You are on page 1of 210

1 მკითხველთა ლიგა

2 მკითხველთა ლიგა
თავი პირველი

სურათი საძინებელში

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიჭი, სახელად იუსტას კლა-
რენს მავნე. ამ მეტსახელს ბიჭი ნამდვილად იმსახურებდა.
მშობლები შვილს იუსტას კლარენსს ეძახდნენ, მასწავლებ-
ლები კი – მავნეს. ვერ გეტყვით, მეგობრები რას ეძახდნენ,
რადგან ისინი არ ჰყავდა. იუსტასი „ დედას “ და „ მამას “ ნაც-
ვლად, ჰაროლდსა და ალბერტას ეძახდა მშობლებს, რომლე-
ბიც ძალზე თანამედროვე და პროგრესულად მოაზროვნე
ხალხი იყო. იუსტასს ვეგეტარიანელი, არამწეველი და არამ-
სმელი დედ-მამა ჰყავდა, რომლებიც მხოლოდ განსაკუთრე-
ბული ქსოვილის საცვლებს იცვამდნენ. კლარენსების სახლში
ფანჯრები მუდამ ღია იყო, ოჯახს ავეჯი და ლოგინის თეთ-
რეული თითქმის არ გააჩნდა.
იუსტასს ცხოველები უყვარდა, განსაკუთრებით – ხო-
ჭოები. ოღონდ, მკვდრები და ფურცლებზე მიკრული. ბიჭუნას
წიგნებიც უყვარდა, რასაკვირველია, თუ მათში მარ-
ცვლეულის გადამამუშავებელი საშრობ-შესანახი ქარხნების
ან იმ მსუქანი, უცხოელი ბავშვების სურათები იყო, რომლე-
ბიც სკოლის დარბაზებში ვარჯიშობენ.
იუსტას კლარენსს თავისი ოთხი ბიძაშვილი – პიტერი, სუ-
ზენი, ედმუნდი და ლუსი პევენსები არ უყვარდა, მაგრამ რომ
გაიგო, ედმუნდი და ლუსი სტუმრად გვეწვევიანო, ძალიან
გაუხარდა. იუსტასს უფროსობა და სხვების ჩაგვრა უყვარდა,
3 მკითხველთა ლიგა
თუმცა საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, ბიჭუნა ჩხუბში ედ-
მუნდს კი არა, ლუსისაც ვერ დაუპირისპირდებოდა, რადგან
შინაგანად პატარა ადამიანი იყო. აი, სტუმრების გამწარება კი
კარგად ეხერხებოდა და ამის არაერთი გზა იცოდა.
ედმუნდსა და ლუსის ბიძია ჰაროლდსა და დეიდა ალბერ-
ტასთან სტუმრობა ერთი ბეწოთითაც კი არ სურდათ, მაგრამ
სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. იმ ზაფხულს ბავშვების მამა
ამერიკაში თექვსმეტკვირიანი სალექციო კურსის წასაკითხად
მიიწვიეს. დედა მამას წაჰყვა, რადგან ათი წლის განმავლობა-
ში წესიერი შვებულება არ ჰქონია. პიტერი არდადეგებს ხან-
შიშესულ პროფესორ კერკთან ატარებდა, რომელიც მას გა-
მოცდისთვის ამზადებდა. წლების წინ, ომის პერიოდში, ბავ-
შვები ისვენებდნენ სწორედ ამ პროფესორის სახლში, სადაც
მათ თავს მრავალი არაჩვეულებრივი თავგადასავალი გადახ-
დათ, თუმცა წლებთან ერთად პროფესორი ნელ-ნელა გაღა-
რიბდა და ახლა, დიდი სახლის ნაცვლად, ერთსაძინებლიან
კოტეჯში ცხოვრობდა. სამივე ბავშვის ამერიკაში წაყვანა მე-
ტისმეტად ძვირი დაჯდებოდა, ამიტომ მშობლებმა თან მხო-
ლოდ სუზენი წაიყვანეს.
უფროსების აზრით, სუზენი ოჯახის სილამაზე იყო. გოგო
სკოლაში დიდად კარგად არ სწავლობდა (თუმცა, სხვა მხრივ,
თავის ასაკთან შედარებით ზრდასრული იყო). დედამ თქვა:
„ამერიკაში სტუმრობა სუზენს უფრო მეტად წაადგება“. ედ-
მუნდი და ლუსი ცდილობდნენ, დის არ შეშურებოდათ, მაგ-
რამ ზაფხულის არდადეგების დეიდასთან გატარება კოშმა-
რად ესახებოდათ.
– მე უარეს დღეში ვარ, – უთხრა ედმუნდმა ლუსის, – შენ
საკუთარი ოთახი მაინც გექნება. მე კი იმ მყრალ იუსტასთან
ერთად მომიწევს ოთახში ცხოვრება!
4 მკითხველთა ლიგა
ეს ამბავი იმ შუადღეს დაიწყო, როცა და-ძმამ რამდენიმე
წუთი ერთმანეთისთვის გამონახა. რასაკვირველია, ნარ-
ნიაზე, თავიანთ საკუთარ, საიდუმლო ქვეყანაზე საუბრობ-
დნენ. ჩემი ვარაუდით, ასეთი საიდუმლო ქვეყანა ყველას
გვაქვს, თუმცა – მხოლოდ წარმოსახვაში. ამ მხრივ, ედმუნ-
დსა და ლუსის უფრო გაუმართლათ, რადგან მათი საიდუმლო
ქვეყანა მართლა არსებობდა და და-ძმას ნარნიაში სტუმრობა
უკვე ორჯერ მოესწრო; და არ გეგონოთ, რომ ეს თამაშსა და
სიზმარში მოხდა. არა, ისინი იქ მართლა იყვნენ. რა თქმა უნ-
და, ბავშვები იქ ჯადოქრობის წყალობით აღმოჩნდნენ, რაც
ნარნიაში მოხვედრის ერთადერთი გზაა. ედმუნდსა და ლუსის
დაჰპირდნენ (თითქმის დაჰპირდნენ), ნარნიაში კიდევ დაბ-
რუნდებითო. ალბათ, თავადაც ხვდებით, რომ როცა კი ბავ-
შვებს ხელსაყრელი დრო მიეცემოდათ, ერთთავად ამაზე სა-
უბრობდნენ.
და-ძმა ლუსის ოთახში საწოლზე იჯდა და კედელზე სუ-
რათს უცქერდა. მთელ სახლში ეს იყო ერთადერთი სურათი,
რომელიც მათ მოსწონდათ. დეიდა ალბერტას კი – პირიქით,
საერთოდ არა (სწორედ ამიტომ ეკიდა ის ზემოთ, ლუსის პა-
წია ოთახში), მაგრამ სურათს მაინც არ აგდებდა, რადგან იგი
ისეთი ვიღაცის საქორწინო საჩუქარი ყოფილა, რომლის გა-
ნაწყენებაც არ სურდა.
სურათზე გადახრილი ხომალდი პირდაპირ შენკენ მოცუ-
რავდა. გემის ცხვირს ოქროთი მოვარაყებული, პირდაღებუ-
ლი დრაკონის თავის ფორმა ჰქონდა, რომლის ერთადერთ
ანძაზე დიდი, ოთხკუთხედი, ძოწიფერი იალქანი ფრიალებდა.
დრაკონის ორქოსფერფრთიანი და მწვანეგვერდებიანი ხო-
მალდი ლაჟვარდოვან ზვირთებს აპობდა და შენკენ მოიწევ-
და. ტალღების შემყურეს ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა,
5 მკითხველთა ლიგა
საცაა აქაფებული წყლის შხეფები შემომესხმებაო. ნახატზე
ქარი ძლიერი უნდა ყოფილიყო, რადგან გემი მარცხენა ქიმის
მხარეს გადახრილიყო (მართლა, თუ ამ ამბის წაკითხვას ბო-
ლომდე აპირებ და არ იცი, მაშინ გიჯობს ახლავე დაიხსომო,
რომ გემს ორი ქიმი აქვს – მარჯვენა და მარცხენა). სურათზე
ხომალდს მზის სხივები სწორედ მარცხნიდან ეფინებოდა და
წყალს მომწვანო-მოიასამნისფრო ელფერს სძენდა. იმ
დროს, როდესაც მარჯვენა მხარეს, ხომალდის ჩრდილში
მოქცეული წყალი მუქცისფრად ელავდა.
– იცი, რას გეტყვი?! – უთხრა ედმუნდმა ლუსის, – ძალიან
ძნელია უყურო ზღაპრულ ხომალდს, როცა იცი, რომ ნარ-
ნიაში ვერ მოხვდები.
– სულ არაფერს ყურება მაინც სჯობს, – მიუგო ლუსიმ, –
თანაც, ნახე, როგორი ნარნიული ხომალდია.
– ეს თამაში აღარ მოგწყინდათ? – იკითხა ოთახში შემო-
სულმა იუსტას კლარენსმა, რომელიც მათ დერეფნიდან აყუ-
რადებდა. ბიჭუნა მავნებლურად იკრიჭებოდა. შარშან, როცა
იგი პევენსებს სტუმრობდა, იუსტასმა და-ძმების საუბარს ნარ-
ნიაზე ყური მოჰკრა და იმ დღიდან მოყოლებული, მათი გაჯავ-
რების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა. რასაკვირვე-
ლია, იუსტასი დარწმუნებული იყო, ამ ყველაფერს იგონებე-
ნო; და რადგანაც თავად რამე ამბის შესათხზავად მეტისმე-
ტად სულელი იყო, სხვების მეოცნებეობა აღიზიანებდა.
– რა გინდა? – უკმეხად ჰკითხა ლუსიმ.
– ვცდილობ რამე სახუმარო ლექსი დავწერო, – უპასუხა
იუსტასმა, – აი, რამე ასეთი:
„ ბავშვები თამაშობენ „ ნარნიობანას “
ნელ-ნელა ხდებიან სამკურნალონი... “

6 მკითხველთა ლიგა
– ცნობისთვის, „ ნარნიობანა “ და „ სამკურნალონი “ ერ-
თმანეთს არ ერითმება, – უთხრა ლუსიმ.
– ამას ასონანსი ჰქვია, – მიუგო იუსტასმა.
– გთხოვ, არ ჰკითხო, რა არის „ ასო-რაღაც“! – ურჩია დას
ედმუნდმა, – ერთი სული აქვს, ეს გააკეთო. თუ არ აჰყვები,
იქნებ წავიდეს.
ბიჭების უმეტესობა ასეთი დახვედრის შემდეგ ან ოთახი-
დან გავიდოდა, ან გაბრაზდებოდა, მაგრამ იუსტასი – არა. ის
უბრალოდ იკრიჭებოდა და თავისას განაგრძობდა.
– ეს სურათი მოგწონთ? – ჰკითხა მათ იუსტასმა.
– ღვთის გულისათვის, ხელოვნებაზე საუბრის გაბმის უფ-
ლება არ მისცე! – უთხრა დას ედმუნდმა მკვირცხლად, მაგ-
რამ ლუსის, რომელიც ძალზე ალალი გოგონა იყო, პასუხის
გაცემა უკვე მოესწრო:
– კი და თანაც – ძალიან.
– უვარგისი სურათია, – აღნიშნა იუსტასმა.
– ოთახიდან თუ გახვალ, მას ვეღარ დაინახავ, – შესთავა-
ზა ედმუნდმა.
– შენ რატომ მოგწონს? – ჰკითხა იუსტასმა ლუსის.
– პირველ რიგში, – დაიწყო ლუსიმ, – ალბათ, იმიტომ,
რომ ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებს, თითქოს გემი მართლა
მიცურავს, წყალიც ნამდვილს ჰგავს. ტალღები კი გეგონება,
მართლა ბობოქრობს.
რასაკვირველია, იუსტასს სათქმელი ბევრი ჰქონდა, მაგ-
რამ გაჩუმება არჩია. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ბიჭმა
სურათს შეხედა თუ არა, გაიფიქრა, ტალღები მართლა მოძ-
რაობენო. იუსტასი გემზე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იყო
ნამყოფი (ისიც, კუნძულ უაიტზე) და ზღვის ავადმყოფობით
დაიტანჯა. ახლა კი, ნახატზე ტალღების შემხედვარეს, გული
7 მკითხველთა ლიგა
ლამის კვლავ არეოდა. იუსტასი გალურჯდა და იმწამსვე გან-
ზე გაიხედა, მაგრამ სურათისთვის თვალის შევლება კიდევ
ერთხელ გაბედა. უეცრად, სამივე ბავშვი სურათს პირდაღებუ-
ლი მიაშტერდა.
შეიძლება, წაკითხულის დაჯერება გაგიჭირდეთ, მაგრამ იმ
დროს არც ბავშვები უჯერებდნენ საკუთარ თვალებს. ნახატზე
ყველაფერი ამოძრავებულიყო და ეს კინოფილმიდან კადრს
სულაც არ ჰგავდა. პეიზაჟისთვის ფერები მეტისმეტად ცოცხა-
ლი, სუფთა და მკვეთრი იყო. ხომალდი წყალს აპობდა და
შხეფების შადრევანს აქეთ-იქით ასხამდა. ტალღამ გემი მაღ-
ლა ასწია და წამით მისი კიჩო და კიჩოს გემბანი პირველად
გამოჩნდა, მერე კი ისევ გაუჩინარდა და ასე... უეცრად სავარ-
ჯიშოების წიგნი, რომელიც ედმუნდის გვერდით, ლოგინზე
იდო, ჰაერში ლივლივით აფრინდა და ბიჭის ზურგს უკან, კედ-
ლისკენ გაფრინდა. ლუსიმ იგრძნო, რომ სახეში თმა ზუსტად
ისე ეყრებოდა, როგორც ქარიან ამინდში. ქარი მართლა ამო-
ვარდნილიყო – სურათიდან უბერავდა. მოულოდნელად,
ქარს ხმაური მოჰყვა – ტალღების ღრიალი, წყლის ტყლაშუ-
ნი, გემსართავის ჭრაჭუნი, ქარის ზუზუნი და ზღვის დგრიალი,
თუმცა სუნი – მძაფრი, მლაშე, ზღვისმარილიანი სურნელი –
იყო ის, რამაც ლუსი საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ ყვე-
ლაფერი ცხადში ხდებოდა.
– შეწყვიტეთ! – გაისმა დამფრთხალი და გუნებაწამხდარი
იუსტასის მწივანა ხმა. – ეს რა სულელური ხუმრობაა! ახლავე
შეწყვიტეთ, თორემ ალბერტას ვეტყვი... ვაი!
მართალია, თავგადასავლებს და-ძმა უფრო იყო შეჩ-
ვეული, მაგრამ მათაც ზუსტად იგივენაირად შესძახეს „ ვაი!“,
როგორც იუსტასმა. ამის მიზეზი სურათის ჩარჩოდან გადმოღ-

8 მკითხველთა ლიგა
ვრილი ზღვის ცივი წყალი გახლდათ, რომელმაც ბავშვები
თავიდან ფეხებამდე გალუმპა.
– ამ უვარგის სურათს ახლავე დავამტვრევ! – იყვირა იუს-
ტასმა.
მოულოდნელად, რამდენიმე რამ ერთდროულად მოხდა.
იუსტასი ნახატისკენ გაექანა. ედმუნდი, რომელსაც ჯადოქრო-
ბისა რაღაც გაეგებოდა, გაეკიდა და გააფრთხილა, სისულე-
ლე არ ჩაიდინოო. ლუსი ბიჭუნას სწვდა და განზე გაათრია.
სწორედ იმ დროს ან ბავშვები დაპატარავდნენ, ან სურათი
გაიზარდა. იუსტასმა სურათის კედლიდან ჩამოსაგდებად წინ
ისკუპა, მაგრამ მის ჩარჩოზე აღმოჩნდა. იუსტასის ცხვირწინ,
შუშის ნაცვლად, ნამდვილი ზღვა ღელავდა. ქარი და ტალღე-
ბი ჩარჩოს ისე ეხეთქებოდა, როგორც კლდეს. თავგზააბნე-
ულმა იუსტასმა მასთან ერთად ჩარჩოზე ამომხტარ ედმუნდსა
და ლუსის ხელი ჩასჭიდა. ბავშვები ერთხანს ყვიროდნენ და
წონასწორობის აღდგენას ლამობდნენ. ბოლოს, ის-ის იყო,
გაიფიქრეს, გვეშველაო, რომ ჩარჩოს ვეება, ცისფერი ტალღა
ეკვეთა და სამივე ზღვაში მოისროლა.
იუსტასმა განწირული ყვირილი მაშინვე შეწყვიტა, რო-
გორც კი პირში წყალი შეუვარდა.
ლუსი ბედის ვარსკვლავს გულში მადლობას უხდიდა, რომ
ზაფხულის სემესტრში ცურვაში ბეჯითად ივარჯიშა, თუმცაღა,
მისთვისვე აჯობებდა, ცურვისას ხელები უფრო ნელა მოესვა.
წყალი იმაზე გაცილებით ცივი აღმოჩნდა, ვიდრე ეს, ერთი შე-
ხედვით, სურათზე ჩანდა. მიუხედავად ამისა, ლუსი არ დაიბნა
და ფეხსაცმელი გაიხადა – როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი,
ვინც ტანისამოსიანად ჩავარდება ღრმა წყალში. ეგ კი არა,
გოგონამ პირის მაგრად დამუწვა და თვალების ფართოდ გა-
ხელაც კი მოახერხა. ხომალდთან ძალზე ახლოს იყვნენ; ლუ-
9 მკითხველთა ლიგა
სის ზემოდან გემის მწვანე ქიმი, ხოლო გემბანიდან – ხალხი
დაჰყურებდა. თქვენი მოლოდინი გამართლდა, შიშისგან თავ-
ზარდაცემული იუსტასი სწორედ ლუსის ეძგერა და ორივე
წყალში ჩაიძირა.
წყლიდან ამოყვინთულმა ლუსიმ თვალი მოჰკრა, რომ ხო-
მალდიდან თეთრი სილუეტი ზღვაში გადმოხტა. ედმუნდი უკ-
ვე დის გვერდით, ახლოს იყო და აბღავლებული იუსტასის-
თვის მკლავებში ხელი ჩაევლო. მერე ვიღაცამ, რომლის სა-
ხეც ლუსის ბუნდოვნად ეცნობოდა, გოგონას ხელი ზურგზე
მოჰხვია. გემბანზე დიდი აყალმაყალი ამტყდარიყო. ხალხი
ყვიროდა და ფალშბორტიდან მათკენ იცქირებოდა. თოკების
წყალში ჩამოყრა უკვე მოესწროთ. ედმუნდმა და უცხომ ლუ-
სის ტანზე თოკების შემოხვევა დაუწყეს, რაც გოგონას ისეთ
ხანგრძლივ პროცესად მოეჩვენა, რომ სიცივისგან სახეზე გა-
ლურჯდა და კბილების კაწკაწი დაიწყო. სინამდვილეში კი ეს
ასე არ იყო. ედმუნდი და უცხო ლუსის გემის ბორტზე უსაფ-
რთხოდ ასვლას ელოდებოდნენ. ეშინოდათ, ხომალდს არ
შეეჯახოსო. მიუხედავად მათი მონდომებისა, გოგონას მუხლი
მაინც დაეჟეჟა. გემბანზე ასული ლუსი ერთიანად ცახცახებდა
და ტანსაცმლიდან წყლის წვეთები სცვიოდა. ბორტზე ედმუნ-
დის ასვლის შემდეგ, შესაბრალის მდგომარეობაში მყოფი
იუსტასის ჯერი დადგა. ყველაზე ბოლოს ხომალდზე უცხო ავი-
და. ოქროსთმიანი ბიჭი ლუსიზე რამდენიმე წლით უფროსი
იქნებოდა.
– კა-კა-კასპიან! – პირი დააღო გაოცებულმა ლუსიმ. ეს
მართლაც კასპიანი იყო – ნარნიის ნორჩი მეფე, რომელსაც
ბავშვები, ნარნიაში ბოლო სტუმრობისას, კუთვნილი ტახტის
დაბრუნებაში დაეხმარნენ. იგი ედმუნდმაც იცნო. აღტაცებუ-

10 მკითხველთა ლიგა
ლები და გახარებულები ერთმანეთს ზურგზე ხელის დარ-
ტყმითა და ხელის ჩამორთმევით მიესალმნენ.
– თქვენი მეგობარი ვინ არის? – ჰკითხა და-ძმას კასპიანმა
და იუსტასს ხალისიანი, მოღიმარი სახით მიუბრუნდა. იუსტა-
სი ახლა იმაზე მეტად ბღაოდა, ვიდრე მისი ასაკის ნებისმიერი
სხვა ბიჭუნა, რომელიც წყალში ჩავარდა და დასველდა. იუს-
ტასმა ყვირილი მორთო:
– გამიშვით! უკან დამაბრუნეთ! არ მომწონს!
– გაგიშვათ? – ჰკითხა კასპიანმა, – კი მაგრამ, სად?
იუსტასი ფალშბორტს მივარდა. თითქოს ელოდა, რომ
ზღვის ზედაპირთან ჯერ ისევ ეკიდა ჩარჩო, რომლიდანაც ლუ-
სის საძინებელ ოთახს თვალს მოჰკრავდა, თუმცა აქაფებუ-
ლი, ცისფერი ტალღებისა და ლაჟვარდოვანი ცის გარდა,
რომლებიც ერთმანეთს ჰორიზონტზე ხვდებოდნენ, ვერაფერი
დაინახა. იმის გამო, რომ გულის წასვლამდე აღარაფერი აკ-
ლდა, იუსტასს ვერ დავძრახავთ. ბიჭი ცუდად იყო.
– ჰეი, რაინოლფ! – დაუძახა კასპიანმა ერთ-ერთ მეზღვა-
ურს, – მათ აღმატებულებას, ედმუნდსა და ლუსის გროგი მი-
ართვი. მოულოდნელი ბანაობის შემდეგ უთუოდ გესიამოვნე-
ბათ, – კასპიანი ედმუნდსა და ლუსის ასეთი მოწიწებით იმი-
ტომ მიმართავდა, რომ ისინი, როგორც პიტერი და სუზენი,
ძალიან დიდი ხნის წინ ნარნიის მეფეები და დედოფლები იყ-
ვნენ. ნარნიაში დრო ჩვენი დროისგან განსხვავებულად გა-
დის. შეიძლება ნარნიაში ასი წელი დაჰყო, მაგრამ ჩვენს სამ-
ყაროში დაბრუნებულმა აღმოაჩინო, რომ აქ ზუსტად იგივე
დღე და საათია, რაც თქვენ გამგზავრებამდე. უფრო მეტიც,
თუ ნარნიაში ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდებით, შეიძლება
იქ ათასი ნარნიული წელი დაგხვდეთ გასული, ან შეიძლება,
მხოლოდ ერთი დღე, ან საერთოდ არცერთი წუთი. ამას ვერა-
11 მკითხველთა ლიგა
სოდეს გაიგებ, თუ იქ არ მოხვდი. შესაბამისად, როცა ოთხივე
და-ძმა ნარნიაში ერთად ბოლოჯერ (ანუ მეორედ) დაბრუნდა,
ნარნიელთათვის ეს იგივე იყო, თითქოს ბრიტანეთში მეფე
ართური დაბრუნებულიყო. სხვათა შორის, ბევრს დღემდე
სჯერა, რომ მეფე მართლაც დაბრუნდება. მე კი, ჩემი მხრივ,
მხოლოდ იმას დავამატებ, რომ რაც მალე, მით უკეთესი!
რაინოლფი მოჭიქული დოქითა და ოთხი ვერცხლის სას-
მისით დაბრუნდა. დოქიდან ცხელი ოხშივარი ამოდიოდა.
სწორედ გროგი იყო ის, რაც ახლა ლუსისა და ედმუნდს ასე
სჭირდებოდათ. ბავშვები ცხელ სასმელს წრუპავდნენ და
გრძნობდნენ, რომ ნელ-ნელა თბებოდნენ. აი, იუსტასი კი
ჭირვეულობდა. სახეს მანჭავდა, უკმაყოფილოდ დუდღუნებდა
და იფურთხებოდა. მერე კვლავ ტირილი მორთო, დაჟინებით
მოითხოვდა, ქლიავის ვიტამინიზებული, ენერგიაზე მომყვანი
კერძი გამოხდილი წყლით მომიმზადეთ და პირველივე შემ-
ხვედრ ნავსადგურში ჩამომსვითო.
– ეს რა მხიარული თანამგზავრი მოგვიყვანეთ, ძმაო, –
ხითხითით უჩურჩულა კასპიანმა ედმუნდს, თუმცა სანამ ედ-
მუნდი ხმის ამოღებას მოასწრებდა, იუსტასმა ყვირილი მორ-
თო:
– ოხ! ახ! ეს რა უბედურებაა! ახლავე მომაშორეთ ეს საზა-
რელი რაღაც!
გულწრფელები რომ ვიყოთ, იუსტასს ამჯერად მართლა
ჰქონდა შეკრთომის საპატიო მიზეზი. კიჩოს კაიუტიდან ძალ-
ზე უცნაური არსება გამოვიდა და სტუმრებს ნელა მიუახლოვ-
და. თქვენ ალბათ ამ რაღაცას თაგვს უწოდებთ და მართალიც
იქნებით. ოღონდ ეს თაგვი უკანა თათებზე იდგა. სიმაღლეში
დაახლოებით სამოცი სანტიმეტრი იქნებოდა. თავზე ოქროს
თხელი რგოლი ეკეთა, რომელშიც ცალ ყურთან მეწამული
12 მკითხველთა ლიგა
ფერის, გრძელი ფრთა გაეყარა (მუქი, თითქმის შავი ბეწვი
მას სითამამესა და მომნუსხველობას სძენდა). თაგვს მარცხე-
ნა თათი თავის კუდისხელა რაპირის ტარზე ჩამოედო. გემბან-
ზე მისი წონასწორობა და სვლის ტემპი შესანიშნავი იყო, მა-
ნერები კი – მეფური. ლუსიმ და ედმუნდმა რიპიჩიპი, ნარნიის
მოლაპარაკე მხეცი, თაგვების ყველაზე გულადი ბელადი, იმ-
წამსვე იცნეს. ბერუნის მეორე ბრძოლაში რიპიჩიპმა თავი ძა-
ლიან გამოიჩინა და ამით საკუთარი სახელი უკვდავყო. ლუ-
სის საშინლად სურდა, რიპიჩიპს მივარდნოდა და გულში მაგ-
რად ჩაეკრა, მაგრამ კარგად იცოდა, რომ ეს ბედნიერება არ
ეღირსებოდა, რადგან მსგავსი საქციელით გოგონა თაგვს
დიდ შეურაცხყოფას მიაყენებდა. ამის ნაცვლად, ლუსი ცალ
მუხლზე დადგა.
რიპიჩიპმა მარცხენა ფეხი წინ გასწია, ლუსის თავი დაუკრა
და ხელზე ეამბორა. მერე წელში გასწორდა და წვრილ ხმაზე
აწრიპინდა:
– ჩემი გულმხურვალე სალამი თქვენს აღმატებულებას.
ისევე, როგორც თქვენ, მეფეო ედმუნდ, – თავი კიდევ ერ-
თხელ დახარა, – რას წარმოვიდგენდით, თუ თქვენი გამოჩე-
ნით ამ დიდებულ მოგზაურობას გაგვილამაზებდით!
– ახ! მომაშორეთ! – აყმუვლდა იუსტასი, – თაგვები
მძულს! გაწვრთნილ ცხოველებს დასანახად ვერ ვიტან! ისინი
შტერები, ვულგარულები და... და სენტიმენტალურები არიან.
– როგორც ვხვდები, – უთხრა რიპიჩიპმა ლუსის და იუს-
ტასს ხანგრძლივი მზერა მიაპყრო, – ეს მდაბიო თქვენი აღმა-
ტებულების მფარველობის ქვეშ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, მას...
სწორედ ამ დროს ლუსისა და ედმუნდს ერთდროულად
დააცემინათ.
13 მკითხველთა ლიგა
– რა სულელი ვარ, სველ ტანისამოსში აქ როგორ დაგაყუ-
დეთ! – შეწუხდა კასპიანი, – ქვევით ჩავიდეთ, იქ გამოცვლას
შეძლებთ. ლუსი, ჩემი კაიუტა თქვენ განკარგულებაშია, თუმ-
ცაღა ვშიშობ, რომ ამ ხომალდზე ქალის სამოსი არ მოგვეპო-
ვება, ამიტომ დროებით ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა მოგიწევთ.
რიპიჩიპ, გეთაყვა, გაგვიძეხი!
– კეთილშობილი ქალბატონის გულისთვის კაცმა ღირსე-
ბის საკითხი გვერდზე უნდა გადადოს. ყოველ შემთხვევაში,
დროებით მაინც, – თქვა რიპიჩიპმა და იუსტასს კუშტი სახით
მიაშტერდა, მაგრამ კასპიანმა დააჩქარა და ცოტა ხანში მე-
გობრები კიჩოს კაიუტში იყვნენ, რომელიც ლუსის დანახვის-
თანავე შეუყვარდა – სამი ოთხკუთხედი ფანჯარა აღელვებულ
ტალღებს გადაჰყურებდა; მაგიდას სამივე მხრიდან დაბალი,
ბალიშებიანი ძელსკამები ერტყა, ჭერზე ვერცხლის ლამპა
(ლუსიმ ჯუჯების დახვეწილი ნაკეთობა იმწამსვე იცნო) ეკიდა.
კარის თავზე ასლანი, ოქროს ლომი იყო გამოკვეთილი. ლუ-
სიმ ოთახს თვალი ძლივს შეავლო, რომ კასპიანმა მას მარ-
ჯვენა ქიმის მხარეს კარი გაუღო.
– ლუსი, აი, თქვენი კაიუტაც. მე, უბრალოდ, ჩემთვის
მშრალ სამოსს ავიღებ, – უთხრა კასპიანმა და კარადებში
ქექვას მოჰყვა, – მერე კი დაგტოვებთ, რომ მშვიდად გამოიც-
ვალოთ. ტანზე გამოცვლის შემდეგ, თუ თქვენს სველ სამოსს
გამომაწვდით, კუბრიკში გასაშრობად დაუყოვნებლივ გავ-
გზავნი.
ლუსი მალევე გაშინაურდა. გოგონა თავს ხომალდზე ისე
გრძნობდა, თითქოს კასპიანის კაიუტაში დიდი ხანია ცხოვ-
რობდა. გემის რწევა მას ოდნავადაც არ ადარდებდა, რადგან
წარსულში, როცა ლუსი ნარნიის დედოფალი იყო, ზღვით ხში-
რად მოგზაურობდა. კაიუტა ძალზე პატარა იყო, თუმცა – ნა-
14 მკითხველთა ლიგა
თელი. უზადოდ სუფთა კედლები ჩიტებით, მხეცებით, მეწამუ-
ლი, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონებითა და ვაზის ტოტებით
იყო მოხატული. კასპიანის ტანისამოსი ლუსის დიდი მოუვი-
და, თუმცა მათი მორგება როგორღაც მაინც მოახერხა. აი,
ფეხსაცმელი – სანდალი და საზღვაო ჩექმა კი ისეთი დიდი
იყო, რომ ვერ ჩაიცვა. ლუსი გემბანზე ფეხშიშველი სიარულის
წინააღმდეგი არ იყო. ჩაცმა რომ დაამთავრა, გოგონამ
კაიუტის ფანჯრიდან გაიხედა და აქაფებული ტალღების შემ-
ხედვარემ ღრმად ჩაისუნთქა. ლუსი დარწმუნებული იყო, რომ
წინ არაჩვეულებრივი მოგზაურობა ელოდათ.

15 მკითხველთა ლიგა
თავი მეორე

„განთიადის დამმორჩილებლის“ ბორტზე

– აჰ! აი, ლუსიც! – თქვა კასპიანმა, – სწორედ თქვენ გე-


ლოდით. ეს ჩემი კაპიტანია, ლორდი დრინიანი.
შავთმიანი კაცი ცალ მუხლზე დადგა და ლუსის ხელზე ეამ-
ბორა. გემბანზე მათ გარდა რიპიჩიპი და ედმუნდიც იყვნენ.
– იუსტასი სად არის? – იკითხა ლუსიმ.
– ლოგინში, – მიუგო ედმუნდმა, – არა მგონია, მისი დახ-
მარება შევძლოთ. მის მიმართ ყურადღებას თუ გამოიჩენ,
უარესად გაგულისდება.
– ჩვენ კი სათათბირო გვაქვს, – თქვა კასპიანმა.
– აბა, რა! – კვერი დაუკრა ედმუნდმა, – პირველ რიგში,
დროზე მინდა გკითხოთ. თქვენი მეფედ კურთხევიდან და
ნარნიიდან ჩვენი გამგზავრების შემდეგ, ჩვენი დროით, ერთი
წელი გავიდა. ნარნიაში?
– ზუსტად სამი წელი, – მიუგო კასპიანმა.
– ნარნიაში ყველაფერი რიგზეა? – ჰკითხა ედმუნდმა.
– ყველაფერი რიგზე რომ არ იყოს, განა ჩემს სამეფოს მი-
ვატოვებდი და ზღვაში გავიდოდი?! – უპასუხა მეფემ, – ყვე-
ლაფერი ჩინებულადაა. ტელმარინელებს, ჯუჯებს, ფავნებს,
მოლაპარაკე მხეცებსა და სხვებს შორის აღარანაირი ქიშპო-
ბა აღარაა. შარშან ზაფხულში, საზღვართან, იმ შარის მოტ-
რფიალე გოლიათებს ჭკუა ვასწავლეთ და ახლა ხარკს გვიხ-

16 მკითხველთა ლიგა
დიან. ჩემ აქ ყოფნაში ნარნიას შესანიშნავი რეგენტი ჰყავს –
ჯუჯა ტრამპკინი. ხომ გახსოვთ?
– ძვირფასი ტრამპკინი! – თქვა ლუსიმ, – რასაკვირვე-
ლია, მახსოვს! მასზე უკეთესს ვერავის აირჩევდით!
– თახვივით ერთგულია, მემ და... თაგვივით გულადი, –
დაასრულა დრინიანმა. არადა, „ლომივით გულადის“ თქმას
აპირებდა, მაგრამ რიპიჩიპის მზერა იგრძნო და გადაიფიქრა.
– ახლა საით გაგვიწევია? – იკითხა ედმუნდმა.
– ეს საკმაოდ გრძელი ამბავია, – დაიწყო კასპიანმა, –
გახსოვთ, ჩემს ყრმობაში, მირაზმა – ჩემმა უზურპატორმა ბი-
ძამ, შვიდი ლორდი, მამაჩემის მეგობრები (სავარაუდოდ,
ისინი მხარს მე დამიჭერდნენ) ეული კუნძულების მიღმა, აღ-
მოსავლეთის ზღვით, უცნობი მიწების შესასწავლად რომ გა-
აგზავნა?
– გვახსოვს, – დაუდასტურა ლუსიმ, – ისიც, რომ მათგან
უკან არცერთი აღარ დაბრუნებულა.
– მართალია. მოკლედ, ასლანის ნებით, ჩემი მეფედ კურ-
თხევის დღეს ფიცი დავდე, რომ თუ ნარნიაში მშვიდობას და-
ვამყარებდი, ერთი წლითა და ერთი დღით ხომალდით აღმო-
სავლეთისკენ გავცურავდი და მამაჩემის მეგობრებს ვიპოვი-
დი. ან, ბოლოს და ბოლოს, მათი დაღუპვის მიზეზს მაინც გა-
ვარკვევდი და თუ შევძლებდი, მათ გამო შურს ვიძიებდი. აი,
მათი სახელები: ლორდი რევილიანი, ლორდი ბერნი, ლორ-
დი არგოზი, ლორდი მავრამორნი, ლორდი ოკტესიანი,
ლორდი რესტიმარი და... ოჰ, კიდევ ერთი სახელის დამახ-
სოვრება გამიჭირდა.
– ლორდი რუპი, თქვენო უდიდებულესობავ, – შეახსენა
დრინიანმა.

17 მკითხველთა ლიგა
– რუპი, რა თქმა უნდა, – თქვა კასპიანმა, – აი, ესაა ჩემი
მთავარი განზრახვა, თუმცაღა რიპიჩიპს უფრო დიდი იმედები
აქვს.
მზერა ყველამ თაგვს მიაპყრო.
– ისეთივე დიდი, როგორიც ჩემი სულისკვეთება, ან, შეიძ-
ლება, არც ისე დიდი, როგორც ჩემი ტანი, – თქვა თაგვმა, –
მოკლედ, ვითომ, რატომ არ უნდა მივცუროთ სამყაროს აღ-
მოსავლეთ დასალიერთან? ვინ იცის, რა შეიძლება იქ ვნა-
ხოთ? პირადად მე ასლანის ქვეყნის პოვნის დიდი იმედი
მაქვს. დიდებული ლომი ხომ ყოველთვის აღმოსავლეთიდან,
ზღვის გადაღმიდან მოდის?!
– რა შესანიშნავი აზრია! – შესძახა ედმუნდმა აღტაცებით.
– ჰო, მაგრამ, თქვენი აზრით, – დაიწყო ლუსიმ, – ნუთუ
ასლანის ქვეყანა ისეთი ქვეყანაა... რომ მას ხომალდით მი-
ვადგებით?
– წარმოდგენა არ მაქვს, მადამ, – მიუგო რიპიჩიპმა, –
მაგრამ აი, რას გეტყვით. ჯერ კიდევ აკვანში ერთმა დრიადამ
ეს ლექსი მითხრა:

„ იქ, სადაც ცა ერწყმის წყალისა,


და ტალღები ჰკარგავენ მარილსა,
რიპიჩიპ, არ გინდა ეჭვი, შორეულ
აღმოსავლეთში ჰპოვებ მას, რასაც ეძებ “ .

არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ სიტ-


ყვებით მონუსხული დავიარები.
ხანგრძლივი მდუმარების შემდეგ ლუსიმ იკითხა:
– კასპიან, ახლა სად ვართ?

18 მკითხველთა ლიგა
– ამაზე კაპიტანი ჩემზე უკეთ გიპასუხებთ, – მიუგო კასპი-
ანმა. დრინიანმა რუკა ამოიღო და მაგიდაზე გაშალა.
– აი, აქ, – თქვა და თითი დაადო, – უფრო სწორად, შუად-
ღისას ვიყავით. ქეარ პარაველი ზურგის ქარით დავტოვეთ და
მცირე ხანი გალმის ჩრდილოეთით დავყავით, სადაც მეორე
დღეს ჩავედით. ნავსადგურში ერთი კვირით გავჩერდით, რა-
მეთუ გალმის ჰერცოგმა მისი აღმატებულებისათვის დიდებუ-
ლი ტურნირი გამართა, რომელზეც ჩვენმა მეფემ ცხენიდან
არაერთი რაინდი ჩამოაგდო...
– რამდენჯერმე თავადაც კარგად ჩამოვვარდი, დრინიან.
ამას დაჟეჟილობებიც მოწმობს.
– ...და მაინც, ცხენიდან მრავალი რაინდი ჩამოაგდეთ, –
გაიმეორა დრინიანმა ღიმილით, – ჩვენ ვიფიქრეთ, ჰერცოგი
ნასიამოვნები დარჩებოდა, თუ მისი აღმატებულება მის
ასულს ცოლად შეირთავდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გა-
მოვიდა...
– ჭორფლიანი და ელამი იყო, – გააწყვეტინა სიტყვა კას-
პიანმა.
– ო, საბრალო გოგონა! – თქვა ლუსიმ.
– გალმა დავტოვეთ, – განაგრძო დრინიანმა, – ორი დღე
ხოფებით მშვიდად ვცურავდით. მერე კვლავ ქარი ამოვარდა.
გალმიდან ტერებინთიაში ოთხ დღეში ჩავედით. ტერებინთი-
ის მეფემ გაგვაფრთხილა, ხმელეთზე ნუ გადმოხვალთ, ქა-
ლაქში რაღაც დაავადება მძვინვარებსო. ღუზა ქალაქიდან
შორს, პატარა უბეში ჩავუშვით და ლოდინი წყალზე გადავ-
წყვიტეთ. სამ დღეში სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარმა დაუბე-
რა და გეზი შვიდი კუნძულისკენ ავიღეთ. მესამე დღეს მეკობ-
რეების ხომალდი (აღკაზმულობით ტერებინთიულს ჰგავდა)
დაგვეწია. ერთმანეთს ისრები დავუშინეთ. მეკობრეები მიხ-
19 მკითხველთა ლიგა
ვდნენ, რომ კარგად შეიარაღებულები ვიყავით და გაქცევა
ამჯობინეს...
– მე თუ მკითხავთ, უკან უნდა დავდევნებოდით და ბორტზე
ყველა ნაძირალა ჩამოგვეხრჩო, – სიტყვა ჩააკვეხა რიპიჩიპ-
მა.
– ხუთ დღეში მუილთან ვიყავით. როგორც იცით, შვიდი
კუნძულიდან ის ყველაზე დასავლეთით მდებარეობს. სრუ-
ტეები ხოფებით გამოვიარეთ და მზის ჩასვლისას უკვე კუნ-
ძულ ბრენის წითელ ნავსადგურში ჩავუშვით ღუზა, სადაც დი-
დებულად გვაქეიფეს და სურსათ-სანოვაგითა და სასმელი
წყლით მოგვამარაგეს. წითელი ნავსადგური ექვსი დღის შემ-
დეგ დავტოვეთ. აღმოსავლეთით განსაცვიფრებელად დიდი
სიჩქარით მივიწევდით. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებ, რომ
ზეგ ჰორიზონტზე ეული კუნძულები გამოჩნდება. თითქმის
ოცდაათი დღეა, რაც ზღვაში ვართ და უკვე ოთხასი ლიე1 გა-
მოვიარეთ.
– ეული კუნძულების შემდეგ კიდევ რამდენი ხანი მოგვი-
წევს ცურვა? – იკითხა ლუსიმ.
– ეგ არავინ იცის, თქვენო აღმატებულებავ, – მიუგო დრი-
ნიანმა, – იქნებ, ეულ კუნძულებზე მცხოვრებლებმა გვითხრან
რამე.
– ჩვენი მეფობის ხანაში მათ არაფერი იცოდნენ, – თქვა
ედმუნდმა.
– მაშ გამოდის, რომ ნამდვილი თავგადასავალი ეული
კუნძულების შემდეგ დაიწყება! – თქვა რიპიჩიპმა.

1 ლიე – სიგრძის ძველებური ფრანგული საზომი = 4,5 კილომეტრს.


20 მკითხველთა ლიგა
კასპიანმა სტუმრებს შესთავაზა, ვახშმამდე ხომალდის
დათვალიერებას ხომ არ ისურვებდითო. ლუსიმ, რომელსაც
სინდისი ქენჯნიდა, მიუგო:
– მგონი, სჯობს იუსტასი მოვინახულო. ზღვის ავადმყოფო-
ბა საშინელებაა. ნეტავ ჩემი ჯადოსნური ნაყენი თან მქონდეს,
მის განკურნებას უცებ შევძლებდი.
– აქ არის, – უთხრა კასპიანმა, – თქვენთვის ამის თქმა გუ-
ლიდან გადამვარდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ნარნიაში
დატოვეთ, გადავწყვიტე, რომ სამეფო განძის ნაწილია და თან
წამოვიღე... თუმცაღა, ღირს კი მისი უბრალო ზღვის ავადმყო-
ფობის განსაკურნებლად დახარჯვა?!
– ერთი წვეთიც კი საკმარისია, – მიუგო ლუსიმ.
კასპიანმა ძელსკამების ქვეშ განჯინა გამოაღო და ამოიღო
პატარა ალმასის ბოთლი, რომელიც ლუსის ასე კარგად ახ-
სოვდა.
– ინებეთ, დედოფალო, – უთხრა კასპიანმა. მეგობრები
კაიუტიდან მაღლა, მზით განათებულ გემბანზე ავიდნენ.
გემბანზე ორი დიდი და გრძელი ლიუკი2 იყო. ერთი – ან-
ძის წინ, მეორე – უკან. კარგ ამინდში ლიუკები მუდამ ღია
იყო, რათა ხომალდში შუქსა და სუფთა ჰაერს ჩაეღწია. კას-
პიანი სტუმრებს მეორე, უკანა ლიუკში კიბით ჩაუძღვა. ქვე-
ვით ჩასულებმა თავი საკმაოდ ფართო სივრცეში ამოჰყვეს.
გემს ორივე მხარეს მეხოფეთათვის განკუთვნილი გრძელი
სკამები გასდევდა. ნიჩბების ხვრელებიდან შემოჭრილი შუქი
ჭერს ცელქად დასთამაშებდა. რასაკვირველია, კასპიანის გე-
მი ოდნავადაც არ ჰგავდა იმ საშინელ ველბოტს, რომელზეც
მეხოფეებად მონებს ამუშავებენ. ეკიპაჟი ხოფებს მხოლოდ

2 ლიუკი – გემბანიდან ტრიუმში ჩასასვლელი კარი


21 მკითხველთა ლიგა
ნავსადგურში შესასვლელ-გამოსასვლელად, ან უქარო ამინ-
დებში იყენებდა; და მენიჩბეობას (რიპიჩიპის გარდა, რომელ-
საც ძალზე მოკლე ფეხები ჰქონდა) არავინ თაკილობდა.
გრძელი სკამების ქვეშ ადგილი თავისუფალი იყო, რათა მე-
ხოფეებს ფეხების დაწყობა შესძლებოდათ. შუაგულში, ზუს-
ტად გემის ცხვირიდან კიჩომდე, ნაირ-ნაირი სანოვაგით სავ-
სე ტრიუმი იჭიმებოდა. ფქვილის ტომრები, წყლითა და ლუ-
დით სავსე კასრები, ქოთნებში – თაფლი, ტყავის მათარები
ღვინით, ყველი, თხილი, ვაშლი, თალგამი, ღორის ხორცი,
შებოლილი ხორცი, ნამცხვრები და ორცხობილები; ჭერზე –
გემბანის ქვედა მხარეს შაშხი და ხახვის ასხმები ეკიდა, ასევე,
ჰამაკები მეზღვაურებისთვის. კასპიანი მათ კიჩოსკენ მიუძ-
ღვოდა, თან სკამიდან სკამზე აბიჯებდა. ყოველ შემთხვევაში,
მისთვის ეს ნაბიჯები იყო; ლუსისთვის რაღაც ნახტომსა და ნა-
ბიჯს შორის, ხოლო რიპიჩიპისთვის – თითქმის ფრენა. მალე
ხის კარს მიადგნენ. კასპიანმა კარი გააღო და სტუმრებს კი-
ჩოს ქვეშ, კაიუტაში შეუძღვა. რასაკვირველია, პაწია სივრცე
დიდი სიმყუდროვით არ გამოირჩეოდა. დაბალჭერიან, კედ-
ლებდაქანებულ კაიუტაში იატაკი საერთოდ არ ჩანდა და იმის
გამო, რომ ხომალდის ეს ნაწილი წყალქვეშ ექცეოდა, სქელ-
შუშიანი ფანჯრების გაღება შეუძლებელი იყო. უეცრად გემმა
რწევა დაიწყო და ფანჯრებიდან მზისა და ზღვის
მოოქროსფრო-მომწვანო შუქი შემოიღვარა.
– მე და თქვენ, ედმუნდ, აქ დავბინავდებით, – უთხრა კას-
პიანმა, – ჰამაკებში დავიძინებთ, თქვენს ნათესავს კი ნარს
დავუთმობთ.
– თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით... – დაიწყო
დრინიანმა.

22 მკითხველთა ლიგა
– არა, არა, კაპიტანო, – სიტყვა გააწყვეტინა კასპიანმა, –
ამაზე უკვე ვიკამათეთ. თქვენ და რინსი (რინსი კაპიტნის თა-
ნაშემწე იყო) ხომალდს მართავთ და საღამოობით, როცა
ჩვენ სიმღერებითა და ამბების თხრობით ვიქნებით გართულ-
ნი, თქვენ მაღლა, კაპიტნის კაიუტაში უნდა იყოთ და ყველა-
ფერს თვალი მიადევნოთ. მე და მეფე ედმუნდი აქ მშვენივ-
რად მოვთავსდებით. უცხოზე რას იტყვით?
სახეგადალურჯებულმა იუსტასმა წარბები შეკრა და იკით-
ხა, შტორმი ჩადგომას თუ აპირებსო.
– რა შტორმი? – ჰკითხა კასპიანმა. დრინიანს კი სიცილი
აუვარდა.
– რა შტორმი, სერ! – იღრიალა მან, – ამაზე უკეთეს
ამინდს კაცი ვერ ინატრებს.
– ეს ვინღაა? – იკითხა გაღიზიანებულმა იუსტასმა, – აქე-
დან მომაცილეთ. მისი ხმა თავში მესობა!
– იუსტას, რაღაც ისეთი მოგიტანეთ, რაც გიშველის, – უთ-
ხრა ლუსიმ.
– ოხ! თავი დამანებეთ! – დაიგმინა იუსტასმა, თუმცა ნაყე-
ნი მაინც დალია და მერეც განაცხადა: „რა საზიზღრობაა!“ (ა-
რადა, როგორც კი ლუსიმ ბოთლს თავი მოხსნა, კაიუტაში
საამო სურნელი გაიფრქვა). ნაყენის დალევიდან სულ რაღაც
რამდენიმე წამში იუსტასი ფერზე მოვიდა. ბიჭუნა ალბათ მომ-
ჯობინებულიყო, რადგან თავში შტორმის ხმაზე წუწუნისა და
კვნესის ნაცვლად ბრძანებებს იძლეოდა. ითხოვდა, პირვე-
ლივე შემხვედრ ნავსადგურში ჩამომსვით, ბრიტანეთის სა-
კონსულოში თქვენ წინააღმდეგ სარჩელი უნდა შევიტანოო,
მაგრამ როცა რიპიჩიპმა ჰკითხა „სარჩელი“ რა არის და რო-
გორ უნდა „შეიტანოო“ (იფიქრა, ალბათ, ორთაბრძოლის რა-
მე ახალი სახეობააო), იუსტასმა უპასუხა: „სასწაული! ესეც კი
23 მკითხველთა ლიგა
არ იცით!“ საბოლოოდ, მათ წარმატებით გაართვეს თავი იუს-
ტასის დარწმუნებას, ხომალდი უახლოესი ნავსადგურისკენ
მთელი სისწრაფით მიცურავს და შენი კემბრიჯში – სადაც ბი-
ძია ჰაროლდი ცხოვრობდა – გაგზავნა ისეთივე შეუძლებე-
ლია, როგორც – მთვარეზეო. განაწყენებულმა იუსტასმა მის-
თვის მირთმეული მშრალი ტანისამოსი ჩაიცვა და გემბანზე
ავიდა.
სტუმრებს ხომალდის უმეტესი ნაწილი უკვე ენახათ, თუმცა
კასპიანმა ექსკურსია მაინც განაგრძო. გემის ცხვირზე ასუ-
ლებმა მოოქრული დრაკონის კისერში, ვახტზე მდგარი წინ-
მაყურებელი დაინახეს, რომელიც დრაკონის ღია პირიდან
ზღვას გაჰყურებდა. კამბუზი (ანუ სამზარეულო) და კუბრიკი3
გემის ცხვირის ნაწილში იყო განთავსებული.
თუ გემის ცხვირზე კამბუზის განთავსება უცნაური გგონიათ
და ამ დროს საკვამური მილიდან ამოსულ შავ კვამლს წარმო-
იდგენთ, რომელიც მთელ ხომალდს უკან ეფინება, მაშინ
თქვენ პირქარში მცურავ თბომავლებზე ფიქრობთ და არა –
იალქნიან ხომალდზე, რომელზეც ზურგის ქარს კვამლი და
მყრალი სუნი წინ გადააქვს. სტუმრები ვანტების საშუალებით
ანძის კენწეროში აცოცდნენ. თავდაპირველად, როცა ანძამ
წინ და უკან რხევა დაიწყო და ქვევით დაპატარავებული გემ-
ბანი ძალზე შორეული გახდა, ბავშვები შიშმა შეიპყრო. იფიქ-
რეს, ახლა აქედან რომ გადავცვივდეთ, პირდაპირ ზღვაში აღ-
მოვჩნდებითო. შემდეგ ისინი კიჩოზე გაიყვანეს, სადაც ვეება
რუმპელთან რინსი და კიდევ ერთი კაცი მორიგეობდნენ. მათ
ზურგს უკან კი, მოოქრული დრაკონის მაღლააწეულ კუდში,

3ეკიპაჟის: ბოცმანის, დურგლის, მზარეულისა და მთავარი მშვილდოსნის


საცხოვრებელი კაიუტები
24 მკითხველთა ლიგა
საშუალო ზომის გრძელი სკამი მოჩანდა. გემს სახელად „გან-
4
თიადის დამმორჩილებელი“ ერქვა და იგი იმ კოგებთან ,
დრომონებთან5, კარაკებთან6 და გალეონებთან7 შედარებით,
რომელსაც მეფეთმეფე პიტერის ხელმწიფობის ქვეშ მყოფი
დედოფალი ლუსისა და მეფე ედმუნდის მმართველობისას
ნარნია ფლობდა, ბევრად პატარა იყო. ნარნიაში ზღვაოსნო-
ბის გაქრობა კასპიანის წინაპრების დამსახურება იყო. ცნობი-
ლია, რომ როცა კასპიანის ბიძამ, უზურპატორმა მირაზმა შვი-
დი ლორდი ზღვაში დავალებით გაგზავნა, ლორდებს გალმუ-
რი გემის ყიდვა და გალმელი მეზღვაურების დაქირავება მო-
უხდათ. კასპიანმა, წინაპრებისაგან განსხვავებით, ნარნიაში
ზღვაოსნობის აღორძინება გადაწყვიტა და ჯერჯერობით, მისი
მეფობისას აშენებული გემებიდან „განთიადის დამმორჩილე-
ბელი“ საუკეთესო გახლდათ. ხომალდი ისეთი პატარა იყო,
რომ ანძის წინ გემბანზე – პირველ ლიუკს, სამაშველო ნავსა
და საქათმეს შორის (ლუსიმ ქათმებს აჭამა) ადგილი თით-
ქმის არ იყო. და მაინც, გემი ლამაზი იყო. „ლედი“ – ასე იხსე-

4 კოგი – სავაჭრო ერთ ან ორანძიანი იალქნიანი გემი, გავრცელებული


ჩრდ. ევროპაში XII-XV სს-ში. მაქსიმალური ზომები: სიგრძე 30 მ, სიგანე
8 მ, ჩაჯდომა 4 მ.
5 დრომონი – იალქნიანნიჩბიანი სამხედრო გემი V-VII სს-ის ბიზანტიაში.

ჰქონდა ნიჩბების 12 რიგი, მაღალი ბორტები, საბრძოლო ბაქნები ცხვირ-


ზე და კიჩოზე, ტარანი ცხვირისეულ ნაწილში, 1-2 ანძა.
6 კარაკა – დიდი, 36 მმ-დე სიგრძის იალქნიანი გემი, გავრცელებული XIII-

XVI სს-ში ჯერ პორტუგალიაში და ვენეციაში, შემდეგ ინგლისსა და საფ-


რანგეთში.
7 გალიონი – 1. იალქნიანი სამხედრო ხომალდი XVI-XVII სს-ში, გავრცე-

ლებული ინგლისში, ესპანეთში და საფრანგეთში. სიგრძე დაახლ. 40 მ,


სიგანე 10-14 მ, წყალწყვა 500-1400 ტ.; 2. ესპანური იალქნიანი ორან-
ძიანი გემი სარდინების სანაპირო ჭერისათვის. სიგრძე 15 მ, სიგანე 7 მ--
მდე, ეკიპაჟი 20 კაცამდე
25 მკითხველთა ლიგა
ნიებდნენ მეზღვაურები იდეალურკონტურებიან ხომალდს,
რომლის ფერები და გემსართავები დიდი სიყვარულითა და
მზრუნველობით შეერჩიათ. იუსტასს არაფერი მოსწონდა.
ყველას ყურები გამოუჭედა ტრაბახით, „ჩვენ“ ლაინერები, კა-
ტერები, თვითმფრინავები და წყალქვეშა გემები გვყავსო
(„თითქოს მათზე რამე მართლა იცოდეს“ , – ჩაიდუდუნა ედ-
მუნდმა თავისთვის). აი, ლუსი და ედმუნდი კი „განთიადის
დამმორჩილებლით“ აღფრთოვანებულები იყვნენ. საღამოს
პირს, კიჩოზე, კაიუტაში სავახშმოდ დაბრუნებულებმა დაინა-
ხეს, რომ დასავლეთის ცა მუქ ჟოლოსფრად ანათებდა, მზე
ნელ-ნელა ზღვაში იძირებოდა. უეცრად გემმა წყალზე რწევა
დაიწყო. ბავშვებმა ზღვის მარილიანი სურნელი შეისუნთქეს
და გონებაში იმ უცნობ მიწებზე დაიწყეს ფიქრი, რომლებიც
სამყაროს აღმოსავლეთ დასალიერთან ელოდათ. ლუსი ბედ-
ნიერებისაგან ლამის დამუნჯდა.
ჯობს თავად იუსტასმა გიამბოთ, რაზე ფიქრობდა იმ დროს.
დილით ბიჭუნას გამშრალი ტანისამოსი დაუბრუნეს თუ არა,
ჯიბიდან ფანქარი და შავი წიგნაკი ამოიღო. იუსტასი ამ წიგ-
ნაკს მუდამ თან დაატარებდა და შიგნით ნიშნებს იწერდა.
მართალია, საგნები დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ ნიშ-
ნებზე სერიოზულად დარდობდა და ერთთავად ყველას ეკით-
ხებოდა: „მე ამდენი მივიღე. შენ რა დაგიწერეს?“ საქმეს ისე-
თი პირი უჩანდა, რომ „განთიადის დამმორჩილებელზე“ იუს-
ტასი ნიშნებს ვერ მიიღებდა, ამიტომ დღიურის წარმოება გა-
დაწყვიტა. აი, მისი პირველი ჩანაწერიც:

„7 აგვისტო. თუ ეს სიზმარი არაა, მაშინ ოცდაოთხი საათია,


რაც ამ საზიზღარ გემზე ვარ. მთელი ამ ხნის განმავლობაში
საშინელი შტორმი ბობოქრობს (რა კარგია, რომ ზღვის ავად-
26 მკითხველთა ლიგა
მყოფობა არ მჭირს!) ვეებერთელა ტალღების გამო ეს ნავუკა
ჩაძირვას არაერთხელ გადაურჩა. ყველა თავს იკატუნებს, ვი-
თომ ვერაფერს ხედავს. ან მატრაკვეცობენ, ან ფაქტებზე თვა-
ლებს ხუჭავენ. ჰაროლდის თქმით, ეს მდაბიოების ერთ-ერთი
ყველაზე ლაჩრული თვისებაა. ზღვაში ამ დამპალი, პატარა
რაღაცით შესვლა წმინდა წყლის სიგიჟეა და მეტი არაფერი!
სამაშველო ნავზე ბევრად დიდიც არაა! რასაკვირველია, შიგ-
ნით ყველაფერი პრიმიტიულია. არანაირი სალონი, არა-
ნაირი რადიო, არანაირი საპირფარეშო და არანაირი შეზ-
ლონგები. გუშინ მთელი საღამო აქეთ-იქით დამათრევდნენ.
კასპიანმა ტრაბახით ტვინი წაგვიღო. ამ მოცუცქნულ, სათამა-
შო ნავს ისე აქებდა, თითქოს „დედოფალი მერი“ ყოფილიყო.
ვცადე მისთვის ამეხსნა, როგორი უნდა იყოს ნამდვილი გემი,
მაგრამ ვერ გაიგო. საამისოდ მეტისმეტად გონებაჩლუნგია.
ე.-მ და ლ.-მ, რასაკვირველია, მხარი არ ამიბეს. ჩემი აზრით,
ისეთი ბავშვი, როგორიცაა ლ. ნამდვილ ფათერაკებს ვერ აც-
ნობიერებს, ე. კი ოცდაოთხი საათი კ.-ს ეპირფერება, ისევე,
როგორც ყველა ამ გემზე. მას „მეფეთი“ მიმართავენ. კასპი-
ანს ვუთხარი, მე რესპუბლიკელი ვარ-მეთქი, მან კი მკითხა,
ეგ რას ნიშნავსო! ეტყობა, საერთოდ არაფერი იცის. აქვე უნ-
და დავძინო, რომ ამ ნავზე ყველაზე ცუდი კაიუტა, რომელზეც
დილეგი უფრო ითქმის, მე მომცეს. ლუსის კი კიჩოზე ვეება
კაიუტა დაუთმეს. სხვა სივრცეებთან შედარებით, ლუსის ოთა-
ხი ნამდვილად კარგია. კ. ამბობს, ასე იმიტომ მოვიქეცით,
რომ გოგოაო. მე მისთვის თვალების ახელა ვცადე, ალბერ-
ტას თქმით, ასეთი რაღაცები გოგოებს უფრო ამცირებს--
მეთქი, მაგრამ ის მეტისმეტად გონებაჩლუნგია და ვერ
გაიგო. ნეტავ იმას მაინც მიხვდეს, რომ შეიძლება იმ სოროში
ავადმყოფობა ავიკიდო. ე.-მ მითხრა, უმადურები არ უნდა ვი-
27 მკითხველთა ლიგა
ყოთ, რადგან კ. ჩვენთან იმიტომ ჩამოსახლდა, რომ თავის
კაიუტა ლ.-სთვის დაეთმოო. მით უარესი. ახლა კიდევ უფრო
მეტ სივიწროვეში მოგვიწევს ყოფნა. ჰო, კინაღამ დამავიწყდა
მეთქვა, რომ გემზე არის რაღაც თაგვისმაგვარი არსება, რო-
მელიც ყველას ეთავხედება. სხვებს როგორც სურთ, ისე მო-
იქცნენ, დაე, უთმინონ. მე ნამდვილად არ ვაპირებ. აბა, ერთი
რამე გამიბედოს, იმწამსვე კუდს მოვუგრეხ. საჭმელი საშინე-
ლია“ .

