You are on page 1of 6

I ლიგა, ზონა B

VI ტური, 26.11.23
ავტორები: საბა კაცაძე (13), გიორგი ლომინაშვილი (11)

1. სერიალი "Pan Am" [პან ამ] მოგვითხრობს თუ როგორ გახდა პანამის ავიახაზები ერთ-ერთი
მოწინავე ავიაკომპანია მსოფლიოში. დაწერეთ ამ სერიალის პირველი სერიის სათაური.
პასუხი: პილოტი
კომენტარი: სერიალის პერსონაჟები ავიაკომპანიის თანამშრობლები არიან. სერიალების
პირველ სერიას უმეტესად პილოტს არქმევენ. სახელს ამ შემთხვევაში ორმაგი მნიშვნელობა
აქვს.
წყარო: ბმული
ავტორი: საბა კაცაძე

2. ერთ ანიმაციაში ცხენოსნები მთავარ გმირს ალყაში მოაქცევენ. მათი მოძრაობით


თავბრუდახვეულ პერსონაჟს ეჩვენება, რომ დგას იქსის ცენტრში. ფრანგული წარმოშობის
სიტყვით დაასახელეთ იქსი.
პასუხი: კარუსელი
კომენტარი: ცხენოსნები წრეზე ტრიალებენ, რაც პერსონაჟს კარუსელს აგონებს.
წყარო: ბმული
ავტორი: საბა კაცაძე

3. ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის შორის გასამართ ბრძოლასთან


დაკავშირებით ქართველმა იუზერმა იმედი გამოთქვა, რომ მოხდება ეს. ცნობილ ხალხურ
ლექსში ამის მოხდენას წინ ორი ქმედება უძღვის. რა შევცვალეთ სიტყვებით “მოხდება ეს”
პასუხი: თოფი შეჭამს მგელს
კომენტარი: მებრძოლთა გვარებში ფიგურირებს თოფი და მგელი. ქართველმა იუზერმა ილიას
გამარჯვება ისურვა და იმედი გამოთქვა, რომ ხალხური ლექსის “თხამ ვენახი შეჭამა” მსგავსად
თოფი ამჯერადაც შეჭამდა მგელს.
წყარო: ბმული
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

4. ჩინეთის განათლების სისტემას, რომელიც ცდილობს, მოსწავლეებს იდენტური აზროვნება


ჩამოუყალიბოს, ბლოგერი უწოდებს იქსების ბიზნესს. დაწერეთ იქსები ორი თანაბარი
სიგრძის სიტყვით.
პასუხი: საჭმელი ჩხირები
კომენტარი: ბლოგერის აზრით ჩინეთის განათლების სისტემა ცდილობს ისე დაამსგავსოს
ერთმანეთს ყველა ახალგაზრდა, როგორც საჭმელი ჩხირები ჰგავს ერთმანეთს. ორი თანაბარი
სიგრძის სიტყვა დამატებით მინიშნებას წარმოადგენდა.
წყარო: ბმული
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

5. გირჩევთ ჩაიწეროთ!

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან „რა? სად?
როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კრაკელური ეწოდება ტილოს ზედაპირზე გაჩენილ უწვრილეს ბზარებს, რომელსაც მეცნიერები
ნამუშევრების ავთენტურობის დასადგენად იყენებენ. ერთი სერიალის პერსონაჟი კრაკელურს
უწოდებს ნახატის… ორი სიტყვით დაასახელეთ რას.
პასუხი: თითის ანაბეჭდებს
კომენტარი: ყველა ნახატს მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური კრაკელური აქვს,
რომელსაც ისევე იყენებენ ნახატების იდენტიფიკაციაში, როგორც თითის ანაბეჭდებს
ადამიანების შემთხვევაში.
წყარო: “Numb3rs” S3E3
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

