You are on page 1of 27

სტატისტიკის შუალედური

1. რა მოიაზრება ტერმინი ,,სტატისტიკის” ქვეშ?


მოსახლეობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების და სხვა საზოგადოებრივი
მოვლენების მახასიათებელი ციფრობრივი მონაცემების მოპოვება, თავმოყრა,
დამუშავება და ანალიზთან დაკავშირებული პრაქტიკული საქმიანობაა.

2. რას უკავშირდება ისტორიულად სტატისტიკის წარმოშობა?


სახელმწიფოს წარმოშვებას.

3. რა არის სტატისტიკის შესწავლის ობიექტი?


როგორც საბუნებისმეტყველო, ისე საზოგადოებრივი მოვლენები და პროცესები.

4. განმარტეთ სტატისტიკის შესწავლის საგანი.


საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების
რაოდენობრიობა თვისობრიობასთან მჭიდრო კავშირში დროსა და სივრცეში.

5. რით განსხვავდება სტატისტიკა სხვა საზოგადოებრივი მოვლენების


შემსწავლელი მეცნიერებებისაგან?
ა)საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების თვისობრივ მხარეს სტატისტიკა
რაოდენობრივად შეისწავლის.
ბ)შეისწავლის არა ცალკეულ ფაქტებს არამედ მასობრივ სოც. ეკონ. მოვლენებს და
პროცესებს.
გ)შეისწავლის საზოგადოებრივ მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივ მხარეს
დროსა და სივრცის კონკრეტულ პირობებში.
დ)საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების შინაგანი აგებულების,
სტრუქტურის შესწავლა.
ე)განსხვავება მდგომარეობს საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების
დინამიკის შესწავლაში.მოვლენათა დროში ცვალებადობის მიხედვით განხილვა
საშუალებას გვაძლევს წარსულისა და აწმყოს მაჩვენებლების მიხედვით
განვსაზღვროთ მოვლენათა განვითარების შესაძლო მომდევნო დონეები,ანუ
გავაკეთოთ პროგნოზები.
ვ)თავისებურება სტატისტიკისა საზოგადოებრივი მოვლენებისა და პროცესების
ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთ კავშირში მდგომარეობს რადგან ყველა მოვლენისა
და პროცესის განვითარებაზე მოქმედებენ სხვა მოვლენები და პროცესები რომლებიც
სევე გარკვეულ წილად განაპირობებენ ერთმანეთის განვითარებას.
6. რა არის სტატისტიკის თეორიული საფუძველი?

ის მეცნიერებები, რომლების საზოგადოების და ბუნებისმეტყველების განვითარების


კანონებს შეისწავლიან: ეკონომიკური თეორია, დემოგრაფია,
მეცნიერებათმცოდნეობა და გამოყენებითი სოციოლოგია.

7. განმარტეთ სტატისტიკის შესწავლის ზოგადი მეთოდი.


1.ინდუქცია-აზრის მოძრაობა ერთეულიდან საერთოსკენ
2.დედუქცია- მოძრაობა ზოგადიდან ერთეულისკენ.
3. დიალექტიკური მეთოდი - საზოგადოებრივ მოვლენებსა და პროცესებს
შეისწავლის მუდმივ მოძრაობასა და სხვა მოვლენებთან ურთიერთკავშირში

8. რომელია სტატისტიკის შესწავლის კერძო მეთოდები?

სტატისტიკერი დაკვირვება, სტატისტიკური თავმოყრა და დაჯგუფება,


სტატისტიკური ცხრილები, გრაფიკები, აბსოლიტური და შეფარდებითი სიდიდეები,
ინდექსები, დინამიკური მწკრივები, კოლერაციის მეთოდი, შერჩევითი დაკვირვება.

9. როგორია სტატისტიკური კვლევის სტადიები?

1) სტატისტიკური დაკვირვება-პირველადი სტატისტიკური მონაცემთა მოპოვება


აუცილებელია, რადგან პირველადი მონაცემების უტყუარობაზე დამოკიდებულია
სტატისტიკური კვლევის შედეგების სისწორე და კანონზომიერება
2) მონაცემთა თავმოყრა-დაჯგუფება-სტატისტიკური მონაცემების დამუშავება,
დაჯგუფების მიხედვით ოპერირება, ცხრილებითა და გრაფიკებით მათი გადმოცემა.
3) ანალიზის, სტატისტიკური ფაქტების განზოგადება და კანონზომიერების დადგენა.
იგი განზოგადებულ მაჩვენებელთა მეშვეობით ძირითად სტატისტიკური შედარების
მეთოდით ხორციელდება და მიზნად ისახავს 25 თეორიული და პრაქტიკული
ხასიათის დასკვნების გაკეთებას სოც. ეკონ. მოვლენების ტენდენციებისა და
კანონზომიერებათა შესახებ.

10. რომელია სტატისტიკური მეცნიერების შემადგენელი ნაწილები?

ერთიანი სტატისტიკური მეცნიერების შემადგენლობაში გამოიყოფა ცალკეული


განყოფილებები, ნაწილები და დარგები - ეკონომიკური სტატისტიკა და მისი
დარგები, სოციალური სტატისტიკა და მისი დარგები.
11. რა არის სტატისტიკური ერთობლიობა?
გარკვეულ მიმართებაში ერთთვისებრივ მოვლენათა სიმრავლეა დროისა და სივრცის
მიხედვით.
სტატისტიკურ ერთობლიობას ორი ძირითადი ნიშანი უნდა ახასიათებდეს: 1)
ერთეულთა თვისებრივი ერთგვაროვნება 2) შესასწავლი ნიშნის ვარიაცია

12. რა არის ვარიაცია?


ცვალებადობა-ახასიათებს ერთობლიობაში არსებული განსხვავებების ხარისხს
ნიშნის მიხედვით და ამავე დროს მიგვითითებს ერთგვარივნებაზე. რაც უფრო < ია
ვარიაციის მაჩვენებელის მნიშვნელობა მით უფრო ერთგვაროვანია მოვლენა .

13. რითაა გამოწვეული ნიშნის სიდიდის ვარიაცია?

მრავალი, როგორც მუდმივმოქმედი, ისე შემთხვევითი ფაქტორების მოქმედების


შედეგად.

14. რა არის სტატისტიკური კანონზომიერება?


მოიაზრება მოვლენათა რაოდენობრივი ცვალებადობის
განნმეორებადობა,განვითარება და სიდიდე '
კანზოზომიერებას რომელსაც სტატისტიკა ადგენს თავისი მეთოდებითა და
ხერხებით იწოდება სტატისტიკურ კანონზომიერებად. ის მასობრივი პროცესების
ობიექტური, რაოდენობრივი კანონზომიერებაა.სტატისტიკური კანონზომიერება
ახასიათებს არა ერთობლიობის შემადგენელ ცალკეულ ერთეულებს არამედ
მთლიანად ერთობლიობას.ამიტომ კანონზომიერება ვლინდება დაკვირვების
მხოლოდ დიდი რიცხვის პირობებში.

15. როდის ვლინდება სტატისტიკური კანონზომიერება?


