You are on page 1of 3

დავალება ქართულ ლიტერატურაში

,,მოსე ზამთარაძის ნაამბობი’’


1. განსაზღვრე ნაწარმოებში აღწერილი მოქმედების ადგილი ( სად ხდება
მოქმედება)
პასუხი:
.ნაწარმოებში აღწერილი მოქმედების ადგილი არის საირმის ტყე.

2. განსაზღვრე ნაწარმოებში აღწერილი მოქმედების დრო ( როდის ხდება


მოქმედება, დაახლოებით მაინც, ყურადღება მიაქციე ყველა საჭირო
დეტალს,მაგ. ნახსენებია ინგლისელები, ასევე სხვადასხვა ნივთი, თუ
გაგიჭირდება, მერე ერთად გავაკეთოთ) .
პასუხი:

ამ დროს საქართველოში არის საბჭოთა კავშირი.საქართველო ოკუპირებულია


რუსეთის მიერ.
3. ჩამოთვალე ზოგიერთი პერსონაჟის რამდენიმე ნიშან-თვისება, მაგალითად, ეს
პერსონაჟი სამართლიანია თუ უსამართლო, ზნეობრივად სრულყოფილია თუ
არა, ჩაგრავს თუ არა მის გარშემო მყოფ ადამიანებს და ა. შ. მაგალითისთვის
ჩვენ ავირჩიოთ შემდეგი პერსონაჟები :

1. არქიფო სეთური.
არის უსამართლო,მან გარშემომყოფი ხალხის სიბნელით ისარგებლა და თავის
ჭკუაზე მოიყვანა.არქიფო მათ ჩაგრავს.

2. ასინეთა
თვალი და ყურის სეთურიძე,იგი ჭორების გამავრცელებელია.ზნეობრივად არ
არის სრულყოფილი.

3. დათა თუთაშხია
აბრაგი,ზნეობრივად სრულყოფილი,არის სამართლიანი.

დაასახელე ( ჩამოწერე) ამ პერსონაჟებისათვის დამახასიათებელი 3-4 ნიშან-თვისება


მაინც- კარგად დააკვირდი ტექსტს.
გარდა ამისა, სახელმძღვანელოს 221-ე გვერდზე შავი შრიფტით აღნიშნულია
რამდენიმე სიტყვა: განმარტეთ ეს სიტყვები: დიქტატურა_ ავტოკრატიული
პოლიტიკური რეჟიმი .რომლის დროსაც ქვეყანას მართავს დიქტატორი.
ტირანი_ერთპიროვნული მკაცრი მმართველობა.

ტოტალიტარიზმი_პოლიტიკური რეჟიმი,რომლის დროსაც დამახასიათებელია


სახელმწიფოს მიერ ცხოვრების ყველა სფეროში სრული კონტროლი.

დემაგოგია
ცრუ, ფარისევლობითი გავლენის მოხდენა პოლიტიკურად შეუგნებელ მასებზე.
. ამოიწერე, ინტერნეტის გამოყენებით, ამ სიტყვების განმარტება, რაც განხილვისას
დაგვჭირდება.

ქართული ენა
საკლასო სამუშაო
განმაზოგადებელი სიტყვა ერთგვარ წევრებთან ( ხუთშაბათს
ასახსნელი).
განმაზოგადებელი (გამაერთიანებელი) სიტყვა: 1. გვაროვნული ცნების გამომხატველი
სახელი (ცხოველები,ფრინველები, მცენარეები...)2. ნაცვალსახელი( ყველა,
ყველაფერი, ყოველივე) 3.რიცხვითი სახელი (ორი,სამი..) 4. ზმნიზედა (ყველგან).
1. აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყველაფერი მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას:
მიწა, წყალი, მთა, კლდე, ტყე და ველი.
2. სახლის სახურავებზე, ეზოებში, გზატკეცილებზე- ყველგან მტრედები
ფარფატებდნენ.
3. ჩამორჩა მხოლოდ ამათში სამი: მაჩვი, ტყის ბუძგი და კუდა მელა.
4. დაბურულ და გაუვალ ტყეში ბევრი ნადირი ბუდობს, როგორიცაა: ირემი,
დათვი, აფთარი, მელა, მაჩვი და კიდევ სხვანი.
საშინაო დავალება
მოცემულ წინადადებებში დასვით სასვენი ნიშნები. ერთგვარ წევრებს ერთი სწორი
ხაზი გაუსვით ქვეშ, განმაზოგადებელ სიტყვას-ორი ( შეგიძლია გაამუქო, როგორც
ზემოთაა, ფურცელზე კი ორი ხაზი გაუსვა).
1.ჩემთვის ყველაფერი მქონდა ადგილი მამული სახნავი სათესი ვენახი და წისქვილი
2.კუნძულის მარჯვენა მხარეს მეტწილად ხელოსნები ტრიალებდნენ თერძები ხარაზები
მეკასრეები
3.ბავშვები ქალები ხნიერები ყველანი მოგროვდნენ
4. აქა-იქ ეყარა სხვადასხვანაირი ნივთები სახელდობრ წაღები სპილენძის თუნგი
ქონიანი შანდალი თევზის ნაჭერი და სხვანი.
5.ორივენი შედგნენ შვილიც და მამაც

შევხვდებით ხუთშაბათს, 26 მარტს, პირველ საათზე.


თუ რამე გაუგებარი იყოს, არ მოგერიდოს-შემომეხმიანე.
,,საკლასო სამუშაოს’’ წინადადებები შეგიძლია წინასწარ გადაიწერო რვეულში.

You might also like