You are on page 1of 19

მიკროეკონომიკა

შესავალი მიკროეკონომიკაში

კვირა 1; თემა 1
თბილისის ღია უნივერსიტეტი

ლიკა გოდერძიშვილი
ეკონომიკის დაყოფა და მიკროეკონომიკის არსი

ეკონომიკა
(რესურსების შეზღუდულობა)

მიკროეკონომიკა მაკროეკონომიკა
კონცენტრირდება მთელი ქვეყნის ან მსოფლიო
იკვლევს ინდივიდუალური ფირმებისა და
ეკონომიკაზე. მაკროეკონომიკა განიხილავს
შინამეურნეობების ქცევასა და გადაწყვეტილებებს
ეკონომიკის მუშაობასა და პრობლემებს და სწავლობს
და სწავლობს მათ ურთიერთქმედებას კონკრეტულ
ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა მთლიანი შიდა
ინდუსტრიებსა და ბაზრებზე.
პროდუქტის (მშპ) ზრდა და უმუშევრობა.

2
მიკროეკონომიკის არსი ჩაშლილად...

• მიკროეკონომიკა, როგორც „რეალური ეკონომიკა“.

• არჩევანი, რომელსაც აკეთებენ ეკონომიკური ერთეულები.

• ბაზრების, ფირმების, საოჯახო მეურნეობებისა და ინდივიდების ეკონომიკური ქცევა.

ზღვრული ანალიზის კონცეფცია:


საქმიანობის დამატებითი სარგებლის შედარება იმავე საქმიანობის მიერ დამატებით ხარჯებთან შედარებით.
კომპანიები იყენებენ ზღვრულ ანალიზს, როგორც გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რათა გაზარდონ
თავიანთი პოტენციური მოგება.

ეკონომიკური წონასწორობა:
მდგომარეობა, როდესაც ბაზრის ყველა სუბიექტი ცდილობს მიაღწიოს სტაბლურობას ან ისეთ სიტუაციას,
როდესაც სარგებელი დოვლათის დამატებითი ერთეულიდან ფარავს/უდრის ერთეულის შეძენაზე გაწეულ
დანახარჯებს.

3
ეკონომიკის ცენტრალური იდეა და პრინციპები

• ეკონომიკის ძირითადი პრინციპი: ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებებს შეზღუდული რესურსების არსებობის პირობებში და ისინი
ურთიერთქმედებენ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

• ალტერნატიული დანახარჯი არის არჩევანის გაკეთების დროს მომდევნო საუკეთესო ხელიდან გაშვებული ალტერნატივის ღირებულება.
ეკონომისტები აღნიშნულს განიხილავენ როგორც გადაწყვეტილების რეალურ ხარჯს;

• ვაჭრობიდან მიღებული სარგებელი უკავშირდება შემოსავლების და წარმოების გაუმჯობესებას ან საქონლის ან მომსახურების გაცვლის
შესაძლებლობით მიღებულ სარგებელს.

• სახელმწიფოს ფუნქცია ხელი შეუწყოს ვაჭრობას:


სპეციალიაცია
• პროგნოზირებადი პოლიტიკის ჩარჩო
• შრომის დანაწილება • კანონის უზენაესობა (მაგ. საკუთრების უფლება);
• შედარებითი უპირატესობა • საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობა;
• კარგი წახალისების მექანიზმი;
• მთავრობის სპეციფიური როლი.
საბაზრო ოპერაციები და ფასები

• ეკონომიკური ერთეულები: მყიდველები და გამყიდველები

• რეალური vs ნომინალური: შემოსავალი


• ნომინალური, სიდიდე გამოსახული ფულად ერთეულებში;
• რეალური, სიდიდე რომლითაც შევუძენთ დოვლათის გარკვეულ ნაწილს;

• სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI)/ ცხოვრების ღირებულების ინდექსი განისაზღვრება პროდუქტისა და


მომსახურების იმ საბაზრო კალათის ფასებიდან გამომდინარე, რომელიც წარმოადგენს დროის გარკვეულ პერიოდში
ქალაქის ტიპური ოჯახის ან მარტოხელა ადამიანის ყიდვათა ჯამს.