ვლინდება დაკვირვების მხოლოდ დიდ რიცხვის პირობებში, როცა ცალკეული
ერთეულისთვის დამახასიათებელი გადახრები ერთი მეორეს აბათილებს და
გამოვლინდება ის ზოგადი კანონზომიერება რაც დამახასიათბელია მთლიანი
ერთობლიობისთვის.

16. რა არის დინამიკური კანონზომიერება?


ვლინდება ცალკეულ ფაქტებსა და ერთობლიობის ცალკეულ ერთეულებში. ერთი
მოვლენის ცვალებადობა იწვევს მეორიც ცვალებადობას.

17. რა განსხვავებაა სტატისტიკურ და დინამიკურ კანონზომიერებებს შორის?


სტატისტიკური ვლინდება დაკვირვების დიდი რიცხვის პირობებში, ხოლო
დინამიკური ცალკეულ ფაქტებსა და ერთეულებში.

18. რა არის სტატისტიკური დაკვირვება?


ეკონომიკური, ბიზნესმენური და მენეჯმენტური მოვლენებისა და პროცესების
ამსახველი მასობრივი პირველადი მონაცემების გეგმაზომიერი, მეცნიერულად
ორგანიზებული შეგროვება.(მოსახლეობის, შემოსავლების, დანახარჯების აღწერა.)

19. განმარტეთ სტატისტიკური დაკვირვების მიზანი, ობიექტი და ამოცანა.


ა)მიზანი-ესაა უტყუარი, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაციის მოპოვება
სოც. ეკონ. მოვლენების რაოდენობრივი მხარის შესახებ.
ბ)ობიექტი-სოც. ეკონ. მოვლენები რომელიც ექვემდებარებიან სტატისტიკურ
დაკვირვებას obieqti – (magaliTad, qveynis mosaxleoba,
komerciuli bankebi, sadazRvevo kompaniebi, safinanso jgufebi da a.S.)
გ)ამოცანა- გამომდინარეობს სტატისტიკური კვლევის ამოცანებიდან და
განსაზღვრავს მისი პროგრაისა და ორგანიზაციის ფორმებს.

20. რაში მდგომარეობს სტატისტიკური დაკვირვების პროგრამის არსი?


ესაა ნიშანთა სია,კითხვათა ჩამონათვალი რომლის რეგისტრაცია წარმოებს
სტატისტიკური დაკვირვების პროცესში.

21. რა განსხვავებაა ერთობლიობის ერთეულსა და დაკვირვების ერთეულს შორის?

ერთობლიობის ერთეული- ერთობლიობის პირველი ელემენტი, რომელიც ატარებს


გამოკვლევის მიზნის შესაბამის მიზანს.
დაკვირვების ერთეული - ერთობლიობის ის პირველადი უჯრედი, საიდანაც უნდა
ავიღოთ მონაცემები.

22. რა განსხვავებაა დაკვირვების სუბიექტურ და ობიექტურ დროს შორის?

სუბიექტურ დროს მიეკუთვნება დროს ის ინტერვალი, რომელიც მოიცავს


დაკვირვების მთელ პერიოდს, ხოლო ობიექტური დრო, რომელსაც ეკუთვნის
დაკვირვების შედეგად აღებული მონაცემები. ობიექტური დრო შეიძლება იყოს
გარკვეული პერიოდი ან მომენტი.
23. რა არის ცენზი?

დაკვირვების ობიექტის საზღვრების დასადგენად გამოიყენება ცენზი. ცენზი


ეწოდება ობიექტის საზღვრების მაჩვენებელ წინასწარ დაწესებულ ნიშნებს.

24. რა ორგანიზაციული საკითხებია გადასაჭრელი სტატისტიკური დაკვირვების


ჩატარებისთვის?

დაკვირვების ორგანოს, ადგილის, დროის, ვადების დადგენას, კადრების მომზადების


საკითხებს.

25. განმარტეთ სტატისტიკური დაკვირვების ორგანიზაციული ფორმები.

1.ანგარიშგება- ფირმების, ფაბრიკების, ორგანიზაციების მიერ მათი საქმიანობის


ამსახველი მონაცემების გაფორმებას ანგარიშგებით ფორმაში.სათანადო პირების
ხელმოწერით მათ წარდგენას, ძირითადად, სტატისტიკის სახელმწიფო
დეპარტამენტში. შეიძლება იყოს წლიური, მიმდინარე, საფორსტო, სატელეგრაფო.

2.სპეციალურად ორგანიზებული დაკვირვება- დაკვირვების ორგანიზაციული


ფორმაა ისეთი მონაცემების მოსაპოვებლად, რომლებიც ანგარიშგებაში არ აისახება,
ანდა შემოღებულია ანგარიშგების მონაცემების დასაზუსტებლად.

3.სარეგისტრაციო სტატისტიკური დაკვირვება-გულისხმობს


დაკვირვების თითოეული ერთეულისთვის დაკვირვების რეგისტრის შემოღებას და
სუბიექტთა მონაცემების სისტემატურ დაფიქსირებას.

26. განმარტეთ სტატისტიკური დაკვირვების სახეები საკლასიფიკაციო ნიშნის


მიხედვით.

სტატისტიკური დაკვირვების სახეები კლასიფიცირდება:


 ფაქტების რეგისტრაციის დროის მიხედვით ( მიმდინარე, პერიოდული,
ერთდროული)
 ერთობლიობის ერთეულთა მომცველობის მომცველობის ხარისხის მიხედვით
(სრული, არასრული )

27. განმარტეთ სტატისტიკური დაკვირვების სახეები შესასწავლი ერთობლიობის


ერთეულთა მომცველობის ხარისხის მიხედვით.

სრული დაკვირვება, რომლის დროსაც გამოკვლევას ექვემდებარება შესასწავლი


ერთობლიობის ყველა ერთეული. (მაგ. მოსახლეობის აღწერა )
არასრული დაკვირვების დროს გამოიკვლევა შესასწავლი ერთობლიობის ნაწილი.

28. განმარტეთ არასრული დაკვირვების სახეები.

მონოგრაფიული დაკვირვება - გულისხმობს ერთი რომელიმე ტიპიური ერთეულის


დეტალურ, სიღრმისეულ შესწავლას.

შერჩევითი დაკვირვება - დაფუძვნებულია სტატისტიკური ერთობლიობიდან


მონაცემთა შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე და მიღებული შედეგი ვრცელდება
მთლიან ერთობლიობაზე.

ძირითადი მასივის ხერხით დაკვირვების დროს შეირჩევა ძირითადი მასა და მასზე


მოხდება სტატისტიკური დაკვირვება. ძირითადი მასა ის ნაწილია, რომელსაც
მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი უჭირავს მთელს ერთობლიობაში.

საანკეტო - მონაცემების მიღება ხდებაა სპეციალური კითხვარების, აანკეტების


დაგზავნის გზით.

29. რა ხერხები და მეთოდები გამოიყენება სტატისტიკური დაკვირვების დროს?


