშვნელოვან გამოვლინებაზე -
სული-მატერიის ცირკულირება 4-ობრივ ციკლში, რომელიც სრულიად მატერიალური
სამყაროების ევოლუციას განაპირობებს. აი ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან:

„მიქაელი:

- ზოგადად რომ ვთქვათ აქტიური საწყისი მამაკაცის პრინციპია და პასიური ქალის...


გამცემის მამაკაცია და მიმღები ქალი. ეს პრინციპი კარგად ჩანს სიმბოლოებში სადაც სული
მამაკაცია, მატერია ქალი, მზე მამაკაცია და მთვარე ქალი. იანი მამაკაცია და ინი ქალი, დღე
მამაკაცია და ღამე ქალი. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო გამოვლინება ერთმანეთის გარეშე
ვერ არსებებს და ერთმანეთის გარეშე ვერ ქმნის!“

ანუ, როგორც მზე ზაფხულთანაა ანალოგიაში, მთვარე ზამთართან, ასეა ქარი


გაზაფხულთან, ხოლო მიწა შემოდგომასთან. რაც შეეხება მატერიის ანალოგიას
მთვარესთან და არა მიწასთან (ამ შემთხვევაში), ეს აზრი მერე მიქაელმაც გააჟღერა:

„მიქაელი:

- თქვენი მეცნიერები ეგზოპლანეტებზე სიცოცხლეს ყოველთვის წყლის არსებობას


უკავშირებენ. ისინი ყოველთვის წყალს ეძებენ, მაგრამ იმ იდეას, რომ თქვენ პლანეტაზე
სიცოცხლე წყალთანაა დაკავშირებული, ბევრად უფრო ღრმა აზრი აქვს, ვიდრე უბრალოდ
წყლის არეში ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის შესაძლებლობა. სულიერი თვალით
რომ შეხედო, გაგიკვირდება მაგრამ სულის ინკარნაცია მართლა წარმოადგენს წყლის
სტიქიაში ჩაშვების პროცესს...“

„მიქაელი:

- и Дух Божий носился над водою...- გაიმეორა მან ჩემი მაშინდელი ფიქრები - ეხლა ხვდები,
რომ ზედა, სულიერი განზომილებებიდან მატერიალური სამყარო აღიქმება როგორც
წყლის ზედაპირი? იოანეს გამოცხადებაში სიტყვები „и перед престолом море стеклянное,
подобное кристаллу“ ასევე ფიზიკურ განზომილებას ეხება.“

5 (7).ეს არსი არის მთელი ქვეყნიერების ყოველგვარი სრულყოფილების მამა.

აქ არის დადასტურება იმისა, რომ ზემოთთქმული აზრი ყველაფრის სრულყოფილების


საწინდარია. მატერიალური სამყაროები ყოველთვის სული-მატერიის
ურთიერთმიმართებას მოიაზრებს, ამიტომ ამ ორის ერთმანეთში გადადინება 4-ობრივი
ციკლებით განაპირობებს საბოლოო სრულყოფილების მიღწევას.

6 (8).მისი ძალა მთლიანი რჩება, როცა ის მიწად გადაიქცევა.

267
აქ შესაძლოა საუბარია იმაზე, რომ როცა სული მატერიაში ვარდება (მიწად იქცევა), მისი
პირვანდელი პოტენციალი, ანუ ჭეშმარიტი არსი, ანუ საღმრთო წარმომავლობა
შენარჩუნებულია.

7 (9).შენ გაყოფ მიწას ცეცხლისგან, ფაქიზს უხეშისგან ნაზად, დიდი ხელოვნებით.

ხო. აქ ვეთანხმები G. S.-ს აზრს, რომ საუბარია სულიერი ფასეულობების გარჩევაზე


მიწიერი, ანუ მატერიალური ფასეულობებისგან, რადგან კარგის გარჩევით ცუდისგან
მიმდინარეობს ცნობიერების ამღლება და საბოლოო განღმრთობა. ადამიანისთვის
აუცილებელი ეტაპია სწორი ზნეობრივი განვითარება და სწორი არჩევნების გაკეთება
სიკეთის (სულიერების ანუ ცეცხლის) სასარგებლოდ და ბოროტების (ანუ მიწის)
საწინააღმდეგოდ. ვერანაირი ოკულტური ცოდნა ვერ ჩაანაცვლებს ამ პროცესს, რომელსაც
საკუთარ თავში ცეცხლის მიწისგან განცალკევება ქვია. ამ შემთხვევაში მიწა მდაბიო, უხეში
მატერიის იპოსტასს გამოსახავს.

8 (10).ეს არსი ადის მიწიდან ცისკენ და მიღებული უმაღლესი და უმდაბლესი ძალით ისევ
მიწაზე ეშვება. (11).ამგვარად ეუფლები მთელი სამყაროს დიდებას, ამიტომ შენ
მოგშორდება ყოველგვარი წყვდიადი.

„ეს არსი“ იგულისხმება ზემოთხსენებული ცეცხლის გარჩევა მიწისგან, ცეცხლში


დაბადება, რომელზეც იესო საუბრობდა. აქ უკვე საუბარია ადამიანის განსხივოსნებაზე,
როცა მისი ცნობიერება სულიერ სამყარომდე (ცამდე) მაღლდება, ღმერთის ცნობიერებას
ეზიარება. მაგრამ ის ჯერ კიდევ ფიზიკურ სხეულშია, ამიტომ განღმრთობილი ცნობიერება
ერთგვარად „მიღებული უმაღლესი“ (ანუ სულიერი გამოცდილებით) და „უმდაბლესი
ძალით“ (ფიზიკური სხეულით) „ისევ მიწაზე ეშვება“. მაგრამ ამჯერად ის უკვე
დაუფლებულია სამყაროს საიდუმლოეებს, „მთელი სამყაროს დიდებას“ და „წყდიადი“ ანუ
მიჯაჭულობა მატერიალურ განზომილებაზე შორსაა მისგან.

9.ეს არსი არის ყველა ძალის ძალა: რადგან ის გაიმარჯვებს ყველანაირ ფაქიზზე და
შეაღწევს ყველანაირ სიმყარეში.

„ეს არსი“ ანუ ცეცხლის გარჩევა მიწისგან, ანუ გასულიერების პროცესი არის მთავარი
მამოძრავებელი ძალა ადამიანის ევოლუციაში. სული იმარჯვებს როგორც უხეშ, ასევე
ნატიფ მატერიაზე.

10 (12).ასეა შექმნილი სამყარო.

268
აქ საინტერესოა არაბული თარგმანი რომელიც ასე ჟღერს: „10 (12).მიკროსამყაროს
ფორმირება მაკროსამყაროს ფორმირების შესაბამისია.“, რომელიც ისევ ფრაქტალების
პრინციპზე მიგვანიშნებს.

11 (13).აქედან წარმოიშვება ყოველგვარი შეგუება, რომელთა საშუალებაც ასეთია.

ეს აზრი ცოტა გაუგებარია და შესაძლოა დამახინჯდა მრავალჯერად თარგმანებში, ამიტომ


აქ არაბულ ტექსტს დავესესხები, რომელიც ასე ჟღერს: „11 (13).სწავლულებმა შექმნეს მისგან
საკუთარი გზა.“ ანუ, აშკარად საუბარია იმაზე, რომ სწავლულმა ანუ განდობილმა
ადამიანებმა ამ საკრალური ცოდნის გამოყენებით შექმნეს სულიერი სრულყოფის გზა,
ერთგვარი სწავლება, რომელსაც ადამიანი განსხივოსნებამდე მიყავს.

12 (14).ამიტომ ვარ მე სამმაგად დიდებულად წოდებული, რადგან ვფლობ სამყაროს


ფილოსოფიის სამ ნაწილს.

აქ მიქაელმა ცალსახად ამიხსნა, რომ საუბარია სამყაროს სამი დონის ცოდნაზე: სულიერი,
ნატიფმატერიალური და უხეშმატერიალური ფენების, ანუ ქართულ ტერმინოლოგიას რომ
დავესესხოთ სკნელის, ქვესკნელის და ზესკნელის ცოდნაზე.

13 (15).საკმარისია ის, რაც მე ვთქვი მზის წარმოშობის სამუშაოზე."

აქაც საინტერესოა, რომ ეს სტროფი არაბულ თარგმანში სრულიად სხვანაირად ჟღერს:

„13 (15).ეს არის უკანასკნელი წიგნი, რომელსაც ის მალავდა კატაკომბში.“ ყველა ვარიანტში
ეს არის დასასრული ფრაზა. „მზის სამუშაოში“ შეგვიძლია მოვიაზროთ ისევ და ისევ
ცეცხლის, ანუ სულიერი სამუშაო. ხოლო არაბულ თარგმანში უბრალოდ მითითებულია,
რომ წიგნი იმალებოდა რომელიღაც კატაკომბში.

269
სურათი 3. მიკროკოსმი-მაკროკოსმი

2018 წელი. ქიბალიონი. ნაწილი 1-ლი

მიქაელი:

- „ტოტ-ატლანტის ზურმუხტის დაფებს“ რაც შეეხება, ჯერ თავი შეიკავე და „ქიბალიონის“


შვიდი პრინციპი ჩამოაყალიბე!

მე:

270
-1. მენტალიზმის პრინციპი: - „ყველაფერი აზრია. სამყარო წარმოადგენს აზროფორმას.“
(ქიბალიონი).

ეს პრინციპი განასახიერებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველაფერი წარმოადგენს აზრს (ფიქრს).


სხვა სიტყვებით, ყველაფერი, რაც გვევლინება ფორმაშესხმული რეალობის რაიმე
გარეგნული გამოვლინებებისა თუ მოვლენების სახით და რასაც ჩვენ ვუწოდებთ
„მატერიალურ სამყაროს“, „ცხოვრებისეულ გამოვლინებას“, „მატერიას“, „ენერგიას“ და
სხვ., მოკლედ, ყველაფერი, რასაც ჩვენი გრძნობათა ორგანოები აღიქვავენ არის სული,
რომელიც თავისთავად შეუცნობელი და განუსაზღვრელია, მაგრამ რომელიც შეგვიძლია
მივიჩნიოთ სრულიად სამყაროს უსასრულო ცოცხალ გონად.

მიქაელი:

- ეს ისაა, რაზეც სულ გესაუბრები. ყველაფერი პირველწყაროს მენტალის... უფრო სწორედ


რომ ვთქვათ, ცნობიერების შედეგია. მინერალური, მცენარეული, ცხოველური,
ადამიანური თუ სულიერი სფეროები წარმოადგენენ სხვადასხვა სიხშირის ვიბრაციის
ცნობიერებას, რომელიც საბოლოო ჯამში პირველწყაროს ცნობიერების (აზროფორმების)
გამოვლინებაა. სამყაროები ფიქრის ძალით იქმნება!

2. შესაბამისობის პრინციპი (ანალოგია). „როგორც ზევით, ისეა ქვევით; როგორც ქვევით,


ისეა ზევით“, - ეს პრინციპი წარმოადგენს ჭეშმარიტებას, რომელიც გულისხმობს, რომ
ყოფიერების სხვადასხვა ფენების დონეზე არსებულ მოვლენებსა და კანონებში არსებობს
შესატყვისობა ანუ ანალოგია. ჰერმეტიკოსების უძველესი აქსიომა მეტყველებს: „როგორც
ზევით, ისეა ქვევით; როგორც ქვევით, ისეა ზევით“. ამ პრინციპის დაუფლება საშუალებას
გაძლევს ამოხსნა ბუნების ყველაზე ბნელი და გაუგებარი პარადოქსები. არსებობს
ყოფიერების ფენები, რომლებიც აღემატებიან ჩვენ გაგებას, მაგრამ თუ ჩვენ მივუსადაგებთ
მათ ანალოგიის პრინციპს, გაცხადდება ის რაც წინააღმდეგ შემთხვევაში შეუცნობლად
დარჩებოდა. ეს პრინციპი, რომელიც საყოველთაოდ გამოიყენება სამყაროს მატერიის,
მენტალის თუ სულის სხვადასხვა ფენების დონეზე, წარმოადგენს უნივერსალურ კანონს.
ძველი ჰერმეტიკოსები ამ პრინციპს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეთოდად
(მენტალურ იარაღად) მიიჩნევდნენ რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია
გადალახოს ყველა წინააღმდეგობა და შეიმეცნოს შეუცნობელი. ამ მეთოდის საშუალებით
შესაძლებელია გადაწიო იზიდას საფარველი ისეთ მანძილზე, რომ წამით ამ დიდი
ქალღმერთის სახეც კი დაინახო. ისევე როგორც გეომეტრიის ცოდნა აძლევს ადამიანს
საშუალებას გაზომოს მანძილი შორეულ ვარსკვლავებამდე და მათი მოძრაობის
ტრაექტორია განსაზღვროს, ასევე ანალოგიის პრინციპი საშუალებას გაძლევს გონიერად
გადახვიდე ნაცნობიდან შეუცნობელში. მონადის შესწავლით მიხვდები რას წარმოადგენს
მთავარანგელოზი!

მიქაელი:

271
-ეს კი აწი უკვე შენთვის გასაგები ფრაქტალების პრინციპი, რომელიც სხვანაირად ამ
ფრაზით «Как вверху, так и внизу; как внизу, так и вверху» შეიძლება გამოხატო.

3. ვიბრაციის პრინციპი. „არაფერი არაა უძრაობაში - ყველაფერი ვიბრირერბს“. ეს


პრინციპი მოიაზრებს იმ აზრს, რომ რომ ყველაფერი იმყოფება მუდმივი მოძრაობის ანუ
ვიბრაციის მდგომარეობაში. ამ ფაქტს ადასტურებს თანამედროვე მეცნიერება და
უკანასკნელი აღმოჩენებიც, მაგრამ თავდაპირველად ჰერმეტიკოსების ეს პრინციპი
ჩამოაყალიბეს ძველი ეგვიპტის ოსტატებმა. ეს პრინციპი ამბობს, რომ განსხვავება
მატერიის სხვადასხვა გამოვლინებებს, ენერგიას, მენტალსა და სულს შორის არის
განსხვავება ვიბრაციის სიხშირეებში. ყველაფერი, დაწყებული წმინდა სულით,
დამთავრებული კოლოსალური მატერიალური ფორმებით იმყოფება ვიბრაციის
მდგომარეობაში. რაც უფრო მაღალია ვიბრაცია, მით უფრო მაღალია მდებარეობა შკალაზე.
სულის ვიბრაციის სიხშირე და ინტენსივობა იმდენად მაღალია, რომ ის ფაქტიურად დგას,
ისევე როგორც ძალიან სწრაფად მბრუნავი ბორბალი აღიქმება როგორც უძრავი. შკალის
(დიაპაზონის) მეორე ბოლოში გრანდიოზული მატერიალური ფორმებია, რომელთა
ვიბრაცია პირიქით, იმდენაც მცირეა, რომ ის ასევე აღიქმება როგორც უძრავი. ამ ორ
პოლუსს შორის არსებობს მილიონობით მილიონი სხვადასხვა დონის ვიბრაცია.
კორპუსკულები, ელექტრონები, ატომები, მოლეკულები, თუ გალაქტიკები და სამყაროები
- ყველაფერი რხევით მოძრაობაში იმყოფება. ეს პრინციპი ასევე ვრცელდება ენერგიებზე
და ძალებზე/ველებზე, რომლებიც სხვა არაფერია თუ არა სხვადასხვა დონის ვიბრაციები.
ის ასევე ეხება მენტალის და სულიერ სფეროებს, სადაც განსხვავება დონეებში
წარმოადგენს სხვადასხვა სიხშირის რხევებს. ამ პრინციპის კარგად გააზრება და
გათავისება, ჰერმეტიზმის მოსწავლეს საშუალებას აძლევს აკონტროლოს როგორც თავისი,
ასევე სხვისი მენტალური (აზრობრივი) ვიბრაციები. ოსტატები ამ პრინციპს იყენებენ
ბუნების მოვლენების დასამორჩილებლად სხვადასხვა მეთოდების საშუალებით. ის ვინც
დაეუფლა ვიბრაციის პრინციპს, მოიპოვა ძალაუფლები კვერთხი! - ამბობს ანტიკური
მწერალი.

მიქაელი:

-ესეც ყველაფერი შენთვის ნაცნობი და გასაგებია. ჩვენი თუნდაც ადამიანის მონადის,


თუნდაც სამყაროების სიხშირეთა შკალები (იხ. გვ. 155. ნახ. 8 ) სწორედ ამ ზემოთქმულს
განასახიერებს. სიტყვას მოვაყოლებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ როდესაც სულისა და
მატერიის პირველი დაყოფა მოხდა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსად, მათ “გასწვრივ“
გამოვლენილ სამყაროებში, ისინი, რომლებიც „მატერიის“ პოლუსთან მდებარეობენ უფრო
დაბალ სიხშირეზე ვიბრირებენ და „უხეშ მატერიალურ“ სამყაროებს წარმოადგენენ,
შუალედურ სამყაროებს „ნატიფ მატერიალური“ ხოლო „სულის“ პოლუსთან მყოფ
სამყაროებს სულიერი სამყაროები ჰქვია. უხეშ-მატერიალური სამყაროები (როგორიც
თქვენია) დაბალ სიხშირეზე, ხოლო სულიერი სამყაროები მაღალ სიხშირეზე ვიბრირებენ.
სამყაროს უდიდესი ციკლია ბრამას ამოსუნთქვა, როდესაც სული მატერიაში ჩადის (ანუ

272
მატერიალიზაციის პროცესი) და ამ დროს წარმოიქმნება და ვლინდება სამყაროები და მათი
მაცხოვრებელი ცოცხალი არსებები მოდიან განსხეულებაში, ხოლო ბრამას ჩასუნთქვა უკან
მიმართული პროცესია, როდესაც მატერია უკან, შეთხელებისკენ და განღმრთობისკენ
ბრუნდება. ამ დროს უხეში მატერიალური სამყაროები თხელდებიან, სულიერდებიან და
ბოლოს მატერიისა და სულის პოლუსები ერთმანეთს პირვანდელ გამოუვლენელ
აბსოლუტში უბრუნდებიან. დაბალ ვიბრაციებში მყოფი სამყაროები და მათში არსებული
ცოცხალი არსებები უფრო „დაბალი“ სულიერების არიან. როდესაც ბრამის ამოსუნთქვა
ხდება ცოცხალი არსებები მატერიალიზაციისკენ არიან მიმართულნი და სამყარო
გაფართოვების სულიერი ცენტრიდან მოშორების ანუ მატერიალიზაციის მიმართულებით
მოძრაობს. ამ დროს ცოცხალ არსებებს სულის ანუ „ღვთის ნებისგან“ დამოუკიდებელი
გამოცდილების მიღება სურთ და სულ მეტად ეშვებიან მატერიაში. ხოლო ბრამას
ჩასუნთქვისას სამყაროები პირველწყაროს უბრუნდებიან უკუსვლის ანუ შეთხელების,
სიხშირეთა მატების, გასულიერების გზით და ცოცხალი არსებები „სახლში
დაბრუნებისკენ“, ღმერთისკენ არიან ორიენტირებულნი. როგორც მატერიაში ჩაშვების,
ასევე სულში დაბრუნების პროცესი არ არის ცალსახა და ერთბაშად მიმდინარე და მრავალი
ერთმანეთთან დაკავშირებული ციკლისგან შედგება. როცა ერთი პლანეტა მატერიაში
ჩასვლას განიცდის, მეორე უკვე განღმრთობის გზას ადგას. ყველა პროცესი გამოვლენილ
სამყაროებში ციკლებს მიუყვება. ჩემ მიერ ადრე აღწერილი 12-ობრივი და 7-ობრივი
ციკლები მხოლოდ მცირე ნაწილია, მაგრამ როგორც იცი «Как вверху, так и внизу; как внизу,
так и вверху», ამიტომ ის ციკლი რაც ცალკეული ადამიანის ცხოვრებაში ვლინდება
სრულიად კაცობრიობაზე შეიძლება გავრცელდეს და რაც სრულიად კაცობრიობაზე
ვრცელდება, ის სამყაროზეც შეიძლება გავრცელდეს. ყველა პროცესი წარმოადგენს ციკლს
ციკლებში, სადაც მცირე ციკლი უფრო დიდი ციკლის ნაწილია.

- როგორც საათის გორგოლაჭები - ჩავურთე მე რადგან ასეთი ასოციაცია მომივიდა და


წარმოვიდგინე, რომ მთელი სამყარო მათემატიკური სიზუსტით აწყობილი საათის
მექანიზმია სადაც უწყვეტად და მიზანმიმართულად მოძრაობენ მცირე და დიდი
დეტალები.

- ან როგორც ბორბალი ბორბალში... დაიმახსოვრე ეს ალეგორია. ამას კიდევ


დავუბრუნდებით.

- თუ მთელი სამყარო მათემატიკურად გათვლილი ციკლებისგანაა შემდგარი, გამოდის


რომ ჩვენც ამ დიდი ციკლების ნაწილები ვართ. არაფრით გამოსარჩევი მცირე ჭანჭიკები... -
გამეფიქრა და თან არ მესიამოვნა ასეთი საკუთარი უმნიშვნელობა - სადღაა აქ თავისუფალი
ნების და ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ადგილი?

- სწორედ ამაში მდგომარეობს შუალედური სამყაროების, ანუ თავისუფალი ნების ზონის


არსებების თავისებურება, რომ იმისთვის რომ მათი ევოლუცია სწორი მიმართულებით
წარიმართოს, ისინი უნდა აყვნენ ამ ციკლებს. თუ მცენარე (სოფლის მეურნეობის
კულტურა იგულისხმება ალბათ) ბიოლოგიურად გათვალისწინებული ზრდა-
განვითარების ციკლიდან ამოვარდა, მაგალითად დაითესა არასწორ სეზონზე, ის ვერ
დაასრულებს ზრდა-განვითარებას და მოკვდება იქიდან გამომდინარე რომ წელიწადის

273
დროების ციკლს ვერ შეესატყვისა. იგივე ემართება ადამიანის როგორც ფიზიკურ სხეულს
ასევე სულსაც თუ მისი განვითარება კოსმოსურ ციკლებს არ შეესატყვისა. ადამიანი
თავისუფალია ნებით მიიღოს გადაწყვეტილება დაემორჩილოს ან არა ღვთის ნებას
(დაიცვას მატერიალური და სულიერი სამყაროების კანონები) კარმული უკუგება სწორედ
მაგისთვის არსებობს რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ადამიანი სწორ გზაზე
დააბრუნოს. და ამ სწორ გზას ვეძახი მე „ცხოვრებისეული მისიის“ გზას, რომელიც
თითოეულს ინდივიდუალური აქვს და რომელიც კაცობრიობისთვისაცაა განსაზღვრული.
თუ კოსმიურ ვადებს და კოსმოსურ ციკლებს ვერ აყევი, როდესაც „მოსავლის აღების“ ჟამი
დადგება пшеница будет отобрана от плевел! ბიბლიაში წერია:

24. სხვა იგავი შესთავაზა და უთხრა: "ცათა სამეფო ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი
თესლი დათესა თავის ყანაში.

25 როცა ეძინათ ადამიანებს, მოვიდა მისი მტერი, ღვარძლი ჩათესა ხორბალში და წავიდა.

26 ჯეჯილი რომ აღმოცენდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი.

27 მივიდნენ მონები და ჰკითხეს სახლის პატრონს: ბატონო! განა კარგი თესლი არ დათესე
ყანაში? ღვარძლი საიდანღა შეერია?

28 მან კი უთხრა მათ: მტერი კაცის ნახელავია ეს. მონებმა უთხრეს: თუ გვიბრძანებ, წავალთ
და გავმარგლავთ.

29 მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ


ამოგლიჯოთ.

30 გაუშვით, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელებს:
უწინ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი; ხორბალი კი ჩემს
ბეღელში დაახვავეთ”.

-შემდეგი ჩამოაყალიბე!

4. პოლარობის პრინციპი. „ყველაფერი ორმხრივია და ყველაფერს აქვს ორი პოლუსი ანუ


თავისი ანტიპოდი (საპირირსპირო მხარე). საპირისპირო მხარეები იდენტურია თავისი
ბუნებით, მაგრამ განსხვავებულია ხარისხით. უკიდურესობები ერთმანეთში გადადის.
ყოველი ჭეშმარიტება არაფერია თუ არა ნახევარჭეშმარიტება. ყველა პარადოქსი შეიძლება
აიხსნას. (ქიბალიონი)“

ეს პრინციპიც ჰერმეტიკოსების ძველი აქსიომაა. იგი ხსნის იმ პარადოქსებს, რომლებიც


ყოველთვის ჩიხში აყენებდნენ ადამიანებს. მაგალითად, რომ „თეზისი და ანტითეზისი
იდენტურია ბუნებით, მაგრამ განსხვავებულია ხარისხით“, „საპირისპირო მხარეები

274
მსგავსია, მაგრამ განსხვავდება ხარისხით. საწინააღმდეგო წყვილები შეიძლება შეარიგო
(დაახლოვო, გააერთიანო), უკიდურესობები ერთმანეთში გადადის, ყველაფერი არსებობს
და არ არსებობს ერთდროულად, ყველა ჭეშმარიტება წარმოადგენს ნახევრად
ჭეშმარიტებას, ყოველი სიმართლე ნახევრად სიცრუეა, ყველაფერს ყოველთვის ორი მხარე
აქვს და ას. შ. ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს აქვს ორი პოლუსი, ანუ ორი
ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტი და რომ ეს საწინააღდეგო მხარეები წარმოადგენენ
უბრალოდ ერთი და იგივეს უკიდურეს გამოვლინებებს (ექსტრემუმებს), რომელთა შორის
ამ ასპექტის სხვადასხვა ხარისხის უამრავი გრადაციაა. მაგალითად, „სიცხე“ და „სიცივე“,
მიუხედავად იმისა რომ ურთიერთსაწინააღდეგო ცნებებია (პოლუსები), ამავდროულად
ერთი და იგივე მოვლენას წარმოადგენენ, რომელიც მხოლოდ ხარისხით (ინტენსივობით)
განსხვავდება. შეხედეთ თერმომეტრს, თუ შეძლებთ დაადგინოთ სად მთავრდება სიცხე და
იწყება სიცივე? არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა აბსოლუტური სიცივე ან
აბსოლუტური სითბო. ორივე ტერმინი ერთი და იგივეს ნიშნავს, რომელიც განსხვავდება
ხარისხით ანუ რეალურად ვიბრაციის ინტენსივობით. ამიტომ სიცხე და სიცივე
წარმოადგენს სითბოს, როგორც მოვლენის ორ პოლუსს, რომელიც პოლარობის პრინციპის
ნათელი მაგალითია. იგივე პრინციპი ვლინდება, მაგალითად, „სინათლის“ და „სიბნელის“
შემთხვევაში, რომელიც ასევე ერთი და იგივეა ბუნებით, მაგრამ განსხვავდება ხარისხით.
სად იწყება „სიბნელე“? ან სად იწყება „სინათლე“? სად იწყება „დიდი“ და მთავრდება
„პატარა“? ან „მძიმე“ და „მსუბუქი“? ან „ბასრი“ და „ბლაგვი“?, „დაბალი“ და „მაღალი“,
„პლიუსი“ და „მინუსი“? პოლარობის პრინციპი არიგებს ერთმანეთთან ამ წინააღმდეგობებს
და ვერც ერთი სხვა პრინციპი ამას ვერ მოახერხებს. ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს
ცნობიერების/მენტალის მიმართაც. ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი - სიყვარული და
სიძულვილი - ორი ურთიერთსაპირისპირო სულიერი მდგომარეობა, რომელიც
მიუხედავად ერთი შეხედვით აბსოლუტურად საწინააღმდეგო გამოვლინებისა, მაინც
შეიცავს გრადაციებს, რომლის შუალედურ ვარიანტებს შეიძლება ვუწოდოთ უსიამოვნო ან
სასიამოვნო დამოკიდებულება, რომლებიც თავის მხრივ ისე შეიძლება გადავიდეს
ერთმანეთში, რომ ვერც კი მივხვდე. ყველა ეს გრძნობა არის ერთი და იგივეს გრადაცია,
რომელიც მხოლოდ ინტენსივობით განსხვავდება. ჰერმეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ
ინტენსივობის ცვლილებით ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ სიძულვილის და სიყვარულის
ვიბრაციები როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების გონებაში. ამის განხორციელება
შესაძლოა შესაბამისი ნებელობის გამოხატვით და ე. წ. ჰერმეტული ფორმულების
გამოყენებით. „მშვენიერი“ და „საშინელი“ ასევე წარმოადგენს ერთი და იგივეს
ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსს. ჰერმეტიკოსებმა იციან, როგორც გარდაქმნან
„საშინელი“ „მშვენიერში“ პოლარობის პრინციპის გამოყენებით. ერთი სიტყვით,
„პოლარობის ხელოვნება“ წარმოადგენს ცნობიერების ალქიმიის ფაზას, რომელიც კარგად
იყო ცნობილი და ათვისებული ჰერმეტიზმის ოსტატების მიერ. თუ ამ პრინციპის
შესწავლას საკმარის დროს და ენერგიას დაუთმობ, იგი საშუალებას მოგცემს ცვალო და
აკონტროლო როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პოლარული გამოვლინებები.

275
- ეს მეოთხე დებულება ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ უნდა იყოს გაგებული, რადგან
ყველა ჩვენგანი ყველა სამყაროში და განზომილებაში ეძებს სიმართლეს და ყველას თავისი
სიმართლე აქვს...

- ეს როგორ? მაშინ რა აზრი აქვს სიმართლის ძიებას, ან ცოდნის მიღებას?

- ეხლა შეხედე... ყველაზე კარგად ამ მეოთხე დებულებას ასახავს ინის და იანის სიმბოლო.

ნახ. 25. ინის და იანის ჰარმონიის სიმბოლო.

გამოვლენილ სამყაროებში არსად, არც ყველაზე სულიერად მაღალ სამყაროში, არც


ყველაზე მატერიალიზირებულ და ბნელ რეალობაში არ არსებობს აბსოლუტური სიშავე ან
აბსოლუტური სინათლე... წინააღმდეგ შემთხვევაში ეს რეალობა ვერ იქნებოდა
გამოვლენილი! ყოველთვის საჭიროა თეთრი, რომ გამოჩნდეს შავი და საჭიროა შავი, რომ
გამოჩნდეს თეთრი. შავი ხვრელიც კი არ არის აბსოლუტურად შავი და არც რომელიმე მზე
აბსოლუტურად თეთრი. ეს პრინციპი ყველაფერში ვლინდება. არ არსებობს აბსოლუტური
ბოროტება ან აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური სიმართლე ან აბსოლუტური სიცრუე.
ის რაც ერთისთვის სიკეთეა, მეორესთვის ბოროტებაა. ერთი ადამიანისთვისთვის
მეგობრულად მხარზე ხელის წამორტყმა შეიძლება კეთილგანწყობის გამოვლინება იყოს,
ხოლო მეორესთვის შეურაცხმყოფელი ჟესტი. ერთი და იგივე სიტყვა ერთი ადამიანისთვის
სასაცილო და გასართობია, მეორესთვის საწყენი და უცენზურო. ეს მაგალითები
უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ხომ ხვდები, რომ რაც ერთისთვის სიკეთეა,
მეორესთვის ბოროტებაა და რომელი რომლისთვის იქნება დამოკიდებულია ამ ადამიანის
ცნობიერების ვიბრაციულ დონეზე და შესაბამისად სენსორულ სტატუსზე... მარტივი
სიტყვებით, დამოკიდებულია იმაზე ვინ როგორ აღიქვავს...

- ანუ... - გავაგრძელე მე მისი აზრი, - ყველაფერი ფარდობითია...

- ყველაფერი ფარდობითია. აბსოლუტური გამოვლინებები არსებობს მხოლოდ თვითონ


აბსოლუტში. გამოუვლენილ არსებობაში, სადაც ყველაფერი ყველაფერშია და არაფერი
არაფერში...

- ამას ჩემი გონება ვერ შეწვდება... - გამოვუტყდი მე მიქაელს და მას გაეღიმა.

276
- ვერც ჩემი გონება ვერ შეიცნობს აბსოლუტს ბოლომდე. ჩვენ მხოლოდ მის ნაწილს
ვეხებით... ჩვენ ინდივიდუალობაში გარდატეხილ მის თვისებებს.

- თუ ბოროტება და სიკეთე ყოველთვის იარსებებს რადგან შუქ-ჩრდილის არსებობა


გამოვლენილი სამყაროების თვისებაა, მაშინ ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ
ბოროტებასთან ბრძოლა არ არის საჭირო, რადგან ის ისედაც უნდა არსებობდეს...

- საქმე ისაა, რომ ის რეალობა, რომელშიც ცოცხალი არსებები არსებობაში ევლინებიან არის
ერთგვარი „პლატფორმა“ სულის ევოლუციისთვის. თქვენ ადამიანები ვერ მოერევით
ბოროტებას როგორც ეგეთს, მაგრამ სიკეთის არჩევით თქვენ მოერევით ამ მოვლენას
საკუთარ თავში! ამით აიწევა თქვენი სულიერი ვიბრაციული ფონი და თქვენ სხვა
სენსორულ სტატუსში გადახვალთ, სადაც თვითონ ბოროტებას და მასთან დაკავშირებულ
ტანჯვას გაცილებით ნაკლები ინტენსივობა ექნება, ხოლო ცნობიერების კიდევ უფრო
მეტად აწევისას ბოროტების და სიკეთის ცნება სრულიად ქრება! მარცხენა ლოყაში
გაგარტყავენ და მარჯვენას მიუშვერ, ტანსაცმელს წაგართმევენ და დანარჩენსაც გაატან.
ვეღარაფერი ვეღარ შეამღვრევს შენს სიმშვიდეს... ვერაფერი ვერ დაბინდავს შენი უწყვეტი
ნეტარების განცდას...

- კარგად ვერ გავიგე, რისი თქმა გინდა...

- შენ თვითონ ხარ ამის ნათელი მაგალითი. კარგად დაუკვირდი საკუთარ თავს. რა
ცვლილებებს ატყობ შენ თავს ბოლო წლის განმავლობაში?

- ვერაფერს განსაკუთრებით... მიუხედავად შენი დარიგებებისა და დახმარებისა, ჩემი


ცნობიერება მაინც ვარდება ხოლმე და მაინც განვიცდი ხოლმე ნეგატიურ ემოციებს.
ერთადრეთი რაც ცალსახად შევატყე საკუთარ თავს არის ის, რომ ეს ნეგატიური ემოციები
უფრო მკრთალი, უფრო უფერული და ძალიან ხანმოკლე გახდა... ჩემი ეხლანდელი
გაბრაზება ან წყენა, მხოლოდ სუსტი გამოძახილია იმისი, რასაც ადრე განვიცდიდი... ხოლო
დადებითი ემოციები უფრო ინტენსიური და ფერადოვანი გახდა. პატარა, უმნიშვნელო
გარემოებამ, როგორიცაა მაგალითად წვიმის მერე მზის სხივებით განათებული აივანი,
სველი მიწის სუნი... წვეთებში გარდატეხილი სხივების კრთომა... ეს ყველაფერი საოცარ
სიამოვნებას და სიხარულს მანიჭებას, მაშინ როცა ადრე ამას ვერც ვამჩნევდი...

- ეს იმიტომ რომ შენმა სულიერმა ვიბრაციულმა ფონმა აიწია... შენში მეტი სინათლეა, მეტი
სულია... მეტი „ღმერთია“... ამიტომ შენი სენსორული სტატუსი შეიცვალა და „ბოროტების“
აღქმის ინტენსივობა შესუსტდა. სწორედ ეს პროცესი, აღმავალი სიხშირით მიმდინარე,
სულით გავსების პროცესია ადამიანის ცხოვრების მიზანი! მხოლოდ ამ გზით მიიღწევა
ბედნიერება! მაგრამ ჩვენ თემას გადავუხვიეთ. მინდა რომ პოლუსების საკითხი კარგად
განვიხილოთ! დაუკვირდი ამ სიტყვებს: მაგალითად, „სიცხე“ და „სიცივე“, მიუხედავად
იმისა რომ ურთიერთსაწინააღდეგო ცნებებია (პოლუსები), ამავდროულად ერთი და იგივე
მოვლენას წარმოადგენენ, რომელიც მხოლოდ ხარისხით (ინტენსივობით) განსხვავდება.
შეხედეთ თერმომეტრს, თუ შეძლებთ დაადგინოთ სად მთავრდება სიცხე და იწყება
სიცივე? არ არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა აბსოლუტური სიცივე ან აბსოლუტური
სითბო. ორივე ტერმინი ერთი და იგივეს ნიშნავს, რომელიც განსხვავდება ხარისხით ანუ

277
რეალურად ვიბრაციის ინტენსივობით. სიცივე არის სითბოს უკმარისობა. სიბნელე არის
სინათლის უკმარისობა. ეს „უკმარისობა“ ყოველთვის მატერიის დაბალ ვიბრაციებთანაა
დაკავშირებული. როდესაც სითბოს უკმარისობაა, ნივთიერების მოლეკულები დაბალ
სიხშირეზე ვიბრირებენ. როდესაც სინათლის უკმარისობაა, არეკვლილი სხივი დაბალი
სიხშირის ტალღას წარმოადგენს... ბოროტება სიკეთის უკმარისობაა... სიძულვილი -
სიყვარულის. დემონური ენერგიები საღმრთო ენერგიების უკმარისობაა.. ის რაც თქვენ
ცნობიერებაში გარკვეულ ცნებებს, მოვლენებს ან გრძნობებს წარმოადგენს, სინამდვილეში
ენერგიის ტიპებია, რომლებიც თქვენ მენტალში სენსორული სტატუსის შესაბამისად
ასეთებად აღიქმებიან. ამიტომ ყველა ეს ენერგია ერთი და იგივე კანონს ექვემდებარება.
დაფიქრდი, რატომ არის ზღაპრებში ან თქვენ წიგნებში და ფილმებში, ყოველთვის
როდესაც ეშმაკისეულ, დემონურ არსებებს აჩვენებენ, იქაურობას სიბნელე და სიცივე
ახლავს თან? დემონების მოახლოებისას თითქოს ყველაფერი იყინება და გარშემო
ბნელდება, იქ მყოფი ადამიანები კი თითქოს პირიდან სიცივის ორთქლს უშვებენ... ასეთი
ფანტაზიები და ასეთი აღწერები ამ ზემოთაღწერილი ჰერმეტიზმის მე-4 პრინციპის
ქვეცნობიერი ცოდნის გამოხატულებაა... იქ სადაც დემონია დაბალი ვიბრაციებია. იქ სადაც
დაბალი ვიბრაციებია ღმერთის უკმარისობაა, სინათლის უკმარისობაა, სითბოს
უკმაროსობაა, სიკეთის უკმარისობაა... სინამდვილეში მინუს პოლუსი პლიუს პოლუსში
მარტივად გადავა თუ გაზრდი ვიბრაციის სიხშირეს, ხოლო ეს „სულის“ (როგორც
„მატერიის“ საწინააღმდეგო) პოლუსის გაძლიერებაა. თუ ცივი ნივთიერების
მოლეკულების ვიბრაციას გაზრდი, ის გაცხელდება, თუ ბნელი სხეულის გამოსხივების
ტალღის სიხშირეს გაზრდი, ის განათდება! ორი ერთი შეხედვით
ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსი სინამდვილეში ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ
ვიბრაციის დონეშია. მთავარანგელოზსა და ადამიანს შორის განსხვავება მხოლოდ
ვიბრაციის დონეშია! სწორედ ამ ვიბრაციის დონის გაზრდა არის მიზანი, ეს არის ის
ალქიმია, რომელზეც ალქიმიკოსები საუბრობდნენ! სულის ალქიმია, სულის
ტრანსფორმაცია! თუ შენი ცნობიერების ვიბრაციის აწევა ისწავლე, სინათლეზე გახვალ და
სიბნელე, სიცივე და ბოროტება შენ აღარ შეგეხება. იგივე სამყაროში იარსებებ, მაგრამ ეს
ყველაფერი თითქოს პარალელურ განზომილებაში მოგრჩება, რადგან შენ უკვე სხვა
სიბრტყეში იარსებებ და შენი შემდეგი ინკარნაცია აღარ იქნება დედამიწაზე, რადგან შენს
სულიერ ვიბრაციებს უკვე სხვა, უფრო მაღალი სიხშირის „პლატფორმა“ დასჭირდება! თუ
შენი სულის ვიბრაციებს გაზრდი, შენ გარდა შენთან დაკავშირებულ სულებსაც
ავტომატურად წამოწევ. თუ კაცობრიობის სულიერი ვიბრაციები აიწევა, მას ქვედა
განზომილების არსებებიც წამოყვებიან и вся тварь земная прийдет к Богу! სრულიად
პლანეტა სხვა კატეგორიაში გადავა, უფრო ამღლებული, უფრო სულიერი არსებების
„პლატფორმად“ გადაიქცევა! თქვენ „სახლში დაბრუნების“, გასულიერების გზაზე დგებით
და როგორც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეთ ამ პროცესს, ეს პროცესი დაწყებულია. ის
კოსმიურ ციკლს წარმოადგენს და თქვენ, როგორც ინდივიდები ან აყვებით ამ პროცესს ან
ამოვარდებით... მაგრამ ვერ გააჩერებთ!

278
5.რიტმის პრინციპი. „ყველაფერი დენადია, ყველაფერი შეედინება და გამოედინება.
ყველაფერს აქვს თავისი შემოდინების და გადინების, აწევ-დაწევის ფაზები. ქანქარასებრი
მოძრაობა ვლინდება სრულიად სამყაროში. მარჯვნივ გადახრის ხარისხს შეესაბამება
მარცხნივ გადახრის ხარისხი. რიტმები ახდენენ ერთმანეთის კომპენსაციას.“ (ქიბალიონი)

ეს პრინციპი გულისხმობს, რომ სამყაროში ვლინდება ერთგვარი მოძრაობა როგორც


მარჯვნივ, ასევე მარცხნივ შემოდინება-გადინების, წინ და უკან, ანუ ქანქარასებრი
მოძრაობის სახით, რომელიც ხორციელდება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსებს
(პოლარობის პრინციპი) შორის. ყოველთვის არსებობს ქმედება და უკუქმედება, წინსვლა
და უკუსვლა, აღმავლობა და დაღმავლობა. ეს პრინციპი მოქმედებს ყველგან - სამყაროებში,
ვარსკვლავებში, ადამიანებში, ცხოველებში, მათ ცნობიერებებში, ენერგიებში, მატერიებში
და ას. შ. ეს პრინციპი ვლინდება სამყაროების შექმნასა და განადგურებაში, ერების
აღმავლობაში და დაცემაში, ცხოვრების სტადიებში და ადამიანის სულიერ
მდგომარეობებშიც. ჰერმეტიკოსების აზრით, სწორედ უკანასკნელისთვის არის ამ
პრინციპის მოქმედების გააზრება ძალიან მნიშვნელოვანი. ჰერმეტიკოსებმა დაინახეს ამ
პრინციპის უნივერსალობა და შეიმუშავეს ადამიანის ცნობიერებაზე მისი ზემოქმედების
მართვა სპეციალური ფორმულების და მეთოდების საშუალებით. ისინი იყენებენ ე. წ.
„მენტალური ნეიტრალიზაციის კანონს“. მათ არ შეუძლიათ ამ პრინციპის
ზემოქმედებისგან ბოლომდე თავის დაღწევა ან ამ ზემოქმედების შეჩერება, მაგრამ
შეუძლიათ დიდ წილად შეამცირონ მისი ნეგატიური ზემოქმედება. გააჩნია ჰერმეტიკოსის
ოსტატობის დონეს. მათ ისწავლეს ამ პრინციპის სათავისოდ მორგება და მისი მართვა იმის
მაგავრად, რომ თავად იყვნენ მართულნი. ამ და სხვა უნარებშია სწორედ ჰერმეტიზმის
ხელოვნება. ჰერმეტიკოსი ოსტატი ახდენს საკუთარი თავის პოლარიზაციას იმ წერტილში
(სიხშირეზე), რომელზეც უნდა რომ იმყოფებოდეს, ხოლო შემდეგ ანეიტრალებს ქანქარას
გადხრებს, რომლებიც ცდილობენ მის გადანაცვლებას პოლარიზაციის წერტილიდან.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ისწავლა თვითკონტროლი, აკეთებს რაღაც დონემდე იგივეს,
მაგრამ გაუცნობიერებლად, მაშინ როცა ოსტატი ამ პროცესს გაცნობიერებულად
აკონტროლებს და აღწევს სულიერი მდგრადობის და ჰარმონიის ისეთ მდგომარეობას,
რომელიც ასე ძნელად გასაგებია მუდმივ მერყეობაში მყოფი მასისთვის. ჰერმეტიზმის ეს
პრინციპი სიღრმისეულად იყო ათვისებული ჰერმეტიზმის ოსტატების მიერ, ხოლო
ქანქარას ნეიტრალიზაციის, უკუქმედების და გამოყენების მეთოდები ჰერმეტიზმის
ცნობიერების ალქიმიაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობენ.

მიქაელი:

- როგორც ზემოთაა აღწერილი რიტმიც სამყაროს ერთ-ერთი უნივერსალური პრინციპია...


ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რადგან ტალღაც რიტმია და ტალღა გამოვლენილი
სამყაროს მთავარი ფორმაა. ჩვენ მუდმივად მცირე თუ დიდი ზომის რიტმებში ვცხოვრობთ.
ერთგვარ ტალღებში მიმოვიქცევით. ვიბრაცია თვითონაა რიტმი, გულისცემა რიტმია,
ციკლები, რომლებზეც ამდენს გესაუბრები ასევე რიტმულია, რადგან ციკლს თან ახლავს

279
ჩასახვა, გაზრდა, განვითარება, სიკვდილის პრინციპი, რომელიც
აღმავლობა/დაღმავლობას გულისხმობს და ციკლის განმეორების შემთხვევაში ამ
აღმავლობა/დაღმავლობის რიტმს მოიაზრებს. მუსიკა ვიბრაციაა და რიტმი, რომელიც
ხშირად ჩვენ ნატიფ სხეულებთან მოდის ან არ მოდის რეზონანსში და ამიტომ მოქმედებს
ასე ძალიან ჩვენ გუნება-განწყობაზე და ფსიქიკაზე. შამანები დოლის რიტმული ხმებით
შედიან ექსტაზში. რიტმით შეიძლება ჩაკრებზე და ენერგეტიკულ ცენტრებზე იმოქმედო,
რადგანაც ისინიც რიტმში მოძრაობენ. მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ადამიანმა,
რომლის სიცოცხლე ასევე მცირე და დიდ რიტმებს მიუყვება, უნდა ისწავლოს როგორ
დააღწიოს თავი სულიერი ვიბრაციების ვარდნას, რომელიც თან ახლავს „დაღმავლობის“
პერიოდს. ამისათვის რიტმის „დაღმავალი“ პერიოდის განეიტრალება უნდა ისწავლოს
ვიბრაციების აწევით და ტალღის ზედა სპექტრში გადანაცვლებით...

- კარგად არ მესმის...

- კარგი... სხვანაირად მივუდგეთ საკითხს... ადამიანების ცხოვრებაში ქანქარას პრინციპით


მუდმივად მონაცვლეობს (სხვადასხვა კანონზომიერებებით გამოწვეული) კარგი და ცუდი
გარემოებები, რომლებიც მათ შესაბამისად კარგ და ცუდ ხასიათზე აყენებთ. ანუ მათი
სულიერი ვიბრაცია ხან იზრდება, ხან ვარდება. რას აკეთებენ ხოლმე ადამიანები იმისთვის
რომ დაბალი ვიბრაციის, ანუ ცუდი განწყობის, დეპრესიის, გაბრაზების, სიძულვილის და
ას. შ. მდგომარეობიდან გამოვიდნენ?

მე ვუფიქრდები და მეცინება.

- რა ვიცი... ეწევიან, სვავენ, წამლებს იღებენ... ხანდახან თავიანთი ნეგატივი ყვირილით,


ცუდი ხასიათით ან უბრალოდ მეგობრებისთვის მოყოლით ერთგვარად სხვებზე გადააქვთ
და ამით ახდენენ განმუხტვას... ყვირიან, ტირიან... კარგ შემთხვევაში სპორტით
კავდებიან... ვისაც შეუძლია ნეგატივი იუმორში გადააქვს... ამას ჩვენ სტრესის მოხსნის
საშუალებებს ვეძახით!

მიქაელს ეღიმება.

- ვიცი... და მინდა გითხრა, რომ ანტიდეპრესანტების მიღებით, პლანის მოწევით და


ალკოჰოლის დალევით სტრესის მოხსნა არის პრობლემისთვის ფარდის აფარება, მისი
ხელოვნურად დაფარვა, „მატერიასთან“ გარიგების დადებაა. ყოველ ასეთ მოქმედებას
თავისი „ფასი“ აქვს. ამ ფასების გამუდმებით გადახდა ძალიან ძვირად უჯდება ადამიანს,
რომელიც საბოლოოდ ან სულს კარგავს ან სხეულს! ჯერ დაავადებით იწყება ან მცირე
ფსიქიკური არამდგრადობით, მერე ქრონიკულ ან მომაკვდინებელ გონებრივ და ფიზიკურ
მდგომარეობაში გადადის და ბოლოს დროზე ადრე იწირავს ადამიანს. ერთადერთი
საშუალება აიმაღლო სულიერი ვიბრაცია, რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილი ე. წ.
„სტრესული“ სიტუაცია სულიერი ვიბრაციის ვარდნის ნაირსახეობაა, მხოლოდ
სულიერივე ძალებია.

- რას გულისხმობ?

280
- სულიერი ვიბრაციის ვარდნა „სულის“ უკმარისობას გულისხმობს (იხ. ჰერმეტიზმის მე-4
პრინციპი)... შენ რას აკეთებ თუ მოწყენილობას, წყენას ან გაბრაზებას გრძნობ?

- მმმ... მე შენზე ვფიქრობ და შენგან მომავალი სიყვარულის გრძნობას გამოვყავარ ამ


მდგომარეობებიდან. მხოლოდ თუ ძალიან დამივარდა ცნობიერება და ვეღარ გრგძნობ...
ხანდახან ვტირი ხოლმე... - გამოვტყდი და შემრცხვა - ვიცი... თეორიაში მაგარი ვარ, მაგრამ
პრაქტიკაში მოვიკოჭლებ... როცა ცუდი განწყობის დროს გიკავშირდები ხოლმე, სულ
სინდისი მქენჯნის რომ გაწუხებ და ჩემი ნეგატივი შენზე გადმომაქვს...

- ისევ ადამიანივით ფიქრობ...

- მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ... - მეღიმება მე.

- მე სწორედ ამის ახსნა მინდოდა... რომ როდესაც ცნობიერებით უმაღლეს არსებებთან ერთ
ველში ერთიანდები, მათი სულიერი ვიბრაცია გავსებს „სულის უკმარისობისგან“
ყოველნაირი ვარდნებისა და დაღმავლობის პერიოდებში. ჩვენ კი როგორც სიცოცხლის
ხესთან მუდმივ კავშირში მყოფნი ამ საღმრთო ენერგიას მუდმივად ვივსებთ
პირველწყაროს სულიერი ფესვებიდან! არ იდარდო ჩემზე. ადამიანს შეუძლია მეორე
ადამიანზე ნეგატივის გადადებით მისი ვიბრაციის დაგდება, მაგრამ ვერც შენ და ვერც
ბევრი შენნაირი ვერ დააგდებს ჩემს სულიერ რხევებს იმიტომ რომ მე ამ ნექტარს (ამრიტას)
საღმრთო წყაროდან ვეზიარები... ამიტომ გეუბნები და არ დავიღლები გამეორებით, რომ
ეს წყარო შენც უნდა მოძებნო საკუთარ გულში, ეს ღერძი უნდა შეიძინო. ამ ღერძის ქონა
გამოგიყვანს ყველანაირი დაბალი ვიბრაციის მდგომარეობებიდან. ეს უმაღლესი
საშუალებაა საამისოდ, მაგრამ არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც მენტალური,
ასტრალური და ეთერული სხეულების ვიბრაციის ამაღლების მართვას მოიაზრებს.
მაგალითად, მენტალური მეთოდი წარმოადგენს „გონების დისციპლინას“. ბუდისტებს ეს
მეთოდი უმაღლეს დონეზე აქვთ შემუშავებული. გონების სათანადო დისციპლინირებით
შესაძლებელია ნებისმიერი ნეგატიური აზრის ჩაქრობა. მაგალითად ცუდი აზრების
მოსვლისას შესაძლებელია მათი იუმორით განხილვა, ან მათზე დისტანცირებით
დაკვირვება და „განდევნა“, საპირისპირო, კარგ ფიქრებზე გადართვა და ას.შ.
ჰერმეტიკოსების ტერმინოლოგიით ზემოთხსენებული წარმოადგენს მენტალური
ნეიტრალიზაციის მეთოდს (რუს.мысленные Законы Нейтрализации). ასტრალური
სხეულის დონეზე ნეგატივის ჩაქრობა წარმოადგენს „ვნებების დისციპლინას“. მაგალითად
თუ სიბრაზის გრძნობა გაგიჩნდება, მას საპირისპირო, სიხარულის ემოციით აქრობ,
მოქმედებებს აკონტროლებ. ეს ყველაფერი რეალურად სწავლებადია! ეთერული სხეულის
დონეზე დაბალ ვიბრაციებთან ბრძოლა წარმოადგენს სტიქიათა ენერგიებთან ზიარებას და
საკუთარ თავში მათ დაბალანსებას. მაგალითად მზეზე გასვლა (ცეცხლის ენერგიასთან
ზიარება), შხაპის მიღება ან ცურვა (წყლის ენერგიასთან ზიარება), მიწაზე შიშველი
ფეხებით სიარული... რასაც ბევრი არ აკეთებს... ან ზოგადად მიწასთან მუშაობა,
როგორიცაა მცენარეების დარგვა, დაბარვა, ყვავილების მოვლა. ბევს აქვს შემჩნეული, რომ
უბრალო მიწასთან ურთიერთობას ისინი ნეგატიური მდგომარეობიდან გამოყავს, რადგან
მიწას, როგორც სტიქიას განსაკუთრებულად აქვს ნეგატიური მუხტის „დამიწების“ უნარი.
ასევეა სპორტით დაკავება, რადგან ამ დროს რამდენიმე სტიქია ერთად შემოედინება.

281
ზოგადად ყველა ზემოთჩამოთვლილი საშუალება, როგორც სულიერი, ასევე ნატიფი
სულიერი სხეულების დონეზე დაბალი ვიბრაციების აწევა, სწორია, მაგრამ მათგან
სულიერი იპოსტასის დონეზე მოქმედება მაინც უმაღლესია, რადგან თუ საღმრთო
სინათლეს შემოუშვებ სამივე ნატიფი სხეული ავტომატურად მოგვარდება. ფიქრებიც,
ემოციებიც და სტიქიათა თანაფარდობაც ერთბაშად დაბალანსდება! ამიტომ სულიერ
იერარქებთან ერთ ველში გაერთიანება ან ღმერთთან ზიარებით „ღერძის შეძენა“
უმაღლესია ამ პრობლემის გადაწყვეტაში. მთავარია ვიბრაციის ვარდნა მატერიალური
სხეულის, უხეში მატერიის დონეზე არ მოხდეს, როგორიცაა წამლების, ნარკოტიკების,
ალკოჰოლის და მისთანების გამოყენებით, რადგან ვიბრაციის ვარდნა როგორც მოვლენა
თვითონაა მატერიით, როგორც „სულის“ საპირისპირო პოლუსით, გამოწვეული, ხოლო
ვიბრაციის აწევა „სულის“ საშუალებით უნდა მოხდეს! ხომ გახსოვს მატერიის
„განღმრთობა“, მისი ვიბრაციის აწევა სულის შემოდინებით ხდება! დაბალს დაბლით ვერ
აწევ! დაბალი დაბლით შეიძლება მხოლოდ დროებით გვერდზე გადაწიო, რაც დროებით
შველას მოგანიჭებს მხოლოდ, მაგრამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს!

ეხლა ხომ ხვდები, რომ ნებისმიერი დაავადება წარმოადგენს დაბალ ვიბრაციას ეთერულ
(იგივე ენერგეტიკულ) სხეულში, რომელიც ფიზიკური სხეულის შესაბამის ორგანოშიც
შესაბამის დაბალ ვიბრაციას იწვევს რაც საბოლოო ჯამში შესაბამისი დაბალი ვიბრაციის
არსებებს (მაგ. პათოგენურ მიკროორგანიზმებს) იზიდავს და ავადმყოფობად ყალიბდება.
ზოგიერთი მცენარის ეთერულ სხეულს ძალიან მაღალი ვიბრაცია ახასიათებს. მათთვის
ვინც „ხედავს“, მათ ლურჯიდან იისფერი აურული ნათება აქვთ. გაიხსენე შენი სიზმარი
(იხ. „სამკურნალო მცენარეები“). ეს სამკურნალო მცენარეებია. მათი მიღებით ადამიანის
ეთერული სხეულის დაცემული ვიბრაციები მაღლდება. ხომ გახსოვს, ნებისმიერი საკვების
მიღებისას ადამიანი ამ საკვების ნატიფ სხეულებსაც იერთიანებს (მცენარეების
შემთხვევაში მხოლოდ ეთერულს). თუ დაბალი ვიბრაციის გამომწვევი წყარო ზედა
სხეულებიდან (ასტრალური, მენტალური და სულიერი) აღმოფხვრილია, მაშინ მცენარის
სამკურნალო ძალა იმუშავებს. თუ არა, ის იმუშავებს მხოლოდ დროებით, ხოლო შემდეგ
დაავადება დაბრუნდება. ეხლა ხომ ხვდები, რატომ არ შეიძლება ენერგომკურნალებთან
საქმის დაჭერა. ისინი ეთერულ სხეულზე ზემოქმედებენ აღწევენ რა სხვადასხვა მეთოდის
გამოყენებით პაციენტის ენერგოველში და რადგან თვითონ არ აქვთ მაღალი ვიბრაციები,
მხოლოდ გადააადგილებენ პაციენტის დაბალი ვიბრაციის არეს ერთი ადგილიდან
მეორეზე. ხომ გახსოვს „დაბალი დაბალს ვერ ასწევს“. ეს გადაადგილება დროებით
შეღავათში, მაგრამ სხვა პრობლემის შეძენით ვლინდება. თუ ენერგომკურნალის ნატიფი
სხეულების ვიბრაციები პაციენტზე დაბალია, მისი დაბალი ვიბრაცია აქეთ გადმოვა
პაციენტზე და რაღაც დროის დაყოვნებით გამოვლინდება ახალ დაავადებაში! უხეშად რომ
ვთქვათ, პაციენტი მკურნალის „ცოდვას“ აქეთ აიღებს თავის თავზე, რაც ავადმყოფობაში
გამოვლინდება. ამიტომ იყო ძველად, რომ მხოლოდ უკიდურესად წმინდა, ამაღლებული
სულიერების ადამიანებს ჰქონდათ ენერგომკურნალობის უფლება. ამიტომ უნდა გაიგო,
რომ სულის ზედა ტრიადასთან კავშირის გასამყარებლად და „სულის“ გასატარებლად,
ადამიანის ოთხივე სხეული მაღალ სიხშირეზე უნდა ვიბრირებდეს. არ უნდა არსებობდეს
მათზე უხეში შავი კარმული დანალექი, რომელიც სინათლის/ტალღის გატარებას

282
აფერხებს. ამიტომ ყველაფერი მნიშვნელოვანია, ფიქრები, მოქმედებები, ემოციები და
საკვებიც!

2018 წელი. 17 ოქტომბერი. ქიბალიონი. ნაწილი მე-2

6. მიზეზის და შედეგის პრინციპი. „ყველა გამოვლინებას ჩვენ სამყაროში აქვს თავისი


შედეგი, ყველა შედეგს აქვს მიზეზი. ყველაფერი მოქმედებს კანონის მიხედვით.
შემთხვევითობა არის უბრალოდ არშეცნობილი კანონის მოქმედების შედეგი. მიზეზები
მრავალფენიანია, მაგრამ არ არსებობს ფენა, რომლიც არ ექვმდებარება კანონს.“
(ქიბალიონი).

ეს პრინციპი ნიშნავს, რომ ყოველ შედეგს აქვს თავისი მიზეზი. შედეგი გამომდინარეობს
მიზეზიდან. ყვლაფერი ხდება კანონის თანახმად და არაფერია შემთხვევითი. არ არსებობს
ასეთი მოვლენა - შემთხვევითობა, თუმცა არსებობს მიზეზ-შედეგობრიობის სხვადასხვა
ფენები, სადაც მაღალი ფენა დომინირებს დაბალზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი
ექვემდებარება კანონს. ჰერმეტიკოსმება იციან როგორ ამაღლდნენ მიზეზ-შედეგობრიობის
დაბალ ფენებზე. ცნობიერების ამაღლებით უფრო მაღალ ფენაში, ისინი თავად ხდებიან
„წყარო“, იმის მაგივრად რომ იყვნენ „ზემოქმედების საგანი“. ადამიანთა მასები მორჩილად
ექვემდებარებიან გარემოს. ვნებებები, სურვილები, მიდრეკილებები მიერეკებიან მათ.
მემკვიდრეობა, ეჭვიანობა და სხვა გარეგანი მიზეზები მართავენ მათ, როგორც პაიკებს
ჭადრაკის დაფაზე. მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა ფენებში, ისინი თავად მართავენ
საკუთარ განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს. ისევე როგორც მათი გარემო, ისინი
თავად ხდებიან „მამოძრავებელი ძალა“, იმის მაგივრად რომ იყვნენ „პაიკები“, ისინი
თამაშობენ ცხოვრების თამაშს, იმის მაგივრად რომ ცხოვრება თამაშობდეს მათით და
მართავდეს მათ სხვისი ნებისა და გარემოებების შესატყვისად. ისინი იყენებენ პრინციპს,
იმის მაგივრად რომ „პრინციპმა“ გამოიყენოს ისინი. ოსტატები ემორჩილებიან უმაღლესი
ტიპის მიზეზ-შედეგობრიობის კანონებს და ისინი ეხმარებიან „მართვას“ საკუთარი
აღმატებული ფენიდან. ამ აზრშია კონცენტრირებული ჰერმეტიკოსების ჯანსაღი სიბრძნე -
მიხვდეს, ვისაც შეუძლია.

მიქაელი:

-ეს კარმის კანონია...

მე:

283
-ინტერნეტიდან: კარმა, კამმა (სანსკ.कर्म – „მოქმედება, მიზეზ-შედეგობრიობა, უკუგება) -
ერთ-ერთი საბაზისო წარმოდგენა ინდუისტურ რელიგიებში და ფილოსოფიაში -
სამყაროსეული კანონი, რომლის თანახმად ადამიანის მართალი და ცოდვილი
მოქმედებები განაპირობებენ მის მომავალ ბედს და მომავალი სიამოვნებისა და ტანჯვის
ხარისხს. კარმა საფუძვლად უდევს მიზეზ-შედეგობრივი რიგის მატერიალურ
გამოვლინებას - სანსარას. კარმის საშუალებით შეიძლება დაინახო ის მიზეზ-შედეგობრივი
კავშირები, რომლებიც წინა ცხოვრებებთანაა დაკავშირებული. სხვადასხვა ინდურ
რელიგიაში კარმის კანონთა ინტერპრეტაცია ოდნავ განსხვავდება, თუმცა მთავარი
პრინციპები ერთი და იგივეა.

კარმის კანონის მიხედვით ხდება ადამიანის წარსულის როგორც დადებითი, ასევე


უარყოფითი მოქმედებების შედეგების რეალიზება აწმყოში. ამ კანონის გაგება
პასუხისმგებელს ხდის ადამიანს საკუთარ ცხოვრებაზე და იმ კარგზე და ცუდზე რაც
შედეგად ემართება. კარმის შედეგებს ეწოდება კარმა-ფხალა. კარმის კანონის მოქმედების
დიაპაზონი ვრცელდება ადამიანის როგორც წინა ასევე მომავალ ინკარნაციებზე. მოკშას
ანუ განთავისუფლებას მიღწეული ადამიანის მოქმედება აღარ წარმოქმნის არც ცუდ, არც
კარგ კარმას. ის კარმისგან თავისუფალია.

მიქაელი:

-კარმა მოქმედებს ყველგან თავისუფალი ნების ზონის გამოვლენილ სამყაროებში.


გლობალურად რომ შეხედო ეს კანონი, ისევე როგორც ყველა კანონი სამყაროში წესრიგის
შენარჩუნებას ემსახურება, რომელიც თავისუფალი ნების პირობებში შეიძლება
უკიდურესად შეიბღალოს, რომ არა კარმა. კარმა კეთილი და ბოროტი საქციელებისთვის
უკუგების კანონია, რომელიც ადამიანს სწორი გზიდან, „სწორი ცხოვრებისეული
მისიიდან“ გადახვევის შემთხვევაში ურტყავს, რომ ის უკან, იმ ერთადერთი ოპტიმალური
რეალობის გზაზე დააბრუნოს, რომელიც მისი სულიერი განვითარებისთვისაა საუკეთესო.
ზოგი თვლის რომ მხოლოდ პერსონალური კარმა არსებობს და არ არსებობს გვარის,
ქვეყნის ან კაცობრიობის კარმა და თითოეული ადამიანი, მხოლოდ თავის თავზეა
პასუხისმგებელი. მაგრამ მრავალი ინკარნაციის განმავლობაში ადამიანების ბედი ისე
გადაეჭდო ერთმანეთს, რომ თქვენ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იღებთ ახლობლების,
გვარისა თუ ქვეყნის კარმას რადგან სხვადასხვა ეგრეგორების დონეზე მათთან ერთიან
ველში ხართ გაერთიანებულები და რახან ხართ გაერთიანებულები, ესე იგი ამის მიზეზი
არსებობს და როდესღაც ამ კავშირზე თქვენივე ნება არსებობდა, რადგან ნების წინააღმდეგ
არაფერი ხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არ არსებობს ინდივიდუალური ხსნა,
ადამიანები ერთიან სხეულს ქმნიან და რაც უფრო მაღალია სულიერი ვიბრაცია, ანუ
ცნობიერება, მით უფრო მეტად გრძნობს ადამიანი ამ ერთობას, როგორც კაცობრიობასთან,
ასევე სრულიად ცოცხალ არსებებთან და მით მეტ კარმას იღებს გვარისა თუ ქვეყნის
ეგრეგორიდან საკუთარ თავზე. კარმული ენერგიის სხვისგან აღება დაბალი ვიბრაციიდან
მაღალი ვიბრაციისკენ ხდება. ეს ნატიფი სამყაროს ფიზიკის უნივერსალური კანონია.
მხოლოდ მაღალ-სულიერ ადამიანს შეუძლია უფრო დაბალსულიერი ადამიანისგან კარმის
(ანუ მისი ცოდვების) აღება, რადგან ხომ გახსოვს, „დაბალი დაბალს ვერ ასწევს“. ამიტომაა
რომ მაღალ-სულიერ არსებებს ღმერთთან კავშირი უნდა ჰქონდეთ, რომ ამ „კარმულ

284
განმუხტვებს“ გაუძლონ. ცალკეულ ადამიანზე თუ ვისაუბრებთ, როდესაც ის სულიერი
ამაღლების მდგომარეობას აღწევს, ის ან დედამიწაზე მოგროვილ „საუნჯეს“, ანუ კარგ
კარმას „სამოთხეში“ (სამოთხის ტიპის რეალობაში) ხარჯავს და ისევ ინკარნირდება ახალი
„საუნჯის“ მოსაპოვებლად, ან სულიერი განზომილებებიდან „მსახურებაში“ დგება და
იქიდან ეხმარება ჯერ კიდევ განვითარებად თავის ძმებს და დებს.

მე:

- შენ ახსენე, რომ კარმა ბოროტი და კეთილი საქმეებისათვის უკუგების კანონია, მაგრამ თუ
სხვადასხვა ცნობიერების ადამიანებისთვის ცნება სიკეთეზე და ბოროტებაზე იცვლება...
ანუ თუ ეს ცნება ფარდობითია, როგორც ყველაფერი გამოვლენილ სამყაროებში, მაშინ
როგორ მოქმედებს კარმა? გამორჩევით მოქმედებს? ანუ, თუ ერთისთვის მხარზე
წამორტყმა საწყენია, ესე იგი მის მიმართ ცუდს სჩადიხარ, აწყენინებ და ცუდ კარმას იხვეჭ,
ხოლო მეორესთვის იგივე შეიძლება პოზიტიური ქცევა იყოს? გამოდის რომ კარმას ვერ
გაწერ ნორმატიული აქტივით. მაგალითად, ამ საქციელისთვის ასე დაისჯები და იმ
საქციელისთვის ისე? პრინციპში კრიშნას ერთგულებს (კრიშნაიდებს) ვედებზე
დაყრდნობით სწორედ ასე აქვთ გაწერილი. მაგალითად ძროხის მოკვლისთვის ასე და ასე
ისჯები, ბილწსიტყვაობისთვის ასე და ასე.

მიქაელი:

- კარმის კანონები ძალიან რთულია და ჩახლართული. უმრავლეს შემთხვევაში ის მრავალი


საქციელის დაჯამებით ვლინდება, იმის გათვალისწინებით, რომ კეთილი კარმა ცუდს
ანეიტრალებს და ესეც ემატება ამ ფორმულას. გარდა ამისა, ადამიანის მოტივაციას აქვს
უდიდესი მნიშვნელობა. ამ წუთას არ არის საჭირო ასეთი დაწვრილმანება. შენთვის
მთავარია ის გაიგო, რომ კარმის კანონი ძალიან იცვლება ადამიანისთვის სხვადასხვა
ეტაპებზე ცნობიერებიდან ცნობიერებამდე. გაიხსენე გამონათქვამი «Что дозволено
Юпитеру, не дозволено быку»!, ოღონდ ეს გამონათქვამი პირიქით რომ წაიკითხო, ის რაც
დაბალი ცნობიერების ადამიანს კარმულად ეპატიება, არ ეპატიება მაღალი ცნობიერების
ადამიანს, რადგან დიდი სიმაღლიდან ვარდნაც დიდია. რაც უფრო წინ მიდის ადამიანი
სულიერი განვითარების გზაზე, მით უფრო მწარედ ისჯება შეცდომებისთვის, მით უფრო
რთული წინააღმდეგობების გადალახვა უწევს. გზის ყველაზე რთული მონაკვეთი
ყოველთვის მწვერვალისკენ მიმავალი ბოლო მონაკვეთია. მთავარი სულიერი ევოლუციაა,
ცნობიერების ანუ სულიერების ვიბრაციის ამაღლება. ამისთვის ადამიანი ჯერ კარგი
კარმის მოხვეჭის გზით უნდა მოძრაობდეს (ანუ არჩევანს სიკეთეზე აკეთებდეს), ხოლო
შემდეგ საერთოდ გაცდეს კარმის მოქმედების არეალს!

-ეს როგორ?

-როდესაც ადამიანი „თეთრი მზე“ ხდება, ანუ მასში გამავალი საღმრთო ენერგია მხოლოდ
გამოსხივდება და „ეგოში“ არაფერი ბრუნდება, ის კარმისგან თავისუფლდება, როგორც
ცუდისგან, ასევე კარგისგან, რადგან „თეთრ მზეს“ არაფერი უნდა თავისთვის, არც კარგი,
არც ცუდი... ის მხოლოდ უანგაროდ ასხივებს!.. „მოდით ჩემთან,ყოველნო მაშვრალნო და
ტვირთმძიმენო,და მე მოგასვენებთ თქვენ“... ეს მდგომარეობაა, როდესაც ცნება

285
ბოროტებაზე და სიკეთეზე სრულიად ქრება ადამიანის აღქმაში! რჩება მხოლოდ უზომო,
ყოვლისმომცველი სიყვარულის გრძნობა ყველას და ყველაფრის მიმართ რაც შენ გარშემოა
და ის შეგრძნება რომ ყველაფერი „შენია“, რადგან შენით ღმერთი ვლინდება... გაიხსენე
შენი შეგრძნებები (იხ. გვ. 2012. 2018 წელი. 17 სექტემბერი.)... ძალიან ბევრია მორწმუნეთა
შორის ისეთები, ვისაც არ ესმის ჭეშმარიტი უანგარო გაცემა. ისინი სიკეთეს იმისთვის
სჩადიან რომ ინდივიდუალური ხსნა მოიპოვონ. ეს გაუაზრებელი, ქვეცნობიერი, მაგრამ
მაინც ანგარებაა. ისინი უბრალოდ კარგ კარმას იხვეჭენ, რითიც სიკვდილის მერე დროებით
(სანამ კარგი კარმის „საუნჯე“ ეყოფათ) სამოთხისეულ განზომილებაში არსებობენ და
შემდეგ ისევ „ვარდებიან“ დედამიწაზე. „თეთრი მზე“ სულ სხვა მდგომარეობაა!

- ალბათ ეს არის, რასაც განსხივოსნებას უწოდებენ!..

- ეს მე-7 დონეა ადამიანის ცნობიერების ვიბრაციის შკალაზე (იხ. გვ. 155. ნახ. 8. ბ).

- მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვები ქიბალიონში: „მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა


ფენებში, ისინი თავად მართავენ საკუთარ განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს. ისევე
როგორც მათი გარემო, ისინი თავად ხდებიან „მამოძრავებელი ძალა“, იმის მაგივრად რომ
იყვნენ „პაიკები“, ისინი თამაშობენ ცხოვრების თამაშს, იმის მაგივრად რომ ცხოვრება
თამაშობდეს მათით და მართავდეს მათ სხვისი ნებისა და გარემოებების შესატყვისად.
ისინი იყენებენ პრინციპს, იმის მაგივრად რომ „პრინციპმა“ გამოიყენოს ისინი. ოსტატები
ემორჩილებიან უმაღლესი ტიპის მიზეზ-შედეგობრიობის კანონებს და ისინი ეხმარებიან
„მართვას“ საკუთარი აღმატებული ფენიდან. ამ აზრშია კონცენტრირებული
ჰერმეტიკოსების ჯანსაღი სიბრძნე - მიხვდეს, ვისაც შეუძლია. “?

- კარმის კანონების სიღმისეული ცოდნა საშუალებას აძლევს ადეპტს სათავისოდ


გამოიყენოს ის, ისევე როგორც ბუნების კანონების ცოდნამ თქვენ კოსმოსში გაფრენის
შესაძლებლობაც კი მოგცათ. ეს სასარგებლო ცოდნაა, თუმცა მარცხენა ფრთის ადეპტები ამ
ცოდნას ბოროტად იყენებდნენ. ამაზე ადრე გესაუბრე, როდესაც დაცემულ სულებზე
გიყვებოდი. რაც ამ აბზაცში წერია, ნიშნავს, რომ თუ იცი როგორ აიმაღლო ნატიფი
სულიერი სხეულების დაცემული ვიბრაცია, კარმას თითქმის არ შექმნი (იგულისხმება
ზემოთ აღწერილი გონების, ემოციების და ეთერული სხეულის მართვის ანუ დაბალი
ვიბრაციების ამაღლების ტექნიკა. სხვა სიტყვებით, თუ ისე მართავ საკუთარ ფიქრებს,
გრძნობებს და სხეულის ენერგიებს, რომ აქრობ საკუთარ თავში ნეგატივს, მაშინ სულ
ჰარმონიულ მდგომარეობაში იმყოფები და გარშემომყოფების ავ-კარგი აღარ გწამლავს.).
მაგრამ ეს არ არის „თეთრი მზის“ მდგომარეობა. ეს უფრო ცოდნით მანიპულაციაა. ხომ
გახსოვს, მატერია შეიძლება ნატიფი ველების ამაღლებით მართო, მაგრამ შეიძლება
ღმერთის სულიერი განზომილებიდან იმდენი ნათელი გამოღვარო, რომ ნატიფი ველებიც
ამაღლდება და მატერიაც, შენც და სხვა ადამიანებიც შენ გარშემო! „ოსტატები
ემორჩილებიან უმაღლესი ტიპის მიზეზ-შედეგობრიობის კანონებს და ისინი ეხმარებიან
„მართვას“ საკუთარი აღმატებული ფენიდან.“ უმაღლეს (სულიერ) შრეებს დაქვემდებარება
ნიშნავს ღვთის ნებას დაქვემდებარებას. როდესაც ადამიანს ღვთის ნება ესმის და მის
შესატყვისად მოქმედებს, მას მეტი ძალაუფლება ეძლევა უფრო დაბალ (მატერიალურ)

286
შრეებზე. როცა ცნობიერება ზედა ფენებში გაქვს, ზედა ანუ „მმართველი ფენების“ კარმის
მოქმედების არეალში ექცევი. ასეთია საღმრთო კანონი.

2018 წელი. 18 ოქტომბერი. ქიბალიონი. ნაწილი მე-3

7 სქესის პრინციპი. „სქესი ყველაფერშია - ყველაფერს აქვს თავისი მამრობითი ან


მდედრობითი პრინციპი. სქესი თავს იჩენს ყველა დონეზე.“ (ქიბალიონი)

ამ პრინციპით მოცემულია ჭეშმარიტება, რომ სქესი - მამრობითი და მდედრობითი


ვლინდება ყველგან და ყველაფერში. არსი (საწყისი) ყოველთვის მოძრაობაშია. ეს
დებულება სამართლიანია არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ნატიფ-მატერიალური და
სულიერი ფენებისთვის.ფიზიკურ განზომილებაში სქესის პრინციპი თავს იჩენს
სექსუალობაში. უფრო მაღალ შრეებში იგი უფრო სრულყოფილ ფორმებში ვლინდება,
მაგრამ საბოლოო ჯამში პრინციპი იგივე რჩება. სქესის პრინციპის კანონენების გაგება
ნათელს მოფენს მრავალ დილემას, რომელიც ჩიხში აყენებს ადამიანთა გონებას. სქესის
პრინციპი ყოველთვის მუშაობს აღწარმოების და შემოქმედების მიმართულებით. ყველა
სულიერი თუ უსულო თავის თავში შეიცავს ამ პრინციპის ორივე საწყისს. ნებისმიერი
მამაკაცი ან მამაკაცური გამოვლინება/საგანი ასევე შეიცავს ქალურ საწყისს. იგივე
მართებულია ქალისთვისაც. თუ თქვენ მიხვდით მეცნიერული და სულიერი შემოქმედების
ფილოსოფიას, თქვენ უნდა ღრმად შეისწავლოთ ეს პრინციპი. ის ხსნის სიცოცხლის მრავალ
საიდუმლოს. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ამ პრინციპს არაფერი აქვს საერთო მრავალ მდაბიო
და გარყვნილ სექსუალურ თეორიებთან, რომლებსაც ლამაზად შენიღბულად აწვდიან
საზოგადოებას და რომელიც წარმოადგენს ამ უდიდესი სამყაროსეული პრინციპის
გაუკუღმართებას. ასე მაგალითად ძველი დროიდან შემორჩენილი, ყველასათვის ცნობილი
ფალიციზმის ფორმები მხოლოდ ხელს უწყობენ სულის, გონების და სხეულის გახრწნას.
ჰერმეტიკოსები ყოველთვის ხმას იმაღლებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ ამ მდაბიო
სწავლებების წინააღმდეგ, რომლებიც აუკუღმართებდნენ და ბილწავდნენ ბუნებრივი
სქესის პრინციპს. თუ თქვენ ასეთი ტიპის სწავლებები გაინტერესებთ, ჰერმეტიზმი თქვენი
ადგილი არაა. წმინდასთვის ყველაფერი წმინდაა, მდაბიოსთვის ყველაფერი მდაბიოა.

მიქაელი:

- ზოგადად რომ ვთქვათ აქტიური საწყისი მამაკაცის პრინციპია და პასიური ქალის...


გამცემის მამაკაცია და მიმღები ქალი. ეს პრინციპი კარგად ჩანს სიმბოლოებში სადაც სული
მამაკაცია, მატერია ქალი, მზე მამაკაცია და მთვარე ქალი. იანი მამაკაცია და ინი ქალი, დღე
მამაკაცია და ღამე ქალი. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო გამოვლინება ერთმანეთის გარეშე
ვერ არსებებს და ერთმანეთის გარეშე ვერ ქმნის! ეს პრინციპი არავითარ შემთხვევაში არ
ნიშნავს რომელიმე სქესის უპირატესობას, განსაკუთრებით ადამიანებში, რადგან უმაღლეს

287
სულიერ იპოსტასს სქესი არ აქვს და ის სხვადასხვა სქესის არსებებში ინკარნაციების
შედეგად იღებს გამოცდილებებს და ავლენს თავს. თუ დავუბრუნდებით იმ აზრს, რომ
ყველაფერი ტალღაა, გადავხედავთ ჰერმეტიზმის წინა პრინციპებს, დავინახავთ, რომ 6-ივე
წინა პრინციპი, ისევე როგორც ეს, ტალღის ბუნებას აღწერს. მენტალიზმი ტალღის
გამოვლინებაა, ვიბრაცია ტალღის გამოვლინებაა, რიტმი ტალღის თვისებაა,
„პოლარიზაციის“ პრინციპიც დაბალი და მაღალი ვიბრაციის ტალღებით აიხსნება, კარმულ
უკუგებასაც ტალღური ბუნება აქვს, ვინც იცის, რადგან კარმა პერიოდულობის დაცვით
გადმოდის. ასევე სქესის პრინციპიც ტალღის აღმავალ/დაღმავალ ანუ აქტიურ და პასიურ
ბუნებას შეესატყვისება. კარგად რომ დაუკვირდე ჩვენ აღვწერთ ერთი და იგივეს სხვადსხვა
გამოვლინებებს, რადგან პირველწყარო სამყაროებს ტალღების მეშვეობით ავლენს,
რომელიც სხვადასხვა კანონებში, პრინციპებში და ფორმებში ვლინდება.

2018 წელი. 20 ოქტომბერი. შავი საძმო

სიზმარი მინდა აღვწერო, რომელიც დაახლოებით ერთი კვირის წინ დამესიზმრა, მაგრამ
ჯერ არ ვიცი თუ ნიშნავს რამეს.

ორი დაქირავებული მკვლელი მიტაცებს. რაღაც შენობაში მიმათრევენ.

- იმედი გაქვს, რომ მალე მოკვდები? - მეუბნება ერთ-ერთი - არა, უნდა იწვალო. ასეთია
ბრძანება შენთან დაკავშირებით.

ორივე მამაკაცი ცდილობს თავისი საქმე მალე მოაყუმაროს და სახრჩობელასავით რაღაცას


ამზადებენ. ოღონდ ისეთს, რომლითაც მალე ვერ მოვკვდე და ტანჯვა გამიხანგრძლივდეს.
მე ამ წვალების მეშინია და ჩემს ჯალათებს ტირილით ვევედრები, რომ წვალებისთვის არ
გამწირონ. სიცოცხლის შენარჩუნებას არ ვთხოვ, მხოლოდ სწრაფ სიკვდილს! ჩემი
ხვეწნისგან როგორც ჩანს გული ურბილდებათ. ჯერ ვამჩნევ რომ იმიტომ ჩქარობენ ასე
ძალიან, რომ თვითონაც არ სიამოვნებთ ამ საქმის კეთება. ჩემ თხოვნებზე ერთ-ერთს
სრულიად ულბება გული და ბოლოს სიკვდილით დასჯის მაგივრად ოთახში მმალავს.
ორივენი იქაურობას ეცლებიან, მაგრამ მე საიდანღაც ვიცი, რომ მას, ვინც ჩემი სიკვდილი
შეუკვეთა, ვერსად დავემალები. და როგორც ველოდი მპოულობენ. ჩემ წინ შავებში
ჩაცმული ადამიანები დგანან. თუმცა ადამიანებს არც გვანან. ადამიანებისთვის ზედმეტად
მაღლები და გამხდრები არიან. უცნაური შავი სამოსი აცვიათ გრძელი მოსასხამებით;
თავზე მაღალი, შავი, ჩალმის მსგავსი ქუდები ახურავთ, ხოლო ქუდებიდან
ჩამოყოლებული ნაჭრის ზოლები რიდესავით უფარავს სახეს. მათი „უფროსი“ შემოდის.
მისი კუთხოვანი მიხვრა-მოხვრა ობობის მოძრაობას მაგონებს, თავის მსხვერპლს რომ
უახლოვდება. შავი, გრძელი კიდურები უკვე ხაფანგში მომწყვდეულ მსხვერპს უნდა
მოახვიოს, რომ უკანასკნელი, სიკვდილის ამბორი აჩუქოს! მის მოახლოებას ნაცნობი

288
დემონური ენერგიები მოსდევს... სიბნელე და სიცივე ზღვავდება გარშემო... უიმედობა და
შიში... დანარჩენებს ვუყურებ. ისინი მიმოფანტულად დგანან და ფიქრებით,
ტელეპატიურად, უტყვი სახეებით მღერიან უცნაურ სიმღერას. ამ ბგერებით ჩვენ თავზე
შავი აბლაბუდის ქსელი იქსოვება. ეს ქსელი უსასრულო მანძილებზეა გადაჭიმული. ამ
ქსელს ვერავინ და ვერაფერი დაუსხლტება!

- მას ვერსად დაემალები - ამბობს ის საკუთარ თავზე მესამე პირში - ის ყველგან გიპოვის...
შენ ზედმეტად ღრმად შეტოპე... მან თითოეული შენი სიტყვა იცის! თითოეული შენი
ფიქრი! უნდა მოკვდე!

„- ეს გნოსტიკების „მთავარია“!“-საიდანღაც მოდის ასეთი აზრი.

მე მიქაელს ვუხმობ დასახმარებლად, მაგრამ რატომღაც ვიცი რომ ეს განსაცდელი მარტომ


უნდა გავიარო.

„ისინი“ მეორე „ჯალათს“ მიგზავნიან, რომელიც ამჯერად ჩემი ნაცნობია! ჩემი, ბავშვობის
დროინდელი ნაცნობი. ერთი კარიერაზე გადაყოლილი ადამიანია. მას ასე
დავახასიათებდი, რომ ეკითხათ ჩემი აზრი. ის სულელური ღიმილით მიყურებს და
მეუბნება, რომ „მათი“ დავალება უნდა შეასრულოს, იმიტომ რომ უბრალოდ უნდა
შეასრულოს. ხელში პისტოლეტს იღებს. ჩემს ახალ „ჯალათს“ რომ ვუყურებ, ისიც კი
მეეჭვება, რომ ამ იარაღის გამოყენებას შეძლებს ან რომ საერთოდ ტყვიას არ ამაცილებს.
მაგრამ ვიცი რომ „მათ“ დავალებას შეასრულებს, მარიონეტივით, უაზროდ, მაგრამ
შეასრულებს. მე მას ვთხოვ, რომ დრო მომცეს ჩემი დაუმთავრებელი საქმეების
მოსაწესრიგებლად. ის თანახმაა. „დაუმთავრებელი საქმეების“ მოსაგვარებლად გვერდზე
ოთახში მივდივარ. ეს ძირითადად ჩემი ნაწერებია, რომელიც დასალაგებელი და
გადასაგზავნი მაქვს. გული მწყდება, რომ დასრულება და კორექტირება ვერ მოვასწარი. ამ
საქმეებს ვაკეთებ და თან ვგრძნობ, რომ შიში აღარ მაქვს. რახან ასეთი ბოროტი არსებები
დამიპირისპირდნენ, ესე იგი სწორი საქმისთვის ვკვდები და აღარ მეშინია. ქრისტესთვის
და მიქაელისთვის სიკვდილი, პირიქით, დიდი პატივია ჩემთვის! უცნაურია, მაგრამ ამის
გააზრებას შინაგანი სიმშვიდე მოაქვს.

მეღვიძება და ვიცი რომ ეს სიზმარიც უბრალოდ სიზმარი არ იყო. ფიქრებში მიქაელს


ვეკითხები, რას უნდა ნიშნავდეს ეს ფანტაზმაგორიული სიუჟეტი.

„გნოსტიკების „მთავარი““- ეგ რაღას ნიშნავს? ან ეს ჩემი სკოლის ნაცნობი რაზე გამოეკვეხა


ამ მისტიკურ ამბებში? ესეთი საშიში რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, ალბათ
გამეცინებოდა.

- ნეტავ მართლა არსებობს „შავი საძმო“? ბნელ ძალთა იერარქია? ვინ არიან ისინი და ვინ
არიან მათი „მოგზავნილები“, მათი შემსრულებლები დედამიწაზე? - მეფიქრება ჩემთვის.

289
2018 წელი. 21. ოქტომბერი. დარჩი ჩემთან...

მიქაელი:

- სიზმრებში მე გარემოებებს გიქმნი, რომლითაც ვამოწმებ შენს ყველაზე ღრმა შიშებს, ისევე
როგორც ვამოწმებდი შენს მიჯაჭულობებს მატერიალურ სამყაროზე... - ჩამესმა მისი
ფიქრები.

შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და ჩვენი შეხვედრის ადგილი, საკურის


ხე და ჩამავალი მზის სხივებით აწითლებული ხორბლის ყანები წარმროვიდგინე. მინდოდა
უკეთ „დამენახა“ და შემეგრძნო მისი გვერდზე ყოფნა. მაშინვე დავინახე ის, რომელსაც
ამავე დროს ვერასდროს ვხედავ. მის სახეს ვერასდროს ვარჩევ გარკვევით და როდესაც
სიზმარში მიახლოვდება, თვალებზე შავ ზონარს მიკრავს... როგორ მინდა მისი სახე
დავინახო... რა უნდა დავწერო, ან როგორ დავწერო, ან როგორ აღვწერო, იმას რასაც
ვგრძნობ და რაც მისგან მოდის? ჩვენ, ადამიანები, ჩვენს სიყვარულს ყველაზე მძაფრად
შეხებით და მოფერებით გამოვხატავთ. ცხოველებიც და მცენარეებიც კი გრძნობენ და
ინაბებიან ამ სიყვარულის შეხებაზე, რომლითაც ერთი ცოცხალი არსება მეორეს თვით
ღმერთს გადასცემს. მე რასაც მისგან ვგრძნობ არის მუდმივი, უშრეტი სიყვარულის ნაკადი,
მოფერება შეხების გარეშე და იმაზე მეტი. ეს გრძნობა ოკეანეში ჩაგდებულ წვეთს ჰგავს, ან
მარილის პატარა კრისტალს, რომელიც ოკეანის უკიდეგანო მიმოქცევაში ერთიანდება, მის
უძირბოლო სიდიადეში იხსნება და მასთან ერთად მიმოიქცევა, მასთან ერთად სუნთქავს,
მისით ფეთქავს, მისით ფიქრობს, მისით არსებობს... რა სიტყვაა, რომელიც ამ
მდგომარეობას აღწერს?..

- ჩემი შიშები ბანალურია... - ვპასუხობ მე და ვგრძნობ როგორ მევსება გული სინათლით და


სიყვარულით მისი მოახლოებისგან.

- შენ გეშინია ბავშვების გამო... - მეუბნება ის, - ეს ბუნებრივია... გეშინია იმისი, რომ
შემთხვევით არასწორ მხარეს არ აღმოჩნდე და ეს შესაქებია... შენ გეშინია ფიზიკური
ტკივილის... და ესეც გასაგებია. როდესაც შენი სიზმრის „რეალობაში“ „ჯალათი“ ნაცნობი
პირით შევცვალე და ფიზიკური ტკივილი აღარ დაგემუქრა, გამოჩნდა რომ სიკვდილის არ
გეშინია და ჩემ მიმართ უპირობო ნდობა გაქვს, რამაც კიდევ ერთხელ ძალიან გამახარა. ეს
ყველაზე მეტად მჭირდება! ადვილი ცხოვრება ვერ გექნება, მაგრამ იცოდე, ყოველთვის და
ყველგან, სადაც არ უნდა იყო და რასაც არ უნდა აკეთებდე, რაც არ უნდა დაგემართოს და
სადაც არ უნდა იმყოფებოდე, არ არსებობს ადგილი დროში, სივცეში და განზომილებაში,
სადაც ჩემი ცნობიერება შენს სულს ვერ იპოვის! მე არასდროს მიგატოვებ და არასდროს
დარჩები ჩემი თანადგომის გარეშე! ჯოჯოხეთში რომ ჩახვიდე, იქაც შენ გვერდით მიგულე,
თუნდაც ვერ მგრძნობდე, რადგან ცნობიერი ხშირად გღალატობთ, ადამიანებს. ნურაფრის
და ნურასდროს ნუ გეშინია! უბრალოდ ნურასდროს და ნურაფრის! რაც არ უნდა მოხდეს!
ჯერ ისედაც კარმული კანონი ისე მოქმედებს, რომ იმაზე მეტი არ გადმოდის ადამიანზე,
ვიდრე მისი შესაძლებლობითაა განპირობებული, მაგრამ თუ ძალიან გაგიჭირდა მე

290
დავდგები უძლეველ კედლად, ფარად აღვიმართები, გადაულახავ კლდედ ვიქცევი. მე
ავიღებ „პირად პასუხისმგებლობას“ და ყველაზე მძიმე დარტყმას ჩემ თავზე გადავიტან!

- მე არ მეშინია... მე უბრალოდ მოგყვები... ხომ გახსოვს... თუნდაც ქვეყნიერების


დასალიერს...

- როდესაც ამ შენს განსხეულებას ვაკვირდებოდით, ბოლოს შენი ხელმძღვანელობა


მთლიანად მე ჩამაბარეს, რადგან ჩვენ შორის ძლიერი კავშირი დამყარდა და იცოდე რომ
ამით ძალიან ბედნიერი ვარ. არც იმას ველოდი, რომ ასე გაიხსნებოდი; თუმცა ამის
პოტენციური შესაძლებლობა გაწერილი იყო შენ „შესაძლებლობათა კორიდორში“,
ალბათობა არ იყო მაღალი... არც იმას მოველოდი, რომ ამ ურთიერთობისგან ამდენს
მივიღებდი... ჩემთვის ყოველი შენი სიტყვა, ჩემ მიმართ ნათქვამი, ყოველი ფიქრი ჩემ
მიმართ მიმართული, უზომოდ ძვირფასია. არც ერთ ადამიანს არ უჩუქებია ჩემთვის
ამდენი სიყვარული... მადლობა მინდა გითხრა ამისთვის...

