Professional Documents
Culture Documents
ზურმუხტის ფილები
I
მე, თოთი, ატლანტი, საიდუმლოთა მფლობელი, ხელნაწერების
მცველი, ყოვლისშემძლე მეუფე, მცხოვრები თაობიდან
თაობებში, ამენტის დარბაზებში მყოფი, გადავცემ ატლანტების
სიბრძნის ამ ხელნაწერებს იმათ, რომლებიც შემდგომში
მოვლენ. კუნძულ უნდალზე, დიდებულ ქალაქ კეორში
გარდავიქმენი ამ სახით.
ჰერმეს ტრისმეგისტოსი
—————————————————————————————
———————
დორეალის ინტერპრეტაცია
II
ღრმად დედამიწის გულში, ჩაძირული ატლანტიდის ძირში,
მარადიული ერთიანობის ცეცხლში გახვეული ამენტის
დარბაზები მდებარეობს.
ინტერპრეტაცია
იქიდან გამომდინარე, რომ ამენტის დარბაზები მატერიალური
ვიბრაციის არა დედამიწისთვის ცნობილ, არამედ სრულიად
განსხვავებულ სივრცეში იმყოფება, ის პლანეტის ერთ-ერთი
ყველაზე იდუმალი ადგილების რიცხვში შედის.
ეს ადგილი პირდაპირ კავშირშია Yarkimas დადებით და
უარყოფით პოლარულობასთან. დედამიწასთან მიმართებაში,
მათი მიახლოებითი ადგილმდებარეობა არის კუნძულ
ატლანტიდის ქვეშ, მაგრამ იმისათვის, რომ ამენტის
დარბაზებში მოხვდეთ, საჭიროა დატოვოთ სივრცის ის შრე,
რომელშიც იმყოფებით. არსებობს რამდენიმე ადგილი,
საიდანაც ეს შესაძლებელია: გოგირდის წყაროები ოკლაჰომაში,
შასტას მთა კალიფორნიაში, მიკტოლანი სამხრეთ ამერიკაში,
შამბალა ტიბეტში, დიდი პირამიდა ევიპტეში, შავი ტყე
გერმანიაში, ბენარესი ინდოეთში, ატლასის მთები აფრიკაში.
უძველესი ერა, ეს პირველი ციკლია, რომელიც
დაფიქსირებულია დროის სივრცის წარსულში. ეს სწორედ ის
პერიოდია, რომლის შემდეგაც ნეგატიურმა ძალამ დაიმორჩილა
ადამიანი და მიაჯაჭვა მატერიალურ სამყაროს.
ამ პერიოდის წამყვანებმა, ანუ სინათლის შვილებმა, გარდაქმნეს
საკუთარი სხეულები პირველადი მატერიისგან და ჩაბერეს
მასში სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული
სხეულები ფლობენდნ ადამიანის სხეულის ანალოგიურ
ფორმას, მათი შინაგანი სტრუქტურა სრულიად განსხვავებული
იყო გრძნობის ორგანოებით, რომლითაც შესაძლებელი იყო
ცნობიერების მხოლოდ ორი ერთეულით გამოყენება – ეს
იყო მამრობითი და მდედრობითი. ისინი არ იყვნენ
ნეგატიურობითა და ადამიანის არასრულყოფილებით
გაერთიანებული, ამიტომ მათთვის შესაძლებელი იყო ის, რაც
ადამიანისთვის მიუწვდომელი რჩებოდა. იმ დროს, როდესაც
ტოტის ფიზიკური სხეული ყოველ 50 წელიწადში საჭიროებდა
განახლებას, პირველადი სხეული შესაძლებელი იყო 100
წელიწადში ერთხელ განეახლებინათ.
სწორედ პირველი ციკლის დროს ააშენეს ამ პლანეტაზე
ჩამოსულმა სინათლის შვილებმა ამენტის დარბაზები. მათზე
დაქვემდებარებული ძალების დახმარებით და სივრცეზე
ზემოქმედებით, ააშენეს ამენტი და შემდეგ შეაერთეს
დედამიწასთან. კედლები იცავს ამენტის დარბაზებს
ყველანაირი გარეშე ძალისგან, გარდა უმაღლესი გონისა. დიდი
სივრცე იქნა მცირე ნაწილებად დაყოფილი და მათში ენერგიის
ველები მოთავსებული.
ოცდათორმეტი სინათლის შვილი იყო პასუხისმგებელი იმაზე,
რაც შეიძლებოდა დედამიწაზე მომხდარიყო.
III
მე, ტოტ ატლანტი, გიზიარებთ ჩემა ცოდნას, სიბრძნესა და
ძალას. საკუთარი ნებით ვუნაწილებ ადამიანებს ამ ყველაფერს.
IV
ისმინე სიბრძნის ხმა. ისმინე ტოტ ატლანტის ხმა!
V
ხშირად მესიზმრება უნალის მცხოვრები ოსტატი და ერთ
ღამეში ჩაძირული, საუკუნეებში ჩაკარგული ატლანტიდა,
რომელიც მრავალი ეონის მანძილზე ანათებდი ღამის
წყვდიადს.
მოგეცი სიბრძნე.
VI
შეისმინე, ადამიანო, მაგიის სიბრძნე.
VII
ადამიანო, ისმინე ჩემი ხმა, გახსენი გონება და მიიღე სიბრძნე.
VIII
ადამიანო, გიზიარებ ჩემ ცოდნასა და სინათლის ნაწილს.
IX
(სივრცის თავისუფლების გასაღები)
სიბრძნე მარადიულია.
ყველაფრის წარმოშობის მომენტიდან არსებული ს უ ლ ი, ქმნის
ჰარმონიას გ ზ ა დ არსებული კანონის ქაოსიდან. ისმინე
სიბრძნე, რომელსაც წარსულიდან მოლაპარაკე ხმა გაწვდის.
გიწილადებ სიბნელეში დაფარულ და დროთა განმავლობაში
დაკარგულ ცოდნას და სიბრძნეს.
X
(დროის გასაღები)
XI
(გასაღები იმისა, რაც არის მაღლა და დაბლა)
XII
(მიზეზის და შედეგის კანონი. წინასწარმეტყველების გასაღები)
XIII
სიცოცხლისა და სიკვდილის გასაღები
მოადუნე სხეული.
XIV
ისმინე დაფარული სიბრძნე, რომელიც დავიწყებას მიეცა.
იცოდე, რომ ეს მიწა (დედამიწა?) სხვა არაფერია თუ არა
უხილავი ძალების მიერ დაცული კარიბჭე.