You are on page 1of 10

I ლიგა, ზონა „ა“

VI ტური, 26.11.23
ავტორები: დავით ჭკადუა / ონისე ხუციშვილი
პაკეტის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის რედაქტორები მადლობას უხდიან: თორნიკე
ჯანგველაძეს, ალექსანდრე ლორთქიფანიძეს, გიგა ჩალიგავას, საბა გელაშვილს, ნინო ტურიაშვილს,
ლევან ლასარეიშვილს, საბა კაცაძეს და გიორგი ლომინაშვილს.

1. ავსტრალიური ფესვების მქონე ჟურნალისტი ნეიტ მედიემი ერთ სტატიაში განიხილავს იმ


უარყოფით შედეგებს, რაც შესაძლოა თან ახლდეს იმპროვიზაციას და მოგვიწოდებს
რაციონალური აზროვნებისაკენ. მისი თქმით, ფრინველის მოსანადირებლად უმჯობესია
[გამოტოვებულია ორი სიტყვა], ვიდრე ჩაქუჩი.
დაწერეთ გამოტოვებული ორი სიტყვა პასუხის ფურცლებზე.

პასუხი: ვისროლოთ ბუმერანგი


კომენტარი: ავსტრალიელი ნეიტ მედიემი ამბობს, რომ იმპროვიზაციას ზოგჯერ ნაცადი
ხერხი ჯობს და შედეგის მისაღებად უკეთესია ვისროლოთ ბუმერანგი, ვიდრე ჩაქუჩი
წყარო: წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

2. პრაღის ასტრონომიული საათის შესახებ არსებული ლეგენდის თანახმად, მის შემქმნელს,


იან რუზეს ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით თვალები დათხარეს.
დაასახელეთ ადამიანი, რომელიც ამ ფაქტზე საუბრისას ნახსენებია ერთ ქართულ
ტელეგადაცემაში.

პასუხი: კონსტანტინე არსაკიძე


ჩათვლა: არსუკისძე
კომენტარი: იმისათვის, რათა იან რუზეს სხვა მსგავსი აღარაფერი შეექმნა, ქალაქის საბჭომ
გადაწყვიტა მისთვის თვალები დაეთხარათ. ამავე მიზეზით მოკვეთეს მარჯვენა
სვეტიცხოვლის არქიტექტორს.
წყარო: წყარო 1, წყარო 2
ავტორი: ონისე ხუციშვილი

3. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც გამოსახული ჰარი კეინი


მეტოქისთვის გატანილ მესამე გოლს აღნიშნავს, თან ახლავს წარწერა რომელიც გვამცნობს,
რომ მან ჩააბარა ტესტი. აქვს ნახსენებია 2009 წელს გამოსული ფილმი.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ვინაა მისი რეჟისორი და სცენარის ავტორი?

პასუხი: კვენტინ ტარანტინო


კომენტარი: ჰარი კეინმა ჰეთ-თრიკის შესრულების შემდეგ გულშემატკივრებს სამი თითი
უჩვენა და გაიარა ტესტი, რომლის გავლასაც 2009 წლის ფილმში "უსახელო ნაძირლები"
ვერ ახერხებს მაიკლ ფასბენდერის გმირი. “რეჟისორი და სცენარის ავტორი” მინიშნება
გახლავთ ტარანტინოს სხვა ფილმზე, “მოკალი ბილი”.
წყარო: წყარო 1, წყარო 2
ავტორი: ონისე ხუციშვილი

4. დასარიგებელი მასალა:

თქვენ წინაშეა დანტე გაბრიელ როზეტის ტილო. დაასახელეთ მასზე გამოსახული


ქალბატონის სახელი.

