You are on page 1of 7

ფინალური გამოცდა

ნინი ჩაჩხიანი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური


საქართველოსა და სლოვაკეთის მაგალითზე.

სანამ უშუალოდ გადავალ შედარებაზე , მინდა მოკლედ ავხსნა, თუ რას


გულისხმობს ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახური’’. ეს შეიძლება იყოს
სტატისტიკური სააგენტო ან ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია
სახელმწიფო ან ეროვნულ დონეზე ოფიციალური სტატისტიკის შეგროვებაზე,
ანალიზსა და შემდგომ ინფორმაციის გავრცელებაზე. ასეთი სამსახურის
სახელწოდება ან სტრუქტურა შესაძლებელია განსახვავებული იყოს სხვადასხვა
ქვეყანაში. მრავალ სახელმწიფოში სტატისტიკური სამსახური ხშირად
დამოუკიდებელი სამთავრობო ორგანოა, რომელსაც ევალება ქვეყნის
მოსახლეობის, ეკონომიკის, საზოგადოებისა და სხვა შესაბამისი სფეროების
შესახებ სანდო და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება. მსგავსი
სამსახურები გადამწყვეტ როლს ასრულებენ მონაცემების მიწოდებაში, რომლებიც
შემდგომ გამოიყენება პოლიტიკის შემუშავებაის, გადაწყვეტილებების მიღების,
კვლევების ჩატარებებისა და სხვა მიზნებისთვის. მსგავის სამსახურები თითქმის
ყველა ქვეყანაში გვხვდება, მოცემულ ნაშრომში კი ვეცდები განვიხილო ამ
სააგენტოების მუშაობის ხარისხი საქართველოსა და სლოვაკეთის მაგალითზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და
სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულებას,
რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური
შექმნილია ,,ოფიციალური სტატისტიკის შესახებ’’ საქართველოს 2009 წლის 11
დეკემბრის კანონის საფუძველზე. მისი ძირითადი პრინციპებია:
1.მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
2.პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა; 3.ანგარიშვალდებულება და
გამჭვირვალობა; 4. სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან
აცილება; 5.სტატისტიკური წყაროს არსებობა; 6. კონფიდენციალურობა; 7.
საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა; 8.ეროვნული კოორდინაცია; 9.
საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება; 10. საერთაშორისო თანამშრომლობა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეფორმირებამ უნდა უზრუნველყოს
სტატისტიკური ორგანოს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი.
დამოუკიდებლობის ფართოდ დეკლარირება აუცილებელია სტატისტიკური
სამსახურისათვის ნდობის მანდატის მოსაპოვებლად და ძირითადი ფუნქციის
განსახორციელებლად შეუფეხებლად მიაწოდოს სასარგებლო, მაღალი ხარისხის
ინფორმაცია საზოგადოებას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ანალიტიკოსებს
და პოლიტიკოსებს, როგორც სამთავრობო წრეებში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გაეროს სტატისტიკური კომისიის მიერ შემუშავებულ ოფიციალური სტატისტიკის
ფუნდამენტურ პრინციპებში ასახულია, რომ “ოფიციალური სტატისტიკისადმი
ნდობის შესანარჩუნებლად სტატისტიკურმა სააგენტოებმა გადაწყვეტილება უნდა
მიიღონ პროფესიული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც დაემყარება
სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და წარდგენის
მეცნიერულ პრინციპებს, პროფესიულ ეთიკას”. ოფიციალური სტატისტიკის
ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესი
სახელმძღვანელო პრინციპი იყო კანონის შემუშავების და შესაბამისად, საქსტატის
ჩამოყალიბების პროცესში.
საქსტატი ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას, რომელშიც ასახულია
დემოგრაფიული, ეკონომიკური, უმუშევრობის და ა.შ ზრდა თუ კლება,
შესაბამისად, მოსახლეობა 100% ით უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ეს
მონაცემები სანდოა. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ჩნდება კრიტიკა საქსტატთან
მიმართებით და ბევრი მას მიკერძოებულობასა და ტყუილში ადანაშაულებს. ამის
მიზნად კი ერთს ასხელებენ - მოემსახუროს ხელისუფლებას, ლამაზად
წარმოაჩინოს მისი საქმიანობა და შეარბილოს ფასების ზრდის შედეგად
მოსახლეობის გაღარიბებაში მთავრობისა და ეროვნული ბანკის წვლილი.
