You are on page 1of 5

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“

ინტელექტუალური კლუბი

V-VII კლასი

1. მოთხრობის პერსონაჟები თეატრში პირველად მიდიან და სპექტაკლის ნაცვლად კაშკაშა


იქსს უყურებენ. დაასახელეთ იქსი ოთხი ასოთი

პასუხი: ჭაღი

2. ერთ მუსიკალურ კლიპში მეცნიერები ამ ცხოველს ავარჯიშებენ ფორმულა ერთის მანქანის


მართვაში, რათა კოსმოსში გაშვებისას დამოუკიდებლად შეძლოს ხომალდის მართვა.
ცნობილი ეს ცხოველებია: ლესი, ტოტო და ჰაჩიკო. დაასახელეთ ეს ცხოველი

პასუხი: ძაღლი

კომენტარი: კლიპში გავლებულია პარალელი 1957 წლის მოვლენებთან, როდესაც დედამიწის


ორბიტაზე პირველად გაუშვეს ძაღლი. ლესი, ტოტო და ჰაჩიკო არიან ცნობილი ძაღლები
სხვადასხვა ფილმებიდან.

3. ანიმაციურ სერიალში ,,ავატარი”,ცეცხლის ბატონი ოზაი, რომელიც აპირებს გადაწვას


მთელი მსოფლიო და ფერფლიდან ახალი სამყარო შექმნას, საკუთარ თავს უწოდებს იქსის
მეფეს. იქსს ჩვენ ჩამოვაცილეთ სამი ასო. აღადგინეთ ეს სიტყვა საწყისი ფორმით.

პასუხი: ფენიქსის

კომენტარი: ოზაი აპირებს ფერფლიდან ახალი სამყაროს შექმნას. როგორც მოგეხსენებათ ეს


მითოლოგიური ფრინველი საკუთარი ფერფლიდან აღსდგება. იქსის მაგივრად კითხვის
ტექსტში უნდა ყოფილიყო ფენიქსი.

4. იან ლეეხვატერი, რომელიც ხატავდა, აქანდაკებდა და იყო გამომგონებელიც, მოიხსენიება


როგორც ჰოლანდიელი და ვინჩი. დაასახელეთ და ვინჩის სახელი

პასუხი: ლეონარდო
კომენტარი: ისევე როგორც სახელოვანი ლეონარდო და ვინჩი, იან ლეეხვატერიც ხატვის
გარდა სხვა მრავალი ნიჭით იყო დაჯილდოვებული, ამიტომ მას ჰოლანდიელი ლეონარდო
შეარქვეს.

5. სერიალ ,,დიდი აფეთქების თეორიის” ერთ სერიაში, შელდონ კუპერი საკუთარ მეგობარს,
რომელიც მას ღალატობს, ოცდაათ დანა-ჩანგალს აძლევს საჩუქრად. დაასახელეთ
ნივთიერება, რომლისგანაც ეს დანა-ჩანგლები იყო დამზადებული.

პასუხი: ვერცხლი

კომენტარი: შელდონ კუპერმა, მეგობარს, რომელმაც უღალატა მიართვა 30 ვერცხლის დანა-


ჩანგალი. იუდამ იესო ქრისტეს გაყიდვის სანაცვლოდ სწორედ 30 ვერცხლი მიიღო.

6. ერთ მოთხრობაში იქსი ჩივის, რომ მას არ აქვს განსხვავებული იდეები და მხოლოდ სხვის
ნათქვამს იმეორებს. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იქსების სახეობები, რომლებიც
ანიმაცია ,,რიო”-ში გვხვდება, გადაშენების პირას არიან. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: თუთიყუში

კომენტარი: ეს არსებები რეალურ ცხოვრებაშიც ძირითადად ჩვენს ნათქვამს იმეორებენ.


მულტფილმში ,,რიო“, რომელშიც ბევრი სახეობის თუთიყუშს ვხვდებით გადაშენების პირას
არიან.

7. ერთ პოსტერზე პერსონაჟი საძინებლის კედელზე თავისი ხმლით არა ერთ, არამედ
რამდენიმე ერთნაირ სიმბოლოს გამოსახავს, შემდეგ კი იძინებს. დაასახელეთ ეს პერსონაჟი
ოთხი ასოთი, თუ გეტყვით, რომ მისი სახელი ესპანურად მელას ნიშნავს.

