You are on page 1of 40

მოსწავლეთა თვითმმართველობისა და

საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ერთობლივი


პროექტი

რა? სად? როდის?

რუსთავის №2 საჯარო სკოლის

VII ჩემპიონატი
მეორე ტური
04. 03. 2017
გუნდების რეიტინგი
1. გუნდი ავთო 15 ქულა
2 . „ბ“ 12 ქულა
3 . პეპე 9 ქულა
4 . ინტელიგენცია 7, 5 ქულა
5. „ - 2 “ 7, 5 ქულა
6 . ბაზინგა 7 ქულა
7 . გრიფინდორი 6, 5 ქულა
8. უსახელოები 6, 5 ქულა
9 . „IX ბ“ 3 ქულა
1 0 . ირას ანგელოზები 0 ქულა
მოაზროვნეთა რეიტინგი
(II ტურის შედეგები)
ექვთიმე ბარამიძე 8 ქულა
მარიამ აბაშიძე 5 ქულა
ლუკა აბულაძე 4 ქულა
ვახო დვალიშვილი 4 ქულა
შერმადინ ოსაძე 3 ქულა
ლიზი ძნელაძე 3 ქულა
ნიკა სვანი 3 ქულა
პირველი რაუნდი
1. პირველი შეკითხვა: ერთი წუთის
შემდეგ პასუხის ფურცლებზე
დაწერეთ კითხვა, რომელზე პასუხის
გაცემამდე ისააკ ნიუტონი მიწაზე
საკუთარ ჩრდილს დახედავდა
ხოლმე.
2. ფედერიკო ანდაჰაზი რომანში
“ერეტიკოსთა ქალაქი” წერს, რომ
კათოლიკურ ეკლესიას, მას შემდეგ, რაც
მან მოიპოვა ძალაუფლება, არ ჰქონდა
არანაირი საფუძველი ზურგი შეექცია
ღარიბებისათვის და შეეწყვიტა
მდიდრების მხილება, ვინაიდან იქსის
და იგრეკის ზომები პირველი საუკუნის
შემდგომ არ შეცვლილა.

დაასახელეთ იქსი და იგრეკი.


3. 1955 წელს ფრანგმა
ფილოსოფოსმა, რაიმონ არონმა
დაწერა წიგნი “ინტელექტუალთა
იქსი”, სადაც ავტორმა ხაზი გაუსვა
დასავლელ ინტელექტუალთა
არაცნობიერ, თავბრუდამხვევ
დამოკიდებულებას კარლ მარქსის
იდეოლოგიაზე და ირიბად მიანიშნა,
რომ მარქსიზმი წარმოადგენს
ინტელექტუალთა იქსს.

დაასახელეთ იქსი.
4. ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟი
მოუხერხებლად ალაგებს ნივთებს
სუპერმარკეტის ურიკაში. “შენ რა,
არასოდეს გითამაშია იქსი?” -
ეკითხება მას მეგობარი. იქსის თამაში
შესაძლებელი გახდა 1984 წლიდან.

დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.


6. ცოტა ხნის წინ ფიზიკოსმა რობერტ
მეტიუსმა გამოიყვანა ფორმულა,
რომელიც ხსნის, თუ რატომ ვარდება
ხშირად X Y-ით ქვევით, რაც
განაპირობებს ამ უკანასკნელის
დამტვრევას. სწავლულის აზრით, ეს
იმიტომ ხდება, რომ თითი, რომლითაც
გვიჭირავს X, მდებარეობს სიმძიმის
ცენტრს ზემოთ, რაც ვარდნისას იწვევს
კიდეც ბრუნვის მომენტის გაჩენას.

რომელი უცხოური წარმოშობის


სიტყვები შევცვალეთ X-თა და Y-ით?
7 . დუგლას ჰოფშტადერის წიგნში
აღწერილია ჰარმონიული ლაბირინთი,
რომელიც იოჰან სებასტიან ბახის დო
მაჟორში დაწერილ მუსიკალურ
ნაწარმოებს წარმოადგენს. ამ
ლაბირინთში დაკარგულ მთავარ
პერსონაჟებს ეშინიათ იქ მობინადრე
ურჩხულის.

რა ჰქვია ამ ურჩხულს?
8. 1993 წელს ფრანგმა იახტსმენმა
ბრუნო პეირონმა 17 საათით
გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი,
რამაც შეადგინა 79 დღე, 6 საათი და
16 წუთი და ამავე დროს ჩაეტია
სიმბოლურ „ნორმატივში“. ამის
შედეგად ის გახდა მისი
თანამემამულე მწერლის სახელობის
პრიზის პირველი მფლობელი.

ვინ იყო ეს მწერალი?


9. თქვენს წინაშეა ძვირადღირებული მუსიკალური
ინსტრუმენტების კომპანიის „შიმელის“ როიალი. მისი
რეკლამირებისას კომპანიის წარმომადგენელმა თქვა:
„გადაიხადეთ 110 ათასი დოლარი და გყავდეთ საკუთარი
X“. დაასახელეთ X.
10. „ნარკოტიკის პირველად
გასინჯვისას, შენ ხვდები, რომ ეს ისაა,
რასთანაც ყოველდღიური ბრძოლა
მოგიწევს. ის ეიფორიას იწვევს - ისეთს,
თითქოს მსოფლიო ჩემპიონატი მოგეგოს.
მერე კი ფიქრობ: რა მნიშვნელობა აქვს
რა მოხდება ხვალ, მთავარია, რომ დღეს
ჩემპიონი ვარ“. ამ ციტატის ავტორმა,
იმავე ინტერვიუში თქვა: „დედა ამბობს,
რომ მე საუკეთესო ვარ. მე კი დედას
არასოდეს ვეწინააღმდეგები“.