საინტერესოა ამ თემაზე 2021 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც
ვკითხულობთ: ,, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის დეკემბერში ფასების
წლიურმა ზრდამ (დეკემბრის თვის ფასები წინა წლის დეკემბერთან შედარებით)
2.4 პროცენტი შეადგინა, არადა, პანდემიის პერიოდში მრავალი დასახელების
საქონელზე ფასების საგრძნობი მატება აშკარა იყო და ყველას გაუჩნდა განცდა,
რომ გათვლებში რაღაც არ იყო წესრიგში. სტატისტიკის სამსახური ინფლაციის
ასეთ დაბალ მაჩვენებელს იმით ხსნის, რომ თურმე ქვეყანაში 21.7 პროცენტით
შემცირებულა ფასები ისეთ სასაქონლო ჯგუფში, როგორიცაა საცხოვრებელი,
წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, რაც -1.94 პროცენტული პუნქტით
აისახა დეკემბრის ინფლაციაზე, ანუ რომ არა, ჩვენი აზრით, ასეთი მანიპულაცია,
წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იქნებოდა არა 2.4 არამედ 4.13 პროცენტი, რაც
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3-პროცენტიან მაჩვენებელზე მაღალია.
სხვაობა ნამდვილად დიდია. ეჭვი კიდევ უფრო ღრმავდება, თუ ამ ჯგუფში შემავალ
ცალკეულ მომსახურებაზე დეკემბრის თვეში ფასების საოცარ კლებას
დავაკვირდებით: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული
მომსახურება (-36.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები
(-30.1 პროცენტი). საქსტატის განმარტებით, ფასების აღნიშნული მასშტაბით
შემცირება განაპირობა მთავრობის მიერ მოსახლეობის გარკვეული
კატეგორიისათვის კომუნალური გადასახადების (დენი, წყალი, გაზი,
დასუფთავება) დაფარვამ (სუბსიდირებამ). სწორედ აქედან ჩნდება ბევრი კითხვა
და საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქსტატის მიერ არსებული მეთოდოლოგიის
არასწორი (შერჩევითი) გამოყენება და შედეგებით მანიპულირება ხდება’’.
საქსტატის მიერ დათვლის დროს არსწორი მეთოდოლოგიის გამოყენებაში
კრიტიკას ვხედავთ აგრეთვე უმუშევრობის მაჩვენებელის დათვლის დროსაც. 2020
წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა 3.8% ით გაიზარდა, თუმცა ცალსახა იყო,
რომ რეალური რიცხვები ბევრად უფრო ტრაგიკული გახლდათ. იმ ფონზე, რომ
პანდემია დაიწყო, მარავალი მაღაზია, რესტორანი, კაფე-ბარი, გასართობი
ადგილები დაიხურა, ბევრ ბიზნესიც გაკოტრების პირას მივიდა, უმუშევრობამ
საგრძნობლად იმატა და ცხადია, ის 3.8 % -ზე მეტი უნდა ყოფილიყო. აქ
მნიშნელოვანი ფაქტი ჩნდება, როგორ შეიძლება უმუშევარი ოფიციალურად 300
ათასი ადამიანი იყოს, როცა სახელმწიფო დახმარება (თვითდასაქმებულებისა და
დასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი) პანდემიის პერიოდში
400 ათასამდე პირმა მოითხოვა.
სწორედ ამიტომ ჩნდება ეჭვი საზოგადოებაში, რომ საქსტატი შესაძლოა არ იყოს
ბოლომდე რელევანტური სწორედ იმის გამო, რომ მათი გამოთვლის
მეთოდოლოგიები ეჭვ ქვეშ დგას. აგრეთვეა დემოგრაფიულ მაჩვენებლებზეც.