პასუხი: ზორო

კომენტარი: ტრადიციულად, ეს პერსონაჟი თავისი ხმლით ლათინურ ასო „Z“-ს კაწრავს.


მიმდევრობით დაწერილი ბევრი „Z“ ძილთან ასოცირდება, ამიტომაც იგი ძილის წინ ერთის
ნაცვლად რამდენიმე „Z “-ს კაწრავს მიყოლებით. ამ მელასავით მარდ და მოქნილ მებრძოლ
პერსონაჟს ზორო ჰქვია.

8. ვიეტნამის ომის ვეტერანი იხსენედა, როგორ გადაწყვიტა სამხედრო ბაზაზე ფილმის


ყურების წინ იქსის მომზადება, რითაც ბაზაზე სრულიად მოულოდნელი თავდასხმის
განგაში გამოიწვია. ზოგიერთი კინოთეატრის შემოსავლის მთავარ წყაროს იქსი
წარმოადგენს. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: ბატი-ბუტი. პოპკორნი

კომენტარი: ჯარისკაცმა გადაწყვიტა ბაზაზე პოპკორნი მოემზადებინა. პოპკორნის


მომზადების ხმა სხვა ჯარისკაცებმა სროლის ხმას მიამსგავსეს, რის გამოც თავდასხმის
განგაში იქნა გამოწვეული. კინოთეატრები საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ პოპკორნის
გაყიდვით.

9. იქსები არის ჭაობიან ადგილზე, წყალზე ან თოვლზე გადასაადგილებელი მოწყობილობა.


ძირითადი მოთხოვნილების გათვალისწინებით ადგენენ სპორტული ტიპის იქსების ზომას,
წონას და შესაბამის კონსტრუქციებს. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: თხილამური

10. ერთ მოთხრობაში ამ სამაგიდო თამაშისთვის განკუთვნილი საათით ერთობა ბავშვი,


რომელიც დროს ინიშნავს. დაასახელეთ ეს სამაგიდო თამაში

პასუხი: ჭადრაკი

11. დროდადრო გამბიაში უამრავი ისეთი ადამიანის ნახვაა შესაძლებელი, რომელთაც თითი
ჩამოურეცხავი მელნით აქვთ დასვრილი. რისი შემჩნევაც, როგორც წესი, ამის შემდეგაა
შესაძლებელი. რის შემდეგ?

პასუხი: არჩევნები

კომენტარი: უამრავ გამბიელს პრობლემა აქვს როგორც წერა-კითხვის ცოდნასთან, ასევე


საბუთების ქონასთან, ამის გამო ამომრჩევლები ვერ ახერხებენ საარჩევნო სიებში
დაფიქსირებას ან პასპორტის წარდგენას და მხოლოდ ჩამოურეცხავ მელანში ამოავლებენ
თითს, რის შემდეგაც ხმის განმეორებით მიცემა წესით აღარ შეუძლიათ.

12. ლივერპულში მუშაობს პროფესიონალი, რომელიც ფეხბურთელებს ეხმარება სტრესის


დაძლევასა და კრიტიკულ სიტუაციაში სუნთქვის მართვაში. ამ ადამიანმა, ევროპელებიდან
პირველმა, დაძლია იქსი მაჩვენებლით 22 მეტრი. იქსის ნახვა შეგვიძლია ზღვაზე და ის
არსებობს ფეხბურთშიც. დაასახელეთ იქსი
პასუხი: ტალღა

კომენტარი: ლივერპული საპორტო ქალაქია. საფეხბურთო კლუბის შტაბში მიიწვიეს


სერფერი, რომ სპორტსმენებისთვის პროფესიონალური ჩვევები გაეზიარებინა.
გულშემატკივრებს მოედანზე შეუძლიათ ე.წ. მექსიკური ტალღის მოწყობა.

13. ამ ლეგენდარული 23 ნომრის მფლობელი კალათბურთელის შესახებ გადაღებული


დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუ თვით ბარაქ ობამამაც კი მისცა, რომელიც ყვება, თუ
როგორ არ ჰქონდა ბილეთის ფული, მომავალში ილინოისის შტატის სენატორს. დაასახელეთ
ეს კალათბურთელი.