იუსტასსა და რიპიჩიპს შორის შელაპარაკება იმაზე ადრე


მოხდა, ვიდრე ამას თქვენ წარმოიდგენდით. მომდევნო დღეს,
სამხრობის ჟამს, იმ დროს, როცა სხვები სუფრის გაშლის მო-
ლოდინში მაგიდას შემოსხდომოდნენ (ზღვაში ასე იცის, მა-
დაზე მოდიხარ), იუსტასი კაიუტაში ხელების სრესით შევარდა
და ყვირილი მორთო:
– იმ თქვენმა პატარა მხეცმა ლამის სიცოცხლეს გამომა-
სალმა! მოვითხოვ დააკავოთ! კასპიან, გიჩივლებთ! გიბრძა-
ნებთ ის დაუყოვნებლივ გაანადგუროთ!
ამ დროს კაიუტაში რიპიჩიპიც გამოჩნდა. ხელში რაპირა-
მომარჯვებული და ულვაშებაპრეხილი თაგუნა გააფთრებუ-
ლი ჩანდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, თავაზიანი იყო.
– დიდი ბოდიშის მოხდით, – დაიწყო რიპიჩიპმა, – განსა-
კუთრებით კი მისი აღმატებულება დედოფლის წინაშე. რომ
მცოდნოდა, თავს აქ შემოვარდნით უშველიდა, მისთვის ჭკუის
სასწავლებლად სხვა დროს შევარჩევდი.
– კი მაგრამ, რაშია საქმე? – იკითხა ედმუნდმა.
აი, რა მოხდა სინამდვილეში: რიპიჩიპს, რომელსაც მიაჩ-
ნდა, გემი საკმარისად სწრაფად არ მიცურავსო, წინ, ზუსტად
დრაკონის თავის გვერდით, ფალშბორტზე ჯდომა და აღმო-
28 მკითხველთა ლიგა
სავლეთის ჰორიზონტის ცქერა უყვარდა, თან დრიადების მი-
ერ საგანგებოდ მისთვის შეთხზულ სიმღერას ღიღინებდა. გე-
მი რაც არ უნდა გადახრილიყო, რიპიჩიპი არასოდეს არა-
ფერს ეჭიდებოდა. მას წონასწორობის შენარჩუნება ოდნავა-
დაც არ უჭირდა – სავარაუდოდ, გრძელი კუდის წყალობით,
რომელიც ფალშბორტიდან ქვევით, გემბანს სწვდებოდა.
ბორტზე რიპიჩიპის ეს ჩვევა ყველასთვის კარგად იყო
ცნობილი და მეზღვაურებს მოსწონდათ კიდეც, რადგან ასე
ვახტზე მდგომ წინმაყურებელს ვინმესთან დალაპარაკება შე-
ეძლო. დღემდე არ ვიცი, რამ გადააწყვეტინა იუსტასს გემის
ცხვირზე გასვლა (წინ სულ ბარბაცითა და ბორძიკით მიიწევ-
და, გემბანზე სიარული ვერა და ვერ ესწავლა). შეიძლება,
იმედი ჰქონდა, ხმელეთს თვალს მოვკრავო, ან რამის მოსა-
პარად ემზადებოდა და კამბუზთან უსაქმოდ დგომით დრო
გაჰყავდა. მოკლედ, როგორც კი იუსტასმა გრძელი კუდი
დაინახა – ალბათ, ძნელია ცდუნებას გაუძლო – იფიქრა, რა
კარგი იქნება, რიპიჩიპის კუდზე ხელი ჩამავლებინა და ერთ-
ორჯერ გემოზე დამაბზრიალებინაო, მერე კი სიცილით გაიქ-
ცეოდა. თავიდან გეგმა მშვენივრად მიდიოდა. თაგვი კატაზე
არც მძიმე და არც ბევრად დიდი იყო. იუსტასმა რიპიჩიპი
მოაჯირიდან თვალის დახამხამებაში ჩამოათრია. „რა სულე-
ლურად გამოიყურება პირდაფჩენილი და ხელფეხგაფარჩხუ-
ლი!“ – გაიფიქრა იუსტასმა. არ გეგონოთ, რომ მრავალომგა-
მოვლილი რიპიჩიპისათვის, რომელსაც თავი და მხნეობა
არასოდეს დაეკარგა, ასე იოლი იყო რაპირის ქარქაშიდან
სწორედ მაშინ ამოღება, როცა ვიღაცას კუდით ეჭირა და ჰა-
ერში აბზრიალებდა; მაგრამ მან ეს მაინც მოახერხა. უეცრად,
იუსტასს ხელში რაღაც ორჯერ ძალიან მწარედ შეერჭო, რის
გამოც თაგვის კუდზე ხელი გაეშვა. რიპიჩიპი გემბანზე ბურ-
29 მკითხველთა ლიგა
თივით გაგორდა. წამიც არ იყო გასული, რომ თაგვი შამფუ-
რივით გრძელ და წვეტიან იარაღს იუსტასს მუცელთან უტ-
რიალებდა (ნარნიელი თაგვები წელქვევით არდარტყმის
წესს არ აღიარებენ, რადგანაც, დაბალი სიმაღლის გამო, მე-
ტოქეს წელზევით ვერ სწვდებიან).
– შეწყვიტე! – აყვირდა იუსტასი, – მომშორდი! არ მომეკა-
რო! ეგ რაღაც მომარიდე, საშიშია! გეუბნები, შეწყვიტე--
მეთქი! იცოდე, კასპიანს ვეტყვი! ალიკაპს გაგიკეთებენ და
გაგკოჭავენ!
– ხმალს რატომ არ იშიშვლებთ, ლაჩარო! – აწრიპინდა
თაგვი. – ქარქაშიდან ამოაგეთ და შემერკინეთ, თორემ იმ-
დენს გირტყამთ, თავიდან ფეხებამდე დაგალურჯებთ!
– არ მაქვს! – მიუგო იუსტასმა, – მე პაციფისტი ვარ! ომებს
ვერ ვიტან!
– თუ სწორად მიგიხვდით, – დაიწყო რიპიჩიპმა მკაცრად
და რაპირა ძირს დაუშვა, – დუელში გამოწვევაზე უარით მის-
ტუმრებთ.
– არ ვიცი, რას გულისხმობ! – უთხრა იუსტასმა და ნატკენი
ხელის ზელა დაიწყო, – თუ უბრალო ხუმრობას ვერ მიხვდი,
ახსნით თავს არც შევიწუხებ!
– მაშინ, მე გასწავლით, რა არის კარგი მანერები! – უთ-
ხრა გაავებულმა რიპიჩიპმა – და როგორი – პატივისცემა –
უნდა – გამოიჩინო – რაინდის, თაგვისა – და თაგვის კუდის
მიმართ! – ყოველ სიტყვაზე (იქ, სადაც ტირეა დასმული) თაგ-
ვი იუსტასს ჯუჯების მიერ გამოჭედილ, ფოლადის თხელპირი-
ან რაპირას როზგივით ურტყამდა. იუსტასი, რასაკვირველია,
ისეთ სკოლაში სწავლობდა, სადაც ფიზიკური დასჯა აკრძა-
ლული იყო, ამიტომ ეს შეგრძნება ბიჭისთვის სიახლე აღმოჩ-
ნდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომლის წყალო-
30 მკითხველთა ლიგა
ბითაც იუსტასმა გემბანი ისე გადაირბინა, ერთხელაც არ
წაუბორძიკებია. კაიუტაში შევარდნილს რიპიჩიპი ცხელ
კვალზე, ფეხდაფეხ მიჰყვა. იუსტასმა გულში გაიფიქრა, თაგ-
ვმა იმდენი მირტყა, რაპირა წითლად ვარვარებსო.
კაიუტაში შევარდნილი იუსტასი მალევე მიხვდა, რომ
დუელის იდეა ყველამ სერიოზულად მიიღო. კასპიანმა მას
თავისი ხმალიც კი შესთავაზა. დრინიანმა და ედმუნდმა იმაზე
დაიწყებს ბჭობა, იუსტასი რიპიჩიპთან შედარებით ტანად დი-
დია და მეტოქეთა ძალთა გასათანაბრებლად რამე ხომ არ
მოვიფიქროთო. იუსტასი დარწმუნდა, ვერაფერს გავხდებიო
და რიპიჩიპს ბოდიში ცალყბად მოუხადა, რის მერეც ნატკენი
ხელის შესახვევად ლუსის გაჰყვა. ბოლოს თავის კაიუტაში
ჩავიდა და ნარზე გვერდულად ფრთხილად დაწვა.

31 მკითხველთა ლიგა
თავი მესამე

ეული კუნძულები

– ხმელეთი! – დაიყვირა წინმაყურებელმა.


ლუსიმ, რომელიც ამ დროს კიჩოზე რინსს ესაუბრებოდა,
კიბეზე სწრაფად ჩაირბინა და გემის ცხვირისკენ გაიქცა. გო-
გონას გზად ედმუნდი შეუერთდა. კასპიანი, დრინიანი და რი-
პიჩიპი და-ძმას გემის ცხვირზე ელოდებოდნენ. სუსხიანი დი-
ლა გათენებულიყო. ცას ბაცი ცისფერი გადაჰკვროდა, ზღვა
კი თითქმის ლურჯად ელავდა და თეთრ შხეფებს დროდადრო
აქეთ-იქით ისროდა. წინ, გემის მარჯვენა ქიმიდან ოდნავ მო-
შორებით, კუნძული ფელიმეთი ზღვაში მწვანე ბორცვივით წა-
მოჭიმულიყო. მის უკან, საკმაოდ შორს კი დორნის რუხი ფერ-
დობები ჩანდა.
– ძვირფასი ფელიმეთი! ძვირფასი დორნი! – შესძახა ლუ-
სიმ და ტაში შემოჰკრა, – ოჰ! ედმუნდ, ბოლოს აქ რამდენი
ხნის წინ ვიყავით!
– დღემდე ვერ გამიგია, რატომ შედის ეს კუნძულები ნარ-
ნიის შემადგენლობაში, – თქვა კასპიანმა, – ნუთუ ისინი მე-
ფეთმეფე პიტერმა დაიპყრო?
– ო, არა, – უპასუხა ედმუნდმა, – ისინი ჩვენამდეც, თეთრი
კუდიანის მბრძანებლობის ხანაშიც კი, ნარნიის შემადგენ-
ლობაში შედიოდნენ.
(არც მე ვიცი, როგორ მოხვდა ეს შორეული კუნძულები
ნარნიის სამეფოს შემადგენლობაში, მაგრამ თუ რამეს ყურს
32 მკითხველთა ლიგა
მოვკრავ და ამბავი საინტერესო იქნება, შეიძლება მათზე სხვა
წიგნებში გიამბოთ).
– თქვენო აღმატებულებავ, ნაპირთან მივცუროთ? – ჰკით-
ხა დრინიანმა.
– მგონი, ფელიმეთზე გადასვლა არ ღირს. ჩვენ დროს კუნ-
ძული დაუსახლებელი იყო და ვატყობ, აქ არაფერი შეცვლი-
ლა. კუნძულებიდან ყველაზე მჭიდროდ დასახლებული დორ-
ნი იყო. ისე, ხალხი ავრაზეც (მესამე კუნძულზე) ცხოვრობდა,
მაგრამ – ცოტა. ავრა ჯერ არ ჩანს. ფელიმეთს ამ კუნძულების
ბინადარნი ცხვრების საძოვრებად იყენებდნენ.
– ესე იგი, მას შემოვუვლით, – თქვა დრინიანმა, – და
დორნზე გადავალთ. ცურვა ხოფებით მოგვიწევს.
– რა დასანანია, რომ ფელიმეთზე ვერ გადავსხდებით, –
თქვა ლუსიმ, – კუნძულზე გასეირნება გამიხარდებოდა. იგი
ისეთი ეული იყო. ოღონდ, კარგი გაგებით ეული. მწვანედ აბი-
ბინებული ბალახი, სამყურები და ზღვის საამური ჰაერი.
– გულწრფელად რომ ვთქვა, გავლა-გამოვლა არც მე მაწ-
ყენდა, – დაიწყო კასპიანმა, – აი, რას გეტყვით: მოდით, ნავ-
ში ჩავსხდეთ და ნაპირზე გადავიდეთ, ფელიმეთი ფეხით გა-
დავიაროთ და „განთიადის დამმორჩილებელს“ კუნძულის
მეორე მხარეს დავხვდეთ, რას იტყვით?
კასპიანი რომ ისეთივე გამოცდილი ყოფილიყო, როგორც
იგი ამ მოგზაურობის დასასრულს გახდება, ლუსის ამას არ
შესთავაზებდა, მაგრამ იმწუთას კუნძულზე გადასვლა შესა-
ნიშნავ აზრად ეჩვენებოდა.
– მოდით! – კვერი დაუკრა ლუსიმ.
– თქვენც წამოგვყვებით, არა? – ჰკითხა კასპიანმა
ხელშეხვეულ იუსტასს, რომელიც გემბანზე სწორედ ამ დროს
ამოვიდა.
33 მკითხველთა ლიგა
– ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ამ წყეულ ნავს მოვ-
შორდე, – მიუგო ბიჭმა.
– წყეული? – იკითხა დრინიანმა, – რას გულისხმობთ?
– ისეთ ცივილიზებულ ქვეყანაში, საიდანაც მე ვარ, გემები
იმხელები არიან, რომ საერთოდ ვერ გრძნობ, ზღვაში თუ
ხარ, – მიუგო იუსტასმა
– მაშინ, ზღვაში გასვლას რაღა აზრი აქვს?! რა უაზრობაა!
– თქვა კასპიანმა, – დრინიან, მეზღვაურებს უბრძანე ნავი
წყალზე დაუშვან.
მეფე, თაგვი, იუსტასი და პევენსები ნავში ჩასხდნენ და ფე-
ლიმეთის ნაპირზე გადავიდნენ. ნავი „განთიადის დამმორჩი-
ლებელზე“ გაბრუნდა, რომელიც კუნძულიდან გასაოცრად
პატარა მოჩანდა.
ლუსი ფეხშიშველი იყო. მან ფეხსაცმელი ჯერ კიდევ ზღვა-
ში ჩავარდნისას გაიხადა, თუმცა გოგონას კორდზე სიარული
არ გასჭირვებია. ნაპირზე სეირნობამ და ბალახისა და მიწის
სურნელის სუნთქვამ ყველა საშინლად აღაფრთოვანა, თუმცა
დროდადრო ისეთი შეგრძნება ეუფლებოდათ, თითქოს ფეხ-
ქვეშ ნიადაგი მოძრაობდა. ეს სულაც არაა გასაკვირი, თუ
გემზე დიდხანს დაჰყოფ. კუნძულზე უფრო თბილოდა, ვიდრე
ბორტზე. ლუსის შიშველ ფეხებზე ქვიშა სიამოვნებდა. სადღაც
ტოროლა გალობდა.
მათ საკმაოდ ციცაბო, თუმცა არც ისე მაღალი გორა გა-
დაიარეს. გორის თავზე შემდგრებმა გახედეს „განთიადის
დამმორჩილებელს“ , რომელიც ვეება ხოჭოს დამსგავსებო-
და. ხომალდი ჩრდილო-დასავლეთისკენ ზლაზვნით მიიწევ-
და. გორის გადავლის შემდეგ გემი თვალს მიეფარა.
მალე დორნი გამოჩნდა, რომელსაც ფელიმეთისგან დაახ-
ლოებით ორ მეტრამდე სიგანის არხი ჰყოფდა; მისგან მარ-
34 მკითხველთა ლიგა
ცხნივ ავრა იყო. დორნის პატარა, თეთრი ქალაქი, რომელ-
საც ვიწრო ნავსადგური ერქვა, ახლა თავისუფლად ჩანდა.
– ესენი ვინ არიან? – იკითხა მოულოდნელად ედმუნდმა.
ის-ის იყო მწვანედაფეთქებულ ხეობაში დაეშვნენ, რომ
უეცრად ხესთან მჯდომი ექვსი თუ შვიდი არასანდო, უხეში გა-
რეგნობის მქონე კაცი დაინახეს. ყველა მათგანი შეიარაღებუ-
ლი იყო.
– ჩვენი ვინაობა არ გათქვათ, – გააფრთხილა მეგობრები
კასპიანმა.
– თქვენო აღმატებულებავ, დაგვდეთ პატივი და გვითხა-
რით – რატომ? – ჰკითხა მეფეს რიპიჩიპმა, რომელიც ლუსის
მხარზე დასკუპებას დათანხმებოდა.
– თავში ეს წუთია გამიელვა, რომ ნარნიის შესახებ აქ დი-
დი ხანია არაფერი სმენიათ, – უპასუხა კასპიანმა, – შესაძ-
ლოა, არაფერი იციან იმაზე, რომ კუნძულებზე ნარნიის მმარ-
თველობა ვრცელდება. შესაბამისად, შეიძლება საშიში იყოს
იმის გამხელა, რომ მათი მეფე ვარ.
– თქვენო ღირსებავ, ჩვენ ხმლები გვაქვს, – შეახსენა თაგ-
ვმა.
– ვიცი, რიპი, ვიცი, – მიუგო კასპიანმა, – მაგრამ თუ საქმე
ამ კუნძულების ხელახლა დაპყრობაზე მიდგა, მაშინ მირჩევ-
ნია, აქ დიდი ფლოტით დავბრუნდე.
უცხოებს ამ საუბარში გართულნი მიუახლოვდნენ. ერთ-
ერთი ზორბა, შავთმიანი კაცი მათ ყვირილით მიესალმა:
– დილა მშვიდობისა!
– დილა მშვიდობისა, – უთხრა კასპიანმა, – ეულ კუნძუ-
ლებს ძველებურად გუბერნატორი მართავს?

35 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, გუბერნატორი გამპასი! – უპასუხა კაცმა,
– მისი ღრმად პატივცემულობა ახლა ვიწრო ნავსადგურშია.
აქ დარჩით, ჩვენთან ერთად დალიეთ.
კასპიანმა კაცს მადლობა გადაუხადა. მართალია, არც მა-
სა და არც სხვებს ახალი ნაცნობები დიდად არ მოეწონათ,
მაგრამ უარი ვერ უთხრეს. ის-ის იყო სასმისები პირთან
მიიტანეს, რომ შავთმიანმა კაცმა მეგობრებს თავი დაუქნია
და ხუთივე ელვისებურად კაცების ძლიერ მკლავებში მოექცა.
მცირეხნიანი შეწინააღმდეგების შემდეგ, (ნათელია, უპირა-
ტესობა ვის მხარესაც იქნებოდა) მათ იარაღი აჰყარეს და ხე-
ლები ზურგზე შეუკრეს. რიპიჩიპის გარდა, რომელიც კაცის
ხელიდან დასხლტომას ცდილობდა და თითებზე გააფთრე-
ბით კბენდა.
– მაგ მხეცთან ცოტა ფრთხილად, ტეკს, – დაარიგა ლი-
დერმა, – არაფერი დაუშავო. დარწმუნებული ვარ, ყველაზე
ძვირად ეგ გაიყიდება.
– მხდალო, ლაჩარო! – ჭყიპინებდა გაწიწმატებული რიპი-
ჩიპი, – მომეცით ჩემი რაპირა და მერე ვნახოთ!
– უჰუ! – შესძახა მონებით მოვაჭრემ (დიახ, ის მონებით
მოვაჭრე გახლდათ) – ლაპარაკობს კიდეც! აგერ ნახეთ, თუ
მასში ორას კრესენტზე ნაკლები მომცენ, – კალორმინული
კრესენტი, რომელიც იმ მხარეებში ფულის ძირითადი ერ-
თეული იყო, დაახლოებით, ფუნტის მესამედს უდრიდა.
– ახლა გასაგებია, ვინც ბრძანდებით! – შეუბღვირა კასპი-
ანმა კაცებს, – გამტაცებლები და მონებით მოვაჭრენი! საამა-
ყო ნამდვილად გაქვთ!
– აბა, აბა! – უთხრა მონებით მოვაჭრემ, – ენას მოუკელი!
ხვედრს რაც უფრო მალე შეეგუებით, მით უფრო კარგად მო-

36 მკითხველთა ლიგა
გეპყრობით, გასაგებია? ამას გასართობად კი არ ვაკეთებ.
როგორც ყველამ ამქვეყნად, თავი მეც ხომ უნდა გავიტანო?!
– წაყვანას სად გვიპირებთ? – ძლივს ამოთქვა ლუსიმ.
– ვიწრო ნავსადგურში, – მიუგო მონებით მოვაჭრემ, –
ხვალ ბაზრობა იმართება.
– შემთხვევით, ქალაქში ბრიტანეთის საკონსულო ხომ
არაა? – იკითხა იუსტასმა.
– რაო, რა არისო? – ვერ გაიგო კაცმა.
იუსტასი ახსნით ჯერ არ დაღლილიყო, რომ მონებით მო-
ვაჭრემ სიტყვა უხეშად გააწყვეტინა:
– დღეს სისულელეები საკმარისად მოვისმინე. ეს თაგვი
ნამდვილად კარგი მონაპოვარია, მაგრამ ეს ბიჭი ტვინს ნე-
ბისმიერს შეუჭამს. აბა, ბიჭებო, წინ!
კაცებმა ტყვეები თოკებით ერთმანეთს საიმედოდ მიაბეს
და გეზი ქვევით, ნაპირისკენ აიღეს. რიპიჩიპი ხელით მიჰყავ-
დათ. თაგუნიას რომ აღარავისთვის ეკბინა, პირი თოკით აუკ-
რეს, თუმცა ხმა მაინც ვერ გააკმენდინეს. რიპიჩიპს კი სათ-
ქმელი ბლომად ჰქონდა. ლუსი გულში ფიქრობდა, ნეტავ,
რომელი კაცი მოითმენს იმ უშვერ სიტყვებს, რომლებითაც
თაგვი მონებით მოვაჭრეს ლანძღავსო, მაგრამ უცხო ოდნავა-
დაც არ წუხდებოდა და როცა რიპიჩიპი სულის მოსათქმელად
ჩუმდებოდა, თაგვს ეუბნებოდა: „განაგრძე“ , ან „ბლაიმი,
მგონი, მართლა იცის, რასაც ამბობს!“ , ან „რომელმა თქვენ-
განმა გაწვრთენით ასე?“ საბოლოოდ, რიპიჩიპი ისე გააცოფა,
რომ რაც ენაზე მოადგა, ყველაფრის თქმა ერთად მოინდომა
და ლამის დაიხრჩო კიდეც, ამიტომ დადუმება გადაწყვიტა.
იმ ნაპირზე ჩასულებმა, რომელიც პირდაპირ დორნს გაჰ-
ყურებდა, პატარა სოფელი, ნაპირზე გრძელი ნავი და მისგან
ცოტა მოშორებით ძველისძველი, ბინძური გემი დაინახეს.
37 მკითხველთა ლიგა
– ახლა კი, ყმაწვილებო, – თქვა მონებით მოვაჭრემ, – ყო-
ველგვარი აურზაურის გარეშე, ბორტზე ადით. დამიჯერეთ,
სატირალი არაფერი გაქვთ.
სწორედ ამ დროს, ერთ-ერთი სახლიდან (ჩემი აზრით,
ფუნდუკიდან) წვერიანი, დარბაისელი კაცი გამოვიდა და მო-
ნებით მოვაჭრეს მიმართა:
– ვხედავ, პაგ, ძველებურად ვაჭრობ.
მონებით მოვაჭრემ, რომელსაც პაგი ერქვა, კაცს თავი დი-
დი მოწიწებით დაუკრა და მლიქვნელურად მიუგო:
– დიახ, თქვენო უგანათლებულესობავ.
– ამ ბიჭში რამდენს ითხოვ? – ჰკითხა წვერიანმა და კასპი-
ანზე თითით ანიშნა.
– აჰ! ვიცოდი, რომ თქვენი უგანათლებულესობა საუკეთე-
სოს აირჩევდა. თქვენს თვალს არაფერი გამოეპარება. ეს ბი-
ჭი მეც ძალიან მომწონს, თავი შემაყვარა. ისეთი გულჩვილი
ვარ, ვაჭრობის მიტოვებასაც კი ვფიქრობდი, თუმცა ისეთი
მყიდველისათვის, როგორიც თქვენი უგანათლებულესობაა...
– ფასი მითხარი-მეთქი, მძორო! – უთხრა კაცმა მკაცრად,
– როგორ ფიქრობ, შენი ბინძური ვაჭრობის შესახებ ყბედო-
ბის მოსასმენად მცალია?
– სამასი კრესენტი, მილორდ. ესეც თქვენი ღრმადპატივ-
ცემული უგანათლებულესობისათვის, სხვებისთვის კი...
– ას ორმოცდაათს მოგცემ.
– ოჰ, გთხოვთ, გთხოვთ, – ჩაერია ლუსი, – რაც არ უნდა
იყოს, ერთმანეთს არ დაგვაშოროთ. თქვენ არ იცით... – და-
დუმდა, როცა მიხვდა, რომ კასპიანს თავის ვინაობის გათქმა
არ სურდა.
– ას ორმოცდაათი, – თქვა კაცმა, – სამწუხაროდ, ყველას
ვერ გიყიდით, პაწია ქალო. ჩემი ბიჭი გაათავისუფლე, პაგ.
38 მკითხველთა ლიგა
სხვებს კი კარგად მოეპყარი, თორემ კარგი დღე არ დაგადგე-
ბა.
– რას ბრძანებთ! – შეიცხადა პაგმა, – ვის გაუგია, ჩემი
საქმიანობის მქონე ჯენტლმენი საქონელს ცუდად მოექცეს?
მათ საკუთარი შვილებივით მოვუვლი.
– არ გამიკვირდება, საწინააღმდეგო რომ გააკეთო, –
მიუგო კაცმა მკაცრად.
საზარელი წუთიც დადგა. კასპიანს თოკები შეხსნეს.
– აქეთ, ყმაწვილო, – უთხრა ახალმა მფლობელმა კასპი-
ანს. ლუსის ცრემლები გადმოსცვივდა, ედმუნდი კი გადაფით-
რდა, მაგრამ კასპიანმა მეგობრებს უთხრა:
– გამხნევდით! ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი კარ-
გად იქნება. დროებით!
– გოგონი, ახლავე შეწყვიტე ცრემლის ღვრა. არ მინდა,
ხვალ ბაზარზე ცუდად გამოიყურებოდე, – უთხრა პაგმა ლუ-
სის, – თუ კარგად მოიქცევი, სატირალიც არაფერი გექნება,
გასაგებია?
კაცებმა ტყვეები სავაჭრო გემზე აიყვანეს. იქ კი ბნელ საპა-
ტიმროში გამოამწყვდიეს, სადაც ბავშვები სხვა უიღბლო
ტყვეებს შეუერთდნენ; პაგი მეკობრე იყო, რომელიც კუნძუ-
ლიდან კუნძულზე დადიოდა, ხალხს იტაცებდა და მონებად
ჰყიდდა. საპატიმროში ბავშვებს არავინ ეცნოთ. უმეტესობა
გალმელი ან ტერებინთიელი იყო. ედმუნდი და ლუსი თივაზე
დასხდნენ და იმაზე დაიწყეს ფიქრი, ნეტავი კასპიანს რა ბედი
ეწევაო. იუსტასი ჩხუბობდა, ჩემს უბედურებაში თქვენ ხართ
დამნაშავეო.
კასპიანი კი დროს ბევრად საინტერესოდ ატარებდა. წვე-
როსანმა ყმაწვილი ვიწრო ბილიკით სოფელში შეიყვანა და

39 მკითხველთა ლიგა
კასპიანისკენ მხოლოდ მაშინ მიბრუნდა, როცა დასახლების
ბოლოში, პატარა, ღია მოედანზე გავიდნენ.
– ნუ გეშინია, ბიჭუნი, – უთხრა მან, – კარგად მოგექცევი.
მხოლოდ და მხოლოდ შენი სახის გამო გიყიდე. ერთ ვიღაცას
მაგონებ.
– შეიძლება გკითხოთ, ვის, მილორდ? – ჰკითხა კასპიან-
მა.
– ჩემს მბრძანებელს, ნარნიის მეფე კასპიანს.
ამის გაგონებაზე კასპიანმა გარისკვა გადაწყვიტა.
– მილორდ, – დაიწყო მან, – მე თქვენი მბრძანებელი,
ნარნიის მეფე კასპიანი ვარ.
– გამბედაობა ნამდვილად არ გაკლია, – უთხრა კაცმა, –
რატომ უნდა დაგიჯერო?
– პირველ რიგში, ჩემი სახის გამო, – მიუგო კასპიანმა, –
მეორე რიგში, მე გეტყვით, თქვენ ვინ ბრძანდებთ. თქვენ
ხართ ერთ-ერთი იმ ნარნიელი ლორდებიდან, რომელიც ბი-
ძაჩემმა მირაზმა აღმოსავლეთის ზღვაში დავალებით გაგზავ-
ნა. მე აქ თქვენ საძებნელად მოვედი. თქვენი და კიდევ არგო-
ზის, ბერნის, ოკტესიანის, რესტიმარის, მავრამორნის... სხვე-
ბის სახელები დამავიწყდა. ბოლოს კი, თუ თქვენი უგანათლე-
ბულესობა ხმალს მიბოძებს, მას სამართლიან ორთაბრძო-
ლაში დავუმტკიცებ, რომ მე ვარ კასპიანი, ძე კასპიანისა,
ნარნიის კანონიერი მეფე, ქეარ პარაველის მმართველი და
ეული კუნძულების იმპერატორი.
– ღმერთმანი! – შესძახა კაცმა, – მამათქვენის ხმა გაქვთ,
მისი მეტყველების მანერა. ჩემო მბრძანებელო... თქვენო აღ-
მატებულებავ... – ლორდმა კასპიანის წინაშე მუხლი მოიყარა
და მეფეს ხელზე ეამბორა.

40 მკითხველთა ლიგა
– თქვენ უგანათლებულესობას ჩემში გადახდილ ფულს
სამეფო ხაზინიდან დაუბრუნებენ, – უთხრა მას კასპიანმა.
– პაგისთვის ფული ჯერ არ გადამიხდია, – უთხრა ლორ-
დმა ბერნმა, რადგან ის სწორედ რომ ლორდი ბერნი იყო, –
და, იმედია, არც მომიწევს. მის ღრმად პატივცემულობა გუბ-
ერნატორს ასჯერ მაინც ვთხოვე, მაგ საზიზღარი კაცის საქ-
მიანობას ბოლო მოუღეთ-მეთქი.
– მილორდ ბერნ, ამ კუნძულებზე ყველაფერი უნდა მომიყ-
ვეთ, მაგრამ ჯერ მსურს, თქვენმა უგანათლებულესობამ თა-
ვისი ამბავი მიამბოს.
– ჩემი ამბავი მოკლეა, თქვენო ღირსებავ – აქ ექვს მეგო-
ბართან ერთად მოვედი და ერთ-ერთ კუნძულზე გოგო შემიყ-
ვარდა. ზღვაში მოგზაურობის სურვილი კარგა ხნის წინ დამ-
კარგოდა, ნარნიაში დაბრუნება კი, სანამ იქ თქვენი აღმატე-
ბულების ბიძა მეფობდა, აღარ მსურდა. ამიტომ დავქორწინ-
დი და აქ დავსახლდი.
– და ეს გუბერნატორი, გამპასი რა კაცია? ნარნიის მეფეს
თუ აღიარებს? კვლავინდებურად ჩვენი ვასალია?
– სიტყვიერად – კი. ყველაფერს მეფის სახელით აკეთებს,
თუმცაღა არა მგონია, ნარნიის ჭეშმარიტი მეფის მოულოდნე-
ლი სტუმრობა დიდად ეპიტნავოს. თუ თქვენი აღმატებულება
მას მარტო და თანაც შეუიარაღებელი ეახლება, გუბერნატო-
რი ნარნიის მეფის ვასლობას არ იუარებს, მაგრამ თავს
მოიკატუნებს, ვითომ თქვენი არ სჯერა. თქვენი უდიდებულე-
სობის სიცოცხლე კი საფრთხეში აღმოჩნდება. მეფეო, ამ მხა-
რეში რითი მოხვედით და თან რამდენი კაცი გახლავთ?
– ჩემი გემი ახლა კუნძულს გვერდს უვლის, – მიუგო კას-
პიანმა, – ოცდაათამდე მებრძოლი მყავს. პაგს თავს დავეს-
ხათ და ჩემი მეგობრები ტყვეობიდან ვიხსნათ, რას იტყვით?
41 მკითხველთა ლიგა
– არ გირჩევდით, – უპასუხა ბერნმა, – რადგან როგორც
კი ბრძოლა გაჩაღდება, პაგის გადასარჩენად ვიწრო ნავსად-
გურიდან ორი ან სამი გემი გამოვა. თქვენმა აღმატებულებამ
შიში უნდა დათესოს და ისე უნდა იმოქმედოს, ვითომ იმაზე
უფრო ძლიერია, ვიდრე – სინამდვილეში. ვფიქრობ, ბრძო-
ლამდე საქმე არ უნდა მივიდეს. გამპასი კურდღელივით მში-
შარაა. მის დაფრთხობას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება.
მცირეხნიანი ბჭობის შემდეგ კასპიანი და ბერნი დასახლე-
ბის დასავლეთ ნაპირთან ჩავიდნენ, სადაც კასპიანმა საყვირს
ჩაჰბერა (ეს დედოფალი სუზენის ჯადოსნური, ნარნიული საყ-
ვირი არ გეგონოთ. კასპიანმა იგი შინ, მეფისნაცვალ ტრამ-
პკინთან იმ შემთხვევისთვის დატოვა, ვინიცობაა მეფის არ-
ყოფნაში, ქვეყანას დიდი საფრთხე დამუქრებოდა). ვახტზე
მდგომმა დრინიანმა იმწამსვე იცნო სამეფო საყვირის ხმა და
„განთიადის დამმორჩილებელმა“ გეზი ნაპირისკენ აიღო. სა-
მაშველო ნავი ჩაუშვეს. ცოტა ხანში კასპიანი და ლორდი
ბერნი გემბანზე იყვნენ, სადაც მათ კაპიტან დრინიანს საქმის
ვითარება აუხსნეს. კასპიანის მსგავსად, დრინიანსაც მონე-
ბით მოვაჭრე გემზე თავდასხმა სურდა, მაგრამ ბერნმა მასაც
იგივე არგუმენტები მოუყვანა, რაც მეფეს.
– კაპიტანო, ცურვა პირდაპირ, არხით განაგრძეთ, – უთ-
ხრა ბერნმა, – მერე კი ავრისკენ, ჩემი მამულისკენ აიღეთ გე-
ზი, თუმცა მანამდე სამეფო დროშები ააფრიალეთ, გამოკი-
დეთ ყველა ფარი და გემბანზე რაც შეიძლება ბევრი მეზ-
ღვაური გამოიყვანეთ. ღია ზღვაში რომ გავალთ, მშვილდოს-
ნებმა გემის ცხვირზე ხუთი ისარი გაისროლონ. ასევე, მიეცით
რამდენიმე სიგნალი.
– სიგნალი? ვისთვის? – იკითხა დრინიანმა.

42 მკითხველთა ლიგა
– ვისთვის და ყველა იმ გემისთვის, რომლებიც თან არ
გვახლავს, მაგრამ ეს გამპასმა ხომ არ იცის?!
– ოჰ, ახლა გასაგებია, – თქვა დრინიანმა ხელების სრე-
სით, – და რა გადავცეთ? „ვუბრძანებთ ფლოტს, რომ ავრას
სამხრეთიდან მოუაროს და ღუზა ჩაუშვას...“
– „ბერნის სავანესთან!“ – დაასრულა ლორდმა ბერნმა, –
უბრალოდ, ჩინებულია! ფლოტი მართლაც რომ გვყავდეს,
ვიწრო ნავსადგურში მაინც ვერ დაინახავენ.
კასპიანი მონებით მოვაჭრე პაგის გემზე დატყვევებულ მე-
გობრებზე დარდობდა. დღემ ნაღვლიანად ჩაიარა. საღამოს
პირს (რადგან წინ ხოფების მოსმით მიიწევდნენ) ხომალდმა
კუნძულ დორნის ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე გამოიარა
თუ არა, გეზი აიღო ავრისკენ, რომელსაც სამხრეთ სანაპირო-
თი მიადგა და ღუზა მის მშვენიერ ნავსადგურში ჩაუშვა. ბერ-
ნის კუთვნილი მიწები წყლის კიდემდე ჩამოდიოდა. ხალხი,
რომელთაგან ბევრი იმ დროს მინდვრებში მუშაობდა, თავი-
სუფალი გლეხები იყვნენ. მამულში სიმშვიდე და ბედნიერება
სუფევდა. სტუმრებს არც ისე მაღალ, სვეტებიან სახლში, რომ-
ლის ფანჯრებიც ყურეს გაჰყურებდა, სამეფო ნადიმი გაუშა-
ლეს. ბერნმა, მისმა ლამაზმა ცოლმა და მათმა ხალისიანმა
ქალიშვილებმა სტუმრები კარგად გაართეს. დაბნელების
შემდეგ ბერნმა მეზობელ კუნძულ დორნზე ნავით შიკრიკი გა-
აგზავნა და დილისთვის მომზადება დაავალა (თუმცაღა, ზუს-
ტად რა უნდა მოემზადებინა, ეს აღარ უთქვამს).

43 მკითხველთა ლიგა
თავი მეოთხე

რა გააკეთა კასპიანმა იქ

მეორე დღეს ლორდმა ბერნმა სტუმრები დილით ადრე იხ-


მო და ნასაუზმევს კასპიანს სთხოვა, შენს ხალხს უბრძანე,
ყველამ თორ-აბჯარი აისხასო.
– და რაც ყველაზე მთავარია, – დაამატა ბერნმა, – ყველა
მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს, თითქოს ძლევამოსილ
მეფესთან გადამწყვეტ ბრძოლაში გვიწევდეს შერკინება და
მთელი სამყაროს მზერა ჩვენზე იყოს მოპყრობილი.
ასეც მოიქცნენ; კასპიანი და ბერნი თავიანთ ხალხთან ერ-
თად ვიწრო ნავსადგურისკენ სამი დიდი ნავით გაემართნენ.
ნავის ცხვირზე მეფის დროშა ფრიალებდა. კასპიანს თან მე-
ბუკე ახლდა.
ვიწრო ნავსადგურს რომ მიუახლოვდნენ, კასპიანმა
დაინახა, რომ მის შესახვედრად საკმაო რაოდენობის ხალხში
შეკრებილიყო.
– გუშინ აქ შიკრიკი გამოვაგზავნე, – უთხრა ბერნმა, – ეს
პატიოსანი ხალხი ჩემი მეგობრები არიან.
კასპიანი ნაპირზე გადავიდა თუ არა, ხალხმა „ვაშა“ და
„ნარნია! ნარნია! დღეგრძელი იყოს მეფეს!“ ყვირილი დაიწ-
ყო. სწორედ ამ დროს – ბერნის შიკრიკების დავალებით – ქა-
ლაქის მრავალ ნაწილში ზარების რეკვა ატყდა. კასპიანმა
მედროშეს სამეფო ალამი წინ გაატანინა და მებუკეს საყვირ-
ში ჩაბერვა უბრძანა. კაცებმა ხმლები ქარქაშიდან ამოაგეს
44 მკითხველთა ლიგა
და ქალაქში საზეიმო განწყობით, მარშირებით იწყეს წინ-
სვლა, ქუჩას ლამის ზანზარი დაეწყო. მათი თორ-აბ ჯარი
თვალისმომჭრელად ელავდა (მზიანი დილა იყო).
თავდაპირველად საზეიმო შეძახილებით მხოლოდ ისინი
ესალმებოდნენ, ვინც ბერნის შიკრიკმა გააფრთხილა.
მათ იცოდნენ, რა ხდებოდა და ეს სურდათ კიდეც. მალე
მათ რიგებს ბავშვები შეუერთდნენ. მსგავსი პროცესია, რომე-
ლიც მათ ასე მოსწონდათ, მხოლოდ რამდენჯერმე ენახათ.
ცოტა ხანში ბავშვებს სკოლის მოწაფეებიც დაემატნენ. სამე-
ფო პროცესია მათაც მოეწონათ. თანაც იფიქრეს, რაც უფრო
მეტი ხმაური და მღელვარება იქნება, მით უფრო ნაკლებად
სავარაუდოა, სკოლაში გაკვეთილები ჩატარდესო. ასაკოვან-
მა ქალბატონებმა ფანჯრები და კარები დააღეს და ქუჩაში გა-
მოიხედეს. მხიარულად ადუდუნდნენ მოხუცები, აბა, აბა, გუ-
ბერნატორი მეფეს რას შეედრებაო! მალე ქუჩაში ქალიშვი-
ლებიც გამოჩნდნენ. ისინი გარეგნობით მოეხიბლათ კასპი-
ანს, დრინიანსა და სხვებს, რომლებიც მართლაც ფრიად სიმ-
პათიური ყმაწვილები გახლდნენ. კაცები იმით დაინტერეს-
დნენ, ნეტავ ქალების ყურადღება ასე რამ მიიპყროო. იმ
დროისთვის, როცა კასპიანი ციხე-კოშკის მაღალ კარიბჭეს
მიადგა, მას ნახევარი ქალაქი შეძახილებით ესალმებოდა და
ამხნევებდა. გამპასი ციხე-კოშკში ანგარიშებს, ფორმებს, წე-
სებსა და რეგულაციებს ჩაჰკირკიტებდა, როცა უეცრად გარე-
დან ხმაური შემოესმა.
ციხე-კოშკის კარიბჭესთან კასპიანის მებუკემ საყვირში
ჩაჰბერა და ხმამაღლა თქვა: – კარი გაუღეთ ნარნიის მეფეს,
რომელიც თავისი ერთგული და საყვარელი მსახურის, ეული
კუნძულების გუბერნატორის სანახავად მობრძანებულა!

45 მკითხველთა ლიგა
იმ ხანაში კუნძულებზე ყველაფერს აუჩქარებლად აკეთებ-
დნენ. კარიბჭის ნაცვლად მხოლოდ მის ნაწილში მდებარე პა-
ტარა კარი გაიღო და გარეთ უშნოდ ჩაცმული კაცი გამოვიდა,
რომელსაც თავზე მუზარადის ნაცლად ძველი, ჭუჭყიანი ქუდი
ეხურა, ხელთ კი დაჟანგული შუბი ეპყრა. გაკვირვებულმა
კაცმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
– მის... ღრმა... პატივცემულობა... ვენახავ... – ჩაიდუდუნა
(სინამდვილეში კი, „მის ღრმად პატივცემულობას ვერ ნა-
ხავთ“ უნდოდა ეთქვა), – არანაირი ‘ასაუბრება წინასწარ
‘ანიშნული ‘ეხვედრის გარეშე, ‘არდა ყოველი თვის მეორე შა-
ბათს საღამოს ცხრიდან ათ ‘ათამდე.
– ქუდი მოიხადე ნარნიის მეფის წინაშე, ძაღლო! – დასჭე-
ქა ლორდმა ბერნმა და ხელთათმანიანი ხელის ერთი მოქნე-
ვით კაცს ქუდი თავიდან წააძრო.
– ა-ა? რა ი-იყო? – იკითხა კარისკაცმა, თუმცა მისთვის ყუ-
რადღება არავის მიუქცევია. კასპიანის ორი მებრძოლი დაწი-
ნაურდა და პატარა კარით ეზოში შევიდა. ურდულებთან მცი-
რეხნიანი ჯაჯგურის შემდეგ (ყველაფერი დაჟანგული იყო) კა-
რიბჭის ორივე კარი ფართოდ გააღეს. მეფე და მისი თან-
მხლებნი ციხე-კოშკის ეზოში შევიდნენ, სადაც გუბერნატო-
რის უსაქმოდ მყოფი ყარაული დაინახეს. რამდენიმე მათგანი
სხვადასხვა კარიდან გარეთ გამოვარდა (მათი უმეტესობა
პირს იწმენდდა, ალბათ, ჭამდნენ). მათი თორ-აბჯარი სამარ-
ცხვინო მდგომარეობაში იყო. კაცებისთვის ვინმეს ბრძოლა
რომ ებრძანებინა, ან მათ სცოდნოდათ, რაც ხდებოდა, შეიძ-
ლება შეტევაზე გადასულიყვნენ. სწორედ ამიტომ კასპიანმა
ყარაულს დასაფიქრებლად დრო არ მისცა.
– სად არის თქვენი კაპიტანი? – ჰკითხა მათ.

46 მკითხველთა ლიგა
– მგონი, კაპიტანი მე უნდა ვიყო, – უპასუხა ერთმა სუსტმა
და კოპწია კაცმა, რომელსაც აბჯარი საერთოდ არ ესხა.
– ჩვენი სურვილია, – დაიწყო კასპიანმა, – რომ ჩვენმა სა-
მეფო ვიზიტმა ჩვენს ქვეშევრდომებს შორის გამოიწვიოს სი-
ხარული და არა – შიში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მე-
ომრების თორ-აბჯრისა და საჭურვლის შემხედვარე, ერთ-ორ
მწარე სიტყვას გეტყოდით, მაგრამ ამჯერად გპატიობთ.
თქვენს ხალხს უბრძანეთ, გახსნან ღვინის კასრი და ჩემი ჯან-
მრთელობის სადღეგრძელო შესვან. ხვალ შუადღეს კი
მსურს, რომ აქ, ეზოში, ისინი ნამდვილ კარისკაცებს ჰგავდნენ
და არა – ვიღაც მაწანწალებს. იზრუნეთ, რომ ჩვენი ეს ბრძა-
ნება დაუყოვნებლივ შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში,
ძალზე დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევთ.
გაკვირვებულმა კაპიტანმა პირი დააფჩინა. ბერნმა კი შეს-
ძახა:
– დიდება მეფეს!
მას იმწამსვე შეუერთდნენ ჯარისკაცები, რომლებსაც მე-
ფის სიტყვიდან სხვა თუ ვერაფერი, ღვინით კასრის გახსნის
ბრძანება ნამდვილად კარგად გაეგოთ. ამის მერე, კასპიანმა
თავის ხალხს ეზოში დალოდება უბრძანა, თავად კი ბერნის,
დრინიანისა და კიდევ ოთხი კაცის თანხლებით ციხე--
დარბაზში შევიდა.
გრძელი მაგიდის ბოლოში მდივნებთან ერთად მისი
ღრმად პატივცემულობა, ეული კუნძულების გუბერნატორი
იჯდა. გამპასი ბრაზიანი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა და
ერთ დროს ჟღალი თმა კარგად შევერცხლოდა. გუბერნა-
ტორმა დარბაზში შესულ სტუმრებს თვალი შეავლო და ცხვი-
რი კვლავ მაგიდაზე, ქაღალდებში ჩარგო.

47 მკითხველთა ლიგა
– არანაირი გასაუბრება წინასწარ დანიშნული შეხვედრის
გარეშე, გარდა ყოველი თვის მეორე შაბათისა, საღამოს
ცხრიდან ათ საათამდე, – განუცხადა მათ უემოციოდ.
კასპიანმა ბერნს თავი დაუქნია და განზე გადგა. ბერნი და
დრინიანი ნაბიჯით დაწინაურდნენ, მაგიდას ხელები მოსჭი-
დეს, მაღლა ასწიეს და მარცხნივ მოიქნიეს. ამოტრიალებული
მაგიდიდან წერილები, საქაღალდეები, სამელნეები, კალმე-
ბი, ცვილის ბეჭდები და სხვა საკანცელარიო ნივთები იატაკზე
აქეთ-იქეთ მიმოიფანტა. ამის შემდეგ, დრინიანმა და ბერნმა
გამპასი სკამიდან წამოაყენეს. ვერ ვიტყვით, რომ უხეშად,
მაგრამ გუბერნატორს კაცებმა ხელები რკინის მარწუხებივით
მაგრად ჩაავლეს და ცოტა მოშორებით გადაიყვანეს. სკამი კი
კასპიანმა დაიკავა და მუხლებზე უქარქაშო ხმალი დაიდო.
– მილორდ, – დაიწყო კასპიანმა და გამპასს მზერა მიაპ-
ყრო, – ეს ნამდვილად არაა ის დახვედრა, რასაც თქვენგან
მოველოდით. ნარნიის მეფე გახლავართ.
– ამის შესახებ კორესპონდენციაში არაფერი იყო, –
მიუგო გუბერნატორმა, – ერთი სიტყვაც კი. თქვენი სტუმრო-
ბის შესახებ არავინ არაფერი შეგვატყობინა. ეს ყველაფერი
არასწორია. მოხარული ვიქნები, განვიხილო ნებისმიერი მი-
მართვა...
– ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა გავარკვიოთ, როგორ არ-
თმევს დაკისრებულ მოვალეობებს თავს მისი ღრმად პატივ-
ცემულობა, – განაგრძო კასპიანმა, – არის ორი საკითხი, რო-
მელიც ყველაზე მეტად გვაინტერესებს. პირველი: არ არსე-
ბობს არანაირი ცნობა იმის თაობაზე, რომ დაახლოებით ბო-
ლო ას ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამ კუნძულებს
ნარნიისთვის ხარკი გაეგზავნოს.

48 მკითხველთა ლიგა
– ეგ საკითხი საბჭოს შემდეგ თვეში უნდა განეხილა, –
უპასუხა გამპასმა, – და თუ საკითხი დადებითად გადაწყდება,
ჩვენ შევქმნით საგანგებო კომისიას, რომელიც მოამზადებს
ანგარიშს კუნძულების ფინანსურ ისტორიაზე და მომდევნო
წლის პირველ სხდომაზე...
– ჩვენს კანონებში გარკვევით წერია, რომ ხარკის გადაუხ-
დელობის შემთხვევაში, ნარნიას ვალს ეული კუნძულების გუ-
ბერნატორი თავის ჯიბიდან გადაუხდის, – თქვა კასპიანმა.
ამის გაგონებაზე გამპასმა ყურები ცქვიტა.
– ოჰ, ეს გამორიცხულია, – თქვა მან, – ეს ეკონომიკურად
შეუძლებელია... ა... თქვენი აღმატებულება, ალბათ, ხუმ-
რობს, – უთხრა გამპასმა, თუმცა გულში იმაზე ფიქრობდა, ეს
დაუპატიჟებელი სტუმრები თავიდან როგორ მოვიცილოო.
გუბერნატორს რომ სცოდნოდა, კასპიანი აქ ერთადერთი გე-
მის ამარააო, მათ ჯერ მოთაფლავდა, ღამით კი ალყაში მოაქ-
ცევდა და დახოცავდა, მაგრამ გუშინ მან საკუთარი თვალით
დაინახა, როგორ გაიარა არხში საომარმა ხომალდმა სიგნა-
ლებით. სავარაუდოდ, თავის სხვა გემებს შეტყობინება გაუგ-
ზავნა. გამპასი მაშინ ვერ მიხვდა, რომ ეს სამეფო გემი იყო,
რადგან უქარობის გამო დროშა, რომელზეც ოქროსფერი
ლომი ეხატა, სათანადოდ ვერ აფრიალდა, ამიტომ გუბერნა-
ტორი მოვლენების განვითარებას დაელოდა. მის წარმოდგე-
ნაში, კასპიანს ბერნის სავანესთან მთელი ფლოტი ჰყავდა.
გამპასს თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ვინმე ვიწრო
ნავსადგურში შემოსვლასა და კუნძულების ორმოცდაათზე
ნაკლები კაცით აღებას გაბედავდა; თავად ის მსგავს რამეს
ცხოვრებაში არ იზამდა.

49 მკითხველთა ლიგა
– და მეორე: გვსურს ვიცოდეთ, რატომაა ჩვენს სამფლო-
ბელოში ნებადართული მონებით ვაჭრობა, რომელსაც ჩვენი
ყველა უძველესი ადათ-წესი კრძალავს?
– ეს გარდაუვალი საჭიროებაა, – უპასუხა გამპასმა, – მო-
ნებით ვაჭრობა კუნძულებზე ეკონომიკის განვითარების უმ-
თავრესი წყაროა. გარწმუნებთ, ასეა. ჩვენი კეთილდღეობა
სწორედ ამაზეა დამოკიდებული.
– მონები რაში გჭირდებათ?
– ექსპორტისთვის, თქვენო აღმატებულებავ. ძირითადად,
მათ კალორმინელები ყიდულობენ, თუმცაღა ჩვენ სხვა ბაზ-
რებიც გვაქვს. კუნძული მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრია.
– ანუ, სხვა სიტყვებით, თქვენ ისინი არ გჭირდებათ, – უთ-
ხრა კასპიანმა, – მაშინ, აგვიხსენით, თქვენ რა სარგებელი
გრჩებათ ამ ვაჭრობიდან, თუ ჯიბეებს პაგის მსგავსი ხალხი
ისქელებს?
– თქვენი აღმატებულება ჯერ ნორჩია, – უპასუხა გამპასმა
და თბილად, მამობრივი ღიმილით გაუღიმა, – ჩვენს ეკონო-
მიკურ საკითხებში გარკვევა იოლი როდია, მაგრამ მაქვს
სტატისტიკური მონაცემები, ცხრილები, მაქვს...
– შეიძლება ნორჩი ვარ, – სიტყვა გააწყვეტინა კასპიანმა,
– მაგრამ მონებით ვაჭრობას ზუსტად ისევე კარგად ვიცნობ,
როგორც თქვენი ღრმად პატივცემულობა და რაღაც ვერ ვხე-
დავ, რომ მას კუნძულებზე ხორცი, პური, ლუდი, ღვინო, ბოს-
ტნეული, ხე-ტყე, წიგნები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ცხე-
ნები, საბრძოლო საჭურველი, ან რამე მსგავსად ღირებული
შემოჰქონდეს, თუმცაღა ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს,
მონებით ვაჭრობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!

50 მკითხველთა ლიგა
– კი მაგრამ, ეს ხომ უკან დაგვხევს! – შეიცხადა გუბერნა-
ტორმა, – წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, რა არის პროგრესი
ან განვითარება?
– დიახ, ორივეს მნიშვნელობა მშვენივრად მომეხსენება.
ნარნიაში ჩვენ ამას „უნამუსობას“ ვეძახით, – მიუგო კასპიან-
მა, – ვაჭრობა უნდა შეწყდეს!
– ასეთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ, –
თქვა გამპასმა.
– კეთილი, – მიუგო კასპიანმა, – პასუხისმგებლობისგან
გათავისუფლებული ბრძანდებით. მილორდ ბერნ, მომიახ-
ლოვდით, – სანამ გამპასი მიხვდებოდა, რა ხდებოდა, ბერნმა
მეფის წინაშე მუხლი მოიდრიკა, ხელები მეფეს ხელებში
ჩაუდო და შეჰფიცა, რომ ეულ კუნძულებს ნარნიის ძველი
ადათ-წესების, ჩვეულებების, უფლებებისა და კანონების თა-
ნახმად მართავდა.
– მგონი, საკმარისზე მეტი გუბერნატორი გვყავდა, – გა-
ნაცხადა კასპიანმა, – ამიერიდან თქვენ ჰერცოგი ბერნი იქნე-
ბით. ეული კუნძულების ჰერცოგი.
– თქვენ კი, მილორდ, – უთხრა კასპიანმა გამპასს, – ვალს
იმ შემთხვევაში გაპატიებთ, თუ თქვენ და თქვენი ხალხი ციხე-
კოშკს, რომელიც ახლა ჰერცოგის რეზიდენციაა, ხვალ შუად-
ღემდე დატოვებთ.
– მისმინეთ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, – დაიწყო გამ-
პასის ერთ-ერთმა მდივანმა, – მაგრამ ამ სპექტაკლების გა-
მართვას, პატარა საქმე ხომ არ გაგვეჩარხა? ჩვენ წინაშე წა-
მოჭრილი საკითხი მართლაც რომ...
– აქედან თქვენ და თქვენი ხროვა თქვენით წახვალთ თუ
დაგეხმაროთ – აი, ერთადერთი საკითხი, რომელიც დაუყოვ-
ნებლივაა გადასაწყვეტი.
51 მკითხველთა ლიგა
საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდა. მეფემ
ბრძანა, ცხენები მომგვარეთო. ციხე-კოშკში დარჩენილი რამ-
დენიმე ცხენი ძალიან მოუვლელი იყო. კასპიანი, ბერნი, დრი-
ნიანი და კიდევ რამდენიმე კაცი ცხენებზე შესხდნენ და ქა-
ლაქში გამართულ მონების ბაზარზე წავიდნენ. ბაზარი ნავ-
სადგურთან ახლოს, ერთ გრძელ და დაბალ შენობაში მოეწ-
ყოთ. ის კი, რაც მათ შიგნით იხილეს, ძალიან ჰგავდა აუქცი-
ონს. ტრიბუნასთან, რომელზეც პაგი ხაფი ხმით ღრიალებდა,
დიდძალი ხალხი შეკრებილიყო.
– ჯენტლმენებო, ლოტი ოცდამესამე! შესანიშნავი ტერე-
ბინთიელი მუშა! შეუძლია იმუშაოს როგორც მაღაროში, ასე-
ვე – კამბუზზე! ასაკი – ოცდახუთ წლამდე, ერთი გაფუჭებული
კბილიც კი არ აქვს! ყოჩაღი, დაკუნთული ბიჭია! ტაკს, გახადე
პერანგი. დაე, ჯენტლმენებმა საკუთარი თვალით ნახონ! შე-
ხედეთ, რა კუნთები აქვს! და რა მკერდი?! ათი კრესენტი კუთ-
ხეში ჯენტლმენისგან. სერ, ალბათ ხუმრობთ. თხუთმეტი!
თვრამეტი! თვრამეტი კრესენტი ოცდამესამეში! ვინ გადაიხ-
დის უფრო მეტს? ოცდაერთი! გმადლობთ, სერ. ოცდაერთი
კრესენტი...
ტრიბუნაზე ამოსული ჯაჭვისპერანგიანი კაცების დანახვა-
ზე პაგი დადუმდა და პირი დააღო.
– ყველამ მუხლი მოიყარეთ ნარნიის მეფის წინაშე! – თქვა
ჰერცოგმა.
გარედან ცხენების აღკაზმულობის წკარუნი და ფლოქვე-
ბის თქარუნი შემოდიოდა. ციხე-კოშკში მომხდარის შესახებ
ქალაქში ხმები უკვე გავარდნილიყო. უმეტესობა ჰერცოგს
დაემორჩილა, ხოლო ვინც არა, მათ გვერდზე მდგომნი დაეხ-
მარნენ, დაქაჩეს, რომ მეფის წინაშე დაეჩოქათ. ვიღაცებმა
მხიარულად შესძახეს, მეფეს გაუმარჯოსო.
52 მკითხველთა ლიგა
– პაგ, გუშინ ჩვენს სამეფო პირებს ხელით შეეხე, რის გა-
მოც უნდა დაისაჯო – უთხრა მას კასპიანმა, – თუმცაღა გპატი-
ობ, რამეთუ არ იცოდი, რას სჩადიოდი. თხუთმეტი წუთის წინ
ნარნიის მთელ სამფლობელოში მონებით ვაჭრობა ავკრძა-
ლე. ამ ბაზარზე ყველა მონას თავისუფლად ვაცხადებ, – გახა-
რებულმა მონებმა მეფის დიდება დაიწ ყეს, მაგრამ კასპიანმა
მათ დასადუმებლად ხელი ასწია და განაგრძო: – ჩემი მეგობ-
რები სად არიან?
– ის საყვარელი გოგონა და სასიამოვნო ყმაწვილი? – პაგ-
მა გამაღიზიანებლად გაიღიმა, – უცებ გავყიდე...
– აქ ვართ, კასპიან! აქ ვართ, კასპიან! – ერთდროულად
დაუძახეს მეფეს ლუსიმ და ედმუნდმა.
– თქვენს სამსახურში მიგულეთ, თქვენო ღირსებავ, – გა-
ისმა კუთხიდან რიპიჩიპის წრიპინი.
რასაკვირველია, ყველა მათგანი გაყიდული იყო. მაგრამ
კაცები, რომლებსაც ბავშვები და რიპიჩიპი შეეძინათ, სხვა
მონების ყიდვასაც გეგმავდნენ და წასვლას ჯერ არ ჩქარობ-
დნენ. ხალხი შუაზე გაიყო და მეფესა დ მის მეგობრებს გზა
დაუთმო. გახარებულები ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით
მიესალმნენ. სწორედ ამ დროს კასპიანს ორი კალორმინელი
ვაჭარი მიუახლოვდა. შავგვრემან, წვეროსან კაცებს გრძელი
და განიერი ჯუბები ემოსათ, თავზე კი ნარინჯისფერი ჩალმები
ეხურათ. ბრძენი, მდიდარი, თავაზიანი და სასტიკი კალორმი-
ნელები ძირძველი ერია. მათ კასპიანს თავი დიდი მოწიწებით
დაუკრეს და ქათინაურებით შეამკეს. მეფეს კეთილგონიერე-
ბისა და ღირსების ბაღების მორწყვაზე, მათ გაფურჩქვნასა და
აყვავებაზე და მსგავს რაღაცებზე ჩამოუგდეს სიტყვა. თუმცა-
ღა, სინამდვილეში, ვაჭრებს მონებში გადახდილი ფულის
უკან დაბრუნება სურდათ.
53 მკითხველთა ლიგა
– სამართლიანი მოთხოვნაა, ბატონებო, – კვერი დაუკრა
კასპიანმა, – ყველას, ვინც დღეს მონა შეიძინა, ფული უკან
უნდა დაუბრუნდეს! პაგ, ფული ყველას უკანასკნელ მინიმდე8
დაუბრუნე.
– თქვენ აღმატებულებას ჩემი გამათხოვრება სურს?! –
აწუწუნდა პაგი.
– მთელი ცხოვრება ხელს სხვების გაჭირვებაზე ითბობდი,
– მიუგო კასპიანმა, – და რომც გამათხოვრდე, მონობას მა-
ინც აჯობებს. მართლა, ერთი მეგობარი მაკლია. სად არის?
– აჰ, ის?! წაიყვანეთ! სიხარულით დაგიბრუნებთ! რაც თა-
ვი მახსოვს, ბაზარზე მსგავსს არაფერს მოვსწრებივარ. ბო-
ლოს ფასი ხუთ კრესენტამდეც კი დავწიე და მაინც არავინ
იყიდა. შენაძენს საჩუქრად მოვაყოლებ-მეთქი, შევთავაზე,
მაგრამ მაინც არავინ წაიყვანა. ხელის დაკარება არ სურდათ.
მისკენ არც გაუხედავთ. ტაკს, მოიყვანე ის ბუტია.
ბუტიად შერაცხული იუსტასი მართლაც გაბუტული ჩანდა.
სახარბიელო ნამდვილად არაა, როცა მონების ბაზარზე გყი-
დიან, მაგრამ ალბათ, მთლად აუტანელი უნდა იყოს, როცა
მონადაც კი არავის უნდიხარ. იუსტასი კასპიანს მიუახლოვდა
და უთხრა:
– გასაგებია. როცა ჩვენ აქ დატყვევებული ვყავდით, შენ,
ჩვეულებისამებრ, სადღაც ერთობოდი. სავარაუდოდ, ბრიტა-
ნეთის საკონსულოზე არაფერი გაგირკვევია, არა? ასეც ვიცო-
დი.
იმ საღამოს ვიწრო ნავსადგურის ციხე-კოშკში დიდებული
ნადიმი გაიმართა.