სწორედ იმის გამო, რომ საქსტატი ცვლის დემოგრაფიული აღწერის
მეთოდოლოგიებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერებს შორის პერიოდში (2002-
2014 წლებში), ჯამში, მიგრაციული სალდოც და ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც
დადებითი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა.
თუმცა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებმა საპირისპირო
აჩვენა.
მოიხედავად არსებული ხარზვეზებისა, საქსტატს მაინც ენდობა საქართველოს
ძირითადი მოსახლეობა და ის მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ უწყებად
მიაჩნიათ. თუმცა, როგორც მოცემული მაგალითებით აღვნიშნე, არსებობს
ხარვეზები, რომლებსაც ცხადია, საკუთარი მიზეზები და მიზნები გააჩნია, სადაც
შესაძლოა სამთავრობო ინტერესებიც შედიოდეს.
ახლა გადავხედოთ, თუ რა ხდება ამ კუთხით სლოვაკეთში. სლოვაკეთის
რესპუბლიკის სტატისტიკური სამსახური არის სლოვაკეთის რესპუბლიკის
სახელმწიფო ადმინისტრაციის ცენტრალური ორგანო სტატისტიკის სფეროში. მის
სტატუსს არეგულირებს „მთავრობისა და ცენტრალური სახელმწიფო
ადმინისტრაციის ორგანიზაციის ორგანიზაციული საქმიანობის შესახებ აქტების
კოდექსი“. ის მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი 1993 წლის 1
იანვრიდან, ანუ დამოუკიდებელი სლოვაკეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების
დღიდან. აპარატს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სლოვაკეთის რესპუბლიკის
პრეზიდენტი. აპარატის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წელია. არსებობს
სტატისტიკური საბჭო, როგორც აპარატის პრეზიდენტის მუდმივი პროფესიული
საკონსულტაციო ორგანო სახელმწიფო სტატისტიკის დარგში. საბჭოს
თავმჯდომარეა ოფისის პრეზიდენტი, მისი წევრები არიან დასახელებული
ექსპერტები სტატისტიკური თეორიისა და პრაქტიკის დარგიდან.
ეროვნული საბჭოს კანონი სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ არეგულირებს
სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების, სოციალურ-ეკონომიკური
განვითარების შეფასების კრიტერიუმებს, სახელმწიფო სტატისტიკის
განმახორციელებელი ორგანოების პოზიციებს და კომპეტენციებს, სახელმწიფო
ორგანოების როლებს სახელმწიფო სფეროში. სტატისტიკა, საანგარიშო
ერთეულების უფლებები და მოვალეობები, კონფიდენციალური სტატისტიკური
მონაცემების დაცვა მათი ბოროტად გამოყენებისგან, სტატისტიკური მონაცემების
მიწოდება და გამჟღავნება, სტატისტიკური ინფორმაციის შედარების
უზრუნველყოფა და საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან ან შეთანხმებებიდან
გამომდინარე ვალდებულებების შესრულება სლოვაკეთისთვის სავალდებულო
სახელმწიფო სტატისტიკის სფეროში. სტატისტიკური კვლევები რეგულირდება
სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო სტატისტიკური კვლევების პროგრამით,
რომელსაც ადგენს სამსახური სამინისტროებთან და სახელმწიფო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პროგრამა შეიცავს ყველა მნიშვნელოვან
და არსებით კვლევას, მათ შორის სხვა ცენტრალური ორგანოებისა და
სამინისტროების მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ კვლევებს.
პროგრამაში შემავალი კვლევების გარდა, ოფისი ახორციელებს ფიზიკურ პირთა
სპეციფიკურ გამოკითხვებს (მაგ. მოსახლეობის აღწერა, ტერიტორიის აღწერა და
ა.შ.) სახელმწიფო სტატისტიკის ამოცანებს უზრუნველყოფს ბრატისლავის
ცენტრალური ოფისი და რვა რეგიონალური ოფისი, რომელთა ადგილები აქვთ
ბრატისლავაში, ტრნავაში, ნიტრაში, ტრენჩინში, ჟილინაში, ბანსკა ბისტრიცაში,
კოშიცე და პრეშოვში ( Statistical Office of the Slovak Republic).
