You are on page 1of 5

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“

ინტელექტუალური კლუბი

V-VII კლასი

1. რომანის პერსონაჟს, რომელიც მიწის მთხრელად მუშაობს ამ ცხოველს ადარებენ.


დაასახელეთ ეს ცხოველი შვიდი ასოთი

პასუხი: თხუნელა

კომენტარი: თხუნელები ბინადრობენ ტყეში, მდელოზე, ბოსტნებში, ბაღებში. ისინი


სასარგებლო ცხოველები არიან, მიწას თხრიან და ანადგურებენ მავნე მწერებს.

2. პერუს ვიცე-მეფე ლუის დე კაბრერა ვიზიტით იმყოფებოდა მადრიდში და იქ კორიდას


დაესწრო, სადაც იქსები და ადამიანები ერკინებოდნენ ერთმანეთს. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: ხარი

კომენტარი: კორიდა ადამიანებისა და ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული ფორმაა,


რომელიც დამახასიათებელია ესპანეთისათვის. 2011 წელს კატალონიაში კორიდას ჩატარება
აიკრძალა.

3. მოთხრობის მსუნაგი პერსონაჟი ოლიმპიურ იქსებს დონატებს ადარებს. დაასახელეთ იქსი

პასუხი: რგოლი

4. იმის გამო, რომ პლანეტა ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო ძალიან ნელა მოძრაობს,
ვენერაზე იქსი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე იგრეკი. დაასახელეთ რამდენი იქსია
თებერვალში ოთხ წელიწადში ერთხელ.

პასუხი: 29

კომენტარი: ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო შემობრუნებას უფრო დიდ დროს ანდომებს,
ვიდრე მზის გარშემო, შესაბამისად დღე უფრო გრძელია, ვიდრე წელიწადი. ოთხ წელიწადში
ერთხელ ნაკიანი წელიწადი დგება და თებერვალში 29 დღეა.
5. ერთ სახუმარო მინიატურაში ეს ცხოველი ითვლის ადამიანებს, რათა დაეძინოს.
დაასახელეთ ეს ცხოველი.

პასუხი: ცხვარი

კომენტარი: უძილობის დროს ადამიანები ცხვრებს ითვლიან, ამ მინიატურაში კი პირიქით


ხდება.

6. ერთმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ დაგეგმილი ჰქონდა 64 ტიტულის მოპოვება, რაც


იქსის სათამაშო დაფასთან ასოცირდებოდა. დაასახელეთ იქსი
პასუხი: ჭადრაკი

კომენტარი: მოჭადრაკეს სურდა დაფაზე არსებული 64 უჭრის ოდენობის ტიტული


მოეპოვებინა.

7. მოთხრობის პერსონაჟი გარდაცვლილი ფარაონის იქსს ბინტით შეხვეულ ავადმყოფს


ადრებს. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: მუმია

8. ფილმ ,,კაპიტან მარველის” მთავარი პერსონაჟი ძლიერი, დამოუკიდებელი, ქალია.


გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მარველმა ფილმის პრემიერა 2019 წლის მარტის სწორედ ამ
რიცხვში დანიშნა. დაწერეთ თვე და რიცხვი.

პასუხი: რვა

კომენტარი: პრემიერა ქალთა საერთაშორისო დღეს, რვა მარტს დაგეგმეს.

9. ერთი ნაწარმოების სპორტსმენი პერსონაჟი თან დაატარებს დასვრილ მონეტებს. მონეტები


დასვრილია, რადგან არც თუ ისე იშვიათად უწევს ტალახიან მიწაზე დავარდნაც.
დაასახელეთ რა პროფესიის იყვნენ ადამიანები, ვისგანაც პერსონაჟს მონეტები შემორჩა.

პასუხი: მსაჯები
კომენტარი: პერსონაჟი სპორტსმენია, კერძოდ მეკარე და მონეტებს მსაჯებს ართმევს.
მონეტები დასვრილია, რადგან მატჩის წინ მონეტის აგდებისას, ხშირად მონეტა ტალახშიც
ვარდება.

10. არქიტექტორებში გავრცელებულია ფრაზა ,,ადამიანს ეშინია დროის, დროს კი იქსების”.


ვარაუდობენ რომ ყველაზე ცნობილი იქსები ძვ.წ. XXVII საუკუნეში ააგეს ჩრდილო-
აღმოსავლეთ აფრიკაში, ხოლო მათ შორის უდიდესი 3800 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა
მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს. დაასახელეთ იქსი ბერძნული
წარმომავლობის სიტყვით.

პასუხი: პირამიდა

კომენტარი: ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან მხოლოდ ეს ნაგებობაა შემორჩენილი. ის


4500 წელიწადზე მეტია რაც დგას, რის გამოც არიტექტორები ამბობენ, რომ დროს
პირამიდების ეშინია. ყველაზე დიდი, ხეოფსის პირამიდა, 3800 წლის განმავლობაში
ინარჩუნებდა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს.

11. ბოტანიკოსი სტეფანო მანკუზო ამტკიცებს, რომ მცენარეების ფესვები შეიგრძნობენ


ჰაერის რხევის სიხშირეს დაახლოებით 200 ჰერცის არეალში და იზრდებიან შესაბამისი
მიმართულებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესვებს ესმით იქსის ხმა. ფსიქოლოგები ამბობენ,
თუ იქსის ხმა ბუნებრივია, ის დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს. დაასახელეთ იქსი
ხუთასოიანი სიტყვით.

