You are on page 1of 126

1

სომერსეტ მოემი

მოთხრობები
გახსენით ლინკი და მოიწონეთ გვერდი

https://www.facebook.com/eExistentialCrisisA1/
2

Contents
სომერსეტ მოემი ..................................................................................................................................... 1
მოთხრობები ............................................................................................................................................... 1
წვიმა ............................................................................................................................................................. 3
მორევი .......................................................................................................................................................45
ბარათი .......................................................................................................................................................79
დედა ........................................................................................................................................................112
3

წვიმა
ძილის დრო ახლოვდებოდა. დილით კი უკვე მიწა უნდა გამოჩენილიყო. ექიმმა
მაკფეილმა ჩიბუხს მოუკიდა, გემბანის მოაჯირს დაეყრდნო და ცაში სამხრეთის
ჯვრის თანავარსკვლავედს დაუწყო ძებნა. ფრონტზე ორი წლის ყოფნისა და იქ
მიღებული ჭრილობის შემდეგ, რომელიც ძნელად უხორცდებოდა, სიამეს
ჰგვრიდა იმის გახსენება, აპიაში, ამ მყუდრო ადგილას, სულ ცოტა,
თორმეტიოდე თვეს მაინც დავისვენებო. მოგზაურობაც საგრძნობლად მოუხდა.
მეორე დღეს მგზავრების ნაწილი პაგო-პაგოში ჩადიოდა, ამიტომ საღამოთი
ცეკვების მსგავსი რაღაც მოაწყვეს გემზე. ექიმ მაკფეილს ჯერ ისევ ჩაქუჩივით
უკაკუნებდა ყურებში მექანიკური პიანინოს მჭახე ხმა, მაგრამ ბოლოს, როგორც
იქნა, გემზე სიწყნარე ჩამოვარდა. იქვე ახლოს გრძელ შეზლონგზე შეამჩნია
თავისი ცოლი, რომელიც დევიდსონებს ესაუბრებოდა და მათკენ გაეშურა.
სინათლის ქვეშ დაჯდა და ქუდი მოიხადა. თმა ძალზე წითური ჰქონდა, კეფა
გამელოტებული, სახის კანი კი – წითური ადამიანისთვის დამახასიათებელი
ჭორფლით დაწინწკლული. ეს იყო ორმოციოდე წლის გამხდარი,
მოგრძოსახიანი, აკურატული და ოდნავ პედანტი მამაკაცი. ლაპარაკობდა
შოტლანდიური აქცენტით,

ყოველთვის დინჯად და ხმადაბლა.

მაკფეილებსა და მისიონერ ცოლ-ქმარ დევიდსონებს შორის დამყარდა


თავისებური მეგობრობა, რომელიც ერთნაირი გემოვნებით კი არა, მგზავრობაში
ყოველდღიური სიახლოვით წარმოიქმნება ხოლმე. მათი ურთიერთობის
მთავარი მიზეზი კი იმ მგზავრთა ძაგება გახლდათ, რომელნიც თამბაქოს
მოსაწევ ოთახში პოკერის თუ ბრიჯის[1] თამაშსა და სმაში ათენებდნენ და
აღამებდნენ. მისის მაკფეილი ოდნავ ამაყობდა კიდეც, დევიდსონები მათ რომ
თავს არ არიდებდნენ გემზე. ექიმი მაკფეილიც, მორცხვი და ჭკუადამჯდარი
ადამიანი, ერთგვარად ნასიამოვნები იყო ამით. მაგრამ რაკი საერთოდ კამათი
უყვარდა, იმ საღამოს კაიუტაში დაბრუნებისას თავს ნება დართო ცოლს
წაბუზღუნებოდა.

– მისის დევიდსონმა მითხრა, არ ვიცი, როგორ ავიტანდით ამ მოგზაურობას,


თქვენ რომ არ ყოფილიყავითო. სხვებთან არც ღირს ნაცნობობაო, – დაიწყო მისის
მაკფეილმა და ჩვეული მარჯვე მოძრაობით ჩამოივარცხნა თმა.

– ჩემი აზრით, მისიონერი არცთუ ისეთი დიდი ვინმეა, როგორც იბღინძება.

– ეს გაბღენძა არ არის. შესანიშნავად მესმის მათი. დევიდსონებს არ შეჰფერით


თამბაქოს მოსაწევი სალონის უხეშ საზოგადოებაში გარევა.

– მათი რელიგიის ფუძემდებელი ასეთი წუნია არ ყოფილა, – ჩაიცინა ექიმმა.


4

– რამდენჯერ გთხოვე, რელიგიაზე ნუ ხუმრობ-მეთქი, – შენიშნა ცოლმა, –


მადლობა ღმერთს, ხასიათით არ გგავარ. ადამიანებში კარგ მხარეს ვერ ამჩნევ,
ალეკ.

მაკფეილმა ღია ცისფერი თვალებით ცერად გახედა ცოლს, მაგრამ პასუხი არ


გაუცია. ცოლქმრული ცხოვრების მრავალმა წელმა დიდი ხანია დაარწმუნა, რომ
ოჯახური სიმშვიდის შესანარჩუნებლად უკანასკნელი სიტყვა ყოველთვის
ცოლს უნდა დარჩენოდა. მან უფრო ადრე გაიხადა, ზედა საწოლზე ავიდა და
ძილის წინ საკითხავად მოეწყო.

დილით ექიმი გემბანზე რომ გამოვიდა, კუნძული უკვე სულ ახლოს მოჩანდა.
ხარბად მიაჩერდა ნაპირს. სანაპიროს ვიწრო ვერცხლისფერ ზოლს იქით
მწვერვალებამდე მწვანით შემოსილი ციცაბო მთები აღმართულიყვნენ.
ზურმუხტისფერი ქოქოსის

პალმების ხშირი ტყე თითქმის ზღვის პირამდე აღწევდა. პალმებს შორის


სამოელთა მოწნული ქოხები მოჩანდა. თეთრად ქათქათებდნენ აქა-იქ გაბნეული
პატარა ეკლესიები. გემბანზე მისის დევიდსონი გამოვიდა და ექიმის გვერდით
გაჩერდა. შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ყელზე ოქროსძეწკვიანი პატარა
ჯვარი ეკიდა, ეს გახლდათ გულდასმით თმადავარცხნილი, გახუნებული
წაბლისფერთმიანი და გადმოკარკლულ ცისფერ თვალებზე პენსნეაფარებული
ტანმორჩილი ქალი. ცხვარივით ჩამოგრძელებული სახე უბრალო იერს როდი
აძლევდა. პირიქით, მის გამომეტყველებაში სიფხიზლე და ენერგიულობა
იგრძნობოდა. სწრაფი მოძრაობით რომელიღაც ფრინველს მოგაგონებდათ,
ყველაზე უცნაური კი მაინც ხმა ჰქონდა – მაღალი, ფოლადნარევი და ყოველგვარ
ინტონაციას მოკლებული, პნევმატიკური ბურღის ზუზუნის ულმობელი
ერთფეროვნებით რომ ესობოდა ყურის აპკს და ნერვებს აღიზიანებდა.

– თქვენ ალბათ უკვე შინ გრძნობთ თავს, – უთხრა ექიმმა მაკფეილმა მისთვის
ჩვეული უფერული, რაღაც წამებული ღიმილით.

– ჩვენი კუნძულები ამათ არა ჰგავს, ისინი ბრტყელია, მარჯნისა, ესენი კი


ვულკანური წარმოშობისაა. ათი დღის მოგზაურობა კიდევ მოგვიწევს, სანამ შინ
მივაღწევთ.

– ეს იგივეა, რაც ჩვენს სამშობლოში შემდეგი ქუჩა, – იხუმრა ექიმმა.

– გააზვიადეთ, რასაკვირველია, მაგრამ სამხრეთ ზღვებში მანძილი სხვანაირად


გამოიყურება. ამ მხრივ სავსებით მართალი ბრძანდებით.

ექიმმა მაკფეილმა ოდნავ შესამჩნევად ამოიოხრა.

– კიდევ კარგი, ამ კუნძულებზე არ არის ჩვენი მისია, – განაგრძო მისის


დევიდსონმა, – ამბობენ, აქ მუშაობა შეუძლებელიაო: ბევრი გემი შემოდის, ეს კი
რყვნის მოსახლეობას. გარდა ამისა, აქ სამხედრო ხომალდებიც დგანან, რაც
თავის მხრივ ცუდ გავლენას ახდენს მათზე. ჩვენს მხარეში ასეთი სიძნელეები არ
5

გვხვდება. რასაკვირველია, იქაც ცხოვრობს ორი-სამი მედუქნე, მაგრამ თვალს


ვადევნებთ, რომ წესიერად მოიქცნენ, არადა, ისეთ დღეს დავაყრით, ურჩევნიათ
სულ გადაიკარგონ იქიდან.

მან პენსნე გაისწორა და ულმობელი მზერა მიაპყრო მწვანე კუნძულს.

– აქაური მისიონერების მოღვაწეობა თითქმის ფუჭია. მადლობა უფალს, რომ


ასეთი რამ თავიდან აგვაცილა.

დევიდსონის სამისიონერო მრევლი სამოას ჩრდილოეთით მდებარე პატარა


კუნძულებს მოიცავდა. კუნძულები საკმაოდ დიდი მანძილით იყვნენ
დაშორებული ერთმანეთისგან და მისიონერს ხშირად უხდებოდა შორს
მგზავრობა კანოეთი[2]. ასეთ შემთხვევაში მეუღლე მისიის მმართველად
რჩებოდა. ექიმი მაკფეილი შეკრთა, როდესაც წარმოიდგინა, რა დაუცხრომელი
ენერგიით ასრულებდა ალბათ მისის დევიდსონი თავის მოვალეობას.
ადგილობრივ მკვიდრთა ზნედაცემულობაზე დათაფლული გულისწყრომით,
ხმისდაუწევლად ლაპარაკობდა. თავაზიანობა-კეთილსინდისიერებაზე
თავისებური წარმოდგენა ჰქონდა. მათი ნაცნობობის დასაწყისშივე უთხრა
მისის დევიდსონმა ექიმს:

– წარმოიდგინეთ, კუნძულებზე რომ ჩავედით, საქორწინო ადათები იმდენად


სამარცხვინო და შემაძრწუნებელი აღმოაჩნდათ, ვერ აგიწერთ. მაგრამ მისის
მაკფეილს მოვუყვები და ის გადმოგცემთ.

შემდეგ მთელი ორი საათი ხედავდა, მისი ცოლი და მისის დევიდსონი


ერთმანეთთან მიჩოჩებულ შეზლონგებში რა გაცხოველებით ბაასობდნენ
რაღაცაზე. როცა მუხლის გასაშლელად ჩაუვლიდა მათ, მაკფეილის ყურს
შორეული მთის მდინარის ხმაურივით ჩაესმოდა მისის დევიდსონის
აღტკინებული ჩურჩული. ცოლის ნახევრად დაღებული პირისა და
გაფითრებული სახის შემყურე ექიმი ხვდებოდა, რომ მისის მაკფეილს რაღაც
შემაძრწუნებელი ამბავი უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა. საღამოთი, როდესაც
კაიუტაში დაბრუნდნენ, მისის მაკფეილი სხაპასხუპით მოუყვა ყველაფერს, რაც
მოესმინა.

– აბა, რას გეუბნებოდით გუშინ? – გამარჯვებულის იერით შესძახა მისის


დევიდსონმა მეორე დილით. – გსმენიათ ოდესმე ამაზე შემაძრწუნებელი ამბავი?
რა თქმა უნდა, ახლა აღარ გიკვირთ, რატომ ვერ გიამბეთ ეს მე თვითონ, თუმცა
ექიმი ბრძანდებით.

მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ სასურველ ეფექტს მიაღწია.

– ახლა აღარ გაგიკვირდებათ, პირველად რატომ გაგვიტყდა ყველაფერზე გული.


ალბათ არც დაიჯერებთ, რომ სოფლებში ერთ წესიერ გოგოსაც ვერ იპოვიდით.

მისის დევიდსონმა სიტყვა «წესიერი» მკაცრი ტექნიკური მნიშვნელობით


იხმარა.
6

– მე და მისტერ დევიდსონმა ავწონ-დავწონეთ მდგომარეობა და გადავწყვიტეთ,


უპირველეს ყოვლისა, აგვეკრძალა ცეკვები. ესენი ხომ ცეკვაზე პირდაპირ
გიჟდებიან.

– ახალგაზრდობაში არც მე ვამბობდი უარს ცეკვაზე, – ჩაურთო ექიმმა


მაკფეილმა.

– მეც სწორედ ეგ ვიფიქრე გუშინ საღამოს, როდესაც მისის მაკფეილი ვალსზე


მიიწვიეთ. არა მგონია, რაიმე საზიანო იყოს, რომ კაცმა ცოლთან იცეკვოს, მაგრამ
მაინც მესიამოვნა, როდესაც მისის მაკფეილმა უარი განაცხადა. ჩემი აზრით,
შექმნილ გარემოში ჯობია განცალკევებით ვიყოთ.

– როგორ გარემოში?

მისის დევიდსონმა სწრაფად შეავლო თვალი ექიმს პენსნედან, მაგრამ არაფერი


უპასუხა.

– ასეა თუ ისე, თეთრკანიანებს ეს სხვანაირად ესმით, – განაგრძო მან, – თუმცა


ისიც უნდა დავძინოთ, რომ ვეთანხმები მისტერ დევიდსონს, რომელსაც იმ
მამაკაცისა ვერა გაუგია, ვისაც წყნარად დგომა და სხვის მკლავებში მოქცეული
თავისი ცოლის ცქერა შეუძლია. პირადად მე, რაც გავთხოვდი, აღარ მიცეკვია.
მაგრამ აქაურების ცეკვები სულ სხვა ამბავია. არა მარტო ვულგარულია
თავისთავად, არამედ ზნედაცემულობამდეც კი მიჰყავს ადამიანი. ღვთის
წყალობით, როგორც იქნა, ამას ბოლო მოვუღეთ და მგონი, არც შევცდები, თუ
ვიტყვი, რომ აგერ მერვე წელია, რაც ჩვენს მხარეში კაციშვილს არ უცეკვია.

მათ მისის მაკფეილიც შეუერთდა. გემი ნავსადგურის შესასვლელს


მიუახლოვდა, ცერად შემოუხვია და მძიმედ შევიდა ნავსაყუდელში. ეს იყო
ვეებერთელა, თითქმის ჩაკეტილი უბე, რომელშიც თავისუფლად დაეტეოდა
მთელი ფლოტი. იქვე, ყურის შემოსასვლელში, ბაღში ჩაფლული გუბერნატორის
სახლი მოჩანდა. ფლაგშტოკზე უსიცოცხლოდ ეკიდა ამერიკული დროშა. გემმა
გვერდით ჩაუარა ორ-სამ კოპწია ბუნგალოს, ჩოგბურთის კორტს და საწყობებით
ჩახერგილ ნავსაყუდელს მიადგა. მისის დევიდსონმა დაანახვა მაკფეილებს
ორასი-სამასი იარდით დაშორებული ორანძიანი

ნავი, რომლითაც მათ აპიაში მოუწევდათ გამგზავრება. სანაპიროზე გულკეთილ


ადგილობრივ მკვიდრთა მხიარული ბრბო დაფუსფუსებდა, მთელი
კუნძულიდან აქ მოეყარათ თავი. ზოგი უბრალო ცნობისმოყვარეობის
გულისთვის მოსულიყო, ზოგიც იმ განზრახვით, რომ სიდნეისკენ მიმავალი
მგზავრებისთვის რაიმე მიეყიდა. მათ თან მოეტანათ ანანასები, ბანანის
უზარმაზარი კონები, ტაპა[3]-ქსოვილი, ნიჟარებისა და ზვიგენის კბილების
მძივები, კავას[4] ფიალები და სამხედრო კანოეს მოდელები. კოხტად
გამოწყობილი, ახლად წვერგაპარსული და მხიარული ამერიკელი მეზღვაურები
მათ შორის დაეხეტებოდნენ. აქვე იყო ნავსადგურის ოფიციალურ
წარმომადგენელთა მცირე ჯგუფიც. სანამ ბარგს გადმოტვირთავდნენ,
7

მაკფეილები და მისის დევიდსონი ბრბოს ათვალიერებდნენ. ექიმი მაკფეილი


ბავშვებსა და ახალგაზრდებს კანის სნეულებით დაავადებულ სხეულზე
აკვირდებოდა. მთელ ტანზე მოდებული უფორმო მუწუკები უკვე მოძველებულ
წყლულებს წააგავდა. მაკფეილს პროფესიული ინტერესით გაუბრწყინდა
თვალები, როდესაც პირველად დაინახა სპილოს ავადმყოფობით შეპყრობილი
ადამიანები. ისინი ძლივს მიათრევდნენ ვეებერთელა უფორმო ფეხებსა და
ხელებს. ქალსა თუ კაცს ყველას ლავა-ლავა[5] ეცვა.

– ძალიან უხამსი ტანისამოსია, – თქვა მისის დევიდსონმა, – მისტერ


დევიდსონის აზრით, ეს კანონის ძალით უნდა აიკრძალოს. რა მორალი უნდა
მოსთხოვო ხალხს, რომელსაც წითელი ჭინჭის მეტი არაფერი აკრავს თეძოებზე?

– აქაური ჰავისთვის სწორედ ზედგამოჭრილი სამოსია, – ჩაურთო ექიმმა და


შუბლზე ოფლი მოიწმინდა.

სისხამი დილა იყო, მაგრამ ხმელეთზე უკვე პაპანაქება იდგა. ყოველი მხრიდან
მთებით შემოფარგლული პაგო-პაგო სიცხის ბუღში იხრჩობოდა.

– ჩვენს კუნძულებზე, – განაგრძობდა მისის დევიდსონი გამყინავი ხმით, –


პრაქტიკულად, მოვსპეთ ლავა-ლავა. ახლა რამდენიმე მოხუციღა თუ ატარებს.
ქალებს გრძელი, ფართო კაბები აცვიათ, კაცებს კი შარვალ-ხალათი. ჩვენი
მუშაობის დასაწყისში მისტერ დევიდსონი ერთ-ერთ ანგარიშში წერდა: «ამ
კუნძულთა მკვიდრნი მხოლოდ მაშინ განიმსჭვალებიან ჭეშმარიტი
ქრისტიანული სულით, როდესაც ათ წელს გადაცილებულ ბიჭებს აიძულებენ
შარვლის ჩაცმას».

მისის დევიდსონმა ფრინველივით მიატრიალა თავი და ახედა ყურის


შემოსასვლელთან აშლილ მძიმე, ტყვიისფერ ღრუბლებს. წამოწინწკლა.

– ჯობს, სადმე შევაფაროთ თავი, – თქვა მან.

ხალხს მიჰყვნენ და ნაკეცი თუნუქით გადახურულ დიდ ფარდულს შეეფარნენ.


კოკისპირულად დაუშვა. ერთხანს იქ იდგნენ. შემდეგ მისტერ დევიდსონიც მათ
შეუერთდა. მართალია, იგი თავაზიანად ეპყრობოდა მაკფეილებს, მაგრამ
ცოლის გულითადობას არ იზიარებდა და უმეტეს დროს კითხვაში ატარებდა. ეს
იყო ჩუმი, უკარება ადამიანი, რომელიც სხვის მიმართ ყურადღებას მხოლოდ
ქრისტიანული მოვალეობის გამო იჩენდა. მისიონერი გულჩათხრობილი კაცი
იყო. მისი გარეგნობა საოცარ შთაბეჭდილებას ახდენდა: მაღალი, გამხდარი,
გრძელი, თითქოს მოდუნებული ხელ-ფეხი, ჩაცვენილი ყბები და ამოშვერილი
ყვრიმალები. ასეთი გამხდარი ადამიანისთვის უჩვეულოდ სქელი, მგრძნობიარე
ტუჩები უცნაურად გამოირჩეოდა სახეზე. ძალიან გრძელ თმას ატარებდა.
ღრმად ჩასმული დიდი, შავი თვალებიდან რაღაც ტრაგიზმი გამოსჭვიოდა.
მსხვილი, გრძელთითებიანი ლამაზი

ხელები ძლიერ იერს აძლევდა. მაგრამ ყველაზე საოცრად მასში იგრძნობოდა


დაოკებული, მიჩქმალული ცეცხლი, რომელიც ღრმა შთაბეჭდილებასა და
8

გამოუცნობ წუხილს იწვევდა. ეს გახლდათ ადამიანი, რომელთანაც თითქმის


შეუძლებელია მეგობრობა.

მან უსიამოვნო ამბავი მოიტანა: კუნძულზე მძვინვარებდა წითელა, რომლითაც


კანაკები ძალიან მძიმედ ავადდებოდნენ და ხშირად იხოცებოდნენ კიდეც, ახლა
ეს ავადმყოფობა იმ ორანძიანი ნავის მეზღვაურებს შორისაც გაჩენილიყო,
რომლითაც მათ გზა უნდა განეგრძოთ. დაავადებული მეზღვაური ჰოსპიტლის
საკარანტინო განყოფილებაში გადაეყვანათ, მაგრამ აპიიდან ტელეგრაფით
იტყობინებოდნენ, ნავს არ მივიღებთ, თუ არ გამოირკვა, რომ ავადმყოფობა სხვა
მეზღვაურებსაც არ გადაედოთო.

– ეს იმას ნიშნავს, რომ სულ ცოტა, ათ დღეს მაინც დავრჩებით აქ.

– მაგრამ მე როგორმე უნდა ჩავიდე აპიაში. იქ საჭირო ვარ, – თქვა ექიმმა


მაკფეილმა.

– არაფერი გამოვა. თუ ნავზე არავინ დაავადდა, მაშინ მას თეთრკანიანი


მგზავრების

წაყვანის ნებას დართავენ. ადგილობრივ მკვიდრთ ყოველგვარი ნაოსნობა


ეკრძალებათ სამი თვით.

– სასტუმრო თუ არის აქ? – იკითხა მისის მაკფეილმა.

– არა, – ჩაიქირქილა დევიდსონმა.

– მაშ, როგორ მოვიქცეთ?

– გუბერნატორს ველაპარაკე. ზღვისპირა შარაგზაზე ვიღაც მედუქნე ცხოვრობს,


რომელიც ოთახებს აქირავებს. წვიმა გადაიღებს თუ არა, წავიდეთ და ვნახოთ.
კომფორტს ნუ ელით. იმაზედაც მადლობა თქვით, თავშესაფარი და საწოლები
თუ ვიშოვეთ.

მაგრამ წვიმა გადაღებას არ აპირებდა. ბოლოს საწვიმრები მოისხეს, ქოლგები


გაშალეს და გზას გაუდგნენ. დაბა სულ რამდენიმე დაწესებულების, ორიოდე
დუქნისა და ქოქოსის პალმებში შეყუჟული ადგილობრივ მკვიდრთა ქოხებისგან
შედგებოდა. იმ

მედუქნის სახლი ნავსადგურიდან ხუთი წუთის სავალზე იდგა. ეს იყო


ორსართულიანი სტანდარტული შენობა, დიდი ვერანდითა და გოფრირებული
თუნუქის სახურავით. ამ სახლის მფლობელი მეტისი იყო, გვარად ჰორნი,
აქაური ქალი ჰყავდა ცოლად და ყოველთვის შავტუხა ბავშვები ეხვია გარშემო.
ჰორნი ქვედა სართულზე გახსნილ დუქანში კონსერვითა და ჩითით ვაჭრობდა.
ახალმოსულებს ბინები აჩვენა. ოთახებში თითქმის არ იყო ავეჯი.
მაკფეილებისთვის მისაქირავებელ ოთახში მხოლოდ კოღოს საწინააღმდეგო
დახეული ბადით დაფარული, ძველი, მოფამფალებული საწოლი,
9

ფეხებდაგრეხილი სკამი და პირსაბანი იდგა. ცოლ-ქმარი უმწეოდ იხედებოდა


აქეთ-იქით. წვიმა კოკისპირულად ასხამდა.

– მე მხოლოდ საჭირო ნივთებს ამოვიღებ, ყველაფერს არ ამოვქექავ, – თქვა მისის


მაკფეილმა.

ჩემოდანი გახსნა. ოთახში მკვირცხლი ნაბიჯით შემოვიდა მისის დევიდსონი. ის


ენერგიით აღსავსე ჩანდა. ეტყობოდა, ამ უხეირო მოწყობილობას მასზე
არავითარი გავლენა არ მოეხდინა.

– თუ დამიჯერებთ, გირჩევთ ახლავე აიღოთ ნემსი და კოღოების ბადე


დაკემსოთ, – თქვა მან, – თორემ ამაღამ თვალს ვერ მოხუჭავთ.

– ბევრია აქ კოღო? – იკითხა ექიმმა მაკფეილმა.

– ახლაა სწორედ მომრავლებული. აპიის გუბერნატორი საღამოზე რომ


მიგიწვევთ, იქ ნახავთ, რომ ქალებს გადასაფარებლებს ურიგებენ თავისი...
თავისი ქვედა კიდურების დასაფარავად.

– ნეტავი ერთი წუთით მაინც გადაეღო წვიმას! – თქვა მისის მაკფეილმა, – მზიან
ამინდში უფრო ხალისით დავალაგებდი აქაურობას.

– თუ მაგის იმედი გაქვთ, მაშინ დიდხანს დაგჭირდებათ ლოდინი. წყნარ


ოკეანეში პაგო-პაგო ყველაზე ნესტიანი ადგილია. ეს ყურე და მთები სინესტეს
იზიდავენ. ამას გარდა, ახლა წვიმების სეზონია.

მან ჯერ მაკფეილს შეხედა, შემდეგ მის ცოლს, რომლებიც ლტოლვილი


სულებივით

იდგნენ ოთახის სხვადასხვა კუთხეში, და ტუჩები მოკუმა. მისის დევიდსონი


გრძნობდა, რომ ესენიც მისი საზრუნავი გახდებოდნენ. ასეთი უმწეო ადამიანები
აღიზიანებდნენ და ერთი სული ჰქონდა, სანამ საქმეს მოჰკიდებდა ხელს.

– ჩვენ ასე მოვიქცეთ: მომეცით ნემსი და ძაფი. ვიდრე თქვენ ბარგს გახსნით, მე
ბადეს დაგიკერებთ. სადილი პირველ საათზე იქნება. თქვენ კი, ექიმო, აჯობებდა,
ნავსადგურში წაბრძანებულიყავით და ბარგისთვის მიგეხედათ. მოგეხსენებათ
აქაურთა ამბავი – სწორედ იქ დაალაგებენ, სადაც ყველაზე მეტად უშხაპუნებს
წვიმა.

ექიმმა ისევ ჩაიცვა საწვიმარი და კიბეზე დაეშვა. კარში ჩამდგარი მისტერ ჰორნი
ელაპარაკებოდა გემის ბოცმანს და მეორე კლასის მგზავრ ქალს, რომელიც ექიმ
მაკფეილს რამდენჯერმე ჰყავდა შემჩნეული მგზავრობის დროს. დაბალმა,
სახედაღარულმა და საოცრად ჭუჭყიანმა ბოცმანმა ექიმს თავი დაუკრა.

– ცუდადაა საქმე ამ წითელას გამო, არა, ექიმო? – გამოესაუბრა ბოცმანი. –


გეტყობათ, თქვენ უკვე მოწყობილხართ.
10

ექიმმა შენიშნა, რომ ბოცმანი ძალიან შინაურული ტონით ელაპარაკებოდა,


მაგრამ ხათრიანი კაცი იყო და ადვილად ვინმეს წყენინება არ შეეძლო.

– დიახ, მეორე სართულზე ოთახი დავიქირავეთ.

– მის ტომპსონი თქვენთან ერთად მოემგზავრება აპიაში, იმიტომ მოვიყვანე აქ.

ბოცმანმა ცერით ანიშნა გვერდით მდგომზე. ეს იყო ოცდაშვიდი წლის მოსული,


ტლანქი, მაგრამ თავისებურად მოხდენილი ქალი. თეთრი კაბა ეცვა, თავზე
თეთრი დიდი შლაპა ეხურა. თეთრი მაღალყელიანი ბამბის წინდები
შემოტმასნოდა წვივზე, რომლის სქელი კუნთები თითქოს გადმოკიდებულიყო
თეთრი ლაქის ჩექმების ყელზე. ქალმა სანდომიანად გაუღიმა ექიმ მაკფეილს.

– ამ ყმაწვილს დღეში დოლარ-ნახევრის აძრობა სურს რაღაც ერთ ციცქნა


ოთახში, – თქვა მან ჩახლეჩილი ხმით.

– მოიხედე, ჯო, ხომ გეუბნები, ეს ჩემი კარგი ნაცნობია-მეთქი, – მიუბრუნდა


ბოცმანი ჰორნს, – დღეში დოლარზე მეტს ვერ გადაიხდის. წესით, არც შენ უნდა
ითხოვდე მეტს.

სქელი მედუქნე თავაზიანად იღიმებოდა.

– რაკი ასეა, მისტერ სვონ, ვნახავ, თუ მოხერხდება რამე, მოველაპარაკები მისის


ჰორნს და თუ გადავწყვიტეთ, რომ დაკლება შეიძლება – დავაკლებთ.

– ჩემთან ეგ არ გაგივათ, – თქვა მის ტომპსონმა, – ახლავე მოვრიგდეთ. მოკლედ,


ამ ხუხულაში დღეში დოლარს გადავიხდი და მეტს გახვრეტილ გროშსაც ნუ
ელით.

ექიმმა მაკფეილმა გაიღიმა. მოსწონდა ქალის უტიფარი ვაჭრობა. თვითონ იმ


ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ყოველთვის იხდიან იმდენს,
რამდენსაც სთხოვენ. მას ერჩივნა ზედმეტი გადაეხადა, ოღონდ არ ევაჭრა.
ჰორნმა ამოიხვნეშა.

– ასე იყოს, მისტერ სვონის ხათრით.

– აი, ეს უკვე სხვა საქმეა, – თქვა მის ტომპსონმა. – აბა, შემოდით, დავასველოთ.
აიღეთ ჩემი ჩემოდანი, მისტერ სვონ, შიგ უხეირო ვისკის ვერ იპოვით. თქვენც
შემოდით, ექიმო.

– მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ არ შემიძლია, ნავსადგურში მივდივარ, ბარგს


უნდა მივხედო. – უპასუხა მაკფეილმა და თავსხმაში გავიდა. ყურეს
კოკისპირული წვიმის ირიბი ზოლები სერავდა. გაღმა ნაპირი თითქმის არ
ჩანდა. ექიმი რამდენიმე ადგილობრივ მკვიდრს შეხვდა. მათ ლავა-ლავა ეცვათ
და ვეებერთელა ქოლგები ეჭირათ. წელგამართულნი, დინჯი ნაბიჯითა და
ტანის ლამაზი რხევით მიუყვებოდნენ გზას. გვერდზე ჩავლისას ექიმს
უღიმოდნენ და გაუგებარ ენაზე ესალმებოდნენ.
11

მაკფეილი მხოლოდ სადილობისას დაბრუნდა. მაგიდა მედუქნის ოთახში


გაეშალათ. ეს ოთახი სასტუმროს მაგივრობასაც ასრულებდა, ოღონდ მხოლოდ
დღესასწაულების დროს სადილობდნენ ხოლმე აქ; ამიტომ იყო, რომ
მოძველებული და მელანქოლიური იერი ედო ყველაფერს, კედლების გასწვრივ
ნაყშიანი სუროს სკამები ჩაემწკრივებინათ, ხოლო ჭერზე ბუზებისგან
დასაცავად პაპიროსის ჩაყვითლებულ ქაღალდში გახვეული მოოქრული ჭაღი
ეკიდა. დევიდსონი არსად ჩანდა.

– გუბერნატორთან წავიდა, – თქვა მისის დევიდსონმა, – და ალბათ სადილადაც


დატოვეს.

პატარა მსახურმა გოგონამ ჰამბურგული ბიფშტექსებით სავსე ლანგარი


შემოიტანა. მალე ოთახში სახლის პატრონიც შემოვიდა იმის გასაგებად,
სტუმრები კმაყოფილები არიან თუ არაო.

– ვგონებ, ახალი მეზობელი გაგვიჩნდა, მისტერ ჰორნ? – იკითხა ექიმმა


მაკფეილმა.

– ოთახი იქირავა მხოლოდ, – უპასუხა ვაჭარმა, – ასე რომ, ჩვენთან არ ისადილებს.

მან პირმოთნე ღიმილით შეხედა ქალებს.

– ქვედა სართულზე მოვათავსე, თქვენთვის ხელი რომ არ შეეშალა. თქვენ ის არ


შეგაწუხებთ.

– ჩვენი გემით ჩამოვიდა? – იკითხა მისის მაკფეილმა.

– დიახ, მემ[6], მეორე კლასით, აპიაში მიემგზავრება, იქ მოლარის ადგილი


უშოვია.

– ჰოო!

მედუქნე გავიდა.

– მარტოხელა კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, – შენიშნა მისტერ მაკფეილმა. –


მოსწყინდება მარტოობა.

– რაკი მეორე კლასით მგზავრობს, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მას სავსებით


აკმაყოფილებს, – უთხრა მისის დევიდსონმა, – მგონი, სადღაც მინახავს, მაგრამ
ვერ გამიხსენებია – სად.

– წეღან ვნახე, ბოცმანს მოეყვანა. გვარად ტომპსონია.

– ის ხომ არ არის, წუხელ ბოცმანთან რომ ცეკვავდა? – იკითხა მისის დევიდსონმა.

– ნამდვილად ის უნდა იყოს, – მიუგო მისის მაკფეილმა, – მაშინვე ვიფიქრე, ვინ


არის-მეთქი. მეტად მოურიდებელი მეჩვენა.

– კარგი არაფერია, – დაეთანხმა მისის დევიდსონი.


12

საუბარი სხვა თემაზე გადავიდა. სადილის შემდეგ დასაძინებლად წავიდ-


წამოვიდნენ, რადგან დილით ადრე იყვნენ ამდგარი. როდესაც გაეღვიძათ, ცას
ისევ ნაცრისფერი ღრუბლებით ჰქონდა პირი შეკრული, მაგრამ წვიმას გადაეღო.
ამერიკელების მიერ ყურის გასწვრივ გაყვანილ გზატკეცილზე გასეირნება
გადაწყვიტეს. უკან დაბრუნებისას დევიდსონი შინ დახვდათ. ისიც ახლა
დაბრუნებულიყო.

– შეიძლება აქ ორიოდე კვირა დავრჩეთ, – უკმაყოფილოდ თქვა მან, – ვთხოვე,


მაგრამ გუბერნატორმა იუარა, ვერაფერს მოგიხერხებთო.

– მისტერ დევიდსონს ერთი სული აქვს, ვიდრე თავის სამუშაოს დაუბრუნდება,


– შენიშნა მისმა ცოლმა და შეწუხებული სახით გადახედა ქმარს.

– მთელი წელია იქ არ ვყოფილვარ, – კვერი დაუკრა ქმარმა და ვერანდაზე


ბოლთის ცემა განაგრძო, – მისია ადგილობრივ მისიონერთა ამარაა
მიტოვებული. ვაითუ, ყველაფერი აურ-დაურიონ. ღირსეული ხალხია, ვერ
ვუსაყვედურებ: ღვთის მოშიშნი, თავდადებულნი, ჭეშმარიტი ქრისტიანები –
მათი ქრისტიანობა ბევრ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანს შეარცხვენდა ჩვენს
სამშობლოში. ოღონდ მეტად უქნარები არიან.

შეუძლიათ ერთხელ გამოიჩინონ სიმტკიცე, ორჯერ, მაგრამ მუდმივად ვერ


შეინარჩუნებენ. როდესაც მისიას ადგილობრივი, მკვიდრი მისიონერის ამარა
ტოვებ, როგორი სანდოც უნდა იყოს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ბოროტად
გამოიყენებს.

მისტერ დევიდსონი შეჩერდა. მისი მაღალი, ხმელ-ხმელი ტანი, ფერმკრთალი


სახე და ვეებერთელა, ანთებული თვალები მეტად შთამაგონებლად
გამოიყურებოდნენ. მის დამაჯერებელ მიმოხვრაში და მჟღერ, დაბალ ხმაში
უღრმესი გულწრფელობა იგრძნობოდა.

– ვიცი, რომ დიდი სამუშაო მომელის და დაუყოვნებლივ შევუდგები საქმეს.


დამპალი ხე უნდა მოიჭრას და დაიწვას.

საღამოთი, როცა ვახშმის მაგიერ ჩაის შეექცნენ და ქალები საქსოვით, ექიმი კი


ჩიბუხით ხელში ზიზილ-პიპილა სასტუმრო ოთახში შეიკრიბნენ, მისტერ
დევიდსონმა მათ კუნძულებზე თავისი მოღვაწეობის ამბავი მოუთხრო.

– პირველად რომ ჩავედით, იქაურებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ ცოდვაზე, –

ჰყვებოდა მისიონერი. – წამდაუწუმ არღვევდნენ მცნებებს და აზრადაც არ


მოსდიოდათ, თუ ამით ბოროტებას სჩადიოდნენ. ჩემთვის ყველაფერზე ძნელი
ის იყო, შემეგნებინებინა მათთვის ცოდვის რაობა.

მაკფეილებმა იცოდნენ, რომ დევიდსონს მთელი ხუთი წელი გაეტარებინა


სოლომონის კუნძულებზე, სანამ თავის მომავალ ცოლს გაიცნობდა. მისის
დევიდსონი ჩინეთში მისიონერობდა, ერთმანეთს კი შეხვდნენ ბოსტონში, სადაც
13

მისიონერთა ყრილობაზე ჩავიდნენ მივლინებით: ქორწინების შემდეგ ცოლ-


ქმარი იმ კუნძულებზე გაამწესეს, სადაც აქამდე იღვწოდნენ.

მისტერ დევიდსონთან საუბრის დროს ექიმსა და მის ცოლს ყოველთვის


ანცვიფრებდათ ამ ადამიანის სიმტკიცე და ვაჟკაცობა. დევიდსონი ექიმი
მისიონერი იყო და მისი დახმარება შეიძლება ვინმეს ყოველ წუთს
დასჭირვებოდა კუნძულებზე. წვიმების სეზონის დროს ველბოტითაც[7]
სახიფათო იყო აბობოქრებულ ოკეანეში მგზავრობა, მას კი ხშირად კანოეს
უგზავნიდნენ ხოლმე და მაშინ საფრთხე მეტი იყო. არასოდეს შეყოყმანდებოდა,
თუ ავადმყოფთან ან რაიმე უბედური შემთხვევის გამო

ეძახდნენ. მრავალი ღამე გაუთენებია ნავიდან წყლის ამოხაპვაში, რათა არ


დაღუპულიყო, მისის დევიდსონს ბევრჯერ დაუკარგავს ქმრის დაბრუნების
იმედი.

– ზოგჯერ ვემუდარები კიდეც, – თქვა მისის დევიდსონმა, – არ წახვიდე ან


თუნდაც შეიცადე, სანამ ზღვა ცოტათი მაინც დაწყნარდებოდეს-მეთქი, მაგრამ
ყურსაც არ მიგდებს, ჯიუტია და თუ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება,
ვერაფერი შეაჩერებს.

– როგორ შთავაგონო აქაურებს ღვთაების იმედი, თუ მე თვითონ შევშინდები და


დავეჭვდები? – წამოიძახა დევიდსონმა. – მაგრამ მე არ მეშინია, არა. გაჭირვების
ჟამს რომ მიხმობენ, მათ იციან, რომ მე მივალ, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია.
და ნუთუ გგონიათ, რომ ღმერთი მიმატოვებს მაშინ, როდესაც მის ნება-სურვილს
ვასრულებ? ქარი მისი სურვილისამებრ ქრის და მშფოთვარე ტალღებიც მისი
ნებით დგებიან ყალყზე.

ექიმი მაკფეილი, ცოტა არ იყოს, მხდალი გახლდათ. ვერაფრით ვერ მიეჩვია


სანგრების თავზე ზარბაზნების ჭურვების ზუზუნს. როდესაც მოწინავე ხაზზე
დაჭრილებს ოპერაციას უკეთებდა, მთელ ნებისყოფას ძაბავდა, რომ
აკანკალებული ხელები

დაემორჩილებინა. დაძაბულობისგან წურწურით ჩამოსდიოდა შუბლიდან


ოფლი და სათვალეს უბურავდა. მან, ცოტა არ იყოს, შიშით შეხედა მისიონერს.

– კარგი იქნებოდა შემეძლოს თქმა, არასოდეს შემშინებია-მეთქი.

– ისიც კარგი იქნებოდა გეთქვათ, ღმერთი მწამსო, – მოუჭრა დევიდსონმა.

ამ საღამოს მისიონერების ფიქრი რატომღაც წამდაუწუმ უბრუნდებოდა მათ


მიერ კუნძულზე გატარებულ პირველ დღეებს.

– მე და მისის დევიდსონი ხშირად შევცქეროდით ერთმანეთს და ღაწვებზე


ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლი. მთელი დღე და ღამე გვიმუშავია
შეუსვენებლად, მაგრამ ჩვენი ჯაფა თითქოს არავითარ ნაყოფს არ იძლეოდა.
მისის დევიდსონი რომ არა, არ ვიცი, რას ვიზამდი. როდესაც იმედი
14

გადამიწყდებოდა და სასოწარკვეთილებამდე მივიდოდი, მამხნევებდა და


ვაჟკაცობას მინარჩუნებდა.

მისის დევიდსონმა საქსოვზე დახარა თვალები. გამხდარი ლოყები ოდნავ


შეეფაკლა, ხელები აუკანკალდა, მოზღვავებული გრძნობისგან ხმის ამოღებას
ვერ ახერხებდა.

– მშველელი არავინ ჩანდა, მარტონი ვიყავით წყვდიადში. ათასობით მილი


გვაშორებდა ჩვენს ხალხს. როდესაც სულ მოვტყდებოდი და უიმედობა
შემიპყრობდა, ეს გადადებდა ხოლმე თავის სამუშაოს, აიღებდა ბიბლიას და
მიკითხავდა; და მშვიდობა მოეფინებოდა ჩემს სულს, როგორც ძილი ამშვიდებს
ბავშვის ქუთუთოებს. ბოლოს წმინდა წიგნს დახურავდა და მეტყოდა: «ჩვენ
ვიხსნით მათ, მიუხედავად მათი სურვილისა». მაშინ ვგრძნობდი, რომ ღმერთი
ისევ ჩვენთან იყო და მივუგებდი: «დიახ, ღვთის შეწევნით, მე ვიხსნი მათ, მე
უნდა ვიხსნა ისინი».

მისიონერი მიუახლოვდა მაგიდას და ისე გაჩერდა მის წინ, თითქოს


სადავითნესთან დგასო.

– საქმე ისაა, რომ უხამსობა იმდენად ბუნებრივად მიაჩნდათ, შეუძლებელი იყო


აგვეხსნა, რა ბოროტებასაც სჩადიოდნენ. ჩვენ უნდა გვესწავლებინა, რომ მათი
ბუნებრივი საქციელი – ცოდვაა. პირდაპირ ვასწავლიდით, რომ არა მხოლოდ
მრუშობა, ქურდობა და სიცრუეა ცოდვა, არამედ ცოდვაა საკუთარი სხეულის
გაშიშვლებაც, ცეკვაც და ისიც, რომ ეკლესიაში არ დაიარებიან. მე ვასწავლე მათ,
რომ

ქალიშვილთათვის ცოდვაა შიშველი მკერდის გამოჩენა, ხოლო კაცისთვის –


უშარვლოდ სიარული.

– როგორ მოახერხეთ ეს? – გაკვირვებით ჰკითხა ექიმმა მაკფეილმა.

– ჯარიმები დავაწესე. თავისთავად ცხადია, დასჯაა ერთადერთი საშუალება,


რითაც შეიძლება აიძულო ადამიანი შეიგნოს ამა თუ იმ საქციელით ჩადენილი
ცოდვა. მე ვაჯარიმებდი მათ, თუ ეკლესიაში არ ივლიდნენ, ვაჯარიმებდი, თუ
ცეკვავდნენ ან თუ უხამსი ტანსაცმელი ეცვათ. მე დავადგინე ნიხრი და ყოველ
ჩადენილ ცოდვაზე ჯარიმას ფულით ან შრომით იხდიდნენ, და, ბოლოს და
ბოლოს, ვაიძულე შეეგნოთ ყველაფერი.

– გადახდაზე არასოდეს უთქვამთ უარი?

– როგორ გაბედავდნენ? – იკითხა მისიონერმა.

– დიდი გულადი ვინმე უნდა იყოს, რომ ეგ გაუბედოს მისტერ დევიდსონს, –


წარმოთქვა მისმა ცოლმა და ტუჩები მოკუმა.
15

ექიმმა მაკფეილმა ფარული ძრწოლით შეხედა დევიდსონს, მისმა ნაამობმა


გული და გონება აუმღვრია, მაგრამ საძრახისი სიტყვების ხმამაღლა თქმა ვერ
გაბედა.

– არ დაივიწყოთ, რომ სასჯელის უკანასკნელ ზომად საეკლესიო თემიდან


გაძევება შემოვიღე.

– მერე ეს გულთან ახლოს მიჰქონდათ?

დევიდსონმა გაიღიმა და ხელები მოიფშვნიტა:

– არ მიიტანდნენ და კოპრას[8] ვერ გაჰყიდდნენ, არც საერთო დანაჭერ თევზში


ექნებოდათ წილი. საბოლოოდ კი ეს შიმშილით სიკვდილს უდრიდა. დიახ,
ყველაფერი ეს გულთან ძალიან ახლოს მიჰქონდათ.

– მოუყევი ექიმს ფრედ ოლსონის ამბავი, – შეახსენა მისის დევიდსონმა.

მისიონერმა ანთებული თვალები მიაპყრო ექიმ მაკფეილს.

– ფრედ ოლსონი დანიელი მედუქნე იყო. ჩვენს კუნძულებზე კარგა დიდხანს


ცხოვრობდა. მედუქნის კვალობაზე საკმაოდ მდიდარი გახლდათ. ჩვენი ჩასვლა
მაინცდამაინც არ ეპიტნავა. საქმე ისაა, რომ რაც უნდოდა, იმას აკეთებდა.
იქაურებს კოპრაში იმდენს უხდიდა, რამდენიც სურდა, თანაც საქონლით ან
ვისკით. ცოლად ადგილობრივი მკვიდრი ჰყავდა, მაგრამ აშკარად ღალატობდა.
ლოთობდა კიდეც. გამოსწორების საშუალება მივეცი, მაგრამ ეს აინუნშიაც არ
ჩააგდო. აბუჩად ამიგდო.

ბოლო სიტყვები დევიდსონმა მეტად დაბალი, ბოხი ხმით წარმოთქვა და


ორიოდე წუთით დადუმდა. ჩამოვარდნილი სიჩუმე რაღაც მუქარით გაივსო.

– ორ წელიწადში გაკოტრდა. დაკარგა ყველაფერი, რაც ოცდახუთი წელი


ეგროვებინა. მე მოვტეხე იგი, ბოლოს იძულებული გახდა, მათხოვარივით
მოსულიყო ჩემთან და სიდნეიში გასამგზავრებელი ფული ეთხოვა.

– ნეტავი ერთი გენახათ, მისტერ დევიდსონთან რომ მოვიდა, – თქვა მისიონერის


ცოლმა. – წინათ ჯანსაღი, მხნე მამაკაცი იყო, კარგად ჩასუქებული და ღონიერი,
ვაჟკაცური, ახლა კი ჩხირივით ჩამომხმარიყო და სულ ცახცახებდა. ერთბაშად

მობერებულიყო.

დევიდსონმა სარკმლის მიღმა წყვდიადს გაუშტერა თვალი. ისევ


კოკისპირულად წვიმდა.

ქვევიდან რაღაც ხმები მოისმა. დევიდსონი შემოტრიალდა და კითხვის თვალით


შეხედა ცოლს. გრამოფონი მაღალი და ჩახლეჩილი ხმით გაჰკიოდა რაღაც
დარდიმანდულ მოტივს.

– ეს რა არის? – იკითხა მისიონერმა.


16

მისის დევიდსონმა პენსნე შეისწორა ცხვირზე:

– ერთმა მეორე კლასის მგზავრმა ქალმა ოთახი დაიქირავა. ალბათ იქიდან ისმის.

გაჩუმდნენ და ყური მიუგდეს. ჩქარა ფეხის ფლატუნის ხმა მოესმათ, – ქვევით


ცეკვავდნენ. შემდეგ მუსიკა მიწყდა. ახლა მათ ყურამდე მხიარულმა
შეძახილებმა და ბოთლიდან საცობის ამოვარდნის ხმამ მოაღწია.

– გემზე გაცნობილებს თუ მოუწყო გამოსათხოვარი საღამო, – თქვა ექიმმა


მაკფეილმა. – გემი, მგონი, თორმეტზე გადის, არა?

დევიდსონმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ საათს დახედა.

– მზად ხარ? – ჰკითხა ცოლს.

– დიახ, – უპასუხა მისის დევიდსონმა, ადგა და საქსოვი გადაახვია.

– ჯერ ადრე არ არის ძილი? – შენიშნა ექიმმა.

– ჩვენ ახლა წავიკითხავთ, – აუხსნა მისის დევიდსონმა, – სადაც უნდა ვიყოთ,


ძილის წინ ყოველთვის ვკითხულობთ ხოლმე ბიბლიიდან ერთ თავს, ვარჩევთ
და დაწვრილებით ვმსჯელობთ. ეს შესანიშნავად ავითარებს გონებას.

ღამე მშვიდობისა უსურვეს ერთმანეთს და დევიდსონები წავიდნენ. ექიმი და


მისის მაკფეილი მარტო დარჩნენ. რამდენიმე ხანს დუმდნენ.

– წავალ და ბანქოს მოვიტან, – თქვა ბოლოს ექიმმა.

მისის მაკფეილმა ეჭვის თვალით გადახედა. დევიდსონებთან საუბარმა


უსიამოვნო გრძნობა დაუტოვა, მაგრამ ვერ გაებედნა ქმრისთვის ეთქვა, არ ღირს
ბანქოს ჩავუჯდეთ, მისიონერები ყოველ წუთს შეიძლება დაბრუნდნენო. ექიმმა
ბანქოს ქაღალდი მოიტანა. მისის მაკფეილი დამნაშავე ადამიანივით უყურებდა,
როგორ შლიდა მისი ქმარი პასიანსს. ქვევიდან ისევ ისმოდა მხიარულების ხმა.

მეორე დღეს ოდნავ გამოიდარა. პაგო-პაგოში ორი კვირით უქმად ყოფნისთვის


განწირული მაკფეილები დაბინავებას შეუდგნენ. ნავსადგურში ჩავიდნენ, რათა
ჩემოდნებიდან წიგნები ამოეღოთ. ექიმმა ფლოტის ჰოსპიტლის მთავარი ექიმი
ინახულა და საავადმყოფოში შემოვლაზე გაჰყვა. მერე მათ გუბერნატორს
სადარბაზო ბარათები დაუტოვეს. გზაზე მის ტომპსონი შემოხვდათ. ექიმმა
ქუდი მოუხადა. მის ტომპსონიც მხიარულად და ხმამაღლა მიესალმა: «დილა
მშვიდობისა, ექიმო!» მას ახალი თეთრი კაბა ეცვა. მაღალქუსლიანი თეთრი
ლაკის ჩექმების ყელთან ამობურცული ჩასუქებული წვივები რაღაც ვერ
ეხამებოდა ეგზოტიკურ გარემოს.

– მართალი გითხრა, არა მგონია, ტანისამოსი სავსებით შეეფერებოდეს, – შენიშნა


მისის მაკფეილმა, – ეს ქალი ძალიან ვულგარულად მეჩვენება.
17

როცა შინ დაბრუნდნენ, მის ტომპსონი მედუქნის მუქკანიან ბიჭუნას


ეთამაშებოდა ვერანდაზე.

– გაეცი ხმა, – წასჩურჩულა ექიმმა ცოლს, – სულ მარტოა და ცუდია, ყურადღებას


რომ არ ვაქცევთ.

მისის მაკფეილი მოკრძალებული ქალი იყო, ქმრის სურვილს ყოველთვის


ემორჩილებოდა.

– თუ არ ვცდები, მეზობლები უნდა ვიყოთ, – დაიწყო მან საკმაოდ უხერხულად.

– პირდაპირ საშინელებაა ასეთ ორმოში გაჩხირვა, არა? – უპასუხა მის ტომპსონმა.


