You are on page 1of 51

მაკგრეგორ მაზერსი

მხილებული კაბალა
მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე

შესავალი.
 
1.პირველი შეკითხვა რომელსაც კაბალის არმცოდნე მკითხველი დასვამს ალბათ  იქნება - რა
არის კაბალა?ვინაა მისი ავტორი? რას წარმოადგენს მისი მთავარი სწავლება? და რატომ
გახდა დღეს მისი თარგმანები ასე მნიშვნელოვანი?
2.თავდაპირველად ბოლო კითხვაზე გიპასუხებთ.დღეს ძლიერი ოკულტური ტალღა
ვრცელდება მთელს საზოგადოებაზე.მოაზროვნე ადამიანებმა გამოღვიძება დაიწყეს და
თვლინ რომ არსებობს მრავალი რამ ზეცაში და დედამიწაზეც რაც ჯერ კიდევ არც
დასიზმრებიათ მათ ფილოსოოსებს. და ბოლო მაგრამ არანაკლებ ნიშვნელოვანია ისიც რომ
ბიბლია ტოვებს ყველაზე უფრო ხშირად არასწორადგანმრტებული წიგნის შთაბეჭდილებას
და შეიცავს უთვალავ გაუგებარ და საიდუმლოებით მოცულ ადგილებს,რომლებიც
უკიდურესად ბუნდოვანია გარკვეული გასაღბის გარეშე რომელიც მათ მნიშვნელობას
გახსნიდა,ეს გასაღები კი კაბალაშია მოცემული . ამიტომაც ეს ნაშრომი საინტერესო იქნება
ყველა ბიბლიიისა და თეოლოგიის შემსწავლელი სტუდენტისთვის.მოდით ყველა
ქრისტიანმა დაუსვათ თავს ეს კითხვა; “ როგორ უნდა მქონდეს იმედი რომ გავიგე ძველი
აღქმა თუ უგულებელვყოფთ იმ განარტებას რომელსაც აძლევს ხალხი ვისი წმინდა წიგნიც
იყო ის თავდაპირველად და თუ არ მესმის ძველი აღთქმის მნიშვნელობა როგორ
წარმომიდგენია ახლის გაგება?”ხალხს რომ ბიბლიის ჭეშმარიტი და ამალებული
პილოსოფია ესმოდეთ გაცილებით ნაკლები ფანატიკოსი და სექტანტი იქნებოდა.და ვინ
მოსთვლის რამდენი ზიანი მიაყენეს ადვილად აღგზნებად და მრგძნობიარე ადამიანებს
შეუწყნარებელმა ფანატიკოსებმა რომელც ხშირად გამოდიან ხოლმე კაცობრიობის
მასწავლებლების როლში? რამდენი თვითმკვლელობა გამოიწვია რელიგიურმა მანიამ და
დეპრესიამ.და რამდენი მკრეხელური სისულელეების ნარევი აღარ იყო გამოცხდებული
წინასწარმეტყველთა და აპოკალიფსის წიგნების ნამდვილ მნიშვნელობად! თუ ებრაული
წმინდა წიგნის მრავალგზის არასწორ თარგმანს საფუძვლად დაუდებთ და თანაც
აპრილაებულ და ავადმყოურად მოაზროვნე გონებას რისი იმედი გვაქვს რა შენობას ააშენებს
ის ? მე უშიშრად მივმართავ დღევანდელ სექტანტებსა და ფანატიკოსებს თქვენ ტახტიდან
ჩამოაგდეთ ამაღლებული და უსაზღვრო,და მის ადგილას  გაუწონასწორებელი ძალის
დემონები დასვით,თქვენ სიყვარულისა და წესრიგის ღმერთი უწესრიგობის და ეჭვის
ღვთაებით ჩაანაცვლეთ,თქვენ წამებულის სწავლება წაბილწეთ,ამიტომაცაა აუცილებელი
კაბალას ინგლისურად თარგმნა სწორედ ახლა,რადგან ზოჰარი  არასოდეს გადათარგმნილა
არც  ამ ქვეყნის ენაზე  და როგორც ჩემთვის ცნობილია არც ერთ სხვა ევროპულ ენაზე.
3. კაბალა შეიძლება განისაზღვროს როგორც ებრაული ეზოთერიკული სწავლება.ებრაულად
მას ეწოდება  QBLH, Qabalah,რაც მომდინარეობს ფუძიდან QBL, Qibel  მნიშვნელობა “აღქმა”.
ეს დასახელება თავითს თავში გულისხმობს ეზოთერიული სწავლების  ზეპირად გადაცემას
და ახლოსაა ინგლისურ სიტყვასთან“tradition."(ტრადიცია).
4.რადგანაც წინამდებარე ნაშრომში მოცემულია დიდი რაოდენობით ებრაული და
ქალდეური სიტყვა ხოლო სემიტურ ენათა სპეციალისტი კი ცოტაა მე ჩვთვალე რომ უპრიანი
იქნებოდა ეს სიყვები ჩვეულებრივი ლათინურ ასოებით ჩამეწერა სტანდარტული
ორთოგრაფიის გულმოდგინედ დაცვით,ამიტომაც გთვაზობთ ებრაული და ქალდეური
ანბანის ასოების (რომელნიც ერთნაირია ორივესთვის ) ცხრილს რომანული ასოებით
რომლებითაც შევცვლი მათ წიგნში აგრეთვე მათ დასახელებებს,ფონეტიკურ თვისებებსა და
რაოდენობრივ

შესატყვისობებს ებრაულსა და ქალდეურში არაა გამოყოფილი ცალკე აღმნიშვნელები


ციფრებისთვის,გამომდინარე აქედან როგორც ეს ბერძნულშიცაა ყოველ ასოს აქვს მისი
შესაბამისი რიცხვითი მნიშვნელობა,ამ ვითარებიდან მნიშვნელოვანი ხდება ფაქტი რომ
ყოველი სიტყვა რიცხვია და ყოველი რიცხვი სიტყვაა,ესაა მინიშნება აპოკალიფსზე სადაც
მოცემუნია მხეცის რიცხვი ამ რიცხვებსა და ასოებს შორის შესაბამისობაზეა აგებული
მენცნიერებს ჰემატრია (ე.წ ბგერითი კაბალის პირველი მეთოდი). ამ საგანს მოგვიანებით
დაუბრუნდბი.მე რომანული ასო Q ებრაული  Qoph ან  Koph, გამოსხატად რომლის
გამოყენების პრეცენდენტი თანმხმები “m” გარეშე მხოლოდ მაქს მიულერის “აღმოსავლეთის
წმინდა წიგნში “შეიძლება.მკითხველმა უკვე იცის რომ ებრაული ანბანი უმეტესად
თანხმოვნებისგან შედგება, ხმოვანი ბგერები აღნიშნულია ან პატარა წერტილებით და
ნიშნებით , ხშირად ხაზის ქვეშ.კიდევ ერთი სიძნელე ებრაულ ანბანში ჩნდებაიმიტომ რომ
ზოგიერთი ასო მაგალითად V, Z და ბოლოს N მოხაზულობით ძალიან გავს ერთმანეთს.
5.ავტორის პატივსაცემად და კაბალის წარმოშობის შესახებ მე იმაზე კარგს ვერაფერს
გავაკეთებ თუ არ მოვიყვან ნაწყვეტებს დოქროტ გინსბურგის “ესე კაბალაზე”- დან, აქვე
უნდა აღვნიშნო რომ ეს სიტვა გადმოიცემა სხვა და სხვა გვარად Cabala, Kabalah, Kabbala,
და ა.შ.მე უფრო მისაღებად მივიჩნიე Qabalah როგორც უფრო შესატყვისი ამ სიტყვის
ებრაული ნაწერიდან.
6.რელიგიური სისტემების ფილოსოფია, ან უფრო სწორედ თეოსოფია რომელიც
არამხოლოდ ასეულობით წელი ახდენდა გავლენას ისეთი გამჭრიახი   ხალხის
ინტელექტუალურ განვითარებაზე როგორებიც ებრაელები არიან,მეთექვსმეტე მეჩვიდმეტე
საუკუნეში ზოგიერთი ქრისტიანული სამყაროს მოაზროვნის რომლებიც ყურადღებას
აქცვედნენ ერთდროულად ფილოსოფიასაც და თეოლოგიასაც, ფართოდ გავრცელდა
სამყაროში.უნდა დავამატოთ კიდევ რომ ამ მოხიბლულთა შორის აღმოჩნდა რაიმონდ
ლული, ცნობილი მეტაფიზიკოსი, სქოლასტიკოსი და ქიმიკოსი (გარდაიცვალა 1325)იოჰან
რეიჰლინგი
(1455-1522)სქოლასტიკოსი რომელმაც ახლიდან გააცნო ევროპას აღმოსავლური
ლიტერატურა,ჯოვანი პიკო დელა მირანდოლა ცნობილი ილოსოფოსი და სქოლასტი
(1463- 1494) , კორნელიუს ჰენრი აგრიპა ცნობილი ფილოსოფოსი,ღვთისმეტყველი და
მკურნალი (1486-1535),იან ბაპტისტ ფონ ჰელმონტი გამორჩეული ქიმიკოსი და მკურნალი
(1577-1644), ისე როგორც ჩვენი თანამემამულე რობერტ ფლუდი ცნობილი მკურნალი
დაფილოსოფოსი  (1574-1637), დოქტორი ჰენრი მური (1614-1687), და ყველა ამ  ადამიანმა
ისეთი მეცნიერების სისტემის  ხანგრძლივი ძიების შემედეგ , რომელიც ღვთებრივი ბუნების
“გულის გულს “ გაუხსნიდა და იმ ძაფს მისცემდა რომლითაც ყველაფრის ერთად შეკვრა
შეიძლებოდა. თავიანთი გონების გაგიჟებული სურვილები ამ თეოსოფიით
დაეცხროთკაბალა ძალიან მიმზიდველი იყო ლიტერატურისა და ფილოსოფიის
სტუდენტებისთვის,მაგრამ არა მხოლოდ მათთვის პოეტებიც ძალიან მდიდარ წყაროებს
პოულობენ აქ.სხვაგვარად ვერც იქნება ჩვენ ხომ გვარწმუნებენ რომ ეს ის თეოსოფიაა
რომელიც თავად სამოთხეში გაჩნდა ღმერთის მიერ რომ რჩეულმა ანგელოზებმა
უმასპილძლეს და მოამზადეს სამოთხეში და მხოლოდ  კაცობრიობის უწმინდეს შვილებს
გაენდოთ ის.მაშ მოისმინეთ ამბავი მისი დაბადების განვითარებისა და სიმწიფეზე
მოყოლილი მისი მიმდევრის მიერ.
7.თავდაპირველად კაბალას თავად ღმერთი ასწავლიდა თავის რჩეულ ანგელოზებს
სამოთხეში,იქ შეიქმნა პირველი თეოსოფიური სკოლა.დაცემის შემდეგ მათ მოწყალედ
გაანდეს ეს სწავლება დედამიწის დაუმორჩილებელ შვილებს,რათა კაცობრიობის პირველი
ადამიანი აღეჭურვათ საშუალებით რითაც თავის წმინდა და ნეტარ პირველსაწყისს
დაუბრუნდებოდა.ის ადამიდან ნოეს გადმოეცა, ნოესგან აბრაამს - ღმერთის მეგობარს,ვინც
ამასთან ერთად ეგვიპტეში გადასახლდა,სადაც პატრიარქმა ნება დართო იქ მცხოვრებლებს
ეს დიდებული სწავლება ნაწილობრივ მაინც მიეღოთ.ასე გაიგეს ეგვიპტელებმა ამ
სწავლების ცოტაოდენი ნაწილი და სხვა აღმოსავლეთი ხალხებმაც ჩართეს ის თავიანთ
ფილოსოფიურ სისტემებში.მოსე, რომელმაც მთელი ეს სიბრძნე ეგვიპტეში
შეითვისა,პირველი ინიციაცია კაბალაში გაიარა თავისი დაბადების ადგილას,მაგრამ
სრულყოფილად ეს ხელოვნება მხოლოდ უდაბნოში  ხეტიალისას ისწავლა, სადაც მას არა
მხოლოდ მთელ თავისუფალ დროს უთმობდა მთელი ორმოცი წლის განმავლობაში,მაგრამ
ის მითითებებს ერთ-ერთი ანგელოზისგან იღებდა. ამ საიდუმლო მეცნიერების წყალობით
კანონმდებელი უმკლავდებოდა ყველა სიძნელეს რაც მისი მმართველობისას ისრაელიანებში
ჩნდებოდა.მიუხედავად პილიგრიმობისა, ომისა და ამ ხალხის უამრავი გასაჭირისა.ამ
მეცნიერების საუძვლები მან ფარულად გადმოსცა ხუთთავის პირველ ოთხ წიგნში,არ ჩართო
კაბალისტური ცოდნა მხოლოდ მეორე რჯულში.გარდა ამისა მოსემ ამ სწავლებაში ჩართო
სამოცდაათი უხუცესიც და მერე ისინი ავცელებდნენ ამას ხელიდან ხელში.იმათგან  ვინც
კაბალის სიბრძნე ზეპირი გაუწყვეტელი ჯაჭვის მეშვეობით მიიღეს დავითი და სოლომონი
ყველაზე უფრო ღრმად იყვნენ ჩახედულნი კაბალაში.თუმცაღა ვერავინ გაბედ მისი ჩაწერა
ვიდრე შიმონ ბენ იოჰაი რომელიც ცხოვრობდა მეორე ტაძრის ნგრევის დროს
ცხოვრობდა...მისი სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა რაბინმა ელიაზარმა და მისმა მდივანმა
რაბინმა აბბამ აგრეთვე მისმა მოსწავლეებმა,ერთად მოაგროვეს გარდაცვლილი რაბინის
შრომები,და ამისგან შექმნეს ცნობილი ნაშრომი სახელად ZHR, Zohar (ნათება)
კაბალისტური ცოდნის დიდი საგანძური”.
8.კაბალა იყოფა ოთხ ნაწილად
    პრაქტიკული კაბალა
    ბგერითი კაბალა
დაუწერელი კაბალა
დოგმატური კაბალა.
9. პრაქტიკული კაბალა მოიცავს თილისმებისა და ცერემონიულ მაგიას, და არაა მოცემული
ამ წიგნში.
10.ბგერითი კაბალა წარმოდგენილია რამოდენიმეჯერ,ამიტომაც აუცილებელია მისი
ძირითადი პრინციპების გარკვევა,ის იყოფა სამ ნაწილად-  GMTRIA, Gematria
ჰემატრია,NVTRIQVN, Notariqon; ნოტარიკონი,და  ThMVRH, Temura. თემურა.
11.ჰემატრია ბერძნული სიტყვის γραμματεια მეტათეზაა.ის, როგორც უკვე აღვნიშნე,
ეფუძნება კავშირს და შესატყვისობას რიცხვებსა და სიტყვებს შორის.ითვლება რომ
ერთნაირი რიცხოვრიბრივი მნიშვნელობის სიტყვები განმარტავენ ერთმანეთს,ეს თეორია
ვრცელდება ფრაზებზეც.ასო Shin, Sh - არის 300 და ექვივალენტურია იმ ასოების
რიცხობრივი მნიშვნელობათა ჯამისა რომლისგანაც შედგება ფრაზა RVCh ALHIM, Ruach
Elohim (რუახ ელოჰიმ) ელოჰიმის სული, გამომდინარე აქედან ესაა ელოჰიმის სულის
სიმბოლო.რადგან R= 200, V = 6, Ch = 8,A = z, L = 30, H = 5, I = 10,  M = 40; სულ = 300,
მსგავსად ამისა სიტყვა  AChD, Achad, ერთობა, ერთიანობა , ერთი, და  AHBH, Ahebah
სიყვარული ყოველი უდრის 13,  A = 1, Ch = 8, D = 4, სულ =13, და A = 1, H = 5, B = 2, H = 5,
სულ =13,აგრეთვე ანგელოზის სახელი  MTTRVN, Metatron ან Methraton და ღვთაების
სახელი ShDI, Shaddaï ორივე მათგანი ქმნის რიცხვს 314 და შესაბამისად ერთი მეორის
სიმბოლოდ გამოიყენება.ამბობენ რომ ისრაელის შვილებს ანგელოზი მეტატრონი
მიუძღვებოდა უდაბნოში, მასზე ღმერთმა თქვა - “ჩემი სახელია მასში”.ჰემატრიასთან
შესაბამისად ფრაზები  IBA ShILH, Yeba Shiloa   "Shiloh shall come"   შილოჰი მოვა  =358
იგივე რიცხვი მეორდება სიტყვებში  MShICh, Messiah. აგრეთვე ფრაზას დაბ. xviii. 2 VHNH
ShLShH, Vehenna Shalisha- “და აი სამი ქმარი”,  იგივე რიცხობრივი მნიშვნელობა აქვს რაც
ALV MIKAL GBRIAL VRPAL,Elo Mihkael Gabriel Ve-Raphael “ესენი არიან მიქაელი,გაბრიელი
და რაფაელი” თითოეული =701.ვფიქრობ ეს მაგალითები საკმარისია ჰემატრიის ბინების
გასაგებად,განსაკუთრებით მაშინ როცა მკითხველი კიდევ ბევრს სხვასაც ნახავს.
12.სიტყვა ნოტარიკონი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან nothrius -
გადამწერი,ნოტარიკონისთვის არსებობს ორი ფორმა პირველის მიხედვით მოცემული
სიტყვის ყოველი ასო წარმოადგენს პირველ ასოს ან აბრევიატურას ნებისმისერი სხვა
სიტყვებისა,შედეგად ერთი სიტყვის ასოებიდან მთელი ფრაზის შედგენა შეიძლება.ასე
მაგალითად თუ სიტყვის BRAShITh Berashith,(დაბადების პირველი სიტყვა)  ყოველ ასოს
წარმოვადგენთ როგორც სხვა სიტყვების საწყისებს მივიღებთ BRAShITh RAH ALHIM
ShIQBLV IShRAL ThVRH,Besrashith Rahi Eloim Sheyequebelo Israel Torah:”  “თავიდან
ელოჰიმმა დაინახა რომ ისრაელი მიიღებდა კანონს”. ამასთან კავშირში შეიძლება
ნოტარიკონის ექვსი საინტერესო მაგალითის მოყვანა,რომლეიც 1665 წელს
გაქრისტიანებულმა ებრაელმა კაბალისტმა სოლომონ მეირ ბენ მოშემ შემდგომში პროსპერო
რუჯეროდ წოდებულმა სიტყვიდან BRAShITh მიიღო. აქ თავმოყრილია ყველა
ქრისტიანული იდეა რომლის საშუალებითაც პროსპერომ მოაქცია კიდებ ერთი ებრაელი
რომელიც იქამდე ქრისტიანობის სასტიკი წინააღმდეგი იყო.პირველი არის BN RVCh AB
ShLVShThM IChD ThMIM, Ben,Ruach, Ab, Shaloshethem Yechad Themim: "The Son, the
Spirit, the Father, Their Trinity, Perfect Unity." “ძე, სული, მამა , მათი სამება, სრულყოფილი
ერთობა”. მეორე არის BN RVCh AB ShLVShThM IChD ThOBVDV,Ben, Ruach, Ab,
Shaloshethem Yechad Thaubodo:"The Son, the Spirit, the Father, ye shall equally worship Their
Trinity." “ ძე,სული,მამა, თანაბრად თაყვანი ეცი მათ სამებაში”.მესამე არის BKVRI RAShVNI
AShR ShMV IShVO ThOBVDV Bekori Rashuni Asher Shamo Yeshuah Thaubodo: “ "Ye shall
worship My first-born, My first, Whose Name is Jesus." “თაყვანი ეცი ჩემს პირმშოს, ჩემს
პირველს, ვიცი სახელიცაა იესო”.მეოთხე არის BBVA RBN AShR ShMV IShVO ThOBVDV,
Beboa Rabban Asher Shamo Yesuah Thaubado: "When the Master shall come Whose Name is
Jesus ye shall worship." “როდესაც მოვა მასწავლებელი რომლის სახელიცაა იესო თაყვანი
ეცი მას”. მეხუთე არის BThVLH RAVIH ABChR ShThLD IShVO ThAShRVH, Bethulah Raviah
Abachar Shethaled Yeshuah Thrashroah:"I will choose a virgin worthy to bring forth Jesus,and
ye shall call her blessed." “ავირჩევ ქალწულს ღირსს რომ შობოს იესო და შენ მას
დალოცვილს უწოდებ.” მეექვსე არის BOVGTh RTzPIM ASThThR ShGVPI IShVO ThAKLV,
Beaugoth Ratzephim Assattar Shegopi Yeshuah Thakelo: "I will hide myself in cake (baked
with) coals, for ye shall eat Jesus, My Body." “ჩემს თავს პურში დავმალავ (გამომცხვარს )
ნაკვერცხლებზე რომ შენ მიიღო იესო ჩემი სხეული:. ამ ფრაზათა კაბალისტური
მნიშვნელობა რომლებიც ქრისტიანულ იდეებს გამოხატავენ ძნელია გადააფასო.
13. ნოტარიკონის მეორე ფორმა პირველის სრულიად საწინააღმდეგოა.ამის მიხედვით
წინადადების  საწყისი ან ბოლო ან შუა ასოები აღებულია სიტყვის ანდა სიტყვების
ფორმირებისთვის.კაბალას ქვია  ChKMh NSThRH, Chokhmah Nesethrah,"the secret wisdom;"
“საიდუმლო სიბრძნე” და თუ ამ  ორი სიტყვის საწყის ასოებს ავიღებთ  Ch და N, ჩვენ
შევადგენთ ნოტარიკონის მეორე მეთოდით სიტყვას ChN, Chen, "grace." “მადლი”. რაც გავს
სიტყვის  MI IOLH LNV HShMIMH, Mi Iaulah Leno Ha-Shamayima "Who shall go up for us to
heaven?" “ვინ წავა ჩვენთვის ზეცაში” (Deut. xxx. 12) პირველი და ბოლო ასოებით შედგება
სიტყვა MILH, Milah, "circumcision," “წინადაცვეთა” და IHVH - ტეტრაგრამატონი საიდანაც
გამოდის დასკვნა რომ ღმერთმა დააწესა წინადაცვეთა როგორც ზეცისკენ მიმავალი გზა.
14.თემურა არის გადანაცვლება.გარკვეული წესების მიხედვით ერთი ასო იცვლება მეორეთი
რომელიც წინ უძღვის ან ან მისი მომდევნოა ანბანში და ასე ერთი სიტყვიდან იქმნება მეორე
სიტყვა აბსოლუტურად სხვა ორთოგრაფიით.ამგვარად ანბანი იყოფა შუაზე და ერთი
ნახევარი ედება მეორეს და მერე რიგირიგობით   პირველი ანდა პირველი ორი ასოს
შეცვლით  მეორე ხაზის დასაწყისში წარმოიქმნება 22 ჩანაცვლება.ამას ეწოდება
კომბინაციების ცხრილი TzIRVP," Tzirupa. მაგალითად წარმოგიდგენთ მეთოდს სახელად
ALBTh, Albath,
 
 
11 10 9 8 7 6 5 4 3 2 1

K I T Ch Z V H D G B A

M N S O P Tz Q R Sh Th L

ყოველ მეთოდს სახელი მისი შემადგენელი ორი ნაწილიდან ქვია,ეს ასოთა წყვილების
სისტემა ყველაფერ დანარჩენის საფუძველია,რადგან ერთი ასო წყვილში იცვლება მეორე
ასოთი.Albath,  RVCh, Ruach -დან  აწარმოებს  DTzO, Detzau -ს.დანარჩენი  21 მეთოდის
სახელებია ABGTh, AGDTh.ADBG, AHBD, AVBH, AZBV, AChBZ,ATBCh, AIBT, AKBI, ALBK,
AMBL ANBM, ASBN, AOBS, APBO, ATzBP, AQBTz, ARBQ, AShBR, და AThBSh.  ამას უნდა
დაემატოს ABGD და  ALBM. ამას მოსდევს “რაციონალური ცხრილი ციფურ” "Rational Table
of Tziruph," კიდევ ერთი 22 კომბინაციის ნაკრები.ასევე არის სამი “ჩანაცვლების ცხრილი”
ცნობილნი როგორც, სწორი ,მოწინააღმდეგე და არასწორი.ყველა მის შესადგენად საჭიროა
შევადგინოთ 484 განყოფილებიანი კადრატი და იქ ჩავწეროთ ასოები განსაზღვრული
წესით.სწორი ცხრილისთვის ჩავწეროთ ანბანი მარჯვნიდან მარცხნივ პირველ ხაზში,
მეორეში გავაკეთოთ იგივე,მაგრამ ვიწყებთ  R და ვამთავრებთ A, ხოლო მესამეში დავიწყოთ
G და დავასრულოთ B, და ა.შ, მოწინააღმდეგე ცხრილისთვის ჩავწეროთ ანბანი მარჯვნიდან
მარცხნივ პირიქით დავიწყოთ Th და დავამთავროთ A. მეორე რიგირ დავიწყოთ  Sh და
დავამთვროთ  Th და ა.შ.”არასწორი ცხრილი”-ს აღწერა შორს წაგვიყვანს.გარდა ყველაფერ
ამისა არსებობს კიდევ მეთოდი სახელად ThShRQ, Thashraq,რომელიც მარტივად სიტყვებს
უკუღმა წერს.არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფორმა სახელად "Qabalah of the
Nine Chambers," “ცხრა დარბაზის  კაბალა” ანდა AIQ BKR, Aiq Bekar. ის ამ ცხრილზეა
დაფუძნებული.