CPI განისაზღვრება რომელიმე წლისა და საბაზო


მაგ., ტიპური ოჯახი იძენს 2 კგ. შაქარს, 1 კგ შაქრის
წლის სმომხმარებლო კალათების
ფასია 2 ლარი და 5 პურს, 1 პურის ფასია 0.8 ლარი. ,
ღირებულებების შეფარდებით და 100-ზე
მაშინ რა იქნება საბაზრო კალათის ღირებულება?
გამრავლებით.

2 x 2 + 5 x 0.8 = 8 ლარი

5
საბაზრო ოპერაციები და ფასები: ფარდობითი ფასები

ფასების როლის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია:


• ფასები ასრულებენ სიგნალების როლს;
• ფასები უზრუნველყოფენ სტიმულებს;
• ფასები გავლენას ახდენენ შემოსავლის განაწილებაზე;
• შეზღუდული რესურსების პირობებში პრიორიტეტიზაციაში გვეხმარება;

• ფარდობითი ფასები: A პროდუქტის ფასი B-სთან შედარებით = P(A)/P(B)


• პროდუქტის ფასის შეფარდებითი ცვლილება არის მოცემული დოვლათის ფასის ცვლილება მთლიანი დოვლათის
საშუალო ფასთან მიმარტებაში.
• მაგ: თუ წელიწადში მთლიანი დოვლათის ფასი გაიზარდა 12%-ით და ველოსიპედის ფასი გაიზარდა 12%-ით იმავე წელს , რა მოუვა მათ ფარდობით
ფასს?
• თუ ველოსიპედის ფასი წელს გაიზარდა მხოლოდ 7%-ით, რა მოუვა მის ფარდობით ფასს , იმავე პირობებში ?

• ფარდობითი ფასი გვეხმარება ალტერნატიულ ვარიანტებს შორის პროდუქტის , მომსახურების , ბუნებრივი


რესურსების სწორ განაწილებაში.

6
საბაზრო ოპერაციები და ფასები: ფარდობითი ფასები

არის თუ არა 2020 წელს ზეთი უფრო ძვირი, ვიდრე 2011 წელს?
პასუხის გასაცემად გვჭირდება: ნომინალური ფასი თუ რეალური ფასი?

• ნომინალური ფასი: აბსოლუტური ფასი, მიმდინარე ფასი ლარებში


• რეალური ფასი: ფარდობითი ფასს ერთობლივი მაჩვენებლი, მუდმივი ფასი ლარებში.
კორექტირებულია ინფლაციის გათვალისწინებით

გავიანგარიშოთ 2020 წელს ზეთის ფასი 2011 წლის ლარებში. 2011 პროცენტული ცვლილების (%)
გამოთვლის სტანდარტული
წელს CPI 108.3-ს უდრიდა. , 2020 წელს 139.0-ს. ზეთი ღირს 5 ლარი მეთოდი:
2020 წელს. 2011 წელს ღირდა 2 ლარი.

საბოლოო მნიშვნელობა - საწყისი


2020 წლის ზეთის რეალური ფასი 2011 წლის ფასებში იქნება=
მნიშვნელობა x
(108.3/139.0) x 5 = 3.896 ლარი.
ზეთის რეალური ფასი გაიზარდა (3.896-2)/2=0.94 – 94%-ით
საწყისი 100%
მნიშვნელობა
ნომინალურის შემთხვევაში: (5-2)/2= 3/2= 1.5
7
მიკროეკონომიკის მეთოდოლოგია
მეთოდოლოგი