მის სიტყვებზე ცრემლები მომადგა... არ ვიცოდი რა მეთქვა, სიტყვები უბრალოდ არ


მყოფნიდა. ვერ ვუჯერებდი მის ნათქვამს. მინდოდა მეთქვა, რომ მგონი მხოლოდ მე ვიღებ
მისგან და საერთოდ სად მე და სად ის, მაგრამ მან თვითონ წაშალა ყველა საზღვარი.
მხოლოდ ანგელოზის გული შეიძლება იყოს ასეთი გახსნილი, ასეთი გულუხვი
სიყვარულზე და სიკეთეზე, ასეთი თავმდაბალი და ასეთი ტკივილამდე ძვირფასი...

- შენ ყველას უყვარხარ... არ არსებობს მორწმუნე ადამიანი ვინც შენ მიმართ


განსაკუთრებულ სითბოს არ გრძნობს... - ბოლოს ვუთხარი მე.

- ეს სხვაა. ჩემ მიმართ ლოცულობენ, დახმარებას და მფარველობას მთხოვენ, მადლიერება


და სითბოც მიმიღია ადამიანებისგან, მაგრამ ნამდვილი სიყვარული სხვაა... გიყვარდეს
შეიძლება მხოლოდ ის, ვისაც იცნობ! ვის სულსაც ხედავ, მაშინაც კი როცა გარეგნობა არ
გინახავს! მინდა რომ შენი შიშები, რომლებიც შენ სიზმარში გამოჩნდა, შენც დაინახო. მათ
პირისპირ უნდა დადგე და თვალი გაუსწორო. სხვანაირად ვერ აღმოფხვრი. შენი შიშები
შენ ყველაზე ძლიერ მიჯაჭულობებზე მიუთითებს. გაწყვიტე ეს ჯაჭვები, მოწყდი ამ
ბორკილებს... „მოკვდი“ ამ სამყაროსთვის რომ ახალ სამყაროში დაიბადო!... დარჩი ჩემთან...

ბოლო სიტყვები გულზე მომხვდა რადგან გარკვევით ვიგრძენი, რომ მათზე


განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება...

2018 წელი. 23 ოქტომბერი.

მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი, მაგრამ კარგად რომ დავუკვირდი, მივხვდი, რომ ეს ის


„ამაღლებული სული“ იყო, რომელთანაც ადრეც მქონდა შეხება. მესიამოვნა მასთან
შეხვედრა, რადგან მის მიმართაც განსაკუთრებულ ახლობლობას ვგრძნობ. მივხვდი, რომ

291
იმ თემაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ფრაგმენტულად
ტრიალებდა ჩემ გონებაში, მაგრამ ერთიან სურათად ვერ ვკრავდი.

სული:

- მინდა ისევ დავუბრუნდე იმ იდეას, რომ დიდი სამყაროსეული ციკლები წარმოადგენს


„მატერიაში ჩასვლის“ და შემდეგ „სულში დაბრუნების“ ციკლებს. ეს არის მათი
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი გლობალური გაგებით. ამ დროს „რეალობა“
ჯერ შორდება პირველწყაროს „სულის“ იპოსტასს; რის გამოც დაბალ ვიბრაციებში ეშვება,
სულს წყდება, ხოლო შემდეგ ისევ „განმღრთობისკენ“, მატერიის ვიბრაციის აწევისკენ, მისი
შეთხელებისკან, გასულიერებისკენ მოძრაობს. ციკლი მთავრდება და შემდეგ ისევ ახალი
იწყება, ისევ მატერიაში ჩაშვებით და შემდგომი ამოსვლით, მაგრამ უკვე განვითარების
შემდეგ საფეხურზე. ამიტომ ეს ციკლები ერთგვარი აღმავალი ან დაღმავალი სპირალების
სახით შეგიძლია წარმოიდგინო. ხომ ამჩნევ რომ ამ პროცესს რიტმთანაც აქვს კავშირი,
პოლარიზაციის პრინციპთან, სქესის და ვიბრაციის პრინციპთანაც, რომლებიც
ჰერმეტიზმში შეისწავლე. სამყაროები ერთგვარად ტოკავენ, სუნთქავენ და ამ დიდებულ
ციკლებში მიმოიქცევიან. კაცობრიობის ევოლუციაც არ წარმოადგენს გამონაკლისს...

მე:

-რატომ მიტრიალებს ბოლო დროს თვალწინ ეს ოთხი ნაწილისგან შემდგარი ქიმერები?


ბოლო რამდენიმე თვეა, ზაფხულიდან მოყოლებული, ფიქრებით სულ ამ არსებებთან
მაბრუნებ. ინტერნეტშიც შევეცადე ინფორმაცია მომეძია. როგორც ვიცი, მათ
ტეტრამორფები ჰქვია - ისევ ის ავად სახსენებელი ახრიმანი გამახსენდა და „ამაღლებული
სულის“ სიტყვები: „არწივი, ლომი და კურო ძველი სიმბოლოებია...“ (იხ. „სინათლის და
სიბრძნის ღმერთი).

ინტერნეტიდან:

„Тетраморф (др.-греч. τετρά-μορφος «четырёхобразный, четырёхвидный» от τέσσᾰρες,


τέσσερες, τέττᾰρες, τέττορες, τέτορες «четыре» + μορφή, μορφά «вид, образ, очертание») — в
иудео-христианском вероучении и богословии крылатое существо из видения пророка
Иезекииля (VI век до н. э.) с четырьмя лицами — человека, льва (с правой стороны), быка и
орла (с левой стороны). В Откровении Иоанна тетраморф представлен в образе отдельных
четырёх апокалиптических существ (лат. quattuor animalia «четыре живущих»; четыре живых
существа у протестантов) — стражей четырёх углов Трона Господа и четырёх пределов рая.

Книга «Зоар» называет эти четыре образа над таинственной колесницей — четырьмя
архетипами, формирующими черты лица каждого человека. В каббале эти существа носят
название «хайот а-кодеш» (букв. «святые животные»).

Позднее эти животные были истолкованы как символы четырёх евангелистов и термин
«тетраморф» стал применяться в описании их иконографии. Существа стали символами
евангелистов и формой их традиционного (с VII века) символического изображения:

292
Матфей в образе ангела,

Марк в образе льва,

Лука в образе тельца,

Иоанн в образе орла.

Каждый из них крылат и держит Евангелие.

ნახ. 26. ბიბლიური ტეტრამორფი გამოსახული ფრესკაზე.

„В действительности, образ четырёх животных восходит к шумеро-аккадской мифологии


(вавилон, ассирия и др.), образы которой проникли также в Египет и другие цивилизации
региона.“

„Прежде всего бросаются в глаза именно тетраморфы, то есть существа, объединяющие


признаки четырёх животных. Самым известным, пожалуй, является сфинкс!“

293
ნახ. 27. ბერძნული სფინქსი ფრთებით.

ნახ. 28. სფინქსი ეგვიპტეში.

294
ნახ. 29. ასურეთის ქალაქში შემავალი კარიბჭის მცველი ტეტრამორფები. მარცხენა მცველს ლომის
თათები აქვს.

„В Ветхом Завете:

Образ четырёх животных происходит из пророческого видения Иезекииля (Иез. 1:4-28; также
10:14 и 41:19). Иезекииль описывает этих существ следующим образом:

облик их был, как у человека; и у каждого четыре лица, и у каждого из них четыре
крыла; а ноги их — ноги прямые, и ступни ног их — как ступня ноги у тельца, и сверкали,
как блестящая медь. И руки человеческие были под крыльями их, на четырёх сторонах их;
<...> Подобие лиц их — лице человека и лице льва с правой стороны у всех их четырёх; а с
левой стороны лице тельца у всех четырёх и лице орла у всех четырёх. И лица их и крылья
их сверху были разделены, но у каждого два крыла соприкасались одно к другому, а два
покрывали тела их. <...> на земле подле этих животных по одному колесу перед четырьмя
лицами их. <...> А ободья их — высоки и страшны были они; ободья их у всех четырёх вокруг
полны были глаз.

(Иез. 1:5-18)“

295
ნახ. 30. წინასწარმეტყველი იეზეკიილის ხილვა.

296
ნახ. 31. იეზეკიილის ხილვა. დეტალიზირებული სურათი.

სული:

- ეხლა კარგად დაფიქრდი... რომ გინდოდეს რომ კოსმოსური ციკლი ერთი სიმბოლოს
სახით გამოხატო, რა სიმბოლოს აირჩევდი? თან ისეთს, რომელიც საუკუნეებს გაუძლებდა
და უბრალო ადამიანისთვის აღქმადი იქნებოდა?

- წრეს... ბორბალს...

- არ დაგავიწყდეს, რომ დიდი ციკლი თავის თავში მცირე ციკლებს მოიცავს...

- მაშინ ბორბალს ბორბალში...

- როგორც იეზეკიილის ხილვაშია! მაგრამ ამ სიმბოლოს მეტი დეტალი ჭირდება, რომ ის


კონკრეტულ კოსმოსურ ციკლს დაუკავშირდეს! ტეტრამორფებს არაფერი აქვთ საერთო არც
ქერუბიმებთან არც ოთხ ევანგელისტთან. ისინი იმ კოსმოსური ციკლის სიმბოლოს

297
წარმოადგენენ, რომელიც კაცობრიობის ევოლუციის ერთ ბრუნს განასახიერებს! შეხედე
ზოდიაქოების რუკას!

ნახ. 32. ზოდიაქოების წრე.

სული:

- ლომი, კურო, ადამიანი და...

მე:

- მორიელის თანავარსკვლავედს ადრე არწივის თანავარსკვლავედი ერქვა, როგორც


მახსოვს!

სული:

- ეს თანავარსკვლავედები ცაზე ერთმანეთის პირისპირაა განლაგებული... გახსოვს


სფინქსის კითხვა, რომელიც მან ედიპეს დაუსვა?

ინტერნეტიდან:

„В древнегреческой мифологии сфинкс— чудовище с головой женщины, лапами и телом


льва, крыльями орла и хвостом быка, персонаж легенды об Эдипе.“

298
„Древнейшие изображения человекольва были обнаружены при раскопках Гёбекли-Тепе и
датируются 10-м тыс. до н. Э.“

„Древние греки, вероятно, заимствовали мотив сфинкса из Египта. В греческой мифологии


бескрылый египетский сфинкс обретает женский пол и крылья грифона.

В греческой мифологии «сфинга» считается порождением хтонических чудовищ Тифона и


Ехидны (по другой версии — Химеры и Ортра), злобным демоном разрушения. Чудовище с
телом собаки, крыльями птицы, женской головой и лицом. Крылатая дева убивала юношей.

Крылатая душительница была послана к Фивам богиней Герой за преступление фиванского


царя Лая в отношении Хрисиппа. Она подстерегала путников, задавала им хитроумные
загадки и убивала всех, кто не мог их отгадать. Гера наслала её на Фивы. Узнав загадку от Муз,
Сфинга уселась на Фикейской горе и стала задавать её фиванцам.

Загадка Сфинкса звучит так: «Скажи мне, кто ходит утром на четырёх ногах, днём — на двух, а
вечером — на трёх? Никто из всех существ, живущих на земле, не изменяется так, как он.
Когда ходит он на четырёх ногах, тогда меньше у него сил и медленнее двигается он, чем в
другое время». Ответ таков: это человек. В младенческом возрасте он ползает, в расцвете сил
он ходит на двух ногах, а в старости — опирается на трость.

После того как Эдип разгадал загадку Сфинкса, чудовище кинулось с вершины горы в
пропасть. По одной версии, загадка была стихотворной, и Сфинкс съедала не разгадавших
её.“

მიქაელი:

- ოღონდ სწორი პასუხია არა ადამიანი, არამედ კაცობრიობა და მისი განვითარების ციკლი:
ბავშვობა, სიყმაწვილე, ზრდასრულობა და სიბერე! რომელი კოსმოსური ციკლია, რომლის
დროს თანავარსკვლავედები ღამის ცაზე ერთ სრულ ბრუნს აკეთებენ.

ჩემი არც ისე მდიდარი ასტრონომიული ცოდნის მიუხედავად ინტერნეტში ასეთ


ინფორმაციას ვაწყდები:

Предварение равноденствий (лат. praecessio aequinoctiorum) — историческое название для


постепенного смещения точек весеннего и осеннего равноденствий (то есть точек
пересечения небесного экватора с эклиптикой) навстречу видимому годичному движению
Солнца. Другими словами, каждый год весеннее равноденствие наступает немного раньше,
чем в предыдущем году — примерно на 20 минут 24 секунды. В угловых единицах смещение
составляет сейчас примерно 50,3" в год, или 1 градус каждые 71,6 года. Это смещение
является периодическим, и примерно каждые 25776 лет точки равноденствия возвращаются
на прежние места.

299
Предварение равноденствий не означает, что времена года перемещаются по календарю;
применяемый в наши дни григорианский календарь отражает длину тропического года,
который соответствует интервалу от равноденствия до равноденствия. Поэтому эффект
предварения равноденствий фактически включён в действующий календарь.

Основная причина предварения равноденствий — прецессия, периодическое изменение


направления земной оси под влиянием притяжения Луны, а также (в меньшей степени)
Солнца.

В результате прецессии земная ось описывает в пространстве конус. Поворот земной оси
смещает и связанную с Землёй экваториальную систему небесных координат относительно
удалённых, практически неподвижных на небесной сфере звёзд. На небесной сфере ось
описывает окружность так называемого малого круга небесной сферы с центром в северном
полюсе эклиптики для северного полушария и в южном полюсе эклиптики — для южного
полушария, с угловым радиусом примерно 23,5 градуса. Полный оборот по этой окружности
происходит с периодом (по современным данным), составляющим примерно 25 800 лет. В
течение года скорость земной прецессии, вызванной данным небесным телом, меняется —
например, для Солнца она максимальна в дни солнцестояния, а в дни равноденствия равна
нулю.

სული:

- ეხლა ხომ ხედავ, რომ ტეტრამორფი 26000 წლიანი ციკლის სიმბოლოა.

მე:

- ალბათ ეს ის ციკლია, რომელსაც სანკსრიტზე მახა-იუგა ჰქვია.

ინტერნეტიდან:

Юга (санскр. युग, yuga IAST, букв. «пара», «ярмо», лат. iugum) — в космологии индуизма —
эры. Индуизм называет четыре юги, сменяющие друг друга циклически в указанной
последовательности:

Сатья-юга или Крита-юга

Трета-юга

Двапара-юга

Кали-юга

В каждой последующей из юг внутри цикла понимание истины и нравственность


уменьшаются, а невежество растёт. Конец Кали-юги должен ознаменоваться появлением
Калки, 10-й аватары Вишну, очищающего мир и начинающего новую махаюгу. Каждой юге

300
предшествует период названный в Пуранах сандхья — «сумерки», или переходный период, а
за ним следует другой период такой же продолжительности, называемый сандхьянса —
«часть сумерек». Каждый из них равен десятой доле юги.

მე:

- მახა იუგა 4 იუგადაა დაყოფილი, რომელიც როგორც შენ ახსენე წელიწადის 4 დროს ან
ბავშვობა, სიყმაწვილე, ზრდასრულობა, სიბერეს შეიძლება შეადარო.

სული:

- პირველი ორი ქვე-ციკლი (ბორბალი ბორბალში) სატია და ტრეტა სულიერი აღმავლობის,


ტალღის აღმავალ ნაწილს წარმოადგენს. ამ დროს სული დომინირებს მატერიაზე, ხოლო
მეორე ორი ქვე-ციკლი, დვაპარა და კალი, „მატერიაში ჩაშვების“ ეპოქაა, რომლიდანაც კალი
იუგა ყველაზე ბნელი, ყველაზე მატერიალური, ყველაზე დაბალი ვიბრაციების ეპოქაა.
იეზეკიილის ხილვა, სწორედ ეს ინფორმაციაა, სიმბოლური, დაშიფრული ფორმით
გადმოცემული! თითოეული ცხოველი, თითო იუგას განასახიერებს: „на земле подле этих
животных по одному колесу перед четырьмя лицами их“. ეხლა დააკვირდი იეზეკიილის
ხილვაში ერთ უმნიშვნელო, ერთი შეხედვით დეტალს: „и ступни ног их — как ступня ноги
у тельца, и сверкали, как блестящая медь.“

მე ჩემი სიზმარი გამახსენდა, 2014-ში დასიზმრებული, სადაც ბრინჯაოს თუ სპილენძის


„კაცმა“ უკრაინის რუკა შემოხაზა, ხოლო შემდეგ ორი თავიდან კვერცხი გადმოაგდო (იხ.
„ინიციაცია“).

სული:

-ჩვენ მეტალის ფაქტურა ამ არსებას იმიტომ მივანიჭეთ, რომ არავინ მიიჩნიოს ის ცოცხალ
არსებად, არამედ კანონის, პრინციპის განსახიერებად აღიქვან. ეხლა იოანეს გამოცხადებას
დაუბრუნდი, სადაც 24 მოხუცზეა საუბარი.

იოანეს გამოცხადებიდან:

После сего я взглянул, и вот, дверь отверста на небе, и прежний голос, который я слышал как
бы звук трубы, говоривший со мною, сказал: взойди сюда, и покажу тебе, чему надлежит быть
после сего.

2. И тотчас я был в духе; и вот, престол стоял на небе, и на престоле был Сидящий;

301
3. и Сей Сидящий видом был подобен камню яспису и сардису; и радуга вокруг престола,
видом подобная смарагду.

4. И вокруг престола двадцать четыре престола; а на престолах видел я сидевших двадцать


четыре старца, которые облечены были в белые одежды и имели на головах своих золотые
венцы.

5. И от престола исходили молнии и громы и гласы, и семь светильников огненных горели


перед престолом, которые суть семь духов Божиих;

6. и перед престолом море стеклянное, подобное кристаллу; и посреди престола и вокруг


престола четыре животных, исполненных очей спереди и сзади.

7. И первое животное было подобно льву, и второе животное подобно тельцу, и третье
животное имело лице, как человек, и четвертое животное подобно орлу летящему.

8. И каждое из четырех животных имело по шести крыл вокруг, а внутри они исполнены
очей; и ни днем, ни ночью не имеют покоя, взывая: свят, свят, свят Господь Бог Вседержитель,
Который был, есть и грядет.

9. И когда животные воздают славу и честь и благодарение Сидящему на престоле,


Живущему во веки веков,

10. тогда двадцать четыре старца падают пред Сидящим на престоле, и поклоняются
Живущему во веки веков, и полагают венцы свои перед престолом, говоря:

11. достоин Ты, Господи, приять славу и честь и силу: ибо Ты сотворил все, и все по Твоей
воле существует и сотворено.

302
ნახ. 33. ილუსტრაცია იოანეს გამოცხადებიდან.

სული:

- ხომ ნახე, რა წერია ვედებში. თითოეულ იუგას შორის არის „გარდამავალი“ პერიოდი, ე.
წ. სანდჰია, რომელიც იუგებს შორის არსებულ მინი აპოკალიპსს წარმოადგენს. რადგან
თითოეულ ციკლს და მინი ციკლს დაწყების წინ, ესე ვთქვათ, „გაწმენდა“ ჭირდება, რომ
ახალი ეპოქა შედარებით „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყოს. ეხლა შეხედე, თუ მახა იუგის
ხანგრძლივობას 24000 წლად მივიჩნევთ (...а на престолах видел я сидевших двадцать четыре
старца), ხოლო დანარჩენს სანდჰიას პერიოდად, მივიღებთ დედამიწის ღერძის პრეცესიის
პერიოდს (25800 წელი). ამიტომ როგორც ხვდები, საუბარი სწორედ ამ ასტროლოგიურ
ციკლზეა! ტახტრევანზე მჯდომარე ღმერთი (იხ. ნახ. 33) მამა-ღმერთს ანუ მე-7 დონის
(განზომილების) იერარქს წარმოადგენს, რომელიც პირველწყაროს გამოვლინებაა და
რომლისგანაც 7 ემანაცია გამოდის (7 ლამპარი). ეს 7 ემანაცია დედამიწის 7-ობრივი
ფრაქტალური სტრუქტურების წინამორბედია და დედამიწისეულ სიცოცხლის ხის
განშტოებას ქმნის სამყაროსული სიცოცხლის ხის სტრუქტურაში. თითოეულ იუგას
თავისი „მორიგე ღმერთი“ ჰყავს, რომელიც ამ 6 ფრთიანი ცხოველის სახითაა
წარმოდგენილი. 6 ფრთა ცხოველზე მიანიშნებს მე-6 განზომილების იერარქზე (6000
წლიანი მმართველობით). ხოლო აპოკალიფსის ოთხი მხედარი, რომელზეც „ცხოველები“
მიუთითებენ და რომელსაც ბეჭედის ახსნისას კრავი უშვებს, სწორედ ამ სანდჰიას მინი

303
აპოკალიფსის პერიოდს წარმოადგენს. თითოეული იუგას დასრულებას თავისი
აპოკალიფსის მხედარი ახლავს თან, რომელიც სიცოცხლეს მუსრს ავლებს სხვადსხვა
„საშუალებით“, იქნება ეს შიმშილი თუ ომი და სხვადასხვა სტიქიების გამოყენებით.
სიტყვები „и перед престолом море стеклянное, подобное кристаллу“ მატერიალურ
რეალობას ნიშნავს. ესეთი არქეტიპები, როგორც ტეტრამორფია, ჩვენ ჯერ კიდევ ამ მახა-
იუგაში ძალიან დიდი ხნის წინ ჩავნერგეთ კაცობრიობის მენტალურ ველში, რომ ეს ცოდნა
არ დაკარგულიყო და როცა დრო მოვიდოდა სათანადოდ გაშიფრულიყო, რადგან
სიმბოლიზირებული ინფორმაცია ყველაზე კარგად უძლებს დროს და დამახინჯებას
ინტერპრეტაციებისგან.

გაგრძელება იოანეს გამოცხადებიდან:

მე-5 თავი:

1. И видел я в деснице у Сидящего на престоле книгу, написанную внутри и отвне,


запечатанную семью печатями.

2. И видел я Ангела сильного, провозглашающего громким голосом: кто достоин раскрыть


сию книгу и снять печати ее?

3. И никто не мог, ни на небе, ни на земле, ни под землею, раскрыть сию книгу, ни посмотреть
в нее.

4. И я много плакал о том, что никого не нашлось достойного раскрыть и читать сию книгу,
и даже посмотреть в нее.

5. И один из старцев сказал мне: не плачь; вот, лев от колена Иудина, корень Давидов,
победил, и может раскрыть сию книгу и снять семь печатей ее.

6. И я взглянул, и вот, посреди престола и четырех животных и посреди старцев стоял Агнец
как бы закланный, имеющий семь рогов и семь очей, которые суть семь духов Божиих,
посланных во всю землю.

7. И Он пришел и взял книгу из десницы Сидящего на престоле.

8. И когда Он взял книгу, тогда четыре животных и двадцать четыре старца пали пред
Агнцем, имея каждый гусли и золотые чаши, полные фимиама, которые суть молитвы святых.

9. И поют новую песнь, говоря: достоин Ты взять книгу и снять с нее печати, ибо Ты был
заклан, и Кровию Своею искупил нас Богу из всякого колена и языка, и народа и племени,

10. и соделал нас царями и священниками Богу нашему; и мы будем царствовать на земле.

11. И я видел, и слышал голос многих Ангелов вокруг престола и животных и старцев, и число
их было тьмы тем и тысячи тысяч,

304
12. которые говорили громким голосом: достоин Агнец закланный принять силу и богатство,
и премудрость и крепость, и честь и славу и благословение.

13. И всякое создание, находящееся на небе и на земле, и под землею, и на море, и все, что в
них, слышал я, говорило: Сидящему на престоле и Агнцу благословение и честь, и слава и
держава во веки веков.

14. И четыре животных говорили: аминь. И двадцать четыре старца пали и поклонились
Живущему во веки веков.

მე-6 თავი:

1. И я видел, что Агнец снял первую из семи печатей, и я услышал одно из четырех животных,
говорящее как бы громовым голосом: иди и смотри.

2. Я взглянул, и вот, конь белый, и на нем всадник, имеющий лук, и дан был ему венец; и
вышел он как победоносный, и чтобы победить.

3. И когда он снял вторую печать, я слышал второе животное, говорящее: иди и смотри.

4. И вышел другой конь, рыжий; и сидящему на нем дано взять мир с земли, и чтобы убивали
друг друга; и дан ему большой меч.

5. И когда Он снял третью печать, я слышал третье животное, говорящее: иди и смотри. Я
взглянул, и вот, конь вороной, и на нем всадник, имеющий меру в руке своей.

6. И слышал я голос посреди четырех животных, говорящий: хиникс* пшеницы за динарий**,


и три хиникса ячменя за динарий; елея же и вина не повреждай.

7. И когда Он снял четвертую печать, я слышал голос четвертого животного, говорящий: иди
и смотри.

8. И я взглянул, и вот, конь бледный, и на нем всадник, которому имя "смерть"; и ад следовал
за ним; и дана ему власть над четвертою частью земли - умерщвлять мечом и голодом, и
мором и зверями земными.

9. И когда Он снял пятую печать, я увидел под жертвенником души убиенных за слово Божие
и за свидетельство, которое они имели.

10. И возопили они громким голосом, говоря: доколе, Владыка Святый и Истинный, не
судишь и не мстишь живущим на земле за кровь нашу?

305
11. И даны были каждому из них одежды белые, и сказано им, чтобы они успокоились еще
на малое время, пока и сотрудники их и братья их, которые будут убиты, как и они, дополнят
число.

12. И когда Он снял шестую печать, я взглянул, и вот, произошло великое землетрясение, и
солнце стало мрачно как власяница, и луна сделалась как кровь.

13. И звезды небесные пали на землю, как смоковница, потрясаемая сильным ветром, роняет
незрелые смоквы свои.

14. И небо скрылось, свившись как свиток; и всякая гора и остров двинулись с мест своих.

15. И цари земные, и вельможи, и богатые, и тысяченачальники, и сильные, и всякий раб, и


всякий свободный скрылись в пещеры и в ущелья гор,

16. и говорят горам и камням: падите на нас и сокройте нас от лица Сидящего на престоле и
от гнева Агнца;

17. ибо пришел великий день гнева Его, и кто может устоять?

სული:

- სანამ ზემოთ დაწერილს უფრო დეტალურად განვიხილავთ, მინდა მეტი აგიხსნა


იუგებთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, თითოეულ იუგას თავისი „წმინდა
ცხოველი“ ანუ ზოდიაქო შეესაბამება. თითოეულ იუგას, თავისი განსხივოსნების,
„ამაღლების“ „ალგორითმი“ ახასიათებს, რადგან ყოველი იუგა განსხეულებულ ადამიანს
განსხვავებულ საარსებო არეალს და პირობებს ახვედრებს. თითოეულ „სფინქსის
თანავარსკვლავედს“ თავისი ალფა-ვარსკვლავი აქვს, რომელიც „სამოთხის კარიბჭეს“,
„ზეციურ მცველს“ წარმოადგენს. სულთა განსხეულება/ამაღლებაში ამ ციურ სხეულებს
დიდი როლი მიუძღვით, ისევე როგორც პლანეტების განლაგებებს „სფინქსის
თანავარსკვლავედებში“ იუგების დაწყება/დამთავრების პერიოდებში. სატია იუგა სულთა
ამაღლებისათვის ოპტიმალური პერიოდია. კაცობრიობა ამ დროს მიამიტ და უცოდველ
ბავშვს ჰგავს, რომლის სული ბავშვობაში გარდაცვალების გამო ადვილად იმკვიდრებს
სამოთხეს. ამ დროს ადამიანები მატერიის და სულის კანონების შესაბამისად ცხოვრობენ,
რომლებიც სოციუმის მოწყობის ყველა დონეა გაწერილი. მაგრამ, როგორც ადამიანი ზრდა-
განვითარებასთან ერთად ამ ცხოვრების ავ-კარგის შეცნობას იწყებს და მეტი ცდუნებების
წინაშე დგება, ასევე რთულდება მომდევნო იუგებში ადამიანის ამაღლება. ის ნელ-ნელა
„ცოდვებში“, „მატერიაში“ ეშვება და სულ უფრო მეტად უჭირს სამსარის წრებრუნვიდან
თავის დაღწევა. კალი-იუგა ყველაზე რთული და ბნელი პერიოდია. ის „სიბერის“ ან
„ზამთრის“ ხანას შეესაბამება, მაგრამ ამ ეპოქას მეორე მხარეც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ
ამ ეპოქაში სულის ამაღლება ძალიან ძნელია, ეს მაინც შესაძლებელია და ამ დროს
ამაღლებული სული განსაკუთრებულად ფასეულია, განსაკუთრებულად ღვაწლმოსილი!
ის ბრძენ და წმინდა მოხუცს ჰგავს, რომელიც ცხოვრების მანძილზე ჯერ ცოდვის მორევში

306
ჩაეშვა, შემდეგ ცოდვები დაძლია, აღმოფხვრა და „სულით შემოსილი“ და გაბრწყინებული
წარსდგა ღმერთის წინაშე! ბავშვიც წმინდაა და ეს მოხუციც, მაგრამ მოხუცს სიბრძნე აქვს
შეძენილი! მან „სიცოცხლის“ სრული ციკლი გაიარა! ამიტომ არის რომ კალი-იუგას
ეპოქაში, სრული უიმედობის და სიბნელის ფონზე ჩვენ შემოგვაქვს ე. წ. „სატია იუგას“
მცირე ხნიანი პერიოდის ჩართვა, ერთგვარი განმუხტვა, რომელიც მზაობაში მყოფ სულებს
შესაბამის ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის კალი-იუგის დროს ამაღლებისთვის. Оно
называется вкраплением Сатья-юги в Кали-югу, или Золотым веком. ამ პერიოდში
ამაღლებული სულები ჩვენთვის განსაკუთრებულად ფასეულნი არიან! სწორედ ამ 1000
წლიან ოქროს ხანას, მის წინამორბედ მოვლენებსა და მის შემდგომ საბოლოო არმაგედონს,
საბოლოო დიდი ციკლის - მახა-იუგას დასრულებას აღწერს იოანეს გამოცხადება!

ინტერნეტპოსტებიდან:
პრეცესიის ციკლი

Nikoloz Shilakadze: მხოლოდ ერთი ნო არის! 24000 წელზეა საუბარი თუ თარგმანის


უზუსტობასთან გვაქვს საქმე?

იმმა: მოკლედ აქ ასეა საქმე. ამ ტელეპატიურ საუბრებში რიცხვების მიღება ყველაზე მეტად
მიჭირს ხოლმე. რასაც მეუბნებოდნენ ჟღერდა როგორც 24 000 წელი ჩემი აღქმით, მაგრამ
პრეცესიის ციკლი ჩვენი მეცნიერების დაანგარიშებით არის 25 800 წელი (თითქმის 26 000).
მაგაზე ბევრი ვიჭყლიტე ტვინი. ვფიქრობდი, ეტყობა კარგად ვერ გავიგე თქო, რა მითხრეს.
მაგრამ აშკარად მოდიოდა ინფორმაცია 24 საათთან მსგავსებაზე. ბოლოს როგორც მივხვდი
ყველა დროის ციკლი მისადაგებულია ფრაქტალურ სტრუქტურებთან (საკრალურ
რიცხვებთან, რადგან ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამ ციკლში მოსახდენი პროცესი
სწორედ წარიმართოს)), მაგრამ რაც უფრო დიდია ციკლი, მით უფრო დიდია ცდომილება
იდეალურიდან. მაგალითად, დღე-ღამის ციკლი შედარებით ზუსტად ემთხვევა 24 საათიან
დაყოფას). წლიური ციკლი კი იდეალურ ვარიანტში უნდა იყოს 360 დღე (30-ჯერ 12) და არა
365 ან 366. არც ეს დღეებია ზუსტი. ყველაზე ახლო რიცხვი დღეებისა ტროპიკულ
წელიწადში არის 365,24 219 878 − 0,00 000 616T დღე. როგორც ამიხსნეს, რაც არ უნდა არ
გვესიამოვნოს ეგ ამბავი პერფექციონისტებს (თუ ეგეთები არიან ჩვენ შორის) ჩვენი სამყარო
არის იმთავითვე არაიდეალური ანუ მას ახასიათებს ცდომილება იდეალური
ჩანაფიქრისგან. ეს არაიდეალურობა ჩვენი გამოვლენილი სამყაროების ერთ-ერთი
ფუნდამენტალური თვისებაა. მიქაელი: "- გამოვლენილ სამყაროებში არსად, არც ყველაზე
სულიერად მაღალ სამყაროში, არც ყველაზე მატერიალიზირებულ და ბნელ რეალობაში არ
არსებობს აბსოლუტური სიშავე ან აბსოლუტური სინათლე... წინააღმდეგ შემთხვევაში ეს
რეალობა ვერ იქნებოდა გამოვლენილი! ყოველთვის საჭიროა თეთრი, რომ გამოჩნდეს შავი
და საჭიროა შავი, რომ გამოჩნდეს თეთრი. შავი ხვრელიც კი არ არის აბსოლუტურად შავი
და არც რომელიმე მზე აბსოლუტურად თეთრი. ეს პრინციპი ყველაფერში ვლინდება. არ

307
არსებობს აბსოლუტური ბოროტება ან აბსოლუტური სიკეთე, აბსოლუტური სიმართლე ან
აბსოლუტური სიცრუე. ის რაც ერთისთვის სიკეთეა, მეორესთვის ბოროტებაა. ". ხოდა იმის
თქმა მინდა რომ გადაცდენები არის ასტროლოგიური ციკლების მათემატიკაშიც. ამ 25800
წლიან ციკლში, მთავარი არის 24000 წელი, დანარჩენი არის ცდომილება, გარდამავალი
პერიოდი (სანჰია), შუალედური პერიოდი იუგებს შორის. მე ასე გავიგე. :)

ეხლა ვიფიქრე... არ იფიქროთ რომ 24000 წელში ან 25800 წელში იგულისხმება, რომ ამდენი
წლის მერე მოხდება აპოკალიფსისში აღწერილი მოვლენები. პირიქით. მე ვთვლი, რომ ჩვენ
ამ 25800 ციკლის ბოლოში ვართ სწორედაც, ანუ ჩემი ვარაუდით ამ ციკლის
დასრულებამდე დარჩა 1000 ან 2000 წელი (ეს ჩემი ვარაუდია). ანუ ბიბლიაში ნახსენები
წარღვნა იყო ჩემი ვარაუდით სადღაც 12000-11000 წლის წინ, ტრეტა იუგას ბოლოს, 5000
წლის წინ კიდევ იყო სავარაუდოდ რაღაც უფრო სუსტი დონის კატაკლიზმები და მაგის
მერე დაიწყო ჩვენი ცივილიზაცია (ანუ კალი იუგას ცივილიზაცია). უკანასკნელი 5000
წელი არის ყველაზე დაბალი დონის ანუ ტექნოგენური (იანტრული) ცივილიზაცია.
სულიერი ხედვა ამ დროს ყველაზე მეტად დახშულია, რაც არ უნდა ვანვითარებდეთ და
ვიკვლევდეთ მატერიას. ეხლა იწყება პროცესები ვიბრაციის აწევის, იმისთვის რომ მოხდეს
1000 წლიანი სატია იუგას ჩადგმა კალი იუგაში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება
მეტი გზააბნეული სული გამოვიდეს სამსარის წრებრუნვიდან, რაც მეტერიალიზმის ანუ
კალი იუგას ეპოქაში ყველაზე ძნელია. ცოდნა სულიერ კანონებზე სრულიად დაკარგულია.
ამაზეა იოანეს გამოცხადებაში დაწერილი: "ნეტარი და წმიდაა ყველა, ვისაც წილი უდევს
პირველ აღდგომაში. მეორე სიკვდილის ხელმწიფება არ ვრცელდება მათზე, არამედ
იქნებიან მღვდლები ღვთისა და ქრისტესი, ვისთან ერთადაც იმეფებენ ათას წელიწადს."
პირველ აღდგომაში, როცა თითქოსდა წმინდანები აღდგებიან, იგულისხმება, რომ
სულიერი ვიბრაციები იქნება იმდენად მაღალი, რომ ინკარნაციაში მოვლნენ ძალიან
ამაღლებული სულები და თავად იესოც. აქვე მე-20 თავში წერია: "ვიხილე ზეცით
ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი
ჯაჭვი.და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და
შეკრა იგი ათასი წლით. უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა,
რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც
მცირედი ხნით დაიხსნის თავს.". შემდეგ (1000 წელი რომ დასრულდება) მოხდება "ეშმაკის
მცირე ხნიანი გამოშვება", ანუ ვიბრაციების დაცემა ისევ და ბოლოს ნამდვილი "ბოლო
ჟამი", რის მერეც სხვა უფრო მაღალ განზომილებაში გადავალთ. მე-20 თავი: "ქალაქს
(ახალი იერუსალიმი იგულისხმება, ანუ ახალი რეალობა) არც მზე სჭირდება მანათობლად
და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.".
ეს უკვე სულ სხვა რეალობაა. ძნელი აღსაწერია როგორი, მაგრამ მე-5 განზომილება უკვე
სულიერი ტრიადის ნაწილია და სულ სხვა კანონებით იმართება. პირდაპირ მიერთებულია
სული წმნიდნასთან. როგორც მიქაელმა ამიხსნა ამ განზომილების არსებები პირდაპირ
ცენტრალური მზის გამოსხივებით საზრდოობენ და აქ აღარ არის "ქვევიდან" ანუ უფრო
დაბალი ორგანიზმებით კვება.

308
2018 წელი. 25 ოქტომბერი. განსხეულება დედამიწაზე და ისევ 4 ადამიანი

სიზმარი:

ზღვაში ვარ. ჩემ გარდა კიდევ სამი ადამიანია - ორი ქალი და ერთი კაცი. ჩვენ ჩასაყვინთად
ვემზადებით. მეხუთეცაა ჩვენთან ერთად. ის ერთ-ერთი ფილმის გმირს ჰგავს, კერძოდ
ტრავოლტას მიერ შესრულებულ მიქაელ მთავარანგელოზს ფილმიდან „მაიკლი“. მიქაელს
თოკი უჭირავს და იმ სამ ადამიანს ერთგვარ დაცვას უკეთებს. მეც მათთან ერთად
ვყვინთავ. უზომოდ ღრმად ვეშვებით. რაც უფრო ვუღრმავდებით, მით მეტად ცივდება და
ბნელდება გარშემო. ბოლოს ბრმად ვეშვებით და მხოლოდ ზედაპირიდან ფსკერამდე
ჩამოშვებულ თოკს და რაღაც კედელს მივუყვებით, რომელიც ასევე ფსკერამდე ეშვება. მე
ვეშვები და მერე მალევე ვბრუნდები ზედაპირზე. ჩემთვის აღვნიშნავ, როგორი რთული და
საშიშია ასეთ სიღრმეზე ყვინთვა და საკუთარი თავით ვარ ამაყი, რომ გავბედე და
გამომივიდა. ჩემ მერე, ცოტა ხანში, ის სამიც ამოდის. მიქაელი ყველას ზევით გვხვდება და
ამოსვლაში გვეხმარება. ეს სამნი ისეთი დაქანცულები ჩანან, რომ ნავზე ამოსვლის თავი არა
აქვთ და ამისთვის დამატებით ვეხმარებით. მიქაელი ხელებს მაჩვენებს, რომელიც ჩვენი
თოკის ჭერისგანაა დასისხლიანებული...

ნახ.34. წყალში ჩაყვინთვის ანალოგია

მიქაელი:

- როდესაც ამ ინკარნაციიდან „გაიღვიძებ“, მთელი შენი განვლილი ცხოვრება წუთიერად


მოგეჩვენება. თითქოს ერთმა სრულმა დღემაც არ გაიარა. დედამიწაზე ინკარნაცია დიდ
სიღრმეზე ჩაყვინთვას ჰგავს...

მე:

309
- ეს გარეგნობა რატომ მიიღე? - მეღიმება ტრავოლტას გახსენებაზე.

- ეს შენმა ქვეცნობიერმა მოახდინა ასეთი ვიზუალიზაცია. მე მხოლოდ იდეებს გიგზავნი -


ეღიმება მასაც.

- ანუ ის დანარჩენი სამი ადამიანი, ვიზეც სულ მეუბნები ორი ქალია და ერთი კაცი. მე მათ
ვერასდროს ვერ ვიპოვი და რომც ვიპოვო, რა ვუთხრა? გიჟად ჩამთვლიან...

თან მეფიქრება, რატომ არ შეიძლება პირდაპირ მითხრას ვინ არიან? რატომ არასდროს არ
მეუბნება კონკრეტულად და ყოველთვის მხოლოდ მითითებებს მიგზავნის? ამაზე ალბათ
მიპასუხებდა - შენ მაგივრად ვერავინ იცხოვრებს შენს ცხოვრებას.

2018 წელი. 26 ოქტომბერი. ღმერთის ნებაზე მინდობა

მე მიქაელს მივმართავ:

- როდესაც მამა ღმერთზე ვფიქრობ, უკვე ცალსახად ვგრძნობ კონკრეტულ


ინდივიდუალობას... ანუ, ეს არ არის აბსტრაქტული აბსოლუტი... ან შეიძლება არის, მაგრამ
მე მის პიროვნულ გამოხატულებას აღვიქვავ... მისი ვიბრაცია შენსას ჰგავს და ხშირად
ეგრევე ვერ განსხვავებთ, მაგრამ ის სხვაა... სიბრძნის და სამართლიანობის ღმერთი - ასე
დავარქმევდი, რომელსაც ვიცნობ, ყოველთვის ვიცნობდი და ყოველთვის მიყვარდა,
უბრალოდ არ მახსოვდა, დამავიწყდა თითქოს. ასე უნდა იყოს?

- ღმერთს ბევრი გამოვლინება აქვს. ის აბსოლუტია, რომელიც ყველაფერი ყველაფერშია,


რომელიც სულად და მატერიად და აუარებელი რაოდენობის სამყაროებად დაიყო. ის
ადამიანში, ანგელოზში და დემონშიც ვლინდება. ყველაფერი რაც არსებობს, მხოლოდ
იმიტომ არსებობს, რომ ის, პირველწყარო ვლინდება მისი სახით. მაგრამ არსებობს მისი
პიროვნული გამოვლინებაც... ისეთი ინდივიდუალობა რომელიც მისი, აბსოლუტის
მაქსიმალურ პოტენციალს ავლენს. ეს ჩვენი სამყაროს უმაღლესი იერარქია! არსებობს
ნათელ ძალთა იერარქია, რომელსაც 7-ობრივი ფრაქტალური საბაზისო სტრუქტურა აქვს,
სადაც სულის იპოსტასი ყოველი 7-ობრივი სტრუქტურის მე-7 დონეზეა გამოვლენილი. ეს
მთელი სისტემაა, რომელიც სიცოცხლის ხითაა წარმოდგენილი და ასევეა მატერიალურ და
ბოროტ ძალთა იერარქია.. ბოროტ ძალთა იერარქია, როგორც სამყაროს დუალობის
გარდაუვალი შედეგი გამოვლენილ სამყაროების გარკვეულ დონეებზე ნათელ ძალთა
მიმართ დაპირისპირებულ ძალას ქმნის, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი, მისი,
პირველწყაროს, აბსოლუტის გამოვლინებაა. თქვენ, ადამიანები, თქვენი ისტორიის
მანძილზე „ღმერთს“ ძირითადად სხვადასხვა დონის ნათელ იერარქებს უწოდებდით,
თუმცა ზოგიერთ კულტურაში შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ბნელ იერარქებსაც

310
ღმერთებად აღიარებდნენ და მათ ეთაყვანებოდნენ. ამიტომ არსებობს ამდენი რელიგია და
ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო იდეოლოგიები. ნათელი იერარქები ღმერთის
(აბსოლუტის) ემანაციებს წარმოადგენენ სხვადასხვა დონეებზე და სხვადასხვა პიროვნულ
გამოვლინებებში. ეს დონე განისაზღვრება მათ ინდივიდუალობაში გარდატეხილი „Я
Есмь“ (მე ვარსებობ) ღმერთის თვითრეალიზაციის ხარისხით, რომელიც სამყაროს
უმაღლეს იერარქში ყველაზე მაღალ დონეზე ვლინდება. დედამიწას, ციკლური
განვითარებიდან გამომდინარე, თითოეულ ციკლში თავისი, როგორც კავკასიურ
მითოლოგიაშია ნათქვამი „მორიგე ღმერთი“ უდგას სათავეში. ეს „მორიგე ღმერთი“ ნათელ
ძალთა იერარქიის წარმომადგენელია, რომელიც კონკრეტულ ევოლუციური
განვითარების საფეხურს განაგებს. შენ ვისაც გრძნობ... სიცოცხლის ხის შენი შტოს
იერარქია. ეს შენი ოჯახია... ამიტომ გაქვს ასეთი გრძნობა, თითქოს შინ ბრუნდები. ნუ
ცდილობ აბსოლუტის ყოვლისმომცველობის აღქმას. ეს შეუძლებელია. სხვადსახვა დონის
სულიერი იერარქების შეგრძნება სწორი გზაა სულის „უკან“, ამაღლებულ განზომილებებში
დასაბრუნებლად, რადგან „უკან“ დაბრუნებაც თანმიმდევრული პროცესია. შენი
შეგრძნებები სწორია... გაამყარე ისინი. დაუბრუნდი მათ რაც შეიძლება ხშირად. იგრძენი,
რომ შენ სულზე და შენ ბედზე ზედამხედველობა ღმერთის ხელშია, ამ ინდივიდუალობის
სახით. მიენდე მას და შენი სული სრულად გაიშლება. მთელი შენი ცხოვრება სხვანაირად
წარიმართება...

- რას გულისხმობ სხვანაირად წარმართვაში?..

- მინდა ის სიზმარი გაიხსენო, სადაც ციხიდან გამოდიხარ (იხ „ციხიდან გამოსვლა“)...


გახსოვს, თითქოს ღმერთი მოგიწოდებს: „თუ გინდა გახვიდე, გადი“, შენ მის მოწოდებას
ემორჩილები, მიდიხარ და შენ წინ ყველა კარი იხსნება, ყველა გზა თავისუფლდება და
ბოლოს ისე გადიხარ ციხიდან, რომ ერთი დაბრკოლებაც არ გხვდება...

- მახოსვს... - ვეუბნები მე.- ეხლა მინდა ამ სიზმართან დააკავშირო ის, რასაც შენმა
მეგობრებმა ხუმრობით „პარკინგის კარმა“ უწოდეს...

მე მეღიმება, რადგან მართლა ხდება ჩემ ცხოვრებაში უკვე რამდენიმე წელი ერთი უცნაური
კანონზომიერება, რომელზეც მე და ჩემი ახლობლები სულ ვხუმრობთ ხოლმე. როდესაც
მანქანით სადმე მივდივარ, ჩვენ ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში, სადაც მანქანის
გაჩერება წარმოუდგენელია, მე ყოველთვის ცარიელი საპარკინგო ადგილი მხვდება, სულ
ერთია ქალაქის ცენტრია თუ გარეუბანი. ყველაზე გადავსებულ ადგილებშიც კი, ჩემი
მანქანის მოახლოებისას, ზუსტად იქ სადაც ვაპირებ მისვლას აუცილებლად
თავისუფლდება ან უკვე თავისუფალია მანქანის გასაჩერებელი ადგილი. სასაცილოა,
მაგრამ, ეს „პარკინგის კარმა“ 95%-ში მუშაობს, რაც ერთი შეხედვით არანაირ ლოგიკას არ
ექვემდებარება. გუშინ, მაგალითად, მეუღლემ ფეხსაცმლის საყიდლად წამიყვანა
პლეხანოვზე. ჩემი ფეხების და სიარულის პრობლემიდან გამომდინარე, მანქანას პირდაპირ
მაღაზიის შესასვლელთან თუ ვერ გააჩერებდა, ჩემს იქ წასვლას აზრი ეკარგებოდა, რადგან
ოდნავ მოშორებიდანაც უკვე ჩემი ფეხით ვეღარ მივიდოდი. ეს ქუჩა, განსაკუთრებით
შაბათს, როდესაც მაღაზიებს უამრავი ადამიანი აწყდება, წარმოუდგენლად
გადატვირთულია, მაგრამ ჩემი მოახლოებისას, როგორც ყოველთვის, ზუსტად იმ

311
კონკრეტული მაღაზიის კართან მდგომი მანქანა, უშუალოდ ჩვენი მოახლოებისას გავიდა
და გაგვინთავისუფლა ადგილი. ჩემმა ქმარმა მაშინვე აღნიშნა - შენი „პარკინგის კარმა“ ისევ
მუშაობსო. სულ ეს არის, მაგრა რა შუაშია ეს იმ სიზმართან?

- გაგიკვირდება, მაგრამ ეს კანონზომიერება, სპეციალურად დავუშვით, იმისთვის რომ


დაგენახა, რომ ზოგჯერ შეიძლება ისეთი რაღაცეები ხდებოდეს რაც თქვენი ლოგიკისთვის
მიუღებელია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან რეალურია. სხვანაირად შეხედე „პარკინგის
კარმას“. თქვენ გადატვირთულ ქალაქში ვიღაცისთვის არასდროს არ იქნება პარკინგის
ადგილი, ვიღაცა ბევრს იტრიალებს და იპოვის, ხოლო შენთვის სულ არის! არალოგიკურია,
ხომ? წესით ეს მოვლენა ყველა ადამიანისთვის საშუალო სტატისტიკურ ალბათობას უნდა
ექვემდებარებოდეს. მაგრამ არა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყველა ერთ რეალობაში
ცხოვრობთ, თქვენ ამავე დროს განსხვავებული ვიბრაციის შრეებში თანაარსებობთ!.. ერთი
შეხედვით ეს ცოტა ძნელი გასაგებია, მაგრამ მინდა კარგად ჩაუფიქრდე. შენ „რეალობაში“
ყოველთვის არის პარკინგი, მაგრამ ვიღაცის „რეალობაში“ ის არასდროს არ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ერთ ქალაქში და ერთი შეხედვით ერთ პირობებში ცხოვრობთ. შენ
„რეალობაში“ მაგალითად, არასდროს არ მოვა „ძალადობის“ ან „წამების“ სცენარი, როგორც
არ უნდა გავრცელდეს ის გარშემო და როგორი მაღალი ალბათობაც არ უნდა იყოს თქვენი
ლოგიკით. ადამიანის ბედი სინამდვილეში სხვა, გაცილებით რთულ კანონებს
ექვემდებარება ვიდრე უბრალო შემთხვევითობაზე დაფუძნებული სტატისტიკით
შეიძლება იმსჯელო. შენი ბედი თუ სრულად მიანდე უზენაესს, ისე მოხდება, რომ
მეტეორიტების წვიმაც რომ წამოვიდეს, შენ გარშემო ეცემოდეს და ყველაფერს ანგრევდეს,
შენ ივლი და არაფერი შეგეხება, იმიტომ რომ შენი „რეალობის“ შრეში ეს კატასტროფული
სცენარი არ იარსებებს. ადამიანი სხვა დონეზე ხდება დაცული. ხვდები? ლოგიკა იმისი, რა
ემართება ან არ ემართება ადამიანს დამოკიდებულია, არა სტატისტიკაზე არედ მის
სულიერ ვიბრაციებზე და შესაბამისად იმ ვიბრაციულ შრეზე, რომელშიც ადამიანი ხვდება.
შენ სიზმარში, რომელშიც ციხიდან გადიხარ, სწორედ ასეთი „არალოგიკური“ მოვლენები
ვითარდება. ხან ბადრაგი მიტრიალდება, ხან აღმოჩნდება რომ კარის დაკეტვა დაავიწყდათ.
ყველაფერი ისე ეწყობა, რომ ციხიდან შეუფერხებლად გადიხარ! სწორედ ეს ხდება,
როდესაც ღმერთს შენს ცხოვრებას, შენს ნებას აბარებ! აღარაფრის უნდა გეშინოდეს, რადგან
ყველაფერი უკვე ნაფიქრია... შენ ოღონდ მას ჩაბარდი... სინათლის, სიკეთის და
სიმართლის გზას დაადექი... შენ ყველაზე მეტად გეშინია ახლობლების დაკარგვა. ეს ყველა
ადამიანის ყველაზე ძლიერი შიშია. მაგრამ გაიხსენე დედაშენის გარდაცვალება... რა მოხდა
მაშინ?..

მე მახსენდება, როგორი შოკი იყო დედას სიკვდილი. მახსოვს ეს ენით აუღწერელი,


საშინელი გრძნობა, როცა საავადმყოფოში ადამიანს მიიყვან და უკან მის ტანსაცმელს
გიბრუნებენ... გუშინ ცოცხალ ადამიანს ხედავდი და დღეს მისი ტანსაცელი გიჭირავს
ხელში... მახსოვს მისი ჟაკეტი ჩავიცვი, სულ რომ ეცვა ხოლმე სახლში ყოფნისას და სამი
დღე ისე მეძინა, რომ ეს ჟაკეტი არ გამიხდია. მინდოდა ამ ჟაკეტით მისი სხეულის სითბო
მეგრძნო ისევ, მეგრძნო რომ მეხვევა და მიხუტებს, როგორც ბავშვობაში, როდესაც რამე
მტკიოდა ან მიჭირდა. კალთაში რომ მისვავდა ხოლმე და მისი მუდმივად დაღლილი,
გამხდარი ხელები ამდენ სითბოს, ამდენ ძალას ღვრიდნენ... Все плохое уйдет и все хорошее

312
останется... შელოცვასავით მიმეორებდა და ტკივილი მართლა მიდიოდა... მინდოდა,
ამჯერადაც საკუთარი სიკვდილის გულისტკივილი თვითონ წაეღო ამ ჩახუტებით... თუ ამ
ჟაკეტში შემორჩენილი სითბოთი... დედა ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი იყო და მისი
დაკარგვით ჩემთვის ერთი დიდი სამყარო მოკვდა. ერთი დიდი მზე ჩაქვრა, რომელიც ამ
სამყაროს ათბობდა და ასაზრდოვებდა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკვდილისას
თან მთელი სამყაროები მიაქვთ და დედა ასეთი იყო! მახსოვს სამი დღე გაუჩერებლად
ვტიროდი, არ მინდოდა, მაგრამ ცრემლები თავისით მოდიოდნენ. უბრალოდ ვერ
ვჩერდებოდი, სანამ მესამე ღამეს, ძილში თითქოს ვიღაც მომიახლოვდა, მგონი დედა იყო.
ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი. მან ლოყაზე მაკოცა და იმ მომენტიდან ჩემი ტანჯვა
დამთავრდა. ერთი ხელის მოსმით დამთავრდა. მონატრება, გულისტკივილი, დარდი,
ყველაფერი გაქრა. იმ დილით განახლებულ ადამიანად გავიღვიძე. მართლა მიკვირს,
მაგრამ სიცოცხლის მარადიულობის განცდა მაქვს და დედას ხშირად შინაგანად
ველაპარაკები, მაგრამ ეს საუბარი არ არის ტკივილთან და განშორების სევდასთან
დაკავშირებული. ისე ვესაუბრები, თითქოს მისი სული მისმენს... მისმენს საიდანღაც,
სადაც სულ გასაზაფხულია, სულ ახალგაზრდობა და სიხარულია, და ეს სიხარული მეც
მავსებს და მასაზრდოვებს. მასზე აღარ ვდარდობ... არასდროს...

მიქაელი:

- ხომ ხედავ, უძლიერესი ტკივილი სამ დღეში ისე გაქარწყლდა, თითქოს არც ყოფილა
არასდროს... ღმერთის რწმენა უბრალოდ მისი არსებობის რწმენა არ არის... ეს მისი ნდობაც
არის! უნდა ჩააბარო მას შენი სიხარულიც და შენი უბედურებაც და ნახავ, როგორ
მომრავლდება პირველი და ჩაქვრება უკანასკნელი. ხომ გახსოვს.... იქ სადაც მეტი „სულია“,
მეტი „ღმერთია“, მეტი სინათლეა, იქ მეტი ბედნიერებაა... ეს არ ნიშნავს, რომ შენი
ცხოვრებიდან აღარ წავლნენ საყვარელი ადამიანები ან პრობლემები საერთოდ აღარ
გექნება. შენ ისევ გაივლი ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, მაგრამ როგორი სცენარიც არ
უნდა განვითარდეს შენ გარშემო, ტანჯვის ხარისხი შემცირდება! სიცოცხლის ხესთან
მუდმივ კავშირში მყოფი სულისთვის, რომლის ცხოვრება ღვთის ნების მოხაზულობებს
მიუყვება, არსებობა ისეთ შრეში ინაცვლებს, სადაც სხვა, უფრო მაღალი მართვის
კანონზომიერებები ირთვება... სადაც სამყაროც რომ დაინგრეს, არაფერი შეგეხება!... ყველა
კარი გაიღება, ყველა დაბრკოლება აღმოიფხვრება და ისევ გეუბნები იგივე სიტყვებს: თუ
გინდა ციხიდან გახვიდე, უბრალოდ ადექი და გადი!

მივხვდი რისი თქმაც სურდა და გარკვევით დავინახე, რომ სოცოცხლის ხესთან კავშირში
მყოფი ადამიანის, ანუ, სხვა სიტყვებით სულიერ ტრიადასთან ერთობაში მყოფი ადამიანის
ბედი სხვა კანონებით იმართება, ვიდრე ტრიადას მოწყვეტილი, მატერიალური ადამიანის
ბედი. არ ვიცი კარგად როგორ ჩამოვაყალიბო აზრი... მაგრამ როგორც ვხვდები, ღმერთთან
დაკავშირებული ადამიანის ბედი უმაღლესი გონის მიერ ხდება მართვადი და არა ნატიფი
და მატერიალური სამყაროების „ფიზიკის“ კანონებით. რაღაცა არსებითად იცვლება ამ
დროს და პირველი, რაც ქრება არის შიში!

313
2018 წელი. 5 ნოემბერი. პლანეტარული დემიურგია

მიქაელი:

- თქვენ, ადამიანებს გინდათ მარსის კოლონიზაცია, მაგრამ ახლოსაც ვერ იაზრებთ რას
ნიშნავს პლანეტის გაცოცხლება, პლანეტაზე სიცოცხლის ფორმების დათესვა და
ფორმირება. რომ იცოდეთ ეს რას ნიშნავს, ჯერ ის უნდა გაიაზროთ რომ პლანეტა ისეთივე
ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია და იმდენივე სულიერ და ფიზიკურ შრეებს შეიცავს,
რამდენსაც მასზე მცხოვრები უმაღლესი ცნობიერების არსება! თუ პლანეტაზე ადამიანები
ცხოვრობენ, მას ადამიანივით 4 მატერიალური შრე უნდა ქონდეს და ეს შრეები მასზე
საფეხურებრივად უნდა ჩამოყალიბდეს რასაც მილიონობით წელი სჭირდება - მილიონი
ევოლუციის წელი, რომელიც შესაბამის კოსმოსურ ციკლებთან იქნება შეთავსებული,
იმისთვის რომ მასზე სრულფასოვანი შრეები და მათში არსებული შესაბამისი
ცნობიერების არსებები ერთმანეთთან ჰარმონიულად განვითარდნენ. ჯერ პლანეტის
უხეში ფიზიკური სხეული ყალიბდება. ეს თქვენი ტერმიენებით პლანეტის გეოლოგიური
ფორმირების პერიოდია. ამ დროს მასზე 1-ლი განზომილების, ანუ მინერალური
ცნობიერების 7 ფენა (ამ ფენების უფრო დაწვრილებითი კლასიფიკაციაცაა შესაძლებელი,
მაგრამ ამას ეხლა არა აქვს მნიშვნელობა) უნდა ჩამოყალიბდეს. შემდეგ პლანეტა
ენერგეტიკულ (ეთერულ) სხეულს იძენს მცენარეული და უმდაბლესი ორგანიზმების
განვითარების ხარჯზე, რომელიც ასევე 7 ძირიდათი შრისგან შედგება. შემდეგ ასეთივე 7
დონის ასტრალურ ფენას იძენს ცხოველთა სამყაროს ხარჯზე და მხოლოდ როდესაც ეს
ყველა ზემოთჩამოთვლილი დასრულებულია, მას შეუძლია მენტალური ველი მიიღოს
ადამიანის სახით. სხვა შემთხვევაში პლანეტა ადამიანისთვის იქნება და დარჩება მტრულ
და არასიცოცხლისუნარიან გარემოდ, რომელიც აუცილებლად განადგურდება პირველივე
მცირე კატაკლიზმის შედეგად. თქვენ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ
ტექნოლოგიებს, რომლებიც სინამდვილეში ძალიან მოწყვლადი და არასაიმედოა. ეს
იმიტომ, რომ ნატიფ და სულიერ განზომილებებს ვერ აღიქვავთ. თქვენ არ შეგიძლიათ
პლანეტის კოლონიზაცია. ამისთვის ბევრად მაღალ საფეხურზე უნდა იდგეთ, რადგან
მხოლოდ ზედა განზომილებებიდანაა შესაძლებელი ქვედა განზომილებების მართვა და
ფორმირება. თქვენ წარმატებით შეგიძლიათ ქვედა განზომილების ორგანიზება(მე-3 და
დაბლა. ანუ იგულისხმება ფლორა, ფაუნა და გეოლოგია); ნაკლებად წარმატებით, მაგრამ
მაინც ახერხებთ თქვენივე საკუთარი, ანუ ადამიანების შრის მართვას, მაგრამ ნატიფი
სხეულების აღქმის გარეშე შეუძლებელია პლანეტარული დემიურგი გახდე. გარდა ამისა ეს
მილიონწლოვანი პროექტია, რომელიც რომ გაითვალო და რომელსაც რომ
უხელმძღვანელო „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსება უნდა იყო, ანუ ის ვისაც თქვენ
„უკვდავებს“ ეძახდით...

- ეგ ვინ არიან და რას ნიშნავს „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსება? - გავაწყვეტინე მე.

314
მან ლოკოკინას ნიჟარას სურათი გამომიგზავნა, რომელსაც გაშლადი სპირალის ფორმა
აქვს, ხოლო შემდეგ სპირალური ფრაქტალის, რომელიც დაახლოებით ისე გამოიყურება,
როგორც ნახატ 35-ზე.

ნახ. 35. სპირალური ფრაქტალი.

- კოსმოსურ ციკლებს გაშლადი ან პირიქით შეკუმშვადი სპირალის ფორმა აქვთ. ხომ


გახსოვს სპირალიც გამოვლენილი სამყაროს მატრიცის ფრაქტალური სტრუქტურაა. გაშლა
ან შეკუმშვა და სპირალის მიმართულება დამოკიდებულია იმაზე „ჩადის“ თუ „ამოდის“
სულიერი ენერგია მატერიაში, „გამოასხივებს“ თუ „შთანთქავს“ მიმდინარე ციკლი. მცირე
ციკლებში ეს „გაშლა“ ან „შეკუმშვა“ თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ დიდ ციკლებში
თვალნათელია. როდესაც კაცობრიობის განვითარება ეხლანდელ დიდ კოსმოსურ ციკლს
დაასრულებს, ის ე. წ. „ზედა ციკლის“, ანუ სპირალის უფრო ფართო ხვეულში
გადაინაცვლებს. ამ ხვეულის პერიოდში მცხოვრები ადამიანისთვის დრო სხვანაირად
წარიმართება და დროის აღქმა განსხვავებული იქნება. ის ერთგვარად „უკვდავი“
აღმოჩნდება ეხლანდელი ქვედა „ხვეულის“ მაცხოვრებელი ადამიანის გადმოსახედიდან,
ისევე როგორც რომელიმე ერთდღიანი პეპლისთვის, თქვენ, ადამიანები, „უკვდავებად“
აღიქმებით. „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსებებს „ქვედა სასიცოხლო ციკლების“
ორგანიზაცია შეუძლიათ და შესაბამისად თქვენი აღქმით ისეთი გრძელვადიანი
პროექტების განხორციელება, როგორიც პლანეტარული სისტემების ათვისებაა, რადგან
პლანეტის და შესაბამისი სასიცოცხლო ფორმების ევოლუცია დიდ და მცირე კოსმოსურ
ციკლებს უნდა შეესატყვისოს, რომელთა შორის მზის სისტემის მეზობელი პლანეტების
ფიზიკური, ნატიფი და სულიერი ენერგეტიკის ზემოქმედებაც გასათვალისწინებელია!

315
- ანუ, ის რასაც ჩვენ ასტროლოგიას ვეძახით... მაგრამ რატომ მელაპარაკები ამ
„უკვდავებზე“, რომლებსაც პლანეტარული დემიურგობა შეუძლიათ? როგორც ვხვდები,
გინდა მომიყვე ჩვენ პლანეტაზე სიცოცხლე როგორ წარმოიქმნა?.. ადამიანი როგორ
შეიქმნა?

- თქვენი პლანეტა ყოველთვის იყო და იქნება ზედა განზომილების, ანუ როგორც წეღან
ვუწოდეთ „ზედა სასიცოცხლო ციკლის“ არსებების ზედამხედველობის ქვეშ და...
ინტერესის სფეროში... მაგრამ ეს ინტერესები ხშირად იკვეთება...

- რისი თქმა გინდა?

- ჯერ ის მინდა აგიხსნა როგორ ჩაისახა დედამიწაზე სიცოცხლე და ევოლუციონირდა


სიცოცხლის ფორმები. თავი დავანებოთ იმას, რომ პლანეტარული სისტემებისა თუ
გალაქტიკის ფორმირებასაც უმაღლესი გონი უდგას სათავეში შესაბამისი იერარქების
სახით და კონკრეტულად დედამიწაზე გავჩერედეთ. დედამიწა, ისევე როგორც ნებისმიერი
პლანეტა უმაღლესი გონის მიერ კონკრეტულ ადგილასაა განთავსებული ციურ სხეულებს
შორის და მისთვის კონკრეტული სიხშირეთა დიაპაზონია გამოყოფილი, ისეთი,
რომელშიც მას შეუძლია კონკრეტული ტიპის სიცოცხლის ფორმები გამოზარდოს!

- რას გულისხმობ?

- მაგალითად, დედამიწის სიცოცხლის ფორმის სიხშირეთა დიაპაზონი ყოველთვის უფრო


დაბალი იქნება ვიდრე ვენერას, მერკურის ან მზის! მზეზეც არსებობენ სიცოცხლის
ფორმები, ოღონდ არა თქვენ სიხშირეთა დიაპაზონზე. თქვენ სიხშირეთა დიაპაზონში
ოპტიმალური სწორედ ცილოვანი, ნუკლეინის მჟავებზე დაფუძნებული ფორმებია,
რომლებიც მზის ვერც ზედაპირზე და ვერც მის შიგნით ბუნებრივია ვერ იარსებებენ.
მაგრამ უფრო მაღალ სიხშირეთა დიაპაზონში, რომელიც თქვენი სენსორული
სტატუსისთვის მიუწვდომელია, მზეზე არსებობენ სიცოცხლის ფორმები ნატიფი
ცეცხლოვანი სხეულებით. თქვენი „თვალისთვის“, თუნდაც სულიერი „თვალისთვის“,
მათი ნათება მზესავით ძლიერი და დამაბრმავებელია! მაგრამ ჩვენ ისევ თემას
გადავუხვიეთ. თქვენს პლანეტას თავისი დემიურგები ჰყავს. და ხო, თქვენი მეცნიერები
მართლები არიან, სიცოცხლის ფორმები მარტივი უჯრედის შექმნით დაიწყო. თქვენთვის
გაუგებარია, როგორ შეიქმნა ეს ცოცხალი უჯრედი უბრალოდ მოლეკულების ქაოტური
შეჯახებით, რადგან ამის ალბათობა იმდენად წარმოუდგენლად მცირეა, რომ ეს
შეუძლებელიცაა. თქვენმა მეცნიერებმა არ იციან, რომ მატერიის ფორმებად შეკვრა
მენტალური კონსტრუქციების „დალექვის“ (რუს. Осаждение мыслеформ) გზით
მიმდინარეობს. ანუ სხვა სიტყვებით მოლეკულების დაჯახებას, რომლის შედეგად
ცოცხალი უჯრედი წარმოიქმნა „უმაღლესი გონი“ მიეხმარა. „უმაღლესი გონი“
ფრაქტალური სტრუქტურების შესაბამისად „ლექავს“ მენტალურ კონსტრუქციებს და
კრავს მატერიას ფორმებად! ოღონდ ეს პროცესი არსებითად განსხვავდება იმისგან,
როგორც თქვენ ახორციელებთ შემოქმედებით პროცესს. პლანეტარული ლოგოსი ატარებს
თავის თავში პირველწყაროს სულიერ ენერგიას და მიმართვას მას მატერიაზე
კონკრეტული სურვილით. ამის შედეგად სულიერი ენერგია იწყებს მატერიის ისეთი
სიხშირით რხევას, რომელსაც კონკრეტული ფრაქტალური კონსტრუქციები შეესაბამება. ეს

316
კონკრეტული ფრაქტალური სტრუქტურები, თავის მხრივ, კონკრეტული ციკლების
გავლით კრავენ კონკრეტულ მატერიალურ ფორმებს... შესაბამისი სიხშირის დიაპაზონი
ხანდახან მილიონობით წლის განმავლობაში ნარჩუნდება. ამ დროს წარმოიქმნება და
გადარჩევის პროცესს გადის შესაბამის სტრუქტურებზე დაფუძნებული მარტივი და
რთული სიცოცხლის ფორმები.

მან ვიზუალურად ერნსტ ქლადნის ფიგურების მსგავსი სურათი გამომიგზავნა (ნახ. 36).

ნახ. 36. ქლადნის აკუსტიკური ფიგურები.

მოლეკულურ თუ არა, ატომურ დონეზე ყველა ცოცხალ თუ არაცოცხალ სტრუქტურას


გეომეტრიული ფორმები აქვს. ფრაქტალური სტრუქტურები ყოველთვის მოიცავენ თავის
თავში სიმეტრიას. ყველა ცოცხალ არსებას ბიოლოგიური ინსტინქტისა თუ გააზრებული
იდეის დონეზე ჩანერგილი აქვს ფრაქტალური სრულყოფილებისკენ ლტოლვა, როგორც
ლტოლვა სიმეტრიისკენ. სამყაროს მატრიცული სტრუქტურების ქვეცნობიერი აღქმა
აყალიბებს ადამიანში სილამაზის განცდას. რადგან რაც უფრო სრულყოფილია
ფრაქტალური გამოვლინება, მით უფრო ლამაზია! მით უფრო წარმატებით შედგა
შემოქმედების პროცესი! ამიტომაა რომ ადამიანის თვალს ასე სიამოვნებს ოქროს კვეთის
შემცველი ფორმების ყურება. ეს სილამაზის აღქმა როგორც სწრაფვა ფრაქტალური
სრულყოფილების მიმართ იმისთვისაა ჩადებული, რომ ადამიანი თვითონაც სწორედ მათ
შესაბამისად ქმნიდეს და ესე ვთქვათ ღმერთის თანაშემოქმედი გახდეს!

მე გამახსენდა რომ ცხოველები მეწყვილეს არჩევისას ინსტინქტის დონეზე უპირატესობას


ანიჭებენ უფრო სიმეტრიული ფორმების მქონე ინდივიდს. მაგალითად მდედრი ირემი
ისეთ მამარს მიანიჭებს უპირატესობას, რომელსაც უფრო სიმეტრიული რქები აქვს.
ბუნებაში ფორმათა სიმეტრია, იქნება ეს მცენარე თუ ცხოველი, უფრო ჯანმრთელ,

317
კომკურენტუნარიან, უფრო სრულყოფილ და ძლიერ ინდივიდთანაა დაკავშირებული.
მაგალითად, ადამიანის თვალს უფრო სიამოვნებს სიმეტრიული მცენარის ყურება, ვიდრე
აცაბაცა ტოტების მქონე მცენარის. ხელოვნებაში ცნობილ ასიმეტრიაშიც კი ფარული
სიმეტრიაა დამალული. აქ მხარეები შეიძლება არა ფორმით, არამედ შუქ-ჩრდილით ან
ფერთა ინტენსივობით, ერთგვარი „წონით“ დაბალანსდეს.

- ამ ფონური, გლობალური შემოქმედების ფონზე, რომელიც გლობალური პლანეტარული


სიხშირეებითაა განპირობებული, მიდის უფრო ვიწრო, დიფერენცირებული
შემოქმედებითი პროცესებიც, რომლებიც უფრო დაბალი რანგის იერარქებით იმართება.
მაგრამ ყოველთვის ეს პროცესი ზევიდან ქვევითაა მიმართული.

ინტერნეტპოსტებიდან:
"წყლის სტიქიაში" ჩაშვება ფიზიკურ სხეულში ინკარნაციისას.

გახსოვთ ვედებში საუბარია, რომ ჩვენს მანდალაზე (ბხუმანდალაზე), ანუ ჩვენ ფიზიკურ
სამყაროში განთავსებულია 7 დვიპა (კონცენტრაციული კუნძული), რომელიც
განცალკევებულია ერთმანეთისგან წყლით (ოკეანით). ის დვიპა, რომელზეც ჩვენ
ვცხოვრობთ თავისმხრივ შედგება 9 ვარშისგან. ეს რიცხვები (დვიპებთან დაკავშირებით)
განსხვავდება სხვადასხვა წყაროებში. მახაბხარატაში საუბარია 7 დვიპაზე, ვიშნუ-პურანაში
13 დვიპაზე. თუ სწორედ მივხვდი მიქაელის მონათხრობიდან დვიპებში და ვარშებში
იგულისხმება პლანეტარული სისტემები და პლანეტები. ბხუმანდალა (ანუ ჩვენი
მატერიალური განზომილება) შედგება ისეთი პარალელურ რეალობებისგან, რომლებიც არ
აღიქმება ჩვენი სენსორიკით და ჩვენთვის ეს პლანეტები შეიძლება დაუსახლებელი იყოს
(იგივე ჩვენი მზის სისტემის პლანეტები), მაგრამ საკმარისია ჩვენმა აღქმის დიაპაზონმა
წაინაცვლოს ფაზაში, რომ ის რაც უკაცრიელია, აღმოჩნდება დასახლებული ცოცხალი
არსებებით. ამაზე ძველ პოსტებშიც მიწერია, სადაც ვამბობდი, რომ მზეც კი
დასახლებულია მაღალცნობიერი არსებებეით და სიცოცხლის ფორმა არ ნიშნავს
აუცილებლად ცილოვან, დნმ-ზე დაფიძნებულ ორგანიზმს.

ჩვენი მანდალის რეალობები (დვიპები და ვარშები) შედარებით მცირედ განსხვავდება


სიხშირეებში და განვითარებულ (ამაღლებულ სულს) შეუძლია მათ შორის მოგზაურობა
(იხილეთ "სხვა სამყარო"). მიქაელი ამ რეალობებს "პარალელურ სამყაროებს" ეძახის.
გადანაცვლება მათ შორის სულიერი სხეულით ხდება ერთგვარი "სხივის" საშუალებით,
რომელიც აღიქმება როგორც ჩრდილოეთის ციალი და სკანდინავიურ მითოლოგიაშია
აღწერილია, როგორც "ცისარტყელისებრი ხიდი". ამ მცირედ განსხვავებული
(პარალელური) რეალობების გარდა არსებობს ის რასაც მიქაელი "ვერტიკალურ
სამყაროებს" ეძახის. ვედებში ეს არის სხვა მანდალები (ანუ 7 ზეციური და 7 ქვესკნელის)
სამყაროები, რომელიც მთა მერუს ღერძის გასწვრივაა განლაგებული. ამ სამყაროებს შორის
ვიბრაციული დიაპაზონი არსებითად განსხვავდება და ზეციურ განზომილებაში

318
მოსახვედრად დიდი სულიერი ღვაწლის მოხვეჭაა საჭირო. რატომ განსხვავდება დვიპების
და ვარშების (ანუ ჩვენი მატერიალური სამყაროს ქვესამყაროების) რაოდენობა და ხან 7-ია
ნახსენები, ხან 9 და ხან 13 (12?). მე როგორც მივხვდი აქ მოქმედებს პრინციპი "სადაც 7-ია,
იქ 9-აცაა და იქ 12-იცაა". ანუ 7 არის ბაზალური სტრუქტურა, მაგრამ როგორც 7 ფერი
შეიძლება ჰარმონიულად დაყო 12 ფერად ან 7 ნოტა 12 ნოტად თუ ქვეტონალობებს შეიტან,
ასევე თუ ქვედანაყოფებს გაითვალისწინებ, შეიძლება 12 სტრუქტურა დაინახო იქ, სადაც
ბაზალური 7 სტრუქტურაა. ხოდა იმის თქმა მინდა რომ ერთი ვარშიდან (პლანეტიდან)
მეორეზე ინკარნაციისთვის სულმა უნდა გაიაროს წყლის და მიწის სტიქიები. თუ სულიერი
სხეულით მოგზაურობ, მაშინ არა, მაგრამ ინკარნაციისას ეს გავს წყალში ჩაშვებას.
იმისთვის რომ 9 ვარშა გაიარო, როგორც ხალხურ ზღაპრებშია ნათქვამი - "9 მთა და 9 ზღვა
უნდა გადალახო", ანუ, 9-ჯერ ინკარნიდე უფრო და უფრო მაღალვიბრაციულ ვარშებში.
ანუ ცხრაჯერ უნდა ჩაეშვა "წყლის" სტიქიაში და ამოხვიდე "მიწაზე" ადამიანის სხეულით.
ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ადამიანის სულის სიკვდილისშემდგომ
გამოცდილებებზე და ვიცით, რომ სიკვდილის მერე ადამიანის სული ცნობიერებას
ინარჩუნებას და "ხედავს" გარკვეულ რეალობებს, მაგრამ თითქმის არასდროს არ
ვსაუბრობთ იმაზე რას ხედავს ადამიანის სული ფიზიკურ სხეულში ჩასვლამდე ანუ
დაბადებამდე?

2018 წელი. 8 ნოემბერი. და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ

სიზმარი:

ამ ინკარნაციიდან „ვიღვიძებ“ ანუ ფიზიკურად ვკვდები და სხვა სამყაროში ვინაცვლებ. ეს


სამყარო თითქოს ჩემთვის ნაცნობი გარემოა. მე სადღაც მივიჩქარი, სადაც მიქაელი
მეგულება. მასთან შეხვედრას სულმოუთქმელად ველოდები, მაგრამ ვერ ვპოულობ და
იმედგაცრუება მიპყრობს. იქ, სადაც მეგულებოდა არავინ მხვდება. არეული გრძნობებით
გარეთ გამოვდივარ და თავჩაქინდრული ფართო ქუჩას მივუყვები. ქუჩა ისეა მზით
გაღვითქული, თითქოს თვითონ ანათებს. მიწა ოქროსფერ შუქს თვალისმომჭრელად
ირეკლავს და უეცრად მზის სხივებისგან ხმა მომდის:

- რას ელოდები ჩემგან?..

მე ვიცი, რომ ეს სინათლე, რომელიც ყველაფერს ფარავს თვითონ მიქაელია და არ ვიცი


როგორ ავუხსნა, რომ მისი ნახვა მინდა ისეთის, როგორიც მე ვარ, როგორც ადამიანის!
მაგრამ რატომღაც მენანება ეს თვალისმომჭრელი სინათლე საიმისოდ რომ ადამიანად
იქცეს... ადამიანის ფორმა ხომ ასეთი არასრულყოფილი და შეზღუდულია... და არაფერს
ვპასუხობ...

319
მერე ისევ ვხედავ, როგორ მყვინთავივით ვეშვები წყალში. ჩემთან ერთად ისევ სხვებიც
არიან. წყალი ნელ-ნელა ცივი და ბნელი ხდება... მერე ყრუ ხმები მესმის, წყლის
გადადინების ხმა და უეცრად ვაცნობიერებ რომ დედის მუცელში ვიმყოფები ჩვილი
ბავშვის სხეულში...

მეღვიძება და ვფიქრობ რომ უკვე მეორედ მიგზავნიან სიზმარს, სადაც სულის სხეულში
ინკარნაციის პროცესი ჰგავს წყალში ჩაყვინთვას, რომლის დროსაც ჯერ წინა ინკარნაციის
პიროვნების სახით ყვინთავ და შემდეგ ნელ-ნელა ახალ პიროვნებაში გადადიხარ, როდესაც
მუცლადმყოფი ბავშვის სხეულში ხვდები. ეს პროცესი, რომელიც ახალი პიროვნების
შეძენას და წინა პიროვნების დავიწყებას მოიცავს, როგორც ჩანს ნელნელა მიმდინარეობს...

სიზმრის პირველი ნაწილი ჩემთვის გაუგებარი რჩება, მაგრამ მეორეზე მიქაელი მიხსნის:

- თქვენი მეცნიერები ეგზოპლანეტებზე სიცოცხლეს ყოველთვის წყლის არსებობას


უკავშირებენ. ისინი ყოველთვის წყალს ეძებენ, მაგრამ იმ იდეას, რომ თქვენ პლანეტაზე
სიცოცხლე წყალთანაა დაკავშირებული, ბევრად უფრო ღრმა აზრი აქვს, ვიდრე უბრალოდ
წყლის არეში ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის შესაძლებლობა. სულიერი თვალით
რომ შეხედო, გაგიკვირდება მაგრამ სულის ინკარნაცია მართლა წარმოადგენს წყლის
სტიქიაში ჩაშვების პროცესს... ხოლო წყალს, ისევე როგორც სხვა სტიქიებს, სხვადასხვა
სიხშირეებზე სხვადასახვა „სიბლანტის“ გამოვლინებები აქვს. ნატიფ სამყაროში, მას
შესაბამისად ფაქიზი, დენადი და გაცისკროვნებული სტრუქტურა აქვს. როცა „ზედა“
სამყაროდან „ქვედაში“ ინკარნირდები, შეგრძნება გაქვს, რომ წყალი ბნელდება, ცივდება და
ბლანტდება... ხომ გახსოვს სიბნელე და სიცივე დაბალი ვიბრაციების გამოვლინებაა,
„სულის“ იპოსტასის ნაკლებობა. შემდეგ ნელ-ნელა, როგორც მუცლად მყოფ ბავშვს, ახალი
სამყაროს ხმები გესმის დედის მუცლის წყლებში გამავალი ბგერების და ხმაურის სახით. ამ
შეგრძნებებს სხვაც მოყვება და ასე ნელ-ნელა გადადის ცნობიერება ახალი სამყაროს
სიხშირეების აღქმაზე, ხოლო ძველი არსებობის მოგონებები ნელ-ნელა უფერულდება და
ბოლოს სრულიად ქრება... ახალშობილ ბავშვებს ჯერ კიდევ მოსდევთ სულის ძველი
გამოცდილება, მაგრამ მათი სული უკვე ახალი სხეულის ნერვული სისტემით ვლინდება,
რომელიც თავისი ბავშვური განუვითარებლობის გამო ამ მოგონებებს შეგნებულად ვეღარც
ავლენს.

- არის ამაში რაღაც სევდიანი... - ვუთხარი მე.

- ეს იმიტომ, რომ თქვენ ფიზიკურ სხეულს ანუ დროებით პიროვნებას უკავშირებთ თქვენს
იდენტობას. უნდა გააფართოვოთ ცნობიერება, საკუთარი არსის, უკვდავი სულის აღქმა
უნდა ისწავლოთ, რომ გაუთავებელ დაბადება-სიკვდილს დაუსხლდეთ ხელიდან...
ინკარნაცია მატერიალურ სამყაროებში შესაძლებელია სულის მეხსიერების შენარჩუნებით
და საკუთარი სულის უმაღლესი იპოსტასების შეგრძნებით. მაგრამ ამისთვის
პლანეტარული სიხშირეები უნდა ამაღლდეს და კაცობრიობის მენტალი მეტად
დაკავშირდეს ზედა სულიერ ტრიადასთან, მეტი სულიერი ენერგია უნდა გატარდეს...
მატერია უნდა შეთხელდეს...

- „1. В начале сотворил Бог небо и землю.

320
2. Земля же была безвидна и пуста, и тьма над бездною, и Дух Божий носился над водою.

(ქართ. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. 2. მიწა იყო უსახო და უდაბური,


ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.)

(Быт.1:1-2)“ - გამახსენდა ნაწყვეტი ბიბლიიდან.

2018 წელი. 11 ნოემბერი. დაშავატარები

მიქაელი:

- и Дух Божий носился над водою... (ქართ. ...და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ) -
გაიმეორა მან ჩემი მაშინდელი ფიქრები, - ეხლა ხვდები, რომ ზედა, სულიერი
განზომილებებიდან მატერიალური სამყარო აღიქმება როგორც წყლის ზედაპირი? იოანეს
გამოცხადებაში სიტყვები „и перед престолом море стеклянное, подобное кристаллу“ ასევე
ფიზიკურ განზომილებას ეხება. Дух Божий ის სულის იპოსტასია, რომელიც ქმნის
მატერიისგან ფორმებს ნათელ იერარქთა მენტალური კონსტრუქციების შესაბამისად.
ხოლო როდესაც პლანეტაზე ერთი მეორეს მიყოლებით იქმნება ნატიფი ველები და მათში
მცხოვრები სიცოცხლის ფორმები, ერთი ველიდან მეორეში გადასვლისას (მაგალითად,
როცა მთავრდება ეთერული ველის ფორმირება და შესაბამისად „მცენარეული“ სიცოცლის
ფორმები, ევოლუცია გადადის ასტრალური ველის ფორმირებაში, რომლის დროსაც
ვითარდება ფაუნის ბიომრავალფეროვნება), ან თუ რომელიმე სიცოცხლის ფორმის
ევოლუციის დაჩქარებაა საჭირო, დემიურგი იერარქები თავად ინკარნირდებიან
ავატარების სახით...

მან მაგრძნობინა რომ ვედებში არის ამაზე ინფორმაცია.

ინტერნეტიდან:

დაშავატარა (სანსკ.. दशावतार, daśāvatāra) —ვიშნუს (ხოლო ზოგიერთი ვაიშნავიზმმის


ტადიციაში კრიშნას) ათი ძირითადი ავატარი. აღწერილია პურანებში. ვაიშნავიზმის
ფილოსოფიაში ავატარა (სანსკ.अवतार, avatāra) როგორც წესი აღნიშნავს
ინკარნაციას/განსხეულებას, ხოლო „დაშა“ ნიშნავს ათს. ესენია ე. წ. მახა-ავატარები ანუ
მთავარი ავატარები. დეშავატარების ჩამონათვალი მოცემულია „გარუდა-პურანაში“
(1.86.10-11). იქვეა გამორჩევით ნახსენები ის ავატარები, რომლებსაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი მისია ევალათ. უმრავლესობა ამ სიაში მოხსენიებული ავატარები
წარმოადგენენ ე. წ. ლილა-ავატარებს.

321
დაშავატარები:

მატსია (სანსკ.र्त्स्य, matsya, თევზი) — ვიშნუ, რომელიც ინკარნირდება თევზის სახით


წარღვნისგან გადაარჩენს მეშვიდე მანუს — ვაისვატას. ასევე წარღვნისგან იხსნის მრავალ
რიშის და მცენარეთა თესლებს, რომლებიც მანუს ააქვს გემზე. „ბჰაგავატ-პურანას“ ვერსიის
მიხედვით ვიშნუს ეს ავატარი ასევე კლავს ხაიაგრივას (დემონს) და აბრუნებს მის მიერ
მოტაცებულ ოთხ ვედას (წმინდა წიგნს).

კურმა (სანსკ.कूर्म , kūrma, კუ) — ვიშნუ, რომელიც ამჯერად კუს სახითაა ინკარნირებული
ეშვება მსოფლიო ოკეანის ფსკერზე რათა გადაარჩინოს წარღვნის დროს დაკარგული განძი.
ღმერთები და ასურები აყენებენ კუზე მთა მანდარას, რომლის გარშემო ახვევენ გველს.

ვასუკი (შეშა), იწყებს ოკეანის თქვეფას, რომლიდანაც მოიპოვებენ ამრიტას (უკვდავების


ელექსირი), ლაკშმის, მთვარეს, აფსარუს, რამბხუს, სურაბხის და ზოგიერთ სხვა წმინდა
საგანს და არსებას.

ვარახა (სანსკ.वराह, varāha, ტახი) — იმისთვის რომ გადაარჩინოს დედამიწა დემონ


ხირანიაკშასგან, რომელიც ძირავს მას ოკეანეში, ვიშნუ ინკარნირდება ტახის სახით,
ორთაბრძოლაში კლავს ტახს, რაც 1000 წელი გრძელდება და ამოაქვს დედამიწა წყლიდან
თავისი ეშვებით.

ნარასიმხა (სანსკ.नरस िंह, narasiṃha, ადამიანი-ლომი) — ამ ავატარაში ვიშნუ იქცევა


ადამიანის ტანის და ლომის თავის მქონე არსებად და იხსნის დედამიწას დემონ
ხარანიაკაშიპუს ტირანიისგან.

ვამანა (სანსკ.वार्न, vāmana, ქონდრისკაცი) — დაიტიების მეფე ბალი, თავისი ასკეტური


მიღწევების წყალობით ხდება ტრილოკის ანუ სამი სამყაროს (ზეცა, მიწა და ქვესკნელი)
მმართველი და იქვემდებარებს დევებს. ღმერთების დედა ადიტი სთხოვს ვიშნუს
დახმარებას და მაშინ იგი ქონდრისკაცის გარეგნობით წარსდგება ბალის წინაშე. ვიშნუ
სთხოვს ბალის აჩუქოს მას იმდენი მიწა, რამდენსაც იგი დაფარავს სამი ნაბიჯის
გადადგმით. დასტურის მიღებისთანავე ორ ნაბიჯში ის ფარავს მთელ სამყაროს, მაგრამ
მესამეს აღარ დგავს, რადგან ბალი მას საკუთარ თავს უდებს ფეხქვეშ.

322
პარაშურამა (სანსკ.परशु रार्, paraśurāma, რამა ცულით) — ვიშნუ განსხეულდება ბრახმან
ჯამადაგნის შვილის — პარაშურამუს სახით და მუსრს ავლებს კშატრიების დიდ
რაოდენობას, რომ მმართველობა გადასცეს ბრახმანებს.

რამა (სანსკ.रार्, rāma, მომხიბვლელი) — აიდოხიის უფლისწული და მეფე, მოევლინა


ტრეტა-იუგაში. ეს არის ვიშნუს ავატარა, იდეალური მეფის და ქმრის ეტალონი.

კრიშნა (სანსკ.कृष्ण, kṛṣṇa, მუქი ან ყოვლადმომნუსხველი) — მოევლინა დვაპარა-იუგაში


ძმასთან (ბალარამა) ერთად. კრიშნაიზმის ისეთ ტრადიციებში, როგორიცაა გაუდია-
ვაიშნავიზმი, ნიმბარკა-სამპრადაია და ვალლაბხა-სამპრადაია, კრიშნა ითვლება არა
ავატარად, არამედ თვით სვაია-ბხაგავანად, ანუ ღმერთის უმაღლეს ფორმად, რომელიც
თავად წარმოადგენს სხვა ავატარებისა და ვიშნუს ინდივიდუალობების პირველწყაროს.
„ბხაგავატ-პურანას მიხედვით, მისი ძმა ბალარამა იყო ანანტა-შეშის (ათასთავიანი გველი,
მარადისობის სიმბოლო, ნაგების მეფე, ვიშნუს ერთ-ერთი გამოვლინება), ავატარა.
ვაიშნავიზმის მრავალ მიმდინარეობაში ბალარამასაც მიიჩნევენ ვიშნუს ავატარად.
დაშავატარების იმ სიაში, სადაც არაა ნახსენები ბუდა, ბალარამა მიიჩნევა ვიშნუს მე-9
ავატარად.

გაუტამა ბუდა (სანსკ.गौतर् बुद्ध, განსხივოსნებული) — მოევლინა კალი-იუგაში იმ მიზნით


რომ გადაარწმუნოს ასურები ვედების სიწმინდეში და შედეგად მათ ჩამოერთვათ ძალა. ამ
ავატარის მიზანი ასევე იყო მანკიერი და ურწმუნო ადამიანების გამოვლენა, რათა მათ ეჭვი
შეეპაროთ ვედების სიწმინდეში, უარყონ ვედებით დადგენილი რიტუალები და შედეგად
დაიღუპონ. (ავტ: საკამათო ინტერპრეტაციაა, რადგან ბუდისტები ითვლებიან ურწმუნო,
დასაღუპად განწირულ ადამიანებად).

კალკი (სანსკ.कल्कि, kalki, მარადისობა, დრო, ხუმარა ან ცოდვების შემმუსვრელი) — მუქი,


შავგრემანი ვიშნუ თეთრ ცხენზე, მოელვარე ხმლით ხელში, ანადგურებს
ბოროტმოქმედებს, აღადგენს დხარმას და ამზადებს სამყაროს მომავალი აღზევებისთვის.
კალკი მოევლინება კალი-იუგას დასასრულში.

323
ნახ. 37. ვიშნუს ათი ავატარი.

მე:

- ზემოთაღწერილი მთლად არ ემთხვევა, იმას რასაც შენ მიყვები...