პასუხი: ბეატრიჩე
კომენტარი: დანტე გაბრიელ როზეტი პრერაფაელიტი მხატვარია, რომლის ერთ-ერთ
საყვარელ თემასაც შუა საუკუნეები წარმოადგენს. ლოგიკურია, რომ დანტეს ნახატზე
გვხვდება ბეატრიჩე.
წყარო: წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

5. ყურადღება, მეხუთე შეკითხვა! ეკოლოგი ჩარლზ ელტონი თავის ნაშრომში განიხილავს


პოპულაციის რაოდენობის რეგულირების გზებს და ასახელებს მტაცებლებს, პათოგენებს,
პარაზიტებს და საკვებს. შონ ქეროლი ადამიანთა პოპულაციაზე საუბრისას აღნიშნულთან
ერთად ახსენებს თავად ადამიანებს და უწოდებს მათ ეკოლოგიის იქსს.
დაწერეთ იქსი ერთსა და იმავე ასოზე დაწყებული ორი სიტყვით.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
პასუხი: მეხუთე მხედარი
კომენტარი: ჩარლზ ელტონი თავის ნაშრომში ჩამოთვლის ეკოლოგიის ოთხ მხედარს,
ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ ოთხზე არიან მიმატებულნი, გახლავთ მეხუთე მხედარი.
წყარო: წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

6. უკანასკნელი ოქროს ბურთის დაჯილდოების შემდეგ არგენტინამ სხვა ქვეყნებს


გადაუსწრო მათი წარმომადგენლების მიერ მოგებული ოქროს ბურთების რაოდენობით.
ამაზე საუბრისას ერთი მომხმარებელი არგენტინას უწოდებს იქსს.
სიმღერა, სახელწოდებით იქსი, მოგვითხრობს სხვა ადამიანებისგან ჩამოშორებასა და
საკუთარი ინდივიდუალიზმის ხარჯზე ბრძოლის შესახებ.
დაასახელეთ იქსი სამი სიტყვით.

პასუხი: One Man Army


კომენტარი: არგენტინა ერთმა მომხმარებელმა მოიხსენია ერთი კაცის არმიად, რადგანაც
არგენტინელთა შორის მხოლოდ ლეონელ მესის აქვს ოქროს ბურთი. “Our Lady Peace”-ის
სიმღერა მოგვითხრობს საკუთარი თავიდან განმარტოებასა და მარტო ბრძოლის შესახებ.
წყარო: წყარო 1, წყარო 2
ავტორი: დავით ჭკადუა

7. ყურადღება, შეკითხვის ტექსტში იქსით შეცვლილია ერთი სიტყვა. მეოცე საუკუნის 60-იან
წლებამდე ფრანგ მოსწავლეებს საჭმელთან ერთად სკოლებში ურიგებდნენ იქსსაც.
დაასახელეთ ჭეშმარიტად ლათინური ფრაზა, რომელშიც ფიგურირებს იქსი.

პასუხი: In Vino Veritas / ღვინოშია ჭეშმარიტება


კომენტარი: იქსი გახლავთ ღვინო. ცნობილი ფრაზის თანახმად ღვინოში არის
ჭეშმარიტება.
წყარო: წყარო
ავტორი: დავით ჭკადუა

8. დასარიგებელი მასალა:

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
დაასახელეთ მეცამეტე საუკუნის იტალიელი, რომელსაც კომიქსის ავტორი ახსენებს მაშინ,
როდესაც აღწერს ამ მომენტს.

პასუხი: ფიბონაჩი
კომენტარი: დასარიგებელი მასალის თითო ხაზზე წერია სიტყვები შემდეგი ოდენობით:
1,1, 2, 3, 5, 8, ამავე რაოდენობის ნაჩოს ჭამენ კომიქსის გმირები, ხოლო შეკითხვის ტექსტი
ცამეტსიტყვიანია, რაც ფიბონაჩის თანმიმდევრობის შემდეგი ციფრი გახლავთ. ფიბონაჩი,
იგივე ლეონარდო პიზელი, მე13 საუკუნის დიდი იტალიელი მათემატიკოსი გახლავთ.
წყარო: წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

9. გირჩევთ, ჩაიწეროთ. ფილმში "რექვიემი ოცნებისათვის" ნარკოტიკების ეფექტის


მოქმედების ჩვენებისას მაყურებელი პერსონაჟებს არაფრად აგდებს.
რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ შეკითვის ტექსტში სიტყვებით "არაფრად აგდებს”.