8 მინი კრესენტის მეორმოცედი ნაწილია


54 მკითხველთა ლიგა
– ხვალ ნამდვილი თავგადასავლები დაიწყება! – განაცხა-
და რიპიჩიპმა, ყველას თავის დაკვრით დაემშვიდობა და და-
საძინებლად თავის საწოლს მიაშურა. მომდევნო დღეს არა-
ნაირი თავგადასავალი არ დაწყებულა, რადგან ჩვენს მეგობ-
რებს გამგზავრებამდე ბევრი რამ ჰქონდათ მოსაგვარებელი.
„განთიადის დამმორჩილებელი“ დაცალეს და ნაპირზე აათ-
რიეს (ამას რვა ცხენი დასჭირდა). მის შემოწმება-შეკეთებას
კუნძულებზე ყველაზე გამოცდილი გემთმშენებლები შეუდ-
გნენ. შეკეთების მერე ხომალდი კვლავ წყალში ჩააცურეს და
დატვირთეს სურსათითა და სასმელი წყლით, რომელიც მხო-
ლოდ ოცდარვა დღის სამყოფი დაეტია. იმედგაცრუებულმა
ედმუნდმა გულში გამოთვალა, რომ ასეთი პროვიზიით მხო-
ლოდ ორ კვირას შეძლებდნენ აღმოსავლეთით ცურვას, მერე
კი ძიებაზე უარის თქმა მოუწევდათ.
ამასობაში კასპიანს დრო არ დაუკარგავს და ვიწრო ნავ-
სადგურში უკლებლივ ყველა მხცოვანი კაპიტანი გამოკითხა.
აინტერესებდა, რა იცოდნენ აღმოსავლეთზე. იქნებ შორეულ
მიწებზე რამე ჭორები დადისო. მრავალ ქარიშხალგამოვ-
ლილ, მოკლე, ჭაღარაწვერიან, ცისფერთვალება კაცებთან
ერთად მეფემ ლუდითა და ღვინით სავსე არაერთი სურა და-
ცალა და ბევრი დაუჯერებელი ამბავიც მოისმინა. მათგან ყვე-
ლაზე სარწმუნოებმა უთხრეს, ეული კუნძულების მიღმა მიწე-
ბი აღარააო. ბევრს კი მიაჩნდა, რომ თუ შორეული აღმოსავ-
ლეთისკენ გაცურავდი, იმ ზღვის ვეება ზვირთებში დაიკარგე-
ბოდი, რომელიც სამყაროს გარს უვლის. „ვფიქრობთ, თქვენი
აღმატებულების მეგობრები ახლა ფსკერზე არიან“, – უთხრეს
კასპიანს. კასპიანს ნაირ-ნაირი დაუჯერებელი ამბები უამბეს
უთავო ხალხით დასახლებულ კუნძულზე, მცურავ კუნძულებ-
ზე, ქარბორბალებსა და იმ ცეცხლზე, რომელიც წყლის გას-
55 მკითხველთა ლიგა
წვრივ იწვის. კაცებიდან მხოლოდ ერთმა უთხრა: „ამ ყველაფ-
რის შემდეგ ასლანის ქვეყანაა, რომელიც სამყაროს დასალი-
ერს მიღმაა, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწევთ“. ამის გაგონებაზე
რიპიჩიპი საშინლად აღფრთოვანდა; როცა კასპიანმა და
სხვებმა კაცს უფრო მეტის მოყოლა სთხოვეს, მან მიუგო, აღა-
რაფერი ვიცი, ესეც ძალიან ადრე მამამ მიამბოო.
ბერნმა იმის მეტი, ჩემმა ექვსმა მეგობარმა აღმოსავლე-
თით გაცურა და მას შემდეგ მათზე არაფერი გამიგიაო, ამბავს
ვეღარაფერი დაამატა. ჰერცოგმა კასპიანს ეს მაშინ უთხრა,
როცა ავრას ყველაზე მაღალ წერტილზე იდგნენ და აღმოსავ-
ლეთის ოკეანეს გასცქეროდნენ.
– დილაობით აქ ხშირად ვიდექი. გავცქეროდი ოკეანიდან
ამომავალ მზეს და ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მექმნებო-
და, თითქოს ეს ჩემგან ორ კილომეტრში ხდებოდა. ვფიქრობ-
დი მეგობრებზე, იმაზე, რა იმალება ამ ჰორიზონტის მიღმა.
ალბათ – არაფერი; მაგრამ კუნძულზე დარჩენის გამო
მრცხვენოდა, თუმცაღა მაინც მწადია, რომ თქვენი აღმატებუ-
ლება არ წავიდეს. შეიძლება, კუნძულ ებზე თქვენი დახმარე-
ბა დაგვჭირდეს. მონებით ვაჭრობის გაუქმება სირთულეებს
შეგვიქმნის. შინაგანი ალღო მკარნახობს, რომ კალორმენ-
თან ომი გარდაუვალია. მბრძანებელო, კიდევ ერთხელ და-
ფიქრდით, – უთხრა ჰერცოგმა.
– მილორდ, მე ფიცი დავდე, – მიუგო კასპიანმა, – გარდა
ამისა, მერე რიპიჩიპს რა ვუთხრა?

56 მკითხველთა ლიგა
თავი მეხუთე

შტორმი და რა მოჰყვა მას

დაახლოებით სამი კვირის შემდეგ „განთიადის დამმორჩი-


ლებელმა“ ვიწრო ნავსადგური დატოვა. საზეიმო გამომშვი-
დობებისას ნავსადგურში დიდძალი ხალხი შეიკრიბა. ისმოდა
გამამხნევებელი შეძახილები. ცრემლიც ბევრი დაიღვარა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ კასპიანი ჰერცოგსა და მის
ოჯახს დაემშვიდობა. გემი ზღვაში გავიდა და როცა კიჩოდან
საყვირის ხმა ნელ-ნელა მიწყდა და ძოწისფერიალქნიანი ხო-
მალდი ნაპირს მოშორდა, ვიწრო ნავსადგური მდუმარებამ
მოიცვა. ზურგის ქარი ამოვარდა. იალქანი გაიბერა. ბუქსირი
ჩახსნეს და გემმა უკან, ხმელეთისკენ აიღო გეზი. „ გან-
თიადის დამმორჩილებელი “ კვლავ გაცოცხლდა და ვეება
ტალღებს მიაპობდა. მეზღვაურები ქვევით ჩავიდნენ. კიჩოზე
სამორიგეოდ პირველი დრინიანი დადგა. ხომალდმა ავრას
სამხრეთით შემოუარა და გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო.
მომდევნო რამდენიმე დღემ შესანიშნავად ჩაიარა. ლუსი
ფიქრობდა, მთელ სამყაროში ყველაზე იღბლიანი გოგო ვა-
რო. ყოველ დილით კაიუტის ჭერზე მზით განათებული წყლის
ანარეკლის ლაციცს უცქერდა. მერე კი იმ ლამაზ-ლამაზ ნივ-
თებს ათვალიერებდა, რომლებიც ეულ კუნძულებზე შეიძინა:

57 მკითხველთა ლიგა
საზღვაო ჩექმა, ტყავის ჩექმა, მოსასხამები, კოლეტები9 და
ყელსახვევები. შემდეგ გემის ცხვირზე გადიოდა და ტკბებოდა
ზღვის ცქერით, რომელიც დღითიდღე უფრო და უფრო ცის-
ფრდებოდა, ჰაერი კი უფრო თბილი ხდებოდა. მერე სასაუზ-
მოდ ჩადიოდა და საჭმელს ისე მადიანად შეექცეოდა, რო-
გორც ეს ზღვაში ყოფნას სჩვევია.
გოგონა კიჩოზე, გრძელ სკამზე რიპიჩიპთან ჭადრაკის თა-
მაშში საკმაოდ დიდ დროს ატარებდა. რიპიჩიპი ჭადრაკის ფი-
გურას ორივე თათით იღებდა, ცერებზე დგებოდა და მას და-
ფის ცენტრში დებდა. სანახაობა ძალზე თავშესაქცევი იყო.
თაგვი ჩინებული მოჭადრაკე გახლდათ და, ჩვეულებრივ,
სულ იგებდა. რასაკვირველია, თუ არ ივიწყებდა, რომ ეს მხო-
ლოდ თამაში იყო. ხანდახან რიპიჩიპი ისეთ სასაცილო
სვლას გააკეთებდა, რომ პარტიას ლუსი იგებდა. მაგალითად,
მხედარს ლაზიერისა და ეტლის საფრთხეში აგდებდა. ეს კი
იმის ბრალი იყო, რომ თაგვს ჭადრაკი ავიწყდებოდა და მხე-
დარს იმას აკეთებინებდა, რასაც ნამდვილ ბრძოლაში. ამ
დროს რიპიჩიპი დამარცხებაზე, საგმირო საქმეებსა და
სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებებზე ფიქრობდა.
სასიამოვნო ყოფა დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ სა-
ღამოს, როცა უსაქმოდ მყოფი ლუსი კიჩოდან გემის მიერ გა-
პობილ ტალღებს გაჰყურებდა, შენიშნა, რომ დასავლეთით ცა
გასაოცარი სისწრაფით იქუფრებოდა. ღრუბლებს შორის ნაპ-
რალი გაჩნდა, რომლიდანაც ყვითელი შუქი გადმოიღვარა.
ზვირთებმა რაღაც უჩვეულო წამახული ფორმა მიიღო. ზღვას
ყვითელი, ჭუჭყიანი ტილოს ელფერი დაედო. აცივდა. თით-
ქოს უკნიდან საფრთხეს გრძნობსო, გემი აფორიაქებულიყო.

9 კოლეტი – ტყავის ჟილეტი


58 მკითხველთა ლიგა
იალქანი ხან იბერებოდა და ხან იჩუტებოდა. ლუსი ამ ყველა-
ფერს გაკვირვებული აკვირდებოდა და გულში ფიქრობდა,
ქარის ხმაც კი რა ავისმომასწავებელი გამხდარაო. უეცრად
გოგონამ დრინიანის ყვირილი გაიგონა:
– ყველა გემბანზე!
დაუყოვნებლივ ყველა თავის საქმეს ეცა. ლიუკები კარგად
დალუქეს. კამბუზში ცეცხლი ჩააქრეს. ის-ის იყო, ანძაზე
ასულმა მეზღვაურებმა იალქნის ჩამოწევა სცადეს, რომ ავბე-
დითი შტორმი ამოვარდა. ლუსის ისეთი შთაბეჭდილება დარ-
ჩა, რომ ხომალდი იმ ვეება ხვრელის სიღრმეში შეცურდა,
რომელიც მათ წინ უცაბედად ზღვაში წარმოიქმნა. ანძაზე ბევ-
რად მაღალი, ნაცრისფერი ტალღა პირდაპირ მათკენ დაეშვა;
სიკვდილი გარდაუვალი იყო, მაგრამ უეცრად ხომალდი
ტალღის ქიმზე მოექცა და ბზრიალი იწყო. გეგონებოდა, გემ-
ბანზე წყალი ჩანჩქერიდან იღვრებაო. ახლა გემის კიჩო და
ცხვირი ორ კუნძულს ჰგავდა, რომელთა შორისაც ზღვა იდგა.
რეის10 მოჭიდებული მეზღვაურები იალქნის დაშვებას უკანას-
კნელი ძალებით ცდილობდნენ. მათ გვერდზე გაწყვეტილ
თოკს ქარი გელასავით11 აქეთ-იქეთ ათამაშებდა.
– მემ, ქვევით ჩადით! – დაუყვირა დრინიანმა ლუსის. გო-
გონა კაპიტანს დაემორჩილა, რადგან კარგად იცოდა, რომ
ეკიპაჟის წევრებს გემბანზე ყოფნით მხოლოდ ხელს შეუშლი-
და, თუმცაღა ჩასვლა იოლი სულაც არ იყო. „განთიადის დამ-
მორჩილებელი“ მარცხენა ქიმის მხარეს იხრებოდა, გემბანი
კი სახლის სახურავივით დაქანებულიყო. ლუსის კიბეზე ას-
ვლა მოუხდა. გოგონა მოაჯირს მოეჭიდა, დაელოდა, სანამ

10 რეი – გრძელი ბოძი ანძაზე, რომელიც იჭერს იალქნის კიდეს.


11 გელა – რკინის ან ხის ჯოხი მოღუნული ბოლოთი.
59 მკითხველთა ლიგა
ორი მეზღვაური ქვევით ჩავიდოდა და კვლავ კიბეზე დაეშვა.
კიდევ კარგი, ლუსი მოაჯირს კარგად ეჭიდებოდა, რადგან
ქვევით ჩასული გემბანზე შემოვარდნილმა ტალღამ მხრებამ-
დე დაასველა. წვიმისაგან ისედაც სველი ლუსი ახლა უკვე ყი-
ნულივით წყალმა გალუმპა.
ლუსი კაიუტის კარისკენ გაექანა, ოთახში შევარდა და კა-
რი დახურა. გოგონა საშინელ სანახაობას მოსწყდა, თუმცა
შემზარავი და დამაბნეველი ჭრაჭუნი, გრუხუნი, ტკაცუნი,
ღრჭიალი, ღრიალი და გუგუნი მაინც ესმოდა, რაც კაიუტაში
უფრო ავისმომასწავებლად ჟღერდა, ვიდრე კიჩოზე.
შტორმი იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ ბორტზე მისი დაწ-
ყების დრო ლამის აღარც ახსოვდათ. რუმპელთან ყოველ-
თვის სამი მეზღვაური იდგა; კურსის შენარჩუნებას სამი კაცის
ძალა სჭირდებოდა. კაცები წყლის ამოსაქაჩად ტუმბოსთანაც
მორიგეობდნენ. დასასვენებლად, საჭმლის მოსამზადებლად
და ტანისამოსის გასაშრობად არავის სცხელოდა. ერთ-ერთ
მეზღვაურს ზღვამ უყო პირი. მზე ცაზე დაკარგულიყო.
აი, რას წერს თავის დღიურში იუსტასი შტორმის დასრუ-
ლების შემდეგ:

„ 3სექტემბერი. ამდენი ხნის განმავლობაში, პირველად


მომეცა წერის საშუალება. ქარიშხალი ცამეტი დღე და ღამე
ბობოქრობდა. მართალია, სხვები ამბობენ, თორმეტიო, მაგ-
რამ მე არ ვცდები. დღეებს ყურადღებით ვითვლიდი. სახარ-
ბიელო ნამდვილად არაა, როცა ხიფათით სავსე ზღვაში ისეთ
ხალხთან ერთად გიხდება მოგზაურობა, რომელმაც თვლაც
კი არ იცის! ერთობ საშინელი დრო გამოვიარე. ზღვა ძლიერ
ღელავდა. ვეებერთელა ტალღები აქეთ-იქით გვათამაშებ-
დნენ. სულ გალუმპული ვიყავი. წესიერი კერძის მომზადება
60 მკითხველთა ლიგა
არავის უცდია. საერთოდ რაზეა ლაპარაკი, როცა ბორტზე
არც რადიოგადამცემი მოიპოვება და არც – სასიგნალო რა-
კეტა! არანაირი შანსი არ გვა ქვს ვინმეს საშველად ხმა მივაწ-
ვდინოთ. ეს კი ამტკიცებს სწორედ იმას, რასაც მათ ამდენი
ხანი ვუმეორებდი: ასეთი პაწაწინა, ხის დამპალი ნავით ზღვა-
ში შესვლა წმინდა წყლის სიგიჟეა! წესიერ ხალხთან რომ
მქონდეს შეხება, კიდევ მოვითმენდი, მაგრამ ესენი ადა-
მიანის ტყავში გახვეული ავსულები არიან! კასპიანი და ედ-
მუნდი სასტიკად მეპყრობიან. იმ ღამეს, როცა ანძა დავკარ-
გეთ (ახლა მის ადგილას კუნძია) თავს ცუდად ვგრძნობდი,
მაგრამ ისინი მაინც არ მომეშვნენ, გემბანზე ასვლა მაიძულეს
და მონასავით მამუშავეს. ლუსი ხოფს უსვამდა და თან ამბობ-
და, მუშაობა რიპიჩიპსაც უნდა, მაგრამ საამისოდ ტანი არ უწ-
ყობს ხელს, მეტისმეტად პატარააო. საინტერესოა, როგორ
ვერ ხედავს ეს გოგო, რომ ის საძაგელი მხეცუკა ყველაფერს
თავის წარმოსაჩენად აკეთებს. წესით, ლუსის ასაკის გოგონა
ამდენს კი უნდა ხვდებოდეს. დღეს, როგორც იქნა, ეს წყეული
ნავი წესიერად მიცურავს. მზე აცხუნებს. გემბანზე კამათობენ,
ახლა რა უნდა ვქნათო. ჯერჯერობით, სურსათი საკმარისად
გვაქვს. ეს საშინელი საკვები კიდევ თექვსმეტი დღე გვეყოფა
(ქათმები ტალღებმა გაიტაცა. ასე რომც არ ყოფილიყო, არა
მგონია, ქარიშხალში კვერცხები დაედოთ). ამჟამად ჩვენი
ყველაზე დიდი თავსატეხი წყალია. როგორც ჩანს, ორი კასრი
გაიბზარა და წყლისგან დაიცალა (ეგეც თქვენი ნარნია!).
დღეში მხოლოდ ნახევარი პინტა12 წყალი რომც დავლიოთ,
ის თორმეტ დღეზე მეტხანს არ გვეყოფა. ღვინო და რომი

პინტა – თხევადი და ფხვიერი ნივთიერებების მოცულობის საზომი ერ-


12

თეული, ინგლისში უდრის 0,57 ლიტრს.


61 მკითხველთა ლიგა
ბლომად გვაქვს, თუმცაღა ეს შტერებიც კი ხვდებიან, რომ
წყურვილი ასე უფრო შეგვაწუხებს.
რასაკვირველია, ყველაზე კეთილგონივრული იქნება, თუ
გემს უკან, დასავლეთით მივაბრუნებთ და ეულ კუნძულებზე
დავბრუნდებით. გიჟურ ზურგქარში აქამდე მოსაღწევად
თვრამეტი დღე დაგვჭირდა. ძლიერი აღმოსავლეთის ქარი
რომც ამოვარდეს, უკან დაბრუნება გაცილებით მეტ დროს
წაიღებს, თუმცა ამჟამად აღმოსავლეთის ქარი კი არა, სიოც
არ იგრძნობა. ხოფების მოსმით უკან დაბრუნებას ალბათ
საუკუნე დასჭირდება. კასპიანი ამბობს, მეხოფეები წყლის გა-
რეშე ამდენს ვერ იმუშავებენო. დარწმუნებული ვარ, ცდება.
ვცადე მისთვის ამეხსნა, ოფლდენა ხალხს აგრილებს, მეზ-
ღვაურები ბევრს თუ იმუშავებენ, წყურვილი არ შეაწუხებთ-
მეთქი. კასპიანმა ყურიც კი არ შეიბერტყა. ყოველთვის ასე
იქცევა, როცა პასუხი არ აქვს. ხმელეთის პოვნის იმედით მხა-
რი ყველამ გზის გაგრძელების მოსაზრებას დაუჭირა. თავი
მოვალედ მივიჩნიე, მათთვის ერთი პატარა გარემოება შემეხ-
სენებინა, ვუთხარი, შესაძლოა ხმელეთი არც არსებობს--
მეთქი. ვცადე, მათთვის თვალები ამეხილა, ცრუ იმედებით
თავს დიდ საფრთხეში ნუ ჩავიგდებთ-მეთქი. მათ კი, ნაცვლად
იმისა, რომ უკეთესი გეგმა მოეფიქრებინათ, თავხედობა
ეყოთ და აქეთ მკითხეს, რას გვთავაზობო. ამაზე ძალზე მშვი-
დად და აუღელვებლად მივუგე, მას შემდეგ, რაც ვერაგულად
გამიტაცეთ და ამ იდიოტურ მოზაურობაში ჩემი თანხმობის
გარეშე ჩამრთეთ, ამ ხათაბალიდან თქვენ დასახსნელად თი-
თი რატომ უნდა გავანძრიო-მეთქი “ .

„4 სექტემბერი. ზღვა მშვიდია. საკვები ცოტაა. მე კი ყვე-


ლაზე ცოტას მაძლევენ. ალბათ, კასპიანს საკუთარი თავი
62 მკითხველთა ლიგა
ძალზე ჭკვიანი ჰგონია და ფიქრობს, რომ ვერაფერს ვხედავ!
ლუსი ჩემთან შერიგებას ცდილობს და თავისი ულუფის ნა-
წილს მთავაზობს, მაგრამ ედმუნდი ამის უფლებას არ აძ-
ლევს. მზე ძალიან აცხუნებს. მთელი საღამო წყურვილი
მკლავს“ .

„5 სექტემბერი. ზღვა კვლავინდებურად მშვიდია. თაკარა


მზეა. თავს საშინლად ვგრძნობ. დარწმუნებული ვარ, სიცხე
მაქვს. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ გემზე თერმომეტრი
არ გააჩნიათ“ .

„6 სექტემბერი. დღე აუტანელი გამოდგა. შუაღამით გა-


მეღვიძა. სიცხე მქონდა. წყალი უნდა დამელია. ნებისმიერი
ექიმი იგივეს მეტყოდა. ღმერთმა იცის, როგორი სამარ-
თლიანი ბიჭი ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, ავადმყოფებს წყალზე
შეზღუდვები არ ეხებათ. ამის დასაზუსტებლად სხვებს აუცი-
ლებლად გავაღვიძებდი, მაგრამ ისეთი ეგოისტიც არ ვარ,
რომ მსგავსი წვრილმანის გამო ვინმეს ძილი დავუფრთხო,
ამიტომ საწოლიდან ავდექი, ჩემი ფინჯანი ავიღე და იმ „შავი
ხვრელიდან“, სადაც გვძინავს, ფეხაკრეფით გამოვიპარე.
ფრთხილად ვიყავი, რომ კასპიანი და ედმუნდი არ გამეღვიძე-
ბინა, რომლებიც, რაც წყლის დაზოგვა დავიწყეთ, წესიერად
გამოძინებას ვერ ასწრებენ. იმის მიუხედავად, როგორ მექცე-
ვიან სხვები, მათ ანგარიშს ყოველთვის ვუწევ. დიდ ოთახში
ყოველგვარი სირთულის გარეშე შევიპარე. რა თქმა უნდა,
თუ ოთახი ითქმის იმაზე, სადაც ხოფები, მენიჩბეების სკამები
და ტვირთი აწყვია. წყალი ოთახის ბოლოში ინახება. ყველა-
ფერი მშვენივრად მიდიოდა. ის-ის იყო, წყალი უნდა ჩამომეს-
ხა, რომ უეცრად თავზე ის პატარა ჯაშუში, რიპი არ დამადგა?!
63 მკითხველთა ლიგა
ვცადე, მისთვის ამეხსნა, გემბანზე სუფთა ჰაერის ჩასასუნ-
თქად ასვლას ვაპირებდი-მეთქი (წყალი მას საერთოდ არ
ეხებოდა!). თუ ეგრეა, მაშ, ფინჯანი რად გინდაო, მკითხა და
ისეთი ამბავი ატეხა, მთელი გემი ფეხზე დააყენა. საშინლად
მომექცნენ. როგორც ჩემს ადგილზე ნებისმიერი იზამდა, რი-
პიჩიპს ვკითხე, ამ შუაღამეს აქ თავად რას დაძვრები-მეთქი?
მიპასუხა, გემბანზე ჩემი ტანის გამო კაცებს ვერაფერში ვეხ-
მარები, ამიტომ ღამე წყალს ვდარაჯობ, რომ ღამღამობით
მეზღვაურებმა დაძინება შეძლონო. მერე კი – გაუგონარი
უსამართლობა! ყველამ თაგვს დაუჯერა. არა, წარმოგიდგენი-
ათ?
იძულებული გავხდი, მისთვის ბოდიში მომეხადა, თორემ
ის მხეცუკა კიდევ ერთხელ გამროზგავდა. ამის მერე კასპიან-
მა თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. მეფე კი არა, ნამდვილი
ცხოველი და ტირანია! ყველას გასაგონად განმიცხადა,
წყლის მოპარვის გამო „ ოცდაოთხს მიიღებთო “ . ვერ გავიგე,
რას გულისხმობდა, სანამ მოგვიანებით ედმუნდმა არ ამიხ-
სნა. ასეთ რაღაცებზე იმ წიგნებში წერია, რომლებსაც ეს პე-
ვენსები კითხულობენ.
ამ ლაჩრული საქციელის შემდეგ კასპიანმა ტონალობა
შეცვალა და მზრუნველ ხმაზე ამღერდა. ასე მითხრა, ძალიან
ვწუხვარ და შენი მესმის, მაგრამ უწყლობის გამო ყველა ისე-
დაც ცუდადაა და აჯობებს, მოვითმინოთო. ბლა, ბლა, ბლა.
ოჰ, ეგ საზიზღარი ფარისეველი! ქურდი! დღეს საწოლიდან არ
ავმდგარვარ“ .

„7 სექტემბერი. დღეს დასავლეთის სუსტი ქარი უბერავს.


რამდენიმე კილომეტრი ნახევრად დაფლეთილი იალქნით
დავფარეთ, რომელიც დროებით ანძაზე, ანუ ბუშპრიტზე (რო-
64 მკითხველთა ლიგა
გორც დრინიანი ეძახის) მიამაგრეს. უფრო სწორად, გაჭიმეს
და ნამდვილი ანძისგან დარჩენილ კუნძზე მიაბეს. წყურვილი
მკლავს“ .

„8 სექტემბერი. კურსი კვლავინდებურად აღმოსავლეთით


გვიჭირავს. ნარიდან არ ვდგები. ლუსის გარდა, იმ ორი ავსუ-
ლიდან ჩემ სანახავად არცერთი მოდის. ლუსი თავის წყალს
მიყოფს და მეუბნება, გოგოებს ბიჭებივით არ სწყურდებათო.
ამაზე თავადაც არაერთხელ მიფიქრია, მაგრამ ვატყობ, ეს
ბორტზეც ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა“ .

„9 სექტემბერი. ხმელეთი! შორს სამხრეთ-აღმოსავლეთით


ძალზე მაღალი მთა გამოჩნდა“ .

„10 სექტემბერი. მთა უფრო გამოიკვეთა. ახლა კარგად


მოჩანს, თუმცაღა მაინც შორსაა. დღეს თოლიები გამოჩ-
ნდნენ, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვნახე “ .

„11 სექტემბერი. ცოტა თევზი დავიჭირეთ და სამხარზე მი-


ვირთვით. დაახლოებით საღამოს 7 საათზე ღუზა მთიანი კუნ-
ძულის შორიახლოს ჩავუშვით. იდიოტმა კასპიანმა ნაპირზე
არ გადაგვიშვა. ასე თქვა, ბინდდება და მეშინია, ველურებს
ან მხეცებს არ გადავეყაროთო. საღამოს უფრო მეტი წყალი
მოგვცეს “ .

ის, რაც მათ კუნძულზე ელოდათ, პირველ რიგში, იუსტასს


ეხებოდა, მაგრამ ამბავს ბიჭის სიტყვებით ვერ მოგიყვებით,
რადგან 11 სექტემბრის შემდეგ იუსტასს დღიური დიდი ხნით
გადაავიწყდება.
65 მკითხველთა ლიგა
გათენდა. ნაცრისფერი ცის შემხედვარეს გეგონებოდა,
ძირს ჩამოწეულაო. საშინლად ცხელოდა. ჩვენმა თავგადა-
სავლების მაძიებლებმა გადაწყვიტეს, რომ მაღალი, ციცაბო
და ფრიალო კლდეებით გარშემორტყმული ყურე ნორვეგიულ
ფიორდს13 ძალიან ჰგავდა. წინ, ყურის ბოლოში ვაკე ჩანდა,
სადაც ვეება ხეები, სავარაუდოდ – კედრები, ერთმანეთთან
ახლო-ახლო იზრდებოდა. ხეებს შორის ნაკადული მიჩუხჩუ-
ხებდა, მის უკან კი დაკბილულქედიანი, ციცაბო კლდე იწყე-
ბოდა, რომლის მიღმაც ვეებერთელა, მუქი მთები ღრუბლებ-
ში იკარგებოდა. ყურის ორივე მხარეს, უახლოეს ფრიალო
კლდეებს თეთრი ზოლები ეტყობოდა, რაც ყველამ იცის, რომ
ჩანჩქერები უნდა ყოფილიყო, თუმცა ასეთი მანძილიდან არც
წყლის ვარდნა ჩანდა და არც ხმაური ისმოდა. კუნძულზე სა-
მარისებური მდუმარება სუფევდა. ყურეში წყალი ბროლივით
კამკამა იყო და კლდეებს დიდი სიზუსტით ირეკლავდა. პეიზა-
ჟი სურათზე ნამდვილად ლამაზი სანახავი იქნებოდა, თუმცა
რეალურ ცხოვრებაში დამთრგუნველად მოქმედებდა. კუნძუ-
ლი ნამდვილად არ ჰგავდა იმ მხარეს, სადაც სტუმრების მი-
ღება უხარიათ.
ნაპირზე ორი ნავით გადავიდნენ. წყურვილი მოიკლეს,
მდინარეში იბანავეს, საჭმელი მიირთვეს და ცოტა დაისვენეს.
კასპიანმა ოთხი მეზღვაური კვლავ გემზე გააგზავნა და დღის
სამუშაოც დაიწყო. საქმე ბლომად ჰქონდათ. კასრების ნაპირ-
ზე გადმოზიდვა, თუ შესაძლებელი იყო – დაზიანებულების

13ფიორდი (ნორვ. fjord) – ვიწრო ყურე, რომელიც ზღვის მთიან სანაპი-


როზე გვხვდება. წარმოქმნილია მყინვარების მოქმედების შედეგად. მისი
კალთები კლდოვანი, მაღალი და ციცაბოა. ფიორდები მრავლადაა სკან-
დინავიაში, განსაკუთრებით ნორვეგიაში, რომელსაც „ფიორდების ქვეყა-
ნასაც“ უწოდებენ
66 მკითხველთა ლიგა
შეკეთება და მათი წყლით ავსება; უნდა მოეჭრათ ხე (სასურ-
ველი იყო, ენახათ ფიჭვი) და მისგან ახალი ანძა დაემზადები-
ნათ. იალქნის შერემონტებაც საჭირო იყო. პატარა ჯგუფს შო-
რიახლო ნადირობა დაევალა. ტანისამოსი ჯერ უნდა დაეკემ-
სათ, მერე კი გაერეცხათ; ბორტზე ასობით მცირე დაზიანება
სასწრაფოდ უნდა გამოსწორებულიყო. „განთიადის დამმორ-
ჩილებელი“ , რომელსაც ნაპირიდან ვეღარც იცნობდით, სა-
ერთოდ აღარ ჰგავდა იმ დიდებულ გემს, რომელმაც ვიწრო
ნავსადგური დატოვა. ახლა მასზე ჯართი უფრო ითქმოდა.
უკეთეს დღეში არც ეკიპაჟის წევრები გახლდნენ. გამხდრები,
ფერდაკარგულნი, ძილის ნაკლებობის გამო თვალებჩაწით-
ლებულები კუნძულზე ჩამოძონძილები დაიარებოდნენ.
იუსტასი ხის ქვეშ იწვა და გეგმების განხილვას აყურადებ-
და. ბიჭს ლამის გული გაუსკდა. ნუთუ ახლა მაინც არ დაასვე-
ნებდნენ? საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ნანატრ ხმელეთზე
პირველივე დღეს ისეთივე ჯაფა დაადგებოდა, როგორც გემ-
ზე. უეცრად იუსტასს თავში შესანიშნავი აზრი მოუვიდა. ჩემ-
კენ არავინ იყურება, იმ წყეულ გემზე ისე საუბრობენ, თითქოს
მართლა მოსწონდეთო, გაიფიქრა ბიჭმა გულში. ვითომ რა-
ტომ არ უნდა გაპარულიყო? კუნძულზე გაისეირნებდა, სადმე
მთაში გრილ, სუფთა ალაგს იპოვიდა და გემოზე გამოიძინებ-
და. საღამოს კი, როცა სამუშაოები უკვე დასრულებული იქნე-
ბოდა, სხვებს შეუერთდებოდა. იუსტასი გრძნობდა, რომ ეს
ძალიან სჭირდებოდა. ბიჭმა გადაწყვიტა, მხედველობის არი-
დან ყურე და გემი რომ არ დამეკარგოს, ძალიან ფრთხილად
ვიქნებიო. ბიჭუნას კუნძულზე დარჩენა ნამდვილად არ სურ-
და.
იუსტასი გეგმის განხორცილებას იმწამსვე შეუდგა. ფეხზე
უხმაუროდ წამოდგა და ტყეში შევიდა. შემთხვევით ვინმეს
67 მკითხველთა ლიგა
რომ არ შეემჩნია, თავს იკატუნებდა, თითქოს შორიახლოს
გასეირნებას აპირებდა.
ბიჭმა გაკვირვებით შენიშნა, რა მალე მიწყდა მის უკან სა-
უბრების ხმა. თბილი და ხასხასა მწვანე ტყე სამარისებურ
მყუდროებას მოეცვა. იუსტასი მიხვდა, რომ უკვე მშვიდად და
თამამად შეეძლო სიარული.
ბიჭი ტყიდან გავიდა და მის წინ წამოჭიმულ ფერდობს გა-
დაეყარა, რომელზეც ბალახი მშრალი და სრიალა იყო. იუს-
ტასი თუ ხელ-ფეხს კარგად გამოიყენებდა, წესით მასზე ას-
ვლა არ გაუჭირდებოდა. აქოშინებულმა ბიჭმა შუბლიდან ოფ-
ლი არაერთხელ მოიწმინდა, მაგრამ წინ მაინც მედგრად
მიიწევდა. სხვათა შორის, ამით დამტკიცდა, რომ ამ ახალ
ცხოვრებას, რომელზეც ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ბიჭი
უკეთესობისკენ შეეცვალა; რადგან ძველი, ჰაროლდისა და
ალბერტას იუსტასი ფერდობზე ცოცვას ათი წუთის წინ შეეშ-
ვებოდა.
ნელ-ნელა, შესვენებებით, იუსტასი ფერდობის წვერზე მო-
ექცა. ბიჭუნას იმედი ჰქონდა, რომ ზემოდან კუნძულის ცენ-
ტრალური ნაწილი ხელისგულზე გადაიშლებოდა, მაგრამ
ღრუბლებისა და ზღვიდან წამოსული ნისლის გამო არაფერი
ჩანდა. იუსტასი მიწაზე დაჯდა და უკან გაიხედა. ისე მაღლა
იყო, რომ ქვევით ყურე დაპატარავებულიყო, ზღვა კი კილო-
მეტრებზე იჭიმებოდა. იუსტასი მთებიდან ჩამოსულ ნისლში
გაეხვია, მაგრამ არ შესცივნია. მერე, ზურგზე გადაწვა, რაც
შეეძლო მყუდროდ მოკალათდა და დასვენება სცადა.
თუმცა დასვენება მაინც ვერ შეძლო. ალბათ, ცხოვრებაში
პირველად, ბიჭმა თავი მარტოსულად იგრძნო. მერე კი იმაზე
დაიწყო ღელვა, ხომ არ დამაგვიანდაო. ირგვლივ ჩამიჩუმი
არ ისმოდა. მოულოდნელად იუსტასი შიშმა აიტანა, შეიძლე-
68 მკითხველთა ლიგა
ბა აქ საათებია, რაც ვწევარ და შეიძლება, სხვები უკვე წასუ-
ლები დამხვდნენო! ისიც კი იფიქრა, შეიძლება, ბანაკიდან გა-
პარვის შესაძლებლობა განგებ მომცეს, რომ მერე კუნძულზე
დავეტოვებინეო! თავზარდაცემული იუსტასი ფეხზე წამოხტა
და ფერდობზე დაეშვა.
ისე ჩქარობდა, რომ ბალახზე ფეხი გაუცურდა და ქვევით
სრიალით დაეშვა. მერე შეშინებულმა იფიქრა, მეტისმეტად
მარცხნივ წავსულვარო (რადგან ხრამი დაინახა) და კვლავ
ფერდობზე ავიდა. ის ადგილი იპოვა, სადაც იწვა და ძირს
დაშვება თავიდან დაიწყო, ოღონდ – უფრო მარჯვნივ. ამჯე-
რად საქმე უკეთ წაუვიდა. იუსტასი წინ ფრთხილად მიიწევდა,
რადგან რამდენიმე მეტრის იქით კარგად ვეღარ ხედავდა.
ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა. ძალიან ძნელი და გამაღი-
ზიანებელია ფრთხილად იარო მაშინ, როცა გონებაში „ჩქა-
რა! ჩქარა! ჩქარა!“ გესმის.
ის საზარელი აზრი, რომ კუნძულზე დატოვეს, ბიჭუნას უფ-
რო და უფრო სარწმუნოდ ეჩვენებოდა. რა თქმა უნდა, იუს-
ტასს კასპიანი და და-ძმა პევენსები რომ კარგად გაეცნო, მიხ-
ვდებოდა, რომ ეს გამორიცხული იყო. ამის ნაცვლად, ბიჭმა
საკუთარი თავი დაარწმუნა, რომ ისინი ადამიანის ტყავში
გახვეული ავსულები იყვნენ.
– როგორც იქნა! – შესძახა იუსტასმა, როგორც კი ჩამოშ-
ლილ ქვებზე ნახევრად სრიალით ჩაირბინა. უეცრად ბიჭი ვა-
კეზე აღმოჩნდა, – სად არის ხეები? წინ რაღაც მუქს ვხედავ.
მგონი, ნისლი იფანტება.
ასეც იყო. შუქი ნელ-ნელა თვალისმომჭრელი გახდა და
ნისლიც სულ გაიფანტა. იუსტასი სრულიად უცნობ ხეობაში
იდგა. ზღვა საერთოდ აღარ ჩანდა.

69 მკითხველთა ლიგა
თავი მეექვსე

იუსტასის თავგადასავლი

სხვები ამ დროს მდინარეში ხელ-პირს იბანდნენ და სასამ-


ხროდ ემზადებოდნენ. სამი საუკეთესო მშვილდოსანი ყურის
ჩრდილოეთით, მთებში ავიდა და სამი გარეული თხა მოინა-
დირა, რომლებიც ახლა კოცონზე იბრაწებოდა. კასპიანმა
მეზღვაურებს ნაპირზე კასრით არკენლენდური მაგარი ღვინო
გადმოატანინა. ყველას რომ ჰყოფნოდა, ღვინო წყლით
შეაზავეს. მუშაობა რიგიანად მიდიოდა, სამხრობა მხიარული
იყო.
– ჩვენი აბეზარა იუსტასი სადღაა? – იკითხა ედმუნდმა მას
შემდეგ, რაც შემწვარი თხის ხორცის მეორე ნაჭერი გადაიღო.
იუსტასი სრულიად უცნობ ხეობას უცქერდა, რომელიც
ისეთი ვიწრო და ღრმა იყო, რომ ვეება ორმოს ან თხრილს
უფრო ჰგავდა. ხშირ ბალახში ქვები იყო მიმოფანტული.
ალაგ-ალაგ შავად ამომწვარმა მიწამ იუსტასს მშრალ ზაფ-
ხულში რკინიგზის მიწაყრილები გაახსენა. მისგან დაახ-
ლოებით ორმოცდახუთ მეტრში სუფთა, კამკამა წყლის ტბო-
რი იდგა. ირგვლივ არამცთუ ცხოველის ან ფრინველის, მწე-
რების ჩამიჩუმიც კი არ ისმოდა. ჩამავალი მზე ხეობას პირქუ-
ში მთების წვერებიდან გადმოსცქეროდა.
რა თქმა უნდა, იუსტასი მიხვდა, ნისლში ფერდობის სხვა
მხარეს დავეშვიო და დასაბრუნებლად იმწამსვე უკან დაბ-
რუნდა, მაგრამ ფერდობის დანახვაზე შიშისგან გააცახცახა.
70 მკითხველთა ლიგა
იუსტასისთვის ცხადი გახდა, ძირს ჩამოსვლისას ძალზე გამი-
მართლაო, რადგან მაღალ, ვიწრო, ციცაბო, მწვანე ფერდო-
ბის ორივე მხარეს ხრამი იყო. უკან დასაბრუნებლად მეტი გზა
არ არსებობდა. ახლა, როცა ის კარგად შეათვალიერა, ნეტავ
მართლა შეძლებდა ფერდობზე აცოცებას?! იუსტასს ამის გა-
ფიქრებაზე თავბრუ დაეხვა.
ბიჭმა გადაწყვიტა, რაც არ უნდა იყოს, ჯობს ჯერ წყურვილი
მოვიკლაო. ის-ის იყო, ნაბიჯი გადადგა, რომ უკნიდან ხმაური
შემოესმა. მდუმარებით მოცულ ხეობაში მცირე ხმაურიც კი
გრუხუნივით გაისმა. იუსტასი ადგილზე გაქვავდა და თავი
უკან ნელა მიაბრუნა.
სალი კლდის ძირში, იუსტასისგან ცოტა მარცხნივ, პატა-
რა, შავი ხვრელი იყო – სავარაუდოდ, გამოქვაბულში შესას-
ვლელი – რომლიდანაც მცირეოდენი კვამლი გამოიფრქვა.
ზუსტად ხვრელის ქვეშ კლდეს მოწყვეტილი ქვები ისე ზანზა-
რებდა (ხმაურის მიზეზი სწორედ ეს იყო), თითქოს მათ უკან
რაღაც ხოხავდა.
მთლად უარესი, ეს რაღაც მაღლა ამოდიოდა. მის ადგილ-
ზე ედმუნდი, ლუსი ან შენ ამას იმწამსვე მიხვდებოდით, მაგ-
რამ არა იუსტასი, რომელსაც არცერთი საჭირო წიგნი არ
ჰქონდა წაკითხული. ბიჭი ვერასოდეს წარმოიდგენდა იმას,
რაც მის თვალწინ გამოქვაბულიდან გამოვიდა: გრძელი,
ტყვიისფერი დინგი, მკრთალი, წითელი თვალები, შიშველი
ტყავი – არანაირი ბუმბული ან ბეწვი, გრძელი, მოქნილი ტა-
ნი, რომელსაც მიწაზე მიათრევდა. ობობას მსგავსად, სახ-
სრებში მოხრილი ვეება ფეხები ზურგს სცდებოდა. შიშისმომ-
გვრელი კლანჭები, უშველებელი კუდი და ღამურის ფრთები,
რომლებიც ქვებთან შეხებისას უსიამოვნო ხმას გამოსცემ-
დნენ. არსება ნესტოებიდან კვამლს აფრქვევდა. იუსტასი სა-
71 მკითხველთა ლიგა
კუთარ თავს არ გამოუტყდა იმაში, რომ დრაკონს ხედავდა,
თუმცა ამით მაინც არაფერი იცვლებოდა.
იუსტასს დრაკონებზე რამე რომ სცოდნოდა, ამ არსების
ქცევა მცირედ მაინც გააკვირვებდა. დრაკონი არც ფეხებზე
წამოწეულა, არც ფრთები დაუქნევია და არც პირიდან გადმო-
უფრქვევია ცეცხლი. ცხვირიდან გამოშვებული კვამლი მინავ-
ლებული კოცონის ბოლს უფრო ჰგავდა. დრაკონს არც იუსტა-
სი შეუმჩნევია. ერთიანად დაზაფრული ბიჭიც კი მიხვდა, რომ
არსება მხცოვანი და ნაღვლიანი იყო. იუსტასმა გაიფიქრა,
ფერდობისკენ ხომ არ გავიქცეო, მაგრამ მერე გადაიფიქრა,
ხმაურის გაგონებაზე უკან არ მოიხედოსო. ვაი და, გამოცოც-
ხლებულიყო. იქნებ თავს იკატუნებდა. გარდა ამისა, რა აზრი
აქვს ფერდობზე ცოცვას, როცა არსებას ფრენა შეუძლია?
დრაკონი ტბორს მიუახლოვდა. ის-ის იყო საშინელი, ქერ-
ცლოვანი დინგი წყლის დასალევად გუბეში უნდა ჩაეყო, რომ
დაიგმინა და საზარელი ხროტინი ამოუშვა. რამდენჯერმე
გააძაგძაგა, გვერდზე გადავარდა, ცალი კლანჭი მაღლა ასწია
და ადგილზე გაქვავდა. დრაკონს დაღებული პირიდან შავი
სისხლი გადმოუვიდა. ცხვირიდან გამონაბოლქვი კვამლი კი
გაშავდა და ჰაერში გაიფანტა.
იუსტასი ადგილიდან დიდხანს არ დაძრულა. ფიქრობდა,
შეიძლება, ურჩხული მახეს მიგებსო, მაგრამ ლოდინისგან გა-
დაღლილი ჯერ ერთი ნაბიჯით დაწინაურდა, მერე კი – ზედი-
ზედ ორით. გაჩერდა. მიაყურადა. დრაკონი კვლავ არ ინ-
ძრეოდა; ურჩხულს თვალები წითლად აღარ უელავდა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, ბიჭმა გაბედა და დრაკონს მიუახლოვ-
და. იუსტასი დარწმუნებული იყო, არსება მკვდარიაო. დრა-
კონს აკანკალებული ხელით შეეხო, მაგრამ არაფერი მომ-
ხდარა.
72 მკითხველთა ლიგა
იუსტასმა იმხელა შვება იგრძნო, ლამის სიცილი წასკდა.
უეცრად ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს დრაკონის სუ-
ლის დალევისთვის კი არ ეცქირა, არამედ ურჩხული შერკინე-
ბაში დაემარცხებინა. იუსტასი დრაკონს მოშორდა და წყლის
დასალევად ტბორს მიუახლოვდა. სიცხე აუტანელი ხდებოდა.
მოულოდნელი გრუხუნის გაგონებაზე იუსტასი სახტად დარ-
ჩა. მზე წამებში გაუჩინარდა. ბიჭს ჯერ წყლის დალევა არ და-
ემთავრებინა, რომ წვიმამ დასცხო.
კუნძულზე კლიმატი ძალზე უსიამოვნო იყო. იუსტასი სულ
რაღაც წამებში თავიდან ფეხებამდე გაილუმპა. ირგვლივ წე-
სიერად ვეღარაფერს არჩევდა. მსგავსი კოკისპირული წვიმა
ევროპაშიც კი არ ენახა. ავდარში ფერდობზე ცოცვა უაზრობა
იქნებოდა. იუსტასი თავის შესაფარებლად იმ ერთადერთი
ადგილისაკენ გაექანა, რომელიც დაინახა. დრაკონის გამოქ-
ვაბულში ბიჭუნა ძირს დაწვა და სულის მოთქმა სცადა.
უმეტესობამ ვიცით, დრაკონის ბუნაგში რას ვიპოვით, მაგ-
რამ როგორც უკვე გითხარით, იუსტასი მისთვის შეუფერებელ
წიგნებს კითხულობდა. მაგალითად, ექსპორტზე, იმპორტზე,
მთავრობებსა და მილგაყვანილობებზე. მსგავს წიგნებში
დრაკონებზე სიტყვაც არაა ნახსენები. აი, სწორედ ამიტომ გა-
აკვირვა იუსტასი იმ ზედაპირმა, რაზეც იწვა; ალაგ-ალაგ რა-
ღაცებმა დაჩხვლიტა. ბიჭმა გაიფიქრა, ნეტავ რა უნდა იყოს,
ქვებისთვის – მეტისმეტად წვეტიანი, ხოლო ეკლებისთვის მე-
ტისმეტად მაგარიაო. ძალიან ბევრი მრგვალი და ბრტყელი
საგანი შეიგრძნო. ოდნავ გაინძრეოდა თუ არა, მის ირგვლივ
ყველაფერს ჩხარუნი და წკარუნი გაჰქონდა. ხვრელიდან შე-
მოსულ შუქზე იუსტასმა როგორც იქნა დაინახა ის, რასაც ნე-
ბისმიერი ჩვენგანი თავიდანვე იცნობდა – განძი. გვირგვინე-
ბი (იუსტასი სწორედ მათ დაჩხვლიტეს), მონეტები, ბეჭდები,
73 მკითხველთა ლიგა
სამაჯურები, ოქროს ზოდები, სასმისები, თეფშები, პატიოსანი
თვლები და ძვირფასი ქვები.
სხვა ბიჭუნებისგან განსხვავებით, იუსტასი განძით დიდად
არასოდეს დაინტერესებულა, მაგრამ ახლა მიხვდა, როგორ
გამოიყენებდა მას ამ სრულიად ახალ სამყაროში, რომელშიც
ლუსის საძინებლის კედელზე ჩამოკიდებული სურათიდან ასე
სულელურად აღმოჩნდა.
– აქ გადასახადები არაა, – თქვა იუსტასმა, – ვალდებული
არ ხარ მთავრობას განძი მისცე. ამ განძით აქ დალხენილად
ვიცხოვრებ. უფრო – კალორმენში. ამ უხიაკი ქვეყნებიდან ის
ყველაზე კარგი ჩანს. ნეტავ რამდენის წაღებას შევძლებ? ამ
ბრილიანტის სამაჯურს მაჯაზე გავიკეთებ. დიდი მაქვს. არა
უშავს. მკლავზე ავიწევ. ჯიბეებს ბრილიანტებით ავივსებ. ოქ-
როზე ბევრად მსუბუქია. ოჰ, ნეტავ ეს ჯოჯოხეთური წვიმა რო-
დის გადაიღებს?!
იუსტასი ოქროს გორაზე, იმ ნაწილში, სადაც მეტწილად
მონეტები იყო, მყუდროდ მოკალათდა და ლოდინს შეუდგა,
თუმცაღა გადატანილი შიშითა და განსაკუთრებით, მთაში
გრძელი გასეირნებით გადაღლილს ძილი მოერია.
იმ დროს, როცა იუსტასს გამოქვაბულში ტკბილად ეძინა
(ხვრინავდა კიდეც), ნასამხრევს სხვები შეშფოთებულნი ეძებ-
დნენ.
– იუსტას! იუსტას! აუ-უ-უ! – უხმობდნენ ხმის ჩახლეჩამდე.
კასპიანი კი საყვირში ჰბერავდა.
– შორიახლო არაა, თორემ გაიგონებდა, – თქვა გადა-
ფითრებულმა ლუსიმ.
– ეშმაკმა წაიღოს! – თქვა ედმუნდმა, – ნეტავ რაზე ფიქ-
რობდა, როცა გაიპარა?

74 მკითხველთა ლიგა
– რაღაც უნდა ვიღონოთ, შეიძლება დაიკარგა, ან ორმოში
ჩავარდა, ან ველურებმა შეიპყრეს, – თქვა ლუსიმ.
– ან მხეცებმა მოკლეს, – დაამატა დრინიანმა.
– რაც, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნებოდა, – ჩაიდუდუნა რინ-
სმა.
– ბატონო რინს, – მიმართა რიპიჩიპმა, – ასე ლაპარაკი
არ გეკადრებათ. მართალია, ეგ არსება ჩემი მეგობარი არაა,
მაგრამ მის ძარღვებში დედოფლის სისხლი ჩქეფს და მანამ,
სანამ იგი ჩვენი საძმოს წევრია, ბიჭის პოვნა ან მისი მოკვლის
გამო შურისძიება ჩვენი ღირსების საკითხია.
– რასაკვირველია, უნდა ვიპოვოთ, თუ შევძლებთ, – თქვა
მოზომილად კასპიანმა, – ოხ, ეს რა თავსატეხი გაგვიჩინა! სა-
მაშველო რაზმი გვჭირდება. ეშმაკმა წაგიღოს, იუსტას!
იუსტასი ღრმა ძილს მისცემოდა. გამოღვიძებული ხელში
ტკივილმა შეაწუხა. მთვარის შუქი გამოქვაბულში შემოსას-
ვლელიდან იღვრებოდა. ბიჭუნას განძზე წოლა უკვე აღარ
აწუხებდა. სიმართლე ითქვას, მას ვეღარც კი გრძნობდა. თავ-
დაპირველად იუსტასი მკლავში ტკივილმა შეაფიქრიანა, მაგ-
რამ მერე სამაჯური გაახსენდა, რომელიც ახლა ძალიან
უჭერდა. როგორც ჩანს, ძილში მარცხენა მკლავი დაბუჟებო-
და და გასიებოდა.
იუსტასმა მარჯვენა ხელი მარცხენისკენ წაიღო, მაგრამ გა-
ჩერდა და ელდანაკრავმა ტუჩი მოიკვნიტა. მის წინ, იქ, სადაც
მთვარის შუქი გამოქვაბულში მოტიტვლებულ ალაგს ეცემო-
და, იუსტასმა საზარელი ლანდი დაინახა, რომელიც იმწამსვე
იცნო – დრაკონის კლანჭი. კლანჭი ზუსტად მაშინ ამოძრავ-
და, როცა იუსტასმა ხელი ასწია, ხოლო როცა ბიჭმა ხელი
გააჩერა, კლანჭი იმწამსვე გაჩერდა.

75 მკითხველთა ლიგა
„ო, რა სულელი ვარ“ , – გაიფიქრა იუსტასმა, – „ რასაკ-
ვირველია, ურჩხულს მეგობარი ჰყავდა, რომელიც ახლა
გვერდით მიწევს “ .
ერთხანს ოდნავ განძრევაც კი არ უცდია. მერე იუსტასმა
შავი კვამლი დაინახა; ზუსტად ისეთი, როგორიც დრაკონმა
სიკვდილის წინ ნესტოებიდან გამოუშვა. თავზარდაცემულმა
იუსტასმა სუნთქვა შეწყვიტა. კვამლი გაქრა. როცა სუნთქვის
შეკავება ვეღარ შეძლო, ბიჭმა ნელა ამოისუნთქა. შავი კვამ-
ლი კვლავ გაჩნდა. იუსტასი სიმართლეს მაინც ვერ მიხვდა.
ბიჭმა გადაწყვიტა, ძალზე ფრთხილად მარცხნივ გადავი-
წევ და გამოქვაბულიდან გავძვრებიო. შეიძლება არსებას
ეძინა. თანაც, ეს მისი ერთადერთი შესაძლებლობა იყო, თუმ-
ცა მარცხნივ გადაწევამდე, ჯერ გაიხედა. ჰოი, საშინელებავ!
ამ მხარესაც დრაკონის კლანჭი დაინახა.
იუსტასს ცრემლები გადმოსცვივდა და ამის გამო მას ვერა-
ვინ დასძრახავდა. ბიჭი მის წინ, განძზე დაღვრილი ცრემლე-
ბის ზომამ გააოცა. უჩვეულოდ მდუღარე კურცხალს ორთქლი
ასდიოდა.
ახლა ტირილი უაზრობა იყო. როგორღაც ორ დრაკონს
შორის უნდა გამძვრალიყო. ის-ის იყო ბიჭმა მარჯვენა ხელი
გაშალა, რომ დრაკონმა წინა მარჯვენა ფეხი გაანძრია. იუს-
ტასმა გაიფიქრა, ახლა მარცხენას ვცდიო. დრაკონმა მაშინვე
წინა მარცხენა ფეხი აამოძრავა.
ორივე დრაკონი, ერთი მარჯვნიდან, მეორე – მარცხნი-
დან, იუსტასის მოძრაობებს იმეორებდა! ბიჭს ნერვებმა უმ-
ტყუნა და გასასვლელისკენ გაექანა.
გამოქვაბულიდან გამოვარდნილი იუსტასის უკან ოქროს
ისეთი ჩხარუნი და წკარუნი ატყდა, რომ ბიჭმა იფიქრა, ალ-
ბათ, ორივე არსება მე გამომეკიდაო. უკან მიხედვას ვერ ბე-
76 მკითხველთა ლიგა
დავდა. გეზი ტბორისკენ აიღო. მთვარის შუქზე მკვდარი დრა-
კონის ლეში ნებისმიერს თავზარს დასცემდა, მაგრამ იუსტასს
მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია. მისი მთავარი მიზანი
წყალთან მისვლა იყო.
ამ დროს ორი მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა. პირველი:
ელდანაცემი იუსტასი მიხვდა, რომ ოთხით მირბოდა. ღვთის
გულისათვის, ამას რატომ აკეთებდა? და მეორე: ტბორში
ჩაიხედა და დაინახა, რომ წყლიდან დრაკონი უცქერდა. იუს-
ტასს თვალები აეხილა და სიმართლეს მიხვდა. ანარეკლი მას
ეკუთვნოდა. ამას წყალი არ გაუვიდოდა. გაინძრეოდა იუსტა-
სი? გაინძრეოდა დრაკონიც. არსება პირსაც სწორედ მაშინ
აღებდა და მუწავდა, როცა ამას იუსტასი აკეთებდა.
გულში დრაკონული ფიქრებით დრაკონის განძზე ჩაძინე-
ბულმა იუსტასმა დრაკონად გაიღვიძა.
უკვე ყველაფერი გასაგები გახდა. გამოქვაბულში არა-
ნაირი დრაკონები არ ყოფილა. მათი კლანჭები დრაკონი იუს-
ტასის კლანჭები იყო. ისევე, როგორც ნესტოებიდან გამოშვე-
ბული კვამლი. მარცხენა მკლავი კი (უფრო სწორად ის, რაც
ერთ დროს მკლავი იყო) ქერცლოვან ტყავში სამაჯურის მაგ-
რად ჩასობის გამო სტკიოდა. იუსტასი სამაჯურს დრაკონის
ეშვებით ჩააფრინდა, მაგრამ მოხსნა მაინც ვერ შეძლო.
ტკივილის მიუხედავად, პირველი, რაც იუსტასმა იგრძნო,
შვება იყო. საშიში აღარაფერი იყო! ახლა შიში თავად გამხდა-
რიყო. ამქვეყნად მასზე თავდასხმას რაინდის, თანაც რჩეული
რაინდის გარდა ვერავინ გაბედავდა. იუსტასს უკვე თავისუფ-
ლად შეეძლო, ედმუნდსა და კასპიანს გასწორებოდა...
უეცრად ბიჭუნა მიხვდა, რომ სინამდვილეში ეს არ სურდა.
იუსტასს მათთან მეგობრობა უნდოდა. უკან, ადამიანებთან
დაბრუნება, მათთან ერთად სიცილი და გართობა ეწადა, მაგ-
77 მკითხველთა ლიგა
რამ მერე გააცნობიერა, რომ ახლა ურჩხული იყო. არსება,
რომელსაც ადამიანები შიშით გაურბოდნენ.
იუსტასი საშინელმა მარტოობამ შეიპყრო. ნელ-ნელა მიხ-
ვდა, რომ სხვები არც ისე ცუდები იყვნენ, როგორც მას ეგონა,
თავად კი არც ისე კარგი, როგორც ამაში მთელი ცხოვრება
დარწმუნებული იყო. იუსტასს ადამიანთა ხმების გაგონება
მოენატრა. ერთი კეთილი სიტყვის გამო რიპიჩიპსაც კი გადა-
უხდიდა მადლობას.
იუსტასს მკვდარი დრაკონი გაახსენდა და მწარედ ატირდა.
მთვარიან ღამეს, მიტოვებულ ხეობაში, ატირებული დრაკო-
ნის ხილვის წარმოდგენა იოლი არაა.
ბოლოს იუსტასმა გადაწყვიტა, ნაპირზე დასაბრუნებელ
გზას ვიპოვიო. მან უკვე გააცნობიერა, კასპიანი კუნძულზე
არასოდეს დამტოვებდაო. იუსტასმა საკუთარი თავი დაარ-
წმუნა, როგორმე მოვახერხებ და ხალხს გავაგებინებ, ვინ ვა-
რო.
ჯერ წყალი კარგად დალია და მერე (ვიცი, გამაოგნებლად
ჟღერს, მაგრამ თუ კარგად დაფიქრდები, ასე არაა) მკვდარი
დრაკონი თითქმის სულ შეჭამა. შუა ჭამაში მიხვდა, რას აკე-
თებდა; გონებით იუსტასი იყო, მაგრამ მადითა და კუჭით –
დრაკონი. დრაკონისთვის კი დრაკონის ახალ ხორცზე გემ-
რიელი ქვეყნად არაფერია. აი, სწორედ ამიტომაა, რომ ერთ
ქვეყანაში ერთ დრაკონზე მეტი არ ბინადრობს.
დანაყრების შემდეგ იუსტასი ხეობიდან გავიდა. ფერდობზე
ასვლა ხტუნვა-ხტუნვით დაიწყო, მაგრამ მალევე მიხვდა,
ფრენა შემიძლიაო. აღარც ახსოვდა, ფრთები რომ ჰქონდა. ეს
იუსტასისთვის დიდი სიურპრიზი გამოდგა (დიდი ხნის განმავ-
ლობაში ეს იყო პირველი სასიამოვნო სიურპრიზი). დრაკონი
იუსტასი ცაში აიჭრა და ქვევით, მთვარის შუქით განათებულ
78 მკითხველთა ლიგა
მწვერვალებს მოავლო თვალი. ყურე ვერცხლისფერ ქვის ფი-
ლას ჰგავდა. ღუზაჩაშვებული „განთიადის დამმორჩილებე-
ლი“ წყალზე ნელა ირწეოდა, ნაპირზე კი კოცონი გიზგიზებდა.
დრაკონი ძალიან დიდი სიმაღლიდან მოწყვეტით დაეშვა ქვე-
ვით.
ლუსის ღრმად ეძინა. გოგონა მთელი საღამო სამაშველო
რაზმის კარგი ამბით დაბრუნებას სულმოუთქმელად ელოდე-
ბოდა. რაზმი, რომელსაც კასპიანი მეთაურობდა, გვიან, ღო-
ნეგამოცლილი დაბრუნდა. ახალი ამბავი შემაშფოთებელი
იყო. მათ იუსტასის კვალსაც კი ვერ მიაგნეს, თუმცა ხეობაში
დრაკონის ლეში იპოვეს. ცდილობდნენ, სასოწარკვეთილე-
ბას არ მისცემოდნენ და ერთმანეთს არწმუნებდნენ, კუნძულ-
ზე მეტი დრაკონი აღარ უნდა იყოსო. ლუსის უთხრეს, დრა-
კონს სული დაახლოებით შუადღის სამი საათისთვის უნდა გა-
ნეტევებინა და საეჭვოა, სიკვდილამდე რამდენიმე საათით
ადრე ადამიანი მოეკლაო.
– ან შეიძლება, ის პატარა ეშმაკის ნაშიერი შესანსლა, რის
გამოც მოიწამლა და ფეხებიც გაფშიკა, – ჩაიდუდუნა თავის-
თვის რინსმა.
გვიან ღამით ლუსი ფუსფუსმა გააღვიძა. ყველა ერთად
შეკრებილიყო და რაღაცას ჩურჩულით განიხილავდა.
– რაშია საქმე? – იკითხა ლუსიმ.
– დიდი სიმტკიცის გამოჩენა გვმართებს, – ამბობდა კას-
პიანი, – ცოტა ხნის წინ თავზე დრაკონმა გადგვიფრინა და ნა-
პირზე დაეშვა. დიახ, ვშიშობ, რომ ის ჩვენსა და ხომალდს შო-
რისაა. ისრებით დრაკონს ვერაფერს დავაკლებთ. ვერც ცეც-
ხლით შევაშინებთ.
– თქვენი აღმატებულების ნებართვით... – დაიწყო რიპი-
ჩიპმა.
79 მკითხველთა ლიგა
– არა, რიპიჩიპ, – უხეშად გააწყვეტინა მეფემ, – მისი ორ-
თაბრძოლაში გამოწვევა არ გაბედო. სიტყვას თუ არ მომცემ,
გაგკოჭავ. ჯერჯერობით, ვუთვალთვალოთ. ინათებს თუ არა,
ნაპირზე ჩავიდეთ და შევერკინოთ. ბრძოლას მე ვუხელ-
მძღვანელებ. მეფე ედმუნდი ჩემგან მარჯვნივ იქნება, ლორდი
დრინიანი – მარცხნივ. სულ ესაა. ორ საათში ინათებს. ვისა-
უზმოთ და მორჩენილი ღვინო დავლიოთ. ყველაფერი უხ-
მაუროდ უნდა გაკეთდეს.
– შეიძლება გაფრინდეს, – თქვა ლუსიმ.
– ეგ უარესი იქნება, – თქვა ედმუნდმა, – რადგან მერე
აღარ გვეცოდინება, სადაა. თუ ოთახში კრაზანაა, მირჩევნია
ვხედავდე.
ღამემ საშინლად განვლო. სუფრა გაიშალა. ყველამ იცო-
და, რომ უბრალოდ უნდა ეჭამათ. უმეტესობას მადა დაჰკარ-
გოდა. გარიჟრაჟამდე, სანამ ღამის ბინდი გაიფანტებოდა და
ჩიტები გალობას დაიწყებდნენ, ყველას ისეთი შეგრძნება და-
უფლებოდა, თითქოს საათები გასულიყო. განთიადი მეტისმე-
ტად სუსხიანი იყო.
– დროა, მეგობრებო! – ბრძანა კასპიანმა.
ყველა ფეხზე წამოდგა. ხმლები ქარქაშებიდან ამოაგეს და
ლუსის გარშემო, რომელსაც მხარზე რიპიჩიპი ეჯდა, მჭიდრო
წრე შემოარტყეს. აუტანელ ლოდინს მაინც ეს სჯობდა. უეც-
რად ყველამ იგრძნო, რომ ერთმანეთის სიყვარულით განიმ-
სჭვალნენ. ცოტა ხანში მარშირებით დაიძრნენ. ის-ის იყო,
ტყიდან გამოვიდნენ, რომ უფრო ინათა. მათ წინ ქვიშაზე გი-
განტური ხვლიკი, მოქნილი ნიანგი, ფეხებიანი ქვეწარმავა-
ლი, ვეება, საზარელი დრაკონი იწვა.