დაასახელეთ ამ სიტყვების ავტორი.


12. „შუა ბაზარში დუქანი ხელგაშლილი და
გქონდა, გულგაღეღილი
ბევრი რამ გქონდა ღვთის დგახარ და მუშტარს
ბოძებული: ეპატიჟები…
დილაადრიან გადასაკრავი, ეხ, რამდენი რამ
ატამი წითლად ალმოდებული, დაგიხატია,
ხუჭუჭთმიანი პატარა კრავი გამდიდრებულხარ ფერის
და კახურ ღვინით სავსე
დოვლათით,
ტიკჭორა,
ახლა ყველასთვის ცხადზე
გასიებული, ვით ქვეყნის
ცხადია:
ჭორი…
შუა ბაზარში დუქანი გქონდა, არც ვაჭარი ხარ, არც
ელეთ-მელეთის ქარი რომ ბედოვლათი!“
ქროდა,
მაგრამ ილაღე, იბედოვლათე, თქვენს წინაშეა ნაწყვეტები
გადაგიბრუნდა ჭკვა და გონება, ლადო ასათიანის
გაანიავე მთელი დოვლათი, ლექსიდან „X-ის დუქანი“.
ქარს გაატანე მთელი ქონება...
დაასახელეთ X.
მეორე რაუნდი
13. ერთ-ერთი სოციალურ
რეკლამაზე არის ასეთი ტექსტი:
„ერთი მოკლული, ერთიც დაჭრილი“.

დაასახელეთ, თუ რის აკრძალვას


ითხოვენ ამ რეკლამის ავტორები.
14. ესტონეთის ბანკის
სამედიცინო-სოციალურ
სარეკლამო პლაკატზე
გამოსახულია კოღო, წურბელა და
ტკიპა, ხოლო წარწერა ღაღადებს:
„ჩვენ უფრო მეტად გვესაჭიროება,
ვიდრე ამათ“.

რომელი სიტყვა გამოვტოვეთ


შეკითხვაში?
16. იხილეთ სურათი და მოისმინეთ ეგეოსის ზღვაში,
კუნძულ სამოსზე არსებული ძეგლის აღწერა: ადამიანის
ფიგურა და დირე, რომელიც დაახლოებით 53 გრადუსით
არის დახრილი.

დაასახელეთ ბერძნული წარმოშობის სიტყვით, რის


სიმბოლიზებასაც ეს დირე ახდენს.
17. ლეონარდო და ვინჩის იზიდავდა
სიმახინჯის ესთეტიკა. თუმცა როდესაც
XVIII საუკუნის ბოლოს მისი ანატომიური
ნახატები იპოვეს, თავიდან ისინი
მიიჩნიეს...

უპასუხეთ იტალიური წარმოშობის


სიტყვით, რად მიიჩნიეს ანატომიური
ნახატები?
18. ფინეთში შესაძლებელია, შესახლდეთ
შუშის სახურავიან იგლუში.
სარეგისრტრაციო ადგილას
ყოველდღიურად აქვეყნებენ პროგნოზს,
ხოლო მისი გამოჩენისთანავე გონგს
ურტყამენ.

დაასახელეთ ის.
20. სურათზე გამოსახულია ფრაგმენტი
ამერიკელი მწერლის ფოტოდან. ამ ფოტოს
შეიძლება ეწოდოს ისევე, როგორც 1999 წლის
31 დეკემბერს გახსნილ ღირსშესანიშნაობას.

ევროპის რომელ ქალაქში მდებარეობს ეს


ღირსშესანიშნაობა?
21. ნევროლოგმა პოლ ბროკამ აღწერა
დაავადება ერთი თავისი პაციენტისა,
რომელსაც ჰოსპიტალში იცნობდნენ
მეტსახელით „ტან-ტან-ტან“. „ტან“
ერთადერთი სიტყვა იყო, რომელსაც
პაციენტი წარმოთქვამდა.
აღწერილობაში ფიგურირებს თავის
ტვინის ერთ-ერთი ზონა, რომელიც
პასუხს აგებს მეტყველებაზე და
რომელსაც პოლ ბროკამ ერთი
პერსონაჟის მეტსახელის მიხედვით
უწოდა სახელი.

დაასახელეთ ეს პერსონაჟი!
23. ანტიკურ ეპოქაში ორატორები
ხშირად ადვოკატის ფუნქციას
ასრულებდნენ ხოლმე. ძველი ბერძენი
ორატორი ესქინე გამოირჩეოდა მშრალი,
მოსაწყენი, მსმენელზე
არაორიენტირებული გამოსვლებით. ერთ
სასამართლო პროცესზე მან თავისი
გრძელი და, როგორც ყოველთვის,
მოსაწყენი სიტყვა დაასრულა
მსაჯულებისადმი მიმართვით: „იმედი
მაქვს, თქვენ სწორი განაჩენი ..............!“

დაასრულეთ ესქინეს მიმართვა ერთი


სიტყვით.
24. „ძალი სულისა მშვინვიერისა და
რა დაეძინოს სხეულსა, სული
მშვინვიერი და სული გონიერი არა
მძინარე არს და სული გონიერი
ზრახავნ თავსა შორის თვისსა და
გონებით განიცდის რასაცა“.

რა განმარტა ამ სიტყვებით სულხან-


საბა ორბელიანმა?

You might also like