1. უშუალო - როცა დამკვირვებელი თავად აკვირდება.
2. დოკუმენტური - გულისხმობს ინფორმაციის მოპოვებას სპეციალური
დოკუმენტებიდან.
3. გამოკითხვა - რომელიც შეიძლება იყოს:
 კორესპოდენტული (წინასწარ შერჩეული კორესპოდენტები აწარმოებენ
რესპოდენტთა გამოკითხვას.
 საექსპედიციო - გამოკითხვას აწარმოებენ სპეციალური ექსპედიციის
წარმომადგენლები.
 თვითრეგისტრაციული - როცა კითხვარი მარტივია და რესპოდენტს
ადვილად შეუძლიათ მასზე პასუხის გაცემა.
30. რა სახის შეცდომები დაიშვება სტატისტიკური დაკვირვების დროს?
რეგისტრაციული - ფაქტების არასწორად დაფიქსირებას ან არასწორ რეგისტრაციას
გულისხმობს. შეიძლება დაიშვას მთლიანის და არამთლიანი დაკვირვების დროს.
რეპრეზენტაციული.- დაიშვება მხოლოდ არამთლიანის დროს. გულისხმობს რომ
შერჩეული წარმომადგენლობა ადეკვატურად ვერ ასახავს მთლიან ერთობლიობას.

31. როგორ იწარმოება სტატისტიკური ინფორმაციის უტყუარობის კონტროლი?


მასალების კონტროლით, იგი შეიძლება იყოს:
არითმეტიკული - მოწმდება სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშებითი მხარე,
სტრიქონებისა და სვეტების ჯამების შემოწმება.
ლოკური კონტროლი - ზუსტდება ლოგიკური აზროვნების სისწორე. ამისათვის
მიღებულ მონაცემებს ადარებენ სხვა წყაროს მონაცემებსმოცემულ საკითხზე.

32. რაში მდგომარეობს თავმოყრის არსი?


დაკვირვების შედეგად მიღებული პირველადი სტატისტიკური მასალის
მოწესრიგებას, დალაგებას, დამუშავებას, შეჯამებას ტიპიური ნიშნებით და
კანონზომიერების დასადგენად.

33. რას გულისხმობს თავმოყრის ჩატარების გეგმა და პროგრამა?

34. განმარტეთ თავმოყრის ჩატარების ორგანიზაციული წესები.


1. ცენტრალიზებული - სტატისტიკური მასალის შეგროვება ერთ ცენტრში და
თავმოყრა-დაჯგუფების აქ ჩატარება
2. დეცენტრალიზებული - თავმოყრის ოპერაციები ადგილზევე ხორციელდება
3. შერეული - ამ დროს ოპერაციების ნაწილი სრულდება ადგილებზე, ნაწილი კი-
ცენტრში.
35. განმარტეთ სტატისტიკური დაჯგუფების არსი.
არსებითი ნიშნის მიხედვით მასობრივი მოვლენებისა და პროცესების ერთგვაროვან
ჯგუპებად განაწილებას და შესაბამისი ერთგვაროვანი ჯგუფების გამოყოფას.

36. რომელია სტატისტიკური დაჯგუფების სახეები?


ტიპოლოგიური - ერთობლიობიდან ერთგვაროვანი სოციალურ-ეკონომიკური
ტიპების გამოყოფას.
სტრუქტურული - ერთობლიობის ერთეულთა განაწილებას რაიმე ნიშნის
მიხედვით. (სქესის, განათლების მიხედვიტ )
ანალიზური - განსაზღვრავს სტატისტიკაში ერთობლიობის სხვადასხვა ნიშნის
ურთიერთკავშირს.

37. რომელია დაჯგუფების ნიშნები?


ატრიბუტული-როცა ჯგუფები განსხვავდებიან თვისობრივად(სქესი, ასაკი)
რაოდენობრივი- როცა ჯგუფები განსხვავდებიან სიდიდით. ( ხელფასი)

38. რამდენი სახისაა ინტერვალი?


2 სახისაა,,,თანაბარი და არათანაბარი.

39. როგორ უნდა დავადგინოთ ინტერვალის სიდიდე?


k = 1+3,322 lgN,
სადაც,
კ – ჯგუფების რიცხვია;
N – ერთობლიობის ერთეულთა რიცხვია;
ლგN – მეათედი ლოგარითმია N-დან.

40. რას ეწოდება სტატისტიკური მწკრივი?


მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელ მოწესრიგებულ განაწილებას
ციფრობრივი გამოსახულების საშუალებით.

41. განმარტეთ განაწილების მწკრივის არსი;


ციფრთა მწკრივია, რომლითაც გამოისახება ერთობლიობის ერთეულთა ჯგუფებად
განაწილება რაიმე ნიშნის მიხედვით.

42. დაასახელეთ განაწილების მწკრივის სახეობები;


იგი 2 სახისაა : ატრიბუტული და ვარიაციული.
განაწილების ატრიბუტული მწკრივი ატრიბუტული ნიშნის მიხედვით
ერთობლიობის ერთეულთა განაწილებას წარმოადგენს. (მოსახლეობის განაწილება
სქესის, დასაქმების მიხედვით. )

განაწილების მწკრივს, რომელიც აგებულია რაოდენობრივი ნიშნის მიხედვით


ეწოდება ვარიაციული მწკრივი. ( მოსახლეობის განაწილება ასაკის , ხელფასის
მიხედვით. )

43. რას ეწოდება ვარიანტი? სიხშირე? ხშირადობა?


ვარიანტი? რაოდენობრივი ნიშნის სიდიდეთა მოწესრიგებული განაწილება არის
ვარიაციული განაწილების მწკრივი, ასეთ სიდიდეთა მნიშვნელობას ეწოდება
ვარიანტი.
სიხშირე? ვარიანტის მნიშვნელობის რაოდენობა.
ხშირადობა? სიხშირეთა პროცენტული, ფარდობითი გამოსახულება.

44. რაში მდგომარეობს მეორადი დაჯგუფების არსი?


მაშინ, როდესაც პირველადი დაჯგუფება არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას
შესასწავლი მოვლენის შესახებ, მაშინ მიმართავენ მეორად დაჯგუფებას. მეორადი
დაჯგუფებები ძირითადად გულისხმობს ახალი ჯგუფების წარმოქმნას.

45. განმარტეთ სტატისტიკური ცხრილი არსი


თავმოყრილი და დამუშავებული სტატისტიკური მასალის ციფრობრივი შედეგების
მოკლე, რაციონალური, თვალსაჩინო და სისტემატიზირებული წარმოდგენის ფორმა.

46. განმარტეთ სტატისტიკური ცხრილის ქვემდებარე და შემასმენელი.


ქვემდებარე-ის ობიექტი რომელსაც ვახასიათებთ.
შემასმენელი-ის ნიშანი, რომლითაც ქვემდებარეს ვახასიათებთ.

47. დაასახელეთ ცხრილის სახეობები.


მარტივი-ქვემდებარე წარმოადგენს შესასწავლი ერთობლიობის ცალკეული
ერთეულების, ქრონოლოგიური თარიღების, ტერიტორიული ქვედანაყოფების
ნუსხას.
ჯგუფური-ქვემდებარეში წარმოდენილია ერთეულთა ჯგუფები ფორმირებული
ერთი ნიშნის მიხედვით.
კომბინაციური-სტატისტიკური ერთობლიობა დაჯგუფებულია რამოდენიმე ნიშნის
მიხედვით.