80 მკითხველთა ლიგა
მათ დანახვაზე, წამონთებისა და პირიდან ცეცხლის გად-
მოფრქვევის ნაცვლად, დრაკონმა უკან დაიხია... წყლისკენ
ჩაბაჯბაჯდა.
– თავს ასე რატომ აქნევს? – იკითხა ედმუნდმა.
– ახლა კი თავს გვიკრავს, – თქვა კასპიანმა.
– თვალები უელავს, – თქვა დრინიანმა.
– ოჰ, ნუთუ ვერ ხედავთ?! – თქვა ლუსიმ, – ტირის! ეს
ცრემლებია!
– მემ, თქვენს ადგილზე მის ცრემლებს არ ვენდობოდი, –
უთხრა დრინიანმა, – ნიანგებიც სწორედ ასე იქცევიან. ტირი-
ან, რომ დაგაბნიონ.
– შენს ნათქვამზე თავი გააქნია, – შენიშნა ედმუნდმა, –
თითქოს „არა“ იგულისხმა. შეხედეთ, თავს ისევ იქნევს.
– შენი აზრით, ჩვენი ესმის? – ჰკითხა ძმას ლუსიმ.
დრაკონმა თავი ენერგიულად დააქნია.
რიპიჩიპი ლუსის მხრიდან ჩამოხტა და დაწინაურდა.
– დრაკონო, – გაისმა მისი წვრილი ხმა, – ჩვენი ენა გეს-
მის?
დრაკონმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ლაპარაკი შეგიძლია?
დრაკონმა არაო, თავი გააქნია.
– შენი წადილის გაგება გაგვიჭირდება, მაგრამ თუ მეგობ-
რობას შემოგვფიცავ, წინა კლანჭი მაღლა ასწიე, – უთხრა
რიპიჩიპმა.
დრაკონი დაემორჩილა და ფეხი, რომელიც ოქროს სამა-
ჯურისგან საშინლად გასიებოდა, მოუქნელად ასწია.
– ოჰ, შეხედეთ! – შესძახა ლუსიმ, – ფეხზე რაღაც სჭირს.
საბრალო, ალბათ ამიტომ ტიროდა. შეიძლება, ჩვენთან დახ-

81 მკითხველთა ლიგა
მარების სათხოვნელად მოვიდა. როგორც ეს „ანდროკლესა
14
და ლომშია“.
– ფრთხილად, ლუსი, – უთხრა კასპიანმა, – ძალზე
ჭკვიანი დრაკონი ჩანს და შეიძლება ცრუობს.
ლუსი დრაკონისკენ გაიქცა. გოგონას მკვირცხლად – რამ-
დენადაც მოკლე ფეხებმა ამის საშუალება მისცა – მიჰყვა რი-
პიჩიპი. ასევე, ბიჭები და დრინიანი.
– აბა, მაჩვენე შენი ნატკენი ფეხი. იქნებ, შენი დახმარება
შევძლო, – უთხრა ლუსიმ.
დრაკონმა ფეხი სიხარულით გაუწოდა. იუსტასს ლუსის ნა-
ყენი გაახსენდა, რომელმაც ზღვის დაავადებისგან განკურნა,
თუმცა იმედი გაუცრუვდა. ჯადოსნურმა სითხემ მხოლოდ შე-
შუპების ჩაცხრობა და ტკივილის შემსუბუქება შეძლო, მაგრამ
ოქროს ვერაფერი დააკლო.
ყველა დრაკონისა და ლუსის გარშემო შეკრებილიყო და
ურჩხულის განკურნებას აკვირდებოდა, რომ უეცრად კასპი-
ანმა შეჰყვირა:
– შეხედეთ!
მეფე სამაჯურს მიშტერებოდა.

14 „ანდროკლე და ლომი“ – ჯორჯ ბერნარდ შოუს პიესა-იგავი


82 მკითხველთა ლიგა
თავი მეშვიდე

როგორ დასრულდა თავგადასავალი

– რას? – ჰკითხა ედმუნდმა.


– ოქროზე გერბს, – მიუგო კასპიანმა.
– პაწია ჩაქუჩი ვარსკვლავის ფორმის ბრილიანტის ზე-
მოთ, – მიუგო დრინიანმა, – მგონი, ეს სადღაც მინახავს.
– რასაკვირველია, გინახავთ! – შესძახა კასპიანმა, – ნარ-
ნიაში ერთ-ერთი სახელოვანი გვარის გერბია. ეს ლორდ ოკ-
ტესიანის სამაჯურია!
– ურჩხულო! – უყვირა რიპიჩიპმა დრაკონს, – ნუთუ ნარ-
ნიელი ლორდი შესანსლე?
დრაკონმა არაო, თავი ენერგიულად გააქნია.
– ან, შეიძლება, – თქვა ლუსიმ, – ის თავად ლორდი ოკტე-
სიანია! დრაკონად გადაიქცა... ან მოაჯადოვეს...
– სავარაუდოდ, არც ერთი და არც – მეორე, – უთხრა ედ-
მუნდმა, – ყველა დრაკონი ოქროს აგროვებს. ახლა უკვე ნა-
თელია, რომ ლორდი ოკტესიანი ამ კუნძულს არ გასცილე-
ბია.
– ლორდ ოკტესიანი ხარ? – ჰკითხა ლუსიმ დრაკონს, რო-
მელმაც არაო, თავი სევდიანად გააქნია, – მაშინ, მოგაჯადო-
ვეს... ანუ ადამიანი ხარ?
დრაკონმა თავი ენერგიულად დაუქნია.

83 მკითხველთა ლიგა
– შემთხვევით... იუსტასი ხომ არ ხარ? – ჰკითხა დრაკონს
რომელიღაცამ (მოგვიანებით ხალხში საკამათო გახდა, რო-
მელი იყო პირველი, ლუსი თუ ედმუნდი).
იუსტასმა დრაკონის საშინელი თავი დააქნია და წყალს კუ-
დი დაარტყა. ყველამ უკან ისკუპა (ზოგმა მეზღვაურმა პირი-
დან ისეთი მწარე გინება ამოუშვა, რომ აქ დაწერისგან თავს
შევიკავებ), რომ ცხარედ ატირებული დრაკონის ვეებერთე-
ლა, მდუღარე ცრემლებს გაქცეოდა.
ლუსიმ იუსტასის დამშვიდება სცადა. გოგონამ მხნეობა
მოიკრიბა და მას ქერცლიან სახეზე აკოცა. ბიჭს ყველამ გულ-
წრფელად უთანაგრძნო. ბევრმა მისი დარწმუნება სცადა, ჯა-
დოს მოხსნის რამე გზა აუცილებლად იქნება და ერთ-ორ
დღეში ისევ ძველი იუსტასი იქნებიო. ყველას ერთი სული
ჰქონდა, მისი ამბავი მოესმინა, მაგრამ სამწუხაროდ, დრა-
კონს ლაპარაკი არ შეეძლო. მომდევნო დღეებში სათქმელის
ქვიშაზე დაწერა არაერთხელ სცადა, თუმცა წარუმატებლად.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ბიჭს წარმოდგენა არ ჰქონდა,
როგორ უნდა მოეყოლა ამბავი. საამისოდ საჭირო წიგნები
არ წაეკითხა. მეორე რიგში კი დრაკონის კლანჭებით წერა
თითქმის შეუძლებელია. მათი კუნთები და ნერვები ადა-
მიანისგან განსხვავდება. იუსტასს სიტყვა არ ჰქონდა დაწერი-
ლი, რომ მას ან ზღვიდან უეცრად მოვარდნილი ტალღა, ან
საკუთარი კუდი შლიდა. შედეგად კი, აი, რა გამოვიდა:
„ წავედი... დასაძინებ... გამოქვაბ... დრაკონის გამოქვა-
ბულში, იმიტო რო ის მოკვდა და წვიმდა... როა... გავიღვიძე...
ის მკლავიდან ვერ მოვიხსენნნ... ოჰ, ეშმაკმა წაიღოს... “
ყველასთვის გასაგები გახდა, რომ დრაკონად გადაქცევამ
იუსტასი გამოასწორა. ბიჭი მოწადინებული იყო, ყველას ყვე-
ლაფერში დახმარებოდა. იუსტასმა მთელი კუნძული შემოიფ-
84 მკითხველთა ლიგა
რინა და გაარკვია, რომ მთებში ველური თხები და ტახები ბი-
ნადრობდნენ. სამგზავროდ მათ ბევრი ნანადირევი მიუტანა.
ძალიან ჰუმანური მკვლელი იყო. დრაკონ იუსტასს შეეძლო
მხეცი კუდის ერთი მოქნევით ისე მოეკლა, რომ საწყალი ამას
ვერც კი ხვდებოდა. რამდენიმე ტახი და თხა თავად შეჭამა.
რასაკვირველია, განცალკევებით, რადგან როგორც დრა-
კონს, უმი ხორცი უყვარდა და თავისი სისხლიანი ტრაპეზით
სხვებს უხერხულ მდგომარეობაში ვერ ჩააგდებდა. ერთ მშვე-
ნიერ დღეს იუსტასმა ბანაკში რომელიღაც შორეულ ხეობაში
მოთხრილი მაღალი ფიჭვი მიიტანა და მიწაზე დიდი სიფ-
რთხილით, თავმომწონედ დადო. მთავარი ანძის გასაკეთებ-
ლად ეკიპაჟს ახლა უკვე ყველაფერი ჰქონდა.
ცივ საღამოებში, რომლებიც ძლიერი წვიმების შემდეგ
იცის ხოლმე, დრაკონი იყო სითბოს წყარო. გასაშრობად და
გასათბობად უკლებლივ ყველა ზურგით ფერდებზე ეკრობო-
და; მისი ერთი ცეცხლოვანი სულის შებერვაც კი საკმარისი
იყო ყველაზე ჯიუტი კოცონის ხელახლა ასაგიზგიზებლად.
ზოგჯერ დრაკონი ეკიპაჟის წევრებს ზურგზე შეისვამდა და
მათ მწვანე ფერდობებს, კლდოვან მთებს, ვიწრო ხეობებსა
და შორს, აღმოსავლეთის ზღვაში, ცისფერ ჰორიზონტზე იმ
ლურჯ ლაქას ანახებდა, რომელიც შესაძლოა ხმელეთი ყო-
ფილიყო.
იუსტასს ყველაზე მეტად სიამოვნებდა ის, რომ ყველას
მოსწონდა (მისთვის სრულიად ახალი შეგრძნება). უფრო მე-
ტიც, ადამიანები მასაც შეუყვარდა. სასოწარკვეთილებაში ჩა-
ვარდნისგან საბრალო ბიჭს სწორედ ეს იცავდა. დრაკონობა
საზარელი ხვედრი იყო. ყოველ ჯერზე, როცა იუსტასი მთის
ტბას გადაუფრენდა და წყალში თავის ანარეკლს თვალს მოჰ-
კრავდა, აძაგძაგებდა. სძულდა ღამურას ვეება ფრთები, დაკ-
85 მკითხველთა ლიგა
ბილული ზურგი და ბასრი კლანჭები. საკუთარ თავთან მარტო
დარჩენის ეშინოდა, სხვებთან ყოფნისას კი საკუთარი თავის
გამო რცხვენოდა. თბილი საღამოობით, როცა საჭირო აღარ
იყო, იუსტასი ბანაკიდან იძურწებოდა და ნაპირზე წვებოდა.
ასეთ დროს, მისდა გასაოცრად, მისი ერთგული მანუგეშებე-
ლი რიპიჩიპი გახლდათ. კეთილშობილი თაგვი კოცონის
გარშემო გამართული ნადიმიდან გამოიპარებოდა და დრა-
კონის თავთან ჯდებოდა ხოლმე, რასაკვირველია, მისი ცეც-
ხლოვანი ამონასუნთქისგან მოშორებით. რიპიჩიპმა იუსტასს
აუხსნა, ის, რაც შენ შეგემთხვა, ბედის ბორბლის უკუღმართო-
ბის ბრალია და ახლა რომ ნარნიაში, ჩემთან სახლში (რომე-
ლიც მიწაში ხვრელი იყო, სადაც დრაკონის არამცთუ ტანი,
თავიც კი არ შეეტეოდა) ვიყოთ, ყველაზე საშინელ მდგომა-
რეობაში ჩაცვენილი იმპერატორების, მეფეების, რაინდების,
პოეტების, მიჯნურების, ასტრონომების, ფილოსოფოსებისა
და ჯადოქრების ასობით მაგალითს მოგიყვანდი, რომელთა-
გან ბევრი ისევ კარგად გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ბედ-
ნიერად ცხოვრობდაო. შეიძლება, იმ წუთში დრაკონისთვის
რიპიჩიპის სიტყვებს დიდი შვება არ მიუგვრია, მაგრამ იუს-
ტასს თაგვის სიკეთე არასოდეს დავიწყებია.
რა თქმა უნდა, დრაკონი ყველასთვის დიდი თავსატეხი
იყო. ისმოდა კითხვა, ზღვაში რომ გავალთ, მას რა უნდა ვუ-
ყოთო. საუბარს ამ საკითხზე მაშინ იწყებდნენ, როცა იუსტასი
მათ შორის არ იყო, თუმცა დრაკონს დროდადრო სხვადასხვა
ფრაზები მაინც ესმოდა: „იქნებ, გემბანის ცალ მხარეს დავაწ-
ვინოთ, წონასწორობის შესანარჩუნებლად კი მარაგი მეორე
მხარეს გადავიტანოთ?“, „ბუქსირზე ხომ არ ჩაგვება?“, „ამდე-
ნი ხანი ფრენას შეძლებს?“ , ყველაზე ხშირად კი – „რა უნდა
ვაჭამოთ?“ საბრალო იუსტასი მიხვდა, რომ ხალხს ახლა უფ-
86 მკითხველთა ლიგა
რო მეტი თავსატეხი გაუჩინა, ვიდრე გემზე ასვლის პირველ
დღეს. ამაზე ფიქრი ისე აწუხებდა, როგორც ხორცში ჩასობი-
ლი სამაჯური. იუსტასმა კარგად იცოდა, რომ თუ სამაჯურს
თავის ვეება კბილებით ჩააფრინდებოდა, უარესს იზამდა. გან-
საკუთებით – ცხელ ღამეებში.
დაახლოებით ექვსი დღის მერე, რაც ისინი დრაკონის კუნ-
ძულზე გადმოვიდნენ, ედმუნდს ასე სისხამ დილით პირვე-
ლად გაეღვიძა. ცას ნაცრისფერი ეპარებოდა. ხეების გარდა
წესიერად რამის გარჩევა ჭირდა. ედმუნდს რაღაც ხმა შემო-
ესმა. ბიჭი იმწამსვე იდაყვზე წამოიწია და ირგვლივ მიმოიხე-
და. მერე ტყეში, ზღვის მხარეს, რაღაც მუქი სილუეტი დაინა-
ხა. უეცრად საკუთარ თავს ჰკითხა: „იქნებ, კუნძულზე მარტო
არ ვართ?“ გადაწყვიტა, ალბათ, კასპიანიაო – სილუეტი მისი
სიმაღლის იყო – თუმცა მეფე მის გვერდით იწვა და ეძინა. ედ-
მუნდმა ხმალი მოსინჯა და ფეხზე წამოდგა.
ტყის პირას გავიდა. მუქი სილუეტი ჯერ ისევ იქ იყო. ედ-
მუნდმა ახლა უკვე გარკვევით დაინახა, რომ უცხო კასპიანზე
დაბალი, ხოლო ლუსიზე მეტისმეტად მაღალი იყო. ლანდი არ
გაქცეულა. ედმუნდმა ხმალი იშიშვლა და ის-ის იყო, უცხოს
უნდა დაპირისპირებოდა, რომ ჩურჩული გაიგონა:
– ედმუნდ, შენ ხარ?
– კი. შენ ვინღა ხარ?
– ვერ მიცანი? – ჰკითხა მან, – ეს მე ვარ... იუსტასი.
– ღმერთმანი, მართლა შენ ხარ! კი, მაგრამ, როგორ...
– ჩუმად! – უთხრა იუსტასმა და წაიბორძიკა.
– რა იყო? – ჰკითხა ედმუნდმა და რომ არ წაქცეულიყო,
იუსტასს ხელი ჩაავლო, – რა გჭირს? ავად ხარ?
იუსტასი იმდენი ხნით დადუმდა, რომ ედმუნდმა იფიქრა,
ალბათ, გული მისდისო; მაგრამ ბოლოს ბიჭმა ენა ამოიდგა.
87 მკითხველთა ლიგა
– ეს შემზარავი იყო. შენ არც კი იცი... მაგრამ ახლა ყვე-
ლაფერი კარგადაა. შეიძლება სადმე წავიდეთ და მშვიდად
დავილაპარაკოთ? სხვებთან შეხვედრა ჯერ არ მინდა.
– კი, როგორც იტყვი, – მიუგო ედმუნდმა, – აი, იქ, ქვებზე
დავსხდეთ. მინდა გითხრა, რომ შენი... ჰმ... ძველი იუსტასის
ნახვა მიხარია. ალბათ, შავ დღეში იყავი.
ბიჭები ქვებზე დასხდნენ. ღია ნაცრისფერ ცას აჰყურებ-
დნენ, რომელზეც ყველა ვარსკვლავი ნელ-ნელა ქრებოდა,
ჰორიზონტთან ერთი კაშკაშას გარდა.
– მინდა, სანამ სხვებს მოვუყვები, შენ მოგიყვე, როგორ
გავხდი... დ... დრაკონი. – უთხრა იუსტასმა, – სხვათა შორის,
იმ დილამდე, სანამ აქ მოვფრინდებოდი, სიტყვა „დრაკონი“
არც კი ვიცოდი, პირველად თქვენგან გავიგე.
– გისმენ, – უთხრა ედმუნდმა.
– მოკლედ, გუშინ, ალბათ, ყველაზე უბედური ვიყავი. იმ
წყეული სამაჯურისგან მკლავი საშინლად მტკიოდა, სული
მეწვოდა...
– ახლა?
იუსტასს გაეცინა – ედმუნდს მისგან ასეთი სიცილი ჯერ არ
მოესმინა – და სამაჯური მკლავიდან იოლად მოიხსნა.
– აი, ისიც, – თქვა, – ვისაც უნდა, იმისი იყოს. მოკლედ,
იმას გიყვებოდი, რომ ტკივილისგან ვიტანჯებოდი, ჩემთვის
ვიწექი და ვფიქრობდი, ნეტავ რა ბედი მეწევა-მეთქი, რომ
უეცრად... შეიძლება, ეს სიზმარი იყო. არ ვიცი.
– განაგრძე, – მოთმინებით უთხრა ედმუნდმა.
– მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მაღლა ავიხედე და ის დავინა-
ხე, რასაც საერთოდ არ ველოდი: ჩემკენ ვეება ლომი ნელა
მოემართებოდა. მას მთვარის შუქი ეფინებოდა. ყველაზე უც-
ნაური კი იცი, რა არის? წუხელ უმთვარო ღამე იყო! თანდა-
88 მკითხველთა ლიგა
თან მომიახლოვდა. შიშისგან თავზარი დამეცა. შენ ალბათ
გგონია, რომ რადგან დრაკონი ვიყავი, ნებისმიერ ლომს
იოლად მოვერეოდი, მაგრამ ეს სულ სხვანაირი შიში იყო. მე
იმის კი არ შემშინებია, რომ შემჭამდა... უბრალოდ, შემეშინ-
და, გესმის?! ბოლოს, მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა.
მე კი თვალები მაგრად დავხუჭე. თუმცა ამას აზრი არ ჰქონ-
და. მიბრძანა, გამომყევიო.
– ანუ, დაგელაპარაკა?
– არ ვიცი. ახლა, როცა მკითხე, დავფიქრდი და მგონი –
არა, თუმცა ბრძანება მაინც გავიგონე და ვიცოდი, რომ აუცი-
ლებლად უნდა დავმორჩილებოდი. მეც ფეხზე ავდექი და უკან
გავყევი. ლომმა მთებში დიდხანს მატარა. სადაც არ უნდა წა-
სულიყო, მთვარის შუქი სულ თან დაჰყვებოდა. ბოლოს ჩემ-
თვის უცნობი მთის წვერზე ავედით, სადაც ხილით დახუნძლუ-
ლი ხეებით სავსე ბაღი დავინახე. მის შუაგულში ჭა იყო. ჭა უნ-
და ყოფილიყო, რადგან წყალი მიწიდან ამოდიოდა, თუმცა
ჩვეულებრივ ჭაზე ბევრად დიდი ჩანდა. მრგვალ აბაზანას
ჰგავდა, რომელშიც მარმარილოს საფეხურები ეშვებოდა.
წყალი ბროლივით კამკამა იყო. გულში გავიფიქრე, ბანაობა
ფეხში ტკივილს მომიხსნის-მეთქი, მაგრამ ლომმა მითხრა,
ჯერ ტანთ გაიხადეო. არც კი ვიცი, ეს სიტყვიერად მითხრა,
თუ... – დაფიქრდა იუსტასი, – ის-ის იყო, მისთვის უნდა მეთ-
ქვა, გახდა არ შემიძლია, რადგან ტანისამოსი არ მაცვია--
მეთქი, რომ უეცრად გამახსენდა – დრაკონები გველისებრი
არსებები არიან, გველი კი პერანგს იძრობს. რა თქმა უნდა!
ალბათ, ლომმა ეს იგულისხმა-მეთქი, გავიფიქრე. ჰოდა, ტან-
ზე ქერცლის აფხეკას შევუდექი. თავისუფლად მძვრებოდა.
თანდათან გავთამამდი. ქერცლს მიჰყვა ტყავიც, რომელიც
უმტკივნეულოდ მომცილდა. აი, ისე, როგორც ბანანს – კანი,
89 მკითხველთა ლიგა
ან ნატკენს – ფუფხი. რამდენიმე წუთში ტყავი მთლიანად გამ-
ძვრა. ჩემ გვერდით დახვავებული ტყავი ერთობ შემზარავი
სანახავი იყო. მოულოდნელად რაღაც სასიამოვნო შეგრძნე-
ბა დამეუფლა და გადავწყვიტე, წყალში გასაბანად ჩავსული-
ყავი. ის-ის იყო წყალში ფეხი უნდა ჩამედგა, რომ რას ვხედავ?
ტყავი ძველებურად უხეში, დანაოჭებული და ქერცლიანი არ
მაქვს?! გასაგებია, პერანგის ქვეშ კიდევ ერთი პერანგი
მცმია-მეთქი, გავიფიქრე და ტყავის გაძრობა დავიწყე, რომე-
ლიც პირველის მსგავსად უმტკივნეულოდ და თავისუფლად
მომშორდა. ქერცლისა და ტყავის მეორე გროვა უკან მოვი-
ტოვე და საბანაოდ მოვემზადე, მაგრამ იგივე განმეორდა.
გულში გავიფიქრე, ღმერთმანი, რამდენი პირი ტყავი უნდა
გავიძრო-მეთქი? არადა, ერთი სული მქონდა, ნატკენი ფეხი
წყალში ჩამეყო. როგორც პირველი ორი, მესამე პირი ტყავიც
გავიძვრე, მაგრამ წყალში საკუთარი ანარეკლი დავინახე თუ
არა, მივხვდი, რომ არაფერი შეცვლილიყო. მერე ლომმა
მითხრა: – მოდი, მე გაგხდი! – თუმცაღა, სიტყვიერად თუ
არა, არ ვიცი. აქვე დავძენ, რომ მხეცის ბრჭყალების მაგრად
შემეშინდა, მაგრამ ჩემში სასოწარკვეთილება უფრო ძლიერი
აღმოჩნდა, ამიტომ ლომს დავემორჩილე და ზურგზე დავწექი.
– პირველ დასმაზე ბრჭყალები ისე ღრმად ჩამასო, რომ
ლამის გული გამისკდა. მერე ტყავის ისეთი სქელი ფენა ამა-
ხია, მგონი, ხორციც ზედ მიაყოლა. მსგავსი საშინელი ტკივი-
ლი ცხოვრებაში არ განმიცდია. ერთადერთი, რაც დათმენაში
მეხმარებოდა, ეს იყო ახევის სასიამოვნო შეგრძნება. აი, იმის
მსგავსი, ჭრილობა ფუფხს რომ გაიკეთებს და მისი ნელ-ნელა
აძრობა რომ გსიამოვნებს, ხომ გესმის? მართალია, გტკივა,
გეწვის, მაგრამ ფუფხის მოცილება მაინც საოცარ კმაყოფი-
ლებას გგვრის.
90 მკითხველთა ლიგა
– კი, შესანიშნავად მესმის, – უპასუხა ედმუნდმა.
– მოკლედ, ლომმა საზიზღარი ტყავი გამაძრო. ზუსტად
ისე, როგორც ეს მანამდე მე გავაკეთე. მხოლოდ იმ განსხვა-
ვებით, რომ როცა მატყავებდა, ტკივილს ვგრძნობდი. სამი პი-
რი ტყავის გროვას მეოთხეც მიემატა. ეს უკანასკნელი სხვებ-
თან შედარებით უფრო სქელი, მუქი და ხორკლიანი იყო. დავ-
პატარავდი, ხოლო კანი გლუვი და ნაზი გამიხდა. უეცრად
ლომმა თათებში ამიტაცა – მახსოვს, შეგრძნება არ მომეწო-
ნა, რადგან ოთხგზის ტყავგამძვრალს კანი ძალზე მგრძნო-
ბიარე გამხდომოდა – და წყალში მისროლა. წამით ისეთი
გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიწვოდი, მაგრამ მერე წყალი
იმდენად სასიამოვნო გახდა, რომ ცურვა და ჭყუმპალაობა
დავიწყე. მკლავში ტკივილი გამიქრა. მივხვდი, რომ კვლავ
ბიჭი ვიყავი. ალბათ, გაიძვერა გეგონები, თუ დაგიმალავ,
მკლავების დაბრუნებამ რა შვებაც განმაცდევინა. ვიცი, კას-
პიანივით დაკუნთული არ ვარ, მაგრამ მაინც უზომოდ გამი-
ხარდა. ცოტა ხნის მერე ლომმა წყლიდან ამომიყვანა და ჩა-
მაცვა...
– ჩაგაცვა? თათებით?
– სიმართლე გითხრა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რაღაც-
ნაირად კი გააკეთა... ეს ახალი ტანსაცმელი, რომელიც ახლა
მაცვია, მან ჩამაცვა. მერე კი მოულოდნელად კვლავ აქ აღ-
მოვჩნდი. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სიზმარი ვნახე.
– არა. ეგ სიზმარი არ იყო, – უთხრა ედმუნდმა.
– რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
– პირველ რიგში – ტანისამოსის გამო. მეორე რიგში კი
დრაკონი აღარ ხარ.
– მაშ, რა იყო? – ჰკითხა იუსტასმა.
– ჩემი აზრით, შენ ასლანი ნახე, – მიუგო ედმუნდმა.
91 მკითხველთა ლიგა
– ასლანი! – შეიცხადა იუსტასმა, – „განთიადის დამმორ-
ჩილებელზე“ ეგ სახელი რამდენჯერმე გავიგონე და... არ ვი-
ცი, რატომ, მაგრამ შევიძულე, თუმცა მაშინ ყველაფერი
მძულდა. მინდა, ბოდიში მოგიხადო. ვშიშობ, საშინლად ვიქ-
ცეოდი.
– არა უშავს, – უთხრა ედმუნდმა, – ჩვენ შორის დარჩეს
და შენ არც ისე ცუდად მოქცეულხარ, როგორც მე – ნარნიაში
პირველად სტუმრობისას. უბრალოდ, ვირივით გაჯიუტდი, მე
კი გამცემი გავხდი.
– კარგი, მერე მომიყევი, – უთხრა იუსტასმა, – მაგრამ ას-
ლანი ვინღაა? იცნობ?
– უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ თვითონ მიცნობს,
– მიუგო ედმუნდმა, – ის ძლევამოსილი ლომია, ზღვისგა-
დაღმელი იმპერატორის ვაჟი, რომელმაც მეც გადამარჩინა
და ნარნიაც. ასლანი ყველას გვყავს ნანახი, მაგრამ ყველაზე
ხშირად ლუსი ხედავს. შეიძლება, ახლა ჩვენ სწორედ ასლა-
ნის ქვეყნისკენ მივცურავთ.
ერთხანს ორივე დუმდა. ცის კამარაზე უკანასკნელი ვარ-
სკვლავი ჩაქრა. ბიჭები მარჯვნივ აღმართული ვეება მთების
გამო მზის ამოსვლას ვერ ხედავდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ
რიჟრაჟდებოდა, რადგან ცა და ყურე შევარდისფრდა. ტყეში
თუთიყუშისმაგვარი ფრინველი აკივლდა. მერე ხეებს შორის
სილუეტები გაარჩიეს. კასპიანის საყვირის ხმაც გაისმა. ბანა-
კი იღვიძებდა.
ბანაკში, კოცონის გარშემო სასაუზმოდ შეკრებილთა შო-
რის იუსტასის დაბრუნებამ დიდი სიხარული გამოიწვია. რა-
საკვირველია, ყველამ მოისმინა იუსტასის ამბავი და ბჭობა
დაიწყეს, ნეტავ ლორდი ოკტესიანი დრაკონმა მოკლა, თუ
თავად იყო ბებერი დრაკონიო? ის განძი, რომლითაც იუსტას-
92 მკითხველთა ლიგა
მა გამოქვაბულში ჯიბეები აივსო, ძველ ტანსაცმელთან ერ-
თად სადღაც გაქრა. ნარნიელებიდან არცერთს, მით უმეტეს
იუსტასს, წამითაც არ გასჩენია განძის წამოსაღებად ხეობაში
დაბრუნების სურვილი.
რამდენიმე დღეში ახალანძიანი, გადაღებილი და პროვი-
ზიით დატვირთული „განთიადის დამმორჩილებელი“ გასაცუ-
რად მზად იყო. გამგზავრებამდე კასპიანმა ბრძანა, იმ კლდე-
ზე, რომელიც ყურეს გაჰყურებდა შემდეგი სიტყვები ამოეტ-
ვიფრათ:

„დრაკონის კუნძული
აღმოაჩინა კასპიან X-მ, ნარნიის მეფემ და ა.შ.
მისი მეფობის მეოთხე წელიწადს.
ჩვენი ვარაუდით, აქ სიკვდილი ჰპოვა
ლორდმა ოკტესიანმა“.

ალბათ, მიზანშეწონილი და სამართლიანი იქნება, თუ ვიტ-


ყვი, რომ იმ დღიდან მოყოლებული იუსტასი სხვა ბიჭი გახდა.
მართლაც ძალიან შეიცვალა, თუმცა თავისებური წამოვლები
მაინც ჰქონდა. იყო დღეები, როცა ძველებურად შემაწუხებე-
ლი და დამღლელი იყო, მაგრამ ასეთ შემთხვევებზე თვალს
დავხუჭავ, რადგან იუსტასი აშკარად გამოსწორების გზაზე
იდგა.
ლორდ ოკტესიანის სამაჯურს ფრიად უცნაური ბედი ეწია.
იუსტასმა სამაჯურზე უარი განაცხადა და კასპიანს გადაულო-
ცა, შენ გქონდესო, კასპიანმა კი – ლუსის, მაგრამ სამაჯური
არც ლუსის უნდოდა.
ამ დროს მეგობრები წარწერიან კლდესთან იდგნენ.

93 მკითხველთა ლიგა
– კეთილი, მაშინ ვინც დაიჭერს, იმისი იყოს! – ბრძანა კას-
პიანმა და სამკაული ჰაერში აისროლა. სამაჯური მაღლა აიჭ-
რა, მზის შუქზე თვალისმომჭრელად გაიელვა და კლდის პა-
ტარა შვერილზე ჩამოეკიდა. მის ჩამოსახსნელად კლდეზე ვე-
რავინ აცოცდებოდა, მით უმეტეს – ჩამოცოცდებოდა. ალბათ,
სამაჯური დღემდე იქ ჰკიდია და ასე ეკიდება სამყაროს აღსას-
რულამდე.

94 მკითხველთა ლიგა
თავი მერვე

ორჯერ ბეწვზე გადარჩენა

„განთიადის დამმორჩილებელმა“ დრაკონის კუნძული და-


ტოვა. ყველა ჩინებულ გუნებაზე იდგა. ამინდები ქარიანი იყო.
მომდევნო დღეს გემი უცნობ მიწას მიადგა. ნარნიელთაგან
ზოგს ეს კუნძული შორიდან უკვე დაენახა, დრაკონი იუსტასის
ზურგზე ფრენისას. ვაკეზე, მინდვრებში, კურდღლებისა და
რამდენიმე თხის გარდა სულიერი არ ჭაჭანებდა, თუმცა დან-
გრეული ქვის ქოხმახებისა და ჩამწვარი კოცონების შემხედ-
ვარე ნარნიელებმა დაასკვნეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ
კუნძული დასახლებული უნდა ყოფილიყოო. ადამიანთა
ძვლები და დამტვრეული იარაღებიც იპოვეს.
– მეკობრეების ნახელავს ჰგავს, – თქვა კასპიანმა.
– ან დრაკონის, – დაამატა ედმუნდმა.
ნარნიელები ქვიშაზე ამოთრეულ პატარა სათევზაო ნავს
გადააწყდნენ. ვიღაცას ხის კონსტრუქციისათვის გარედან
ტყავი შემოეკრა. ნავი სიგრძეში მეტრ-ნახევარიც კი არ იქნე-
ბოდა. პაწია ნიჩაბი, რომელიც ჯერ ისევ ნავში იდო, ან ბავ-
შვის უნდა ყოფილიყო, ან – ჯუჯის. იგი რიპიჩიპმა დაისაკუთ-
რა, სწორედ საჩემო ზომისააო. ნარნიელებმა კუნძულს დამ-
წვარი კუნძული უწოდეს და შუადღის დადგომამდე დატოვეს.
ხუთი დღის განმავლობაში ქარი სამხრეთ-აღმოსავლეთით
მიაქროლებდათ. ამ დროის განმავლობაში თავგდასავლის

95 მკითხველთა ლიგა
მაძიებლებს არც ხმელეთი, არც თევზი და არც თოლია არ
დაუნახავთ.
იმ დღეს გადაუღებლად წვიმდა. რიპიჩიპმა იუსტასი ჭად-
რაკის ორ პარტიაში დაამარცხა, რის გამოც ბიჭმა ძველებუ-
რად ჭინჭყლობა დაიწყო. ედმუნდი გულში ოცნებობდა, ნეტავ
სუზენთან ერთად ამერიკაში წასვლა ჩვენც შეგვძლებოდაო.
ამ დროს ლუსიმ კიჩოს კაიუტის ილუმინატორიდან გაიხედა
და შესძახა:
– მგონი, გადაიღო! ეს რა არის?
ყველა გემის კიჩოზე გავიდა. წვიმას მართლაც გადაეღო,
რუმპელთან დრინიანი მორიგეობდა, რომელიც ზღვაში რა-
ღაცას გასცქეროდა. უფრო სწორად – რაღაცებს. ეს რაღაცე-
ბი პატარა, მრგვალი ქვების მწკრივს ჰგავდა, რომელთა შო-
რის მანძილი დაახლოებით თორმეტი მეტრი იქნებოდა.
– გამორიცხულია, ქვები იყოს, – თქვა დრინიანმა. – ხუთი
წუთის წინ იქ მსგავსი არაფერი ჩანდა!
– ნახეთ, ერთი გაქრა! – გაიკვირვა ლუსიმ.
– აგერ, მეორე გამოჩნდა, – თქვა ედმუნდმა.
– და უფრო ახლოს, – დაამატა იუსტასმა.
– ყურადღება! – შესძახა კასპიანმა, – ეს რაღაც ჩვენკენ
მოემართება!
– თანაც ჩვენზე გაცილებით დიდი სიჩქარით, თქვენო უდი-
დებულესობავ, – აცნობა დრინიანმა, – წუთიც კი არ დასჭირ-
დება, გემს ისე მალე დაეწევა.
სუნთქვაშეკრულები იცდიდნენ. ნამდვილად არაა სახარ-
ბიელო, როცა ხმელეთზე თუ ზღვაში სრულიად გაუგებარი
რაღაც აგეკიდება. საბოლოოდ, ეს „რაღაც“ იმაზე ბევრად შე-
მაძრწუნებელი აღმოჩნდა, ვიდრე ამას რომელიმე მათგანი
მოელოდა. მოულოდნელად ზღვიდან დაახლოებით ოცი მეტ-
96 მკითხველთა ლიგა
რის სიგრძის, მწვანე-სინგურისფერი არსება ამოვიდა. იასამ-
ნისფერხორკლებიან თავზე ალაგ-ალაგ მოლუსკები მიკრო-
ბოდა. უყურო ცხენს ჰგავდა. ვეება თვალები ოკეანის სიღ-
რმის უკუნი სიბნელისათვის კარგად უნდა ჰქონოდა შეჩ-
ვეული. ქმნილებამ პირი დააღო და ნარნიელებს ბასრი კბი-
ლების ორი მწკრივი დაანახა. თავდაპირველად, არსება ყვე-
ლას გრძელკისრიანი ეგონა, მაგრამ როცა წყლიდან უფრო
მეტად ამოიწია, მიხვდნენ, რომ ეს ტანი იყო. ნარნიელები,
არც მეტი არც ნაკლები, ზღვის დიდ გველს გადაჰყროდნენ.
გიგანტური ურჩხულის კლაკნილი კუდი შორს იჭიმებოდა.
ზღვის სიღრმიდან ამოსული გველი მათ ანძის ზემოდან დას-
ცქეროდა.
უკლებლივ ყველა კაცი იარაღს მივარდა, თუმცაღა მათი
მცდელობა ამაო გამოდგა, რადგან ურჩხულს ვერ მისწვდე-
ბოდნენ.
– ესროლეთ! ესროლეთ! – შეჰყვირა მთავარმა მშვილდო-
სანმა. რამდენიმე ასეც მოიქცა, მაგრამ ზღვის გველის ტყავმა
ისრები ისე აისხლიტა, თითქოს ურჩხულს ჯაჭვის პერანგი
სცმოდა. გველის იერიშის მოლოდინში, სუნთქვაშეკრული
ნარნიელები ადგილზე გაქვავდნენ.
თუმცა მას გემზე იერიში არ მიუტანია. ურჩხულმა ანძის სი-
მაღლეზე თავი გვერდზე გადასწია, გემბანზე გადაწვა და გე-
მის მარჯვენა ქიმის გასწვრივ წყალში დაეშვა. ნარნიელთა
ხომალდი ვეება გველის მარყუჟში მოექცა. მალე მარყუჟმა
დაპატარავება დაიწყო. რამდენიმე წამიც და „განთიადის დამ-
მორჩილებელს“ შემოხვეული ურჩხულის ტანი მარჯვენა ქიმს
შეეხებოდა.
იუსტასმა (რომელიც წვიმის დაწყებამდე და ჭადრაკში რი-
პიჩიპთან დამარცხებამდე, გამოსწორებას ბეჯითად ცდილობ-
97 მკითხველთა ლიგა
და) ცხოვრებაში პირველად გამოიჩინა სიმამაცე. ურჩხული
მარჯვენა ქიმის მხარეს მიუახლოვდა თუ არა, ბიჭი ფალ-
შბორტზე შეხტა, კასპიანის ნაჩუქარი ხმალი იშიშვლა და გი-
განტურ გველს ეძგერა. მისი მცდელობა წარუმატებელი გა-
მოდგა. კასპიანის მეორე საუკეთესო ხმალი ნამსხვრევებად
იქცა, მაგრამ იუსტასისნაირი დამწყებისთვის ასეთი სიმამა-
ცის გამოჩენა ერთობ სასიქადულო ამბავი იყო.
იუსტასს ბრძოლაში ნარნიელებიც უმალ შეუერთდებოდ-
ნენ, რომ არა რიპიჩიპი.
– არ გაბედოთ! მიაწექით! – იყვირა თაგვმა.
რიპიჩიპისათვის ფრიად უჩვეულო იყო, ვინმესთვის ერჩია,
ბრძოლა არ გინდაო. ყველამ გაოცებული მზერა მიაპყრო
თაგვს, რომელიც ფალშბორტზე ახტა და გველს ზურგით მთე-
ლი ძალით მიაწვა. რიპიჩიპს ჩანაფიქრს თითქმის ყველა მი-
უხვდა. გემბანის ორივე მხრიდან მეზღვაურები იმწამსვე მის
დასახმარებლად გაქანდნენ. იმ დროისათვის, როცა ზღვის
გველმა თავი წყლიდან ამოჰყო – ამჯერად, მარცხენა ქიმის
მხრიდან – უკვე ყველასთვის გასაგები გახდა, როგორ უნდა
ემოქმედათ.
„განთიადის დამმორჩილებელს“ შემოხვეული ზღვის ურ-
ჩხულის მარყუჟი უფრო და უფრო შემცირდა. სულ მალე –
ტკაც! – და გემს შუაზე გადატეხდა. მერე კი წყალში ჩაცვენილ
ნარნიელებს სათითაოდ დაერეოდა. ერთადერთი გამოსავა-
ლი იყო, მისწოლოდნენ და ზღვის გველის ვეება მარყუჟში
ხომალდი გაეძვრინათ.
რასაკვირველია, რიპიჩიპმა გველს ძვრა ვერ უყო. თაგუ-
ნას ამის ზუსტად იმდენი შანსი ჰქონდა, რამდენიც ლოდის ჰა-
ერში აწევის, თუმცა ძალები მაინც არ დაუშურებია; ამ მცდე-
ლობას შეეწირებოდა, რომ არა მეზღვაურები, რომლებმაც
98 მკითხველთა ლიგა
რიპიჩიპი განზე გასწიეს. ლუსისა და სანახევროდ გულწასუ-
ლი თაგვის გარდა, მთელი ეკიპაჟი ფალშბორტის ორივე მხა-
რეს, ორ გრძელ რიგად ჩამწკრივდა და გველზე მიწოლას
მთელი ძალით შეუდგა. რამდენიმე წუთის განმავლობაში,
(რომელიც თითქოს საათებად გაიწელა) ურჩხულს ძვრა ვერ
უყვეს. ისმოდა სახსრების ტკაცუნი, კვნესა და ქოშინი. მეზ-
ღვაურები ოფლად იღვრებოდნენ. მერე გემი ამოძრავდა. ყვე-
ლამ შენიშნა, რომ ზღვის გველის მარყუჟი ანძას ნელ-ნელა
გასცდა, თუმცა ასევე თვალსაჩინო იყო, რომ იგი ზომაში უფ-
რო დაპატარავდა. დადგა ყველაზე სახიფათო წუთიც. შეძ-
ლებდნენ ნარნიელები გველის მარყუჟიდან უსაფრთხოდ გა-
მოძრომას, თუ უკვე გვიან იყო? გველი ფალშბორტს შეეხო.
თხუთმეტამდე მეზღვაური ფალშბორტზე შეხტა, ერთმანეთის
გვერდიგვერდ ჩამწკრივდა და ურჩხულს მიაწვა. საქმე კარ-
გად მიდიოდა, ნარნიელების გულში იმედის ნაპერწკალმა
იფეთქა, მაგრამ უეცრად ყველას „განთიადის დამმორჩილებ-
ლის“ კიჩო – დრაკონის კუდი გაახსენდა, რომლის ასეთ პა-
ტარა მარყუჟში გაძვრენა შეუძლებელი იყო.
– ნაჯახი! – ხრინწიანი ხმით იყვირა კასპიანმა, – მიწოლა
არ შეწყვიტოთ!
ლუსი ამ დროს მთავარ გემბანზე იდგა. გოგონამ კარგად
იცოდა, გემზე სად რა იდო; ლუსი ქვევით დაეშვა, ნაჯახი იპო-
ვა და კიჩოზე კიბით კასპიანს აუტანა. ის-ის იყო, ლუსი კიბეზე
ავიდა, რომ მოულოდნელად საშინელი მტვრევის ხმა გაისმა.
თითქოს ხე გადატყდაო. გემი შეინჯღრა და წინ გაქანდა. უც-
ნობია, ეს რამ გამოიწვია – ან ზღვის გველი შემოეხვია გემს
მეტისმეტად მჭიდროდ, ან საბოლოოდ, ნარნიელების ძალის-
ხმევას ნაყოფი გამოეღო. ასე იყო თუ ისე, კიჩოს დრაკონის

99 მკითხველთა ლიგა
კუდი მოტყდა და „ განთიადის დამმორჩილებელი “ გველის-
გან გათავისუფლდა.
მეზღვაურები ღონემიხდილები იყვნენ, ამიტომ ეს მხო-
ლოდ ლუსიმ დაინახა: გემის უკან ზღვის გველი სწრაფად და-
პატარავდა და წყალში გაუჩინარდა. ლუსი მერე იტყვის (თუმ-
ცა იმწუთას გოგონა ისეთი აღტაცებული იყო, რომ შესაძლოა
ეს მისი წარმოსახვის ნაყოფიც იყოს), არსების სახეზე
იდიოტური, თვითკმაყოფილი გამომეტყველება დავინახეო.
ნათელია, რომ ზღვის გველი ძალზე სულელი ქმნილება გა-
მოდგა. ნაცვლად იმისა, რომ ხომალდს გამოდგომოდა, ურ-
ჩხულმა ზღვაში იმ იმედით ჩაყვინთა, რომ კიჩოს მომტვრეულ
ნაწილს იპოვიდა. ამასობაში, „განთიადის დამმორჩილებე-
ლი“ უკვე შორს იყო. ქარი მას წინ მიაქროლებდა. მეზ-
ღვაურების ერთი ნაწილი გემბანზე იწვა, მეორე კი იჯდა. ზოგი
კვნესოდა, ზოგი ქოშინებდა. ბოლოს, სული რომ მოითქვეს,
ნარნიელებმა სიცილით გული იჯერეს. რომი ჩამოატარეს.
იუსტასისა (მიუხედავად იმისა, რომ ბიჭის ძალისხმევამ უშე-
დეგოდ ჩაიარა) და რიპიჩიპის სადღეგრძელო ყველამ და-
ლია.
სამდღიანი ცურვისას ნარნიელებს ცისა და ზღვის გარდა
არაფერი უნახავთ. მეოთხე დღეს ძლიერი ჩრდილოეთის ქა-
რი ამოვარდა და ზღვა აღელდა; შუადღისას უკვე გრიგალი
ბობოქრობდა. სწორედ ამ დროს, მარცხენა მხარეს ხმელეთი
გამოჩნდა.
– თუ თქვენი უდიდებულესობა წინააღმდეგი არ იქნება –
თქვა დრინიანმა, – შევეცდებით, კუნძულს ხოფებით მივუახ-
ლოვდეთ და გამოდარებას იქ დაველოდოთ.
კასპიანი კაპიტანს დაეთანხმა. კუნძულს ხანგრძლივი
ცურვის შემდეგ, საღამოს მიაღწიეს. შებინდებისას პატარა ყუ-
100 მკითხველთა ლიგა
რეში შევიდნენ და ღუზა ჩაუშვეს. ღამით ნაპირზე გადასვლას
მოერიდნენ. დილით დაინახეს, რომ ყურეში წყალს მომწვანო
ელფერი დაჰკრავდა; კლდოვანი მთის წვერამდე უკაცური
ქვეყანა გადაჭიმულიყო. ჩრდილოეთის ქარს მწვერვალის
თავზე ღრუბლები შეეყარა. ცა ნელ-ნელა იქუფრებოდა. ნარ-
ნიელებმა ნავი წყალში ჩაუშვეს და ცარიელი კასრებით დატ-
ვირთეს.
– ამ ყურეში ორი ნაკადულია. დრინიან, წყლის აღება
რომლიდან სჯობს? – ჰკითხა კასპიანმა და ნავის კიჩოზე დაჯ-
და.
– მნიშვნელობა არა აქვს, თქვენო უდიდებულესობავ, მაგ-
რამ ვფიქრობ, აღმოსავლეთით რომელიცაა, ის უმჯობესია.
უფრო ახლოსაა.
– წვიმაც დაიწყო, – თქვა ლუსიმ.
– ცა ისე მოიქუფრა, ამას აქამდეც უნდა მივმხვდარიყავი.
ნახეთ, რამხელა წვეთებია! – თქვა ედმუნდმა, – ჩემი აზრით,
წყლის აღება მეორე ნაკადულიდან სჯობს, რადგან იქ ხეებია
და თავს შევაფარებდით.
– მართალია, – კვერი დაუკრა იუსტასმა, – დასველება
არაფერში გვარგია.
მთელი ამ ხნის განმავლობაში დრინიანი ნავში წინ ჩუმად
იჯდა და საჭეს ძველი კურსით მართავდა. კაპიტანი იმ გადაღ-
ლილ მძღოლს მოგაგონებდათ, რომელიც ავტომანქანით სა-
ათში სამოცდახუთ კილომეტრს ფარავს, ამ დროს კი უხსნი,
რომ გზა შეეშალა.
– მართალნი არიან, დრინიან, – დაეთანხმა კასპიანი
სხვებს, – სჯობს ნავი შემოაბრუნო და გეზი დასავლეთის ნაკა-
დულისკენ აიღო.

101 მკითხველთა ლიგა


– როგორც თქვენი აღმატებულება მიბრძანებს, – მიუგო
დრინიანმა მცირედ უკმაყოფილოდ. კაპიტანი წინა დღის
უამინდობას გაეღიზიანებინა, თანაც არ უყვარდა, როცა რჩე-
ვებს არამეზღვაურები აძლევდნენ. ბოლოს გამოჩნდება, რომ
კურსის შეცვლა ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო.
კასრები წყლით აავსეს და წვიმამაც გადაიღო. კასპიანმა,
იუსტასმა, რიპიჩიპმა და პევენსებმა მთაზე ასვლა განიზრა-
ხეს, ვნახოთ ერთი, რას გადავაწყდებითო. ნახევრად გამ-
ხმარბალახიან, მანანებიან ფერდობზე ასვლა იოლი სულაც
არ იყო. სტუმრებს გზად, თოლიების გარდა, არც კაცი გადაჰ-
ყრიათ და არც – მხეცი. მთის წვერზე ასულებმა აღმოაჩინეს,
რომ კუნძული ძალიან პატარა იყო – დაახლოებით ოცი აკრი.
ზემოდან ზღვა უფრო დიდი და ეული ჩანდა, ვიდრე „გან-
თიადის დამმორჩილებლის“ გემბანიდან თუ ვახტიდან.
– ეს სიგიჟეა, წარმოდგენაც კი არ გვაქვს, სად მივცურავთ,
ან რას გადავეყრებით, – გადაულაპარაკა ხმადაბლა იუსტას-
მა ლუსის, როცა აღმოსავლეთის ჰორიზონტს გასცქეროდნენ,
თუმცა ასე უფრო ჩვევიდან გამომდინარე მოიქცა, რადგან სი-
ნამდვილეში იუსტასი მთლად ასეც არ ფიქრობდა.
მთის ქედზე ციოდა. ჩრდილოეთიდან ძლიერი ქარი უბე-
რავდა.
– მოდი, უკან სხვა გზით დავბრუნდეთ. ცოტა გავისეირნოთ
და დრინიანს რომ სურდა, იმ ნაკადულს ჩავუყვეთ.
ლუსის წინადადება ყველას მოეწონა. თხუთმეტ წუთში მე-
გობრები მეორე ნაკადულის სათავესთან იყვნენ, რომელიც
იმაზე ბევრად საინტერესო ადგილი აღმოჩნდა, ვიდრე ამას
მოელოდნენ. პატარა, თუმცა ღრმა მთის ტბას, ერთის გარდა,
ყველა მხრიდან სალი კლდეები ერტყა. წყალი ზღვაში ვიწრო
არხით ჩაედინებოდა. თავგადასავლების მაძიებლებს ცივი
102 მკითხველთა ლიგა
ქარისგან კლდეები იცავდა. მეგობრები ფრიალო კლდის
თავზე, მანანებზე დასასვენებლად შეჩერდნენ.
ის-ის იყო დასხდნენ, რომ ედმუნდი ფეხზე ელდანაკრავი-
ვით წამოვარდა.
– ამ კუნძულზე ძალიან წვეტიანი ქვებია! – თქვა და მანა-
ნებში ხელის ფათური დაიწყო, – სადაა ის წყეული... აი,
ისიც... ვაჰ! ეს ქვა კი არა, ხმლის ტარია! არა, ღმერთმანი,
ხმალია! დაჟანგული ხმალი! ალბათ, საუკუნეებია, რაც აქ
გდია.
– ნარნიული ჩანს, – თქვა კასპიანმა. ყველა ედმუნდისკენ
გადაიწია.
– მგონი, მეც რაღაცაზე... რაღაც მაგარზე ვზივარ, – თქვა
ლუსიმ. გოგონა ჯაჭვის პერანგზე იჯდა. უეცრად ყველა მუხ-
ლებზე დადგა და მანანების სქელ ფენაში ხელების ფათური
დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით ჯერ მუზარადი, მერე ხანჯა-
ლი და რამდენიმე მონეტა იპოვეს. მონეტები ნამდვილი ნარ-
ნიული „ ლომები “ და „ ხეები “ იყო, რომელთაც ბივერსდამი-
სა და ბერუნის ბაზარში ნებისმიერ დღეს ნახავთ.
– ჩანს, ეს ნივთები აქ შვიდიდან ერთ-ერთ ლორდს უნდა
დაეტოვებინა, – თქვა ედმუნდმა.
– მეც სწორედ მაგ აზრმა გამიელვა თავში, – დაეთანხმა
კასპიანი, – ნეტავ, რომელმა დატოვა? ხმალს არაფერი აწე-
რია. საინტერესოა, როგორ დაიღუპა.
– მის გამო შურს როგორ ვიძიებთ? – დაამატა რიპიჩიპმა.
ედმუნდი ჩაფიქრდა. ის მათგან ერთადერთი იყო, რომელ-
საც დეტექტიურ ჟანრში რამდენიმე წიგნი ჰქონდა წაკითხუ-
ლი.
– ყური მიგდეთ, – დაიწყო მან, – აქ რაღაც საეჭვო ამბა-
ვია. ორთაბრძოლაში მოკლულს არ ჰგავს.
103 მკითხველთა ლიგა
– რატომ? – ჰკითხა კასპიანმა.
– იმიტომ, რომ მისი ძვლები არ ჩანს, – მიუგო ედმუნდმა,
– ვის გაუგია, კაცმა ორთაბრძოლა მოიგოს, საჭურველი და-
ტოვოს და გვამი თან წაიღოს?
– შეიძლება მხეცმა მოკლა! – აზრი გამოთქვა ლუსიმ.
– მაშინ ძალიან ჭკვიანი მხეცი უნდა ყოფილიყო, რომ კა-
ცისთვის ჯაჭვის პერანგი გაეხადა, – უპასუხა ედმუნდმა.
– იქნებ, დრაკონი იყო? – თქვა კასპიანმა.
– გამორიცხულია, – არ დაეთანხმა იუსტასი, – დრაკონი
ამას ვერ იზამდა. ვინ ვინ და მე ეს ნამდვილად ვიცი.
– მოდით, ამ ადგილს გავეცალოთ, – თქვა ლუსიმ. მას
შემდეგ, რაც ედმუნდმა ძვლებზე დაიწყო საუბარი, გოგონას
ბალახზე დაჯდომა აღარ სურდა.
– კეთილი, რადგან ასე გსურთ, – თქვა კასპიანმა და ფეხზე
წამოდგა, – ვფიქრობ, აქედან რამის წაღება არ ღირს.
მეგობრები ფერდობზე დაეშვნენ და იმ ალაგს მიადგნენ,
სადაც მთის პატარა ტბიდან ნაკადული კლდეებს შორის, ქვე-
მოთ ეშვებოდა. ტბაში წყალი ღრმა და კამკამა იყო.
ცხელ ამინდში იქ ბანაობაზე უარს არავინ იტყოდა. ის-ის
იყო, მოწყურებულ იუსტასს ხელები წყალში უნდა ჩაეყო, რომ
რიპიჩიპმა და ლუსიმ ერთხმად შესძახეს: „შეხედეთ!“ იუსტასი
შეყოვნდა და ტბაში ჩაიხედა. წყალი ისეთი სუფთა და კამკამა
იყო, რომ დიდი, მონაცრისფრო-მოცისფრო ქვებით მოფენი-
ლი ფსკერი შესანიშნავად ჩანდა. ფსკერზე თავზე ხელებშე-
მოწყობილი კაცი პირქვე იწვა. ვეება ქანდაკება, სავა-
რაუდოდ, ოქროსი უნდა ყოფილიყო. უეცრად, ღრუბლებიდან
მზემ გამოანათა. კაცი თავიდან ფეხებამდე ყვითლად ალიც-
ლიცდა. ლუსიმ გულში გაიფიქრა, ამაზე ლამაზი ქანდაკება
ცხოვრებაში არ მინახავსო.
104 მკითხველთა ლიგა
– ოჰ! – შესძახა გაკვირვებულმა კასპიანმა, – მის სანახა-
ვად აქ მოსვლა ნამდვილად ღირდა. ნეტავ, წყლიდან ამოღე-
ბას თუ შევძლებთ?
– თქვენო უდიდებულესობავ, ხომ არ ჩავყვინთოთ? –
იკითხა რიპიჩიპმა.
– არ ივარგებს, – არ დაეთანხმა ედმუნდი, – თუ ის მარ-
თლა ოქროსია – სუფთა ოქროსი, მაშინ მძიმე იქნება. გარდა
ამისა, ტბის სიღრმე ოთხი ან ხუთი მეტრი იქნება. ერთი წუ-
თით! რა კარგია, რომ შუბი თან წამოვიღე. მოდი, მისი სიღ-
რმე გავიგოთ. კასპიან, მე წინ გადავიწევი და შუბს წყალში ჩა-
ვუშვებ, თქვენ კი მომეჭიდეთ, – კასპიანი დაემორჩილა. ედ-
მუნდმა შუბი წყალში ნელა ჩუშვა.
შუბი შუამდე არ იყო ჩასული, რომ ლუსიმ თქვა:
– ეჭვი მეპარება, ქანდაკება ოქროსი იყოს. ალბათ, მზის
ბრალია. ედმუნდ, შენი შუბიც ქანდაკების ფერი გახდა.
უეცრად ედმუნდს შუბზე ხელი გაეშვა.
– რაშია საქმე? – იკითხა რამდენიმე ხმამ ერთდროულად.
– ვეღარ დავიჭირე, ძალიან დამძიმდა, – უპასუხა ედმუნ-
დმა.
– ნახეთ! ლუსი მართალია. უთუოდ მზის შუქის ბრალია.
ქანდაკების მსგავსად, მანაც ოქროსფრად იწყო ელვა, – თქვა
კასპიანმა.
სწორედ ამ დროს ედმუნდი თავისი ჩექმით დაინტერესდა.
ბიჭი წინ გადაიხარა და მათ ყურადღებით დააკვირდა, მერე
ელვისებურად წელში გასწორდა და ისე მკაცრად შეჰყვირა,
რომ ურჩობა ვერავინ გაუბედა.
– უკან დაიხიეთ! წყალს მოშორდით! ახლავე!
ყველა ედმუნდს მიაშტერდა.
– შეხედეთ! ჩემი ჩექმის ცხვირებს შეხედეთ! – თქვა ბიჭმა.
105 მკითხველთა ლიგა
– ცოტა გაყვითლდა... – დაიწყო იუსტასმა.
– კი არ გაყვითლდა, ოქროდ იქცა, ნამდვილ ოქროდ! –
სიტყვა გააწყვეტინა ედმუნდმა, – შეხედეთ! ხელით შეეხეთ!
ტყავი ტყვიასავით დამძიმდა!
– ასლანის სახელით! – შეიცხადა კასპიანმა, – თქვენ იმის
თქმა გსურთ, რომ...?
– დიახ, – უთხრა ედმუნდმა, – წყალი ნივთებს ოქროდ აქ-
ცევს. აი, რატომ დამძიმდა ჩემი შუბი. კიდევ კარგი, ფეხშიშვე-
ლი არ ვარ! ალბათ, ჩექმის ცხვირები წყალში ჩამეყო, წყალმა
კი ისინი ოქროდ აქცია. ის საწყალი კაცი კი...
– ქანდაკება არ ყოფილა... – დაასრულა ხმადაბლა ლუ-
სიმ.
– ახლა ყველაფერი დღესავით ნათელია! საბრალო აქ
ცხელ ამინდში ამოვიდა. კლდის თავზე გაიხადა... მერე და-
სასვენებლად ჩამოჯდა. მისი ტანისამოსი ან დალპა, ან ჩიტებ-
მა ბუდეების ასაშენებლად წაიღეს. თუ ნახეთ, ჯაჭვის პერანგი
ჯერ ისევ იქ დევს. მერე წყალში ჩავიდა და...
– აღარ გინდა. რა საშინელებაა! – შეწუხდა ლუსი.
– ბეწვზე გადავრჩით! – თქვა ედმუნდმა.
– მართლაც რომ ბეწვზე! – კვერი დაუკრა რიპიჩიპმა, –
ნებისმიერ წუთში, ნებისმიერ ჩვენგანს შეეძლო ამ წყალში
თითი, ან ფეხი, ან ულვაში, ან კუდი ჩაეყო!
– და მაინც, მოდით, შევამოწმოთ, – თქვა კასპიანმა. მეფე
დაიხარა და მანანის ტოტი მოწყვიტა. ძალზე ფრთხილად მუხ-
ლებზე დადგა და ტოტი წყალში ნელა ჩაჰყო. წყლიდან რომ
ამოიღო, მცენარე უკვე ოქროსი იყო.
– მეფე, რომელიც ამ კუნძულს დაეპატრონება, – თქვა კას-
პიანმა და გაწითლდა, – მსოფლიოს მეფეებს შორის ყველაზე
მდიდარი გახდება. კუნძულს სამარადისოდ ნარნიის საკუთ-
106 მკითხველთა ლიგა
რებად ვაცხადებ და მას ოქროს წყლის კუნძულს ვარქმევ.
ყველას მდუმარების ფიცით გკრავთ. ამის შესახებ არავინ უნ-
და შეიტყოს, დრინიანმაც კი... თორემ სიკვდილით დაგსჯით,
გასაგებია?
– ამას ვის უბედავთ? – ჰკითხა ედმუნდმა, – თქვენი ქვე-
შევრდომი ხომ არ გგონივართ! თუ სიმართლე გაინტერე-
სებთ, ყველაფერი პირიქითაა. მე ნარნიის ოთხი უძველესი
მონარქიდან ერთ-ერთი ვარ, თქვენ კი ჩემი ძმის, მეფეთმე-
ფის ვასალი ბრძანდებით!
– ახლა ყველაფერი გასაგებია, მეფე ედმუნდ! – თქვა კას-
პიანმა და ხელი ხმლისკენ წაიღო.
– აბა, ახლავე შეწყვიტეთ! – იყვირა ლუსიმ, – საძაგელი
ბიჭები! ყველანი გაბღენძილი იდიოტები ხართ! სულ ყოჩობა
გინდათ... აჰჰ! – ლუსი დადუმდა და პირი დააღო. ყველამ იმ
მხარეს მიმართა მზერა, საითაც ლუსი იყურებოდა.
მაღლა, ნაცრისფერი მთის ფერდობზე (ნაცრისფერი იმი-
ტომ, რომ მანანები ჯერ არ ყვაოდა) უხმაუროდ, ისე, რომ
მათკენ არც კი იყურებოდა, მზის შუქზე ოქროსფრად მოელვა-
რე, კაცის თვალს ჯერ რომ არ უნახავს, იმხელა ლომმა ნელი
ნაბიჯებით გაიარა. მოგვიანებით ლუსი მასზე იტყვის: „სპი-
ლოსხელა იყო“ , თუმცა, მერე, გადათქვამს: „საფორნე ცხე-
ნისხელა იყო“ . რასაკვირველია, აქ ლომის ზომას მნიშვნე-
ლობა არ ჰქონია. ვერავინ გაბედა იმის კითხვა, თუ რას წარ-
მოადგენდა იგი. იცოდნენ, რომ ასლანი იყო.
არავის დაუნახავს, სად წავიდა ლომი. მეგობრებმა ერთმა-
ნეთს ისე გადახედეს, თითქოს დილით ახალგამოფხიზლე-
ბულნი ყოფილიყვნენ.
– რაზე ვსაუბრობდით? – იკითხა კასპიანმა, – სახედარი-
ვით გავჯიუტდი, არა?
107 მკითხველთა ლიგა
– თქვენო უდიდებულესობავ, – მიმართა რიპიჩიპმა, – ეს
ადგილი დაწყევლილია. მოდით, ახლავე გავეცალოთ. პატივი
რომ მქონდეს, ამ კუნძულს სახელად სიკვდილის წყალს და-
ვარქმევდი.
– სწორედ რომ შესაფერისი სახელია, რიპი, – დაეთანხმა
კასპიანი, – თუმცაღა, არ ვიცი – რატომ. მგონი, გამოიდარა.
ალბათ, დრინიანს ერთი სული აქვს, როდის მოვშორდებით
აქაურობას. აჰ, რამდენი გვაქვს მისთვის მოსაყოლი!
არადა, სინამდვილეში, მოსაყოლი ბევრი არაფერი ჰქონ-
დათ, რადგან ბოლო საათი ბუნდოვნად ახსოვდათ.
– ბორტზე რომ ამოვიდნენ, მონუსხულებს ჰგავდნენ, – გა-
დაულაპარაკა დრინიანმა რინსს. „განთიადის დამმორჩილე-
ბელს“ სიკვდილის წყლის კუნძული უკან მოეტოვებინა, – იქ
რაღაც მოხდა. ერთ-ერთი ლორდის ნეშტი უპოვიათ, მათი სა-
უბრიდან ეს ერთადერთია, რაც გარკვევით გავიგე.
– კაპიტანო, გამოდის, რომ სამი ლორდის ამბავი უკვე ვი-
ცით, – უთხრა რინსმა – ოთხიღა რჩება. ასეთი წარმატებით,
შესაძლოა, შინ ახალი წლის შემდეგ მალევე დავბრუნდეთ,
რაც დროული იქნება, რამეთუ თუთუნი მელევა. ღამე მშვი-
დობისა, სერ!