ანალიზის
მეთოდები: ანალიზი, მოდელები კომპლექსური ინსტრუმენტები
ინდუქცია, დედუქცია, რეალობის გამარტივებული
შედარება, კორელაცია აღწერა
პირობითი წონაწორული შედარებითი
ოპტიმიზაცია ანალიზი სტატისტიკა
ეგზოგენური და
ენდოგენური ცვლადები
და პარამეტრები
მიზნის ფუნქცია
და
შეზღუდვების
ნაკრები
ეკონომიკაზე დაკვირვება და მისი ახსნა

ანალიზი

ნორმატიული ანალიზი პოზოტიური ანალიზი


(რეკომენდაციების მომზადება/გაცემა ) (მოვლენის ეკონომიკური ანალიზი)

9
სემინარი

10
ასოციაციები

მიკროეკონომიკა ფასები

ეკონომიკური მოდელი

ალტერნატიული დანახარჯი

11
ნომინალური და რეალური შემოსავლების ანალიზი
მაგალითი 1: დავუშვათ, პირველ წელს 700 ლარის ტოლი ნომინალური შემოსავალი გვქონდა , რომლიტაც შეგვეძლო
შეგვეძინა 100 კგ. ხორცი (1 კგ ხორცი 7 ლარი ღირს), ხოლო მეორე წელს ისევ 700 ლარი შემოსავლის პირობებში
შევიძინეთ მხოლოდ 70 კგ ხორცი.

1. როგორ შეიცვალა ნომინალური და რეალური შემოსავალი მეორე წელს?


2. იმისთვის რომ მსყიდველუნარიანობა (ცხოვრების დონე) იგივე დარჩენილიყო, როგორ უნდა შეცვლილიყო შემოსავალი
მეორე წლისათვის?

I წელი: შემოსავალი 700 ლარი; 100 კგ ხორცი (1 კგ ხორცი 7 ლარი ღირს)


II წელი: შემოსავალი 700 ლარი; 70 კგ ხორცი (1 კგ ხორცი 10 ლარი ღირს)

1. ნომინალური შემოსავალი არ შეცვლილა, რეალური შემცირდა, რადგან იმავე თანხით უფრო ნაკლები ხორცის ყიდვა
შეგვიძლია, მსყიდველობითუნარიანობა შემცირდა.

2. იმისთვის, რომ იგივე მსყიდველობითუნარიანობა გვქონოდა მეორე წელს, შემოსავალი უნდა ყოფილიყო 10 ლარი x
100 კგ = 1000 ლარი

12
პირობითი ოპტიმიზაცია
მაგალითი 2: დავუშვათ, ვერეს ხეობაში უნდა მოეწყოს დასასვენებელი პარკი . ამისთვის აუცილებელია აღნიშნულ ტერიტორიაზე
მართკუთხედი ფორმის ღობის შემოვლება. ტერიტორიის შემოღობვა დაგეგმილია ეტაპობრივად . ამ ეტაპზე ქალაქის მერიის მიერ
გამოყოფილია F მეტრი სიგრძის ღობის მასალა და უფრო მეტის გამოყენება შესაძლებელი არაა . სასურველია ღობის სიგრძისა (L) და
სიგანის (W) ისეთი კომბინაციის შერჩევა, რომ დასასვენებელი პარკის ფართობი იყოს მაქსიმალური . ამავე დროს შემოსაღობად
გამოყენებული მასალის პერიმეტრმა არ უნდა გადააჭარბოს F მეტრს .

1. რა არის ამოცანის მიზნის ფუნქცია?


2. რა არის შეზღუდვა?
3. ახსენით მოდელში რომელი ცვლადებია ეგზოგენური და ენდოგენური?

1. ჩვენი მიზანია დასასვენებელი პარკის მაქსიმალური ფართობის მიღება, ანუ L x W ---- Max
Max LW
(L,W)

2.შეზღუდვა გვაქვს გამოსაყენებელი მასალის სიგრძე, ანუ 2(L+W)≤ F

3. ენდოგენური ცვლადები, რომელთა შერჩევა და კონტროლი შეუძლია გადაწყვეტილების მიმღებს არის L, W


(ფრჩხილებშია გამოსახული მიზნის ფუნქციის ქვეშ). F არის ეგზოგენური ცვლადი, მასზე გავლენას ვერ ვახდენთ.