 
300 30 3 200 20 2 100 10 1

000 00 0 000 00 0 000 00 0

Sh L G R K B Q I A

600 60 6 500 50 5 400 40 4

000 00 0 000 00 0 000 00 0


M final S V K final N H Th M D

900 90 9 800 80 8 700 70 7

000 00 0 000 00 0 000 00 0

T final Tz T P final P Ch N final O Z

ყოველი    ასოს ქვეშ რიცხობრივი მნიშვნელობა მივუწერე ყოველ დარბაზში.ხანდახან ამას


იყებენებენ როგორც შიფრს,იღებენ რიცხობრივ მნიშვნელობების  სექციას  რათა გამოსახონ
ის ასოები  რომელსაც ისინი შეიცავენ, პირველი ასოს ნაცვლად სვამენ ერთ
წერტილს,მეორის ნაცვლად ორს და ა,შ.ავიღოთ მარჯვენა ზედა კუთხე  სადაც მოცემულია
AIQ,შეესაბამება ასო  Q თუ ის შეიცავს სამ წერტილს.და კვლავ ცხრილის ცენრტალური
სექცია გამოსახავს H, N, ან K final, იმის მიხედვით  რამდენ წერტილს შეიცავენ ისინი ერთს
ორს თუ სამს.ასევე გაკეთდება სხვა  ასოებთანაც. არსებობს “ცხრა დარბაზის კაბალის :
გამოყენების კიდევ უამრავი მეთოდი,მაგრამ ახლა მათ აღწერას ვეღარ დაუთმობთ
ადგილს.მე უბრალოდ აღვნიშნავ მაგალითისთვის რომ თემურას იმ მეთოდით რომელსაც
AThBSh, Athbash ქვია ვიგებთ რომ Jeremiah xxv. 26-ში სიტყვა ShShK, Sheshakh
გადმოსცემს სიტყვას BBL, Babel.
15.მიუხედავად ყველა ამ წესისა,არსებობს კიდევ გარკვეული მნიშვნელობები
რომლების ებრაული ანბანის მოხაზულობაშია დამალული. გარკვეული ასოების
მოხაზულობაში რომლებიც სიტყვის ბოლოშო დგანან და განსხვავდებიან
ჩვეულებრივ იმ ასოებისგან რომლებიც სიტყვის ბოლოში არიან ხოლმე ანდა
სიტყვის შუაში შეიძლება იყოს ასო რომელსაც სიტყვის ბოლოში მყოფი ასოს მოხაზულობა
ექნება,ყველა ასოში და ასოებში რომელიც დიდა ან პატარაა ვიდრე სხვა ასოები
ხელნაწერში,ან ისეთ ასოში რომელიც უკუღმა წერია,აგრეთვე გარკვეული სიტყვების
განსხვავებულ წარმოთქმაში, რომლებსაც შესაძლოა ერთი ასოთი მეტი ჰქონდეთ მხოლოდ
გარკვეული ადგილზე ტექსტში.ანდა წერტილებისა და მახვილის უჩვეულო ადგილებში
დასმით, ასევე გარკვეული გამონათქვამებში,რომლებიც ლექსიკურად არასრული ანდა
პირიქით გადატვირთლი ჩანს.
16.მაგალითად ებრაული ასოს Aleph, A (1 ცხრილი) მოხაზულობა Vau, V, - სიმბოლიზებას
აკეთებს რომელიც Yod, I, და  Daleth, D შორისაა და თავად ეს ასო წარმოადგენს სიტყვას IVD,
Yod.მსგავსად ებრაული ასო  He, H მოხაზულობისა რომწლიც წარმოადგენს Daleth, D, ქვედა
მარცხენა კუთხეში Yod, I,- თან ერთად.
17.ესაიას 6.7 წიგნში (Isaiah ix. 6, 7,) სიტყვა LMRBH, Lemarbah რაც გამრავლებას ნიშნავს
დაწერილია M final -ით სიტყვის შუაში საწყისი ანდა შუა ნაწილის M-ის ნაცვლად.აქდან
გამოდის ის რომ ამ სიტყვის რიცხობრივი მნიშვნელობა ნაცვლად 30 +40+ 200+ 2+5 = 277
არის 30 + 600 + 200+ 2 + 5 = 837 რაც =  Gematria ThTh ZL, Tat Zal,the profuse Giver
“გულუხვად გამცემი”.ასე M final -ის ჩვეულებრივი ასოს მაგივრად ჩაწერით,სიტყვა სხვა
კაბალისტურ მნიშვნელობას იძენს.
18.მეორე რჯულის 4.Deuteronomy vi. 4, მოცემულია ლოცვა  სახელად "Shema Yisrael."ის
ასე იწყება "ShMO IShRAL IHVH ALHINV IHVH AChD, Shemaa Yisrael, Tetragrammaton
Elohino Tetragrammaton Achad: "Hear, O Israel, Tetragrammaton your God is Tetragrammaton
Unity." ისმინე ო,ისრაელო ტეტრაგრამატონი შენი ღმერთი  არის ტეტრაგრამატონია
ერთიანობა.”ამ ფრაზაში ბოლო  O სიტყვაში  ShMO, და D სიტყვაში  AChD დაწერილია
უფრო დიდი ასოებით ვიდრე სხვა ასოები ტექსტში.ამგვარად მოცემული კაბალისტური
სიმბოლოები ასე აიხსნება ასო O,რომელსაც რიცხვი 70 შეესაბამება გვაჩვენებს რო კანონი
შესაძლოა სამოცდაათი განსხვავებული გზით აიხსნას, და  D = 4 რაც ნიშნავს ოთხ ძირითად
მიმართულებას და ოთხ  ასოს წმინდა სახელში.პირველი სიტყვა  ShMO რიცხობრივად
უდრის 410, ეს იმ წლების რაოდენოობა რამდენ ხანსაც იდგა პირველი ტაძარი,ამ ლოცვაში
კიდევ ბევრი თემაა რაც ღირს განხილვად, მაგრამ დრო არ მაძლევს მათი განხილვის
საშუალებას.
19.გამოტოვებული ანდა პირიქტით გადატვირთული მართლწერის, აგრეთვე სპეციფიური
სასვენი ნიშნებისა და მახვილების მაგალითები მრავლადაა წინამდებარე ნაშრომში.
20. რაც შეეხება ბიბლიის პირველ სიტყვას  BRAShITh, Berashith სადაც პირველი სამი ასო
BRA არის სამების სამი ხატების სახელების პირველი ასოები BN, Ben, the Son; ძე  RVCh,
Ruach, the Spirit; სული და AB, Ab, the Father მამა.უფრო მეტიც ბიბლიის პირველი ასოა B
რაც BRKH, Berakhah, blessing; “დალოცვილი” პირველი ასოა  და არა  A რაც  ARR, Arar,
cursing  “ წყევლა” საწყისია. ასევე სიტყვა   Berashith, ასოების რიცხობრივ მნიშვნელობათა
ჯამი გვაძლევს წლების რაოდენობას სამყაროს შექმნასა და ქრისტეს დაბადებას შორის სადაც
B = 2,000, R = 200,  1A =1000, Sh = 300, I = 10,და Th = 400 სულ 3910, მოცემულია
ათეულობამდე დამრგვალებული რიცხვები.პიკო დე მირანდოლას მოჰყავს სიტყვა
BRAShITh, Berashith: გარშემო ნაწარმოები გათვლები,მესამე  ასოA,-ს პირველ  B-სთან
დაჯგუფებით A B, Ab = მამა, თუ პირველ B გავაორმაგებთ და დავუმატებთ მეორე ასოს R
გამოგვივა BBR, Bebar რაც ნიშნავს ძეს.თუ წავიკითხავთ ყველა ასოს პირველის გარდა
გამოგვივა RAShITh, Rashith - დასაწყისი.თუ შევაერთებთ მეოთხე ასოს Sh პირველს  B და
ბოლოს Th მივიღებთ ShBTh, Shebeth  “დასასრული ანდა მოსვენება”.თუ ავიღებთ პირველ
სამ ასოს BRA, Bera = created “შექმნა”.თუ გამოვტოვებთ პირველ სამს და ავიღებთ ბოლო
სამს RASh, Rash = head “თავი”.თუ პირველ ორს გამოვტოვებთ და შემდგომ ორს ავიღებთ
გამოგვივა ASh, Ash = fire “ცეცხლი”, თუ მეოთხე და ბოლო ასოს შევაერთებთ მივიღებთ
ShTh, Sheth  foundation “საფუძველი”.ასევე თუ მეორე ასოს პირველის წინ ჩავსვამთ გამოვა
s RB, Rab = great.”დიდებული” , თუ მესამეს შემდეგ ჩავსმათ მეხუთეს და მეოთხეს გამოვა
AISh, Aish = man “კაცი”, თუ პირველ ორს და ბოლო ორს შევაერთებთ გამოვა BRITh, Berith =
covenant “აღთქმა”. და თუ ბოლოსა და პირველ ასოს შევაერთებთ გამოვა ThB, Theb, რაც
ხანდახან გამოიყენება როგორც TVB, Thob = good.”კარგი”.
21,ყველა ამ მისტიური ანაგრამის მოწესრიგებულად დალაგებით პიკო დელა
მირანდოლამ მიიღო მთელი წინადადენა ნაცვლად ერთი  სიტყვისა  BRAShITh: Pater in filio
(aut per filium),principium et finem (sive  quietum) creavit caput, ignem, et fundamentum magni
hominis fœdere bono (ლათ.)  "Through the Son hath the Father created that Head which is the
beginning and the end, the fire-life and the foundation of the supernal man (the Adam Qadmon)
by His righteous covenant." “ ძისგან  (ან ძის მეშვეობით) შექმნა მამამ ის თავი რომელიც არის
დასაწყისიც და დასასრულიც, სიცოცხლის ცეცხლი და ღთაებრივი ადამიანის დასაბამი
(ადამ კადმონი) მისი ჭეშმარიტი აღთქმით.” რაც მცირე კონცეპტია “დაფარული საიდუმლოს
წიგნის” სწავლებაში.აღსანიშნავია რომ ბგერით კაბალაში უკვე გავცდით ყოველგვარ
დასაშვებ ზღვარს,თუმცაღა ეს აუცილებელი იყო რათა გაგვერკვია ამსწავლების
მეტაფიზიკური შემადგენელი მოცემული წინამდებრე ტრაქტატებში.
22.ტერმინი “დაუწერელი კაბალა” აღწერს სწავლებას რომელიც არასოდეს ყოფილა
დაწერილი და გადაეცემოდა ზეპირად.მე არაფერს ვიტყვი ამ საკითხზე არც იმას
თავად  მე შევძელი რომ  მიმეღო ის  თუ ვერა.რა თქმა უნდა რაბინ შიმეონ ბენ იოახის
დრომდე კაბალა საერთოდ არ იწერებოდა.
23.დოგმატური კაბალა მოიცავს დოქტრინულ ნაწილს.ესაა დიდი რაოდენობით
ტრაქტატები სხვა და სხვა თარიღებით და დამსახურებებით დაწერილ
კაბალაში.თუმცა ისინი შეიძლება ოთხ ნაწილად დავყოთSepher Yetzirah “სეფერ
იაცირი” და მასზე დამოკიდებულები.
  “ზოჰარი” მისი განვითარებებითა და კომენტარებით.
   Sepher Sephiroth სეფერ სეფიროტი და მისი განვრცობა.
   Asch Metzareph “აშ მეცარეფი”  და მისი სიმბოლიზება.
24.The SPR ITzIRH, Sepher Yetzirah, or "Book of Formation," “ფორმირების წიგნი”  მიეწერება
პატრიარქ აბრაამს.მასში გადმოცემულია კოსმოგონია ათი რიცხვისა და ანბანის 22 ასოს
სიმბოლოებით,რომელთაც 32 გზა ეწოდებათ.ამის შესახემ მოგვიანებით აბრაჰამ ბენ დიორმა
შეადგინა თავისი მისტიური კომენტარები.მთელ კაბალაში ტერმინი “გზა” გამოიყენება
როგორც სიმბოლური  იდეა ანდა იდეათა სფერო რომელიც შეიძლება დააკავშირო
ნებისმიერი სიმბოლოსთან და ნიშანთან.
25.The ZHR, Zohar, or "Splendour," “ნათელი” მიუხედავად ბევრი არც თუ ისე
მნიშვნელოვანი ტრაქტატისა  მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებს რომელთაგან
პირველი სამი ასეა თარგმნილი
    The SPRA DTzNIOVThA, Siphra Dtzenioutha, "Book of Concealed Mystery," “დაფარული
საიდუმლოს წიგნი” რაც კაბალას საფუძველი და ფუნდამენტი გახდა.
   The ADRA RBA QDIShA, Idra Rabba Qadisha "Greater Holy Assembly:" “დიდი წმინდა
კრება”  “დაფარული საიდუმლოს წიგნის” გაგრძელება.
The ADRA ZVTA QDIShA, Idra Zuta Qadisha "Lesser Holy Assembly;" “მცირე წმინდა კრება”
რაც “დიდი კრების” დამატებას წარმოადგენს, ეს სამი წიგნი შემოქმედი ღმერთის და მასთან
ერთად მისი ქმნილების განვითარებაზე მოგვითხრობს .”კაბალას მხილების “ ავტორმა კრონ
ფონ როზენროტმა თავისი წიგნის საფუძვლად მანტუის, კრემონსისა და ლუბლინენსის -
ნაბეჭდი და გასწორებული  კოდექსები გამოიყენა, უძველესი კი მანტუისა და
კრემონისაა.მოცემულია ტექსტების კომენტარებიც ფრჩხილებში.
     სულიერი ტრაქტატი სახელად BITh ALHIM, Beth Elohim, ან "House of the Elohim,"
“ელოჰიმის სახლი”, დაწერილი რაბი აბრაჰამ  კოენ ირირას მიერ, რაბი იცხაკ ლორიას
სწავლების მიხედვით, ის აღწერს ანგელოზებს , დემონებს, სტიქიების სულებს და სულებს.
     "Book of the Revolutions of Souls" “ სულთა ბრუნვის წიგნი “ არის რაბი ლორიას იდეესია
განსაკუთრებული და თანმიმდევრული გადმოცემა.
26.SPR SPIRVTh, Sepher Sephiroth, ან "Book of the Emanations," “ემანაციების წიგნი” აღწერს
და გადმოგვცემს ღვთაების ევოლუციას არყოფნიდან ყოფნაში გადასვლას.
27. ASh MTzRP, Asch Metzareph, ან "Purifying Fire," “განმწმენდი ცეცხლი” - ჰერმეტიკული
და ალქიმიური ტრაქტატი რომელიც ცოდა ადამიანისთვისაა ცნობილი და უფრო ცოტას
შეუძლია მისი გაგება.
28.კაბალას დოქტრინის პრინციპს წარმოადგენს შემდეგი პრობლემების გადაჭრა
        უზენნაესი არსება მისი ბუნება და ატრიბუტები.
        კოსმოგონია.
        ანგელოზებისა და ადამიანების შექმნა.
        ანგელოზებისა და ადამიანების ბდისწერა.
       სულის ბუნება.
       სტიქიების, ანგელოზებისა და დემონების ბუნება.
       გამოაშკარავებული კანონის მნიშვნელობა
       რიცხვების ტრანსცენდენტური მნიშვნელობა
       გარკვეული საიდუმლოება რომელსაც ებრაული ანბანის ასოები შეიცავს.
       საპირისპიროების წონასწორობა.
29.”დაფარული საიდუმლოს წიგნი “  იწყება ამ სიტყვებით “დაფარული საიდუმლოს
წიგნი” ესაა წიგნი ბალანსის წონასწორობის შესახებ.” რა იგულისხმება აქ “ბალანსის
წონასწორობაში?”წონასწორობა არის ჰარმონია რომელიც საწინააღმდეგოების
მსგავსებით მიიღწევა,ესაა მვდარი წერტილი სადაც ქმედება იცვლება უძრაობით რადგან
ურთიერთქმედი ძალები ერთმანეთის ტოლი ხდება.ესაა ცენტრალური წერტილი.ესაა
ანტიკური სიმბოლო “წერტილი წრეში”.ეს გაწონასწორებული ძალების ცოცხალი
სინთეზია.ეს ფორმა შეიძლება განვიხილოთ როგორც ჩრდილისა და შუქის წონასწორობა
მოაშორეთ ერთ-ერთი მათგანი და ფორმაც გაქრება.ტერმინი “ბალანსი” აღნიშნავს ორ
საწინააღმდეგო საწყისს სეფიროტების ყოველ ტრიადაში.მე ისევ დავუბრუნდები ამ საკითხს
როდესაც სეფიროტებს აღვწერ.ბალანსისა და წონასწორობის იდეა კაბალისტური
დოქტრინის ფუნდამენტია.
30.შემდეგ “დაფარული საიდუმლოს წიგნში” ვკითხულობთ - “წონასწორობა
არყოფნაში დევს”. რა არის არყოფნა? და რა არის ყოფნა? განსხვავება ამ ორს შორის
მეორე ფუნდამენტური იდეაა.არყოფნის სავსებით ნათლად ახსნა შეუძლებელია
რადგანაც თუ მას ზუსტად განვსაზღვრავთ ის აღარ იქნება არყოფნა და ამის შემდეგ
არყოფნიდან სტატიკურ მდგომარეობაში გადავა.ამიტომაც კაბალისტები თავიანთ
სიბრძნეში გამორიცხავენ მოკვდავი გონებისთვის იმის შემეცნებას რომ
პირველყოფილი AIN, Ain ესაა ერთი არყოფნაში და AIN SVP, Ain Soph, უსაზღვრო
მიზიდულობა მაშინ როცა  AIN SVP AVR, Ain Soph Aur, უსაზღვრო სინათლეზეც კი
მხოლოდ ბუნდოვანი   წარმოდგენა   არსებობს.თუ უფრო სიღრმისკენ წავალთ
მივხვდებით რო სწორედ ასეთი უნდა იყოს შეუცნობელი და უსახელო ერთის
ფორმები,რომელის უფრო გამოკვეთილ ფორმებს ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ.ესაა
აბსოლუტი. მაგრამ რას ნიშნავს აბსოლუტი? მაშინაც კი როცა მის ახსნას ვცდილობთ ის
გვისხლტება რადგან თუ მას გავსაზღვრავთ მაშინ ის აღარ იქნება ბსოლუტი.მაშ შეგვიძლია
ვთქვათ რომ აბსოლუტი, არყოფნა, უსოზღვროება - ლოგიკური თვალსაზრისით
აბსურდებია რადგან ჩვენს გონებას არ შეუძლია ზუსტად განსაზღვროს ისინი? არა,
რადგანაც თუ ჩვენ მათ განვსაზღვრავთ  ამით მათ ასე ვთქვათ ჩვენი გონების ნაწილად
ვაქცევთ და ამ დროს ისინი მასზე აღმატებულებას დაკარგავენ. განსაზღვრას შეიძლება
დაექვემდებაროს ისეთი რაღაცეები რისი საზღვრების დადგენაც შეგვიძლია.და  როგორ
განვსაღვროთ განუსაზღვრელი?
31.კაბალას პირევლი პრინციპი და აქსიომა ღვთაების სახელია,რომელიც ბიბლიის ჩვენეულ
ვერსიაში გადმოცემულია “მე ვარ რომელიც  ვარ”  AHIH AShR AHIH, Eheieh Asher Eheieh.
უკეთესი იქნებოდა “ყოფნა არის ყოფნა.” ანდა “მე ვარ ის ვინც არის.”
32.ელიფას ლევი ზაჰედი ამ საუკუნის დიდი კაბალისტი და ფილოსოფოსი, თავის
“მაგიის ისტორიაში”  ამბობს - “კაბალისტები უფრთხიან ყველაფერს რასაც შეიძლება
კერპთაყვანისმცემლობასთან ქონდეს კავშირი,თუმცაღა ისინი აღიარებენ ღვთის
ადამიანურ ფორმას,მაგრამ ეს სუფთა სიმბოლიკური მნიშვნელობაა.ისინი თვლიან
ღმერთს როგორც გონიერ , ცოცხალ და სიყვარულში მყოფ უსასრულო ერთს.ის
მათთვის არც სხვა არსებების ერთობაა არც ყოფიერების აბსტრაგირებაა და არც
ფილოსოფიურ ახსნას დაქვემდებარებული არსება.ის არი ყველგან, არ მიეკუთვნება არაფერს
და აღმატებულია ყველაფერზე.თავად მისი სახელი გამოუთქმელია,და მისი სახელი
მხოლოდ მის ღვთაებრივობაზე ადამიანის იდეალისტური წარმოდგენებია.რას წარმოადგენს
ღმერთი საკუთარ თავში ეს ადამიანისთვის დაფარულია.ღმერთი ეს რწმენის აბსოლუტია,
ყოფიერება კი გონების აბსოლუტია,ყოფიერება თავისთავად არსებობს და არსებობს იმიტომ
რომ არსებობს.ყოფიერბის არსებობის მიზეზი თავად ყოფიერებაა.შეიძლება ვიკითხოთ
“რატომ არსებობს რაიმე გარკვეული საგანი?” ანდა “რატომაა ესა და ეს საგანი?” მაგრამ ვერ
ვიკითხავთ “რატომ არსებობს ყოფიერება?” ეს აბსურდულია, ასე შეგვეძლო გვევარაუდა რომ
ყოფიერება საკუთარი თავის არსებობამდეც არსებობდა.იგივე ავტორი ასევე ამბობს “იმის
თქმა - “მე მაშინ დავიჯერებ დოგმის ჭეშმარიტებას თუ ამისთვის მეცნიერული ახსნა
მექნება.” ეს იგივე რომ თქვა “ მე მაშინ ვირწმუნებ როცა სხვა აღარაფერი დამრჩება რომ
ვირწმუნო როცა დოგმა დაინგრევა როგორც დოგმა  და მეცნიერული თეორია გახდება.”ან
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ “მე მაშინ ვაღიარებ უსასრულოს როცა ის ახსნილი,
განსაზღვრული და შემოსაზღვრული გახდება თანაც ჩემთვის მოსახერხებელი ფორმით
ერთი სიტყვით როცა ის საზღვრული გახდება.მე მაშინ ვირწმუნებ უსაზღვროს როცა
დავრწმუნდები რომ უსაზღვრო არ არსებობს,მე მაშინ ვირწმუნებ ოკეანის სიდიდეს როცა ის
ბოთლებში მოქცეული იქნება,მაგრამ როგორც კი რაიმე საგანი ახსნადი და დამტკიცებული,
ჩვენი გონებისვის მისაწვდომი გახდება ჩვენ უკვე კი აღარ ვირწმუნებთ მას - ჩვენ ის
გვეცოდინება.”
33.”ბჰაგავატგიტაში” ნათქვამია - “ მე უკვდავება  და მე ვარ სიკვდილი  და მე ო, არჯუნა! ვარ
ის ვინც არის და ის ვინც არ არის.” ასევე “ო ბჰარატას შთაბობავალო! იხილე მანამდე
არნახული საოცრება,ჩემს სხეულში ო გუდაკეშა! იხილე დღეს მთელი სამყარო ყველაფერი
მოძრავი და უძრავი , ყველაფერი ერთში. ასევე არჯუნა ამბობს; “ ო ღმერთების უსაზღვრო
მბრძანებელო, ო შენ ვიც მოიცავ სამყაროს! შენი ურღვევი ხარ , ვინს არის და ვინს არ არის
და ვინც ყველაფრის მიღმა ხარ, შენ ხარ უძველესი პირველყოფილი ღმერთი,შენ ხარ ამ
სამყაროს უდიადესი საყრდენი,შენითაა ეს სამყარო ავსილი შენ უამრავი ფორმა გაქვს ...შენა
ხარ უსაზღვრო ძლიერება და დიდება უზომო, შენ ყველაფერს ავსებ და ამიტომ შენ ხარ
ყველაფერი!”
34. არყოფნის იდეა შეიძლება იყოს როგორც იდეა მაგრამ ის არ აიხსნება რადგან
თავადა ახსნის იდეა ყოვლად შეუთავსებელია მის ბუნებასთან.”მაგრა” ზოგიერთი
ჩემი მკითხველი იტყვის რომ ჩემს მიერ გამოყენებული ტერმინი “არყოფნა”
უადგილოა და უკეთესი იქნებოდა ამ იდეის გადმოცემა ტერმინით “არ არსებობა
“.ასე არაა, ვუპასუხებ რომ არ არსებობა არ არსებობა არაფერია გარდა არ არსებობისა,
მას არ აქვს სახესხვაობები ის არ ვითარდება რადან არ არსებობა სწორედაც რომ
არაფერია.რადგან არ რსებობა საერთოდ არ არსებობს და ვერც იარსებებს,ეს
შეუძლებელია.მაშინ როცა არყოფნა საკუთარ თავში სიცოცხლეს - ყოფნას
მოიცავს,არყოფნის  უძირო უფსკრულში დამალულია ძალა და უნარი აღდგეს საკუთარი
თავისგან, ძალა რომ გამოასხივოს აზრი გარეთ და ეს, უკვე ფორმირებული აზრი ისევ უკან
დაიბრუნოს.  ეს საფარველით  დაფარული  შთანმთქმელი ძალაა უცენტრო გრიგალის
გაფართოების სიდიდეში.ამგვარად მე ვიყენებ ტერმინს ყოფნას არსებობის ნაცვლად.
35.მაგრამ ორი  ასეთი განსხვავებული იდეისთვის  როგორიც ყოფნა  და არ არყოფნაა უნდა
არსებობდეს რაიმე კავშირი,ან რაიმე დამაკავშირებელი ლინკია საჭირო,აქედან მივდივართ
ყოფნის პოტენციურ არსებობსამდე რომელიც ძალიან ახლოსაა თავად ყოფნასთან, მაგრამ
მაინც რთულად ემორჩილება ნათელ ახსნას.ესაა ყოფნა  თავისი შესაძლო
ფორმით.მაგალითად თესლში დამალულია ხე რომელიც მისგან უნდა ამოიზარდოს ის
პოტენციური ყოფნის მდგომარეობაშია,ის იქაა მაგრამ ამის ახსნა რთულია.რაღა უნდა
ვთქვათ იმ თესლებზე რომელიც ამ ხემ უნდა მოგვცეს გაზრდის შემდეგ.ისინი იმ
იმდგომარეობაში არიან რაც პოტენციურ ყოფნას მოგვაგონებს, თუმცა ის საკუთარი
არსებობისგან შორს დგას და არსობრივად შესაძლოა არყოფნას მივაკუთვნოთ.
36.მაგრამ მეორეს მხრივ ყოფნა ყოველთვის ექვემდებარება ახსნას ის დინამიურია
მას აქვს გარკავეული ნათელი ძალა და ამის გამო ის არყოფნის საწინააღმდეგოა და
მით უფრო არ არსებობის.ეს ის ხეა რომელიც თასლში აღარ იმალება რომელიც უკვე
იზრდება და ვითარდება გარე სამყაროში.ყოფნას აქვს დასაწყისი და დასასრული
შეაბამისად ის გარდაუვალია და მეორე ფორმაზე - არყოფნაზეა დამოკიდებული, მასში
დაფარული არყოფნის იდეალის  გარეშე ის არამდგრადი და არასრულფასოვანი იქნებოდა.
37.ჩემი მოკრძალებული ძალებითა და მთელი პატივისცმით შევეცადე მკითხველის
გონებაში უსაზღვროს გარკვეული გაგება ჩამენერგა, ამ ისეადთან დაკავშირებით მხოლოდ
ანტიკური ორაკულის სიტყვების გამეორება შემიძლია”მასში ნათელის უსაზღვრო, უძირო
უფსკრულია,მისი ერთი ნაპერწკალი აღანებს მზესაც მთვარესაც და ვარსკლევებსაც!
მოკვდაო! ნახე რა ცოტა ვიცი ღმერთზე, ნურც შენ ეცდები მეტი გაიგო, რადგან არაა შენი
გონება ამისთვის მზად, რაც არ უნდა ბრძენი იყოს იგი.რაც შეგვეხება ჩვენ მის
მსახურებს,ჩვენ მხოლოდ მისი მცირე ნაწილი ვართ!”
38.კაბალას თანახმად არსებობს არყოფნის სამი საბურველი, რომლებიც თავის თავში
ჯერ კიდევ გამოუვლენელი სეფიროტების იდეებს მოიცავს.ისინი მდებარეობენ
კეტერში რაც თავის მხრივ სეფიროტების დაფარული იდეის მალქუტია.მე ავხსნი
მათ.არყოფნის პირევლი საბურველი არის  AIN, Ain = Negativity. “არყოფნობა”.ეს სამ
ასოიანი სიტყვაა და შესაბამისად პირველი სამი სეფიროტის ანდა მათი რიცხვების
გამოვლინებაა. მეორე საბურველია AIN SVP, Ain Soph the Limitless, “უსაზღვროება”
ეს ექვს ასოიანი სიტყვაა და შესაბამისად ექვს პირველ  სეფიროტსა და მათ რიცხვებს
განასახიერებს.ხოლო მესამე - AIN SVP AVR, Ain Soph Aur   the Limitless Light.
“უსაზღვრო შუქი ეს სიტყვა ცხრა  ასოსგან შედგება და შესაბამისად პირველ ცხრა
სეფიროტს განახასიერებს უფრო სწორედ თავად სეფიროტებს კი არა მხოლოდ მათ
იდეებს.მაგრამ რიცხვს ცხრამდე მისვლის მერე თვლას ვეღარ გავაგრძელებთ თუ ისევ
ერიანს არ დავუბრუნდებით,რიცხვ ერთთან რადგან ათი სხვა არაფერია თუ არაერთობასთან
დაბრუნება,რომელიც კვლავ არყოფნიდან აღდგება.ამაში რომ დარწმუნდეთ საკმარისია
ათის არაბული ციფრებით ჩანაწერს დავაკვირდეთ, 0 მოხაზულობა არყოფნას აღნიშნავს
ხოლო 1 - ერთიანობას.შესაბამისად არყოფნის  უსაზღვრი შუქის ოკეანე არ გამოვლინდება
საკუთარი ცენტრიდან რადგან არ გააჩნია ის არამედ იკრიბება ცენტრში რასაც პირველი
გამოვლენილი სეფიროტი - კეტერი - გვირგვინი  - განასახიერებს.მასვე შეიძლება მალქუტი
ვუწოდოთ ანდა ათი დაფარული სეფიროტის რიცხვი.ამიტომახ “კეტერი დავანებულია
მალქუტში ხოლო მალქუტი კეტერში.” ან და როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ალქიმიკოსი
წერს (თომას ვოგანი უფრო ცობილი სახელით ევგენი ფილალეტი) და სავარაუდოდ
ციტირებს პროკლესგან ;” ზეცა დედამიწაზეა დავანებული მაგრამ მიწიერ
ფორმებში,დედამიწა კი დავანებული ზეცაზე მხოლოდ ზეციერი ფორმით.” მაგრამ რადგანაც
არყოფნა როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ ახსნას არ ექვმდებარება.კაბალისტები
ამჯობინებენ განიხილონ ის არა როგოც დამოუკიდბელი გაგება არამედ რიცხვი ერთის
მეორე მხარს რის შედეგადაც ხშირად ამ ორივე გაგებას ერთსა და იმავე ეპითეტს უსადაგებენ
ხოლმე. ასეთებია - "The Concealed of the Concealed," “დაფარუთა შორის დაფარული”,"The
Ancient of the Ancient Ones,"  “უძველესი უძველესთა შორის”,  "Most Holy Ancient One,"
უწმიდესი და უძველესი “ და ა.შ.