6. ჰენრი მერვის მრჩეველი თომას კრომველი დაბალი სოციალური ფენიდან იყო, თუმცა
ისარგებლა ინგლისის სამეფო კარზე არსებული ქაოსით და კარიერულ კიბეზე მკვეთრად
დაწინაურდა. ერთი ვერსიით სწორედ თომას კრომველი არის იქსი. დაწერეთ იქსი ორი ან
სამი სიტყვით, თუ მათგან ერთ-ერთი ბერძნული წარმოშობისაა.
პასუხი: პეტირ ბეილიშის პროტოტიპი
ჩათვლა: ნეკას პროტოტიპი, ლიტლფინგერის პროტოტიპი
კომენტარი: მარტინის სამყარო ინგლისის ისტორიითაა შთაგონებული. შეკითხვაში ნახსენები
იყო სამეფო კარი, ქაოსი და კიბე, რაც ბეილიშის ცნობილ სიტყვებზე მიანიშნებდა
წყარო: ბმული
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

7. გირჩევთ ჩაიწეროთ!
მრავალფეროვანი საქმიანობით გამორჩეულმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფაინმანმა, გარდამტეხი
როლი ითამაშა ელექტროდინამიკის განვითარებაში. მის შესახებ დაწერილი ბიოგრაფიული
წიგნის სათაურია ფაინმანის ცილა. წინა წინადადების ერთ სიტყვაში ჩვენ გამოვტოვეთ
რამდენიმე ასო. აღადგინეთ სიტყვა საწყისი ფორმით.
პასუხი: ცისარტყელა
კომენტარი: ფაინმანი ფიზიკის არაერთ დარგში მოღვაწეობდა. სიტყვები გარდამტეხი და
მრავალფეროვანი მინიშნებას წარმოადგენდა.
წყარო: ბმული
ავტორი: საბა კაცაძე

8. თამაშში “მაინკრაფტი”, ხელსაწყოთი, რომელზეც სასწორია გამოსახული, შესაძლებელია


მოთამაშეების გაფრთხილება მოსალოდნელი დარბევის შესახებ. წინა წინადადებაში ორი
სიტყვა შევცვალეთ ერთით. აღადგინეთ შეცვლილი სიტყვები.
პასუხი: თხის რქა
კომენტარი: ძველად განგაშის სიგნალის მაგივრად იყენებდნენ საყვირებს, რომლებსაც მათ
შორის თხის რქისგანაც ამზადებდნენ. ჩვენ ზოდიაქოს ერთი ნიშანი შევცვალეთ მეორეთი.
წყარო: ბმული
ავტორი: საბა კაცაძე

9. მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში მყოფი ჯარისკაცი იხსენებს, რომ იქსი იმდენად
სტაბილური იყო, ტანკისტები დაღამებამდე ვარჯიშობდნენ მიზანში სროლაში. დაწერეთ
იქსი ფრანგული წარმოშობის სიტყვით.
პასუხი: მირაჟი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან „რა? სად?
როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კომენტარი:მირაჟი უდაბნოებში გავრცელებული ოპტიკური ილუზიაა, რომლის დროსაც
სხვადასხვა ტიპის ფორმები ჩნდება. ტანკისტებმა მირაჟი წარმატებით გამოიყენეს სამიზნე
ობიექტად.
წყარო: Nigel Hamilton – “Monty”
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

10. გირჩევთ ჩაიწეროთ!


ფილმში "დარაჯები" ამერიკის შეერთებული შტატები ვიეტნამთან ომში გაიმარჯვებს. ერთ
სცენაში ჩანს თუ როგორ… დაასრულეთ წინადადება სამი სიტყვით, რომლებიც ანბანის
მეზობელ ასოებზე იწყება.
პასუხი: ემატება დროშას ვარსკვლავი
კომენტარი: ომში გამარჯვების შემდეგ ვიეტნამი ამერიკის ახალი შტატი გახდა. ამის
აღსანიშნად, ბუნებრივია, დროშას ვარსკვლავიც დაამატეს.
წყარო: მხ/ფ “Watchmen”
ავტორი: საბა კაცაძე

11. გირჩევთ ჩაიწეროთ!