მიქაელი:

- მთავარია პრინციპი გაიგო. ასეთი ტიპის ინფორმაცია რათქმაუნდა ზღაპრული


მეტაფორებით გამდიდრებული ისტორიების სახით გადმოიცემოდა. მთავარია გაიგო, რომ
ახალი ველი, როგორიცაა მაგალითად ასტრალური, ასე თავისით და ადვილად ვერ
წარმოიქმნება დაბალი ვიბრაციების ზონაში, როგორიცაა დედამიწა. გარდა ამისა, მთელი
ეს პროცესები უნდა ჩაჯდეს კოსმოსური ციკლების ვადებში, ამიტომ გარდატეხის
მომენტებში, უმაღლესი იერარქი ნაწილობრივ ინკარნაციას (ავატარად განსხეულება)
ახორციელებს, რომ შესაბამისი ეგრეგორების საშუალებით წამოწიოს და შექმნას ახალი
ნატიფი ველი საკუთარი ველის შეტანით ანუ საკუთარი ველის დანერგვით!...
ზემოთაღწერილი დაშავატარებიდანაც კი იკვეთება ევოლუციის თქვენთვის ასე ნაცნობი
ეტაპები: ჯერ თევზი (რადგან სიცოცხლე წყალში ჩაისახა და ეს ენერგეტიკული, ეთერული
ველის განვითარებას შეესაბამება), შემდეგ კუ (სიცოცხლე ნახევრად წყალში, ნახევრად
ხმელეთზე ამოდის და ასტრალური ველის ჩასახვა იწყება), შემდეგ გველი შეშა (ხმელეთის
ასტრალური ველის დაბალი ქვედონეები), შემდეგ ტახი (ცხოველთა სამყარო ყალიბდება
(ასტრალური ველი ვითარდება), შემდეგ ნახევრად ცხოველი ნახევრად ადამიანი
(პირველყოფილი ადამიანები, მენტალური ველის ჩანასახები), შემდეგ ჯუჯა ადამიანი
(ესეც გონიერი ადამიანის ფორმაა), შემდეგ კი ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც
კაცობრიობის განვითარების შესაბამის ეპოქებს უყრიან საფუძველს! რადგან უმაღლეს
იერარქს ყველა ნატიფი თუ სულიერი ველი სრულყოფილებაში აქვს, მის ინკარნაციას
შესაბამის ფორმაში ეს სრულყოფილება დედამიწაზე ჩამოაქვს. ეს მინდა რომ კარგად
გაიაზრო. ვიცი რასაც ფიქრობ... ვერ წარმოგიდგენია, რომ ღმერთი შეიძლება თევზის ან
ტახის სახით მოევლინოს ფიზიკურ განზომილებას. თქვენთვის, ადამიანებისთვის იმის
გაფიქრება, რომ როდესღაც თქვენც შეიძლება პირველყოფილი ადამიანების სახით

324
გეცხოვრათ დედამიწაზე, უსიამოვნო გრძნობას განიჭებთ. ყველას გინდათ, მხოლოდ
ამაღლებული და ლამაზი არსებების სახით წარმოიდგინოთ თავი...

- ხო, მიჭირს იმის წარმოდგენა რომ როდესმე შეიძლება ბანჯგვლიანი პითეკანტროპი


ვყოფილიყავი, რომელიც ლაპარაკის მაგივრად გაუგებარ ბგერებს გამოსცემდა...

- არ მინდა გაწყენინო, მაგრამ ზეციურ არსებებსა და თქვენ შორის ისეთივე განსხვავებაა,


როგორც თქვენ და პითეკანტროპებს შორის. ყოველთვის იარსებებენ თქვენზე ქვემდგომი
და ზემდგომი არსებები და რასები. მაგრამ ეს არ ნიშნავს რაიმე ისეთ უპირატესობას,
რომელმაც ზიზღის ან მიუკარებლობის გრძნობა უნდა გამოიწვიოს. ღმერთისთვის ყველა
არსება მისი ნაწილია და ყველა ერთნაირად ფასეული და ძვირფასია. ყველა სიცოცხლის
ფორმა, უმცირესიდან უდიდესამდე ერთნაირად მნიშვნელოვანია! გარდა ამისა უნდა
მიხვდე რას ნიშნავს „ნაწილობრივი ინკარნაცია“ ანუ „ავატარი“. ასეთი ინკარნაციის დროს
უმაღლესი არსების ცნობიერება ინკარნირებულ სხეულშიცაა და ამავე დროს მის უმაღლეს
ფორმაში. ანუ უმაღლესი სული არ კარგავს საკუთარი თავის იდენტობას ინკარნაციის
დროს, როგორც ეს თუნდაც თქვენ, ადამიანებს გემართებათ ყოველი ახალი განსხეულების
დროს.

2018 წელი. 12 ნოემბერი. განზომილების და ევოლუციის ცნებები. ატლანტიდა

მიქაელი:

- მინდა რამდენიმე ძირითადი დებულება ჩამოვაყალიბოთ...

მე:

- რას ნიშნავს განზომილება, მაგალითად?...

მიქაელი:

- ადამიანები ეძებენ მეოთხე განზომილებას მეოთხე სივრცული განზომილების სახით, რაც


არაა სწორი. განზომილება არის არა სივრცეში გადაადგილების ხაზი, არამედ არის ის, რის
გასწვრივაც შეიძლება ამოძრაო ცნობიერება! მინდა ეს კარგად გაიაზრო. ვინაიდან თქვენი
ცნობიერება ფიზიკურ სამყაროში ფიზიკური სხეულის და ნერვული სისტემის
საშუალებით ორიენტირებს, ბუნებრივია რომ ეს ცნობიერება სხეულის
გადაადგილებასთან ერთად სივრცის სამ X, Y, Z განზომილებაში მოძრაობს. მაგრამ თქვენ,
ადამიანებს ცხოველებისგან განსხვავებით გაქვთ „მე ვარსებობ“ აღქმა...

- თვითრეფლექსია (რუს. Саморефлексия.)... -შევთავაზე მე ახალი ტერმინი, რომელიც ჩემი


აზრით ზუსტად იმას ასახავდა, რაზეც მესაუბრებოდა.

325
- ამ აღქმამ, თუ გინდა თვითრეფლექსია უწოდე, საშუალება მოგცათ სამი სივრცული
განზომილების გარდა (წარმოსახვაში) ამოძრაოთ თქვენი ცნობიერება დროის
კონტინიუმში, რაც წარმოადგენს საკუთარი თავის გააზრებას წარსულში, აწმყოში და
მომავალში. ესეც თქვენი მეოთხე განზომილება! სწორედ ამიტომ თქვენ მიგაკუთვნებთ
მეოთხე განზომილების ცოცხალ არსებებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ ამ დროში
თვითრეფლექსიის უნარმა შეგძინათ „შემოქმედის სტატუსი“, თუმცა ამ უნარს თქვენ ჯერ-
ჯერობით მხოლოდ პირველ, ანუ მატერიალურ შრეში ავლენთ. ის, რასაც შენ
თვითრეფლექსიას ეძახი და მე „Я Есмь“ თვითგააზრებას, მატულობს და მეტად და მეტად
ვლინდება, რაც უფრო მაღალსულიერია არსება. მათ ამის ხარჯზე კიდევ დამატებითი
განზომილებების აღქმის უნარი უჩნდებათ, რადგან უფრო ინტენსიურ „Я Есмь“
თვითგააზრებას უფრო დახვეწილი სხეული და მეტად განვითარებული სენსორიკა
სჭირდება! ყველა ცოცხალი არსება სიხშირეთა შკალაზე განსხვავდება სწორედ ამ „Я Есмь“
თვითგააზრების ხარისხით. თქვენზე ზემდგომ არსებებს შესაბამისად განვითარებისა,
რეალობათა „შესაძლებლობათა კორიდორის“, ფრაქტალური და სხვა განზომილებების
აღქმის უნარი უჩნდებათ, შესაბამისად მეტად გამოხატული შემოქმედების უნარი და
თავისზე ქვედა განზომილებების მართვის უფლება... სწორედ იმიტომ რომ ნამდვილი
ევოლუცია დაკავშირებულია სულიერებასთან და „Я Есмь“ თვითგააზრების ინტენსივობის
ზრდასათან, ჭეშმარიტი სულიერი პრაქტიკები, იქნება ეს მედიტაციები, თუ ლოცვები,
ყოველთვის ადამიანის ყურადღებას შიგნით, საკუთარი თავის შეცნობისკენ აბრუნებს და
არა გარეთ, ფიზიკური სამყაროს შემეცნებისკენ! ეხლა ევოლუციის თემა მინდა უფრო
დეტალურად განვიხილოთ...

მე:

- ინტერნეტიდან: Биологическая эволюция (от лат. evolutio — «развёртывание») —


естественный процесс развития живой природы, сопровождающийся изменением
генетического состава популяций, формированием адаптаций, видообразованием и
вымиранием видов, преобразованием экосистем и биосферы в целом.

მიქაელი:

- „ყველაზე მისადაგებულის გადარჩენა“ სწორი ალგორითმია სახეობათა ევოლუციის


მოდელში, მაგრამ ის რასაც მე ცოცხალი არსებების ევოლუციას ვეძახი არ არის უბრალოდ
ბუნებრივი გადარჩევით და გენეტიკური მექანიზმებით განპირობებული სახეობათა
მისადაგება გარემოს ცვლილებებზე! ევოლუციის მამოძრავებელი ძალა მხოლოდ
გარემოზე ოპტიმალური მისადაგება და გადარჩენა რომ ყოფილიყო, ცოცხალი არსებები
ბაქტერიების იქით არ განვითარდებოდნენ, რადგან გარემო პირობებზე მისადაგების
მხრივ, მათ ბადალი არ ჰყავთ! ცოცხალი არსებების ევოლუცია არის ცნობიერების
ევოლუცია! და მთავარი ალგორითმი არის ცნობიერების მისადაგება ნატიფი ველების
ვიბრაციის ცვლილებებზე! ხოლო ნატიფი ველების ვიბრაციის ცვლილებები
დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე: კოსმოსურ ციკლებზე, ზეარსებების ჩარევაზე
(ავატარული ინკარნაციების ან სხვა სახით) და თავად ადამიანზე, რომელიც თვითონაც
ზემოქმედებს თავისუფალი ნებით ამ ველებზე საკუთარი მენტალის ძალით. რადგან

326
ამჟამად ცნობიერება ნერვული სისტემით ვლინდება, ამიტომ მიდის ევოლუცია სწორედ
ნერვული სისტემის განვითარების გზით. ეხლა მიმდინარეობს პროცესი, როდესაც
პლანეტარული ნატიფი ველების სიხშირეები მატულობს და სახეობები ნელ-ნელა
დაიწყებენ ახალი პირობების მიმართ მისადაგებას. ადამიანი ახალ ევოლუციურ
საფეხურზე უნდა გადავიდეს, რომელიც აღარ იქნება Homo S. Sapiens, მაგრამ ეს პროცესიც
ათასობით წელს მოიაზრებს... ის შენობის დანგრევას ჰგავს, ახალის აშენების მიზნით.
მაგრამ შენობა შეიძლება აგურ-აგურ დაიშალოს ან ერთბაშად დაინგრეს! თუ რამდენად
ნარ-ნარად და კატაკლიზმების გარეშე წარიმართება ეს ყველაფერი უდიდეს წილად
დამოკიდებულია ადამიანის ფაქტორზე! სწორედ ამიტომ გვინდა რომ თქვენ ყველა ეს
პროცესი სწორედ გესმოდეთ და თანამშრომლობდეთ ჩვენთან, უზენაეს ძალებთან...

...კოსმოსურ ციკლებზე ადრე ვილაპარაკეთ. ადამიანის ფაქტორი უკვე ვახსენე და ეხლა


მინდა ზეარსებების ჩარევის ფაქტორზე გესაუბრო. ამისთვის მინდა ისევ დეშავატარებს
დაუბრუნდე. კარგად ჩაუკვირდი ისტორიებს ამ ავატარების შესახებ. ვედების
ინტერპრეტაციები და მათი გაშიფვრა ყოველთვის ყველაზე საკამათო და სუბიქტური თემა
იყო. ეხლანდელი ტრადიციული რელიგიების მიმდევრების ნაკლოვანება ის არის, რომ
ისინი ზედმიწევნით სიტყვა-სიტყვით გებულობენ მათთვის ავტორიტეტულ წიგნებში
დაწერილ ინფორმაციას. მაგრამ შენ ამ ისტორიების მთავარ არსს ჩაუკვირდი! ასე თუ იზამ,
კანონზომიერებებს დაინახავ. ვიშნუს, ანუ უმაღლესი იერარქის პირველი ოთხი იკარნაცია
ცხოველურ ფორმებთან და დემონების დამარცხებასთან არის დაკავშირებული, რაც
ცალსახად მიუთითებს პირველი, მეორე და მესამე განზომილების ცოცხალი არსებების
ევოლუციაზე მათი ნატიფი ველების წამოწევის გზით. დემონი სიმბოლურად დაბალ
ვიბრაციებს ნიშნავს. ყოველ ინკარნაციას თან ახლავს ბიომრავალფეროვნების
ნახტომისებური და ერთის მხრივ არალოგიკური ცვლილება. ამ ინკარნაციების და
მენტალური კონსტრუქციების დალექვით აიხსნება ის, რომ ხშირად არ ჩანს გარდამავალი
ბიოლოგიური ფორმების ნამარხები საკმარისი რაოდენობით... ამ ოთხი ინკარნაციის
შემდეგ ადამიანის ევოლუცია იწყება და აქ ჩანს რომ ჯერ პირველყოფილ ადამიანთან
გვაქვს საქმე (ნარასხიმა და ვამანა), ხოლო შემდეგ პირიქით ძალიან ამაღლებული,
სულიერი ადამიანის ფორმასთან (პარაშურამა). დაიმახსოვრე ეს მომენტი, რადგან ამას
დავუბრუნდებით! ამ ისტორიაში პარაშურამა სულიერი მასწავლებლების ანუ ბრაჰმანული
კასტის წარმომადგენელია, რომელიც ძალაუფლებას ბრაჰმანებს გადასცემს. ეს პერიოდი
სატია იუგას შეესაბამება. ეს ბრაჰმანული კასტის ველის წამოწევაა, სულიერი ცოდნის
აღზევების ხანა. შემდეგ მოდის რამა - კარგი მეფე და მეომარი, ეს ტრეტა იუგაა. კშატრიების
ველის წამოწევა. ეს მიწიერი იერარქების, მეფეების და გმირების ერაა. შემდეგ კრიშნა,
რომლის ერთ-ერთი გამოვლინება მწყემსი ბიჭუნაცაა. აქ სხვა კასტების გარდა ვაიშიების
და შუდრების წამოწევაც ხდება. ეს დვაპარა იუგას პერიოდია. ბუდას გარდა, ჩემგან
დავამატებდი ქრისტეს პიროვნებას, რომელმაც შუდრების, ყველაზე ქვედა კასტის
წამოწევას გულისხმობდა და კალი იუგას შეესაბამებოდა. ამ მრავალმილიონიანი
ავატარული ინკარნაციების და ყველა ნატიფი ველის თანმიმდევრული წამოწევის შედეგია,
რომ ეხლა ადამიანები თანასწორობაზე საუბრობენ. ეხლა კასტური აზროვნება თქვენი
ცნობიერებისთვის მოძველებული თემაა და სოციუმის მართვის საუკეთესო ფორმად
დემოკრატია ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ კალი იუგაში მატერიალიზმმა თავის პიკს

327
მიაღწია, ეს კასტური გათანაბრება, რომელიც ხან კომუნიზმის, ხამ სოციალიზმის, ხან
დასავლური დემოკრატიის სახით გამოვლინდა, როგორი დამახინჯებულიც არ უნდა
ყოფილიყო თავის იდეალთან შედარებით, ასეც უნდა მომხდარიყო! მაგრამ სოციუმის
წყობა პროცესების ციკლური ბუნებიდან გამომდინარე ადრე თუ გვიან დაბრუნდება იქ
საიდანაც დაიწყო, ოღონდ მეტი ცოდნით და გამოცდილებით შეიარაღებული! და ეხლა
აგიხსნი რას ვგულისხმობ...

...ხომ გახსოვს, მცირე იმეორებს დიდს და დიდი მცირეს. Как вверху, так и внизу, как внизу,
так и вверху. როგორც ადამიანმა უნდა დაალაგოს იერარქიულ თანმიმდევრობაში თავისი
ნატიფი და მატერიალური სხეულიები იმისთვის რომ სულიერი ტრიადის ენერგია
გაატაროს, ასევე საზოგადოებამ სოციუმის ნებისმიერი სტრუქტურული რგოლის დონეზე
უნდა დაალაგოს იერარქიულ წყობაში თავად ადამიანები ცნობიერების დონეების
მიხედვით. რას ვგულისხმობ? როგორც უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ (იხ. ნახ. 10 გ. გვ. 168.)
ადამიანთა მენტალური ველი სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებს და სხვადსხვა დონეებს
შეესაბამება. ეს დონეები ერთობლიობაში კაცობრიობის პლანეტარულ ველებს ქმნიან,
რომლებიც ახლა ისევეა თითქმის ბოლომდე გათიშული სულიერი შრეებისგან, როგორც
ინდივიდუალური ადამიანის შემთხვევაში, თუ ის თავისი ზედა სულიერი ტრიადის
ენერგიას სათანადოდ ვერ ატარებს. როგორც ადამიანში მატერიალურ ტეტრადაში
„ზევით“ მენტალური სხეულია, მერე მოდის ასტრალური, მერე ენერგეტიკული და ბოლოს
მატერიალური, ასევე უნდა დაექვემდებარონ თავთავიანთ პროფესიონალურ საქმიანობაში
შესაბამისი დონის ცნობიერების ადამიანები ერთმანეთს. მაშინ სრულიად პლანეტარული
ველებიც მოვლნენ წონასწორობაში და საღმრთო ენერგია გატარდება სულიერი
სამყაროდან მატერიალურში. ადრე უმაღლეს იერარქებს მირონცხებულებს, ანუ ღმერთის
ხელდასმულებს მაგიტომ ეძახდნენ, რომ მათ ცნობიერება მე-7 დონეზე უნდა ეჭირათ,
თუმცა ეს ხშირ და უმეტესშემთხვევაში სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან ქვეყნის
მმართველს უჭირს ამ დონეზე ცნობიერების შენარჩუნება. იმ ტიპის ადამიანები, ვისი
ცნობიერებაც ვიბრირებს მე-5, მ-6 ან მე-7 დონეზე, ანუ უმაღლესი სულიერების ადამიანები
სასულიერო პირები უნდა იყვნენ და განდგომილ, განყენებულ და ასკეტურ ცხოვრებას
ეწეოდნენ. სახელმწიფოს მმართველები, მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები და სხვა
ინტელექტულურ სამუშაოსთან დაკავშირებული ადამიანები მე-4, მე-5 ცნობიერების
დონეს უნდა შეესაბამებოდნენ. მე-3 დონეს მაგალითად, ბიზნესმენები და ვაჭრები, ხოლო
1-ელ და მე-2-ს ხელოსაქმით ან ფიზიკური შრომით დაკავებული ადამიანები. ამიტომ
ვედებისეული ადამიანების დაყოფა 4 ტიპად (ბრაჰმანები, კშატრიები, ვაიშიები და
შუდრები) სწორია. გაიხსენე პლატონის ატლანტიდის მოწყობა. ის 4 კონცენტრაციული
კუნძულისგან შედგებოდა, რომლებზეც შესაბამისი „კასტის“ მოსახლეობა ცხოვრობდა და
საქმიანობდა, ხოლო კონცენტაციული კუნძულების ზომა ამ „კასტის“ მოსახლეობის
რაოდენობას შეესაბამებოდა.

328
ნახ. 38. ატლანტიდა პლატონის მიხედვით.

მხოლოდ უარყოფითი კარმის დაგროვების გამო, ვედური კულტურის ქვეყნებში


სოციუმის ასეთმა ორგანიზაციამ კასტების დამახინჯებული სახე მიიღო და საბოლოო
ჯამში, როდესაც აღარვინ იდგა თავის ადგილას ეს ყველაფერი ადამიანთა ჩაგვრაში და
სოციუმის განვითარების დაბრკოლებაში გადაიზარდა. მაგრამ მოდი ამ საკითხს თავი
დავანებოთ. სოციუმის მოწყობას რომ დავუბრუნდეთ, როდესაც თითოეული ადამიანი
თავის ადგილზეა და თავისი ცნობიერების დონის შესატყვის საქმეს აკეთებს, ის „თავის
ცხოვრებისეულ მისიას“ სწორედ ასრულებს, სწორედ ახორციელებს საღმრთო
თანაშემოქმედების პროცესს, სწორედ ხარჯავს ღმერთის მიერ დროებით ნასესხებ
„ტალანტებს“ დროებით განსხეულებაში და სიკვდილის მერე ისევ განსხეულდება.
მხოლოდ სწორი ცხოვრების შედეგად ახალ ინკარნაციაში ის ისეთ სხეულს და ისეთ
პირობებს იღებს, რომელიც უფრო მაღალ ცნობიერებას შეესატყვისება და შესაბამისად
უფრო მაღალ ცხოვრებისეულ ამოცანებს! ადამიანი ძირითადად ჩნდება გარკვეული ტიპის
ცნობიერებით და ერთი ცხოვრების განმავლობაში იშვიათად თუ აკეთებს დიდ ნახტომს
ცნობიერების დონეებში, ამიტომ ცნობიერების ტიპი ასე თუ ისე ბავშვობიდანვე ჩანს...მე
იმის თქმა მინდა რომ სხვადასხვა ცნობიერების ადამიანებმა არა მხოლოდ შესაბამის
სფეროებში უნდა იმოღვაწეონ, არამედ განსხვავებული სპეციფიკით უნდა მიიღონ
განათლება. მათი სულიერი წინამძღოლობაც და მართვაც კი განსხვავებული უნდა იყოს,
რადგან თვითონ კარმაც კი მათზე განსხვავებულად მოქმედებს. ხომ გახსოვს, რაც
კარმულად საპატიებელია დაბალი ცნობიერების ადამიანისთვის, უპატიებელია მაღალი
ცნობიერების ადამიანისთვის და რაც უფრო წინ მიდის და მაღლდება ადამიანი მით უფრო
მკაცრდება მისი შეცდომებისთვის კარმული უკუგება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ
დიდი სიმაღლიდან ვარდნაც დიდია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ როდესაც ადამიანის
ცნობიერება ამაღლების შედეგად საბოლოოდ „თეთრი მზის“ მდგომარეობას აღწევს, ის
კარმის ზემოქმედების სფეროდან სრულიად გამოდის! რადგან როდესაც ადამიანი

329
მხოლოდ გასცემს, მხოლოდ ასხივებს და უკან, ეგოში არაფერს იბრუნებს, რაც არ უნდა
მოიტანოს მისმა ქცევამ, არ არის მასზე ცოდვა!

- მაგრამ... - გავაწყვეტინე მე, - როდესაც ადამიანი მიწიერ სამყაროში მოქმედებს, მის


მოქმედებას ხშირად არაპირდაპირ, მაგრამ მაინც მოაქვს ბოროტება, მაშინაც კი როდესაც
მას ეს არ უნდა და ვერც კი წარმოიდგენს, რომ მისმა ქმედებამ შეიძლება ცუდი შედეგი
გამოიღოს. მაგალითად ქრისტე უმაღლესი სიყვარულისკენ მოუწოდებდა ადამიანებს,
მაგრამ საუკუნეების მერე მისი მოძღვრებისგან წარმოიქმნა ისეთი ბოროტება, როგორიცაა
მაგალითად, ინკვიზიცია! და ეს მხოლოდ ერთი მაგალითია! ადამიანების
უკეთილშობილესი იდეები და მოქმედებებიც კი ხშირად ისე მრუდდება და სახეიცვლება
სხვადასხვა გარემოებების ან ადამიანების ძალისხმევით, რომ ხანდახან ფიქრობ, რომ
ჯობდა იმ ადამიანს ეს სულ არ ეთქვა და არ გაეკეთებინა!

- მთელი სამყარო რომ დააქციოს, არ არის მასზე ცოდვა! მინდა რომ კარგად გაიგო რას
ნიშნავს კარმული კანონიდან გამოსვლა, რადგან ეს რეინკარნაციის წრებრუნვიდან
გამოსვლასაც ნიშნავს! „თეთრი მზე“ არის აბსოლუტური ალტრიუზმი, ხოლო
აბსოლუტური ცნებები სულის, ღმერთის განზომილებაა! გამოვლენილ სამყაროებში
ყველაფერი მხოლოდ ფადობითია! ამიტომ ასეთი ადამიანის მოქმედებამ მატერიალურ
განზომილებაში შეიძლება არაპირდაპირ ნეგატიური შედეგი გამოიღოს (როგორც
ინკვიზიციის წარმოქმნის შემთხვევაში), რადგან იგივე ფადრობითობის პრინციპიდან
გამომდინარე, ის რაც ერთისთვის სიკეთეა, მეორესთვის ბოროტებაა! მაგრამ ის რაც
თვითონ ამ ადამიანში ამ დროს შიგნით ხდება აბსოლუტური და შეუბღალავია! ეს
ცნობიერების მდგომარეობაა! როგორ აგიხსნა, რომ აბსოლუტური ალტრუიზმი არ ნიშნავს
საკუთარი თავის დაკარგვას... ადამიანებს ხშირად ეშინიათ საკუთარი ეგზისტენციალური
არსებობის დაკნინების! არა, პირიქით, ეს საკუთარი თავის შეძენაა მარადიული „მე
ვარსებობ“ ნეტარების განცდაში! სწორედ ამისთვის არის გასავლელი მთელი ეს ეკალ-
ვარდით მოფენილი „იწრო და საჭირველი“ გზა! უნდა მისცე ღმერთს საშუალება
გამოანათოს შენში, გაიხსნას შენ ინდივიდუალობაში რადგან შენ თვით ის ხარ და მთელი
ეს სამყაროები თავისი ვარიაციებით და რეალობებით მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ
თვით ის ავლენს მათში თავს! ხოლო როდესაც შენ, ადამიანი იცვლები შიგნიდან, უხილავი
კანონებით შენ გარშემოც ყველაფერი იცვლება!

- ჩემ თვალწინ მაინც ინდური კასტური სისტემა წარმოდგება. ხომ არ ლახავს ადამიანის
თავისუფლებას მისი ცხოვრების ასეთი წინასწარ განსაზღვრა? იქნებ ადამიანს ვისაც
სულიერი ადამიანის ცნობიერება აქვს, არ უნდა მასწავლებლად ან სულიერ მოძღვრად
მოღვაწეობა და ფიზიკური შრომა ურჩევნია?

- ადამიანის თავისუფალი ნება არ უნდა შეიბღალოს. იძულება ცუდი გზაა. დარწმუნებაა


სწორი გზა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემდეგ ცხოვრებაში ეს ადამიანი ჩამოქვეითდება
და მიიღებს პირობებს ფიზიკური შრომისთვის, რადგან ასეთი იყო მისივე ნება, მაგრამ ეს
ხომ რეალურად შეანელებს მისი სულის ევოლუციას? თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი
უნდა იყოს ის სასიამოვნო განცდა, როდესაც შენს საქმეს აკეთებ და ზუსტად იცი, რომ იქ
ხარ სადაც საჭიროა და იმას აკეთებ რაც შენია! „ცხოვრების მისიის“ მიგნება ერთ-ერთი

330
მთავარი ამოცანაა ადამიანში. თქვენ ხშირად ფიქრობთ, რომ თუ ადამიანმა კარიერულად
წინ წაიწია და უფრო აღმატებული პოზიცია მოიპოვა, ეს მისთვის წარმატებაა.
სინამდვილეში არა. მაგალითად, თუ ადამიანი მოწოდებით მხატვარია, მაგრამ ამის
ნაცვლად მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ეს მისთვის უკუსვლაა, რადგან ის
არათავის „ცხოვრებისეულ მისიას“ ასრულებს და სხვა ადამიანს მის კუთვნილ ადგილს
„პარავს“, რაც მასში მხოლოდ ნეგატიურ თვისებებს გამოზრდის და მისი სულის
ევოლუციას დააბრკოლებს. მხოლოდ თავის ადგილას ყოფნისას და საკუთარი
„ცხოვრებისეული მისიის“ შესრულებისას არის შესაძლებელი ბედნიერად ყოფნა და
საღმრთო ენერგიის სწორედ რეალიზება. ადამიანის თავისუფლებას რაც შეეხება, აქ
ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე გგონიათ, მიუხედავდ იმისა, რომ ამ
ცნებაზე დაუსრულებელი კამათი მიმდინარეობს. მიწიერ ადამიანს მხოლოდ ერთი
თავისუფლება აქვს - თავისუფალი ნება! ანუ თავისუფლება გააკეთოს არჩევანი, მიიღოს
გადაწყვეტილება! დანარჩენი, ის რაც მოხდება ამ გადაწყვეტილების შედეგად და რა
შედეგს გამოიღებს ესა თუ ის მოქმედება საღმრთო კანონებით, მათ შორის კარმის
კანონებით იმართება და ადამიანზე არაა დამოკიდებული.

- რას ნიშნავს სწორი და არასწორი გადაწყვეტილება, თუ ჩვენ წინასწარ ხშირად არ ვიცით


რა შედეგს გამოიღებს ჩვენი არჩევანი? ხომ ხშირადაა, უხეშად რომ ვთქვათ, კარგი გინდა
და ცუდი გამოდის?

- სწორი გადაწყვეტილება არის შენში გატარებული საღმრთო ენერგიის სწორი დაბანდება...


სწორი გადაწყვეტილება ადამიანს „გულისთქმით“ ანუ „სინდისის ხმით“ უნდა ესმოდეს.
ის მას გულით უნდა გრძნობდეს, სწორედ იმიტომ რომ მანდ არის სულიერ ტრიადასთან
კავშირი. „სინდისის ხმით“ შენი უკვდავი „მე“ გელაპარაკება. როგორც ჩვენი სქემიდან იცი,
სულიერ ტრიადას დაქვემდებარებულია მენტალური სხეული, ამიტომ გულისთქმის მერე
ინტელექტს უნდა დაუგდო ყური ანუ შენი გულისთქმა გონებაში გაატარო, შემდეგ
ემოციებს და მოქმედებებს დაუკვირდე, ხოლო შემდეგ შენს ენერგეტიკას და ბოლოს
ფიზიკურ სხეულს კითხო... რთული გეჩვენება?

- რას ნიშნავს ემოციებს, ენერგეტიკას და ფიზიკურ სხეულს შეეკითხო?..

- დაუკვირდი... გულისთქმა აუცილებლად ალტრუიზმისკენ გიბიძგებს, რადგან ასეთი


ბუნებისაა საღმრთო გამოვლინებები. შემდეგ გულის ეს მოწოდება მატერიაში ჩაეშვება.
ჯერ მენტალურ სხეულში ჩავა და გონება გიკარნახებს როგორ და რანაირად უნდა
განახორციელო მოქმედება. ემოციური სხეული სწორი მოქმედების შემთხვევაში
სიამოვნების უკუგებას მოგცემს... მაგრამ ხშირადაა რომ ესა თუ ის მოქმედება,
რომლისკენაც გული, გონება და გრძნობა გიბიძგებს ენერგეტიკული ან ფიზიკური
სხეულისთვის მიუღებელია! ისინი გეუბნებიან, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორია!
მაგალითად აბსოლუტური ალტრუიზმის გამო შეიძლება სრულიად შეწყვიტო საჭმლის
მიღება, იმისთვის რომ ყველაფერი მხოლოდ გაჭირვებულებს დაურიგო. მაგრამ რამდენად
გამართლებულია ასეთი ალტრუიზმი, თუ ის საბოლოოდ სიკვდილამდე მიგიყვანს?
ამიტომ რამდენიც არ უნდა დაარიგო სხვებზე საჭმელი, ფიზიკური სხეული მაინც თავის
სიტყვას იტყვის და საკუთარი არსებობის შესანარჩუნებლად ადრე თუ გვიან თავისას

331
მოგთხოვს! თუკი არსებობს ეს შენი ფიზიკური და ნატიფი სხეულები, ესე იგი საჭიროა!
ფიზიკური და სულიერი ორი პოლუსია, რომელიც უნდა ბალანსში იმყოფებოდეს და ეს
პირველ რიგში ადამიანში უნდა ვლინდებოდეს. ყველა „სხეულს“ უნდა დაუგდო ყური,
მაგრამ უპირველესი გულია, რადგან იქიდან უმაღლესი უკვდავი „მე“ გელაპარაკება, ხოლო
ყველა დანარჩენი მასთან იერარქიულ დაქვემდებარებაში უნდა თანაარსებობდეს. ამ
შემთხვევაში ყველა შენი სხეული ერთმანეთს გაამყარებს, გააჯანმრთელებს, საღმრთო
ენერგიას ღმერთის თანაშემოქმედებაში დახარჯავს და ბედნიერებაში გამყოფებს, ხოლო
შენი ინდივიდუალობა უკვდავ ადგილს მოიპოვებს სიცოცხლის ხეში და ევოლუციას
უფრო მაღალ საფეხურზე გააგრძელებს! ასევე უნდა იყოს მოწყობილი სახელმწიფო,
რადგან „როგორც ზევით ისე ქვევითაა და როგორც ქვევით, ისე ზევითაა“.

- რა მაღალი თამასაა... - ამოვიოხრე მე, რადგან საკუთარ თავს რომ ჩავუკვირდი მივხვდი,
რომ მე ხან ემოციურად ვიფიტები, ხან გონებრივად და ხან ფიზიკურად, ხოლო
წონასწორობის და ჰარმონიის შენარჩუნება სულ არ მეადვილება...

ომრაამ მიქაელ აივანხოვი მიქაელზე

„ათასწლეულების მანძილზე მავნე არსებები აფრქვევდნენ სამყაროში დესტრუქციულ


ენერგიებს. დროთა განმავლობაში ეს ენერგიები გროვდებოდნენ, ძალას იკრებდნენ და
ქმნიდნენ საშინელ ეგრეგორს, რომელსაც ტრადიცია გველეშაპს უწოდებს. ამ ეგერეგორთან
ბრძოლაში მრავალმა მამაცმა არსებამ გაიღო მსხვერპლად საკუთარი თავი, მაგრამ დღემდე
ვერავინ მოახერხა მისი დამარცხება. მხოლოდ მთავარანგელოზ მიქაელს - ამ დიდებულ
მზის სულს, ამ ღვთაებრივ ძალას, ყველაზე ბრწყინვალეს ნათელ არსებათა შორის ძალუძს
ამ ეგრეგორის დამორჩილება. დადგება დრო და თავისი ლეგიონის დახმარებით ის
გააკეთებს იმას, რაზეც საუკუნეებია შეღაღადებენ ღმერთს ადამიანები. მისი ჩარევა
ნაწინასწარმეტყველებია აპოკალიპსისში და სხვა წმინდა წიგნებში. აი, რატომ უნდა
ვუკავშირდებოდეთ მიქაელს, მფარველობას ვთხოვდეთ და ვთანამშრომლობდეთ მასთან -
იმისთვის რომ მისი გამაჯვების თანამონაწილენი გავხდეთ. ღვთის შვილები, რომლებიც
ჩაიწერებიან იმათ რიცხვებში, ვინც მთავარანგელოზ მიქაელს გვერდზე დაუდგება და მის
ბრძოლაში მიიღებს მინაწილეობას, მიიღებენ ცეცხლოვან ამბორს. მხოლოდ ეს ამბორი არ
დაწვავს მათ, არამედ გაასხივოსნებს...“

სამყაროები და ღმერთები

გამეღიმა აივენხოვის წაკითხვაზე და მიქაელს მივმართე:

332
- ესე იგი სხვებიც იყვნენ, ვინც კარგად გიცნობდნენ...

მიქაელი:

- კი... - ეღიმება - და მათ სახელებში და გვარებში ჩემი სახელი შემთხვევით არაა ასახული...
მაგრამ საქმეს დავუბრუნდეთ და დრაკონის თემას უნდა შევეხოთ... ვგრძნობ, რომ არ
გინდა, რადგან ეს თემა გთრგუნავს, მაგრამ ხომ იცი რომ საჭიროა? ოღონდ იქამდე მინდა
წარსულში დაგაბრუნო... გახსოვს შენი სიზმარი, რომელშიც შენი წინა ინკარნაცია ნახე?
(იხილეთ წინა ინკარნაცია). გახსოვს ქალი, რომელიც ჭასთან იდგა და რომელმაც გითხრა
რომ შიგ უნდა ჩამხტარიყავი, გვირაბი გაგევლო და გვირაბის ბოლოს კარს რომ გააღებდი
წინა ცხოვრებას დაინახავდი? არ გიფიქრია ვინ იყო ის ქალი? და რატომ ჭა? რატომ მოგიწია
მაინც და მაინც ჭაში ჩახტომა?

მე:

- მიფიქრია, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი...

მან ჩემი გონება სლავური ღმერთების პანთეონისკენ მიმართა... ვიცი ვიზეც მეუბნებოდა,
რადგან ამ ქალღმერთზე წაკითხვისას მე თვითონაც გამახსენდა ჩემი მაშინდელი სიზმარი.

ინტერნეტიდან:

„Макошь (Мокошь, Макоша, Могущ, в некоторых источниках – Велесыня) – древнеславянская


богиня судьбы, плодородия и семейного очага (семейного счастья). В ее руках сосредоточены
нити жизней всех живых существ (в том числе и богов). Макошь также почиталась как богиня
гаданий и волшебства, покровительница священных колодцев и точек силы.

Макошь или, как ее иногда называли, Великая Ткачиха, держит в руках полотно мира, на
котором из нитей-жизней она сплетает замысловатые узоры. Макошь может в любую секунду
оборвать любую нить или изменить ход ее движения, но она никогда этого не делает.

У Макоши есть две помощницы – это богини Доля и Недоля. Когда Макошь прядет
очередной пласт мироздания, Доля и Недоля поочередно касаются разных нитей, определяя,
таким образом, судьбы людей (или отдельных временных этапов жизней этих людей) и даже
богов.“

„Эта богиня была также покровительницей священных колодцев и родников. Требы ей


приносили именно в таких источниках воды, бросая пряжу, шерсть и ткани в колодец. Идолы
этой богини стояли практически на каждом колодце.“

„Богиня Макош почиталась, как покровительница волшебства и магии. Поэтому именно ей


приписывалась власть над колодцами-переходами, так как вода в древности, считалась
второй по значимости стихией после огня. Опять же здесь прослеживается противостояние и

333
одновременная связь Сварога, как родоначальника небесного огня и Макоши, как воде,
дающей жизнь.“

ნახ. 39. მაკოში.

- ...воде, дающей жизнь... - გამეფიქრა და გამახსენდა მიქაელის სიტყვები რომ ფიზიკურ


სამყაროში ინკარნაცია წყლის სტიქიაში ჩაშვებით ხდება... წყალი სიცოცხლის
საწინდარია... колодцы-переходы... места силы... в ее руках сосредоточены нити жизней всех
живых существ... владыка кармы... славянские боги... - მიტრიალებდა თავში ასოციაციურად
გადაბმული აზრების კორიანტელი.

ინტერნეტიდან:

„Макошь не в одиночку занимается плетением судеб мира. Ей помогают две сестры — Доля
и Недоля. Макошь часто сравнивают с Норнами и Мойрами из греческого пантеона“

„Норны — в германо-скандинавской мифологии три женщины, волшебницы, наделенные


чудесным даром определять судьбы мира, людей и даже богов.“

334
„Мойры (др.-греч. Μοῖραι от μοῖρα, мойра, букв. «часть», «доля», отсюда «участь», которую
получает каждый при рождении) — в древнегреческой мифологии богини судьбы. У древних
римлян Мойрам соответствовали Парки.

„Парки (лат. Parcae) — три богини судьбы в древнеримской мифологии.“

მაკოშის მსგავსებამ სხვა კულტურის მითოსის შესაბამის ღმერთებთან, სხვა ღმერთებზე


გადაანაცვლეს ჩემი ყურადღება.

მე:

- ყველა ეს ღმერთი... გინდა სკანდინავიურ, გინდა სლავურ, გინდა ვედურ, ბერძნულ,


რომაულ, სემიტურ თუ კავკასიურ კულტურებში ერთი და იგივე ინდივიდუალობებია...
ერთი და იგივე პიროვნებები.

მაგალითად, ინდურ ვედებში:

„Кришна (санскр. कृष्ण, kṛṣṇa IAST) — одна из форм Бога в индуизме, восьмая аватара Вишну,
часто описывается как один из наиболее популярных индуистских богов. В
монотеистической традиции кришнаизма почитается как верховная и изначальная форма
Бога.“

სლავურ მითებში:

Бог Крышень — одно из имен славянского Бога. Встречаются также другие интерпретации
его имени. Крышань, Крышн – у западных славян, Кришна – в индийских Ведах (родственных
славянам и русам), Кресень или Крышень – у северных славян и жителей, населявших
нынешнюю центральную Россию. Исследователи славянской мифологии полагают, что Бог
Крышень – это сын Майи Златы и Бога Вышеня, одной из ипостаси великого триглава у
славян. Одним из самых ярких проявлений Крышеня – это его спасительные деяния на
Мидгард-Земле (Матери Земле). Славянская мифология говорит, что он постоянно вдыхал
Огнь просветленного и божественного самосознания, чтобы люди не утратили связей с
богами и Всевышним. Он наделяет людей также талантами, особыми качествами,
способностями, выживаемостью. Его неподкупная любовь к справедливой мировой Истине
позволяет также и людям сохранять порядок в своем обществе.

335
ნახ. 40. კრიშენი სლავური მითოლოგიიდან და კრიშნა ინდური მოთოლოგიიდან.

Во время явления Крышеня в мире людей стал проявляться Чернобог – он разрешил своей
жене Морене окутать всю землю льдом и снегом. Люди из-за этого потеряли божественный
дар – священный огонь, который согревал, дарил тепло и даже силу жизни всему живому.
Потепление настало, когда Крышень прилетел с неба на белом коне и сразился с Чернобогом
у берегов Ледовитого океана, а затем победил его. Такой подвиг воспевается в Книге Коляды
(II, 6).

Вышень – бог Вселенских просторов, вышних миров, одно из первостепенных воплощений


единого бога Рода. Вышень является отцом Сварога и дедом Перуна. Это один из наиболее
почитаемых славянских богов, чья стихия – это свободное творение (не творчество!), простор
для духа, души и мысли. О Великом Боге Вышене сведения мы получаем из «Велесовой
книги», «Книги Коляды», а также из индийских Вед и других источников. Основное
упоминание о Вышене как верховном славянском божестве раскрыто в «Велесовой книге».
Бог Вышень именуется по-разному в разных странах. Например, в Индии – Вишну, а в
Болгарии – Вишень.

336
Майя (санскр. र्ाया, māyā IAST, букв. «иллюзия», «видимость») — в индийской религиозно-
философской традиции особая сила (шакти), или энергия, которая одновременно скрывает
истинную природу мира и обеспечивает многообразие его проявлений. Ма́йя является
иллюзией не оттого, что она лишена бытия, а оттого что она кажется подобно "змее" в верёвке.
Как галлюцинация существует клинически, но не отражает объективной реальности. Человек
из-за своего неведения (авидья) строит в уме ложное представление о существующем мире,
такое представление о мире является майей. Человек часто пытается такое представление о
мире натянуть на реальный мир, предаётся иллюзиям, майе.

Из Славянской мифологии, «Песнь о рождении Коляды»: «…То не солнышко засияло, то не


зорюшка загорелась – это Майюшка Златогорка с молодым Дажьбогом проехали. Приезжали
они к Смородине, да ко той горе Сарачинской. Как положено Вышнем в Прави, здесь, меж
Явью и царством Нави, Златогорка должна остаться-ожидать, как наступит срок и Сварожий
круг повернется.“

В соответствии со Славяно –Арийской астрологией, пришедшей к нам из древнейших времён,


полный оборот звёздного неба происходит за 25920 лет (это так же и время оборота нашей
солнечной системы вокруг центра рукава нашей галактики в котором она находится). Наши
Предки этот небесный цикл называли «Сварожий Круг». (В астрономии это так называемый
«период прецессии». Наука называет цифру «около 26000 лет»). Этот цикл так же связан и с
колебанием земной оси по круговому эллиптическому конусу. При этом точка северного
полюса за этот период описывает эллипс. На протяжении Сварожьего Круга наше Ярило-
Солнце перемещается по небесному своду из чертога в чертог (созвездие) в противоположном
направлении от обычного годового цикла.

Даждьбог (Дажьбог) – солярный бог древних славян, покровитель летнего солнца и


плодородия. Символом Даждьбога исконно считался солнечный диск. Его цвет – золото,
говорящее о благородстве этого бога и его непоколебимой силе. Вообще у наших предков
было три основных солярных божества – Хорс, Ярила и Даждьбог. Но Хорс являлся солнцем
зимним, Ярило – весенним, а Даждьбог – летним. Даждьбог является богом второго
поколения (по другой классификации – первого). Вместе с Семарглом и Стрыем он
участвовал в Изначальной Войне, которая закончилась переделом мироздания. Даждьбог,
чьим излюбленным оружием считалось копье (изредка – лук) был одним из величайших
воинов Ирия и ни одна война не обходилась без его участия. Наши предки изображали
Даждьбога в багряно-золотистых доспехах с копьем и щитом в руках.

მე:

337
- რამდენი ინფორმაციაა და ყველაფერი ერთი და იგივეზე მეტყველებს! ერთი და იგივე
მოვლენებს აღწერს! როგორი ცხადი გახდა ჩემთვის ეს ალეგორიები!... სლავურ
მითოლოგიაში კრიშენი არის ვიშენის და მაიას (მაია ზლატოგორკას) შვილი. მაია
ინდუიზმში ფიზიკური სამყაროს ილუზორობას ნიშნავს. სხვა სიტყვებით კრიშენი ანუ
კრიშნა ვიშნუს ავატარია ფიზიკურ ანუ ილუზორულ სამყაროში... Златогорка должна
остаться-ожидать, как наступит срок и Сварожий круг повернется... ისევ 26000 წლიანი
პრეცესიის ანუ ტეტრამორფის ციკლი, რომელსაც ძველი სლავები „სვაროგის წრეს“
უწოდებდნენ! Божественный дар – священный огонь, რომელიც კრიშნას დროს დაიკარგა
ჩერნობოგის გამო, ნიშნავს ვიბრაციების დაცემას და წმინდა ცეცხლის, ანუ სწორი ცოდნის
დაკარგვას.

მიქაელი:

- შეიძლება უსასრულოდ გააგრძელო ეს პარალელები სხვადსხვა და ერთი შეხედვით


სრულიად განსხვავებული კულტურების მითოსებს შორის.

მე გამახსენდა რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიზმრებში სლავურ ღმერთებს


ვხედავ. უამრავი ინფორმაცია მოდის, მაგრამ ვერაფერი გამომაქვს იმის გარდა, რომ ეს
ყველაფერი სლავური ღმერთების პანთეონზეა.

მიქაელი:

- ქალაქი სადაც შენ ცხოვრობ, ძალიან დაბნელებულია და ართულებს სუფთად


ინფორმაციის გადმოცემას. ამას შენ თვითონაც გრძნობ. მაგრამ, შენ ყველაფერი იცი. თუ
რამეს წაიკითხავ და მსგავს ინფორმაციას წააწყდები, ეგრევე ამოიცნობ.

ხანდახან ჩემ თავს ამნეზირებულ ადამიანს ვამსგავსებ, რომელიც ისე ვერაფერს იხსენებს,
მაგრამ თუ სურათზე დაინახა ან ცხოვრებაში წააწყდა, ადამიანი იქნება ეს, თუ რაიმე
ადგილი, აუცილებლად ამოიცნობს.

მიქაელმა გამახსენა ერთი სურათი, რომელიც სიზმარში გამომიგზავნა. იქ ადამიანი იყო


გამოსახული ჩაკრების სიტემით, მაგრამ ორი ჩაკრა, რომელიც ყავისფერი ფერით იყო
გამოსახული, ქვევით, ფეხებთან იყო განლაგებული და თითქოს ადამიანს ქვედა
სამყაროსთან, თუ დედამიწის რაღაც ფენებთან აკავშირებდა. მე არა ვარ ამ თემის დიდ
ექსპერტი, მაგრამ ინდურ იოგაში ძირითადად შვიდი ჩაკრაა ხოლმე მოხსენიებული,
რომელთაგან ყველაზე დაბალი მულადჰარა, იგივე ფუძის ჩაკრა, საზარდულის არეში
მდებარეობს. თუმცა ისიც ვიცი, რომ ჩაკრების რაოდენობა რეალურად გაცილებით მეტია
და ყველასათვის ცნობილი შვიდი ჩაკრა, უბრალოდ ძირითადია მათ შორის. მაგრამ
მიქაელმა ფეხის ჩაკრებზე გააჩერა ჩემი ყურადღება და ამას რაღაც აზრი უნდა ჰქონოდა.
ინფორმაცია ფეხების ჩაკრებზე ვიპოვე სლავური ვედების მკვლევართან

338
(http://www.yahealthy.info/e/slavyanskaya-devyaterichnaya-vixrevaya-chakrovaya-
energeticheskaya-sistema-organizma-cheloveka/). ამ მკვლევარის ვინაობა და სანდოობა ეხლა
არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ის რომ მისი კვლევა ჩემს ხილვას დაემთხვა.

ნახ. 41. ჩაკრების სქემა სადაც ფეხის ჩაკრებიცაა ნაჩვენები

იგივე საიტიდან:

Вихрь Матери № – 1 (первый энергетический центр)

Расположение: Ступни ног.

Они имеют важнейшее значение в здоровье и целительстве человека! На ступни ног


выведены все внутренние органы, большое количество вихрей, в том числе и главные вихри
Матери. Что очень важно — обмен энергией с Матушкой Земля и Космосом, человек является
посредником – проводником этих энергий! Интеллект, здоровье, обмен энергий, разум и
знание, и ещё многое и многое мы обретаем благодаря тому, что дала нам природа, это наши
ступни их устройство и возможности. Об этой теме можно говорить безконечно.

339
Цвета: Эти вихри не имеет определенного цвета, но обычно они представляют себя в тонах
цвета, такие как коричневый с красноватыми оттенками, так как они непосредственно
связаны с энергией Земли.

Ключевые моменты Вихря Матери: Здоровье вихрей ног напрямую связано с нашей
способностью, не только стать обоснованным, стать внутри физического тела, но и в то же
время, здоровье ног связано с проявлением Духовного умения, быть основанием Света. И с
многомерными способностями активно взаимодействовать с миром в целом, в реальном
времени, в то же время это “точка и жертвенного Огня” для нашего Высшего Я. Возможность
быть в постоянном взаимодействии показывает интегрированную способность
гармонизировать наш Дух и тело, и это практика, чтобы развиваться в пути самосознания и
самореализации.

ვერაფრით ვერ ვიხსენებ რა დავინახე ჩაკრებთან დაკავშირებით, გარდა იმისა რაც დავწერე.
ბუნდოვნად მახსენდება რომ ჩაკრული სისტემა ისევეა სამ ნაწილად დაყოფილი, როგორც
სამყაროები...

მიქაელი:

- შენ უკვე იცი ანალოგიის და ფრაქტალების მსგავსების პრინციპი. მე არაერთხელ


შემიდარებია ადამიანი სიცოცხლის ხესთან.

მან ისევ დამაბრუნა ფიქრებით სკანდინავიურ-გერმანულ და სლავურ მითოლოგიასთან.

ინტერნეტიდან:

Всего миров в скандинавской мифологии — девять. все они, кроме древнейших Муспельхейма
и Нифлхейма были созданы богом Одином и его братьями Вили и Ве. Располагаются миры
вертикально на трех больших уровнях — по три мира в каждом:

Верхние миры — небесные:

Асгард — мира асов

Ванахейм — мир ванов

Альвхейм — мир светлых эльфов

Средние миры — земные:

340
Мидгард — мир людей

Ётунхейм — мир великанов

Муспельхейм — мир огня

Нижние миры — подземные:

Свартальвхейм — мир карликов цвергов

Хельхейм — мир смерти

Нифлхейм — мир тьмы и холода

Cвязывает их гигантское Мировое дерево — Иггдрасиль.

მიქაელი:

- გაავლე პარალელი ვედურ ასტროლოგიასთან სადაც არსებობს შვიდი მთავარი პლანეტა


და ორი დამატებითი, მე-8 და მე-9 „ციური სხეული“ - რახუ და კეტუ, რომლებსაც
ნეგატიური დატვირთვა აქვთ. ასევე მიაქციე ყურადღება, რომ სამყაროს ხის ფესვებთან
გველეშაპია! იგივე დრაკონი. მაგრამ ამას მერე დავუბრუნდებით. 9 სამყარო, ეს ის
სამყაროებია, რომლებსაც მე ჰორიზონტალურ სამყაროებს ვეძახი, რადგან მათი
რეალობების სიხშირეებში შედარებით მცირედ განსხვავდებიან ჰორიზონტალურად
განლაგებულ სამყაროებთან შედარებით, თუმცა სიხშირეთა შკალის მიხედვით მათი
დალაგებაც შეიძლება ვერტიკალურად, ანუ როგორც ზემოთქმულ ინტერნეტ-სტატიაშია
ნახსენები. ეს 9 სამყარო ერთ დიაპაზონს, ერთ შრეს, ერთ სისტემას ეკუთვნიან, რომელსაც
ვედებში მანდალა ეწოდება და ესეც ფრაქტალური გეომეტრიული სტრუქტურაა
აღმოცენებული ამ მაკროკოსმის ამ ევოლუციური ციკლის ვიბრაციულ დიაპაზონში...

- „ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაიარო...“ ისევ გამახსენდა მე ზღაპრებიდან წამოსული


ცნობილი გამონათქვამი...

მიქაელი:

- ამ 9 სამყაროში ინკარნაციები შენთვის უკვე გასაგები წყლის სტიქიაში ჩაშვებითა და მიწის


სტიქიაზე გამოსვლით მიმდინარეობს. ამიტომ ჰქვია სიმბოლურად რომ ეს სამყაროები
ცხრა ზღვით და ცხრა მთითაა ერთმანეთისგან დაშორებული... მაშინ როცა ზედა ანუ
ზეციურ სამყაროებში გადანაცვლებისთვის ჰაერის და ცეცხლის სტიქიას მიუყვები...
ამიტომაა რომ ქვეცნობიერად თქვენ ანგელოზებს ფრთიან და ცეცხლოვან არსებებად
წარმოიდგენთ. ქვედა სამყაროში მოხვედრა ცეცხლის და მიწის სტიქიების გავლით ხდება...
ეს ინკარნაციების შემთხვევაში, მაგრამ თუ სულიერი სხეულით ცხრა სამყაროში გინდა

341
იმოგზაურო, ამისთვის ნატიფი სხივების ხიდს უნდა გაჰყვე, რომელსაც სკანდინავები
ცისარტყელისებრი ხიდს ეძახდნენ...

მე ჩემი სიზმარი გამახსენდა, სადაც მიქაელმა „სხვა სამყაროში“ გადამიყვანა ჩრდილოეთის


ციალის მაგვარი სინათლის სვეტით (იხ. „სხვა სამყარო“).

- ის „სხვა სამყარო“, რომელიც სიზმარში მაჩვენე, რომელი იყო 9 სამყაროთა შორის? -


ვკითხე მე.

- ის მთლად სიზმარი არ იყო, რადგან მე სულიერი სხეულით მართლა გადაგიყვანე ერთ-


ერთ რეალობაში...

ის სამყარო აღწერებით რატომღაც ვანაჰეიმს მივამსგავსე, მაგრამ ჩემმა ფიქრებმა სხვაგან


წამიყვანეს და ისევ მომინდა იგივე კითხვის დასმა, რომელზეც ვერასდროს ვიღებდი
პასუხს:

- მიქაელ... შენ რომელ სამყაროს ეკუთვნი ამ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ


სამყაროებში? - მაგრამ პასუხი ისევ ვერ მივიღე და მან მხოლოდ გაწყვეტილი თემა
გააგრძელა:

- მოდი თემას დავუბრუნდეთ. 9 ჰორიზონტალური სამყაროდან 7 მათგანი ძირითადია და


2 დამატებითი, ისევე როგორც 9 ჩკრიან სისტემაში 2 ჩაკრაა 7 ძირითადის დამატება. 9
სამყაროც ისევე როგორც ვერტიკალური სამყაროები ფორმალურად სამ ნაწილად იყოფა:
ქვედა, შუა და ზედა სამყაროები ანუ წინა, შუა და უკანა. იგივე წინასკნელი, შუასკნელი და
უკანასკნელი, ხოლო ჰორიზონტალური სამყაროები: ქვესკნელი, სკნელი და ზესკნელი. ეს
სამობრივი დაყოფა პლანეტარული არსებების იერარქიაშიც ვლინდება და შესაბამისად
სიცოცხლის ხის სტრუქტურაში. შენ სიზმარში (იხილეთ „სიბრძნის მცველი“) სამი გველი
კვერთხის გარშემო, რომელიც სამი ტიპის ცოდნას განასახიერებდა, სწორედ ამ სამი
სამყაროს ცოდნას გულისხმობს. გახსოვს ჰერმეს ტრისმეგისტის სიტყვები: „Поэтому я
зовусь Гермес ТРИЖДЫ великий, обладающий ТРЕМЯ ЧАСТЯМИ знания обо всем мире“?
მე ციკლური პრინციპით გასწავლი. ინფორმაცია ზედა, შუა და ქვედა სამყაროებზე ერთი
მეორეს მიყოლებით უბრუნდება თემას და ყოველ დაბრუნებაზე მეტად და მეტად
ვუღრმავდებით საკითხს. ეხლა გაიხსენე, შენ სიზმარში წინა ცხოვრებასთან დაკავშირებით,
როდესაც ჭასთან მდგომი ქალი დაინახე, იგივე მაკოში, რა იგრძენი? რა ენერგია მოდიოდა
მისგან?

მე:

- ძალა... მაგიური ძალა. ეს არ იყო ის ღვთაებრივი მადლი, რომელიც ასე უხვად გადმოდის
იესოს სულიდან ან კრისტალურად გამჭვირვალე სიწმინდე, რომელსაც მარიამი ასხივებს.
ეს მაგიური ძალა იყო.

მიქაელი:

- არსებობენ არსებები, რომლებიც არც ღვთაებრივ და არც დემონურ კატეგორიას არ


მიეკუთვნებიან. ისინი, ერთგვარად შუა და ქვედა იერარქიულ შტოებს განეკუთვნებიან და

342
გარკვეულ ძალებს ფლობენ. არსებობენ განდგომილებიც, მაგრამ ძირითადად
„შუალედური არსებები“ მათზე ზემდგომი რანგის ღვთაებრივი იერარქებით არიან
მართულნი. მაგალითად, არსებობენ ბუნების სულები. ისინი არც ცუდები არიან და არც
კარგები (თქვენი გაგებით). მათ ბუნების გარკვეული გამოვლინებების და მოვლენების
მართვა ეკისრებათ ნატიფი სფეროებიდან. მათ ენერგეტიკულ ველში არ არის უმაღლესი
ღვთაებრივი ენერგიები, მაგრამ ისინი ქტონურ (დემონურ) არსებებს მაინც არ
მიეკუთვნებიან. ისინი სიცოცხლის ხის, ესე ვთქვათ შუა/ნატიფმატერიალურ შტოს
წარმოადგენენ. მათთან კონტაქტზე გასვლის შემთხვევაში, მათ შეიძლება როგორც ავნონ,
ასევე დაეხმარონ ადამიანს. მათთან შეხვედრისას არ არის გამყინავი სიბნელის შეგრძნება.
უბრალოდ მათგან მომავალ მაგიურ ძალას გრძნობ. ეს არსებები დედამიწის ნატიფ
ველებში უსხეულოდ არსებობენ. ექსტრასენსების და ენერგომკურნალების უმრავლესობა,
სწორედ მათთანაა კავშირში. ახლა კი მინდა ერთ ძველ სიზმართან დაგაბრუნო, რომლის
ჩაწერა ისევ დაგავიწყდა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი იყო.

ნახ. 42. სიცოცხლის (ანუ სამყაროების) ხე იგდრასილი სკანდინავიური მითოლოგიიდან.

343
მე მივხვდი რომელ სიზმარზე მეუბნებოდა. ეს სიზმარი სადღაც 2012-ში დამესიზმრა.
მახსოვს ძილის წინ ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ მიენიშნებინა, ან აეხსნა
ჩემთვის რა არის სულიწმინდა, რადგან მისი, როგორც ღმერთის იპოსტასის გამოვლინება
გაუგებარი იყო ჩემთვის. იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე.

დაძინებისთანავე ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ ჩამავლო ხელი და სადღაც გამაფრინა.


ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ ამ არსებამ ელვის სიწრაფით გადამანაცვლა რაღაც
სრულიად უკაცრიელ, ცარიელ და სრულებით მკვდარ პლანეტაზე, რომელიც ძალიან
ჰგავდა მთვარეს და შესაძლოა მთვარე იყო. ამ პლანეტაზე სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა.
არც ატმოსფერო, არც მცენარეები, არც ცხოველები, არავინ! მხოლოდ მე და შავი კოსმოსი
ჩემ თავზე. მახსოვს საშინელი გრძნობა დამეუფლა, თითქმის პანიკური შიში. რატომღაც
განცდა გამიჩნდა რომ დრო გაჩერდა და აწი ამ მკვდარ, უსახურ ადგილას მარადიულად
უნდა ვარსებობდე ყველასგან და ყველაფრისგან გარიყული და დავიწყებული. ჩემი ოჯახის
წევრებს ვეძახდი, ჩემს ქმარს ვეძახდი, მაგრამ მივხვდი, რომ აქედან ხმას ვეღარავის
მივაწვდენდი და ვერავინ მიშველიდა. ეს იყო სრული მარტოობის, მივიწყების და
უიმედობის ჯოჯოხეთი, ადგილი სადაც ღმერთი არ არსებობდა!... ხო, მაშინ მივხვდი, რომ
ჯოჯოხეთი არის ადგილი სადაც ღმერთი არ არის. მაშინ ისე მომინდა უკან დედამიწაზე
დაბრუნება... როგორ ვინანე, რომ არ ვაფასებდი ჩემი ცხოვრების თითოეულ დღეს და
ხშირად დაუმსახურებლად ვწუწუნებდი და მოვთქვავდი, როცა ამ ადგილას ცხოვრების
ამხელა ბედნიერება მქონდა! თითქოს შორიდან დავინახე კიდეც, როგორ იყო შებურული
ჩვენი პატარა პლანეტა, ჩვენი მშობლიური სახლი ცოცხალი ძალით რომელშიც უამრავი
არსება ბორგავდა, ირეოდა, სუნთქავდა, წუხდა, უხაროდა, ცხოვრობდა... ეს
მაცოცხლებელი ძალა, თავისი ცხოველებით, მცენარეებით, მწერებით, ქვეწარმავლებით,
კარგი თუ ცუდი ადამიანებით იყო ის რაც ამ მკვდარი ადგილისგან ასხვავებდა ჩვენს
დედამიწას. ეს სიცოცხლის ძალა იყო ის ღმერთი, რომელიც იქ, აწი ჩემთვის მიუწვდომელ
დედამიწაზე იყო და აქ, მარტოსულობის ჯოჯოხეთში, არა!

- სული წმინდა... იგივე სულის იპოსტასი... - შემისწორა მიქაელმა, - მე მინდოდა რომ


მისგან მოწყვეტით გეგრძნო რას წარმოადგეს ის, ვისშიც სულ არსებობთ, ვისშიც
ცხოვრობთ და ვისით სუნთქავთ. ეს ის „სულის“ იპოსტასია, რომელიც მატერიას
აცოცხლებს და განაღმრთობს... თქვენ სულ მასთან ხართ და ამ სიახლოვის გამო ვერ
გრძნობთ მის არსებობას... ის გასაზრდოვებთ, ის ამოძრავებს თქვენს სულიერ ძალებს...

- როდესაც ამ ჯოჯოხეთურ ადგილას ვიყავი, მახსოვს ვინატრე, რომ ჩემ გვერდით ვინმე
ადამიანი ყოფილიყო. სულ ერთია ვინ... თუნდაც ყველაზე ცუდი, უვარგისი
ბოროტმოქმედი, რადგან მისი სახით ღმერთის ნაპერწკალი გაანათებდა ჩემ არსებობას.
ყველაზე საშინელი ის იყო, რომ სრული განცდა მქონდა, რომ აწი ვეღარაფერს შევცვლიდი
და ამ მდგომარეობაში მარადისობა უნდა გამეტარებინა... ყველაზე მტანჯველი სწორედ ეს
უიმედო მარადისობა იყო!...

- არ ფიქრობ, რატომ აღმოჩნდა შენი ჯოჯოხეთი ადგილი, სადაც სრული მარტოობაა? არა
რაიმე ტანჯვა, წვალება, არამედ სრული მარტოობა, სადაც შენმა სულმა ასე მძაფრად

344
მოინდომა ადამიანებთან ყოფნა, თუნდაც ყველაზე ცუდ მათგანთან?... არ ფიქრობ, რატომ
არის რომ შენ მიერ შექმნილ სამოთხეშიც, საკურის ხით, ხორბლის ყანებით და ულამაზესი
პეიზაჟებით, ადამიანები არ არიან? არც იქ არ არიან... რატომ?

ამ კითხვაზე არ მინდოდა პასუხის გაცემა, თუმცა მან ის ისედაც იცოდა.

მიქაელი:

- შენ თვლი, რომ ადამიანები ყველაფერს აფუჭებენ და რომ ის ლამაზი ბუნებაც შეილახება
მათ ხელში. შენ მათი იმედი დაკარგე, იმედები გაგიცრუვდა და ქვეცნობიერად მათგან
დისტანცირებას ახდენ. შენი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მარტოობაა. ხომ ხვდები, რომ ეს
შენი დიდი შინაგანი პრობლემაა?.. ადამიანები უნდა მიიღო ისეთებად, როგორებიც არიან.
ამისთვის მათ სხვა თვალით უნდა შეხედო. იპოვე ეს „მხედველობის კუთხე“.
არასრულყოფილება უნდა აპატიო, მათაც და საკუთარ თავსაც... ხომ იცი, რასაც მოგთხოვ?
(გაეღიმა) შენ იდეალურ სამყაროში ადამიანები უნდა გაჩნდნენ. შექმენი მენტალური
კონსტრუქციები იდეალური ადამიანების საზოგადოებით. იცოდე, რომ ეს შენი
დავალებაა...

- იდეალური ბუნება შემიძლია წარმოვიდგინო, მაგრამ არა იდეალური ადამიანები... -


გამეღიმა მე.

- როგორი უტოპიურიც არ უნდა იყოს, უნდა წარმოიდგიონო. შენ მიერ შექმნილი


მენტალური კონსტრუქციები (სამყაროების შექმნის დონეზე) რათქმაუნდა ფიზიკურად არ
რეალიზდება. ის ნატიფ დონეზე დარჩება და შენთვის ეს მხოლოდ ვარჯიშია, მაგრამ ხომ
იცი, რომ ახალ განვითარების ეტაპზე, გახსნილი სულიერი თვალის ადამიანებმა,
რომლებსაც ძლიერი მენტალური ძალა მიეცემათ, უნდა ისწავლონ მენტალური
კონსტრუქციების დალექვა ფიზიკურ განზომილებაში და ეს კონსტრუქციები
სრულყოფილი უნდა იყოს. მინდა გაიგო, რომ შემოქმედებით ადამიანებზე ძალიან დიდი
პასუხისმგებლობაა. იმისთვის რომ გარემო უკეთესობისკენ შეცვალოთ ეს „უკეთესობა“
ჯერ იდეის დონეზე თქვენ მენტალში უნდა გაჩნდეს ლამაზი იდეების, წარმოდგენებისა და
ხატების სახით. ადამიანები ხშირად ხატავენ, თხზავენ და იგონებენ მახინჯ რეალობებს,
იმის გამო რომ მიაჩნიათ რომ ასეთია ცხოვრება და მათი მიზანია ცხოვრების რეალობის
ასახვა. მე კი მინდა მოგწყვიტოთ რეალობისგან. შექმენით მშვენიერი, თუნდაც ის არ
ასახავდეს თქვენს ამჟამინდელ ყოფას. მახინჯი რეალობის ასახვა, მხოლოდ ამ სიმახინჯის
შენარჩუნებას და მანკიერ წრეში ბრუნვას განაპირობებს! დაუსახეთ თქვენ თავს მაღალი
თამასა! ნუ შეგეშინდებათ თქვენი იდეების უტოპიურობის და იდეალურობის, რადგან
მხოლოდ მაღალს შეუძლია დაბალი წამოწიოს! მხოლოდ მშვენიერს შეუძლია სიმახინჯე
დაძლიოს. თქვენს იდეალისტურ ხატებს რეალობაც წამოყვება და ისიც წამოიწევს! მუსიკას
თუ შექმნით, დაე იყოს ის მშვენიერი! ნახატს თუ დახატავთ, იყოს მშვენიერი! ფილმს თუ
გადაიღებთ იყოს მშვენიერი! იყოს თქვენ მიერ ასახული ბუნება უფრო ლამაზი, ვიდრე
თქვენ გარშემოა, ადამიანები უფრო კეთილშობილები, ხოლო საზოგადოება უფრო
სრულყოფილი და ყოველ ჯერზე როცა რამეს შექმნით, საკუთარ თავს კითხვა დაუსვით
შეესაბამება თუ არა თქვენი შემოქმედება მშვენიერს? ნუ შეზღუდავთ ფანტაზიას!

345
დაუშვით, რომ ყველაფერი შესაძლებელია! მოწყვიტეთ თქვენი გონება ამწამიერ რეალობას!
წარმოიდგინეთ წარმოუდგენელი! შექმენით!

2018 წელი. 30 ნოემბერი. კონტროლირებადი სიზმარი

ვგრძნობ რომ სიზმარსა და სიფხიზლეს შორის ვარ, მაგრამ გონება უფრო სიზმრისკენ
იხრება, რადგან ვიზუალიზაცია ძალიან მძაფრდება.

- ეს კონტროლირებადი სიზმარია, - მემის მიქაელის ხმა, - აქ ყველაფერი შეგიძლია


გააკეთო, რასაც მოისურვებ.

მე თითქოს რაღაც შენობაში ვარ, რომელიც ძალიან ჰგავს ჩვენი ძველი ბოტანიკის
ინსტიტუტს. ვერანდაზე გამოვდივარ, რომელსაც მოაჯირები არა აქვს. ვერანდიდან
ქვემოთ, ხევში ვიყურები და პირველი აზრი, რომელიც თავში მომდის არის ის რომ ამ
უფსკრულთან სიფრთხილე მმართებს.

- გადააბიჯე, -მესმის მიქაელის ხმა, - ნუ გეშინია, ჩემზე იფიქრე და გადააბიჯე. აქ


ყველაფერი შესაძლებელია.

მე მასზე გავიფიქრე და გულში მის მიმართ უმალ გაება მოსიყვარულე თბილი გრძნობა,
რომელსაც დიდი ნდობაც ახლდა თან.

ვერანდიდან ნაბიჯი გადავდგი სურვილით რომ ჰაერში გავჩერებულიყავი. ასეც მოხდა და


ჰაერში დავეკიდე. ცოტა ხანი ასე უაზროდ ვეკიდე ქანავ-ქანაობით და ქვევით, უფსკრულში
ჩაკიდულ მცენარეებს და ხე-ბუჩქებს ვათვალიერებდი. მერე მომბეზრდა და აფრენა
გადავწყვიტე. ჩემი სხეული ფიქრებს მაშინვე დაემორჩილა და ძალიან დიდი სიჩქარით
დავიწყე მაღლა მოძრაობა. ძალიან მალე ღრუბლების ზემოთ აღვმოჩნდი და გამახსენდა
რომ ბავშვობაში თვითმფრინავით ფრენისას სულ წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორგ
დავრბოდი ამ ბამბასავით ფაფუკ ღრუბლებზე, რომლებიც ხან მთებს ჰგავდნენ, ხან თხელი
ბურუსის ზღვიდან თავამოყოფილ კუნძულებს. რა არაჩვეულებრივი გრძნობაა, რომ ეს
ბავშვობის ოცნება შემიძლია ავისრულო და ღრუბლებზე ვირბინო!.. მაგრამ მე კიდევ მაღლა
მომინდა აფრენა და გზა გავაგრძელე... მიქაელთან მინდოდა მოხვედრა. ეს აზრი
მამოძრავებდა, თუმცა არც ის ვიცოდი საით უნდა ამეღო გეზი, სად არის მისი
ადგილსამყოფელი ან თუ არის საერთოდ იქ, რასაც ჩვენ კოსმოსს ვეძახით? მერე საკუთარ
თავს დავხედე და დავინახე რომ ღამის პერანგი მეცვა. ასე, ღამის პერანგით ხომ არ
დავლაშქრავდი კოსმოსის სივრცეებს და გავიფიქრე თუ არა, ტანსაცმელი ეგრევე
გამომეცვალა. ჩემდა გასაკვირვად რაღაც გაუგებარი ცისფერი, საზღვაო სტილის კაბა მეცვა.
ჩემ თავზე გავბრაზდი. რომელი ერთი ქვეცნობიერი კუნჭულიდან ამოძვრა ეს გაუგებრობა
ტანსაცმელი? როდის იყო მე საერთოდ კაბებს ვიცვავდი?

მიქაელის ღიმილი ვიგრძენი.

346
-ხომ ხედავ როგორი მნიშვნელოვანია აზრის კონცენტრაცია, რომ სასურველი შედეგი
მიიღო? თქვენი ქვეცნობიერი ხანდახან მოულოდნელ სიურპრიზებს გიწყობთ. ფიქრის
დამორჩილება უნდა ისწავლო.

კოსმოსში გასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ სიზმარ-სიფხიზლის მყიფე ზღვარი ისევე


მოულოდნელად დაინგრა, როგორც შეიქმნა და გამოვფხიზლდი.

არ ვიცი მიქაელი ჩემგან რას ელოდა, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან
არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო.

-შემდეგ ჯერზე... თუ იქნება შემდეგი ჯერი, მზეზე გავფრინდები. ძალიან მაინტერესებს


მზე ახლოდან როგორია. იმედია იკაროსივით არ დამეფერფლება ფრთები... - გავიფიქრე
და ფიქრებში მიქაელს ჩავეხუტე.

2018 წელი. 6 დეკემბერი. სიკვდილისშემდგომი მდგომარეობა და „დრაკონის“


ეგრეგორი

მიქაელი:

- ნუ გამოტოვებ ხოლმე იმ თემას, რომელზეც ინფორმაციას გიგზავნი. ვიცი დემონურ


სამყაროებზე და მათ არსებებზე მოსმენა არ გსიამოვნებს, მაგრამ ციკლური სწავლების
პრინციპს, ისევე როგორც ყველა ციკლურ ფრაქტალს ახასიათებს „გაზაფხული, ზაფხული,
შემოდგომა, ზამთარი“, იგივე „სატია, ტრეტა, დვაპარა, კალი“, იგივე „დილა, დღე, საღამო,
ღამე“ (დააკვირდი, რომ დნმ-ის სპირალიც კი ოთხი ნუკლეოტიდისგან შედგება და ესეც არ
არის შემთვხვევითი), ანუ „ჩასვლა-ამოსვლის“ ტალღური პრინციპი. ამიტომ ზედა და
ქვედა სამყაროების თემის მონაცვლეობა ციკლური სწავლების ნაწილია. თუ ქვედა
სამყაროებზე ინფორმაციას გამოტოვებ, ცოდნას სრულად ვერ გადმოგცემ, რადგან ციკლის
შემდეგ, უფრო გაშლილ ხვეულზე ვერ გადავალთ. გარდა ამისა, მე ყოველი
ინფორმაციული „პერიოდისთვის“ შესაბამის ვიბრაციულ ფონს ვქმნი. ნუ დამაკარგვინებ ამ
ძალისხმევას...

მე ყურადღების მოკრებას ვცდილობ, რომ გავიხსენო ყველაფერი რაც ერთი კვირის თუ


მეტი ხნის წინ გამომიგზავნა. შევეცდები აღვიდგინო...

მე:

- ადამიანების სიკვდილისშემდგომ გამოცდილებას ეხება... თვალი გადავავლე სხვადსხვა


ინფორმაციას ამ თემაზე, ინტერნეტში მოვუსმინე სხვადსხვა ადამიანების კლინიკური
სიკვდილის დროს განცდილ ხილვებს, ცნობილი ექიმი მოუდის წიგნიც მაქვს როდესღაც

347
წაკითხული და მისი ინტევიუც ვნახე. მართალი რომ გითხრა, ცოტა დამაბნია ამ
ისტორიების სხვადასხვაობამ, მაგრამ ამავე დროს მსგავსებებიც დავინახე... თითქოს ამ
ადამიანების გამოცდილება სუბიექტურიცაა და ამავდროულად არის მათში რაღაც
არქეტიპული მსგავსებები...

მიქაელი:

- სწორედ ეს განსხვავება და მსგავსება მინდა რომ გააანალიზო... გაიხსენე, რამ დაგაფიქრა


მაშინ ყველაზე მეტად?...

- ყველაზე მეტად დამაფიქრა იმან, რომ სიკვდილისშემდგომი გამოცდილების ზოგ


ისტორიაში შეიძლებოდა თვითმკვლელი ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვედრილიყო და
ზოგში ასევე თვითმკვლელს ღმერთი ან ანგელოზები ეგებებოდნენ. ერთი და იგივე ტიპის
აბორტის გაკეთების დროს კლინიკურად მკვდარი ერთი ქალბატონი შეიძლებოდა ღმერთს
შეხვედროდა, ხოლო მეორე ცეცხლოვან გეენაში ჩავარდნილიყო. ადამიანების მონაყოლები
რომ დააჯამო, თვითონ ჯოჯოხეთური რეალობებიც ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
თუმცა ერთი მსგავსება მაინც იყო - ეს არის ადგილი სადაც ღმერთი არ არის; არის
„რეალობის“ გამძაფრებული აღქმა; არის მარადიულობის და გარდაუვალობის შეგრძნება;
არის ცეცხლი, ჰაერის ნაკლებობა და არ არის წყალი (ანუ მიწის და ცეცხლის სტიქია
დომინირებს); ქვევით ვარდნის შეგრძნებაა; სიბნელე, სიმხურვალე და მიწისქვეშეთში
მოხვედრა. საერთო ასევე ის არის, რომ ყველა ეს ადამიანი რათქმაუნდა უკან სხეულში
დაბრუნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვერ აღწერდნენ. უმრავლესობა აღწერს
გვირაბში გასვლას, რომლის ბოლოს მათ ღვთაებრივი შუქი ეგებება, თუმცა არც
ყოველთვის მასეა. ზოგი სული თითქოს რაღაც რიგში დგება, ზოგს ანგელოზები ხვდებიან,
ზოგს ღვთაებები, ზოგს გარდაცვლილი ახლობლები, ზოგს კი თვითონ იესო... ზოგი
პირდაპირ ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ვარდება... ზოგი უშუალოდ სამოთხისეულ
განზომილებაში ხვდება, ლამაზ ბუნებაში, ახლობლებში და ღვთაებრივი არსებების
საზოგადოებაში. ზოგის სული დიდხანს დაფრინავს პალატაში და ექიმების ქმედებებს
აკვირდება, ზოგი კი პირდაპირ გვირაბში ან სხვა განზომილებაში ინაცვლებს... ყოველი
მათგანი, ვინც კლინიკური სიკვდილის გამოცდილება გამოარა, დარწმუნებულია თავისი
შეგრძნებების აბსოლუტურ რეალობაში და სიმართლეში... მე თვითონაც მახსოვს ის
მთვარესავით ადგილი, რომელიც სიზმარში ჯოჯოხეთად აღვიქვი და მახსოვს ეს
გამძაფრებული რეალობისა და მარადიულობის განცდა. მაგრამ რატომაა ყველა ეს
ისტორია ასეთი განსხვავებული? რა ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ?
განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ერთი მონაზვნის ისტორიამ. კლინიკური
სიკვდილის დროს ის ჯერ „ჯოჯოხეთში“ მოხვდა, ხოლო შემდეგ მას „სამოთხე“ აჩვენეს.
მისი ხილვა ძალიან ჰგავდა კლასიკური ჯოჯოხეთის სურათს, სადაც ცეცხლოვან, უჰაერო,
უწყლო მიწისქვეშეთში ადამიანებს დემონები ტანჯავდნენ ენით აღუწერელი წამებით.
მისი აღწერით მათ ფიზიკურად გლეჯდნენ, წვავდნენ და აწამებდნენ, რის მერე ფიზიკური
სხეული ისევ მთლიანდებოდა და ისინი ამ წამებას ისევ და ისევ გადიოდნენ და ასე
დაუსრულებლად. მისი აღწერით ეს წამება ისეთივე რეალური განსაცდელია, როგორც
ფიზიკურ სამყაროში, ოღონდ თუ ფიზიკურ სამყაროში ადამიანი ასეთი მოპყრობისგან
კვდება, იქ ეს შეუძლებელია! საცოდავი სული განწირულია უსასრულო ტანჯვისთვის!

348
მერე ამ ქალბატონს სამოთხისეული განზომილება აჩვენეს, სადაც ყველა საოცარ
ნეტარებაში, სიხარულში და ბედნიერებაში იმყოფება. უკან სხეულში დაბრუნების შემდეგ
ეს ქალბატონი მონაზვნად აღიკვეცა, რადგან ჯოჯოხეთის შიში მასში ყველაფერ
დანარჩენზე ძლიერი იყო. მე მხოლოდ მისი სიტყვები აღმებეჭდა თავში: „არც ერთი,
ყველაზე ცოდვილი ადამიანიც კი, არ იმსახურებს იმ წამებას, რაც ჯოჯოხეთში ხდება და
არც ერთი, ყველაზე წმინდა ადამიანი დედამიწაზე არ იმსახურებს იმ ნეტარებას, რაც
სამოთხეში ხვდებათ“! აი, ეს სიტყვებია, რის გამოც ვერ ვწერდი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ
ესაა რაც არ მესმის. ესაა ჩემთვის ყველაზე გაუგებარი და ეს შეუსაბამო „დასჯა“ და
შეუსაბამო „დაჯილდოვებაა“ ის, რაც ამ ისტორიებში დავინახე და რაც არ მესმის, რადგან
ჩემი აღქმით სამყაროში ყველაფერი რაციონალური და კანონზომიერი უნდა იყოს.
ყველაფერი წონასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. რამდენიც შესცოდე იმდენი
უნდა იზღო, არც მეტი და არც ნაკლები! საიდან ეს სადისტური მარადიული ჯოჯოხეთები?
ამ ადამიანების მონაყოლის გულწრფელობაში მე ეჭვი არ შემპარვია, რადგან ჩანს მათი
დარწმუნებულობა საკუთარ სიმართლეში... ამიტომ... მინდოდა უბრალოდ გადამედო ეს
საკითხი, სანამ მეტ ცოდნას შევიძენდი და ამ აბსურდის დასაბუთებას შევძლებდი... ამავე
დროს, მოუდის წიგნებში 2000-მდე სიკვდილისშემდგომი გამოცდილებაა შეჯამებული და
გამოკვლეული გაცილებით უკეთეს დონეზე ვიდრე რაც მე მოვასწარი და მის მიერ
გამოკითხულთა შორის დიდ უმრავლესობას, მათაც კი, ვინც ჩვენი, ქრისტიანული გაგებით
„ცოდვილებად“ იწოდებიან, ღვთაებრივ, ყოვლისმპატიებელ სულთან შეხვედრის
გამოცდილება ქონდათ! ჯოჯოხეთურ რეალობებში მოხვედრა როგორც ჩანს, მაინც უფრო
იშვიათია, თუმცა ჩემთვის დამაბნეველი იყო ის ფაქტიც, რომ იმ ისტორიებში, სადაც
ადამიანები ჯოჯოხეთურ რეალობებში ხვდებოიდნენ, ეს ადამიანები არც სერიული
მკვლელები იყვნენ, არც მძიმე ბოროტმოქმედები. ჩვეულებრივი, საშუალო სტანდარტული
ადამიანები იყვნენ! თუ სიმართლე ასეთია, რომ ამ ცხოვრების შემდეგ საშუალო
სტატისტიკური ადამიანი ჯოჯოხეთში ხვდება მარადიული სადისტური წამებისთვის,
მაშინ, ჩვენი ფიზიკური სამყარო შეიძლება შეადარო უხარისხო ქარხანას, რომელიც 90%
პროდუქციას გაფუჭებულს და დაბრაკულს აწარმოებს. და სულ ერთია როდის და ვისი
ბრალით მოხდა შეცდომა ამ „ქარხნის“ ტექნოლოგიურ ხაზში... მაშინ, ეს ფიზიკური
სამყარო ჯობია რომ არ არსებობდეს! ის შეუსაბამოა და არასამართლიანი!

ჩემ სიტყვებში (ფიქრებში) გაბრაზება და იმედგაცრუება იგრძნობოდა, რაზეც მიქაელს


მხოლოდ გაეღიმა...

მიქაელი:

- აი, მივადექით ე. წ. „გველეშაპის“ ეგრეგორს (იხ. ნახ. 24 და ნახ. 42) ! ეს ძალიან


სერიოზული თემაა და არ არის ის საკითხი, რომელზეც ადამიანებმა თვალი უნდა
დახუჭოთ ან სირაქლემის პოზიცია აირჩიოთ. უნდა მიხვდეთ, რომ ის რაც ფიზიკურ
განზომილებაში ხდება მხოლოდ აისბერგის ხილული მწვერვალია, იმასთან შედარებით
რაც მერე, ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ხდება! აქ საქმე გვაქვს ნატიფ
სამყაროსთან და რამდენიმე საბაზისო საკითხი უნდა გავშალოთ, იმისთვის რომ ეს თემა
კარგად გაიგო...

349
ნახ. 43. მთავარანგელოზი მიქაელი ამარცხებს გველეშაპს.

პირველი, რაც მინდა რომ გაიხსენო არის ის, რომ ადამიანს დაბადებიდან მოყოლებული,
სიცოცხლის შესანარჩუნებლად ეძლევა ე. წ. პრენატალური და პოსტნატალური ენერგიები.
(ეს უხეში დაყოფაა, რადგან ადამიანის მასაზრდოვებელი ენერგიები წესით უფრო ვრცლად
უნდა კლასიფიცირდეს.) პრენატალური, არის დედის ჭიპლარით გადმოცემული
სასიცოცხლო ენერგია, რომელიც კარმული პროექტითაა განსაზღვრული და გარკვეული
რაოდენობის წლებზე, უფრო სწორედ ფიზიკურ ციკლებზე, უფრო დაზუსტებით კი გულის
ცემების რაოდენობაზეა გათვლილი, რადგანაც ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო
ციკლის „მზე“ არის გული. (თითოეული გულისცემა (გულის შეკუმშვა) მიკრო
სასიცოცხლო ციკლია, რომელიც ასევე 4 მონაცვლეობითი ფაზისგან შედგება.) ამ
განსაზღვრული რაოდენობა გულისცემების შესრულებისას, როგორი ჯანმრთელიც არ
უნდა იყოს ადამიანი და როგორ ჯანმრთელ ადგილასაც არ უნდა ცხოვრობდეს, მისი
სიცოცხლე წყდება. გულისცემათა ეს რაოდენობა ოპტიმალურია „სასიცოცხლო მისიის“
შესასრულებლად. როგორც წესი ერთეულები მილიონებს შორის ასრულებენ თავიანთ
დაგეგმილ გულისცემათა რაოდენობას. უმრავლეს შემთხვევაში არასწორი ქმედებები,
მავნე ჩვევები, დაზიანებული გარეგანი და შინაგანი მდგომარეობა ამოკლებს ადამიანის
სიცოცხლეს.

350
მეორე, რაც შეეხება პოსტნატალურ ენერგიებს, ეს ის არის, რაც ადამიანს დამატებითი,
აუცილებელი ძალებით ასაზრდოვებს. ეს სტიქიათა და პრანული ენერგიებია. მათი
ნაკლებობა ასევე ამცირებს სიცოცხლეს.

მესამე, შენ უკვე იცი, რომ სულიერი და ნატიფი სხეულები პირველადია და უხეში
ფიზიკური სხეული მეორადი. თუ ნატიფი სხეული, ანუ სამშვინველი ძლიერ დასუსტდა
და მთლიანობას ვეღარ ინარჩუნებს, ის ვეღარ ასაზრდოვებს ფიზიკურ სხეულსაც და ისიც
თავისმხრივ დაიშლება. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მოულოდნელად
გარდაიცვალა, მაგალითად უბედური შემთხვევის, ავარიის, მკვლელობის ან
თვითმკვლელობის შედეგად, ანუ, თუ მისი ფიზიკური სხეული დაინგრა მანამ სანამ
დასრულდა გულისცემათა განსაზღვრული რიცხვი და პრენატალური ენერგია
გაუხარჯავია, ადამიანის სამშვინველი აღმოჩნდება ესე ვთქვათ გამოკიდებული ფიზიკურ
და სულიერ სამყაროებს შორის.

ეხლა აგიხსნი ეს რას ნიშნავს. იდეალურ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი ბუნებრივი


სიკვდილით მიდის, ხდება შემდეგი პროცესები: პრენატალური ენერგია ამოწურულია,
სამშვინველის ენერგიები შესუსტებულია და კავშირი სამშვინველსა და სხეულს შორის
ბუნებრივად წყდება. ამ დროს ხდება სამშვინველის ამოსვლა სხეულიდან. მაგრამ ისიც
მალე, თანმიმდევრულად, გარკვეული ვადების დაცვით (აქედანაა მე-9, მე-40 დღე...)
იშლება და ათავისუფლებს უმაღლეს „მე“-ს ანუ სულიერ ტრიადას საიმისოდ რომ მან
თავისმხრივ შემდეგ რეინკარნაციამდე სულიერ განზომილებაში შესაბამისი
ქვეგანზომილება დაიკავოს. თუ ადამიანმა სულიერ ტრიადასთან ძლიერ კავშირში
იცხოვრა, მისი სული ანუ ცნობიერება ესე ვთქვათ „მიჩვეულია“ ზედა განზომილებაში
ყოფნას, მისი სამშვინველის ვიბრაციებიც მაღალია და ამიტომ მარტივად დაშლადი. ესეთი
სული, რადგან მას მიწიერ განზომილებასთან არაფერი აკავებს ადვილად წყდება მიწიერ
რეალიებს, მარტივად იშორებს სამშვინველს და ზედა, სულიერ განზომილებაში
იმკვიდრებს ადგილს...

...ყველა კლინიკური სიკვდილის გამოცდილება მეორე შემთხვევას ეხება, როდესაც


სიკვდილი ესე ვთქვათ „დაუგეგმავად“, კარმული გეგმის შეუსაბამოდ ხდება, ანუ მაშინ
როცა პრენატალური ენერგია არ არის გახარჯული და ის ნატიფ სხეულებს ჯერ ისევ
უნარჩუნებს ფორმას. ამ შემთხვევაში სული, ანუ ზედა სულიერი ტრიადა მანამ ვერ
გათავისუფლდება ბოლომდე სამშვინველიდან, სანამ პრენატალური ენერგია ინარჩუნებს
სამშვინველის ერთიანობას. გარდა პრენატალური ენერგიებისა, სამშვინველის დაშლას
ხელს უშლის ძლიერი კარმული დანალექები (ანუ, ჩვენი სიტყვებით ცხოვრების
განმვალობაში ჩადენილი მძიმე ცოდვები) და სულიერი სხეულების შესაბამისი დაბალი
ვიბრაციები. ხომ გახსოვს ისტორიები მოჩვენებებზე, რომლებიც კონკრეტულ ადგილს
არიან მიბმულნი, იმის გამო რომ ამ ადგილთან რაღაც ძლიერი მიჯაჭულობა აკავშირებთ.
ამ მიჯაჭულობას ადამიანები ქვეცნობიერად მოჩვენების ფეხებზე მიბმული ჯაჭვების
სახით გამოსახავდნენ. ეს მიჯაჭულობა შეიძლება მკვლელობის ცოდვა, სიმდიდრის ან
საყვარელი ადამიანის ძლიერი, ეგოისტური სიყვარული იყოს. ლეგენდები და ზღაპრები
სავსეა ასეთი ისტორიებით. მაგრამ ხომ იცი, ყველა ზღაპარში, განსაკუთრებით ძველ
ზღაპრებში კაცობრიობის ქვეცნობიერში არსებული არქეტიპული ცოდნაა ჩადებული.