 
       39.ახლა  ტერმინების “სეფირას” და “სეფიროტის”მნიშვნელობა ავხსნათ.
პირველი -მხოლობითი, ხოლო მეორე - ერთიდა იგივე სიტყვის მრავლობითი
რიცხვია.ამ სიტყვის მნიშვნელობას ყველაზე კარგად “რიცხობრივი ემანაცია”
გამოხატავს.არსებობს ათი სეფიროტი.ეს ათობით ათვლის სისტემის პირველი ათი
ციფრის უკიდურესად აბსტრაქტული ფორმებია (1,2,3,4,5,6,7,8,9, და 10). უმაღლესი
მათემატიკის მსგავსად რიცხვები აბსტრაქტული მნიშვნელობების მიხედვით
განიხილება.ასევე კაბალაშიც ღვთაების  განსახილველად რიცხვთა აბსტრაქტული
ფორმენი გამოიყენება იგიგვე - სეფიროტები SPIRVTh, Sephiroth. სწორედ ამ უძველესი
აღმოსავლური თეორიიდან ისესხა პითაგორემ თავისი წარმოდგენები რიცხვთა
აბსტრაქტულ მნიშვნელობაზე.
 40.სეფიროტების სისტემაში - სათითაოდ და ყველა სეფიროტში ერთად ღვთაების
სახებებისა და ატრიბუტების   გავითარებაა ჩადებული.ზოგი მათგანი ქალურია და
ზოგი მამაკაცური.ამა თუ იმ მიზეზის გამო რაც მხოლოდ მათვე იცოდნენ, ბიბლიის
გადამწერები მიზანმიმართულად აძევებდნენ და ძირკვავდნენ ცნობებს იმის შესახებ
რომ ღვთაება თავის თავში ქალურ და მამაკაცურ საწყისებს ერთნაირად
მოიცავდა.მდედრობით სქესის მრავლობით რიცხვ “ ელოჰიმ” -ს ისინი იმავე სიტყვის
მამრობითი სქესის მხოლობითით ცვლიდნენ.ამასთანავე იცოდნენ რომ ეს
მრავლობითი რიცხვი იყო და თავისდაუნებურად ამის მოწმბებსაც ტოვებდნენ  "And
Elohim said: Let Us make man”  “ და თქვა ელოჰიმმა :მოდი შევქმნათ კაცი.”  უფრო
მეტიც, როგორ შეიქმნებოდა ელოჰიმის მიერი მის ხატად ქალი და მამაკაცი თუ ეს
ფორმები უკვე არ იყო მოცემული მასში და ელოჰიმი თავად არ იყო ქალიც და
მამაკაციც? სიტყვა ელოჰიმი მდედრობითი სქესის სიტყვა ALH, Eloh “ელოას”
მრავლობითი რიცხვია, ნაწარმოები ბოლოსართ  IM -ის დამატებით.მაგრამ ამ
ბოლოსართს როგორც წესი მამრობით სახელების მრავლობითს საწარმოებლად
იყენებენ, აქ კი მდედრობითი სახელის სიტყვაზეა დართული.ეს სიტყვა “ელოჰიმს” ქალირი
ძალის მამაკაცურთან შერწყმის ელფერს აძლევს, რაც შთამომავლობის წარმოშობის
საშუალებს იძლევა.დღევანდელი რელიგიები საუბრობენ მამასა და ძეზე მაგრამ არაფერს
ამბობენ დედაზე.კაბალაში კი Ancient of Days -ში ვპოულობთ რომ ის ერთდროულად მამისა
და დედის ფორმას იღებს და ასე წარმოქმნის ვაჟს.სწორედ ეს დედაა ელოჰიმი.ასევე
გვარწმუნებენ რომ სული წმინდა მამრობით სქესისაა,მაშინ როცა სინამდვილეში სიტყვა
RVCh, Ruach, “სული” მდედრობითი სქესისაა.რაც თვალსაჩინოდ ჩანს შემდეგ  Sepher
Yetzirah -ს შემდეგ ნაწყვეტში  "AChTh RVCh ALHIM ChIIM, Achath (მდედრობით და არა
მამარობითი Achad),Ruach Elohim Chiim  "One is She the Spirit of the Elohim of Life."
“ერთადერთია ის (ქალი) სიცოცხლის ელოჰიმის სული”.
  41.ახლა ვხედავთ რომ სანამ ღვთაება არ გამოვლინდა ერთდროულად ქალურ და
მამაკაცურ საწყისად სამყაროს ქვეყნიერებები ვერ ახერხებდნენ სრულფასოვნად
ეარსებათ,უფრო სწორედ როგორც  დაბადებაში ვკიხულობთ “დედამიწა იყო უძირო და
ცარიელი” "The earth was formless and void." ამ წინა ქვეყნიერებებში იგულისხმება შემდეგი
სიმბოლოები  "kings who reigned in Edom before there reigned a king in Israel," მეფეები
რომლებიც ედომში მეფობდნენ ვიდრე ისრაელის მეფეები გახდებოდნენ”. ამიტომაც
კაბალაში მათ “ედომის მეფეები “ეწოდებათ.ამ თემას უფრო გავშლი წიგნის სხვა ნაწილებში.
 42.ახლა პირევლი სეფირის - რიცხვ ერთის იგინე პითაგორული მონადას აღწერაზე
გადავიდეთ.ამ რიცხვში დაფარულია დანარჩენი 9.ის არ იყოფა დ არც საკუთარ
თავზე მრავლდება, გაყავით ერთიანი ერთზე და ისევ ერთი დარჩება, გაამრავლეთ
ერთიანი ერთზე და ისევ ერთს მიიღებთ.ამგვარად ერთიანი ყოველი ცოცხალის
დიადი და უცვლელი მამის სიმბოლოა.ამ რიცხვს აქვს ორმაგი ბუნება და ამავე დროს
ქმნის კავშირს ყოფნასა და არყოფნას შორის.მისი უცვლელი ერთობა არ იძლევა
საშუალებას ის სრულფასოვნად ჩაითვალოს რიცხვად.თუმცაღა ის მონაწილობს
შეკრებაში და ამით გვაძლევს საშუალებას რიცხობრივი რიგის საწყის ელემენტად
მივიჩნიოთ.თავის მხრივ 0 შეკრებასაც კი არ ექვემდებარება ზუსტად ისე როგორც
არყოფნა.მაგრამ თუ 1 არ იცვლება არც გაყოფით და არც გამრავლებით საკუთარ თავზე მაშ
როგორ უნდა მივიღოთ მომდევნო რიცხვი ? სხვაგვარად რომ ვთქვათ როგორ მივიღოთ 2?
ამისთვის აუცილებლად დაგვჭირდება ერთიანის ანარეკლი.0 განსაზღვრას არ
ექვემდებარება მაგრამ 1 განსაზღვრა შეიძლება.განსაზღვრისას წარმოიქმნება ეიდოლონი,
ორეული , განსაზღვრული საგნის ანარეკლი.ასე  ვიღებთ დიადას რომელის 1-სგან და მისი
ანარეკლისგან შედგება.ამასთან იქმნება ვიბრაცია 1 მერყეობს უცვლელობიდან
განსაზღვრულობამდე და პირიქით.ამგავარად რიცხვი ერთი ყველა რიცხვის მამა ხდება და
ყველა  ცოცხალის მამის  შესაბამისი სიმბოლო ხდება.
    პირველი სეფირის სახელია  KThR, Kether :გვირგვინი” მისთვის შესაბამისი
ღვთაებრივი სახელია - მამა “გამოსვლა 3.4  Exod. iii. 4:AHIH, Eheieh, “მე ვარ” . ეს აღნიშნავს
ყოფნას.
    ასევე გამოიყენება არყოფნასთან დაკავშირებული ეპითეტები რომლებიც  ამ სეფირას
მეორე მხარეს აღნიშნავენ.
TMIRA DTMIRIN, Temira De-Temirin, დაფარული დაფარულთა შორის
    OThIQA DOThIQIN, Authiqa De-Authiqin,  უძველესი უძველესთა შორის.
    OThIQA QDIShA, Authiqa Qadisha,  უწმინდესი უძველესი.
     OThIQA, Authiqa, უძველესი.
    OThIQ IVMIN, Authiq Iomin, ძველი დღეთა
ასევე მას ეძახიან.
  NQDH RAShVNH, Nequdah Rashunah, პირველადი წერტილი
  NQDH PShVTh, Nequdah Peshutah, ერთგვაროვანი წერტილი
  RIShA HVVRH, Risha Havurah თეთრი თავი
  RVM MOLH, Rom Meolah,   მიუღწეველი სიმაღლე.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სახელით მოიხსენიება ეს სეფირა რაც ყველა
ცოცხალის მამას განასახიერებს. ესაა ARIK ANPIN, Arikh Anpin, თვალუწვდენელი  სახება
ან მაკროპროსოპუსი. მასზე ამბობენ რომ ის ნაწილობრივ დაფარულია (რადგან ის კავშირშია
არყოფნასთან) და ნაწილობრივ გამომჟღავნებული (როგორც გამოვლენლი სეფირა).ამიტომაც
თვალუწვდენელ სახებას ხშირად პროფილში გამოხატავენ,მნახველი მხოლოდ მის ნახევარ
სახეს ხედავს ანდა როგორც კაბალაშია ნათქვამი “მასში ყველაფერი მარჯვენა მხარესაა.”მე
ისევ დავუბრუნდები ამ სახელწოდებას.
   მთლიანობაში ათი სეფიროტი ზეციურ ადამიანს განასახიერებს,ანდა პირველყოფილ
არსებას სახელად ADM OILAH, Adam Auilah.
   ამ სეფირას მიეკუთვნება ანგელოზური რანგი ChIVTh HQDSh, Chioth Ha-Qadesh
წმინდა ცოცხალი არსებები, ქერუბიმები ან სფინქსები ეზეკიელის ხელვიდან იოანეს
გამოცხადებიდან,ზოდიაქოში მათ ოთხი ნიშანი  განასახიერებს კურო, ლომი.
მორიელი და მერწყული - ხარი, ლომი, არწივი და ადამიანი.მორიელის ნიშანი
როგორც სიკეთის სიმბოლო არწივით გამოისახება -როგგორც ბოროტების მორიელით.
ხოლო როგოც შერეული ბუნებისა გველის სახით.
    პირველი სეფირა ცხრა დანარჩენს შეიცავდ და მათ შემდეგი თანმიმდევრობით ავლენს.
   43 რიცხვი ორი იგივე Duad დიადა. მეორე სეფირაც სახელლია ChKMH, Chokmah,
“სიბრძნე” აქტიური მამაკაცური ძალა რომელიც კეტერიდან წარმოსდგება ანარეკლის სახით
როგორც უკვე ავხსენი ზემოთ.ეს სეფირა აქტიური და გამოვლენილი მამაა რომელსაც
ერწყმის დედა რომელიც არის რიცხვი 3  და რომელსაც შემდეგი ღვთაებრივი სახელები
უკავშირდება IH, Yah, and IHVH, ხოლო ანგელოზური რანგებიდან AVPNIM, Auphanim
“ბორბლები”, მას ასევე ეწოდება AB, Ab, “მამა”.
   44.მესამე სეფირა ან ტრიადა ეს პასიური ქალური ძალაა სახელად BINH, Binah
“ურთიერთგაგება” და გათანარებულია Chokmah-სთან. რადგან  Chokmah ,რიცხვი 2,
ორ სწორ ხაზს გავს,რომლებსაც სივრცის შემოსაზღვრა არ შეუძლიათ.ამიტომაც ის
უძლურია ვიდრე არ გამოვლინდება რიცხვი 3 რათა შეიკრას სამკუთხედი.ამგვარად
მესამე სეფირა ასრულებს და ამჟღავნებს ღვთაებრივ სამებას.მას ასევე ეძახიან AMA,
Ama “დედა “ და  AIMA, Aima, დიდი ნაყოფიერი დედა. რომელიც სამუდამოდ
შეერთებულია AB, “მამა”-სათან, სამყაროს წესრიგის უზრუნველსაყოფად. ამიტომაც ის არის
ყველაზე უფრო გამოვლენილი ფორმა სადაც შეგვიძლია შევიცნოთ მამა,და როგორც ასეთი
უდიდედი პატივისცემის ღირსია.ესაა ღვთაებრივი დედა გათანაბრებული Chokmah-თან,
ესაა ღმერთის დიადი ქალური ფორმა - ელოჰიმი - რომლის ხატის მიხედვით ქალი და
მამაკაცი კაბალის სწავლების თაანახმა შექმნილნი არიან თანასწორად ღვთის წინაშე.ქალი
მამაკაცის თანასწორია და არანაირად არაა მასზე დამდაბლებული რასაც ასე გულმოდგინედ
ცდილობენ წარმოგვიდგინონ ქრისტიანებმა.Aima არის ქალი აღწერილი აპოკალიფსში,მესამე
სეფირაც ხან დახან დიდებულ ზღვასაც ეძახიან.მას შეესაბამება ღვთაებრივი სახელები
ALHIM, Elohim,”ელოჰიმი” და IHVH ALHIM და ანგელოზური რანგიARALIM, Aralim “სამეფო
ტახტი”.ესაა ღვთაებრივი დედა და განსხვავებით მალქუტისგან ნაკლებია ვიდრე   დედა,
საცოლე   და დედოფალი.
   45. რიცხვი 4 . მეორე და მესამე სეფიროტების გაერთიანებით მიიღება ChSD, Chesed,
სათნოება და სიყვარული,ეწოდება აგრეთვე GDVLH, Gedulah სიდიადე ან
ბრწყინვალება,მამაკაცური ძალა გამოვლენილი ღვთაებრივ სახელში   AL, El “ძლევამოსილი”
და ანგელოზური სახელი ChShMLIM, Chashmalim “მბრწყინავი ალი”
46.რიცხვი 5 წინამდებარე სეფირადან გამოდის ქალური პასიური ძალა GBVRH, Geburah,
“ძალა ან სიმტკიცე,ან DIN, Deen “სამართლიანობა” წარმოდგენილია ღვთაებრივი სახელით
ALHIM GBVR და ALH, Eloh და ანგელოზური სახელი ShRPIM, Seraphim, ამ სეფირას ასევე
ჰქვია PChD, Pachad, “ცეცხლი”.
  47.რიცხვი 6.ორი წინა სეფიროტიდან გამომდინარეობს გაერთიანებული
სეფირაThPARTh, Tiphereth, “სილამაზე ან თვინიერება”. წარმოდგენილი
ღვთაებრივი სხელით  ALVH VDOTh, Eloah Va-Daath და ანგელოზური სახელებით
Shinanim, ShNANIM ან MLKIM, Melakim, “მეფეები”.ასე სამართლიანობისა და
სათნოების კავშირისგან იბადებიან სილამაზე და თვინიერება, და სეფროტების
მეორე სამეულს ასრულებს.ამსეფირას სხვაგვარად “გზას” ანდა “ ნუმერაციას”
უწოდებენ როგორც იშვიათად ემანაციებსაც - მეოთხე,მეხუთე მეშვიდე,მერვე და
მეცხრე სეფიროტებს ერთად ეძახიან - ZOIR ANPIN, Zauir Anpin, “მცირე ხატება” ან
მიკროპროსოპუსი,როგორც მაკროპროსოპუსის იგივე თვალუწვდენელი ხატების
ანტითეზას,ექვსი სეფიროტი რომლებისგანაც ზოჰარ ანპინი შედგება ექვსი წევრის
სახელითაა ცნობილი.მისი მეორე სახელია MLK, Melekh, “მეფე”.
  48.რიცხვი 7, მერვე სეფირა არის  NTzCh, Netzach “სიმტკიცე და გამარჯვება” გამოხატული
ღვთაებრივ სახელში Jehovah Tzabaoth,IHVH TzBAVTh, “არმიის მეუფე” და ანგელოზურ
სახელებს ALHIM, Elohim “ღმერთები” და ThRShIShIM, Tharshisim,”მბრწყინვალე”.
  49.რიცხვი 8. შემდეგ მოსდევს ქალური პასიური ძალა HVD, Hod “ბრწყინვლება”
შეესაბამება ღვთაებრივი სახელები ALHIM TzBAVTh, Elohim Tzabaoth “არმიის
ღმერთები”.ხოლო ანგელოზთა შორის BNI ALHIM, Beni Elohim “ღმერთის ვაჟები”.
  50.რიცხვი 9.ორი წინამდებარე სეფიროტი აწარმოებენ ISVD, Yesod, ფუნდამენტს ან
საფუძველს, წარმოდგენილია ღვთაებრივი სახელებით  AL ChI, El Chai, “ძლევამოსილი
ცოცხალი” და ShDI, Shaddaï, ხოლო ანგელოზთა შორის  AShIM, Aishim, “ალი”, აქ
მთავრდება სეფიროტების მესამე სამეული.
  51.რიცხვი 10.მეცხრე სეფიროტიდან გამომდინარეობს მეათე უკანასკნელი და
ასრულებს სეფიროტების ათეულს.მას უწოდებენ  MLKVTh, Malkuth, სამეფო და ასევე
the Queen, Matrona, დედოფალს მატრონას, მცირე დედა, საცოლე ,
მიკროპროსოპუსი, და ShKINH, Shekinah, წარმოდგენილია ღვთაებრივი სახელით
Adonai, ADNI, ხოლო ანგელოზთა შორის ქერუბიმი KRVBIM.ყოველი სეფიროტი
გარკვეული თვალსაზრისით ანდროგინურია, ის ერთის მხრივ ქალური და მიმღებია
უშუალოდ  წინა  სეფირას მიმართ ემანაციათა თანმიმდევრობაში  და იმავე დროს
მამაკაცური და გამცემია შემდეგი სეფირას მიმართ.თუმცა არ არსებობს კეტერის წინა
სეფირა და არც მალქუტის მომდევნო.აქდაბ გამომდინარე შეიძლება გავიგოთ რატომ
აღინიშნება მამაკაცური სეფირა Chokmah მდედრობითი სქესის არსებითი სახელით,
ყველა სეფიროტი დაკავშირე ბული ერთმანეთთან სულის Ruach მეშვეობით რომელიც
საიდუმლო გავლენისგან  Mezla-დან მოდის.
  52.ახლა მინდა ტერმინ MThQLA, Metheqela, “წონასწორობას” კაბალისტურ მნიშვნელობას
გარკვეული სენიშვნები დავუმატო,სეფიროტების ყოველ მესამე სამეულსა თუ ტრიადაში
ჩადებულია საწინააღმდეგო სქესების დიადა და შესაბამისად ურთიერთქედება რომელიც
გონებას აერთიანებს.ამ შემთხვევაში ქალური და მამაკაცური საწყისები განიხილება როგორც
სასწორის ორი პინა გამაერთიანებელუ სეფირა კი მათი ღერძია.ამგვარად შეიძლება ვთქვათ
რომ ტერმინი “წონასწორობა” სამების  ერთიანობის სიმბოლოა - სამებაერთარსებაში,როგორც
ერთობა რომელიც ღერძის ცენტრალურ წერტილშია.თუმცაღა ამასთან ერთად სეფიროტების
სისტემაში სამი სამებაა,ზედა , საშუალო და ქვედა.ისინი შემდეგნაირადაა წარმოდგენილი -
უზენაესი, ღვთაებრივი - კეთერით, გვირგვინით,საშუალო - მეფეთი და ქვედა -დედოფლით
რომლებიც დიდებულ სამებას ქმნიან.მათი მიწიერი შესაბამისობებია - პირველ
მამოძრავებელი, მზე და მთვარე. აქვე ჩნდება ალქიმიური სიმბოლიკა.
   53.სამყაროში სეფიროტები წარმოდგენილია შემდეგნაირად.
     1)RAShITh HGLGLIM, Rashith Ha-Galgalim, წრებრუნვის დასაწყისი,
პირველმამოძრავებელი.
     2)MSLVTh, Masloth, ზოდიაქოს სფერო.
     3)ShBThAI, Shabbathai, მოსვენება, სატურნი.
     4)TzDQ, Tzedeq     ჭეშმარიტებ იუპიტერი.
     5)  MADIM, Madim, მგზნებარე ძალა.
     6) ShMSh, Shemesh მზის შუქი, მზე.
     7)NVGH, Nogah კაშკაშა ბრწყინვალება ვენერა.
     8)KVKB, Kokab, ვარსკვლაავების შუქი მერკური.
9)LBNH, Levanah მთვარის ნათელი მთვარე.
     10) ChLM ISVDVTh, Cholom Yesodoth, საფუძვლის გამანადგურებელი, სტიქიები.
54.შემდეგ სეფიროტების რაოდენოდა სამ სვეტად ლაგდება - მარჯვენა სვეტი სათნოება
მოიცევს მეორე, მეოთხე და მეშვიდე ემანაციებს.მარცხენა სვეტი სამართლიანობა მოაიცავს -
მეხუთეს, მესამეს და მერვეს.შუა სვეტი თვინიერება მოიცავს პირველ,მეექვსე, მეცხრე და
მეათე ემანაციებს.
 55.თავის ერთიანობაში მეათე სეფიროტი არქეტიპურ ადამიანს ADM QDMVN, Adam
Qadmon პროტოგონს სიმბოლიზირებს.თუ დავაკვირდებით პირველი ტრიადის
სეფიროტებს დავინახავათ რომ ისინი გონებას განასახიერებენ, ამიტომაც ამ ტრიადას
გონების სამყარო ჰქვია OVLM MVShKL, Olahm Mevshekal.მეორე ტრიადა განასახიერებს
მორალის სამყაროს OVLM MVRGSh, Olahm Morgash. მესამე განასახიერებს ძალას და
სტაბილურობას და ამიტომაც ჰქვია მატერიალური სამყარო OVLM HMVTBO, Olahm Ha-
Mevetbau. ამ სამ ასპექტს ეწოდება სახებებბიANPIN, Anpin. ასე იგება სიცოცხლის ხე OTz
ChIIM, Otz Chaiim, პირველი ტრიადა განლაგებულია ზემოთ, მეორე ტრიადა ქვემოთ მეორის
ქვემოთ კი მესამე და განლაგებულნი არიან ისე რომ სამი მამრობითი სეფირა მარჯვნივ
ხვდება და სამი მდედრობითი მარცხნივ,ხოლო ოთხი გამაერთიანებელი სეფირა შუაში.ესაა
კაბალისტური სიცოცხლის ხე რომელზეც ყველაფერი ცოცხალია დამოკიდებული.ის ძალიან
გავს იგდრასილს  სკანდინავიური  მითოლოგიიდან.
  56.მე უკვე აღვნიშნე  რომ არის ერთი ტრიადა რომელიც აერთიანებს სეფიროტებს
რომელიც მოიცავს გვირგვინს მეფერ და დედოფალს.(გარკვეული თვალსაზრისით ეს
ქრისტიანული სამებაა მამა ძე და სული წმინდა,რომლებიც თავიანთ უმაღლეს ღვთაებრივ
ბუნებაში განასახიერებენ პირველ სამ სეფიროტს - კეტერს ხოკმას  და ბინას.)ესაა სამება
რომელმაც შექმნა დედამიწა ანდა კაბალისტურ ენაზე დედამიწა გაჩნდა გვირგვინის მეფისა
და დედოფლის გაერთიანებით.მაგრამ კაბალის მიხედვით ვიდრე ზეციური ადამიანის
სრულყოფილი ფორმა წარმოიქმნებოდა (მეათე სეფიროტი) შეიქმნა გარკვეული
პირველყოფილი სამყაროები.მაგრამ მათ ვერ იარსებეს რადგან წონსწორობის ბალანსი ჯერ
კიდევ სრულყოფილი არ იყო,ამიტომას დაუბალასებელმა ძალებმა დაანგრიეს.ამ
პირველყოფილ სამყაროებს ერქვა :უძველესი დროის მეფეები” და “ედომის მეფეები ვიდრე
ისრაელის მეფეები გახდებოდნენ.” აქდან გამომდინარე ედომი დაუბალანსებელი ძალის
სამეფო იყო ხოლო ისრაელი დაბალანსებული სეფიროტი.ის მნიშველოვანი ფაქტი რომ
სამყარი შეიქმნა და დაინგრა იქამდეც ვიდრე ეს სამყარო შეიქმნებოდა არაერთხელ
მეორდება ზოჰაშიც.
 