სამაგიდო თამაში “ვარდების ომი” შუა საუკუნეების ბრიტანული ეპოქითაა შთაგონებული.
თამაშის პერსონაჟები ერთმანეთთან პაექრობის ადგილად ტავერნებს ირჩევენ. შეკითხვის
ტექსტის ერთ სიტყვაში ჩვენ ერთი ასო შევცვალეთ. აღადგინეთ საწყისი სიტყვა.
პასუხი: ბარდების
კომენტარი: შუა საუკუნების ბრიტანეთში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ბარდები -
მოხეტიალე მუსიკოსები, რომლებიც დუქნებსა თუ ტავერნებში სახალხოდ ასრულებდნენ
თავიანთ სიმღერებს. აღნიშნული სამაგიდო თამაშიც ამ თემაზეა დაფუძნებული
წყარო: ბმული
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

12. როს კინგის ერთ ნაწარმოებში მოხუცი ხელოვანი საკუთარ სახეზე არსებულ ნაოჭებს
ადარებს იქსს. დაასახელეთ იქსი უცხოური წარმოშობის სიტყვით.
პასუხი: კრაკელური
კომენტარი: მოხუც მხატვარს თავისი ნაოჭები ტილოს ზედაპირზე გაჩენილ წვრილ ბზარებს
აგონებს. კრაკელურის შესახებ ერთ-ერთ წინა კითხვაში გამცნეთ.
წყარო: “Mad Enchantment” - Ross king
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

13. ერთ ინგლისურენოვან ფილმში თვითმფრინავში ასული პერსონაჟი ხმამაღლა ესალმება


თავის მეგობარს, რაც მგზავრებში პანიკას გამოიწვევს. ერთი წუთის შემდეგ დაწერეთ
მეგობრის სახელი.
პასუხი: ჯეკი
კომენტარი: პერსონაჟი მეგობარს ესალმება სიტყვებით hi, Jack [ჰაი, ჯეკ] რაც ინგლისურად
თვითმფრინავის გატაცების აღმნიშვნელი სიტყვის - “hijack” [ჰაიჯეკ] ზუსტი ომოფონია.
წყარო: მხ.ფ “წარმოუდგენელი სიყვარული; ბმული
ავტორი: საბა კაცაძე

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან „რა? სად?
როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
14. ერთი ფილმის პერსონაჟს სტუდენტთან დამყარებული ინტიმური კავშირის გასაჯაროების
შემდეგ, ცნობილ იტალიელს ადარებენ. სიმბოლურია, რომ მალევე პერსონაჟი
საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის. დაწერეთ ამ იტალიელის გვარი.
პასუხი: კაზანოვა
კომენტარი: იტალიელი ჯაკომო კაზანოვა განთქმული იყო თავისი სკანდალური
ურთიერთობებით მანდილოსნებთან. მისი გვარი ლათინურიდან სიტყვა სიტყვით ითარგმნება
როგორც ახალი სახლი. სიმბოლურია, რომ პერსონაჟი ამის შემდეგ მართლაც ახალ სახლში
გადადის საცხოვრებლად.
წყარო: მხ/ფ "სირცხვილი”
ავტორი: საბა კაცაძე

15. მხატვარს, რომელიც უბრალო ტილოს ხელოვნების ძვირფას ნიმუშად გარდაქმნიდა პოლ
გოგენი ადარებდა იქსს. “იქსი” ბრაზილიაში გაყიდვების რაოდენობით პირველ ადგილზეა.
დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: ალქიმიკოსი
კომენტარი: ალქიმიკოსები ცდილობდნენ უბრალო მეტალებისგან ოქრო მიეღოთ. მეორე
შემთხვევაში საუბარია ბრაზილიელი მწერლის პაოლო კოელიოს წიგნზე, რომელიც ყველაზე
გაყიდვადია თავის ქვეყანაში.
წყარო: ბმული 1 ; ბმული 2
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