– თან იმასაც მეუბნებიან, ბედმა გაგიღიმა, ეს ოთახი რომ იშოვეო. აქაურების
ქოხში ვერ ვიცხოვრებდი. ჩვენი მგზავრებიდან ზოგიერთები კი იძულებული
გახდნენ. ვერ გამიგია, რატომ არა აქვთ სასტუმრო.

კიდევ რაღაც უთხრეს ერთმანეთს. ენად გაკრეფილი მის ტომპსონი ჭორაობის


გუნებაზე იყო, მაგრამ მისის მაკფეილმა ჩქარა ამოწურა ზოგადი ფრაზების
არცთუ ისეთი მდიდარი მარაგი და დასძინა:

– ვგონებ, დროა, შინ წავიდეთ.

საღამოთი მისიონერები და მაკფეილები ჩაიზე შეიკრიბნენ.

– იმ ქალს, ქვევით რომ ცხოვრობს, ორი მეზღვაური უზის. ვერ გამიგია, როდის
მოასწრო მათი გაცნობა, – თქვა დევიდსონმა შემოსვლისას.

– მგონი, დიდი წუნია არ უნდა იყოს, – გამოეხმაურა მისის დევიდსონი.

ასეთი ფუჭი, უაზრო დღის შემდეგ ყველანი მოღლილად გრძნობდნენ თავს.

– ორი კვირა თუ ასე გაგრძელდა, არ ვიცი, რა გაგვაძლებინებს, – თქვა ექიმმა


მაკფეილმა.

– აუცილებელია დღე რაიმე საქმით შევავსოთ, – უპასუხა მისიონერმა, – მკაცრი


რეჟიმი უნდა შემოვიღოთ. მე გამოგიყოფთ გარკვეულ საათებს კითხვისთვის,
გარკვეულ საათებს სეირნობისთვის, – როგორი ამინდიც უნდა იყოს, წვიმების
სეზონში სინესტეს ყურადღება არ ექცევა – და გარკვეულ საათებს
გართობისთვის.

ექიმმა მაკფეილმა შიშით შეხედა თანამოსაუბრეს. დევიდსონის გეგმები გულზე


შემოაწვა. ისინი ისევ ჰამბურგულ ბიფშტექსებს შეექცეოდნენ. ეტყობოდა,
მზარეულმა სხვა კერძის გაკეთება არ იცოდა. ქვევით ისევ გაისმა გრამოფონის
ხმა. დევიდსონი ნერვიულად შეკრთა, მაგრამ არაფერი უთქვამს. გაისმა
მამაკაცის ხმაც. მის ტომპსონის სტუმრები ნაცნობ მელოდიას აჰყვნენ. ჩქარა მათ
მის ტომპსონის მაღალი, ხრინწიანი ხმაც შეუერთდა. გახშირდა მხიარული
შეძახილები და სიცილი. ზევით ოთხივე ცდილობდა საუბრის გაგრძელებას,
18

მაგრამ უნებურად უგდებდნენ ყურს ჭიქების წკრიალსა და სკამების გაჩოჩების


ხმას. ეტყობოდა, სტუმრები მომრავლდნენ. მის ტომპსონს წვეულება ჰქონდა.

– ნეტავი როგორ ეტევიან? – მოულოდნელად იკითხა მისის მაკფეილმა, რითაც

საუბარი გააწყვეტინა მისიონერსა და თავის ქმარს, რომლებიც მედიცინის რაღაც


საკითხზე მსჯელობდნენ. ამ სიტყვებით გასცა, რაზეც ფიქრობდა. დევიდსონმა
შუბლი შეიჭმუხნა. მართალია, ის ახლა მეცნიერებაზე საუბრობდა, მაგრამ ამ
კითხვამ მასაც გაუელვა თავში. უცებ გააწყვეტინა სიტყვა ექიმს, რომელიც
საკმაოდ უხალისოდ ჰყვებოდა ფლანდრიის ფრონტზე ყოფნისას თავს
გადახდენილ ამბებს, და ხმამაღალი წამოძახილით ფეხზე წამოხტა.

– რა მოხდა, ალფრედ? – ჰკითხა მისის დევიდსონმა.

– რასაკვირველია! როგორ ვერ მივხვდი მაშინვე? ეს ქალი იუელეიდან არის.

– შეუძლებელია.

– გემზე ჰონოლულუში ამოვიდა. ყველაფერი ნათელია, ახლა აქ აგრძელებს


თავის ხელობას, აქ!

უკანასკნელი სიტყვები ცხარე გულისწყრომით წამოიძახა.

– რა არის იუელეი? – იკითხა მისის მაკფეილმა.

წარბშეკრულმა დევიდსონმა შეხედა მას და ზიზღისგან აკანკალებული ხმით


მიუგო:

– ჰონოლულუს ჩირქოვანი წყლული. წითელი ფარნების კვარტალი. ჩვენი


ცივილიზაციის სამარცხვინო ლაქა.

იუელეი ქალაქის განაპირას მდებარეობდა. ნავსადგურის გასწვრივ ბნელი,


პატარა ქუჩები მოფამფალებული ხიდით გადიოდა ოღროჩოღრო, ღრანტეებიან
გზაზე. გზის ორივე მხარეს მოჩანდა მანქანების სადგომები, თამბაქოს პატარა
სავაჭროები და სადალაქოები, სინათლეზე ბრჭყვიალებდნენ ოქროთი
მოვარაყებული კაფეები, ჟღრიალებდნენ პიანოლები. ყველგან იგრძნობოდა
აღტკინებული მხიარულება და მოლოდინი. გზა შუაზე ყოფდა იუელეის. ვიწრო
ქუჩები კვარტალის შუაში მიემართებოდა. ფართო და სწორი სასეირნო ქუჩების
გასწვრივ ფაქიზად შეღებილი მწვანე, პატარა სახლები ჩამწკრივებულიყვნენ.
კვარტალი აგარაკივით იყო მოწყობილი. ეს რესპექტაბელური სიმეტრია,
სისუფთავე და კოპწიაობა საზიზღარ დაცინვას ჰგავდა, რადგან სიყვარულის
ძიება არასოდეს ყოფილა ასე მოწესრიგებული. მიუხედავად

აქა-იქ მბჟუტავი ფარნებისა, გზები სიბნელით იქნებოდა მოცული, მწვანე


სახლების ღია სარკმლებიდან რომ არ გადმოღვრილიყო შუქი. გზებზე
მამაკაცები მიმოდიოდნენ, ათვალიერებდნენ სარკმელთან წიგნით ან საქსოვით
ხელში მსხდომ ქალებს. ქალები უმეტესად იოტის ოდენა ყურადღებასაც არ
19

აქცევდნენ გამვლელებს. აქ იყვნენ თითქმის ყველა ეროვნების ქალები და კაცები.


მათ შორის ამერიკელი მეზღვაურები, რომლებიც ნავსადგურში მდგარი
გემებიდან მოსულიყვნენ. მთვრალი და პირქუში სამხედრო მეზღვაურები
განბოტებიდან[9]; თეთრი და შავკანიანი ჯარისკაცები კუნძულზე განლაგებული
ჯარის ნაწილებიდან; წყვილად ან სამ-სამად მოსიარულე იაპონელები; კანაკები;
გრძელ ხალათებში გამოწყობილი ჩინელები და უცნაურქუდიანი
ფილიპინელები. ყველანი სიტყვაძვირნი და სევდიანები ჩანდნენ. მოლოდინი
ყოველთვის სევდიანია.

– ამაზე აღმაშფოთებელი სისაძაგლე მთელ წყნარ ოკეანეზე არ ნახულა, –


თითქმის ყვიროდა დევიდსონი. – მრავალი წლის განმავლობაში მისიონერები
პროტესტს აცხადებდნენ ამის გამო. ბოლოს საქმეს ადგილობრივმა პრესამ
მოჰკიდა ხელი. პოლიციას თითის განძრევაც არ სურდა. იცით, რას
იმიზეზებდნენ? – ბიწიერება

გარდაუვალია და აქედან ყველაზე საუკეთესო გამოსავალია მისი ლოკალიზება


და კონტროლიო. უბრალოდ, ფულს უხდიდნენ მათ. დიახ, უხდიდნენ. ფულს
უხდიდნენ ბარის პატრონები, გარყვნილების ბუდეების მესაკუთრენი,
უხდიდნენ თვითონ ქალებიც. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახდნენ,
ზომები მიეღოთ.

– ეგ ამბავი ჰონოლულუში ამოტანილ გაზეთებში წავიკითხე, – თქვა ექიმმა


მაკფეილმა.

– იუელეიმ, ამ ცოდვებისა და სამარცხვინო დაღთა გროვამ, სწორედ ჩვენი


ჩასვლის დღეს შეწყვიტა არსებობა. მისი ბინადარნი ხელისუფლებას გადაეცნენ.
საოცარია, რატომ მაშინვე ვერ მივხვდი, ვინც ბრძანდებოდა ეს ქალბატონი.

– ახლა თქვენს ნათქვამზე მეც გამახსენდა, – თქვა მისის მაკფეილმა, – მახსოვს,


გემის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ამოვიდა გემბანზე. ისიც კი
გავიფიქრე – რა დროზე მოუსწრო-მეთქი.

– როგორ გაბედა აქ მოსვლა! – გულისწყრომით წამოიძახა დევიდსონმა. – მე ამას


არ მოვითმენ!

ის მტკიცე ნაბიჯით გაემართა კარისკენ.

– რას აპირებთ? – ჰკითხა მაკფეილმა.

– როგორ თუ რას ვაპირებ? ამას ბოლო უნდა მოვუღო. არ დავუშვებ, რომ ეს


სახლი გადააქციონ... გადააქციონ...

ის ეძებდა სიტყვას, რომელიც მანდილოსნების სმენას არ შეურაცხყოფდა.


თვალები უელავდა, უფერული სახე მღელვარებისგან უფრო გაფითრებოდა.

– ხმებზე ეტყობათ, იქ ოთხ მამაკაცზე ნაკლები არ უნდა იყოს, – თქვა ექიმმა. –


ხომ არ გგონიათ, რომ ახლა იქ ჩასვლა სახოფათოა.
20

მისიონერმა აგდებით შეხედა და უსიტყვოდ გავიდა.

– თქვენ მისტერ დევიდსონს არ იცნობთ, თუ ფიქრობთ, რომ ხიფათის შიში


მოვალეობის აღსრულებაში ხელს შეუშლის! – თქვა მისის დევიდსონმა.

მას ყვრიმალები წამოსწითლებოდა და ნერვიულად ხელებგადაჭდობილი


უგდებდა ყურს, რა ხდებოდა ქვემოთ. ყველანი დაძაბული უსმენდნენ. მოესმათ,
როგორ ჩაირბინა დევიდსონმა ხის კიბე და შეაღო კარი. სიმღერა შეწყდა.
მხოლოდ გრამოფონი განაგრძობდა უგვანო მოტივის ჭყვიტინს. მათ ყურამდე
დევიდსონის ხმამ და შემდეგ რაღაც მძიმე საგნის ბრაგვანმა მოაღწია. მუსიკა
შეწყდა, ეტყობოდა, გრამოფონი ჩამოაგდო. შემდეგ ისევ დევიდსონის ხმა
მოესმათ. სიტყვებს ვერ არჩევდნენ. გაისმა მის ტომპსონის წივილ-კივილიც. მას
აურზაური მოჰყვა, თითქოს რამდენიმე ადამიანი ერთად ღრიალებდა რაღაცას.

მისის დევიდსონმა ოხვრას გული ამოაყოლა და უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელი


ხელს. ექიმი მაკფეილი დაბნეული შესცქეროდა ხან მას, ხან თავის ცოლს.
დევიდსონთან ჩასვლა არ უნდოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ქალები სწორედ ამას
ელოდნენ მისგან. ქვევიდან რაღაც ჯახირისა და დავიდარაბის ხმა მოისმა –
დევიდსონს თუ აგდებდნენ ოთახიდან გარეთ. კარი გაჯახუნდა. სიჩუმე
ჩამოვარდა და მოესმათ, როგორ ამოუყვა დევიდსონი კიბეს. მან თავის ოთახს
მიაშურა.

– მე მასთან წავალ, – თქვა მისის დევიდსონმა, ადგა და ოთახიდან გავიდა.

– თუ დაგჭირდეთ, დამიძახეთ, – დაადევნა მისის მაკფეილმა და როდესაც


მისიონერის ცოლმა კარი გაიხურა, დასძინა: – იმედია, არაფერი დაუშავეს.

– რას ეჩრება სხვის საქმეში? – უთხრა ექიმმა მაკფეილმა.

რამდენიმე წუთს გაჩუმებულნი ისხდნენ და უცებ შეკრთნენ: ქვევით ისევ


აჟღრიალდა გრამოფონი. ჩახლეჩილმა ხმებმა დამცინავად და გამომწვევად
წამოიწყეს უხამსი სიმღერა.

მეორე დღეს მისის დევიდსონი დაღლილი და ფერდაკარგული ჩანდა. თავის


ტკივილს უჩიოდა. თითქოს მობერებულიყო. მისის მაკფეილს უთხრა, ჩემს
ქმარს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, საშინლად აფორიაქებული იყო და
ხუთ საათზე სახლიდან გავიდაო. წინა დღის აურზაურის დროს მისთვის ლუდი
გადაესხათ, ტანსაცმელი ერთიანად დაელაქავებინათ და საზიზღარი სუნი
ასდიოდა. ტომპსონის ხსენებაზე მისის დევიდსონს თვალებში ავი ცეცხლი
აუკიაფდა.

– მწარედ ინანებს იმ დღეს, როცა მისტერ დევიდსონს დასცინა, – თქვა მან. –


მისტერ
21

დევიდსონს შესანიშნავი გული აქვს. კაცი არ მოიძებნება, გაჭირვების ჟამს


მასთან მოსულიყოს და დამშვიდებული, დაწყნარებული არ გაესტუმრებინოს.
მაგრამ ცოდვისადმი ულმობელია, მისი ალალ-მართალი რისხვა საშინელებაა.

– რას იზამს? – ჰკითხა მისის მაკფეილმა.

– არ ვიცი, მაგრამ ამ ქვეყანაზე არაფრის ფასად არ დავთანხმდებოდი იმ არსების


ადგილზე ვყოფილიყავი.

მისის მაკფეილი მოიბუზა. ჩია მისის დევიდსონის მოზეიმე რწმენა რაღაც ავის
მომასწავებელი იყო. დილით სასეირნოდ აპირებდნენ წასვლას და კიბეზე
ერთად ჩავიდნენ. ქვედა ოთახის კარი ღია იყო და დაფლეთილ, გაზინთულ
ხალათში გამოხვეული მის ტომპსონი შენიშნეს. რაღაცას იმზადებდა ტაფაზე.

– დიდა მშვიდობისა! – გამოსძახა მან. – როგორ ბრძანდება მისტერ დევიდსონი,


უკეთ არაა ამ დილით?

მათ უსიტყვოდ, ცხვირაწეულებმა ჩაუარეს გვერდით, თითქოს არც


შეუმჩნევიათო, მაგრამ როდესაც მის ტომპსონი დამცინავად ახარხარდა, მისის
დევიდსონმა ვეღარ მოითმინა და შემოტრიალდა.

– არ გაბედოთ ჩემთან ლაპარაკი, – წამოიკივლა მან. – ჩემი შეურაცხყოფისთვის


აქედან სულ კისრისტეხით გაგაგდებენ.

– მიბრძანეთ ერთი, ვინ დაპატიჟა მისტერ დევიდსონი?

– არ უპასუხოთ, – სწრაფად უჩურჩულა მისის მაკფეილმა მისის დევიდსონს და


საუბარი მხოლოდ მაშინღა განაახლეს, როდესაც მათი ხმა უკვე აღარ მიაღწევდა
ტომპსონამდე.

– უნამუსო, სინდისგარეცხილო! – აღმოხდა მისის დევიდსონს.

ბრაზისგან სუნთქვა ეკვროდა.

სეირნობიდან დაბრუნებისას ისევ წააწყდნენ სანაპიროსკენ მიმავალ მის


ტომპსონს. თავისი ჩვეულებრივი ტანისამოსი ეცვა. უგემოვნო,
ჭრელყვავილებიანი, ვეებერთელა თეთრი შლაპა თითქოს შეურაცხმყოფელად
გამოიყურებოდა. გვერდზე ჩავლისას რაღაც დაუძახა მხიარულად. შორიახლოს
მდგარ ორ ამერიკელ მეზღვაურს გაეღიმა, როდესაც პასუხის ნაცვლად ქალების
ყინულივით ცივი მზერა შენიშნეს. მისის დევიდსონმა და მისის მაკფეილმა ის-
ის იყო სახლს მიაღწიეს, რომ ისევ გაწვიმდა.

– უნდა ვიგულისხმოთ, რომ მისი მორთულობა საკმაოდ დაზიანდება, – თქვა


მისის დევიდსონმა ღვარძლიანად.

სადილს ამთავრებდნენ, დევიდსონი რომ დაბრუნდა. მთლად გალუმპულიყო,


მაგრამ ტანისამოსის გამოცვლა არ ისურვა. ჩუმად, პირქუშად იჯდა და საჭმელს
არ ეკარებოდა. თვალგაშტერებული უცქერდა წვიმის ირიბ ძაფებს. როცა მისის
22

დევიდსონმა ტომპსონთან შეხვედრის ამბავი უამბო, არაფერი უპასუხა, მის


მოღუშულ სახეზე ჩანდა, რომ ცოლს უსმენდა.

– როგორ ფიქრობთ, მოვთხოვოთ თუ არა მისტერ ჰორნს იმ ქალის გასახლება? –


იკითხა

მისის დევიდსონმა. – ჩვენ ვერ დავუშვებთ ასეთ დაცინვას და აბუჩად აგდებას.

– კი მაგრამ, სად წავიდეს? – იკითხა ექიმმა.

– რომელიმე ადგილობრივ მკვიდრთან გაჩერდეს.

– ასეთ ამინდში მათი ქოხები არ ვარგა საცხოვრებლად.

– მრავალი წელი ვცხოვრობდი მათ ქოხებში, – თქვა მისიონერმა.

მსახურმა გოგონამ ყოველდღიური ჩაროზი – შემწვარი ბანანები შემოიტანა.

– ჰკითხეთ მის ტომპსონს, როდის შეიძლება მასთან ჩასვლა, – მიმართა მისტერ


დევიდსონმა.

გოგონამ გაუბედავად დაუქნია თავი და გავიდა.

– რა გინდა მასთან, ალფრედ? – ჰკითხა ცოლმა.

– ეს ჩემი მოვალეობაა. მე არავითარ ზომებს არ მივმართავ, ვიდრე გამოსწორების


საშუალებას არ მივცემ.

– შენ არ იცი, რა ქალია. ისევ შეურაცხგყოფს.

– დაე, შეურაცხმყოს, დაე, მომაფურთხოს. მას უკვდავი სული აქვს და უნდა


მოვიმოქმედო ყველაფერი, რაც ჩემს ძალ-ღონეს არ აღემატება, უნდა ვიხსნა იგი.

მისის დევიდსონს ჯერ ისევ ყურში ედგა მეძავის დამცინავი ხარხარი.

– ის ძალზე დაცემულია.

– ძალზე დაცემული ღვთის შეწყალებისთვის? – მისიონერს უცებ გაუბრწყინდა


თვალები, ხმა დაურბილდა, გაუნაზდა. – არასოდეს. დაე, ცოდვილი
ჯოჯოხეთზე უღრმეს ცოდვაში ჩაეფლოს, ჩვენი ღვთაების, იესოს სიყვარული
იქაც მისწვდება.

მსახური გოგო დაბრუნდა და დანაბარები მოუტანა:

– მის ტომპსონმა მიბრძანა, თაყვანი გადმოგცეთ და თუ მისი მაღალღირსება


დევიდსონი სამუშაო საათებში არ ეწვევა, მოხარული იქნება გიხილოთ, როცა კი
ინებებთ.

ამ სიტყვებს სამარისებური სიჩუმით შეხვდნენ. ექიმმა ძლივს შეიკავა ღიმილი.


მან იცოდა, რომ მის ცოლს არ მოეწონებოდა, თუ ასეთ თავხედობას ხუმრობად
ჩათვლიდა.
23

სადილზე დუმდნენ. შემდეგ ქალები ადგნენ და ხელსაქმეს მოჰკიდეს ხელი.


მისის მაკფეილი მორიგ ყელსახვევზე ირჯებოდა – ომის დაწყებიდან ურიცხვი
ყელსახვევი ჰქონდა მოქსოვილი. ექიმმა ჩიბუხს მოუკიდა. მარტო დევიდსონი
არ დაძრულა ადგილიდან. უაზროდ დასჩერებოდა მაგიდას. რამდენიმე ხნის
შემდეგ ადგა და უსიტყვოდ დატოვა ოთახი. კიბიდან მისი ფეხის ხმა მოისმა.
შემდეგ გამომწვევი «მობრძანდით», რომლითაც მის ტომპსონი გამოეხმაურა
კარზე დაკაკუნებას. დევიდსონმა მთელი საათი დაყო მასთან. ექიმი მაკფეილი
ფანჯარაში იცქირებოდა. წვიმა უკვე ნერვებს უღიზიანებდა. ეს არ ჰგავდა
ინგლისურ ჟუჟუნა წვიმას, წყნარად რომ ესხურება დედამიწას. რაღაცნაირად
ულმობელი და შემაძრწუნებელი წვიმა იყო.

მასში პირველყოფილი ველური ბუნების გაავება იგრძნობოდა. და კი არ


მოდიოდა, – იღვრებოდა. წარღვნის დროს თუ წვიმდა ასე. ისეთი ჯიუტი
დაჟინებით უკაკუნებდა თუნუქის სახურავს, რომ ჭკუაზე შეშლიდა კაცს. მასში
რაღაც სიშმაგე იყო, დროდადრო გეჩვენებოდათ, რომ კიდევ ცოტაც და კივილს
დაიწყებდით; შემდეგ საშინელ სისუსტეს გრძნობდით, სხეული
გეთენთებოდათ და უიმედო სევდა გიპყრობდათ.

მაკფეილმა თავი მოაბრუნა, როცა მისიონერი სასტუმროში შემოვიდა. ქალებმა


ხელსაქმე მიატოვეს.

– მე, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. მოვუწოდე მოენანიებინა ცოდვები. ის


ბოროტი ქალია.

დევიდსონი დადუმდა. ექიმმა მაკფეილმა შენიშნა, რომ მას თვალები ჩაუმუქდა,


ფერმკრთალ სახეზე მკაცრი და მტკიცე იერი დაედო.

– ახლა ხელთ ვიღებ არგანსა ღვთისას, რომლითაც მაცხოვარმა იესომ განდევნა


მევახშენი და ყალბი ფულის მჭრელნი ზენაარის ტაძრიდან.

მან ბოლთის ცემა დაიწყო ოთახში, შავი წარბები შეეჭმუხნა, ტუჩები მაგრად
ჰქონდა მოკუმული.

– ქვეყნის დასალიერზე რომ დამემალოს, იქაც მივწვდები.

მისიონერი უცებ შემოტრიალდა და ოთახიდან გავიდა. მათ მოესმათ, რომ ისევ


ქვევით ჩავიდა.

– რას აპირებს? – იკითხა მისის მაკფეილმა.

– არ ვიცი. – მისის დევიდსონმა პენსნე მოიხსნა და გაწმინდა. – როდესაც ღვთის


სადიდებლად იღვწის, მე არაფერს ვეკითხები.

მან ამოიოხრა.

– რა დაგემართათ?

– ახლა თან გადაჰყვება. თავს არ დაზოგავს.


24

მისიონერის მოღვაწეობის პირველი შედეგები ექიმმა მაკფეილმა მეტისი


მედუქნისგან შეიტყო. ჰორნმა დაუძახა, როდესაც ექიმმა სავაჭროს ჩაუარა
გვერდით და შემდეგ ზღურბლზე გამოვიდა სალაპარაკოდ. მსუქან სახეზე
შეშფოთება ეხატა.

– მისი მაღალღირსება დევიდსონი მე დამეტაკა, მის ტომპსონს ოთახი რად


მიაქირავეო, – დაიწყო მან, – მაგრამ რა ვიცოდი მაშინ, ვინ იყო. როცა ხალხი ჩემს
ოთახებს ქირაობს, მე მხოლოდ ერთი რამე მაინტერესებს, აქვთ თუ არა ფულის
გადახდის თავი. მან მთელი კვირისა გადამიხადა წინასწარ.

ექიმმა მაკფეილმა არ თქვა, რაც აზრად ჰქონდა.

– ბოლოს და ბოლოს, ეს თქვენი სახლია, ჩვენ მადლობელი ვართ, რომ


შეგვიფარეთ.

ჰორნმა ეჭვის თვალით შეხედა. ჯერ კიდევ ვერ გამოერკვია, თანაუგრძნობდა


ექიმი მისიონერს თუ არა.

– მისიონერები ყოველთვის ერთმანეთს უჭერენ მხარს, – ყოყმანით დაიწყო მან, –


და თუ მოვაჭრეს გადაეკიდნენ, ჯობია, კაცმა მაშინვე აიკრას გუდა-ნაბადი.

– იმ ქალის გაგდება ხომ არ მოგთხოვათ?

– არა. მან თქვა, სანამ წესიერად მოიქცევა, ხელს არ ვახლებო. თანაც დასძინა, არც
შენ მიმართ მინდა უსამართლობის გამოჩენაო. დავპირდი, სტუმრები აღარ
ივლიან-მეთქი იმ ქალთან. სწორედ ახლახან განვუცხადე ეს მის ტომპსონს.

– მერე, რაო?

– გამომლანძღა.

მედუქნე უხერხულობისგან შეიშმუშნა. ეტყობოდა, მის ტომპსონთან საუბრით


მაინცდამაინც ნასიამოვნები არ იყო.

– ალბათ, თვითონვე გადავა სადმე. არა მგონია, დარჩეს, რაკი სტუმრების მიღება
აუკრძალეთ, – თქვა ექიმმა.

– სად უნდა გადავიდეს? ვისთან? ახლა აღარც სხვები მიიღებენ, რაკი


მისიონერებმა კბილი დაასვეს.

ექიმმა მაკფეილმა წვიმას გახედა.

– აზრი არა აქვს, გამოდარებას უცადოს კაცმა.

საღამოთი, როცა სასტუმრო ოთახში შეიკრიბნენ, დევიდსონმა კოლეჯში


გატარებული წლების ამბები მოუთხრო. ის ხელმოკლე სტუდენტი ყოფილიყო
და კოლეჯი არდადეგების დროს ნაშოვნი ფულით დაემთავრებინა. ქვევით
ჩამიჩუმი არ ისმოდა. მის ტომპსონი მარტოკა იჯდა თავის პატარა ოთახში. უცებ
გრამოფონის ხმა გაისმა. ის უკრავდა ჯიბრით და თან იმ სურვილით, რომ თავი
25

დაეღწია მარტოობისთვის, მაგრამ ამყოლი არავინ იყო და მუსიკა სევდიანად


გაისმოდა. თითქოს საშველად უხმობდა ვინმეს. დევიდსონს წარბიც არ
შესტოკებია. სახის გამომეტყველება არ შესცვლია, ისე განაგრძო თავისი ამბის
მოყოლა. გრამოფონი ერთ ამბავში იყო. მის ტომპსონი ცვლიდა და ცვლიდა
ფირფიტებს; სიბნელე და სიჩუმე ნერვებს უშლიდა. დახუთული ღამე იდგა.
მაკფეილები დასაძინებლად წავიდნენ, მაგრამ დიდხანს ვერ მოახერხეს
დაძინება. თვალღია იწვნენ და ბადეებთან კოღოების გაავებულ ზუზუნს
უგდებდნენ ყურს.

– ეს რა არის? – ჩურჩულით დაარღვია სიჩუმე მისის მაკფეილმა.

ფიცრის ტიხარს იქით ხმა გაისმა, დევიდსონის ხმა. იგი თანაბრად,


მონოტონურად, საზეიმოდ ჟღერდა. მისიონერი ხმამაღლა ლოცულობდა.
ლოცულობდა მის ტომპსონის სულისთვის.

გავიდა ორი-სამი დღე. ახლა შარაგზაზე შეხვედრისას მის ტომპსონი აღარ


ესალმებოდა მისის დევიდსონსა და მისის მაკფეილს ირონიული ღიმილითა და
ზედმეტი თავაზიანობით; თითქოს არც კი ამჩნევსო, ცხვირაწეული და
ამრეზილი ჩაუვლიდა ხოლმე გვერდით. მედუქნემ შეატყობინა მაკფეილს –
ტომპსონმა სხვა ოთახის შოვნა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხაო. ის ყოველ საღამოს
უკრავდა გრამოფონს, მაგრამ მოჩვენებითი მხიარულებით ვეღარავის უბამდა
თვალს. მხიარული სიმღერა, თუმცა ყურის წამღებად გაჰკიოდა, მაგრამ
სასოწარკვეთილ, სევდიან მელოდიად ჟღერდა. კვირა დღეს, როდესაც მან ისევ
მომართა გრამოფონი, დევიდსონმა ჰორნი მიუგზავნა და სთხოვა,
დაუყოვნებლივ შეეწყვიტა მუსიკა, რადგან ეს დღე ღმერთს ეკუთვნოდა.
გრამოფონი გაჩუმდა. სახლში დუმილი გამეფდა. სიჩუმეს მხოლოდ თუნუქის
სახურავზე წვიმის თანაბარი შხაპუნი არღვევდა.

– მგონი, ის ქალი უფრო ნერვიულობს, – უთხრა მედუქნემ მაკფეილს მეორე


დღეს. – არ იცის, რას უპირებს მისტერ დევიდსონი და ეშინია.

დილით მაკფეილმა თვალი მოჰკრა მის ტომპსონს და შეამჩნია, რომ მთელი მისი
თავდაჯერებულობა გამქრალიყო. დევნით გატანჯული ნადირის სახე ჰქონდა.
ჰორნმა ალმაცერად შეხედა ექიმს და ფრთხილად ჰკითხა:

– თქვენ ალბათ არ იცით, რას უპირებს მისტერ დევიდსონი?

– არ ვიცი.

ჰორნის შეკითხვამ ექიმი შეაშფოთა. ისიც ამჩნევდა, რომ მისიონერი


საიდუმლოდ რაღაცას საქმიანობდა. გრძნობდა, რომ დევიდსონი ჯიუტად და
ფრთხილად ქსელავდა უხილავ ბადეს ქალის ირგვლივ, რათა, როცა ყველაფერი
მზად იქნებოდა, მოულოდნელად მოექაჩა მარყუჟი.
26

– მან მიბრძანა, გადამეცა ქალისთვის, – თქვა მედუქნემ, – რომ თუ მისიონერი


დასჭირდება, რა დროც უნდა იყოს, აცნობოს ვინმეს პირით და ის აუცილებლად
მივა.

– მერე, ქალმა რა უპასუხა?

– არაფერი. მეც აღარ დავუცადე. გადავეცი, რაც მიბრძანეს და წავედი. შემეშინდა,


ტირილი არ დაეწყო.

– მარტოობა ნერვებს უშლის, – თქვა ექიმმა, – თან ეს წვიმაც... გაგიჟება შეიძლება,


– ბრაზით განაგრძო მან, – ბოლოს და ბოლოს, გადაიღებს ამ დაწყევლილ
კუნძულზე თუ არა?

– ამ დროს თითქმის გადაუღებლად წვიმს. წელიწადში სამასი დუიმი ნალექია.


ეს სულ ყურის ფორმის ბრალია. კაცი იფიქრებს, მთელი ოკეანის ღრუბლებს
აქეთ ეწევაო.

– ეშმაკსაც წაუღია ეს ყურე თავის ფორმიანად, – თქვა ექიმმა.

კოღოს ნაკბენი მოიფხანა. გაღიზიანება და ბრაზი ახრჩობდა. როდესაც წვიმა


გადაიღებდა და ღრუბლებიდან მზე გამოაჭყეტდა, კუნძული ნესტიანი, მძიმე,
სულის შემხუთავი ოხშივრით სავსე ორანჟერეას ემსგავსებოდა და ისეთი
უცნაური გრძნობა

გეუფლებოდათ, თითქოს გარშემო ყველაფერი გამალებით იზრდებაო. ასეთ


დროს, ადგილობრივ მკვიდრთაგან, რომელთაც სვირინგებისა და შეღებილი
თმის გამო ბავშვებივით უდარდელად და ბედნიერად თვლიან, მუდამ რაღაც
ავის მომასწავებელი იგრძნობოდა. ზურგს უკან შიშველი ფეხების ტყაპუნის
გაგონებაზე უნებურად ტრიალდებოდით მათკენ. ქვეცნობიერად გრძნობდით,
რომ ყოველ წუთს შეეძლოთ მოგვარდნოდნენ და ბეჭებს შუა ჩაეცათ გრძელი
დანა. ვინ იცის, რა ბნელი ზრახვები იმალებოდა მათ ფართოდ ჩასმულ
თვალებში. ისინი რაღაცით წააგავდნენ ეგვიპტურ ფრესკებს და ისეთივე
უძველესი შიში გამოსჭვიოდა მათგან.

მისიონერი სადღაც დაიარებოდა, რაღაცას აკეთებდა, მაგრამ მაკფეილებმა არ


იცოდნენ, რას საქმიანობდა. ჰორნმა ექიმს უთხრა, გუბერნატორთან დადის
ყოველდღეო. ერთხელ დევიდსონმა თვითონ ჩამოაგდო ამაზე სიტყვა:

– ერთი შეხედვით, გუბერნატორი მტკიცე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს,


მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, მაშინ კი ყოყმანობს.

– მოკლედ, უსიტყვოდ არ ასრულებს თქვენს თხოვნას? – ხუმრობის კილოთი


შენიშნა

ექიმმა.

მისიონერს არ გაუღიმია.
27

– მე მხოლოდ ერთს ვითხოვ – მოიქცეს ისე, როგორც წესია. სავალალოა, რომ


კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც ამის თქმა სჭირდებათ.

– წესიერების შესახებაც შესაძლებელია სხვადასხვა აზრი არსებობდეს.

– თუ ავადმყოფს ტერფის განგრენა დაეწყო, შეგიძლიათ გულზე


ხელდაკრეფილმა უცადოთ ვიღაცის ყოყმანს – საჭიროა თუ არა ამპუტაცია?

– განგრენა სავსებით რეალური საქმეა.

– ცოდვა?

რამდენიმე დღის შემდეგ საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა, რა მოიმოქმედა

დევიდსონმა. ის-ის იყო ოთხივემ ისადილა. ქალები და ექიმი ჩვეულებისამებრ


თვალის მოსატყუებლად აპირებდნენ წასვლას, სანამ აგრილდებოდა.
დევიდსონი აბუჩად იგდებდა ამ გამანებივრებელ ჩვევას. უცებ კარი გაიღო და
ოთახში მის ტომპსონი შემოვარდა. ყველას მოავლო თვალი, შემდეგ
დევიდსონისკენ გადადგა ნაბიჯი.

– რა მოუჩმახე გუბერნატორს ჩემზე, შე გველაძუა?

სიბრაზისგან ენა ებმოდა. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. მისიონერმა მას სკამი


შესთავაზა.

– დაბრძანდით, გეთაყვა, მის ტომპსონ. მე თავიდანვე მქონდა იმედი, რომ კიდევ


ვისაუბრებდით.

– შე უბედურო ნაბიჭვარო, – დაიწყო ქალმა ყვირილი და მისიონერი საზიზღარი,


ბილწი ლანძღვა-გინების მორევში ამოსვარა. დევიდსონი თვალს არ აცილებდა.

– მე არ მომეკარება ეგ ჭუჭყი, რომლითაც ჩემი გასვრა გნებავთ, მის ტომპსონ, –


თქვა მან, – მაგრამ გთხოვთ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ აქ ქალებიც არიან.

ტომპსონის ბრაზს ცრემლი შეერია. სახე გაუწითლდა და შეუშუპდა, თითქოს


რაღაც ახრჩობდა.

– რა დაგემართათ? – ჰკითხა ექიმმა მაკფეილმა.

– ჩემთან ვიღაც ტიპი შემოვიდა და მითხრა, რომ შემდეგი გემით ავიბარგო


აქედან.

მისიონერის თვალებმა წამით დაიკვესეს, მაგრამ სახის გამომეტყველება არ


შესცვლია.

– სხვანაირად არც შეიძლებოდა. ასეთ ვითარებაში გუბერნატორი,


რასაკვირველია, არ დაგრთავდათ აქ დარჩენის ნებას.

– აქ შენი ხელი ურევია, – წამოიკივლა მან, – ტყუილად კუდს ნუ აქიცინებ. ეს შენი


ოინებია.
28

– არც ვაპირებ თქვენს მოტყუებას. ნამდვილად ვთხოვე გუბერნატორს, მიეღო


ისეთი ზომები, როგორიც მის მოვალეობას შეეფერება.

– რა გინდა, რას გადამეკიდე? შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია.

– მერწმუნეთ, რომ დაგეშავებინათ კიდეც, უკანასკნელი ადამიანი ვიყო, თუ


თქვენდამი იოტისოდენა ბოროტება გამევლო გულში.

– იქნებ გგონია, ამ უბადრუკ ადგილას მინდა დარჩენა? მე ნამდვილ ქალაქებში


ცხოვრებას ვარ ჩვეული!

– თუ ასეა, არ მესმის, რაღას უჩივით.

გააფთრებულმა მის ტომპსონმა რაღაც წამოიკივლა და ოთახიდან გავარდა.


ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა.

– ძალიან სასიამოვნოა, რომ გუბერნატორმა მაინც გადაწყვიტა ზომების მიღება,


– დუმილი დაარღვია დევიდსონმა. – სუსტი ნებისყოფის კაცია და ამიტომ
აჭიანურებდა: სულერთია, ეს ქალი ორ კვირაზე მეტს არ დარჩება, შემდეგ
გაემგზავრება აპიაში, რომელიც ბრიტანეთის მფლობელობაშია და მასთან
საერთო არაფერი მექნებაო.

მისიონერი წამოხტა და ოთახში წინ და უკან დაიწყო სიარული.

– იმის გაფიქრებაც ზარავს ადამიანს, რომ ასეთი ძალაუფლებით აღჭურვილი


ხალხი ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. ისინი ასე მსჯელობენ:
ცოდვა თუ მათ თვალწინ არ ხდება – ცოდვა არ არის. ამ ქალის არსებობაც კი
სამარცხვინოა. რა შეიცვლება, თუ მას მეორე კუნძულზე გადაგზავნიან? ბოლოს
და ბოლოს, ყველაფერი პირდაპირ ვუთხარი.

დევიდსონმა წარბები შეიჭმუხნა და ქვედა ყბა წამოსწია. სახეზე მძვინვარება და


სიმტკიცე ეხატებოდა.

– კარგად არ მესმის თქვენი, – უთხრა ექიმმა.

– ჩვენს მისიას გვარიანი უფლებები აქვს ვაშინგტონში. მე მოვახსენე


გუბერნატორს, რომ თუ მის გულგრილობაზე ვიჩივლებდი, ეს დიდ
სარგებლობას არ მოუტანდა.

– როდის უნდა გაემგზავროს ეს ქალი აქედან? – მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა


ექიმმა.

– სიდნეიდან სან-ფრანცისკოში მიმავალი გემი ამ ნავსადგურს სამშაბათს


მოადგება. აი, იმ გემით გაემგზავრება.

სამშაბათამდე ხუთი დღე რჩებოდა. მაკფეილი უსაქმობისგან ყოველ დილით


დადიოდა ჰოსპიტალში და როცა მეორე დღეს ჩვეულებისამებრ შინ დაბრუნდა,
კიბეზე მეტისმა შეაჩერა.
29

– უკაცრავად, ექიმო, მის ტომპსონი შეუძლოდ არის, იქნებ გენახათ?

– რასაკვირველია, ვნახავ.

ჰორნმა ოთახამდე მიაცილა. მის ტომპსონი სკამზე იჯდა და გულგრილი


გამომეტყველებით იცქირებოდა. მას ისევ თეთრი კაბა ეცვა, თავზე
ყვავილებიანი შლაპა ეხურა. მაკფეილმა შენიშნა, რომ პუდრის ფენის ქვეშ
მოყვითალო, მიწისფერი დაჰკრავდა. თვალები შეშუპებოდა.

– ვწუხვარ, რომ შეუძლოდ შექნილხართ, – უთხრა ექიმმა.

– არა, სულაც არა ვარ ავად. ეს, უბრალოდ, იმიტომ მოვიმიზეზე, რომ თქვენი
ნახვა მინდოდა. ფრისკოში[10] მიმავალი გემით უნდათ მომიცილონ.

მან მაკფეილს შეხედა და ექიმმა შენიშნა, რომ თვალებში შიში ჩაუდგა. ხელის
თითებს ნერვიულად კუმშავდა და შლიდა. მედუქნე კარში იდგა და ყურს
უგდებდა.

– ვიცი, – თქვა ექიმმა.

ქალმა ნერწყვი ჩაყლაპა.

– ახლა ფრისკოში გამგზავრება ხელს არ მაძლევს. გუშინ გუბერნატორთან


ვიყავი, მაგრამ არ შემიშვეს. მდივანი ვნახე, მითხრა, უხმაუროდ და
უდავიდარაბოდ უნდა გაემგზავროო. მე მაინც გადავწყვიტე გუბერნატორის
ნახვა და დილით სახლთან მოვუცადე. როცა გამოვიდა, გამოველაპარაკე.
მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არ ესიამოვნა ჩემთან საუბარი, მაგრამ არ
მოვეშვი. ბოლოს მითხრა, ნებას დაგრთავთ სიდნეიში მიმავალ გემს დაუცადოთ,
თუ მისი მაღალღირსება დევიდსონი წინააღმდეგი არ იქნებაო.

ის გაჩუმდა და შეშფოთებით შეხედა ექიმ მაკფეილს.

– არ მესმის, რით შემიძლია დაგეხმაროთ, – უთხრა მან.

– იქნებ გეთქვათ რამე... ღმერთს გეფიცებით, წესიერად მოვიქცევი, თუ დარჩენის


ნებას დამრთავს. სახლიდან ფეხს არ მოვიცვლი, თუ მას უნდა. სულ ორი კვირა
არ არის?

– ვეტყვი.

– არ დაგთანხმდებათ, – თქვა ექიმმა, – თქვენი გამგზავრება სამშაბათს აქვს


გადაწყვეტილი და უნდა შეურიგდეთ ამ აზრს.

– უთხარით, რომ სიდნეიში მე სამუშაოს ვიშოვი, ესე იგი წესიერ სამუშაოს, მე ხომ
ბევრს არ ვთხოვ.

– რაც შემიძლია, ყველაფერს გავაკეთებ.


30

– გთხოვთ, მაშინვე ჩამობრძანდეთ და მითხრათ, როგორ იქნება საქმე,


გადაწყვეტით უნდა ვიცოდე, თორემ გავგიჟდები.

ეს დავალება ექიმს მაინცდამაინც არ მოეწონა და მისთვის დამახასიათებელი


მიკიბულ-მოკიბული გზით შეუდგა დავალების შესრულებას. ჯერ ცოლს
გაანდო მის ტომპსონთან საუბრის ამბავი და სთხოვა, მოლაპარაკებოდა მისის
დევიდსონს. მაკფეილის აზრით, მისიონერი საკმაოდ დესპოტურად ექცეოდა
მის ტომპსონს და არაფერი მოხდებოდა, ორი კვირით რომ დარჩენილიყო პაგო-
პაგოში. ექიმის შუამდგომლობამ მოულოდნელი შედეგი გამოიღო. მისიონერი
მას თვითონ ეახლა.

– მისის დევიდსონმა გადმომცა, რომ გისაუბრიათ მის ტომპსონთან.

ასეთმა პირდაპირობამ ექიმი მაკფეილი გააღიზიანა, რაც ემართება ხოლმე


ყოველ მორცხვ, მორიდებულ კაცს, როდესაც აიძულებენ პირდაპირ თქვას
ყველაფერი. მან იგრძნო, რომ ბრაზდებოდა და გაწითლდა.

– არ მესმის, რა განსხვავებაა, სიდნეიში წავა თუ სან-ფრანცისკოში და, რაკი


პირობას დებს, წესიერად მოვიქცევიო, რატომ უნდა ამოართვათ სული?

მისიონერმა მკაცრად შეხედა მას.

– რატომ არ უნდა სან-ფრანცისკოში წასვლა?

– მე არ მიკითხავს, – მკვახედ უპასუხა ექიმმა, – და მგონი, ყველაფერს ჯობია,


ადამიანმა სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყოს.

პასუხი არცთუ ისე თავდაჭერილი გამოვიდა.

– გუბერნატორმა ბრძანება გასცა, რომ პირველივე გემით გაამგზავრონ. მან


თავისი მოვალეობა შეასრულა და მე არ ჩავერევი. ამ ქალის აქ ყოფნა კუნძულს
ხიფათს უქადის.

– ჩემი აზრით, თქვენ ულმობელი და ბოროტი ადამიანი ხართ.

ქალებმა შეშფოთებით შეხედეს ექიმს, მაგრამ ტყუილად იფიქრეს, რომ ამას


უსიამოვნება მოჰყვეოდა. მისიონერმა კეთილად გაიღიმა:

– ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ კაცად მთვლით, ექიმო მაკფეილ. მერწმუნეთ, იმ


საცოდავის სიბრალულით გული მიკვდება, მაგრამ მე ვცდილობ, ჩემი
მოვალეობა შევასრულო.

ექიმმა არაფერი უპასუხა. მან პირქუშად გაიხედა ფანჯარაში. წვიმას გადაეღო და


ყურის გაღმა, ხეებს შორის ადგილობრივ მკვიდრთა ქოხების გარჩევა
შეიძლებოდა.

– ჯობია ცოტა გავიარო, რაკი გადაუღია, – თქვა მან.


31

– გთხოვთ, ნუ გეწყინებათ, რომ თქვენი სურვილის შესრულება არ შემიძლია, –


ნაღვლიანი ღიმილით უთხრა დევიდსონმა. – მე თქვენ დიდ პატივს გცემთ,
ექიმო, და არ მინდა ჩემზე ცუდი აზრი შეგექნეთ.

– რასაკვირველია, თქვენი აზრი საკუთარ თავზე იმდენად მაღალია, რომ ჩემი


არცთუ ისე გატკენთ გულს, – მოუჭრა ექიმმა.

– გნებდებით! – გაიცინა დევიდსონმა.

გაუმართლებელი უხეშობისთვის საკუთარ თავზე გაბრაზებული ექიმი


მაკფეილი კიბეზე დაეშვა. ქვევით, ოთახის ოდნავ გამოღებულ კართან მის
ტომპსონი უცდიდა.

– რა ქენით? – ჰკითხა მან. – ელაპარაკეთ?

– ველაპარაკე, მაგრამ, სამწუხაროდ, უარს ამბობს, – უპასუხა ექიმმა და


დარცხვენილმა თვალი მოარიდა, მაგრამ ქვითინი რომ მოესმა, ისევ სწრაფად
შეხედა. მან შენიშნა, რომ სასოწარკვეთისგან ქალს სახე გაჰფითრებოდა და
შეკრთა. უცებ თავში ახალმა აზრმა გაუელვა.

– ჯერ ნუ დაკარგავთ იმედს. ჩემი აზრით, სირცხვილია, ასე ცუდად რომ


გექცევიან. მე თვითონ წავალ გუბერნატორთან.

– ახლავე?

მან თავი დაუქნია. ქალს სახე გაუბრწყინდა.

– ნამდვილად მიხსნით განსაცდელისგან. ერთი სიტყვაც რომ უთხრათ,


უეჭველად დამრთავს დარჩენის ნებას. ღმერთმანი, სანამ აქ ვარ, ცუდს არაფერს
ჩავიდენ.

ექიმ მაკფეილს თვითონაც არ ესმოდა, რამ გადააწყვეტინა უცებ


გუბერნატორთან წასვლა. ის სრულიად გულგრილად ეკიდებოდა მის
ტომპსონის ბედს, მაგრამ მისიონერმა გააბრაზა და, რაკი ერთხელ მოუვიდოდა
ხოლმე გული, კარგა ხანს ვეღარ ახერხებდა დამშვიდებას. გუბერნატორი შინ
დახვდა. ეს გახლდათ ყოფილი მეზღვაური, წარმოსადეგი, კბილის ჯაგრისივით
ხეშეშ, ჭაღარაულვაშიანი, ქათქათა თეთრ მუნდირში გამოწყობილი ლამაზი
მამაკაცი.

– მე თქვენთან ერთი ქალის თაობაზე მოვედი, რომელიც იმავე სახლში


ცხოვრობს, სადაც ჩვენ, – დაიწყო ექიმმა, – მისი გვარია ტომპსონი.

– მის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ მსმენია, ექიმო მაკფეილ, – ღიმილით უთხრა
გუბერნატორმა, – უკვე გავეცი განკარგულება, რომ მომავალ სამშაბათს დატოვოს
კუნძული, მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
32

– მე მინდა გთხოვოთ, დართოთ ნება სან-ფრანცისკოდან მომავალ გემს


დაუცადოს, რათა სიდნეიში გაემგზავროს, თავდებად ვუდგები, რომ წესიერად
მოიქცევა.

გუბერნატორი ისევ იღიმებოდა, მაგრამ მისი მოჭუტული თვალები


სერიოზულად გამოიყურებოდნენ.

– მოხარული ვიქნებოდი, ექიმო, თქვენთვის რაიმე სამსახური გამეწია, მაგრამ


ბრძანება გაცემულია და მისი შეცვლა აღარ შემიძლია.

ექიმმა წვრილად უამბო საქმის ვითარება. გუბერნატორის სახეს ღიმილი


ჩამოსცილდა. იგი პირქუშად უსმენდა ექიმს და განზე იყურებოდა. მაკფეილმა
იგრძნო, რომ მისი სიტყვები არავითარ შთაბეჭდილებას არ ახდენდა.

– ძალიან არ მსიამოვნებს, რომ უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ ქალს,


მაგრამ მის ტომპსონი სამშაბათს უნდა გაემგზავროს და აქ სალაპარაკო
აღარაფერია.

– კი, მაგრამ რა განსხვავებაა?

– უკაცრავად, ექიმო, მაგრამ მე ვალდებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილება ავუხსნა


მხოლოდ ჩემს უფროსებს.

მაკფეილმა გულდასმით შეათვალიერა იგი. გაახსენდა დევიდსონის გაკვრით


ნახსენები მუქარა და გუბერნატორის ქცევაში რაღაც გაუბედაობა იგრძნო.

– ეშმაკსაც წაუღია დევიდსონი! რას ეჩრება სხვის საქმეში! – ცხარედ წამოიძახა


მან.

– ჩვენ შორის რომ ვთქვათ, ექიმო, არც მე მაქვს მისტერ დევიდსონზე კარგი
წარმოდგენა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სრული უფლება ჰქონდა მიეთითებინა
ჩემთვის იმ საშიშროებაზე, რომელსაც მის ტომპსონის მსგავსი ქალის ყოფნა
იწვევს კუნძულზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა სამხედრო
ნაწილებიცაა განლაგებული.

იგი ადგა და ექიმი მაკფეილიც იძულებული გახდა წამომდგარიყო.

– გთხოვთ, მაპატიოთ. საქმეს უნდა მივხედო. მოკითხვა გადაეცით, გეთაყვა,


მისის მაკფეილს.

ექიმი მისგან სავსებით იმედგადაწყვეტილი გამოვიდა. მან იცოდა, რომ მის


ტომპსონი პასუხს ელოდა. თვითონვე რომ არ ეთქვა თავისი მარცხის ამბავი,
სახლში უკანა კარიდან შევიდა და კიბეზე ფრთხილად, ქურდულად აიპარა.

ვახშამზე ექიმი თავს უხერხულად გრძნობდა, ცოტას ლაპარაკობდა.


სამაგიეროდ მისიონერი იყო გამოცოცხლებული და მხიარული. მაკფეილს
მოეჩვენა, რომ დევიდსონმა კეთილი, მოზეიმე მზერა რამდენიმეჯერ მასზე
შეაჩერა. უეცრად თავში გაუელვა, დევიდსონმა იცის გუბერნატორთან ჩემი
33

უშედეგო ვიზიტის ამბავიო. მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა? ამ კაცის ძალაში


რაღაც ავის მომასწავებელი იმალებოდა. ვახშმის შემდეგ ექიმმა ჰორნი შენიშნა
ვერანდაზე და ისეთი სახე მიიღო, თითქოს უბრალოდ სამასლაათოდ გადიოდა
მასთან.