48. რომელია გრაფიკის ძირითადი ელემენტები?


გრაფიკული გამოსახულება, გრაფიკის მინდორი, გრაფიკის სივრცობრივი სათავე
და მასშტაბური ორიენტირი, მასშტაბური სკალა და გრაფიკის ექსპლიკაცია.
(სახელწოდება)

49. ჩამოთვალეთ ეკონომიკურ ანალიზში გამოყენებული სტატისტიკური


გრაფიკების ძირითადი სახეები.
დიაგრამები-შედარების, დინამიკის, სტრუქტურის, გეგმის შესრულების,
ურთიერთდაკავშირებულ მაჩვენებელთა.
სტატ. რუქები-კარტოგრამა და კარტოდიაგრამა.

50. რას წარმოადგენს კარტოგრამა და კარტოდიაგრამა?


კარგოფრამა სქემატურ გეოგრაფიულ რუქას წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ
დონეზე გაჯერებულია შტრიხების წერტილების ან ფერების საშუალებით და
გამოსახავს მაჩვენებელთა შედარებით ინტენსივობას ტერიტორიულ ჭრილში.
კარტოდიაგრამა წარმოადგენს დიაგრამების გეოგრაფიულ რუქებთან შეერთებას.
51. რას ეწოდება სტატისტიკური მაჩვენებელი?
სტატისტიკური მაჩვენებელი გამოსახავს ერთობლიობის როგორც ცალკეული
ერთეულის ასევე მთლიანი ერთობლიობის რაოდენობრივ ზომას

52. რას წარმოადგენს აბსოლუტური მაჩვენებელი?


ეკონომიკაში, ბიზნესსა და მენეჯმენტში მოვლენების მოცულობის ზომის
გამომსახველი სიდიდეა (მოგება-ზარალის მოცულობა, პასივები,
აქტივები,მოსახლეობის რიცხოვობა და ა.შ)

53. დაასახელეთ აბსოლუტური სიდიდეების სახეობები;


1. ნატურალურია ისეთი ზომის ერთეულები, რომლებიც მოცემული საგნის ფიზიკურ
თვისებას შეესაბამება და გამოისახება წონის სიგრძის ფართობის და სხვა ზომის
ერთეულებით.
2.ღირებულებითი ანუ ფულადი ზომის ერთეულები.

54. რომელია აბსოლუტური სტატისტიკური სიდიდეების ზომის ერთეულები?


1. ნატურალური-კგ, ტ, კმ, ლ, ტკ
2. ღირებულებითი-ლარი, დოლარი, ევრო
3.შრომითი- კაცი-სთ, კაცი-დღე, კაცი-თვე

55. რას ეწოდება შეფარდებითი სიდიდე?


იგი მიიღება აბსოლუტური სიდიდეების ურთიერთშეფარდებით და გვიჩვენებს თუ
რამდენჯერ < ან > ერთი ფაქტი მეორეზე.

56. როგორ გაიანგარიშება სახელშეკრულებო ვალდებულების (გეგმის


შესრულების) შესრულების შეფარდებითი სიდიდე?

სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შეფარდებითი სიდიდე


გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
სახელშ. ვალდ. შესრ. შეფ. სიდიდე= (პერიოდში მიღწეული დონე/
პერიოდისათვის აღებული სახელშეკრულებო ვალდებულება)x100%
სახელშ. ვალდ. შეფ. სიდიდე= (პერიოდისათვის აღებული სახელშეკრულებო
ვალდებულება/პერიოდში მიღწეული დონე)x100%

57. რას ახასიათებს დინამიკის შეფარდებითი სიდიდე და რა წესით გაიანგარიშება


იგი?
ახასითებს მოვლენის განვითარებას დროში
-საბაზისოწესი - თითოეულ დონეს ვუფარდებთ ერთ რომელიმე საბაზისო დონეს
- ჯაჭვური წესი - თითოეულ დონეს ვუფარდებთ მის მომიჯნავე წინა დონეს

58. როგორ გაიანგარიშება ინტენსივობის შეფარდებითი სიდიდე?

მოვლენის აბსოლიტური სიდიდის შეფარდებით იმ გარემოსთან რომელშიც არის


გავრცელებული ( მოსახლეობის სიმჩიდროვე 1 კვადრატულ კილომეტრზე)

59. როგორ გაიანგარიშება კოორდინაციის შეფარდებითი სიდიდე?


ერთობლიობის ერთეულთა ურთიერთშეფარდებას (აქაც ფორმულა)

60. რას ახასიათებს სტრუქტურის ფარდობითი სიდიდე და როგორ გაიანგარიშება


იგი?

ერთეულთა ხვედრით წილს მთლიან ერთობლიობაში. მიიღება თითოეული


ნაწილის შეფარდებით მთლიან ერთობლიობასთან. ( აქ ფორმულააა)

61. როგორ გაიანგარიშება შედარების შეფარდებითი სიდიდე?

იგი წარმოადგენს მაჩვენებელს, რომელიც სხვადასხვა ობიექტს ეხება ( საწარმოს,


ქვეყანას, ფირმას ) და ერთი სახელწოდების მაჩვენებელთა შეფარდების შედეგია.
(აქაც ფორმულააა)

62. რაში მდგომარეობს საშუალოების ეკონომიკური არსი?


საშუალო სიდიდე ერთტიპიური მოვლენებისა და პროცესების რაიმე ნიშნის
მოცულობაა ერთობლიობის ერთ ერთეულზე.

63. რას ეწოდება საშუალო სიდიდე?


1.სტატისტიკურ ერთობლიობაში მოვლენის განზოგადებულ რაოდენობრივი
მახასიათებელია კონკრეტულ დროსა და სივრცეში.
2. იგი ასახავს იმ საერთოსა და ზოგადს რაც დამახასიათებელია საკვლევი
ერთობლიობის ყველა ერთეულისთვის.
3.გამოსახავს ერთგვაროვანი მოვლენის ერთტიპიურ თვისებებს და გვაძლევს ერთ-
ერთი ნიშნის მიხედვით მათ განზოგადებულ დახასიათბას.
64. რაში მდგომარეობს საშუალო სიდიდის მნიშვნელოვანი თვისება?
იგი ასახავს იმ საერთოსა და ზოგადს რაც დამახასიათებელია საკვლევი
ერთობლიობის ყველა ერთეულისთვის.

65. დაასახელეთ საშუალო სიდიდის სახეობები?


1.ხარისხოვანი-არითმეტიკული, ჰარმონიული, გეომეტრიული,კვადრათული და
კუბური
2.სტრუქტურული- მოდა, მედიანა, კვარტილი, დეცილი, პერტენცილი.

66. ალტერნატიული ნიშნის საშუალო სიდიდე

67. რომელი საშუალო სიდიდეები მიეკუთვნება ხარისხოვან საშუალო


სიდიდეებს?
არითმეტიკული, ჰარმონიული, გეომეტრიული,კვადრათული და კუბური

68. რომელია სტრუქტურული საშუალო სიდიდეები?