 
  
57.სეფიროტებს ასევე ეძახიან ემანაციების სამყაროს ანდა აცილუტის სამყაროს ან
არქეტიპურ სამყაროს,OVLM ATzILVTh, Olahm Atziloth; და ეს სამყარო შობს სამ ახალ
სამყაროს რომლებიც იმეორებენ სეფიროტებს მაგრამ ნაკლები სიკაშკაშით.
 58.მეორე სამყაროა ბრია OVLM HBRIAH, Olahm Ha-Briah შემოქმედი სამყარო  რომელსაც
ასევე ეწოდება KVRSIA, Khorsia “გვირგვინი”.ესაა პირდაპირი ემანაცია აცილუტის
სამყაროდან რომლის ათი სეფიროტიც აირეკლება თუმცა კი უფრო შეზღუდულია მაინც
ინრჩუნებს წმინდა ბუნებას და მატერიასთან ყოველგვარი შერევის გარეშე.
  59.მესამეა - იეცირა OVLM HITzIRH, Olahm Ha-Yetzirah ფორმირებისა და ანგელოზების
მიწა,ის ბრიადან წარმოსდგება მაგრამ ნაკლებად ნატიფი სუბსტანციისაა, თუმცა ისევ
მატერიის გარეშე.სწორედ ამ ანგელოზების სამყაროში ცხოვრობენ ის უსხეულო გონიერი
მბრწყინავ სამოსიანი არსებები რომლესბსაც შეუძლიათ ხილულ ფორმას იღებენ როცა
ადამიანს ეცხადებიან.
   60.მეოთხე სამყარო -ასია OVLM HOShIH, Olahm Ha-Asia მოქმედების სამყარო ასევე
გარსის (ნაჭუჭის ) სახელით ცნობილი,OVLM HQLIPVTh, Olahm Ha-Qliphoth, რომელიც ეს
მატერიალური სამყაროა და უფრო უხეში ელემენტებისგან შედგება ვიდრე წინა სამყაროები,
ესაა ასევე ბოროტი სულების სამყოფელი რომელებსაც კაბალაში “ ნაჭუჭები”
ჰქვიათQLIPVTh, Qliphoth, “მატერიალური გარსი” .დემონებიც იყოფიან ათ კლასად და
შესაბამისი სამყაროები აქვთ.
   61.დემონები სხვა ფორმებთან შედარებით ყველაზე უხეში და არასრულყოფილია.
დემონთა ათი დანაყოფი ათ სეფიროტს შეესაბამება მაგრამ უკუღმა პროპორციაში,  სიბნელე
და უწმინდურება იზრდება თთოეულ სიღრმესთან ერთად ყოველ დონეში.პირველი ორი
დონე სხვა არაფერია თუ არა ხილული ფორმისა და ორგანიზასიიც არ ქონდა. მესამე
წყდიადის სამყოფელია.ამას მოსდევს შვიდი ქვესკნელი დასახლებული
დემონებით,რომლებიც ადამიანური ნაკლოვანებების განსახიერებას წარმოადგენენ და
ტანჯავენ მათ ვინც ამ ცოდვებს ჩადიოდა მიწაზე ცხოვრებისას.მათი თავადია Samael, SMAL
სამაელი შხამისა და სიკვდილის ანგელოზი.მისი ცოლია მეძავი AShTh ZNVNIM, Isheth
Zenunim და გაერთიანებულები ისინი ქმნიან მხეცს  CHIVA, Chioa.. ამგვარად იკვრება
დაცემული სამება რომელიც ღვთაებრივი სამების გადაგვარებულ სურათს წარმოადგენს.
სამაელს აიგივებენ სატანასთან
  
62.ღვთაება რომელსაც იაჰვეს ვეძახით ებრაულად იწერება ოთხი ასოთი  როგორც IHVH და
ძალიან ცოტამ იცის როგორ იკითხება სწორად. ჩემთვის ცნობილია ათეულობით
მისტიკური წარმოთმის მანერა.მისი ჭეშმარიტი წარმოთქმის წესი კი წმინდა საიდუმლო და
საიდუმლოთა საიდუმლოა.ის ვინც შეძლებს სწორად წარმოთქმას ის ცასა და მიწას
შეაზანზარებს, რადგან ამ სახლის ხმა მთელ სამყაროში ვრცელდება.ამიტომაც მორწმუნე
იუდეველი რომელიც ამ სახელს წმინდა წერილში ხვდება ის ან არ წარმოთქმას მას და
უბრალოდ მოკლე პაუზას აკეთებს ან ცვლის მას სახელით Adonai, ADNI, Lord “ღმერთი”.ამ
სიტყვის ფუძეა “ყოფნა “ ამიტომაც ესეც როგორც
AHIH, Eheieh, ყოფიერების გლიფია.ის ასოთაგადანაცვლების 12 ხერხს ექვმდებარება და
ყოველი მათგანს ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს “ყოფნა”.ეს ერთადერთი სიტყვაა
რომელიც ასოების ამდენი გადანაცვლების მიუხედავად მნიშვნელობას არ იცვლის. მათ
ეძახიან წმინდა სახელის 12 სიმბოლოს” და როგორც ზოგიერთი ამბობოს ისინი ზოდიაქოს
ნიშანს განაგებენ. აი ეს 12 სიმბოლოც IHVH, IHHV, IVHH, HVHI, HVIH, HHIV, VHHI, VIHH,
VHIH, HIHV, HIVH, HHVI. არსებობს სამი ოთხნაწილიანი სახელი   AHIH, Eheieh, არსებობა
ADNI, Adonai, Lord; და  Agla, AGLA. ეს უკანასკნელი არა იმდენდ სიტყვაა არამედ უფრო ამ
ფრაზის ნოტარიკონი  AThH GBVR LOVLM ADNI, Ateh Gebor  Le-Olahm Adonai: “შენი ძალა
უკუნითი უკუნისამდე ო,ღმერთო!” სახელი  Agla -ს პირობითი აზრი ასეთა A, პირევლი  A,
ბოლო G, სამება ერთარსებაში L, დიადი საქმის დასარული.
  63.პირველი რასაც ამჩნევთ არის რომ AHIH და  IHVH ერთიდაიგივე აზრი, ესაა პირველი
ანალოგია.მეორე კი იმაში მდგომარეობს რომ ყოველ მათგანში ასო  H მეორე და  მეოთხე
პოზიციას იკავებს,მესამე კი იმაში რომ AHIH ჰემატრია უდრის IHV H-ის გარეშე ( რომელიც
მეათე სეფირას მალქუტს განასხიერებს).უფრო მეტიც თუ ამ სახელებს ერთმანეთზე
დავწერთ  და ჯვარედინათ გავყოფთ,როგორც ნახატზეა ნაჩვენები
                                          
AH IH

IH VH

 
მათი წაკითხვა შესაძლებელი გახდება ერთნაირად როგორც ჰორიზონტალზე ისე
ვერტიკალზე.
AHIH, IHVH.
   64.თუ ამ სიტყვების კაბალისტურ მნიშნელობებს განვიხილავთ ამ ანალოგიათა
მიზეზებსაც გავარკვევთ.რადგან Eheieh, AHIH არის დიადი სახება,უძველესი,
მაკროპროსოპუსი,კეტერი - პირველი სეფირა კაბალისტური სეფიროტების უდიდესი
სამების  “გვირგვინი”,(შედგება გვირგვინისგან, მეფის და დედოფლისგან, ან
მაკროპროსოპუსის, მიკროპროსოპუსის და საცოლისგან) და მამა ქრისტიანული სამებიდან.
  65.მაგრამ როგორც უკვე ვნახეთ IHVH მოიცავს ყველა სეფიროტს კეტერის გარდა და მცირე
სახებას განასახიერებს მიკროპროსოპუსაა და მეფეს უდიდესი კაბალისტური სამებიდან და
ძეს ავის ადამიანურ განსხეულებაში ქრისტიანული სამების მიხევით.
  ამგვარად მამა  ვლინდება ძისგან როგორც  HVH, Jehovah ავლენს AHIH, Eheieh.-სგან.
 66.და ADNI არის დედოფალი ვისი დახმარებითაც ვლინდება ტეტრაგრამატონი რომლის
ბინაში აღზევება ქრისტიანობაში ქალწულის ამაღლების ანალოგია.
  67.ტეტრაგრამატონი  IHVH შემდეგნაირად მიეკუთვნება სეფიროტებს ასოYod, I, ზედა
ნაწილი მიესადაგება კეტერს თავად ასო  I  Chokmah მიკროპროსოპუსის მამას,ასო  H,ანდა
“ღვთაებრივი He,” - ბინას ღვთაებრივ დედას : ასო V დანარჩენ  ექვს სეფიროტს  რომლების
მიკრიპოროსოპუსის ნაწილებს შეადგენენ.(რიცხვი 6 კი ებარულიV შესატყვისია). და ბოლოს
H :დაბალი He,” - მალქუტს მეცხრე სეფირას მიკროპროსოპუსის საცოლეს.
  68.არსებობს ოთხი საიდუმლო სახელი რომელსაც ოთხი სამყარო აცილური, ბრია, იეცირა
და ასია შეესაბამება,გარდა ამისა ითვლება რომ ყოველი ეს სამყარო გარკვაეული გაგებით
ტეტრაგრამატონის ჩაწირის წესებს შეესაბამება. სამყარო აცილუტის საიდულმო სახელია
Aub, OB;ბრიასიSeg, SG, იეცირასი  Mah, MH; და ასიასი Ben, 1 BN. მოცემულ ცხრილში
ნაჩვენებია სამყაროს სახელების ჩაწერის ხერხები.
 