108 მკითხველთა ლიგა


თავი მეცხრე

ხმათა კუნძული

ჩრდილო-დასავლეთის ქარი, რომელიც მთელი ამ ხნის


განმავლობაში უბერავდა, დასავლეთის ქარმა შეცვალა. ყო-
ველ დილით, როცა მზე ზღვიდან ამოდიოდა, „ განთიადის
დამმორჩილებლის “ დრაკონის ცხვირი ვეება მნათობს შუაზე
ჰყოფდა. ამბობდნენ, აქ მზე ნარნიის მზესთან შედარებით დი-
დიაო, თუმცაღა ზოგი ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. ქარი
სუსტი იყო, მაგრამ – უცვლელი. ცაში თოლიები არ ჩანდნენ,
ზღვაში კი – არც თევზი, არც – გემი და არც – ხმელეთი. გემზე
საჭმელ-სასმლის მარაგი ილეოდა. ნარნიელებს ეჭვი გაუჩ-
ნდათ, იქნებ ზღვა უსასრულოდ იჭიმებაო. მოგზაურობის ბო-
ლო დღეს, როცა ყველა იმ დასკვნამდე მივიდა, უკან გაბრუ-
ნების დრო მოვიდაო, ხომალდსა და განთიადს შორის, ზღვა-
ში პატარა, ღრუბელივით კუნძული გამოიკვეთა.
შუადღისას ღუზა საკმაოდ ფართო ყურეში ჩაუშვეს და ხმე-
ლეთზე გადავიდნენ. კუნძული მათ მიერ აქამდე ნანახ რომე-
ლიმე მიწას საერთოდ არ ჰგავდა. დაუსახლებელი კუნძული
მდუმარებასა და სიცარიელეს მოეცვა. მეგობრებმა ქვიშიანი
სანაპირო გადაიარეს. მათ წინ გაზონები ისე კოხტად იყო გაკ-
რეჭილი, როგორც დიდებულ ინგლისურ ვილებში, სადაც მათ
ათი მებაღე უვლის. ხეები, რომლებიც ბლომად იყო, ერთმა-
ნეთისგან შორიშორ იდგა. მიწაზე არამცთუ ფოთოლი, მოტე-

109 მკითხველთა ლიგა


ხილი ტოტიც კი არ ეგდო. დროდადრო მტრედების ღუღუნს
თუ არ ჩავთვლით, ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმოდა.
მეგობრები ქვიშის გრძელ ბილიკს მიადგნენ, რომელზეც
სარეველა ბალახის ნასახი არ ჩანდა. ბილიკის ორივე მხარეს
ხეები ჩამწკრივებულიყო. ხეივნის ბოლოში გრძელი, შუად-
ღის მზის სხივებში გახვეული ნაცრისფერი სახლი სიმშვიდეს
მოეცვა.
ბილიკს დაადგნენ თუ არა, ლუსიმ ფეხსაცმელში კენჭი იგ-
რძნო. მსგავს უცხო მხარეში აჯობებდა, სხვებისათვის დალო-
დება ეთხოვა, მაგრამ გოგონა ასე არ მოქცეულა. დანარჩე-
ნებს ჩამორჩა და ფეხსაცმლის გასახდელად დაჯდა. თასმა
ცუდად გაჰკვანძოდა.
სანამ ლუსიმ კვანძი გახსნა, სხვები კარგად დაწინაურ-
დნენ. იმ დროისათვის, როცა გოგონამ ფეხსაცმლიდან კენჭი
ამოიღო, ბიჭები და რიპიჩიპი აღარ ჩანდნენ. მოულოდნელად
ლუსიმ რაღაც ხმაური გაიგონა, რომელიც სახლის მხრიდან
არ მოდიოდა. ამ ხმაურზე ალბათ ბრაგუნი უფრო ითქმოდა,
გეგონებოდა, ათობით კუნთმაგარი მუშა მიწას ხის დიდ ჩაქუ-
ჩებს ურტყამსო. ბრაგუნი უჩვეულოდ სწრაფად ახლოვდებო-
და. ლუსი ხესთან ზურგით იჯდა. გოგონა მასზე ვერ აძვრებო-
და, ამიტომ სხვა გზა არ დარჩენოდა, იმ იმედით გაისუსა, რომ
ვერ დაინახავდნენ.
ბრაგ, ბრუგ, ბრაგ... რაც არ უნდა ყოფილიყო, ისე ახლოს
იყო, რომ ლუსიმ მიწის ზანზარი იგრძნო. ირგვლივ არაფერი
ჩანდა. გოგონამ იფიქრა, ეს რაღაც – თუ რაღაცები – ალბათ,
ჩემ უკანააო, მაგრამ ბრაგუნი ზედ ლუსის ცხვირწინ გაისმა.
გოგონა მიხვდა, რომ რაღაც არა მარტო მის წინ, არამედ ბი-
ლიკზეც იდგა, რადგან ქვიშა აქეთ-იქ ით მიმოიფანტა. თით-
ქოს რაღაც მძიმე დავარდაო. ლუსი მაინც ვერაფერს ხედავ-
110 მკითხველთა ლიგა
და. მისგან დაახლოებით ექვს მეტრში ხმაური უცაბედად შეწ-
ყდა. მერე რაღაც ხმა გაისმა.
ლუსი ირგვლივ სულიერს ვერავის ხედავდა, რაც საშინ-
ლად შემაძრწუნებელი იყო. კუნძული, რომელიც პარკის ძა-
ლიან ჰგავდა, ზუსტად ისეთივე ცარიელი და მშვიდი იყო, რო-
გორც მაშინ, როცა ნარნიელებმა მასზე პირველად დადგეს
ფეხი. უეცრად ლუსისგან რამდენიმე მეტრში რაღაც ალაპა-
რაკდა:
– ძმებო, აი, ჩვენი შანსიც!
– ასეა! ასეა! ეს ჩვენი შანსია! ყოჩაღ, ბელადო! ოქროს
სიტყვებია! – კვერი დაუკრა გუნდმა ერთხმად.
– მე გთავაზობთ, – განაგრძო პირველმა ხმამ, – დავეშვათ
სანაპიროზე და ჩავდგეთ მათსა და ნავს შორის. ქუდზე კაცი
გამოვიდეს, ხმლები იშიშვლეთ, ზღვაში არ შევუშვათ!
– ჰო, ასეა! – იქუხა ხმებმა, – უკეთეს გეგმას ვერ შეიმუშა-
ვებდი, ბელადო! ასე გააგრძელე, ბელადო! უკეთეს გეგმას
ვერ მოიფიქრებდი!
– მაშ, ცოცხლად, ძმებო, ცოცხლად! – თქვა პირველმა
ხმამ, – წინ!
– შენ ისევ მართალი ხარ, ბელადო! – კვერი დაუკრეს
სხვებმა, – უკეთეს ბრძანებას ვერ ინატრებ! საკუთარი თავე-
ბისთვის ჩვენც ზუსტად იგივე უნდა შეგვეძახა! წინ!
ბრაგუნი განახლდა. თავიდან ძლიერად, მერე ნელ- ნელა
შესუსტდა და ბოლოს ზღვის მხარეს მიწყდა.
ლუსის ნამდვილად არ ჰქონდა დრო, ტვინი ემტვრია, ვინ
იყვნენ ეს უხილავი არსებები. იმწუთასვე, როგორც კი ხმაური
მიწყდა, გოგონა ფეხზე მკვირცხლად წამოხტა და ქვიშის ბი-
ლიკზე თავქუდმოგლეჯილი გავარდა. ძმა და მეგობრები
დაუყოვნებლივ უნდა გაეფრთხილებინა.
111 მკითხველთა ლიგა
ამასობაში სხვები სახლს მიახლოებოდნენ. მრავალფან-
ჯრიანი, დაბალი, მხოლოდ ორსართულიანი სახლი ლამაზი,
ყვითელი ქვისგან იყო ნაგები, რომლის კედლები, ნა წილობ-
რივ სუროს შეემოსა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევ-
და.
– მგონი, აქ არავინაა, – თქვა იუსტასმა.
კასპიანმა მას საკვამურიდან ამოსულ კვამლზე ხელით
ანიშნა.
მაღალი და ფართო ჭიშკარი ღია იყო. კასპიანი, ედმუნდი,
იუსტასი, დრინიანი და რიპიჩიპი ქვით მოკირწყლულ ეზოში
შევიდნენ. სავარაუდოდ, თავში პირველად იქ გაუელვათ,
რომ ამ კუნძულზე რაღაც უცნაური ხდებოდა. ეზოს შუაგულში
წყლის ტუმბო იდგა, მის ქვეშ კი – სათლი. ერთი შეხედვით,
ეზოში უჩვეულო არაფერი ხდებოდა, მაგრამ დაინახეს, რომ
ტუმბოს სახელური ზევით-ქვევით თავისით მოძრაობდა.
– რაღაც ჯადოქრობაა, – დაასკვნა კასპიანმა.
– მექანიზმი! – შესძახა იუსტასმა, – როგორც იქნა, ცივი-
ლიზებული ქვეყანა!
სწორედ ამ დროს სახეაწითლებული, აქოშინებული ლუსი
ეზოში შევარდა. გოგონამ სცადა, მათთვის ხმადაბლა მოეყო-
ლა ის, რაც შემთხვევით მოისმინა. ახალი ამბავი არცერთს
არ ეამა.
– უხილავმა მტერმა ნავთან მისასვლელი გზა გადაგვიჭრა,
– ჩაიდუდუნა კასპიანმა, – ეს კარგს არაფერს გვიქადის.
– ლუ, ნუთუ მართლა ვერ მიხვდი, რა არსებები იყვნენ?
– როგორ, ედ, როცა მათ ვერ ვხედავდი?!
– მათი ნაბიჯების ხმა ადამიანებისას ჰგავდა?

112 მკითხველთა ლიგა


– ნაბიჯების ხმა არც გამიგონია. მხოლოდ მათი საუბარი
მოვისმინე... და კიდევ – შემაძრწუნებელი ბრაგუნი... თით-
ქოს მიწაზე ხის ჩაქუჩს ურტყამდნენ.
– ნეტავ, რაპირის გაყრისას ადამიანის ფორმას მიიღებენ?
– დაინტერესდა რიპიჩიპი.
– საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამას მალე გავიგებთ, –
მიუგო კასპიანმა, – მაგრამ მოდით, ჯერ ამ ეზოდან გავიდეთ.
იქ, ტუმბოსთან ვიღაც არის და გვაყურადებს.
მეგობრები ბილიკზე დაბრუნდნენ. იმედოვნებდნენ, რომ
ხეებში დაიმალებოდნენ.
– ვემალებით ხალხს, რომელსაც ვერ ვხედავთ, – თქვა
იუსტასმა, – შესაძლოა, ახლა ალყაში ვიყოთ.
– დრინიან, რას იტყვით, ნავს რომ შევეშვათ და ყურის
მეორე მხარეს გადავინაცვლოთ, იქიდან კი „ განთიადის დამ-
მორჩილებელს “ ბორტზე აყვანის სიგნალი მივცეთ? –
დაეკითხა ჭკუას კასპიანი კაპიტანს.
– გემის შემოსასვლელად იქ საკმარისი სიღრმე არ იქნება,
თქვენო უდიდებულესობავ, – მიუგო დრინიანმა.
– რომ მივცუროთ? – იკითხა ლუსიმ.
– პატივცემულებო, ყველამ ყური მიგდეთ, – სიტყვით გა-
მოვიდა რიპიჩიპი, – სიბრიყვეა, დავემალოთ უხილავ მტერს,
რომელსაც ძალუძს ნებისმიერ წუთში თავს დაგვესხას. თუ იმ
არსებებს ჩვენთან ბრძოლაში შებმა სურთ, მაშინ მათ წარმა-
ტებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. გაქცევის ნაცვლად სჯობს დავუ-
პირისპირდეთ.
– ჩემი აზრით, რიპიჩიპი მართალია, – თქვა ედმუნდმა.
– თუ რინსი და სხვები „განთიადის დამმორჩილებლიდან“
დაინახავენ, როგორ ვიბრძვით ნაპირზე, ჩვენ დასახმარებ-
ლად რამეს იღონებენ, არა? – თქვა ლუსიმ.
113 მკითხველთა ლიგა
– თუ მტერი უხილავია, ისინი ვერაფერს მიხვდებიან, –
აუხსნა შეწუხებულმა იუსტასმა, – ალბათ, იფიქრებენ, ჰაერში
ხმლებს გასართობად იქნევენო.
უსიამოვნო მდუმარება ჩამოვარდა.
– ასეა თუ ისეა, მოდით, საფრთხეს თვალი გავუსწოროთ,
– თქვა კასპიანმა, – მათ პირისპირ უნდა შევხვდეთ. ხმლები
მოიმარჯვეთ. თქვენ კი მშვილდ-ისარი, ლუსი. იქნებ მოველა-
პარაკოთ.
ვეება ხეებისა და მდუმარებით მოცული გაზონების დანახ-
ვაზე ყველანი უცნაურმა შეგრძნებამ შეიპყრო. მეგობრები ნა-
პირისკენ გაეშურნენ. ნავი ისევ იქ იყო, სადაც დატოვეს. ქვი-
შაზე არავითარი ნაკვალევი არ ჩანდა. ნარნიელებმა გულში
ისიც კი გაივლეს, ნეტავ ლუსის რამე ხომ არ მოელანდაო. ის-
ის იყო, სანაპიროზე უნდა დაშვებულიყვნენ, რომ ვიღაცის ხმა
გაისმა:
– შეჩერდით! ბატონებო, ჯერ უნდა დაგელაპარაკოთ. ჩვენ
ორმოცდაათზე მეტნი ვართ. ხელში ყველას იარაღი გვიპ-
ყრია.
– ასეა! ასეა! – კვერი დაუკრა გუნდმა, – ეს ჩვენი ბელა-
დია. მის ნათქვამში ეჭვი არ შეიტანოთ! სიმართლეს ამბობს!
– ამ ორმოცდაათ მეომარს ვერსად ვხედავ! – განაცხადა
რიპიჩიპმა.
– მართალია! – დაუდასტურა ბელადმა, – ნეტავ რატომ?
იმიტომ, რომ უხილავნი ვართ!
– უთხარი, უთხარი, ბელადო! – შესძახა გუნდმა, – ჭკუის
კოლოფი ხარ! ამაზე უკეთეს პასუხს ვერც კი ინატრებდნენ!
– იყუჩე, რიპი, – გააფრთხილა კასპიანმა, მერე კი ხმამაღ-
ლა დაამატა: – უხილავნო, რა გინდათ ჩვენგან? რით დავიმ-
სახურეთ თქვენი მტრული განწყობა?
114 მკითხველთა ლიგა
– თქვენგან კი არა, მაგ პატარა გოგოსგან გვსურს რაღაც,
– უპასუხა ბელადის ხმამ, გუნდმა კი ნარნიელებს აუხსნა,
ჩვენც იგივეს თქმას ვაპირებდითო.
– პატარა გოგო! – შეიცხადა რიპიჩიპმა, – ეს ქალბატონი
დედოფალია!
– ჩვენ დედოფლებზე არაფერი ვიცით, – უპასუხა ბელადის
ხმამ.
– არ ვიცით, არა! არ ვიცით, არა! – აგუგუნდა გუნდი.
– მაგრამ მას ჩვენთვის რაღაცის გაკეთება შეუძლია, –
თქვა ბელადმა.
– რისი? – ჰკითხა ლუსიმ.
– თუ ეს რაღაც მის აღმატებულებას ღირსებას შეულახავს,
ან მის უსაფრთხოებას დაემუქრება, – ჩაერია რიპიჩიპი, – გა-
გიკვირდებათ, სიკვდილამდე რამდენს გაგიყოლებთ თან.
– ეს გრძელი ამბავია, – თქვა ბელადის ხმამ, – ხომ არ
დავმსხდარიყავით?
ბელადის შეთავაზება გუნდს მოეწონა, თუმცა ნარნიელებ-
მა ფეხზე დგომა ამჯობინეს.
– მოკლედ, – დაიწყო ბელადმა, – ჩვენს თავს ასეთი ამბა-
ვია: ეს კუნძული უხსოვარი დროიდან ერთ სახელგანთქმულ
ჯადოქარს ეკუთვნის. ჩვენ მისი მსახურნი ვართ. თუმცა, ალ-
ბათ, უფრო უპრიანი იქნება, თუ ვიტყვი, ვიყავით-მეთქი. ეს
გრძელი ამბავია, ამიტომ მოკლედ გეტყვით: ამ ჯადოქარმა
ისეთი რაღაცის გაკეთება დაგვავალა, რაც არ მოგვეწონა.
რატომ? იმიტომ, რომ არ გვინდოდა. ასე იყო თუ ისე, ჯადოქა-
რი განრისხდა; უკვე გითხარით, კუნძულის ბატონ-პატრონი
ის იყო და დაუმორჩილებლობა მისთვის უცხო გახლდათ.
მოკლედ, საშინლად გაბრაზდა. ერთი წუთით, სად ვიყავი? ა,
ჰო! ჯადოქარი სახლში, მეორე სართულზე ავიდა (ცნობის-
115 მკითხველთა ლიგა
თვის, თავის ჯადოსნურ ნივთებს მაღლა ინახავდა, ჩვენ კი
ქვევით ვცხოვრობდით) და ჯადო გაგვიკეთა. სიმახინჯის ჯა-
დო. რომ იცოდეთ, ახლა რას ვგავართ! თქვენს ბედის ვარ-
სკვლავებს მადლობას ეტყოდით, რომ ჩვენი დანახვა არ შე-
გიძლიათ, არ დაიჯერებდით, დამახინჯებამდე როგორები ვი-
ყავით. მართლა არ დაიჯერებდით! მოკლედ, ისე დავმახინ-
ჯდით, რომ ერთმანეთის დანახვა აღარ შეგვეძლო. მერე
იცით, რა გავაკეთეთ? ახლავე გეტყვით. დაველოდეთ, სანამ
ჯადოქარი შუადღისას დაიძინებდა, მეორე სართულზე ავიპა-
რეთ და მისი შელოცვების წიგნი ვიპოვეთ. ვიცით, ჩვენი
მხრიდან ეს დიდი კადნიერება იყო, მაგრამ საშინლად გვსურ-
და სიმახინჯის ჯადოს ახსნა. არ მოგატყუებთ, შიშისგან ვცახ-
ცახებდით. გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ჯადოს მოსახ-
სნელად წიგნში ვერაფერი ვიპოვეთ. არადა, დრო გადიოდა,
თავზარდაცემულებს გვეგონა, რომ მოხუცი ჯენტლმენი ნე-
ბისმიერ წუთს გაიღვიძებდა, – არ მოგატყუებთ, შიშისგან ცი-
ვი ოფლი გვასხამდა – მოკლედ, მეტი რომ აღარ გავაგრძე-
ლოთ, ბოლოს უხილავად გადაქცევის შელოცვის წაკითხვა
გადავწყვიტეთ. არ ვიცი, სწორად მოვიქეცით, თუ შევცდით,
მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ სიმახინჯეს უხილავად ყოფნა
აჯობებდა. რატომ? იმიტომ, რომ ვიფიქრეთ, ასე უკეთესი იქ-
ნებოდა. მოკლედ, ჩემმა პატარა გოგომ, რომელიც სადღაც
თქვენი პატარა გოგოს ასაკისაა – თანაც, რა საყვარელი იყო,
სანამ დამახინჯდებოდა! თუმცაღა ჯობს, მასზე ისეთი საქება-
რი არ ვთქვა, მერე რომ შემრცხვეს. ჰოდა, იმას გიყვებოდით,
რომ ეს შელოცვა ჩემმა გოგონამ წაიკითხა. იგი ან თავად ჯა-
დოქარმა ან პატარა გოგონამ უნდა წაიკითხოს, თორემ არა-
ფერი გამოვა. რატომ? იმიტომ, რომ მას სხვა ვერავინ ხედავს.
მოკლედ, ჩემმა კლიპსიმ შელოცვა წარმოთქვა და – აქვე უნ-
116 მკითხველთა ლიგა
და დავამატო, რომ ის არაჩვეულებრივად კითხულობს – რო-
გორც ხედავთ, უხილავნი გავხდით. ვაღიარებთ, შვებით ამო-
ვისუნთქეთ, როცა ერთმანეთის მახინჯი სიფათები თვალებში
აღარ გვეჩხირებოდა. ყოველ შემთხვევაში, თავიდან ასე იყო.
მერე კი ნელ-ნელა მოგვწყინდა. ჰო, კიდევ ერთი რამ! წარ-
მოდგენა არ გვაქვს, რა ბედი ეწია ჯადოქარს, რომელზეც გიყ-
ვებოდით. იმ დღის მერე აღარ გვინახავს. არ ვიცით, ცოც ხა-
ლია თუ მკვდარი. იქნებ, კუნძულიდან გაემგზავრა, ან ისიც
ჩვენსავით უხილავი გახდა და ახლა მაღლა ზის. შეიძლება,
დროდადრო ქვევით ჩამოდის კიდეც, მაგრამ მას ვერ ვხე-
დავთ, იმიტომ, რომ ისიც უხილავია. მერწმუნეთ, მიყურადება
უაზრობაა, რადგან ჯადოქარი მუდამ ფეხშიშველი დადიოდა
და თანაც – კატასავით ფრთხილად. ახლა კი პირდაპირ მით-
ხარით, ჯენტლმენებო, რა ნერვები გაუძლებს ამას?
აი, ასეთი იყო ბელადი ხმის ამბავი. რასაკვირველია, ეს
შემოკლებული ვერსიაა, რადგან გუნდის ფრაზები გამოვტო-
ვე. სხვები ბელადს ყოველი ექვსი-შვიდი სიტყვის შემდეგ
აზრს აწყვეტინებდნენ, ამხნევებდნენ და კვერს უკრავდნენ.
ნარნიელებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ლამის ჭკუიდან
გადავიდნენ. ამბის დასრულების შემდეგ ხანგრძლივი დუმი-
ლი ჩამოწვა.
– კი მაგრამ, ვერ ვხვდები, ამას ჩვენთან რა კავშირი აქვს?
– ენა ამოიდგა ლუსიმ.
– რაო? განა ახლა არ აგიხსენით? – შეიცხადა ბელადმა.
– ასეა, ასეა! – იღრიალა გუნდმა დიდი ენთუზიაზმით, –
მასზე კარგად და გასაგებად ვერავინ აგიხსნიდათ! ყოჩაღ, ბე-
ლადო, ყოჩაღ!
– თავიდან ხომ არ მოგიყვეთ? – იკითხა ბელადმა.

117 მკითხველთა ლიგა


– არა! არაა საჭირო! – ერთდროულად შეჰყვირეს კასპი-
ანმა და ედმუნდმა.
– მაშინ, მოკლედ გაგიმეორებთ, – თქვა ბელადის ხმამ, –
დიდი ხანია ველით, რომ უცხო მხარიდან კარგი, პატარა გო-
გო მოვა – აი, ზუსტად შენნაირი, ყმაწვილქალო – სახლში,
მეორე სართულზე ავა, იპოვის შელოცვების წიგნს, მასში კი
იმ შელოცვას, რომელიც უხილავად ყოფნას მოგვიხსნის და
ხმამაღლა წაიკითხავს. ფიცი დავდეთ, რომ იმ უცხოებს, რო-
მელნიც ამ კუნძულზე ფეხს დადგამდნენ და თან კარგი, პატა-
რა გოგო ახლდებოდათ – აქვე დავძენ, ეს ასე რომ არ ყოფი-
ლიყო, საქმე სულ სხვაგვარად იქნებოდა – ცოცხლებს არ გა-
ვუშვებდით, სანამ იმას არ გააკეთებდნენ, რაც ჩვენ ასე
გვჭირდება. ასე რომ, ჯენტლმენებო, თუ თქვენი პატარა გოგო
ჯადოს არ მოგვხსნის, მაშინ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა
იყოს, მოგვიწევს, დადებული ფიცი შევასრულოთ და ყელები
გამოგჭრათ. იმედია, ამას საწყენად არ მიიღებთ, რამეთუ ფი-
ცი ფიცია!
– რაღაც თქვენს იარაღს ვერ ვხედავ, – უთხრა რიპიჩიპმა,
– ნუთუ ისინიც უხილავია? – თაგვს სიტყვა არ ჰქონდა დასრუ-
ლებული, რომ ჰაერში რაღაცამ გაიშხუილა, მერე კი მათ
ზურგს უკან, ერთ-ერთ ხეს შუბი ჩაერჭო.
– ეს შუბია, – უთხრა ბელადის ხმამ.
– ასეა! ასეა! – კვერი დაუკრა გუნდმა, – უკეთესად ვერც
იტყოდი, ბელადო!
– მე ვისროლე, – განაგრძო ბელადმა, – როცა იარაღი
ხელთ აღარ გვიპყრია, მათი დანახვა შესაძლებელია.
– კი მაგრამ, რატომ გინდათ, რომ ეს მაინცდამაინც მე გა-
ვაკეთო? – ჰკითხა ლუსიმ, – ამას თქვენს ხალხს რატომ არ
დაავალებთ? დავიჯერო, გოგოები არ გყავთ?
118 მკითხველთა ლიგა
– ვერ ვბედავთ, ვერ ვბედავთ! – უპასუხა გუნდმა, – ზემოთ
აღარ ავალთ!
– სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – დაიწყო კასპიანმა, – ამ
ქალბატონს სთხოვთ, რომ თქვენი პირადი კეთილდღეობი-
სათვის თავი ისეთ საფრთხეში ჩაიგდოს, რომლისთვისაც სა-
კუთარი ქალიშვილები და დები არ გემეტებათ?
– ასეა! ასეა! – უპასუხა გუნდმა ხალისიანად, – უკეთე სად
ვერც იტყოდი! აჰა! გეტყობა, რომ განსწავლული ხარ! გან-
სწავლული!
– ეს რა გაუგონარი თავხედობა... – დაიწყო ედმუნდმა,
მაგრამ ლუსიმ გააწყვეტინა.
– ეს დღე უნდა გავაკეთო, თუ ღამე?
– რასაკვირველია, დღე, – უპასუხა ბელადმა, – ღამით
ამის გაკეთებას არავინ გთხოვს. უჰ! რას ამბობ, იმ სიბნელეში
ზემოთ ვინ ავა?!
– კეთილი, მაშინ თანახმა ვარ, – მიუგო ლუსიმ, – და არა,
– მიუბრუნდა სხვებს, – ჩემი შეჩერება არც კი სცადოთ. ნუთუ
ვერ ხედავთ, რომ ამას აზრი არ აქვს? ისინი ათობით არიან.
ვერ შევებრძოლებით. ასე კი რაღაც შანსი მაინც გვაქვს.
– ჰო, მაგრამ ჯადოქარი?! – შეიცხადა კასპიანმა.
– ვიცი, – თქვა ლუსიმ, – მაგრამ შეიძლება, ის არც ისეთი
ცუდია, როგორც ახასიათებენ. ვერ ხვდებით, რომ ეს ხალხი
დიდი სიმამაცით არ გამოირჩევა?
– ჭკუა რომ დიდად არ უჭრით, ეს დღესავით ნათელია, –
თქვა იუსტასმა.
– ყური მიგდე, ლუ, – უთხრა ედმუნდმა, – ამის გაკეთების
უფლებას ვერ მოგცემთ. თუ გინდა, რიპის ჰკითხე. დარწმუნე-
ბული ვარ, იგივეს გეტყვის.

119 მკითხველთა ლიგა


– ჰო, მაგრამ ამას ჩვენ გადასარჩენად გავაკეთებ! – უთ-
ხრა ლუსიმ, – სულ არ მინდა, მათმა უხილავმა ხმლებმა ნაკუ-
წებად გვაქციოს.
– მისი აღმატებულება მართალია, – თქვა რიპიჩიპმა, –
ჩვენ რომ იმის პირობა გვქონდეს, დედოფალს ბრძოლით გა-
დავარჩენდით, მაშინ ამ ვალის შესრულება იოლი იქნებოდა
და არც უკან დავიხევდით, მაგრამ ასეთი არჩევანი არ გვაქვს.
ის კი, რასაც ისინი ითხოვენ, მის აღმატებულებას ღირსების
შებღალვით არ ემუქრება. პირიქით, ეს კეთილშობილური,
საგმირო საქმეც კია. თუ დედოფალს გული კარნახობს, რომ
ჯადოქარს დაუპირისპირდეს, ამის საწინააღმდეგოდ სიტყვა
არ მეთქმის.
ყველამ იცოდა, რომ რიპიჩიპს არაფრის ეშინოდა, სწო-
რედ ამიტომ თაგვს ამ აზრის გამოთქმის გამო უხერხულობა
ოდნავადაც არ უგრძნია. აი, ბიჭებს კი, რომელთაც შიში არა-
ერთხელ გამოეცადათ, სახეზე სირცხვილის ალმური
მოედოთ. ასე იყო თუ ისე, ლუსის დანებდნენ. მათი საერთო
გადაწყვეტილების გამოცხადებამ უხილავ ხალხში დიდი სი-
ხარული გამოიწვია, რაც მათ შეძახილებში გამოიხატა. ბე-
ლადმა, რომელსაც იმწამსვე ყველამ მხურვალ ედ დაუჭირა
მხარი, ნარნიელები ვახშამზე მიიპატიჟა და იმ ღამის მათთან
გათენება შესთავაზა. იუსტასი უარზე იდგა, მაგრამ ლუსიმ მი-
სი გადარწმუნება შეძლო.
– დარწმუნებული ვარ, გულში მუხანათური არაფერი
უდევთ. ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, – ლუსის სხვებიც
დაეთანხმნენ. ბოლოს, მეგობრები ბრაგაბრუგის თანხლებით
(რომელიც ქვებით მოკირწყლულ ეზოში კიდევ უფრო გაძლი-
ერდა) სახლში შევიდნენ.

120 მკითხველთა ლიგა


თავი მეათე

ჯადოქრის წიგნი

უხილავმა ხალხმა სტუმრებს მეფური სუფრა გაუშალა.


ძალზე სასაცილო იყო იმის ცქერა, თუ როგორ მოემართებო-
და ჭურჭელი მაგიდისაკენ. ალბათ, გაიფიქრეთ, რომ ჭურჭე-
ლი იატაკზე თავისით მოძრაობდა. არა, ეს ასე არ იყო.
გრძელ სასადილო ოთახში, იატაკიდან სადღაც ერთი მეტრის
სიმაღლეზე, ჭურჭლის ნაკადი ხტუნვა-ხტუნვით შემოედინე-
ბოდა. ყველაზე მაღალი ნახტომი, დაახლოებით, ოთხნახევა-
რი მეტრი იქნებოდა. თუ თეფშებში სუპის ან ნახარშის მაგვა-
რი ესხა, შედეგი კატასტროფული იყო.
– ნელ-ნელა დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა მიპყრობს.
ნეტავ ვინ არიან? – გადაუჩურჩულა იუსტასმა ედმუნდს, – შე-
ნი აზრით – ადამიანები? უზარმაზარ კალიებს, ან გიგანტურ
ბაყაყებს უფრო ჰგვანან.
– მგონი, მართალი ხარ, – უპასუხა ედმუნდმა, – მაგრამ
ლუსისთან კალიები არ ახსენო. მწერების ეშინია, განსაკუთ-
რებით – დიდების.
ვახშმობა გაცილებით სასიამოვნო იქნებოდა, რომ არა
სუფრის გაშლისას საშინელი უწესრიგობა და საუბრები, რომ-
ლებიც მხოლოდ და მხოლოდ თანხმობით შემოისაზღვრებო-
და. უხილავი ხალხი ერთმანეთს აბსოლუტურად ყველაფერზე
ეთანხმებოდა. მათ შენიშვნებზე არდათანხმება კი შეუძლებე-
ლი იყო. მაგალითად: „ყოველთვის ვამბობ: თუ გშია, უნდა ჭა-
მო!“ , ან „ღამდება. ღამემ ასე იცის!“ ან „აჰ! წყლით მოხვე-
დით? ეს წყალი ძალიან სველი რამეა, ხომ მართალი ვარ?“.

121 მკითხველთა ლიგა


ლუსიმ თავი ვერ შეიკავა და იმ ბნელ გასასვლელს გახედა,
რომლიდანაც კიბე მოჩანდა. მერე კი გულში გაიფიქრა, ნეტავ
ხვალ დილით, მეორე სართულზე რას ვიპოვიო? ისე, საჭმელი
გემრიელი იყო: სოკოს სუპი, ქათმის წვნიანი, მოხარშული
შაშხი, ხურტკმელი, წითელი მოცხარი, ხაჭო, ნაღები, რძე და
თაფლიანი წყალი. თაფლიანი წყალი ყველას მოეწონა, თუმ-
ცა მოგვიანებით იუსტასმა მისი დალევა ინანა.
დილით გამოღვიძებულ ლუსის ისეთი შეგრძნება დაუფ-
ლებოდა, თითქოს გამოცდაზე ან კბილის ექიმთან უნდა წასუ-
ლიყო. გარეთ ჩინებული დარი იდგა. ღია ფანჯრიდან, რომე-
ლიც გაზონს გადაჰყურებდა, ფუტკრების ბზუილი ისმოდა.
კუნძულის პეიზაჟი ინგლისისას ჰგავდა. ლუსი ლოგინიდან
ადგა და ჩაიცვა. საუზმობისას გოგონამ მეგობრებთან საუბ-
რის გაბმა და ერთი-ორი ლუკმის გადაყლაპვა სცადა. ნასაუზ-
მევს ხმების ბელადმა ლუსის მითითებები მისცა, მეორე სარ-
თულზე ასვლის მერე რა უნდა გაეკეთებინა. გოგონა მათ გა-
მოემშვიდობა და მდუმარედ გაეშურა კიბისაკენ, რომელზეც
ისე ავიდა, უკან ერთხელაც არ მიუხედავს.
კიბე საკმაოდ განათებული იყო. პირველი კიბის მარშის
თავზე, პირდაპირ ლუსის წინ, ფანჯარა მოჩანდა. ქვემოთა დე-
რეფნიდან კარადისხელა ქანქარიანი საათის წიკწიკი ისმო-
და. ლუსიმ მარცხნივ შეუხვია და მეორე კიბის მარშზე ასვლას
შეუდგა. საათის წიკწიკი იქ აღარ ისმოდა.
კიბის თავზე ასულ ლუსის წინ გრძელი და ფართო დერე-
ფანი დახვდა, რომელიც დიდი ფანჯრით ბოლოვდებოდა. შე-
ფიცრულკედლებიანი და იატაკმოფარდაგებული დერეფანი
სახლს, სავარაუდოდ, მთელ სიგრძეზე გასდევდა. დერეფნის
ორივე მხარეს კარები იყო ჩამწკრივებული. ლუსი გასუსული
იდგა. ირგვლივ ყველაფერი ისეთ სამარისებურ მდუმარებას
122 მკითხველთა ლიგა
მოეცვა, რომ ლუსის არაფერი ესმოდა, საკუთარი გულისცე-
მის გარდა.
– მარცხნიდან ბოლო კარი, – ჩაილაპარაკა ლუსიმ და დე-
რეფნის გავლა ცოტა ეჩოთირა; რომელიმე ოთახში ჯადოქა-
რი რომ ყოფილიყო? შესაძლოა, კუნძულის მფლობელს ნე-
ბისმიერ მათგანში ეძინა. ან ეღვიძა! შეიძლება ის უხილავი,
ან სულაც მკვდარი იყო; მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი ლუსის
კარგს არაფერს მოუტანდა, ამიტომ დაწინაურდა. სქელ ხა-
ლიჩაზე ნაბიჯების ხმა საერთოდ არ ისმოდა.
– ჯერჯერობით საშიში არაფერია, – თავი დაიმშვიდა ლუ-
სიმ. მზის შუქი დერეფანს კარგად ანათებდა და რომ არა და-
მაყრუებელი სიჩუმე, რომელსაც ირგვლივ ყველაფერი მოეც-
ვა, საშიში არც არაფერი იქნებოდა. ლუსიში უსიამოვნო შეგ-
რძნება გამოიწვია კარებზე ალისფერი საღებავით მიხატულ-
მა, უცნაურად დაკლაკნილმა, გაუგებარმა ნიშნებმა. ლუსის
აზრით, კარებზე სახარბიელო არაფერი ეწერა. კედლებზე სა-
შინლად მახინჯი ნიღბებიც ეკიდა; თვალების ადგილას შავი
ხვრელები განსაკუთრებით შემაშფოთებლად გამოიყურებო-
და. ლუსის წარმოსახვა გაეთამაშა და ისეთი შთაბეჭდილება
დარჩა, გვერდზე რომ ჩავუარე, ნიღბები დამეჯღანენო.
მეექვსე კარის შემდეგ ლუსიმ დიდი შიში ჭამა. წამით გო-
გონას ეგონა, კედლიდან პატარა, წვერიანი, მახინჯი სახე გა-
მოხტა და დამემანჭაო. ლუსიმ თავს აიძულა გაჩერებულიყო
და სახისთვის შეეხედა, რომელიც სინამდვილეში ზუსტად
ლუსის სახის ფორმისა და ზომის პატარა სარკე აღმოჩნდა.
სარკეს ზემოდან თმა ედო, ქვემოთ კი წვერი ჰქონდა მიმაგ-
რებული; მასში რომ ჩაიხედავდი, გეგონებოდა, წვერიცა და
თმაც ჩემიაო.

123 მკითხველთა ლიგა


– უბრალოდ, სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვა-
ლი. ეს იყო და ეს. საშიში არაფერია, – თავი დაიმშვიდა ლუ-
სიმ, თუმცა იმ თმასა და წვერში საკუთარი თავის დანახვა სუ-
ლაც არ ეპიტნავა და წინსვლა განაგრძო (მე ჯადოქარი არ
ვარ, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს, რა დანიშნულება ჰქონდა
წვერიან სარკეს).
სანამ ბოლო კარამდე მიაღწევდა, ლუსი დაეჭვდა, დერე-
ფანი ხომ არ დაგრძელდაო, ან, იქნებ სახლის ეს ნაწილიც
მოჯადოებული იყო?! ბოლოს იპოვა საჭირო კარი, რომელიც
ღია დახვდა.
დარბაზივით დიდ ოთახს სამი ვეება ფანჯარა ჰქონდა. კედ-
ლები იატაკიდან ჭერამდე წიგნებით იყო გაძეძგილი; ლუსის
ამდენი წიგნი თავის დღეში არ ენახა. მათ შორის იყო რო-
გორც მინიატურული, ასევე დიდი წიგნები. ოთახში ლუსიმ
ისეთ სქელტანიან წიგნებს მოჰკრა თვალი, რომელთა მსგავ-
სი არცერთ ეკლესიაში ბიბლიაც კი არ ენახა. ტყავის ყდებში
ჩასმული წიგნები მეცნიერებასა და ჯადოქრობაზე სიძველის
სურნელს აფრქვევდნენ.
ლუსიმ ბელადის მითითებებიდან იცოდა, რომ მას ჯადოქ-
რის წიგნი უნდა ეპოვა, რომელიც ოთახის შუაგულში, წიგნე-
ბის ქვესადგამზე დაინახა. სკამები არსად ჩანდა. ლუსის წიგ-
ნი ღია კარისკენ ზურგით, ზეზეურად უნდა წაეკითხა; გოგონა
იმწამსვე უკან დაბრუნდა და კარის დაკეტვა სცადა, მაგრამ
ამაოდ.
კარი არ დაიკეტა.
შეიძლება ვიღაცები ლუსის არ დაეთანხმონ, მაგრამ ვფიქ-
რობ, ის მართალი იყო, როცა თქვა, უცხო ოთახში, ღია კა-
რისკენ ზურგით დგომა და წიგნის კითხვა, ცოტა არ იყოს,

124 მკითხველთა ლიგა


უსიამოვნოაო. ალბათ, თავს მეც ზუსტად ისე ვიგრძნობდი,
როგორც ლუსი, მაგრამ მას სხვა გზა არ ჰქონდა.
ლუსი ყველაზე მეტად წიგნის სისქემ შეაშფოთა. ხმების ბე-
ლადს მისთვის არ უთქვამს, ზუსტად რომელ გვერდზე ეწერა
საჭირო შელოცვა. უფრო მეტიც, ლუსის შეკითხვამ ხმების ბე-
ლადი გააოცა. მისი აზრით, გოგონას წიგნი პირველი გვერ-
დიდან იქამდე უნდა ეკითხა, სანამ საჭირო შელოცვას არ მი-
ადგებოდა. ჩანდა, ხმების ბელადი არასოდეს დაფიქრებულა
იმაზე, რომ წიგნში შელოცვის პოვნის სხვა ხერხიც არსებობ-
და.
– ძიებას შეიძლება დღეები, კვირებიც კი მოვანდომო! –
შეიცხადა ლუსიმ და უშველებელ წიგნს მიაშტერდა, – არადა,
უკვე მგონია, საათებია, აქ ვარ.
ლუსი ქვესადგამს მიუახლოვდა და ჯადოქრის წიგნზე ხე-
ლები დააწყო; გოგონას ტანში ისე გააჟრჟოლა, თითქოს დენ-
მა დაარტყაო. ლუსიმ წიგნის გადაშლა სცადა. თავდაპირვე-
ლად გაუჭირდა, მაგრამ ტყვიის საკეტები გადახსნა თუ არა,
იოლად გადაიშალა. წიგნი კი რაღაც საოცრება იყო!
ხელნაწერი აღმოჩნდა; დიდი, ლამაზი ასოები მკაფიოდ და
სუფთად გამოეყვანათ. მათი ქვედა ნაწილები მსხვილი და მუ-
ქი იყო, ზედა კი – თხელი და ღია. ხელნაწერი იმდენად ლამა-
ზი იყო, რომ ლუსის შელოცვის ძებნა სულ გადაავიწყდა.
გლუვზედაპირიანი, სქელი ფურცლები სასიამოვნო სურნელს
აფრქვევდა. ყოველი შელოცვა ფერადი, მრგვლოვანი, დიდი
ასოთი იწყებოდა, მინდვრები კი ნახატებით იყო გაფორმებუ-
ლი.
წიგნს თავფურცელი, რომელზეც წიგნის სახელწოდება
ეწერებოდა, არ ჰქონდა. შელოცვები პირველივე გვერდიდან
იწყებოდა, თუმცა მათგან არცერთი იყო დიდად მნიშვნელო-
125 მკითხველთა ლიგა
ვანი. ლუსიმ იპოვა მეჭეჭების გაქრობის შელოცვა (ამისათვის
ხელები მთვარის შუქზე ვერცხლის ჯამში უნდა დაგებანა).
ასევე კბილის ტკივილის გაყუჩების, კრუნჩხვების მოხსნისა
და ფუტკრის ნაყარის მიჩვევის შელოცვები. კბილატკივებუ-
ლი კაცის ნახატი იმდენად ცოცხალი იყო, რომ მეტისმეტად
დიდხანს ცქერის შემთხვევაში კბილები აგტკივდებოდა. მე-
ოთხე შელოცვის ტექსტის გარშემო კი ოქროსფერი ფუტკრე-
ბი ისე რეალურად დაეხატათ, გეგონებოდა, მართლა ფრენე-
ნო.
ლუსიმ პირველ გვერდს თვალი ძლივს მოსწყვიტა, თუმცა
ნაკლებ საინტერესო შელოცვები არც შემდეგ გვერდზე ეწე-
რა. „ვერ მოვასწრებ!“ – გაიფიქრა ლუსიმ და დაახლოებით
ოცდაათი გვერდი გადაფურცლა. ეს შელოცვები რომ დაეხ-
სომებინა, მიწაში ჩაფლული განძის პოვნას შეძლებდა. ასევე
გაიხსენებდა დავიწყებულ რაღაცებს, ან, პირიქით, დაივიწ-
ყებდა იმას, რისი დავიწყებაც მოესურვებოდა. შეძლებდა
გაეგო, ვინ ამბობდა სიმართლეს, როგორ გამოეწვია (ან შე-
ეწყვიტა) ქარი, ნისლი, თოვლი, წვიმა ან თოვლჭყაპი; რო-
გორ მიეგვარა ვინმესთვის ჯადოსნური ძილი და როგორ შე-
ეცვალა კაცის თავი ვირის თავით (როგორც ეს საბრალო კო-
ჭას15 გაუკეთეს). ნახატები და შელოცვები თანდათან უფრო
და უფრო გასაოცარი და მომნუსხველი ხდებოდა.
მერე ლუსი ისეთი ნახატებით გაფორმებულ გვერდებს მი-
ადგა, რომ შელოცვებს თითქმის ვეღარც ამჩნევდა. თითქმის!
თუმცა პირველი სიტყვები მაინც წაიკითხა: „როგორ გახდე

15კოჭა (ინგლ. Nick Bottom an Bottom the Weaver – იგივე ფეიქარი.


უილიამ შექსპირის პიესის „ ზაფხულის ღამის სიზმარის “ ერთ-ერთი პერ-
სონაჟი)
126 მკითხველთა ლიგა
ამქვეყნად ყველაზე ლამაზი“ . ლუსი ნახატებს დიდი ყურად-
ღებით დააკვირდა. თავიდან მინიატურები ისეთი გადატვირ-
თული ეჩვენა, რომ თავი და ბოლო ვერ გაუგო, თუმცა ნელ--
ნელა ყველაფრის გარჩევა შეძლო. პირველ ნახატზე გოგონა
წიგნების ქვესადგამთან იდგა და ვეებერთელა წიგნში იცქი-
რებოდა. ამ გოგონას ზუსტად ისეთივე ტანისამოსი ეცვა, რო-
გორიც – ლუსის. შემდეგ ნახატზე ლუსი (რადგან ნახატზე გო-
გონა ლუსი იყო) პირდაღებული იდგა და სახეზე საშინელი გა-
მომეტყველებით შელოცვას კითხულობდა. მესამე ნახატზე
შელოცვას ემოქმედა და ლუსი ამქვეყნად ყველაზე ლამაზი
გამხდარიყო. ყველაზე უცნაური კი მაინც ის იყო, რომ პაწია
ნახატები გადიდებულიყო. ახლა ნახატებზე ლუსი თითქმის
ნამდვილი ლუსისხელა გამხდარიყო. ორმა ლუსიმ ერთმა-
ნეთს თვალებში ჩახედა. ნამდვილმა ლუსიმ იმწამსვე განზე
გაიხედა, რადგან ნახატზე ლუსის სილამაზემ თავბრუ დაახ-
ვია. თუმცა ნამდვილი ლუსი მზეთუნახავი ლუსის სახის ნაკ-
ვთებში საკუთარ თავთან მსგავსებას მაინც ხედავდა. უცაბე-
დად ახალი ნახატების კასკადი წამოვიდა. მზეთუნახავი ლუსი
კალორმენში, ტახტზე იჯდა და თვალს ადევნებდა მსოფლიოს
მეფეებს, რომლებიც ლუსის გულის მოსაგებად ტურნირზე
ერთმანეთს ეპაექრებოდნენ. რაინდული ტურნირები ნამ-
დვილ ომებში გადაიზარდა. ნარნია, არკენლენდი, ტელმარი,
კალორმენი, გალმა და ტერებინთია მიწასთან იყო გასწორე-
ბული, რადგან მათი მეფეები, ჰერცოგები და სახელოვანი
ლორდები ლუსის გულისთვის ერთმანეთს გააფთრებით ებ-
რძოდნენ. მერე ნახატი შეიცვალა. მზეთუნახავი ლუსი ინ-
გლისში იყო. სუზენი, რომელიც ყოველთვის ოჯახის სილამა-
ზედ მიიჩნეოდა, ამერიკიდან შინ დაბრუნებულიყო. სურათზე
სუზენი ნამდვილ სუზენს ჰგავდა, თუმცა გაბოროტებული სახე
127 მკითხველთა ლიგა
ჰქონდა. სუზენს ლუსის თვალისმომჭრელი სილამაზე შურდა,
მაგრამ ამას მნიშვნელობა ოდნავადაც არ ჰქონდა, რადგან
სუზენი უკვე აღარავის ადარდებდა.
– ამ შელოცვას ვიტყვი! – თქვა ლუსიმ, – სულ არ მადარ-
დებს, უნდა ვთქვა! – გოგონამ იმიტომ თქვა, სულ არ მადარ-
დებსო, რომ გრძნობდა, ეს არ უნდა გაეკეთებინა.
ის-ის იყო, შელოცვის წაკითხვა დააპირა, რომ უეცრად
ტექსტის შუაში, იქ, სადაც ლუსი დარწმუნებული იყო, რომ ნა-
ხატი არ უნდა ყოფილიყო, ლომის თავი დაინახა. ლომი! თა-
ვად ასლანი, რომელიც ლუსის მიშტერებოდა. ასლანი ისეთი
ცოცხალი ოქროსფრით იყო დახატული, იფიქრებდი, საცაა
წიგნიდან ამოხტებაო. მოგვიანებით ლუსი იტყვის, ნახატი
მართლა ამოძრავდაო. ასლანის გამომეტყველება გასაგები
იყო. ლომი იღრინებოდა. ლუსის თავზარი დაეცა და გვერდი
იმწამსვე გადაფურცლა.
ცოტა ხანში ლუსი იმ შელოცვას მიადგა, რომელიც სა-
შუალებას გაძლევს გაიგო, რას ფიქრობენ შენი მეგობრები
შენზე. მართალია, ლუსის სინამდვილეში „ როგორ გახდე ამ-
ქვეყნად ყველაზე ლამაზის “ წაკითხვა უფრო უნდოდა, მაგ-
რამ უკან დაბრუნება შეუძლებელი იყო, ამიტომ გადაწყვიტა,
დანაკლისი ამ შელოცვის წაკითხვით შეევსო. იმის შიშით, არ
გადავიფიქროო, ლუსიმ ჯადოსნური სიტყვები ხმამაღლა წარ-
მოთქვა (ამ შელოცვის თქვენთვის თქმას ამქვეყნად ვერაფე-
რი მაიძულებს) და დაელოდა, რა მოხდებოდა.
არაფერი მოხდა, ამიტომ ლუსიმ ისევ ნახატებს დაუწყო
ცქერა და სრულიად მოულოდნელად ისეთი რაღაც დაინახა,
რასაც ყველაზე ნაკლებად მოელოდა. მატარებლის მესამე
კლასის ვაგონში ორი მოწაფე იჯდა. ლუსიმ გოგოები იმწამ-
სვე იცნო – მარჯორი პრესტონი და ენ ფედერსტოუნი. ნელ--
128 მკითხველთა ლიგა
ნელა ნახატი გაცოცხლდა. კუპეს ფანჯარაში ძაბვის გადამ-
ცემმა ბოძებმა გაიელვა. მერე, თანდათან, (თითქოს რადიო
ჩართულიყო) ლუსისთვის გოგოების საუბარი გასაგები გახ-
და.
– ამ სემესტრში ჩემ სანახავად მოიცლი, თუ ისევ ლუსი პე-
ვენსის კაბას გამოეკერები? – ჰკითხა ენმა.
– რას ნიშნავს „კაბას გამოეკერები“ ? – ჰკითხა მარჯორიმ.
– მშვენივრად იცი, რასაც ნიშნავს, – მიუგო ენმა, – გასულ
სემესტრში მასზე გაგიჟებული იყავი.
– არა, არ ვიყავი! – შეედავა მარჯორი, – არც ისეთი შტერი
ვარ! თავისებურად კარგი ბავშვია, მაგრამ სემესტრის ბო-
ლოსკენ ძალიან დამღალა.
– დღეიდან ჩემთან მეგობრობის შესაძლებლობა არცერთ
სემესტრში აღარ მოგეცემა! – იყვირა ლუსიმ, – ოჰ, შე ორპი-
რო, პატარა მხეცო! – ლუსი მიხვდა, რომ სურათს უყვიროდა,
რადგან ნამდვილი მარჯორი ძალზე შორს, სხვა სამყაროში
იყო.
– ერთი ნახე, რა, არადა, მასზე რა კარგი წარმოდგენა
მქონდა, – ჩაილაპარაკა ლუსიმ, – გასულ სემესტრში რამდე-
ნი რამე გავუკეთე! როცა სხვა გოგოებმა ზურგი აქციეს, მე
მასთან დავრჩი. ეს თავადაც კარგად მოეხსენება. და ახლა
ვისთან მეგობრობს? ენ ფედერსტოუნთან! ნეტავ ჩემი დანარ-
ჩენი მეგობრებიც ასეთები არიან? აქ ბევრი ნახატია. არა.
მეტს აღარ ვნახავ. არა! არა! არა... – ლუსის შემდეგ გვერდზე
გადასაშლელად დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა ბრა-
ზისგან ატირებული გოგონას კურცხალმა ფურცლის დასვე-
ლება მაინც მოასწრო.
შემდეგ გვერდზე „სულის გამაჯანსაღებელი“ შელოცვა
ეწერა. ნახატები ცოტა იყო, მაგრამ – ძალზე ლამაზი. კითხვი-
129 მკითხველთა ლიგა
სას ლუსის ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს შელოცვას
კი არა, რაღაც ამბავს კითხულობდა. ლუსიმ გადაწყვიტა, რომ
ამ ამბავში თავად ცხოვრობდა; თითქოს ის სინამდვილე იყო,
ისევე როგორც ნახატები. სამგვერდიანი შელოცვა ერთი ამო-
სუნთქვით წაიკითხა. ვერც კი იგრძნო, როგორ გავიდა ბო-
ლოში.
– ეს ყველაზე სასიამოვნო ამბავია, რაც კი აქამდე წამი-
კითხავს, ან რასაც ცხოვრებაში წავიკითხავ. ო, ნეტავ შემეძ-
ლოს, მომდევნო ათი წელი სულ ეს ამბავი ვიკითხო! მოდი,
თავიდან წავიკითხავ, – თქვა ლუსიმ.
თუმცა ჯადოსნური წიგნის ჯადოსნურობამ თავი სწორედ აქ
იჩინა. მკითხველს უკან დაბრუნება არ შეეძლო. წასაკითხი
გვერდებისაგან განსხვავებით, უკვე წაკითხული და გადაფურ-
ცლული გვერდები უკან აღარ გადმოიშლებოდა.
– ო! რა სამწუხაროა! – შეიცხადა ლუსიმ, – როგორ მინ-
დოდა, ამბავი კიდევ ერთხელ წამეკითხა. კეთილი, რადგან ეს
შეუძლებელია, მაშინ დავიხსომებ! აბა... ის მოგვითხრობდა...
მოგვითხრობდა... ო, ღმერთო, მავიწყდება! ეს ბოლო გვერ-
დიც კი გათეთრდა. ძალზე უჩვეულო წიგნია. ეს როგორ უნდა
დამვიწყებოდა? მახსოვს ფინჯანი, ხმალი, ხე, მწვანე გორა,
ესენი ნამდვილად მახსოვს. ახლა რაღა ვქნა?
ლუსი ამბავს ვეღარც გაიხსენებს. თუმცა, იმ დღიდან მო-
ყოლებული, მას მხოლოდ ის ამბები მიაჩნია კარგად,
რომლებიც ჯადოქრის წიგნის დავიწყებულ ამბავს ახსენებს.
გოგონამ წიგნი გადაფურცლა თუ არა, მისდა გასაკვირად,
გვერდზე ერთი ნახატიც ვერ დაინახა, თუმცა პირველი სიტ-
ყვების წაკითხვა მაინც შეძლო: „უხილავის ხილულად ქცევის
შელოცვა“ . ლუსიმ ტექსტი გულმოდგინედ წაიკითხა, დარ-
წმუნდა, რომ ყველა გრძელი სიტყვა გასაგები იყო და მხო-
130 მკითხველთა ლიგა
ლოდ ამის შემდეგ წარმოთქვა იგი ხმამაღლა. ის იმთავითვე
მიხვდა, რომ შელოცვა ამოქმედდა, რადგან კითხვისას ფურ-
ცლის ზედა ნაწილში ნელ-ნელა დიდი ასოები გამოიკვეთა,
ხოლო მინდვრებში – ნახატები. ეს ძალიან ჰგავდა უხილავი
მელნით ნაწერს – როცა ფურცელს ცეცხლთან ახლოს
მიიტანთ, მასზე ასოები ნელ-ნელა იკვეთება. თუმცა აქ ლიმო-
ნის წვენის (რომელიც უხილავი მელნის ყველაზე მარტივი სა-
შუალებაა) მქრქალი ფერის ნაცვლად, ნაწერი ოქროსფერი,
ლაჟვარდისფერი და მეწამული იყო, ნახატები კი – უცნაური.
მათში იმდენი ფიგურა გამოიკვეთა, რომ ლუსის დაკვირვების
სურვილი გაუქრა. „მგონი, ბრაგუნების ჩათვლით, ყველაფე-
რი ხილული გახდა. ალბათ, ასეთ ადგილას მრავალი რამაა
უხილავი. მე კი დიდად მათი ნახვის სურვილი არ მაქვს“, –
გაიფიქრა ლუსიმ.
მოულოდნელად ლუსის დერეფნიდან ნაზი, მაგრამ მძიმე
ნაბიჯების ხმა შემოესმა. რასაკვირველია, იმწამსვე გაახსენ-
და ბრაგუნების ნათქვამი, ჯადოქარი ფეხშიშველი, კატასავით
ფრთხილად დადისო. ყოველთვის სჯობს, უკან მიიხედო, ვიდ-
რე იმის შიშით ძრწოდე, რომ ზურგიდან რაღაც გეპარება.
ლუსი ასეც მოიქცა.
უეცრად ლუსის სახე გაუბრწყინდა. წამით, (რა თქმა უნდა,
მან ეს არ იცოდა), თითქმის ისეთივე ლამაზი გახდა, როგო-
რიც ნახატზე – მზეთუნახავი ლუსი. ოთახის ზღურბლზე იდგა
თავად ასლანი, ლომი, მეფეთმეფეთა ხელმწიფე. ლუსიმ სი-
ხარულისგან შეჰკივლა და ლომისკენ ხელებგაშლილი გაიქ-
ცა. ასლანი მართლა იქ იყო. ლომმა ლუსის ჩახუტების, კოც-
ნისა და თბილ, ოქროსფერ ფაფარში სახის ჩარგვის სა-
შუალება მისცა. ლუსიმ ზანზარისმაგვარი ხმა გაიგონა, რომე-

131 მკითხველთა ლიგა


ლიც ლომს აღმოხდა; გოგონამ იმის გაფიქრებაც კი გაბედა,
ასლანმა დაიკრუტუნაო.
– ო, ასლან! რა კეთილი ხარ, რომ მოხვედი! – უთხრა ლუ-
სიმ.
– სულ აქ ვიყავი, – უპასუხა ლომმა, – მაგრამ შენ გამო ხი-
ლული გავხდი.
– ასლან! – შესძახა ლუსიმ, თითქოს ლომს საყვედურობ-
სო, – ნუ დამცინი! თითქოს შენი ხილულად ქცევის ძალა
მქონდეს!
– გაქვს, – მიუგო ასლანმა, – როგორ გგონია, საკუთარ
წესებს არ დავემორჩილები?
მცირეხნიანი დუმილის შემდეგ ასლანმა ლუსის უთხრა:
– შვილო, მგონი, ვიღაცებს ჩუმად მიაყურადე.
– მე მივაყურადე?
– თანასკოლელი გოგონების საუბარს ფარულად ვინ მო-
უსმინა?
– ჰო, მაგრამ ეგ ხომ ჯადოქრობაა?
– ჯადოქრობით თუ ისე, ჯაშუშობა ჯაშუშობაა. შენ კი მეგო-
ბარზე ამაოდ ბრაზობ. მართალია, სუსტი გოგონაა, მაგრამ
უყვარხარ. მასზე უფროსი გოგოსი შეეშინდა და იცრუა.
– არა მგონია, მისი სიტყვები ოდესმე დავივიწყო.
– მართალი ხარ.
– ო, ღმერთო, – შეწუხდა ლუსი, – ყველაფერი გავაფუჭე,
არა? ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ძველებურად მეგობრები –
მართლა საუკეთესო მეგობრები – ცხოვრების ბოლომდე მე-
გობრები ვიქნებოდით? მაგრამ ახლა ეს ასე აღარ იქნება,
არა?