– მას აინტერესებს, ნახეთ თუ არა გუბერნატორი? – წასჩურჩულა მედუქნემ.

– ვნახე. უარი მითხრა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სხვა აღარაფერი შემიძლია.

– ეგრეც ვიცოდი. ვინ გაბედავს მისიონერის წინააღმდეგობას!

– რაზე საურობთ? – მხიარულად იკითხა მოახლოებულმა დევიდსონმა.

– იმას ვეუბნებოდი, არა მგონია, ერთ კვირაზე ადრე გაემგზავროთ-მეთქი აპიაში,


– დაუყოვნებლივ უპასუხა მედუქნემ.

ჰორნი წავიდა. ექიმი და დევიდსონი ოთახში დაბრუნდნენ. ნასადილევს მისტერ


დევიდსონი ერთ საათს გართობას უთმობდა ხოლმე. მალე გაუბედავი კაკუნი
გაისმა.

– მობრძანდით, – წვრილი ხმით გასძახა მისის დევიდსონმა.

კარი არ გაღებულა. მისის დევიდსონი ადგა და გამოაღო. ზღურბლზე საოცრად


შეცვლილი, ძნელად საცნობი მის ტომპსონი იდგა. ეს უკვე აღარ იყო ის უტიფარი
გომბიო, შარაგზაზე რომ დასცინოდა მათ. ეს იყო შიშით გატანჯული, მოტეხილი
ქალი. ყოველთვის გულდასმით დალაგებული თმა ასწეწოდა. ფეხები
ფოსტლებში წაეყო, გაცრეცილი, დაჭმუჭნილი ქვედა კაბა ეცვა, ლოყებზე
ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. იდგა ზღურბლზე და შემოსვლას ვერ
ბედავდა.

– რა გნებავთ? – მკვახედ ჰკითხა მისის დევიდსონმა.

– შეიძლება მისტერ დევიდსონთან საუბარი? – ნაწყვეტ-ნაწყვეტ იკითხა მან.

მისიონერი ადგა და მიუახლოვდა.

– შემოდით, შემოდით, მის ტომპსონ, – მიმართა გულთბილი ტონით. – რით


შემიძლია გემსახუროთ?

ის შემოვიდა.

– მე... მე ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რაც მაშინ გითხარით და... და საერთოდ


ყველაფრისთვის. მე, ალბათ, ჭკუაზე არ ვიყავი. გთხოვთ, მაპატიოთ.

– ოო, ეგ არაფერია. ზურგი მაგარი მაქვს, ორიოდე სალანძღავ სიტყვას აიტანს.

ქალი ისეთი მორჩილებითა და თავდამცირებით მიუახლოვდა, რომ


შეგეზიზღებოდათ.
34

– თქვენ მე სრულიად მომსპეთ. მიწასთან გამასწორეთ, მაგრამ ფრისკოში


დაბრუნებას არ მაიძულებთ, არა?

მისიონერის თავაზიანობა უცებ გაქრა. ხმა უხეში და მკაცრი გაუხდა:

– რატომ არ გინდათ იქ დაბრუნება?

ქალი მოიბუზა:

– მე იქ ნათესავები მყავს. არ მინდა, რომ აი, ასეთი მნახონ. ყველგან წავალ, სადაც
მეტყვით, ოღონდ იქ არა.

– რატომ არ გინდათ სან-ფრანცისკოში დაბრუნება?

– მე უკვე გითხარით.

მისიონერი დაიხარა და ანთებული თვალები ისე მიაპყრო, თითქოს მის სულში


ჩახედვა უნდაო, და უცებ წამოიძახა:

– გამასწორებელი სახლი!

ქალმა დაიკივლა, ფეხებში ჩაუვარდა და ხელები მოხვია:

– იქ არ გამაგზავნოთ. ღმერთს გეფიცებით, გამოვსწორდები. კარგი ქალი


დავდგები. ყოველნაირ სიგლახეს თავს დავანებებ.

იგი უთავბოლოდ ემუდარებოდა, ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა შეღებილ


ლოყებზე. მისიონერი დაიხარა, თავი აუწია და თვალებში ჩახედა:

– მაშასადამე, გამასწორებელი სახლი?

– დროზე მოვუსვი, თორემ დამიჭერდნენ, – ნაწყვეტ-ნაწყვეტად ჩურჩულებდა


ქალი. – იმ ბუღებს[11] რომ ჩავუვარდე ხელში, სამ წელს მომაკრავენ.

მისიონერმა ხელი შეუშვა. ქალი ისევ იატაკზე დაეცა და გულამოსკვნით


აქვითინდა. ექიმი მაკფეილი წამოდგა.

– ეს საქმის ვითარებას ცვლის, – თქვა მან, – ახლა ვეღარ მოსთხოვთ, რომ იქ


დაბრუნდეს. მას ახალი ცხოვრების დაწყება უნდა. ნუ წაართმევთ ამ უკანასკნელ
შესაძლებლობას.

– მე მინდა, მას შეუდარებელი შესაძლებლობა მივცე. თუ ინანიებს, დაე, მიიღოს


თავისი სასჯელიც.

ქალი ვერ მიხვდა ნათქვამის ნამდვილ აზრს და თავი წამოსწია. ნამტირალევ


თვალებში იმედის ნაპერწკალმა გაუელვა.

– მაშ, გამიშვებთ?

– არა. სამშაბათს გაემგზავრებით სან-ფრანცისკოში.


35

ქალს სასოწარკვეთილების ოხვრა აღმოხდა, რომელიც შემდეგ ჩახლეჩილ, ყრუ


კივილში გადავიდა. მასში ადამიანური აღარაფერი იყო. იატაკს ურტყამდა თავს.
ექიმი მაკფეილი ასაყენებლად მივარდა.

– მოიცათ, მოიცათ, ეგრე არ შეიძლება. წადით და წამოწექით. მე წამალს მოგცემთ.

ქალი ფეხზე წამოაყენა და, როგორც იქნა, ქვევით ჩაიყვანა. ძალზე გაბრაზებული
იყო თავის ცოლსა და მისის დევიდსონზე, რომ არც კი ჩაერივნენ ამ ამბავში.
მეტისი კიბეზე იდგა. ექიმმა მისი დახმარებით მოახერხა მის ტომპსონის
საწოლზე დაწვენა. იგი კვნესოდა, კანკალებდა და ზლუქუნებდა. გრძნობა
თითქმის დაჰკარგოდა. ექიმმა ნემსი გაუკეთა. გაავებული და განაწამები
მაკფეილი სასტუმრო ოთახში ავიდა.

– როგორც იქნა, დავაწვინეთ.

ქალები და დევიდსონი ისევე ისხდნენ, როგორც დატოვა. ეტყობოდა, მის


არყოფნაში არც დალაპარაკებოდნენ ერთმანეთს და არც დაძრულიყვნენ
ადგილიდან.

– მე თქვენ გელოდით, – თქვა დევიდსონმა უცნაური, მიმქრალი ხმით. – მინდა


ყველამ ჩემთან ერთად ილოცოთ ჩვენი გზასაცდენილი დის სულისთვის.

თაროდან ბიბლია გადმოიღო და მაგიდას მიუჯდა. ვახშმის ჭურჭელი ჯერ


კიდევ არ

აელაგებინათ და ადგილის მოსაცლელად ჩაიდანი გვერდით მისწია. ძლიერი,


მჟღერი ხმით წაიკითხა ის თავი, რომელშიც მოთხრობილია, თუ როგორ
მიუყვანეს ქრისტეს მრუშობის დროს შეპყრობილი დიაცი.

– ახლა მოიყარეთ მუხლი და ჩემთან ერთად ილოცეთ ჩვენი საყვარელი დის


სედი ტომპსონის სულისთვის.

მან მხურვალედ დაიწყო ლოცვა. ღმერთს შესთხოვდა მოწყალება მოეღო


ცოდვილზე. მისის მაკფეილმა და მისის დევიდსონმა დაიჩოქეს და სახე
ხელებით დაიფარეს. ძალაუნებურად ჩაჭერილი ექიმი მოუხერხებლად და
უხალისოდ მიჰყვა მათ მაგალითს. მისიონერი აღგზნებული
მჭევრმეტყველებით ღაღადებდა, ლოყებზე ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი.
გარეთ წვიმდა; წვიმდა ადამიანივით – ჯიუტად და გაავებით.

ბოლოს მისიონერი დადუმდა. წუთით სიჩუმე ჩამოვარდა. დუმილი მანვე


დაარღვია:

– ახლა «მამაო ჩვენო» წავიკითხოთ.

მათ წაიკითხეს ლოცვა და მისიონერთან ერთად წამოდგნენ. მისის დევიდსონს


სახე გაფერმკრთალებული და დაწყნარებული ჰქონდა. ეტყობოდა, სულიერ
36

შვებას გრძნობდა. მაგრამ ექიმი და მისის მაკფეილი უცებ სირცხვილის გრძნობამ


აიტანა. აღარ იცოდნენ, სად წაეღოთ თვალები.

– ჩავალ და ვნახავ, როგორ გრძნობს თავს, – თქვა ექიმმა მაკფეილმა.

კაკუნზე ჰორნმა გაუღო კარი. მის ტომპსონი სარწეველა სკამში იჯდა და ჩუმად
ტიროდა.

– რატომ ადექით? – წამოიძახა ექიმმა, – ხომ გითხარით, იწექით-მეთქი.

– არ შემიძლია წოლა. მისტერ დევიდსონის ნახვა მინდა.

– რა გინდათ მასთან, საბრალოვ, ვერაფერს გადაათქმევინებთ.

– მან თქვა, როცა კი დამიძახებთ, მოვალო.

მაკფეილმა ანიშნა მედუქნეს.

– წადით, დაუძახეთ.

ისინი უსიტყვოდ ელოდნენ, სანამ ჰორნი კიბეზე ადიოდა.

ოთახში დევიდსონი შემოვიდა.

– მაპატიეთ, რომ ჩამოსვლა გთხოვეთ, – თქვა ქალმა და უღიმღამოდ შეხედა.

– ველოდი, რომ დამიძახებდით, ვიცოდი, ღმერთი შეისმენდა ჩემს ვედრებას.

წამით ერთმანეთს შესცქეროდნენ, შემდეგ ტომპსონმა თვალი მოარიდა. ის სულ


განზე იცქირებოდა, სანამ ლაპარაკობდა.

– მე უწესო ქალი ვიყავი, მონანიება მინდა.

– მადლობა უფალს! მადლობა უფალს! მან ყურად იღო ჩვენი ლოცვა-ვედრება!

ის მაკფეილსა და მედუქნეს მიუბრუნდა:

– მარტო დაგვტოვეთ. გადაეცით მისის დევიდსონს, რომ ჩვენი ლოცვა გამჩენმა


შეისმინა.

ისინი გამოვიდნენ და კარი გამოიხურეს.

– ხედავთ?! – თქვა მედუქნემ.

იმ ღამეს ექიმმა მაკფეილმა ვერაფრით ვერ მოახერხა თვალის მოხუჭვა; როდესაც


მისიონერი დაბრუნდა, ექიმმა საათს დახედა: ორი იყო, მაგრამ დევიდსონი
მაინც არ დაწვა. მათ ოთახებს ხის ტიხარი ყოფდა და ექიმს ესმოდა დევიდსონის
ხმამაღალი ლოცვა, სანამ დაქანცულს არ ჩაეძინა.

დილით ექიმი გააკვირვა მისიონერის სახემ. ის ჩვეულებრივზე ფერმკრთალი და


მოღლილი ჩანდა, მაგრამ თვალები არაადამიანური ცეცხლით უელავდა.
თითქოს რაღაც სიხარულითა და ბედნიერებითაა სავსეო.
37

– შეგიძლიათ ახლავე ჩახვიდეთ სედისთან? – ჰკითხა მან. – მისი სხეული ჯერ


კიდევ არ გამრთელებულა, მაგრამ სული, მისი სული სრულიად გარდაიქმნა.

ექიმს ნერვები გაღიზიანებული ჰქონდა და რაღაც მოთენთილობას გრძნობდა.

– წუხელ საკმაოდ გვიანობამდე დაყავით მასთან. – უთხრა ექიმმა.

– დიახ, უჩემოდ არ უნდოდა დარჩენა.

– სახე მთლად გიბრწყინავთ, – შენიშნა ექიმმა.

დევიდსონის თვალებში ექსტაზი აციმციმდა.

– მე უდიდესი წყალობა გარდმომევლინა. გუშინ წილად მხვდა ბედნიერება


დამებრუნებინა გზააბნეული სული იესოს სავანეში.

მის ტომპსონი ისევ საქანელა სკამში იჯდა. ლოგინი აულაგებელი ჰქონდა.


ოთახი

არეულ-დარეული. ჩაცმაზე თავი არ შეეწუხებინა და ჭუჭყიან ხალათში იყო


გამოხვეული. თმა როგორღაც გორგლად დაემაგრებინა. სახე შესივებოდა და
ცრემლების კვალი ეტყობოდა, თუმცა სველი პირსახოცით ჩამოეწმინდა.
შესახედაობა უშნო და ბეჩავი ჰქონდა.

მან ექიმს გულგრილად შეხედა. მის ტომპსონს მთლად მოტეხილი და ნაწამები


იერი ედო.

– სადაა მისტერ დევიდსონი? – იკითხა მან.

– თუ გჭირდებათ, ახლავე მოვა, – გაღიზიანდა ექიმი, – მე იმის გასაგებად


მოვედი, როგორ ხართ.

– ეჰ, ძალიან კარგად ვარ, ჩემზე ნუ წუხხართ.

– ჭამეთ რამე?

– ჰორნმა ყავა მომიტანა.

ქალმა შეწუხებული სახით გახედა კარს.

– თქვენ გგონიათ, ჩქარა მოვა? ისე ძალიან აღარ მეშინია ხოლმე, როდესაც ის
ჩემთანაა.

– მაშ, სამშაბათს მიდიხართ?

– დიახ, უნდა წახვიდეო. თუ შეიძლება, უთხარით, ჩქარა მოვიდეს. თქვენ


ვერაფრით ვერ დამეხმარებით. ახლა მხოლოდ მას შეუძლია ჩემი შველა.

– ძალიან კარგი, – უთხრა ექიმმა მაკფეილმა.


38

მომდევნო სამი დღე მისიონერმა თითქმის სულ სედი ტომპსონთან გაატარა.


ცოლსა და მაკფეილებს მხოლოდ სადილის დროს ხვდებოდა. ექიმმა მაკფეილმა
შეამჩნია, რომ ის თითქმის არაფერს ჭამდა.

– თავს არ იზოგავს, – წუწუნებდა მისის დევიდსონი, – თუ ასე გაგრძელდა, იქნებ


ავადაც გახდეს, მაგრამ ამის დარდი არა აქვს.

თვითონ მისის დევიდსონიც გახდა და ფერი დაეკარგა. მისის მაკფეილს


შესჩივლა, თითქმის არ მძინავსო. ტომპსონისგან რომ ბრუნდებოდა, მისიონერი
მანამდე ლოცულობდა, სანამ სულ არ გასავათდებოდა, მაგრამ ამის შემდეგაც
სულ ცოტა ხნით ატყუებდა თვალს. ორიოდე საათის შემდეგ დგებოდა, იცვამდა
და სანაპიროზე მიდიოდა გასასეირნებლად. უცნაური სიზმრებიც დასჩემდა.

– დღეს დილით მითხრა, ნებრასკის მთები მესიზმრაო, – აცნობა მაკფეილებს


მისის დევიდსონმა.

– საინტერესოა, – თქვა ექიმმა.

მას გაახსენდა ამერიკაში მოგზაურობის დროს მატარებლის ფანჯრიდან


დანახული ნებრასკის მთები. ისინი თხუნელების გროვას წააგავდნენ,
მომრგვალებული და გლუვები, ციცაბოდ აზიდულიყვნენ ბრტყელ ტაფობზე.
ექიმ მაკფეილს გაახსენდა, როგორ გაიფიქრა მაშინ, ეს მთები ქალის ძუძუებს
ჰგავსო.

მისიონერი ისე იყო აგზნებული, რომ თვით მისთვისაც კი აუტანელი გახდა


ასეთი

მდგომარეობა, მაგრამ ყოვლისმძლე სიხარული უნარჩუნებდა ძალ-ღონეს. ის


ძირფესვიანად გლეჯდა საცოდავი ქალის გულში ჯერ კიდევ ჩარჩენილ
ცოდვათა კვალს. მასთან ერთად კითხულობდა ბიბლიას და ლოცულობდა.

– პირდაპირ სასწაულია, – თქვა ერთხელ მან ვახშამზე, – ეს ნამდვილად


ხელმეორედ დაბადებაა. მისი უკუნეთ ღამეზე უფრო შავი სული ახლა პირველი
თოვლივით წმინდაა და სპეტაკი. მე მორჩილებითა და თრთოლით ვარ აღსავსე.
მის მიერ ჩადენილ ცოდვათა მონანიება მშვენიერია. ღირსიც არა ვარ შევეხო მის
კაბის კალთას.

– მერე, გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ სან-ფრანცისკოში გააგზავნოთ? – ჰკითხა ექიმმა.


– სამი წელი ამერიკის ციხეში! მე მგონია, თქვენ შეგეძლოთ გეხსნათ იგი ამისგან.

– როგორ არ გესმით! ეს ხომ აუცილებელია. ნუთუ გგონიათ, რომ მე არ მიკვდება


გული? მე ის ისევე მიყვარს, როგორც ჩემი ცოლი ან და. მთელი ეს დრო,
რომელსაც ციხეში გაატარებს, მეც მასთან ერთად დავიტანჯები.

– ეგ სისულელეა! – მოუთმენლად წამოიძახა ექიმმა.


39

– თქვენ არ გესმით, რადგან ვერაფერს ხედავთ. მან შესცოდა და უნდა მოინანიოს.


მე ვიცი, რისი გადატანაც მოუხდება: მას აშიმშილებენ, აწამებენ, დაამცირებენ. მე
მინდა, რომ კაცის ხელით მიყენებული სასჯელი იყოს ის მსხვერპლი, რომელსაც
იგი შესწირავს უფალს. მე მინდა, რომ მან ეს სასჯელი სიხარულით მიიღოს. მას
მიეცა საშუალება, რომელიც მხოლოდ ძალზე მცირეთ წარმოეგზავნებათ ხოლმე,
ღმერთი კეთილია და მოწყალე.

დევიდსონს მღელვარებისგან ხმა აუკანკალდა. ბაგეთაგან მგზნებარედ


მოწყვეტილ სიტყვებს ვეღარ აბოლოებდა.

– მთელი დღე ვლოცულობ მასთან. ვბრუნდები ჩემს ოთახში და კვლავ


ვლოცულობ. ვლოცულობ იმისთვის, რომ მაცხოვარმა იესომ უბოძა მას
უდიდესი მოწყალება. მინდა ჩავუნერგო სასჯელის გადატანის ისეთი
მგზნებარე სურვილი, რომ კიდევაც რომ შევთავაზო დარჩენა, თვითონვე
განაცხადოს უარი. მინდა იგრძნოს, რომ საპყრობილეში გადატანილი ტანჯვა-
ვაება არის ის შესაწირავი, მას რომ მიაქვს წინაშე ფერხთა მაცხოვრისა, რომელმაც
მისთვის სიცოცხლე გაწირა.

დღეები ზანტად მიედინებოდნენ. სახლის ყველა ბინადარი მხოლოდ ამ


უბედური ქალის ტანჯვაზე ფიქრობდა და ერთთავად არაჩვეულებრივად
დაძაბული იყო. იგი წააგავდა ნამდვილ მსხვერპლს, რომელსაც წარმართული
რელიგიის რომელიღაც ბნელი, სისხლიანი რიტუალისთვის ამზადებდნენ.
შიშმა მთლად წაართვა ძალა. წუთითაც აღარ იშორებდა დევიდსონს. მხოლოდ
მისი აქ ყოფნის დროს უბრუნდებოდა გამბედაობა და მონური შიშით
შეპყრობილი ებღაუჭებოდა მას. ბევრს ტიროდა, კითხულობდა ბიბლიას და
ლოცულობდა. ძალაგამოლეულს ხანდახან რაღაც გარინდება ეუფლებოდა. ასეთ
დროს საპყრობილე ნამდვილ ხსნად ეჩვენებოდა, ბოლოს და ბოლოს, ციხე
კონკრეტული რეალობა იყო, რომელიც ამ ტანჯვა-წამებას მოუღებდა ბოლოს.
გაურკვეველი შიში უფრო და უფრო ძნელი ასატანი ხდებოდა. რაკი ცოდვას
გადაუდგა, ახლა თავის გარეგნობაზე აღარ ზრუნავდა და გაწეწილი,
დაუბანელი, ჭრელ ხალათში გამოხვეული დაბორიალებდა ოთახში. ოთხი დღე
არც ღამის პერანგი გაუხდია და არც მაღალყელიანი წინდები ჩაუცვამს. მთელი
ოთახი მონაგვიანებული და არეულ-დარეული ჰქონდა. წვიმა კი კვლავ
ულმობელი სიჯიუტით მოდიოდა. ზეცა თითქოს უკვე უნდა დაცლილიყო
წყლისგან, მაგრამ მაინც კოკისპირულად ასხამდა. ადამიანი სიგიჟემდე მიჰყავდა
თუნუქის სახურავზე

მონოტონურ კაკუნს. ყველაფერი ნესტიანი და გაწებილი იყო. კედლებსა და


იატაკზე დაყრილ ფეხსაცმელებს ობი მოჰკიდებოდა. უძილო ღამეებში გაავებით
ზუზუნებდნენ კოღოები.

– ერთი დღით მაინც გადაეღო, კიდევ აიტანდა კაცი, – თქვა ექიმმა. ხსნასავით
ელოდნენ სამშაბათს, როდესაც სან-ფრანცისკოში მიმავალი გემი უნდა
მოსულიყო სიდნეიდან. დაძაბულობა აუტანელი გახდა. ბრაზი და სიბრალული
40

ექიმ მაკფეილის გულიდან განდევნა ერთადერთმა სურვილმა – ჩქარა


მოეცილებინათ თავიდან უბედური ქალი. ადამიანი იძულებულია მიიღოს
გარდაუვალი. ექიმი გრძნობდა, რომ ნამდვილად მოეშვებოდა გულს, როცა გემი
ნაპირს მოსცილდებოდა. მის ტომპსონი გემზე გუბერნატორის კანცელარიის
მოხელეს უნდა აეყვანა. მან ორშაბათ საღამოს შეუარა ქალს და სთხოვა, ხვალ
თერთმეტი საათისთვის მზად იყავითო. მის ტომპსონთან დევიდსონი იყო.

– მე ვადევნებ თვალყურს, რომ ყველაფერი რიგზე იყოს. გემზედაც გამოგყვებით


გასაცილებლად.

მის ტომპსონი დუმდა.

ექიმმა მაკფეილმა შვებით ამოისუნთქა, როდესაც იმ საღამოს სანთელი ჩააქრო


და მოსკიტების ბადის ქვეშ ფრთხილად შეძვრა.

– მადლობა ღმერთს, ყველაფერი დამთავრდა. ხვალ ამ დროს უკვე წასული


იქნება.

– ალბათ მისის დევიდსონიც გახარებულია. ამბობს, მისტერ დევიდსონი


აჩრდილს დაემსგავსაო, – უთხრა მისის მაკფეილმა, – ვეღარც მას იცნობ, ისეა
შეცვლილი.

– ვინ არის შეცვლილი?

– სედი. არ დავიჯერებდი, თუ შესაძლებელი იყო ასეთი რამ. ამის შემხედვარე


ძალაუნებურად იმსჭვალები მორჩილებით.

ექიმმა მაკფეილმა არაფერი უპასუხა. ჩქარა ჩაეძინა. ძალზე დაქანცული იყო და


ჩვეულებრივზე მაგრად ეძინა.

ვიღაცის ხელის შეხებამ წამოახტუნა. საწოლთან ჰორნი იდგა. მედუქნემ


ტუჩებზე მიიდო თითი და ანიშნა თან გაჰყოლოდა. ჰორნი საერთოდ გაცრეცილ
ტილოს კოსტიუმს ატარებდა, მაგრამ ამჯერად ფეხშიშველა იყო და მხოლოდ
ლავა-ლავა ეცვა, რის გამოც ველურს დამსგავსებოდა. ლოგინიდან ადგომისას
ექიმმა შეამჩნია, რომ მედუქნეს მთელი სხეული სვირინგებით ჰქონდა
დაფარული. ჰორნი ვერანდაზე გავიდა. ექიმი მაკფეილი საწოლიდან
გადმოვიდა და უკან გაჰყვა.

– არ იხმაუროთ, – წასჩურჩულა მოვაჭრემ. – თქვენ ძალიან საჭირო ხართ.


წამოისხით რამე და ფეხსაცმელი ჩაიცვით. ჩქარა.

ექიმმა პირველად ის გაიფიქრა, მის ტომპსონს ხომ არაფერი შეემთხვაო.

– რა მოხდა? ინსტრუმენტები წამოვიღო?

– ჩქარა, ღვთის გულისთვის, ჩქარა!

ექიმი მაკფეილი საწოლ ოთახში შეიპარა, პიჟამაზე საწვიმარი გადაიცვა, ფეხი


41

რეზინისძირიან ფეხსაცმელში ჩაყო და მედუქნესთან ერთად ფეხის წვერებზე


დაეშვა კიბეზე. ქუჩის კარი ღია იყო. მის წინ რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი
იდგა.

– რა მოხდა? – გაიმეორა ექიმმა.

– წავიდეთ, – უთხრა ჰორნმა.

ის გავიდა და ექიმიც გაჰყვა. იქაურები ჯგუფად მიჰყვნენ. შარა გადაჭრეს და


ზღვის ნაპირს გაჰყვნენ. ცოტა მოშორებით ექიმმა შენიშნა ადგილობრივ
მცხოვრებთა ჯგუფი, რომელიც წყლის პირას დაგდებულ რაღაც საგანს
შემოხვეოდა. ნაბიჯს მოუჩქარეს. დამხვდურებმა გზა დაუთმეს ექიმს. მედუქნემ
ის წინ გაატარა. მაკფეილმა დაინახა ნახევრად წყალში და ნახევრად ქვიშაზე
დაგდებული გვამი – დევიდსონის გვამი.

ექიმი დაიხარა – ის იმათ რიცხვს არ ეკუთვნოდა, გაჭირვების ჟამს რომ იბნევიან


ხოლმე – და გადააბრუნა გვამი. დევიდსონს ყურის ძირამდე ჰქონდა ყელი
გამოღადრული. მარჯვენა ხელში ჯერ კიდევ ჩაბღუჯული ეჭირა საბედისწერო
სამართებელი.

– გაცივებულა, – თქვა ექიმმა, – დიდი ხნის მკვდარია.

– სამუშაოზე მიმავალ ბიჭებს შეენიშნათ და ერთმა მათგანმა შემატყობინა.


როგორ გგონიათ, თვითონ მოიკლა თავი?

– ჰო. ვინმე წავიდეს პოლიციის დასაძახებლად.

ჰორნმა იქაურ ენაზე თქვა რაღაც და ორი ახალგაზრდა გაიქცა.

– პოლიციის მოსვლამდე ასე უნდა დარჩეს, – თქვა ექიმმა.

– ჩვენთან ხომ არ წამოიღებენ? არ მივცემ ნებას, რომ ჩემს სახლში დაასვენონ.

– როგორც გეტყვიან, ისე მოიქცევით, – მკვახედ მიუგო ექიმმა, – მაგრამ მგონი,


მორგში წაიღებენ.

იდგნენ და ელოდნენ. მედუქნემ თავისი ლავა-ლავას ნაკეცებიდან სიგარეტები


ამოიღო და ერთი ექიმს გაუწოდა. ჩუმად ეწეოდნენ და გვამს დასცქეროდნენ.
ექიმს ვერ გაეგო, რა მოხდა.

– როგორ გგონიათ, რატომ ჩაიდინა ეს? – ჰკითხა ჰორნმა.

ექიმმა მხრები აიჩეჩა. მალე პოლიციიდანაც მოვიდნენ და საკაცე მოიტანეს.


პოლიციელები აქაური მკვიდრნი იყვნენ, მათ ვიღაც თეთრკანიანი მეზღვაური
მეთაურობდა. უკან ორი საზღვაო ოფიცერი და ფლოტის ექიმი მოჰყვათ. მათ
საქმიანად დაიწყეს ფუსფუსი.

– ცოლს უნდა შევატყობინოთ, – თქვა ერთმა ოფიცერმა.


42

– რაკი თქვენ მოხვედით, შინ წავალ და რამეს ჩავიცვამ. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ
შეატყობინონ. ჩემი აზრით, არ ღირს ნახოს გვამი, სანამ არ მოაწესრიგებენ.

– მართალია, – თქვა ფლოტის ექიმმა.

მისის მაკფეილი ჩაცმას ამთავრებდა, როცა ექიმი ოთახში შევიდა.

– მისის დევიდსონი ძალიან ღელავს ქმრის გამო, – თქვა მან, როგორც კი თვალი
მოჰკრა

ექიმს. – მისტერ დევიდსონი მთელი ღამე შინ არ ყოფილა. მისის დევიდსონს


გაუგონია, როგორ გამოსულა მის ტომპსონისგან ღამის ორ საათზე, მაგრამ
სახლიდან წასულა. თუ აქამდე სეირნობდა, ალბათ ძალზე დაღლილი იქნება.

ექიმმა მაკფეილმა შეატყობინა, რა უბედურებაც მოხდა, და სთხოვა, მისის


დევიდსონი შეამზადეო.

– კი მაგრამ, რატომ ჩაიდინა ეს? – იკითხა შეძრწუნებულმა მისის მაკფეილმა.

– არ ვიცი.

– არ შემიძლია, არ შემიძლია!

– საჭიროა.

მან შეშინებული თვალებით შეხედა ქმარს და გავიდა. ექიმს ესმოდა, როგორ


შევიდა ის მისის დევიდსონის ოთახში. მაკფეილმა ცოტა ხანს შეიცადა, რომ
აზრი მოეკრიბა, მერე

პირის პარსვას შეუდგა. შემდეგ ჩაიცვა, საწოლზე ჩამოჯდა და ცოლს დაუწყო


ლოდინი. ბოლოს მისის მაკფეილიც დაბრუნდა.

– მისი ნახვა უნდა, – თქვა მან.

– მორგში წაიღეს. უნდა გავყვეთ მისის დევიდსონს. ამ ამბავს როგორ შეხვდა?

– თითქოს თავში ჩარტყმისგან დარეტიანდაო. არ ტირის, მაგრამ ფოთოლივით


ცახცახებს.

– ახლავე უნდა მივიდეთ.

მათ კაკუნზე მისის დევიდსონი გარეთ გამოვიდა. ძალზე ფერმკრთალი იყო,


მაგრამ არ ტიროდა. მის სიმშვიდეში ექიმს რაღაც არაბუნებრივი მოეჩვენა.
უსიტყვოდ გაჰყვნენ შარაგზას. როდესაც მორგს მიუახლოვდნენ, მისის
დევიდსონმა ხმა ამოიღო:

– მე მინდა მარტომ ვნახო იგი.

მაკფეილები განზე გადგნენ. მუქკანიანმა კაცმა გაუღო კარი და ისევ მიხურა.


მაკფეილები დასხდნენ და ლოდინი დაუწყეს. რამდენიმე თეთრკანიანი
43

მიუახლოვდა და ჩურჩულით დაუწყეს ლაპარაკი. ექიმი ისევ მოჰყვა, რაც იცოდა


ამ ტრაგედიის შესახებ. ბოლოს კარი წყნარად გაიღო და მისის დევიდსონი
გამოვიდა.

– ახლა შეიძლება დავბრუნდეთ, – თქვა მან.

მისი მშვიდი ხმა მკაცრად გაისმა. ექიმმა მაკფეილმა ვერა გაუგო რა მისი
თვალების გამომეტყველებას. ფერმკრთალ სახეზე პირქუში იერი ედო.
უსიტყვოდ, აუჩქარებლად მიდიოდნენ. ბოლოს მიუახლოვდნენ მოსახვევს,
რომლის იქით ჰორნის სახლი იდგა. მისის დევიდსონმა გაკვირვებისგან რაღაც
წამოიძახა და სამივენი ელდანაკრავივით გაქვავდნენ ადგილზე. მათ
ყურთასმენას წარმოუდგენელმა ხმებმა მიაღწია. ამდენ ხანს გაჩუმებული
გრამოფონი უკრავდა – უკრავდა საცეკვაო მელოდიას მთელი ხმითა და მკვახედ.

– ეს რა არის? – წამოიძახა შეძრწუნებულმა მისის მაკფეილმა.

– წავიდეთ, – თქვა მისის დევიდსონმა.

კიბეს აჰყვნენ და სახლში შევიდნენ. მის ტომპსონი თავისი ოთახის კარში იდგა
და ვიღაც მეზღვაურს ელაქლაქებოდა. მასში უეცარი ცვლილება მომხდარიყო.
სადღაც გამქრალიყო ბოლო დღეების დამფრთხალი, დაშინებული ქალი. ისევ
ძველებურად მორთულიყო: ტანზე თეთრი კაბა ეცვა, ბამბის მაღალყელიან
წინდებშემოტმასნილი ზორბა წვივის კუნთები გაპრიალებული ლაკის ჩექმებს
ყელზე გადმოჰკიდებოდა, თმა დაევარცხნა, თავზე ჭრელყვავილებიანი
ვეებერთელა შლაპა წამოედო. ლოყები ვარდისფრად შეეღება, ტუჩები
ალისფრად, წარბები ღამესავით ჩაეშავებინა. მათ წინ ისევ ის უტიფარი გომბიო
იდგა. ამაყად წელგამართულმა მის ტომპსონმა მათ დანახვაზე ხმამაღლა,
დამცინავად გადაიხარხარა, შემდეგ კი, როდესაც მისის დევიდსონი თავისდა
უნებურად შედგა, ნერწყვი მოაგროვა და მიაფურთხა. მისის დევიდსონმა უკან
დაიხია, ღაწვებზე ორი წითელი ლაქა დააჩნდა. მერე სახეზე ხელები აიფარა,
ადგილიდან მოწყდა და კიბე აირბინა. ექიმი მაკფეილი აღშფოთდა. მან ხელი
ჰკრა მის ტომპსონს და მის ოთახში შევარდა.

– რას შვრები? – დაუყვირა მან. – გააჩერეთ ეგ წყეული მანქანა!

ის მიუახლოვდა გრამოფონს და ფირფიტა გადმოაგდო.

– აბა, მკურნალო, ნუ წაიგრძელე ხელები. რა დაგჭირვებია ჩემს ოთახში? – ეცა მას


მის ტომპსონი.

– როგორ, – დაიყვირა ექიმმა, – ეს როგორ?

ქალმა დოინჯი შემოიყარა. მის თვალებში აუწერელი ზიზღი მოჩანდა, ხმაში კი


უსაზღვრო სიძულვილი:

– ოჰ, ეს კაცები, ბილწი ღორები. ყველანი ერთნაირები ხართ. ღორები! ღორები!


44

ექიმ მაკფეილს კრინტი არ დაუძრავს. ის მიხვდა.


45

მორევი
როცა ჩაპლინმა, აპიაში სასტუმრო «მეტროპოლის» პატრონმა, ლოუსონი
გამაცნო, თავდაპირველად განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია.
ჰოლში ვისხედით, კოქტეილს შევექცეოდით და აქაურ ჭორებს ვუგდებდით
ყურს.

ჩაპლინთან საუბარი მსიამოვნებდა ხოლმე. ჩაპლინი ხელობით სამთო ინჟინერი


იყო და, ალბათ თავისი ხასიათის გამო, ისეთ ადგილას დასახლდა, სადაც მის
ხელობას არავითარი ფასი არ ჰქონდა, თუმცა ამბობდნენ, ზედმიწევნით ჭკვიანი
ინჟინერიაო. ტანმორჩილი კაცი იყო. არც მსუქანი, არც გამხდარი. აქა-იქ
შევერცხლილი, კინკრიხოზე გაცვენილი შავი თმა ჰქონდა და პატარა შავი უშნო
ულვაში. პირისახე მზისა და სასმლისგან ასჭარხლებოდა. მას მხოლოდ სახელად
ერქვა ამ სასტუმროს პატრონი (თუმც ასეთი დიდებული სახელწოდება ჰქონდა,
მაგრამ სინამდვილეში ეს ორსართულიანი ხის შენობა იყო). სასტუმროს
განაგებდა მისი ცოლი, ორმოცდახუთი წლის მაღალი, გამხდარი, წარმოსადეგი
და მტკიცე ხასიათის ავსტრალიელი ქალი. ფხუკიანი და ხშირად
შექეიფიანებული ჩია ჩაპლინი მისი შიშით კანკალებდა და

ყოველი ახალი მდგმური მალე ხდებოდა ხოლმე მათი აყალმაყალის მოწმე,


რომლის დროსაც მისის ჩაპლინი მუშტებს იშველიებდა და ფეხებს აბაკუნებდა,
რათა ქმარი მორჩილი ჰყოლოდა. ცნობილი იყო, რომ ერთხელ მისის ჩაპლინმა
მთვრალ ქმარს უბრძანა, ერთი დღე და ღამე შენი ოთახიდან ვერ გამოხვალო;
ისიც შიშით ვერ გამოვიდა ამ საპყრობილიდან და აივნიდან შესჩიოდა ქუჩაში
გამვლელ-გამომვლელთ.

ჩაპლინი მეტად თავისებური კაცი იყო და მისი ნაირ-ნაირი ცხოვრებისეული


მოგონებანი – ტყუილი თუ მართალი – ღირსი იყო მოსმენისა; ამიტომაც, როცა
ლოუსონი შემოვიდა, გადავწყვიტე, ჩაპლინისთვის არ შემეწყვეტინებინა. თუმცა
ჯერ შუადღესაც არ მოეტანებინა, მაგრამ აშკარად ჩანდა, ლოუსონს კარგა
ბლომად გადაეკრა და ძალზე უხალისოდ დავეთანხმე, როცა კიდევ ერთი
კოქტეილი შემომთავაზა. ვიცოდი, ჩაპლინს თავი უკვე გაბრუებული ჰქონდა და
კიდევ ერთი კოქტეილი, რომელიც თავაზიანობის გამო მეც უნდა
შემეთავაზებინა, კიდევ უფრო ააჭიკჭიკებდა და მისის ჩაპლინის მრისხანე
მზერას ვერ გადავურჩებოდი.

ესეც არ იყოს, ლოუსონის გარეგნობაში არაფერი იყო მიმზიდველი. ის გახლდათ

ტანმორჩილი, გამხდარი კაცი; გრძელი, გაძვალტყავებული სახე ჰქონდა, სუსტი


ნებისყოფის გამომხატველი წვრილი ნიკაპი, ვეება კეხიანი ცხვირი და შავი,
დაბანჯგლული წარბები, რაც უცნაურ იერს აძლევდა; მხოლოდ დიდრონი, შავი
თვალები ჰქონდა მშვენიერი. იგი მხიარული კაცი იყო, მაგრამ ეს მისი
სიმხიარულე გულწრფელად არ მივიჩნიე. ეს იყო მოჩვენებითი სიმხიარულე,
46

ნიღაბი, რომელსაც სხვათა მოსატყუებლად ატარებდა და ვეჭვობდი, რომ მის


ქვეშ მდაბალი სული იმალებოდა. გულით ლამობდა «კარგ ბიჭად» მიეჩნიათ და
მიაჩნდათ კიდეც, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ცბიერი და ეშმაკი უნდა ყოფილიყო.
ბევრს ლაპარაკობდა თავისი ხრინწიანი ხმით და ისა და ჩაპლინი ცდილობდნენ
ერთმანეთისთვის ეჯობნათ თავშესაქცევი თავგადასავლების მოყოლაში, უკვე
ლეგენდად რომ გადაქცეულიყო: ინგლისურ კლუბში გატარებული «სველი»
ღამეები, ნადირობა, რომლის დროსაც აუარება ვისკი დაელიათ, მხიარული
მგზავრობა სიდნეიში, – ორივეს ძალზე მოჰქონდა თავი, რომ იქ ჩასვლის
დღიდან იქიდან წამოსვლის დღემდე არაფერი ახსოვდათ. ეს ორი ადამიანი
ღორივით გაილეშა. თუმცა ორივენი უკვე მთვრალები იყვნენ, რადგან თითომ
ოთხ-ოთხი კოქტეილი დალია, მათ შორის მაინც დიდი სხვაობა შეიმჩნეოდა –
ჩაპლინი ხეპრე იყო და უწმაწური, ლოუსონი კი მთვრალიც ჭეშმარიტი
ჯენტლმენივით იქცეოდა.

ბოლოს ლოუსონი ბარბაცით წამოდგა.

– ახლა შინ წავალ. სადილობამდე კიდევ გნახავთ, – გვითხრა მან.

– ქალბატონი კარგად არის? – ჰკითხა ჩაპლინმა.

– დიახ.

ლოუსონი გავიდა. რაღაც განსაკუთრებული შეიმჩნეოდა მის მოკლე პასუხში და


უნებურად თვალი გავაყოლე.

– კარგი ბიჭია, – თქვა ჩაპლინმა მძიმედ, როცა ლოუსონი ქუჩაში გავიდა, – ერთი
საუკეთესოთაგანია, სამწუხაროა, რომ სვამს.

ჩაპლინის ბაგეთაგან ეს შენიშვნა, ცოტა არ იყოს, იუმორისტულად გაისმოდა.

– როცა მთვრალია, ჩხუბის გუნებაზე დგება ხოლმე.

– ხშირად თვრება?

– კვირაში სამი-ოთხი დღე უგონოდ მთვრალია. ეთელისა და ამ კუნძულის


ბრალია ეს ყველაფერი.

– ეთელი ვინ არის?

– მისი ცოლია. მეტისია, ბებერი ბრივალდის ქალიშვილი. როცა შეირთო, აქედან


წაიყვანა. კარგადაც მოიქცა, მაგრამ ეთელმა ვერ გაძლო და უკან დაბრუნდნენ.
მალე ალბათ თავსაც ჩამოიხრჩობს, თუ მანამდე სასმელმა არ მოუღო ბოლო.
კარგი ყმაწვილია, ოღონდ ნასვამი როცაა, ჩხუბი უყვარს.

ჩაპლინმა ხმამაღლა ამოაბოყინა.

– წავალ და თავს შხაპს შევუშვერ. ეს ბოლო ჭიქა აღარ უნდა დამელია. ბოლო
ჭიქაა, კაცს რომ ბოლოს უღებს.
47

შხაპის მისაღებად წასვლა რომ გადაწყვიტა, მან უნდობლად შეათვალიერა კიბე


და არაბუნებრივად დინჯად წამოდგა.

– ლოუსონთან მეგობრობა ღირს, – თქვა მან, – ნაკითხი კაცია. ფხიზელი როცაა,


გაგაკვირვებთ. ღირს, ღირს მასთან საუბარი.

ამ მოკლე-მოკლე ფრაზებით ჩაპლინმა ყველაფერი მითხრა.

როცა საღამოს ზღვის სანაპიროზე სეირნობიდან დავბრუნდი, ლოუსონი ისევ


სასტუმროში იყო. ჩალის მწვანე სკამზე იჯდა ჰოლში და უსიცოცხლო
თვალებით შემომხედა. აშკარად ჩანდა, მთელი შუადღე სმაში გაეტარებინა.
გაყუჩებული იჯდა. მოღრუბლულ სახეზე შურისძიების წადილი აღბეჭდოდა.
მან მზერა ჩემზე შეაჩერა. იქვე სამნი თუ ოთხნი ისხდნენ და კამათელს
აგორებდნენ, მაგრამ ლოუსონს ვერც კი ამჩნევდნენ – იგი მისთვის ჩვეულ
მდგომარეობაში იყო და ყურადღებას არ იქცევდა. მე თამაშში ჩავერიე.

– კარგა კი მხიარულობთ, – თქვა უცბად ლოუსონმა.

იგი წამოდგა და ბარბაცით, მუხლებმოკვეთილი გაემართა კარისკენ. არ ვიცი, ეს


სანახაობა სასაცილო იყო თუ უფრო შესაზარი. როცა ლოუსონი გავიდა, ერთმა
ჩაიხითხითა:

– დღეს ლოუსონი კარგად ნაყლაპია.

– მაგასავით რომ ვერ ვიტანდე სასმელს, წვეთსაც არ დავლევდი.

ვინ იფიქრებდა, რომ ეს უბედური თავისებურად რომანტიკული პიროვნება იყო


და რომ მისი ცხოვრება სიბრალულისა და საშინელების ისეთ ამბებს შეიცავდა,
რომელიც, თეორეტიკოსთა თქმით, აუცილებელია ტრაგიკული ეფექტის
მისაღწევად.

ლოუსონი ორი თუ სამი დღე აღარ მინახავს.

ერთ საღამოს სასტუმროს მეორე სართულზე, ქუჩისპირა აივანზე ვიჯექი, როცა


ლოუსონი მოვიდა და ჩემ გვერდით დაჯდა. ფხიზელი იყო. ჩემთვის
მოულოდნელად რაღაც მითხრა და როცა მეც გულგრილად რაღაც ვუპასუხე,
დარცხვენილმა ჩაიცინა და დაუმატა:

– იმ დღეს უმოწყალოდ ვიყავი ნასვამი.

არაფერი ვუპასუხე. სათქმელი მართლაც არაფერი იყო. ამაოდ ვიქნევდი ჩიბუხს


კოღოების გასაფრთხობად და სამუშაოდან დაბრუნებულ აქაურ მცხოვრებლებს
შევყურებდი. ისინი გრძელი ნაბიჯით მოდიოდნენ, მძიმედ, საკუთარი
ღირსების გრძნობით გამსჭვალულები. მათი შიშველი ფეხების ხმა ყურს
უცნაურად ხვდებოდა. ზოგს შავი ხუჭუჭი თმა კირით გაეთეთრებინა და
დიდებული შესახედავი იყვნენ. სამოელები ქანდაკებასავით ტანადნი არიან.
მერე სოლომონის კუნძულების მკვიდრთა დაქირავებული მუშების ბრბომ
48

ჩამოიარა. სამოელებთან შედარებით ტანმორჩილი და გამხდრები იყვნენ,


ნახშირივით შავებს დიდრონი თვალები და წითლად შეღებილი ხუჭუჭი თმა
ჰქონდათ. ხანდახან თეთრკანიანებიც გამოივლიდნენ ხოლმე ორადგილიანი
ეტლით – ზოგნი სასტუმროში შემოდიოდნენ. ზღვის ყურეში რამდენიმე
ორანძიანი ნავი ლამაზ ჩრდილს აფენდა მშვიდ წყალს.

– არ ვიცი, სმის გარდა რა უნდა გააკეთოს აქ კაცმა, – თქვა ბოლოს ლოუსონმა.

– არ მოგწონთ სამოა? – სხვათა შორის ვკითხე. მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც


მეთქვა.

– რა უშავს, ლამაზი მხარეა.

ეს სიტყვა ისეთი უკმარი იყო ამ კუნძულის ენით აუწერელი მშვენიერების


დასახასიათებლად, რომ გამეღიმა და ღიმილით მივუბრუნდი ლოუსონს. მე
შემაკრთო მისი ფხიზელი, მშვენიერი თვალების გამოხედვამ, რომელთაგანაც
აუტანელი ტანჯვა-წუხილი გამოსჭვიოდა. მისი თვალები მეტყველებდნენ ისეთ
დიდ ტრაგიკულ განცდებზე, რასაც ამ კაცში ვერც წარმოვიდგენდი. მაგრამ ეს
გამოხედვა მალე გაუქრა და გაიღიმა. სადა და ოდნავ გულუბრყვილო ღიმილმა
ისე შეუცვალა სახე, რომ ეჭვი შემეპარა. იქნებ არც ისე უსიამოვნო კაცია, როგორც
პირველად მომეჩვენა-მეთქი.

– პირველად რომ ჩამოვედი, გამაგიჟა აქაურმა სილამაზემ და მთელი კუნძული


მოვიარე, – თქვა მან.

მერე ერთ ხანს გაყუჩდა.

– სამი წლის წინ სამუდამოდ გამოვემშვიდობე აქაურობას, მაგრამ ისევ


დავბრუნდი.

ლოუსონი შეყოყმანდა.

– ჩემმა ცოლმა მოინდომა დაბრუნება. აქაურია, ალბათ გეცოდინებათ.

– ოჰ, როგორ არა.

ლოუსონი ისევ გაჩუმდა და მერე რობერტ ლუის სტივენსონი ახსენა. მკითხა,


ვაილიმაში თუ ყოფილხართო. რატომღაც ჩემი გულის მოგებას ლამობდა.
სტივენსონის ნაწარმოებებზე დაიწყო ლაპარაკი და მერე უცბად ლონდონზე
ჩამოაგდო საუბარი.

– «კოვენტ-გარდენი» ალბათ ძველებურად საუცხოოა. ყველაზე მეტად ოპერა


მენატრება. «ტრისტანი და იზოლდა» მოგისმენიათ?

ეს ისე მკითხა. თითქოს ჩემს პასუხს მართლაც მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის და


როცა, თუ არ ვცდები, ოდნავ გულგრილად ვუთხარი, მომისმენია-მეთქი,
გაიხარა და დაიწყო ვაგნერზე საუბარი არა როგორც მუსიკოსმა, არამედ როგორც
49

უბრალო ადამიანმა, რომელმაც ვაგნერისგან ემოციური კმაყოფილება მიიღო,


ხოლო ანალიზის უნარი არ შესწევდა.

– ბოირეიტშიც უნდა წავიდეს კაცი, მაგრამ მე ფული არასოდეს მქონია, უიღბლო


ვარ. «კონვენტ-გარდენსაც» არა უშავს რა. «ვალკირიას» პირველი მოქმედებაა
ჩინებული, «ტრისტანისა» კი ბოლო.

ახლა მას თვალები უელვარებდა და სახე ისე ჰქონდა გაბრწყინებული, თავის


თავს აღარ ჰგავდა. ფერმკრთალი, გამჭკნარი ლოყები აეფაკლა და გადამავიწყდა,
ჩახლეჩილი და უსიამოვნო ხმა რომ ჰქონდა. როგორღაც მომხიბლავიც კი გახდა.

– ღმერთო, ნეტავი ამაღამ ლონდონში მამყოფა. «პოლმოლის» რესტორანი ალბათ


გეცოდინებათ. ხშირად დავდიოდი. მერე ხალხმრავალი პიკადილი თავისი
გაჩირაღდნებული მაღაზიებით. რა დიდებული სანახავია ავტობუსებისა და
ტაქსების უწყვეტი ნაკადი. მე სტრედნიც მიყვარს. დაიცათ, როგორა ჟღერს ის
სტრიქონები ღმერთსა და ჩარინგ-კროსზე?

მე გავოცდი.

– ტომპსონისა? – ვკითხე მე. მერე ეს ადგილი წარმოვთქვი:

სახე გიტირის და გული გეწვის.


და მაინც, მაინც არ ჰკარგავ იმედს,
ჩარინგ-კროსიდან თაღამდე ზეცის
შენ იაკობის გინათებს კიბე.
მან ამოიოხრა.

– მე წამიკითხავს «ზეციური მწევარი», კარგია.

– დიახ. კარგ ნაწარმოებად მიაჩნიათ, – წავიბუტბუტე მე.

– აქ ნაკითხს ვერავის შეხვდები, წიგნის კითხვა მეტიჩრობა ჰგონიათ.

ლოუსონს სახეზე მოწყენილობა დაეტყო და გავიფიქრე, იმ გრძნობას


ვეთაყვანები, რამაც იგი ჩემთან მოიყვანა-მეთქი. მე ვიყავი დამაკავშირებელი
ძაფი იმ სამყაროსთან რომელზეც ის დარდობდა, და იმ ცხოვრებასთან,
რომელსაც თვითონ ვეღარასოდეს ეღირსებოდა; იგი მოკრძალებითა და შურით
მიყურებდა, რადგან არცთუ ისე დიდი

ხნის წინ იმ ლონდონში ვიყავი, მას რომ უყვარდა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე
ისეთი რამ წარმოთქვა და ისეთი სასოწარკვეთილებით, რომ გავშეშდი.