პასუხი: უყურებს ზემოდან


კომენტარი: ნარკოტიკების ეფექტის ჩვენებისას მაყურებელი ფილმის პერსონაჟებს
უყურებს ზემოდან. ერთი ფრაზეოლოგიზმი შეცვლილი გახლდათ მეორეთი.
წყარო: წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

10. კითხვა ნომერი 10.


"რედითის" ერთი მომხმარებელი ეჭვქვეშ აყენებს ფეხბურთელთა პროფესიონალიზმს და
ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი 1000 მატჩს სრულად ჩაატარებენ, იქსის
მხოლოდ 15%ის შესრულებას ახერხებენ.
დაწერეთ იქსი.

პასუხი: ათი ათასი საათი


კომენტარი: ათი ათასი საათის წესის თანახმად იმისათვის რომ რაიმეში გახდე
პროფესიონალი, ის სწორედ ამდენი საათის მანძილზე უნდა აკეთო.
წყარო: წყარო, წყარო 2
ავტორი: დავით ჭკადუა

11. გირჩევთ, ჩაიწეროთ. ლადო ასათიანი ერთგან წერს, რომ ქართველი პოეტები ხშირად უნდა
კითხულობდნენ "ვეფხისტყაოსანს", რათა საკუთარი ლიტერატურული ენაბრგვილობა
დაძლიონ. "ვეფხისტყაოსნის" შაირებს ავტორი ადარებს კენჭებს, ხოლო პოეტებს - დემონს.

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
შეკითხვის ტექსტის ერთ სიტყვას ჩვენ 4 ასო ჩამოვაკელით. აღადგინეთ სიტყვა
პირვანდელი ფორმით.

პასუხი: დემოსთენეს
კომენტარი: ლადო ასათიანი წერს რომ როგორც დემოსთენე ცდილობდა საკუთარ
ენაბრგვილობასთან ბრძოლას პირში კენჭების ჩალაგებით, ისევე უნდა ებრძოლონ
ქართველი პოეტები საკუთარ ლიტერატურულ ენაბრგვილობას შოთას შაირებით.
წყარო: წელიწადივით მწველი წადილი, ლ. ასათიანი გვ. 26
ავტორი: ონისე ხუციშვილი

12. [წამკითხველმა განუმარტოს გუნდებს, რომ შესვენებაზე შეუძლიათ მოვიდნენ კითხვების


გასაჩივრებაზე, თუმცა ამ კითხვაზე არ მიიღება გასაჩივრება და ჩაითვლება მხოლოდ
სწორი პასუხი]
კომპანია "აარონ ბურის" ერთ რეკლამაში, ტელევიზორის წინ მჯდომი მომხმარებელი
მოულოდნელად წამოიყვირებს "აარონ ბურს", რადგანაც ეს გახლავთ იქსი.
იმისათვის, რათა თებეს გზაზე მშვიდობით გაევლო, ოიდიპოსს ასევე დასჭირდა იქსი.
დაწერეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: სწორი პასუხი


კომენტარი: იმისათვის, რათა მშვიდობით გაევლო გზაზე, ოიდიპოსს დასჭირდა სწორი
პასუხი გამოცანაზე. “აარონ ბურის” რეკლამაში მომხმარებელი უყურებს სატელევიზიო
შოუს, სადაც დასმულ შეკითხვაზე სწორი პასუხი გახლავთ “აარონ ბური”. ჩვენ ტყუილად
არ გაგაფრთხილეთ რომ ჩაითვლებოდა მხოლოდ სწორი პასუხი.
წყარო: წყარო 1, წყარო 2
ავტორი: ონისე ხუციშვილი

13. 1840 წელს დაბადებული ავტორის ცხოვრების შესახებ დაწერილი სტატიის სათაური, მისი
ყველაზე ცნობილი ფრაზის 4 ასოთი დაგრძელების შედეგად მიიღება.
რეზო ესაძე ამ ფრაზაზე საუბრისას, მიგვითითებს, რომ ის ორმხრივ ღიაა.
დაწერეთ ეს ორსიტყვიანი ფრაზა.