 
 
 69.ეს სახელები სეფიროტებთან ერთად “231 კარიბჭის” საშუალებით მოქმედებენ, ასე
ეწოდება ასოთაშეთანხმებებს ანბანში.მაგრამ აქ ვერ შევძლებთ ამ თემის სრულად
განხილვას.
 70.ტეტრაგრამატონის ასოებთან მჭიდროთაა დაკავშირებული ოთხი ქერუბიმი, რომლებიც
უკვე ვახსენე პირველის სეფირას აღწერისას.არც იმის დავიწყება ღირს რომ იეზეკიელის
ხილვაში ამ არსებებს ღვთაებრივი ტახტი უკავიათ,რომელზეც ზეციური ადამიანი ადამ
კადმონი ზის, სეფიროტების სახეები და ის რომ ტახტსა და ამ არსებეს შორის განლაგებლია
ცის თაღი.და ისევ ოთხი სამყარო გვაქვს აცილუტი - ღვთაებრივი ხატი, ბრია - სამეფო
ტახტი,იეცირა - ცის თაღი და ასია -ქერუბიმი.ამგვარად ქერუბიმი მატერიალურ სამყაროში
ტქტრაგრამატონის სიმბოლიზებას ახდენს. და ამ ოთხ ასოს თითოეულ ოთხ სამყაროში
ავლენს.ამგვარად ქერუბიმი არის ტეტრაგრამტონის ოთხი ცოცხალი ასოს განსახიერება
რომელიც ზოდიაქოში მოცემულია როგორც კურო, ლომი, მერწყული და მორიელი.
  71.და “მიწიერი და მოკვდავი ადამიანის საიდუმლო ისეთივეა როგორიც ღვთაებრივი და
უკვდავი ადამიანის”, რადგან ის დედამიწაზე ღმერთის ხატადაა შექმნილი.მისი სხეულის
ფორმაში ტეტრაგრამატონია, თავი  I,მხრები და მკლავები  H, ტანი V, ხოლო ფეხები
უკანასკნელ H განასახიერებს.და როგორც ადამიანი გარეგნული შესახედაობაა
ტეტრაგრამატონის შესაბამისი ისეა მისი ცხოველმყოფელი სული 10 სეფიროტის შესაბამისი,
რადგან ეს უკანასკნელი თავის უმაღლეს გამოვლენას სამებაში ჰპოვებს (გვირგვინი, მეფე ,
დედოფალი), სულიც სამი ნაწილისაგან შედგება.ამ ნაწილებიდან პირველია Neschamah,
NShMH, რომელიც ყოფიერების უმაღლესი საფეხურია,და განასახიერებს კეტერს
(გვირგვინი) და სეფიროტთა უმაღლეს ტრიადას - ინტელექტუალურ სამყაროს,მეორე არის
Ruach, RVCH სიკეთისა და ბოროტების სამყოფელი,ტიფერეტის შესაბამისი - მორალური
სამყაროსი.მესამეა Nephesch, NPSh ცხოველური სიცოცხლე და სურვილები შეესაბამება
იესოდ და მატერიალურ ,გრძნობით სამყაროს.ყველა სული ემანაციათა სამყარომდე
არსებობს, და თავიანთ საწყის მდგომარეობაში ანდროგინები არიან,მაგრამ დედამიწაზე
დაშვებისას იყოფიან ქალებად და მამაკაცებად და სახლდებიან სხეულებში.თუ ამ მიწიერ
განსხეულებაში სულის მამაკაცური ნაწილი საკუთარ ქალურ ნაწილს შეხვდება მათ შორის
ძლიერი მიზიდულობა ჩნდება ამიტომაც მბობენ რომ ქორწინებაში გაყოფილი ნახევრები
ისევ ერთიანდებიან,ხოლო სულის დაფარული ფორმები ქერუბიმებს გავს.
   
72.თუმცაღა ზემოთ აღწერილი სულის სამ ნაწილად დაყოფა მხოლოდ არსებულის სამ
ნაწილად დაყოფას ესდაგება -გონების, მორალისა და მატერიის
სამყაროებად.მხედველობიდან არც კაბალას მნიშვნელოვანი მდგომარეობა არ უნდა
გამოგვრჩეს რომელიც ამბობს რომ ყოველი სამება სისავსესა და სრულყოფილებას მხოლოდ
ოთხეულის სახით აღწევს.ასე რომ IHV  სავსე და სრულყოფილი ხდება  IHVH
 
                                     გვირგვინი                  მეფე                       დედოფალი
                                     მამა                              ძე                           სული
                                      აბსოლუტი                შექმნილი                სრულყოფილება.
 
ოთხეული
 
         აბსოლუტი                        დედა და მამა             ძე                                       საცოლე
         მაკროპროსოპუსი              დედა და მამა            მიკროპროსოპუსი           მალქუტი,
დედოფალი და
         დიადი სახება                                                       მცირე სახება                    საცოლე
         აცილუტი                            ბრია                          იეცერა                             ასია
        არქეტიპური                        შემოქმედი                წარმომქმნელი
მატერიალური.
 
ამ ყველაფრის თანახმად სულიც იყოფა ოთხ ნაწილად  -Chiah to Atziloth; ხია -
აცილუტი,Neschamah to Briah;- ნეშამა -  ბრია  Ruach to Yetzirah    რუახი - იეცერა და
Nephesch to Asiah ნეფეში -ასია.
  73.თუმცა ხია როგორც სულის ნაწილი ესაა მაკროპროსოპუსის  არქეტიპური   ანალოგი,
ხოლო ნეშამა რუახი და ნეფეში თავითავად ქმნიან ტეტრაგრამატონს, ხიას გარეშე რომლის
სიმბოლოს განასახიერებს უმაღლესი წერტილი      I, yod,"  სულისა,ზუსტად ისე როგორც
მაკროპროსოპუსის სიმბოლოდ ითვლება  I, yod," უმაღლესი წერტილი სიტყვიდან
IHVH.რადგან უძველესის იოდი დაფარული და დაბეჭდილია.
   74.მე შევარჩიე შემდეგი მონაკვეთი კაბალისტური სწავლებიდან სულის ბუნების შესახებ
ელიფას ლევის “საიდუმლოთა გასაღებიდან” და ასევე თანმხლები სურათიც.მასში
გადმოცემულია რაბინ მოშე კორდოვეროსა და რაბინ იცხააკ ლურიის ძირითადი იდეები.
    “სული დაბურული სინათლეა.სინათლე სამ ნაწილიანია
     ნეშამა - წმინდა სული
     რუახი - სული
     ნეფეში - დრეკადი მოკავშირე
     სულის საბურველი არის სახების გარსი.
     სახება ორმაგია რადგან თანაბრად გამოსახავს სულის კეთილსა და ბოროტ ანგელოზებს
     ნეფეში უკვდავია რადგან საკუთარ თავს ფორმათა განადგურებით აღიდგენს
     რუახი არსებობას განაგრძობს  იდეების  განვითარებით.
     ნეშამა არსებობას განაგრძობს მეხსიერბის დაუკარგავად და განადგურების გარეშე.
     არსებობს სულის სამი სამყოფელი
           ცხოვრების უფსკრული
           ზედა ედენი
           ქვედა ედენი
     ცელემის სახე ესაა სფიქნსი რომელიც ცხოვრების გამოცანას გთავაზობს.
     ეს ფატალური სახე ( ექცევა გარემოს გავლენის ქვეშ) ნეფეშს თავის ატრიბუტებს ანიჭებს,
მაგრამ რუახს შეუძლია დაამარცხოს ის და შთაგონებით ჩაანაცვლოს,რომელიც ნეშამადან
მოდის.
      სხეული არის ნეფეშის საბურველი,ნეფეში  რუახის საბურველია, რუახი - ნეშამასი.
             ნათელი დაბურვით განასახიერებს საკუთარ თავს და ეს განსახიერება მაშინაა
მდგრადი როცა საბურველი სრულყოფილია.
            დედამიწის სრულყოფილება დედამიწის საერთო სულს შეესაბამება ( როგორებიცაა
მაკროკოსმი - დიდი  სამყარო, როგორც მიკროკოსმი -  მცირე მაყარო  რომელიც  ადამიანია).
           არსებობს სამი ატმოსფერო სულისთვის.
           მესამე ატმოსფერო მთავრდება იქ სადაც  იწყება პლანეტების მიზიდულობა.
           სულები რომლემაც ამ მიწაზე სრულყოფილებას მიაღწიეს სხვა სამყოფელში
გადადიან
           ყველა პლანეტის გავლით ისინი მზემდე აღწევენ, მერე სხვა სამყაროში ადიან, ასე
გრძელდება მათი ევოლუცია სამყაროდან სამყაროში, მზიდან მზემდე.
           მზეებზე ყველაფერი ახსენდებათ ხოლო პლანეტებზე ავიწყდებათ.
           მზის ცხოვრების დღეების არსი სამუდამო ცხოვრების დღეებია, ხოლო პლანეტების
ცხოვრებისა - ღამეები სავსე სიზმრებით.
           სინათლის ემანაციის არსი ანგელოზებია მაგრამ არა საბურველში გახვევითა და
ხეტიალით არამედ ღთაებრივი გავლენითა და რეფლექსიით.
           ანგელოზები მიისწრაფვიან გახდნენ ადამიანები,რადგანაც სრულყოფილი ადამიანი
ადამიანი-ღმერთია,და ის ანგელოზებზე ზემდგომია.
           თითო პლანეტარული ცხოვრება შედგება ცხრა სიზმარხილვისგან თითოეული 100
წელი,და ყოველი მზიური ცხოვრება გრძელდება 1000 წელი, ამიტომაც ამბობენ რომ 1000
წელი ღმერთისთვის იგივეა რაც ერთი დღე.
          ყოველ კვირას - ერთხელ 14000 წელიწადში სული განიბანება და დავიწყევის
სიზმარში იძირება.
          გამოღვიძებულს მას აღარ ახსოვს ბოროტება ახსოვს მხოლოდ სიკეთე.
 
          75.სულის ფორმირების თანდართულ სურათზე ზედა სამ წრეში შეგიძლიათ
დაინახოთ რომლების განასახიერებენ სან ნაწილს სახელად ნეფეში, რუახი და
ნეშამა.რუახისა და ნეფეშისგან ნესამას კეთილი გავლენის შთაგონებით წარმოსდგება
მიქაელი,სულის კეთილი ანგელოზი,ის ასე ვთქვათ სიკეთის იდეათა სიმბოლოა ანდა
ეზოთერიული ბუდიზმის ენაზე ადამიანის “კარგი კარმაა”.ნეფეშისაგნ რომელიც ბატონობს
რუახზე და მოცილებულია ნეშამას კეთილ გავლენას წარმოსდგება სამაელი სულის ბოროტი
ანგელოზი, ბოროტი იდეების სიმბოლო ან “ცუდი კარმა”.და ცელემი - სახე არის ორმაგი და
განასახირებს მიქაელსა და სამაელს.
      
            
 
          76.ქვემოთ მოცემულია დოქტორ იელენიკის სეფიროტების იდეის ანალიზი სპინოზას
“ეთიკის” მიხედვით.
                   1.დეფინიცია - იმ არსებად რომელიც არის ყველაფრის მმართველი და მიზეზი მე
მოვიაზრებ  Ain Soph- იგივე უსასრულო,უსაზღვრო საკუთარი თავის აბსოლუტირად
იდენტური და საკუთარ თავთან გაერთიანებული, ყოველგვარი ატრიბუტის გარეშე არც
სურვილი, არც განზრახვა,არც ნატვრა, არც ფიქრი, არც სიტყვა, და არც მოქმედებები.
                   2.დეფინიცია - სეფირაში მე მოვიაზრებ აბსოლუტისგან  (Ain Soph) ემანაციის
საშუალებით წამოსულ ძალას, - არსებები რომელთაგან თითოეული განსაზღვრულია
გარკვეული რიცხვით რომელიც ინარჩუნებს რა საკუთრი ბუნების შეუცვლელობას ავლენს
თავის ნებას სხვა და სხვა ობიექტებისადმი რომლებიც სხვა და სვხა ფორმების პოტენციას
წარმოადგენენ.
                  1.თეორემა - სამყაროს მმართველი და პირველმიზეზი არის Ain Soph რომელიც
იმანენტურიცაა და ტრანსცენდენტურიც.
                   a) დამტკიცება - ყოველ შედეგს აქვს მიზეზი,და ყველაფერს რასაც აქვს
წესრიგი და ჩანაფიქრი თავისი მმართველიც ჰყავს.
                   b)დამტკიცება - ყველაფერი რაც ჩანს საზღვრულია,რაც საზღვრულია სრულდება
კიდეც,ის რაც სრულდება არაა აბსოლუტირად იდენტური,სამყაროს პირველმიზეზი
უხილავია ამიტომაც უსაზღვრო, უსასრულო და აბსოლუტირად იდენტური ის არის  Ain
Soph.
                    c)დამტკიცება - რადგანაც პირველმიზეზი უსასრულოა, ვერაფერი იარსებებს მის
ფარგლებს მიღმა, შესაბამისად ის იმანენტური.
               სქოლიო - რადგანაც Ain Soph  უხილავი და ამაღლებულია,ესაა რწმენის ძირიცაა
და ურწმუნოებისაც.
               2)თეორემა - სეფიროტები არიან მოკავშირეები Ain Soph -სა და რეალურ სამყაროს
შორის.
               მტკიცებულება - რადგანაც რეალური სამყარო საზღვრული და არასრულყოფილია
ის ვერ წარმოიშობოდა უშუალოდ Ain Soph -საგნ , მაგრამAin Soph -ს მაინც აქვს გავლენა
მასზე,რადგან სხვაგვარად ის ვერ იქნება სრულყოფილი.ამიტომაც მათი მოკავშირეები არიან
სეფიროტები,სრულყოფილები Ain Soph -თან უშუალო კავშირის გამო და
არასრულყოფილნი თავიანთი დაშორებით.
    სქოლიო - რადგან ყველაფერი არსებული სეფიროტებისგან წარმოსდგება სამყაროში
არსებობს უმაღლესი, საშუალო და უმდაბლესი საფეხურები.
    3.თეორემა - არსებობს ათი მოკავშირე სეფიროტი.
     დამტკიცება - ყოველ სხულს სამი განზომილება აქვს და ყოველ მათგანშო ეს სამი
მეორდება (3 x 3);და თუ მათ სივრცის მთლიანობასაც დავუმატებთ მივიღბთ ათს,რადგან
სეფიროტები ყველაფერი საზღვრულის ძალაა ისინი ათი უნდა იყოს.
     a)სქოლიო - რიცხვი ათი არ ეწინააღმდეგბა  Ain Soph-ის აბსოლუტურ
ერთიანობას.ერთიანი ყველა რიცხვის საფუძველია, სიმრავლე ერთიბისგან
წარმოსდგება,მიკრობები მოიცავენ განვითარებას ისე როგორც ცეცხლს ალს,ნაპერწკლებს და
ფერს ერთი საფუძველი აქვს,თუმცა კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
     b)სქოლიო - იმის გათვალისწინებით რომ ყოველი აზროვნების აქტი, აზრი და თავად
გონებაც კი როგრც გონებრივი პროცესი შეზღუდულია, კონკრეტულია და გაზომვადი,
თუმცაღა აზრი სუფთა სახით წარმოსდგება Ain Soph- დან, ასევე სეფიროტების
ატრიბუტებიც შეზღუდული, გაზომვადი და კონკრეტულია.
    4.თეორემა  -    სეფიროტები ემანაციებია და არა შექმნილები.
          1.დამტკიცება - რადგანაც აბსოლუტი  Ain Soph სრულყოფილია,ბუნებრივია რომ
მისგან გამომდინარე სეფიროტებიც სრულყოფილები უნდა იყვნენ, მაგრამ ისინი შექმნილნი
არ არიან.
          2.დამტკიცება-  ყოველი შექმნილი მცირდება აბსტრაგირებისას მაგრამ სეფიროტები
არა რადგან მათი ქმედება არასოდეს წყდება და შესაბამისად ისინი ვერ იქნებიან
შექმნილები.
         სქოლიო - პირველი სეფირა იმყოფება Ain Soph-ში როგორც ძალა სანამ ის
გამოვლინდება,შემდეგ ხდება მეორე სეფირას ემანაცია როგორც ინტელექტუალური
სამყაროს პოტენციის,და მერე დანარჩენი სეფიროტები ემანირებენ როგორც მორალისა და
მატერიალური სამყაროები,თუმცა ეს არ ნიშნავს აპრიორის და აპოსტერიორის ან
გარკვეული გრადაციის არსებობას  Ain Soph-ში,ის უფრო სანთელს  ალს  გავს საიდანაც სხვა
სანთლებს გადაეკიდათ ცეცხლი ზოგს ადრე და ზოგს გვიან,თავიდან ყველანი ერთ
სანთელში იყო გაერთიანებული.
                5.თეორემა - სეფიროტები ერთდროულად აქტიურებიც არიან და პასიურებიც,
MQBIL VMThQBL, Meqabil Va-Metheqabel.
                   დამტკიცება- ვინაიდან სეფიროტები განცალკევებულია Ain Soph-სგან
თითოეული მათგანს აქვს რაღაც წინამდებარესგან და რაღაცას გადასცემს შემდეგს და
შესაბამისად მიმღებიცაა და გამცემიც.
               6.თეორემა - პირველ სეფირას ჰქვია “თვალუწვდენელი სიმაღლე”  RVM MOLH,
Rom Maaulah, მეორეს სიბრძნე ChKMH, Chokmah,მესამეს გონება  BINH, Binah, მეოთხეს
სიყვარული Love, ChSD,Chesed მეხუთეს სამართლიანობა   PChD, Pachad , მეექვსეს -
სილამაზე ThPARTh, Tiphereth;მეშვიდეს - სიმტკიცე NTZCh, Netzach, მერვეს -
ბრწყინვალება HVD, Hod, მეცხრეს  - სამართლიანობა არის საყაროს საფუძველიTzDIQ ISVD
OVLM, Tzediq Yesod Olahm; მეათეს - სიმართლე TzDQ, Tzedeq.
              a)სქოლიო - პირველი სამი სეფიროტი ქმნიან აზრის სამყაროს,შემდეგი სამი -
სულის სამყაროს, შემდეგი ოთხი -სხეულის სამყაროს, ამგავრდ ისინი შეესაბამებიან
ინტელექტუალურ, მორალურ და მატერიალურ სამყაროებს.
              b)სქოლიო - პირველი სეფირა დაკაბშირებულია სულთან,ამიტომაც ჰქვია
ერთიანობა, IChIDH, Yechidah,მეორეს რადგან სიცოცხლეს განასახიერებს -  ChIH,
Chiah,მესამეს - იმიტომ რომ სულს უკავშირდება RVCh, Ruach;მეოთხეს რადგანაც ჰქვია
“სიცოცხლის პრინციპი”NPSh, Nephesch; მეხუთეს რადგანაც ჰქვია სულიNShMH,
Neschamah , მეექვსე - ზემოქმედებს სისხლზე, მეშვიდე -ძვლებზე, მერვე - ვენებზე, მეცხრე -
ხორცზე და მეათე- კანზე.
             c)სქოლიო - პირველი სეფირა დაფარუ შუქს გავს, მეორე - ცისფერია, მესამე -
ყვითელია, მეოთხე -თეთრი, მეხუთე - წითელი, მეექვსე - თეთრ-წითელი,მეშვიდე -
მოთეთრო წითელი,მერვე - მოწითალო თეთრი, მეცხრე - თეთრ-წითელი, მოთეთრო
წითელი და მოწითალო თეთრი,მეათეს აქვს ფერი რომელიც ყველა ფერს ირეკლავს.
        77.ახლა დავუბრინდეთ   Arikh Anpin და  Zauir Anpin, მაკროპროსოპუსაა და
მიკროპროსოპუსს, დიდ და მცირე სახებას.შეგახსენებთ რომ მაკროპროსოპუსი პირველი
სეფირაა - გვირგვინი, კეტერი, მიკროპროსოპუსი კი ექვსი სეფიროტისგან
შედგება,მაკროპროსოპუსში სინათლეცაა და ბრწყინვალებაც,მიკროპროსოპუსი კი მხოლოდ
მაკროპროსოპუსის სინათლიდ ნათდება,შექმნის ექვსი დღე უტოლდება მიკრპპროსოპუსის
ექვს სეფიროტს. ამიტომაც ერი ერთმანეთზე დადაებული სამკუთხედით შექმნილ
ექვსქიმიან  ვარსკვლავს უწოდებენ მაკროკოსმის ნიშანს დიდი სამყაროს შექმნის სიმბოლოს
და შეესაბამება ორივე სახებას ზოჰარიდან.”დაფარული საიდუმლოს წიგნში”  მთლიანადაა
აღწერილი მაკროპროსოპუსიცა და მიკროპროსოპუსიც ამიტომ ვიდრე მის შესწავლას
დავიწყებთ ჯერ უნდა მათ მსგავსებასა და განსხვავებებზე ვიმსჯელოთ,პირველია  AHIH,
Eheieh, შემდეგი  V, Vau ტეტრაგრამატონი. ტეტრაგრამატონის პირველი ორი ასო  I და  H,
Yod და  He, განასახირებენ მიკროპროსოპუსის დედას და მამას   He- კი მისი საცოლეა.
გარდა ამისა ისინა გამოხატავენ წონასწორობას სისასტიკესა და სათნოებას შორის,
სისასტიკის სიმბოლოების ორივე ასო  Hs, Hes დედა და საცოლე, საცოლე უფრო მეტად
ვიდრე დედა. ზედმეტი სათნოება არ ნიშნავს ბოროტებისგენ მიდრეკილებას,უფრო
სისუსტესა და ძალის ნაკლებობას განასახიერებს,მაგრამ სისასტიკის გადამეტება ბადებს
ჯალათის სახეს რომელის სასამართლოს განაჩენს ასრულებს - ბოროტ, დამანგრევენ ძალას
რომლის სიმბოლოა ლევიათანი.ამიტომაც ამბობენ რომ საცოლის ზურგს უკან წამოსწევს
თავს გველი , საცოლის და არა დედის რადგან ისაა ღვთაებრივი H რომელიც ფეხით გასრესს
გველის თავს.გველის თავს დიდი ზღვის წყლები გააპობენ. ეს ზღვა Binah ღვთაებრივი H
დედა. გველი კი ცენრტისკენული ძალა რომელიც გამუდმებით ცდილობს სამოთხეში
შეაღწიოს და შეაცდინოს ღვთაებრივი ევა (საცოლე), რომ ამ უკანასკნელმა შეაცდინოს
ღვთაებრივი ადამი (მიკროპროსოპუსი)
       ორი სახის სიმბოლიკის ეს კვლევა უკვე გაცდა შესავლის ფარგლებს მით უფრო რომ ესაა
ამ წიგნის საგანი. ამიტომაც მკითხველს უბრალოდ წიგნის დანარჩენი ტექსტისკენ
მივმართავ და იმედს ვიტოვებ რომ ამ შესავალმა საკმარისად გაარკვია კაბალას
საფუძვლებში.