– ყელში ამომივიდა აქაურობა, ყელში ამომივიდა.

– მერედა, რატომ არ წახვალთ აქედან? – ვკითხე მე.

– ფილტვები მაქვს სუსტი, ინგლისის ზამთარს ვეღარ ავიტან.


50

ლოუსონი მწარე დუმილს მიეცა.

– დალევის დროა, – თქვა ერთმა ახალშემოსულმა, – ვინ დამეწვევა


შოტლანდიურზე? ლოუსონ, თქვენ?

ლოუსონი შორეული სამყაროდან მოსულს ჰგავდა. იგი წამოდგა.

– ბარში წავიდეთ, – მიუგო მან.

ლოუსონის წასვლის შემდეგ მისდამი უფრო თბილი გრძნობით განვიმსჭვალე,


ვიდრე ამას ველოდი. მან განმაცვიფრა და ცნობისმოყვარეობა აღმიძრა.
რამდენიმე დღის შემდეგ მის ცოლსაც შევხვდი. ვიცოდი, რომ ისინი ხუთი თუ
ექვსი წლის შეუღლებული იყვნენ და გამიკვირდა, რომ მისის ლოუსონი ჯერ
კიდევ მეტად ახალგაზრდა იყო. ლოუსონმა რომ შეირთო, თექვსმეტზე მეტისა
არ იქნებოდა. თვალწარმტაცი სილამაზისა იყო – ესპანელივით შავგვრემანი,
პატარა, უნაკლო აღნაგობისა, მოხდენილი, პატარა ხელ-ფეხით დამშვენებული.
სახეც მშვენიერი ჰქონდა. მაგრამ, მგონი, ყველაზე მეტად განმაცვიფრა მისმა
მოხდენილობამ. მეტისებს ჩვეულებრივ რაღაც სიტლანქე მოსდევთ ხოლმე, ეს კი
ისეთი ნატიფი იყო, მის ხილვაზე სუნთქვა ეკვროდა ადამიანს. ისე ზედმიწევნით
დახვეწილი იყო, რომ გიკვირდათ, აქ რა უნდაო; მის დანახვაზე ძალაუნებურად
გაგონდებოდათ ნაპოლეონ III-ის კარის სახელგანთქმული მზეთუნახავები.
თუმცა მუსლინის უბრალო კაბა ეცვა და ჩალის შლაპა ეხურა, მოდის ამყოლ
ყოველ ქალზე უფრო მოხდენილი იყო. ლოუსონმა პირველად რომ ნახა, ალბათ
ჭკუიდან შესაშლელი იქნებოდა.

ლოუსონი ინგლისიდან იყო ჩამოსული ინგლისის ერთ-ერთი ბანკის აქაური

განყოფილების მმართველად. იგი სამოაში მშრალი ამინდის დამდეგს ჩამოვიდა


და სასტუმროში დაბინავდა. მალე უკლებლივ ყველას გაეცნო. კუნძულზე
ცხოვრება ადვილია და სასიამოვნო. ეხალისებოდა სასტუმროს ჰოლში
ხანგრძლივი უქმი საუბარი და მხიარული საღამოების გატარება ინგლისურ
კლუბში, სადაც ბილიარდით იქცევდნენ თავს. მას მოსწონდა აპია,
უსწორმასწოროდ რომ გასდევდა ყურეს; მოსწონდა აქაური მაღაზიები და
ბუნგალოები, აქაური სოფელი. შაბათ-კვირას ცხენით ესტუმრებოდა ხოლმე
რომელიმე პლანტატორს და ერთ-ორ ღამეს მთაში ატარებდა. წინათ არასოდეს
დამტკბარიყო თავისუფლებითა და მოცალეობით. მზე ათრობდა. ბუჩქნარებში
ცხენით მიმავალს თავბრუს ახვევდა ირგვლივ გადაშლილი თვალწარმტაცი
მიდამო. ალაგ-ალაგ ტყე ისევ ხელუხლებელი იყო: ერთმანეთზე
გადახლართული უცხო ხეები, თვალისმომჭრელი ბუჩქნარები და ხვიარა
მცენარეები – ყოველივე ეს იდუმალ და ამაღელვებელ შთაბეჭდილებას
ახდენდა. მიწა აქ ნოყიერი იყო.

მაგრამ ყველაზე მეტად მას ხიბლავდა აპიადან ერთი-ორი მილით დაშორებული


მდინარის მორევი, სადაც ხშირად დადიოდა ხოლმე საბანაოდ საღამოობით.
51

ქაფმორეული პატარა მდინარე კლდეზე ჩამორბოდა, მერე ქმნიდა ღრმა მორევს


და ლოდებს შორის მიექანებოდა თხელი და ანკარა. აქაური ქალებიც ზოგჯერ
საბანაოდ და თეთრეულის გასარეცხად დადიოდნენ აქ. მდინარის ორივე
ნაპირზე კეკლუცად იდგნენ ხვიარა მცენარეებშემოტმასნილი ქოქოსის პალმები
და მწვანე მდინარეში ირეკლებოდნენ. დევონშირის მთებშიც ნახავდა კაცი
ამგვარ სანახაობას, მაგრამ აქაურობას ტროპიკული სიმდიდრე ჰქონდა – ვნების
აღმძვრელი სურნელოვანი სიმყუდროვე, რომელიც გულს ულბობდა ადამიანს.
წყალი ანკარა იყო, პაპანაქება სიცხისას შვებისმომგვრელი, იქ ბანაობა
ანახლებდა სხეულსაც და სულსაც.

იმ დროს, როცა ლოუსონი მოდიოდა ხოლმე, არავინ ჭაჭანებდა და იგი დიდხანს


რჩებოდა აქ, ხან ზურგზე ცურავდა ზანტად, ხან ჩამავალი მზის სხივებში
შრებოდა, ტკბებოდა მარტოობითა და სანეტარო მყუდროებით. მაშინ არ
ენატრებოდა ლონდონი, არც წინანდელი ცხოვრება, რადგან ახლანდელი ყოფა
სრულყოფილად და ჩინებულად მიაჩნდა.

აი, აქ შეხვდა იგი პირველად ეთელს.

ერთხელ ლოუსონმა გვიანობამდე ვერ მოიცალა წერილების გამო, რომლებიც


მეორე დღეს მიმავალი გემით უნდა გაეგზავნა და დაბინდებისას წავიდა
საბანაოდ. ცხენი დააბა და მორევის ნაპირისკენ გაემართა. ნაპირზე ვიღაც გოგო
იჯდა, მის დანახვაზე წყალში შეცურდა და გაუჩინარდა. როგორც ადამიანის
ხილვით შეშინებული ალი. ლოუსონს გაუკვირდა და გაიფიქრა, ნეტავი სად
გაქრაო. მდინარის დინებას გაჰყვა და მალე დაინახა, რომ გოგონა კლდეზე იჯდა
და მას გულგრილად შეჰყურებდა.

– ტალოფა! – მიესალმა ლოუსონი სამოას ენაზე.

გოგონაც მიესალმა. უეცრად გაუღიმა და ისევ წყალში შეცურდა.


ძალდაუტანებლად ცურავდა. თმა ბეჭებზე ჰქონდა ჩამოშლილი. ლოუსონმა
დაინახა, როგორ გადაცურა მორევი და ნაპირზე გავიდა. როგორც ყველა აქაურს,
იმასაც, განიერი ხალათი ეცვა და ისე ცურავდა, და ახლა, როცა ნაპირზე გავიდა,
სველი ხალათი მოხდენილ ტანზე შემოეტმასნა. თმას იწურავდა და ნაპირზე ასე
უდარდელად მდგარი კიდევ უფრო ჰგავდა წყლისა და ტყის ზღაპრულ
ქმნილებას. ლოუსონი ახლა მიხვდა, რომ გოგო მეტისი იყო. მისკენ გაცურა.
ნაპირზე გავიდა და ინგლისურად მიმართა:

– გვიან ცურავთ.

გოგომ თმა შეარხია და მერე მომხიბლავი კულულები ბეჭებზე გადაიყარა.

– მე მარტოკა მიყვარს ცურვა, – უპასუხა მან.

– მეც.
52

გოგომ აქაურთათვის ჩვეული ბავშვური გულწრფელობით გაიღიმა. მერე


მშრალი ხალათი გადაიცვა, სველი გაიძრო, გაწურა და წასასვლელად მოემზადა.
ერთხანს ყოყმანით შედგა და წავიდა.

როგორღაც ერთბაშად დაღამდა.

ლოუსონი სასტუმროში დაბრუნდა. როცა ჰოლში ნაძლევზე კამათლის


მოთამაშეთ აღუწერა უცნობი გოგო, ხელად გაიგო მისი ვინაობა. ამ გოგოს მამა,
ბრივალდი, ნორვეგიელი იყო. ხშირად ნახავდით სასტუმრო «მეტროპოლის»
ბარში, წყლიან რომს

სვამდა ხოლმე. პატარა ტანის მოხუცი იყო, ბებერ ხესავით დაკოჟრილი და


დაკრუნჩხული. ამ კუნძულზე ამ ორმოცი წლის წინათ ჩამოსულიყო აფრიანი
გემის კაპიტნის თანაშემწედ, მერე ხან მჭედელი ყოფილა, ხან ვაჭარი,
პლანტატორი და ერთხანს კარგა შეძლებულიც გამხდარა, მაგრამ
ორმოცდაათიანი წლების დიდ გრიგალს გაენადგურებინა და ახლა ქოქოსის
პალმების პატარა პლანტაციით ირჩენდა თავს. ოთხჯერ იყო დაქორწინებული
აქაურ ქალებზე და, როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე ხრინწიანი სიცილით,
იმდენი შვილი ჰყავდა, თვლას ვერ აუდიოდა, ზოგი დაეხოცა, ზოგიც დედამიწის
სხვადასხვა კუთხეში გაეფანტა და ერთადერთი ეთელი შერჩა.

– მარწყვივით გოგოა, – თქვა ნელსონმა, გემ «მოანას» ტვირთის გამგემ.

– ბებერი ბრივალდი სულელი არ გეგონოთ, ჩემო ბიჭიკო, – ჩაერია მილერი. –


მაგას ისეთი სიძე უნდა, სიბერეს უზრუნველად რომ გაატარებინებს.

ლოუსონს არ ეამა ამგვარი ლაპარაკი და საუბარი მიმავალ საფოსტო გემზე


გადაიტანა. მეორე საღამოს ლოუსონი ისევ წავიდა საბანაოდ. ეთელიც იქ იყო –
დაისის

იდუმალება, გარინდული წყალი, მოქნილი ქოქოსის პალმების სიტურფე უფრო


ამშვენებდა ისედაც ტურფა ეთელს, მომაჯადოებლობას მატებდა, რაც ადამიანის
გულს გამოუცნობი განცდებით ავსებდა. რატომღაც იმ საღამოს ლოუსონს
მასთან საუბარი არ სურდა.

ეთელს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის, მისკენ არც კი გაუხედავს. მწვანე


ყურეში ცურავდა. ყვინთავდა. ნაპირზე ისვენებდა, თითქოს მარტო ყოფილიყო.
ლოუსონს უცნაური გრძნობა გაუჩნდა – თითქოს თვითონ უჩინარი გახდა.
სანახევროდ დავიწყებული ლექსების ნაწყვეტები გაახსენდა და ბუნდოვანი
წარმოდგენანი გაეღვიძა ძველ ელადაზე, რომელიც მოწაფეობისას სულ არ
აინტერესებდა. ეთელმა სველი ტანსაცმელი გამოიცვალა და წავიდა. იმ
ადგილას, სადაც ეთელი იდგა, ლოუსონმა წითელი ბალბა იპოვა. ეს ყვავილი
ეთელს თმაში ეკეთა, წყალში რომ შევიდა, ნაპირზე დააგდო და წასვლისას ან
დაავიწყდა, ან ისევ გაკეთება დაეზარა. ლოუსონმა ყვავილი აიღო და უცნაური
გრძნობით დაუწყო ცქერა. ჯერ შენახვა მოინდომა, მაგრამ მერე საკუთარმა
53

გრძნობიერებამ ბრაზი მოჰგვარა და გადააგდო. გულის ტკენით უცქერდა,


როგორ მიჰქონდა ყვავილი წყალს.

ლოუსონი თავს იმტვრევდა, რა უცნაურობა სჭირს ამ გოგოს, ამ მიყრუებულ,


უკაცრიელ ადგილას რომ დადისო. აქაურებს უყვართ წყალი. ისინი
ყოველდღიურად ერთხელ მაინც ბანაობენ, ხშირად ორჯერაც, მაგრამ ერთად,
სიცილ-ხარხარით, მთელი ოჯახებით. ხშირად ნახავთ თხელ წყალში მობანავე
გოგონების გუნდს, მათ შორის მეტისებსაც, რომელთა ტანზეც ხეებში
შემოჭრილი მზის სხივები ციმციმებენ. ეტყობა, რაღაც იდუმალი იყო ამ
მორევში, რაც ეთელს თავისი სურვილის წინააღმდეგ იზიდავდა.

ღამე ჩამოწვა იდუმალი, ჩუმი. ლოუსონი ფრთხილად შევიდა წყალში, რომ


ხმაური არ აეტეხა, და ზანტად გასცურა თბილ სიბნელეში. თითქოს წყალს
ტანწერწეტა ეთელის სურნელი ეფინა. ქალაქში რომ ბრუნდებოდა, ცა მოკაშკაშე
ვარსკვლავებით იყო გაჩირაღდნებული. იგრძნო, რომ მთელ სამყაროსთან
სიამტკბილობით ცხოვრობდა.

ახლა იგი ყოველ საღამოს დადიოდა საბანაოდ და ყოველ საღამოს ხედავდა


ეთელს. მალე მან გოგონას მოკრძალება დასძლია. იგი მხიარული და გულღია
გახდა. ისინი ხან მორევს ზემოთ კლდეზე ისხდნენ, ხან იწვნენ ხოლმე კლდის
ქიმზე, რომელიც მორევს

გადაჰყურებდა, და თვალს ადევნებდნენ, როგორ ხვევდა მწუხრი იდუმალ


სამოსელში არემარეს. რა თქმა უნდა, მათი შეხვედრები შეუმჩნეველი არ დარჩა –
სამხრეთის ზღვებში ყველამ ყველას ასავალ-დასავალი იცის და ლოუსონს
სასტუმროში ლაზღანდარობა დაუწყეს. იგი იღიმებოდა და არავის არაფერს
უშლიდა. არ ღირდა მათი ლაყბობის აყოლა. მისი გრძნობები ჭეშმარიტად
უმანკო იყო. მას ეთელი უყვარდა ისე, როგორც პოეტს შეიძლება უყვარდეს
მთვარე, ეთელზე ფიქრობდა ისე, თითქოს ქალი კი არა, რაღაც არამიწიერი, ტბის
სული იყო.

ერთ დღეს სასტუმროს ბარში ლოუსონმა მოხუცი ბრივალდი დაინახა; როგორც


ყოველთვის, ცისფერი კომბინეზონი ეცვა. ლოუსონს მასთან საუბრის სურვილი
აღეძრა. ბარში შევიდა, ბრივალდს თავი დაუკრა, სასმელი შეუკვეთა, მერე
თითქოს უცაბედად მიუბრუნდა მოხუცს და დასალევად მიიწვია. ერთხანს
აქაურ ამბებზე ისაუბრეს და ლოუსონს არ ესიამოვნა, როცა შეამჩნია, რომ
ნორვეგიელი თავით ფეხებამდე ზომავდა თავისი ცბიერი ცისფერი თვალებით.
უსიამოვნო იყო მისი პირფერობა, ბედთან ბრძოლაში მოტეხილი ამ მოხუცის
მლიქვნელობაში წარსული სისასტიკის აჩრდილი იმალებოდა. ლოუსონს
ახსოვდა, რომ ერთ დროს იგი ორანძიანი

ნავის კაპიტანი იყო და მონებით ვაჭრობდა – შავ შაშვებზე ნადირობდა – ასე


უწოდებენ მონებით მოვაჭრეებს წყნარ ოკეანეში. სოლომონის კუნძულებთან
შეტაკებაში მიღებული ჭრილობის შედეგად თიაქარი ჰქონდა.
54

საუზმობის დრომ მოატანა და ზარი დარეკეს.

– შინ მესტუმრეთ როგორმე, – უთხრა ბრივალდმა თავისი ხრინწიანი ხმით, –


მდიდრულად კი ვერა ვარ, მაგრამ სასიამოვნო სტუმარი იქნებით. ეთელს ხომ
იცნობთ.

– სიამოვნებით გესტუმრებით.

– კვირა საღამოს თუ მოხვალთ, ჩინებული იქნება.

ბრივალდის ძველი, გათხუპნილი ბუნგალო პლანტაციის ქოქოსის პალმებში


იდგა, უაილიმის გზატკეცილიდან ცოტა მოშორებით. სახლს გარს ერტყა
უზარმაზარი ბანანის ხეები, რომელთაც დაფლეთილი ფოთლები ძონძებიანი
ლამაზმანის ტრაგიკულ მშვენიერებას აძლევდა. აქ ყველაფერი ბინძური და
გავერანებული იყო.

გამხდარი, მაღალზურგიანი პატარა შავი გოჭები და ხმამაღლა მოკრიახე


წიწილები ყველგან მიყრილ-მოყრილ ნაგავს ჩიჩქნიდნენ. აივანზე სამი თუ ოთხი
აქაური მკვიდრი წამოწოლილიყო. როცა ლოუსონმა ბრივალდი იკითხა, მოხუცი
ხმაჩახლეჩილი გამოეხმაურა სასტუმრო ოთახიდან, სადაც მანანის ძირისგან
გათლილ ყალიონს ეწეოდა.

– დაბრძანდით, ნურავისი მოგერიდებათ, – უთხრა მოხუცმა, – ეთელი ჯერ ისევ


ირთვებ-იკაზმება.

ეთელიც შემოვიდა. მას ხალათი და ჩიხორა ეცვა და თმა ევროპულად


დაევარცხნა. ახლა აღარ იყო ის ველური ტურფა გოგონა, ყოველ საღამოს
მორევში საბანაოდ რომ დადიოდა. უფრო ჩვეულებრივი და ამიტომაც უფრო
მისაწვდომი ჩანდა. მან ხელი ჩამოართვა ლოუსონს. ლოუსონი პირველად შეეხო
მის ხელს.

– იმედია, ჩაიზე დაგვეწვევით, – უთხრა ეთელმა.

ლოუსონმა იცოდა, რომ ეთელი მისიონერთა სკოლაში სწავლობდა და


სასეიროდ

მოეჩვენა, თან გული აუჩუყდა, ეთელი მისი გულისთვის რომ ცდილობდა


მაღალი წრის ქალის თავაზიანობა გამოეჩინა. სუფრა გაშალეს და მალე მოხუცი
ბრივალდის მეოთხე ცოლმა ჩაიდანი შემოიტანა. ლამაზი ქალი იყო, უკვე ხანში
შესული. რამდენიმე ინგლისური სიტყვა იცოდა და გამუდმებით იღიმებოდა.
ჩაის მეტად საზეიმო ვითარებაში სვამდნენ; უხვად იყო პური, კარაქი და ნაირ-
ნაირი ტკბილეული. საუბარიც მორიდებული იყო. მერე ერთი ნაოჭასხმული
ბებერი ქალი შემოვიდა უხმოდ.

– ეთელის დიდედაა, – უთხრა ბრივალდმა ლოუსონს და იატაკზე გადააპურჭყა.


55

დიდედა უხერხულად ჩამოჯდა სკამის კიდეზე. ეტყობოდა, სკამს მიჩვეული არ


იყო და უფრო მოხერხებულად იატაკზე დაჯდებოდა. იგი უცქეროდა ლოუსონს
მოელვარე თვალებით, უხმოდ. ბუნგალოს უკან, სამზარეულოში, ვიღაც
კონცერტინოს დაკვრას მოჰყვა და რამდენიმემ ჰიმნი წამოიწყო. მაგრამ ისინი
უფრო საკუთარი სიამოვნებისთვის მღეროდნენ, ვიდრე ღვთისმოსაობის გამო.

სასტუმროში მიმავალი ლოუსონი გამოუცნობ ბედნიერებას განიცდიდა. გული


აუჩუყა

ამ ადამიანთა მოუწესრიგებელმა ყოფამ. მისის ბრივალდის გულღია ღიმილში,


ჩია მოხუცი ნორვეგიელის ზღაპრულ ბედსა და ბებერი დიდედას ელვარე
თვალებში არაჩვეულებრივი და მომაჯადოებელი რაღაც დაინახა. მათი
ცხოვრება უფრო ბუნებრივი იყო, ვიდრე მისი. მათი ცხოვრება უფრო ახლოს იყო
ალერსიან, ნოყიერ დედამიწასთან; იმ წუთებში მას ზიზღს ჰგვრიდა
ცივილიზაცია და უბრალო სიახლოვემ ამ უბრალო ბუნების ადამიანებთან
უფრო მეტი თავისუფლება აგრძნობინა.

ლოუსონმა თავი წარმოიდგინა საკუთარ, თეთრ პატარა ბუნგალოში ზღვის


პირას, საიდანაც მოჩანდა ნაირფერი ყურე. მას უყვარდა ეს თვალწარმტაცი
კუნძული. ლონდონი და ინგლისი აღარაფერს წარმოადგენდა; მისთვის
საკმარისი იყო თავისი დარჩენილი დღეები გაეტარებინა ამ მივარდნილ
კუთხეში, სადაც ადამიანი პოვებდა ამქვეყნიურ სიმდიდრეთაგან ყველაზე
უფრო ძვირფასს – სიყვარულსა და თავისუფლებას. გადაწყვიტა, რადაც უნდა
დასჯდომოდა, ეთელი შეერთო.

წინააღმდეგობას არ წასწყდომია. ბრივალდები მას სიამოვნებით იღებდნენ.


მოხუცი ბრივალდი თავაზიანად ექცეოდა და მისის ბრივალდს სულ მუდამ
პირს ღიმილი

დასტრიალებდა. ზოგჯერ ლოუსონი მათთან ხვდებოდა ხოლმე ამ კუნძულის


მკვიდრთ, რომლებსაც, ეტყობოდა, რაღაც აკავშირებდათ ამ ოჯახთან. ერთხელ
ლოუსონმა აქ ნახა ერთი ტანადი ყმაწვილი, რომელსაც ლავა-ლავა ეცვა, მთელი
ტანი დასვირინგებული ჰქონდა და თმა კირით შეეღება. მისის ბრივალდის ძმა
გამოდგა. ლოუსონს კუნძულის მკვიდრნი ერიდებოდნენ. ეთელი მომხიბლავი
იყო. მის დანახვაზე ისე გაუბრწყინდებოდა ხოლმე თვალები, რომ ლოუსონს
თავი ავიწყდებოდა. ეთელი ტურფა იყო და გულუბრყვილო. ლოუსონი
სულგანაბული უსმენდა, როცა იგი მისიონერთა სკოლაში სწავლასა და თავის
მოძღვარზე ესაუბრებოდა. ეთელი და ლოუსონი ერთად დადიოდნენ კინოში
თვეში ორჯერ, როცა ახალ ფილმს უჩვენებდნენ, მერე საცეკვაოდ რჩებოდნენ
ხოლმე. ფილმის ჩვენების დღეს კუნძულის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ,
რადგან უპოლუში ძალიან ცოტა გასართობია: აქ ნახავდით კუნძულის მთელ
საზოგადოებას – თეთრკანიანი ქალები განმარტოებით იდგნენ ხოლმე, მეტის
ქალებს კოხტა ამერიკული კაბები ეცვათ; კუნძულის მკვიდრთ – შავკანიან
გოგონებს – თეთრი ხალათები, ვაჟებს კი მათთვის უჩვეულო ტილოს შარვლები
56

და თეთრი ფეხსაცმელები. ყველას კოხტად ეცვა და ყველა მხიარულობდა.


ეთელს სიამოვნებდა მეგობრებისთვის თავისი თეთრკანიანი

თაყვანისმცემლის ჩვენება. მალე ხმა დაირხა, ლოუსონი ეთელის შერთვას


აპირებსო, და ეთელის მეგობრები შურით აღივსნენ. მეტისი გოგონასათვის
თეთრკანიანზე გათხოვება დიდი ამბავი იყო. ეგ კი არა, სულ არარაობას უკანონო
სიყვარულიც კი სჯობდა, თუმცა ვინ უწყის, ამას რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა.

ლოუსონი ბანკის მმართველი იყო და თავისი მდგომარეობით ამ კუნძულზე


სანატრელ საქმროდ ითვლებოდა. ასე რომ არ ყოფილიყო გატაცებული ეთელით,
შეამჩნევდა, რომ მრავალი ცნობისმოყვარე თვალი მისჩერებოდა, რომ
ევროპელთა ცოლები ალმაცერად უყურებდნენ და ჭორავდნენ.

ერთხელ, როცა სასტუმროს მობინადრენი ძილის წინ ვისკის შეექცეოდნენ,


ნელსონმა მოულოდნელად თქვა:

– ამბობენ, ლოუსონი იმ გოგოს ირთავსო.

– სულელი ყოფილა, – მიუგო მილერმა.

მილერი, გაამერიკელებული გერმანელი (თავისი გვარი მიულერი მილერად


გადაეკეთებინა), ზორზოხა, გარუმბული, მელოტი და პირმრგვალი, მუდამ
სუფთად გაპარსული კაცი იყო. დიდი ოქროსჩარჩოიანი სათვალე კეთილი კაცის
იერს აძლევდა. თეთრი ტილოს კოსტიუმი ყოველთვის სუფთა და
გაქათქათებული ეცვა. მსმელი კაცი გახლდათ და მზად იყო ხოლმე «ბიჭებთან»
მთელი ღამე ესვა, ოღონდ სასმელი ვერ ერეოდა. მხიარული და თავაზიანი,
მაგრამ ძალზე გაქნილი ვინმე იყო. საქმეს ვერაფრით მოაშორებდით. ის
გახლდათ წარმომადგენელი სან-ფრანცისკოს საბითუმო ფირმისა, რომელიც ამ
კუნძულზე ასაღებდა ჩითს, დაზგებს და ვინ იცის რას არა. მისი ძმაკაცური
ქცევაც მისი ხელობის ადამიანისთვის ჩვეული ფანდების ნაწილი იყო.

– არ იცის, რა ხათაბალაში იგდებს თავს, – თქვა ნელსონმა, – ვინმემ ჭკუაზე უნდა


მოიყვანოს.

– დამიჯერეთ, სხვის საქმეში ნუ ჩაერევით, – მიუგო მილერმა, – კაცი რომ თავის


გასულელებას განიზრახავს, თავის ნებაზე უნდა მიუშვათ.

– დროსტარება, ჰო, მაგრამ შერთვაზე ნურას უკაცრავად.

საუბარში ჩაპლინიც ჩაერია.

– აქაური ქალის შემრთველს ჯერ ხეირი არ უნახავს.

– თქვენ მოელაპარაკეთ, ჩაპლინ, – უთხრა ნელსონმა, – თქვენ უკეთ იცნობთ.

– ჩაპლინსაც ვურჩევ, თავი გაანებოს, – თქვა მილერმა.


57

ლოუსონს არც მაშინ ჰქონდა მაინცდამაინც დიდი სახელი გავარდნილი და მისი


ამბავი გულთან არავის მიუტანია. მისის ჩაპლინი ორსა თუ სამ თეთრკანიან
ქალს ელაპარაკა ამაზე და მათ მხოლოდ ისა თქვეს, ლოუსონი ცოდვა არისო.
ხოლო როცა ლოუსონმა საჯაროდ განაცხადა, ეთელს ვირთავო, უკვე გვიან იყო,
ვინმეს რამე ეღონა.

ერთი წელიწადი ლოუსონი ბედნიერი იყო. მან ბუნგალო იყიდა ყურის ბოლოში,
მკვიდრთა სოფლის საზღვარზე, რომლის გასწვრივ აპია იყო გაშენებული.
ბუნგალო მყუდროდ იყო ჩაფლული ქოქოსის პალმებში და ლურჯად
მოლივლივე წყნარ ოკეანეს გადასცქეროდა. ეთელი მომხიბლავი იყო, როცა
ნუკრივით მოქნილი და კეკლუცი

მხიარულად დაფუსფუსებდა ამ პატარა სახლში. ლოუსონი და ეთელი ბევრს


იცინოდნენ, ათასგვარ სისულელეს ლაპარაკობდნენ. ზოგჯერ სასტუმროდან
მეგობრები მოდიოდნენ და საღამოს მათთან ატარებდნენ. ხშირად კი, კვირა
დღეებში, ეწვეოდნენ ხოლმე რომელიმე პლანტატორს, რომელსაც აქაური ქალი
ჰყავდა ცოლად. ზოგჯერ წვეულებებზე დადიოდნენ აპიაში მცხოვრები მეტისი
ვაჭრების ოჯახებში. მეტისები ლოუსონს ახლა სულ სხვაგვარად ექცეოდნენ.
ეთელზე დაქორწინებით ლოუსონი ერთი მათგანი გახდა და ახლა მას ბერტის
ეძახდნენ, ეხვეოდნენ და ბეჭებზე ხელს უთათუნებდნენ. ლოუსონს უყვარდა ამ
წვეულებებზე ეთელის ცქერა. მას თვალები უბრწყინავდა და გულიანად
ხარხარებდა. ზოგჯერ მოაკითხავდნენ ხოლმე ეთელის ნათესავები – მოხუცი
ბრივალდი და მისის ბრივალდი, ეთელის ბიძაშვილები, ხალათებში
გამოწყობილი ვიღაც მკვიდრი ტომის ქალები და მამაკაცები და ბიჭები,
რომელთაც ლავა-ლავა ეცვათ, თმა წითლად შეეღებათ და ტანი გულმოდგინედ
დაესვირინგებინათ. ბანკიდან დაბრუნებულ ლოუსონს ყველა ოთახში ისინი
ხვდებოდნენ ხოლმე და ისიც გულკეთილ ღიმილს აგებებდა მათ.

– არ გაგვაჩანაგონ, – ეტყოდა ხოლმე ეთელს.

– ჩემი ნათესავები არიან და უარს ვერაფერზე ვეტყვი.

ლოუსონმა იცოდა, რომ თეთრკანიან სიძეს მკვიდრნი ისე უცქეროდნენ, როგორც


ოქროს საბადოს. იგი ეთელს სახეს ორივე ხელით დაუჭერდა ხოლმე და
მარწყვისფერ ტუჩებს უკოცნიდა. ალბათ ლოუსონი არ ელოდა ეთელისგან
თავისი ჯამაგირის ყაირათიან ხარჯვას, რაც მას მარტოხელობისას
თავისუფლად ჰყოფნიდა; ახლა კი, როცა ოჯახს არჩენდა, მომჭირნეობა იყო
საჭირო. მერე ეთელს ვაჟი შეეძინა.

ბავშვი რომ პირველად აიყვანა ხელში, ლოუსონს მწვავე ტკივილმა გაუარა


გულში. არ მოელოდა, რომ მისი შვილი ასეთი შავი იქნებოდა. ბოლოს და
ბოლოს, მას ხომ აქაურ მკვიდრთა სისხლის მხოლოდ მეოთხედი ჰქონდა, და
მართლაც, ინგლისელ ბავშვს რატომ არ უნდა ჰგვანებოდა; მაგრამ მის ხელებში
მოკუნტული მოყვითალო ფერის ყრმა, რომელსაც დიდრონი შავი თვალები და
შავი თმა ჰქონდა, პირწავარდნილი აქაური იყო.
58

ქორწინების დღიდანვე თეთრკანიანთა კოლონიის ქალებმა ლოუსონს ზურგი


შეაქციეს. როცა ლოუსონი ხვდებოდა იმათ, რომელთა ოჯახებშიც სადილად
დადიოდა ხოლმე

უცოლობისას, ისინი რაღაც უხერხულობას გრძნობდნენ და ცდილობდნენ ეს


უხერხულობა გადაჭარბებული თავაზიანობით დაეფარათ.

– როგორ ბრძანდება მისის ლოუსონი? – ეკითხებოდნენ ისინი. – ბედნიერი კაცი


ხართ, საოცრად ლამაზი ქალია.

მაგრამ, როცა თან ცოლები ახლდნენ, უხერხულობას ვეღარ ფარავდნენ, რადგან


მათი ცოლები ეთელს ქედმაღლურად უცქეროდნენ. ლოუსონი ამაზე იცინოდა.

– მთელი ეგ ხროვა გულმიუსავალია, – იტყოდა ხოლმე იგი, – მეც ჯავრით ძილი


არ გამიტყდეს, თუ თავიანთ ბინძურ წვეულებაზე არ დამპატიჟებენ!

მაგრამ დრო რომ გადიოდა, ცოტა არ იყოს, ბრაზდებოდა.

პაწია შავკანიან ყრმას სახე მოეჭმუხნა. ეს მისი პირმშო იყო. მას გაახსენდა
აპიელი მეტისი ბავშვები. მათ ავადმყოფური შესახედაობა ჰქონდათ; ყველა
ფერმკრთალი იყო და ნაადრევად განვითარებული, რაც უსიამოვნო
შთაბეჭდილებას ახდენდა. მას ნანახი

ჰქონდა, როგორ მიჰყავდათ ისინი გემით ახალი ზელანდიის სკოლაში, – ჯერ


სკოლა უნდა ეშოვათ, სადაც მეტის ბავშვებს მიიღებდნენ. ისინი ერთად იყვნენ
შეჯგუფულნი, თავხედები და ამასთანავე მორიდებულებიც, რაღაც თვისებით
განსხვავდებოდნენ თეთრკანიანებისგან. ერთმანეთში მშობლიურ ენაზე
ლაპარაკობდნენ. როცა დავაჟკაცდებოდნენ, თავისი სისხლის გამო ნაკლებ
ჯამაგირს იღებდნენ. მეტის გოგონებს შეეძლოთ თეთრკანიანებზე გათხოვება,
ვაჟებს კი მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდათ – ან მეტისები უნდა შეერთოთ, ანდა
მკვიდრი ტომის ქალები. ლოუსონმა მტკიცედ გადაწყვიტა, თავისი ვაჟისთვის
ასეთი დამცირება აეცილებინა. რაც უნდა დასჯდომოდა, ევროპაში უნდა
დაბრუნებულიყო. და როცა შევიდა ეთელთან, რომელიც ნაზი და ტურფა იწვა
საწოლში, ხოლო ირგვლივ მკვიდრი ტომის ქალები შემოხვეოდნენ, თავისი
გადაწყვეტილება კიდევ უფრო განუმტკიცდა. თავისიანებს მოშორებული
ეთელი უფრო მეტად იქნებოდა მისი. ისეთი მწველი სიყვარულით უყვარდა
ეთელი, ლამობდა ორივენი ერთ არსებად გადაქცეულიყვნენ. თან იცოდა, რომ
ეთელი ისეთი ღრმა ფესვებით იყო დაკავშირებული აქაურ ყოფასთან, რომ
მისთვის მუდამ იდუმალებით მოცული იქნებოდა.

ლოუსონს გულისნადები არავისთვის გაუმხელია და თავის ბიძაშვილს,


აბერდინში ერთი სავაჭრო ფირმის თანამონაწილეს, წერილი მისწერა:
ატყობინებდა, ჯანმრთელობა (რის გამოც წამოვიდა ამ კუნძულზე) საკმაოდ
გამიუმჯობესდა და ჩემს აქ დარჩენას აღარავითარი აზრი აღარ აქვსო. იგი
სთხოვდა ბიძაშვილს, რაიმე სამუშაო ეშოვა მისთვის, სულერთია, როგორი
ხელფასიც უნდა ყოფილიყო, მდინარე დის ხეობაში, – იქაური ჰავა
59

განსაკუთრებით უხდება ფილტვებით დაავადებულთ. აბერდინიდან სამოამდე


წერილი ხუთსა თუ ექვს კვირაში მოდის და მიმოწერას კარგა ხანი დასჭირდა;
ლოუსონს საკმაო დრო ჰქონდა, რომ ეთელი დაეყოლიებინა. ეთელს ბავშვივით
უხაროდა. ლოუსონი აღტაცებული შეჰყურებდა ხოლმე ეთელს, როცა ის თავის
მეგობრებთან ტრაბახობდა, ინგლისში მივემგზავრებიო. ეს მისთვის ერთი
საფეხურით მაღლა ასვლას მოასწავებდა. ნამდვილი ინგლისელი გავხდებიო.
მოახლოებული მგზავრობა მას თავბრუს ახვევდა. როცა ცნობა მოვიდა,
ლოუსონს კინკერდიშირის ბანკში ადგილს სთავაზობენო, ეთელი სიხარულით
ცას ეწია.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ლოუსონი თავისი ცოლ-შვილით


შოტლანდიის ერთ პატარა, გრანიტით ნაშენ ქალაქში დასახლდა და მიხვდა,
რამდენს ნიშნავდა

მისთვის კვლავ თავისიანებში ცხოვრება. აპიაში გატარებულ სამ წელს ისე


იგონებდა, როგორც გადასახლებაში ყოფნას, და შვებით ამოისუნთქავდა ხოლმე,
როცა გაიფიქრებდა, მართლაც ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდიო. როგორი
სასიამოვნო იყო კვლავ გოლფის თამაში, კვლავ თევზაობა, მართლაც თევზაობა
და არა ისე, როგორც წყნარ ოკეანეში, სადაც ანკესის ყოველი გადაგდებისთანავე
ამოჰქონდა დონდლო, ვეება თევზი. როგორ სასიამოვნო იყო ცხელ-ცხელი
ამბებით აჭრელებული გაზეთის წაკითხვა ყოველდღე და თავისი წრის ხალხთან
საუბარი. რა გემრიელი იყო ახალთახალი ხორცი და ახალთახალი რძე. ისინი
ახლა უფრო განმარტოებით ცხოვრობდნენ, ვიდრე აპიაში და ლოუსონს
უხაროდა, ეთელი მხოლოდ ჩემიაო. ორი წლის ქორწინების შემდეგ ეთელი
უფრო თავდავიწყებით უყვარდა, ვიდრე ოდესმე, მის უნახავად ვერ ძლებდა და
ნატრობდა, ნეტავი ჩვენ შორის უფრო მეტი სიახლოვე სუფევდესო. მაგრამ
უცნაური იყო: ჩამოსვლის პირველი დღეების აღფრთოვანების შემდეგ ეთელს
დაეტყო, რომ ახალი ცხოვრება უფრო ნაკლებ იზიდავდა, ვიდრე ლოუსონი
მოელოდა. იგი ვერ შეეგუა აქაურობას, უხალისობა დაეტყო. როცა თვალწარმტაც
შემოდგომას ზამთარი მოჰყვა, ეთელმა სიცივეს დაუწყო ჩივილი. შუადღემდე
ლოგინში იწვა, ნაშუადღევს კი – დივანზე. ზოგჯერ რომანებს კითხულობდა,
მაგრამ უმეტესად უქმად იყო. უგუნებო და ნაღვლიანი შეიქნა.

– არაფერია, საყვარელო, – ეტყოდა ხოლმე ლოუსონი. – მალე შეეჩვევი.


ზაფხულამდე მოიცადე. აქაც ისე ცხელა, როგორც აპიაში.

ლოუსონი ახლა უფრო კარგად და ჯანმრთელად გრძნობდა თავს, ვიდრე


ოდესმე.

ოჯახის მოუვლელობას სამოაში არაფრად აგდებდნენ, მაგრამ აქ სულ სხვა იყო.


ლოუსონს არ უნდოდა სტუმრებს მისი ოჯახი არეულ-დარეული დახვედროდა
და ალერსით უსაყვედურებდა ხოლმე ეთელს, იცინოდა და თვითონ ალაგებდა
ოთახს. ეთელი გულგრილად ეპყრობოდა ქმარს. უმეტეს დროს ბავშვთან
თამაშობდა, ენამოჩლექით ელაპარაკებოდა თავის ენაზე; ეთელი რომ გაერთო,
60

ლოუსონი ცდილობდა მეზობლებს დამეგობრებოდა და ზოგჯერ ისინი


სტუმრად დადიოდნენ წვეულებებზე, სადაც ქალები მღეროდნენ რომანსებს,
გულკეთილ, მდუმარე კაცებს კი სიამოვნებისგან სახე უბრწყინავდათ. ეთელი
მორცხვობდა და თითქმის მუდამ განმარტოებით იყო. ზოგჯერ ლოუსონი
უცბად შიშით ეკითხებოდა, ხომ ბედნიერი ხარო.

– ჰო, ძალიან, – მიუგებდა ხოლმე ეთელი.

მაგრამ რაღაც იფარებოდა მის მზერაში, რისი ამოცნობაც არ ძალუძდა ლოუსონს.


ეთელი ისე ჩაიკეტა საკუთარ ნაჭუჭში, რომ ლოუსონი გრძნობდა, იმაზე უკეთ
არც ახლა ვიცნობ, ბანაობისას პირველად რომ ვნახეო. არ სიამოვნებდა, რომ
ეთელი რაღაცას უმალავდა. იტანჯებოდა, რადგან ეთაყვანებოდა ეთელს.

– აპიაზე გული ხომ არ გწყდება? – ჰკითხა მან ერთხელ.

– ოჰ, არა. მომწონს აქაურობა.

რაღაც გამოუცნობმა, ავის მომასწავებელმა წინათგრძნობამ აიძულა ლოუსონი


დაცინვით ეხსენებინა კუნძული და მისი მცხოვრებნი. ეთელმა გაიღიმა, მაგრამ
არაფერი უპასუხა. ხანგამოშვებით იგი წერილების მთელ დასტას იღებდა
ხოლმე სამოადან, რის შემდეგაც ერთი-ორი დღე სახე უქვავდებოდა და
უფითრდებოდა.

– არაფრის გულისთვის არ დავბრუნდები იქ, – თქვა ერთხელ ლოუსონმა, – იქ


თეთრკანიანის ადგილი არ არის.

ლოუსონმა იგრძნო, რომ ზოგჯერ, მისი შინ არყოფნისას, ეთელი ტიროდა. აპიაში
იგი ენაწყლიანი იყო, ბევრს ლაპარაკობდა, წვრილმანებზეც კი ჭორიკანობდა,
ახლა კი თანდათან უენო გახდა და თუმცა ლოუსონი ყოველნაირად ცდილობდა
მის გართობას, მაინც უხალისოდ იყო. ლოუსონს ეჩვენებოდა, წარსული
ცხოვრების მოგონებანი ეთელს მაშორებსო და გიჟური ეჭვით განიმსჭვალა
აპიას, წყნარი ოკეანის, ბრივალდისა და ყველა შავკანიანის მიმართ, რომელთაც
ახლა თავზარდაცემული იგონებდა. როცა ეთელი სამოაზე ლაპარაკობდა,
ლოუსონი მწარე დაცინვით პასუხობდა. ერთ საღამოს, გაზაფხულის
მიწურულს, როცა არყის ხეები გაიფოთლა, ლოუსონი შინ დაბრუნდა გოლფის
თამაშის შემდეგ და ეთელი ჩვეულებისამებრ ლოგინში კი არ დაუხვდა,
ფანჯარასთან იდგა. ეტყობოდა, მის დაბრუნებას ელოდა. როგორც კი ლოუსონი
ოთახში შემოვიდა, ეთელმა, მისდა განსაცვიფრებლად, სამოას ენით მიმართა:

– აღარ შემიძლია აქ ცხოვრება, აღარ შემიძლია. აქაურობა მეზიზღება,


მეზიზღება.

– ღვთის გულისათვის, ადამიანურ ენაზე მელაპარაკე, – მიუგო გაგულისებულმა


ლოუსონმა.

ეთელმა უხერხულად, რაღაცნაირი ველური მოძრაობით მოხვია ორივე ხელი.


61

– წავიდეთ აქედან, დავბრუნდეთ სამოაში. აქ თუ დამტოვე, მოვკვდები. შინ


მინდა დაბრუნება.

უეცრად გული აუჩუყდა და ცრემლი წასკდა. ლოუსონს ბრაზმა გაუარა, ეთელი


მუხლებზე დაისვა და უთხრა, ჩემთვის შეუძლებელია სამსახურის მიტოვება,
რადგან ესაა ჩვენი ლუკმაპურიო. მისი ადგილი აპიაში უკვე დიდი ხანია სხვას
ეჭირა, მას იქ აღარაფერი ესაქმებოდა; სცადა ჩაეგონებინა, რომ იქ ცხოვრება
მოუწყობელი იყო, რომ იქ მუდმივად დაამცირებდნენ, რომ იქაურობა მათ ვაჟს
მწარე ხვედრს გაუმზადებდა.

– შოტლანდია ჩინებულია განათლების მისაღებად. სკოლები კარგია და იაფი.


შეუძლია მერე აბერდინის უნივერსიტეტში ისწავლოს. ნამდვილ
შოტლანდიელად გავზრდი.

ვაჟს ენდრიუ დაარქვეს. ლოუსონს უნდოდა იგი ექიმი გამოსულიყო. ენდრიუ


თეთრკანიან ქალს შეირთავდა.

– მე სულაც არა მრცხვენია, რომ მეტისი ვარ, – მიუგო ეთელმა წყენით.

– რა თქმა უნდა, არა, საყვარელო, ეგ რა სასირცხოა.

როცა ეთელი თავის ნაზ ლოყას მიადებდა ლოყაზე, ლოუსონი ლამის


დამდნარიყო.

– შენ არ იცი, როგორ მიყვარხარ, – ეუბნებოდა ის ეთელს, – ნეტავი შევძლო,


გამოვთქვა ჩემი გულისნადები.

იგი ეთელის ტუჩებს ეძებდა.

გამოზაფხულდა. მთის ამწვანებულ ხეობას დამათრობელი სურნელი მოეფინა,


გორაკები ნაირფრად აჭრელდა. მზიანი დარი დაიჭირა ამ მხარეში და არყის
ხეების ჩრდილი სიამოვნებას ჰგვრიდა პაპანაქებაში მოსიარულე მგზავრს.
ეთელი სამოას აღარ ახსენებდა და ლოუსონიც დამშვიდდა, ფიქრობდა,
აქაურობას მიეჩვიაო, და ეჩვენებოდა, ჩემი თავდავიწყებული სიყვარული
გულში ადგილს აღარ უტოვებს დარდისთვისო. ერთ დღეს ლოუსონი ექიმმა
გააჩერა ქუჩაში.

– მომისმინეთ, ლოუსონ, თქვენი მეუღლე უნდა ერიდოს აქაურ მთის მდინარეში


ბანაობას. ეს წყნარი ოკეანე არ არის.

ლოუსონს გაუკვირდა და თავისი განცვიფრება ვერ დამალა.

– არ ვიცოდი, თუ ბანაობდა.

ექიმმა გაიცინა.
62

– ყველა ამაზე ლაპარაკობს, რადგან, მოგეხსენებათ, ხიდს ზემოთ საგუბარი


მოუხერხებელი ადგილია და იქ ბანაობაც აკრძალულია. მაგრამ ეს არაფერი. არ
ვიცი, ამ ცივ წყალს როგორ უძლებს.

ლოუსონმა იცოდა, რომელ საგუბარზეც ელაპარაკებოდა ექიმი და უმალვე


გუნებაში გაივლო, ეს საგუბარი როგორღაც ჰგავს იმ მორევს უპოლუში, სადაც
ეთელი ყოველ საღამოს ბანაობდაო. ანკარა მთის მდინარე მხიარული ჩუხჩუხით
მოიკლანკებოდა კლდეებში და მერე ღრმა, მშვიდ მორევს ქმნიდა; ნაპირი
ქვიშიანი იყო, ხოლო ხეები – ქოქოსისა კი არა, წიფლისა – ჩრდილავდნენ ამ
მორევს, რომლის კამკამა წყალზე ციმციმებდნენ ფოთლებში შემოჭრილი მზის
სხივები. ლოუსონი შეკრთა, წარმოიდგინა, ეთელი იქ ყოველდღე დადის,
ნაპირზე ტანთ იხდის, ბანაობს უპოლუს

წყალზე გაცილებით ცივ წყალში და წამიერად წარსულის გრძნობა იპყრობსო.


ლოუსონმა მასში ერთხელ კიდევ დაინახა უცხო, მდინარის ფერია და უცნაურად
მოეჩვენა ეთელის ლტოლვა მდინარისამდი. იმ საღამოსვე მდინარეზე წავიდა.
ფრთხილად მიიპარებოდა ხეებს შორის, ბალახიც ახშობდა მის ფეხის ხმას. მალე
იმ ადგილას მივიდა, საიდანაც საგუბარი ხელისგულივით მოჩანდა. ეთელი
ნაპირზე იჯდა და წყალს დასცქეროდა გარინდული. ლოუსონს მოეჩვენა, ეთელს
წყალი თავისკენ იხმობს დაჟინებითო. იგი ლამობდა გამოეცნო, რა უცნაური
ფიქრები უტრიალებდა ეთელს. ბოლოს ეთელი ადგა და ერთი წამით თვალს
მიეფარა. მერე ისევ გამოჩნდა, ხალათი ეცვა და პატარა, შიშველი ფეხებით
მსუბუქად მიაბიჯებდა ხავსზე. მდინარის ნაპირთან მივიდა და უხმოდ
შეცურდა წყალში. ეს მშვიდი ცურვა მას ზღაპრულ არსებად აქცევდა. ლოუსონი
ვერ მიმხვდარიყო, ეს სანახაობა რატომ მოქმედებდა მასზე ასე უცნაურად. მან
ეთელის წყლიდან ამოსვლას მოუცადა. ეთელი ერთ ხანს ნაპირზე იდგა, სველი
კაბა ტანზე შემოტმასნოდა და ნაკვთები მოუჩანდა. ხელები ნელ-ნელა ჩამოისვა
მკერდზე და სიამოვნებით ამოისუნთქა. მერე გაუჩინარდა. ლოუსონი შინისკენ
გაბრუნდა. მწვავე ტკივილმა დაუარა გულში – მიხვდა, რომ ეთელი ისევ უცხო
იყო მისთვის და რომ მის გაუმაძღარ სიყვარულს ბედმა შიმშილი

არგუნა. კრინტი არ დაუძრავს, თითქოს არაფრად ჩააგდო ნანახი, მაგრამ


ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს ეთელს, ლამობდა მისი გულისნადების
გამოცნობას. ახლა უფრო მეტი ალერსით ეპყრობოდა, ცდილობდა თავისი
ვნებიანი სიყვარულით დაევიწყებინა მისთვის განუზომელი სევდა.

ერთ დღეს ლოუსონი განცვიფრდა, როცა შინ მოვიდა და ეთელი არ დახვდა.

– სად არის მისის ლოუსონი? – ჰკითხა მან მოახლე გოგოს.

– აბერდინს წავიდა, სერ, ბავშვიც თან წაიყვანა, – უპასუხა ლოუსონის


შეკითხვით ცოტა არ იყოს გაკვირვებულმა გოგომ. – თქვა, ბოლო მატარებელს
ჩამოვყვებიო.
63

ლოუსონს ეწყინა, რატომ მე არაფერი მითხრაო, მაგრამ მშვიდად იყო, რადგან ამ


ბოლო დროს ეთელი ხშირად დადიოდა აბერდინში და ლოუსონს გაუხარდა
კიდეც – მაღაზიებს დაივლის და კინოშიც შევაო. ლოუსონი ბოლო მატარებელს
დაუხვდა და როცა ეთელი არ ჩამოვიდა, უეცარმა შიშმა შეიპყრო, საწოლ ოთახს
მიაშურა და მაშინვე თვალში ეცა, რომ ეთელის ნივთები თავის ადგილზე აღარ
ელაგა. კარადა და უჯრები ნახევრად ცარიელი იყო. ეთელი გაქცეულიყო.

ლოუსონი გადაირია. იმ ღამეს უკვე გვიან იყო აბერდინში დარეკვა და ეთელის


ასავალ-დასავლის გაგება, მაგრამ ისედაც მიხვდა, რაც მოხდა და ახლა რაღა
უნდა შეეტყო. ეთელი ეშმაკურად მოიქცა. ისეთი დრო იხელთა, როცა ბანკში
წლიურ ანგარიშს ადგენდნენ და ლოუსონს მისი უკან დადევნება არ შეეძლო,
სამსახურის ტყვე იყო. გაზეთი გადაათვალიერა და წაიკითხა, რომ მეორე
დილით ავსტრალიისკენ გემი გადიოდა. ეთელი ახლა ლონდონს
მიემგზავრებოდა. ლოუსონს ბოღმა მოაწვა და აქვითინდა.