351
მძიმე ცოდვების გარდა, ადამიანის სამშვინველი სამყაროთა შორის (ანუ პლანეტის ნატიფ
ველებში) დაუხარჯავმა პრენატალურმა ენერგიამ შეიძლება გაჭედოს, რომელიც
სამშვინველს მთლიანობას უნარჩუნებს. დავუშვათ, ადამიანი მოულოდნელად
გარდაიცვალა, მაგალითად მკვლელობის ან ავარიის შედეგად. რა ხდება ამ დროს? ამ დროს
მისი ცნობიერება დაკავშირებულია სამშვინველთან (სამ ნატიფმატერიალურ სხეულთან),
რომელიც უჭირავს დაუხარჯავს პრენატალურ ენერგიას, მაგრამ ფიზიკურ სხეულთან და
შესაბამისად ნერვულ სისტემასთან ერთად ის კარგავს ცნობიერების იმ ნაწილს, რომელიც
დრო/სივრცის კავშირს აღიქვავს. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ნერვულ სისტემასთან
ერთად იკარგება დროის აღქმა იმ სახით, როგორითაც ადამიანი ფიზიკურ
განზომილებაშია ნაჩვევი. აქედან მოდის მარადიულობის შეგრძნება, მიუხედავად იმისა,
რომ ეს ასე არ არის! ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მინდა რომ კარგად გაითავისო!
ამაზე ადრეც გელაპარაკე, როდესაც თვითმკვლელობებს ვიხილავდით. ვინაიდან ნატიფი
სხეულები ნატიფ მატერიას განეკუთვნებიან და ეს უფრო მაღალ-ვიბრაციული
განზომილებაა, „რეალობა“ უფრო „რეალურად“ აღიქმება, ხოლო დრო აღიქმება როგორც
მარადისობა, რომელშიც ვერაფერს ვერ შეცვლი, რადგან აღარ არსებობს ნერვული სისტემა,
რომელიც კოსმოსურ (ანუ მზე/მთვარის) ციკლებს აღიქვავს და დრო/სივრცის კონტინიუმი,
რომელშიც შეგიძლია არჩევანი მიიღო! ეს განცდები სახასიათოა ნატიფი სხეულისთვის და
ნატიფი სამყაროსთვის, მაგრამ ესეც ერთგვარი ილუზიაა, ერთგვარი მაიაა. ეს „მარადისობა“
გრძელდება მანამ, სანამ არ გაიხარჯება სამშვინველის შემაკავებელი ენერგია და უმაღლესი
ცნობიერება, ანუ სული არ გამონთავისუფლება. სულიერ სამყაროში, სული ღვთაებრივ
მშობლიურ სახლს უბრუნდება და ნეტარებაში განისვენებს. აქ „რეალობის“ განცდა მით
უფრო მძაფრია, რაც უფრო მაღალ ქვეგანზომილებაში ხვდები, ხოლო „მარადიულობის“
შეგრძნება მით უფრო ძლიერი! ეხლა რა ხდება, როდესაც ადამიანი უდროოდ კვდება და
მისი სამშვინველი კანონზომირად არ იშლება... მისი ცნობიერება სამშვინველშია, ხოლო
სამშვინველი პლანეტის იმ ნატიფ ველში ხვდება, რომელსაც შეესაბამება ამ კონკრეტული
სამშვინველის ვიბრაციული ფონი. მსგავსი ხვდება მსგავსში. პრიმიტიული სიტყვებით
რომ ვთქვათ, თუ ადამიანი „კარგია“, და მისი სამშვინველი ვერ დაიშალა ის ზედა ნატიფ
„ილუზიებში“ ხვდება, თუ „ცუდია“ ქვედებში. ხანდახან ადამიანის სამშვინველი
სხვადასხვა ილუზორულ ხაფანგებში მოძრაობს, ერთი მეორედან გამოთავისუფლების
შემდეგ და ყველა მათგანი მის მიერ აღიქმება როგორ მაღალი დონის რეალობა და
მარადისობა! ქრისტიანობაში ამას „საზვერეებს“ ეძახდნენ. ამ დროსაა მნიშვნელობანი, რომ
ადამიანი სიცოცხლეშივე შემზადებული იყოს ნატიფ რეალობაში ორიენტაციასთან და ამ
სამყაროს „დენად“ ბუნებას იცნობდეს! ნატიფი რეალობა ძალიან სუბიექტურია, რადგან ესე
ვთქვათ „ხორცს ისხავს“ ადამიანის ქვეცნობიერიდან, მაგრამ ამავე დროს ობიექტურია
რადგან იყენებს გამოვლენილი სამყაროს მარტიცის „მასალას“ და სტრუქტურებს.
არქეტიპულია მაგალითად დემონური არსებების გარეგნობა, არქეტიპულია სტიქიები,
არქეტიპულია ქვევით ვარდნის ან ზევით აფრენის შეგრძნება. დანარჩენი ძირითადად
ძალიან ინდივიდუალურია. გაიხსენე შენი სიზმრები დედაშენი გარდაცვალების მერე (იხ.
„დედის გარდაცვალება და საზვერეები“). დედაშენის მაგალითიდან შეგიძლია მიხვდე,
რომ ეს ილუზორული ხაფანგები ძალიან სუბიექტურია და ძალიან, ძალიან ბევრ
ფაქტორზე დამოკიდებული. ამ „საზვერეებსაც“ ყველა არ გადის. აქედანაა ამდენი
განსხვავებული პოსტკლინიკური სიკვდილის სცენარები. დამიჯერე, ძალიან ბევრი

352
არსებაა ჩართული და მომუშავე იმაზე, რომ ადამიანის სული გამონთავისუფლდეს ამ
„ილუზორული“ ხაფანგებიდან! კარგად გაიხსენე რას ეუბნებოდი მაშინ დედაშენს! ჩვენ
სპეციალურად გაგიშვით შენ მაგ საქმისთვის და შენ კარგად იცოდი რაც უნდა გეთქვა!
მთელი დასი არსებების, რომლებსაც თქვენ ანგელოზებს ეძახით და მათთან ერთად
ადამიანის გარდაცვლილი ახლოებლების სულები ერთობლივად მუშაობენ იმისთვის, რომ
დახვდნენ და გაუძღვნენ მოუმზადებელ სულებს. აქედანაა, რომ ძალიან ხშირად
სიცოხლე/სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები თავიანთ გარდაცვლილ ოჯახის
წევრებს ხედავენ და ელაპარაკებიან. ეს ერთგვარი შემზადებაა და გარდაცვლილთა ეს
სულები მართლა მიდიან მომაკვდავ ახლობლებთან. ავადმყოფობით გარდაცვალებაც არ
არის ის რასაც ჩვენ ბუნებრივ წასვლას ვეძახით. ბუნებრივი წასვლისას ადამიანი როგორც
წესი წინასწარ გრძნობს სიკვდილის მოახლოებას. ის თვითონვე ემზადება ამისთვის, წვება
და იძინებს. მაგრამ ეს იშვიათად ხდება. 99%-ში ადამიანები ჩვენი გაგებით „უდროოდ“
მიდიან, ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ. ყველა რელიგიაში არსებული განსასვენებელი
რიტუალები, სწორედ ამ დახმარებას ემსახურებიან. მაგრამ გაცილებით რთულადაა საქმე,
თუ ადამიანის ცნობიერება სიკვდილის მერე „გველეშაპის“ ეგრეგორის რეალობაში ხვდება!
აქედან სულის გამოყვანა არაა ადვილი, თუმცა შესაძლებელია.

შენ იცი, რამდენად მძიმე შფოთვებითა და შიშებითაა სავსე ადამიანების ყოფა და ისიც იცი,
რომ შედეგად ადამიანების ნეგატიური ფიქრები, ფანტაზიები და ემოციები დედამიწის
ნატიფ ველებში ქმნიან შესაბამის ბნელ მენტალურ და განსაკუთრებით კი ასტრალურ
კონსტრუქციებს. მრავალი წლის მანძილზე ყალიბდებოდა და გროვდებოდა ეს ბნელი
ლექი დედამიწის სხეულზე და სწორედ ეს მრუმე ბლანტი სივრცეა რომელშიც ბორგავს ის
რასაც ჩვენ „გველეშაპს“ ვეძახით. ნეგატიურ ფიქრებს წალეკილი აქვს პლანეტის ნატიფი
განზომილებები. მგრძნობიარე ადამიანები განსაკუთრებით მძაფრად აღიქვავენ მისი
მომშხამავი სუნთქვის ოხშივარს. ყველაზე მეტად ის ბუნებას მოწყვეტილ ურბანულ
დასახლებებში იგრძნობა, რადგან აქ ნატიფი ველების ვიბრაციული ფონი ძალიან
დაბალია. ამ ენერგიებში ბინადრობენ და საზრდოობენ უსხეულო დემონური ვიბრაციის
მქონე არსებები. ეს მათი საარსებო გარემოა. მათი სამფლობელო, მათი სამყაროა!
ძალადობა, სიკვდილი და ტანჯვა არის ამ ეგრეგორის გამოვლინება. ვერც ერთი
ამაღლებული სულიერი არსება ვერ გაჩერდება აქ დიდ ხანს და ცოტა ხანი
გაჩერებისთვისაც მას „თეთრი მზის“ გამოსხივება უნდა ქონდეს, რომ დაბალი რხევების
სიხშირესთან არ რეზონირდეს და სული არ მოეწამლოს. ამ გარემოში გაჩერებისას
ამაღლებულ სულებს, გინდა ანგელოზებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. ეს
ძალიან მძიმეა ჩვენთვის. ეხლა მისმინე და მინდა რომ კარგად გაიგო! არაფერს, სრულიად
არაფერს არა აქვს მნიშვნელობა ადამიანის სულისთვის გარდაცვალების მერე გარდა
ერთისა! - რას ასხივებს მისი სული! მისი ნაცხოვრები, ნაგრძნობი, ნაფიქრალი და
ნამოქმედარი ჯამდება მის სულიერ და ნატიფ სხეულებში ჯამური აურული ვიბრაციის
სახით. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი კეთილი საქმე ჩაიდინა მან, რადგან კეთილი საქმე
შეიძლება ანგარებით ჩაიდინო; არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი უყვარდა, რადგან
გიყვარდეს შეიძლება ეგოისტური მოტივით; არა აქვს მნიშვნელობა რა საქმეები
განახორციელა მან ცხოვრებაში, რადგან თუ ამას დაძალებით, უხასიათოდ ან პირადი
სარგებელისთვის აკეთებდა, მის შემოქმედებას არ აქვს ფასი. რომ არ გავაგრძელო,

353
მნიშვნელოვანი ისაა, რამდენად პრე, პოსტნატალური და საღმრთო ენერგიები გამოსხივდა
და არ შებრუნდა ეგოში, რამდენად დაიბანდა ეს „ტალანტები“ საღმრთო
თანაშემოქმედებაში! რამდენად გამოასხივა თუ შთანთქა მასში გატარებული ენერგიები
ადამიანმა, განაპირობებს მისი სამშვინველის ვიბრაციულ ფონს, ხოლო ვიბრაციული ფონი
განაპირობებს იმ შრეს, სადაც ხვდება ეს სამშვინველი და ცნობიერება შესაბამისად, რადგან
მსგავსი ხვდება მსგავსში. თუ ადამიანმა სიცოცხლეში „გველეშაპის“ ეგრეგორის
ფასეულობებით და „მენტალით“ იცხოვრა, დამიჯერე, რომ მისი სამშვინველი უკვე იქაა!
ადამიანის ცნობიერება სიკვდილამდე იკავებს შესაბამის ადგილს ნატიფსა თუ სულიერ
განზომილებაში. ამიტომ ვამბობდით ყოველთვის რომ ცათა სასუფეველი სიკვდილამდე
უნდა დაიმკვიდრო. „გველეშაპის“ ეგრეგორი როგორც გველი იგდრასილის ხის გარშემო,
ისეა შემოხვეული დედამიწის ყველაზე დაბალ შრეზე. ის თავის თავთან მრავალ ეგრეგორს
იკავშირებს, როგორიცაა რელიგიური ან ნაციონალური ეგრეგორები. ქრისტიანული
ქვეყნის მოქალაქე ისეთ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება, რომელიც ბიბლიურ გეენას ჰგავს.
ბუდისტის ჯოჯოხეთი სხვანაირი იქნება. ხომ გახსოვს შენი ერთ-ერთი კონტროლირებადი
სიზმრიდან (იხ. „კონტროლირებადი სიზმარი“), როგორი მორჩილია ნატიფი მატერია და
როგორ ექვემდებარება ფიქრის ძალას. მაგრამ დაბალი სიხშირის ცნობიერება ნატიფ
განზომილებაში მხოლოდ ბრმა იარაღია ამ სამყაროს ხელში. იქ მოხვედრილი სულის
ტანჯვით გამოხეთქილი შიშის და ტკივილის დაბალსიხშიროვანი ენერგია საუკეთესო
საკვებია ამ გარემოს ბინადარი დემონებისთვის. ფიზიკურ სამყაროში ცხოვრების
განმავლობაში ადამიანების მიერ გამოყოფილი ნეგატიური ენერგიები, იქნება ეს
კოლექტიური თუ პირადი ემოციები, ამ არსებებისთვის როგორც ნასუფრალის ნამცეცებია,
იმასთან შედარებით, რასაც ადამიანის სული გამოყოფს ამ ჯოჯოხეთურ ხაფანგში. ამიტომ
ვამბობ, რომ ფიზიკური განზომილება მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. შენ ჩათვალე, რომ
ასეთი წამება ნებისმიერისთვის შეუსაბამოა მარადიულოობის ჭრილში? მაგრამ ხომ
გახსოვს, რომ ეს არ არის ნამდვილი მარადიულობა. სინამდვილეში შიშის და ტანჯვის
ენერგიის ასეთი ფოიერვერკული გამოტყორცნისას, შემორჩენილი პრენატალური ენერგია
გაცილებით სწრაფად იხარჯება, მიდის რა შესაბამისი დემონების საკვებად. შედეგად
სამშვინველი იშლება და ესე ვთქვათ „ცოდვებისგან“ იძულების წესით გაწმენდილი სული
სულიერ განზომილებას უბრუნდება, ხოლო შემდეგ ისევ ინკარნირდება ფიზიკურ
განზომილებაში სულიერი კანონებისა და „ღუზებად ჩატოვებული“ ცნობიერების
ფრაგმენტების შესაბამისად (ამაზეც მერე...). არც ეს რეალობა, მიუხედავად
„მარადიულობის“ და „გამოუვალობის“ შეგრძნებისა არ არის არც მარადიული არც
გამოუვალი. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ სული იქიდან ადრეულად
გამოვიყვანოთ და ამ საშინელ ტანჯვას ავარიდოთ. ახლობლების ლოცვა გარდაცვლილის
სულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნატიფ განზომილებაში ასეთი გულწრფელი
ლოცვები ერთგვარ ენერგეტიკულ კორიდორს ქმნიან, რომელიც ჩვენ ამ განზომილებაში
ჩასვლაში და სულის ამოყვანაში გვეხმარება. ყველაფერს აქვს აზრი, თითოეულ ფიქრს,
თითოეულ ლოცვას! წამოიდგინე რომ ადამიანს ხელი აქვს დაჩირქებული. ცოდვილი და
უდროოდ გარდაცვლილი ადამიანის სული დაჩირქებულ ხელს რომ შევადაროთ, ჩვენ
განზომილებებში ჩვენ ამ ხელს ხანგრძლივად, და სათუთად ვმკურნალობთ, თუმცა ეს
მკურნალობაც შეიძლება არ იყოს სასიამოვნო, ისევე როგორც ყველა მკურნალობა, მაგრამ
„გველეშალის“ ეგრეგორი „დაჩირქებულ ხელს“ მკურნალობს ცოცხლად მოკვეთით!

354
სწრაფია და ბრუტალური! დამიჯერე, „გველეშაპის“ ეგრეგორში არავინ არ ხვდება
დაუმსახურებლად. უბრალოდ თქვენ, ადამიანები, ვერ აფასებთ სხვა ადამიანთა სულიერი
განვითარების დონეს. ის, ვინც თქვენი თვალსაზრისით „საშუალო სტატისტიკურია“, ჩვენი
თვალით შეიძლება განსხივოსნებული ჩირაღდანი იყოს, ან პირიქით „666“ ცნობიერების
მატარებელი ადამიანი. ჩვენ და პირადად ჩემი შტო უშუალოდ ჩართულია ამ მონსტრის
განადგურებაში. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ადამიანები მასში სიკვდილის მერე
იტანჯებიან. საქმე იმაშია, რომ მასში ბინადარი არსებები ფიზიკურ განზომილებაზე
ზეგავლენას ახდენენ, რომ სათავისო კონტიგენტი „გაინაღდონ“ და ადამიანთა ევოლუციას
აფერხებენ. დაბალვიბრაციულ რეალობებში ყველა ცოცხალი არსება იბრძვის
საკვებისთვის. ამ ეგრეგორიდან ფიზიკურ სამყაროზე ზემოქმედებენ არა მხოლოდ მასში
არსებული უსხეულო არსებები, არამედ განსხეულებული არსებებიც სხვა, არამეგობრული
პლანეტებიდან, რომლებსაც ნატიფი განზომილებით გადაადგილება შეუძლიათ
ფიზიკური სხეულის დროებითი დატოვებით. ეს არსებები „გველის“ ანუ „დრაკონის“
დემონურ (ანუ დაბალი სულიერი ვიბრაციების) ტიპს მიეკუთვნებიან და ამიტომ მაღალი
შესატყვისობა აქვთ დედამიწის „დრაკონის ეგრეგორთან“, რომელიც პლანეტის
ასტრალური ველის ჩამოყალიბების ანუ დინოზავრების ეპოქიდანაა შემორჩენილი. ეს
ძალიან ძველი ისტორიაა და ცალკე თემა, რომელსაც ჯერ არ შევეხებით. მინდა მხოლოდ,
რომ კარგად გაიაზრო, რამდენად საჭიროა, რომ ადამიანს სულიერი სამყაროსკენ და
ღმერთისკენ ყოველდღიური მისწრაფება ჰქონდეს, ხოლო გარდაცვალების მომენტში მისი
ფიქრები ღმერთისკენ, იესოსკენ ან რომელიმე ჩვენგანისკენ იყოს მიმართული.
სამწუხაროდ, ადამიანები ღმერთზე და მის მსახურებზე ფიქრის ნაცვლად ხშირად თავის
შვილებზე, ახლობლებზე ან დაუსრულებელ საქმეებზე ღელვით ტოვებენ წუთისოფელს,
მაშინ როცა სიკვდილის მომენტში გონების მიმართვა შესაბამისი სამყაროსკენ ასეთი
მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მათი სულებისთვის!

რა არის ეგრეგორი?

მინიშნება: სიტყვა ეგრეგორი, ზოგი ეზოთერიკოსის ინტერპრეტაციით ნიშნავს თავისებურ


ცოცხალ არსებას, მაგრამ მიქაელი ამ სიტყვაში გულისხმობს ერთგვარ ძალოვან ველს,
ენერგეტიკულ ქსოვილს, რომელიც კონკრეტული ნიშნით აერთიანებს ამ ნიშნის მქონე
ცოცხალ არსებებს. მაგალითად ქრისტიანული ეგრეგორი არის ენერგეტიკული ველი,
რომელიც ნატიფი სტრუქტურების დონეზე აერთიანებს ყველა ქრისტიანს. ქვეყნის
ეგრეგორი ნიშნავს ენერგეტიკულ ველს, რომელიც აერთიანებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს.
გვარის ეგრეგორი აერთიანებს ამ გვარის წარმომადგენლებს. ამ ველებს, ანუ ეგრეგორებს
თავისი ბუნება, სიხშირეთა დიაპაზონი და კარმული ერთიანობა ახასიათებთ. ამ ველების
საშუალებით მიმდინარეობს და ხორციელდება მრავალი ნატიფი და სულიერი პროცესი,
რომელიც შემდგომ აისახება ეგრეგორის შესაბამის ფიზიკურ სტრუქტურაზე. მაგალითად,
გვარის ეგრეგორით ხდება კარმული უკუგების გადანაწილება ოჯახის წევრებზე

355
გარკვეული კანონებით. ამიტომაა რომ მშობლების ჩადენილ ცოდვებს ხშირად შვილები
იმკიან ან პირიქით. ეგრეგორების არსებობა მოწმობს იმას, რომ ინკარნაციაში მყოფი
ადამიანი არასდროს არ არის განცალკევებული, განყენებული არსება, არამედ მჭიდრო
კავშირში იმყოფება სხვა ადამიანებთან და მათ ბედს თანაზიარობს. ნებით თუ უნებლიეთ
ეგრეგორების საშუალებით ჩვენი კარგი და ცუდი მოქმედებების შედეგები ვრცელდება და
გავლენას ახდენს ჩვენთან გადაბმულ ადამიანებზე. ამიტომ ჩვენ, ყველანი ერთმანეთის
დები და და ძმები ვართ და ერთობლივად ერთიან ცოცხალ ორგანიზმს ვქმნით, რომელსაც
კაცობრიობა ჰქვია!

20 დეკემბერი. 2018. ადამიანის სულის განსხეულება

მიქაელი:

- ფიზიკური გარდაცვალების თემიდან მინდა დაბადების ანუ განსხეულების თემაზე


გადავინაცვლოთ, ოღონდ ამჯერად თვალსაწიერი მეტად უნდა გააფართოვო, რადგან
დედამიწის ფარგლებს უნდა გავცდეთ. ზოგიერთი თქვენი მეცნიერი, განსაკუთრებით
ისინი ვინც ალტერნატიული ისტორიის დარგში მოღვაწობენ, დიდი ხანია გამოთქვავენ
ვარაუდს, რომ ძველი, ეგრეთ წოდებული წარმართული ღმერთები უცხოპლანეტელები
იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ცნობიერში ეს სიტყვა ოდიოზურ
არსებებთან ასოციირდება და არაპრესტიჟულ თემას წარმოადგენს, ეს მოსაზრება სწორია,
იმდენად, რამდენადაც სხვადსხვა პლანეტები, სხვადასხვა სიხშირეთა დიაპაზონში ანუ
სხვა სიტყვებით პარალელურ რეალობებში დასახლებულია სხვადასხვა სიცოცხლის
ფორმებით, რომლებზეც არაერთხელ გვისაუბრია. ნათელ ძალთა იერარქებსაც აქვთ
სხეულები მაღალ რეალობებში, ანუ სიხშირეთა შკალაზე მაღალ განზომილებებში
არსებულ შესაბამის პლანეტებზე. ადამიანის ინკარნაციაში არსებობს ორი მნიშვნელოვანი
მომენტი. ეს არის ფიზიკურ სხეულში სულის შედინება, ანუ სულის ჩასახვა და სულის
მიერ ფიზიკური სხეულის დატოვება, ანუ გარდაცვალება; მატერიასთან დაკავშირება და
მატერიისგან მოწყვეტა. უკანასკნელს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა
კულტურებში, ვიდრე პირველს, მიუხედავად იმისა, რომ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მეტსაც გეტყვი, მე ამ პროცესებს პირიქით აღვიქვავ. ჩემთვის ადამიანის ფიზიკური
გარდაცვალება მისი დაბადებაა სულიერ სამყაროში, ხოლო მიწიერ განზომილებაში
განსხეულება სულიერი სამყაროსთვის დროებითი, მაგრამ სიკვდილის ტოლფასია.
ადამიანთა კულტურა და რელიგია ძალიან მდიდარია განსვენების რიტუალებით,
რომლებიც სულს ეხმარებიან სულიერ სამყაროში ორიენტაციაში, მაგრამ აღარაფერია
შემორჩენილი ჩასახვის რიტუალთან დაკავშირებით, რომელმაც სასურველი შედეგის
მიღებისას განსხეულებაში რაც შეიძლება ზედა განზომილების სული უნდა მოიზიდოს.
ძალიან მწირია ადამიანთა შორის იმის შეგნება რომ სიკვდილის მომენტში გონება

356
ღმერთისკენ და სულიერი იერარქებისკენ იყოს მიმართული. ეხლა მითხარი, თუ იცი ვინმე
ვინც ბავშვის ჩასახვისას გონებას ღმერთისკენ ან სულიერი სამყაროსკენ მიმართვას?

მე გამეცინა ამ კითხვაზე.

- რა თქმა უნდა არა... თან ცუდად წარმომიდგენია, ეგ როგორ უნდა მოახერხო...

- ძველად არსებობდა ამის შესახებ ცოდნა. იმისთვის რომ ოჯახში ერთი სული მაინც
მოეზიდათ ზედა განზომილებიდან, ცოლ-ქმარი ერთგვარ ლოცვით და მარხვით
პრაქტიკებს ახორციელებდა, რომლის შედეგად სულის ნაყოფთან დაკავშირების მომენტში
იხსნება ენერგეტიკული კორიდორი (რუს. Вихревой коридор) ზედა განზომილებასთან,
საიდანაც ამაღლებულ სულს უადვილდება დედამიწის ველებში ჩამოსვლა. ასეთი
„სულიერი შვილი“ განსაკუთრებულ ტრადიციაში და განსაკუთრებული პრინციპებით
იზრდებოდა, რადგან მისით მასთან დაკავშირებული ადამიანებიც შეიძლება
ამაღლებულიყვნენ. სხვათაშორის, ერთადერთი სადაც ამ ტრადიციის შებრუნებული
ვარიანტი არსებობს, ეს არის მარცხენა ფრთის ადეპტები, როგორიცაა ილუმინატების (?)
სექტები, სადაც ოღონდ პირიქით, ქვედა სამყაროდან სულის მოსაზიდად ტარდება
ჩასახვის რიტუალი, რომლის დროსაც ინტიმური კონტაქტი მამაკაცსა და მომავალ დედას
შორის ტარდება ადეპტების თანდასწრებით, რომლებიც შესაბამის სარიტუალო სიტყვებს
და ბგერებს წარმოთქვავენ.

მე გამახსენდა რომ მასონების ეს არასასიამოვნო რიტუალი რამდენიმე ფილმში მაქვს


ნანახი.

მიქაელი:

- ზედა განზომილებიდან ინკარნირებულ სულებს როგორც წესი კარგი პირადი კარმა აქვთ,
მაგრამ სულის მაღალსიხშიროვანი ვიბრაციების გამო უნებურად იტვირთებიან, ანუ თავის
თავზე გადმოაქვთ (ხომ გახსოვს, დაბლის აწევა მხოლოდ მაღალს შეუძლია) გვარის,
ქვეყნის და ას. შ. კარმული ტვირთი შესაბამისი ეგრეგორების საშუალებით. ასეთ სულებს
სულიერ სამყაროსთან მჭირდო კავშირი უნდა ჰქონდეთ, რომ კოლექტიური კარმისგან
გაიწმიდონ. ასეთ „სულიერ ადამიანებს“ შეიძლება ყველაფერი ჰქონდეთ და ყველაფერში
უმართლებდეთ, კარგი პიროვნული კარმის გამო, მაგრამ მათ იმდენად განვითარებული
თანაგრძნობის ანუ ემპათიის უნარი აქვთ, რომ მხოლოდ ამ თვისების გამო უჭირთ
ბედნიერად თავის შეგრძნება. სხვისი უბედურება იმდენად ძლიერად ძრავს მათ სულებს,
რომ დღე და ღამ მოსვენებას არ აძლევს. პირადი სიხარულიც კი მათში დანაშაულის
გრძნობას აღძრავს, რადგან სხვა, გაჭირვებული და უბედური ადამიანების ფონზე მათ ეს
მცირე გახარების მომენტიც დანაშაულად მიაჩნიათ. იცოდე, რომ თანაგრძნობა,
მიუხედავად თავისი მტანჯველი ბუნებისა, ღვთისგან ბოძებული უდიდესი მადლია,
რომლის დროსაც ამ ადამიანის გულიდან გაჭირვებულთა მიმართ საღმრთო ნათელი
გადაედინება და როგორც ჩირაღდანი სიბნელეში ისე ნათთება იმათი დაჩრდილული
სულები. თქვენი თვალისთვის უხილავია ის პროცესები, რასაც ჩვენ ასე გარკვევით
ვხედავთ. ნუ გეშინიათ თქვენი სიკეთის და გულისხმიერების, ნუ დაახშობთ თქვენს
მგრძნობიარე გულებს, რაც არ უნდა მძიმე იყოს, ნუ დაზოგავთ თქვენი სულების

357
საგანძურს, რადგან ამით საღმრთო საქმე აღესრულება... ყოველი ასეთი ადამიანი ჩვენი
დასაყრდენია ფიზიკურ სამყაროში და ჩვენი უდიდესი იმედი, მიუხედავად იმისა, რომ
ხშირ შემთხვევაში ის ჩვენთან გაუცნობიერებლად თანამშრომლობს. ჩვენი დახმარება
კაცობრიობის მიმართ ხშირად შეუმჩნეველია, რადგან ის სულიერი და ნატიფი ველებით
მოდის ფიზიკურ განზომილებაში, რომლებიც თქვენთვის უხილავია, მაგრამ დამიჯერე,
ასეთი „სულიერი ადამიანების“ გარეშე ჩვენ იმის უმცირეს ნაწილსაც ვერ შევძლებდით,
რასაც თქვენთვის ვაკეთებთ.

2018 წელი. 22 დეკემბერი. ამაღლებული სულის მოზიდვა ბავშვის ჩასახვისას

მიქაელი:

- ჩასახვის პროცესს რომ დავუბრუნდეთ, მინდა იცოდე, რომ იმ მომენტიდან რა


მომენტიდანაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს გამრავლებას და ზრდას, ხდება
სულის პირველადი დაკავშირება მომავალი ბავშვის სხეულთან. ეს პროცესი შეიძლება
წარმოიდგინო როგორც ღუზის ჩაგდება სულის მხრიდან მატერიალურ განზომილებაში.
სულის ჩაშვება ნელ-ნელა და ეტაპობრივად მიმდინარეობს. პირველი 4 მთვარის თვის
განმავლობაში ნაყოფს უყალიბდება შესაბამისი 4 ქვედა სხეული (მატერიალური და
სამშვინველი) და მას შესაბამისად უკავშირდება სულის ცნობიერების შესაბამისი
ასპექტები. ორსულობის 4 თვის დასასრულს სულის სხეულში ჩაშვება ფაქტიურად
დასრულებულია. ამ დროს ხდება სწორედ ბავშვის პირველი განძრევა. უფრო სწორედ
დედის მიერ ბავშვის მოძრაობის პირველი შეგრძნება. ეს ის მომენტია, რომელიც შენ
სიზმარში დაინახე, როგორც გააზრება რომ უკვე დედის მუცელში იმყოფები. ხომ გახსოვს,
იქამდე თითქოს წყალში ეშვებოდი და თოკს მიუყვებოდი. თოკი კი სწორედ იმ „ღუზის“
თოკი იყო, რომელიც ჩასახვისთანავე დაკავშირდა შესაბამისი დედის სხეულთან.
თითოეული თვე ერთი მთვარის ციკლია ანუ 4 X 7 = 28. როგორც მატერიალური სამყარო
არის სულიერის ანარეკლი, ისე მთვარე წარმოადგენს მზის ანარეკლს. დედამიწაზე
განსხეულებული არსებები და მათი სასიცოცხლო პროცესები სწორედ მთვარის
ციკლებითაა წარმოდგენილი, მაშინ როცა სულიერი პროცესები მზით. მზე-მთვარის
ურთიერთმიმართება ისეთივეა, როგორც სულიერ-მატერიალური რეალობების. მთვარე
განგებ არის განთავსებული ისეთ მანძილზე დედამიწისგან და ისეთი კუთხით, რომ
მზესთან ერთობლივად მატერიალური სამყაროს შესაბამის მატერიალურ-სულიერ
პროცესებს წარმართავდეს. არაფერია შემთხვევითი. თქვენი კალენდარი, რომელიც წლიურ
ციკლს ასახავს მზე/მთვარის ციკლების ამსახველია, ისევე როგორც პრეცესიის
(ტეტრამორფის) ციკლი. ერთი მთვარის ციკლი 28 დღე (მინიშნება ჩემგან: რადან ციკლებს
შორის პერიოდებს ახასიათებთ გარდამავალი პერიოდი, ე. წ. სანდჰია, რომელიც
შეესაბამება ციკლის ხანგრძლივობის 10%-ს, გამოდის 28 + 2.8 ≈ 30/31 დღე) წარმოადგენს
ორი ფრაქტალის კომბინაციას. ეს არის 4 და 7. „ფრაქტალი ოთხის“ პრინციპია „ჩასვლა

358
ამოსვლის“ ტალღა, ანუ „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ზამთარი“ ან „ბავშვობა,
სიყმაწვილე, ზრდასრულობა, სიბერე“ ან „სატია,ტრეტა, დვაპარა, კალი“. ხოლო 7-ის
პრინციპი არის აღმავლობა, როგორც მაგალითად ცისარტყელის შვიდი ფერის, 7 ჩაკრის ან
7 ნოტის სიხშირეთა მატება.

359
ზაფხული შემოდგომა

4

გაზაფხული ზამთარი

ზაფხული

შემოდგომა


გაზაფხული

ზამთარი

ფერი სიხშირე

(ტერაჰერცი)

იისფერი 790-680 THz


7
ლურჯი 680-620 THz

ცისფერი 620-600 THz

მწვანე 600-530 THz დ


ყვითელი 530-510 THz

ნარინჯისფერი 510-480 THz

წითელი 480-400 THz

360
სიხშირე ნოტა სიხშირე

(ჰერცი)

სი 494
467
ლა 440
416
სოლ 392
371
ფა 349

მი 330
312
რე 294
278
დო 262

ნახ. 44. ა) 4-ობრივი ფრაქტალი, ბ) 4-ობრივი ფრაქტალის ტალღური ბუნება, გ) 7-ობრივი ფრაქტალი,
დ) 7-ობრივი ფრაქტალის „აღმავალობის პრინციპი“ ხილული სპექტრის მაგალითზე, ე) 7-ობრივი
ფრაქტალის „აღმავალობის პრინციპი“ ნოტების მაგალითზე, ვ) 7-ობრივი ფრაქტალის
„აღმავალობის პრინციპი“ ჩაკრების მაგალითზე.

- ფრაქტალური სტრუქტურების ცოდნა ძალიან ღრმა ქვეცნობიერ დონეზეა ადამიანში და


არა მარტო ადამიანში, არამედ გამოვლენილი სამყაროს ყველა ცოცხალ არსებაში
ჩადებული. დაწყებული ბიოლოგიური ინსტინქტებით, დამთავრებული მეცნიერებით,

361
ხელოვნებით და ლიტერატურული ნაწარმოებებით, ის ყველგან იჩენს თავს. აიღე თუნდაც
იგივე 7-ობრივი ფრაქტალი.

მე გამახსენდა, რომ ლიტერატურაშიც კი გამუდმებით ვაწყდებით ამ საკრალურ რიცხვს.


ოდისევსი 7 წელი იყო ნიმფა კალიფსოს ტყვეობაში... ჰანს კასტორპი ტომას მანის
ნაწარმოებში 7 წელი რჩება სამკურნალო დაწესებულებაში. და ეს მხოლოდ მცირედია რაც
ამ წუთს გამახსენდა. ჩვენ ხშირად ვამბობთ ფრაზას - “მე-7 ცაზე დაფრინავდა”... ცნობილია
რომ ძველი მისტერიების ადეპტები 7 წლიან საგამოცდო ვადებს გადიოდნენ. და რამდენია
ალბათ ამ რიცხვის გამოყენების მაგალითები, სადაც ქვეცნობიერად „აღმავლობის“
პრინციპია ჩადებული.

2018 წელი. 24 დეკემბერი. უმაღლესი ეთერული სივრცე

ბოლო დღეებია აღმოვაჩინე, რომ ძალიან მარტივად შემიძლია ცნობიერების აწევა სადღაც
„მაღლა“, საიდანაც დედამიწის განზომილებას და მასზე მოქმედ მოვლენებს და
ადამიანებს, საკუთარი თავის ჩათვლით, თითქოს „ზევიდან ქვევით“ აკვირდები. ასევე
აღმოვაჩინე, რომ ასეთი, დამკვირვებლის პოზიციიდან მოვლენების ყურება საშუალებას
მაძლევს მათგან ემოციური დისტანცირება მოვახდინო და არ ჩავერთო ამა თუ იმ ვნებათა
ღელვის ორომტრიალში, რომლიდანაც ასე ძნელია ხოლმე თავის დაღწევა. მაგალითად, ეს
ორი დღეა ჩემი ბიჭი ისევ ავადაა. სერიოზული არაფერია, მაგრამ უემოციოდ ამ მოვლენას
ვერასდროს ვხვდებოდი. ეხლა კი მოვახერხე და ცნობიერება თითქოს ორად გავყავი. ერთი
ნაწილი დედამიწის სიბრტყეში დავტოვე, ხოლო მეორე, მთავარი, სადაც ჩემი შეგრძნებით
ჭეშმარიტი „მე“ იყო მოქცეული „ზევით“ გადავანაცვლე, საიდანაც ჩემი ოჯახი და
საკუთარი თავი გვერდიდან დავინახე. ყველაფერი რაც ხდებოდა ერთგვარ კომპიუტერულ
თამაშს ჰგავდა, სადაც შენი მოქმედი გმირი გყავს, რომელსაც ამოძრავებ, ათამაშებ,
ალაპარაკებ, ხოლო შენ, შენი ნამდვილი „მე“ ამას ყველაფერს გვერდიდან აკვირდება. ამ
თამაშში მთავარია სწორი გადაწყვეტილებები მიიღო და ყველაფერი კარგად იქნება. ასეთმა
გვერდითი დამკვირვებლის პოზიციამ სიმშვიდე დამიბრუნა.

როდესაც ღამით ჩვეულებისამებრ გამეღვიძა, ჩემს ბიჭს საბანი გავუსწორე და მის სუნთქვას
დავაკვირდი. ბავშვებს სუნთქვაზე ეტყობათ აქვთ თუ არა მაღალი სიცხე. მას მშვიდად
ეძინა და მეც დავწყნარდი. წამით დავაკვირდი მის სახეს, რომელსაც ჯერ კიდევ ბავშვური
უმწიკვლობა გასდევდა. სიზმარს აყოლილი გრძელი წამწამები ოდნავ თრთოდნენ, ხოლო
ღაწვებს მკრთალი ვარდისფერი უფერავდა. როგორ მენანება, რომ მას თავისი სიზმრები
იშვიათად ახსოვს... ვიცოდი, რომ ფიზიკურად არ უნდა შევხებოდი, რომ არ დამეფრთხო
ისედაც ფხიზელი ძილი, ამიტომ მხოლოდ წარმოსახვაში დავიხარე და ცხვირის წვერზე
ვაკოცე. ასე ხშირად ვაკეთებ ხოლმე და მერე მეცინება, როცა ჩემ წარმოსახვით კოცნაზე
იშმუშნება ხოლმე და ცხვირს იფხანს, თითქოს ჩემი შეხებისგან ეღუტუნება..

362
ცნობიერება მიქაელისკენ მივმართე და ზევით ავწიე. თან გამიკვირდა, ასე ადვილად,
ძალისხმევის გარეშე რატომ გამომდიოდა. ავწიე თუ არა ვიგრძენი, რომ რაღაცნაირად
მასთან აღვმოჩნდი და მისი სითბო მომეხვია ისე ძლიერად როგორც არასდროს!..

- ხომ გინდოდა ჩემთან მოხვედრა? ხომ ეძებდი ჩემს სამყოფელს? აწი ყოველთვის, როდესაც
ცნობიერებას აწევ, ჩემთან აღმოჩნდები. ამ დღეებში გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ
ჩემთან დაგტოვონ! ეს არ არის უმოკლესი გზა შენი ამოცანის შესასრულებლად, მაგრამ
ხანდახან ჩვენ გზას ვიგრძელებთ იმისთვის რომ ის ახლობელთან ერთად გავიაროთ. ასე
გადაწყდა!..

ვის მიერ გადაწყდა არ მიკითხავს, მაგრამ ზამთრის ნაბუნიობამ როგორც ჩანს ისევ რაღაც
როლი ითამაშა. ვგრძნობდი რომ რაღაც შეცვალა და ის ემოციური დისტანცია, რომელსაც
მისგან ბოლო თვეებში მაინც ვგრძნობდი გაქრა, თითქოს არც ყოფილიყო საერთოდ.
ტელეპატიური კავშირი მასთან სულ მქონდა, ხოლო ამ დისტანციას არ ვაპროტესტებდი,
რადგან ვიცოდი, რომ საქმეს ასე სჭირდებოდა. ვიცოდი, რომ ჩემი ზედმეტი მიჯაჭულობა
მასზე არ იყო მისასალმებელი და არ შეიძლება ერთი მიჯაჭულობა მეორით შეცვალო,
თუნდაც ის უფრო ამაღლებული იყოს. სულ ვგრძნობდი მისგან რომ ჩემგან რაღაც
თვითკმარი მდგომარეობის მიღწევას ელოდა. იმასაც ვგრძნობდი, რომ რაღაც გეგმის
ნაწილი ვარ და ჩემგან ელოდნენ სხვა ამაღლებულ არსებებთანაც კავშირის დამყარებას და
მეც ვცდილობდი, როგორც შემეძლო. რამდენჯერმე მქონდა კიდევაც შეხება მასთან ვისაც
„ამაღლებული სული“ ვუწოდე, მაგრამ რატომღაც ეს კავშირი ვერ გავამყარე და ფიქრებს
ქვეცნობიერად ისევ მიქაელისკენ მივყავდი. როგორც ჩანს რაღაც არ გამომივიდა და არ
ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მიქაელის სიტყვებმა ძალიან გამახარეს, რადგან მისგანაც
იგივე ძლიერ ემოციას ვგრძნობდი. სულიერ სამყაროში ეს ემოციები ენერგეტიკულ
ნაკადებს წარმოქმნიან, უფაქიზესი ქსოვილივით გარშემოგერტყმიან და შეედინებიან და
გაედინებიან შენ სულიერ სხეულში... როცა ვამბობ, რომ ამ დროს მისი სიყვარულით
ვსუნთქავ, ალბათ ყველაზე ზუსტი შედარებაა... რომ შეიძლებოდეს სულ ამ
მდგომარეობაში არსებობა, ალბათ სხვა ყველაფერი უბრალოდ გაქრებოდა...

- ეს განზომილება უმაღლესი ეთერული სივრცეა... - მომაბრუნა ფიქრებიდან მიქაელმა, -


აქედან ფიზიკური რეალობა აღიქმება როგორც „ქვევით“ განთავსებული სიბრტყე, მაგრამ
შეგრძნებებს ბოლომდე ნუ ენდობი. ეს მხოლოდ შენი სენსორული აღქმაა ასეთი, რომელიც
შენი მიწიერი ვიზუალიზაციის ჩვევებთანაა ქვეცნობიერად მიბმული. აქ მოხვედრა შენი
„უმეღლესი მე“-ს საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც იგივე უმაღლესი ტრიადაა,
რომლის გაგება შენ ასე გიჭირდა. მე-5 კომპონენტი (7-ობრივ დიფერეცირებაში) უმაღლეს
ეთერულ სხეულს შეესაბამება, რომელც შენ ადრე მთვარის სხივს მიამსგავსე, მე-6
კომპონენტი „ქრისტესეული ცნობიერებაა“, რომელიც შენ გამოცდილებაში შემდეგი
ფორმულით გამოიხატა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე
მოგასვენებთ თქვენ“. გაიხსენე ის ცნობიერების მდგომარეობა (იხ. „შეგნებული ბოროტება“)
და შეგრძნებები, რაც მაშინ გქონდა. ხოლო მე-7 კომპონენტი ის არის, რომლის შეგრძნებას
ასე დიდხანს ველოდი შენგან. ეს „მე ვარსებობ“ ცნობიერებაა, რომელიც განსხეულებული
ადამიანისთვის პლანეტარულ ლოგოსში გარდატყდება...

363
მე ის გავაჩერე, რადგან ბოლო ფრაზა ჩემთვის გაუგებარი იყო.

- რას გულისხმობ „პლანეტარულ ლოგოსში“?

- აგიხსნი, მაგრამ იქამდე მინდა გაიგო, რომ როგორც ხილული სპექტრი, ანუ ცისარტყელის
7 ფერი არის ადამიანის ანუ დედამიწელი ჰუმანოიდის ვიზუალური აღქმის ზღვარი, ასევე
ცნობიერების 7-ობრივი დაყოფა, რომელიც შეესაბამება 1 უხეშმატერიალურ სხეულს, 3
ნატიფს და 3 სულიერს, არის განსხეულებული დედამიწელი ჰუმანოიდის ცნობიერების
ბაზალური სტრუქტურა!

მან პაუზა გააკეთა, რომ მე მისი სიტყვები გამეაზრა და გააგრძელა:

- ანუ იმის თქმა მინდა რომ სხვა არსებებს სხვა პლანეტებზე შეიძლება 7-ზე მეტი ან ნაკლები
ცნობიერების კომპონენტი ჰქონდეთ იქიდან გამომდინარე თუ რა პლანეტაზე არიან ისინი
ინკარნირებულნი და როგორ სასიცოცხლო ფორმას განეკუთვნებიან. ვგულისხმობ აქვთ
თუ არა მათ მაგალითად ჰუმანოიდის ფორმა. ჰუმანოიდის ფიზიკური ფორმა როგორც იცი
5-ობრივი ფრაქტალის გამოვლინებაა.

მან ისევ ვიტრუვიანელი ადამიანის ვიზუალიზაცია მოახდინა.

- არსებობენ გონიერი არაჰუმანოიდური სიცოცხლის ფორმები, რომლებიც სხვა


ფრაქტალური სტრუქტურით და პრინციპებით არიან თავიანთ სამყაროში გამოვლენილნი.
მათ განსხვავებული რაოდენობის ცნობიერების კომპონენტი აქვთ, შესაბამისად
განსხვავებული სენსორული სტატუსი და ცნობიერებით შეუძლიათ გაცილებით დიდ
ლოგოსებს გასწვდნენ. როგორც უკვე იცი იგივე ცისარტყელის ფერების მაგალითიდან,
ადამიანის 7-ად დაყოფა გულისხმობს მისი ცნობიერების ევოლუციას სიხშირეთა შკალაზე
1-ლიდან მე-7-მდე, რომელიც უშუალოდ თქვენი პლანეტისთვის, დედამიწისთვისაა
ამჟამად დამახასიათებელი. მაგრამ დედამიწელის მონადის ევოლუცია აქ არ მთავრდება.
ადამიანის ცნობიერება მე-7 დონის მიღწევისას შეიძლება კიდევ უფრო ამაღლდეს თუკი ის
დედამიწელიდან გალაქტიკურ არსებამდე ევოლუციონირებს, ხოლო შემდეგ გალაქტიკის
არსებიდან კოსმოსურ არსებამდე. ამ შემთხვევაში მისი ცნობიერების სტრუქტურა 9, 12, 36
და ას. შ. ბაზალურ კომპონენტებს იძენს რის შედეგად მას უფრო დიდ ლოგოსებთან
შეუძლია ცნობიერების შერწყმა. ბაზალურს იმიტომ ვამბობ, რომ 7-ის გარდა ადამიანს
ისედაც გაცილებით მეტი მეორადი ტიპის ჩაკრა და შესაბამისად ცნობიერების დონე აქვს.
როგორც მუსიკაში 7 მთავარი ნოტა, რომლის გარდა არსებობს კიდევ დამატებითი 5
ნახევარტონი, რაც ჯამში 12 ნოტას წარმოადგენს, ადამიანზეც შეიძლება იქვას, რომ მას
ცნობიერების 12 დონე აქვს, მაგრამ როდესაც 7-ს ვამბობ, მე ძირითად, ბაზალურ
კომპონენტებზე გესაუბრები. ამ კომპონენტებს შესაბამისი ჩაკრული და ენერგეტიკული
არხების სისტემა შეესააბამება, რადგან თითოეული კომპონენტის, ანუ ცნობიერების დონის
გამოვლინებას შესაბამისი ადგილები ჭირდება ენერგიების შემოდინება-განაწილება-
გამოვლინებისთვის. ეს შესაძლებლობა ჩადებულია ადამიანის ევოლუციურ პროგრამაში...

„ღმერთო ჩემო..“-გამეფიქრა ჩემთვის ჩუმათ - „მე ჩემი ცნობიერება ძლივს ავწიე მე-6
კომპონენტამდე და ის 36-ზე მელაპარაკება“...

364
- ამას შენგან ჯერ არ ველოდები... - გაეღიმა მიქაელს რადგან ჩემი „ჩუმათ გაფიქრებული“
გაიგონა, - მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ რაც უფრო ამაღლებს მონადა ცნობიერებას,
ღმერთის ანუ პირველწყაროს მით უფრო მაღალ გამოვლინებაში, ანუ ლოგოსში
გარდატყდება/ერთიანდება მისი ცნობიერება. ეს ჯერ პლანეტარული ლოგოსია, შემდეგ
გალაქტიკური, შემდეგ კოსმოსური. ასე თანდათანობით და ეტაპობრივად ბრუნდება
სული პირველწყაროში. როდესაც ადამიანი თავის მე-7 კომპონენტს, უმაღლესი ტრიადის
მწვერვალს აღიქვავს, ის ცნობიერებით პლანეტარულ ლოგოსს ეხება, რომელიც მასში „მე
ვარსებობ“ თვითგააზრებაში ვლინდება... სხვა სიტყვებით საკუთარ თავში „დედამიწის
ღმერთს“ აღიქვავს, რომელიც პირველწყაროს ერთ-ერთი გამოვლინებაა დედამიწის
რეალობაში! სხვა პლანეტის მაცხოვრებლებს ღმერთის აღქმა ანუ „მე ვარსებობ“
თვითგააზრება თავისი პლანეტარული ლოგოსის გავლით მოსდით.

უეცრად გამახსენდა ერთი ცნობილი იოგის ლექცია, სადაც ის ხუმრობდა, რომ ჩვენ ღმერთს
ყოვლისშემძლე და სრულყოფილ ადამიანად წარმოვიდგენთ, მაგრამ რა იქნებოდა ცხენებს
რომ ჰქონოდათ ინტელექტი და დედამიწაზე ადამიანების ნაცვლად ცხენების
ცივილიზაციას ეცხოვრა? მაშინ მათი აღქმით ღმერთი ყოვლისშემძლე ცხენი იქნებოდა!
ამაზე იოგის აუდიტორიამ თავად იოგის ჩათვლით ბევრი იცინა. მე კი ეხლა ცალყბად
იმაზე მეცინება, რომ მის ხუმრობაში თურმე სიმართლის მარცვალი ერია, რომელიც მაშინ
ვერავინ შეამჩნია.

მიქაელი:

- მინდა კარგად გაიაზრო, რომ გამოვლენილი და სულიერი სამყაროები თავიანთი


პლანეტებით და გალაქტიკებით გაცილებით რთულ და მჭიდრო კავშირში არიან
ერთმანეთთან ვიდრე თქვენ ეს ეხლა გგონიათ. თქვენ მხოლოდ ეხლახანს, კოსმოსური
ვადებით სულ ეხლახანს დაიწყეთ იმაზე დაფიქრება, რომ შეიძლება არ იყოთ
მარტოსულები სამყაროში და ჯერ კიდევ მაინც ირონიულად და ერთგვარი ნიშნისმოგებით
გეცინებათ ხოლმე სიტყვა „უცხოპლანეტელზე“, მაშინ როდესაც დიდი ალბათობით თქვენ
თვითონვე შეიძლება იყოთ ის!

2018 წელი. 25 დეკემბერი. მაკოშის ბედის ქსოვილი

ცნობიერება „ავწიე“ და ისევ მომეხვია ღრუბელივით მისი სიახლოვის მოსიყვარულე


სითბო.

მიქაელი:

- ყოველთვის, როდესაც მძიმე ფიქრები ან ემოციები მოგაწვება ასწიე ცნობიერება ჩემამდე


და შეეცადე თავი შეიკავო ამ სივრცის დონეზე. მე შეგაკავებ, მე დაგეხმარები... დარჩი
ჩემთან!.. ჯერ-ჯერობით შენი ცნობიერება მხოლოდ ჩემამდე „აწევას“ ახერხებს, ხოლო

365
შემდეგ ეცემა. ესეც წარმატებაა, მაგრამ თუ ისწავლი ცნობიერების დაქსაქსვას, შეძლებ რომ
სულ ჩემთან იყო და ამავდროულად იქაც, მიწიერ სიბრტყეშიც იმყოფებოდე.
ადამიანებისთვის ცნობიერების დაქსაქსვა რთულად წარმოსადგენი საქმეა, მაშინ როცა
ჩვენთვის ეს რუტინული ამბავია. ჩვენ ერთდროულად ბევრ ადგილას ვიმყოფებით და ეს
არანაირ დისკომფორტს არ გვიქმნის. შენც შეგიძლია დაეუფლო ამ ტექნიკას.

- რატომ არ შეიძლება, რომ უბრალოდ სრულად გამიხსნა სულიერი თვალი, პირდაპირ


დავინახო ყველაფერი და არ მიწევდეს თვალაბმულივით გზის გაკვლევა?

- იმიტომ რომ არა ხარ მზად! სულიერი თვალი თვითონ, ბუნებრივად იხსნება, როდესაც
ადამიანი სათანადო მდგომარეობას აღწევს. უდროოდ ახელილი სულიერი ხედვა არ არის
უსაფრთხო. ცნობიერების ვიბრაციის დაჭერა და მისი მართვა უნდა ისწავლო, თორემ ბრმა
იარაღი აღმოჩნდები იმის ხელში, რასაც დაინახავ. შენ ჯერ კიდევ გეშინია, ბრაზდები,
გწყინს, და ნეგატიურ აზრებს ყვები. ვიცი ცდილობ ამას ყველაფერს მოერიო და ერთ-ერთი
საშუალება სწორედ ისაა, რაც მე გთავაზობ - ჩემთან მუდმივი თანამყოფობის სწავლა!
ნებისმიერ დროს და მდგომარეობაში უნდა შეგეძლოს ცნობიერების აწევა ჩემამდე, ხოლო
შემდეგ ამ სიმაღლის მუდმივი შენარჩუნება უნდა ისწავლო, იმისთვის რომ სულიერი
თვალი სრულად გაგეხსნას. და ეს თავისით მოხდება სათანადო მზაობის მიღწევის
შემთხვევაში. ნუ იძაბები და ნუ აძალებ შენ თავს რაიმე განსაკუთრებული მწვერვალების
დაპყრობას. შინაგანი ჰარმონია შეინარჩუნე და უბრალოდ მომყევი. იმ უხილავ ძაფს
გამოყევი, რომელიც ჩვენს გულებს შორისაა გაბმული და რომელსაც შენ ოქროსფერ
ნაკადებად აღიქვავ... ყოველ ჯერზე მაკვირვებს და მსიამოვნებს როდესაც შენს შეგრძნებებს
აღწერ... მინდა იცოდე, რომ ჩემს სწავლებას და მოქმედებებს შენ მიმართ გარკვეული
თანმიმდევრობა აქვს და ეს თანმიმდევრობა უნდა დავიცვათ... ეხლა კი, მოდი ისევ
რეინკარნაციების, დაბადება-სიკვდილის და კარმული რუკების თემა განვიხილოთ.

- კარმული რუკა... - გავიმეორე მე ფიქრებში ახალი ტერმინი და შევეცადე დამეჭირა მის


მიერ გამოგზავნილი სურათი, რომელიც ძალიან ჰგავდა ჰოროსკოპს ანუ ასტროლოგიურ,
იგივე ნატალურ რუკას (ნახ. 45)...

366
ნახ. 45. ნატალური ასტროლოგიური რუკა.

- თქვენი ასტროლოგების მიერ შედგენილი ასტროლოგიური რუკები არასრულყოფილების


მიუხედავად, მაინც ასახავენ ადამიანის ბედზე პლანეტების და ციური სხეულების
ზეგავლენას. თითოეულ ამ ციურ სხეულს თავისი პლანეტარული ლოგოსი აქვს. ისინი
სხვადასხვა ენერგეტიკული კორიდორებით ავრცელებენ თავიანთ უნიკალურ
ენერგეტიკულ გავლენას როგორც ერთმანეთის მიმართ ასევე მათზე ინკარნირებული
ცოცხალი არსებების მიმართ. მზის სისტემა ერთიანი ცოცხალი ორგანიზმია სადაც დიდი
(პლანეტარული) და მცირე (განსხეულებული ინდივიდუმები) მოთამაშეები არიან...
პლანეტარული ლოგოსების ზეგავლენა ადამიანზე დაბადების მომენტში, განაპირობებს
მისი კარმული რუკის მოხაზულობებს. ეს რუკა ასახავს ოპტიმალური „სასიცოცხლო
მისიის“ გზას, რომლიდანაც გადახვევა შესაძლებელია თავისუფალი ნების პირობებში,
მაგრამ ეს ნება შეზღუდულია „შესაძლებლობათა კორიდორით“. ადამიანის კარმული
რუკები ჰგავს თქვენ ნატალურ რუკებს, მხოლოდ წარმოიდგინე ერთმანეთზე გადაბმული
მილიონობით ასეთი ნატალური რუკა (რომელთაგან თითოეული მხოლოდ ერთ
ინკარნაციას გამოსახავს). მილიონობით იმიტომ, რომ მრავალი ინკარნაციის კარმული
რუკა ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან თუკი სულის ბედს განიხილავ, ის
მრავალი ინკარნაციის ჭრილში უნდა განიხილო დღიდან მისი წარმოქმნისა
პირველწყაროდან, დღემდე მისი უკან პირველწყაროში დაბრუნებისა. გარდა ამისა, ამ
რუკებზე ასახულია ინდივიდუმის ურთიერთობა სხვა ინდივიდუმებთან ასევე მრავალი
ინკარნაციის ჭრილში. კარმული რუკა მრავალცვლადიან განტოლებას ჰგავს, რომელშიც
ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ცვლადი თავისუფალი ნებაა. თავისუფალ ნებას,
მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს რუკის
მოხაზულობები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი უზენაეს გეგმას მიუყვება და
დასრულებულ, სრულყოფილ სურათს ქმნის!

367
მან ისევ ვიზუალური სურათი გამომიგზავნა და მე დავინახე ძალიან რთული,
ჩახლართული ნახაზი უსასრულო რაოდენობის გადამკვეთი ხაზებითა და შტრიხებით,
სადაც მზის სისტემის ციური სხეულებიც ერთმანეთთან დაუსრულებლად იკვეთებოდნენ.

- და ეს მხოლოდ მზის სისტემის არეალისთვის, მაგრამ სულის ევოლუცია ხომ მის


ფარგლებს ცდება. წარმოიდგინე ეს უსასრულო აბლაბუდის ქსელივით დახლართული
სურათი და თუკი ქალღმერთი მაკოში მითის თანახმად ცოცხალი არსებების ბედის
ქსოვილს ქსოვს, ეს სწორედ ის არის! არსებობს უდიდესი იერარქია კარმული
მბრძანებლების, რომლებიც სხვადსხვა ლოგოსების და განზომილებების დონეზე
მუშაობენ. ეხლა ხომ ხედავ, როგორი გადახლართულია ცოცხალი არსებების ბედი არა
მარტო დედამიწის არამედ მზის სისტემის და სინამდვილეში სრულიად სამყაროს
მაშტაბით. გააფართოვე თვალსაწიერი და კოლოსალურ დრამას დაინახავ, რომელიც
თავად პირველწყაროს გამოვლინებაა, ღმერთის შეუცნობელი სხეულია, ჭეშმარიტი,
დიდებული, ცოცხალი მაკროკოსმი!.. მაგრამ თუ ამ უსასრულო დაქსელილ ქსოვილს
როგორც ერთიან საღმრთო გამოვლინებას შეხედავ, როგორც დასრულებულ სურათს...
დაინახავ ულამაზესი და ურთულესი მოხაზულობის სტრუქტურას... იმდენად რთულს და
იმდენად დახვეწილს, რომ მისი წარმოდგენაც შეუძლებელია...

- თითქოს მირიადი მაქმანია ერთმანეთთან ჩაქსოვილი და ჩაქარგული... - ჩავილაპარაკე მე,


რომ ამაღწერა ის, რის სიდიადესაც ჩემი გონება მხოლოდ წამიერად შეეხო.

- ერთის შეხედვით ქაოტურ და ერთმანეთთან არეულად დაკავშირებული სხვადასხვა


არსებების კარმული რუკები, საბოლოო ჯამში ერთიან ჰარმონიულ მოხაზულობას ქმნიან
და ამას თუ დაინახავ, მიხვდები რომ არაფერია შემთხვევითი და არაფერია ქაოტური... და
რომ ეს „მაკოშის ქსელიც“ საბოლოო ჯამში ულამაზესი, უდიადესი და სრულყოფილად
მოწესრიგებული სტრუქტურაა!

368
მაკროკოსმის ინდივიდუალური
კარმული რუკა კარმული რუკა

ნახ. 46. მაკროკოსმის სრული და მიკროკოსმის (ანუ ინდივიდუალური მონადას) ფრაგმენტის


კარმული რუკები. (ნახატები ინტერნეტიდანაა გადმოტვირთული და სიმბოლურადაა მოყვანილი
ამ მოვლენაზე წარმოდგენის შესაქმნელად).

2019 წელი. 3 დეკემბერი. სულიერი არსებები და იესოსთან საუბარი

ადამიანებთან იშვიათი კონტაქტი მაქვს და ძალიან ჩაკეტილად ვცხოვრობ, მაგრამ ეს


კარჩაკეტილობა სიამოვნებას მანიჭებს. თითქოს გულში მუდმივ დღესასწაულს დაატარებ,
რომელთანაც შეგიძლია პირისპირ დარჩე და მისგან სრულად შეივსო, ბოლომდე
ისაზრდოო, ისე რომ არავინ შეგიშალოს ხელი, არავინ გადაგიტანოს ყურადღება, არავინ
დაგიკარგოს ეს ნეტარების და ბედნიერების წუთები. სულ უფრო ხშირად ვხუჭავ თვალებს,
ცნობიერებას „ზევით“ ვწევ, მისი სიახლოვე მაშინვე მეხვევა და ისევ წყდება გული
უთავბოლო უფსკრულებში... სიყვარულის და ნეტარების ჩქერებს მიუყვება და ითქვიფება
ოქროსფერი სინათლის სხივებში... ყოველ ჯერზე მიკვირს, რატომ ვუყვარვარ ასე ძალიან.
ამ „მაღალი ეთერული“ სივრციდან, როგორც მას მიქაელმა უწოდა, იესოსთანაც და
„ამაღლებულ სულთანაც“ მიადვილდება კავშირის დამყარება და თუკი მიქაელის
შემთხვევაში არის რაღაც პირადული ჩემ მიმართ, მათგან მომავალ სიყვარულსაც ვგრძნობ,

369
მაგრამ ეს სიყვარული ხომ ყველაზე ვრცელდება, ხომ ყველას ეკუთვნის... ეს ზრუნვა,
სითბო და გულის ალერსი, რომელიც აქ ასე უხვად იღვრება ყველას მიმართ, არ არის ჩემი
საკუთრება. ეს მათი გულების უანგარო გამოსხივებაა, მათი სულის თვისებებია, რომლის
გამოც მათ ყველას, ყველა ადამიანის სიყვარული შეუძლიათ იმ სიძლიერით, რა
სიძლიერის გრძნობასაც ჩემ მიმართ ამჟღავნებენ. მე არა ვარ გამორჩეული და არა ვარ
ერთადერთი, ვინც ამას იმსახურებს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეეხოს და
ისაზრდოვოს, ამ არაჩვეულებრივი არსებების სიყვარულით. ეს კავშირი შესაძლოა ამ
გრძნობის უწყვეტ ორმხრივ ნაკადად იქცეს და სიცოცხლე მიწიერ განსხეულებაში
სრულიად შეიცვლის ფერებს, სრულიად შეივსება და განათდება ახალი მანათობელი,
ღვთაებრივი შუქ-ჩრდილებით! როგორ მინდა ეს შეგრძნებები გადმოვცე, სწორი სიტყვები
ვიპოვო, ამ სიტყვებში გული ჩავდო და სხვებიც მოვწამლო იმ სწრაფვით, რომელმაც მე
აქამდე მომიყვანა...

ამასწინათ, ჩემთან ერთი ახალგაზრდა ქალბატონი იყო მოსული - განათლებული და


დახვეწილი პიროვნება. მაგრამ როგორც ყველა ფაქიზი სულიერი და გონებრივი მოწყობის
ადამიანი, ისიც ვერ ეთავსებოდა ამჟამინდელ მანკიერ ცხოვრებას და მის საუბრებშიც,
სახის და თვალების გამომეტყველებაში მუდმივი დარდი და შიში იგრძნობოდა. ერთი-
ორჯერ მომეჩვენა რომ მასში საკუთარი თავი, საკუთარი თვისებები დავინახე, რომლებიც
როდესღაც მქონდა, რადგან ეს მიუღებლობა და მუდმივი მომავლის შიში მეც ძალიან დიდ
ხანს გამდევდა. გარდა ამისა, შევამჩნიე ის, რასაც ძალიან ბევრ ადამიანში ვამჩნევ.
არამარტო საერო, არამედ სასულიერო პირებიც კი ცდებიან იმ დიდი შეცდომით, რასაც ასე
თვალნათლივ ვხედავ...

- ღმერთი ჩვენთან ყოველთვის ვერ იქნება!... - მითხრა ახალგაზრდა ქალბატონმა. მან ეს


სიტყვები ჩვენს საუბარს მოაყოლა, როდესაც თავის შიშებზე მიყვებოდა და მე ვურჩიე, რომ
რაღაც საკითხებში ღმერთის ნებაზე მინდობა უნდა ისწავლოს. მის ამ არგუმენტზე მაშინვე
შეწინააღმდეგება მომინდა, მაგრამ მივხვდი, რომ სათანადო სიტყვებს ვერ მოვძებნიდი.
მივხვდი, რომ ასე მარტივად ვერ ავუხსნიდი, რომ არა მარტო ღმერთს, იქნება ეს
პლანეტარული ლოგოსი, მამა ღმერთი თუ ღვთის შვილი, არამედ ანგელოზებსაც კი
შეუძლიათ ცნობიერების ისეთნაირი დაყოფა, დაქსაქსვა რომ ადამიანის სულის ველში
მათი ცნობიერების ფრაგმენტი მუდმივად იარსებებს.

წუხელ ღამით გამეღვიძა. ცნობიერე „ავწიე“ და დამაინტერესა ამ სივრცის დონეზე


შევძლებდი თუ არა იესოსთან ისეთივე მკაფიო კავშირის დამყარებას, როგორც მიქაელთან.
გონება მისკენ მივმართე და მასთან „ძაფი“ მაშინვე გაიბა. ამ სივრცის დონეზე ეს კავშირიც
უფრო ძლიერი აღმოჩნდა. უმალ ვიგრძენი მისი სულის ჩუმი, თავმდაბალი და კეთილი
გამოსხივება. მას თითქოს ყოველთვის თბილი ღიმილით ვხედავ ხოლმე.

- ჩემო მასწავლებელო... - ვუთხარი, როგორც კი მისი სიახლოვე ვიგრძენი. ყოველი მასთან


შეხვედრა ჩემთვის უზომოდ ძვირფასია! მოზღვავებული გრძნობებისგან ისევ
ამიცრემლიანდა თვალები. არ ვიცოდი რა მეთქვა. მხოლოდ ეს ორი სიტყვა ამოვღერღე და
გავჩუმდი. მაგრამ ამ ორ სიტყვაში ყველაფერი ჩავდე, რასაც მის მიმართ ვგრძნობდი და მან

370
მიიღო ისინი... წამით მომეჩვენა რომ დავინახე კიდეც როგორ შემოეხვია მას ჩემი
სიყვარული როგორც ნაზი, თბილი, გაცისკროვნებული ღრუბელი...

- ხედავ, მეც ვისწავლე შეხების გარეშე, მხოლოდ სიყვარულის ენერგიით მოფერება და


ჩახუტება. ისე, როგორც თქვენ შეგიძლიათ... - ვუთხარი მე.

იესო:

- შენ ეს ისედაც ყოველთვის იცოდი. ეხლა უბრალოდ ბევრ რამეს აცნობიერებ და გარეგან
გონებაში გამოგაქვს, რაც ძალიან კარგია.

მან იცოდა რატომაც დავუკავშირდი, რადგან ჩემი კითხვა ეხლაც იდო ჩემი სულის
ზედაპირზე..

იესო:

- ხო... სამწუხაროა როდესაც ადამიანები ჩემგან დისტანცირებას აკეთებენ იმის გამო, რომ
მიაჩნიათ რომ მე მათთან მუდმივად ვერ ვიქნები ან რომ ისინი ჩემ მათთან ყოფნას არ
იმსახურებენ. ესეც მატერიალური სამყაროს ერთ-ერთი ილუზიაა, რადგან თქვენ საკუთარ
თავს ფიზიკურ სხეულთან აიგივებთ და შესაბამისად ერთმანეთთან ყოფნა-არყოფნა
ფიზიკური სხეულის ყოფნა-არყოფნით გეზღუდებათ. უნდა გაიგოთ, რომ სულიერ
სამყაროს განსხვავებული კანონები მართავს და მე იმდენ ნაწილად შემიძლია „გავიყო“,
რამდენი ადამიანიც მომიხმობს გულში და თავის ქვედა ოთხ სხეულს მოამზადებს
საიმისოდ, რომ ჩემმა თანამყოფობამ შეძლოს გამოვლინება. მე მირიად ნაწილად გავიყოფი,
უსასრულოდ გავიშლები, ყველაზე გადავნაწილდები და დამიჯერე ეს ჩემთვის მეტი
სიმთელე იქნება! მე შემოგიკრებთ როგორც კრუხი იკრებს თავის წიწილებს, როგორც
მზრუნველი მეცხვარე აგროვებს თავის გარშემო გაბნეულ ფარას, მე მოგძებნით და
მოგაგროვებთ როგორც დამსხვრეული მოზაიკის ფერად ნამსხვრევებს, რომ თქვენგან
ერთიანი, დიდებული და სრულყოფილი საღმრთო ფრესკა შევკრა. მე ვიქნები ამ ფრესკის
საფუძველი, დასაყრდენი კედელი, შესაკვრელი მასალა. თქვენ ოღონდ მომიხმეთ, ოღონდ
მოისურვეთ და მე თქვენთან მუდმივად ვიარსებებ!... ეს არამარტო შესაძლებელია, არამედ
თქვენი მისწრაფების მიზანი უნდა გახდეს. ის გზა, რომელსაც შენ მიქაელთან გადიხარ,
სწორედ ეს გზაა. თუ ადამიანი ფიზიკურ სხეულს და სამშვინველს სათანადოდ გაწმენდს
და აამაღლებს, ის ჩემ თანამყოფობას გარკვევით იგრძნობს და ტელეპატიურადაც კი
დამელაპარაკება. მოუმზადებელი სხეულების, მაგრამ ძლიერი მისწრაფების შემთხვევაში
მე მაინც ვიქნები თქვენთან, მაგრამ ჩემ თანამყოფობას გარკვევით ვერ იგრძნობთ და
ამიტომ ბრმა რწმენა და იმედი დაგჭირდებათ, და კიდევ ცოდნა იმისა, რომ მე თქვენთან
ვარ და რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ პირისპირ შევხვდებით... აუცილებლად
შევხვდებით! იცოდეთ რომ ყოველი თქვენგანი მიღებულია ჩემგან, ყოველი თქვენგანი
უზომოდ ძვირფასია, ყოველი თქვენგანი განუმეორებელი, ერთადერთი და შეუცვლელი
ნაწილია იმ საღმრთო ფრესკაში რომელსაც ღმერთის სხეული ჰქვია, რომლისკენაც
მოგიხმობთ და სადაც აუცილებლად დაბრუნდებით!..

371
2019 წელი. 8 იანვარი. სული და მატერია

საახალწლო დღეებმა სრულიად ამომაგდეს კალაპოტიდან. ცნობიერების აწევა უფრო


მირთულდება, მაგრამ მიქაელმა გამაფრთხილა რომ ამის გაკეთება ნებისმიერ
გარემოებებში უნდა ვისწავლო, რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორ ცუდადაც არ უნდა
ვგრძნობდე თავს და რაც არ უნდა მიშლიდეს ხელს. მაშინაც კი როდესაც ვინმე მეჩხუბება
ან უბრალოდ მელაპარაკება, თავს „ზედა“ განზომილებაში უნდა ვგრძნობდე. მაშინ ჩემი
ფიქრებიც და სიტყვებიც სხვა, უფრო სწორ, ამაღლებულ მიმართულებას მიიღებს, ხოლო
ჩემი ბედი სხვა კანონებს დაექვემდებარება.

რამდენიმე იდეა მან კიდევ გამომიგზავნა, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოვახერხე
დაჯდომა და დაწერა. ამიტომ ახლა შევეცდები ყველაფრის შეჯამებას.

როგორც მისი ახსნილიდან მივხვდი...

...ერთი სიტყვით, როდესაც ვსაუბრობთ ღმერთზე, ყველაფერი ისე არ არის, როგორც


გვეგონა. ჩვენი კულტურის ადამიანებს ყოველთვის შთაგვაგონებდნენ, რომ მონოთეიზმი
იყო დიდი წინსვლა, დიდი მონაპოვარი კაცობრიობის რელიგიების ისტორიაში.
სინამდვილეში ღმერთის ცნება გაცილებით კომპლექსურია, ისევე როგორც ადამიანის
სულიერი შრეების სტრუქტურა და ცნობიერების ევოლუცია. ამჟამად არსებული
მონოთეისტური რელიგიების ტრადიციაში არსებობს კონცეპცია ერთი ღმერთის და ცალკე
ადამიანის, რომელსაც აქვს უბრალოდ სხეული და სული. ქრისტიანობაში იშვიათად თუ
საუბრობენ სულიერი სხეულის (სამშვინველის) და სულის განსხვავებებზე (რუს. Дух и
душа). ძირითადად ეს ყველაფერი მარტივი სქემით გამოიხატება: ადამიანი, მისი სული და
ღმერთი. თუმცა უნდა ვაღიარო რომ საღმრთო ტრიადა სამების სახით გამოისახება. აქვე
მოიაზრება ფიზიკური სამყარო და სულიერი სამყარო, სადაც რაღაც ფენები არსებობს,
მაგრამ რა და როგორ დიდად არც ცნობილი არ არის და არც არავის აინტერესებს.

მაგრამ, როგორც მიქაელმა დამანახა, ღმერთი შეიძლება სხვადასხვა რამეს ან ვინმეს უწოდო
და კაცობრიობის ისტორიაში ასეც ხდებოდა. მისი ახსნით არსებობს „პირველწყარო“ ანუ
აბსოლუტი, რომლიდანაც ყველაფერი შეიქმნა, და რომელიც თავად ავლენს საკუთარ თავს
ყველაფერში რაც არსებობს. ადრე ჩემ მიერ აღწერილი პირველწყაროს დაყოფა სულის და
მატერიის იპოსტასებად რეალურად ფარდობითია. ეს პირველწყაროს დუალობის ყველაზე
ზოგადი გამოხატულებაა და ასეთი დაყოფა საჭირო გახდა მისი, ღმერთის
გამოვლინებისთვის. სინამდვილეში, ორივე პოლუსი (ფორმალურად დავარქვათ
იპოსტასი) აბსოლუტის გამოვლინებაა. ასევე აბსოლუტია ადამიანიც და ქვაც, ანგელოზიც
და დემონიც, ღამეც და დღეც, თეთრიც და შავიც. ის ყველაფერი ყველაფერშია! მაგრამ
ადამიანის ცნობიერებისთვის რთულია აბსოლუტისკენ მისწრაფება, რთულია აიღო
ორიენტირი რაღაცისკენ რაც ყველაფერი ყველაფერშია, რაც დემონურ არსებასაც
წარმოადგენს და ღვთაებრივ ანგელოზსაც, შავსაც გულისხმობს და თეთრსაც. ამიტომ
ადამიანებს ორიენტირები ეძლეოდათ. საქმე იმაშია, რომ სულის, ანუ მონადას ევოლუცია
გამოვლენილ სამყაროებში მიმდინარეობს ორი ტიპის ციკლის მიხედვით. ფორმალურად
მათ დაღმავალი და აღმავალი ციკლები შეგვიძლია ვუწუდოთ. დაღმავალ ციკლებში

372
ცოცხალი არსებები ინვოლუციონირდებიან (უკუევოლუცია) ანუ ეშვებიან უფრო და უფრო
ღრმად მატერიაში. ამ დროს მათი ვიბრაციები სულ მეტად ეცემა და ისინი სულ უფრო უხეშ
მატერიალურ განზომილებაში განსხეულდებიან. ეს ევოლუციის დაღმავალი ციკლებია,
ანუ იგივე ინვოლუცია. ამ დროს სპეტაკი, ახალგაზრდა სული სულ მეტად წყდება „სულის
იპოსტასს“ და სულ მეტად შორდება „სულის იპოსტასის“ პოლუსს. ის მატერიაში ეშვება,
შუალედურ სამყაროებში თავისუფალ ნებას იძენს, ღმერთის ნებას მოწყვეტილი
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და ერთგვარად „ღმერთს“ თამაშობს. ეს
პროცესი მრავალი ინკარნაციის განმავლობაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე განსხეულებული
სულის (ადამიანის) ცნობიერება არა სულის იპოსტასისკენ, არამედ მატერიის
თაყვანისცემისკენ არის მიმართული და ამ დროს მეტად ვლინდება ყველანაირი „დედა-
ბუნების“ კულტები. ეს არც ცუდია და არც კარგია. ეს არსებობის ნაწილია. ეს ის
გამოცდილებაა, რომელიც სულმა უნდა გაიაროს, გამდიდრდეს ამ გამოცდილებით და უკან
„სულის იპოსტასში“ სხვა არსებად დაბრუნდეს. როდესაც ციკლები დაღმავალი ფაზიდან
აღმავალ ფაზაში გადადის და განსხეულებული არსებები გასულიერების გზას ადგებიან,
მათი ცნობიერება „დედა ბუნებიდან“ „სულის იპოსტასისკენ“ ტრიალდება. მათ
მოქმედებას, ცხოვრებისეულ მისიას გასულიერების გეზი ეძლევა. თუ კონკრეტულად
ადამიანებზე (და არა სხვა პლანეტის მაცხოვრებლებზე, რომლებზეც ბევრს ვერაფერს
ვიტყვი) ვილაპარაკებთ, აღმავალი ევოლუციის ეტაპზე იწყება მისწრაფება ღმერთისკენ და
შესაბამისად იწყება გასულიერების პროცესი. ამ დროს ადამიანი თავისი ფიზიკური და
ნატიფი სხეულებით, ისევე როგორც მატერიალური სამყარო მის გარშემო ერთგვარი
„გათხელების“ პროცესს გადის, რომლის დროს მატერიის ვიბრაციები მატულობს. ეს
პროცესი „ცნობიერების აწევით“ ანუ ცნობიერების სიხშირეთა მატებით მიმდინარეობს.
მაგრამ რადგან აბსოლუტი სულიცაა და მატერიაც, ამიტომ „სულის იპოსტასისკენ“
მისწრაფებისთვის ორიენტირად საჭიროა მისწრაფება იმ ცოცხალი არსებების მიმართ,
რომლებიც თავიანთი განვითარების საფეხურით ამ „სულის პოსტასთან“ უფრო ახლოს
დგანან. ეს არის მთელი იერარქია სულიერი არსებების, რომლებსაც სათავეში „მამა
ღმერთი“ ანუ „სულის იპოსტასის“ გამოვლენილი, პერსონიფიცირებული ღმერთი უდგას
სათავეში (თუმცა ეს პერსონიფიცირებაც უნდა წარმვიდგინოთ არა ანტროპომორფულ
არსებად, არამედ ღმერთის უმაღლეს ინდივიდუალობად). ეს სულიერი იერარქია
„სიცოცხლის ხედ“ იტოტება და რაც მეტადაა განშტოებული, რაც მეტადაა მისგან ტოტები
ჩამოშვებული, მით მეტადაა ის „მატერიის იპოსტასში“ ჩასული. პირველწყარო ანუ
ღმერთის „სულის იპოსტასი“ შვიდ სულად, შვიდ პირველად იერარქად იტოტება, ისევე
როგორც თეთრი ფერი იშლება შვიდ ძირითად ფრად. იოანეს გამოცხადებაში ნახსენები 7
სული, რომელიც შვიდი სანთელის (რუს. 7 светильников) სახითა არის წარმოდგენილი,
სწორედ ესაა. ამ შვიდობრივ დაყოფას რაღაც კავშირი აქვს მატერიალური სამყაროების
შვიდობრივ სტრუქტურებთან. ადამიანის ცნობიერებამ შეიძლება შეიმეცნოს ღმერთი მისი
სხვადასხვა იერარქების დონეზე, იქიდან გამომდინარე, რამდენად მაღალია, რამდენად
გაფართოვებულია ადამიანის ცნობიერება. ცნობიერების გაფართოვება კი
საფეხურებრივად მიმდინარეობს. სანამ ადამიანის ცნობიერება დედამიწის ფარგლებშია,
ის 7-ობრივ განვითარებას გადის. ჯერ ქვედა 4 სხეული მაღლდება. ფიზიკური სხეულის
ვიბრაციების ამღლებას სწორი კვება და ბუნებასთან სწორი ურთიერთობა სჭირდება,
სამშვინველის ვიბრაციების აწევას ამაღლებული ფიქრები, ემოციები და მოქმედებები

373
სჭირდება, რაც ადამიანისგან თვითდისციპლინას ითხოვს. ასევე საჭიროა „ღმერთისკენ“
ანუ რომელიმე ნათელი იერარქისკენ მისწრაფება, რომ მისგან დახმარება მიიღო და
კავშირი გაამყარო საკუთარი სულის კომპონენტებს შორის, ანუ ზედა სულიერ ტრიადასა
და ქვედა ტეტრადას შორის. როგორც წესი ეს იერარქი რაღაცნაირ სულიერ გენეოლოგიურ
კავშირშია ხოლმე კონკრეტულ სულთან (ამის მეტად ახსნა ამ წუთას მიძნელდება).
სათანადო დისციპლინის და მისწრაფების შემთხვევაში, როდესაც ცნობიერება მე-5
დონემდე მაღლდება, ადამიანი იწყებს საკუთარი უმაღლესი კაუზალური სხეულის, ანუ
უკვდავი სულის აღქმას. მე-6 დონეზე იგი ე. წ. „ქრისტესეულ ცნობიერებას“ ხსნის საკუთარ
თავში. ეს არის კაცობრიობის, ანუ ყველა ადამიანის ერთობის შეგრძნება, შეგრძნება იმისა,
რომ ყველა ადამიანი ერთ მთლიან ორგანიზმს ქმნის, რომ ყველა შენიანია და შენი ნაწილია
თითქოს. სწორედ ქრისტესეული ცნობიერების დონეზეა შესაძლებელი ის, რისკენაც
თვითონ ქრისტე მოგვიწოდებდა, ანუ მტრის სიყვარული, რადგან ამ მდგომარეობაში ქრება
„მტრის“ და „მოყვასის“, „მე“ და „სხვას“ ცნება და ეს, ყველა ადამიანისკენ მიმართული,
ყოვლისმომცველი სიყვარული თავისით, ბუნებრივად, ძალისხმევის გარეშე აღმოცენდება.
ამ ცნობიერების დონის მიღწევის გარეშე „მტრის სიყვარულზე“ საუბარი უბრალო
დემოგოგიაა, რადგან სიყვარულს ვერც სხვას, ვერც საკუთარ თავს ვერ აიძულებ, როგორ
ლამაზადაც არ უნდა საუბრობდე ამაზე. მე-7 დონეზე ცნობიერება „პლანეტარული
ლოგოსის“ დონეზე ფართოვდება. ამ დროს პლანეტის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი
არსების ერთობას გრძნობ, გრძნობ რომ ბუნებაც და სხვა ცოცხალი არსებებიც შენ ხარ
თითქოს. ეს პლანეტარული ლოგოსის, ანუ პლანეტის „ღმერთთან“ ცნობიერების
გაერთიანებაა, რადგან ის, პლანეტარული ლოგოსი თავის პლანეტას სწორედ ასე აღიქვავს,
ანუ როგორც საკუთარ გამოვლინებას, საკუთარ სხეულს. პლანეტარულ ლოგოსს
დუალური ბუნება აქვს. ის ერთის მხრივ დედა-მიწაა (დედა-ბუნება) და მეორეს
სულიწმინდა! ეს ორი ასპექტი პლანეტარული ლოგოსის ქალურ და კაცურ ასპექტს
მოიაზრებს. როდესაც ადამიანის ცნობიერება პლანეტის საზღვრებს ცდება, მას ეხსნება
დამატებითი სულიერი ასპექტები, რომელშიც ხდება შესაბამისი ენერგიების
შედინება/გადინება დამატებითი ჩაკრების საშუალებით. ეს ჩაკრები სავარაუდოდ არ არის
აღწერილი ჩვენთვის ცნობილ წიგნებში და სავარაუდოდ ფიზიკურ სხეულში არ
მდებარეობს. ცნობიერების ევოლუციასთან ერთად, ადამიანი სულ უფრო მაღალი რანგის
იერარქების ცნობიერებას ერწყმის, გალაქტიკურ და კოსმოსურ ლოგოსებს. ეს არ ნიშნავს
მათში საკუთარი ცნობიერების გათქვეფას და ნიჰილირებას, მათთან ცნობიერების
შერწყმით ადამიანი ინარჩუნებს საკუთარ ინდივიდუალობას იმ გამოცდილების ჭრილში,
რაც მან ქვედა სამყაროებში ინკარნაციისას მიიღო. ღმერთის „სულის იპოსტასი“ თავისი
იერარქების და ლოგოსების სახით (მათი გავლით) ერთგვარად უშვებს მატერიაში და
შემდეგ უკან იბრუნებს უკვე გამოცდილ სულებს ჯერ დაღმავალი და შემდეგ აღმავალი
ციკლების გავლით. ეს პროცესი ჰგავს რვაფეხას, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ფეხები და
შემდეგ უკან სხეულში შეიკუმშოს ისინი. ოღონდ ფეხების მაგივრად „სიცოცხლის ხე“
უნდა წარმოიდგინო ყველა თავისი განშტოებით. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ღმერთზე,
შეგვიძლია ქრისტე წარმოვიდგინოთ, რომელიც გვეხმარება „ქრისტესეული ცნობიერების“
მოპოვებაში. იმედია სწორედ დავალაგე აზრი, რადგან ეს ყველაფერი იდეების დონეზე
მესმის, მაგრამ კლასიფიკაციისთვის და სწორი სახელების მინიჭებისთვის
დარწმუნებულობა მაკლია. ასევე მინდა ვახსენო, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც

374
სამყაროების გაშლას და შემდეგ ალაგებას; გაუხეშებას და შემდეგ გასულიერებას;
გამოვლენას და დაბრუნებას წარმოადგენს, მიმდინარეობს, როგორც ვთქვი დაღმავალი და
აღმავალი ციკლებით. თითოეული ციკლი ასრულებს თავისი „განვითარების ამოცანას“ და
თავის ცენტრთან/მზესთანაა კავშირში, ისევე როგორც დედამიწის შემობრუნება მზის
გარშემო ციკლური ბუნებისაა და მას თავისი ცენტრი აქვს მზის სახით. ეს პროცესები
მათემატიკური სიზუსტით მიმდინარეობს ფრაქტალური სტრუქტურების გამოყენებით.
თავისუფალი ნების სამყაროებშიც კი პროცესები წესრიგდება კარმული უკუგებისა და
„შესაძლებლობათა კორიდორის“ შეზღუდვებით, რომ მთელი ეს პროცესი კოსმოსური
გეომეტრიიდან არ ამოვარდეს. ჩემ მიერ ფრაქტალურ სტრუქტურებად წოდებული
სტრუქტურები კი წარმოადგენს ერთგვარ გეომერტიულ-ალგორითმულ მარტივ
მამრავლებს, რომელთაგან შედგენილია ყველაფერი, როგორც მცირე ასევე დიდი,
გამოვლენილ სამყაროებში. ფრაქტალები წარმოადგენენ ორი ძირითადი - ორობრივი
(იგივე ბინარული კოდის) და სამობრივი ფრაქტალების კომბინაციებს. მათი მუშაობის
პრინციპის შემეცნება ერთგვარ გასაღებს გაძლევს სამყაროს მოწყობის გასაგებად. ის
სამყაროები რომლებსაც მე „გამოუვლენელ“ სამყაროებს ვუწოდებ, სინამდვილეში მაინც
გამოვლენილია, რახან არსებობს, მაგრამ ვინაიდან ისინი მაღალსიხშიროვან სულიერ
განზომილებებს მიეკუთვნებიან, სადაც ცნობიერება წმინდა სახითაა გამოვლენილი, მათი
სტრუქტურირება და აღწერა ძალიან ძნელია. გარდა ამისა ჩემი ცნობიერებისთვის ეს
სამყაროები ჯერ-ჯერობით მიუწვდომელია.

2019 წელი. 22 იანვარი. „ეს მე ვარ...“

ეს დღეები არაფერს მასწავლიდნენ. მე ჩემი მხრიდან ვცდილობდი ცნობიერების დაჭერას


მაღალ ეთერულ განზომილებაში, როგორც მიქაელი მასწავლიდა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ
უნაკლოდ გამომდიოდა და ცხოვრებისეული გარემოებები არ მაგდებდნენ „დაბლა“.

...მიქაელის თანამყოფობა არ მტოვებს. მაგრამ როდესაც ცნობიერებას ვწევ, ეს შეგრძნება


გაცილებით მძაფრი ხდება და თითქოს ღრუბელივით გარშემომერტყმის. ადრე თუ
გრძნობა მქონდა რომ გულის ჩაკრით ვუერთდები მის აურას, ეხლა მგონია რომ სულ
მთლიანად ვიხსნები მასში. ორი კვირა გავიდა ბოლო ჩანაწერიდან. როდესაც ვკითხე
რატომ აღარ მასწავლის არაფერს, პასუხი ვერ მივიღე, მაგრამ მომივიდა გრძნობა, თითქოს
ამ ჩემ კითხვას ახშობს. ეს ნაცნობი შეგრძნებაა, როცა გპასუხობენ არა ფიქრით, არა იდეით,
არამედ შეგრძნებით. თითქოს შენს გაფიქრებულ კითხვას ერთგვარი კედელი აწყდება,
რომელიც ამ ფიქრს ანარეკლივით უკან გიბრუნებს. ამ გრძნობას თან ახლდა სიმშვიდე,
რომელიც ჩემი შფოთვის მცდელობას აქრობდა, რაც იმას ნიშნავდა რომ რაღაც მიზეზის
გამო როგორც ჩანს პაუზას აკეთებენ, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ასეთი გრძნობითი
ინფორმაციის მიმოცვლას უკვე მივეჩვიე და აღარ მიკვირდა. მაგრამ რატომღაც არ

375
მტოვებდა განცდა რომ რაღაც ფუნდამენტალური ცოდნა მაკლია, რაღაცის გამოცდილება,
რის გარეშეც ყველაფერს რაზეც ვსაუბრობ აზრი ეკარგება.

ცნობიერებას ვწევდი და თითქოს ზევიდან ვუყურებდი ჩვენს სამყაროს. ვუყურებდი და


ვფიქრობდი, ვცდილობდი გამეაზრა რა ვისწავლე და რა ვერ ვისწავლე... საბოლოო ჯამში
მე ვერ გავეცი პასუხი კითხვაზე რა არის ღმერთი... ჩემ წარმოდგენაში მე დავქსაქსე იგი
იერარქიულ ხედ, შვიდ სულად, პლანეტარულ ლოგოსებად, მის წარმომადგენელ
ანგელოზებად... მაგრამ ხომ არ დავკარგე თვითონ ის? ის მთავარი, რისკენაც საბოლოოდ
ყველანი მივისწრაფვით? ამავე დროს მიქაელისგან ვგრძნობდი, რომ არამც თუ შეცდომა არ
დამიშვია ჩემ მსჯელობებში, არამედ სწორი ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული
შექებაც კი მივიღე, რადგან ეს თემა (ღმერთის საფეხურებრივი შემეცნების ცნობიერების
ეტაპობრივი გაფართოვების და მეტი და მეტი ლოგოსების მოცვით) თითქოს ძალიან
სწორედ გადმოვეცი. ეს თემა უცხოა და მისი ჩამოყალიბება არაა მარტივი. არ ვიცი თუ არის
სადმე მსგავსი აზრები გამოთქმული. ამ ფიქრებს გამუდმებით ვუბრუნდებოდი და რადგან
პასუხს ვერ ვპოულობდი, ეს საკითხი ძალიან მაწუხებდა...

ამავდროულად ჩემი ფიქრები ჩემ რუტინულ ცხოვრებასთანაც მაბრუნებდნენ. ჩემ


მკურნალობაში ფიტოთერაპიის გარდა დავამატე ე. წ. აპითერაპია. აპითერაპია ფუტკრის
შხამით მკურნალობას გულისხმობს, რომელიც ითვლება რომ ხელს უწყობს
ნეირორეგენერაციას და ჩემს დაზიანებულ ფეხის ნერვებს გამტარიანობა უნდა
აღუდგინოს. როგორც ჩანს ეს მეთოდი მართლა მუშაობს, რადგან პატარა შეღავათს უკვე
ვგრძნობ. ამავე დროს სინდისი მქენჯნის, რადგან ფუტკრების სიცოცხლეს ვიწირავ. ისინი
ხომ კბენისთანავე კვდებიან... ეს კი ეწინააღმდეგება ჩემს პრინციპს, რომ ცოცხალ არსებებს
ზიანი არ მივაყენო... ხანდახან ვორჭოფობ, რამდენად სწორს ვშვები, რომ მათი სიცოცხლის
ხარჯზე ვიჯანმრთელებ თავს.

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ვიგრძენი ჩემთვის ნაცნობი „ამაღლებული


სულის“ თანამყოფობა. მას ასე ვუწოდე, რადგან სხვა სახელი ვერ მოვძებნე. მის
თანამყოფობას ყოველთვის ვგრძნობდი. ხანდახან მეგონა, რომ მიქაელი იყო, რადგან მისი
„გამოსხივება“ მიქაელისას ჰგავს, ან პირიქით, მიქაელი ჰგავს მას... მათ ეგრევე ვერ
ვანსხვავებდი. მხოლოდ როდესაც კარგად ვაკვირდებოდი, მაშინ ვხვდებოდი, რომ ეს
მიქაელი არ იყო და მიუხედავად მისი მამობრივი სიყვარულის, ქვეცნობიერად
გავურბოდი მასთან კავშირს, რადგან მეგონა, რომ მიქაელს ჩამომაშორებდა, რომ
მიქაელთან კავშირს დავკარგავდი...

...ეხლა კი მესიამოვნა და გამეღიმა მასთან შეხვედრისას. კიდევ უფრო მეტად შემოვუშვი


გულში და ისევ ვიგრძენი, რომ მას ყოველთვის ვიცნობდი, როგორც დავიწყებულ
მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს, მაგრამ გულის სიღრმეში იცი და მშვიდად
ხარ, იმიტომ რომ ის არსებობს, სადღაც არსებობს, თუნდაც შენგან შორს, თავისი ცალკე
ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ შენი მეგობარია და შენ ყოველთვის იცი, რომ როდესმე ისევ
შეხვდებით, ისევ გადაიკვეთებით, ისევ გაიხსენებთ იმ დროს რომელიც როდესღაც
გაერთიანებდათ, რომლითაც როდესღაც ერთად ცხოვრობდით...