თავი 1
SPRA DTzNIOVThA
ან

დაფარული საიდუმლოს წიგნი.

1.ტრადიცია - „დაფარული საიდუმლოს წიგნი“ ესაა წიგნი ბალანსის წონასწორობაზე.


(სიტყვა  "Dtzenioutha" რთული სათარგმნია თუმცა ვფქრობ რომ მის
მნიშვნელობას ყველაზე კარგად გადმოსცემს „დაქარული საიდუმლო“
შესავალში მე უკვე გადმოვეცი „ბალანსისა“ და „წონასწორობის“
კაბალისტიკური მნიშვნელობა)

2.ტრადიცია - და სანამ იქნებოდა წონასწორობა სახე ვერ ხედავდა სახეს.

(ორ სახეში იგულისხმება მიკროპროსოპუსი და მაკროპროსოპუსი იხილეთ


შესავალი§§ 42, 47, 64, 65, 67. 73, and 77.)

3.და დაეცნენ უძველესი მეფეები, და აღარ იპოვებოდა მათი გვირგვინები და


გაუდაბურდა მიწა.

(„უძველესი მეფები“ გულისხმობს იგივეს რაც „ედომის მეფეები“, ისინი


სიმბოლიზირებენ სიტყვებს „დაუბალანსებელი ძალა“, რაც ზოჰარის მიხედვით წინ
ისწრებდა ამ სამყაროს ფომირებას. მე ავხსენი ეს შესავალში §§ 41 და 56. ამ და
მომდევნო პარაგრაფებში ჩანს ღვთაების თანდათანობით განვითარება
ნეგატიური არსებობიდან პოზიტიურისკენ, მოცემული ტექსტში
აღწერილია ის პერიოდი როცა ღვთაება ჯერ კიდევ იწყებდა გამოვლენას
თავისი პირველადი უარყოფითი ფორმიდან.გამომდინარე აქედან და
კაბალისტურ მოსაზრებაზე დაყრდნობით სამყარო ეს ასე ვთქვათ ღვთაების
სამოსელია, ის არა მხოლოდ მოიცავს ყოველივეს არამედ თავადაა
ყოველივე და ყოველივეში არსებობს.)

4.და ვიდრე ის თავი (რომელიც მიუწვდომელია) ყველა სურვილით


სასურველი (მომდინარე უსასრულო და უსაზღვრო  AIN SVP, Ain Soph- დან)
არ წარმოსდგა და არ შეიმოსა დიდებით.

(აქ მოცემული თავი აღწერილია როგორც უსაზღვროსი და უსასრულოს დაბადება


Ain Soph არის პირველი სეფირა Crown Kether, სხვანაირად Arikh Anpin, ან
მაკროპროსოპუსი ვრცელი სახება, ამ პირველი სეფირადან წარმოსდგება დანარჩენი
ცხრა ემანაცია. მე ეს ყველაფერი გადმოვეცი შესავალში  §§ 38-57 სეფიროტებთან
მიმართებაში)

5.წონასწორობა გამოკიდულია უძველესის ნეგატიური არსებობის მხარეს.

(წინადადებაში - წონასწორობა გამოკიდულია უძველესის ნეგატიური არსებობის


მხარეს - იგულისხმება რომ დანარჩენი ცხრა სეფიროტი (რომლებიც წონასწორდებიან
თავიანთი ფორმირებით სამებაში) ჩადებული განუვითარებელ მდგომარეობაში
პირველ სეფირაში ისე როგორც ხეა ჩადებული იმ თესლში რომლისგანაც
აღმოცენდება. ხოლო „უძველესში“ იგულისხმება პირველი სეფირა გვირგვინი
კეტერი - რომლის ერთ-ერთი ტიტულია Autheqa , უძველესი. ამ სეფირადან როგორც
უკვე აღვნიშნე ნეგატიური არსებობის იდეა ჩადებულია პირველ სეფირაში და უკან
ტრიალდება AIN- დან.)

6.ამგვარად იყვნენ გაწონასწორებული ის ძალები რომლებიც ჯერ კიდევ არ


გამოვლენიყვნენ შესამჩვენად.

(ეს ძალები ის დანარჩენი ცხრა სეფიროტია რომლებიც პირველი სეფირას ძალას


წარმოდაგენენ და როგორც კი გაწონასორდებიან ისინი მაშინვე იწყებენ არსებობს
ყოფნაში ძალთა ურთიერთქმედების წყალობით. შემდეგი ორი პარაგრაფი აღწერს
მათი წონასწორობის საშუალებებს როგორც ჯერ კიდევ არყოფნის ელემენტების ანდა
იდეებისა.)

7.მის ფორმაში( უძველესის ფორმაში) იმყოფება წონასწორობა, ის მიუწვდომლია, ის


უხილავია.

(წონასწორობის პირველი იდეა უძველესია (პირველი სეფირა - გვირგვინი


კეტერი)რადგან ისაა უსაზღვროდან მომდინარე უსაზღვრო სინათლის პირველი
პოტენციური საზღვარი . ეს ნიშნავს რომ კეტერის ცენტრალური საყრდენი
წონასწორობაა, რადგან ბალანსი ჯერ არ არსბობს,ორი საპირისპირო პოლუსი
რომელიც წარმოშობს ბალანსს ჯერ არაა განვითარებული.არ უნდა აგვერიოს ეს ორი
ტერმინი - წონასწორობა და ბალანსი, ბალანსი მოიცავს ორ საწონს (საპირისპირო
სიმძლავრეებს), ხოლო წონასწორობა ღერძის ცენტრალური წერტილია.)

8.მასში ავიდნენ, მასში ადიან - ისინი ვინც არ არიან, ვინც არიან და ვინც იქნებიან.

(მასში (კეტერის წონასწორობაში) ავიდნენ ისინი,(განვითარდნენ როცა გადაინაცვლეს


ყოფნში) და მასში (წონასწორობაში) ადიან (მათი პირველადი ყოფნა) ისინი
(სეფიროტები) რომლების არ არიან (იმყოფებიან არყოფნში), რომლებიც არიან
(არსებობენ ყოფნაში) და რომებიც იქნებიან (არსბობენ მუდმივად რადგან ესენია
გაწონასწორებული ძალები), ეს სამმაგი გამოთქმა „რომელიც არ არის, რომელიც არის
და რომელიც იქნება „ ასევე ნი შნავს სეფიროტების სამმაგ სამებას) იხ.შესავალი §§ 52,
64, 65 And 66.)
9.თავი რომელიც მიუწვდომელია არის საიდუმლოთა საიდუმლო.

(ეს თავი მაკროპროსოპუსია, დიადი სახება,იგივე რაც უძველესი და გვირგვინი


კეტერი,ასეა, რადგან მასში დამალულია სხვა ფარული ძალები.)

10.მაგრამ ის შექმნილია თავის ქალის მსგავსად და სავსეა კრისტალიზებული ნამით.


(კრისტალიზებული ნამი არის შემოქმედებითი შუქი ან  Aur, AVR მომდინარე
უსაზღვროდან. მანტუას კოდექსში ჯერ თავის ქალაა მოხსენებული ხოლო შემდეგ
კრისტალიზებული ნამი მაკროპროსოპუსის ფორმებად)

11.მისი კანი სხვაა, სუფთა და გაშეშებული

12.(მისი თმა გავს) საუკეთესო ბეწვს რომელიც დაბალანსებულ წონასწორობაზე


იშლება.

(ეთერი მისი დიდების ნათელი და აუტანელი ბრწყინვალებაა. მისი თმა თეთრია ე.ი
დაულაქავებელი როგორც მატყლი - მატერიის და მისი გარსის სრული არ არსებობის
აღსანიშნავად. მანტუას კოდექსი ეთერს მესამე ფორმას უწოდებს, ხოლო თმას
მეოთხეს, რომელიც მოგვიანებით მიემართება სეფირა ნეცახს გამარჯვებას.)

13.მისი შუბლი არის მადლი იმ მადლისა რომელიც უმდაბლესი ძალების


ლოცვებიდან გამოდის.

(უმაღლესი სიკეთე რომელიც თავის თვისებებს, ძალასა და მსახურებას გადასცემს


დაბალ სეფიროტს (უმდაბლესი ძალები).უნდა გვახსოვდეს რომ ყოველი სეფირა
იღებს იმისგან რომელიც უშუალოდ მის წინაა და გადასცემს მას რომელიც მას
მოსდევს.ამგვარად შეიძლება ითქვას რომ ყოველი სეფირა ქალური ან პასიურია მისი
წინამორბედის მიმართ და მამაკაცური და აქტიური მისი მომდევნოს მიმართ.
(იხ.შესავალი 43 და 51) მანტუას კოდექსი ამას მეხუთე გამოვლინებას ეძახის და
მიემართება მეცხრე სეფირას იესოდს საძირკველს)

14.მისი თვალები გამუდმებით ღიაა და ძილი არ ეკარება რადგან ის გამუდმებით


იყურება. და დაბალი ნათელის გარეგნობა მაღალი ნათელის ასპექტებზეა
დამოკიდებული.

(თუ თვალები დაიხუჭება (ღვთაებრივის ფიქრთა მიმართულება აბსტრაგირებულია


სეფიროტებისაგან)მთელი სამყარო გზას დაუთმობს რადგან მტავარი ნაკადი
დაიხშობა.რადგანაც დაბლის (ცხრა სეფიროტის) გარეგნობა (განვითარება)
დამოკიებულია უმაღლესი ნთელის(კეტერი პირველი სეფირა)
ასპექტზე( მმართველობაზე). მანტუას კოდექსი ამას მაკროპროსოპუსის მეექვსე
გამოვლინბას უწოდებს და მიმარავს მას როგორც მეოთხე გამოვლიების შემთხვევაში
სეფირა ნეცახს გამარჯვებას)

15.იქ არის მისი ორი ნესტო მძლავრი გალერეების მსგავსად, საიდანაც მისი სული
დაჰქრის ყოველივეზე, (მანტუას კოდექსი ამატებს თავის მხრივ რომ ეს მეშვიდე
გამოვლინებაა, რომელიც მიემართება მალქუტს ან სამეფოს, მეათე ემანაციას ან
ღვთაების სეფირას)
(შემქმნელი სული ან სიცოცხლის სუნთქვა)

16. შესაბამისად ასე იწყება ღვთის კანონი )BRAShITh BRA ALHIM ATh HShMIM VATh
HARTz, Berashith Bera Elohim Ath Hashamaim Vaath Haaretz „თავიდან ელოჰიმმა
შექმნა ზეცისა და მიწის სუბსტანცია ( ეს ნიშნავს რომ შეიქმნა ექვსი წევრი რომელიც
მიცროპროსოპუსის ექვსი რიცხვია ე.ი მადლი როგორც მისი მარჯვენა ხელი და
სიმკაცრე მისი მარცხენა ხელი, სილამაზეა მისი სხეული, გამარჯვება მისი მარჯვენა
ფეხი, დიდება არის მისი მარცხენა ფეხი და საფუძველი მისი რეპროდუქციის
ორგანო).  BRAShITh, Berashith, მაგივრად „თავიდან“ შესაძლოა იკითხებოდეს
BRAShITh, Bera Shith “მან შექმნა ექვსი“.ამაზეა დამიკიდებული ყველაფერი რაც
მოსდევს (განსაკუთრებით დედოფალი რომელიც უმდაბლესი ბილიკია და
მიკროპროსოპუსის საცოლეა და სამივე ქვედა სამყაროა)

(აქედან ჩანს რომ Siphra Dtzenioutha გვიჩვენებს რომ დაბადების დასაწყისი არა
მხოლოდ სამყროს შექმნას აღწერს არამედ ღმერთის განვითარებასაც, რადგან ის
განიხილავს სამყაროს როგორც ღვთაებრივი აზრის ძალის გარეგნულ, მატერიალურ
გამოხატულებას, მიკროპროსოპუსი თითქოსდა მაკროპროსოპუსის რეფლექსიაა
ვინაიდან მაკროპროსოპუსს აქვს ექვსი ძირითადი სახელი.ამგვარად
მიცროპროსოპუსი წარმოშობს ექვს სეფიროტს (იხ.შესავალი 42,47და 77) ShITh, Shith
არის ქალდეა ებრაული ShSh, Shash,-დან ექვსი. დედოფალი არის მალქუტი მეათე
სეფირა. სამი ქვედა სამყარო ბრია იეცირა დ ასია. (იხ.შესავალი 57 და 60)

17.კეთილშობილებათა კეთილშობილება გამოსჭვივის თავის ქალის შვიდი


გამოვლინებიდან (ესაა მცხოვანისა და უძველესის წვერი რომელიც იყოფა ცამეტ
ნაწილად.)

( როგორც უკვე აღვნიშნე უძველესი ესაა პირველი სეფირა მაკროპროსოპუსი. წვერი


მისი თავის სიმბოლირი წარმოდგენის გაგრძელებაა, იყოფა 13 ნაწილად რაც
წარმოდგენილია ჰეპარიაში ერთიანობის იდეით, (შესავალი 11) რადგან აჰადს
მინიჭებული აქვს 13 როგორც რიცხვითი მნიშვნელობა.)

18. და მეორე მიწა არ მომდინარეობს გამოთვლებიდან (რაც მიშნავს რომ აღდგენილი


სამყაროს სამეფო რომელსაც სხვაგან ჰქვია მიცროპროსოპუსის საცოლე არ
მომდინარეობს იმ გამოთვლებიდან საიდანაც ნათქვამია რომ პირველი ექვსი შეიქმნა.
ან უკეთ რომ ვთქვათ როცა დაბადებაში საუბარია სხვა გზაზე „და დედამიწა“ ,
დედამიწა არ უნდა გავიგოთ როგორც პირველად შექმნილი არამედ პირველად
შექმნილად მოიაზრება ს აღდგენილი სამყაროს სამეფო, ხოლო მეორედ დანგრეული
სამყაროს სამეფო) და ესაა სხვაგან ნათქვამი.
(დანგრეული სამყაროს სამეფო არის დაუბალანსებელი ძალები (იხ.შესავალი 41 და
56). ეს აღწერს პერიოდს სეფიროტების შექმნამდე და გამომდინარე აქედან
მიემართება ედომის მეფეებს)

19.და ის მომდინარეობს იქიდან რაც დაიწყევლა როგორც დაბადებაში წერია


„მიწიდან რომელიც დაწყევლა ღმერთმა“ (რაც ნიშნავს რომ აღდგენილი სამყაროს
სამეფო წარმოიქმნა დანგრეული სამყაროს სამეფოდან, სადაც შვიდი მეფე დაიხოცა
და მათი სამფლობელოები განადგურდა , ანდა სამყაროს მნიშვნელოდა რომელიც
სხვაგანაა მოხსენიებული გამომდინარეობს დანგრეული სამყაროს სამეფოდან.)

(ეს შვიდი მეფე ედომის მეფეების მესამე განყოფილებაში მოხსენიებამდე)

20.ის იყო უფორმო და უდაბური და უკუნი სიბნელე იდგა და ელოჰიმის სული


წყლის ზედაპირზე ლივლივებდა. ცამეტი ( სიტყვები „უფორმო“- დან „წყლებამდე“
დაბადების ებრაულ ტექსტში ცამეტია) დამოკიდებულია კეთილშობილებათა
კეთილშობილების ცამეტ ფორმაზე (რაცაა მაცროპროსოპუსის წვერი ანდა პირველი
ფორმირებული თავი)

(ზემოთ უკვე აღვნიშნე რომ ცამეტი ერთიანობას ნიშნავს. „დაფარული საიდუმლოს


წიგნის ავტორი ამტკიცებს რომ რიცხვები და სიტყვების განლაგება ებრაულ ტექსტში
ნიშნავს ღვთაების გარკვეულ ფორმებს. ტერმინებს „სიღრმის ზედაპირი „ და „წყლის
ზედაპირი“ აქვს საოცარი ანალოგი მაკროპროსოპუსთან და მიკროპროსოპუსთან,
ვრცელ და მცირე სახებასთან, აქ „სიღრმის ზედაპირი „ ესაა აინ სოფისგან
წარმოქმნილი სახე - უსაზღვრო იგივე პირველი სეფირა გვირგვინი კეტერი.)

21. ექვსი ათასი წელი დამოკიდებულია პირველ ექვსზე. ესაა ის რაც ბრძენებმა თქვეს
რომ სამყარო ექვს ათას წელს იარსებებს, და ამის გაგება შეიძლება მიკროპროსოპუსის
ექვსი რიცხვიდან. მაგრამ ექვსი მომდევნო სიტყვა შემდეგი იდეის წარმოქმნას
უწყობენ ხელს VIAMR ALHIM IHI AVR VIHI AVR, Veyomar Elohim Yehi Aur VayehiAur
„და თქვა ელოჰიმმა დაე იყოს ნათელი და იქმნა ნათელი.“

(რიცხვთა ეგზეგეტიური წესების თანახმად როელიც არც ისე ხშირად გამოიყენება


როგორც სხვები, მარტივი რიცხვები და ერთეულები აღნიშნავენ ღვთაებრივ საგნებს,
ათეულთა რიცხვები ციურ საგნებს, ასეულთა რიცხვები მიწიერ საგნებს, ასეულები
აღნიშნავენ მომავალს, რაც შემგედ მოხდება. შესაბამისად ექვსი ათასი წელი
განიხილება როგორც პირველი ექვსი სიტყვა რომელიც ასევე ნათქვამია რომ
გამოხატავს ექვს სეფიროტს საიდანაც მიკროპროსოპუსი წარმოსდგა, ექვსის იდეა
ფართოვდება ათასებამდე რათა მომავლის სიმბოლიზება მოხდეს.)

22.მეშვიდე (ათასწლეული მეშვიდე სივრცე სახელად სამეფო) იმ ერთზე აღმატებული


რომელიც ერთადერთი ძლევამოსილებაა( ანუ როდესაც ექვსი წევრის ხარისხები
აღნიშნავენ წყალობას და განსჯას , მეშვიდე ხარისხი მიდრეკილია მხოლოდ განსჯისა
და სიმკაცრისკენ) და ყოველივე ცარიელია ( ვინაიდან მალქუტი უმაღლეს ძალაში
ტაძრის ანტიპოდია და მასავით ინგრევა, შესაბამისად შეშინა ანდა სამეფო არის
თავისთავად გამოძევებული ) თორმეტი საათით( ებრაელები ამ დროში მოიაზრებენ
გამოძევების მთელ დღეს). როგორც წერილ არს „ის იყო უფორმო და უდაბური“,
(რადგან გამოთქმა „ის იყო უფორმო „ „სახეებამდე“ არის თორმეტი სიტყვა
დაბადების ებრაულ ტექსტში)

(იგივე წესების მიხედვით ათასწლეული წარმოსდგება მეშვიდე სიტყვიდან. მეშვიდე


სივრცე ნიშნავს მალქუტს, სამეფოს, ან დედოფალს, რომელიც მიცროპროსოპუსის
ექვსთან ერთად ქმნიან შვიდ ქვედა სეფიროტს. (იხ. შესავალი 77)

23.მეცამეტე ( ესაა „წყალზე“ ჰამიმი მეცამეტე სიტყვა) ამაღლებს მათ (როგორც ტაძარი
რომელიც როგორც ზემოთაა ისე ქვემოთ) წყალობით (წყალია ის წყალობის სიმბოლო
რომელიც არბილებს განსჯასა და სასჯელს) და ისევ ახლდებიან წინანდელივით
(რადგან ექვსი სიტყვა ისევ მეორდება, როგორც დასაწყისში ჩამოთვლილია ექვსი
წევრი). რადგან ყველა ეს ექვსი გრძელდება და სწრაფდება (ესენია მიკროპროსოპუსის
წევრები და არაა მისი საცოლესავით და ამათგანაა რესტიტუცია) რადგან ის იწერება
BRA, Bera „შექმნილი“ (რომელსაც მუდმივობის თვისება აქვს) და მერე იწერება
HIThH, Hayitha, „ის იყო „ ( რომელიც ასევე მუდმივობას გამოხატავს და არა
ინტერპოლაციას) რადგან ის ჭეშმარიტია (რადგან სამეფო არ დაღუპულა ის
შესაძლოა იყოს უფორმო და უდაბური მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუებდეს არსებობას)

(წყალობა და განსჯა ურთიერთსაწინააღმდეგოა,მაგრამ განსჯიდან მოდის განსჯის


აღსრულება რაც დესტრუქციულია)

24.და უფორმოსა და უდაბურის დასასრულს არის უკუნი (ანუ გამოძევების ბოლოს ამ


გამოთქმას უნდა ქონდეს ადგილი, ესაია 2. .11) და მხოლოდ ტეტრაგრამატონი
ეგზალტირდება იმ დღეს (ანუ მესიის დროს).

(ტეტრაგრამატონი (იხ.შესავალი 67) მოიაზრებს ათივე სეფიროტს და ამავდროულად


გამოხატავს დაბალანსებული ძალის სამ სამებას , ასევე როცა ტეტრაგრამატონი
გამოჩნდება უფორმობა და უდაბურება და უკუნი გაქრება, და ფორმა, სისავსე და
ნათელი შეცვლის მათ.)