– რა არ გავუკეთე, – ყვიროდა იგი, – ის კი ასე უსინდისოდ მომექცა, რა გულქვა


ყოფილა.

ორმა დღემ განვლო ასეთ მწუხარებაში. მერე წერილი მიიღო ეთელისგან.


მოწაფური ხელით სწერდა – მას მუდამ უჭირდა წერა.

«ძვირფასო ბერტი, აქ ყოფნა ვეღარ ავიტანე. შინ ვბრუნდები. მშვიდობით.


ეთელი».
არავითარი სინანული. არც კი სთხოვდა, შენც წამოდიო. ლოუსონი დარდით იყო
გულმოკლული. თუმცა კარგად იცოდა, ეთელი არ დაბრუნდებოდა, მაინც
დეპეშა გაუგზავნა გემზე, დაბრუნდიო. აუტანელ მღელვარებას განიცდიდა.
სურდა ეთელს თუნდაც ერთი საალერსო სიტყვა მოეწერა, მან კი პასუხიც არ
აღირსა. ლოუსონს შეტევები მოსდიოდა. ხან იმას ამბობდა, რა კარგია, რომ
მოვიშორეო, ხან კი: ფულს არ გავუგზავნი და ვაიძულებ დაბრუნდესო. იგი
მარტოკა იყო და უბედური. ეთელი და ვაჟი ენატრებოდა. იცოდა, როგორც უნდა
მოეტყუებინა თავი, ერთადერთი გამოსავალი ის ჰქონდა, რომ ეთელს უკან
გაჰყოლოდა. უმისოდ სიცოცხლე არ შეეძლო. მთელი მისი მომავლის იმედი
ხუხულა გამოდგა და ლოუსონიც გაშმაგებით ანგრევდა ამ ხუხულას.
მომავალზე არ ნაღვლობდა, მისთვის აღარაფერს ჰქონდა ფასი ამქვეყნად, მას
მხოლოდ ეთელი სურდა. როგორც კი შემთხვევა მიეცა, მაშინვე აბერდინს
გაემგზავრა და მმართველს განუცხადა, სამსახურს ახლავე თავს ვანებებო.
მმართველი აღშფოთდა, ახლავე გაშვება არ შემიძლიაო, მაგრამ ლოუსონს
არაფრის გაგონება არ სურდა. გადაწყვიტა, მეორე გემის გასვლამდე
გათავისუფლებულიყო. და როცა მთელი თავისი ავლადიდება მიყიდ-მოყიდა
და გემში ჩაჯდა, მხოლოდ მაშინ პოვა სულის სიმშვიდე. მანამდე ყველას გიჟი
ეგონა. ეთელს აცნობა, აპიაში მოვდივარო.

მეორედ სიდნეიდან აცნობა და როცა ბოლოს გემი აპიას მიუახლოვდა და


ლოუსონმა ისევ დაინახა ყურის გასწვრივ მიმოფანტული თეთრი სახლები,
64

უსაზღვრო შვება იგრძნო. გემზე ექიმი და საბაჟო მოხელე ამოვიდნენ. ორივენი


მისი ძველი მეგობრები იყვნენ და მათი ნახვა ძალზე ეამა. ძველის მოსაგონრად
და იმიტომაც, რომ მეტისმეტად ღელავდა, ლოუსონმა რამდენიმე ჭიქა გადაკრა.
დარწმუნებული არ იყო, რომ ეთელს მისი ნახვა გაუხარდებოდა. როცა კატერში
ჩაჯდა და ნავმისადგომს მიუახლოვდა, შემხვედრთა ჯგუფს მღელვარებით
ათვალიერებდა. ეთელი არსად ჩანდა და გული ეტკინა, მაგრამ მერე ბრივალდს
მოჰკრა თვალი და ამ მოხუცისადმი გულთბილი გრძნობა აღეძრა.

– ეთელი სად არის? – იკითხა ლოუსონმა, როგორც კი ნაპირზე გადმოხტა.

– ბუნგალოში, ახლა ჩვენთან ცხოვრობს.

ლოუსონს ეწყინა, მაგრამ თავი მხიარულად დაიჭირა.

– ჩემთვის ადგილი გექნებათ? ალბათ ერთი-ორი კვირა დამჭირდება, ვიდრე


მოვეწყობი.

– ოჰ, როგორ არა.

საბაჟოს გავლის შემდეგ გაემართნენ სასტუმროსკენ, სადაც ლოუსონს


რამდენიმე ძველი მეგობარი შეხვდა. ბევრი ჭიქა დასცალეს და ორივენი კარგად
შექეიფიანებულები წავიდნენ შინ. ლოუსონმა ეთელი გულში ჩაიკრა. მისმა
კვლავ ნახვამ დაავიწყა მწარე ფიქრები. სიდედრსაც და სიდედრის
სახედაღარულ დედასაც გაუხარდათ მისი ნახვა. მკვიდრნიც და მეტისებიც
მოვიდნენ, გარშემო შემოუსხდნენ და გაბრწყინებული თვალებით დაუწყეს
ცქერა. ბრივალდმა ბოთლი ვისკი დადგა და ყველას თითო ჭიქა დაალევინა.
ლოუსონს მუხლზე ესვა თავისი პატარა შავტუხა შვილი. მისთვის ინგლისური
ტანსაცმელი გაეხადათ და ტიტლიკანა იყო. ეთელიც გვერდით ეჯდა.

ლოუსონი შინ დაბრუნებული უძღები შვილივით გრძნობდა თავს. საღამოს ისევ


სასტუმროში წავიდა და შინ უფრო შექეიფიანებული დაბრუნდა. ეთელმა და
დედამისმა იცოდნენ, რომ თეთრკანიანები ხშირად თვრებოდნენ, ეს მათი
ჩვეულება იყო, მათ გულიანად გაიცინეს და ლოუსონი დააწვინეს.

რამდენიმე დღის შემდეგ ლოუსონმა სამსახურის ძებნა დაიწყო. იცოდა, რომ


წინანდებურ სამსახურს ვეღარ იშოვიდა, მაგრამ თავისი გამოცდილების
წყალობით რომელიმე სავაჭრო ფირმასაც სარგებლობას მოუტანდა და
თვითონაც არაფერს წააგებდა.

– ბანკში კაცი ფულს ვერ გააკეთებს, – იტყოდა ხოლმე, – ვაჭრობა სარფიანი


საქმეა.

იმედოვნებდა, რომ ვინმე თანამონაწილედ გაიხდიდა, მერე კი, რამდენიმე


წელიწადში, გამდიდრდებოდა კიდეც.

– როგორც კი ხელს გავიმართავ, სახლი ვიშოვოთ, – უთხრა მან ეთელს, – სულ აქ


ვერ ვიცხოვრებთ.
65

ბრივალდის ბუნგალო ერთი ბეწო იყო და შიგ ძლივს ეტეოდნენ. ეთელსა და


ლოუსონს თავიანთი განმარტოებული კუთხე არ ჰქონდათ. აქ კაცი ვერ
მოისვენებდა.

– ნუ ავჩქარდებით, სანამ შესაფერ ადგილს ვიშოვი, აქ ვიყოთ.

ერთი კვირის შემდეგ ლოუსონი ვიღაც ბეინის ფირმაში მოეწყო და როცა ეთელს
უთხრა, საცხოვრებლად ცალკე გავიდეთო, ეთელმა მიუგო, მშობიარობამდე აქ
მინდა დავრჩეო, ლოუსონმა სცადა დაეყოლიებინა.

– თუ აქაურობა არ მოგწონს, წადი და სასტუმროში იცხოვრე.

ლოუსონი გაფითრდა.

– ამას როგორ მეუბნები?

ეთელმა მხრები აიჩეჩა.

– რად გვინდა სახლი, როცა ცხოვრება აქაც შეგვიძლია.

ლოუსონი დაემორჩილა.

სამსახურიდან დაბრუნებულ ლოუსონს ბუნგალო მკვიდრი მცხოვრებლებით

გაჭედილი ხვდებოდა. აქ ეძინათ, აქ აბოლებდნენ თამბაქოს, აქ სვამდნენ ყავას და


გაუთავებლად ყბედობდნენ. ბუნგალოში სიბინძურე და არეულ-დარეულობა
სუფევდა. მისი შვილი აქაურ ბავშვებთან დაბობღავდა, მათთან თამაშობდა და
სამოას ენის გარდა არაფერი ესმოდა. ლოუსონი მიეჩვია შინ მისვლამდე
სასტუმროში შესვლას და კოქტეილის სმას, რადგან მხოლოდ ნასვამს შეეძლო
გულკეთილ მკვიდრ მცხოვრებლებთან მთელი საღამოს გატარება. ეთელი მას
სულ უფრო მეტად უყვარდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ის გაურბოდა. როცა მეორე
ბავშვი შეეძინათ, ლოუსონმა უთხრა, საკუთარი კერა გვჭირდებაო, მაგრამ
ეთელმა უარი განუცხადა. შოტლანდიაში ცხოვრებამ, ეტყობა, უფრო დააახლოვა
თავისიანებს და ახლა, როცა კვლავ მათთან იყო, თავდავიწყებით მიეცა აქაურ
ზნე-ჩვეულებებს. ლოუსონმა სმას მიჰყო ხელი. ყოველ საღამოს თვრებოდა
ინგლისურ კლუბში. სიმთვრალეში ჭინჭყლობდა და ერთხელ ისე წაეჩხუბა
თავის უფროს ბეინს, რომ სამსახურიდან დაითხოვეს. ლოუსონი ორი-სამი კვირა
უმუშევრად იყო და ამ ხნის განმავლობაში ან სასტუმროში სვამდა, ან ინგლისურ
კლუბში. მერე მილერმა შეიბრალა და თავისთან აიყვანა. მილერი საქმიანი კაცი
იყო და თუმცა ლოუსონს ფინანსური მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა,
თავისი მდგომარეობის გამო იძულებული გახდებოდა, მცირე ხელფასზე
ემუშავა, – ამიტომ

უყოყმანოდ მცირე ხელფასი შესთავაზა. ეთელი და ბრივალდი წაეჩხუბნენ,


რადგან მეტისი პედერსენი მეტს აძლევდა, მაგრამ ლოუსონმა მწარედ უარყო
იმის ფიქრიც კი, რომ მეტისის ხელქვეითი ყოფილიყო. როცა ეთელი საყვედურს
მოჰყვა, მან ბრაზმორეულმა შეაწყვეტინა:
66

– უმალ მოვკვდები, ვიდრე იმ ყარაჩს ვემსახურები.

– ვითომ რატომ არა?! – უთხრა ეთელმა.

ექვსი თვის შემდეგ ლოუსონი იძულებული გახდა, ეს დამცირებაც ეგემა. სმის


სურვილმა შეიპყრო. ხშირად უგონოდ თვრებოდა და სამუშაოს ვერ უძღვებოდა.
მილერმა რამდენჯერმე გააფრთხილა. ლოუსონი კი ისეთი კაცი არ იყო,
საყვედურები მშვიდად მოესმინა, და ერთ დღეს ფიცხელი შეხლა-შემოხლის
შემდეგ სამსახური მიატოვა. მაგრამ უკვე სახელგატეხილს აღარავინ იღებდა.
ერთ ხანს უქმად იყო, მერე ხურვებამ აიტანა. როცა გამოკეთდა, დარცხვენილმა
და ღონემიხდილმა იძულებას ვეღარ გაუძლო და პედერსენს სამუშაო სთხოვა.
პედერსენს გაუხარდა ბუღალტერიის ჩინებული მცოდნის და, რაც მთავარია,
თეთრკანიანის აყვანა სამსახურში.

ამ დროიდან სწრაფად დაიწყო ლოუსონის დაცემა. თეთრკანიანები პირს აღარ


უჩვენებდნენ. თუ სულ მთლად არ მოიკვეთეს, მხოლოდ იმიტომ, რომ
ამაზრზენი სიბრალულით იყვნენ მისადმი გამსჭვალული და მთვრალისაც,
ცოტა არ იყოს, ეშინოდათ. მეტისმეტად ეჭვიანი გახდა და მუდამ თვალი ეჭირა
– ხომ არ დამცინიანო.

ახლა სულ მთლად მკვიდრთა და მეტისებს შორის ცხოვრობდა, მაგრამ უკვე


დაკარგა თეთრკანიანის პრესტიჟი. გრძნობდნენ, რომ ლოუსონს ეზიზღებოდა
ისინი და გული მოსდიოდათ, ქედმაღლურად გვიცქერისო. ახლა ისიც ერთი
მათგანი იყო და ვერ მიმხვდარიყვნენ, ცხვირს მაღლა რაღას წევსო. ბრივალდს,
წინათ გულთბილსა და მორჩილს, ახლა ეზიზღებოდა იგი. ეთელი შეცდა
არჩევანში. შემზარავი ამბავი დატრიალდა და სიძე-სიმამრმა რამდენჯერმე ცემა-
ტყეპაც გამართეს. ჩხუბის დროს ეთელი თავისიანების მხარეს იჭერდა.
მიხვდნენ, რომ ლოუსონი მთვრალი უფრო კარგი იყო, ვიდრე ფხიზელი, რადგან
მაშინ ღრმა ძილს მიეცემოდა ხოლმე ან საწოლზე, ან იატაკზე.

მერე ლოუსონი მიხვდა, რომ რაღაცას უმალავდნენ. ხშირად, როცა შინ


დაბრუნებულა

სანახევროდ აქაური კერძებისგან გაკეთებული ღარიბული ვახშმის საჭმელად,


ეთელი შინ არ დახვედრია. როცა მოიკითხავდა, ბრივალდი ეუბნებოდა, თავის
მეგობრებთან არისო. ერთხელ ეთელი იმ ოჯახში არ აღმოჩნდა, რომელიც
ბრივალდმა დაუსახელა, და როცა შინ დაბრუნებულს ჰკითხა, სად იყავიო, მან
უთხრა, მამას სახლი შეეშალაო. ლოუსონი მიხვდა, რომ ეთელი ტყუოდა. მას
საუკეთესო ტანსაცმელი ეცვა, თვალები უელავდა და მართლაც მშვენიერი იყო.

– ჩემო კარგო, თავს ნუ იგდებ, თორემ ინანებ.

– ფუჰ, შე გალეშილო ღორო, – მიახალა ზიზღით ეთელმა.

ლოუსონს ეჩვენებოდა, მისის ბრივალდი და მისი ბებერი დედა ცბიერი


თვალებით მიცქერიანო, და მოხუცი ბრივალდის უჩვეულო კეთილ
67

განწყობილებას იმას მიაწერდა, ფარულად რაღაცას მიწყობსო. ლოუსონი


თანდათან ეჭვმა შეიპყრო. ეჩვენებოდა, თეთრკანიანებიც ცნობისმოყვარეობით
შემომცქერიანო. როცა სასტუმროს ჰოლში შედიოდა, მის გამოჩენაზე ისეთი
უეცარი სიჩუმე ჩამოვარდებოდა ხოლმე იქ მყოფთა შორის, დარწმუნებული იყო,
ჩემზე ლაპარაკობდნენო. რაღაც ხდებოდა მის თავს, რაც

მის გარდა ყველამ იცოდა. იგი ცოფიანმა ეჭვიანობამ შეიპყრო. სწამდა, რომ
ეთელი ვიღაც თეთრკანიანს გადაეკიდა და ყველას სათითაოდ გამომცდელი
თვალით უცქერდა, მაგრამ ვერავის ვერაფერს ამჩნევდა. იგი უმწეო იყო, რადგან
ვერავისზე მიიტანა ეჭვი. შეშლილივით დაეხეტებოდა, ვიღაცას ეძებდა, რომ
თავს რისხვა დაეტეხა. ბოლოს ერთმა შემთხვევამ ეჭვი მიატანინა იმ ადამიანზე,
რომელიც ყველაზე ნაკლებ იმსახურებდა მის რისხვას.

ერთ საღამოს, როცა ლოუსონი ჩაფიქრებული ჰოლში იჯდა, გვერდით ჩაპლინი


მიუჯდა. ჩაპლინი იყო ერთადერთი ადამიანი ამ კუნძულზე, მას რომ
თანაუგრძნობდა. სასმელი შეუკვეთეს და ერთხანს ისაუბრეს დოღზე, რომელიც
მალე უნდა გამართულიყო. მერე ჩაპლინმა უთხრა:

– ჩვენი ცოლების ახალი ტანსაცმლისთვის ჯიბეების მოჩხრეკა დაგვჭირდება.

ლოუსონმა ჩაიცინა. ვიდრე ქისა მისის ჩაპლინის ხელთ იყო, ქმარს ფულს არ
მოსთხოვდა ამ შემთხვევის გამო ახალი კაბის შესაკერად.

– მისის ლოუსონი რასა იქმს? – თავაზიანად ჰკითხა ჩაპლინმა.

– რა თქვენი საქმეა? – მიუგო კოპებშეკრულმა ლოუსონმა.

– მე თავაზიანობის გამო მოვიკითხე.

– ეგ თქვენი თავაზიანობა თქვენთვის შეინახეთ.

ჩაპლინი არ იყო თავშეკავებული კაცი. ტროპიკებში ხანგრძლივმა ცხოვრებამ,


ვისკის სმამ და ოჯახურმა მდგომარეობამ იგი გულფიცხი გახადა.

– ჩემო კარგო, ჩემს სასტუმროში ყოფნისას ჯენტლმენივით მოიქეცით, თორემ


თვალის დახამხამებაში ქუჩაში აღმოჩნდებით.

ლოუსონი უფრო მოიღუშა და აილეწა:

– ერთხელ და სამუდამოდ გეუბნებით და სხვებსაც უთხარით. თუკი ვინმე


თქვენგანი ჩემს ცოლს აეტორღიალება, ურჩევნია ფრთხილად იყოს, – წარმოთქვა
მან და ბრაზისგან სუნთქვა შეეკრა.

– ვინ ეტორღიალება თქვენს ცოლს?

– მე ისეთი სულელი არა ვარ, თქვენ რომ გგონიათ. სხვაზე ნაკლები ჭკუა არც მე
მაქვს და გულახდილად გაფრთხილებთ, ეს არის და ეს. ყალთაბანდობას ვერ
მოვითმენ.
68

– გირჩევნიათ წახვიდეთ, გამოფხიზლდით და მერე მოდით.

– როცა მინდა, მაშინ წავალ.

ეს ამაო ტრაბახი იყო. რადგან მას შემდეგ, რაც ჩაპლინი სასტუმროს პატრონი
გახდა, არაჩვეულებრივად დახელოვნდა იმაში, როგორ მოპყრობოდა იმ
ჯენტლმენთ, რომელთა თავიდან მოშორებაც უნდოდა; ლოუსონმა ძლივს
მოასწრო ამ სიტყვების თქმა, რომ ჩაპლინი საყელოსა და მკლავში სწვდა და
ძალდაუტანებლად წამოიკიდა. ლოუსონი კიბეზე წაბარბაცდა და
თვალისმომჭრელად მოკაშკაშე მზით განათებულ ქუჩაში გაიშხლართა.

ამის შედეგად იყო, რომ ლოუსონსა და ეთელს შორის პირველად გაიმართა


ცხარე

ჩხუბი. შერცხვენილმა ლოუსონმა სასტუმროში დაბრუნება აღარ მოისურვა და


შინ ჩვეულებრივზე ადრე მივიდა. ეთელი წასასვლელად იცვამდა. ჩვეულებრივ
იგი საწოლზე იწვა ხოლმე ფეხშიშველი, ხალათი ეცვა და თმაში ყვავილი ეკეთა.
ახლა კი თეთრი აბრეშუმის წინდები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა და
ახალთახალ ვარდისფერ მუსლინის კაბას იცვამდა.

– ძალიან იპრანჭები, – უთხრა ლოუსონმა, – სად მიდიხარ?

– კროსლეისთან.

– მეც წამოვალ.

– შენ რა გინდა? – ცივად ჰკითხა ეთელმა.

– მუდამ მარტო ხომ არ უნდა იწანწალო?

– შენ არ დაუპატიჟებიხარ.

– არაფერია, უჩემოდ ვერსად ვერ წახვალ.

– ვიდრე ჩავიცვამ, წამოწექი.

ეთელს მთვრალი ეგონა და გაიფიქრა, დაწვება და მაშინვე ჩაეძინებაო. ლოუსონი


სკამზე დაჯდა და პაპიროსი გააბოლა. ეთელს მისი ცქერა აღიზიანებდა. მან
ჩაიცვა და ლოუსონიც ადგა. შემთხვევით ბუნგალოში არავინ იყო. ბრივალდი
პლანტაციაში მუშაობდა, მისის ბრივალდი აპიაში იყო. ეთელმა ქმარს შეხედა:

– მე შენთან არ წამოვალ, მთვრალი ხარ.

– ტყუილია. უჩემოდ ვერ წახვალ.

ეთელმა მხრები აიჩეჩა და წასვლა დააპირა, მაგრამ ლოუსონმა ხელი სტაცა


მკლავში და გააჩერა.

– გამიშვი, შე წყეულო, – შეჰყვირა ეთელმა სამოას ენაზე.


69

– უჩემოდ სად მიდიხარ? აკი გითხარი, თავის აგდებას არ მოგითმენ-მეთქი.

ეთელმა მუშტი გაარტყა სახეში. ლოუსონმა თავი ვეღარ შეიკავა – მთელი


სიყვარული, მთელი სიძულვილი ერთად მოაწვა და თავი დაავიწყდა.

– მე შენ გიჩვენებ, – დაიღრიალა მან, – მე შენ გიჩვენებ!..

მერე ხელი დაავლო მათრახს და ეთელს გადაუჭირა. ეთელმა შეჰკივლა. კივილმა


გაამხეცა ლოუსონი და ცემა განაგრძო. ბუნგალო კივილმა შეძრა. ლოუსონი თან
მათრახს ურტყამდა, თან წყევლა-კრულვას აყრიდა. მერე საწოლზე დააგდო.
ეთელი ტკივილისა და შიშისგან ცრემლად იღვრებოდა. ლოუსონმა მათრახი
დააგდო და გარეთ გავარდა. ეთელმა ტირილი შეწყვიტა, ფრთხილად მიიხედ-
მოიხედა და წამოდგა. ტკივილი ისევ აწუხებდა, თუმცა მაგრად ნაცემი არ იყო და
კაბას დახედა, ხომ არ გამიფუჭდაო. აქაური ქალები მიჩვეული არიან ცემას და
ამას არ გაუბრაზებია ეთელი. როცა სარკეში უცქერდა თავის თავს და თმას
ივარცხნიდა, თვალები უბრწყინავდა. უცნაური მზერა გამოუკრთოდა
თვალთაგან. შესაძლოა, ახლა პირველად იგრძნო ლოუსონისადმი რაღაც
სიყვარულის მსგავსი.

ლოუსონი გიჟივით დაბორიალობდა პლანტაციაში. უეცრად ღონე გამოელია და


ჩვილი ბავშვივით დაეცა ხის ძირას. საცოდავი იყო და სირცხვილისგან იწვოდა.
ეთელი მოაგონდა და მისდამი თავდავიწყებულმა სიყვარულმა გული მოულბო.
ფიქრობდა წარსულზე, თავის იმედებზე და ჩადენილის გამო შეძრწუნდა. მას
არასოდეს განუცდია ასეთი ლტოლვა ეთელისადმი. სურდა გულში ჩაეკრა.
ახლავე უნდა წავიდე მასთანო. ლოუსონი წამოდგა და ღონემიხდილი
წაბარბაცდა. შინ რომ მივიდა, ეთელი პატარა საწოლ ოთახში იჯდა სარკესთან.

– მაპატიე, ეთელ, რომ იცოდე, როგორ მრცხვენია. არ ვიცოდი, რას ვშვრებოდი.

ცოლის წინ დაჩოქილი ნაზად უსვამდა ხელს მისი კაბის კალთას.

– ეს რა ვქენი. ჩემი თავისა მრცხვენია. ალბათ გავგიჟდი. შენ მეტი მე არავინ


მიყვარს ამქვეყნად. რას არ ვიზამდი, შენთვის ვნება რომ ამერიდებინა და მე
თავად გატკინე გული. ვერასოდეს შევუნდობ ამას ჩემს თავს. ღვთის
გულისათვის, მაპატიე.

მას ისევ ჩაესმოდა ეთელის კივილი. ეს აუტანელი იყო. ეთელი მდუმარედ


უცქერდა.

ლოუსონმა დააპირა ხელზე მოეკიდა ხელი და ცრემლები ღაპაღუპით


წამოსცვივდა. დამცირებულს თავი ცოლის კალთაში ედო და ქვითინით
დაუძლურებული სხეული უთრთოდა. ეთელს სახეზე განუზომელი ზიზღი
გამოეხატა. მას თავის თანამემამულე ქალთა მსგავსად ეზიზღებოდა მამაკაცი,
ქალის წინ თავს რომ იმდაბლებდა. ლაჩარი! კინაღამ გაიფიქრა, ამ კაცში რაღაც
ვაჟკაცური არისო, ის კი ძაღლის ლეკვივით დაცოცავდა მის ფერხთით. ეთელმა
ზიზღით წაჰკრა ფეხი:
70

– აქედან გაეთრიე, მეზიზღები!

ლოუსონმა მისი შეჩერება სცადა, მაგრამ ეთელმა ხელი ჰკრა, წამოდგა და კაბა
გაიხადა. მერე ფეხსაცმელი და წინდები გაიძრო და ხალათი გადაიცვა.

– სად მიდიხარ? – ჰკითხა ლოუსონმა.

– რა შენი საქმეა? საბანაოდ.

– მეც წამოვალ.

ბავშვივით ემუდარებოდა.

– ესეც გინდა ჩამამწარო?

უმწეოდ აქვითინებულმა ლოუსონმა სახეზე ხელები აიფარა.

ეთელმა ცივად შეხედა და გავიდა.

იმ დღიდან ეთელმა მთელი არსებით შეიძულა ლოუსონი. და თუმცა ამ ერთ


ბეწო ბუნგალოში ერთად იყვნენ თავშეყრილი ლოუსონი და ეთელი თავისი ორი
ბავშვით, ბრივალდი, მისი ცოლი, სიდედრი, ყვავი-ჩხიკვის მამიდები და
ჯამილოკიები და ისეთი ამბავი იყო, ნემსიც კი არ ჩაეტეოდა, ლოუსონს არავინ
არაფრად აგდებდა და ყურადღებას არავინ აქცევდა. დილას წასული მხოლოდ
ვახშმად ბრუნდებოდა. მან ფარ-ხმალი დაყარა და როცა უფულობის გამო
ინგლისურ კლუბში ვეღარ მიდიოდა, საღამოობით ბანქოს ეთამაშებოდა
ბრივალდს და ეთელის ნათესავებს. ფხიზელი შეშინებული იყო და ყველაფერზე
ხელჩაქნეული. ეთელი ისე ექცეოდა, როგორც ძაღლს. ხანდახან იგი
ემორჩილებოდა ხოლმე ქმრის შმაგ ვნებას და ეშინოდა მისი

რისხვისა, ამის შემდეგ რომ მოუვლიდა ხოლმე. მაგრამ მერე, როცა ისევ ფეხქვეშ
ეგებოდა და იცრემლებოდა, ეთელს ისეთი ზიზღი ერეოდა, ლამის სახეში
შეეფურთხებინა. ზოგჯერ ლოუსონი საცემრად იწევდა, მაგრამ ეთელი მხნედ
უხვდებოდა – ფეხებს ურტყამდა, სახეს უკაწრავდა და კბენდა. საშინელი ცემა-
ტყეპა იმართებოდა ხოლმე მათ შორის და ლოუსონსაც ბევრი ხვდებოდა. მალე
მთელმა აპიამ შეიტყო, რომ ცოლ-ქმარი დანასისხლად იყვნენ. ლოუსონს ცოტანი
თანაუგრძნობდნენ და სასტუმროს მობინადრეთ უკვირდათ კიდეც, მოხუცი
ბრივალდი რატომ სახლიდან არ გამოაგდებსო.

– ბრივალდი კარგი არამზადაა, – თქვა ერთმა მათგანმა, – არ გამიკვირდება, თუ


ერთ დღეს ლოუსონს გოგრას გაუხვრეტს.

ეთელი ყოველ საღამოს დადიოდა მყუდრო მორევზე საბანაოდ. თითქოს მას


იზიდავდა რაღაც უცხო, როგორც შეიძლებოდა მიეზიდა ზღვის მარილიან
ტალღებს ალი, რომელსაც ადამიანის სული უდგას. ზოგჯერ ლოუსონიც
მიჰყვებოდა. არ ვიცი რა იზიდავდა მას, რადგან ეთელს აშკარად აღიზიანებდა
მისი მორევთან ყოფნა. იქნებ
71

იმედოვნებდა, განეცადა ის ხალისი და აღფრთოვანება, ეთელი რომ ნახა


პირველად; ან იქნებ ამ თავდავიწყებით შეყვარებულს ეგონა, ჩემი ასეთი
სიყვარულით მასაც აღვუძრავ საპასუხო გრძნობასო. ერთ დღეს ყურესთან
მიიყვანა ახლა მისთვის უკვე უჩვეულო განცდამ. იგრძნო, რომ მთელ სამყაროს
შეურიგდა. საღამოვდებოდა. მწუხრში პაწაწინა ღრუბელი ჩამოაწვა ქოქოსის
პალმების ფოთლებს, რომელთაც ნიავი უხმაუროდ არხევდა. ნამგალა მთვარე
პალმების კენწეროებს დაჰყურებდა. ლოუსონი ნაპირთან მივიდა. ეთელი
წყალში პირაღმა იწვა, თმაგაშლილს ხელში მოზრდილი ბალბა ეჭირა. ლოუსონი
ერთი წამით შედგა და ცოლის ცქერით ტკბებოდა. ეთელი ოფელიას ჰგავდა.

– ეთელ! – მხიარულად დაუძახა მან.

ეთელი შეკრთა და ბალბა ხელიდან გაუვარდა. ყვავილი წყალმა ნელა


წაატივტივა. ეთელმა ფეხით მოსინჯა ფსკერი და წამოდგა.

– წადი, – უთხრა მან ლოუსონს, – წადი.

– ხარბი ნუ ხარ, ეს წყალი ორივეს გვეყოფა.

– რატომ არ მომეშვები? მე მარტო ყოფნა მინდა.

– მე კი – ბანაობა, – მხიარულად უთხრა ლოუსონმა.

– ხიდთან იბანავე. აქ არ მინდიხარ.

– ნუ მაწყენინებ, – უთხრა ლოუსონმა ღიმილით.

იგი სულაც არ ჯავრობდა და ვერ შეამჩნია, რომ ეთელი ბრაზმა აიტანა. მან
ტანსაცმლის გახდა დააპირა.

– წადი აქედან, – დაუკივლა ეთელმა, – არ მინდა შენი აქ ყოფნა, გაიგონე, წადი.

– ნუ სულელობ, საყვარელო.

ეთელი დაიხარა, წვეტიან ქვას სწვდა და თვალის დახამხამებაში ქმარს ესროლა.


ლოუსონმა განზე გახტომა ვერ მოასწრო და ქვა შიგ საფეთქელში მოხვდა. მან

შეჰკივლა, ხელი სახეზე მიიდო და სისხლით შეეღება. ბრაზისგან


სუნთქვაშეკრული ეთელი გაუნძრევლად იდგა. ლოუსონი გაფითრდა,
ხმაამოუღებლად აიღო თავისი ქურთუკი და წავიდა. ეთელი ზურგზე გაწვა
წყალში და დინებას ნელ-ნელა გაჰყვა საგუბარისკენ.

ქვამ ლოუსონს ნაგლეჯი ჭრილობა დაუტოვა და რამდენიმე დღე თავშეხვეული


დადიოდა. ამ შემთხვევის გამო შესაფერი ამბავი შეთხზა, თუკი ჰკითხავდნენ,
მაგრამ არავის არაფერი უკითხავს. ამჩნევდა, რომ მალულად უყურებდნენ,
მაგრამ არაფერს ეკითხებოდნენ. მათი დუმილი მხოლოდ იმისი მომასწავებელი
შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ იცოდნენ, რაც შეემთხვა.
72

ეთელს მე შევხვდი ვინმე კასტერის ოჯახში. ეს კასტერი აპიადან ორი თუ სამი


მილის მოშორებით ცხოვრობდა და აქაური ქალი ჰყავდა ცოლად. კასტერთან
ჩოგბურთი ვითამაშე და როცა დავიღალეთ, მითხრა, ჩაი დავლიოთო. სახლში
შევედით. დაულაგებელ სასტუმრო ოთახში ეთელი მისის კასტერს
ესაუბრებოდა.

– გამარჯობა, ეთელ, – მიესალმა კასტერი, – არ ვიცოდი, თუ აქ იყავი.

თავი ვერ შევიკავე და ეთელს ცნობისმოყვარეობით შევხედე. ვცდილობდი


დამენახა, რა იყო მასში ისეთი, რამაც ასეთი დაუოკებელი ვნება აღუძრა
ლოუსონს, მაგრამ ამას აბა ვინ გამოიცნობს? ეთელი მართლაც მომხიბლავი იყო,
წითელ ბალბასა ჰგავდა, სამოაში ცოცხალ ღობედ რომ რგავენ. ამ ყვავილივით
ტურფა იყო. ნაზი და ვნების აღმძვრელი, მაგრამ ყველაზე მეტად – რაკი ბევრი
რამ ვიცოდი მის შესახებ – გამაკვირვა მისმა სიქორფემ და უბრალოებამ.
თავდაჭერილი იყო და ოდნავ მორცხვობდა. არაფერი ჰქონდა უხამსი. არ იყო
სხვა მეტისი ქალებივით უხეში და აღგზნებული, და ვერ დაიჯერებდით, რომ
ჭირვეული ზნე ჰქონდა, რაზედაც მეტყველებდა მასსა და მის ქმარს შორის
გამართული გახმაურებული ბინძური აყალმაყალი. ლამაზ ვარდისფერ კაბასა
და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ჭეშმარიტ ევროპელს ჰგავდა, ძნელად
დაიჯერებდით, რომ მას მკვიდრთა უბადრუკი ყოფა იზიდავდა. მე
დავრწმუნდი – ეთელი გონებაშეზღუდული იყო და არც გამიკვირდებოდა, რომ
ადამიანს მასთან რამდენიმე ხნის გატარების შემდეგ ვნება განელებოდა და
მოწყენილობა დაუფლებოდა. გავიფიქრე, მოუხელთებელია-მეთქი, როგორც
გონებაში აღძრული აზრი, სიტყვებად ჩამოსხმამდე რომ ქრება; მაგრამ ეს ალბათ
უბრალო წარმოსახვა იყო და რომ არაფერი მცოდნოდა, მასში მხოლოდ ლამაზ
მეტის ქალს დავინახავდი და სხვას არაფერს.

იგი მესაუბრებოდა იმაზე, რაზეც ესაუბრებიან ხოლმე სამოაში ახლად


ჩამოსულს – მგზავრობაზე, ვიყავი თუ არა პაპასის ჭორომებზე და ვაპირებდი
თუ არა აქაური სოფლის ნახვას. შოტლანდიაზეც მელაპარაკა და ვგონებ,
გადააჭარბა კიდეც – იქ ფუფუნებაში ვცხოვრობდიო. გულუბრყვილოდ მკითხა,
ამა და ამ ქალებს თუ იცნობთო (ვინც თვითონ გაეცნო ჩრდილოეთში
ცხოვრებისას).

მერე მოვიდა მილერი, გარუმბული გაამერიკელებული გერმანელი. მან ყველას


მეგობრულად ჩამოგვართვა ხელი, დაჯდა და ხმამაღლა, მხიარულად მოითხოვა
ვისკი და სოდიანი წყალი. მილერი ოფლად იღვრებოდა. მან ოქროსჩარჩოიანი
სათვალე მოიხსნა და გაწმინდა. ახლა შეეტყო, რომ პატარა თვალები, რომლებიც
ფართო, მრგვალი სათვალის ქვეშ ალერსიანი უჩანდა, ცბიერი და ეშმაკური
ჰქონდა. მის მოსვლამდე მოწყენილობა სუფევდა. ის კი კარგი მოუბარი და
მხიარული კაცი აღმოჩნდა. მალე ეთელი და ჩემი მეგობრის ცოლი გულიანად
ხარხარებდნენ მის ოხუნჯობაზე. ამ კუნძულზე მას ქალთა მაამებლის სახელი
ჰქონდა გავარდნილი და მართლაც ეს ფაშფაშა, ზორზოხი და ხნიერი მახინჯი
73

ჯერ კიდევ ხიბლავდა ქალებს. მისი ოხუნჯობანი მის მსმენელთა გემოვნებისა


იყო, მაგრამ ცოცხალი და

დამაჯერებელი, რასაც მისი ამერიკული კილო საგანგებო სიხალისეს აძლევდა,


ბოლოს მილერი მე მომიბრუნდა.

– ჯობს წავიდეთ, თორემ სადილზე დაგვაგვიანდება. თუ გსურთ, ჩემი


ავტომობილით წაგიყვანთ.

მადლობა გადავუხადე და ავდექი. მან ყველას ხელი ჩამოართვა, მძიმე ნაბიჯით


ოთახიდან გავიდა და ავტომობილში ჩაჯდა.

– კარგი გოგოა ლოუსონის ცოლი, – ვთქვი მე, როცა დავიძარით.

– ლოუსონი კარგად ვერ ექცევა, სცემს. კაცი რომ ქალს სცემს, ვბრაზდები.

ცოტა ხნის შემდეგ მითხრა:

– სისულელე მოუვიდა, ეგ რომ შეირთო. თავის დროზე ვთქვი: რომ არ შეერთო,


თავის დაკრულზე აცეკვებდა, მაგრამ ლაჩარია, ლაჩარი.

წლის მიწურული იყო და ჩემი წამოსვლის დღეც ახლოვდებოდა. გემი ოთხი


დღის შემდეგ გადიოდა სიდნეისკენ. შობა დღე სასტუმროში ვიდღესასწაულეთ
დიდი ამბით, მაგრამ ეს მხოლოდ მზადება იყო ახალი წლისთვის, რომლის
შეხვედრას სასტუმროს მობინადრეები ზარ-ზეიმით აპირებდნენ.
სადღესასწაულო სადილის შემდეგ ყველანი პატარა ხის შენობაში
მოთავსებული ინგლისური კლუბისკენ გაემართნენ ბილიარდის სათამაშოდ.
გულიანად ხარხარებდნენ, ყაყანებდნენ. ერთმანეთს ენაძლევებოდნენ, მაგრამ
ყველანი ცუდად თამაშობდნენ მილერის გარდა; მასაც იმდენივე ჰქონდა
დალეული, რამდენიც გაცილებით უფრო ახალგაზრდებს, მაგრამ ჩინებული
თვალი და მარჯვე ხელი ჰქონდა. იგი თან ხუმრობდა, თან ამ ახალგაზრდებს
ფცქვნიდა. ერთი საათის შემდეგ დავიღალე და გარეთ გამოვედი. ქუჩაში
ქოქოსის სამი პალმა ხარობდა, ვით სამი ქალწული. მე ერთი მათგანის ქვეშ
დავჯექი და ყურესა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დავუწყე ცქერა.

არ ვიცი, სად იყო ლოუსონი იმ საღამოს, მაგრამ ათსა და თერთმეტს შუა კლუბში
მოვიდა. ნაღვლიანი მოათრევდა ფეხებს ცარიელ, მტვრიან ქუჩაზე და კლუბში
რომ მოვიდა, საბილიარდოში შესვლამდე ბარში შეიარა დასალევად. მას
რცხვენოდა ერთად

თავშეყრილი თეთრკანიანებისა და გასამხნევებლად ვისკი სჭირდებოდა. ჭიქა


ეჭირა, როცა მასთან მილერი მივიდა. იგი უპიჯაკოდ იყო და ხელში ბილიარდის
ჯოხი ჰქონდა. მან ბარმენს თვალი ჩაუკრა.

– გადი, ჯეკ, – უთხრა ბარმენს.


74

ბარმენი, აქაური მკვიდრი, რომელსაც თეთრი ქურთუკი და თეთლი ლავა-ლავა


ეცვა, უხმოდ გავიდა ამ პატარა ოთახიდან.

– ყური დამიგდეთ, ლოუსონ, თქვენ გელოდებით. ერთი სიტყვა უნდა გითხრათ,


– მიმართა ლოუსონს ამ ზორზოხა ამერიკელმა.

– ბრძანეთ, ესაა ერთადერთი, რაც უფასოდ შეიძლება გააკეთო კაცმა ამ წყეულ


კუნძულზე.

მილერმა ოქროს სათვალე შეისწორა და ლოუსონს გამომწვევი მზერა მიაპყრო:

– მისმინეთ, ყმაწვილო, გავიგე, რომ მისის ლოუსონი ისევ გიცემიათ. მე ამას


ვეღარ მოვითმენ. თუ ჭკუაზე არ მოხვალთ, მაგ ბინძურ გვერდებს სულ მთლად
ჩაგილეწთ.

ახლა კი შეიტყო ლოუსონმა, რის შეტყობასაც ლამობდა ამდენ ხანს. მაშ, მილერი
ყოფილა. ლოუსონი შეძრწუნდა, როცა ერთად წარმოიდგინა ეს გარუმბული,
პირმრგვალი, ღაბაბიანი მელოტი, მისი ხნოვანება. ოქროს სათვალის მიღმა
მიმალული ცბიერი თვალები და ეთელი, – ეთელი ასეთი ნაზი და უმანკო.
რანაირი ნაკლიც უნდა ჰქონოდა ლოუსონს, ერთი კი იყო, მშიშარა არ ყოფილა და
პასუხის მიუცემლად მილერს ხელი გაუშალა. მილერმა დარტყმა მარცხენა
ხელით აიცდინა და მარჯვენით ყურში გაარტყა: ლოუსონი მილერზე დაბალი
იყო და ღონემიხდილიც არა მარტო ავადმყოფობითა და მომთენთავი
ტროპიკული ჰავის გამო, არამედ ლოთობისგანაც; მოჭრილი ხესავით დაეცა და
დახლთან უგონოდ გაიშხლართა.

მილერმა სათვალე მოიხსნა და ცხვირსახოცით გაწმინდა.

– მგონი, ჭკუას ისწავლი, გირჩევნია დაიხსომო, რაც გითხარი.

მილერმა ბილიარდის ჯოხი აიღო და საბილიარდოში შევიდა. იქ ისეთი ყაყანი


იდგა, რომ ეს ამბავი არავის შეუტყვია. ლოუსონი წამოდგა, მტკივან ყურზე ხელი
მიიდო და კლუბიდან გაიპარა.

მე შევამჩნიე, რომ ქუჩაზე ვიღაც გადავიდა – ამ კუპრივით ბნელ ღამეში თეთრ


წერტილს ჰგავდა. ვერ ვიცანი, ვინ იყო. ზღვის ნაპირისკენ გაემართა, ჩაუარა
პალმას, რომლის ქვეშაც მე ვიჯექი, და შემომხედა. ლოუსონი ვიცანი, მაგრამ
ვიფიქრე, მთვრალი ქნება-მეთქი და არ გამოველაპარაკე. მან გზა განაგრძო, ორი
თუ სამი ნაბიჯი გადადგა ყოყმანით და უკან გამობრუნდა. მე მომიახლოვდა და
სახეში ჩამაშტერდა.

– ვიფიქრე, რომ თქვენ იქნებოდით, – მითხრა მან.

ლოუსონი დაჯდა და ჩიბუხი ამოიღო.

– კლუბში ცხელა და ხმაურია, – ვუთხარი მე.

– აქ რად ზიხართ?
75

– ველოდები შუაღამის წირვის დაწყებას.

– თუ გსურთ, მეც წამოვალ.

ლოუსონი ფხიზელი იყო. ერთხანს უხმოდ ვეწეოდით თამბაქოს. დროდადრო


ყურიდან დიდი თევზების ტყლაშუნი მოისმოდა და ცოტა მოშორებით, ყურის
გასასვლელთან, ნავიდან სინათლე ციმციმებდა.

– თქვენ მომავალ კვირას მიემგზავრებით, არა? – მკითხა მან.

– დიახ.

– რა კარგი იქნებოდა, მეც სამშობლოში დავბრუნებულიყავი. მაგრამ ახლა


იქაურობას ვეღარ ავიტან, ახლა იქ ცივა.

– უცნაურად გეჩვენება, როცა ფიქრობ, რომ იქ ახლა სიცივისგან გათოშილი


ინგლისელები ბუხარს უსხედან.

ნიავიც კი არ იძროდა. მომხიბლავი იყო გარინდული ღამე. მე თეთრი ხალათი და


ტილოს შარვალი მეცვა. მხარ-თეძოზე წამოვწექი და ამ ღამის მშვენიერებით
ვტკბებოდი.

– დღეს იმგვარი ახალწლის წინა ღამე არ არის, კაცი რომ მომავალზე კეთილი
იმედებით აღივსოს, – ვთქვი მე ღიმილით.

ლოუსონმა არაფერი მიპასუხა, მაგრამ არ ვიცი, რანაირი ფიქრები აღუძრა ჩემმა


ნათქვამმა, ეს კია, რომ მალე ალაპარაკდა. ხმადაბლა ლაპარაკობდა, უბრალოდ,
მაგრამ ნასწავლი კაცის ენით, და სასიამოვნო იყო მისი მოსმენა, რადგან რა ხანია
ჩემს სმენას მხოლოდ უხამსი სიტყვები და გამოთქმები ესმოდა და
შეურაცხყოფდა.

– მე ხათაბალაში გავები, არა? უფსკრულის ფსკერზე ვარ და თავს ვერ ვიხსნი.


«ვით უკუნეთში – დედამიწის კიდით კიდემდე». – ვიგრძენი, ღიმილი მოერია ამ
სტრიქონის წარმოთქმისას. – და უცნაური ისაა, რომ თავად არ ვიცი, რა
დამემართა.

სუნთქვა შემეკრა, რადგან განუზომელ რიდსა და მოწიწებას განვიცდი ხოლმე,


როცა

სულს გადამიშლიან. მაშინ ხვდები ადამიანი, რომ არავინ არის მდაბალი და


ბეჩავი, რომ ყოველ ადამიანში არის რაღაც ნაპერწკალი, რაც სიბრალულს იწვევს.

– ნეტავი ვხედავდე, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალია, მაშინ ასე არ


გავუბედურდებოდი. მართალია, ვსვამ, მაგრამ სმას არ დავიწყებდი, ჩემი
ცხოვრება წაღმა რომ წასულიყო. სასმელი არასოდეს მყვარებია. ალბათ ეთელი
არ უნდა შემერთო. ისე რომ მეცხოვრა მასთან, არაფერიც არ მოხდებოდა. მაგრამ
ისე მიყვარდა...
76

ლოუსონს ხმა ჩაუწყდა.

– კაცმა რომ თქვას, ეთელი ურიგო ქალი არ არის. ეს სულ ავი ბედის ბრალია.
შეიძლებოდა ღმერთებივით ბედნიერები ვყოფილიყავით. როცა გამექცა, ალბათ
მეც აღარ უნდა გამოვკიდებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. მაშინ ეთელი
თავდავიწყებით მიყვარდა. მერე ბავშვიც გვყავს.

– ბავშვები გიყვართ? – ვკითხე მე.

– მიყვარდა. ორი ბავშვი გვყავს. მაგრამ ახლა ისინი ჩემთვის ბევრს არაფერს
წარმოადგენენ. აქაური ბავშვებისგან ვერც კი გამოარჩევთ. მე მათ სამოას ენაზე
ველაპარაკები.

– განა უკვე გვიანაა, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოთ? არ შეგიძლიათ


მიაფურთხოთ აქაურობას და წახვიდეთ?

– ძალა აღარ შემწევს. ჩემი საქმე წასულია.

– ისევ გიყვართ ეთელი?

– ახლა აღარ, აღარ.

და ეს ორი სიტყვა თავზარდაცემულმა წარმოთქვა. ტაძრიდან ზარი რეკდა.

– თუ მართლა აპირებთ წირვაზე წამოსვლას, წავიდეთ, – ვუთხარი მე.

– წავიდეთ.

წამოვდექით და გზას გავუყევით. ლამაზი, თეთრი ტაძარი, ზღვას რომ


გადაჰყურებდა, დიდებული სანახავი იყო და მის გვერდით მდებარე
პროტესტანტული ეკლესიები უბადრუკ სამლოცველოებს ჰგავდნენ. ტაძრის წინ
რამდენიმე ავტომობილი და ურიკა იდგა. კედელთან ბევრი ურიკა იყო
ჩამწკრივებული. ხალხს კუნძულის ყველა კუთხიდან მოეყარა თავი და დიდი
ღია კარიდან დავინახე, რომ ტაძარი გაჭედილი იყო, მაღალი საკურთხეველი
გიზგიზებდა. აქ იყო რამდენიმე თეთრკანიანი და ბევრი მეტისი, მაგრამ
უმრავლესობას აქაურები შეადგენდნენ. მამაკაცებს შარვლები ეცვათ, რადგან
ეკლესიას უზრდელობად მიაჩნდა ლავა-ლავას ჩაცმა. ჩვენ ბოლო რიგში, კართან
მოვძებნეთ სკამები და დავსხედით. მე ლოუსონის მზერას გავაყოლე თვალი და
უეცრად დავინახე ეთელი, რომელიც მეტისებთან ერთად შემოვიდა. ყველანი
გამოპრანჭულიყვნენ – მამაკაცებს ფეხსაცმელი ეცვათ, ქალებს ფართო, ფერად-
ფერადი შლაპები ეხურათ. ეთელი თავს უკრავდა თავის მეგობრებს.

წირვა დაიწყო.

წირვის შემდეგ მე და ლოუსონი ერთხანს განზე გავდექით, ვსაუბრობდით და


ეკლესიიდან გამსვლელ ხალხის ნაკადს ვუცქეროდით. მერე მან ხელი
გამომიწოდა.
77

– ღამე მშვიდობისა, კეთილი მგზავრობა.

– წასვლამდე გნახავთ.

მან ჩაიცინა.

– საქმე ისაა, მთვრალს მნახავთ თუ ფხიზელს.

მიბრუნდა და წავიდა. ახლაც მახსოვს ბანჯგვლიან წარბებქვეშ მიმალული მისი


მოელვარე შავი თვალები. ერთხანს ჩაფიქრებული ვიდექი. არ მეძინებოდა და
გავიფიქრე, მოდი, ერთი საათით კლუბში შევივლი-მეთქი. საბილიარდო
ცარიელი იყო, მაგრამ ჰოლში რამდენიმე კაცი მაგიდას შემოსხდომოდა და
პოკერს თამაშობდა. როცა შევედი, მილერმა ამომხედა.

– დაჯექით, ითამაშეთ, – მითხრა მან.

– კეთილი.

მარკები ვიყიდე და თამაშში ჩავერიე. ეჭვგარეშეა, პოკერი ყველაზე აზარტული


თამაშია ამქვეყნად და ერთი საათის ნაცვლად კაი სამი საათი ვთამაშობდი.
თუმცა გვიანი იყო, აქაური ტომის ბარმენი, მხიარული და ფხიზელი, თავს
დაგვტრიალებდა და სასმლით გვამარაგებდა. მერე საიდანღაც ლორი და პურიც
გააჩინა. ჩვენ ვთამაშობდით. მოთამაშეთა უმრავლესობას ზომაზე მეტი ჰქონდა
დალეული და დაუფიქრებლად ჩამოდიოდნენ დიდ თანხას. მე ფრთხილად
ვთამაშობდი – არც მოგებას ვლამობდი და არც წაგებისა მეშინოდა, მაგრამ
მილერს ვადევნებდი თვალს მთელი გულისყურით. სხვებივით ზედიზედ
ცლიდა ჭიქებს, მაგრამ სავსებით აუღელვებელი და გონებაცივი იყო. მისი
მარკების გროვა იზრდებოდა და წინ ედო ქაღალდის პატარა ნაგლეჯი,
რომელზეც იწერდა უიღბლო მოთამაშეებზე გასესხებულ თანხას. მილერი
თავაზიანად უღიმოდა წაგებულ ახალგაზრდებს. გაუთავებლად ოხუნჯობდა,
მაგრამ დამატებითი ყიდვის არც ერთ შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა და
მოთამაშეთა სახის გამომეტყველება არ ეპარებოდა. ბოლოს აისმა შემოიჭვრიტა
ფანჯრებში ნაზად და მორიდებით, თითქოს ერიდება, დაუპატიჟებლად რომ
გვეწვიაო, და გათენდა კიდეც.