პასუხი: აი ია
კომენტარი: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების შესახებ დაწერილი სტატიის სათაური
გახლავთ "აი, იაკობი". რეზო ესაძე ხაზს უსვამს, რომ ფრაზა "აი ია" პალინდრომია, ორივე
მხრიდან ერთნაირად იკითხება და შესაბამისად მოიხსენიებს როგორც “ორმხრივ ღია”.
“მიგვითითებს” გახლავთ მინიშნება როგორც სიტყვაზე "აი", ასევე ფრაზაზე "აი თითი".

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
წყარო: წყარო 1, იოსებ ჭუმბურიძე “ორი საათი ორ რეზოსთან”
ავტორი: ონისე ხუციშვილი

14. დასარიგებელი მასალა:

თქვენ წინაშეა აქსელი გალენ კალელას ნახატი, სახელწოდებით “ლემიკეინენის დედა”.


“ვიკიპედიის” სტატიაში, რომელიც აღნიშნულ ნახატს ეძღვნება, ნახსენებია ერთი
იტალიური სიტყვა. დაწერეთ ეს სიტყვა.

პასუხი: პიეტა
კომენტარი: ნახატზე ორი ფიგურაა გამოსახული, ლემიკეინენი და დედამისი, ლემიკეინენს
ისეთივე ფორმა აქვს მიღებული, როგორც იესოს მიქელანჯელოს პიეტაზე. “პიეტა”
იტალიური სიტყვაა და ნიშნავს დატირებას.
წყარო: წყარო, წყარო 2
ავტორი: ონისე ხუციშვილი

15. ტარიელ ჭანტურია ერთგან მიმოიხილავს მიხეილ ჯავახიშვილის რომანს "არსენა


მარაბდელი" და დასძენს, რომ ავტორი შეეცადა პროზა და პოეზია ერთ ნაწარმოებში
მოექცია. აღნიშნულს ჭანტურია უწოდებს ამის გაკეთების წარუმატებელ მცდელობას.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტმა მოახერხა ამის გაკეთება, რაც ახსნა
ნანოწვეთების გამოყენებით, რის გამოც გრავიტაციამ ვერ მოახდინა გავლენა.
დაწერეთ რა შევცვალეთ სიტყვებით "ამის გაკეთება".

პასუხი: ზეთის და წყლის შერევა


კომენტარი: ტარიელ ჭანტურია ამბობს, რომ ავტორმა სცადა ერთმანეთისთვის შეერია
პროზა და პოეზია, მაგრამ ისინი ისევე არ ერევა ერთმანეთს, როგორც ზეთი და წყალი.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტმა კი შეძლო წყლისა და ზეთის შერევა
ნანოწვეთების საშუალებით.
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
წყარო: ტ. ჭანტურია “დინოზავრიდან დიზაინამდე”, წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

16. ოთარ ჩხეიძე ერთ ბიოგრაფიულ რომანში აღწერს ლეკურ ლეგენდას, რომლის თანახმადაც
ალექსანდრე ბატონიშვილს ჰყავდა მითიური შესაძლებლობების მქონე არსება, რისი
დახმარებითაც სადაც საჭირო იყო იქ გაჩნდებოდა ხოლმე, გადაიელვებდა და ღრუბლებს
გაეკვრებოდა. დაასახელეთ ადამიანი, რომლისთვისაც ეს ლეგენდა იქცა შთაგონების
წყაროდ.

პასუხი: ნიკოლოზ ბარათაშვილი


კომენტარი: ერთი ვერსიით სწორედ ამ ლეგენდის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა
ბარათაშვილმა “მერანი” დაეწერა.
წყარო: ო. ჩხეიძე, ი. ჭუმბურიძე “არ ეწყინება ყოვლადძლიერსო”
ავტორი: ონისე ხუციშვილი

17. დასარიგებელი მასალა - “Sweden swe end”.

რიჩ კოენი თავისი 2009 წლის ნაწარმოებში ყვება საშიშროებაზე, რომლის თანახმადაც ერთ
ისტორიულ ერს ემუქრება საფრთხე, რომელმაც შეიძლება მისი არსებობაც კი ეჭქვეშ
დააყენოს. დასარიგებელ მასალაზე ჩვენ ამ ნაწარმოების სათაური შევცვალეთ სხვა
სათაურით. აღადგინეთ ნაწარმოები პირვანდელი ფორმით.

