You are on page 1of 3

ტესტი #1

(რიჩარდ გერიგი, ფილიპ ზიმბარდო, „ფსიქოლოგია და ცხოვრება“, თავი II, ფსიქოლოგიის


კვლევის მეთოდები)

ტესტი შედგება 18 დახურული ან ღია შეკითხვისაგან. მთლიანობაში ტესტი 25 ქულიანია,


თითოეული სწორი პასუხი ფასდება 0.5, 1, 1.5, 2 ან 2.5 ქულით.

1. რომელ ორ შემადგენელ ნაწილად შეიძლება დავყოთ ფსიქოლოგიური კვლევის პროცესი?


მოკლედ დაახასიათეთ თითოეული მათგანი. (1.5ქ.)

2. რომელი განმარტება ხსნის ცნება “თეორიის“ აზრს ყველაზე ზუსტად? (0.5ქ.)

ა) ცნებათა ორგანიზებული წყება, რომელიც მოვლენას ან მოვლენათა ერთობლიობას ხსნის.

ბ) დებულება, რომლის ჭეშმარიტებაც თავისთავად ცხადია, უეჭველია და დასაბუთება არ


სჭირდება.

გ) მეცნიერული ვარაუდი, რომელიც წამოყენებულია გარკვეული მოვლენების ასახსნელად


და მოითხოვს დამოწმებას.

დ) მონაცემთა შეგროვებისა და ინტერპრეტაციის პროცედურების ერთობლიობა, რომლის


საშუალებითაც მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომის წყარო და სანდო დასკვნებია
მიღებული.

3. რას გულისხმობს დეტერმინიზმის დოქტრინა? (1.5ქ.)

4. ჰიუგო მიუნსტერბერგის ერთ-ერთი გამოსვლა ჟურნალისტებმა სხვადასხვაგვარად


აღწერეს. ერთი ჟურნალისტის მიხედვით, ჰიუგო თავისი ოპონენტის გამოსვლისას
გამუდმებით იღიმოდა, მეორეს მიხედვით კი ჰიუგოს სრულიად უტყვი და უძრავი სახე
ჰქონდა. ზოგი წერდა, რომ ჰიუგო აღელვებისგან ძლიერ გაწითლდა, ზოგი კი - პირიქით,
აღნიშნავდა, რომ ორატორმა ქაღალდივით დაკარგა ფერი. რა ეწოდება ამ ფენომენს და
როგორ შეიძლება იგი მინიმუმამდე დავიყვანოთ? განმარტეთ თითოეული თქვენ მიერ
შემოთავაზებული ტექნიკა. (2.5ქ.)

5. რა არის ცვლადი? (0.5ქ)

ა) ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც რაოდენობრივად ან თვისებრივად იცვლება.

ბ) ექსპერიმენტულ გარემოში სტიმულის პირობა, რომელიც დამოუკიდებლად იცვლება.

გ) ექსპერიმენტულ გარემოში ნებისმიერი რამ, რის მნიშვნელობაც ერთი ან მეტი


დამოუკიდებელი ცვლადის ცვლილების შედეგია.

დ) ის მოვლენა, რომელიც მონაწილის ქცევაზე ზემოქმედებს ექსპერიმენტატორის მიერ


შემოტანილი დამოუკიდებელი ცვლადის გარდა.
6. რას ეწოდება მოლოდინის ეფექტი? (1.5ქ.)

7. რა ეწოდება მოვლენას, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქიმიურად


ინერტული წამლის მიღების შემდეგ მაინც უმჯობესდება? (1ქ.)

8. ფსიქოლოგს სურდა შეემოწმებინა, იყვნენ თუ არა თანატოლებზე უფრო აგრესიულები ის


ბავშვები, რომლებიც ძალადობას უყურებდნენ ტელევიზიით. მან ბავშვები დაჰყო ორ
ჯგუფად, მოახდინა ნანახი აგრესიის სიძლიერით მანიპულირება და დააკვირდა ორივე
ჯგუფის მიერ გამოვლენილ შესაბამის მახასიათებლებს. კვლევის რომელი მეთოდი
გამოიყენა მან? გამოჰყავით ჰიპოთეზა, დამოუკიდებელი ცვლადი და დამოკიდებული
ცვლადი. (2.5ქ.)