მოდა, მედიანა, კვარტილი, დეცილი, პერტენცილი

69. მოდა
ნიშნის მნიშვნელობაა რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება გამოსაკვლევ
ერთობლიობაში.
მოდა ბიმოდალურია როცა მწკრივში 2 მოდაა, ხოლო ამოდალური-როცა საერთოდ
არაა.

70. მედიანა
ნიშნის მნიშვნელობაა, რომელიც მოწესრიგებული მწკრივის შუაშია.

71. კვარტილი
რანჟირებულ ვარიაციულ მწკრივს 4 ტოლ ნაწილად ყოფს.

72. დეცილი
რანჟირებულ ვარიაციულ მწკრივს 10 ტოლ ნაწილად ყოფს.

73. ჩამოაყალიბეთ საშუალო არითმეტიკულის თვისებები.


1. საერთო საშ. არით-დან ყველა ვარიანთის გადახრათა ალგებრული ჯამი 0ია.

2. თუ ყველა მნიშვნელობას A რიცხვით შევამცირებთ ან გავადიდებთ საშ.არით


შემცირდება ან გადიდდება იმავე სიდიდით.

3.თუ A ჯერ , საშ არით.ც იმდენივეჯერ.

4. თუ შევამცირებთ ან გავადიდებთ ყველა ვარიანტების წონებს A მუდმივ


რიცხვჯერ , მაშინ საშ. არით. მნიშვნელობა არ შეიცვლება.

5. საშ. სიდიდე გამრავლებული მთელი ერთობლიობის რიცხვზე


ჯამი f = ყოველი ვარიანტისა და მისი სიხშირის ნამრავლის ჯამს.

74. როგორ განისაზღვრება ვარიაციის დიაპაზონი


ვარიაციის გაქანება ანუ დიაპაზონი ვარიაციის ყველაზე მარტივი და
გავრცელებული მაჩვენებელია. ვარიაციის გაქანება (ღ) წარმოადგენს
შესასწავლი ერთობლიობის ნიშნის მაქსიმალურ (Xმახ)და მინიმალურ (Xმინ)
მნიშვნელობას შორის სხვაობას და გაიანგარიშება ფორმულით:
R = Xmax – Xmin

75. როგორ გაიანგარიშება საშუალო წრფივი გადახრა


საშუალო წრფივი გადახრა გაიანგარიშება როგორც ცალკეული ვარიანტის
საშუალო სიდიდიდან გადახრების აბსოლიტური მნიშვნელობების საშუალო
არითმეტიკული. იგი ახასიათებს ვარიაციული მწკრივის საშუალოსაგან
დანარჩენი ვარიანტების საშუალო გადახრას.

76. როგორ გაიანგარიშება საშუალო კვადრატული გადახრა


77. როგორ გაიანგარიშება ვარიაციის კოეფიციენტი

78. როგორ გაიანგარიშება ალტერნატიული ნიშნის დისპერსია

79)რატომ შეისწავლის სტატისტიკა საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მოვლენებსა და

პროცესებს ურთიერთკავშირში?
საზოგადოებისა და ბუნებაში მიმდინარე მოვლენები და პროცესები მჭიდრო
ურთიერთკავშირში იმყოფებიან, არცერთი მოვლენა არ შეიძლება შესწავლილ იქნას
იზოლირებულად,სხვა მოვლენებთან კავშირის გარეშე. ასევე სტატისტიკური მაჩვენებლებს
შორისაც მჭიდრო კავშირია. მაგალითად, შრომის ნაყოფიერების გადიდება იწვევს
თვითღირებულების შემცირებას. ამიტომ სტატისტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა
გაზომვა, შესწავლა იმ კავშირისა, რომელიც თვისეწბრივი ანალიზითაა უკვე დადგენილი და
სინამდვილეში ობიოექტურად არსებობს.
80) მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის შსწავლის რა სახის ნიშნები გამოიყოფა?
მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის შესწავლისას გამოიყოფგა ფაქტორული და
შედეგობრივი მოვლენები და შესაბამისად ფაქტორული და შედეგობნრივი ნიშნები.
საშედეგოა მოვლენა, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში შეისწავლოით და რომელთა
განვითარება განპიროვნებულია სხვა მათზე მოქმედი ფაქტორული მოვლენების გავლენით.
81) რა სახის ურთიერთკავშირის ფორმებს განასხვავებენ?
მოვლენათა შორის დამოკიდებულების მიხედვით ასხვავებენ ფუნქციონალურ და
კორელაციურ კავშირებს.
82)რას ეწოდება ფუნქციონალური კავშირი და რა თვისებებით ხასიათდება იგი?
ფუნქციონალური კავშირის დროს მიზეზობრივი ნიშნის ცვლილება რაიმე სიდიდით, იწვევს
შედეგობრივი ნიშნის ცვლილებას მკაცრად დადგენილი სიდიდით.
ფუნქციონალური კავშირი გვხვდება ზუსტ მეცნიერებებში : მათემატიკაში,ქიმიაში,ფიზიკაში
და ა.შ. ფუნქციური კავშირი ფორმულებით გამოისახება. მაგალითად, წრეხაზის რადიუსის
გადიდება ერთი სანტიმეტრით იწვევს სიგრძის გადიდებას 6,28 სმ-ით.
ფუნქციონალური კავშირი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტოლობით:
y=f(x), სადაც
y-შედეგობრივი ნიშანია;
x- ფაქტორული ნიშანი:
f(x)- ამ ნიშნის ფუნქციონალური დამოკიდებულებაა.
83) რას ეწოდება კორელაციური კავშირი და რა თვისებებით ხასიათდება იგი?
საზოგადოებრივი მოვლნების შესწავლისას ადგილი აქვს კორელაციურ კავშირს.
კორელაციური კავშირი არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიზეზობრივი ნიშნის ცვლილებით
ვგებულობტ შედეგობრივი ნიშნის რამდენიმე მნიშვნელობას ანუ ფაქტორიალური ნიშნის
მნიშვნელობას ცალკეულ შემტხვევებში შეიძლება შეესაბამებოდეს საშედეგო ნშნის
სხვადასხვა მნიშვნელობა. ასეთია, მაგალითად, კავშირი მოსავლიანობასა და შეტანილ
სასუქებს შორის.
84) რას წარმოადგენს საბალანსო მეთოდი?
საბალანსო მეთოდით ურთიერთდაკავშირებული მაჩვენებლების მონაცემები გამოისახება
ცხრილის სახით, რომლის სხვადასხვა ნაწილებს შორის ჯამი უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი.
საბალანსო მეთოდი სეიძლება წარმოვიდგინოთ მარტივი ფორმულის მეშვეობით:
Z1 + M =Z 2+ N
სადაც, Z1 და Z 2 - საანგარიშო პერიოდის დასაწყისსა და დასასრულს რესურსების ნაშთია,

M-რესურსები მიღება, შევსება;


N-რესურსების გამოყენება, განაწილება.
85) რას წარმოადგენს პარალელურ მწკრივთა მეთოდი?
პარალელურ მწკრივთა მეთოდის არსი ისაა, რომ თავმოყრილსა და დამუსავებულ
მონაცემებს დალაგებულ პარალელურ მწკრივებას, ვადარებთ ერთმანეთს და ვადგენთ
კავსირის არსებობას, ვრებულობტ წარმოდგენას მის ხასიათზე. მიზეზობრივი და საშედეგო
მოვლენების მოვლენების რაოდენობრივი მონაცემები8 ცაიწერება ერთმანეთის
პარელელურად.
86) რას წარმოადგენს ანალიზური დაჯგუფების მეთოდი?
ანალიზური დაჯგუფების მეთოდის არსი კი იმასი მდგომარეონს, რომ სტატისტიკური
ერთობლიობის ერთეულები ჯგუფდება ფაქტორული ნისნით და ყოველი ჯგუფისათვის
გამოიანგარიშება საშუალო ან შეფარდებითი სიდიდე შედეგობრივი ნიშნის მიხედვით.
87)მიმართულების მიხედვით კავშირი რა სახისაა?