16. რამდენიმე წლის წინ ამერიკის სამხრეთ შტატებსა და მექსიკაში გამოჩნდა დონალდ
ტრამპის ფორმის იქსები. ერთ კარიკატურაზე იქსი ჩივის, რომ შაქრიანი დიაბეტი აწუხებს.
ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით.
პასუხი: პინიატა
კომენტარი: ამერიკა-მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის გამო
გაბრაზებულმა მექსიკელებმა ჯავრის ამოსაყრელად პინიატებს დონალდ ტრამპის ფორმა
მისცეს. კარიკატურაზე ტკბილეულით სავსე პინიატა შაქრიან დიაბეტს უჩივის
წყარო: ბმული 1, ბმული 2
ავტორი: საბა კაცაძე

17. გირჩევთ ჩაიწეროთ!


კვლევების თანახმად დადგინდა, რომ კირქვის ქანების ფორმირების პროცესში დიდი როლი
ითამაშა სწრაფი ქარების ნაკადმა. ამაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სფინქსის
[გამოტოვებულია ორი სიტყვა] ბუნებრივი ძალების მიერაა გამოქანდაკებული. აღადგინეთ
გამოტოვება.
პასუხი: ლომის წილი
კომენტარი: სფინქსის ქანდაკება ლომის ტანისა და ადამიანის თავისგან შედგება. კვლევების
თანახმად, სფინქსის ჩამჯდარი სხეულის ფორმირება ქარების დამსახურებაა. ლომის წილს ამ
შემთხვევაში ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი, როგორც დიდი, ძირითადი ნაწილი, მეორე -
უშუალოდ ქანდეკების ლომის ნაწილი, ანუ ტანი.
წყარო: ბმული
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან „რა? სად?
როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
18. დასარიგებელი მასალა [A man called Danny Tanner raises his three daughters with assistance of
his two friends.]

თქვენ დაგირიგდათ მოკლე ანოტაცია სიტკომისა, რომელშიც პერსონაჟები სიმჭიდროვეში


ცხოვრობენ. ორი ინგლისური სიტყვით დაწერეთ ამ სიტკომის სათაური.
პასუხი: Full House
კომენტარი: წყვილის და სეტის (ანუ სამი ერთნაირი კარტის) კომბინაციას პოკერში full house
ეწოდება. ანოტაციაში ნახსენები იყო სიტყვები called და raises, რაც პოკერზე მიგანიშნებდათ.
პერსონაჟებს სიმჭიდროვეში უწევთ ცხოვრება, ანუ მათი სახლი მართლაც სავსეა.
წყარო: ბმული
ავტორი: საბა კაცაძე

19. ყურადღება, შეკითხვის ერთ სიტყვაში გამოტოვებაა.


იმის გამო, რომ 3D პრინტერის ტუჩი ზედაპირისგან მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრით არის
დაშორებული, მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ პოს ნამუშევრების რეპლიკის შექმნას.
ის, რაც წინა წინადადებაში გამოვტოვეთ, ერთ სტატიაში მოხსენიებულია როგორც
ჩრდილოელი პრომეთე. დაწერეთ თუ რა გამოვტოვეთ შეკითხვის ტექსტში.
პასუხი: ლოკი
კომენტარი:საუბარი იყო არა პოს, არამედ პოლოკის ნამუშევრებზე. ჯექსონ პოლოკი
დაწვეთების ტექნიკით ხატავდა, სწორედ ამიტომ პრინტერით ზუსტი ანალოგის შექმნა ვერ
ხერხდება. შეკითხვის ტექსტში ჩვენ გამოვტოვეთ სკანდინავიური ცეცხლის ღმერთის სახელი
ლოკი.
წყარო: ბმული 1, ბმული 2
ავტორი: საბა კაცაძე

20. ერთი ვესტერნის გმირს წართმეული ცხენი ყოველთვის უკან უბრუნდება, რაზეც პერსონაჟი
შენიშნავს, რომ იქსი ძალიან წააგავს იგრეკს. დაასახელეთ იქსი და იგრეკი თითო სიტყვით.
პასუხი: ნალი, ბუმერანგი
კომენტარი: ნალი თავისი ფორმით მართლაც მოგვაგონებს ბუმერანგს.
წყარო: Andy Adams - “The Log of a Cowboy”
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