13
პირობითი ოპტიმიზაცია: სარეკლამო კამპანია ლუდის გასაყიდად; მაგალითი
3

შევისწავლოთ ლუდის ბაზარი. თუ კომპანია 1 მლნ დახარჯავს ტელე რეკლამაზე , მაშინ 25,000 ლიტრ ლუდს გაყიდის , ხოლო თუ მთლიან თანხას
დახარჯავს რადიო რეკლამაზე - 5,000 ლიტრ ლუდს გაყიდის.
თანხა შეიძლება სხვადასხვა პროპორციით გადანაწილდეს, ეს ინფომაცია მოცემულია ცხრილში .

1. როგორი იქნება პირობითი ოპტიმიზაციის ამოცანის ჩანაწერი?


2. ცხრილის მიხედვით რომელი ვარიანტია პირობითი ოპტიმიზაციის ამოცანის ამოხსნა ?

1. აღვნიშნოთ ტელე რეკლამაზე დასახარჯი თანხა T-თი, რედიო რეკლამაზე დასახარჯი თანხა R-ით. ლუდის გაყიდვების
მოცულობა კი - B-თი.
Max B
(T,R)
იმ პირობით, რომ T+R = 1 000, 000
14
პირობითი ოპტიმიზაცია: სარეკლამო კამპანია ლუდის გასაყიდად; მაგალითი
3
სარეკლამო გაყიდული გაყიდული
კამპანიის ლუდის ლუდის
ხარჯი რაოდენობა რაოდენობა
ჯამურად ტელე რადიო
რეკლამით რეკლამით

თუ კომპანია 1 მლნ დახარჯავს ტელე რეკლამაზე, მაშინ 25,000 ლიტრ ლუდს


გაყიდის, ხოლო თუ მთლიან თანხას დახარჯავს რადიო რეკლამაზე - 5,000
0 0 0
ლიტრ ლუდს გაყიდის.
100,000 4 750 950

200,000 9 000 1 800


- ცხრილის მიხედვით, ყველაზე კარგი შედეგი გვაქვს, როცა 800,000
... ... ... ვხარჯავთ ტელე, ხოლო 200,000 ლარს - რედიო რეკლამაზე (24 000 +1 800

800,000 24 000 4800 ლუდი).

900,000 24 750 4950

1,000,000 25 000 5 000

15
ალტერნატიული დანახარჯი

რა არის მოცემული მოვლენის ალტერნატივები და ალტერნატიული დანახარჯი?

1. ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი დანაზოგი - 500 000 ლარი გამოიტანოს ბანკიდან და ეფექტიანად
დააბანდოს საკვების ბიზნესში.

2. თქვენ გადაწვიტეთ დღეს სადილად მიირთვათ ბურგერი და კოკა-კოლა

1. - ოჯახს შეუძლია არ გამოიტანოს თანხა და დატოვოს ბანკში;


- ოჯახს შეუძლია ეს თანხა ნებისმიერ სხვა ბიზნესში დააბანდოს;
- ოჯახს შეუძლია ამ თანხით უძრავი ქონება იყიდოს და გააქირაოს;

ალტერნატიული დანახარჯი: თანხის ბანკიდან გამოტანის ალტერნატიული დანახარჯი არის ის სარგებლის თანხა
(პროცენტი), რომელიც დაერიცხებოდა დანაზოგს ბანკში დატოვების შემთხვევაში. ეს სარგებელი დათმო ოჯახმა.

