You are on page 1of 2

1.

მეცხრამეტე საუკუნის ნაწარმოების თეატრალურ დადგმაში ერთი პერსონაჟის სიკვდილის


შემდეგ მაყურებელთა დარბაზში ხვდება უამრავი პინგ-პონგის ბურთი. რომელ პერსონაჟზეა
საუბარი?

პასუხი: ჰამთი-დამფთი

2.შეიძლება ითქვას რომ ერთი ახალგაზრდა იტალიელი ქალბატონის ცხოვრება თავდაყირა


დააყენა 1932 წლის შემთხვევითმა შეხვედრამ. დაასახელეთ თუ ვის შეხვდა იგი?

პასუხი: მუსოლინი

კომენტარი: ამ დროს ახალგაზრდა კლარა პეტაჩი შემთხვევით შეხვდა დუჩეს და მასთან


გამოლაპარაკების საშუალებაც მიეცა. ამის შემგომ იგი მისი საყვარელიც კი გახდა. 1945 წელს
კი იგი თავდაყირა ჩამოკიდეს პარტიზანებმა, დუჩეს მსგავსად

3.ყოველ წელს ადამიანები, რომლებსაც სჭრით იქსი ყოველწლიურად უფრო იტანჯებიან.


მეცნიერები ამას გლობალურ დათბობას უკავშირებენ. დიდ ოჯახებში ან ფერმაში გაზრდილ
ადამიანებში იქსით დაავადების რისკი ძლიერ მცირდება. დაასახელეთ იქსი 2 სიტყვით

პასუხი: სეზონური ალერგია

კომენტარი: გლობალური დათბობის გამო წლის განმავლობაში თბილი დღეების რაოდენობა


იზრდება, რაც ზრდის მცენარეთა ყვავილობის პერიოდსაც, რის გამოც სეზონური ალერგიით
დაავადებულები სულ უფრო მეტს იტანჯებიან. დიდი ოჯახებსა და ფერმებში გაზრდილ
ადამიანების იმუნიტეტი ბავშვობიდანვე დატვირთულია, რის გამოც ასეთ ხალხში იშვიათია
ალერგია

4.“ყველაფერი ვარდება უფრო სწრაფად ვიდრე იქსი“-ციტატა კანონიდან, რომელიც


მოქმედებს კონკრეტული ჟანრის ნაწარმოებებში. იქსზე საუბრისას ერთ-ერთი ბიოლოგი
ახსენებს სამუშაო იარაღსა და აღკაზმულობის. დაასახელეთ იქსი

პასუხი:გრდემლი

5.ჟან-პოლ სარტრის ნაწარმოები „არსებობა და არაფერი“ 1943 წელს გამოქვეყნდა და


წარმოუდგენლად კარგად იყიდებოდა. საქმე ისაა რომ სარტრის 700 გვერდიანი ნაშრომი
აღმოჩნდა არაჩვეულებრივი შემცვლელი იქსებისა, რომლებიც სახელმწიფომ სრულიად
გაიტანა ბაზრიდან სამხედრო საჭიროებისთვის. დაასახელეთ იქსი 2 სიტყვით

პასუხი: კილოგრამიანი გირები

6.უცნაურია, მაგრამ მარსელ მარსოს თქმით მან აშშ-ში პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ რაც
გახდა იქსების ხშირი სტუმარი. დააასახელეთ იქსი დეფისის გამოყენებით

პასუხი: თოქ-შოუ

7.დასარიგებელი მასალა : FICA

დასარიგებელ მასალაზე თქვენ ხედავთ სიტყვას, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე საკმაოდ
უცნაურად ჟღერს, რის გამოც 1974 წელს ცნობილმა ორგანიზაციამ მისი სახელწოდების
აბრევიატურაში შეცვალა ერთი სიმბოლო და მისი აბრევიატურა გამოიყურება შემდეგნაერად
FOCA. დაასახელეთ ეს ორგანიზაცია

პასუხი: ფორმულა 1]
8.პროექტმა რომლის ფარგლებშიც კონსტრუქტორმა ნიუიმ Red Bull-ის დაფინანსებით შექმნა
ავტომობილი Aston Martin, მიიღო სახელწოდება იქსი. სხვა იქსის მიღება 2018 წლიდან
ვიდეოთამაშების სცენარისტებსაც შეუძლიათ. დაასახელეთ იქსი

პასუხი: ნებულა

9.სკოლაში, სადაც დადიოდა ედრიენ ნიუი, ემხრობოდნენ მოძველებულ შეხედულებებს.


ედრიენის გამოსასწორებლად მას აიძულებდნენ იქსზე ჯდომას. დაასახელეთ დაახლოებით
50 წლის წინ დაწერილი ნაწარმოები, რომლის სათაურშიც ფიგურირებს იქსი

პასუხი:წყვდიადის მარცხენა ხელი

10.კალისტრატის თანახმად, ორფეოსმა დაამატა 2 იქსი რომ მათი რაოდენობა ალფას ტოლი
ყოფილიყო. დაასახელეთ ალფაც და იქსიც

პასუხი: სიმი, მუზა

11.

დასარიგებელ მასალაზე თქვენ ხედავთ ბაქტერიების სახელწოდებას, რომლებიც ქმნიან მყარ


საფარს ინფუზორიას ზედაპირზე, რის შემდეგაც გამოყოფენ ტოქსინებს რაც ინფუზორიას
სიკვდილს იწვევს. ბაქტერიის სახელწოდებაში ჩვენ დავფარეთ 3 ასო . დაასახელეთ ეს ასოები

პასუხი: Dei

You might also like