132 მკითხველთა ლიგა


– შვილო, – უთხრა ასლანმა. – განა ერთხელ უკვე არ
აგიხსენი, რომ არავის ეუბნებიან, მომავალში რა როგორ
მოხდება?
– კი, ასლან, ამიხსენი, – უპასუხა ლუსიმ, – მაპატიე, მაგ-
რამ გთხოვ...
– გისმენ, ჩემო ტკბილო.
– ნუთუ იმ ამბის წაკითხვას ვეღარასოდეს შევძლებ? აი,
იმის, რომელიც დამავიწყდა. ასლან, ხომ მომიყვები? ო, მო-
მიყევი, რა, ასლან! მომიყევი! მომიყევი!
– რასაკვირველია, მოგიყვები, თანაც, მთელი ცხოვრება.
ახლა კი წამოდი. სახლის პატრონი უნდა გაიცნო.

133 მკითხველთა ლიგა


თავი მეთერთმეტე

დაფლეპადების გაბედნიერება

ლუსი დიდებულ ლომს გაჰყვა. დერეფანში მათ წითელმან-


ტიიანი, ფეხშიშველი ბერიკაცი შეხვდათ, რომელსაც წვერი
მუცლამდე სცემდა. თეთრთმიან მოხუცს თავზე მუხის ფოთ-
ლების გვირგვინი ედგა და უცნაურ კვერთხს ეყრდნობოდა.
ბერიკაცმა ასლანი დაინახა თუ არა, თავი დიდი მოწიწებით
დაუკრა.
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თქვენი სახლებიდან
ყველაზე ღარიბულში, სერ.
– კორიაკინ, ყელში ხომ არ ამოგივიდა იმ სულელი არსე-
ბების მართვა?
– არა, – მიუგო ჯადოქარმა, – ძალზე უტვინოები კი არიან,
მათში ბოროტება არ დევს. ნელ-ნელა მხიბლავენ კიდეც. მაგ-
რამ დროდადრო მოუთმენლობა მიპყრობს და სულმოუთქმე-
ლად ველოდები იმ დღის დადგომას, როცა ჯადოქრობის ნაც-
ვლად სიბრძნეს დაემორჩილებიან.
– ყველაფერს თავის დრო აქვს, კორიაკინ, – უპასუხა ას-
ლანმა.
– მართალი ბრძანდებით, სერ, – იყო ჯადოქრის პასუხი, –
აპირებთ, მათ დაენახოთ?
– არა, – მიუგო ლომმა სუსტი ღრენით. ლუსის აზრით, ას-
ლანს გაეცინა, – ჩემ დანახვაზე შიშით გულები გაუსკდებათ.
სანამ შენი ხალხი ამისთვის მზად იქნება, ცაზე არაერთი ვარ-
134 მკითხველთა ლიგა
სკვლავი მოასწრებს დაბერებასა და ამ კუნძულზე ჩამოსვენე-
ბას. მე კი ჯუჯა ტრამპკინი, რომელიც ახლა ქეარ პარაველის
ციხესიმაგრეში ტახტზე ზის და თავისი მეფის, კასპიანის შინ
დაბრუნებამდე დღეებს თითებზე ითვლის, დღესვე, მზის ჩას-
ვლამდე უნდა ვნახო. მას თქვენს ამბავს შევატყობინებ, ლუსი.
ნუ მოიწყენ. ერთმანეთს მალე შევხვდებით.
– ასლან, გეთაყვა, „მალეს“ რას ეძახი? – ჰკითხა ლუსიმ.
– ჩემთვის ყველა დრო მალეა, – უპასუხა ასლანმა და გაქ-
რა. ლუსი და ჯადოქარი მარტონი დარჩნენ.
– წავიდა! – თქვა ჯადოქარმა, – მე და შენ კი გუნება წაგ-
ვიხდა. მუდამ ასე ხდება. ის თვინიერი ლომი არაა, ვერ დააკა-
ვებ. აბა, მითხარი, ჩემი წიგნი როგორ მოგეწონა?
– ზოგი ადგილი – ძალიან! – მიუგო ლუსიმ, – იცოდით,
რომ აქ ვიყავი?
– რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დაფერებს სა-
შუალება მივეცი, უხილავნი გამხდარიყვნენ. ვიცოდი, რომ
მოხვიდოდი და მათ ჯადოს ახსნიდი. თუმცა ზუსტი დღე არ
იყო ცნობილი. თანაც დილით დიდად ყურადღებიანი არ ვყო-
ფილვარ. იცი, რაც უხილავი გავხდი, სულ მეძინება. აჰ-ჰჰ-
ჰჰ... აი, ახლაც მამთქნარებს. გშია?
– ცოტა, – უპასუხა ლუსიმ, – არც კი ვიცი, რომელი
საათია.
– წამომყევი, – უთხრა ჯადოქარმა, – შეიძლება ასლანის-
თვის ყველა დრო „მალეა“ , მაგრამ ჩემს სახლში, თუკი გშია,
ნებისმიერი დრო სადილობისაა.
ჯადოქარი ლუსის დერეფანში გაუძღვა და ერთ-ერთი კარი
გაუღო. მზის შუქით გაჩახჩახებული ოთახი ყვავილებით იყო
სავსე. მაგიდა ცარიელი და, რასაკვირველია, ჯადოსნური
იყო. ბერიკაცის ერთი სიტყვა და მასზე უცებ სუფრა, ვერ-
135 მკითხველთა ლიგა
ცხლის კოვზები, დანები, ჩანგლები, თეფშები, ბროლის ჭიქე-
ბი და საჭმელი გაჩნდა.
– ვიმედოვნებ, ჩემი სუფრა გესიამოვნება, – უთხრა მო-
ხუცმა, – შევეცადე, შენი ქვეყნის საჭმელი შემომეთავაზებინა.
– ო, რა კარგია! – შესძახა აღტაცებულმა ლუსიმ და ასეც
იყო: ცხელი ომლეტი, ცივი ბატკნის ხორცი ბარდის გარნი-
რით და დასაყოლებლად – ლიმონის წვენი. დესერტად –
მარწყვის ნაყინი და ერთი ფინჯანი შოკოლადი. თავად ჯადო-
ქარმა მხოლოდ ღვინო და პური მიირთვა. ის საშიში არ ჩან-
და. სულ მალე ლუსი და ბერიკაცი დიდი ხნის მეგობრებივით
მუსაიფობდნენ.
– შელოცვა როდის იმოქმედებს? დაფერები კვლავ ხილუ-
ლები გახდებიან?
– ო, დიახ. მათი დანახვა უკვე შესაძლებელია, მაგრამ ახ-
ლა სძინავთ; შუადღისას ყოველთვის ისვენებენ.
– და ახლა, როცა ისევ ხილულები არიან, სიმახინჯის ჯა-
დოს მოხსნით? მათ ძველ იერსახეს დაუბრუნებთ?
– ეს ცოტა რთული საკითხია, – უპასუხა ჯადოქარმა, – რო-
გორ გითხრა... ეს მათ ჰგონიათ, რომ მანამდე ლამაზები იყ-
ვნენ. ამბობენ, ჯადოქარმა დაგვამახინჯაო, მაგრამ ასე არ
ვიტყოდი. ბევრი დამეთანხმება, რომ ეს სასიკეთო ცვლილება
იყო და ახლა უფრო კარგები არიან.
– ნუთუ ასე საშინლად პატივმოყვარენი არიან?
– დიახ. ყოველ შემთხვევაში, ბელადი დაფერი ნამდვი-
ლად არის და სხვებსაც იგივეს უნერგავს. მისი ყველა სიტყვის
სჯერათ.
– ეგ ჩვენც შევნიშნეთ, – კვერი დაუკრა ლუსიმ.
– კი... რაღაც მხრივ, ბელადის გარეშე სხვებთან ურთიერ-
თობა გაცილებით იოლი იქნებოდა. რასაკვირველია, შემიძ-
136 მკითხველთა ლიგა
ლია, ის რამედ გადავაქციო, ან ისეთი ჯადო დავადო, რომ
სხვებმა მისი სიტყვა აღარ დაიჯერონ, მაგრამ ამის გაკეთება
არ მსურს. უმჯობესია, თუ დანარჩენებს აღტაცების საგანი
ეყოლებათ.
– თქვენით აღტაცებულები არ არიან? – ჰკითხა ლუსიმ.
– ოჰ! არა, ჩემით არა! – უპასუხა ჯადოქარმა, – რატომღაც
მათში ამ გრძნობას არ ვიწვევ.
– რატომ „დაამახინჯეთ“ ? ანუ, როგორც ეს მათ მიაჩნიათ?
– დავალება არ შეასრულეს. მათი საქმეა ეზოს მოვლა და
მოსავლის მოყვანა... ოღონდ, ჩემთვის კი არა, როგორც მათ
მიაჩნიათ, არამედ საკუთარი მუცლებისთვის. მათთვის მუ-
შაობა რომ არ დამეძალებინა, თავისით ამას არასოდეს იზამ-
დნენ. ბაღს მორწყვა სჭირდება. დაახლოებით ნახევარ კილო-
მეტრში, მაღლა გორაზე ერთი ცივი წყაროა, რომლიდანაც
ნაკადული დაბლა ეშვება და ბაღის გვერდზე მირაკრაკებს.
ვთხოვე, წყალი ნაკადულიდან აიღეთ და არა წყაროდან--
მეთქი, სადაც დღეში ორჯერ ან სამჯერ ადიოდნენ, წინ და
უკან სიარულში იღლებოდნენ და თანაც, სათლებიდან ნახე-
ვარ წყალს გზაში ღვრიდნენ, მაგრამ ყური არ მათხოვეს. უბ-
რალოდ, გაჯიუტდნენ.
– ნუთუ ასეთი სულელები არიან? – ჰკითხა ლუსიმ.
ჯადოქარმა ამოიოხრა.
– ვერც კი დაიჯერებ, მათ ხელში რა გადავიტანე! რამდენი-
მე თვის წინ, სამხრამდე თეფშები და დანები გარეცხეს. ასე
განმიცხადეს, ასე დროს დავზოგავთო. მერე იმ დროს დავიჭი-
რე, როცა მოხარშულ კარტოფილს მიწაში მარხავდნენ. ასე
საჭმლის მომზადება აღარ დაგვჭირდება – მხოლოდ ამოთ-
ხრაო. ერთ მშვენიერ დღეს კი სარძევეში კატა ჩავარდა. ოცი
მათგანი რძის ამოღებას შეუდგა, სარძევიდან კატის ამოყვანა
137 მკითხველთა ლიგა
კი თავში არცერთს არ მოსვლია. როგორც ვხედავ, სადილო-
ბას მორჩი. მოდი, წავიდეთ და დაფერები ვნახოთ.
ლუსი და ჯადოქარი სხვა ოთახში გავიდნენ, რომელიც სავ-
სე იყო ისეთი უცნაური ხელსაწყოებით, როგორებიცაა: ას-
ტროლაბები, პლანეტარიუმები, ქრონოსკოპები, ლექსომეტ-
რები16, ხორიამბიკოები17 და თეოდოლინდები18. ფანჯარას
რომ მიუახლოვდნენ, ჯადოქარმა ლუსის უთხრა:
– აი, შენი დაფერებიც.
– მე რომ ვერავის ვხედავ?! ეს რა სოკოებია?
ის რაღაცები, რისკენაც ლუსი უთითებდა, მინდორში ამო-
სულ სოკოებს მართლა ჰგავდნენ, თუმცა ზომაში ბევრად დი-
დები იყვნენ. სოკოების ფეხები სიმაღლეში, დაახლოებით
მეტრი იქნებოდა, ისევე, როგორც ქუდების სიგანე. ლუსი სო-
კოებს ყურადღებით დააკვირდა და შენიშნა, რომ ქუდებს ფე-
ხები არა ცენტრში, არამედ გვერდზე უერთდებოდათ. ამის გა-
მო სოკოები ოდნავ ცალ მხარეს გადახრილიყვნენ. მერე ლუ-
სიმ ბალახში, ყოველი ფეხის გვერდით რაღაც ბოხჩისმაგვა-
რი დაინახა. გოგონა სოკოებს რაც უფრო ყურადღებით აკ-
ვირდებოდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს რაღაცები სო-
კოებს სულ არ ჰგავდნენ. ქუდები, რომლებიც თავდაპირვე-

16 ლექსომეტრები – მწერლის მიერ გამოგონილი ლექსის საზომი ხელ-


საწყო
17 ხორიამბიკო – იამბიკო, იგივე ძველი ბერძნული პოეზიის სალექსო ზო-

მა, რომელიც ეყრდნობა ორმარცვლიან ტერფთა ანუ „ იამბთა “ გარკვე-


ულ რაოდენობას. მწერალი ამ ტერმინს სესხულობს და იგონებს რაღაც
ახალ ხელსაწყოს
18 თეოდოლინდები – ძველი ხელსაწყოს თეოდოლიტის (კუთხსაზომი

იარაღი; იყენებენ გეოდეზიაში, ასტრონომიაში, არტილერიაში,


ავიაციაში) რემინისცენცია. სავარაუდოდ, მწერალმა ეს სახელი ვიქტო-
რიანული ეპოქის ინგლისელი რომანისტისა და პოეტის, ჯორჯ მერიდითის
პოემიდან, „სიმღერა თეოლინდაზე“ ისესხა
138 მკითხველთა ლიგა
ლად ლუსის მრგვალი ეგონა, სინამდვილეში მსხვილები,
გრძელები და ბოლოებგანიერები იყო. ასე, ორმოცდაათნი ან
უფრო მეტნი იქნებოდა.
საათმა სამჯერ ჩამოჰკრა.
უცაბედად რაღაც დაუჯერებელი მოხდა. უკლებლივ ყველა
„სოკო“ ამობრუნდა და თავდაყირა დადგა. ის პატარა ბოხჩე-
ბი, რომლებიც ბალახში, ფეხების გვერდით ედოთ, სინამდვი-
ლეში თავები და ტანები იყო, ქუდები კი – ფეხები, თუმცა ყვე-
ლა სხეულს, ორის ნაცვლად, თითო ფეხი ჰქონდა. მსხვილი
ფეხი (და არ გეგონოთ, რომ ისინი ცალფეხა ადამიანებს ჰგავ-
დნენ, რომლებსაც მხოლოდ მარჯვენა, ან მარცხენა ფეხი
აქვთ. არა, დაფერებს ფეხები პირდაპირ წელიდან ეზრდებო-
დათ) ვეება ტერფით მთავრდებოდა, რომლებზეც განიერი
თითები მაღლა აპრეხოდათ. ლუსი მიხვდა, რატომ ეგონა ისი-
ნი სოკოები. არსებები ბალახში ზურგზე იწვნენ, ვეება ტერფე-
ბი კი მაღლა აეშვირათ. მოგვიანებით გოგონა გაიგებს, რომ
დაფერები, ჩვეულებრივ, ამ პოზაში ისვენებენ. ქოლგისმაგვა-
რი ტერფები მათ მზესაც უჩრდილავდათ და წვიმისგანაც
იცავდათ. მონოპოდი19 საკუთარი ფეხის ქვეშ თავს ისე
გრძნობს, როგორც კარავში.
– ო, რა სასაცილოები არიან! – შესძახა ლუსიმ და აკის-
კისდა, – ასეთებად თქვენ გადააქციეთ?
– დიახ, დიახ. დაფერები მონოპოდებად სწორედ მე გადა-
ვაქციე, – მიუგო ჯადოქარმა, რომელსაც სიცილისგან ცრემ-
ლები სცვიოდა, – ნახე!

მონოპოდი – (ბერძ. „ცალფეხა“ ) – მითური არსებები. გვხვდება სახვა-


19

დასხვა ხალხების მითებში. მას ასევე ეძახიან სკიაპოდს, „ჩრდილფეხას“.


139 მკითხველთა ლიგა
სანახავად ნამდვილად ღირდა. რასაკვირველია, ამ
ცალფეხა კაცუნებს ჩვენსავით არც სიარული შეეძლოთ და
არც – სირბილი. ისინი ბაყაყებივითა და რწყილებივით დახ-
ტოდნენ. მერედა, რა ნახტომებით და როგორი ბრაგუნით! აი,
თურმე რაზე იმტვრია თავი ლუსიმ წინა დღეს. ახლა უკვე გა-
საგები გახდა, რა იყო ამ ხმაურის გამომწვევი მიზეზი. მონო-
პოდები დახტოდნენ და თან ერთმანეთს ეძახდნენ:
– სალამი, ბიჭებო! ისევ ვჩანვართ!
– ხილულები გავხდით! – თქვა წითელჩაჩიანმა მონოპოდ-
მა, რომელიც ბელადი უნდა ყოფილიყო, ლუსის მისი ხმა ეც-
ნო, – სულ ვამბობ, თუ ბიჭები ერთმანეთს ხედავენ, ესე იგი,
ჩანან!
– აჰ! ასეა, ასე, ბელადო! – გაისმა გუნდური პასუხი, – შენ-
ზე უკეთ ამას ვერავინ ახსნიდა! ახლა გასაგებია!
– იმ პატარა გოგომ ბერიკაცს აჯობა! – თქვა ბელადმა მო-
ნოპოდმა, – ამჯერად, დავამარცხეთ!
– საკუთარი თავებისთვის იგივე უნდა გვეთქვა! – იქუხა
გუნდმა, – ბელადო, დღეს ისეთი ძლიერი ხარ, როგორც
არასდროს! ყოჩაღ! ასე გააგრძელე!
– როგორ ბედავენ თქვენზე ასე ლაპარაკს? – ჰკითხა ჯა-
დოქარს ლუსიმ, – არადა, გუშინ, შიშის ზარს სცემდით. ნუთუ
არ იციან, რომ შეიძლება მათი გესმოდეთ?
– დაფერების ეს თვისება, ალბათ, ყველაზე სასაცილოა, –
მიუგო ჯადოქარმა. – ერთ წუთში ისე ლაპარაკობენ, თითქოს
ყველაფერს მე ვმართავ, ყველაფერი მესმის და ძალზე საში-
ში ვარ. მეორე წუთში კი ჩემი ისეთ ხაფანგში გაბმა უნდათ,
რასაც ბავშვიც კი მიხვდება... ოჰ, დალოცვილნი იყვნენ!
– ძველი იერსახე უნდა დაუბრუნოთ? – ჰკითხა ლუსიმ, –
ო, იმედი მაქვს, მათი ამ ფორმით დატოვება სისასტიკე არ იქ-
140 მკითხველთა ლიგა
ნება. ნუთუ ასე ძალიან არ უნდათ? ჩემი აზრით, ბედნიერები
ჩანან. ნახეთ, როგორ ხტუნავენ! მანამდე როგორები იყვნენ?
– ჩვეულებრივი ჯუჯები, – უპასუხა ჯადოქარმა, – თუმცა
ნარნიელი ჯუჯებივით კარგები – არა.
– რა დასანანი იქნება, თუ კვლავ ჯუჯები გახდებიან, –
ჩაილაპარაკა ლუსიმ, – ახლა ისეთი სასაცილოები და კარგე-
ბი არიან. თქვენი აზრით, ეს რომ ვუთხრა, რამეს შეცვლის?
– დარწმუნებული ვარ, რომ კი... რა თქმა უნდა, თუ გააგე-
ბინებთ.
– ხომ არ წამომყვებით? ერთად ვცადოთ!
– არა, არა! ჩემ გარეშე უფრო გამოგივა.
– უღრმესი მადლობა სადილისთვის, – უთხრა ლუსიმ და
ოთახიდან გავიდა. კიბე, რომელზეც დილით ამოსვლა ასე
ეშინოდა, ახლა მხიარულად ჩაირბინა და ბოლო საფეხურთან
ედმუნდს შეეჩეხა. ყველა მას ელოდებოდა. ლუსის სინდისმა
დაუწყო ქენჯნა, როცა ძმისა და მეგობრების შეშფოთებული
სახეები დაინახა. გოგონას ისინი სულ გადავიწყებოდა.
– ყველაფერი რიგზეა! – შეჰყვირა ლუსიმ, – ჯადოქარი ძა-
ლიან საყვარელია... და მე... ასლანი ვნახე.
ლუსიმ მათ ქარივით ჩაუქროლა და ბაღში – იქ, სადაც მო-
ნოპოდების შეძახილებისა და ბრაგუნისგან ყველაფერი ზან-
ზარებდა – თავქუდმოგლეჯილი გავარდა. ლუსის დანახვაზე
არსებები ორმაგად ახმაურდნენ და აბრაგუნდნენ.
– აი, ისიც! აი, ისიც! – აყვირდნენ, – ვაშა! ვაშა! ვაშა! პატა-
რა გოგოს გაუმარჯოს! აჰ! მოხუცი ჯენტლმენი შესანიშნავად
გააცურა! ასეა, ასე!
– საშინლად დასანანია, რომ ჩვენი დამახინჯებამდე ნახ-
ვის ბედნიერება არ მოგეცემა! – უთხრა ლუსის ბელადმა მო-
ნოპოდმა, – სხვაობას ვერც კი დაიჯერებდი. სიმართლეს ვერ
141 მკითხველთა ლიგა
უარვყოფთ, ჩვენ ახლა უაღრესად მახინჯები ვართ, არ მოგატ-
ყუებთ!
– მახინჯები ვართ! ვართ, ბელადო! ასეა, ასე! – ერთხმად
დაეთანხმნენ სხვები, რომლებიც მათ გარშემო ბურთებივით
ხტოდნენ, – ბელადი მართალია!
– სულაც არ ვფიქრობ, რომ მახინჯები ხართ! – უპასუხა
ლუსიმ ყვირილით, რომ როგორმე მათი ხმები გადაეფარა, –
ჩემი აზრით, ძალიან ლამაზები ხართ!
– გვესმის! გვესმის! – ახმაურდნენ მონოპოდები, – ყმაწ-
ვილქალი მართალია. ძალიან ლამაზები ვართ! ამქვეყნად
ჩვენზე ლამაზ ხალხს ვერ შეხვდები! – ცალფეხები ლუსის ყო-
ველგვარი გაკვირვების გარეშე დაეთანხმდნენ და თანაც ისე,
რომ ვერც კი შენიშნეს, აზრი როგორ შეიცვალეს.
– ის ამბობს, – ჩაერია ბელადი მონოპოდი, – რომ ჩვენ
დამახინჯებამდე ვიყავით ლამაზები!
– მართალია! მართალია! – კვერი დაუკრა გუნდმა, – ეგ
ჩვენც გავიგონეთ!
– არა, ეგ არ მითქვამს! – გაწიწმატდა ლუსი, – ვთქვი, ახ-
ლა ძალიან ლამაზები ხართ-მეთქი.
– კი, თქვა! კი, თქვა! – დაეთანხმა ბელადი მონოპოდი, –
ასე თქვა, ადრე უფრო ლამაზები იყავითო!
– ორივესი გავიგონეთ! ორივესი გავიგონეთ! – გაისმა მო-
ნოპოდების შეძახილები, – ორივე ყოველთვის მართალი
ხართ! თქვენზე უკეთ ამას ვერავინ იტყოდა!
– კი, მაგრამ ჩვენ ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცებს
ვამბობთ! – თქვა აღშფოთებულმა ლუსიმ და მოთმინებადა-
კარგულმა ფეხი მიწაზე დააბაკუნა.

142 მკითხველთა ლიგა


– მართალია! მართალია! – კვერი დაუკრეს მონოპოდებ-
მა, – ურთიერთსაწინააღმდეგო! ურთიერთსაწინააღმდეგო!
ორივემ ასე გააგრძელეთ!
– ნებისმიერს გადაიყვანთ ჭკუიდან! – უთხრა ლუსიმ და
დანებდა. მონოპოდები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. ლუსიმ
კი გადაწყვიტა, საერთო ჯამში ეს საუბარი წარმატებული
იყოო.
იმ საღამოს, სანამ ყველა დასაძინებლად დაწვებოდა, მოხ-
და კიდევ ერთი რამ, რამაც ცალფეხა არსებებს კიდევ უფრო
დიდი კმაყოფილება მიანიჭა. კასპიანმა და ნარნიელებმა
პირველივე ხელსაყრელი შემთხვევით ისარგებლეს და უკან,
სანაპიროზე დაბრუნდნენ, სადაც მათ ძალზე აღელვებულ
რინსსა და „განთიადის დამმორჩილებლის“ ეკიპაჟს კუნძულ-
ზე მომხდარი დაწვრილებით უამბეს. რასაკვირველია, მონო-
პოდები ბრაგუნითა და შეძახილებით გაჰყვნენ. ცალფეხა არ-
სებები წამდაუწუმ ერთმანეთს ეთანხმებოდნენ. ბოლოს იუს-
ტასს ყელში ამოუვიდა და თქვა, უკეთესი იქნებოდა, ჯადო-
ქარს ესენი დაემუნჯებინაო! (ძალიან მალე იუსტასმა საკუთრი
სიტყვები ინანა, რადგან ბიჭს მონოპოდებისთვის სიტყვა „და-
მუნჯების“ მნიშვნელობის განმარტება მოუხდა. საშინლად გა-
ღიზიანდა, როცა ამდენი ახსნის შემდეგ მონოპოდებმა უთ-
ხრეს: „ეჰ, ჩვენს ბელადამდე ბევრი გიკლია, მაგრამ არა
უშავს! ნელ-ნელა ისწავლი, ყმაწვილო! ბელადს ყურადღებით
უსმინე და გასწავლის, რა როგორ უნდა თქვა! მისაბაძი მჭევ-
რმეტყველია!). ყურეს რომ მიუახლოვდნენ, რიპიჩიპს თავში
შესანიშნავი აზრი მოუვიდა. თაგვმა თავისი პატარა ნავი
წყალში შეაცურა და ნიჩბები იქამდე უსვა, სანამ მონოპოდები
არ დააინტერესა. მერე ნავში ფეხზე წამოდგა და არსებებს მი-
მართა:
143 მკითხველთა ლიგა
– ღირსეულო და საზრიანო მონოპოდებო, თქვენ ნავები
არ გჭირდებათ. მათ ნაცვლად შესანიშნავი ტერფები გაქვთ.
წყალში ფრთხილად ჩამოდით და ამაში თავად დარწმუნდით!
ბელადი მონოპოდი უკან დარჩა და სხვები გააფრთხილა,
არ ღირს, ეს წყალი ძალიან ძლიერი, სველი რამააო. თუმცა
ერთი-ორმა ახალგაზრდა მონოპოდმა წყალში შესვლა მაინც
გაბედა. მათ სხვებმაც მიბაძეს. ბოლოს ყველა წყალში აღ-
მოჩნდა. რიპიჩიპის ჩანაფიქრმა გაამართლა. ვეება ტერფები
მონოპოდებს ნავის მაგივრობას უწევდათ. მერე კი, როცა რი-
პიჩიპმა მათ სახელდახელო ნიჩბის გამოჭრა და წყალზე მოს-
მა ასწავლა, მონოპოდები დაუყოვნებლივ ყურეში, წყალში
ჩავიდნენ და „ განთიადის დამმორჩილებელს “ გარშემო პა-
ტარა კანოეების ფლოტივით შემოეხვივნენ. მათ შემხედვარეს
გეგონებოდა, კანოეს უკიდურეს ბოლოში ჯუჯა დგასო. მონო-
პოდებმა რბოლაც კი მოაწყვეს. გამარჯვებულებს ჯილდოდ
„განთიადის დამმორჩილებლიდან“ რამდენიმე ბოთლი ღვი-
ნო ჩაუგზავნეს. სეირის მაყურებელმა მეზღვაურებმა იმდენი
იცინეს, სანამ გვერდები არ ასტკივდათ.
დაფერებს ახალი სახელი, „მონოპოდები“ ძალიან
ესიამოვნათ. მათი აზრით, ეს შესანიშნავი სახელი იყო, თუმცა
მისი სწორად წარმოთქმა ვერ შეძლეს.
– მანიპადები! პომონოდები! პოდიმონები! – ყვიროდნენ,
– აი, ვინ ვართ! ენის წვერზე გვედგა, საკუთარი თავებისთვის
სწორედ ეგ უნდა გვეწოდებინა!
მალე ახალი სახელი, „მონოპოდები“ ძველ სახელში, „და-
ფერებში“ აერიათ და საბოლოოდ, „დაფლეპადებს“ დასჯერ-
დნენ; სავარაუდოდ, საუკუნეები ასეც ერქმევათ. იმ საღამოს
ნარნიელებმა მეორე სართულზე, ჯადოქართან ერთად ისამ-
ხრეს. ლუსის იქ ყოფნის საერთოდ აღარ ეშინოდა. კარებზე
144 მკითხველთა ლიგა
უცნაური ნიშნები კვლავ იდუმალებით მოცული რჩებოდა,
თუმცაღა მათ შემხედვარე გოგონას ახლა ისეთი შთაბეჭდი-
ლება დარჩა, თითქოს ისინი რაღაც სახალისოს ნიშნავდა.
წვერიანი სარკეც კი სასაცილო ეჩვენა. სამხარზე ჯადოქრო-
ბის ძალით ყველამ ის საჭმელი და სასმელი მიიღო, რაც ყვე-
ლაზე მეტად უყვარდა. ნასამხრევს კი ჯადოქარმა რაღაც ჯა-
დოსნური, ძალზე სასარგებლო და მშვენიერი შექმნა.
მან პერგამენტის ორი ფურცელი მაგიდაზე დადო და დრი-
ნიანს სთხოვა, მისთვის ზღვით მოგზაურობის ზუსტი ანგარიში
ჩაებარებინა. ყველაფერი, რასაც დრინიანი აღწერდა, პერგა-
მენტზე ნელ-ნელა, მკაფიო კონტურებით იკვეთებოდა. შეიქ-
მნა არნახული რუკა, რომელზეც აღმოსავლეთ ოკეანის, გალ-
მის, ტერებინთიის, შვიდი კუნძულის, ეული კუნძულების,
დრაკონის კუნძულის, დამწვარი კუნძულის, სიკვდილის
წყლის კუნძულისა და, რასაკვირველია, დაფერების კუნძუ-
ლის ადგილმდებარეობა და ზომები დიდი სიზუსტის იქნა და-
ტანილი. ეს იყო ამ ზღვების პირველი რუკები, რომლებსაც
მოგვიანებით, არაჯადოსნური გზით შედგენილმა რუკებმაც
ვერ აჯობა; ერთი შეხედვით, ამ რუკებზე ქალაქები და მთები
ისე ჩანდა, როგორც სხვა ჩვეულებრივ რუკებზე, მაგრამ რო-
ცა ჯადოქარმა ნარნიელებს გამადიდებელი ლუპა მისცა, რუ-
კას ამით დააკვირდითო, მათ ზედ პაწაწინა, იდეალური ნახა-
ტები დაინახეს. მართალია შორიდან, მაგრამ მეგობრებმა
ვიწრო ქალაქის ციხესიმაგრე, მონების ბაზარი და ქუჩები მა-
ინც გარკვევით დაინახეს. ნარნიელებს ისეთი შთაბეჭდილება
დარჩათ, თითქოს ტელესკოპში არასწორი ბოლოთი იყურე-
ბოდნენ. ერთადერთი წუნი, რაც ამ რუკებს მოეძებნებოდა,
იყო ის, რომ კუნძულების სანაპირო ზოლები არაზუსტად ჩან-
და. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ჯადოქარმა რუკები იმაზე დაყ-
145 მკითხველთა ლიგა
რდნობით შეადგინა, რაც დრინიანმა საკუთარი თვალით
დაინახა. რუკების შედგენას რომ მორჩნენ, ჯადოქარმა ერთი
რუკა თავისთვის დაიტოვა, მეორე კი, რომელიც დღემდე ჰკი-
დია ქეარ პარაველის ხელსაწყოთა დარბაზში, კასპიანს მის-
ცა. ჯადოქარმა ნარნიელებს შორეული აღმოსავლეთის
ზღვებსა და მიწებზე ვერაფერი უთხრა, რადგან მათზე არაფე-
რი იცოდა, თუმცა თქვა, დაახლოებით შვიდი წლის წინ, როცა
ამ წყლებში ნარნიული გემი გამოჩნდა, მის ბორტზე ლორდე-
ბი: რევილიანი, არგოზი, მავრამორნი და რუპი იყვნენო. მე-
გობრებმა კი დაასკვნეს, რომ მკვდარი წყლის კუნძულზე,
ტბის ფსკერზე ლორდი რესტიმარი ესვენა.
მომდევნო დღეს ჯადოქარმა „განთიადის დამმორჩილებ-
ლის“ კიჩო, რომლის ნაწილიც ზღვის გველს მოე მტვრია, ჯა-
დოსნობით შეაკეთა და ნარნიელებს ბევრი საჭირო ნივთი
უსახსოვრა. ჯადოქარსა და დაფლეპადებს ძალზე გულთბი-
ლად დაემშვიდობნენ. გემმა ყურე დღის ორი საათისთვის და-
ტოვა. დაფლეპადები „განთიადის დამმორჩილებელს“ უკან
გაჰყვნენ და სანამ ხომალდი ზღვაში ღრმად არ შევიდა, ყური-
დან კიდევ დიდხანს ისმოდა ცალფეხა არსებების გამამხნევე-
ბელი შეძახილები.

146 მკითხველთა ლიგა


თავი მეთორმეტე

ბნელი კუნძული

ჯადოქრის კუნძულის დატოვების შემდეგ, თორმეტი დღის


განმავლობაში, „განთიადის დამმორჩილებელს“ კურსი
სამხრეთ-აღმოსავლეთით ეჭირა. თბილოდა. სუსტი ქარი
ქროდა. ცა მოწმენდილიყო. ირგვლივ არც ფრინველები ჩან-
და და არც თევზები, თუმცა იყო შემთხვევა, როცა ნარ-
ნიელებმა მარჯვენა ქიმის გასწვრივ ვეშაპები დაინახეს. ლუსი
და რიპიჩიპი თავს ჭადრაკის თამაშით იქცევდნენ. მეცამეტე
დღეს იალქნის ვახტზე მდგომმა ედმუნდმა გემის ცხვირთან,
მარცხენა ქიმის მხარეს ვეებერთელა, შავი მთა დაინახა, რო-
მელიც თითქოს ზღვიდან ამოდიოდა. ნარნიელებმა კურსი
დაუყოვნებლივ შეცვალ ეს და გეზი ხმელეთისკენ აიღეს.
ჩრდილო-დასავლეთის ქარი არ უბერავდა, რის გამოც ცურვა
ხოფებით განაგრძეს. საღამო მოახლოვდა, მაგრამ ხომალდი
ნაპირისგან მაინც შორს იყო. მეხოფეებმა მთელი ღამე იმუშა-
ვეს. მომდევნო დღეს მართალია, ამინდი მშვენიერი იყო, მაგ-
რამ ქარი საერთოდ არ უბერავდა. უცნაურ მუქ მასას ხომალ-
დი რაც უფრო უახლოვდებოდა, იგი მით უფრო დიდი ჩანდა.
გარკვევით რამის დანახვა ჭირდა. ნარნიელთა ერთ ნაწილს
მიაჩნდა, ხმელეთამდე მისაღწევად დიდი მანძილია გასავლე-
ლიო, ხოლო მეორეს – საცაა, ბურუსში შევალთო.
დილის ცხრა საათისთვის, სრულიად მოულოდნელად, გე-
მი მუქ მასას ისე მიუახლოვდა, რომ ცხადი გახდა: ეს არ იყო
147 მკითხველთა ლიგა
ხმელეთი და არც კლასიკური გაგებით ბურუსი, არამედ –
წყვდიადი. მისი აღწერა ერთობ მიჭირს, მაგრამ თუ წარმოიდ-
გენთ, რომ რკინიგზის სადგურზე ხართ და ისეთ გრძელ,
მიხვეულ-მოხვეულ გვირაბში იცქირებით, რომლის სიღრმე-
შიც მზის სხივი არ აღწევს, მაშინ უფრო გასაგები იქნება, რას
ხედავდნენ ნარნიელები ზღვაში; ახლა წარმოიდგინეთ, რომ
ამ გვირაბის შესასვლელთან დგახართ და თქვენგან სულ
რამდენიმე მეტრში, იქ, სადაც დღის შუქი ჯერ ისევ აღწევს,
ლიანდაგები, შპალები და ხრეში კარგად ჩანს, მაგრამ მერე,
თანდათან ყველაფერი ბინდში ეხვევა და უკუნ სიბნელეში
იძირება. აი, რას ჰგავდა ეს. გემის ცხვირიდან რამდენიმე
მეტრში მომწვანო-მოლურჯოდ მოლივლივე წყალი ნელ--
ნელა ღია ნაცრისფერში იღვრებოდა. სინაცრისფრის მიღმა
კი იწყებოდა ისეთი კუპრივით შავი წყვდიადი, რომელსაც
მხოლოდ უმთვარო და უვარსკვლავო ღამეს თუ შევადარებთ.
კასპიანმა ბოცმანს დაუყვირა, გემი გააჩერეო. მეხოფეების
გარდა, ყველა გემის ცხვირის გემბანზე გავარდა. სანახავი
დიდად არაფერი იყო. მათ უკან ზღვა და მზე ჩანდა, წინ კი –
წყვდიადი.
– შევცუროთ? – იკითხა კასპიანმა.
– თუ ჩემი რჩევა გაინტერესებთ – არა, – უპასუხა დრინი-
ანმა.
– კაპიტანი მართალია, – გაისმა რამდენიმე მეზღვაურის
ხმა.
– იგივე აზრზე ვარ, – თქვა ედმუნდმა.
ლუსისა და იუსტასს ხმა არ ამოუღიათ, თუმცა გულში ამ
გადაწყვეტილების მოხარულები იყვნენ. უეცრად მდუმარება
რიპიჩიპის ხმამ დააღვია.

148 მკითხველთა ლიგა


– ვითომ რატომ არა? – იკითხა თაგვმა, – იქნებ ვინმემ
ამიხსნას, რატომ არ უნდა შევცუროთ?
პასუხი არავის გაუცია, ამიტომ რიპიჩიპმა განაგრძო:
– სიტყვით გლეხებს ან მონებს რომ მივმართავდე, მივიჩ-
ნევდი, შეთავაზებამ შეაშინა-მეთქი, მაგრამ იმედს ვიტოვებ,
რომ გაფურჩქვნის ასაკში მყოფ კეთილშობილ ნარნიელებს,
რომელთა ძარღვებშიც სამეფო სისხლი ჩქეფს, უბრალო სიბ-
ნელე არ დააფრთხობს!
– ეს რა სარგებელს მოგვიტანს? – ჰკითხა დრინიანმა.
– სარგებელს? – გაიკვირვა რიპიჩიპმა, – სარგებელს, კა-
პიტანო? თუ სარგებელში მუცლების ამოყორვასა და ჯიბეების
გასქელებას გულისხმობთ, მაშინ ჩემი პასუხია – არანაირს!
თუმცა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს მოგზაურობა დი-
დებული თავგადასავლების ძიებისა და სახელის მოხვეჭის
მიზნით წამოვიწყეთ. წინ რაღაც გაუგონარი თავგადასავალი
გველის და თქვენ გსურთ, რომ ახლა უკან გავბრუნდეთ? ეს
ხომ ჩვენს ღირსებას საშინელ ჩრდილს მიაყენებს!
– ჭირსაც წაუღია ეს ღირსება, – ჩაიდუდუნა რამდენიმე
მეზღვაურმა.
– ო, ჯანდაბა, რიპიჩიპ! ნეტავ საერთოდ არ წამომეყვანე.
კეთილი, თუ ასე გსურს, იყოს ნება შენი, – უთხრა კასპიანმა,
– რასაკვირველია, თუ ლუსი წინააღმდეგი არ იქნება.
– თანახმა ვარ, – თქვა ლუსიმ. არადა, გულში საწინააღ-
მდეგოს ფიქრობდა.
– თქვენი აღმატებულება, სულ მცირე, შუქების ანთების
უფლებას მაინც მოგვცემს?
– რა თქმა უნდა, კაპიტანო, – მოუგო კასპიანმა, – ეგ საქმე
თქვენთვის მომინდია.

149 მკითხველთა ლიგა


სულ სამი ფარანი აანთეს: ერთი – კიჩოზე, მეორე –
ცხვირზე და მესამე მაღლა – ანძაზე. დრინიანმა გემის
შუაგულში ორი ჩირაღდნის ანთების განკარგულება გასცა.
მზის შუქი ნელ-ნელა ძალას კარგავდა, ფერმკრთალდებოდა.
ყველა მეზღვაურს, მეხოფეების გარდა, იარაღის ასხმა, გემ-
ბანზე ასვლა და საბრძოლო პოზიციებზე ხმალამოღებული
დადგომა ებრძანა. ლუსი და კიდევ ორი მშვილდოსანი იალ-
ქნის ვახტზე ავიდნენ და მშვილდებში ისრები მოზიდეს.
რაინოლფი გემის ცხვირის ნაწილში ყურადღებით იდგა და
სიგნალის მისაცემად მზად იყო. ერთმანეთის გვერდიგვერდ
მდგარი რიპიჩიპის, ედმუნდის, იუსტასისა და კასპიანის ჯაჭ-
ვის პერანგები ვერცხლისფრად ელავდა. რუმპელთან დრი-
ნიანი დარჩა.
– ასლანის სახელით, წინ! – იყვირა კასპიანმა, – ნელა,
მაგრამ ხოფების ძლიერი მოსმით! ყველამ სიჩუმე შევინარ-
ჩუნოთ და ბრძანებების მოლოდინში სმენა დავძაბოთ!
მეხოფეებმა ხოფები დაუშვეს. „განთიადის დამმორჩილე-
ბელმა“ სვლა ჭრაჭუნით, ტკაცუნითა და ოხვრით დაიწყო. ან-
ძის ვახტიდან ლუსის შესანიშნავი ხედი გადაეშალა და სა-
შუალება მიეცა, უკუნ წყვდიადში ხომალდის შეცურებისთვის
თვალი ედევნებინა. იმ დროს, როცა გემის ცხვირი სიბნელეში
აღარ ჩანდა, კიჩოზე ჯერ ისევ მზის სხივები თამაშობდნენ.
ლუსიმ საკუთარი თვალით ნახა, როგორ შთანთქა შავმა ბუ-
რუსმა მზის შუქით განათებული, ოქროთი მოვარაყებული კი-
ჩო, ცისფერი ზღვა და ცა. უკუნ წყვდიადში, გემის კუდზე, შუ-
ქის ერთადერთი წყარო კიჩოზე ანთებული ფარანი იყო. ლუ-
სიმ ფარნის წინ, რუმპელთან, ნახევრად მჯდარი დრინიანის
შავი სილუეტი დალანდა. იალქნის ქვეშ ჩირაღდნები ორივე
გემბანს ანათებდა. მათ შუქზე მუზარადები და ხმლები ელავ-
150 მკითხველთა ლიგა
და. გემის ცხვირზე კიდევ ერთი ფარანი ენთო. იალქნის ვახ-
ტის მაღლა, ზუსტად ლუსის თავზე ეკიდა მესამე ფარანი, რო-
მელიც აქეთ-იქით ირწეოდა, სინათლეს ღვრიდა და წყვდიადს
არ ნებდებოდა. ყველა ფარნის შუქი არაბუნებრივად სუსტი
და მბჟუტავი იყო, ასე იცის ხოლმე შუქმა, როცა მას დღის
არასწორ მონაკვეთში აანთებ. ლუსის საშინლად შესცივდა.
არავინ უწყის, რამდენ ხანს გაგრძელდა წყვდიადში მოგ-
ზაურობა. ხოფების ჭრიალისა და წყლის ტყლაშუნის გარდა
არაფერი ისმოდა. ესეც რომ არა, ალბათ, ნარნიელებს ისეთი
შეგრძნება დაეუფლებოდათ, თითქოს ერთ ადგილას იდგნენ
და საერთოდ არ მოძრაობდნენ. გემის ცხვირზე მდგარი ედ-
მუნდი კუპრივით სიბნელეში დაძაბული იყურებოდა. თუმცა
მის წინ, წყალზე ფარნის შუქის ანარეკლის გარდა, ვერაფერს
ხედავდა. შავ წყალზე ესეც კი რაღაცნაირად ბუნდოვანი იყო.
ხოფებით წინსვლა მეტისმეტად ნელი და უსიცოცხლო გამოდ-
გა. დრო გადიოდა. მეხოფეების გარდა, სიცივისგან ყველამ
კანკალი დაიწყო. უეცრად საიდანღაც (უკვე არავინ იცოდა,
საით მიცურავდნენ) ყვირილი გაისმა. ეს ხმა ან მხეცის უნდა
ყოფილიყო, ან იმ კაცისა, რომელსაც თავზარდამცემი შიშის-
გან ადამიანური ხმა დაეკარგა.
კასპიანმა ხმის ამოღება სცადა (მეფეს პირი გაშრობოდა),
მაგრამ დაასწრო რიპიჩიპის წვრილმა ხმამ, რომელიც მდუმა-
რებით მოცულ ხომალდზე უჩვეულოდ ხმამაღლა გაისმა.
– ვინ გვიხმობს? – აწრიპინდა, – თუ მტერი ხარ, შენი არ
გვეშინია. თუ მოყვასი, მაშინ შენი მტრები საკუთარ ტყავზე
იწვნევენ ჩვენს ძალას.
– შემიწყალეთ! – გაისმა ხმა, – შემიწყალეთ! მაშინაც კი,
თუ კიდევ მორიგი სიზმარი ხართ, გაიღეთ მოწყალება და მიშ-
ველეთ! ბორტზე ამიყვანეთ! ამიყვანეთ და მერე თუ გინდათ
151 მკითხველთა ლიგა
მომკალით, მაგრამ ყველა წმინდანის სახელით, არ გაქრეთ
და ამ საშინელ კუნძულზე არ დამტოვოთ!
– სად ხართ? – უყვირა კასპიანმა, – ახლოს მოცურეთ!
ბორტზე აგიყვანთ!
პასუხი იყო შეძახილი, რომელიც ან დიდ სიხარულს, ან
დიდ შიშს უნდა გამოეწვია. გაისმა წყლის ტყლაშუნი, ვიღაც
გემის მიმართულებით მოცურავდა.
– მეზღვაურებო, აი, აქ დადექით და ამოიყვანეთ! – ბრძანა
კასპიანმა.
– არის, თქვენო აღმატებულებავ! – ერთხმად მიუგეს მეზ-
ღვაურებმა.
რამდენიმე მეზღვაური მარცხენა ქიმის მხარეს ფალ-
შბორტს მიუახლოვდა. ერთმა წყალში თოკები ჩაუშვა.
მეორეს ხელში ჩირაღდანი ეჭირა და უნათებდა. წყვდიადით
მოცულ წყალში მიტკალივით თეთრი, შეშლილი სახე გამოჩ-
ნდა. ცოტა ხანში ათამდე მეზღვაურმა თოკები ამოქაჩა და უც-
ხო გემის ბორტზე ამოიყვანა.
ედმუნდმა გულში გაიფიქრა, ამაზე გიჟური შესახედაობის
კაცი ცხოვრებაში არ მინახავსო. უცხო ასაკით ძალზე უფროსი
არ ჩანდა, მაგრამ თმა სულ თეთრი და ამასთან, ჭუჭყიანი
ჰქონდა. ტანსაცმლის ნაცვლად ტანზე ძონძები ეკიდა. გამ-
ხდარი სახე შეშლილისას მიუგავდა. თუმცა ნარნიელებზე ყვე-
ლაზე დიდი შთაბეჭდილება მაინც უცხოს თვალებმა მოახდი-
ნა, რომლებიც ისე გადმოეკარკლა, ეგონათ, ქუთუთოები არ
აქვსო. კაცის თვალებში რაღაც საშინელი ტკივილი და თავ-
ზარდამცემი შიში იდგა. უცხომ გემბანზე ფეხის დადგმისთანა-
ვე ყვირილი მორთო:

152 მკითხველთა ლიგა


– თავს უშველეთ! თავს უშველეთ! ხოფები ისე მოუსვით,
თითქოს თვით სიკვდილი მოგდევდეთ! ამ დაწყევლილ ნა-
პირს უნდა მოვშორდეთ!
– თავი ხელში აიყვანეთ! – უთხრა რიპიჩიპმა, – და გვით-
ხარით, რა ფათერაკს გადაეყარეთ. ჩვენ გაქცევა არ გვჩვე-
ვია!
უცხო თაგვს, რომელიც მანამდე არ დაუნახავს, შეძრწუნე-
ბული მიაშტერდა.
– და მაინც, აქედან თავს გაქცევით უნდა უშველოთ! –
მიუგო კაცმა ქოშინით, – ამ კუნძულზე სიზმრები ცხადად იქ-
ცევა.
– რამდენი ხანია ამ კუნძულს ვეძებდი! – თქვა ერთ-ერთმა
მეზღვაურმა, – გული მიგრძნობს, ნაპირზე თუ გადავალ, აღ-
მოვაჩენ, რომ ნენსი ცოლად შემირთავს.
– მე კი – რომ ტომი ცოცხალია, – თქვა მეორემ.
– სულელებო! – უყვირა კაცმა და სიბრაზისგან გემბანს
ფეხი დაარტყა, – აქ სწორედ ასეთმა ლაპარაკმა მომიყვანა.
მერჩია, ან დავმხრჩვალიყავი, ან ამქვეყნად საერთოდ არ
დავბადებულიყავი. გესმით? აქ სიზმრები – სიზმრები ხდება!
ხვდებით, რას გიხსნით? არა ოცნებები, არასოდეს ნატვრები!
მხოლოდ და მხოლოდ სიზმრები.
გემბანზე სამარისებური მდუმარება ჩამოვარდა. მერე კი
ლითონის აღჭურვილობის ჟღარუნი გაისმა და მთელი ეკიპა-
ჟი მთავარი ტრიუმის ლიუკს მიაწყდა, მკვირცხლად ქვევით
დაეშვა, ხოფები იპოვა და როგორც არასდროს ცხოვრებაში,
ისე სწრაფად დაიწყო ნიჩბების მოსმა. დრინიანი რუმპელს
ატრიალებდა, ბოცმანი კი ზღვაოსნობაში გაუგონარ, სასწრა-
ფო ბრძანებებს იძლეოდა. ნახევარი წუთის განმავლობაში
ყველას გაახსენდა ის კონკრეტული სიზმრები, რომლის გა-
153 მკითხველთა ლიგა
მოც ძილის შებრუნება აღარ სურდათ... მერე კი გააცნო-
ბიერეს, რა მოხდებოდა, როცა ისეთ კუნძულზე გადასხდე-
ბოდნენ, სადაც სიზმრები ცხადად იქცეოდა.
ერთადერთი, ამ ამბავს რიპიჩიპზე არ უმოქმედია.
– თქვენო აღმატებულებავ, თქვენო აღმატებულებავ, – მი-
მართა კასპიანს თაგვმა, – ამ ამბოხს, ამ ლაჩრობას
შეეგუებით? ეს ხომ პანიკაა, ხელოვნურად შექმნილი
არეულობა!
– სწრაფად! სწრაფად! – ყვიროდა კასპიანი, – რაც შეგიძ-
ლიათ სწრაფად! დრინიან, სწორი გეზი გვაქვს? რიპიჩიპ, რაც
გინდა თქვი, მაგრამ არის რაღაცები, რასაც ვერცერთი კაცი
ვერ დაუპირისპირდება.
– თუ ეგრეა, მაშინ გამიმართლა, რომ კაცი არ ვარ, – უპა-
სუხა უკმაყოფილო რიპიჩიპმა და მეფეს თავი მკაცრად დაუკ-
რა.
ლუსის ზემოთ ყველაფერი ესმოდა. უეცრად გოგონას
ერთ-ერთი სიზმარი გაახსენდა, რომლის დავიწყებასაც ძალი-
ან ცდილობდა. სიზმარი ისეთი ცოცხალი იყო, რომ ლუსიმ
იფიქრა, ალბათ ახლა გამოვიღვიძეო. აი, თურმე, რა იყო მათ
უკან! კუნძულზე! წყვდიადში! წამით, ლუსის გემბანზე ედმუნ-
დთან და კასპიანთან ჩასვლა მოუნდა, მაგრამ სარგებელი?
თუ მისი სიზმარი მართლა ახდებოდა, მაშინ ქვემოთ ჩასულ
ლუსის ედმუნდი და კასპიანი ურჩხულებად გადაქცეულნი
დახვდებოდნენ. გოგონა ვახტის მოაჯირს უფრო მაგრად
მოეჭიდა და თავის ხელში აყვანა სცადა. „განთიადის დამ-
მორჩილებელს“ გეზი უკან, სინათლისკენ აეღო. გემი სწრა-
ფად მიცურავდა. კიდევ რამდენიმე წუთი და ყველაფერი კარ-
გად იქნებოდა. „ო, ნეტავ ეს უფრო მალე, ახლავე მოხდეს!“ –
გაიფიქრა ლუსიმ.
154 მკითხველთა ლიგა
ხოფებს საკმაოდ ხმაურიანად უსვამდნენ, თუმცა ამან ვე-
რაფერი დააკლო იმ სამარისებულ მდუმარებას, რომელსაც
გემი მოეცვა. ყველამ იცოდა, უმჯობესი იქნებოდა, თუ სმენას
არ დაძაბავდნენ და წყვდიადის ხმებს არ მიაყურადებდნენ,
მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხეს. მალე ყოველ მათგანს
სხვადასხვანაირი ხმაური ესმოდა.
– მსგავსი ხმაური ოდესმე თუ გაგიგონია? – ჰკითხა იუს-
ტასმა რაინოლფს, – თითქოს ვეება მაკრატელი აკრიჭინდა...
აი, იმ მხარეს!
– ჩუმად! – დაადუმა რაინოლფმა, – გემის ქიმებზე მოძ-
ვრებიან!
– ის იალქანზე მიძვრება! – თქვა კასპიანმა.
– აჰ! – აღმოხდა ერთ-ერთ მეზღვაურს, – გონგს ურტყა-
მენ! ასეც ვიცოდი.
კასპიანი ცდილობდა, არსად გაეხედა (განსაკუთრებით
ზურგს უკან). მეფე კიჩოზე, რუმპელთან მდგარ დრინიანს
მიუახლოვდა.
– დრინიან, რამდენი ხანი დაგვჭირდა აქ შემოსასვლე-
ლად?.. ანუ, მაინტერესებს, უცხოს ბორტზე ამოყვანამდე რამ-
დენი ხანი დავყავით წყვდიადში? – ჰკითხა კასპიანმა ხმადაბ-
ლა.
– დაახლოებით ხუთი წუთი, – ჩურჩულით მიუგო დრინიან-
მა, – რატომ მეკითხებით?
– იმიტომ, რომ აქედან გაღწევას უფრო დიდ დროს ვანდო-
მებთ.
ამის მოსმენაზე დრინიანს რუმპელზე ხელი აუკანკალდა
და შუბლი ცივი ოფლით დაეცვარა. უეცრად თავში ყველას
იგივე აზრი დაებადა.

155 მკითხველთა ლიგა


– წყვდიადიდან ვერ გავაღწევთ! ვერ გავაღწევთ! – გაისმა
მეხოფეების ოხვრა, – კაპიტანს გემი არასწორი მიმართულე-
ბით მიჰყავს! წრეზე დავდივართ! უკუნიდან ვერ გავაღწევთ!
უცხო, რომელიც გემბანზე მოკუნტული იწვა, წამოჯდა და
შემზარავად ახარხარდა.
– ამ წყვდიადიდან ვერ გავაღწევთ! – იყვირა, – რასაკვირ-
ველია! ვეღარასოდეს! რა სულელი ვიყავი, როცა მეგონა,
რომ ასე იოლად გამიშვებდნენ! არა, არა, აქედან ვერ გავაღ-
წევთ!
იალქნის ვახტზე, კიდესთან მდგომი ლუსი წინ გადაიხარა
და აჩურჩულდა:
– ასლან, ასლან, თუ გიყვარვართ, დაგვეხმარე!
მართალია, წყვდიადი არ გაფანტულა, მაგრამ ლუსიმ თა-
ვი ცოტა, სულ ოდნავ უფრო მხნედ იგრძნო. „ბოლოს და ბო-
ლოს, ჯერჯერობით, ძალიან ცუდი არაფერი მოგვსვლია“ . –
გაიფიქრა გოგონამ გულში.
– შეხედეთ! – ხრინწიანი ხმით იყვირა გემის ცხვირზე
მდგარმა რაინოლფმა. ხომალდის წინ შუქის პატარა ლაქა
გაჩნდა. ნელ-ნელა მზის სხივი გემს დაეფინა. შუქს წყვდიადი
არ გაუფანტავს, მაგრამ გემი პროჟექტორივით გაანათა. კას-
პიანმა თვალები დაახამხამა და თანამეგზურთ გადახედა,
რომლებიც სახედამანჭულები იდგნენ. ყველა ერთი მიმარ-
თულებით იყურებოდა და ყოველი მათგანის უკან შავი, დაღ-
რეცილი ლანდი ეცემოდა.
ლუსი სინათლის სხივს უცქერდა, როცა მასში რაღაც შე-
ნიშნა. თავდაპირველად ის ჯვარს მიამსგავსა, მერე – თვით-
მფრინავს, მერე – ფრანს. ბოლოს ფრთების ტყლაშუნზე მიხ-
ვდა, რომ ალბატროსი იყო. ფრინველმა იალქანს სამჯერ შე-
მოუფრინა და გემის ცხვირზე, ოქროთი მოვარაყებული დრა-
156 მკითხველთა ლიგა
კონის თავზე დასკუპდა. ალბატროსმა ტკბილი ხმით, მძლავ-
რად შესძახა რაღაც, თუმცა სიტყვების მნიშვნელობა ვერავინ
გაიგო. მერე ფრთები გაშალა, მაღლა აფრინდა და წინ, გემის
მარჯვენა ქიმის მხარეს, ნელა იწყო ფრენა. დრინიანი დარ-
წმუნებული იყო, ფრინველი გზას გვასწავლისო. ლუსის გარ-
და ხომალდზე არავინ იცოდა, რომ ეს ასლანი იყო; როცა ალ-
ბატროსმა იალქანს შემოუფრინა, ვახტზე ლუსის უჩურჩულა:
„გამხნევდი, საყვარელო!“ ლუსიმ სახეზე ასლანის სუნთქვის
კეთილსურნელება იგრძნო.
რამდენიმე წუთში უკუნი წყვდიადი განაცრისფრდა. ის-ის
იყო, ნარნიელებს იმედი მიეცათ, რომ გემი მზის კაშკაშა შუქ-
მა მოიცვა. ირგვლივ ზღვა ცისფრად ლივლივებდა და თბი-
ლოდა. უეცრად ყველამ გააცნობიერა, რომ საშიში არაფერი
იყო და არც არასოდეს ყოფილა. ნარნიელებმა თვალების
ხამხამით ირგვლივ მიმოიხედეს. მზის შუქით განათებული გე-
მის ფერებმა ყველა გააოგნა, რადგან რატომღაც ეგონათ,
რომ წყვდიადი გემს შავ ლაქად დასტყობოდა. ჯერ ერთს
გაეცინა, მერე – მეორეს. მალე ყველა გულიანად იცინოდა.
– რა სულელები ვიყავით, შეგვირცხვეს თავი! – თქვა
რაინოლფმა.
თვალისდახამხამებაში ლუსი ვახტიდან გემბანზე დაეშვა
და უცხოს გარშემო შეკრებილ ნარნიელებს შეუერთდა. კაცი
ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ ერთხანს ზღვასა და მზეს დამუნ-
ჯებული უცქერდა. აცრემლებულმა ფალშბორტი და თოკები
ხელით მოსინჯა, ამოწმებდა, კვლავ სიზმარში ხომ არ ვარო.
– გმადლობთ, – თქვა კაცმა ბოლოს, – თქვენ მე გადამარ-
ჩინეთ... თუმცა არ მოგიყვებით, რისგან. აბა, მითხარით, ვინ
ხართ. მე ტელმარინელი ვარ, ნარნიიდან. ერთ დროს, როცა
კაცად ვვარგოდი, ლორდი რუპი გახლდით.
157 მკითხველთა ლიგა
– მე კასპიანი ვარ, ნარნიის მეფე, – გაეცნო კასპიანი, – აქ
თქვენი და თქვენი ამხანაგების, მამაჩემის მეგობრების მოსა-
ძებნად მოვსულვარ.
ლორდმა რუპიმ მუხლი მოიყარა და მეფეს ხელზე ეამბო-
რა.
– თქვენო უდიდებულესობავ, – უთხრა მეფეს, – თქვენთან
შეხვედრა ამქვეყნად ყველაზე მეტად მეწადა. გაიღეთ მოწყა-
ლება!
– რაში მდგომარეობს იგი? – ჰკითხა კასპიანმა.
– იქ არასოდეს გამაგზავნოთ, – მიუგო რუპიმ და ხელი კი-
ჩოსკენ გაიშვირა. ყველამ მზერა გემის კუდზე გადაიტანა,
თუმცაღა ლაჟვარდოვანი ზღვისა და ფირუზისფერი ცის გარ-
და არაფერი ჩანდა. ბნელი კუნძული და უკუნი წყვდიადი სამა-
რადისოდ გამქრალიყო.
– ვაშა! – შეჰყვირა ლორდმა, – თქვენ ის გაანადგურეთ!
– არა მგონია, ეს ჩვენ გვექნა, – მიუგო ლუსიმ.
– თქვენო აღმატებულებავ, – უთხრა დრინიანმა მეფეს, –
სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი უბერავს. რას მიბრძანებთ?
მეხოფეები გემბანზე ხომ არ ვიხმო და იალქანი გავაშლევი-
ნო? მერე კი აჯობებს, უსაქმოდ დარჩენილებს ჰამაკში გამო-
ძინების უფლება მივცეთ.
– კეთილი, – მიუგო კასპიანმა, – გროგიც ჩამოატარეთ.
აჰ-ჰჰ-ჰჰ... – დაამთქნარა, – ისე, კარგად გამოძინებაზე არც
მე ვიტყოდი უარს.
შუადღისას ქარი „განთიადის დამმორჩილებელს“
სამხრეთ-აღმოსავლეთით მიაქროლებდა. ყველა ისეთ ჩინე-
ბულ გუნებაზე იდგა, რომ მათგან ვერცერთმა შენიშნა, რო-
დის გაუჩინარდა ალბატროსი.