2. თქვენ ალტერნატიულად შეგეძლოთ მიგერთვათ მხოლოდ ჯანსაღი საკვები, მაგალითად, მწვანე სალათა და ვაშლი
ალტერნატიული დანახარჯი: ბურგერისა და კოკა-კოლის არჩევით, თქვენ დათმეთ ის სარგებელი, რომელიც შეგეძლოთ
თქვენი ჯანმრთელობისთვის მიგეღოთ, ჯანსაღი კვების შემთხვევაში 16
ალტერნატიული დანახარჯი

თითო გერმანელს შეუძლია 5 მანქანის წარმოება წელიწადში, ასევე თითო იაპონელსაც შეუძლია 5 მანქანის წარმოება წელიწადში.
რაც შეეხება ხორბალს, ერთ გერმანელს წელიწადში 6 ტონა ხორბლის მოყვანა შეუძლია, ხოლო ერთ იაპონელს - 12 ტონა
ხორბლის. სიმარტივისთვის დავუშვათ, თითოეულ ქყეყანაში ცხოვრობს 10 მილიონი ადამიანი (რომელთაც მუშაობა შეუძლიათ).

გამოთვალეთ რა არის 1 ტონა ხორბლის წარმოების ალტერნატიული დანახარჯი გერმანიისთვის და იაპონიისთვის ცალ-ცალკე.

დავხაზოთ ცხრილი მონაცემების უკეთ წარმოსადგენად:

თუ ერთ გერმანელს შეუძლია წელიწადში 5 მანქანის წარმოება და გერმანიში ცხოვრობს 10 მილიონი ადამიანი, მაშინ გერმანიას
შეუძლია წელიწადში მაქსიმუ 50 მილიონი მანქანის წარმოება. ასევე გერმანელებს შეუძლიათ მაქსიმუმ 6 ტონა x 10 მლნ ადამიანი= 60
მლნ ტონა ხორბლის წარმობა.
ანალოგიურად, დავთვალოთ იაპონიისთვის. 10 მილიონ იაპონელს წელიწადში შეუძლია აწარმოოს 50
მილიონი მანქანა ან 120 მილიონი ტონა ხორბალი:
.

17
ალტერნატიული დანახარჯი

ალტერნატიული დანახარჯი არის ის რასაც ვთმობთ არჩევანის გაკეთების შემთხვევაში.


მაგალითად გერმანია თუ აირჩევს რომ მხოლოდ მანქანები აწარმოოს, ის დათმობს 60 მილიონი ტონა ხორბლის წარმოების
შესაძლებლობას. ამიტომაც, გერმანიისთვის 50 მილიონი მანქანის წარმოების ალტერნატიული დანახარჯია 60 მილიონი ტონა
ხორბლის წარმოება.
ვუპასუხოთ კითხვას და გამოვთვალოთ 1 ტონა ხორბლის წარმოების ალტერნატიული დანარხარჯი ორივე ქვეყნისთვის:

გერმანიამ რომ აწარმოოს 60 მლნ ტონა ხორბალი უნდა დათმოს 50 მლნ მანქანა:
60 მლნ ტონა ხორბალი - 50 მლნ მანქანა
1 ტონა ხორბალი - ?
შესაბამისად, 1 ტონა ხორბლის საწარმოებლად უნდა დავთმოთ 50 მლნ გაყოფილი 60 მლნ-ზე, ანუ
5/6 მანქანა (0.83)
იაპონიის შემხვევაში, 1 ტონა ხორბლის საწარმოებლად უნდა დავთმოთ 50 მლნ გაყოფილი 120 მლნ-ზე, ანუ
5/12 მანქანა (0,416).
18
პოზიტიური და ნორმატიული ანალიზი

განსაზღვრეთ შემდეგი დებულებები პოზიტიურია თუ ნორმატიული:

ა. ნავრობის ფასი ძალიან მაღალია;

ბ. 2008 წლის ივნისში ნავთობის საშუალო ფასი გაიზარდა რეკორდულად მაღალ 4.02$ ნიშნულამდე;

გ. 44 მილიონ ამერიკელს არ არქვს წვდომა ჯანმრთელობის დაზღვევაზე;

დ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საბაზისო ჯანმრთელობის დაზღვევა იმათთვის ვინც არ არის დაზღვეული;

ე. აქციების ბაზრის კოლაფსი ბევრ ამერიკელზე იქონიებს გავლენას.

19

You might also like