25.მაგრამ არსებობს ნამარხთა ნამარხები (ნამარხია ჭურჭელი რომელიც


გამოღრუტნულია ან გამოჭრილია როგორც გამოქვაბული ან ნებისმიერი სხვა
ჭურჭელი, ამიტომაც ყველა ჭურჭელი ქვმდგომია ზემდგომთა პატივისცემით,
რომელთ შორის „ნაჭუჭს“ უკანასკნელი ადგილი უკავია, რომელიც აქაა აღწერილი,
რომელიც არის ) დიდი გველი ფორმით გადაჭიმული აქედან იქამდე.(რაც შეეხება ამ
გველს „სამეფო დაბლოდის „ ავტორი საუბრობს მასზე თავის „ ტრაქტაში ნაჭუჭებზე“.
ჭურჭლის ნატეხები რომლებიც შექმნის, ფორმირებისა და ქმედების სამყაროში
ჩამოცვივდა არსებობენ მასში გარედან. განსჯა უფრო მეტად შეეფერება მათ ვისაც
უწოდებენ პროფანებს რომელნიც ცხოვრობენ შუა სივრცეში წმინდასა და
უწმინდურს შორის. თავისაგნ წარმოქმნილია დიდი დრაკონი რომელიც ზღვაშია და
ზღვის-გველია, რომელიც თუმცაღა არც ისე საზიანოა როგორც მიწისა. და ეს
დრაკონი კასტრირებულ იქნა როგორც მისი ბიბილო (ან მემბრანული გენიტალიები )
და თავის ეგობრებთან ერთად რეპრესირებულ იქნა და მათგან წარმოიშვა ოთხასი
სასუველი სამყარო.და ამ დრაკონს თავში აქვს ნესტო (ვეშაპების მსგავსად) იმისთვის
რომ მიიღოს გავლენა, და საკუთარ თავში ის მოიცავს ყველა სხვა დრაკონს, რომელთა
შესახებაც ნათქვამია „შენ გაუხეთქე დრაკონებს თავები წყალზე“ და აქ ყველა გარსის
უნივერსალური ფორმა და აზრი მოიაზრება რაც მოიცავს დედოფლის შვიდ ქვედა
ემანაციას გველის მსგავსად რომელიც გადაჭიმულია მარჯვნიდან მარცხნივ და
ყველა მხარეს)

(ნამარხი ან სეფირას ჭურჭელი ესაა თვისება რითაც ის იღებს ზეაღმატებულ გავლენს


იმისგან რაც რაც უშუალოდ წინ უსწრებს მას, რადგან ყოველ სეფირს აქვს ორმაგი
თვისება მიიღოს და გასცეს,ოთხ სამყაროს შორის და ყოველ მათგანში არსებობს
სეფიროტი თუმცაღა თანდათანობით იკლებს სინათლე.(იხ. თანდართული ცხრილი).
ნაჭუჭები,Qlipoth არიან დემონები,რომლებშიც ასევეა სეფიროტები მაგრამ უკვე
დამახინჯებული და საზარელი.ის დიდი დრაკონი რომელიც აქაა აღწერილი იობის
ლევიათანის იდენტურია. ისაა განსჯის აღმასრულებელი, ცენტრისკენული ძალა, და
ძველი გველი რომელიც გამუდმებით ცდილობს სამოთხეში შეღწევას, და ბოლოს
უფრო ეგზოთერიულად ესაა სატანა ანდა ეშმაკი, ბრალმდებელი.ყველაზე
მნიშვნელოვან კაბალისტურ წიგნში სეფერ იეცირაში მას ჰქვია Theli, ThLI, დრაკონი.
ჰემატრიის მიხედვით ThLI= 400+30+10=440 და თუ ჩვენ „დავთრგუნვთ მის
ბიბილოს“ ან მოვაშორებთ პირველ ასოს Th, Tau – 400 დარჩება LI = 40 = M,
Mem წყალი.“400 სასურველი სამყარო“ Th-ს რიცხობრივი მნიშვნელობაა და
აღნიშნავს ტეტრაგრამატონის ძალას მატერიალურ პლანზე. სიფრა ძენიოტა მოიცავს
ბევრ ალქიმიურ სიმბოლოს. დედოფლის “შვიდი ქვედა ემანაცია“ არის შვიდი ქვედა
სეფიროტი ჰესედი, გებურა, ტიფერეტი,ნეცახი,ჰოდი და იესოდი და მალქუტი.ან
მიკროპროსოპუსი და მისი საცოლე , მეფე და დედოფალი. ნაჭუჭები " Qliphoth არიან
ავი სულები.)
26.მისი კუდი მის თავშია (ანუ მისი კუდი მის პირშია რათა წარმოქმნას წრე რადგან
ის როგორც ნათქვანია შეკრულია სიწმინდით). მას გადააქვს თავი მხრებს უკან (ანუ
ის წამოწევს თავს მიკროპროსოპუსის საცოლის ზურგიდან, სადაცაა ყველაზე მკაცრი
განსჯის ადგილი) და ის სძულთ (რადგან მასშია სიმკაცრისა და განსჯის
უკიდურესობა, აქედან გამომდინარე რისხვა მისი ერთ-ერთი ფორმაა).ის თვალს არ
ხუჭავს (ანუ ის ბეჯითად ეძებს და ეძიებს ისეთ ადგილს საიდანაც შეძლებს
შეუერთდეს სიწმინდეს. და ის დაფარულია (თითქოსდა ის აგებს მახეებს,რადგან
ნელ-ნელა გადაინაცვლებს ქვემდგომებში,რომელთა ცოდვების წყალობით ხელი
მიუწვდება წმინდა ხარისხებთან, სადაც ის ასამართლებს ჩადენილისთვის). ის
გამოეცხდება ერთ დღეს ათასი მოკლე დღიდან (რიცხვებს ჰქვიათ დღეები, და ქვედა
სამყაროთა დღეებს მოკლე დღეები,რომელთა შორისაც ათეულები არიან
ფაქტიურობის ატრიბუტები, მათი ათეულობითი ნუმერაციის გამო, ასეულების კი -
წარმომქმნელის, რადგან ისინი არიან თავიანთი სინათლის შემქმნელის რიცხვები და
გამოხატავენ თავიანთ არსებობას ათეულებიდან, მაგრამ ასეულებს წარმოშობენ იმავე
მიზეზით. დრაკონს მათ შორის ყველაზე ძლიერია და თუ შეცდომა გაიპარება ამ
სისტემის თუნდაც მხოლოდ ერთ რიცხვში ქვემდგომთა გამო, ის მაშინვე
გამოჩნდება და წარსდგება თავის ბრალდებებით დიდების გვირგვინთან)

(ესაა წყარო ცნობილი სიმბოლოსი - გველი საკუთარი კუდით პირში ქმნის წრეს -
სატურნის გველი. ხოლო თავს იმიტომ წამოსწევს საცოლის (მალქუტის) მხრებიდან
რომ არსებობს. ასე რომ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ განაჩენის აღმსრულებელზე
არამედ როგორც დამანგრეველზე, ნგრევაზე შექმნის ნაცვლად და სიკვდილზე
სიცოცხლის ნაცვლად. რადგან სეფიროტები განასახიერებენ ბალანსს წყალობასა და
სამართალს შორის ხოლო მეათე სეფირა განსაკუთრებულად გამოხატავს სამართლის
ბუნებას ისევე როგორც მეხუთე -გებურა. ის დაფარული, რადგან ვერ მოვა
მოქმედებაში ვიდრე ვიდე სამართალი არ მოუხმობს. ტერმინი „ათობითი ნუმერაცია“
ასევე სეფიროტებს მიეკუთვნება. გველის გამოვლინება როგორც ბრალმბელის
ბალანსის დარღვევაზე მიანიშნებს, ზუსტად ისე როგორც საათში, თუ ერთი ჭანჭიკი
მოიშალა მაშინვე იშლება სისტემა. ასევე სიცოცხლე როცა ის შემდგომ ფორმად
ტრანსფორმირდება ამავე დროს წინა ფორმის კვდომას გულისხმობს. დიდების
ტახტი კი ბრიატული სამყაროა)

27. მის ქერცლში წყლულებია (როგორც ნიანგთან, რადგან გადავსებულია განსჯათა


ერთობლიობით) ბიბილო თავის ადგილას რჩება(მასში აღარაა მეტი ძალა რომ გარეს
მიღმა მყოფი საგნები ააჩქაროს)

(დამანგრეველში არაა „გარეს მიმართ აჩქარება“ რადგან ესაა ცენტრისკენული და არა


ცენრტისგანული )
28.მაგრამ მისი თავი გახლეჩილია დიდი ზღვის წყლებით (დიდი ზღვა არის სიბრძნე,
წყალობის საფუძველი და სიკეთის სიყვარული და თუ ის თავის გავლენას
ავრცელებს სამსჯავრო მშვიდდება და ნაჭუჭების საზიანო ძალაც იკლებს) როგორც
ეს წერილ არს Ps. lxxiv. 13 „შენ გახლიჩე დრაკონის თავი წყლებით“.

(„დიდი ზღვის წყლები“ აღმატებული დედის ბინას გავლენაა, ვისგანაც მალქუტი


გამოვლინდება. ბინა კი იღებს ხოქმას გავლენს, იხ.შესავალი)

29.ისინი ორნი იყვნენ (მამრობით და მდედრობით , ფსალმუნების ტექსტშე


დრაკონებზე საუბარია მრავლობით რიცხვში, თუმცა მრავლობითი მოცემული
თავისი ყველაზე ნაკლები მნიშვნელბით და მოიაზრება ორი). ისინი მცირდებიან
ერთამდე (რადგან მდედრობითი ლევიათანი მოკლულია,რომ არ ეძებნათ
სამსჯავროს გამრავლება). რატომაც სიტყვა ThNINM, Thenanim (ზემოთ აღნიშნული
ფსალმუნის ნაწყვეტში ) იწერება დამახინჯებული ფორმით (სპეციალურად ამ
შეზღუდვის აღსანიშნავად)

(შემიძლია მკითხველს ვურჩიო თალმუდი ლევიათანზე ებრაულ წარმოდგენებზე


მეტი ინფორმაციის მისაღებად, ტენანიმ იწერება დამახინჯებულად, გამოტოვილი
მრავლიბითის აღმნიშვნელი ასო I . უნდა იწერებოდეს ThNINIM, ThNINM-ის
ნაცვლად)

30.(მაგრამ როგორც ნათქვამია ) თავები (მრავლობით რიცხვში, დიდი სიმრავლის


აღსანიშნავად ისევე როგოც სახეობების როგორც ინდივიდების ამ გვარში) როგორც
ეს წერია ეზეკ. 22 „ და მსგავსება როგორც ცის თაღი ცოცხალ არსებათა თავზე“ (სადაც
სიტყვა ცოცხალი არსება ChIH, Chiah ჩასმულია მხოლობით რიცხვში ანგელოზთა
გვარის მსგავსად ხოლო თავები მრავლობითში სახეობათა და ურიცხვი ინდივიდის
აღსანიშნავად)

(„შენ გახლიჩე დრაკონების (ტენანიუმ) თავები წყლებით“. გავიხსენოთ რომ ეს


დრაკონი „სამეფო დაბლობის“ ავტორის მიერ მხსენიებულია როგორც „ნაჭუჭების“
ანდა დემონების მეფე. დემონები იყოფიან ათ კლასად ათი სეფიროტის შესაბამისად
მხოლოდ დამახინჯებული ფორმით და წიგნში მოიხსენიებიან როგორც "Beth
Elohim," „არაწმინდა სეფიროტი“. ალბათ ესაალევიათანის თავები (ლევიათანის
ჰერაკლეს მოკლული ჰიდრაა). შეადარეთ მხეცის აღწერას გამოცხადებაში.

31.“და თქვა ელოჰიმმა „დაე იქმნას ნათელი და იქმნა ნათელი“ (მნიშვნელობა


შესაძლოა იყოს 33 ფსალმუნში) სადაც წერია „და ვიდრე ის ლაპარაკობდა
იქმნებოდა“( პირველრიგში ამიტომაც ის უკვადვყოფილია) HVA, Hoa გზა (ესაა
შემეცნების დედა სახელად ALHIM, Elohim როგორც ესაა ლექსის დასაწყისში „და
ელოჰიმმა თქვა“ მას ასევე ჰქვია HVA, Hoa 33.9 ფსალმუნის სიტყვებში მისი
ნამდვილად საიდუმლო ბუნების გამო) ერთადერთია (როგორც მოსესთვის ისე
დავითისთვის) სიტყვები VIHI, Vayehi, „და ის შეიქმნა“ ასევე ერთადერთია
( თითქოსდა ექვსი წევრი ცალცალკე განიხილება ნათელია რომV, Vau იკავებს
პირველ ადგილს სიტყვაში VIHI, Vayehi.

(ეს დებულება ისევე როგორც ღვთაებრივი დედა სიმბოლიზებულია სიტყვით Hoa,


ერთი შეხედვით ეს თითქოსდა წინააღმდეგობაში მოდის დებულებასთან სხვა
ადგილას, რადგან Hoa წარმოგვიდგენს მაკროპროსოპუსს. ასო H ტეტრაგრამატონში
განასახიერებს ღვთაებრივ დედას და ასევეHoa-ს პირველი ასო. ჰემატირაში
(იხ.შესავალი) Hoa, HVA = 5 + 6 + 1 = 12, და ციფრები 12 1 + 2 = 3. 3 ბინას სიმბოლოა
რადგან ის მესამე სეფირაა, „ერთი შეხედვით V, Vau იკავებს პირველ ადგილს
სიტყვაში VIHI” , რადგან V ნიშნავს - 6. იხ. ანბანის ცხრილი შესავალში)

32.შემდეგ ასოები ამობრუნდება და ერთად გადაიქცევა. ( თუ მაგალითად სიტყვში


VIHI, Vayehi,  I, Yod, და H, He გადმოინაცვლებენ წინ მაშინ მივიღებთ  IHVI, Yahevi, 
ეს წამოქმნის ერთ ტეტრაგრამატონს რას მთელს ღვთაებრიობას ამოწურავს. მაგრამ
ვიდრე ისინი მიეკუთვნებიან დედას საიდანაც წარმოიშობა სამსჯავრო ეს
ტეტრაგრამატონი დაიწერება რეტროგრადულად, წერის მსგვს მოდელს კაბალისტები
მიაკუთვნებენ სამსჯავროს, დამახინჯებული საგნების ბუნების შესაბამისად,
ამიტომაც ისინი უნდა ჩავწეროთ ამგვარად  IHVI, Yahevi, IHV, Yeho, IH, Yah, I, Yod. 
მაგრამ რადგან შემეცნების გზაზე თავად სამსჯავროები არ არსებობენ , არიან
მხოლოდ მათი ფესვები, მაშინ როცა თავად ეს გზა სუფთა წყალობაა. შესაბამისად
რეტროგრადული წესრიგი შებრუნებულია,რათა შესაძლებელი იყოს მისი მთლიანად
იმ პოზიციაში დაბრუნება რაც იყო თავიდან )  I, Yod, IH, Yah, IHV, Yeho, IHVI, Yahevi
( თუმცა ესენი არ იწერება ჩვეული წესით  IHVH, Yod, He, Vau, He; რადგან ეს სიტყვა
წარმოდგება VIHI, Vayehi,-დან რომლის მეტათეზისიც განხილულია აქ და მით უფრო
დამწერლობა) რომელიც უკანასკნელია (სახელდობრ I, Yod, რომელიც უკანასკლენი
H, He ადგილას ჯდება ტეტრაგრამატონის ჩვეულ ფორმაში, აღნიშნავს ) შეხინა (ან
დედოფალი) რომელიც ქვემოთაა (ანუ გზა სამეფოში სახელად მალქუტი მეათე და
ბოლო სეფირა) როგორც (სხვა შემთხვევაში ) ასო H, He აღმოჩნდება შეხინა.

(მკითხველს ძალიან გაუჭირდება ამ მტკიცებულებებში გაერკვეს თუ ყურადღებით


არ წაიკითხავს რას ვწერ შესავალში ასობგერით კაბალაზე თავებში ნოტარიკონი და
თემურა . ყოველი ოთხ ასოიანი სახელი ტეტრაგრამატონია, მაგრამ ეს ტერმინი
განსაკუთრებით შეესაბამება ოთხ ასოიან სიტყვას რომელსაც ბიბლიის
მთარგმნელები იეჰოვას უწოდებენ. უნდა გვახსოვდეს რომ ებრაული და ქალდეური
სტრიქონი მიემართება მარჯვნიდან მარცხნივ და როდესაც წერენ მარცხნიდან
მარჯვნივ უწოდებენ შებრუნებულს , რეტროგრადულად ჩაწერლს, დამახინჯებულს.
„შემეცნების გზა“ ნიშნავს ბინას მესამე სეფირას, ხოლო შეხინა რა თქმა უნდა
ღვთიური თანდასწრებაა მალქუტის გზაზე გამოვლენილი. მე განვმარტე შესავალში
ტერმინი „გზა“ როგორც ზოჰარში გამოყენებული)

33.მაგრამ ერთ ბალანსში ისინი თანასწორნი არიან.( ბალანსი აღნიშნავს


მდედრობითს და მამრობითს, და ნიშნავს რომ ასოები I, Yod, და H, He რომლებიც
ფორმალურად მამრობითია და მიემართება საფუძვლის გზას, მომდევნო კი
მდედრობითი და მიემრთება დედოფალს ისინი ურთიერთჩანაცვლებადია რაგდან
ვიდრე არსებობს წონსაწორობა მათ შორის არის კავშირი, და ისინი ერთიანრებიან.
დედოფალს ასევე ეწოდება  ADNI, Adonaï სადაც ასო I, Yod, თითქოსდა ქმნის
დამცავ ჯარს რადგან ასევე ის მიჩვეულია ეწოდოს მცირე სიბრძნე) და ცოცხალი
არსებები წინ მიისწრაფიან და ბრუნდებიან. (ესაა ნათქვამი ეზეკ.14 ცოცხალ
არსებებთან დაკავშირებით,რაც უკვე ცნობილია რომ მოიხსენიება ტეტრაგრამატონის
ეს ასოები, რომელთაც ხან პირველი ადგილი უკავიათ და ხან ბოლო, ისევე როგორც
I, Yod, ხან ბოლოში გადაინაცვლებს და ხან ბრუნდება და ასევე ასო H, He.ასევე
ცოცხალი არსებებიც მისწრაფვიან წინ როდესაც როდესაც ტეტრაგრამატონი იწერება
H, He. -ით ბოლოში, რადგანაც ემანაციათა მთელი სისტემა ამოწურულია. მაგრამ ის
ისევ ბრუნდება როდესაც ტეტრაგრამატონი იწერება  I, Yod,-ით ბოლოში.ამგვარად
აზრი შესაძლოა ასე გამოიხატოს რომ უკანასკნელ დედოფლის გზაზე დაბრუნება
შეიძლება ბოლოსწინა საფუძვლიდან რასაც აღნიშნავს ასო  I, Yod.

(მე განვსაზღვრე ბალანსი შესავალში 29 სადაც ჩანს რომ „საფუძვლის გზა“ არის
იესოდი მეცხრე სეფირა მაშინ როცა დედოფალი მალქუტია, მეათე. ამგვარად იესოდი
გამოდის მიკროპროსოპუსისა და მისი საცოლის დამაკავშირებელი რგოლი, ასო  I
„თითქოსდა ქმნის დამცავ ჯარს“ სახელში  ADNI, Adonai, რადგან ესაა ბოლო ასო
ეზეკ.14 კაბალისტები ტერმინში ChIVTh HQDSh Chaioth Ha-Qadesch „წმინდა
ცოცხალი არსება“ მოაიზრებენ ტეტრაგრამატონის ასოებს. რაც შეეხება
„ტეტრაგრამატონის ასოებს რომელნიც ხან პირველ ადგილს იკავებენ ხან კი ბოლოს“
გამომდინარეობს ორი მაგალითი კერძოდ კი როგორც ფორმაში  IHVI, Yod, He, Van,
Yod,  ასო I, Yod, არის სიტყვის თავშიც და ბოლოშიც, ხოლო უფრო ჩვეულ ფორმაში
IHVH, Yod, He, Van, He ასო H, He, დგას მეორე და ბოლო ადგილას.)
34.როგორც წერილ არს „და იხილა ელოჰიმმა ნათელი და ნახა რომ კარგი იყო
ის“(მოცემულ ტექსტში წარმოდგენილია მიზეზი რომელიც გვიჩვენებს
ტეტრაგრამატონის უკანასკნელი ასო I, Yod შესაძლოა წარმოდგენილია საცოლის
სიმბოლოდ რადგან თავად ღმერთი უმზერს შუქში საფუძველთან დამაკავშირებელ
გზას. რაზეც მიანიშნებს სიტყვა „კარგი“, მაგრამ ვიდრე საფუძველი შეერთების
აქტშია ანუ გამოვლენილი „კარგის“ იდეაში, სადაცაა საცოლე. მაგრამ ის რომ „კარგი“
საფუძველს არნიშნავს დამოწმებულია ესაია3.10, სადაც ნათქვამია „უთხარი შენს
ერთგულ კაცს“(ესაა საფუძვლის გზა რადგან როგორც ნათქვამია პირველი ადამიანი
არის სამყაროს საფუძველი) რაც იქნება კიდეც მასთან ერთად ,“რადგან როცა ისინი
გაწონასწორდებიან“ ( ანუ ეს ორი ასო I, Yod,  და  H, He ერთი და იმავეს
ნიშნავს,მაგრამ როგორ დაბალანსებულ ძალაში როგორ ამოდიან ტეტრაგრამატონის
ასოები, ანუ როგორ თანხმდებიან ეს ასოები როცა ერთდებიან, რომლებიც იქამდე
ცალცალკე იდგნენ სიტყვაში VIHI, Vayehi.)