88. ფაქტორების მიხედვით კავშირი რა სახისაა?

მოვლენებს შრის ურთიერთკავშრის შესწავლისას გამოიყოფა ფაქტორული და


შედეგობრივი ოვლენები და შესაბამისად ფაქტორული და შედეგობრივი ნიშნები.
საშედეგოა მოვლენა, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში შევისწავლით და
რომელთა განვითარეა განპირობებულია სხვა მათზე მოქმედი ფაქტორული
მოვლენების გავლენით.
მოვლენათა შორის დამოკიდებულების მიხედვით ასხვავებენ ფუნქციონალურ და
კორელაციურ კავშირებს.

89. ანალიტიკური გამოსახულების მიხედვით კავშირი რა სახისაა?


ანალიტიკური გამოსახულების მიხეედვით კავშირი არის.........

90. რა განსხვავებაა ფუნქციონალურ და კორელაციურ კავშირებს შორის?


ფუნქციონალური კავშირის დროს მიზეზობრივი ნიშნის ცვლილება რაიმე სიდიდით,
იწვევს შედეგობრივი ნიშნის ცვლილებას მკაცრად დადგენილი სიდიდით. ხოლო
კორელაციური კავშირის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მიზეზობრივი ნიშნის
ცვლილებით ვგებულობთ შედეგობრივი ნიშნის რამდენიმე მნიშვნელობას ანუ
ფაქტორული ნიშნის მნიშვნელობას ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება
შეესაბამებოდეს საშედეგო ნიშნის სხვადასხვა მნიშვნელობა.

91. დაასახელეთ კორელაციური კავშირის ფორმები;


კორელაციური კავშრის სხვადასხვა ფორმები არსებობს: პირდაპირი და
არაპირდაპირი(უკუ), წრფივი და მრუდხაზოვანი(არაწრფივი), წყვილადი და
მრავლობითი, ძლიერი და სუსტი, კერძო.
92. მოვლენებს შორის კავშირის გასაზომად სტატისტიკაში რომელი მეთოდები
გამოიყენება?
მოვლენებს შორის კავშრის გასაზომად სტატისტიკაში გამოიყენება:
პარალელურ მწკრივთა;საბალანსო;
ანალიზური დაჯგუფების დისპერსიული,
კორელაციური ანალიზის მეთოდები და სხვა.

93. დაასახელეთ მოვლენებს შორის კორელაციური კავშირის სახეები და როგორ


გაიანგარიშება ისინი;
პირდაპირი კავშირის დროს მიზეზობრივი ნიშნის გადიდება იწვევს შედეგობრივი
ნიშნის გადიდებას და პირიქით, მიზეზობრივი ნიშნის შემცირება იწვევს
შედეგობრივი ნიშნის კლებას.
არაპირდაპირი კავშირის მიზეზობრივი ნიშნის გადიდება იწვევს შედეგობრივი
ნიშნის შემცირებას.
წრფივი კავშირის დროს რაიმე მოვლენის, მიზეზობრივი ფაქტორის გადიდებას
ახლავს საშედეგო მოვლენის უწყვეტი გადიდება, შემცირებას- შემცირება. ორივე
შემთხვევაში გრაფიკულად რომ გამოვსახოთ ვღებულობთ წრფის ფორმას.
მათემატიკურად გამოისახება წრფივი განტოლებით.
ხოლო, როცა მიზეზობრივი ნიშნის გადიდებით შედეგობრივი ნიშანი ან დიდდება, ან
მცირდება უთანაბროდ და რებულობს მრუდი ხაზის ფორმას, ასეთ კავშირს ჰქვია
მრუდხაზოვანი კავშირი.
როცა კავშირია ორ ნიშანს შორის- ასეთ კავშირს ჰქვია წყვილადი კავშირი,
ხოლო შედეგობრივ ნიშანე როცა მოქმედებს რამდენიმე მიზეზობრივი ნიშანი, საქმე
გვაქვს მრავლობით კავშირთან.
მოვლენებს შორის კავშრის გასაზომად გამოიყენება: პარალელურ მწკრივთა,
საბალანსო, ანალიზური დაჯგუფების, დისპერსიული, კორელაციური ანალიზის
მეთოდები და სხვა.

94. როგორ გაიანგარიშება მოვლენებს შორის კავშირის სიმჭიდროვე?


კავშრის სიმჭიდროვის გასაზომად სტატისტიკას შემუშავებული აქვს სხვადასხვა
კოეფიციენტი- წყვილადი წრფივი კორელაციის, მრუდხაზოვანი წყვილადი
კორელაციური ფარდობის კოეფიციენტი. მრავლობითი კორელაციის კოეფიციენტი.
წყვილადი წრფივი კორეციისას, ვთქვათ, მუშაობის სტაჟთა და გამომუშავებას შრის
სიმჭიდროვის კოეფიციენტი ასეთია:
95. რას ეწოდება დინამიკური მწკრივი?
საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური მოვლენები და პროცესები
იმყოფება დროში განვითარების პროცესში. სტატისტიკური მაჩვენებლებისგან
შემდგარ მწკრივს, რომელიც გვიჩვენებს მოვლენის განვითარებას დროში,
დინამიკური მწკრივი ეწოდება.
96. რა სახისაა მაჩვენებლების მიხედვით დინამიკური მწკრივები?
მაჩვენებლების მიხედვით დინამიკური მწკრივი შეიძლება იყოს:
სამომენტო დინამიკური მწკრივი- მისი მაჩვენებლები საოგადოებრივი მოვლენებისა
და პროცესების რაოდენებრიობას აფიქსირებს ქრონოლოგიური თარიღების
გარკვეული მომენტებისათვის.
ინტერვალური დინამუკური მწკრივი -მისი მაჩვენებლები მოვლენის განვითარებას
ასახავენ დროის გარკვეული ინტერვალის მიხედვით.

97. აბსოლუტური სიდიდეების დინამიკური მწკრივი რა და რა სახისაა?


აბსოლუტური სიდიდეებისაგან შემდგარი დინამიკური მწკრივი შეიძ₾ება იყოს:
ფარდობითი ან საშუალო სიდიდეებისაგან შემდგარი მწკრივი.

98. რომელია დინამიკური მწკრივის საანალიზო მაჩვენებლები?