როგორც ოფიციალური სამთავრობო ინსტიტუტი, სლოვაკეთის რესპუბლიკის
სტატისტიკური სამსახური მოწოდებულია დაიცვას პროფესიული სტანდარტები და
უზრუნველყოს მის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემების სანდოობა და
სიზუსტე. ოფისი მიჰყვება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და
მეთოდოლოგიებს მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და გავრცელების
კუთხით, როგორიცაა ევროსტატის (ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური) და
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტატისტიკური სააგენტოს
მსგავსად, სლოვაკეთის რესპუბლიკის სტატისტიკური სამსახურის მიერ
წარმოებული მონაცემების სანდოობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე,
მათ შორის მონაცემთა შეგროვების მეთოდების ხარისხზე, მკაცრი სტატისტიკური
პრაქტიკის დაცვაზე და წყაროს ხელმისაწვდომობასა და სიზუსტეზე. ოფისი
ცდილობს შეინარჩუნოს უმაღლესი შესაძლო სტანდარტები ამ სფეროებში, რათა
უზრუნველყოს სანდო სტატისტიკური ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ
სლოვაკეთის სტატისტიკური სამსახურის შესახებ არ დევს ბევრი ინფორმაცია ჩვენ
შეგვიძლია ევროკავშირის მიერ გაკეთებული განცხადება ვიხილოთ, რომელშიც
ის წერს, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის სტატისტიკური სამსახური
დამოუკიდებელი და მომხმარებელზე ორიენტირებული დაწესებულებაა. იგი
სრულად აცნობიერებს თავის პროფესიულ პასუხისმგებლობას თავის
საქმიანობაზე და მისი მთავარი მისიაა ობიექტური და მაღალი ხარისხის
სტატისტიკური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება. აგრეთვე უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ სლოვაკეთის სტატისტიკური სამსახური მთლიანად
ევროკავშირის სტატისტიკური სტანდარტებით მოქმედებს და იზიარებს მის
მითითებებს, რაც მას უფრო სანდოს ხდის.
მოსახლეობას საქართველოსგან განსხვავებით სლოვაკეთში უფრო დიდი
სანდოობა გააჩნიათ სტატისტიკის სამსახურის მიმართ, თუმცა აქაც ვხვდებით
კრიტიკას, მაგალითად, ოფისის მიერ გამოყენებული სტატისტიკური
მეთოდოლოგიები, როგორიცაა შერჩევის ტექნიკა, მონაცემთა შეგროვების
მეთოდები ან მონაცემთა ინტერპრეტაცია და პრეზენტაცია. საზოგაოდების ნაწილი
მიიჩნევს, რომ გარკვეული მეთოდოლოგია არის ხარვეზიანი ან მიკერძოებული,
რაც იწვევს არაზუსტ ან შეცდომაში შემყვან შედეგებს. აგრეთვე, ეჭვქვეშ დგას
სამსახურის გამჭვირვალობა მათი მეთოდოლოგიების, მონაცემთა წყაროების და
ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის
მიწოდების თვალსაზრისით.
ჩვენ ვხედავთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკაშიც არსებობს სტატისტიკურ
სააგენტოსთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები და კრიტიკა, რომელიც
საბოლოოდ გარკვეულწილად უნდობლობას აღძრავს მოსახლეობაში. თუმცა ეს
უწყება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანდოა იმ კუთხით, რომ ის ყველაზე ნაკლებად
ატარებს სამთავრობო ინტერესებს და მიუხედავად ნაკლოვანებებისა ხალხი მის
მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ყველაზე მეტად ენდობა. რაც შეეხება,
საქართველოსა და სლოვაკეთის შედარებას, აქ ვხედავთ, რომ ორივე
სახელმწიფოს სტატისტიკურ სამსახურს გააჩნია პრობლემა, თუმცა
საქართველოში ეს პრობლემები უფრო ფართო მასშტაბისაა და ეს ალბათ შიდა
პრობლემებითაც არის გამოწვეული. აგრეთვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ
სლოვაკეთის სტატისტიკური სამსახური ევროკომისიის სტანდარტებს მისდევს და
შესაბამისად მეტად სავარაუდოა, რომ ის უფრო გამჭვრივალე, სანდო და
ობიექტური იქნება.