21. თავის წიგნში უილბური წერს კოლეგასთან გამართული ცხარე კამათის შესახებ.
დაძაბულობა მას შემდეგ განეიტრალდა, რაც ისინი რძის მნიშვნელობაზე შეთანხმდნენ.
დაწერეთ უილბურის გვარი.
პასუხი: სკოვილი
კომენტარი: უილბურ სკოვილის სახელს ატარებს წიწაკების სიცხარის სკალა. რძე ყველაზე
გავრცელებული პროდუქტია წიწაკის სიცხარის გასანეიტრალებლად.
წყარო: Wilbur Scoville - The Art of Compounding
ავტორი: საბა კაცაძე

22. ცნობილი ევროპელი კალათბურთელი პარკეტს მიღმა კარგი ხასიათით გამოირჩევა, ხოლო
თამაშის დროს ნამდვილ მხეცად იქცევა. ერთმა იუზერმა მისი ნამდვილი სახელი
მცირედით შეცვალა. დაწერეთ სახეცვლილი სახელი.
პასუხი: იანუსი
მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან „რა? სად?
როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.
კომენტარი: საუბარი იყო ბერძენ კალათბურთელ იანის ანტეტოკუმპოზე, რომლის ორმაგი
ბუნების გამო იუზერმა მას უწოდა ორსახოვანი ღმერთის - იანუსის სახელი.
წყარო: ბმული
ავტორი: საბა კაცაძე

23. ფილმში “ადამიანი ჭიანჭველა” მთავარი გმირი ციხიდან ბუზის დახმარებით გაიქცევა.
რამდენიმე მკვეთრი მანევრის შესრულების შემდეგ ფრენას მიუჩვეველი პერსონაჟი ახსენებს
ჩიტებს. რა სიტყვა შევცვალეთ წინა წინადადებაში?
პასუხი: ვერტიგო
კომენტარი: ფრენას მიუჩვეველ პერსონაჟს თავბრუ მარტივად დაეხვევა და ახსენებს ვერტიგოს,
რაც ქართულად ითარგმნება, როგორც თავბრუსხვევა. ალფრედ ჰიჩკოკის ერთი ფილმის
სახელი შევცვალეთ მეორეთი.
წყარო: მხ.ფ “ადამიანი ჭიანჭველა”
ავტორი: საბა კაცაძე

24. გირჩევთ ჩაიწეროთ!


ნიკო ნიკოლაძის თქმით ქართველი კაცი ძლიერი მაშინ არის როცა მიწაზე ფეხი მყარად უდგას
სხვა შემთხვევაში კი მისი დამარცხება მარტივია. ამასთან ნიკოლაძე ქართველ კაცს ადარებს
ნეოს. აღადგინეთ სიტყვა რომელშიც 3 ასო გამოვტოვეთ.
პასუხი: ანტეოსს
კომენტარი: ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ანტეოსი უძლეველი იყო მანამ სანამ მიწაზე
ფეხი ედგა, მისი დამარცხება ჰერაკლემ მხოლოდ ჰაერში ატაცების შემდეგ შეძლო. ნიკო
ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ მიწათმოქმედება და ქართული მიწის სიყვარული ქართველ კაცს
გადაარჩენდა.
წყარო: ბმული
ავტორი: გიორგი ლომინაშვილი

მოცემული „რა? სად? როდის?“ შეკითხვების პაკეტი წარმოადგენს ორიგინალურ ნაწარმოებს, რომელიც დაცულია კანონით საავტორო
უფლებების შესახებ. პაკეტის მთლიანი ან ნაწილობრივი პუბლიკაცია ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში საქართველოს კლუბთან „რა? სად?
როდის?“ შეთანხმების გარეშე, სასტიკად აკრძალულია ©.

You might also like