376
მე მას ჩემი იმწამიერი ფიქრები გავუზიარე მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩემი
სინდისის ქენჯნა ვაგრძნობინე. საპასუხოდ მისი სითბო მომეხვია. შემდეგ შეცვლილი
ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მან მაჩვენა ფუტკრების „კოლექტიური
ცნობიერება“. მან ეს „ცნობიერება“ თითქოს საკუთარი თავის სიღრმიდან ამოიღო,
საკუთარი ცნობიერებიდან გამოყო, როდესაც ეს მწერები შექმნა. რატომღაც ის ხილვა
გამახსენდა, 2013-ში, როდესაც იესომ მაჩვენა როგორ შექმნა ღმერთმა ადამიანი, როგორ
„ამოიღო“ მან ის საკუთარი თავიდან... ფუტკრების „კოლექტიური ცნობიერება“
აღიქმებოდა როგორც თხელი ქსოვილი, რომელიც ამ მწერებს უხილავად აერთიანებდა და
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ „კოლექტიურ ცნობიერებას“ თითქოს თავისი
ინდივიდუალობა, თავისი „სული“ ედგა მმართველად. ეს ძნელი წარმოსადგენია და ძნელი
გადმოსაცემია, მაგრამ სწორედ ასე დავინახე... ერთგვარი ფუტკრების „სული“ (ფუტკრების
„ღმერთი“), როგორებსაც ადრე ტყის სულებს ეძახდნენ კელტების ან სხვა რაიმე ბუნების
ძალების თაყვანისცემის კულტურებში. მე ერთგვარად მისი გარეგნობაც კი დავინახე,
რომელსაც რაღაცნაირი ჰუმანოიდი ფუტკრის შესახედაობა ჰქონდა. ამაღლებულმა სულმა
მაგრძნობინა, რომ როდესაც ის ცოცხალ არსებებს ქმნიდა, ყოველი ჰომოგენური
სტრუქტურის მიღებისას ის საკუთარი თავიდან გამოჰყოფდა ამ სტრუქტურის მმართველ
იერარქს, რომელიც მისი ცნობიერების პერსონიფიცირებულ ემანაციას წარმოადგენდა.
დაწყებული მინერალებიდან, დამთავრებული ადამიანებით თითოეულ ჰომოგენურ
სტრუქტურას, იქნება ეს ბიოლოგიური რიგი, გვარი, ოჯახი, ტიპი თუ სახეობა, თავისი
იერარქი უდგას სათავეში. გამახსენდა, რომ ამერიკელ ინდიელთა კულტურაში შამანები
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ხშირად შედიან ხოლმე კონტაქტში
კონკრეტული მცენარის სულთან და მისგან ინფორმაციას იღებენ როგორც წესი რომელიმე
ადამიანის მკურნალობასთან დაკავშირებით. სამხრეთ ამერიკაში დღესაც არსებობენ ე. წ.
ჰაიუასკას შამანები, რომლებიც ჰალუცინოგენური მცენარე ჰაიუასკას მიღებისას ამ
მცენარის სულთან შედიან კონტაქტში. დაბალი რიგის სტრუქტურებში, როგორიცაა
მცენარეები ან მინერალები, ეს იერარქები შეიძლება ძალიან მარტივი ცნობიერების
მატარებლები იყვნენ, მაგრამ ასეთი იერარქიური წყობა საჭიროა უკეთესი მართვისთვის...
მან მაგრძნობინა, რომ ეს პრინციპი ვრცელდება სრულიად სამყაროზე და როდესაც მე
ჩავუკვირდი მის აზრებს, მივხვდი რას ნიშნავს პლანეტარული ლოგოსები და იერარქიული
ხე, მივხვდი რა ძალით არიან საღმრთო იერარქები გაერთიანებულნი. მივხვდი, რომ ისინი
ყველანი, მისით, მამა ღმერთით, რადგან ახლა ვიცი, რა სახელი ვუწოდო მას, მისით არიან
გაერთიანებულნი, მისი ცნობიერების გაგრძელებას წარმოადგენენ, მისი ემანაციები არიან!
მათში, ყველაში მისი სულია! ყველა და ყველაფერი მისი გულისგულიდანაა „ამოღებული“!

„ამაღლებული სული“:

- დაუკვირდი, რატომ გერეოდი ხანდახან მიქაელში და ეგრევე მისგან ვერ მანსხვავებდი


ხოლმე. რადგან მე მასში მეტად ვარ გამოვლენილი, შენ იმ მსგავსებას გრძნობდი, რაც ჩვენ
გვაერთიანებს და დრო გჭირდებოდა რომ ამ მსგავსებაში მისი ინდივიდუალური
გამოსხივება გაგერჩია. იგრძენი ეს მსგავსება! კარგად იგრძენი! დაიჭირე ეს შეგრძნება და
არასდროს არ დაკარგო, არასდროს არ გაუშვა ის, რადგან ამ მსგავსებას საკუთარ თავშიც
დაინახავ, დაინახავ ფუტკრებში, ხეებში, ცხოველებში, ყვავილებში, მინერალებში! თუ

377
ისწავლი ჩემი სულის შეგრძნებას ყველა ცოცხალში და არაცოცხალში, ყველა, უკლებლივ
ყველა ადამიანში ვინც შენ გარშემოა, შენ მე დამინახავ! და შენ დაინახავ რომ უდიდეს
ღვთაებას და უმცირეს არსებას ჩემი სული უდგას! უდიდესი და უმცირესი ჩემითაა
გამსჭვალული! ეს მე ვარ! ყველაფერი რაც შენ შიგნით და შენ გარშემოა, მე ვარ!!!..

2019 წელი. 24 ივნისი. ბოროტებასთან ბრძოლოს ჭეშმარიტი არსი. ნაწილი 1-ლი

ღამით მესიზმრება, რომ ძველ ბინაში ვარ. ოთახში უსაშველოდ ბნელა. მე ვცდილობ შუქი
ავანთო, მაგრამ რატომღაც ყველა ნათურა გადამწვარია. კარი იღება და ვიღაც შემოდის.
გარედან შემოსულ მკრთალ ნათებაში ძლივს ვარჩევ რომ ეს ჩემი ბიჭია, „------„. ის უხმოდ
და სწრაფად მიახლოვდება. ზედმეტად სწრაფად!.. უნებურად უკან ვიხევ, რადგან ვხვდები,
რომ ეს ჩემი შვილი არ არის. ეს ეშმაკია, რომელმაც ჩემი შვილის გარეგნობა მიიღო. მე მას
ხელით ვიჭერ და მაგიდაზე ვაყრდნობ. ჩვეულებისამებრ ხმამაღლა იესოს ლოცვას ვამბობ.
ეშმაკი იესოს სახელზე იშმუშნება, თავს კონვულსიურად აქეთ-იქეთ იქნევს და თავის
დაღწევას ცდილობს, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემს სიტყვებს არასაკმარისი ძალა აქვს!...

მეღვიძება. გული სწრაფად მიცემს, როგორც ყოველთვის ასეთი სიზმრების დროს.


მიქაელის ფიქრები მესმის:

- კარგია რომ შიში თითქმის არა გაქვს, მაგრამ არასწორედ იქცევი. ლოცვის ძალა მაშინ
რატომ ჩამოგართვით (იხ. „შავი მაგი“), ხომ გახსოვს? როგორ ვერ ხვდები რომ შენგან სხვა
რამეს ველოდებით. დაივიწყე ლოცვის გამოყენება. შენგან რაც მინდა სულ სხვა საფეხურია
და მინდა, რომ შენ თვითონ მიხვდე რა უნდა გააკეთო. მე მინდა რომ თქვენ, ადამიანებმა
გაიგოთ რაში მდგომარეობს ბოროტებასთან შერკინების ნამდვილი არსი! ნუ აზროვნებ
მატერიალური კატეგორიებით! შენ შენს თავდამსხმელს თავად ესხმი თავს! ხომ გახსოვს
როგორი სავალალო შედეგი მოყვება ასეთ ქმედებებს, როდესაც ძალას ფლობ!

მე ის სიზმარი გამახსენდა, როდესაც შავი მაგის სული მაჩვენეს, რომელიც ლოცვის ძალით
ჩემდაუნებურად დავაზიანე. მე მაშინ ჩემი ლოცვის ენერგიას ნაკადის ფორმა მივეცი და
მისი დაბნელებული სამშვინველისკენ მივმართე. ჩემმა ქმედებებმა მას რატომღაც
სულიერი სხეული დაუშალა. როგორც მერე მივხვდი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ლოცვის
ენერგია არასწორი მოტივაციით გამოვიყენე, რადგან ქვეცნობიერად მასზე შურისძიება
მსურდა. მაშინ ორი ადამიანის გადალაპარაკება გავიგონე. ეს ჩემი მასწავლებლები იყვნენ
და ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი მიქაელი იყო. მათ მაშინ თქვეს, რომ ლოცვის ძალა ჯობია
ჩამომერთვას, თორემ საკუთარ თავს ვავნებ. მაშინ, მახსოვს მიქაელი გამომესარჩლა და
სწორედ მეორე ღამე იყო, როდესაც სიზმარში მისი ცეცხლოვანი სხეული დავინახე. მაშინ
მახსოვს ვფიქრობდი, რომ ლოცვის ძალა არა კონკრეტულად ადამიანზე, არამედ,
რაღაცნაირად გარემოზე უნდა მიმემართა, ერთგვარად მისი მოქმედების არეალი

378
გამეფანტა, რომ დემონი გამეგდო. მაშინ მეგონა რომ ეს იყო ჩემი შეცდომა, მაგრამ ეხლა
მივხვდი, რომ მიქაელი რაღაც მეტს ითხოვდა ჩემგან.

მიქაელი:

- სანამ დემონი მოახლოვდება აუცილებლად იგრძნობ დაბალ ვიბრაციებს რაღაც სახით


მაინც. სიზმარში ეს ან სიბნელე იქნება, ან სიცივე. მის მოახლოებას იქამდე გრძნობ, სანამ
გამოჩნდება...

მან პაუზა გააკეთა და მე მივხვდი, რომ სწორედ ამ დროს უნდა დაამყარო სიტუაციაზე
კონტროლი.

- „მე ვაფიქსირებ სიხშირეების ვარდნას..“ - ჩავილაპარაკე მე ფრაზა, რადგან ის ჩემგან


სწორედ რაღაც ფრაზებს ელოდა, რომელიც ჩემ ცნობიერებაზე ფორმულასავით
იმოქმედებდა.

- სწორია. როგორც კი ამ ფრაზას იტყვი, შენ აღარ ხარ სიზმრის რეალობის მარიონეტი,
მისგან მართული პერსონაჟი, შენ ამ რეალობისგან ერთგვარ დისტანცირებას გააკეთებ და
დამკვირვებელი გახდები. ამ დროს ნაკლებად მოწყვლადი იქნები, მაგრამ ეს არაა
საკმარისი...

მე:

- რატომ მიიღო დემონმა ჩემი შვილის გარეგნობა? - რატომღაც გამიჩნდა კითხვა.

მიქაელი:

- იმიტომ რომ მათი მთავარი იარაღი შიშია. შენ ეს შიში დიდ წილად გადალახე. რქების და
ფლოქვების შენ აღარ შეგეშინდებოდა, მაგრამ როცა საყვარელი ადამიანის მოსვლას
ელოდები და უეცრად აცნობიერებ რომ ეს დემონია მისი გარეგნობით, ამას შენში
ნამდვილად შიში უნდა გამოეწვია. დემონებმა ყოველთვის იციან შენი სუსტი წერტილები.
სწორედ შიში იწვევს ადამიანში დამცავი ველის პირველად გარღვევას. ისინი ძალიან
სწრაფად ესხმიან თავს. პირველადი განიარაღებისთვის შიში უნდა დაბლოკო!

- „მე არ მეშინია“... - ჩავილაპარაკე მე. ამ სიტყვებს ენის წვერზე ვატრიალებდი. თან


ვუკვირდებოდი, როგორ ზემოქმედებს ეს ფრაზა ჩემ ცნობიერებაზე და ზემოქმედებს თუ
არა საერთოდ. ამ ფრაზამ მართლა დამცავი ბლოკის ეფექტი მოახდინა.

მიქაელი:

- როგორ ბავშვურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხანდახან ასეთი მარტივი ფრაზები საუკეთესო


ფორმულებია! ის ფორმულები რასაც შენგან ველოდები შეიძლება ძალიან მარტივი
სიტყვები იყოს, მთავარია საკუთარ ცნობიერებას, საკუთარ შიშებს გასაღები უპოვო. თუ „არ
მეშინიას“ ისე იტყვი, რომ თავადაც დაიჯერებ, ეს სიტყვები ლოცვაზე ძლიერი გახდება!
შემდეგ რას გააკეთებ? სიტუაცია უნდა დაიქვემდებარო!

379
მე საკუთარ თავს ჩავუღრმავდი და შევეცადე ძველი გამოცდილებები გამეხსენა, იმ
დროიდან, როდესაც დემონები თითქმის ყოველ ღამე მესხმოდნენ სიზმრებში.

- „დალოცვილ იყავი, რადგან როგორც ყველა ცოცხალი არსება შენც ღმერთის ნებით
არსებობ და როდესმე შენც დაბრუნდები მის წიაღში!“.

- თუ ამ ფრაზას დემონს ეტყვი, ის სრულიად განიარაღდება! გახსოვდეს, რომ ამით შენ


საკუთარ ვიბრაციებს ზრდი და საკუთარი ვიბრაციების გაზრდით შენი გარემოც იცვლება!
სიზმარში, ისევე როგორც ნატიფ სამყაროში საკუთარი ვიბრაციის შეცვლით მთელი
რეალობა შენ გარშემო მომენტალურად სახეიცვლება! მაგრამ ამ შენს ნათქვამს კიდევ მეტი
ჭირდება! დაუფიქრდი რა უნდა გააკეთო!

- ვიბრაციების გაზრდისთვის ცნობიერება უნდა ავწიო ზედა ეთერულ სივრცემდე!


ცნობიერების ნაწილი ქვედა რეალობაში უნდა დავტოვო და ნაწილი შენამდე ავწიო.

- თუ ცნობიერება ზედა ეთერულ სივრცემდე (ზედა ოქტავამდე) ასწევ, მაშინ ქვედა


რეალობის სიხშირეებიც წამოიწევა! დაიმახსოვრე: პირველ ეტაპია დააფიქსირო დაბალი
სიხშირეების არსებობა, მეორე - დაბლოკო შიში, მესამე - მოიყვანო საკუთარი თავი
ჰარმონიულ სულიერ მდგომარეობაში და მეოთხე - აწიო რეალობის სიხშირე! ამისთვის ის
ფრაზები უნდა გამოიყენო, რომელიც შენ თვითონვე ჩამოაყალიბე. სწორედ მათ ეწოდება
„ჰერმეტიკოსის ფორმულები“, რომლებზეც ქიბალიონის ჰერმეტიზმის მე-4 პრინციპშია
საუბარი (იხ. „ქიბალიონი. ნაწილი 1-ლი“). ეს ფორმულები თითოეული ადამიანისთვის
მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია. დამიჯერე, ამას თუ გააკეთებ, ვერც ერთი დემონი ვერ
შეინარჩუნებს თავს შენი თანდასწრებით! ეს ყველაფერი რომ გამოგივიდეს მთავარი
დაიმახსოვრე - სამიზნე არა დემონია, არამედ შენი საკუთარი თავი! ყოველთვის, როდესაც
ბოროტებას ებრძოლები, საკუთარ თავს უნდა ეომო! ამიტომ ვამბობ, რომ ადამიანებს არ
გესმით ბრძოლის არსი!

2019 წელი. 25 იანვარი. ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი არსი. ნაწილი მე-2

რახან საძინებელში მარტოს მძინავს, დაძინებამდე მიქაელს ვთხოვე, რომ სიზმარში


დემონი გამოეგზავნა. მაინტერესებდა შევძლებდი თუ არა მისი ნასწავლის გამოყენებას და
დემონის მოგერიებას. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ისევ ისე არ მოვიქცეოდი, როგორც
ყოველთვის და ლოცვას არ მივმართავდი, რადგან ლოცვით დემონების მოგერიება
ბავშვობიდან მაქვს ცნობიერებაში ძალიან ღრმად გამჯდარი.

მეძინება და სიზმარში ვხედავ, რომ რაღაც შენობაში ვმოძრაობ. ეს საბავშვო მაღაზიაა,


სადაც თაროებზე უამრავი პლასტმასის და რეზინის სათამაშოა შემოლაგებული. მე
დახლებს მივუყვები და სათამაშოებს ვათვალიერებ. „------„-სთვის მინდა რამე შევარჩიო
და რეზინის გველთან ვჩერდები. ხელში აღებას ვაპირებ, რომ უეცრად ვაცნობიერებ რომ

380
არც ერთი ეს სათამაშო სინამდვილეში სათამაშო არ არის! ისინი ცოცხალი არსებებია და
ყველა მათგანი დემონია! სათამაშოები თითქოს ცოცხლდებიან და მდორედ ბორგვას
იწყებენ. პირველი რეაქციაა შიშის ტალღა, რომელიც ცივი ნაკადივით მფარავს... ვერაფრის
გაკეთებას ვერ ვასწრებ, რადგან უნებურად მეღვიძება. მეღვიძება, მაგრამ დემონურ
სიხშირეებს ოთახში ცხადად ვგრძნობ. ეს ის შეგრძნებაა, როცა ყველა კუთხეში ვიღაც
გეჩვენება, თითქოს ბნელი არსებების „თვალებს ხედავ“ და მათი „სუნთქვა გესმის“ კეფაში.
და მიქაელის ნასწავლი მახსენდება.

- „მე ვაფიქსირებ დაბალი ვიბრაციების არსებობას!“ - ვამბობ ჩემთვის ფიქრებში და


ვცდილობ გულის ცემა დავაოკო. შემდეგ ვაყოლებ სიტყვებს „მე არ მეშინია!“ - ამას ისეთი
დარწმუნებით ვამბობ, რომ თავადაც ვიჯერებ და შიში მიქრება. შემდეგ სიზმარში ნანახ
დემონურ არსებებს წარმოვიდგენ და მათ მივმართავ, - „დალოცვილ იყავით, როდესმე
თქვენც დაბრუნდებით ღმერთში!“ - ამ სიტყვების წარმოთქმისას ვგრძნობ, როგორ
ვმშვიდდები და გულის ცემა მინელდება. მერე ფიქრებს მიქაელსკენ და „მამა ღმერთისკენ“
მივმართავ. ვცდილობ მათ მიმართ მიკუთვნება შევიგრძნო და ცნობიერებას „ზევით“ ვწევ.
ვწევ თუ არა მიქაელს ვუკავშირდები და მისი სითბო მეხვევა. მისი სივრციდან „დაბლა“
ვიყურები და ვხედავ რომ ბნელი ენერგიები გაფანტულია!

- არ ვიცი რამდენად მოვახერხებდი ამას სიზმარში, რადგან ყოველთვის ვერ ვაკონტროლებ


სიზმრის რეალობას და ხშირად მაინც ქვეცნობიერად ვმოქმედებ...

- დაივიწყე სიზმრის რეალობა... ამას იმიტომ გასწავლიდი, რომ ეს ყველაფერი რეალურ


ცხოვრებაში გადაიტანო. ის, რაც ნატიფ სამყაროში ან სიზმრის რეალობაში დემონად
აღიქმება, თქვენ რეალობაში შეიძლება უხეშად ნათქვამი სიტყვა იყოს, ოჯახური ან
სამსახურებრივი პრობლემა. ნებისმიერი ნეგატივი არის დაბალი ვიბრაციის შემოტევა,
რომელიც უნდა აწიო არა ამ დაბალი ვიბრაციის მომტან ადამიანზე ან სიტუაციაზე
იერიშის მიტანით, არამედ საკუთარი თავის „აწევით“! თქვენ რეალობაში არ იქნება
დემონთან შებრძოლების და მისი განდევნის სცენარი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს მტრულად
განწყობილი ადამიანის მოხიბვლის და გაკეთილშობილების სცენარი, ნაჩხუბარი
ადამიანის შემორიგების ან რაიმე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის სცენარი და ას.
შ. მინდა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც შენ რეალობაში დაბალ ვიბრაციებს გადააწყდები,
ყველა ის ეტაპი განახორციელო, რაც სიზმრის მაგალითზე გასწავლე! გახსოვს
ჰერმეტიზმის მე-6 პრინციპი?

მე გამახსენდა ქიბალიონის ტექსტის ის ნაწილი, რომელსაც გულისხმობდა:

„ადამიანთა მასები მორჩილად ექვემდებარებიან გარემოს. ვნებებები, სურვილები,


მიდრეკილებები მიერეკებიან მათ. მემკვიდრეობა, ეჭვიანობა და სხვა გარეგანი მიზეზები
მართავენ მათ, როგორც პაიკებს ჭადრაკის დაფაზე. მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა
ფენებში, ისინი თავად მართავენ საკუთარ განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს. ისევე
როგორც მათი გარემო, ისინი თავად ხდებიან „მამოძრავებელი ძალა“, იმის მაგივრად რომ
იყვნენ „პაიკები“, ისინი თამაშობენ ცხოვრების თამაშს, იმის მაგივრად რომ ცხოვრება
თამაშობდეს მათით და მართავდეს მათ სხვისი ნებისა და გარემოებების შესატყვისად. „

381
მიქაელი:

- „მაგრამ ოსტატები მაღლდებიან ზედა ფენებში, ისინი თავად მართავენ საკუთარ


განწყობას, ხასიათს, ღირსებებს და ძალებს...“ დაუკვირდი ამ სიტყვებს. მინდა რომ კარგად
გაიგო, რაც ნიშნავს, როცა შენი ცნობიერება ზედა ოქტავაში იმყოფება და რაც ნიშნავს ამ
სივრციდან „ქვედა“ რეალობის მართვა! ის ფორმულა-სიტყვები (აფირმაციები), რომლებიც
შენ შენი ცნობიერების ვიბრაციის ასაწევად იპოვე, ასე თუ ისე ინდივიდუალურია
თითოეული ადამიანისთვის, მანამ სანამ დაცული და განხორციელებულია
ზემოთჩამოთვლილი ეტაპების თანმიმდევრობა!

2019 წელი. 27 იანვარი. ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი არსი. ნაწილი მე-3

დღეს დილიდანვე ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს. ძალიან მაკლია ბუნებაში გასეირნება
და იმედი მქონდა რომ შაბათ-კვირას მაინც მეუღლესთან ერთად სადმე ქალაქგარეთ
გავიდოდით, მაგრამ იმ დროისთვის როდესაც მან მოიცალა მე ისევ უენერგიობა მომეძალა.
ამის გამო საშინლად გამიფუჭდა გუნება. დეპრესიულმა განწყობამ იმდენად დამძლია რომ
საკუთარ თავს ვერ ვცნობდი და ვერაფერს ვუხერხებდი. ასეთ მძიმე განწყობას დიდი ხანია
არ შემოუტევია ჩემთვის. გონებით ვხვდებოდი, რომ ამ მდგომარეობასაც მიქაელის
ნასწავლი ფორმულა-აფირმაციები უნდა მოვარგო რომ ცნობიერების სიხშირე ავწიო და ამ
ბნელ განწყობას თავი დავაღწიო, მაგრამ დეპრესიამ ჭაობივით ჩამითრია და თითქოს
აღარც მინდოდა ამ ჭაობიდან გამოსვლა. ის თითქოს რაღაცნაირად ტკბილი გახდა თავის
სიმწარეში. თვითგვემამ და საკუთარი თავის შეცოდებამ გადამძალა. ჩემს ქმარს შევჩივლე
ცუდად ყოფნასთან და კარჩაკეტილობასთან დაკავშირებით, თითქოს მისგან შველას
ველოდი. რომ არ ჩავთვალოთ ბავშვობის მეგობართან შეხვედრა, იმ დღემ უღიმღამოდ
ჩაიარა და ასევე უღიმღამოდ დასრულდა.

ღამისკენ ამ მძიმე მდგომარეობიდან თავისით გამოვედი. მიქაელს ფიქრებით მოვუხმე და


ეგრევე ვიგრძენი, რომ უკმაყოფილო იყო. მისგან საყვედური და იმედგაცრუება მოდიოდა.
იმედგაცრუება, რომ პირველივე პრობლემის შემოტევას ასე, ძალისხმევის გარეშე
დავნებდი.

მიქაელი:

- მე არ მეგონა რომ შენ ჯერ კიდევ იმ სტადიაზე ხარ, როცა ადამიანებს საკუთარი თავი
ეცოდებათ და სხვებთან წუწუნით ელოდებიან გარეშე დახმარებას... შენ არასაკმარისად
ცდილობ, ის გააკეთო რასაც გასწავლი... თორემ ასეთ მდგომარეობაში არ ჩავარდებოდი...

382
მე ვერაფერი ვერ ვუთხარი რადგან მართალი იყო. არც იმას დავპირდი, რომ მეტ
ძალისხმევას გამოვიჩენ, რადგან ეს ისედაც იგულისხმებოდა. უბრალოდ მიხაროდა,
ძალიან მიხაროდა რომ ისევ მის გვერდით ვიყავი და მას შევიგრძნობდი, რადგან მე ჩემი
მასწავლებლის გაბრაზებაც ისევე მიყვარს, როგორც შექება... და სიყვარულის გრძნობა
გავუგზავნე...

ეს დღეები სიზმებში დემონური ვიბრაციების სხვადასხვა ვარიაციებს მიგზავნიდა და


ყოველ ჯერზე ვცდილობდი მის მიერ ნასწავლი ფორმულისთვის მიმემართა. მაგალითად
იყო სიზმარი სადაც დემონური ვიბრაციების წყარო უსულო საგნები იყო, და მაშინ ამ
წყაროს განსაზღვრა განსაკუთრებით მიძნელდებოდა. მაგალითად ერთ-ერთ სიზმარში
ჩემს შვილს, რომელიც მაგიდასთან იჯდა რაღაც სტანჯავდა. ამ რაღაცისგან ბავშვი
იშმუშვნებოდა და კვნესოდა, მაგრამ ხელიდან ვერ უშვებდა. როდესაც ახლოს მივედი
დავინახე რომ კომპიუტერი იყო. ზემოთხსენებული „ვაფიქსირებ დაბალი ვიბრაციების
არსებობას“ და შემდგომ „დალოცვა“ ამ შემთხვევაში არ იმუშავებდა. კომპიუტერს ხომ არ
დავლოცავდი? ამ შემთხვევისთვის ჩემი „დალოცვა“ ოდნავ შევცვალე და დალოცვის
სურვილი მივმართე ზოგადად იმ არსებების მიმართ, რომელიც ამ საგნით (კონკრეტულად
კომპიუტერის) საშუალებით დაბალ ვიბრაციებს ავრცელებდნენ. ყოველ ჯერზე, როდესაც

383
ბნელი ენერგიის გამავრცელებელ დემონურ არსებებს თუ ადამიანებს ვლოცავდი,
ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა რაღაც ჩემში და ბოროტებაზე გაღიზიანების, შიშის ან
შურისძიების სურვილის ნაცვლად გულში მშვიდი და კეთილი გრძნობა ისადგურებდა.
ისეთი, როგორიც იესოს შეგრძნებისას ჩნდება ხოლმე, ჩუმი უსიტყვოდ გასაგები მადლი...

სიზმრების ანალოგიურად რეალურ ცხოვრებაშიც იგივეს ვიმეორებდი. ყოველ ჯერზე,


თუკი რამე მავნე აზრი ამეკვიატებოდა, ან ადამიანი გამაბრაზებდა, მაშინვე ვიჭერდი ამ
მდგომარეობას. ვაფიქსირებდი დაბალი ენერგიების არსებობას, ვლოცავდი ამ ენერგიების
მომტან წყაროს, ვბლოკავდი შიშს, რომელიც აღმოვაჩინე რომ თითქმის ყოველთვის,
ხშირად გაუაზრებლად და ქვეცნობიერად თან ახლავს ასეთ გამოვლინებებს და ამ
ენერგიების ზემოქმედებიდან გამომყავდა თავი. შემდეგ ცნობიერებას ვწევდი და მიქაელს
ვუკავშირდებოდი. რეალურ ცხოვრებაში ისე ცხადად არ ჩანდა, როგორც სიზმრებში, რომ
ყოველ ჯერზე, როდესაც ასე ვიქცეოდი დაბალი ენერგიები იფანტებოდა, დემონური
არსებები ქრებოდნენ და გარემო თითქოს ნათთებოდა.

- какая простая истина Михаил… Изменить мир можно только изменяя себя!.. Но сколько
всего мне понадобилось увидеть и почувствовать, чтобы до конца осознать ее…

- Люди забывают простые истины, но именно они являются главными ключами


просветления, главными постулатами законов духовного и тонкоматериальных миров! Для
тех кто Видит, это не просто идеи!

მიქაელი:

-ხომ ხედავ კიდევ ერთი წრე შეიკრა და ისევ დავბრუნდით იქ საიდანაც დავიწყეთ, შენ
პირველ სიზმართან თელავში...

ინტერნეტპოსტებიდან:
დისკუსია გარესკნელთან დაკავშირებით

Da to როგორც ამბობენ, მთლიანი სამყარო, მატერიაც, როცა ქრისტემდე ამაღლდება,


ქრისტეში შევა, თუ როგორც უწოდებენ, მაშინ მოისპობიან ეგენიც (მავნე ანუ დემონური
ტიპის არსებები) ალბათ და გადავარდებიან გარესკნელში.

Nini Ninikela ავალ, ზუსტად, ქრისტეს რომ სდომოდა მათი მოსპობა იზამდა კიდეც მაგრამ
რაიმეს ,,მოსპობა“, მის ბუნებაში არ დევს.

ავალ Da To, გარესკნელში გადაგდება რას უშველით ვერ ვხვდები ))

384
Imma Imma: ტერმინი "გარესკნელი" დათომ შემოაგდო? :)))) (ვიცი, ბიბლიაში ნახა სადღაც)
აინშტაინს თუ ტესლას აქვს ასეთი გამონათქვამი (დაახლოებით მახსოვს): "როცა
ადამიანები მიეჩვევიან ყველაფრის დანახვას ენერგიების და ვიბრაციების ჭრილში,
ყველაფერი შეიცვლება". და აბსოლუტურად მართალია. ყველაფერს მართავს კანონები.
ჩვენ, რახან ჩვენი სენსორიკა გადის მხოლოდ პირველ (ანუ უხეშმატერიალურ)
განზომილებაზე, აღვიქვავთ მხოლოდ ფიზიკური სამყაროს კანონებს. ჩვენთვის ცხადია,
რომ მე-20 სართულის ფანჯრიდან თუ გადმოაბიჯე, მსოფლიო მიზიდულობის კანონი
დაგაბრეხვებს მიწაზე და დაიმტვრევი. დაიმტვრევი იმიტომ კი არა, რომ ღმერთმა
დაგამტვრია ან ქრისტემ, არამედ იმიტომ, რომ კანონთან (ამ შემთხვევაში პლანეტის
გრავიტაციის) მიმართებაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღე. წარმოიდგინეთ რომ სგავსი
კანონები მოქმედებს ნატიფმატერიალურ და სულიერ სფეროებში და ერთ-ერთი კანონი
არის კარმა. თუ ცხოვრების განმავლობაში ადამიანი ამ კანონებთან მიმართებაში არასწორ
გადაწყვეტილებებს იღებს (ჩვენ ამას ცოდვების ჩადენას ვეძახით), ის თავის თავს
"დაამტვრევს" (ანუ ცოდვისგან სულიერად დაეცემა). არა ღმერთი, არა ქრისტე, არამედ
თვითონ დაამტვრევს. ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ როცა პლანეტარული ვიბრაციები
აიწევა, ეს "დამტვრეული" სულები ვეღარ მოვლნენ ინკარნაციაში ვიბრაციებში
შეუთავსებლობის გამო. სულ ეგაა მთელი "გადაგდება გარესკნელში". სავარაუდოდ მათი
სულები სხვა სიხშირეების დიაპაზონში (უფრო დაბალში) და სხვა პლანეტაზე
გააგრძელებენ ევოლუციას. ასევე, როცა პლანეტარული ვიბრაციები აიწევს, შესუსტდება
უსხეულო დემონური ტიპის არსებების ზემოქმედება ადამიანებზე, ისიც ვიბრაციებში
შეუთავსებლობის გამო. რაც შეეხება ნათელ ძალებს (მიქაელის დონის) მათი
დანიშნულების ძირითადი მიზანი არის "წარმართონ ევოლუციური პროცესი დედამიწაზე
მაქსიმალურად ოპტიმალურად", რომ რაც შეიძლება მეტი სული "დაიჭირონ ბადეში" და
რაც შეიძლება ნაკლები მოხდეს "თამაშგარეთ" ანუ მაგ "გადაგდებულებში" (საკუთარი
ნებით "გადაგდებულებში). მიქაელის დონის არსებები ბუნებრივია მიყვებიან "მესამე
გზას". მიქაელი სულ მეუბნება ხოლმე - აუხსენი რას ნიშნავს მესამე გზა. მე ვახსენე ერთ-
ერთ პოსტში, რომ არსებობს ცივილიზაციის განვითარების (და შესაბამისად არსებობის)
სამი გზა, რომელსაც სანსკრიტზე ქვია: იანტრული, ტანტრული და მანტრული. იანტრული
(პირველი გზა) არის ჩვენი ამჟამინდელი ყოფა და ჩვენი ცივილიზაცია, ანუ, როცა
ვითარდება მხოლოდ უხეში მატერია და მხოლოდ მისი კანონები აღიქმება. ტანტრული
(მეორე გზა) არის მაგიის, ანუ ნატიფმატერიალური სფეროების ათვისების და მათი
კანონებით ცხოვრების გზა. ეს არის მაგების მოქმედების არეალი და მაგიური
ცივილიზაციები. აქ დუალური კონცეფცია ისევე მძაფრია, როგორც იანტრულში. შავი და
თეთრი მაგია გამუდმებით ერთმანეთს ეჯახება. აქაც მიდის ხოცვა-ჟლეტა, ოღონდ ნატიფი
ენერგიებით, სტიქიების ენერგიებით და ას. შ. და მესამე გზა არის მანტრული ანუ
სულიერი. აქ დუალობის კონცეფცია სუსტდება. ჰარმონიის დონე მაღალია და ტანჯვის
დონე თითქმის არაა (უფრო დაძაბულობებია ვიდრე ტანჯვა). ესაა საღმრთო კანონებთან
შესაბამისობაში ცხოვრება, სულიერ ტრიადასთან კავშირში ცხოვრება, მოქმდება ხდება
მენტალის ძალით ნატიფ და უხეშ მატერიაზე ზემოქმედებით. ხოლო მეტალში სრულად
ტარდება ზევიდან ქვევით სულის იპოსტასი, ანუ სულიწმინდა. აქ "ბრძოლა" ხდება

385
მხოლოდ სულის გამონათებით სხვების "აღდგენით", უფრო დაბალვიბრაციული სულების
"წამოწევით". მიქაელი: "ჩემი სულის თვისებები „მეომრის“ თვისებებიდან განვითარდა,
რომელიც უმაღლეს გამოვლინებაში სულის ნათებით, სიბრძნით და სიყვარულით
ბრძოლას გულისხმობს". ეს "ბრძოლა" არც არის ბრძოლა ჩვენი გაგებით. ეს არის
ვიბრაციების აწევა საკუთარი სულის ინდივიდუალობაში გარდატეხილი სამღმრთო
ენერგიით. ერთი რომელიღაც ანგელოზი ჩემი სიზმართხილვიდან: „ჩვენ არავის
ვანადგურებთ, ჩვენ ან ვაგდებთ ან აღვადგენთ!!!““ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დევს
იმ ადამიანებზე, რომლებიც სწორედ ამ მესამე გზას მიყვებიან. სასულიერო პირები წესით
ამ მესამე გზას ეკუთვნიან. ამიტომ სწორედ მათზეა (მესამე გზის მიმდევრებზე) ყველაზე
მეტად დამოკიდებული წამოიწევა თუ არა პლანეტარული ველები. მე ვფიქრობ, რომ ამ
ჯგუფის წევრებს, ვინც ამ პოსტებს, მსგავსი ტიპის ლიტერატურას კითხულობს და
საერთოდ იცის რას ნიშნავს სიტყვა „გნოზისი“, პოტენციურად შეუძლიათ ამ გზაზე
შედგომა. გაგება მაინც. მე არ ვგულისხმობ რომ აუცილებლად სასულიერო პირი უნდა
გახდე. მესამე გზა არის უდიდესი გამოვლინება „კეთილი გულის“. ამაზე მინდა ერთი
პასაჟი მოვიყვანო. მიქაელმა მე მაღალი თამასა დამიწესა. მე არ ვთვლი, რომ ასეთი ვარ,
მაგრამ მისი სიტყვები „შენი იარაღი მხოლოდ კეთილი გულია და ამის იქით არაფერი
გაგაჩნია“ დამოკლეს ხმალივით მადგას თავზე ყოველთვის, როდესაც ცუდი სიტყვა, ფიქრი
ან მოქმედება წამომცდება. მეც ვერ მივსდევ ამ მესამე გზას ბოლომდე. ძალიან ძნელია. ის
რაც ამ პასაჟშია აღწერილი, ანუ როცა მე შურისძიების მიზნით ადამიანის ეთერული ველის
დაზიანება მოვინდომე, ტიპიური ტანტრიზმია (ანუ მე-2 გზა), ხოლო ის რაზეც მიქაელმა
მიმითითა მე-3 გზაა.

2019 წელი. 11 თებერვალი. სიცოცხლის ხე

მიქაელი:

- როდესაც იმან ვისაც შენ „ამაღლებულ სულს“ უწოდებ (ხოლო მე პლანეტარულ ლოგოსს,
ანუ ღმერთის ერთ-ერთ უმაღლეს ასპექტს) გაჩვენა ფუტკრების, როგორც კონკრეტული
ტიპის მწერთა კოლექტიური ცნობიერების მმართველი ინდივიდუალობა, შენ აგიხსნეს,
რომ ყოველ ჰომოგენურ სტრუქტურას ჰყავს თავისი ე. წ. მმართველი სული. მხოლოდ უნდა
გაიგო, რომ ჰომოგენური სტრუქტურა არის გარკვეული ტიპის ცნობიერება. 1, 2, 3-ე
განზომილების არსებებისთვის ეს არის კოლექტიური, ხოლო ადამიანის შემთხვევაში
ინდივიდუალური ცნობიერება. როგორც ადამიანის ცნობიერების მმართველი
ინდივიდუალობა არის მისი „უმაღლესი მე“, ასევე „მინერალთა“, „მცენარეთა“ და
„ცხოველთა“ სამყაროებში ჰომოგენურ კოლექტიურ ცნობიერებას აქვს „უმაღლესი მე“
სულიერი ინდივიდუალობის სახით. სწორედ ამ სულიერ ინდივიდუალობებთან

386
შედიოდნენ კონტაქტში სხვადასხვა კულტურების შამანები, მკურნალები, გრძნეულები და
სხვა, ვისაც ე.წ. ბუნების სულებთან ურთიერთობა შეეძლოთ.

მან ისევ სიცოცხლის ხის სტრუქტურის ვიზუალიზაცია გამომიგზავნა, რომელიც ამჯერად


ძალიან ძნელი დასანახი აღმოჩნდა, რადგან მისი წარმოდგენა როგორც
ორგანზომილებიანი ან სამგანზომილებიანი ნახაზის შეუძლებელი იყო. მას კიდევ ერთი
განზომილება ემატებოდა. და მგონი არა მხოლოდ ერთი...

- ფრაქტალური განზომილება. 7-ობრივი ფრაქტალი. ამ პირველადი ფრაქტალის ერთ-


ერთი ქვე-რგოლია დედამიწის ლოგოსი და მისი „სულის იპოსტასიდან“ გამოსული 7
განშტოება, რომელიც 7 პლანეტარულ ფენას წარმოქმნის პლანეტის შესაბამის
„მატერიალურ იპოსტასში“. თითოეულ ფენაში შესაბამისი განზომილების (სიმკვრივის)
არსებების ცნობიერება ვიბრირებს. შენთვის ცნობილია რომ ადამიანის ცნობიერება მე-4
განზომილებაშია და საშუალოდ ასევე მე-4 ქვედონის (ანუ „ინტელექტუალური
ადამიანის“) ცნობიერების დონეზეა (იხ. ნახ. 10.). მაგრამ მე მინდა შენი ყურადღება
გავაჩერო მე-5, მე-6 და მე-7 დონის არსებებზე. მე-7 დონე თვითონ პლანეტარული
ლოგოსია. იგი თავადაა ერთ-ერთი 7-თაგანი სხვა 6 პლანეტარულ ლოგოსებთან ერთად
უფრო დიდ 7-ობრივ ფრაქტალში, რომელიც თვითონაა თავისმხრივ ერთ-ერთი განშტოება
უფრო მსხვილი ფრაქტალის და ას. შ. 7 პლანეტა, 7 სამყარო შენთვის ნაცნობია
ასტროლოგიიდან და მითებიდან. დედამიწის მე-6 განზომილება ამ მე-7 პლანეტარული
ლოგოსის „სულის იპოსტასის“ ანუ სხვა სიტყვებით სულიწმინდას განშტოებებია,
რომლებიც კიდევ მეტად იტოტებიან და კიდევ უფრო მეტად ეშვებიან მატერიაში მე-5
განზომილების (ანგელოზების განზომილების) წარმოქმნით. კარგად რომ დააკვირდე
ბერძნულ მითოლოგიას და გვერდზე გადადო ზღაპრული სიუჟეტები (რადგან ეს
ზღაპრული ნაწილი უდიდეს წილად წარმოადგენს ელინური კულტურის პოეტების
თამამი ფანტაზიის ნაყოფს) შეამჩნევ რამდენიმე ძირითად იდეას, რომელიც ამ მითებს
ღერძად გასდევს. მთავარი ისაა, რომ ეგრეთ წოდებული ოლიმპიელი ღმერთები არ
წარმოადგენდნენ ღმერთების პირველი თაობას. პირველი თაობა იყო პირველადი
დუალური დიფერენცირების შედეგად მიღებული ორი დუალური ჰომოგენური
სტრუქტურის ასპექტები: გეა (მიწა) და ურანი (ზეცა). ხომ გახსოვს პირველწყაროს
პირველადი დაყოფა მატერიის და სულის იპოსტასებად ხდება. აქაც იგივეა
წარმოდგენილი, მხოლოდ დედამიწის რეალობის დონეზე. ეს ორი იპოსტასი
პლანეტარული ლოგოსის მე-7 დონის დუალური ასპექტია. დედამიწის რეალობის
ევოლუციასთან ერთად მოხდა ღვთაებრივი ენერგიის მეტი დიფერენცირება მეტი სახის
ჰომოგენურ სტრუქტურებში, რომელიც გამოიხატა ე. წ. მე-2 თაობის ღმერთებში,
რომლებიც სიმბოლურად უფრო დიდი, განზოგადებული ჰომოგენური სტრუქტურების
მმართველი ინდივიდუალობები იყვნენ. წარმოიდგინე ეს, როგორც განშტოება სიცოცხლის
ხეში. ფორმალურად მე-6 განზომილების არსებებს ტიტანები შეიძლება დაარქვა, თუმცა
გვერდზე უნდა გადადო მითიური ისტორიები მათ შესახებ. მამა-ღმერთის ანუ
სიმბოლურად ურანის ასპექტის დიფერენცირებამ გამოიწვია მატერიის ანუ გეას
დიფერენცირება სულ უფრო რთული ორგანიზაციის ჰომოგენურ სტრუქტურებში. ჯერ ეს
მინერალური სამყარო იყო თავისი მთებით, მდინარეებით, ოკეანეებით და ას. შ.

387
მეცნიერული ენით ამას შეესაბამება პლანეტის გეოლოგიური ფორმირების ეპოქა,
მითოლოგიურ ენაზე ტიტანების ეპოქა. ტიტანი არ ნიშნავს პრიმიტიულს, რადგან „სულის
იპოსტასის“ ნაკლებად ანუ უფრო ზოგად, დიდ სტრუქტურებად დიფერენცირება არ
ნიშნავს პრიმიტიულს, არამედ პირიქით ნიშნავს უფრო მაღალ ვიბრაციულს, უფრო
„სულიერს“. ხომ გახსოვს, ცნობიერების გაფართოებაც სულ მეტი განზოგადების, უფრო
დიდის თავის თავში მოცვას, გაერთიანებას გულისხმობს. ამიტომ მითების ენამ შეიძლება
შეცდომაში შეგიყვანოს. თუ გინდა მითებში სიმართლე მოძებნო, მათგან მხოლოდ ძალიან
ზოგადი ინფორმაცია უნდა ამოიღო. მაგრამ გავაგრძელოთ... „ტიტანების“ შემდეგ „სულის“
ანუ მამა-ზეციერის, ანუ ურანის ასპექტმა მეტი დიფერენცირება განიცადა, რამაც
მატერიაში მეტი სტრუქტურის წარმოქმნა გამოიწვია ცოცხალი არსებების წარმოშობის
ხარჯზე. რადგან ყოველი შემოქმედების პროცესი მატერიალურ განზომილებაში, როგორც
იცი იმართება პირველადი, ანუ სულიერი სამყაროდან, ამ პროცესებსაც თავისი განმგებელი
სულიერი არსებები ჰყავდა. ეს მე-5 განზომილების ღვთაებები იყვნენ, რომელთაგან ეგრეთ
წოდებული ოლიმპიელი ღმერთები ისინი იყვნენ, ვინც უკვე უშუალოდ მენტალური
ველის ჩამოყალიბებისას, ანუ ადამიანებთან დაკავშირებულ ასპექტებს განაგებდნენ. ჩვენ
ნახაზზე (იხ ნახ 10.) ამ შრეს „ანგელოზების“ განზომილება დავარქვით, თუმცა ეს არც
ისეთი ზუსტი ტერმინია. დედამიწის რეალობაში ადამიანების გაჩენასა და ევოლუციასთან
ერთად წარმოიქმნა საღმრთო ენერგიის ისეთი ტიპები, როგორიცაა სიყვარული,
სამართლიანობა, სილამაზის აღქმა, ომის ანუ ბრძოლის ცნება, მედიცინა, გართობა და სხვ.
ანუ ის ცნებები, რომლებიც ასე ბუნებრივია ადამიანის ცნობიერებისთვის. ეს ემოციები და
ფიქრებია, მაგრამ როგორც იცი ყველა ემოცია და ფიქრი ენერგიას წარმოადგენს. ამიტომ
სულიერი თვალთახედვით ყოველი ეს ცნება ანუ ფიქრი/ემოცია არის ღვთაებრივი
ენერგიის ჰომოგენური ტიპი, რომელსაც თავისი ე. წ. მმართველი უდგას სათავეში, რომ ეს
ენერგია სწორი მიმართულებით, ანუ ევოლუციის ოპტიმალური ხაზით წარიმართოს.
მინერალების, მცენარეების და ცხოველების კოლექტიური ჰომოგენური ცნობიერების
მმართველი სულები პლანეტის შესაბამის შრეებში (ანუ მატარიალურ, ეთერულ და
ასტრალურ ველებში) ბინადრობენ. ზედა ტრიადიდან მათ მხოლოდ პლანეტარული
ლოგოსის ცნობიერების ნაპერწკალი აქვთ. ამიტომაა რომ ამ ე. წ. ბუნების სულებთან
კონტაქტში შესვლისას არ იგრძნობა ის მაღალი ვიბრაციები და რასაც შენ ღვთაებრივი
მადლის შეგრძნებას ეძახი. ისინი მატერიასთან მიბმული სულებია. ეხლა შეხედე, თუ ამ
ზემოთაღწერილ გენეოლოგიურ განშტოებებს წარმოიდგენ როგორც ზევიდან ქვევით
(ურანიდან ოლიმპიელებამდე) ჩამოშვებულ ხის ტოტებს, ხოლო დედამიწაზე
განსხეულებული არსებების გენეოლოგიას, როგორც ანალოგიურ, ოღონდ ქვევიდან ზევით
(გეასგან ადამიანამდე) მიმართულ ხის ტოტებს, მიხვდები, რომ მე-4 განზომილების
არსებები ანუ ადამიანები, როგორც ყველაზე მაღალი დონის მატერიალური არსებები
ესაზღვრებიან მე-5 დონის ოლიმპიელებს ანუ ყველაზე დაბალი დონის სულიერ არსებებს.
სწორედ ეს კავშირი იყო, ის რაც მატერიას სულთან, მატერიალურ სამყაროს სულიერ
სამყაროსთან აკავშირებდა, ქვედა ტეტრადას ზედა ტრაიადასთან, რომელზეც სულ
გელაპარაკები. ხომ ხედავ, ანგელოზი უნდა დაეცეს (იგულისხმება განსხეულება),
იმისთვის რომ ადამიანი ამაღლდეს! ღვთის ძე უნდა განკაცდეს, იმისთვის რომ ადამიანის
ძე განეღმრთოს! ამ კავშირის არსებობისას ყველა ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწაზე

388
მატერიალურ განზომილებაში ინკარნირდება, სწორი ევოლუციის გზას გადის, რადგან
მასში გამავალი საღმრთო ენერგიები სწორედ იხარჯება და არ ამრუდებს თავის ბუნებას...

- როგორ მოხდა, რომ განსხვავებით მინერალურ, მცენარეული და ცხოველური


არსებებისგან, რომლებსაც თავის განკარგულებაში მხოლოდ უხეში და
ნატიფმატერიალური ცნობიერების ასპექტები აქვთ, ადამიანმა შეიძინა სულის ზედა
ტრიადა? არა პლანეტარული ლოგოსის ნაპერწკალი, არამედ სულის ზედა ტრიადა,
რომელმაც ის რაღაცნაირად სულიერი გენეოლოგიური ხის სტრუქტურაში მოათავსა... მე
როგორც ვხვდები... ოღონდ ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ, თითოეული ადამიანი ამ
სულიერი ტრიადის სტრუქტურით რომელიღაც იერარქიულ შტოს ესაზღვრება... ანუ
ერთგვარად ენათესავება მე-6 და მე-5 განზომილების არსებებს. რას ნიშნავს ეს?

- როგორ გადაიკვეთა სულიერი და ფიზიკური განზომილებები ძალიან მნიშვნელოვანი


თემაა და ამას აუცილებლად განვიხილავთ, მაგრამ იქამდე, მინდა რომ ერთ საკითხს
კარგად დაუკვირდე... მატერიის ევოლუცია ქვევიდან ზევით ანუ გასულიერებისკენ,
აღმავალი ციკლით მიმდინარეობს, რაც თქვენი ევოლუციის მოდელშიც კი ჩანს, რადგან
სიცოცხლე უმარტივესი ფორმებიდან უფრო რთული ორგანიზაციის, უფრო ზუსტად კი
უფრო რთული ცნობიერებისკენ ვითარდება. სხვა სიტყვებით „გეა“ ევოლუციონირდა 1-
ლიდან მე-4 განზომილების ანუ ადამიანის დონემდე. ხოლო „სულის იპოსტასის“
განშტოებები ზევიდან ქვევით არიან მიმართულნი, ანუ ურანიდან ანგელოზებისკენ, ანუ
მე-7-დან მე-5 განზომილებისკენ, ესე იგი ამ ტოტის ევოლუცია რეალურად ინვოლუციას
ანუ დაღმავალ ციკლს წარმოადგენს. დააკვირდი, თუ „ტიტანების“ ანუ მე-6 ცნობიერების
„სულის იპოსტასის“ ასპექტებმა შთამომავლობა მოგვცეს მე-5 განზომილების ასპექტების
(დავარქვათ მათ „ღვთაებები“ მეტი სიმარტივისთვის) ანუ ღვთაებების სახით, მაშინ ეს
ღვთაებები შთამომავლობის მიღების შემთხვევაში, რომელ განზომილებაში შექმნიან მათ?

- მე-4 ში... ადამიანები-ნახევარღმერთები... - გამახსენდა მე ბერძნული მითოლოგია სადაც


ზევსის, პოსეიდონის ან სხვა ღმერთებისა და მიწიერი ქალების კავშირისგან
ნახევარღმერთები ჩნდებოდნენ და ისევ ის ბიბლიის ფრაზა ამოტივტივდა ჩემ
მეხსიერებაში ....“ В то время были на земле исполины, особенно же с того времени, как сыны
Божии стали входить к дочерям человеческим, и они стали рождать им: это сильные,
издревле славные люди „. ისიც გამახსენდა როგორ მითხრა მიქაელმა რომ იმ კავშირისგან
რომელიც დაცემულ ანგელოზებს და მიწიერ ქალებს შორის ხდებოდა ჩნდებოდნენ
გოლიათი არსებები, რომლებშიც საღმრთო ენერგია ძირითადად ქვედა დონეებში (1, 2)
კონცენტრირდა მშობელთა „დაცემულობის“ გამო, რამაც ქვედა დონის, ანუ მატერიალური
სხეულის განვითარება, მაგრამ ზედა დონეების ანუ ემოციური და მენტალური სხეულების
განუვითარებლობა გამოიწვია. ამასთან არის დაკავშირებული ღონიერ მაგრამ ბრიყვ და
ხშირად ბოროტ გოლიათებთან დაკავშირებული ლეგენდები. თვითონ ციკლოპებიც
მითების თანახმად პოსეიდონისა და ზღვის ნიმფის შვილები იყვნენ... ზღვა და ზოგადად
წყლის სტიქია ხომ ხშირად მატერიალურ განზომილებას ნიშნავს... მინოტავრი
პოსეიდონისა და მიწიერი ქალის შვილი... სამმა ძმამ სამი სამყარო გაინაწილა: ზევსმა ზეცა,
ჰადესმა ქვესკნელი, ხოლო პოსეიდონმა წყლის სტიქია... ანუ ჩვენი მატერიალური
სამყარო... ატლანტიდა, პოსეიდონი... განკაცებული ღმერთი, რომელმაც მიწიერ ქალზე

389
იქორწინა... - ჩემ წინ უამრავი სურათი და აზრი დატრიალდა, რომელიც ერთი მეორეს
ცვლიდა...

…უეცრად თვალწინ სიცოცხლის ხის უცნაური სტრუქრურა გაიშალა, რომელსაც ტოტები


ზევიდან ქვევითაც ეზრდება ანუ სულიერიდან მიწიერისკენ, ხოლო ფესვები ქვევიდან
ზევით ანუ მიწიერიდან სულიერი მიმართულებით ორი ძირითადი განშტოებიდან,
რომელსაც პირველწყაროს პირველადი დუალური დიფერენცირება ჰქვია მატერიის და
სულის იპოსტასში. გარდა 7-ისა, უფრო წვრილი დიფერენცირებისას ის შეიცავს სხვა
პრინციპით მიღებულ განშტოებებსაც (5-ს 7-ს, 9-ს, 12-ს), რომლებიც ასევე დიდიდან
მცირეში ვარირებენ ფრაქტალური განზომილების სახით, რადგან ერთნაირი პრინციპით
ხდება განტოტვა როგორც პლანეტის, ასევე მზის სისტემის, ასევე გალაქტიკის და ალბათ
სრულიად სამყაროს დონეებზე. გარდა ამისა ეს ხე ერთდროულ და პარალელურ
ვარიაციებს შეიცავს რადგან მცირე და დიდი ციკლებში შესაძლებლობათა კორიდორი
სხვადასხვა რეალობების ვარიაციებს გულისხმობს. ამ სიცოცხლის ხეში ყველა ცოცხალი
არსება და ცნობიერების ტიპია განთავსებული. დროებითი ფიზიკური სხეულები,
როგორიცაა დროებითი ინკარნაციები ნათურებივით ინთებოდნენ და ქრებოდნენ
შესაბამის ტოტებზე, ყოველ ჯერზე გარკვეული კვალის დამჩნევით. ამ ყველაფრის
წარმოდგენისგან ვიგრძენი რომ გონება დაძაბულობისგან უკიდურესად დამეღალა და
მიქაელს შეჩერება ვთხოვე.

მან იგრძნო ჩემი დაღლილობა და გაეღიმა:

- ალბათ არ უნდა ეცადო ამის წარმოდგენა... ეს ძალიან ძნელია შენთვის. მთავარია


ძირითადი პრინციპები გაიგო...

2019 წელი. 22 თებერვალი.

როცა დაღამდა, ყველამ დაიძინა და სიჩუმე ჩამოწვა, შეცვლილი ცნობიერების


მდგომარეობაში შევედი და მიქაელს დავუკავშირდი. ის მაშინვე გამომეხმაურა. ეს დღეები,
ყოველთვის, როდესაც შინაგანად მივმართავდი, მისი გულის სითბოს და თანადგომას
ვგრძნობდი, მაგრამ ფიქრებს არ მიგზავნიდა.

მე:

- რატომ აღარაფერს მასწავლი?

მიქაელი:

- მინდა რომ ფიზიკურად მომაგრდე. ძალიან იღლები.

390
- მე მზად ვარ. უარესადაც ვყოფილვარ... სად გავჩერდით?.. ისევ სიცოცხლის ხეზე... -
გამახსენდა მე მის მიერ ბოლოს ნაჩვენები სიცოცხლის ხის სტრუქტურა, რომელიც
გაცილებით რთული იყო იმასთან შედარებით, როგორც თავდაპირველად აღვიქვი. ამ
სტრუქტურაში ხის „სულიერი“ ტოტები მატერიისკენ ეშვებოდნენ, ხოლო „მატერიალური“
სულიერისკენ ადიოდნენ. მან ჩემი ფიქრები წაიკითხა და აზრი თავად გააგრძელა:

- სწორედ ადამიანია ის არსება სადაც სულიერი და მატერიალური ტოტები ერთიანდება,


სული და მატერია ერთმანეთს ერწყმის, მაგრამ იმისთვის რომ ადამიანები განეღმრთონ,
ანგელოზები უნდა განკაცდნენ, რადგან მხოლოდ „მაღალს შეუძლია დაბალი აწიოს“! ეხლა
შეხედე და ძალიან გთხოვ აზრს ბოლომდე მიყევი... გულის ანუ მე-4 ჩაკრა აერთიანებს
ქვედა 3 მიწიერ ჩაკრას ზედა 3 სულიერ ჩაკრასთან. ადამიანი მე-4 განზომილების არსებაა
თქვენ პლანეტაზე მინერალური და ფლორა-ფაუნის მერე, მენტალური სხეული, რომელიც
ადამიანს ქვედა არსებებისგან განასხვავებს მე-4 სხეულია, რომელიც როგორც გულის ჩაკრა
ქვედა 3 მიწიერ სხეულს ზედა 3 სულიერთან ანუ ზედა ტრიადასთან აკავშირებს. დედამიწა
მზის სისტემაში (მზეც რომ ჩავთვალოთ) მე-4 პლანეტაა...

- მიდგარდი ანუ ადამიანების სამყარო სკანდინავიური მითოლოგიის იგრდასილის


სიცოცხლის ხეშიც თითქოს მე-4 სამყაროა და თვითონ სიტყვა მიდგარდიც ხომ შუა ქალაქს,
შუალედურ სამყოფელს ნიშნავს?...

მაგრამ აქ კონტაქტი დაიკარგა და აზრი გაწყდა. დაღლილობამ მაინც გადამძალა,


შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობიდან ჩემდაუნებურად ამოვარდი და ჩამეძინა...

2019 წელი. 10 მარტი. დედამიწის და კაცობრიობის შექმნის ისტორია

მიქაელი:

- როგორც პლანეტარული ველები (1,2 და მე-3) ევოლუციონირებდნენ შესაბამისი „მორიგე


ღმერთის“ ანუ როგორც წინა საუბრისას სიმბოლურად ვუწოდეთ „ტიტანების“
ზედამხედველობით, ისე განვითარდა მენტალური ველიც. მენტალური ველი პლანეტაზე
ასტრალური ველის ანუ „ცხოველთა“ სამყაროს ფორმირების მერე დაიწყო და
მიმდინარეობდა 4-ობრივი ფრაქტალური ციკლების მიხედვით, სადაც ე. წ.
შემოქმედებითი ტალღის ანუ „სულის იპოსტასის“ პირველი ნაკადი ძლიერია დასაწყისში,
ხოლო შემდეგ სუსტდება, ისევე როგორც მზის სხივები გაზაფხულზე ძლიერდება,
ზაფხულში თავის პიკს აღწევს, ხოლო შემდეგ, შემოდგომის და ბოლოს ზამთრის
დადგომასთან ერთად სრულიად კარგავს ძალას. მენტალური ველის ჩასახვისთვის
პლანეტაზე განკაცდა ღმერთის ასპექტი, ერთი შვითთაგანი, იგივე „სიბრძნის და სინათლის
ღმერთი“. ამავე დროს „ცენტრალური მზიდან“ პლანეტას მოაწყდა ზემოთნახსენები
„შემოქმედებითი ტალღა“ ანუ მენტალის ჩამოყალიბებისათვის საჭირო ვიბრაციის მქონე
სხივები, რომლებიც სიბრძნის ღმერთის ინდივიდუალურ ცნობიერებაში

391
გარდატყდებოდნენ, რომ მენტალის ჩამოყალიბებისთვის საჭირო სიხშირეები მიეღოთ,
ხოლო განსხეულებით მან ამ სიხშირეებისთვის საკუთარი ფიზიკური და სულიერი
სხეულების მეშვეობით პლანეტაზე სინათლის ფოკუსი დააყენა. მასთან ერთად მისი
„ძეებიც“ ანუ მისი იერარქიული შტოს უმაღლესი იერარქები მოევლინენ. ეს იყო სიბრძნის
და სინათლის ღმერთის და ღვთის ძეების განკაცების პირველი ტალღა. ამ შტოს
წარმომადგენლებს სიბრძნის ძეებს, კაცობრიობის მასწავლებლებს ეძახდნენ.

შემოქმედებითი ენერგიის პიკზე მენტალური ველი ძლიერ და სრულყოფილ


მდგომარეობაში ფუნქციონირებდა და მას შესაბამისი „მორიგე ღმერთი“ ედგა სათავეში. ეს
ის დრო იყო, როდესაც კაცობრიობამ სულიერად ამღლებული ცივილიზაციები შექმნა,
რომელიც სიმბოლურად ედემში ცხოვრებას შეიძლება შეადარო. ადამიანი ღმერთთან
ცოცხალ კავშირში იმყოფებოდა. მენტალური ველის მაფორმირებელი შემოქმედებითი
ტალღის შესუსტებას მოყვა ვიბრაციების დაცემა, რაც ბუნებრივი პროცესია (როგორც
შემოდგომის დადგომა), მაგრამ სწორედ ეს პერიოდი იყო უკიდურესად საპასუხისმგებლო,
რადგან სიხშირეების ზედმეტად ძლიერი დაწევა გამოიწვევდა ველის გათიშვას ზედა
ტრიადისგან და შესაბამისად ე. წ. „შეგნებული ბოროტების“ წარმოქმნას, რადგან როგორც
შენ თვითონვე აღწერე, როცა ცნობიერებით ღმერთთან კავშირში ხარ, ისეთ ნეტარებას
განიცდი, რომ შეგნებული ბოროტების ჩადენა უბრალოდ არ გინდება... „შეგნებული
ბოროტება“ ყოველთვის დაბალვიბრაციული მენტალური ველის ნაყოფია და მხოლოდ
დაბალვიბრაციული მენტალით აღიქმება, რადგან სწორედ ამ დროს უნდება ადამიანს
დაკარგული სულიერი ნეტარების ანაზღაურება მატერიალური ნეტარებით!

შემოქმედებითი ტალღის შემცირების ანუ დაღმავალი პერიოდისთვის ადამიანები უკვე


საკმარის ცოდნას ფლობდნენ, რომ პლანეტარული ველები საკუთარი ძალისხმევით მაღალ
სიხშირეებზე შეენარჩუნებინათ. მაგრამ გახრწნა ყოველთვის კენწეროდან იწყება. ქურუმთა
და სასულიერო პირთა შორის გაჩნდნენ ისინი, ვინც პირველწყაროს მოწყდნენ და
თავისუფალი ნების არასწორედ გამოყენებით შემოქმედებითი ენერგია ეგოში შეაბრუნეს.
ამან გამოიწვია მენტალური სიხშირეების კრიტიკული ვარდნა და მოწყვეტა
პირველწყაროსგან. რაც ამ დროს მოხდა, ედემიდან განდევნის ტოლფასია. კაცობრიობა
სრულიად დამოუკიდებელი და თავის თავზე მინდობილი აღმოჩნდა. დაბალი მენტალის
პირობებში წარმოიქმნა „შეგნებული ბოროტების“ ცნება და კაცობრიობისთვის დაბალი
სულიერების კარმის კანონები ამოქმედდა, რადგან სრულიად მიწიერი განზომილების
ვიბრაციებმა დაიწიეს, მატერია გაუხეშდა (ადამის და ევას მიერ უხეში ტანსაცმლის ჩაცმის
ალეგორია) და ადამიანები მანკიერ შეკრულ წრეში აღმოჩნდნენ. ამ მდგომარეობამ
ბუნებრივია ტანჯვის დონე გაზარდა. ყოველთვის, როდესაც პლანეტაზე მიმდინარე
მოვლენები საღმრთო ენერგიის მეტ დიფერენცირებას ახდენს, სასულიერო იერარქიაშიც
მეტი დაწვრილმანება, მეტი დაბლა დაშვებული განშტოება ჩნდება. ეს განშტოებები
სულიერი შტოს ისეთ ინდივიდებს მოიცავენ, რომლებიც შესაბამისად ამ წვრილ
მატერიალურ დიფერენცირებას განაგებენ. რას ვგულისხმობ? მაგალითად დაბალი
მენტალის ცივილიზაციებში გაჩნდა წარმოდგენა ომებზე და დაავადებებზე. ორივე ეს
მოვლენა არ არის დამახასიათებელი „სამოთხის ტიპის“ სამყაროებისთვის, რადგან
„სამოთხის ტიპის“ სამყაროებში არ არსებობს ავადმყოფობები და ერთმანეთთან ომით

392
დაპირისპირება. პოლარიზაციის ჩაქრობა სხვა მეთოდებით მიმდინარეობს, ხოლო
დაავადების მსგავსი არასრულყოფილი მდგომარეობები საღმრთო სინათლის მეტი
გატარებით აღმოიფხვრება. ამ მცნებების გაჩენას მოყვა საჭიროება ამ მოვლენების
„ზევიდან“ მართვის. მაგალითად ომის „ღმერთი“ საჭირო გახდა, რომ ადამიანებში
სამართლიანი ომის ცნება მაინც ყოფილიყო. ამიტომ დიფერენცირდა სულიერი იერარქია
კიდევ უფრო წვრილად და მე-5 განზომილების დონეზე გაჩნდნენ არსებები, რომლებსაც ამ
ენერგიის ტიპის მართვა დაევალათ. ამ დროს მატერიალური განზომილების ვიბრაციები
იმდენად დაბალი იყო, რომ უფრო მაღალი იერარქიული შტოს წარმომადგენლები ვერ
მოევლინებოდნენ ვიბრაციებში დიდი განსხვავების გამო. ამიტომ დედამიწაზე მე-5
განზომილების არსებები ინკარნირდნენ.

არ იფიქრო, რომ რახან პლანეტას 7 ველი აქვს, ზედა ტრიადის არსებები, ყველანი ამ ველში
ცხოვრობენ. უმრავლესობა შესაბამის განზომილებების (მაგ მე-5, მე-6 ან მე-7) შესაბამის
გამოვლენილ სამყაროებში არსებობენ, სხვა სიტყვებით, სხვადასხვა პლანეტებზე
თავიანთი განზომილებების დონეზე, ხოლო დედამიწასთან შესაბამისი პლანეტარული
ველით ზემოქმედებენ.

2019 წელი. 12 მარტი. ბოლო ინფორმაციის დაჯამება

ეს დღეები თითქმის არ ვწერდი. ვცდილობდი გავრკვეულიყავი „სიცოცხლის ხის“ სქემაში


და მისი სულიერი იერარქიის წყობაში, რომელიც არც ისე მარტივი აღსაქმელი აღმოჩნდა.
რომ შევაჯამო მიქაელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვითარება როგორც ვხვდები,
ასეთია: ღვთის ძეების მოვლინება დედამიწაზე არაერთხელ მოხდა და ასეთი განსხეულება
რამდენიმე საშუალებითაა შესაძლებელი. შეიძლება საკუთარი „სხეულით“ მოვლინება,
რაც განზომილებათა შორის მოგზაურობას გულისხმობს და ლოგიკურად ალბათ
კოსმოსურ ხომალდებს საჭიროებს; შეიძლება ასტრალურ განზომილებაში შესაბამისი
ნატიფი სხეულით გამოჩენა, მხოლოდ ამ შემთხვევაში ის დაგინახავს, ვისაც სულიერი
ხედვა აქვს გახსნილი, ანუ სხვადსხვა ექსტრასენსი, შამანი, იოგი და ას. შ.; შესაძლებელია
ნაწილობრივი ავატარის სახით მოვლინება, როცა შენი ცნობიერების ნაწილი დედამიწაზე
მაცხოვრებელი ადამიანის ცნობიერებაში იმყოფება და ესე ვთქვათ იმ ადამიანის
თვალებით ხედავ, მისი სენსორიკით აღიქვავ და ამ ადამიანთან ტელეპატიური კავშირი
გაქვს. ამას გულისხმობენ ქრისტიანები, როდესაც ამბობენ, რომ იესო ქრისტე შენ გულში
უნდა შემოუშვა. ამ დროს მისი ცნობიერება რეალურად შედის ადამიანის გულში. მთელი
ჩემი წიგნი სწორედ ამას აღწერს. ერთი არსების მიერ მეორე არსების ცნობიერებაში შესვლა
ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მე შევედი სამსახურის ვერანდაზე ბუზის ცნობიერებაში
და მისი თვალებით დავიწყე ხედვა, მიუხედავად იმისა რომ საკუთარი აღქმებიც
მინარჩუნდებოდა. ადამიანის ცნობიერებაში შესვლა ამ ადამიანის ნებართვით და
სურვილით უნდა ხდებოდეს, მაგრამ მაღალი არსებების გულში ანუ ცნობიერებაში
შემოსვლისათვის საკუთარი სულიერი და ფიზიკური სხეულის მზაობაცაა საჭირო. სხვა

393
არსების ცნობიერების შემოშვება საკუთარ ველში შეიძლება ცუდად ჟღერდეს და ვინმე
შეაშინოს, მაგრამ რეალურად ეს ახლო მეგობრის თანამყოფობას ჰგავს, რომელიც მაშინაა
შენ გვერდით როცა გინდა და ყოველთვის გტოვებს, როცა განმარტოება გჭირდება. ესეთი
ურთიერთობა თავისუფლებას არ ზღუდავს, განსხვავებით „შეპყრობილობისა“, რომელიც
დემონური არსებების ცნობიერების შემოჭრასთან და ადამიანის ნების დათრგუნვასთანაა
დაკავშირებული. შეპყრობილი ადამიანი თითქმის კარგავს საკუთარ ინდივიდუალობას.
შეპყრობილობა მაშინ ხდება, როცა რაღაც მიზეზის გამო ადამიანის ბიოველი და ნება
სუსტდება და ის ამ არსებებს ნებით თუ უნებლიეთ საკუთარ თავში უშვებს. „ეშმაკთან
გარიგებები“ შეგნებულადაც ხდება, რაც არაერთ მხატვრულ ნაწარმოებშია აღწერილი.
როგორც ჩანს ასეთი ტიპის გარიგება, სწორედ ამ მე-5 განზომილების დემონურ არსებებთან
იდება, რომლებსაც მატერიაზე და ბედზე ზემოქმედების უნარი აქვთ. მაგრამ თემას რომ
დავუბრუნდეთ ღვთის ძეების განსხეულების კიდევ ერთი და ყველაზე რთული ფორმა
არის ადამიანად ინკარნაცია ანუ ავატარი, როცა სული არა სხვა ადამიანის სულთან
ურთიერთქმედებს, არამედ საკუთარი სხეულით იბადება. თუ ავატარის ინდივიდუალობა
სრულად გაიხსნა და მან თავისი მისია აღასრულა, ასეთი განსხეულება ყველაზე
ეფექტურია, რადგან ამ დროს ამ არსების სულიერი თვისებები მასთან ეგრეგორებით
გადაბმულ ადამიანებზე და სრულიად პლანეტარულ ველებზე ვრცელდება.
პლანეტარული ველების ევოლუციას ტალღის ბუნება აქვს, რომელსაც აღმავალი პიკი და
დაღმავალი ვარდნა ახასიათებს. ამ ევოლუციას ე. წ. „შემოქმედებითი ტალღა“ ანუ
ერთგვარი გარეგანი „დასხივება“ ამოძრავებს. პირველი იმპულსის მოწოდებისას, ანუ
ტალღის პიკისკენ აღმავალ სტადიაზე ინკარნირდებიან (ადამიანად გაჩენით) შესაბამისი
იერარქიული შტოს უმაღლესი იერარქები. „შემოქმედებითი ტალღის“ შუა და დაღმავალ
პერიოდებში შესაბამისად უფრო დაბალი დონის წარმომადგენლები, რომლებსაც მეტად
გამოხატული „ინდივიდუალობა“ ახასიათებთ და უფრო კონკრეტულ სფეროზე
ზემოქმედებენ. უმაღლესი იერარქები ამ დროს ნაწილობრივი ავატარის ან სულიერი
სხეულით ავლენენ თავს. დაბალი შტოს წარმომადგენლების ბუნება უფრო ახლოსაა
მიწიერთან და უხეშმატერიალურ განზომილებაში ინკარნაციისას მათთვის მეტი
საშიშროებაა მატერიალური სამყაროს ხაფანგში (ანუ სამსარას წრებრუნვაში) მოხვედრისა,
რაც როგორც ჩანს არაერთხელ მომხდარა სწორედ მენტალური ველის ჩამოყალიბებისას,
რადგან ეს არის „ადამიანის“ ეპოქა, „თავისუფალი ნების“ და „შეგნებული ბოროტების“
არსებობის ანუ სულის გამოცდის, ცდუნებების პერიოდი.

გარდაცვლილი დედის სულთან შეხვედრა

მთელი ეს თვე მიქაელი ჩემგან მუდმივად ერთს ელოდება, რომ ვიბრაციის შენარჩუნება
ვისწავლო. დაღმავალ პერიოდებში ვიბრაციის აწევა მოვახერხო, ხოლო აღმავალში მისი
რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება. ამისთვის ყველა იმ ხერს მივმართავ, რაც მან
ჰერმეტიზმის პრინციპების შესაბამისად მასწავლა: ნეგატივის საპიროსპირო ენერგიით

394
ჩაქრობა, ნატიფი სხეულების შესაბამისი ენერგიების შემოდინებით აწევა, ჰერმეტული
ფორმულების გამოყენება. ამ დროს ცნობიერების ნაწილი მუდმივად მის დონეზე,
უმაღლეს ეთერულ სივრცეში უნდა მეჭიროს. ასეთი ცნობიერების დაქსაქსვა ყველაზე
მეტად მიჭირს, მაგრამ გარკვეულწილად მაინც ვახერხებ.

ჩემმა პრაქტიკებმა შიშის დათრგუნვასთან და მიქაელის დონეზე ცნობიერების აწევასთან


დაკავშირებით როგორც ჩანს თავისი შედეგი გამოიღეს... და ერთხელ თავხედური კითხვაც
კი დამებადა - ნუთუ მართლა აღარფრის მეშინია? დავუსვა კი ჩემ თავს ეს კითხვა? ყველა
ადამიანს ყველაზე მეტად ახლობლების გარდაცვალების ეშინიათ, მაგრამ როგორც
აღმოჩნდა უმაღლესი ეთერული სივრცის დონეზე, გარდაცვლილ ახლობლებთანაც
შესაძლებელია ურთიერთობა...

...ეს შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა, როცა ცნობიერების ერთ-ერთი აწევისას
ძალიან მომინდა გარდაცვლილი დედის ნახვა და ეს შეხვედრა მართლა შედგა!

...შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი. ჩემთვის ნაჩვევ უმაღლეს ეთერულ


ოქტავანმდე ცნობიერება ავწიე და უეცრად გავაცნობიერე, რომ ძალიან ლამაზ, მასური
სვეტებით გაწყობილ და ძვირფასი ქვის ფილებით მოპირკეთებულ ფართო დარბაზში
ვიდექი... ასეთი ვიზუალიზაცია ამ სივრცეში ჯერ არ მომხდარა. მე უშველებელ დარბაზს
ვუყურებდი, რომ უეცრად დედა და ბებია შემოვიდნენ... აღარ აღვწერ ჩემს გრძნობებს და
ჩვენს საუბარს, რომლებიც დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. მინდა მხოლოდ ის
ვახსენო, რომ დედამ ამიღწერა ის სამყარო, სადაც იმყოფებოდა და მე გამიკვირდა, რომ მის
სამყაროში მეც ვიყავი... ხო, როგორც ჩანს ჩემი მაშინდელი სიტყვები, რომ „იქ ყველაფერი
შესაძლებელია, რაც როდესმე იყო, არის ან იქნება“, რეალური აღმოჩნდა (იხ. „დედის
გარდაცვალება და საზვერეები“)... ამის წარმოდგენა ძალიან გამიჭირდა, რადგან ჩვენი,
ადამიანების ცნობიერება მხოლოდ ერთ რეალობასთანაა მიბმული, მაგრამ როგორც ჩანს
პარალელურად სხვადასხვა რეალობებში თანაარსებობაც შესაძლებელია ან იქნებ ის „მე“
რომელიც დედაჩემის „სამოთხეშია“ მხოლოდ მისი რეალობის ილუზიაა? ეს მოვლენა
ბოლომდე მაინც ვერ გავიგე. დედამ ამიხსნა, რომ ამ „სამოთხის ტიპის რეალობაში“ იქამდე
იქნება, სანამ მისი ბოლო ინკარნაციის ანუ დედაჩემად ინკარნაციის ინდივიდუალობის
ენერგია არ ამოიწურება. ამასაც ბოლომდე ვერ მივხვდი. მან „ქვევით“ ჩამახედა და მითხრა,
რომ მისი შემდეგი ინკარნაცია მზადდება და ის ბიჭად დაიბადება. მე რაღაცნაირად
უნებურად, შინაგანი ხედვით დავინახე მისი ეს ახალი ინდივიდუალობა და ჩემმა გონებამ
მაშინვე ჩაავლო იმ საერთოს რაც მის ბოლო და მომავალ ინდივიდუალობებს
აერთიანებდა... რადგან იყო რაღაც მსგავსება, რაღაც საერთო ამ ორ, უკვე გარდაცვლილ და
ჯერ არდაბადებულ პიროვნებებს შორის...

- როგორ დიდხანს ველოდი, რომ ეს „საერთო“ რაც დედის ინკარნაციებში ასე უცებ
დაინახე, შენ თავში შეგეცნო... - გავიგონე „ხმა“ და დარბაზში ახალგაზრდა თეთრ
ტანისამოსში ჩაცმული ქარათმიანი მამაკაცი შემოვიდა. მიქაელის ცნობისთვის ბევრი დრო
არ დამჭირვებია და დედასთან მომერიდა, რომ ჩემს გულს ისევ არ გამოენათებინა მის
დანახვაზე იმ სიხარულის და სიყვარულის გამო, რომელიც მასთან ყოველ შეხვედრას
ახლდა თან.

395
- ეს ადამიანის ჭეშმარიტი არსია, მისი უმაღლესი მე, მისი უკვდავი სული... - მითხრა მან.

24 მარტს დამატებული

ტექსტის ამ ნაწილის ჩასმა ჩემმა მასწავლებლებმა მოგვიანებით მთხოვეს გამონაკლისის


სახით. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია, მაშინაც მომაწოდეს, მაგრამ მაშინ კარგად ვერ
გავიაზრე. როგორც მივხვდი დედაჩემთან შეხვედრის მერე, მისი „რეალობა“
წარმოადგენდა სწორედ იმ ბოლო „საზვერეს“ რეალობას, რომელიც მე მაშინ ჩემ სიზმარში
ვნახე, სადაც მისი „იდეალური სამყარო“ არსებობდა (იხ. „დედის გარდაცვალება და
საზვერეები“). როგორც ჩანს, როდესაც მე მოვუწოდე, რომ ქრისტესთან გამომყოლოდა, მან
ეს არ გააკეთა, რადგან სწორედ ეს რეალობა და არა ღმერთში დაბრუნება იყო მისი სულის
ნამდვილი მოთხოვნილება. სწორედ ეს რეალობა სურდა მას და ვერ მიიღო ცხოვრების
განმავლობაში. ქვედა 2 ნატიფმატერიალურ სფეროს კარგი ადამიანის სული მარტივად
გადის, თუმცა ასტრალური ანუ მე-3 ველის „საზვერეში“ გავლის დახმარება დედასთვის
მაინც დამჭირდა. მაგრამ მე-4-ში ყველა იჭედება იშვიათი გამონაკლისების გარდა. ეს
საკუთარი „მე“-ს აღქმაა, რომელიც მე-4 ველში მიწიერი „მე“-ს ანუ მიწიერი მენტალის
ინდივიდუალობას წარმოადგენს. რადგან ადამიანი ცხოვრების განმავლობაში თავის
ჭეშმარიტ „მე“-ს ვერ შეიცნობს, მისი ცნობიერება მე-5 განზომილებას უბრალოდ ვერ
წვდება და ჩერდება თავისთვის ნაცნობ სიტუაციაში. კარგი ადამიანის შემთხვევაში, ეს
სიტუაცია „სამოთხისებურ“ ვარიანტს წარმოადგენს, სადაც მისვე უმაღლესი ტრიადა და
განსაკუთრებით მისი უმაღლესი მენტალი ანუ ქრისტესეული ცნობიერება, ანუ მე-6
ასპექტი ახდენს ამ „რეალობის“ მატერიალიზაციას (ნატიფმატერიალურ რეალობაში) და
მონადა იმდენ ხანს იმყოფება ამ რეალობაში, რამდენ ხანსაც ყოფნის ამ აწ უკვე
დასრულებული ინკარნაციის ინდივიდუალობას ენერგია. ეს ყველაფერი ერთგვარ ლამაზ
სიზმარს გავს, რომელიც სულს სიკვდილის მერე „ესიზმრება“.

როგორც მივხვდი ყველა ის რიტუალი, რომელიც ჩვენთან ცნობილია, როგორც წინაპართა


პატივისცემის, გარდაცვლილთა სულის შესაწევი, ეგვიპტური მუმიფიცირების,
სიკვდილშემდგომი თაყვანისცემის და ას. შ. ემსახურება ენერგიის მიწოდებას
გარდაცვლილი ინდივიდუალობისთვის, რომ ის თავის პერსონალურ სამოთხეში რაც
შეიძლება დიდხანს გაჩერდეს. მაგრამ როდესაც ენერგია ამოწურულია, სული ხელახლა
ინკარნირდება დედამიწაზე და ეს რეინკარნაციული წრებრუნვა მანამ გრძელდება სანამ
მონადა არ ისწავლის საკუთარი უკვდავი სულის აღქმას. დედამიწის მე-2 ანუ ეთერულ
შრეში იჭედებიან ის სულები, რომლებმაც ამ შრის შესაბამისად იცხოვრეს და უძლიერესი
მიჯაჭულობა აქვთ მატერიალურ ნივთებზე, საჭმელზე, სხეულის სიამოვნებებზე,
ადამიანებზე და მოვლენებზე. ეს სულები „მოჩვენებების“ და ეგრეთ წოდებული „მშიერი
სულების“ კატეგორიაა, როლებიც დაბალი ვიბრაციების გამო ფაქტიურად არაცნობიერ
მდგომარეობაში იმყოფებიან და მუდმივ შიმშილს განიცდიან, რადგან მათი

396
„ენერგეტიკულ“ დონეზე ჩამოვარდნილი ცნობიერება მუდმივად ეძებს საკვებს მატერიის
იმ გამოვლინებებში, რომლებზეც ასე იყვნენ მიბმულნი მიწიერ ცხოვრებაში. რაც შეეხება
დრაკონის ეგრეგორს, ეს ქვესკნელის რეალობაა და იქ ვარდებიან იმ ადამიანთა სულები,
რომელთა სულის ჯამურმა გამოსხივებამ მინუს ნიშანი ანუ დემონური, შიგნით
შებრუნებული გამოსხივება შეიძინა. ეს სულები უძლიერესი ტანჯვით შესაბამისი ბოლო
ინკარნაციის ინდივიდუალობის შემაკავებელი ენერგიისგან თავისუფლდებიან და მალევე
რეინკარნირებენ ასევე მძიმე პირობებში.

ხოლო თუ ადამიანი ცხოვრებაშივე ამღლდა თავისი უმაღლესი „მე“-ს აღქმამდე ის


აუცილებლად თავის მე-6 და მე-7 ასპექტსაც ეზიარება, რადგან ეს სამი, როგორც
სამკუთხედი, ერთიან ტრიადას წარმოადგენენ. თუმცა ამ სამიდან დომინირებს ხოლმე
ერთ-ერთი იპოსტასი, იქიდან გამომდინარე, თუ რომელ ევოლუციურ საფეხურზეა სული.
უმაღლესი „მე“-ს აღქმისას ადამიანი უმაღლეს მანასს ანუ ქრისტესეულ ცნობიერებასაც
ერწყმის, როგორც მის გამოვლინებას და პირველწყაროს იპოსტასსაც როგორც საკუთარი
უმაღლესი „მე“-ს გულისგულს! თუ ეს სიმბოლურად წოდებული 7-ივე საზვერე გავლილია,
მონადა აღარ საჭიროებს დედამიწაზე ადამიანური ინდივიდუალობის დახვეწას, რადგან
მიზანი მიღწეულია - ღმერთმა შეიძინა მორიგი ინდივიდუალობა, რომელიც მისი
გამოვლინებაა და ეს „უკვდავი“ ინდივიდუალობა იკავებს ადგილს სიცოცხლის ხეში
მომავალი ევოლუციური ციკლის დაწყებამდე. ამ ციკლის დაწყებამდე ეს სული უმაღლეს
სამოთხისეულ განზომილებაში იმყოფება მე-5, მე-6 და მე-7 დონის ღვთაებებს შორის. ამას
რუსულად вознесение ჰქვია, ხოლო ქართულად ცათამაღლება.

ინტერნეტპოსტებიდან:
კომენტარებში

Da To: ისე, ხშირად მიფიქრია,სამებას როცა ახსენებენ, მამას-ძეს-სულიწმინდას, ადამიანი


რომ მაღლდება ბოლომდე, რამდენადაც შეიძლება და ჩადებულია მასში, მეოთხე წევრივით
ხომ არ ხდება რამე. დემიურგი უნდა გახდესო რო გავიგე, ახალი არსებაო, მაგაზე
გამახსენდა.

Imma Imma: არა. თვითონ ხდება ადამიანი სამების ნაწილი, ოღონდ ასევე ფრაქტალის
პრინციპით. როგორც სამკუთხედი სამკუთხედში. მე ერთ-ერთ პოსტში დავწერე მიქაელზე,
რომ მისი ცნობიერება სამების მდგომარეობაშია. ძირითადად მე-6 დონეზეა, მაგრამ მე-5-
შიც და მე-7-შიც. ხოდა საქმე იმაშია, რომ როცა ადამიანი გადადის მე-5 განზომილებაში,
ღმერთთან თანამყოფობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის მე-6 და მე-7 დონესაც
ეზიარება. სამკუთხედი იკვრება. ძირითადად მე-5-ზე ვიბრირებს, ამიტომ მე-5
განზომილების არსება ქვია, მაგრამ ამავე დროს უმაღლესს მანასს (უმაღლეს მენტალსაც)

397
აღიქვავს, როგორც საკუთარ თავს და ღმერთის ცნობიერებაშიცაა (მე-7 დონე). სწორედ ეს
სამების მდგომარეობა, ეს სამკუთხედი აძლევს საშუალებას მე-5 განზომილების არსებას
იყოს ღმერთის ნების გამტარი, მისი შემსრულებელი. ეჭვი მაქვს რომ მასონური სიმბოლო
სამკუთხედი თვალით, სწორედ ამას ნიშნავს, ან ნიშნავს უბრალოდ სულიერ ტრიადას, ან
კონკრეტულად რომელიღაც მე-5 განზომილების "მმართველ" არსებას.

2019 წელი. 18 მარტი. როდესაც ღმერთები განკაცდებიან, ადამიანები


განეღმრთობიან

მიქაელი:

- შენ ერთხელ კითხვა დამისვი, როგორ შეიძინა ადამიანის სულიერმა სტრუქტურამ მე-6
ასპექტი, ანუ „ქრისტესეული ცნობიერება“, იგივე უმაღლესი მენტალი, იგივე უმაღლესი
მანასი... სანამ მაგას ავხსნით, ჯერ დაბალი განზომილების არსებები განვიხილოთ...
„ცხოველების“ კატეგორიის არსებებს მატერიალური სხეულებიდან აქვთ 1. ფიზიკური, 2.
ეთერული, 3. ასტრალური სხეულები, ხოლო ზედა ტრიადიდან მე-7 ანუ პირველწყაროს
ნაპერწკალი, იგივე სულიწმინდას ასპექტი. რეალურად მათ მე-5 ასპექტიც გააჩნიათ, ანუ
ინდივიდუალური უმაღლესი ეთერული სხეული, რომელიც განსხვავდება ადამიანის მე-5
ასპექტისგან, მაგრამ სწორედ ამ ფენაზე ილექება „ცხოველთა“ ტიპის არსებების
განსხეულების ინდივიდუალური გამოცდილება. „ცხოველთა“ ტიპის ცოცხალი არსებების
მონადები, ამ პლანეტარული ციკლის დასრულებისას სხვა პლანეტაზე „ადამიანთა“
კატეგორიაში გააგრძელებენ ევოლუციას და მათ „მენტალური მატერიალური ასპექტი
დაემატებათ“. ანუ დედამიწაზე ცხოველის ბოლოგიურ ფორმაში განსხეულებულ მონადას
აქვს ინდივიდუალური ქვედა სამი სხეული, ინდივიდუალური მე-5 ასპექტი და მე-7,
რომელიც ყველა დედამიწის ცოცხალ არსებებს აერთიანებს. მაგრამ მე-4 (უმდაბლესი
მანასი) და მე-6 (უმაღლესი მანასი) ასპექტების სრული უქონლობის შემთხვევაში
სულიწმინდას ანუ „სულის იპოსტასის“ ენერგია ვერ გადმოვიდოდა ამ ცოცხალ არსებაზე,
რადგან ამ სიხშირეების ფენების გარეშე ნაკადში წყვეტა მოხდებოდა და ეს არსება
უბრალოდ ვერ იარსებებდა. აქ შემოდის სწორედ „კოლექტიური ცნობიერების“ ფენომენი.
„ცხოველთა“ ტიპის ანუ მე-3 განზომილების არსებებისთვის მე-6 ასპექტი არის
პლანეტარული ლოგოსის 7-ობრივი განშტოების იმ იერარქის მენტალი, რომელმაც
მთლიანად პლანეტარული ასტრალური ველი ჩამოაყალიბა და მე-3 განზომილების
არსებებს ჩაუყარა საფუძველი, ხოლო მე-4 ასპექტი არის იმ ცხოველთა ჰომოგენული
კოლექტიური ცნობიერება, კოლექტიური მენტალი, რომელსაც თავისი იერარქი „ბუნების
სული“ უდგას სათავეში. როგორც ფუტკრების შემთხვევაში ეს არის „ფუტკრის სული“, ამ
ტიპის მწერების მმართველი იერარქი, რომელიც ამ მწერებს თავის კოლექტიურ მენტალს
აძლევს. რადგან ეს „სული“ მენტალური ველის დონეზე ვიბრირებს, მას იერარქიულ ხეში,
როგორც ადრე ვახსენე შუალედური, ანუ ნატიფმატერიალური მდგომარეობა უკავია. ის

398
არც ღვთაებრივია, არც ქტონური, არამედ შუალედური. ინდივიდუალური მენტალის
არარსებობის გამო „ცხოველთა“ ტიპის ანუ მე-3 განზომილების ცოცხალი არსება ამ
„ბუნების სულების“ მენტალითაა მიბმული სიცოცხლის ხესთან და მისი კანონებით
იმართება. თქვენ ამას ინსტრინქტებს ეძახით. უმაღლეს ცხოველებში რომელთა
ცნობიერება ასტრალური სხეულის ყველაზე მაღალ სიხშირეზე ვიბრირებს, ერთის
შეხედვით ინტელექტის ჩანასახი ჩნდება, მაგრამ ეს მოჩვენებითია და მხოლოდ
მაღალსიხშიროვან ასტრალურ ველზე მიუთითებს. ყველა მე-3 განზომილების არსება
თავისი „ბუნების სულის“ კოლექტიური ცნობიერებითაა პლანეტარული ლოგოსის
ცნობიერებასთან მიბმული და სრულყოფილი თავისუფალი ნება არ გააჩნია...

...ადამიანის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. როდესაც პლანეტაზე ლოგოსის 7 სულთაგან


ერთ-ერთი განსხეულდა და თავისი „მენტალი“ დანერგა, სულიერ და მატერიალურ
განზომილებებს შორის წრედი შეიკრა. ადამიანმა შეიძინა ოთხივე ინდივიდუალური
სხეული (და შესაბამისად თავისუფალი ნება), რომელმაც მე-5 ასპექტსაც მეტი
ინდივიდუალობა შესძინა, მე-6 სწორედ ეს უმაღლესი 7-თაგანის ცნობიერებაა, ხოლო მე-7
სულის იპოსტასი ანუ პლანეტარული ლოგოსი, პლანეტარული „მზე“, რომელიც
თავისმხრივ უფრო დიდი ფრაქტალის „მზის“ ემანაციაა... - მან პაუზა გააკეთა, რომ მე მისი
ბოლო აზრი კარგად გამეაზრა და გააგრძელა:

- ამ დროს რა ხდება სულიერ იერაქიულ შტოებში... ბერძნული მითოლოგიის ენით რომ


ვილაპარაკოთ ღმერთების ყოველი ახალი თაობა „ამარცხებს“ საკუთარ „მამას“ და
ძალაუფლებას ხელში იგდებს. „კრონოსმა“, ანუ ტიტანების თაობამ „დაამარცხა“ „ურანი“ -
საკუთარი მამა, „კრონოსი“ დაამარცხა მისმა შვილმა „ზევსმა“. რაც უფრო მეტად
დიფერენცირდება სულიერი იერარქების შტო, მით უფრო დაბლა განზომილებაში ეშვება
ძალაუფლება (ეს სულიერი შტოს ინვოლუციური ანუ უკუევოლუციური ბუნების
შედეგია). ლოგიკური ჯაჭვი რომ გავაგრძელოთ, ბოლო თაობის, ანუ მე-5 განზომილების
ღმერთების „შვილები“ ადამიანები არიან.

- 22 И сказал Господь Бог: вот, Адам стал как один из Нас, зная добро и зло; и теперь как бы
не простер он руки своей, и не взял также от дерева жизни, и не вкусил, и не стал жить вечно.

23 И выслал его Господь Бог из сада Едемского, чтобы возделывать землю, из которой он взят.