ბიბლიოგრაფია:
1. ,,საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური,, - ოფიციალური საიტი.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/189/sakstatis-shesakheb
2. Business Media Georgia, ,, საქსტატის უმუშევრობის სტატისტიკა სანდოობას
მოკლებულია - რამაზ გერლიანი’’, 2021.
https://bm.ge/ka/article/saqstatis-umushevrobis-statistika-sandoobas-moklebulia---ramaz-
gerliani/76229
3. გოცირიძე, რ. ,, რატომ გვატყუებს სტატისტიკა?’’, 2021. Forbes.
https://forbes.ge/ratom-gvatqhuebs-statistika/
4. FactCheck, ,, რამდენად სანდოა საქსტატის განახლებული სტატისტიკა
მოსახლეობის რიცხოვნობასა და მიგრაციასთან დაკავშირებით’’, 2018.
https://factcheck.ge/ka/story/35810-ramdenad-sandoa-saqstatis-ganakhlebuli-statistika-
mosakhleobis-ritskhovnobasa-da-migratsiasthan-dakavshirebith
5. Statistical Office of the Slovak Republic. ოფიციალური საიტი.
https://slovak.statistics.sk/wps/portal/ext/aboutus/!ut/p/z1/
hY9Bj4IwFIR_iweO9j0p0OKt3U20hrhBsxF72YDpIolQg2jXfy8aLya6zm0y30wyoCED3eSnqsy7yj
b5rvdrHf2kTHEpRwL5_FOiYglLuZL0S_qwegfoPsYXEghL0_Qb-
oZ9TMQ0YAkiTyYhKjH9XsQppSjoHfhnZwa6KmriNjVBEvhBGGHM_CiIRz6Lw-
sP0RSUl6Bb82ta05Jj29_bdt3-MPbQQ-ccKa0td4ZsbO3hs8rWHjrIHknY19mfGuri7MTgAikc8-
g!/dz/d5/L2dBISEvZ0FBIS9nQSEh/#:~:text=The%20Statistical%20Office%20of%20the,Central
%20State%20Administration%20as%20amended%20.
6. Council of Europe, ,,FIFTH OPINION ON THE SLOVAK REPUBLIC’’, 2022.
https://rm.coe.int/5th-op-slovak-republic-en/1680a6e4ee
7. Eurostat
https://ec.europa.eu/eurostat/web/european-statistical-system/-/-statistical-office-of-the-
slovak-republic-past-and-present-#:~:text=The%20Statistical%20Office%20of%20the,quality
%20statistical%20products%20and%20services.

8. https://slovak.statistics.sk/wps/portal/!ut/p/z1/
tVFNU8IwEP0tHnpMs23SJvUWxOFDdARFJRcmCSlU6IeloP57g3rAD5jxYA6b3Z23O--
9xRI_YFmobTZXTVYWauXqiYynQ9bjrVYgAFjUhl5_3B52bpIAKOD7rwB-
NTqH3q247oz61AEiLI_P32GJpSmaqlngSanXaoFsgaqN9sCFVbZUJrMebF91rQqL9ntpyExCj
EU0DgiiodKIpzZExFpFwCTRLLW77ZXJZnjCOIEYYo4AZhpRSwnijFGUJIoQo9MA4ui7mp90d2
rgwBM7N-Q75KwjupQNAPigE0FPdMejZEgICPIJOLKjj-
V8VeoP80WhCZ9jWdvU1rb2N7VrL5qmWp964IE1vt3UZaXc58FvA4ty3eCHfRyeOJHsoMiL
EN9vM_uMx0VZ547FzR897L5LyHTuP5vcBz8IOYtpGFCehMTlO5bZ49OTFO7wZdHYF0fwH
y5f5eOck1e0TC-bSEfzfNoeCHFy8gYhO0g0/dz/d5/L2dBISEvZ0FBIS9nQSEh/

You might also like