158 მკითხველთა ლიგა


თავი მეცამეტე

სამი მძინარე ლორდი

ქარს ნარნიელებისათვის არ უმუხთლია, თუმცა დღითიდ-


ღე უფრო და უფრო სუსტდებოდა. ტალღებმა ძალა დაკარგეს
და ხომალდი ზღვაში ისე მიცურავდა, როგორც ტბაზე. ყოველ
ღამეს აღმოსავლეთის ცაზე ისეთი ახალ-ახალი თანავარ-
სკვლავედები ჩნდებოდა, რომელთა მსგავსიც ნარნიაში არ
ენახათ. ეგ კი არა, სიხარულითა და შიშით შეპყრობილმა ლუ-
სიმ ისიც კი გაიფიქრა, ისინი ჯერ არავის უნახავსო. ეს ახალი,
ვეება მნათობები კაშკაშა შუქს ასხივებდნენ. ღამღამობით
თბილოდა. ნარნიელთა უმეტესობას ღამე გემბანზე ეძინა, მუ-
საიფსა და ფალშბორტიდან აქაფებული წყლის ცქერაში დიდ
დროს ატარებდნენ.
ერთ გამაოგნებლად მშვენიერ საღამოს, როცა ხომალდის
უკან, ცის კამარაზე, დაისი მეწამულად შემოსილიყო, მარჯვე-
ნა ქიმის მხარეს ხმელეთი გამოჩნდა. ჩამავალი მზის სხივე-
ბის ფონზე ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს კუნ-
ძულზე კონცხები ცეცხლის ალში გახვეულიყვნენ. „გან-
თიადის დამმორჩილებელი“ დასავლეთის სანაპიროს გას-
წვრივ ნელა მიცურავდა. კიჩოს მხარეს, ალისფერი ცის ფონ-
ზე, ერთ-ერთი შავი კონცხი ისე წამოჭიმულიყო, რომ მუყაოს-
გან გამოჭრილი გეგონებოდა. მალე კუნძული უფრო კარგად
გამოჩნდა. მართალია, მთები არ ჩანდა, თუმცა ბალიშების
159 მკითხველთა ლიგა
მსგავსი გორების ფერდობები ბლომად იყო. უეცრად კუნძუ-
ლიდან რაღაც საამური სურნელი მოვარდა, რომელსაც ლუ-
სიმ „ტკბილი ძოწისფერი“ უწოდა. ედმუნდმა თქვა (რინსმა კი
გაიფიქრა): „რა სისულელეა!“ . კასპიანმა კი მიუგო: „ვიცი,
რასაც გულისხმობთ“.
დიდხანს მიცურავდნენ. ღრმა და მოსახერხებელი ნავსად-
გურის პოვნის იმედით არაერთი კონცხი გაიარეს. ბოლოს გა-
ნიერი, წყალმარჩხი ყურით დაკმაყოფილდნენ. მართალია,
ზღვა მშვიდი იყო, მაგრამ კუნძულთან ტალღები ბობოქრობ-
დნენ, ამიტომ „განთიადის დამმორჩილებლის“ ნაპირთან მი-
ახლოება, როგორც ეს მათ სურდათ, ვერ შეძლეს. ღუზა ნაპი-
რიდან საკმაოდ შორს ჩაუშვეს და წყალზე ნავი დაუშვეს.
ლორდი რუპი ხომალდის ბორტზე დარჩა. კაცმა გადაწყვიტა,
ცხოვრებაში კუნძულები უკვე საკმარისად ვნახეო. ნაპირზე
გადასულებს მოქცევის ხმების გარდა არაფერი გაუგონიათ.
ნავის საყარაულოდ ორი კაცი დატოვეს. წინამძღოლობა
თავის თავზე კასპიანმა აიღო. ბინდდებოდა, ამიტომ გადაწ-
ყდა, შორს არ წასულიყვნენ, თუმცა თავგადასავლის საპოვ-
ნელად შორს წასვლა საჭირო არც გამხდარა. ყურის მოსაზ-
ღვრე, სწორ ხეობაში არც გზა ჩანდა და არც – ბილიკი. საერ-
თოდ არაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ კუნძული დასახლე-
ბული იყო. ნაზ ბალახს ალაგ-ალაგ ხშირი ბუჩქნარი ერეოდა.
ედმუნდისა და ლუსის აზრით, ეს მანანა უნდა ყოფილიყო,
მაგრამ იუსტასი, რომელმაც ბოტანიკა კარგად იცოდა, და--
ძმას არ დაეთანხმა. სავარაუდოდ, ბიჭუნა მართალი იყო;
თუმცა მცენარე მანანის გვარისა კი უნდა ყოფილიყო. ნარ-
ნიელები ნაპირს დიდად არ გაშორებოდნენ, რომ უცაბედად
დრინიანმა შესძახა:
– შეხედეთ! ეს რა არის?
160 მკითხველთა ლიგა
ყველა ადგილზე გაჩერდა.
– ვეება ხეები? – იკითხა კასპიანმა.
– მგონი, უფრო კოშკები უნდა იყოს, – აზრი გამოთქვა
იუსტასმა.
– გოლიათები ხომ არაა? – თქვა ედმუნდმა ხმამაღლა.
– ამას ახლავე გავარკვევთ, – თქვა რიპიჩიპმა, რაპირა
ქარქაშიდან ამოაგო და დაწინაურდა.
– მე თუ მკითხავთ, ნანგრევებია, – თქვა ლუსიმ, როცა
მიუახლოვდნენ. ლუსის ვარაუდი მართალი გამოდგა. ნათა-
ლი ქვებით მოკირწყლულ მოგრძო სივრცეს გარშემო რუხი
ქვის სვეტები ერტყა, მაგრამ გადახურული არ იყო. სივრცის
შუაში გრძელი მაგიდა იდგა, რომლის მეწამული სუფრა ქვის
იატაკამდე სცემდა. მაგიდის ორივე მხარეს მოჩანდა ქვის
მდიდრული სკამები, რომლებზეც აბრეშუმის ბალიშები ეწყო.
მაგიდაზე რაღაც არნახული სუფრა გაშლილიყო. მსგავსი
არავის ენახა მაშინაც კი, როცა ქეარ პარაველში მეფეთმეფე
პიტერი იჯდა – ინდაურები, ბატები, ფარშავანგები, ტახის თა-
ვები, ირმის ფერდები, აფრებგაშლილი გემის, დრაკონებისა
და სპილოს ფორმის ღვეზელები, ნაყინი, ხასხასა წითელი
ომარები, მოკაშკაშე ორაგულები, თხილი, ყურძენი, ანანასი,
ატამი, ბროწეული, ნესვი და პომიდორი, ასევე უცნაური ნაკე-
თობის ბროლის სასმისები და ოქროსა და ვერცხლის დოქე-
ბი. უეცრად სტუმრებს ხილისა და ღვინის სასიამოვნო სურნე-
ლი ეცათ.
– ოჰ, რა საუცხოოა! – თქვა განცვიფრებულმა ლუსიმ.
ნარნიელები სუფრას უხმაუროდ მიუახლოვდნენ.
– სტუმრები სადღა არიან? – იკითხა იუსტასმა.
– სტუმრები ჩვენ ვიქნებით, სერ! – მიუგო რინსმა.

161 მკითხველთა ლიგა


– შეხედეთ! – თქვა ედმუნდმა ხმამაღლა. ნარნიელები
სვეტებს შორის იდგნენ. ყველამ მზერა იმ მხარეს გადაიტანა,
საითაც ედმუნდმა მიუთითათ. სუფრასთან ყველა სკამი თავი-
სუფალი არ იყო. მაგიდის თავში და მის ორივე მხარეს,
თითო-თითო სკამზე რაღაც... ან, სავარაუდოდ, სამი რაღაც
იჯდა.
– ეს რა არის? – იკითხა ლუსიმ ჩურჩულით, – გეგონება,
მაგიდაზე სამი თახვი ზისო.
– ან უშველებელი ჩიტის ბუდე, – დაამატა ედმუნდმა.
– მე კი მათზე თივის ზვინს უფრო ვიტყოდი, – გამოთქვა
აზრი კასპიანმა.
რიპიჩიპი წინ გაიქცა, ჯერ სკამზე ახტა, მერე კი – მაგიდა-
ზე. თაგვმა მკვირცხლად გაირბინა ხილის პირამიდებს, მოოჭ-
ვილ სასმისებსა და სპილოს ძვლის სამარილეებს შორის. რი-
პიჩიპი მაგიდის ბოლოში იდუმალებით მოცულ, ნაცრისფერ
მასას მივარდა. ჯერ კარგად დააკვირდა, მერე შეეხო, ბოლოს
კი ხმამაღლა თქვა:
– მგონი, არ შეგვებრძოლებიან!
მიუახლოვდნენ თუ არა, დაინახეს, რომ სკამებზე სამი კაცი
იჯდა. ალბათ, მათთან ასე ახლოს რომ არ მისულიყვნენ, ამას
ვერც მიხვდებოდნენ. სახეებს ჭაღარა თმა უფარავდათ. მათი
წვერი მაგიდას ერწყმოდა და ზუსტად ისე ეხვეოდა თეფშებსა
და კათხებს, როგორც ღობეს – მაყვლის ბუჩქი. სამივეს წვე-
რი ერთმანეთში მაგიდაზე იხვეოდა და იატაკზე ეშვებოდა.
გრძელი თმა სკამების საზურგეებს ფარავდა. კაცები თავიდან
ფეხებამდე თმას დაეფარა. ფაქტობრივად, მათგან მხოლოდ
თმაღა იყო დარჩენილი.
– მკვდრები არიან? – იკითხა კასპიანმა.

162 მკითხველთა ლიგა


– არა მგონია, თქვენო უდიდებულესობავ, – უპასუხა რი-
პიჩიპმა, როცა აბურდული თმიდან ერთ-ერთის ხელი ორივე
თათით აიღო, – თბილია და პულსიც ესინჯება.
– ამასაც, – თქვა დრინიანმა.
– ესე იგი, სძინავთ! – თქვა იუსტასმა.
– მათი თმის სიგრძით თუ ვიმსჯელებთ, მაშინ – ძალზე
ხანგრძლივი ძილით, – უთხრა ედმუნდმა.
– ალბათ, მონუსხულები არიან, – თქვა ლუსიმ, – რო-
გორც კი ნაპირზე ფეხი დავდგი, იმწამსვე ვიგრძენი, რომ კუნ-
ძული მოჯადოებული იყო. რას ფიქრობთ, აქ იმისათვის ხომ
არ მოვედით, რომ მათ ჯადო ავხსნათ?
– ვცადოთ, – თქვა კასპიანმა და მასთან ყველაზე ახლოს
მყოფი მძინარე კაცის ნჯღრევა დაიწყო. ერთხანს ყველას
ეგონა, რომ კასპიანი მის გამოღვიძებას შეძლებდა, მაგრამ
კაცმა ღრმად ამოისუნთქა და ჩაიდუდუნა: – აღმოსავლეთით
აღარ წავალ. გეზი ნარნიისკენ აიღეთ... – რის მერეც უფრო
ღრმა ძილს მიეცა. თმით დამძიმებული თავი რამდენიმე სან-
ტიმეტრით წინ, მაგიდისკენ დაიხარა და კასპიანის მცდელო-
ბების მიუხედავად, აღარ გამოფხიზლებულა. მეორეც ზუსტად
პირველის მსგავსად მოიქცა.
– ამქვეყნად იმისთვის არ გავჩენილვართ, რომ ცხოველე-
ბივით ვიცხოვროთ. ჯერ კიდევ, სანამ შესაძლებლობა გვაქვს,
აღმოსავლეთით, მზის მიღმა ქვეყნებში უნდა წავიდეთ, –
თქვა მეორემ და ძილს მიეცა.
– მდოგვი, თუ შეიძლება, – თქვა მესამემ.
– გეზი ნარნიისკენო? – იკითხა დრინიანმა.
– დიახ, – მიუგო კასპიანმა, – მართალი ხართ, დრინიან.
ვფიქრობ, ჩვენი ძიება დასრულდა. მოდით, მათი ბეჭდები შე-
ვამოწმოთ. დიახ, აი მათი გერბებიც. ეს არის ლორდი რევი-
163 მკითხველთა ლიგა
ლიანი. ეს არის ლორდი არგოზი. ეს კი ლორდი მავრამორ-
ნია.
– ასე თან ვერ წავიყვანთ, – დაასკვნა ლუსიმ, – რა უნდა
ვქნათ?
– თქვენო აღმატებულებავ, ყველას წინაშე დიდ ბოდიშს
ვიხდი, – ჩაერია საუბარში რინსი, – მაგრამ ხომ არ დავ-
სხდეთ? ასეთი სუფრა ყოველდღე ნამდვილად არ გვეშლება.
– არავითარ შემთხვევაში! – მკაცრად უპასუხა კასპიანმა.
– მეფე მართალია! მეფე მართალია! – კვერი დაუკრა რამ-
დენიმე მეზღვაურმა, – ეს ადგილი მოჯადოებულია. რაც უფ-
რო მალე გავეცლებით აქაურობას, მით უკეთესი ჩვენთვის!
– ჯერ გასარკვევია, – თქვა რიპიჩიპმა, – ლორდების
შვიდწლიანი ძილი ამ საჭმელმა ხომ არ გამოიწვია?
– სულ რომ სული გამძვრეს, ხელს არაფერს ვახლებ, –
თქვა დრინიანმა.
– გასაოცრად სწრაფად ბინდდება, – შენიშნა რაინოლფმა.
– გემზე დავბრუნდეთ, – ჩაიდუდუნა რამდენიმე მეზღვაურ-
მა.
– ჩემი აზრით, – თქვა ედმუნდმა, – მართლები არიან.
ხვალ გადავწყვიტოთ, რას ვუზამთ მძინარე ლორდებს. სუფ-
რიდან რამის ჭამას არ ვაპირებთ. ღამე კი აქ დარჩენა უაზრო-
ბაა. გარშემო ყველაფერს ჯადოქრობის სუნი ასდის. აქ საში-
შია.
– მეფე ედმუნდის მოსაზრებას სრულიად ვიზიარებ, – თქვა
რიპიჩიპმა, – ოღონდ, გემის ეკიპაჟთან მიმართებაში. რაც შე-
მეხება მე, ამ მაგიდასთან დილამდე ყოფნას ვაპირებ.
– რა ძალა გადგას? – ჰკითხა იუსტასმა.
– ის ძალა, რომ აქ ძალიან დიდი თავგადასავალი მელის,
– მიუგო თაგვმა, – და ვერანაირი ფათერაკი ვერ მაიძულებს,
164 მკითხველთა ლიგა
უკან ნარნიაში იმის ცოდნით დავბრუნდე, რომ იდუმალებით
მოცული ადგილი შიშისგან კუდამოძუებულმა დავტოვე.
– რიპი, მეც შენთან ერთად ვრჩები, – უთხრა ედმუნდმა.
– მეც, – თქვა კასპიანმა.
– სადაც თქვენ, იქაც მე! – შეუერთდა მეგობრებს ლუსი.
კუნძულზე დარჩენის სურვილი იუსტასმაც გამოთქვა. მისი
მხრიდან ეს დიდი სიმამაცე იყო, რადგან „განთიადის დამ-
მორჩილებლის“ ბორტზე აღმოჩენამდე მას მსგავსი რაღაცე-
ბის შესახებ არამცთუ წაკითხული, გაგონილიც კი არ ჰქონდა.
– თქვენო აღმატებულებავ, გევედრებით... – დაიწყო დრი-
ნიანმა.
– არა, მილორდ, – სიტყვა გააწყვეტინა კასპიანმა, – თქვე-
ნი ადგილი გემზეა. სანამ ჩვენი ხუთეული დროს ფუჭად კარ-
გავდა, თქვენ მთელი დღე მუშაობდით, – დიდხანს იდავეს,
თუმცა საბოლოოდ კასპიანმა მაინც თავისი გაიტანა.
დრინიანის წინამძღოლობით ეკიპაჟი გემზე გაბრუნდა. შე-
ბინდების ჟამს, რიპიჩიპის გარდა, ხუთივეს მუცელში უჩ-
ვეულო შეგრძნებამ დაუარა.
საშიში მაგიდის გარშემო დასაჯდომად ნარნიელებმა რა-
ღაც ხანი სკამების არჩევას მოანდომეს. თავში ყველას ერთი
და იგივე აზრები უტრიალებდა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი
უთქვამთ. არჩევანი ნამდვილად არასახარბიელო იყო. ვინ
იქნებოდა მშვიდად, როცა ნახევრად მკვდარი, თუ ნახევრად
ცოცხალი, თმით დაფარული „საგნების“ გვერდით მთელი ღა-
მე ფხიზლად უნდა მჯდარიყავი. მეორე მხრივ, მაგიდის ბო-
ლოში რომ დამსხდარიყვნენ, მაშინ ღამის დადგომასთან ერ-
თად ლორდების გარჩევა გაუჭირდებოდათ. შემთხვევით რომ
განძრეულიყვნენ, ამას როგორ გაიგებდნენ? ალბათ, ღამის
ორი საათისთვის საერთოდ აღარც გამოჩნდებოდნენ. არა,
165 მკითხველთა ლიგა
ამაზე ფიქრი არ ღირდა. მაგიდის გარშემო დიდხანს იარეს,
თან სულ ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „აქ?“ , ან „ცოტა მოშო-
რებით ხომ არა?“, ან „ამ მხარეზე რას იტყვით?“ საბოლოოდ
მაგიდის სადღაც შუაში, მძინარე ლორდებთან ახლოს დას-
ხდნენ. ათი საათი შესრულებულიყო. ღამის დადგომას არა-
ფერი აკლდა. აღმოსავლეთის ცაზე ახალი თანავარსკვლავე-
დები კიაფობდნენ. ლუსის ერჩია, მათ ნაცვლად, ცაზე ნარ-
ნიული თანავარსკვლავედები – „ლეოპარდი“, „გემი“ ან სხვე-
ბი ანთებულიყვნენ.
თავგადასავლების მაძიებლებმა საზღვაო მოსასხამები შე-
მოიხვიეს და ლოდინი განაგრძეს. თავიდან საუბრის გაბმა
სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ბოლოს უბრალოდ დადუმ-
დნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნაპირზე ტალღების მო-
ხეთქების ხმა წამითაც არ შემწყდარა.
საათები წლებივით გაიწელა. უეცრად ყველა მიხვდა, ეტ-
ყობა ჩაგვთვლიმა, მაგრამ ახლა ერთდროულად გამოვფხიზ-
ლდითო. დაინახეს, რომ ცაზე ვარსკვლავებს ადგილები შეეც-
ვალათ. აღმოსავლეთით მცირე სინაცრისფრეს თუ არ ჩავ-
თვლიდით, ცა კუპრივით შავი გამხდარიყო. ჯერ შესცივდათ.
მერე მოსწყურდათ. ხელ-ფეხიც დაბუჟებოდათ.
მათ წინ, სვეტების მიღმა, პატარა გორა ჩანდა. უეცრად ამ
გორის ფერდობზე კარი გაიღო. შიგნიდან ჯერ შუქმა გამოანა-
თა, მერე კი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა. სილუეტი გამოვი-
და თუ არა, კარი დაიხურა. ადამიანს ხელში რაღაც მანათო-
ბელი ეჭირა. შუქი ნამდვილი იყო, მას ყველა გარკვევით ხე-
დავდა. სილუეტი ნელა მოუახლოვდათ და მაგიდასთან, საპი-
რისპირო მხარეს გაჩერდა. მეგობრებმა დაინახეს, რომ ეს სი-
ლუეტი სინამდვილეში მაღალი გოგო იყო, რომელსაც უსახე-
ლო, გრძელი, ცისფერი კაბა ეცვა. ყმაწვილქალი თავშიშვე-
166 მკითხველთა ლიგა
ლი იყო. ქერა თმა ზურგზე ეფინებოდა. ნარნიელებმა შეხედეს
თუ არა, გულში გაიფიქრეს, აი, თურმე რა ყოფილა სილამა-
ზეო.
გოგოს ხელში ეჭირა ვერცხლის შანდალში ჩარჭობილი
გრძელი სანთელი, რომელიც მაგიდაზე დადო. თუ მანამდე
ზღვის მხრიდან ქარი უბერავდა, ახლა იგი უნდა ჩამდგარიყო,
რადგან სანთელი არ ჩამქრალა. მის შემხედვარეს ისეთი
შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს სანთელი გარეთ კი
არა, ფანჯრებდაკეტილ და ფარდებჩამოფარებულ ოთახში იწ-
ვისო. უეცრად ქვის მაგიდაზე ჭურჭელი ოქროსფრად და ვერ-
ცხლისფრად აელვარდა.
მოულოდნელად ლუსიმ თვალი მოჰკრა, რომ მაგიდაზე
ისეთი რაღაც იდო, რაც მანამდე არ შეუმჩნევია. ეს იყო ქვის
დანა. ფოლადივით ბასრპირიანი, შიშის მომგვრელი იარაღი
უძველესი ხანისა უნდა ყოფილიყო.
ხმას არავინ იღებდა. ჯერ რიპიჩიპი, შემდეგ კასპიანი და
ბოლოს ყველა ფეხზე წამოდგა, რადგან მიხვდნენ, რომ მათ
წინაშე დიდი ქალბატონი იდგა.
– შორეული მხრიდან მოსულნო, რატომ არაფერს მიირ-
თმევთ ასლანის სუფრიდან? – იკითხა ყმაწვილქალმა.
– მადამ, ამ სუფრის გვეშინია, რამეთუ მიგვაჩნია, რომ
ჩვენი მეგობრების ღრმა ძილი სწორედ მისმა ჯადოსნურმა
ძალამ გამოიწვია.
– მათ სუფრიდან არაფერი უჭამიათ, – მიუგო ყმაწვილ-
ქალმა.
– გთხოვთ, გვიამბეთ, – უთხრა ლუსიმ, – რა შეემთხვათ?
– შვიდი წლის წინ, – დაიწყო გოგომ ამბის თხრობა, – ამ
კუნძულის ნაპირს თითქმის ნაფლეთებად ქცეული იალქნე-
ბიანი გემი მოადგა, რომელსაც ეტყობოდა, რომ მალე დაიშ-
167 მკითხველთა ლიგა
ლებოდა. ამ კაცებთან ერთად სხვებიც იყვნენ, მეზღვაურები.
ამ სუფრას შემოუსხდნენ. ერთ-ერთმა თქვა: „კარგი ადგილია.
გვეყო მოგზაურობა. მოდით, აქ დავსახლდეთ!“ მეორემ კი
მიუგო: „არა, მოდით, ცოტა მოვძლიერდეთ, გემი შევაკეთოთ,
პროვიზია მოვიმარაგოთ და უკან, დასავლეთით, ნარნიისკენ
ავიღოთ გეზი. შესაძლოა, მირაზი მოკვდა“ , მაგრამ მესამე,
ძალზე მბრძანებლური იერის მქონე, ფეხზე წამოხტა და კა-
ცებს ხმამაღლა განუცხადა: „არავითარ შემთხვევაში! ჩვენ კა-
ცები ვართ, ტელმარინელები და არა – ვიღაც ლაჩრები! თავ-
გადასავლებისკენ უნდა მივილტვოდეთ! ასეა თუ ისე, დიდი
ხნის სიცოცხლე მაინც არ გვიწერია. ამქვეყნად იმისთვის არ
გავჩენილვართ, რომ ცხოველებივით ვიცხოვროთ. სანამ ჯერ
კიდევ შეგვიძლია, აღმოსავლეთით, მზის მიღმა ქვეყნებში უნ-
და წავიდეთ!“ კაცები შეკამათდნენ. თავის სიმართლეში მე-
გობრების დასარწმუნებლად, მესამე კაცი მაგიდაზე ქვის და-
ნას დასწვდა და საჩხუბრად მოემზადა. ეს არ უნდა გაეკეთები-
ნა – დანას არ უნდა შეხებოდა. იმ წუთშივე, როგორც კი და-
ნის ტარს თითები შემოაჭდო, სამივეს ღრმა ძილით დაეძინა
და ასე იძინებენ მანამდე, სანამ ჯადო არ აიხსნება.
– ქვის დანა? – იკითხა იუსტასმა.
– ნუთუ მის შესახებ არცერთ თქვენგანს არ სმენია? –
იკითხა გოგომ.
– მ...მგონი, მისი მსგავსი ადრეც მინახავს. დიდი ხნის წინ
მაგ დანით თეთრმა კუდიანმა ასლანი ქვის მაგიდაზე მოკლა,
– უპასუხა ლუსიმ.
– მართალი ხარ, ეს სწორედ ის დანაა, – დაუდასტურა
ყმაწვილქალმა, – სამყაროს აღსასრულამდე, კუნძულზე
ღირსეულად შესანახად მოიტანეს.

168 მკითხველთა ლიგა


– ყური მიგდეთ, – უთხრა ედმუნდმა და უეცრად თავი
უხერხულად იგრძნო, – იმედია, ლაჩრობაში არ ჩამოგვარ-
თმევთ, ამ სუფრიდან კერძები რომ არ მივირთვით. არ მინდა,
ეს ჩვენი მხრიდან უპატივცემულობად მიიღოთ, მაგრამ ამ
მოგზაურობისას თავს ბევრი უცნაური თავგადასავალი გა-
დაგვხდა, ამიტომ ვიცით, რომ ხშირად, ის, რაც ერთი შეხედ-
ვით, გარედან ჩანს, სინამდვილეში შიგნით სულ სხვანაირია.
აი, თუნდაც თქვენ, როცა თვალებში გიყურებთ, თავს ვერა-
ფერს ვუხერხებ და თქვენი ყოველი სიტყვა მჯერა. არადა,
კაცს შეიძლება იგივე დაგემართოს კუდიანთან შეხვედრისას!
ბოდიში, მაგრამ საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ მოყვასი ხარ?
– თქვენ ამის ცოდნა არ ძალგიძთ, – უპასუხა გოგომ, – ან
უნდა დამიჯეროთ, ან – არა.
მცირეხნიანი მდუმარების შემდგომ რიპიჩიპის წრიპინი გა-
ისმა.
– თქვენო უდიდებულესობავ, – მიმართა თაგვმა კასპიანს,
– თუ არ შეწუხდებით, იმ დოქიდან ეს სასმისი ღვინით შემივ-
სეთ. ჩემთვის მეტისმეტად დიდია, მის აწევას ვერ შევძლებ.
ქალბატონის სადღეგრძელო უნდა შევსვა.
კასპიანმა თაგვს თხოვნა შეუსრულა. მაგიდაზე მდგარმა
რიპიჩიპმა ოქროს სასმისი ორი პაწია თათით მაღლა ასწია
და თქვა:
– თქვენ გაგიმარჯოთ, ქალბატონო!
სასმისის გამოცლის შემდგომ თაგვი ფარშავანგის ცივ
კერძს მადიანად შეექცა. ცოტა ხანში რიპიჩიპს სხვებმაც მიბა-
ძეს. შიმშილისგან კუჭები უხმებოდათ. საჭმელი მთლად საუზ-
მის სუფრას არ შეეფერებოდა, მაგრამ გვიანი ვახშმისათვის
ზედგამოჭრილი იყო.

169 მკითხველთა ლიგა


– რატომ ჰქვია ამ მაგიდას ასლანის მაგიდა? – იკითხა
ლუსიმ.
– იგი აქ შორიდან მოსულთათვის ასლანის ბრძანებით და-
იდგა, – მიუგო ყმაწვილქალმა, – ზოგი ამ კუნძულს სამყაროს
დასალიერის სათავეს ეძახის, რამეთუ ზღვაში მის შემდეგ
ხმელეთს ვეღარ შეხვდებით.
– საჭმელი როგორ ინახება? – იკითხა პრაქტიკული გონე-
ბის მქონე იუსტასმა.
– იჭმევა და ყოველდღე ახლდება, – უპასუხა გოგომ, –
ამას საკუთარი თვალით ნახავთ.
– მძინარე ლორდებზე რას გვეტყვით? – ჰკითხა კასპიანმა,
– იმ სამყაროში, საიდანაც ჩემი მეგობრები არიან – (მეფემ
თავით იუსტასსა და პევენსებზე ანიშნა) – არსებობს ზღაპარი,
რომ უფლისწული ან მეფე მიდის იმ ციხესიმაგრეში, სადაც
მოჯადოებულ ხალხს ღრმა ძილით სძინავს. ამ ამბავში ჯადოს
ახსნის ერთადერთი გამოსავალია, უფლისწულმა მეფის
ასულს აკოცოს.
– აქ ყველაფერი სხვაგვარადაა, – უპასუხა ყმაწვილქალ-
მა, – აქ უფლისწულმა ჯერ ჯადო უნდა ახსნას და თავადის
ასულს მერე აკოცოს.
– ასლანის სახელით, მითხარით, რა გავაკეთო? – ჰკითხა
კასპიანმა.
– ამას მამაჩემი გასწავლით, – მიუგო გოგომ.
– მამათქვენი? – შესძახა ყველამ ერთხმად, – მამათქვენი
ვინაა? სად არის? – დააყარეს კითხვები.
– შეხედეთ! – გოგო გორისკენ შებრუნდა და ხელით კარზე
ანიშნა. ახლა ნარნიელები გორას გაცილებით მკაფიოდ ხე-
დავდნენ, რადგან მათ საუბარში ცაზე ვარსკვლავები ნელ-

170 მკითხველთა ლიგა


ნელა ჩამქრალიყო, ხოლო აღმოსავლეთით ნაცრისფერი ცა
თეთრი შუქის ვეება ლაქებს გაეპო.

171 მკითხველთა ლიგა


თავი მეთოთხმეტე

სამყაროს დასალიერის სათავე

ფერდობზე კარი კიდევ ერთხელ გაიღო და მაღალი სი-


ლუეტი გამოვიდა. ყმაწვილქალისგან განსხვავებით, ის არც
გამხდარი ყოფილა და არც სანთელი ეჭირა ხელში. შუქს თა-
ვად ასხივებდა. სილუეტი ნარნიელებს ნელა მიუახლოვდა. ეს
ბერიკაცი იყო, რომელსაც ჭაღარა წვერი შიშველი ფეხის თი-
თებამდე სცემდა, თმა კი – ქუსლებამდე. მოხუცის მანტია
ვერცხლისფერი ცხვრის მატყლისგან იყო ნაქსოვი. დინჯი და
სერიოზული ბერიკაცის დანახვაზე მოგზაურები ფეხზე უსიტ-
ყვოდ წამოდგნენ.
ბერიკაცი ნარნიელებს მდუმარედ მიუახლოვდა და მაგი-
დის მეორე მხარეს, ქალიშვილის წინ გაჩერდა. მამა-შვილი
აღმოსავლეთისკენ შებრუნდა. მათ ხელები მაღლა აღაპყრეს
და ამღერდნენ. ნეტავ შემეძლოს სიმღერის ტექსტის აქ დაწე-
რა! სამწუხაროდ, იქ მყოფთაგან სიტყვები არცერთს დაუმახ-
სოვრებია. მოგვიანებით ლუსი იტყვის, მწივანა, ლამის ყურ-
თასმენის წამღები, მაგრამ საშინლად ლამაზი სიმღერა იყოო;
„მშვიდი, გარიჟრაჟის შესაფერისი სიმღერა“ . სიმღერის ფონ-
ზე, აღმოსავლეთის ცაზე, ნაცრისფერი ღრუბლები ნელ-ნელა
გაიფანტა და მის კამარაზე შუქის თეთრი ლაქები გადიდდა.
მალე ცა გათეთრდა, ზღვა კი ვერცხლისფრად აელვარდა.
კარგა ხნის შემდეგ (მამა-შვილი კვლავ მღეროდა) ცა ნელ-
ნელა გაწითლდა, რაც ზღვიდან მზის ამობრწყინებამ დააგ-
172 მკითხველთა ლიგა
ვირგვინა. უეცრად მზის ცელქი სხივი დიდებულ სუფრასა და
ქვის დანას დაეფინა.
თუ მანამდე მოგზაურებს ეჭვი ეპარებოდათ, აქ მზე ნარ-
ნიისაზე უფრო დიდიაო, კუნძულზე ამაში საბოლოოდ დარ-
წმუნდნენ. შეცდომა უბრალოდ გამორიცხული იყო. მედიდუ-
რად ამობრწყინებული მზის კაშკაშა სხივებზე უფრო ნათელი
შუქი სტუმრებს ცხოვრებაში არ ენახათ. ცვარი თვალისმომ-
ჭრელად ბრწყინავდა, რომ არაფერი ვთქვათ ოქროსფრად და
ვერცხლისფრად აელვარებულ ჯამ-ჭურჭელზე. მოგვიანებით
ედმუნდი იტყვის, მოგზაურობისას ბევრი აღმაფრთოვანებე-
ლი რამე ვნახეთ, თუმცა კუნძულზე მზის ამოსვლაზე აღმაფ-
რთოვანებელი – არაფერიო. ნარნიელები საბოლოოდ დარ-
წმუნდნენ, რომ ჭეშმარიტად სამყაროს დასალიერის სათავეს-
თან იყვნენ.
უეცრად, ზუსტად მზის ცენტრიდან მათკენ რაღაც ფრენით
გამოემართა. რასაკვირველია, კაშკაშა შუქის გამო, კარგად
ვერავინ დაინახა, რა იყო. ყველა მხრიდან გაისმა ხმები. ვი-
ღაცები მამა-შვილს სიმღერაში აჰყვნენ, თუმცაღა უფრო ჩქა-
რი და მგზნებარე ტონალობით. ნარნიელთათვის ეს ენა უცხო
იყო. ძალიან მალე ამ ხმების მფლობელებიც გამოჩდნენ –
ვეება, თეთრი ფრინველები. ასობით, ათასობით იქნებოდნენ.
ბალახი, ქვით მოკირწყლული სივრცე და მაგიდა სულ გადა-
თეთრდა, ეგ კი არა, ფრინველები ნარნიელებს მხრებზე, ხე-
ლებზე და თავებზეც კი დააფრინდნენ. ამის შემხედვარეს
დიდთოვლობა გაგახსენდებოდა. ფრინველებმა არემარე არა
მარტო გაათეთრეს, არამედ, თოვლისგან განსხვავებით, მას
უფრო მეტი სინაზე და სიფაფუკე შეჰმატეს. ფრინველებით და-
ფარულმა ლუსიმ თეთრ ფრთებს შორის დაინახა, რომ ერთ-
ერთი, რომელსაც ნისკარტით რაღაც პატარა ხილის ნაყოფი,
173 მკითხველთა ლიგა
ან გაღვივებული ნაკვერჩხალი ეჭირა (ისე თვალისმომჭრე-
ლად ანათებდა, რომ შესაძლოა ასეც ყოფილიყო) ბერიკაც-
თან მიფრინდა და პირში ჩაუდო.
ფრინველებმა სიმღერა შეწყვიტეს და სუფრას დააცხრნენ.
ცოტა ხანში ნარნიელებმა დაინახეს, რომ სუფრაზე აღარც
საჭმელი იყო და აღარც – სასმელი. ფრინველების დიდი გუნ-
დი აიშალა და ამომავალი მზისკენ გაფრინდა. თან წაიღეს
ძვლები, ნაჭუჭები და ნიჟარები, ის, რაც არ იჭმეოდა. ფრთე-
ბის ტყლაშუნმა არემარე დააყრუა. ლორდები ძილს ცარიელ
მაგიდასთან მშვიდად აგრძელებდნენ.
ბერიკაცი ნარნიელებისკენ გატრიალდა და მიესალმა.
– სერ, გვეტყვით, როგორ ავხსნათ ძილის ჯადო ამ ნარნი-
ელ ლორდს? – ჰკითხა კასპიანმა.
– დიდი სიხარულით, შვილო ჩემო, – მიუგო ბერიკაცმა, –
ჯადოს ასახსნელად სამყაროს დასალიერთან რაც შეიძლება
ახლოს უნდა მიცუროთ და ერთ-ერთი თქვენგანი, თუ მეტი
არა, იქ უნდა დარჩეს.
– და მას, ვინც იქ დარჩება, რა ელის? – ჰკითხა რიპიჩიპმა.
– შორეულ აღმოსავლეთში უნდა წავიდეს და ამ სამყარო-
ში აღარასოდეს დაბრუნდეს.
– ჩემი გულისწადილიც სწორედ ეგაა, – უპასუხა რიპიჩიპ-
მა.
– სერ, სამყაროს დასალიერთან ახლოს ვართ? – ჰკითხა
კასპიანმა, – რა იცით ამ კუნძულის მიღმა ზღვებსა და კუნძუ-
ლებზე?
– ბოლოს ისინი ძალიან დიდი ხნის წინ ვნახე, – მიუგო ბე-
რიკაცმა, – ძალიან დიდი სიმაღლიდან. არა მგონია, რამე
ისეთი გითხრათ, რაც მეზღვაურებს გამოადგება.

174 მკითხველთა ლიგა


– ანუ დაფრინავდით? – ჰკითხა მოულოდნელად იუსტას-
მა.
– ცაზე ბევრად მაღლა ვიყავი, შვილო ჩემო, – უპასუხა ბე-
რიკაცმა, – მე რამანდუ მქვია. ერთმანეთს ისეთი სახეებით
გადახედეთ, ვატყობ, ჩემზე არაფერი გსმენიათ. არც მიკვირს,
რამეთუ ის დროება, როცა მე ვარსკვლავი ვიყავი, იმაზე უფ-
რო ადრე დასრულდა, ვიდრე რომელიმე თქვენგანი ამ სამყა-
როს მოევლინებოდა. რასაკვირველია, შეიცვალა თანავარ-
სკვლავედებიც.
– ღმერთმანი! პენსიაზე გასული ვარსკვლავი! – ჩაიდუდუ-
ნა ედმუნდმა.
– ანუ, ვარსკვლავი აღარ ხართ? – ჰკითხა ლუსიმ.
– ახლა ვისვენებ, შვილო ჩემო, – მიუგო რამანდუმ, – ბო-
ლოს რომ ჩავქრი, ისეთი ბებერი და დაჩაჩანაკებული ვიყავი,
ვერც კი წარმოიდგენთ. ამ კუნძულზე მომიყვანეს. ყოველ დი-
ლით ფრინველს მზის მთებიდან ჩემთვის ცეცხლოვანი კენ-
კრა მოაქვს, რომელიც ნელ-ნელა ასაკს მაკლებს და როცა
კვლავ ახალშობილისხელა გავხდები, კიდევ ერთხელ ავკი-
აფდები.
– ჩვენს სამყაროში ვარსკვლავი აგიზგიზებული გაზის გი-
განტური ბურთია, – უთხრა იუსტასმა.
– თქვენს სამყაროშიც კი, შვილო ჩემო, ეგ მხოლოდ ისაა,
რისგანაც ვარსკვლავია შექმნილი და არა – თავად ვარ-
სკვლავი. მგონი, ამ სამყაროში ერთ ვარსკვლავს უკვე შეხ-
ვდით. კორიაკინს სტუმრობდით, ხომ მართალია?
– ნუთუ ისიც პენსიაზე გასული ვარსკვლავია? – ჰკითხა
ლუსიმ.
– ოჰ, მთლად ეგრეც არაა, – უპასუხა რამანდუმ, – როცა
მას დაფერების მართვა დაევალა, პენსიამდე დიდი დრო აკ-
175 მკითხველთა ლიგა
ლდა. ალბათ, უფრო უპრიანია, ამას სასჯელი დავარქვათ. კო-
რიაკინს შეეძლო, სამხრეთის ზამთრის ცაზე კიდევ ათასობით
წელი ეციმციმა, ყველაფერი კარგად რომ დასრულებულიყო.
– რა ჩაიდინა, სერ? – ჰკითხა კასპიანმა.
– შვილო ჩემო, – უთხრა რამანდუმ, – რაში სჭირდება
ადამის ძეს იმის ცოდნა, რა დააშავა ვარსკვლავმა? გვეყო, ამ
საუბრებში დროს ფუჭად ვფლანგავთ. ახლა მითხარით, რა
გადაწყვიტეთ: აღმოსავლეთით გაცურავთ და ჯადოს ასახსნე-
ლად ერთ-ერთს იქ დატოვებთ, თუ გეზს დასავლეთისკენ
აიღებთ?
– რასაკვირველია, გავცურავთ, თქვენო უდიდებულესო-
ბავ, – უპასუხა რიპიჩიპმა, – ამას რა კითხვა სჭირდება?! ჩვე-
ნი მოგზაურობის უმთავრესი მიზანი ლორდების მოძებნა და
მათი გადარჩენა იყო.
– რიპიჩიპს ვეთანხმები, – თქვა კასპიანმა, – ასეც რომ არ
იყოს, გული საშინლად დამწყდებოდა, სამყაროს დასა-
ლიერის სანახავად ცურვა რომ არ გაგვეგრძელებინა. თუმცა
ეკიპაჟზე ვდარდობ. ისინი „ განთიადის დამმორჩილებლის “
ბორტზე შვიდი ლორდის მოსაძებნად დავიქირავეთ და არა –
შორეულ აღმოსავლეთში სამყაროს დასალიერის საპოვნე-
ლად. ამასთან, კაცმა არ იცის, რა მანძილია იქამდე. მართა-
ლია, ჩვენი მეზღვაურები მამაცები არიან, მაგრამ ვხედავ,
რომ ზოგიერთი მოგზაურობამ გადაღალა და ერთი სული
აქვთ, როდის შევატრიალებთ ბუშპრიტს ნარნიისკენ. არა
მგონია, ჩემი მხრიდან მართებული იყოს, რომ ცურვა მათი
თანხმობის გარეშე, ჩუმად გავაგრძელო. გარდა ამისა, ყუ-
რადსაღებია ლორდი რუპის მდგომარეობაც. კაცი სულიერად
გამტყდარია.

176 მკითხველთა ლიგა


– შვილო ჩემო, – უთხრა ვარსკვლავმა, – სამყაროს დასა-
ლიერისკენ მეზღვაურების მოტყუებით ან მათი თანხმობის
გარეშე გაცურვას შედეგი არ ექნება. ასე ეს დიდი ჯადო არ
აიხსნება. მათ უნდა იცოდნენ, სად, ან რაზე მიდიან, თუმცაღა
აბა, მითხარი, ვინ არის ის სულიერად გამტყდარი კაცი?
კასპიანმა რამანდუს რუპის ამბავი მოუყვა.
– ძალმიძს, მას მივცე ის, რაც ყველაზე მეტად სურს, – უთ-
ხრა რამანდუმ, – ამ კუნძულზე ძილმა სიზმრები არ იცის. დაე,
დაჯდეს ამ სამი ლორდის გვერდით და თქვენ დაბრუნებამდე
ღრმა ძილით იძინოს.
– ოჰ, კასპიან, რა კარგია! – გაუხარდა ლუსის, – დარწმუ-
ნებული ვარ, ძალიან მოეწონება!
უეცრად საუბარი ნაბიჯების ხმამ და ლაპარაკმა შეაწყვეტი-
ნათ. ქვის მაგიდას დრინიანის მეთაურობით გემის ეკიპაჟი მი-
ახლოვებულიყო. მეზღვაურები რამანდუსა და ქალიშვილის
დანახვაზე გაკვირვებულები შედგნენ. მერე კი, როცა მიხ-
ვდნენ, რომ მამა-შვილი მნიშვნელოვანი ხალხი უნდა ყოფი-
ლიყო, თავზე ქუდები მოწიწებით მოიხადეს. რამდენიმე მეზ-
ღვაურმა თვალი ცარიელი მაგიდისკენ გააპარა და თვალები
სინანულით აევსოთ.
– მილორდ, – მიმართა მეფემ დრინიანს, – ორ მეზღვაურს
უბრძანეთ, რომ „განთიადის დამმორჩილებლიდან“ ლორდი
რუპი აქ მომგვარონ. გადასცენ, რომ მის ძველ მეგობრებსა
და თანამეგზურებს აქ ღრმა ძილით სძინავთ. ასევე უთხრან,
რომ ამ კუნძულზე ძილმა სიზმრები არ იცის და ლორდ რუპის
შეუძლია მათთან ერთად მშვიდად დაიძინოს.
კასპიანმა ყველას დაჯდომა უბრძანა და საქმის ვითარება
გააცნო. თხრობის დასრულებას ხანგრძლივი მდუმარება

177 მკითხველთა ლიგა


მოჰყვა. ვიღაცები აჩურჩულდნენ. ბოლოს, მთავარი მშვილ-
დოსანი ფეხზე წამოდგა და თქვა:
– თქვენო აღმატებულებავ, დიდი ხანია, ზოგიერთ ჩვენ-
განს სურს გაიგოს, შინ როგორ დავბრუნდებით. მოგზაურო-
ბისას მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ქა-
რები უბერავს, ხანდახან კი – საერთოდ არცერთი. მსურს ვი-
ცოდე, ქარი თუ არ შეიცვლება, ნარნიის კვლავ ხილვის რა
იმედი გვაქვს? რამეთუ, ხოფებით ცურვას საუკუნე მოვანდო-
მებთ, რომ არაფერი ვთქვა პროვიზიაზე, რომელიც დიდხანს
არ გვეყოფა.
– ამას ნამდვილი მეზღვაური არ იკითხავდა, – განაცხადა
დრინიანმა, – მინდა, გითხრათ, რომ ამ ზღვებში დასავლეთის
ქარები ზაფხულის მიწურულს იცის და ახალი წლის შემდეგ
ქარის მიმართულება ყოველთვის იცვლება. გარწმუნებთ,
უკან დასაბრუნებლად ზურგის ქარი ნამდვილად დაუბერავს.
– კაპიტანი მართალია – დრინიანს კვერი დაუკრა ერთ-
ერთმა, ძველმა მეზღვაურმა, რომელიც წარმოშობით გალმი-
დან იყო, – იანვარსა და თებერვალში ყველაზე ძლიერი ქა-
რები სწორედაც რომ აღმოსავლეთიდან უბერავს. აქვე, თქვე-
ნო უდიდებულესობავ, მე რომ თქვენს ადგილზე ვიყო, ამ კუნ-
ძულზე გამოზამთრების განკარგულებას გავცემდი და შინის-
კენ გეზს მარტის თვეში ავიღებდი.
– ზამთარში აქ რა უნდა ვჭამოთ? – იკითხა იუსტასმა.
– ყოველდღე, მზის ამოსვლისას მაგიდაზე მეფის საკადრი-
სი სუფრა გაიშლება, – უპასუხა რამანდუმ.
– ეს სულ სხვა საქმეა! – შესძახა რამდენიმე მეზღვაურმა.
– თქვენო აღმატებულებავ, ბატონებო და ქალბატონებო,
– დაიწყო რაინოლფმა. – რაღაცის თქმა მწადია. ჩვენ შორის
არ მოიძებნება არცერთი მეზღვაური, რომელიც მოგზაურო-
178 მკითხველთა ლიგა
ბაში თავის სურვილის საწინააღმდეგოდ, ძალით წამოიყვა-
ნეს. აქ ყველა მოხალისენი ვართ, თუმცაღა ჩვენ შორის არი-
ან ისეთებიც, რომლებიც ამ მაგიდას ხარბად უცქერენ და
გულში მეფურ ნადიმებზე ფიქრობენ. არადა, მოგზაურობის
დაწყების დღეს, ქეარ პარაველში, თავგადასავლებზე გაჰყვი-
როდნენ და იფიცებოდნენ, სანამ სამყაროს დასალიერს არ
ვიპოვით, შინ არ დავბრუნდებითო. ისიც კარგად მახსოვს,
რომ ნავსადგომთან უამრავი მეზღვაური დარჩა, რომლებიც
ყველაფერს დათმობდნენ, ოღონდაც კი ამ მოგზაურობაში
მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ. მაშინ „განთიადის
დამმორჩილებლის“ ბორტზე იუნგობა უფრო დიდი პატივი
იყო, ვიდრე რაინდის ქამრის ტარება. არ ვიცი, მიმიხვდით თუ
არა, რისი თქმა მსურს, მაგრამ თუ ახლა შინ დავბრუნდებით
და ვიტყვით, სამყაროს დასალიერის პოვნის შეგვეშინდაო,
მაშინ ჩვენსა და იმ ჩერჩეტ დაფლეპადებს შორის დიდი გან-
სხვავება არ იქნება.
რამდენიმე მეზღვაურმა რაინოლფი შეძახილებით გაამ-
ხნევა. სხვებმა კი თქვეს, საკმარისია და გვეყოო.
– ერთობ საინტერესოა, – გადაუჩურჩულა ედმუნდმა კას-
პიანს, – რა უნდა ვქნათ, თუ მეზღვაურების ნაწილი წამოს-
ვლაზე უარს იტყვის?
– მოთმინება, – ხმადაბლა მიუგო კასპიანმა, – ერთი კო-
ზირი კიდევ დამრჩა.
– რიპი, შენ არაფრის თქმას აპირებ? – ჰკითხა ლუსიმ.
– არა. თქვენმა აღმატებულებამ ეს რატომ გაიფიქრა? –
ჰკითხა ლუსის რიპიჩიპმა ისეთ ხმაზე, რომ სხვების ყურადღე-
ბა მიიქცია, – უკვე ყველაფერი გადავწყვიტე. სანამ შესაძ-
ლებლობა იქნება, „განთიადის დამმორჩილებელს“ აღმოსავ-
ლეთისკენ გავყვები. მერე, თუ მიღალატებს და უკან გაბრუნ-
179 მკითხველთა ლიგა
დება, ჩემს პატარა სათევზაო ნავში ჩავჯდები და ცურვას ნიჩ-
ბით გავაგრძელებ. თუ ნავი ჩამეძირა, ცურვას თათებით გან-
ვაგრძობ. ამასობაში, თუ ასლანის ქვეყანას, ან სამყაროს და-
სალიერს არ მივადექი და ცურვის გაგრძელების ძალა აღარ
მექნა, მაშინ წყლიდან ამომავალი მზისკენ პირმიქცეული ჩა-
ვიძირები და ნარნიაში მოლაპარაკე თაგვების მეთაური პიპი-
ჩიპი გახდება.
– გაიგონეთ? – იკითხა ერთ-ერთმა მეზღვაურმა, – მეც
იგივეს ვიზამ, თუმცა ეჭვი მეპარება, სათევზაო ნავმა გამიძ-
ლოს, – მერე კი ხმადაბლა დაამატა: – არ ვაპირებ, ვიღაც
თაგვს თავი შევარცხვენინო!
კასპიანი ფეხზე წამოხტა.
– მეგობრებო, ვფიქრობ, ჩვენი ჩანაფიქრი კარგად ვერ
გაიგეთ. ისე ლაპარაკობთ, თითქოს ამ მოგზაურობაში წამო-
სასვლელად თქვენთან ხვეწნა-მუდარით მოვედით. ასე ნამ-
დვილად არ ყოფილა. მოკლედ, ჩვენ და ჩვენი სამეფო ოჯახის
წევრები, ასევე მათი ნათესავი, იუსტასი, სახელგანთქმული
რაინდი, სერ რიპიჩიპი და ლორდი დრინიანი სამყაროს დასა-
ლიერისკენ გასამგზავრებლად ვემზადებით. არა მგონია, ამ
მოგზაურობისათვის ყველა შესაფერისი გამოდგეს, შესაბამი-
სად თან წასაყვანად მხოლოდ ღირსეულებს შევარჩევთ. სწო-
რედ ამიტომ, ლორდ დრინიანსა და ბოცმან რინსს ვუბრძანებ,
რომ ამ მოგზაურობისათვის დიდი ყურადღებით შეარჩიონ
მეზღვაურები, რომლებიც უნდა იყვნენ ბრძოლაში ყველაზე
მამაცები, ზღვაში ყველაზე გამოცდილები, კეთილშობილები,
ერთგულები და სამაგალითო ყოფაქცევის პატრონები. ეს სია
მე გადმომეცემა, – მეფე შეყოვნდა, მერე კი მკვირცხლად
დაამატა: – ასლანის ფაფარს ვფიცავ! – შესძახა კასპიანმა, –
მართლა გგონიათ, რომ სამყაროს დასალიერის ნახვის პატი-
180 მკითხველთა ლიგა
ვი კიდევ მოგეცემათ? ყველა, ვისაც თან წავიყვანთ, მიიღებს
„განთიადის დამმორჩილებლის“ ტიტულს, რომელიც შემ-
დგომში მათ შთამომავლობას გადაეცემა. ხოლო როცა ქეარ
პარაველში დავბრუნდებით, მათ იმდენი ოქროთა და მიწით
დავასაჩუქრებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე არხეინად იც-
ხოვრებენ. ახლა კი დაიშალეთ. ზუსტად ნახევარ საათში
ლორდი დრინიანი სიას მომართმევს.
კასპიანის სიტყვის გამოსვლას მოკრძალებული დუმილი
მოჰყვა. ბოლოს ეკიპაჟის წევრებმა მეფეს თავი მდაბლად და-
უკრეს, ორ-სამკაციან ჯგუფებად დაიყვნენ და სხვადასხვა მი-
მართულებით სათათბიროდ გაეშურნენ.
– ახლა კი ლორდ რუპის მივხედოთ, – თქვა კასპიანმა.
რუპი უკვე მაგიდასთან იყო. იმ დროს, როცა კასპიანი სიტ-
ყვით გამოდიოდა, ლორდი კუნძულზე ჩუმად, შეუმჩნევლად
გადმოვიდა და ლორდი არგოზის გვერდზე, ქვის სკამზე დაჯ-
და. რამანდუს ქალიშვილი მის გვერდით იყო. თავად რამან-
დუ ლორდის უკან იდგა და ორივე ხელი რუპის გაჭაღარავე-
ბულ თავზე დაეწყო. დღის სინათლეზეც კი ჩანდა, როგორ ას-
ხივებდა ვარსკვლავი ხელებიდან სუსტ, ვერცხლისფერ შუქს.
უეცრად ლორდ რუპის ათასგზის ნატანჯს სახეზე ღიმილი გა-
დაეფინა. კაცმა ცალი ხელი ლუსისკენ, მეორე კი კასპიანის-
კენ გაიშვირა, გეგონებოდა, რაღაცის თქმას აპირებსო, მაგ-
რამ მერე სახე გაებადრა, თითქოს ტანში სასიამოვნო შეგ-
რძნებამ დაუარაო. ლორდმა კმაყოფილებისგან ღრმად
ამოისუნთქა, თავი წინ გადასწია და დაიძინა.
– საბრალო რუპი! – თქვა ლუსიმ, – მიხარია. ალბათ, რამ-
დენი ტანჯვა გადაიტანა.
– წარმოდგენაც კი არ მინდა, – თქვა იუსტასმა.

181 მკითხველთა ლიგა


ამასობაში კასპიანის სიტყვით გამოსვლამ, რომელსაც
ალბათ კუნძულზე ჯადოქრობამაც შეუწყო ხელი, სწორედ ისე-
თი გავლენა მოახდინა ეკიპაჟზე, როგორსაც მეფე ელოდა.
მეზღვაურების უმეტესობა ახლა იმაზე დარდობდა, ნეტავ
სიაში მოვხვდეთ და აქ არ დავრჩეთო. რა თქმა უნდა, როცა კი
რომელიმე მეზღვაური ამბობდა, მოგზაურობის გაგრძელება
მსურსო და ბორტზე ყოფნის უფლებას ითხოვდა, საწინააღ-
მდეგო აზრზე მყოფთა რიგები ნელ-ნელა მცირდებოდა და კა-
ცები უხერხულობას გრძნობდნენ. ნახევარი საათი გასული
არ იყო, რომ რამდენიმე კაცი დადებითი შეფასების მისაღე-
ბად დრინიანსა და რინსს „ეტენებოდა“ (ყოველ შემთხვევაში,
ჩემს დროს სკოლაში ამას ასე ეძახდნენ). მალე მოგზაურობის
გაგრძელებაზე უარს მხოლოდ სამი მეზღვაური აცხადებდა
და სხვების გადაბირებას ბეჯითად ცდილობდა. თუმცა, ცოტა
ხანში, ამ სამიდან ორმა გადაიფიქრა და მაინც მოგზაურობა
არჩია. თანამოაზრეების გარეშე დარჩენილ ერთადერთ მეზ-
ღვაურს ელდა ეცა, კუნძულზე სულ მარტო არ დავრჩეო და აზ-
რი მანაც შეიცვალა.
ნახევარი საათი გავიდა. ყველა ასლანის მაგიდასთან შეგ-
როვდა და მის ბოლოში მორჩილად შეუდგა ლოდინს, სანამ
დრინიანი და რინსი კასპიანს სიას გადასცემდნენ. კასპიანმა,
ერთის გარდა, ყველა მეზღვაური მიიღო. იმ კაცს, რომელმაც
აზრი ყველაზე ბოლომ შეიცვალა, მეფემ უარი უთხრა. მას სა-
ხელად პიტენკრიმი ერქვა. პიტენკრიმი ვარსკვლავის კუნ-
ძულზე დარჩა იმ დროს, როდესაც სხვები გემით სამყაროს
დასალიერისკენ მიცურავდნენ. მეზღვაური გულში ოცნებობ-
და, ნეტავ ახლა მათთან ერთად ვიყოო. პიტენკრიმი ისეთი კა-
ცი გახლდათ, რომელიც რამანდუსა და მის ქალიშვილთან
საუბარში სიამოვნებას ვერ პოულობდა (სხვათა შორის –
182 მკითხველთა ლიგა
ვერც მამა-შვილი). გარდა ამისა, კუნძულზე ხშირად წვიმდა.
ყოველღამე ქვის მაგიდაზე ჩინებული სუფრა იშლებოდა, მაგ-
რამ პიტენკრიმი სიამოვნებას მაინც ვერ იღებდა. ამბობდა,
მაგიდის თავში ოთხ მძინარე ლორდთან ერთად სუფრასთან
მარტო ჯდომა (წვიმაში თუ დარში) უსიამოვნო შეგრძნებას
მგვრისო. მოგვიანებით, როცა სხვები მოგზაურობიდან კუნ-
ძულზე დაბრუნდებიან, პიტენკრიმი მათ შორის თავს ისე უც-
ხოდ იგრძნობს, რომ შინისკენ მიმავალ „განთიადის დამმორ-
ჩილებელს“ ეულ კუნძულებზე დატოვებს და საცხოვრებლად
კალორმენში გადასახლდება. იქ კი იმ თავგადასავლების შე-
სახებ, რომელიც მას სამყაროს დასალიერის ძიებისას თავს
გადახდა, იმდენხანს ილაპარაკებს, რომ ბოლოს საკუთარ
ტყუილებს დაიჯერებს. რაღაც მხრივ შეიძლება ითქვას, რომ
პიტენკრიმმა სიცოცხლე ბედნიერად განვლო, თუმცა თაგვები
ჭირის დღესავით სძულდა.
იმ ღამით, სავახშმოდ, ყველა სვეტებით გარშემორტყმული
ასლანის მაგიდის გარშემო შეიკრიბა. სუფრაზე კერძები ჯა-
დოსნურად განახლებულიყო. დილით, ზუსტად მაშინ, როცა
თეთრი ფრინველები კუნძულზე მოფრინდნენ, „განთიადის
დამმორჩილებელი“ გასამგზავრებლად მზად იყო.
– ქალბატონო, – უთხრა კასპიანმა, – იმედს ვიტოვებ, რომ
როცა ლორდებს ჯადოს ავხსნი, თქვენთან საუბრის შესაძ-
ლებლობა კიდევ მომეცემა.
რამანდუს ქალიშვილმა კასპიანი შეათვალიერა და გაუღი-
მა.