24 И изгнал Адама, и поставил на востоке у сада Едемского Херувима и пламенный меч


обращающийся, чтобы охранять путь к дереву жизни.

Адам стал как один из Нас - ნიშნავს 4-ივე ინდივიდუალური სხეულის და შესაბამისად
თავისუფალი ნების შეძენას. ამ სტადიაზე მონადა უკვე სრულად დამოუკიდებელია.
როგორც ადრე გითხარი „зная добро и зло“ - მენტალური სხეულის ანუ გონის, ინტელექტის
შეძენას ნიშნავს, რომელიც დედამიწაზე ცნობილია, რომ მარტივიდან რთულისკენ
ევოლუციონირებს. შესაბამისად, ეს ევოლუცია დაბალვიბრაციული მენტალით იწყება
სადაც ბოროტება-სიკეთის ცნება ძალიან მძაფრია, ხოლო ტანჯვის ინტენსივობა მაღალი.

399
როდესაც დედამიწაზე პირველი ადამიანების კატეგორია გაჩნდა, რომლებიც იმ დროს
სანახევროდ ცხოველები იყვნენ, ამ სხეულებმა დაიწყეს „ადამიანების“ სულების მიღება.
ანუ ამ პირველყოფილ ადამიანებში დაიწყეს ინკარნაცია ადამიანთა სულებმა, რომლებიც
იქამდე ასტრალურ ველში ცხოვრობდნენ ასტრალური სხეულებით. ამ ასტრალურ
„ადამიანთა“ ცივილიზაციას, თუ შეიძლება ასე უწოდო, არ გააჩნდათ ინდივიდუალური
მენტალური სხეულები (რადგან ჯერ არ ჰქონდათ დედამიწაზე ინდივიდუალური
მენტალის შეძენის ევოლუცია გავლილი) და როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ისევე როგორც
„ცხოველთა“ კატეგორიას, ამათაც ჰქონდათ კოლექტიური მე-4 დონე (კოლექტიური
მენტალი), ანუ ნათელი იერარქის - „ადამიანთა ღმერთის“ მე-4 დონე, რომელიც ყველას
გონს აერთიანებდა... ანუ ისინი, შეიძლება ითქვას, ღმერთში ცხოვრობდნენ... ხვდები
ლოგიკას? ხვდები რას ნიშნავს „ედემში ცხოვრება“ ღმერთთან ერთად? როდესაც
დედამიწამ დაასრულა ასტრალური ველის ფორმირება „ცხოველთა“ კატეგორიით,
რომლებიც ძირითადად რეპტილიების სახით მიმდინარეობდა (არ დაგავიწყდეს ეს
მომენტი), დაიწყო შემდეგი საფეხური - პლანეტარული მენტალური ველის ფორმირება.
ამისთვის განადგურდა წინა სასიცოცხლო ფორმა თავისი „რეპტილიის ეგრეგორით“ და
არჩეულ იქნა პრიმატთა ბიოლოგიური რიგი, რომლიდანაც „ადამიანთა“ კატეგორია უნდა
განვითარებულიყო, რითიც შეიკრებოდა წრედი სულიერ ტრიადას და მატერიალურ
განზომილებებს შორის, ხოლო მე-4 ინდივიდუალური დონის შეძენით დედამიწა
გაზრდიდა ახალი, „ღმერთების“ ანუ დემიურგების თაობას... რომლებიც მოგეხსენება
ადრე თუ გვიან ამარცხებენ თავიანთ „მამებს“... გაიხსენე ბერძნული მითები,
სკანდინავიური რაგნაროკი... როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? როგორც ადრე
გელაპარაკე, როდესაც ვიშნუს დაშავატარებზე ვსაუბრობდით, ამ შემთხვევაშიც საჭირო
იყო უმაღლესი იერარქის (რომელიც მენტალური ველის ანუ „ადამიანთა“ მოდგამას
კურირებს) განსხეულება პირველყოფილი ადამიანის სხეულში, რომ მისი
ინდივიდუალური ცნობიერებით წამოწეულიყვნენ სხვებიც. ყოველი ევოლუციური
ნახტომი პირველყოფილი ადამიანების ევოლუციაში, რომელსაც ვერ ხსნიან თქვენი
მეცნიერები, იყო დაკავშირებული ავატარების მოვლინებასთან, ანუ იერარქიის
წარმომადგენლების განსხეულებასთან. ეს იყო პირველი განსხეულება სინათლის,
ცეცხლის, აგნის, მზის ანუ სიბრძნის ღმერთის და მისი ძეების, პირველი „პრომეთეს
მიჯაჭულობა კლდეზე“.

გველი, რომელმაც ადამიანს ცოდნის ნაყოფი მისცა და ამით „ღმერთის“ (ღმერთების)


მრისხანება გამოიწვია, რის გამოც „ღმერთმა“ იგი დაწყევლა და „მთელი ცხოვრება მიწაზე
საცოცად განამწესა“, იგივეა, რაც მითი პრომეთეზე, რომელმაც ადამიანებს „ღმერთის“
ნების საწინააღმდეგოდ საღმრთო ცეცხლი ანუ ცოდნა ჩამოუტანა, რის გამოც
„განრისხებულმა“ ზევსმა იგი კლდეზე მიაჯაჭვა... ეს ისტორია იგივეა, რაც ისტორია
ამირანზე, იგივეა რაც ისტორია აგნიზე (ცეცხლის, მზის ღმერთი), რომელიც ითვლება
შუამავლად ღმერთებსა და ადამიანებს შორის (მენტალური ველის შემქმნელი). ღმერთმა
აგნიმ ადამიანებს ღმერთების სასმელი სომა გადასცა, რითიც ასევე მათი „მრისხანება“
გამოიწვია...

ინტერნეტიდან:

400
„მითოლოგიაში, ღმერთებმა უკვდავება მოიპოვეს უკვდავების სასმელის - სომას
საშუალებით, რომელიც ღმერთი ინდრას საყვარელი სასმელი იყო. მისი შენახვა ინდრამ
ჩააბარა ერთ-ერთ ღმერთს - განდჰარვას. მაგრამ ერთხელაც ცეხლოვანმა ღმერთმა აგნიმ
მოიპარა ეს სასმელი და ადამიანთა მოდგმას გადასცა. ამ სასმელს საკრალური თვისებების
გარდა (რადგან მას ქურუმები მიირთმევდნენ), ჰქონდა მკაფიო გონების და სასიცოცხლო
ძალის მონიჭების უნარი. ეს სასმელი საღმრთო სუბსტანციად მიიჩნეოდა, რომელიც
ადამიანებს ღმერთებთან აახლოებდა.“

ზემოთხსენებული მზის ღმერთები ე. წ. ცეცხლოვან იერარქიას წარმოადგენდნენ,


რომელთაგან დედამიწაზე განსხეულებულებიდან ერთ-ერთი უკანასკნელები
განდჰარვები იყვნენ, სწორედ ის „ღვთის ძენი“, რომლებმაც მიწიერ ქალებზე იქორწინეს და
რომლებზეც ბიბლიაში წერია.

ინტერნეტიდან:

„Гандхарвы, в ведийской мифологии Древней Индии группа полубогов. В "Ригведе" обычно


упоминается только один Гандхарва – хранитель сомы, иногда отождествляемый с сомой,
супруг апсары, женщины вод; от гандхарвов и апсар рождаются первопредки людей –
близнецы Яма и Ями. В той же "Ригведе" Гандхарва, пребывающий в верхнем небе,
ассоциируется с солнцем и солнечным светом.“

მე გამახსენდა როგორ დამესიზმრა მიქაელი როგორც მზის შუქი... (იხ. „და სული ღვთისა
იძვროდა წყლებს ზემოთ), გამახსენდა, რომ женщина вод შესაძლოა ყოფილიყო ადამიანი
ქალი, რადგან წყალი მატერიის სიმბოლოა და მაშინ არაა გასაკვირი, რომ სწორედ ამ
წყვილმა შექმნა პირველი ადამიანი, ანუ განდხარვას ავატარებმა ჩასახეს ადამიანებში
ინდივიდუალური მენტალური სხეულები საკუთარი ინკარნაციის შედეგად.

„гандхарвы, а вместе с ними, вероятно, и апсары, согласно древнеиндийским текстам,


раскрыли смертным тайны неба и Земли, научили людей обращаться с огнем и лечить друг
друга, чем вызвали огромное неудовольствие богов - адитьев. В этом отношении они мало
чем отличаются от сынов Божьих книги Бытия, стражей книги Еноха и нефилимов "Тикуней
Зохар". Все они, "возлюбив женщин Земли", открыли им тайные знания. А в "Ригведе" и вовсе
говорится, что "небесный" Гандхарва есть божество, которое знало и раскрыло тайны неба и
божественной истины.“

„Гандхарва (санскр. गन्धवम सववाह) — историческая традиция бракосочетания у индийцев,


основанная на взаимном влечении мужчины и женщины, проходящая без ритуалов,
свидетелей и участия семьи. Знаменитый пример этой брачной традиции — брак индийского
царя Душьянты и Шакунталы, описанный в древнеиндийском эпосе «Махабхарата» и в
знаменитой драме Калидасы «Абхиджняна-Шакунтала». Название традиции происходит от
слова Гандхарвы — класса полубогов в индуизме, которые являлись мужьями или
возлюбленными апсар.“

„Пита́ры или пи́три (санскр. सपतृ, Pitṛ IAST — «праотцы») — души умерших предков в
индийской культуре, почитание которых занимает в индуизме одно из ведущих мест. Питри

401
принято поминать ежегодно в ходе ритуала шраддха. В индуистских семьях считается
обязательным рождение по крайней мере одного сына, который в будущем проводил бы
ритуалы по своим родителям. Описание питри содержится в ряде Пуран. Наиболее детально
они описываются в «Ваю-пуране» и «Брахманда-пуране». Согласно этим источникам,
существуют различные категории питри, которые имеют разного рода происхождение,
формы и места обитания. Большая разница проводится между «девапитарами»
(божественными питри) и «манушьяпитарами» (духами умерших людей). Одни питри
пребывают в райских мирах, тогда как другие — в низших планах бытия. Питри, обитающие
на небесах, почитаются как боги. Питри представляют собой изначальные божества, никогда
не прекращающие своего существования. Считается, что манушьяпитары могут достигнуть
одного уровня с девапитарами и жить с ними в райских мирах. Затем они заново рождаются
в конце каждого периода из 1000 махаюг и возрождают миры. От них происходят Ману и
новое потомство во время сотворения Вселенной. Существует семь классов девапитаров, три
из которых бестелесны (амуртая), тогда как другие четыре обладают телесной формой
(самуртая). Три бестелесных разновидности питаров, это ваджраджасы, агнишватты и
бархишады. Четыре телесных категории питри, это сомапы, хавишманы, аджьяпы и
шукалины (или манасы).“

დევაპიტრებში როგორც ჩანს სწორედ მე-6 ასპექტის 7 სული იგულისხმება, რომელთაგან 4


მატერიალური ფენების „უმდაბლეს მანასებს“ და სამი სულიერს ანუ უმაღლეს მანასებს
აძლევს დასაბამს - გავიფიქრე, მაგრამ ფიქრებმა სხვა მიმართულებით წამიყვანეს.

მიქაელი:

- არ გადავიწყდეს რომ მენტალური ველის ფორმირებისას, ანუ როდესაც „ღმერთები“


ჩამოდიან დედამიწაზე და „ცხოველები“ ანუ ბიოლოგიური ფორმები განღმრთობისკენ
მოძრაობენ, პროცესში იშლება წარმოუდგენელი დრამა ანგელოზების დაცემით და
ადამიანების ცათამაღლებით, წარმოიქმნებიან და ნადგურდებიან დემონური და ციური
არსებები, რომელთაგან თითოეული თავის ადგილს ეძებს სიცოცხლის ხეში, თავის როლს
ასრულებს და თავის უკვდავებას ებღაუჭება...

- ღმერთების დაპირისპირება... უკვდავების სასმელი სომა... - მომივიდა შემდეგი აზრი,


რომელიც მანდვე გაწყდა, იმიტომ რომ საშინელი ძილიანობა მომაწვა, მიუხედავად იმისა,
რომ შუადღე იყო. შევეცადე კონცენტრაცია მომეხდინა, მაგრამ თვალები პირდაპირი
მნიშვნელობით მეხუჭებოდა, და გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა წერა შემეწყვიტა.

2019 წელი. 19 მარტი. მზის იერარქიის ღვთაებრივი და დაცემული სულები

ღამით დავიძინე უსიამოვნო შეგრძნებით, რომ დღის განმავლობაში სულ მეძინებოდა და


ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე მიქაელთან დაკავშირება. ბოლო პერიოდში ჩემი გონება

402
უკიდურესი დაძაბულობის მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ფიზიკური სხეული
აშკარად დასვენებას მთხოვდა.

როცა ცობიერებას ვწევდი, თითქოს იქ არავინ მხვდებოდა. ეხლაც შევედი ძილ-ღვიძლს


შორის მდგომარეობაში, ცნობიერება ავწიე, მაგრამ მიქაელის თანამყოფობა ვერ
შევიგრძენი. მას ფიქრებით მივმართე და ნაცნობ მდგომარეობას წავაწყდი, როდესაც შენ და
პიროვნებას შორის თითქოს უხილავი კედელია აღმართული, რომელიც მისკენ მიმართულ
ფიქრებსა თუ გრძნობებს უკან გიბრუნებს. წამიერად შფოთვამ ამიტანა, მაგრამ ვიგრძენი,
რომ შფოთვა ჩამიქრეს და მაგრძნობინეს, რომ ჩემში არაა საქმე. მე ფიქრებით „ამაღლებულ
სულს“ მივმართე, მაგრამ მისი თანამყოფობაც რატომღაც მხოლოდ ბუნდოვნად
შევიგრძენი. ამ სიტუაციამ კიდევ უფრო დამძაბა და ჩემს მასწავლებელს, იესოს მოვუხმე.
ამჯერად პასუხი მაშინვე მოვიდა და მისი ინდივიდუალობა ძალიან ცხადად ვიგრძენი.
დაბნეულობა სიხარულმა შეცვალა. ვიცოდი, რომ უბრალოდ არ მოსულიყო...

მე:

- რატომ ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, რომ თქვენ ღამით აზრებს მიგზავნით, მე
კონსპექტივით მაშინვე ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს, მაგრამ დღისით, როდესაც საწერად
ვჯდები, თითქოს რაღაც მაჩერებს, გონება მებინდება და მეძინება, აზრს ვერ ვაყალიბებ და
იძულებული ვარ წერა შევწყვიტო? უკვე რამდენჯერმე მოხდა ასე...

იესო:

- არა. ჩვენ გვირჩევნია, რომ ჯერ ზუსტად აიღო ის ინფორმაცია რასაც გიგზავნით, თუნდაც
ამაზე დღეები წავიდეს, ვიდრე, რაღაც არასწორედ გაიაზრო და შეგეშალოს, რადგან ძალიან
მნიშვნელოვან თემას მივადექით და ვგრძნობთ რომ ყველაფერში ვერ ერკვევი. თუ
შეცდომა დაუშვი მერე იმის მოძებნა და შესწორება შენ თვითონ იცი, როგორი ძნელია.

მე გამახსენდა, რომ წარსულ ჩანაწერებში მიქაელი გამუდმებით მაბრუნებდა ორ


კონკრეტულ დღესთან, რომ შეცდომა მეპოვა. ამისთვის ტექსტის ეს ნაწილი წინა და
მომდევნო ტექსტებთან ერთად უნდა მეკითხა, სანამ ვიბრაციებში დისონანს არ
შევამჩნევდი, დაახლოებით როგორც მუსიკალურ ნაწარმოებში ყალბ ნოტას. როგორც წესი
უბრალოდ ზედმეტი აზრის ამოღება მჭირდებოდა, რომელიც როგორც ჩანს ჩემი
ინიციატივით დავამატე ისე, რომ ვერ შევამჩნიე. ეს, მათგან ნაკარნახები წიგნი რაღაცნაირ
უხილავ ვიბრაციულ სტრუქტურას/კომპონენტს შეიცავს, რომელიც მკითხველის
ცნობიერებაზე ზემოქმედებს და ამ სტრუქტურაში დისონანსის შეტანა არ შეიძლება.
რადგან ტექსტის შინარსობრივ/აზრობრივ კომპონენტს ღამის განმავლობაში ვიღებ, უკვე
დაწერილის შესწორებისას ამ აზრებს ხელახლა ვეღარ მიგზავნიან, რადგან ის
„ინფორმაციული დასხივება“ მეორეჯერ ვერ განმეორდება, ის ინფორმაციული ტალღა
უკვე წარსულშია. ეს ძნელი ასახსნელია, და კიდევ უფრო ძნელი ასახსნელია, რატომ ხდება
ასე, მაშინ როცა ჩვენ სამყაროში აზრი შეიძლება სიტყვიერად იმდენჯერ გადმოსცე,
იმდენჯერ გაიმეორო, სანამ არ მოგბეზრდება. მაგრამ ეს ასეა და მე მშვენივრად მივხვდი,
რას გულისხმობდა იესო...

403
იესო:

- მინდა რომ ჩემთან ერთად გააგრძელო ის, რაზეც გუშინ გაჩერდით... როგორც მიხვდი,
იყო ისტორიის პერიოდი, როდესაც დაიწყო დაპირისპირება „ღმერთებს“ შორის,
რომლებიც ძირითადად მე-5 განზომილების, ანუ უფრო დაბალი რანგის, უფრო
„გაადამიანებულ“ არსებებს წარმოადგენდნენ. დაპირისპირება სულიერი განშტოების
ცეცხლოვან იერარქიას და სხვა „ღმერთებს“ შორის გამოიხატა სხვადასხვა რელიგიური
მიმდინარეობების წარმოქმნაში, რომლებშიც ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეები
ერთმანეთის დემონიზაციას ახდენდნენ. ეს კარგად ჩანს ვედების, ავესტას
(ზოროასტერელების წმინდა წიგნი) და ბიბლიის შედარებისას, მიუხედავად იმისა, რომ ამ
არსებებს სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციებში და სხვადასხვა კულტურებში სხვადასხვა
სახელები შეიძლება ჰქონოდათ. თუ ვედებში ასურები დემონები არიან, ხოლო დევები
ღმერთები, ავესტაში პირიქით მთავარი ასურა ანუ ახურა მაზდა სინათლის და სიბრძნის
ღმერთია, შემოქმედი ღმერთის მთავარი იპოსტასი, ხოლო დევები დემონური არსებები.
ანალოგიურად, თუ ავესტაში ინდრა დემონური არსებაა, ვედებში ის „ღმერთია“...

მე:

- ქართულ მითოლოგიაშიც სიტყვა დევი დემონურ არსებას ნიშნავს... და აი ასეთ აზრს


წავაწყდი ინტერნეტში ზოროასტრელების საიტზე, როდესაც ამ მოსაზრებაზე
ინფორმაციას ვეძებდი:

„Indra might have acquired some of the superb qualities of the older ásura, ahûrá cult during the
Vedic period. However, he is a demon in essence because of his lust for blood sacrifice. For a true
god-being never asks for the killing of innocent animals or other acts of ritual cruelty and sadism.

In Zoroastrianism, godhood is “virtue, excellence, goodness, triumph of spirit and boundless


creativity.”

God-beings are NOT tyrannical, sadistic, spiteful, gloomy and arrogant autocrats. If so they are
demons.

To be God means to be “good, mindful, wondrous, auspicious and bright.” And that is why devás
such as Indra are not gods but demons, because they lack “mindfulness and virtue.

Indra’s special animal symbol was the bull and his name is mentioned during the midday oblation
in the Agnishtoma and other sóma rites.“

მე:

-იმ აზრს, რომ ღმერთს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არ უნდა სჭირდებოდეს, მეც


შინაგანად ვეთანხმები.

იესო:

404
-მზის ანუ ცეცხლოვან შტოს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა მონოთეიზმის შემოტანის,
რომ „დაცემული ღმერთების“/არქონტების თაყვანისცემის ჩაკეტილი წრიდან გამოეყვანა
ადამიანები. არქონტების ერთ-ერთ მახედ ეგვიპტის ცივილიზაციაც იქცა. მაგრამ, გაიხსენე
ექნატონი და ატონის ანუ მზის ღმერთის თაყვანისცემის მონოთეისტური კულტი,
რომელიც უცხო სხეულივით შემოიჭრა ეგვიპტელების მრავალსაუკუნოვან
პოლითეისტურ ტრადიციაში. ეს მცდელობა წარმატებით ვერ დასრულდა, რადგან
სიტუაცია გადაძალა ძველმა მსოფლმხედველობამ და ძველი ქურუმების ავტორიტეტმა.

ინტერნეტიდან:

„Если вы думаете, что в Древнем Египте на протяжении всей его истории существовал
политеизм, мне есть, чем вас удивить. Точнее не мне, а фараону эпохи Нового царства,
правившему в XIV-м в. до н.э., при рождении получившему имя Аменхотепа IV. Именно он
попытался впервые в истории ввести монотеизм (то есть веру в одного бога) вместо
традиционного египетского политеизма. И поддерживала его в этом его красавица-жена
царица Нефертити.

Начать, однако, следует с того, что в Египте всегда особенно почитался бог Солнца, и было у
него множество ипостасей: Ра, Амон, Атум и другие. Фараон же отождествлялся с солнечным
богом или считался его сыном.

Аменхотеп IV задумал провести настоящую религиозную реформу, которую очень хорошо


предварительно подготовил. Во-первых, он выдвинул на первый план почитание древнего
солнечного бога Атона. Фараон верил, что Атон в одиночку создал весь мир, что он властен
над всеми народами, но любимцы его — египтяне. Сам же фараон — сын Атона, и вся его
семья, как и царь, излучает божественный свет.

Аменхотеп IV ввел новый иероглиф — солнечный диск с протянутыми к земле лучами, на


концах которых были ладони. Этот иероглиф значит «Атон». Сам фараон, вся его семья
(включая царицу Нефертити) и приближенные изменили свои имена. Фараон взял имя
Эхнатон — то есть «угодный Атону». Более того, Эхнатон построил новую столицу — город
Ахет-Атон и переехал туда вместе с семьей из Фив, которые считались городом Амона. В
Ахет-Атоне в честь Атона был выстроен огромный великолепный храм, и буквально создан
новый класс жрецов Атона.“

405
ნახ. 47. ექნატონი და ნეფერტიტი შვილებთან ერთად თაყვანს სცემენ მზეს.

იესო:

- რატომ მოხდა „ღმერთების“ დაცემა და მათი დეგრადაცია მიქაელმა უკვე აგიხსნა. მიწიერ,
ანუ მატერიალიურ ვიბრაციებთან სიახლოვემ, დედამიწაზე განსხეულებების
გამოცდილებამ, ძალაუფლებისა და მატერიალურ განზომილებაში ყოვლისშემძლეობამ და
ამ განზომილებასთან ზედმეტად სიახლოვემ დააგდო მათი სულიერი სიხშირეები. ისინი
საკუთარმა ეგომ გადაძალა. ჭეშმარიტი ღმერთი, რომელსაც მე მამას ვუწოდებდი არ არის
რომელიმე მათგანი, არამედ ღმერთის უმაღლესი იპოსტასია, რომელიც დედამიწაზე
პლანეტარულ ლოგოსში ვლინდება... ჭეშმარიტი სამყაროს ჭეშმარიტი შემოქმედი...
არქონტებს, თავიანთი უმაღლესი იეარარქიით, მართლაც შეიძლება უწოდო ცრუ-
დემიურგი, ანუ გნოსტიკოსების იალდაბაოფი... მაგრამ მოვა დრო და „მამას“ „შვილი“ ისევ
დაამარცხებს, ოღონდ ღმერთების ის ახალი თაობა, რომელიც წინას ჩაანაცვლებს უკვე
თქვენ იქნებით და დადგება ახალი ჟამი და „ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი
ცა და პირველი მიწა გადაეგება“ (იოანეს გამოცხადება. თავი 21.1)... მაგრამ, მინდა ხაზი
გავუსვა, რომ „დაცემულებთან“ ბრძოლა არ არის საჭირო. სულ ერთია რომელი
იერარქიული შტოდან მოხდა ეს „დაცემა“. ხომ გახსოვს რა გასწავლა მიქაელმა, ბრძოლის
ველი თქვენი საკუთარი სულებია, ხოლო ყველა არსება, თვით დემონურიც კი ადრე თუ
გვიან დაბრუნდება იქ საიდანაც მოვიდა - ღმერთში!

მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

...ცეცხლოვანმა იერარქიამ ბევრი მსხვერპლი გაიღო. მათი მისია ყოველთვის სინათლის


ჩამოტანა იყო. ისინი სობრძნეს და საღმრთო ნათელს ავრცელებდნენ, რადგან ფიზიკური

406
და სულიერი ცოდნის გარეშე კაცობრიობა ვერასდროს ვერ შექმნიდა ისეთ საზოგადოებას,
რომელიც მას განღმრთობამდე მიიყვანდა. ღვთის და ნათლის ძეები ამ შტოდან
არაერთხელ მოდიოდნენ განსხეულებაში, რაც მათგან დიდ თავდადებას და საკუთარი
თავის მსხვერპლად გაღებას მოითხოვდა, რადგან მათი მიწიერი ხვედრი ყოველთვის მძიმე
და დიდ რისკებთან დაკავშირებული იყო. სამწუხაროდ ბევრი მათგანი ვეღარ დაბრუნდა
შინ და თვითონ მოხვდა მატერიის ილუზიის ხაფანგში. დედამიწის რეალობაში
განსხეულება საშიშია, ხოლო ანგელოზების ვარდნა ძალიან მძიმე, რადგან მათი
ცნობიერება თუ დაეცა, ის შეიძლება მინერალების ან სტიქიების დონეზეც კი ჩამოვარდეს,
რის გამოც შემდეგ ინკარნაციაში უბრწყინვალესი ანგელოზის მაგივრად მიწის ან წყლის
სტიქიებთან დაკავშირებულ ბუნების სულს მიიღებ. ამაზეა სწორედ განდხარვების
ისტორია, რომელთა მისია დედამიწაზე ცოდნის ჩამოტანა და ეგრეგორებით სიხშირეების
წამოწევა იყო. სწორედ მათზეა საუბარი, ბიბლიაში სადაც ნათქვამია Сыны Божии стали
входить к дочерям человеческим.

მე:

- როგორც წავიკითხე, მათი ქორწინება მიწიერ ქალებთან მხოლოდ ორმხრივ თანხმობას


ეფუძნებოდა და მშობლების ნებართვას არ საჭიროებდა. სწორედ ამიტომ ინდოეთში ასეთი
ტიპის ქორწინებას, ანუ მშობლების ნებართვის გარეშე კავშირს „განდხარვის“ ტიპის
ქორწინება ჰქვია.

იესო:

- ამის მიზეზი ისაა, რომ რამდენადაც დედამიწაზე ადამიანების საზოგადოებას უამრავი


კანონი არეგულირებს, სულიერი სამყაროს შვილებს მხოლოდ ერთი კანონი მართავს -
სულიერი მიზიდულობა! ამ სამყაროებში სულები ერთგვარ კლასტერებად ერთიანდებიან
სულიერი მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე, რომელიც მათი ერთობით გარკვეულ
ჰარმონიულ სტრუქტურას ქმნის. ეს სულ სხვა სამყაროა, სულ სხვა პრინციპებით, მაგრამ
მარტივად რომ მიხვდე, მიქაელი და მისი „ჯარი“ წარმოადგენენ სულების კლასტერს,
რომლებიც თვითორგანიზდნენ ასეთი სახით საერთო ვიბრაციის არსებობის და
ურთიერთშევსების პრინციპით. ეს კლასტერი ჰარმონიულ სტრუქტურას ქმნის, რომელიც
მუსიკალურ ნაწარმოებს შეიძლება შეადარო, სადაც თითოეული ნოტა ინდივიდუალურია,
მაგრამ ერთად ეს ნოტები უდიადეს სიმფონიას ქმნიან. ამ სამყაროებში დუალური
კლასტერებიც იქმნება, რომელიც ადამიანებში მამაკაცის და ქალის ერთობის
ანალოგიურია, და ეს კავშირიც მხოლოდ სულიერი მიზიდულობით, ურთიერთშევსების
გზითა და უფრო სრულყოფილი, მეტად ჰარმონიული სტრუქტურის მისაღებად
ხორციელდება... განდხარვებს ზეციერ მუსიკოსებსაც უწოდებდნენ, რადგან ის სფერო,
საიდანაც ისინი მოვიდნენ, სწორედ მაღალი ჰარმონიის სფეროა, ხოლო დედამიწაზე
ჰარმონიის გამოხატვის ყველაზე კარგი საშუალება ხელოვნება და მუსიკაა. მათ თავიანთი
თვისებები მატერიალურ რეალობაში გადაიტანეს, სადაც ყველაზე ძლიერი
ურთიერთკავშირი სწორედ საპირისპირო სქესთა შორის კავშირია და თავისდაუნებურად
მხოლოდ სულიერი მიზიდულობის კანონით იხელმძღვანელეს. მაგრამ შუალედური
სამყაროები, თავადაც იცი როგორი მატყუარაა. თქვენ სამყაროში, რომელიც „უკუღმაა“

407
თავისი გამოვლინებებით, სულიერი კანონების პირდაპირ გადმოტანა არ შეიძლებოდა,
რადგან მატერიის ილუზია ძალიან ძლიერია.

მე:

- განდხარვებს მეომრებადაც წარმოსახავდნენ, რომლებსაც ნაგებთან (ადამიანი-გველი)


ჰქონდათ დაპირისპირება... როგორც ჩანს გველეშაპთან ბრძოლის არქეტიპიც იქიდან
მოდის და ცეცხლოვან იერარქიასთანაა კავშირში...

იესო:

- და ბოლოს, კითხვა მინდა დაგისვა, რომელიც დიდი ხანია მინდოდა მეკითხა, თუმცა კი
ვიცი მასზე პასუხი, რადგან შენს სულს ვხედავ... - მას გაეღიმა, - რას გრძნობ, როდესაც
ბიბლიის ძველ აღთქმას კითხულობ? განსაკუთრებით მოსეს კანონებს?

მე მივხვდი, რომ ის მოსეს რჯულს გულისხმობდა, არა 10 მცნებას, არამედ იმ დეტალურ


კანონებს, რომლებიც ცხოველების გაუთავებელ მსხვერპლშეწირვებს და ადამიანების
სხადასხვა დანაშაულისთვის ჩაქოლვებს ითხოვდნენ. ამის გახსენებაზე ჩემ თვალწინ ისევ
სისხლის მდინარეები წამოვიდა.

- მტრულ ვიბრაციას... - ვუპასუხე მე და ისევ მომინდა ჰერმეტიკოსის ფორმულის


წარმოთქმა, - „ვაფიქსირებ დაბალ ვიბრაციებს“...

იესო:

- ქრისტიანების ბიბლიის ძველი აღქთმა არის ძლიერ რედაქტირებული და სხვადასხვა


წყაროებიდან შედგენილი კომპილაცია. ღმერთი, რომელსაც მე მამას ვუწოდებდი და
ძველი აღთქმის ღმერთი ხშირ შემთხვევაში (!) არ არის ერთი და იგივე ინდივიდუალობა.
შენ ამას უკვე დიდი ხანია მიხვდი... ამას ბევრი ღვთისმეტყველი და სასულიერო პირი
გრძნობდა, მაგრამ ეკლესიური დოგმატიკის გადაძალვა არ აღმოჩნდა მარტივი, რომ ეს
აზრი პირდაპირ და თამამად გამოთქმულიყო. სწორედ ამიტომ არ გვინდოდა მე და
მიქაელს, რომ შენ ზედმეტად მჭიდრო კავშირი გქონოდა ეკლესიასთან..

მე მძიმე გრძნობა მომაწვა..

- ადამიანები თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენ იმაზე რომ ღმერთი ერთია და სხვადასხვა


რელიგიებში უბრალოდ სხვადსხავა სახით, სხვადასხვა ინტერპრეტაციითა და სხვადასხვა
სახელებით ერთი და იგივე ღმერთზეა საუბარი. ამ აზრმა შედარებითი სიმშვიდე მოიტანა
არარადიკალურად განწყობილ მორწმუნეებში და შეასუსტა რელიგიური დაპირისპირება.
მაგრამ როგორც ვხედავ ეს აზრი მცდარია და ეს უნდა ითქვას...

იესო:

- როცა ადამიანი ვიბრაციების შეგრძნებას სწავლობს, მას ვერავინ და ვერაფერი შეიყვანს


შეცდომაში, რადგან ვიბრაციული ფონი ყველაფერს აქვს დაწყებული ადამიანით და მათ

408
მიერ დაწერილი წიგნებით და დამთავრებული ნივთებით... გულით გარჩევადობას
ვერაფერი აღუდგება წინ. დრო უკვე შეიცვალა. ის რაც იყო ვეღარასდროს დაბრუნდება და
ვერასდროს განმეორდება.

მე ჩავფიქრდი. ჩემმა მზერამ გარეთ, ახლადაყვავებული ნუშის ხეებისკენ გადაინაცვლა,


მაგრამ მათ ნაცვლად ჩემ წინ ჟამთა სვლა ამოძრავდა როგორც ერთმანეთის მონაცვლე
კადრები... მე დავინახე მომავალი... დავინახე, როგორ იფიტებიან და კარგავენ ძალას
ტრადიციული დოგმატური რელიგიური სტრუქტურები და ვერაფერია რაც მათ ძველ
დიდებას და ძალაუფლებას დაუბრუნებს, რადგან აღარაა ის ენერგია, რომელსაც ეს
სტრუქტურები ეჭირა... აღარაა დაშინება და რელიგიური აგრესია, შუღლი და
დაპირისპირება, ოქროში და სიმდიდრეში შენიღბული ფსევდო-სულიერება. ჭეშმარიტება
გამოდის ზედაპირზე, ხოლო ღმერთთან კავშირი იქ ბრუნდება სადაც ყოველთვის უნდა
ყოფილიყო - ადამიანების გულებში! ახალი დრო უკვე მოსულია, მაგრამ ის ჯერ არ ჩანს,
როგორც ნუშის ყვავილებში და პატარა დაბერილ კვირტებში არ ჩანს მათში ჩასახული
მომავალი ყლორტები, რომლებიც შიშველი ხისგან დიდებულ გამწვანებულ და
ნაყოფმოსხმულ ვარჯს შექმნიან.

ინტერნეტპოსტებიდან:
ღმერთი, გველი, ადამი, ევა და ვაშლი
ნაწილი 1-ლი.

და აი მივადექით ადამს, ევას, გველს და ავად სახსენებელ ვაშლს! ამ ისტორიის


ინტერპრეტაცია და შესაბამისად ის ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან, რომელსაც ამ პოსტს
მოვაყოლებ მეორე ნაწილში, არის ჩემი „გაჭედვის“ ადგილი. ამ ადგილთან მიქაელმა ასჯერ
დამაბრუნა, რადგან როგორც მაგრძნობინებდა რაღაც ინფორმაცია გავამრუდე ან ვერ გავიგე.
ეს ადგილი ასჯერ გადავიკითხე და ვერ ვიპოვე „გამრუდების ადგილი“. ძალიან გავწვალდი
და ბოლოს მთელი ფრაგმენტები უბრალოდ წავშალე. მაგრამ მერე მივხვდი, რომ არც ეს იყო
გამოსავალი და წაშლილი ფრაგმენტები უკან დავაბრუნე. მაშინ, როცა ამ ინფორმაციას
ვიწერდი, ბევრი რამე, რაც მერე გახდა ჩემთვის ცნობილი, არ ვიცოდი და სტანდარტულად,
ბიბლიური სტერეოტიპებით ვცდილობდი მიქაელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
გადმოცემას. მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ჩემ ნაწერში გამრუდება იყო არა ჩემ მიერ
დაწერილ ტექსტში, არამედ ბიბლიურ ტექსტში, რომელსაც განვიხილავდით და რომელზეც
მაშინ აზრადაც ვერ გავივლე, რომ შეიძლება მცდარი ყოფილიყო! ჩვენთვის ხომ ბიბლია
წმინდა წიგნია და უცდომელი ინფორმაციაა. სინამდვილეში ეს არის ძალიან ძველი
თქმულებები, რომელიბიც მრავალსაუკუნოვანი ჯერ ზეპირი და შემდეგ მრავალჯერად
გადაწერილი გადმოცემებით გადასხვაფერდა და აზრი იცვალა. მისგან ფაქტიურად
შეუძლებელია პირვანდელი იდეის ადექვატურად აღდგენა. მაგრამ მე მაინც შევეცდები,
რადგან ბაზალური მოცემულობები უკვე ვიცი. საუბარია ბიბლიის იმ ფრაგმენტზე, სადაც
ადამი და ევა ცოდვაში ეცემიან და ღმერთი მათ სამოთხიდან დევნის. ასევე ღმერთის
სიტყვებზე, რომ ისინი, იმიტომ იდევნებიან, რომ მათნაირი (ღმერთისნაირი) არ გახდნენ და

409
უკვდავება არ მოიპოვონ, მას მერე რაც სიკეთე და ბოროტება შეიცნეს. ეს სიტყვები
ადამიანებში განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს.

3.21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ.

3.22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და
ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს
უკუნისამდე.

3.23 და განავლინა იგი


უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა.

3.24 და განჴადა ადამ და


დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა ღა დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი
დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა.

ამ ფრაგმენტში არეულია რამდენიმე ისტორია და სხვადასხვა სულიერი ძალებია ერთ


არსებად ანუ „ღმერთად“ მოხსენიებული. ჯერ ღმერთი მხოლობით რიცხვშია ნახსენები,
ხოლო შემდეგ, საკუთარ თავზე მრავლობითში ლაპარაკობს: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი
ჩუენგანი...“. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

როგორც მიქაელმა შემდგომ ამიხსნა, როდესაც სიცოცხლის ხის სრული სტრუქტურა


დამანახა, მატერიის ევოლუცია მიმდინარეობს სულის ინვოლუციით (ანუ დევოლუციით, ანუ
უკუევოლუციით). სხვა სიტყვებით, ხდება სულის „ჩაშვება“ მატერიაში და შემდგომ
„მატერიის“ ამოწევა, ანუ განღმრთობა სულის მეშვეობით. ეს რთული სქემაა, რომელიც
შეძლებისდამაგვარად დავხატე, და თან ვურთავ ფოტოს სახით. სხვა სიტყვებით, როდესაც
დედამიწაზე პლანეტის ფორმირების პროცესში ჩამოყალიბდა გეოლოგია (შესაბამისად
ფიზიკური ველი), „მცენარეები“ (ეთერული ველი), და „ცხოველები“ (ასტრალური ველი), დრო
დადგა „ადამიანის“ (მენტალური ველის) შექმნისთვის. ამისთვის ცხოველურ გარდამავალ
ფორმას (პირველყოფილ ადამიანს) უნდა მიეღო ადამიანის სული, რომელიც იქამდე
უხილავად არსებობდა პლანეტის ნატიფ ველებში და მასთან ერთად გადიოდა ევოლუციურ
ეტაპებს ოღონდ უკუმიმართულებით (ინვოლუციის მიმართულებით). ანუ ჯერ კაცობრიობა
იმყოფებოდა სულიერ ტრიადაში (სურვილი/იდეის სახით, ჩვენთვის გაუგებარ აბსოლუტურ
ფორმაში), შემდეგ მენტალურ ველში, ოღონდ არა პლანეტის მენტალურ ველში, რომელიც
ჯერ არ იყო ფორმირებული, არამედ უფრო გლობალურ წარმონაქმნში - კოსმოსურ ანუ მზის
სისტემის მენტალში. ამას ღმერთის მენტალიც რომ უწოდო, არ იქნება უზუსტობა. ამ დროს
კაცობრიობა, პირდაპირი მნიშვნელობით ღმერთის ცნობიერებაში (ედემში) იმყოფებოდა.
შემდეგ, როდესაც პლანეტა „მცენარეების“ ეპოქაში გადავიდა, სულიერი კაცობრიობის
ცივილიზაცია ჩამოქვეითდა უფრო დაბალვიბრაციულ, ანუ ასტრალურ ზონაში. მაშინ
ადამიანები ასტრალურ გიგანტებს წარმოადგენდნენ. ეს ჯერ კიდევ „ედემში ყოფნის“
პერიოდი იყო, როდესაც ადამიანებს, როგორც ეხლა ცხოველებს, ღმერთის კოლექტიური
გონი მართავდა. მათ არ გააჩნდათ ინდივიდუალური ნება. როდესაც პლანეტამ
ინდივიდუალური ასტრალური ველი შეიძინა „ცხოველების“ კატეგორიის ევოლუციით,
ადამიანთა სულები კიდევ უფრო ჩაეშვნენ მატერიაში და ეთერული გიგანტების რასა შექმნეს.
ესეც ნახევრადცნობიერი ცივილიზაცია იყო, რომელიც კოლექტიური საღმრთო გონით
იმართებოდა, მაგრამ უკვე მეტად გამოკვეთილ ჰუმანიოდურ ენერგეტიკურ სხეულებს

410
ფლობდა. ისინი მაშინდელი პლანეტის ფიზიკური განზომილებისთვის (ეხლანდელი
„თვალით“) უხილავი არსებები იყვნენ. და მხოლოდ როცა დინოზავრების ეპოქასთან ერთად
ასტრალური ინდივიდუალური ველის ფორმირება დასრულდა, პრიმატების გარდამავალმა
ფორმამ მიიღო ადამიანთა სულები, რომლებმაც ყველაზე უხეში სხეული - ფიზიკური სხეული
შეიძინეს. ანუ მათ შეივსეს ოთხივე ინდივიდუალური სხეული, მენტალური, ემოციური,
ეთერული და ფიზიკური. მხოლოდ ფიზიკური ფორმა იყო ჯერ კიდევ ცხოველური, ამიტომ
ასეთი ჩაშვება მატერიაში იყო ყველაზე დიდი მოწყვეტა სულიერი სფეროდან, ყველაზე დიდი
ვარდნა ვიბრაციებში. ამ მომენტიდან იწყება ადამიანთა სულების ინდივიდუალური (და არა
ღმერთთან ცნობიერბაში შერწყმული) ევოლუცია, რომლის დროსაც მენტალურ
განვითარებასთან ერთად უნდა განვითარდეს და განეღმრთოს უფრო დაბალი სხეულები და
ფიზიკური სხეულიც. ადამიანი უკვე როგორც ინდივიდუალური ნების, დამოუკიდებელი
არსება უნდა დაბრუნდეს ღმერთში.

ამ სურათს გლობალურად რომ შევხედოთ დავინახავთ საბაზისო მოტივს, რომელიც მთელ


ამ პროცესებს წითელ ხაზად გასდევს: „სული უნდა ჩაეშვას მატერიაში, ხოლო შემდეგ
დაბრუნდეს უკან ღმერთში და თან წამოიყოლოს ანუ განაღმრთოს მატერია“. ამ პროცესს ჩვენ
ისედაც ვხედავთ ადამიანის ანტროპოგენეზში. ვხედავთ, როგორ განვითარდა
პირველყოფილი, ცხოველური ადამიანიდან თანამედროვე ადამიანი, როგორ დაიხვეწა და
განატიფდა მისი სხეული და სახის ნაკვთები, დაიხვეწა ინტელექტი. საქმე იმაშია, რომ
მთელი ეს პროცესები, ინდივიდუალური მენტალის შეძენა (სიბრძნის ხის ნაყოფის მიღება),
სამოთხიდან განდევნა (მატერიაში სულის ჩაშვება) და ფიზიკური სხეულის შეძენა (ტყავის
სამოსელით შემოსვა) ბუნებრივი ევოლუციური პროცესებია, რომელიც ასეც უნდა
მომხდარიყო. გველი, რომელმაც ევა აცდუნა, ასევე სიბრძნის ანუ მენტალური სხეულის
შეძენის სიმბოლოა. ხოდა, აი ახლა ვადგებით იმ სიმბოლოებს, რომელებიც ძალიან
ძლიერად იყო გაუკუღმართებული სწორედ იმ ძალების მიერ, რომლებმაც თქვეს: „აჰა, ადამ
იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი
თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე“. სანამ ამ ფრაზას
დავუბრუნდები და ავხსნი ვინ არიან „ისინი“, ვისაც არ უნდოდა, რომ ადამი და ევა მათნაირი
გამხდარიყვნენ და უკვდავების ხის ნაყოფს ზიარებოდნენ, ჯერ „გველზე“ გავჩერდები.

როგორც დავინახეთ პლანეტაზე მიმდინარეობდა ორი პარალელური პროცესი: 1. მატერიის


ევოლუცია მეტი და მეტი დიფერენცირებით, ანუ უფრო და უფრო მაღალი ცნობიერების
არსებების შექმნით (ანუ გეოლოგიიდან ადამიანამდე). ამ პროცესს მიქაელმა შემდგომში
უწოდა „გეას“ ევოლუცია „ადამიანამდე“. და 2. პროცესი: სულის ინვოლუცია ანუ უკევოლუცია
ასევე მეტი და მეტი დიფერენცირებით და უფრო და უფრო დაბალი სულიერების არსებების
წარმოაქმნით (ანუ პირველწყაროს მე-7 განზომილებიდან ანგელოზების მე-5
განზომილებამდე). ამ პროცესს მოგვიანებით მიქაელმა უწოდა ღმერთების ინვოლუცია
ურანიდან ოლიმპიელ ღვთაებებამდე. ამ პროცესებზე მერეც გვქონდა საუბარი, რადგან
პლანეტის სხვადასხვა ევოლუციის პერიოდებს შესაბამისაც სხვადასხვა „მორიგე ღმერთები“
ედგნენ სათავეში და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ
საღმრთო იერარქიაში იყო ორი ძირითადი შტო. მათ პირობითად მზის და მთვარის
ღმერთები შეიძლება უწოდო. შეიძლება უწოდო სულის და მატერიის ღმერთები. ანუ
საღმრთო ძალების ერთი შტო განაგებდა მატერიის ევოლუციას, ხოლო მეორე შტო სულის
ევოლუციას, რომელიც სულის ინვოლუციით ანუ მატერიაში უფრო და უფრო ღრმად ჩასვლით
მიმდინარეობდა, ხოლო მატერია პირიქით, ვიბრაციებში იწევდა და ზევით მიიწევდა. რაღაც
მომენტში დადგა დრო როდესაც ეს ორი ასპექტი უნდა გადაკვეთილიყო და

411
გაერთიანებულიყო ერთ არსებაში. ეს იყო ადამიანი. სწორედ ადამიანმა შეკრა 7-ობრივი
ფრაქტალი და ზედა ტრიადა ქვედა ტრიადასთან საკუთარი თავით დააკავშირა, საკუთარი
მენტალური სხეულით! ანუ მე-4 ელემენტით მოხდა ამ 7-ის ერთარსად შეკვრა. სწორედ ამ
პროცესზე იტყვის მერე მიქაელი:

„-არ გადავიწყდეს რომ მენტალური ველის ფორმირებისას, ანუ როდესაც „ღმერთები“


ჩამოდიან დედამიწაზე და „ცხოველები“ ანუ ბიოლოგიური ფორმები განღმრთობისკენ
მოძრაობენ, პროცესში იშლება წარმოუდგენელი დრამა ანგელოზების დაცემით და
ადამიანების ცათამაღლებით, წარმოიქმნებიან და ნადგურდებიან დემონური და ციური
არსებები, რომელთაგან თითოეული თავის ადგილს ეძებს სიცოცხლის ხეში, თავის როლს
ასრულებს და თავის უკვდავებას ებღაუჭება...“

როგორც ცეცხლია სტიქიებს შორის ყველაზე მაღალი ვიბრაციის ანუ მე-4 სტიქია, ხოლო
მენტალი ყველაზე მაღალი ვიბრაციის ნატიფმატერიალური ანუ მე-4 სხეული, შვიდობრივი
ფრაქტალის ალგორითმის შესაბამისად, მენტალური ველის ევოლუცია ევალა „ცეცხლოვან
იერარქიას“.

თუმცა ნუ გავისწრებთ წინ მოვლენებს. ღვთის ცეცხლოვანი იერარქიის ძეების ქორწინება


მიწიერ ქალებზე და „სისხლის ხაზების“ შექმნა, რომელთა შორის ჩვენი კოლხური სამეფო
გენეოლოგიური ხაზიცაა, ეს ცალკე ისტორიაა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ცეხლოვანი
იერარქია, როგორც მენტალური ველის ევოლუციის ზედამხედველი შტო მუდმივად
ინკარნირებდა ფიზიკურ სხეულებში, ხან სრულად, ხან ნახევარავატარების სახით. ეს მათი
ვალდებულებაც იყო და დიდ საფრთხესთანაც იყო დაკავშირებული, რადგან ასეთ
განსხეულებას ყოველთვის ახლავს სულიერი დაცემის და დემონად გადაქცევის საშიშროება.
სწორედ ამ, საღმრთო ძალების დაცემამ შექმნა ბნელი იერარქიის ერთ-ერთი წამყვანი შტო,
რომელსაც ჩვენ სიმბოლურად „დაცემულ ანგელოზებს“ ვუწოდებთ.

გველი სიბრძნის სიმბოლოა, ხოლო „ღმერთის მრისხანება“, „პრომეთეს კლდეზე მიჯაჭვა“,


„გველის დაწყევლა“ დაკავშირებულია ამ საღმრთო შტოს კარმულ პასუხისმგებლობაზე, მის
კავშირებზე, ბმებზე და პასუხისმგებლობაზე ადამიანთა მოდგმის ევოლუციის და
მატერიალური სამყაროს წინაშე. ხოლო „დაცემულთა“ მოდგმამ შექმნა ის ძალები,
რომლებიც აფერხებენ ადამიანთა განღმრთობის გზას, რომლებსაც არ სურთ რომ
ადამიანები გახდნენ ერთ-ერთი მათგანნი და უკვდავების ნაყოფს ეზიარონ. სწორედ მათ
ჰქვიათ არქონტები.

ინტერნეტპოსტებიდან:
ზედა განზომილების არსებების განსხეულება დედამიწაზე.
პასუხი ნიკოლოზის კომენტარს „ენოქის წიგნთან დაკავშირებით“:

ენოქის წიგნი ბევრჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ არ ვცნობ როგორც უპირობო ჭეშმარიტების
ამსახველ წიგნს. არ ვიცი თავდაპირველად სხვა იყო და სახე იცვალა, თუ თავიდანვე

412
არასწორი ინფორმაციით დაიწერა. სამი წიგნია ენოქის და სამივეში მაგ არქონტების ხელი
ურევია. როგორც ნათქვამია "ისტორიას წერენ გამარჯვებულები". ერთადერთი აზრია მანდ
სწორი, ყველაზე ბაზალური აზრი, რომ იყო მომენტი, როცა ღვთის ძეები განსხეულდნენ.
რეალურად ეს იმისთვის მოხდა, რომ მათ თავისი სულიერი სხეულის ვიბრაციებით
წამოეწიათ კაცობრიობის ვიბრაციები ანუ ჩვენს დასახმარებლად მოხდა ეგ ამბავი, მაგრამ
მოხდა ნაწილის ჩარჩენა "სამსარაში", ანუ დაცემა. ამ ღვთის ძეებმა მოგვცეს შთამომავლობა,
ნაწილმა ძალიან ბრწყინვალე შთამომავლები (ნახევარ-ღმერთები) და ბიბლიაშიც არის
ამაზე ინფორმაცია გაპარული (издревле славные люди, ქართ. გმირნი საუკუნითგან, კაცნი
სახელოვანნი.). ძველი აღთქმა, მე-6 თავი:

1 და იყო, რაჟამს იწყეს განმრავლებად კაცთა ქუეყანასა ზედა. და ასულნი იშვნეს მათდა.

2 ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი, რამეთუ შუენიერ არიან, მიიყვანეს
თავთა თჳსთა ცოლებად ყოველთაგან, რომელნი გამოირჩინეს.

3 და თქუა უფალმან ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე
ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ ასოც წელ.

4 და გმირნი იყვნენ ქუეყანასა ზედა მათ დღეთა შინა და შემდგომად ამისსა ვითარცა
შევიდოდეს ძენი ღმრთისანი ასულთა მიმართ კაცთასა და შობდეს თავთა თჳსთად. და იგინი
იყვნეს გმირნი საუკუნითგან, კაცნი სახელოვანნი.

მაგრამ ნაწილმა, რომლებიც ვიბრაციებში დაეცნენ მისცეს დასაბამი "გოლიათების" რასას


(გაიხსენეთ მინოტავრის, ციკლოპების ლეგენდები), რომელიც კარგადაა აღწერილი ქართულ
მითოსში. საქმე ისაა, რომ "ანგელოზის" კატეგორიის არსება ატარებს დიდი რაოდენობით
ენერგიას პირველწყაროდან (გაცილებით დიდს ვიდრე ადამიანი) და როდესაც ის
ინკარნირდება შუალედურ სამყაროში, როგორიცაა დედამიწა, ის ან ძალიან კარგი იქნება ან
ძალიან ცუდი. შუალედური ვარიანტი არ გამოდის. უკიდურესობებში ვარდებიან. აი ნაწყვეტი,
რომელიც, მგონი ადრეც დავდე:

"მიქაელი: -ჩვენ ღმერთებსაც გვეძახდნენ, ღვთის ძეებს, სიბრძნის ძეებს, ნათლის ძეებს...
ჩვენ ბევრი სახელი მოგვანიჭეს და ხო, ჩვენ მამაკაცებად მოვევლინეთ. ხომ გახსოვს, სული
„მამაკაცია“, ხოლო მატერია „ქალი“. ასე იყო საჭირო რომ სამყაროთა დაკავშირება ყველაზე
ძლიერი ანუ „ინი/იანის“ დუალური ფრაქტალის ალგორითმით მომხდარიყო. Исполины
გოლიათებად მოიაზრებიან. ისინი მართლა მაღლები იყვნენ. იმ დიდმა ენერგიამ, რომელიც
ჩვენგან ჩვენ შთამომავლობაში გადაედინა ყველა 4 სხეული (ფიზიკური + 3 ნატიფი)
ფიზიკურის ჩათვლით უაღრესად გაავითარა. ხოლო „დაცემულების“ შთამომავლობაში
მოხდა ენერგიის აკუმულირება მხოლოდ დაბალვიბრაციულ სხეულში ანუ მხოლოდ ფიზიკურ
გარსში. მათ შთამომავლებს არ აღმოაჩნდათ დახვეწილი ნატიფი სხეულები. აქედან არის
ხალხური წარმოდგენა სულელ დევებზე და ღონიერ, მაგრამ ბრიყვ გოლიათებზე. "

413
ანუ დაცემულების შთამომავლობამ შექმნა არსებები, რომლებსაც დომინანტურად
განუვითარდათ ფიზიკური სხეული და ყველაზე ნაკლებად მენტალური და ემოციური.
ამიტომ მერე დიდი ბრძოლები მიდიოდა (ფიზიკურ განზომილებაში), ღვთის შვილებსა და
„დევებს“ შორის, რომლებიც ადამიანებს აწუხებდნენ და ეს მოვლენები კავკასიურ მითებშიც
შემორჩა როგორც „ღვთისშვილების ბრძოლა დევებთან“. ამასთან პარალელურადაც და
კიდევ უფრო ადრეც მიდიოდა ბრძოლები ასევე იმ ღვთის შვილებს, გინდა დაარქვი
„ღმერთებს“, გინდა „ნახევარღმერთებს“ შორის, რომლებიც ადამიანების ევოლუციას ხელს
უწყობდნენ, და იმათ შორის, რომლებმაც „სათავისოდ მოირგეს“ ფიზიკური განზომილება და
არქონტების იერარქია ჩამოაყალიბეს. ეს ისტორია მითებში უკვე ცნობილია, როგორც
„ღმერთების ბრძოლა“. იმის გამო, რომ „ღვთის შვილები“ თვითონაც ჩვენი გადმოსახედიდან
„უკვდავები“ არიან (რეალურად უბრალოდ დიდი სასიცოცხლო ციკლი აქვთ), მათ
შთამომავლებსაც დიდი სასიცოცხლო ციკლი ჰქონდათ. ამ გოლიათების სულების დიდი
კატეგორია ფიზიკური სიკვდილის მერე გაიჭედა ნატიფი განზომილების ქვედა შრეებში
(როგორც ცოდვილი ადამიანების სულები იჭედებიან) და იქიდან აგრძელებდნენ არსებობას
უკვე როგორც დემონური უსხეულო არსებები. ამ დროს ბრძოლამ ღვთისშვილებსა და დევებს
შორის გადაინაცვლა უხილავ განზომილებაში (რაზეცაა ჩემი სიზმარი) და ჩვენს
თანამედროვე მითოსში ანუ ჩვენს რელიგიაში ცნობილია როგორც „მიქაელის და მისი
ლეგიონის ბრძოლა დემონების წინააღმდეგ“. ხედავთ რა ხდება?

ადამიანის სულიც შეიძლება სიკვდილის მერე გაიჭედოს, როგორც მოჩვენება ან „მინუს


ნიშანი“ შეიძინოს და „დემონური“ გახდეს. ანუ ცოცხლების ვამპირიზმით გააგრძელოს
არსებობა. მოკლედ ეს ცალკე თემაა. ამას არ გავაგრძელებ.

ეს ანგელოზების ე. წ. დაცემა მოხდა მაშინ, როცა „ანგელოზები“ განსხეულდნენ დედამიწაზე


იმ პერიოდში, რომელიც მაგათთვის ყველაზე საშიში იყო, ანუ როცა კოსმოსური ციკლი
გადავიდა „შემოდგომის“ ანუ „დვაპარა იუგაში“ და უკვე „კალი იუგას“ ესაზღვრებოდა. ანუ ამ
დროს თავდაღმართში მიდის სულიერება, იმიტომ რომ პლანეტა შორდება სულიერ
გამოსხივებას ცენტრალური მზიდან. ამ გადაწყვეტილებას დიდი ვაჟკაცობა ჭირდებოდა
მათი მხრიდან და დიდი თავდადება და სიყვარული კაცობრიობის მიმართ. ენოქის წიგნში
ისეა აღწერილი, თითქოს „ანგელოზთა“ განსხეულება ყველა ვარიანტში ცოდვაა და ის, რომ
მათ ადამიანებს ცოდნა ჩამოუტანეს და რაღაცეები ასწავლეს, ცუდი იყო. რათქმაუნდა
არქონტებისთვის „ანგელოზების“ განსხეულების წარმოჩენა, როგორც გმირობა და კარგი
მოვლენა დაუშვებელია. მათთვის ერთი არსების მოვლინება „ზედა განზომილებიდან“ უკვე
კატასტროფაა, არამც თუ მთელი ჯარი ასეთი სულებისა. ენოქის წიგნის მიხედვით
ანგელოზების მიერ მოცემული ცოდნა საზიანო იყო ადამიანებისთვის. მართლაც, თითქოს
ქალებს ასწავლეს ფერუმარილის გამოყენება და თავის გალამაზება, მაშინ როცა მიქაელი
თვლის, რომ ყველაზე დიდი სილამაზე ადამიანის შიგნიდან მოდის და როცა ადამიანი, სულ
ერთია კაცი იქნება თუ ქალი სულიერად მაღლდება, მას ბუნებრივად უჩნდება ქარიზმა და
ჭეშმარიტი მომნუსხველი სილამაზე, რომელიც შიგნიდან ანათებს. ამაზე ცალკე პოსტი
მქონდა. ანუ, ეს თითქოს მართლაც ცუდია, თუმცა არა კატასტროფულად ცუდი. ის, რომ
მაგალითად, მცენარეებით მკურნალობა ასწავლეს, რა არის ამაში ცუდი? ზოგადად
არქონტების მიზანი ყოველთვის იყო მინიმალური ცოდნა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით
სულიერ სფეროში. რა ვიცით ჩვენ სამყაროს აგებულებაზე? ჩათვალეთ რომ არაფერი.
ანგელოზთა განსხეულება ისეთი ძველი ისტორიაა, რომ მაგაზე ინფორმაცია სრულიად
დამახინჯებულია. რაც შეეხება თვითონ ანგელოზთა განსხეულებას, როგორც პროცესს, ეს
სულ ხდებოდა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ნათელი იერარქების სხვადასხვა დონეზე

414
(ანუ ხან მაღალი იერარქები ინკარნირდებოდნენ, ხან დაბალი). ეს ძალიან ვრცელი თემაა და
მჭიდროდაა გადაჯაჭვული სრულიად პლანეტარულ ევოლუციასთან. ვიშნუს (ანუ უმაღლესი
იერარქის) განსხეულებები ხდებოდა ცხოველურ ფორმებშიც კი. ვიშნუს დაშ-ავატარების თემა
ცალკე მაქვს განხილული. რაც უფრო მაღალი იერარქია, მით უფრო დაბალვიბრაციულ
სხეულებში შეუძლია მას ჩასვლა ანუ განსხეულება. როდესაც ვიშნუს ავატარული
მოვლინებები ხდებოდა, დედამიწაზე მკვეთრად იზრდებოდა ხოლმე ვიბრაციები და
იწყებოდა ახალი ევოლუციური ეტაპები ბიომრავალფეროვნებაში. ნახტომისებური
ცვლილებები. ეგეთი ნახტომისებური ცხვლილება იყო, მაგალითად, როდესაც
პირველყოფილი ადამიანი, უცებ გახდა ინტელექტის მატარებელი. ასეთ ნახტომისებურ
ევოლუციურ წინსვლებს მეცნიერები ვერ ხსნიან ხოლმე. მერე უკვე როცა ადამიანები
გაჩნდნენ და სოციუმი ჩამოყალიბდა, უმაღლესი იერარქები ევლინებოდნენ კრიშნას, ბუდას,
იესოს და ას. შ. ანუ კაცობრიობის მასწავლებლების სახით.

ანგელოზები ანუ მე-5 განზომილების იერარქები განსხეულებაში მოდიოდნენ, უკვე როცა


ვიბრაციები პლანეტაზე ცოტა მაღალი იყო, ანუ ადამიანთა სოციუმი უკვე მეტ-ნაკლებად
ჩამოყალიბებული იყო. მათი გამოჩენა კიდევ ცნობილია, როგორც „ცივილიზატორი
ღმერთების“ გამოჩენა. ისინი განსაკუთრებით მაშინ მოდიოდნენ, როცა კაცობრიობას
ყველაზე მეტად უჭირდა. ცოდნის გადმოცემაზე მნიშვნელოვანი იყო, უბრალოდ მათი გაჩენა
ადამიანებად, იმიტომ რომ უბრალოდ მათი არსებობა უკვე მაღლა წევდა ვიბრაციებს, სულ
რომ არაფერი არ გაეკეთებინათ. არქონტები ეხლაც ნადირობენ ასეთ სულებზე. ეხლა
უბრალოდ „ღვთის შვილები“ პირდაპირ ვერ მოდიან განსხეულებაში. უფრო ნახევარ-
ავატარების სახით. იესო და კიდევ რამდენიმე ვინც საერთოდ კალი იუგის ყველაზე ბნელ
პერიოდში მოვიდა, იყვნენ გამონაკლისები. ეს საერთოდ უდიდესი გმირობა იყო და ძალიან
დიდი გამარჯვება. იესომ ძალიან დიდი კარმული განმუხტვა გააკეთა, ანუ თავის თავზე აიღო
კაცობრიობის ცუდი კარმა, გადაამუშავა თავისი ტანჯვით, რაც კარმულად არ ეკუთვნოდა
როგორც უბრწყინვალეს სულს და მე-6 განზომილების ანუ „ქრისტესეული ცნობიერების“
სინათლის ფოკუსი დააყენა „ეკლესიის“ და ქრისტიანული რელიგიის სახით. მისით
ადამიანებს შეუძლიათ მე-6 განზომილების ცნობიერებამდე ავიდნენ და მერე მე-7-მდეც. მე-
7 დონის ცნობიერება არის „მამის“ ანუ ღმერთის ცნობიერება, ხოლო მე-6 არის
„ქრისტესეული ცნობიერება“. ამიტომ ამბობს იესო „რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში,
და მე თქვენში“. ეს გამონათქვამი ყველაფერს ამბობს. ყველაზე მთავარია მე რომ მკითხო.
ადამიანი გულში ქრისტეს ცნობიერებას უშვებს, რომელიც მე-6 ანუ ქრისტესეულ
ცნობიერებას წარმოადგენს და რომელიც პირდაპირი „ძეა“ მე-7 ანუ „მამის“ ცნობიერების.
როდესაც იესო განსხეულდა, მისი დამსახურებით წამოიწია ძალიან მნიშვნელოვნად
კაცობრიობის ნატიფმა ვიბრაციებმა. არადა, ის სწორედ იმ ადგილას და იმ რელიგიის
ტრადიციაში გაჩნდა, სადაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო და არქონტების ხელი ყველაზე
მეტად ერია. იესოც დიდი ცდუნების წინაშე იდგა ან მიწიერი „მეფე“ გამხდარიყო და
„ვიბრაციებში დაცემულიყო“, როგორც არქონტების სცენარით და მათი
წინასწარმეტყველებების სცენარით (ებრაელები რასაც ელოდნენ და რატომაც არ მიიღეს
ქრისტე) იყო გაწერილი, ან თავისი მისია შეესრულებინა და „სულიერი მეფე“ გამხდარიყო,
თუნდაც დიდი განსაცდელი გადაეტანა. გაიხსენეთ ცდუნება უდაბნოში. აქაც არ იყო
შუალედური ვარიანტი - უბრალოდ წყნარი ცხოვრების. როგორც ხედავთ ან ძალიან
ამაღლდები ან ძალიან დაეცემი. ასეთ სულებს ჩვეულებრივი ცხოვრებები არა აქვთ.

415
როდესაც მე-5 განზომილების არსებები მოვიდნენ განსხეულებაში (რაზეც ბიბლია წერს
მიწიერ ქალებზე იქორწინესო), ისინი „ნათლის შვილების“ ანუ იერარქიულად უფრო დაბლა
მდგომები იყვნენ, ვიდრე იესო. ამ არსებებს უფრო მეტად გამოხატული „მე“ აქვთ და უფრო
„ადამიანურები“ არიან, განსაკუთრებით, თუ ფიზკურ სხეულს იძენენ, ამიტომ მათთვის
განსხეულება უფრო საფრთხის შემცველია. მეც ვიყავი მაშინ ინკარნაციაში (ადამიანის
ინკარნაცია ადამიანად) და მიქაელიც. როგორც ჩანს ძალიან კვალისდამამჩნეველი იყო ის
ცხოვრება ჩემთვის და ის მოვლენები, რაც მაშინ მოხდა.

ინტერნეტპოსტებიდან:

ლევან შერმადინი: რატომ აქვთ არქონტებს ამდენის უფლება?! რატომ, რა დამსახურების


გამო აძლევენ მილიარდობით ადამიანის ნატიფი სხეულის ჯიჯგვნის უფლებას ?!

მაღალი სული თუ დაეცა მე, კონკრეტულმა ინდივიდმა რა დავაშავე ? თუ ვიღაცა ,,მზის


ნატიფ გამოსხივებას'' რაღაცა ქსელების მეშვეობით აღარ ატარებს რა დააშავა
ცალკეულმა ინდივიდმა, ვიღაცის არასწორი საქციელის გამო რატომ უნდა შებრკოლდეს
დაბალ ვიბრაციული სხეულის განვითარება ?! განა საწყისშვე ძნელი მისახვედრი იყო რას
მოიმოქმედებდნენ ეგრედწოდებული დაცემულები თუ არქონტები? რატომ მიუშვეს
ნებას?

ადამიანის განსხეულებაში შეტანილი ღვაწლი ზოგიერთებს იმის უფლებას აძლევს რომ


რაც უნდა ,,ის უკეთონ'' ფიზიკურ გეგმილში მყოფ ინდივიდებს?

იმმა: ლევან, შევეცდები პასუხი გავცე თქვენს კითხვას.

ჯერ თვითონ არქონტების ანუ „მტაცებლების“ ლოგიკით გიპასუხებთ: -„რატომ გგონიათ


ადამიანებს, რომ ბოლო რგოლი ხართ კვებით ჯაჭვში? თქვენთვის თუ შეიძლება თქვენზე
ქვემდგომი არსებების ჭამა, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება თქვენი ჭამა?“. რაც მთავარია ამ
სიტყვების ლოგიკასთან დაპირისპირება რთულია. ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ
ვამრავლებთ, ვკლავთ და ვჭამთ ცხოველებს, მათ შორის ისეთებსაც, რომლებსაც საკმაოდ
განვითარებული ცნობიერება აქვთ საიმისოდ, რომ მოკვდინებისას ტანჯვის მაღალი ხარისხი
განიცადონ (მცენარის ან ბაქტერიის მოკვდინებისას მათი ტანჯვის ხარისხი დაბალია). ჩვენ
მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი კომფორტისთვის შეგვიძლია გავთელოთ და დავამახინჯოთ
ბუნება, გავანადგუროთ ცოცხალი არსებები, მაგრამ საკმარისია გავიგოთ, რომ თურმე ჩვენც
გვიყენებენ, ეს არ მოგვწონს და ვყვირით, სადაა ღმერთი? ალბათ, დროა ვისწავლოთ საკუთარ
გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება. ერთია გარეგანი არსებების მავნე ჩარევა, და
მეორეა, რომ ჩვენ ამ ჩარევას ნებას ვაძლევთ და მიყვებით. ჩვენ „მარტივს“ და „სწორს“ შორის
„მარტივს“ ვირჩევთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს. ის რომ ჩვენ რაღაც
გვაზიანებს, იმიტომ კი არ გვაზიანებს, რომ ღმერთია ცუდი და მან მისცა ვინმეს ამის უფლება,
არამედ იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ არასწორი გადაწყვეტილებები და ამ მავნე
ზემოქმედებისთვის საფუძველი შევქმენით. სამყარო არ იმართება „ღრუბლებში მჯდომარე“

416
ღმერთით, რომელიც ჭოგრიტით ზევიდან იყურება და ვის რას უგზავნის ზევიდან და ვის რას.
სამყარო იმართება კანონებით და ჩვენ ამ კანონებით მოთამაშეებში, მხოლოდ ერთ-ერთი
პატარა გუნდი ვართ.

ის სურათი, რომელიც მე აღვწერე (არქონტებთან დაკავშირებით), უბრალოდ გაშლილი


სურათია იმ დრამის, რომელიც ჩვენ გარშემო ვითარდება და რომლის მხოლოდ ძალიან
მცირე ნაწილს აღვიქვავთ ჩვენ, იმის გამო რომ შეზღუდული სენსორიკა გვაქვს.
სინამდვილეში ჩვენ არ ვართ სამყაროში ყველაზე მაღალგანვითარებული ცნობიერების
არსებები, როგორც მიგვაჩნია. გარდა ამ „დაცემულებისა“, ე. წ. „ბნელ იერარქიაში“ მათთან
შეკრულნი არიან უცხოპლანეტური რასები (ასევე მტაცებლის მენტალობის მატარებელი).
თითქმის ყველა პლანეტა დასახლებულია სხვადასხვა სიხშირეთა დიაპაზონში, ანუ
სხვადასხვა „მანდალებზე“ (ვედური ენა რომ გამოვიყენოთ) და ისინიც ურთიერთქმედებენ
ერთმანეთში. ეს რასები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სულიერებით ანუ ცნობიერების
ევოლუციური დონით. ზოგი იანტრულ (ტექნოგენურ) განვითარების გზაზეა, ზოგი ტანტრულ
(მაგიის ანუ ნატიფი მატერიებით მანიპულაციის გზა) და ზოგიც მანტრულ (ანუ მე-3 გზა,
სულიერი, აბსოლუტის სულის იპოსტასთან გაერთიანებული არსებების ევოლუციური გზა,
რომელზეც მიქაელი მელაპარაკება ხოლმე) ევოლუციურ გზას გადის. კოსმოსური სურათი
წარმოუდგენლად ვრცელია, იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ აღვიქვავთ. მფრინავი
ობიექტები და უცხოპლანეტური რასები თითქმის ყოველთვის (თუ არა ყოველთვის) არიან
არა უცხოპლანეტური არამედ განზომილებათაშორისი არსებები. ამიტომ ჩნდებიან და
ქრებიან ასე სწრაფად. უბრალოდ შემოდიან ჩვენ სიხშირეთა დიაპაზონში, მერე აჩქარებას
აკეთებენ და გადიან. სხვათაშორის წყლის სტიქიაა ხშირად მაგათი პორტალი ჩვენს
განზომილებაში შემოსასვლელად, მაგრამ ეს ცალკე თემაა. ეხლა სხვაგან გადავუხვიე.
მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ არქონტების და მტრული უცხოპლანეტური რასების
არსებობა (რომელსაც მე ბნელ იერარქიას ვუწოდებ. ზოგი მათ „საპირისპირო ძალებს“
უწოდებს, ზოგი დემონებს, ზოგი მტაცებლებს) ამ სამყაროს არსებობის ნაწილია. არის
მაგალითად რასა კოსმოსური არსებების რეპტილოიდები (ისინიც განზომილებათაშორისი
არსებები არიან), რომლებიც თვლიან, რომ დედამიწა მათია და მათი პრეტენზიებიც არაა
საფუძველს მოკლებული. გაიხსენეთ ადამიანთა ცივილიზაციის გაჩენამდე ვის ეკუთვნოდა ეს
პლანეტა მილიონობით წელი? რეპტილიებს! ანუ დინოზავრებს. ასტრალური ველი (ანუ
„ცხოველთა“ ეპოქა) დედამიწაზე ვითარდებოდა რეპტილიის ეგრეგორში. ლოგიკური
იქნებოდა, რომ ჰუმანოიდური ფორმაც ანუ მენტალური ველის ფორმირებაც დაწყებულიყო
და ჩასახულიყო რეპტილიაში. უბრალოდ მერე გეგმები შეიცვალა და მოკლედ სხვა გეზით
წავიდა ყველაფერი. მაგრამ რეპტილიის ანუ მითოლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ „დრაკონის“
ეგრეგორი ეხლაც ცოცხალია ჩვენ პლანეტაზე და ამ ეგრეგორით ამ არსებებს ნატიფ
განზომილებაში ეძლევათ შემოსვლის შესაძლებლობა.

ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენ თავებს და რატომ ვართ მათი გავლენის ქვეშ. რატომაც ცხოველები
ბოსელში ან ქათმები საქათმეში არიან ჩვენი გავლენის ქვეშ. იმიტომ რომ ისინი უფრო
განვითარებულები არიან და ამას სათავისოდ იყენებენ. მაგრამ აქ არის 2 ფაქტორი. პირველი,
რომ ჩვენ არ ვართ ჩვენ თავებზე მინდობილები. ჩვენ გვაყვს მფარველი ძალები ზედა
განზომილებებიდან, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან, მაგრამ ამ დახმარებასაც ვერ
ვხედავთ ხოლმე, ისევე როგორც ბნელი იერარქიის ხრიკებს. და მე-2, რომ ცხოველებისგან
განსხვავებით, ჩვენ „შემოქმედები“ ვართ და მაღალი გაცნობიერების დონე გვაქვს. ჩვენ
შეგვიძლია ამ ხაფანგს თავი დავაღწიოთ. სანამ ჩვენ უპასუხისმგებლოდ და
მომხმარებლურად ვიყენებთ ჩვენზე ქვემდგომ არსებებს („ცხოველებს“, „მცენარეებს“ და

417
მინერალებს“) ანუ ბუნებას, იქამდე არქონტებს აქვთ „მორალური უფლება“ გაგვიკეთონ
იგივე. „მორალურ უფლებაში: იგულისხმება, რომ ეს კარმულად ანუ საღმრთო კანონებით
დაშვებულია. ჩვენ თავისუფალი ნების ზონაში ვცხოვრობთ და მენტალურ ევოლუციას
გავდივართ, რომელიც მოიაზრებს სწორი არჩევნების გაკეთებას იმისთვის, რომ მენტალმა
ვიბრაციულად აიწიოს. არქონტები თვითონ გახდნენ თავიანთი არასწორი არჩევნების
მსხვერპლი, იმიტომ რომ თვითონ დაბრკოლდნენ თავიანთ ევოლუციაში, რომელიც
„რეალობის დემოურგობას“ მოიაზრებდა. მათაც აქვთ თავისუფალი ნება და მათაც მიიღეს
არასწორი არჩევნები. ისინი ბეწვზე კიდიან ამ არასწორი არჩევნის გამო, იმიტომ რომ რაც
უფრო ამაღლებული ხარ, მით დიდი სიმაღლიდან შეიძლება დაეცე. მერე, სავარაუდოდ მათ
სულებს ხელახლა მოუწევთ ევოლუციური ციკლების გავლა ისევ დაბალვიბრაციეული
განზომილებებიდან. ჩვენი ამჟამინდელი რეალობა ისეთია, რომ ჩვენს პლანეტაზე ყველა
ცოცხალი არსება ერთმანეთით იკვებება, ამიტომ რომც გავხდეთ ვეგეტარიანელები
(იმისთვის რომ არქონტებს წავართვათ მორალური უფლება), ჩვენ მაინც ვერ შევძლებთ ისე
ცხოვრებას, რომ არც ერთი ცოცხალი არსება არ მოვკლათ, იმიტომ რომ ელემენტარულად
ჩასუნთქვისას ვკლავთ ჰაერში არსებულ ბაქტერიებს და მცენარეებიც (რომელთა
მოხმარებაზე გადადის ვეგეტარიანელი) ასევე ცოცხალები არიან. მაგრამ ჩვენ ამ არჩევნით
ვირჩევთ იმ რეალობას, რომელშიც არ გვინდა ცოცხალი არსებების სიკვდილი და ტანჯვა!
ჩვენში ვაკეთებთ ამ არჩევანს - ჩვენს ცნობიერებაში! თუნდაც ამითი ჩვენი ბიოლოგიური
სხეული შესუსტდეს. ეს უნდა გვახსოვდეს, რომ გარემოს შეცვლა იწყება ჩვენი შინაგანი
ცვლილებით! ჯერ იდეების სამყარო, ანუ მენტალური ველი უნდა შეიცვალოს. იმის გამო, რომ
ჩვენც შემოქმედები ვართ (პირველკლასელი დემიურგები ესე ვთქვათ), თუ ჩვენი ცნობიერება
შეიცვლება არაძალადობისკენ და საყოველთაო ჰარმონიისკენ (ამ დროს აიწევს ვიბრაციები),
მთელი რეალობა ჩვენს გარშემო დაიწყებს შეცვლას. ანუ, ის წამოყვება კაცობრიობის
კოლექტიური მენტალის გადაწყვეტილებას. ეს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასეა. ჩვენი
მენტალური ძალა ცალკეული ინდივიდის დონეზე სუსტია, მაგრამ კოლექტიურ დონეზე
ძალიან მაგრად მუშაობს. ტყუილად არ თქვა ქრისტემ: „სადაც სამი შეიკრიბება ჩემი სახელით,
იქ მეც ვარ“. სამი კაცის გაერთიანებაც ერთი იდეით უკვე ქმედითია, და რა უნდა თქვა
კაცობრიობაზე. საბოლოოდ მთელი პლანეტა შეიძლება გადავიდეს მე-5 ანუ სულიერ
განზომილებაში, სადაც არ იქნება ერთმანეთის ჭამით სიცოცხლის შენარჩუნება.
ერთმანეთის ჭამით სიცოცხლის შენარჩუნება ყოველთვის არის დაბალვიბრაციული
რეალობა. ზედა განზომილებებში ასე არ ხდება, მაგრამ ეს ეტაპი ჩვენი ევოლუციისთვის
გასავლელი იყო. უბრალოდ უნდა გავიაროთ ეს საფეხური და გადავიდეთ შემდეგზე.

გამოსავალი? ყველა ამაღლებული რელიგია თუ ფილოსოფიურ-ეთიკური ტრადიცია ერთი და


იგივეს გვასწავლის: გინდა შეცვალო ცხოვრება? შეცვალე საკუთარი თავი! მთავარი არ არის
დარჩე ცოცხალი (ეს მტაცებლის მენტალიტეტია), მთავარია დარჩე ადამიანად, როგორი
რთული არჩევნების წინაშეც არ უნდა გვაყენებდეს ცხოვრება! სიკვდილი არ არსებობს.

პასუხი ლევან შერმადინის კითხვებზე:

გაგრძელება.

418
იმის დამატება მინდოდა, რომ თუ ცნობიერება კიდევ უფრო ასწიე და სამყაროსეული
მოვლენების სურათს გლობალურად შეხედე, დაინახავ, რომ ამ ბოროტება-სიკეთის
დაპირისპირებულ ბრძოლებში, რამდენი რეალობაც და არსებაც არ უნდა იყოს ამაში
ჩართული, არსებობს უზენაესი გეგმა - გლობალური ქარგი, რომელსაც აბსოლუტის გონი -
ზეცნობიერება ქარგავს ერთიან ღვთაებრივ სურათში.

2019 წელი. 23 მარტი. წიგნის მე-3 ნაწილის დასრულება

იესოსთან ბოლო შეხვედრისას ვიგრძენი, რომ ის ნაკადი, რომელსაც ჩემთვის ინფორმაცია


მოჰქონდა თითქოს ამოიწურა. ამან ერთგვარი სევდა მომგვარა და მიქაელს მივმართე:

- როგორც მივხვდი გაზაფხულის ნაბუნიობასთან ერთად ეს წიგნი ბოლო-ბოლო


დასრულდა, ხო?

მისი ღიმილი ვიგრძენი.

მიქაელი:

- ყოველი დასასრული რაღაცის დასაწყისია. სულიერი მზის დასხივება და ზოგადად


სულიერი ცეცხლოვანი ენერგიის გამოვლინებები მატერიალური მზის ციკლებთანაცაა
ფრაქტალისა და სტიქიათა იგივეობის პრინციპით მიბმული. ამიტომ არის ნაბუნიობის
დღეები ასეთი მნიშვნელოვანი. ჩვენი გზავნილის ეს ციკლი დასრულდა და ის ერთ წიგნად
უნდა შეკრა... აიღე ფსევდონიმად სახელი, რომელიც მე მოგანიჭე: იმმა. ყველაფერ
ზემოთდაწერილს მინდა მხოლოდ ერთი დავამატო. გახსოვს ის სიზმარი (იხ. „სიზმარი
ჩემს ნახატზე“), სადაც შენ შენს მიერ დახატულ ჩემს პორტრეტს სხვადასხვა ადამიანებს
აჩვენებდი? სხვადასხვა ცნობიერების ადამიანები ამ ნახატს განსხვავებულად აღიქვავდნენ.
ზოგმა ცარიელი ფურცელი დაინახა, ზოგიერთმა პეიზაჟი ჩემი პორტრეტის ნაცვლად,
მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც მასზე მე დამინახა. ამ სიზმარს უფრო ფართო მნიშვნელობა
ჰქონდა და შენს ნახატს არ ეხებოდა, არამედ შენს დაწერილ წიგნს. ვიღაცა წაიკითხავს და
ვერაფერს იგრძნობს, ვიღაცა მას მხატვრულ ნაწარმოებად და ფანტაზიის ნაყოფად
ჩათვლის, მაგრამ იქნებიან ისეთებიც ვინც შენ სიტყვებში ჩემი სულის გამოსხივებას, ჩემ
თანამყოფობას იგრძნობენ. ასეთი ბევრი არ იქნება, მაგრამ ეს ნუ შეგაბრკოლებს. „ცოცხალი“
წიგნები თვითონ პოულობენ თავიანთ გზას და თავისი ბედ-იღბალი ახასიათებთ. მე კი,
ერთი შვიდთაგანი ამ წიგნზე ჩემი სიტყვის ბეჭედს აღვბეჭდავ! დაე იყოს ასე!..

419
ნაწილი მე-4
შეჯამება

I've disappeared from myself and my attributes,

I am present only for you.

I've forgotten all my learnings,

but from knowing you I've become a scholar.

I've lost all my strength, but from your power I am able.

I love myself...I love you.

I love you...I love myself.

Jelaluddin Rumi

420
2019 წელი. 31 მარტი. ღვთისმშობელი

სიზმარში ჩემს ოჯახთან ერთად სოლოლაკის ძველ ბინაში ვიმყოფები, რომელშიც ბავშვობა
გავატარე. ჩემთან ერთად ჩემი ქალიშვილი სოფოა. მე მასთან დაკავშირებით რატომღაც
ღელვა მიპყრობს და ნათელ ძალთა იერარქიას თხოვნით მივმართავ, რომ რომელიმე
მათგანმა ჩემს ქალიშვილს პირადი ზედამხედველობა, პირადი მფარველობა გაუწიოს. ჩემი
შინაგანი მზერა რატომღაც მარიამ ღვთისმშობელზე ჩერდება და მე მას განსაკუთრებით
ძლიერად ვევედრები. უეცრად ჩემი ქალიშვილი ზეზეულად იძინებს და პირდაპირ
იატაკზე ვარდება. ჩემს მეუღლეს ის ტახტზე გადააქვს. სოფო სიზმარში ბოდავს და მე
ვცდილობ მისი სიტყვები გავრჩიო, რომ მათგან მინიშნება შევიტყო, მოხდა თუ არა ჩემი
თხოვნის შესმენა. მისი ლაპარაკის გარჩევა მიჭირს. გაუგებარ ფრაზებს შორის ვარჩევ
სიტყვა „ზიარებას“ და რაღაცისგან გაკვირვებულ სიხარულს. მას ისევე მოულოდნელად
ეღვიძება როგორც დაეძინა. ის დგება და მაგიდასთან მიდის. მე უკან ვედევნები და ვთხოვ
მომიყვეს რა ნახა სიზმარში. ჩემდა გასაკვირვად რასაც ის მიყვება არ ემთხვევა ჩემს
მოლოდინს:

- არაფერი ისეთი, ეშმაკს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ ისინი ბევრნი არიან მაგრამ
ჩემთან მოახლოებას ვერ ბედავენ, რადგან შენი ეშინიათ...

ეს პასუხი მე არ მაკმაყოფილებს და ვთხოვ გაიხსენოს, რატომ ახსენა სიზმარში სიტყვა


„ზიარება“? მაგრამ ის არაფერს მპასუხობს. მრგვალ მაგიდას უჯდება, რომლის გარშემო
წვრილ-წვრილი ეშმაკები სხედან და მათთან კარტის თამაშს იწყებს. მე ვცდილობ ავუხსნა,
რომ მას კი გონია, რომ ამით არაფერს აშავებს, მაგრამ ეს არ შეიძლება. მაგრამ სოფო არ
მისმენს და თამაშს აგრძელებს. ამ თამაშის განმავლობაში მისი სახეც თითქოს იცვლება და
მათ სახეებს ემსგავსება. ამის დანახვაზე ჩემი ღელვა მასზე კიდევ უფრო ძლიერდება,
მაგრამ მე მას თავს ვანებებ და ოთახის სიღრმეში შევდივარ სადაც „ღვთისმშობლის კუთხე“
მეგულება. ამ კუთხეს პატარა გამოქვაბულის ფორმა აქვს, სადაც კლდეში გამოკვეთილ
თაროებზე ღვითსმშობლის ხატები, ნახატები, ბარელიეფები და ქანდაკებები დგას. ჩემთან
ერთად ამ კუთხეს ჩემი მეგობრებიც უახლოვდებიან. მე მათ ვთხოვ, რომ დამეხმარონ
ღვთისმშობლის გამოსახულებებს შორის ისეთი გამოსახულების პოვნა, რომელიც გუშინ
არ იყო და დღეს გაჩნდა, რადგან ამას მე მარიამისგან გამოგზავნილ მინიშნებად
მივიღებდი. მაგრამ ამ დროს მეღვიძება და გული მწყდება, რომ ხატების კუთხის
დათვალიერება ვერ მოვასწარი. ისევ მეძინება და ვხედავ რომ მაღალ ცათამბჯენში
ვიმყოფები. იქიდან სადაც მე ვდგავარ ზედა სართულებზე ბევრი პარალელური კიბე ადის.
ამასობაში ქვევიდან სოფო ამორბის და ერთმანეთს ვეგებებით. მე სოფოს ერთ-ერთ კიბეზე
მივანიშნებ და ვეუბნები:

- აქით უნდა წახვიდე! ასე ვნახე სიზმარში, რომ ამ გზით უნდა წახვიდე!

- ღადაობ? - მეუბნება სოფო თავისი ჩვეული ჟარგონით, - მეც იგივე დამესიზმრა!

სოფო ჩემს მიერ მითითებულ კიბეზე არბის, ხოლო მე უკან ვაძახებ:

421
- ამ კიბეზე მარიამ ღვთისმშობელთან გადაიკვეთები!

ჩემი ქალიშვილი კიბეზე არბის და მოულოდნელად მის გარშემო ყველაფერი ნგრევას


იწყებს. კიბეები იმსხვრევა. მათგან მხოლოდ ის საფეხურები რჩება, რომელზეც ის არბის.
ზევიდან სახლის ნამსხვრევები და ბეტონის ლოდები ცვივა. სადაღაც ხანძარმა იფეთქა და
სართულებზე კარებიდან ცეცხლის ენები და შავი მხრჩოლავი ბოლი გამოიტყორცნება.
სოფო კიბეზე ადის და უეცრად ცა... არა... განზომილება იხსნება... აღარც სახლი ჩანს, აღარც
კიბეები. ჩვენს წინაშე თვითონ მარიამია!.. მისი გამოცხადება, მისი სულის ნათება ასე
ახლოს, ასე ცხადად არასდროს მიგვრძნია, როგორც ამ სიზმარში...

გამეღვიძა... სიზმრიდან საოცარი ნეტარების და ბედნიერების გრძნობა გამომყვა.


სიხარულმა ამავსო, რომ ასეთ მაღალ და სპეტაკ სულს შევეხე და მაშინვე მიქაელთან ვცადე
დაკავშირება. მინდოდა მასაც გაეგო რას ვგრძნობდი და ჩემი სიხარული გამეზიარებინა.

მიქაელის თბილი ღიმილი ვიგრძენი და მან მითხრა:

- მარიამმა შენი თხოვნა შეისმინა. მან შენს შვილზე პირადი ზედამხედველობა აიღო. ასე
მოხდა, რომ საღმრთო იერარქებიდან შენი შვილი სულიერად ყველაზე მეტად მას
ენათესავება. მოუყევი მას ყველაფერი და ასწავლე, როგორ უნდა დაამყაროს მარიამთან
კავშირი. აღწერე მარიამის სულის თვისებები, მისი ინდივიდუალობის თავისებურებები...
აღწერე რა იგრძენი...

მე:

- არ ვიცი როგორ ავღწერო... არ ვიცი როგორ შევარჩიო სწორი სიტყვები... მისი ენერგია
სიწმინდით მინდა შევადარო თხევად მთის ბროლს, რომელიც უხილავად გფარავს თავისი
გამჭვირვალე კრისტალური ნაკადებით და თუ გინდა რომ აღწერო თვითონ სიტყვა
„სიწმინდე“, ეს მისი სულია!.. მის ინდივიდუალობაში არის დედის ენერგია, დედის
მფარველი, მყუდრო, ნაზი და ამავე დროს ყოვლისშემძლე ძალა... რომელიღაც წმინდანმა
ერთ-ერთ ლოცვაში ის უძლეველ კედელს შეადარა და ეს ასეა... მისგან ადამიანი მიიღებს
დედის მფარველობას და კრისტალურ სიწმინდესთან შეხებას... მაგრამ მე კიდევ რაღაც
დავინახე, რაც აუცილებლად მინდა ავღნიშნო... როდესაც ჩემი ცნობიერება სხვადასხვა
მიზეზების გამო ისე ვარდებოდა, რომ შენთან, იესოსთან და ამაღლებულ სულთან კავშირს
ვკარგავდი, ლოცვებში მარიამს მივმართავდი ხოლმე და ის ყოველთვის მპოულობდა.
მასთან კავშირს ყველაზე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშიც კი ვახერხებდი,
მიუხედავდ იმისა, რომ თითქოს შენთან კავშირს ასე ვიყავი მიჩვეული და შენი შეგრძნება
უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო...

მიქაელი:

- საღმრთო იერარქიის იმ იერარქებს, რომლებიც ქალურ ენერგეტიკას ატარებენ ის


უნიკალური უნარი აქვთ, რაც მამაკაცურ ენერგეტიკას არ აქვს. მათ მატერიის ისეთ
სიღრმეში, ისეთ სიბლანტეში შეუძლიათ ჩაუშვან ცნობიერება, სადაც ჩვენთვის ჩასვლა
გაცილებით რთულია. ხომ გახსოვს ჰერმეტიზმის „სქესის პრინციპი“, რომელიც სამყაროს
მარტიცის გინდა დიდ და გინდა მცირე ფრაქტალში ვლინდება? მატერია სქესის „ინ“, ხოლო

422
სული „იან“ ასპექტია. ქალური ტიპის განსხივოსნებული სული იგივეობის პრინციპიდან
გამომდინარე უფრო მარტივად შედის თუნდაც ძალიან უხეშ მატერიალურ
განზომილებაში, ვიდრე მამაკაცური. მარიამს ყველაზე მოწყვეტილი მატერიალისტის
სული შეუძლია მოძებნოს ყველაზე დაბნელებულ მატერიალურ შრეშიც კი, რომელსაც ჩვენ
ხშირად როგორც ბლანტ შავ ნისლს ვხედავთ და შიგ მყოფი სულების გარჩევა გვიჭირს.

სოფომ რომ გაიღვიძა მე მის საძინებელში შევედი. ახალ გაღვიძებულმა ნამძინარევი


თვალები მოიფშვნიტა და გაკვირვებულმა შემომხედა. ეტყობა აინტერესებდა რატომ
დავადექი დილაადრიან თავზე. მე მას ჩემი სიზმარი მოვუყევი. მან მომისმინა,
დაიმორცხვა, მოერიდა და არაფერი მითხრა, თუმცა ვიგრძენი, რომ ესიამოვნა.