– აბა, – თქვა მილერმა, – მგონი, ძველი წელი ღირსეულად გავაცილეთ. ერთიც

გადავკრათ და მერე ნება მიბოძეთ, ჩემს კოღოების საფარს მივაშურო.


ორმოცდაათი წლისა ვარ და გვიანობამდე უძილობა არ შემიძლია.

მშვენიერი სისხამი დილა იყო. აივანზე ვისხედით. ყურე ფერად მინასავით


ბრჭყვიალებდა. ვიღაცამ თქვა, ძილის წინ ვიბანაოთო, მაგრამ არავინ ისურვა
შლამიან, საშიშ ყურეში ბანაობა. მილერმა შემოგვთავაზა, მორევზე
ავტომობილით წაგიყვანთო. ჩავსხედით და უკაცრიელ გზას გავყევით.
მორევთან რომ მივედით, მოგვეჩვენა, თითქოს არც კი გათენებულაო. ხეების
ქვეშ წყალს ჩრდილი ეფინა, ღამე თითქოს ხეებში იყო ჩასაფრებული. ყველანი
78

მხიარულ გუნებაზე ვიყავით. არც პირსახოცები გვქონია, არც საცურაო


კოსტიუმები და ჩვეული წინდახედულობით ვფიქრობდი, თავი რით
შევიმშრალო-მეთქი. ყველას თხლად გვეცვა და ტანთ გასახდელად დიდი ხანი
არ დაგვჭირვებია. პირველმა გემის ტვირთის გამგე ნელსონმა გაიხადა და
განაცხადა, ვყვინთავო.

მან ჩაყვინთა და იმავე წამს მეორეც მიჰყვა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაძლო და
უმალვე ამოვიდა. მერე ნელსონი ამოჰყვა და კლდეზე დაიწყო აბობღება.

– ეი, ამომიყვანეთ, – დაიყვირა მან.

– რა მოხდა?

ცხადია, რაღაც ამბავი იყო, რადგან ნელსონს სახეზე შიში ეხატა. ხელი მიაშველეს
და ნაპირზე ამოიყვანეს.

– ფსკერზე ვიღაც კაცია.

– ნუ სულელობ, შენ მთვრალი ხარ.

– მაშ, ცხელება მქონია, მაგრამ გეუბნებით, ვიღაც კაცია-მეთქი. შიშისგან ლამის


გავგიჟდი.

მილერი ერთ წამს უცქერდა ნელსონს. ამ ჩია კაცს მკვდრის ფერი ედო და
ცახცახებდა.

– წამო, კასტერ, – მიუბრუნდა მილერი აყლაყუდა ავსტრალიელს, – ვნახოთ, რა


არის.

– ფეხზე იდგა, – თქვა ნელსონმა, – ჩაცმული, საკუთარი თვალით ვნახე, კინაღამ


ხელი მტაცა.

– ნუ ყბედობ, – უთხრა მილერმა, – კასტერ, მზადა ხართ?

მილერმა და კასტერმა ჩაყვინთეს. ჩვენ უხმოდ ვიდექით ნაპირზე. მოგვეჩვენა,


თითქოს წყალში უფრო მეტ ხანს იყვნენ, ვიდრე ადამიანს შეუძლია გაძლება.
მერე კასტერი ამოვიდა და მილერიც ამოჰყვა. რაღაცას ექაჩებოდნენ. ვიღაც ჩახტა
მათ დასახმარებლად და სამივემ ტვირთი ნაპირზე გამოიტანა. ლოუსონი იყო.
საკუთარ ქურთუკში გახვეული დიდი ლოდი ფეხზე ჰქონდა მიბმული.

– გულდასმით უმოქმედია, – თქვა მილერმა და თავისი ბეცი თვალებიდან წყალი


მოიწმინდა.
79

ბარათი
სანაპიროს უმოწყალოდ აცხუნებდა მზე. ქუჩაში გაცხოველებული მოძრაობა
იყო – ფართო ნაკადად მოედინებოდნენ საბარგო მანქანები, ავტობუსები,
ტაქსები და კერძო ლიმუზინები. განუწყვეტლივ ისმოდა საყვირის ხმა. რიქშები
მარჯვედ იკაფავდნენ გზას ხალხში, დაღლილობისგან სულს ძლივს ითქვამდნენ
და მიანც ერთმანეთს უცაცხანებდნენ; მძიმედ დატვირთული ყულები წელში
წახრილიყვნენ, მოკლე-მოკლე ნაბიჯით მიძუნძულებდნენ და გამვლელებს
უყვიროდნენ, გზა მოგვეცითო; ქუჩის ვაჭრები ხმამაღლა აქებდნენ თავიანთ
საქონელს. სინგაპურში ყველა ჯურის ხალხს შეხვდებით და ყველა ენას
გაიგონებთ; შავი თამილები, ყვითელი ჩინელები, ყავისფერი მალაელები,
სომხები, ებრაელები, ბენგალელები – ყველა ფერისა და რჯულის ხალხი
ჩახლეჩილი ხმით გასძახ-გადმოსძახებდნენ ხოლმე ერთმანეთს რაღაცას.

სამაგიეროდ «რიპლი, ჯოის და ნეილორის» კანტორაში სასიამოვნო სიგრილე


სუფევდა; ალმურმოდებული, მტვრიანი და ხმაურიანი ქუჩიდან შემოსულ კაცს
მოეჩვენებოდა, რომ ოთახში სიბნელე და სასიამოვნო სიჩუმე იდგა. მისტერ
ჯოისს

ელექტროვენტილატორი ჩაერთო და ნებივრად გადაწოლილიყო საწერ


მაგიდასთან მდგომ სავარძელში. იგი იდაყვებით დაყრდნობოდა სავარძლის
სახელურებს, ორივე ხელის თითები ერთმანეთზე მიედო და კედლის თაროზე
გამწკრივებულ სასამართლოს ანგარიშების დაქექილ ტომებს მისჩერებოდა.
კარადაზე იდგა შავად შეღებილი თუნუქის ყუთები, ზედ წითელი საღებავით
ეწერა კლიენტების გვარები.

კარზე დააკაკუნეს.

– მობრძანდით!

ოთახში ჩინელი კლერკი შემოვიდა. ტანთ ტილოს კოსტიუმი ეცვა, ქათქათა და


კარგად დაუთოებული.

– მისტერ კროსბი გეახლათ, სერ.

კლერკი კარგი ინგლისურით ლაპარაკობდა, ყოველ სიტყვას გულმოდგინედ


გამოთქვამდა და ხშირად გაუოცებია მისტერ ჯოისი თავისი ლექსიკის
სიმდიდრით.

ვან ცი სენიკანტონელი იყო, იურიდიული განათლება ლონდონში მიეღო. ახლა


საკუთარი კანტორის გახსნას აპირებდა, მაგრამ მანამდე უნდოდა ორიოდე წელი
პრაქტიკის მისაღებად «რიპლი, ჯოის და ნეილორის» კანტორაში ემუშავა. იგი
მუყაითი და დაუზარელი მუშაკი იყო და უფროსებს მალე შეაყვარა თავი.

– შემოვიდეს, – უთხრა მისტერ ჯოისმა.


80

იგი წამოდგა, სტუმარს ხელი ჩამოართვა და სკამი შესთავაზა – კროსბი პირით


ფანჯრისკენ დაჯდა. მისტერ ჯოისი კვლავ თავის სავარძელს მიუბრუნდა.
მისტერ ჯოისი მოლაპარაკე კაცი არ იყო და კარგა ხანს მდუმარედ
ათვალიერებდა მოსულს. კროსბი პლანტატორი იყო; მაღალი, მხარბეჭიანი –
ექვსი ფუტი მაინც იქნებოდა სიმაღლით, თუ მეტი არა. მთელი დღე სუფთა
ჰაერზე უხდებოდა ყოფნა, – დღისით პლანტაციებს შემოივლიდა ხოლმე, შინ
დაბრუნებისას კი ჩოგბურთს თამაშობდა. მზე მაგრად მოჰკიდებოდა. დიდი,
ბანჯგვლიანი ხელები ჰქონდა, ვეება ფეხებზე დიდი, ტლანქი ფეხსაცმელი ეცვა;
მისტერ ჯოისმა რატომღაც გაიფიქრა – ვინმე თამილას რომ მოხვდეს ამისი
მუშტი, იქვე გააცხებინებს სულსო. მაგრამ კროსბის ლურჯ თვალებში

არ მოჩანდა სისასტიკე, კეთილი, ალალი თვალები ჰქონდა, მსხვილნაკვთებიან


სახეზე შეატყობდით, რომ პატიოსანი, უბრალო და გულღია კაცი უნდა
ყოფილიყო. ახლა ძალიან დანაღვლიანებული და გამხდარი ჩანდა.

– ძალიან ცუდად გამოიყურებით. ალბათ უძილობა გაწუხებთ ბოლო ხანებში.

– დიახ.

მისტერ ჯოისმა ჯერ შეხედა ფეტრის ძველ შლაპას, რომელიც შემოსვლისას


კროსბიმ მაგიდაზე დადო; შემდეგ მის მოკლე მწვანე შარვალზე და ასეთივე
ფერის ქურთუკზე გადაიტანა მზერა; კროსბის სახელოებაკაპიწებული
ქურთუკის ქვეშ ჩოგბურთის ხალათი ეცვა, მოკლე შარვალი გაბანჯგვლულ,
მზით დამწვარ ფეხებს ვერ უფარაფდა. მას თითქოს დიდხანს ეხეტიალა
კაუჩუკის პლანტაციაზე და ეს წუთია დაბრუნებულიყო. მისტერ ჯოისმა შუბლი
შეიკრა.

– ასე არ შეიძლება, უნდა გამაგრდეთ.

– არაფერია, ჯერჯერობით ვუძლებ.

– დღეს ნახეთ თქვენი მეუღლე?

– არა, ცოტა მოგვიანებითაა ნახვა. რა სამარცხვინოა, რომ ციხეში ზის!

– ჩემი აზრით, ეს აუცილებელი იყო, – მიუგო მისტერ ჯოისმა ალერსიანი,


მშვიდი ხმით.

– ვითომ არ მოხერხდებოდა თავდებში გამოშვება?

– ბრალდება რომ მეტად სერიოზულია?!

– ჯანდაბას იმათი ბრალდება! იმის ადგილას ყველა წესიერი ქალი ასე


მოიქცეოდა. ოღონდ ეგ არის, რომ ათი ქალიდან ცხრას ამის შნო არ ექნებოდა.
ლესლისნაირი ქალი მეორე არ დადის ამქვეყნად. ღმერთს გეფიცებით, თავის
დღეში ჭიანჭველასთვის არ დაუდგამს ფეხი. ჩვენ ხომ თორმეტი წლის ცოლ-
ქმარი ვართ, ჩემსავით ვინ იცის იმის ამბავი! ეჰ, ერთი ჩამვარდნოდა ხელში ის
81

ტიპი, როგორ მოვუგრეხდი კისერს! არც დავფიქრდებოდი, იქვე გავათავებდი.


თქვენც ასე მოიქცეოდით.

– ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ ლაპარაკობს, ჩემო მეგობარო. არავინ არ


აპირებს ჰემონდის დაცვას. ლესლის აუცილებლად გამოვიხსნით. ეჭვი არ
მეპარება, რომ ნაფიცი მსაჯულები და თვითონ მოსამართლე სხდომამდე
გადაწყვეტენ მის გამართლებას.

– მთელი ეს ამბავი მასხრად აგდებაა და სხვა არაფერი! – აღშფოთდა კროსბი. –


ჯერ საერთოდ რატომ უნდა ჩაემწყვდიათ ციხეში და ახლა კიდევ უნდა
გაასამართლონ საწყალი გოგო, ვითომ არ ეყოფა, რაც გადაიტანა! რაც
სინგაპურში ჩამოვედი, ყველა იმას მეუბნება, ლესლი სწორად მოიქცაო. ამდენი
ხნით ციხეში ჩაგდება ნამდვილი მხეცობაა!

– კანონი კანონია. ნუ დაივიწყებთ, რომ თვითონვე აღიარა, მე მოვკალიო. ძალიან


ბევრი უსიამოვნება შეგხვდათ. ისიც ძალიან მეცოდება და თქვენც.

– მე რა სალაპარაკო ვარ, დალახვროს ეშმაკმა.

– მაგრამ ფაქტს ანგარიში უნდა გავუწიოთ – მოხდა მკვლელობა და


ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი საქმე უსათუოდ სასამართლოზე გააქვთ.

– თქვენი აზრით, შხამიანი გველის მოსპობა მკვლელობად ითვლება? ლესლიმ


ცოფიანი ძაღლივით მოკლა იგი.

მისტერ ჯოისი კვლავ გადაწვა სავარძელში და თითები ისე მიადო ერთმანეთს,


რომ სახლის სახურავს დაამსგავსა. იგი ცოტა ხანს დუმდა.

– მე, როგორც თქვენი ვექილი, ვალდებულად ვთვლი თავს მიგითითოთ ერთ


დეტალზე, რომელიც, ცოტა არ იყოს, მაეჭვებს, – წყნარად დაიწყო მან ბოლოს,
თან მშვიდი, მუქი თვალები მიაპყრო თავის კლიენტს. – თქვენს ცოლს რომ
ერთხელ ესროლა, საქმეში არავითარი სიძნელე არ იქნებოდა. საუბედუროდ, მან
ექვსჯერ ესროლა.

– კი, მაგრამ ლესლიმ ხომ ყველაფერი აგიხსნათ. ყველა ასე მოიქცეოდა მის
ადგილას.

– შეიძლება, – თქვა მისტერ ჯოისმა, – ვფიქრობ, რომ ლესლის ნაამბობი სრული


ჭეშმარიტებაა, მაგრამ ფაქტებს თვალი არ უნდა დავუხუჭოთ. მუდამ შენი თავი
უნდა წარმოიდგინო სხვის ადგილას. და გულახდილად გეუბნებით: მე რომ
პროკურორი ვიყო, ამ დეტალს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევდი.

– რა სისულელეა, ჩემო კარგო!

მისტერ ჯოისმა სწრაფად შეხედა რობერტ კროსბის და მკვეთრად მოხაზულ


ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. კარგი ბიჭია ეს კროსბი, მაგრამ ჭკუით ვერ
დაიტრაბახებს.
82

– კაცმა რომ თქვას, ამას მართლაც არა აქვს დიდი მნიშვნელობა, – მიუგო
ადვოკატმა. – მე მხოლოდ ვიფიქრე, რომ უნდა მეთქვა თქვენთვის ეს ამბავი. ახლა
ბევრი ლოდინი აღარ მოგიწევთ და გირჩევთ, როცა ყველაფერი დამთავრდება,
სადმე გაემგზავრეთ მეუღლესთან ერთად, რომ ცოტა გონს მოხვიდეთ. ასეთი
პროცესის გადატანა არაა იოლი საქმე, თუნდაც თითქმის დარწმუნებული იყოთ,
რომ გაგამართლებენ. ასე რომ, დასვენება ორივეს გარგებთ.

კროსბიმ პირველად გაიღიმა და ამ ღიმილმა მთლად შეცვალა. ახლა თვალში


აღარ გეცემოდათ, რომ ცოტათი ტლანქი იყო, მხოლოდ იმას მიხვდებოდით, რომ
ძალიან კეთილი კაცი უნდა ყოფილიყო.

– მე ლესლიზე მეტი დასვენება დამჭირდება. ძალიან ყოჩაღად იტანს


ყველაფერს. მაგარი ქალია, არა?

– დიახ, მართლაც იშვიათი თავდაჭერა აქვს, – თქვა ადვოკატმა, – ვერასოდეს


ვიფიქრებდი, რომ ასეთი ყოჩაღი იქნებოდა.

მას შემდეგ, რაც მისის კროსბი დააპატიმრეს, მისტერ ჯოისს ხშირად უხდებოდა
მასთან საუბარი, თუმცა ყოველნაირად ცდილობდნენ მისი მდგომარეობის
შემსუბუქებას, მაგრამ მაინც პატიმარი იყო, სასამართლოს წინაშე უნდა
წარმდგარიყო და ამიტომ სულ არ იყო გასაკვირი, რომ სულით დაცემულიყო.
მაგრამ მისის კროსბი ვაჟკაცურად იტანდა განსაცდელს. ის ბევრს კითხულობდა,
სეირნობდა, როცა ამის უფლებას აძლევდნენ, და ციხის უფროსის მოწყალე
ნებართვით მაქმანებსაც კი ქსოვდა – შინ ყოფნისას ეს მისი საყვარელი
საქმიანობა იყო და ხშირად საათობით უქსოვია. მისტერ ჯოისთან ყოველთვის
კოხტა, თხელ კაბაში ჩაცმული, თმადავარცხნილი და მანიკიურგაკეთებული
გამოდიოდა. ძალზე თავშეკავებული იყო. ხუმრობდა კიდეც – ციხე მთლად
კეთილმოწყობილი არ არისო. როცა თავის უბედურებაზე ლაპარაკობდა, ოდნავ
დაუდევარი ტონი ჰქონდა და მისტერ ჯოისი ფიქრობდა, მხოლოდ ასე კარგად
აღზრდილ ადამიანებს შეუძლიათ ასეთ სერიოზულ საქმეში სასაცილო
მხარეები დაინახონო. ეს ამბავი აოცებდა, რადგან მანამდე არასოდეს შეუნიშნავს
მისის კროსბისთვის იუმორის გრძნობა.

ისინი კარგა ხნის ნაცნობები იყვნენ. როცა მისის კროსბი სინგაპურში


ჩამოდიოდა, ჩვეულებრივ ჯოისებთან სადილობდა ხოლმე. ერთი-ორჯერ
შაბათ-კვირას ზღვის სანაპიროზეც ესტუმრა ჯოისებს ბუნგალოში. მისტერ
ჯოისის ცოლი ერთხელ ორი კვირით ესტუმრა მისის კროსბის პლანტაციაში და
ჯეფრი ჰემონდიც იქ ნახა. ჯოისებსა და კროსბებს გულითადი მგეობრობა არ
ჰქონდათ, მაგრამ კარგ ურთიერთობაში იყვნენ და, ამიტომ, როცა ეს უბედურება
მოხდა, რობერტ კროსბი მაშინვე სინგაპურს გაქანდა და მისტერ ჯოისს
შეევედრა, ჩემი საწყალი ცოლი დაიცავიო.

მისის კროსბი ყოველთვის ერთნაირად ჰყვებოდა თავის ამბავს და თუნდ სულ


პაწია წვრილმანშიც კი არ გადაუხვევია პირველად ნაამბობისგან. პირველად, იმ
უბედურებიდან სულ რამდენიმე საათის გასვლის შემდეგაც ისევე მშვიდად
83

ლაპარაკობდა, როგორც ახლა. დალაგებულად, თანაბარი, აუღელვებელი ხმით


მოუთხრობდა მისტერ ჯოისს ამ ამბავს და მხოლოდ მაშინ თუ შეეფაკლებოდა
ოდნავ ლოყები, როცა ზოგიერთ ეპიზოდს აღწერდა. სრულიად დაუჯერებელი
იყო, რომ სწორედ მას უნდა დამართნოდა ასეთი ამბავი. მისის კროსბი საშუალო
ტანის, ნაზი ქალი გახლდათ. ოცდაათს გადაცილებული იქნებოდა. ლამაზი არ
ეთქმოდა, მაგრამ

ეშხიანი კი იყო. ისეთი გამხდარი იყო, რომ მკლავებზე ძვლები და ცისფერი


ვენები უჩანდა. სახე ძალზე ფერმიხდილი, ოდნავ სიყვითლეგადაკრული
ჰქონდა, ტუჩები უფერული, თვალები გაურკვეველი ფერისა. ოდნავ ხვეულ
სქელ თმას ღია წაბლისფერი გადაჰკრავდა. საკმარისია ასეთი თმა სულ ცოტათი
დაახვიო, რომ ძალზე ლამაზი გამოჩნდეს, მაგრამ თავში არავის მოუვიდოდა,
მისის კროსბი ამ ხერხს მიმართავსო. ეს წყნარი, საყვარელი, მორიდებული ქალი
მხოლოდ იმიტომ არ გახდა საზოგადოების სული და გული, რომ მეტად
მორცხვი იყო. მაგრამ ეს გასაგებიცაა – პლანტატორები ხომ კარჩაკეტილ
ცხოვრებას ეწევიან; სამაგიეროდ შინაურებში ლესლი ყველას ხიბლავდა. მისის
ჯოისმა ორი კვირა რომ გაატარა პლანტაციაში, შინ დაბრუნების შემდეგ ქმარს
უამბო, ლესლი შესანიშნავი დიასახლისია და გაცილებით ღრმა და შინაარსიანი,
ვიდრე ერთი შეხედვით ჩანსო; როცა ახლოს გაიცნობ, გაოცდები, ისეთი ნაკითხი
და სასიამოვნო მოსაუბრეაო.

დაუჯერებელი იყო, რომ ასეთი ქალი მკვლელობას ჩაიდენდა.

დამშვიდობებისას მისტერ ჯოისი შეეცადა დაემშვიდებინა რობერტ კროსბი და


როცა

მარტო დარჩა, საქმის ფურცვლა დაიწყო, მაგრამ გადაშლილ ფურცლებს არ


კითხულობდა – მას ისეც კარგად ახსოვდა ყველაფერი. ეს სენსაცია ყველას
პირზე ეკერა ყველა კლუბში, ყოველ სასადილო მაგიდასთან. მთელ
ნახევარკუნძულზე სინგაპურიდან პენანგამდე. მისის კროსბის სიტყვით,
ყველაფერი ძალიან უბრალოდ მოხდა. ქმარი სინგაპურში წავიდა საქმეზე და მას
მარტოკას უნდა გაეთია ღამე. მოგვიანებით, ცხრას რომ თხუთმეტი აკლდა,
მარტოკამ ისადილა და სასტუმრო ოთახში მაქმანის ქსოვა დაიწყო. ოთახი
აივანზე გადიოდა. ბუნგალოში ძეხორციელი არ იყო – მოსამსახურეები თავიანთ
ოთახებში წასულიყვნენ. უცებ ფეხის ხმა შემოესმა. ხრეშმოყრილ ბილიკზე
ვიღაც მოდიოდა, – ეს ევროპელი უნდა ყოფილიყო, რადგან აქაურები
ფეხსაცმელს არ ატარებენ. ეს ამბავი უცნაურად ეჩვენა, რადგან მანქანის ხმა არ
გაუგონია და ვერ წარმოედგინა, ვინ უნდა მოსულიყო ასე გვიან. უცნობი კიბეზე
ამოვიდა, აივანი გადაჭრა და სასტუმრო ოთახის კარს მოადგა. ლესლიმ
პირველად ვერ იცნო – ლამპას თალფაქი ჰქონდა ჩამოფარებული, ხოლო გარეთ
უკვე სიბნელე ჩამოწოლილიყო.

– შეიძლება? – იკითხა სტუმარმა.


84

მისის კროსბიმ ვერც ხმით იცნო, სათვალე მოიხსნა და ჰკითხა, ვინ


ბრძანდებითო.

– ჯეფ ჰემონდი ვარ.

– შემოდით, ძალიან გამიხარდა თქვენი დანახვა.

ქალი წამოდგა და თავაზიანად ჩამოართვა ხელი. ცოტათი კი გაოცდა, რამ


მოიყვანაო, რადგან თუმცა მეზობლები იყვნენ, ამ ბოლო დროს დაშორდნენ და
უკვე დიდი ხანი იყო, არ ენახათ ერთმანეთი. ჯეფრის კაუჩუკის პლანტაციამდე
რვა მილი იყო და მისის კროსბი ვერ მიმხვდარიყო, რამ მოაფიქრა ასე გვიან
სტუმრად მოსვლა.

– რობერტი შინ არ არის, – თქვა მან. – სინგაპურში წავიდა და ხვალამდე არ


დაბრუნდება.

ეტყობოდა, ჯეფრი მიხვდა, რომ საჭირო იყო ეთქვა მოსვლის მიზეზი.

– საწყენია. მარტოს მომწყინდა, გადავწყვიტე, მოვსულიყავი და გამეგო, როგორ


ცხოვრობთ.

– როგორ მოხვედით? მანქანის ხმა არ გამიგონია.

– გზაზე დავტოვე. ვიფიქრე, იქნებ უკვე სძინავთ-მეთქი.

ესეც სავსებით ბუნებრივი იყო. რა მოხდა? პლანტატორები ალიონზე დგებიან,


რომ მუშები სიით გადათვალონ და ამიტომ ადრეც ეძინებათ ხოლმე. დილას
მართლაც ნახეს ჰემონდის მანქანა – ბუნგალოდან მეოთხედ მილზე
დაეტოვებინა.

რაკი რობერტი შინ არ იყო, ვისკი და გაზიანი წყალი სასტუმრო ოთახიდან


გაეტანათ. ლესლიმ იფიქრა, მსახურ ბიჭს უკვე ეძინებაო, აღარ გააღვიძა და
თვითონ მოიტანა ყველაფერი. სტუმარმა ჭიქა აივსო და ჩიბუხი გაიმზადა.

ჯეფ ჰემონდს კოლონიაში უამრავი მეგობარი ჰყავდა. აქ რომ ჩამოვიდა,


ყმაწვილი იყო, ახლა კი ორმოცს იქნებოდა მიტანებული. ომის დაწყებისთანავე
მოხალისედ წავიდა ფრონტზე და მალე თავიც გამოიჩინა. ორიოდე წლის შემდეგ
მუხლში დაიჭრა და შინ გამოუშვეს, სამხედრო ჯვარი და საბრძოლო ორდენი
ჩამოიტანა. კოლონიაში მას ერთ-ერთი საუკეთესო ბილიარდისტის სახელი
ჰქონდა. ომამდე კარგად ცეკვავდა და

ჩოგბურთშიც არავის უდებდა ტოლს, ახლა, მტკივანი მუხლის გამო, ცეკვას თავი
დაანება, ჩოგბურთსაც გაცილებით უარესად თამაშობდა, მაგრამ მაინც ყველას
უყვარდა. ჯეფრი ლამაზი, მაღალი მამაკაცი იყო, საუცხოო ლურჯი თვალები და
ტალღებად დახვეული შავი თმა ჰქონდა. მხოლოდ ის არ მოსწონდათ, რომ
ქალების მოყვარული იყო – და იმ ამბის მერე თავის ქნევით ამბობდნენ: აკი
ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან თავს დაიღუპავდაო.
85

ახლა ჯეფრი უამბობდა ლესლის, თუკი რაიმე ახალი ამბავი იცოდა: სინგაპურში
დოღი უნდა მოეწყოს, კაუჩუკის ფასმა დაიწია; მალე სანადიროდ აპირებს
წასვლას – ოლქში ამას წინათ ვეფხვი გამოჩნდა. ქალს უნდოდა მალე
დაემთავრებინა მაქმანის ქსოვა – დედამისის დაბადების დღე ახლოვდებოდა და
დროზე უნდა მოესწრო, რომ ინგლისში გაეგზავნა, – ამიტომ კვლავ გაიკეთა
სათვალე და სამუშაო მაგიდა ახლოს მიიწია.

– რატომ ატარებთ რქის სათვალეს, თანაც ამოდენას, – უთხრა ჯეფრიმ. – ასეთი


კოხტა ქალი ხართ და თავს იმახინჯებთ!

ლესლი, ცოტა არ იყოს, გაოცდა, – ჰემონდს არასოდეს გაუბედავს მასთან ამგვარი

ლაპარაკი, მაგრამ გადაწყვიტა, ყველაფერი ხუმრობაში გაეტარებინა.

– მე ლამაზად არ ვთვლი თავს და გულახდილად რომ გითხრათ, სულ არ


მენაღვლება, ლამაზად ჩამთვლით თუ უშნოდ.

– რომელი უშნო, რას ამბობთ. ჩემი აზრით, მშვენიერი ქალი ხართ.

– მადლობელი ვარ, – დაცინვით მიუგო ლესლიმ, – მაგრამ მე მგონი, ცოტა


აურიეთ.

ჰემონდმა გაიცინა, შემდეგ წამოდგა და ქალის გვერდით მდგარ სავარძელში


ჩაჯდა.

– იმედია, არ უარყოფთ, რომ ქვეყნად ყველაზე ლამაზი ხელების პატრონი ხართ,


– თქვა მან და ლესლის ხელებს წაეტანა. ქალმა ხელი აუკრა ხელზე.

– სისულელეს თავი დაანებეთ, თქვენს ადგილას გადაჯექით და ჭკუას მოუხმეთ,


თორემ შინ გაგისტუმრებთ.

კაცი ადგილიდან არ დაიძრა:

– განა არ იცით, რომ გაგიჟებით მიყვარხართ?

– არა, არ ვიცი, – მშვიდად უპასუხა ქალმა. – თქვენი იოტის ოდენაც არაფერი


მჯერა, მაგრამ თუნდაც მართალი იყოს, არ უნდა გაგებედათ თქმა.

ლესლი უფრო იმიტომ გაოცდა, რომ ჯეფრის არასოდეს გამოუჩენია რაიმე


განსაკუთრებული ყურადღება, თუმცა უკვე შვიდი წელი იყო, რაც ერთმანეთს
იცნობდნენ. როცა ომიდან დაბრუნდა, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე
ავად გახდა და რობერტმა თავის სახლში მოიყვანა მანქანით. მაშინ ორი კვირა
გაატარა კროსბებთან, მაგრამ სხვადასხვა ინტერესები ჰქონდათ და ამიტომ
უბრალო ნაცნობებად დარჩნენ. უკანასკნელ ორ-სამ წელიწადს იშვიათად
ხვდებოდნენ ერთმანეთს. ხანდახან ჩოგბურთის სათამაშოდ შემოივლიდა, ხან
რომელიმე მეზობელი პლანტატორის ოჯახში შეხვდებოდნენ, მაგრამ ხან
თვეები გაივლიდა და ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ.
86

ჯეფრიმ კიდევ აივსო ჭიქა. ლესლიმ იფიქრა, ალბათ აქ მოსვლამდეც დალიაო,


რადგან რაღაც სხვანაირი ეჩვენა და ცოტა არ იყოს, შეშინდა კიდეც. მან
უკმაყოფილოდ შეხედა

ჯეფრის და უთხრა:

– თქვენს ადგილზე, მეტს აღარ დავლევდი.

კაცმა ვისკი ერთბაშად გადაკრა, ჭიქა მაგიდაზე დადგა და მკვახედ უთხრა:

– თქვენ რა, გგონიათ სასმელმა ამალაპარაკა?

– ძალაუნებურად ასე იფიქრებს კაცი, განა არა?

– სისულელეა. მე პირველი დანახვისთანავე შემიყვარდით. მეყო, რაც ჩუმად


ვიყავი. მიყვარხართ, მიყვარხართ თავდავიწყებით!

ლესლი წამოდგა და მაგიდა გასწია.

– ღამე მშვიდობისა, – თქვა მან.

– მე არ მივდივარ.

მაშინ ლესლიმ მოთმინება დაკარგა:

– რა თავხედობაა! გაიგეთ, რომ მე რობერტის მეტი არასოდეს არავინ მყვარებია,


მაგრამ კიდეც რომ არ მიყვარდეს, ყოველ შემთხვევაში თქვენისთანა კაცი არ
მომეწონებოდა.

– ჩემთვის ეგ სულერთია. რობერტი შინ არ არის.

– ახლავე გაეთრიეთ, თორემ მსახურებს დავუძახებ და კინწისკვრით გაგაგდებენ


აქედან.

– ისინი შორს არიან, ვერ გაიგონებენ.

ქალი გაბრაზდა და აივნისკენ გადადგა ნაბიჯი – აივნიდან ადვილად


გააგონებდა მსახურებს, მაგრამ ჯეფმა მკლავში სტაცა ხელი.

– გამიშვი! – ბრაზით იყვირა ქალმა.

– როგორ არა! ახლა ჩემი ხარ.

– ბოი, ბოი! – იყვირა ლესლიმ, მაგრამ ჰემონდმა მაშინვე ხელი დააფარა პირზე
და ქალმა გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რომ კაცი მოეხვია და ვნებიანად დაუწყო
კოცნა. ლესლი ცდილობდა ხელიდან გასხლტომოდა, სახეს არიდებდა მის
მხურვალე ტუჩებს და ყვიროდა:

– არა, არა! თავი დამანებეთ, არ მინდა!


87

ამის შემდეგ რა მოხდა – გაჭირვებით იხსენებდა. იმ წუთამდე ყველაფერი


კარგად ახსოვდა, ახლა კი კაცის ხმა სადღაც შორიდან ესმოდა. მთელი მისი
არსება ზიზღმა და შეძრწუნებამ მოიცვა. მგონი, ჯეფი სიყვარულს ეფიცებოდა,
ევედრებოდა, შენც შემიყვარეო, და თან მაგრად ეხვეოდა. ქალი ცდილობდა
გამოხსნოდა, მაგრამ კაცი ძალიან ღონიერი იყო და თანაც ხელები დაჭერილი
ჰქონდა. ლესლი გრძნობდა, რომ თანდათან სუსტდებოდა; შეეშინდა, გონება არ
დავკარგოო, მამაკაცის ცხელი სუნთქვა გულს ურევდა. ჯეფი ტუჩებს, ღაწვებს,
თვალებს და თმას უკოცნიდა, შემდეგ ხელში აიყვანა. ქალი შეეცადა ფეხის
კვრით მოეშორებინა, მაგრამ ჯეფიმ უფრო მაგრად ჩაიხუტა და საძინებელი
ოთახისკენ წაიყვანა. ახლა ის ხმას აღარ იღებდა, მაგრამ

ლესლი ხედავდა, რომ მთლად გაფითრებულიყო და თვალები ვნებით


უბრწყინავდა. მასში უკვე ველურმა გაიღვიძა. უცებ ჯეფმა მაგიდას წამოსდო
ფეხი და წაიბორძიკა. მტკივანმა მუხლმა უმტყუნა და ქალთან ერთად იატაკზე
დაეცა. ლესლი ხელიდან გაუსხლტა და დივანისკენ გაექანა. ჯეფი მაშინვე
წამოვარდა და დაედევნა. საწერ მაგიდაზე რევოლვერი იდო, ლესლი მშიშარა არ
იყო, მაგრამ რობერტი დილამდე არ დაბრუნდებოდა და გულის
დასამშვიდებლად უნდოდა საძინებელ ოთახში რევოლვერი შეეტანა. აი, რატომ
იდო საწერ მაგიდაზე. ლესლიმ შიშისგან ჭკუა დაკარგა. უკვე აღარ ესმოდა, რას
სჩადიოდა. გაისმა გასროლა. ჰემონდი შექანდა. იყვირა. რაღაც თქვა, – ლესლიმ
არ იცის, რა თქვა, და ბორძიკით გაემართა აივნისკენ. ლესლი მთლად გადაირია,
გახელდა, იგი დაედევნა ჯეფრის, დიახ, ალბათ ასე იყო, – დაედევნა, თუმცა
არაფერი ახსოვს, და სანამ ვაზნები არ გაუთავდა, ესროდა. აივანზე ჰემონდი
დაეცა, მოიკრუნჩხა და გაშეშდა. იგი სისხლში ცურავდა.

როცა მსახურებმა მოირბინეს, ლესლი კვლავ თავზე ადგა ჰემონდს, ხელში


რევოლვერი ეჭირა. ჰემონდი აღარ სუნთქავდა. ქალმა მდუმარედ შეხედა
მსახურებს, რომლებიც შეშინებულნი ერთად შეჯგუფულიყვნენ. მერე
რევოლვერი ძირს დააგდო, უხმოდ

მობრუნდა და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა. შემდეგ მსახურებმა დაინახეს, რომ


ლესლი საძინებელ ოთახში შევიდა და კარი ჩაკეტა. ისინი გვამს ვერ მიეკარნენ,
მხოლოდ აფორიაქებული ჩურჩულებდნენ და შიშით აღსავსე თვალებით
მისჩერებოდნენ. პირველად უფროსი მსახური მოვიდა გონს; იგი ჩინელი იყო,
მათთან დიდი ხნის ნამსახურევი და საზრიანი კაცი. რობერტი მოტოციკლეტით
წავიდა სინგაპურში და მანქანა გარაჟში იყო. მსახურებს უბრძანა, მანქანა
გამოეყვანათ. საჭირო იყო ახლავე წასულიყო ოლქის უფროსის მოადგილესთან
და ეს ამბავი შეეტყობინებინა. ჩინელმა რევოლვერი აიღო და ჯიბეში ჩაიდო.
ოლქის უფროსის მოადგილე, გვარად უიდერსი, მახლობელი ქალაქის
გარეუბანში ცხოვრობდა, იქამდე ოცდათხუთმეტი მილი იქნებოდა. სანამ
მივიდოდნენ, საათ-ნახევარი გავიდა. მთელ სახლს ეძინა და იძულებული
გახდნენ, მსახურები გაეღვიძებინათ. მალე თვით უიდერსი გამოვიდა. ჩინელმა
ყველაფერი უამბო და რევოლვერიც უჩვენა. უიდერსმა ტანთ ჩაიცვა, მანქანა
88

მოაყვანინა და ცოტა ხნის შემდეგ უკვე რობერტის სახლისაკენ მიქროდა მათ


კვალდაკვალ. ბუნგალოსთან განთიადისას მივიდნენ. უიდერსმა აივანზე
აირბინა და ჰემნდის გვამთან გაშეშდა. მერე ხელი დაადო შუბლზე – ჰემონდი
მთლად გაცივებულიყო.

– სად არის დიასახლისი? – ჰკითხა მან მსახურს.

ჩინელმა საძინებელ ოთახზე მიუთითა. უიდერსმა კარზე დააკაკუნა. შიგნიდან


არავინ გამოეხმაურა. მან ხელმეორედ დააკაკუნა.

– მისის კროსბი, – დაუძახა მან.

– ვინ არის?

– უიდერსი.

ცოტა ხანს კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ საკეტმა გაიჩხაკუნა, კარი ნელ-
ნელა გაიღო და უიდერსმა ლესლი დაინახა. მას იგივე კაბა ეცვა, ეტყობოდა, არ
დაწოლილიყო. ლესლი იდგა და მდუმარედ მისჩერებოდა უიდერსს.

– თქვენმა მსახურმა მომაკითხა. ჰემონდი! ეს რა ჩაიდინეთ?!

– გაუპატიურება მომინდომა და მოვკალი.

– ღმერთო ჩემო! გამიგონეთ, იქნებ გამოსულიყავით, ა? დაწვრილებით უნდა


მიამბოთ ყველაფერი.

– ოღონდ ახლა არა. არ შემიძლია. მოიცადეთ, ქმართან გაგზავნეთ ვინმე.

უიდერსი ახალგაზრდა იყო და დაიბნა, არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო


ასეთ შემთხვევაში. ლესლიმ მტკიცე უარი თქვა ჩვენების მიცემაზე, სანამ ქმარი
არ დაბრუნდებოდა. როცა რობერტი დაბრუნდა, ორივეს დაწვრილებით უამბო
ყველაფერი. და თუმცა შემდეგაც მრავალჯერ მოუხდა ჩვენების მიცემა, მაგრამ
არასოდეს ერთი სიტყვაც არ შეუცვლია.

მისტერ ჯოისი კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა ამ ექვს გასროლას. როგორც


იურისტს, ძალიან აშფოთებდა, რომ ლესლიმ ერთხელ კი არა, ექვსჯერ ესროლა,
თანაც გვამის შესწავლამ დაამტკიცა, რომ ოთხი ტყვია მიბრჯნით იყო ნასროლი.
ესე იგი ლესლი მაშინ ისროდა, როცა ჰემონდი დაეცა. მან აღიარა, რომ ამ
წუთიდან აღარაფერი ახსოვდა. ამას მეხსიერების დაბნელება ჰქვია. ესე იგი
მძაფრმა მრისხანებამ შეიპყრო, მაგრამ როგორ შეეძლო ასეთ წყნარ, მორიდებულ
ქალს ასე გაცოფებულიყო? მისტერ

ჯოისი მრავალი წელი იყო, რაც ლესლის იცნობდა და ყოველთვის მშვიდ


ადამიანად მიაჩნდა; ამ ბოლო კვირების განმავლობაში კი საერთოდ გაოცებული
იყო, რა თავდაჭერილიაო.

მისტერ ჯოისმა მხრები აიჩეჩა.


89

«ალბათ, ვერასოდეს გამოვარკვევთ, როგორი ბარბაროსული ინსტინქტებია


ჩამალული თვით ყოვლად წესიერ ქალებშიც», – ფიქრობდა იგი.

ამ დროს დააკაკუნეს.

– მობრძანდით.

კარი გაიღო და ჩინელი კლერკი შემოვიდა.

კარი აუჩქარებლად, ფრთხილად, მაგრამ მტკიცედ მიიხურა და ჯოისის მაგიდას


მიუახლოვდა.

– ნებას მომცემთ, სერ, შეგაწუხოთ კერძო ხასიათის მოკლე საუბრით?

– რა შეწუხებაა, ცი-სენ, – მიუგო მან.

– საქმე, რომელზედაც უნდა გესაუბროთ, სერ, ფრიად საიდუმლო და


საჩოთიროა.

– აბა, მიამბეთ.

კლერკმა ეშმაკი თვალები მიაპყრო მისტერ ჯოისს. ვან ცი-სენს, როგორც


ყოველთვის, ადგილობრივ უკანასკნელ მოდაზე ეცვა: პრიალა ლაქის
ფეხსაცმელი და ჭყეტელა აბრეშუმის წინდები; შავ ყელსაბამზე მარგალიტის და
ლალის თვლიანი სამაგრი ეკეთა, მარცხენა ხელის არათითზე ბრილიანტის
ბეჭედი. მშვენივრად შეკერილი თეთრი პიჯაკის ჯიბიდან ოქროს მუდმივი
კალამი და ოქროსავე ფანქარი უჩანდა. ხელზე ოქროს საათი ეკეთა, ცხვირზე –
უჩარჩოო პენსნე. მან ჩაახველა.

– ეს კროსბის საქმეს შეეხება, სერ.

– მართლა?

– ჩემთვის ცნობილი გახდა ერთი გარემოება, რომელმაც, როგორც მგონია,


შეიძლება სულ სხვა ელფერი მისცეს ამ საქმეს.

– რა გარემოებაა?

– მე გავიგე, რომ არსებობს ბარათი, რომელიც ჩვენს კლიენტს გაუგზავნია


ტრაგედიის საცოდავი მსხვერპლისთვის.

– რა მოხდა? ალბათ ამ უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მისის კროსბის


ხშირად მოუხდებოდა ბარათის გაგზავნა მისტერ ჰემონდისთვის.

მისტერ ჯოისი დიდად აფასებდა თავისი კლერკის ჭკუას და თუ არ გაიოცა ეს


ამბავი, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი აზრები დაეფარა.

– ადვილი დასაშვებია, სერ. მისის კროსბი უთუოდ ხშირად უგზავნიდა ბარათს


მისტერ ჰემონდს, იწვევდა, ვთქვათ, სადილზე ან ჩოგბურთის სათამაშოდ. მეც
90

პირველად ასე ვიფიქრე, როცა ამ ბარათის ამბავი მითხრეს, მაგრამ აღმოჩნდა,


რომ იგი განსვენებული მისტერ ჰემონდის სიკვდილის დღეს დაიწერა.

მისტერ ჯოისი არც განძრეულა. იგი კვლავ თვალებში მისჩერებოდა ვან ცი-სენს
და, როგორც ყოველთვის იცოდა ხოლმე მასთან საუბრის დროს, იღიმებოდა –
თითქოს კლერკის ლაპარაკი ართობსო.

– საიდან იცით?

– ეს გარემოება ერთმა ჩვენმა მეგობარმა შემატყობინა.

მისტერ ჯოისი მიხვდა, რომ ვან ცი-სენს ვერაფერს დააცდენინებდა.

– სერ, – განაგრძო კლერკმა, – იმედი მაქვს, გახსოვთ მისის კროსბის განცხადება,


რომ რამდენიმე კვირა დაზარალებულთან არავითარი ურთიერთობა არ ჰქონია
და მხოლოდ იმ საბედისწერო საღამოს შეხვდა.

– ბარათი თქვენ გაქვთ?

– არა, სერ.

– რა წერია შიგ?

– მეგობარმა მისი ასლი მომცა. ხომ არ გნებავთ თვალი გადაავლოთ?

– მიჩვენეთ.

– ვან ცი-სენმა პიჯაკის გულის ჯიბიდან გაბერილი საფულე ამოიღო. იგი სავსე
იყო საბუთებით, სინგაპურული დოლარებითა და პაპიროსის კოლოფებიდან
ამოღებული სურათებით. ბოლოს ამ ქაოსიდან თხელი საფოსტო ქაღალდის
ნახევარი ამოიღო და მისტერ ჯოისს დაუდო წინ. ქაღალდზე ეწერა:

«რ. წავიდა და ხვალამდე არ იქნება. აუცილებელია, რომ შევხვდეთ. გელოდებით


თერთმეტზე. გაგიჟებას აღარაფერი მიკლია. თუ არ შევხვდებით, შედეგზე
პასუხს არ ვაგებ. მანქანით სახლამდე ნუ მოხვალთ. ლ».

ბარათი მრგვალი გარკვეული ხელით იყო გადაწერილი. ასეთ წერას ჩინელებს


ევროპულ სკოლებში ასწავლიან. სწორი, ლამაზი სტრიქონები როგორღაც არ
შეეფერებოდა წერილის შავბნელ შინაარსს.

– რატომ გგონიათ, რომ ეს ბარათი მისის კროსბის დაწერილია?

– მე ყველა საფუძველი მაქვს, ვენდო იმ პიროვნებას, ვინც ბარათი გადმომცა, –


მიუგო ვან ცი-სენმა. – ესეც რომ არ იყოს, ამის დამტკიცება არ არის ძნელი.
თვითონ მისის კროსბის შეუძლია ბარათის დანახვისთანავე თქვას, მისი
დაწერილია თუ არა.

მისტერ ჯოისს საუბრის დაწყებამდე თვალი არ მოუშორებია კლერკის ლამაზი


სახისთვის და ახლა მოეჩვენა, რომ ამ სიტყვებზე მან დამცინავად გაიღიმა.
91

– არ მჯერა, რომ მისის კროსბის შეეძლო ამგვარი ბარათის დაწერა.

– თუ თქვენ ეგრე ფიქრობთ, სერ, მაშინ შეიძლება ჩვენი საუბარი


დამთავრებულად ჩავთვალოთ. ჩემმა მეგობარმა მხოლოდ იმისთვის გამაცნო
საქმის ვითარება, რომ მე თქვენთან ვმსახურობ, რადგან ეგონა, რომ თქვენთვის
საინტერესო იქნებოდა გცოდნოდათ ამ ბარათის არსებობა, ვიდრე იგი პროკუ-
რორს ჩაუვარდება ხელთ.

– დედანი ვისა აქვს? – მკვახედ ჰკითხა მისტერ ჯოისმა.

ვან ცი-სენმა ვითომ ვერ შეამჩნია მისტერ ჯოისის კილო.

– თქვენ ალბათ გახსოვთ, სერ, რომ მისტერ ჰემონდის გარდაცვალების შემდეგ


გამოირკვა მისი კავშირი ვინმე ჩინელ ქალთან. ამჟამად ბარათი მის ხელთაა.

მართლაც, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მისტერ ჰემონდის სახლში უკვე


რამდენიმე თვეა ჩინელი ქალი ცხოვრობდა, საზოგადოებრივი აზრი ხელად
ჰემონდის წინააღმდეგ განეწყო.

ცოტა ხანს ორივენი დუმდნენ. ყველაფერი ნათქვამი იყო და მათ მშვენივრად


გაუგეს ერთმანეთს.

– მადლობელი ვარ, ცი-სენ. მოვიფიქრებ ყველაფერს.

– ძალიან კარგი, სერ. ხომ არ გნებავთ, ჩემს მეგობარს შევატყობინო ჩვენი


საუბრის შედეგი?

– კეთილი, მე მგონი, ურიგო არ იქნება, თუ კავშირი გექნებათ მასთან, – დინჯად


უპასუხა მისტერ ჯოისმა.

– კარგი, სერ.

კლერკი უხმაუროდ გავიდა ოთახიდან, კვლავ ფრთხილად გაიხურა კარი და


მისტერ ჯოისი კვლავ მარტო დარჩა თავის ფიქრებთან. წინ ლესლის ბარათის
ასლი ედო, ლამაზი, ბეჭდური ხელით გადაწერილი. თავში ბუნდოვანი ეჭვები
უტრიალებდა. ამ ეჭვებმა ისე ააფორიაქეს, რომ შეეცადა როგორმე მოეშორებინა
თავიდან. ნამდვილად ყველაფერი მარტივი ასახსნელია და ლესლი ალბათ უცებ
მოჰფენს ნათელს ამ საქმეს. მაგრამ ახსნა კი აუცილებელია. იგი წამოდგა, ბარათი
ჯიბეში ჩაიდო და ქუდი აიღო. კაბინეტიდან რომ გამოვიდა, დაინახა, რომ ვან ცი-
სენი თავის მაგიდასთან იჯდა და გულმოდგინედ წერდა რაღაცას.

– მალე დავბრუნდები, ცი-სენ.

– თქვენ თორმეტზე მისტერ ჯორჯ რიდს დაუნიშნეთ მიღება. რა ვუთხრა, სად


წავიდა-თქო?

მისტერ ჯოისმა ოდნავ გაიღიმა.

–შეგიძლიათ უთხრათ, რომ ეჭვითაც არ იცით, სად წავედი.


92

მაგრამ სავსებით აშკარა იყო, რომ ვან ცი-სენი მიხვდა, მისტერ ჯოისი ციხეში
მიდისო. მისის კროსბი სინგაპურში გადაიყვანეს, რადგან ბელანდში, სადაც
მკვლელობა მოხდა და საქმე უნდა გარჩეულიყო, თეთრკანიანი ქალის
საკადრისი ციხე არ იყო.

ლესლი იმ ოთახში შემოიყვანეს, სადაც მისტერ ჯოისი იცდიდა და ქალმა


თავაზიანი ღიმილით გაუწოდა თავისი გამხდარი, ლამაზი ხელი.
ჩვეულებისამებრ, უბრალოდ და კოხტად ეცვა, ხშირი ღია ფერის თმა
გულდასმით ჰქონდა დავარცხნილი.

– ამ დილით არ გელოდით, – თავაზიანად უთხრა ლესლიმ.

მას ისე ეჭირა თავი, თითქოს საკუთარ ოჯახში იყო და მისტერ ჯოისს ისიც კი
მოეჩვენა, სადაცაა მსახურს გასძახებს, სტუმარს კოქტეილი მოუტანეო.

– როგორ ბრძანდებით? – ჰკითხა მისტერ ჯოისმა.

– გმადლობთ, სავსებით ჯანმრთელად ვარ, – ლესლის თვალებში ღიმილი


აუციმციმდა, – აქ მშვენივრად შეიძლება დასვენება და მოკეთება.

ზედამხედველი გავიდა და ისინი მარტონი დარჩნენ ოთახში.

– დაბრძანდით, გეთაყვა, – უთხრა ლესლიმ.

მისტერ ჯოისი სავარძელში ჩაჯდა. მან არ იცოდა, როგორ დაეწყო ლაპარაკი.


ქალი ისე დამშვიდებული ჩანდა, რომ მისტერ ჯოისმა იფიქრა, ახლა ამ ბარათის
შესახებ ლაპარაკი შეუძლებელიაო. ლესლიზე ვერ იტყოდით, ლამაზიაო, მაგრამ
ძალიან მიმზიდველი კი იყო. გარეგნული ბრწყინვალება კი არა ჰქონდა, არამედ
დახვეწილობა, რომელსაც კარგი აღზრდა ანიჭებს ადამიანს, საკმარისი იყო
ერთხელ გენახათ, რომ მიმხვდარიყავით, რა ოჯახსა და წრეში აღიზარდა.
სიგამხდრე განსაკუთრებულ სინატიფეს აძლევდა. მასში სიტლანქის ნატამალი
არ იყო.