პასუხი: წყალი

12. გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზა ზამთარში სამთო ტურიზმის განვითარების


მიზნით თავის მომხმარებლებს აქციაში სთავაზობდა ამ გრძელი ნივთების უფასო
ტრანსპორტირებას. აღადგინეთ ეს სიტყვა საწყისი ფორმით. დაასახელეთ ეს ნივთები.

პასუხი: თხილამურები.

კომენტარი: სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით გერმანული ავიაკომპანია ლუფტჰანზა


თავის მომხმარებლებს სთავაზობდა თხილამურების უფასო ტრანსპორტირებას.
13. კოსტა-რიკაში გავრცელებულია იქსების სახეობა, რომლებიც მხოლოდ გამოქვაბულებში
ბინადრობენ. დაასახელეთ კომიქსის პერსონაჟი შვიდი ასოთი, რომელიც არის იქსი.

პასუხი: ბეტმენი

კომენტარი: კოსტა-რიკაში გავრცელებულია ღამურების სახეობა, რომლებიც მხოლოდ


გამოქვაბულებში ბინადრობენ.

14. 2013 წელს როკ-ჯგუფმა „მეტალიკა“, უკიდურეს სამხრეთში ჩაატარა კონცერტი


სახელწოდებით „გაყინე ყველა“. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს „მეტალიკა“ გახდა პირველი
მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ჩატარებული აქვს კონცერტი ყველა იქსზე. გაიხსენეთ
გეოგრაფიის გაკვეთილი და დაასახელეთ იქსი.

პასუხი: კონტინენტი.

კომენტარი: „მეტალიკა“ ანტარქტიდაზე ჩატარებული კონცერტით გახდა პირველი ჯგუფი,


რომელსაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე აქვს კონცერტი ჩატარებული.

15. მიკრობიოლოგებმა, ჩატარებული კვლევის შემდეგ საგანგაშოდ დაადგინეს, რომ


ადამიანების 93% დახველების ან დაცემინების შემდეგ არ აკეთებს ამას. მოწოდება ამის
გაკეთების შესახებ ბოლო წლების მანძილზე ძალიან ხშირად გვესმოდა. დაასახელეთ ორი
სიტყვა, რომელიც კითხვის ტექსტში ამის გაკეთებითაა შეცვლილი.

პასუხი: ხელების დაბანა

კომენტარი: მიკრობიოლოგები შეშფოთდნენ იმ ფაქტით, რომ დაცემინებისა და დახველების


შემდეგ ადამიანების 93% ხელებს არ იბანს. კორონავირუსისგან თავის ასარიდებლად, ბევრი
ექიმი მოგვიწოდებდა როგორც პირბადის ტარების, ისე ხელების ხშირი დაბანისკენ.

სათადარიგო

16. რუმინეთში თვლიდნენ რომ იქსების წარმოშობა დაკავშირებულია ადამიანებთან,


რომლებმაც მართლმადიდებლობა გაცვალეს კათოლიკობაზე. ამ ვერსიის თანახმად,
ვინაიდან კათოლიკეები ზიარების რიტუალისას იღებენ მხოლოდ პურს, ისინი განიცდიან
სისხლის დეფიციტს. დაახელეთ იქსი.

პასუხი: ვამპირი
კომენტარი: რუმინელები თვლიდნენ, რომ ვინაიდან კათოლიკური მრევლის
წარმომადგენლები ზიარებისას არ იღებენ ღვინოს, ისინი განიცდიან სისხლის დეფიციტს და
ზოგიერთები იწყებენ დეფიციტის შევსებას ვამპირობის მეშვეობით. რუმინეთი და
ვამპირული თემატიკა მჭიდრო კავშირშია.

17. ამ ადამიანის მესამე კანონის მიხედვით ყველა ქმედება იწვევს იმავე ძალისა და
საპირისპირო მიმართულების უკუქმედებას. ერთ კარიკატურაზე ეს ადამიანი ზის ვაშლის
ხის ქვეშ და აიფონით ერთობა. დაასახელეთ ეს ადამიანი.

პასუხი: ისააკ ნიუტონი

კომენტარი: ამ ადამიანს ეკუთვნის მექანიკის სამი კანონი. მან მსოფლიო მიზიდულობის


ძალა აღმოაჩინა ვაშლის ხის ქვეშ ჯდომისას, როდესაც თავში ვაშლი დაეცა. აიფონის ლოგოც
ვაშლია.

18. The Chemical Brothers-ის ახალი სიმღერის კლიპში მეცნიერები იქსს ავარჯიშებენ
ფორმულა ერთის მანქანის მართვაში, რათა კოსმოსში გაშვებისას დამოუკიდებლად შეძლოს
ხომალდის მართვა. ცნობილი იქსები არიან ლესი, ტოტო და ჰაჩიკო. დაასახელეთ იქსი ერთი
სიტყვით.

პასუხი: ძაღლი

კომენტარი: კლიპში გავლებულია პარალელი 1957 წლის მოვლენებთან, როდესაც დედამიწის


ორბიტაზე პირველად გაუშვეს ძაღლი. ლესი, ტოტო და ჰაჩიკო არიან ცნობილი ძაღლები
სხვადასხვა ფილმებიდან.

You might also like