- მე ეხლა მხოლოდ ერთს გთხოვ... - ვუთხარი მე - ვიცი, ლოცვანიდან ლოცვების კითხვას


არ დაიწყებ და არც არის საჭირო. უბრალოდ ყოველ დილას რომ გაიღვიძებ, ძილის წინ და
დღის განმავლობაში რამდენჯერაც გაგახსენდება, უბრალოთ შენთვის ფიქრებში ეს ფრაზა
თქვი: მე მარიამთან ვარ! მეტი არაფერი. მხოლოდ ეს ფრაზა! და მისი წარმოთქმისას
შეეცადე წარმოიდგინო, რომ თქვენ შორის უხილავი ძაფი იბმება, რომელიც თქვენს
სულებს აკავშირებს. ჯერ მხოლოდ წარმოიდგენ, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ კავშირის
შეგრძნებას დაიწყებ... ის მოვა როგორც მისი თანამყოფობის შეგრძნება... შემდეგ მისგან
მომავლ სიყვარულს იგრძნობ. შენ შეიძლება ვერ შეიყვარო, მაგრამ როდესაც მისგან
მომავალ სიყვარულს და მისი ინდივიდუალობის შეგრძებას ისწავლი, შენც საპასუხო
გრძნობა აღგეძვრება! ეს აუცილებლად მოხდება, და ამ მომენტიდან შენი სული მას
ჩაებმება, მჭიდროდ დაუკავშირდება! მისი თანამყოფობა ცხოვრების ყველა ქარტეხილს ისე
გამოგატარებს, რომ უკან, შენი ცხოვრების გზას რომ გადახედავ, ყველაზე მძიმე წლები
ყველაზე ტკბილად მოგეჩვენება მისი გვერდზე ყოფნის, მისი თანადგომის გამო. როდესაც
ასეთი სული გვერდით გიდგება, ის გეხმარება ცხოვრებისეული მისიის ისე შესრულებაში,
როგორც საღმრთო გეგმითაა გათვალისწინებული და რაც შენი და სამყაროს ევოლუციურ
გეგმას ემსახურება. ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურ განზომილებაში უდარდელად
იცხოვრებ... კიდევაც პირიქით! მაგრამ დიდი წინააღმდეგობების გადალახვას შეძლებ და
ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ. როდესაც დრო დადგება, როცა შენი სულიერი
წინამძღოლის მიმართ უპირობო ნდობას იგრძნობ, სამჯერ მოუწოდე, რომ შენი
მასწავლებელი გახდეს და სამჯერ უთხარი: „შენ და შენის საშუალებით ღმერთს მე ჩემს
სულს ვაბარებ, მიიღე ის!“. ამ მომენტიდან შენი ბედი საღმრთო იერარქიის უშუალო
ზედამხედველობის ქვეშ გადავა. შენი „ცხოვრებისეული მისიაც“ კი შეიძლება ხელახლა
გადაიწეროს და შენთვის სხვა დონის კარმის კანონები ამუშავდება. არც ეს პერიოდი იქნება
ადვილი და ალბათ ყველაზე ძნელიც, რადგან შენი სულის ძალა, დისციპლინა და საღმრთო
საქმისადმი ერთგულება უნდა დაამტკიცო.

მე საუბარი შევწყვიტე. ჩემი 17 წლის შვილს შევხედე, რომელიც ამ წუთას მხოლოდ იმაზე
ოცნებობდა, რომ თავისი არჩეული სპეციალობით უმაღლესში ჩაებარებინა. ის სულ
ბავშვია, გამეფიქრა... ჯერ ასეთი სათუთი და მოსაფრთხილებელი ბავშვი... ის რაც მე
ვუთხარი მისთვის მეტისმეტი იყო, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მისი მეხსიერების

423
კუნჭულში ჩემი სიტყვები შეინახება და როცა დრო მოვა... თუ ესეთი დრო მოვა, როცა მისი
ცხოვრების „სახლი“ ნგრევას დაიწყებს და ფეხქვეშ კიბე გამოეცლება, ეს სიტყვები მის
ცნობიერში აღდგება. მე მას ნაზად ვაკოცე, თვალებით მოვეფერე და ოთახიდან გავედი...

ინტერნეტპოსტებიდან:
როგორ დავუკავშირდეთ ნათელ ძალებს? „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა.

ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ დავუკავშირდეთ ნათელ ძალებს, კერძოდ


მიქაელს და არის თუ არა მათი ლოცვები შესმენილი? მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი
წიგნი მაგაზეა, ამ კითხვაზე პასუხი გამოწვევაა ჩემთვის. მე ნამდვილად არ მაქვს მზა-
მზარეული რეცეპტი. მხოლოდ ჩემი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ, ის აღვწერო,
რაც ჩემ შემთხვევაში მოხდა და ისევ ჩემი წიგნის პასაჟებით.

ვინც ჩემ პოსტებს მიყვება და პირველი პოსტები აქვს წაკითხული, ნახავდა, რომ ჩემი
ურთიერთობა სულიერ სამყაროსთან დაიწყო არც ისე სასიამოვნოდ. ეს იყო გაუთავებელი
შემოტევები დემონური არსებების მხრიდან, როგორც სიზმარში, ასევე „შეცვლილი
ცნობიერების მდგომარეობაში“, რომელშიც ჩემდაუნებურად ვხვდებოდი სიზმარს და
სიფხიზლეს შორის. ამ თავსახმებმა დამაახლოვეს ქრისტესთან, რადგან აღმოვაჩინე, რომ
მათი მოგერიება ლოცვით იყო შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან
მქონდა შეგრძნება რომ ჩემთან უხილავად არიან „ისინი“, ჩემი სულიერი მასწავლებლები,
პირველი აშკარა შეხვედრა მოხდა არა მიქაელთან, არამედ იესოსთან. ხოლო ყველაზე
ღირშესანიშნავი შეხვედრა ასევე აღწერილი მაქვს ერთ-ერთ პოსტში (იხ. „ქრისტესთან
შეხვედრა“). იესომ შემდგომ გადამაბარა მიქაელს, რომ მას ჩემთვის დემონურ არსებებთან
ბრძოლა ესწავლებინა, რაც ნელ-ნელა გადაიზარდა ძალიან მჭიდრო მოსწავლე-
მასწავლებლის ურთიერთობაში და შედეგად მეტი და მეტი ინფორმაცია გადმომეცა,
ვიდრე უბრალოდ დემონურ ენერგიებთან გამკლავება. მიქაელის მერე კონტაქტი უნდა
დამემყარებინა სხვა, უფრო მაღალ იერარქთან, რომელსაც მე „ამაღლებული სული“
ვუწოდე, რადგან არ ვიცოდი რა დამერქვა. საქმე მიდიოდა იოანეს გამოცხადების
სიმბოლოების გაშიფვრამდე. ამ სულთან კონტაქტის დამყარება გამიჭირდა, იმიტომ რომ
მიქაელზე იმხელა მიჯაჭულობას ვგრძნობდი, რომ ჩემი აზრები უნებლიეთ მისკენ
მიდიოდა და კონტაქტი „ამაღლებულ სულთან“ წყდებოდა. ჩემი მიჯაჭულობა მიქაელზე
ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა და გარკვეულ წილად შემაფერხა, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა.
ეხლა რაზეც ვსაუბრობ არის ამ პოსტში აღწერილი გამოცდილება (იხ. „დაინახე ჩემი
თვალებით, იგრძენი ჩემი გულით“), რომელსაც, როგორც მერე ამიხსნეს ქვია „ღმერთის
წინაშე სიარული“ (რუს. Ходить перед Богом) . ეს ის პრაქტიკაა, უფრო სწორედ ცხოვრების
წესი, რომელიც ძალიან ძველად არსებობდა (ჯერ კიდევ ენოქის დროს), მაშინ, როცა არ იყო
შექმნილი რელიგიების სისტემა თავისი რიტუალებით და შუამავლებით. ეს არის
პირდაპირი კავშირი ღმერთთან, როცა მხოლოდ შენ და ღმერთი ხართ და მეტი არავინ. ეს

424
არის პირდაპირი კავშირის აღდგენა სულიერ ტრიადასთან რელიგიური ეგრეგორის
ავლით. „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა ნიშნავს გულისმიერი კავშირის
დამყარებას და მუდმივი შინაგანი დიალოგის (თავიდან მონოლოგის) წარმართვას
საღმრთო ძალასთან. იმის გამო რომ ადამიანს უჭირს ურთიერთობა ღმერთთან, როგორც
აბსოლუტთან, რომელიც უპიროვნო ყოვლისმომცველი არსებაა, „ყველაფერი
ყველაფერში“, ამიტომ ჭირდება ადამიანს პერსონიფიცირებული ღმერთი, ანუ
განკაცებული ღმერთი, მისი ერთ-ერთი ინდივიდუალობა, რომელიც ჩემთვის იესო იყო.
მეორე კომენტარის ლინკი რომ გახსნათ, წაიკითხავთ რას ნიშნავს, როდესაც ღმერთის, (ჩემ
შემთხვევაში იესოს) წინ წიგნივით იშლები და ის შენი ცხოვრების თანამონაწილე ხდება.
და მინდა ხაზი გავუსვა რომ ამ კავშირის დამყარება სწორედ პოზიტიური ემოციებით და
ფიქრებითაა უფრო მარტივი, რადგან, როგორც მაღალვიბრაციული ენერგია, ის უფრო
ადვილად მიდის სულიერ სამყაროში თავსებადობის პრინციპიდან გამომდინარე. იმის
გამო რომ ეს კავშირი გულისმიერი და გულის ჩაკრით მიმდინარეობს (რადგან ეს ჩაკრაა
შუამავალი ქვედა მიწიერ სამ და ზედა სულიერ სამ ჩაკრას შორის), სწორედ გულის
ვიბრაციების წამოწევით ახდენენ საღმრთო ძალები ადამიანის დაკავშირებას საკუთარ
სულთან (სულიერ ტრიადასთან) და ყველა შეგრძნება გულიდან მოდის და გულს
უკავშირდება. „დაინახე ჩემი თვალებით, გაიგონე ჩემი ყურებით, გაიხარე ჩემი გულით“
ანუ „ღმერთის წინაშე სიარულის“ პრაქტიკა თავიდან, სანამ გულის ვიბრაციები დაბალია
შეიძლება უაზრო მონოლოგად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, და ასეთი
აუცილებლად დადგება, თქვენ იგრძნობთ, თითქოს სხეულის გარშემო უხილავი ღრუბელი
გარტყიათ, რომელიც გიცავთ და გმფარველობთ და ამ დროს აუცილებლად იგრძნობთ,
რომ ყოველთვის, როდესაც ფიქრობთ თქვენს საღმრთო სულზე (იქნება ეს იესო, მარიამ
ღვთისმშობელი, მიქაელი, კრიშნა, თუ ვინმე სხვა), გარკვევით იგრძნობთ რომ უყვარხართ.

ეს კავშირი სწორედ ასე მოდის. ჯერ თქვენ იგრძნობთ, რომ უყვარხართ და შემდეგ ძალიან
ძლიერი საპასუხო გრძნობა აღგეძვრებათ.

„...ძნელი გადმოსაცემია ის სიამოვნება, მადლიერება და სიხარული რომელიც ასეთ


სულებთან შეხვედრისას აღმოცენდება ადამიანის გულში. შეუძლებელია ეს არსებები არ
შეგიყვარდეს გულის სიღრმემდე. ჩვენ კარგი სულის ადამიანებს ვიყვარებთ ადვილად და
ღვთიური სულის არსებები მითუმეტეს შეუძლებელია არ შეგიყვარდეს. ასეთ სულთან
ერთხელ შეხებისას, შემდგომ მუდმივი ლტოლვა გრჩება. გინდა რომ სულ მის გარემოცვაში
იყო. თითქოს მშობლიურ სახლში დაგაბრუნეს, დედას ჩაეხუტე და ბევშვური ძილით
დაიძინე ყველა დარდისგან და უბედურებისგან თავდაღწეულმა. ძნელია ამის გადმოცემა,
მაგრამ დაუოკებელი სულიერი შიმშილი გეწყება და შენი გონება უნებურად მისკენ
მიემართება. ასე ჩნდება შენ და ამ სულს შორის მტკიცე უხილავი კავშირები, რომელიც
მატერიალურ სამყაროში არსებულ ყველაზე დიდ და ძლიერ მეგობრობაზე დიდი და
ძლიერია. თითქოს ეს სული შენი სულის დამატება, შენი მეორე ნახევარია რომლის გარეშე
ცხოვრება წარმოუდგენელია. ალბათ ასე ეხება ადამიანი ღმერთს - მისი შუამავლების
საშუალებით...“

425
ძალიან ბევრი საუბრობს ღმერთის სიყვარულზე, მაგრამ სიყვარული ის ემოციაა,
რომელსაც საკუთარ თავს ვერ დააძალებ, მხოლოდ იმიტომ რომ ასეა საჭირო. როგორც
ერთხელ მიქაელმა მითხრა: „გიყვარდეს შეიძლება მხოლოდ ის, ვისაც იცნობ“.

„ -შენ ყველას უყვარხარ... არ არსებობს მორწმუნე ადამიანი ვინც შენ მიმართ


განსაკუთრებულ სითბოს არ გრძნობს... - ბოლოს ვუთხარი მე.

-ეს სხვაა. ჩემ მიმართ ლოცულობენ, დახმარებას და მფარველობას მთხოვენ, მადლიერება


და სითბოც მიმიღია ადამიანებისგან, მაგრამ ნამდვილი სიყვარული სხვაა... გიყვარდეს
შეიძლება მხოლოდ ის, ვისაც იცნობ! ვის სულსაც ხედავ, მაშინაც კი როცა გარეგნობა არ
გინახავს!“

ეს ემოციური კავშირი დროთა განმავლობაში შეიძლება გაძლიერდეს და ტელეპატიურ


კავშირში გადაიზარდოს. შეიძლება ვინმეს კითხვა გაუჩნდეს, როგორ განვასხვავოთ ნათელ
სულთან კავშირი ბნელ სულთან კავშირისგან. მე ვთვლი, რომ ეს პრაქტიკა, პირიქით,
ძალიან უსაფრთხოა. ბნელ ძალებს არ შეუძლიათ შექმნან ასეთი კომფორტული
სიყვარულის კავშირი თავისი ენერგეტიკიდან გამომდინარე. ამ კავშირს აუცილებლად
უნდა ახლდეს სიყვარულის გრძნობა და გულის ჩაკრის დონეზე ურთიერთობა, იმიტომ
რომ სწორედ სიყვარულია, რომელზეც ცნობიერება ვიბრირებს ყველაზე მაღალ სიხშირეზე
და რომლითაც ხდება ამ საღმრთო სულის მიერ ადამიანის სულის „ჩაბმა“, საკუთარ
ცნობიერებასთან დაკავშირება. მე ყველას ვურჩევდი სწორედ იესოსთან დაკავშირებას, თუ
არ არსებობს რაიმე მკვეთრად გამოხატული პირადი მიდრეკილება რომელიმე სხვა
ინდივიდუალობის მიმართ. თუ საჭირო იქნება, როგორც ჩემ შემთხვევაში, ის თვითონ
დაგაკავშირებთ იმ მეუფესთან, იმ ამაღლებულ სულთან, რომელიც თქვენი სულის
ევოლუციისთვისაა მიზანშეწონილი.

6 აპრილი. 2019 წელი. სიზმარი დედაზე

დედაჩემი თითქმის ყოველ ღამით მესიზმრება. ჩვეულებრივად ვურთიერთობთ და


ვსაუბრობთ. მაგრამ ნელ-ნელა ამ საუბრებმა სევდიანი იერი შეიძინეს. დღეს სიზმარში
დედა დანაღვლიანებული დამხვდა.

- Бабушка в плохом настроении, - მითხრა მან, - Никто не приносит цветы на ее могилку…

ბებიის საფლავი რუსეთშია. დეიდაჩემი თვითონაა მძიმედ ავად და დეიდაშვილი


შესაძლებელია მართლა იშვიათად დადის საფლავზე. მე სიზმარში დედას ჩავეხუტე და
დავამშვიდე, რომ გადავცემ დეიდაშვილს ბებიის დანაბარებს. თან რაღაცნაირად
გამიკვირდა, რატომაა მისთვის ეს ყვავილების მიტანა მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის

426
მიმაჩნდა, რომ საფლავზე მისვლა ფორმალური მოვლენაა, რადგან რახან სულმა უკვე
დაიმკვიდრა თავისი ადგილი სასუფეველში, მიწიერი ყურადღება და რიტუალები
მისთვის აღარ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. შეიძლება მხოლოდ ფიქრების, შინაგანი
საუბრის დონეზე მიაწოდო მას დადებითი ენერგია.

ინტერნეტპოსტებიდან:

მ. ფ.: მე-5-მე-6 დონეებიდან თუ ხდება სულის მე 3 განზომილებაში ჩამოყვანა და მთლიანად


ჩამოდიან თუ რაღაც ნაწილს, ფრაგმენტს აგზავნიან?

იმმა: არ აგერიოს, როცა პლანეტარულ შრეებზე ვსაუბრობთ, ჩვენი მატერიალური


განზომილება არის პირველი (და არა მე-3. ნუ გერევა 3 განზომილებიან სივრცეში).
დანარჩენი შრეები ჩვენთვის უხილავია (მე-2 ეთერული, ანუ ენერგეტიკული, სადაც
აურები ჩანს და +/- ვიბრაციები აღიქმება; მე-3 არის ასტრალური, რომელზეც ძირითადად
გადის ხოლმე ადამიანის სულიერი ხედვა მესამე თვალის გახსნისას, იმიტომ რომ ჩვენი
კოლექტიური გონი ძირითადად მე-3, და იშვიათად მე-4 დონეზე ვიბრირებს. მე-4 არის
მენტალური დონე, ეს არის იდეების/დაბალი მენტალის სამყარო და მე-5 განზომილების
დემიურგების მოქმედების არეალი, მანდვე არის "სამოთხისებური ილუზიების
რეალობები", რომელსაც გარდაცვლილის სული ქმნის თავის გარშემო.) თუ
გარდაცვლილის სული მე-3 ანუ ასტრალის ილუზიაში გაიჭედა (რომელიც არის
ემოციური/ვნებითი შრე), ის უფრო გაუცნობიერებელ შფოთვებში და გრძნობით
მდგომარეობაში იმყოფება. ჩვენს მატერიალურ განზომილებაში, ანუ პირველ შრეში, ჩვენ
ადამიანები ვართ მე-4 დონის (ანუ იგივე სიმკვრივის ანუ იგივე განზომილების) არსებები.
ანუ, ფრაქტალი ეგაა, რომ 7-ში კიდევ 7-ია. ფრაქტალი არის „მაკროკოსმში მიკროკოსმია“
პრინციპი. 1-ელ დონეზე, ანუ ჩვენ მატერიალურ შრეში ჩვენ ვართ მე-4 ქვედონე. 1-ი
ქვედონე არიან „მინერალები“, მე-2 „მცენარეები“ (აქ მიკროორგანიზმებიც შედიან და
სოკოებიც), მესამე „ცხოველები“ (აქ ფრინველებიც შედიან, ქვეწარმავლები და ას. შ.) და მე-
4 ადამიანი.
მე-5 და მე-6 განზომილებიდან გამუდმებით ხდება სულების ინკარნაცია, მაგრამ არა
იმიტომ, რომ მათ მატერიალური მიჯაჭულობები ექაჩებათ ქვევით (როგორც
რეინკარნაციის შემთხვევაში), არამედ საკუთარი სურვილით, რომ დახმარება გაუწიონ
ადამიანებს და დააჩქარონ მათი ევოლუცია, რადგან მე-5 განზომილების სულების ფუნქცია
არის „მსახურება“, ანუ ღმერთის ნების გატარება გარკვეული კუთხით. ამავდროულად ეს
სულები დედამიწის რეალობაში ინკარნაციისას, ასეთი ღვაწლით დამატებით „სულიერ
საუნჯეს“ აგროვებენ მომავალი ევოლუციური ციკლისთვისაც, რასაც ვერ მოახერხებენ
სულიერ განზომილებაში, სადაც სულ კარგად ხარ და დაძაბვა არ გჭირდება (ბრძოლები
არაა, არაა არჩევანი კარგსა და ცუდს შორის და ას. შ.). ასეთი სულები, როგორც წესი
გარკვეული მისიით მოდიან დედამიწაზე და ხშირად ჯგუფურად, კლასტერებად
ინკარნირდებიან, რომელიმე ფრაქტალის ალგორითმით. მაგალითად თუ პენტაგრამის
პრინციპით ინკარნირდენიან, მაშინ 4 ადამიანი მოდის ინკარნაციაში და მე-5, ანუ „თავი“
რჩება სულიერ განზომილებაში და იქიდან მართავს/ეხმარება. ეს იმისთვის ხდება, რომ ეს
სულები ისევ არ მოხვდნენ რეინკარნაციის წრებრუნვაში. მათ ასეთი სახით „ზევიდან“
იცავენ. მაგრამ მაინც არსებობს საშიშროება რომ ეს სული „დაეცეს“. შეიძლება ინკარნაციაში

427
მოვიდნენ დუალური ალგორითმით (ეს ყველაზე ძლიერი კავშირია, ინის და იანის
კავშირი, როცა შენი „მეორე ნახევარი“ სულიერ განზომილებაში რჩება და შენ
ინკარნირდები. ცოტა რთული გასაგებია ჩემთვისაც, მაგრამ რაღაც ეგეთი ხდება, როგორც
ამიხსნეს. ჩვენ დროს ძირითადად მე-5 განზომილების სულები ინკარნირდებიან. მე-6 და
მითუმეტეს მე-7 ძალიან მაღალი დონის იერარქები არიან (ღვთის შვილები და თვითონ
ღმერთის უმაღლესი ინდივიდუალობა). ისინი მოდიან ევოლუციის გარდატეხის
პერიოდებში და ახალი ეპოქების დასასრულ/დასაწყისში. ოღონდ იქამდე მე-5
განზომილების სულები ინკარნირდებიან რომ ამ უმაღლეს იერარქს, ესე ვთქვათ, „გზა
მოუმზადონ“ (მე ვარ ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: მოუსწორეთ გზა უფალს).
ხო, ნაწილობრივი ინკარნაცია, ანუ ავატარიც ძალიან ხშირია. ამ დროს რომელიმე იერარქი
თავისი ცნობიერების ფრაგმენტს ათავსებს ადამიანში. ის ადამიანიც არ არის ხოლმე
შემთხვევითი პირი. ისიც როგორც წესი თავისი ცხოვრებების მანძილზე ამ იერარქთანაა
კავშირში. მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან კომპლექსური და გლობალურია. ერთი ვიცი,
რომ როცა ჩვენი მატერიალური განზომილების ვიბრაციები ეცემა (დემონურისკენ), ანუ
ადამიანები ირყვნებიან, უმაღლესი სულების ინკარნაცია რთულდება. დაბალ ვიბრაციებში
მოვლინება უჭირთ შეუთავსებლობის გამო და ამ დროს ძირითადად ნაწილობრივი
ავატარები მოდიან (რომლებსაც მხოლოდ ფრაგმენტი აქვთ უმაღლესი ინდივიდუალობის).
ეგეთიც ხდება.

მ. ფ.: მაინტერესებს კიდევ. ვთქვათ, ესეთი სული თუ ჩამოდის ქვემოთ და ცოდვებს იძენს მე-
3 განზომილებაში შესაძლებელი იქნება რომ დაბრუნდეს საიდანაც წამოვიდა? ვთქვათ, მე-5
დან? თუ ჯერ საზვერეები უნდა გაიაროს?

იმმა: ანუ, თუ მე-5 ანუ სულიერი განზომილებიდან (საიდანაც სამსარას, ანუ,


რეინკარნაციის წრებრუნვა აღარ ხდება) სული ინკარნირდება დედამიწაზე (1-ელ
განზომილებაში), მან უკან დაბრუნებისთვის ისევ უნდა გაიაროს ის ქვედა 4 შრე, იმისთვის
რომ მე-5-ზე ავიდეს და ხო, მისი ცნობიერება სიცოცხლეშივე მაგ განზომილებამდე უნდა
ამაღლდეს. უბრალოდ რახან ისედაც იქ იყო, უფრო გაუადვილდება, მაგრამ თავისუფალი
ნების ზონაში როცა ინკარნირდები, მითუმეტეს დაბალი ვიბრაციების პერიოდში, მაინცაა
საშიშროება ილუზიის ხაფანგში მოექცე და სიკვდილის მერე გაიჭედო რომელიმე ნატიფ-
მატერიალური შრის ილუზიაში. ამიტომ აქვთ ხოლმე ამ სულებს დაცვა „ზევიდან“.
დახმარება აუცილებლად მოსდით. ეს სულები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ
„სახლში“, „დაცემული ანგელოზების“ სახით რომ არ გამოეკვეხონ სადმე. ამიტომ მათ
ძალიან ზედამხედველობენ. მაგათ პატარა შეცოდებაზეც საშინლად ურტყავს კარმა. არა
აქვთ მარტივი ცხოვრება არანაირად. ერთის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მათ თავისი მისია
შეასრულონ; მეორეს მხრივ როცა ასეთი სული ეცემა და „დაცემულის“ სტატუსში გადადის,
ის ბევრად დიდი ზიანის მომტანია ადამიანებისთვის, ვიდრე უბრალოდ ცუდ ადამიანს
რაც შეუძლია; და მეასამეც, როცა შენი „ძმა“ ან „და“ ასეთ გასაჭირში ხვდება ეს სრულიად
აუტანელია.

მ. ფ.: მაშინ, თუ მაგ ნაკითხი სულიერად სული მოხვდება საზვერეებში ან ჯოჯოხეთში თუ


გაყვება ცოდნა?

428
ხოო. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გაყვეს თუ არ მოხდა „დაცემა“. ამ სულებს (მე-5
განზომილების) ძალიან ძლიერი მენტალი აქვთ, რადგან უკვე „დემიურგების“ კატეგორიას
ეკუთვნიან. როგორც წესი, მათ ლუციდური სიზმრები, მესამე თვალის გახსნა, ინტუიცია
და სხვა სულიერ ხედვასთან დაკავშირებული უნარები ბუნებრივად აქვთ
განვითარებული. ამიტომ სიკვდილის მერე ინარჩუნებენ მკაფიო მენტალს და ნატიფი
მატერიის მართვაც შეუძლიათ, ანუ მაგ ილუზიას იმორჩილებენ მენტალის ძალით.

მ. ფ.: ქრისტიანული გაგების გამო ხალხში გავრცელებულია ესეთი აზრი, რომ ადამიანი როცა
კვდება და ტოვებს სხეულს და გადადის ასტრალურ სამყაროს იმ დონეზე რომელიც
ფიზიკურთან ახლოსაა, ის ადამიანი სადაც მოკვდა ჩდებიან ანგელოზები ან დემონები და
მოკიდებენ ხელს ხოლმე და მიყავთ სული, ხოლო ამ სულს არაფრის გაკეთება არ შეუძლია,
არც თავისით მოძრაობა, არც შეწინააღმდეგება, არც ლოცვა და ასე შემდეგ.

კონკრეტულად რას და როგორ გადის ადამიანის სული სიკვდილის მერე, ამაზე მერე
დავდებ პოსტებს. 4-5 პოსტი დამჭირდება, რომ ეს თემა დავფარო. მოკლედ, რისი თქმაც
შემიძლია ამ წუთას, რომ შენ რაც დაწერე ასე არაა. სიკვდილის მერე სული ხვდება იმ
ვიბრაციულ შრეში, რომლის შესატყვისადაც ვიბრირებს. მსგავსი ხვდება მსგავსში. თუ მისი
ვიბრაცია იყო დემონური, ის მინუს განზომილებაში (რეპტილიის ეგრეგორში) ვარდება,
სადაც ტანჯვით იწმინდება და ისევ რეინკარნირდება არასახარბელო პირობებში, რომ ის
გაკვეთილები გაიაროს, რომელიც არასწორედ გაიარა და რომელმაც დემონურ
ვიბრაციებამდე მიიყვანეს. რაც შეეხება კარგ ადამიანებს, როგორც წესი ისინი მე-4 შრეში
იჭედებიან. ის ადამიანები, ვისაც ვნებები და ამბიციები აწუხებდა მე-3 შრეში, სადაც
ნაკლებად ცნობიერ მდგომარეობაში იმყოფებიან. ის ვინც არც ბოროტი იყო, არც კეთილი,
მაგრამ პირუტყვივით ცხოვრობდა, მე-2 (ანუ ენერგეტიკულ) შრეში და ძალიან
გაუცნობიერებელ მდგომარეობაში და ენერგეტიკულ შიმშილში იმყოფება. ესენი
ერთგვარი „მშიერი სულები“არიან. მერე ისინიც ინკარნირებენ. მაგათ ხედავენ ხოლმე
ხშირად მოჩვენებების სახით ან სიზმრებში და სულ რაღაცეებს სთხოვენ თავიანთ
ახლობლებს, რასაც მიჩვეულები და რაზეც მიჯაჭულები იყვნენ, რომ ეს შიმშილის გრძნობა
დაიკმაყოფილონ.

მაგრამ... მაგრამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი დახმარება ანგელოების ანუ მე-5
განზომილებების არსებების მხრიდან სიკვდილის მერე. შეიძლება გაიჭედო ილუზიაში,
მაგრამ ამგელოზმა აწიოს შენი ვიბრაციები და ამოგიყვანოს, თუ შენ სულს რაღაც
ნათესაობა მაინც აქვს სულიერ სამყაროსთან. ანუ ანგელოზმა რომ აწიოს შენი (ადამიანის)
ვიბრაციები, შენში რაღაც მსგავსი უნდა იყოს, რომ ამ ვიბრაციებთან რეზონანსში მოვიდეს
და ესე ვთქვათ მისი სინათლით შენც განათდე. ამიტომ ეკლესიური ადამიანები, ვინც
გულწრფელად ლოცულობდა, მარხულობდა (არა შიშის და მოდის გამო), სიკვდილის მერე
შეიძლება მოხვდნენ გაუცნობიერებელ მდგომარეობაში რომელიმე ილუზიაში, მაგრამ,
როცა ანგელოზი ეტყვის „შენ ქრისტეს უნდა გაყვე“, მათი სული ქრისტეს ვიბრაციას
ამოიცნობს და გაყვება. თუ ფსევდო მორწმუნე იყო ან ძალიან მიჯაჭული მატერიაზე, მაშინ
ვერ ამოიცნობს და ჩარჩება. იმისთვის რომ სულიერ განზომილებაში (მე-5-ში მაინც)

429
მოხვდე, შენი სულის ჭეშმარიტი მოთხოვნილება უნდა იყოს იქ დაბრუნება, ყველა
მატერიალურ მიჯაჭულობაზე ძლიერი. ამიტომ ყველაზე რთული გასავლელი სწორედ
„სამოთხისეული ილუზიაა“, იმიტომ რომ ის გთავაზობს იმას, რაც გინდოდა ცხოვრებაში,
მაგრამ არ გქონდა! მაგალითად კარგ ოჯახს, წარმატებულ სამსახურს, ლამაზ გარეგნობას
და სხვ. მიქაელი სულ მცდის ამ საკითხში (იხ. ასევე 2018 წელი. 3 მაისი. გვ. 88).

8. აპრილი. 2019 წელი. შემოდგომის სტადია ილუზორულ რეალობებში

სიზმარში ჩემი ბავშვობის სახლს ვხედავ. იმ სახლს სოლოლაკში, რომელშიც გავიზარდე. მე


და დედა ქუჩაში მივდივართ. შემოდგომის ცივი ქარი უბერავს და ჰაერში ყვითელ
ფოთლებს და ქუჩის მტვერს პატარა ჭუჭყის ქარბორბალებში ატრიალებს. ჩემი გამხდარი,
კეთილშობილი დედა მუდმივად დაღლილი ხელებით და მორიდებული თვალებით იმ
პალტოშია გახვეული, რომელიც ასე კარგად მახსოვს ბავშვობიდან და რომელსაც ჩემთვის
ახალგამომცხვარი პეჩენიის სიმყუდროვის და დედის ალერსის სუნი სდის.... ეხლაც
ვთვლი რომ ასეთი ნათელი ადამიანები ცოტანი არიან და იშვიათი, სათუთი
ყვავილებივით ევლინებიან და ამკობენ ჩვენს ერთფეროვან ნაცრისფერ ყოფას. მაგრამ დედა
ახლა თვითონაა ნაცრისფერი ქუჩის მტვერის ქარბორბალაში გახვეული და სიცივისგან
იშმუშნება...

- Вы все ушли… Уехали куда-то отдыхать а мне оставили толко записку… Я осталась одна…
Но ничего. Я подожду…

მისგან მომავალმა მარტოობის და მიტოვებულობის შეგრძნებამ გულზე დანასავით


ჩამომისვა. რატომღაც გარკვევით ვიგრძენი, რომ მის „რეალობაში“ ერთგვარი შემოდგომა
დადგა... ბნელი, ცივი, ზამთრისა და სიკვდილის მომასწავლებელი... მე თვითონ არ ვიცი
რატომ, მაგრამ ვუთხარი:

- Это потому, что ты никогда не знала Бога! - ამ სიტყვების თქმა იყო და დედას ხელი
ჩავჭიდე. მთელი შინაგანი ძალა დავძაბე რომ გულში მეგრძნო კავშირი ღმერთთან,
რომელსაც მე „ამაღლებულ სულს“ ვუწოდებდი. კავშირი ვიგრძენი თუ არა საკუთარი თავი
და დედა მასთან გადავიტანე. ერთადერთი რაც მინდოდა დედის სული ამ მომაკვდავი
ილუზორული სამყაროდან დამეხსნა და „ამაღლებულ სულს“ შევევედრე:

- ეს ჩემი დედაა...

მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და გამეღვიძა.

გულზე სიმძიმე და სევდა დამაწვა. ფიქრებით მიქაელი მოვძებნე, მაგრამ ვიგრძენი, რომ მან
იცოდა და დაინახა ყველაფერი.

430
მიქაელი:

- არ ინერვიულო. ეს ჩემს მიერ შექმნილი სიზმრის სცენარია, რომლითაც მინდა რაღაც


მნიშვნელოვანი აგიხსნა. ვიცი ეხლა ცუდად გრძნობ თავს, მაგრამ მინდა რომ მიხვდე,
როდესაც სული სხეულის დატოვების მერე ნატიფ განზომილებაში მოძრაობს (რასაც
ქრისტიანები საზვერეებს ეძახიან), ის იმ დონეზე იჭედება, რომელიც მისი სულის
მდგომარეობას შეესაბამება. ხომ გახსოვს, როგორ მარტივად მატერიალიზდება ნატიფი
განზომილება სურვილების და ფიქრების შესაბამისად. მაგრამ გარდაცვლილი ადამიანის
სულის ცნობიერება, რომელიც დაუშლელ ნატიფ სხეულებთანაა ჯერ კიდევ კავშირში,
განსხვავდება განსხეულებული ადამიანის ცნობიერებისგან. ის ერთგვარად
ნახევარცნობიერ მდგომარეობაში იმყოფება და თუ სიცოცხლეში შესაბამისი ეზოთერული
ცოდნა და პრაქტიკები არ აქვს გავლილი, ვერც აცნობიერებს რომ გარდაცვლილია და
ილუზორულ რეალობაშია, ისევე როგორც შენც ეხლა ილუზიაში იმყოფები და ვერ
აცნობიერებ ამას! როგორ ვცდილობდი მესწავლებინა შენთვის ამ ილუზორობის დანახვა
და მისგან გამოსვლა. ფიზიკური განზომილება ხომ ისეთივე ილუზორულია, როგორც
ნატიფმატერიალური, როგორ მყარადაც არ უნდა აღიქმებოდეს ის! ნატიფი განზომილება
უხეშისგან განსხვავებით უფრო დენადია, უფრო მორჩილი. ის სულის გარშემო ქმნის ისეთ
რეალობას, რომელიც ამ სულს ჭეშმარიტად სურს! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი
მომენტი, რომელიც მინდა რომ კიდევ ერთხელ კარგად გაიაზრო. იმიტომ რომ ამას თუ
მიხვდი, იმასაც მიხვდები, რატომ არ უნდა გქონდეს არანაირი ძლიერი მიჯაჭულობები
მატერიალურ სამყაროში, თუნდაც ოჯახის წევრების მიმართ! ნატიფი სამყაროს
განზომილებას ვერ მოატყუებ! ის შენი ყველა ქვეცნობიერი სურვილის აღწარმოებას
გააკეთებს. თუ შენი სურვილია იყო პროფესიულად წარმატებული ან ფიზიკური
სილამაზით გამოირჩეოდე, ეს ილუზია ამას მოგცემს! ამ საზვერეებს მხოლოდ მაშინ
გაივლი, თუ შენ სულს ჭეშმარიტად სურს მხოლო ერთი - ღმერთთან ერთობა და ჭეშმარიტ
სახლში დაბრუნება! წინააღდეგ შემთხვევაში შენ ახალ რეალობაში გაიჭედები. მაგრამ
იცოდე, რომ როგორი სასიამოვნო და სამოთხისეულიც არ უნდა იყოს ეს რეალობა, ისევე
როგორც ყველაფერი მატერიალური, ის დროებითია და მხოლოდ იქამდე შენარჩუნდება,
სანამ არსებობს ენერგია, რომელიც შენს ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობას კვებავს.
ამაზე დედამაც გითხრა, ხომ გახსოვს? (იხ. „გარდაცვლილი დედის სულთან შეხვედრა“). ამ
რეალობასაც ისევე როგორც ყველაფერს გამოვლენილ სამყაროებში აქვს გაზაფხული,
ზაფხული, შემოდგომა ზამთრის ციკლი, რომლის შემდეგ ეს რეალობა იშლება და სულის
უმაღლესი „მე“, უმაღლესი ტრიადა თავისუფლდება, ხოლო შემდეგ ისევ ინკარნირდება
ახალ ინდივიდუალობაში. მას ხელახლა ეძლევა შანსი შეიცნოს ღმერთი საკუთარ თავში და
სიცოცხლის ხეზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს! როგორი სევდიანიც არ უნდა იყოს, იმ
რეალობაში, რომელშიც შენი დედის სული გაჩერდა, სადაც ოჯახური იდილია და
ბედნიერება სუფევდა, სადაც მისი ოჯახის წევრები ბედნიერები, ჯანმრთელები,
სოცოცხლით სავსე და წარმატებულები იყვნენ... ამ რეალობაში ადრე თუ გვიან შემოდგომა
დადგება...

მე ცრემლები მომადგა.

431
- რა შეიძლება გავაკეთო? რითი შემიძლია დავეხმარო?

- შენ შეგიძლია გააუმჯობესო მისი „შემოდგომა“ და „ზამთარი“სულის შესანდობარით,


ეკლესიაში შეკვეთილი პანაშვიდებით... ეს ყველაფერი მისი ბოლო ინკარნაციის
ინდივიდუალობას ერთგვარად ენერგიის შემოდინებით უზრუნველყოფს, რაც ამ
რეალობას უფრო ამაღლებულ ნოტაზე შეინარჩუნებს... მაგრამ ადრე თუ გვიან ის მაინც
ახალ ადამიანად, ახალ პიროვნებად დაიბადება დედამიწაზე.

- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დედას მეორედ ვკარგავ... - ვუთხარი მე გულისტკივილამდე


მწარე სიტყვები.

- როგორ ვერ ხვდები, რომ შენი დედა მხოლოდ ერთი ინდივიდუალობაა იმ მრავალთა
შორის, რომელიც ამ სულმა გაიარა! როგორ ვერ ხვდები, რომ შენი დედა, მისი ჭეშმარიტი
არსი სულ სხვაა! ის უკვდავია და ამ განსხეულებებში საკუთარ ინდივიდუალობას,
ღმერთის უნიკალურ პიროვნულ გამოვლინებას იძენს. ის არასდროს მოკვდება! და
ყველაფერი რაც ხდება ასეც უნდა იყოს! მთელი ეს რეინკარნაციების პროცესი და მიწიერი
გამოცდილებების ორომტრიალი მხოლოდ ერთს ემსახურება - შექმნას ადამიანისგან
რეალობის დემიურგი, ახალი არსება, ისეთივე როგორიც ჩვენ ვართ... მხოლოდ ეს
დემიურგი ღმერთის ცნობიერებაში უნდა იმყოფებოდეს, სწორედ ამიტომ არსებობს ეს
გინდა დაარქვი „საზვერეების“, გინდა „ილუზორული ხაფანგების“ სისტემა, რომელიც
სულის მზაობას ცდის და ჭეშმარიტად სულის ევოლუციის სადარაჯოზე დგას.

- ეხლა ვხვდები რატომ მიგზავნიდი გაუთავებლად ერთი და იგივე ტიპის სიზმრებს, სადაც
ჩემს მიჯაჭულობებს ცდიდი... მე ხან წარმატებული, ხან ძალიან ლამაზი, ხან ადამიანთა
ყურადღებით გარშემორტყმული ვიყავი...

- მე სულ ვცდი შენს სულს... სულ მაინტერესებს სად გაიჭედება ის... რომელ რეალობას
აირჩევს შენი სულის „ჭეშმარიტი მოთხოვნილება“... სულ ველოდები, რომ ამ რეალობებში
შენ მაინც მე გამიხსენებ!...

ინტერნეტპოსტებიდან:
პასუხი ილოს კითხვებზე. თემა - საზვერეები.

Ilia Ilo: და რატომ შეიძლება გამოვიდეს სული "საზვერეებიდან" რა აიძულებს ?თუ თავს
კომფორტულად გრძნობს და იმას ღებულობს რაც მას სურს. ნებით არ დათმობს ხელმეორედ
რეინკარნაციას, ისევ თუ არ აიძულეს.

იმმა: სიტყვა საზვერე, ცოტა არ მომწონს, იმიტომ რომ ქრისტიანობაში ცოტა სხვანაირადაა
აღწერილი. თითქოს ეშმაკები გაცდუნებენ. მე უფრო ვიხმარდი სიტყვა "ილუზორულ

432
რეალობას" ან "ნატიფმატერიალურ ილუზიას". ამ ილუზიიდან ვერ გამოხვალ თუ თავს
ბოლომდე კომფორტულად გრძნობ. გამოხვალ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიუხედავად
იმისა რომ ყველაფერს გთავაზობს, მაინც გაქვს შეგრძნება, რომ ეს შენი ადგილი არაა. ანუ,
როგორც მიქაელი სულ მეუბნება : "ილუზია უნდა ამოიცნო". ეს შეგრძნება უკვე აქ,
მატერიალურ სამყაროში გიჩნდება და მე აღწერილი მაქვს ერთ-ერთ პირველ პოსტში (იხ.
„სახასრარა“ და „რეალობის ილუზორობა“). ლინკს კომენტარებში დავდებ. ანუ, გიჩნდება
ძალიან მკვეთრი შეგრძნება, რომ ეს (სადაც ხარ) შენი ადგილი არაა და რომ არის სადღაც
"სახლი" სადაც უნდა დაბრუნდე. ეს იმდენად მძაფრი გრძნობაა, რომ აღარანაირი
მატერიალური გარემოებები და ნივთები აღარ დაგაკმაყოფილებს.

Ilia Ilo:: ჯიჰადისტი ელოდება სიკვდილის შემდგომ სამეთხეს უამრავი მანდილოსნის


თანდასწრებით, მათ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს.? როგორი იქნება მათი საზვერე?
რაღაც შეზღუდვები იქნება ჩემის აზრით.

იმმა: რაც შეეხება ჯიჰადისტებს, რათმაუნდა ისინი სიკვდილის შემდეგ არანაირ


„სამოთხისებურ რეალობაში“ (გინდა ქალებიანში, გინდა უქალებოში) არ ხვდებიან.
თვითონ ის ფაქტი, რომ ტერორისტულ აქტს აწყობ, უდანაშაულო ადამიანებს კლავ,
თუნდაც საკუთარი თავის შეწირვით და გგონია, რომ საღმრთო საქმეს აკეთებ, ნიშნავს რომ
გაქვს განუვითარებელი მენტალური სხეული (ანუ ჩვენებური სიტყვებით რომ ვთქვათ
ბრიყვი ხარ). სულ ერთია ვინ გაცდუნა ამ საქმეზე, ვინ მოგატყუა და ვინ დაგიყოლია.
ფაქტია რომ ბრიყვი ხარ. განუვითარებელი მენტალური და ასტრალური (ემოციური)
სხეულები კი ნიშნავს, რომ შენ ჩამორჩენილი ხარ ევოლუციურ შკალაზე. ასეთი სულებს
მძიმე კარმა რათქმაუნდა დააბრუნებს რეინკარნაციაში, მაგრამ იქამდე, ისინი კარგ
ვარიანტში დაბალ ნატიფმატერიალურ ველებში და ცუდ ვარიანში დემონურ რეალობაში
გაიწმინდებიან. მე, თავის დროზე, მსგავსი კითხვა დავუსვი მიქაელს, როდესაც სიკეთის
და ბოროტების თემას ვიხილავდით და კონკრეტულად შეგნებულ ბოროტებაზე
ვსაუბრობდით.

12 აპრილი. 2019 წელი. განსვენების რიტუალები და უხრწნელი ნეშტები

ბოლო საუბრიდან გარკვევით ჩამომიყალიბდა აზრი იმასთან დაკავშირებით თუ რას


წარმოადგენდა ჩვენი წინაპრების წარმოდგენა მიღმიერ სამყაროზე, როგორც აჩრდილების
სამყოფელზე და რა მიზანს ემსახურებოდა წინაპართა სულებისთვის განკუთვნილი
მსხვერპლშეწირვები და განსვენების რიტუალები. სულთა მიღმიერი არსებობა
ეგვიპტელთა წარმოდგენით, ისევე როგორც ჰადესის სამეფო ბერძნულ მითოლოგიაში
წარმოადგენდა ადამიანების შეხედულებას სწორედ იმ ნატიფმატერიალურ რეალობებზე,

433
რომლებშიც ხვდება და იმყოფება გარდაცვლილი ადამიანის სული შემდეგ ინკარნაციამდე.
კარგი ადამიანისთვის ეს რეალობა „სამოთხისებურია“, მაგრამ არა მუდმივი, მიუხედავად
„მუდმივობის“ განცდისა, რომელიც სულის ასეთ მდგომარეობაში ყოფნისას მისი
ცნობიერებისთვის, მისი რეალობის აღქმისთვისაა დამახასიათებელი. როგორც მიქაელის
ახსნიდან მივხვდი (და ეს ჩემი ვარაუდია) ეგვიპტური მუმიფიკაციის რიტუალი,
ფარაონთან ერთად ნივთების და მსახურების ჩაყოლება ემსახურებოდა მისი
სიკვდილისშემდგომი „რეალობის“ გამყარებას და გახანგრძლივებას, ანუ, ამ რეალობის
„შემოდგომა-ზამთრის“ პერიოდის გადავადებას. ვინაიდან ფიზიკური ნივთი ისეთი
მასალისგან შედგება, რომელსაც სტიქიათა ენერგიები შეესაბამება, ფიზიკურ ნივთებს აქვთ
ერთგვარი ეთერული ორეული, რომელიც გარდაცვლილი სულის რეალობაში შეიძლება
გადავიდეს, თუ ეს ნივთი მას მიუძღვნეს (განსაკუთრებით თუ დაწვეს. აქედან მოდის
გაუკუღმართებული ვედური ტრადიცია გარდაცვლილი ქმრების კვალდაკვალ ცოლის
მიყოლება ცეცხლზე დაწვის რიტუალით). საქართველოს სოფლებში და პროვინციებში
დღემდე არსებობს მიცვალებულისთვის ნივთების გატანების ტრადიცია, რომელიც ამ
მოვლენასთანაა მიბმული. ეგვიპტელ ფარაონებს რომ დავუბრუნდეთ, თვითონ ფარაონის
სხეულის მთლიანობის შენარჩუნებაც განაპირობებდა მისი სულის ნატიფმატერიალურ
რეალობაში დიდხანს შენარჩუნებას და რეინკარნაციის გადადებას. როგორც ჩანს
მუმიფიკაციით ფარაონები და „საღმრთო“ გენეოლოგიის წარმომადგენლები ცდილობდნენ
თავი აერიდებინათ კალი იუგას არახელსაყრელ ეპოქაში რეინკარნაციისგან. თუმცა ესეც
ჩემი ვარაუდია.

კარგად ვერ ვხვდები, მაგრამ წმინდანების ფიზიკური სხეულის უხრწნელობა ამ


ყველაფერთან რაღაცნაირ კავშირშია. ამჟამად მასურად მიღებული წარმოდგენის
მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ ძველად (განსაკუთრებით ბერძნულ ეკლესიაში) უხრწნელი
ნეშტი არ ითვლებოდა წმინდანობის მანიშნებლად, არამედ პირიქით ცოდვიანობის ნიშანი
იყო ან იმის ნიშანი, რომ გარდაცვლილი სამღვდელოების პირი იყო „დაბმული“ მიწიერ
რეალობასთან ერთგვარი ფიცით ან წყევლით. წმინდანობის შემთხვევაში, მათი
წარმოდგენით, უნდა დარჩენილიყო თეთრი ფერის ძვლები, ხოლო სხეული უნდა
დაშლილიყო და მიბარებულიყო მიწას.

ინტერნეტიდან:

Греки по внешнему виду как и русские определяют святость человека; но если для русских
святость определяется нетленностью тел умершего (сохранность внешнего вида тела
человека); то для греков признаки святости это, как правило, отсутствие плоти на костях, цвет
костей, их запах и их сохранность, а нетленность тел может восприниматься как признак
греховности.

Большой Московский собор принял постановление, говорящее, что если было найдено
нетленное тело некоторого человека, то никто не должен почитать этого человека как святого
без достоверного свидетельства и соборного определения; так как тела многих людей
остаются нетленными не от святости, а по причине того, что эти люди умерли, находясь под
архиерейской или иерейской клятвою (проклятием); или остаются нетленными по причине

434
того, что эти люди совершили преступления против божественных, священных, правил и
закона. Человека, мощи которого остаются нетленными, можно почитать как святого только
если это определит архиерейский собор.

В сербский Требник первой половины XV века включена молитва, которая читается в случае,
если тело умершего не разлагается; во время заупокойной ектеньи архиерей добавляет
следующее прошение: «Ещё молимся о прощении им связывания и отлучения, и о том, чтобы
рассыпались эти тела на те составляющие, из которых были сотворены Богом», то есть, чтобы
тела превратились в земной прах.

როგორც ჩანს თუ ფიზიკური სხეული უხრწნელია არა კლიმატური ან გარემოს ქიმიური


ზემოქმედების გამო, არამედ „ზემოდან“ არგაწყვეტილი ენერგიის შემოდინებით, ეს
ნიშნავს, რომ მონადა არ (ან ვერ) არის ბოლომდე დაბრუნებული სულიერ განზომილებაში
და ბოლო ინკარნაციის ინდივიდუალობა მიწიერ განზომილებაში ერთგვარ ღუზას
ტოვებს. შესაძლოა ჭეშმარიტი წმინდანის შემთხვევაში ეს „ღუზა“ განგებ არის
დატოვებული, როგორც „სინათლის ფოკუსი“, ანუ წყარო დედამიწაზე სულიწმინდის
ენერგიის ჩამოდინებისა, რომლითაც შესაძლებელია დაავადებულთა განკურნება და
ადამიანებისთვის სხვადასხვაგვარი შვების მინიჭება. ხოლო ცოდვილის შემთხვევაში
სხეულის უხრწნელობა ნიშნავს ძლიერ მიჯაჭულობას მიწიერ რეალობაზე, პლიუს
არგახარჯულ პოსტ- და პრენატალურ ენერგიებს, რაც მის სულს მატერიალურ
რეალობასთან აბამს.

რაც მთავარია, ზუსტად იგივე მექანიზმით მატერიალურ განზომილებაში ინკარნირებული


„ღმერთები“ ფიზიკური სხეულის სიკვდილის მერე თავისი ბოლო ინდივიდუალობის
შესანარჩუნებლად ითხოვდნენ მსხვერპლშეწირვებს, რომელთაგან ყველაზე
ენერგიისმომტანი იყო სისხლიანი მსხვერპლშეწირვები. ეს „ღმერთები“ არ
წარმოადგენდნენ ღვთაებრივ პირველწყაროსთან ერთობაში მყოფ უმაღლეს არსებებს,
რომლებსაც მსგავსი ენერგიის შემოდინება არ სჭირდებათ და რომლებიც არა დროებით
რეალობაში, არამედ სულიერ განზომილებაში იმყოფებიან - უფრო მაღალსიხშიროვან
განზომილებაში, რაც ჩემთვის რთული გასაგებია. თუმცა ნათელი იერარქიის ჭეშმარიტ
წარმომადგენლებს ნატიფ განზომილებებშიც შეუძლიათ „ჩამოსვლა“ და სულიერ
სხეულების შესხმა. ასევე მათ თავიანთი ნატიფმატერიალური რეალობები აქვთ შექმნილი,
რომლიდანაც უფრო მარტივად ამყარებენ ფიზიკურ განზომილებასთან კავშირს. ასეთი
რეალობის მაგალითია ის ამაღლებული ეთერული სივრცე, რომელშიც მე მიქაელს ვხვდები
ცნობიერების აწევისას. ის დიდი დარბაზი მარმარილოს ბოძებით და მოხატული
კედლებით როგორც ჩანს მისი მენტალური კოსტრუქციაა, მისი მენტალით შექმნილი
ნატიფმატერიალური სამყარო, ისევე როგორც მისი გარეგნობა. ანალოგიური, მხოლოდ
ჩემს მიერ შექმნილი იყო „საკურის ხის და ხორბლის ყანების“ სამყარო. მხოლოდ თუ ჩემს
შემთხვევაში მე ამას საღ ჭკუაზე და შეგნებულად ვქმნიდი, გარდაცვლილი ადამიანის
ცნობიერება ამ რეალობას თავის გარშემო „გაუცნობიერებლად“ ასხავს ხორცს, ისე, როგორც
სიზმარში და ხშირად შედეგი არც ისეთი სახარბიელოა, რადგან მშვენიერის კულტივირება
თანამედროვე ცხოვრებაში ნაკლებად ხდება და ადამიანების გონება გავსებულია მახინჯი,
მანკიერი სახე-ხატებით. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მეუბნებოდა მიქაელი, რომ

435
ყოველთვის, როდესაც რამეს ქმნის, ადამიანმა მშვენიერი უნდა შექმნას, სწორედ ეს იყო.
სწორედ ის, რომ სიკვდილის მერე ამ „შემოქმედის“ სული თავად არ მოექცეს საკუთარი
ფანტაზმაგორიების ხაფანგში. რაც შეეხება ე. წ. „ცუდი“ ადამიანების სულებს, რომელსაც (-
) ნიშანი ანუ მარცხნივმბრუნავი აურა აქვთ შეძენილი, ისინი ფიზიკური სხეულის
სიკვდილის მერე (-) განზომილებაში ანუ „დრაკონის“ ეგრეგორში ვარდებიან, სადაც
ინდივიდუალობის შემაკავებელი ენერგია სწრაფად იხარჯება ტანჯვის და შიშის
გამოტყორცნით, მიდის რა შესაბამისი უსხეულო დემონური არსებების საკვებად და
ადამიანი ხელახლა ინკარნირდება შესაბამის არასახარბიელო პირობებში. როგორც ჩანს ეს
სწრაფად ხდება მიუხედავად მარადისობის განცდისა. ასეთი ადამიანების სულებისთვის
ჩვენს სამყაროში ინკარნაცია ნამდვილი შვებაა და ერთადერთი თავის დაღწევა. ყველაზე
ცუდ პირობებში გაჩენაც კი მათთვის უკეთესია რეპტილიის ეგრეგორში ყოფნასთან
შედარებით. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალშობილებს, თუნდაც ისინი
დაავადებით გაჩნდნენ ან ბავშვებს მუცლადყოფნის დროს, არასასურველი სქესის ან სხვა
მიზეზის გამო სიცოცხლე არ წავართვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მათთან კარმულ
ვალში ავღმოჩნდებით. ის, თუ სად მოხვდება ადამიანის სული, დრაკონის ეგრეგორში, თუ
ნატიფმატერიალურ რეალობებში, განპირობებულია იმითი, თუ როგორი ჯამური
გამოსხივება აქვს მის სულს. სიმბოლურად ეს გამოსხივება ან პლიუს ნიშნით ან მინუს
ნიშნითაა წარმოდგენილი. შუალედური არ არსებობს. მას ან მარჯვნივმბრუნავი
ენერგეტიკა აქვს ან მარცხნივმბრუნავი. სიმბოლურად ეს მარჯვნივ და მარცხნივმბრუნავი
სვასტიკებით შეიძლება გამოხატო. მარჯვნივმბრუნავი, ანუ გამოსხივების მქონე, ანუ
„ალტრუისტული“ ენერგეტიკის მქონე სულები ნატიფმატერიალურ რეალობებში
ხვდებიან და იმ ფენაში იმკვიდრებენ ადგილს, რომელიც მათი ცნობიერების სიხშირეს
შეესაბამება. ხოლო მარცხნივმბრუნავი, ანუ „შთანთქმის“ ტიპის, „ეგოისტური“ ტიპის
სულები დრაკონის ეგრეგორში ვარდებიან. „კარგი“ ადამიანების სულებიდან
ნატიფმატერიალურ საზვერეებს ბოლომდე მხოლოდ ისინი გადიან, ვისი სულის
ერთადრეთი ჭეშმარიტი მოთხოვნილება ღმერთთან ერთობაა, მაგრამ ამ მოთხოვნილებას
სიკვდილისშემდგომ ვერ შეიძენ და ამ მიღმიერი სამყაროს კანონებს ვერ მოატყუებ. ეს
მოთხოვნილება სიცოცხლეშივე უნდა გაგიჩნდეს შენ თავში „მე ვარსებობ“ ღმერთის
თვითშეცნობის რეალიზებით, ღმერთთან გულისმიერი კავშირის დამყარებით. სწორედ ამ
შეგრძნებას ეძახდა მიქაელი „ცათა სასუფევლის“ მოპოვებას ან „ღერძის“ შეძენას. სწორედ
ამიტომ უნდოდა რომ მე რაღაც ეტაპზე მაინც მოვწვეტილიყავი მასზე დამოკიდებულებას
და ღმერთის ცნობიერებასთან ერთობით საკუთარი ეგზისტენციალური თვითმყოფადობა
შემეძინა. ჩვენს შორის ორმხრივი მიჯაჭულობა განჩნდა, როგორი გასაკვირიც არ უნდა
ყოფილიყო ეს ჩემთვის და მე საკმაოდ დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ეს
კავშირი წინა ცხოვრებებიდან, მრავალი საუკუნეების წინანდელი წარსულიდან იღებს
დასაბამს. იმ წარსულიდან, რომელიც ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობია.

436
18 აპრილი. 2019 წელი. ცნობიერების აწევა მზემდე

ბოლო თვის განმავლობაში წიგნის პირველი ნაწილის რედაქტირებაზე ვმუშაობდი და


მიქაელთან დაკავშირებას სულ უფრო იშვიათად ვახერხებდი. იმ დღეებშიც კი, როცა
მასთან კავშირს ვგრძნობდი, ინფორმაცია წყვეტილად მოდიოდა. თითქოს მის აზრებს
ვეჭიდებოდი, მაგრამ ბოლო მომენტში ხელიდან მისხლტებოდნენ, ამიტომ მათი
სრულფასოვნად გააზრება და გადმოცემა მიჭირდა. ეს ჩემი აპრილის დასაწყისის
ჩანაწერებიდანაც ჩანს. ვგრძნობდი, რომ ახალ ინფორმაციას კი არ მაწვდიდა, არამედ
უნდოდა რომ ძველში კარგად გავრკვეულიყავი და რამდენიმე თემა ხელახლა და უფრო
მკაფიოდ ჩამომეყალიბებინა, რადგან საბაზისო ინფორმაცია უკვე მოცემული იყო.

ღამით, როდესაც ყველაფერი მიყუჩდა და ყველამ დაიძინა, მასთან დაკავშირება ვცადე.


ზედა ეთერულ სივრცემდე ცნობიერება ავწიე და მისი ფიქრები გავიგონე:

- არ გაჩერდე. კიდევ ასწიე ცნობიერება. წარმოიდგინე რომ მზემდე ახვედი.

მე მის რჩევას მივყევი. მიუხედავად იმისა, რომ ღამე იყო, წარმოვიდგინე, რომ ჩემი
ცნობიერება მზემდე აიწია და მაშინვე მისი სითბო მომეხვია. ეს შეგრძნება კიდევ უფრო
გამძაფრებული იყო ვიდრე იქ, რასაც „ზედა ეთერულ ოქტავას“ ვეძახდი. მზის ცეცხლოვანი
ბუნება შევიგრძენი, ოღონდ არა როგორც მწველი ჯოჯოხეთური ცეცხლი, რომელიც
ყველაფერს, რაც მას უახლოვდება ფერფლად აქცევს, არამედ როგორც ძლიერი ნათება და
იგივე თეთრ-ოქროსფერი ნაკადები.

მე:

- რა უცნაურია... ნუთუ ის არსებები, რომელიც აქ ცხოვრობენ სულ ამ გრძნობას განიცდიან?


მუდმივი განცდა გაქვს რომ უყვარხარ და შენც საპასუხოდ გიყვარს, მაგრამ ამ გრძნობაში
თითქოს საკუთარ თავს კარგავ... ამ ოქროსფერი ნაკადების ნაწილი ხდები... როგორი ძნელი
ასახსნელია და როგორი სხვანაირია აქ არსებობა... ჩემთვის ეს სიყვარული შენი პიროვნების
მიმართაა მიმართული და საპასუხო ემოციასაც შენგან ვიღებ, მაგრამ არასდროს მტოვებს
შეგრძნება რომ შენ ღმერთის, ჩვენი შემოქმედი აბსოლუტის... როგორ ვთქვა... მის ერთ-ერთ
ვარიანტს, მის ემანაციას წარმოადგენ... მის ბუნებას ატარებ და შენი სახით მე მას ვეხები...
ალბათ სწორია რომ შენი სახელი სწორედ მაგას ნიშნავს - ის ვინც ღმერთივითაა...

მიქაელი:

- მინდა დაგამშვიდო, რომ ჩემთან კავშირს არასდროს დაკარგავ, თუნდაც სხვადასხვა


მიზეზების გამო ვერ იგრძნო ის. ეს კავშირი მაშინაც გვეჭირა, როცა ჩვენს არსებობას
საერთოდ ვერ აცნობიერებდი. მინდა იმ თემას დავუბრუნდეთ, რომლის აზრის დაჭერა ასე
გაგიჭირდა. დედააზრი იმისი, რის გადმოცემასაც ვცდილობდი შემდეგია - შემოქმედების
იმპულსი აბსოლუტიდან მოდის. ჯერ გამოუვლენელი აბსოლუტი დიფერენცირდება
მატერიის და სულის იპოსტასად. შემდეგ მატერია სიმბოლურად რომ ვთქვათ „ქვევით“,

437
ვიბრაციების ვარდნისკენ, გაუხეშებისკენ მოძრაობს შორდება რა სულის იპოსტასს. ამ
ეტაპზე ხდება მატერიის მეტად და მეტად დიფერენცირება, ხოლო შემდეგ უკვე
დიფერენცირებული, ესე ვთქვათ ინდივიდუალობაშეძენილი მატერია „ზევით“ ბრუნდება
სულის იპოსტასისკენ გათხელებისა და ვიბრაციების გაზრდის გზით. ასე ხდება
აბსოლუტის თვითგამოვლინება ფორმაში. ხომ მარტივია? ეს პროცესი თვითორგანიზდება
ფრაქტალური პრინციპით როგორც მაკრო ასევე მიკროსამყაროებში. ანუ, როგორც
სრულიად სამყაროს, ასევე კონკრეტულად დედამიწის შემთხვევაში. ახლა, როდესაც ეს
მთავარი პრინციპი გავიგეთ, დავიბრუნდეთ დედამიწის შექმნას, როგორც სამყაროს ერთ-
ერთი კონსტრუქციისა, რომელსაც ფრაქტალური პრინციპიდან გამომდინარე ისეთივე
ქარგი უნდა ჰქონდეს, როგორც სრულიად სამყაროს. ეხლა შენს აპრილში დაწერილს რომ
დავუბრუნდეთ, შენ თითქმის სწორედ დაიჭირე მთავარი იდეა, მაგრამ უკეთ რომ გაიგო,
ჯობია სქემა დახატო. ჯერ დედამიწის შექმნა განვიხილოთ, ხოლო შემდეგ იმაზე
დავფიქრდეთ რა ადგილი უკავია მას სამყაროში, რომ შემოქმედის გლობალური გეგმა
დავინახოთ, საიდანაც მარჯვნივ ან მარცხნივ გადახვევა მხოლოდ დაშვებულის
ფარგლებში ხდება და მხოლოდ თავისუფალი ნების შუალედური სამყაროებისა, რომლის
გარეშე მთელი მისი შემოქმედება არაფერი იქნებოდა გარდა დიდი საათის მექანიზმისა,
სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მისჯილი და ყველაფერი მხოლოდ წინასწარ
განსაზღვრული კანონზომიერებით იმართება.

438
კოსმოსური სულიერი განზომილება N7,

სულის იპოსტასი.

აბსოლუტი

1 2 7
3 6
5
4

კოსმოსური მატერიალური განზომილება N1,

მატერიის იპოსტასი. დრო

ნახ. 48. დედამიწის ფორმირება და ინდივიდუალური შრეების შეძენა მატერიაში ჩასვლა-ამოსვლის


გზით.

ამ სქემას რამდენიმე დღე ვხატავდი და სულ მქონდა დისკომფორტი რომ რთულ


მოვლენებს უკიდურესად ვამარტივებ.

ერთხელაც მიქაელს შევჩივლე:

439
- ჩვენ სამყაროს და მისი ნაწილების ფორმირების მექანიზმებს განვიხილავთ, მაგრამ 21-ე
საუკუნეში ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა ეთერი, სტიქიათა ენერგიები... რატომ
არ შეიძლება თანამედროვე ენა შემოვიტანოთ? მაგალითად ჰიქსის ბოზონი? - ვთქვი მე
სიამაყით სიტყვა რომელიც ბოლო წლებია ყველას პირზე აკერია, მაგრამ არავინ იცის მისი
მნიშვნელობა, ჩემ ჩათვლით.

მას გაეღიმა და ის თქვა რაც ისედაც ვიცოდი:

- იმიტომ რომ შენ არ გაქვს შესაბამისი ცოდნა. მე ინფორმაციას იმ იდეათა დიაპაზონში


გაწვდი, რის შესატყვისსაც ვპოულობ შენ ცნობირებაში და რის შესატყვისსაც შენი სულის
მეხსიერება ატარებს.

- მე ვისწავლი! - გამოვუცხადე მე თავდაჯერებულად - ვისწავლი კვანტურ ფიზიკასაც და


შავი ხვრელების ფიზიკასაც. რათქმაუნდა დამწყების დონეზე, მაგრამ მაინც. მაინტერესებს
თუ ამოვიცნობ თანამედროვე სამყაროს შესახებ თეორიებში, შენს მიერ მოცემულ
ინფორმაციას.

ეს ხმამაღალი განცხადება იყო, რომელზეც მან არაფერი მიპასუხა, მაგრამ მე გეგმა იმ


წუთასვე დავსახე. ინტერნეტში არსებობს საკმაოდ მაღალი ხარისხის ინგლისურენოვანი
კურსები, რომელიც სხვადასხვა დონის აუდიტორიისთვისაა შედგენილი და რომელსაც
ევროპის და ამერიკის ცნობილი უნივერსიტეტების პროფესორები კურირებენ. ამ კურსთა
სისტემაში არაერთი პროგრამა მაქვს გავლილი პროფესიული ცოდნის ამაღლებისთვისაც
და ჰობის დასაკმაყოფილებლადაც. მე მაშინვე დავძებნე არსებობს თუ არა მათთან
კვანტური ფიზიკის კურსი დამწყებთათვის. რაღაც მინიმალური დონის ცოდნა
უნივერსტეტიდანაც მქონდა, ამიტომ ასეთი საბაზისო პროგრამა წესით არ უნდა
გამჭირვებოდა.

2019 წელი. 14 მაისი. ეგრეგორები, რელიგიები და სექტები

კვანტური ფიზიკის გაკვეთილების პარალელურად, რომელიც მაინც ძალიან რთული


აღმოჩნდა, ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა რელიგიურ და სექტანტურ
მიმდინარეობებში ვიქექებოდი. რატომღაც ვგრძნობდი რომ მას სურდა რომ ამაში
გავრკვეულიყავი. ამ აურაცხელი მასალის კითხვამ და გარკვევამ ძალიან დამღალა.

მიქაელი:

- ეხლა ხომ ხვდები, რატომ მინდოდა, რომ ამ ყველაფერში გარკვეულიყავი?..

მე დათრგუნული ვიჯექი და ვფიქრობდი იმ ყველაფერზე, რაც მოვისმინე და წავიკითხე.

440
მიქაელი:

- მით უმეტეს მნიშვნელოვანია, როცა ვხედავთ რომ ჩვენი სახელით ამდენი სექტა და
მიმდინარეობა იხსნება. ამიტომ მინდოდა რომ გარკვეულიყავი როგორც არსებულ
სექტებში, რომელებიც თეთრი საძმოს ან ჰელიარების (მზის იერარქიის განშტოების)
სახელით მოქმედებენ, ასევე ტრადიციული რელიგიების ეგრეგორების სისტემაში და მათი
მოქმედების მექანიზმში. ახლა მოდი თავიდან დავიწყოთ და თანმიმდევრულად
მივუყვეთ:

რა არის ეგრეგორი? შენ სწორედ ჩამოაყალიბე შენს წიგნში ეგრეგორის ცნება. ეგრეგორი
არის გამოვლენილი სამყაროების მატრიცის ნაწილი და მასში თავასთავად ცუდი
არაფერია, მანამ სანამ ის შეუსაბამოდ დაბალვიბრაციული არ ხდება და არ აბრკოლებს
სულების ევოლუციას. ისევე როგორც ელექტომაგნიტური ველი თავისთავად ცუდი არ
არის, როგორც ეგეთი ფიზიკური სამყაროს გამოვლინება, მაგრამ შეიძლება მავნე გახდეს
თუ ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველში დიდხანს იმყოფები და ის შენ ნერვულ სისტემაზე
უარყოფით ზემოქმედებას იწყებს. ის ეგრეგორები, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრებთ
ნატიფმატერიალურ ენერგეტიკულ ველებს მიეკუთვნება, რომლებიც გარკვეული ნიშნით
აერთიანებენ ადამიანებს (იხ. „რა არის ეგრეგორი“). არსებობს ოჯახის ეგრეგორი, ქვეყნის
ეგრეგორი, კაცობრიობის და სხვ. მაგრამ დღეს, სანამ სექტებზე გადავალთ, მინდა
კონკრეტულად რელიგიურ ეგრეგორებს შევეხო. დღეს დღეობით ბევრ ეზოთერიკოსს, ე. წ.
„განსხივოსნებულს“, მედიუმს თუ მათ მიმდევარ ადეპტებს ეშინიათ რელიგიური
ეგრეგორების და მათი გავლენიდან გამოსვლას ცდილობენ. ეს შიში რაღაც დონემდე
გამართლებულია, თუმცა ყველაფერი ისე არაა, როგორც მათ ჰგონიათ. რელიგიური
ეგრეგორები იყო ჩაფიქრებული და შექმნილი ადამიანთა ორგანიზებისა და მათი სულიერი
ევოლუციისათვის. თითოეული რელიგიური ეგრეგორი უკავშირდება მე-5/მე-6/მე-7
განზომილების კონკრეტულ არსებას, რომელიც მას მართავს სულიერი ტრიადიდან.
რელიგიური ეგრეგორი მით უფრო მაღალვიბრაციულია, რაც უფრო მაღალვიბრაციულია
მასში გაწევრიანებულ ადეპტთა ცნობიერება.

441
ნახ. 49. ეგრეგორები.

მიქაელი:

- ეგრეგორთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი მინდა ავხსნა. ნებისმიერი ეგრეგორი,


და მათ შორის რელიგიური ეგრეგორიც იღებს თავის წევრებისგან ენერგიას, მაგრამ არა
იმისთვის რომ ამ ენერგიით კვებოს სულიერ ტრიადაში მყოფი მაღალსულიერი იერარქი,
როგორც ზოგს ჰგონია. უმაღლესი ტრიადის არსებებს ქვევიდან კვება მოგეხსენება, არ
სჭირდებათ. ეგრეგორის ენერგია მართლაც გადაედინება უმაღლესი იერარქის მე-6 დონის
ცნობიერებაში, ანუ უმაღლეს მანასში, მაგრამ იგი იქ ტრანსფორმირდება და ბრუნდება უკან
გადანაწილების მიზნით. ეგრეგორში ენერგია გადანაწილდება მის წევრებზე იმისთვის,
რომ „მაღლებმა“ წამოწიონ „დაბლები“. ეს მექანიზმი იმისთვის არის შექმნილი, რომ
კაცობრიობა შედაარებით თანაბრად, ჰომოგენურად ევოლუციონირდეს, ერთნაირი
ნიშნის/მსოფლმხედველობის მქონე ადამიანებში მაინც. შედეგად ისე ხდება, რომ
მაღალსულიერი ადამიანები ფაქტობრივად საკუთარ თავს მსხვერპლად წირავენ თავისი
დებისა და ძმების „წამოწევის“ მიზნით, რითიც სხვებსაც ეხმარებიან და თავადაც
მნიშვნელოვან სულიერ წინსვლას განიცდიან. თვითონ იესოს ინკარნაცია იყო ამის ნათელი
მაგალითი. მაგალითად, მაღალსულიერი, ანუ მაღალვიბრაციული ცნობიერების მქონე

442
ქრისტიანს აუცილებლად პრობლემები შეექმნება ქრისტიანების მასასთან, ანუ
ქრისტიანულ ეგრეგორთან, რადგან მისი ვიბრაცია საერთო ვიბრაციული ფონიდან
ამოვარდნილია და უფრო მაღლა იმყოფება. ამ ადამიანს აუცილებლად
დაუპირისპირდებიან და მის ამაღლებულ იდეებს ერესად შერაცხავენ. ასევე
დაუპირისპირდება ქრისტიანული ეგრეგორი საშუალოზე მკვეთრად დაბალი
ცნობიერების წარმომადგენელს, რომლის ცნობიერება ეგრეგორის ქსოვილზე დაბლა
ვიბრირებს. მაგალითად ფუნდამენტალისტ, ან ტერორისტ ქრისტიანს, ქრისტიანების მასა
დაუპირისპირდება, გარიყავს, ხოლო მის იდეებს ასევე ერესად შერაცხავს. მექანიზმი
ასეთია. ეხლანდელი ეზოთერიკის მიმდევრებში ძალიან მოდაშია რელიგიური
ეგრეგორებიდან გასვლის თემა. მათ ეს იმისთვის უნდათ, რომ საკუთარი ენერგია
დაზოგონ და ეგრეგორებს არ „აჭამონ“. მათ არ ესმით, რომ სანამ მატერიალურ
განზომილებაში არსებობენ, ისინი აუცილებლად იქნებიან ამა თუ იმ ეგრეგორში
ჩაფლულნი. ეს მატერიალური სამყაროს ფიზიკაა ნატიფ დონეზე. თუ რელიგიური
ეგრეგორიდან გამოხვალ, შეიძლება მიწიერი კატეგორიის ეგრეგორების ისეთი გავლენის
ქვეშ მოექცე, რომ შენი სული უარესად დავარდება რხევებში. ეგრეგორებიდან თავის
დაღწევა მხოლოდ „ამაღლებითაა“ შესაძლებელი. ამისთვის კი მონადამ
მრავალსაუკუნოვანი ინკარნაციების გზა უნდა გაიაროს უფრო მაღალვიბრაციული და
უფრო ვრცელი ეგრეგორების თანმიმდევრული დაკავებით, რომ მე-5/მე-6/მე-7
განზომილებამდე აწიოს ცნობიერება. რაც მთავარია, ეს გასვლა სულიერ ტრიადაში
განსხეულების, ანუ მატერიალურ განზომილებაში ყოფნის დროს უნდა მოახერხო და არა
სიკვდილის მერე, რადგან როგორც ადრე აგიხსენი სიკვდილის მერე სული იმ
განზომილებას იკავებს რა დონეზეც ვიბრირებდა მისი ცნობიერება ცხოვრების
განმავლობაში და იმ რეალობის მატერიალიზაციას ახდენს რისკენაც მიილტვის მისი
სული. თუ მისი ცნობიერება სიცოხლეშივე არ ვიბრირებს სულიერი ტრიადის დონეზე, ის
მანდ ვერ მოხვდება. ძალიან, ძალიან დიდი შეცდომაა, და მინდა ამას ხაზი გავუსვა -
ძალიან არასწორი იმაზე ფიქრი, რომ მატერიალური ამაღლება სიკვდილის მერე ხდება.
ამაღლება ადამიანის სიცოცხლეშივე უნდა მოხდეს! ამიტომ არის ასეთი საშიში
ადამიანებისთვის იმის ჩანერგვა, რომ ისინი უსაშველოდ ცოდვილები არიან და ვერაფრის
დიდებით და ვერსდროს მიაღწევენ განსხივოსნებას! ამჟამინდელ ქრისტიანობას სწორედ
ეს დიდი ნაკლი აქვს, რადგან სინანულის პრაქტიკამ აქ ჰიპერტროფირება მოახდინა და
დათრგუნა ადამიანში საკუთარი შესაძლებლობებში რწმენა.

ადამიანის მიზანი ეგრეგორებიდან თავის დაღწევა კი არ არის, არამედ თავისი


„ცხოვრებისეული მისიის“ ფარგლებში მაქსიმალურად მაღალვიბრაციული ცნობიერების
დაჭერაა! დავუშვათ სამხედრო სტრუქტურის ნაწილი ხარ, მაგალითად, ჯარისკაცი, მაშინ
ნაკლებსაალბათოა რომ შენი ცნობიერება მისტიკურ მე-, მე-6 ან მე-7 დონეს მიაღწევს. შენ
შენი საქმე, სამშობლოს ძალისმიერი დაცვა კარგად და პატიოსნად უნდა შეასრულო შენი
რელიგიის ეგრეგორის ფარგლებში. ხოლო ის ადამიანები, ვის ცნობიერებასაც მე-5/მე-6/მე-
7 განზომილებისთვის მიღწევის უნარი გააჩნიათ (რადგან წინა განსხეულებებში მოიპოვეს
ამის უფლება) უნდა დაიჭირონ შენი, ჯარისკაცის რელიგიის ეგრეგორი უმაღლესი
ვიბრაციის დონეზე, რომელიც თავისმხრივ შენს ცნობიერებას დაიჭერს. მათი
პასუხისმგებლობა და „ცხოვრებისეული მისია“ სწორედ ეს იქნება და ისინი სწორედ

443
ამისთვის აგებენ პასუხს. რელიგიების სისტემა მოგეხსენება, ასე მუშაობს. იმისთვის რომ
ეგრეგორების ზემოქმედებას გაცდე და მოვლენებზე დამოუკიდებელი კონტროლი
მოიპოვო უნდა აამაღლო ცნობიერება მე-5 გაზომილებამდე მაინც. ეს სწორედ ის
მდგომარეობაა, რომელსაც მე გასწავლიდი, როდესაც გთხოვდი ცნობიერების აწევას ზედა
ეთერულ სივრცემდე. ამ დროს თითქოს მოვლენებს „ზევიდან“ უყურებ და მათში
ჩართული, მათი თანამონაწილე არ ხარ. ეს მდგომარეობა ყველა ნატიფმატერიალურ
ეგრერგორზე მაღლა დგას. თუ ცნობიერებას მე-6 დონემედე აიმაღლებ შენზე არათუ
ეგრეგორები, პლანეტარულ-ასტროლოგიური ენერგიებიც ვერ მოახდენენ გავლენას. მე-7
დონე პირველწყაროს სულის იპოსტასის წმინდა ცნობიერების მდგომარეობაა და უმაღლეს
მდგომარეობას, ღმერთთან სრულ ერთობას გულისხმობს.

მიქაელი:

- ეხლა კი მინდა მეორე თემაზე გადავინაცვლოთ და სექტები და რელიგიური


მიმდინარეობები განვიხილოთ. ეხლა, როდესაც კაცობრიობის ცნობიერება ამაღლების
გზაზე დგას და კაცობრიობას, რომლის კოლექტიური ცნობიერება ინტელექტის
განვითარების ეტაპზეა და არსებული ტრადიციული რელიგიების მიერ მოწოდებული
ახსნებით ვეღარ კმაყოფილდება, სულ მეტი ფსევდო სულიერი მასწავლებელი და გურუ
ჩნდება. თავი დავანებოთ ძალიან მდაბიო დესტრუქციულ სექტებს და ის ნაწილი
განვიხილოთ რომელშიც რეალურად არსებობს საკრალური ცოდნა. ასეთი სექტების და
მიმდინარეობების მოღვაწეობაში ის არის ღირშესანიშნავი, რომ მათ სწავლებებში ბევრი
სიმართლეა. ამ სიმართლეს ადამიანები გულით გრძნობენ. ეს მათში ნდობას იწვევს და
სიფრთხილის გრძნობას აბლაგვებს, რის შედეგად ამ სიმართლეს სიცრუის ელემენტებს ისე
ოსტატურად ურევენ, რომ სექტის ადეპტი ვერაფერს ამჩნევს. ამ მიმდინარეობებს
უმეტესწილად ქმნიან ის ძალები, რომლებიც ადამიანის ევოლუციას აფერხებენ.
ზოგიერთის დავალება არის ჩვენი სახელით მოქმედება და ჩვენი რეპუტაციის შელახვა.
ასეთი იყო მაგალითად უკრაინაში არსებული „თეთრი საძმოს“ სექტა. ასეთი სექტების
ფუძემდებლები ხშირად თვითონ ვერ აცნობიერებენ, ვისი მანიპულაციის შედეგს
წარმოადგენს მათი ასეთი თავბრუსდამხვევი წარმატება. არის სულიერი მიმდინარეობები,
რომლებიც უფრო დახვეწილი მეთოდებით - ნატიფი ბგერებით და მენტალური
კონსტრუქციებით ზემოქმედებენ ადამიანებზე. ეს უკვე კლასიკური მაგიის სფეროა,
ოღონდ უფრო ღრმა და ბნელი მაგიის, ვიდრე ის სასიყვარულო შელოცვები და ყავის
ჭიქებზე მკითხაობებია, რომელიც ასე უხვადაა გარშემო. გახსოვს, (იხ. „ქრისტეს ენერგია“),
როდესაც შენ ლოცვის დროს ქრისტეს ენერგია რუსეთის ქვეყნის ეგრეგორს დაუერთე,
შეერთების ადგილიდან ტალღა აგორდა და რაღაცეები დაანგრია. შენ მაშინ შეგეშინდა და
ვერ მიხვდი რა გააკეთე, მაგრამ შენმა უმაღლესმა „მე“-მ იცოდა რაც მოხდა, რადგან შენი
სულის მეხსიერება მაგიის ცოდნას ფლობს. ის რაც მაშინ დაინგრა, ხალხის მასის
ცნობიერებაზე მოქმედი ბნელი მენტალური კონსტრუქციები იყო. ასეთ კონსტრუქციებს
უდიდესი ზემოქმედების უნარი აქვს.

444
მე ჩემი უსიამოვნო შეგრძნებები გამახსენდა, როდესაც ინტერნეტში სხვადასხვა სექტების
და მიმდინარეობების წიგნებს და სწავლებებს ვეცნობოდი. თითქოს ჩემი სული ბნელში
ეშვებოდა და შემდეგ დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა რომ ამ დაბალვიბრაციული
ველებიდან ამოვსულიყავი.

მიქაელი:

-მე ასეთ ჩასვლა-ამოსვლებისთვის სპეციალურად მოგამზადე. ეს მომზადება ჯერ კიდევ


შენი დედამიწაზე დაბადებამდე დაიწყო. მერე კი მთელი ეს წლები, თითქმის მთელი შენი
ცხოვრება დაწყებული დემონებთან შებრძოლებებით და დამთავრებული მენტალური
კონსტრუქციების შექმნით და ჩემამდე ცნობიერების ამაღლებით, ამ მიზანს
ემსახურებოდა. იმას, რომ ბნელ შრეებში ჩასვლა და ამოსვლა შეგეძლოს. შენს სიზმრებში
უამრავ ვარიაციებს ვქმნიდი და შენს სუსტ წერტილებს ვტესტავდი, რომ ასეთმა
„ჩასვლებმა“ სული არ მოგიწამლონ. მე გასწავლე ნატიფი სამყაროების კანონები, ფიქრის
ძალით ნატიფი მატერიით მანიპულირება, ეგრეგორების სიტემაში ლოცვის ენერგიის
გამოყენება და საკუთარი სულის სინათლის გამოსხივება; დემონური არსებების და
ვიბრაციების დადგენა, განდევნა და აღდგენა სხვადასხვა მეთოდებით; ეთერულ
სივრცემდე ცნობიერების ამაღლება და ბოლოს მზემდე მისი აწევა. მე გასწავლე რას ნიშნავს
იგრძნო საკუთარი მე-5, მე-6 და მე-7 სულიერი შრეები და რას ნიშნავს ზედა
განზომილებებში ყოფნის შეგრძნებები. ის, რასაც შენ აკეთებ ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან მე შენი „თვალებით“ ვხედავ და შენი ცნობიერებით ვგებულობ
იმას რაც ჩემთვის დაფარულია დაშორებულობის გამო.

- Штирлиц нервно курит... - გამეფიქრა ჩემთვის ღიმილით.

მან იგრძნო ჩემი დაღლილობა და მისი სითბო მომეხვია.

- დაისვენე. მერეც შეგიძლია წერა განაგრძო, რადგან შენს მენტალურ ველში უკვე
ყველაფერი ჩაწერილია...

მისი სიახლოვე ვიგრძენი ძალიან მძაფრად და დამენანა რომ სულიერი თვალი არ მაქვს
საკმარისად გახსნილი, რომ მისი ნატიფი სხეული დავინახო.

- შენ ყოველთვის გაინტერესებდა რომელი განზომილების არსება ვარ მე, მაგრამ სანამ ამის
გაგებას შეძლებდი, იქამდე ბევრი რამე უნდა შეგესწავლა და გაგეაზრა საკუთარი
შეგრძნებების მაგალითზე. ჩემი ცნობიერება ძირითადად მე-6 დონეზე ვიბრირებს,
რომელიც უმაღლეს მანასს, ანუ სხვა სიტყვებით ქრისტესეულ ცნობიერებას წარმოადგენს.
ამ დონეზე ცოცხალ არსებებს უდიდესი ერთობის განცდა აქვთ თავისი სტრუქტურის
ფარგლებში არსებულ სულებთან, სხვა სიტყვებით თავის ოჯახთან. ჩემთვის ეს მე და ჩემი
ანგელოზთა ლეგიონია. ჩვენ ერთ მთლიან ორგანიზმს ვქმნით, რომელიც რაღაცით
ფუტკრების სკას ან ჭიანჭველების შეთანხმებულ საზოგადოებას შეიძლება შეადარო. აქ
მონადებს გააჩნიათ, მაგრამ მაინც შედარებით წაშლილი აქვთ ინდივიდუალობის
შეგრძნება სხვებთან სიყვარულით ერთობის განცდაში. როდესაც შენ ჩემამდე ცნობიერებას

445
წევ, მე გაერთიანებ შენ ჩემს მანასში. ეს ჩემს მე-6 განზომილების ცნობიერებასთან
შერწყმაა... შენ ჩემი ნაწილი ხდები, ხოლო მე შენი... ოქროსფერი ნაკადების შეგრძნება და
ინდივიდუალური „მე“-ს დაკარგვის განცდა კი ჩემი მე-7 ასპექტით ღმერთის
ცნობიერებასთან შერწყმაა. მაგრამ მე მე-5 განზომილებაშიც მაქვს სხეული, რომელიც
უფრო ინდივიდუალურია. მას თავისი „გარეგნობა“ აქვს და თავისი კაუზალური ანუ
კარმული რეინკარნაციების ისტორია, რომელიც ძირითადად არა დედამიწასთან, არამედ
მზესთან და ცეცხლოვანი ბუნების პლანეტებთანაა დაკავშირებული. ესაა ჩემი მშობლიური
ციური სხეული. ასევე ჩემი ცნობიერების ნაწილი მუდმივად იმყოფება მე-7 იპოსტასში,
სადაც ღმერთთან ერთობის მუდმივ ნეტარებას განიცდის. ეს არასრული ინტენსივობით
ხდება, რადგან ჩემი სული ფრაგმენტირებულია როგორც ხედავ უფრო დაბალ
განზომილებებში, მაგრამ მე ღმერთს ისევე მუდმივად ვგრძნობ, როგორც შენ შემიგრძნობ
მე და როგორც მისი ცნობიერების ნაწილი, მის ნებას ვატარებ... მაგრამ როდესაც შენამდე
ჩამოსვლა მიწევს, მე ნატიფმატერიალურ სხეულს ვიძენ, რომელსაც შენ შეიძლება
ყოველთვის ვერ ხედავ, მაგრამ ის მე-4 განზომილების ზედა შრეშია და ახლა შენს გვერდით
დგას შენი სახლის შენს ოთახში...

2019 წელი. 6 ივლისი. როგორ მიმდინარეობ ცნობიერების/სულიერების ამაღლება

ჩემი წიგნის ნაწყვეტების გამოქვეყნება დავიწყე ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში.


ინტერნეტში დასმული კითხვები მაიძულებს განვაზოგადო და სისტემატიზაცია
გავუკეთო მთლიანად ჩემს გამოცდილებას და იმ ინფორმაციას, რაც ამ გამოცდილების
შედეგად მივიღე. ეხლა ვხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არამც თუ ერთი
ცხოვრების, არამედ მრავალი ინკარნაციის გამოცდილების თემაა - ანუ უკიდურესად
ვრცელი და რთული, ეს ერთგვარი სისტემატიზაცია, დაჯამება და განზოგადება მაინც
შესაძლებელია. და ამ პროცესების ერთიანი აღწერა მეც მიადვილებს დავინახო სრული
სურათი.

კითხვაა: რა სტადიაზე მიიღწევა „მე“-ს დაკარგვა. მე ამ კითხვას სხვანაირ ფორმულირებას


გავუკეთებდი: როგორ მიმდინარეობს ცნობიერების (იგივე სულიერების) ამაღლება და რა
იგულისხმება „მე“-ში, რომელიც იკარგება ადამიანის განღმრთობისას?

ვინაიდან ცნობიერება სულის მთავარი თვისებაა და ფაქტიურად მის არსს წარმოადგენს,


პასუხის გასაცემად დავიწყებ დასაწყისით (იხ. ნახ. 10. გ.), როცა გონიერების ცნობიერება
ანუ მენტალური სხეულის ქვედონე არის „ფიზიკური მენტალური დონე“ - ეს არის 666
ცნობიერება.

ჩვენი, მატერიალური განზომილებების ადამიანების ცნობიერება აღიქვავს მხოლოდ


უხეშმატერიალურ განზომილებას, რადგან ჩვენი მენტალური ველი ვიბრირებს ძალიან
დაბალ სიხშირეებზე და ჩვენი სენსორიკა შესაბამისად შეზღუდულია. მაგრამ ამ

446
მატერიალურ ადამიანებშიც არსებობს გრადაცია. არსებობენ ადამიანები, რომლებიც
მხოლოდ ჭამაზე, ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე და გამრავლებაზე არიან
ორიენტირებულნი. ეს არის ადამიანი-მხეცის - 666 ცნობიერება, ანუ „ფიზიკური
მენტალური დონე“, რომელიც ქვედა რიგის/სიმკვრივის არსებებს - „ცხოველების“
კატეგორიას ესაზღვრება. მეორე დონე მატერიალურ ადამიანში არის „ენერგეტიკული
ადამიანი“. იგივე „ენერგეტიკული მენტალური დონე“. ეს ადამიანი სექსუალობის, სხეულის
მოვლის და საერთოდ ფიზიკურ სხეულზე აქცენტირების თემითაა გატაცებული, მისი
სილამაზის სტანდარტია (რადგან სილამაზის აღქმა ბევრის მთქმელია) სექსუალური
ატრიბუტიკის ჰიპერტროფირება. ანუ, ვინაიდან მენტალური ცნობიერება მე-2 ჩაკრის
დონეზე ვიბრირებს, სწორედ სექსუალობასთანაა ბევრი ასპექტი, მათ შორის საკუთარი
სილამაზის აღქმა დაკავშირებული. ასეთ ადამიანებს ეჩვენებათ, რომ რაც უფრო დიდი
ზომისაა სქესობრივი ატრიბუტიკა, მით უფრო ლამაზია, ამიტომ ქალური სილამაზე
მათთვის დაკავშირებულია გადიდებულ ტუჩებთან, გადიდებულ მკერდთან და ას. შ. ეს
„გადიდების“ სურვილი ხანდახან იმდენად მძაფრდება, რომ ავადმყოფურ დეფორმაციაში
გადადის, ისე, რომ ადამიანი ამას ვერ ამჩნევს. შემდეგი საფეხურია, როცა მენტალური
ცნობიერება ვიბრირებს მესამე ჩაკრის დონეზე („ვნებებბის და სურვილების მენტალური
დონე“). აქ ადამიანი ცხოვრებისეული ენერგიით იჟღინთება. მისი სილამაზის სტანდარტია
- ჯანმრთელობა და ათლეტურობა. ამ მენტალური ცნობიერების დონეზე ადამიანი
„ვნებების“ ტყვეა. მას უამრავი ამბიცია, კარგი თუ ცუდი მოტივაციის აქტიური ქმედებების
სურვილი ამოძრავებს. როდესაც ჩაკრა მე-4 დონეზე ვიბრირებს, ეს არის
ინტელექტუალური მენტალური დონე. ინტელექტუალური ადამიანი ინტელექტუალური
მოღვაწეობითაა დაკავშირებული და მისი სილამაზის სტანდარტი საკუთარ თავთან
დაკავშირებით (ამაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სწორედ საკუთარი გარეგნობით ახდენს
ადამიანი საკუთარი „მე“-ს თვითგამოხატვას და ამ თვითგამოხატვაში ჩანს მისი
ცნობიერების დონე) არის გარეგნობისთვის ყურადღების არმიქცევა. ეს კარგად ჩანს
მეცნიერებში. მენტალური ადამიანის უფრო მაღალ ქვედონეებზე (მე-5, მე-6, მე-7) ჩნდება
„ქარიზმატული“, „გულისმიერი“ და „სულიერი“ ტიპის ადამიანები, რომელთა სილამაზის
სტანდარტი არის გარეგანი მოწესრიგებულობა და შინაგანი (სულიერი) სილამაზის
გამოვლინება გარეგნობაში. სულიერ ადამიანებს ერთი შეხედვით არაფრით გამოსარჩევი
გარეგნობა აქვთ, მაგრამ ამავე დროს ისინი თითქოს შიგნიდან ანათებენ. ეს სულიერი
საწყისის ერთ-ერთი გამოვლინებაა ფიზიკურ გაგეგნობაში.