– შუადღისათვის რობერტს ველოდები, – როგორც ყოველთვის, ახლაც


მხიარულად და უბრალოდ თქვა ლესლიმ (სასიამოვნო იყო მისი მოსმენა,
ლაპარაკზე ხელად

მიხვდებოდით, რომ მაღალი საზოგადოების ქალთან გქონდათ საქმე). –


საწყალი, მთლად გამოთავებულა. მადლობა ღმერთს, კიდევ ორიოდე დღე და
ყველაფერი წარსულს ჩაჰბარდება.

– კიდევ ხუთი დღე დარჩა.

– ჰო. დილას რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ, ერთი დღე მოაკლდა-მეთქი, – თქვა


ლესლიმ და მერე ღიმილით დაუმატა: – სკოლაშიც ასე ველოდებოდი
არდადეგებს.
93

– აი, რა მინდა გკითხოთ. მინდა დავაზუსტო, სწორად გაიგეთ თუ არა: თქვენ იმ


უბედურებამდე მართლა რამდენიმე კვირა სრულიად არავითარი ურთიერთობა
არ გქონიათ ჰემონდთან?

– რა თქმა უნდა. უკანასკნელად მაკფერენსებთან ვნახე ჩოგბურთზე.


რამდენადაც მახსოვს, ორიოდე სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, იქ
ორი კორტია და ცალ-ცალკე მოვხვდით.

– არც ბარათი მიგიწერიათ?

– არა, რას ბრძანებთ!

– დარწმუნებული ხართ?

– ეგ რა კითხვაა, – უპასუხა ქალმა ღიმილით. – რა მქონდა მისაწერი. სადილზე ან


ჩოგბურთზე სათამაშოდ თუ მოვიწვევდი, მაგრამ უკვე რამდენიმე თვე იყო, არ
მომიპატიჟებია.

– ერთხანს ხომ მეგობრობდით, მერე რატომ აღარ პატიჟებდით?

მისის კროსბიმ გამხდარი მხრები აიჩეჩა.

– ადამიანები ხშირად გბეზრდება კაცს. ჩვენ საერთოდ ცოტა რამ გვქონდა


საერთო. როცა ავად იყო, მე და რობერტმა, რა თქმა უნდა, კარგად მოვუარეთ,
მაგრამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჯანმრთელად იყო და დიდი
წარმატებაც ჰქონდა. ყველა თავისკენ ეწეოდა და რა საჭირო იყო, ზედმეტი
მოპატიჟებით შეგვეწუხებინა.

– მაშ, ამის მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი?

მისის კროსბი ცოტა ხანს ყოყმანობდა.

– ჰო, კიდევ აი რა მინდოდა მეთქვა: ჩვენ შევიტყვეთ, რომ ვიღაც ჩინელ ქალთან
ცხოვრობდა, – მე თვითონ ვნახე ის ქალი, – და რობერტმა მოითხოვა, ჰემონდი
ჩემს სახლში არ დავინახოო.

მისტერ ჯოისი სწორზურგა სავარძელში იჯდა, ნიკაპი ხელისგულზე დაეყრდნო


და თვალს არ აშორებდა ლესლის. ნუთუ მხოლოდ მოეჩვენა, რომ ამ სიტყვბეზე
ლესლის შავი თვალებიდან ნაპერწკლები გამოკრთა? მისტერ ჯოისს გააჟრჟოლა.
მან პოზა შეიცვალა – თითების წვერი ერთმანეთს მიადო და დინჯად, სიტყვების
შერჩევით დაიწყო ლაპარაკი.

– უნდა მოგახსენოთ, რომ არსებობს ბარათი, რომელიც თქვენ ჯეფ


ჰემონდისთვის გაგიგზავნიათ.

მისტერ ჯოისი დაკვირვებით უმზერდა ლესლის. ქალი არ განძრეულა, არც სახე


შესცვლია, მაგრამ პასუხი საკმაოდ დააგვიანა.
94

– მე ხშირად მომიპატიჟებია იგი ბარათით; ხოლო ხანდახან, როცა შევიტყობდი,


რომ სინგაპურში აპირებდა გამგზავრებას, საყიდლებს ვაბარებდი ხოლმე.

– ამ ბარათით თქვენ ატყობინებდით, რომ რობერტი სინგაპურს გაემგზავრა და


თხოვდით გწვეოდათ.

– შეუძლებელია. მსგავსი რამ არასოდეს მიმიწერია.

– მაშინ აი, თვითონ წაიკითხეთ.

მან ჯიბიდან ბარათი ამოიღო და გაუწოდა. ქალმა მხოლოდ დახედა,


ზიზღნარევი ღიმილით დაუბრუნა და უთხრა:

– ეს ჩემი ხელი არ არის.

– მართალია, მაგრამ მე მითხრეს, რომ ეს ზუსტი ასლია.

მაშინ ლესლიმ ბარათი წაიკითხა და უეცრად საშინლად შეიცვალა. ისედაც


ფერმიხდილი სახე მთლად გაუმწვანდა, პირი დააღო და მიცვალებულს
დაემსგავსა. შემზარავი სანახავი გახდა. იგი თვალებგადმოკარკლული
მისჩერებოდა მისტერ ჯოისს

– ეს ჩემი დაწერილი არ არის, გეფიცებით, მე არ დამიწერია.

– სანამ იტყოდეთ, მოიფიქრეთ. თუ დედანი მართლაც თქვენი ხელითაა


დაწერილი, მაშინ ჩვენ ამას ვერ უარვყოფთ.

– თქვით, რომ ყალბია.

– ამის დამტკიცება ძნელი იქნება. უფრო ადვილია იმის დამტკიცება, რომ


ბარათი ნამდვილია.

ლესლის გამხდარ ტანზე ტალღასავით გადაუარა კანკალმა. შუბლი ოფლის


მსხვილი

წვეთებით დაეცვარა. მან ხელჩანთიდან ცხვირსახოცი ამოიღო და


ხელისგულები გაიმშრალა. მერე ერთხელ კიდევ გადაავლო თვალი ბარათს და
ქვევიდან ახედა მისტერ ჯოისს.

– ამას თარიღი არ უზის. ასეთი ბარათი კიდევაც რომ მიმეწერა ოდესმე, მას მერე
ხომ შეიძლება მრავალი წელი იყოს გასული. მოითმინეთ, ვეცდები გავიხსენო
ყველაფერი.

– მე შევამჩნიე, რომ თარიღი არა აქვს, მაგრამ თუ ბარათი სასამართლოს


ჩაუვარდება ხელთ, თქვენს მსახურებს ჯვარედინ დაკითხვას მოუწყობენ და
უცებ გამოირკვევა, წაუღო ვინმემ იმ დღეს წერილი ჰემონდს თუ არა.

გამწარებულმა მისის კროსბიმ თითების მტვრევა დაიწყო და სავარძელში


შექანდა – მისტერ ჯოისს შეეშინდა, გონება არ დაკარგოსო.
95

– გეფიცებით, მე არ მიმიწერია ეს ბარათი.

მისტერ ჯოისმა არ უპასუხა. მან თვალი მოარიდა დაბნეულ ქალს, იატაკს


დააცქერდა და ღრმად ჩაფიქრდა.

– მაშინ, ჩემი აზრით, ამ თემაზე უნდა შევწყვიტოთ ლაპარაკი, – ნელა თქვა მან
ბოლოს. – თუ ბარათის მფლობელი საჭიროდ მიიჩნევს და ბარათს
მართლმსაჯულებას გადასცემს, ეს თქვენთვის მოულოდნელი ამბავი აღარ
იქნება.

როგორც ჩანდა, მისტერ ჯოისმა დაამთავრა საუბარი, მაგრამ სავარძლიდან არ


ამდგარა. ეტყობოდა, რაღაცას ელოდა. მას მოეჩვენა, რომ წამები საათებად იქცა.
ლესლის არ უყურებდა, მაგრამ გრძნობდა, რომ იგი უძრავად იჯდა. ქალი
სიტყვას არ ძრავდა და ბოლოს ისევ თვითონ დაარღვია სიჩუმე:

– თუ მეტი არაფერი გაქვთ სათქმელი, ბარემ წავალ. კანტორაში მიცდიან.

მაშინ ქალმა ჰკითხა:

– რა შეიძლება იფიქროს კაცმა, როცა ამ ბარათს წაიკითხავს?

– შეიძლება დარწმუნებით თქვას, რომ წინასწარგანზრახული სიცრუე თქვით, –


მკვახედ უპასუხა მისტერ ჯოისმა.

– რა სიცრუე?

– თქვენ გარკვეულად ამტკიცებდით, რომ სულ ცოტა, უკანასკნელი სამი თვის


განმავლობაში ჰემონდთან არავითარი ურთიერთობა არ გქონიათ.

– მე საშინელი ელდა გადავიტანე. ისეთი საზარელი ღამე მქონდა. ნამდვილი


კოშმარი იყო და ერთი წვრილმანი ამომივარდა გონებიდან – ნუთუ ეს
ბუნებრივი არ არის?

– სამწუხაროდ, თქვენ შეძელით ზუსტად, დაწვრილებით აღგედგინათ თქვენი


და ჰემონდის საუბარი, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ჯეფი
დაღუპვის დღეს თქვენი თხოვნით გესტუმრათ, დაგავიწყდათ?

– არა, არ დამვიწყებია. უბრალოდ, ამის თქმა შემეშინდა. აბა, ვინ დამიჯერებდა,


რომ მეთქვა კიდეც! რა თქმა უნდა, ეს სისულელეა, მაგრამ თავგზააბნეული
ვიყავი და, რადგან ერთხელ უკვე ვთქვი, ერთმანეთს არ ვხვდებოდით-მეთქი,
უკან ვეღარ დავიხიე.

ლესლის კვლავ დაუბრუნდა თავისი გასაოცარი თავდაჭერილობა და ადვილად


გაუძლო მისტერ ჯოისის გამსჭვალავ მზერას. მისი ქალურობა იარაღს
დააყრევინებდა ადამიანს.

– თქვენ მოგთხოვენ ახსნას, რატომ დაიბარეთ ჰემონდი სწორედ მაშინ, როცა


რობერტი წავიდა.
96

ლესლიმ ფართოდ გახელილი თვალები მიაშტერა ვექილს და მან გაიფიქრა,


რატომ აქამდე არ შევამჩნიე, რომ ასეთი არაჩვეულებრივი თვალები ჰქონიაო.
ლესლის მართლაც საუცხოო თვალები ჰქონდა. ახლა ცრემლები უციმციმებდა
და ხმაც უთრთოდა.

– მე სიურპრიზს ვუმზადებდი რობერტს. მომავალ თვეში მისი დაბადების დღეა,


იგი ახალ თოფზე ოცნებობდა, მაგრამ მე თოფებისა არაფერი მესმის. ამიტომ
გადავწყვიტე ჯეფრისთვის მეკითხა რჩევა. მინდოდა მეთხოვა, რომ თოფი
შეეკვეთა ჩემს სახელზე.

– როგორც გეტყობათ, არც ისე კარგად გახსოვთ ბარათის შინაარსი. იქნებ


ერთხელ კიდევ გადაგეკითხათ?

– არა, რა საჭიროა, – სწრაფად მიუგო ლესლიმ.

– ნუთუ ფიქრობთ, რომ ასეთ ბარათს მისწერს ქალი თითქმის უცხო ადამიანს
მხოლოდ იმისთვის, რომ თოფის ყიდვაზე ჰკითხოს რჩევა?

– ჰო, მართალია, წერილი არეულ-დარეულია და საკმაოდ აღელვებული ტონიც


აქვს. მე ასეთი სტილი მაქვს. მზადა ვარ ვაღიარო, რომ სასაცილოც კია, – ლესლიმ
გაიღიმა. – გარდა ამისა, არც ისე უცხონი ვიყავით ერთმანეთისთვის. ავად რომ
გახდა, დედასავით ვუვლიდი. რობერტს არ უნდოდა, რომ ჯეფრის ჩვენსას ევლო
და ამიტომ მაშინ დავუძახე, როცა ქმარი წავიდა.

მისტერ ჯოისი ჯდომით დაიღალა, წამოდგა, ოთახში გაიარ-გამოიარა და თან


სათქმელი მოიფიქრა; შემდეგ თავის სავარძელს მიუახლოვდა, ორივე ხელით
დაეყრდნო მის საზურგეს და ხმადაბლა, თან ძალზე შთაგონებულად დაიწყო:

– მისის კროსბი, მე მინდა ფრიად და ფრიად სერიოზულად მოგელაპარაკოთ.


აქამდე თქვენი საქმე შედარებით მარტივი იყო. ჩემი შეხედულებით მარტო
ერთი გარემოება

იყო ასახსნელი. როგორც მე წარმომიდგენია, თქვენ, სულ ცოტა, ოთხჯერ მაინც


ესროლეთ ჰემონდს მას შემდეგ, რაც ის დაეცა. თქვენ რბილი ხასიათი და
სათუთი გული გაქვთ, თანაც თავშეკავებული ბრძანდებით. ამიტომ ძნელი
დასაშვებია, რომ თქვენისთანა ადამიანს, თუნდაც ძალიან დამფრთხალს, ასეთი
დაუოკებელი რისხვა დაუფლებოდა. მაგრამ ეს მაინც შეიძლება მოხდეს. თუმცა
ჯეფრი ჰემონდი ბევრს მოსწონდა და საერთოდ ყველას კარგ ადამიანად
მიაჩნდა, მე მაინც მზად ვიყავი დამემტკიცებინა, რომ მას შეეძლო ჩაედინა
დანაშაული, რომელსაც თქვენ აბრალებთ და რომლითაც თავს იმართლებთ.
ამასთან ჩვენ შეგვეძლო გამოგვეყენებინა სრულიად გარკვეული ფაქტი,
რომელიც მისი დაღუპვის შემდეგ გამომჟღავნდა – მისი კავშირი იმ ჩინელ
ქალთან. ამ ამბავმა საზოგადოება ძალიან აამხედრა ჯეფრის წინააღმდეგ. ჩვენ
შესაძლებლად ვთვლიდით გამოგვეყენებინა უკმაყოფილება, რომელიც ყველა
წესიერ ადამიანს აღუძრა ამ ამბავმა. ამ დილას თქვენს ქმარს ვუთხარი,
დარწმუნებული ვარ, გაამართლებენ-მეთქი. ეს მის დასამშვიდებლად კი არ იყო
97

ნათქვამი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ნაფიცი მსაჯულები არც კი


გავიდოდნენ სათათბიროდ, ისე გაგამართლებდნენ.

მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. მისის კროსბი გარინდებული იჯდა. იგი


გველის მიერ მოჯადოებულ ჩიტს წააგავდა. მისტერ ჯოისმა კვლავ დინჯად
განაგრძო:

– მაგრამ ეს ბარათი მთლიანად ცვლის საქმეს. მე თქვენი ვექილი ვარ და თქვენი


ინტერესები უნდა დავიცვა სასამართლოზე. თქვენ უკვე მიამბეთ, რაც
შეგემთხვათ და მეც დავეყრდნობი ამ ცნობებს და დაგიცავთ. მე იქნებ მჯერა
თქვენი ნაამბობი, იქნებ ეჭვიც მეპარება მის სიმართლეში. დამცველის
მოვალეობაა დაარწმუნოს ნაფიცი მსაჯულები, რომ ის მამხილებელი საბუთები,
რომლებიც მათ წარუდგინეს, არ არის საკმარისი ბრალდებულის დანაშაულის
დასამტკიცებლად; ხოლო დამცველის პირად შეხედულებას კლიენტის
დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე საქმისთვის არავითარი მნიშვნელობა არ
აქვს.

მისტერ ჯოისმა გაოცებით შენიშნა, რომ ლესლიმ თვალებით გაიცინა. ამან


გააბრაზა და უფრო მშრალად განაგრძო:

– თქვენ ხომ ვერ უარყოფთ, რომ ჰემონდი თქვენი დაჟინებითი, უფრო მეტიც,
ისტერიკული თხოვნით გესტუმრათ?

მისის კროსბი წამით ჩაფიქრდა. ეტყობოდა, თავს ებრძოდა, ვთქვა თუ არაო.

– დიახ, ჰემონდი მე მოვიწვიე. ბარათი ერთმა ჩვენმა მსახურმა წაუღო


ველოსიპედით. ამის დადგენა არ არის ძნელი.

– ტყუილად ფიქრობთ, რომ ხალხი უფრო მიუხვედრელია, ვიდრე თქვენ.


ბარათი ისეთ ეჭვებს აღუძრავს ყველას, რაც აქამდე არავის მოსდიოდა თავში. მე
არაფერს ვიტყვი იმ შთაბეჭდილებაზე, რომელიც ბარათის ასლმა მოახდინა
ჩემზე. მე მინდა ვიცოდე მხოლოდ ის, რაც სახრჩობელას ყულფიდან დაგიხსნით.

მისის კროსბიმ დაიწივლა, გაფითრდა და ფეხზე წამოვარდა:

– როგორ, თქვენ ფიქრობთ, ჩამომახრჩობენ?!

– თუ დამტკიცდება, რომ თავდაცვის დროს არ მოგიკლავთ ჰემონდი, ნაფიცი


მსაჯულები იძულებული იქნებიან დამნაშავედ მიგიჩნიონ; თქვენ
მკვლელობაში დაგდებენ ბრალს და მოსამართლე იძულებული იქნება,
სასიკვდილო განაჩენი გამოიტანოს.

– კი, მაგრამ როგორ დამიმტკიცებენ? – ძლივს ამოილაპარაკა ლესლიმ.

– არ ვიცი. ეგ თქვენ უფრო გეცოდინებათ, მე არც მინდა ვიცოდე. მაგრამ აბა


წარმოიდგინეთ: სასამართლოს ეჭვი გაუჩნდება, დაიწყება გამოძიება,
ადგილობრივ მკვიდრთა დაკითხვა – მაშინ რა გამოირკვევა?
98

ქალი უცებ მჩვარივით მოეშვა, მისტერ ჯოისმა ხელის შეშველებაც ვერ მოასწრო
– ისე დაეცა იატაკზე და გული წაუვიდა. მისტერ ჯოისმა ოთახს თვალი მოავლო
– წყალი არსად ჩანდა. მას კი არ უნდოდა, ვინმეს ხელი შეეშალა მათი
საუბრისთვის. ლესლი უფრო მოხერხებულად დააწვინა იატაკზე, თვითონ კი
იქვე დაიჩოქა და ელოდებოდა, როდის მოვიდოდა გონს. როცა ლესლი გონს
მოვიდა, მისტერ ჯოისს, ცოტა არ იყოს, შერცხვა, ისეთი საშინელი შიში
ჩასდგომოდა ქალს თვალებში.

– მშვიდად იწექით, – უთხრა მან, – მალე კარგად გახდებით.

– ნუ ჩამოახრჩობინებთ ჩემს თავს, – ჩურჩულით შეევედრა ლესლი.

ქალი ისტერიკულად აქვითინდა. მისტერ ჯოისი ხმადაბლა ამშვიდებდა:

– ღვთის გულისათვის, გული გაიმაგრეთ.

– ახლავე, კიდევ ერთი წუთი დამაცადეთ.

იგი გასაოცრად ყოჩაღი ქალი იყო. მისტერ ჯოისი ხედავდა, რომ თუმცა ძალიან
გაუჭირდა, მალე სრულიად დამშვიდდა.

– ახლა წამოვდგები.

მისტერ ჯოისმა ხელი გაუწოდა და ადგომა უშველა, მერე იდაყვში ხელი


მოჰკიდა და სავარძლამდე მიიყვანა. ლესლი უღონოდ ჩაეშვა შიგ.

– ცოტა ხანს იყუჩეთ, – სთხოვა მან ვექილს.

– კარგი.

ბოლოს ლესლიმ ხმა ამოიღო, მაგრამ ის არ თქვა, რასაც მისტერ ჯოისი


ელოდებოდა. მან მსუბუქად ამოიოხრა და ჩაილაპარაკა:

– ვეჭვობ, რომ გამოვძვრე ამ საქმიდან.

მისტერ ჯოისმა არ უპასუხა და კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.

– არ შეიძლება, როგორმე ხელში ჩავიგდოთ ბარათი?

– ვფიქრობ, არაფერს მეტყოდნენ ამ ბარათზე, პატრონს გაყიდვა რომ არ


უნდოდეს.

– ვისა აქვს ბარათი?

– იმ ჩინელს, ჰემონდის სახლში რომ ცხოვრობდა.

ლესლის ღაწვებზე ვარდისფერი ლაქები დაეტყო, მაგრამ მაშინვე გადაუვიდა.

– ბევრი მოითხოვა?
99

– უნდა ვივარაუდოთ, რომ მან მშვენივრად იცის ამ ბარათის ფასი და იაფად არ


დათმობს.

– მაშ, თქვენ აპირებთ ჯალათების ხელში ჩამაგდოთ?

– თქვენ გგონიათ, ასე ადვილია მამხილებელი საბუთის ხელში ჩაგდება? ეს


იგივეა, რაც მოწმეების მოსყიდვა. თქვენ არ გაქვთ უფლება ასეთი რამ
შემომთავაზოთ.

– რა მომელის?

– მართლმსაჯულება უნდა შესრულდეს.

ლესლი ქაღალდივით გათეთრდა და აცახცახდა.

– ჩემი ბედი თქვენს ხელთაა. მე მესმის, რომ არ მაქვს უფლება რაიმე უკანონობის
ჩადენა გთხოვოთ.

მისტერ ჯოისი მიჩვეული იყო, რომ ლესლი ყოველთვის თავშეკავებულად


ლაპარაკობდა და ახლა, როცა მისი ოდნავ გაბზარული ხმა გაიგონა, გული
აუჩუყდა. ლესლი მორჩილად ევედრებოდა თვალებით, იფიქრა, უარი რომ
ვუთხრა, ეს თვალები

საფლავამდე არ მომასვენებენო. სულერთია, საწყალ ჰემონდს ვეღარ


გააცოცხლებს. მაინც საინტერესოა, საიდან გაჩნდა ასეთი ბარათი. მარტო
ბარათით არ შეიძლება დავასკვნათ, რომ მკვლელობა წინასწარ განზრახული
იყო, ეს უსამართლობა იქნებოდა. მისტერ ჯოისი უკვე ოცი წელი ცხოვრობდა
აღმოსავლეთში და პროფესიული პატიოსნების გრძნობა, ცოტა არ იყოს,
დაუჩლუნგდა. იგი იატაკს დააცქერდა. უსამართლო საქმის ჩადენას აპირებდა,
ამიტომ სინდისი ქენჯნიდა და თან ლესლიზე ბრაზობდა. შემდეგ ძლივს
ამოღერღა:

– მე თითქმის არ ვიცი თქვენი ქმრის ფინანსური შესაძლებლობანი.

ლესლის ვარდისფრად შეეფაკლა ლოყები, მან სწრაფი მზერა ერსოლა მისტერ


ჯოისს და უპასუხა:

– მას კალის კომპანიის საკმაოდ ბევრი აქცია აქვს. გარდა ამისა ორი თუ სამი
კაუჩუკის პლანტაციიდან ერგება წილი. ალბათ მოახერხებს ფულის შოვნას.

– კარგი, მაგრამ, რა ვუთხრათ, როგორ ავუხსნათ?

ქალი მცირე ხნით ჩაფიქრდა.

– მას ჯერ კიდევ ვუყვარვარ და ყველაფერს გაწირავს ჩემს გადასარჩენად.


ბარათის ჩვენება აუცილებელია?

მისტერ ჯოისი მოიღუშა, ქალმა ეს შეამჩნია და სწრაფად განაგრძო:


100

– რობერტი თქვენი ძველი მეგობარია. ჩემზე ნუ იფიქრებთ, მაგრამ გევედრებით,


დაიფარეთ ზედმეტი ტანჯვისგან ეს უბრალო, კეთილი ადამიანი – მას ხომ
იოტისოდენა უსიამოვნებაც კი არასოდეს მოუყენებია თქვენთვის.

მისტერ ჯოისი უხმოდ წამოდგა და მისის კროსბიმაც მისთვის


დამახასიათებელი სინარნარით გაუწოდა ხელი გამოსამშვიდობებლად. მისტერ
ჯოისთან საუბარმა მთლიანად შეძრა მისი არსება, საშინლად ნატანჯი სახე
ჰქონდა, მაგრამ მაინც ცდილობდა თავაზიანად ელაპარაკა.

– ისეთი მადლობელი ვარ, რომ ამდენს წუხდებით ჩემთვის. სიტყვით ვერც კი


გამოვთქვამ, რა დავალებული ვარ თქვენგან.

მისტერ ჯოისი კანტორაში დაბრუნდა, მაგიდას მიუჯდა, ქაღალდები გვერდზე


გასწია და ღრმად ჩაფიქრდა. ათასმა უცნაურმა სურათმა გაუელვა გონებაში.
ცოტათი აჟრჟოლებდა. ბოლოს, როგორც ელოდა კიდეც, ფრთხილად დააკაკუნეს
და ვან ცი-სენი შემოვიდა.

– მინდოდა სასაუზმოდ წავსულიყავი, სერ, – უთხრა მან.

– წაბრძანდით.

– ოღონდ მანამდე მინდოდა გამეგო, რაიმე დავალების მოცემა ხომ არ გსურდათ?

– არა. მისტერ რიდი სხვა დროისთვის დაიბარეთ?

– დიახ, სერ. სამ საათზე იქნება აქ.

– ძალიან კარგი.

ვან ცი-სენი კარამდე მივიდა და გრძელი, თხელი თითები სახელურს ჩასჭიდა.


მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, კვლავ მაგიდასთან დაბრუნდა.

– ხომ არ გნებავთ რაიმე გადავცე ჩემს მეგობარს, სერ?

– რომელ მეგობარს?

– მისის კროსბის იმ ბარათის თაობაზე, რომელიც განსვენებულ ჰემონდს


მისწერა.

– ჰო, იმაზე ამბობთ? მე დამავიწყდა კიდეც. მისის კროსბის ველაპარაკე, მაგრამ


სასტიკ უარზეა – მსგავსი არაფერი დამიწერიაო. ეტყობა, ყალბია.

– მაშინ, მე ვფიქრობ, თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, რომ ჩემმა მეგობარმა


ბარათი პროკურორს გადასცეს.

– რა თქმა უნდა, არ ვიქნები, მაგრამ მთლად კარგად არ მესმის, რა სარგებელი


ექნება ამით თქვენს მეგობარს?

– ჩემს მეგობარს მიაჩნია, რომ ვალდებულია მართლმსაჯულების ინტერესები


დაიცვას, სერ.
101

– მე ხელს არ შევუშლი ადამიანს, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, ცი-


სენ.

ვექილისა და კლერკის თვალები ერთმანეთს შეხვდა. არც ერთს არ გაუღიმია,


მაგრამ ორივემ კარგად გაუგო ერთმანეთს.

– ამაში ეჭვი არ მეპარება, სერ, – თქვა ვან ცი-სენმა, – მაგრამ ყურადღებით რომ
გავეცანი კროსბის საქმეს, დავრწმუნდი, რომ ასეთ ბარათს შეუძლია
გამოუსწორებელი ზარალი მიაყენოს ჩვენს კლიენტს.

– ყოველთვის კარგი აზრისა ვიყავი თქვენს იურიდიულ მიხვედრილობაზე, ცი-


სენ.

– მე აზრად მომივიდა, რომ თუ ჩემმა მეგობარმა დაითანხმა ის ჩინელი ქალი და


ბარათი მოგვცა, დიდ უსიამოვნებას გადავრჩებოდით.

მისტერ ჯოისს ზანტად გამოჰყავდა მამაკაცის პროფილები საშრობ ქაღალდზე.

– თქვენი მეგობარი ალბათ საქმიანი კაცია. რა პირობები წამოაყენა ბარათის


დასათმობად?

– ბარათი მის ხელთ არაა, ჩინელ ქალს აქვს. ჩემი მეგობარი მისი ნათესავია. ის
ქალი ძალიან გონებაჩლუნგი ვინმეა, სერ, და სანამ ჩემმა მეგობარმა არ აუხსნა,
არც კი იცოდა ბარათის ფასი.

– მერე, როცა გაიგო, რამდენად დააფასა?

– ათი ათას დოლარად, სერ.

– ხომ არ გაგიჟდით! როგორ ფიქრობთ, სად უნდა იშოვოს მისის კროსბიმ ამდენი
ფული? გარდა ამისა, გარწმუნებთ, ბარათი ყალბია.

მისტერ ჯოისი ამას რომ ამბობდა, თვალს არ აშორებდა ვან ცი-სენს, მაგრამ მისმა
აღელვებამ სულ არ იმოქმედა კლერკზე, იგი მშვიდად იდგა მაგიდასთან და
სახეზე მოწიწება და ყურადღება გამოხატვოდა.

– მისტერ კროსბი ბეტონგის კაუჩუკის პლანტაციის მერვედი ნაწილისა და


სელანტან-რივერის პლანტაციის მეექვსედი ნაწილის მფლობელია. მე ერთი
მეგობარი მყავს, რომელიც დაიგირავებს ამ ქონებას.

– თქვენ უამრავი მეგობარი გყავთ, ცი-სენ.

– დიახ, სერ.

– ჰოდა, იცით, რას გეტყვით, ყველანი ეშმაკს წაუღია! მე არასოდეს არ ვურჩევ


მისტერ კროსბის 5.000 დოლარზე მეტი მისცეს ბარათში, რომლის გაჩენის
მიზეზი ადვილი ასახსნელია.
102

– იმ ქალს არ უნდა ბარათის გაყიდვა, სერ. ჩემმა მეგობარმა ძლივს დაითანხმა და


ახლა ნაკლებად აღარ გაყიდის.

მისტერ ჯოისი, სულ ცოტა, სამ წუთს მაინც მისჩერებოდა ჩინელს. მაგრამ
კლერკი არც კი შეტოკებულა. იგი მოკრძალებით ოდნავ წინ გადახრილიყო და
ძირს იხედებოდა.

მისტერ ჯოისმა იცოდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე. საინტერესოა, ეს ჯიბიდან


გავარდნილი რამდენს მიიღებს ამ საქმეშიო, გაიფიქრა მან.

– ათი ათასი დოლარი ძალიან დიდი თანხაა.

– მე ეჭვი არ მეპარება, სერ, რომ მისტერ კროსბის ამ თანხის გადახდა ურჩევნია


ცოლის ჩამოხრჩობას.

მისტერ ჯოისმა კვლავ იყუჩა. ნეტავ კიდევ რა იცის ცი-სენმა? აშკარაა, რომ არ
დააკლებს, ჩანს, სრული საფუძველი აქვს საამისოდ. ეს თანხა იმიტომ
მოითხოვეს, რომ ეტყობა, ამ საქმის მოთავეებმა კარგად იციან რობერტ კროსბის
შესაძლებლობანი. იციან, რომ მეტ ფულს ვერ იშოვის.

– ახლა სად არის ის ქალი?

– ჩემს მეგობართან არის სტუმრად, სერ.

– აქ მოვა?

– ჩემი აზრით, აჯობებს, რომ ჩვენ მივიდეთ, სერ. მე მიგიყვანთ ამაღამ და ბარათს
მოგცემთ. მაგრამ იგი ძალზე გაუნათლებელი ქალია, სერ, და ჩეკებისა არაფერი
გაეგება.

– არც ვაპირებ ჩეკის მიცემას, ფულს წამოვიღებ.

– თუ ათი ათას დოლარზე ნაკლები იქნება, სერ, მაშინ ძვირფას დროს ნუ


დავკარგავთ.

– გასაგებია.

– საუზმის შემდეგ წავალ და ჩემს მეგობარს გავაფრთხილებ, სერ.

ჩინელმა თავი დაუკრა და გავიდა. მისტერ ჯოისიც სასაუზმოდ წავიდა. როგორც


ელოდა, რობერტ კროსბიც კლუბში დახვდა. მის მაგიდასთან თავისუფალი
ადგილი არ იყო და როცა მისტერ ჯოისმა გვერდით ჩაუარა, მხარზე ხელი
დაადო:

– თქვენთან ერთი პატარა საქმე მაქვს, უჩემოდ არ წახვიდეთ.

– კარგი, როცა მორჩებით, შემატყობინეთ.

მისტერ ჯოისმა უკვე მოიფიქრა, როგორ წარემართა საუბარი. მან ისაუზმა და


კლუბის დაცარიელების მოლოდინში ბრიჯის თამაში დაიწყო. ამჯერად მას არ
103

უნდოდა კანტორაში მიეწვია კროსბი. ცოტა ხნის შემდეგ რობერტი ქაღალდის


სათამაშო ოთახში შევიდა და თამაშს დაუწყო ყურება. როცა პარტია დამთავრდა,
მოთამაშეები თავთავიანთ საქმეზე წავიდ-წამოვიდნენ და ოთახში მარტო
რობერტი და მისტერ ჯოისი დარჩნენ.

– ერთი ცუდი ამბავი შეგვემთხვა, მეგობარო, – დაიწყო მისტერ ჯოისმა რაც


შეიძლება ძალდაუტანებლად. – თურმე იმ ღამეს თქვენს მეუღლეს ბარათით
მოუწვევია ჰემონდი.

– ეს ყოვლად შეუძლებელია, – იყვირა კროსბიმ. – აკი სულ იმას გაიძახის, დიდი


ხანია არავითარი ურთიერთობა არ მქონდა ჰემონდთანო. მე თვითონ შემიძლია
დავადასტურო, რომ სულ ცოტა, ორი თვეა, თვალიც არ მოუკრავს მისთვის.

– კი, მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით – ეს ბარათი არსებობს. იგი ხელთა აქვს იმ
ჩინელ ქალს, რომელთანაც ჰემონდი ცხოვრობდა. ლესლი აპირებდა საჩუქარი
მოეძღვნა თქვენთვის დაბადების დღეს და უნდოდა რჩევა ეკითხა
ჰემონდისთვის. იმ

უბედურების შემდეგ ისე იყო აღელვებული, რომ დაავიწყდა ამის თქმა, მერე კი
ვეღარ გაბედა, რაკი მანამდე დაჟინებთი ამტკიცებდა, ჰემონდს არ ვხვდებოდიო.
ძალიან ცუდად გამოვიდა, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ყველაფერი ბუნებრივია.

კროსბი დუმდა. დიდ, წითელ სახეზე უკიდურესი დაბნეულობა ეტყობოდა და


მისტერ ჯოისს გულზე მოეშვა – ვერაფერს მიხვდაო, – თანაც გაბრაზდა. კროსბი
გონებაჩლუნგი კაცი იყო და მისტერ ჯოისი ვერ იტანდა ასეთ ხალხს. მაგრამ ამ
კატასტროფის შემდეგ კროსბი ისე სასოწარკვეთილი იყო, რომ ვექილს ცოტათი
მოულბა გული, თანაც გაახსენდა, რომ მისის კროსბიმ სთხოვა, ჩემი დარდი კი არ
მაქვს, ქმრის გულისთვის ვწუხვარო, და კიდევ უფრო შეეცოდა რობერტი.

– თქვენ თვითონაც გესმით, რა არასასურველი იქნება, რომ ეს წერილი


ბრალმდებელს ჩაუვარდეს ხელში. ლესლიმ იცრუა და ახლა უნდა განმარტოს,
რატომ დამალა სიმართლე. თუკი ჰემონდი თვითონ კი არ მიუვარდა ლესლის,
არამედ მიპატიჟებული იყო, საქმე სულ სხვა ხასიათს იღებს და შეიძლება
ნაფიცმა მსაჯულებმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღონ.

მისტერ ჯოისი შეჩერდა. ახლა ყველაზე მთავარი უნდა ეთქვა. ასე სერიოზულად
რომ არ ყოფილიყო საქმე, ალბათ გაიღიმებდა კიდეც, რომ აი ახლა სერიოზული
ნაბიჯი უნდა გადადგას და ის კაცი, ვისი გულისთვისაც ამას სჩადის, ეჭვითაც
ვერა ხვდება, რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველივე ეს. კროსბი რომ
დაფიქრებულიყო კიდეც, ალბათ წარმოიდგენდა, მისტერ ჯოისი მხოლოდ
ვექილის მოვალეობას ასრულებსო.

– ძვირფასო რობერტ, თქვენ ჩემი მარტო კლიენტი კი არა, მეგობარიც ხართ.


ვფიქრობ, აუცილებელია იმ ბარათის ხელში ჩაგდება. ძალიან ბევრს მოითხოვენ,
თორემ სულ არ შეგატყობინებდით ამ ამბავს.
104

– რამდენს?

– ათი ათას დოლარს.

– ცოტა არ არის. კაუჩუკის ფასი დაეცა და საერთოდ საქმე ცუდად მიდის. ასე
რომ, მეტი თითქმის არცა მაქვს.

– შეგიძლიათ დღესვე იშოვოთ ეს თანხა?

– მე მგონი, შემიძლია. ჩარლი მედოუსს დავურიგებ კალის აქციებს და ჩემს წილს


ორ პლანტაციაში.

– მაშ, გადაწყვიტეთ, არა?

– უამისოდ არაფერი გამოვა?

– თუ გინდათ, რომ თქვენი ცოლი გაამართლონ...

კროსბი საშინლად გაწითლდა, ტუჩები უცნაურად მოეღრიცა.

– კი მაგრამ... მე... – სიტყვები ვერ ეპოვა, სახე გაუჭარხლდა. – მე ვერაფერი


გამიგია. ლესლის ხომ შეუძლია განმარტოს. როგორ, ვითომ რა, დამნაშავედ
ჩათვლიან? ხომ არ ჩამოახრჩობენ იმის გულისთვის, რომ შხამიან გველს მოუღო
ბოლო.

– შეიძლება არც ჩამოახრჩონ. შეიძლება წინასწარგანუზრახველ მკვლელობაში


დასდონ ბრალი. მაშინ სულ ორი-სამი წლის პატიმრობით გადარჩება.

კროსბი წამოხტა. სახე მოეღრიცა.

– სამი წელი!

და უცებ მის მოუქნელ ტვინში თითქოს რაღაც გაკიაფდა. წყვდიადით


დაბურული გონება უეცრად გაანათა ელვამ და თუმცა მერე ისევ წყვდიადი
ჩამოწვა, მაგრამ მეხსიერებამ მაინც შემოინახა რაღაც ბუნდოვანი, რისი გარჩევა
მან ვერც კი მოასწრო. მისტერ ჯოისმა შეამჩნია, როგორ აუცახცახდა რობერტს
დიდი, ნაშრომი და გაუხეშებული ხელები.

– რა საჩუქარი უნდა მოეძღვნა ჩემთვის?

– ლესლიმ მითხრა, თოფი მინდოდა მეჩუქებინაო.

ფართო წითელი სახე კიდევ უფრო გაუჭარხლდა რობერტს.

– ფული როდის არის საჭირო?

რაღაც დაემართა მის ხმას. ისე ლაპარაკობდა, თითქოს ვიღაცის უხილავი ხელი
ახრჩობსო.

– ამ საღამოს ათ საათზე. ექვს საათზე მომიტანეთ კანტორაში.


105

– ის ქალი თქვენთან იქნება?

– არა, მე მივდივარ მასთან.

– ფულს მოვიტან და წამოგყვებით.

მისტერ ჯოისმა სწრაფად შეხედა რობერტს.

– რა გინდათ? ჩემი აზრით, შეგიძლიათ ეს საქმე მთლიანად მე მომანდოთ.

– ფული ჩემია, ხომ? ჰოდა მოვდივარ.

ვექილმა მხრები აიჩეჩა. ისინი წამოდგნენ და დაემშვიდობნენ ერთმანეთს.


მისტერ ჯოისმა ცნობისმოყვარე მზერა გააყოლა რობერტს.

ათ საათზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ცარიელ კლუბში.

– ყველაფერი რიგზეა? – ჰკითხა მისტერ ჯოისმა.

– კი. ფული ჯიბეში მაქვს.

– მაშ, წავიდეთ.

ისინი აივნიდან ჩავიდნენ. მისტერ ჯოისის ავტომობილი კლუბის წინ,


მოედანზე იდგა. როცა მიუახლოვდნენ, სახლის ჩრდილიდან ვან ცი-სენი
გამოვიდა და მათკენ გამოემართა. იგი მძღოლს მიუჯდა გვერდით და გზა
მიასწავლა. სასტუმრო «ევროპას» გასცდნენ, მეზღვაურის სასტუმროსთან
ჩაუხვიეს და ვიქტორიას ქუჩაზე გავიდნენ. აქ, ფარდულებში, ჯერ კიდევ
ვაჭრობდნენ ჩინელები, ქვაფენილზე ხალხი დასეირნობდა, რიქშები,
ავტომანქანები და საბარგულები საქმიანად დაქროდნენ წინ და უკან. უცებ
კლერკმა მანქანა გააჩერებინა და უკან მსხდომთ მიუბრუნდა.

– აქედან ფეხით წავიდეთ, სერ, უფრო მარჯვეა.

სამივენი გადმოვიდნენ მანქანიდან. ვან ცი-სენი წინ მიდიოდა, ისინი ორ


ნაბიჯზე მიჰყვებოდნენ, ცოტა ხნის შემდეგ შეჩერდა და თქვა.

– აქ მოიცადეთ, სერ. შევალ და ჩემს მეგობარს მოველაპარაკები.

იგი ფარდულში შევიდა. ფარდულს წინა კედელი არ ჰქონდა; დახლთან სამი თუ


ოთხი ჩინელი იდგა. ეს იყო ერთ-ერთი საოცარი ფარდული, სადაც საქონელი არ
იყო გამოფენილი და კაცი ვერ მიხვდებოდა, რით ვაჭრობდნენ. ვან ცი-სენმა
მსუქან კაცს დაუწყო საუბარი; კაცს ტილოს კოსტიუმი ეცვა, ოქროს მსხვილი
ძეწკვი ჰქონდა მკერდის გარდიგარდმო ჩამოკიდებული. მან მაშინვე ბნელ ქუჩას
გახედა. შემდეგ გასაღები გაუწოდა ვან ცი-სენს. კლერკი გარეთ გამოვიდა, ხელი
დაუქნია მისტერ ჯოისსა და კროსბის და უცებ გაუჩინარდა ფარდულის
გვერდითა კარში. ისინიც უკან მიჰყვნენ და კიბეს მიადგნენ.

– ერთი წუთიც მოიცადეთ, თუ შეიძლება, ასანთს ავანთებ. ზევით უნდა ავიდეთ.


106

ვან ცი-სენი იაპონური ასანთით უნათებდა მათ გზას, მაგრამ ასანთი სიბნელეს
ვერ ერეოდა და ორივენი ხელის ცეცებით მიჰყვებოდნენ მას. მეორე სართულზე
რომ ავიდნენ, ვან ცი-სენმა კარი გააღო და გაზის ნათურას მოუკიდა.

– მობრძანდით!

ოთახი პატარა, ოთხკუთხედი და ერთფანჯრიანი იყო. შიგ ორი


ჭილოფგადაფარებული დაბალი ჩინური საწოლი და უცნაურსაკეტიანი სკივრი
იდგა. სკივრზე ძველი ლანგარი იდო, ზედ ლამპა და ოპიუმის მოსაწევი ყალიონი
დაედოთ. ოთახში რაღაც მწკლარტე სუნი იგრძნობოდა.

ყველანი დასხდნენ და ვან ცი-სენმა პაპიროსი შესთავაზა სტუმრებს. მალე ის


მსუქანი ჩინელი გამოჩნდა, წეღან რომ იდგა დახლთან. სტუმრებს მშვენიერი
ინგლისურით მიესალმა და ვან ცი-სენს მიუჯდა გვერდით.

– ქალი ახლავე მოვა, – თქვა კლერკმა.

ბიჭმა ლანგრით შემოიტანა ჩაიდანი და ჭიქები და ჩინელმა ჩაიზე მიიპატიჟა


სტუმრები, მაგრამ კროსბიმ უარი განაცხადა. ჩინელები ერთმანეთს
ეჩურჩულებოდნენ. კროსბი და მისტერ ჯოისი დუმდნენ. მერე კედელს მიღმა
ხმა გაისმა: ვიღაცამ ჩუმად დაიძახა; ჩინელი კართან მივიდა, გააღო, რაღაც თქვა
და ქალი ოთახში შემოუშვა. მისტერ ჯოისმა ცნობისმოყვარედ შეათვალიერა
იგი. ჰემონდის სიკვდილის შემდეგ ბევრს ჭორაობდნენ ამ ქალზე, მაგრამ მისტერ
ჯოისი პირველად ხედავდა მას. ქალი საკმაოდ ჩასუქებული და არცთუ
მაინცდამაინც ახალგაზრდა იყო. ფართო და ფლეგმატური სახე ჰქონდა.
გაპუდრული იყო, ლოყებზე ფერი წაესვა. წარბები წვრილად გამოექნა, მაგრამ
ყოველივე ამის მიუხედავად, ეტყობოდა, რომ მტკიცე ხასიათისა უნდა
ყოფილიყო. ტანთ ეცვა ცისფერი ჟაკეტი და თეთრი ქვედატანი, – ნახევრად
ევროპული, ნახევრად ჩინური კოსტიუმი, ფეხზე კი აბრეშუმის პაწია ჩინური
ფეხსაცმელები. ყელზე ოქროს მძიმე ძეწკვი ეკიდა, მკლავებზე ოქროს
სამაჯურები წამოეცვა, ყურებზე ოქროს საყურე გაეკეთებინა და თმაშიც ოქროს
სამაგრები მოუჩანდა. იგი შემოვიდა მძიმე ნაბიჯით, დინჯად, როგორც თავის
თავში დარწმუნებული ადამიანი, და საწოლზე ჩამოჯდა ვან ცი-სენის ახლოს.
მან რაღაც უთხრა, ქალმა თავი დაუქნია და გულგრილად შეავლო თვალი
ევროპელებს.

– ბარათი თანა აქვს? – იკითხა მისტერ ჯოისმა.

– დიახ, სერ.

კროსბიმ უხმოდ ამოიღო ხუთასდოლარიანი ბანკნოტების დასტა, ოცი


გადათვალა და ვან ცი-სენს გადასცა.

– თქვენც დათვალეთ.

კლერკმა დათვალა და ფული სქელ ჩინელს გადასცა.


107

ჩინელმა კვლავ დათვალა და ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ ქალს რაღაც უთხრა, მანაც
ამოიღო უბიდან ბარათი და ცი-სენს გადასცა. კლერკმა წაიკითხა.

– ეს დედანია, სერ, – უთხრა მან და ბარათი მისტერ ჯოისს გაუწოდა, მაგრამ


კროსბიმ გამოართვა.

– ნება მიბოძეთ დავხედო, – თქვა მან.

მისტერ ჯოისი უყურებდა კროსბის, სანამ კითხულობდა. შემდეგ ხელი


გაუწოდა:

– მომეცით.

კროსბიმ ფრთხილად დაკეცა ქაღალდი და ჯიბეში ჩაიდო.

– არა. მე მქონდეს. იაფი არ დამჯდომია.

მისტერ ჯოისი აღარ შესდავებია. სამივე ჩინელს ესმოდა ეს საუბარი, მაგრამ რა


იფიქრეს, ან თუ იფიქრეს საერთოდ რამე, – არ ეტყობოდათ სახეზე.

– დღეს რამეში დაგჭირდებით, სერ? – ჰკითხა ვან ცი-სენმა მისტერ ჯოისს.

– არა. – მან იცოდა, რომ კლერკს დარჩენა უნდოდა, რათა თავისი წილი მიეღო,
და კროსბის მიუბრუნდა:

– წავიდეთ?

კროსბი უხმოდ წამოდგა. ჩინელმა კარი გაუღო. ვან ცი-სენმა სანთლის ნამწვი
იპოვა და აანთო, რომ კიბეზე გზა გაენათებინა მათთვის. ორივე ჩინელმა
ქუჩამდე გამოაცილა. ქალი მშვიდად იჯდა საწოლზე და პაპიროსს ეწეოდა.
სქელი ჩინელი და ვან ცი-სენი კვლავ სახლში შებრუნდნენ.

– რას უპირებთ მაგ წერილს? – იკითხა მისტერ ჯოისმა.

– უნდა შევინახო.

მანქანას რომ მიუახლოვდნენ, მისტერ ჯოისმა უთხრა, დაჯექით, მიგიყვანთო,


მაგრამ კროსბიმ თავი გააქნია.

– ფეხით მინდა გავლა, – ის შეყოყმანდა, ფეხი მოინაცვლა. – იცით, იმ საღამოს


სინგაპურში იმიტომ წავედი, რომ სხვა საქმეების გარდა, ახალი თოფის შეძენა
მინდოდა; ერთი ნაცნობი ყიდდა. ღამე მშვიდობისა.

და სწრაფად გაუჩინარდა სიბნელეში.

სასამართლო პროცესი სწორედ ისე წარიმართა, როგორც მისტერ ჯოისი


წინასწარმეტყველებდა. ნაფიც მსაჯულებს უკვე სასამართლოში მისვლამდე
მტკიცედ გადაეწყვიტათ მისის კროსბის გამართლება. ქალი თვითონ აძლევდა
ჩვენებას. ძალიან უბრალოდ და გულწრფელად ილაპარაკა. პროკურორის
თანაშემწეს ეტყობოდა, რომ ბრალდებულს კეთილად ეკიდებოდა და სულ არ
108

სიამოვნებდა თავისი როლი. სავალდებულო კითხვებსაც ისე აძლევდა, თითქოს


თვითონაა დამნაშავეო. მისი საბრალმდებლო სიტყვა დაცვას უფრო ჰგავდა.
მსაჯულებს ხუთი წუთიც არ დასჭირვებიათ უკვე მზამზარეული განაჩენის
წასაკითხად. ხალხით სავსე დარბაზი მოწონების ტაშითა და შეძახილებით
შეხვდა განაჩენს. მოსამართლემ მიულოცა მისის კროსბის – იგი უკვე
თავისუფალი იყო.

ჰემონდის საქციელს ყველაზე მკაცრად მისის ჯოისი გმობდა; იგი კროსბების


ერთგული მგეობარი იყო და დაჟინებით სთხოვა, სასამართლოს შემდეგ
პირდაპირ ჩვენთან წამოდით (მასაც, როგორც ყველას, ეჭვი არ ეპარებოდა, რომ
ლესლის გაამართლებდნენ) და სანამ წასასვლელად არ მოემზადებით, ჩვენთან
იცხოვრებთო. აბა, როგორ შეიძლება, რომ მამაცი და მომხიბლავი ლესლი იმ
ბუნგალოში

დაბრუნებულიყო, სადაც ასეთი შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.


სასამართლო პირველის ნახევარზე დამთავრდა. ჯოისებთან დიდი სუფრა იყო
გაწყობილი. მოამზადეს კოქტეილი – მისის ჯოისის კოქტეილები მთელ
მალაიაზე იყო განთქმული – და დიასახლისმა ლესლის სადღეგრძელო დალია.
მისის ჯოისი ხალისიანი, ენაწყლიანი ქალი იყო და დღეს მაინც მთლად ენად
გაიკრიფა. ეს სწორედ მისწრება იყო, რადგან დანარჩენები დუმდნენ. ეს არც
გაჰკვირვებია მისის ჯოისს – მისი ქმარი სიტყვაძვირი იყო, კროსბები კი
საშინლად დაიტანჯნენ – ისინი ხომ დიდხანს აწვალეს... ასე რომ, საუზმის დროს
მხოლოდ მისის ჯოისის მხიარული მონოლოგი ისმოდა. შემდეგ ყავა მოიტანეს.

– ახლა კი, ბავშვებო, – მხიარულად აფუსფუსდა მისის ჯოისი, – სასწრაფოდ


წადით დასასვენებლად, ჩაის შემდეგ კი ზღვაზე წაგიყვანთ.

თვითონ მისტერ ჯოისი, რომელიც ამ დროს შინ არ საუზმობდა, კანტორაში


უნდა დაბრუნებულიყო.

– ვშიშობ, რომ ვერ შევძლებ, მისის ჯოის, – თქვა კროსბიმ. – ახლავე უნდა
დავბრუნდე

პლანტაციაში.

– როგორ, დღესვე?! – წამოიძახა მისის ჯოისმა.

– ჰო, ამ წუთში. კარგა ხანია არ ვყოფილვარ, ყველაფერს ავაღე ხელი, საქმე კი არ


იცდის. ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ შეიხიზნავთ ლესლის, სანამ
გადავწყვეტდეთ, როგორ მოვიქცეთ.

მისის ჯოისს უნდოდა შესდავებოდა, მაგრამ ქმარმა შეაჩერა ხელით.

– თუ წასვლა აუცილებელია, წავიდეს. აქ არაფერია საკამათო.