პასუხი: მაიკლ ჯორდანი

კომენტარი: ბარაქ ობამა, მომავალში ილინოისის შტატის სენატორი, მეოცე საუკუნის 80–იანი
წლების ბოლოს, ისევე როგორც აფროამერიკელების უმეტესობა, ოცნებობდა ჩიკაგო ბულზის
თამაშზე მოხვედრას. ჩიკაგო ილინოისის ყველაზე დიდი ქალაქია.

14. იოუნას ჰადლგრიმსონი XIX საუკუნის უდიდეს პოეტად ითვლება. იოუნას


ჰადლგრიმსონის დაბადების დღეს აღინიშნება ისლანდიური იქსის დღე. დაასახელეთ იქსი
სამი ასოთი.

პასუხი: ენა

კომენტარი: უდიდეს პოეტად მხოლოდ პატარა ისლანდიაში ითვლება, რომლის კულტურის


განვითარებაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

15. პატარა შვედურ ქალაქში ახალი წლის ღამეს თხის ხის სკულპტურას დგამენ ხოლმე, და
არაფორმალური ტრადიციის მიხედვით მისი ხულიგნური გზით განადგურებას ცდილობენ.
ერთ-ერთ წელს მოხერხდა და სკულპტურასთან ბოროტის მზრახველები არ მიუშვეს, მაგრამ
სკულპტურა მაინც დაზიანდა. დაასახელეთ რამ დააზიანა სკულპტურა?

პასუხი: ფეიერვერკი

კომენტარი: ხის ინსტალაციას საშობაოდ აკეთებენ და ვიღაც მას ყოველთვის წვავს. თუმცა
იყო წლები, როდესაც სკულპტურამ გაძლო, მაგრამ ამ შემთხვევაში ტრადიციული
სადღესასწაულო ატრიბუტი ჩაერია.
სათადარიგო

16. 2017 წლის ნაწარმოები ,,ბეე ბეე ლენდი” არის ექსპერიმენტული ფილმი, რომლის
ქრონომეტრაჟიც რვა საათია და გვხვდება მხოლოდ ერთი სახის ცხოველი - ცხვარი. ფილმს
ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ,,იქსის უებარ წამალს”. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

პასუხი: უძილობა ან ინსომნია

კომენტარი: ფილმში ,,ბეე ბეე ლენდი” არ მონაწილეობენ ადამიანები, თუმცა მონაწილეობენ


ცხვრები და მხოლოდ ცხვრები. რვა საათიანი ფილმის ცქერა, რომელშიც მხოლოდ ცხვრები
ჩანან, მოხსენიებულია, როგორც ,,უძილობის უებარი წამალი”.

17. კოსტა რიკაში გავრცელებულია ღამურის რამდენიმე სახეობა, რომლებიც ცხოველების


სისხლით იკვებებიან. მათ დასაფრთხობად კოსტა რიკელი ფერმერები თავიანთ ძროხებს
ბეწვზე უსვამენ ნარევს, რომელიც შედგება ზეთისა და დანაყილი ამ მცენარისგან.
დაასახელეთ ეს მცენარე ხუთი ასოთი.

პასუხი: ნიორი

კომენტარი: კოსტა რიკაში გავრცელებული ღამურების რაციონი ძალიან ჰგავს ვამპირებისას.


ისევე როგორც ვამპირების, მათ დასაფრთხობადაც ნიორს იყენებენ.

18. ფილმში ,,თამაშის ღამე” ვხვდებით პერსონაჟს, რომელსაც ძმასთან დაპირისპირების გამო
ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებს. პერსონაჟის ცოლი ერთ ეპიზოდში აღნიშნავს, რომ
ზოგადად, ძმებს შორის დაძაბულობა ახალი თემა არ არის და ახსენებს ბიბლიურ იქსსა და
იგრეკს. დაასახელეთ იქსი და იგრეკი.

პასუხი: კაენი და აბელი

კომენტარი: პერსონაჟის ცოლი რა თქმა უნდა ახსენებს ყველაზე ცნობილ დაპირისპირებულ


ძმებს. ძველი აღთქმის მიხედვით, ღმერთმა აბელის შესაწირი არა მისი სიძვირფასის გამო,
არამედ თავად აბელის მოწიწებისა და სიკეთის გამო მიიღო.

You might also like