You are on page 1of 2

1. ლომბორზოს თეორია-დევიაციის ბიოლოგიური ახსნა.

მეჩხერი კბილები,
წაგრძელებული ყბა და ტკივილის მიმართ დაბალი შეგრძნება .
უილიამ შელდონმა დააკავშირა ადამიანთა სხეულის აგებულება დევიაციურ
ქცევასთან. როგორც სხვადასხვა ჯიშის ძაღლს აქვს მისდიოს სხვადასხვა ქცევის
ნიმუშს, ასეა ადამიანის სხეულსა და მის ქცევას შორის არსებული შესაბამისობა .
რეაბილიტაციის ცენტრში ორასი ყმაწვილის ქცევის კვლევის შედეგების მიხედვით
დადგინდა ასევე რო მეზომორფები უფრო მეტად არიან დევიაციური ქცევისკენ
მიდრეკილები.
ქრომოსომათა
2. ფსიქოლოგია ცდილობს დევიაციის ფსიქიკურ გადახრასთან დაკავშირებას.
ფროიდმა გამოყო დამნაშავენი ბრალის გრძნობით , რომლებსაც მიაჩნიათ, რომ
გამოსასწორებელი სისტემა, მაგალითად ციხე შეაკავებს მათ ლტოლვებს.
სექსუალური დევიაცია დაკავშირებული იქნა ასევე კასტრაციის მიმართ შიშთან .
მიუხედავად გარკვეული ჰიპოთეზებისა, ერთი რომელიმე ფსიქოლოგიური ნიშანის
გამოყოფა რაც განსაზღვრავს დევიანტის ან კანონმორჩილი მოქალაქის ქცევას
ვერ ხერეხდება. ამიტომ უფრო სარწმუნოა, რომ დევიაცია განსაზღვრულია
მრავალი ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორის შერწყმის შედეგად.
3. სოციოლოგიური ანომია- დიურკჰემმა თავის ნაშრომში ანომია
თვითმკვლელობასთან დააკავშირა. იგი ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრების
რეგულირებას სოციალური წესები ახდენენ, და რადიკალური სოციალური
ცვლილება იწვევს დევიაციურ ქცევას. როცა სოციალური ნორმები ინგრევა
ადამიანები კარგავენ ორიენტაციას-რაც ხელს უწყობს დევიაციურ ქცევას .
სოციალური დეზორგანიზაცია.
4. მერტონის ანომიის თეორია- მერტონი მიზნებსა და მიზნების მიღწევის
სოციალურად მოწონებულ საშუალებებს აკავშირებს ერთმანეთთან. მაგალითად
ყველას არ აქვს საშუალება შვილს უმაღლესი განათლება მისცეს საუკეთესო
უნივერსიტეტში, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან მიმართონ დევიაციურ ქცევას,
როგორიცაა ვთქვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ.
5. კულტუროლოგიური ახსნა- არსებობს დაბალი ფენების ნათლად გამოხატული
სუბკულტურა, რომელთა ღირებულებებს წარმოადგენს რისკისადმი მზაობა,
ამტანობა, მძაფრი შეგრძნებებისკენ სწრაფვა და ა.შ. მათ უმრავლესობის
წარმომადგენლები როგორც დევიანტებს ისე აღიქვამენ.
და რატო ითვისებს ზოგი ადამიანი დევიაციურ ქცევას და ზოგი არა ? დევიაციური
ქცევა განსაზღვრულია იმ ღირებულებების მატარებელ ადამიანებთან
ურთიერთობით, რომლებსაც ახასიათებთ დევიაციური ქცევა. თუ ჩვენი დროის ¾-
ედს ნარკომოვაჭრეებთან გავატარებთ, მეტად სავარაუდოა რომ დევიაციური ქცევა
ჩვენთვის ბუნებრივი და ორგანული იქნება. დევიანტებთან კონტაქტების სიხშირე .
6. სტიგმატიზაციის თეორია - დევიაცია ქცევის თვისება კი არ არის, არამედ უფრო
"დამრღვევის" წინააღმდეგ სხვა ადამიანთა მიერ გამოყენებული სანქციების
შედეგია. ც ნაკლები გავლენის მქონე ჯგუფების წევრებს "დევიანტის" დაღს
აკრავენ. ადამიანს შეიძლება მოექცნენ ისე, თითქოს იგი არღვევდეს წესებს
(თუნდაც ეს სინამდვილეს არც კი შეესაბამებოდეს) მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა
ადამიანები ამტკიცებენ, რომ ეს წესი დარღვეულია.
7. კონფლიქტოლოგიური მიდგომა - " არ ინტერესდება იმით, თუ რატომ არღვევენ
ადამიანები კანონებს, არამედ მას აინტერესებს თვით საკანონმდებლო სისტემის
არსება. . მათი თვალსაზრისის თანახმად კანონების შექმნა და მათდამი
მორჩილება საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის მიმდინარე კონფლიქტის
შემადგენელი ნაწილია. როდესაც ხელისუფლებასა და მოქალაქეთა ზოგიერთ
კატეგორიას შორის წარმოიშვება კონფლიქტი , ხელისუფალნი ჩვეულებრივ
მაიძულებელი ზომების ვარიანტს ირჩევენ.

You might also like