დინამიკური მწკრივის საანალიზო მაჩვენებლებია: დინამიკური მწკრივის
აბსოლუტური, შეფარდებითი და საშუალო მაჩვენებლები.როგორებიცაა:
1. მწკრივის დონე;
2. აბსოლუტური მატება;
3. მატების ტემპი;
4. ზრდის კოეფიციენტი;
5. ზრდის ტემპი;
6. ერთი პროცენტი მატების აბსოლუტური სიდიდე.

99. რას ეწოდება დინამიკური მწკრივის დონე?


დინამიკური მწკრივის მაჩვენებელს ცალკეული ქრონოლოგიური თარიღების
მიხედვით დინამიკური მწკრივის დონე ეწოდება. (Y0, Y1, Y2, Y3 )
100. როგორ გაიანგარიშება დინამიკური მწკრივის აბსოლიტური მატება და რას
გვიჩვენებს იგი?
აბსოლიტური მატება გაიანგარიშება (Δ) როგორც სხვაობა შესადარებელ და ბაზად
არსებულ დონეებს შორის და ახსიათებს შესასწავლი მოვლენის ზრდის ან
შემცირების აბსოლიტურ ზომას.
აბსოლიტური მატება განისაზღვრება საბაზისო და ჯაჭვური ხერხით:
თუ თითოეულ ქრონოლოგიურ თარიღის მაჩვენებელს აკლდება ერთი რომელიმე
მუდმივი დონე, ანუ საბაზისო დონე, მიიღება საბაზისო აბსოლიტური მატება.
თუ თითოეულ ქრონოლოგიურ თარიღის მაჩვენებელს აკლდება მისი წინა მომიჯნავე
მაჩვენებელი, მიიღება ჯაჭვური აბსოლიტური მატება.

101. როგორ გაიანგარიშება დინამიკური მწკრივის საშუალო დონე?


ინტერვალური მწრივისათვის, რომლის დონეები არათანაბრად დაშორებული დონეებითაა,
(არათანაბარი ინტერვალებითაა) საშუალო დონე გაიანგარიშება:

t- დროის პერიოდების რიცხვია, რომლის განმავლობაშიც დონე არ შეიცვლება.


სამომენტო მწკრივისათვის კი თანაბრად დაშორებული დონეებით საშუალო დონე მიიღება
ფორმულით:

102. როგორ განვსაზღვროთ საშუალო აბსოლიტური მატების მნიშვნელობა?

103. როგორ გაიანგარიშება დინამიკური მწკრივის ზრდისა და მატების ტემპი?


ზრდის კოეფიციენტს გამოსახულს პროცენტებში ზრდის ტემპი ეწოდება. იგი
გაიანგარიშება საბაზისო და ჯაჭვური ხერხით.
ჯაჭვური ზრდის ტემპი გაიანგარიშება თითოეული ქრონოლოგიური თარიღის
მაჩვენებლის შეფარდებით მის წინა მომიჯნავე დონესთან.
საბაზისო ზრდის ტემპი გაიანგარიშება გაიანგარიშება
თითოეული ქრონოლოგიური
თარიღის მაჩვენებლის შეფარდებით ერთ რომელიმე მუდმივ დონესთან ანუ
საბაზისო დონესთან.

მატების ტემპი მიიღება აბსოლიტური მატებისა და ბაზად აღებული დონის შეფარდებით:

იგი აგრეთვე გაიანგარიშება, როგორც სხვაობა ზრდის ტემპსა და 100%-ს შორის:

როგორ გაიანგარიშება დინამიკური მწკრივის საშუალოწლიური ზრდისა და


104.
მატების ტემპი?
საშუალოწლიური ზრდის ტემპის გასაანგარიშებლად გამოიყენება მარტივი
ფორმულა:

მატების საშუალო ტემპი (საშუალოწლიური მატების ტემპი) უდრის:

k-ზრდის საშუალო კოეფიციენტი.


105. როგორ გაიანგარიშება მატების 1%-ის აბსოლიტური სიდიდე და რას გვიჩვენებს?
მატების 1%-ის აბსოლიტური სიდიდე გაიანგარიშება აბსოლიტური მატების
თანაფარდობით მატების ტემპთან. იგი გვიჩვენებს თუ მატების თითოეული

პროცენტი აბსოლიტურად რა მნიშვნელობისაა.


106. რა ფაქტორითაა განპირობებული დინამიკური მწკრივის დაყვანის
აუცილებლობა ერთ საფუძველზე?

107. რატომ ვასწორებთ დინამიკური მწკრივის დონეებს?


საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ განვითარების ძირითადი ტენდეციის
მიმართულება და ხასიათი ( დაჩქარება ან შენელება ).
108. რომელია დინამიკური მწკრივის მოსწორების მარტივი ხერხები?
1. სრიალა საშუალოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ ანგარიშობენ საშუალო დონეს
გარკვეული რიცხვიდან, როგორც წესი, კენტიდან - მწკრივის პირველი დონიდან
თითო დონის გადაადგილებით.

სრიალა საშუალოთი მოსწორებიისას ვღებულობთ უფრო ნაკლებ საშუალოების რაოდენობას, ვიდრე


თავდაპირველ დინამიკურ მწკრივში წევრთა რაოდენობაა, რაც ამ მეთოდის ნაკლად შეიძლება
ჩაითვალოს.
2. საშუალო აბსოლიტური მატებით მწკრივის დონეების მოსწორებისას პირველ
დონეს ვტოვებთ უცვლელს, ხოლო ყოველი მომდევნო დონე განისაზღვრება,
როგორც წინამდებარე დონისა და საშუალო აბსოლიტური მატების ჯამი:

3. საშუალო წლიური ზრდის ტემპით მწკრივის მოსწორებისასაც პირველი დონე


უცვლელია, ხოლო მომდევნო მიიღება წინა დონის საშუალოწლიურ ზრდის ტემპზე
გამრავლებით:

4. ანალიზური მოსწორების დროს დროითი მწკრივის ფაქტობრივი დონეები


შეიცვლება თეორიულით, კავშირის წრფივი ან არაწრფივი ფორმით.
დინამიკური მწკრივის დონეების მოსწორების ანალიზის უმცირეს კვადრატთა
მეთოდის საფუძველზე უნდა განვსაზღვროთ ისეთი თეორიული დონეები, რომელთა
ემპირიული დონეებიდან გადახრების კვადრატების ჯამი იქნება მინიმალური:

108. რომელია დინამიკური მწკრივის მოსწორების მარტივი ხერხები? (განმარტეთ


თითოეული)
ინტერვალების გამსხვილება დაფუძნებულია დროის პერიოდების გამსხვილებაზე.
სრიალა საშუალოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ ანგარიშობენ საშუალო დონეს
გარკვეული რიცხვიდან, როგორც წესი, კენტიდან.
საშუალო აბსოლუტური მატებით მწკრივის დონეების მოსწორებისას პირველ დონეს
ვტოვებთ უცვლელს, ხოლო ყოველი მომდევნო დონე განისაზღვრება, როგორც
წინამდებარე დონისა და საშუალო აბსოლუტური მატების ჯამი: ^y t = y 1+∆ t−1
საშულო წლიური ზრდის ტემპით მწკრივის მოსწორებისასაც პირველი დონე
უცვლელია, ხოლო მომდევნო მიიღება წინა დონის საშუალოწლიურ ზრდის ტემპზე
გამრავლებით: ^y t = y 1 k t −1 , სადაც, k t−1 საშუალოწლიური ზრდის ტემპია
109. რომელია დინამიკური მწკრივის მოსწორების ანალიზური ხერხი? (?)
წრფივი ფუნქციით მოსწორება, თუ მოვლენების განვითარების სურათი არაა წრფივი,
მაშინ ვიყენებთ ჰიპერბოლას, პარაბოლას ან მაჩვენებლიან ფუნქციას.
110. რას წარმოადგენს დინამიკური მწკრივის ინტერპოლაცია და ექსტრაპოლაცია?
ინტერპოლაცია ეწოდება ერთგვაროვანი პერიოდის შიგნით არარსებული დონის
მიახლოებითი მნიშვნელობის დადგენას.
ექსტრაპოლაცია შესასწავლი მწკრივის საზღვარს გარეთა დონის გაანგარიშებაა, ე.ი.
მომავალში გაგრძელება იმ ტენდენციისა, რომელიც შეინიშნებოდა წარსულში

111. რა დანიშნულება აქვს ინდექსებს სტატისტიკაში?


ინდექსის მეშვეობით შეისწავლება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, მისი დარგების,
საწარმოების, ფირმების მუშაობა. ინდექსებით ხასიათდება მნიშვნელოვანი
ეკონომიკური მაჩვნებლების ცვალებადობის გამომწვევი გარკვეული ფაქტორების
ზეგავლენა.
112. რით განსხვავდება ინდექსი შეფარდებითი სიდიდისგან?
ინდექსი შეფარდებითი მაჩვენებელია, რომელიც გამოსახავს ამა თუ იმ მოვლენის
ცვალებადობას დროსა და სივრცეში;
შეფარდებითი სიდიდე კი გვიჩვენებს თუ რამდენჯერ მეტია ან ნაკლები ერთი
აბსოლუტური სიდიდე მეორეზე.
113. როგორ გამოიანგარიშება ინდივიდუალური ინდექსები?
პროდუქციის საანგარიშო პერიოდის მონაცემს ვაფარდებთ საბაზისო პერიოდის
მონაცემთან. მაგალითად, პროდუქციის ფიზიკური მოცულობის ინდივიდუალური
q1
ინდექსი გაიანგარიშება შემდეგნაირად: i q= , სადაც
q0
q 1 - პროდუქციის ფიზიკური მოცულობაა საანგარიშო პერიოდში,
q 0 - მოცულობა საბაზისო პერიოდში.
p1 z1
ფასების ინდივიდუალური ინდექსი: i p= , თვითღირებულების: i z = , შრომის
p0 z0
t1
ნაყოფიერების: i t = ,
t0
114. რომელ სიდიდეს ჰქვია საინდექსო სიდიდე, რომელს წონა?

115. პააშეს, ლასპეირესისა და ფიშერის ინდექსები;

116. არასრული დაკვირვების როგორი ფორმები გამოიყენება სტატისტიკაში?


მონოგრაფიული, ძირითადი მასივის, შერჩევითი, საანკეტო.
117. რა უპირატესობა აქვს შერჩევით დაკვირვებას დაკვირვების სხვა სახეობებთან
შედარებით?
-ის შეიძლება ვაწარმოოთ ფართო პროგრამით;
-ჩატარებაზე დანახარჯებიდან გამომდინარე ის გაცილებით იაფია;
-ის შეიძლება ვაწარმოოთ მაშინ და ისეთ შემთხვევებში, როცა ანგარიშგების
გამოყენება შეუძლებელია.

118. შერჩევითი დაკვირვების ცნება და გამოყენების მიზეზები;


შერჩევითი დაკვირვება არასრული დაკვირვების სახესხვაობაა, რომლის დროსაც
სტატისტიკურ კვლევას ექვემდებარება არა მთლიანად შესასწავლი ერთობლიობა,
არამედ მისი გარკვეული ნაწილი.
შერჩევითი დაკვირვება გამოიყენება,
-როცა ერთეულთა მთლიანი ერთობლიობა იმდენად დიდია, რომ პრაქტიკულად ვერ
შევისწავლით ყოველ ერთეულს;
-როცა ერთობლიობის თვისბათა შესწავლა დაკავშირებულია საქონლის
გაფუჭება/განადგურებასთან;
-საშუალებათა და დროის ეკონომიის მიზნით.

119. შერჩევითი დაკვირვების სახეები და წესები:


შერცევის ძირითადი ხერხებია:
1. საკუთრივ შემთხვევითი-შერჩევის დროს შერჩევას ექვემდებარება ერთობლიობის ის
ნაწილი, რომელიც შერჩეულია შემთხვევითი გზით.
2. მექანიკური შერჩევა- დამყარებულია გენერალურ ერთობლიობაში, გარკვეული წესით
დალაგებული ერთეულებიდან ერთეულთა მექანიკური წესით შერჩევაზე.
3. ტიპიური (რაიონირებული) შერჩევა-რომლის დროსაც გენერალური ერთობლიობა
იყოფა ტიპურ ჯგუფებად, შემდეგ კი ყოველი ჯგუფიდან საკუთრივ შემთხვევით ან
მექანიკური ხერხით იწარმოება მონაცემთა შერჩევა.
4. სერიული (ბუდობრივი) შერჩევა- ამ დროს კვლევას ექვემდებარება ჯგუფები,
სერიები, ბუდეები, რომლებიც შეირჩევა შემთხვევითი შერჩევის ან მექანიკური
ხერხით. შემდეგ კი ყოველ ჯგუფში, სერიაში ადგილი აქვს სრულ დაკვირვებას,
რომელიც ვრცელდება მთლიან ერთობლიობაზე.

120. დაასახელეთ შერჩევით დაკვირვების შეცდომები და როგორ გაიანგარიშება ისინი?


არსებობს საშულო შეცდომა ნიშნის საშუალო მნიშვნელობისთვის, რომელიც იანგარიშება
ფორმულით:

განმეორებით შერჩევის დროს:


განუმეორებელი შერჩევის დროს:

საშუალო შეცდომობა წილობრივი ნიშნისთვის იანგარიშება ფორმულით:

ზღვრული შეცდომი მეთდები კი შემდეგია

121.რომელი ხერხით წარმოებს შერჩევით დაკვირვების შედეგის მთლიან ერთობლიობაზე


გავრცელება?
პირდაპირი გადაანგაიშების ხერხი, რომლის დროსაც შერჩევითი საშუალო ან ხვედრითი
წილი მრავლდება გენერალური ერთობლიობის რიცხვზე.
შესწორებითი კოეფიციენტის ხერხი, რომლის დროსაც ერთი და იმავე ობიექტის მიხედვით
ერთმანეთს შეედარება შერჩევითი და სრული დაკვირვების მონაცემები და გამოიანგარიშება
შესწორების კოეფიციენტი, რომელსაც იყენებენ სრული დაკვირვების მასალებში
შედწორების შესატანად.

You might also like