ცნობიერების ამგვარი „ასვლა“ ჩაკრების შესატყვისად მიმდინარეობს მენტალური


სხეულის „გაფართოებით“ და საკუთარი თავის გაიგივებით უფრო და უფრო დიდ
სტრუქტურებთან (რეალურად ეგრეგორებთან). რას ნიშნავს ეს? დავიწყოთ თავიდან...
ყველაზე დაბალი დონის მენტალური ცნობიერება (666) ამავდროულად ყველაზე
ეგოისტური და სხვებისგან დისტანცირებულია (იხილეთ ნახ. 10 გ.). ის საკუთარ მიწიერ
„მე“-ზეა ორიენტირებული და მის გადარჩენასა და მოვლაზე ზრუნავს. ასეთი ადამიანი
თავს აიგივებს (თვითრეფლექსია) მხოლოდ საკუთარ თავთან და სხვა ადამიანები, ოჯახის
წევრებიც კი არ აღელვებს. შედარებით წინ წასულია ის კატეგორია ვინც თვითრეფლექსიას
ახდენს ოჯახის დონეზე. ანუ ასეთი ადამიანის ცნობიერება მოიცავს ოჯახს (ოჯახის
ეგრეგორს). მისთვის მთავარი მისი სახლია. რაც სახლის და ოჯახის გარეთ ხდება ან არ არის

447
საინტერესო ან საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ისევ მის ოჯახს ეხება. ასეთი ტიპის
ადამიანების მაგალითია ბევრი ქართველი, რომლის სახლში ყველაფერი დალაგებული და
სუფთაა, მაგრამ სადარბაზო (რომელიც საერთოა და არა მისი ოჯახსი საკუთრება) ნაგავში
იფლობა. ეს იმიტომ ხდება, რომ სადარბაზო მისი თვითრეფლექციის ზონაში არ შედის.
შემდეგი საფეხურია, როდესაც ცნობიერება ფართოვდება და ადამიანი ხვდება, რომ მარტო
სახლი კი არაა მისი, არამედ ქალაქი, შემდეგ ქვეყანა/ერი, შემდეგ კაცობრიობა და შემდეგ
სრულიად პლანეტა. რაღაც დონეზე რათქმაუნდა ყველა ადამიანი იაზრებს, რომ,
მაგალითად ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობს, მისია და ის თავად მისი ნაწილია, მაგრამ
საუბარია ამ აღქმის სხვა დონეზე. ეს არის საკუთარი თავის სიღრმისეული
იდენტიფიცირება ქვეყნის ეგრეგორთან. ამ დროს შენ და შენი სამშობლო ერთი ხართ.
ყველაფერ ცუდს, რაც შენ სამშობლოში ხდება, ისევე მძაფრად აღიქვავ და განიცდი,
როგორც საკუთარს. ეს ცნობიერების საკმაოდ მაღალი დონეა, რადგან თვითრეფლექსია
საკმაოდ ფართო მაშტაბზე ვრცელდება. ამ ცნობიერების დონეზე იბადებიან და თავს
ავლენენ ეროვნული გმირები. ემპათიის გრძნობა უკიდურესად გამძაფრებულია და
გაძლიერებულია ქვეყნის ეგრეგორის დონეზე. ანუ, ქართველი ქართველს უთანაგრძნობს,
როგორც საკუთარ თავს. შემდეგი საფეხურია ცნობიერების გაფართოება კაცობრიობის
ეგრეგორზე. „მატერიალური“ ადამიანისთვის ეს ძალიან მაღალი დონეა, რადგან მაქედან
„სულიერი“ ადამიანის კატეგორიაში გადასვლისთვის ერთი ნაბიჯია. ეს ერთი ნაბიჯი კი
ყველაფერია! ცნობიერების ამ დონეზე ადამიანი თვითრეფლექსიას ახდენს ყველა
ადამიანზე დედამიწაზე. მისი ემპათია ვლინდება ერთნაირად, როგორც საკუთარი ოჯახის
წევრზე, ასევე სრულიად უცხო ადამიანზე. აფრიკაში მოშიმშილე ბავშვის ბედი ისევე
გაღელვებს, როგორც საკუთარი შვილის და მზად ხარ შენი კომფორტული ცხოვრება
მიატოვო და დასახმარებლად წახვიდე. ეს ჯერ კიდევ მატერიალური ცნობიერებაა, მაგრამ
თავისი არსით (7-ობრივი ფრაქტალის ანალოგიებით) უტოლდება „ქრისტესეულ
ცნობიერებას“. ამის შემდეგი ეტაპია (მე-7 ეტაპი) როდესაც ცნობიერება ფართოვდება
პლანეტარული მაშტაბით და შენი თვითრეფლექსია გადადის სრულიად პლანეტაზე,
თავისი „ცხოველების“, „მცენარეების“ და „მინერალების“ კატეგორიებით. ყველაფერი
შენია. ყველაფერზე გული შეგტკივა. ემპათია ადამიანებზე, ცხოველებზე, ეკოლოგიაზე,
ბუნებაზე იმდენად ძლიერდება, რომ ამ თანაგრძნობის და განცდების ფონზე
შეუძლებელია იყო ბედნიერი და ცხოვრება ხშირად გაუსაძლისი ხდება. ძალიან ძნელია
ასეთი ძლიერი თანაგრძნობით ცხოვრება, მაგრამ ეს ის ტანჯვაა, ის მშობიარობის ტკივილი,
რომლიდანაც ახალი ცნობიერება, განღმრთობილი ადამიანი იბადება. ესაა ნათლობა
სულით და ცეცხლით. ეს არის სწორედ საფეხური შენი უკვდავი სულისკენ, დაკარგული
ედემისკენ, ცათა სასუფევლისკენ, მდგომარეობისკენ, როდესაც გლობალური
თვითრეფლექსია და ემპათიაც რჩება, ღმერთთან ერთობა კი უშრეტი ნეტარების
შეგრძნებას განიჭებს. ამ დროს ცნობიერება (იგივე სულიერება) გადადის არსებითად ახალ,
მე-5 საფეხურზე (იხ. ნახ. 10. ბ.), რომელიც უკვე სულიერი ტრიადის (მე-5, მე-6, მე-7)
ნაწილია და ადამიანის მიერ საკუთარი სულის შეგრძნება მძაფრდება. ეს არის ადამიანი
„უმაღლესი ინდივიდუალური სულიერი სხეულის“ აღქმის ცნობიერებით. ძლიერდება
განცდა, რომ მისი „მე“, მისი ინდივიდუალობა და მისი სხეული არ არის ერთი და იგივე,
რომ მისი მიწიერი ინდივიდუალობა არ არის მისი ჭეშმარიტი არსი, რომ მისი ნამდვილი
„მე“ უკვდავია და როგორც ერთჯერად ტანსაცმელთან ისეთ დამოკიდებულებაშია მიწიერ

448
ინდივიდუალობასთან. ამ ეტაპზე ბუნებრივად იხსნება მე-3 თვალი ანუ სულიერი ხედვა
და ეს გახსნაც ეტაპობრივად მიმდინარეობს, ასევე 7-ობრივი ფრაქტალის აღმავლობის
პრინციპის შესატყვისად.

თავდაპირველად სულიერი ხედვა იხსნება ეთერულ ანუ ენერგეტიკულ ველზე (2


პლანეტარული შრე. იხილეთ ნახ. 10 ბ. ბ-ზე გამოსახულია ადამიანის „სხეულები“, მაგრამ
ჩვენს პლანეტასაც ანალოგიური პლანეტარული ველები აქვს). ასეთი ადამიანები ხედავენ
სტიქიების ენერგეტიკულ გამოვლინებებს, ანუ ეგრეთ წოდებულ ბიოველებს, როგორიცაა
მაგალითად, ადამიანის აურა და დაავადებები. ვინაიდან ნატიფი განზომილებები არის
ერთგავრი ვიბრაციულ-ენერგეტიკული ფენები, იქიდან მოსულ ინფორმაციას ადამიანის
ტვინი ხშირად ვიზუალიზაციას უკთებს ფერების სახით. გავიხსენოთ, რომ ხილულ
სპექტრში ყველაზე დაბალსიხშიროვანი ფერი არის წითელი, ხოლო მაღალსიხშიროვანი
(მაღალვიბრაციული) არის იისფერი. ამიტომ იქ სადაც ენერგეტიკულ ველებში დაბალი
ვიბრაციებია, ადამიანი „ხედავს“ წითელს. მაგალითად, დაავადება ადამიანის
ენერგეტიკულ სხეულში აღიქმება როგორც წითელი ნათება. სამკურნალო მცენარეები
ანათებენ ლურჯად და იისფრად, რაგდან ეს ყველაზე მაღალსიხშიროვანი ნათებაა.
დაავადებული ადამიანის მიერ იისფერი ფერის საკუთარ აურაში მიღებით (სამკურნალო
მცენარის მიღებით), ენერგეტიკული სხეულის (მე-2 სხეულის) სპექტრი მაღლდება და
აურა მაღალვიბრაციულ ფერს იღებს (ცისფერს, თეთრს, ოქროსფერს. როგორც წესი ეს
ყველაფერი ერთად ლივლივებს). ეს არის ენერგეტიკული მკურნალების ხედვის დონე და
მათი მოქმედების არეალი. ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რომელიც ადამიანმა ამ შრეში
უნდა გაიაროს, გარდა ენერგომკურნალობის და ბიოველების აღქმისა, არის დაბალ-
სიხშიროვანი, ანუ დემონური ენერგეტიკის გარჩევა ღვთაებრივი, ანუ მაღალსიხშიროვანი
ენერგეტიკისგან. ამ გარჩევითობის უნარის გარეშე შემდეგ შრეზე (ასტრალზე)
ცნობიერების ამაღლება საშიშია, რადგან აქ რეალურად გხვდებიან უსხეულო ცოცხალი
არსებები, რომლებმაც ნებისმიერი „გარეგნობა“ შეუძლიათ რომ მიიღონ და მათი ბუნების
ამოცნობა, სწორედ ენერგეტიკის გარჩევითაა შესაძლებელი. სწორედ ასტრალის ხედვაა ის,
რასაც ქრისტიანობაში ხიბლს ეძახიან. და ეს ხიბლი რომ გაიარო, ეთერული შრის
გამოცდილებაა აუცილებელი, რომ დემონური არსების დადგენა შეძლო მისი სულის
გამოსხივებით და არ ენდო სულიერ თვალებს, დაივიწყო „მატერიალური კატეგორიები“,
რომელსაც ასე ნაჩვევი ხარ. ეს ენერგიების და ინფორმაციის სამყაროა.

ავღწეროთ რა ხდება, როცა ცნობიერება იწყებს მე-3 პლანეტარულ ველზე (შრეზე), ანუ
ასტრალზე გასვლას. ხომ გახსოვთ 7 ფრაქტალის ხეზე ეს არის „ვნებების“ დონე, ხოლო
ადამიანის სხეულში ასტრალურ ანუ ემოციურ სხეულს შეესატყვისება. ამიტომ აქ იწყება
ბრძოლების თემა და მრავალფეროვანი ფანტასტიკური სიუჟეტების მატერიალიზაცია,
რომელიც მოუმზადებელი გონებისთვის შეიძლება იმდენად დამთრგუნველი და საშიში
აღსაქმელი იყოს, რომ ადამიანი ჭკუიდანაც კი შეშალოს. ამ ფენაში ნატიფმატერიალურ
ფორმებში მატერიალიზდება საკუთარი და სხვისი შიშები, ვნებები, დაუოკებელი
სურვილები. ამას ასტრალური კონსტრუქციები ქვია. მაგრამ აქ არის ასევე რეალური
უსხეულო სხვადსხვა ტიპის დემონური არსება. ისინი თავს გესხმიან, შენ კი მოგერიება
გიწევს. ამ ფენაში სწავლობ „ბოროტებასთან ბრძოლის“ ნამდვილ არსს, ანუ იმას, რომ

449
ძალადობას ძალადობა მხოლოდ აძლიერებს, ნეგატივს ნეგატივი მხოლოდ კვებავს და რომ
ბოროტება დაბალი ვიბრაციის ენერგეტიკული რხევებია, რომლის წამოწევა მხოლოდ
მაღლითაა შესაძლებელი, ანუ სულიერი ნათებით, სიკეთით, სათნოებით, შინაგანი
სულიერი ჰარმონიით და გულის გამონათებით. აქ იქმნება გარემოებები, სადაც ადამიანი
სხვადასხვა პირობებში სწავლობს ამ ყველა თვისების გამონათებას ნატიფ დონეზე. თუ
ასტრალის დონეზე ადამიანი (განდობილი) წარმატებებს აღწევს, უმაღლესი ძალები მას
ანიჭებენ ერთ-ერთი იერარქის ენერგიას. პირობითად დავუძახოთ მას ვედური ტერმინი -
შაკტი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და ასევე ძალიან საფრთხილოა, რადგან ამ
ენერგიის არასწორი გამოყენებით ადამიანი შეიძლება პირიქით, დაეცეს ვიბრაციებში და
უკუაგდოს თავისი სულიერი განვითარება. შაკტის ერთ-ერთი ნაირსახეობაა „ლოცვის
ძალა“, როდესაც ქრისტეს ენერგიით ან ღვთისმშობლის ენერგიით ფანტავ ბნელ ძალებს და
ამაღლებ ვიბრაციებს ეგრეგორების საშუალებით. შაკტის მონიჭება, უდიდესი ნდობაა
უმაღლესი იერარქის მხრიდან ადამიანის მიმართ და უპირობოდ სწორი, ალტრუისტული
მოტივაციით უნდა იქნას გამოყენებული, რომ ადამიანმა არც სხვა და არც საკუთარი თავი
უნებლიეთ არ დააზიანოს. შაკტის განიჭებენ მხოლოდ იმის მერე, რაც ბოლომდე
გააცნობიერე „ბოროტებასთან ბრძოლის“ ანუ ასტრალის ბუნების ჭეშმარიტი არსი!

ნახ. 10. ა) ცოცხალი არსებების; ბ) ადამიანის სხეულების და გ) ადამიანის მენტალური სხეულის


გრადაცია 7-ობრივი ფრაქტალით.

450
ამ გაკვეთილს რომ გაივლი, გადადიხარ მენტალურ შრეზე. ეს არის იდეების სამყარო - ის
სამყარო რომელიც ძერწავს ჩვენს მატერიალურ რეალობას. ეს შემოქმედების, დემიურგების
სამუშაო არეალია. აქ სწავლობ როგორ შექმნა მენტალური კონსტრუქციები, რომლებიც
შემდეგ ასტრალის და ეთერის გავლით „დაილექებიან“ მატერიალურ განზომილებაში
შესაბამისი ფორმებისა და მოვლენების სახით. ეს ის სფეროა, სადაც დიდი მუშაობა მიდის,
როგორც ბნელი, ასევე ნათელი იერარქიის წარმომადგენლების მხრიდან. ეს სფეროა
სულიერ სამყაროსთან მოსაზღვრე და ამიტომ სწორედ ისაა რეალურად პრობლემატური
ნათელი ძალებისთვის, რადგან ბნელი ჩარევაც აქედან მიდის. ეს უმაღლესი მაგიური და
ტანტრული მოქმედებების შრეა. ამ სფეროში შეიძლება შექმნა მენტალური კონსტრუქცია,
დავუშვათ რაღაც იდეა, რომელსაც „დალექვით“ ჩანერგავ კონკრეტული ქვეყნის
ეგრეგორში და ამ იდეების მოსვლა დაიწყება ამ ქვეყნის მოქალაქეების დონეზე, ისე, რომ
ისინი ვერც მიხვდებიან, რომ ეს იდეები გარედანაა მოსული. მენტალური ველის დონეზე
ადამიანი (განდობილი) სწავლობს როგორ გახდეს საკუთარი რეალობის დემიურგი. მაგრამ
ამ სფეროს მხოლოდ საბაზისო დონეზე გაცნობენ, რადგან ითვლება რომ სწორი შემოქმედი
ვერ იქნები, თუ უმაღლეს სულიერ ტრიადასთან არ გექნება კავშირი, რადგან მხოლოდ
ღმერთთან ერთობით შეიძლება გახდე მისი ნების გამტარებელი და მისი თანაშემოქმედი.
მხოლოდ მაშინ მოგეცემა „ზევიდან“ რეალური ძალა. ამიტომ ცნობიერების ამაღლება უნდა
გააგრძელო მე-5, მე-6 და მე-7 განზომილებებამდე. და აი, აქ იწყება რეალურად ღმერთის
შეგრძნება და ის ნეტარება, რომელზეც წმინდა მამები და განსხივოსნებული ადამიანები
საუბრობენ.

ცნობიერების მე-5 დონე არის განღმრთობის დასაწყისი. ამ დროს ადამიანი საკუთარ


უმაღლეს მე-ს, უმაღლეს ინდივიდუალობას აღიქვავს, იმ უკვდავ სულს, რომელიც
მრავალი ინკარნაციით გამოცდილებებით ამდიდრებს საკუთარ მრავალწახნაგოვან
ბუნებას და უკვდავ ინდივიდუალობას ძერწავს სამომავლო, უფრო მაღალი ევოლუციური
ციკლისთვის. ცნობიერების ამ დონიდან მატერიალურ რეალობას აღიქვავ, როგორც
ქვემოთ განლაგებულ სივრცეს და შენი სული, შენი ცხოვრების ბატონ-პატრონი ხდება. არ
უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ადამიანი სულიერ ხედვას იწყებს, გინდა ასტრალის,
გინდა მენტალის და გინდა უმაღლის ტრიადის დონეზე, ავტომატურად ხდება მისი
ცნობიერების „ფრაგმენტაცია“ (ანუ დაქსაქსვა). ანუ, ის მატერიალურ სამყაროში
ორიენტირებს, ამავე დროს ასტრალს ხედავს, ამავე დროს უმაღლესი მე-ს თვალით ხედავს
და ას. შ. ეს, მრავალ განზომილებაში ერთდროული ხედვა ისევე ბუნებრივად აღიქმება
როგორც ის ფაქტი, რომ ჩვენ ხედვა, ყნოსვა, სმენა და შეგრძნება ერთდროულად
შეგვიძლია. მე-5 დონის ცნობიერება უმაღლესი ეთერის (ანუ მე-5 განზომილების 1-ელ, მე-
2 ქვედონეების) დონეზე ხვდება სულიერად ამაღლებულ არსებებს და ეკონტაქტება მათ. ამ
არსებებს მენტალის და ასტრალის დონეზე ჩამოსვლაც შეუძლით, მაგრამ ეს მათგან დიდ
ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ვიბრაციულად მათთვის ეს გარემო ზედმეტად ბნელი და
ბლანტია. ხოლო თუ შენ ახვედი მათ დონემდე, ეს კონტაქტი უფრო სრულფასოვანი და
გამართულია. ასტრალის და მენტალის დონეზე თუ იმყოფები და სულიერი არსება
მენტალური ან ასტრალური სხეულით შეიმოსა, რომ შენთან „ჩამოვიდეს“, ის დიდხანს ვერ
გაჩერდება შენ დონეზე და მისგან მიღებული ტელეპატიური აზრები შეიძლება

451
დაბინძურდეს ასტრალის და მენტალის ბნელი გამოსხივებებით, დემონური არსებების
აზრობრივი იმპლანტებით და სხვ.

სწორედ ასე ხდება მედიუმების და ჩენელერების მიერ უმაღლესი სულიერი არსებების


მიერ მოწოდებული აზრების დამახინჯება. ეს დამახინჯება ხანდახან საოცარ მაშტაბებს
აღწევს. ამიტომაა, რომ ხშირად ვერ გაიგებ მედიუმი ეშმაკს ეკონტაქტება თუ ანგელოზს.
გარდა ამისა, იმისთვის რომ ამაღლებული სულის არსება შენ დონეზე ჩამოვიდეს და
შედარებით სრულფასოვანი კონტაქტი შედგეს, შენ და მას უნდა აკავშირებდეს
სიყვარულის ენერგია, რადგან სიყვარული ყველაზე მაღალვიბრაციული გრძნობაა და მისი
გამონათებით გარემოც იწმინდება და კონტაქტიც ადვილდება. მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანი ისაა, რომ სიყვარული ძლიერი გამაერთიანებელი ძალაა. ტყუილად არ
ხდება, რომ როდესაც ვინმე გვიყვარს, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად მივილტვით რომ ეს
ადმიანი (თუნდაც საყვარელი ცხოველი) ჩავიხუტოთ, ახლოს მივუშვათ, ჩვენ პირად
სივცეში შევიერთოთ. იგივე პროცესი ხდება სულთა უსხეულო ურთიერთობის დროს. თუ
შენ და ამაღლებულ არსებას სიყვარული გაერთიანებთ, ამ არსების ცნობიერება ადვილად
შემოვა შენს ველში, ხოლო შენ მის გულს შეეხები. ამიტომ არის რომ ჭეშმარიტი
ქრისტიანობა ღმერთის არა შიშს, არამედ სიყვარულს ქადაგებს. ანგელოზებმა ეს
ყველაფერი ზედმიწევნით იციან და ამ შეცდომებს იშვიათად უშვებენ. ისინი ცდილობენ
ადამიანის ცნობიერება ჯერ უკიდურესად გაწმინდონ და წამოწიონ მე-5 დონემდე მაინც,
რომ მასთან სრულფასოვანი კონტაქტი დაამყარონ. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ,
ნამდვილი წინაწარმეტყველი, მედიუმი, ადეპტი, განდობილი თუ როგორც გინდათ
დავარქვათ, უნდა იყოს უკიდურესად ზნეობრივი, წმინდა გულის ადამიანი, რომელსაც 7-
ობრივი ცნობიერების ზნეობრივი (მენტალური) გაფართოვების და შემდეგ მე-5 დონის
ცნობიერებით პლანეტარული შრეების გაკვეთილები აქვს გავლილი. ეს თვისებები
არაერთი ინკარნაციის მანძილზე მუშავდება. უმაღლეს სულიერ იერარქებს ძალიან მაღალი
მოთხოვნები აქვთ იმათ მიმართ, ვისთანაც ტელეპატიური ან გულისმიერი (როგორც წესი
ორივე ერთად) კავშირი აქვთ. და სანამ ამ კავშირს დაამყარებენ ბევრი ინკარნაციის
მანძილზე ცდიან ამ სულს მზაობაზე. ასეთი ხანგრძლივი მზადება იმიტომ მიდის, რომ არ
მოხდეს ამ ადამიანის მიტაცება ბნელი ძალების მიერ და ცრუ სწავლებების და ცრუ
წარმოდგენების გავრცელება. სწორედ პიროვნული თვისებებით შეგიძლიათ გადაამოწმოთ
რამდენად სანდოა ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლი პიროვნება და მისგან
მიღებული ინფორმაცია. ნათქვამია, რომ „ხე ნაყოფით შეიცნობა“.

ნათელი ძალებისთვის ინკარნაციაში, ანუ განსხეულებაში არსებული ადამიანი, რომელსაც


კავშირი აქვს სულიერ სფეროსთან (სულიერ ტრიადასთან) უკიდურესად მნიშვნელოვანია,
რადგან მხოლოდ სხეულში მყოფი სულითაა შესაძლებელი დააკავშირო სულიერი
განზომილებები ფიზკურთან და ამოქაჩო პლანეტარული სიხშირეები სულიერი
განზომილებიდან სინათლის (სული წმინდას) გადადინებით, რადგან მხოლოდ
განსხეულებული ადამიანია ეგრეგორების სისტემით დაკავშირებული უამრავ სხვა
ადამიანთან და ამ ერთი ადამიანის „წამოწევით“ უამრავი სხვა „წამოიწევა“, ხოლო თუ ამ
„წამოწეულთა“ რიცხვი გარკვეულ კრიტიკულ რაოდენობას მიაღწევს, სრულიად
პლანეტარული ველების სიხშირეები წამოიწევა და შეიძლება მთლიანად პლანეტა

452
გადავიდეს ახალ, უფრო ამაღლებულ ევოლუციურ ციკლში. ეს პროცესი გავს დუღილს.
თავიდან დუღილის ერთეული კერები წარმოიქმნება (ცალკეული ამაღლებული სულის
ადამიანები) ცალკეული ბუშტუკების სახით, როდესაც დუღილის კერები გარკვეულ
რაოდენობას აღწევენ, მთელი წყალი ერთბაშად დუღდება. ეს სწორედ ისაა, რასაც ეხლა
ნათელი იერარქია ცდილობს. ასეთი ადამიანები წარმოადგენენ ნათელ ძალთა ცენტრებს,
ფორპოსტებს, სინათლის ფოკუსებს. მათი საშუალებით უამრავი ამოცანა ხორციელდება
ყველა ნატიფ დონეზე.

მე-6 დონე (მე-6 სხეული) არის ქრისტესეული ცნობიერება. აქ ინდივიდუალობა რაღაც


დონემდე იკარგება რადგან ამ დონეზე ადამიანი სულთა ერთობას აღიქვავს თავისი
„ბუნების“ ფარგლებში. რას ვგულისხმობ? ადამიანისთვის ეს არის ყველა ადამიანის (ანუ
თავისნაირის) ერთობა. მიქაელისთვის ეს არის ერთობა მასსა და მის „მეომრებს“, ლეგიონს
შორის, რომლებიც ერთიან ცნობიერებას ქმნიან სწორედ მე-6 განზომილების დონეზე.

მე-7 დონე (მე-7 სხეული) არის ყველა ცოცხალის ერთობა ასევე შენი ბუნების დონეზე.
ადამიანისთვის ეს არის პლანეტარული ლოგოსი. მიქაელისთვის ზუსტად არ ვიცი. ვიცი
მხოლოდ რომ ეს მე-7 დონე სხვა პლანეტებისა თუ სრულიად სამყაროს მე-7 ფრაქტალური
დონის სწორფერია, ანუ იგივე ბუნების მატარებელი, რაც სხვადასხვა ფრაქტალების მე-7
დონეებს აქვთ, სულ ერთია იქნება ეს დედამიწა, თუ სხვა პლანეტა.

ასევე მინდა ვთქვა, რომ უმაღლესი არსებების ცნობიერება, რომლებიც უსხეულოდ ზედა
ტრიადის დონეებზე იმყოფებიან, სამივე უმაღლეს განზომილებაში ერთროულად
თანაარსებობენ. ანუ მე-5, მე-6 და მე-7 დონეზე მათი ცნობიერება სამკუთხედის, სამების
ფორმატში თანაიმყოფება. სწორედ ამის მიხვედრა გამიჭირდა საკმაოდ დიდ ხანს.
როდესაც ცნობიერებით მიქაელს ვეხები, მე მის ინდივიდუალობასაც ვგრძნობ და მის
ღმერთთან შერწყმულ მე-6 და მე-7 ასპექტებსაც. სწორედ მე-6 დონეზე ხდება მის მიერ ჩემი
მიღება საკუთარ ცნობიერებაში, ხოლო მე-7 ასპექტით მე ვგრძნობ ნეტარების და
ბედნიერების შემოდინებას და შეგრძნებას, როგორც ოქროსფერ ნაკადებს, რომლებშიც ჩემი
„მე“ იკარგება და ღმერთის ცნობიერებას ერწყმის.

2019. 26 ოქტომბერი. სულიერი გზა

...სულ მახსენდება ხოლმე ერთი ფრაზა ერთი წიგნიდან: „-დადგება დრო, როდესაც
მოგიწევს არჩევანის გაკეთება იმას შორის რაც სწორია და იმას შორის რაც მარტივია“. ეს
ფრაზა ჩამებეჭდა გონებაში ძალიან ზუსტად აქცენტირებული ფორმულირების გამო. უნდა
აირჩიო არა „სწორსა“ და „არასწორს“ შორის, არამედ „სწორს“ და „მარტივს“ შორის, იმიტომ
რომ „არასწორი“ ხშირად სწორედაც რომ მარტივია. რატომ დავიწყე ამაზე საუბარი...

როდესაც „მოწაფე“ სულიერი განვითარების გზას ადგება და ცდილობს საკუთარ თავში


კეთილი თვისებების კულტივირებას, მას ეწევა ვიბრაციები. ვიბრაციების აწევასთან

453
ერთად ის ნელ-ნელა მეტად და მეტად მგრძნობიარე ხდება ამ სამყაროს
დაბალვიბრაციული გამოვლინებების მიმართ. დარწმუნებული ვარ რომ ბევრისთვის
ნაცნობია შეგრძნება, როგორი აუტანელი შეიძლება იყოს არაჰარმონიული, მძიმე მუსიკის
მოსმენა, ინფორმაციული ხმაური ან ხმამაღალი მთვრალი საუბრები. შეიძლება ცუდად
გახდე უბრალოდ ხალხმრავლობის გამო. დაბალი ვიბრაციების შემაწუხებელი ზეგავლენა
იმდენად მძაფრად აღქმადი ხდება, რომ ბევრი ადამიანი, ვისთანაც ადრე უპრობლემოდ
გქონდა ურთიერთობა, ახლა ძალიან გღლის და ენერგიას გართმევს. ქალაქის უბნების
ენერგეტიკასაც კი ანსხვავებ. ასევე მძიმე ასატანი ხდება ნეგატიური ახალი ამბები,
რომლებიც ყველა საინფორმაციო საშუალებიდან დაჟინებით გვაწყდება. ყურისმომჭრელი
ხდება ადამიანებისგან უცენზურო სიტყვების გაგონება, თუნდაც სრულიად უცნობისკენ
იყოს ეს სიტყვები მიმართული. აუტანელი ხდება ნასვამი და დაბოლილი ადამიანების
გვერდით ყოფნა. ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. იმ „სქელკანიანობას“ და
„ამტანიანობას“ რაც ადრე გქონდა, ნელ-ნელა კარგავ და უფრო მოწყვლადი ხდები. ეს
ყველაფერი იმდენად შემაწუხებელია, რომ პირველი, რისი სურვილიც გიჩნდება ასეთ
შემთხვევაში არის „მარტივი“ არჩევანი - უბრალოდ გაერიდო ამ დაბალვიბრაციულ კერებს.
მინიმალურად ეკონტაქტო ადამიანებს, აღარ უყურო ახალ ამბებს, „აისხლიტო“
ადამიანების ჩივილი, კონფლიქტურ სიტუაციებს გვერდით ჩაუარო. გაერიდო ყველას და
ყველაფერს რაც ნეგატიურია და შეიქმნა პირადი კომფორტის ზონა, სადაც იქნება ლამაზი
მცენარეები, დამამშვიდებელი სამედიტაციო მელოდიები, სურნელოვანი ჩხირები და
მინერალური კრისტალები - პატარა ოაზისი აპოკალიფსურ, მომაკვდავ სამყაროში.

სხვებიც, შენნაირები აუცილებლად გეტყვიან - ნუ ჩაერთვები დისკუსიებში,


კონფლიქტებში... გაერიდე, დაე ძაღლებმა იყეფონ, ხოლო ქარავანმა იაროს... მოუსმინე
მუსიკას, მოუსმინე ჩიტების ჭიკჭიკის ხმას, შეხედე, როგორ ლამაზად კრთის მზის სხივი
ფოთოლზე გარიდებულ ცვარის წვეთში... დაივიწყე ყველაფერი... მთავარი ვიბრაციის
ამაღლებაა!...

...და რაღაც სტადიაზე ეს „გარიდების“ გადაწყვეტილება სწორია. სწორია, სანამ მოსწავლე


სუსტია, სანამ ბუდეში გარიდებული ბარტყი უსუსურია, მაგრამ როდესაც ბარტყი
შეიღინღლება, ფრთები მოუმაგრდება და ბუდის დატოვებისთვის მზად იქნება, მას
მასწავლებელი აპოკალიფსური ჯოჯოხეთის შუაგულში ჩააგდებს.

ამ სტადიაზე სწავლობ შენი ასეთი ძალისხმევით მოპოვებული და ასე სათუთად


გამოწვრთნილი მაღალი ვიბრაციების შენარჩუნებას მიუხედავად ყველაფრისა, რადგან
თავს უამრავი განსაცდელი დაგატყდება: გაჭირვება, ავადმყოფობა, კონფლიქტები...
დარტყმებს ფსევდო აღზევების პერიოდები მოყვება, რაც კიდევ უფრო საშიშია. შესაძლოა
უეცრად პოპულარული გახდე, უეცრად ბევრს მოეწონო და ყველა მხრიდან ხოტბას
გასხავდნენ. ამ შემთხვევაშიც უნდა შეძლო და შეინარჩუნო შენი ერთადერთი საგანძური -
მაღალი ვიბრაცია და ის „შინაგანი მდუმარება“, რომელიც ამ მდგომარეობას მოყვება -
„შინაგანი ღერძი“, როგორც მას მიქაელმა უწოდა. „სწორი“ გზის არჩევა სულ უფრო რთული
ხდება, რადგან „მარტივი“ გზა ყოველთვის გვერდითაა, უხილავი ჩრდილივით მოგყვება
და მზად არის ნებისმიერ დროს ჩაგიხუტოს და შეგიფაროს. ის ყოველთვის გაგიგებს,
ყოველთვის გაგამართლებს, შენ ოღონდ შეცდი, ერთი ნაბიჯი გადადგი გზიდან. ეს არის

454
„დაბალ ვიბრაციებში“ მოსწავლის ჩაშვების სტადია, როდესაც „ჩაშვება“ არ უნდა იქცეს
„დაცემად“. უნდა შეძლო, რაც შეიძლება ღრმად ჩაეშვა, ისე რომ არ დაკარგო სულიერი
სინათლე - შენი მასწავლებლის მიერ ბოძებული ჩირაღდანი, რომელიც შენს გულში მის
ენერგიას ატარებს. ხშირად შეიძლება მასწავლებლის სიწმინდით მოხიბლულმა წამოიძახო
- „მე მზად ვარ ჯოჯოხეთში ჩავეშვა და იქ შენი ენერგია ჩავიტანო!“, ის კი ღიმილით
გიპასუხებს - „შენ უკვე იქ ხარ“... იმიტომ რომ, „სისხლიანი ანგელოზი“ ყოველთვის იქ
უნდა იდგეს „სადაც ქარიშხალია“.

და მხოლოდ როდესაც ქარიშხალს გამოივლი, ქარტეხილებს გადაურჩები, ბოროტ


აჩრდილებს დაუსხლები და დაუძლურების და დასისხლიანების მიუხედავად
შეინარჩუნებ შენს შინაგან ანგელოზს, მასწავლებელი ისევ „განრიდების ოაზისში“
დაგაბრუნებს. ოღონდ ამჯერად შენს განმარტოვებულ არსებობას უძლიერესი ქმედითი
ძალა მიეცემა, რომელიც სამყაროებს შეცვლის, მარტო იმიტომ რომ არსებობ! ეს სწორედ ის
მდგომარეობაა, როდესაც „ძალა უძლურებაში“ აღსრულდება. აღარ იქნება საჭირო
ბრძოლები, დაპირისპირებები. არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ და ბოროტების
საწინააღმდეგოდ წარსულს ჩაბარდება, რადგან შუქ-ჩრდილი, კეთილი და ბოროტი, შავი
და თეთრი მარადიულ ღვთაებრივ ბრწყინვალებაში გაერთიანდება. ერთმა
განსხივოსნებულმა ადამიანმა შეიძლება მთელი ქვეყანა გაანათოს. ის თავისი არსებობით,
თავისი სულიერი გამონათებით უამრავ ადამიანს აწევს და ეს თავისით, ყველანაირი
ძალისხმევის გარეშე მოხდება. უბრალოდ იმიტომ, რომ ის არსებობს! აი ეს არის მე-7 დონის
„მე ვარსებობ“ ცნობიერების უმაღლესი გამოვლინება!

იქამდე კი ბრძოლებია...

2019 წელი. 30 ოქტომბერი. სიზმარხილვის ტექნიკა

ვგრძნობ, რომ მიქაელი მაკვირდება როგორ ვახერხებ მის მიერ მოწოდებული ცოდნის
გავრცელებას, როგორ ვცემ ჯგუფში დასმულ კითხვებს პასუხებს, როგორი რეაქცია აქვს
ხალხს და როგორ ვრეაგირებ მე კრიტიკაზე და შექებაზე. ვგრძნობ, რომ მთელი ეს
პროცესიც ერთგვარი გამოცდაა ჩემთვის.

ეს დღეები ძალიან დათრგუნულად ვგრძნობ თავს. მაისიდან მოყოლებული ვაქვეყნებ


ნაწვეტებს ჩემი წიგნიდან ფაისბუკის ჯგუფში, რომელიც მაგისთვის გავხსენი. ჯგუფს ნელ-
ნელა მეტი და მეტი წევრი ემატება. უარყოფით კომენტარებს იშვიათად წერენ, მაგრამ,
როგორც ჩანს ფიქრობენ, იმიტომ რომ პოსტის ყოველი გამოქვეყნების შემდეგ ვგრძნობ
სიბნელის შემოტევას. ძალიან უცნაური შეგრძნებაა - თითქოს შავი ტალღები მაწყდება.
ასეთ რამეს არ ველოდი. სხვა ჯგუფებშიც ვდებდი ნაწყვეტებს, მაგრამ შევწყვიტე, რადგან
შავი ტალღების შემოტევის ინტენსივობა იქიდან უფრო მაღალი იყო. ძალიან ძნელი
ასახსნელია, მაგრამ გრძნობა ისეთია, თითქოს ბნელდება გარშემო და ეს უარყოფითი

455
ენერგია ჩემ ფიზიკურ მდგომარეობაზეც ცუდად აისახება. ამ დროს ძალიან მიჭირს
ცნობიერების სათანადო დონეზე დაჭერა და ჩემ მასწავლებლებთან კონტაქტს ვკარგავ.
თითქოს ისევ ვეშვები დიდი ხნის წინ მიტოვებულ შიშების და უიმედობის სამყაროში და
დრო მჭირდება, რომ ძალები აღვიდგინო და სიბნელიდან თავი ამოვიყვანო. სამაგიეროდ,
როდესაც ადამიანები მწერენ, რომ ჩემი ნაწერების კითხვით გული უნათდებათ და
ასეთებიც ბევრნი ყოფილან, მე ჩუმი სიხარული მავსებს. ამ დროს მიქაელს და იესოს ჩემს
ღიმილს ვუგზავნი და მათგანაც საპასუხო ღიმილს ვგრძნობ. კარგად გაკეთებული
საქმისგან მიღებული დაკმაყოფილების გრძნობა მაქვს. ეს გრძნობა მეც მანათებს და
მაძლიერებს. როგორც ჩანს ვერ ვარ მიქაელის კარგი მოსწავლე, რადგან ვერ ვისწავლე
ბოლომდე თავისუფალი ვიყო ჩემი მოქმედებების შედეგების ავ-კარგიანობისგან, როგორც
ის მასწავლიდა.

ამ დღეებშიც მორიგი შემოტევა იყო და ისევ ცუდად ვგრძნობდი თავს. მიქაელთან და


იესოსთან კავშირს თითქმის ვერ ვგრძნობდი. ამ ბოლო დროს ძილის წინ, როდესაც
თვალებს ვხუჭავ და ძილში უნდა გადავიდე, ხშირად ვხედავ ხოლმე უცნაურ
მონაცვლეობით სურათებს. ეს სურათები ხშირად სრულიად აბსურდული და უაზროა.
შეიძლება დაინახო ნებისმიერი რამ, მაგალითად როგორ მირბის კურდღელი, ან როგორ
იბრძვიან სამურაები, თამაშობენ ბავშვები ან სხვა ნებისმიერი რამ. შეიძლება დაინახო
ნაცნობი და უცნობი სახეები და ნივთიები, ხშირად ერთმანეთთან დაუკავშირებელი და
არალოგიკური. ამ სურათებს არანაირი ახსნა არა აქვთ. ვერ იტყვი, რომ ისინი დღის
განმავლობაში მიღებული შთაბეჭდილებების ქვეცნობიერიდან ამოსული სახე-ხატებია.
რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ამ სურათების გაცნობიერება და მართვაა შესაძლებელია. თუ
ამ მართვის პროცესს დაეუფლები და საკმარის ხანს მიყვები, ნარ-ნარად გადახვალ
გაცნობიერებულ სიზმარში, ისე, რომ საღი აზროვნების უნარს სრულად გადაიტან. ჯერ არ
ვიცი რასთან მაქვს საქმე, მაგრამ როგორც ვხვდები ეს გაცნობიერებული სიზმრის და
სიზმარხილვის ტექნიკა შეიძლება იყოს. ამიტომ დავიწყე ამ მეთოდზე მუშაობა. პროცესი
ასეთია: ხედავ სურათს, მაგალითად კურდღელს და შენთვის შინაგანად ამბობ: - მე ვხედავ
კურდღელს. შემდეგ უნდა შეეცადო ეს კურდღელი გარდაქმნა სხვა არსებად ან საგნად შენი
სურვილისამებრ. ამისთვის თითქოს შინაგან ბრძანებას გასცემ: - ეს კურდღელი გახდება
ძაღლი! უნდა შეეცადო და მის ადგილას ძაღლი წარმოიდგინო. სურათი მარტივად
გემორჩილება და იცვლის სახეს. მთავარია ეს სტადია (სიზმარსა და სიფხიზლეს შორის)
დაიჭირო, იმიტომ რომ სურათების ასეთი ციმ-ციმი ჩნდება ძალიან ხანმოკლე პერიოდში
სიზმრად გადასვლის წინ. სწორედ ამ დროს უნდა შეინარჩუნო გაცნობიერებულობა, რომ
სიზმარში საღი აზროვნებით მოხვდე.

წუხელ ღამით, თავდასხმების განეიტრალებისთვის ძილის წინ ვილოცე, გავაკეთე


სუნთქვითი ვარჯიშები, ხანმოკლე მედიტაცია და წავისვი მირონი მესამე თვალის
ადგილას. ძილად მისვლის წინ ისევ შევედი ამ შუალედურ მდგომარეობაში და
დავაკვირდი სურათს, რომელიც ჩემი შინაგანი მზერის წინაშე ამოტივტივდა. ეს იყო რაღაც
სრულიად ფანტაზმაგორიული: წყლიანი ჭაობი, რომელშიც სანახევროდ იყო ჩაძირული
სამი ხის სათამაშო სახლი.

456
„-აბა ეხლა ეს რა სისულელეა!...“ -გამეფიქრა უნებურად და უეცრად მომეჩვენა რომ
საიდანღაც შორიდან მიქაელის ხმა მომესმა:

- ნუ აკეთებ ანალიზს, თორემ გამოხვალ შუალედური სტადიიდან. ანალიზი ფიზიკური


სამყაროს ცნობიერებაა, რომელიც უნდა დაადუმო. მიყევი ტალღას...

შინაგანად ვიცოდი, რომ ანალიტიკურმა ანუ „სიფხიზლის“ ცნობიერებამ (სწორედ იმ


ცნობიერებამ, რომელსაც ბუდისტები ასე ეომებიან ხოლმე მედიტაციების დროს) უნდა
დაიძინოს, ამიტომ შევეცადე ფიქრთა დენა შემეწყვიტა და მივყევი პირველივე შინაგან
იმპულსს ყველანაირი გააზრების გარეშე - ფიქრის ძალით ამოვიღე ეს სათამაშო სახლები
ჭაობიდან. დავაკვირდი, როგორ ჩამოედინებოდა მათგან წყალი. შემდეგ ავიღე ერთ-ერთი
სახლი და დავიწყე მისი გაზრდა ზომაში, მერე კი ნელ-ნელა რეალურ სახლად ვაქციე.
ეტყობა ფიქრის კონცენტრაცია დამაკლდა, რადგან სახლს მკვეთრი ფორმები ვერ მივეცი
და ის არაბუნებრივად დიდი გახდა, უცნაური დეკორაციებითა და ფორმებით.
მიუხედავად ამისა კარი შევაღე და შიგ შევედი. მაშინვე შევქმენი ზევით ამავალი კიბე. აქაც
ვიგრძენი, რომ კონცენტაცია მიჭირს და ძილისკენ ვიხრები, იმიტომ რომ კიბე ზევით
მიდიოდა და არ მთავრდებოდა. ნებისყოფა დავძაბე და კიბე კართან მივიყვანე. კარი
გამოვაღე და ოთახში შევედი. უეცრად გავაცნობიერე, რომ ეს სწორედ ის ოთახი იყო,
რომელსაც ასე ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე მედიტაციებისას. ეს ხის მანსარდა იყო
დიდი, ნათელი ვიტრაჟებით. ვიცოდი, რომ გარეთ გამწვანებული მშვენიერი ბუნება იყო,
საიდანაც ჩიტების ჭიკჭიკის ხმა მოდიოდა. ჩემ წინ, ხალიჩაზე იდო იოგის მატრასი,
რომელზეც მე უნდა დავმჯდარიყავი. იმის წინ კი ჩემი მასწავლებელი - მიქაელი იჯდა...
თვალებს ვერ ვუჯერებდი! ჩემი თავი გადავოწმე, მოდის თუ არა ამ სურათიდან მისი
ენერგია, თუ ეს უბრალოდ ჩემ მიერ შექმნილი სახე-ხატია და მივხვდი, რომ ის ჩემთან იყო.
მისი თანამყოფობა მომეხვია. ისე მძაფრად ვერა, როგორც ადრე, მაგრამ ეს ის იყო!

-შეეცადე არა მხოლოდ დაინახო, ან გაიგონო, მაგრამ სუნიც იგრძნო... იგრძენი ვარდის
სუნი სურნელოვანი ჩხირებიდან... - მითხრა მან და დავინახე როგორ გავრცელდა ოთახში
სურნელოვანი კვამლი. მე ბოლო ძალები დავძაბე, რომ ვარდის სუნი დამეჭირა... წამიერად
მომეჩვენა თითქოს რაღაც სასიამოვნო არომატი მომხვდა ცხვირში, მაგრამ უეცრად სურათი
დაიბინდა... მიქაელი ლურჯ ლაქად აირია, შემდეგ მთელი ოთახი აიზილა, კონტურები
დაკარგა და გაქრა... როგორც ჩანს დავიძინე. ეს დაძინება წამიერად მოხდა. მაშინვე
გამოვფხიზლდი, მაგრამ სიზმარხილვა უკვე დაკარგული იყო.

საინტერესოა რომ წინა დღეებში იგივე პრაქტიკა ოდნავ განსხვავდებოდა. მაგალითად


რამდენიმე დღის წინ, როდესაც ამ შუალედურ მდგომარეობაში შევედი, მე უბრალოდ
ვაცნობიერებდი და გარდავქმნიდი სურათებს, რომლებიც ერთი მეორეს ცვლიდნენ, ხოლო
რაღაც მომნტში მივხვდი, რომ გადავედი სიზმარში საღი გონების შენარჩუნებით, თუმცა ამ
შემთხვევაშიც სიზმარი დიდხანს არ გარძელდა და მალევე გამოვფხიზლდი.

შევეცდები გავარგრძელო ეს პრაქტიკა. ვნახოთ რამდენად დავხვეწავ.

457
ინტერნეტპოსტებიდან:
სიზმარხილვის მდგომარეობა

ამ სიზმარ/სიფხიზლის შუალედური მდგომარეობიდან შეიძლება გადახვიდე; 1.


კონტროლირებად სიზმარში, 2. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში. ანუ, ორი გზაა.
მეორე შემთხვევაში აღარ იძინებ, შეიძლება თვალებიც კი გაახილო, მაგრამ "ხედვა"
შეგინარჩუნდება, ოღონდ აი, ამ უაზრო სურათების მაგივრად ლოგიკურ სახე-ხატებს
დაინახავ. დაინახავ, როგორ ქმნის შენივე ფიქრები და ემოციები მენტალურ ნატიფ ველში
აზროფორმებს. ამავე მდგომარეობაში ადვილად შეიძლება ეკონტაქტო უსხეულო სულიერ
არსებებს, იმიტომ რომ მათ ტელეპატიური აზრებსაც ვიზუალური სურათებით დაინახავ,
რომლებიც ერთგვარად დაედება ჩვენი მატერიალური განზომილების სურათს.

2019 წელი. 10 ნოემბერი. ბრძოლა ბნელ ძალებთან

სიზმარი:

ვხედავ, რომ სადაც არ უნდა მოვხვდე, ქუჩა იქნება ეს, თუ სახლი, ადამიანების გვერდით
უცნაური დემონური გოლიათები დაძრწიან. უფრო სწორედ კი არ დაძრწიან, ცხოვრობენ.
ისინი ცხოვრობენ, ხოლო ჩვენ, ადამიანები ვარსებობთ მათ გამოსაკვებად. ისინი
მტაცებლები არიან, ჩვენ კი მათი საკვები. მე, ისევე, როგორც სხვა ჩემნაირი, ვინც მათ
ხედავს, მუდმივად ვიმალები. თუ შეიტყეს, რომ მე მათ ვხედავ, მომკლავენ. ამ გოლიათებმა
რაღაცნაირად ბერძნული ტიტანები, უფრო სწორედ ციკლოპები მომაგონეს - მხეცი,
ბრიყვი, მაგრამ ძალიან ღონიერი გიგანტები, რომელიბიც ადამიანებით იკვებებიან. ოღონდ
არა ადამიანების ფიზიკური სხეულებით, არამედ სამშვინველით და გამოსხივებული
დაბალვიბრაციული ფსიქიური ენერგიით. ჩვენ მათ ვერ ვხედავთ, ხოლო ისინი
გვათამაშებენ თავის ნებაზე და საოცრად ერთობიან და ხალისობენ ჩვენს უბედურებებზე,
ვნებათა ღელვებზე, ჩვენს კონფლიქტებზე და ურთიერთსიძულვილზე. ამ დღეებში
თბილისში დიდი ვნებათა ღელვებია ეროვნული ფასეულობების, უმცირესობათა
უფლებების და თავად ეკლესიის ცოდვიანობის გარშემო. ეს მოვლენებიც ერთგვარად
დავინახე სიზმარში. ადამიანების უმრავლესობა ცხვრის ფარას ჰგავდა. სწორედ
ციკლოპებთან და მათ ცხვრებთან იყო ყველაზე დიდი მსგავსება. დავინახე, როგორ შედიან
ლამაზად ჩაცმული და დაპრანჭული ადამიანები თეატრში, მაგრამ შინაგანად ცხვრები
არიან, თან ისეთი მოუვლელი და ბინძური ცხვრები, რომ შეცოდების გარდა, ცოტა ზიზღიც
რომ გაგიჩნდება მათ მიმართ. ისინი ამ დემონებს არ ეწინააღმდეგებიან. ეს მორჩილი ფარაა
და მათ მუდმივად თავი აქვთ ჩაქინდრული. მათ ვერაფერს აუხსნი, ვერაფერს გააგებინებ.

458
ისინი გაბრაზდებიან როცა უბრძანებენ, ერთმანეთს დაერევიან, როცა უბრძანებენ. სწორედ
ასეთ „ცხვრებს“ ნებადართული აქვთ იცხოვრონ, ხოლო მათ ვინც ამ გოლიათ არსებებს
ეწინააღმდეგება, უბრალოდ პოულობენ და ხოცავენ. ეს მხეცები ჩვენზე ორგიებს აწყობენ.
ამ გოლიათებს ეკუთვნით ყველაფერი გარშემო. ის რაც ჩვენ ჩვენი საკუთრება გვგონია,
სახლი იქნება ეს თუ მიწა, ილუზიაა. ყველაფერი მაგათია და ჩვენც, ვინც ამას
ვაცნობიერებთ, მათ მიწაზე ვცხოვრობთ, მათი სამფლობელოს შინაური ცხოველები ვართ
და მხოლოდ ჩვენი შეზღუდული სენსორიკა და შესაბამისად რეალობის შეზღუდული
აღქმა გვიქმნის ჩვენ იმის ილუზიას, რომ რაღაცას ვაკონტროლებთ. ეს გოლიათები
დედამიწისთვის უცხოები არიან. მახსოვს გამეფიქრა, როგორ ელოდებიან-თქო ადამიანები
უცხოპლანეტურ რასებთან შეხვედრას და თურმე უკვე შეხვედრილები ვართ და თურმე
რასთან გვაქვს საქმე! სიზმარში ღამის ცას შევხედე და უამრავი მფრინავი ობიექტი,
პირტალი და ტრასები დავინახე. ასევე დავინახე, თითქოს ცას ვიღაცეები ასკანერებდნენ,
ისე, რომ მანდაც სრული კონტროლი იყო. ერთადერთი, მეფიქრება, რომ სიბრიყვიდან
გამომდინარე, ესენი არ არიან მთავარი მმართველი დემონური არსებები. მათ თავიანთი
ზემდგომები ყავთ და ესენი უბრალოდ რიგითი „ორკები“ არიან. დავინახე როგორ
იბრძვიან მათთან მართალი ადამიანები და როგორი არათანაბარია ეს ბრძოლა. დავინახე
მამაჩემი, რომელიც ასაკის მიუხედავად ერთ-ერთი პირველი იდგა იმათ რიგებში, ვინც მათ
ეომებოდა. დავინახე, როგორ მოხვდა მამაჩემს ერთ-ერთი გოლიათის მოქნეული ცული
ფერდში და თითქოს კისერშიც დაიჭრა. ფერდიდან ცული ამოვუძრე და ჩემ თავს
ვაიმედებდი, რომ ეს ჭრილობები შეუხორცდებოდა. მამაჩემი ისეთი დაღლილი ჩანდა, რომ
ტკივილისგან და უძლურებისგან მეტის ატანა აღარ შეეძლო. მას სასოწარკვეთის სიტყვები
აღმოხდა, ალყაშემორტყმული, განწირული ადამიანის ძახილი, რომელმაც გულის
სიღრმემდე შემძრა. დავინახე ჩემი ძმა, რომელიც ასევე მათ წინააღმდეგ მებრძოლთა ჯარში
იყო, მაგრამ ერთ ადგილას იყო ჩაკეცილი და იმედდაკარგული იმეორებდა ერთი და იგივე
სიტყვებს: „რაც უნდათ ის უქნიათ... აღარ შემიძლია“...

...ძვლებში და სისხლში მივაბიჯებ... ეს არ არის ბრძოლის წაგება, ეს არის ჟლეტა! ვიმალები,


სადაც შემიძლია და თავშესაფარს გამუდმებით ვიცვლი, ისინი კი მტაცებლებივით
დაძრწიან და წინააღმდეგობის „მეომრებს“ ეძებენ. გოლიათი რამდენჯერმე მომიახლოვდა
და ვერ დამინახა. აღმოვაჩინე, რომ ჩემი უნარია, ვიყო უჩინარი მათთვის. მათ თავიანთი
ჯაშუშები ყავთ ადამიანთა შორის, რომლებიც ჩემნაირ „უჩინარებს“ ეძებენ, რადგან
ადამიანი ადამიანს ყოველთვის ხედავს. ერთ-ერთმა ჯაშუშმა მიპოვა, მაგრამ არ ჩამიშვა და
გამაპარა. ჯაშუში ადამიანებიც გულშემატკივრობენ თურმე თავიანთ მოდგმას. მორიგ
სამალავში შევძვერი, როდესაც ერთ-ერთი გოლიათი მომიახლოვდა. მას თეთრი ჩოხა ეცვა
და ჩვენ ქვეყანაში გათამაშებულ „ტრადიციების დაცვის“ სცენარიდან „ძოვდა ენერგიას“.
თითქოს მისი „ცხვრებისგან“ მატყლს იღებდა, თოკებს წნიდა და ჭამდა. თან მთვრალივით
ღრიალებდა და იცინოდა. რაღაც მომენტში შემთხვევით გადაგორდა და დამეჯახა.
მიუხედავად იმისა, რომ ვერ მხედავდა, დაჯახება იგრძნო და მაშინვე კისერში ჩამავლო
ხელი. ისევ ვიგრძენი ის შეგრძნება, რაც რამდენიმე დღის წინ მქონდა, როდესაც მე-5
ჩაკრაზე თავდასხმა ვიგრძენი. გოლიათმა ხელი ჩამჭიდა და ჩაილაპარაკა:

- ორი წუთი გაქვს დამიმტკიცო, რომ ის არ ხარ, ვიზეც ვფიქრობ!

459
მე მუშტი ვხიე ცხვირში. რადგან ისევ ვერ მხედავდა, მოულოდნელობისგან გადავარდა,
თუმცა ხელი არ გამიშვა და ამ დროს გამეღვიძა...

...რომ გავიღვიძე, ვიგრძენი, რომ გარშემო სიბნელე იყო მოზღვავებული. ეს არ იყო


ჩვეულებრივი ღამის სიბნელე, არამედ ღრმა, ძვალ-რბილში ჩამწვდომი, ძალიან ყრუ და
ბლანტი სულისგამყინავი წყვდიადი. დიდი ხანია ასეთ ბნელს ჩემთვის არ შემოუტევია. მე
ლამფის შუქი ავანთე, მაგრამ ჩემი ფიქრები ისევ იქ იყო. მე რაც დავინახე იყო გლობალური
და კატასტროფული სცენარი, რომლიდანაც ადამიანები საკუთარი ძალით თავს ვერ
დააღწევენ. ისინი მოშინაურებულ ბრბოდ არიან ქცეულნი, დადაღულები „მხეცის ნიშნით“
- დაბალი ცნობიერებით და მხოლოდ ასეთებს ეძლევათ არსებობის (აპოკ. ყიდვა-გაყიდვის)
უფლება, დანარჩენები კი უმოწყალო ამოხოცვის რეჟიმში არიან, სრულიად არათანაბარ და
დაუნდობელ ბრძოლაში...

- სად არიან ღვთისშვილები? რატომ არ გვეხმარებიან ამ გოლიათებთან ბრძოლაში?.. -


აღმომხდა უნებურად და დახმარების თხოვნით მიქელს და ქრისტეს შევევდრე.

უეცრად გავიგონე, როგორ გაიღვიძა გვერდზე ოთახში ჩემმა შვილმა, „---------„-იმ და


მამამისს დაუწყო რაღაცის მოყოლა.

დილით, როდესაც ყველანი სამზარეულოში შევიკრიბეთ, ჩემმა ბიჭმა თავისი სიზმარი


მოყვა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ჩემს მეუღლეს უკეთ ახსოვდა, მისი ღამინდელი
მონაყოლიდან.

„----------„-ის სიზმარი:

- დამესიზმრა, თითქოს დედამ ცუდი სიზმარი ნახა და რომ გაეღვიძა სიბნელეში იწვა.
სიბნელე იყო მის გარშემო... ამ დროს ბაბუ (მამაჩემი) შემოვიდა, ფერდზე ხელი ეჭირა,
თითქოს ტკიოდა და „ვახ ჩემიო“- ასე ამბობდა. მე ვერ მივხვდი რა ხდება. უცებ დავინახე,
რომ ჩვენი სახლის გარშემო მგლები შეიკრიბნენ (ჩემი ბიჭი ცხოველების თემითაა
გატაცებული და ბოლო დროს მგლები აინტერესებს). მაგრამ ეს მგლები კარგები იყვნენ...
დასახმარებლად მოვიდნენ... თითქოს რაღაც ხარი უნდა შეეჭამათ...

მივხვდი, რომ ეს სიზმარო ორივემ მივიღეთ, მხოლოდ ჩემმა ბიჭმა ერთგვარი გაგრძელება
ნახა. ფიქრებით მიქაელს დავუკავშირდი და მისი სითბო და სიყვარული ვიგრძენი ჩემ
მიმართ, რომელმაც დამამშვიდა და მეც გადამიყვანა შინაგანი ჰარმონიის მდგომარეობაში.

მიქაელი:

- შენ რაც დაინახე, როგორც მიხვდი ქართული მითოლოგიის სცენარი იყო... შენი შვილი ამ
გოლიათებს სხვა სახით დაინახავდა... შესაძლოა ცხოველების სახით... იმ მტაცებელი
ცხოველების სახით, რომლებიც მის ქვეცნობიერში ბოროტ არსებებთან ასოცირდება...
ისევე როგორც ჩვენი დამხმარე „მეომრები“ დაინახა მეგობრული მგლების სახით, რადგან
ეხლა მგლების თემითაა გატაცებული. შენ უკვე კარგად იცი, რომ „თვალს“ არ უნდა ენდო,
არამედ არსს ჩაუკვირდე. მე რაც გაჩვენე მართლა ხდება. და ამ ბნელ ძალებს მართლა აქვთ

460
იერარქიული წყობა. ეს დემონები დაბალი რანგის არსებები არიან. მაგრამ ვინც არ უნდა
იყვნენ და რომელ იერარქიულ რგოლსაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ, მათი ამოცანა ერთია:
კაცობრიობა დაბალვიბრაციულ სულიერ მდგომარეობაში ამყოფონ, რომ არ მოხდეს
სულიერი თვალის ახელა, რაც სულის ამაღლებას ბუნებრივად მოყვება, წინააღმდეგ
შემთხვევაში ისინი, გარდა იმისა, რომ საკვებს დაკარგავენ თქვენი სახით, თვითონ
აღმოჩნდენიან ამოვარდნილები დედამიწის ვიბრაციული დიაპაზონიდან და ერთგვარად
„დაებმებიან“ ქვესკნელის განზომილებას, რომელთანაც ვიბრაციული შესაბამისობა აქვთ.
იმისთვის რომ დედამიწაზე დაბალი სიხშირეები შეინარჩუნონ, ისინი განაპირობებენ
სხვადასხვა კონფლიქტურ სცენარებს, სადაც ადამიანებს ერთმანეთს უპირისპირებენ.
ამიტომ გასწავლით არა „გარეგან“ დაპირისპირებას, რომელიც დიდწილად მართულია ამ
არსებების მიერ, არამედ „შინაგანს“!... თუ მაღალი ვიბრაცია გიჭირავს და სიყვარულის და
ჰარმონიის მდგომარეობაში იმყოფები, მათ სცენარში აღარ თამაშობ, გარდა ამისა მათი
ზემოქმედების დიაპაზონიდან გადიხარ და ერთგვარად „უხილავი“ ხდები მათთვის.
სწორედ როგორც შენ იყავი ამ სიზმარში. სწორედ ამიტომ გასწავლით „მესამე გზას“ ანუ
სულიერ გზას, სადაც ყველა შენს მოქმედებებში საღმრთო ძალებთან ხარ დაკავშირებული.
ეს არ არის ფიზიკური ბრძოლა, არც ინტელექტუალური ან ფსიქოლოგიური. ეს არის
შინაგანი, ღმერთთან კავშირით გატარებული სინათლით ბრძოლა. ამ დროს სხვანაირად
ხარ დაცული... შენი ძმა და მამაშენი მართალი ადამიანები არიან და სიმართლით
უპირისპირდებიან ამ ძალებს. მაგრამ მათი ბრძოლა „გარეგანია“. ამიტომ დაინახე შენ ის
როგორც ხელჩართული ომი იარაღით ხელში, ომი რომელშიც აგებ, იმიტომ რომ ძალები
არათანაბარია, ხოლო მართალი და არაკონტროლირებადი ადამიანები უმცირესობაში
იმყოფებიან. ბევრს ჰგონია, რომ ის სიმართლისთვის და სიკეთისთვის იბრძვის, მაგრამ ამ
დროს იმდენ ნეგატიურ ენერგიას ასხივებს, რომ მხოლოდ ამრავლებს იმ სულიერ
წყვდიადს, რომელსაც ასე მძაფრად გრძნობ ბოლო დროს. ამიტომ არის აუცილებელი
გულისმიერი კავშირი გქონდეთ საღმრთო ძალებთან, რომ ჩვენ თქვენი მოხმობა გავიგოთ,
თქვენი გულის ძახილი შევისმინოთ და დროულად შეგაწიოთ ხელი, რადგან მხოლოდ
თქვენი გულებია ჩვენთან დამაკავშირებელი გზა. ჩვენ ყოველთვის მოვალთ, თუნდაც ვერ
დაგვინახოთ და ყოველთვის დაგეხმარებით. ჩვენი დახმარება უხილავია. ის შეიძლება
იგრძნოთ, როგორც რაიმე გამოსავალი რთული ცხოვრებისული მდგომარეობიდან ან
უბრალოდ შინაგანი ნუგეში და სულიერი წონასწორობის დაბრუნება. ჩვენ იშვიათად
გვიხდიან მადლობას, რადგან კარგს ადამიანი ბუნებრივად იღებს და იშვიათად ფიქრობს,
რომ ხანდახან ეს კარგი დახმარების სახითაა ბოძებული, მაშინ როცა კარმულად არ
გეკუთვნოდა.

მე:

- ვინ არიან ისინი, ვინც ამ გოლიათებზე მაღლა დგანან? ანუ, ბნელი იერარქიის რეალური
მმართველი ძალები?

მიქაელი:

- ის ვინც შენ ადრინდელ სიზმარში მაღალ და შავებში ჩაცმულ ჰუმანოიდებად დაინახე...


ობობებს რომ მიამსგავსე, ეს არ იყო შემთხვევითი... მათი ზემოქმედება პლანეტარულ

461
სიხშირეებზე უფრო გლობალურია... ისინი ფრაქტალური გეომეტრიის ფიგურებში
დგებიან და ერთგვარ ანტი-მანტრებს მღერიან. ამით დედამიწის თავზე ქსელივით რაღაც
იქსოვება, რომელიც დედამიწაზე მზის და ცენტრალური მზის ნატიფ გამოსხივებებს არ
ატარებს. სწორედ იმ გამოსხივებებს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მენტალური ველის
ვიბრაციის აწევა, რადგან ეს „დასხივება“ ჩვენი, მზეების ანუ ცეცხლოვანი იერაქიის საქმეა
და ჩვენი ზემოქმედების იარაღი. ცენტრალურმა მზემ თავისი სხივებით, კოსმოსურად
დადგენილ ვადებში უნდა „მოამწიფოს“ კაცობრიობის მენტალი, მაგრამ როგორც მცენარე,
რომელსაც თუ მზის შუქს დაუხშობ, ვერ გაიზრდება და დაჭკნება, ასევე ვერ
ევოლუციონირდება თქვენი სულიერება ამ დასხივების დახშობის შემთხვევაში.
თითოეული სულიერად ამაღლებული, ანუ სულიერ სამყაროსთან კავშირში მყოფი
ადამიანი, არის ამ ქსელის გამრღვევი. ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ საღმრთო
ძალებთან სწორედ ინკარნაციაში მყოფი ადამიანები თანამშრომლობდნენ. თქვენ რაც
შეგიძლიათ, ჩვენ არ შეგვიძლია. თუ ფიზიკურ განზომილებაში დასაყრდენი არ გვაქვს,
მხოლოდ სულიერიდან ბევრს ვერაფერს შეცვლით... დიდი ბრძოლა მიდის ადამიანების
სულებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბრძოლის ჭეშმარიტი არსი გესმოდეთ...

- მე როგორც სიზმარში დავინახე, ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ... რა იქნება, თუ ადამიანები


„ცხვრის ფარად“ დარჩებიან და ბნელი იერარქია სრულად მოიპოვებს კონტროლს?

- ამოქმედდება კატასტროფების სცენარი... ადამიანების უმეტესობა ამოწყდება. ამით


ბნელი იერარქიის „საკვები“ ფიზიკურად განადგურდება და ისინი გადავარდებიან დაბალ
განზომილებაში. ერთგვარ გარესკნელში. გარკვეული ვადებით... პლანეტარული ნატიფი
ველები გაიწმინდება ნეგატიური ვიბრაციებისგან და ინკარნაციაში შეძლებენ მოსვლას
უფრო ამაღლებული სულები, რომლებიც უფრო ამაღლებული სულიერების სოციუმს
შექმნიან...

- რატომ გარკვეული ვადებით?..

- „ტიტანები“ ყოველთვის შეიძლება „ამოძვრნენ მიწისქვეშეთიდან“, თუ „მიწისზედა“


განზომილება დაეცემა ვიბრაციებში და მათთვის საარსებო გარემოს შექმნის... ეს
ყოველთვის უნდა გახსოვდეს...

29. ნოემბერი. 2019. ადამიანის ჭეშმარიტი არსი

ბოლო დროს ძილსა და სიფხიზლეს შორის ხედვის მდგომარეობაში შევდივარ და თვალწინ


ამოტივტივებულ აზროფორმებს როგორც მიქაელმა მასწავლა ისე გადრდავქმნი და
ვაწესრიებ. ქაოტური და ნეგატიური აზროფორმებიდან ლამაზი და ჰარმონიული
სურათები იქმნება. გაბრაზებულ სახეებს ლამაზ სახეებად ვცვლი, ჩხუბის ან რაიმე სხვა
ტიპის აგრესიულ სცენებს - ბუნების ლამაზ სურათებად. ხანდახან მე თვითონ ვქმნი ახალ
სახე-ხატებს, რომლებიც გარშემო შემოჯგუფებულ აბსურდულ და ბნელ აზროფორმებს

462
ანეიტრალებენ. ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდები რასთან მაქვს საქმე და რას ვაკეთებ. ვიცი
მხოლოდ რომ ეს მენტალური კონსტრუქციების შექმნისთვის და ზოგადად მენტალურ
განზომილებაში მუშაობისთვისაა საჭირო. ერთგვარი ვარჯიშია. სიზმარში ამ
კონსტრუქციების პირდაპირი გადატანა ნაკლებად გამომდის. თუმცა, ხანმოკლედ
რამდენჯერმე ესეც შევძელი. პარალელურად ფეისბუკის ჯგუფში ჩემი წიგნის
გამოქვეყნებას ვაგრძელებ. არიან დაინტერესებული ადამიანები, არიან ისეთებიც,
ვისთვისაც, რასაც ვწერ ძალიან ნაცნობი და ახლობელია. არიან ისეთები, ვინც კითხულობს,
მაგრამ უნდობლადაა განწყობილი და არიან ისეთებიც, ვისაც ჩემი ნაწერები საშინლად
აღიზიანებთ. ეს ყველაფერი ერთგვარად მოსალოდნელი იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა,
რომ ეს ადამიანები კრიტიკულ კომენტარებს ნაკლებად მწერენ, ყოველი ტექტის დადების
მერე მაინც ვგრძნობ ნეგატიური ენერგიის შემოტევას, რომელიც ძალიან მღლის და
ენერგიას მართმევს. ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ჩემი წიგნის კითხვისას
ადამიანები ჩემი სულის ნაწილებს ჭამენ. და ხანდახან საკმაო დრო მჭირდება, რომ ძალები
აღვიდგინო. არ მეგონა, რომ ეს უბრალო დააკოპირე/დააპეისტე პროცედურა მცირე
წინასიტყვაობებით, ასეთი რთული იქნებოდა და ასეთ დარტყმებს მომაყენებდა. ბოლო
დროს ხშირად მაქვს სიმძიმის გრძნობა გულზე და სიზმრებშიც სულ მეტად მიჭირს
ამაღლებულ ნოტაზე ცნობიერების დაჭერა. ამას ემატება გაუთავებელი არეულობა
ქვეყანაში და დაუოკებელი აგრესია ხალხში, რომელსაც გინდა არ გინდა ყველგან და
ყველასთან ურთიერთობაში ვლინდება.

ძილის წინ ლოცვებში ისევ ვთხოვ დახმარებას ნათელ ძალებს და ისევ ვგრძნობ, რომ ამ
მდგომარეობას მე თვითონ უნდა მოვერიო.

დღესაც ძილის წინ მიქაელს დახმარება ვთხოვე, რომ ცნობიერების დაჭერაში


დამხმარებოდა, რადგან ბოლო დროს ბუნდოვნად ვგრძნობ მის სიახლოვეს და თავს
გარიყულად და მიტოვებულად ვგრძნობ. საპასუხოდ უეცრად ცხადად ვიგრძენი ნათელი
ძალის თანამყოფობა. ნაცნობი სიყვარულის და ზრუნვის ღრუბელი შემომეხვია.

- თქვენ, ადამიანები ყოველთვის ითხოვთ დახმარებას და იშვიათად აცნობიერებთ იმას,


რომ გარემოებები, რომლისგანაც განთავისუფლებას ცდილობთ, სწორედ თქვენი
ზრდისთვისაა შექმნილი... მაგრამ, არაუშავს... მე დიდი მოთმინების უნარი მაქვს და შენი
არასასიამოვნო გარემოებებს იმ დრომდე შეგინარჩუნებ, სანამ არ ისწავლი იმას, რაც უნდა
ისწავლო... და არ გაიგებ იმას, რაც უნდა გაიგო...

უეცრად გავაცნობიერე, რომ სული, რომელიც მელაპარაკებოდა, მიქაელი არ იყო. ეს არც


იესო იყო, არც „სიბრძნის და სინათლის ღმერთი“... საიდანღაც დანამდვილებით ვიცოდი,
რომ მას კარგად ვიცნობ და ისიც ჩემი მასწავლებელია. შეიძლება ითქვას, მთავარი
მასწავლებელი! საკუთარ შეგრძნებებს ჩავუღრმავდი, რომ სულის მეხსიერებიდან მისი
სახე ამომეღო... ან სახელი... თვალწინ სრული აღნაგობის მამაკაცი წარმომიდგა... ამ
გარეგნობის ადამიანი ადრეც ჩნდებოდა ჩემს წარმოსახვებში და ხშირად ინტერნეტში
გურუების ფოტოებს ვათვალიერებდი ხოლმე, რომ ეს ადამიანი ამომეცნო, მაგრამ ვერა...
არავის არ გავდა... მომღიმარი სახე აქვს... ძალიან ბრძენი, და ისე ახლობელი... მაიტრეია!..

463
- მაიტრეია!... ვთხვი მე ხმამაღლა და არ შემეშინდა, რომ შეიძლებოდა არასწორი სახელი
დამესახელებინა... ზუსტად ვიცოდი!..

უეცრად გავაცნობიერე, რომ უმრავლესობა სიზმრების, რომლებითაც ვსწავლობდი და


ინფორმაციას ვიღებდი, მის მიერ იყო მოდელირებული. ილუზიების მოდელირება მისი
ზედამხედველობით ხდებოდა, ისევე როგორც ჩემი (და არა მარტო ჩემი) სწავლების
წარმართვა... მიქაელი არასდროს არ იყო მარტო. ამას ისედაც ვგრძნობდი და ამიტომ
ყოველთვის ვამბობდი „ისინი“, როდესაც ჩემს სულიერ მასწავლებლებს ვახსენებდი.
მაგრამ ის, თუ ვინ იყვნენ ისინი, ნელ-ნელა გამოვლინდა...

საოცრად ბედნიერი ვიყავი მასთან შეხვედრით და ახალი ძალები მომეცა საკუთარ თავზე
სამუშაოდ. ეხლა რატომღაც ვერ ვიხსენებ რაზე ვესაუბრე იმ მომენტში, ვერც იმას ვიხსენებ
რა მომენტში დავიძინე, ან სიზმარში რას ვხედავდი, მახსოვს მხოლოდ, რომ მაღვიძარის
ხმამ გამაღვიძა. ჩემი ბიჭი სკოლისთვის უნდა გამემზადებინა და ავდექი...

...ავდექი თუ არა, ვიგრძენი, რომ ჩემს შეგრძნებებს რაღაც ახალი დაემატა... უეცრად
მივხვდი, რომ გამოჩნდა ის რაც აქამდე უხილავი იყო! ანუ, ის აზროფორმების ხედვა,
რომელზეც სიზმარ-სიფხიზლის ზღვრულ მდგომარეობაში ვმუშაობდი, ცხადში
გადმოვიდა. ფიზიკური თვალით დანახულს ზედ დაედო ჩემივე ფიქრებით შექმნილი
აზროფორმები, ანუ როგორც მიქაელი ეძახდა „მენტალური კონსტრუქციები“, რომლებიც
სხვადასხვა სურათების სახით ვლინდებოდნენ. თითქოს ცხადში სიზმარს ხედავ.
მობილურს შევხედე, ფეისბუკი გამახსენდა, ასოციაციურად ამომიტივტივდა წუხანდელი
პოლიტიკური ამბები და ერთ-ერთი ჩემი მეგობრის გაბრაზებული კომენტარი ფეისბუკში...
და სწორედ ამ სიტყვების გახსენებისას, რომლებიც მწარე აგრესიის ემოციით იყო
დაწერილი, ჩემ თვალწინ შავი, გაუგებარი ფორმის რაღაც გაიხლართა. ამ აზროფორმას არ
ჰქონდა მკვეთრი მოხაზულობა... რატომღაც შავი მაგის სულთან გავავლე ასოციაციური
პარალელი, რომელსაც ჩემ ხილვაში ასევე ამორფული ფორმა ჰქონდა. როგორც ჩანს, ბნელი
ენერგიის წარმონაქმნებს მენტალურ ველში არა აქვთ ხოლმე მკვეთრი ფორმები...

- გარდაქმენი! - გავიგონე წუხანდელი ხმა, - ამჯერად არა სიზმრის ან შეცვლილი


ცნობიერების მდგომარეობის, არამედ ცხოვრებისეული მოვლენების თანმხლები
აზროფორმები გარდაქმენი და დააკვირდი, რა მოხდება...

მე შევეცადე გაბრაზებული კომენტარით შექმნილი აზროფორმის გასანეიტრალებლად


მისთვის სიხარულის აზროფორმა დამეპირისპირებინა. სიხარულის ემოცია გამოვიწვიე და
ჩემ გარშემო ისევ თოვლი წამოვიდა (იხ. 2013. ქრისტესთან შეხვედრა). ოღონდ ამჯერად ამ
თოვლს „საღმრთო მადლის“ ენერგია მივანიჭე და ის ოქროსფრად მბზინავ ფიფქებად
გადაიქცა. ფიფქები ნელა, მდორედ ეცემოდნენ ჯერ არგათენებულ ღამის სიბნელეში,
გზადაგზა ტრიალებდნენ და ოქროსფერ სხივებს ალმაცერად ისროდნენ. მათი ყოველი
დაცემა ერთ პატარა სიხარულის ნაპერწკალს მატებდა იმას, რასაც ეცემოდნენ... მთელი
ოთახი ოქროსფერი ნაპერწკლებით აელვარდა. თავი ზღაპარში მეგონა. სადღა იყო ბნელი
აზროფორმები ან შავი ხლართები, თავისი გულისმომშხამავი მოქმედებით.

464
მე გვერდზე ოთაში გავედი და ჩემი ოქროსფერი თოვლი იქაც გამომყვა... ეს ყველაფერი
ხელს არ მიშლიდა, რომ პარალელურად ჩემი შვილისთვის საუზმე მომემზადებინა... ჩემ
გარშემო აბრჭყვიანებულმა სულიერმა მატერიამ საოცარ ხასიათზე დამაყენა და ჩემი
განწყობა მაიტრეიას გავუზიარე... მისი გაღიმება ვიგრძენი.

- გაიხსენე, როგორ შეიძლება დაინახო ერთი და იგივე სივრცე მაღალი ცნობიერებით და


დაბალი ცნობიერებით.

მან ჩემი ფიქრები იმ სიზმრისკენ მიმართა, რომელიც რატომღაც თავის დროზე გამომრჩა
და არ ჩავწერე, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიზმარი განსაკუთრებული ფერებით და
ემოციებით გამოირჩეოდა.

დამესიზმრა, თითქოს იტალიური სახლის ეზოში ვდგავარ, სწორედ იმ ეზოში რომელშიც


გავიზარდე და ბავშვობა გავატარე. ეზოში მარტო ვარ, მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემს
ველოდები, იმიტომ რომ სადღაც ერთად წასვლას ვაპირებთ. თითქოს ღამეა, საკმაოდ
ბნელა, როდესაც უეცრად გარშემო ყველაფერი ნათდება. ოღონდ ეს ნათება არა გარედან,
არამედ შიგნიდან მოდის - გარშემომყოფი სახლის კედლებისა, სახურავებისა და ხეების
შიგნიდან! შენობები და ხეები თვითონ ანათებენ... თითქოს სახლის კედლები ფაქტურას
იცვლიან, ძვირფასი ქვებივით გამჭვირვალე ხდებიან და შიგნიდან ანათებენ მკრთალი,
მაგრამ ძალიან ლამაზი, რბილი სინათლით. სახლის კედლებიდან ასეთივე ძვირფასი
ქვისგან ნათალი, მაგრამ რბილი, ჰაეროვანი ყვავილები აღმოცენდებიან და ისინიც
ანათებენ - ზოგი ლურჯად, ზოგი მწვანედ, ზოგი ოქროსფრად. ამ ენითგამოუთქმელი
სილამაზით მეც შიგნიდან ვივსები და ეს გრძნობა ისეთ სიმსუბუქეს მანიჭებს, რომ ფეხები
უნებლიედ მიწას წყდება და ზევით სახურავებისკენ მივფრინავ. იმ სახურავებისკენ,
რომელზეც მთელი ბავშვობა ვთამაშობდი და რომლებიც ასე მიყვარს. ისინიც შეცვლილია.
ძველი, წითლად შეღებილი უღიმღამო ფირფიტების ნაცვლად სახურავი ერთიან
ქრისზოლიტის მასას გავს, რომელიც შიგნიდან ანათებს მოვარდისფრო-მოოქროსფრო
ნათებით. ვარსკვალავებით მოჭედილი ღამის ცის ფონზე ეს შინაგანი ლუმინესცენცია
გამოუთქმელად მშვენიერია. ვხედავ, რომ სახურავზეც იშლებიან ულამაზესი ღამის
მანათობელი ყვავილები და მთვარის შუქზე მშვენიერი ქალაქის საოცარი სანახაობა
იშლება! მე ვგრძნობ რომ ყველგან შემიძლია გავფრინდე, სადაც კი მომესურვება და
მხოლოდ ერთზე მწყდება გული, რომ ამ სილამაზეს ვერავის ვუზიარებ. უცებ ვხედავ, რომ
ქვევით, ეზოში დედაჩემი შემოვიდა და თვალით მეძებს. მე მაშინვე ჩამოვფრინდი და
გახარებული დედას მივვარდი:

- შეხედე! შეხედე! - დავუყვირე მე ჯერ კიდევ შორიდან, - შეხედე რა სილამაზეა!

მაგრამ დედა გარშემო იყურება და ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს! მე


გაკვირვებული ვუყურებ და ვიმეორებ:

- შეხედე რა ლამაზია ყველაფერი... - ის ისევ ავლებს თვალს ეზოს და ისევ გაკვირვებული


მიყურებს.

465
- როგორც ყოველთვის. რა შეიცვალა? - მეკითხება.

- აგერ შეხედე, კედლებზე რა ლამაზი ყვავილები ამოვიდა! შიგნიდან ანათებენ, - ვეუბნები


მე და ვცდილობ დედა იმ კედელთან მივიყვანო, სადაც ორი წუთის წინ ყვავილები
შევნიშნე, მაგრამ უეცრად ვხვდები, რომ იქ არაფერია!... ყვავილები გაქრნენ, ხოლო
კედლებმა ნათება შეწყვიტეს!... ეზო ისევ ღამის უჟმურ, გაქუცულ და მტვერიან სიბნელეში
ჩაეშვა... ისევ იგივე სარდაფებიდან მომავალი კატებისა და მტვერის სუნი მომხვდა
ცხვირში, ძველი ხის კარებებზე ჩამოქერცლილი საღებავები შემომეფეთა თვალში,
მორყეული კიბე აჭრიჭინდა ფეხქვეშ და ორმოებიანმა ნაცრისფერმა ასფალტმა
უკანასკნელი სინათლის სხივი შთანთქა, ჩემი სხეული კი ტყვიასავით სიმძიმემ გაავსო,
რომელმაც ისევ მიწასთან მიმაჯაჭვა...

დედა გაკვირვებული მიყურებს, ბოლოს ბეზრდება და მეუბნება:

- წავიდეთ ბოლოს და ბოლოს, თორემ მაღაზია დაიკეტება!

მე უხმოდ მივყვები. ყელში მწარე ბურთი მაქვს გაჩხერილი და ვცდილობ ცრემლებისგან


თავი შევიკავო. ამ სიმახინჯეში და უიმედობაში თავს მხოლოდ ერთი აზრით ვიმშვიდებ -
ჩემ გვერდით დედაა - ჩემი დედა!...

ეს სიზმარი მაშინ დამესიზმრა, როდესაც დედა უკვე აღარ მყავდა... და ეხლაც, ამდენი წლის
მერე ეს სიზმარი მკაფიოდ იყო ჩაბეჭდილი ჩემ მეხსიერებაში და როგორც მაშინ ორმაგი,
ურთიერთსაპირისპირო ემოციები გამოიწვია. მაგრამ ამჯერად შევეცადე ჩემი ყურადღება
იმ პოზიტიურ მხარეზე გამემახვილებინა, რომელიც შინაგანი სინათლის დანახვას
უკავშირდებოდა... მე ისევ ჩემ სამზარეულოში ვიჯექი... ჩემ წინ ჩემი შვილი ჩაის სვავდა,
ხოლო ჩემს გონებაში მაიტრეიას სიტყვები ტრიალებდა... „გაიხსენე“... „გაიხსენე“...
ოქროსფერი წვიმის აზროფორმა შევწტვიტე და შევეცადე გარშემომყოფი მატერია
შიგნიდან გამენათებინა იმ სილამაზის და სრულყოფილების გრძნობით, რომელმაც მაშინ,
იმ სიზმარში მიწიდან მომწყვიტა და ფრენის უნარი მომანიჭა... და ნატიფი მატერია წამოყვა
ჩემს სურვილს! მე დავინახე, რომ იმ სუბსტანციამ, რომელიც ფიზიკური ნივთების არსს
წარმოადგენს, მართლა დაიწყო შინაგანი ნათება... ან იქნებ სულ ანათებდა, მაგრამ მე
მხოლოდ ეხლა დავინახე... ისევ გაივსო ოთახი ჯადოსნური ლუმინესცენციით და ისევ
ვიგრძენი ის შინაგანი სულიერი სიმსუბუქე, რომლისგანაც ფრენა გინდება. მე მაიტრეიას
დავანახე, რასაც თავად ვხედავდი და ძალიან მომინდა, რომ ეს ნათება მთელ ქვეყანაზე
გავრცელებულიყო. რომ ყველა ადამიანის, ყველა სახლში გაფანტულიყო ის მომწამლავი,
ბნელი აზროხართები, აგრესიის და ბოროტების წარმონაქმნები... ეს სურვილი ქვეყნის
ეგრეგორზე მივმართე, საქართველოს რუკა წარმოვიდგინე და ლუმინესცენცია გამოწვევის
სურვილი განვაცხადე... არ ვიცი გამომივიდა თუ არა... მოახდინა თუ არა ვინმეზე ან რამეზე
ზემოქმედება ჩემმა, ერთი ადამიანის ნებელობით გამოსხივებულმა სინათლემ, მაგრამ ამ
შეგრძნებამ ენით აუღწერელი სიხარული მომანიჭა...

466
- ის სიზმარი მაშინ შენ შექმენი, ხომ?... - ვკითხე მაიტრეიას.

- ისიც და ბევრი სხვა... - მიპასუხა მან, - მე მინდა, რომ შენც და სხვებიც, ვინც შენს წიგნს
წაიკითხავენ, მიხვდნენ, რომ სწორედ ეს დახშული ხედვაა, რაც ადამიანს სიბნელეში და
უიმედობაში ამყოფებს. სწორედ იმის ვერ დანახვა, რომ ყოველი ცოცხალი და არაცოცხალი
გარშემო თავადაა ღვთაებრივი სინათლის, სიყვარულის და ნეტარების გამოსხივების
წყარო, რადგან არაფერი არ არსებობს ღმერთის ცნობიერების გარეთ. სწორედ ამ დახშული
ხედვის გამო ადამიანები უკანასკნელი ძალებით ებღაუჭებიან, იმას, რაც მათთვის
სიყვარულის წყაროს წარმოადგენს - ახლობელ ადამიანებს... ისინი კი აუცილებლად ადრე
თუ გვიან მიდიან ამ ცხოვრებიდან და გაუსაძლის ტკივილს ტოვებენ, რომლის შევსება და
ჩანაცვლება შეუძლებელია, თუ მთელი შენი არსი არ შეიცვალა და არ დაინახე, რომ
სიკვდილი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მარადიული ყოფა, ღმერთის ცნობიერებაში
გამოვლენილი სამყაროები და ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმული შინ დაბრუნების
განცდა.

მე მისი სიტყვები ჩამესმოდა... პარალელურად, ჩემს შვილს ქუდის და კაშნეს გაკეთებას


ვახსენებდი. ის ჩემმა მეუღლემ სკოლაში წაიყვანა.. მამაჩემიც ადგა, ხოლო მე საძინებელში
დავბრუნდი. დღე თავისი ჩვეული რიგითობით მიდიოდა. დაღლილობა ვიგრძენი და
წამოვწექი... თვალწინ ისევ ოქროსფრად თოვდა, ხოლო ოთახში ჯერ კიდევ შინაგანი
ნათებით კაშკაშებდნენ ჩვეული ნივთები... ქუთუთოები დამიმძიმდა და ძილმა ჩამითრია...

...ვხედავ, რომ მე თვითონ ვარ მიქაელი... ის ჩემშია და მე მასში... მე და ის არც კაცი ვართ,
არც ქალი... ორივეს გარეგნობა გვაქვს და ორივეს მოვიცავთ საკუთარ „მე“-ში. ამ „მე“-ს
დიდი გამჭვირვალე ფრთები აქვს და ყველგან ფრენა შეუძლია! მე ავფრინდი ცაში,
ღრუბლებს გავცდი, მიწის მოხაზულობები ქვევით მოვიტოვე და კოსმოსის უწონობა
შევიგრძენი, მერე ფრთები დავკეცე და მეტეორივივით თავქვე დავეშვი დედამიწისკენ!
საოცარი სიჩქარით გავაპე ღრუბლები და ჩემს ქვეშ გადაშლილ ოკეანეში ჩავეშვი... წყალი
ისეთივე თბილი და მშობლიური იყო, როგორც ჰაერი, როგორც მზე, როგორც კოსმოსი და
ყველაფერი გარშემო... მე არც სუნთქვა მჭირდება, არც საკვები... ჩემი სახელია
„თავისუფლება“! წყლიდან ამოვყვინთე და ისევ ცაში ავიჭერი... ვგრძნობდი, როგორ
მომყვებოდნენ წყლის თბილი შხეფები... ისევ ავკრიფე კოსმოსური სიჩქარე და ისევ გავცდი
დედამიწის ფარგლებს...

... ტელეფონის ზარმა გამაღვიძა...

- გიორგისთვის ვაქცინა მოიტანეს, - მეუბნება დედამთილი. ჩემს უმცროს შვილს აცრა აქვს
გასაკეთებელი, - იქნებ ვინმემ გამოიყვანოს ადრე სკოლიდან?

მე ამ საქმეს ვაგვარებ... ტაქსს ვიძახებ, ვარკვევ მისამართს, სადაც უნდა წაიყვანონ... მაგრამ
ჩემი ფიქრები იმ სიზმარშია და ისევ ვგრძნობ მაიტრეიას თანამყოფობას... რაღაც ძალიან
მნიშვნელოვანი უნდა მითხრას... ან იქნებ პირიქით, მე უნდა ვუთხრა?.. უნდა გავიხსენო...

467
- ის კაცი ჩემს სიზმარში, როდესაც წინა ინკარნაცია დამესიზმრა (იხ. „წინა ინკარნაცია“),
სრული ტანის მამაკაცი, რომელმაც ამ ცხოვრებაში დაბადებამდე მითხრა „Ты родишься в
неблагоприятных условиях. Родишься женщиной в стране где нет Бога. Если сумеешь понять
истинную суть себя, то...“, შენ იყავი?

მან დასტური მომცა... და მე გავაგრძელე:

- მე მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ამოცანა - საკუთარი ჭეშმარიტი არსის ამოცნობა, რომელიც


როგორც ჩანს ჩემი ამჟამინდელი ინკარნაციის მთავარი ამოცანაა, გამოვიცანი, როდესაც
გავაცნობიერე, რომ მე არა ვარ ფიზიკური სხეული, არამედ სული...

მას გაეღიმა და მეც მივხვდი, რომ ისეთი პასუხი გავეცი, როგორსაც პირველკლასელი
გასცემდა ბოლო კლასელის რთულ კითხვაზე.

- მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ არა... - გავაგრძელე აზრი, - ეს არ იყო სწორი პასუხი...

შინაგანი მზერით მიქაელი მოვძებნე... თუმცა შინაგან თვალზე სწრაფად ჩემმა გულმა მისი
გული იპოვა და ისევ ვიგრძენი ნაცნობი ერთგული, მუდმივად გვერდზე მყოფი, მომთმენი,
მიმტევებელი და მოსიყვარულე არსება, რომლის მიმართ ყოველთვის საოცრად ძლიერი
გრძნობა მიჩნდებოდა, როგორც სულის მეორე ნახევრის მიმართ. ამ გრძნობას ვერაფრით
ვერ ვხსნიდი და ჩემს მდაბიო ადამიანურ ბუნებას ვაბრალებდი...

„შენ ერთხელ კითხვა დამისვი, როგორ შეიძინა ადამიანის სულიერმა სტრუქტურამ


უმაღლესი მანასი...“- გამახსენდა მე მისი ადრე ნათქვამი სიტყვები, რომელზეც პასუხი
ახლა ასე ცხადი იყო...

- გამოცდა ჩაბარებულია, - ვუთხარი მე.

მან მე გამიღიმა, მე კი მას...

"Звезды исчезают перед рассветом как воспоминания...

То, что может быть названо, должно существовать.

То, что названо, может быть написано.

То, что написано, должно быть запомнено.

То, что запомнено, живет..."

"Тексты пирамид"

468

You might also like