პასუხი: Israel is real


კომენტარი: რიჩ კოენი ნაწარმოებში “Israel is real” საუბრობს, რომ ისრაელს შეუქმნეს ისეთი
საფრთხე, რომელმაც შეიძლება მომავალში მისი, როგორც ერის არსებობაც კი ეჭქვეშ
დააყენოს.
წყარო: წყარო
ავტორი: დავით ჭკადუა

18. ყურადღება, შეკითხვის ტექსტში იქსი წარმოადგენს ცვლილებას.


თეა ბეკმანის ნაწარმოების "ჯვაროსნული ლაშქრობა ჯინსებში" მთავარი გმირი დროის
მანქანით 1212 წელში გადაინაცვლებს, სადაც ერთ ეპიზოდში იქსსაც შეხვდება და მას
არაბულ ციფრებს შეასწავლის.
რომელ ქალაქში დაიბადა იქსი?

პასუხი: პიზა

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კომენტარი: გმირი შეხვდება ფიბონაჩის და ასწავლის მას არაბულ ციფრებს. ფიბონაჩი,
როგორც ადრე დასმული შეკითხვის კომენტარიდან იცით, ლეონარდო პიზელი გახლავთ.
წყარო: წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

19. ლოურენს ალმა ტადემას ნახატზე სახელწოდებით “ყვავილების ბაზარი ძველ რომში”,
შეგვიძლია ვიხილოთ კაქტუსი და აგავა, რაც წარმოადგენს ანას.
ფრანკლინ დელანო რუზველტი ერთგან აღნიშნავდა, რომ იმპერიების დრო დიდი ხნის წინ
გავიდა და ბრიტანეთის იმპერია არის ანა.
შეკითხვის ტექსტში ჩვენ ორჯერ, ერთ სიტყვაში გამოვტოვეთ რამდენიმე ასო.
აღადგინეთ სიტყვა პირვანდელი ფორმით.

პასუხი: ანაქრონიზმი
კომენტარი: რეალურად ძველ რომში აგავა და კაქტუსი ვერ იქნებოდა, რადგანაც ისინი
ამერიკის კონტინენტზე არსებობენ და ამერიკა მაშინ, მოგეხსენებათ აღმოჩენილი არ იყო.
ფრანკლინ დელანო რუზველტი ერთგან აღნიშნავდა რომ იმპერიები თანამედროვე
სამყაროში მოდიდან გადასულია და წარმოადგენენ ანაქრონიზმს.
წყარო: წყარო 1, წყარო 2
ავტორი: ონისე ხუციშვილი

20. ფილმი "მონანიება" აღწერს საბჭოთა კავშირში გამეფებულ მანკიერებასა და


უსამართლობას. სიმბოლურია, რომ ფილმის ერთ ეპიზოდში ჩინოვნიკი წინ მიუძღვის
ადამიანს, რომელიც იქსს განასახიერებს. რა უჭირავს ხელში იქსს?

პასუხი: სასწორი
კომენტარი: სიმბოლურია რომ უსამართლო სისტემაში ჩინოვნიკი წინ მიუძღვება ადამიანს,
ვინც გამოსახავს თემიდას, რომელსაც როგორც მოგეხსენებათ ხელში უჭირავს სასწორი.
წყარო: ქართული მხ/ფილმი “მონანიება”
ავტორი: ონისე ხუციშვილი

21. რაულ ჩილაჩავა მიმოიხილავს რა სტატიას, სადაც ნათქვამია თუ როგორ დაიღუპა


ავტოავარიაში ახალგაზრდა, რომელმაც მამის კუთვნილი "მერსედესი" მოიპარა, ავლებს
პარალელს მასთან და შენიშნავს, რომ მასში პროქართული სისხლი ერია.
დაწერეთ მისი სახელი.