9. ჩამოთვალეთ კონტროლის სამი ძირითადი პროცედურა, რომელთა საშუალებითაც


ექსპერიმენტატორი ცდილობს, მუდმივი ჰქონდეს ყველა ცვლადი და პირობა და მოკლედ
განმარტეთ ისინი. (2ქ.)

10. რას ეწოდება პოპულაცია? (0.5ქ.)

ა) ექსპერიმენტში მონაწილეთა ერთობლიობა.

ბ) ინდივიდთა სრული ერთობლიობა, რომელზეც, ექსპერიმენტულ შერჩევაზე


დაყრდნობით, გენერალიზაცია კეთდება.

გ) ცოცხალი ორგანიზმების ბიოლოგიური სისტემატიკის ძირითადი სტრუქტურული


ერთეული.

დ) ერთმანეთთან ურთიერთობაში მყოფ ადამიანთა გარკვეული რაოდენობის ერთობლიობა.

11. განმარტეთ ცდის პირთა შიგნით სქემა. (1.5ქ.)

12. სკოლის მოსწავლეები დაპატიჟეს კოსტიუმირებულ მასკარადზე, რომელზედაც


სხვადასხვა თამაშს სთავაზობდნენ. რიგ მათგანს აგრესიული ქცევის გამოწვევა შეეძლო, რიგს
- არააგრესიულის. საფუძვლის პირობაში ბავშვები კოსტიუმების გარეშე თამაშობდნენ,
ჩარევის პირობაში კოსტიუმებით (და თავად ირჩევდნენ თამაშს), ბოლოს კი, საფუძვლის
პირობაში დაბრუნებისას, კვლავ კოსტიუმებით განაგრძეს თამაში. რა ეწოდება ამ
ექსპერიმენტულ სქემას? (1ქ.)

13. რა ეწოდება მეთოდს, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა ზომითაა ერთმანეთთან


დაკავშირებული ორი ცვლადი? (1ქ.)

14. რომელ რიცხვთა დიაპაზონში ვარირებს კორელაციის კოეფიციენტი? (1ქ.)

15. როგორ კორელაციასთან გვაქვს საქმე, თუ კორელაციის კოეფიციენტი არის 0.87 და


როგორ შეიცვლება ამ შემთხვევაში ერთი ცვლადი მეორის ზრდის პირობებში? (1.5ქ.)

16. რომელი ტიპის დაკვირვების მაგალითია დაკვირვება ჯეინ გუდალისა, რომელიც 30 წლის
მანძილზე სწავლობდა შიმპანზეების ქცევას აფრიკაში, ტანგანიკის ტბაზე? დაკვირვების
კიდევ რომელი ტიპი იცით? (1.5ქ.)
17. განმარტეთ სანდოობა და ვალიდობა. (1.5ქ.)

18. რა ძირითად მოვალეობებს აკისრებს მკვლევარს APA-ს ეთიკური სტანდარტები? (2ქ.)

ტესტის დებულებების მატრიცა

შინაარსის ცოდნა გამოყენება მსჯელობა სულ


სფეროები
ფსიქოლოგიურ
ი კვლევის 5% 5%
პროცესი
თეორია,
ჰიპოთეზა, 4% 4%
მეცნიერული
მეთოდი
დეტერმინიზმი
4% 4%
დამკვირვებლის
ტენდენციურობ 1% 2% 2% 5%
ა და მისი
შემცირების
ტექნიკები
ცვლადები
7% 8% 7% 22%
დაკვირვება და
ექსპერიმენტი 11% 11%
კონტროლის
პროცედურები 5% 5%
პოპულაცია და
შერჩევა 4% 4%
A-B-A და ცდის
პირთა შიგნით 5% 6% 11%
სქემა
კორელაციის
მეთოდი და 4% 9% 4% 17%
კორელაციის
კოეფიციენტი
სანდოობა და
ვალიდობა 6% 6%
ეთიკა
6% 6%

You might also like