(საფუძვლის გზა რა თქმა უნდა მეცხრე სეფირაა იესოდი რომელიც


მიკროპროსოპუსის მეეექვსე წევრია, და განასახიერებს რეპროდუქტიულობას,
მალქუტი არის დედოფალი, უნდა გვახსოვდეს რომ  IHVH, I, Yod, ტეტრაგრამატონში
არის მამა (ვინც არაა მაკროპროსოპუსი თუმცა კი გულისხმობს მას რადგან ებრაული
ასოYod i -ის ზედა ნაწილი განასახიერებს მას) H, He ღვთაებრივი დედაა ხოლო
V, Vau ვაჟი - მიკროპროსოპუსი ხოლო ბოლო H, He, - საცოლე დედოფალი.ესაა
მათი სწორი განლაგება,ტეტრაგრამატონის სხვა ვარიანტები, ცვლიან ასოებს
ერთმანეთის მიმართ და სწორი განლაგება იქნება IHVH)

35.(მაშინ როცა მეუღლე მიკროპროსოპუსი ) თავიდან მარტო იყო (ის მაშინ იდგა
როცა ასო  V, Vau,-ს ეკავა პირველი ადგილი, როცა ის საცოლისგან განცალკევებული
იყო). მაგრამ ყველაფერი დაუბრუნდა ერთიანობას, (არა მხოლოდ მამა და დედა
შეერწყა ერთმანეთს, ორი ასოს I, Yod, და H, He, დაკავშირებით, არამედ
მიკროპროსოპუსიც დაუბრუნდა თავის საცოლეს,სანამ V, Vau, I, Yod, -ის შემდეგ იყო
ტეტრაგრამატონში, IHVI, Yahevi. რადგან) V, Vau გამოხატავს (როდესაც სიტყვაში
VIHI, Vayehi, და „ის შეიქმნა“ ის დადგება პირველ ადგილას მაგრამ შემოთავაზებულ
მეტათეზაში გადაინაცვლებს მესამე ადგილას, რათა გამოვიდეს IHVI, Yahevi) და
ისინი შეკრავენ ერთად ერსა და მეორეს (მამრობითს და მდედრობითს,  V, Vau, და
I, Yod, სილამაზის გზას და დედოფალს) კერძოდ  I, Yod, და H, He (რომლითაც
გამოვლინდებიან სიბრძნე და ცოდნა , დედა და მამა) ორი შეყვარებულის
მსგავსად რომლებიც ეხვევიან ერთმანეთს,( ორ შეყვარებულში მოიაზრება ან V, Vau
და  I, Yod, როცა ეს უკანასკნელი ბოლოს დგას, ან  I, Yod, და H, He, ერთად როცა
დასაწყისშია)

(„სილამაზის გზა“ ან ტიფერეტი მეექვსე სეფირა წარმოდგენილია ასო  V, Vau,


ამიტომაც ხანდახან თავად მიკროპროსოპუსს თავად, ესაა ცენტრალური სეფირა იმ
ექვსიდან რომელიც მას შეადგენს,  V, Vau,- რიცხობრივი მნიშვნელობაა -6)

36.(  "Siphra Dtzenioutha" -ს ავტორი უფრო აჩქარებს ამ ასოთა I, Yod, and V, Vau;
საბოლოო ახსნას, და V, Vau შესახებ ამბობს „ექვსი წევრი მისი სხეულის ფესვის
ნაწილიდან წარმოიშობა“ (სხეული მიკროპროსოპუსია, სხეულის ფესვი - დედა
რომელიც გამოიხატება ასო H, He, ფესვის ნაწილის ასო V, Vau, ჩადებულია და
დამალულია ასოში - H, He და სწორედ ამ ნაწილიდან წარმოიქმნება ექვსი წევრი ანუ
ასო V, Vau რომელიც იღებს თავს)

(აქ მოხსენიებული დედა რა თქმა უნდა მესამე სეფირა ბინაა, მიკროპროსოპუსის


ექვსი წევრი რომლებიც ასო Vau ქმნიან ამ ასოს რიცხობრივი მნიშვნელობის - 6
ალუზიაა)

37.“ენა დიდებულ რამეებს ამბობს“ (იხ. დან 6.8 ენაში მაიაზრება საფუძველი და
კერძოდ კი ასო I, Yod შეერთებული თავის საცოლესთან,მეტყველება ესაა საქორწინო
ნაკადი რომელიც საცოლისგან მოედინება რადგან დედოფალს ჰქვია სიტყვა მაგრამ
დიდებული რამეები მცირეა ყველა წარმოებულ დონეზე)

(ყველა :დონეზე’ და „გზაზე“ მცირე არიან სეფიროტები ქვედა სამყაროებში)

38.ეს ენა დამალულია  I, Yod, და H, He შორის რადგან დედა და მამა მუდმივად
დაკავშირებულია ერთმენთთან ISVD, Yesod, - საფუძველში და მაგრამ დაფარულნი
არიან Daath - ცოდნა საიდუმლოში)

(V და H ასოების კავშირი ტეტრაგრამატონში  IHVH  ბოლოს, მსგავსია  I და H


ასოების კავშირისა დასაწყისში)

39.რადგან წერილ არს (ესაია.14.5) „იტყვის კაცი იგი მე ვარ


ტეტრაგრამატონი“(სიტყვაANI, Ani, მე როცა მსჯელობა ეხება სამსჯავროს
დედოფალთან მიმრთებაში. მაგრამ როგორც კი მოწყალება შემოდის ის უკვე გასაგები
ხდება როგორც ამ ადგილას. იმისთვის რომ ასეთი აზრი გამოვიდეს - ღვთაებრივი
გზა რომელსაც ჰქვია მე ანდა ქმედების გაგება რომელიც კავშირშია მამასთან,
განკუთვნილია ტეტრაგრამატონის წარმოშობისთვის,ესაა ერთ-ერთი კავშირი მამასა
და დედას შორის, ექვსი წევრის შესადგენად, ) და მას უწოდებენ იაკობს IOQB,  Yaqob
(სახელით მოიხსენიება დაცვის მიზნით, და სხვა კავშირი მამასა და დედას შორის
გამოვლინდება მიცროპროსოპუსის დასაცავად, რომელსაც ეწოდება იაკობი) და კაცი
დაწერს საკუთარი ხელით „მე ვარ უფალი“ ( წერას მიეკუთვნება კანონების წერა ან
სილამაზის გზა, და ასევე იმავეს ნიშნავს „საკუთარი ხელით „ დენა, BIDV, Byodo
BIVD, Byod, by I, Yod რისი მეტათეზაც არის საფუძვლიდან და ამის მნიშვნელობაა -
ის შესაძლოა წარმოქმნილია მისი შენაკადიდან აქდან გამომდინარე
ტეტრაგრამატონი იწერება I, Yod-ით როგორც ზემოთ აღვნიშნეთ) ხოლო სახელით
„ისრაელი“ შესაძლოა მოიხსენიებს საკუთარ თავს, ამგვარად ის საკუთარ თავს
ჭეშმარიებას უწოდებს.( რადგან მიკროპროსოპუსის კონცეპცია უფრო სწორია
სახელით იაკობი - ვისი ცოლია რაქელი - ხოლო მისი მეტსახელი როგორც ასეთი
ისრაელია რომლის ცოლიცაა ლეა)
(იმის გაგება რომ ბინა , მესამე სეფირა განეკუთვნება ღვთაებრივ H, He-ს, „სილამაზის
გზა არის ტიფერეტი, მეექვსე, საფუძველი არის იესოდი, მეცხრე, ესაა ბოლო Yod, I
ტეტრაგრამატონის სახელში IHVI რომელიც მიემართება იესოდს და არა პირველი
რომელიც მიეკუთვნება ხოქმას მეორე სეფირას , მამას)

40. ის კაცი იტყვის „მე ვარ უფალი“, ის ეშვება (ყველაზე უკეთესი კონცეპცია სიტყვისა
„მე“ , რომელიც ასევე ღვთაებრივი დედის ატრიბუტია , რადგანაც მასში
შეთანხმებულია სამი ასო სიტყვისა ANI, Ani კერძოდ A, Aleph - არის უმაღლესი
გვირგვინი,  N, Nun ეს თავად მისი გაგებაა თავის 50 ცნობილ კარიბჭეში,I, Yod, არის
საფუძველი ან მამის ცოდნა,მგრამ ამ შემთხვევაში ის ქვედა დედის ქვედა კლასს
მიეწერება და ვიღებთ ADNI, Adonaï  D, Daleth, -ს გარეშე D იგივე სიღარიბე, მაგრამ
შევსებულია ნაკადით და ვიღებთ  ANI, Ani.-ს) და ყველა საგანს ჰქვია BIDV, Byodo (ეს
ნიშნავს რომ ყველა ამ საგანს იყენებს IVD, Yod,) ყველა საგანი დაკავშირებული ენით
რომელიც დაფარული დედაში,( რაც ნიშნავს რომ  Daath, ანუ ცოდნის მეშვეობით
სადაც სიბრძნე ერთიანდება შემეცნებასთან, და სილამაზის გზა თავის საცოლესთან
დედოფალთან და ესაა ფარული აზრი ან სული რომელიც მთელს ემანაციას
განმსჭვალავს) რადგან ის იხსნება მხოლოდ მისთვის ვინც წარმოიშობა საკუთარი
თავისგან, (რაც ნიშნავს რომ Daath თავადაა სილამაზის გზა მაგრამ ასევე შინაგანიც
რაზეც მიანიშნებს მოსე, და ეს გზა დაფარულია დედაში, და ესაა მისი კავშირის
საშუალო, მაგრამ როგორც არ უნდა განვიხილოთ ის გარეთ როდესაც ის გარეთ
გამოვა დედისგან დაერქმევა იაკობი)

(მკითხველი შესავალს მიმართავს სეფიროტების სახელების მოსაძებნად, Nun


შეესაბამება 50 კარიბჭეს და ასო N - რომლის რიცხობრივი მნიშვნელობაც 50-ია.
ხოლო „ქვედა დედა „ რა თქმა უნდა ბოლოს ასო H სახელში IHVH „საცოლე“, ხოლო
Daath განასახიერებს კავშირს მეორე და მესამე სეფიროტებს შორის)
41.(და აქ IHV Yod, He, Vau განსხვავდება მთლიანად სახელისგანაც და ამ ოთხი
ასოსგანაც, ახლა ის ამ ოთხი ნაწილიდან სხვებისკენ ბრუნდება და კერძოდ IHV, Yod,
He, Vau- და ამბობს „მამა რჩება დასაწყისში,(რაც ნიშნავს რომ ასო I, Yod, რაც მამისა
და სიბრძნის სიმბოლოა,ამ გზაზე იკავებს პირველ ადგილს, როგორც მთელ
სისტემაში,რადგან გვირგვინი ჯერ ისევ დაფარულია, და ედრება მხოლოდ I, Yod, -ის
უმაღლეს წერტილს,) დედა არის შუაში (რადგან ასო H, He- განასახიერებს
ჩამოუყალიბებელ შემეცნებასა და ღვთაებრივ დედას, რომელსაც უკავია ადგილი
I, Yod, და V, Vau, შორის, და ღვთაებრიობაშიც კი მას ზემოდან შეიმეცნებს მამა და
მისი ვაჟი მიკროპროსოპუსი რომელიც ქვემოდან ფარავს მას საიდანაც ის მიემრთება
ქვემოთ დიდების იგივე Hod,-ის გზაზე) და ის ამ მხრიდანაც და იმ მხრიდანაც
დაფარულია (მამისა და ვაჟის მიერ ) ვაი მას, ვინც წარმოჩენს მის სიშიშვლეს! (რადგან
ეს ქვემდგოების ბრალი იქნება , ამის გამო მიკროპროსოპუსი დაკარგავს თავის
ნაკადს, სადაცაა მისი ძალა, და რითაც შეუძლია შემოსოს თავისი დედა,რადგან ეს
დაფარვა ამ ღვთაებრიობის ფუნქციაა, და ძალა რომ ეს ყველაფერი გადასცეს
ქვმდგომებს,რისი გაკეთებაც შეუძლებელია თუ დედა გაშიშვლებულია და
მოცილებულია მიკროპროსოპუსს,როგორც ეს გააკეთეთ ისრაელიანებმა როცა
ხბოსთაან დაკავშირებით შესცოდეს)

(IHV რა თქმა უნდა ტეტრაგრამატონია ბოლო  H- ს გარეშე. საინტერესოა რომ


კაბალისტურ ნაშრომში „სეფერ იეცირა“ ეს სამნაწილიანი სახელი გამოყენებულია
ტეტრაგრამატონის ნაცვლად. გვირგვინი რომელიც დაფარულია კეტერში არის
პირველი სეფირა იგივე მაკროპროსოპუსი რომელიც არის AHIH და ამიტომ ღიად არ
ჩანს IHVH-ში. Hod -ის გზა არის მერვე სეფირა, მამა და ვაჟი რომლითაც დაფარულია
დედა არიან ასოები I და V სიტყვაში IHV. რაც შეეხებათ ისრაელიანებს როცა მათ
ხბოსთაბ დაკავშირებული ცოდვა ჩიდინეს.მე ვვარაუდობ რომ ეს განკუთვნილია
ა)რომ ხბო არის ALHIM, Elohim, სიმბოლო და არა IHVH; რადგან ისრაელიანებმა
თქვეს, „გაგვიძღვეს წინ ელოჰიმი“ ბ) სახელი ელოჰიმი ტეტრაგრამატონის ქალურ
ნაწილს აღნიშნავს HH, გ) შესაბამისად ძალა რომელსაც ეთაყვანებოდნენ
დაუბალანსებელი იყო,და არ იყო სწორი მხოლოდ IV თაყვანისცემა.

42.და თქვა ღმერთმა „დაე იყოს MARTh, Maroth , შუქი ცის ტატნობზე.( ახლა ის
ოთხნაწილიანი სახელის მესამე ნაწილისკენ მიისწრაფვის კერძოდ ორი ასოსკენ
IH, Yod, He. მაგრამ შუქში მოიაზრებს მზე და მთვარე, „სილამაზის გზა და სამეფო
იგივე საცოლე. აქ ის აზრი დევს რომ როგორც წესი ეს ორი ასო მოიაზრება როგორც
დედა და მამა, ანდა როგორც სიბრძნე და შემეცნება, აქ უკვე ღვთაებრივი შუქს
მოითხოვენ , როგორც სიტყვა MARTh, Maroth რომელიც შეცდომით წერია და
გულისხმობს ცის ტატნობს - რაცაა საფუძველი გაფართოებული და მომზადებული
საქორწინო სარეცელად, რადგან მეუღლეს ეწოდება ზეცა ხოლო შეთანხმების წევრი
სიმტკიცეა ისევე როგორც სიტყვაში  IHVI, Yod, He, Vau, Yod ბოლო ორი ნაწილი
წარმოდგენილია ასოებით V, Vau, და I, Yod, ისევე როგორც კვადრატის ეს ნაწილი
წარმოდგენილია ასოებით  I, Yod, and H, He ) ქმარს უპირატესობა აქვს ცოლზე
(რადგან ის იწერება  V, Vau, და არა I, Yod,რაცაა შეთანხმების წევრის სიმბოლო ,და
აღნიშნულია შეთანხმება მდედრობითთან) როგორც წერილ არს „და სამართლიანი
ადამიანი სამყაროს საფუძველია“ ( ამ გამოთქმაში ჩადებული აზრი , რომ ასო  I, Yod
მოიაზრება მთავარ წევრად რადგან მისი საშუალებით იწყებს სამყარო არსებობას.)

(თუ მკითხველი შესავალს დაუბრუნდება იპოვის ცხრილს რომელიც სეფიროტების


ოპერაციებს გვიჩვენებს ოთხ სამყაროში, როგორც სამყარო ასიაში მზეს განასახიერებს
ტიფერეტი, ხოლო მთვარეს იესოდი,უფრო მეტიც ზოგიერთი სიტყვა ზედმეტად და
არასწორად რომაა დაწერილი ესეც შესავალშია ახსნილი, ტერმინი „კვარდატი“ ანდა
„კვადრატული სახელი“ ხანდახან მიემართება ტეტრაგრამატონს, ხოლო ფრაზა
„შეთანხმების წევრი“ სავარაუდოდ წინადაცვეთის წესზე მიანიშნებს, ამ გაგებით I,
Yod Yesod-ის გზაზე , მეცხრე სეფირას სიმბოლურად ფალიკური გამოხატულება აქვს.

43.ამიტომ I, Yod, აცისკროვნებს ორს (რაც ნიშნავს რომ ასო I, Yod,-ს


ტეტრაგრამატონის კვადრატში აქვს ორმაგი შენაკადი რამდენადაც პირველ რიგში ის
განასახიერებს მამას რომელიც სინათლეს ჰფენს დედას და მეორეს მხრივ ის
განასახიერებს მიკროპროსოპუსს ან უფრო სწორედ მის შეთანხმებას რაც ნათელს
ჰფენს სამეფოს) და (იგივე სხვაგვარად) ის ასხივებს (რაც ნიშნავს რომ მას აქვს მესამე
განსახიერებაც რაგდანაც სრულ სახელში ის ბოლო ასოცაა) და მოჰფენს მას ქალს. ესაა
მიკროპროსოპუსის საცოლე, როგორც ზემოთა ნაჩვენები და დგება ბოლო H, He
ადგილას ტატრაგრამატონში IHVH. მსგავსად ამის რომ მასაც აქვს იგივე ძალა
არსებობის სახელთან დაკავშირებით და ზეაღმატებულია IAChD, VNHI)

44.ის მიუბრუნდება თავისი კვადრატის ბოლო ნაწილს რომელიცაა I, Yod, და ამბობს)


I, Yod, რჩება ერთადერთად და განუმეორებლად (რათა გვაჩვენოს რომ ყველაფერი
გამომდინარეობა ერთაერთი ასოდან I, Yod, რომელსაც წეტილის ფორმა აქვს და
ამავე დროს სამ ნაწილად იყოფა , მაგრამ ამ ადგილას ნიშნავს მხოლოდ ქალს ან
სამეფოს, სადაცაა დავანებული ყველა ღვთაებრიობა)

(I, Yod, ტეტრაგრამატონის ბოლოს, აღნიშნაცს სინთეზს და ცირკულაციას რითაც


დასაწყისი ხდება დასარული. საიდუმლო კაბალისტურ ანბანში ცნობილი როგორც
„ციური ანბანი“ I, Yod, იწერება როგორც სამი წრე ტოლგვერდა სამკუთხედის სამ
წვეროზე , ზემოთ მიმართული წვერით, მალქუტი მეათე სეფირა ასევე იღებს
შენაკადებს ყველა დანარჩენი სეფიროტისგან .

45.და მაშინ (თუ ტეტრაგრამატონს არ განვიხილავთ ისე როგორც ახლახანს აღვწერეთ


არამედ ისე რომ წარმოიშვას კვადრატი  IHVI, IHV, IH, I,მაშინ Yod გარკვეული
თვალსაზრისით ერთადერთია მაგრამ სრულიად საწინააღმდეგო მნიშვნელობით,
რადგან ის თავის გზაზე სულ უფრო ზემოთ და ზემოთ მიიწევს (რაც ნიშნავს რომ ის
არც ისე ბევრ აღმატებულ მნიშვნელობას იღებს რომ განასახიეროს „სილამაზის გზა“
ან საფუძველი,არამედ უმაღლესი როგორიცაა მამა იგივე სიბრძნე) ქალი ისევ
დამალულია (რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს ფორმალურ მნიშვნელობას
მიკროპროსოპუსის საცოლისა კერძოდ ზემოთ მოყვანილი ტეტრაგრამატონის
უკანასკნელ ასოს რომელიც თავისთავად წყდება)

(პირიქით შემთხვევაში , ასო I აღარ აღნიშნავს საცოლეს თუ ის წყვეტს არსებობას


როგორც ტეტრაგრამატონის ბოლო ასო)
46.და დედა გასხივოსნებულია (რაც ნიშნავს რომ ტეტრაგრამატონის მეორე ნაწილი
რომელიც შეიცავს ასო IH, ასო  I, Yod-ს რაც ნიშნავს მამას ერთვის ასო H, He - დედა
და რადგან ეს ორი უერთდება ერთმანეთს მანათობელი გავლენა აღინიშნება
ღვთაებრივი სირძნით გაჯერებული შემეცნებით.) და იღება მის კარიბჭეში (რაც
ნიშნავს რომ თუ ეს ორი ასო ერთმანეთთან ახლოს იდგება მაშინ
მიცვალებულებისგან ხუთეული წარმოქმნის რიცხვ 50 რაც აღნიშნავს შემეცნების 50
კარიბჭეს, რომლებიც ღიაა რადგან ასო H, He, არის ბოლო და დაუცველი და არ
იხურება არც ერთი შემდგომი ასოთი)

(თუ IH ასოებს ავიღებთ ერთად ტეტრაგრამატონის გარეშე და რადგან პირველი =10


და მეორე =5 მაშინ მათი ნამრავლი იქნება 50 და ესაა 50 კარიბჭე იგივე შემეცნების
თვისებები, ისინი ღიაა რადგან სიტყვაში IH Yah ასო H არის ბოლო და არაა
დახურული როგორც VH ტეტრაგრამატონში IHVH ანდა როგორც V ტეტრაგრამაში
IHV)

47. ემატება გასაღები რომელიც მოიცავს ექვსს და კეტავს ამ კარიბჭეს.(ესაა ავერსული


ფორმის მესამე ნაწილია რომელიცაა IHV ასო H არ არის ერთად ბოლოში, მაგრამ V,
ტეტრაგრამატონის მესამე ასო კეტავს მას მეორე მხრიდან,სადაც განასახიერებს
მიკროპროსოპუსის ექვს წევრს , ასევე დედის ექვს წევრს ისე როგორც დედა თავის
უკანასკნელ კარიბჭეში,რომელიც დიდების გზაა,HVD, Hod, დახურულია ,და
შეთანხმებულია დანარჩენებთან, რომლებიც არიან - სიკეთე,სიმკაცრე , სილამაზე,
გამარჯვება, და თავიანთ არსებობას ცალცალკე ავლენენ დეკადებში )

(ტრიგრამში IHV, V შესაძლოა გასაღები ეწოდოს,ვინაიდან ის კეტავს 50 კარიბჭეს


სიმბოლიზებულს IH, რომელსაც მოსდევს H, რათა ჩაკეტოს ეს ასო საკუთარ თავსა
და I-ს შორის, „დეკადაში“ იგულისხმება ათი სეფიროტი რომელიცაა
სიმბოლიზებული I რიცხობრივ მნიშვნელობაში - 10.)

48.და ის უახლოვდება ქვემდგომებდა და იმ ნაწილს, (ან როგორც სხვანაირად


იკითხება ის ვრცელდება აქეთ და იქეთ, მსჯელობა ეხება კვადრატის მეოთხე
ნაწილს,სადაც სახელი მთავრდება, სადაც ან H წერია ბოლოს ან I, თუმცა შესაძლოა
დაემატოს მიკროპროსოპუსის საცოლე. ამგვარად მიკროპროსოპუსს ყველა მხრიდან
აქვს დამაკავშირებელი რგოლი რადგან ის გადასცემს ღვთაებრიობას დედას რომ მერე
შეძლოს მიიღოს დედა როგორც საკუთარი სული და ამავე დროს ის დაფარული
საკუთარი საცოლით ქვედა მხრიდან,ისე რომ მას შეუძლია ტავად იქცეს საკუთარი
საცოლის სულად.)

(საცოლე , ქვემდგომი H, He - დედის რეფლექსიაა,ხოლო ზემდგომი H, He


ტეტრაგრამატონის, ისევე როგორც მიკროპროსოპუსია მაკროპროსოპუსის
რეფლექსია)
49.ვაი მას ვინც მის კარიბჭეს გააღებს !( ნათქვამია რომ კარიბჭე არის გზა რომლითაც
გავლენა გარეთ გამოაღწევს, და ისინი გახურულია,რადგან სხვა მხრივ არ შეიძლება
ქვემდგომებს ძალიან ბევრი გავლენა წაართვა,ამიტომაც წევრები ჩრდილავენ წევრებს
და შუქი მცირდება გადაცემისას.მაგრამ როცა მათი სინათლესთან კავშირი ირღვევა
ქვემდგომთა ცოდვებით,შენაკადი ვეღარ ხვდება სამყაროში ჩვეული გზით)

(სეფიროტში წონასწორობის სიმბოლოს მიხედვით, ცოდვა შესაძლოა განვიხილოთ


როგორც დაუბალანსებელი ძალების შემოღწევა, მკითხველს თავიდან ალბათ
გაუჭირდება ამ უკანასკნელი ნაწილების მსჯელობას მიჰყვეს,მაგრამ კიდევ ერთხელ
გადაკითხვის აზრი უფრო გამოიკვეთება)

თარგმანი ; ეკატერინე სამხარაძე.

You might also like