109

მისის ჯოისს ქმრის ხმა რაღაც უცნაური მოეჩვენა და სწრაფად შეხედა. შემდეგ
გაჩუმდა და ოთახში ცოტა ხნით დუმილმა დაისადგურა. შემდეგ კვლავ კროსბიმ
წამოიწყო:

– თქვენთან ბოდიშს მოვიხდი, ახლავე უნდა დავადგე გზას, რომ ბინდს


ჩავასწრო. – იგი წამოდგა. – გამაცილებ, ლესლი?

– რა თქმა უნდა.

ისინი ერთად გავიდნენ სასადილო ოთახიდან.

– ჩემი აზრით, რობერტი არცთუ ისე ყურადღებიანია, – შენიშნა მისის ჯოისმა. –


განა ვერ უნდა მიხვდეს, რომ სწორედ ახლა სურს ლესლის ქმართან ყოფნა.

– დარწმუნებული ვარ, აუცილებელი რომ არ ყოფილიყო, არ წავიდოდა.

– წავალ და ვნახავ. ლესლის ოთახი მოაწყვეს თუ არა. ჯერ სიწყნარე და სიმშვიდე


უნდა და მერე, რა თქმა უნდა, გართობა.

მისის ჯოისი წავიდა და ვექილი კვლავ დაჯდა. მალე მოტოციკლეტის ხმა


მოისმა – რობერტი ბაღის ხრეშმოყრილ ბილიკზე მიქროდა. მისტერ ჯოისი
წამოდგა და მისაღებ ოთახში გავიდა. მისის კროსბი შუა ოთახში იდგა და
სივრცეს მიშტერებოდა. ხელში გაშლილი ბარათი ეჭირა. სწორედ ის ბარათი. მათ
თვალი გაუსწორეს ერთმანეთს – ქალს მკვდრის ფერი ედო.

– იცის, – წაიჩურჩულა ქალმა.

მისტერ ჯოისი მიუახლოვდა, ბარათი გამოართვა, ასანთს მოუკიდა და


ქაღალდთან მიიტანა. ლესლი უმზერდა, როგორ მოედო ალი ქაღალდს. როცა
ალი თითებამდე მივიდა, მისტერ ჯოისმა ქაღალდი მეტლახის იატაკზე დააგდო.
ქაღალდი გაშავდა და დაიგრიხა. მაშინ მისტერ ჯოისი ფეხით შედგა და ნაცრად
აქცია. შემდეგ იკითხა:

– რა იცის?

ლესლი დიდხანს, დიდხანს უმზერდა მას. თვალებში რაღაც უცნაური


გამომეტყველება ჩაუდგა – ზიზღი იყო თუ სასოწარკვეთილება, მისტერ ჯოისს
ვერ გაერკვია.

– იცის, რომ ჯეფრი ჩემი საყვარელი იყო.

მისტერ ჯოისი არც განძრეულა და არც არაფერი უთქვამს.

– ის კარგა ხანს იყო ჩემი საყვარელი, თითქმის იმ დროიდან, როცა ომიდან


დაბრუნდა.

ვიცოდით, რომ ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. ეს ამბავი რომ დაიწყო, თავი


ისე დავიჭირე, ვითომ ჯეფრიმ თავი მომაბეზრა, და როცა რობერტი შინ იყო,
იშვიათად მოდიოდა. ჩვეულებრივ მე მივდიოდი მანქანით ერთ დათქმულ
110

ადგილას და ორ-სამჯერ ვხვდებოდი კვირაში. თუ რობერტი სინგაპურში იყო,


გვიან ღამით მოდიოდა ხოლმე, როცა მსახურებს ეძინათ. მთელი ამ წლების
განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვხვდებოდით ერთმანეთს და ძეხორციელმა
ეჭვითაც არაფერი იცოდა. მაგრამ ბოლო დროს, დაახლოებით ერთი წელი იქნება,
იგი როგორღაც გამოიცვალა. მე ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. ვერ დამეჯერებინა,
რომ გული გაუცივდა. თვითონ სულ უარყოფდა ამას. მე ჭკუას ვკარგავდი,
ვეჭვიანობდი. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ ვძულდი. რომ იცოდეთ, რა წამება
გამოვიარე. ჯოჯოხეთური წამება. ვხვდებოდი, რომ აღარ ვუნდოდი, მაგრამ მე
ვერ ველეოდი. ოჰ, როგორ ვიტანჯებოდი! მე მიყვარდა იგი, ყველაფერი შევწირე.
მისით ვცოცხლობდი. და უცებ ყური მოვკარი, რომ ვიღაც ჩინელი ქალი
გაუჩენია. პირველად ვერ დავიჯერე. არ მინდოდა დაჯერება, მაგრამ შემდეგ ის
ქალი ვნახე, ჩემი თვალით ვნახე. სოფელში ჩამოიარა თავისი ოქროს
სამაჯურებითა და ყელსაბამებით. ხნიერი, სქელი დედაკაცი იყო. ჩემზე ხნიერი.
რა საზიზღრობაა! დაბაში ყველამ იცოდა, რომ იგი ჯეფრის საყვარელი იყო. როცა
გვერდით ჩავუარე, შემომხედა

და მივხვდი, რომ ყველაფერი იცოდა. იცოდა, რომ მეც ჯეფრის საყვარელი


ვიყავი. მე ბარათი გავუგზავნე. მივწერე, უნდა გნახო-მეთქი. თქვენ ხომ
წაიკითხეთ ბარათი. სიგიჟე იყო ასეთი ბარათის დაწერა, მაგრამ თავგზა
დავკარგე. უკვე სულერთი იყო ყველაფერი. ათი დღე იყო, რაც არ მენახა. მთელი
საუკუნე! უკანასკნელი შეხვედრისას მომეხვია, მაკოცა და მითხრა, თავს ნუ
იტანჯავო. და ამის შემდეგ პირდაპირ იმ ჩინელ ქალთან წავიდა.

ლესლი წყნარად ლაპარაკობდა. უცებ წამით დადუმდა და თითები ერთმანეთში


გადააჭდო.

– წყეული ბარათი! ყოველთვის ვფრთხილობდით. ყოველთვის


წაკითხვისთანავე სპობდა ჩემს წერილებს. რას ვიფიქრებდი, რომ ამ ბარათს
შეინახავდა. როცა მოვიდა, ვუთხარი, რომ ვიცოდი იმ ჩინელი ქალის ამბავი. იგი
არ გატყდა, ჭორიაო, თქვა. მე გავცოფდი. აღარ მახსოვს, რა ვუთხარი. როგორ
მძულდა იმ წუთში! მზად ვიყავი ნაკუწ-ნაკუწ დამეგლიჯა. ვცდილობდი ისეთი
რამ მეთქვა, რაც გულს მოუკლავდა. ვლანძღავდი. ლამის სახეში მივაფურთხე.
მაშინ კი ვეღარ მოითმინა – მითხრა,

მომყირჭდი, შენი დანახვაც აღარ მინდაო. შენთან ყოფნას სიკვდილი


მირჩევნიაო. თანაც გამოტყდა, რომ ჩინელის ამბავი მართალი იყო. მრავალი
წლის წინ ვიცნობდი, ჯერ კიდევ ომამდე, და ერთადერთი ქალია, რომელიც
მიყვარს, სხვები მხოლოდ გასართობად მყავდნენო. შემდეგ მითხრა, კმაყოფილი
ვარ, რომ ყველაფერი გითხარი, ახლა მაინც მომეშვებიო. მერე აღარ მახსოვს, რა
იყო – გადავირიე, თვალთ დამიბნელდა, რევოლვერს ვტაცე ხელი და
გავისროლე. მან იყვირა, ესე იგი მოვახვედრე; წაიბორძიკა და აივნისკენ გაიქცა.
დავედევნე და კიდევ ვესროლე, დაეცა. მე თავზე დავადექი და იქამდე ვისროდი,
სანამ ცარიელმა დოლურამ არ დაიჩხაკუნა. მაშინ მივხვდი, რომ ტყვიები
გამთავებოდა.
111

ლესლი გაჩუმდა, სულს ძლივს ითქვამდა. ადამიანის სახე დაეკარგა, ბრაზის,


გაბოროტებისა და ტკივილისგან იმანჭებოდა. ვინ დაიჯერებდა, რომ ამ მშვიდ
და ნატიფ ქალს ასეთი სატანური სიყვარული ეცოდინებოდა. მისტერ ჯოისმა
უკან დაიწია. ლესლის სახემ შეაძრწუნა. ეს არ იყო ადამიანის სახე – ეს იყო
შემზარავი ნიღაბი. მეზობელი ოთახიდან ძახილი გაისმა – ხმამაღალი,
მეგობრული და მხიარული. მისის ჯოისი ლესლის ეძახდა.

– ლესლი, ჩემო კარგო, წამოდით. თქვენი ოთახი მზადაა. ალბათ ფეხზე ვეღარ
დგახართ დაღლილობით.

მისის კროსბის თანდათან ჩვეული გამომეტყველება დაუბრუნდა.


ვნებათაღელვით დამახინჯებული ნაკვთები გაუსწორდა, თითქოს ვინმემ
ხელით გაასწორა დაჭმუჭნილი ქაღალდიო, და წუთის შემდეგ მას კვლავ უმანკო,
უზრუნველი და მშვიდი სახე ჰქონდა. ოდნავ ფერმკრთალი კი დარჩა, მაგრამ
ტუჩებმა თავაზიანად და მომხიბლავად გაიღიმეს. იგი კვლავ კარგად აღზრდილ,
მაღალი საზოგადოების ქალბატონად იქცა.

– მოვდივარ, ძვირფასო დოროტი. ძალიან მრცხვენია, რომ ასე გაწვალებთ!


112

დედა
ორსა თუ სამ მობინადრეს ეზოდან ჩხუბის ხმა მოესმათ და გარეთ გამოვიდნენ
ამბის გასაგებად.

– ახალი მდგმურია, – თქვა ერთმა, – მუშას ეჩხუბება.

სახლი ორსართულიანი იყო, სევილიის ერთ გარიყულ უბანში, ლა მაკარენას


მიყრუებულ ქუჩაზე იდგა, შუაში ეზო ჰქონდა. ოთახები ეჭირათ მუშებსა და
წვრილ მოხელეებს – წერილის დამტარებლებს, პოლიციელებსა და ტრამვაის
კონდუქტორებს, რომლებიც ასე მოსჭარბებია ესპანეთს. უბანში უამრავი ბავშვი
იყო. ამ სახლში ოცი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი კინკლაობდნენ და ისევ
რიგდებოდნენ, ერთმანეთს ჭორავდნენ და როცა საჭირო იყო, ხელს
უმართავდნენ, რადგან ანდალუზიელები ბუნებით კეთილნი არიან. ერთი
ოთახი რამდენიმე ხანს გაუქმებული იყო, ამ დილით ვიღაც ქალმა იქირავა და
ერთი საათის შემდეგ თავისი ბარგი-ბარხანაც მოიტანა. რასაც მორეოდა, თავისი
ზურგით მოეტანა, რასაც ვერა, მუშისთვის აეკიდებინა.

ჩხუბი თანდათან მწვავდებოდა და მეორე სართულზე მდგარი ორი ქალი, ემანდ


არაფერი გამოგვეპაროსო, აივანს გადმოეყრდნო.

მათ ახალი, გაასპიტებული მდგმურის ლანძღვა-გინება და მუშის გაბრაზებული


ყვირილი მოესმათ.

– ვიდრე არ გადამიხდი, ფეხს არ მოვიცვლი.

– ხომ მოგეცი. აკი მითხარი, სამ რეალად წამოგიღებო.

– როდის, შენ ოთხს დამპირდი.

ისინი ორ პენს-ნახევარზე ვაჭრობდნენ.

– ოთხი რეალი ამის წამოღებაში?

ქალმა მუშის გაგდება სცადა.

– სანამ არ გადამიხდი, ფეხს არ მოვიცვლი, – არ იშლიდა თავისას მუშა.

– ერთ პენსსაც დაგიმატებ.

– არ მინდა.

ორივე უფრო და უფრო უწევდა ხმას. ქალი უყვიროდა და წყევლიდა მუშას,


ცხვირწინ მუშტს უქნევდა. ბოლოს მუშამ მოთმინება დაკარგა:

– კარგი, ერთი პენსიც მომეცი და წავალ. არ ღირს შენისთანა ბინძურთან დროის


დაკარგვა.
113

ქალმა ფული მისცა. მუშამ ლეიბი ძირს დააგდო და წავიდა. ქალმა გინება
მიაყოლა. მერე ოთახიდან გამოვიდა ბარგის შესატანად და აივანზე მდგარმა
ქალებმა მის სახეს მოჰკრეს თვალი.

– Caray[12], ალქაჯის სახე არა აქვს? კაცისმკვლელსა ჰგავს.

ამ დროს ერთი გოგო ამოვიდა კიბეზე და დედამისმა აივნიდან გადმოსძახა:

– როზალია, სახე დაუნახე?

– მუშას ვკითხე, საიდან მოვიდა-მეთქი და მითხრა, ბარგი ტრიანიდან


წამოვუღეო. ოთხ რეალს შეჰპირებია და მერე პირი შეუშლია.

– სახელი არ გითხრა?

– არ იცის. მაგრამ ტრიანში ლა კაჰირას ეძახიან.

კაპასი ისევ გამოჩნდა. დარჩენილი ფუთის შესატანად გამოვიდა. ახედა აივანზე


მდგარ ქალებს, გულგრილად რომ გადმოჰყურებდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამს.
როზალია შეკრთა:

– ამ ქალის მეშინია.

ლა კაჰირა ორმოცი წლისა იყო, ნატანჯი და ჩამომჭკნარი. გაძვალტყავებული


ხელები ჰქონდა და თითები ორბის კლანჭებს მიუგავდა. ლოყები ჩასცვენოდა.
კანი დანაოჭებოდა და მოყვითალო ფერი დასდებოდა. პირს რომ აღებდა,
ფერმკრთალ სქელ ტუჩებს შუა მტაცებელი ცხოველის ბასრი კბილები
მოუჩანდა. შავი, სქელი თმა უშნოდ დაემაგრებინა და იტყოდით, საცაა ბეჭებზე
ჩამოეშლებაო. ყურებთან თმა სწორ ბღუჯებად ეშვებოდა. ბუდეებში ღრმად
ჩამჯდარი დიდი შავი თვალები მძვინვარედ უელავდა. ისეთი ავი
გამომეტყველება ჰქონდა, ახლოს მისვლას და გამოლაპარაკებას ვერავინ
უბედავდა. გულჩათხრობით, განმარტოებით ცხოვრობდა. მეზობლებს
ცნობისმოყვარეობა აღეძრათ. ხედავდნენ, რომ ღატაკი იყო, რადგან ძალზე
ღარიბულ ტანსაცმელს იცვამდა. ყოველ დილით ექვს საათზე გადიოდა შინიდან
და დაღამებამდე არ ბრუნდებოდა; მეზობლებმა ისიც კი ვერ გაიგეს, თავს რითი
ირჩენდა. მერე იმავე სახლში მცხოვრებ პოლიციელს თხოვეს, მისი ვინაობა
გაეგო.

– სანამ არაფერი დაუშავებია, მე მაგასთან არაფერი მესაქმება, – განაცხადა


პოლიციელმა.

მაგრამ სევილიაში ჭორი ელვისებურად ვრცელდება და ამ სახლში მცხოვრებმა


ერთმა მასონმა ამბავი მოიტანა, ჩემს მეგობარს სცოდნია ამ ქალის
თავგადასავალიო. ლა კაჰირა სულ ერთი თვის წინ გამოსულიყო ციხიდან, სადაც
შვიდი წელი მჯდარა მკვლელობისთვის. მერე ტრიანაში უცხოვრია, მაგრამ
როცა ბავშვებს შეუტყვიათ მისი ამბავი, თურმე ქვებს ესროდნენ და ვინ იცის, რას
არ უძახდნენ. არც ლა კაჰირა რჩებოდა ვალში და ისეთი აყალმაყალი იყო ხოლმე,
114

რომ სახლის პატრონს აღარ გაუჩერებია. ლა კაჰირას დაუწყევლია სახლის


პატრონიც და ყველა, ვისაც ის გაუსახლებია, და ერთ დილით სადღაც გამქრალა.

– ვინ მოუკლავს? – ჰკითხა როზალიამ მასონს.

– ამბობენ, საყვარელიო.

– მაგას ვინ შეიყვარებდა, – თქვა როზალიამ და გესლიანად გაიცინა.

– წმიდაო მარიამ! – აღმოხდა პილარს, როზალიას დედას, – ჩვენ კი არ


დაგვხოცოს და, აკი ვთქვი, კაცისმკვლელს ჰგავს-მეთქი.

როზალიას გააჟრჟოლა და პირჯვარი გადაიწერა. ამ დროს ლა კაჰირა დაბრუნდა


სამუშაოდან. მოსაუბრეებს ელდა ეცათ. ერთად შეჯგუფდნენ და
აღელვებულებმა დაუწყეს ცქერა ამ ველურივით თვალებბრიალა ქალს. მან,
ეტყობა, რაღაც სიავე დაინახა მათ მდუმარებაში და სწრაფად, ეჭვით შეავლო
თვალი. პოლიციელმა, რომ გამოსაუბრებოდა, საღამო მშვიდობისაო, უთხრა.

– საღამო მშვიდობისა, – მიუგო მან დაბღვერით, სწრაფად შევიდა ოთახში და


კარი მოიჯახუნა.

მერე კარის ჩაკეტვის ხმა გაიგონეს. მისმა ავმა, პირქუშმა მზერამ ყველას გუნება
გაუფუჭა და ისე ჩურჩულით განაგრძეს საუბარი, თითქოს რაღაც ბოროტმა
ძალამ ჯადო უყოო.

– სულში ალქაჯი უზის, – თქვა როზალიამ.

– მანუელ, კიდევ კარგი, რომ აქ ცხოვრობ და დაგვიცავ, – უთხრა პოლიციელს


პილარმა.

მაგრამ ლა კაჰირა მშვიდობიანად იყო. იგი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა –


ქედმოუხრელი, ერთ ზედმეტ სიტყვას არავის ეუბნებოდა და მასთან
დაახლოების ყოველგვარ წადილს ძირშივე ახშობდა. გრძნობდა, რომ
მეზობლებმა გაუგეს საიდუმლო – მკვლელი იყო და კარგა ხანს ციხეში იჯდაო.
სახის ნაოჭები უფრო გაუპირქუშდა და ღრმად ჩამჯდარი თვალები უფრო
აუბრიალდა. მაგრამ მის მიერ გამოწვეული მღელვარება თანდათან შენელდა.
ყბედი პილარიც კი აღარ აქცევდა ყურადღებას ამ გაძვალტყავებულ ქალს, როცა
იგი ხანდახან ჩაუვლიდა ხოლმე ეზოში თავმოყრილ ქალებს.

– ციხემ თუ გააგიჟა. ამბობენ, ციხე ხშირად აგიჟებს ადამიანსო.

მაგრამ ერთ დღეს მომხდარმა ამბავმა ჭორი ისევ განაახლა. ვიღაც ყმაწვილი
მოადგა რკინის ჭიშკარს და ანტონია სანჩესი იკითხა, პილარმა, რომელიც ეზოში
ჩიხორას აკეთებდა, თავის ქალიშვილს ახედა და მხრები აიჩეჩა:

– ამ გვარისა აქ არავინ ცხოვრობს.


115

– როგორ არა, – მიუგო მან, და ცოტა ხნის შემდეგ დაუმატა: – მას ლა კაჰირასაც
ეძახიან.

– ოჰ, – როზალიამ ჭიშკარი გაუღო და ოთახი უჩვენა, – ოთახშია.

– გმადლობთ.

ვაჟმა როზალიას გაუღიმა. როზალია ლამაზი გოგო იყო, ღაჟღაჟა, თამამი


გამოხედვა ჰქონდა. წითელი მიხაკი უფრო თვალში საცემსა ხდიდა მის შავად
მბზინავ თმას. მკერდსავსე იყო და ძუძუსთავები კაბიდან გამოზნექოდა.

– დაილოცოს შენი მშობელი, – ეს გაცვეთილი სიტყვები უთხრა ვაჟმა.

– ღვთის გულისათვის, თქვენი გზა ნახეთ, – უთხრა პილარმა.

ვაჟმა კარზე დააკაკუნა. დედა-შვილმა ცნობისმოყვარეობით გააყოლა მას


თვალი.

– ვინ უნდა იყოს? – იკითხა პილარმა. – ლა კაჰირასთან ჯერ არავინ მოსულა.

კაკუნზე პასუხი არავინ გასცა და ყმაწვილმა ისევ დააკაკუნა. მერე ლა კაჰირას


ღრენა მოისმა – ვინ არისო.

– დედა, – დაუძახა ვაჟმა, – დედა.

კივილი გაისმა და კარი ფართოდ გაიღო:

– კურიტო!

ლა კაჰირა კისერზე შემოეხვია ყმაწვილს და თავდავიწყებით დაუწყო კოცნა.


ეალერსებოდა და სიყვარულით უსვამდა სახეზე ორივე ხელს. როზალია და
დედამისი განცვიფრებით მისჩერებოდნენ, მისგან ასეთ სინაზეს არ მოელოდნენ.
მერე სიხარულით აქვითინებულმა ლა კაჰირამ შვილი ოთახში შეიყვანა.

– შვილია, – თქვა გაოცებულმა როზალიამ, – ვინ იფიქრებდა. მერე რა კარგი


ბიჭია.

კურიტო პირხმელი იყო. თეთრი, ჩაწიკწიკებული კბილები და მოკლედ


შეკრეჭილი თმა ჰქონდა, ჭეშმარიტად ანდალუზურად მოხდენილი იყო.
ნაადრევად ამოსულ წვერს მისი მუქი კანის ქვეშ მოლურჯო ფერი დაჰკრავდა;
რა თქმა უნდა, იგი დენდი გახლდათ. როგორც ყველა ესპანელს, მასაც კოხტად
ჩაცმა უყვარდა – შემოტმასნილი

შარვალი, მოკლე ქურთუკი და ნაქარგი ხალათი ეცვა და განიერფარფლებიანი


შლაპა ეხურა.

ბოლოს ოთახის კარი გაიღო და ლა კაჰირა გამოჩნდა, შვილისთვის მკლავი


გაეყარა.

– კვირას ხომ მოხვალ?


116

– თუ ხელი არაფერმა შემიშალა.

კურიტომ როზალიას შეხედა, დედას ღამე მშვიდობისა უსურვა და როზალიასაც


თავი დაუკრა. როზალიამ გაუღიმა და შავი თვალები შეანათა. ლა კაჰირას არ
გამოჰპარვია ეს მზერა, ბრაზმა გაუქარწყლა განუზომელი სიხარული, სახე
ავდრის ღრუბელივით მოეღუშა და ლამაზ გოგოს შეუბღვირა.

– თქვენი ვაჟია? – ჰკითხა ლა კაჰირას პილარმა, როცა კურიტო წავიდა.

– ჰო, ჩემია, – მიახალა ლა კაჰირამ და ოთახში შევიდა.

არაფერს შეეძლო მისი მოლბობა; მაშინაც კი, როცა გული აღსავსე ჰქონდა
განუზომელი სიხარულით, უკმეხად იშორებდა მასთან დაახლოების ყოველ
მოსურნეს.

– ლამაზი ბიჭია, – თქვა როზალიამ და რამდენიმე დღე სულ მასზე ფიქრობდა.

ლა კაჰირას საშინელი სიყვარულით უყვარდა თავისი ვაჟი. ამქვეყნად მის მეტი


არავინ გააჩნდა და ისეთი მწველი, ეჭვიანი სიყვარულით ეთაყვანებოდა, რაც
საზღაურად შეუძლებელ თაყვანისცემას მოითხოვდა. მას სურდა, ისინი ერთ
არსებად გადაქცეულიყვნენ. კურიტოს სამსახურის გამო ერთად ცხოვრება არ
შეეძლოთ და ლა კაჰირას მუდამ ტანჯავდა იმის ფიქრი, ნეტავი ჩემგან
მოშორებით რას სჩადისო. იგი ვერ იტანდა, მის ვაჟს რომ ვინმე ქალისთვის
შეეხედა და კრუნჩხვა დაუვლიდა ხოლმე, როცა გაიფიქრებდა, ვაითუ კურიტოს
ვინმე გოგო ეტრფისო.

სევილიაში ჩვეულებრივი ამბავია ხანგრძლივი ტრფობა, როცა ქალწული


რკინისბადიან ფანჯარასთან ზის შუაღამემდე ან ჭიშკართან დგას და მიჯნური
მის მოსურნე ყურს სატრფიალო სიტყვებს ეჩურჩულება. ლა კაჰირამ ჰკითხა
კურიტოს, შეყვარებული თუ გყავსო – რადგან იცოდა, ასეთი მომხიბლავი
ყმაწვილი გულგრილი

არ იქნებოდა ქალთა ღიმილისადმი და მიუხვდა, რომ მან იცრუა, როცა დაიფიცა,


საღამოობით ვმუშაობო. მაგრამ კურიტოს სიტყვებმა მაინც ველური სიამოვნება
მოჰგვარა.

როცა როზალიას გამომწვევი მზერა და კურიტოს საპასუხო ღიმილი შენიშნა,


ყელში ბოღმა მოაწვა. მას ისედაც ეჯავრებოდა თავისი მეზობლები, რადგან
ისინი ბედნიერები იყვნენ, თვითონ კი უბედური; რადგან მათ იცოდნენ მისი
საშინელი საიდუმლო. მაგრამ ახლა უფრო მეტად შესძულდა ისინი, რადგან
ეგონა, თითქმის გაგიჟებულს, შეთქმულებას მიწყობენ, შვილი რომ წამართვანო.
მეორე კვირას, ნაშუადღევს, ლა კაჰირა ოთახიდან გამოვიდა, ეზო გაიარა და
ჭიშკართან გაჩერდა. ეს ისეთი უჩვეულო ამბავი იყო, რომ მეზობლებში მითქმა-
მოთქმა ატყდა.
117

– ვერ მიხვდით, ჭიშკართან რატომ დგას? – თქვა როზალიამ და სიცილისგან


ლამის გაიგუდა. – ძვირფასი შვილი მოდის და არ უნდა დაგვანახვოს.

– ხომ არა ჰგონია, შევუჭამთ?

კურიტო მოვიდა და ლა კაჰირამ ის მაშინვე ოთახში შეიყვანა.

როზალიამ დახურულ კარს შეხედა, ისევ გადაიხარხარა და თვალები ეშმაკურად


აუციმციმდა. გაიფიქრა, კარგი ოინი იქნება, კურიტოს რომ გამოველაპარაკოო.
თეთრმა კბილებმა გაუელვა, როცა მოაგონდა ლა კაჰირას განრისხება. ჭიშკართან
ისე დადგა, რომ დედა-შვილს მისთვის გვერდი ვერ აევლოთ, მაგრამ როცა
როზალიას მოჰკრა თვალი, ლა კაჰირა მეორე მხრიდან ამოუდგა შვილს ისე, რომ
მათ ერთმანეთისთვის ვერ შეეხედათ. როზალიამ მხრები აიჩეჩა.

«ასე ადვილად ვერ მაჯობებ», – გაივლო გუნებაში.

შემდეგ კვირას, როცა ლა კაჰირა ისევ ჭიშკართან დადგა. როზალია ქუჩაში


გავიდა და იმ გზას გაუყვა, რომლითაც, მისი ვარაუდით, კურიტო უნდა
მოსულიყო. მალე კურიტოც გამოჩნდა და როზალიამ ისე ჩაუარა, თითქოს ვერ
შეამჩნია.

– გამარჯობათ, – უთხრა ვაჟმა და შედგა.

– ოჰ, თქვენა ხართ? მე მეგონა, ჩემთან ლაპარაკის გეშინოდათ.

– მე არაფრისა არ მეშინია, – ტრაბახით მიუგო ვაჟმა.

– გარდა დედათქვენისა.

როზალიამ გზა განაგრძო, თითქოს წასვლა უნდოდა, მაგრამ კურიტო არ მოეშვა.

– სად მიდიხართ? – ჰკითხა მან.

– რა თქვენი საქმეა? დედასთან წადი, ჩემო ბიჭუნა, თორემ გცემს. დედასთან


როცა ხართ, შემოხედვასაც კი ვერ ბედავთ.

– სისულელეა.

– კმარა, მე საქმეზე მივდივარ.

კურიტო დარცხვენილი წავიდა და როზალიამ თავისთვის ჩაიცინა. როზალია


დედა-შვილს ეზოში დაელოდა. შერცხვენილი კურიტო ახლა თამამად გაჩერდა
და როზალიას ღამე მშვიდობისა უსურვა. ლა კაჰირას რისხვის ალმურმა
გადაჰკრა.

– წამოდი, კურიტო, – მკვახედ შეუძახა მან, – რას უცდი?

კურიტო წავიდა. ლა კაჰირა წამით როზალიას წინ აეტუზა, თითქოს მასთან


ლაპარაკს აპირებსო, მაგრამ აშკარად შეეტყო, თავი შეიკავა და თავის ბნელ,
გამოყრუებულ ოთახში შევიდა.
118

რამდენიმე დღის შემდეგ სევილიის მფარველი წმიდანის, წმიდა ისიდორეს


დღესასწაულს ზეიმობდნენ. მასონმა და რამდენიმე მობინადრემ ეზო ჩინური
ნათურებით მორთეს. ზაფხულის ცამოწმენდილ ღამით ნათურები
თვალწარმტაცად ციმციმებდნენ. მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა
თვალს ატყვევებდა. შუა ეზოში თავმოყრილი მცხოვრებლები სკამზე ისხდნენ.
ქალები, ზოგნი ბავშვებატატებულნი, ქაღალდის პატარა მარაოებით
იგრილებდნენ პირისახეს და გაუთავებელ ლაპარაკს მხოლოდ მაშინ ანებებდნენ
თავს, როცა თავგასულ ბავშვებს უჯავრდებოდნენ. პაპანაქება სიცხის შემდეგ
სასიამოვნო იყო გრილი ჰაერი. ისინი, ვისაც ბედნიერება ხვდათ წილად და
ხარებთან ბრძოლას დაესწრნენ, დანარჩენებს მოუთხრობდნენ ნანახს.
დაწვრილებით აღწერდნენ სახელგანთქმული მატადორის, ბელმონტეს
მამაცობას. მათი ნათელი წარმოსახვის წყალობით ყოველი წვრილმანი ისეთ
ნაირფერ იერს იღებდა, გეგონებოდათ, სევილიის არსებობის მანძილზე ასეთი

ბრწყინვალე corrida[13] ჯერ არ ყოფილაო. ყველა აქ იყო ლა კაჰირას გარდა. მისი


ოთახიდან სანთელი ბჟუტავდა.

– შვილი სადღაა?

– ოთახშია, – მიუგო პილარმა, – დავინახე, ერთი საათის წინ რომ მოვიდა.

– ალბათ ერთობა, – თქვა როზალიამ სიცილით.

– რა დროს ლა კაჰირაა, – წამოიძახა ვიღაცამ, – როზალია, აბა, იცეკვე.

– ჰო, ჰო, – შესძახა ყველამ, – იცეკვე, როზალია.

ესპანეთში ცეკვაც უყვართ და ცეკვის ყურებაც. კარგა ხნის წინ უთქვამთ – ჯერ არ
ყოფილა ესპანელი ქალი, მოცეკვავედ რომ არ დაბადებულიყოო. სკამები ხელად
წრედ დაალაგეს. მასონმა და ტრამვაის კონდუქტორმა გიტარები გამოიტანეს.
როზალიამ ჩაღანები აიღო, მეორე გოგოსთან ერთად წინ წადგა და ცეკვა დაიწყო.

კურიტომ მუსიკის ხმის გაგონებაზე ყური ცქვიტა.

– ცეკვავენ, – თქვა მან და მოუთმენელმა სურვილმა მოიცვა.

მან ფარდიდან გაიხედა და ჩინური ნათურების მოკიაფე შუქზე შეგროვილი


ხალხი დაინახა. ორი გოგო ცეკვავდა. როზალიას საგარეო ტანსაცმელი ეცვა და
ჩვეულებისამებრ ბევრი ფერ-უმარილი წაესვა. თმაში მშვენიერი მიხაკი
უბზინავდა. კურიტოს გული აუძგერდა. ესპანელს სიყვარულის ალი
ელვისებურად ედება ხოლმე და როზალიასთან პირველი შეხვედრის შემდეგ
კურიტოც ხშირად ფიქრობდა მასზე. იგი კარისკენ წავიდა.

– სად მიდიხარ? – ჰკითხა ლა კაჰირამ.

– ცეკვას მინდა ვუყურო. შენ მუდამ მიშლი გართობას.

– როზალიას ნახვა გინდა?


119

კურიტომ ხელთი მოიშორა დედა, რომელმაც მისი შეჩერება სცადა და ცეკვის


მაცქერალთა ჯგუფს შეუერთდა. ლა კაჰირა ორ ნაბიჯზე გაჰყვა, მაგრამ მერე
გაჩერდა სიბნელეში ნახევრად დამალული. ბრაზი უღრღნიდა გულს.

როზალიამ თვალი მოჰკრა კურიტოს.

– არ გეშინია ჩემი შეხედვა? – ჩაუჩურჩულა ვაჟს, როცა ცეკვით ჩაუარა.

როზალიას ცეკვამ თავი დაავიწყა და ლა კაჰირასი აღარ ეშინოდა. როცა ტაქტი


დამთავრდა და მისი მეწყვილე სკამზე დაეშვა, როზალია კურიტოსთან მივიდა
და წინ დაუდგა – თავმოღერებულს მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა.

– რა თქმა უნდა, ცეკვა არ გეცოდინება, – უთხრა მან კურიტოს.

– ვიცი.

– მაშ, გადმოდი.

როზალიამ გამომწვევად გაუღიმა, მაგრამ კურიტო შეყოყმანდა. მან უკან


გაიხედა, დედისკენ. დანახვით ვერ დაინახა, მაგრამ იგრძნო, რომ იგი სიბნელეში
იდგა.

როზალიამ მისი მზერა შეამჩნია და მიზეზსაც მიუხვდა.

– გეშინია?

– რისი? – ჰკითხა კურიტომ და მხრები აიჩეჩა.

კურიტო წრეში შევიდა. გიტარის დამკვრელებმა სიმებს ჩამოჰკრეს და


მაყურებლები ტაშის ცემასა და ole[14]-ს შეძახილს მოჰყვნენ. ერთმა გოგომ
კურიტოს ჩაღანები მისცა და წყვილმა ცეკვა დაიწყო. სიბნელიდან მათ თითქოს
გველის სისინი მოესმათ და როზალია, რომელსაც ახლა აღარაფრისა ეშინოდა,
ღიმილით უცქერდა სიბნელიდან მოელვარე მკვდრისფერ სახეს. ლა კაჰირა
გაქვავებული იდგა. იგი უცქერდა ცეკვას, მოცეკვავეთა ტანის რხევას, რთულ
მოძრაობას. ხედავდა, რა მოხდენილად იხრებოდა როზალია კურიტოსკენ და
უღიმოდა, როცა კურიტო მის გარშემო იკლაკნებოდა და ჩაღანებს აჩხაკუნებდა.
ლა კაჰირას თვალები ნაღვერდალივით ანათებდნენ და მან

იგრძნო, რომ თვალის ბუდეები ეწვოდა, მაგრამ არავის შეუმჩნევია იგი და ლა


კაჰირამ გაშმაგებით დაიყმუვლა. ცეკვა გათავდა და ტაშისცემით ნასიამოვნებმა
როზალიამ ღიმილით უთხრა კურიტოს, არ მეგონა, თუ ასე კარგად ცეკვავდიო.

ლა კაჰირა ოთახში შევარდა და კარი ჩაიკეტა. მან ხმა არ გასცა კურიტოს, როცა ის
მივიდა და დაუძახა, კარი გამიღეო.

– მაშ მე წავალ, – შეუძახა კურიტომ.

ლა კაჰირას გული ეკრუნჩხებოდა სიმწრისგან, მაგრამ ხმას მაინც არ სცემდა.


კურიტოს გარდა მას არავინ ჰყავდა, კურიტოს გარდა მას არავინ უყვარდა. და
120

მაინც სძულდა. ის ღამე თეთრად გაათენა, იწვა და ფიქრობდა, შვილს მტაცებენო.


დილით სამუშაოზე არ წასულა, როზალიას ელოდებოდა. როგორც იქნა,
როზალია გამოჩნდა. იგი შეკრთა, როცა წინ ლა კაჰირა გადაუდგა.

– რა გინდა ჩემი ვაჟისგან?

– რაო? – ჰკითხა როზალიამ ისე, თითქოს გაიკვირვაო.

ლა კაჰირა სიმწრისგან აცახცახდა და ხელზე იკბინა, რომ თავი შეეკავებინა.

– ვითომ არ იცი? შენ მე შვილს მართმევ.

– რად მინდა შენი შვილი? მომაშორე, მე რა ვქნა, თუ კუდში დამდევს.

– ტყუი.

– მას ჰკითხე, – და ახლა ისეთი ზიზღი იყო ჩაქსოვილი როზალიას ხმაში, რომ ლა
კაჰირამ თავი ძლივს შეიკავა. საათობით მელოდება ქუჩაში, რატომ შენ არ
მოუვლი?

– ტყუი, შენ თვითონ დასდევ.

– ბიჭი რომ მინდოდეს, დაუკითხავად გავიჩენ. მკვლელის შვილი რად მინდა.

ლა კაჰირა აირია, სისხლი აუვარდა თავში და თვალთ დაუბნელდა. როზალიას


ეცა და თმაში სწვდა. როზალიამ შეჰკივლა და შეებრძოლა, მაგრამ ამ დროს ვიღაც
გამვლელმა გააშველა.

– კურიტოს თავი გაანებე, თორემ ჩაგაძაღლებ.

– ვითომ შემაშინე? ჩამომაშორე, თუ ქალი ხარ! შე სულელო, ვერ ხედავ, რომ


თვალისჩინს ვურჩევნივარ?

– წადი, თავი გაანებე, – უთხრა როზალიას გამვლელმა.

ლა კაჰირამ ისე დაიღრიალა, როგორც ნადირმა, რომელმაც მსხვერპლი გაუშვა


ხელიდან, და ქუჩაში გავიდა.

ცეკვის შემდეგ კურიტოს თავდავიწყებით შეუყვარდა როზალია და მთელი


მეორე დღე მისი ლალისფერი ტუჩები ედგა თვალწინ. როზალიას თვალთა შუქი
დამატყვევებლად ენთო მის გულში. კურიტო ვნებით ილტვოდა მისკენ. ღამე
მაკარენაში წავიდა და როზალიას სახლთან გაჩნდა. კარიბჭის ქვეშ, სიბნელეში
იდგა, ვიდრე როზალიას არ მოჰკრა თვალი.

– როზალია, – დაუძახა ხმადაბლა.

როზალია მობრუნდა და გაკვირვებულმა შეჰკივლა.

– აქ რა გინდა? – ჩუმად ჰკითხა და მისკენ წამოვიდა.

– უშენოდ ვერ ვძლებ.


121

– რატომ? – გაიცინა როზალიამ.

– იმიტომ, რომ მიყვარხარ.

– დედაშენმა ამ დილას კინაღამ მომკლა.

და მომხდარი ამბავი ისე შეალამაზა, როგორც ანდალუზიელთ სჩვევიათ ხოლმე.


ის კი აღარ უთქვამს, ბოლოს რომ გესლიანად უკბინა და ლა კაჰირას ამან აუვსო
მოთმინების ფიალა.

– ქაჯის ხასიათი აქვს, – უთხრა კურიტომ და მერე დაუმატა, – მე ვეტყვი, რომ


ჩემი ხარ.

– გულზე მალამოდ დაედება, – მიუგო როზალიამ დაცინვით.

– ხვალ შემხვდები?

– ალბათ, – ჩასჩურჩულა როზალიამ.

კურიტომ ჩაიღიმა, რადგან ნათქვამზე მიუხვდა, რომ შეხვდებოდა.

კურიტო ჩვეულებრივზე უფრო თავმომწონე დაბრუნდა შინ.

მეორე დღეს რომ მივიდა, როზალია დაუხვდა და როგორც ეს შეყვარებულებს


სჩვევიათ სევილიაში, სულმოუთქმელად დიდხანს ისაუბრეს და კურიტოს
აზრადაც არ მოსვლია, რომ მათ შუა აღმართული რკინის ჭიშკარი ზედმეტ
დაბრკოლებას წარმოადგენდა. როცა როზალიას ჰკითხა, გიყვარვარ თუ არაო,
როზალიამ ვნებით ამოიოხრა. მათ სურდათ ერთმანეთის თვალებში მწველი
ვნება დაენახათ. კურიტო ყოველღამე მოდიოდა. მეორე კვირას იგი დედასთან არ
მისულა იმის შიშით, ვაითუ იცის, ჩვენ რომ ერთმანეთს ვხვდებითო. უბედური
ლა კაჰირა გულმოკლული ელოდა

კურიტოს, მზად იყო მუხლმოდრეკილს პატიება ეთხოვა მისთვის, მაგრამ როცა


არ მოვიდა, სიძულვილით აღივსო – ნეტავი ჩემს ფერხთთით მკვდარი იწვესო.
გული შეეკუმშა, როცა გაიფიქრა, მთელმა კვირამ უნდა გაიაროს, ვიდრე მისი
ნახვის იმედი მომეცემაო.

კურიტო არც შემდეგ კვირას მოსულა. ეს კი აუტანელი იყო, გულის მომკვლელი.


ვერც ერთი სატრფო ვერ შეიყვარებდა კურიტოს ლა კაჰირასავით. ეს როზალიას
ბრალი არისო, უთხრა თავის თავს და მის გახსენებაზე გული რისხვით აღევსო.
როგორც იქნა, კურიტომ მხნეობა მოიკრიბა და დედის სანახავად მოვიდა. მაგრამ
უკვე გვიან იყო. დედა დიდხანს ელოდა და ახლა მისდამი სიყვარული თითქოს
ჩამკვდარიყო. როცა კურიტომ კოცნა დაუპირა, ლა კაჰირამ ხელი ჰკრა.

– რატომ არ მოდიოდი?

– შენ კარი ჩამიკეტე. მეგონა, არ გინდოდი.

– მარტო ამიტომ? სხვა არაფერი?


122

– არ მეცალა, – უთხრა შვილმა და მხრები აიჩეჩა.

– არ გეცალა? შენისთანა უქნარას? რა საქმე გქონდა? როზალიასთვის ხომ


გეცალა?

– რად გაარტყი?

– შენ რა იცი? ნახე? – ლა კაჰირამ შვილისკენ გაიწია, მისი თვალები ელვას


აკვესებდა: – მითხრა, მკვლელი ხარო.

– მერე რა?

– მერე რა? – შეჰკივლა ლა კაჰირამ ისე, რომ ეზოში გაიგონეს. – მე თუ მკვლელი


ვარ, შენი გულისთვის. ჰო, მე მოვკალი პეპე სანტი იმიტომ, რომ შენ გცემდა
ხოლმე. შენი გულისთვის ვიჯექი ციხეში შვიდი წელი. ოჰ, შე სულელო, შენ
გგონია, როზალიას ძალიან ენაღვლები, და ყოველღამე საათობით ხარ
ატუზული ჭიშკართან.

– ეგ ვიცი, – ღიმილით უთხრა კურიტომ.

ლა კაჰირა აენთო. მან გაკვირვებით შეხედა შვილს და მერე მიუხვდა. ტკივილისა


და ბრაზისგან სუნთქვა შეეკრა. გულზე მიიდო ხელი, თითქოს
სულთმობრძავიაო.

– ყოველღამე აქ დაეთრევი და ერთხელაც არ მოსულხარ ჩემთან. მე ყველაფერი


გავაკეთე შენთვის. ხომ არ გგონია, რომ პეპე სანტი მიყვარდა? იმის მუშტებს
იმიტომ ვითმენდი, რომ შენთვის პური მეჭმია; და როცა გცემა, მოვკალი.
ღმერთია მოწამე, მე მხოლოდ შენთვის ვარსებობდი. ნეტავი მოვმკვდარიყავი და
შვიდი წელი ციხეში არ გავწამებულიყავი.

– კარგი, დედა, დაფიქრდი. მე ოცი წლის ვარ. რა გინდა ჩემგან? როზალია თუ არა,
სხვა იქნებოდა.

– აი, შენ ნადირო, უჰ, როგორ მეზიზღები, აქედან გაეთრიე.

მან კურიტოს ხელი ჰკრა და კართან მიაგდო. კურიტომ მხრები აიჩეჩა:

– გულშიც არ გაივლო, რომ აქ დარჩენა მინდოდეს.

მან მხიარულად გაიარა ეზო და რკინის ჭიშკარი გაიჯახუნა. ლა კაჰირა ოთახში


დაბორიალობდა. დრო ნელა გადიოდა. მერე დიდხანს იდგა ფანჯარასთან,
მტაცებელი ნადირივით გადასახტომად შემართული. გაქვავებული იყო და
გულისმღრღნელ მოუთმენლობას იხშობდა. ჭიშკართან ხელი ხელს შემოჰკრეს,
რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ ვიღაც იყო გარეთ. ლა კაჰირა წინ გადაიზნიქა და
თვალები ლამის გადმოუცვივდა. მასონი შემოვიდა ეზოში. კარგა ხნის შემდეგ
პილარი მოვიდა და ნელა ავიდა თავის ოთახში. ლა კაჰირამ ყელზე წაივლო
ხელი, რომ აუტანელი, გამგუდავი სუნთქვა შეემსუბუქებინა. იგი ისევ
123

მოლოდინს მიეცა. დროდადრო რაღაც განსაკუთრებული ჟრუანტელი უვლიდა


ტანში.

როგორც იქნა! ჭიშკართან ხელი ხელს შემოჰკრეს ნაზად და ვიღაცამ ზემოდან


დაიძახა:

– ვინ არის?

– შინაური.

ლა კაჰირამ როზალიას ხმა იცნო. მან გამარჯვების ნიშნად შეჰკივლა. ზემოდან


ჭიშკარი

გააღეს. როზალია შემოვიდა და ეზო მკვირცხლად, მსუბუქი ნაბიჯით გაიარა.


მის ყოველ მიხრა-მოხრაში სიცოცხლის სიხარული გამოკრთოდა. ის იყო ფეხი
უნდა შეედგა კიბეზე, რომ ლა კაჰირა გადმოუხტა წინ და გააჩერა, მკლავში ხელი
სტაცა. როზალიამ ვერ გააშვებინა.

– რა გინდა? – ჰკითხა როზალიამ. – გამატარე.

– ჩემს შვილთან რას აკეთებდი?

– გამატარე, თორემ ვიყვირებ.

– მართალია, რომ ყოველღამე ჭიშკართან ხვდები?

– დედა, მიშველე! ანტონიო! – დაიყვირა როზალიამ.

– მითხარი.

– მართალი თუ გინდა, გეტყვი. ჩემი შერთვა უნდა. ვუყვარვარ და მეც მიყვარს.

მან თავის გათავისუფლება სცადა.

– ხომ არა გგონია, რომ დაგვიშლი? ხომ არა გგონია, რომ შენი ეშინია? ეჯავრები.
თვითონ მითხრა, ნეტავ ციხეში ჩამპალიყოო.

– ეს გითხრა?

ლა კაჰირამ უკან მიიხედა და ამით როზალიამ ისარგებლა.

– ჰო, ესეც მითხრა და უფრო მეტიც, რომ პეპე სანტი მოკალი, რომ შვიდი წელი
ციხეში იჯექი. ნეტავი იქ მომკვდარიყოო.

როზალია გესლიანად უსისინებდა ამ სიტყვებს. გადაიკისკისა, როცა ამ


უბედურმა ქალმა შეჰკივლა ისე, თითქოს მაგრად დაარტყესო.

– უნდა იამაყო, რომ შენისთანა კაცისმკვლელის შვილს გაყოლაზე უარს არ


ვეუბნები.
124

მერე ლა კაჰირას ხელი ჰკრა და კიბეზე ახტა. ამან გამოაფხიზლა საშინელი


გათახსირებისგან გაოგნებული ლა კაჰირა. გააფთრებული ნადირივით
დაიღმუვლა. წინ გადახტა, როზალიას მხრებში სწვდა და ძირს ჩამოათრია.
როზალია მიუბრუნდა და სახეში სთხლიშა. ლა კაჰირამ უბიდან დანა იძრო და
როზალიას კისერში ჩასცა.

– დედა, მომკლა, – დაიკივლა როზალიამ.

კიბის ძირას დაეცა მოკუნტული და მიწაზე დაესვენა.

ამ სასოწარკვეთილ კივილზე ხალხი გარეთ გამოცვივდა და ლა კაჰირას


დაედევნა. იგი ზურგით მიეყრდნო კედელს და ისეთი გაშმაგებული უცქერდა
მათ, რომ ვერავინ გაბედა მიჰკარებოდა. ეს ყოყმანი ერთ წამს გაგრძელდა, მაგრამ
როცა პილარი აივნიდან წივილ-კივილით ჩამოვარდა, ყველას ყურადღება მან
მიიპყრო. ამით ისარგებლა ლა კაჰირამ. ოთახში შევარდა და კარი ჩაიკეტა.

ეზო უცებ ხალხით აივსო. პილარი მოთქმით დაემხო როზალიას და ვერავინ


მოაშორა. ვიღაც ექიმთან გაიქცა, ვიღაც კიდევ – პოლიციელის მოსაყვანად.
ქუჩიდან ხალხი

შემოვიდა და კართან შეჯგუფდა. ექიმი ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა. ხელში შავი


ჩანთა ეჭირა. ათიოდე ადამიანი მღელვარებით ერთდროულად მოუთხრობდა
პოლიციელებს მომხდარ ამბავს და ლა კაჰირას ოთახისკენ მიუთითებდა.
ოთახში ჩოჩქოლი ატყდა. მერე პოლიციელებმა ხელებზე ბორკილდადებული
ლა კაჰირა გამოიყვანეს. ბრბომ მისკენ გაიწია, მაგრამ პოლიციელები გარს
შემოერტყნენ და ხელჯოხებით განდევნეს ხალხი, რომლებიც მუშტს
უღერებდნენ და წყევლა-კრულვას უთვლიდნენ ლა კაჰირას. იგი მათ ზიზღით
უცქერდა. პასუხის ღირსად არა ხდიდა. თვალები სიხარულით უბრწყინავდა.

– მოკვდა? – იკითხა ლა კაჰირამ, როცა როზალიას გვამს ჩაუარა.

– ჰო, – უთხრა ექიმმა მწუხარებით.

– მადლობა ღმერთს, – წარმოთქვა ლა კაჰირამ.


125

[1] პოკერი, ბრიჯი – ბანქოს თამაშები.


[2] მთლიანი ხისგან საწნახელივით გამოჭრილი ნავი
[3] ადგილობრივ მკვიდრთა ხელით ნაქსოვი, მსუბუქი ქსოვილია.
[4] მათრობელა სასმელი, რომელიც მცენარე კავას ფესვებიდან მზადდება
[5] თეძოებზე შემოკრული ქსოვილი
[6] მადამ (შემოკლებული)
[7] ერთანძიანი ნავი
[8] ქოქოსის კაკლის გული
[9] ზარბაზნიანი ნავი
[10] სან-ფრანცისკოს შემოკლებული სახელია
[11] ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელებს ეძახიან (ვულგ.)
[12] დალახვროს ეშმაკმა (ესპ.)
[13] ხარების ბრძოლა (ესპ.)
[14] ყოჩაღ (ესპ.)
[1] პოკერი, ბრიჯი – ბანქოს თამაშები.
[2] მთლიანი ხისგან საწნახელივით გამოჭრილი ნავი
[3] ადგილობრივ მკვიდრთა ხელით ნაქსოვი, მსუბუქი ქსოვილია.
[4] მათრობელა სასმელი, რომელიც მცენარე კავას ფესვებიდან მზადდება
[5] თეძოებზე შემოკრული ქსოვილი
[6] მადამ (შემოკლებული)
[7] ერთანძიანი ნავი
[8] ქოქოსის კაკლის გული
[9] ზარბაზნიანი ნავი
[10] სან-ფრანცისკოს შემოკლებული სახელია
[11] ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციელებს ეძახიან (ვულგ.)
[12] დალახვროს ეშმაკმა (ესპ.)
[13] ხარების ბრძოლა (ესპ.)
[14] ყოჩაღ (ესპ.)
126

You might also like