183 მკითხველთა ლიგა


თავი მეთხუთმეტე

უკანასკნელი ზღვის სასწაულები

რამანდუს ქვეყნიდან გამომგზავრების შემდეგ მალევე


თავგადასავლების მაძიებლებმა იგრძნეს, რომ სამყაროს
მიღმა მიცურავდნენ. ყველაფერი შეცვლილიყო. პირველ
რიგში, მიხვდნენ, რომ ჭამა და ძილი დიდად აღარ სურდათ.
საუბრისას კი ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. შეიცვალა დღის
შუქიც, რომელიც მეტისმეტად კაშკაშა გამხდარიყო. დილით
ამობრწყინებული მზე თავის ბუნებრივ ზომასთან შედარებით
ორჯერ, ხანდახან კი სამჯერ უფრო დიდი ჩანდა. ყოველ დი-
ლას ასლანის მაგიდაზე სასაუზმოდ უცხო ენაზე, ადამიანის
ხმაზე ამღერებული (ლუსის ეს ყველაზე, ყველაზე მეტად ან-
ცვიფრებდა) ვეება, თეთრი ფრინველების გუნდი გემს თავზე
გადაუფრენდა. მერე, ცოტა მოგვიანებით, „განთიადის დამ-
მორჩილებელს“ ისევ გადმოუფრენდნენ და აღმოსავლეთით
უჩინარდებოდნენ.
– წყალი რა გასაოცრად კამკამაა! – თქვა გაკვირვებულმა
ლუსიმ მოგზაურობის მეორე დღის შუადღეს, როცა გემის
მარცხენა ქიმის მხარეს, ზღვაში იცქირებოდა.
ასეც იყო. პირველი, რაც ლუსიმ წყალში შენიშნა, იყო და-
ახლოებით ფეხსაცმლისხელა, პაწია, შავი საგანი, რომელიც
ზუსტად გემის სიჩქარით მოძრაობდა. გოგონამ გაიფიქრა,
ალბათ, რაღაც ცურავსო, მაგრამ სწორედ ამ დროს მზარე-

184 მკითხველთა ლიგა


ულმა კამბუზიდან ზღვაში დაობებული პური ისროლა; წესით,
ის შავ საგანს უნდა შეჯახებოდა, მაგრამ პურმა მას ზემოდან
გადაუარა. ლუსიმ დაინახა, რომ უცხო, შავი საგანი წყლის ზე-
დაპირზე არ იყო. მოულოდნელად გადიდდა და მერე კვლავ
დაპატარავდა.
ლუსიმ გულში გაიფიქრა, რაღაც ამის მსგავსი სადღაც მი-
ნახავს და ნეტავ გამახსენებინა – სადო. გოგონამ გონება და-
ძაბა. ხელი საფეთქელზე დაიდო, თვალები მაგრად მოჭუტა
და ენა ტუჩის კუთხესთან მიიტანა. ბოლოს გაიხსენა კიდეც.
რა თქმა უნდა! მზიან ამინდში, მატარებლიდან სწორედ
მსგავს რაღაცას დაინახავ. კუპეს ფანჯრიდან თავისუფლად
ჩანს, როგორ გასდევს მინდვრებს ვაგონის შავი ლანდი.
მოულოდნელად მატარებელი ფერდობზე ადის, ლანდიც იმ-
წამსვე დიდდება და გიახლოვდება, მაგრამ როგორც კი ფერ-
დობს გადაივლის – წკაპ! – პატარავდება და კვლავ მინდვრე-
ბით მოგყვება.
– ეს ჩვენი „განთიადის დამმორჩილებლის“ ლანდია! –
შესძახა ლუსიმ, – ზღვის ფსკერით მოგვყვება. ესე იგი, როცა
გადიდდა, მაშინ გორაზე გადაიარა! წყალი იმაზე გაცილებით
სუფთა და კამკამაა, ვიდრე მეგონა! ღმერთო დიდებულო, გა-
მოდის, ზღვის ფსკერს ვხედავ! ასობით კილომეტრზე დაბლა!
ლუსიმ წინადადება დაასრულა თუ არა, იმწამსვე მიხვდა,
რომ ის ვეებერთელა, ვერცხლისფერი სივრცე, რომელსაც
გოგონა მანამდე უყურადღებოდ უცქერდა, სინამდვილეში
ქვიშით დაფარული წყლის ფსკერი იყო. და ყველა ის მუქი
ლაქა და ათინათი არც ლანდი იყო და არც – შუქი. სწორედ იმ
წუთში, ხომალდმა ფაფუკ, მოიასამნისფრო-მომწვანო მასას
გადაუარა, რომლის შუაშიც ღია ნაცრისფერი, ხვიარა და
მსხვილი ღერო იყო. ახლა, როცა ლუსიმ იცოდა, რომ ეს
185 მკითხველთა ლიგა
ზღვის ფსკერი იყო, ყველაფერს გაცილებით უკეთ არჩევდა.
მერე რაღაც შავი დაინახა, რომლის ზედა ნაწილი ნაზად ირ-
ხეოდა.
– ზუსტად ისე, როგორც ქარიან ამინდში – ხეები, –
ჩაილაპარაკა ლუსიმ. – ჩემი აზრით, ხეებია! წყალქვეშა ტყე!
უეცრად, რაღაც მკრთალ ზოლს მეორე ზოლი მიუერთდა.
„ო, ნეტავ იქ ჩასვლა შემეძლოს!“ – გაიფიქრა ლუსიმ. – „ეს
ზოლი ტყეში გზას ჰგავს. აი, ის ადგილი კი, სადაც მეორეს
უერთდება, გზაჯვარედინი უნდა იყოს. ნეტავ დაბლა ვიყო! ოჰ!
ტყე მთავრდება. ზოლი ქვიშაზეც გრძელდება, ახლა უკვე ეჭვი
აღარ მეპარება, რომ ეს მართლა გზაა, თუმცა ფერი შეიცვა-
ლა. თანაც კიდეებში გამუქდა – წყვეტილი ხაზები. ალბათ,
ქვებია. ვაი, დიდდება!“
სინამდვილეში, კი არ დიდდებოდა, არამედ ზედაპირს უახ-
ლოვდებოდა. ლუსი ამას მაშინ მიხვდა, როცა სწრაფად გადი-
დებული ხომალდის ლანდი დაინახა. გზამ კი – ლუსი დარ-
წმუნებული იყო, რომ ეს სწორედ გზა იყო – ზიგზაგისებურად
იწყო კლაკნა და მაღლა, მთის ფერდობზე განაგრძო სვლა.
და როცა ლუსიმ თავი გვერდზე გადასწია და უკან გაიხედა,
დაახლოებით ის დაინახა, რასაც მთის წვერიდან ქვევით,
მიხვეულ-მოხვეული გზის ცქერისას დაინახავდი. ლუსი იმა-
საც კი ხედავდა, რომ კაშკაშა მზის სინათლე წყლის ყველაზე
ქვედა ფენებს ჭრიდა და ტყით დაფარულ ხეობას თავზე ეფი-
ნებოდა – ზედაპირისგან ასე შორს, ყველაფერი ღია სიმწვა-
ნეში ლღვებოდა, თუმცა ზოგი ადგილი, იქ, სადაც მზის სხივე-
ბი მაინც აღწევდა, ლუსის აზრით, ლილისფერი იყო.
ლუსი უკან ცქერაში დროს ვეღარ დაკარგავდა, წინ ბევ-
რად აღმაფრთოვანებელი რამ ხდებოდა. გზას მთის წვერის-
თვის მიეღწია და ახლა სწორხაზოვნად წინ მიჰქროდა. მთის
186 მკითხველთა ლიგა
წვერზე რაღაც პაწაწინა ლაქები წინ და უკან მოძრაობდნენ.
მოულოდნელად, კაშკაშა მზის სინათლეზე (რამდენადაც ეს
ზღვის სიღრმეში შესაძლებელი იყო) რაღაც გასაოცარი გამო-
იკვეთა. რაღაც ხორკლიანი და დაკბილული. მარგალიტის, ან
სპილოსძვლისფერი. ლუსიმ თავიდან ვერ გაარჩია, მაგრამ
მერე, როცა მისი ჩრდილი დაინახა, ყველაფერი გასაგები
გახდა. მზე ლუსის ზურგს უკან იდგა. შესაბამისად, ამ რაღა-
ცის ჩრდილი თავის უკან, ქვიშაზე ეცემოდა, რომლის ფორმის
მიხედვითაც გოგონა მიხვდა, რომ ეს წვეტიანი კოშკების, მი-
ნარეთებისა და გუმბათების ლანდი იყო.
– ეს ქალაქია, ან ვეება ციხე-სიმაგრე! – ჩაილაპარაკა ლუ-
სიმ თავისთვის, – საინტერესოა, მაღალი მთის წვერზე რატომ
ააშენეს?
დიდი ხნის მერე, როცა ლუსი და ედმუნდი უკვე ინგლისში
იქნებიან, და-ძმა ამის სავარაუდო მიზეზს დაადგენს, რაშიც
მათ სრულიად ვეთანხმები. ზღვაში რაც უფრო ღრმად ჩადი-
ხარ, უფრო ბნელი და ცივი ხდება. იქ, ქვემოთ, იმ სიცივესა და
უკუნში საშიში ქმნილებები ბინადრობენ – კალმარები, ზღვის
გველი და კრაკენი. ზღვის ხეობები ყრუ და საშიში ადგილე-
ბია. ზღვის ხალხისათვის წყალქვეშა ხეობები ზუსტად ისაა,
რაც ჩვენთვის – მთები, ხოლო წყალქვეშა მთები კი პირიქით,
მათთვის ზუსტად ისაა, რაც ჩვენი ხეობები. მათი მწვერვალე-
ბი (როგორც ალბათ მიხვდით, ჩვენი გადმოსახედიდან,
წყალმარჩხი ადგილებია) თბილი და უსაფრთხოა.
თავგადასავლებისა და საგმირო საქმეების ძიებაში, თავ-
ზეხელაღებული ზღვის მონადირეები და მამაცი რაინდები
ხეობების სიღრმეებში ეშვებიან და შინ, მწვერვალზე, სათათ-
ბიროდ, დასასვენებლად, გასართობად – ტურნირებში საპა-
ექროდ, სამღერლად და საცეკვაოდ – ბრუნდებიან.
187 მკითხველთა ლიგა
„განთიადის დამმორჩილებელი“ ქალაქს გასცდა, მაგრამ
ზღვის ფსკერი მაინც ახლოვდებოდა. გემის ძირიდან იგი რამ-
დენიმე ასეულ კილომეტრში იქნებოდა. გზა გაქრა. ხომალდი
ნათელფერებიანი მცენარეებითა და პაწია ჭალებით დაწინ-
წკლული ქვეყნის თავზე მიცურავდა.
მერე ლუსიმ ხალხი დაინახა და აღტაცებისგან ლამის აკივ-
ლდა.
დაახლოებით თხუთმეტი-ოცი ადამიანი იქნებოდა. ყვე ლა
ზღვის ცხენთევზებზე იჯდა. ოღონდ არ გეგონოთ, რომ ლუსი
იმ პაწაწინა ზღვის ცხენთევზებს ხედავდა, რომლებიც თქვენ
მუზეუმებში გინახავთ. არა, ეს ცხენთევზები მხედრებზე საკმა-
ოდ დიდები იყვნენ. მხედრებიდან ზოგს შუბლზე რაღაც ოქ-
როსფრად უელავდა, მათ მხრებს უკან კი ზურმუხტისფერ--
ნარინჯისფერ ლენტებს დინება ალივლივებდა. ლუსიმ გადაწ-
ყვიტა, უთუოდ კეთილშობილი გვარის რაინდები უნდა იყვნე-
ნო.
– ოჰ, ჯანდაბა ამ თევზებს! – თქვა ლუსიმ, როცა წყლის ზე-
დაპირთან ახლოს მსუქანა თევზების გუნდი გამოჩნდა. მარ-
თალია, თევზებმა ლუსის ზღვის ხალხის ცქერაში ხელი შეუშა-
ლეს, მაგრამ მათ გამოჩენას ძალზე საინტერესო ამბავი მოჰ-
ყვა. უეცრად ზღვის სიღრმიდან ლუსისთვის უცნობი მტაცებე-
ლი თევზი ამოხტა, მსუქანა თევზების გუნდიდან ერთ-ერთს
ელვისებურად ეცა, კბილებში მოიქცია და კვლავ სიღრმეში
გაუჩინარდა. ზღვის ხალხი ამ დროს მაღლა იყურებოდა. ლუ-
სის ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ამ დროს ისინი სა-
უბრობდნენ და იცინოდნენ. სანამ მტაცებელი თევზი ზღვის
ხალხთან ნანადირევით დაბრუნებას მოასწრებდა, წყლის ზე-
დაპირთან კიდევ ერთმა, მსგავსი ჯიშის თევზმა ამოცურა. ლუ-
სი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ იგი კავალკადის
188 მკითხველთა ლიგა
შუაგულში მდგომმა მაღალმა ზღვის კაცმა აუშვა, რომელსაც
თევზი მანამდე ან ხელით ეჭირა, ან მაჯაზე ესვა.
– ჩემი აზრით, – თქვა ლუსიმ, – ეს სამეფო ნადირობას
ჰგავს. უფრო ზუსტად კი – ფრინველით ნადირობას. დიახ,
ასეა! ეს ხალხი მკლავებზე შესმული პატარა, მტაცებელი თევ-
ზებით ზუსტად ისე ნადირობენ, როგორც ჩვენ – შევარდნე-
ბით, დიდი ხნის წინ, როცა ქეარ პარაველში მეფეები და დე-
დოფლები ვიყავით. თევზს ააფრენენ, უფრო სწორად, აუშვე-
ბენ... – ლუსის სიტყვა გაუწყდა. მოულოდნელად სურათი შე-
იცვალა. ზღვის ხალხმა „განთიადის დამმორჩილებელი“ შე-
ამჩნია. მსუქანა თევზების გუნდი მიმოიფანტა. ზღვის ხალხი
ზღვის ზედაპირისკენ გამოეშურა. სავარაუდოდ, აინტერესებ-
დათ, რა იყო ეს დიდი და შავი რაღაც, რომელიც მათსა და
მზეს შორის ჩამდგარიყო. ზღვის ზედაპირს ისე მიუახლოვ-
დნენ, გეგონებოდა, ლუსისა და მათ შორის წყალი კი არა,
ჰაერიაო. გოგონა მათთან გამოლაპარაკებასაც კი შეძლებ-
და. კავალკადაში კაცებიც ერივნენ და ქალებიც. თავებს უცხო
დიადემები უმშვენებდათ, მკერდებს კი – მარგალიტის მძივე-
ბი. ტანსაცმელი არ ეცვათ. ზღვის ხალხს მოყვითალო-
სპილოსძვლისფერი სხეულები და ძოწისფერი თმა ჰქონდა.
მათ შუაგულში მეფე (ამაში ეჭვი არავის შეეპარებოდა) ლუ-
სის ამაყად, გამეხებული სახით მიაშტერდა და ხელში შუბი
შეათამაშა. მეფეს რაინდებმაც მიბაძეს. ქალბატონები კი გა-
ოგნებულნი იყურებოდნენ. ლუსი მიხვდა, რომ გემი და ადა-
მიანი მათ მანამდე არ ენახათ, რაც გასაკვირი სულაც არ იყო,
ვინაიდან სამყაროს დასალიერის მიღმა ზღვებში გემები არ
დაცურავდნენ.
– ლუ, რას უყურებ? – ჰკითხა ედმუნდმა.

189 მკითხველთა ლიგა


ლუსი ზღვაში სანახაობას ისე გაეტაცა, რომ ძმის ხმაზე
შეხტა. დრინიანისა და ედმუნდისკენ მიბრუნებულმა ლუსიმ
იგრძნო, რომ მოაჯირიდან ერთ პოზაში დიდხანს ცქერის გა-
მო მკლავი გაშეშებოდა.
– ნახეთ!
ედმუნდმა და დრინიანმა ზღვაში გადაიხედეს. უეცრად
დრინიანმა ხმადაბლა თქვა:
– თქვენო აღმატებულებავ, ახლავე ზღვას ზურგი აქციეთ
და თავი მოიკატუნეთ, თითქოს რაღაც სერიოზულ თემაზე
ვსაუბრობთ.
– რატომ? – ჰკითხა ლუსიმ და კაპიტანს დაემორჩილა.
– ზღვაში ცქერას მეზღვაურთათვის კარგი არაფერი მო-
აქვს, – მიუგო დრინიანმა. – კაცებს ხან ზღვის ქალები უყვარ-
დებათ და ხან – თავად წყალქვეშა ქვეყანა, რის გამოც ბორ-
ტიდან ზღვაში ხტებიან. გამიგონია, რომ ადრე უცნაურ, შორე-
ულ ზღვებში მსგავსი რამ ბევრჯერ მომხდარა. ზღვის ხალ-
ხთან შეხვედრას ყოველთვის უბედურება მოაქვს.
– არადა, ჩვენ მათ ადრე ვიცნობდით, – უთხრა ლუსიმ. –
უწინ, ქეარ პარაველში, როცა ჩემი ძმა, პიტერი მეფეთმეფე
იყო. ჩვენი მეფედ კურთხევის დღეს ისინი წყლის ზედაპირზე
ამოვიდნენ და გვიმღერეს.
– მგონი, ის სულ სხვა ზღვის ხალხი იყო, ლუ, – უთხრა ედ-
მუნდმა დას, – ისინი წყლის ზედაპირზეც სუნთქავდნენ და
სიღრმეშიც. ამ ხალხს კი, ჩემი აზრით, ეს არ შეუძლია. დღესა-
ვით ნათელია, ამოყვინთვა რომ შეეძლოთ, იმწამსვე თავს
დაგვესხმებოდნენ. განრისხებულნი ჩანან.
– ნებისმიერ შემთხვევაში, – დაიწყო დრინიანმა, მაგრამ
სწორედ ამ დროს დგაფუნის ხმა გაისმა.
– ადამიანი ბორტს მიღმა! – იყვირეს იალქნის ვახტიდან.
190 მკითხველთა ლიგა
უეცრად ყველა აფუსფუსდა. ზოგი მეზღვაური იალქნის და-
საშვებად რეიზე აძვრა, ზოგი კი ხოფების მოსასმელად ტრი-
უმში გაიქცა. ზღვაში გადავარდნილი კაცის გადასარჩენად
რინსმა, რომელიც ამ დროს კიჩოზე მორიგეობდა, საჭე მაგ-
რად გადაატრიალა. გემი უნდა შემოებრუნებინა. თუმცა უკვე
ყველას გაეგო, რომ ბორტს მიღმა ადამიანი კი არა, რიპიჩიპი
იყო.
– ჯანდაბა ამ თაგვს! – თქვა გაწიწმატებულმა დრინიანმა,
– მთელი გემის ეკიპაჟი ვერ მოახერხებს იმდენს, რასაც ეგ
თავსატეხს გვიჩენს! რამე არაა მომხდარი, რომ უკვე იქაა!
ჯაჭვითაა დასაბმელი! არა, კილის20 ქვეშაა სათრევი! არა,
უკაცრიელ კუნძულზეა დასატოვებელი! არა, ულვაშები უნდა
დააჭრა! ვინმე ხედავთ იმ პატარა საზიზღარს?
არ გეგონოთ, რომ დრინიანს რიპიჩიპი სძულდა. პირიქით,
თაგვი ძალიან მოსწონდა და თაგუნას რამე ცუდი არ შეემ-
თხვასო, საშინლად აღელდა. რიპიჩიპის გამო შეშინებულ კა-
პიტანს ხასიათი იმწამსვე წაუხდა. აი, ზუსტად ისე, როგორც
დედათქვენს, როცა გაჯავრებული გტუქსავს, როგორ გაბედე
და გზაზე მანქანას წინ გადაურბინეო?! რიპიჩიპი დაიხრჩო-
ბაო, რასაკვირველია, არავინ შეშინებულა. თაგვი შესანიშნა-
ვად ცურავდა. თუმცა ედმუნდი, ლუსი და დრინიანი შიშმა
სულ სხვა მიზეზით აიტანა. სამეულმა კარგად იცოდა, რა ხდე-
ბოდა ამ დროს წყალში. ზღვის ხალხი გრძელი და ბასრი შუ-
ბებით იყო შეიარაღებული.
რამდენიმე წუთში „განთიადის დამმორჩილებელი“ შემობ-
რუნდა და წყალში შავი „ბურთი“ ყველამ დაინახა. საშინლად

20კილი (ჰოლან. kiel) – ზღვ., გემის ფსკერის სიგრძეზე გადებული ძელი


(რკინა), რომელიც გემის შენებისას საფუძველს ქმნის – გემის ხერხემალი
191 მკითხველთა ლიგა
აღტაცებული რიპიჩიპი ყვიროდა, თუმცა წყალი პირში უვარ-
დებოდა, რის გამოც მისი ნათქვამიდან ვერავინ ვერაფერი
გაიგო.
– ყველაფერს დაფქვავს, თუ არ გავაჩუმეთ! – იყვირა დრი-
ნიანმა. ამის თავიდან ასაცილებლად, კაპიტანი წინ გავარდა
და თოკი წყალში თავად ჩაუშვა. მეზღვაურებს კი გასძახა:
– ყველაფერი რიგზეა! თქვენს ადგილებს დაუბრუნდით!
თაგვს თქვენი დახმარების გარეშე ამოვიყვან!
სველი ბეწვის გამო რიპიჩიპს თოკზე ამოძრომა გაუჭირდა.
ის-ის იყო, გემბანზე უნდა დაედგა ფეხი, რომ დრინიანი წინ
გადაიხარა და რიპიჩიპს ყურში უთხრა:
– კრინტი არ დაძრა! ვინმესთან სიტყვა არ წამოგცდეს!
თუმცა გემბანზე ასულ თაგვს ზღვის ხალხი ნაკლებად
ადარდებდა.
– ტკბილია! – შესძახა რიპიჩიპმა, – ტკბილია!
– რაზე ამბობ? – ჰკითხა გაჯავრებულმა დრინიანმა, –
შორს დადექი და ტანი ისე დაიფერთხე! წყალს ნუ მასხამ!
– წყალზე! – მიუგო თაგუნამ, – მართალია ზღვისაა, მაგ-
რამ მარილიანი არაა.
როცა ამის მნიშვნელობა ვერავინ გაიგო, რიპიჩიპი იძუ-
ლებული შეიქნა, ლექსის სახით ძველი წინასწარმეტყველება
გაემეორებინა.

„იქ, სადაც ცა ერწყმის წყალისა,


და ტალღები ჰკარგავენ მარილსა,
რიპიჩიპ, არ გინდა ეჭვი, შორეულ
აღმოსავლეთში ჰპოვებ მას, რასაც ეძებ“.

იმწამსვე ყველა ყველაფერს მიხვდა.


192 მკითხველთა ლიგა
– სათლი მომაწოდე, რაინოლფ! – უთხრა დრინიანმა.
დრინიანმა ზღვიდან სათლით ამოიღო წყალი, რომელიც
ჭურჭელში ბროლივით კამკამებდა.
– ინებეთ, თქვენო აღმატებულებავ, – შესთავაზა კაპიტან-
მა კასპიანს მოწიწებით.
მეფემ სათლი ორივე ხელით აიღო, პირთან მიიტანა და
წყალი მოსვა. მერე კი, სმით გული რომ იჯერა, თავი მაღლა
ასწია. კასპიანს სახე შეცვლოდა და არა მარტო თვალები,
არამედ ყველაფერი. ერთიანად გაცისკროვნებული ჩანდა.
– მართალია, – თქვა მან, – ტკბილია. ნამდვილი წყალია.
დარწმუნებული არ ვარ, მომკლავს თუ არა, მაგრამ სიკვდი-
ლის არჩევა რომ შემეძლოს, მას ავირჩევდი.
– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ედმუნდმა.
– ის... ის შუქს ჰგავს, – უპასუხა კასპიანმა.
– ნამდვილად ასეა! – კვერი დაუკრა რიპიჩიპმა, – დასა-
ლევი შუქი. სამყაროს დასალიერთან ძალიან ახლოს უნდა
ვიყოთ.
რაღაც ხანი მდუმარება ჩამოვარდა. ლუსი გემბანზე მუხ-
ლებზე დადგა და სათლიდან წყალი დალია.
– ამაზე სასიამოვნო ცხოვრებაში არაფერი გამისინჯავს! –
შესძახა ლუსიმ და გაოცებისგან პირი დააღო, – ოჰ, თანაც,
როგორი ნოყიერია! შიმშილის შეგრძნება გამიქრა!
გემზე წყალი ყველამ დალია. უეცრად ნარნიელებმა თავი
ისე კარგად იგრძნეს, რომ ერთხანს ლაპარაკის უნარიც კი
დაკარგეს. გემზე ხანგრძლივი მდუმარება ჩამოვარდა. ცოტა
ხანში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გახდა თვალ-
საჩინო. როგორც მანამდე უკვე გითხარით, რამანდუს კუნძუ-
ლის დატოვების შემდეგ შუქი მეტისმეტად კაშკაშა გახდა –
მზე ძალიან დიდი იყო (თუმცა არა მწველი), ხოლო ზღვა – მე-
193 მკითხველთა ლიგა
ტისმეტად ნათელი, ეგ კი არა, ჰაერიც კი ბრწყინავდა, თუმცა
ახლა შუქს უფრო მოემატებინა, ოღონდ, თავგადასავლების
მოყვარულებს ის საერთოდ არ აწუხებდათ. უფრო მეტიც, ახ-
ლა უკვე ნარნიელებს მზისთვის თვალის თავისუფლად გას-
წორება შეეძლოთ. მსგავსი სინათლე მანამდე არასოდეს ენა-
ხათ. ყველა თავიდან ფეხებამდე გასხივოსნებულიყო. გემბა-
ნი და თოკებიც კი ბრწყინავდა. მეორე დილას, მზე რომ ამო-
ვიდა (ახლა ის, ძველ ზომასთან შედარებით, ხუთჯერ ან ექ-
ვსჯერ უფრო დიდი იყო), მეგობრები თეთრი ფრინველების
გამოჩენის მოლოდინში ვეება მნათობს მიაშტერდნენ.
იმ დღეს, სამხრობამდე (არადა, ჭამა არავის სურდა, წყა-
ლიც საკმარისი იყო) ხმა თითქმის არავის ამოუღია.
– სულ დავიბენი! – თქვა დრინიანმა, – ნიავიც კი არ ქრის.
იალქანი არც კი ირხევა. ზღვა ტბასავით მშვიდია. გემი კი
წყალზე ისე სწრაფად მიცურავს, გეგონება, ზურგის ქარი კი
არა, ქარიშხალი მიგვაქროლებს.
– მეც იგივე აზრი მაწუხებს, – მიუგო კასპიანმა, – ეტყობა,
რაღაც ძლიერ დინებაში მოვყევით.
– ჰმ! რაც სახარბიელო ნამდვილად არაა, რასაკვირვე-
ლია, თუ ამ სამყაროს კიდე მართლა აქვს, – განაცხადა ედ-
მუნდმა.
– იმის თქმა ხომ არ გსურთ, რომ... შეიძლება, წყალს გა-
დავყვეთ? – ჰკითხა კასპიანმა.
– ზუსტად! – შესძახა რიპიჩიპმა და ტაში შემოჰკრა, – ჩემს
წარმოსახვაში ეს სამყარო ვეება, მრგვალ მაგიდას ჰგავს,
რომლის კიდეებიდანაც ყველა ოკეანის წყალი იღვრება. ჩვე-
ნი გემი კიდესთან მივა, ცხვირს წინ გადასწევს, ამ დროს ჩვენ
ქვევით გადავიხედებით და დიდი სიჩქარით თავქვე დავეშვე-
ბით...
194 მკითხველთა ლიგა
– თქვენი აზრით, ფსკერზე რა გველის? – იკითხა დრინიან-
მა.
– ალბათ, ასლანის ქვეყანა, – უპასუხა თაგვმა და თვალე-
ბი გაუბრწყინდა, – ან იქნებ ფსკერი არც აქვს. ხომ შეიძლება,
უსასრულოდ გრძელდებოდეს? რაც არ უნდა იყოს, ნამდვი-
ლად ღირს, საკუთარი თვალით ვიხილოთ, რა ძევს სამყაროს
კიდის მიღმა!
– ყური მიგდეთ, ეს ყველაფერი სისულელეა! – თქვა იუს-
ტასმა, – სამყარო მრგვალია. მაგიდასავით მრგვალი კი არა,
ბურთივით მრგვალი!
– ეს ჩვენი სამყაროა მრგვალი, – უთხრა ედმუნდმა, – მაგ-
რამ ეს?
– ეს როგორ? თქვენ იმის თქმა გსურთ, რომ თქვენი სამყა-
რო მრგვალია (ბურთივით მრგვალი) და ამას ახლა ვიგებ?! –
შეიცხადა კასპიანმა, – სირცხვილი თქვენ! ეს აქამდე როგორ
არ მითხარით! არადა, ნარნიაში მრგვალ სამყაროებზე რამ-
დენი ზღაპარი გვაქვს! ისინი უსაზღვროდ მიყვარდა, თუმცაღა
მათი არსებობის არასოდეს მჯეროდა. მიუხედავად ამისა,
მათში ცხოვრებაზე მაინც ვოცნებობდი. აჰ! ყველაფერს მივ-
ცემდი... რა საინტერესოა, რატომ შეგიძლიათ თქვენ ჩვენს
სამყაროში მოხვედრა, ჩვენ კი თქვენსაში – არა? ნეტავ
ოდესმე ამის შანსი მომეცემოდეს! ალბათ, საშინლად აღმაფ-
რთოვანებელია ბურთისმაგვარ რაღაცაზე ცხოვრება! ისეთ
ადგილებში თუ ყოფილხართ, სადაც ხალხი თავდაყირა და-
დის?
ედმუნდმა თავი გააქნია.
– არა, – თქვა მან, – დიდად გასაოცარი არაა მრგვალი
სამყარო, როცა მასში ცხოვრობ.

195 მკითხველთა ლიგა


თავი მეთექვსმეტე

ზედ სამყაროს დასალიერთან

გემზე, კაპიტან დრინიანისა და პევენსების გარდა, რიპიჩი-


პი იყო ის ერთადერთი, რომელმაც ზღვის ხალხი დაინახა.
წყალში ჩავარდნილმა თაგვმა გაავებული ზღვის მეფე დაინა-
ხა, რომელიც მას შუბს უღერებდა. სავარაუდოდ, მეფემ გემი
და მოგზაურები საფრთხედ ან გამოწვევად მიიჩნია და მათ-
თან საქმის დაუყოვნებლივ გარჩევა სურდა, თუმცა ტკბილმა
წყალმა რიპიჩიპს ყურადღება სულ სხვა რამეზე გადაატანინა.
მოგვიანებით კი, როცა გემბანზე ავიდა, ლუსიმ და დრინიანმა
თაგვი განზე გაიხმეს და დაარიგეს, იმის შესახებ, რაც წყალში
ნახე, სიტყვა არ წამოგცდესო.
ეს საზრუნავი მალე მოეხსნათ. „განთიადის დამმორჩილე-
ბელი“ უკვე ზღვის დაუსახლებელ ნაწილში მიცურავდა. ლუ-
სის გარდა – ისიც ცალი თვალით – ზღვის ხალხი აღარავის
უნახავს. მომდევნო დღის მთელი დილა გემი საკმაოდ თავ-
თხელ წყალში მიცურავდა, რომლის ფსკერზეც ხშირი წყალ-
მცენარეები ნაზად ირწეოდა. შუადღეს ლუსიმ შენიშნა, რომ
წყალმცენარეებს თევზების დიდი გუნდი შესეოდა. თევზები
მშვიდად ჭამდნენ და ერთად, ერთი მიმართულებით მოძრა-
ობდნენ. „ზუსტად ისე, როგორც ცხვრის ფარა“ , – გაიფიქრა
ლუსიმ და უეცრად თევზებს შორის ზღვის გოგონას მოჰკრა
თვალი, რომელიც კომბლით ხელში მოწყენილი იჯდა. ზღვის
გოგონა ლუსის ტოლი იქნებოდა. ლუსიმ გადაწყვიტა, გოგო-
196 მკითხველთა ლიგა
ნა მწყემსიაო. თევზების მწყემსი. თევზების გუნდი წყალმცე-
ნარეებს მართლაც ცხვრის ფარასავით შესეოდა. გოგო და
თევზები ზედაპირთან საკმაოდ ახლოს იყვნენ. ლუსი ფალ-
შბორტიდან წინ გადაიხარა, ზღვის გოგონამ კი თავი მაღლა
ასწია. მათ ერთმანეთს თვალი თვალში გაუყარეს, თუმცა ხმა
არცერთს ამოუღია. რამდენიმე წამში გემმა ჩაიარა და გოგო-
ნა უკან მოიტოვა, თუმცა ლუსის არასოდეს დაავიწყდება მისი
სახე. სხვა ზღვის ხალხისგან განსხვავებით, გოგონა არც გაბ-
რაზებულა და არც შეშინებულა. ლუსის ის ძალიან მოეწონა
და დარწმუნებული იყო, ზღვის გოგოსაც მოვეწონეო. რაღაც-
ნაირად თითქოს დამეგობრდნენ. არა მგონია, გოგონები იმ
სამყაროში (ან რომელიმე სხვაში) კიდევ შეხვდნენ, თუმცა
ასეც რომ მოხდეს, ერთმანეთს ხელს დიდი სიხარულით ჩამო-
ართმევენ.
„განთიადის დამმორჩილებელი“ ცურვას განაგრძობდა.
მის ვანტებს არც ქარი აწვალებდა და არც აქაფებული ტალ-
ღები ასკდებოდა გემის ცხვირს. მზის შუქის სიკაშკაშე ყოველ
საათს იზრდებოდა, თუმცა თვალს არავის სჭრიდა. ჭამისა და
ძილის სურვილი ყველას დაჰკარგოდა. თავგადასავლების
მაძიებლები ღვინოზე ძლიერ კამკამა წყალს ყოველდღე მდუ-
მარედ სვამდნენ. ნელ-ნელა გაკაჟდნენ. ერთი-ორი ასაკოვა-
ნი მეზღვაური მათ თვალწინ გაახალგაზრდავდა. ბორტზე ყვე-
ლა გახარებული და აღტაცებული იყო. ეს არ იყო ისეთი აღ-
ტაცება, რომელიც ენის გაუჩერებლად ლაპარაკისკენ გიბიძ-
გებს. დრო გადიოდა, ნარნიელები თითქმის აღარ საუბრობ-
დნენ და თუ რამეს იტყოდნენ, ისიც მხოლოდ ჩურჩულით.
უკანასკნელი ზღვის სიმშვიდე ნარნიელებსაც გადასდებო-
დათ.

197 მკითხველთა ლიგა


– მილორდ, წინ რას ხედავთ? – ჰკითხა ერთ მშვენიერ
დღეს კასპიანმა დრინიანს.
– მხოლოდ სითეთრეს, თქვენო უდიდებულესობავ. ჩრდი-
ლოეთიდან სამხრეთამდე ჰორიზონტი სულ თეთრია.
– მეც იგივეს ვხედავ, – კვერი დაუკრა კასპიანმა, – ნეტავ
რა არის?
– ჩრდილოეთით რომ ვიყოთ, ვიტყოდი, ყინულია-მეთქი,
მაგრამ აქ ეს შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს,
მეხოფეები საქმეს შეუდგნენ, რომ ასეთ სწრაფ დინებაში რა-
მეს არ შევეჯახოთ!
ისე მოიქცნენ, როგორც დრინიანმა თქვა. ნელ-ნელა სვლა
შეანელეს, თუმცა სითეთრე ძველებურად იდუმალებით მოცუ-
ლი რჩებოდა. თუ ის მართლა ხმელეთი იყო, მაშინ ძალზე უც-
ნაური კუნძული უნდა ყოფილიყო, რადგანაც წყლის ზედაპი-
რივით გლუვი იყო და ზუსტად მის დონეზე იდგა. სითეთრეს
მიუახლოვდნენ თუ არა, დრინიანმა „განთიადის დამმორჩი-
ლებელი“ სამხრეთით ისე შეატრიალა, რომ ხომალდი მარ-
ჯვენა ქიმით დინების მხარეს მოექცა. კაპიტანმა სითეთრის
გასწვრივ ხოფებით სვლა ბრძანა. სწორედ იქ, სრულიად შემ-
თხვევით, ნარნიელებმა, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი რამ
აღმოაჩინეს. თურმე დინება, რომელიც მათ აღმოსავლეთით
მიაქროლებდა, სიგანეში დაახლოებით თორმეტი მეტრი იყო,
ხოლო მის მარჯვნივ და მარცხნივ ზღვა – ტბორივით მშვიდი.
ამ ახალმა ამბავმა ეკიპაჟი საშინლად გაახარა, რადგან მეზ-
ღვაურები უკვე ფიქრობდნენ, რამანდუს კუნძულზე დინების
საწინააღმდეგოდ, ხოფვით არ მოგვიწიოს დაბრუნებაო (ამას-
თან, ლუსი მიხვდა, თუ რატომ ჩაუქროლა გემმა მწყემსს გო-
გოს ასე ჩქარა. ის დინების ზოლში არ იყო. თორემ, გემის
მსგავსად, დინება მასაც აღმოსავლეთით წაიღებდა).
198 მკითხველთა ლიგა
და მაინც, ვერავის გაეგო, რა იყო ეს სითეთრე. ამის გა-
სარკვევად წყალზე ნავი დაუშვეს. „განთიადის დამმორჩილე-
ბელზე“ დარჩენილებმა დაინახეს, როგორ შეიჭრა ნავი ამ უჩ-
ვეულო სითეთრის შუაგულში. ხომალდზე შესანიშნავად ეს-
მოდათ ნავიდან გაკვირვებულთა შეძახილები. ერთხანს მდუ-
მარება ჩამოვარდა. რაინოლფმა წყლის სიღრმე ნავის ცხვი-
რიდან გაზომა. უკან დაბრუნებული ნავი შიგნიდანაც ამ თეთ-
რი რაღაცით იყო სავსე. ახალი ამბის გასაგებად ყველა
ბორტს მიაწყდა.
– შროშანი, თქვენო აღმატებულებავ! – იყვირა რაინოლ-
ფმა.
– რა თქვი? – ჰკითხა კასპიანმა.
– აყვავებული შროშანები, თქვენო აღმატებულებავ! –
მიუგო რაინოლფმა, – დუმფარები, წყლის შროშანები!
– შეხედეთ! – იყვირა ნავის კუდში მჯდომმა ლუსიმ და სვე-
ლი ხელებით თეთრი, დიდფოთლებიანი ყვავილები მაღლა
ასწია.
– რაინოლფ, სიღრმე? – ჰკითხა დრინიანმა.
– იცით, რა არის ყველაზე უცნაური, კაპიტანო? სიღრმე
სამნახევარი საჟენი21 მაინც იქნება.
– არა მგონია, ეგ შროშანი იყოს, – თქვა იუსტასმა. სავა-
რაუდოდ, იუსტასი მართალი იყო, თუმცა ყვავილები შროშა-
ნებს მაინც ძალიან ჰგავდა. თათბირის შემდეგ, როცა „გან-
თიადის დამმორჩილებელი“ უკან გაბრუნდა და შროშანის
ტბით, იგივე ვერცხლისფერი ზღვით (საბოლოოდ, კასპიანის
რუკაზე ეს ადგილი „ვერცხლისფერ ზღვად“ აღინიშნა) დინე-

21საჟენი – რუსული ზომის ერთეული; უდრის სამ არშინს, 2,134 მეტრს;


იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე
199 მკითხველთა ლიგა
ბას კვლავ აღმოსავლეთით მიჰყვა, მოგზაურობის ყველაზე
უცნაური ნაწილიც დაიწყო. ძალიან მალე, დასავლეთის ჰო-
რიზონტზე ზღვისგან მხოლოდ ცისფერი არშია დარჩა. იქ, სა-
დაც შროშანებს შორის მოქცეული წყლის ვიწრო ზოლი მუქ-
მწვანე შუშისფრად ლივლივებდა, ირგვლივ სითეთრეს ღია
ოქროსფერი დაჰკრავდა. უკანასკნელი ზღვა არქტიკას ჰგავ-
და. თავგადასავლების მაძიებლებს მხედველობა რომ არ გაძ-
ლიერებოდათ, ალბათ ასეთ დამაბრმავებელ შუქს ვერ გაუძ-
ლებდნენ, განსაკუთრებით – ალიონზე, როცა მზე უზარმაზა-
რი იყო. თეთრი შუქისგან საღამოები გაზრდილიყო. ყვავი-
ლებს ბოლო არ უჩანდა. ლუსის მათი სურნელის აღწერა
გაუჭირდა: „ტკბილია. დიახ, მაგრამ ისეთიც არა, ძილი რომ
მოგგვაროს, ან გადაგღალოს. არა, ეს რაღაც ახალი, გიჟური
არომატია, რომელიც ტვინზე ისე მოქმედებს, რომ გგონია,
მთაზე არბენა, ან სპილოსთან ჭიდაობა შეგიძლია“. ლუსი და
კასპიანი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „ამას ვეღარ გავუძლებ,
მაგრამ არც ის მინდა, რომ შეწყდეს!“
წყლის სიღრმეს ხშირად ამოწმებდნენ. რამდენიმე დღეში
ზღვა უფრო წყალმარჩხი გახდა. საბოლოოდ დინებიდან გა-
მოსვლა და ხოფებით ცურვა მოუხდათ. მალე ნათელი შეიქნა,
რომ „განთიადის დამმორჩილებელი“ ცურვის გაგრძელებას
ვეღარ შეძლებდა და სწორედ გამოცდილი კაპიტნის დამსახუ-
რება იყო, რომ გემი მიწაში ჩაფლობას რამდენჯერმე გადა-
ურჩა.
– დაუშვით ნავი! – იყვირა კასპიანმა, – მერე კი ყველა კი-
ჩოზე შეკრიბეთ. უნდა დაგელაპარაკოთ.
– რა ხდება? – ჰკითხა იუსტასმა ედმუნდს ჩურჩულით, –
თვალები უცნაურად უელავს.
– მგონი – ჩვენც, – უპასუხა ედმუნდმა.
200 მკითხველთა ლიგა
კასპიანის მოსასმენად ყველა კიჩოზე, კიბის ძირში შეიკ-
რიბა.
– მეგობრებო, – დაიწყო კასპიანმა, – ჩვენ ნაკისრი ვალ-
დებულება შევასრულეთ. მიზანი მიღწეულია. შვიდი ლორდის
ამბავი ვიცით. ვინაიდან სერ რიპიჩიპმა ფიცი დადო, უკან
აღარ დავბრუნდებიო, როცა რამანდუს კუნძულს მიაღწევთ,
ეჭვი არ მეპარება, ლორდი რევილიანი, ლორდი არგოზი და
ლორდი მავრამორნი გაღვიძებული დაგხვდებათ. ჩემო ძვირ-
ფასო ლორდ დრინიან, ამ გემს თქვენ გაბარებთ და გიბრძა-
ნებთ, ნარნიაში რაც შეიძლება მალე დაბრუნდეთ. არავითარ
შემთხვევაში არ გადახვიდეთ სიკვდილის წყლის კუნძულზე.
ასევე გადაეცით ჩემს რეგენტს, ჯუჯა ტრამპკინს, რომ ამ მეზ-
ღვაურებს ჩემ მიერ აღთქმული ჯილდოები გადასცეს. მათ ეს
პატიოსნად დაიმსახურეს. იმ შემთხვევაში, თუ არ დავბრუნ-
დი, ჩემი სურვილია, რეგენტმა ტრამპკინმა, დოქტორმა კორ-
ნელიუსმა, მაჩვმა ტრაფელჰანტერმა და ლორდმა დრინიანმა
ერთხმად აირჩიონ ნარნიის ახალი მეფე...
– თქვენო უდიდებულესობავ, ნუთუ ნარნიის გვირგვინზე
უარს ამბობთ? – სიტყვა გააწყვეტინა დრინიანმა.
– მე რიპიჩიპს მივყვები, – უპასუხა კასპიანმა.
მეზღვაურებს შორის ფუსფუსი ატყდა.
– სამყაროს დასალიერის სანახავად ნავით გავემგზავრე-
ბით, – განაცხადა კასპიანმა, – ამ მშვიდ ზღვებში თქვენ არ
დაგჭირდებათ, თუმცაღა რამანდუს კუნძულზე ახლის გაკეთე-
ბა მოგიწევთ. ახლა კი...
– კასპიან, – მეფეს სიტყვა გააწყვეტინა ედმუნდმა და მკაც-
რად უთხრა: – ამას ვერ იზამთ.
– რასაკვირველია, – დაეთანხმა რიპიჩიპი, – მისი აღმატე-
ბულება ამას ვერ იზამს.
201 მკითხველთა ლიგა
– რა თქმა უნდა, – კვერი დაუკრა მათ დრინიანმა.
– ნუთუ? – იკითხა უხეშად კასპიანმა, რომელიც იმ წუთას
ძალიან ჰგავდა თავის ბიძა მირაზს.
– დიდი ბოდიში, რომ ვერევი, თქვენო აღმატებულებავ, –
თქვა რაინოლფმა გემბანიდან, – მაგრამ რომელიმე ჩვენგანს
იგივე რომ გაეკეთებინა, ეს დეზერტირობა იქნებოდა.
– რაინოლფ, თქვენს თავზე ბევრს იღებთ! – უპასუხა კას-
პიანმა მკვახედ.
– არა, თქვენო უდიდებულესობავ, რაინოლფი სრულიად
მართალია! – არ დაეთანხმა დრინიანი.
– ასლანის ფაფარს ვფიცავ, – თქვა კასპიანმა, – მე მეგო-
ნა, ჩემი ქვეშევრდომები იყავით და არა – ჩემი სკოლის მას-
წავლებლები.
– მე არც ვარ, – უთხრა ედმუნდმა, – და ამიტომ გეუბნე-
ბით, რომ ამას ვერ იზამთ.
– ვერ ვიზამ? ნეტავ რას გულისხმობთ? – ჰკითხა კასპიან-
მა.
– ჩვენ ის ვიგულისხმეთ, რომ ეს „არ უნდა ჰქნათ“ , თქვე-
ნო აღმატებულებავ, – უპასუხა რიპიჩიპმა და კასპიანს თავი
მოწიწებით დაუკრა, – თქვენ ბრძანდებით ნარნიის მეფე და
თუ უკან არ დაბრუნდებით, თქვენი ქვეშევრდომების, განსა-
კუთრებით კი ტრამპკინის ნდობას დაჰკარგავთ. თქვენ უფლე-
ბა არ გაქვთ, თავგადასავლებით ისე ისიამოვნოთ, როგორც
კერძო პირმა. თქვენი აღმატებულება თუ ამას ყურად არ
იღებს, მაშინ ამ გემზე ყველა თქვენი ერთგული მეზღვაური
იძულებული იქნება, განგაიარაღოთ და ხელ-ფეხი იქამდე შე-
გიკრათ, სანამ გონს არ მოეგებით.
– დიახ! – დაეთანხმა ედმუნდი, – ზუსტად ისე, როცა ოდი-
სევსი გაკოჭეს, როცა მას სირინოზები იწვევდნენ.
202 მკითხველთა ლიგა
კასპიანმა ხელი ხმლისკენ წაიღო.
– რამანდუს ქალიშვილს თქვენ არ დაჰპირდით, უკან დავ-
ბრუნდებიო? – შეახსენა ლუსიმ.
კასპიანი შეყოვნდა.
– დიახ, ასეა, – უპასუხა მეფემ და ერთხანს დაბნეული იდ-
გა. მერე კი ხმამაღლა თქვა:
– კეთილი, თქვენი გაიტანეთ. ძიება დასრულდა. უკან
ვბრუნდებით. ამოსწიეთ ნავი!
– თქვენო აღმატებულებავ, – უთხრა რიპიჩიპმა, – რო-
გორც ეს უკვე აგიხსენით, უკან ყველა ვერ დავბრუნდებით...
– სიჩუმე! – იქუხა კასპიანმა, – მართალია, მწარე გაკვე-
თილი მივიღე, მაგრამ თავს არავის გავაცურებინებ! ვინმემ ეს
თაგვი გააჩუმეთ!
– თქვენმა აღმატებულებამ ფიცი დადო, – შეახსენა რიპი-
ჩიპმა, – ნარნიის მოლაპარაკე მხეცებს სამართლიანად მო-
ვექცევიო.
– მართალია. მოლაპარაკე მხეცებს, – მიუგო კასპიანმა, –
თუმცაღა მე არაფერი მითქვამს ყბედ მხეცებზე! – მიახალა
თაგვს, მერე კიბეზე სწრაფად დაეშვა, კაიუტაში შევარდა და
კარი გაიჯახუნა.
მოგვიანებით, როცა სხვები მას კაიუტაში შეუერთდნენ,
კასპიანი შეცვლილი დახვდათ. მეფე გადაფითრებული და
თვალცრემლიანი იყო.
– ო, რა ცუდია, – თქვა მან, – მოთმინება დავკარგე და
უღირსად მოვიქეცი. ასლანი მელაპარაკა. არა... იმის თქმა
მინდა, რომ აქ კი არ ყოფილა – ამ კაიუტაში ვერც კი
დაეტეოდა – კედელზე ოქროს ლომის თავი გაცოცხლდა და
მელაპარაკა. ეს საშინელება იყო... მისი თვალები... ძალიან
არ დავუტუქსივარ, მაგრამ თავიდან ძალზე ხისტად მელაპა-
203 მკითხველთა ლიგა
რაკა. საშინელება იყო. მან მითხრა... მან მითხრა... ო, ამას
ვერ შევეგუები. ამაზე უარესს ვერაფერს მეტყოდა. მოკლედ,
თქვენ, რიპი, ედმუნდი, ლუსი და იუსტასი უნდა წახვიდეთ. მე
კი უკან მარტო უნდა დავბრუნდე და თანაც – დაუყოვნებლივ.
მითხარით, რა არის ამაში კარგი?
– კასპიან, ძვირფასო, – უთხრა ლუსიმ, – ხომ იცოდით,
რომ ადრე თუ გვიან, ჩვენ ჩვენს სამყაროში დავბრუნდებო-
დით!
– დიახ, – უპასუხა ასლუკუნებულმა კასპიანმა, – მაგრამ
ჯერ ადრეა!
– რამანდუს კუნძულზე დაბრუნებული თავს უკეთ იგ-
რძნობ, – დაამშვიდა ლუსიმ.
კასპიანს ცოტა ხანში გუნება გამოუკეთდა, თუმცა მეგობ-
რების განშორება იმდენად მძიმე და დამთრგუნველი იყო,
რომ მასზე არაფერს დავწერ. დაახლოებით შუადღის ორ სა-
ათზე, საჭმლითა და წყლით კარგად დატვირთული (თუმცა მი-
აჩნდათ, რომ ეს საჭირო არ იყო) სამაშველო ნავი, ისევე, რო-
გორც რიპიჩიპის მეთევზის ნავი „განთიადის დამმორჩილებ-
ლიდან“ წყალზე დაუშვეს. ნავი ხომალდს ნელა დაშორდა და
შროშანების უსასრულო ზღვაში შეცურა. „განთიადის დამ-
მორჩილებელზე“ პევენსების, იუსტასისა და რიპიჩიპის გამ-
გზავრების პატივსაცემად ყველა დროშა და ფარი გამოჰკი-
დეს. დუმფარებით გარშემორტყმული ნავიდან დიდი და მყუდ-
რო გემი სახლს ჰგავდა. მხედველობის არიდან გაუჩინარე-
ბამდე „განთიადის დამმორჩილებელი“ უკან გაბრუნდა და
დასავლეთით სვლა ხოფებით განაგრძო. ლუსის თვალები-
დან ცრემლები გადმოსცვივდა, მაგრამ გოგონა არც ისეთი
დამწუხრებული იყო, როგორც თქვენ გგონიათ. შუქმა, მდუმა-

204 მკითხველთა ლიგა


რებამ, ვერცხლისფერი ზღვის უჩვეულო კეთილსურნელებამ
და მარტოობამაც კი ლუსი საშინლად აღაფრთოვანა.
ნიჩბების მოსმა საჭირო არ იყო, დინება აღმოსავლეთით
მიაქანებდათ. არც უჭამიათ და არც უძინიათ. მთელი ღამე და
მომდევნო დღე აღმოსავლეთით მიცურავდნენ. მესამე დღეს,
გარიჟრაჟზე – მსგავს კაშკაშა შუქს მე და თქვენ მზის სათვა-
ლითაც ვერ გავუძლებდით – დიდი სასწაული იხილეს. ნავსა
და ცას შორის მთრთოლვარე, მომწვანო-მონაცრისფროდ
მბრწყინავი კედელი აღმართულიყო. მერე მზე ამოვიდა და
კედელი ცისარტყელის ფერებში ალიცლიცდა. მათ იცოდნენ,
რომ სინამდვილეში ის კედელი კი არა, მაღალი ზვირთი იყო,
რომელიც ჩანჩქერის კიდესავით უსასრულოდ დგას ერთ ად-
გილას. სიმაღლეში დაახლოებით ათ მეტრამდე იქნებოდა.
სწრაფი დინება მათ ზვირთისკენ მიაქროლებდათ. თქვენ ალ-
ბათ გაიფიქრეთ, რომ შეეშინდათ, მაგრამ ცდებით. არა მგო-
ნია, მათ ადგილას ვინმეს შიში დაუფლებოდა. საქმე ისაა,
რომ ბავშვებსა და თაგვს ახლა უკვე არა მარტო ზვირთის
უკან შეეძლოთ ხედების დანახვა, არამედ თავად მზის მიღმაც
კი. უკანასკნელი ზღვის ტკბილ წყალს მათთვის მხედველობა
ასე რომ არ გაეუმჯობესებინა, მეგობრები მზეს ვერც კი შეხე-
დავდნენ. აღმოსავლეთით, მზის უკან, ვეება მთები იჭიმებო-
და. ეს მთები ისეთი მაღალი იყო, რომ თვალი ვერ მიაწვდი-
ნეს. მზის უკან ცას მათგან ვერცერთი გაიხსენებს. უშველე-
ბელ მთათა სისტემა ნამდვილად სამყაროს მიღმა უნდა ყოფი-
ლიყო, რადგან ჩვენს სამყაროში მათზე ბევრად დაბალი
მწვერვალები თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ბავშვებ-
მა და რიპიჩიპმა მთებს თვალი ვერ მიაწვდინეს. რაც შეეძ-
ლოთ მაღლა იყურებოდნენ, მაგრამ მათ ფერდობებზე ნაზი,
მწვანე ტყეებისა და მჩქეფარე ჩანჩქერების გარდა ვერაფერი
205 მკითხველთა ლიგა
დაინახეს. უეცრად აღმოსავლეთიდან ნიავი ამოვარდა. ზვირ-
თის ქიმები აქაფდა. ნავის გარშემო წყლის ზედაპირმა
თრთოლა დაიწყო. ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა
და რაც მას მოჰყვა, სამ ბავშვს არასოდეს დაავიწყდება. ეს
იყო ერთდროულად სურნელიცა და ხმაც, მელოდიაც. ედმუნ-
დი და იუსტასი ამაზე კრინტს აღარ დაძრავენ. ლუსიმ კი ჩემ-
თვის მხოლოდ ამის თქმა შეძლო:
– გულს გაგიპობდა.
– რატომ? ნუთუ ასეთი სევდიანი იყო? – ვკითხე მე.
– სევდიანი?! – შეიცხადა ლუსიმ, – არა, სულაც არა!
ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ისინი სამყაროს დასალიერს
მიღმა ასლანის ქვეყანას ხედავდნენ.
უეცრად გაისმა ჭრიალი და ნავი ფსკერს შეეხო. თავთხელ-
ში იდგნენ.
– აი, აქ ჩვენი გზები იყოფა, – უთხრა ბავშვებს რიპიჩიპმა.
მათ თაგვის შეჩერება არც უცდიათ. ბავშვებს ისეთი შეგ-
რძნება დაეუფლათ, თითქოს ეს ნაწინასწარმეტყველები, ან
ერთხელ უკვე მომხდარი იყო. თაგვს პაწია ნავის წყალზე
დაშვებაში დაეხმარნენ. რიპიჩიპმა რაპირა წელიდან შეიხსნა
(„აღარ დამჭირდება“, – თქვა მან) და შორს, შროშანებიან
ზღვაში მოისროლა. რაპირა წყალში წვერით ჩაესო, ტარი კი
მის ზედაპირზე დარჩა. თაგვი ბავშვებს გამოემშვიდობა. მათი
ხათრით რიპიჩიპმა თავს ძალა დაატანა და თავი მოიკატუნა,
დანაღვლიანებული ვარო. სინამდვილეში სიხარულისგან
ცახცახებდა. საბოლოოდ, ლუსიმ გააკეთა ის, რაც ყოველ-
თვის სურდა – რიპიჩიპს მკლავები შემოჰხვია, გულში ჩაიკრა
და მოეფერა. ამის მერე თაგუნა ნავში ჩახტა და პაწია ნიჩბის
მოსმას შეუდგა. მას დინება მიეხმარა. თეთრი დუმფარების
ფონზე ნავი შავ ლაქად მოჩანდა. საინტერესოა, რომ ზვირ-
206 მკითხველთა ლიგა
თზე, რომელიც გლუვ, მწვანე ფერდობს უფრო ჰგავდა, არ-
ცერთი დუმფარა არ ყვაოდა. პაწია ნავმა სიჩქარე თანდათან
აკრიფა და ზვირთზე კოხტად შეცურდა. რიპიჩიპი წამით მის
ქიმზე შეყოვნდა და გაუჩინარდა. იმ დღიდან თაგვი რიპიჩიპი
აღარავის უნახავს. ჩემი ღრმა რწმენით, მან ასლანის ქვეყა-
ნას უსაფრთხოდ მიაღწია და დღემდე იქ ცხოვრობს.
მზის ამოსვლის შემდეგ სხვა სამყაროს მთები ნელ-ნელა
გაქრა. თუმცა ზვირთი, რომლის უკანაც ცა ფირუზისფრად
ელავდა, კვლავინდებურად იქ იყო.
ბავშვები ნავიდან გადმოვიდნენ და მეჩხერ წყალში შევიდ-
ნენ. არა ზვირთისკენ, არამედ – სამხრეთისკენ (წყლის კედე-
ლი მათგან მარცხნივ იყო). გაინტერესებთ, რატომ მოიქცნენ
ასე? ვერ გეტყვიან. ეს მათი ბედი იყო. მართალია, „გან-
თიადის დამმორჩილებელზე“ ისინი თავს დიდებად გრძნობ-
დნენ, მაგრამ ახლა კვლავ ბავშვები გახდნენ და ერთმანეთს
ხელები ჩაჰკიდეს. გზას თავთხელ წყალში, დუმფარებს შო-
რის მიიკვლევდნენ, მაგრამ არ დაღლილან. წყალი თბილი
იყო და თანდათან იკლებდა. ბოლოს მშრალ ქვიშაზე ავიდნენ
და ბალახზე გადავიდნენ. მათ წინ გადაჭიმულიყო ვეება ვაკე,
რომელზეც ნაზი ბალახი ბიბინებდა. ვაკე, რომელსაც ყოვე-
ლი მხრიდან ვერცხლისფერი ზღვა ერტყა, თითქმის ზღვის
დონეზე იყო და, რასაკვირველია, როცა ისეთ ვაკეზე დგახარ,
სადაც ხეები არ იზრდება, ასე გგონია, ცა ქვემოთ იწევს და ბა-
ლახს უერთდებაო, თუმცა, როცა ბავშვები დაწინაურდნენ,
მიხვდნენ, რომ ეს ილუზია არ ყოფილა. ვაკეზე ცა მიწას მარ-
თლა ხვდებოდა. ეს იყო ნათელი, მყარი ცისფერი კედელი,
რომელსაც ყველაზე მეტად შუშას ვამსგავსებ. ცა მათგან რამ-
დენიმე ნაბიჯის მანძილზე იყო, ამაში ბავშვებს უკვე ეჭვი
აღარ ეპარებოდათ.
207 მკითხველთა ლიგა
უეცრად, მათსა და ცას შორის, ბალახში რაღაც თეთრი
დაინახე. მიუხედავად მათი არწივის თვალისა, იმის გარჩევა,
რა იყო ეს, მაინც გაუჭირდათ. მიუახლოვდნენ თუ არა, ბატკა-
ნი დაინახეს.
– მოდით, ისაუზმეთ, – მიიპატიჟა ბატკანმა ბავშვები ტკბი-
ლი ხმით.
ბავშვებმა სწორედ მაშინ შენიშნეს, რომ იქვე, ბალახში,
პატარა კოცონზე თევზი იწვებოდა. დასხდნენ და ჭამეს. მრა-
ვალი დღის განმავლობაში შიმშილი პირველად იგრძნეს. ეს
იყო ყველაზე გემრიელი ხორცი, რაც კი მანამდე გაესინჯათ.
– ბატკანო, გეთაყვა, გვითხარი, აქედან ასლანის ქვეყანა-
ში მოვხვდებით?
– არა, – მიუგო ბატკანმა, – ასლანის ქვეყანაში თქვენი
სამყაროდან მოხვდებით.
– რა? – შეიცხადა ედმუნდმა, – ნუთუ ასლანის ქვეყანაში
ჩვენი სამყაროდანაც შეიძლება მოხვედრა?
– ჩემს ქვეყანაში ყველა სამყაროდან შეიძლება მოხვედ-
რა, – უპასუხა ბატკანმა. მერე ზომაში გაიზარდა და მისმა
თოვლივით თეთრმა საწმისმა ოქროსფრად ინათა. მათ წინა-
შე თავად ასლანი იდგა. ფაფარგაცისკროვნებული ლომი ბავ-
შვებს ზემოდან დასცქეროდა.
– ო, ასლან, – უთხრა ლუსიმ, – გვეტყვი, როგორ მოვ-
ხვდეთ ჩვენი ქვეყნიდან შენს ქვეყანაში?
– ამას მთელი ცხოვრება გასწავლით, – მიუგო ასლანმა, –
მაგრამ არ გეტყვით, რამდენად გრძელი ან მოკლე იქნება
იქამდე გზა; მხოლოდ იცოდეთ, იგი მდინარის გადაღმაა. არ
შეშინდეთ, მე ხიდების შესანიშნავი მშენებელი ვარ. ახლა კი
მომყევით! ცაში კარს გავაღებ და თქვენს სამყაროში დაგაბ-
რუნებთ.
208 მკითხველთა ლიგა
– ასლან, გთხოვ, – შეეხვეწა ლუსი, – წასვლამდე გვითხა-
რი, ნარნიაში კიდევ როდის დავბრუნდებით? გთხოვ, ასლან!
და კიდევ, ძალიან, ძალიან, ძალიან გთხოვ, რომ იქ მალე
დაგვაბრუნო!
– ჩემო უსაყვარლესო, – უთხრა ნაზად ასლანმა, – შენ და
შენი ძმა ნარნიაში ვეღარ დაბრუნდებით.
– ო, ასლან! – შეიცხადეს სასოწარკვეთილი ხმით ედმუნ-
დმა და ლუსიმ.
– თქვენ ძალიან გაიზარდეთ, ბავშვებო, – აუხსნა ასლან-
მა, – და დროა, თქვენს სამყაროს ეზიაროთ.
– აქ ნარნია არაფერ შუაშია, – ატირდა ლუსი, – მთავარი
შენ ხარ. იქ ვეღარ გნახავთ! გვითხარი, უშენოდ როგორ ვიც-
ხოვროთ?
– არ გინდა, საყვარელო. იქაც მნახავთ, – დაამშვიდა ას-
ლანმა.
– თქვენ... იქაც ხართ, სერ? – ჰკითხა ედმუნდმა.
– დიახ, – უპასუხა ასლანმა, – მაგრამ იქ სხვა სახელი
მქვია. თქვენს სამყაროში ახლა იმ სახელით უნდა გამიცნოთ.
ნარნიაში თქვენი სტუმრობის მთავარი მიზანი სწორედ ეს
იყო; იქ რომ უკეთ გამიცნოთ, ჯერ აქ უნდა გაგეცანით.
– აქ აღარც იუსტასი დაბრუნდება? – ჰკითხა ლუსიმ.
– შვილო, ამის ცოდნა რას გარგებს? – ჰკითხა ასლანმა, –
ახლა კი მომყევით, ცაში კარს ვაღებ.
უეცრად ცისფერი კედელი გაიპო, თითქოს ფარდა შუაზე
ჩაიხაო და ციდან თვალისმომჭრელი თეთრი შუქი გადმოიღ-
ვარა. ბავშვებმა შუბლზე ასლანის ფაფარი და ლომის კოცნა
იგრძნეს, მერე კი კვლავ კემბრიჯში, დეიდა ალბერტას სახ-
ლში, საძინებელ ოთახში აღმოჩნდნენ.

209 მკითხველთა ლიგა


მხოლოდ ორ რამეს დავამატებ: პირველი – კასპიანმა და
მეზღვაურებმა რამანდუს კუნძულს მშვიდობიანად მიაღწიეს,
სადაც სამივე ლორდი გამოღვიძებული დახვდათ. კასპიანმა
რამანდუს ქალიშვილი ცოლად შეირთო და ისინი ნარნიაში
ერთად დაბრუნდნენ. რამანდუს ქალიშვილი დიდებული დე-
დოფალი და ძლევამოსილი მეფეების დედა და ბებია იქნება
და მეორე – ჩვენს სამყაროში ყველა აღნიშნავდა, იუსტასი
როგორ გამოსწორებულაო. „ვეღარც კი იცნობ!“ – ამბობ-
დნენ, თუმცა, დეიდა ალბერტას აზრით, იუსტასი ძალზე უბრა-
ლო და დამღლელი გამხდარიყო, რასაც მასზე პევენსების
ბავშვების გავლენას აბრალებდა.

210 მკითხველთა ლიგა

You might also like