პასუხი: ფაეტონი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კომენტარი: ფაეტონი მზის ღმერთის, ჰელიოსის ვაჟია, რომელმაც მამას მზის ეტლი
მოსტაცა, მართვა ვერ შეძლო და დაიღუპა. სწორედ ფაეტონს ადარებს რაულ ჩილაჩავა
ახალგაზრდებს, რომლებიც უნებართვოდ მართავენ მამის მანქანებს და სამწუხაროდ,
ავტოავარიებს ახდენენ. აღსანიშნავია, რომ ფაეტონი კოლხეთის მეფის, აიეტის ძმა
გახლავთ.
წყარო: რაულ ჩილაჩავა, ეროსიდან ქრონოსამდე, გვ. 150
ავტორი: ონისე ხუციშვილი

22. 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინის საფეხბურთო


ნაკრებისდა სამწუხაროდ ანხელ დი მარიამ ფინალისთვის ვერ გააკეთა ეს და ტრავმა
მიიღო. ძველი ბერძნული მითოსის პერსონაჟმა პირდაპირი მნიშვნელობით გააკეთა ეს
ჩანთის გამოყენებით, რათა თავადაც არ შეწირვოდა მზერას. დაასახელეთ ორი სიტყვა,
რომელიც შევცვალეთ სიტყვებით “გააკეთა ეს”.

პასუხი: შეინახა თავი


კომენტარი: ანხელ დი მარიამ 2014 წელს ბელგიასთან მატჩისას ტრავმა მიიღო და
დარჩენილი მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა. შეიძლება ითქვას, რომ მან ფინალისთვის
თავი ვერ შეინახა. პერსევსმა მედუზა გორგონას თავი ჩანთაში შეინახა, რათა თვალებში არ
ჩაეხედა და არ გაქვავებულიყო.
წყარო: წყარო 1, წყარო 2
ავტორი: დავით ჭკადუა

23. რუმი ერთგან აღწერს ბნელ კარავში მყოფ სპილოს, რომლის აღქმაც მნახველებს მხოლოდ
ხელის შეხებით შეუძლიათ. კითხვაზე, თუ რა იხილეს კარავში, ისინი პასუხობენ იმის
მიხედვით, სხეულის რა ნაწილსაც შეეხნენ, მაგალითად თიხის მილს, ხმალს და ტყავის
ტახტს. შეილა მარი ორფანოს ეს ნაწყვეტი მაგალითად მოჰყავს იქსის ეფექტზე საუბრისას.
პაკეტის რედაქტორებიდან ერთმა იქსში დაინახა რომი, მეორემ კი ონი.
დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.

პასუხი: რაშომონი
კომენტარი: შეილა მარი ორფანო ამბობს, რომ ადამიანები ამბავს გადმოგვცემენ პირადი
შეხედულებისამებრ და მოჰყავს წყვდიადში მყოფი სპილოს მაგალითი. ფილმში
“რაშომონი” სხვადასხვა პერსონაჟები ერთსა და იმავე ამბავს საკუთარი ინტერპრეტაციით
ჰყვებიან. აღსანიშნავია რომ რედაქტორებიდან ერთმა სიტყვაში "რაშომონი" დაინახა
"რომი", მეორემ კი "ონი"
წყარო: წყარო 1, წყარო 2

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
ავტორი: ონისე ხუციშვილი

24. აეროდინამიკის სპეციალისტი დეივიდ ქოჰი ამბობს, რომ მთელ რიგ შემთხვევებში
აეროდინამიკურ სხეულებზე მოქმედებს არაბალანსირებული ძალები და გრავიტაციას
დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
ერთ ვიდეოში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტი ტაკაო დოი
ახერხებს ამის გაკეთებას.
რომელი ორი სიტყვა შევცვალეთ შეკითხვის ტექსტში სიტყვებით "ამის გაკეთება".

პასუხი: ბუმერანგის დაჭერას


კომენტარი: ბუმერანგი აეროდინამიკური სხეულია და მისი გასროლისას მასზე
გრავიტაცია ნაკლებად მოქმედებს, რითაც აიხსნება ფაქტი, რომ ის უკან ბრუნდება. პაკეტი
დავიწყეთ ბუმერანგის სროლით, რომელიც პაკეტის ბოლოს უკან დაგვიბრუნდა.
წყარო: წყარო
ავტორი: ონისე ხუციშვილი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით
საავტორო უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში
საქართველოს კლუბთან „რა? სად? როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.

You might also like